You are on page 1of 4

7/20/23, 9:16 PM ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი | JSC Bank of Georgia | tbilisi

მიმდინარე ვაკანსიებზე დაბრუნება

ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი


tbilisi, საქართველო

სრული განაკვეთი

გამოაგზავნეთ განაცხადი

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში, ტალანტების მართვის


გუნდში, ვეძებთ ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტს.

გვჯერა, რომ განვითარების შესაძლებლობა უსაზღვროა და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ იმ


ადამიანების პოტენციალის რეალიზებას, ვინც ქმნის უკეთეს საქართველოს ბანკს. ტალანტების
მართვის გუნდი ზრუნავს კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ტალანტების განვითარების
ხელშეწყობაზე. ამისათვის ვახორციელებთ განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს
სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ტალანტებისთვის, გამოცდილი პროფესიონალებისა და
ლიდერებისთვის.
გაეცანი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას და გამოგვიგზავნე განაცხადი თუ მიგაჩნია, რომ შენი
უნარები, მიზნები და გამოცდილება შეესაბამება ამ როლის მოთხოვნებს, გსურს იყო ჩვენი მიზნის
თანამონაწილე და მიიღო ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მრავალფეროვანი,
გამორჩეული პროფესიული გამოცდილება.

როლის შესახებ:
ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა
ტალანტების მოზიდვისა და არსებული თანამშრომლებისთვის საჭირო კომპეტენციების
განვითარების პროცესში. პოზიციაზე ძირითადი ფუნქციები და მიზნები ტალანტების მართვის
გუნდის მხარდაჭერაა შემდეგ პროცესებში:
-          სტუდენტური და სტაჟირების ყოველწლიური პროგრამების მართვა (მათ შორის ბაზარზე
ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“)- ახალგაზრდა ტალანტების
მოზიდვა, შერჩევა, ონბორდინგი და მათ განვითარებაზე ზრუნვა;

https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/123800/-tbilisi 1/4
7/20/23, 9:16 PM ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი | JSC Bank of Georgia | tbilisi

-                  სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე თანამშრომელზე მორგებული


განვითარებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და განხორციელება, მათ შორის
ტექნოლოგიების მიმართულებით;
-          ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა - კანდიდატებისა და დასაქმებულების
საჭიროებებების შესწავლა, ტრენინგების, სასწავლო კურსების და სხვა განმავითარებელი
აქტივობების მოძიება;
-          ორგანიზაციაში პროფესიონალთა განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებების
კვლევა და შესაბამისი ინციატივების განხორციელება;
-          სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების კვლევა და
შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
-                  განხორციელებული პროექტების/ინიციატივების ეფექტიანობის გაზომვა და შედეგების
პერიოდული ანალიტიკა.
 
სასურველი კანდიდატის პროფაილი
განათლება
-                  ვეძებთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს ჩამოთვლილთაგან
რომელიმე ან დაკავშირებული მიმართულებით: ადამიანური კაპიტალის მართვა, ბიზნესის
ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ფსიქოლოგია,  სოციალური მეცნიერებები.
-          ადგილობრივი ან საერთაშორისო ადამიანური კაპიტალის მართვის კურსის სერთიფიკატი
(სასურველია);
 
სამუშაო გამოცდილება
-          მინ. 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში, სასურველია HR
ჯენერალისტის ან HR პროექტების მართვის მიმართულებით. 
 
პროფესიული და პიროვნული უნარები
-                  ცოდნა და ინტერესი HR ინდუსტრიის მიმართ, სფეროს პროფესიონალად განვითარების
მაღალი მოტივაცია;
-          ეფექტური კომუნიკაციის უნარები - როგორც ვერბალური, ასევე წერითი;
-          ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინ. B2);
-                  მონაცემთა ანალიზის უნარი - მონაცემების შეგროვება, ანალიზი, პატერნების
იდენტიფიცირება და პრეზენტაცია;
-          Ms Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და
PowerPoint პროგრამებში მუშაობის გამოცდილება - ანგარიშგების წარმოების, მონაცემების

https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/123800/-tbilisi 2/4
7/20/23, 9:16 PM ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი | JSC Bank of Georgia | tbilisi

დამუშავების და ვიზუალიზაციის უნარები).


-          პროექტების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
-          ანალიტიკური აზროვნება;
-          მაღალი ემოციური ინტელექტი;
-          კრეატულობა;
-          დეტალებზე ორიენტირება.
 
რას გთავაზობთ?
-          პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
-          კეთილგანწყობილი გუნდი;
-          მუდმივი მენტორინგი და უკუკავშირი;
-          ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
-          სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ღონისძიებები.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვეხმაურე 3 აგვიტომდე.
გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი

გადმოიტანეთ პროფაილი LinkedIn-დან

სახელი *

გვარი *

ქალაქი/რეგიონი *

ქვეყანა *

საქართველო

https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/123800/-tbilisi 3/4
7/20/23, 9:16 PM ტალანტების განვითარების პროგრამების ასისტენტი | JSC Bank of Georgia | tbilisi

მიმდინარე/ბოლო დამსაქმებელი მიუთითეთ "N/A" თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება *

მიმდინარე/ბოლო პოზიცია მიუთითეთ "N/A" თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება *

პირადი ელ-ფოსტა *

ტელეფონი (ფორმატი: 9955XXXXXXXX)

ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV *

Upload a file or drag and drop

გამოაგზავნეთ განაცხადი

© JSC Bank of Georgia 2023.


Powered by

https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/123800/-tbilisi 4/4

You might also like