You are on page 1of 2

7/20/23, 9:15 PM JOBS.

GE

Print | Close
 
https://jobs.ge//ge/?
view=jobs&id=476169&print=yes

 
საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

დასახელება: საგადასახადო აღრიცხვის და ანგარიშგების სპეციალისტი  


ყველა ვაკანსია ერთ
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გვერდზე
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს


წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც  
ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ყველა ვაკანსია ერთ
ფარგლებს გარეთ. გვერდზე

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია


და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას,
განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი
ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე
საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად


აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვის და


ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის აუდიტში ჩართულობა თითოეულ


კომპანიაში;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო რისკების
შეფასებაში ჩართულობა;
** ჯგუფის კომპანიებში ბუღალტრების მიერ, აღრიცხვის წარმოების პროცესში
წარმოშობილ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის მომზადების პროცესში
ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;


** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ACCA ან სხვა საბუღალტრო კურსი;
** MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=476169&print=yes 1/2
7/20/23, 9:15 PM JOBS.GE

პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:

** უწყვეტი პროფესიული განვითარების სურვილი;


** საგადასახადო მიმართულებისადმი მაღალი ინტერესი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ


მისამართზე: vacancy@gig.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის
დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ,


კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს,
დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის
საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და


თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=476169&print=yes 2/2

You might also like