Professional Documents
Culture Documents
ეკლესიის სიტყვა და საქმე -
ეკლესიის სიტყვა და საქმე -
1. რა და ვინ გააქრისტიანეს?
ისტორიული მონაცემებით, გაქრისტიანება ქვეყნის გაერთიანების საფუძველი არასოდეს
ყოფილა. სინამდვილეში ტერიტორიებს სახელმწიფო და დიდი მთავრები კი არა, მათგან
გაქცეული რუსი ადამიანები იპყრობდნენ. საუკუნეების განმავლობაში სიტუაცია
ვითარდებოდა "ანტილოპებისა და ლომების" მოდელით. რუსული ტომი დროთა
განმავლობაში განსახლებას ახდენდა მარშრუტით: კიევი, ნოვგოროდი, ჩერნიგოვი,
კურსკი, რიაზანი, შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიჟნი-ნოვგოროდამდე. ვარიაგთა
საველე მეთაურები მათ დროთა განმავლობაში კვალდაკვალ მისდევდნენ და ეწეოდნენ.
ნოვგოროდელები ხუთასი წელი მშვიდობიანად მიიწევდნენ არხანგელსკისა და
ვოლოგდისაკენ. მერე კი ურალისა და ციმბირისაკენ ტობოლსკამდე. ნოვგოროდის
დაპყრობისთანავე ივანე III-მ შეიერთა მისი ვრცელი კოლონიები. მოსკოვმა დაამარცხა
ტვერი და ფსკოვი. ასე რომ, ქედმაღლობის მიზეზი - უზარმაზარი ქვეყანა, აღმოცენდა არა
სხვა ტომთა გაქრისტიანებიათ, არამედ რუსი ქრისტიანების უსასტიკესი დაპყრობითა და
დამორჩილებით.
დღეს ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ სისტემატიურად გაურბოდნენ გლეხები,
მარტონი, ოჯახებით, ანდა მთლიანად სოფლებით, ამ შეიარაღებულ მოძალადეებსა და
ყაჩაღებს. მათგან თავის დასაღწევად გარბოდნენ "იქ, სადაც ადამიანები ღმერთის
მცნებების მიხედვით ცხოვრობენ" ანუ ე.წ. სარეზერვო სივრცეებში? გადმოცემებისა და
ლეგენდების მიხედვით, უკვე XVII საუკუნეში მივიდნენ აპონიამდე, XVIII საუკუნეში
ანაპამდე. იქიდან გასაქცევი აღარსად იყო. ისინი, ვინც საუკუნეების განმავლობაში
კვალდაკვალ მისდევდა და იმონებდა თავისსავე თვისტომს, ყოველთვის ექცეოდნენ და
ახლაც ექცევიან მათ, როგორც დაპყრობილებს, როგორც საკუთრებას. ოკუპაციის ვირუსი
იმალება ჩვენი ძალოვანების ქვეცნობიერში, თითოეული მილიციელის ტვინში და
მჟღავნდება თავად ქვეყნის სტრუქტურაშიც: ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი
დასახლებული პუნქტი, პირველ რიგში, გარნიზონია. ქვეყანას აქვს დამონებულის
სტატუსი. ეს შეიარაღებული ადამიანები არასოდეს იცავდნენ უიარაღო ხალხს, არც ერთ
ომში არ ათავისუფლებდნენ მას, არამედ ძარცვავდნენ და უმკაცრეს რეჟიმს უწესებდნენ.
განიარაღება, კომენდანტის საათი, საგუშაგოები, პასპორტების შემოწმება - აი, საიდან
იწყებოდა ნებისმიერი დასახლებული პუნქტის ახალი ცხოვრება. ეს იყო ტოტალური
დამონება.
თვითმმართველობის, თუნდაც პრიმიტიული დემოკრატიის ყველა მცდელობა, ისეთები
როგორიცაა ნოვგოროდი და ფსკოვი, ანდა ყველასათვის უცნობი, მაგრამ რეალურად
არსებული ბუხტარმინის ასწლოვანი რესპუბლიკა ალტაიზე, უმოწყალოდ ისპობოდა.
ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისაგან განდიდებული
წმინდა მთავრები, მათ შორის სრულიად გაურკვეველი ალექსანდრე ნეველი, რომელიც
დასავლეთის ქრსიტიანების წინააღმდეგ იბრძოდა (მისი ყველა გამარჯვება
გაზვიადებულია) და მონღოლებს კი ქედს უხრიდა სხვა არაფერია თუ არა მითი.
"ბასურმანებთან" ბრძოლის ეპოქაში კიდევ შეიძლებოდა მათთვის მიეწერათ რელიგიური
გმირობა, მაგრამ ზუსტად ეს ფაქტები გახდნენ არაპოლიტკორექტული და ახლა
თავგამეტებით, მთელი ძალით იჩქმალებიან. მათი მუდმივი ბრძოლები ერთმანეთთან და
თათრებთან, გულახდილად რომ ითქვას, არა ჯვაროსნული, არამედ დამპყრობლურია.
ვისაც უნდა, დაუფასოს მათ მიწების შეკრება , მაგრამ ქრისტიანებს მათი განდიდების
უფლება არ აქვთ. იმის თქმა, რომ მთავრები ქრისტიანობას ავრცელებდნენ, წმინდა
წყლის მითოლოგიზაციაა. ვისთან ავრცელებდნენ? ტვერელებთან თუ ფსკოველებთან?
სასკოლო სახელმძღვანელოებში, რუს, განსაკუთრებით კი მოსკოველ დიდ მთავრებზე
სიმართლე საერთოდ არ წერია. ყველაფერი ხელისუფლების საამებლადაა მოგონილი
და შეთხზული, რეალობა კი სხვაგვარია. არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც არ
ჩაუდენიათ ამ უმოწყალო მბრძანებლებს. მათი ცხოველური ქმედებანი ფასდება არა
ქრისტიანული, არამედ ტომობრივი მოსაზრებით, ითვლება მამაცობად, გმირობად და არა
დანაშაულად. სინამდვილეში დიდი მთავრების და პირველი მეფეების უმრავლესობა
უარეს შემთხვევაში მკვლელები, უკეთეს შემთხვევაში კი უბრალოდ ბრიყვები და
სულელები არიან, რომელთაც გაუნათლებლობის გამო არ შეუძლიათ
სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამიტომ სახელმწიფოც, როგორც ასეთი, არ არსებობდა.
მეცნიერული პოზიციებიდან არსებობდნენ მხოლოდ უბრალო ტომობრივი
გაერთიანებები. ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო დღემდე ატარებს ამ
გაერთიანებებისათვის დამახასიათებელ თვისებებს: ძალადობას, როგორც მართვის
ძირითად საშულებას; ქვეშევრდომობას, ევროპული მოქალაქეობისა და
თვითმმართველობის მაგივრად; მკაცრ იერარქიას, პირფერობას ქვემოდან ზემოთ,
ხოლო მონობას და დამცირებას ზემოდან ქვემოთ; ძალაუფლებას ადმინისტრაციის
მაგივრად.
დონ რუმატის მსგავსად, განათლებული ევროპელები უსიამოვნო გაკვირვებით,
მწუხარებით, ზოგიერთნი კი ნიშნისმოგებით, აკვირდებოდნენ ისტორიის წარსულ
პერიოდში გაჩხერილ ქვეყანას. ივანე მრისხანეს დროს, დანიის ელჩი იაკობ ულფელდი
წერდა, რომ მოსკოვიტებმა ბოლო მოუღეს ყოველგვარ სათნოებას. შეიძლება
ვიფიქროდ, რომ მოსკოვში ელჩობა დამანგრეველი აღმოჩნდა ულფელდის
სახელმწიფოებრივი კარიერისათვის, მაგრამ მას არ გამოუქვეყნებია თავისი ჩანაწერები.
მათში არ იგრძნობა თავის მართლების სურვილი და მოწმე იმსახურებს ნდობას. ასი წლის
შემდეგ სხვა ჩანაწერებიც გამოჩნდა, რომლებიც ალექსი მიხეილის ძის კარზე ჩამოსულ,
ამსტერდამის ბურგომისტრის შვილს ნიკოლაას ვიტსენს ეკუთვნოდა. ის სამართლის
ახალგაზრდა დოქტორი, საუკეთესო თვისებებით შემკობილი, მომავალი დიდი მეცნიერი
და ამსტერდამის ბურგომისტრად მრავალჯერ არჩეული, პეტრე დიდის ჰოლანდიელი
მეგობარი იყო. ისტორიკოსები იმასაც ფიქრობენ, რომ 1717 წელს, მის გარდაცვალებას
მეფეც დაესწრო.
არც ვიტსენის ჩანაწერები გამოქვეყნებულა მის სიცოცხლეში. ელჩობა კი, რომელსაც ის
ეკუთვნოდა, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა კურიოზული მიზეზის გამო:
მოსკოვში არავის შეეძლო იმის შეგნება, თუ რა იყო რესპუბლიკა, რომელსაც მაშინ
ჰოლანდია წარმოადგენდა. ამიტომ ვერ შეძლეს და უარი თქვეს სახელმწიფოთაშორისი
ახალი დოკუმენტების შექმნაზე. ეს არის ვიტსენის მიერ აღწერილი მოსკოვის "ელიტის"
ზოგადი პორტრეტის ყველაზე საინტერესო შტრიხი. ყველაზე მაღალჩინოსანი ბოიარები
გონებრივი განვითარებით ბავშვები არიან და ვერაფრით სჯობიან ჰოლანდიელ გლეხებს,
- უკვირს ვიტსენს. მთელი დღეები კრემლში სავარძლებზე კოტრიალებენ და ყბედობენ,
ერთმანეთს დასცინიან და გამუდმებით იგინებიან. განათლებული მათ შორის ძალიან
ცოტაა. შეკრებებზე სიტყვის წარმოთქმისას ყოველთვის ქაღალდზე დაწერილით
ხელმძღვანელობენ, ეშინიათ, რაიმე არ გამორჩეთ მეფის გრძელი ტიტულიდან და
გამუდმებით აქებენ მას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთი გავლენა აქვთ და ერთსაც
არ შეუძლია საქმეზე პასუხისმგებლობის აღება. უხეშობა, ლოთობა, დაბეზღება, - ეს ის
თვისებებია, რომლებიც მათ ახასიათებთ. ამპარტავნობა, მლიქვნელობა მაღლა
მდგომთა მიმართ, შავბნელი ბიუროკრატიზმი, რომელიც წარმოიშობა უაღრესი
არაკომპეტენტურობით-ასეთია დონე მმართველი კლასისა. ვიტსენმა მხოლოდ ერთი
ლათინურად მოლაპარაკე და ერთიც დამოუკიდებლად მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი-
ყოფილი პატრიარქი ნიკონი იპოვა. (მან საიდუმლოდ მოინახულა ნიკონი ახალ
იერუსალიმში).
ბავშვებს წაკითხულის სჯერათ და ჰგონიათ, რომ ისინი სერიოზული და ჭკვიანი
მბრძანებლები, ძლევამოსილი მმართველები იყვნენ: აბა როგორ, ჩვენი სარდლები და
მინისტრები! უცოდინარნი, ნახევრად მთვრალ მდგომარეობაში მყოფნი, სამემკვიდრეო
მამულებისა და თანამდებობების მფლობელნი, ყოველთვის დაინტერესებულნი
გამორჩენით და პირადი კარიერით. ეს მათი რეალური სახეა. შიგადაშიგ მეფეები და
დიდი მთავრები ეკლესიებსა და მონასტრებს დიდ შესაწირებს უკეთებდნენ, მაგრამ ეს
მხოლოდ იმის ეგოისტური შიშით, რომ დადგებოდა დრო და გაუგონარი ავაზაკობისა და
გარყვნილებისათვის, ღმერთის წინაშე თავის მართლება მოუწევდათ. ნელ-ნელა
უჩნდებათ, არა სულიერი მოღვაწეობის, არამედ უბრალოდ აზროვნების სურვილი ცრუ
დიმიტრისა და ვ. ვ. გოლიცინს უკვე პეტრე დიდამდე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მხოლოდ
ნაპერწკალია. ნორმალური აზროვნება მაღალ კლასს განმანათლებელთა ეპოქაში
განუვითარდა. მხოლოდ იმის მერე, რაც პეტრემ აიძულა თავადაზნაურობა ესწავლათ.
ნამდვილი ელიტის ჩამოყალიბებას ექვსი თაობა დასჭირდა. XVIII საუკუნის მეორე
ნახევრიდან გამოჩნდნენ პირველი პატივცემული ( ისეთები, რომლებსაც შოლტებით არ
სცემდნენ) ადამიანები. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში აღმოცენდა უმაღლესი
საზოგადოება და მასთან ერთად რუსული სალიტერატურო ენა, მეორე ნახევარში კი
რუსული სამეცნიერო ენა. განათლება უკვე კარგ ტონად ითვლება, იწყება დადებითი
პირადი და საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის გამომუშავება. სათავადაზნაურო კლასმა
შეუერთა ქვეყანა ევროპულ ცივილიზაციას, დაიწყო მისი ნამდვილი ისტორია, მანამდე კი
იყო ტომობრივი პრეისტორია. მაგრამ ცივილიზაცია ვითარდებოდა ეკლესიის გვერდის
ავლით, რომელიც თავად განმანათლებელ პეტრეს დღემდე უარყოფითად იხსენიებს.
მამათმავალ, მკვლელ და ავაზაკ ივანე მრისხანეს წმინდანად შერაცხვას უპირებენ, პეტრე
დიდზე კი ხმას არ იღებენ.
ასე რომ, ძველ მაგალითებზე პატრიოტული აღზრდის შენება ეკლესიას არ გამოუვა. მის
ძალებს აღემატება ისტორიის შეცვლაც და ამ მმართველების პერიოდში თავისთვის
დადებითი როლის მორგებაც. ხელისუფლება აუტანელი იყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ
იყო მთავარი უბედურება, პრობლემაა ისაა, რომ ეკლესიას არც კი უცდია ხელისუფლების
შერბილება. იგი ყოველთვის, ბიზანტიური საპატრიარქოსაგან გამოყოფის შემდეგაც და
მანამდეც, საერო ხელისუფლებას მონა იყო.
მართალია, ღვთის მიუწვდომელი განგებით, XIV საუკუნეში დაიწყო შავი ჭირის არნახული
ეპიდემია, ხოლო ინდულგენციებისა და ინკვიზიციის დაწყების გამო საეკლესიო იერარქია
მარაზმში აღმოჩნდა. მოხდა რეფორმაცია, მაგრამ მან კი არ გააუქმა რწმენის
პიროვნულობა, არამედ უფრო განავითარა.
გახდა ჩვენი ეკლესია ადამიანის ცხოვრების წამმართველი? აიღო თავის თავზე ასეთი
მისია? არა, ეკლესიამ ვერ გაიაზრა თავისი უდიდესი როლი. ჯერ კიდევ XV საუკუნეში
მრავალმთავრიანობის დროს, ის ცდილობდა საკუთარი ადგილის პოვნას
საზოგადოებაში.. ეს იყო საუკეთესო საუკუნე მართლმადიდებლობისათვის, მაგრამ
ცენტრალიზაციის მოსვლასთან ერთად ხელისუფლებამ ეკლესია გადათელა და მიწასთან
გაასწორა: მალიუტამ დაახრჩო მიტროპოლიტი ფილიპე, რომელიც მეფეს სიბილწეში
ამხელდა. ეკლესიამ მიაბეს სახელმწიფო მანქანას და ისიც მორჩილად გაჰყვა "ამა
სოფლის თავადს". ერთადერთი პატრიარქი ნიკონი იყო, რომელმაც დაინახა უდიდესი
საშიშროება. ფაქტიურად მან პაპ გრიგოლ VII გმირობის გამეორება სცადა და საჯაროდ
განაცხადა: "საეკლესიო ხელისუფლება საეროზე ამაღლებულია!", მაგრამ მას არ ჰქონდა
ძალა, არც საშუალება, ვერც თანამოაზრეთა შემოკრება მოახერხა,
იატაკქვეშეთში, ზუსტად ისე, როგორც III საუკუნეში. განა ეს გაკვეთილი არ არის? ვინ
უნდა გაითვალისწინოს იგი?
პირველი მსოფლიო ომის წინ, ერთი ინგლისელმა მწერალმა რუსული ენის შესწავლა
დაიწყო და რუსეთში ჩამოვიდა. გაიცნო პომორები და აღფრთოვანებული დარჩა მათით.
აი, ქრისტიანი ხალხი! წმინდა რუსეთი! ყველას ხატები აქვს სახლებში, ყველა მშვიდი,
წყნარი და ღვთისმოსავია, ეკლესიის დანახვაზე ყველა პირჯვარს იწერს. 1909 წელს მან
მათთან ერთად მოილოცა პალესტინა, დაწერა წიგნები, დაჟინებით არწმუნებდა
ინგლისელებს, რომ უკეთეს მოკავშირეს ისინი ვერ იპოვიდნენ. ეს ადამიანები ბრძოლაში
სიხარულით დაიხოცებიან თავისი რწმენისათვის. რამდენიმე თვეში კი ყველამ მიატოვა
ფრონტი, გადაწვეს თავადაზნაურთა სახლები, გაანადგურეს 50 წლის განმავლობაში
შექმნილი ადგილობრივი კულტურული ინფრასტრუქტურა. ღარიბები ბოლშევიკებს
შეუერთდნე, რომლებიც ამ თარეშსა და რბევას სამართლიანს უწოდებდნენ. მთავარი
რევოლუცია ოქტომბერში და პეტერბურგში კი არა, არამედ 1917 წლის ზაფხულში,
სოფელში მოხდა, როგორც პროტესტი საბაზრო, საერო სტოლიპინური მოდერნიზაციის,
კერძო საკუთრების, პასუხისმგებლობისა და პირადი ცხოვრების წინააღმდეგ. მოიგლიჯეს
ორსაუკუნოვანი კულტურული ფენა და ქვეყანა სოციალურად პეტრე დიდამდე არსებულ
მდგომარეობაში დაბრუნდა.
დასასრულ, ხალხმა დაანგრია ყველა ეკლესია. აი, ესეც წმინდა რუსეთი! 1664 წელს
ნიკოლაას ვიტსენმაც ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ ხდება ისე, რომ გარეგნულად (მასაც
აკვირვებდა ხატები სახლებში) ქრისტიანი ხალხი სრულიად არაქრისტიანულად
წარმართავს თავის ცხოვრებას. საყოველთაო ლოთობა და მკვლელობები საეკლესიო
დღესასწაულებზე უკვე აღარავის უკვირდა მოსკოვში.
დღეს ეკლესიის აღორძინებაზე საუბრობენ. მაგრამ რამდენად არის ეს აღორძინება
ქრისტიანული? ეკლესიაში არ ჩანს მონანიება და საკუთარი ისტორიის გაანალიზების
მცდელობა. არც ცხოველმყოფელ სათავეებთან დაბრუნების სურვილი ჩანს. რელიგია,
როგორც იყო, ისევე დარჩა ცხოვრების ხელოვნურ, რიტუალურ, დამატებით მოსართავად
და ვერ იქცა თავით ცხოვრებად, მის სულიერ არსად. ასეთივე გარეგნული
რელიგიურობის აღორძინება ხდება. სწორედ ძველებურად არ ხდებააღიარებს
პიროვნული რწმენის აღიარებას და ეს ხელსაყრელია იერარქებისათვის, რადგან
კოლექტიური რწმენის შემთხვევაში, სწორედ ისინი ხდებიან უფროსები და
ზედამხედველები, რაც გაცილებით ადვილია ვიდრე მოძღვრობა. ცხადია არიან
მოაზროვნე მღვდლები, მაგრამ მათ ეკუმენისტებად თვლიან და აბუჩად იგდებენ.
მორწმუნეები, როგორც სომნამბულები, გაუთავებლად ალამაზებენ, რთავენ ტაძრებს და
მათ შიგა მოწყობაზეც ზრუნავენ. ღებავენ და ათეთრებენ როგორც საფლავებს
სააღდგომოდ, მაგრამ რა ეცვლებათ მათ შინაგანად? ეს ყალბი თავგამოდებაა.