You are on page 1of 2

გივი ალხაზიშვილის ”პროცესიას” მივაწერე

საფლავზე პატარა გორაკი ჯერ კიდევ არ აღმართულა...


ქალები უკვე სასაფალაოს გარეთ არიან...
მამაკაცებიც ნელ-ნელა ტოვებენ სასაფლაოს
მესაფლავეები აგრძელებენ შრომას...
ჟღურტულებენ ჭივჭავები
მიედინებიან ცნობილი მსანსვლელები...
და მშიერი ტიპების ბჟუტური...

დროდადრო ახშობს ჭივჭავთა მომაბეზრებელ თუ ყურსშეჩვეულ ჟღურტულს...

ოცი წუთის ან ნახევარი საათის წინ.. მიდიოდა მცვლელობა თითქმის მწყობრად...


მესაფლავეები ხელებს იბანენ და ზეგისთვის, იქნებ ხვალისთვის მოსათხრელ საფლავის
მიწას გასცქერიან...

სუფრასთან...

წყალგარეული ღვინით ხელები უკვე გადაბანილია...


მიცვალებულიც დავიწყებულია...
მსანსვლელების მიერ... ოდენ...

და მოშივდა არამარტო კუჭებს...


თვალებსაც...

გაფიქრება: ქალი ყოველთვის ქალია!!!

სუფრაზე...
ჭივჭავების ჟღურტულს - დანა-ჩანგლის ჩხაკუნი ენაცვლება...
მერე „ღვინო“ ამეტყველდება და აღარ ჩაიმალება ღიმილი მწუხარე არაფრისმეტყველ
თვალებში...
შეკრთები ამ ათასჯერ განმეორებულ სცენის ხილვით და გაიხედავ შორს...

გაფიქრება - ცოტაა ასეთები...

გაიხედავ შორს და შეხედავ ამ (იმ წავიკითხე) ალვას

გაფიქრება - როგორ გაყურებენ ღია სარკმელს - იმედით?


დანარჩენ სტრიქონებს უკომენტაროდ დავტოვებ, კომენტარები აქა ზედმეტია... ზემოთაც
ზედმეტი იყო... უბრალოდ იქ შევძელი... ახლა კი მგონია იმ სუფრაზე ვარ და მეც
არაფრისმეტყველთვალებიანი - მსანსვლელებს დავემგავსე და ... „და იმ ხმას,
რომელსაც არავინ არ ისმენს, (და, რომელსაც)
გულდასმით ინახავს ხსოვნათა სქოლიო“.

გამაჟრჟიალა....

You might also like