You are on page 1of 13

1

დორა - ჯოშუა, ჯოშუა!

გვიდო - ჯოშუა წამოდი! შენს გამო დედას დააგვიანდება.

ჯოშუა - ტანკი დავკარგე!

გვიდო - ახლავე გიპოვნი!

დორა - რა ჭუჭყიანი ხარ!

გვიდო - წინ, წინ! მომეჭიდეთ!

დორა - ნელა, ნელა ხომ არ გაგიჟდით!

გვიდო - სკოლაში გვაგვიანდება წინ სწრაფად!

ჯოშუა - ცხენი, ცხენს ვხედავ!

დორა - საყვირი გააჩერე, თორემ გავგიჟდები!

გვიდო - მე კი არა, ჯოშუა რეკავს!

ჯოშუა - არა, მამა რეკავს! /ჩერდებიან. დორა აკოცებს ჯოშას და გვიდოს და გარბის/ საღამომდე
დედა, ახლა კი უფრო სწრაფად წავიდეთ მამა!

გვიდო - ერთი, ორი, სამი! წავედით! /ჩერდებიან მაღაზიასთან/

ჯოშუა - დედიკოს ტორტი ვუყიდოთ!

გვიდო - რა ღირს?

ჯოშუა - 15 ლირა

გვიდო - „ძაღლები და ებრაელები, არ დაიშვებიან”

ჯოშუა - /თითს აყოლებს/ ძაღლები და ებრალეები არ დაიშვებიან.

გვიდო - წვედით ჯოშუა, წავედით!

ჯოშუა - რატომ არ შეიძლება ძაღლების და ებრაელების შესვლა?

გვიდო - იმიტომ რომ არ უნდათ ძაღლები და ებრაელები შევიდნენ. ყველა იმას აკეთებს რაც მოესურვება.
იქ , ქუჩის კუთხეში ჭურჭლის მაღაზიაა, სადაც ცხენებსა და ესპანელებს არ უშვებენ.
მოშორებით აფთიაქია გუშინ ჩემ მეგობარ ჩინელს კენგურუთი უნდოდა შესვლა, მაგრამ
უთხრეს - არა, ჩვენთან ჩინელები და კენგურუები, არ დაიშვებიან! უბრალოდ არ უყვართ,
მეტი არაფერი...

ჯოშუა - ჩვენს მაღაზიაში ყევლას ვუშვებთ.

გვიდო - არა, ხვალიდან მეც დავკიდებ აკრძალვის აბრას. შენ ვინ არ გიყვარს?

ჯოშუა - ობობები. შენ?

გვიდო - მე ვერთგუთები არ მიყვარს. ხვალ დავწერ “ ობობები და ვერთგუთები, არ დაიშვებიან!” თავი


მომაბეზრეს ამ ვერთგუთებმა! კმარა, დიახ, მეც ასე გავაკეთებ! /მაღაზია, შემოდის ორი კაცი/

2
კაცი - გამარჯობა!

გვიდო - მობრძანდით ყველაფერი ნახევარ ფასად!

კაცი - გვიდო ორეფიჩე ხართ?

გვიდო - დიახ, გისმენთ?

კაცი - პრეფექტურაში წამოგვყევით!

გვიდო - ისევ?

ჯოშუა - იქ უკვე იყო

კაცი - წავედით!

გვიდო - რისთვის? ეს ბატონიც თქვენთანაა. გასაგებია.

ჯოშუა - მეც წამოვალ მამა!

გვიდო - არა, არა, შენ აქ დარჩი! მალე მოვალ… დროებით, ხო მართლა, კლიენტებს არ აწყენინო.
დროებით, მე მალე მოვალ. /შემოდის დორას დედა/

ჯოშუა - გამარჯობა!

დორას დედა - გამარჯობა! ამ წიგნს ავიღებ.

ჯოშუა - 5 ლირა ღირს.

დორას დედა - აქ 10 წერია.

ჯოშუა - ხო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ნახევარ ფასად გვაქვს.

დორას დედა - ეს წერილი დედაშენს გადაეცი, უთხარი ბებიამ მომცა-თქო!

ჯოშუა - მე ბებიას არ ვიცნობ, არასოდეს მინახავს!

დორას დედა - გინდა რომ ნახო?

ჯოშუა - კი, მინდა

დორას დედა - ხვალ ნახავ! ხვალ ხომ შენი დაბადების დღეა. ბებია მოვა და საჩუქარს მოგიტანს!

ჯოშუა - ახალ ტანკს?

დორას დედა - არა, ეს სიურპრიზი იქნება. წერილი დედას გადაეცი. ნახვამდის ჯოშუა.

ჯოშუა - ხურდა დაგავიწყდათ ბებია.

დორას დედა - მადლობა.

/მაღაზიასთან/

დორა - სახლში როდის მოხვალ?

გვიდო - წავალ ბიძაჩემს ვნახავ, იქნებ სასტუმროდნ მორჩენილი საჭმელი მოიტანა.

დორა - დროებით, რა თქვა ბებიამ?

3
ჯოშუა - ხვალ მოვალო. /გვიდო დახურავს კარს და ზედ აწერია;” ებრაელის მაღაზია”/

/სახლი./

დორა - უნდა იბანავო ჯოშუა.

ჯოშუა - ყოველ დღე? რა მოსაბეზრებელია? გუშინ ხომ ვიბანავე!

გვიდო - სწორია, პარასკევს იბანავა, ხომ ასეა?

დორა - იბანავე 1 შენ კი პერანგი გამოიცვალე!

გვიდო - პერანგი სამშაბათს გამოვიცვალე!

გვიდო - სად დავდგა ყვავილები?

დორა - სადმე დადგი! /ბავშვი კარადაშია დამალული. გვიდო უახლოვდება, კარადას აღებს./

ჯოშუა - პარასკევს ხომ ვიბანავე. ასე დამდევს. გადამეკიდა. გთხოვ, არ გამცე. /გვიდო კარადას
კეტავს./
დორა - ხომ არ იცი ჯოშუა სადაა?

გვიდო: არა, მე არ დამინახავს!

დორა - რა ლამაზი ყვავილებია…

გვიდო: ცოტა შორს დგას. შემიძლია აქ გავაჩინო

დორა - აქ?

გვიდო - შენს წინ! (ხელებს გაიშვერს) ყვავილებო, მოდით! ეს ბრძანებაა. /კარადა დაიძრება და მათ წინ
გაჩერდება./

გვიდო - დაყნოსე პრინცესა. შოპენჰაუერის თეორიის ძალაა, ჩემი არ გეგონოს…

დორა - ჩემი აზრით ეს კარადა ჭუჭყიანია.

ჯოშუა - გამარჯობა, პრინცესა!

***

დორა - დედა

დორას დედა - წერა-კითხვა იმედია იცის?

დორა - უკვე ერთი წელია! /სახლს უახლოვდებიან. ყველაფერი არეული ხვდებათ/

დორას დედა - დორა, რა მოხდა? რა ფერი დაგედო სახეზე?

/ჯოშუა, გვიდო, ბიძია და ტყვეები./

ჯოშუა - მამა. სად მივდივართ? მოვედით უკვე?

გვიდო - ნუ ჩქარობ! მალე მივალთ

4
ჯოშუა - სად?

გვიდო - სად? მმმმმ, სად? მე მეგონა კითხვა სხვანაირად დამისვი… სად? /ჩურჩულით/ დამეხმარე…

ბიძია - შორს!

გვიდო - სწორია! შორს. ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა. დღეს შენი დაბადების დღეა და აი, ხომ
ოცნებობდი მოგზაურობაზე. იქ შეიძლება აქლემები დაგვხვდნენ, შეიძლება არა…

ჯოშუა - ადრე რატომ არ მითხარი. მოვემზადებოდი.

გვიდო - სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა! ამდენი ხანი საიდუმლდ ვინახავდი. ადვილი გგონია? იცი
სად მივდივართ? არა, ჯერ ვერ გეტყვი. სიურპრიზი ვეღარ გამოვა. თან დედას შევპირდი რომ
არ გეტყოდი, ხომ იცი რანაირია. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემმაც მომიწყო ასეთი სიურპრიზი.
მე და ის წავედით და. არა, არა ნუ მიყურებ ასე, მე იძულებული ვიქნები ვთქვა მე კი არ მინდა
გითხრა და სიურპრიზი ჩაგაშხამო.

ჯოშუა - დავიღალე. თვალები მეხუჭება…

გვიდო - დაიძინე, დაიძინე, ძვირფასო! /ჩურჩულით/ ბიძია, სად მივყავართ? /მატარებელში ადიან
ტყვეები./ აი, ყველაფერი როგორი მოწესრიგებულია. განრიგის მიხედვით გავდივართ. ეს
მატარებელია. მატარებლით ხომ არასდროს გიმგზავრია. აი, ახლა ნახავ. ყველაფერი ხითაა
მოპირკეტებული. სკამები არ არის.

ჯოშუა - სკამები არ არის?

გვიდო - აი, როგორ გეტყობა რომ მატარებლით არასდროს გიმგზავრია. არა, რა თქმა უნდა! ყველა ფეხზე
დგას და ერთმანეთს ეხუტება! გაჭირვებით ვიყიდე ბოლო ბილეთები. სწრაფად! სწრაფად,
ბიძია ელისეო, თორემ გვეტყვიან, დაგაგვიანდათ ბატონებო, ბილეთები აღარ არის!
მოითმინეთ, ჩვენ ადგილი დაჯავშნილი გვაქვს. პუდინგიც შევუკვეთე წინასწარ, მაგრამ
რაღაც კრიზისი მოიმიზეზეს, აღარ აქვთ ეს მომსახურება. შეჩერდით, ადგილები ჩვენც
დაგვიტოვეთ. შეხედე, რამხელა რიგია… თუ არ იჩქარე , ყველა წინ გვისწრებს…

/დორა. კაპიტანი/

დორა - რაღაც გაუგებრობაა?

კაპიტანი - რა გაუგებრობა?

დორა - იმ მატრებელში ჩემი ქმარი და შვილია. მგონი რაღაც შეცდომაა.

კაპიტანი - გვარები მითხარით.

დორა - ორეფიჩე გვიდო. ორეფიჩე ჯოშუა.

კაპიტანი: არანაირი გაუგებრობა. სიაში არიან.

დორა - მეც მინდა იმ მატარებელში! მე მსურს მათთან ერთად წავიდე.

კაპიტანი - სახლში წადით სინიორა!

დორა - გასაგებად არ ვლაპარაკობ? მეც მინდა იმ მატრებელში!

კაპიტანი - რა გაეწყობა… ბრძანება, შეაჩერეთ მატარებელი! ახლა ეს ქალბატონი ვაგონში ჩასვით!

5
გვიდო - დორა…

ჯოშუა - დედა?

/საკონცენტრაციო ბანაკში/

გესტაპო - ქალები იქით, კაცები აქეთ! არ გესმით, ჩქარა!

გვიდო - ბიძია, ბავშვი გამომართვით! /ჯოშუას ბიძიას მიაწოდებს და გარბის ქალთა გასასვლელისკენ/
დორა, დორა!..

გესტაპო - ფეხი არ გადმოდგა! ეს ბრძანებაა! /დორა გახედავს ქმარს/

გვიდო - ჯოშუა, აქ ვარ!

ბიძია - დაიღალა!

გვიდო - დიაღალე?

ჯოშუა - მატარებელი, არ მომეწონა!

გვიდო - არც მე. უკან ავტობუსით დავბრუნდებით! გესმით, უკან ავტობუსით მივდივართ! სადაც სკამები
იქნება. აი, უკვე გავაფრთხილე.

ჯოშუა - ასე ჯობია.

გვიდო - მეც ასე ვფიქრობ! ხედავ როგორი წესრიგია. ხალხი რიგში დგას რომ შემოვიდეს, ზოგიერთები
ურიგოდაც კი იპარებიან.

ჯოშუა - მამა, ეს რა თამაშია?

გვიდო - რა თქმა უნდა რა თქმა უნდა თამაში… ეს, ეს ის თამაშია.. რა ჰქვია ამ თამაშს შენ მეკითხები.
პირველ რიგში ამ თამაშს ყველა ვთამაშობთ. ყველაფერი მოწესრიგებულია. ქალები ერთ
მხარეს არიან, მამაკაცები მეორე მხარეს. ჯარისკაცები წესებს გვიხსნიან, რთული წესებია,
ადვილი არ არის. მერე კი, თუ ვინმეს რამ შეეშლება, მაშინვე სახლში უშვებენ. ყურადღებით
იყავი ჯოშუა, ვინც გაიმარჯვებს ჯილდოს მიიღებს. ძალიან, ძალიან, ძალიან კარგ ჯილდოს.

ჯოშუა - რა ჯილდოს?

გვიდო - კარგ ჯილდოს! ჩემი არ გჯერა?

ჯოშუა - კი, მჯერა და მინდა გავიგო რა ჯილდოა.

ბიძია - ტანკი!

ჯოშუა: ტანკი? ხომ მაქვს სათამაშო ტანკი… აქ ამისთვის რატომ წამომიყვანე?

გვიდო - არა, ნამდვილ ტანკს! სულ ახალს! ეს სიმართლეა. უბრალოდ არ მინდოდა წინასწარ მეთქვა.

ჯოშუა - სად წავიდა ბიძია ელისეო?

გვიდო - ის სხვა გუნდშია. აქ ყველაფერი ორგანიზებულია. ნახვამდის ბიძია!

ჯოშუა - ნამდვილი ტანკი…

6
გვიდო - ნახე რა საინტერესო ოთახია? მოგწონს ჯოშუა. ეს ჩვენი ადგილია. ჩვენ ადგილი დავჯავშნეთ!
ორი ერთკაციანი საწოლი. გაგვატარეთ!

ჯოშუა - მამა, აქაურობა არ მომწონს საშინელი სუნია. დედასთან მინდა!

გვიდო - დედას მალე ვნახავთ!

ჯოშუა - მშია!

გვიდო - მალე შევჭამთ!

ჯოშუა - აქ ყველა ბრაზიანია. ყველა ყვირის და იბღვირება.

გვიდო - იმიტომ რომ მთავარი პრიზი ძალიან ძვირადღირებულია. ყველას უნდა ნამდვილი ტანკი. მის
მოსაგებად საიდან აღარ ჩამოვიდნენ

ჯოშუა - დედას როდის ვნახავ?

გვიდო - როცა თამაში დამთავრდება

ჯოშუა - როდის დამთავარდება?

გვიდო - როცა ათას ქულას ავიღებთ. ის ვინც ათას ქულას აიღებს, ტანკს- მიიღებს

ჯოშუა - არ მჯერა! საჭმელს არ მოგვცემენ?

გვიდო - როგორ არ მოგვცემენ. უკაცრავად, თქვენი სახელი?

ბართოლომეო - ბართოლომეო

გვიდო - ის კაცი პურს და ჯემს რომ არიგებს. მალე მოვა? წარმოგიდგენია, სულ ერთი წამის წინ ყოფილა.
/შემოდიან ჯარისკაცები/

ჯარისკაცი - ახთუნგ! ახთუნგ! აქ ვინმე ლაპარაკობს გერმანულად?

გვიდო - რა თქვა?

ბართოლომეო - გერმანული ხომ არ იცისო აქო ვინმემო? მინდაო რომ ბანაკის წესები გაგაცნოთო. /გვიდო
ხელს იწევს/

ბართოლომეო - გერმანული იცი?

გვიდო - არა, ღმერთმა დამიფაროს!

ჯარისკაცი - (გერმანული ტექსტი) ბანაკის წესებს ყველა დაემორჩილებით. დილით ორ რიგად


დაეწყობით და ქარხანაში წახვალთ. ბავშვები აქ რჩებიან. არავინ ვნახო ვინც გარეთ გამოვა,
ჩვენი განკარგულების გარეშე. აქ სამი წესია. პიველ რიგში, გაქცევა არავინ გაბედოთ, მეორე
ქარხანაში იმუშავებთ მანამ სანამ ზუსტად 8 საათი არ გახდება და მესამე ღამით არავინ
გამოდის გარეთ!!!!!

გვიდო - ვიწყებთ თამაშს. ვინც აქაა თამაშობ, ვინც არა და არ თამაშობს! გამარჯვებისთვის საჭიროა ათასი
ქულა. ვინც პირველი მოაგროვებს საჩუქრად ტანკს მიიღებს. ვისაც გაუმართლებს თქვენს
ქულებს ყოველ დღე გარეთ გამოვაცხადებთ და ვინც ყევლაზე ცოტას დააგროვებს, დავაკრავთ
წარწერას - ”დოყლაპია” პირდაპირ ზურგზე. ჩვენ ბოროტ კაცებს განვასახიერებთ, ვისაც
შეეშინდება ქულების დაკარგავს. ამ სამ შემთხვევაში ქულებს საერთოდ დაკარგავთ. პირველი

7
თუ მოგშივდებათ , მეორე- ტირილს თუ დაიწყებთ, მესამე- თუ დედასთან მოგინდებათ. თუ
საჭმელს მოითხოვთ თამაშიდან გაგაძევებთ. გუშინ კრემიანი ფუნთუშა მოვითხოვე და მერე
ენაზე ვიკბინე. არადა მინდოდა ბუნთუშა. შაქარყინულს ნუ მოგვთხოვთ. აღარ გვაქვს!. გუშინ
სულ შევჭამეთ და ახლა მუცელი მტკივა. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. დამალობანა უნდა
ვითამაშოთ. მოდი დავიწყოთ!

ტყვე -მე მაპატიეთ...

გვიდო - ბართოლომეოს ჰკითხეთ და მერ მეც მითხარით

ჯოშუა - ათასი ქულა?

გვიდო - ხო, ხომ გითხარი ვიმხიარულებთ-მეთქი!

/ქარხნის სცენა/

გვიდო - გიჟები არიან! ეს რაღაც ას კილოგრამს იწონის და ტემპერატურა სამიატასი გრადუსია.


ვიტორინო, მეტი არარ შემიძლია!

ვიტორინო - ეს რა არის? საღამომდე უნდა ვზიდოთ.

გვიდო - მე ამას ვერ შევძლებ.. ბართოლომეო, საით?

ბართოლომეო - სავადმყოფოში. ხელი დავიზიანე.

გვიდო - უნდა დავდო! რას მიზამენ?

ვიტორინო - არა, მოგკლავენ!

გვიდო - ასე გეთქვა… ვიტორინო აქ ასიათასი გრადუსი სიცხეა…

/ჯოშუა. გვიდო/

ჯარისკაცი - შემოდი! ეს ბრძანებაა!

გვიდო - ჯოშუა. აი, მეც მოვედი. როგორ გამოვიყურები! თამაშში მიგვიღეს. იქ სამი დამკვირვებელი იყო.
თქვენ არ გაქვთ თამაშის უფლებაო სახლში გვიშვებდნენ. არაფრის გულისთვის. მე ვუთხარი-
მე და ჯოშუა ჩავეწერეთ. თქვენ ალბათ ხუმრობთ? მომეცით ნომერი . ხოდა მომცეს. ყოველი
შემთხვევისთვის. აქაც დავიწერე, ხელზე, რა იცი რა ხდება. ნომერი ადვილად გავიწყდება
ადამაინს. ხედავ ჯოშუა. სად მოგიყვანა მამამ, აქ კარგია- არა? დღეს ბავშვებთან ითამაშე?

ჯოშუა - კი, მაგრამ მათ არ იციან თამაში. ასე მითხრეს აქ ტანკს არავინ მოგცემსო. არ იციან
ქულები რომ უნდა დააგროვონ.

გვიდო - სულელები, მელიასავით მატყუარები არიან. უნდათ რომ ტანკი მათ მოიგონ.

ჯოშუა - დღეს რამდენი ქულა ავიღეთ?

გვიდო - 50…არა…! 48. ორი ქულა დამაკლეს. რადგან კლასობანას თამაშში წავიბორძიკე, მერე კი
შეშლილებივით ვიცინოდით. მე არ მიკითხავს სიცილის რა დოზაა დასაშვები. ერთი უნდა
ვიკითხო.. მოუთენლად ველი ხვალინდელ დღეს.. თოკის გადაწევას და ჯაჭვის გაწყვეტას
ვითამაშებთ. აქ იმდენი თამაშია, ვერც ვიმსახსოვრებ. უკვე დაგვღალეს ამდენი თამაშით.
ძალიან დავიღალე, ძალიან… დღეს რამე ჭამე?

8
ჯოშუა -კი, მაგრამ ჯემი არ მომითხოვია.

გვიდო - ყოჩაღ! ესე იგი შენც მიგიღია 12 ქულა. მე 48. შენ - 12. სულ 60 ქულა გვაქვს. 60 ქულად მივიღეთ
პურის ეს ნაჭერი, ოღონდ ჯემი არ მოჰყოლია. აირე, გამომართვი და ჭამე.

ჯოშუა - გმადლობ. მამა, 60 ქულა ბევრია?

გვიდო - რა თქმა უნდა ბევრია. ბართოლომეო? როგორ ხარ?

ბართოლომეო - ძლიან ცუდად! 20 ქულა მომცეს.

ჯოშუა - მამა, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს.

გვიდო - ჩუ! არ უთხრა გული გაუტყდება. არ იცის რომ ვუგებთ.

/ქალების მხარე/

ზედამხედველი - /გერმანულად/ არანაირი მოხუცები და ბავშვები! თქვენ კი წინ წამოდით! გაინძერით!


სწრაფად! სწრაფად!

ტყვე - დორა. ხედავ ამ ახალმა ყველაფერი რა სწრაფად ისწავლა. ის ქალი კართან რომ იდგა, კეთილი
ჩანდა, მაგრამ ახლა მგონი ყველაზე ბოროტია.

დორა - რას ამბობ? კარგია რომ მოხუცებს და ბავშვებს არ ამუშავებენ.

ტყვე - არ ამუშავებენ, იმიტომ რომ ყევლას ხოცავენ!. ბავშვებო, აბანოში, აბანოში და შხაპი იქ მიიღეს
გაზის კამერაში.

/ქარხანა/

გვიდო - ვიტორინო, საიდან მოაქვთ ასეთი გრდემლები? როგორ იგონებენ?...

ჯოშუა - მამა! მამა!

გვიდო - აქ რას აკეთებ? აქ არ უნდ იყო! წადი! წადი! არავინ დაგინახოს. არავინ უნდა შეგამჩნიოს. აქ
რატომ ხარ? სხვა ბავშვებთან რატომ არ ხარ?

ჯოშუა - იმიტომ რომ სხვა ბავშვები საბანაოდ წაიყვანეს. მე კი არ მინდა?

გვიდო - რატომ? რატომ არ გინდა? წადი და მათთან ერთად იბანავე.

ჯოშუა - მამა, არ წავალ! ტყუილად მთხოვ. ბანაობა ძალიან არ მიყვარს. აქ რას აკეთებთ?

გვიდო - ტანკს ვაწყობთ. პირველი მუხლუხო უკვე ავაწყვეთ. მართალია ცოტა განრიგს ჩამოვრჩით,
მაგრამ ისეთი სახალისოა აქ არ უნდა მოსულიყავი. აქ არ უნდა მოსულიყავი. წადი, იბანავე!

ჯოშუა - არ მინდა! არ მინდა ! არ მინდა!

გვიდო - არაფერია. დედას ვეტყვი და გაბრაზდება. პირსაც არ იბან… წადი დაიმალე და რომ მოვრჩები
ოთახში ერთად დავბრუნდეთ.

/ბანაკი/

/გვიდო მიდის და მიაქვს ურიკა. ურიკას ტომარა აქვს გადაფარებული, რომელიც ასლოკინებს. ბანაკში
გერმანულად აცხადებენ სამუშაოზე მობილიზაციის ბრძანებას. (გერმანული ტექსტები) გვიდო ჩერდება
კაბინასთნ საიდანაც ჯარისკაცი გამოდის. გვიდო კაბინაში შედის./

9
გვიდო - ბოდიში, არის აქ ვინმე? ხომ არ შეგაწუხეთ? მაპატიეთ, ხელი შეგიშალეთ ალბათ… უკაცრავად, მე
ახლავე წავალ… არავინ არის! ჯოშუა, მოდი აქ! /ტომარიდან ჯოშუა გადმოდის/ სწრაფად!
უსწრაფესად! /რთავს მიკროფონს/ გამარჯობა, პრინცესა! მთელი ღამე მესიზმრებოდი, ჩემი
საყვარელი ვარდისფერი კოსტუმი გეცვა ლურჯი ღილებით და მომწვანო საკინძეებით. ჩვენ
კინოში მივდიოდით. მუდამ შენზე ვფიქრობ პრინცესა! ახლა ეს მოისმინე…

ჯოშუა - დედა, დედა! მამა ურიკით მასეირნებს. ცუდად დაჰყავს. სიცილით ლამისაა მუცელი
გამისკდეს. ჩვენ ყევლას ვუსწრებთ ქულებით.

გვიდო - გაიქეცი, მყვირალა ბრაზიანი კაცი მოდის! არ შეგეშინდეს, თორემ ქულებს დავკარგავთ!

ჯოშუა - სად არიან?

გვიდო - აქ არიან, აქ არიან!

/ექიმი. გვიდო. ტყვეები/

/ექიმი სათითოად დაივლის ტყვეებს და ამოწმებს. მიუახლოვდება გვიდოს./

გვიდო - თქვი ჩემი სახელი და გავქრები.

კაპიტანი - ნუ ვისაუბრებთ!...

ექიმი - სიჩუმე… გრანდ ოტელი. პიცერია… გვიდო…მახსოვს… ფრანც ეს პაციენტი ცალკე გადაიყვანეთ!

/ოთახი/

ბათოლომეო - სად იყავი? უკვე ვინერვიულე…

გვიდო - ის კაცი, ექიმი.. ისე დაკვირვებიხარ აქ ყველა გიჟია.. ექიმი, კაპიტანი, ზედამხედველები… ექიმს
უნდა რომ ოფიცენტად მამუშაოს, თურმე აქ კაპიტნებისა და მათი ცოლებისთვის წვეულებას
აწყობენ… ჯოშუა, ჯოშუა! მოდი აქ! ცუდ ხასიათზე ხარ?

ჯოშუა - ჩვენგან ღილებს და საპონს ამზადებენ! ღუმელში გვსვამენ…

გვიდო - რა? ვინ გითხრა ეგ სისულელე…

ჯოშუა - ერთი ბიძია ტიროდა… ჩვენგან ღილებს ამზადებენ და კიდევ საპონს…

გვიდო - ჯოშუა, ისევ წამოეგე ანკესს? კარგი რა, მე შენ უფრო ჭკვიანი და საზრიანი მეგონე . ღილები და
საპონი. ეს ხომ წარმოუდგენელია. შენ რა მართლა დაიჯერე? ისე რას არ მოიფიქრებს ეს
ხალხი. წამოგიდგენია, ხვალ ხელებს დავიბან ბართოლომეოთი ან ჩემ საყვალეს პიჯაკს
ვიტორინოთი შევიკრავ…. ან ფრანცესკოს გავიხსნი.. უი, ბოდიში ჯორჯო ამწყდა… ხედავ
პასკვალე კარგად არ დამიკერებია და ახლა ვერც ვიხსნი. ელისეო მაქვს დამაგრებული
მაჯაზე. ჰაჰაჰა!... არ გეცინება ასეთ სისულელეზე? შეგამოწმეს, შენ კიდე წამოეგე. ღილები და
საპონი, საპონი და ღილები.. კიდევ რა გითხრეს?

ჯოშუა - ღუმელში შეგვწვავენო, იქ დაგვწვავენო….

გვიდო - ესეც დაიჯერე? ღუმელში შესას წვავენ… ადამიანს რა უნდა იქ. მორჩა შეშა გამითავდა ახლა
ადვოკატი შევაგდოთ… ეს ადვოკატი ნედლია, ცოტა ცუდად იწვის. ჰაჰაჰა! მისმინე, ხვალ
ტომრებით სირბილში უდნა შევეჯიბროთ!

ჯოშუა - მორჩა მამა! სახლში წავიდეთ!

10
გვიდო - ახლა?

ჯოშუა - ახლავე!

გვიდო - გარეთ წვიმს! ორმოც გრადუსამდე სიცხე გექნება.

ჯოშუა - მერე რა?

გვიდო - არ გაინტერესებს? კარგი, მაშინ წავიდეთ… ბარგს ჩავალაგებ და წავიდეთ!

ჯოშუა - შეგვიძლია წავიდეთ?

გვიდო - ცხადია! აქ ყოფნას არავინ გაიძულებს. ეგღა გვაკლია… მოიცა ჩავალაგო. არა და დასანანია..
პირველ ადგილზე ვართ. სხვა ბავშვებსაც ვუსწრებთ

ჯოშუა - აქ სხვა ბავშვები არ არიან!

გვიდო - როგორ არ არიან? აქაურობა სავსეა ბავშვებით. იმალებიან!

ჯოშუა - არ მესმის თამაშის წესები… რამდენი ქულა გვაქვს?

გვიდო - 688 ათასჯერ გითხარი. ცოტაც და გავიმარჯვებდით. თან პირველ ადგილზე ვართ.

ჯოშუა - პირველ ადგილზე ვართ?

გვიდო - კი, მაგრამ დისკვალიფიკაციას მოგვცემენ თუ წავალთ. არაუშავს… გავიდეთ თამაშიდან.


ნახვამდის ბართოლომეო.. ჩვენ წავედით, მოგვბეზრდა.. ისე, ტანკი უკვე მზადაა. შეამოწმე და
სარქველიც გააღე. თორემ ლულა მუხლუხებში გაეჭედება. ნახე ტანკს რა კარგი ლულა აქვს?
საუკეთესო ლულა აქვს. სათადარიგო მუხრუჭი ამოწიე, როცა ჩაჯდები. ჩვენ წავედით,
ჯოშუამ გადაწყვიტა ასე. შეგვეძლო სახლში ტანკით წავსულიყავით, მაგრამ ახლა ავტობუსით
წავალთ. რა მნიშვნელობა აქვს… წავედით! მოგვბეზრდა აქურობა! წავედით! ჯოშუა? წამოდი!
ავტობუსს უნდა მივუსწროთ.

ჯოშუა - ხო, მაგრამ წვიმს და სიცხე ამიწევს!

/ბანაკი/

/ბავშვები ირევიან. გვიდო დიანახავს და ჯოშუასთან მიდის./

გვიდო - ჯოშუა, ახალი ამბავი მაქვს. მოდი აქ… შეხედე, ბავშვებით არის აქაურობა სავსე… მოდი და
შეხედე იქ უნდა იყოს ერთერთი. /ჯოშუა ეძებს ბავშვებს./ იქ მიდი! იქაა?

ჯოშუა: მამა, იქა პატარა ბიჭია!

გვიდო - ვიცი, შვანცი ჰქვია. ეგეც ტანკის მოსაგებად ასპარეზობს. მეორე ადგილზეა. ყველას
გავუსწარით!. ყველას მოვძებნი!

ჯოშუა - სულ რამდენი ბავშვია?

გვიდო - არ ვიცი, რადგან იმალებიან!

ჯოშუა - გარბიან… აი ნახე. ის ქალი ეძახის!

11
გვიდო - იმიტომ რომ დაინაწილონ!. აი, ხედავ. აქ ასეთი წესია. ეს ქალი უცნაურად ლაპარაკობს. მგონი
დაგვინახა. მისმინე. ახლა სიჩუმობანას დროა. თუ გაუძლებ პრიზი ჩვენია. გესმის? მთელი
100 ქულა ჩვენია! ჩვენი! ოღონდ ხმა არ უნდა ამოიღო და სიტყვა არ უნდა დაგცდეს.

ჯოშუა - გპირდები! ვფიცავარ!

გერმანელი - (გერმანულად) ბავშვს აქ რა უნდა. უნდა წავიყვანო!

/ბოლო სცენა/

/ბავშვები სადილობენ. ჯოშუაც მათთან ერთად./

გვიდო - ჯოშუა არ დაგავიწყდეს რომ ხმა არ უნდა ამოიღო. ნელა ჭამე თორემ ხომ ხედავ მუცელში აღარ
ჩაგდის და ღამე არ დაგაძინებს. /გვიდოს ექიმი ეძახის/ თქვენთან სალაპარაკო მაქვს. ჩემი
ცოლიც აქ არის…

ექიმი - გვიყურებენ. დათქმულ დროს , დათქმულ ადგილას…

გვიდო - სად?..

/ბავშვების მაგიდა/

ჯოშუა - მადლობა.

გერმანელი - უცნაურია… აბა გაიმეორე… /გადის/

გვიდო - აბა, ბავშვებო გავიმეოროთ მადლობა… როგორ? გამოთქმით მადლობა… /შემოდის ექიმი.
ჩურჩულით/

ექიმი - გვიდო, შენი დახმარება მჭირდება. დღეს ღამით ჩემმა კოლეგამ, ციურიხიდან გამოცანა
გამომიგზავნა. მე ვარ მსუქანი, უშნო და ყვითელი. თუ მკითხავ ვინ ვარ. გიპასუხებ: “კვა, კვა,
კვა”..” რა უნდა იყოს? მიპასუხე… ნუთუ იხვის ჭუკი, მაგრამ ეჭვი მეპარება ასეთი იოლი იყოს
გამოცანა . გვიდო, მე შემიძლია ეს გერმანულიდან იტალიურად ვათარგმნინო. ახლა ჩემი
ჯერია, რომ გამოცანა გავუგზავნო (ტირის) ამას ვერ ვახერხევ, იმიტომ რომ პასუხი არ ვიცი.
გესმის? მე ვერ გამოვიცანი ეს გამოცანა. ეს საშინელებაა, ეს საშინელი შეგრძნებაა. რა უნდა
იყოს. ყვითელი, მსუქანი და უშნო თუ არა ბატის ჭუკი. მითხარი . კვა კვა კვა… /ექიმი გადის…/

გვიდო - /მოდის. ხელში მძინარე ჯოშუა უჭირავს/ ეხ, ჯოშუა გძინავს? ნეტა მეც მეძინოს და ეს საშინელი
სიზმარი იყოს. ნეტა გამეღვიძოს. იტალიაში. სადაც ჰაერი ბაბუაწვერებით იქნება სავსე და
დედა ორივეს რძიან ყავას მოგვიტანს კრუასანით. მერე ერთად ჩავიცვამდით ლამაზ, კაკლის
ფოთლებში შენახულ პერანგებს. ჩვენს ველოსიპედს მოვაწესრიგებდით და არივე დერჩიიიი…
ჯოშუა, ნეტა სიზმარი იყოს და ახლა ვიღვიძებდე ჩემს საწოლში. პრინცესასთან ერთად.
რომელიც მეტყვის. ძვირფასო, რა დაგესიზმრა? მე მოვუყვები, არა, მე არაფერს ვეტყვი.
დავჯდებოდი და ბაღს გავხედავდი. სადაც ახლა ალბათ პეპლები და ჩიტები დაფრინავენ,
რომლებიც ცივი ზამთრის მერე დაბრუნდნენ და ჩემსა და შენს მორწყულ ვარდებს შორის
იქნევენ ფრთებს. დაიძინე ჯოშუა. ეს შეიძლება სიზმრარი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა
სიზმარი ძვირფასო. სიზმარი დიდი ხანია არ დამსიზმრებია. არა, ერთხელ დამესიზმრა რაც
აქ ვართ. მამაჩემი დამესიზმრა, მიღიმოდა. აქ არავინ იცინის. თითქოს ყველას დაავიწყდა
სიცილი და მგონია რომ არც არასოდეს შეეძლოთ, საერთოდ არ იცოდნენ გაღიმება ან რამეზე
გულიანად გადახარხარება. ახლა უცებ ძალიან მომენატრა ცხელი ფუნთუშა. იცი რა ჯოშუა,

12
ამეკვიატა, მგონია რომ ვეღასოდეს შევჭამ ცხელ ფუნთუშას, რომელსაც ვანილის ოხშივარი
ასდის. რომელიც თეთრ ლამბაქზე დევს. სულელი ვარ. კი, სულელი ვარ… /გვიდო ჩერდება
ადამიანის ძვლებთან და შეშინებული გარბის./

ბართოლომეო - ომი დამთავრდა, ხედავ… ყველა გარბის.

გვიდო - დამთავრდა? რას აკეთებენ?

ბართოლომეო - აქედან ხალხით სავსე მანქანები გაჰყავთ და იქიდან ცარიელი ბრუნდებიან. აბა მიხვდი?

გვიდო - არ მაინტერესებს. მე უნდა წავიდე. მეჩქარება.

ბართოლომეო - მშვიდობით ვენეციაში შევხვდეთ და გრდემლების მაღაზია გავხსნათ თუ მანამდე რამე


სხვა გენიალური იდეა არ დაგიტრიალდა თავში. /გვიდო მძინარე ჯოშუას აღვიძებს/

გვიდო - ჯოშუა მისმინე. მორჩა, დამთავრდა თამაში და ჩვენ მოვიგეთ. გახსოვს მე რომ 40 ქულა კინაღამ
წავაგე?

ჯოშუა - კი

გვიდო - ხოდა, ავანაზღაურე. ახლა მისმინე. ეს ხალხი შენს მოსაძებნად დარბის. ყევლგან გეძებენ. უნდა
დაიმალო. ქვის ქვეშაც გიპოვნიან. აი, აქ ვერავინ გიპოვნის. აქ დარჩი და პირობა მომეცი რომ
არ გამოხვალ. რაც არ უნდა მოხდეს.

ჯოშუა - გპირდები!

გვიდო - არავინ უნდა მოგაგნოს თორემ ტანკს დავკარგავთ, გესმის?

ჯოშუა - იქ ხომ ფრენკი იმალება მამა?

გვიდო - ფრეკი თამაშიდან გავარდა. ჩვენ პირველები ვართ. აქ დაიმალე და ვერავინ გიპოვნის. ხმა არ
ამოიღო და რაც არ უნდა მოხდეს, გესმის, რაც არ უნდა მოხდეს. აქედან არ გამოხვიდე.

ჯოშუა - კარგი. /გვიდო ქალივით გადიაცვამს/

გვიდო - დორა, დორა! არავინაა აქ სახელად დორა? ის იტალიელია. დორა, მე ვარ გვიდო. დორა, ხმა
გამეცი. დორა, მე ვარ . დორა.

გერმანელი - აქ რა გინდა. წინ წადი

გვიდო - დორა…

გერმანელი - წადი! /ბავშვის სამალავთან ჩავლა. გერმანელი გაისვრის. სიცარიელე… ჯოშუა გამოდის
სამალავიდან… ტანკი…./

ჯოშუა - ტანკი!

13

You might also like