You are on page 1of 11

პატარების საახალწლო

ყინულის დედოფალი - რადგან მაინც ყველა ფიქრობს რომ ბოროტი და


დაუნდობელი ვარ, იქნებ ბოლომდე გავერთო?! მე საოცრებების ჩადენა შემიძლია,
თავს ვიკავებდი აქამდე, ბოროტი მიწოდეთ ჰა,ჰა,ჰა,აჰ. ახლა მაცაადეთ!
/ ისმის ქარის ხმა, და დედოფლის ხმამაღალი სიცილ, შემორბიან ელფები, შეიძლება საახალწლო
სიმღერა/

1ელფი - ყველაზე მეტად მთელი წლის მანძილზე ველოდები ახალი წლის დადგომას.

2 ელფი - ისე მიყვარს ისე მიყვარს ახალი წელი რომ შემიძლია ვიტირო
/ იწყებს ხმამაღლა ტირილს, სხვები აწყნარებენ /

3 ელფი - ეს ამდენი საჩუქრები, ტკბილეული მაკანკალებს


/ იწყებს კანკალის იმიტაციას/

4 ელფი - მუსიკა ცეკვები, ბრჭყვიალობები.

5 ელფი - და უუუამრავი მორთული ნაძვის ხე.

ყველა ერთად - და ფოიერვერკებიიი


/ ისმის აფეთქებების ხმა, ჯერ ფოიერვერკი გონიათ მერე ხვდებიან რომ აფეთქებების ხმააა./

1 ელფი - დაიმალეეეეთ!!
/ შემოდის გრინჩი ძაღლთან ერთად/

გრინჩი - მე ვეძებ ყინულის დედოფალს ხომ არ დაგინახავთ სადმე ის?


/ იწყებს ძებნას,ძაღლი ყეფას და ყნოსვას /

გრინჩი - იცით მე რას ვფიქრობ? ვფიქრობ რომ ახალი წელი სულ არაა საჭირო. ეს
ზეიმი, მხიარულება. ვითომ ხალხს ერთმანეთი უყვარს, რაღაც ბედნიერობებს
უსურვებენ ერთმანეთს / ამასობაში ძაღლი დადის ყნოსვა-ყნოსვით /

ძაღლი - მე კი გეტყვი, კი გეხმარები მაგრამ მაინც არ ვფიქრობ რომ სწორი


გადაწყვეტილებაა ის, რაც შენ გინდა რომ ჩაიდინო.

გრინჩი - შენ ვინ გეკითხება პატარა ცუგავ.

ძაღლი - მე გაფრთხილებ! კისერს წაიმტვრევ!

გრინჩი - მთავარია ყინულის დედოფალი ვნახო და ერთად მთებს გადავდგავთ.


/ წავედით /
1 ელფი - ეს გრინჩი საიდანღა გამოჩნდა? ეხლა ნეტავ რა მოიფიქრა?

2 ელფი - ფაქტია რომ კარგი არაფერი.

3 ელფი - ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, გული მიგრძნობს რაღაც ცუდს.

4 ელფი - თვალი უნდა ვადევნოთ.

5 ელფი - სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია რას ერჩის ეს გრინჩი ახალ წელს? მოვიდეს
თავისთვის და მშვიდად გაერთოს.
/ შემოდის ფიფქია, საჩუქრის ყუთებით ხელში /

ფიფქია - წარმოგიდგენიათ რამდნი საჩუქარი მაქვს შესაძენი? თან სულ სხვადასხვა,


არცერთი არ უნდა განმეორდეს. უკვე ფანტაზია აღარ მყოფნის. იქნებ ონლაინ
მაღაზიებში მოვძებნო რამე. / იღებს პლანშეტს და იწყებს სქროლვას / რამდენი მაღაზიაააა
და რა სიძვირეაააააა! ჩემი ხელფასით რა უნდა ვიყიდო, ფასები იზრდება ხელფასი
არა, როდემდეეე! წავალ ყავას დავლევ
/ გაბრაზებული გადის. შემოდიან ფერიები /

ფერია სისლეი - არა! მორჩა! აღარ მინდა!

ფერია იელსისი - შენ არ გაქვს ამის უფლება!

ფერია სისლეი - ამიხსენით რატომ არ მაქვს უფლება, ვიყო ჩვეულებრივი ფერია


ვისგანაც არ მოელიან არაფერს განსაკუთრებულს?!

ფერია ლილისე - ანუ უარს ამბობ კეთილ ფერიობაზე? /სისლეი ფიქრობს/

ფერია სისლეი - არა ეხლა კეთილ ფერიობაზე უარს კი არ ვამბობ, მაგრამ ამ სიკეთეს
მაშინ ჩავიდენ როცა მე მომინდება თქო!

ფერია იელსისი - ეგრე იოლი რომ იყოს, როცა მოგინდება და რაც მოგინდება მაშინ
აკეთო, ყველა მასე იმოქმედებდა, მთავარია ადამიანს მაშინ დაეხმარო როცა ჭირდება
და აუცილებელია.

ფერია ლილისე - მოკლედ კეთილი ფერიობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ან ხარ ან


არა. /ხელს გაუწევს. სისილეი სულ ცოტა ხნით ჩაფიქრდება და იგივეს აკეთებს./

ერთად - თუკი კარგად მოვიფიქრებთ,

სიკეთის ქმნ ას ერთად ყველა,

ამ ამბავში ვერ გვაჯობებს,

ვერც კაცი და ვერცა ძერა.


/ სამივეს ეცინება თავისივე ლექზე. შემოდის ყინულის დედოფალი/

ყინულის დედოფალი - რა მოვიფიქრო? რა მოვიფიქროო? ისეთი რომ ახალი წელი არ


დადგეს დედამიწაზე. ვერაფერი მოვიფიქრე საინტერესო. იქნებ დავაბნელო ისე, რომ
ვერავინ ვერაფერი დაინახოს?! არაა არა. იქნებ გავყინო ყველა და ყველაფერი?! რაა
უნდა გავაკეთო?! გრინჩი, გრინჩიიი!
/ შემორბის ძაღლი ესკუმანი /

ესკუმანი - მგონი ვიღაც იძახდა, ვაფ, ვაფ! რა ხდება რაშია საქმე? შველა უნდა ვინმეს?
ვაფ,ვაფ!
/გამოხტება თოვლის დედოფალი. ესკუმანს გული გაუსკდება/

ესკუმანი - აააააა ვაფფფფფ!! ვინ ხარ რა გინდა, მე კეთილი ვარ.


/ იწყებს სასაცილო მოძრაობებს. თოვლის დედოფალი გააშეშებს ესკუმანს, რომელსაც მხოლოდ პირის
განძრევა შეუძლია/

ესკუმანი - არაა არ მინდა ასე დიდხანს ნუ გამაჩერებთ, ქალბატონო ყინულის


დედოფალო, კუდი თუარ გავაქიცინე ცუდად ვხდები.
/გულს ძალით იწუხებს, ენას გადმოაგდებს/

ყინულის დედოფალი - თუ კიდევ გინდა რომ კუდის ქიცინი ოდესმე შეძლო, შენ და
გრინჩი უნდა დამეხმაროთ.

ესკუმანი - ოო, შენი მონები ვიქნებით სამუდამოდ, არა სამუდამოდ არა 1 წელი, არ
არა, მოკლედ ახალ წლამდე.

ყინულის დედოფალი - გრინჩიიიიი!

/ შემოვარდება გრინჩი/

თოვლის დედოფალი - ააა, ჩემო გრინჩიი.

გრინჩი - რამდენჯერ გითხარი გრინჩი არა, უნდა მომმართო გრინჩ!

ყინულის დედოფალი - ჩემო გრინჩიიი.

ესკუმანი - ხომ გითხრა, გრინჩ-ო გრინჩი-ო კი არა. როგორც ლევან და არა ლევანი,
ოთარ და ოთარი, გურამ და არა გურამი, ვაფ,ვაფ. დ.ა.შ.

ყინულის დედოფალი - რამდენს ლაყბობ ძაღლო! / დაფიქრდება / თუ ძარლ?

ესკუმანი - რა ძარლ, რა ძარლ! სასწრაფოდ გამომაჯადოვეთ! გრინჩ! ჩქარა თორემ მეც


გრინჩის დაგიძახებ. / დედოფალი გამოაჯადოვებს /

გრინჩი - რატომ მეძახდი?


ყინულის დედოფალი - საახალწლოდ კარგი გასართობი მოვიიქრე და მინდა ერთად
გავერთოდ.

გრინჩი - ამოღერღე.

ყინულის დედოფალი - ვიცი ახალი წელი და ბრჭყვიალობები არც შენ გიყვარს


ამიტომ გადავწყვიტე დრო გავყინო, ისე რომ ყველა საათზე ისრები გაიყინოს და
ვერცერთი საათი შეძლებს 12 ჩამოკრას, სათანადოდ ახალი წელიც ვეღარ დადგება.

გრინჩი - შესანიშნავი იდეაა, ყოჩაღ ჩემო მეგობარო. /ტაშს შემოკრავს, ძაღლი იბნევა და
ძალით აყვება გრინჩს/

ყინულის დედოფალი - დანარჩენ საქმეს შენ და შენი ცუგა გააკეთებთ, საჩუქრებს


მოპარავთ სანტას და საჩუქრებსაც ვერავინ მიიღებს ჰა, ჰაა ჰაა ჰაა!

ესკუმანი - მე, მეე, მე არ მინდა თქვენ რომ დაგეხმაროთ, რას ქვია ახალი წელი არ
დადგებაა ვაფ, ვაფ, სულ გააფრინეს ამათ /მაყურებელს./ ასე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს
ისე აქ, მერე ასე აღარ ვიტყვი. /გადის. შემოვარდებიან ფერიები/

ფერია სისლეი - გაიგონეთ ეს რა საშინელება მოუფიქრებია თოვლის დედოფალს?!

ფერია იელსისი - და ეს გრინჩიც რომ აიყოლია.

ფერია სისლეი - ეხლა ერთადერთი ესკუმანის დახმარებით თუ შევძლებთ რომ რამე


შევცვალოთ, ხომ მიხვდით რომ მას არ უნდოდა ამ ბოროტების ჩადენა.

ფერია ლილისე - ანუ აღელდი ხომ, მოგინდა ბოროტების აღმოფხვრა?

ფერია სისლეი - ხო, რატომ მეკითხები?

ფერია იელსისი - იმიტომ რომ მიგახვედროს, ჩვენ კეთილი საქმეების ჩასადენად


ვართ გაჩენილები და წეღან ტყუილად წუწუნებდი რაღაცეებს.

ფერია სისლეი - გასაგებია, გასაგები. დროზე მოვიფიქროთ რამე.

ფერია ლილისე - მგონი მოგვიწევს დამატებითი ძალების დამატება, სჯობს უფრო


ბევრნი ვიყოთ და ისე ვიმოქმედოდ.

ფერია სისლეი - 3 ბიჭი, ჩვენი მეგობრები, რამდენი ბოროტება დაგვიმარცხებია


მათთან ერთად, წავედით. გზათ ელფებსაც შევათყობინოთ.
/ფერიები გადიან. შემოდის 3 მუშკეტერი /

1 მუშკეტერი - ყვლაზე მეტად ცხოვრებაში უსამართლობას ვერ ვიტან.

2 მუშკეტერი - არადა სამწუხაროდ ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.


3 მუშკეტერი - აი ჩვენ სულ დავდივართ, უამრავ ხალხს ვხვდებით და რამდენ
გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ.

1 მუშკეტერი - მერე?

3 მუშკეტერი - როგორ ფიქრობთ, კარგი საქციელის ჩამდენი ადამიანი უფრო მეტია,


თუ ცუდი საქციელის ჩამდენი?

2 მუშკეტერი - ოო, ძალიან რთულ და ფილოსოფიურ ტემებს ვეხებით უკვე, ეს


საინტერესოა.

1 მუშკეტერი - ასე ცალსახად კეთილ და ბოროტ არსებებად ნუ დავყოფთ ადამიანებს,


გარკვეულ საქციელებს ყველა რაღაცის გამო ჩავდივართ.

3 მუშკეტერი - გასაგებია მაგრამ ვიღაცას შეუძლია მეტად დაუნდობელი იყოს,


მეორეს არა.

1 მუშკეტერი - მესმის სწორედ ეგ არის საინტერესო, რა იწვევს ხშირ შემთხვევაში ამ


დაუნდობელ საქციელების სიმძაფრეს, რაც განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან.
/ შემოვარდებიან ფერიები და იწყებენ არაეულად რაღაცის ახსნას/

2 მუშკეტერი - დამშვიდდით და ისე აგვიხსენით.

ფერია სისლეი - მგონი უნდა ვიჩქაროთ.

ფერია იელსისი - თორემ ყინულის დედოფალი და გრინჩი საშინელებას ჩაიდენენ.

ფერია ლილისე - იქნებ ჯერ ავუხსნათ რა ხდება.

3 მუშკეტერი - რა საოცარი ფერიები არიან.

1 მუშკეტერი - უფერიესები / იღიმის, თვითონ გაოცებული თავის სიტყვაზე /

ფერია სისლეი - წამოგვყევით გზაში აგიხსნით.


/ გადიან. შემოდის სანტა/

სანტა - ოჰო, ჰო ჰო ჰო რამდენი საჩუქრები მაქვს, მგონი იმაზე მეტი საჩუქარი ვიდრე
ბავშვია დედამიწაზე. მთავარია წერილების წაკითხვა მოვასწრო, იცით რა მიშველის,
ერთი ბავშვი სიაში თხუთმეტამდე საჩუქარს წერს და გამოდის რომ შევძლებ ყველას,
ყველა სურვილი ავუსრულო. ჰო,ჰო,ჰო,ჰო რამდენი საჩუქრებიააააა.
ამური - მოკლედ მე მაინც ვთვლი რომ, ჩვენ ურთულესი მისია გვაკისრია!

ანგელოზი - ურთულესი!

ამური - ვიღაცა ბოროტია, ან მშიშარა, ან ჯიუტი, ან ზარმაცი.

ანგელოზი - ან ლამაზი / იპრანჭება და იცინის /

ამური - ზოგმა კარგად უნდა ისწავლოს, დაუკრას, იცეკვოს და ჩვენი მისიაა ხალხს
ერთმანეთი შევაყვაროთ. მოკლედ ყველაზე რთული მისია გვაქვს დედამიწაზე.

ანგელოზი - დიახ ყველაზე რთული და ამასთანავე ყველაზეეეეე არაჩვეულებრივი.

შენ წარმოგიდგენია ჩვენი მისია რომ იყოს პოლიტიკოსების გაპოპულარულება, რა


საშინელი სამუშაო გვექნებოდა!

ამური - არა ხო მეც ვერ წარმომიდგენია სხვა მისიების შესრულება. ისევ სჯობს
სიყვარულის გაბევრებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ანგელოზი - სიყვარულის ისრები ადგილზეა?

ამური - დიხ ჩემო ანგელოზო.

ანგელოზი - მშვილდი?

ამური - მშვილდს ერთი სული აქვს როდის გამოვკრავ და სიყვარულის ისარს ვაწეპებ
ვინმეს.
/ იცინიან და სიცილით გადიან. ისმის გაუგებარი გრუხუნ - გრიალის ხმა, და სცენაზე, თვისებები
შემოვარდებიან /

ერთგულება -

სისხარტე -

სწავლის ჟინი -

გართობა -

სილაღე -
/ გადიან თვისებები, შემოდის სანტა ბევრ საჩუქრებს მოათრევს, რომელიც თოკზე აქვს გამობმული,
სასაჩუქრე შეფუთული ყუთების სახით./

სანტა - ოჰ,ოჰ,ოოოჰ! ძალიან დავიღალე , უამრავი საჩუქრები შევფუთე. ცოტა თუ არ


დავისვენე, სადმე ჩამეძინება / იწყებს მთქნარებას / მგონი უკვე მეძინება. ჩემი ელფები
სად გაქრენ, ელფებოოოოო /ისევ ამთქნარებს / თვალები მეხუჭება.
/ წვება, ერთ-ერთ საჩუქარზე თავს დადებს, მეორეზე ფეზებს და ხმამაღალ ხვრინვას ამოუშვებს.
შემოდიან გრინჩი, ძაღლი ესკუმანი და ყინულის დედოფალი, ესკუმანი ყნოსვა-ყნოსვით მოდის,
დანარჩენები ფეხაკრეფით /

ესკუმანი - აქ არის სანტა, საჩუქრებში ჩაფლულა.

ყინულის დედოფალი - აჰა ჰა ჰა ჰაა! საჩუქრები, რა სასაცილოა.

გრინჩი - ვის რად უნდა მაგის საჩუქრები!

ესკუმანი - ვის და მე, მე, მე მინდა? ძვალი, ბალი /წამოიყეფებს/ ან პირდაპირ ხორცი.

ყინულის დედოფალი - ნუ როშავ სისულელეებს! დაგვეხმარე ეს საჩუქრები უნდა


გავაქროთ, რომ ვერავინ მიიღოს ამ ახალ წელს ისინი.

ესკუმანი - / შეშფოთებულია / რას ბრძანებთ, ქალბატონო ყინულის დედოფალო?!

ეს ყოვლად გაუგონარი სურვილია თქვენი მხრიდან ვაფ! ვაფ!

ყინულის დედოფალი- შენ მართლა უგუნურო არსებავ, საჩუქრები კი არა, არც ახალი
წელი დადგება, იმიტომ რომ მე დროს გავყინავ და მასთან ერთად ყველა საათს.
/საზარელი გრუხუნის ხმა ისმის, ყველა დაფრთხება თვით ყ.დ-ც კი. რიტუალს ჩაატარებს დროს
ყინავს. საბოლოოდ სანტას საჩუქრებს მოიპარავენ და გაიქცევიან. შემორბიან ბავშვები თამაშით,
ჩაფუთნულები./

ლორა - დავიღალე დავისვენოთ. / ჩამოსხდებიან/

ვივიენი - რაღაც ძალიან აცივდა.

ლილი - მე დედამ ორი ჯემპრი ჩამაცვა და ისე გამომიშვა სათამაშოდ.

ჯეინი - ბავშვებო არ გიხარიათ? ახალ წლამდე სულ ცოტა ხანი რჩება.

ერთად - გვიხარია აბა რა.

ლორა - ნეტა წელს რას მოიფიქრებს ჩვენი სანტა?

ვივიენი - მე ყოველთვის საინტერესო საჩუქრებს მჩუქნის ხოლმე.


/ ნელ ნელა იწყებენ კანკალს/
ლილი - რა გვჭირს რატომ ვკანკალებთ?

ჯეინი - ხელებს და თავს ვერ ვიმორჩილებ.

ლორა - მგონი მალე გავიყინებით სახლში თუ არ დავბრუნდით.

ვივიენი - მგონი არც ისე დიდი ხანი გავიდა რაც წამოვედით. / საათს გახედავენ /

ლილი - ვერ ვიჯერებ საათის ისრები ისევ იმ დროს აჩვენებენ რა დროსაც აქ


მოვედით.

ჯეინი - ეს რას უნდა ნიშნავდეს?

ლილი - ეს კარგის ნიშანი არ უნდა იყოს.


/ შემორბის ესკუმანი, დაფეთებული. ბავშვები იმალებიან. ესკუმანს პასუხებს დამალულები სცემენ /

ესკუმანი - დამმალეეეეეთ, სადმეეე დამმალეთ, ვაფ, ვაფ!

ლორა - რა მოხდა?

ესკუმანი - საშინელება მოხდა, სრულიად საშინელება!

ვივიენი - თქვი?

ესკუმანი - გრინჩმა სანტას ყველა შაჩუქარი მოპარა, ყინულის დედოფალმა კი დრო


გაყინა, მაშასადამე ყველა საათი, ანუ ახალი წელი არ დადგება , გესმიიით არაააა!!!!!

ლილი - რააა?

ესკუმანი - და ბოდიში და ვინ მესაუბრება? სად ხართ გამოჩნდით, დამენახეთ.

ჯეინი - სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ, ყველას გავაგებინოთ.

ესკუმანი - როგორ შევცდი, როოოგოორ შევცდი რა მინდოდა მათ გუნდშიიი! უნდა


გამოვისყიდო დანაშაული და ახალი წელი დავაბრუნოოო, ვაფ, ვაფ!

/გარბიან. შემოდიან ელფები. /

1 ელფი - სად წავიდაა?

2 ელფი - სად წავიდა?

3 ელფი სად წავიდა ჩვენი სანტა?

4 ელფი - არ უნდა დაგვეტოვებინა მარტოოო!

5 ელფი - ამას შეხედეთ! / აღვიძებენ /

სანტა - რამდენი მეძინააა!


1 ელფები - ხოდა გამოფხიზლდი ჩვენო სანტიკ! / სანტას უკვირს მათი ასეთი აქტიურობა/

სანტა - რაღაც მაკლია თითქოს. საჩუქრებიიიი ბავშვების საჩუქრები გაქრაა!

ელფები - რაააა?!

სანტა - ყუთები მქონდა, საჩუქრებს ვაგროვებდი, გაქრა. რომელი საათია წავიდეთ


სხვა საჩუქრებიც ვნახოთ ხომ არ მომპარეს.

1 ელფი - გრინჩიიი, აქ გრინჩი იყოო.

2 ელფი - როგორ ვერ მოვიფიქრეთ რომ დაგვემალა საჩუქრები.

3 ელფი - მაინც ყველგან მიაგნებდა, ის ხომ გრინჩია.


/ ისმის წერილის მოსვლის ხმა, დახედავენ ტელეფონს /

4 ელფი - ფერიები იწერებიან / კითხულობს / სასწრაფოდ ვიკრიბებით!

5 ელფი - გული მიგრძნობს სერიოზული ამბავი იწყება.

1 ელფი - აბა არ დავნებდეთ, სამართლიანობის აღსადგენათ ვიბრძვით ბოლომდე.

სანტა - წავედიიით!
/ დებენ ფიცს, სანტასთან მიდიან და ხელში ატატებულებს გაყავთ. /

ლილე სხილაძე - როგორ ხართ მშობლებო? ჩვენ ვართ რა, როგორც გვხედავთ
/ ეღიმება და მიუთითებს სცენაზე / ზღაპრები ყველას გვიყვარს არა? ჩვენ კი გვიყვარს
მაგრამ თქვენც გიყვართ ვიცი. ღამ-ღამობით ხომ ცდილობთ ხოლმე ზღაპრების
მოყოლას. ზოგს გამოგდით ზოგს ისე რა /იღიმის/ მაგრამ არაუშავს ჩვენ მაიც მოგვწონს
თქვენი ნაამბობი ყველა ისტორია. მოკლედ ზღაპრები ხომ კეთილად მთავრდება არა?
ჩვენც გვიხარია, ხოდა ცხოვრებაშიც რომ შევეცადოთ, ჩვენი ყველას ისტორიები
კეთილად დავამთავროთ ხომ შეიძლება არა? ცოოტა მეტად უნდა მოვინდომოთ და
აუცილებლად გამოგვივა. ცოტა მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი და პატივი ვცეთ
ერთმანეთს, მოკლედ წავედიი გკოცნით.
/ ფერიები შემოდიან იწყებენ ცეკვას, ქაოტურ სტრატეგიულს, თითქოს რაღაცას გეგმავენ. შემოდიან
ფიფქია, ფერიები, თვისებები, აქვეა ესკუმანიც. /

ფერია სისლეი - აბა ყველა აქ ვართ?

ფერია იელისი - არა ბევრი გვაკლია.

ფერია ლილისე - მოვლენ განგაშის სიგნალი ყველამ მიიღო.

ფიფქია - ნეტა ვინმე კარგად აგვიხსნიდეს რა მოხდა? რა ხდება?


/ ამ დროს შემორბის ძაღლი, თავისი პლასტიკით და ყეფა - ყეფით ყვება გრინჩის და ყინულის
დედოფლის ამბავს.ყველს ეცინება. ელფებიც მოდიან. /

ელფები ერთად - აბაა ჩვენც მოველფდით / აკეთებენ რაიმე თავიანთ ელფურ მოძრაობას/ აქ
ვართ , მზად ვართ.

ფერიები ერთად - ხომ იცით მეგობრებო, ძალა ერთობაშია!

ფიფქია - ამიტომ ახლა მოვბილიზდეთ და მოვიფიქროთ საუკეთესო გამოსავალი. თან


ცოტა მეჩქარება ჯუჯები მელოდებიან მშივრები უნდა ვაჭამო.

სწავლის ჟინი - მგონი თოვლის დედოფალს და გრინჩს წიგნები უნდა წავაკითხოთ,


რომ მიხვდნენ, სიკეთის კეთება ბევრად საინტერესოა ვიდრე საზიზღრობების
კეთება.

ერთგულება - როგორ მივახვედროთ, რომ ერთგულება უფრო ძვირფასი თვისებაა,


ვიდრე ასეთი დაუნდობლობა. არა რას არგებს თორემ კი.

სისხარტე - ეხლა ვერ ხვდებით რომ უკვე ზოზინობთ? სხარტად ცოტა სხარტად.

სილაღე - იმდენ ლაღ ადამიანს ვხედავ ახლა აქ, ეს იმის ნიშანია რომ აუცილებლად
მივაღწევთ საწადელს. ამიტომ არ ვნერვიულობ.

ესკუმანი -დრო გადიიიდ დროოო!

/ ყველა იცინის /

ფიფქია - რომელ დროზე ამბობ რომელიც არ გადის?

ესკუმანი - კარგი ხუმრობაა, მაგრამ ღლაბუცურიი, საქმეა გასაკეთებელი.

You might also like