You are on page 1of 10

ახალი წელი ტყეში

 ავტორი : - ეს ამბავი ერთ დიდ, უღრან ტყეში მოხდა. ნადირ-ფრინველნი


გულმოდგინედ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად. ტყეში სიყვარულის
და მეგობრობის სასიამოვნო განწყობა სუფევდა. წარმოგიდგენიათ? ტყის
ბინადარნი თოვლის ბაბუას ელოდნენ სტუმრად და რა თქმა უნდა, საჩუქრებსაც.
 სიმღერა:
ეს გაშლილი ტყე და ველი
დათოვლილი მთა და ბარი
ამ ტყის ყველა ბინადარი
სრულად მემორჩილება…
ნადირებო, ფრინველებო
რასაც ვბრძანებ კანონია
თუ გინდათ რომ საახალწლოდ
იყოს სრული ჰარმონია.
ჰეი, თქვენ ჩემო ბეღურებო, ბაჭიებო, ციყვებო,
ჰეი, თქვენ ჩემო მელიავ და მტაცებელო ბიჭებო,
დღეს ყველა ერთად შეიყარეთ
დღეს ყველამ თავი შეიკავეთ
დღეს ყველა ერთად ვხვდებით ახალ წელს.

 ტყის ქალღმერთი: ჩემი ნებართვის გარეშე ტყეში ვერცერთი სულიერი ვერ


გაიჭაჭანებს სამტროდ. ნადირ-ფრინველნო ! მე ვიზრუნებ თქვენს
უსაფრთხოებაზე. ვერცერთი მონადირე ვერ გაბედავს ჩვენი მხიარული განწყობა
შეცვალოს. თოვლის ბაბუა კი აუცილებლად მოვა.

სიმღერა: მობაჯბაჯებს დათვი.


დიდი დიდი დათვი
დათუნიას უყვარს
ტყის პანტა და თაფლი..

 დათვი: - ყველანი მთხოვდით, ამ ზამთარს არ დაიძინო, ახალ წელს ერთად


შევხვდეთო. აი, სადაცაა ახალი წელიც დადგება, არც თოვლის ბაბუა ჩანს და არც
დაპირებული საჩუქრები. აბა ჩემი უძილობა იქნება? ჩემი პატარაც როგორ
ელოდება თოვლის ბაბუას…
 დათვის ბელი:- ნეტავ მალე მოვა თოვლის ბაბუა? არ მინდა თაფლის და
გოზინაყის გარეშე შევხვდე ახალ წელს. ტყეში აღარც პანტაა და ფუტკრები
ძილშიც თაფლს სდარაჯობენ თავიანთ ფუღუროში. მეც ძალიან მეძინება,
სადაცაა თვალებს დავხუჭავ...

სიმღერა: კურდღელი.....
აღმა-დაღმა დავხტივარ
ყურცქვიტა ვარ ნაცარა
მეგობრებმა შემარქვეს,
მეტსახელი ცანცარა.
მიყვარს მწვანე ბალახი
სტაფილო და კომბოსტო
მხოლოდ მაშინ მოვიწყენ
ჩემს სიმაღლეს რომ მოთოვს.
ერთად ვხვდებით ახალ წელს
სიმღერით და თამაშით
მე ვერავინ მაჯობებს
ბოსტნეულის ჭამაში.

 კურდღელი: - მოითმინეთ მეგობრებო, რა დროს ძილია, ახალი წელი კარს


მოგვადგა, თქვენ კი ასე წუწუნით ხვდებით? აბა, მხეცებო კარგად დაფიქრდით,
მთელი წლის მანძილზე ვინმე , ჩვენს შორის, ცუდად ხომ არ იქცეოდით? იქნებ
გაიგო თოვლის ბაბუამ და მოსვლა გადაიფიქრა?

 ციყვი: - კარგით, ხასიათს ნუ გავიფუჭებთ მეგობრებო, ცოტაოდენი კაკალი მაქვს


გადანახული, იქნებ ვინმეს თაფლიც ჰქონდეს, ეეჰ, რომ გვაშოვნინა ცოტაოდენი
თაფლი, გოზინაყს გავაკეთებდით, ზუსტად ვიცი ყველას გიყვართ. ხომ
გაგიგონიათ: ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.

 მგელი: - რა თავში ვიხლი შენს გოზინაყს, მე ხორცეული მინდა. ეეჰ, ამხელა


თოვლი არ დაედო, მე კი ვიცი სადაც ვიშოვნიდი ჩიჩიას. რადგან მეგობრობის
პირობა დავდე, მინდა თქვენც იამაყოთ ჩემი წესიერი საქციელით. არც თოვლის
ბაბუასთან მინდა თავი შევირცხვინო.

 მელაკუდა 1 : - ჩიჩია არც მე მაწყენდა, მაგრამ საახალწლოდ ყველა საქათმეს


უწინდელზე მეტად დარაჯობენ და ტყუილად გავიფუჭებ ხასიათს. ყველა
საქათმის სტუმარი ვიყავი ტყის განაპირა სოფელში, მაგრა რაა, არ მინდა ამ
ახალი წლის ღამეს რაიმე ხიფათი შემემთხვეს.

 ბაჭია 1 :- კარგით მელაკუდავ და მგელო, რა ჩიჩია აგიტყდათ! ახალ წლის


ღამეს მაინც დაანებეთ თავი ქათმებზე ფიქრს და მათ მტრობას. ნამდვილად
არ გვინდა თქვენი სიწუწკის გამო ტყის ყველა ნადირ-ფრინველი
დავისაჯოთ.

 მელაკუდა 2 : - (ახლოს მოიხმობს მგელს და მელიას, ხელს გადახვევს და


გვერდით გამოიყვანს) - ისე, შეიძლება ამ ბაჭიას გავკრათ კბილი, შენ რას
იტყვი მგელო? იქნებ თოვლის ბაბუას სულაც არ ვახსოვართ და საჩუქრებსაც
სულ ტყუილად ველოდებით, ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: დღევანდელი
კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო.

 მგელი: - ნუ ხარ შენ სულსწრაფი, ახლა მაგის დრო არაა, თოვლის ბაბუის
მოლოდინმა ყველა გაგვაერთიანა და დროებით მაინც დავივიწყოთ
ერთმანეთის მტრობა.
მელაკუდების სიმღერა:
ერთად ვხვდებით ახალ წელს,
ტყის ყველა ბინადარი,
მალე მოვრთავთ ნაძვის ხეს,
ყველაფერი მზად არის.
მიყვარს ხორცეული და
სოფლის ახლოს ცანცალი,
ახალი წლის დადგომას,
ველი გულის ფანცქალით.

 ბაჭია 2 : - როგორ მინდა , როგორ მინდა მალე მოვიდეს თოვლის ბაბუა, ვიცი,
ნამდვილად ვიცი, უამრავ ბოსტნეულს მოგვიტანს, ყველამ გავინაწილოთ
მეგობრულად, მე გემრიელ სალათებს მოგიმზადებთ და შეიძლება ტყის
მზარეულადაც ამირჩიოთ.

 ზღარბუნა : - იცით რას ვფიქრობ? თოვლის ბაბუა არ მოვა. ( ყველა ერთად


კითხულობს: ვითომ რატომ?) იმიტომ მეგობრებო, რომ მას ჩვენთვის სად
სცალია? იმდენი ბეჯითი ბავშვი უნდა დაასაჩუქროს, რომ მომავალ ახალ
წლამდე არც გავახსენდებით.
 ზღარბი 2 : - კარგით, შეწყვიტეთ კამათი, იქნებ რამე მოვიფიქროთ. ხომ არ
აჯობებს ზამთრისთვის შენახული საკვების მარაგი შევკრიბოთ და ისე
ვიმხიარულოთ. ჩვენ ხომ მხოლოდ მხიარულება გვინდა.

 სპილო: - რაო? ზამთრის მარაგიო? თქვენი საკვების მარაგი მარტო მე არ


მეყოფა, ტყუილად ნუ წუწუნებთ. აფრიკიდან თოვლის ბაბუას სანახავად
ჩამოვედი და დაველოდები კიდეც. მერე კი თუ მოლხენაა მოლხენა იყოს,
ლექსები ვთქვათ, ვიმღეროთ და ვიცეკვოთ.

 სპილოს შვილი : მართლაც რამხელა გზა გამოვიარეთ, თქვენამდე რომ


მოგვეღწია. ძალიან მინდა ჩემი თვალით ვნახო თოვლის ბაბუა. საჩუქრები
კიდეც რომ არ მომიტანოს მაინც ბედნიერი ვიქნები.

 კუ: - როგორ, ნაძვის ხე არ მოვრთოთ? ფერადი ნათურები არ ავაციმციმოთ?


გავანათოთ არემარე და იქნებ ასე უფრო გაუადვილდეს თოვლის ბაბუას
ჩვენამდე მოსვლა. ნახეთ რამდენი სათამაშო შევაგროვეთ ნაძვის ხისთვის.

 მაიმუნი: - ნეტავ ჩვენი მეფე-ლომი სად ბრძანდება? რატომ არ მოვიდა


ჩვენთან? იმას რა ენაღვლება, მეფურად ცხოვრობს, ალბათ საახალწლოდ
სადმე მიემგზავრება, იმხიარულებს კიდეც და არც მშიერი დარჩება.

 ირემი: - ჩვენს გარეშე რა გული გაუძლებს, რა ეშხი ექნება იმის მხიარულებას.


მართალია ბევრი რამე გვაკლია, მაგრამ ჩვენთან უფრო კარგია, როცა ასე
ერთად და მეგობრულად ვართ.

 სიმღერა: ,, თოვს და თოვს თოვლი მოდის…….

 წრუწუნა: -აი, მეც მოვედი მეგობრებო, სოროში გულმა ვეღარ გამიძლო,


მოვაგროვე ჩემი თხილი და კაკალი და სულ თქვენთან წამოვიღე. ცოტათი
მცივა, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული გაგვათბობს.

 ჟირაფი: - მეგობრებო, ფიჩხი უკვე მოვაგროვეთ, დროა კოცონი გავაჩაღოთ,


ნაძვის ხეც მოვრთოთ და მხიარულებისთვის მოვემზადოთ, ამასობაში
თოვლის ბაბუაც მოვა. მჯერა, აუცილებლად მოვა, იმდენი წერილი
გავუგზავნეთ, უყურადღებოდ არ დაგვტოვებს.
 ბეღურა 1: - ნაძვის ხის მორთვაში მე და ჩემი მეგობრები დაგეხმარებით,
შემდეგ კი ჭიკჭიკით დაგიტკბობთ გულებს. თქვენი სიყვარულით
სამშობლოში ვატარებთ ამ ცივ ზამთარს. კეთილ გულებს რა დალევს
დედამიწაზე, პატარებს არასოდეს ავიწყდებათ ჩვენთვის საკენკის დაყრა.

 ბეღურა 2:- დიდი ხანია ხეებს ფოთლები გასცვივდა და დაიძინეს კიდეც.


მხოლოდ მარადმწვანე ნაძვმა შეგვიფარა თავის ტოტებში. მართალია
მწერებმაც დაიძინეს, მაგრამ მეგობრები ყველგან გვყავს, გვეფერებიან, ჩვენზე
ზრუნავენ.

 ზებრა:-მეგობრებო მაპატიეთ თუ რომელიმეს უნებლიედ გაწყენინეთ.


ყველაფერი ჩემი ჯიუტი ხასიათის ბრალია. მეც თქვენთან ერთად მინდა
დავხვდე თოვლის ბაბუას. ბეღურებო, გამომყევით გზას გიჩვენებთ, წავიდეთ
ტყის ნაპირისკენ , მოვათვალიეროთ არე-მარე, იქნებ მოდის კიდეც თოვლის
ბაბუა, გზა ვასწავლოთ, თან გავამხიარულოთ...

რთავენ ნაძვის ხეს და ანთებენ კოცონს.... ბავშვები მღერიან:


,, ახალი წელია ბრწყინავს ნაძვის ხე…..

 ავტორი: - მეგობრები მხიარული ჟღურტულით ტყის ნაპირისაკენ


გაფრინდნენ, ბედნიერი ზებრა წინ მიუძღოდა მეგობრებს და გზას
ასწავლიდა. ტყის ბინადრებმა კი კოცონი გააჩაღეს და ნაძვის ხის მორთვას
შეუდგნენ... ამ ფუსფუსში იყვნენ გართულები, რომ თავს ფრინველთა მეფე
არწივი წაადგათ...

 არწივი : -მიხარია მეგობრებო თქვენი ერთად ყოფნა, ტყის ნადირ -ფრინველი


ასე მეგობრულად, ერთად შეკრებილი არასოდეს მინახავს. ნამდვილ
მეგობრობას არაფერი შეედრება, თოვლიანი არე- მარეც უფრო მშვენიერი
გახდა თქვენი შემყურე.

 ყველა ერთხმად : ახალი წლის მობრძანებამ გაგვაერთიანა, თოვლის ბაბუასაც


ველოდებით.

 არწივი: - იმედი მაქვს თავს არ შეირცხვენთ, ლექსები, სიმღერები და ცეკვები


მზად გაქვთ?
 ყველა: დიახ.

შემოდის ლომი და შემოჰყავს თოვლის ბაბუა და ფიფიქია:


 ლომი : ხომ არ მოიწყინეთ მეგობრებო? გეგონათ მიგატოვეთ და უთქვენოდ
ვხვდებოდი ახალ წელს? მე ხომ თქვენ არასოდეს გტოვებთ - არც ჭირში და
არც ლხინში. აი, თოვლის ბაბუა მოგიყვანეთ, საჩუქრებიც მოგვიტანა. ახლა კი
ნამდვილი მხიარულება იწყება.
 სიმღერა: თოვლის ბაბუაზე......

 თოვლის ბაბუა:
გილოცავთ მთელს ტყეს, ამ ლამაზ დღეს,
დათოვლილ მინდორს და გაყინულ ველს,
ნაძვის ხეს, ნატვრის ხეს, თეთრ შუქს რომ გვფენს,
უამრავ კეთილ თვალს, უამრავ ფერს.

საძმოდ და სამოყვროდ გადაშლილ ხელს


სულ ახალ მეგობრებს, ზეციურ ხმებს,
გილოცავთ, გილოცავთ, ნათელს და წრფელს,
ამ ახალ სიხარულს, ამ ახალ წელს.

 - თქვენ ფიქრობდით არ მახსოვდით? როგორ არა ჩემო მეგობრებო, ერთი


წუთითაც არ დამვიწყებიხართ. თქვენი ყველა წერილი წავიკითხე და
თქვენთვის უამრავი საჩუქარი მოვიტანე, აი, ფიფქიაც მოვიყვანე სტუმრად.
 ფიფქია : - გამარჯობათ ჩემო საყვარლებო, იცით მე ვინ ვარ?
,,მე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი,
მე გუნდა ვარ, თოვლის გუნდა
აღმა-დაღმა დავსრიალებ
შემეჯიბროს ვისაც უნდა.
ციდან ფრთათეთრ ფიფქად მოველ,
ხატულა და პაწაწინა,
შემომხედეთ, მოგეწონეთ?
ხომ ყველაზე ლამაზი ვარ?
თქვენთან თოვლის ბაბუას გამოვყევი. ჩემი თვალით მინდოდა მენახა უღრანი
ტყის მეგობრული ბინადრები. მართლაც რა კარგია თქვენთან !

თოვლის ფიფქის სიმღერა:


მე ფიფქი ვარ პაწაწინა
მაღლა ციდან მოვფრინავ
გავათეთრებ არემარეს
ფუნჯი სულაც არ მინდა

ცეკვა მინდა თქვენთან ერთად


საიდუმლოს გაგანდობთ
მეშინია მზის სხივების
არ მინდა რომ დამადნოს.
ტყის ქალღმერთი : მე კი შენი გაცნობა მინდოდა ძალიან. ძალიან ლამაზი და
კეთილი ხარ. დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და თოვლის ბაბუას გამოჰყევი
ჩემს სამფლობელოში, რათა ჩემი მეგობრებისთვის ახალი წელი მოგელოცა.

ბეღურა : - მე პატარა ჩიტი ვარ,


გულჭრელი და ღაბუა,
დაგვირიგე საჩუქრები,
გულკეთილო ბაბუა .
თოვლის ბაბუა : - ჯერ რა დროს საჩუქრების დარიგებაა ჩემო ძვირფასებო, არ
გინდათ თქვენი შემოქმედება მაჩვენოთ?

მაშ ვიწყებთ: ყველააააააა

თოვლი მოდის ციდან თუ


ყვავილების მტვერია
ნაძვთან ძმურად ცეკვავენ
კურდღელი და მელია.

მალაყებს რომ გადადის,


ეს პატარა ბელია,
გოზინაყის ლოდინში,
გული გადაელია.

ფრთხიალებენ ჩიტები,
და თან ასე მღერიან:
-გვიხარია ძალიან,
დღეს ახალი წელია.

წრე შევკარით ნაძვის ხესთან


ცეკვაში ვართ გართულები,
ციყვუნები, მელიები,
კურდღლები და დათუნები.
ჩვენთან ერთად წრეში არის
მხიარული თოვლის პაპა
გამოპრანჭულ მელაკუდას
უფრიალებს ფარჩის კაბა.

ნაძვის ტოტებს ეფინება,


ფანტელები ციცქნა, ციცქნა,
და ფერადი ნათურები
აციმციმდა აქაც, იქაც.

ცა ნაცრისფრად გაცრეცილა
თოვლი მოდის თოვს
ფანტელები ცვივა ციდან
თოვლი მოდის თოვს.

ფანტელ-ფანტელ, ფრიალ- ფრიალ


თოვლი მოდის თოვს
ხელისგულზე ნაზად, ფრთხილად
ეცემა და თოვს.

თვალებსა გვჭრის ზამთრის დილა


თოვლი მოდის თოვს
თოვლის ბაბუ მოწყენილა
და გართობას გვთხოვს.

აბა ტაში, აბა ტაში,


ნუ დავკარგავთ დროს
თოვლი მღერის, თოვლი ცეკვავს
თოვლი მოდის თოვს.

სიმღერა :

ახალი წლის საღამოა,


ქარი ქრის და ფიფქი სცვივა,
თოვლის კაბა ჩაუცვამს და
ამ ნაძვის ხეს სულ არ სცივა.

არა სცივა იმიტომ რომ


მას ღიმილი ჩვენი ათბობს,
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც,
არასდროს არ დაგიზამთროთ.

გაძარცვულა ხის ტოტები,


ზედ ფოთოლი აღარ იძვრის,
გულს კი თითქოს ზეიმი აქვს
დილა არის ახალი წლის.

თუმცა მიწას თოვლი ჰფარავს,


ცა მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.

გაყინულა ნაკადული
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის
გულს კი მაინც ზეიმი აქვს
დილა არის ახალი წლის.

სიმღერა: ახალი წელი მოსულა.............

რა ლამაზი ნაძვის ხეა


რა ლამაზად ბრჭყვიალებს,
მხიარული მეგობრები,
მის გარშემო ვტრიალებთ.

ჩვენ , ერთგული მეგობრები,


მხიარულნი ყველაზე,
ერთადა ვართ, ერთად ვმღერით
მოგილოცავთ ახალ წელს.

ცაზე არ ჩანს მზე კაშკაშა,


მთის კალთებზე თეთრი ფარა,
არემარე, მინდორ ველი
ფიფქა თოვლით დაიფარა.
გაპარულან ვარსკვლავები
მთვარეს ფარავს ღრუბლის ბინდი,
ქარი ნამქერს ატრიალებს
დღე პატარა, ღამე დიდი.

ზამთარია მაღლა ციდან,


ფანტელები, ცვივა, ცვივა,
ხანაც ბარდნის, ხანაც ცრის და
ჩიტუნები შეგვიცივა.

სუსხიანი ქარი კვნესის


შფოთით ხეებს ხეზე ახლის.
თეთრი ქურქის სამოსელში,
გახვეულა მთა და ბარი.

უსულოს და სულიერსა,
საკუთარი ხელით
თოვლმა ყველას დაურიგა
თეთრი ტანსაცმელი

ნაცვლად მწვანე ნაძვებისა


დგანან თეთრი ნაძვები
თეთრი ქუდით, თეთრი ქურქით
თეთრი ხელთათმანებით.

ჩვენ ერთგული მეგობრები,


პატარები ყველაზე,
მოგილოცავთ, ბედნიერად,
დაესწარით ახალ წელს.

სიმღერა: ალილო...................

თოვლია ბაბუა:

ჩემო კარგებო, თქვენ ისეთი კეთილი მეგობრები ყოფილხართ, რომ თქვენთან ყოფნით
მართლაც რომ ვისიამოვნე. ნამდვილ მეგობრობას და სიყვარულს ქვეყნად არაფერი
შეედრება. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ჩემი საჩუქრები. აბა მოემზადეთ.....
(არიგებს საჩუქრებს)

You might also like