You are on page 1of 27

1

ურჩხული
და
მზეთუნახავი
(შარლ პეროს ნაწარმოების მიხედვით)
2

მოქმედი პირნი

1. ბელი
2. ურჩხული
3. გასტონი
4. ლეფუ
5. მორისი
6. ლუმიერი
7. კოგსვორდი
8. ქალბატონი პოტსი
9. ჩიპი
10.ფიფი
11.დე ლა გრანდე
12.წიგნის გამყიდველი
13.მეფუნთუშე
14. I კაცი
15. II კაცი
16. III კაცი
17. I ქალი
18. II ქალი
19. III ქალი
3

მთხრობელი - შორეულ წარსულში, შორეულ ქვეყანაში, ბრწყინვალე სასახლეში ცხოვრობდა


ახალგაზრდა უფლისწული. მას ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა, მაგრამ
უფლისწული ძალიან თავნება და ბოროტი იყო. ერთხელ, ზამთრის სუსხიან
ღამეს, სასახლეში მოხუცი მათხოვარი მივიდა და თავშესაფარი ითხოვა.
სანაცვლოდ მან უფლისწულს ერთი მშვენიერი ვარდი შესთავაზა. მოხუცის
სიმახინჯემ უფლისწულში ზიზღი გამოიწვია და მან გააგდო მოხუცი ქუჩაში.
მათხოვარმა გააფრთხილა, რომ გარეგნობა ზოჯერ მაცდურია და რომ მთავარი
შინაგანი სილამაზეა, მაგრამ უფლისწულმა ყური არ ათხოვა მოხუცის რჩევას.
უეცრად მოხუცი მშვენიერ ასულად გადაიქცა. უფლისწულმა ბოდიშის მოხდა
სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მშვენიერმა ასულმა იცოდა, რომ უფლისწულის
გულს სიყვარული არ შეეძლო. სასჯელდ მან უფლისწული საშინელ ურჩხულად
გადააქცია. ჯადოქრის წყევლა შეეხო სასახლის ყველა ბინადარს, რომლებიც
სხვადასხვა ნივთებად გადაიქცნენ. თავისი სიმახინჯის გამო, უფლისწულმა თავი
სასახლეში გამოიკეტა, ერთადერთი, რაც მას გარე სამყაროსთან აკავშირებდა,
ჯადოსნური სარკე იყო. ვარდი, რომელსაც მას ჯადოქარი სთავაზობდა -
ჯადოსნური აღმოჩნდა და იხარებდა მანამ, სანამ უფლისწული 21 წლის არ
გახდებოდა. ამ დრომდე მას უნდა ეპოვნა ვინმე, ვისაც შეიყვარებდა და ვინც
სიყვარულითვე უპასუხებდა. უფლისწულს ეს ვარდის უკანასკნელი ფურცლის
ჩამოვარდნამდე უნდა მოესწრო. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოეხსნებოდა მას და
მის სასახლეს წყევლა. თუ არა და იგი განწირული იყო სამუდამოდ
დარჩენილიყო ურჩხულად. წლები გადიოდა, უფლისწული თანდათან
სასოწარკვეთას ეცემოდა და იმედიც კი აღარ ჰქონდა, რომ ვინმე, ოდესმე
შეძლებდა ურჩხულის შეყვარებს.

I
ბელი - ქალაქი, ორი
ჩუმი ქუჩით,
ყველა დღე აქ გუშინდელს ჰგავს.
დილიდან ისმის ფაჩიფუჩი
ვიღვიძებთ რომ გითხრათ:
I კაცი - ბონჟურ!
II კაცი - ბონჟურ!
III კაცი - ბონჟურ!
ბელი - აი მეფუნთუშეც უკვე გამოსულა,
რომ დააპუროს ქალაქი,
ყოველი დღე წინას ჰგავს,
და ცვლილება არსად ჩანს,
ჩვენს პატარა ქალაქში.
მეფუნთუშე-დილა მშვიდობისა ბელ!
ბელი - დილა მშვიდბისა ბატონო!
მეფუნთუშე-საით გაგიწევია?
ბელი - წიგნების მაღაზიაში. ახლახანს დავასრულე ძალიან საინტერესო წიგნი
ჯადოქრებისა და ...
მეფუნთუშე - მარი, ფუნთუშები, სწრაფად!
გუნდი - რა ლამაზია და სიმპათიური,
ის ზოგჯერ სულაც ვერ გვამჩნევს,
ისევ წიგნით გართული,
4

ოცნებებში ჩაფლული,
ვინ არ იცნობს მეოცნებე გოგო ბელს.
I კაცი - ბონჟურ!
I ქალი- ბონჟურ!
I კაცი- როგორ ბრძანდებით?
II კაცი - ბონჟურ!
II ქალი- ბონჟურ!
II კაცი- როგორა ხართ?
III კაცი - ბონჟურ!
III ქალი- ბონჟურ!
III კაცი- სად მიბრძანდებით?
ბელი- და მხოლოდ ფიქრებში ვპოულობ ხსნას!
წიგნის გამყიდველი-ო, ბელ!
ბელი-დილა მშვიდობისა ბატონო! მოვედი რომ ეს წიგნი დაგიბრუნოთ!
წიგნის გამყიდველი-უკვე დაასრულე?
ბელი-თვალი ვერ მოვაშორე. რამე ახალი გააქვთ?
წიგნის გამყიდველი-ჰაჰაჰა. გუშინდელს მერე არაფერი!
ბელი- არაუშავს, მაშინ მე... მე აი ამას წავიღებ!
წიგნის გამყიდველი-ამას? ეს წიგნი ხომ უკვე ორჯერ გაქვს წაკითხული?!
ბელი-არაუშავს. ეს ჩემი უსაყვარლესი წიგნია-შორეულ ქვეყნებზე... მამაც მეომრებზე...
ჯადოქრებზე... უფლისწულებზე...
წიგნის გამყიდველი-რადგან ასე ძალიან მოგწონს, შენი იყოს!
ბელი-მაგრამ ბატონო!...
წიგნის გამყიდველი-მე მოვითხოვ!
ბელი-დიდი მადლობა ბატონო! მადლობა!
გუნდი- აი ბელი მოდის როგორც მონუსხული,
ნეტავი თავს ხომ კარგად გრძნობს?
მეოცნებე თვალებით
და ახალი ამბებით
არაფრისთვის ის ამ წიგნებს არ დათმმობს.
ბელი- ო, რა საოცარია,
თითქოს პრინცესა ხარ ზღაპარში,
აქ ის უფლისწულს ხვდება,
მაგრამ ამას ჩვენ გავიგებთ სხვა თავში!
I და II ქალი- ქალაქში ის ყველაზე ლამაზია,
მის მზერას ტოლი არა ჰყავს.
წიგნების გამყიდველი-ის წკრიალა სიცილით
და ნათელი ღიმილით
გუნდი- ის ხომ გულგრილსაც კი მოხიბლავს,
ნებისმიერს ბელი მოხიბლავს,
ნებისმიერ გულგრილს ბელი მოხიბლავს.
ლეფუ -შენ არც ერთი არ აგიცილებია! გასტონ შენ ყველაზე მაგარი ხარ! შენ მართლაც
მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხარ!
გასტონი-ვიცი!
ლეფუ-ნებისმიერ გოგოს შეუყვარდები გასტონ! შენ მხოლოდ ხელი დაადე!
გასტონი-მართალია, ამიტომაც მე სწორედ აი ის გოგო მსურს!
ლეფუ-გამომგონებლის შვილი?
5

გასტონი-ზუსტად! ის არის ის ბედნიერი, რომელზეც მე ვიქორწინებ. მთელს ჩვენს მხრეში


ყველაზე ლამაზი გოგო...
ლეფუ-ვიცი, მაგრამ...
გასტონი-ის საუკეთესოა და მეც საუკეთესოს ვიმსახურებ! ასე არ არის?
ლეფუ-რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა იმსახურებ!
გასტონი - იმ წუთიდან როდესაც მე მას შევხვდი,
ავღნიშნე მაშინ ხმამაღლა,
ერთადერთი ის არის,
ჩემი ღირსი ვინც არის,
ცოლად უნდა შევირთო და გათავდა!
I, II და III ქალი-აი ის, მოდის
რა ლამაზია,
მუსიე გასტონ შემოგვხედე,
გვაჩუქე ჩვენც შენი ღიმილი
შენ ჩვენზე ერთგულს ვერსად იპოვი!
I კაცი- ბონჟურ!
გასტონი-მაპატიეთ!
II კაცი - სალამი!
III კაცი-უკაცრავად!
I კაცი - ეს რა არის?
I ქალი - რა მშვენიერია?!
II კაცი - ეს რა ღირს?
II ქალი -ერთი ფუნტი.
გასტონი-მომეცით!
მეფუნთუშე-დანა მომაწოდეთ!
გასტონი-გამასინჯეთ!
I ქალი-ეს პური...
I კაცი - ის თევზი...
I ქალი - ცოტათი ძვირია.
I კაცი -ხომ ვერ დააკლებთ?
მცხობელი-ეს ხომ საუკეთესოა!
ბელი - და მხოლოდ ფიქრებში ვპოულობ ხსნას!
გასტონი - მე უკვე ჩემს მეურლედ ვხედვ მას!
გუნდი - რა ლამაზია და სიმპათიური,
ის ზოგჯერ სულაც ვერ გვამჩნევს,
ისევ წიგნით გართული,
ოცნებებში ჩაფლული,
ვინ არ იცნობს მეოცნებე ბელს.
ვინ არ იცნობს მეოცნებე ბელს.
ვინ არ იცნობს მეოცნებე გოგო ბელს.
გასტონი-გამარჯობა ბელ!
ბელი-გამარჯობა გასტონ! გასტონ წიგნი დამიბრუნე!
გასტონი-როგორ შეგიძლია ამ წიგნის კითხვა? მასში ხომ არც ერთი ნახატი არ არის!
ბელი-იცი გასტონ, ზოგიერთ ადამიანს თავისი წარმოსახვა ეხმარება...
გასტონი-ბელ, უკვე დროა, რომ ამ წიგნებს მოშორდე და უფრო მნიშვნელოვან საკითხებს
მიაქციო ყურადღება! მაგალითად მე! /ქალები ამოიოხრებენ/ მთელი ქალაქი
6

ამაზე ლაპარაკობს. არ არის მიზანშეწონილი, რომ ქალმა ამდენი იკითხოს,


რადგან ამის შედეგად მას იდეები უჩნდება... ზედმეტ ფიქრს იწყებს...
ბელი-გასტონ, რა ღვარძლიანი ხარ!
გასტონი-გმადლობ ბელ! ახლა კი წამოდი გავისეირნოთ, ქალაქი დავათვალიეროთ!
ბელი-არ შემიძლია გასტონ! სახლში უნდა წავიდე და მამაჩემს დავეხმარო. კარგად!
ლეფუ-ეს მოხუცი შეშლილი. ნეტა რაში სჭირდება დახმარება?!
ბელი-მამაჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ!
გასტონი-მართალია! მამამისზე ასე ნუ ლაპარაკობ!
ბელი-მამაჩემი გიჟი არ არის! ის გენიოსია!

II
ბელი-მამა!
მორისი-/ახველებს/ ჯანდაბა, ეს რა დამემართა!
ბელი-მამა, კარგად ხარ?
მორისი-ერთი სული მაქვს როდის მოვაშორებ სახლიდან მთელ ამ ნაგავს! ერთი სული!
ბელი-შენ სულ ასე ამბობ.
მორისი-ამჯერად ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ვერასდროს შევძლებ ამის ამუშავებას!
ბელი-რა თქმა უნდა შეძლებ! ხვალ შეჯიბრზე პირველ ადგილს მოიპოვებ და მსოფლიოში
ცნობილი გამომგონებელი გახდები!
მორისი-შენ მართლა გჯერა ამისი?
ბელი-რა თქმა უნდა მართლა მჯერა. მე შენი ყოველთვის მჯეროდა მამა!
მორისი-მაშ რაღას ველოდებით? ამის შესაკეთებლად დრო აღარ მეყოფა. ჩემი ხელსაწყოები
მომაწოდე ძვირფასო, მუშაობას უნდა შევუდგე. მართლა, როგორი დრო გაატარე
ქალაქში?
ბელი-კარგი. ახალი წიგნი წამოვიღე ბიბლიოთეკიდან. მამა, შენი აზრით მე უცნაური ვარ?
მორისი-ჩემი შვილი, უცნაური? ეგ საიდან მოიტანე შვილო?
ბელი-უბრალოდ ამ ქალაქში ვერავინ ვნახე ისეთი, ვისთანაც წესიერად დალაპარაკებას
შევძლებდი... ვისთანაც თავს კარგად ვიგრძნობდი...
მორისი-გასტონზე რას იტყვი ძვირფასო? მე მგონი სიმპატიური ყმაწვილია, არა?
ბელი-სიმპატიურია, მაგრამ ძალიან უხეში... თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული და... ის
საჩემო არ არის!
მორისი-არ ინერვიულო ჩემო პატარავ! ეს გამოგონება ჩვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ეს ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. აი მგონი მზად არის კიდეც! მოდი ვცადოთ!
ბელი-მუშაობს!
მორისი- მგონი მართლა მუშაობს! მართლა მუშაობს!
ბელი-გამოგივიდა, შენ ეს გააკეთე მამა!
მორისი-ხვალ დიდი დღეა ბელ, შეჯიბრზე გავდივარ!

III
ბელი-/კულისებიდან/ კარგად მამა! წარმატებას გისურვებ!
მორისი-კარგად ბელ... თავს გაუფრთხილდი სანამ დავბრუნდები...
უკვე ახლოს უნდა ვიყო. მოსახვევი ხომ არ შემეშალა?! დამეხმარეთ... არის აქ
ვინმე? დამეხმარეთ. გამარჯობა! გამარჯობა!
ლუმიერი-მოხუცი ალბათ ტყეში დაიკარგა...
კოგსვორდი-ჩუმად იყავი! იქნებ წავიდეს...
მორისი-არის აქ ვინმე?
7

კოგსვორდი-ხმა არ ამოიღო! კრინტიც არ დაძრა!


მორისი-თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ცხენი დავკარგე... ადგილი მჭირდება, რომ ღამე
გავათიო.
ლუმიერი-კარგი რა... შევიცოდოთ. /კოგსვორდი პირზე ხელს ააფარებს ლუმიერს, ლუმიერი
ალით დაწვავს. კოგსვორდი სიმწრისგან წამოიყვირებს/ რა თქმა უნდა ბატონო,
მობრძანდით!
მორისი- ვინ თქვა ეს?
ლუმირი-აქეთ მოიხედეთ.
მორისი-სად?
ლუმიერი-გამარჯობა!
მორისი-აააააა... დუჯერებელია!
კოგსვორდი-ახლა კმაყოფილი ხარ? იდიოტო, ასე არ უნდა მოქცეულიყავი!
მორისი-ნეტავ როგორ მუშაობს?
კოგსვორდი–შეჩერდით! შეწყვიტეთ! ასე არ შეიძლება! /ლუმიერი იცინის/ ახლავე შეწყვიტეთ!
შეწყვიტეთ მეთქი!
მორისი–მაპატიეთ, უბრალოდ ასეთი რამ არასდროს მინახავს და... /დააცემინებს/
ლუმიერი–ვაიმე ბატონო, სულ მთლად დასველებულხართ... ცეცხლთან მობრძანდით,
გაშრით.
მორისი–დიდი მადლობა.
კოგსვორდი–არა, არა და არა! ეს რომ ბატონმა გაიგოს... გიბრძანებთ შეჩერდეთ! ო, არა! ოღონდ
ბატონის სავარძელი არა! ო, მე ამას ვერ შევხედავ, მე ამას ვერ გავუძლებ!
/შემორბის ჩიპი, უკან მოყვება ქალბატონი პოტსი/
მორისი–გამარჯობა პატარავ!
კოგსვორდი–მორჩა! მე ვარ აქ უფროსი, გასაგებია?!
ქ–ნი პოტსი–ერთი ჭიქა ცხელი ჩაი ხომ არ გნებავთ ბატონო? მიირთვით გეთაყვა.
კოგსვორდი–არანაირი ჩაი, არანაირი ჩაი!
ჩიპი–ვაიმე!
ურჩხული– აქ უცხო ადამიანია?
ლუმიერი–ბატონო, ნება მომეცით აგიხსნათ. ეს ბატონი ტყეში დაიკარგა და ღამის გასათევს
ეძებდა...
ურჩხული–/დაიღრიალებს/
კოგსვორდი–ბატონო, დროს ვიხელთებ და გეტყვით, რომ მე თავიდანვე ამის წინააღმდეგი
ვიყავი. ყველაფერი მისი ბრალია! მე მინდოდა მისი შეჩერება, მაგრამ ის...
ურჩხული-/დაიღრიალებს/ ვინ ხარ? აქ რას აკეთებ?
მორისი-მე... მე ტყეში დავიკარგე და...
ურჩხული-შენ არ ხარ აქ სასურველი სტუმარი!
მორისი-მაპატიეთ!
ურჩხული-ასე ნუ მიყურებ!
მორისი-არ გიყურებ!
ურჩხული-ესე იგი მოხვედი, რომ ურჩხული ნახო, არა?!
მორისი-არა, არა ბატონო. ცუდი არაფერი მიფიქრია... უბრალოდ თავშესაფარი მჭირდებოდა...
ურჩხული-ხო და მე გამოგიყოფ თავშესაფარს!!!
მორისი-არა, გთხოვთ, გთხოვთ არა...

IV
ლეფუ - დარწმუნებული ვარ ბელი სიხარულისგან გაგიჟდება არა, რას იტყვი გასტონ?
8

გასტონი-ნამდვილად! დღეს მისთვის იღბლიანი დღეა.


მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემს ქორწილში მობრძანებისათვის.
ახლა კი დროა წავიდე და ჩემს რჩეულს ხელი ვთხოვო. /კაცების სიცილი.
გოგოების ქვითინი/. დაიმახსოვრე, როგორც კი მე და ბელი სახლიდან
გამოვალთ...
ლეფუ-ვიცი, ვიცი, ვიცი... დაკვრა უნდა დავიწყოთ.
გასტონი-ჯერ არა შე სულელო!!!

ბელი-გასტონ! რა სასიამოვნო სიურპრიზია!


გასტონი-მართლაც, მე ხომ სავსე ვარ სიურპრიზებით. იცი ბელ, ქალაქში ვერ იპოვი გოგოს,
რომელიც არ ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას. დღეს შენთვის იღბლიანი
დღეა... დღე, როცა შენი ოცნებები ახდება!
ბელი- და შენ რა იცი გასტონ მე რაზე ვოცნებობ?!
გასტონი-მომისმინე, ასეთ სიტუაციაზე რას იტყვი - მე ქალაქის მთავარი მონადირე ვარ, ჩემი
ნანადირევი ბუხარში იბრაწება, ჩემი პატარა ცოლი მასაჟს მიკეთებს, ამასობაში
პატარები იატაკზე ძაღლებს ეთამაშებიან. ექვსი ან შვიდი გვეყოლება...
ბელი-ძაღლები?
გასტოი-არა ბელ, ჩემნაირი ბიჭუნები.
ბელი-დაუჯერებელია!
გასტონი-და იცი პატარა ცოლი ვინ იქნება?
ბელი-მოიცა დავფიქრდები...
გასტონი-შენ ბელ!
ბელი-წარმოუდგენელია გასტონ, მე სიტყვები არ მყოფნის... მე მართლა არ ვიცი რა ვთქვა...
გასტონი-უბრალოდ თქვი რომ თანახმა ხარ ცოლად გამომყვე.
ბელი-ძალიან ვწუხვარ გასტონ, მაგრამ... მაგრამ მე შენი ღირსი არ ვარ!
ლეფუ-აბა, როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
გასტონი-მე აუცილებლად შევირთავ ბელს ცოლად. ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს!
ლეფუ-არა რა, მინც რა მგრძნობიარეა...
ბელი-წავიდა? წარმოუდგენელია. ცოლობა მთხოვა! მე, იმ სულელი, უგულოს ცოლი!
მადამ, გასტონ, წარმოიდგინეთ,
მადამ, გასტონ, მე მის გვერდით!
აი ეს, აი ის, „თქვენ მოიწყინეთ?“
და მხოლოდ ფიქრებში ვპოულობ ხსნას
მე მსურს ცხოვრება სადმე სასახლეში
მე მსურს ოცნება ამიხდეს
მჯერა რომ ვიპოვი მას, ოცნებების გზას
მხოლოდ ფიქრებში ვპოულობ ხსნას...
ფილიპ აქ რას აკეთებ? სად არის მამა? მამა სად არის ფილიპ? რა მოხდა? უნდა
ვიპოვოთ, მასთან მიმიყვანე!
V
ბელი-ეს რა ადგილია? /იპოვის მორისის ქუდს/ მამა...
კოგსვორდი-ნუთუ არ შეიძლებოდა უბრალოდ ჩუმად ყოფილიყავი?! არა, აუცილებლად უნდა
დაგეპატიჟა, რომ დარჩენილიყო. ჩაი უნდა მიგერთმია, ბატონის სავარძელში
ჩაგესვა!!!
ლუმიერი-ამას ელემენტარული სტუმართმოყვარეობა ჰქვია!
ბელი-გამარჯობა! არის აქ ვინმე? გამარჯობა! მამა... მამა... აქ ხარ?
9

ჩიპი-დედა, დედა, სასახლეში გოგონაა!


ქ-ნი პოტსი-აბა ჩიპ, ნუ ფანტაზიორობ!
ჩიპი-მართლა დედა, დავინახე.
ქ-ნი პოტსი-ხმა, კრინტი, შენს დგილას დაჯექი და ჩუმად იყავი!
ფიფი-გოგონა! გოგონა დავინახე სასახლეში!
ჩიპი-აი, ხომ გითხარი!
კოგსვორდი-უპასუხისმგებლო... მოლაყბე... ფიცხო!!!
ბელი-მამა...
ლუმიერი-დაინახე? გოგონაა! სასახლეში გოგონაა!
კოგსვორდი-მე ვიცი, რომ ეს გოგონაა!
ლუმიერი-ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს სწორედ ის არის! აი ის, ვისაც ამდენი წელი ველოდით.
მოვიდა, რომ წყევლა მოგვხსნას! მოიცადე, მოიცადე!
ბელი-მამა... მამა.. უკაცრავად, არის აქ ვინმე? მოიცადეთ, მე მამაჩემს ვეძებ. რა უცნაურია,
მომეჩვენა, რომ აქ ვიღაც იყო. არის აქ ვინმე?
მორისი-ბელ!
ბელი-მამა!
მორისი-აქ როგორ მიპოვე?
ბელი-სულ მთლდ გაყინულხარ! აქედან უნდა გაგიყვანო!
მორისი-ბელ, მინდა რომ ეს ადგილი დაუყოვნებლივ დატოვო!
ბელი-ეს ვინ ჩაიდინა? ვინ მოგექცა ასე სასტიკად?
მორისი-ახსნის დრო არ გვაქვს, უნდა წახვიდე, ახლავე!
ბელი-აქ ვერ დაგტოვებ!
ურჩხული-აქ რას აკეთებ?
მორისი-ბელ გაიქეცი!
ბელი-ვინ არის აქ? ვინ ხარ?
ურჩხული-ამ სასახლის ბატონი.
ბელი-მე მამაჩემის წასაყვანად მოვედი. გთხოვთ, გაანთავისუფლეთ. ხომ ხედავთ, რომ ავად
არის!
ურჩხული-მამაშენი აქ არ უნდა მოსულიყო!
ბელი-მაგრამ აქ შეიძლება მოკვდეს. გთხოვთ, მე ყველაფერს გავაკეთებ რასაც მოისურვებთ,
ოღონდ მამაჩემი გაანთავისუფლეთ!
ურჩხული-შენ ვერაფერს გააკეთებ! ის ჩემი ტყვეა!
ბელი-რაიმე გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს... მოიცადეთ... მე დამტოვეთ მის მაგივრად!
ურჩხული-სერიოზულად ამბობ? მის მაგივრად დარჩები?
მორისი-ბელ არა! შენ ვერ ხვდები რას ჩადიხარ!
ბელი-მე რომ დავრჩე, გაუშვებ?
ურჩხული-ჰო, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ აქ სმუდამოდ დარჩები.
ბელი-სინათლეზე გამოდი, დამენახე.
მორისი-არა ბელ, არა! ამის უფლებას არ მოგცემ!
ბელი-გპირდები! ახლა კი მამაჩემი გაანთავისუფლე!
ურჩხული-კარგი!
მორისი-არა ბელ, მომისმინე, მე უკვე მოხუცი ვარ, ჩემი ცხოვრება უკვე დამთავრდა.
ბელი-მოიცადეთ!
მორისი-ბელ!
ელი-მოიცადეთ!
მორისი-არა! გთხოვთ, გაანთავისუფლეთ ჩემი შვილი, გთხოვთ...
10

ურჩხული-ის უკვე შენი საზრუნავი აღარ არის!


მორისი-გთხოვთ გაანთავისუფლეთ, გთხოვთ... ბელ...
VII
ლუმიერი-ბატონო...
ურჩხული-რა?
ლუმიერი-ვინაიდან რაღაც დროის მანძილზე გოგონა ჩვენთან უნდა იყოს, ხომ არ აჯობებდა
ცოტა უფრო კომფორტული ოთახი შეგვეთავაზებინა, ან... იცით... მე მინდა რომ...
ურჩხული-/დაუღრენს/.
ლუმიერი-ან საერთოდ არაფერი.
ბელი-გამომშვიდობების უფლებაც კი არ მომეცით. მე მას ვეღარასოდეს ვნახავ და ვერც კი
დავემშვიდობე!!!
ურჩხული-წამოდი! შენს ოთახს გაჩვენებ!
ბელი-ჩემს ოთახს? მაგრამ მე მეგონა...
ურჩხული-კოშკში გირჩევნია იცხოვრო?
ბელი-არა...
ურჩხული-მაშინ გამომყევი!
ლუმიერი-/ჩურჩულით/ რაიმე უთხარით...
ურჩხული-რა? რა? იმედი მაქვს აქაურობა მოგეწონება. სასახლე ახლა შენი სახლია. შენ
შეგიძლია ყველგან შეხვიდე, დასავლეთის ნაწილის გარდა.
ბელი- და დასავლეთის ნაწილში რა ხდება?
ურჩხული- იქ შესვლა არ შეიძლება! თუ რაიმე დაგჭირდება, ჩემი მსახურები მოგემსხურებიან!
ლუმიერი-/ჩურჩულით/ ვახშამზე, ვახშამზე დაპატიჟე!
ურცხული-დღეს საღამოს ვახშამზე შემომიერთდები! და ეს თხოვნა არ არის!
VIII
გასტონი-თავი ვინ ჰგონია? როგორ გაბედა უარის თქმა! გასტონს უარს არავინ ეუბნება!
ლეფუ-მართალი ბრძანდებით ბატონო.
გასტონი-გამოგდებული, უარყოფილი, სახალხოდ შერცხვენილი. ეს უკვე მეტისმეტია!
ლეფუ-ლუდს კიდევ ინებებთ?
გასტონი-არა, არ მინდა! მაინც არაფერში მეხმარება! მე დავმარცხდი...
ლეფუ-ვინ? თქვენ? არასოდეს! გასტონ, თავი ხელში აიყვანე!
ასეთს რომ გხედავ ვერ ვუძლებ გასტონ,
სხვამ რაღა უნდა თქვას?
თუ არ უნდიხარ შეეშვი გასტონ-
მიხედე საკუთარ თავს.
ვის ნახავს აქ შენზე ის უკეთესს
შენ ყველა გეხვევა გარს
აქ ყველ ცდილობს რომ გასტონს გავდეს
შენ ფავორიტი ხარ!
ვინ არ იცნობს გასტონს,
ვინ არ ბაძავს გასტონს,
ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს
არავის არ ეპარება ეჭვი
ძლიერია მთასავით
ვკითხოთ ეს ტომს, დიკს ანდა სტენლის
ყველანი ნატრობენ რომ გახდნენ მასავით.
11

გუნდი - ვინ არ იცნობს გასტონს


ვინ არ ბაძავს გასტონს
ლეფუ- ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს
გასტონი - არავის არ ეპარება ეჭვი
გუნდი- ძლიერია მთასავით
მას ვადიდებთ
მას ვაღმერთებთ
ლეფუ- გასტონს არავინ სჯობს,
აბა დამეთანხმეთ.
გუნდი- ვინ არ იცნობს გასტონს,
ვინ არ ბაძავს გასტონს,
ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს
არავის არ ეპარება ეჭვი
გასტონი - მე ყველაზე ძლიერი ვარ!
ლეფუ - ვერავინ შეგედრება ხომ იცი
გასტონი - ამ ქალაქში მე მართლაც უბადლო ვარ!
გუნდი- ვინ არ იცნობს გასტონს,
ვინ არ ბაძავს გასტონს,
ლეფუ- ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს
გასტონი- არავის არ ეპარება ეჭვი
მე ყველაზე ძლიერი ვარ!
გუნდი- 10 ქულა გასტონს!
გასტონი - მახსოვს ბავშვობაში ყველა მე მბაძავდა
და ყველას ჩემი ეშინოდა
მოთმინების და ლოდინის დრო დამთავრდა
და მოქმედების დრო მოვიდა.
გუნდი - ვინ არ იცნობს გასტონს,
ვინ არ ბაძავს გასტონს,
ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს
არავის არ ეპარება ეჭვი
ის მთასავით ძლიერია!
მორისი - დამეხმარეთ! ვინმე დამეხმარეთ, გთხოვთ!
II კაცი -მორის?
მორისი-გთხოვთ, გთხოვთ. თქვენი დახმარება მჭირდება... წაიყვანა... მას ყავს... საკანში
ჩაკეტა...
ლეფუ- ვინ?
მორისი- ბელი! უნდა წავიდეთ, ერთი წუთიც არ უნდა დავკარგოთ.
გასტონი-დამშვიდდი მორის! ვინ ჩაკეტა ბელი საკანში?
მორისი-ურჩხულმა... დიდმა საშინელმა ურჩხულმა!... /სიცილი/
I კაცი- დიდი იყო?
მორისი-კი, ძალიან დიდი!
III კაცი-რა თქმა უნდა დიდი, საშინელი ეშვებით...
მორისი-ჰო, ძალიან დიდი ეშვებით.
I კაცი -და ბასრი ბრჭყალებით არა?
მორისი -დიახ, დიახ! ხომ დამეხმარებით?
გასტონი- კარგი მოხუცო! დაგეხმარებით!
12

მორისი -მართლა? მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა...


I კაცი - ბებერი შეშლილი მორისი.
II კაცი- ის ყოველთვის გვახალისებს.
გასტონი-შეშლილი მორისი... შეშლილი მორისი... მმმ... ლეფუ, იცი რაღაც აზრი მომივიდა
თავში...
ლეფუ-საშიში აზრი?!
გასტონი-ჰო! მგონი მოხუცი მორისი მართლაც შეიშალა და ჩვენ ეს ჩვენს სასარგებლოდ უნდა
გამოვიყენოთ. გეგმა თითქმის მზად მაქვს. თუ კი... /უჩურცულებს/ ბელს
გადაწყვეტილბის მისაღებად ცოტა დახმარება სჭირდება.
ლეფუ- ჰო!
გასტონი-ყველამ იცის რომ მამამისი მთვარეულია. ახლა რაღაცეებს რომ მიედმოედებოდა,
თუნდაც ეგ რად ღირს!!!
ლეფუ-მაგრამ ის ზიანს არავის აყენებს...
გასტონი-/უჩურჩულებს/საქმე იმაშია, რომ ბელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ
მამამისი საგიჟეთში არ გამოკეტონ. ექიმს უნდა მოველაპარაკოთ, რომ...
ლეფუ-მივხვდი!
გასტონი-წავედით! /გადიან მიმღერის ღიღინით: ვინ არ იცნობს გასტონს
ვინ არ ბაძავს გასტონს
ვინ არ ოცნებობს რომ მოეწონოს გასტონს...
მორისი-არავინ დამეხმარება? გთხოვთ...
IX
ბელი-ვინ არის?
ქ–ნი პოტსი-ქალბატონი პოტსი ძვირფასო. ვიფიქრე ცოტა ჩაი გესიამოვნებოდა.
დე ლა გრანდე-ფრთხილად!
ბელი-ეს შეუძლებელია!
დე ლა გრანდე-ვიცი რომ ასეა, მაგრამ რას იზამ?!
ჩიპი- ხომ გეუბნებოდი ლამაზიათქო დედა, ხომ ვმბობდი!!!
ქ–ნი პოტსი-კარგი ჩიპ, ახლა წადი. ფრთხილად!
ბელი-მადლობა!
ჩიპი-გინდა ერთი რაღაც გაჩვენო?
ქ–ნი პოტსი-ჩიპ!
ჩიპი-უკაცრავად!
ქ–ნი პოტსი-ძალიან მამაცურად მოიქეცი ძვირფასო.
დე ლა გრანდე-ყველანი ასე ვფიქრობთ!
ბელი-მაგრამ მე დავკარგე მამაჩემი... ჩემი ოცნებები... ყველაფერი დავკარგე...
ქ–ნი პოტსი-გამხიარულდი ძვირფასო. საბოლოოდ ყველაფერი ბედნიერად დასრულდება. აი
ნახავ! ახლა კი დროა სუფრა გავშალოთ. გავიქეცით ჩიპ!
ჩიპი-კარგად!
დე ლა გრანდე- აბა ძვირფასო. ახლა მითხარი, რომელ კაბას ჩაიცვამ? მოდი ვნახოთ რა მაქვს.
აი ეს მემგონი ძალიან მოგიხდება.
ბელი- გმადლობ, მაგრამ ვახშამზე წასვლას არ ვაპირებ.
დელაგრანდე- კი მაგრამ ვალდებული ხარ!
კოგსვორდი- ვახშმის დროა!
X
ურჩხული-ასე რატომ იგვიანებს? ხომ ვუთხარი რომ ჩამოსულიყო! რატომ არ არის აქ?
13

ქ–ნი პოტსი-ცოტა მოთმინება გამოიჩინეთ ბატონო. გოგონამ მამა და თავისუფლება ერთ დღეს
დაკარგა!
ლუმიერი- ბატონო, გიფიქრიათ, რომ ეს გოგონა შეიძლება იყოს ის, ვინც ჯადოს მოგვხსნის?!
ურჩხული- რა თქმა უნდა მიფიქრია! სულელი კი არ ვარ!
ლუმიერი- ძალიან კარგი. თქვენ ის შეგიყვარდებათ... მას თქვენ შეუყვარდებით... ჯადო
მოგვეხსნება და შუაღამემდე ადამიანებად გადავიქცევით!
ქ–ნი პოტსი- ნუ ჩქარობ ლუმიერ! ასეთ რაღაცეებს დრო სჭირდება.
ლუმიერი- მაგრამ ვარდმა უკვე დაიწყო ჭკნობა.
ურჩხული-არაფერი გამოვა... ის ისეთი ლამაზია... და მე აბა შემომხედეთ...
ქ–ნი პოტსი-უნდა დაეხმაროთ, რომ შიგნიდან დაგინახოთ.
ურჩხული-როგორ?
ქ–ნი პოტსი-აქედანვე დაიწყეთ. გასწორდით და შეეცადეთ ჯენტლმენივით მოიქცეთ.
ლუმიერი-როგორც კი ჩამოვა გაუღიმეთ. აბა მაჩვენეთ ღიმილი. მიდით მაჩვენეთ. მაჩვენეთ
სერ!
ქ–ნი პოტსი-ასე შეაშინებთ საწყალ გოგოს!
ლუმიერი-გააოცეთ თქვენი გამჭრიახობით...
ქ–ნი პოტსი-მაგრამ თავაზიანი იყავით...
ლუმიერი-კომპლიმენტებით აავსეთ...
ქ–ნი პოტსი-გულწრფელი იყავით...
ქ–ნი პოტსი და ლუმიერი-მაგრამ აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი მრისხანება!!!
ლუმიერი-აი ისიც მოვიდა.
ურცხული-აბა სად არის?
კოგსვორდი-ვინ? ა, გოგონა?! დიახ... ხომ... გოგოგნა... ის... ის პროცესშია... ის იმ ვითარებაშია,
როდესაც... მოკლედ არ მოდის. ჰო, ასე მითხრა რომ ვერ წამოვალო!
ურცხული-რაა? /დაიღრიალებს/.
კოგსვორდი-ბატონო! თქვენო აღმატებულებავ!!! თქვენო ღირსებავ...
ურჩხული-მე მგონი გითხარი, რომ ვახშამზე ჩამოსულიყავი!
ბელი-არ მშია!
ურჩხული-გამოდი, თორემ მე.... მე კარებს დავამტვრევ!...
ლუმიერი-ბატონო, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის საუკეთესო საშუალება
გოგოს გულის მოსაგებად.
კოგსვორდი-შეეცადეთ ჯენტლმენივით მოიქცეთ ბატონო, გთხოვთ...
ურჩხული-მაგრამ ეს ძალიან ძნელია, როდესაც...
ქ–ნი პოტსი-ნაზად... ნაზად...
ურჩხული-წამოხვალ ვახშამზე?
ბელი-არა!
კოგსვორი-თავაზიანად, წყნარად...
ურჩხული-ძალიან დიდ სიამოვნებას მომანიჭებთ, თუ კი ვახშამზე შემომიერთდებით.
კოგსვორდი-ახლა თქვით „გთხოვთ“...
ურჩხული-გთხოვთ!
ბელი-არა, გმადლობთ.
ურჩხული-სულ მან ხომ ვერ იჯდები?!
ბელი-დიახ, ვიჯდეი!
ურჩხული-კარგი! მაშინ იჯექი მანდ და იშიმშილე! ჩემთან ერთად თუ არ შეჭამს, მაშინ
საერთოდ არ შეჭამს!
ქ–ნი პოტსი-ო, ღმერთო, საქმე ცუდად არის, არა?
14

კოგსვორდი-ლუმიერ, შენ კარებთან დადექი და თვალყური ადევნე ყველაფერს. იცოდე, თუ


რამე შეიცვლება, მაშინვე მაცნობე!
ლუმიერი-შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, ჩემო კაპიტანო.
კოგსვორდი-ჩვენ კი ამასობაში ქვევით ჩავალთ და ყველაფერს ავალაგებთ.

XI
ურჩხული-მე თავაზიანად ვთხოვე, მაგრმ მან უარი მითხრა. რაღა უნდა გავაკეთო? მერე დრო...
/სარკეს/ მაჩვენე გოგონა!
/სარკეში/
დე ლა გრან დე-მაგრამ ბატონი არც ისეთი ცუდია, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. როცა
გაიცნობ, ნახავ!
ბელი-არ მინდა მისი გაცნობა! არაფერი არ მიდა მისი, საერთოდ არაფერი!
________________________
ურჩხული-თავს ვისულელებ. ჩემში ის ურჩხულის გარდა ვერაფერს ხედავს. ვერაფერს!
ყველაფერი უიმედოა!

XII
ფიფი-ო, არა!
ლუმიერი-ო, დიახ!
ფიფი-ო, არა!
ლუმიერი-დიახ, დიახ...
ფიფი-მახსოვს, ერთხელ დამწვი!
ლუმიერი-ვაიმე, ის გამოვიდა!
ქ–ნი პოტსი-მოდი ჩიპ, შენს დებთან და ძმებთან დაიძინე.
ჩიპი-/ამთქნარებს/ მაგრამ მე არ მეძინება!
ქ–ნი პოტსი-როგორ არ გეძინება!
ღუმელის ხმა-/მთელი დღე ვიმუშავეთ და რისთვის? კულინარული შედევრები შევქმენით და
სულ ტყუილად!/
ქ–ნი პოტსი-გეყოფა წუწუნი. ყველასთვის მძიმე ღამე იყო!
კოგსვორდი-მე თუ მკითხავთ, ძალიან გაჯიუტდა. ბოლოს და ბოლოს ბატონმა ხომ სთხოვა...
ქ–ნი პოტსი-მაგრამ ბატონმა თუ არ ისწავლა საკუთარი სიბრაზის მართვა, მაშინ ის
ვერასოდეს...
კოგსვორდი-მოხარული ვარ თქვენი ნახვით ქალიშვილო. მე კოგსვორდი მქვია. ციხესიმაგრის
მეთაური ვარ. ეს კი ლუმიერია.
ლუმიერი-მოხარული ვარ ძვირფასო.
კოგსვორდი-რაღაც უცნაურად იქცევი, შეჩერდი! შეწყვიტე! ჩვენ რითაც შეგვიძლია
დაგეხმაროთ, ისაა რომ თქვენი აქ ყოფნა...
ბელი-მე ცოტათი მშია...
ქ–ნი პოტსი-მართლა? გაიგონეთ? მას შია. გააღვივეთ ცეცხლი, ვერცხლეული გადმოიღეთ!
კოგსვორდი-არ დაგავიწყდეთ ბატონმა რა თქვა!
ქ–ნი პოტსი-ო, არ ვაპირებ საწყალი ბავშვი მშიერი დავტოვო!
კოგსვორდი-მაშ მოამზადეთ წყალი, პური, შემდეგ...
ლუმიერი-კოგსვორდ! გაკვირვებული ვარ, ის ჩვენი ტყვე კი არ არის! ის ჩვენი სტუმარია! ჰოდა
ვიზრუნოთ, რომ თავი კარგად იგრძნოს. აქეთ მობრძანდით ქალბატონო!
კოგსვორდი-კარგი, მხოლოდ ჩუმად! ბატონმა რომ გაიგოს, ცუდი დღე დაგვადგება.
ლუმიერი-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მაგრამ სად გაგონილა ვახშამი მუსიკის გარეშე?!
15

კოგსვორდი-მუსიკა?
ქ–ნი პოტსი, ლუმიერი, დე ლა გრანდე და ფიფი:
I
სტუმრად გვყავს,
სტუმრად გვყავს,
გოგო, ტოლი რომ რ ყავს.
ჩვენ გმასპინძლობთ აქ პატივით
სტუმრად დღეს გოგონა გვყავს.
სუპ დუ ჟურ
გასინჯეთ
ეს ჩანგალი აიღეთ
გაგვისინჯეთ ეს კერძები,
დესერტი და სასმელები
გასინჯეთ, აიღეთ,
ჭამა დროზე დაიწყეთ!
აქ სტუმარი არასოდეს მოიწყენს
ჩვენ გიმასპინძლებთ აქ
და სახლში იგრძნობ თავს
გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ!
II
ბიფშტექსი
და სუფლე
და ნამცხვარი უნ ფლამბე
ჩვენ გიმზადებთ
სპეციალურად
კულინარულ კაბარეს.
მარტო ხარ?
განიცდი?
მალე წყენა გაგივლის.
დაივიწყე ყველა წყენა,
აქ ნივთებსაც ააქვთ ენა.
ვიცეკვებთ,
ვიმღერებთ
ერთად ყელს მოვიღერებთ
ჩვენ ყველანი მხოლოდ თქვენთვის ვირჯებით
იცეკვეთ ჩვენთან დღეს,
არ დაივიწყო ეს
სტუმარი ხარ,
არვის ჰგავხარ
ჩვენგან ნურაფერს დამალავ,
გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ!
III
გვერგო წილად რთული
ცხოვრება ჯადოქრული
ვეღარაფრით ვეღარ ვიქცევთ უკვე თავს
ის წარსული ყოფა გვენატრება
16

და იმედიც ნელა ნელა ქრება


წლები გადიოდა
ყურადღება გვჭირდებოდა
გვჭირდებოდა შეხსენება წარსულის
და ამდენი ხანი, უმოქმედოდ ყოფის,
დაბეჩავებულებს
აგვიძგერე ისევ გული

ბიფშტექსი
და სუფლე
და ნამცხვარი უნ ფლამბე
ჩვენ გიმზადებთ
სპეციალურად
კულინარულ კაბარეს.
მარტო ხარ?
განიცდი?
მალე წყენა გაგივლის.
დაივიწყე ყველა წყენა,
აქ ნივთებსაც ააქვთ ენა.
ვიცეკვებთ,
ვიმღერებთ
ერთად ყელს მოვიღერებთ
ჩვენ ყველანი მხოლოდ თქვენთვის ვირჯებით
იცეკვეთ ჩვენთან დღეს,
არ დაივიწყო ეს
სტუმარი ხარ,
არვის ჰგავხარ
ჩვენგან ნურაფერს დამალავ,
გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ!

ბიფშტექსი
და სუფლე
და ნამცხვარი უნ ფლამბე
ჩვენ გიმზადებთ
სპეციალურად
კულინარულ კაბარეს.
მარტო ხარ?
განიცდი?
მალე წყენა გაგივლის.
დაივიწყე ყველა წყენა,
აქ ნივთებსაც ააქვთ ენა.
ვიცეკვებთ,
ვიმღერებთ
ერთად ყელს მოვიღერებთ
ჩვენ ყველანი მხოლოდ თქვენთვის ვირჯებით
იცეკვეთ ჩვენთან დღეს,
17

არ დაივიწყო ეს
სტუმარი ხარ,
არვის ჰგავხარ
ჩვენგან ნურაფერს დამალავ,
გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ! გვესტუმრეთ!

ბელი-ბრავო! არაჩვეულებრივი იყო!


კოგსვორდი-გმადლობთ, გმადლობთ ქალბატონო! ახლა კი ყველანი დასაძინებლად წავიდეთ.
კარგი შოუ იყო არა?! საათს შეხედეთ, უკვე გვიანია. ძილის დროა. ყველას
გვჭირდება დასვენება.
ბელი-ო, ახლა ნამდვილად ვერ დავიძინებ. პირველად ვარ მოჯადოებულ სასახლეში...
კოგვორდი-მოჯადოებული? ვინ თქვა? ვინ თქვა რომ სასახლე მოჯადოებულია? /იცინის/ ეს
შენ თქვი არა?
ბელი-არა, მე თვითონ მივხვდი. შეიძლება აქაურობა დავათვალიერო? რაიმე პრობლემა ხომ არ
არის?
ლუმიერი-ხომ არ გაგაცილოთ?
კოგსვორდი-მოიცადეთ, მოიცადეთ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგი აზრია. მოდი
მარტო გავუშვათ. იცი ეს არ არის კარგი აზრი. მე არ მომწონს მისი გაცილების
ამბავი.
ბელი-იქნებ თქვენ წამომყოლოდით. დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო რაიმის მოყოლა
შეგიძლიათ აქაურობის შესახებ...
კოგსვორდი-ჰო... კი... მე... მე ნამდვილად!.. როგორც ხედავთ აქ აშენებულია მაღალი აივანი. აი
ეს კი არის უძველესი ლამპრების კოლექცია. ეს კი კიდევ ერთი ნიმუშია გვიანი
ნეოკლასიკური პერიოდის გავლენისა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ხანა
გამოირჩევა ხელოვნების განსაკუთრებული ნიმუშებით. სად შევჩერდით? ახლა
კი მინდა თქვენი ყურადღება... ქალბატონო...
ბელი-ზევით რა არის?
კოგსვორდი-სად? იქ? იქ არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი. დასავლეთ ნაწილში
საინტერესო საერთოდ არაფერი არ არის, დამიჯერეთ!
ბელი-აი თურმე სად ყოფილა დასავლეთ ნაწილი... ნეტავ მაღლა რას მალავს?
ლუმიერი-მალავს? ბატონი არაფერს არ მალავს!
ბელი-მაშინ აკრძალულიც არ იქნებოდა.
კოგსვორდი-იქნებ ქალბატონს სხვა რამის ნახვა სურს? ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ნაწერები,
რომლებიც უძველესი დროით თარიღდება.
ბელი-ეგ სხვა დროს იყოს...
ლუმიერი-იქნებ ბაღების ნახვა გსურთ? ან იქნებ ბიბლიოთეკას ესტუმროთ?
ბელი-ბიბლიოთეკა გაქვთ?
კოგსვორდი-რა თქმა უნდა გვაქვს!
ლუმიერი-უამრავი წიგნით. ასობით წიგნით.
კოგსვორდი-მილიონობით...
ლუმიერი-უამრავი, უთვალავი წიგნით.
კოგსვორდი-იმდენი წიგნი გვაქვს, რომ შენ არც კი დაგსიზმრებია. წიგნები ნებისმიერ თემაზე.
რაც კი ოდესმე დაწერილა.
ურჩხული- აქ რისთვის მოხვედი?
ბელი-მაპატიე.
ურჩხული-მე ხომ გაგაფრთხილე, რომ აქ არ შემოსულიყავი!!!
18

ბელი-არაფრის დაშავება არ მინდოდა...


ურჩხული-ხვდები მაინც, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
ბელი-გთხოვ, გაჩერდი!
ურჩხული-გაეთრიე!...
ბელი-არა!
ურჩხული-გადი აქედან!
ლუმიერი-სად გარბიხართ?
ბელი-დაპირება აღარ მაინტერესებს! აქ ვეღარ დავრჩები!
კოგსვორდი-არ წახვიდეთ! მოიცადეთ! გთხოვთ მიცადეთ...
/მგლების სცენა/

XIII
ბელი-მშვიდად! აი ასე! არა, ასე არ გააკეთო! უბრალოდ წყნარად იჯექი.
ურჩხული-მტკივა!
ბელი-წყნარად რომ იჯდე, ასე აღარ გეტკინება.
ურჩხული-შენ რომ არ გაქცეულიყავი, ეს არ მოხდებოდა!
ბელი-შენ რომ არ შეგეშინებინე, არ გავიქცეოდი!
ურჩხული-შენ არ უნდა შესულიყავი იქ, სადაც აგიკრძალე!
ბელი-შენ უნდა ისწავლო შენი მრისხანების გაკონტროლება. ახლა მშვიდად იჯექი. შეიძლება
ცოტა აგეწვას. ჰო, მართლა, მადლობა რომ გადამარჩინე.
ურჩხული-არაფერს...
XIV
მორისი-ნუთუ არავინ დამეხმარება?! არაუშავს! მე თვითონ დავიხსნი ბელს. რადაც არ უნდა
დამიჯდეს - ვიპოვი იმ სასახლეს და ბელს იქედან წამოვიყვან! მე ამას გავაკეთებ!
მე შევძლებ!...
გასტონი-ბელ, მორის...
ლეფუ-ხედავ? არაფერი გამოვა... წავედით...
გასტონი-ოდესმე ხომ დაბრუნდებიან... და როცა გამოჩნდებიან, ჩვენ მათ დასახვედრად მზად
ვიქნებით. ლეფუ, აქედან ფეხი არ მოიცვალო, სანამ ბელი და მამამისი არ
დაბრუნდებიან.
ლეფუ-კი მაგრამ... რა სიგიჟეა...
XV
ურჩხული-ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. მინდა მისთვის რაიმე გავაკეთო... რაიმით
გავახარო... მაგრამ რითი?
კოგსვორდი-ამისთვის უამრავი რამ არსებობს ბატონო... მაგალითად ყვავილები, შოკოლადი....
ლუმიერი- არა, არა! მისთვის რაიმე განსაკუთრებული უნდა მოიფიქროთ, რაიმე ისეთი, რაც
მას ძალიან დააინტერესებს... ერთი წუთი... /უჩურჩულებს/.
ურჩხული-ბელ, რაღაც მინდა გაჩვენო. მაგრამ ჯერ თვალები უნდა დახუჭო... სიურპრიზია...
ბელი-ახლა შეიძლება გავახილო?
ურჩხული-ჯერ არა. აქ მოიცადე.
ბელი-ახლა?
ურჩხული-ჰო, ახლა შეიძლება. გაახილე!
ბელი-დაუჯერებელია... ამდენი წიგნი მთელს სიცოცხლეში არ მინახავს...
ურჩხული-შენ... შენ მოგეწონა?
ბელი-არაჩვეულებრივია.
19

ურჩხული-მაშინ შენი იყოს.


ბელი-დიდი მადლობა.
ქ–ნი პოტსი-შეხედეთ, შეხედეთ ამათ...
ლუმიერი-ვიცოდი რომ მოეწონებოდა...
ჩიპი-რა? რა მოხდა დედა? მე ვერ დავინახე...
კოგსვორდი-რა გამამხნევებელია...
ფიფი-როგორი ამაღელვებებლია...
ჩიპი-დედიკო, მე ვერაფერი დავინახე.
ქ–ნი პოტსი-წამოდი ჩიპ, სამზარეულოში საქმე გვაქვს.
ჩიპი-კი მაგრამ, რაზე ლაპარაკობენ? რა ხდება მითხარი?

XVI
ბელი- რაღაც ახალს
მასში ვხედავ
და თვალებში ჩახედვასაც უკვე ვბედავ
მის გვერდით ვარ
და არ ვღელავ
მე მასში ახლა სულ სხვა ღირსებებს ვხედავ.
ურჩხული- ის შემეხო
და არ შეკრთა
და უკუნითი თითქოს ცოტა გათეთრდა
ის აქ არის
და გამოჩნდა
რომ ჩემში რაღაც უცხო გრძნობა აღმოჩნდა.
ბელი- გასაოცარია თუმცა
ამას ვერც კი წარმოვიდგენდი
ახლა უკვე ვიცი ზუსტად
მასში არის რაღაც რასაც არც კი ველოდი.
ლუმიერი- ვის ეგონა?
ქ–ნი პოტსი- ვინ ეჭვობდა?
კოგსვორდი- ვინ იცოდა?
ქ–ნი პოტსი- ოცნებობდა?
ლუმიერი- ვინ იფიქრებდა, რომ მის სულს შეიცნობდა.
ქ–ნი პოტსი- გავჩერდეთ და დავაკვირდეთ
ლუმიერი და კოგსვორდი-დავაკვირდეთ.
ყველა- ხომ გამოჩნდა, რომ მასში რაღაც უცხო გრძნობა აღმოჩნდა.
კოგსვორდი-დიახ, რომ მასში რაღაც უცხო გრძნობა აღმოჩნდა.
ჩიპი-რა?
ქ–ნი პოტსი-რომ მასში რაღაც უცხო გრძნობა აღმოჩნდა.
ჩიპი-რა დედა? რა?
ქ–ნი პოტსი-გეტყვი ჩიპ, როცა გაიზრდები.
კოგსვორდი-მეგობრებო, ალბათ ყველამ იცით, რისთვისაც შევიკრიბეთ. ჩვენ გვაქვს ზუსტად
12 საათი, 30 წუთი და 50 წამი იმისთვის, რომ შევქმნათ ყველაზე მაგიური,
ყველაზე სპონტანური, ყველაზე რომანტიკული... კარგით, შეგახსენებთ, რომ
20

თუკი ამ ვარდის ბოლო ფურცელი ჩამოვარდება, წყევლა აღარასოდეს


მოგვეხსნება... ძალიან კარგი, ყველამ ვიცით ჩვენი მოვალეობები. ყურადღებით,
ნაწილი დასავლეთ ნაწილში, ნაწილი აღმოსავლეთ ნაწილში. დანარჩენები კი
მომყევით! აბა მზად ხართ? წავედით!
ლუმიერი-გამხიარულდი კოგსვორდ, შენ ჯერ კიდევ გვჭირდები.
ქ–ნი პოტსი-აშკარაა, რომ რაღაც ხდება მათ შორის.
კოგსვორდი-აშკარაა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. თანაც მათ დღესვე უნდა შეუყვარდეთ
ერთმანეთი. თუ დაგვიანდა, ვეღარასოდეს გადავიქცევით ადამიანებად. ვე-ღა-
რა-სო-დეს!
ლუმიერი-რამდენი წელი ველოდით ამ დღეს....
ქ–ნი პოტსი-ო, ნეტავი ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც დავგეგმეთ.
ლუმიერი-ნუთუ ისევ ადამიანებად ვიქცევით?!
ქ–ნი პოტსი-ოო, ისევ ადამიანებად...
ლუმიერი-გესმით მაინც ეს რას ნიშნავს?!..
ლუმიერი და კოგსვორდი-
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ შევიძენთ ძველებურ შარმს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
და ამ წყევლას დავაღწევთ თავს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ქ–ნი პოტსი-ისევ ცოცხლებად ჩვენ ვიგრძნობთ თავს
ლუმიერი და კოგსვორდი-
ისევ ძველებურად,
ისევ შემართებით
ადამიანებად ვიქცევით.
ყველანი- ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ შევიძენთ ძველებურ შარმს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
დე ლა გრანდე-და ამ წყევლას დავაღწევთ თავს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ ცოცხლებად ჩვენ ვიგრძნობთ თავს
ისევ ძველებურად,
ისევ შემართებით
ადამიანებად ვიქცევით.
კოგსვორდი, ლუმიერი, ქ-ნი პოტსი-
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ შევიძენთ ძველებურ შარმს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
21

და ამ წყევლას დავაღწევთ თავს


ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ ცოცხლებად ჩვენ ვიგრძნობთ თავს
ისევ ძველებურად,
ისევ შემართებით
ყველანი- ადამიანებად ვიქცევით.
შეიკრიბეთ ყველანი,
დავგეგმოთ ეს საღამო
მეჯლისი მოვაწყოთ,
სიმღერა ვუმღეროთ
სიყვარულს...
შეიკრიბეთ ყველანი,
დავგეგმოთ ეს საღამო
მეჯლისი მოვაწყოთ,
სიმღერა ვუმღეროთ
სიყვარულს...
გახსენით გულები იწამეთ ეს
რაღაც საოცარი მოხდება დღეს
გჯეროდეთ ამის
ჯადოსნურ ღამით
გავიმარჯვებთ!
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ შევიძენთ ძველებურ შარმს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
და ამ წყევლას დავაღწევთ თავს
ადამიანებად
ისევ რომ ვიქცევით
ისევ ცოცხლებად ჩვენ ვიგრძნობთ თავს
ისევ ძველებურად,
ისევ შემართებით
ადამიანებად ვიქცევით.
XVII
ლუმიერი-გამბედაობა მოიკრიბეთ ბატონო. ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია.
ურჩხული-დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ.
ლუმიერი-მორცხვობის დრო არ გვაქვს. თქვენ უნდა იყოთ მიზანდასახული, გამბედავი...
ურჩხული-მიზანდასახული?
ლუმიერი-იქნება მუსიკა... რომანტიკუი სანთლები... ყველაფერს მე მოვაგვარებ და როცა
დადგება ის წუთი, თქვენ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებით.
ურჩხული-დიახ, სიყვარულში! არა, არ შემიძლია!
ლუმიერი-კი მაგრამ ბატონო, ხომ გიყვართ?
ურჩხული-სიცოცხლეზე მეტად!
ლუმიერი-მაშინ უნდა უთხრათ... უნდა შეძლოთ...
კოგსვორდი-/ჩაახველებს/ ქალბატონი უკვე გელოდებათ.
22

ქ–ნი პოტსი -ცაზე კაშკაშებს


ნაზი ვარსკვლავი
ჩუმად ოცნებობს
და სიყვარულს გრძნობს
მზეთუნახავი.
მოულოდნელად
აძგერდა გული
და შეიყვარა
გულს შეაფარა
გოგომ ურჩხული
გული აჩუქა
სული გაუთბო
ჩამქრალ ღამეში
სრულ უკუნეთში
კვლავ მზე აუნთო
და შეიყვარა
გულს შეაფარა
გოგომ ურჩხული.
ურჩხული-ბელ, აქ ჩემთან ბედნიერი ხარ?
ბელი-დიახ.
ურჩხული-რა მოხდა?
ბელი-მხოლოდ ერთი წუთით რომ დამანახა მამაჩემი. მხოლოდ ერთი წუთით. ძალიან
მომენატრა..
ურჩხული-ეგ შესაძლებელია. ეს სარკე ყველაფერს გაჩვენებს, რის ნახვასაც მოისურვებ.
ყველაფერს!!!
ბელი-თუ შეიძლება მამაჩემი მაჩვენე, გთხოვ! მამა! ო, არა! ავად არის! შეიძლება კვდება... და
სულ მარტოა...
ურჩხული-მაშინ უნდა წახვიდე... და ნახო...
ბელი-რა თქვი?
ურჩხული-მე შენ განთავისუფლებ! შენ ჩემი ტყვე აღარ ხარ!...
ბელი-ესე იგი თავისუფალი ვარ?
ურჩხული-დიახ...
ბელი-მადლობა... დიდი მადლობა... გამაგრდი მამა...
ურჩხული-ეს თან წაიღე. მინდა ნებისმიერ დროს შეგეძლოს ჩემი ნახვა და გახსოვდე...
ყოველთვის...
ბელი-მადლობა რომ გესმის, თუ რამდენად ვჭირდები მას...
კოგსვორდი-თქვენო ღირსებავ, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. იცოდით არა რომ
გამოგივიდოდათ?... ხვდებოდით არა?...
ურცხული-მე ის გავუშვი...
კოგსვორდი-რა თქმა უნდა!... რა თქმა უნდა!... რა? რა ქენით?... ეს როგორ გააკეთეთ?
ურჩხული-ეს.... ეს აუცილებელი იყო...
კოგსვორდი-კი მაგრამ... მაგრამ... რატომ?...
კოგსვორდი-მან ის გაუშვა...
ყველანი-რა ქნა?
კოგსვორდი-დიახ, ვშიშობ რომ ასეა...
ჩიპი-ის მიდის?
23

ლუმიერი-მაგრამ ის ისე ახლოს იყო მიზანთან.


ქ–ნი პოტსი-ამდენი წლის შემდეგ, მასში ბოლოს და ბოლოს გაიღვიძა სიყვარულმა.
ლუმიერი-მაშინ ამან უნდა მოხსნას ჯადო, არა?! ასე არ არის?!
ქ–ნი პოტსი-ეს არ არის საკმარისი. მანაც უნდა შეიყვაროს.
კოგსვორდი-გვიანია, უკვე ყველაფერი გვიანია...
XVIII
ბელი-მამა... მამა... ადექი, სახლში წავიდეთ...
ლეფუ-დაბრუნდნენ!
მორისი-ბელ!
ბელი-ყველაფერი კარგად არის მამა, მე სახლში ვარ!
მორისი-მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი...
ბელი-როგორ მომენატრე...
მორისი-კი მაგრამ ურჩხული? როგორ გამოექეცი?
ბელი-არ გამოვქცეულვარ. მან გამომიშვა.
მორისი-იმ საშინელმა ურჩხულმა?
ბელი-ის სხვანაირია მამა... ის ახლა შეიცვალა...
ჩიპი-გამარჯობა.
ბელი-გამოიპარე?
მორისი-გამარჯობა პატარა მეგობარო. არ მეგონა, რომ კვლავ შეგხვდებოდი.
ჩიპი-ბელ, რატომ წამოხვედი? აღარ მოგწონვარ?
ბელი-რა თქმა უნდა მომწონხარ. უბრალოდ... /კაკუნი/
რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
I კაცი-მოვედით, რომ მამაშენი წავიყვანოთ...
ბელი-მამაჩემი?
I კაცი-არ ინერვიულოთ ქალბატონო, კარგად მოვუვლით.
ბელი-მამაჩემი გიჟი არ არის!
ლეფუ-ის მთვარეულივით ყვიროდა. ყველამ გაიგონა, არა ხალხო?
ხალხი-დიახ!
ბელი-არა, უფლებას არ მოგცემთ!
მორისი-ბელ!
ლეფუ-მორის, აბა კიდევ გვითხარი, რამხელა იყო შენი მხეცი? დიდი იყო?
მორისი-ის, ის იყო უზარმაზარი... უზარმაზარი. მე მგონი რვა... არა უფრო ათი მეტრი
იქნებოდა... /სიცილი/.
ლეფუ-აბა, ამაზე გიჟს სად ნახავთ? /სიცილი/.
მორისი-მაგრამ ეს სიმართლეა.
ლეფუ-მიდით, გაიყვანეთ!
მორისი-ხელი გამიშვით!
ბელი-არა, ამას ვერ გააკეთებთ.
გასტონი-საბრალო ბელი, რა სირცხვილია...
ბელი-გასტონ, შენ ხომ იცი, რომ ის გიჟი არ არის!
გასტონი-მე შეიძლება მოვფინო კიდეც ამ გაუგებრობას ნათელი, თუ კი...
ბელი-თუკი... რა?
გასტონი-თუკი ცოლად გამომყვები...
ბელი-რა?
გასტონი-ბელ, ერთი პატარა სიტყვა ყველაფერს შეცვლის...
ბელი-არასოდეს!!!
24

გასტონი-კარგი, ეგრე იყოს!


მორისი-ბელ! გამიშვით!.. გამიშვით!..
ბელი-მამაჩემი გიჟი არ არის და მე ამას დაგიმტკიცებთ! /სარკეს/ ურჩხული მაჩვენე!
II კაცი- საშიშია?
ბელი-არა, ის არავის არაფერს დაუშავებს. ის ისეთი კეთილია და... ძალიან თავაზიანი.. ის ჩემი
მეგობარია...
გასტონი-რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ამ ურჩხულის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა.
ბელი-ის ურჩხული არ არის გასტონ! ურჩხული შენ ხარ!
გასტონი-ესეც ისეთივე სულელია, როგორც მამამისი... ურჩხული თქვენს შვილებს
გაუსწორდება!
ხალხი-აააა!
გასტონი- ღამღამობით დაგვესხმება თავს!
ბელი-არა!
გასტონი-სანამ ის ცოცხალია, ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ!
ხალხი-მოკალით!

I კაცი - ვერავინ ვერ დაგვიცავს


II კაცი- თუ კი დროზე არ მოვკლავთ
I ქალი- ვერავინ ვერ გადაგვარჩენს, ჩვენს თავს თვითონ დავიცავთ!
III კაცი- თავს დაესხმება ჩვენს სოფელს, სიმშვიდეს არ გვაღირსებს
გასტონი- დროა მივხედოთ ამ საქმეს ხალხო / ბრძოლას დავიწყებთ!
უკუნით
ღამეში
გზას მივიკვლევთ სასახლისკენ
კოშმარია, მაგრამ უნდა გავუძლოთ
ილოცეთ,
იწამეთ,
ჩვენ მას ხელში ჩავიგდებთ
სრულებითაც მისი არ გვეშინია
საშინელ
ურჩხულთან
ბრძოლა გვიწევს
ვერ ვითმენთ
არ ვიცით როდის ვნახავთ
შევიპყრობთ
დავიჭერთ
უკან არ დავიხევთ
ურჩხულთან
ვიბრძოლებთ
ბოლომდე.
ბელი-ამის უფლებას არ მოგცემთ!
გასტონი-თუ ჩვენსკენ არ ხარ, ესე იგი ჩვენს წინააღმდეგ ხარ! გაიყვანეთ მოხუცი!
მორისი-ხელი არ მახლოთ!
გასტონი-ორივე ჩაკეტეთ, რომ ურჩხული არ გააფრთხილონ...
ბელი-გაგვიშვით...
გასტონი-ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ქალაქს ურჩხულისგან! ვინ მოდის ჩემთან ერთად?
25

ხალხი-მე! მე! მე!


უკუნით
ღამეში
გზას მივიკვლევთ სასახლისკენ
კოშმარია, მაგრამ უნდა გავუძლოთ
ილოცეთ,
იწამეთ,
ჩვენ მას ხელში ჩავიგდებთ
სრულებითაც მისი არ გვეშინია
საშინელ
ურჩხულთან
ბრძოლა გვიწევს
ვერ ვითმენთ
არ ვიცით როდის ვნახავთ
შევიპყრობთ
დავიჭერთ
უკან არ დავიხევთ
ურჩხულთან
ვიბრძოლებთ
ბოლომდე.
გასტონი-ჩვენ შევიჭრებით სასახლეში და გავანადგურებთ ურჩხულს!
ბელი-უნდა გავაფრთხილო, ყველაფერი ჩემი ბრალია! მამა რა ვქნათ?
მორისი-ახლავე, ახლავე რამეს მოვიფიქრებ...
ჩიპი-არის, მუშაობს!
მორისი-ეს რა უბედურებაა?
ჩიპი-ეს აუცილებლად უნდა გამოსცადოთ!
ბელი-მამა, სწრაფად! წავედით!
ხალხი- უკუნით
ღამეში
გზას მივიკვლევთ სასახლისკენ
კოშმარია, მაგრამ უნდა გავუძლოთ
ილოცეთ,
იწამეთ,
ჩვენ მას ხელში ჩავიგდებთ
სრულებითაც მისი არ გვეშინია.
კოგსვორდი-ვიცოდი, ვიცოდი, რომ ეს სულ ფუჭი იმედები იყო.
ლუმიერი-იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რომ ბელი საერთოდ არ გამოცენილიყო აქ?
ნუთუ ის არის?
ქ–ნი პოტსი-ის არის?
ლუმიერი-აჯანყებული ხალხი? შეუძლებელია!
კოგსვორდი-გამხეცებული ბრბო!
ქ–ნი პოტსი-და მათ სარკე აქვთ!
კოგსვორდი-ბატონი უნდა გავაფრთხილოთ. თუ კი ისინი საბრძოლველად მოდიან, ჩვენც
უნდა ვიბრძოლოთ. აბა, ვინ არის მზად?
გასტონი-აიღეთ რაც გინდათ, მაგრამ გახსოვდეთ, ურჩხული ჩემია!
26

სასახლის ნივთები-
სიცოცხლის
ფასადაც
ჩვენ სასახლეს დავიცავთ,
კოშმარია მაგრამ უნდა გავუძლოთ
ხალხი- ილოცეთ,
იწამეთ,
ჩვენ მას ხელში ჩავიგდებთ
სრულებითაც მისი არ გვეშინია.
ქ–ნი პოტსი-მაპატიეთ ბატონო...
ურჩხული-თავი დამანებეთ, მარტო დამტოვეთ!
ქ–ნი პოტსი-მაგრამ ბატონო, სასახლეს უტევენ!
ხალხი-მოკალით! მოკალით!
ლუმიერი-დიდხანს ვერ გავუძლებთ!
ფიფი-ო, ლუმიერ, რამე უნდა ვიღონოთ!
ლუმიერი-მოიცადეთ, ვიცი რაც უნდა ვქნათ!
ხალხი-მოკალით! მოკალით!
ქ–ნი პოტსი-რა ვქნათ ბატონო?
ურჩხული-უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ შემოუშვით.
ხალხი-მოკალით! მოკალით! მოკალით!
ლუმიერი-წინ!
ქ–ნი პოტსი-აქეთ გამოიხდე შე უზრდელო! შეუტიეთ!
კოგსვორდი-აღარასოდეს გაგვეკაროთ!!!
გასტონი-ადექი! ადექი მეთქი! რა გჭირს ურჩხულო? ძალიან კეთილი ჩანხარ! არ გინდა
შემებრძოლო?
ბელი-არა!
ურჩხული-ბელ!
ბელი-არა! გასტონ, არა!
გასტონი-გამოდი, შემებრძოლე! შემთხვევით ბელი ხომ არ შეგიყვარდა? შენ რა, გეგონა რომ
ჩემს მაგივრად შენ აგირჩევდა? დამთავრდა ურჩხულო! ბელი ჩემია! გამიშვი.
ძალიან გთხოვ, გამიშვი... არ მომკლა... ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ არაფერი
დამიშავო...
ურჩხული-გაეთრიე!
ბელი-ურჩხულო!
ურჩხული-ბელ, შენ დაბრუნდი! შენ დაბრუნდი!
ბელი-რა თქმა უნდა დავბრუნდი. ვერ დავუშვებდი, რომ ამათმა... ყველაფერი ჩემი ბრალია...
დროზე რომ დავბრუნებულვიყავი...
ურჩხული-იქნებ ასე ჯობია კიდეც... იქნებ ასე უკეთესია...
ბელი-ასე ნუ ლაპარაკობ. შენ კარგად იქნები. ახლა ჩვენ ერთად ვართ. ყველაფერი კარგად
იქნება. აი ნახავ!
ურჩხული-რაც მთავარია... რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გნახე...
ბელი-არა, არა, გთხოვ, გთხოვ არ დამტოვო... მე შენ მიყვარხარ...
ურჩხული-ბელ, ეს მე ვარ!
ბელი-ჰო... ეს შენ ხარ!
ურჩხული-ლუმიერ, კოგსვორდ, ქალბატონო პოტს... ყველანი აქ ხართ!
ჩიპი-დედიკო... დედიკო...
27

ქ–ნი პოტსი-ო, ღმერთო...


ლუმიერი-ეს სასწაულია...
XIX
ლუმიერი-აი სიყვარული...
კოგსვორდი-ლუმიერ, ჩემო ძველო მეგობარო, ხომ არ ავღნიშნოთ ეს ამბავი?
ლუმიერი-რა თქმა უნდა მეგობარო. ხომ ვამბობდი, რომ ეს ის გოგოა მეთქი...
კოგსვორდი-მაპატიე მეგობარო, მაგრამ მე მგონი ეს მე გითხარი. დიახ მე!..
ლუმიერი-არა, არა, შენ არ გითქვამს. ეს მე გითხარი.
კოგსვორდი-რა თქმა უნდა შენ არ გითქვამს, შე ყეყეჩო, გაბერილთავიანო, უტვინო...
ლუმიერი-ერთი ამას დამიხედეთ, შე გაბერილო ჯიბის საათო!
კოგსვორდი-აჰ ასე? აი მიიღე!
ჩიპი-დედა, ახლა ისინი სამუდამოდ ბედნიერად იცოვრებენ, ჰო?
ქ–ნი პოტსი-რა თქმა უნდა ძვირფასო! რა თქმა უნდა!
ჩიპი- და მე ისევ კარადაში უნდა დავიძინო?
ქ–ნი პოტსი--ცაზე კაშკაშებს
ნაზი ვარსკვლავი
ჩუმად ოცნებობს
და სიყვარულს გრძნობს
მზეთუნახავი.
მოულოდნელად
აძგერდა გული
და შეიყვარა
გულს შეაფარა
გოგომ ურჩხული
გული აჩუქა
სული გაუთბო
ჩამქრალ ღამეში
სრულ უკუნეთში
კვლავ მზე აუნთო
და შეიყვარა
გულს შეაფარა
გოგომ ურჩხული.

You might also like