You are on page 1of 4

ბოლო სცენა

ბავშვები სადილობენ. ჯოშუაც მათთან ერთად.

გვიდო: ჯოშუა არ დაგაავიწყდეს რომ ხმა არ უნდა ამოიღო. ნელა


ჭამე თორემ ხომ ხედავ მუცელში არარ ჩაგდის და ღამე არ
დაგაძინებს

გვიდოს ექიმი ეძახის

გვიდო: თქვენთან სალაპარაკო მაქვს. ჩემი ცოლიჩ აქ არის…


ექიმი: გვიყურებენ. დათქმულ დროს , დათქმულ ადგილას…
გვიდო: სად..

ბავშვების მაგიდა

ჯოშუა: მადლობა
გერმანელი: უცნაურია… აბა გაიმეორე…

გადის.

გვიდო: აბა, ბავშვებო გავიმეოროთ მადლობა… როგორ?


გამოთქმით მადლობა…

შემოდის ექიმი. ჩურჩულით

ექიმი: გვიდო, შენი დახმარება მჭირდება. დღეს ღამით ჩემმა


კოლეგამ, ციურიხიდან გამოცანა გამომიგზავნა. მე ვარ მსუქანი,
უშნო და ყვითელი. თუ მკითხავ ვინ ვარ. გიპასუხებ: “კვა, კვა,
კვა”..” რა უნდა იყოს? მიპასუხე… ნუთუ იხვის ჭუკი, მაგრამ ეჭვი
მეპარება ასეთი იოლი იყოს გამოცანა . გვიდო, მე შემიძლია ეს
გერმანულიდან იტალიურად ვათარგმნინო. ახლა ჩემი ჯერია, რომ
გამოცანა გავუგზავნო (ტირის) ამას ვერ ვახერხევ, იმიტომ რომ
პასუხი არ ვიცი. გესმის? მე ვერ გამოვიცანი ეს გამოცანა. ეს
საშინელებაა, ეს საშინელი შეგრძნებაა. რა უნდა იყოს. ყვითელი,
მსუქანი და უშნო თუ არა ბატის ჭუკი. მითხარი . კვა კვა კვა…

ექიმი გადის…

მეორე ნაწილი.

გვიდო მოდის. ხელში მძინარე ჯოშუა უჭირავს

გვიდო: ეხ, ჯოშუა გძინავს? ნეტა მეც მეძინოს და ეს საშინელი


სიზმარი იყო. ნეტა გამეღვიძოს. იტალიაში. სადაც ჰაერი
ბაბუაწვერებით იქნება სავსე და დედა ორივეს რძიან ყავას
მოგვიტანს კრუასანით. მერე ერთად ჩავიცვამდით ლამაზ, კაკლის
ფოთლებში შენახულ პერანგებს. ჩვენს ველოსიპედს
მოვაწესრიგებდით და არივე დერჩიიიი… ჯოშუა, ნეტა სიზმარი
იყოს და ახლა ვიღვიძებდე ჩემს საწოლში. პრინცესასთან ერთად.
რომელიც მეტყვის. ძვირფასო, რა დაგესიზმრა. მე მოვუყვები,
არა, მე არაფერს ვეტყოდი. დავჯდებოდი და ბაღს გავხედავდი.
სადაც ახლა ალბათ პეპლები და ჩიტები დაფრინავენ, რომლებიც
ცივი ზამთრის მერე დაბრუნდნენ და ჩემსა და შენ მორწყულ
ვარდებს შორის იქნევენ ფრთებს. დაიძინე ჯოშუა. ეს შეიძლება
სიზმრარი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა სიზმარი ძვირფასო.
სიზმარი დიდი ხანია რ დამსიზმრებია. არა, ერთხელ დამესიზმრა
რაც აქ ვართ. მამაჩემი დამესიზმრა, მიღიმოდა. აქ არავინ
იცინის. თითქოს ყველას დაავიწყდა სიცილი და მგონია რომ არც
არასოდეს შეეძლოთ, საერთოდ არ იცოდნენ გაღიმება ან რამეზე
გულიანად გადახარხარება. ახლა უცებ ძალიან მომენატრა ცხელი
ფუნთუშა.იცი რა ჯოშუა ამეკვიატა, მგონია რომ ვერასოდეს შევჭამ
ცხელ ფუნთუშას, რომელსაც ვანილის ოხშივარი ასდის. რომელიც
თეთრ ლამბაქზე დევს. სულელი ვარ. კი, სულელი ვარ…
გვიდო ჩერდება ადამიანის ძვლებთან და შეშინებული გარბის.

ბართოლომეო: ომი დათტავრდა, ხედავ… ყველა გარბის.


გვიდო: დამთავრდა? რას აკეთებენ
ბართოლომეო: აქედან ხალხით სავსე მანქანები გაჰყავთ და
იქიდან ცარიელი ბრუნდებიან. აბა მიხვდი.
გვიდო: არ მაინტერესებს. მე უნდა წავიდე. მეჩქარება.
ბართოლომეო, მშვიდობით ვენეციაში შევხვდეტ და გრდემლების
მაღაზია გავხსნათ თუ მანამდე რამე სხვა გენიალური იდეა არ
დაგიტრიალდა თავში.

გვიდო მძინარე ჯოშუას აღვიძებს

გვიდო: ჯოშუა მისმინე. მორჩა, დამთავრდა თამაში და ჩვენ


მოვიგეთ. გახსოვს მე რომ 40 ქულა კინარამ წავაგე?
ჯოშუა: კი
გვიდო: ხოდა, ავანაზრაურე. ახლა მისმინე. ეს ხალხი შენს
მოსაძებნად დარბის. ყევლგან გეძებენ. უნდა დაიმალო. ქვის
ქვეშაც გიპოვნიან. აი, აქ ვერავინ გიპოვნის. აქ დარჩი და
პირობა მომეცი რომ არ გამოხვალ. რაც არ უნდა მოხდეს.
ჯოშუა: გპირდები
გვიდო: არავინ უნდა მოგაგნოს თორემ ტანკს დავკარგავთ
გესმის?
ჯოშუა: იქ ხომ ფრენკი იმალება მამა?
გვიდო: ფრეკი თამაშიდან გავარდა. ჩვენ პირველები ვართ. აქ
დაიმალე და ვერავინ გიპოვნის. ხმა არ ამოიღო და რაც არ უნდა
მოხდეს, გესმის, რაც არ უნდა მოხდეს. აქედან არ გამოხვიდე.
ჯოშუა: კარგი.

გვიდო. ქალივით გადიაცვამს


გვიდო: დორა, დორა! არავინა აქ სახელად დორა. ის იტალიელია.
დორა, მე ვარ გვიდო. დორა, ხმა გამეცი. დორა, მე ვარ . დორა.

გერმანელი: აქ რა გინდა. წინ წადი


გვიდო: დორა…
გერმანელი: წადი!

ბავშვის სამალავთან ჩავლა.

გერმანელი გაისვრის.

სიცარიელე… ჯოშუა გამოდის სამალავიდან… ტანკი….

You might also like