You are on page 1of 13

ბებია მაღაზიაში.

გვიდო: სად დავდგა ყვავილები?


ცოლი: სადმე დადგი!

ბავშვი კარადაშია დამალული. გვიდო


უახლოვდება, კარადას აღებს.

ჯოშუა: პარასკევს ხომ ვიბანავე. ასე დამდევს. გადამეკიდა. გთხოვ, არ გამცე.

გვიდო კარადას კეტავს

ცოლი: ხომ არ იცი ჯოშუა სადაა?


გვიდო: არა, მე არ დამინახავს!
ცოლი: რა ლამაზი ყვავილებია…
გვიდო: ცოტა შორს დგას. შემიძლია აქ გავაჩინო
ცოლი: აქ?
გვიდო: შენს წინ! (ხელებს გაიშვერს) ყვავილებო, მოდით! ეს ბრძანებაა.

კარადა დაიძრება და მათ წინ გაჩერდება.

გვიდო: დაყნოსე პრინცესა. შოპენჰაუერის თეორიის ძალაა, ჩემი არ


გეგონოს…

ცოლი: ჩემი აზრით ეს კარადა ჭუჭყიანია.

ჯოშუა: გამარჯობა, პრინცესა!

დორა. დედა

დედა: წერა-კითხვა იმედია იცის?

დორა: უკვე ერთი წელია!

სახლს უახლოვდებიან. ყველაფერი არეული ხვდებათ

დედა: დორა, რა მოხდა? რა ფერი დაგედო სახეზე?


ჯოშუა. გვიდო. ბიძია და ტყვეები.

ჯოშუა: მამა. სად მივდივართ? მოვედით უკვე?

გვიდო: ნუ ჩქარობ! მალე მივალთ

ჯოუა: სად?

გვიდო: სად? ა, სად? მე მეგონა კითხვა სხვანაირად დამისვი… სად?


(ჩურჩულით) დამეხმარე…

ბიძია: შორს!

გვიდო: სწორია! შორს. ხომ არ დაგავიწყდა დღეს რა დღეა. დღეს შენი


დაბადების დღეა და აი, ხომ ოცნებობდი მოგზაურობაზე. იქ შეიძლება
აქლემები დაგვხვდნენ, შეიძლება არა…

ჯოშუა: ადრე რატომ არ მითხარი. მოვემზადებოდი.

გვიდო: სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა! ამდენი ხანი საიდუმლდ


ვინახავდი. ადვილი გგონია? იცი სად მივდივართ? არა, ჯერ ვერ გეტყვი.
სიურპრიზი ვეღარ გამოვა. თან დედას შევპირდი რომ არ გეტყოდი, ხომ იცი
რანაირია. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემ მაც მომიწყო ასეთი სიურპრიზი. მე
და ის წავედით და. არა, არა ნუ მიყურებ ასე, მე იძულებული ვიქნები ვთქვა
მე კი არ მინდა გითხრა და სიურპრიზი
ჩაგაშხამო.

ჯოშუა; დავიღალე. თვალები მეხუჭება…

გვიდო: დაიძინე, დაიძინე, ძვირფასო! (ჩურჩულით) ბიძია, სად მივყავართ?

მატარებელში ადიან ტყვეები.

გვიდო: აი, ყველაფერი როგორი მოწესრიგებულია. განრიგის მიხედვით


გავდივართ. ეს მატარებელია. მატარებლით ხომ არასდროს გიმგზავრია. აი,
ახლა ნახავ. ყველაფერი ხითაა მოპირკეტებული. სკამები არ არის.

ჯოშუა: სკამები არ არის?

გვიდო: აი, როგორ გეტყობა რომ მატარებლით არასდროს გიმგზავრია. არა,


რა თქმა უნდა! ყველა ფეხზე დგას და ერთმანეთს ეხუტება! გაჭირვებით
ვიყიდე ბოლო ბილეთები. სწრაფად! სწრაფად, ბიძია ელისეო, თორემ
გვეტყვიან, დაგაგვიანდათ ბატონებო, ბილეთები აღარ არის! მოითმინეთ,
ჩვენ ადგილი დაჯავშნილი გვაქვს. პუდინგიც შევუკვეთე წინასწარ, მაგრამ
რაღაც კრიზისი მოიმიზეზეს, აღარ აქვთ ეს მომსახურება. შეჩერდით,
ადგილები ჩვენც დაგვიტოვეთ. შეხედე, რამხელა რიგია… თუ არ იჩქარე ,
ყველა წინ გისწრებ…

დორა. კაპიტანი

დორა: რაღაც გაუგებრობაა?


კაპიტანი: რა გაუგებრობა?
დორა: იმ მატრებელში ჩემი ქმარი და შვილია. მგონი რაღაც შეცდომაა
კაპიტანი: გვარები მითხარით
დორა: ორეფიჩე გვიდო. ორეფიჩე ჯოშუა
კაპიტანი: არანაირი გაუგებრობა. სიაში არიან.
დორა: მეც მინდა იმ მატარებელში! მე მსურს მათთან ერთად წავიდე.
კაპიტანი: სახლში წადით სინიორა!
დორა: გასაგებად არ ვლაპარაკობ? მეც მინდა იმ მაატრებელში
კაპიტანი: რა გაეწყობა… ბრძანება, შეაჩერეთ მატარებელი! ახლა ეს
ქალბატონი ვაგონში ჩასვით!
გვიდო: დორა…
ჯოშა: დედა?

საკონცენტრაციო ბანაკში

გესტაპო: ქალები იქით, კაცები აქეთ! არ გესმით, ჩქარა!

გვიდო: ბიძია, ბავშვი გამომართვით!

(ჯოშუას ბიძიას მიაწოდებს და გარბის ქალთა გასასვლელისკენ)

გვიდო: დორა, დორა!

გესტაპო: ფეხი არ გადმოდგა! ეს ბრძანებაა!


(დორა გახედავს ქმარს)

გვიდო: ჯოშუა, აქ ვარ!


ბიძია: დაიღალა!
გვიდო: დიაღალე?
ჯოშუა: მატარებელი, არ მომეწონა!
გვიდო: არც მე. უკან ავტობუსით დავბრუნდებით! გესმით, უკან
ავტობუსით მივდივართ! სადაც სკამები იქნება. აი, უკვე გავაფრთხილე.

ჯოშუა: ასე ჯობია


გვიდო: მეც ასე ვფიქრობ! ხედავ როგორი წესრიგია. ხალხი რიგში დგას რომ
შემოვიდეს, ზოგიერთები ურიგოდაც კი იპარებიან.

ჯოშუა: მამა, ეს რა თამაშია?

გვიდო: რა თქმა უნდა რა თქმა უნდა თამაში… ეს, ეს ის თამაშია.. რა ჰქვია


ამ თამაშს შენ მეკითხები. პირველ რიგში ამ თამაშს ყველა ვთამაშობთ.
ყველაფერი მოწესრიგებულია. ქალები ერთ მხარეს არიან, მამაკაცები მეორე
მხარეს. ჯარისკაცები წესებს გვიხსნიან, რთული წესებია, ადვილი არ არის.
მერე კი, თუ ვინმეს რამ შეეშლება, მაშინვე სახლში უშვებენ. ყურადღებით
იყავი ჯოშუა, ვინც გაიმარჯვებს ჯილდოს მიიღებს. ძალიან, ძალიან,
ძალიან კარგ ჯილდოს

ჯოშუა: რა ჯილდოს?

გვიდო: კარგ ჯილდოს! ჩემი არ გჯერა?

ჯოშუა: კი, მჯერა და მინდა გავიგო რა ჯილდოა.

ბიძია: ტანკი!

ჯოშუა: ტანკი? ხომ მაქვს სათამაშო ტანკი… აქ ამისთვის რატომ


წამომიყვანე

გვიდო: არა, ნამდვილ ტანკს! სულ ახალს!

გვიდო: არა, ეს სიმართლეა. უბრალოდ არ მინდოდა წინასწარ მეთქვა

ჯოშუა: სად წავიდა ბიძია ელისეო?


გვიდო: ის სხვა გუნდშია. აქ ყველაფერი ორგანიზებულია. ნახვამდის ბიძია

ჯოშუა: ნამდვილი ტანკი…

გვიდო: ნახე რა საინტერესო ოთახია? მოგწონს ჯოშუა. ეს ჩვენი ადგილია.


ჩვენ ადგილი დავჯავშნეთ! ორი ერთკაციანი საწოლი. გაგვატარეთ!

ჯოშუა: მამა, აქაურობა არ მომწონს საშინელი სუნია. დედასთან მინდა!


გვიდო: დედას მალე ვნახავთ!

ჯოშუა: მშია!

გვიდო: მალე შევჭამთ!


ჯოშუა: აქ ყველა ბრაზიანია. ყველა ყვირის და იბღვირება

გვიდო: იმიტომ რომ მთავარი პრიზი ძალიან ძვირადღირებულია. ყველას


უნდა ნამდვილი ტანკი. მის მოსაგებად საიდან აღარ ჩამოვიდნენ

ჯოშუა: დედას როდის ვნახავ?


გვიდო: როცა თამაში დამთავრდება
ჯოშუა: როდის დამტავარდება?

გვიდო: როცა ათას ქულას ავიღებთ. ის ვინც ათას ქულას აიღებს, ტანკს-
მიიღებს

ჯოშუა: არ მჯერა! საჭმელს არ მოგვცემენ?

გვიდო: როგორ არ მოგვცემენ. უკაცრავად, თქვენი სახელი?

ტყვე: ბართოლომეო

გვიდო: ის კაცი პურს და ჯემს რომ არიგებს. მალე მოვა? წარმოგიდგენია,


სულ

შემოდიან ჯარისკაცები

ჯარისკაცი: ახთუნგ! ახთუნგ! აქ ვინმე ლაპარაკობს გერმანულად?

გვიდო: რა თქვა?

ბართოლომეო: გერმანულიო ხომ არ იცისო აქო ვინმემო? მინდაო რომ


ბანაკისო წესებიო გაგაცნოთო

გვიდო: (ხელს იწევს)

ბართოლომე: გერმანული იცი?

გვიდო: არა, ღმერთმა დამიფაროს!


ჯარისკაცი: (გერმანული ტექსტი) ბანაკის წესებს ყველა დაემორჩილებით.
დილით ორ რიგად დაეწყობით და ქარხანაში წახვალთ. ბავშვები აქ
რჩებიან. არავინ ვნახო ვინც გარეთ გამოვა, ჩვენი განკარგულების გარეშე. აქ
სამი წესია. პიველ რიგში, გაქცევა არავინ გაბედოთ, მეორე ქარხანაში
იმუშავებთ მანამ სანამ ზუსტად 8 საათი არ გახდება და მესამე ღამით
არავინ გამოდის გარეთ!!!!!

გვიდო: ვიწყებთ თამაშს. ვინც აქაა თამაშობ ….თამაშობს, ვინც არა და არ


თამაშობს! გამარჯვებისთვის საჭიროა ათასი ქულა. ვინც პირველი
მოაგროვებს საჩუქრად ტანკს მიიღებს. ვისაც გაუმართლებს თქვენს ქულებს
ყოველ დღე გარეთ გამოვაცხადებთ და ვინც ყევლაზე ცოტას დააგროვებს,
დავაკრავთ წარწერას:
”დოყლაპია” პირდაპირ ზურგზე. ჩვენ ბოროტ კაცებს განვასახიერებთ,
ვისაც შეეშინდება ქულებს დაკარგავს. ამ სამ შემთხვევაში ქულებს
საერთოდ დაკარგავთ. პირველი თუ მოგშივდებათ , მეორე- ტირილს თუ
დაიწყებთ, მესამე- თუ დედასთან მოგინდებათ. თუ საჭმელს მოითხოვთ
თამაშიდან გაგაძევებთ. გუშინ კრემიანი ფუნთუშა მოვითხოვე და მერე
ენაზე ვიკბინე. არადა მინდოდა ბუნთუშა. შაქარყინულს ნუ მოგვთხოვთ.
აღარ გვაქვს!. გუშინ სულ შევჭამეთ და ახლა მუცელი მტკივა. ახლა კი უნდა
დაგტოვოთ. დამალობანა უნდა ვითამაშოთ. მოდი დავიწყოთ!

მე მაპატიეთ. ბართოლომეოს ჰკითხეთ და მერ მეც მითხარით

ჯოშუა: ათასი ქულა?

გვიდო: ხო, ხომ გითხარი ვიმხიარულებთ-მეთქი!

ქარხნის სცენა:

გვიდო; გიჟები არიან! ეს რაღაც ას კილოგრამს იწონის და ტემპერატურა


სამიატასი გრადუსია. ვიტორინო, მეტი არარ შემიძლია!

ვიტორინო: ეს რა არის? საღამომდე უნდა ვზიდოთ

გვიდო: მე ამას ვერ შევძლებ.. ბართოლომეო, საით?

ბართოლომეო: სავადმყოფოში. ხელი დავიზიანე.

გვიდო: უნდა დავდო! რას მიზამენ

ვიტორინო: არა, მოგკლავენ!

გვიდო: ასე გეთქვა… ვიტორინო აქ ასიატასი გრადუსი სიცხეა…


ჯოშუა. გვიდო

ჯარისკაცი: შემოდი! ეს ბრძანებაა!

გვიდო: ჯოშა. აი, მეც მოვედი. როგორ გამოვიყურები! თამაშში მიგვირეს. იქ


სამი დამკვირვებელი იყო. თქვენ არ გაქვთ თამაშის უფლებაო სახლში
გვიშვებდნენ. არაფრის გულისთვის. მე ვუთხარი- მე და ჯოშუა ცავეწერეტ.
თქვენ ალბათ ხუმრობთ? მომეცით ნომერი . ხოდა მომცეს.
ყოველიშემთხვევისთვუს. აქაც დავიწერე, ხელზე, რა იცი რა ხდება. ნომერი
ადმვილად გავიწყდება ადამაინს.ხედავ ჯოშუა. სად მოგიყვანან მამამ, აქ
კარგია- არა? დღეს ბავშვებთან ითამაშე?

ჯოშუა: კი, მაგრამ მათ არი იციან თამაში. ასე მითხრეს აქ ტანკს არავინ
მოგცემსო. არ იციან ქულები რომ უნდა დააგროვონ

გვიდო: სულელები, მელიასავით მატყუარები არიან. უნდათ რომ ტანკი მათ


მოიგონ.

ჯოშუა: დღეს რამდენი ქულა ავიღეთ?

გვიდო: 50…ააა…! 48. ორი ქულა დამაკლეს. რადგან კლასობანას ტამაშში


წავიბორძიკე, მერე კი შეშლილებივიტ ვიცინოდით. მე არ მიკითხავს
სიცილის რა დოზაა დასაშვები. ერთ უნდა ვკითხო.. მოუთენლად ველი
ხვალინდელ დღეს.. თოკის გადაწევას და ჯაჭვის გაწყვეტას ვითამაშებთ. აქ
იმდენი თამაშია, ვერც ვიმსახსოვრებ. უკვე დაგვღალეს ამდენი თამაშით.
ძალიან დავიღალე, ძალიან…
დღეს რამე ჭამე?

ჯოშუა:კი, მაგრამ ჯემი არ მომითხოვია

გვიდო: ყოცაღ! ესეიგ შენც მიგიღია 12 ქულა. მე 48. შენ- 12. სულ 60 ქულა
გვაქვს. 60 ქულად მივირეთ. პურის ეს ნაჭერი, ოღონდ ჯემი არ მოჰყოლია.
აირე, გამომართვი და ჭამე.
ჯოშუა: გმადლობ. მამა, 60 ქულა ბევრია?
გვიდო: რა თქმა უნდა ბევრია.

გვიდო: ბართოლომეო? როგორ ხარ?

ბართოლომეო: ძლიან ცუდად! 20 ქულა მომცეს

ჯოშუა: მამა, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს.


გვიდპ: ჩუ! არ უთხრა გული გაუტყდება. არ იცის რომ ვუგებთ

ქალების მხარე.

ზედამხედველი: ( გერმანულად) არანაირი მოხუცები და ბავშვები! თქვენ კი


წინ წამოდით! გაინძერიტ! სწრაფად! სწრაფად!

ტყვე: დორა. ხედავ ამ ახალმა ყველაფერი რა სწრაფად ისწავლა. ის ქალი


კართან რომ იდგა, კეთილი ცანდა, მაგრამ ახლა მგონი ყველაზე ბოროტია

დორა: რას ამბობ? კარგია რომ მოხუცებს და ბავშვებს არ ამუშავებენ.

ტყვე: არ ამუსავებენ, იმიტომ რომ ყევლას ხოცავენ!. ბავშვებო, აბანოში,


აბანოში და შხაპი იქ მიირეს გაზის კამერაში.

ქარხანა:

გვიდო; ვიტორინო, საიდან მოაქვთ ასეთი გრდემლები? როგორ იგონებენ?...

ჯოშუა: მამა! მამა!

გვიდო: აქ რას აკეთებ? აქ არ უნდ აიყო! წადი! წადი! არავინ დაგინახოს.


არავინ უნდა შეგამჩნიოს. აქ რატომ ხარ? სხვა ბავშვებთან რატომ არ ხარ?

ჯოშუა: იმიტომ რომს ხვა ბავშვები საბანაოდ წაიყვანეს. მე კი არ მინდა?

გვიდო: რატომ? რატომ არ გინდა? წადი და მათთან ერთად იბანავე

ჯოშუა: მამა, არ წავალ! ტყუილად მთხოვ. ბანაობა ძალიან არ მიყვარს. აქ


რას აკეთებთ?

გვიდო: ტანკს ვაწყობთ. პირველი მუხლუხო უკვე ავაწყვეთ. მართალია


ცოტა განრიგს ჩამოვრჩი, მაგრამ ისეთი სახალისოა აქ არ უნდა
მოსულიყავი. აქ არ უნდა მოსულიყავი. წადი, იბანავე!

ჯოშუა: არ მინდა! არ მინდ ! არ მინდა!

გვიდო: არაფერია. დედას ვეტყვი და გაბრაზდება. პირსაც არ იბან… წადი


დაიმალე და რომ მოვრჩები ოტახში ერთად დავბრუნდეთ.
ბანაკი.

გვიდო მიდის და მიაქვს ურიკა. ურიკას ტომარა აქვს გადაფარებული,


რომელიც ასლოკინებს. ბანაკში გერმანულად აცხადებენ სამუშაოზე
მობილიზაციის ბრძანებას.

(გერმანული ტექსტები)

გვიდო ჩერდება კაბინასთნ საიდანაც ჯარისკაცი გამოდის. გვიდო კაბინაში


შედის.

გვიდო: ბოდიში, არის აქ ვინმე? ხომ არ შეგაწუხეთ? მაპატიეთ, ხელი


შეგიშალეთ ალბათ… უკაცრავად, მე ახლავე წავალ… არავინ არის! ჯოშუა,
მოდი აქ!

ტომარიდან ჯოშუა გადმოდის

გვიდო: სწრაფად! უსწრაფესად!

რთავს მიკროფონს

გვიდო: გამარჯობა, პრინცესა! მთელი ღამე მესიზმრებოდი, ჩემი საყვარელი


ვარდისფერი კოსტუმი გეცვა ლურჯი ღილებით და მომწვანო საკინძეებით.
ჩვენ კინოში მივდიოდით. მუდამ შენზე ვფიქრობ პრინცესა! ახლა ეს
მოისმინე…

ჯოშუა: დედა, დედა! მამა ურიკით მასეირნებს. ცუდად დაჰყავს. სიცილით


ლამისაა მუცელი გამისკდეს. ჩვენ ყევლას ვუსწრებთ ქულებით.

გვიდო: გაიქეცი, მყვირალა ბრაზიანი კაცი მოდის! არ შეგეშინდეს, თორემ


ქულებს დავკარგავთ!

ჯოშუა: სად არიან?

გვიდ: აქ არიან, აქ არიან!

ექიმი. გვიდო. ტყვეები


ექიმი სათითოად დაივლის ტყვეებს და ამოწმებს. მიუახლოვდება გვიდოს.

გვიდო: თქვი ცემი სახელი და გავქრები

აპიტანი: ნუ ვისაუბრებთ!...

ექიმი: სიჩუმე… გრანდ ოტელი. პიცერია… გვიდო…მახსოვს… ფრანც ეს


პაციენტი ცალკე გადაიყვანეთ!

ოთახი.

ბათოლომეო: სად იყავი? უკვე ვინერვიულე…

გვიდო: ის კაცი, ექიმი.. ისე დაკვირვებიხარ აქ ყველა გიჟია.. ექიმი,


კაპიტანი, ზედამხედველები… ექიმს უნდა რომ ოფიცენტად მამუსაოს,
თურმე აქ კაიტნებისა და მათი ცოლებისთვის წვეულებას აწყობენ… ჯოშუა,
ჯოშუა! მოდი აქ! ცუდ ხასიათზე ხარ?

ჯოშუა: ჩვენგან ღილებს და საპონს ამზადებენ! ღუმელში გვსვამენ…

გვიდო: რა? ვინ გითხრა ეგ სისულელე…

ჯოშუა: ერთი ბიძია ტიროდა… ჩვენგან ღილებს ამწადებენ და კიდევ


საპონს…

გვიდო: ჯოშუა, ისევ წამოიეგე ანკესს? კარგი რა, მე შენ უფრო ჭკვიანი და
საზრიანი . ღილები და საპონი. ეს ხომ წარმოუდგენელია. შენ რა მართლა
დაიჯერე? ისე რას არ მოიფიქრებს ეს ხალხი. წამოგიდგენია, ხვალ ხელებს
დავიბან ბართოლომეოთი ან ჩემ საყვალეს პიჯაკს ვიტორინოთი
შევიკრავ…. ნ ფრანცესკოს გავიხსნი.. უი, ბოდიში ჯორჯო ამწყდა… ხედავ
პასკვალე კარგად არ დამიკერებია და ახლა ვერც ვიხსნი. ელისე მაქვს
დამაკრებული მაჯაზე. ჰაჰაჰა!... არ გეცინება ასეთ სისულელეზე?
შეგამოწმეს, შენ კიდე წამოეგე. ღილები და საპონი, საპონი და ღილები..
კიდევ რა გითხრეს?

ჯოშუა: ღუმელში შეგვწვავენო, იქ დაგვწვავენო….

გვიდო: ესეც დაიჯერე? ღუმელში შესას წვამენ… ადამიანს რა უნდა იქ.


მორჩა შეშა გამიტავდა ახლა ადვოკატი შევაგდოთ… ეს ადვოკატი ნედლია,
ცოტა ცუდად იწვის. ჰაჰაჰა! მისმინე, ხვალ ტომრებით სირბილში უდნა
შევეჯიბროთ!

ჯოშუა: მორჩა მამა! სახლში წავიდეთ!

გვიდო: ახლა?

ჯოშუა: ახლავე!

გვიდო: გარეთ წვიმს! ორმოც გრადუსამდე სიცხე გექნება

ჯოშუა: მერე რა

გვიდო: არ გაინტერესებს? კარგი, მაშინ წავიდეთ… ბარგს ცავალაგებ და


წავიდეთ

ჯოშუა: შეგვიძლია წავიდეთ?

გვიდო: ცხადია! აქ ყოფნას არავინ გაიძულებს. ეგრა გვაკლია… მოიცა


ჩავალაგო.
არა და დასანანია.. პირველ ადგილზე ვართ. სხვა ბავშვებსაც
ვუსწრებთ

ჯოშუა: აქ სხვა ბავშვები არ არიან!

გვიდო: როგორ არ არიან? აქაურობა სავსეა ბავშვებით. იმალებიან!

ჯოშუა: არ მესმის თამასის წესები… რამდენი ქულა გვაქვს?

გვიდო: 688 ათასჯერ გითხარი. ცოტაც და გავიმარჯვებდით. თან პირველ


ადგილზე ვართ

ჯოშუა: პირველ ადგილზე ვართ?

გვიდო: კი, მაგრამ დისკვალიფიკაციას მოგვცემენ თუ წავალთ. არაუშავ.ს…


გავიდეთ თამაშიდან. ნახვამდის ბართოლომეო.. ჩვენ წავედით,
მოგვბეზრდა.. ისე, ტანკი უკვე მზადაა. შეამოწმე და სარქველიც გააღე.
თორემ ლულა მუხლუხებში გაეჭედება. ნახე ტანკს რა კარგი ლულა აქვს?
საუკეთესო ლულა აქვს. სათადარიგო მუხრუჭი ამოწიე, როცა ჩაჯდები.
ჩვენ წავედით, ჯოშუამ გადაწყვიტა ასე. შეგვეძლო სახლში ტანკით
წავსულიყავით, მაგრამ ახლა ავტობუსით წავალთ. რა მნიშვნელობა
აქვს…წავედით! მოგვბეზრდა აქურობა! წავედით! ჯოშუა? წამოდი!
ავტობუსს უნდა მივუსწროთ
ჯოშუა: ხო, მაგრამ წვიმს და სიცხე ამიწევს!

ბანაკი.

ბავშვები ირევიან. გვიდო დიანახავს და ჯოშუასთან მიდის.

გვიდო: ჯოსუა, ახალი ამბავი მაქვს. მოდი აქ… შეხედე, ბავშვებით არის
აქაურობა სავსე… მოდი და შეხედე იქ უნდა იყოს ერთერთი.

ჯოშუა ეძებს ბავშვებს.

გვიდო: იქ მიდი! იქაა?

ჯოუა: მამა, იქაა პატარა ბიჭი!

გვიდო: ვიცი, შვანცი ჰქვია. ეგეც ტანკის მოსაგებად ასპარეზობს. მეორე


ადგილზეა. ყველას გავუსწარით!. ყველას მოვძებნი!

ჯოშუა: სულ რამდენი ბავშვია?

გვიდო: არ ვიცი, რადგან იმალებიან!

ჯოშუა: გარბიან… აი ნახე. ის ქალი ეძახის!

გვიდო: იმიტომ რომ დაინალნონ!. აი, ხედავ. აქ ასეთი წესია. ეს ქალი


უცნაურად ლაპარაკობს. მგონი დაგვინახა. მისმინე. ახლა სიჩუმობანას
დროა. თუ გაუძლებ პრიზი ჩვენია. გესმის? მთელი 100 ქულა ჩვენია! ჩვენი!
ოღონდ ხმა არ უნდა ამოიღო და სიტყვა არ უნდა დაგცდეს.

ჯოშუა: გპირდები! ვფიცავარ!

გერმანელი: (გერმანულად) ბავშვს აქ რა უნდა. უნდა წავიყვანო!

You might also like