Professional Documents
Culture Documents
მესარკე
მესარკე
სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი
შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან
იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის,
სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა
ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ
ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა
ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.
- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი
კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა
გავხდები, მადლობა ღმერთსაო!
- რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო! - მიუგო მაშინ მოპასუხემ, - არც არაფერი
ერთისთვის დამიშავებია და არც არაფერი მეორისთვის გამიკეთებიაო. მე ერთი საწყალი
ხელოსანი კაცი ვარ, მესარკე; სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩაიხედვენ შიგ - ლამაზად
გამოჩნდებიან, და მახინჯები - მახინჯებად! მე მიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს
და მახინჯმა, გასვრილმა, სახე გაიწმინდოს და გასწორებას ეცადოს. ესენი კი თავის
მახინჯობას ჩემს სარკეს აბრალებენ! ახლა რისიც ღირსი ვიყო, ის მომანიჭეთ, დიდებულო და
სამართლიანო ხელმწიფეო!
- დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან
ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელობითაო!
1884 წ.