You are on page 1of 6

მიმართვა

მივმართავთ შსს მომსახურების სააგენტოს რათა განიხილოს არსებული პრობლემები


და დროულად მოახდინონ რეაგირება და შეიმუშაონ ამ განცხადებაში ჩამოყალიბებული
პრობლემების გადაჭრის გზები.

საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებული ვართ


ინტერნეტის, კერძოდ facebook, ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აქტიურ ჯგუფში „მართვის
თეორია ონლაინ. ნინო ლაბარტყავა“, რომელიც შეიქმნა და მიმართულია მოქალაქეების
მართვის თეორიისა და პრაქტიკის ჩასაბარებლი გამოცდის დასახმარებლად და ამ ეტაპზე
92 000 მდე ადამიანს აერთიანებს, სადაც უამრავი პრობლემა ჟღერდება და იწერება.
ჯგუფი ეხმარება გამოცდაზე გასვლის მსურველებს პრობლემების გაანალიზებაში და
მათი გადაჭრის გზების ძიებაში. ამ ჯგუფის წევრებმა გადავწვიტეთ
გავვერთიანებულიყავით და როგორც წერილობით, ასევე პროტესტის ნიშნად
მივსულიყავით ადგილზე, ქ. თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ მისამართზე და
მომსახურების სააგენტო ჩაგვეყენებინა მართვის თეორიული და პრაქტიკულ გამოცდასთან
დაკავშირებულ იმ არსებული პროლემების საქმის კურსში, რომელიც უკვე ალოგიკური და
უკონტროლო გახდა.
ჯგუფში გაჟღერებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე, წარმოვადგენთ ჯგუფში
გაერთიანებული ადამიანების (გარკვეული ნაწილის) პრობლემებს, რასაც საჭიროებს,
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადახედვას და დარეგულირებას.
მოგეხსენებათ, რომ თეორიასა და პრატიკის (მოედნის) გამოცდას 25 აპრილიდან
დაემატა მესამე გამოცდა რეალურ სივრცეში (ქალაქში) პრაქტიკის ჩაბარებაც, რაც ყველა
ნორმალური ადამიანისთვის მოსაღები და ძალიან საჭიროა მართვის უნარების
გამოსამუშავებლად, რაც აძლევს საშუალებას გზებზე მოძრაობისას იყოს მეტად
დარწმუნებული საკუთარ თავში, არ შექმნას, უცოდინრობის გამო, ავარიული სიტუაცა ან და
თუ ვინმე ქმნის ავარიულ სიტუაციას, ჰქონდეს დროული რეაქცია და შეძლოს თავის
არიდება.
როდესაც დაიგეგმა პრაქტიკის მეორე ეტაპის ჩაბარება, აპრილიდან მოყოლებული,
გარკვეული პერიოდი ავტოსკოლები და კერძო ინსტრუქტორები, ასევე თეორიის
პედაგოგები დაკვირვების პროცესსში იყვნენ, თუ რას ითხოვდა, რა უნარის ცოდნას და
გამომუშავებას მომსახურეობისს სააგენტო გამოსაცდელი ადამიანისგან.
პირველი პრობლემა რასაც გამოცდაზე გამსვლელი ადამიანი წააწყდა ეს არის
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საფასური.
გეგმიური გამოცდა, რომელიც პირველად 14 დღის შემდეგ არის შესაძლებელი და ყველა
მომდევნო 30 დღის შემდეგ, რისი საფასურიც 90 ლარია, აბსოლუტურად მისაღებია,
ვინაიდან ავტომატიკის მოედნის პრატიკის საფასური სრულიად მოიხსნა და ადამიანას აღარ
უწევს 40 (70) ლარის გადახდა მოედნის პრაქტიკის ჩაბარებისას.
რაც შეეხება არაგეგმიურ გასვლას, რომელიც დაჩქარებული წესით მოქმედებს,
რომელსაც „ვიპ“ მომსახურება დაარქვეს და რომლის საფასურიც არის 250(+2) ლარი,
გამომდინარე იქიდან რომ საქართველო ერთ-ერთ არაგანვითარებულ ქვეყნებს შორის დგას
და ადამიანის საშუალო ხელფასი 300-700 ლარამდე მერყეობს ძალიან ძვირი აღმოჩნდა.
თუმცა იმ იმედით, რომ 90 ლარიან გეგიურ გამოცდაზე გასვლის საშუალება იყო, ეს
პრობლემა მიყურადდა. თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი, რომელიც არაგეგმიურის საფასურს
ეხება, იღებს პრობლემის სახეს გამომდინარე იქიდან, რომ გეგმიური 90 ლარიანი
ადგილების დაჯავშნა ფიზიკურად ვერ ხერხდება რამდნეიმე თვის განმავლობაში, ვინაიდან
ზუსტად ერთ ან მაქსიმუმ 2 დღეში ივსება ადგილები, ადამიანას უწევს არაგეგმიურ
გამოცდის აღება, რასაც აბსოლუტურად თავისუფლად ახრხებს. აქედან გამომდინარე ჩნდება
კითხვა საიდან ჩნდება ამდენი 250(+2) ლარიანი გამოცდის ადგილები თუ არაგეგმიური
ადგილი არ არის? (ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიცაა რუსთავი, გორი, თელავი, ვინაიდან
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ზუსტად რომ თბილისსში ცხოვრობს და
მათთვის მოსახერხებელი ლოკაცია არის ეს სამი ქალაქი).
იმ შემთვევაში თუ ადამიანი წყვეტს სხვა, შორ ქალაქში წასვლას, მაგ. ფოთი, საჩხერე,
ოზურგეთი და ა.შ., იგივე თანხა უჯდება, მაგ. გეგმიური გამოცდა 90 ლარი, ორი გზა
მინიმუმ 40 ლარი, სასტუმრო მინიმუმ 50 ლარი, კვება მინიმუმ 50 ლარი და ამას
დამატებული დროის და ძალების კარგვა, ამიტომ ისევ არჩევს ადგილზე აიღოს ეს
არაგეგმიური 250(+2) ლარიანი მომსახურებობა. ამ თანხას ბევრი მათგანი იღებს ბანკიდან
სესხით სახით. გამოცდაზე გასვლა, ხშირ შემთხვევაში, კრახით მთავრდება მომსახურეობის
სააგენტოს მიერ გადამზადებული გამომცდელი ინსტუქტორების თვითნებური,
სუბიექტური გადაწყვეტილების მიზეზების გამო (ამ პრობლემებზე ქვემოთ, ცალკე
გავამახვილებ ყურადღებას და დეტალებში მივუთითებ პრობლემებს).
აქვე დავამატებ, რომ გარდა ოფიციალური გამოცდის საფასურისა, ადამიანს უწევს
დამატებით გადაიხადოს თეორიის, პრაქტიკის მოედნის, პრაქტიკის ქალაქის სასწავლო
კურსების საფასურიც, რაც საბოლოო ჯამში სოლიდურ თანხაზე ადის, რისი მოძიებაც და
გადახდაც, საქართველოს ეკონომიური სიდუხჭირის ფონზე, ძალიან ჭირს.
ის, ვინც ელოდება გეგმიური 90 ლარიანი ადგილების გახსნას, ზოგი, აგვისტოს თვიდან
ვერ ახრეხებს დაჯავნშნას ზუსტად ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, მინიმალურ დროში
ივსება სააგენტოს მიერ პროგრამაში ატვირთული ადგილები და მასთან მთელი რიგი
პრობლემებია დაჯავშნის პროცესთან დაკავშირებით (გაუმართავია სისტემა: უამრავი
მცდელობის შემდეგ მაინც არ იჯავშნება და იყო შემთხვევა როცა 250(+2) ლარიანი გასვლის
მერე მოუვიდა გეგმიური ჯავშანის სმს).
ახლა, რაც შეეხება იმ პრობლემებს , რომელსაცა გამოსაცდელი ადამიანი აწყდება:

1. თეორიული გამოცდა:
1.1. ბილეთებში სრულიად გაუმართავია სალიტერატურო ქართული ენა და უხეშად არის
დარღვეული ქართული ენის ნორმები (როგორც სინტაქსი, ასევე მორფოლოგია).
ალოგიკურია და ერთმანეთს ეწინააღმდეგება ტექსტები და ტესქტებში მოცემული ნახატები,
ასვე ერთმანეთს ეწინააღმდეგება ბილეთებიც (შედარებისთვის ვუთითებ დანართს)
1.2. სრულიად გაუმართავია კომპიუტერები და მუშაობს დიდი პაუზებით და ამასთან,
გამოცდის პროცესში პროგრამაც ვარდება მუშაობის რეჟიმიდან.
1.3. იყო სიტუაციები როდესაც დამკვირვებელს აერია კატეგორია და B და B1 კატეგროიის
ნაცვლად ჩაურთავს სხვა კატეგორია და გასაჩივრებისას ახლიდან მოუწია ადამიანს
გამოცდის ჩაბარება.

2. მოედნის პრაქტიკული გამოცდის პრობლემები:


2.1. გამოსაცდელს გამოცდის დროს უჯდება უკან კიდევ ერთი გამომცდელი, რომელიც
რელურად მოსწავლეა და სწავლობს გამოცდის პროცესს, რაც ძაბავს გამოსაცდელ ადამიანს
და ისედაც გამოცდის პროცესიდან გამოწვეულ სტრესს უმატებს კიდევ ხელოვნურად
შექმნილ (დამატებით) სტრესს.
2.2. გამოცდის მსვლელობის დროს ასწორებენ ინსტუქტორები წაქცეულ ბოძებს და
ხელოვნურად ქმნიან მოსწავლის საგამოცდო პროცესიდან ამოგდების სიტუაციას.
2.3. გაუმართავია მანქანები (ხელის მუხრუჭი და გადაბმულობა).
2.4. მანქანაში გაუმართავია კომპიუტერები და აგვიანებენ მანევრირებების თანმიმდებრობის
დასახელებას.

3. მართვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის პრობლემები:


3.1. ხშირად იცვლება რუსთავში მარშუტები და განსხვავდება იმ მარშუტებისა რომელიც
დამტკიცდა და დაიდო ოფიცილაურად მომსახურების სააგენტოს გვერდზე (შეცვლილ
მარშუტებს აღარავინ დებს).
3.2. დღემდე არ არის ქ. ზუგდიდიში მოწესრიგებული საგამოცდო მარშუტები, რაც დიდ
პრობლემებს უქმნის ქ. ზუგდიდის და მის გარეუნებში მცხოვრებ ადამიანებს.
3.3. არ არის გამოყოფილი სპეციალური სასწავლო გზები არცერთ ქალაქში და ამასთან
ინსტუქტორს არ ეძლევა უფლება მოსწვალე ატაროს ქალაქის ცენტარულ ქუჩაზე და
გადაალახინოს მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეები (ცარიელ გზაზე ტარება,
მოგეხსენებათ, მართვის უნარებს ვერ გამოუმუშავებს ადამიანს).
3.4. გამომცდელი ისნტრუქტორების მერ შეიმჩნევა სუბიექტური უერთიერთგამომრიცხავი
გადაწყვეტილებები, რაც ცალსახად უფლებამოსილების გადაჭარბებაზე მიუთითებს,
ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევა რამდენიმე მოქმედი ინსქტუქტორი მორალურად თავს
დაესხა ჩამბარებელს და ცდილობდნენ მისი გადაწყეტილების, გასაჩივრების სურვილის
შეწინააღმდეგებას. ასევე, ინსტრუქტორები ცალსახად ვერ საზღვრავენ რა დროს არ იქმნება
ავარიული სიტუაცია და რობოტული გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ასე დაარტენინგეს,
მძიმე შეცდომებში უთვლიან იმ მანევრირებებს, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება
გამოსაცდელი ადამიანის ბრალი ან მიზეზი უკონტროლო მართვის პროცესის. მაგ.
1. საგამოცდო მანქანას უკან მოჰყვება მაღალი სიჩქარით მანქანა და უსიგნალებს,
გამოსაცდელი ადამიანი არ უთმობს იმიტომ, რომ არ ააქვს ადგილი გადაიწიოს გვერდით, ან
რომ გადაიწიოს მკვეთრ მანევრად ჩაუთვლიან და თავს არიდებს, თვლიან რომ ის
დაბრკოლებას უქმნის უკანა მანქანას და ჭრიან.
2. გამოსაცდელი მოძრაობს უკიდურეს ზოლში, ხედავს ქვეითს საპირისპირო მხარეს
მდგომს, აგრძელებს მანევრს და კვეთს ზებრას, აშკარაა რომ ზებრაზე რომ დადგას ქვეითმა
ფეხი, აწყევტილიც რომ გამოიქცეს ზებრაზე მანქანას თვლებში ვერ შეუვარდება, დისტანცია
დაცულია, სიჩქარე გაკონტროლებული, მანც მძიმე შეცდომაში უთვლიან და ჭრიან.
3. ასვე დაფიქსირდა „სდექ“ ხაზთან გაჩერების და მერე მანერის გაგრძელების, გზაზე
გასვლის უხეში ურთიერთგამომრიცხავი ჩაჭრის მიზეზები. მაგ.
გამოსაცდელი აჩერებს „სდექ“ ხათან, იხედება, მერე ნელა აგრძელებს მანევრს,
გადაკვეთაზე ისევ იხედება გზეზე, არავინ მოძრაობს, გადის სავალ ნაწილზე და აგრძელებს
მოძრაობას, თვლიან რომ მძიმე შეცდომა დაუშვა, მას გაკონტროლებული აქვს გზა და რატომ
იჭრება?!
იგივე სიტუაცია, გამოსაცდელი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, აგრძელებს მოძრაობას, იხედება
აკონტროლებს მომავალ მანქანას, კიდევ ჩერდება გადაკვეთაზე და გადის სავალ ნაწილზე
სამოძრაოდ, მაინც ჭრიან , მაინც ითვლება რომ მძიმე შეცდომას უშვებს, თურმე არ უნდა
გაეჩერებინა, არ იყო საჭირო. აქ რა ლოგიკას მივმართოთ? რომელს?
და ა.შ.
გამოსაცდელი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, აგრძელებს მოძრაობას, ჭრიან მიზეზით რომ არ
უნდა გაჩერებულიყო.
გამოსაცდელი არ ჩერდება „სდექ“ ხაზთან, აგრძელებს მოძრაობას, ჭრიან მიზეზით
რომ უნდა გაჩერებულიყო.
მსგავსი უამრავი სიტუაცია ერთჯერადად და მრავალჯერადად იმდენად ქმნის
გამოცდაზე გასული ადამიანის გაურკვევლობას და ამასთან უქმნის მას მის მიმართ
არასინდისიერი ქმედების შეგრძნებას და განუკითხაობის განცდას, რომ იძულებული
გავხდით წერილობით ჩამოგვეყალიბებინა მართვის თეორიის და პრაქტიკული გამოცდის
(ორივე ეტაპის) პრობლემები და მიგვეწოდებინა მომსახურეობის სააგენტოსთვის,
რომელისგანაც ვითხოვთ გადაეხედოს პრობლემებს და მოწესრიგდეს საგამოცდო პროცესი,
გამოცდა იყოს გამჭირვალე, მიექცეს ყურადღება გამოტანილი პრობლემების
ჩამონათვალს და მიეცეს საშუალება გამოსაცდელ ადამიანს დაამტკიცოს თავისი სიმართლე,
რომელსაც ამ ეტაპზე ვერავინ ამტკიცებს, ზუსტად იმ გაუმჭირვალობის გამო რომელიც,
სამწუხაროდ, შექმნა სისტემამ.
მოთხოვნები:
1. ბილეთებში (მაინც) გამართეთ სალიტერატურო ენა. სირცხვილია სახელმწიფო დონეზე
მსგავსი ტექსტების გამოტანა, რაც ცალსახად ჩანს, რომ ეს ტექტსები ნათარგმნია რუსული
ენიდან და ისიც ცუდი სპეციალისტის.
2. გამართეთ კომპიუტერები, რომ ტექნიკური პრობლემების გამო არ იჭრებოდეს ადამიანი.
3. გადაამზადეთ თეორიული გამოცდის დამკვირვებლები რომ იყვნენ ყურადღებით, უფრო
მობილიზებულები და გულისხმიერები, რომ, სულ მცირე, სხვა კატეგორიის გამოცდა არ
ჩართონ. ამასთან გათვითცნობიერებული ჰქონდეთ გამოსაცდელი ადამიანის ემოციური
მდგომარეობა დროის იმ მონაკვეთში.
3. გამართეთ საგამოცდო ტრანსპორტი, გამოსაცდელი ორი ხელით არ უნდა ებღაუჭებოდეს
სადგომ მუხრუჭს რომ ჩასწიოს ან ამოსწიოს.
4. გადაამზადეთ საკუთარი ინსტრუქტორები დროის სხვა მონაკვეთში და უკან ნუ
დაუსვამთ გამოცდის მსვლელობის დროს როგორც მოსწავლეს.
5. გასასწორებელი ჯოხები გაასწორეთ გამოცდებს შორის შუალედში და არა გამოცდის
მსვლელბის დროს.
6. დადეთ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მარშუტები რომელიც მტკიცდება და
იცვლება პერიოდულად, რომ ადამიანს ჰქონდეს გაანალიზების საშუალება (თუნდაც ორი
დღით ადრე)
7. მოაწესრიგეთ გზები, სადაც მოსწავლეს შეეძლება ინტენსიური მართვის პირობებში
ისწავლოს მართვა ან დაუშვით პატარა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში მოსწავლის
მოძრაობის ნებართვა, სხვანაირად ვერ მართავს, ვერ ისწავლის. ეს ხომ ლოგიკურია?
8. დაატრენინგეთ გამომცდელი ინსტუქტორები, რომ ორიენტორებულები იყვნენ არა
ჩაჭრაზე, არამედ გამოსაცდელი ადამიანის უნარების გათვალისწინებით და კანონზე
დაყრდნობით შეფასონ გამოსაცდელი ადამიანის მართვის უნარი, სამართლიანად მართონ
საგამოცდო პრცესი და თუ ხედავენ, რომ არ იქმნება ავარიული სიტუაცია და
გაკონტროლებული აქვს გამოსაცდელს მთელი მართვის პროცესი არ ჩაუთვალონ მძიმე
შეცდომაში.
9. თუ სხვა არღვევს მოძრაობის წესებს და შლის მოძრაობის პროცესს, ქმნის ავარიულ
სიტუაციას, გამოსაცდელ ადამიანს, კანონიდან გამომდინარე, აქვს უფლება მკვეთრი
დამუხრუჭების, ამიტომ გამოცდის პროცესში იყოს გათვალისიწნებული კანონში არსებული
წესი და მაგის გამო არ უნდა ჩაიჭრას გამოსაცდელი. სხვისი მოძრაობის უხეში დარღვევის
გამო არ უნდა იჭრებოდეს ადამიანი, რომელმაც გააკეთა დროული რეაგირება და თავი
აარიდა ავარიულ სიტუაციას.
10. პატარა ქალაქებში დაავალდებულეთ გამომცდელი ინსტუქტორები დეტალურად აუხნან
ჩაჭრილს ადამინს როგორც მსუბუქი, ასვე მძიმე შეცდომები(რასაც რუსთავის გამომცდელი
ინსტუქტორები ძალიან კარგად ათმევენ თავს).
11. გამომცდელმა ინსტუქტორებმა გამოსაცდელი ადამიანის თხოვნისას გაიკეთონ ღვედი
(„წადი, კაცო, ამაზე არ ჩაგჭრი“ რომ არ უპასუხონ)
12. როცა ადამიანს სურვილი აქვს ჩასწიოს გვერდითი მინა და ერთ ხელს უშვებს საჭეს,
ამაზე არ უნდა იჭრებოდეს, სამწუხაროდ სხეულის სხვა ნაწილით ამას ვერ გააკეთებს. ნუ
ითხოვთ მიწებებული ჰქონდეს ხელები საჭეზე.
13. დაამატეთ 90 ლარიანი გეგმიური გამოცდის ადგილები მაქსიმალურად, გაუსვლელობის
შემთხვევაში მიეცეს საშუალება დაჯავშნილი გამოცდის ანულირების ან 3 თვით მიეცეს
დისკვალიფიკაცია, რომ პასუხმგებლობა ჰქონდეს მთელი ამ საგამოცდო პროცესის წინაშე.
14. დასწიეთ არაგეგმური გამოცდის საფასური. 250 (+2) ლარი ისეთი თანხაა, რომელსაც
ბევრი ვერ იხდის და თუ იხდის, ისიც ზემოთ ჩამოწერილი, არსებული პრობლემებიდან
გამომდინარე ვერ გადის შედეგზე.
აქვე, გადავხედე „საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ - ს, მუხლი 6,
მომსახურეობათა განაკვეთის საფასურები და გაჩნდა კითხვები, რაც გვსურს განიმარტოს
ზუსტად:
„ბ6“ პუნქტის თანახმად წერია, რომ
„B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ1 “
ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი;
„ძ1 “ მუხლი: პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების
მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება
(დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი;
ანუ რა გამოდის? მოსწავლე გეგმიურ თანხას იხდის 90 ლარს და დაჩქარებული წესით
გამოცდის გასვლის შემთხვევაში იხდის 160 ლარს.
„ძ1 “ მუხლში, არ არის მითითებული, რომ ეს 160 ლარი არის დამატებითი საფასური
გეგმიურ 90 ლარიანზე. ვინაიდან 90 ლარიანი საფასური არის გეგმიური, რადგან
მოსწავლე გეგმიურს არ იღებს და იღებს არაგეგმიურს, რაში იხდის 90+160? როცა
გარკვევით წერია კანონში, რომ „ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160
ლარი“ - ა და არა 90 ლარს კიდევ დამატებული 160 ლარი, რომელიც საბოლოო ჯამში 250
ლარი გამოდის (+2)
აქვე, კანონში გაწერილია პუნქტი „ბ7“ , რომლის თანახმად პრაქტიკული გამოცდის
მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ6 “ და „ძ1 “ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი; (ამოქმედდეს 2022 წლის 7 ნოემბრიდან) რაც
არ განისაზღვრება კონკრეტული მითითებით თუ რა მეორე ეტაპის საფასურზეა საუბარი,
როცა ერჯერადი გასლა (როგორ გეგმიური) „ბ6“ პუნქტის თანახმად 90 ლარია, რას
ველოდოთ 2022 წლის 7 ნოემბერს?
„ბ7“ პუნქტი საჭიროებს განმარტებას, რომ მეორე ატაპზე გამსვლელი ადამიანის
გადასახადი 2022 წლის 7 ნოემბრეს გეგმიური გადახასახდი 90 ლარის ნაცვლად იქნება 150
ლარი?
15. გაუკეთდეს შეღავათები მრავალშვილიან მშობლებს და იმ მშობლებს რომელსაც
შეზღუდული შესაძლებლობების შვილები ჰყავს. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ადამიანებს და სტუდენტებს. ნუთუ ამაზე სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა
ზრუნავდნენ?
16. გამჭირვალეობისთვის აიტვირთოს მომსახურეობის სააგენტოს საიტის sa.gov.ge პირად
მონაცემებში სათითაო ჩაბარებული საგამოცდო პროცესი, როგორც იყო რამდნეიმე წლის
წინ, რომელიც რატოღაც აიკრძალა და მთელი საგამოცდო პროცესი გახდა
გაუკონტოლებადი და ბლანტი. გამოსაცდელ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება
გაანალიზოს საკუთარი შეცდომები ან გაასაჩივროს თანამდებობის პირის ქმედება, სადაც
ადგილზე მტკიცებულებების არქონის გამო ვერ ახრეხებს, ამ მტკიცებულებას მომსახურების
სააგენტო არ აჩვენებს ადამიანს და ტოვებს სრულ ქაოსსში, რასაც ემატება იმაზე ფიქრი და
სტრესი, რომ მომდევნო გამოცდის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირები
მიზანმიმართულად შეუშლიან ხელს მათ გამოცდის პროცესს და ისევ კრახით
დამთავრდება მათი მომდევნო მცდელობაც და მაგისთვისაც არ ექნებათ დამამტკიცებელი,
ხელჩასაკიდი მტკიცებულება.
და ბოლოს, დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე,
ზრუნავს მათ განვითარებაზე და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ეპყრობა
სინდისიერად და ექცევა სამართლიანად და არ უტოვებს უსამართლობის განცდას და
შიშის გრძნობას, რაც ტექსტში მოყვანილი პრობლემების გაანალიზებით, გადაჭრის გზების
ძიებით და კონკრეტული შედეგებით დამტკიცდება და გაჩნდება იმედი, რომ მომავალში
საგამოცდო პროცესი იქნება სამართლიანი, გამჭირვალე და ორიენტირებული
მოქალაქეებზე.

You might also like