You are on page 1of 14

1. ა.

გადახედეთ მოცემულ ცხრილს, მეცნიერების დარგები აღნიშნეთ +

სიმბოლოთი.
2. ბ. იპოვეთ მეცნიერების აღმნიშვნელი იმ ორი სიტყვის დასაწყისი, რომელსაც
„ლოგიას“ გარდა სხვა დაბოლოებაც დაერთვის.

ლოგია

ფსიქო

გეო

ფიზიო

ელექტრო

ისტორიო

სოციო

არქეო

ბიო

ფილო

1
3. დაათვალიერეთ მოცემული სურათები და იმსჯელეთ, რისი სურათებია და რა
განსხვავებაა მათ შორის. მეცნიერების რომელ დარგთან დააკავშირებდით
მათ?

4. ა. დაიყავით მცირე ჯგუფებად და და შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი

არქიტექტურის შესახებ:
არქიტექტურა არის ......................................-ის დარგი. არქიტექტურის სახეებია:
...................................., ..............................................., ............................................
ამ დარგის სპეციალისტს .................................................. ჰქვია.

ბ. შეადარეთ თქვენი ტექსტი ბოლო გვერდზე მოცემულ განმარტებას და

შეავსეთ.

5. თუ იცით რომელიმე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი? თანამედროვე

არქიტექტურა უფრო მოგწონთ თუ ძველი?

6. გადახედეთ მოცემულ ტექსტს და მონიშნეთ, რაზეა ტექსტი?

2
ა. არქიტექტურის განვითარება მსოფლიოში.
ბ. არქიტექტურა და თანამედროვე ეპოქა.
გ. არქიტექტურის განვითარება საქართველოში.

არქიტექტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს იმ მაღალი ეროვნული

კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც ქართველ ხალხს
საუკუნეების მანძილზე შეუქმნია. არქიტექტურის განვითარება დაკავშირებულია
პირველყოფილი (Первобытный; mağara adamı; հնադարյան) ადამიანის შრომის
ფორმებთან. ბუნებრივია, რომ საზოგადოების განვითარების საწყის (=პირველ)
ეტაპზე ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას თავშესაფარის (կայան;
sığınacaq) ძებნა წარმოადგენდა. ყველაზე მარტივი იყო საცხოვრებლად ბუნებრივი
თავშესაფარის გამოყენება. მართლაც, გამოქვაბული (mağara, Անձավ) კლდის
შვერილი, ორმო, ქარისაგან დასაცავი ფარდული (budka) წარმოადგენენ
პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებლის ძირითად სახეებს. მაგრამ არქიტექტურის
აღმოცენება უნდა დავუკავშიროთ არა ბუნებრივი გამოქვაბულების გამოყენებას,
არამედ მათ შეგნებულ (сознательный; anlayan; şüurlu; გადაკეთებასა (şəklini dəyişdirmək;
վերափոխել) და გაუმჯობესებას (улучшать, avandlaşdırmaq, daha yaxşı olmaq,
բարեփոխել) უფრო კი, ღია ცის ქვეშ მიწურებისა (=სარდაფი) ან კარვების სახით
ხელოვნური საცხოვრებლის შექმნას. ქართველი არქეოლოგების კელევა-ძიების
წყალობით (=დახმარებით) ირკვევა ჩვენს ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის
თანდათანობით (ეტაპობრივი) განვითარების სურათი. გამოქვაბულებისა და სხვა
ბუნებრივი თავშესაფარის გამოყენების შემდეგ ადამიანი ეჩვევა ხელოვნური
სახლების აგებას (=აშენება) ხის ტოტებისა, წნულისა, ლერწმისა და ბოლოს
მორებისაგან.

(წყარო:http://saunje.ge/index.php?id=1177&lang=ka)

7. ა. დაათვალიერეთ სურათები. ჩამოთვლილ აღწერილობებს მიუწერეთ

შესაბამისი ფოტოს ნომერი.
ხის მორების სახლი ..... ორმო .......
ლერწმის სახლი ....... ხის ტოტების სახლი ..........

3
გამოქვაბული ........ კლდის შვერილი ..........

4
4

ბ. რა საერთო აქვთ ფოტოებს და რა განასხვავებს მათ?

5
8. წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:
ა. რას უკავშირდება არქიტექტურის განვითარება?
.....................................................................................................................................

ბ. რა წარმოადგენდა პირველყოფილი ადამიანის ძირითად საცხოვრებელს?

.....................................................................................................................................
გ. ბუნებრივი თავშესაფრის შემდეგ, როგორ სახლებს აგებდა ადამიანი?
.....................................................................................................................................

9. ნახეთ ვიდეოჩანაწერი https://www.youtube.com/watch?v=_es1E4R0ujc და

უპასუხეთ კითხვებს:

ა. რომელი ორი ნაწილისგან შედგება შენობა-ნაგებობების არქიტექტურა?

1................................................................
2................................................................

ბ. რა უნდა გავითვალისწინოთ შენობის ასაგებად? სწორი პასუხი აღნიშნეთ

√ სიმბოლოთი:
● მეზობელი შენობები.
● ლანდშაფტი (=რაიმე ადგილის (სოფლის, მინდვრის, ტყის და სხვ.)
საერთო ხედი (ხედი=სურათი).
● მასშტაბი (miqyas)
● დოკუმენტი
● ფაქტურა (=შემადგენლობა)
● ფერი
● მოცულობა (həcm; ծավալ)
გ. რითი იწყებენ არქიტექტორები შენობის პროექტის შედგენას?

...............................................................................................................................................

დ. არქიტექტორის პროფესიისთვის

რისი ცოდნაა აუცილებელი? რა უნარების ქონაა აუცილებელი?

6
10. ლექსიკონის დახმარებით იპოვეთ მოცემული სიტყვების განმარტებები:
ინტერიერი - ..............................................................................
ექსტერიერი - ............................................................................

11. გაიხსენეთ და დაასახელეთ საქართველოს ან სხვა ქვეყნების ისტორიული

არქიტექტურული ძეგლები. რატომაა ეს ძეგლები მნიშვნელოვანი
არქიტექტურის თვალსაზრისით?

12. ინტერნეტის მეშვეობით მოძებნეთ, სად მდებარეობს საქართველოს ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ვარძია.

13. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ორი ტექსტს და შეურჩიეთ სათაურები:

მშენებლობის ეტაპები
არქიტექტურული ცნობები

1 .....................................................

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე, კლდეში

(სიგრძე - 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად
ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-
XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად
მიმდინარეობდა.

I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა

პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ
შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა7 მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია,
კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი მოხატა
მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის
თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და
მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV
ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის
2 ..................................................
ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ
იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის
სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა
მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა
გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4
ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი
საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420
სათავსოა, 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე
განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი
არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-
მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი
არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში.
საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა
შესრულებული.

ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის

დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის,
მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია. კლდის სიბრტყეები მთავარ
სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე
სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით,
ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ
მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა
(1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია
გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი
სურამელი.

8
14. რომელ ისტორიულ პირებს უკავშირდება ვარძიის აგება?
პირველი ეტაპი ............................
მეორე ეტაპი ................................
მესამე ეტაპი ...............................
მეოთხე ეტაპი ...............................

15. შეუსაბამეთ ერთმანეთს:

თავდაცვითი ნაგებობა მიწების მოსარწყავი ნაგებობების სიტემა

საირიგაციო ნაგებობა კოშკისებური ნაგებობა ზარების ჩამოსაკიდებლად

სენაკი სამხედრო ნაგებობა მტრის მოსაგერიებლად

სამრეკლო არქიტექტურა

სატრაპეზო მონასტრის ნაგებობა. მოიცავს სასადილო დარბაზს,

სამზარეულოს, საწყობს, სამლოცველოს.

ხუროთმოძღვრება ბერის ან მონაზვნის საცხოვრებელი მონასტერში

16. აღწერეთ ვარძიის საცხოვრებელი ოთხაები:

............................................................................

17. უპასუხეთ, სწორია თუ არა.

ვარძიის სამლოცველოების კედლები მოხატულია.

მეცამეტე საუკუნეში ვარძიის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოსახატად თანხა რატი სურამელმა გაიღო.
ვარძია მდიდრული მორთულობებით გამოირჩევა.
ვარძიის კომპლექსის ცენტრს ტაძარი წარმოადგენს.
ვარძიის მშენებლობა თამარ მეფის დროს დაიწყო.

9
18. თანამედროვე არქიტექტურის რომელ მნიშვნელოვან ნიმუშებს
გაიხსენებდით? მიგაჩნიათ თუ არა ცათამბჯენები თანამედროვე
არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშად? რატომ?

19. ა. გადახედეთ ტექსტებს და დააკავშირეთ სურათებთან:

1.უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ლონდონში გამორჩეული დიზაინის მქონე

სულ რამდენიმე შენობა გამოჩნდა, ერთ-ერთი მათგანია საოფისე თაუერი "მერი ექს
30" – 41-სართულიანი შენობა, რომელიც მსოფლიო შედევრადაა აღიარებული.
პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ნორმან ფოსტერია. ბრიტანელებმა
უცნაური ფორმის გამო მოცისფრო-მომწვანო ცათამბჯენს "კიტრი" შეარქვეს.

2.დიდი ხნის მანძილზე ექსპერიმენტების მოყვარული ნიუ-იორკელი

არქიტექტორები მსოფლიოში საუკეთესო სპეცაილისტებად ითვლებოდნენ, თუმცა
მუზეუმის ასაშენებლად სპეციალურად იაპონიიდან კაზიო სეჯიმა და რიუ ნისიძავა

10
მოიწვიეს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მინიმალისტურ სტილშია აგებული
და ერთი შეხედვით ერთმანეთზე დადებულ კუბებს მოგაგონებთ. არქიტექტორები
ცდილობდნენ ნახატებისა და ინსტალაციებისთვის მეტი სივრცე გამოეყოთ, ამიტომ
ფანჯრების მსხვერპლად შეწირვა მოუხდათ.

3. გარკვეული პერიოდის მანძილზე ინდოეთში მიწისძვრისა და ტაიფუნის შიშით

ცათამბჯენების აგებას ერიდებდნენ. მინერალური ცემენტის წყალობით, რომელიც
დიდი სიმყარით გამოირჩევა, ინდოელმა არქიტექტორებმა გარისკეს და 2004 წელს
ტაივანში 101-სართულიანი ცათამბჯენი – თაიბეი 101 გამოჩნდა. მისი ნახვა მხოლოდ
2 მიზეზის გამოც ღირს: აქ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტია და 89-ე სართულზე
არის უზარმაზარი ქანქარა, რომელიც შენობის რხევას ამცირებს.

4. 2005 წელს აგებული ეს 190-მეტრიანი შენობა თითქოს მართი კუთხით ბრუნავს

ღერძის გარშემო. მშენებლობისას ყველაზე თანამედროვე სამშენებლო მასალები და
ტექნოლოგიები გამოიყენეს. "თურნინგ თორსო" მრავალფუნქციური კომპლექსია:
ქვედა სართულზე განთავსებული ოფისებისა და მაღაზიების გარდა, აქ ასევე ლუქსის
ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები მდებარეობს, რის გამოც ტურისტებისთვის
ზედა სართულების დათვალიერება აკრძალულია და კომპენსაციის სახით მათ
ვირტუალურ ექსკურსიას სთავაზობენ.

(წყარო:http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83
%90/24800-)

ბ. დაიყავით ოთხკაციან ჯგუფებად აირჩიეთ ერთი ტექსტი და შეავსეთ

ცხრილი.

სართულების არქიტექტორი ფორმა

რაოდენობა

1.

2.

3.

11
4.

20. ნახეთ ფოტოსურათი და დაწერეთ, თქვენი აზრით, რატომ ააშენეს ეს შენობა,

რისი თქმა სურდა არქიტექტორს. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ რა
დანიშნულებას მისცემდით?
......................................................................................................................................

......................................................

21. წარმოიდგინეთ, რომ ხართ არქიტექტორი, რას ააშენებდით და რა მიზნით?

12
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
......................................................................................................................................
........................................................................

22. შეადგინეთ საინფორმაციო ტექსტი საქართველოს ან სხვა ქვეყნის

მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის შესახებ.

13
არქიტექტურა
ხუროთმოძღვრება, პროექტირებისა და შენების ხელოვნება. განასხვავებენ
არქიტექტურის სამ ძირითად სახეს: მოცულობითი ნაგებობები (საკულტო,
საზოგადოებრივი, საწარმოო, საცხოვრებელი და სხვ.; ლანდშაფტური
არქიტექტურა (კიბეები, აკვედუკები,ხიდები,შადრევნები მდინარეების,
სკვერების, ბულვარებისა და პარკებისათვის); ქალაქთმშენებლობა (ახალი
ქალაქების შექმნა, ძველთა რეკონსტრუქცია). სხვადასხვა ისტორიულ
პერიოდში გამოიყენებოდა განსხვავებული სამშენებლო მასალები და
ტექნოლოგიები, რაც არსებით გავლენას ახდენდა არქიტექტურული
კონსტრუქციების შექმნაზე. არქიტექტურული ნაგებობები ასახავენ ეპოქის
მხატვრულ სტილს, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი სახის
ნაწარმოები. საყოველთაოდ ცნობილი არქიტექტურული ნაგებობები და
ანსამბლები საუკუნეების მანძილზე რჩება კაცობრიობისათვის
კონკრეტული ქვეყნების, ქალაქების სიმბოლოდ (მაგ., ეგვიპტის პირამიდები,
ათენის აკროპოლისი, რომის კოლიზეუმი, პარიზის ეიფელის კოშკი და ა.შ.).

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=7&t=73

14

You might also like