You are on page 1of 47

თემა 2: ძალადობა, როგორც თავის დამკვიდრების საშუალება

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის შესახებ აზრის გამოთქმა.(დრო: 3-4 წთ.)

1. გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი, რა მიგაჩნიათ ძალადობად?


ვფიქრობ, ძალადობა არის ……………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………...

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის სახეების იდენტიფიცირება. (დრო: 2-3 წთ.)


2. მონიშნეთ √ სიმბოლოთი, რომელია ძალადობის სახეები?
ფიზიკური ეჭვიანობა
მორალური სექსუალური
ფსიქოლოგიური ეკონომიკური
იძულება ფსიქიკური აშლილობა

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის თემატიკის ფილმების დასახელება და სიუჟეტზე


საუბარი. (დრო: 4-5 წთ.)

3. ხომ ვერ გაიხსენებდით ფილმებს, რომელთა სიუჟეტიც ძალადობის თემაზე იყო


აგებული. დაწერეთ რამდენიმე მათგანი:
……………………………………………………
……………………………………………………
……………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა


და შედეგებზე ვარაუდების გამოთქმა.(დრო: 7-8 წთ.)
4. ა. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (https://www.youtube.com/watch?v=27nYZd8lXLU 0–
2:55წთ-მდე) და გამოთქვით ვარაუდები, რა შეიძლება იყოს ძალადობის მიზეზები?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

1
ბ. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ზურას ცხოვრებაზე ნაჩვენები სცენა?
დაწერეთ რამდენიმე წინადადებით.

…………………………………
…………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ადამიანის გარეგნობის მიხედვით ვარაუდების გამოთქმა. (დრო:


4-5 წთ.)
5. ა. დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს და იმსჯელეთ, ზურას გარეგნობიდან
გამომდინარე, როგორი ადამიანი შეიძლება იყოს იგი?
როგორი იქნება მისი დამოკიდებულება კლასლების მიმართ?რატომ ფიქრობთ ასე?

2
ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (9:16-11:07) და გადაამოწმეთ, გამართლდა თუ არა თქვენ
მიერ გამოთქმული ვარაუდები .

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის თემატიკასთან დაკავშირებული ლექსიკის


ამოცნობა. (დრო: 4-5 წთ.)
6. ა. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (11:08-11:45) და მონიშნეთ ფრაზები/ფაქტები, რომლებიც
გამოხატავს ძალადობას.
სქელო;

3
შეურაცხმყოფელი სიტყვები;
მზერა;
ტონი;
მანერები;
ჟესტიკულაცია;
გინება;
ჩხუბი;
ბიჭების გავლენა ზურაზე;

ბ. ძალადობის რომელ სახეებს მიაკუთვნებდით თითოეულ მათგანს?

ფიზიკური ფსიქოლოგიური იძულება სექსუალური

მიზანი: შეგიძლიათ პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარების გზებზე


მსჯელობა. (დრო: 4-5 წთ.)
გ. რა შეიძლება ვუწუდოთ ზურასა და ბიჭებს შორის მომხდარ ფაქტს?
……………………………………………………………………………………………………………….
.

დ. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევა ზურა ასე? იმსჯელეთ პრობლემის მოგვარების სხვა
გზებზე, რა შეეძლო მას გაეკეთებინა ?

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობაზე, როგორც თვის დამკვიდრების საშუალებაზე


მსჯელობა. (დრო: 8 წთ.)
7. ა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ძალადობა განვიხილოთ, როგორც თავის
დამკვიდრების საშუალება?
ბ. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ზურას საქციელი მოსაზრებას ,,ძალადობა, როგორც
თავის დამკვიდრების საშუალება’’.
გ. რა შეიძლება გახდეს თავის დამკვიდრების ამგვარი გზის გამოყენების მიზეზი?

მიზანი: შეგიძლიათ ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარება. (დრო: 7-8 წთ.)

4
8. დაიყავით სამ კაციან ჯგუფებად. ჯგუფის თითოეულმა წევრმა წაიკითხეთ ტექსტის ერთი
ნაწილი და გაუზიარეთ ქვეჯგუფის წევრებს ტექსტის ძირითადი აზრი.

I. სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს


– ბულინგი (ინგ. Bully -ხულიგანი, მოძალადე), მობინგი (mob -ბრბო, mobbing -
თავდასხმა, შევიწროება). ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში,
მორჩილება. ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, მაგრამ ბოლო 20 წლის
განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი,
რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.

ბულინგი (მობინგი) არის:


• აგრესიული და ნეგატიური ქცევა.
• იგი რეგულარულად ხორციელდება.
• არის განზრახული, მიზანმიმართული აქტივობა.

პირველად ამ პრობლემით დაინტერესდნენ სკანდინაველი მეცნიერები


(Heinemann,1973; Olweus, 1984; Pikas, 1975, 1989; Roland, 1983, 1989). თუმცა
პედაგოგები და განათლების სისტემის ორგანოები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ
ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შემთხვევებს. სკოლის ადმინისტაციის ყურადღებას
უფრო მეტად იპყრობდა ბავშვების აგრესიული ქცევა და გაკვეთილების გაცდენა.
მდგომარეობა შეიცვალა ტატუმის, ლეინის, როლანდის და მუნტეს(Rolland&Munte,
1989; Tattum&Lane, 1988) მიერ გამოცემული შრომების შემდეგ. დღეს ეჭვი არავის
ეპარება, რომ არსებობს ისეთი პრობლემა, როგორიცაა – სასკოლო ბულინგი
(მობინგი).
პირველი სირთულე, რასაც სკოლაში ბავშვთა სისასტიკის გამოვლენის შესწავლისას
ვხვდებით მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს ბავშვთა სისასტიკის ცნების ზუსტი
განმარტება. ცნების ზუსტი განმარტება წარმოადგენს არა მარტო აკადემიურ
ინტერესს, არამედ მასზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს კორექციული და
პრევენციული სამუშაო.
ჰეინემენმა (Heinemann, 1973) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილი იყო ადამიანთა
ჯგუფის თავდასხმა ერთ ადამიანზე და ამ ფაქტის აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი
– მობინგი (mobbing). ოლვეუსი (Olweus, 1978) თავის შრომებში იყენებს ტერმინს –
ბულინგი (bulling)), რომელიც განმარტებულია როგორც ადამიანის ჯგუფის ან
ცალკეული ადამიანის თავდასხმა მეორე ადამიანზე. პიკასის (Pikas, 1989) აზრით, ეს
ართულებს სიტუაციას, ამიტომ ის ხმარობს ტერმინს – მობინგი, ჯგუფური

5
თავდასხმის აღსანიშნავად, ხოლო ბულინგს, ნებისმიერი ხასიათის (როგორც
ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) თავდასხმის აღსანიშნავად.
II. უნდა განვასხვავოთ თუ არა ჯგუფური ძალადობა – მობინგი და ინდივიდუალური
ძალადობა – ბულინგი, თუ უმჯობესია ისინი განვიხილოთ ერთი მოვლენის –
სოციალური აგრესიის, ორ განსხვავებულ მხარედ, როდესაც დომინანტური
ინდივიდი (ან ჯგუფი) მიზანმიმართულად ატერორებს, დევნის მეორე ადამიანს.
დღეს მიღებულია როლანდის (Roland, 1988) განმარტება. ბულინგი ეს არის
ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის
მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ
სიტუაციაში.
ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად
ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. ეს
აიხსნება იმით რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები,
დიაპაზონში “ლიდერი – გარიყული”. დამატებითი ფაქტორია ის, რომ პედაგოგებს არ
შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.
ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს
შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა (მსხვერპლის გარეგნობის ან პიროვნული
მახასიათებლების), მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების
გამოძალვა, აბუჩად, მასხრად აგდება, დამცირება.
ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი
ბავშვი, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები, რომლებიც
განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური
მახასიათებლებით. “რისკის ჯგუფში” ხვდებიან ფიზიკური ნაკლის, თავისებური
ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები.
ბულინგის მოტივაცია მრავალფეროვანია - შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა,
მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის აქცენტუაციები.
სკოლაში ბავშვები ხშირად განიცდიან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს, დევნას
სხვა ბავშვების მხრიდან.
ეს მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ბიჭები და გოგონები
იყენებენ ბულინგის სხვადასხვა ფორმას. ბიჭები უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ
ბულინგს (პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.), გოგონები კი ზეწოლის ირიბ
ფორმას (ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა. შ.). ბულინგი
განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობის და ადრეული მოზარდობის
პერიოდში.

6
სამეცნიერო ლიტერატურაში დიდხანს იყო გავრცელებული აზრი, რომ მოძალადის
(bully ) აგრესიულობის უკან იმალება მაღალი შფოთვისა და თავისთავში
დაურწმუნებელი ბავშვი. ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი შემთხვევები
ძალიან მცირეა. როგორც წესი ტიპიური მოძალადე (bully) საკუთარ თავში
დარწმუნებულია. მოძალადე (bully) იყენებს საკუთარ ძალას არა სპონტანურად,
ბავშვებთან კონფლიქტების გადასაჭრელად, არამედ მიზანმიმართულად, ინარჩუნებს
სიმშვიდეს და გულგრილობას.
ოლვეუსის (Olweus, 1984) “სკეჩ-თეორიის” (“sketch-theory”) თანახმად, არსებობს
მოძალადის და მსხვერპლის ტიპიური მახასიათებლები.
მოძალადის ტიპიური მახასიათებლებია:
• აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება.
• არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან.
• ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ.
• მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.
• თუ მოძალადე (bully ) ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:
• არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
• ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
• აქვთ დაბალი თვითშეფასება.
• მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით
ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
• არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე
თავის თანატოლებთან.
• თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად
სუსტია.
აღნიშნული თვისებები ერთის მხრივ ხდება ბულინგის მიზეზი, ხოლო მეორეს მხრივ
– შედეგი.

III. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ


განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისგან ან განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს
დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება.
ბულინგი იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეფორმაციას და შეიძლება გახდეს ბავშვის
ფსიქიკის პათოლოგიური დარღვევების მიზეზი. მნიშვნელოვანია მსხვერპლის
პოზიცია. ყველა დაზარალებული განიცდის სირცხვილისა და უსუსურობის
გრძნობას და არ საუბრობს ბულინგის ფაქტზე.

7
მეცნიერთა აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის
დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების
კრიმინალურ გზას ირჩევენ.
ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ,
რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის,
დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის
მსხვერპლი.
ბულინგის პროფილაქტიკა.
ბულინგის პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს 3 მიმართულებით:
1. ისეთი პირობების შექმნა, სადაც ბულინგი (მობინგი) ვერ განხორციელდება.
2. ბავშვის დაცვა სტრესისგან.
3. ორგანიზმის დამცავი ძალების განმტკიცება, როგორც “ჯანმრთელი”, აგრეთვე იმ
ბავშვებისთვის ვისაც აქვს სომატური ან ფსიქიკური პრობლემები.
ბულინგის პროფილაქტიკა უნდა ჩატერდეს ეტაპობრივად:
პრობლემის არსებობის აღიარება - სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის
არსებობა. სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და
მშობლებიც. პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მაშტაბი. ეს შეიძლება
განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ანონიმური
გამოკითხვით – ჰქონიათ თუ არა სკოლაში პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს
პრობლემები სკოლაში, ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა.
პრობლემის განსაზღვრა – მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლიობა,
მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.
ბულინგის (მობინგის) ყოველი შემთხვევა დროულად უნდა გამოვლინდეს.
ძალადობის მსხვერპლს და მოწმეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება.
რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაცია.
წყარო: http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1891

მიზანი: შეგიძლიათ ტექსტის ძირითადი აზრის გაგება. (დრო: 4-5 წთ.)


9. შეაჯამეთ ქვეჯგუფებში გამოთქმული აზრი და მოცემულ ტექსტს შეურჩიეთ სათაური.
ა. ბულინგი და მისი სახეები;
ბ. ბულინგის პრევენციის გზები;
გ. ბულინგის გამომწვევი მიზეზები და მოგვარების გზები.

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის სახეების ამოცნობა. (დრო: 3-4 წთ.)


10. ა. გადახედეთ ტექსტს კიდევ ერთხელ და დაუკავშირეთ სიტყვები განმარტებებს.
ბულინგი ჯგუფური ზეწოლა/თავდასხმა

8
მობინგი ინდივიდუალური ჩაგვრა/შევიწროება

ბ. რომელს მიაკუთვნებდით ზურას საქციელს, ბულინგს თუ მობინგს?

მიზანი: იცნობთ თემატურ ლექსიკას და შეგიძლიათ მსხვერპლისა და მოძალადის


მახასიათებლების განსაზღვრა. (დრო: 4-5 წთ.)
11. ტექსტის მიხედვით, ჩასვით მახასიათებლები შესაბამის ადგილას.

მიზანი: შეგიძლიათ ძალადობის კონტექსტში სხვადასხვა ფაქტორის განსაზღვრა.


(დრო: 6-8 წთ.)
12. რა როლი აქვს გარემოს ბულინგის წარმოშობასა და მოგვარებაში?

9
მიზანი: შეგიძლიათ პირადი გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ ფაქტთან
დაკავშირებით.(დრო: 4-5 წთ.)
13. ა. როგორ დამოკიდებულება აქვს დღევანდელ საზოგადოებას ზურასნაირი ბიჭების
მიმართ? გაიხსენეთ მსგავსი მაგალითები, რომლებსაც შესწრებიხართ ან გსმენიათ.

ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (26:55-29:08 ) და დაწერეთ, როგორ აღიქვამს თამარი ზურას


საქციელს და საიდან ჩანს მისი დამოკიდებულება ზურასადმი?

ზურას საქციელების აღქმა თამარის დამადასტურებელი მაგალითები


მხრიდან

მიზანი: შეგიძლიათ ფილმის სიუჟეტის მთავარი აზრის ამოცნობა. (დრო:10-12 წთ.)


14. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (29:08-41:00) და დაწერეთ, როგორ აგრძელებს ზურა
თანატოლებთან ურთიერთობას? მიუსადაგეთ ფოტოებს ფრაზები.

10
ა. ავალებს სასმელის მოპარვასა და დალევას.
ბ. ავალებს მაღაზიის ფანჯრის ჩამტვრევას.
გ. ავალებს სკოლის სამზარეულოდან საჭმლის მოპარვას.
დ. ავალებს კონკრეტული ადამიანის ცემას.

მიზანი: შეგიძლიათ მოძალადის ქცევის შესახებ მსჯელობა კონკრეტული


ფაქტებიდან გამომდინარე. (დრო: 4-5 წთ.)
15. ფილმიდან ჩანს, რომ ზურას უკვე დამკვიდრებული აქვს თავისი ადგილი, მაგრამ მაინც
აგრძელებს მოსწავლეების ჩაგვრას. თქვენი აზრით, რატომ იქცევა ასე?

მიზანი: შეგიძლიათ სიუჟეტის დეტალური ინფორმაციის შეგროვება. (დრო: 10-12


წთ.)
16. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (https://www.youtube.com/watch?v=UfZFv9shiM0) და შეავსეთ
კუბიკები:

11
მიზანი: შეგიძლიათ მსჯელობისთვის საჭირო ფრაზების ჩამოყალიბება. (დრო: 8-10
წთ.)
17. ა. დაიყავით ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაგირიგდებათ სამუშაო ფურცლები,
რომლებზეც უნდა დაწეროთ მსჯელობისთვის საჭირო ფრაზები და წარუდგინოთ ჯგუფს.
ჯგუფი 1: აზრის გამომხატველი ფრაზები;
ჯგუფი 2: ფრაზები, რომლებიც გამოხატავს დათანხმებას;
ჯგუფი 3: ფრაზები, რომლებიც გამოხატავს ნაწილობრივ დათანხმებას;
ჯგუფი 4: ფრაზები, რომლებიც გამოხატავს უარყოფას.

ბ. იხილეთ დანართი და შეადარეთ თქვენი ფრაზები, ცხრილში მოცემულ პასუხებს.

მიზანი: შეგიძლიათ მიღებული ინფორმაციის ანალიზი, პრობლემის რეალობასთან


შედარება და დისკუსიის გამართვა. (დრო: 10-15 წთ.)
18. გამოიყენეთ მოცემულ თემაში არსებული ინფორმაცია (ტექსტი, ფილმი,
ვიდეოჩანაწერი) და შეადარეთ ფილმში აღწერილი პრობლემა დღევანდელ სკოლებში
არსებულ სიტუაციას. რა მსგავსება/განსხვავებას ხედავთ? ისაუბრეთ მიზეზებზე.
დაიყავით ჯგუფებად (მომხრეები და მოწინააღმდეგეები) და განიხილეთ სიტუაცია
ზურას პოზიციიდან. იმსჯელეთ, რატომ გაამართლებდით/არ გაამრთლდებით მის
საქციელს? რა არის მისი ასეთი ქცევის მიზეზი?

12
მიზანი: შეგიძლიათ მოცემულ თემასთან დაკავშირებით თქვენი
დამოკიდებულებების ჩვენება ვიდეორგოლის სახით.
19. დაიყავით მცირე ჯგუფებად და გადაიღეთ პატარა ვიდეო ერთ-ერთ თემაზე:
● ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით!
● არა ძალადობას!

დანართი.
მსჯელობისთვის გამოსაყენებელი ფრაზები:

აზრის გამოხატვა დათანხმება ნაწილობრივ უარყოფა


დათანხმება

ჩემი აზრით… ვეთანხმები... შეიძლება არ გეთანხმებით…


მიმაჩნია, რომ… მართალი ხართ,... მართალი ხართ… არ ხართ
ვფიქრობ, რომ… თანახმა ვარ, ნაწილობრივ მართალი…
რომ… ვეთანხმები თქვენს მე ასე არ
ვიზიარებ თქვენს აზრს… ვფიქრობ…
პოზიციას... ვიზიარებ თქვენს არ ვიზიარებ
მოსაზრებას, თქვენს
თუმცა… პოზიციას…
ერთი მხრივ ვფიქრობ, თქვენ
ვეთანხმები, მეორე ცდებით...
მხრივ - არა... კატეგორიულად
ვეწინააღმდეგები
თქვენს ხედვას ამ
საკითხთან
დაკავშირებით...

თემა 3: კლასის ატმოსფერო: მასწავლებელი და მოსწავლეები

მიზანი: შეგიძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა სასწავლო გარემოს ცვლილებასთან


დაკავშირებით. (დრო: 6-8 წთ)
1. ა. დაიყავით ჯგუფებად და დაწერეთ, როგორ შეიძლება იმოქმედოს სკოლის
შეცვლამ მოსწავლეზე?

13
სკოლის
შეცვლა

ბ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირადი მაგალითები გაუზიარეთ ჯგუფს.

მიზანი: შეგიძლიათ იმსჯელოთ ფოტოებზე. (დრო: 5-7 წთ)


2. ა. იმუშავეთ წყვილებში და მოცემული სურათების მიხედვით იმსჯელეთ, როგორი
გარემო დახვდა ზურას კლასში? რატომ ფიქრობთ ასე?

ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი https://www.youtube.com/watch?v=27nYZd8lXLU 9:14-10:05


წთ-მდე და გადაამოწმეთ თქვენი ვარაუდები.

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე პრობლემაზე მსჯელობა.


(დრო: 10 წთ)

14
3. ა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, როგორი ატმოსფეროა კლასში? რატომ?
ბ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა და მასწავლებელმა კლასში
დადებითი ატმოსფეროს შესაქმნელად?

მასწავლებელი მოსწავლეები

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერიდან ფრაზების ამოცნობა. (დრო: 10 წთ)


4. ვიდეოჩანაწერის მიხედვით (17:37–23:27) მონიშნეთ ფრაზები, რომლითაც
გამოიხატება მასწავლებლის უარყოფითი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.
❏ აეთრიეთ ფეხზე;
❏ თუ შეიძლება მომისმინეთ;
❏ არ გაქვს და იყავი დაყუდებული;
❏ გამობრძანდი-მეთქი აქ!
❏ ვაი, შენს პატრონს, შე საქონელო;
❏ გთხოვთ, არ იხმაუროთ;
❏ მე შენ გიჩვენებ სეირს;
❏ ყურის აწევა;
❏ ნუ საუბრობთ;
❏ ჩანთის გახსნა;
❏ ყვირილი და შეურაცხყოფა;
❏ ამოეთრიეთ, სანამ დირექტორი დაგინახავთ;
❏ გთხოვთ, მოემზადოთ გაკვეთილის დასაწყებად.
მიზანი: იცნობთ ლექსიკას და შეგიძლიათ ფრაზების დადებითად შეცვლა. (დრო: 5-6
წთ)
5. დაიყავით ჯგუფებად. წინა სავარჯიშოში თქვენ მიერ მონიშნული უარყოფითი
ფრაზები შეცვალეთ დადებითით.

უარყოფითი დადებითი
……………………………………… ………………………………………….
……………………………………… ………………………………………….

15
……………………………………… ………………………………………….
……………………………………… ………………………………………….

ბ. როგორ ფიქრობთ, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავდა თქვენ მიერ


შემოთავაზებული ფრაზებით, როგორ შეიცვლებოდა კლასის ატმოსფერო?
დაიყავით ორ ჯგუფად. გაინაწილეთ როლები და წარმოადგინეთ სიტუაციები. ორი
თქვენგანი იქნება მასწავლებელი, დანარჩენები - მოსწავლეები. ერთი მასწავლებელი
გამოიყენებს უარყოფით ფრაზებს, მეორე - დადებითს.
გამოიყენეთ მე-4 დავალებაში მოცემული ფრაზები და სურვილისამებრ დაამატეთ.
შეადარეთ თქვენ მიერ გათამაშებული სცენები ფილმის სცენებს.

მიზანი: შეგიძლიათ თემასთან დაკავშირებით პირადი გამოცდილების გაზიარება.


(დრო: 5-7 წთ)
6. როგორი დამოკიდებულება გქონდათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
ერთმანეთთან? გაიხსენეთ კარგი და ცუდი მაგალითები და ისაუბრეთ ჯგუფში. ერთი
ან რამდენიმე მაგალითი გაუზიარეთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

მიზანი: შეგიძლიათ ტექსტიდან თქვენთვის საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა. (დრო:


10-12 წთ)
7. დაიყავით ჯგუფებად. გაინაწილეთ ტექსტები. იმსჯელეთ თითოეული შემთხვევის
პრობლემასა და მიზეზზე და გაუზიარეთ ჯგუფს.

პრობლემა მიზეზი

შემთხვევა თელავის
სკოლაში

ელენე

ბექა

ზვიადი

თამარი

16
ბულინგის სავარაუდო შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სკოლაში - მასწავლებელს მე-7
კლასის მოსწავლის მშობლები, თანაკლასელების თანდასწრებით, ბავშვის
დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

მოსწავლის ბებია ამბობს, რომ მის შვილიშვილს მასწავლებელი დამამცირებელი და


შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონფლიქტი


მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლემ ნიშანი გააპროტესტა. საკითხი ერთხელ უკვე
განიხილა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, თუმცა მაშინ ფაქტი არ
დაადასტურეს მშობლებმა და ბავშვებმა. მოგვიანებით კი ისინი პირად საუბრებში
აცხადებდნენ, რომ ბიოლოგიის მასწავლებლის მხრიდან მათზე განხორციელებული
მუქარების გამო, სიმართლე ვერ თქვეს.

ამის შემდეგ, მოსწავლის მშობლებმა უკვე განათლების რესურსცენტრს მიმართეს და


მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ქმედების აღკვეთა მოითხოვეს.

„გოგონა ბიოლოგიის გაკვეთილს შეგნებულად აცდენს და 45 წუთი ის გარეთ


ჩერდება, რათა მასწავლებლის მხრიდან დამამცირებელი სიტყვები არ მოისმინოს“, -
განაცხადა ,,მოამბესთან“ საუბარში ბავშვის ბებიამ.

თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მოსწავლის მშობლების


მხრიდან მასთან საჩივარია შესული, თუმცა სკოლის საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს
და დაელოდება სკოლოს დისციპლინარული კომიტეტის სხდომას, რომელიც დღეს
განმეორებით შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

სახელმწიფოსგან განსხვავებით, სტატისტიკის წარმოება სხვადასხვა კვლევის


საფუძველზე, რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ სცადა.
ერთ-ერთი იყო „გაეროს ბავშვა ფონდი“ (UNICEF). ორგანიზაციის მიერ, 2012 წელს
გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხული
ბავშვების 80%-ს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური
ძალადობა. რამდენიმე მათგანი საკუთარ ისტორიასაც მოგვიყვა.
ელენე, 16 წლის:

„როგორც ჩემი მშობლები ამბობენ, ძალიან მხიარული ბავშვი ვიყავი. სკოლასთან შეგუება
არ გამჭირვებია, ადვილად ვიჩენდი მეგობრებს, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა. თითქოს
მარტოობა შემიყვარდა და მეგობრების ძიებასაც თავი დავანებე. ახლა, რომ ვფიქრობ,

17
მგონია, რომ ყველაფერი იმ ჩემი თანაკლასელების ბრალია, რომლებიც არაპირდაპირ,
მაგრამ მაინც სულ გამომარჩევდნენ მათგან. მეორე კლასში ვიყავი, როცა მხედველობის
პრობლემა აღმომაჩნდა და სათვალის ტარება დავიწყე. ამ დღიდან დაიწყო ხუმრობები
იმაზე, რომ მე ოთხი თვალი მაქვს, რომ პროფესორს ვგავარ. ამას ყველა ხუმრობით
ამბობდა და შეიძლება, ვერც კი ხვდებოდნენ, ამ დროს როგორ მძულდა სათვალე,
რომელიც მათ ჩემზე ხუმრობის მიზეზს აძლევდა.“

ბექა, 17 წლის:

„წელს სკოლას ვამთავრებ. სკოლიდან ყველას ბევრი მოგონება მიჰყვება. გამონაკლისი არც
მე ვარ, თუმცა გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი მოგონებების ნაწილი სევდიანია.
ყოველთვის იმაზე მსუქანი ვიყავი, ვიდრე ჩემი კლასელი ბიჭები იყვნენ. ამის გამო, ყველა
ფიქრობდა, რომ მოუქნელი და დონდლო ვარ. ამას არც მალავდნენ და ყოველთვის პირში
მახლიდნენ ხოლმე. ამან შემაძულა ფიზ–კულტურის გაკვეთილები, რადგან იმ დროს,
როცა ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშს ვიწყებდით, ბავშვები ყველაფერს
აკეთბედნენ, რომ მათ გუნდში არ მოვხვედრილიყავი. ისიც კი არ ადარდებდათ, თუ
საერთოდ არ ვითამაშებდი. ძალიან ხშირად ასეც ხდებოდა.“

ზვიადი, 16 წლის:

„ჩემი მშობლები არ არიან მართლმადიდებლები. ეს ჩემმა კლასელებმა დაწყებით


კლასშივე გაიგეს, თუმცა ამ თემაზე პირდაპირ არ მესაუბრებოდნენ. უბრალოდ, როცა
ექსკურსიაზე საუბარი იწყებოდა, ისინი არასოდეს მრთავდნენ დაგეგმვის პროცესში.
ერთი შემთხვევა მახსოვს, განსაკუთრებით მტკივნეულად. ორი დღე სკოლას ვაცდენდი.
ჩემმა კლასმა ამ დღეებში ექსკურსიაზე წასვლა ისე დაგეგმა, რომ ჩემთვის არც კი
დაურეკავთ. როცა სკოლაში დავბრუნდი და ნაწყენმა ვიკითხე, რატომ არ გამაგებინეთ-
მეთქი, მიპასუხეს, შენ მაინც არ წამოხვიდოდი, ჩვენ გზად ტაძარი უნდა გვენახაო.’

თამარი, 15 წლის:

„მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო დაუცველები ვართ მოსწავლეები, ვიდრე წლების
წინ ვიყავით. ამაზე იმის შემდეგ ვფიქრობ, რაც თავს გადამხდა. მეტყველების პრობლემა
მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვნერვიულობ. ამის გამო კლასში სულ ხუმრობდნენ,
მაგრამ ამას თითქოს შეჩვეული ვიყავი. ერთ დღეს კი საშინელება მოხდა. ჩემმა ერთ-
ერთმა კლასელმა ვიდეო გადაიღო, თუ როგორ ვყვები გაკვეთილს და ეს ვიდეო

18
ინტერნეტში ატვირთა. დიდი თუ პატარა, ყველა დამცინოდა, რომ წინადადებების
დაწყობა მიჭირს და ბორძიკით ვსაუბრობ. მას მერე კიდევ უფრო დაძაბული ვარ, როცა
ვსაუბრობ და ხშირად, ამის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.’’

წყარო: https://edu.aris.ge/news/skola-bulingis-sivrce.html

წყარო: http://old.1tv.ge/ge/news/view/150719.html

მიზანი: შეგიძლიათ პრობლემის შესახებ მსჯელობა და აზრის წერილობით


ჩამოყალიბება. (დრო: 15 წთ)
8. განაგრძეთ ჯგუფებში მუშაობა. თითოეულმა ჯგუფმა აირჩიეთ ერთი მოსწავლის
პრობლემა და წერილობით ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება მოცემულ საკითხთან
დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ მოცემული პუნქტები:
● როგორ შეიძლება მოიქცეს მოსწავლე?
● რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა?
● რა ნაბიჯები უნდა გადადგას მასწავლებელმა/სკოლამ?
● რამდენად არის საჭირო ფსიქოლოგის ჩართვა?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით პიროვნებების იდენტიფიცირება.


(დრო: 5 წთ)
9. ნახეთ ვიდეოჩანაწერი https://www.youtube.com/watch?v=MxY7CNydrZk და
ყუთში მოცემული სიტყვები მიუწერეთ ფოტოებს.

19
სოციალური მუშაკი; მასწავლებელი; დირექტორი და მანდატური; საბა და ნიკა;
საბას დედა; ნიკას დედა;

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის


ჩანიშვნა. (დრო: 5-7 წთ)
10. დაწერეთ, რა წვლილი მიუძღვის თითოეულ ადამიანს პრობლემის მოგვარებაში?

20
მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით მასწავლებლის თვისებებზე
ინფორმაციის შეგროვება. (დრო: 15 წთ)
11. კიდევ ერთხელ ნახეთ ვიდეოჩანაწერი (46:42-58:00 წთ-მდე) და დაახასიათეთ
მასწავლებელი.

21
……………………
……………………
……………………
……………………
……………………
……………………
…………………....

მიზანი: შეგიძლიათ პერსონაჟების განსახიერება. (15 წთ)


12. ორმა სტუდენტმა გაითამაშეთ ფილმში ნაჩვენები ორი მასწავლებლის სახე და
შეადარეთ ერთმანეთს. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა შეასეთ ცხრილი.

მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესის


დამოკიდებულება მიმდინარეობა

მიზანი: შეგიძლიათ ინფორმაციის შეჯამება და იდეალური მასწავლებლის


პორტრეტის შექმნა. (დრო: 15 წთ)
16. იმუშავეთ წყვილებში და დაწერეთ, როგორია თქვენს წარმოდგენაში იდეალური
მასწავლებელი? საორიენტაციოდ გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული კითხვები:

22
● რა პიროვნული თვისებები და პროფესიული უნარ-ჩვევები უნდა
ახასიათებდეს მას?
● რა მოთხოვნებს უნდა უყენებდეს იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა. (დრო: 10-12 წთ)


17. რალი კითხვაში. იპოვეთ და ჩაინიშნეთ მოცემულ კითხვებზე პასუხები კედელზე
გაკრული ტექსტების დახმარებით.

ა. რას გულისხმობს კლასის თანამშრომლობითი მიდგომა?


ბ. რა იგულისხმება კლასის მართვის სტილში?
გ. როგორ უნდა მიიღოს მასწავლებელმა გადაწყვეტილება?
დ. რა დროს გრძნობს ბავშვი თავს უსაფრთხოდ?
ე. როგორ მოქმედებს მოწესრიგებული გარემო ბავშვზე?
ვ. ვინ უნდა მიიღოს წესების შემუშავებაში მონაწილეობა?
ზ. რატომ ვერ ინარჩუნებენ მოსწავლეები პოზიტიურ ურთიერთობებს?
თ. რა შემთხვევაში ავლენს მოსწავლე აგრესიას?
ი. რა შემთხვევაში მიმართავს მოსწავლე ძალადობას?

I. კლასის მართვა – ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის


შეუფერხებლად წარმართვას და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან
აცილებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მასწავლებელს და კლასის
მართვის სტილს.

23
სტილი გულისხმობს თანამშრომლობით დამოკიდებულებას მასწავლებელსა და
მოსწავლეს შორის, მოსწავლე მიიჩნევა პარტნიორად და ასაკის ზრდასთან ერთად
მან დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს.
ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის
თანამშრომლობაზე. მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად.
მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება
და დამოკიდებულება საკითხთა მიმართ. კლასის მართვისადმი თანამშრომლობითი
მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება :

● სოციალური და ინტელექტუალური კომპეტენციის განვითარებაში;


● შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში;
● კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში;
● თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში;
● დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი ინიციატივების
გამომჟღავნების უნარის განვითარებაში;
● ტოლერანტული უნარების განვითარებაში.

II. მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს როგორც


ფიზიკურად, ასევე ემოციურად უსაფრთხოდ. საკლასო ოთახში სივრცე
დანაწევრებული უნდა იყოს; საყურადღებოა ფუნქციური ზონები, ბიბლიოთეკა,
ავეჯის განლაგება, ყველაფერი უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ
მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში, მასალები უნდა იყოს
ხელმისაწვდომი. ამიტომ მასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა
მოწესრიგებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება. მოწესრიგებულ გარემოში
მოსწავლეები სწავლობენ უფრო მეტს და არიან მოტივირებულები. იზრდება
მოსწავლეების ჩართულობა, ხდება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და
მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარების განვითარება. მოწესრიგებულ
სასწავლო გარემოში იგულისხმება ასევე წესების და პროცედურების შემუშავება,
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოწესრიგებული სასწავლო გარემოს საჭიროება და

24
საკუთარი როლი ამ გარემოს შექმნაში. წესების შემუშავება უნდა ხდებოდეს
მოსწავლეებთან ერთად.

მასწავლებლის ინდივიდუალური უნარები და მასწავლებელ-მოსწავლის


ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლასის ეფექტურ მართვაზე.

თანამშრომლობა გულისხმობს:

1. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აღიქვამს როგორც ინდივიდს;


2. უნდა აკონტროლო და თან ითანამშრომლო. მასწავლებლის მხრიდან
დომინანტური და თანამშრომლობითი დაბალანსებული დამოკიდებულება
ეხმარება მოსწავლეებს სათანადო ქცევის წესების შერჩევაში.

III. კლასში კონფლიქტის არსებობა პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვერ
ვახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას, როცა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი
მხარე მაინც ზარალდება. თუ მოსწავლემ არ იცის კონფლიქტის მოგვარების გზები,
მოსალოდნელია, რომ მან აგრესიას და ძალადობას მიმართოს. ბევრი
ახალგაზრდისთვის აგრესია (სიტყვიერი თუ ფიზიკური) პრობლემების მოგვარების
ერთადერთი გზაა. უმეტეს შემთხვევაში, მათ ძალის გამოყენება კი არ სიამოვნებთ,
როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, არამედ პრობლემის მოგვარების
სხვა გზას ვერ ხედავენ. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

● ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მიზნების მისაღწევად ძალის


გამოყენება მისაღები ხერხია; ამის გარეშე თანატოლებმა ისინი შეიძლება
სუსტად ჩათვალონ და დაჩაგრონ;
● მოსწავლეებს არა აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები, ანუ კომუნიკაციის,
გადაწყვეტილების მიღებისა თუ თვითმართვის უნარ-ჩვევები და ამიტომ ვერ
ახერხებენ, ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები სხვა
ადამიანებთან. მათ არ იციან, როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა
მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ან სხვა უფროსის ყურადღება და
როგორ გამოხატონ თავიანთი ემოცია.

25
მასწავლებელი უნდა ქმნიდეს ისეთ სასწავლო გარემოს, რომ მოსწავლეები
ორიენტებულნი იყვნენ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან
მოგვარებაზე.

წყარო: http://fortuna.ge/gadacema/rogori-urtiertoba-unda-
hqondes-maswavlebels-moswavleebtan-7-rcheva-fsiqologisgan/

მიზანი: იცნობთ ფრაზებს და შეგიძლიათ მათი ტექსტში ამოცნობა. (დრო: 5-7 წთ)
18. გადახედეთ სრულ ტექსტს და გახაზეთ სიტყვები/ფრაზები, რომლებიც
განსაზღვრავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კარგი ურთიერთობის
ჩამოყალიბებას.

მიზანი: შეგიძლიათ მიღებული ინფორმაციის ანალიზი, პრობლემის გამოკვეთა და


გადაჭრის გზებზე მსჯელობა. (დრო: 10-15 წთ.)
19. ფილმის მოცემული მონაკვეთების მიხედვით (17:37–23:27; 46:42–58:00;),
გააანალიზეთ საკლასო სიტუაცია. იმსჯელეთ, ვისში/რაში არის პრობლემა?
დაიყავით მასწავლებლების და მოსწავლეების ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა
გამოკვეთეთ შესაბამისი პრობლემა, მიზეზები და იპოვეთ გამოსავალი. თქვენ რომ
მასწავლებელი/მოსწავლე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

26
თემა 4: სოციალური ურთიერთობები – მეგობრობა
მიზანი: შეგიძლიათ ფოტოებზე მსჯელობა და კონტექსტიდან გამომდინარე ფრაზის
განმარტება. (დრო: 5 წთ)
1. ა. დააკვირდით სურათებს და გამოთქვით ვარაუდები, რა სახის ურთიერთობებია
მოცემული?

ბ. დაასრულეთ ფრაზა:
სოციალური ურთიერთობები გულისხმობს: ……………………………………………….
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ პირადი გამოცდილების ჯგუფის წევრებისთვის გაზიარება.


(დრო: 5-7 წთ)
2. დაიყავით ჯგუფებად და გაიხსენეთ საკლასო ისტორიები, რომლებიც
კლასელებთან ურთიერთობისას გადაგხდათ თავს. შეარჩიეთ ყველაზე
საინტერესო/კარგი/ცუდი ისტორია და გაუზიარეთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

27
მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერიდან საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა. (დრო: 10-12
წთ)
3. ა. იმუშავეთ წყვილებში. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (45:15-48:13) და დაწერეთ, როგორი
დამოკიდებულება აქვთ კლასელებს გასანას მიმართ?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
ბ. თქვენი აზრით რატომ ექცევიან ასე?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
გ. ხომ არ გახსენდებათ თქვენი რომელიმე კლასელი, რომელსაც გასანას
შეადარებდით? როგორი დამოკიდებულება გქონდათ მასთან?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………...

მიზანი: შეგიძლიათ შედეგის პროგნოზირება და ვიდეოჩანაწერის მიხედვით


მსჯელობა. (დრო: 8 წთ)
4. ა. დააკვირდით ფოტოს და გამოთქვით ვარაუდები ფორუმში, როგორ მოექცევა
ზურა გასანას? რატომ ფიქრობთ ასე?

ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (48:13-48:20) და გადაამოწმეთ თქვენი ვარაუდები.


გ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ზურას ასეთი საქციელი?
დ. რა რეაქცია ჰქონდათ ზურას ასეთ საქციელზე დანარჩენ კლასელებს?

28
მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის გაანალიზება და მიზეზებზე მსჯელობა. (დრო:
15 წთ)
5. ა. იმუშავეთ წყვილებში. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (52:27–57:55) და ჩამოწერეთ
ზურას მკვეთრი ცვლილების მიზეზები:
………………………………………………………..
……………………………………………………….
……………………………………………………….

ბ. გააანალიზეთ ვიდეოჩანაწერი (45:47-46:00; 48:48- 50:07) და მოცემული


მონაკვეთების მიხედვით გაავლეთ პარალელი ზურას ცვლილებასთან.

…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
…………………………………………
………………………...

29
მიზანი: შეგიძლიათ მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა. (დრო: 5 წთ)
6. ა. გააგრძელეთ მუშაობა წყვილებში. ჩამოწერეთ ზურასა და გასანას საერთო და
განმასხვავებელი თვისებები.

ზურა გასანა

………………… ………… ………………


………………… ………… ………………
………………… ………… ………………
………………… ………… ………………
………………… ………… ………………
………………… ………… ………………
………………... ………… ……………...

ბ. თქვენ მიერ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორ


გაგრძელდება გასანას და ზურას ურთიერთობა? შეძლებენ მეგობრობას?

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის გაანალიზება და მოცემულ საკითხზე


მსჯელობა. (დრო: 20 წთ)
7. ა. იმუშავეთ ჯგუფებში. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (1:03:05–1:15:42) და იმსჯელეთ,
შეიძლება თუ არა, რომ მათ უერთიერთობას მეგობრობა ვუწოდოთ? რატომ?

ბ. მოცემული მონაკვეთის მიხედვით, როგორ იცვლება ზურას და გასანას პიროვნული


სახე? მოიყვანეთ არგუმენტები ფილმიდან.

პიროვნული სახე არგუმენტი


………………………………………. ………………………………………………

………………………………………. ……………………………………………...

………………………………………. ……………………………………………...

30
……………………………………… ………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ფოტოებზე მსჯელობა და ვარაუდების გამოთქმა. (დრო: 5 წთ)


8. ა. დააკვირდით ფოტოებს და გამოთქვით ვარაუდები ფორუმში, რა შეიძლება
ხდებოდეს?

ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (1:17:01–1:20:07) და შეადარეთ თქვენს ვერსიებს. რატომ


იქცევა ზურა/გასანა ასე?

მიზანი: შეგიძლიათ კონტექსტის მიხედვით ფრაზაზე მსჯელობა. (დრო: 8-10 წთ)


9. იმუშავეთ ჯგუფებში. ფილმის ბოლო მონაკვეთში ხშირად ისმის ფრაზა:,,გასან,
საით მიდის გზა?” რას გულისხმობს ზურა ამ ფრაზაში და რატომ ეკითხება გასანას
ასე დაჟინებით?

31
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ფილმის დასასრულის თქვენეული ვერსიის წერილობით


ჩამოყალიბება. (დრო: 8 წთ)
10. გააგრძელეთ მუშაობა ჯგუფებში და დაწერეთ, თქვენ რომ ფილმის რეჟისორი
იყოთ, როგორ დაასრულებდით მას?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………..

მიზანი: შეგიძლიათ ფოტოს მიხედვით ფილმის დასასრულზე მსჯელობა. (დრო: 5


წთ)
11. ა. დააკვირდით ფოტოს და იმსჯელეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს მოცემული
ფრაზა? რა კავშირში შეიძლება იყოს ის ფილმის დასასრულთან?

32
ბ. ნახეთ ფილმის დასასრული და შეადარეთ თქვენს ვერსიებს.

მიზანი: შეგიძლიათ ესეს სტრუქტურის მიხედვით ფრაზების დაჯგუფება. (დრო: 5-6


წთ)
12. დააკვირდით ესეს სტრუქტურას და მოცემული ფრაზები გაანაწილეთ ცხრილში.

შესავალი

არგუმე ძირითადი მაგალი


ნტები თები
ნაწილი

დასკვნითი ნაწილი

შესავალი ძირითადი ნაწილი დასკვნითი ნაწილი

33
ჩემი აზრით; ერთი მხრივ; მეორე მხრივ; უპირველეს ყოვლისა; აქედან გამომდინარე;
საბოლოოდ; არსებობს მოსაზრება, რომ; დასკვნის სახით; ზემოთ თქმულიდან
გამომდინარე; აღნიშნულის მიხედვით; ვფიქრობ, რომ; ამას ადასტურებს;
მაგალითად; საბოლოო ჯამში; აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე.

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის გაანალიზება და აზრის ესეს სახით


ჩამოყალიბება. (დრო: 20 წთ)
13. გააანალიზეთ ნანახი ეპიზოდები და დაწერეთ არგუმენტირებული ესე
მეგობრობის თემაზე. თქვენი მსჯელობა გაამყარეთ არგუმენტებით ფილმიდან და
მოიყვანეთ პირადი მაგალითები. აირჩიეთ ერთ-ერთი თეზისი.
● ზურა, როგორც კარგი მეგობარი, თუ მოძალადე, რომელსაც თავის გადარჩენა
უნდა;
● გასანი, როგორც შეშინებული მოსწავლე, თუ მოღალატე ადამიანი;

………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………..
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

34
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………..
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

თემა 5: დედის როლი ზურას ცხოვრებაში

მიზანი: შეგიძლიათ იმსჯელოთ ოჯახის და მშობლის მნიშვნელობაზე. (დრო: 4 წთ)


1. ა. იმსჯელეთ ფორუმში, რა როლი აქვს მშობელს ბავშვის ცხოვრებაში?

ბ. გადახედეთ ფოტოებს და მეწყვილესთან ერთად იმსჯელეთ, თქვენი აზრით,


ცხოვრების რომელ ეტაპზე სჭირდება შვილს მშობელი ყველაზე მეტად? რატომ?

მიზანი: შეგიძლიათ მშობლის თვისებების ჩამოწერა (დრო: 5 წთ)


2. განაგრძეთ მეწყვილესთან ერთად მუშაობა და ჩამოწერეთ კრიტერიუმები, რომლის
მიხედვითაც შეაფასებდით ,,კარგ” და ,,ცუდ” დედას.

35
,,კარგი დედა” ,,ცუდი დედა”
…………………………………….. ………………………………
…………………………………….. ………………………………
…………………………………….. ………………………………
…………………………………….. ………………………………
…………………………………….. ………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ადამიანის პროფესიიდან გამომდინარე, მის პიროვნებაზე


მსჯელობა. (დრო: 5-7 წთ)
3. ა. დააკვირდით ფოტოს და გამოთქვით ვარაუდები ფორუმში, რას შეიძლება
საქმიანობდეს ზურას დედა?

ბ. რას ფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები?

36
მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერიდან დამოკიდებულებების ამოცნობა და პასუხის
დასაბუთება. (დრო: 8 წთ)
4. ა. იმუშავეთ ჯგუფებში. თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს დედასა და შვილს
შორის ურთიერთობაში ზღვარი? მაგალითად, როგორ ესაუბრონ ერთმანეთს? როგორ
მიმართონ?

ბ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (15:16–17:30) და დაწერეთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ


ზურას და დედამისს ერთმანეთთან და რაში გამოიხატება ეს? შეგიძლიათ ჩაწეროთ
კონკრეტული ფრაზები.

დედა-შვილს
შორის

მიზანი: ვიდეოჩანაწერის მიხედვით, შეგიძლიათ ინფორმაციის მოპოვების გზებზე


მსჯელობა. (დრო: 10 წთ)
5. ა. განაგრძეთ ჯგუფებში მუშაობა. ნახეთ ვიდეოჩანაწერი და (25:40–26:48)
დაწერეთ, თქვენი აზრით, რატომ იგებს ზურას დედა შვილზე ინფორმაციას
თამარასგან?

37
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

ბ. მოიფიქრეთ და დაწერეთ, სხვა რა გზებით შეეძლო შვილზე რეალური ინფორმაციის


მიღება?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

გ. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (26:54-29:08) და შეაფასეთ მეთოდი, რომლითაც ზურას


დედამ თამარასგან ზუსტი ინფორმაცია მიიღო. ამართლებთ ინფორმაციის მიღების ამ
გზას? რატომ?

მიზანი: შეგიძლიათ დედა-შვილის ურთიერთობაზე მსჯელობა. (დრო: 5-7 წთ)


6. ა. დაიყავით წყვილებად და გაუზიარეთ მეწყვილეს თქვენი აზრი, როდის ან რატომ
გაჩნდა ზურას და დედამისის ურთიერთობაში ბზარი?

ბ. ნახეთ მოცემული მონაკვეთი (58:10-1:01:55) და გამოკვეთეთ პრობლემა. ისრით


შეაერთეთ, ვის უკავშირდება ეს პრობლემა, ზურას თუ დედას?

პრობლემა:
…………………
…..

ზურა დედა

არგუმენტი არგუმენტი
…………… ……………
…………… ……………
…………… ……………
……………... ……………

38
მიზანი: ვიდეოჩანაწერის მიხედვით შეგიძლიათ სიტუაციის ანალიზი დედის
პოზიციიდან. (დრო: 10 წთ)
7. ნახეთ ვიდეოჩანაწერი (1:12:34–1:13:26;) და დაწერეთ:
● რატომ აღშფოთდა ზურას დედა ასე? იმსჯელეთ მიზეზებზე.
● თქვენი აზრით, რისი ეშინია ზურას დედას და რა კავშირი აქვს ამ შიშს მის
საქციელთან?
● თქვენ რომ ზურას დედა იყოთ, როგორ მოიქცეოდით?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ მიღებული ინფორმაციის შეჯამება და მსჯელობა. (დრო: 10-15


წთ)
8. დაიყავით ჯგუფებად და იმსჯელეთ, რა როლი უკავია დედას შვილის ცხოვრებაში?
რა დოზით უნდა ერეოდეს ის შვილის/შვილების ცხოვრებაში? თქვენი მსჯელობა
შეადარეთ ფილმში აღწერილ სიტუაციას და წარმოადგინეთ ანალიზი, დედის მეტ
ყურადღებას შეეძლო, თუ არა ზურას ცხოვრების შეცვლა? მაგალითებით
დაასაბუთეთ, სად ჩანს დედის უყურადღებობა/ნაკლები ყურადღება? ისაუბრეთ
მსგავსი დამოკიდებულების მიზეზებზეც.

39
დანართი

დებატები

მიზანი: შეგიძლიათ ფოტოებზე მსჯელობა. (დრო: 3-4 წთ)


1. იმსჯელეთ ფორუმში. გამოთქვით ვარაუდები, რა აერთიანებთ ქვემოთ მოცემულ
სურათებს?

40
მიზანი: შეგიძლიათ ფრაზის განმარტება. (დრო: 4-5 წთ)
2. ა. დაასრულეთ ფრაზა:
დებატები არის ………………………………………………………………………………….
………………………………………………………………………………………………………
ბ. გადაამოწმეთ თქვენ მიერ დაწერილი განმარტება.

წყარო: http://ena.ge/explanatory-online

მიზანი: შეგიძლიათ დებატებში მონაწილეებისათვის როლების მინიჭება. (დრო: 5-


7წთ)
3. ა. დებატებში მონაწილე ადამიანებს მიანიჭეთ როლები.

41
ბ. დაიყავით ჯგუფებად და გადაანაწილეთ ქვემოთ მოცემული ფრაზები ცხრილში.
საჭიროებისამებრ დაამატეთ თქვენი ვარიანტები.

შემადგენელი ნაწილები ადამიანები/როლები ფრაზები

თეზისი; მოდერატორი; მომხრე; ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას;


მოწინააღმდეგე; არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ; მაგალითი; პროარგუმენტი;
კონტრარგუმენტი; დროის რეგლამენტი; ექსპერტები;

მიზანი: შეგიძლიათ დებატებში მონაწილე ადამიანების გამოკვეთა და მათთვის


როლების განსაზღვრა. (დრო: 5 წთ)
4. ა. მიუსადაგეთ დებატებში მონაწილეებს ფუნქციები.

42
წარმოადგენს თავისი გუნდის მთავარ
მოდერატორი
არგუმენტებს;

მთავარი პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც


დებატორი კონტრარგუმენტატორის მოპასუხისა
და კონტრარგუმენტატორის

კონტრარგუმენ ასახელებს სადებატო თემას, აცხადებს


წესებს, წარმოადგენს ჯგუფის წევრებს
ტატორი
და მათ მოვალეობებს;

კონტრარგუმენ ამთავრებს დებატებს, კიდევ ერთხელ


ასახელებს თავისი გუნდის მთავარ
ტატორის
არგუმენტებს;

გამბათილებელ დაუსვამს შეკითხვებს


მოწინააღმდეგე გუნდის

კონტრარგუმენტატორის მოპასუხეს;

დროებით საკუთარ თავზე იღებს


შემჯამებელი მთავარი დებატორის ფუნქციას და
პასუხობს მოწინააღმდეგე გუნდის
ბ. გადახედეთ ტექსტს და გადაამოწმეთ სავარჯიშო 4 ა-ში შესრულებული დავალება.

დებატები იწყება საკამათო საკითხის/თეზისის წამოჭრით. დებატებს იწყებს ის მხარე,


რომელიც ეთანხმება განსახილველ საკითხს/თეზისს. დებატები კი ასეთი ფორმატით
წარიმართება:
* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მოწინააღმდეგე შეეცდება ჩამოაყალიბოს კონტრარგუმენტები (3 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მომხრე მოპაექრეს თავის კონტრარგუმენტებს წარუდგენს (3 წთ);
* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტების
შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს მომხრე გუნდის არგუმენტების
შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ).

43
ჯგუფში შეგვიძლია 6 მონაწილე გავაერთიანოთ. ეს რაოდენობა საშუალებას მოგვცემს,
თითოეულ მოსწავლეს სპეციფიკური, მისთვის განკუთვნილი დავალება
დავაკისროთ, რომელზეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი. დებატები იმავე
ფორმატით წარიმართება, მაგრამ როლები ჯგუფის წევრებს შორის ასე განაწილდება:
მოდერატორი – ასახელებს სადებატო თემას, აცხადებს წესებს, წარმოადგენს ჯგუფის
წევრებს და მათ მოვალეობებს;
მთავარი დებატორი/კონსტრუქტორი – წარმოადგენს თავისი გუნდის მთავარ
არგუმენტებს;
კონტრარგუმენტატორი – დაუსვამს შეკითხვებს მოწინააღმდეგე გუნდის
კონტრარგუმენტატორის მოპასუხეს;
კონტრარგუმენტატორის მოპასუხე – დროებით საკუთარ თავზე იღებს მთავარი
დებატორის ფუნქციას და პასუხობს მოწინააღმდეგე გუნდის
კონტრარგუმენენტატორის შეკითხვებს;
გამბათილებელი – პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც კონტრარგუმენტატორის
მოპასუხისა და კონტრარგუმენტატორის დებატების დროს წარმოიშვა მისი გუნდის
მიმართ;
შემაჯამებელი – ამთავრებს დებატებს, კიდევ ერთხელ ასახელებს თავისი გუნდის
მთავარ არგუმენტებს; მისი მოვალეობაა, შეძლებისამებრ გააძლიეროს დებატების
დროს მისი გუნდის მთავარ არგუმენტებში თავჩენილი სუსტი წერტილები.
თუ მონაწილე ცოტაა, შეგვიძლია შევამციროთ ჯგუფში მათი რაოდენობა,
შესაბამისად, ერთ მონაწილეს ორი ფუნქცია დაეკისროს ან ზოგიერთი როლი
საერთოდ გაუქმდეს. აგრეთვე შესაძლებელია, დებატებში მასწავლებელიც ჩაერთოს
მოდერატორის ფუნქციით.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პირველივე ცდაზე სრული ფორმატით
დებატების გამართვა რთული ამოცანაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ
მასწავლებელი დებატებს შემოქმედებითად მიუდგება და თავისი კლასის საჭიროებას
მოარგებს. ასევე სავსებით მოსალოდნელია, თავდაპირველად დებატებში ხალისით
მხოლოდ აქტიური მოსწავლეები ჩაერთვონ.
დასასრულ, გვინდა, რამდენიმე წინასადებატო სტრატეგიაც შემოგთავაზოთ,
რომლებიც გაცილებით მარტივია და მოსწავლეებს დაეხმარება სადებატო თემის
უკეთ გააზრებაში, ინფორმაციის მოპოვებასა და გაანალიზებაში, რათა შემდეგ
დებატების სრული ფორმატით გამართვა შეძლონ.
წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=2373

44
მიზანი: შეგიძლიათ დებატებისათვის საჭირო დროის რეგლამენტის განსაზღვრა.
(დრო: 2-3 წთ)
5. ტექსტის მიხედვით, ამოწერეთ დებატებში ჩართული პირისთვის განკუთვნილი
დროის მინიმუმი და მაქსიმუმი.
● მინიმუმი …………………………….
● მაქსიმუმი …………………………...

მიზანი: შეგიძლიათ თეზისის ამოცნობა. (დრო: 3-4 წთ)


6. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ წინადადებებს და მონიშნეთ, რომელი მათგანი
წარმოადგენს თეზისს დებატებისთვის?
❏ რა განსაზღვრავს ოჯახში ძალადობას?
❏ აღზრდა განსაზღვრავს ძალადობას;
❏ რატომ განსაზღვრავს აღზრდა ძალადობას?

მიზანი: შეგიძლიათ მოდერატორისთვის საჭირო ფრაზების ამოცნობა (დრო: 4-5 წთ)


7. ქვემოთ მოცემული წინადადებებიდან მონიშნეთ, რომლებია მოდერატორისთვის
საჭირო ფრაზები? დაამატეთ თქვენი ვარიანტებიც.
❏ დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ …
❏ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი;
❏ მე ვფიქრობ, რომ…;
❏ მოვუსმინოთ მოწინააღმდეგეს…;
❏ ვეთანხმები ამ გუნდს;
❏ თუ შეიძლება კორექტულად;
❏ დასკვნის სახით…;
❏ მე არ ვიზიარებ თქვენს პოზიციას;
❏ გთხოვთ, დაიცვათ დროის რეგლამენტი;
❏ რომ შევაჯამოთ…;
❏ ……………………………………….
❏ ………………………………………..
❏ ………………………………………..

45
მიზანი: შეგიძლიათ დებატების სტრუქტურის გამოკვეთა, შესაბამისი ნაწილების
შევსება. (დრო: 10 წთ)
8. დაიყავით ორ ჯგუფად. (მომხრეები/მოწინააღმდეგეები) თქვენ მიერ არჩეული
თეზისი გადმოიტანეთ ცხრილში და შეავსეთ ცარიელი ადგილები.

თეზისი
…………………………
…………………………

მომხრე მოწინააღმდეგე

არგუმენტი +/-
……………………………………
…………………………………… არგუმენტი +/-
…………………………………… ……………………………………

მაგალითი:
……………………………… მაგალითი:
……………………………… ………………………………
……………………………… ………………………………
……………………………… ………………………………
……………………………… ………………………………

46
მიზანი: შეგიძლიათ დებატების გამართვა. (დრო:15 წთ)
9. ჯგუფებმა 15 წუთის განმავლობაში მოემზადეთ დებატებისთვის:
● გაინაწილეთ როლები:(აირჩიეთ მოდერატორი, მთავარი დებატორი,
შემჯამებელი...)
● შეაჯამეთ ინფორმაცია:(თეზისი; არგუმენტები; მაგალითები.)
● დაიცავით რეგლამენტი;
● გამოიყენეთ დებატებისათვის საჭირო ფრაზები;

47

You might also like