You are on page 1of 4

თემა 8: ჩემი მომავალი პროფესია

პროფესიის არჩევა – გადაწყვეტილების მიღების პროცესი

ადამიანებს სიცოცხლის მანძილზე მრავალი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების


მიღება უხდებათ. მათ შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევაა.
იმის დასადგენად, თუ რომელი პროფესია შეგეფერებათ მრავალი ფაქტორი უნდა
გაითვალისწინოთ. თქვენთვის შესაფერისი პროფესიის ძიების პროცესში თქვენი
უნარები, შესაძლებლობები, ინტერესები, ღირებულებები და პიროვნული
მახასიათებლები გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ხშირ შემთხვევაში არჩევანის წინაშე მყოფმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომელი
პროფესიის დაუფლება სურს, ზოგიერთს გარკვეული მისწრაფებები აქვს, მაგრამ
საბოლოო არჩევანი მაინც ვერ გაუკეთებია. თუ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით,
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესის არსის გაგებაში
შეგიწყობთ ხელს. თქვენ გაეცნობით იმ ნაბიჯებს, რომლებიც დაგეხმარებათ
უპასუხოთ კითხვას -„რა უნდა ვაკეთო მომავალში?“
პროფესიის არჩევა არ არის რთული, თუ ამისათვის ეფექტურ გზებს გამონახავთ.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის პროცესი,
რომელიც რაღაცით სახლის ყიდვასაც შეიძლება მივამსგასოთ. წარმოიდგინეთ, რომ
გადაწყვიტეთ ახალი ბინის შეძენა, რის შემდეგაც უკვე ძიებას იწყებთ.
მნიშვნელოვანია კარგად გაეცნოთ კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესებს
და ფაქტორებს, რომლებიც არჩევანის გაკეთებაზე ახდეს გავლენას. კარიერული
გადაწყვეტილების მიღების პროცესი რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს.
თითოეული მათგანის გავლა საბოლოო მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ქვემოთ
ნათლად არის გამოყოფილი თითოეული ეტაპი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ
გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება არ იყოს ასეთი სწორხაზოვანი.
1. გადაწყვიტეთ, რომ პროფესიის არჩევა გსურთ. პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ,
რომ გადაწყვიტეთ. უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების სურვილი საკმარისი არ
არის. აუცილებელია, რომ ნათლად განსაზღვროთ როგორი ცხოვრება გსურთ, შემდეგ
კი დამაჯერებელი და აზრიანი მოქმედებებით რეალობად აქციოთ ის.

1
2. თქვენი მომავალი პროფესიის არჩევა და კარიერის შექმნა პრიორიტეტად დაისახეთ.
კარიერის შექმნა არ უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ გეგმას მრავალთა შორის.
დაიმახსოვრეთ, რასაც გასცემთ, უკან ის დაგიბრუნდებათ.
3. დაიწყეთ თვითგამორკვევით. მთავარია აირჩიოთ ისეთი პროფესია და შეიქმნათ
იმგვარი კარიერა, როგორიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. ამისათვის აუცილებელია
საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ და გაერკვეთ თქვენს პიროვნულ თვისებებში. მაშინაც
კი, თუ მიიჩნევთ, რომ კარგად იცნობთ საკუთარ თავს, ეცადეთ სხვა თვალით
დაინახოთ თქვენი წარსული და აწმყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იპოვოთ
ხელშესახები, რეალისტური და პრაქტიკული მახასიათებლები, რომლებიც შრომის
სამყაროსა და თქვენს შორის შესაბამისობის დადგენაში დაგეხმარებათ.
4. ეძებეთ საკუთარი თავის სრულად გამოხატვის შესაძლებლობები. ხშირად
ადამიანსა და პროფესიას შორის შეუსაბამობას ინდივიდის მიერ მხოლოდ გარედან
მიღებული (ექსტერნალური) ჯილდოების, მაგ., ანაზღაურებისა და სტატუსის
გათვალისწინება იწვევს ხოლმე. თუ ჰარმონიული და დაბალანსებული
ცხოვრებისაკენ მიისწრაფვით, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ცხოვრების თითოეული
სფერო გაითვალისწინოთ.
კარიერა/პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ, თქვენგან მხოლოდ იმას
მოითხოვს, რომ იყოთ იმგვარი, როგორიც ხართ და აკეთოთ ის, რასაც ჩვეულებრივ
აკეთებთ. ადამიანები ხშირად იტანჯებიან არასწორად არჩეული პროფესიის გამო.
თუმცაღა მათ შუძლიათ საკუთარი ცხოვრების მართვა. რადგანაც გვაქვს იმის
შესაძლებლობა, რომ ჩვენვე შევქმნათ ჩვენი მომავალი, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს
კარგად?
5. დაანაწევრეთ დიდი შეკითხვა - „ რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში?“ თუ თქვენც
ადამიანთა უმეტესობას ჰგავხართ, კარიერული გადაწყვეტილებების მიღების
მცდელობისას, საინტერესო პროფესიებს (ექიმი, იურისტი...) წარმოიდგენთ ხოლმე.
თქვენი ფიქრები ერთი საინტერესო პროფესიიდან მეორეზე გადადის, აქვე ერთვება
რომანტიკული წარმოსახვა. ფიქრობთ სამუშაოს ყველა დადებით მხარეზე: „ძალიან
მომწონს ექიმობა. ეს „სამუშაო“ საკმაოდ ამაღელვებელი ჩანს - მოსაწყენი ოფისის
საპირისპიროდ ადამიანებთან „მუშაობა“, მათი დახმარება და ა. შ. თუმცაღა ცოტა
ხანში ნეგატიური ფიქრები ამოტივტივდება - „სისხლის შიში მაქვს, მძიმე

2
ავადმყოფებთან ღამეების გატარება მომიწევს, უკმაყოფილო პაციენტებიც მეყოლება,
ყველას რომ ვერ დავეხმარები?“ ხელში პოტენციური კარიერის მხოლოდ ისეთი
სურათები გრჩებათ, რომლებიც კონკრეტული არჩევანის გაკეთების საშუალებას არ
გაძლევთ. უფრო უარესი კი ის არის, რომ ამ მეთოდის გამოყენება უფრო ბუნდოვანს
ხდის სიტუაციას, რომელშიც იმყოფებით. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც დიდ
შეკითხვას - „რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში“ - ნაწილებად დაყოფთ, პასუხების მოძიება
ბევრად უფრო გაგიადვილდებათ. იმისთვის რომ ამ კითხვას უპასუხოთ რამდენიმე
მნიშვნელოვან ფაქტორს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს ფაქტორებია:
⇒ ბუნებრივი ნიჭი და თანდაყოლილი შესაძლებლობები.
ყველა ადამიანი უნიკალური ნიჭით იბადება, რომელიც ისევე ინდივიდუალურია,
როგორც თითის ანაბეჭდები. ნიჭი ადამიანს აძლევს სპეციფიკურ შესაძლებლობას
მარტივად და სიამოვნებით აკეთოს ის, რისი კეთებაც სხვებისათვის წამების
ტოლფასია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კომედიური ჟანრის მსახიობი ბუღალტრად
რომ მუშაობდეს? ნიჭი სრულიად განსხვავდება შეძენილი ცოდნისაგან, უნარებისაგან
და ინტერესებისაგან. თქვენი ინტერესები იცვლება. აგრეთვე შესაძლებელია ახალი
უნარებისა და ცოდნის შეძენა. თუმცაღა თანდაყოლილი ნიჭი მთელი ცხოვრების
განმავლობაში თქვენთან რჩება. მისი შეცვლა შეუძლებელია. თქვენ უბრალოდ უნდა
ისწავლოთ ნიჭის გამოყენება...
⇒ პიროვნული თვისებები და ტემპერამენტი.
არასწორად შერჩეული პროფესია ადამიანისაგან საკუთარი თავის დათრგუნვას
მოითხოვს. სწორად შერჩეული პროფესია ადამიანის უნარებისა და შესაძლებლობების
სამუშაოსთან შესაბამისობას გულისხმობს და ხელს უწყობს საკუთარი თავის
სრულად გამოხატვას. თუ სამუშაო თქვენგან პიროვნული თვისებების დამალვას,
თვითგამოხატვის შეზღუდვასა და თქვენი ღირებულებების საწინააღმდეგო
ქმედებების განხორციელებას მოითხოვს, ესე იგი არჩეული კარიერა/პროფესია არ
შეგეფერებათ.
⇒ მნიშვნელოვნება, მისია, მიზანი.
ადამიანებისათვის, რომლებიც ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს, ჩვეულებრივ,
სამუშაო მათთვის სულერთი არ არის. ისინი ამაყობენ იმით, რასაც აკეთებენ და
გრძნობენ, რომ საკუთარი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ასეთი

3
ადამიანები შეიძლება სამსახურში დადიან იმიტომაც, რომ გადასახადები
გადაიხადონ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზს, რის გამოც ისინი
დილაობით საწოლიდან დგებიან და სამსახურში მიდიან.
წყარო: http://myprofession.gov.ge/c99a5ea2-bdc7-4cd5-8548-52a9815c0003.pdf

1. ამოწერეთ 4 თქვენთვის უცნობი სიტყვა/ფრაზა და განმარტეთ: (0.15 ქულა)


______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
2. მოუსმინეთ ვიდეოს https://www.youtube.com/watch?v=44TimUFSgz8 და მოკლედ
გადმოეცით შინაარსი: (0.25 ქულა)
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
3. მოიპოვეთ ინფორმაცია მომავალი სპეციალობის/ პროგრამის შესახებ. შეგიძლიათ
გამოიყენოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: https://iliauni.edu.ge/ge/
ან გაესაუბროთ თქვენ მიერ შერჩეული პროგრამის მაღალკურსელ სტუდენტებს.
(0.40 ქულა)
● დაასახელეთ პროგრამა, რომელიც უნდა აირჩიოთ

● რა საგნების (სავალდებულო/არჩევითი გავლა მოგიწევთ?

● რა იცით ან რა გსმენიათ ამ პროგრამაზე სწავლის შესახებ? რამდენად


რთულად გეჩვენებათ?
● ამ პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ სად დასაქმდებით, როგორ
არის მითითებული შესაბამის კურიკულუმში დასაქმების სფეროები?

You might also like