165915

You might also like

You are on page 1of 7

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით პიროვნებების იდენტიფიცირება.

(დრო: 5
წთ)
9. ნახეთ ვიდეოჩანაწერი ​https://www.youtube.com/watch?v=MxY7CNydrZk და ყუთში
მოცემული სიტყვები მიუწერეთ ფოტოებს.

სოციალური მუშაკი; მასწავლებელი; დირექტორი და მანდატური; საბა და ნიკა; საბას


დედა; ნიკას დედა;
მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა.
(დრო: 5-7 წთ)
10. დაწერეთ, რა წვლილი მიუძღვის თითოეულ ადამიანს პრობლემის მოგვარებაში?

მიზანი: შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერის მიხედვით მასწავლებლის თვისებებზე ინფორმაციის


შეგროვება. (დრო: 15 წთ)
11. კიდევ ერთხელ ნახეთ ვიდეოჩანაწერი (46:42-58:00 წთ-მდე) და დაახასიათეთ
მასწავლებელი.
12. ორმა სტუდენტმა გაითამაშეთ ფილმში ნაჩვენები ორი მასწავლებლის სახე და შეადარეთ
ერთმანეთს. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა შეასეთ ცხრილი.

მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესის


დამოკიდებულება მიმდინარეობა
მიზანი: შეგიძლიათ ინფორმაციის შეჯამება და იდეალური მასწავლებლის პორტრეტის
შექმნა. (დრო: 15 წთ)
16. იმუშავეთ წყვილებში და დაწერეთ, როგორია თქვენს წარმოდგენაში იდეალური
მასწავლებელი? საორიენტაციოდ გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული კითხვები:
● რა პიროვნული თვისებები და პროფესიული უნარ-ჩვევები უნდა ახასიათებდეს მას?
● რა მოთხოვნებს უნდა უყენებდეს იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს?
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………

მიზანი: შეგიძლიათ ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა. (დრო: 10-12 წთ)


17. ა. გადახედეთ ტექსტს და შეურჩიეთ სათაური.
რალი კითხვაში. იპოვეთ და ჩაინიშნეთ მოცემულ კითხვებზე პასუხები კედელზე გაკრული
ტექსტების დახმარებით.

ა. რას გულისხმობს კლასის თანამშრომლობითი მიდგომა?


ბ. რა იგულისხმება კლასის მართვის სტილში?
გ. როგორ უნდა მიიღოს მასწავლებელმა გადაწყვეტილება?
დ. რა დროს გრძნობს ბავშვი თავს უსაფრთხოდ?
ე. როგორ მოქმედებს მოწესრიგებული გარემო ბავშვზე?
ვ. ვინ უნდა მიიღოს წესების შემუშავებაში მონაწილეობა?
ზ. რატომ ვერ ინარჩუნებენ მოსწავლეები პოზიტიურ ურთიერთობებს?
თ. რა შემთხვევაში ავლენს მოსწავლე აგრესიას?
ი. რა შემთხვევაში მიმართავს მოსწავლე ძალადობას?

I. კლასის მართვა – ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის


შეუფერხებლად წარმართვას და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან აცილებას. ამ
პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მასწავლებელს და კლასის მართვის სტილს.
სტილი გულისხმობს თანამშრომლობით დამოკიდებულებას მასწავლებელსა და მოსწავლეს
შორის, მოსწავლე მიიჩნევა პარტნიორად და ასაკის ზრდასთან ერთად მან
დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს.
ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის
თანამშრომლობაზე. მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად. მისთვის
ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება და
დამოკიდებულება საკითხთა მიმართ. კლასის მართვისადმი თანამშრომლობითი მიდგომა
მოსწავლეებს ეხმარება :

● სოციალური და ინტელექტუალური კომპეტენციის განვითარებაში;


● შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში;
● კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში;
● თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში;
● დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი ინიციატივების
გამომჟღავნების უნარის განვითარებაში;
● ტოლერანტული უნარების განვითარებაში.
II. მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს როგორც
ფიზიკურად, ასევე ემოციურად უსაფრთხოდ. საკლასო ოთახში სივრცე დანაწევრებული უნდა
იყოს; საყურადღებოა ფუნქციური ზონები, ბიბლიოთეკა, ავეჯის განლაგება, ყველაფერი
უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივიდუალურად ან
ჯგუფებში, მასალები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ მასწავლებლის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მოვალეობაა მოწესრიგებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება.
მოწესრიგებულ გარემოში მოსწავლეები სწავლობენ უფრო მეტს და არიან
მოტივირებულები. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა, ხდება აკადემიური მოსწრების
გაუმჯობესება და მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარების განვითარება.
მოწესრიგებულ სასწავლო გარემოში იგულისხმება ასევე წესების და პროცედურების
შემუშავება, მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოწესრიგებული სასწავლო გარემოს
საჭიროება და საკუთარი როლი ამ გარემოს შექმნაში. წესების შემუშავება უნდა ხდებოდეს
მოსწავლეებთან ერთად.
მასწავლებლის ინდივიდუალური უნარები და მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის
ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლასის ეფექტურ მართვაზე.

თანამშრომლობა გულისხმობს:

1. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აღიქვამს როგორც ინდივიდს;


2. უნდა აკონტროლო და თან ითანამშრომლო. მასწავლებლის მხრიდან
დომინანტური და თანამშრომლობითი დაბალანსებული დამოკიდებულება ეხმარება
მოსწავლეებს სათანადო ქცევის წესების შერჩევაში.
III. კლასში კონფლიქტის არსებობა პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვერ
ვახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას, როცა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მხარე
მაინც ზარალდება. თუ მოსწავლემ არ იცის კონფლიქტის მოგვარების გზები,
მოსალოდნელია, რომ მან აგრესიას და ძალადობას მიმართოს. ბევრი ახალგაზრდისთვის
აგრესია (სიტყვიერი თუ ფიზიკური) პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა. უმეტეს
შემთხვევაში, მათ ძალის გამოყენება კი არ სიამოვნებთ, როგორც ეს შეიძლება ერთი
შეხედვით მოგვეჩვენოს, არამედ პრობლემის მოგვარების სხვა გზას ვერ ხედავენ. ამას
შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

● ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება


მისაღები ხერხია; ამის გარეშე თანატოლებმა ისინი შეიძლება სუსტად ჩათვალონ
და დაჩაგრონ;
● მოსწავლეებს არა აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები, ანუ კომუნიკაციის,
გადაწყვეტილების მიღებისა თუ თვითმართვის უნარ-ჩვევები და ამიტომ ვერ
ახერხებენ, ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები სხვა
ადამიანებთან. მათ არ იციან, როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები
ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ან სხვა უფროსის ყურადღება და როგორ
გამოხატონ თავიანთი ემოცია.
მასწავლებელი უნდა ქმნიდეს ისეთ სასწავლო გარემოს, რომ მოსწავლეები ორიენტებულნი
იყვნენ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.
წყარო:
http://fortuna.ge/gadacema/rogori-urtiertoba-unda-hqondes-maswavlebels-moswavleebt
an-7-rcheva-fsiqologisgan/

მიზანი: იცნობთ ფრაზებს და შეგიძლიათ მათი ტექსტში ამოცნობა. (დრო: 5-7 წთ)
18. გადახედეთ სრულ ტექსტს და გახაზეთ სიტყვები/ფრაზები, რომლებიც განსაზღვრავს
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებას.

მიზანი: შეგიძლიათ მიღებული ინფორმაციის ანალიზი, პრობლემის გამოკვეთა და გადაჭრის


გზებზე მსჯელობა. (დრო: 10-15 წთ.)

19. ​ფილმის მოცემული მონაკვეთების მიხედვით (17:37–23:27; 46:42–58:00;),


გააანალიზეთ საკლასო სიტუაცია. იმსჯელეთ, ვისში/რაში არის პრობლემა? დაიყავით
მასწავლებლების და მოსწავლეების ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა გამოკვეთეთ
შესაბამისი პრობლემა, მიზეზები და იპოვეთ გამოსავალი. თქვენ რომ
მასწავლებელი/მოსწავლე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

You might also like