You are on page 1of 12

თემა 4

1. ა. დააკვირდით ფოტოებს და იმსჯელეთ ფორუმში, ყველა ფოტოს მრავალფეროვან


საზოგადოებას თუ მიაკუთვნებდით? რატომ?

2. იმუშავეთ ინდივიდუალურად. აუდიტორიაში გაკრულ ფურცლებზე ეწერება შემდეგი


ფრაზები:

● ,,ნარკომანია - მრავალფეროვანი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი.”


● ,,ნარკომანია - დაავადება”.
● ,,ნარკომანია - დანაშაული, რომელიც უნდა ისჯებოდეს”.

თითოეულმა სტუდენტმა დაწერეთ თითო ვარსკვლავი იმ ფრაზის ქვეშ, რომელსაც


ეთანხმებით და მიუწერეთ, არგუმენტიც, რატომ ფიქრობთ ასე?

წარმოდგენილი არგუმენტები განიხილეთ ფორუმში.

3. წაიკითხეთ ტექსტი და გამოყავით მნიშველოვანი საკითხები, რომლებზეც ტექსტში არის


საუბარი.

1
..........................................................................................................................................................................
..........................................................................................................................................................................
..........................................................................................................................................................................
..........................................................................................................................................................................
...................................................................................

I. ,,ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო!”

ეს ნარკოდამოკიდებულ პირთა ადვოკატირების კამპანიის მთავარი გზავნილია. კამპანიის


მთავარი მიზანი არაფორმალური სადისკუსიო სივრცის შექმნაა ნარკოდამოკიდებულ პირთა
მიმართ არსებული სტიგმების შესახებ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია
„ტოლერანტობის სამყარო“ ახორციელებს.

„ვიღაც დამოკიდებულია ყავაზე, ვიღაც – სხვა რამეზე. დამოკიდებულება რომ იყოს


დასჯადი, უნდა დაისაჯოს ადამიანი ამის გამო, თუმცა სჯიან მხოლოდ
ნარკომომხმარებლებს, მაშინ, როცა ძალმომრეობითი მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს ამ
პრობლემას“ – ამბობს გიორგი მარჯანიშვილი, პროექტის მენეჯერი, არასამთავრობო
ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყაროს“ თავმჯდომარე. პროექტის ორგანიზატორები
თვლიან, რომ მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა და გავრცელებული
სტერეოტიპებია.

პროექტის დაწყებამდე ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყაროს“ დაკვეთით ჩატარდა


კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ნარკომანთა მიმართ საზოგადოების
დამოკიდებულების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ
საქართველოში ნარკომომხმარებლებს აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომელთაც
ნარკოტიკული საშუალების მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის
ქურდობა და ყაჩაღობა. აგრეთვე, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნარკომანების
„გამოსწორება“ და სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია.

მსგავსი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით 2015 წლის აპრილში დაიწყო კამპანია –


„დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. პროექტის შესახებ შეკითხვებს გიორგი
მარჯანიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი პასუხობს:

II. გიორგი, რატომ გაჩნდა ამ თემის ადვოკატირების იდეა, რამდენად დგას ეს პრობლემა
საქართველოში?

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის კუთხით მუშაობს. შესაბამისად,


ჩვენთვის ცნობილია, რომ ნარკომომხმარებლების ჯგუფი საქართველოში არის
მარგინალიზებული. სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, მოვიწვიეთ ფოკუსჯგუფები,
შეხვედრებს ვაწყობდით სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან, ექიმებთან,

2
სტუდენტებთან და ა.შ. მათთან მუშაობის შედეგად ცხადი გახდა, რომ საზოგადოებაში
დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა ამ ჯგუფის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებების
დარღვევა, ამ ადამიანებს არ იღებენ არსებულ სოციუმში.

მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა, რომ ნარკოტიკებთან ძალმომრეობითი ბრძოლა არის


წაგებული. განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად ციხესა და მკაცრ
სანქციებს აღარ იყენებენ.

კვლევის ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ საზოგადოებასთან აქტიური საკომუნიკაციო


არხის შექმნა. კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვქმნით სადისკუსიო სივრცეს და ვახდენთ ამ თემის
ლობირებას. დასჯა შედეგის მომტანი არ არის, ციხის შემდეგ ადამიანები ისევ იმ ცხოვრებას
უბრუნდებიან, რაც ჰქონდათ. სახელმწიფოს განსხვავებული მექანიზმის შემუშავება
სჭირდება, მომხმარებელს უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება. ის პროგრამები, რაც ახლა
საქართველოში მოქმედებს, არ არის ფართომასშტაბიანი, ამ პრობლემის მოგვარებას
სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და იმ ქვეყნების მაგალითების გამოყენება, რომელთაც
გარკვეული შედეგი უკვე მიიღეს.

ამ სფეროს სჭირდება პროფესიონალები, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენი


მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო წრეს მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა
საშუალებით: სოციალური მედიით, ფეისბუქით… აგრეთვე ჩვენ ვაწყობთ არაფორმალურ
ღონისძებებს. ვარჩევთ არაფორმალურ გარემოს, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ასაკისა და
ინტერესის მქონე ადამიანები. მაგალითად, „გენერატორ 9,8“-ში სხვადასხვა პროფესიის
ადამიანები გვყავდა მოწვეული და გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ
ნარკომანიის პრობლემას საქართველოში, მოგვარების რა გზებს მოიაზრებენ. ჩვენ არ გვინდა
მხოლოდ ტრენინგებითა და მასტერკლასებით შემოვიფარგლოთ, ვფიქრობთ, უფრო
მნიშვნელოვანია მეტი ადამიანის გაერთიანება ამ პრობლემის ირგვლივ. ხელისუფლებას
ცვლილებები საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს.

III. რა აქტივობები გქონდათ პროექტის ფარგლებში?

დისკუსიების გარდა, პრეზენტაციები გავმართეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე,


სკოლის მოსწავლეებს გაცნობითი ლექცია ჩავუტარეთ, თუ რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს
ადამიანისთვის, ეს ლექცია ბანაკში ჩატარდა აგვისტოში. დავამზადეთ სოციალური კლიპები,
რომელშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. აქტიურად ვეწევით ფეისბუქკომუნიკაციას,
შევქმენით რამდენიმე აპლიკაცია, რომლის შედეგადაც ადამიანს შეეძლო გაეგო, თუ რაზეა
დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს იყო სახალისოც. აპლიკაცია საკმაოდ პოპულარული
გახდა, ყველას აინტერესებდა, რაზე იყო დამოკიდებული. გვაქვს ფოტოკონკურსიც,
სხვადასხვა პრიზებს ვათამაშებთ, გამარჯვებულს მომხმარებელი ლაიქების მიხედვით
გამოავლენს.

3
დეკემბრის ბოლოს შეხვედრა გაიმართება ხელისუფლებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. მათი კომუნიკაცია აუცილებელია. რა პოლიტიკა
აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით – ყველასთვის საინტერესოა. შეხვედრას დაესწრებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ომბუდსმენის
აპარატის წარმომადგენლები.

პროექტის დახურვა კონცერტით იგეგმება, რატომ გადაწყვიტეთ პროექტის ასეთი


ღონისძიებით დასრულება?

26 დეკემბერს ბარ „ვალჰალაში“ როკ-კონცერტს ვაწყობთ, სადაც დაუკრავენ საკმაოდ


ცნობილი ქართული როკ-ჯგუფები. დასწრება იქნება თავისუფალი. როკი ყოველთვის
თავისუფლებასთან ასოცირდება. ჩვენ გვინდა, რომ ვაჩვენოთ: ნებისმიერ ადამიანს აქვს
არჩევანი. ვფიქრობთ, ასეთი ივენთი უფრო საინტერესოა, უფრო მეტი ადამიანი მოვა, ჩვენი
სურვილია ახალგაზრდების უფრო მეტად დაინტერესება ამ თემატიკით.

პროექტის დასრულების შემდეგ ისევ ჩავატარებთ კვლევას მთელი საქართველოს მაშტაბით,


რომ განვსაზღვროთ, რა შეიცვალა ჩვენი აქტივობების შემდეგ საზოგადოებაში. სავარაუდოდ,
2016 წლის დასაწყისში წარმოვადგენთ კვლევას ამის შესახებ.

4. შეასრულეთ წყვილებში. დასახელებული სიტყვები ჩაწერეთ შესაბამის განმარტებებთან:

მარგინალიზებული ადვოკატირება კამპანია სტიგმა

------------------------------

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია


საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი
ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ
შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების
შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას
გარდა - საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის
ამაღლებას, მნიშვნელოვანი საკითხებისათვის თვალყურის დევნას და გადაწყვეტილებების
მიმღებთაგან შესაბამისად გადაჭრის მოთხოვნას.

4
წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=143

------------------------------

ძველ საბრძნეთში დაღს ან ნიშანს აღნიშნავდა. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანი


მორალური დეფექტის მქონედ აღქმებოდა: მათ რიცხვში იყო დამნაშავე, მონა და
მოღალატე. თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში ამ სიტყვის შინაარსი უფრო
ფართოა: ასეთი ადამიანი ნებისმიერი ნიშნით დისკრედიტირებულია, მისი სოციალური
იდენტობა კი — საზოგადოების მიერ გაუფასურებული. სიმრავლის გამო, შეუძლებელია იმ
ნიშნების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ინდივიდი იყოს
სტიგმატიზირებული. გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, სხეულის წონა,
ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ სტიგმათა კატეგორიებია.
წყარო: http://dictionary.css.ge/content/

------------------------------
საზოგადოების ძირითადი ნაწილისაგან გამიჯნული სოციალური ჯგუფი, რომელსაც
აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებები აქვს (კრიმინალური სამყაროს წევრები,
მეძავები, ნარკომანები, დისიდენტები ტოტალიტალურ რეჟიმებში).
წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6494

------------------------------
მუშაობა, რომელიც ტარდება გარკვეულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან სამეურნეო ამოცანის შესასრულებლად. მაგ.,
საარჩევნოდ.
წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=17740

5. იმუშავეთ მცირე ჯგუფებში და იმსჯელეთ მოცემულ ფრაზაზე: ,,კვლევის შედეგად


დადგინდა, რომ საქართველოში ნარკომომხმარებლებს აღიქვამენ, როგორც ადამიანებს,
რომელთაც ნარკოტიკული საშუალების მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ,
მათ შორის ქურდობა და ყაჩაღობა. “

თქვენი აზრით, სად არის პრობლემა და ვინ უნდა მოაგვაროს ის?

5
6. განაგრძეთ ჯგუფში მუშაობა. როგორც სტატიაში იყო ნახსენები კიდევ უნდა
ჩატარებულიყო კვლევა. თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ახალი კვლევის შედეგები?
შეიცვლებოდა შედეგები? რა კუთხით? რატომ ფიქრობთ ასე?

………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
………………………………………………………………………………………………………………
……………………………………...

7. იმუშავეთ ჯგუფებში. წარმოიდგინეთ, რომ უნდა ჩაატაროთ ადვოკატირების კამპანია


თემაზე: „ნარკოდამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. აქცენტი გააკეთეთ
ნარკოდამოკიდებულებაზე, როგორც მრავალფეროვანი საზოგადოების შემადგენელ
ნაწილზე.

● როგორ სლოგანსა და ლოგოს შეარჩევდით ამ კამპანიისთვის?


● რა აქტივობებს დაგეგმავდით?
● ვის ჩართავდით ამ ღონისძიებებში?
● როგორ აამაღლებდით საზოგადოების ცნობიერებას ნარკოდამოკიდებულებასთან
მიმართებით?

6
წარმოადგინეთ თქვენი კამპანიის პრეზენტაცია.

8. დაიყავით ორ ჯგუფად და გამართეთ დებატები თემაზე: ,,ადამიანები არ უნდა


ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო”. მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა
მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები და მაგალითები. დებატების დროს გამოიყენეთ შემდეგი
დამხმარე ფრაზები:

მიმაჩნია, რომ… ვიზიარებ თქვენს პოზიციას… არ ხართ მართალი…


კატეგორიულად ვეწინააღმდეგები თქვენს მოსაზრებას...
ვფიქრობ, რომ… ერთი მხრივ ვეთანხმები, მეორე მხრივ - არა...

9. დაიყავით ჯგუფებად. ყოველ ჯგუფს დაგირიგდებათ შემდეგი სიტყვები: ყველგან, შენ,


ვართ ერთნი, ჩემი სიტყვები, ღამეები, თქმა, თრობა, გათევა, სიზმრები, შველა. მოცემული
სიტყვების დახმარებით შეადგინეთ პატარა ისტორია და წარმოადგინეთ.

.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................
....................................................................................................................................

10. იმუშავეთ ინდივიდუალურად, ფორუმში. დადექით წრეზე, დაგირიგდებათ საკვანძო


სიტყვები. ზოგიერთ თქვენგანს ერთი და იგივე სიტყვა ექნება. სიმღერის მოსმენისას,
როდესაც თქვენს სიტყვას ამოიცნობთ ტექსტში, შეცვლით ადგილებს.

11. იმუშავეთ ინდივიდუალურად. მოუსმინეთ სიმღერას


https://www.youtube.com/watch?v=x25lTPcA2g8 და მოინიშნეთ ზმნები, რომლებიც სიტყვას
„შენ“ უკავშირდება.

.........................................................................................................................................................................
...............................................................................................................................................

12. იმუშავეთ ჯგუფებში. გაანალიზეთ თქვენ მიერ ჩანიშნული სიტყვები და იმსჯელეთ,


თქვენი აზრით, ვის / რას უმღერის მომღერალი?

7
.........................................................................................................................................................................
...............................................................................................................................................

13. იმუშავეთ წყვილებში. სიმღერის მიხედვით აღწერეთ „შენ“. როგორია ის? რას
აკეთებს? რატომ? როგორი დამოკიდებულება აქვს ავტორთან? მოინიშნეთ შეკითხვები,
რომლებიც უპასუხოდ დაგრჩათ.

ირაკლი ჩარკვიანი

შენ ხედავ ჩემს სიზმრებს, ამბობ ჩემს სიტყვებს

შენ ღამეებს მითევ, შენ ყველაფერს ითმენ

იფარებ ისევ სიბრალულის ნიღაბს

ამბობ ვართ ერთნი, მე ვეღარ გიტან.

შენ მე დამდევ, დამდევ

შენ მე დამდევ, ყველგან.

დამდევ როგორც აჩრდილი პატრონს.

მართობ, მათრობ, მახრჩობ

ისევ მპირდები შველას

მებრძვი, მაქრობ მაქრობ

როგორც დემონი სანთელს

მოკვდი, მოკვდი, მოკვდი

რომ გახდე თვითონ, თვითონ

შენი თავი.

https://www.youtube.com/watch?v=_sODgLHHJNM

.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................
.....................................................................................................................

8
14. გააგრძელეთ მუშაობა წყვილებში. გაეცანით ირაკლი ჩარკვიანის ბიოგრაფიას.
იმსჯელეთ როგორია ის? რას აკეთებს? რატომ? როგორი დამოკიდებულება აქვს
გარემოსთან?

გაავლეთ პარალელი ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის.

ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან

ირაკლის დაბადება

[.......]ირაკლი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. ამ ქვეყანას ძნელად [.....]. პირველი ორი კვირა
ძალიან მძიმედიყო, ფილტვების ანთებაც დაემართა, თუმცა საბედნიეროდ, "პენიცილინმა"
გადაარჩინა

არიში

[.....]მელოდია არ მახსოვს, მაგრამ მის პირველ ანსამბლთან - "არიშთან" ერთად შეასრულა.


მაშინ ირაკლი 15 წლის გახლდათ. [....]ერთ დღეს ირაკლიმ გამოგვიცხადა, გასტროლები
იწყებაო. გული შემიწუხდა, - 15 წლის ბიჭი, გასტროლზე, საქართველოს მასშტაბით, ხომ
წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა - მშიერი, გადაღლილი და ა.შ. [......]

ქუჩა

[....]არ ვიცი, როგორი იყო ირაკლი ქუჩაში, მაგრამ შედეგი შემიძლია გითხრათ - 2-3-ჯერ
სახლში საშინლად ნაცემი მოვიყვანეთ. ერთხელ, ირაკლი და გეგა წყნეთის კინოთეატრიდან
რომ წამოვიყვანეთ, ნახევრად ცოცხლები იყვნენ, სხეულზე ერთი ადგილიც კი არ იყო
დარჩენილი, გაშავებულ-ჩალურჯებული რომ არ ჰქონოდათ. ზოგჯერ მათი ქცევა ალბათ
გამომწვევი იყო.

80-იანები და ირაკლის პოეზია

9
[....]ეს ის დროა, როდესაც ირაკლის უკვე პოეზია იტაცებს. მისი ლექსების კრებული რომ
ნახოთ, ლექსების უმეტესობაც სწორედ მაშინაა დაწერილი, როცა იგი 18-19 წლის იყო, თანაც
- კლასიკურ სტილში, რითმიან, გულწრფელ ლექსებს წერდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ
ვიცოდით. თემატიკა სხვადასხვაგვარი იყო - სიყვარულიც, პატრიოტიზმიც, ცოტა
ნარცისიზმიც (იცინის).[....]ამ პერიოდში მისი მხატვრული ინტერესი მთლიანად
ლიტერატურაზე გადაერთო, მუსიკას ნაკლებად წერდა, მაგრამ ის, რაც ირაკლიმ მერე შექმნა,
ორივეს სინთეზია. ზოგჯერ მას მომღერლად მოიხსენიებენ, მაგრამ მომღერალი არ იყო,
მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხმა ჰქონდა - თავისებური და ცოტა ტრაგიკულიც. ირაკლი
იყო ავტორი, ადამიანი, რომელიც კომპლექსურად ქმნიდა დიდ ნაწარმოებებს და თვითონვე
ასრულებდა.

[....]ირაკლის მუსიკაში ორი მთავარი მიმართულება აქვს: პირველი - მელოდიური, ლამაზი


სიმღერები და მეორე - ცოტა მინიმალისტური, დადაისტური, ცოტაც ბავშვურ-
ირაციონალური და ამავე დროს, რთულ ტექნო-რიტმებზე დასმული. როგორც მამას, უფრო
მელოდიური სიმღერები მომწონდა, მაგრამ ირაკლის მარტო ეს რომ ეკეთებინა, უბრალოდ
კარგი კომპოზიტორ-შემსრულებელი იქნებოდა, იმ გარღვევებს კი ვერ მოახდენდა. ირაკლი
ყველაზე უფრო პროდუქტიული 90-იან წლებში იყო და მისი სახელიც სწორედ ამ წლებთან
უფროა დაკავშირებული. ყველაზე საინტერესო ნაწარმოებები მაშინ შექმნა. ასევე, 2000-იანი
წლების დასაწყისი, სანამ ასე უდროოდ წავიდოდა...

- პირველად როდის გაიგეთ, რომ ირაკლი ნარკოტიკს მოიხმარდა? - საკმაოდ ადრე, მაგრამ
მერე მიანება თავი. ირაკლიმ რაც დაწერა, უწამლოდ დაწერა, სხვაგვარად ვერ შეძლებდა.
რომანში აღწერს მის, გეგასა და ირაკლი კოსტავას ამბებს, რომელიც ლენინგრადში
გადახდათ. მაშინ ის, დაახლოებით, 20 წლის იქნებოდა, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი, საეჭვო
მდგომარეობაში არ მინახავს, ალბათ მცირე დოზებით მოიხმარდა. მერე უკვე, როცა მისი
მეუღლე ლენა იყო, 1-2 ეპიზოდი მახსოვს, როცა ეს ამბავი გავიგეთ და გარკვეული ზომებიც
მივიღეთ, რამაც გავლენა იქონია და ნელ-ნელა თავი მიანება. ჩემთვის, როგორც მამისთვის,
ამის გაგება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო, მაგრამ მაშინ ეს პანდემია იყო, მოდად იქცა
და ყველაზე მოწინავე ახალგაზრდები აიყოლია. ირაკლიმ სძლია და შემოქმედებითი უნარი
შეინარჩუნა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა, ოღონდ - ჩვეულებრივ სამედიცინო
საშუალებებზე გადავიდა, რადგან როგორც აღვნიშნე, რეალობისგან მოწყვეტა სჭირდებოდა.
იმედი მაქვს, ეს სენი წარსულში დარჩება და მოდური აღარ იქნება, ეს ხომ დამღუპველია.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/95222-gela-charkvianis-thvalith-danakhuli-irakli-
charkviani.html

დრო: 10-12 წთ.

10
15. იმუშავეთ ჯგუფებში. სიმღერის ტექსტის და წაკითხული ბიოგრაფიის დახმარებით
იმსჯელეთ, თუ ვინ ან რა შეიძლება იყოს „შენ“. თქვენი ვარაუდები გაამყარეთ
არგუმენტებით.

.........................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................

დრო: 30 წთ.

16. როლური ინსცენირება. წარმოიდგინეთ რომ მონაწილეობას იღებთ თოქ-შოუში.


განხილვის თემა იქნება:

რა არის ნარკომანია?

რა არის ნარკომანიის მიზეზები?

რამდენად მისაღებია ნარკომანია საზოგადოებისთვის?

უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი ნარკოდამოკიდებულების გამო?

რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ცნობილი / უცნობი ადამიანების ცხოვრებაზე?

რას გრძნობს ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი?

რამდენად შესაძლებელია ნარკოდამოკიდებული ადამიანის დახმარება? ვის შეუძლია ამ


დახმარების გაწევა? როგორ?

გაინაწილეთ როლები: 2 წამყვანი, მეფე, მეფის მამა, მეფის ცოლი, მეფის შვილი, მეფის 2
მეგობარი კომპეტენტური ფსიქოლოგი, 2 ყოფილი ნარკომანი. ნარკომანიისადმი
ტოლერანტულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი (3-4 ადამიანი), არატოლერანტულად
განნწყობილი ადამიანების ჯგუფი (3-4 ადამიანი), სახელმწიფო ორგანოების
წარმომადგენლების ჯგუფი (3-4 ადამიანი)

ფსიქოლოგი:

ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები განიცდიან ფსიქიკურ ლტოლვას, რაც


გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს
დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის
გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.

11
იმ სტადიაში, როცა ფსიქიკური ლტოლვა ყალიბდება, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან
ბრძოლა გრძელდება. კონფლიქტი შეიძლება გაამძაფროს ამა თუ იმ სიტუაციამ,
არასასიამოვნო განცდამ (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის
მონახულებამ, ადამიანებთან ურთიერთობამ, საუბარმა. ნარკომანიაზე დამოკიდებულს
პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ჰგვრის უმძიმეს შეგრძნებებს, რაც გამოიხატება
უგუნებობით, გაღიზიანებადობით, შიშებით, გულგრილობით, გულისცემის გაძლიერებით,
მშფოთვარე ძილით. ნებისყოფა სუსტდება, შრომის უნარი ეცემა, და, საზოგადოდ,
გონებრივი შესაძლებლობები მკვეთრად უუარესდება. იცვლება ნარკომანის ქცევა,
ურთიერთობა ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან. ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხის
მისაღებად არ ერიდებიან არც ხვეწნა-მუდარას, არც მუქარას. ხდებიან საოცრად
აგრესიულნი. ნარკომანიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ადამიანის ნერვული ტიპი.
დადგენილია, რომ ნარკომანი უმეტესად ფსიქოპათიური ტიპის პიროვნება ხდება.
ნარკოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება ხშირად იქცევა პათოლოგიური
მიდრეკილებებისა და ლტოლვის, ასევე - ადამიანის ფსიქიკის სერიოზული ცვლილებების
მიზეზად. ეს ცვლილებები გამოიხატება ინტელექტის დაქვეითებით, მეხსიერების
შესუსტებით, ფასეულობათა შეცვლით, ერთი სიტყვით, ხდება პიროვნების დეგრადაცია.
განწყობებისა და ჩვევების, ინდივიდის ხასიათის ნიშნების მთლიანობა ქმნის პიროვნებას,
ფსიქოპათიურ პირებს კი ეს ნიშნები დისჰარმონიულ ურთიერთობაში აქვთ. ადამიანი
ამჩნევს, რომ არაადეკვატურად იქცევა, რაც სირთულეებს უქმნის ირგვლივ მყოფებთან
ურთიერთობისას, ნაცნობები, მეგობრები, უახლოესი ადამიანები უკმაყოფილებას
გამოთქვამენ და ურჩევენ ნარკომანს, მიმართოს ექიმს და იმკურნალოს. შესაძლოა, ის
თვითონვე გრძნობდეს თავს ცუდად, რადგან საკუთარ პრობლემებს თავს ვეღარ ართმევს.
როცა ნარკომანი ფსიქოპათიურია, საკუთარ თავსა და გარემოსთან მუდამ კონფლიქტი აქვს.
ნარკომანის პიროვნების ქცევის ჩვეულ ფორმას წარმოადგენს განრისხება, სიტყვიერი თუ
ფიზიკური აგრესიის გამოხატვა, რაც სხვადასხვა გამღიზიანებლით არის გამოწვეული.
ზოგჯერ აფეთქების შემდეგ ადამიანი ნანობს კიდეც თავის საქციელს, მაგრამ გავა დრო და
თავისი მიდრეკილების გამო კვლავ კარგავს კონტროლს საკუთარ ემოციებზე. რა თქმა უნდა,
ეს არ ნიშნავს სავსებით იმპულსურ და გაუცნობიერებელ მოქმედებას - ხშირად ნარკომანი
ცხადად აცნობიერებს პასუხისმგებლობას თავისი საქციელის გამო. ნარკომანი, რომელიც
მხოლოდ თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა კონცენტრირებული, ხშირად
დამნაშავეთა წრესაც უერთდება. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცეს და
ყოველგვარ შეზღუდვასა თუ წინააღმდეგობას ახლობლებისა თუ საზოგადოების მხრიდან
უსამართლობად აღიქვამს. მთელ თავის ენერგიას იგი საკუთარი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისთვის სწრაფვას ახმარს. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად ანტისოციალურ
პიროვნებებად ყალიბდებიან.

12

You might also like