You are on page 1of 1

წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია.

წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა


ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს
თაობიდან თაობას".წიგნი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის
საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი.
წიგნი რომელიც ეხლახანს წავიკითხე არის “შეცდომა”, ნათია ჯადოგნიშვილის
ავტორობით, რომელმაც ჩემზე საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რომანი
გვიყვება ერთი სტუდენტი გოგონას შესახებ, რონლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული
ნაბიჯის შემდგომ რადიკალურად იცვლება. რომანის მთავარი გმირი თავის რჩეულს არ
უყვარს და მიუხედავად ამისა ისინი მაინც ერთად იწყებენ ცხოვრებას. მთელი წიგნი
იმაზე მიდის მსჯელობა თუ რამდენად სწორად მოიქცა გოგონა ამ გადაწყვეტილებით.
ცხოვრება სავსეა შეცდომებით, გააზრებულიბთუ გაუაზრებულით რომლებიც ჩვენი
ცხოვრების შეცვლას იწვევს ეს ბუნებრივია, ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს
მოყვება შედეგი, მიზეზშედეგობრიობაზეა აგებული ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი,
ამიტომაც გვმართებს საღი აზროვნების შენარჩუნება რომ ხვალინდელი დღე დღეს არ
დავანგრიოთ.
შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ
შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის, შეცდომის დაშვების შემდეგ,
ცდილობს, მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს.
არ არსებობს დედამიწაზე , თუნდაც ერთი ადამიანი რომელიც შეცდომას არ
უშვებს . შეცდომები ცხოვრებისეული გამოცდილებაა , ისინი მიგვითითებენ და
გვასწავლიან უამრავს . ცხოვრება სკოლაა , სადაც მასწავლებლად შეცდომები
გვევლინება . უმეტეს შემთხვევაში ადამიანი გაუზრებლად ჩადის ისეთ ქმედებას ,
რომელიც ან თვითონ მას აზიანებს , ანდა სხვა პიროვნებას. ჩვენ ვინ ვართ ,
უბრალო მომაკვდავნი , რომელნიც ვალდებულნი ვართ მივუტევოთ სხვებს ,
რათა მოგვიტეონ მათაც ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები . თუ არ ვიქნებით
მიმტევებლები , არ იარსებებს ურთიერთობები .
რომ დავფიქრდეთ , ყველა კარგად მივხვდებით, ცხოვრებაში უამრავ შეცდომებს
ვუშვებთ , ყველა ჩვენგანი ვუშვებთ ისეთ შეცდომებს რომელიც ან
გამოსწორებადია , ან არა . მაგრამ ადამიანებად იმიტომ ვიბადებით , რომ
შეგვეძლოს ამ ყველაფრის სასიკეთოდ გამოყენება . ჩვენ უნდა ვაანალიზებდეთ
ყველა გადადგმული ნაბიჯის არსს , უნდა შევძლოთ პატიება ვითხოვოთ ,
პირიქით ვაპატიოთ სხვას . წამსვლელი ადამიანი ყოველთვის იპოვის გზას
წასასვლელად , მაგრამ შენზეა დამოკიდებული რად გიღირს მისი არსებობა შენს
ცხოვრებაში. ადამიანი გრძნობებისაგან აკინძული ინდივიდია , ყველა მათგანშია
მიმტევებლობის გრძნობა .

You might also like