You are on page 1of 18

მოდერნულობა და ჰოლოკოსტი

ზიგმუნდ ბაუმანი

სოციოლოგია ჰოლოკოსტის შემდეგ

ცივილიზაცია უკვე შეიცავს სიკვდილის ბანაკებს და შიმშილით სიკვდილს მის


მატერიალურ და სულიერ პროდუქტებს შორის.

ორი გზა არსებობს იმისთვის რომ შეამცირო და არ შეაფასო ჰოლოკოსტის


მნიშვნელობა სოლიოლოგიის თეორიებში.

პირველი გზაა, განიხილო ჰოლოკოსტი როგორ მოვლენა, რომელიც ებრაელებს


გადახდათ თავს, ანუ მოვლენა ებრაელების ისტორიაში და არა სხვა ერის. ეს ხდის
ჰოლოკოსტს უნიკალურს, სოციოლოგიურად არათანმიმდევრულს, არადამახასიათებელს
(uncharacteristic). ყელაზე ფართოდ გავრელებული მაგალითი ასეთი მსჯელობის არის
ჰოლოკოსტის, როგორც ფაქტის, წარმოდგენა როგორც კულმინაცია ევროპულ-ქრისტიანული
ანტისემიტიზმმის. ჰოლოკოსტს, ამ უნიკალურ ფენომენს არაფერი აქვს საერთო ეთნიკურ და
რელიგიურ აგრესიებთან რომელთა დიდი და ფართო ისტორიული ფაქტები არსებობს. სხვა
სოციალური ანტაგონიზმისგან განხვავებით, ანტირესმიტიზმი დგას მარტო მისი
შეუწყვეტელი სისტემატიურობის, იდეოლოგიური ინტენსივობის, ნაციონალური და
ტერიტორიული განფენილობის და სხვა მიზეზების გამო. ეს აზრი რომელიც ანტისემიტზმის
ერთ-ერთ ფაქტად განიხილავს ჰოლოკოსტს შესაძლოა მოქმედებდეს იმ საზოგადოების
პათოლოგიურ ქცევაზე სადაც ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ არაფრის დამატება არ შეუძლია
ნორმალური სახელმწიფოს გააზრებაში, ჰოლოკოსტის ფენომენის ადეკვატურ და სრულ
დანახვაში.

მეორე გზა განიხილავს ჰოლოკოსტს, როგორც ექსტრემალურ შემთქვევას ფართოდ


გავრცელებული და კარგად ნაცნობი სოციალური ფენომენებისგან. აქ განიხილება ის
სოციალური კატეგორიები, რომლებიც არიან არასასიამუვნო და საზიზღარი, მაგრამ ჩვენ
მათში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ სოციალურ ფენომენებში მათი სიმტკიცის
და საყოველთაობის გამო. მოდერნლ საზოგადოებაში თანამედროვე სტრუქტურები
ცდილობენ ასეთი სოციალური კატეგორიების შემცირებას და შეჩერებას. ამგვარად
ჰოლოკოსტი განიხილება განსხვავებულ მოვლენად იმ ფართო კლასის მოვლენებისგან,
როდესაც საქმე გვქვს კონფლიქტებთან, ცრურწმენებთან ან აგრესიებთან. ყველაზე ცუდ
შეთხვევაში, ჰოლოკოსტი განიხილება პირველად და კულტურუსათვის დაუშრეტელ
მიდრეკილებად, სახეობა ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებად - ეს თემები განხილულია
ლორენცის (Lorenz's)ინსტიქტურ აგრესიულობაშიან არტურ კოესტლერის(Arthur Koestler's)
თავის ტვინის მარცხში მართოს უძველესი, ემოციურობის მმართველი ტვინის ნაწილი.
სოციალიზასიამდელი და იმუნური კულტურული მანიპულაციების მიერ
გაანალიზებულმა ფაქტორებმა რომლეთაც გამოიწვიეს ჰოლოკოსტი, ეფექტურად
ჩამოაშორეს სოციოლოგია ჰოლოკოსტის კვლევისგან და გააზრებისგან.
მოცემულ ორ გზას ერთი ეფექტისკენ მივყავართ. ჰოლოკოსტი განხილულია
ისტორიის ნაცნობ დინებაში.
როდესაც თვალს გადავავლებთ და წავიკითხავთ ისტორიუს წყაროებს და ფაქტებს
შევხვდებით ჰოლოკოსტის მაგვარ საშინელ ფაქტებს (ჯვაროსნულ ომებს რელიგიურ
ნიადაგზე, ალბიგოელების ჰერესის დაუნდობელ ჟლეტას, თურქების გენოციდს სომხების
მიმართ, ბრიტანელების შეჭრას საკონტენტრაციო ბანაკებში ურებთან ომის დროს და სხვა)
ნათელი გახდება რომ, ჰოლოკოსტი არა უნიკალური მოვლენა, არამედ ნორმალური
ისტორიული ფაქტია ყველაფერი ამის ფონზე.
ჰოლოკოსტი გახდება ნაცნობი ჩანაწერი ისტორიაში ას წლიანი გენოციდების,
ლეგალური დისკრიმინაციების, ევროპელი ქრისტიანების მიერ ებრაელების დარბევების და
დევნის ფონზე. ის გამოჩნდა როგორც განსაკუთრებულად საშიში, თუმცა სრულიად
ლოგიკური შედეგი ამ ეთნიკური და რელიგიური სიძულვილისა. ერთი მიზეზით მოხდა
თუ მეორით ბომბი განმუტულია; არ დგას აუცილებლობა სოციალური თეორიის ძირეული
გადახედვის; ჩვენი ხედვა მოდერნულობის, მისი ყველა პოტენციალის არგამომჟღავნების
მიუხედავად, მისი ისტორიული ტენდენციები არ მოითხოვს მკაცრს განხილვას, მისი
მეთოდები და კონცეფციები აკუმულირებული სოციოლოგთა მიერ სრულიად ადეკვატურად
უმკლავდება ამ გამოწვევას (ჰოლოკოსტის მოვლენის ანალიზს) – რომ ავხსნათ, ჩავწვდეთ მის
აზრს და გავაზროთ. მთლაინი შედეგი არის კარგი. არაფერო მომხდარა ისეთი, რომ
გავაკრიტიკოთ მოდერნული საზოგადოების მოდელი, რომელიც თეორიული ჩარჩოა და აქვს
პრაგმატული ლეგიტიმაცია სოციალურ პრაქტიკაში.
ისტორიკოსების და თეოლოგებისგან შედარებით სოციოლოგებმა ძალიან მცირე
დროს დაუთემეს ჰოლოკოსტის თემას. როდესაც შეადარებ იმ აუარებელ ნაშრომებს
რომლებიც დაიწერა ისტორიკოსების მიერ და ტომებს, რომლებიც სულის გამოკვლევებზე
იყო მიმართული ქრისტიანი და ებრაელი თეოლოგების მიერ სოციოლოგების მცირე
შრომებთან, ეს შრომები გამოიყურება მარგინალურად და უმნიშვნელოდ. იმ
სოციოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარებულია აქამდე აჩვენა რომ ჰოლოკოსტს
უფრო მეტის რამ აქვს სათქმელი სოციოლოგიის შესახებ ვიდრე სოციოლოგიას აქვს
სათქმელი და დასამატებელი რამე ჰოლოკოსტის შესახებ. ეს საყურადღებო ფაქტი ჯერ
კიდევ არ დგას სოციოლოგიის წინაშე.
ევერეტ ჰუგი (EverettC.Hugh) არის ყველზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იმ
სოციოლოგებიდან რომლებიც შეეხნენ ჰოლოკოსტის თემას.
გერმანიის ნაციონალ სოცალისტურმა მთავრობამ გააკეთა ყველაზე კოლოსალური
„ბინძური საქმე“ ებრაელების ისტორიაში. გადანწყვეტი პრობლემა ეხება ორ ფაქტს (1) თუ
ვინ იყვნენ ის ხალხი რომლებმაც უშუალოდ გააკეთეს ეს საქმე და (2) „კარგმა“ ხალხმა რა

2
გერემოებების გამო მიცა ნება მათ ამის გაკეთების? ჩვენ გვჭირდება მეტი ცოდნა და კვლევა
იმისა თუ რა გარემოებებმა მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში და როგორ შეინარჩუნეს მათ
ძალაუფლება.
ჰუგი აღნიშნულ პრობლემას განსაზღვრავს ფსიქო სოციალური ფაქტორების
სპეციფიკური კომბინაციით, რომლებიც შეიძლება გონივრულად უკავშირდებოდნენ
„ბინძური საქმის“ გამკეთებლების ინდივიდუალურ ბიჰევიორულ ტენდენციებს. უნდა იყოს
დანახული და ჩამოთვლილი ის ფაქტორები, რომლებმაც შეამცირეს წინააღმდეგობა სხვა
ინდივიდების მხრიდან. უნდა შევიძინოთ გარკვეული ცოდნები რათა ავხსნათ ჩვენი
რაციონალურად მოწყობილი სამყარო, ვიწინასწარმეტყველოთ ის ფაქტები რასაც მისგან
უნდა მოველოდეთ. რაციონალური სამყარო უნდა იმართებოდეს კაუზალური კანონებით და
სტატისტიკური დაშვებებით, რათა შეძლონ მისმა მფლობელემა (მმართველებმა) თავიდან
აიცილონ „ბინძური“ ტენდენციები, რომლებიც მოვიდნენ. შემდეგი დავალება სავარაუდოდ
იქნება გავიაზროთ ის მოდელი რამაც გახადა ჩვენი სამყარო რაციონალურად
ორგანიზებული, მანიპულირებადი და კონტროლირებადი. რაც ეხლა გვჭირდება არის
უკეთესი ტექნოლოგიები გავიაზროთ წარსულის აქტივობები რომლებმაც არსებულ
სოციალურ ინჟინერიას შეუწყვეს ხელი.
ჰელე ფეინი (Helen Fein) მიყვა ჰიუგის რჩევას. მან აღწერა ფსიქოლოგიური,
იდეოლოგიური და სტრუქტურული ცვლადები რომლებიც ყველაზე მეტად მოდიოდნენ
თანაფარდობაში ნაცისტური გერმანიის მსხვერპლებთან, იქნებოდნენ ესენი ებრაელები თუ
სხვა ნაციების წარმომადგენლები. ფეინმა აწარმოა ყველაზე შთამბეჭდავი კვლევა.
ნაციონალური ერთობის (ებრაელების) ქონება, ანტისემიტიზმის დონეები ლოკალურ
სივრცეებში, ებრაელების სოციალიზაციის ხარისხი, ასიმილაცია და კროს კულტურული
სოლიდარობა დაკვირვებით და კორექტურად ინდექსირდა, ისე რომ მათ შორის
კორელაციის სათანადოდ დათვლა და შემოწმება გამხდარიყო შესაძლებელი. ზოგიერტი
ჰიპოთეტური მოსაზრება აღმოჩნდა არ არსებული ან სულ მცირე სტატისტიკურად
ძალადაკარგული. ზოგიერთი მოსაზრება კი დადასტურდა (მაგალითდ როგორიცა
კორელაცია სოლიდარობის ნაკლებობას და ადამიანების მორალური ძალდატანებისგან
თავისუფლებას შორის). ფეინის წიგნში ნაჩვენებია ის სისუსტეები რომლებიც დაუშვა
ორთოდოქსალურმა სოციოლოგიამ. სხვადასხვა სოციოლოგიური დისკურსების ცოდნის
გარეშე ფეინი ვერ გააკეთებდა იამს, რაც მან გააკეთა. ფეინმა ფორმულირება გაუკეთა
ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას რომელიც სრულად განსაზღვრულია და მოსალოდნელია
იმ დროისათვის არსებული სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების შემთხვევაში. რა
მორალური პრინციპიც არ უნდა აღმოვაჩინოთ ადამიანში, ის წარმოებულია სოციალიზაციის
შედეგად. ანომიურ პირობებში - თავისუფალი საზოგადოების რეგულაციებიდან -
ადამიანების მოქმედება დაცლილია განცდიდან და ყურადღებას არ მიაქცევს ფაქტს, რომ
მათი ქმედება რამენაირად სხვას დააზიანებს. თანამედროვე ეფექტური სოციალური
რეგულაციების პირობებში სხვისადმი საზიანო ქმედებისადმი უყურადღებობა ნაკლებ
მოსალოდნელია. საყრდენი სოციალური რეგულაციების და მოდერნული ცივილიზაციის

3
არსი მდგომარეობს ადამიანში ინდივიდუალური ეგოიზმის და თანდაყოლილი სიველურის
დათრგუნვაში, რომელთაც ეწინააღმდეგება შექმნილი მორალური კონსტრუქტები და ამ
კონსტრუქტებს გარკვეული იძულებითი ძალა აქვს ინდივიდისთვის. მეცნიერული
მეთოდებით ჰოლოკოსტის კვლევამ ორთოდოქსულ სოციოლოგია იძულებული გახადა
ეთქვა მესიჯი, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი არის შეცდომა და არა მოდერნულობის
პროდუქტი.
ნეჩამ ტეკმა (Nechama Tec) ჩაატარა შემდგომი შესანიშნავი სოციოლოგიური კვლევა.
მან გამოიკვლია საპირისპირო სოციალური გჯუფი, არა უშუალოდ დაზარალებულები და
დამზარალებლები, არამედ გადამრჩენები, ადამიანები რომლებმაც მიუძღვნეს საკუთარი
სიცოცხლე სხვების ტანჯვას უკიდეგანო ეგოიზმის სამყაროში. ადამიანები რომლებიც
დარჩნენ მორალურები ამორალურ პირობებში. ტეკმა სათითაოდ დატესტა ყველა ჰიპოთეზა
რომელიც ეხებოდა აღნიშნულ პროექტს, ისინი წამოყენებული იყო ცნობადი და პატივსაცემი
სოციოლოგების მიერ. მან დაიანგარიშა კორელაცია დახმარების მზაობისა. ერთი მხრივ და,
მეორე მხრივ, ფაქტორები, როგორებიცაა ლასობრივი ფაქტორი, განათლება, დენომინაცია,
პოლიტიკური ლოიალობა და სხვა. მიუხედავად მისი მოლოდინისა ტეკს მოუწია
ყურადღების მიპყრობა ერთადერთ დასაშვებ დასკვნაზე: „ადამიანები, რომლებმაც
გადაარჩინეს სიცოცხლეები, მოქმედებდნენ მათი ბუნებიდან გამომდინარე - სპონტანურად
ისინი იყვნენ მზად წასულიყვნენ იმ დროისათვის გამეფებული შიშის წინააღმდეგ“. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, მშველელები იყვნენ მოსურნენი ადამიანების გადარჩენისა, რადგან
ეს იყო მათი ბუნება. ისისნი იყვნენ სოციალური სტრუქტურის ყველა კუთხიდან და
სექტორიდან. ამიტომ იმის თქმა რომ მორალური ქცევა სოციალურად დეტერმინირებულია
არის ბლეფი და შეცდომა. ტეკი ყველაზე ახლოს მივიდა სხვა სოციოლოგებისგან
გასხხვავებით იმ აზრამდე, რომ საქმე მდგომარეობს არა იმაში თუ ჩვენ, სოციოლოგებს რა
შეგვიძლიათ ვთქვათ ჰოლოკოსტის შესახებ? არამე იმაში თუ რა აქვს სათქმელი ჰოლოკოსტს
ჩვენ შესახებ, ჩვენ პრაქტიკებზე?

ჰოლოკოსტი როგორ მოდერნულობის ტესტი

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „Le monde”-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ერთ-ერთი


გატაცების მსხვერპლებთან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანი რაც აღმოვაჩინე იყო
არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი განქორწინებების იმ წყვილებში, რომლებიც
ყოფილან გატაცების მსხვერპლნი. მაინტერესებდა მათი განქორწინების მიზეზები. ყველა
ინტერვიუვერმა თქვა რომ გატაცებამდე განქორწინებაზე არც კი უფიქრიათ. ამ საშიში
მომენტის დროს, როგორღაც მათ თაველები გაეხილად და დაინახეს მათი პარტნიორები
ახლებულად. ჩვეულებრივი კარგი მეუღლეები აღმოჩნდნენ ეგოისტი ქმნილებები,
ფიქრობდნენ მხოლოდ საკუთარ თავზე. გამბედავი ბიზნესმენი აღმოჩნდა საზიზღრად
ხდალი. ჟურნალისტმა დაუსვა თავის თავს კითხვა, იანუსის (რომაულ მითოლოგიაში
შესასვლელ-გასასვლელების, კარიბჭეების ღმერთი, გამოისახებოდა ორი სახით) რომელი
4
გამოსახულებაა მართალი სახე და რომელაი ნიღაბი? მან ჩათვალა რომ კითხვა ცუდად იყო
დასმული. არცერთი არა მართალი მეორესთან შედარებით. ორივე არი შესაძლებლობები
რომელსაც მსხვერპლის პიროვნება შეიცავს - ისინი უბრალოდ წარმოჩნდებიან სხვადასხვა
დროსა და სხვადასხვა გარემოებებში. კარგი სახე ჩანდა ნორმალურ პირობებში, რადგან
მშვიდი და კარგი პირობები იყო გამეფებული, მეორე სახე ყოველთვის არსებობს
ნორმალური სახის ფარდის მიღმა, ის დაფარულია. ყველაზე შთამბეჭდავი ამ ისტორიაში ის
არის, რომ რომ არა ეს გატაცების შემთხვევა „მეორე სახე“ დიდი ალბათობის დაფარული
დარჩებოდა სამუდამოდ, პარტნიორები გააგრძელებდნენ მათ ერთობლივ ცხოვრებას.
ნეჩამ ტეკის კვლევა მთავრდება შემდეგი დაკვირევით: რომ არა ჰოლოკოსტი,
უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაცისტური გერმანიის მიერ
დევნილებს, გააგრძელებდნენ მათ ცხოვრებას, ზოგიერთი გააგრძლებდა ქველმოქმედებით
საქმიანობას, ზოგიერთი გააგრძლებდა შეუმჩნეველ ცოხვრებას. ისინი იყვნენ ფარული
გმირები, ხშირ შემთხვევაში განურჩეველნი სხვა ადამიანებისგან. ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი და ძლიერი დასკვნა აღნიშნული კვლევის იყო ის, რომ შეუძლებელია იმ
ნიშნების, სიმპტომების და ინდიკატორების ჩამოთვლა, რომელიც გაჭირვების ჟამს
ინდივიდის მხრიდან მსხვერპლის გაღების ან სიმხდალის გამოჩენის მზაობას განსაზღვრავს.
ჯონ როთი (John R.Roth) აყალიბებს იმავე აზრს პოტენციური და რეალური ქმედების
შესახებ.
„ნაცისტრური გერმანიის ძალაუფლების პერიოდში, როცა ხელისუფლებამ
განსაზღვრა რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოსთვის, ნაცისტურმა რეჟიმმა ჩათვალა რომ არც
ბუნებრივი კანონი დაირღვევა და არც დანაშაული იქნა ჩადენილი ღმერთის და
კაცობრიობის წინააღმდეგ იმით, რომ მოახდინა ჰოლოკოსტი. კითხვა მდგომარეობდა
შემდეგში, უნდა გაგრძელებულიყო თუ არა მონათა მუშაობა, გაფართოებულიყო თუ
შეწყვეტილიყო. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რაციონალურ ნიადაგზე“
ჰოლოკოსტის გამოუთქმელი ტერორი აღწევს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში და
აყალიბებს ეჭვს, რომ ჰოლოკოსტი უფრო მეტია ვიდრე ცდომილება, მეტია ვიდრე დევიაცია
პროგრესის გზიდან, მეტია ვიდრე ცივილიზებული საზოგადოების კიბო და შეცდომა.
მოკლედ რო ვთქვათ, ჰოლოკოსტი არ არის ანტითეზისი მოდერნული ვიცილიზაციის. ჩვენ
ვეჭვობთ, მიუხედავად იმისა ვაღიარებტთ თუ არა ამას, რომ ჰოლოკოსმა მხოლოდ გახსნა
მოდერნული საზოგადოების ის მეორე სახე, უფრო ნაცნობი, სახე რომელითაც ჩვენ ასე
აღფრთოვანებულები ვართ. ყველაზე მეტად რისიც გვეშინია, არის ის ფაქტი, რომ ამ ორ სახეს
ერთამენთის გარესე არსებობა არ შეუძლია, ისევე როგორც მონეტის ორ მხარეს.
ხშირად ჩვენ ვჩერდებით ახალი, საშინელი სიმართლის ზღურბლზე. ამიტომ ჰენრი
ფეინგოლდმა აღნიშნა რომ ჰოლოკოსტის ეპიზოდი იყო ახალი განვითარება მოდერნული
საზოგადოების გრძელი ისტორიისა. განვითარება რომელსაც არავინ არ მოელოდა და
ვარადუდობდა, როგორც საზიანო ვირუსის თავიდან გამოჩენაა, რომელიც თითქოსდა
მოთვინიერებული (დამარცხებული) იყო:

5
„საბოლოო გადაწყვეტა რომელიც ამ აზრთა ნარევში გამოვიდა არის ის, რომ ევროპის
ინდუსტრიული სისტემა წავიდა ცუდი გზით. იმის მაგივრად რომ სიცოცხლე გაეღრმავებინა
და გაეზარდა, რაც იყო განმანათლებლობის პერიოდის იმედი და მიზანი, მან დაიწყო
თვითწარმოება. ამის საპირისპირობ, ეთოსი რომელმაც მოიცვა ევროპა და ინდუსტრიული
სისტემაც მდგომარეობდა ევროპის დომინირებაში მსოფლიოს მაშტაბით“.
ფეინგოლდმა თვალი გაუსწორა სიმართლეს: „აუშვიცი, არის მოდერნული ქარხნის
პრინციპებზე აგებული სისტემა. პროდუქტის წარმოების ნაცვლად, ნედლეული გახდა
ადამიანი და საბოლოო პროდუქტი სიკვდილი. საკვამურებიდან, რომელიც არის სიმბოლო
მოდერნული ქარხნების, ამოდიოდა ადამიანების დაწვის შედეგად მიღებული კვამლი.
იდეალურად ორგანიზებული სარკინიგზო ქსელებით ახალი ტიპის ნედლეული
მიედინებოდა ქარხნებისკენ. ეს ისევე კეთებოდა, როგორც სხვა ტვირთების გადაზიდვის
დროს. გაზის კემერებში ადამიანები იხოცებოდნენ მომწამლავი მავნე გაზებით, რომლებიც
იწარმოებოდა გერმანიის მაღალგანვითარებულ ქიმიურ საწარმოებში. კრემატორიუმი
ინჟინრების დიზაინით გაკეთდა. მენეჯერებმა შექმნეს ბიუროკრატიული სისტემა რომლის
ეფექტური მუშაობა შესაშურია. ჰოლოკოსტის საერთო გეგმა იყო თანამედროვე მეცნიერული
სულის ასახვა, რომელიც წავიდა ცუდი მიმართულებით. ის რისი მოწმენიც გავხდით,
არაფერია, თუ არა მასიური სქემა სოციალური ინჟინერიის“.
ყველა „ინგრედიენტი“ რომელიც ჰოლოკოსტში იყო გამოყენებული, იყო ნორმალური;
ნორმალური იმ გაგებით, რომ ის ინარჩუნებდა ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცით ცივილიზაციის,
მისი მამოძრავებელი სულის, პრიორიტეტების, სამყაროს შინაგანი ხედვის და ადამიანის
ბედნიერებისკენ მავალი მისწრაფებების შესახებ. სტილმანი და პფაფფი (Stillman and Pfaff)
თავიანთ სიტყვაში აღნიშნავენ, რომ პირდაპირი კავშირია გამოყენებით ტექნოლოგიასა და
პროდუქციის მასობრივ წარმოებას შორის. კავშირის დანახვა აგრეთვე შესაძლებელია
საყოველთაო მატერიალურ სიუხვესა და საკონტენტრაციო ბანაკებში არსებულ უხვს
სიკვდილს შორის. ჩვენ შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ აუშვიცი ისეთივე დასავლურია,
როგორიც დეტროიტის Detroit's River Rouge (დეტროიტის ურბანული ქარხნებით და
ფაბრიკებით სავსე ზონა), ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ აუშვიცი, როგორც დასავლეთის
სამყაროს ქმნილება, რომელიც მის აზრში დაიბადა.
ჩვენს სამყაროში არსებული სიკვდილის ბანაკები წარმოაჩენს ებრაულ-ქრისტიანული
ცვილიზაციის ბნელ მხარეს. ცივილიზაცია ნიშნავს მონობას, ომს, ექსპლოატაციას და
სიკვდილის ბანაკებს. ის, აგრეთვე, ნიშნავს მედიცინას, განვითარებად რელიგიურ იდეებს,
შესანიშნავ ხელოვნებას და ჩინებულ მუსიკას. დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ ცივილიზაცია
და ველურობა ანტითეზისებია. ჩვენ სამყაროში სისასტიკე, როგორც სხვა ასპექტები, გახდა
კარგად და ეფექტურად ადმინისტრირებული, ვიდრე ეს იყო წარსულ დროში. ის არ შეწყვეტს
არსებობას. წარმოქმნა და დანგრევა არის განუყოფელი ნაწილი რასაც ჩვენ ვეძახით
ცივილიზაციას.
მე არ ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც სოციოლოგებმა გამოიტანეს საჯაროდ
ჰოლოკოსტის შესახებ ფაქტები და კვლევები. ერთი ასეთი შემთხვევა იყო წარმოდგენილი

6
სიმპოზიუმზე „დასავლეთის საზოგადოება ჰოლოკოსტის შემდეგ“, რომელიც ჩატარდა 1978
წელს. სიმპოზიუმის დროს რიჩარდ ლ.რუბენშტეინმა წარმოადგინა იდეა, უფრო მეტად
ემოციური მცდელობა, გადაეკითხათ ვებერის დიაგნოზი მოდერნულ საზოგადოებაზე
ჰოლოკოსტის გამოცდილების შემდეგ. რუბენშტაინს აინტერესებდა იმ მოვლენების წინასწარ
განჭვრეტა იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, რაც ჩვენ ვიცით და რა თქმა უნდა ვებერმა არ
იცოდა. ის ფიქრობდა რომ იპოვა პოზიტიური პასუხი შეკითხვაზე, ის გვთავაზობს პასუხს:
ვებერის მოდერნული ბიუროკრატია, რაციონალური სული, ეფექტრურობის პრინციპი,
სამეცნიერო მენტალიტეტი, ღირებულებების ჩამოქვეითება სუბიექტის სამყარომდე და სხვა,
არცერთი მექანისმი არ გამოჩნდა ცივილიზაციის, რომელიც შეძლებდა ნაცისტური რეჟიმის
შესაძლებლობების გადაჭარბების შემცირებას. გუენთერ როთი (Guenther Roth), ყველაზე
სახელგანთქმული ვებერის მცოდნე და სოციოლოგი არ მალავს მის უკმაყოფილებას
რუბენშტეინის აზრის მიმართ: „მე საერთოდ არ ვეთანხმები პროფესორ რუბენშტეინს. არ
არსებობს არ ერთი წინადადება მის პრეზენტაციაში რომელის მიღებაც მე შემიძლია“.
შესაძლოა რუთი გაღიზიანდა ვებერის ხსოვნის შესაძლო დაზიანების გამო და შეახსენა
შეკრებილებს რომ ვებერი იყო ლიბერალი, უყვარდა კონსტიტუცია ად მხარს უჭერდა მუშათა
კლასის ხმის უფლებას.
გუენტერ როთი არ არის მხოლოდ ერთი სოციოლოგი, რომელიც იცავს ჩვენი
ტრადიციის წმინდა ჭეშმარიტებას. მთლიანობაში სოციოლოგებმა თავი აარიდეს
ჰოლოკოსტის პრობლემის განხილვას და ის მომიჯნავე მეცნიერების დარგებს ჩააბარეს. მათი
აზრით, ჰოლოკოსტი არის სამწუხარო მაგალითი იმისა თუ რისი გაკეთება შეუძლია
მოუთვინიერებელ თანდაყოლილ ადამიანურ აგრესიას და მოწოდებაა იმისკენ, რომ
ცივილიზაციის წნეხი გაიზარდოს რათა იქნეს მოთვინიერებული ადამიანის თანდაყოლილი
აგრესია და სიველურე. უარეს შემთხვევაში ჰოლოკოსტი ნახსენებია როგორც პირადი
გამოცდილება ებრაელებსა და მათ მოძულეებს შორის.
ის, რაც ამ სიტუაციაში ბევრად უფრო შემაშფოთებელია, არის ის, რომ თუ
ჰოლოკოსტი მოხდა ასეთი მასშტაბით სადმე, მაშინ ის შეიძლება მოხდეს ყველგან, ეს არის
ადამიანის შესაძლებლობებში ყველგან და მოგვწონს ეს თუ არა, აუშვიცი აფართოებს
სამყაროს ცნობიერებას არანაკლებ, ვიდრე მთვარეზე ადამიანის დაშვება. ჩვენ მღელვარებას
არ ამცირებს ის ფაქტი, რომ არცერთი სოციალური პირობა რომელმაც აუშვიცის გახადა
შესაძლებელი არ გამქრალა და არავითარი ეფექტური ღონისძიებები არ განხორწიელებულა
იმისთვის, რომ რეალურად თავიდან ავიცილოთ ჰოლოკოსტის კატასტროფა. როგორც ლეო
კუპერმა აღნიშნა, სახელმწიფოს უფლება ტერიტორიის სუვერენულობაზე, როგორც ყველზე
არსებით ნაწილი სუვერენულობის იდეისა იცავს იმ უფლებას, რომ სახელმწიფო შეუერთდეს
და ჩართული აღმოჩნდეს მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში და გენოციდში.
ერთი-ერთი დიდი სამსახური რომელიც ჰოლოკოსტმა გაგვიწია არის ის, რომ მან
დაგვანახა შეუმჩნევები სოციაულური პრინციპები, რომლებიც თანამედროვე ისტორიის
დღის სინათლეზე გამოჩნდნენ. მე გთავაზობთ, ჰოლოკოსტისეული გამოცდილება, რომელიც
ისტორიკოსების მიერ სრულად არის გამოკვლეული, უნდა გადაიხედოს სოცაილურ

7
ლაბორატორიაში. ჰოლოკოსტმა გამოავლინა ჩვენი სოციუმის ისეთი ატრიბუტები რომლის
ემპერიული ხელმისაწვდომობა არ მოხდება ლაბორატორიული პირობებსი გარეშე. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, მე გთავაზობთ მოვეპყრათ ჰოლოკოსტს როგორც მნიშნველოვან და
სანდო ტესტს მოდერნული საზოგადოების დაფარული შესაძლებლობების გამოსავლენად.

ცივილიზაციის პროცესის მნიშვნელობა

ჩვენი დასავლური საზოგადოების მითი ღრმად ინარჩუნებს თვითცნობიერებას, რომ


საზოგადოება მორალურად მაღლდება და ვითარდება სოციალიზაციამდელ ბარბაროსობაზე.
ეს მითი ავლენს პოპულარობას და ისწავლება საკმაოდ გავლენიან სოციოლოგიურ
თეორიებსა და ისტორიულ ნარატივებში. ეს ფაქტი ახლახანს იყო ილუსტრირებული
ელიასის წარმატებულ პრეზენტაცაიზე „ცივილიზაციის პროცესი“. თანამედროვე
სოციალური თეორეტიკოსების საპირისპირო მოსაზრება გაჩნდა, რომელიც ყურადღებას
ამახვილებს სამხედრო ძალადობაზე და მის დაუყონებლივ გამოყენებაზე, როგორც დიდი
ცივილიზაციების ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტზე. ამ ახალ მოსაზრებას დიდი გზა აქვს
გასავლელი იმისთვის რომ წარმატება მოიპოვონ და ჩაანაცვლოს საზოგადოების
ეტიოლოგიური მითი. მეტ ნაკლებად ეს თვალსაზრისი მოდის მითებთან კონკურენციაში. ეს
დაპირისპირება უფრო შორს წაგვიყვანს, ესაა ისტორიული ბრძოლა მიზეზსა და ცრურწმენას
შორის. ვებერის რაციონალიზმის თეორია, ფსიქოანალიზის თეორია, მარქსის კაპიტალის
თეორია, ელიასის თანამედროვე ისტორიის პორტრეტი და სხვა ყველა ექსპერტები
გვარწმუნებენ, რომ ადამიანის პრობლემები არის ცუდი მარველობის ბრალი და კარგი
მართველობა ნიშნავს შემცირებას პრობლემებისას.
ამ მითების შემხედვარე, დიდი ხნის წინ შეიქმნა საერთო მყარი აზრი, რომ
ჰოლოკოსტი შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ცივილიზაციის შეცდომა. ცივილიზაცია
შეიცავს პათოლოგიურ ბუნებრივ მიდრეკილებას, რომელიც დარჩა ადამიანში. ცხადია, რომ
ჰობსის სამყარო ჯერ კიდევ მთლიადან არ შეცვლილა, ჰობსის პრობლემა ჯერ კიდევ არ
გადაგვიჭრია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი
ცივილიზაცია. დაუსრულებელი ცივილიზაციის პროცესია ის, რამაც მიგვიყვანა ამ
დასკვნამდე. თუ მასიურმა მკვლელობების და ომების გაკვეთილმა ვერაფერი გვასწავლა, ეს
იმიტომ რომ ბარბარიზმის პრევენცია მოითხოვს უფრო მეტ ცივილიზაციას. ჩვენ ვმოძრაობთ
სწორი მიმართულებით, შესაძლოა არც ისე სწრაფად როგორც საჭიროა, მაგრამ მიმართულება
სწორია.
ისტორიის კვლევამ დაგვანახა მთლიანი სურათი, ასევე გამოჩნდა ალტერნატივაც და
შესაძლოა უფრო სანდოც. ჰოლოკოსტის ინტერპრეტაციამ აჩვენა ადამიანის ბუნების
სისუსტეები და სიმყიფე (მკვლელობის სიძულვილი, დისიპლინირებული ძალადობა,
სინდისის ქენჯნა და პასუხისმგებლობის განცდა ამორალურ ქცევაზე) როდესაც ის

8
დაპირისპირებაში მოდის ეფექტურობასთან და იყენებს ცივილიზაციის ყველასე სანუკვარ
პროდუქტებს. ტექნოლოგიები, რაციონალური არჩევანი, სუბორდინაციის ტენდენცია და
პრაგმატული ქცევა. ჰობსიანურ სამყაროში ჰოლოკოსტი არ მომხდარა მხოლოდ
ირაციონალური ემოციების აღდგენის გამო. ის მოვიდა ქარხანაში წარმოებული მანქანების,
იარაღების რომლებიც ყველაზე მოწინავე მეცნიერებამ შექმნა და მეცნიერულ პრინციპებბზე
მართული ორგანიზაციების მეშვეობით. თანამედროვე ცივილიზაცია არ არის
ჰოლოკოსტისთვის საკმარისი პირობა, თუმცა რა თქმა უნდა მისი აუცილებელი პირობაა.
მის გარეშე ჰოლოკოსტი იქნებოდა წარმოუდგენელი. მოდერნულმა რაციონალურმა
ცივილიზაციამ გახადა ჰოლოკოსტი შესაძლებელი. ნაცისტური რეჟიმის მასობრივი
მკვლელობები ევროპელი ებრაელების მიმართ არ იყო მხლოდ ინდუსტრიული
საზოგადოების ტექნოლოგიური მიღწევების შედეგი, არამედ მან აგრეთვე გამოიყენა
ბიუროკრატიული საზოგადოების ორგანიზაციული მიღწევები. უბრალოდ განვიხილოთ რა
ხდის ჰოლოკოსტს უნიკალურს ისტორიაში არსებული სხვა უამრავი მასობრივი ხოცვა-
ჟლეტვისგან.
ჰოლოკოსტის ჩამტარებელი იყო ერთი სპეციფიკური მიზნით გაერთიანებულნი
ორგანიზებული საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ შეუერთდნენ გიგანტური მაშტაბის
მასობრივ მკვლელობებს, ამ უზარმაზარმა ბიუროკრატიულმა აპარატმა აჩვენა სწორი
ბიუროკრატიული პროცედურები: წვრილმანების ზუსტი განმარტებებით, ბიურკრატიული
რეგულაციებით და კანონების შესრულებით.
SS-ის შტაბის ის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ევროპელი
ებრაელების განადგურებაზე ოფიციალურად დანიშნულები იყვნენ ადმინისტრაციის და
ეკონომიკის სექტორებში. იმისათვის რომ ხარისხი ყოფილიყო მაღალი, კადრებმა
წარმატებით და ერთგულად შეასრულეს ორგანიზაციის საქმიანობა. გარდა მორალური
მხარისა აქტივობები არ განსხვავდებოდა სხვა ორგანიზაციების აქტივობების დიზაინისგან.
მონიტორინგი და ზედამხედველობა ხდებოდა ადმინისტრაციული და ეკონომიკური
სექტორებით. როგორც ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც ხორციელდება რაციონალური
ბიუროკრატიის მიერ, ესეც ერგება მაქს ვებერის მიერ ბიუროკრატიის ზუსტ აღწერას.
ბიუროკრატია ესაა: სიზუსტე, სიჩქარე, ერთმნიშვნელოვნება, ფაილების ცოდნა,
უწყვეტობა, აღწერა, ერთიანობა, ზუსტი და მკაცრი სუბორდინაცია, კონფლიქტების
შემცირება და მატერიალური და პერსონალური ხარჯები - რომელიც ოპტიმიზირდება
ბიუროკრატიული ადმინისტრაციის მიერ.... ბიუროკრატიზაცია გვთავაზობს
ადმინისტრაციული ფუნქციების სპეციალიზაციას. საქმის შესრულება გულისხმობს
კალკულირებად მექანიზმს რომელიც განურჩევლად პიროვნებისა ერთნაირია.
ჰოლოკოსტი არის საკმაოდ კრიტიკული ფაქტი თანამედროვე რაციონალური
ბიუროკრატიის, ის ყოველთვის გვახსენებს (თუ საერთოდ გვჭირდება ასეთი შეხსენება)
როგორი ფორმალური და ეთიკურად ბრმა არის ბიუროკრატია. მისი მნიშვნელობა სრულად
არ არის გამოთქმული, თუმცა ჩვენ უკვე გვესმის რა მაშტაბი უპრეცენდენტო მასობრივი
მკვლელობების მოხდენა შეუძლია კარგად განვითარებულ ბიუროკრატიულ აპარატს.

9
რაციონალური ბიუროკრატია არის ყველზე თვალისმმომჭრელი რამ თუ ერთხელ
გავიაზრებთ რომ, Endlosung (ებრაელების განადგურების ნაცისტური გეგმა) შეიძლება იყოს
და არის მხოლოდ ბიუროკრატიული კულტურის იდეა და პროდუქტი.
ისტორიკოსმა კარლ შლეუნერმა (Karl Schleuner) სრულად აჩვენა ის გზა, რაც გამოიარა
ნაცისტურმა გერმანიამ ევროპელი ებრაელების დევნიდან მის ფიზიკურ განადგურებამდე: ეს
არის გზა რომელიც არ არის ერთი გიჟი მონსტრის მოფიქრებული, არც ისე უნდა
განვიხილოთ თითქოს იდეოლოგიურად მოტივირებულმა ლიდერებმა მოიფიქრეს
არსებული პრობლემის გადაჭრა. ის ჩნდება და ისახება ეტაპობრივად, ყოველ ახალ ეტაპზე
ახალი შეზღუდვები, ახალი დანიშნულება და მას უფრო მეტ კრიზისში შეყავდა პროცესი და
იძულებით კიდევ უფრო წინ მიაქანებდა, „თუ ერთხელ გადავკვეთეთ ხიდი ჩვენ უკვე
მივედით მივედით მასთან“. შლეუნერის კონცეპტი ყველაზე კარგად აჯამებს ისტორიის
ფუნქციონალური სკოლის ხედვას ჰოლოკოსტზე.
ფუნქციონალისტების აზრით, ჰიტლერმა მიუთითა ნაცისტებს: „გავთავისუფლდეთ
ებრაელებისგან და უპირველეს ყოვლისა ებრაელებისგან გავწმინდოთ ტერიტორია“ მაგრამ
არ დაუკონკრეტებია როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს. როგორც კი მიზანი დაისახა,
ყველაფერი წავიდა როგორც ვებერი აღწერს, მისი ჩვეული სიცხადით: „პოლიტიკური
ლიდერები არიან დილეტანტების პოზიციაში, რომლებიც ექსპერტებისგან განსხვავებულია
და შემდეგ გაწვრთნილი მოხელეები ახორციელებენ ადმინისტრაციას“. მიზანი უნდა
შესრულდეს. როგორ უნდა განხორციელდეს ეს დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც
განხილურია ექსპერტების მიერ. გერმანელი ებრაელების ემიგრაცია იყო პირველი
გამოსავალი ჰიტლერის მიზნის შესრულებისთვის, იყვნენ სხვა ქვეყნების რომლებმაც მიიღეს
ებრაელი ლტოლვილები. როდესაც ავტრია აღმოჩნდა ანექსირებული, ეიხმანმა (Eichmann)
მიიღო ჯილდო ავსტრიელი ებრაელების წარმატებით ემიგრაციისთვის. მაგრამ შემდეგ
გერმანული ტერიტორია იწყებს გაფართოებას. ნაცისტური ბიუროკრატია იპყრობს და
ისაკუთრებს ტერიტორიებს, რათ შეასრულეს ფიურერის ბრძანება. გენერალურ
ხელისუფლებას მოუწიას ფიქრი იმ ფაქტზე, თუ რა მოეხერხებინა ებრაელებისთვის,
რომლებიც ტერიტორიული ექსპანსიების შემდეგ კვლავ აღმოჩნდნენ გერმანელების მიერ
კონტროლირებად მიწაზე. განცალკევებული სარეზერვო ტერიტორია მომზადდა
ებრაელებისთვის „ებრაული სამთავრო“ (Jewish principality), ეს მოხდა ცენტრალური
პოლონეთის დაპყრობის შემდეგ. გერმანულ ბიუროკრატიას ისედაც პრობლემა ჰქონდა
თავიანთი ებრაელების სახით და მათ ახლები ემატებოდა. ამიტომ ეიხმანმა იმუშავა მთელი
წელი მადაგასკარის პროექტზე, საფრანგეთის დამარცხებასთან ერთად მისი შორეული
კოლონია გადაკეთდა „ებრაულ სამთავროდ“, რისი მატერიალიზაციაც იმ დროისათვის ვერ
მოხერხდა ევროპაში. მადაგასკარის პროექტმა განიცადა ისეთივე კრახი, მისი შორეული
მდებარეობის გამო, ტრანპორტირების სირთულის და ბრიტანეთის ფლოტის გამო. ამასობაში
კი იზრდება ნაცისტური გერმანიის მიერ დაკავებული ტერიტოაი და ამასთანავე იზრდება
ებრაელების რიცხვიც გერმანული იურისდიქციის ქვეშ შემავალი ტერიტორიებზე.
ნაცისტების დომინირება ევროპაში უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა. გარემოებების

10
გამო გერმანელებისგან თავისუფალი გერმანიის პროექტი გაყვა პროცესებს. თითქმის
შეუმჩნევლად, ეს პროექტი გაფართოვდა და მოიცვა ევროპა, ებრაელებისგან თავისუფალი
ევროპა. ამ მაშტაბის ამბიციას ვეღარ აკმაყოფილებდა მადაგასკარის პროექტი. რუსეთთან
ომის გაჭიანურების შემდეგ ჰიმლერმა ბრძანა 1941 წლის 1 ოქტომბერს საბოლოოდ
შეეწყვიტათ ებრაელების ემიგრაციის. ებრაელების მოშორებისთვის ნაპოვნი იქნება უფრო
ეფექტური მეთოდები, ფიზიკური განადგურება არჩეულ იქნა, როგორც ყველაზე ეფექტური
და მიზანშეწონილი მეთოდი. დანარჩენი დამოკიდებული იყო ბიუროკრატიული აპარატის
ეფექტურ მუშაობაზე. ყურადღებით დაგეგმვა, შესაბამისი ტექნლოგიების დიზაინი და
ტექნიკური აღჭურვა, ბიუჯეტი, კალკულაცია და საჭირო რესურსების მობილობა,
ჭეშმარიტად ბიუროკრატიული რუტინა.
ჰოლოკოსტის გრძელი გზა არ მოდის კონფლიქტში რაციონალურ პრინციპებთან.
საბოლოო მიზნის მიღწევა მოხდა ეფექტურობის რაციონალური პრინციპების მიყოლით,
მიზნის ოპტიმალური შესრულებით. ჩვენ ვიცით ბევრი ხოცვა-ჟლეტვა, დარბევები,
მასობრივი მკვლელობები რომელიც არ დგას შორს გენოციდისგან და ეს ყველაფერი
შესრულდა თანამედროვე ბიუროკრატიის პრინციპების გარეშე. ჰოლოკოსტი იქნებოდა
აშკარად წარმოუდგენელი ბიუროკრატიული აპარატის გარეშე. ჰოლოკოსტი ლეგიტიმურად
არის მოდერნული ოჯახის წევრი, სხვაგან ის არც არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა.
მოდერნულმა ბიუროკრატია და კულტურის რაციონალური ინსტრუმენტები არ არის
გადამწყვეტი ფაქტორი ჰოლოკოსტისთვის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოდერნული
ბიუროკრატიის აუცილებელი შედეგია ჰოლოკოსტის ფენომენი. მე ვფიქრობ, რომ
პრინციპები რაციონალური ინსტრუმენტების, არიან უძლურნი თავიდან აიცილონ ასეთი
ფენომენები. უფრო მეტად, ჩემი მინიშნება და შემოთავაზებაა, რომ ბიუროკრატიული
კულტურა, რომელიც გვიბიძგებს საზოგადოება დავინახოთ როგორც ადმინისტრირების
ობიექტი, როგორც ნაკრები უამრავი პრობლემებისა რომლებიც უნდა გადაიჭრას არის კარგი
ატმოსფერო იმისთვის, რომ განხორციელდეს ჰოლოკოსტი. ისევე როგორც როგორც ბუნება
(ბაღი) უნდა ვაკონტროლოთ, აითვისო და გააუმჯობესო, როგორც ლეგიტიმური სამიზნე
სოციალური ინჟინერიის. მოდერნულმა ბიუროკრატაიმ, რაციონალიზაციის შემოტანამ
მართვის სისტემებში წარმოუდგენლად გაზარდა შესაძლებლობები და გახადა ჰოლოკოსტი
არა მარტო შესაძლებელი, არამედ რეალური. გაზრდილმა შესაძლებლობებმა შესაძლებლობა
გააჩია მოახდინოს დიდი რაოდენობით მორალური ინდივიდების კოორდინირება რომ
მიყვნენ საერთო საქმეს, რომელიც შეიძლება იყოს აგრეთვე ამორალური.

მორალური გულგრილობის სოციალური წარმოება

დოქტორმა სერვატიუსმა, აიხმანის ადვოკატმა იერუსალიმში ერთმნიშვნელოვნად


შეაჯამა თავისი დაცვის ხაზი: აიხმანმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებისთვისაც იგი
დაჯილდოვდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამარჯვებულ მხარეს წარმოადგენს და
მიდის სახრჩობელაზე, თუ ის დამარცხებულ მხარეს წარმოადგენს. ძირითადი არსი ამ

11
განცხადებისა ტრივიალურია, ასახავს ეპოქის ყველაზე მწარე რეალობას და არ არის აზრს
მოკლებული.ამ განცხადებაში არის სხვა მესიჯიც, შესაძლოა არც ისე აშკარა, მაგრამ
არანაკლებ ცინიკური და მეტად საგანგაშო. აიხმანს არაფერი გაუკეთებია ძირეულად
განსხვავებული მათგან, ვინც გამარჯვებულთა მხარეს აღმოჩნდა. ქმედებებს არ გააჩნიათ
მორალური ღირებულებითი მახასიათებელი, ისინი არც იმანენტურად ამორალურნი არიან.
მორალური შეფასება ეს არის რაღაც სრულიად გარეგანი ქმედაბასთან მიმართებაში, რასაც
განსაზღვრავს მათ მიერ შექმნილი კრიტერიუმები ვინც უძღვიან და აფორმირებენ ამ
ქმედებას.

საგანგაშო აზრი დოქტორი სერვატიუსის მესიჯში ისაა, რომ თუ ჩამოვაშორებთ იმ


გარემოებებს რომლებშიც გაიჟღერა ამ მესიჯმა და განვიხილავთ მას არაპიროვნულ
უნივერსალურ საზღვრებში, ის არ განსხვავდება იმისგან რასაც სოციოლოგია ამბობს მისი
არსებობის მანძილზე, როგორც აღწერს თანამედროვე, რაციონალური საზოგადოების საღ
აზრს,რომელი შეხედულების გამოც ხშირადააეს მეცნიერება გაკრიტიკებული. სწორედ ამ
მსგავსების გამოა დოქტორი სერვატიუსის განცხადება შოკისმომგვრელი. ის ფარდას ხდის იმ
სიმართლეს, რომელზე საუბარსაც ყველა თავს არიდებს: რომ თუკი საყოველთაოდ
აღიარებულ სიმართლეს მივიღებთ როგორც ევიდენტურს, სოციოლოგიას არანაირი
ლეგიტიმური გზა არ რჩება რომ აიხმანის საქმე ჩაითვალოს გამონაკლისად.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ არსებობს ცდა იმისა, რომ ჰოლოკოსტის,


როგორც მოვლენის ინტერპრეტაცია მოხდეს როგორც განუკითხაობა, რომელიც ჩადენილ
იქნა დაბადებიდან კრიმინალების, სადისტების, შეშლილების, ბოროტმოქმედების და
ზოგადად მორალურად დეფექტური ინდივიდების მიერ, ამ მცდელობამ ვერანაირი
დადასტურება ვერ ჰპოვა ფაქტების გადამოწმებისას. მისი უარყოფა საბოლოოდ
დადასტურებულია დღესდღეობით, ისტორიული გამოკვლევების საფუძველზე.
თანამედროვე შედეგი ამ ისტორიული გააზრებისა მართებულადაა შეჯამებული ჯორჯ მ.
კრენისა და ლეონ რაპოპორტის მიერ (შრომაში „ჰოლოკოსტი და ადამიანური ქცევის
კრიზისი“).

ჩვეულებრივი კლინიკური კრიტერიუმების მიხედვით SS-ის ( The Schutzstaffel) წევრთა


არა უმეტეს 10% შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურად. ეს დაკვირვება ემთხვევა
გადარჩენილთა ძირითად ჩვენებებს, რომლებიც აღწერს, რომ უმეტეს ბანაკებში ერთი ან
სულ რამოდენიმე წევრი გამოირჩეოდა ფეთქებადი გამოხტომებითა და სადისტური
სისასტიკით.დანარჩენები, შესაძლოა ყოველი მათგანი არ იყო ღირსეული ადამიანი, მაგრამ
მათი ქცევა ტყვეების მიერ განიხილებოდა როგორც გასაგები და გონიერების ფარგლებში
მოქცეული.

ჩვენი შეხედულებით, SS-ის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც მათი


ლიდერები, ასევე დანარჩენი წევრები, მარტივად გაივლიდნენ და ჩააბარებდნენ ყველა იმ

12
ტესტს, რომლებიც ამერიკის შეიარაღებული ძალების რეკრუტებს და კანზასის ქალაქის
პოლიციელებს უტარდებათ გაწვევამდე.

ის ფაქტი, რომ გენოციდის დამნაშავეთა უმეტესობა ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ,


რომლებიც თავისუფლად ჩააბარებდნენ ყველანაირი სირთულის და სიზუსტის
ფსიქიატრიულ ტესტს, მარტივი გასაგებია, მაგრამ მორალურად შემაშფოთებელი. ასევე
თეორიულად თავგზის ამბნევია ის, რომ ამ „ნორმალურობის“ ერთიანობაში
ორგანიზაციულად და სტრუქტურიზებულად მუშაობამ ჩამოაყალიბა ასეთი ჩვეულებრივი
ინდივიდების ერთობა გენოციდის საწარმოდ. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ის
ინსტიტუტები რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰოლოკოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ
მიჩნეულნი იყვნენ როგორც კრიმინალური, სოციოლოგიურ დისკურსს არანაირი
ლეგიტიმური საშუალება არ აქვს ჩათვალოს ისინი პათოლოგიურად ან ნორმიდან
გადახრილად.იმასაც ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომელთა ქცევასაც ეს ინსტიტუტები
განსაზღვრავდნენ, არ გადახრილან ნორმის დაწესებული სტანდარტიდან. მცირე არჩევანიღა
გვრჩება, თუ არა ის, რომ ახალი მიღებული ცოდნით ხელახლა გადავხედოთ ამ უკვე
თითქოსდა გაგებულ საკითხს, მოდერნული რაციონალური ქცევის ნორმალურობის
პატერნებს. სწორედ ამ პატერნებშია ის შესაძლებლობები რითაც შეგვიძლია ავხსნათ
ჰოლოკოსტის პერიოდში დრამატულად განვითარებული მოვლენები.

ჰანა არენდტის ცნობილ ფრაზაში იყო ყველაზე რთული პრობლემა რასაც საბოლოო
გადაწყვეტილების (Endlösung) ინიციატორები წააწყდნენ (და გადაჭრეს გასაკვირი
წარმატებით) იყო „როგორ გადავლახოთ...ცხოველური სიბრალული, რომელიც გავლენას
ახდენს ფიზიკური ტანჯვის შემსწრე ყველა ნორმალურ ადამიანზე“. ჩვენთვის ცნობილია,
რომ ადამიანები რომლებიც ჩართულნი იყვნენ ორგანიზაციებში, რომლის საქმიანობაც იყო
მასობრივი მკვლელობა,არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და
ფანატიზმით.შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მათ აერთიანებდათადამიანისათვის თითქმის
ინსტინქტურიზიზღი და სიბრალულის გრძნობა ფიზიკური ტანჯვისადმი და კიდევ უფრო
უნივერსალური აკრძალვა სიცოცხლის წართმევის შესახებ.ჩვენთვის ცნობილია, რომ
როდესაც ხდებოდა ისეთი დანაყოფის დაკომპლექტება, რომლებიც უშუალოდ
მკვლელობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, დაკვირვებულად ხდებოდა ისეთი ადამიანების
შერჩევა რომლებიც გამოირჩეოდნენ სიბეჯითით, იდეოლოგიური გულმოდგინებითა და
ემოციურობით. ყოველგვარი პიროვნული ინიციატივა მიუღებელი იყო, მაქსიმალურად
კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ მთელი დავალება ყოფილიყო საქმიანი და მკაცრად
არაპიროვნულ საზღვრებში მოქცეული. პიროვნული მოგება და პირადი მოტივები იყო
მკაცრი ცენზურის ქვეშ და დასჯადი. მკვლელობები, რომლებიც გამოწვეული იყო პირადი
სურვილით და სიამოვნებისათვის, განსხვავებით იმ შემთხვევებისა როდესაც ეს კეთდებოდა
ბრძანების საფუძველზე და ორგანიზაციული მიდგომით, შესაძლოა გამხდარიყო
გასამართლების მიზეზი, ისევე როგორც ჩვეულებრივი მკვლელობა. არაერთხელ გამოხატა
ჰიმლერმა, დიდი შეშფოთება იმის გამო, თუ რამდენად საჭიროა იმ დაქვემდებარებულთა

13
საღი აზრისა და მორალური სტანდარტების შენარჩუნება, რომლებიც ყოველდღიურად
იყვნენ ჩართულნი ასეთ არაადამიანურ აქტივობებში, და ამაყადაც აღნიშნა რომ მისი
რწმენით საღმა აზრმა და მორალმა შეურყევლად და უცვლელად გაუძლო ამ გამოცდას.თუ
კვლავ მოვიყვანთ ციტატას არენდტის შრომიდან „მისი ობიექტურობით SS-ი შორს აყენებს
და არ ასოცირებს თავს ისეთი „არარეალისტური შეშლილისგან“ როგორიცაა შტრაიხერის
მსგავსი ემოციური ტიპი“. SS-ის ლიდერები იმედს ამყარებდნენ ორგანიზაციულ რუტინაზე
და არა ინდივიდუალური გულმოდგინებაზე, დისციპლინაზე და არა იდელოგიურ
ერთგულებაზე. ამ სისხლიანი დავალებებისადმი ერთგულებას აწარმოებდა
ორგანიზაციისადმი ერთგულება.

„ცხოველური სიბრალულის გადალახვის გზები“ არ მოიძებნება და მოიპოვება სხვა


ინსტინქტების გამოვნელნაში, ამ უკანასკნელმა შესაძლოა თავი ჰპოვოს ყვლეა შესაძლო
დისფუნქციაში რაც უკავშირდება აქტის ორგანიზაციულ შესაძლებლობებს,
შურისმაძიებელთა და მკვლელ ინდივიდთა სიმრავლე არ ემთხვევა პატარა, მაგრამ
დისციპლინირებულ და კარგად შეთამაშებულ ბიუროკრატიული ჯგუფის შედეგიანობას.
ჰილბერგის სიტყვებით: „გერმანელი დამნაშავე არ იყო გერმანელის განსაკუთრებული
სახეობა...ჩვენ ვიცით რომ ადმინისტრაციული დაგეგმვის ბუნება, იურისდიქციული
სტრუქტურა და ბიუჯეტური სისტემა გამორიცხავდა პერსონალის სპეციალურ შერჩევასა და
წვრთნას. წესრიგის დამცველი პოლიციის ნებისმიერი წევრი შესაძლოა აღმოჩენილიყო
გეტოში ან მატარებელზე ყარაულად.ნებისმიერი იურისტი რეიხის დაცვის მთავარი
ოფისიდან შესაძლოა მიჩნეულიყო შესაფერისად მკვლელების მობილურ ქვედანაყოფში,
ყოველი ფინანსური ექსპერტი ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მთავარი ოფისიდან
შესაძლოა ძალიან მარტივად შერჩეულიყო მკვლელობის ბანაკში სამსახურისთვის. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ,ყველა აუცილებელი ოპერაცია ტარდებოდა იმ პერსონალით
რომელიც იმ მომენტისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდებოდა“.

აქედან გამომდინარე, გასარკვევია, როგორ იქცეოდნენ უბრალო გერმანელები


გერმანელ დამნაშაავეებად და ჩადიოდნენ ასეთ მასობრივ დანაშაულს. ჰერბერტ კელმანის
აზრით, მორალური აკრძალვები ძალადობრივი დანაშაულებებისადმი შესაძლოა მოხსნილი
იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სამი რაიმეს თანხვედრა, ცალ-ცალკე ან ერთად,
როდესაც ძალადობა ნებადართულია, ქმედებები რუტინიზებულია და ხდება დანაშაულის
მსხვერპლდა დეჰუმანიზება. მესამე საკითხი ცალკე უნდა იქნას განხილული, მაგრამ
პირველი ორი ძალიან ნაცნობია. ისინი დაწვრილებითაა გაწერილი მოდერნული
საზოგადოების ყველაზე წარმომადგენლობით ინსტიტუციების უნივერსალურ ნააზრევში.

პირველი პრინციპი, ეს არის ორგანიზაცული დისციპლინა, რაც გულისხმობს


სუბორდინაციას, რაც არის ქმედების გარკვეული სახით წარმოშობის და განვითარების
მასტიმულირებელი და ამხსნელი. როდესაც ორგანიზაციული ერთგულება იმდენადაა
გამჯდარი მოქმედ ინდივიდებში, რომ უფრო მაღლა დგას ვიდრე საკუთარი ნება და

14
ინტერესები.ვებერის აზრით, სამოქალაქო მოხელის მორალური დისციპლინა სწორედ
საკუთარი თავის უარყოფაშია უფრო მაღალი (ორგანიზაციული) იდეების სამსახურისათვის.

თუ მიდასის ხელის შეხება ყველაფერს ოქროდ აქცევდა, SS-ის ადმინისტრაცია


ყველაფერს რაც მის თვალსაწიერში ხვდებოდა, აქცევდა ბრძანებათა ჯაჭვის ერთერთ
რგოლად, ეს იყო სფერო მკაცრად დისციპლინარული წესებისა და ყოვლად დაცლილი
მორალური განსჯისაგან. გენოცოდი იყო ძალიან რთული პროცესი, ეს იყო ქმდებები
ჩადენილი გერმანელების მიერ და გერმანელებისადმი, რაშიც იგულისხმება ადამიანის
თვითობის დავიწყებამდე მიყვანა.ეს მკვლელობათა ჯაჭვი ძალიან განსხვავებული სისტემით
გმოირჩევა, ეს არის ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის ტიპი, რაც სრულიად
განსხვავებულია რიტუალური მკვლელობისაგან. ასევე წარმოუდგენელი ფაქტია
მსხვერპლთა თანამშრომლობა დამნაშავეებთან,მათი ჩართულობა SS-ის ბიუროკრატიაში,
რაც ამ დიდი დიზაინის ნაწილია, და თან გადამწყვეტი ნაწილი. ებრაელები ჩართულნი
იყვნენ ამ პროცესში არა მხოლოდ როგორც მსხვერპლი, არამედ მონაწილეობას იღებდნენ
მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, გერმანელები მიმართავდნენ მათ
რჩევისა და ინფორმაციისათვის, რამაც საბოლოოდ გამოიღო გამაოგნებელი შედეგი, საქმის
სრულყოფისათვის. გეტოებში ებრაელების ყოველი საქმიანობა ისე იყო დაგეგმილი, რომ
სარგებელი მოეტანა გერმანელთა მიზნების მიღწევისათვის.მათ ყოველ ეტაპზე ჰქონდათ
საშუალება გადაედგათ რაციონალური ნაბიჯი, რაც კარგად ერგებოდა და ჯდებოდა
ორგანიზაციულ დიზაინში. მათაც კი, ვისთვისაც გაზის კამერა და მისი შედეგი კარგად
ნაცნობი იყო, ჰქონდათ ბოლო არჩევანში რაციოანალური არჩევანის გაკეთების უფლება,
სიკვდილი რომელიც იქნებოდა სწრაფი და უმტკივნეულო ან დაუმორჩილებლობა, რასაც
მოყვებოდა მკაცრი სასჯელი. სისტემა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ გეტო, როგორც
სიკვდილის მანქანა, იყო მოწყობილი როგორც ფუნქციონირებადი მექანიზმი, რომლის
მუშაობის ყოველდღიურობაც ემსახურებოდა ბიუროკრატიულ მიზნებს.

მორალის გაუჩინარების სოციალური წარმოება

ჩვენ ვცადეთ მოგვეხდინა „სიბრალულის გადალახვის“ სოციალური მექანიზმის


რეკონსტრუქცია, თუ როგორ გარდაიქმებოდნენ მორალურად გამართული, ნორმალური
გრძნობების მქონე ადამიანები მკვლელებად და გააზრებულად ერთვებოდნენ მკვლელობის
პროცესში. ჰოლოკოსტის გამოცდილებას ზედაპირზე ამოაქვს სხვა სოციალური მექანიზმი,
რომლის მეშვეობითაც დიდი რაოდენობის ადამიანები ერთვებოდნენ გენოციდის
დანაშაულში ისე, რომ არც უწევდათ მორალური დილემის წინაშე დადგომა და სინდისის
ქენჯნა. მორალური ასპექტები იმდენად კარგადაა დამალული, რომ ზედაპირზე არც ამოდის,
არ ხდება განხილვის საგანი. ქმედების მორალური მხარე არის უჩინარი ან კარგად
დაფარული.

ჰაიდელბერგის ციტატა რომ მოვიშველიოთ, „უნდა გვახსოვდეს, რომ გენოციდის


მონაწილეები არ ესროდნენ იარაღს ებრაელ ბავშვებს და არ უშვებდნენ გაზს გაზის

15
კამერებში...უმეტესად ბიუროკრატები აკეთებდნენ ჩანაწერებს, ქმნიდნენ გეგმებს,
საუბრობდნენ ტელეფონზე, მონაწილებოდნენ კონფერენციებში. მათ შეეძლოთ ადამიანების
განადგურება, ისე რომ არ განძრეულიყვნენ სამუშაო მაგიდიდან.“ იცოდნენ მათ თავიანთი
თითქოსდა უწყინარი შრომის შედეგის შესახებ? ასეთი ცოდნა უმჯობესია გონებისთვის
შეუმჩნევლად დარჩეს. კაუზალური კავშირი მათ საქმიანობასა და მასობრივ მკვლელობებს
შორის თითქმის შეუმჩნეველი იყო. იმის გასაგებად თუ როგორაა შესაძლებელი ასეთი
მორალური სიბრმავის შენარჩუნება, პარალელი უნდა გავავლოთ ისეთ მოვლენებს შორის
როგორიცაა, საყოველთაო სიხარული სასაქონლო ფასების დაცემის გამო მაშინ როდესაც ამის
პარალელურად მსგავსი ენთუზიაზმით ხდება აფრიკელი ბავშვების შიმშილობის გლოვა.

რამოდენიმე წლის წინ ჯონ ლაჰსმა გამოკვეთა მოდერნული საზოგადოების ყველაზე


ძირეული მახასიათებელი, მოქმედების მედიაცია (ფენომენი როდესაც ადამიანიანის
მოქმედება ორიენტირებულია სხვაზე, შესრულებულია სხვის, შუამავალი პირის მიერ, რაც
დგება ჩემსა და ჩემს მოქმედებას შორის და ხელს მიშლის ის განვიცადო პირდაპირ). ძალიან
დიდი დისტანციაა მიზნებსა და პრაქტიკულ მიღწევებს შორის, წამიერი აქტებისა და
გაუთვალისწინებელი აქტორების სახით. „შუამავალი“ ფარავს ქმედების შედეგებს ატორის
მხედველობის არეალიდან.

შედეგად ვიღებთ უამრავ ქმედებას, რომლებსაც არავინ აანალიზებს როგორც


საკუთარს და არავინ მიიწერს. ვისთვისიაც ისინი იქნა ჩადენილი, ის არ აღიარებს მათ
როოგრც საკუთარს, რადგან მათ ცხოველმოქმედებას არ შესწრებია, რადგან ვისთვისაც ის
იქნა ჩადენილი მას ეს ქმედება მიეწერება მხოლოდ წარმოდგენაში. ამავდროულად ადამიანი,
რომელმაც ეს უშუალოდ ჩაიდინა, ყოველთვის განიხილავს ამ ქმედებას როგორს სხვისას, და
საკუთარ თავს მიიჩნევს როგორც უდანაშაულო ინსტრუმენტს, რომელიც ემორჩილებოდა
უცხო ძალას.

საუკეთესო ადამიანებიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ არ არიან


ჩართულნი და თანამონაწილეები, იმყოფებიან მორალურ ვაკუუმში: ბოროტების
აბსტრაქტული გაგება არის არც საყრდენი მამოძრავებელი და არც ადექვატური მოტივი...არ
უნდა გაგვაკვირვოს კეთილი ნების ადამიანების მიერ ჩადენილი გაუაზრებელი ბოროტების
სიდიდემ...

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ არასწორ ქმედებას და უსამართლობას როცა


მათ ვხედავთ. გასაოცარი ისაა, როგორ გაჩნდა ისინი, როდესაც ყოველი ჩვენგანის მოქმედება
იყო უვნებელი. რთულია იმის მიღება, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის არც ადამიანი, არც
ჯგუფი რომელმაც ეს გამოიწვია. უფრო რთული გასააზრებელია როგორ გახდა ჩვენი
ქმედებები უბედურების მიზეზი.

ფიზიკური და ფსიქიკური დისტანციის გაზრდით აქტსა და მის შედეგებს შორის


მიიღწევა არა მხოლოდ მორალის დათრგუნვა, ის საერთოდ აუქმებს აქტის მორალურ
მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე გამორიცხავს მორალურობის პიროვნულ
16
სტანდარტებსა და ქმედების ამორალური სოციალურ შედეგებს შორის წინააღმდეგობის
პრეცენდენტს.

მსგავსი ეფექტი მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მსხვერპლის მათთვისვე


ფსიქოლოგიურად გაუჩინარება.ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი თანამედროვე
ომისწარმოებაში ადამიანის როლის ესკალაციაში. როგორც ფილიპ კაპუტოს დაკვირვებით
ჩანს: „ეს არის დისტანციისა და ტექნოლოგიის საკითხი. ვერ შეცდები თუ ხალხს დახოცავ
დიდი დისტანციის დაშორებით და შესაბამისი იარაღით. როდესაც შორ დისტანციაზე კლავ
კავშირი მკვლელობასა და ისეთ უდანაშაულო აქტს შორის როგორც ჩახმახზე თითის
გამოკვრა და ღილაკზე თითის დაჭერაა თითქმის თეორიულ ცნებად რჩება. ეს ამარტივებს
იმის შესაძლებლობას, მორალურ დაშვებას, რომ იყო პილოტი რომელსაც თვითმფრინავით
მიაქვს ბომბი ჰიროშიმასა თუ დრეზდენისკენ. სწორედ იმის მიღწევა, რომ მსხვერპლი
შემსრულებლის გონებაში თითქმის გაუჩინარებულია, მარტივად გასაგებად ხდის
ჰოლოკოსტის ტექნოლოგიურ წინსვლებსა და წარმატებას. როდესაც ხდებოდა მსხვერპლის
დახვრეტა, შეძლებსდაგვარად იყო გაზრდილი დისტანცია იარაღსა და იმ ორმოს შორის
სადაც დახვრეტილი ადამიანები ცვივდებოდნენ, შეუძლებელი იყო მსროლელისთვის იმ
ორი ფაქტის დაკავშირება როგორიცაა სროლა და მოკვლა. შექმნილი იყო პირობები, სადაც
ოპტიკურად იყო დაშორებული მსხვერპლი და დამნაშავე, რაც აქრობდა დანაშაულის
შეგრძნებას. სწორედ ამ იდეამ წარმოშვა გაზის კამერის პრაქტკული გამოყენების აზრი,
როდესაც ოფიცერი, სანიტარული ოფიცერი, ისე ათავსებდა დეზინფექციისათვის საჭირო
ქიმიკატს შენობის სახურავზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე, რომ ხშირ შემთხვევაში
არც იცოდა შენობის შიდა ინტერიერი, არათუ რა ხდებოდა იქ.

ჰოლოკოსტის ტექნიკურ-ადმინისტრაციული წარმატება უზრუნველყო „მორალური


ძილის წამლის“ პრაქტიკულმა გამოყენებამ, რისი არსებობაც მხოლოდ მოდერნული
ბიუროკრატიისა და მოდერნული ტექნოლოგიების დროს იყო შესაძლებელი. სწორედ ასეთ
„წამალს“ წარმოადგენს ბუნევრივი უხილავობის და კაუზალური კავშირის დაკარგვით
მორალური დისტანციის შექმნა აქტორსა და მისი ქმედების შედეგებს შორის.

სამაყროს ნაცისტური ხედვით, თავდაპირველად უნდა მომხდარიყო


ებრაელებისათვის უფლების ჩამორთმევა ყოფილიყვნენ გერმანიის ნაწილი, რაც გადაიზარდა
ებრაელებისგან ჯერ გერმანიის, შემდეგ კი მთელი ევროპის გათავისუფლების იდეად, რისი
რეალიზებაც შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მათი დეჰუმანიზების მეშვეობით.

ცივილიზაციის პროცესის მორალური შედეგები

მიუხედავად, ცივილიზაციის პროცესის აღმწერი სოციოლოგიური იმიჯების


სიმრავლისა, ყველაზე საერთო გაგება, რომელიც თავის თავში მოიცავს ორ ძირითად
ასპექტს, როგორიცაა ირაციონალურის ჩახშობა ძირეულად ანტისოციალური
მამოძრავებლებით და სოციალური ცხოვრებიდან ძალადობის გაგების მოშლა, სოციალურ
ცხოვრებაში, უფრო ზუსტად კი ძალადობის კონტროლი მმართველების მიერ,
17
საზოგადოების გასაკონტროლებლად. რაც აერთიანებს ამ ორ ძირითად ასპექტს, ესაა
ცივილიზებული საზოგადოების ხედვა, რაც კონკრეტულად დასავლური
საზოგადოებისთვისაა მახასიათებელი.

ჰოლოკოსტის განხილვისას არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ მიდგომით აიხსნება


ევროპის ისტორიის არა ცალსახად ნეგატიური მოვლენები, არამედ მთელი ტენდენცია.
ცივილიზაციის ამ პროცესს აქვს დესტრუქციული ბუნება, რადგან ის ავტომატურად ახდენს
ყოველგვარი კრიტიკის მარგინალიზაციას, რომელიც ეხება მოდერნული სოციალური
მოწყობის ბინარულობას.

ჩემი აზრით, ძირითადი გაკვეთილი, რაც ჰოლოკოსტმა მოუტანა საზოგადოებას იყო


ის, რომ აუცილებელია კრიტიკაზე დაკვირვება, რათა მოხდეს ცივილიზაციის პროცესის
თეორიული მოდელის განვითარება და დახვეწა, რათა გამოსწორდეს ის ტენდენცია,
რომელიც ეხება სოციალური ქმედების ეთიკური მოტივაციების დელეგიტიმაციას.
ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა უნდა განვიხილოთ როგორც ლეგიტიმური შედეგი, რაც
მოყვა ცივილიზაციის პროცესს და მის მიღწევებს.

ცივილიზაციის პროცესის თეორიულ აღწერას, ყოველთვის მოყვება სოციოლოგიის


ძირეული ცვლილების აუცილებლობა. არსებული სტილი სოციოლოგიისა, მორგებულია
საზოგადოებაში პოპულარულ ტენდენციებს, ამ მეცნიერების დაარსებიდან აქვს
მიმბაძველური ურთიერთობა მისი კვლევის ობიექტთან, რისი მეშვეობითაც აყალიბებს
საკვლევი ობიექტის თეორიულ ჩარჩოებს.

ამ პრინციპების დაკვირვების შედეგად, სოციოლოგია განიხილება როგორც


თანამონაწილე მხოლოდ სამეცნიერო კულტურაში. მეცნიერების მორალურმა დუმილმა,
გამოკვეთა მისივე ნეგატიური ასპექტები, კერძოდ ოსვენციმის გვამების წარმოება და
განადგურება მიჩნეულია როგორც სამედიცინო პრობლემა, იმ მიზნით რომ სხვა
მეცნიერებებს გაუმარტივდეთ ამ საკითხის თავიდან მოშორების პრობლემა, რაც მეტყველებს
ცივილიზაციის პროცესში მეცნიერებათა არანაყოფიერებაზე.

18

You might also like