You are on page 1of 31

სხვისი შვილი

მთის უბიდან ამაომავალი მზის სხივები ოქროსფრად მოჰფენოდა მთის წვერებს,


ოქროსფერი ზოლი სწრაფად მიიწევდა წინ, თანდათან ეფინებოდა სინათლე მთებს,
გორაკებს, ბორცვებს, ბექობებს, ტყეებს, დაბინდულ გრემოს სხივები თანდათან ნათელს
ფენდა ცის მუქი ლურჯი სივრცე ფერს იწმენდდა, განთიადის ნაზ სხივებში ტყეში
გაშენებული სოფელი გამოჩნდა „მოლეთი“, დიახ, მოლეთი ჰქვია ამ ლამაზ სოფელს, აქ
დილა ყოველთვის ასე ლამაზად იწყება, ტყეში ფრინველების სასიამოვნო ჟღურტულს
უერთდება გამოღვიძებული მდინარის ჩუხჩუხი, თავმომწონე მამლაყინწების ყივილი,
ქათმების კაკანი, ძაღლების ყეფა და სოფელში გამავალი დილის მატარებლის ჩუქ-ჩუქი,

რკინიგზის ლიანდაგიდან ოციოდე ნაბიჯის სიშორეზე საერთო ბინა იდგა, ბინის


პირველი სართულიდან სინათლე გამოდიოდა მზეს თავისი პირველი სხივი იქით
მიემართა, თითქოს გრძნობდა, რომ იქ ახალი სიცოცხლე იწყებოდა.

საწოლზე იწვა ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეშვიდე შვილს ელოდებოდა და


რომლისთვისაც უცხო არ იყო, მშობიარობის გადატანა, მაგარამ მაინც ბორგავდა,
გახშირებულად სუნთქავდა, ექიმს შველას სთხოვდა, იქნებ მისი წუხილის მიზეზი
მარტო მუცლის ტკივილი ან მშობიარობის შიში არ იყო, იქნებ მას სხვა დარდი, სხვა
ვარამიც აწუხებდა, ამას შემდგომში მივუბრუნდებით ახლა კი მგონი დადგა დრო ცოტა
რამ თქვენც გაიმბოთ მშობიარე ქალსა და მისი ოჯახის შესახებ.

არველაძეების ეს ოჯახი დიდად არ განსხვავდებოდა მოლეთში მცხოვრები სხვა


ოჯახებისგან, მამაკაცები საქონელს უვლიდნენ, ბალახს თიბავდნენ, ქალები თესავდნენ,
კაცებს ეხმარებოდნენ მოსავლის აღება-დაბინავებაში, სოფლის ოჯახში ათასგვარი საქმე
იჩენს თავს, ფქვილის გაცრა, მოზელა, პურის თუ მჭადის ცხობა, ძროხის წველა, კარაქის
დღვება, წყლის მოტანა, ღუმელის დანთება, სარეცხი, სადილი, ჩამოთვლაც კი
დამღლელია, ამიტომაა სოფლის დიასახლისები უთენია დგებიან და გვიან ღამეს
იძინებენ, არველაძეების რძალი ნამეტანი ნაყოფიერი გამოდგა,მან ოჯახს სამი ვაჟი და
სამი ქალი შესძინა, აი, ახლაც მეშვიდე ბავშვს ელოდება, მისი ფეხმძიმობაში და
შვილების ჩენაში ძალაუნებურად მთელი საქმე დედამთილს აწვებოდა თავზე საოჯახო
საქმეს ბავშვების მოვლა_პატრონობაც დაემატა, ხუმრობა ხომ არ იყო 6 შვილის გაზრდა?
მათი შემოსვა, გარეცხვა,დაკემსვა, პირველ შვილიშვილს ბებია სიამოვნებით ურწევდა
აკვანს, უმღერდა და თან წინდებს უქსოვდა,მაგრამ ამდენი ბავშვები უკვე თავგზას
ურევდნენ და აბეზრებდნენ მოხუცს,ამიტომ იყო მეშვიდე ბავშვის დაბადება, ასე რომ
აღიზიანებდა და ნერვებს უშლიდა,მან რძალს თანდათანობით შეაპარა ბავშვი რომ
დაიბადებოდა გაეშვილებინათ, რძალს სოფიკოს დედამთილის რჩევა ლახვარივით
მოხვდა გულზე:“როგორ გავაჩინო და მერე სხვას მივცე?“-უპასუხა გაკვირვებულმა
_რა მოხდა შვილო ექვსი შვილი გვყვავს,რათ გინდა მეშვიდე აიტორღიალო? რაც გვყვავს
ამათ მივხედოთ კარგად“-დაუყვავა დედამთილმა.

_ძალიან გთხოვ მეორედ ნუღარ მეტყვი მაგას- მკაცრად მიუგო სოფიკომ.

მაგარამ მართა ყოველდღე უმეორებდა, ხან ეფერებოდა, ხან ტუქსავდა, ზოგჯერ


ლამძღავდა კიდეც, მართა 50 წელს მიღწეული დაბალი, ჯმუხი დედაკაცი გახლდათ,
მუდმივად თავზე წაკრული ხილაბანდით დაიარებოდა თავის კარმიდამოში,
ფუსფუსებდა, შრომობდა, მარა დროს მაინც გამონახავდა, რომ შვილთან ყოველდღე
გადასულიყო, რომელიც არც თუ ისე შორს ცხოვრობდა თავის სახლიდან, შვილს
დარიგებებს მისცემდა, შვილიშვილებს დახედავდა, ზოგს მიეფერებოდა, ზოგს
დატუქსავდა, რძალს მითითებებს მისცემდა თუ დრო ჩაუვარდებოდა შვილის
გაშვილებაზეც ჩამოუგდებდა სიტყვას, ბოლოს კამათით დაამთავრებდა თავის ვიზიტს
და გაეშურებოდა სახლისკენ.

მოლეთი, ორჯონიკიძის რაიონის სოფელია, ის მდებარეობს მდინარე ძირულას


მარცხენა შენაკადთან, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. 1932 წლამდე რაიონს
ხარაგული ერქვა, იმერეთის ამ პატარა კუთხეს თავისი ისტორიული წარსული აქვს,
რამდენჯერ დაიპყრეს და მიითვისეს ოსმალებმა ჩვენი ნატანჯი საქართველოს ეს კუთხე,
ქართველ ხალხს არასოდეს შეუწყვეტია იმერეთის განთავისუფლებისთვის
ბრძოლა,მაგრამ მხოლოდ 1828_29 წლებში მომხდარი ბრძოლის შედეგად იქნა
განთავისუფლებული ოსმალთა ბატონობისგან, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის
შედეგად მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა,მაჰმადიან
ქართველთა უდიდესი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა,მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ
ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვა ეროვნების ხალხი.

გარეშე და შინაურ მტრებისგან აოხრებული და გაპარტახებული იყო იმერეთის


სოფლები, ამას ზედ ერთოდა ეკონომიური გაჭირვება, როგორც ისტორიული წყაროები
იუწყებიან მარტო ერთი წლის განმავლობაში 32.750 კაცი იმსხვერპლა შიმშილმა და
ეპიდემიამ, თურმე:“იმერეთში მძვინვარე უძლიერესი შავი ჭირი და შიმშილი იმდენად
საშინელი იყო, რომ მამები თავიაანთ შვილებს სამუდამოდ მონობაში ჰყიდნენ
ლუკმაპურისთვის, სასოწარკვეთილი დედები კი შიმშილისგან გალეულ ბავშვებს ტყეში
და შარაგზაზე ტოვებდნენ“..

ასეთი წარსული ჰქონდა რაიონს წინათ, მარა იმ პერიოდში, როცა ჩვენი მოთხრობის
გმირები ცხოვრობდნენ, კაპიტალიზმი აღმავლობის პიკზე იყო, იმერეთის სოფლები
თანდათან განვითარების ფერხულში ჩაებნენ.

საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები აშენდა და ამოქმედდა, გაფართოვდა


კულტსაგანმათლებლო დაწესებულებათა ქსელი, გაიხსნა სკოლები, სასწავლებლები და
ტექნიკუმი, შეიცვალა რაიონის გარეგნული სახე, აშენდა თეატრი, კინოთეატრი,
მუზეუმი სავადმყოფო.

მიუხედავად იმისა რომ რაიონი აღმავლობის გზაზე იყო, არსებობდა ისეთი სოფლები,
სადაც გაჭირვება ჯერ კიდევ სუფევდა, ასეთ სოფელს მიეკუთვნებოდა სოფელი
მოლეთი, რომელიც რაიონიდან 15 კმ დაშორებით, ტყეში იყო ჩაშენებული, აშენდა
საშუალო სკოლა, საბავშო ბაღი, კულტურის სახლი კავშირგაბმულობის განყოფილებები,
სოფელში მისდევდნენ მევენახეობას, მესიმინდეობას,მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა
გაჭირვებით ცხოვრობდა.

უჭირდათ არველაძეეების ოჯახს, უშანგის, სოფიკოს მეუღლეს უხაროდა ბევრი შვილი,


შრომობდა, წელზე ფეხს იდაგავდა, რომ შვილები არ ეშიმშილებინა, იქეთ მეურნეობაში
მუშაობდა , აქეთ სახლისთვის მოყვადა მოსავალი, სიმინდის თოხნა, ვენახის მოვლა,
თიბვა, ერთმანეთს ენაცვლებოდა საქმიანობა, მაგრამ სახლში მოსულს ჟრიამულით, რომ
შემოეხვეოდნენ პატარები გარს სულ ავიწყდებოდა დაღლა და ყოველგვარი გაჭირვება.

სოფიკოს ძალიან უჭირდა ექვსი შვილის გაზრდა, მათი შემოსვა, ჭმევა, მათ
მომავალზე ფიქრი, ანერვიულებდა მეშვიდე შვილი არაფრით არ უნდოდა
გააეჩინა,მაგრამ "შეეპარა" ვერ გაიგო, როგორ დაურსულდა, როცა გაიგო 5 თვის ფეხმძიმე
იყო და ბავშვის მოცილებისთვის ყოველგვარი წამლობა ზედმეტი იყო.

"რაკი ღმერთმა ინდომა, დე ასე იყოს სადაც ექვსი ეს მეშვიდეც გაიზრდება_ფიქრობდა


იგი,

დედამთილის ჩაჟინებული საუბარი ბავშის გაშვილების თაობაზე ნერვებს უშლიდა


მას, მაგრამ, როგორც ნათქვამია _"შეძახილმა ხე გაახმო"_ო, მასაცა ასე დაემართა, ის
თანდათან უფიქრდებოდა დედამთილის რჩევას, რომელიც ეუბნებოდა:-" მე ბავშვის
მოკვლას და გადაგდებას კი არ გირჩევ, არამედ მეც და შენც ვალდებულები ვართ მის
მომავლზე ვიზრუნოთ, მივცეთ ვინმე შეძლებულ ოჯახს, სადაც ბავშვს არაფერი
მოაკლდება, შეიყვარებენ და კარგად აღზრდიან, არამარტო მას სხვა შვილებსაც
დახმარებას გაუწვე ლუკმა_ლუკმას მიემატება და სხვა შვილებიც დაპურდებიან"
სოფიკოს აზრი შეეცვალა ძველებურად აღარ ბრაზობდა დედამთილზე, მაგრამ
ბოლომდე ვერ გარკვეულიყო თუ როგორ ემოქმედა, ამასობაში დღე-დღეს მისდევდა და
მშობიარობის დრომაც კარზე მიკაკუნა,

******************

ოთახიდან ბავშვის ტირილი მოისმა .

_ბიჭია, ბიჭია_დაიძახა ბებია ქალმა, შემდეგ კი განაგრძო:_ბიჭია და რა ბიჭი, რა ლამაზი,


რა კარგი, ის ალერსით ამშარალებდა ჩვილს და უმოწმებდა სხეულის თვითეულ ნაწილს.
სოფიკომ თავი წამოსწია სურდა დაენახა, თავისი პირმშო, ცრემლები ჩამოუგორდა
თვალიდან, როცა თავის პატარას მოჰკრა თვალი.

დედობა გრძნობათა განასაკუთრებული სამყაროა, შვილის სუნიც კი დედისთვის


ძვირფასი და მნიშვნელოვანია,მაგრამ ყველა დედისთვის? რატომ ხდება, რომ ამდენ
ახალ ადამიანს დაბადებიდან ანდაც ჩანასახიდან ართმევენ სიცოცხლეს? სამწუხაროდ არ
არსებობს ისეთი დედა, რომელსაც ერთხელ მაინც არ მოეშორებინოს თავისი პირმშო,
თავისი მომავალი, ბევრი მიზეზად გაჭირვებას ასახელებს,აბა სხვა თვალით შეხედონ
თავის დანაშაულს, კლავენ საკუთარ შვილს, ექიმიდან მიბრუნებულები კი ეფერებიან
სხვა შვილებს, ნუთუ ისინი არიან დედობის ღირსები? ნუთუ მათი სხვა შვილების
სიყვარული სარწმუნოა? არ ვიცი შასაძლოა, მართლაც მკაცრად ვსჯი დედებს, მაგრამ
შვილის მოცილება, ეს ხომ მომაკვდინებელი ცოდვაა, ამ გადაწყვეტილებით გვარი, ერი
კარგავს არა მარტო მომავლის იმედს, არამედ მისი წარსულიც უკვალოდ იკარგება,
რისთვის გაიღეს ჩვენმა წინაპრებმა დიდი მსხვერპლი, რისთვის დაიტანჯნენ და ეწამნენ
ადამიანის სიცოცხლის სუსტი ნაპერწკლის,მისი არსებობის წვრილი ძაფის
შესანარჩუნებლად, თუკი შთამომავლის ხელს შეუძლია ასე ადვილად ჩაახშოს იგი.

ნუთუ ექიმთან მისული დედები არ ფიქრობენ, რა მოხდება კაცობრიობამ, რომ ხელი


აიღოს შთამომავლის გაგრძელებაზე?

არა ასეთ დედებს, ისევ ისე დედები სჯობს ვინც აჩენს, მაგრამ, გაჭირვების მიზეზით
აშვილებს, მართალია არც ასეთი კატეგორიის დედებს არ აქვთ გამართლება,მაგრამ
შვილის მკვლელები, მაინც არა არიან, აჩენენ სიცოცხლეს აძლევენ და იციან, რომ სადღაც
ცოცხალია, იზრდება და ცხოვრების ფერხულში ებმევა.

მოდით ახლა ისევ ჩვენს მშობიარეს მივუბრუნდეთ, გავიგოთ ის რას იზავს, რას
იმოქმედებს, მშობიარობამ კარგად ჩაიარა, ბავშვი აკვანში ჩააწვინეს, ტკივილებისგან
მისუსტებულმა სოფიკომ კი ჩაიძინა, მართა მონაწილეობას იღებდა რძლის
მოლოგინებაში, ეხმარებოდა ბებია ქალს, თავზე დასტრიალებდა სოფიკოს და ტვინს
უბურღავდა თავისი აჟინებული აზრით "გაეშვილებინათ ბავშვი", მას რაიონში უკვე
ყავდა აჩენილი ოჯახი, სადაც შვილი არ ყავდათ და ეძებდნენ ახადაბადებულს რათა
ეშვილებინათ.

მართა პირველად სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაშინ, როცა მისმა ვაჟმა შეირთო


ცოლი, მის ბედნიერების,მისი კეთილდღეობის მიმტაცებელი დედობრივი ეჭვიანობა
უღნიდა გულს, მორჩა შვილი წამართვა,მას აღარ ვუყვარვარ, არ ვჭირდები ფიქრობდა
იგი.

ვაჟი, რომელიც ატყობდა სიტუაციის გართულებას მოსალოდნელი ოჯახური


განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით ცალკე გამოეყო მშობლებს, თუმცა არც
მათგან შორს ცხოვრება შეეძლო,ამიტომ მან თავისი ახლად შექმნილ ოჯახსა და
მშობლებს შორის დამოკიდებულობის ოპტიმალური ვარიანტი გამოიყენა, დასახლდა
მშობლების ახლოს, ამრიგად ისინი ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით,მაგრამ არა
ერთად.

მართა შვილის ასეთმა საქციელმა უფრო მეტად გააღიზიანა, ვაჟს ღალატად ჩაუთვალა
მისი საქციელი, თავისი მეტოქე უფრო მეტად შეიძულა, შემდურდა შვილს და
რძალს,მათ ორი წლის მანძილზე ერთმანეთის სახლში ფეხი არ დაუდგამთ, შემდეგ
დაიღალა,მობეზრდა,მიხვდა ბუტიაობით უფრო შორდებოდა შვილს და შერიგდა,
თუმცა მათ შერიგებაში დიდი როლი ითამაშა მამათილმა, ის უფრო
კეთილგანწყობილი იყო ვაჟის ცოლის მიმართ,ამავე დროს, თავისი მეუღლეზედაც
დიდი გავლენა ჰქონდა,მას შეეძლო დაძაბული ვითარებაში,შემრიგებლის როლი
შეესრულებინა, რომელიმე მხარის უტაქტო უხეშობა გაექარწყლებინა, მოსწრებული
ხუმრობით და გაეფანტა მოსალოდნელი ავდრის ღრუბლები

შემდეგ... შემდეგ გაჩნდნენ ბავშვები, შვილიშვილებმა შესძლეს ბებიას ფანტაზიის


განელება,მაგრამ არა ჩაქრობა

ხალხი ამბობს:"შვილიშვილი შვილზე უფრო საყვარელიაო, შეიძლება შვილზე მეტად


კი არ უყვართ,მაგრამ ნამდვილად სხვანაირად კი უყვართ, უფრო გააზრებულად, უფრო
უანგაროდ და მეტი გულისხმიერებით, მოხუცებულობაში ადამიანს აქვს საკმაო დრო და
სურვილი დაუკვირდეს პატარა არსებას, მოუსმინოს მის ტიტინს, აღმოაჩინოს მასში
ბევრი რამ, ისეთი რაც თავის დროზე ყოველდღიური ცხოვრების ორომტრილაში
მხედველობიდან გამოეპარა, სამუშაოთი დაკავებულმა ვერ შენიშნა თავის შვილებში,
უფროსის დაინტერესებაზე აიგება სწორედ საპასუხო ინტერესი,ნდობა, გულწრფელობა
ბავშვის, რომელიც კარგად გრძნობს ვისთვისაა მნიშვნელოვანი მისი საფიქრალი,მისი
განცდები და ვისთვის არა.

მართას უყვარდა თავისი შვილიშვილები უყვარდა თუმცა თავისებურად, თავისი


შვილის სიყვარული, რომელიც რძალმა წაართვა ცდილობდა შვილიშვილებისგან
აენაზღაურებინა, როცა მშობლები ეჩხუბებოდნენ პატარებს,მართა ყოველთვის მზად იყო
დაეცვა და ენუგეშებინა პატარები, იმ იმედით,რომ ბებიას სიყვარული უფრო მეტი
ჰქონოდათ ვიდრე დედის, ცდილობდა გამოენახა დრო, რომ მათთვის ზღაპრები და
თქმულებები მოეყოლა, უქსოვდა, უკერავდა და თავს ევლებოდა პატარებს, დრო
გადიოდა შვილიშვილები მომრავლდნენ,მართა გრძნობდა, რომ ბევრმა შვილიშვილმა
საკუთარ შვილთან მთლიანად დააშორა, დედ_მამას და შვილს შორის ურთიერთობა,
პატივისცემის გამომხატველ რიტუალურ სიტყვებსა და ჟესტებზე დავიდა, აქ ისევ
დედობრივმა ეგოიზმა იჩინა თავი, შვილს ჩემთვის დრო არ რჩება, აღარ
ვაინტერესებ,მხოლოდ ცოლი და შვილები...განა მე არ მოვავლინე ამ ქვეყანაზე? რათ
დამივიწყა?" ამას მხოლოდ გულში ფიქრობდა, მეზობლებში და ნათესავებში კი
გულისტკივილით იძახდა:_"ეს ძაღლის დაგდებული ჰყრის ამდენ ლეკვებს, იმას კი არ
კითხულობს რითი უნდა არჩინოს საწყალი ჩემი ბიჭი მომიკლეს ამდენი ჯაფით,
სადამდე შეძლებს ამდენ მუშაობას? თავის თავი აღარ ახსოვს, აღარ უვლის თავს
მოუკვდეს დედა. ექვსი მეტოქე შვილიშვილი ვერ მოენელებინა ბებიას, რომ ასპარეზზე
მეშვიდე გამოჩნდა,მან ბავშვის ჩასახვის გაგების დღიდან დაისახა მიზნად გაეშვილებინა
ბავშვი, ვერ დავწამებ მოხუცს ბრალს, შესაძლოა მარტო ეგოიზმის ან შვილის
საქმიანობის შემსუბუქების მიზნით არ ჩაუდენია ეს, მას ეცოდებოდა სხვა
შვილიშვილები, რომლებსაც ბევრი რამ აკლდათ, შესაძლოა ეცოდებოდა მომავალი
შვილიშვილიც, რომელიც ისეთივე გაჭირვებაში უნდა გაზრდილიყო, როგორც მის წინ
დაბადებული და-ძმა, არ ვიცი, როგორ ავხსნა მაშინ რას ფიქრობდა მართა, რა იყო მისი
მიზანი.

**************************************

გამოღვიძებულმა სოფიკომ შვილი მოიკითხა, ბებია ქალმა ჩვილი აკვნიდან ამოიყვანა


და დედას მიუყვანა ძუძუს მოსაწოვად, პაწია მთელი სხეულით მიეკვრა მკერდს და
ხარბად სწოვდა, თითქოს გრძნობდა გამჩენ დედას მალე დაშორდებოდა და ეშურებოდა
რაც შეიძლება მეტი ხსნარი მიეღო. სოფიკო თვალცრემლიანი უყურებდა პაწია არსებას,
რომლის დაბადება არავის ახარებდა, მოგვიანებით ხელში აიყვანა, ლოყა ნაზად შეახო
მის ქორფა წითელ ლოყებს,მართა მივიდა მასთან დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა,
ჯიგარს ნუ დააყრი. თორემ მერე გაგიჭირდება

სოფიკომ წყრომით შეხედა დედამთილს_შენ ისევ არ იშლი შენსას?_საყვედურით უთხრა


მან დედამთილს;

_რას ჰქვია არ ვიშლი? ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ შენ რა გინდა შიმშილით მოგიკვდეს?
ხარაგაულში, რაიონის თავჯდმარეს შვილი არ ჰყავს, ეძებს თურმე ახალშობილს
დაველაპარაკები, იქნებ ჩვენი ბიჭი აიყვანოს... თუ ასე მოხდება ტუზი დაგვეცემა, ეს
ერთი ბავშვი მაინც გაიზრდება უზრუნველად, შენ გეცოდინება, რომ მას არაფერი
აკლია,ამაზე კარგი რა იქნება? თუ შენ ის გირჩევია, რომ შიმშილით ხელში ჩაგაკვდეს?

სოფიკოს არაფრის მოსმენა არ უნდოდა, ბავშვი ბებია ქალს მიაწოდა და იმ მიზნით, რომ
დედამთილისთვის საუბარი შეეწყვეტინებინა სხვა შვილები მოიკითხა, მართამ უთხრა,
რომ ყველა თავის სახლში პაპასთან გადაეყვანა.

_ბავშვებმა არ უნდა გაიგონ ამ ბავშვის არსებობა, რა საჭიროა? მიუბრუნდა ძველ


საუბარს დედამთილი,
_ რას ამბობ დედაკაცო სხვას ვაჩუქო, როგორც ნივთი და არასოდეს ვნახო_ეპასუხებოდა
გულმოსული სოფიკო.

_ნახვას ვინ გიშლის შე ქალო,მაგაზეც ვიზრუნე მოველაპარაკე და შევთანხმდით, რომ


კვირაში ერთხელ გვაჩვენებს.

_აბა კი არაფერს დამაკლებს

_არა,შენ ნუ მომიკვდები, ასე თქვა, მართალია დიდად თვითონაც არ სჯეროდა


დანაპირები, მაგრამ ფიქრობდა ცოტა ხანს კვირაში ერთხელ გვაჩვენებენ, შემდეგ თვეში
ერთხელ,მერე კი რახამ თვალი თვალს მოშორდება გულიც გაცივდება და სანერვიულოც
არაფერი იქნება,

_ დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე, მე კი ბავშვებთან გადავალ_უთხრა მართამ


რძალს და გავიდა ოთახიდან.

საღამოს მზე მუქ ფარდას აფარებდა ოთახს, თანდათან ბნელში ეხვეოდა ავეჯი,
ჩაბნელებული და ბურუსით მოცული იყო სოფიკოს გონება,მას დედამთილის სიტყვები
ჩაესმოდა ყურში,

"შენ რა გინდა შიმშილით მოგიკვდეს?"...არა ეს არ უნდა, ამას არ დაუშვებს, სჯობს


გააშვილოს ვიდრე შიმშილით ხელში ჩაუკვდეს, თუმცა რა მოხდება თუკი კვირაში
ერთხელ აჩვენებენ? არა და არა, სხვას ვერ მივცემ შვილს, გავზრდი როგორმე,მარა თუ
ვერ შევძელი..." ასე ორ წყალს შუა იყო და ვერ გადაეწყვიტა რა მოემოქმედა
გულდათუთქულ დედას.

ფიქრებში და ნერვიულობაში გაიარა ოთხმა დღემ, სოფიკოს, როცა პატარას ძუძუს


აწოვებდა, ბავშვის გაშვილებაზე საუბრის ჩამოგდებასაც ვერავინ გაუბედავდა, თუმცა
ცდილობდა არ შეყვარებოდა, მარა დედა_შვილობა თავისას მოითხოვდა, უშანგის
დედამისის ახირება არ მოსწონდა, “დიდი და_ძმის გამონაცვალ ტანსაცმილით
გავზრდით როგორმე, სადაც ექვსი მეშვიდეც გაიზრდება"_ფიქრობდა იგი, მეოთხე ბიჭი
გაჩნდა ოჯახში, მეოთხე ვაჟკაცი, გვარის გამგრძელებელი, როგორ შეეძლო მისი
გასხვისების აზრი მეიღო მამას, მაგრამ აბა მას ვინღა დაეკითხა?!

ბავშვის დაბადებიდან მეოთხე დღეს არველაძეების ოჯახს ესტუმრა ხარაგაულის


თავჯდომარე, ის იყო მაღალი, ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცი,
თაფლისფერად მოელვარე თვაელებით და ხშირი გრძელი წამწამებით, იმ დროის
შესაბამისად საკმაოდ ელეგანტურად ჩაცმული, ორმოცი წლის მამაკაცს არაფერი აკლდა
ცხოვრებაში,
თითქმის არაფერი, ეკონომიურად უზრუნველყოფილ ოჯახში გაზრდილმა ბავშვობიდან
დაიწყო სწავლა-განათლების მიღება, მშობლების მონდომებით და შვილის შრომით,
განათლებული კაცი დადგა ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში აირჩიეს თავჯდმოარედ,
თავისი თანამდებობის შესაფერისად, იყო, ფინანსურად უზრუნველყოფილი, ყავდა
ერთგული და მოსიყვარეულე ცოლი, მაგრამ აკლდა ყველაზე მთავარი...არ ყავდა შვილი,
არ ყავდა მემკვიდრე, ამის გამო ძალიან გულგატეხილი იყო გიგა, ცოლ-ქმარმა
მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს ეშვილებინათ ბავშვი,მათთან მივიდა არველაძეების
დედაკაცი და შესთავაზა თავისი შვილიშვილი, გიგას ჭკვაში დაუჯდა მათი ბავშვის
შვილობა და მოგვიანებით პაწიას დაბადებიდან ოთხი დღის შემდეგ მის სანახავად
წავიდა.

სოფიკომ,. როცა გაიგო მამაკაცის ვინაობა შვილი გულში ჩაიხუტა და იყვირა:_არა, არა
ვერ მოგცემთ ჩემს შვილს!

_დაწყნარდით ქალბატონო წართმევას არავინ გიპირებთ, უბრალოდ დაფიქრდით...


თქვენ იმდენი შვილები გყავთ, ჩემთან კარგ პირობებს შევუქმნი ბავშვისთვისაც ასე
აჯობებს_ნაწყვეტ-ნაწყვეტ იძახდა თავჯდომარე.

_არა, ჩემი შვილი ჩემთან დარჩება, სადაც სხვები ესეც გაიზრდება _იძახდა
განერვიულებული სოფიკო.

უეცრად ოთახის კარი გაიღო და ოთახში შევიდა პატარა ზურიკო, ფეხშიშველი


ტერფებით და უფროსი ძმის გამონაცვალი გრძელი დაკემსილი მაიკით, რომელიც
შიშველ წვივებს უფარავდა, მან უცხო მამაკაცს გვერდი აუარა და დედას მიეჭრა;

_დედა პული ბაბა მიდ_უთხრა ენის ჩლიფინით

_ბებოსთან გადი ის გაჭმევს შვილო._უპასუხა დედამ სევდიანად.

_დედა მე ფია მიდა_ტიკტიკებდა პატარა;

ოთახში მართა შევიდა, პატარას მიეფერა და სოფიკოს უთხრა:_პური არ გიდევთ,


სახლში არც მე მაქვს, ფქვილიც გამითავდა, თქვენ ტომარაშიც ორი მუჭა თუ ეყრება...

_დედა კაკა ბიდა მე_განაგრძობდა ზურიკო თავის სურვილების გამოხატვას,

სოფიკო უსუსური იყო, მას ისიც არ შეეძლო შვილისთვის მხოლოდ "ბაბა" ეჭმივნა,
ფიაზე და მით უმეტეს "კაკაზე", ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, როცა შეხედა ზურიკოს
უცებ მიხვდა, რამდენი რამ აკლდათ მის შვილებს, შეხედა თავჯდომარეს და
გაიფიქრა:_"მიცვემ პატარას, დე ამ კაცმა და მისმა ცოლმა გაზარდონ, უზრუნველად თუ
არა ჩვენს პირობებზე უკეთესად მაინც გაიზრდება ეს ერთი შვილი მაინც მყავდეს
ბედნიერი, განათლებული კაცია, ბავშვსაც ასწავლის, ჩვენს ხელში კი რა უნდა ნახოს...

ცოტა ხანს იყო სოფიკო ჩაფიქრებული მისი გული და გონება ერთმანეთს ებრძოდა,
ბოლოს გადაწყვიტა ,ასწია თავი, შეხედა თავჯდომარეს და უთხრა: -მე თანახმა ვარ
წაიყვანეთ ჩემი პატარა, წაიყვანეთ,მხოლოდ ერთი პირობით, შემპირდით, რომ ხშირად
მაჩვენებთ, მე არ გავუმხელ ჩემს ვინაობას, მხოლოდ ხშირად უნდა ვნახო ჩემი შვილი
გთხოვთ პირობა მომეცით, რომ მაჩვენებთ ჩემს შვილს;

_გიგა ცოტა ხანს ჩაფიქრებული იდგა, შემდეგ აკვანში მწოლარე პატარას შეხედა და
სოფიკოს უთხრა:_გაჩვენებთ აბა საკუთარ პირმშოს როგორ დაგიმალავთ.

ცისფერ ზეწარში გახვეული პატარას კიდევ ერთხელ სამუდამოდ ეამბორა სოფიკო და


ხელის კანკალით გადასცა თავჯდომარეს.

გიგამ არა ნაკლებ მთთრთოლვალე ხელებით ჩამოართვა ბავშვი დახედა, ისე მოეწონა
ჩვილი, რომ ერთი სული ჰქონდა გულში ჩაეკრა,მაგრამ ერიდებოდა, ერიდებოდა ბავშვის
ნამდვილი დედის, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირდა შვილთან განშორება, აქაც ისევ
დედამთილმა იმარჯვა, ახლადდაბადებული ჩვილის ნაცვალად ხელში პატარა ზურიკო
გადასცა, ზურიკო თავისი ტიტინით საფიქრალის დროს არ აძლევდა დედას, მართამ კი
თავჯდომარე ნაშვილებ ბავშვთან ერთად ჭიშკრისკენ გააცილა.

*****************

მოლეთიდან 15კმ დაშორებით, ხარაგაულის რაიონის ცენტრში ცხოვრობდა


თავჯდომარე, მას ჰქონდა ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი, გვერდით
მიშენებული მარნებით, სათავსოებით, გრძელი თხილნარის ხეივნით და დიდი
კარ_მიდამოთი.

გიგას ეზოში მიეგებნენ ახლობლები ყველა ინტერესით უცქერდა პატარას, გიგას


მეუღლემ ათთრთოლებული ხელებით ჩამოართვა ბავშვი და დახედა, პაწიამ გაუღიმა
მომავალ დედიკოს, ნანის გული შეუტოკდა თვალზე სიხარულის ცრემლი აუკიაფდა,
იგრძნო რომ იმ წუთიდან აზრი მიეცა მის ცხოვრებას ბავშვი გულში ჩაიხუტა და
მადლიერი თვალით გადახედა მეუღლეს, მათი სიხარული გაიზიარეს ახლობლებმა,
მეზობლებამ. ერთი კვირის განმავლობაში მოდიოდნენ ულოცავდნენ შვილის შეძენას.
გიგა წვეულებებს მართავდა მთელი ქალაქის გასაგონად იძახდა:"როგორც, იყო ღმერთმა
ისმინა ჩემი ლოცვა ბიჭი შემეძინა, ბიჭი"მოდით დამილოცეთ ... ახალმა მშობლებმა ვაჟს
გია დაარქვეს.

რამდენიმე წილის შემდეგ


დრო გადიოდა, წელი წელს მისდევდა, თავაჯდომარე და თავისი მეუღლე
ძველებურად შრომობდნენ, ზრდიდნენ ნაშვილებ ვაჟს და ზრუნავდნენ მისი
მომავლისთვის, გიას არაფერი აკლდა მზრუნველი მშობლებისგან, ეკონომიურად
ძლიერი მშობლები ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ მისთვის და რაც მთავრია დიდ
სითბოს და სიყვარულს გრძნობდა მშობლებისგან, რა თქმა უნდა თვითონაც
სიყვარულით პასუხობდა, დედა ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ნებიერად ზრდიდა,
სათუთად უვლიდა და უფრთხილდებოდა, მამა ცოლის საპირისპიროდ ცდილობდა
ჩამოეყალიბებინა მასი მამაკაცური ღირსებები, ბავშობიდან აჩვევდა შრომას, სოფლის
თითქმის ყველა სახის სამუშაოს ვაჟთან ერთად აკეთებდა, პატარაობიდან აჩვევდა
მამაკაცურ საოჯახო საქმაინობას, თუ შეშას ჩეხდა შვილს მოიყენებდა გვერდით პატარა
ცულით და ტოტებს აჩეხინებდა, ლურსმანს აჭედებდა, თუ აშალაშინებდა ყველაფერში
მონაწილეობას აღებინებდა შვილს, ეხმარებოდა გიას ახლო და შორეული მიზნების
დანახვაში ასწავლიდა განზრახულის მიღწევას, დაკისრებული საქმისადმი
პასუხისმგებლობას და მოვალეობის გრძნობას.ბავშობიდან ასეთმა მიდგომამ მათ შორის
მეგობრობა ჩამოაყალიბა,მათ ყოველთვის გულწრფელი და გულახდილი საუბრები
ჰქონდათ ერთმანეთთან, სიჭაბუკის ზღვარზე მამისადმი ნდობით აღსავსე გია მამას
უზიარებდა თავის გრძნობებს გოგონასადმი,მამა ასწავლიდა თუ როგორ უნდა დაეჭირა
თავი გოგონებთან, როგორ მოეპოვებინა მათი ყურადღება და პატივისცემა.

დედა თავის მხრივ ასწავლიდა ჰიგიენას, აკურატულობას,მოთმინებას, ის საკუთარი


შეხედულობათა და ჩვეულებათაგან სრულიად განსხვავებულ შვილის აზრებს და
რწმენას იზიარებდა, მართალია ხშირად არიგებდა,მაგრამ მაინც მისი ნებისა და
განკარგულების შემსრულებელი გახლდათ, ხშირად აფარებდა თავზე ხელს და იცავდა
მამის დატუქსვისგან.

აღმზრდელი მშობლებისგან ყურადღებით და მზრუნველობით განებივრებულ გიას


არაფერი აკლდა ცხოვრებაში, თითქმის არაფერი, მაგრამ ის იყო მოკლებული და_ძმურ
სიყვარულის მშვენიერ გრძნობას, ის ბავშობიდან ეხვეწებოდა მშობლებს:"მიყიდეთ და ან
ძმა_ო," ბავშობიდან ოცნებობდა ყოლო და- ძმა, რომელთანაც ითამაშებდა, მართალია
მეზობლის ბავშვებთან თამაშობდა,მარა ხან თავისი მშობლები ეძახდნენ, ხან ამხანაგის
მშობლები აწყვეტინებდნენ თამაშს, … "ძმა , რომ მყავდეს ხომ ერთ საწოლში
დავიძინებდით’’, -ასე შესჩივლებდა ხოლმე დედას გია, ნანი ერთს ამოიოხრებდა თავზე
ხელს გადაუსვამდა და ეტყოდა ხოლმე იქნებ ერთ დღეს მართლაც გიყიდო ძმა"_ო.

დღეები დღეებს მისდევდა მშობლები კი დანაპირების შესრულებას არ ჩქრობდნენ, გია


იმდენად განიცდიდა მარტოობას, რომ გულჩათხრობილი გახდა, თითქოს სულ რაღაც
აკლდა, ეკლდა და_ძმასთან თამაში, მეგობრობა, სიყვარული, კინკილაობა, დაცვა,
და_ძმის სურვილი იმდენად დიდი იყო მასში, რომ დიდობაშიც ეუბნებოდა
მშობლებს :_ვგრძნობ ძალიან ეგოისტი და შურიანი ვარ მშურს ჩემი ამხანაგების,
რომლებსაც ძმები უდგანან გვერდით და ეხმარებიან შრომაში თუ ლხინაში, მშურს მათი
ვინც ამაყობს ლამაზი დებით და სიამოვნებით ჩხუბობენ თუ მათ დას ვინმე სხვა
თვალით შეხედავს"...მშობლებს გული სტკიოდათ, გიას განცდებზე მათ ხომ იცოდნენ,
რომ გიას ბევრი და_ძმა ჰყავდა,მაგრამ ცოცხალი თავით ამას როგორ გაუმხელდნენ,
ისედაც ეშინოდათ, ვინმესგან არ გაეგო გიას, რომ აყვანილი იყო, იცოდნენ, რომ დიდი
ტრამვას მიაყენებდა საიდუმლოს გაგება, როგორც გიას ასევე თვთონ მათ, ამიტომ
ცდილობდნენ მარტო ერთი წუთით არ მიეტოვებინათ და დაეცვათ ბოროტი ენისგან,
ამას როგორღაც ოც წლამდე ახერხებდნენ კიდეც.

*********************

გიას ნამდვილი მშობლები ისევ ძველებურად მოლეთში ცხოვრობდნენ, სოფიკომ


ძნელად გადაიტანა შვილის მოშორება, მან ერთი პერიოდი თავის მოკვლა განიზრახა,
მაგრამ მიხვდა ექვს შვილის ობლად დატოვება გაუჭირდებოდა,და დაიფიცა:- ”
რამდენჯერაც ღმერთი შვილს მომცემს იმდენს გავაჩენ და გვერდიდან არცერთს
მოვიშორებო, მართლაც გიას შემდეგ კიდევ ოთხი შვილი გააჩინა, ახლად შეძენილი
შვილებით ცდილობდა აენაზღაურებინა ის დანაკლისი, რასაც გაჩუქებული შვილის
მიმართ განიცდიდა, მარა დროთა განმავლობაში ყველა შვილი თავის ადგილს იკავებდა
დედის გულში, მიტოვებული შვილის ადგილი კი ღრმა, მოუშუშებელ ჭრილობად
რჩებოდა. ჭრილობა განსაკუთებით მაშინ იჩენდა თავს, როცა ყველანი ერთად
სავახშმოდ მიუსხდებოდნენ სუფრას, ანდა როცა ათივე შვილს დაეძინებოდა დედა
ჩამოუვლიდა სუყველას, საბანს გაუსწორებდა, ეამბორებოდა შუბლზე, მეშვიდე შვილის
დანაკლისს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობდა, ჩუმად მოიწმენდდა ცრემლს, ბოღმას
ჩაიხშობდა და იწყებდა ლოცვას, თავის თერთმეტი შვილისთვის. ნანაზე არა ნაკლებ
განოცდიდა მისი მეუღლე, რომელსაც ჯერ ვერ ეპატიებინა ცოლისა და დედისთვის
საქციელი, ამიტომაც იქცა მუდმივად დაღვრემილ კაცად, მკაცრი და მოღუშული სახით
დადიოდა, სახლში თუ გარეთ, შვილებსაც მკაცრად ზრდიდა, ცოლის მიმართ
მოვალეობის გრძნობას განიცდიდა, დედის მიმართ კი ყოველგვარი სიყვარული და
პატივისცემა დაკარგა, იგი რამდენჯერმე მივიდა სკოლაში გიას სანახავად, შორიდან
შეათვალიერა დაკარგული შვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მის უფროსს ძმას, ერთხელ
ნასვამმა გაბედა ახლოს მისვლა სურდა გულში ჩაეკრა, მარა ამასობაში გიას აღმზრდელი
მამა მიუახლოვდა, გიამ თავისი მუშტი მამას მუშტს მიარტყა მისალმების ნიშნად,მერე
ჩაეხუტა და დაუწყო ტიტინი, ეს რომ დაინახა, უშანგიმ მიხვდა გია მას არ ეკუთვნოდა,
ის სხვისი შვილი იყო,და არ ჰქონდა უფლება მამა_შვილს შორის ჩადგომის,ამიტომ მეტი
აღარ უცდია შვილის ნახვა და მთელ ბოღმას დამნაშავე ცოლზე და დედაზე ანთხევდა,
რომელთაც მის უჩუმრად გააშვილეს მისი მეშვიდე შვილი,
მართა მიხვდა თავის საქციელით სამუდამოდ, რომ დაშორდა შვილს, ნანობდა თავის
დანაშაულს, თუმცა ხმამაღლა ამას არ აღიარებდა, თავს მხოლოდ იმ ნუგეშით
იტყუებდა, რომ ბიჭს არაფერი აკლდა, ყოველ შემთხვევაში თავის შვილიშვილებზე მეტი
ყოველთვის ყველაფერი ექნებოდა.

წლები გადიოდა, არველაძეების მრავალშვილიანია ოჯახი იზრდებოდა, უფროსი


ბიჭები დაინიშნენ, მათ მომდევნო გოგონა გათხოვდა, გაჩდნენ შვილიშვილები, უფროსი
შვილები თავისი ცოლ_შვილით ისევ მშობლების სახლში ცხოვრობდნენ, ერთ დღეს
მერვე შვილი დასაგებლად ჩავიდა სარდაფში, ამ დროს წააწყდა ძველ სკივრს, ნინომ
ადვილად გახსნა სკივრის თავსაფარი, შიგ უამრავი ძველი ნივთი იყო შენახული, საათი,
სარკე, საქორწინო კაბა, ფეხსაცმელი, ნინო სათითადო იღებდა ნივთებს ათვალიერებდა
და ისევ სათუთად დებდა თავის ადგილზე,მისი ყურადღება მიიპყრო საქაღალდემ,
რომელშიც უამრავი ქაღალდი იყო შეკრული, ნინო დაინტერესდა იქვე ჩამოჯდა
მუხლებზე დაიდო საქღალდე, რომელშიც უამრავი ქაღალდი იყო შეკრული, ნინო
დაინტერესდა იქვე ჩამოჯდა მუხლებზე დაიდო საქაღალდე და გახსნა, შიგნით იდო
სადაზღვეო ფურცლები, ფრონტიდან გამოგზავნილი დიდი პაპის ბარათები, ნინოს
ყურადღება ცელოფანში გახვეულმა სუფთა ფურცელმა მიიპყრო, გახსნა ფრთხილად ,
წაიკითხა და გაიგო, რომ დაბადების მოწმობა იყო, გოგიტა უშანგის ძე არველაძე, ნინომ
გაკვირვებით შეათვალიერა მოწმობა, გოგიტა მის ძმებს არ ერქვათ, ვისია ეს მოწმობა
გოგიტა... რატომ არასოდეს უხსენებიათ ჩვენს მშობლებს ეს სახელი, რა უნდა ჩვენს
ოჯახში, ჩემზე ერთი წლით უფროსი ყოფილა, იქნებ ჩვენი ძმა იყო და დაიღუპა, მაშინ
რატომ არ ვიცით ჩვენ?_ფიქრობდა ნინო,მან ფურცელი ჯიბეში შეიცურა, სკივრში
ყველაფერი ძველებურად ჩააწყო, შეწყვიტა სარდაფის დალაგება და ავიდა სახლში.
დედა ჯერ არ იყო კოლექტივიდან დაბრუნებული, სახლში მარტო უფროსი და იყო,
მისაღებ ოთახში მისჯდომოდა თავისი შვილის აკვანს და უმღეროდა ძილისპირულს,
ნინოს გაფითრებულ სახეს რომ შეხედა, შეეშინდა და უთხრა:"რა მოხდა? რა სახე გაქვს?
_რაღაც უნდა გითხრა_ძლივს მოახერხა ნინომ. მარინამ ბავშვს დახედა, დარწმუნდა რომ
ეძინა, ხილაბანდი გაუსწორა ადგა და დას ანიშნა მეორე ოთახში გასულიყვნენ..

ნინომ ჯიბიდან ამოიღო ფურცელი და მიაწოდა დას. ეს რა არის?_ჰკითხა მარინამ.


ნინომ დაწვრილებით მოუყვა დაბადების მოწმობის პოვნის შესახებ,ახალმა ამბავმა
მარინა შეაფიქრიანა, ვინ დაიბადა ოცი წლის წინ? რა კავშირი აქვს მას ჩვენს ოჯახთან?
ორივე დას ეს კითხვა უტრიალებდა თავში; მარინამ გადაწყვიტა დედას
დალაპარაკებოდა და გაერკვია ყველაფერი მართლაც საღამოს შინ დაბრუნებულ დედას
აცალეს დასვენება და ვახშმის შემდეგ ცალკე გაიყვანეს, საუბარი მარინამ დაიწყო:_"
დედა ვინ არის გოგიტა არველაძე?
სოფიკომ მხრები აიჩეჩა, ის უცებ ვერ მოვიდა გონს ვისზე ეკითხებდნენ შვილები, ასე
უპასუხა: რა ვიცი იქნება ვინმე არველაძეების გვარი იმხელაა რას გაიგებ...

_დედა მე გოგიტა უშანგის ძე_ზე გეკითხები, რომელიც 20 წლის წინ დაიბადა, და


რომელსაც რაღაც კავშირი აქვს ჩვენს ოჯახთან.

სოფიკო გაშრა არ მოელოდა ასეთ მკაცრ ტონს შვილისგან, რა ქნას მოუყვეს


ყველაფერი? რომ ვერ გაუგონ, რომ არ აპატიონ, არა მეტი შვილის დაკარგვას ვეღარ
აიტანს, ამას არ დაუშვებს_ეს გაიფიქრა სოფიკომ,

ნინომ დედას დაბადების მოწმობა მიაწოდა და დაამატა:_ იქნებ ახლა მაინც აგვიხსნა
რაშია საქმე?

სოფიკოს მხრები აუცახცახდა ხმა გაებზარა და სევდიანად ნაწყვეტ_ნაწყვეტ უპასუხა,


არ ვიცი საიდან გაქვთ ეს მოწმობა ...მინდა გითხრათ... რომ მე მყავდა ერთი შვილი,
რომელიც დაბადებისთანავე დავკარგე... ძალიან გთხოვთ მასზე საუბარი ჩემთვის
მტკივნეულია._კი მაგრამ დედა რატომ არაფერს ამბობდით ჩვენთან ამის შესახებ?

_არ მინდოდა მისი სულ ზედმეტი ხსენებით დამემძიმებინეთ

_ჩვენ საკუთარი ძმის საფლავიც კი არ ვიცით...

_მაპატიეთ, გთხოვთ- მიუგო სოფიკომ ნამტირალევი ხმით და თავის საძინებელში


გავიდა შვილებმა თვალი გააყოლეს, ნინომ ამოიოხრა:_საწყალი დედა, ჩემი ბრალია
ძველი ჭრილობა გავუხსენეთ.

_ არა ნინო, აქ ყველაფერი რიგზე არ არის, რაღაც სხვა მოხდა, როგორ შეკრეს პირი
სუყველამ დედამ, მამამ, ბებომ არავინ ერთხელ არ ახსენა...მარინა უცებ წამოდგა და
ნინოს მიმართა წავიდით სარდაფში იქნებ საიდუმლოს გასაღებს იქ წავაწყდეთ, მათ
დაღამებას მოუცადეს, ყველამ რომ დაიძინა აიღეს ფარანი და ჩუმად ჩაიპარნენ
სარდაფში ნინომ აჩვენა სკივრი, სადაც დაბადების მოწმობა იპოვა, მარინამ გახსნა
სკივრი ხელის ცეცბით მოათვალიერა საქაღალდე დაიდო მუხლებზე და გადაშალა, ნინო
ფარნით უნათებდა ფურცლებს, მარინა შეჩერდა წუთით, დას გადახედა და
უთხრა:_მეშინია რაღაც ისეთი არ გავიგოთ, რაც დედის ნდობას და სიყვარულს
დაგვაკარგინებს, მაგრამ მაინც უნდა გავიგოთ ყველაფერი"

მარინამ და ნინომ დაათვალიერეს საქაღალდეში შენახული ყველა ბარათი, მათი


ყურადღება ერთმა საგულდაგულოდ შეკრულმა კონვერტმა მიიპყრო, კონვერტზე დიდი
ასოებით ეწერა:" ჩემს საყვარელ შვილებს" დებმა ერთმანეთს გადახედეს, მარინამ
ფრთხილად გახსნა კონვერტი, ამოიღო ოთხად დაკეცილი ბარათი და დაიწყო კითხვა:
'' ჩემო ძვირფასო შვილებო! იმედი მაქვს, როდისმე ამ ბარათს წაიკითხავთ, მაშინ მე
უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქნები, მაპატიეთ, მაპატიეთ, რომ პატარები დაგტოვეთ
ობლად, დედის სითბოს და ალერსის გარეშე,მიჭირდა თქვენი ობლად დატოვება, მაგრამ
ვფიქრობ მე არ ვარ თქვენს გვერდით ცხოვრების ღირსი, მე დედა, რომელმაც საკუთარი
ხელით გადავეცი უცხო მამაკაცს შვილი. დიახ, თქვენ გყავთ მეშვიდე ნაბოლარა ძმა,
სწორედ მისი დაკარგვის მიზეზია ჩემი თავის მოკვლა, თქვენი ბებიის დაჟინებული
თხოვნით და ბრძანებით, რომელსაც ზედ ერთოდა ჩვენი უძლიერესი ეკონომიური
გაჭირვება, იძულებული გავხიდი გამეშვილებინა საკუთარი პირმშო, ამას იმიტომ კი არ
გწერთ, რომ ბებო შეიძულოთ,მან იმიტომ კი არ მაიძულა ბავშვის გასხვისება, რომ არ
უყვარდით, არა სწორედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდით ის ამბობდა:" ჩვენ
გაშვილებული ბავშვის დარდი არ გვექნება, რადგან მას შეძლებული ოჯახი მივუჩინეთ,
დანარჩენი ბავშვებს კი მისი წილ ლუკმას გავუნაწილებთ და შიმშილით არ
დავხოცავთ...", თუნდაც იმიტომ არ გაუწყრეთ ბებოს, რომ მე უკვე სასტიკად დავსაჯე,
როცა ექვსი შვილი მას დავუტოვე გასაზრდელად.

შვილებო ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, რა თქმა უნდა თუ როდესმე ნახავთ ამ ბარათს,


იპოვეთ თქვენი ძმა, იპოვეთ და გულში ჩაიკარით, ის ხომ და_ძმის სიყვარულს
მოკლებული გაიზრდება,

თქვენს ძმას ზრდიან ხარაგაულის რაიონში, მაშინ როცა გავაშვილეთ,მისი მამობილი


ხარაგაულის რაიონის თავჯდომარე იყო_ გიგა ხუნჩაძე.

ნახვამდის ჩემო ძვირფასებო უამრავ პატიებას გთხოვთ ობლად გადატანილი


წლებისთვის, იმედია მომიტევთ ცოდვებს.’’

თქვენი დედიკო

სოფიკო .’’

მარინამ დაამთავრა კითხვა და ნინოს გადახედა ნინოს ცრემილით დასცვროდა სახე,


ამოიოხრა და დაიკოს ჰკითხა:რას ნიშნავს ეს ყოველივე?_თუ მე სწორედ გავიგე,

_ დედამ შენს დაბადებამდე შვილი გააჩინა, სინდისმა აღარ მოასვენა და თავის მოკვლა
განიზრახა, ეს ბარათიც მაშინ დაწერა ალბათ, უჭირდა ამ ნაბიჯს გადაგმა და დროს
წელდა მერე შენზე დაორსულდა და...

სოფიკომ ვერაფრით ვერ დაიძინა, ნათლად წარმოუდგა 20 წლის წინ გადახდენილი


ამბავი გაიხსენა ყოველივე და თქვა ღმერთო ჩემო, რა სირცხვილია, ჩემი შვილები
არასდროს გამიგებენ, არ მაპატიებენ, ნეტავ თავი მომეკლა...ეს თქვა და უცებ წამოდგა
თავზე ხელი შემოირტყა "ღმერთო ჩემო ბარათი ისიც ხომ დაბადების მოწმობასთან
ერთად შევინახე...მაშინ, როცა თავის დასჯა გადავწყვიტე, იქნებ ის ბარათიც ნახეს ჩემმა
შვილებმა, არა ასე რომ ყოფილიყო მეტყოდნენ, ნამდვილად არ უნახიათ,ფიქრობდა ის.
სოფიკომ გადაწყვიტა შვილებისთვის ეთქვა, რომ შვილი დაეღუპა,მან ხალათი მოისხა,
ლამფა აიღო და სარდაფისკენ წავიდა ბარათის მოსაძებნა და გასანადგურებლად…

მარინა და ნინო სკივრზე ჩამოსხდარიყვნენ თავები ერთმანეთისთვის მიედოთ, ბარათს


დაშტერებოდნენ, ფიქრობდნენ დედის წარსულზე და უჩვეულო საიდუმლოზე,მათ წინ
დადებული ფანარი ბჟუნტავდა გოგონების ყურადღება სარდაფის კარის ჭრიალმა
მიიპყრო, ვიღაც ფეხაკრეფით ჩამოვიდა სარდაფში და იქეთ აიღო გეზი საითაც გოგონები
იყვნენ, დებმა დაინახეს ჩაწეული ლამპის შუქის ალზე დედა, სოფიკო შეკრთა, ფეხი უკან
დაეწია, შემდეგ გონს მოეგო და ნაძალადევი ღიმილით ჰკითხათ:_ამ დროს აქ რას
აკეთებთ? და ისევ თვითონ განაგრძო მე ხმაური შემომესმა, ვიფიქრე დღეს რომ
სარდაფში იყვნენ გოგონები კატა ან ძაღლი ხომ არ დარჩათ თქო და იმიტომ ჩამოვედი და
თურმე თქვენ არ ყოფილხართ…

_დედა იქნებ ამ ბარათის შესახებ გვითხრა რამე?-მკაცრი ხმით შეაწყვეტინა მარინამ და


თვალწინ აუფრიალა ბარათი.

სოფიკო მიხვდა, რომ დამარცხდა და აზრი აღარ ჰქონდა დამალვას მხრები


აუცახცახდა, წლების განმავლობაში დაგროვილი ნაღველი თვალებიდან ცრემლებად
გადმოიღვარა, ლაპარაკის უნარიც აღარ ჰქონდა, მარა იცოდა რომ შვილები მის პასუხს
ელოდნენ, სული მოითქვა და დაიწყო დაწვრილებით მოყოლა თუ რა გადახდა ოცი
წლის წინ. როდესაც ბოლომდე მოუთხრო ყველაფერი, ორ წუთს გაჩუმდა შემდეგ კი
უთხრათ:_დიდი ცოდვა მაწევს ვიცი არ ვიმსახურებ თქვენს პატიებას, მხოლოდ
გაკიცხვის, ლანძღვის, ჯოჯოხეთის ალში დაწვის ღირსი ვარ, როგორ შეგარცხვინეთ
შვილებო, რა სირცხვილია, ჩემმა შვილებმა გაიგეს რა გაიძვერა, უსირცხვილო დედა
ჰყავთ, ვასწავლიდი რომ არასოდეს ეცრუათ, მე თვითონ კი მათ მთელი ცხოვრება
ვატყუებდი, დამსაჯეთ შვილებო, ყველაფრის ღირსი ვარ.

_არა დედა, ჩვენ რა უფლება გვაქვს, შენი გაკითხვის_უთხრა ნინომ.

_დედა ჩვენ არ გაგკიცხავთ, მხოლოდ ერთი პირობით, მოგვეცი უფლება, რომ ახლა
მაინც დავიბრუნოთ ძმა, მოგვეხმარე მის პოვნაში არ დაგვიშალო მასთან
ურთიერთობა_თქვა მარინამ.

სოფიკომ ამოიოხრა და უთხრა შვილებს, ვშიშობ ის ჩვენ არასოდეს მიგვიღებს, მას სხვა
ოჯახი ჰყავს, ბიოლოგიურ დედას არასოდეს მიიღებს, არც მაქვს უფლება წარვუდგინო
ჩემი თავი და ავურიო ცხოვრება, ის ახლა ბედნიერია,ჰყავს დედ-მამა, სიმართლეს თუ
გაიგებს, აღმოჩნდება, რომ გამზრდელი მშობლებიც ატყუებდნენ,მათ მიმართ ნდობას
დაკარგავს, არც ჩვენ მიგვიღებს არასოდეს და მაშინ თავს იგრძნობს მიტოვებულ, ობოლ
და მიუსაფარად, ჩაიკეტება თავის სამყაროში და ღმერთმა უწყის რას მოიმოქმედებს, არა
შვილებო, არ გვქვს უფლება მის ცხოვრებაში შეჭრის, ყველაფერი ძველებურად დარჩეს,
გაიხაროს თავის აღმზრდელებთან ერთად, ჩვენ კი ვილოცოთ მისი ბედნიერებისთვის,
ჩემი თხოვნაა, ნუ ეტყვით დანარჩენ და_ძმას მისი არსებობის შესახებ,მათაც ნუ
ააფორიაქებთ.

_არა დედა ამაზე არ დაგთანხმდებით, გვეყო ამდენი ტყუილი, ყველამ უნდა იცოდეს
ჩვენი ძმის არსებობა, ბებიამ კი პასუხი უნდა გვიგოს ძმასთან განშორების გამო.

სოფიკო აღარ შეეწინააღმდეგათ მას არც ჰქონდა თავი რაიმეს თქმის და მით უმეტეს
შებრძოლების ის ხომ მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარ თავს, დაიღალა, დაე გაიგოს
ყველა შვილმა ან აპატიებენ მის უსუსურობას ან ერთნაირად ჩაუკლავენ მომავლის
იმედს და დამთვარდება ყველაფერი, გამთენიისას დაამთავრეს საუბარი და ავიდნენ
სახლში დასაძინებლად,მისაღებში პატარა ზაზას აკვანთან ჩაძინებულ უშანგის მოჰკრა
თვალი,მან უცებ გამოიღვიძა და გაკვირვებული მიაშტერდა ცოლ-შვილს: "სად ხართ
ხალხო, ბავშვი ტიროდა, გამოვედი და ვერსად გიპოვეთ, ამიხსენით რაშია საქმე?
შვილებმა დედას გადახედეს სოფიკოს არაქათი აღარ ჰქონდა, ოხ, ოღონდ დღეს არა,
ახლა, არაფრის ახსნის თავი არ ჰქონდა სოფიკოს,მაგრამ ქმრისთვის ხომ უნდა ეთქვა სად
იყო მთელი ღამე? ამოიოხრა მეუღლეს გადახედა და უთხრა:_ჩვენს ოთახში შევიდეთ,
ყველაფერს აგიხსნი" გაკვირვებული უშანგი ჩუმად გაჰყვა ცოლს.

მეორე დღეს, როცა რძლები მშობლებთან წავიდნენ მარინამ და ნინომ საოჯახო კრება
გამართეს, ოჯახის წევრები მისაღებ ოთხში შეიკრიბნენ, სოფიკომ დედამთილის
დახმარებით ყველა შვილს მოუთხრო მათი გაშვილებული ძმის შესახებ, პატარები
ინტერესით უსმენდნენ დედის და ბებიის საზარელ აღსარებას.

შემდეგ თვითვეულმა თავისი აზრი გამოთქვა მომხდარზე და ყველამ გადაწყვიტა


ენახათ და გაეცნოთ გაშვილებული ძმა, მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ და ურჩევდნენ
დაევიწყებინათ ყველაფერი, რათა უცხო ძმის ცხოვრება არ გაერთულებინათ, მარა
უშედეგოდ ათივე და_ძმამ იმ დღიდან დაიწყეს ძმის მოძებნა, დედასთან საუბრის
ერთი კვირის თავზე ათივე დედ-მამიშვილი წავიდნენ რაიონში, მათ კითხვა-კითხვით
მიაგნეს უცნობი ძმის თავშესაფარს. ყოფილი თავჯდომარის გიგა სხირტლაძის სახლს.
ვინ არ იცოდა და ვინ ვერ მიასწავლიდა მის სახლს.

******************************

შემოდგომის მისუსტებული მზე ჩუმად იცრემლებოდა თითქოს თავის


მძვინვარებას, სამუდამოდ ემშვიდებობოდა, მოსალოდნელი ზამთრის სიძიერის
მოსვლას განიცდიდა და შიშობდა მოსალოდნელი ავდრის ღრუბლების გამო, მზე
ნოსტალგიას განიცდიდა ზაფხულის მიმართ და ეტირებოდა როცა, ზემოდან ხედავდა
მომაკვდავ ბუნებას, გაყვითლებულ ხეების შემხედვარეს გული უკვდებოდა, სურდა
გაქცეულიყო დამალულიყო ღრუბლების ქვეშ, რომ არ დაენახა ეს ყოველივე, მაგრამ
ახსენდებოდა თავისი მოვალეობა, ის ვალდებული იყო ხელი შეეწყო მოსავლის ამღებ
ხალხისთვის, ამიტომ თავის სევდას გულში იკლავდა და ისევ ცდილობდა თავისი
სხივები ნაზად მოეფრქვია სოფლისთვის, სადაც ყველა დიდი თუ პატარა მოსავლის
აღება-დაბიანვებაში იყო გართული.

ათი დედ-მამიშვილი ჩუმად უთვალთავლებდნენ გიგა სხირტლაძის სახლს, მათ


დაინახეს, როგორ გამოვიდა სახლიდან გიგა, დაინახეს ქალი, რომელიც გომურში
შევიდა, უფროსი ძმა მიუბრუნდა დანარჩენ და-ძამას და გადაუჩურჩულათ:_"აბა მზად
ხართ?! უნდა მოვასწროთ ჩვენი ძმის გაცნობა, სანამ მისი აღმზრდელები დაკავებულები
არიან, ყველამ უჩუმრად დაუკრა თავი ძმას, რითაც ანიშნეს, რომ მზად იყვნენ, მარინამ
უმცროს ძმას ჩასჭიდა ხელი, გალავანზე გადაცოცდნენ და თხილნარის ხეივანში
შეიმალნენ; ფეხის წვერებზე შეიპარნენ სახლში და დაუწყეს გიას ძახილი(მათ უკვე
შეიტყვეს , რომ მათ უცნობ ძმას გია ერქვა)

მისაღებში გამოვიდა საშუალო სიმაღლის გამხადრი ოციოდე წლის შავგვრემანი ბიჭი, ის


დედ-მამიშვილებში მესამე ძმას, ელგუჯას, გაჭრილი ვაშლივით გავდა, ამიტომ ყველა
მიხვდა, რომ მათ წინ მდგარი ახალგაზრდა იქნებოდა მათი ძმა.

_რა გნებავთ? -იკითხა უცხო სტუმრების შემოჭრით დაბნეულმა გიამ.

დედმამიშვილებმა ერთმანეთს გადახედეს, უფრისი ძმა გამოეყო დანარჩენებს, მივიდა


მასთან და უთხრა:_შენ ჩვენი ძმა ხარ…

გია უფრო მეტად დაიბნა_რა ბრძანეთ, რაღაც ვერ გავიგე_ჩაეკითხა იგი უცხო
სტუმრებს.

_დიახ, ჩვენ ათივე შენი დედ_მამიშვილი ვართ. შენ ჩვენი მეშვიდე ძმა ხარ, დედამ და
ბებიამ გაგაშვილეს იმ იმედით რომ ამ ოჯახში არაფერს მოგაკლებდნენ_უთხრა მარინამ.

_არა,არა..ეს რა ხუმრობა, მე სხვისი შვილი? მე ათი დედმამიშვილი... სიზმარია?...


მითხარით, რომ ცრუობთ…ამბობდა დაბნეული გია .

ელგუჯა მივიდა მასთან გადახვია ხელი და იქვე კედელზე ჩამოკიდებულ სარკესთან


მიიყვანა, -_როგორ ფიქრობ, რატომ ვგავართ ასე ერთმანეთს?_ჰკითხა მან და ორივემ
სარკეში შეათვალიერა თავის თავი.

შემდეგ ნინომ დედის ბარათი მიაწოდა გიას,_ ეს ბარათი შენი გაშვილების შემდეგ
დაწერა, დედას თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული, მარა ექვსი შვილის ობლად
დატოვება უჭირდა,მერე კი სხვა შვილები ვეყოლეთ -უთხრა ნინომ.
გიამ ხელის ცახცახით გამოართვა ბარათი დაჰყურებდა ვერ გადაეწყვიტა წაეკითხა თუ
არა;

გომურიდან გამოსულ ნანას მეზობელი შეეხმიანა, მან ამცნო რომ, ახალგაზრდები


კითხულობდნენ ყოფილ თავჯდომარის სახლს და რომ ეს ახალგაზრდები მოლეთიდან
იყვნენ, ნანას გულმა რეჩხი უყო,მან ადრეც გაიგო, რომ არველაძეების შვილები
დაკარგულ ძმას ეძებდნენ.

_არა, ამას არ დავუშვებ, გიას ვერ დავკარგავ… უთხრა მან მეზობელს და სწრაფი
ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.

გია გაოგნებული იდგა, ახალგაზრდები ნათქვამი დაუდასტურა მათ მიერ


გადმოცემულმა ბარათმა ის სათითაოდ ათვალიერებდა უცნობ და-ძმას, ის ხომ მთელი
ცხოვრება ნატრობდა დედ_მამიშვილს და აი ახლა, ათი დედ-მამიშვილი უდგას წინ,
სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში,მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ წუთიერად,
_გამოდის რომ მთელი ოცი წელი ტყუილში ვცხოვრობდი? 20 წელი დედა_მამას სხვას
ვეძახდი? არა! შეუძლებელია"_გაიფიქრა გიამ შეხედა ახალგაზრდებს და უთხრათ:_"
თქვენ ცრუობთ, ჩემს დედას ნანი ჰქვია,მამას გაგი,მათ ვუყვარვარ, თუ თქვენ ჩემი
დედმამიშვილები ხართ, ჩემი მშობლები ამას არ დამიმალავდნენ, არ
მომატყუებდნენ,მჯერა, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა, თქვენი
შეთხზული,მითხარით, რომ ეს თქვენი მორიგი ხუმრობაა... ხომ ასეა?_ჰკითხა მათ
აღელვებულმა გიამ.

_აქ რა ამბავია, ამ ახალგაზრდებს აქ რა უნდათ_დაიძახა ოთახში შემოსულმა ნანიმ მათ


დანახვისას;

_დედა ესენი ამბობენ თითქოს მათი ძმა ვიყო_უთხრა გაიმ და თვალებში შეხედა.

_რა სისულელეა. კუთხეში მიგდებულ ცოცხს წამოავლო ნანიმ ხელი და ახალგაზრდებს


მოუღერა,_აბა, პატარა მაწანწანლებო აქედან გაეთრიეთ, სანამ არ გამილამაზებიხართ.
უფროსი ძმა პატარა და_ძმას წინ აეფარა და მიმართეა ქალს:_ ქალბატონო უფროსების
შეცდომის გამო ჩვენ არ უნდა ვაგოთ პასუხი, ჩვენ უფლება გვაქვს ძმასთან
ურთიერთობის და ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს . ამის გაგონებზე უფრო გაბრაზდა
ქალი და ნერვიულად აღმართა ცოცხი ხელში თითქოს ის ყოფილიყო მისი საბოლოვო
იმედი, დამეკარგეთ აქედან ყვიროდა ის...

დედ_მამიშვილებმა ერთმანეთს გადახედეს და სირბილით გაიქცნენ კარისკენ,


ჩაირბინეს ეზო და თხილნარის ხეივანს შეერივნენ, უკან ნანი მისდევდათ ცოცხ
მომარჯვებული.
გია სახლის კართან იდგა და უცქერდა ეზოში მიმოფანტულ ბავშვებს და
ცოცხმომარჯვებულ დედას, ვერ გარკვეულიყო რამ გააბრაზა ასე მისი დედა, ნუთუ
მართლა სხვისი შვილი ვარ?_ფიქრობდა ის.

_დედა-დაუძახა გიამ ერთხელ, ორჯერ, ნანის ყურს უყურადებდა, ის წუთებს განგებ


წელავდა და ფიქრობდა რა ეთქვა გიასთვის, ის ბავშვებს მისდევდა წყევლით და
კარისკენ ყრიდა.

გაიმ ვეღარ გაუძლო ამ სცენის ყურებას,ოთახში შევიდა და ნერვიულად დაიწყო წინ


და უკან სიარული მისაღებ ოთახში;

ყველა რომ გაისტუმრა ნანი სახლში შევიდა, გია მაშინვე მის წინ გაჩნდა და ჰკითხა:-
დედა მართალია?!მე სხვისი შვილი ვარ?!

_სხვისი შვილი?_არა ჩემო ბიჭო შენ მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი და სხვა არავისი, იმ
ცრუპენტელების გჯერა? ნანი მიუახლოვდა გაის თავზე ხელი გადაუსვა, მერე ხელით
დასწია, თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო იმედო, ჩემი ხარ, ჩემი.

დედა_შვილის საუბარი ნათესავმა შეაწყვეტინათ, რომელიც ის_ის იყო შემოვიდა


ეზოში, დედა ერთხელ კიდევ ემაბორა შვილს და სტუმრის მისაღებად გაეშურა, გიამ კი
თავის ოთახს მიაშურა, სჯეროდა დედამისისი, უფრო სწორედ უნდოდა დაეჯერებინა
მისი ნათქვამი,მაგრამ რაღაც უფორიაქებდა სულს,მან გადაშალა ბავშვების მიერ
მიცემული ბარათი და წაიკითხა, წაიკითხა ერთხელ, მეორედ, მესამედ... უკვირდებოდა
თვითვეულ სიტყვას "ნუთუ მართლა სხვისი შვილი ვარ?ვინ არიან ჩემი ნამდვილი
მშობლები, რანაირები არიან? რანაირები და მხდალები, გაჭირვებამ შეაშინათ,მე
აღმოვჩნდი მათ ოჯახში ზედმეტი, თითქოს მე შევუჭამდი მთელი წლის
სარჩო_საბადებელს, თუ მასე უჭირდათ ჩემს შემდეგ რაღათ გააჩინეს ოთხი შვილი,
გაჭირვების გამო კი არა, ალბათ არ ვიყავი სიყვარულის ნაყოფი ამიტომ ჩასახვიდანვე
შემიძულა დედამ, როგორც დავიბადე მომიშორა თავიდან, დიდი მადლობელი ვარ,
აღმზრდელები კარგი რომ შემირჩია,მაგრამ ამათ კი ნამდვილად ვუყვარვარ? ალბათ
გულში ეცინებათ ჩემს მავნე ჩვევებზე, რაც რა საკვირველია ჯიშიდან მომდევს და მაინც
ვინ ვარ მეე? ერთი უთვისტომო ბიჭი გადაგდებული, უპატრონო..."_ასე ებაასებოდა გაი
თავისთავს საღამომდე, საღამოს კი, როცა მამა დაბრუნდა სამსახურიდან და ყველანი
სახლში შეიკრიბნენ გია გავიდა მათთან დადგა, მამის წინ და ჰკითხა:_"მამა ვინ ვარ მე?
შენი შვილი გია გიგას ძე სხირტლაძე თუ სხვისი შვილი_გოგიტა უშანგის ძე არველაძე?

გიგა გაფითრდა გადახედა მეუღლეს, შემდეგ გიას და უთხრა :"რა კითხვა ეს? რას ჰქვია
ვისი ხარ?

_მამა პირდაპირ მითხარი,ნუ დამიმალავ შენი შვილი ვარ თუ სხვისი....


_ჩვენი, ჩემო ვაჟკაცო, რა თქმა უნდა ჩვენი.

_ცრუობთ, მჯეროდა თქვენი გენდობოდით, თურმე როგორ ვცდებოდი, ოცი წელი


მატყუებდით, კმარა, ახლა მაინც მითხარით ვინ ვარ მე?

გიგამ ცოლს გადახედა არაფერი მესმის რა სჭირს ჩვენს ბიჭს დედაკაცო...

_რა მჭირს? დღეს გავიგე რომ უპატრონო, გადაგდებული,მიტოვებული ვარ მთელი


ცხოვრება და_ძმას ვნატრობდი არადა სადღაც მყოლია ათი დედმამიშვილი მე კი მათ
არც კი ვიცნობდი, ხომ შეიძლებოდა ქუჩაში შემთხვევით მეჩხუბა საკუთარი ძმისთვის,
სადმე გამეცნო და შემყვარებოდა ღვიძლი და მე კი მათი არსებობა არ ვიცოდი,

გიამ ბარათი დაანახა მშობლებს და ირონიით თქვა:"საწყალი ჩემი გამჩენი, თურმე


გაჭირვებამ აიძულა შვილის მოშორება, დედამთილს დააბრალა ყველაფერი, თუ ასე
უჭირდა ჩემს შემდეგ რაღას აჩენდა სხვა შვილებს, ანდა მერე აღარ ეშინოდა
დედამთილის? საზიზღარი, უგულო ქალი

_ასე მკაცრად ნუ განსჯი შვილო, უთხრა გიგამ_მას ძალიან უჭირდა შენი დათმობა,
ხელის კანკალით გადმომცა შენი თავი...

და თქვენ? თქვენ რა იმოქმედეთ ? იმის მაგივრად, რომ დაგერიგებინათ, იქ უჭკუო


ქალები, თან წამომიყვანეთ, ჩემზე რომ გეფიქრათ, ჩემს ნამდვილ მშობლებს არ
დამაშორებდით, და მათ თვალს აუხელდით, თავის დიდ შეცდომაზე, მაგრამ არ თქვენ
თქვენს თავზე იფიქრეთ შვილი არ გყავდათ, სიბერეში მიმხედი ხომ გჭირდებოდათ,
თქვენი სიმოვნების გულისთვის მე გამწირეთ._კმარა, განწირული მაშინ იქნებოდი, იქ
რომ გაზრდილიყავი, ყველაფერს მოკლებული, ლუკმას რომ ერთმანეთს აცლიან შენი
და_ძმა პირიდან_ უყვირა გიგამ.

_მერჩივნა გაჭირვებაში მეცხოვრა და ჩემს ოჯახში ვყოფილიყავი, ჩემი და_ძმა


გამინაწილებდნენ თავის ლუკმას, მათ ნაქონ სამოსში გავიზრდებოდი, მაგრამ მექნებოდა
ყველაზე მთავარი, დედმამიშვილების სითბო და სიყვარული თქვენ ყველაფერ ამას
მომაკელით _იძახდა ნერევება აშლილი გია,

ნანა,რომელიც აქამდე გაფითრებული იდგა, გონს მოეგო მან იქვე მდგარ ტახტს ახადა
თავსახური, ერთხანს თავჩაღუნული ეძებდა რაღაცას,მალე იქიდან შეკრული ფუთა
ამოიღო, გიასთან მივიდა და უთხრა:_შვილო ჩვენ მართლაც გული გვქონდა გატეხილი
უშვილობის გამო, რახამ საკუთარი პირმშოს შეძენის იმედი დავკარგეთ სხვისი შვილის
აყვანა და გაზრდა ვისურვეთ, ვეძებდით ახალდაბადებულ ბავშვს, რომელიც ობოლი
იქნებოდა ანდა რომელზეც უარს იტყოდნენ მშობლები, შენი ბებია მოვიდა ჩვენთან და
შენ თავი შემოგვთავაზა, რათქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა, ოთხი დღის იყავი, როცა
გამზრდელმა მამამ მოგიყვანა, ნანიმ ფუთა გახსნა, გიას აჩვენა და უთხრა:_აი, ამ
ზეწრებში იყავი შეფუთული, როცა ჩემმა ქმარმა ოთხი დღის ჩვილი გადმომცა ხელში,
იმ წუთიდან შეგიყვარე და შვილად მიგიღე, მეგონა არაფერს გაკლებდი, ყველაფერს
გისრულებდით თავს გევლებოდით, შენმა გამჩენმა დედამ არ გისურვა, მე თუ არა სხვას
მისცემდა შენს თავს, ახლა შენ თვითონ აირჩიე ან შენი გამჩენი დედა ან მე-შენი
გამზრდელი და აღმზრდელი ოღონდ ერთი გაითვალისწინე ჩვენ ორ ქალს შორის
ნამდვილი დედა ვინ არის, ოცი წელი ვის ეძახდი დედას, შენს აკვანთან ვინ ათენებდა
ღამეებს, შენი ტკივილი ვის სტკიოდა და შენი სიხარულით ვინ ხარობდა, აირჩიე!
_ოღონდ პასუხს ახლა ნუ მეტყვი დაფიქრდი კარგად და ისე გადაწყვიტე, როგორიც არ
უნდა იყოს შენი პასუხი იცოდე, რომ შენ მუდამ ჩემს შვილად დარჩები, სადაც არ უნდა
იყო მუდამ შენს კეთილდღეობაზე ვიფიქრებ, სიკვდილამდე ასევე მეყვარები, როგორც
დღეს, სიკვდილის შემდეგ კი იქედან ვილოცებ შენთვის.

გიას გული ჩაეწვა, ნანას სიტყვებმა უცებ გაუნათა გონება, მიხვდა თავისი ემოციების
გამო როგორ შეურაცხყო ის ადამიანები ვინც საკუთარ სიცოცხლეს ერჩია.

_დედა! მამა! მაპატიეთ, ძალიან ავღელდი, იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ, მუდამ
თქვენ დარჩებით ჩემს ერთადაერთ მშობლებად, უბრალოდ დრო მჭირდება, რომ
გავაცნობიერო ჩემი ამბავი,

გია დედასთან მივიდა გადაეხვია გულში ჩაიკრა და უთხრა:_ჩემო დედიკო, შენს


ამაგას რა დამავიწყებს, ოთხი დღის ჩვილი შვილად მიმიღე და კაცად გამხადე, რამდენი
უძილო ღამეები გაგიტარებია ჩემს აკავანთან, რამდენი გინერვიულია ჩემი
ავადმყოფობის და ცელქობის გამო, შენ მე მზრდიდი, ჩემთვის ზრუნავდი და ზოგავდი
ყველაფერს , მაშინ როცა შეგეძლო უშვილოდ გეცხოვრა საკუთარი თავისთვის არ
გეთქვა უარი ათასგვარ სიამოვნებაზე, გემოგზაურა, გეყიდა ნაირ_ნაირი ტანისამოსი,
გართულიყავი სტუმრების წვევით ან სხვასთან სტუმრობით, თქვენ ყეველაფერი ჩემს
გამო მოიკელით თქვენი ახალგაზრდობის წლები მე შემომწირეთ.

ეს უთხრა გიამ დედას და გადაკოცნა, ნანა უსმენდა შვილს, თავისი დარდი, წუხილი,
შვილის დაკარგვის შიში, აღტაცება იმის გამო, რომ მისი შვილი დავაჟკაცდა, კაცივით
აზროვნებს, შეგრძნება იმისი, რომ შვილი ხედავს დედის ღვაწლს და უყვარს იგი,
ყოველივე ამ გრძნებებმა გულიდან იფეთქა თვალებს მოაწვა და ცრემლებად
გადმოიღვარა სახეზე.მან გულში ჩაიხუტა გია, ხელებით ეფერებოდა მის სახეს, მის თმას
და ჩურჩულებდა:"ჩემო ვაჟკაცო,ჩემო ნუგეშო, ჩემო ერთადერთო, დედა მუდამ
იზრუნებს შენზე მუდამ ეყვარები...

გია ერთხანს გატურნული იდგა და ნებივრობდა მოალერსე დედის ხელების ქვეშ,


შემდეგ სათუთად მოიშორა დედის ხელები, განერიდა მას და მამასთან გადაინაცვლა,
გიგა გაბუტული სახით ფანჯარასათან იდგა, ფარდა გაეწია და იქიდან იყურებოდა
უაზროდ თითქოსდა უსასრულობაში, იგი მშობლიურმა ეგოიზმა შეიპყრო, დედა, დედა
ვის ახსოვს მამა?_არავის _ფიქრობდა იგი.

_მამიკო არ გადამეხვევი?_ჰკითხა გიამ

გიგა ამაყად მოტრიალდა შვილისკენ, მარა როგორც კი მის სახეს მოჰკრა თვალი უმალ
გაუქრა სიამაყის გრძნობა სახეზე, ცრემლი ჩამოუგორდა და გადაეხვია გიას.

_მაპატიე,მაპატიე ჩურჩულებდა მშობლების გულჩვილობით თვითონაც


გულაჩვილებული გია.

_ეს შენ მაპატიე ჩემო ბიჭო, სანამ სხვისგან გაიგებდი ჩვენ უნდა გვეთქვა ყველაფერი,
არაფერი იმალება ქვეყანაზე, გვაპატიე ეს მშობლიურმა ეგოიზმა ჩაგვადენინა, გვინდოდა
მხოლოდ ჩვენი ყოფილიყავი, ვშიშობდით, როგორ შეხვდებოდი სიმართლეს,
ვშიშობდით არ მიგეტოვებინეთ.

_არა, მამა, თქვენი მიტოვება აზრადაც არ მომივა, თუმცა სჯობდა ყველაფერი


ბავშობიდან მცოდნოდა, რაც იყო იყო...

_შვილო ვტყუივართ, შენმა გამჩენმა დედამ, მე გადმომცა შენი თავი ხელში, თუმცა უნდა
ვაღიარო, რომ ძალიან უჭირდა, შენი დათმობა,მაშინ მე მატერიალური დახმარება უნდა
გამეწია მისთვის,რომ თვითონ შეძლებოდა საკუთარი შვილის გაზრდა,მარა ისე
მომეწონე,იმდენად მინდოდა შენზე მეზრუნა, ადამიანური სიკეთეს და ღირსებას
გადავაბიჯე, ქალის სისუსტით ვისარგებლე და მიგისაკუთრე, შეიძლება არ ვარ პატიების
ღირსი, მაგრამ იცოდე რომ იმ წუთიდან შემიყვარდი, როცა პირველად ამ ცისფერ
ზეწარში შეხვეული ხელში აგიყვანე და გულში ჩაგიხუტე,მაშინ დავისახე მიზნად, რომ
გულიდან არასოდეს მომეშორებინე.

გიამ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა მშობლები გულში და შემდეგ უთხრათ:_ახლა კი


მაპატიეთ, განმარტოვება მჭირდება, ყველაფერზე უნდა დავფიქრდე"-ეს თქვა და თავის
ოთახში გავიდა.

********************

საღამოს მზე იწურებოდა, როცა დედმამიშვილები სახლში დაბრუნდნენ მათ


მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს მშობლებისთვის არ გაემხილათ თავისი მოგზაურობის
შესახებ, მაგრამ პატარა ძმას გულმა არ მოუთმინა დედასთან მივიდა და ენის ჩლიფინით
უთხრა:_"ჩუ, ჩუ მე ტააში ვიკავი, ძმა ნახვე... ჩუუუ დედამ ალ გაიგოს"... ნანამ ჯერ
ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ჩურჩულს,მარა როცა ნიკამ რამდენჯერმე გაიმეორა
თავისი ტიტინი,ნანი დაინტერესდა და კარგად მოუსმინა, დაუძახა უფროს გოგონას,
რომელიც მშობიარობის შემდეგ ჯერ კიდევ დედასთან იშუშებდა ჭრილობებს, როცა იგი
დედასთან შევიდა მან კითხა:_მარინე რას ამბობს ეს ბავშვი?

_რა ვიცი დედა ტიტინებს, თავისთვის თამაშობს, არ იცი პატარების ამბავი, უთხრა
დედას მარინამ და თავისი პატრა ვაჟიშვილის პილიონკების გამოცვლა განაგრძო,

_ჩუ დედამ ალ გაიგოს _განაგრძობდა ჩურჩულს ნიკა.

_მარინე მითხარი რაშია საქმე, რა არ უნდა გაიგოს დედამ სად იყავით? ამიხსენი დღეს
რატომ ჩააბარე თოთო ბავშვი მეზობელს.

_დედა ხომ აგიხსენი, ჩემს ქმარს უნდა შევხვედროდი მეზობლისთვის


დაუბარებია:"_რაღაც უნდა გადავცე შემხვდეს მატარებლის სადგურზეო...

მერე რა გადმოგცა?.

_არ ჩამოსულა, ველოდი, ველოდი და...

_ხომ ხედა ტყუილი რომ არ გამოგდის, დამაჯერებ ეხლა შენი ქმარი მელოგინე ქალს
სახლიდან გაგიყვანდა თუ აქამდე მოვიდა სახლში შემოსვლამდე რა უშლიდა ხელს?
რატომ გაიყვანე ჩვილი ბავშვი სახლიდან სად იყო შენი და_ძმა ? სად იყო ნინო მასთან
ვერ დატოვე?

_ბიჭები სამსახურში, ნინო ამხანაგთან, პატარებს ვერ ვენდე, რძლები მოგეხსენება


მშობლებთან არიან. ამ კამათში იყვნენ, როცა ოთახში ნინო, გუჯა და თამაზი
შემოვიდნენ. დედამ ყველას შეხედა და უთხრათ მკაცრად:_ მითხარით სად იყავით
დღეს?

_დედა ნუ გაგვიბრაზდები, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა_უთხრა გუჯამ.

_დედა ჩვენ უცხო ძმის სანახავად ვიყავით_დაასრულა ძმის საუბარი თამაზიმ.

ნანის მუხლი მეკვეცა, გრძნობდა რომ საცაა დაეცემოდა, თვალით სკამი მოძებნა
მისკენ გაეშურა და ჩამოჯდა, გული რომ მოიბრუნა შვილებს მიმართა :-ეს რატომ
ჩაიდინეთ შვილებო, რატომ შეიჭერით მის ცხოვრებაში?...როგორ შეგხვდათ?

_დედა ჩვენს საუბარს მისმა დედობილმა შეუშალა ხელი იქიდან ცოცხით გამოგვყარა,
უზრდელმა ქალმა_თქვა თამაზიმ.

_გაიგო ვინც იყავით?_აბა, მაშ რა გასაკვირია მისი მოქმედება, მას ხომ ახლა შვილის
დაკარგვის შიში ექნებოდა, საწყალი ქალი.
_ჩვენ არ მოვისვენებთ, კიდევ წავალთ მის სანახავად, სანამ არ დავიბრუნებთ ძმას, სანამ
მის ნდობას და სიყვარულს არ მოვიპოვებთ_თქვა გუჯამ.

_არა შვილებო თქვენ იყავით, გაეცანით ყველაფერი უთხარით, ახლა დრო მიეცით_თუ
მას კიდევ უნდა თქვენი ნახვა თვითონ მოგძებნით.

_დედა ჩვენ მას სული ავუფორიაქეთ, ვალდებულები ვართ ახლა გვერდში ამოვუდგეთ
და გავამხნეოთ _თქვა მარინემ.

_როგორც გინდოდეთ მე ვფიქრობ ახლა მას ყველაზე მეტად სიმარტოვე სჭირდება,


გირჩევთ ადროვოთ ფიქრი, ერთი კვირა მაინც შეიკავეთ თავი.

შვილებს ჭკვაში დაუჯდათ დედის რჩევა და შეპირდნენ, რომ ერთი კვირა აღარ
ინახულებდნენ უცხო ძმას.

********************************

გია მართალია შეპირდა მშობლებს, რომ არ იფიქრებდა გამჩენ მშობლებზე, ღვიძლ


და_ძმაზე, მაგრამ ერთ წუთს არ გაუვლია მათზე რომ არ ეფიქრა, სურდა კვლავ ენახა
თავისი დედმამიშვილები, რომლეთა მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო, ათი
დედმამიშვილი ეს ხომ სრული ბედნიერებაა ექვსი თავისზე უფროსი და-ძმა, ხუთი
თავისზე უმცროსი, რამდენი რამ აქვს გასაგები მათზე, როდის დაიბადნენ, არიან თუ არა
დაოჯახებულები. იქნებ მას ძმისწულები და დისწულებიც ჰყავს, რამდენი რამის გაგება
უნდა გიას, სიხარული დედმამიშვილების შეძენის გამო, შიში მათთან შეხვედრის გამო,
ბრაზი მიმტოვებელი დედის მიმართ, სევდა უდედ_მამიშვილოდ გატარებული წლების
გამო,მწუხარება გამზრდელი მშობლების განწყობის გამო, ხათრი და რიდი გამზრდელი
მშობლების_ყველა ეს გრძნობები ერთმანეთს ებრძოდა გიას გულში, სურდა გაეცნო
ნამდვილი მშობლები, უნდოდა ენახა ისინი, ვისი წყალობითაც ქვეყანაზე მოევლინა და
ვინც დაბადებიდან შეიძულა, სურდა ჩაეხედა დედის თვალებში და მიეხალა ყველაფერი
რასაც მასზე ფიქრობდა, პარალელურად სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა, როცა
წარმოიდგენდა უცხო მშობლების ნახვის დღეს, მშობლების მიმართ ცნობის
მოყვარეობას, ბრაზს, შიშს კრძალვას განიცდიდა, ამ ყველაფერმა, ამდენმა ემოციებმა
უარყოფითად იმოქმედა მასზე, გახდა გულჩათხრობილი, მთელ დღეებს ტყეში
ატარებდა, აღარც ამხანაგებს ეჩვენებოდა და აღარც მეზობლებს, მშობლებიც გვიან ღამეს
თუ დაინახავდნენ თავის ოთახში შემავალს, გამზრდელ დედას გული სტკიოდა მისი
გაორების გამო,მაგრამ მეუღლეს დაჟინებული თხოვნის გამო არაფერს ეუბნებოდა
შვილს, გიგა ეუბნებოდა:_"გგონია მე ვერ ვამჩნევ ჩვენი შვილის ვარამს? გგონია მე არ
მტკივა მისი გაორებული ყოფნა, ჩვენ დრო უნდა მივცეთ, რათა თვითონ გამოვიდეს
დეპრესსიდან ახლა ჩვენი რჩევა, მხოლოდა გააღიზიანებს და ადვილი შესაძლებელია
ჩვენთან საუბრით გაღიზიანებულმა მიგვატოვოს,ამიტომ ვაცადოთ მოვა დრო და
გადაწყვეტს ყველაფერს, ზოგჯერ სიმარტოვე უფრო ამშვიდებს ახალგაზრდებს, ჩვენ კი
ჩვეული რიტმით გავაგრძელოთ ცხოვრება და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.

**********************************

შემოდგომის გრილი სიო ქროდა შემდეგ იმძლავრა სიო ნივად გადაიქცა, დაუბერა
ხეებს, მოსწყვიტა წითელ_ყვითელ ფერებში გადასული ფოთლები,
გააქროლ_გამოაქროლა,მიმოფანტა, შემოდგომის ფერებით მოხატა ეზობი და
შარგაგზები, ფოთლებთან ერთად ჩამოდიოდა ხეებზე შერჩენილი ნაყოფი, იქეთ
კენწეროზე შემორჩენილი ლეღვი ჩამოვარდებოდა და გაითხაპნებოდა მიწაზე, ლეღვის
ძირში მოსეირნე ქათმები და ინდაურები ჩამოვარდნილი ლეღვით იტკბარუნებდნენ
პირს, მსხლის და ვაშლის ქვეშ გოჭები ჭყიოდნენ,მზად იყვნენ ერთმანეთი დაეჭამათ მათ,
ოღონდ თვითონ დარჩენოდათ მწიფე ნაყოფი, შარაგზებზე ხალხი გამოსულიყო და
თავის თუ მეზობლის კაკალს ჰკრეფდა, სხირტლაძეებს ედგათ ერთი უშველებელი
კაკლი, გაფარჩხული დიდი ტოტებით და პატარა ახლად ამოხეთქილი ახალგაზრდა
ტოტებით დამშვენებული, ხე იდგა ეზოს და შარაგზის გასაყარზე, როგორც წესი კაკალს
ოჯახის უფროსი გიგა არხევდა წლების განმავლობაში, ბოლო ორი წელი კი თავის
ვაჟკაცს გადააბარა ეს საქმიანობა, მე ასაკში შევედი, მუხლი აღარ მემორჩილება, შენში კი
ახლა იღვიძებს ახალგაზრდული ძალა, კაკლის დაბღერტვა და საერთოდ ხეებზე
სიარული შენთვის მომინდვია"_გამოუცხადა 18 წლის გიას მამამ და მას შემდეგ ორი
წელი გიას უწევდა ამ საქმიანობის შესრულება.

მარა წელს თავისი ემოციების, დეპრესიების გადამკიდეს სადღა ახსოვდა კაკლის


ბღერტა, გაგიც სხვა საქმეებით იყო დაკავებული, შემოდგომით, როცა კაკალი
მომწიფდება,მწვანე წენგო ოთხად იყოფა, კაკალის ნაყოფი თავისთავად გარეთ
გამოიწევა, თითქოს ლამობს წენგოს მარწუხებისგან განთავისუფლებას, წენგოს კი არ
ემეტება პირმშო გაუშვას და თავისი წვრილი წენგოს ძაფებით უჭირავს ნაყოფი, სწორედ
ამ დროს დაუბერავს ნიავი და მოსწყვეტს ლენჯოიანად ნაყოფს, დაბლა დასცვივა
გაწიკლული თუ გაუწიკლავი კაკალი,აი მაშინ გმართებს გმირობა, სოფლის
მაცხოვრებელს, რომ მოკრიფო და სხვამ არ დაგასწროს შენი კაკლის მოკრეფა, ნანიმ ეს
კარგად იცოდა ამიტომ გამოსულიყო ვედრით ხელში და შარაგაზაზე აგროვებდა
ნაყოფს, მოკრეფდა ცოტას, შევიდოდა სახლში სხვა საქმის გასაკეთებლადა,ნიავი
დაუბერავდა მასაც გაახსენდებოდა მოსაკრეფი კაკალი გამოვიდოდა გარეთ და
აკრეფილი ხვდებოდა უკვე, ერთხელ, ორჯერ... შეწუხდა ნანა:_თქვენი გული კი
მოკვდეს ,მაშ ამათ ჭკვით უნდა მაჯობონ?_გაიფიქრა მან, გამოიტანა გრძელი მაჯის
სისხო ჭიგო, რომელსაც სპეციალურად კაკლის საბღერტად ხმარობდნენ, ავიდა კაკალზე
აიტანა ჭიგო, მთელი თავისი ქალური ძალა გამოიყენა და დაიწყო კაკლის ბღერტა, ნიავი
გაძლიერდა,მაგრამ ნანი არ ეპუებოდა მძლავრად სცემდა კაკლით დახუნძლულ ტოტებს
ჯოხს, ამასობაში გია დაბრუნდა სახლში, რომ დაინახა დედამისი ხეზე ელდა ეცა და
უყვირა:-"რას შვრები ქალო გადაირიე ამ ქარში სად ასულხარ! ჩამოდი ეხლავე! არ
ჩამოვარდე ჩამოდი"

_არა შვილო რა ჩამომაგდებს შენ თუ გინდა დაბლიდან მოკრიფე კაკალი...

_რას ამბობ ქალო ვინც დაგვინახავს რას იტყვის დედა ხეზეა და ბღერტავს,ამხელა
მუტრუკი კი დაბლა ვკრეფავდე, ჩამოდი გთხოვ ნუ მარცხვენ_ეს თქვა გიამ და დაიხარა
კაკლის ასაღებად, ქარმა იმატა ნანი გადააქანა ქარის ძლიერმა დარტყმამ ჯერ წინ,მერე
უკან, შეშინდა ქალი ჯოხს ხელი გაუშვა და ორივე ხელით ჩაებღაუჭაა მსხვილ ტოტს,
ჯოხი სწორედ იმ დროს ჩამოვარდა, როცა გია დაიხარა, ეს ყველაფერი წამებში მოხდა.
ჯოხი პირდაპირ კეფაზე მოხვდა, ხერხემლის ფუძე გადაუწყდა, ერთი შეფრთხიალდა
პირქვე დაემხო და განუტევა სული.

ნანი ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს მან მაღლიდან ჩამოსძახა შვილს:"შენ მართალი
ხარ შვილო, ამ ამინდში რა ძალა გვადგას, რაც დავბღერტეთ ეს ავკრიფოთ,ნანის არ
ჩამოუხედია შვილისთვის ნელა ფრთხილად დაიწყო ხიდან ჩამოსვლა.

_მოდი მომეშველე ბიჭო -დაუძახა ხის ძირამდე ჩამოსულმა ნანიმ, მაგრამ პასუხი რომ
ვერ გაიგო იფიქრა ალბათ გია სახლში შევიდაო და თვითონ მოახერხა დაბლა ჩამოსვლა,
ეზოში ჩამოსულმა ხილაბანდი შეიწორა და თქვა :_ეს რა იყო, მუხლები მეკვეცება
კინაღამ ჩამოვარდი, უცებ თავთან მიტანილი ხელები გაუშეშდა, ხმა ჩაუვარდა,მან
დაინახა პირქვე დაგდებული გია, რომელსაც ზემოდან ჭიგო ეგდო, სწრაფად მივარდა
მასთან და დაუწყო ძახილი:_"გია, შვილო, რა გჭირს, რა მოგივიდა, ხუმრობ,ხმა გამეცი
ნუ მაშინებ"

გია ხმას არ იღებდა ნანი მიხვდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო,"ნამდვილად გონება წაერთვა ,
გული წაუვიდა -ეს გაიფიქრა და სახეში დაუწყო ცემა, გონზე ვერ მოიყვანა თავი დახარა
და გულზე დაადო ყური, სუნთქვა არ ესმოდა, შეშინდა ნანი და დაიწყო ყვირილი, ხალხს
უხმობდა საშველად.

ქარი მისუსტდა ნაივს ჩამოფქონდა კაკლის დიდი უხეში შეყვითლებული ფოთლები,


სხირტლაძეების ეზო მოფენილი იყო ფერად_ფერადი ფოთლებით, გაწიკლულ ხესთან
შორიახლოს მუხლებზე დაცემული იჯდა ნანა, იგი იხუტებდა მკვდარ შვილს გულში და
მოთქვამდა_აი ასეთი სურათი ხვდებოდათ სხირტლაძეების სახლთან მოსულ
მეზობლებს.

**************************

შემზარავი ტრაგედიის ამბავი სწრაფად გავრცელდა რაიონში, მოედო ახლომახლო


სოფლებს, ერთმა მეორეს უთხრა, თავისი ფანტაზიით დაამატებული ახალი ამბავი,
მერემ მესამეს თავისებურად მოუყვა და ასე ჭორიკანთა გუნდის დამსახურებით ყველა
თავისებურად ყვებოდა სხირტლაძეების სახლში დატრილაებულ უბედურებას, ზოგი
მხოლოდ ინტერესის გამო ისმენდა ამბვს, ზოგი ყოველგვარი ემოციების გარეშე
ხვებოდა, უმეტესობა კი ვინც კარაგად იცოდა დედა_შვილის სიყვარული ძლიერ
განიცდიდა გლოვობდა მთელი უბანი,მოთქვამდნენ მათი ნათესავები, შეიტყვეს მისმა
ნამდვილმა და_ძმამ. რომლებმაც სიყვარულიც კი ვერ მოასწრეს ძმის, რა თქმა უნდა
ძალიან განიცადეს მისი ამბავი.

უფროს და_ძმას ძალიან უნდოდა ძმის სამძიმარზე მისულიყვნენ და ერთხელ კიდევ


დაეხედათ მისთვის, მარა ვერ ბედავდნენ, ერიდებოდათ თავისი ძმის
აღმზრდელების,ბოლოს მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს საფლავზე მისულიყვნენ და
დაკრძალვას დასწრებოდნენ, უმცროსი და_ძმებს არ გააგებინეს არაფერი, დაე,
სჯეროდეთ, რომ როდესმე უცხო ძმას შეხვდებიან და დაუახლოვდებიან, რაც შეეხება
მშობლებს მათთვის ჯერ_ჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლებოდა:_დედა ამ დარტყმას
ვერ გადაიტანს, ის ყველაფერს თავის თავს დააბრალებს და დარჩენილ ცხოვრებას სულ
დანაშულის გრძნობით გაატარებს_ფიქრობდნენ ისინი.

***********************************

უამრავ ხალხს მოეყარა თავი სასფლაოს კართან ყველა მოსულიყო სხირტლაძეების


ერთადერთი ვაჟის სამუდამო სასუფეველში გასაცილებლად, გიას
კლასელები,ამხანაგები, სოფლის თანატოლები. კუბოს წინ მიუძღოდნენ შემოდგომის
ნაირფრადი ყვავილებით, გვირგვინებით, უკან მისდევდნენ ნათესავები,მეზობლები,მათ
შემდეგ კი მთელი რაიონი და რაიონში შემავალი სოფლის მოსახლეობა თვალს ვერ
გაუწვდენდით იმდენი ხალხი იყო, ყველა ტიროდა უცხო თუ შინაური დიდსა და
პატარას ცრემლი ჰქონდათ თვალზე, ყველა შეძრწუნებული იყო ახლაგაზრდა
ჯანმრთელი ვაჯკაცის უეცარი და უბედური სიკვდილით, ორ ქალს გაეყარა
აქეთ_იქედან ხელმკლავი ძაძებში მოსილი ნანისთვის და ცდილობდნენ
დაემშვიდებინათ, კუბოს გვერდით მიყვებოდა მამა, რომელიც ხუთ დღეში დარდს ისე
დაებერებინა და მოეტეხა ძნელად თუ იცნობდა კაცი, დედას და მამას მალმალე
უხდებოდათ გული ცუდათ, ამიტომ კაპლმებ მომარჯვებული ექთანი სულ თვალებში
შესცქეროდა ორივეს.

ამოჭრილი საფლავის დანახვისას ნანიმ იწივლა:_მე ჩამასვენეთ ხალხო, გთხოვთ ჩემ


შვილს ხელს ნუ ახლებთ სახლში დააბრუნეთ, მე,მე მომაყარეთ ეს ქვა_ღორღი, ...ჩემი
შვილი მეხუმრება, ყველას გეხუმრებათ ახლა ადგება და სახლში სუყველა ერთად
წავალთ, ბოდიშს გიხდით ხალხო რომ მოგატყუეთ ადექი შვილო, შენც მოუბოდიშე გეყო
ამდენი მასხრობა, გიგა მივიდა ცოლის გვერდით ჩაიმუხლა ერთი ხელი ცოლის მხარს
მოხვია, მეორეთი სასახლეში მწოლარე გიას გადაუსვა ხელი და ცოლს უთხრა:"არა ნანი
გია გაგვებუტა, ის აღარასოდეს დაგვიბრუნდება, დროა სამუდამოდ დავემშვიდობოთ
და გზა დავულოცოთ.

_მე, მე მოვკალი, მე მოვკალი ჩემი შვილი, ჩემი ბრალია, მარტო არ გაუშვებ, მეც
გვერდით მივუწვები, არა ის არ წავა, არ დავუშვებ მიწამ შემიჭამოს, ტიროდა
გულჩათუთქული შვილის უნებლიე მკვლელი დედა.

მზე თავის მისუსტებულ სხივებს მთელი ენერგიით აგზავნიდა კუბოსკენ თითქოს


სურდა ჭაბუკისთვის ის ქვა გული გაედნო, რომ დედისთვის ერთი სიტყვა მაინც ეთქვა
გამომშვიდობებისას,მაგრამ მზე რას გახდებოდა, როცა საყვარელი დედის გულმა და
ცრემლმა ვერ გაალხო გაყინული გული.მისი სული ალბათ თავზე დასტრიალებდა და
ცდილობდა ენუგეშებინა მშობლები,მაგრამ, სულს ვინ დაინახავდა სხეული კი უძრავად
ელოდებოდა ცივ სამარეს.

ხალხის რიადი გაიყო და კუბოს მიუახლოვდა ხუთი ახალგაზრდა სამი ვაჟი და ორი
ქალი ერთ_ერთი ბიჭი მიუახლოვად მოტირალ მშობლებს და უთხრათ:_"ნება მოგვეცით
ჩვენც გამოვემშვიდობოთ საკუთარ ძმას"... ალბათ მიხვდით ვინ იქნებოდნენ ეს
ახალგაზრდები.. დიახ, დიახ გიას და_ძმები ითხოვდნენ ძმასთან გამომშვიდობებას.

_ნანიმ აიხედა, მაშინვე იცონ ახალგაზრდები წამოხტა ფეხზე და ისტერიკული


ყვირილით დაიწყო:_არა,არ დაგანებებთ, ჯერ გადააგდეთ და ახლა გინდათ წამართვათ,
გია ჩემია მხოლოდ ჩემი, ვერ წამართმევთ,მოშორდით აქედან, ეს თქვა დიდ ქვას
წამოავლო ხელი და უყვირათ მოშორდით ჩემს შვილს თორემ გესვრით, წაეთრიეთ
იუდებო, გია ჩემია თქვენი ბრალია მისი სიკვდილი, თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით
ყველაფერი კარგად იქნებოდა, თქვენ, თქვენ მომიკალით შვილი, დაიყვირა კიდევ
ერთხელ, თვალთ დაუბნელდა და გულწასული ჩაიკეცა იქვე, ახალგაზრდები
სასწრაფოდ გააცალეს იქაურობას, გულწასულ ქალი კი მანქანასთან მიიყვანეს,
ნიშადური ასუნებინეს, შემდეგ დამამშვიდებელი გაუკეთეს და სახლში წაიყვანეს,
ახლობლები სამუდამოდ გამოემშვიდობნენ გიას, მესაფლავეებმა, სასახლეს თავსაფარი
დააფარეს, თოკები მოაბეს და ნელ_ნელა ჩაუშვეს ორმოში სასახლე, შემდეგ თოკები
ამოიღეს და დაიწყეს მიწის მიყრა, ქვა_ღორღი გრუხუნით ეცემოდა,სასახილს თავს
თითქოს უხაროდა მიწას, რომ მორიგი მსხვერპლი ეწვია,მის კლანჭებს, მესფლავეები
თავის საქმეს , რომ მორჩნენ, ამხანაგები მივიდნენ საფლავთან და ყვავილებით
გაალამაზეს, მიწის გორა, რომელიც მათმა მეგობარმა სამუდამოდ მიისაკუთრა.
მივიდნენ თვალცრემილანი და_ძმაც უფროსმა დამ ხმით დაატირა ძმას :_ჩემო ძამიკო,
ის დაგვაშორეს ერთმანეთს ჩვენთვის არავის უკითხავს, როგორც კი გავიგეთ შენი
არსებობის შესახებ მოგძებნეთ, როგორ გვინდოდა შენთან დაახლოვება , მაგრამ არ
დაგვცალდა, ეს ისეთი მტკინვეულია ჩვენთვის… ახლა ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ
შენმა ათმა დედმამიშვილმა შენთვის_ისინი მწარედ ტიროდნენ მათი შემხედვარე
გარშემომყოფი ხალხიც ტიროდა, ყველამ გულჩათუთქულმა დატოვა სასაფლაო.

*************************

გიას დასაფლავებიდან სამი დღის შემდეგ ნამდვილმა მშობლებმა გაიგეს გაის


ამბავი, უშანგი უყვიროდა ცოლს და დედას:_თქვენი ბრალია, თქვენ მოიშორეთ თავიდან
გააშვილეთ მერე ვის მიეცით? საკუთარი ხელით მოკლა ჩვენი შვილი, აი, თქვენმა
უგულოებამ სადამდე მიგიყვანათ, გაზრდილიყო ჩვენ გვერდით იმ ოჯახში არაფერს
მოაკლებენო, მოაკლეს და მერე როგორ საკუთარი ხელით გაისტუმრეს იმ ქვეყნად ოცი
წლის ბიჭი, როგორც კი გაიგეს დადმამიშვილებს დაახლოვება უნდათო მაშინვე
მოიშორეს თავიდან.

_რას ამბობ მამა უყვირა ოთახში შემოსულმა ზურამ, ყველაფერი შემთხვევით მოხდა,
ბედისწერაა,მისი გამზრდელებს მზე და მთვარე ამოსდით მასზე,რამ გაფიქრებინა, რომ
ძალით მოკლავდნენ, შენ, შენ რა გააკეთე იმისთვის? დედას, რომ კილავ, ნუთუ ერთხელ
მაინც გიცდია შვილის ნახვა? ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ მისი ბედით…

უშანგი მიხვდა რომ მართლაც ზედმეტი იკადრა,მან ხომ თვითონვე აღიარა, რომ გიამ
სხვისი შვილი იყო და არ ჰქონდა მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება.

არა ნაკლებ დღეში იყო სოფიკო,მან ქმრის გარეშეც კარგად იცოდა, რომ დამნაშავე
იყო,მოიშორა საკუთარი პირშო და აგერ ისე ჩაესვენა მიწაში რომ ერთხელ აღარ
მოუკვრია მისთვის თვალი, სხვა შვილებს გადაყვა მრავალშვილიან ქალს ოჯახში იმდენი
საქმე ჰქონდა, რომ გაშვილებულ შვილისთვის დროს ვეღარ პოულობდა, სოფიკო ჩაიკეტა
თავის ოთახში, ტიროდა, მოთქვამდა, თავის მოკვლაც კი განიზრახა,მაგრამ ამას როგორ
ჩაიდენდა ის ხომ მეთორმეტე შვილს ატარებდა მუცლით შვიდი თვის ფეხმძიმე იყო,
თავი რომ მოეკლა გამოდიოდა რომ საკუთარი შვილსაც მოკლავდა, კიდევ ერთი შვილის
სიკვდილს კი ვეღარ დაუშვებდა, _მეყოლება ვაჟი, მას დავარქმევ გიას და მას მივცემ იმ
ყველაფერს რაც გაშვილებულ ბავშვს დავაკელი_ფიქრობდა იგი

*****************************

გიას დასაფლავების შემდეგ, როცა ხალხი თანდათან შემოეფანტა მგლოვიარე


მშობლებს,მაშინ გააცნობიერა ნანიმ ყველაფერი,მიხვდა რომ ვერ გაძლებდა შვილის
გარეშე ცხოვრებას, იგრძნო, რომ ამ ქვეყნად არაფერი დარჩენოდა, ეზოში გამოსული
დაინახავდა კაკლის ხეს, გაახსენდებოდა ყველაფერი და მწარედ მოთქვამდა, ერთ დღეს
გამოვიდა ეზოში კიბე მიაყუდა კაკალზე, ავიდა სწორედ იმ ტოტზე საიდანაც ჭიგო
ჩამოუვარდა აღაპყრო ხელები ზევით და შეჰღადღადა:_შვილო ამ კაკალმა გიმსხვერპლა,
შენ დაე,მეც ამან მომიღოს ბოლო, სადაც სული დალიე,მეც იქ დავლევ სულს, იქნებ
ამითი გამოვისყიდო ჩემი ცოდვა, მანდ შენს წინაშე და აქ ხალხის წინაშე.

_მოვდივარ შვილო, ნუ გეშინია, მალე სამუდამოდ ერთად ვიქნებით, _ეს თქვა ხელები
ჩამოსწია ორივე ფეხი ერთდროულად მოსწყვიტა ტოტს და პირქვე წამოვიდა
დაბლა,მძიმე მასა წამში დაეშვა ძირს და ადგილზე განუტევა სული.

სამი-ოთხი საათი იქნებოდა გასული, როცა გიგა მეზობილის კაცთან ერთად


სასაფლაოდან სახლში დაბრუნდა, ეზოში შესვლისთანავე დაინახა ცოლი მიირბინა
გადმოაბრუნა ხელის კანკალით და რა დაინახა მკვდარი ცოლი ერთი შეჰყვირა და უცებ
დადუმდა, შებარბაცდა და ზედ დაეცა ცოლის ცხედარს,მეზობელი მაშინვე მივარდა
ეძახდა სახელებს, შემდეგ პულსი გაუსინჯა და შეშინებული მეზობლებში გაიქცა
საშველად…

სხირტლაძეების დიდი კაკლის ხეს შემოდგომის ნიავი ფოთლებს აცლიდა, ფოთლებს


მოსდევდა ნაყოფიც, რომელიც მთელი შემოდგომა არავის გახსენებია, დაებღერტა
მხოლოდ ნიავი თუ ჩამოაგდებდა, კაკლის ძირში იწვნენ ცოლ-ქმარი, ხოლო მათ
გარშემო კაკლის შეყვითლებული, შემხამრი ფოთლები და წენგოდან საბოლოვოდ
გამოსული კაკალი ეყარა, ეზო თანდათან ივსებოდა მეზობლებით და ცნობისმოყვარე
ხალხით.

აი, ასე შესწირა თავისი ჯერ კიდევ ახალგაზრდული წლები სხვის შვილს ნანიმ და
გიგამ, იშვილეს თავს ევლებოდნენ, შემთხვევით შემოაკვდა ნანის, ეს ვერ გადაიტან,
თავი მოიკლა და ქმარსაც გაუხეთქა გული.

ნათესავებმა ცოლი გიას მარჯვენა მხარეს დამარხეს, ხოლო ქმარი მარცხენა მხარეს,
ამრიგად ცოლ-ქმარს შორის სხვისი შვილის სამარე იყო, მაგრამ სწორი იქნება სხვისი
შვილი ვუწოდოთ ნანის და გაგის ერთადერთ ნუგეშს, ეს უკვე მკითხველმა განსაჯოს
ვისთვის იყო სხვისი შვილი და ვისთვის არა.

***************************************

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ზუსტად ოცი წელი გავიდა, არვეალაძეების


მრავალშვილიანი ოჯახი, გაიზარდა, ბიჭები დაინიშნენ, გოგოები გათხოვდნენ, უფრო
მეტად გამრავლდნენ, სამუდამოდ მიატოვეს სოფელი მოლეთი და საქართველოს
სხვადასხვა კუთხეებში დასახლდნენ, უცხო ძმის ამბავს კი ყველა თავის შვილებს
ლეგენდად მოუთხრობს, იქნებ იმიტომ რომ ბებიის და დედის შეცდომა არავინ
გაიმეოროს, ვინ იცის?!
დასასრული

2003წელი.1 ნოემბერი

შენიშვნა:_1)ნამდვილი დედ_მამის გარეგნობა დასახვეწი.

2)გამზრდელი დედ_მამის გარგენობა დასაწერი

3) გიას გაზრდის პერიოდი უფრო ვრცლად უნდა დავწერო.

4)ავღწერო თვითვეული და_ძმა

You might also like