You are on page 1of 2

მოსწავლის ბარათი

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე , რომ შენ და ელენე მიდიხართ მეგობრებთან შეხვედრაზე, სულ იქნებით


ექვსნი. მეგობრებთან შეთანხმებით შენ დაგევალა ტკბილეულის შეძენა , ელენეს კი
გამაგრილებელი სასმელების შეძენა

უახლოეს მაღაზიაში ფასები ასეთია

გამაგრილებელი სასმელები

ტკბილეული

ცივი ჩაი 2ლ25თ ტრიუფელი 6ლ 75თ


500მლ
ალუბლის წვენი 2ლ20თ სკიტლსი 1ლ 65თ
500მლ
კოკა-კოლა 1ლ20თ ორეო 2ლ 20თ
250მლ
მირინდა 1ლ25თ კიტკეტი 4ლ 75თ
250მლ
პეპსი 1ლ40თ შოკოლადის 9ლ 92თ
330 მლ კანფეტი 1კგ
ფანტა 1ლ35თ შოკოლადის 12 ლ 56თ
330 მლ კანფეტი
გარგარის წვენი 1ლ10თ თხილით 1კგ
200მლ კანფეტი 8ლ 85 თ
კარამელის 1კგ

 ფასები წარმოადგინე შერეული რიცხვების სახით.


 აირჩიე ოთხ-ოთხი პროდუქტი თითოელი ცხრილიდან შესაბამისი
რაოდენობებით
 დათვალე ელენეს მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულება
 აირჩიე საჭირო რაოდენობის ტკბილეული და დათვალე ღირებულება.
 რა თანხა დახარჯეთ შენ და ელენემ ერთად?
 რომელმა დახარჯა მეტი თანხა და რამდენით? რამდენჯერ?
შეადგინე ანალოგიური ამოცანა შენი მეგობრისათვის

კონცეპტუალური კითხვები

1. რა არის წილადი? რას აღნიშნავს წილადის მრიცხველი? მნიშვნელი?


2. რას ეწოდება წესიერი წილადი? მოიყვანე მაგალითი
3. რას ეწოდება არაწესიერი წილადი? მოიყვანე მაგალითი
4. როგორ გამოვყოთ არაწესიერი წილადიდან მთელი და წილადი ნაწილი
5. რა არის შერეული რიცხვი? მოიყვანე მაგალითი
6. როგორ გადავაქციოთ შერეული რიცხვი არაწესიერ წილადად?
7. გაიხსენეთ უსგ და უსჯ
8. როგორ შევადაროთ წილადები
9. როგორ შევკრიბოთ და გამოვაკლოთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები?
10. როგორ გავამრავლოთ წილადები, შერეული რიცხვები?
11. როგორ გავყოთ წილადი წილადზე? შერეული რიცხვები?

შენი დავალებაა წარმოადგინო

შენი და ელენეს ხარჯთაღრიცხვა

შენს მიერ შედგენილი ანალოგიური ამოცანა

You might also like