You are on page 1of 1

12+

ბლოგი

იდეალური გლინტვეინის მომზადების 5


საიდუმლო, პლუს 3 რეცეპტი

გლინტვეინი – მთელ მსოფლიოში შობა-ახალი


წლის დღესასწაულების ნამდვილი სიმბოლოა. ეს
სასმელი ცივ დღეებში შესანიშნავად ათბობს და
თავისი არომატით ქმნის ჯადოსნურ და
სადღესასწაულო შეგრძნებას.
გთავაზობთ ზამთრის ყველაზე არომატული
სასმელის მომზადების რამდენიმე საიდუმლოს
და რეცეპტებს.

სწორად შეარჩიეთ სანელებლები


გლინტევინის მომზადებისას არ იჩქაროთ
დაფქული სანელებლების დამატება. აჯობებს
ისინი მთელ-მთელი ჩაუმატოთ, რათა სასმელს
არომატი მისცეს მხოლოდ და მის დალევაში
ხელი არ შეგიშალოთ.

ღვინო და ხილი ცალ-ცალკე


სასმელი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი
ღვინოს ცალკე ქვაბში გაათბობთ, ხოლო ხილსა
და სანელებლებს ცოტაოდენ წვანსა თუ წყალში,
ცალკე.
ბოლოს შეგიძლიათ ან ჩაუმატოთ უკვე
გაცხელებულ ღვინოში გაწურული ხილის
სიროფი, ან ჩაუმატოთ სასმელს მოხარშული
ხილი და სანელებლები, ცოტა ხანს გააჩეროთ და
შემდეგ გადაწუროთ. კიდევ ერთი საიდუმლო:
თუკი გლინტვეინს კანიანი ციტრუსებით აკეთებთ,
ნუ გააჩერებთ დიდხანს ხილს სასმელში –
შესაძლოა, გაამწაროს.
GEMRIELIA

შეათბეთ ღვინო
არ მიიყვანოთ ღვინო ადუღებამდე – ალკოჰოლი
ამოქრება და სასმელი გლინტვეინს კი არა,
კომპოტს დაემსგავსება. აჯობებს, უბრალოდ
შეათბოთ გლინტვეინი დაბალ ცეცხლზე იქამდე,
სანამ ოდნავ ბოლს არ ამოუშვებს, რის შემდეგაც
შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე –
გაფილტვრაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
ნიუანსი – გლინტვეინისთვის ღვინო აჯობებს რომ
იყოს მშრალი.

გაწურეთ
არ გამოტოვოთ ეს ეტაპი. გაფილტრეთ
გლინტვეინი. ჯერ ერთი, ასე ღვინო უფრო
გამჭვირვალე იქნება, მეორეც, სხვადასხვა
ინგრედიენტი არ მოგხვდებათ სმის დროს ცუდად
პირში.

სუფრასთან მიტანა
გლინტვეინის სუფრასთან მიტანასაც თავისი წესი
აქვს. ჩვეულებრივი ფუჟერები მისთვის არ
გამოდგება. თუკი არ გაქვთ გლინტვეინისთვის
სპეციალური ბოკლები, აჯობებს გამოიყენოთ
ჩვეულებრივი მაღალი ჭიქაბი. ასე კიდევ უფრო
მეტად იგრძნოთ სასმლის არომატს.

ამ სასმლის უამრავი ვარიანტიდან ჩვენ


ავარჩიეთ 3 ყველაზე მარტივი და
ხელმისაწვდომი რეცეპტი. რა თქმა უნდა,
შეგიძლიათ თქვენებურადაც შეცვალოთ
ინგრედიენტები და შექმნათ საკუთარი,
უნიკალური და არანაკლებ გემრიელი სასმელი.

ფორთოხლის გლინტვეინი

დაგჭირდებათ:

1 ბოთლი წითელი შავი ღვინო

0,5 ლ ფორთოხლის წვენი (აჯობებს


ახალგამოწურული)

1 ფორთოხალი

დარიჩინის 2 ღერი

120 გ ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:
ქვაბში აურიეთ ფორთოხლის წვენი და ღვინო,
დაუმატეთ შაქარი და დარიჩინის ჩხირები,
რომლებიც შეგიძლიათ დაამტვრიოთ და ისე
დაუმატოთ.
შემდეგ მოაცალეთ ფორთოხალს ცედრა და
დაჭერით ეს უკანასკნელი წვრილ ჩხირებად,
ხოლო რბილობი მოზრდილ ნაჭრებად.
ჩედრაც და რბილობიც დაუმატეთ ღვინიან ქვაბში
და გაათბეთ სასმელი დაბალ ცეცხლზე 10-15
წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც გაწურეთ და
გაანაწილეთ ჭიქებში.

ვაშლის გლინტვეინი
GEMRIELIA

დაგჭირდებათ:

1 ბოთლი წითელი მშრალი ღვინო

0,5 ვაშლის წვენი

1 ჩხირი დარიჩინი

3 მწვანე ვაშლი

50 გ შტოში

0,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:
გააცხელეთ თვინო ერთ ქვაბში, ხოლო ვაშლის
წვენი დარიჩინის ჩხირთან, შაქართან, შტოშთან
და დაჭრილ ვაშლთან ერთად – მეორე ქვაბში.
როცა ღვინო საკმარისად ცხელი იქნება,
დაუმატეთ მასში მეორე ქვაბიდან ინგრედიენტები
და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ გაწურეთ და
ჩამოასხით ჭიქებში.

თეთრი ღვინის გლინტვეინი


GEMRIELIA

დაგჭირდებათ:

1 ბოთლი თეთრი მშრალი ღვინო

1 ჩხირი დარიჩინი

3 ცალი მიხაკის მარცვალი

ნახევარი ლიმონი

1 ს/კ ღია ფერის რომი

თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:
გააცხელეთ თეთრი ღვინო ქვაბში, დაუმატეთ
ჩამოთვლილი ინგრედიენტები. ლიმონი წინასწარ
დაჭერით თხელ წრეებად.
შემდეგ გაწურეთ სასმელი, ჩამოასხით
სქელმინიან ბოკლებში და დატკბით მისი
საოცარი არომატით.

მასალის გამოყენების პირობები

31 მარტი, 2017
მოწონება 365 გაზიარება

0 კომენტარი დახარისხება: უახლესი

დაამატეთ კომენტარი...

Facebook-ის კომენტარების დანამატი

საახალწლო მენიუ

სამარხვო კერძები

სწრაფად მოსამზადებელი კერძები

სალათები

ფუნთუშეული

პოპულარული რეცეპტები

შეინახე რეცეპტი

ათასფენა დესერტი მხოლოდ ვაშლით

შეინახე რეცეპტი

ლიმონის და მაწვნის კექსი

შეინახე რეცეპტი

არაბული კექსი-ჟელე

შეინახე რეცეპტი

ნანული სარაჯიშვილის უგემრიელესი


ფრანგული კერძი - კიში

შეინახე რეცეპტი

ნაყინი

შეინახე რეცეპტი

პასტა თეთრი სოუსითა და ისპანახით

შეინახე რეცეპტი

ალუბლის იდეალური ლიქიორი მხოლოდ ოთხი


მოქმედებით

შეინახე რეცეპტი

სახლში მომზადებული "ბეილისი"!


ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ...

შეინახე რეცეპტი

იტალიური სალათა ქართული აქცენტით

შეინახე რეცეპტი

ბისკვიტის ფუმფულა რულეტის საუკეთესო


რეცეპტი

რეკლამის დამატება

სენსაცია! დეზ

ბარძაყის და მუცლის არედან ცხიმის მოსაშორებლად უზმოზე დეზ


დალიეთ ეს 10 დღე მწერ

http://latte.ffnatural.net https:

გაქვთ პარაზიტები? ჯად

ა, DETOXIC წყალობით თქვენ ჯანმრთელი ხართ და გაქვთ გამო


გაუმჯობესებული იმუნური ფერ

http://detoxic.ffnatural.net https:

DETOXIC წიგ

30 დღეში სრულიად გაწმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან წაიკ

კონტაქტი

მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია,


იხილეთ
მასალის გამოყენების პირობები

© 2017 Gemrielia.ge

You might also like