You are on page 1of 15

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

სასწავლო გეგმა

2021-2022 სასწავლო წელი


ქ. ქუთაისი

1
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის
მისია

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი


(შემდგომში ლიცეუმი) ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო
მომზადებასა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე
ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.

სწავლება სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო


ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და
დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. სასწავლებელი პანსიონური
ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და
სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.

ლიცეუმის მისიაა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების


მატარებელი თავისუფალი პიროვნება. დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი,
ჩამოუყალიბოს კადეტებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული
სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულებათა პატივისცემა, კადეტის მიერ
ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობის
გაცნობიერება.

ხელი შეუწყოს ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციისა და


სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნას.

,,ეროვნული სასწავლო გეგმის”, ,, ზოგადი განათლების შესახებ კანონის”, ლიცეუმის


წესდების და შინაგანაწესის დაცვით უზრუნველყოს თანაბარი საგანმანათლებლო გარემოს
შექმნა. ლიცეუმის კადეტთა ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი
აღზრდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო
ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებელად საფუძველის შექმნა.

2
2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი

3
ლიცეუმი ახორციელებს ვაჟთა და გოგონათა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო
მომზადებასა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე
ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.
სამხედრო მომზადება მოიცავს:
1. საადაპტაციო პერიოდს;
2. ცხოვრებას ყაზარმულ პირობებში;
3. დაწყებით სამხედრო მომზადებას;
4. საველე მეცადინეობებს (ტარდება სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის
სახელობის
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამის
შესაბამისად).

შენიშვნა:
საადაპტაციო პერიოდს კადეტები გაივლიან სასწავლო წლის დაწყებამდე : I, II და III
სასწავლო კურსი - სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიციუმის
დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ I


და II კურსდამთავრებული კადეტებისათვის ჩატარდება სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის
სახელობის სამხედრო ლიციუმის დირექტორის მიერ დამტკიცებული სამხედრო პროგამით
გათვალისწინებული საველე მეცადინეობები.

4
ლიცეუმის საათობრივი ბადე 2021-2022 სასწავლო წელი

I კურსი II კურსი III კურსი


საგანი
მე-10 მე-11 მე-12
კლასი კლასი კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა 5 5 5

მათემატიკა 5 5 8

ინგლისური ენა
4 4 5

რუსული 1 1 2

საქართველოს და მსოფლიოს ისტორია 2 2 3

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება - 1 -

გეოგრაფია 2 2

სამოქალაქო განათლება 2 - -

ბიოლოგია 3 2

ფიზიკა 2 2

ქიმია 2 3

ფიზიკური აღზრდა და სპორტი 1 2 2


0,5 (1 საათი I
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება სემესტრი)
არჩევითი საგნები
კინოხელოვნება 2

მესამე უცხო ენა ფრანგული 2


კომპიუტერული მეცნიერება 1

დამატებითი სავალდებულო საგნები


დაწყებითი სამხედრო მომზადება 2 3 3 ( I სემესტრი)
რობოტექნიკა და ელექტრონიკა 1

საინფორმაციო ტექნოლოგიები 2
საპილოტე საგანი

თავდაცვა და უსაფრთხოება 1

სულ საათების რაოდენობა კვირაში 34 34 33/27

5
შენიშვნა:

1. სპორტი ისწავლება ლიცეუმის სტანდარტით. მე-11 კლასში სპორტი ჩატარდება 2 საათი, 1


საათი დღის პირველ ნახევარში, ხოლო 1 საათი დღის მეორე ნახევარში. დამტკიცებული
ცხრილის მიხედვით.
2. დაწყებითი სამხედრო მომზადება მე-10 კლასში (დამატებითი სავალდებულო საგანი)
ისწავლება ლიცეუმის სტანდარტით კვირეული დატვირთვა 2 სთ, 1 საათი ჩატარდება დღის

პირველ ნახევარში, ხოლო 1 საათი დღის მეორე ნახევარში დამტკიცებული ცხრილის მიხედვით.

3. მე-12 კლასში დაწყებითი სამხედრო მომზადება ისწავლება 3 საათი მხოლოდ I სემესტრში. 2


საათი ჩატარდება დღის პირველ ნახევარში, ხოლო 1 საათი დღის მეორე ნახევარში
დამტკიცებული ცხრილის მიხედვით.
გამოცდა ჩატარდება ნოემბრის ბოლო კვირას, (შეფასება ჩათვლა).

4. რობოტექნიკა და ელექტრონიკა (დამატებითი სავალდებულო საგანი) ისწავლება მე-11 კლასში


(შეფასება ჩათვლა).
5. მე-12 კლასში არჩევითი საგანი კინოხელოვნება ისწავლება 2 საათი მხოლოდ I სემესტრში. 1
საათი ჩატარდება დღის პირველ ნახევარში, ხოლო 1 საათი დღის მეორე ნახევარში
დამტკიცებული ცხრილის მიხედვით.
6. მე-12 კლასში მათემატიკის საათები განისაზღვრა კვირაში 8 საათით.

შენიშვნა:

1. სასწავლო ჯგუფების გაყოფის შესახებ:

1.1 კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო ჯგუფები გაყოფილია შემდეგ საგნებში:

ა) მე-10 კლასში მათემატიკა, ინგლისური და ფრანგული ენა;

ბ) მე-11 და მე-12 კლასში კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა საგანში;


1.2 ლიცეუმი ჩაერთო სახელმძღვანელოს ,,თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლების საპილოტე
პროგრამაში, აღნიშნული საგანი ისწავლება მე-10 კლასში 1 საათი.

6
კურსი / საგანი I კურსი II კურსი III კურსი
10 კლასი 11 კლასი 12 კლასი
შემაჯამებელი საათების შემაჯამებელი საათების შემაჯამებელი
საათების რაოდენობა
დავალება რაოდენობა დავალება რაოდენობა დავალება

I II I II I II
ქართული ენა და ლიტერატურა 5 4 5 5 4 5 5 3 4
მათემატიკა 5 4 6 5 4 6 8 4 4
ინგლისური 4 2 3 4 2 3 05 3 2
რუსული 1 2 3 1 2 3 2 2 2
საქართველოს და მსოფლიოს ისტორია
2 2 3 2 2 3 3 1 1
საგზაო ნიშნები და მოძრაობის - - - 1 - - - - -
საფრთხოება
გეოგრაფია 2 2 3 2 2 3 - - -
სამოქალაქო განათლება 2 2 3 - - - - - -
ბიოლოგია 3 2 3 2 2 3 - - -
ფიზიკა 2 2 3 2 2 3 - - -
ქიმია 2 2 3 3 2 3 - - -
ფიზიკური აღზრდა და სპორტი 1 - - 2 - - 2 - -
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება 0,5 1
არჩევითი საგნები
კინოხელოვნება - - - - - - 2 1 -
კომპიუტერული მეცნიერებები - - - 1 1 1 - -- -
ფრანგული 2 11 1 - - - - - -
-
დამატებითი სავალდებულო საგნები
დაწყებითი სამხედრო მომხადება 2 - - 3 - - 3 - -
რობოტექნიკა და ელექტრონიკა - - - 1 - - - - -
საინფორმაციო ტექნოლოგიები - - - - - - 2 - -
-
საპილოტე პროგრამა
თავდაცვა და უსაფრთხოება 1
7
საგნობრივი კათედრები
ლიცეუმი ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექნას კათედრები, რომელთა შემადგენლობა
და ფუნქციები აისახება ლიცეუმის სასწავლო გეგმაში.

ლიცეუმში ფუნქციონირებს 6 საგნობრივი კათედრა:

კათედრის დასახელება

1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
2. მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა
3. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
5. უცხო ენის (ინგლისური, რუსული, თურქული, ფრანგული) კათედრა
6. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა

საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:


ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა
განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ლიცეუმის
ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის
წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და
ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების
მოფიქრება და სხვა);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების
დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, კადეტთა აკადემიური მიღწევებისა
და გაცდენების ანალიზი;

კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა
უმრავლესობით;
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა
დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) ლიცეუმის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრებზე მიღებულ

8
გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ., გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა
სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების
(კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის


დასრულებისას, საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა
აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

9
სასწავლო ჯგუფების დამრიგებლების მოვალეობები
ლიცეუმში ფუნქციონირებს 12 (თორმეტი) სადამრიგებლო ჯგუფი

დამრიგებელი

• ლიცეუმის ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. ლიცეუმის დამრიგებელი უნდა იყოს
ამავე ლიცეუმის მასწავლებელი.
• დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს კადეტს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი
უფლებები და მოვალეობები (ლიცეუმის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, ლიცეუმის
სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) საშუალო საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ თვეში ერთხელ ან ორჯერ.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა კადეტის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს
სხვადასხვა უნარის განვითარებაზე სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
გ) დაეხმაროს კადეტს აკადემიური თუ ლიცეუმის გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის
გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი კადეტს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი
ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია კადეტის
აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.
დაუშვებელია ერთი კადეტის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა
კადეტის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას კადეტთან და
ლიცეუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული კადეტის
მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, მოამზადოს თითოეული კადეტის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი
მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, კადეტის განვითარებაზე
შემდგომი დაკვირვების მიზნით;
თ) კადეტის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს
ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს
მოსწავლის პირად საქმეში.

რეკომენდებულია, ლიცეუმის დამრიგებელი გაეცნოს სამინისტროს და სამინისტროს საჯარო


სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან რეკომენდებულ შესაბამის
მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევს.

• დამრიგებლის მუშაობა წარიმართება შემდეგი პრინციპებით:


ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების
ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) კადეტის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა კადეტის პოტენციური
10
ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო
პირობების შექმნა;
გ) კადეტებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა კადეტებს
საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ღონისძიებები, ლაშქრობები,
ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა კადეტებთან უნდა ემყარებოდეს
თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ და/ან
რეკომენდებულ შესაბამის მეთოდურ სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს.

დამრიგებლის ვალდებულებები რეგულირდება ლიცეუმის შინაგანაწესით, მუხლი N13-ის


პუნქტი N13.1

კადეტის შეფასების მიზანი, პრინციპები და ამოცანები

1. კადეტის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს


სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2. კადეტი უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი
გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა
ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება

1. ლიცეუმში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.


2. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს კადეტის მიღწევის
დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში.
განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული კადეტის განვითარების
დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა- დარიგება,
დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

11
განმავითარებელი განმსაზღვრელი
მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
კადეტის მიღწევის დონის
კადეტის განვითარების დადგენა ეროვნული სასწავლო
ხელშეწყობა გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან
მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის
განსაზღვრა

შეფასების საგანი სწავლის პროცესი სწავლის შედეგი

შეფასების წინსვლის ხელშესაწყობად მომდევნო ეტაპზე


შედეგად განსხვავებული აქტივობის (კლასში/საფეხურზე)
მიღებული შერჩევა, სწავლების სტრატეგიის დაშვება/არდაშვება
გადაწყვეტილება შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა
და სხვ.
წარმარტების კონკრეტული კადეტის წინსვლის იმის საფუძველზე, თუ რამდენად
კრიტერიუმების საფუძველზე (საკუთარ მიაღწია სტანდარტით
განსაზღვრა მიღწევებთან მიმართებით - რა განსაზღვრულ შედეგებს
დონეს ფლობდა, რა დონეს (ყველასათვის საერთო,
ფლობს) სტანდარტით დადგენილ
ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების თვით/ურთიერთშეფასების ქულა
საშუალებები რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი)
კომენტარი;
უნარის განვითარების დონის
აღწერა.

ქულები შეფასების დონეები


10
მაღალი
9
9
საშუალოზე მაღალი
8
8
საშუალო
7
6
საშუალოზე დაბალი
5
5
დაბალი
4

12
ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი


სახეობები:

ა) საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც


მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ
სემესტრში;
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება
საგანში.
წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა
გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა
ექნება საგნის წლიურ ქულაზე.
დ) საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;
ე) საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო,
საშუალო) საერთო შეფასება.

არაოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

დამატებითი სავალდებულო საგნები - რობოტექნიკა და ელექტრონიკა, საინფორმაციო


ტექნოლოგიები და დაწყებითი სამხედრო მომზადება ფასდება ჩათვლით.

საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე კადეტები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

1. მიმდინარე საშინაო დავალება

2. მიმდინარე საკლასო დავალება

3. შემაჯამებელი დავალება

სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც


განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების


გამოყენება.

13
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი

• შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური,


კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება,
ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის
შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე- გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო
ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.).
ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის
პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები
• ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის
განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების
სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას.
• კადეტი ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი
დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და
სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში)
• თუ კადეტი არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო,
სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის
საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა
განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
• თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ
კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ
დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი,
შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის
შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც
შეფასდება ეს დავალებები; ასევე, კადეტების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ
შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი
დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.
იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3 მეტი დისტანციური სწავლების ფორმით
მიმდინარეობდა, ლიცეუმს უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებებისრაოდენობა, რაც უნდა აისახოს ლიცეუმის
სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა
დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას.

შენიშვნა:
ეროვნული სასწავლო გეგმიდან და ლიცეუმის შინაგანაწესიდან გამომდინარე კადეტთა
სამხედრო ლიცეუმში შემუშავებული იქნა გამოცდების ჩატარების სქემა (შინაგანაწესის
მუხლი N4 და მუხლი N23)

14
წლიური გამოცდები
სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდება წლის დამამთავრებელი გამოცდები შემდეგ
საგნებში:
I კურსი მე - 10 კლასი
ქართული ისტორია
II კურსი მე - 11 კლასი
მათემატიკა ინგლისური ენა

საგამოცდო საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის
სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა 3-ზე.

15

You might also like