You are on page 1of 5

რა არის იმანუელ კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკის“ მიზანი

დაჩი ხონელიძე

კურსის ხელმძღვანელი: ლევან შატბერაშვილი

იმანუელ კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2021
შესავალი
კანტის აზრით რაიმე მეცნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს მეცნიერებად
არსებობის უფლება თუ ის თავის დისციპლინაში ემპირიისგან თავისუფალ
აუცილებელ და საყოველთაო წესებს დააფუძნებს. გამოცდილებისგან თავისუფალი,
ცდამდელი წესები აპრიორული წესებია. კანტის ფილოსოფიური შემოქმედების
საზოგადო მიზანია იპოვოს ამ აპრიორული წესების დადგენისთვის საჭირო
პირობები. იმანუელ კანტამდე ფილოსოფოსები შემეცნების ჭეშმარიტების
ლეგიტიმაციას ეძებდნენ ან ემპირიაში, ან გონებაში. კანტმა წმინდა გონების
კრიტიკაში, დაასაბუთა რომ უკიდურესად რაციონალური მეცნიერებებიც კი,
როგორიც მაგალითად მათემატიკაა, არ შეიძლება მხოლოდ რაციოს ჭრილში, გონების
საშუალებით იქნას გაგებული (კანტი, 1979, 55-74). ნებისმიერი ჩვენი
დამოკიდებულება რეალობასთან პირველ რიგში გაივლის გონების იმ ფილტრს
რომელსაც წარმოადგენს დრო და სივრცე. შეუძლებელია რაიმე არსებობდეს
ემპირიაში ისე, რომ ის არ იქნას აღქმული დროულად და სივრცულად. ჩვენ
სამყაროზე დაკვირვებას მხოლოდ მას შემდეგ ვახდენთ, რაც ის ჩვენ წარმოდგენაში ამ
ფილტრის გავლით შემოვა. ადამიანს არ შეუძლია დააკვირდეს თავისთავად
არსებულ ნივთს, მას მსჯელობა შეუძლია მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებულ
ნივთზე. პრაქტიკული გონების კრიტიკაში კანტი შეეცადა მსგავსი აპრიორული
ფორმები აღმოეჩინა ეთიკაშიც, რადგან ანალოგიური პირობების გარეშე ინდივიდის
ზნეობრივი მაქსიმებიც ვერ დაუკავშირდებოდა ზნეობრივ კანონს.

„პრაქტიკული გონების კრიტიკის“ მიზანი

პრაქტიკული გონების კრიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმის


დამტკიცება, რომ წმინდა პრაქტიკული გონება არსებობს, განსხვავებით წმინდა
გონების კრიტიკისა, რომელიც ცდილობს საზღვრები დაუდოს წმინდა გონებას.
რამდენადაც თუ ის ჭეშმარიტად პრაქტიკულია მაშინ საქმით გამოჩნდება მის
ცნებათა რეალობა. სპეკულაციური გონება ვერ იხელთებს თავისუფლების ცნებას,
ვერ ასაბუთებს მის შესაძლებლობას, თუმცა მისი არსებობის შესახებ აპრიორულად
ვიცით, რამდენადაც თავისუფლების გარეშე ვერ იარსებებდა მორალური კანონი.
ხოლო თავისუფლების იდეას ეყრდნობა ღმერთისა და უკვდავების იდეები, რადგან
ეს ორი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების არსებობით. აქიდან გამომდინარე,
სპეკულაციურ გონებას არ ყოფნის უნარი თავისუფლების, ღმერთისა და უკვდავების
დასასაბუთებლად და პრაქტიკული გონების კრიტიკა ცდილობს მათი არსებობის
არგუმენტები გონების მორალურ გამოყენებაზე დააფუძნოს. (კანტი, 2016, 33)

წმინდა გონების კრიტიკაში გონების კრიტიკა ეხება მხოლოდ შემეცნების უნარს,


პრაქტიკული გონების კრიტიკამ კი უნდა დააფუძნოს საყოველთაო ზნეობრივი
კანონი, რომელიც ადამიანის ქმედებას წარმართავს, ხოლო ადამიანის ქმედების
მორალური შეფასება შეუძლებელია ნების გათვალისწინების გარეშე. პრაქტიკული
გონების კრიტიკამ უნდა დაადასტუროს, რომ სწორედ წმინდა გონებაა საკმარისი
ზნეობრივი კანონის დასაფუძნებლად და არა ემპირიულად შეზღუდული გონება.
„მაშასადამე, საზოგადოდ პრაქტიკული გონების კრიტიკას მოვალეობად აწევს,
ემპირიულად განპირობებულ გონებას ხელი ააღებინოს იმის დაჩემებაზე, თითქოს
მარტოოდენ იგი იძლეოდეს ნების განმსაზღვრელ საფუძველს:“ (კანტი, 2016, 59)

იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს აპრიორული ზნეობრივი კანონი ის სრულიად


თავისუფალი უნდა იყოს ემპირიული ნაწილისგან. ამის საჭიროებაზე მეტყველებს
ზნეობრივი კანონების საყოველთაოობა. მსგავსი საყოველთაო კანონი რომ ძალაში
იყოს ის უნდა შეიცავდეს აუცილებლობის ელემენტს. თუ მსგავსი კანონი
სავალდებულოა მაშინ ის არ უნდა ითვალისწინებდეს გარემოპირობებს და
მთლიანად წმინდა გონების ცნებებიდან უნდა ამოვიდეს. თუ კანონი ემპირიულ
საფუძვლებს ემყარება ის შეიძლება იყოს პრაქტიკული წესი, მაგრამ ვერ იქნება
მორალური კანონი. ზნეობა საფრთხეშია სანამ არ არსებობს ქმედების აპრიორულად
განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები. ქმედება რომ მორალურად კარგად
მივიჩნიოთ ის არამარტო უნდა შეესაბამებოდეს ზნეობრივ კანონს, არამედ
აუცილებელია რომ ქმედების მოტივაციას ეს კანონი წარმოადგენდეს. ადამიანის
მოქმედებას წინ უნდა უძღოდეს განსჯა, ენდომებოდა თუ არა მისი მორალური
მაქსიმა გამხდარიყო საყოველთაო მორალური კანონი, ექნებოდა თუ არა ამ კანონს
აუცილებლობის ელემენტი. ამის საწინააღმდეგო რამდენიმე შემთხვევა მოაქვს კანტს,
მაგალითისთვის, თუ სასოწარკვეთილ ადამიანს თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი.
თუ მას ისევ აქვს აზროვნების უნარი თავის თავს კითხავს, შეიცავს თუ არა თავის
მოკვლა აუცილებლობის ელემენტს და შეისაძლებელია თუ არა ის ბუნების
საყოველთაო კანონად იქცეს. „მისი მაქსიმა კი ამგვარია: თავმოყვარეობა მაიძულებს,
სიცოცხლეზე ხელის აღება პრინციპად გავიხადო, თუ სიცოცხლის შენარჩუნება
უფრო მეტ უბედურებას მიქადის, ვიდრე სიამოვნებას“. (კანტი, 2013, 153) მაგრამ
თავმყოვვარეობის გრძნობის დანიშნულება სიცოცხლის შენარჩუნებაა, მის გამო
სიცოცხლის მოსპობა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, გამომდინარე აქედან მსგავსი
მაქსიმა შეუძლებელია გახდეს საყოველთაო კანონი.

დასკვნა

პრაქტიკული გონების კრიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს დააფუძნოს


ზნეობრივი ქმედების შეფასების აპრიორული კრიტერიუმები. რადგან წმინდა
გონების კრიტიკა ეხებოდა წმინდა გონების საზღვრებს და დაადგინა რომ ემპირიაში
არსებული ნებისმიერი რამ ადამიანს მიეწოდება დროისა და სივრცის გავლით,
თუმცა მისთვის მოუხელთებელია ზნეობრივი ქმედების შეფასება, რადგან
ზნეობრივი ქმედების მთავარი კრიტერიუმი არის ნება. პრაქტიკული გონების
კრიტიკა აფართოვებს წმინდა გონების კრიტიკას და აფუძნებს იმ აპრიორულ წესებს,
რითაც ერთიანად განდევნის ეთიკიდან ემპირიულ ნაწილს.
გამოყენებული ლიტერატურა
კანტი, იმანუელ. 1979. წმინდა გონების კრიტიკა. მთარგმნ.: შ. პაპუაშვილი, რედ.: გ.
თევზაძე. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კანტი, იმანუელ. 2016. პრაქტიკული გონების კრიტიკა. მთრგმნ.: ლ. რამიშვილი,
რედ.: ნ. ნათაძე. თბილისი: გამომცემლობა Carme diem.
კანტი, იმანუელ. 2013. ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება. მთარგმნ.: ლ. რამიშვილი,
რედ.: ნ. ნათაძე. თბილისი: carpe diem.

You might also like