You are on page 1of 918

1 მკითხველთა ლიგა

კონსტანტინე
გამსახურდია


ავით ა ღმაშენებელი

ტეტრალოგია

წიგნი III-IV

2 მკითხველთა ლიგა
წიგნი III

„დაუბრუნე ირმები ტყეებს!“

გიორგობას აღლუმი უნდა შემდგარიყო შაორის მთის სანა-


ხებში, მეფის სახელით „წვევის წიგნნი“ გაუგზავნეს გიორგი
ჭყონდიდელს, შერგილ ლიპარტიანს, ბეშქენ ჯაყელს, ფარჯანი-
ანს, აზნაურ მორკნეველს, ფანასკერტის ციხისთავს.
ულაშქროდ იყვნენ ნახმობი ჰერეთელი დიდებულები: ბარამ
არიშიანი და ქავთარ ბარამისძე.
მეფეს განზრახული ჰქონდა ახლა მთიანეთის პირობებში გა-
მოეცადა მეომართა ამტანობა, ცხენთა გამძლეობის უნარი,
მწვერვალებზე აღმართულ ციხეთა შემოწყობა, ლოდსატყორ-
ცნების, „ტარანებისა“ და „ვერძების“ გამოყენება ახლად შემოკ-
რეფილ მონასპათათვის.
მოეწყო სასინჯი იერიშები როგორც ციხეებზე გარედან მისა-
ტანი, ისე გოდოლების, გალავნებისა და ბლისკინების დასაცავი.
ბერძნული ცეცხლის, საგორავების გამოყენება და ციხის გარე-
მომცველთათვის მდუღარის დაშენა.
შაორიდან ბირთვისს უნდა წამოეყვანა ეს ლაშქარი და ეჩვე-
ნებინა სავსებით მიუვალი ციხის აღების მაგალითები.
ბირთვისი მოუვლელი დარჩათ ბაღუაშ-ორბელიანებს, რად-
გან თურქთაგან შევიწროებას არ განიცდიდნენ ისინი. გარდა
ამისა, ამ ციხის მომარაგება სჭირდა მისი სიდიდისა და სიმაღ-
ლის გამო.
იქაურ მკაცრ ბუნებას ვერ უძლებდნენ მეციხოვნენი ზამთარ-
ში, არც ლიპარიტისძეთ გააჩნდათ იმდენი სახსარი, ციხიონი1
შეენახათ, ამიტომაც მოუვლელი და უკაცრიელი დარჩა ბირთვი-
სი.

1 ციხიონი – გარნიზონი. სიტყვა ხევსურეთშია ჩანაწერი.


3 მკითხველთა ლიგა
დავით მეფე მთელ წელიწადს იღვწოდა შეეკეთებინა ამ
უზარმაზარი ციხე-ქალაქის გოდოლები, ქვითკირის კარიბჭენი,
წყლის მილები და წყალთა შემკრები აუზები, რომელშიაც ინა-
ხავდნენ წვიმის წყალს, იმ შემთხვევაში, როცა მტერი ხან-
გრძლივად შემოეწყობოდა ამ ციხეს.
თრიალეთის აღების უმალვე დავით მეფემ ჩუხჩნი ჩააყენა იმ
გოდოლებში, რომელნიც ჰკეტავენ ნახევარი ფარასანგის2 მან-
ძილზე გავლებულ კლდეთა ნაპრალს.
ამ ნაპრალების გაყოლებით სულ აღმა და აღმა ადის ერთა-
დერთი გზა, ბირთვისის ციხეების ზეგანზე ასასვლელი.
თავის დროზე ამაოდ ეცადა მალიქ-შაჰ სულტანი, როგორმე
აეღო ბირთვისი და გაწბილებული უკუაქცია იგი გიორგი მეფის
ლაშქარმა.
ამიტომ უყვარდა დავით მეფეს ბირთვისი და ამ ციხის აღებაც
უნდა ეჩვენებინა თავისი სპასალარებისა და ლაშქრისათვის.
„ალბათ ეგ იქნება უკანასკნელი აღლუმი, ჩვენო პატრონო“.
სთქვა ხმადაბლა მახარაიმ.
„ვითარებას გააჩნია, მახო, თუ გავიმარჯვეთ, შესაძლოა
ვერც კი მოვიცალოთ აღლუმებისათვის, თუ არადა, კვლავადაც
არაერთი დაგვჭირდება ალბათ“.
მალემსრბოლნი ლიხზედაც გადასულნი არ იქნებოდნენ, ისე
ჩამოსთოვა თრიალეთის მთებზე.
მეფე უთენია დგებოდა, უგუნებოდ უთვალთვალებდა მოღუ-
შულ ბუნებას, ჯერაც ფოთლები ზედ ესხა ჭადრებს, როცა
თრიალეთის ბარსაც ეწვია ნაადრევი თოვლი.
ერთი კვირაც არ იყო გასული, ანთიმოზ ბერი ჩამოვიდა გე-
გუთიდან. ბიზანტიონიდან ახლად დაბრუნებული ნიანია ბაკუ-
რიანისა და გიორგი მეფის ბარათები ჩამოუტანა პატრონს.
მეფემ თავათ გახსნა გრაგნილი, ორგზის გადაიკითხა ნიანი-
ას საკმაოდ ვრცელი პიტაკი ბიზანტიაში მომხდარი უკანასკნელი
ამბების გამო.
მინაწერში ნიანია იუწყებოდა: გაზაფხულზე მარიამ დედოფა-
ლი ჩამოსვლას აპირებსო.

2 ფარასანგი – 51/2 კილომეტრი.


4 მკითხველთა ლიგა
ხუფთაში მოუღწევია იერუსალემელ ბერს, ფოჩოლიკაის,
ჯონდი ერისთავის მიერ გამოგზავნილი წერილი თან მოაქვსო.
ცნობისწადილი მოეძალა პატრონს: უკანასკნელი პიტაკი
ჯონდი შამანისძისა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მოუვიდა ან-
ტიოქიიდან.
იერუსალემიდანო?
გაოცდა მეფე.
„ნუთუ იერუსალემი აიღეს ჯვაროსნებმა?“
ეუბნება მახარაის.
„ჯონდის უკანასკნელი ბარათი ისე ნაღვლიანი იყო, შესაძ-
ლოა, მობეზრდა მას ჯვაროსან ლაშქართან ხეტიალი და თავათ
წასულიყოს იერუსალემს“, მიუგო მახარაიმ და ისევ ნიანია ბაკუ-
რიანის მიერ გამოგზავნილ ბარათს დაუწყო ფურცვლა.
„ღმერთმა ინებოს, მშვიდობით დაგვიბრუნდეს ჯონდი, ეს ხე-
ტიალი და წამება, დიახაც, გამოადგება მას მომავალ ომებში“,
სთქვა მეფემ.
„არაფერია, ჩვენო პატრონო, ფოლადი რაც უფრო დიდხანს
დაჰყოფს ბრძმედში, მით უფრო მტკიცე დადგება. ბუხრის პირად
ჯერ აროდეს გაზრდილა სარდალი. მე იმას ვწუხვარ, – დასძინა
მახარაიმ, – თავისი ქვიშისფერი ჯაჭვი რომ არ წაიღო ჯონდი
ერისთავმა თან. შამან ერისთავს სვიანად უტარებია იგი მრავალ
ომში, მეფევ ბატონო“.
„ეჰ, ჩემო მახო, ჯაჭვი რა ბედენაა, ყველაზე საიმედო ჯაჭვი
ვაჟკაცობაა. მაჰმადს კარგად უთქვამს ამის გამო: მე მათ ვებ-
რძოლები უჯაჭვოდ დღესა მას რისხვისას“.
მახარაიმ შენიშნა: „აფსუს, ნიანიაც თან რომ არ გაჰყვა შამან
ერისთავის ვაჟს“.
მეფე მცირე ხანს შესცქეროდა სარკმლის გადაღმა მოც-
ქრიალე თოვლის ფთილებს და მერმე ბრძანა:
„ნიანია ბაკურიანს ეყო, რაც თავს გადახდა, სელჯუკიანებმა
საკმარისად გაუმაგრეს კუნთები მას...“

***
გიორგი ჭყონდიდელი მობრძანდებაო! მხოლოდ ესა სთქვა
ანთიმოზ ბერმა ლიპარიტის უბნის ეკლესიაში ნაწირვევს და
მთელს საერისთავოს მოედო ეს ხმა.
5 მკითხველთა ლიგა
ჯერ არავის სმენია, დავით მეფის სარდლების მისვლა-
მოსვლა წინასწარ ცოდნოდა ვინმეს, მით უმეტეს, გიორგი ჭყონ-
დიდელისა.
ყველამ იცოდა: ორლესულ მახვილსავით რომ ხმარობდა
დავით მეფე ჭყონდიდელის სახელს.
ავი ენები უფრო მეტს ამბობდნენ:
„როცა სათნოების გამოჩენა სწადია დავითს, მაშინ ჭყონდი-
დელის თეთრ წვერს ისაფრებს, რათა ლმობიერად მოეჩვენოს
მტრებს, ხოლო როცა დასჯა მოუნდება ვინმესი, ჭყონდიდელს
წარუძღვანებს თავის ლაშქარს ქრისტეს ჯვრითა და ბაგრატი-
სეული მახვილით აღჭურვილს.
ჭყონდიდელი ომიცაა და ზავიცა“.

***
ჭყონდიდელი მობრძანდებაო!
ღელავდნენ ლიპარიტის მომხრე აზნაურები.
„ომია თუ აღლუმი?“
ჩურჩულებდნენ თრიალეთელი აზნაურები, იჭვნეულად გას-
ცქეროდნენ გზებს თავ-თავიანთ ციხე-კოშკების სამზერებიდან.

***
მახარაიმ დაწვრილებით გამოკითხა გეგუთის ამბები ანთი-
მოზ ბერს.
მას ლიხზე გადმოესწრო და ჭყონდიდელის გამომგზავრების
ზოგ-ზოგი წვრილმანი გაეგო. წინა დღეს გეგუთშიაც მოეთოვა.
შეძრწუნებულან მეფე გიორგი და დედოფალი ელენე, არ უნ-
დოდათ ავდარში გამოეშვათ მოხუცი, იგიც ზეკარის უღელტე-
ხილზე.
მეფე გიორგი ევედრა თურმე ჭყონდიდელს, თუ წასვლაა,
ლიხით მაინც იარეთო, არა ჰქნა თურმე მამაი გიორგიმ. პატრო-
ნის ბრძანება აგეთია: ზეკარით უნდა გადავიდეთ ჯავახეთში და
ბეშქენ ჯაყელი თან უნდა წავიყვანოთო.
ბეშქენ ჯაყელის ხსენებამ დააეჭვა თურმე გიორგი მეფე.
„რა დროს აღლუმია, ვეჟო, გიორგობის თვეში!“
გიორგი მეფე დამწუხრებული აუწყებდა დავითს იოანე მა-
გისტრის დაღუპვას, კონსტანტინე პორფიროგენიტოსის და მის
6 მკითხველთა ლიგა
მომხრეთა გეგმების დაფუშვას. არც იმას მალავდა, თუ როგორ
გაქარწყლდა მისი „უკანასკნელი სასო“, კონსტანტინეს მიერ კე-
ისრის ტახტის მიტაცებაზე დამყარებული.
დავითმა მახარაის დაუბრუნა გრაგნილი და სთქვა:
„ამით მოეღება ბოლო „ბიზანტიელი სიძეების“ შემყურე დი-
დაზნაურთა ოცნებასაც“.
წერილის კიდეზე დედოფალ ელენეს ხელით მიწერილი იყო:
„გევედრები, შვილო, გაზაფხულისთვის გადასდო აღლუმი“.

***
თოვდა ლიპარიტის უბანშიც...
ლიპარიტელები ღმერთს ევედრებოდნენ, რაც შეიძლება დი-
დი, დიდი თოვლი მოსულიყო, რათა ომიც ჩაფარცხოდა მეფეს
და აღლუმის გამართვაცა.
იოანე დუკისძე ევტიხი ბერს ეუბნებოდა:
„რომელი აღლუმი, აღლუმი ხომ გამართა შარშან დავით მე-
ფემ ტასისკარში“.
„ომი იქნება, ომი, – მიუგო დუკისძეს ევტიხი ბერმა. – წუხე-
ლის ვნახე კვირაცხოვლის ეკლესიიდან უცნაური ანაგობის
ცთომილი, სწორედ ისეთი, როგორც ვარსკვლავი დოკიდა,
რომლის გამოჩენას მოჰყვა რობერტ გვისკარის შემოსევა ბი-
ზანტიაში“.

***
არიან ადამიანები, რომელთაც ტყუილისადმი მიდრეკილება
მოსდგამთ ბუნებით. ასეთნი, თანადროულობაზე გულამრეზილ-
ნი, თავის მიერ შეთხზული ტყუილით ინუგეშებენ ხოლმე თავს.
ერთნი ერთობიან ტყუილის გამოგონებით, ზოგს ანგარება
უკარნახებს ამას, მათ ასე ჰგონიათ, თითქოს არსებული შეიც-
ვლებოდეს კიდევაც მათ მიერ შენათხზი ტყუილის თარგზე და
მათთვის ხელსაყრელი ვითარება დამყარდებოდეს.
ევტიხი ბერმა ხმა დააგდო: ნიანია ბაკურიანსაც დაუმოწმე-
ბიაო კონსტანტინე დუკას ტახტზე ასვლის ამბავი. შვიდი გალ-
ლერა დაუტვირთავს ახალ კეისარს ლაშქრით, ნიანიას თან ჩა-
მოუყვანია ისინი. ეს მონასპანი ჭყონდიდელს არგვეთის ციხეებ-
ში ჩაუყენებიაო.
7 მკითხველთა ლიგა
ახლა გიორგი ჭყონდიდელს, შერგილ ლიპარტიანსა და ბეშ-
ქენ ჯაყელს მოჰყავთო იმერთა და სამცხელთა ლაშქარნი.
ამ ამბებით გულმოცემული მეფე სელჯუკიანებს ომს გამოუც-
ხადებს, მაგრამ უთუოდ დამარცხდება, სულტან ბარქიაროკი
თრიალეთს აიღებს, ლიპარიტს ბორკილს აჰყრის და საერისთა-
ვოს ბაღუაშ-ორბელიანებს დაუბრუნებსო.
ევტიხის სიბერე კარზე ადგა. ხელმოცარული ბერი ოცნებობ-
და, მამისეული ხელობა მოემარჯვებინა: გამარჯვებული ერის-
თავისათვის ფეხები ეფხანა.

***
დავით მეფე მოუთმენლად ელოდა ჭყონდიდელსა და სპასა-
ლარებს, ნაღვლობდა: ნეტავ, არ მეხმოო გიორგი ჭყონდიდელი
ამჯერად. მალემსრბოლებს აგზავნიდა ჯავახეთისკენ, მაგრამ
მათგან ბაიბური არ ისმოდა.

***
თოვდა თრიალეთურად, უხვად... ეგზომ ადრიანი და ხვა-
ვიანი თოვლი დიდი თურქობის შემდეგ აღარავის ახსოვსო, ამ-
ბობდნენ მოხუცები.
„სწორედ ასეთი ადრიანი თოვლი დასდო იმ წელს, როცა
თურქის სარანგი მოვიდა ალგეთში. გაქცეულ თურქებს ინ-
დოურის ჭუკივით იჭერდნენ სამეფოს სპანი“.
ამბობდა მესაწოლეთუხუცესი ქარაფისძე.

***
ყველაზე მეტად ღელავდა კატაი, დედისიმედის ნაამბობიდან
მან ბუნდოვნად იცოდა, ჭყონდიდელის მოსვლას უნდა აეყარა
ლიპარიტისათვის ბორკილი, მისი ქალის ბედიც მასვე უნდა გა-
დაეწყვიტა.
თვით კირიონ მანგლელსაც არ უმხელდა ამ ამბავს, რაკი
მთლად დარწმუნებული არ იყო ყოველივე ამაში, რადგან ბაგ-
რატოვანთაგან სიკეთის მომლოდინე იგი არასოდეს ყოფილა.

8 მკითხველთა ლიგა
იდუმალად მაინც ამზადებდა საკლავებს მომავალი სტუმრე-
ბის ჯეროვნად შესახვედრად. ღელავდა და ელოდა, მაგრამ
თოვდა და ამბის მომტანიც ჯერ არსაიდან სჩანდა.
ერთი კვირაც გავიდა და მღელვარება შეეპარა „გულით უძ-
რავ“ დავით მეფესაც.
თოვდა ისე დაუცხრომლად და დაჟინებით, ეთერში გაიქნენ
რძისფერ ცის კიდეებზე აზვინული მთები თრიალეთისა, ზვავები
მოსქდნენ მწვერვალებიდან, ღამღამობით ხეობებიდან მოისმო-
და გრუხუნი.
მოზვავებულმა თოვლმა გაასწორა ბორცვები და გორაკები,
ამოავსო ხრამები. თოვდა დაუცხრომლად, მსხვილ-მსხვილი
ფრთილები სიუხვით სცვივოდნენ მიწაზე, განსაკუთრებით ღამ-
ღამობით.
უკვე ჩურჩულებდნენ ბნელისმეტყველნი: ალბათ უმტკივ-
ნეულო მეორედ მოსვლას გვიწყობს ღმერთი, რათა ძილნასვამ
ქვეყანას თოვლის წარღვნა მოუვლინოსო.
ევტიხი ბერი ამტკიცებდა: რაკი პირველი წარღვნა წყლისა
იყო, ალბათ მეორე თოვლისა იქნებაო.

***
უცნაურად აირია ნადირი და ფრინველი. ირმის ჯოგებმა და-
აგდეს ტყეები, საწყალობელი ბღავილით მოაწყდნენ ლიპარი-
ტის უბნის ხვადაბუნებს, ციხე-კოშკებს, ეკლესიებს, მონასტრებს,
წისქვილებსა და ბოსლებს.
მნათენი, მეწისქვილენი, მენახირენი და ჩუხჩნი ხელით
იჭერდნენ ირმებს და მოჰყავდათ „ნებსითი ტყვენი“ პატრონთან.
ირმები ვეღარ ეტეოდნენ ლიპარიტისეული სასახლის თავ-
ლებსა და საჩიხეებში, ეკლესიისა და სასახლის ეზო გაივსო ირ-
მის ჯოგებით.
ყოველ დილას ირმების ახალ-ახალი დასტა მოჰყავდათ მო-
ნადირეებს და ჩუხჩებს. თრთოდნენ, ცახცახებდნენ ბედშავნი,
მათი სხეულისაგან ამდგარი ორთქლი ბურავდა სასახლის კარ-
მიდამოს.
დილაადრიან გამოდიოდა თავის სამყოფლოდან მეფე, შო-
რიახლოდან თვალს შეავლებდა ამ მშვენიერ ცხოველებს, ნაღ-
ვლიანად გაეყრებოდა მათ. ყველას უკვირდა: ასეთი დიდი მოყ-
9 მკითხველთა ლიგა
ვარული ნადირობისა, ნადირის ამ არნახული მოზღვავებისას
ერთხელაც არ წასულა სანადიროდ.
მახარაი ამჩნევდა: პატრონი იდუმალ ჭმუნავდა თავისი გამ-
ზრდელის მღელვარე მოლოდინში, მაგრამ არავის უმხელდა
ამას, რადგან მეფეს არ სჩვეოდა წარამარა ჩივილი რაიმე სიმძი-
მილის გამო.
მხოლოდ ერთ საღამოს უთხრა მახარაის:
„ბეშქენს, ნიანიას და შერგილს არა უშავთ რა, ვაითუ მამაი
გიორგი გაგვიცივდეს, მსუბუქი გაცივება კიდევ არაფერი, ზვა-
ვებმა არ იმსხვერპლოს, ეგ მაფიქრებს მხოლოდ“.
დავით მეფეს არ უყვარდა მოსალოდნელი სიმძიმილის გულ-
ხელდაკრეფილად ცდა.
შაბათ საღამოს გვიანობამდის კითხულობდა. დაწვა, ისევ წა-
მოდგა, საწოლის დარბაზში ბოლთას სცემდა. მთელი ღამე თეთ-
რად გაათენა, დაჯდებოდა ბუხრის პირას, ისევ კითხულობდა,
წარამარა დგებოდა, სარკმელთან მიდიოდა, უთვალთვალებდა
ცას, ეგებ გამოიდაროსო.
თოვდა და ბარდნიდა დაუცხრომლად, ლიპარიტის სასახლის
გალავანი ეფლობოდა თოვლში, ძლივს დაბობღავდნენ დათოვ-
ლილი გუშაგები მის სარკმელთა გასწვრივ, ხვნეშოდნენ და
ფრუტუნებდნენ ირმები.
ხანაც ისმოდა საწყალობელი ბღავილი ბნელში და მოჰყვე-
ბოდა ჯოგის ერთობლივი ფრუტუნი.
მეფე უთენია წამოდგა.
ქარიმან სეტიელი იხმო და უბრძანა: სამასი უმამაცესი ჩუხჩი
აღეჭურვათ თხილამურებითა და ნიჩბებით და ჯავახეთის გზით
ეარნათ ჭყონდიდელის შესაგებებლად.
მახარაის გადაედო პატრონის მღელვარება, აქ ლოდინს მე
მირჩევნია ჩუხჩებს თავათ წარვუძღვეო.
„შენ წახვალ და ახალი დარდი მომემატება, მახო“, სთქვა
ყოყმანით მეფემ.
„მე კარგად ვიცი, სად და როდის დაიძვრებიან ზვავები, ჯავა-
ხეთის გზას ჩემზე უკეთ როგორ გააგნებს თაკვერელი ქარიმა-
ნი“.
სიტყვა მოუჭრა მეფეს და მერემეთუხუცესს უბრძანა: ზანზა-
ლაკებიანი ჯორი მოეგვარათ.
10 მკითხველთა ლიგა
„მაინცდამაინც ზანზალაკებიანი რად უნდა იყოს, უფლისწუ-
ლო ბატონო?“
შეეკითხა მერემეთუხუცესი.
„თუ ღმერთი გაწყრა და ზვავმა ჩამიტანა, ზანზალაკების ხმა-
ზე გამომჩხრიკავს სიტყვაი ქორა“.
მერემეთუხუცესს გაეცინა და მახარაიმ გადმოსძახა ჯორი-
დან:
„გეხუმრე, შენს გაზრდას, ყელგრძელისძე, თორემ თუ ქაოს-
მა პირი მიყო, ვეღარც ზანზალაკები მიშველის რაიმეს“.
მახარაი, ქარიმან სეტიელი და ჩუხჩნი ლიპარიტის უბნიდა-
ნაც არ იყვნენ გასულნი, მახარობელი მოვარდა სასახლეში:
მამაი გიორგი მობრძანდებაო. უკვე შობილეთის ეკლესიამ-
დის მოაღწიესო.
მეფე შილიფად იდგა საწოლის დარბაზში, როცა მესტუმრე-
თუხუცესმა თაყვანი სცა და მოახსენა ეს ამბავი, იგი შეეცადა თა-
ვისი მღელვარება არ ემცნო ამბის მომტანისათვის.
ანაზდად მოუდუნდა სხეული, ცალი ხელით წაეპოტინა სა-
კარცხულს, მესტუმრეთუხუცესი დაითხოვა და ჩამოჯდა.
ამ წუთში თვალწინ დაუდგა მამაი გიორგის მშვენიერი, ჭაღა-
რით მოსილი სახე.
მეფე ფიქრობდა:
არც მამას, არც დედას, არც რომელიმეს სისხლით ნათესავს
არ ესმოდა, თუ რას მიელტვოდა იგი. უცხონი იყო მათთვის მისი
დიდნი ზრახვანი.
თუნდაც გიორგი მეფის უკანასკნელი წიგნი რადა ღირდა!
მოსწრებული ვაჟის პატრონი გიორგი მეფე თავისი ქვეყნის
ხსნის ამბავს ამყარებდა კონსტანტინე დუკას და სვედავსილ
იოანე მაგისტრის მიერ მოჩმახულ ამბებზე.
დავითის დედის სულიერი ტკივილების თუნდაც შემთხვევი-
თი გამომჟღავნება გიორგი მეფეს და დარბაზისერთ ისე მიაჩ-
ნდათ, როგორც ჭირვეულობით შეპყრობილი უცნაური ახირება.
არც ერთ მოხუცებულ დიდებულს, დიდ აზნაურთა შორის,
არა სჯეროდათ, რომ ჭაბუკი დავით მეფე უაქიმებდა საქართვე-
ლოს იარებს, არავის, გიორგი ჭყონდიდელის გარდა, არავის!
როგორი უანგარო თავდადებით ასრულებდა პატრონის ყო-
ველ წადილს თუ ნაბრძანებს ეს სნეული მოხუცი, რომელმაც
11 მკითხველთა ლიგა
მთელი თავისი კაცობა შეალია ცალკე სახელმწიფოს სამსა-
ხურს, ცალკე უფლისწულის ზრდას.
ახლა ხანდაზმულობაც გადავიწყნოდა და სენიცა, ყრმა სპა-
სალარებთან ერთად მუდამ მზად იყო თავი დაედო მეფისა და
მამულისათვის.
მარად მორჩილი, მარად მდუმარე, მარად აღგზნებული, მაგ-
რამ თავშეკავებული, თავგანწირული, არამაყვედრი თავდადე-
ბისა.
ბუნებით გმირი, ბუნებითვე თავმოდრეკილი, რომელსაც
სიტყვა „მე“ გადავიწყნოდა, მხოლოდ „ჩვენს“ იტყოდა ხოლმე
და ამ „ჩვენსში“ იგულისხმებოდა მეფე, მამული და სახელმწი-
ფო, რომლის დაქცევის თანდამსწრე თავათ გამხდარიყო.
ჭმუნავდა განადგურებული მამულის შემყურე, მაგრამ გულს
არ იტეხდა მაინც: წამომეზრდება გაზრდილი და დიდ საქმეებს
თავს მოვაბამთო.
თორსა და ხმალს არ იშორებდა მოხუცი, ჭაბუკებთან ერთად
ხმლის ამოწვდენას დანატრებული.
და ამ წუთში დავითის თვალწინ გაიელვა მამაი გიორგის უმ-
წიკვლო ცხოვრებამ:
აჰა კაცი, რომელმაც უარი უთხრა ყოველ ამსოფლიურ ლხე-
ნას, არამცთუ ჩაცმულობით შავოსანი, არამედ გულით მგლო-
ვიარე დაქცეული სამშობლოსათვის.
თავის გახუნებულ, ბერულ ჩოხაში მორთული, ყოველგვარი
თავგამოჩინების მოძულე, არცთუ მქირდავი კაცთა სიძაბუნისა,
განმკითხავი უპოვართა და გლახაკთა.
დიდი ვაზირი და მთავარეპისკოპოსი, თავათაც ისე საწყა-
ლობელად ცხოვრობდა, როგორც ერთი უპოვართაგანი ერთა-
დერთი მესაწოლე ბერის – ბესას ამარა ჭყონდიდელთა ბატონ-
კაცურ სასახლეში.
ცერცვის საჭამანდი იყო მისი ყოველდღიური საზრდო და მო-
ხუცი ძიძაშვილების ქალ-რძალთა მიერ გამომცხვარი ხმიადი.

***
იჯდა ფიქრში წასული მეფე, მხოლოდ ზანზალაკების ხმაზე
შეკრთა და წამოდგა, სარკმლიდან გაიხედა: ირმის ჯოგით ავ-

12 მკითხველთა ლიგა
სილ ციხის ეზოში გიორგი ჭყონდიდელი შემოიყვანეს მისმა ძი-
ძაშვილებმა და მეფის სპასალარებმა.
თორმეტ ვაჟკაცს ეკავა ორი სარი, რომელზედაც ნაბდები
იყო გადაჭიმული და ზედ იწვა შავ ნაბადში გახვეული, ჩაბალა-
ხით თავშეგრაგნილი მოხუცი, რომელიც ბალღურად სპეტაკ ღი-
მილს ჰფენდა მის სათაყვანოდ მიახლოებულებს.
სარკმლიდანვე დაინახა შეშფოთებულმა მეფემ: თავშიშვე-
ლი დედისიმედი პირველი მიეჭრა საკაცეს, წამოიწია მოხუცი და
შუბლზე ეამბორა ქალწულს.
მეფე ჩქარი ნაბიჯით გავიდა საწოლის დარბაზიდან, უქუდოდ
ჩავიდა ციხის ეზოში, ეამბორა თავის გამზრდელს და წამსვე შე-
ნიშნა, იგი დასიცხული იყო, მაგრამ მაინც შემოსცინა პატრონს
თავისი შეუდარებელი, უმწიკვლო ღიმილით.
ჭყონდიდელი ჩამობრძანდაო!
ზარები დაარისხეს ლიპარიტის უბნის ეკლესიაში.
თრიალეთის საერისთავოს გლახაკნი ფსალმუნების გალო-
ბით უკან მოსდევდნენ სპასალარების მომყოლ ჯარს.
მახარაი წინ გაუძღვა საკაცეს, მეფის სამყოფლისკენ წამოიყ-
ვანეს ავადმყოფი, მაგრამ ამასობაში მოაღწიეს კირიონ მან-
გლელმა, მამაი ბასილიმ და კატაიმ.
დაწინაურდა ერისთავის მეუღლე კატაი და დიდი დარბაზის-
კენ წამობრძანდითო, ანიშნა მას.
მეფე უნებურად გაჰყვა მათ და ლიპარიტის დატყვევების შემ-
დეგ პირველად შევიდა ლიპარიტის დიდ სასტუმროში.
დავითმა თვალი მოჰკრა უზარმაზარ მშვილდ-ისარს, ტუღ-
რილბეგის მიერ ლიპარიტ დიდისათვის ნაჩუქარს, მისგანვე ნა-
ანდერძევ გარდამოხსნას, სპილოს ძვლისაგან გამოკვეთილს.
საკაცე გაჩაღებულ ბუხრის წინ დადგეს. მანდილოსნებმა
სასტუმრო დასტოვეს, მესაწოლე ბერმა ბესამ და ძიძაშვილმა
წამოაყენეს სნეული და ნიამორის ტყავებით მოგებულ საწოლზე
გადაიყვანეს.
მეფე სასთუმალთან მიუჯდა ავადმყოფს. უჩვეულოდ გაყვით-
ლებოდა სახე მამაი გიორგის. მწიფე კომშისფრად გახდომოდა
არა მარტო შუბლი და ღაწვისთავები, თვალის თეთრონზედაც
გადასდებოდა სიყვითლე.

13 მკითხველთა ლიგა
იწვა უდრტვინველად დასიცხული მამაი გიორგი. მან შენიშ-
ნა, მეფე შეშფოთებული იყო. ამიტომაც სთქვა ჩამოწოლილი
დუმილის გასაფანტავად: მახარაიმ ბევრი გვაცინაო თავისი
თეთრი ჯორის ზანზალაკების გამო.
„წუხანდელი ღამე სად გაათიეთ, მამაო გიორგი?“ – შეეკით-
ხა პატრონი.
„შაორის ხეობის ერთ წისქვილში“.
„დიდძალი ვირთხები ყოფილან თურმე იმ წისქვილში“, სიტ-
ყვა ჩაურთო მახარაიმ.
„მე და მეწისქვილეს არ გვეძინა, ჭაბუკები დაიქანცნენ ჩემი
საკაცისა და ცხენების თრევით, გზის გაწმენდით, ცხენები და-
ვარდნენ, ჯორებმა დიდი სამსახური გაგვიწიეს“. სთქვა ჭყონდი-
დელმა.
„ზეკარზე თუ გაგიჭირდათ გადმოსვლა?“ – შეეკითხა მეფე.
„ზეკარზე ცხენდაცხენ გადმოვედით. ჯერაც არ იყო დიდი
თოვლი. რკინის ჯვარზე წამოგვეწიენ ზვავები“, მიუგო ჭყონდი-
დელმა და, წყალიო, უჩურჩულა მის სასთუმლთან მდგარ მესა-
წოლე ბერს.
კატაი შემოვიდა, მას თან შემოჰყვნენ დედისიმედი და ექიმი
შერაქისძე.
მაჯა გაუსინჯა ავადმყოფს, თვალებს დააკვირდა. ყველამ
იცოდა: ღვიძლის ტკივილი და თვალის თეთრონის შეყვითლება
რომ სჭირდა მამაი გიორგის, ამიტომ კატაისა და დედისიმედს
უკვე მზად ჰქონდათ მისთვის არდის წყალი, სანდალი და ღვიძ-
ლზე შემოსადები, ქაფური, ნაირ-ნაირი მალამოები თურინჯის
ქერქისა, კატკატოს თესლისა, იის შარაბისა და კვერცხის ყვითე-
ლისაგან შეზავებული.
ავადმყოფი თავს იტკივებდა, კატაიმ ვარდის ზეთი გაატფო
და თავზე ასხურა სნეულს, მერმე დედისიმედმა შუბლზე სოსანი-
სა და ნარგიზის ზეთში ამოვლებული ტილო დაადო.
ექიმი შერაქისძე დარიგებას შეუდგა:
„მჟავე რამ არ მიირთვათ, არცა ღვინო, საჭამადი ნუშის ზეთ-
ზე უნდა იქნეს დამზადებული. ვარდის წყალი ასვით, თვალზე
დაადევით კურდღლისა და ველური თხის, ვეფხისა და ქორის
ნაღველი, ურთიერთში არეული“.

14 მკითხველთა ლიგა
მახარაის გაეღიმა, ღვინის სმას რომ უკრძალავდა ექიმი
ჭყონდიდელს, რომელსაც სიყრმეშიაც აროდეს გაუსინჯავს ღვი-
ნო.
მთელი კვირა ღამეს უთევდნენ ავადმყოფს დედისიმედი და
მესაწოლე ბერი ბესა.
სიყვითლე მთლად არ ჰქონდა გამქრალი, ისე დააპირა წა-
მოდგომა, მახარაიმ დაუყოვნებლივ ამცნო ეს ამბავი მეფეს.
დავითი წინ აღუდგა მის განზრახვას.
„ხომ უკურნებელია ეგ სენი, მეფევ ბატონო, ჩვენ თუ მის
მორჩენას ვუცადეთ, ჩემი საქმეები ექიმს შერაქისძეს გადააპი-
რეთ, ბარემ“.

***
მეორე დღეს ორშაბათი იყო. „დაჯდა ჭყონდიდელი სააჯო
კარსა“ და შეუდგა ობოლთა, ქვრივთა და მიძალებულ მოჩივარ-
თა განკითხვას, თუმცა ისევ და ისევ თოვდა დაუცხრომლად, მა-
ინც მოაწყდნენ ლიპარიტისეულ სასახლეს უპოვარნი და გლა-
ხაკნი, დიდძალი დრაჰკანი, პერპერი და ბოტინატი დაურიგა
ჭყონდიდელმა მეფის სახელით მათ.
შეღამებულზე მეფე და მისი სპასალარები ეწვიენ ავადმყოფ
პირველ ვაზირს; დიდხანს ითათბირეს კახეთ-ჰერეთისა და
თრიალეთის ამბების გამო.
მახარაი განაწყენდა, თათბირზე რომ არ მიიწვიეს.
ბევრს ეცადა, მაგრამ ვერც ნიანიას, ვერც რომელიმე სხვა
სპასალარს სიტყვაც ვერ დააცდენინა, თუ რის გამო იყო ბჭობა.
ბოლოს, როცა მეფე საწოლის დარბაზში მიბრუნდა, სული
ყელში მიებჯინა ქოსას, დიდ დარბაზში შეიპარა ფეხაკრეფით,
ეგებ მამაი გიორგის რაიმე წამოსცდესო.
ჭყონდიდელი ბუხრის პირად იჯდა. მეფისადმი წარსადგენ
პიტაკს სწერდა დასავლეთის ციხეთა შეკეთებისა და ლაშქართა
წვრთნის შესახებ.
არსად სჩანდნენ საწოლის მწიგნობარნი, არც საწერელ-
თმპყრობელნი, ეძინა მესაწოლე ბერს, ბესას.
სასახლის ეზოდან მოისმოდა ირმების ბღავილი და ფრუტუ-
ნი.

15 მკითხველთა ლიგა
„ღამღამობით როგორ გძინავთ, მამაო გიორგი?“ შეეკითხა
მახარაი.
ჭყონდიდელს ჩივილი არა სჩვეოდა, ერთი გაიხედა სარ-
კმლისაკენ და არა სთქვა რა...

***
მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადაიკარა. ჭყონდიდელი და
კირიონ მანგლელი კლდეკარს აპირებდნენ წასვლას. გვიანი ღა-
მით ქარიმან სეტიელს მოენე მოუვიდა ფარცხისის ციხიდან და
ამცნო: რატი ლიპარიტისძე შეკრთა თურმე, გიორგი ჭყონდიდე-
ლისა და სპასალარების თრიალეთში ლაშქრითურთ ჩამოსვლა
რომ შეიტყო, გადაკარებას უცდის, ფარცხისიდან ციხიონით გა-
პარვას აპირებსო.
პატრონმა უბრძანა აზნაურ მორკნეველს: დაუყოვნებლივ შე-
მოწყობოდა ფარცხისის ციხეს...

***
პარასკევს დილით ლიპარიტის უბანს ჩავიდა იერუსალემე-
ლი ბერი, ფოჩოლიკაი, და ჯონდი ერისთავის მიერ გამოგზავნი-
ლი ბარათი მიართვა გიორგი ჭყონდიდელს.
იერუსალემის აღებამ და ჯონდი ერისთავის გადარჩენამ დი-
დად გაახარა მეფე. გიორგი ჭყონდიდელმა მალემსრბოლები
დააგზავნა მთელს საქართველოში, ასე რომ, მრავალ ათას ეკ-
ლესიაში დაარისხეს ზარები და პარაკლისები გადაიხადეს.

***
შაბათს საღამოს მეფემ თავის სამყოფელოში ნადიმი გა-
დაიხადა. ეპისკოპოსები და სპასალარები დაუცხრომლად საუბ-
რობდნენ იერუსალემის აღების გამო. მახარაი ჩუმ-ჩუმად ასმევ-
და ფოჩოლიკა ბერს ღვინოს, რათა სიმჭევრე და გამბედაობა
შეჰმატებოდა მას.
მეფე ჩინებულ გუნებაზე იყო, ღვინოს სვამდა, ხუმრობდა.
ჭყონდიდელის სადღეგრძელოზე მეფემ სთქვა:

16 მკითხველთა ლიგა
„როცა ნიანია ბაკურიანი სელჯუკიანთა ტყვეობიდან დაგვიბ-
რუნდა, მე მას ვაჩუქე ჩემი საყვარელი კვიცი ორაგულა, ეგებ მა-
მა გიორგიმ რაიმე ინებოსო?..“
გაოცდნენ ამის გამგონენი, რადგან არავის სმენოდა, ჭყონ-
დიდელს ოდესმე მეფეთათვის რაიმე ეთხოვოს საკუთრივ თა-
ვისთვის.
მთვრალი მახარაი მიბორიალდა მეფესთან და გაეხუმრა:
„მამა გიორგის ერთი სათხოვარი აქვს შენს წინაშე, ჩვენო
პატრონო...“
დავითს ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე,
ჭყონდიდელს შეჰხედა.
„დაუბრუნე ირმები ტყეებს“, სთქვა მოკრძალებულად ჭყონ-
დიდელმა, ჭაბუკსავით შეუწითლდა ღაწვისთავები და მომღი-
მარს გამოუჩნდა თავისი თეთრი, თეთრი კბილები, რომელნიც
წამიერად ჩქმალავდნენ მის ხანდაზმულობას.
დავითის ბრძანებისამებრ, იმ ღამესვე გახსნეს ალაყაფის კა-
რები, მონადირეებმა საჩიხეებიდან გამორეკეს ირმები, გახარე-
ბული ნადირი ბღავილით მოედო ტყეებს...

როგორ ჩავიდა იერუსალემში ბაგრატოვანთა


საომარი ჯვარი
წერილი ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსის – მამაი გიორგი-
სადმი, გეგუთში

„ჩვენს მიერ გადატანილ განსაცდელთა აღსაწერად ქაღალ-


დი და მელანი არ მეყოფოდა“, იწერებოდა ჯონდი შამანისძე
იერუსალემიდან.
„განთავისუფლებულ ანტიოქიაში თურქების გაქცევას შავი
ჟამი მოჰყვა.
განუკითხავად იხოცებოდნენ მდაბიონი, უპოვარნი და გლა-
ხაკნი, სწორედ ისინი, ვინც ჭუჭყიანი ხილით, ნამკვდრევი სა-
ქონლის ხორცით იკვებებოდნენ.

17 მკითხველთა ლიგა
დილას და საღამოს ჯორებშებმული ორბორბალები ჩამოივ-
ლიდნენ, აკრეფდნენ ცხედრებს და ქალაქგარედ გაიტანდნენ
უხუცოდ, ლოცვების უთქმელად.
ისევ ატყდა ცილობა თავადებსა და სარდლებს შორის იმის
გამო, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საბოლოოდ ანტიოქიის პატრო-
ნი.
ამ ცილობამ ისე გაიტაცა ეპისკოპოსნი და დიდაზნაურნი,
იერუსალემის აღება ყველას გადაავიწყდა. მონასპანი, დიაკონ-
ნი, მეაბჯრენი და მეკარვენი იდროვებდნენ სიბნელით და იდუ-
მალ გარბოდნენ ანტიოქიიდან შიმშილისა და ჭირის შიშით შეძ-
რულნი.
ამ შიმშილობის დროს ოციოდე ბერძენი მონასპა გაიპარა
ანტიოქიის ციხიდან საზრდოს საძებნად მახლობელ სოფლებში,
მათთან ერთად წასული აღმოჩნდა ხახუტაი.
თურქის მარბიელი წამოსწრებოდა მათ ანტიოქია-წმინდა
სვიმონის გზაზე. გაპარულები ტყვედ წაუყვანიათ, მხოლოდ ერ-
თი ბერძენი გადამალულიყო ძეძვებში და მან მოგვიტანა ამბავი.
ხახუტაის დაკარგვამ გული დაგვწყვიტა, რადგან იგი (უკეთუ
მუცელღმერთობა მიეტევება კაცს) ფრიად გულალალი და მამა-
ცი ვაჟკაცია.
თავათ იტყოდა ხოლმე ბედშავი: ჩემი უბედურება ეგ არის, ეს
ჩემი ოხერი სტომაქი ვერაფრით ამომიყორავსო.
რაც უმთავრესია, თავისი ოხუნჯობით გვიიოლებდა იგი ამ
საშინელი წამების გზას, კონსტანტინოპოლიდან ანტიოქიამდის.

***
გრაფ რაიმონმა და გოდფრუა დე ბუჲონმა ბრძანეს და
დააკეტვინეს ანტიოქიის ყველა კარიბჭე.
მათვე მოითხოვეს დაუყოვნებლივ აეყარათ ბანაკი და იერუ-
სალემს წასულიყვნენ.
ჭირმა იმსხვერპლა პუჲს ეპისკოპოსი ადემარი, მამაცი
მეომარი, გლახაკთა განმკითხავი. უმისობა ძლიერ დაეტყოთ
მდაბიორებს.
გავიდა ხანი.
ბოჰემუნდი და ტანკრედი დაემდურნენ სარდლებს, კილიკიას
წავიდნენ და სომხის ქალაქები წაართვეს თურქებს.
18 მკითხველთა ლიგა
ბოლოს გოდფრუა დე ბუჲონმა და გრაფ რაიმონმა დაიყო-
ლიეს სარდლები და ლაშქარი, აჰყარეს ბანაკები, გალობითა და
დაფდაფების ცემით დავადექით ანტიოქია-იერუსალემის გზას...
პაპანება სიცხეში იწყო დენა ლაშქარმა ალ-ნუმანისკენ, არც
წყალი გვქონდა, არცა საზრდო, იხოცებოდნენ ჯორ-ცხენები და
სახედრები.
ჯერ კიდევ ანტიოქიაში გრაფ რაიმონმა ოთხბორბალზე მოძ-
რავი საალყო კოშკები გააკეთებინა გენუელ ოსტატებს. სწორედ
ისეთნი, კლდეკარის ციხეს რომ მიაყენა დავით მეფემ.
შიგ ცხენებს აბამდნენ, მაგრამ გზაში ცხენები ვეღარ უძლებ-
დნენ უწყლობასა და სიცხეს, ამიტომ დიდ აღმართებში მონას-
პებს აბამდნენ შიგ და ისე მიათრევდნენ.

***
საალყო კოშკები მიაყენეს ციხე-ქალაქს – მარატ ალ-ნუმანს.
გადავწვით და გადავბუგეთ იგი.
წინ წარგვიძღვნენ სირიელები და სომხები. გათენებისას მა-
ჰარას ციხეს შემოვეწყვეთ.
გალავნებზე გამოცვივდნენ თურქები, დაგვაყარეს საგორა-
ვები, ცეცხლშემოგზნებული ხეები და, როცა გაუჭირდათ, ფუტ-
კრებით გავსილი სკებიც მიაყოლეს ზედ.
გაჭირდა საქმე.
ამასობაში მოაღწია ბოჰემუნდმა, შევლეწეთ გალავნები, ქა-
ლაქი გაძარცვეს, მიტაცებული საქონელი მალე შემოელია ლაშ-
ქარს, შიმშილისაგან ამოწყდნენ მონასპანი.
მაჰარას ციხის აღების მეორე დღეს, ამ ციხის დილეგებში ვი-
პოვნეთ სომეხ და ასირიელ ტყვეებთან ერთად ხუთასი ქართვე-
ლი. სირიის სხვადასხვა საპყრობილედან გამოქცეულნი, და მათ
შორის ხახუტაი. იგი მაჰარას ამირს ბაზიერად აუყვანია, ერთი
ქორი თუ მიმინო შემოკვდომია ბედშავს და ამის გამო ჩაუგდიათ
საპყრობილეში.
ისევ გვეწვია შიმშილი.
ღარიბებმა და უპოვარებმა ძარცვას მიჰყვეს ხელი, ისარგებ-
ლებდნენ სიბნელით, თავს ესხმოდნენ ეპისკოპოსებს, თავა-
დებს, სტაცებდნენ ოქრო-ვერცხლს.

19 მკითხველთა ლიგა
მე ამ გზაზე უდიდესი ტანჯვა დამატყდა თავს, ვეღარ ავუ-
დიოდი რუსუდანისა და სნეულთათვის საზრდოს შოვნას, დღი-
სით და ღამით ხახუტაის ვუთვალთვალებდი, ვშიშობდი: ჩემი მე-
აბჯრე არ გამპარვოდა და მოყვასის ხორცით არ წაეწყმიდა სუ-
ლი.
ავიღეთ თუ არა მაჰარა, კვლავ წაიკიდნენ თავადები და ეპის-
კოპოსები, ვის უნდა დარჩესო საბატონოდ მაჰარა?
ბოჰემუნდი და რაიმონი წაკენწლავდნენ, ლამის იყო ხმლით
არ აკუწეს ერთმანეთი.
ბოჰემუნდი გაცხარდა, ანტიოქიას გაბრუნდა სპიანად.
დავაგდეთ გადაბუგული მაჰარა და ნაშუაღამევს კაფარ-ტაბს
დავესხით თავს.
კაფარ-ტაბის ციხეში ორასიოდე ქართველი ტყვე ვიპოვნე,
ჯერ კიდევ დიდი თურქობის დროს წამოყვანილნი ალგეთიდან.
გადაგვეხვიენ გადაკარგული თვისტომნი.
ისევ დავარდა ქადაგად პეტრუს ბარტოლომეუს, ახალი ჩვე-
ნება ვნახეო: წმინდა ნიკოლოზი გამომეცხადა ძილში, მიბრძანა,
გამცნოთ, უშჯულოებს იერუსალემი უნდა წავგლიჯოთო.
ხალხმა მოითხოვა: თუ პეტრუს ბარტოლომეუს მართლაც
მატყუარა არაა, ჩვენ კოცონებს დავანთებთ, ფეხშიშველა გან-
ვლოს და მის ჩვენებას ვერწმუნებითო.
უდაბნოში კოცონები დაანთეს, უზარმაზარი ხის ჯვარი იტ-
ვირთა პეტრუსმა და ფეხშიშველა შევიდა აღგზნებულ ცეცხლში.
მარტოოდენ პერანგი ეცვა, ზედ მოედო ალი. პეტრუსს შემოაფ-
ხრიწეს საცვალი და ქვებით ჩაჰქოლეს.
მიცვალებულის დამარხვაც არ ისურვა ხალხმა.
პეტრუსის დაღუპვამ ხალხი „ქრისტესეული ხელშუბის“ სი-
ნამდვილეში დააეჭვა.
მაშინ ეპისკოპოსებმა და თავადებმა კარვიდან გამოიტანეს
ღვთისმშობლის ოქროს ქანდაკება, განაცხადეს: წუხელ ეს ქან-
დაკი ციდან ანგელოსებმა ჩამოგვიტანესო.
უთენია შევუდექით სიდონის უდაბნოზე მიმავალ გზას.
ერთ ღამეს მოწინავე ლაშქრის ცხენებმა და ჯორებმა ასტე-
ხეს უხიაგი ჭიხვინი და ფრუტუნი, მრავალი მხედარი მიწას
დაანარცხეს და არ გადადგეს წინ ნაბიჯი.

20 მკითხველთა ლიგა
დაწინაურდნენ ჯვაროსნები და ჰოი, რარიგ მიმძიმს საშინე-
ლისა და საოცარის მოწერა!
მრავალი ათასი ჭრელაჭრულა გველი, ერთ უზარმაზარ მდი-
ნარის დარად შეტბორებულიყო, მოემართებოდა აღმოსავლე-
თიდან. მოასავსავებდნენ ზეაწეულ თავებს, მათი თვალების ციმ-
ციმისაგან ამდგარი ელვარება სიდონის უკაცრიელ უდაბნოს
ანათებდა.
შეწითლებულ ღრუბლებიდან ოდნავ გამოაშუქა მთვარემ.
არაოდეს ჩემი ხსოვნიდან არ ამოიფხვრება ამ საშინელი,
შეტბორებული ზლაზნია სხეულთა დინება, ამაზრზენი და გული-
სამრევი, ურთიერთში გადაგრაგნილი, როგორც უზარმაზარი
ბაგირები, ბაგირების დარად ბეწვიანნი და დაღვარჭნილნი.
ტიტველი და სლიპი ხორცის ჭავლისებრი დინება, რომელიც
ხან მუქდებოდა და უჩინარდებოდა, ხან სალმასურის ჯაჭვის
მსგავსად, ხანაც გამომწვარი ფოლადის დარად ელავდა ბნელ-
ში.
და მოისმოდა მრავალი ათასი ზეაწეულ გველის ხახიდან ერ-
თობლივი სისინი, სისხლის გამყინველი და შემზარავი.
დაწინაურდნენ ეპისკოპოსნი და ხუცები, ლოცვები სთქვეს,
იშიშვლეს ჯვრები, მაგრამ არც ცხენები და არც მონასპანი არ იძ-
ვროდნენ შიშისაგან შეძრულნი.
გადავუხვიეთ გზიდან, ერთ ტაფობში ვუცადეთ მეჯორეებსა
და მეკარვეებს, გავაჩაღეთ კოცონები, დავდგით უდაბნოში კარ-
ვები, ქანცმილეულ მეომრებს დაეძინათ.
იმ ღამეს მრავალი ათასი მონასპა დაჰკბინეს გველებმა,
დააოსეს ცხენები და ჯორები ისე, რომ უცხენოდ დარჩენილი რა-
ინდები მეორე დღეს ფეხით დაადგნენ ცეზარეასკენ მიმავალ
გზას.
მერმე ავიღეთ ცეზარეა, ხაიფა და რამლა, აქაც იღვრებოდა
სისხლი, იხოცებოდნენ მეომარნი თურქების ისრებისა და გვე-
ლებისაგან დაგესლილნი.
რამდენიმე ფარსანგი გვედო წინ იერუსალემამდის, სავსე-
ბით მოულოდნელად ნაშუაღამევს დავკარგეთ უდაბნოში ხახუ-
ტაი, მე ასე ვივარაუდე: ალბათ ისევ სარჩოს მოსაპოვებლად
გაგვეპარა და თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს-მეთქი.

21 მკითხველთა ლიგა
ჩემს რაზმეულს ჩამოვცილდი, სამი შუბოსანი გავიყოლიე და
გავბრუნდი უკან.
მივაქროლებ ცხენს უკაცრიელ უდაბნოში, აფთრების ჩხავი-
ლი მესმის მხოლოდ.
ორი ფარსანგი გავიარე და გზის პირად მდებარე თურქულ
სასაფლაოსთან დასადავებული უპატრონო ცხენი შევნიშნე.
გორაკისკენ გავიხედე: თურქულად აყირავებულ ლოდებს
შორის ვიღაც აბჯროსანი დევკაცი იდგა. ასე მომეჩვენა: ცალ
ხელში გველის თავი ეკავა, ცალითაც ფრინველის ფრთებს
ჰყრიდა მიწაზე.
ფეხაკრეფით მივეპარე და ვხედავ:
ხახუტაის ნამკვდრევი წერო ეპოვნა გზაზე, პუტავდა და ნადი-
რივით სანსლავდა უმ ხორცს.
ჩემს დანახვაზე შეკრთა და ვაგლახად დაიღრიჯა.
კიდევ ერთი ციხე ავიღეთ. მისი სახელი არ დამამახსოვრდა.
ასი ქართველი და სამასიოდე სომეხი გამოვიყვანეთ ამირას
საგვარეულო ციხიდან.
ჩემი რაზმეულის ხუთასი ბერძნიდან მხოლოდ ასი კაცი გა-
დაურჩა თურქებს, ჭირსა და შიმშილს.
ახლა უკვე ათასზე მეტი ქართველი, სომეხი და ასირიელი
მოგროვდა ჩემს რაზმეულში.
გრაფ რაიმონმა შუბები და ხმლები მომცა მათ აღსაჭურვე-
ლად.
კიდევ ერთ კვირას ვიხეტიალეთ უკაცრიელ ველებზე.
გამოჩნდნენ თუ არა ცის კიდეზე იერუსალემის ციხეთა ქონ-
გურები, დიდმა და მცირემ ფეხზე გაიხადა, მუხლი მოვიყარეთ
და მადლი მივაგეთ უფალს.
მოხუცნი, დიაცნი და მონაზონნი სიხარულისაგან სტიროდ-
ნენ, ცრემლებს ღვრიდა მონაზონი რუსუდანი, უსინათლო ბერი
ათანასე, იმის გამოც, რომ მას არ ეღირსა ამ ქონგურების საკუ-
თარი თვალით ნახვა, სტიროდა ნადიაკვნარი ხახუტაიც, ალბათ
იმიტომ, რომ მას ეგონა, იერუსალემი ისე გაძარცვული ექნებათ
თურქებს, მისატაცებელი აღარაფერი დარჩებაო.
ამ ვირეშმაკამ მკითხა კიდევაც:
„ნუთუ იერუსალემის საუნჯენი გაძარცვული დაგვიხვდება,
შენ რას იტყვი, ჯონდი ბატონო, ჰა?“
22 მკითხველთა ლიგა
ალბათ გაძარცვავდნენ-მეთქი, მივუგე.
მძიმედ ამოიოხრა ხახუტაიმ გაწბილებულმა და ხმა ჩაიკმი-
და.

***
იერუსალემის ციხეს რვა რკინის კარი ჰქონდა დატანებული:
სიონისა, სოლომონისა, უდაბნოსი, სასახლისა, იერემიასი, სი-
ლოამისა, სვეტისა და დავითისა.
ჯვაროსნები იერუსალემს სამი მხრიდან შემოეწყვნენ, ბო-
ლოს მოაღწია გრაფ რაიმონმა და სამხრეთით დასდგა თავისი
კარვები.
ღამით მოვიდა უდაბნოს კარიბჭედან გამოპარული სამი
მოენე, ერთი სირიელი, ერთი სომეხი, ერთიც ქართველი და
გვამცნეს: იერუსალემის პატრიარქი და სხვა ქრისტიანები ჯერ
კიდევ ამირ-ილღაზის იერუსალემში ყოფნის დროს კიპროსის
კუნძულზე გაიხიზნენო.
ის ქართველი აღმოჩნდა ქართული ჯვარის მონასტრის ბერი,
ვინმე ფოჩოლიკაი. ეს ფოჩოლიკაი ჭარმაგი კაცია, მაგრამ ფრი-
ად უშიშარი ვინმე.
მანვე გვამცნო: კაპპატას, ლაზთა, ნიკოლოზისა, ჯვარისა და
დედათა მონასტრები ჯერ კიდევ ილღაზის გაუძარცვავს. ასიოდე
დაყუდებული ბერი და ხუცი დარჩენილა, სიკვდილის მამაცურად
მომლოდინენი.
სამი დღეც არ გასულა და უწყლობამ დაგვრია ხელი. თავათ
თურქებს მშვენიერი წყაროები ჰქონდათ ქალაქში, ასე რომ,
იერუსალემში ანაზდად ამბობენ: აზანი და წყალნი გახლავთ ამ
ქალაქის ხელისუფალნიო.
თითქმის ყოველ უბანში წყაროა, სამიც ტბაა: იზრაელისა,
სოლომონისა და იადასი. მარტო ერთ ჰარამ აკ-შერიფის მიზ-
გითში ოცი ჭაა. ჩვენ კი რამდენიმე ფარსანგის სიშორიდან ტიკე-
ბით უნდა გვეზიდა წყალი. უდაბნოს ცხელი ქარები გრიალით აწ-
ყდებოდნენ იერუსალემის კედლებს, ვიხრჩობოდით უწყლობით.
მეომრები ღამღამობით გაიპარებოდნენ წყაროების საძებ-
რად, ბნელში თავს ესხმოდნენ მათ თურქები, ხოცავდნენ, მხო-
ლოდ სვებედნიერნი ახერხებდნენ თითო ტიკჭორა წყლის მოტა-

23 მკითხველთა ლიგა
ნას. წყალს ჰყიდდნენ ღარიბები, მაგრამ ისე ძვირად, მხოლოდ
მდიდრებს შეეძლოთ მისი ყიდვა.
ჩემმა მეაბჯრემ, ხახუტაიმ, აქაც ისახელა თავი, ერთ მოტანა-
ზე მთელ საპალნეს მოგვითრევდა, რაც ჩვენ მოგვრჩებოდა,
ფრანკებს მიჰყიდდა ხოლმე შვილის ფასად.
ხუმრობდა თანაც: თუ ღმერთმა ჰქნა და იერუსალემი დიდ-
ხანს ვერ აიღეს ფრანკებმა, ჩემ სიცოცხლეში ერთხელ მაინც და-
ვიჯაბნებ მდიდრებს, გაყიდული წყლით ქარვასლებს ავიშენებო.
გაურეცხელი, ბინძური ტიკჭორებით მოტანილმა წყალმა სა-
ხადი გაუჩინა ჯვაროსნებს, ასე რომ, რაც ხმალმა დაგვაკლო, ის
წყალმა მოგვითავა. ორი მონაზონი მოუკვდა რუსუდანს სახა-
დით.
ისევ ატყდა თავადთა შორის ცილობა: ვინ ავირჩიოთ იერუ-
სალემის მეფედ?
ხუცებმა სთქვეს: იერუსალემს ჰყავდა ეკლის გვირგვინიანი
მეუფე, სხვა მეფის ამორჩევა არ იქნებაო.
ბოლოს იძალეს სამღვდელოთა და დაადგინეს: სამდღიური
მარხვა მოეწყოთ და წმინდა ქალაქისათვის სამგზის გარს შე-
მოეარათ მთელს ლაშქარსა და მის მიმყოლს.
ხუცებმა თეთრი ფილონები ჩაიცვეს და დაიწყეს შემოვლა.
ქალაქის ზღუდეებიდან გადმოდგნენ თურქები, ქალი და კა-
ცი, აფურთხებდნენ ჯვრებს, ლეწავდნენ და გვაყრიდნენ თავზე.
გვიშენდნენ ქვებს. გვასხამდნენ მდუღარეს.
გოდფრუამ და რაიმონმა თავი მოუყარეს სარდლებს, ითათ-
ბირეს.
იმ ღამესვე მიაყენეს ლოდსატყორცნები და ლოდები დაუში-
ნეს მძინარე ქალაქს, „ვერძები“ დაეძგერნენ ზღუდეებს და ხორ-
თუმებით დაუწყეს ცემა.
გაბრაზდნენ თურქები და ასეთ ხერხს მიმართეს:
გალავნებზე გადმოკიდეს თივით გატენილი ტომრები, რათა
მანქანებს არ შეენგრიათ ქვითკირი.
ჯვაროსნებმა ცეცხლმოკიდებული ისრები ესროლეს ამ ტომ-
რებს და დაწვეს ისინი. ისევ დაუშინეს ლოდები გალავნებს.
რაიმონმა ბრძანა და ვერძებსა და ლოდსატყორცნებს გარს
ჩელტები შემოარტყეს (მე აქ პირველად ვნახე ასეთი რამ). ეს

24 მკითხველთა ლიგა
ჩელტებიანი მანქანები მიაყენეს კედლებზე და საგრძნობლად
დააზიანეს ისინი.
თურქები გადმოდგნენ გალავნებიდან, გადმოგვასხეს თავზე
ცეცხლმოდებული ფისი, დინგელი და გოგირდი. ცეცხლი გაუჩი-
ნეს ჩვენს ვერძებსა და ლოდსატყორცნებს.
ამ ამბავმა ააღელვა ქრისტეს მხედრობა, ტიკჭორებით მოზი-
დეს წყალი და გადაარჩინეს მანქანები.
ზოგი ჭირიც მარგებელი ყოფილა თურმე და მე დავხელოვ-
ნდი ამგვარ საომარ ხერხებში.
რაიმონმა მოუხმო ოსტატებს, მანქანები შეფუთნეს აქლემის,
კამეჩის, ცხენისა და სახედრის ტყავებით.
გოდფრუა დე ბუჲონმა და რაიმონმა ორსართულიანი მანქა-
ნები ააგებინეს. ზემო სართულზე ავიდნენ თავათ, მძიმედ შეჭურ-
ვილი რაინდებიც ზედ აიყვანეს და ხელახლა მიაყენეს მანქანები
გალავნებს.
ახლა თურქებმა სხვა ხერხი იღონეს. ნაღვერდალით გავსილ
ხალმებსა და ქოთნებს გვიშენდნენ, მაგრამ ფრანკები მიუხ-
ვდნენ, მანქანებზე შემოგრაგნილი აქლემისა და კამეჩის ტყავე-
ბი შემოაბრუნეს, შიშველი პირიდან შემოახვიეს მანქანების კი-
დეებს, ხალმები და ქოთნები ხვდებოდნენ მანქანებს და ცვიოდ-
ნენ ძირს.
მაშინ თურქებმა დიდრონი ჯაჭვებით შეკრული ფისით გაბიდ-
ნული, ცეცხლმოკიდებული მორები გადმოისროლეს, ქრის-
ტიანების მანქანები საფრთხეში ჩავარდნენ.
ფრანკებმა კვლავ ახალი ხერხი გამოსძებნეს, მოზიდეს დიდ-
ძალი ძმარი და გადაასხეს გალავნებიდან გადმოკიდებულ ცეც-
ხლმოდებულ მორებს. როგორც მოგახსენეთ, ეს მორები ხომ
ჯაჭვებით იყვნენ შეკოჭილი, მორები ცეცხლმა დასწვა, ქრის-
ტიანებმა კაჩხებით დაითრიეს ჯაჭვები და წაჰგლიჯეს ისინი
თურქებს.
როცა გალავნებზე გადმოკიდებულ ჯაჭვებს ებღაუჭებოდნენ
გადმოღმიდან ქრისტიანები და გადაღმიდან მუსულმანები,
გოდფრუა დე ბუჲონმა ახლოს მიაწევინა კედლებისკენ თავისი
მანქანები, მტერს საგორავები, შუბები და ისრები დაუშინეს.
ზემოთა სართულზე აცვივდნენ მძიმედ შეჭურვილი ჰერცოგ
გოდფრუა და სხვა რაინდები, მორები ხიდად გასდვეს მანქანებ-
25 მკითხველთა ლიგა
სა და გალავნებს შორის და ხმალშემართულნი გადაეშვნენ გა-
ლავნებიდან.
მხნეობა მოიკრიფა ქრისტეს ლაშქარმა, ზოგმა მორები, ზოგ-
მა კიბეები მიადგა გალავნებს და შესცვივდნენ ქალაქში.
გოდფრუა, ტანკრედი და გრაფ ევსტრახი უკვე სოლომონის
სასახლეს შემოერტყნენ, დახოცეს მოიერიშე თურქები და სახუ-
რავზე ავარდნენ, განუკითხავად ჩამოჰყარეს ძირს ქალები, მო-
ხუცები და ბალღებიც.
მე და ხახუტაიმ კარვებში დავტოვეთ რუსუდანი, მოხუცები.
წინ გავუძეხი ჩემს რაზმეულს, რომელიც უპირატესად ბერძნე-
ბის, ქართველებისა და სომხებისაგან შესდგებოდა, სოლომონი-
სეულ სასახლემდის მივყევით ტანკრედის რაზმს, გული ვიჯერეთ
თურქების ხოცვით.
როცა მოედნები დასთმეს, თურქები მამაცურად იბრძოდნენ
გალავნებთან, ციხე-ქალაქის კარიბჭეებთან, წყაროსთავებთან.
როგორღა აგიწეროთ, ყოვლად ნეტარო მამაო გიორგი, თუ
რა გადაგვხდა იმ საშინელ დღეებში.
მე ბარძაყში დამკოდეს შუბით, მარჯვენა ფეხს ძლივს მივათ-
რევდი, მოედნებზე ველური ჭიხვინით დაჭენაობდნენ თურქების
უპატრონო ცხენები.
ხახუტაიმ ორი უნაგირიანი ცხენი დაიჭირა, ერთზე მე შემსვა,
მეორეზე თავათ შეჯდა, ცხენდაცხენ ვიბრძოდით, ქუჩებში დამ-
დგარი სისხლი საბარკლულებზე გვცემდა, ცხენებს ლაშებამდის
სწვდებოდა სისხლის ტბორები.
როცა უდაბნოს კარიბჭე გავაღეთ შიგნიდან, გარედან შემოც-
ვენილი ჯვაროსნები ზედ ახტებოდნენ, სრესდნენ ურთიერთს,
არაერთი ათასი ქალი და კაცი გადაჯეგეს ცხენებმა ალაყაფის
კარებთან.
ადამიანის გააფთრება არაერთგზის ვნახე ამ ომებში. მაგრამ
ცხენების ამგვარი გაცოფება არასოდეს მსმენია. გახელებული
მგლებივით იკბინებოდნენ კარიბჭეებში შემოცვენილი მხედრე-
ბის ცხენები, ჯაჭვიანად გლეჯდნენ ქვეითად მომავალ მონასპე-
ბის მხრებიდან ხორცს...
ნამდვილი ნადირობა გამართეს ფრანკებმა დერეფნებში, სა-
კუჭნაოებში, სარდაფებში გადამალულ თურქის დიაცებსა და
ბალღებზე.
26 მკითხველთა ლიგა
თოთო ბალღები გამოჰყავდათ სამალებიდან, დედებს იქვე
ხოცავდნენ, ბალღებს ფეხებზე ხელს ავლებდნენ, კვერცხივით
ახეთქებდნენ კედლებზე, როცა თურქები შემოელიათ, ებ-
რაელებს მიჰყვეს ხელი.
ტანკრედმა და მისმა ნორმანელებმა გაძარცვეს აკსა მიზგი-
თა, ჰარამის მეჩეთი, ომაიადის მიზგითა, ამირას სასახლე, სო-
ლომონისეული სასახლე და ეკლესიები, მათი მხედრები ტომრე-
ბით ეზიდებოდნენ ოქრო-ვერცხლს, ხახუტაი ვეღარ დავამაგრე.
ჯიბე-უბენი გაივსო ნაალაფარი ოქროთი.
მარტო ტანკრედსა და მის რაინდებს ექვსი აქლემის საპალნე
ოქრო მოუტაცნიათ იმ დღეს.
მხოლოდ გოდფრუა დე ბუჲონი შევიდა ფეხშიშველი ქრის-
ტეს სამარხის ტაძარში, დიდხანს იყო მუხლმოყრილი, სტიროდა
და მადლს მიაგებდა უფალს.
ხომ ბევრი მაწამა დიაკონყოფილმა ხახუტაიმ თავისი სიხარ-
ბის და გაუმაძღრობის მეოხებით, მაგრამ ამ ომების უკანასკნელ
დღეს უცილო სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან.
იერუსალემის ციხეზე იერიშების დაწყების წინა დღეებში მე
ვურჩიე ხახუტაის კარავში დარჩენილიყო, რადგან ტყვეობაში
ნაშიმშილევი საკმაოდ დაოსებული იყო ბედშავი, და დედოფალ-
ყოფილის მცველებისათვის ეხელმძღვანელა.
სამ დღესა და ღამეს იგი გააფთრებული იბრძოდა ჩემს გვერ-
დით, მას ხუმრობით ჩემი მეაბჯრე შევარქვი.
უკანასკნელ დღეს, შეღამებისას, თითქმის მოთავებული იყო
ქალაქის გაწმენდა თურქებისაგან, ხალიფას სარდალი ალ-
აფდალი გაიქცა, ცალკეული რაზმეულები მიიმწყვდიეს ჯვაროს-
ნებმა ჩიხებში და გაჟუჟეს.
ჩვენც გავასუფთავეთ ერთი უბანი, სახელდობრ, ქართული
ჯვარის მონასტრის სიახლოეს. დაქანცულთ წყურვილი გვახ-
რჩობდა.
მე, ხახუტაი და რამდენიმე ქართველი სოლომონისეულ წყა-
როსთან დავყოვნდით სისხლში ამოსვრილი ხელ-პირის დასაბა-
ნად.
ჩემი ჯაჭვის კურტაკი დასვრილი იყო სისხლით, შემძაგდა,
გავიძვრე და ხახუტაის გადავეცი გასარეცხად. ბევრს ეწვალა

27 მკითხველთა ლიგა
იგი, ცხიმიანი სისხლი ვეღარ გააცილა. ამასობაში მოგვივიდა
სირიელი მოენე:
თურქი ცხენოსნების ერთმა რაზმეულმა ჩვენს თვალწინ
მოედანზე გაბედულად გადაიჯირითა, უდაბნოს კარიბჭეში შეგ-
ვასწრო.
ეს კარიბჭე ჰკეტავდა ეზოში გამოსულ გვირაბს, საკმაოდ
გრძელსა და ვრცელს.
ამასობაში მოაღწია მათმა მდევარმა და გვამცნო: ერთი ეგ-
ვიპტელი შეიხი3 და მისი ჰეჯიბი4, თავიანთ რაზმეულიდან მოწ-
ყვეტილნი, და მასთან ოციოდე მონასპა, დიდხანს ებრძოდნენ
თურმე ფრანკებს ჰარამის მეჩეთთან, ბოლოს გაჰქუსლეს ცხენე-
ბი და ჭენებით მიაშურეს უდაბნოს კარიბჭეს.
ხახუტაი შემევედრა:
„ჯონდი ბატონო, შენ უჯაჭვოდ ხარ, ათი შუბოსანი მომეცი და
სამალიდან მაგ უშჯულოებს მე გამოვიყვანო“.
შემებრალა ხახუტაი. ვიფიქრე, ომი გათავდა და ამ უკანას-
კნელ წუთებში არ მომიკლან-მეთქი, და თორმეტი სირიელი შევ-
გზავნე კარიბჭეში. შესავალის გვირაბი ნახევრად ბნელი და
ქვითკირით გადახურული იყო.
ისევ ჩამაცივდა ხახუტაი, კურტაკი მომაჩეჩა, ჯაჭვი ჩაიცვიო,
შემევედრა კვლავ.
გული ამერია კაცთა სისხლით გაზინთულ კურტაკის დანახ-
ვისას და არ ვინდომე ჩაცმა.
ამასობაში ერთი ყბაგაჩეხილი სირიელი გამოვარდა გვირა-
ბიდან და შემოგვტირა: მეომრები დაგვიხოცესო.
ათიოდე ქართველი და სომეხი შუბოსანი შევგზავნე გვირაბ-
ში და როცა მათთაც დააყოვნდათ, ცხენს დეზი ვკარი და
მომყევით-მეთქი, ვუბრძანე ჩემს რაზმეულს.
შევედით თუ არა გვირაბში, ნახევრად ბნელში თვალი მოვკა-
რი: თურქებს წინ მოუძღოდა უზარმაზარ ცხენზე მჯდარი თორო-
სანი და ქვეითა შუბოსნებს ხმლით დარეოდა.
დამინახა თუ არა, რამდენიმე კაცის თავზე გადაახტუნა ცხენი
და ხმალამოწვდილი დანდობილად გამოჰქანდა ჩემსკენ.

3 შეიხი – ტომის უფროსი თავადი.


4 ჰეჯიბი – ჰაჯიბი, ეჯიბი, მსახური.
28 მკითხველთა ლიგა
შეჯავშნულ მკერდზე ვაძგერე შუბი შეიხის ცხენს, ცხენი ყალ-
ხზე შესდგა, მხედარმა ტვინი შეასხა ქვითკირს.
შუბი გამიტყდა და ვიდრე ხმლის ვადას მოვსინჯავდი, მისმა
ჰეჯიბმა ცხენდაცხენ გადათქერა თავისი პატრონის ცხედარი და
მისი წაქცეული ცხენიცა, შემართული მახვილით უნდა გავეკვე-
თე, მაგრამ სწორედ ამ წუთში შუბი აძგერა მას ხახუტაიმ ისეთის
ძალით, რომ თითისტარივით გაუყარა აბჯროსანს მუცლის არე-
ში.
ეგ ბრძოლაც რომ მოვათავეთ, კვლავ დავსხედით სოლომო-
ნისეულ წყაროსთან ხელ-პირიდან სისხლის ჩამოსაბანად. ხახუ-
ტაი ღიმილით მეუბნება:
„ჯონდი ბატონო, შენთვის რომ დამეჯერებინა და კარავში
დავრჩენილიყავ, ჩემს მაგივრად შუბს ვინ აძგერებდა იმ ჰე-
ჯიბს?“

***
„თურქები იერუსალემიდან რომ გადაშენდნენ, ცხედრებისა-
გან დავასუფთავეთ მოედნები და ქუჩები. ტბებში ცხედრები
ეყარნენ, წყაროებიც სისხლით იყო გავსილი.
ქართული მონასტრების სამალებიდან გამოვიყვანეთ ქარ-
თველი მონაზვნები და ბერები, ვეახელით თავის კარავში ყო-
ფილ დედოფალს, რუსუდანს.
გალობით შემოვიყვანეთ განთავისუფლებულ იერუსალემში
და ქართულ დედათა მონასტერში დავაბინავეთ.
რუსუდანის სურვილისამებრ, იმავე საღამოს ქრისტეს სამარ-
ხის ტაძარში დაასვენა უსინათლო ბერმა, ათანასემ, ბაგრატო-
ვანთა საომარი ჯვარი.
ათანასე ბერმა მდუღარე ცრემლით იტირა და ილოცა, მად-
ლი შესწირა უფალს. იმ ღამეს დაწოლის წინ მოისურვა: მა-
ზიარეთო.
აზიარეს.
გააცივა.
დასიცხული ბოდავდა: ხვალ დილაადრიან ავდგები, ცრემ-
ლის წყაროზე თვალებს ამოვიბან, ეგებ სინათლე მომიბრუნდეს
და განთავისუფლებული იერუსალემი ვიხილოო, მაგრამ მეორე
დღეს მკვდარი იპოვნეს საწოლში,
29 მკითხველთა ლიგა
მე, ხახუტაი და ათასიოდე ქართველი მეომარი ამ დღეებში
ლუდიკეაში ჩავალთ და იქიდან ზღვით ხუფთას წამოვალთ“.
ჯონდი ერისთავი ბარათის მინაწერში იუწყებოდა:
„მრავალი ჭირი გადაგვხდა, მაგრამ ამ ომებში მრავალი
საომარი ხერხი ვისწავლე და მათ შესახებ პატრონს წარვუდგენ
პიტაკს“.

სისხლი და ღვინო
რატი ორბელიანი გამალებული თვალს ადევნებდა ყოველი-
ვეს, რაც თრიალეთის საერისთავოში ხდებოდა. კატაი და იოანე
დუკისძე ხანგამოშვებით უგზავნიდნენ მოენეებს მას. დავითის
ქცევაში ზოგი რამ უცნაურად ეჩვენებოდა რატის.
თავდაპირველად ვერც ის გაეგო: კლდეკარის აღების უმალ-
ვე რად არ შემოეწყო მეფე ფარცხისის ციხეს?
ქარიმან სეტიელის ჩუხჩნი შორიახლოდან რომ უთვალთვა-
ლებდნენ მას, ამას ფარცხისის ციხის სამზერებიდანაც კარგად
ჰხედავდა რატი.
გაუგებარი იყო იგიცა, რომ დავით მეფემ არამცთუ არ აღკვე-
თა ციხისათვის სურსათის მიწოდება, არც ლიპარიტისძეთა მომ-
ხრეებს უშლიდა იგი შეჰმატებოდნენ ფარცხისის ციხიონს.
ბოლოს ასეთი ვარაუდით შეიჯერა ორბელიანმა გული: ალ-
ბათ საკმარისი ლაშქარი არა ჰყავს მეფეს და იგიც კარგად იცის,
უსისხლოდ რომ ვერ აიღებსო ციხეს.
რატის დიდი იმედი ჰქონდა ფარცხისისა. დიდი თურქობის
დროს ვერ აიღო იგი მალიქ-შაჰმა აურაცხელი სპითა და მეფე
დავითი რას დააკლებსო მას?
მართალია, ეს ციხე არა სდგას ისეთ შეუვალ კლდეებზე, რო-
გორც თმოგვი, ბირთვისი, გინდა კლდეკარი, ლოდსატყორცნებ-
სა და ვერძებს თითქმის არავითარი ბუნებრივი დაბრკოლება არ
დაუხვდებათ საიერიშოდ მოსულთ, სამაგიეროდ, ფარცხისი სამ-
ქამრიანი ციხეა და ყოველი ქამრის სიგანე ბარე სამ მხარს აღე-
მატება.
ასე რომ, თითოეული ქამრის გარღვევას დიდ დროს მოან-
დომებდა გარემომცველი ჯარი, ყოველ შემთხვევაში, ციხეს
30 მკითხველთა ლიგა
იდუმალი ხვრელი ჰქონდა ბირთვისის კლდეებისაკენ გასას-
ვლელი.
დიდძალ მეციხოვნე ჯარს იტევდა ეს უზარმაზარი, ორსართუ-
ლიანი ციხე, ხოლო მისი სარდაფები და სათავსოები – მთელი
წლისათვის საჭირო სურათს.
სწორედ ფარცხისის პირისპირ მდებარეობს ციხე ბირთვისი,
შეუვალ კლდეებზე აღმართული. რატი ფარცხისიდან ხედავდა,
ამ კლდეებიდან ჩამოდიოდნენ ჩუხჩნი.
ზვერავდნენ ფარცხისის მიდამოებს და ისევ ადიოდნენ ბირ-
თვისისაკენ მიმავალ ბილიკებზე, დღისით და ღამით.
ბევრს ეცადა რატი, იოანე დუკისძის და თავისი სხვა
მოენეების მეშვეობით გაეგო, მარტოოდენ ქარიმან სეტიელის
ჩუხჩნი ისხდნენ ბირთვისში თუ საგანგებო ჯარი ჰყავდა მეფეს,
მაგრამ ვერას გახდა, რადგან ბირთვისის ციხის მისადგომები
გადაკეტილი ეჭირათ ჩუხჩებს.
რატის შიში არ ჰქონდა მეფის მცველთა რაზმეულებისა, ისღა
აფიქრებდა: ვაითუ სათადარიგო ჯარი ჰყავდესო გადამალული
დავით მეფეს ბირთვისში.
გავიქცე ფარცხისიდან? ეგებ გამომადევნოსო მდევარი.
ჯერ კიდევ ნაჭარმაგევში მეფის მიერ გამართულ აღლუმის
დროს უცნაურად ატროკდა რატი, ფარცხისიდან გაპარვას აპი-
რებდა, მაგრამ გაჯანჯლდა ფარცხისის ციხისთავი – ჯუბიელი ზა-
ზაი.
იგი ლიპარიტისეული მრავალნაცადი სპასალარი იყო, ამი-
ტომაც მხოლოდ ზაზაის თათბირს თუ ათხოვებდა ყურს საერ-
თოდ ჯიუტი რატი.
სწორედ ამ ხანებში მოაღწია ფარცხისში ათონიდან ჩამო-
სულმა ბერმა მიქელაიმ. მას ბაღდადში ენახა კოზმან ბერი, შე-
მოუჩივლია კოზმანს: არც ქაღალდი მაქვს და არც ფულიო, ამი-
ტომაც სიტყვიერად დაებარებინა: ბარქიაროკმა ბაღდადი აიღო
და სულ მალე ლაშქარს გამოუგზავნისო რატის ისეთ მრავალ-
რიცხოვანს, ექვს დღეს რომ გრძელდებოდესო მისი შემოსვლა
თრიალეთში.
ბარე ექვს თვეს უცადა რატიმ თურქებს, მაგრამ არც ლაშქა-
რი სჩანდა სადმე და არც ამბის მომტანი.

31 მკითხველთა ლიგა
ახლა, ჭყონდიდელისა და სპასალარების ლაშქრითურთ ჩა-
მოსვლა რა შეიტყო, უსაშველოდ დაფრთხა რატი, ჩააცივდა ჯუ-
ბიელს: სანამ ფარცხისს შემოეწყობოდეს მეფე, კახეთ-ჰერეთს
წავიდეთ, კვირიკე კახთა მეფის ლაშქარი მოვიშველიოთ და ზე-
დაზენიდან შემოვიჭრათო შიდა ქართლში.
რატი აგრე ვარაუდობდა: როგორც კი ნაჭარმაგევს უწევდა
კვირიკეს, ძაგან ერისთავისა და თრიალეთელთა ჯარი, მეფე
ლიპარიტის უბნიდან აიყრებოდა და სწორედ ნაჭარმაგევთან
მოახრჩობდნენ მას.
გაჯიქდა ციხისთავი.
მარბიელს გამოგვიყენებს მეფე და ვეჟინს ჩასვლამდის ჩაგ-
ვიგდებსო ხელში.
ცხენების კვება სჭირდა ფარცხისში, ამიტომაც აფრთხილებ-
და ზაზაი რატის: ჩვენი დავარდნილი ცხენებით შორს ვერ წა-
ვალთო.
მაინც არა სცხრებოდა რატი, დღედაღამ ოცნებობდა ციხი-
დან გაპარვისათვის. სწორედ ამ დროს მობრუნდა ლიპარიტის
უბნიდან ორბეთის ეკლესიის ხუცესი, პროხორე, და კატაის ბა-
რათი ჩამოუტანა რატის.
ვგონებ, ლიპარიტის შემორიგებას აპირებს მეფე, ამიტომაც
უხმიაო ჭყონდიდელი ალბათ, იუწყებოდა ლიპარიტის მეუღლე.
რატი ორბელიანი ისეთი კაცი იყო, მეორე ადამიანის თუნ-
დაც უკეთილშობილეს ზრახვაში მზაკვრულ საფანელს რომ გა-
მოსჩხრეკს ხოლმე.
აღლუმიო?
ეს უთუოდ მორიგი ხრიკია დავით მეფისა, ან არადა, მახარა-
ის მიერ მოჭორილი ამბავი.
აგრე ფიქრობდა რატი.
რაიცა შეეხება შერიგებას...
„თუ მეფეს შემორიგება ეწადა მართლაც – ეუბნებოდა იგი
ზაზაი ჯუბიელს, – სპასალარები ლაშქრიანად რად უხმია?“
ზაზაი ჯუბიელი ფრიად გულდინჯი იყო თათბირის მიცემაში.
სხვა არა იყოს რა, ეშინოდა ხუშტურიანი რატისა.
შეეთათბირებოდა რატი თავის ციხისთავს რაიმეს, თუ კეთი-
ლად დამთავრდებოდა საქმე, საკუთარ სიბრძნეს მიაწერდა

32 მკითხველთა ლიგა
ერისთავი ამას, მაგრამ თუ ცუდად წარიმართებოდა იგი, მრუდე
თათბირის მოცემისთვის მოდგებოდა და ლანძღავდა ჯუბიელს.
ფრთხილობდა ამიტომაც ზაზაი, რაკი საქმის ნამდვილ ვითა-
რებას თავათ არ იცნობდა, მხრები აიჩეჩა და დადუმდა მოხუცი.
ამასობაში იოანე დუკისძის ვაჟი წითლოსანი ჩამოვიდა. მო-
საკითხები მოუტანა რატის და აუწყა მამისაგან დანაბარები.
დაბეჯითებით იუწყებოდა დუკისძე: იჭვმიუტანელი ცნობები
მაქვს, კახეთ-ჰერეთის დალაშქვრას აპირებს მეფე, ალგეთზე გა-
დასვლას არ ისურვებს, ალბათ ზურგიდან შემოგვიტევს, ამიტო-
მაც შეეცდებაო ფარცხისის აღებას.
თუ ამ ავდარს არ შეეპუები და ციხიონითურთ გამოხვალ,
წინწყაროში დაგახვედრებ სამი ათას მოისარსა და ათას მძიმედ
შეჭურვილ შუბოსანს.
უმთავრესია: წინწყარომდის მოაღწიო როგორმე და მერმე
თუნდაც მარბიელიც გამოგვიყენოს მეფემ, ბრძოლით გავიკა-
ფავთო გზას.
ვეჟინში კვირიკე და აღსართან დაგვიხვდებიან, განძის ამი-
რაც სპას დაგვპირებია. ამ დღეებში ავასინის ლაშქართა5 სარ-
დალი თავის სარწმუნო კაცს გიგზავნის, მუსტაფა-ბენ-ისმაილს,
ჰამადანელ ყადის.
იცოდე: ქრთამების მოყვარულია, ხელგაშლილად მიიღე
იგი. ყადი მუსტაფაც დამიმოწმებს, თუ რარიგ დახმარებას
გვპირდებიანო თურქნი.
„კოზმან ბერისაგან ხომ არ მოსულა რაიმე ცნობა?“
შეეკითხა წითლოსანს რატი.
არაფერი ისმისო კოზმანისაგან.
რატი ამჩნევდა: ზაზაი ჯუბიელი მაინცდამაინც არ ამჟღავნებ-
და დიდ აღტაცებას, ამიტომაც თვალებში შესცქეროდა ციხის-
თავს რატი.
„შენ რას იტყვი, ზაზაი?“
სთქვა ხმადაბლა რატიმ.
ზაზაის დაცდილი ჰყავდა იოანე დუკისძე, როგორც ფრიად
ცუნდრუკა და ქოსატყუილა კაცი, რომელსაც მუდამ ელანდებო-

5 ავასინის ლაშქარი ეწოდებოდა თურქი სელჯუკების მესაზღვრე ჯარებს.


33 მკითხველთა ლიგა
და ხან თურქთა მაშველი ლაშქრის შემოსვლა თრიალეთში, ხან
კვირიკე მეფის მეომრების თანადგომა.
ერთი, რომ იგი კატაის ნათესავი იყო და მისი ვაჟი, წითლო-
სან იქვე იყო, ამიტომაც დუკისძის გამო ვერაფერი შეჰბედა პატ-
რონს, სამაგიეროდ, თურქების ძაგებით მოიოხა ჯუბიელმა გუ-
ლი.
„რა მოგახსენო, ჩვენო პატრონო“, დაიწყო დინჯად და აუმ-
ღვრევად ზაზაიმ. ისეთის ზლაზვნით, გაჭიანურებულად ლაპარა-
კობდა იგი, ძილს მოჰგვრიდა მისი ნაუბარი მსმენელს.
„თურქთა წესი აგეთია, ერისთავთ-ერისთავო: მათ ასჯერ შე-
პირება არასდროს ისე არ უძნელდებათ, როგორც ერთხელ შეს-
რულება მრავალგზის აღთქმულისა.
კარგა ხანია ამგვარი აღთქმებით გვკვებავენ ისინი. ჯერაც
თრიალეთი არა ჰქონდა აღებული მეფეს, ბარქიაროკი წერილს
წერილზე გვიგზავნიდა, შველას გვპირდებოდა საჭურველითა
და ლაშქრითა, ხომა? თავათ განსაჯე, ერისთავთ-ერისთავო,
არაფერი გამოვიდა ამ შეპირებისაგან, ხომა?
ეგეც ცნობილია, თურქს რომ სთხოვო: ერთი ის მთვარე ჩა-
მოიღე ციდან და პოლო ვითამაშოთო, სიამოვნებითო, გეტყვის:
ახლავე ჩამოგიღებ მთვარეს, ახლავე ვითამაშოთო პოლო“.
რატის ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე.
ახლა მაღალ გიორგი გათამამდა და მანაც ჩააკერა სიტყვა:
„მე ერთ შეიხს ვიცნობდი ისპაჰანში, ერისთავთ-ერისთავო,
ოდესღაც, იგი ჭკუას მარიგებდა ჯერ კიდევ უწვერულო ყმას:
ხანდახან ტყუილი გაცილებით უფრო ტკბილიაო, ვიდრე სი-
მართლე. როცა შენ მოყვასს თუნდაც ამაოდ დაჰპირდები
რაიმეს, კიდევაც ვერ შეუსრულო დანაპირები, სადღაც გულის
კუნჭულში მაინც დარჩება მას ნატამალი ასეთი ფიქრისა: ალბათ
კარგის ქმნა უნდოდა და ვეღარ მოახერხაო.
თუ დაუყოვნებლივ უარი უთხარი მავედრალს, იგი უთუოდ
დაასკვნის: სიკეთე არ უნდოდა ჩემთვის და ამიტომაც არც დაპი-
რება გაიმეტაო“.
ზაზაიმ შენიშნა, ეს სიტყვები იამა რატის.
ადრე ნათქვამს დასძინა:
„განა ასეთი ტკბილი დაპირებებით არ გამოაცვლევინეს
თურქებმა შჯული ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს და აღსართან
34 მკითხველთა ლიგა
კახთა უფლისწულს? შიდა ქართლს ჰპირდებოდნენ და ლაშქრის
მოშველიებას.
არც შიდა ქართლი მოუციათ ჯერაც და აღარც ლაშქარი, ხო-
მა?
ან ეგ მიბრძანე, ერისთავთ-ერისთავო, რა იქნა ის ლაშქარი,
რომლის თრიალეთში შემოსვლა ექვს დღეს უნდა გაგრძელებუ-
ლიყო, ხომ შემოთვალა კოზმან ბერმა: მოდისო.
ნუთუ ექვს თვეს ვერ მოაღწევდა ჩვენამდის ისპაჰანიდან გა-
მოსული ჯარი? ეს ყოველივე რომ დავივიწყოთ, დათქმულსა და
დანაპირებს დროის და ვადის დათქმა სჭირია, ხომა?“
რატის სარწმუნოდ ეჩვენა ციხისთავის განჩინებანი, მცირე
ხანს სდუმდა, მერმე წითლოსანს ახედა ზეზემდგარს.
წითლოსანმაც შეიცნო ზაზაის მიერ ნათქვამის სიმართლე და
მაინც წაიპუტუნა:
„აგრე ამბობდა მამაი, უჩემოდ ნუ გამოხვალთო ციხიდან
შეხვედრის დროსა და ადგილს ამ დღეებში გამცნობო წინას-
წარ“.
წავიდა წითლოსანი და ისევ იძალა თოვლმა...
თოვდა და ბარდნიდა დაუცხრომლად. უკაცრიელნი გახდნენ
ალგეთის ხალხმრავალი გზები.
მონადირეები და გზირები თუ ჩაივლიდნენ ათასში ერთხელ,
ღამღამობით მგელთა ხროვანი სულ ახლოს მოდიოდნენ ციხეს-
თან შემოსხდებოდნენ ირგვლივ და ყმუოდნენ, მათი ამაზრზენი
ყმუილი შიშის ზარს სცემდა ალგეთის ხეობას.
კვლავ მოუარა ხუშტურმა რატის.
ციხიდან გავიდეთო, ეჩიჩინებოდა ჯუბიელს, მაგრამ მის გუ-
ლის სიღრმეში მაინც ღიმღამობდა იდუმალი იჭვი: ასეთ ამინდში
გასჭირდებოდა ციხიდან გაყვანა ლაშქრისა და, რაც უმთავრე-
სია, ჯორცხენების გაყვანა.
არც ის იცოდა: ან საჭურველი როგორღა გაეტანათ, ან სა-
ხელდახელო საზრდო?
რატი დუმილზედაც ატყობდა ზაზაის, იგი სავსებით უნუგე-
შოდ რომ სთვლიდა ამ საქმეს, მაგრამ ვეღარ უმხელდა ამ ამ-
ბავს პატრონს.
კანტიკუნტად მოდიოდა ღამღამობით მოენე ციხეში.

35 მკითხველთა ლიგა
ახალ-ახალ ამბებს იუწყებოდა ბერი ევტიხი იერუსალემის
აღების გამო.
ისე გამოდიოდა მისი ბარათებიდან, თითქოს იერუსალემის
პატრიარქს ერთი ქართველი ბერის ხელით სასწაულთმოქმედი
ავგაროზები გამოეგზავნა მისთვის.
იერუსალემის აღების მახარობლად გაჭრილი, შიდა ქარ-
თლში დაეხეტებოდა ევტიხი. სავსებით ზღაპრულ ამბებს ავრცე-
ლებდა ხალხში ქრისტეს ლაშქრის მიერ იერუსალემის „სას-
წაულის ძალით“ აღების გამო.
ჯვაროსნებს ისრის გასროლაც არ დასჭირვებიათ, მხოლოდ
ამ ავგაროზებსა და ჯვარს ამოიღებდნენ უბიდან, მყისვე თავქვე
ემხობოდნენ დაოსებულნი თურქნი.
ასეთ რამეებს როშავდა ქადაგად დავარდნილი ბერი, ამასო-
ბაში ავგაროზებს აჩეჩებდა ხალხს, საკუთარი ხელით ნაკეთებთ,
ხოლო ამოგებულ ფულს რატის უგზავნიდა ფარცხისში. თანაც
უთვლიდა: სურსათსა და ავგაროზებსაც გაახლებთო სულ მალე.
ზაზაის ეცინებოდა გუნებაში, მაგრამ სდუმდა.
იერუსალემის აღებამ, დიახაც, გაახარა რატი (უნდა ითქვას,
ეპიტიმიის შემდეგ ფრიად ბრმად მორწმუნე გახდა იგი), მაგრამ
არც ისე შლეგი იყო ლიპარიტისძე, რომ არ შეეცნო: ჯვაროსან-
თა გამარჯვება სელჯუკიანთა შემოტევის ძალას შეასუსტებდა და
დავით მეფე აქაც მოიგებდა უთუოდ.
ასეთივე ორლესულ მახვილად მიაჩნდათ ეს ამბავი როგორც
თრიალეთელ აზნაურებს, ისე ლიპარიტის სხვა მემხრეთაც სამ-
ღვდელოთა შორის: წალკელ, წინწყაროელსა და გომარეთელ
ეპისკოპოსებს.
დოსითეოზ წალკელმა უხვად ჩამოიტანა ახალი ამბები ბი-
ზანტიონიდან. იგი ხელაღებით ადიდებდა „ფრიად ღვთისმოსავ-
სა და ხუცთა მოყვარულ“ ალექსი კეისარს (ცხადია, წალკელს ეგ
ეწადა: ამ ხოტბით ჩრდილი მიეყენებინა დავით მეფისთვის რო-
გორმე).
გარდა ამისა, ხსენებულ ეპისკოპოსებს ხელზე ჰქონდათ დახ-
ვეული დავით მეფის ნათქვამი:
ფრიად საშურო საქმენი წინ მიძევს, როცა ამათ მოვრჩები,
საეკლესიოთაც შევუდგებიო.

36 მკითხველთა ლიგა
წალკელის, გომართელის და წინწყაროელის ფეხის ხმას აჰ-
ყვნენ. გოლგოთელი, ხარჭაშნელი, ბოდბელი, ნიქოზელი, მთე-
ლი შავი სამღვდელოება შიდა ქართლისა და კახეთ-ჰერეთისა.
ესენი მთელ თავიანთ იმედებს ამყარებდნენ რატი ორბელი-
ანსა და ხუცთა მოყვარულ კვირიკე მეფეზე.
ამიტომაც დიდძალ სურსათსა და ხალხში მობოჭილ ოქრო-
ვერცხლს უგზავნიდნენ ფარცხისის ციხეში რატის.
ეს ყოველივე თვალში რომ არ სცემოდა ქარიმან სეტიელს,
მოსაკითხებს ღებულობდა ორბეთის ეკლესიის მღვდელი პრო-
ხორე.
მეფის მოძულე სამღვდელოთა შემაკავშირებელი იყო ბერი
ევტიხი. მას უკვე დაკარგული ჰქონდა ლიპარიტისა და მანგლე-
ლის იმედი, რატი ორბელიანი ჰპირდებოდა მას ეზოსმოძღვრის
თანამდებობას თავის „მომავალ სასახლეში“.
სავსებით მცირე ხანში შესძლო ევტიხიმ რატის მოჯადოება,
არა მარტო საკმაოდ მალემრწმენი რატი, მისი აზნაურები და
მონასპანი „ახლად მოვლენილ მესსიად“ სთვლიდნენ ევტიხის.
რატის თანა ჰყავდა ფარცხისში ორი მესაწოლე ბერი, მიქე-
ლაი და ბეციაი, რომელნიც მისი საწოლის მწიგნობარნიც იყ-
ვნენ.
ეს ბერები ისე დაიმონა ევტიხიმ, ჩოხის კალთებს უკოცნიდ-
ნენ მას.

***
რატი ორბელიანი არ სცილდებოდა ციხის სამზერებს.
ოქრო, ვერცხლი, ბოტინატები და დუკატები მას არ აკლდა,
მაგრამ გზების შეკვრამ და უსაშველო ზვავებმა საზრდოს მო-
ზიდვა ფრიად შეაფერხა.
ციხისთავი პატრონის უკითხავად ღამით გააპარებდა ხოლმე
მეომრებს, უწყალოდ ხოცავდნენ ისინი ირმებს, მოათრევდნენ
ღამითვე ციხეში და აპოხტს აკეთებდნენ.
ერთხელ რატი თავათ წააწყდა მონასპებს, რომელთაც მოკ-
ლული ირმები ამოჰქონდათ ციხეში. მოუწონა ზაზაის ეს გან-
ზრახვა და უბრძანა: ოციოდე მონადირე გაეგზავნა ტყეში და
ბლომად დაეხოცათ ირმები.

37 მკითხველთა ლიგა
ხოლო ირმები იმდენი მოაწყდა ალგეთის ხეობას, სოფლის
ბიჭები ხბორებსავით იჭერდნენ მათ.
როცა საზრდო შემოელიათ, ადამიანთა სამყოფლოს, წისქვი-
ლებს, ბეღლებსა და ბოსლებს ეწვიენ ბედშავნი.
საწყალობელად ბღაოდნენ ყელმოღერილნი, გადმოდგე-
ბოდნენ სოფლის მახლობელ სერებზე, თითქოს ტყიურობა და-
ვიწყებოდათ და უგულო კაცთა მოდგმას შევრდომებას ევედრე-
ბოდნენ.
ზაზაი ჯუბიელს იმედი მიეცა: ორასიოდე ირემს დავაშაშხვი-
ნებ და მთელ ზამთარს გაგვიტანსო, აგრე ფიქრობდა.
ერთ საღამოს, ციხისთავის სამყოფლოში, ბუხრის პირად
მთვლემარე რატის თავზე წამოადგნენ მეხმლე მაღალი გიორგი
და ციხისთავი ჯუბიელი.
ამცნეს: შებინდებისას ჩუხჩნი ორბეთის გზაზე დახვედრიან
მეჯორეებს, რომელთაც სურსათი მოჰქონდათ კახეთიდან, აღ-
სართანის მიერ გამოგზავნილი, უცემნიათ მეძღვნენი, საპალ-
ნიანი ჯორები წინ გაუგდიათ და წასულანო.
ვაგლახად დააფიქრა ამ ამბავმა რატი.
გასჭირდა ციხიონისა და ცხენების გამოკვება. სასო წარეკვე-
თა ციხისთავს. მონასპანი უკითხავად შეიპარებოდნენ ხოლმე
ციხის სარდაფებში, სამარაგო სურსათიდან იპარავდნენ ლორს.
ხოლო ცხენები საწყალობლად ჭიხვინებდნენ და ხვიხვინებდნენ.
ამის შემდეგ, რატის ბრძანებისამებრ, ციხისთავი ჯუბიელი
ყოველ ღამეს ამოწმებდა ბოქლომებს იმ სარდაფებისას, სადაც
შავი დღისათვის დაგროვილ ლორსა და შაშხს, აპოხტსა და
ყველს, ფქვილსა და ღვინოს ინახავდნენ ხოლმე.
ჩუმ-ჩუმად ბუზღუნებდნენ მეომრები ცერცვისა და ოსპის ჭა-
მით დაოსებულნი, მალე ცერცვიც გათავდა და ოსპიცა. ევტიხი
ბერის ჩამოსვლას ნატრობდნენ დამშეულნი, გაუჩენელს გააჩენ-
დაო ევტიხი.
შეუფარველად დრტვინავდნენ ასეულთა წინამდგომნი და აზ-
ნაურნიცა: თუ ომია, ომი იყოს, გავიდეთ ციხიდან და შევებრძო-
ლოთო მტერს.
როგორც იქნა, მოაღწია ევტიხიმ.

38 მკითხველთა ლიგა
ჯერაც ციხის კარიბჭეში არ იყო იგი შემოსული, ბერები და
მონასპანი მისცვივდნენ თავიანთ „მესსიას“, ჩოხის კალთები
დაუკოცნეს ახლად მოსულს.
ბერმა ბეციამ დაუყოვნებლივ ახარა მისი მოსვლა რატის.
დაღონდა ზაზაი ჯუბიელი, როცა სურსათის ნაცვლად თავისი
ავგაროზები მოათრია ევტიხიმ.
მყისვე ავგაროზების ქებას შეუდგა ბერი.
ესენი იფარავენო კაცს ავი თვალისაგან, ჟამისაგან და შხამი-
საგან, რაც უმთავრესია, მტრისაგან.
სწორედ ასეთი ავგაროზებით იყვნენ აღჭურვილნი „ქრისტე-
სეულნი მხედარნი“, როცა ანტიოქია და იერუსალემი წაჰგლიჯე-
სო თურქთა.
ქადაგად დავარდა ფარცხისის ციხეში ევტიხი ბერი, ავგარო-
ზები დაურიგა აზნაურებსა და მონასპებს. მარხულობისა და
მორჩილებისაკენ მოუწოდა მათ.
მალე აბუზღუნდნენ ასეულთა წინამდგომნი და აზნაურნი.
რატი თავათაც კარგად ჰხედავდა: არც ისე იოლი იყო ციხი-
დან გამოსვლა, როგორც ეს სულწასულებს ეჩვენებოდათ. უწი-
ნარეს ყოვლისა, საჭირო იყო თხილამურების, წრიაპებისა და
მუჯრების მოპოვება.
იგი ასე ვარაუდობდა: ორასიოდე თხილამურიანი მონასპა
გზებს გაკვალავდა, ათასეულნი უკან მიჰყვებოდნენ მათ, საჭურ-
ველსა და საზრდოს მარხილებზე დაუდებდნენ.
გვიანი ღამით ფარცხისის ციხეს ეწვივნენ ჰამადანელი ყადი
მუსტაფა-ბენ- ისმაილ და სამი თურქი.
ნაშუაღამევს ციხისთავმა ჯუბიელმა და მაღალ გიორგიმ გა-
აღვიძეს აზნაურები: ციხელაისძე, მახარობლისძე, ღარიბაისძე
და დუკისძის სამივე ვაჟი.
თავათ ტანმორჩილი, ჯუჯა თურქები გაკვირვებულნი შესცქე-
როდნენ უზომოდ წაგრძელებულ ციხისთავსა და მეხმლეს, მა-
ღალ გიორგის, მაგრამ როცა მათ რატის აზნაურები შემოჰყვნენ,
აგრეთვე მაღალნი და ბეჭპრტყელნი, გაოცდნენ, სად გამოსძებ-
ნაო ორბელიანმა ამდენი მაღლები?
ჰკითხა კიდევაც მუსტაფა-ბენ-ისმაილმა მაღალ გიორგის,
რომელიც თურქულის თარჯიმნადაც ჰყავდა რატის:

39 მკითხველთა ლიგა
„ნუთუ ყველა ასეთი მაღლები იზრდებიან თქვენს თრიალეთ-
ში?“
მაღალ გიორგიმ გაიცინა და უთხრა:
ხომ ნახეთ, რამსიმაღლე ნაძვები იზრდება ჩვენში, კაცნიც
მაღალნი იზრდებიანო.
ეს ამბავი შემთხვევითი არ იყო.
რატი ორბელიანი მუდამ აგრე ამტკიცებდა: დაბალ კაცს ჭკუა
არ ეკითხებაო. მახარაი ხუმრობდა კიდევაც რატის, ზაზაის და
მაღალ გიორგის გამო:
სამივენი რომ ურთიერთს წაუმატო გრძლივ, ერთი ფარსანგი
გამოვა, მაგრამ სამივეს ჭკუა ერთ ბატსაც არ ეყოფაო.
მონასპათა შორისაც მუდამ მაღლებს არჩევდა რატი. როცა
იგი დაბლებს აძაგებდა, ყველამ იცოდა, მახარაის რომ გულის-
ხმობდა რატი. სამაგიეროდ, არც მახარაი ინდობდა მას.
მაღალი კაცი იმიტომ დადის უჭკუოდ, რომ მის თავსა და ფე-
ხებს შორის დიდი მანძილია და ამიტომაც ვერ ატანსო ჭკუა ფე-
ხებიდან თავამდის.
დიდხანს ეთათბირნენ თურქებს რატი და მისი აზნაურები.
მუსტაფა-ბენ-ისმაილ ენამჭევრობდა, ავასინის ლაშქრის
სარდლის სახელით უცილო „თანადგომას“ ჰპირდებოდა ორბე-
ლიანს, უკეთუ იგი ციხიდან გამოსვლას შესძლებდა.
რიჟრაჟი მოადგა თუ არა ციხის სამზერებს, სტუმრები დასას-
ვენებლად გაიყვანეს, ზაზაი და მაღალ გიორგი დაიმარტოხელა
რატიმ და უბრძანა:
მეციხოვნენი საბრძოლოდ შეამზადეთ სამ დღეში, გომარეთს
წარგზავნეთ მეომრები და თხილამურები, წრიაპები და მუჯრები
მოატანინეთო.
ზაზაიმ თავი ჩაქინდრა. მაღალ გიორგი დაბალ ბუხარს მიჰ-
ყუდებოდა, ნაღვლიანად იჩიჩქნიდა თავის გაბუშტულ ნესტოებს
თითით.
ორივეს ფრიად ეეჭვებოდა ციხიდან გასვლის შესაძლებლო-
ბა. თავს იკატუნებს დავით მეფე, თითქოს დაავიწყდაო კიდევაც
ფარცხისის ციხიონი და მათი პატრონი.
და როგორც შევარდენი, რომელსაც ხოხობი გაქცევია ჭან-
გიდან, არხეინად აკეთებს სივრცეში ირაოს და უთვალთვალებს
ბარდებში შემალულს, რათა ხელმარჯვე დრო იპოვნოს იმ წუთ-
40 მკითხველთა ლიგა
ში, როცა მისი მსხვერპლი შეეცდება სამალის გადანაცვლებას,
მერეხივით დაეშვება ზევიდან და გაბრდღვნის ანაზდად მტერს,
ასევე დავით მეფეც გაყუჩებულია და არავინ იცის, რა დღეს და-
აცხრება იგი ფარცხისს.
აგრე ფიქრობდნენ ზაზაი და მაღალ გიორგი, არც იმას უჯე-
რებდნენ რატის, თითქოს დავით მეფეს ეშინოდა ფარცხისის მე-
ციხოვნე ლაშქართან შებმისა.
წავიდნენ თხილამურების მოსაპოვებლად მეომრები და მე-
წისქვილე ალხაზაის ხელით ბარათი გამოგზავნა კატაიმ.
გიორგი ჭყონდიდელს ღვიძლის სიმსივნე და თვალის გუგე-
ბის გაფართოება სჭირს, სიცხე დღითი დღე მატულობს, შესაძ-
ლოა, ლიპარიტის უბანში უწიოსო სიკვდილმა მას.
რატის ვარდი მოჰფინა ამ ამბავმა გულზე.
„თუ ჭყონდიდელი მიიღო უფალმა, მეფეს ისეთი თავზარი
დაეცემა, ჩვენდა სადევნად ვეღარ მოიცლის ალბათ, ვინძლო
კიდევაც ვერ ვუწიოთ წინწყაროს, ქარიმან სეტიელსა და მის
ჩუხჩებს გამოგვიყენებს, მაგ დოყლაპია სვანებს გუდურებივით
გადავყრი ალგეთში“, ეუბნება რატი ზაზაისა და მაღალ გიორ-
გის.
არც ამ ამბის გამო ამჟღავნებდნენ დიდ აღტაცებას მეხმლე
და ციხისთავი.
რატის ბრაზი წაეკიდა გულზე. გაგულისებულმა შეუბღვირა:
„სამი დღე გავიდა, ჩემს ნაბრძანებს რად არ ასრულებ, ზაზა-
ი?“
„შვიდი კაცი წარვგზავნე გომარეთს, მაგრამ, როგორც ხე-
დავთ, არც თხილამურები სჩანს ჯერ სადმე და არცა წარგზავ-
ნილნი.
თუ ღმერთმა ინება და ჭყონდიდელმა შენი ჭირი წაიღო, მის
ცხედარს თრიალეთში არ დასტოვებს მეფე, ამიტომაც მოგახსე-
ნებ, ერისთავთ-ერისთავო...“
ზაზაი შესდგა და მცირე ხნის შემდეგ ისევ განაგრძო:
„მე ვამბობ, ერისთავთ-ერისთავო, ხომ არ აჯობებდა,
შეგვეცადა-მეთქი გაზაფხულამდის. მაშინ არც თხილამურები
დაგვჭირდებოდა, არც წრიაპები და არცა მუჯრები...“
ესა სთქვა ციხისთავმა, შეეშინდა თავისი გულფიცხი პატრო-
ნისა და მყისვე თავის ნათქვამს უკან გაადევნა:
41 მკითხველთა ლიგა
„გაზაფხულს კი არა, ჭყონდიდელის სიკვდილს...“
რატი:
„შენ აგრე გჩვევია, ზაზაი, შემოდგომაზე მოგთხოვ ხოლმე
რაიმე თათბირს, ზამთრისათვის გადამიდებ, ხოლო ზამთარში
შენაკითხს – გაზაფხულისათვის.
აგრე თუ ვიყურყუტეთ ამ ციხეში, დავით მეფე საომარ სამზა-
დისს მოათავებს და მერმე უარესად გაგვიძნელდება მასთან
შებმა. სხვა არა იყოს რა, სიმშილისაგან ამოგვიწყდება ჯარი.
დავითსაც ეგ უნდა: უსისხლოდ აიღოს ფარცხისი.
ჯერაც საკმაოდ გრძელი ზამთარი წინ გვიძევს. ბოლოს, რო-
გორც წესია, ზამთარს გაზაფხული მოჰყვება, ხოლო დაყოვნე-
ბულ ომს – უეჭველი დამარცხება, გასაგებია, არა?“
ზაზაი:
„მმე მმმე... თუ მკითხავ, ერისთავთ-ერისთავო, თუნდაც ამა-
ღამ გავიყვანოთ ციხიონი და შევებათ მეფეს, მე რა მიშავს, ცო-
ლი არ მაწუხებს და ძირი. მე იმას მოგახსენებ, რაც საქმისათვის
უკეთესია, ხომა?
აგრე ბრძანებდით, ერისთავთ-ერისთავო, წეღან: დაყოვნე-
ბულ ომს დამარცხება მოჰყვებაო უცილო, მაგრამ იგიც ნათე-
ლია, გადადებული ომი რომ სჯობია მოუფიქრებლად წამოწყე-
ბულ კენწლაობას, ხომა?“
რატი:
„აბა შენ ეგეც იცოდე, ზაზაი, უთავჟამო ყოყმანი დიაცის წე-
სია, მატყლის მჩეჩელისა. თუ მშვილდის მოზიდვა დააყოვნე,
ისარს როდი მოუცდის ნადირი?“
ერთი კვირაც მიიწურა. არც ზაზაის მიერ წარგზავნილნი თხი-
ლამურები, წრიაპები და მუჯრები სჩანდნენ სადმე.
შეშფოთდა რატი. ღამით ძილი დაჰკარგა, წამდაუწუმ დგებო-
და, გასცქეროდა დაბნელებულ გზებს.
ბოლოს ევტიხიმ ითავა: მე წავალ გომარეთს და სამ დღეში
მოვიტანო თხილამურებს, წრიაპებსა და მუჯრებს.
წავიდა ევტიხი, სამი მონასპა წაიყვანა თან. რატის აზნაურე-
ბი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ: ევტიხი ისეთი ჯადო კაცია, უთუ-
ოდ მოგვიტანსო თხილამურებს.

42 მკითხველთა ლიგა
თოვდა და ბარდნიდა ისევ... ღამღამობით ზვავების გრიალი
ძილს უფრთხობდა რატის. ყმუოდნენ მგლები. ჭიხვინებდნენ
დამშეული ცხენები...
მოუთმენელი რატი ბოლთასა სცემდა ციხისთავის სამყოფ-
ლოში, გახელებული აწყდებოდა ციხის სამზერებს, მაგრამ არც
ევტიხი სჩანდა სადმე და არც თხილამურები, წრიაპები და მუჯ-
რები.
ევტიხის დაგვიანებამ სასო წარუკვეთა მეომრებს. არც პრო-
ხორე მღვდლისაგან მოდიოდა მოსაკითხები.
აჩოჩქოლდნენ აზნაურები:
ციხიდან გავიდეთ ბრძოლით, სიმშილით ამოწყვეტას ომში
სიკვდილი გვირჩევნიაო.
სამი დღეც გავიდა, გვიანი ღამით მოვიდა წითლოსან ციხეში
და აუწყა ერისთავს:
წინწყაროში სპიანად გიცდისო მამაი.
რატიმ გადასწყვიტა: მეციხოვნენი აეყარა და ბრძოლით გა-
სულიყო ციხიდან. იხმო ზაზაი და მაღალ გიორგი, უბრძანა:
ხვალ დილიდან შეუდექითო საბრძოლო სამზადისს.
თავი მოიფხანა ზაზაიმ და შეუფარველად შეჰკადრა პატ-
რონს:
„მოვუცადოთ ევტიხის მოსვლას, უთხილამუროდ ვერ გა-
ვალთ ციხიდან. ვერც საზრდოს გავატანთ და ვერც საჭურველს,
ჯორ-ცხენების გაყვანა ხომ მტკნარი ოცნებაა ასეთ ამინდში. შე-
მოგვეყრება დავით მეფის ლაშქარი, ალგეთის ხეობაშივე მოგ-
ვახრჩობენ უთუოდ“.
მაინც თავისას არ იშლიდა რატი.
სხვა გზა არა ჰქონდა ზაზაის. უთენია შეუდგა საბრძოლო
სამზადისს. მეციხოვნენი გაიყვანეს ციხის ეზოში.
მეხმლენი მახვილებს ლესავდნენ. მემშვილდენი მშვილდებს
უცვლიდნენ საბელებს, მჭედლები ჯორ-ცხენებს სჭედდნენ, ის-
რებს აწრთობდნენ, მეჯაჭვენი ჯაჭვ-საჭურველს ამოწმებდნენ,
მეუნაგირენი უნაგირებისა და მოსართავების შეკეთებას შეუდ-
გნენ.
ზაზაი ჯუბიელი დაქოთქოთებდა ციხის ეზოში, აჩქარებდა ხე-
ლოსნებს, მაღალ გიორგის არ უმალავდა თავის გულისწყრო-
მას, განსაკუთრებით საეგებიოდ მიაჩნდა ჯორ-ცხენთა გაყვანა
43 მკითხველთა ლიგა
ციხიდან, მაგრამ კარგად იცოდა, რატი ორბელიანი გადაგებუ-
ლი იყო თავის საომარ ცხენებზე და არასგზის არ ინდომებდა
მათ დატოვებას.
ამიტომაც დღენიადაგ გასცქეროდა რატი ალგეთზე მიმავალ
გზებს, არწმუნებდა ციხისთავს: სოფლის ნახირებმა და მარხი-
ლებმა საკმაოდ დაბეკნეს გზები, მოვახერხებთო როგორმე ცხე-
ნების გაყვანას.
თურქი სტუმრებიც რატის დაემოწმნენ: ლორეს ციხის მისად-
გომებთან უფრო დიდი თოვლი გადაგვილახავსო ცხენდაცხენ.
ღელავდა, ბობოქრობდა რატი. ორბელიანთა ამბოხიანი სის-
ხლი აჩქამდა მის ძარღვებში კვლავ.
ნიადაგ თავზე ადგა ოსტატებს, აჩქარებდა და ამხნევებდა
მათ.
რატის განსაკუთრებით უყვარდა ხმლის ლესვისათვის მზე-
რა. სიამოვნებით თვალს ადევნებდა, თუ როგორ ვარვარებდნენ
მოსრიალე, პაწია გელაზებზე დადებული ხმლები და ცეცხლს
აფრქვევდნენ ფხიდან...
ბინდისას სამზადისი მოთავდა.
რატიმ უბრძანა ციხისთავს: სამარაგო აპოხტი, შაშხი და ლო-
რი გამოეტანათ, ქვევრები მოეხადათ და ღრეობა მოეწყოთ ცი-
ხიონის სალაშქროდ გასვლის წინადღეს.
უკანასკნელი ცხვრები დაჰკლეს, შამფურებზე დააგეს, კოცო-
ნები გააჩაღეს ციხის ეზოში. თონეებში პურის შოთები დააკრეს,
პურის სუნით სტკბებოდნენ მეომრები.
მუსტაფა-ბენ-ისმაილმა შეუფარველად შეჰკადრა რატის: გა-
ნაგონი მაქვს ორბელიანთა ზარდახანას ქება, ერთი მაჩვენეო
შენი ჯაჭვ-საჭურველნი და ხმლები.
პურობის დაწყების წინ რატიმ და მაღალ გიორგიმ ციხის
ზარდახანაში6 ჩაიყვანეს თურქი სტუმრები.
ზაზაი ჯუბიელი და ზარდახნისუხუცესი თავზე ადგნენ ზარდახ-
ნის მწიგნობარს და ზარდახნის მოლარეს, აურაცხელ საჭურ-
ველსა და ჯაჭვ-მუზარადებში არჩევდნენ საუკეთესოთ.

6 ზარდახანა – იარაღთა საწყობი.


44 მკითხველთა ლიგა
თურქები გულმოდგინედ ათვალიერებდნენ მახვილებს, ის-
რებს, ჰამადანსა და ისპაჰანში, ნისიბსა და დამასკში ნაწრთობ
ხმლებს, შაიზარის, მუტას და ჯიზაფის ოსტატების მიერ ნაკეთებ
სამკლავეებსა და საბარკლულებს. მომეტებულის გულისყურით
იღებდნენ ხელში ქართველი ოსტატების მიერ ნახელოვნებ ჯაჭვ-
საჭურველს, თავს აქნევდნენ და დროგამოშვებით შეესიტყვე-
ბოდნენ ხოლმე მათ გამო ურთიერთს.
ერთ კედელზე გამწკრივებული იყო ბაღუაშ-ორბელიანთა
სამი თაობის მიერ ნატარები თორნი და მახვილნი: ლიპარიტ
დიდისა, ივანე ლიპარიტის ძისა და ლიპარიტ ივანეს ძისა.
მუსტაფა-ბენ-ისმაილმა ერთ დამასკურ ხმალს დაადგა თვა-
ლი, ქება დაუწყო, იმ იმედით, ეგებ მისახსოვროსო ორბელიანმა
იგი.
რატის თურქული არ ესმოდა, მაგრამ ადამიანურ საუბარში
არის ისეთი მომენტიც, როცა კაცის გულის ნადებს ვეღარ ფა-
რავს პირობითი შიფრი მეტყველებისა. ამიტომაც მიხვდა რატი
თავისი სტუმრის იდუმალ წადილს, არ აცალა მას ხმლის ჩამო-
ღება, თავათ ჩამოხსნა კედლიდან, მაღალ გიორგის მიუბრუნდა
და უთხრა:
„შენ გადაუთარგმნე, გიორგი, მას და უთხარი, ეს ხმალი მე
ძლიერ მიყვარს-თქო, იგი ერტყა-თქო ჩემს დიდ პაპას, ლიპარიტ
დიდსა, როცა მან ანისი აიღო და ბაგრატ მეფის დიდებულნი და
ერისთავნი დაატყვევა-თქო ანისის კარსა“.
ახლა მეორე მოეწონა ყადის, ვადაჯვრიანი ქართული მახვი-
ლი, დავით კურაპალატის დროს უფლისციხეში ნაწრთობი.
მუსტაფა-ბენ-ისმაილმა თავათ აიღო იგი ხელში, ფრჩხილი
გაჰკრა ფხას, როცა წკრიალი მოესმა, აქო და ადიდა იგი.
არაფრით ჩამოუვარდებოდაო შობორკანულს.
ჩაიბუტბუტა.
რატი მისწვდა მახვილს, ხელიდან გამოართვა იგი სტუმარს
და უჩვენა ხახადაბჩენილი მგლისთავი, რომელიც ვადის მახ-
ლობლად იყო მასზე ამოკვეთილი, მაღალ გიორგის მიუბრუნდა
კვლავ:
„ამ ხმალს ატარებდა-თქო ლიპარიტ დიდი, როცა მან არყის
ციხესთან შემუსრა ბაგრატ მეფის ლაშქარი“.

45 მკითხველთა ლიგა
ახლა დევკაცური ჯაჭვი აიღო ხელში მუსტაფა-ბენ-ისმაილმა,
თვალი დარჩა ზედ (იგი აღმოჩნდა რომელიღაც ქართველი ოს-
ტატის მიერ ნაკეთები დმანისში).
ვერც ამ აბჯარს შეელია რატი.
ისევ გიორგის გაუმართა მზერა:
„ეგ აბჯარი ეცვა-თქო პაპაჩემს, როცა ბაგრატ მეფეზე გამარ-
ჯვებულმან ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინში“.
ბოლოს დადუმდა სტუმარი, რატიმ უგუნებობა შეამჩნია მას,
ხელიდან გამოართვა ზარდახნისუხუცესს ერთი საკმაოდ ფხა-
მოცვეთილი დამასკური ხმალი, ხელში შეაჩეჩა სტუმარს.
ეს ხმალი დიდმა სულთანმა ტუღრილბეგმა უსახსოვრაო ლი-
პარიტ დიდს...
უთხრა მაღალ გიორგის და შეუდგა სულტანისეული ხმლის
ქებას.
ყადი მუსტაფა ხმის ამოუღებლად უსმენდა ხმლის აპოლოგი-
ას, მაგრამ არავითარ აღტაცებას არ ამჟღავნებდა სტუმარი, ბო-
ლოს თავის მხლებელ თურქს გადასცა იგი და ჩაიდუდუნა: ასეთი
ხმლები შინა მაქვსო ბარე შვიდი.
მაღალ გიორგიმ გაიგონა ეს, მაგრამ არც კი გადაუთარგმნია
მისი ნათქვამი რატისთვის. ზაზაიმ კარგად იცოდა, იარაღის საქ-
მეში ფრიად ძუნწი რომ იყო საერთოდ სტუმართმოყვარე და გუ-
ლუხვი რატი.
გაეცინა თავის გუნებაში, ძალით რომ შეაჩეჩა თავის სტუ-
მარს ეს ჟანგმოკიდებული ხმალი.
როგორც ზაზაის, ისე მაღალ გიორგის ჟამივით სძაგდათ
თურქები და ორივეს გაეხარდათ, გაწბილებული რომ გავიდა
ზარდახანიდან ყადი. მაღალ გიორგის ყელში მოებჯინა სიხარუ-
ლი და კიბეზე ასვლისას უჩურჩულა ზაზაის:
„ხმლის მეტი რა უკეთებიათ მაგ სახეძაღლებს ამქვეყნად“.
„ხმლებისა და მათრახების მეტი“.
დასძინა ზაზაიმ და ბოროტი მზერა ესროლა ჰამადანელი ყა-
დის მოდრეკილ ზურგს.
როცა ციხის ეზოში მიბრუნდა სტუმრებითურთ რატი, უკვე
გაშლილ სუფრებს მისხდომოდნენ მისი დამშეული მონასპანი.
ველურებსავით გლეჯდნენ აპოხტსა და ლორს, გაქონილი ჯამე-

46 მკითხველთა ლიგა
ბით ხარბად სვამდნენ ღვინოს, ხოლო თავლებში ჭიხვინებდნენ
და ხვიხვინებდნენ დამშეული ცხენები.
რატი რიგ-რიგად მიდიოდა სუფრებთან, სადღეგრძელოებს
იზიარებდა, ლოცავდა მეომრებს, თავაზიანად ეხუმრებოდა მათ
საერთოდ პირქუში და უხიაგი პატრონი.
„დალიეთ, დალიეთ, ჭაბუკნო, დასცალეთ ფარცხისის ქვევ-
რები. ოღონდ იცოდეთ, თხლე დაუტოვეთ პურადძვირ დავით მე-
ფესა. მალე ისევ აქ მოვალთ და ახალ ღვინოს ჩავასხამთ ძველ
ქვევრებში, ჭაბუკნო“.

***
ფარეშთუხუცესს ციხისთავის სამყოფელოში გაეშალა სტუმ-
რებისა, აზნაურებისა და ათასეულთა წინამდგომთათვის ვერ-
ცხლის მაგიდები. როცა სტუმრებს შემოუძღვა რატი, მემაშხლე-
ნი წამოცვივდნენ, კედლებთან აიწურნენ.
პურობის დაწყების წინ ბერებმა სუფრა აკურთხეს, იგალობეს
და ლოცვები წარსთქვეს.
რატის ბრძანებისამებრ, მესტუმრეთუხუცესმა სუფრის თავ-
კაცობა დააკისრა ზაზაი ჯუბიელს. თუმცა იგი ენას უკიდებდა ოდ-
ნავ, მიუხედავად ამისა, ამ მოვალეობასაც ასრულებდა სტუმ-
რიანობის დროს.
პირველი ჯიხვი მიუძღვნა ზაზაიმ კლდეკარის საპყრობილეში
ტყვექმნილ ერისთავთ-ერისთავს – ლიპარიტს, რომელსაც, ჯუ-
ბიელის თქმით, „უმართებულოდ სტანჯავდა აფხაზთა მეფე – და-
ვითი“.
მაღალ გიორგი ჭაშნაგირობდა, გამალებული ავსებდა ჯიხ-
ვებს.
სრული მყუდროება სუფევდა დარბაზში, ვიდრე ლიპარიტის
სადღეგრძელო არ გამოსცალეს სტუმრებმა.
უხალისოდ მიდიოდა ნადიმი, თურქები უღიმღამოდ სვამ-
დნენ მათთვის მირთმეულ ბადაგს, გაოცებული შესცქეროდნენ,
თუ როგორ ცლიდნენ აზნაურები უზარმაზარ ჯიხვებს.
რატი გრძნობდა: უკმაყოფილო იყო ყადი მუსტაფა-ბენ-
ისმაილ, ამიტომაც თავათ წამოიწეოდა ხოლმე სუფრიდან, ხან

47 მკითხველთა ლიგა
ჯეირნის აპოხტს სთავაზობდა მას, ხან – ცხვრის ჯიგარს, ხანაც
ბადაგის მირთმევას აძალებდა.
მიუხედავად ამისა, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა ყადის.
ბოლოს მოიხმო მაღალ გიორგი და ათქმევინა:
„ხვალ დილით თექური ჯიშის ულაყს გითავაზებთ-თქო
ერთს“.
ყადიმ გაიფიქრა:
ნაჩუქარი კი არა, საკუთარი ცხენები ვერ გაგიყვანიათ ციხი-
დან, მაგრამ მაინც მადლობა მოახსენა რატის.
ყადი მუსტაფა-ბენ-ისმაილსაც თავისებური ჭრიჭინა ჰყავდა
თავში. თავის სიცოცხლის მანძილზე ნაირ-ნაირ ჯაჭვ-
საჭურველსა და იარაღს აგროვებდა იგი. მას საჯაშუშო და სამო-
ციქულო საქმეებს ხშირ-ხშირად ანდობდნენ ხოლმე სულთნები
და ამირები.
ყადის შემოვლილი ჰქონდა მთელი სამუსულმანო სამყარო,
ხორასნიდან შაიზარამდის, ქრთამებს იღებდა მხოლოდ იარა-
ღის სახით, მერმე ბოჭავდა ამას ყოველივეს, ასე რომ, ჰამადან-
ში საკუთარი ზარდახანა ჰქონდა.
ზოგს ყიდდა, ზოგს სცვლიდა და ზოგსაც ძღვნად მიართმევდა
რომელიმე სულთანს ან ამირთა ამირას. ამგვარი საქმიანობა
ასულდგმულებდა ამ უცოლო და უძეო მოხუცს.
ფარცხისში ჩამოსულს იმედი ჰქონდა ქართულ ხმლებსა და
ჯაჭვ-საჭურველს მიუმატებდა თავის სახელგანთქმულ ზარდახა-
ნას. როცა ეს იმედები დაეფუშა, დანა კბილს არ უხსნიდა ბე-
ბერს.
რატიმ შენიშნა: ამჯერად უღიმღამოდ მეთაურობდა ღვინის
სმას ზაზაი.
აღარ ხუმრობდა ჩვეულებრივად, ბლუკუნებდა ჯიხვის აწე-
ვამდის, მერმე ხარივით დაეწაფებოდა ღვინოს.
ამიტომაც რატიმ ჯიხვი გამოართვა ხელიდან ზაზაის, მასვე
გაუმართა მზერა და უთხრა:
„შენ რას იტყვი, ზაზაი, ქვევრიდან ახლად ამოღებული ღვი-
ნოი რითი ჰგავს სისხლს მოსისხარისას, ჰა?“
ზაზაიმ კეფაზე მოიფხანა და ვერაფერი შეჰკადრა პატრონს.
ახლა აზნაურ მახარობლისძეს მიუბრუნდა რატი:
„აბა, შენ გვამცნე, მამისთვალა, მამის სულს გაფიცებ“.
48 მკითხველთა ლიგა
ვეღარც მახარობლისძემ გაართვა ამ „სიბრძნეს“ თავი. მა-
შინ თავათ სთქვა რატიმ:
„ღვინო უნდა შეისვას და სისხლი უნდა დაიღვაროს დროზე“.
ხელიდან ხელზე გადადიოდა ჯიხვი. ისევ დავარდა დუმილი,
თავჩაქინდრული ეწაფებოდნენ მოქეიფენი საჭმელს.
ისევ შეეცადა თანადამსწრეთა გუნების შეცვლას რატი.
„ახლა ეს მითხარით, ჭაბუკნო, რითი განსხვავდება კარგი
ღვინო მოსისხარის სისხლისაგან, ჰა?“
რატის აზნაურები მაინცდამაინც დიდად არ იყვნენ განსწავ-
ლულნი რიტორულ ხელოვნებაში, ამიტომაც კვლავ გამეფდა
სუფრაზე დუმილი.
მაღალ გიორგის ანიშნა რატიმ, უბრძანა გადაუთარგმნეო
ჩემი ნათქვამი სტუმრებს.
გაიღიმა ჰამადანელმა ყადიმ, ჭრუტა და სხივიანი თვალებით
შესცინა რატის და სთქვა თავის კეთილხმოვან ენაზე ისე ტკბი-
ლად, თითქოს მღერისო:
„სხვაობას მე ვერა ვპოულობ, ჰოი, უფალო, მაგრამ მსგავსე-
ბას მოგახსენებდით ერთს“...
„მაინც, მაინც?..“
ჩაჰკითხა მასპინძელმა.
„ორივე ტკბილიაო, აგრე უთქვამს შეიხ სოლეიმანს, ალლაჰ
იყოს მისი შემწე მარადჟამს, მეც აგრე მგონია და დანარჩენი
ალლაჰს უკეთ ეცოდინება, ყოველთა შემწყალეს“.
სუფრის ბოლოს მსხდარ ახალგაზრდა აზნაურებს უკვე თრო-
ბა წაჰკიდებოდათ, საერთო ხმაური დაარღვია წითლოსან,
იოანე დუკისძის ვაჟმა და უყვირა მაღალ გიორგის:
„ჭაშნაგირო, ღვინო გვწყურია, ღვინო“.
რატიმ გაუღიმა თავის ნათესავს და წამოიძახა:
„მე კი ისევ სისხლი მწყურია, ბაგრატოვანთა სისხლი, ამაღამ
პირველი მამალი იყივლებს თუ არა, ვახსენოთ უფალი და გზას
დავადგეთ, ჭაბუკნო. ცა მოწმენდილია, კეთილ ვარსკვლავს მი-
ვენდოთ და ის ღმერთი, რომელიც მუდამ შველოდა ლიპარიტის-
ძეთა ბაგრატოვანთა ომებში, კვლავ ჩვენთან იქნება, იცოდეთ,
ჭაბუკნო“...
„ჩვენთან იქნება“, ერთხმად წამოიძახეს მიქელამ და ბეციამ.

49 მკითხველთა ლიგა
რატიმ ალერსიანი მზერა ესროლა თავის აზნაურებს და გა-
ნაგრძო:
„ხომ ამდენს დრტვინავდით, დაგვიობდაო მშვილდის საბე-
ლი, აჰა, გისრულებთ, ჩემნო აზნაურნო, წადილს, მეტს აღარ და-
ვამშევთ ხმლებს.
ცხადზე უცხადესია, დავით მეფე რა შეიცნობს ჩვენს წასვლას
ვეჟინში, იქ მოგვსდევს სპიანად უთუოდ, ჰოი, ვეჟინში!..“
სთქვა რატიმ და ტუჩზე იკბინა.
„ვაი, დედიჩემის ღმერთსა, ვეჟინში რომ არ ავკეპეთ ხმლით
მეფე და ჭყონდიდელი. თუ კიდევ მოვახელეთ, მოგეცათ ლხენა,
მათ თაკვერელ ჯალათებსა და აფხაზ მოისარებს მივცეთ ხელში
საცერი ისე, როგორც ესა ჰქნა ჩემმა დიდმა პაპამ, ლიპარიტმა,
როცა ბაგრატ მეფე გააქცია სასირეთის ჭალაში“.
„და ვაცრევინო ფქვილი და ვაცხობინოთ მერმე ხმიადი“.
ხვიხვინებდა როხროხა ჭაშნაგირი.
რატის მისი ნათქვამი არც გაუგონია, ისე განაგრძო:
„შესაძლოა, მართლაც შემოსარიგებლად აგზავნიდეს გიორ-
გი ჭყონდიდელს კლდეკარში მეფე, მაგრამ დაიხსომეთ, ჭაბუკ-
ნო, თუ ღმერთი გაწყრა და შემოირიგეს კიდევაც მამა, თუნდაც
მარტოოდენ თქვენ შემრჩეთ, გინდა თქვენც დამტოვოთ, მარ-
ტოოდენ ზაზაი შემრჩეს და ჩემი მეხმლე მაღალ გიორგი, მე სიკ-
ვდილს უმალ შევურიგდები, ვიდრე აფხაზთა მეფესა და იმ მელა-
ძუა ჭყონდიდელს, მაგ ვაციწვერა ხუცესს, რომელიც ანაფორას
ქვეშ ატარებს ჯაჭვსა და ხმალს.
შინიდან იუწყებიან: მარიამ დედოფალი მოდისო ამ გაზაფ-
ხულზე. გვეყო, რაც გვატყუა მაგ მაჭანკალმა დედოფალმა.
შემორიგებაო?
ვინ შეარიგებს ქარსა და ცეცხლს, ვინ შეარიგებს ზღვასა და
კლდეს, ავაზასა და ვეფხვს, ან ორბელიანსა და ბაგრატოვანს
ვინ შეარიგებს?“
მომავალი გამარჯვების სასმური უნდა დაეცალა რატის და
სწორედ იმ წუთში ქვედა სართულიდან მოისმა საშინელი ღრი-
ანცელი.
...დამდუღრულივით ყიოდა ვიღაც წრიპინა, ისმოდა როხრო-
ხა მეციხოვნეთა ჩოჩქოლი და გნიასი, კიბეების ჭრაჭუნი, ჯაჭვი-
ანთა ნაბიჯების ჟღარუნი.
50 მკითხველთა ლიგა
რატის ხელში შეაცივდა ჯიხვი, ზაზაიმ და მაღალ გიორგიმ კა-
რებს მიაშურეს, მაგრამ ამასობაში შემოლეწეს კარები და მემაშ-
ხალეებმა შემოათრიეს ნადირის ტყავებში შეფუთვნილი ჩია კა-
ცი.
იგი უცნაურად დრტვინავდა, ქლოშინებდა, ქვითინებდა და
როცა ზაზაი მიეახლა მას და კუნკული გადააძრო თავიდან,
თმაწვერგაბურძგვნილი ევტიხი ბერი შეიცნო რატიმ.
იგი უსასოოდ სტიროდა, სუნთქვით ითფობდა გათოშილ ხე-
ლებს, ტუჩპირთან მიტანილთ.
ზაზაიმ წიწილასავით წამოუსვა ხელი და ბუხართან მიათრია
სტუმარი.
გაითფეო ხელ-ფეხი!
უბრძანა.
„არ მინდა!“
იყვირა ბერმა.
ღვინო მოსვიო, შესძახა რატიმ.
„არ მინდა, არ მინდა“.
ისტერიულად წამოიძახა ბერმა.
„აბა, რა გინდა, ბერო?“
შეეკითხა ზაზაი.
„სიკვდილი მინდა, სიკვდილი“.
ჩაილუღლუღა ვაგლახად მოკრუნჩხულმა.
ბუხრის პირად დასვეს და მოასულიერეს სტუმარი.
ბოლოს გამოირკვა: ხუცესი პროხორე და ევტიხი ბერი გომა-
რეთიდან გამოჰყოლიან თხილამურებით, წრიაპებითა და მუჯ-
რებით დატვირთულ ჯორებს, როგორც კი ფარცხისის პირველ
ქამრამდის მიუღწევიათ, წამოსწევიან სამეფოის სპანი.
პროხორე მღვდელი გულშემოყრილი წაქცეულა თოვლში,
ხოლო ევტიხის ძლივს შემოუსწრია ციხის კარიბჭეში.
ამ ამბის შემცნობნი წამოცვივდნენ რატის აზნაურები, გველ-
ცემულივით ზედ წამოიჭრა მუსტაფა-ბენ-ისმაილ, მაღალ გიორ-
გის მივარდა, ათრთოლებული ევედრა.
„მაუწყე რა მოხდა, დავით მეფე ხომ არ მოდის სპიანად?“
მაღალ გიორგიმ დახედა მის მელოტ თავს, მოყვითანო ბუსუ-
სებით მოსილს, ოდნავ გაეღიმა და ანუგეშა: დავით მეფეს აქ რა
უნდა, ბერი გაფიჩხულაო თოვლში ნავალი.
51 მკითხველთა ლიგა
ირგვლივ ატეხილ აურზაურის შემცნობი კარგად გრძნობდა
ყადი, რომ არც ისე მარტივად იყო საქმე, როგორც მას წარმო-
უდგენდა თარჯიმანი. ყადის განაგონი ჰქონდა: მოპირულ
ხმლებზე ახტუნებსო დავით მეფე სელჯუკიანთა მოენეებს, ამი-
ტომ კვლავ შეევედრა მაღალ გიორგის: შეუფარველად მამცნე-
თო სიმართლე.
ისევ და ისევ ანუგეშებდა ბერიკაცს მაღალ გიორგი, მაგრამ
ყადი მუსტაფასათვის სავსებით უცხო ენის ბგერებშიაც გამოკ-
რთოდა საშინელი განსაცდელის განცხადება.
ამიტომაც დავარდა იგი აგურის იატაკზე და ევედრა ალ-
ლაჰს, „მორწმუნეთა შემწყალეს“.
როცა სტუმრები დასასვენებლად გაიყვანეს, რატიმ ისურვა
ციხისთავის სამყოფლოში მარტო დარჩენა. გულშემოყრილი
ბოლთასა სცემდა, მიდიოდა ციხის სამზერებთან, თალხი ლან-
დები დალასლასებდნენ გზებზე, ისმოდა ცხენების ჭიხვინი და
ხვიხვინი ირგვლივ, ისევ დადიოდა დაზაფრული, ხვნეშოდა თა-
ნაც.
მცირე ხნის შემდეგ ამოვიდა ზაზაი ჯუბიელი და მოახსენა:
პირველი ქამრიდან ჩავგზავნე სპანი და გააქციესო მტერი.
რატი გაცოფდა.
„გაეთრიე აქედან, შე ლამიყლაპია შენა, აი, რა მიქნა შენმა
თათბირმა, შე ლაჩარო შენა. ხომ მიმტკიცებდი, ვერ გავიყვან-
თო ცხენებს, სამეფოს სპანი ხომ მოსულან ცხენდაცხენ?“

ისევ სამზერებს აწყდებოდა რატი. დიდხანს მოესმოდა ცხე-


ნების ჭიხვინი, ხედავდა ბნელში თალხი ლანდების რიალს, მე-
მაშხალენი გაიელვებდნენ ხანდახან, უსტვენდნენ, ეძახოდნენ
ურთიერთს.
ბოლოს ყოველივე მიწყნარდა. სადღაც გაჰქრნენ ცხენოსნე-
ბი და მემაშხალენი, მისწყდა ცხენების ჭიხვინი და ფრუტუნი.
მგლების შემზარავი ყმუილი მოისმა. სულ ახლოს მოდიოდ-
ნენ ისინი ციხის პირველ ქამართან, დაცუცქდებოდნენ ბნელში
და შეჰყმუოდნენ დადუმებულ ციხეს.
როგორც კი ცისკარმა ნათელი გადაათოვა ბირთვისის გა-
შიშვლებულ ქიმებს, რატიმ თვალნათლივ დაინახა, როგორ ჩა-
მოდიოდნენ ბირთვისის ზეგნიდან დავით მეფის მხედრები, მათ
52 მკითხველთა ლიგა
თორში ჩამჯდარი წინ მოუძღოდა აზნაური მორკნეველი. მის მუ-
ზარადზე ლიცლიცებდა ადრიანი მზის სხივი.
დასტა-დასტად მოყვებოდნენ ბილიკებს სამეფოის მხედრები
და აუჩქარებლად გარს ეწყობოდნენ ფარცხისის ციხეს.

ევტიხი ბერი მთელი ღამე ლოცულობდა მგლის ტყავზე პირ-


ქვე დამხობილი და გარკვევით ესმოდა, თუ როგორ დაწ-
რიალებდა ციხისთავის სამყოფლოში თორგაუხდელი რატი,
მსგავსად იმ ავაზისა, რომელიც მონადირეთა მიერ განმზადილ
ორმოში მოემწყვდა ანაზდად.

„კბილებს გადაცდენილ სიტყვას ქამანდითაც


ვერ დაიბრუნებ“
მეფე გიორგი და დედოფალი ელენე ისედაც შეშფოთებულნი
იყვნენ გიორგი ჭყონდიდელის ლაშქრიანად თრიალეთს წას-
ვლის გამო. ამას ზედ დაერთო ჭყონდიდელის ავად გახდომა,
მაგრამ როცა მოაღწია ლიპარიტის უბნიდან გამოგზავნილმა მა-
ლემსრბოლმა და ამცნო მათ გიორგი ჭყონდიდელის კლდეკარს
წასვლა და ფარცხისის შემოწყობა, აქ თვით უდარდელმა მეფე
გიორგიმ ხელი შეუშვა ტყის ქათამზე ნადირობას.
მან უკვე აღარ იცოდა, რას მოასწავებდა ეს ყოველივე.
თუ დავით მეფეს კლდეკარის ერისთავის შემორიგება ეწადა
მართლაც, ვეღარ გაეგო, რა საჭირო იყო ფარცხისის შემოწყო-
ბა. არც ის დაუმალავს მალემსრბოლს: რატის მეციხოვნენი გა-
მოუვარდებიან ხოლმე ციხიდან აზნაურ მორკნეველს და ეკენ-
წლავებიანო პირველი ქამრის მისადგომებთან დღისით და ღა-
მით.
ამასობაში გეგუთს უწია ნიანია ბაკურიანმა.
იგი თავათ იყო თანადამსწრე მთელი საქრისტიანოს გაერ-
თიანებისა იმჟამად სელჯუკიანთ სასულტანოს დასათრგუნვე-
ლად, ამიტომაც ეუცხოვა ეს ყოველივე მას, მაგრამ დუმილი არ-
ჩია.

53 მკითხველთა ლიგა
გიორგი მეფეს სასო წარეკვეთა. ოდესღაც გიორგი ჭყონდი-
დელს იყენებდა იგი ჭაბუკ მეფეზე ზეგავლენის მოსახდენად.
ახლა ეს მოხუცებული სარდალიც ჩაითრიეს დავითმა და
მისმა სპასალარებმა, სხვა ვინღა დარჩა?
როგორც ბედიელსა და ქუთათელს, ისე გეგუთის მოხუც დი-
დებულებს და დარბაზისერთა „ჭკუითაც მოხუცებს“ უწოდებდნენ
დავითი და მისი სპასალარები.
დილას და საღამოს, პურობამდის და პურობის შემდეგ ბევრი
უჩიჩინა გიორგი მეფემ ნიანია ბაკურიანს, ეუბნებოდა, ემუდარე-
ბოდა, შთააგონეთო რაიმე ამ კაცს, თორემ საკუთარი თვალი-
თაც ხედავთ, ცვილივით შემოგვადნა სამეფო ხელში, გარეშე
მტრებიც გვეყოფა, შინააშლილობაც არ წავუმატოთ, არა?
ათასგზის გაიმეორა გიორგი მეფემ ეს „არა?“ და ბრაზი
წაეკიდა მას გულზე, რომ ეს „ხარჭისნაშობი“ სდუმდა, ერთხე-
ლაც ვერ წამოაცდენინა „ჰო“.
ბოლოს ხელი აიღო ნიანიას შეგონებაზე და მის გონებაში
აღიგზნო ახალი აზრი. ვინღა დარჩა ერისთავთა და მღვდელ-
მთავართა შორის, ვისაც პატივს სცემდა მეფე დავითი?
შამან ერისთავი მოაგონდა მხოლოდ.
ოდნავ შეყოყმანდა.
ჯერ ზამთრის სუსხი ბარშიაც არ იყო გადავლილი, თაკვერის
ყინულოვანი მთები წინ გადაეღობნენ მის განზრახვას.
მაგრამ არა, თუმც უსინათლოა შამანი, მაგრამ როგორც არ
უნდა დაბერდეს მგელი, მაინც ვერ მოიშლის მგლობას.
ერთ-ერთ უძილო ღამეს ელენე დედოფალს გაანდო ეს აზრი.
ყალხზე შესდგა დედოფალი.
„რაო, ამ ზამთარში უსინათლო მოხუცის ჯერ თაკვერიდან ჩა-
მოყვანა, მერე აქედან თრიალეთს წარგზავნა ცხენით?
გონს მოდი, გიორგი, რასა ბრძანებ, რას?
იგიც გეყოფათ სასახელოდ შენ და შენს ვაჟს, ის უბედური გი-
ორგი ჭყონდიდელი ლამის არ იყო დაღუპეთ“.
დიდხანს საყვედურობდა დედოფალი, მაგრამ გიორგი მეფემ
თავისი არ დაიშალა და მესტუმრეთუხუცესმა „წვევის წიგნი“
გაგზავნა თაკვერს.
ერთი კვირაც არ იყო გასული, და როცა მესტუმრეთუხუცესი
შემოუძღვა „დიდი ბუხრის დარბაზში“ შამან ერისთავს, საკუთარ
54 მკითხველთა ლიგა
თვალებს აღარ უჯერებდა დედოფალი ელენე. უფრო მეტად ეუც-
ნაურა, რა დაინახა, გვანცა რომ თან შემოჰყვა მამას.
ცხენის ნამგზავრთა ბროწეულის ყვავილივით გახდომოდათ
ღაწვები მხცითმოსილ, ახოვან რაინდსა და პირმშვენიერ ქალ-
წულს.
როცა გიორგი მეფემ ამცნო შამან ერისთავს: თრიალეთს უნ-
და წახვიდე, რათა ძმათა სისხლის ღვრა ავაცდინოთო დავით მე-
ფეს თავიდან, შამანს არც ეუცხოვა ეს ამბავი.
„თუ ჩემი ქვეყანა ამას მოითხოვს ჩემგან, ცხენით კი არა, ფე-
ხით წავალ ბნელეთის კიდეს“.
სთქვა ერისთავმა ხმადაბლა.
მაშინ წამოდგა მეფე გიორგი და შეწითლებულ ღაწვისთავზე
აკოცა სიყრმის მეგობარს.
უსინათლოს არ დაუნახავს, თუ როგორ დაემანჭა სახე ძრწო-
ლისაგან დედოფალ ელენეს, მაინც შეიგრძნო ქვეშეცნეულად
მისი მღელვარება, დავსილი თვალები მიაშტერა ელენეს და
სთქვა:
„დარდი ნუ გაქვს, დიოფალო ძვირფასო, არც ისე დავბერე-
ბულვართ მე და გიორგი, პირველობა რომ დავანებოთ ვინმეს,
ერთგულებაში გინდ (აქ შესდგა მცირე ხანს და მერმე სთქვა),
თუნდაც ვაჟკაცობაში.
ხომ გსმენია, დიოფალო ჩვენო, ბებერი ხარის რქაცა ხნავსო,
ბრძენს აგრე უთქომს.
ჩვენ ძველნი ვართ, ძველნი, ჭირთამთმენნი მრავალთა.
გარდა ამისა, მე ცხენი მყავს ისეთი, გიორგი მეფის ნაჩუქარი,
უკუნეთშიაც გამატარებს უდეზოდ.
გარდა ამისა, ჩემი ქალიც თან მახლავს, გვანცა, თუმც არ
მინდოდა მისი წამოყვანა, მაგრამ ამიხირდა ეს გომბიო, თან წა-
მოგყვები თრიალეთს, არავის ვანდობო შენს თავს“.
ელენე დედოფალი აილეწა.
მას მცირეოდენი იმედი კიდევ ჰქონდა: თუ ლიპარიტ ერის-
თავს ბორკილს ახსნიდა დავითი, ასე თუ ისე მოგვარდებოდა
დამოყვრების ამბავიც.
ახლა კი გვანცას მანდ ჩასვლა არამცთუ გააბრაზებდა კატა-
ის, შესაძლო იყო თავათ დავით მეფესაც შესდგომოდა ყოყმანი,

55 მკითხველთა ლიგა
რადგან კარგად ამჩნევდა გულხმიერი დედა, რომ მისი ვაჟი არც
ისე გულგრილად ექცეოდა გვანცას.
გარდა ამისა, ელენე დედოფალს გულწრფელად სჯეროდა,
რომ ზოგჯერ ქალი შესაძლოა წამალი იქნეს, ზოგჯერ კიდევ სა-
წამლავიცა.
საკარცხულზე ნებიერად მჯდარი შეიმართა ელენე და ეწადა
უგზოობისა და ავდარის მობოდიშებით წინ აღდგომოდა გვანცას
თრიალეთს წაყვანას, მაგრამ საერთოდ როყიო გიორგი მეფემ
დაასწრო თავის სათქმელი:
„რას მიჰქარავ, ვეჟო, რამ მოგაფიქრებინა ამ უამინდობაში
იმ ღრიანკელ გზებზე გვანცას თან წაყვანა თრიალეთს, რას ამ-
ბობ, ხომ არ გაგიჟდი, ვეჟო?“
გვანცას უარესად შეუდგა ყვრიმალებში სიწითლე, როცა მი-
სი სახელი ახსენა მეფემ და გააჟრჟოლა, რა შეიცნო – აღმიკვე-
თენო თრიალეთს წასვლას.
იგრძნო უმწეობა მოკრძალებულმა ქალმა და როგორც დარ-
ცხვენილი ჯიხვის ნუკრი იფარებს ხოლმე დედას, ისე მიეხუტა
თავის ომახიანი მამის განიერ მხარს და ზედ შემოეჭდო მას.
უნდოდა ეთქვა მტკიცედ და განუხრელად: მე არ გავუშვებო
უჩემოდ მამას, მაგრამ წამიერად თვალთ დაუბნელდა და ხორ-
ხის არეში გაეხირა სათქმელი.
ამასობაში შამან ერისთავმა სთქვა:
„რაც თვალის სინათლე დავკარგე, მე გვანცას დავყავარ ცხე-
ნითაც, ვშიშობდი, იდარდებს-მეთქი, თორემ თაკვერში დავტო-
ვებდი ამ გომბიოს, მე აგრე მგონია და თქვენ განსაჯეთ უკეთ“.
ელენე დედოფალი კვლავ შეეცადა ხმა ამოეღო და როგორ-
მე ხელი შეეშალა გვანცას წასვლისთვის, მაგრამ ბუნებით მოკ-
რძალებულს არა სჩვეოდა სიტყვის ჩაჩრა ორთა საუბარში და
ამიტომაც არჩია დუმილი.
მეფე გიორგიმ სთქვა:
„რა გაეწყობა, ვეჟო, მამა ბრძანდები მისი და საკუთარი შვი-
ლის ბედი შენვე გეკითხება“.
ეს სიტყვები: „საკუთარი შვილის ბედი“ ლახვარივით მის-
წვდა დედოფლის გულს, ზეწამოიჭრა და დარბაზიდან გავიდა.

56 მკითხველთა ლიგა
ნავახშმევს, როცა მესტუმრეთუხუცესმა დასასვენებლად გა-
იყვანა შამან ერისთავი და გვანცა, დედოფალი „დიდი ბუხრის“
დარბაზში მიბრუნდა.
გიორგი მეფე შეჭარხლებული იჯდა წეროსყელიან ვერ-
ცხლის სურის პირისპირ, ღვინით სავსე ფიალა წინ ედგა და გა-
ოგნებული გასცქეროდა ბუხარში გაღვივებულ ცეცხლს.
„რა ჰქენი, შე კურთხეულის შვილო, რა ჰქენი ეგ?“
გიორგი შეკრთა.
„რა მოგსვლია, დიოფალო, ლენცოფა ხომ არ გიჭამია სად-
მე?“
მას განუმარტეს გვანცას თრიალეთის გამგზავრების გამო
მოსალოდნელი ამბავი.
თუმცა მიხვდა, მოუფიქრებელი სიტყვა რომ წასცდა ბაგიდან,
საკარცხულიდან გადმოიხარა, გრძელი მაშა ჰკრა დიდ ბუხარში
დანაკვერცხლებულ ჯირკვს, რომელიც ამ წუთში მიაგავდა გა-
მოხურვებულ ოქროში ამოვლებულ ტახის თავს; ბუხრიდან გა-
მონთებულმა სიმხურვალემ აიძულა იგი უკან გაეჩოჩებინა თა-
ვისი საკარცხული.
ბოლოს ამის თქმა მოახერხა მხოლოდ.
„ეჰ, მოგცლია, ჩემო დიოფალო, მე მეგონა. მართლაც დავა-
შავე რაიმე. ნუ ფიქრობ, დიაცებისთვის თავს აიტკივებს დავით
მეფე ოდესმე. სულ სხვა დემონები უღადრავენ მას გულს.
არც მე მადარდებს ეს ამბავი, შენმა მზემ. ასე უქნია შენს
ვაჟს, ორივენი ერთად შეურთავს თუნდაც. ხალიფა ვალიდს
ათას ორასი ცოლი ჰყავდა, მაგრამ არც ერთისათვის არ გასულა
ძელზე“.

***
მეორე დღეს ჩამოიყვანეს ოვსეთიდან უფლისწული დემეტრე
მამამძუძემ და დედამძუძემ. დედოფალი ელენე ცრემლმო-
რეული შეეგება შვილიშვილს სასახლის კიბეზე, ღონემიხდილმა
სნეულმა ქალმა იმდენი მხნეობა მაინც მოიკრიფა, ხელში აიტა-
ტა მოზრდილი ბიჭუნა და დიდი ბუხრის დარბაზში შეიყვანა თა-
ვათ.
როგორც ზამთრისგან გულმოწყლულებულ გლეხის გულს
შესძრავს ხოლმე ქოხში შემთხვევით შემოფრენა მერცხლისა,
57 მკითხველთა ლიგა
ისე გაიხარეს მოხუცებულთა, როცა დემეტრემ დიდ დარბაზში
დაიწყო თავის ცხენჯორის ჭენება და მხიარული ყიჟინით გააღ-
ვიძა გეგუთის სასახლეში დამყარებული მყუდროება, რომელ-
საც ხანდაზმულ მსახურთა ფაჩუჩების ტკაპუნი და მობერებული
სეფექალების ჩიფჩიფი არღვევდა მხოლოდ.
დედოფალი ელენე იმ ღამეს განუწყვეტლად ლოცულობდა,
მკერდში იხუტებდა საყვარელ შვილიშვილს და ავედრებდა მას
ხან მაცხოვარს, ხანაც ღვთისმშობელს, რომელიც, მისი აზრით,
უნდა ყოფილიყო „უდედო ბალღთა შემწყალე“.
როგორც მეორე, ისე მესამე დღესაც უფლისწული დემეტრე
ხან თავის ბურუხუნა პაპის ღაჟღაჟა, სქელ კისერზე იჯდა, ხანაც
ისევ ცხენჯოხს მოახტებოდა, მაგრამ როგორც კი თვალი დაადგა
ნაზამთრალმა მზემ სასახლის ეზოსა და ბაღ-ბოსტანს, მონადი-
რეებმა მოართვეს უფლისწულს ჩიტბადენი და ტრედბადენი, სა-
ლაღობო მშვილდ-ისრები და მახეები და ასტეხა ბაგრატოვანთა
მოუსვენარმა სისხლმა საცდელი ჯირითი და ისრის ტყორცნა გე-
გუთის დადუმებულ სასახლის გარშემო.

***
შამან ერისთავის მარტო წასვლა თრიალეთს საკმარისად არ
მიიჩნიეს დარბაზისერთა. გადაწყდა: მოხუც ერისთავს თან ხლე-
ბოდნენ ქუთათელი და ბედიელი მთავარეპისკოპოსნი ამალი-
თურთ.
ნიანია ბაკურიანის მიერ ბიზანტიონიდან ჩამოტანილმა
ახალმა ამბებმა ფრთები შეასხა „ბიზანტიელ სიძეებისა“ და მუ-
დამ სხვათა იმედით გულმოცემულ დარბაზისერთა ოცნებას.
„მთელი საქრისტიანოს გაერთიანების“ ილლჲუზიებით აღ-
ტყინებულ დიდაზნაურთა თვალში სასაცილოდ მოსჩანდა შუაში
გაპობილი საქართველოს ჭაბუკი მეფის ქადილი სელჯუკიან-
თათვის ტფილისის წაგლეჯისა და დიდი საქართველოს კვლავ
აღდგენის გამო.
მოხუცებულ დიდაზნაურთა შორის ზოგნი ჩუმ-ჩუმად თანაუგ-
რძნობდნენ ლიპარიტ ერისთავს, თავათაც დავით მეფის მოძუ-
ლენი იყვნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ „ლიპარიტელობას“ და ახ-
ლა, როცა დაინახეს, რომ გიორგი მეფე და სასახლის დიდებულ-
ნი ორბელიანთა შემორიგების მომხრენი იყვნენ, ხელმარჯვე
58 მკითხველთა ლიგა
დრო იპოვნეს და ერთხმად ღაღადებდნენ: მთელი საქრისტიანო
ერთიანდება და შემოვირიგოთო ლიპარიტიცა.
ისინი, ვინც ამ „უცნაური დავით მეფის ჭირვეულობაზე“ გუ-
ლამრეზილნი იყვნენ, აღშფოთდნენ გვანცას თრიალეთს გამ-
გზავრების გამოც, უკმაყოფილოდ ჩურჩულებდნენ მოხუცი აზ-
ნაურები, რომელთაც ათ-ათი ხასა ჰყავდათ სიბერეშიაც, და მა-
თი ცოლებიც, ვინც სახლთუხუცესებთან და მეჯინიბეთუხუცესებ-
თანაც არ თაკილობდნენ მრუშობას.
წიწმატობდა გეგუთის სასახლის სეფექალთა წინამდგომი
შარვაშისძის ასულიც: რაი, ორი ერისთავის ქალი უნდა შევ-
რთოთო დავით მეფეს წრეულს? თანაც იმედს არ ჰკარგავდა,
რომ მისი ნათესავი გვანცა, შამან ერისთავის ასული, დაჩრდი-
ლავდა დედისიმედს.
ნიანია ბაკურიანს ეს ყოველივე ესმოდა, არც თავათ მოსწონ-
და შამან ერისთავის ქალის თრიალეთს გამგზავრება, კარგად
იცოდა: ქვემო და ზემო ქართლის აზნაურნი და მღვდელმთავარ-
ნი ამ ამბავს გამოიყენებდნენ უთუოდ, რათა დავით მეფის
თვალში ზედმეტი ბეწვი გამოეჩხრიკათ როგორმე.
ელენე დედოფალი ლოგინად ჩავარდა დარდისაგან.
თავს იმართლებდა დიდაზნაურთა ცოლების წინაშე: „მე გაფ-
რთხილება არ დამაცალა გიორგიმ, ისე მისცა დასტური შამანს...
მოგეხსენებათ: კბილებს გადაცდენილ სიტყვას ქამანდითაც ვერ
დაიბრუნებ“.

„ვაცბოროტი“
დიდხუთშაბათს შამან ერისთავი და მღვდელმთავარნი ჩამო-
ვიდნენ გეგუთიდან ლიპარიტის უბანში, ხოლო მესამე დღეს,
დიდშაბათს, მალემსრბოლი მოვარდა კლდეკარიდან. იუწყებო-
და გიორგი ჭყონდიდელი: მოვდივართ და მოგვყავსო ლიპარიტ
ერისთავი.

59 მკითხველთა ლიგა
***
როგორც კატაი და დედისიმედი, ისე მთელი ოჯახი ლიპარი-
ტისა განუწყვეტელ მღელვარებას განიცდიდნენ ამ დღეებში. მა-
ლემსრბოლები დაჰქროდნენ ლიპარიტის უბანსა და კლდეკარს
შორის.
კატაი ღამღამობით მუხლმოყრილი ევედრებოდა ძელიცხო-
ველის ჯვარს: დაეხსნა განსაცდელისაგან მისი ოჯახი. ლოცუ-
ლობდა და სტიროდა.
ბოლოს, როგორც იქნა, წაბრძანდა გიორგი ჭყონდიდელი
კლდეკარს, ცრემლებით, მუხლზე მთხვევით გააცილა კატაიმ
მღვდელმთავრები, წიგნი მოსწერა ლიპარიტს, ემუდარებოდა:
თუ თავი არ გებრალება, ჩემი სიბერე შეიბრალე, შენი შვილები
შეიცოდეო. სანუგეშო ხმები მოდიოდა კლდეკარიდან.
ახლა იმის გამო ღელავდა უბედური დედა, რა ბედი ეწვეოდა
რატის, ფარცხისში გარემოცულს. იცოდა მისი სიჯიუტის ამბავი,
ზედ შეაკვდებოდა მეფის ჯარს და უსისხლოდ არ დასთმობსო
ფარცხისს.
ხანდახან განაზრახებდა ხორეშანს: ფერხთით დაუვარდები
მეფეს, შევევედრები, ნება მომცეს თუნდაც ფეხშიშველი წავიდე
ფარცხისს, ეგებ შევაგონო რაიმე რატის და დავათმობიოო ციხე.
„არ გაამხილო, რას ამბობ, კატაი ბატონო, სად გაგონილა
დიაცნი გარემოცულ ციხეში რომ დადიოდნენ. ჩვენი საქმეა ვი-
ლოცოთ, ცრემლით ვემუდაროთ ღვთისმშობელს“.
არწმუნებდა ხორეშანი კატაის.
დიდად გაეხარდა კატაის შამან ერისთავისა და ნიანია ბაკუ-
რიანის ჩამოსვლა. თუმც ნიანია სდუმდა, მაგრამ იმედი ჰქონდა
ლიპარიტის მეუღლეს, ნიანია სისხლის ღვრისაკენ არ მოუწო-
დებდა მეფეს, სამაგიეროდ, შამან ერისთავი არ ფარავდა იმედს,
რომ არამცთუ ლიპარიტის შემორიგება, არამედ რატისაც მო-
ხერხდებოდა უთუოდ.
ამ უკანასკნელ დღეთა მღელვარებას კიდევ ერთი მწუხარება
წაემატა; ეს იყო გვანცას ჩამოსვლა. კატაიმ კარგად იცოდა: და-
ვით მეფის თვალში ერთადერთი მეტოქე დედისიმედისა – ეს
იყო გვანცა.

60 მკითხველთა ლიგა
კატაი გაოცებული შესცქეროდა, როცა შენიშნა, თუ როგორ
გულწრფელად გადაეხვია დედისიმედი გვანცას. თავის საწოლ-
ში დააბინავა, წარამარა კოცნიდნენ ერთმანეთს.
გვანცამ ჩამოუტანა დედისიმედს ოქროს ხატი, დიდ-დიდი
ლალებითა და ალმასებით მოოჭვილი, საყურეები და ბეჭდები,
სავსებით იშვიათი საფირონებით შემკული, ფასდაუდებელი ოქ-
როსყდიანი სახარება, უცნობი ქართველი ოსტატების მიერ მო-
ხატული, საცხენო ასალი, რომლის კალთებზე ოქრომკედით
იყო ამოქარგული გაფრენილი ხოხბები, აბანოს სუზანები, ფერა-
დი აბრეშუმის შეიდიშები.
ისხდნენ ბუხართან გვანცა და დედისიმედი, იგონებდნენ გე-
გუთსა და სათაფლიაში გატარებულ ბედნიერ დღეებს, ცხენებით
ჯირითს და მახარაის ოინებს.
გვანცა წარამარა კოცნიდა დედისიმედს, მომეწყინაო უშე-
ნოდ, ეფიცებოდა. საზაფხულოდ ეპატიჟებოდა თაკვერში, ჯიხვის
ნუკრები მყავსო შენთვის, ჩემი ხელით ვასმევდი რძეს, ისეთი
თვინიერნი გავზარდე, შენი ამბავი რომ ვიცი, შეგიყვარდებაო
უთუოდ.
ერთადერთი ხორეშანი უხიაგად აიმრიზა, ჩემს საწოლში არ
შემოიყვანოთო მაგ გომბიო, თორემ არ დავიშურებო საძაგელ
სიტყვებს.
თავათ კატაიც არანაკლებად ამრეზილი იყო, მაგრამ გასხი-
პული თავაზიანობით ეკიდებოდა სტუმარს.
გულმეცნიერი მახარაი კარგად გრძნობდა უნებლიეთ შექ-
მნილ უხერხულობას, ცდილობდა მისთვის ჩვეული ოინბაზობით
შეემსუბუქებინა ეს ყოველივე.
ჰპირდებოდა, სადაცაა გამოზაფხულდება, გავიტანთ საჩიტე
ბადეებს და სათაფლიას დღეები მოვიგონოთო.
მრავალნაცადი საჭურისი უკითხავად შედიოდა ქალწულ-
თათვის მიჩენილ საწოლის დარბაზში და დილიდანვე მოესმოდა
ხორეშანს დედისიმედისა და გვანცას მხიარული ტკარცალი.
არ მოსწონდა ეს არა მარტო ხორეშანს, კატაიც გაგუდული
იყო ბრაზისაგან, მაგრამ იცოდა, ამ დღეებში არამც და არამც არ
ივარგებდა ენაგესლიან ქოსასთან წაკიდება.
მახარაი დაჟინებით ურჩევდა მეფეს, დაუყოვნებლივ წასუ-
ლიყო ლიპარიტის უბნიდან უფლისციხეს ტაძრეულითურთ და იქ
61 მკითხველთა ლიგა
ეხმო შეწყალებული ერისთავი. მანდვე დარბაზისერთა,
მღვდელმთავართა და ტაძრეულის თანდასწრებით სახარებაზე
დაეფიცებინათ ორბელიანნი.
ამას არა სჯერდებოდა მახარაი, ფარცხისი უნდა გაეტეხა
მორკნეველს, რატი გამოეყვანათ ციხიდან, ფიცი გამოეძალათ
მისთვის, ან არადა, ძელზე გაესვათ იგი.
ფარცხისის ძალით აღებას და რატის ჯეროვან დასჯას მხარს
უჭერდნენ ქარიმან სეტიელი და ციხოვანი აზნაური შტორა მორ-
კნეველი.
თავათ მეფე სდუმდა.
პარასკევს უთენია მეჯინიბეთუხუცესს მზად ჰყავდა ტაძ-
რეულისათვის ცხენები, ქარიმან სეტიელის ჩუხჩებსა და
მოისართა ერთ ათასეულს ებრძანა სამგზავრო მზაობა. ხმა გა-
ვარდა: თრიალეთის მართვა აზნაურმა მორკნეველმა უნდა ითა-
ვოსო.
შაბათს ადრე აბრძანდა მეფე, თორი გადაიცვა და დიდ დარ-
ბაზში გავიდა მანდ შეკრებილ ეპისკოპოსთა და დიდაზნაურებ-
თან საბჭოდ.
წინადღეს შამან ერისთავს შეეთათბირა მეფე:
„მართლაცდა, ხომ არ აჯობებდა უფლისციხეში გვეხმო
კლდეკარის ერისთავი, შენ რას იტყოდი, შამან ბატონო, ჰა?“
„რა ლიპარიტის უბანი და უფლისციხე, ორივე შენი სამკვიდ-
როა, ჩვენო პატრონო, გარდა ამისა, უფლისციხე... – ყოყმანით
სთქვა შამანმა, – უფლისციხე... მუქარაა მაინცდამაინც“.
თანადამსწრენი ერთობლივად კვერს უკრავდნენ უსინათლო
ერისთავს, რადგან გადმოცემით ყველამ იცოდა, რომ სწორედ
უფლისციხეში ეწეოდნენ განდგომილთა დასჯას ბაგრატ მეოთხე
და დავით კურაპალატი.
უფლისციხეში შეიტყუა თავის დედის დისწულნი ბაგრატ მე-
სამემ ვითომდაც შემოსარიგებლად, თავები დააჭრა და გადმოჰ-
კიდა ციხის ქონგურებიდან.
შამან ერისთავს ისე გადასდებოდა გიორგი მეფისა და ელე-
ნე დედოფლის მიერ შთაგონებული შიში „ძმათა სისხლის ღვრის
წინაშე“, გულის თრთოლვით ჩამოვიდა თრიალეთში, მაგრამ
როცა ლიპარიტის უბანში მოაღწია, დარწმუნდა: სისხლის
ღვრამდე ჯერ კიდევ შორს იყო.
62 მკითხველთა ლიგა
ამიტომაც ხელაღებით გადასწყვიტა, არამცთუ ლიპარიტ ორ-
ბელიანის, მისი ვაჟის შემორიგებას აღარაფერი დაუდგებოდა
წინ (და ეს მტკიცედ ირწმუნა მან, თუმცა მეფეს სიტყვაც არ ეთ-
ქვა ამის გამო მისთვის).
სხვა დანარჩენნი აშკარად გრძნობდნენ, ჯერ კიდევ ყოყმა-
ნობდა მეფე, არც ის იცოდა დაბეჯითებით ვინმემ, ლიპარიტის
უბანში დაუხვდებოდა იგი ლიპარიტ ერისთავს, თუ აიყრებოდა
ტაძრეულით და უფლისციხეს წავიდოდა, ან ნაჭარმაგევს?

***
ლიპარიტის დედისეული „ძელიცხოველის დარბაზი“ სა-
ზეიმოდ მოერთოთ წინასწარ. დილიდანვე ანთებული ოქროს სა-
სანთლენი ბრწყინავდნენ ოთხივე კუთხეში.
მეფის შესვლისთანავე მთელი ტაძრეული ფეხზე ადგა, მხო-
ლოდ შამან ერისთავი იჯდა ბუხრის პირად ოქროჭედილ სელზე.
როცა მესტუმრეთუხუცესმა ალყისა და ქონის შემომტან მსა-
ხურთ აღუკვეთა დარბაზში შემოსვლა და თავათაც გაიხურა კა-
რი, შამან ერისთავი ოქროჭედილ სელიდან წამოდგა და პირდა-
პირ მიმართა მეფეს:
„ბრძნულია განზრახვა შენი, ჩვენო პატრონო, ფრიად. ხომ
მოგახსენებდათ ნიანია გუშღამ, მთელმა საქრისტიანომ საჭურ-
ველი აისხა სელჯუკიანთა ნათესავის შესამუსვრელად, ფრანკნი
და ბერძენნი, სომეხნი და რუსნი, ვალახნი და ბულგარნი, სირი-
ელნი და ვარანგნი, ყოველი ტომი და ყოველი ნათესავი ეძმო
ურთიერთს, რათა წარვხოცოთ მიწის პირისაგან ამ თურქი ავა-
ზაკების სახსენებელი.
ეგეც შენგანვე გვაქვს განაგონი: მოყვასად ქცევა მტრისა გა-
ცილებით უფრო ძნელია, ვიდრე მტრად მოკიდება მოყვასისა.
რა თქმა უნდა, მე როდი მოგახსენებთ, ჩვენო პატრონო,
თითქოს ლიპარიტ ორბელიანი მოყვასი იყვეს ჩვენი, მაგრამ თა-
ვის განდგომის მიუხედავად იგი ხომ ჩვენივე ხორცია ხორცთა-
განი და სისხლი სისხლთაგანი, აგრე მგონია.
ხომ პირუკუღმართნი იყვნენ ლიპარიტისძენი საერთოდ, მაგ-
რამ რამდენადაც მამა-პაპათაგან გვსმენია, სულკურთხეულ პა-
პას თქვენსას, ბაგრატს, არაერთგზის გამოუყენებია ისინი ომებ-
ში მამულის მტერთა დასათრგუნველად.
63 მკითხველთა ლიგა
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამეფოის დაუძლუ-
რების ჟამს, როცა ჯერად ყრმა იყო მეფე ბაგრატი, ლიპარიტ დი-
დი და იოანე აბაზაისძე, კვირიკე კახთა მეფე და სომეხთა მეფე
მიეშველნენ სამეფოს სპათა და საერთო ძალით შეებნენ განძის
ამირას, ფადლონს, და გააქციეს იგი.
ბოლოს იგიც მოგეხსენებათ, ლიპარიტ დიდმა გამოიტყუა
ტფილისიდან ამირა ჯაფარი, დაატყვევა იგი და წაართვა ციხე
ბირთვისასა“.
აქ ოდნავ შესდგა შამან ერისთავი და სრული დუმილით
გულმოცემულმა უფრო მხნედ განაგრძო:
„დამერწმუნე, ჩვენო პატრონო, არავინაა კაცთა შორის გა-
რეწარი ისეთი, რომლის მოთვინიერება არ შეეძლოს სიკეთესა
და სათნოებას.
განაგონი გექნება სიყრმეში ალბათ, ეს მე ვუწვრთნიდი მეფე
გიორგის ფარსისტანიდან მოგვრილ გააფთრებულ ავაზებსა და
იემენიდან ჩამოყვანილ ურა კვიცებს მევე ვუხედნიდი, მერმე
ისეთ თავაწყვეტილ ულაყებს, რომელთაც სამ-სამი მეჯინიბე
ძლივს დაატარებდა ხოლმე დასამწყურვალებლად, ქედუდრეკნი
და უხიაგნი, ცოფიან მგლებივით იკბინებოდნენ.
ხოლო ჩემს მიერ მოთვინიერებული ქორ-შავარდნები შენს
ბალღობაში თავათაც გინახავს შენი ბედნიერი თვალებით ალ-
ბათ.
არწივი ხომ ყველაზე მეტად ურჩია და გოროზი ფრთოსანთა
შორის, ერთხელ არწივის ბახალაც გამოვწაფე და ვიკურდღლა-
ვეთ კიდეც მე და გიორგიმ საყულიას ველზე იმ არწივითა.
თუ ტყის ნადირნი და მტაცებელნი დაყვავებით დაგვიგეშია,
ეს მიბრძანე, ვინ უნდა იყვეს ისეთი გულბოროტი კაცი, სათნო
მოპყრობით რომ ვერ მოვთრგუნოთ და ვერ ვიძმოთ?
ვინაიდან დიდ არს ძალი სიყვარულისაი, რამეთუ სიყვა-
რულს იქვე უთესია, სადაც სიძულვილს ყანა მოუმკია ხოლმე.
ცხადია, მამაი გიორგი ჩამოგვიყვანს დღეს ლიპარიტ ორბე-
ლიანსა და იგი დიდებულთა და ეპისკოპოსთა თანადასწრებით
ფიცს დასდებს სახარებაზე დღესვე. ხოლო რაიცა შეეხება რა-
ტის, თუმც მე დამღალა ხანგრძლივად ცხენით სვლამ, თუ მიბ-
რძანებს ჩემი პატრონი, მე წავალ ფარცხისს უჯაროდ და რატის
გამოვიყვან ციხიდან“.
64 მკითხველთა ლიგა
მეფემ ახედა ამ მხცოვან და ენამჭევრობით დამშვენებულ
დევკაცს, აგრე მოეჩვენა უცნაური სხივი რიალებდა თითქოს მის
დავსილ თვალის თეთრონში. თანაც იმდენი სიკეთე და შთაგო-
ნება შეიცნო ამ უსინათლო ბერიკაცის ღაღადისში, ხმის შებრუ-
ნება ვერ შეჰკადრა მას.
შამან ერისთავი დაეშვა სელზე და მცირე ხანს სდუმდნენ თა-
ნადამსწრენი, ნიანია ბაკურიანმა თვალი მოავლო დარბაზს და
რა დარწმუნდა, უხუცესთაგანი არავინ აპირებდა აზრის გამოთ-
ქმას, მოკრძალებულად დაიწყო:
„მართალი ბრძანა შამან ერისთავმა, დღეს მთელი საქრის-
ტიანო თორშია ჩამჯდარი სელჯუკიანთა ნათესავის შესამუსვრე-
ლად. განა თუ ფრანკთა და ბერძენთა შორის არ იყო ცილობა?
თუ არ დიდსულოვნება ალექსი კეისრისა, ქრისტიანთა სისხლით
შეიღებებოდა ავგუსტეონის მოედანი და სოფია წმინდას კარიბ-
ჭენი“.
ესა სთქვა, ოდნავ შესდგა, მეფეს შეხედა და განაგრძო:
„შენგანვე გვსმენია, ჩვენო პატრონო, მრავალგზის: ქარქა-
შიდან ხმლის ამოღებას ყრმის ძალიც ეყოფა უცილოდ.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რა ადვილი იქნებოდა შენ-
თვის ფარცხისის ციხიდან რატის გამოყვანა და ძელზე გასმა,
იგიც არ ახალია, რომ რატი ორბელიანი თავის გულმამაცობას
მიაწერს ამას ყოველივეს და არა გულით უძრავ დავით მეფის
სიბრძნეს, რადგან ყოველი ცუნდრუკა საკუთარ ძალას უფრო
მეტად აფასებს, ვიდრე თუნდაც მასზე გამარჯვებულ მოპირდაპი-
რის ღონეს.
თქვენ წუხელაც აგრე ბრძანებდით. ლიპარიტის შემორიგება
როდია სათუო, იგი ჩვენ ხელთა გვყავს, რატისთანაც მიგვიწვდე-
ბა ხელი, მაგრამ იგი ამჟამად იმ ცხენს ჰგავს, რომელსაც
ტოილო აუწყვეტია, ყალხზე შემდგარა და დაკვინტრიშებს უფ-
სკრულის პირად, ხმალამოწვდილი მეომრებით გარს შემორ-
ტყმული.
გულდაგულ მისვლა რატისთან სისხლს მოითხოვს უცილოდ,
ეგ არაფერი, თავათ რომ შემოგვაკვდეს ხელში, მაგრამ მაგარი
ისაა, რამდენსამე ათას ქართველ მეომარსაც თან გადაიყოლებს
იგი უფსკრულში“.

65 მკითხველთა ლიგა
მეფემ თავი ასწია, ჯერ ზემდგომთა შორის თვალით ეძებდა
ვიღაცას, მერმე მზერა შეაჩერა კარის ზღურბლის მხარმარჯვნით
მდგომელ აზნაურ მორკნეველზე და სთქვა:
„შენ რას იტყოდი, შტორა?“
„არა მგონია, ჩვენო პატრონო, უსისხლოდ მიგვნებდეს რატი:
ჯერ კიდევ ფარცხისის შემოწყობის კვირაძალში რატის მეჯორე
დაიჭირეს ჩემმა მზვერავებმა. ბირთვისში წავიყვანე, საპყრობი-
ლეში ჩავაგდე იგი და ძალით გამოვტეხე. აგრე სთქვა ამ ბერი-
კაცმა: უსისხლოდ ციხეს არ დასთმობსო რატი. იგიც წამოვაცდე-
ნინე მასვე: ციხიონითურთ აპირებსო გაქცევას რატი, თხილამუ-
რებსა და მუჯრებსღა უცდისო ახლა“.
მეფემ გაიცინა და ბრძანა:
„ხომ მიუტანია მერმე თხილამურები და მუჯრები ევტიხი
ბერს ფარცხისში?“
მორკნეველმაც ვერ შეიკავა ღიმილი და განაგრძო:
„საქმე ისაა, ჩვენ დავასწარით და გარს შემოვეწყვეთ ციხეს.
უფრო მეტს მოგახსენებდით, ჩვენო პატრონო. ამ ერთი კვირის
წინად ასიოდე მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი გამოუშვა ციხი-
დან შებინდებისას რატიმ. ეტყობოდა ჩვენი ძალების გასინჯვა
ეწადა. ამ ასეულს ჯვრით ხელში მოუძღოდა ერთი ჩია ბერი.
ციხის მისადგომებთან შეგვეგებნენ, მცირე ხანს გვეკენწლა-
ვენ, ხუთი მძიმედ დაკოდილი მხედარი დასტოვეს ბრძოლის
ველზე. წამოვაყვანინე დაკოდილები. მეორე დილით ბერი მიქე-
ლაი აღმოჩნდა მათ შორის.
როცა მოვასულიერე ბერი, მანაც აღვიარა: რატი ორბელი-
ანს გადაწყვეტილი აქვს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დას-
თმოსო ციხე.
მისი აზნაურები და ათასისთავნი მოითხოვენ დღისით-
მზისით ციხიდან გამოსვლას და ბრძოლით გზის გაკაფვას. ზაზაი
ჯუბიელი და მაღალ გიორგი ვერ დაითანხმა, ციხისთავი და მეხ-
მლე.
მიქელაიმ დასძინა:
უკანასკნელ საღამოს რატი გვეუბნებოდა ევტიხი ბერს, ზაზაი
ჯუბიელსა და მე: მამაჩემი, ლიპარიტ ერისთავი, და გიორგი
ჭყონდიდელი აქ მომგვარონ, ჩემი მეხმლის, მაღალ გიორგის

66 მკითხველთა ლიგა
ამარად გამოვალ ციხიდან და ჩემს პირობებს შევუთვლიო მე-
ფეს“.
მეფემ კვლავ დახედა უკვე დადუმებულ აზნაურ მორკნე-
ველს.
„რა გამოარკვიე, შტორა, ჰამადანელი ყადი და მისნი მხლე-
ბელნი თურქნი თუ მოჰყოლიან გარემოცვაში მართლაც? აგრე
მარწმუნებს ქარიმან სეტიელი, ვერ მოასწრესო თურქის მსტო-
ვარებმა გაქცევა“.
დაამოწმა შტორამ: ციხეში არიანი ოთხივენი ამჟამად.
„აფსუს, ლიპარიტ ამირას ხელახლა ძელზე გასმა რომ არ
შეგვიძლია ამ სააღდგომოდ, თორემ მერწმუნეთ, ერთი წვეთიც
არ დაიღვრებოდა სისხლისა“.
სთქვა მახარაიმ და განაგრძო ინით შეღებილი ფრჩხილებით
თავისი ქოსა ნიკაპის ფხანა.
„გიორგი ჭყონდიდელის მანდ წარგზავნა ყოვლად შეუძლე-
ბელია. არც წამოცდეს ეს ამბავი ვინმეს თქვენთაგანს, თორემ
აგვიხირდება ბერიკაცი“, სთქვა მეფემ.
ოდნავ გასაგონად დაიპუტუნა მახარაიმ:
„ვინ იცის, რამდენი წლისაა ეშმაკი, ეგებ მაღალ გიორგის
ხმლით ააკეპვინოს მამაი გიორგი მაგ შლეგმა“.
მეფემ კვლავ დასძინა:
„არც ლიპარიტ ამირას წარგზავნა იქნებოდა შესაწყნარებე-
ლი“.
უკვე შუადღე გადასული იყო, როცა მესტუმრეთუხუცესმა კა-
რი შემოაღო და ამცნო პატრონს: გიორგი ჭყონდიდელი ჩამობ-
რძანდაო და გავიდა სასწრაფოდ.
ზეწამოიჭრა შამან ერისთავი, მხცოვანი დიდებულნი და
მღვდელმთავარნიც მას აჰყვნენ, ისევ შემოვიდა მესტუმრეთუხუ-
ცესი, კარის ზღურბლის მხარმარცხნით დადგა.
შემობრძანდა გიორგი ჭყონდიდელი, მღელვარებისა და და-
ქანცულობისაგან მთლად გაფითრებულმა პირდაპირ მიაშურა
მეფეს. მას უკან მოჰყვებოდა თავჩაქინდრული, უქუდო, წვერგა-
ბურძგვნილი ლიპარიტ ერისთავი, რომელიც მხრებში ოდნავ
მოდრეკილი მოეჩვენათ თანადამსწრეთა, ერისთავს მხარდამ-
ხარ მოსდევდნენ კირიონ მანგლელი და მამაი ბასილი.

67 მკითხველთა ლიგა
დარბაზის შუაგულამდის მიაღწია თუ არა, ნაბიჯი აუჩქარა
ლიპარიტ ერისთავმა და ვიდრე მეფე თავის საკარცხულიდან
ოდნავ წამოწევას მოასწრებდა, ლიპარიტმა ცალი მუხლი იატაკს
დაჰკრა, დავითის გამოწვდილ მარჯვენას წაავლო თავისი გრძე-
ლი ბანჯგვლიანი მარჯვენა, პირისკენ მიიზიდა და ეამბორა.
და როცა მეფემ მხარზე შეავლო ხელი და წამოყენება დაუპი-
რა, ლიპარიტი ზეწამოიჭრა და აღელვებული ხმით შესძახა:
„ქრისტე აღსდგა, ჩვენო პატრონო“.
„ჭეშმარიტად“, მიუგო მეფემ და მარჯვენა მკერდზე აკოცა
ერისთავს.
„ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა“, დაიბუბუნეს თანადამ-
სწრეთა ერთხმად. შესდგა და ოდნავ გაბზარული, მაგრამ მაინც
ომახიანი ხმით სთქვა ლიპარიტ ერისთავმა:
„მოწყალეო მეფეო და ჩვენო პატრონო, და მომიტევე შეცო-
დებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
და ვფიცავარ აწ უკვე მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარსა
ჩვენსა იესო ქრისტეს, ვუერთგულო ამიერიდან ტახტსა და
მეუფებასა შენსა ვიდრე სიკვდილამდე.
ქრისტე აღსდგა!“
სამგზის გაიმეორა ლიპარიტ ერისთავმა.
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად“, ერთობლივად დაიბუბუნეს
ერისთავებმა და მღვდელმთავართა.
დაწინაურდა კირიონ მანგლელი, მარჯვენა მკლავში ხელი
წაავლო ლიპარიტ ერისთავს, კედელზე დაკიდულ ძელიცხო-
ველთან მიიყვანა, იქვე მდგარ ამბიონზე დაასვენეს სახარება,
ზედ ჯვარი დასდო და დაიჩოქეო, უბრძანა ერისთავს.
მუხლი მოიყარა ორბელიანმა და კირიონ მანგლელმა ილო-
ცა:
„უფალო ღმერთო, მაცხოვარო მონათა შენთაო, რომელი
მოწყალე ხარ და სულგრძელ მონანულთა ზედა თვისთა სიბო-
როტეთა და ცოდვათათვის, რომელსა არა გნებავს სიკვდილი
ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი, შეისმინე აწ
ვედრებაი მონისა ამის შენისა და მოჰმადლე ამის შემდგომი ჟა-
მი სინანულისა; შეუნდენ ამას ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი
და უნებლიეთნი, შეაერთე ესე წმინდასა ეკლესიასა, იესო ქრის-

68 მკითხველთა ლიგა
ტე, ღმერთო ჩვენო, რომელსა გშვენის დიდებაი, პატივი და თაყ-
ვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
„ამინ“, დაიგრგვინა მთელმა დარბაზმა.

***
მეორე დღეს, უთენია, აიყარნენ მეფე და ტაძრეული, ლიპა-
რიტ ერისთავის მთელი ოჯახი, ნათესავნი და ნათესავთნათესავ-
ნი, თრიალეთის ციხოვანნი და უციხო აზნაურნი და მანგლისის
გზას დაადგნენ, რათა ლიპარიტისძეთა უძველეს ტაძარში მოეს-
მინათ აღდგომის წირვა.
სეფედროშა და ჯვრის მტვირთველი წინ მიუძღოდნენ აფხაზ
მოისართა ათასეულს.
მათ უკან მიჰყვებოდა მეფე და ტაძრეული, ერისთავები და
სპასალარები.
მათ შემდეგ ცხენოსანი მანდილოსნები, ბერები, მონაზვნები,
ამ უკანასკნელთ – მეფის მცველნი, ჩუხჩნი.
მთლად ბოლოს მლოცველთა, უპოვართა და გლახაკთა ფეხ-
შიშველა ბრბოები ფსალმუნების გალობით უკან მისდევდნენ ამ
პროცესიას.
წირვის დროს პირველად ახსენა კირიონ მანგლელმა „აფ-
ხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფენი“ გი-
ორგი და ძე მისი დავითი, ხოლო მეორედ თრიალეთის
ერისთავთ-ერისთავი – ლიპარიტ ორბელიანი.
ნაწირვევს, როცა ლიპარიტის უბანს ბრუნდებოდა მეფე, გზის
ასაქცევთან მან თვალი მოჰკრა მანდილოსან მხედართა დას-
ტას. სამი მხედარი მოუძღოდა წინ: დედისიმედი და გვანცა, ხო-
ლო მათ შუაში – საჭურისი მახარაი.
ზღვა ხალხი მოაწყდა მანგლისის ტაძარს. ტევა არ იყო არამ-
ცთუ ტაძრის ეზოში, მანგლისი თავათ იქცა უზარმაზარ ბანაკად,
ეტლები, ურმები და დასადავებული ცხენები ვეღარ ეტეოდნენ
მოედნებსა და თემშარებზე, კაცს ეგონებოდა, თრიალეთის მთე-
ლი საერისთავო დაძრულაო აღდგომის წირვის მოსასმენად
ერთ ეკლესიაში.
დიდი და მცირე, საჩინო და უჩინო, ქალი და კაცი, ხანდაზმუ-
ლი თუ ახალგაზრდა, ყველა უჭვრეტდა დასავლეთისა და აღმო-

69 მკითხველთა ლიგა
სავლეთის ერისთავების ორ ქალს, როცა ისინი მახარაის გვერ-
დით მიაჯირითებდნენ თავიანთ ნასუქალ ულაყებს.
მოსეირენი ისე გაოგნებული რჩებოდნენ გზებზე, უკან მიმა-
ვალ მხედრებს თავიანთი ცხენების ყალხზე შეყენება უხდებო-
დათ წამდაუწუმ, რათა მაცქერალნი არ გადაეთქერათ როგორ-
მე.
როცა ლიპარიტის სასახლის ეზოში მეფემ შორიდან თვალი
მოჰკრა ცხენთა ჭენებისაგან ლოყაშეწითლებულ ქალწულებს,
მან თავათ აღარ იცოდა, თუ რომელი იყო უმშვენიერესი, ან მო-
მეტებულად სასურველი მისი გულისა.
საღამოს ლიპარიტის უბანში ნაშუაღამემდის გაგრძელდა ნა-
დიმი. დედისიმედმა გადმოიღო თაროდან ლიპარიტ დიდის ოქ-
როს ბულბული და ამ ხმებმა მოაგონა მეფეს ის ბედნიერი წუთე-
ბი, რომელნიც განიცადა მან ლიპარიტის უბანში ვეჟინს სალაშ-
ქროდ მიმავალმა.
ერთადერთი მახარაი არ დასწრებია ნადიმს. როცა დაქანცუ-
ლი მეფე საწოლის დარბაზში მიბრუნდა, ნიანია და შამან ერის-
თავი დაუხვდნენ მას ბუხრის პირად მსხდარნი.
თორი გახადეს თუ არა, მსახურნი დაითხოვა მეფემ. ჯერ იყო
და ფსალმუნს წაეპოტინა, მერმე ისევ დაკეცა წიგნი და ეუბნება
შამანს:
„ჩემთვის აშკარაა, თუ რისი იმედიცა აქვს რატის, მან კარ-
გად იცის, ლიპარიტის შემორიგების შემდეგ უხერხული იქნება
იარაღის ან სიმშილის ძალით ციხის აღება...“
მახარაიმ სთქვა:
„კიდევ ერთი რამ აიმედებს მას“.
მეფემ მზერა გაუმართა ქოსას.
???
„რატის იმედი აქვს მალე ქორწილი იქნება და იგი გვიკარნა-
ხებს თავის პირობებს“.
მეფემ არა მიუგო რა მახარაის, ისევ შამან ერისთავს მიუბ-
რუნდა და უთხრა:
„ნიანია ბაკურიანმა მართალი სთქვა გუშღამ, რატი ძლიერ
წააგავს ყალხზე შემდგარ, გაშმაგებულ ცხენს. ხელის კვრა და
მისი გადაჩეხა უფსკრულში არც ისე ძნელი საქმეა, უმთავრესია,
მის მიერ გაბრიყვებულნიც არ გადავაყოლოთ ამ თავაწყვე-
70 მკითხველთა ლიგა
ტილს. და იგიც ცნობილია, ერთი ვაცბოროტი მთელს ფარას გა-
დაიყოლებს ხანდახან უფსკრულში.
შენ რას იტყოდი, შამან ბატონო, ვგონებ, აჯობებდა, დაგვენე-
ბებინა მისთვის ულაშქროდ გაქცევა ციხიდან?“
შამან ერისთავი სდუმდა მცირე ხანს და მერმე სთქვა:
„დღესაც ვიმეორებ, ჩვენო პატრონო, უსისხლოდ გამოვიყ-
ვან ციხიდან რატის“.
მეფემ იჭვნეულად თავი გააქნია და დასძინა:
„მე ეგ არ მჯერა, მაგრამ კიდევაც რომ შევძლოთ მისი გამოყ-
ვანა, იგი მუდმივი ამბოხისა და შინააშლილობის თავკაცი იქნე-
ბა უცილოდ“.
მახარაის ბრაზი მოებჯინა ყელზე.
ესღა წაილუღლუღა:
„ბარქიაროკთან რომ გაგვექცეს?“
მეფემ მიუგო:
„რას დაგვაკლებს მერმე, ერთი ზედმეტი მტერი უნდა შევიგუ-
ლოთ სელჯუკიანთ სასულტანოში“.
მეფეს უდრტვინველად ეძინა იმ ღამეს.
ეზმანა: უფსკრულის პირად იდგა უფლისციხის მახლობლად.
ყაყაჩოებით შემოსილ ველს გადასცქეროდა და ამ ერ-
თიანად გადაწითლებულ ველზე მოჰქროდა მისკენ ორი მხედა-
რი, ერთს მარჯნისფერი ყაბაჩა ეცვა, მეორეს – სოსანისფერი.
მოჰქროდნენ ნასუქალი ულაყები, მაგრამ ყაყაჩოები ისე მა-
ღალნი იყვნენ და ისე სქელად ამოსულნი, ცხენები ძლივსღა იკა-
ფავდნენ გზას.
ჯერ ჯუფთად მოგელავდნენ მხედრები, ცხენთა თავ-კისერნი
სწორ-სწორად მიჰქროდნენ – უზანგი უზანგის გასწვრივ და რა
მოახლოვდნენ, ოდნავ შეიცნო ორივე მხედარი: სოსანისფერყა-
ბაჩიანი აღმოჩნდა გვანცა, ხოლო მარჯნისფერყაბაჩიანი – დე-
დისიმედი.
იდგა დავითი და შესცქეროდა მისკენ მიმქროლავ მხედრებს,
ახლა ხან სოსანისფერყაბაჩიანი მიდიოდა წინ, ხან – მარჯნის-
ფერი, ერთბაშად დაიქუხა ცამ და დაეშვა უეცარი ნისლი და აავ-
სო ნისლმა ქვეყანა კიდემდის, სადღა იყო ნისლი, ქვახვრელსა
და უფლისციხის შორის ჩამომდგარიყო ზღვა. და დაეცა გულნაწ-
ყენი რაინდი მიწაზე და მოესმა ზღვის ფსკერიდან სირინოზის
71 მკითხველთა ლიგა
ხმა, ისე შორეული და გულისდამწყვეტი, როგორც ოქროს ბულ-
ბულის გალობა.

***
აღდგომის მესამე დღეს, სტუმრები რა წავიდ-წამოვიდნენ,
დავით მეფე ეთათბირა ლიპარიტ ერისთავს რატი ორბელიანის
ციხიდან გამოყვანის გამო.
როგორც მეფემ, ისევე ერისთავმა გადასწყვიტეს, ერისთავნი
და მღვდელმთავარნი მოეწვიათ და ებჭოთ. ამ თათბირზე გადაწ-
ყდა: ლიპარიტ ერისთავს წიგნი მიეწერა ვაჟისათვის და ერჩია
ციხის უსისხლოდ დათმობა.
მოციქულად წასვლა დაავალეს სამთა: შამან ერისთავს, კი-
რიონ მანგლელს და მამაი ბასილის.
როცა ლიპარიტის მიერ გაგზავნილი წიგნი და სააღდგომო
წითელი კვერცხები შეუგზავნეს ციხეში რატის, მან უკან გადმო-
აყრევინა ეს კვერცხები ციხიდან.
ორიოდე საათი ალოდინა მოციქულებს, ბოლოს მაღალ გი-
ორგის ამარა გამოვიდა პირველი გოდოლიდან და განუცხადა
წარმოგზავნილთა:
„თუ დავით მეფე თრიალეთის საერისთავოდან უკლებლად
გაიყვანს ლაშქარს, ბირთვისსა და ფარცხისს შემოგვიმტკიცებს,
სამშვილდესა და ეკრანთაზე სამერმისოდაც აიღებს ხელს, რა
თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მე და მამაჩემმა დავათმობინეთ
ეს ციხენი თურქებს, უომრად დავთმობთ ფარცხისს, თუ არადა,
ხმალმა გაგვასწოროს...“
ესა სთქვა, ცივად გამოეთხოვა მეფის მიერ წარმოგზავნილთ,
უკან გაბრუნდა და დაახშევინა ციხის კარები.
ცხენებზედაც შეჯდომა ვერ მოასწრეს მოციქულებმა, ისე
დაუშინეს ფარცხისის მეციხოვნეებმა ისრები მათ.
თვით ყოვლად თვინიერმა შამან ერისთავმა ეს განუცხადა
ლიპარიტის უბანში მიბრუნებულმა მეფეს:
„ჭეშმარიტად ვაცბოროტი ყოფილა რატი ორბელიანი. ჯაჭ-
ვის პერანგი რომ არ გვცმოდა, დაგვხოცავდნენ მისი მეციხოვნე-
ნი უთუოდ“.

72 მკითხველთა ლიგა
ბარათები შარაღანიდან ჭყონდიდის
მთავარეპისკოპოს მამაი გიორგის, გეგუთში
„გუშღამ დიდის ვაი-ვაგლახით მიაღწია შარაღანს გვარამ ბე-
ჭისციხის პატრონის მიერ გამოგზავნილმა კაცმა. ეს გახლავთ
ალანი ჩვარტაი.
გვარამ ბეჭიციხის პატრონი ავად გამხდარა, დავითის გო-
რაკზე შარაღანიდან ხუთი დღის სავალზე ფორნით.
მანვე მამცნო: კიდევ ერთი კვირა და დაიძრებიანო თქვენს
მიერ წარმოგზავნილნი მოციქულნი.
ჩვარტაიმ ბოტინატები და ქაღალდი მომიტანა და ამ გაუთე-
ნებელ ღამეებში ვზივარ და გწერთ ამ უცნაურ ამბებს.
უფულოდ და უსაზრდოოდ აქ დიდ გასაჭირში ჩავვარდი. ჯერ
იყო და ჭაკ ცხენებს ვწველავდი და ამით ვჭამდი სამადლო პურს.
ჭაკი ცხენის მოწველას აქ მხოლოდ ნაყიდ მონებს ანდობენ (ეს
საქმე ვაჟკაცისათვის დიდად სამარცხვინოდაა აქ მიჩნეული).
გაჭირვება უდიდესი მწვრთნელიაო, აგრე უთქვამს ბრძენს
და მეც ბევრი რამ მასწავლა აქ განცდილმა უბედურებამ.
ჩემს ფსალმუნებს ერთი პატარა კარაბადინი გამოჰყოლოდა.
შევისწავლე იგი და აქიმობას მივყავ ხელი. ვარჩენდი ძვლის მო-
ტეხილობას, ყიფჩაღნი კარგი ცხენოსნებია, მაგრამ ხშირად იმ-
ტვრევენ თავ-კისერს (ცნობილია: ცხენოსნებს მოსდით ხოლმე
მეტწილად მარცხი).
იმავე წიგნიდან ვისწავლე ცხვრის ჭირისა, ბალახური წყლუ-
ლისა, გველცემულისა და მორიელით დაგესლილის კურნება,
კურნება კირჩხიბისა, რომელსაც ხარჩანგს უწოდებენ სპარსნი,
მღერისა და მქავანისა, ფილენჯისა, შავი და თეთრი ყვავილისა,
სხვათა და სხვათა.
აქ ყვავილისაგან ბუზივით იხოცებიან ყიფჩაღები და ამ საქ-
მეში ხელი გავიწაფე. შარაღანის ბრძანება მოვიდა აქ, მომცეს
საგანგებო ფორანი და მათრიეს მთელ საყიფჩაღოში.
როცა ყვავილი დაემართება ყიფჩაღს, გაიტანენ სანეხვეზე
და უპატრონოდ დააგდებენ მანდ, ერთ წითელ მამალს დაუბამენ
თავთით, ხოლო ფერხთით – ერთ თხას, კუპრისფერისას.
თხა კიკინებს და მამალი ყივის...

73 მკითხველთა ლიგა
და აგრე სჯერათ მაგ რეგვენებს, ამ გზით გაფრთხებიან ავნი
სულნი და მოეშვებიანო ავადმყოფს.
თუ მორჩა სნეული, თხასა და მამალს დაკლავენ და ღრეობას
შეჰქმნიან.
თუ მოკვდა, მაშინაც დაკლავენ ორივეს და გამართავენ ქე-
ლეხს. მოვარჩენდი სნეულს და მეც წილს დამიდებდნენ „ნადიმ-
ში“: კუმისს მასმევდნენ ან ბურახს.
ალანმა ჩვარტაიმ გადმომცა შენგან მოწერილი წიგნი, რო-
მელშიაც გიბრძანებია, კიდევ მცირეოდენი რამ მემცნო ყიფჩაღ-
თა ნათესავის ყოფისა და მათი შჯულის შესახებ.
მათი შჯული უშჯულობაა, მათი რწმენა ურწმუნობაა, მაინც
ვასრულებ შენს ნაბრძანებს და გწერ აქ ნახულსა და განაგონს,
ვინძლო ღირდეს ეს ყოველივე შენის მეუფების გულისყურის
მოცდენად და ქაღალდის დახარჯვად.
ყიფჩაღთა ფორნებში შესულის და დაკვირვებულის თვალი
შენიშნავს ბალღის სიმაღლის ქეჩის თოჯინებს, რომელთაც წი-
თელი ჭინჭით შეხვეული აქვთ თავი.
ეს გახლავთ ყიფჩაღთა ნათესავის კერპები. მათი ხელის
ხლება აღკვეთილია, მით უმეტეს – თავსაბურავის შეხსნა.
მე მუდამ ვიწვოდი ცნობისწადილისაგან. მინდოდა მენახა,
თუ როგორი თავ-პირი აქვთ-მეთქი ამ კერპებს, ამდენი ხანი აქა
ვარ და ეს ვერ შევძელი.
ერთხელ სნეულის სანახავად მივდიოდით მე და ალანი
ჩვარტაი და ვნახეთ, ათზე მეტი ფორანი იდგა უკაცრიელ ველზე
და მიცვალებულნი ესვენენ შიგ.
ნუ იტყვით, ყვავილი დარევია ამ ბედშავებს თურმე და ამომ-
წყდარან. ცხედრები ფორნებში ეყარნენ, ხოლო თოჯინები გარს
მოესხათ სიკვდილის წინ, აგრე ეგონებოდა უბირს, დიდებს ბალ-
ღები გარს შემოსხდომიანო მიცვალებულების სატირლად.
ავხადეთ მერმე თავსაბურავი ამ კერპებს და ვნახეთ, ცვილი-
საგან იყვნენ ისინი შეთითხნილნი, ხოლო წარბები და ტუჩ-პირი
ნახშირით ჰქონდათ დაჩხაპნილი, თავი ყიფჩაღურად გადაპარ-
სული, ხოლო კეფაზე – ყიფჩაღური ქოჩორი.
ახლა, თავს თუ არ შეგაწყენ, მცირე რამ მინდა მოგახსენო
მათი რწმენის გამო. ყიფჩაღებს აგრე სჯერათ, რომ ეს ქვეყანა

74 მკითხველთა ლიგა
ვითომდაც არარაისაგან შექმნა საშინელმა ქარბორბალამ,
ზღვათა წიაღიდან ამოვარდნილმა.
ამ ქარბორბალამ დააფარა მიწას სქელი ნისლი და სიბნელე.
მერმე მორეკა ვითომც ამ ქარბორბალამ ღრუბლები, ღრუბლებ-
მა დაუშვეს ისეთი თქეში, რომლის თითო წვეთი ყიფჩაღური ფო-
რანის ბორბლისოდენა ყოფილა.
მერმე დააგროვა ამ მერეხმა ღრუბლებში რძე. ამ რძის ქაფს
მოადგა ერთ დღეს უზარმაზარი ოქროს კუ.
ეს კუ ისრით განგმირა ქარიშხლიან ღამით რომელიღაც დე-
მონმა. იგი წავიდა ზღვის ფსკერზე და სახე იცვალა, მის ნაც-
ვლად ამოვარდა მიწიდან ვეებერთელა მთა.
ხუთი კიდე ჰქონია ამ მთას: ერთი ვერცხლისა, ერთი ცეც-
ხლისა, ერთი ძოწისა, ორი დანარჩენი ლაპისლაზულისა და ოქ-
როსი.
გავიდა ხანი და შვიდი მთა ამოიზარდა, მათ გვერდით ერთიც
რკინისა. ამ მთებს საძირკვლად დაედო ვითომდაც ოქროს კუს
ძვლები.
სამხრეთის კიდე, რომელსაც ყიფჩაღნი თავის სამკვიდროდ
თვლიან, პატიოსანი თვლებისაგანაა შემდგარი და იქ იზრდება
ვითომდაც ხესასწაული – ასამბუ.
აღმოსავლეთის კიდე ოქროისია. აქ ცხოვრობენ ათი წყრთის
სიმაღლე მდევები. დასავლეთის კიდე – ძოწისა, აქ ბინადრობენ
თორმეტი წყრთის სიგრძე მდევები.
ჩრდილოს კიდე – ვერცხლისაა, მანდ ბინადრობენ ვითომც
მკვნესარე ადამიანები, რომელთაც სული წართმეული აქვთ და
ისე მოძრაობენ, როგორც თოკით ურთიერთზე გადაბმული თო-
ჯინები, მათ არც გული აქვთ და არც ვნება, ორასი წყრთის სი-
მაღლეს აღწევენ სიბერეში, ათას წელს ცხოვრობენ მიწაზე,
თეთრნი არიან ფერ-ხორცით, თეთრი სამოსი აცვიათ.
მათ ქვეყანაში იზრდება ერთი ხესასწაული, რომელიც საზ-
რდოსაც ისხამს და სამოსსაც.
ისინი არასოდეს ხდებიან ავად, ათას წელს შვიდი დღე რომ
დააკლდება, ციდან რეკვა მოესმით, გამოეთხოვებიან ნათესა-
ვებს და შეუდგებიან თავტირილს.
ამ კიდეზე მცხოვრებთ ბურთივით მრგვალი აქვსთ სახე, ხო-
ლო სამხრეთით მცხოვრებთ – სამკუთხედის დარი.
75 მკითხველთა ლიგა
ჩვენი ხმელეთის მკვიდრნი, ყიფჩაღთა რწმენით, თავდაპირ-
ველად უხორცონი იყვნენ, ყოველ წუთს შეეძლოთ ფრინველსა-
ვით აფრენა მიწიდან, ხორციელი მრუშობის გარეშე იბადებოდ-
ნენ და ცოცხლობდნენ ოთხმოც ათას წელს ამ მიწაზე.
მზეებრ ბრწყინვალე სახე ჰქონდათ, არ იცოდნენ, თუ რა იყო
ცრემლი, ტკივილი და კვნესა, მარად მოლხენილთ არც ესმო-
დათ, თუ რა არის მოწყენა ან სიმძიმილი, მიიცვლებოდნენ თუ
არა, კვლავ იშვებოდნენ ასევე სრულყოფილი სხეულით.
ერთ დღეს მიწიდან ამოვიდა ხესასწაული ერთი და გამოისხა
თაფლისებრ ტკბილი, უცნაური რამ ნაყოფი. რადგან ჯერაც მნა-
თობნი არ იყვნენ შექმნილნი, ბნელოდა ირგვლივ...
ერთმა რეგვენმა იგემა ეს ნაყოფი და ასტეხა ხარხარი, მოც-
ვივდნენ სხვანი, მათაც იგემეს იგი, დაჩიავდნენ ბოლოს ამ ნაყო-
ფით გამძღარნი, მოაკლდათ სახის ბრწყინვალება და მარადი
ღამე დაეშვა მიწაზე.
ერთ საღამოს ამოვარდა ისევ ქარბორბალა, ციდან დაეშვა
მერეხი, რომლის წვეთი ყიფჩაღური ბორნის ფერსოს უდრიდა
და დადგა მიწაზე ქაფი, მოვიდა ვიღაც ხელჯოხიანი და ისე, რო-
გორც ყიფჩაღი დიაცი მოურევს ხოლმე ჯოხს კასრში ჩამდგარ
ცხენის რძეს,
ურია,
ურია,
ურია და ავარდა მიწიდან ორი მნათობი, ერთი ჭიქისა და
ცეცხლისაგან, მეორე წყლისა და შუშისაგან შენივთული.
სხვა მნათობებიც იმ ღამეს შობილან ვითომც.
როგორც კი გათენდა მიწაზე, ისევ მიადგნენ ხესასწაულს,
მაგრამ მომრავლდნენ კაცნი, და შემცირდა ნაყოფი, დალეწეს
რტონი ხესასწაულისა და აღარ გამოიღო მან ნაყოფი, მერმე მი-
ადგნენ ტრამალზე ამოსულ ღოლოს, მაგრამ ღორმუცელებმა
ღოლოც ამოსჭამეს მიწიდან.
სხვადასხვა ტომისა და ნათესავთა ნაშიერებმა დაიწყეს შავი
დღისთვის მომარაგება ღოლოსი.
ბოლოს გაჩნდა საზრდოს მიტაცება, მრავალრიცხოვანებმა
და მკლავმაგრებმა საზრდოს მოხვეჭა დაიწყეს.
აგრე გაჩნდა მდიდარი და ღატაკი, მშიერი და მაძღარი, ატ-
ყდა მათ შორის ბრძოლა და აურზაური.
76 მკითხველთა ლიგა
დაჩიავდნენ კაცნი, მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა ას წელ-
ზე დაეშვა, ასე რომ, თუ კიდევ დიდხანს იბოგინა კაცთა მოდგმამ
ამ ხმელეთის პირზე, დაჩიავდებიან არა მარტო ადამიანები, ცხე-
ნები კურდღლის სიმაღლე გახდებიან, ხოლო ცხენის პატრონი –
ერთი ციდა გოჯილა.
მერმე დაერევა ამ ქონდრისკაცების მოდგმას სახადი და ავა-
დობა, ყვავილი, კეთრი და ცხვრის ჭირი.
ხეები ნაყოფს აღარ გამოისხამენ, ტრამალებზე ბალახი გახ-
მება, ამოწყდება რქოსანი საქონელი და ცხვარი, მერმე წამოვა
ციდან ისრის წვიმა და მიწაზე დაყორდება აქოთებული ცხედრე-
ბის მთა, სისხლის მდინარეები აჩქამდებიან და ყორნები დაფა-
რავენ მიწას.
ისევ წამოვა ციდან მერეხი, გადარეცხავს ქონდრისკაცების
გვამებს ხმელეთის პირიდან, ბოლოს იმდენ ხანს იწვიმებს, სა-
ნამ ახალი კაცთა ნათესავი არ ამოვა მიწიდან და წვიმას ჩამოყ-
ვება ციდან პატიოსანი თვლები და კაცთა საზრდო, თაფლისა და
რძის მდინარეები მოსქდებიან ოქროს, ვერცხლის და ლაპისლა-
ზულის მთებიდან და აღარ იქნება ქვეყნად მიმძლავრებული და
მომძლავრებული, მდიდარი და ღარიბი, ხანი და მონა.
მიწა იარსებებს ათასი ეპოქის მანძილზე, მაგრამ ყოველ
შვიდ ეპოქას ცეცხლით გაწმენდა მოჰყვება, ხოლო შვიდჯერ შვი-
დის შემდეგ ამოვარდება ცეცხლის ქარბორბალა.
შვიდი მზე ამოვა აღმოსავლეთიდან და ესენი ისეთ გოლვას
დააყენებენ, გადაიბუგება სიცხისაგან მწვანე და იგივე ოქროს
კუ, რომლის ძვლები საძირკველად დაედო მთებს, გადაეფოფ-
რება გადარუჯულ მიწას, როგორც ფარშავანგი თავის ნამ-
ლევს...
ვგონებ, თავი შეგაწყინე, მამაო გიორგი, ამ რეგვენი ყიფჩა-
ღების ნაბჟუტურევით, ახლა საქმის გამო მინდა მოგახსენო მცი-
რედი. გასულ კვირას წარვგზავნე შარაღან შარაღანისძის სასახ-
ლეში (მართლაც სასახლე არ გეგონოთ ეგ, გეგუთის, ნაჭარმა-
გევის ან წაღვლისთავის დარი) ალანი ჩვარტაი. ასიოდე ფორანი
სდგას ტრამალზე, ბაგირებით და თოკებით ურთიერთზე გადაბ-
მული, ამ უზარმაზარ ფორნების შესავალთან ნაბადის გოჯილები
დგანან, ფორნებში ცხოვრობენ ყიფჩაღთა უმთავრესი და მისი
ცოლები (დიაცებს ცალკე აქვთ ფორნები).
77 მკითხველთა ლიგა
ამ ბანაკის ირგვლივ მარგილებზე ცხენის თავებია წამოცო-
ბილი, ამ მესერებს გარშემო მგლის ორმოები, ხაფანგები და სა-
რეჯგვავებია მოწყობილი, ხოლო მათ გარშემო ავი მგელძაღ-
ლები აბია, ჩვენებური ვირის სიმაღლეა თითოეული, მათი ყეფი-
სა და ყმუილისაგან ყურთასმენა არაა.
მობრუნდა ალანი ჩვარტაი და ამბავი მოიტანა, შარაღან შა-
რაღანისძე რუსებთან საბრძოლველად წასულა დანაპრისს გაღ-
მა, კარისკაცთუხუცესს, რომელსაც ბარუხა ჰქვია, დიაცური
გრძელი ნაწნავი ამშვენებს და ვირთხის კუდის დარი ულვაშები,
თვალი გაუბრწყინდა, რა შეიცნო, მეფის ელჩები მოსულანო ხუ-
თი დღის სავალზე, წამსვე უკითხავს: საჩუქრები ხომ არ მოაქ-
ვთო?
ორივე ხელის თითები გამოუშვერია და უთქვამს: ათი დღის
შემდეგ მოიყვანეთო ელჩები.
ასე რომ, ათი დღის შემდეგ გამოვგზავნი ჩვარტაის. ღვთისა
და თქვენის წყალობით ახლა ქაღალდი მომეპოვება, თუ სა-
სიამოვნო ამბები მექნა მოსაწერი.
მიწა მეუფებისა შენისა,
სტეფანოზ წილკნელი“.

ფარცხისელი პროზელიტები7
აზნაურმა მორკნეველმა კარგად იცოდა, ფარცხისის ციხეს
უთუოდ უნდა ჰქონოდა სადმე იდუმალი ხვრელი.
მახარაი ორჯერ გააყოლა მეფემ მორკნეველსა და ქარიმან
სეტიელს. მოჩხრიკეს ბირთვისის მთების კალთები იმ ქედებსა
და ღრანტეებში, სადაც თავათ ბირთვისის ციხეა, ამაოდ ეძიეს,
ხვრელის მეორე პირს ვეღარ მიაგნეს.
ბოლოს, როგორც იქნა, მიაკვლიეს. მეორე ხვრელი მო-
დიოდა იმ ბექობიდან, რომელზედაც ფარცხისის ციხე დგას,
თემშარის ქვეშ ჩადიოდა ალგეთში. იმ ადგილას ქარაფი იყო

7პროზელიტი ეწოდება ერთი სარწმუნოებიდან ან პარტიიდან მეორეში გადა-


სულს, პირვანდელი შჯულის ან რწმენის მოღალატეს, სხვას მიტმასნებულს.
78 მკითხველთა ლიგა
ხავსითა და ლაშქარათი შემოსილი და სწორედ აქ თავდებოდა
იგი. ხვრელი იმდენად განიერი იყო, მთიულური ურემი თამამად
გაივლიდა მასში.

***
ამასობაში ფარცხისის ციხეში უკანასკნელი მარაგი მოთავ-
და, დარჩა რამდენიმე ირმის შაშხი, ასიოდე ბათმანი ოსპი, ცერ-
ცვი და უკანასკნელი ბეღელი ქერისა.
შიმშილმა ხელი დარია ციხიონს, ჯერ ვირები და ჯორები და-
ხოცეს, ახლა ცხენების ჯერი მოვიდა, მარცვლეულის შემცირე-
ბამ ვირთხები გამოიყვანა სამზეოზე, მეციხოვნეებმა ვირთხებზე
ნადირობას მიჰყვეს ხელი.
ზაზაი ჯუბიელი და მაღალ გიორგი სასოწარკვეთილებას მი-
ეცნენ, არამცთუ მონასპებს, რატის აზნაურებსა და ათასის თა-
ვებს მოუხდათ ქამრის მოჭერა.
რატი თავათ შავნაღვლიანი და გულჩათხრობილი გახდა,
მდუმარედ უჯდა ბუხარს, ზაზაისა და მაღალ გიორგის ებუზღუნე-
ბოდა, ხანაც მუსტაფა-ბენ-ისმაილს ლანძღავდა, აგინებდა თურ-
ქებს:
პირისგამტეხები ხართო, ფლიდები და მატყუარები, თქვენი
დახმარების ლოდინში კახეთ-ჰერეთს არ გავიქეცით, მემუდარე-
ბოდა კახთა მეფე კვირიკე და ძმისწული მისი, აღსართან, ვეჟინს
ჩამოდი, ერთობლივად შევუტიოთო დავით მეფეს, ბარქიაროკის
იმედით დავყოვნდით ფარცხისში და ამ ლოდინმა გარემოცვამ-
დის მიგვიყვანაო.
მართალია, მაღალ გიორგი შერბილებულად უთარგმნიდა
ამას ყოველივეს ყადის, მაგრამ მუსტაფა-ბენ-ისმაილ უსიტყვო-
დაც გრძნობდა, თუ როგორი არასასურველი სტუმარი გახდა
იგი.
ეს განსაკუთრებით საგრძნობი შეიქნა მას შემდეგ, რაც ირ-
მის ხორცის ნაცვლად, შემწვარი ვირთხებითა და ჭვავის პურით
დაუწყეს კვება თურქებს.
წინად თუ თურქებს რატის სუფრასთან იწვევდნენ დილას და
საღამოს, ახლა მათ იქვე მიუგდებდნენ საჭმელს, სადაც ეძინათ.

79 მკითხველთა ლიგა
მუსტაფა-ბენ-ისმაილი შეძრწუნებული გასცქეროდა ფარცხი-
სისაკენ მიმავალ გზებს, დარწმუნებული, რომ აზნაური მორკნე-
ველის გარემომცველი ლაშქარი იერიშს დაიწყებდა.
ერთ დილით შენიშნა: მორკნეველის მონასპებმა ბორბლე-
ბიანი კოშკები და ვერძები წამოიღეს ბირთვისის ციხიდან, თემ-
შარაზე შეაყენეს და ისრის მისაწვდენზე წამოსწიეს ფარცხისის
პირველ ქამრისკენ.
უმატეს თურქებმა ლოცვას, ევედრებოდნენ ალლაჰს, რო-
გორმე დაეხსნა ისინი „მუსლიმთა სისხლს მოწყურვებული“
გჲურჯების მეფის მახვილისაგან.
არანაკლების ძრწოლით მოელოდა ციხის აღებას და გან-
კითხვის დღეს ევტიხი ბერი, მან კარგად იცოდა, ქარიმან სეტი-
ელს თუ ჩაუვარდებოდა ხელში, მოპირულ ხმალზე გადახტომას
რომ შესთავაზებდნენ...
ქადაგად დავარდა და მოუწოდებდა მეციხოვნეთ დუმილის
დაცვას, მორჩილებას, ხორციელ ვნებათა თმენას და „წრთობას
სულისას“.
თავდაპირველად, ქენჯნის ქამრები შემოიღო ევტიხიმ. ჯერ
უქადაგებდა მეომრებს, თუ როგორ „ცოდვილია“ ადამის მოდ-
გმა და მოსალოდნელი სიკვდილის წინ ყოველმა ქრისტიანმა
უნდა დასაჯოს თავისი ცოდვილი სხეული.
ქენჯნის ქამრებს აკეთებინებდა უხეში ჯაგრისაგან დაგრე-
ხილ ბაგირიდან, ევტიხი თავათ შეირტყამდა წელზე ამ ბაგირს.
ბოლოს იმდენი უჩიჩინა რატის და მის აზნაურებს, ყველამ სათი-
თაოდ გაიშიშვლეს წელი და მონასპათა თვალწინ ზედ შემოიკ-
რეს ქენჯნის ქამრები.
მეციხოვნეებმა რა დაინახეს, ერისთავი და მისი აზნაურები
ამას ხალისით სჩადიოდნენ, თავათაც შემოირტყეს ქენჯნის ქამ-
რები.
დასვამდა ევტიხი ბერი თორმეტ-თორმეტად მეომრებს,
დასტა-დასტად, აიღებდა ფსალმუნს, გალობდა და აგალობებდა
ხალხს.
მერმე მოსდგებოდა და საკმაო სიმჭევრით მოუთხრობდა
მათ, თუ როგორ დაისჯებოდნენ ჯოჯოხეთში ისინი, ვისაც ქენ-
ჯნის ქამარი არ უტარებია არასოდეს.

80 მკითხველთა ლიგა
„ცოდვილია ადამის ნათესავი, დათრგუნეთ ხორციც, რათა
განვამკვიდროთ სიმტკიცე სულისა.
მართალია, მაცხოვარი ჩვენი ეწამა ცოდვათა ჩვენთათვის,
მაგრამ ეს არა კმარა, განემზადენით ცოდვათა მოსანანიებლად,
ქენჯნეთ სხეული, რათა განსპეტაკდეს სული.
ადამის ტომი მანკიერია, რადგან პირველ შთასახვის ცოდვა
თანა გვაქვს დაყოლილი საშოდან. დათრგუნეთ ხორცი, რათა
ლხენა ჰპოვოს სულმა“.
ამ ქადაგების დროს უფრო და უფრო უმატებდა ხმას, ბოლოს
იწყებდა თვალების ბრიალს, პირიდან დორბლი გამოუვიდოდა,
შემოიხევდა პერანგს, წაიქცეოდა აგურის იატაკზე. აფხარკა-
ლებდა ხელ-ფეხს, წამოსწევდა თავს, აი, აგრე ჯვარს ეცვაო
იესო, ჯვრის დარად გაშლიდა ხელებს, ისევ დაიკრებდა, მერე
დაიშენდა მკერდზე მჯიღს და ყვიროდა:
„მოდით, ჩამქოლეთ ცოდვილი, აიღეთ სხეული ჩემი და
გაიტანეთ ჯვარზე, რათა ვეწამო ჩვენი ტკბილი იესო ქრისტეს-
თვის“.
მერმე წამოვარდებოდა, ისევ იწყებდა თვალების ბრიალს,
დუჟს მოიყენებდა ტუჩ-პირზე და ყვიროდა: „ჰარაი, ჰარაი, არუ-
ლი სატანას“.
გაშლიდა ხელებს, ატკაცუნებდა თითების სახსრებს და ამას
ისეთი ოსტატობით სჩადიოდა, როგორც ინდოელი ფაკირები,
რომელნიც კასტანჲეტების დარად შექმნიან ხოლმე ბრბოს გან-
საცვიფრებლად ხელების, მკლავების და მუხლების სახსრების
ტკაცანს.
ბოლოს გადმოკარკლავდა თვალებს, მორთავდა შემზარავ
ღმუილს, ცრემლები იწვიმებდნენ მისი თვალებიდან.
ისევ წაიქცეოდა აგურის იატაკზე, გადაფიჩინდებოდა, რო-
გორც საყმაწვილოთი სნეული ბალღი, გაუგებარ ბგერებს ისრო-
და პირიდან.
ხაოდა: „არული სატანასა“.
ისევ ადგებოდა, „ხორცშესხმული ჯვრის“ გამოსახატავად
გაშლიდა მკლავებს, ხელებს გააშეშებდა თავაწეული ჰაერში და
მოყვებოდა ბოდვას:

81 მკითხველთა ლიგა
„მო, დავსხდეთ ჩვენაც, ძმანო ჩემნო ქრისტესმიერნო, შავ
ქვაზე და ვიტიროთ, რადგან მოწეულია ჟამი უკანასკნელი თავ-
ტირილისა“.
ამას იტყოდა თუ არა, ფეხმორთხმული დაჯდებოდა აგურის
იატაკზე და ასტეხდა ლუღლუღს. მოუცუცქდებოდნენ გარს რა-
ტის წვერგაბურძგვნილი, დამშეული მეციხოვნენი და იწყებდნენ
თავში ხელების ცემას, მჯიღს დაიშენდნენ მკერდზე და სტიროდ-
ნენ.
მუსტაფა-ბენ-ისმაილ ყოველდღე ხედავდა ამ ამბავს, აგრე
ვარაუდობდა: ალბათ დავით მეფე ახლოვდება და ამად სტი-
რიანო მეციხოვნენი. უფრო და უფრო ემატებოდა ძრწოლა.
ღამით წამოიჭოტებოდა ლოგინზე და გასცქეროდა ციხის
სამზერებს, ეშინოდა, ღამით არ აეღოთ ციხე. ჩასთვლემდა, სიზ-
მარს ნახავდა რაიმე უხიაგს, ასტეხდა ბღავილს: „ალლაჰ, აკ-
ბარ8, მოდიან, მოდიან!“
წამოცვივდებოდნენ მეციხოვნენი და ასტეხდნენ განგაშს.
ერთ დილას ადგა, აზანის ლოცვა შეასრულა, ეახლა რატის,
მუხლზე მოეხვია და შეჰღაღადა:
„მე დავბერდი სულტანის სამსახურში, აწი გვიანია ჩემთვის
მოპირულ ხმალზე ხტომა. თუ ციხის ხვრელიდან გამაპარებ, ავა-
სინის ლაშქრის სარანგს ჯარს გამოვართმევ და ალყას შემო-
ვარტყამთ ფარცხისის გარემომცველებს“.
რატის თავი ჰქონდა მობეზრებული ბერიკაცის ჭირვეულობი-
საგან, თუმც დიდი იმედი არა ჰქონდა თურქის ჯარის მის მიერ
მოყვანისა, მაინც დაჰპირდა, გაგაპარებო ციხიდან.

დამასკური ხმალი
ფარცხისის სამხრეთით ერთ ხევში დიდი სოფელი იყო ოდეს-
ღაც, ნაირმალი. მალიქ-შაჰის სარანგის შემოსევის დროს ათას-
ზე მეტი სული ამოსწყვიტეს ამ ხევში, ორგზის მეტი ტყვედ წაას-

8 დიდ არს უფალი.


82 მკითხველთა ლიგა
ხეს, ხუთი ეკლესია დაანგრიეს, ნაირმალში თითქმის არც ერთი
მამაკაცი არ გადარჩენილა.
ამ სოფელში უპირატესად ხორგაის გვარი სახლობდა.
მხოლოდ სამი ძმა ხორგაი გადაურჩა დიდ თურქობას, რად-
გან სამივენი გიორგი მეფის ჯარში იბრძოდნენ, მათი ცოლ-
შვილი თეძმის ხევში იყო გახიზნული საქონლიანად და ფა-
რიანად.
მერმე ის იყო, როცა გიორგი მეფემ ხარაჯა იკისრა და ასე თუ
ისე დამშვიდდა ცხოვრება, დაბრუნდნენ სამივე ძმანი: გაბ-
რიელი, შიოშ და ვაჩე, გადაბუგული დაუხვდათ არა მარტო საკუ-
თარი სახლ-კარი, არამედ ბიძათაშვილების სარჩო-
საბადებელიცა.
ხუთმეტი ბალღი წამოიყვანეს დიაცებმა ხიზნობიდან, ათი
მიხრწნილებაში გადამდგარი ბებერი დაუხვდათ, შვიდი ქვრივი
დიაცი და ათიც ტყვედ წაყვანილთა ქალ-რძალნი.
ძმები საპატრონო გლეხები იყვნენ ბეგარისაგან წელში გად-
რეკილნი, ისინი საკუთარ ცოლ-შვილს ძლივსღა არჩენდნენ, ახ-
ლა თავზე დააწვათ ომში დაღუპულთა და ტყვედ წაყვანილ ბიძა-
თაშვილების წვრილშვილნი.
თუმცა სამივენი სიბერეში იყვნენ გადამდგარნი, მაგრამ გაყ-
რილობის წიგნის დაწერა არ ისურვეს, ამიტომაც ორმოცდაჩ-
ვიდმეტი სული ცხოვრობდა ერთ უზარმაზარ, პაპისეულ, გლე-
ხურ დარბაზში.
როცა ნათურქალ სოფელში მობრუნდნენ ძმები, სახლის
კედლებიღა დაუხვდათ, ცეცხლს ვერ შეემუსრა დედაბოძი.
გაძარცვული და გადაბუგული იყო ბიძათაშვილების ოჯახე-
ბიცა, არა მარტო ნაგებობანი და ბოსლები, თვით სამეურნეო
ხელსაწყო, ურმები, ერქვანები და აჩაჩები ცეცხლს ემსხვერპლა.
ნასაბძლარებზე ყმუოდნენ ძაღლები...
გაბრიელი უფროსი იყო ძმათა შორის, თუმცა გიორგი მეფის
ლაშქარში ბარე ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაგრამ მა-
ინც მან იურვა ხორგაის გვარის ნაშიერთა გაძღოლა.
სოფელი ნაირმალი მთის ფერდობზე იყო შეფენილი, ასე
რომ, ხორგაის გვარს სახნავ-სათესი და ვენახები დაბლა ჰქონ-
და ხევში, სწორედ იმ ტაფობზე, რომელზედაც გადის ახლაც
ფარცხისიდან სამშვილდეს მიმავალი თემშარა.
83 მკითხველთა ლიგა
ბარე ორმოცდაათი დღიური ჰქონდათ დასამუშავებელი სა-
პატრონო ამ სამ ძმას ხორგაის, როგორც საკუთარი, ისე ბიძა-
თაშვილების ქვრივ-ობლებისა.
ადრე დაწყებული ზამთრის დიდი თოვლიანობის შემდეგ ამ
მხარეში გაზაფხულმაც ადრე გამოაჩინა პირი. ჯერ კიდევ ნეკერი
არ იყო გამოსული და გაბრიელ ხორგაიმ ამცნო ძმებს და ბიძა-
თაშვილების შეღერებულ ბიჭებს, ადრე დავიწყოთო ანეული-
სათვის ხვნა.
ასე რომ, აღდგომის მესამე დღეს ბარე ოცდაშვიდი მამაკაცი
ხორგაის გვარისა წინა დღიდან ამზადებდა ორ გუთნეულს.
ხარიპარია ჯერ კიდევ არ იყო ცაზე გამკრთალი, როცა გაბ-
რიელ ხორგაიმ დაიწყო ხვნა. ჩირგვებში გულწითელა წრიპი-
ნებდა საწყალობლად, მეხრეების ჟივილსა და შოლტის გატლა-
შუნებაზე მხმარ ბალახში მოფაჩუნე ტოროლები ფრთხებოდნენ
და ცაში აჰქონდათ კარზე მომდგარი გაზაფხულის სიმღერა.
გულდაწყვეტილი იყო გაბრიელი, რომ ამჯერად მისი ერთა-
დერთი ვაჟი, გოდერძი, შველოდა მხოლოდ. იგი წინა კვირას
დაბრუნდა ნაჭარმაგევიდან, დაებარებინათ უმცროს ძმებს,
როსტოისა და გოგილოის: ჩვენც დაგვპირდა ათასისთავი, ნააღ-
დგომევს ჩვენც გამოგვიშვებსო და ხვნაში წავეშველებითო მა-
მას.
თავჩაქინდრული მიჰყვებოდა გაბრიელ გუთანს, მალიმალ
გასცქეროდა ფარცხისის შარას, რომელიც პირდაპირ მოსჩანდა
ამ ტაფობიდან.
ბინდბუნდი დაწყებულიყო, როცა ცის კიდეზე, ჩრდილოეთის-
კენ ორი მხედარი გამოჩნდა. გოდერძი წინ მიუძღოდა ხარებს,
მან პირველად მოჰკრა თვალი თავდაღმართში ამოსულ მხედ-
რების ჩრდილებს და გახარებული ეუბნება მამას:
„ვგონებ, მოდიან ჩვენები, მამი!“
თავი ასწია გაბრიელმა და ხედავს, ორ მხედარს ორიც წა-
მოეწია, კიდევ დააცქერდა და შენიშნა, ცხენოსნები როდი იყ-
ვნენ ესენი, არამედ ჯოროსნები.
„ჰამოო“, შესძახა გულდაწყვეტილმა ხარებს და დაჰყვა თავ-
დაღმართში უკვე გაკვლეულ კვალს. გუთნეული მიუახლოვდა
თუ არა გზას, გაბრიელმა უბრძანა მძღოლს, თემშარაზე გა-

84 მკითხველთა ლიგა
დაეტარებინა ხუთივე უღელი, ეგ უნდოდა, მოტვლეპილ გზაზე
კლერტებისაგან გაეწმინდა გუთანი.
გოდერძიმ შეუძახა ხარებს და გზის გადაღმელ თხრილამდის
მიიყვანა უღლის მოწინავენი და აქ შეაჩერა გუთნეული.
ვიდრე გაბრიელ ხორგაი კლერტებს გააცლიდა გუთანს, ჯო-
როსნები ზედ მიადგნენ გუთნეულს. მათმა მოწინავემ, გრძელ-
წვერა კაცმა, რა ნახა გუთნეულისაგან გადატიხრული იყო გზა,
ათიოდე ნაბიჯზე შეაჩერა ჯორი.
როცა სამნი დანარჩენნი წამოეწიენ წვეროსანს, იგი მიუბ-
რუნდა თავის თანამგზავრებს და უკმაყოფილო ჯაჯღანი შეჰქმნა
თურქულად.
თურქულის გაგონებაზე გაბრიელმა ხელი უშვა სახნისს და
გადასძახა გოდერძის:
„ნუღა მოაბრუნებ ხარებს, ვნახოთ, ვინ არიან ეს ჯოროსნე-
ბი“.
გოდერძიმ ხარები შეაჩერა და მზერა ესროლა ახალმოსულ-
თა წინამდგომს, რომელსაც ინით შეღებილი წვერი სცემდა
მკერდზე და ქართული კაბა ეცვა თაგვისფერი ჯუბის ქვეშ. მისნი
მხლებელნიც ქართულ კაბა-ჯუბით იყვნენ მორთულნი და ქარ-
თულივე წაღები ეცვათ.
ამასობაში გრძელწვეროსანი მოხუცი შეეკითხა გაბრიელს
თურქულად:
სამშვილდის გზას თუ გვიჩვენებო?
გაბრიელს თურქული არ ესმოდა, თავის ვაჟს მიუბრუნდა:
„ერთი ხმა გაეც ამ კაცს“.
გოდერძის ეუცხოვა ეს კითხვა, რადგან იმჟამად თურქებს
ეჭირათ სამშვილდე. მან კარგად იცოდა თურქული, მაგრამ პა-
სუხი არ გასცა, რადგან გაუკვირდა, ქართული კაბა-ჯუბით მორ-
თულნი რად შეგვესიტყვენო თურქულად?
ნაცვლად პასუხისა, კითხვა შეაგება მოხუცს:
„გჲურჯი ბილმერსან?“9
უსიამოდ დაიმანჭა კითხული და უარის ნიშნად გააქნია თავი.

9 ქართული არ იცი?
85 მკითხველთა ლიგა
გაბრიელმა ხელი შეუშვა გუთანს, დინჯად მიუახლოვდა
წვერწითელას და გადასძახა გოდერძის:
სადაურობა ჰკითხეო ბერიკაცს.
გაბრაზდა წვერწითელა, მაგრამ თავი შეიკავა და ნაძალადე-
ვი თავაზიანობით უთხრა გოდერძის:
„თუ სამშვილდეს გზას გვასწავლით, ხომ კარგი, თორემ რამ-
დენი კაცი ჩვენ გზაზე შეგვეყრება, ყველას ხომ ვერ ვუამბობთ,
ვინა ვართ და საითკენ მივალთ, მოყვარევ“.
გაბრიელმა ჯორის სადავეს ხელი წაავლო და ეუბნება თავის
ვაჟს:
„გადაუთარგმნე მაგ ბებერს, არც ეგ გზაა-თქო თქვენი და
არც თუ ჩვენა ვართ-თქო თქვენი მოყვარე“.
გაფიცხდა წვერწითელა და უყვირა გაბრიელს:
ხელი უშვიო სადავეს.
გაბრიელი წინ გადაუდგა, მაგრამ ამასობაში წვერწითელამ
დეზი ჰკრა ჯორს, ცხოველი შეკუნტრუშდა, გაბრიელს სადავე
გაეცალა ხელიდან, მაგრამ ხარებს გადატეხილი ჰქონდა თემშა-
რა და ჯორიც გაუოჩნდა პატრონს.
ამასობაში გაბრიელი მიეჭრა მოხუცს: ჯორიდან ჩამოდიო,
უყივლა.
წვერწითელა ჩამოიწია ძირს და სილა გაარტყა გაბრიელს.
გაცხარებული მივარდა გაბრიელი, ხურჯინივით ჩამოიღო
ჯოროსანი ძირს.
ვიდრე გოდერძი მოშველიებას მოასწრებდა, შავგვრემანი
ახალგაზრდა კაცი გადმოხტა ჯორიდან და მხრის თავზე იატაგა-
ნი დასცა გაბრიელს.
მოვარდა გოდერძი, იატაგანი წაართვა უცხოს, წამოაქცია და
ყელში წაუჭირა ხელი. ახლა ორი დანარჩენი გადმოხტნენ ჯორე-
ბიდან და მათრახები დაუშინეს მამა-შვილს.
გაბრიელი ტყავკაბამ დაიფარა იატაგანისაგან, თუმცა
გრძნობდა სისხლის დენას, მაინც მუშტებით იგერიებდა უცხო-
ებს.
ხელები შეუკრა წვერწითელას, ასე რომ, ბერიკაცმა ვეღარ
მოიხმარა ჯუბის ქვეშ დამალული ხმალი.
გოდერძიმ, იატაგანი რა ხელში მოიგდო, დაერია წვერწითე-
ლას მხლებლებს.
86 მკითხველთა ლიგა
ამასობაში მოცვივდნენ გაბრიელ ხორგაის ბიძათაშვილები,
სასტიკად სცემეს მოძალადეთა, თოკებით შეკოჭეს და გზის პი-
რად დაჰყარეს ისინი.
გოდერძი მოახტა წვერწითელას ჯორს და ხულუტის ციხეში,
ქარიმან სეტიელთან გაექანა ჭენებით.
ტყვეები გატვრინულნი იწვნენ თემშარის მტვერში და ხმას
არ იღებდნენ, არც მათი ვინაობის, არც სადაურობის გამო ამ-
ბობდნენ რაიმეს.

***
შტორა მორკნეველი და მახარაი დაუყოვნებლივ გაჩნდნენ
ხულუტის ციხეში.
მთელ კვირას გასტანა ქართულად მორთულ უცხოთა და-
კითხვამ. ვერც სიმშილით, ვერც მათრახების ცემით, ვერც მოპი-
რულ ხმლებზე გადახტუნების მუქარით ვერ ათქმევინეს მათ, თუ
ვინ იყვნენ, საიდან მოდიოდნენ, ან რა საქმისთვის მიემგზავრე-
ბოდნენ სამშვილდეში.
ბოლოს ქარიმან სეტიელს მართლაც მზად ჰქონდა მოპირუ-
ლი ხმლები, მაგრამ არა ჰქნა მორკნეველმა შტორამ, დაიხოცე-
ბიან და საიდუმლოს თან ჩაიტანენო საფლავში.
ერთადერთი, რისი გამოძალვაც მოახერხა ქარიმან სეტიელ-
მა, ეს იყო, ოთხივემ ცალ-ცალკე განაცხადეს: ჩვენ თუმცა თურ-
ქულის მეტი ენა სხვა არ ვიცით, მაგრამ თურქნი არა ვართო.
ბოლოს იჭვი აღეძრა მორკნეველს, ვინ იცის, ეგებ ალანები
იყვნენო.
მაშინ ბრძანა მორკნეველმა: ღორის ხორცი მიაძალეთო.
მიუტანეს ღორის ხორცი ტყვეებს, ახლოს არ მიეკარნენ საჭ-
მელს.
ცალიერ ხმიადსა სჭამდნენ, ისევ მიუტანდნენ ღორის ხორცი-
საგან გაკეთებულ კერძს, დაყნოსავდნენ და განზე გადადგამ-
დნენ.
გაჩხრეკის დროს ორ კაცს არ აღმოაჩნდა იატაგანი.
მახარაიმ ჩამორთმეული იატაგანი დაათვალიერა, ირანული
აღმოჩნდა.
ხმალი მოიკითხა. იგი ხულუტის ციხისთავს შეენახა თავის-
თვის. ბოლოს, როგორც იყო, მოუტანეს იგიცა.
87 მკითხველთა ლიგა
ამ ხმალზე ორი მშვილდოსანი იყო ოდნავ შესამჩნევად გა-
მოხატული, ურთიერთისადმი ზურგშექცეული, ხოლო შუა წელში
– ხახადაბჩენილი მგელი.
მახარაი იარაღის მცნობი იყო.
თვალი დაადგა ამ ხმალს.
მორკნეველი შეეკითხა ქოსას:
„რაო, ხომ არ გეცნაურა ეს ხმალი?“
„თუ არა ვცდები, ეს ხმალია, რომელიც ტუღრულბეგმა აჩუქა
მას ჟამსა შინა ლიპარიტ დიდს“.
კვლავ დააშტერდა ხმალს და ეუბნება ქარიმანსა და შტორას:
„აჰა, ჭაბუკნო ჩემნო, ფარცხისიდან ხომ არ გაგპარვიათ ეს
უცნობი თქვენ?“
უკანასკნელ კვირას ისინი ნაჭარმაგევს ჰყავდა წარგზავნი-
ლი მეფეს და არც კი იცოდნენ, თუ ვინმე გაიპარა იმ დღეებში
ფარცხისის ციხიდან.
მორკნეველის თავში ახალი აზრი განათდა:
„ახლავე აქ მომგვარეთ ბერი მიქელაი“.
ამოათრიეს დილეგიდან მიქელაი.
დაშინებული ბერი მინდვრის თაგვივით აცეცებდა თვალებს.
მახარაიმ თაროდან გადმოიღო ხმალი, ზედ ცხვირთან
მიუტანა და ეუბნება:
„აბა, თუ იცნო ეგ ხმალი, ბერო?“
ბერი ჯერ სდუმდა, დაკვირვებით დააცქერდა მას. შეცბუნდა,
მაგრამ დადუმდა.
„მათრახები ხომ არ მოგნატრებია ამ ნააღდგომევს, ბერო?
ახლავე უნდა სთქვა, ვისია ეგ ხმალი“.
ეუბნება წარბშეყრილი მორკნეველი.
„ეგ ხმალი ლიპარიტ დიდის დამასკური ხმალია, ვგონებ“.
„კარგი და პატიოსანი, – სთქვა მორკნეველმა, – თუ სადმე
გინახავს ეგ ხმალი ოდესმე?“
ბერი მცირე ხანს სდუმდა და, როცა მორკნეველი კვლავ
მოიღუშა, ყოყმანით სთქვა:
„ეგ ხმალი ფარცხისში ჰქონდა რატის“.
„შენ როგორ გგონია, ხომ არავისთვის უჩუქნია ეგ ხმალი რა-
ტის?“
ეკითხება მორკნეველი.
88 მკითხველთა ლიგა
ბერი კვლავ შეყოყმანდა და ბოლოს სთქვა:
„ეგ ხმალი აჩუქა რატიმ, თუ არ ვცდები, ჰამადანელ ყადის,
მუსტაფა-ბენ-ისმაილს“.
„სად არის ახლა ის კაცი?“
ეკითხება მახარაი.
„ფარცხისში“.
სთქვა მიქელამ.
„დანამდვილებით იცი?“
შეეკითხა მორკნეველი.
„ყოველ შემთხვევაში, მე იქ დავტოვე და უფალს უკეთ ეცო-
დინება“.
მორკნეველმა ციხისთავი იხმო, უბრძანა:
აქ მომგვარეთო ის წვერწითელა ბებერი.
როცა მოხუცი შემოიყვანეს, ბერი შეცბუნდა, მოხუცმა აინუნ-
ში არ ჩააგდო მისი სიახლოვე, აპარპალებდა თავის მწითურ
წამწამებს და მდუმარედ დასჩერებოდა იატაკს.
მორკნეველმა ხმალი მიაშვირა წვერწითელა მოხუცს და
ეკითხება მიქელაის:
„ვინ არის ეგ ბერიკაცი, ბერო?“
მიქელაიმ კიდევ შეხედა მას და ყოყმანით სთქვა:
„თვალი თუ არ მატყუებს, ჰამადანელი ყადი, მუსტაფა-ბენ-
ისმაილი!“
„რას აკეთებდა იგი ფარცხისში?“
შეეკითხა მახარაი.
„რატისთან სტუმრობდა“.
მიუგო მიქელაიმ.
მორკნეველმა უბრძანა მას:
„ახლა წადი და დანარჩენისათვის ხვალ გიხმობთ, ბერო“.
მიქელაი გაიყვანეს და ქარიმან სეტიელი ეუბნება ყადის:
„ახლა ხომ ნათელია ყოველივე, აწი მაინც უნდა გვიამბო, ბე-
რიკაცო, რაც იცი“.
ხომ აგრე თრთოდა მუსტაფა-ბენ-ისმაილ დავით მეფის სპა-
თა წინაშე, მაგრამ როგორც კი ტყვედ ჩავარდა, განსაცვიფრებე-
ლი ვაჟკაცობა გამოიჩინა.

89 მკითხველთა ლიგა
იგი ხმის გაუღებლად ითმენდა მათრახებით ცემას მაშინ,
როცა მისი მხლებლები დასაკლავ ხარსავით ბღაოდნენ, არ
უშინდებოდა არავითარ მუქარას.
ახლაც ქედმაღლურად განუცხადა აზნაურ მორკნეველს:
„გინდ მოპირულ ხმლებზე გადამახტუნეთ, გინდ მათრახებით
მცემეთ, გინდ ორი ცხენი შემაბით მკლავებზე და შუა გამხლი-
ჩეთ ისე, როგორც თქვენ ეს გჩვევიათ, გჲურჯებს, თუნდაც ერთ
სიტყვასაც ვერ დამაცდენინებთ ალლაჰის შეურაცხმყოფელს.
რადგან ალლაჰ ყოვლისშემწყალეა და ყოვლისმხილველი
და იგი უმზერს ჩემს წამებას თვალნათლივ. ვერც ჩემი სულტნის
აუგს დამაცდენინებთ, იცოდეთ, რადგან ერთგულების ფიცით
ვარ ბერიკაცი შეკრული.
სხვა დანარჩენს, რაც კი რამ ვიცი, ყოველივეს მოგახსე-
ნებთ“.
მორკნეველს მოეწონა ბერიკაცის ესოდენი სიმტკიცე, დაუყ-
ვავა ტყვეს და ეუბნება თურქულად:
„ჩვენს მეფეს არ ესაჭიროება არც თქვენი შჯულის ძაგება და
არც აუგი თქვენი სულტნისა, მხოლოდ ეს გვამცნე პირუთვნე-
ლად, თუ რა ხდება ამჟამად სელჯუკიანთ სასულტანოში. ამ თა-
ვიდანვე იცოდე ოღონდ: ყალბი ჩვენებისათვის პასუხს მოგ-
თხოვთ უთუოდ“.
მუსტაფა-ბენ-ისმაილმა თავმოდრეკილად მოისმინა ეს ყოვე-
ლივე. როცა იგი გაიყვანეს, აზნაურმა მორკნეველმა ბრძანა:
დამასკური ხმალი დაებრუნებინათ ყადისთვის და ამიერი-
დან ღორის ხორცის ნაცვლად ცხვრის ჰარისა ეჭმიათ მისთვის.

ყადი მუსტაფას შეგონებანი


მორკნეველმა შტორამ და მახარაიმ მეორე დღესვე მოახსე-
ნეს მეფეს ჰამადანელი ყადის შეპყრობის ამბავი. მეფემ ბრძანა,
გამოეკითხათ მისთვის სელჯუკიანთა სასულტანოს ვითარებანი.
მესამე დღეს ჩუხჩებმა ამოიყვანეს საპყრობილედან ყადი
მუსტაფა-ბენ-ისმაილ, ხულუტის ციხისთავის სამყოფელოში მიჰ-
გვარეს მორკნეველს.

90 მკითხველთა ლიგა
მორკნეველი: „ყადი მუსტაფა, ჩვენს მეფეს მრავალგვარი
ცნობები მოსდის სასულტანოში მყოფ თავის სარწმუნო კაცთა-
გან. ჩვენ გვინდა შემოწმება მათ მიერ ნაუწყებისა, ამიტომ
შეუფარველად უნდა გვიამბო, რაც მოხდა მუეიდ-ალ-მულკის
მოკვდინების შემდეგ. იცოდე, ჩვენების გამრუდებისათვის პა-
სუხს გაგებინებთ“.
ყადი მუსტაფა-ბენ-ისმაილ: „მე ყოველივეს მოგითხრობთ,
რაც ვიცი და რაც გამიგონია, სხვა უკეთესად ალლაჰს ეცოდინე-
ბა გულმეცნიერსა და ყოვლისმცოდნეს.
როგორც კი მოჰკლეს მუეიდ-ალ-მულკი, ამირებმა შეუთვა-
ლეს სულტან ბარქიაროკს:
„შენ ქალაქ რეის წაბრძანდი ლაშქრითურთ, ჩვენ ლაშქარს
წარვუძღვებით და შენი ძმის – მოჰამედის მიერ ატეხილ ამბოხს
ბოლოს მოვუღებთო“.
სულტანი შეყოყმანდა ოდნავ, მაგრამ ბოლოს მაინც აიყო-
ლია თავისი დედა, ზობეიდა ხათუნ, და ლაშქრიანად გაემართა
რეისკენ.
არ ვიცი, ასსასინებმა თუ სხვა უშჯულოებმა ლაშქარი აუჯან-
ყეს გზად მომავალს სულტანს, ღამით გაძარცვეს სულტანისა და
მისი სარანგების კარვები. ზობეიდა ხათუნ შეკრთა, თავი აარი-
და აურზაურს და რეის მიაშურა მცირე ამალითურთ.
როცა ბარქიაროკმა მიაღწია რეის მისადგომებს, აქ მას მი-
ერთვნენ ამირა ინალ-ბენ-ანუშტეკინ და იზზ-ალ-მულკ, ნიზამ
ალ-მულკისა და ბაგრატ აფხაზთა მეფის ასული, რომელსაც
დიდძალი ლაშქარი თან ახლდა“.
მახარაი: „შენ გეშლება, ყადი მუსტაფა, ეს ქალი დისწული
იყო მამიჩემისა და არა ასული მისი!“
ყადი მუსტაფა: „ეგ ჩემთვის სულერთია, უფალო, ვინც უნდა
იყოს ეგ დიაცი“, ასეა სთქვა ყადიმ და დადუმდა.
მორკნეველი: „განაგრძე, განაგრძე, ყადი მუსტაფა“.
ყადი მუსტაფა: „ამცნეს თუ არა სულტან ბარქიაროკს, მოჰა-
მედი მოდისო, შებრძოლება არ მოიწადინა, რადგან შეუძლოდ
იყო თავათ, და ისპაჰანისკენ მიმავალ გზას დაადგა.
ისპაჰანში მეტწილად მოჰამედის მემხრენი იყვნენ, ამიტომაც
მათ ციხეთა კარები დაახშეს და არ შეუშვეს სულტანი ქალაქში.
ბარქიაროკი ხუზისტანისკენ გაემართა ლაშქრითურთ.
91 მკითხველთა ლიგა
თვესა ჯულკადეს, დღე არ მახსოვს დანამდვილებით, მოჰა-
მედი და მისი ვაზირი მეჯიდ-ალ-მულკი დაეუფლნენ რეის; აქ
მათ დაუხვდათ ზობეიდა ხათუნ.
თქვენ ალბათ გეცოდინებათ, მეჯიდ-ალ-მულკი ბარქიარო-
კის პირველი ვაზირი იყო და სწორედ ზობეიდა ხათუნის შთაგო-
ნებით გადააყენა სულტანმა იგი.
ამიტომაც შური იძია მეჯიდ-ალ-მულკმა და საკუთარი
მშვილდის საბელით მოაშთო იგი.
ამირთა ამირა საად-ედდაულაჰ-აინ ბარქიაროკის მტერი
იყო, მან განაზრახა ამირები: ქერბოგა, ჯეკერმიშ, ზორკაბ და
კენგავერ. ესენი ეახლნენ მოჰამედს და ერთგულება შეჰფიცეს.
ხსენებული ამირების სახელით ბაღდადს წავიდა საად-
ედდაულაჰ-აინ და მოჰამედი შეავედრა ხალიფა ალ-
მოსტადჰირს.
მართლაც, თვესა ზულჰიჯეს, დღესა მეჩვიდმეტეს, ხალიფამ
ხუტბა აღავლინა მოჰამედის სახელზე.
ამასობაში ბარქიაროკის ჯანმრთელობა გამომჯობინდა, იგი
ხუზისტანში შეიჭრა ლაშქრით.
გზადაგზა მას შეუერთდნენ დიდ-დიდნი ამირნი, ხოლო გან-
დგომილნი ქალაქ ვაიკიტში გამაგრდნენ.
მისდგნენ თუ არა ბარქიაროკი და მისი სარდალი, ამირთა
ამირა ინალი, ქალაქის უხუცესნი და მოჰამედის მემხრე ამირები
გაიქცნენ.
ბარქიაროკმა აიღო ციხე, თავის მტრებს სასახლეები გა-
დაუბუგა, მათი ცოლ-შვილი დაატყვევა და მძიმედ დაბეგრა ქა-
ლაქი.
ასსასინები და სხვა მწვალებლები მოედანზე თავს ესხმოდ-
ნენ ბარქიაროკსა და მის ამირებს, მაგრამ ალლაჰის თანადგო-
მის მეოხებით, უვნებლად გადაგვირჩა სულტანი.
მოედნებზე გამოიყვანეს ასსასინებისა და სხვა მეამბოხეთა
თავკაცები, ზოგი ძელზე გასვეს, სხვანი საკუთარი ცხენების ძუას
მიაბეს და ასე ათრიეს ქუჩებში.
ერთი კვირის შემდეგ ბარქიაროკმა აჰყარა ლაშქარი და
ბაღდადისკენ გაემართა.

92 მკითხველთა ლიგა
ხალიფა შეჰკრთა და თავისი ვაზირი ბაღდადის ამიდ10 მიაგე-
ბა სულტანს ბაღდადიდან რამდენიმე ფარსანგის მანძილზე.
დაფრთხა ბარქიაროკის მტერი – დიდი ამირი საად-
ედდაულაჰ-აინ, ბაღდადიდან გაიპარა ღამით და მოიხმო: ნეჯიმ
ედ-დინ ილღაზი, ძე ორტოკისა, და სხვა ამირები, რომელთაც
ბარქიაროკი სძულდათ.
თათბირი გამართეს მათ და შეუთვალეს მოჰამედისა და
მეჯიდ-ალმულკს: დაუყოვნებლივ მოგვეშველენით და საერთო
ძალით მოვახრჩოთო ბარქიაროკი.
ბაღდადს სალაშქროდ წასვლა ვერ გაბედეს მოჰამედმა და
მეჯიდალ-მულკმა, ნაცვლად ამისა, ათაბაგი ქერბოგა და ამირ
ჯეკერმიშ გამოგზავნეს ლაშქრითურთ.
ამის გამო გაანჩხლდნენ მოჰამედის მემხრე ამირები, მოცი-
ქულები მიუგზავნეს სულტან ბარქიაროკს და ამანი11 სთხოვეს
მას.
ბარქიაროკმა ამანი შეუთვალა განდგომილ ამირებს და ბო-
ლოს თავათ მივიდა მათ ბანაკში.
დაინახეს თუ არა სულტანი, ამირები ჩამოხტნენ ცხენებიდან,
განერთხვნენ მის ფერხთით და ეამბორნენ მიწას“.
მორკნეველი: ახლა ეგ გვამცნე, ყადი მუსტაფა, რა ბედი ეწია
ხალიფას ვაზირს, ბაღდადის ამიდს?“
ყადი მუსტაფა: „ბარქიაროკმა თავდაპირველად დაატყვევა
ამიდ, მაგრამ განრისხდა ხალიფა ალ-მოსტადჰირ და მუქარა
შეუთვალა სულტანს.
ბოლოს ბარქიაროკი მოლბა, ას სამოცი ათასი დირჰემი მოს-
თხოვა თავის დასახსნელად ვაზირს, ხალიფამ იკისრა ამ თანხის
გადახდა და საპატიო ხალათიც უბოძა სულტანს.
თვესა ჯუმადას ბარქიაროკი ბაღდადიდან გავიდა და შერიზუ-
რისაკენ გაემართა. აქ მას შეუერთდნენ დიდ-დიდნი ამირნი,
თურქომანთა აურაცხელ ლაშქრითურთ.
ჰამადანელ ქალაქის უხუცესებმა მორჩილების წიგნი გაუგ-
ზავნეს ბარქიაროკს, შესთხოვეს; გვიყმე და მოჰამედის მომხრე-

10 ამიდ – ქალაქის მოურავი.


11 ამანი – შეწყალება (თურქ.)
93 მკითხველთა ლიგა
თა საამირონიც ჩაიბარეო, მაგრამ ბარქიაროკმა პასუხიც არ
გასცა მათ და განაგრძო გზა.
მახარაი: „ეს ამბავი ჩვენ თავის დროზე გვაუწყეს, ყადი მუს-
ტაფა, ახლა შენ ეს გვამცნე, სად და როდის შეიბნენ ბარქიაროკი
და მისი ძმა, მოჰამედი?“
ყადი მუსტაფა: „მე ჰამადანში არა ვყოფილვარ იმჟამად, მაგ-
რამ როგორც ისპაჰანში გადმომცეს, ეს მოხდა თვესა რეჯებს,
დღესა მეოთხეს, მდინარის ისპიდ რუდის12 ნაპირას. ეს ადგილი
მდებარეობს ჰამადანიდან სამი ფარასანგის მანძილზე.
მახარაი: „ამ ომში მოჰამედი თუ სარდლობდა თავათ?“
ყადი მუსტაფა: „ლაშქრის გულს სარდლობდნენ მოჰამედი
და ამირ სერმეზი. მარჯვენა ფრთას – ამირ-ახორი და ვაჟი მისი,
აიაზ, ხოლო მარცხენას – მეჯიდ-ალ-მულკი.
სულტან ბარქიაროკი შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც იკისრა
ლაშქრის გულის გაძღოლა, მას თან ახლდა თავისი ვაზირი,
ელააზ. ბარქიაროკის ლაშქრის მარჯვენა ფრთას უსარდლეს
საად-ედდაულაჰ-აინ, ამირ სადაყის ვაჟი – იზზ-ედდაულაჰ და
ამირ ზორკაბი, ხოლო მარცხენა ფრთას ლაშქრისას – ათაბაგი
ქერბოგა.
საად-ედდაულაჰ-აინ ბრძოლის დაწყებისთანავე ეძგერა მო-
ჰამედის ლაშქრის მარცხენა ფრთას და უკუაქცია იგი. ამასობაში
მოჰამედის ჯარის ფრთამ უკან დაახევინა ბარქიაროკის ჯარის
მარცხენას.
უკუაქცია თუ არა იგი, ახლა ბარქიაროკის ლაშქრის გულს
მიადგა, სულტანმა უკან დაახევინა ჯარს და ლაშქრის გული
მოიშალა.
საად-ედდაულაჰ-აინ, მალიქ-შაჰ სულტნის მრავალნაცადი
სარდალი იყო, აინ თან ახლდა მალიქ-შაჰს, როცა იგი სომხეთსა
და საქართველოს ლაშქრავდა.
არ შეკრთა საად-ედდაულაჰ-აინ და განაგრძო მოჰამედის
მარცხენა ფრთის დევნა, მაგრამ ცხენი გამოუკლეს, მიწაზე
დაეცა თუ არა იგი, უმალვე მიეჭრა მას ხორასნელ მონათაგან
ერთი, თავი მოსჭრა აინს და მიართვა მოჰამედს.

12 ისპიდრუდი – თეთრი წყარო.


94 მკითხველთა ლიგა
ბარქიაროკის ვაზირი, ელააზ, ტყვედ ჩავარდა, ლაშქარი სავ-
სებით გაიფანტა, მეჯიდ-ალ-მულკმა დიდის პატივით მიიღო
ელააზ, ბაღდადის ამიდის წოდება და საპატიო ხალათი უბოძა
მოჰამედმა მას.
სამაგიეროდ, მეჯიდ-ალ-მულკმა ურჩია ელააზს, ხალიფას
ხლებოდა და ეთხოვა მისთვის მოჰამედის სახელზე ლოცვის
წართქმა.
ალ-მოსტადჰირმა „შეიწყნარა“ ამ მოღალატე ვაზირის თხოვ-
ნა და თვესა რეჯებს ხუტბა აღავლინა მოჰამედის სახელზე ბაღ-
დადში“.
ესა სთქვა ყადიმ, ორივე ხელი საფეთქლებზე შემოიწყო და
დადუმდა.
მახარაი: „კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს გვამცნე: რა იქნა
სულტან ბარქიაროკი?“
ყადი მუსტაფა: „როგორც ცნობილია, შეუდრეკელი ვაჟკაცია
სულტან ბარქიაროკი, იმ ღამეს, ასიოდე ცხენოსნის ამარამ,
სადღაც უკაცრიელ შამბნარებში გაათია ღამე, მაგრამ არ იკით-
ხავთ როგორი?
თქვენაც გსმენიათ ალბათ, კაცთა ხორცის მოყვარულნი
არიან ლომები, თუ სადმე ომი გაიმართა, ისინი შორიახლოდან
დადარაჯებულნი არიან, შეღამდება თუ არა, გამოვლენ და
დაესევიან ბრძოლის ველზე დარჩენილთ.
იმ ღამეს ისე დაქანცულნი იყვნენ ბარქიაროკის მხედრები,
ცხენები გაუშვეს მოუვლელად ტრამალზე, ნაშუაღამევს შამ-
ბნარში მძინარე მეომრებს მოეჭრნენ ცხენები, ეს თავათ მიამბო
ერთმა ამირმა, ბარქიაროკის მემხრემ.
შემზარავი ჭიხვინით მოვარდნენ თურმე დაფეთებული ცხე-
ნები, ზოგ მათგანს ზურგზე ასხდნენ ლომები. როცა ცხენების
ჭიხვინისა და ლომების ღრიალისაგან გამოეღვიძათ მეომრებს
და ნახეს, ცხენებზე ამხედრებული ლომები მოჰქროდნენ ამ შამ-
ბნარში მათკენ, მრავალ მეომარს თმები გათეთრებია შიშისაგან
თურმე.
მეორე დღეს სულტან ბარქიაროკი გაემართა რეისკენ და აქ
მოაგროვა ნიშაბურის, ტაბარისტანის, ხორასნის, ჯორჯანის
საამიროთა ლაშქარნი.

95 მკითხველთა ლიგა
მანდვე ეახლა სულტანს ამირ დაძი ოცი ათასი მონასპი-
თურთ.
მერმე ის იყო, ახალი ომი გადაიხადა ენუშჯანში“.
მორკნეველი: „ენუშჯანთან განა მოჰამედს შეება ბარქიარო-
კი?“
ყადი მუსტაფა: „არა, თავის უმცროს ძმას, სინჯარს“.
მახარაი: „ერთი ეს მითხარი, ყადი მუსტაფა, მოჰამედი და
სინჯარი ღვიძლი ძმებია ბარქიაროკისა?“
ყადი მუსტაფა: „არა, ესენი დედით ერთნი არიან, ნახევარ-
ძმანი მისნი“.
მორკნეველი: „როგორც ჩვენ გვამცნეს, სინჯარს გაუმარ-
ჯვნია ამ ბრძოლაში, არა?“
ყადი მუსტაფა აენთო, ათუხთუხდა და იყვირა:
„ეგ არაა სწორი, ალლაჰ უკეთ უწყის, აგრე არ არის ეგა,
მართალია, ენუშჯანთან დიდძალი ჯარი ჰყავდა სინჯარს, მაგ-
რამ მანდ მოხდა ასეთი რამ:
აქაც ბარქიაროკი თავად სარდლობდა თავის ლაშქრის
გულს, ხოლო სინჯარისას – ამირ რუსტემი.
ბარქიაროკმა ხმალი გააშიშვლა და ყიჟინით წინ გაუძღვა შუ-
ბოსნებს, ლანდის გაელვების უსწრაფესად მიეჭრა ამირ რუს-
ტემს და შუბით განგმირა იგი.
ამირ რუსტემი უძლეველად იყო ცნობილი, სინჯარის მონას-
პებმა რა დაინახეს, თუ როგორ მიათრევდა მის ცხედარს ცხენი,
მთელი ლაშქარი ბრძოლის ველიდან გაიქცა და მახლობელ
მდინარეში გადაცვივდნენ ცხენოსნები უფონოდ.
ბარქიაროკს ტყვედ ჩაუვარდა მოჰამედისა და სინჯარის დე-
და.
დაფრთხა დიაცი, ბარქიაროკმა დაუყვავა:
„ნუ გეშინია, დედაკაცო, შენ დედაჩემის ტოლი არა ხარ, რომ
მოგკლა; მისწერე შენ ვაჟს, სინჯარს, ჩემი ტყვეები დამიბრუნოს
და შინ გაგიშვებო“.
როცა ყადი მუსტაფამ მოათავა ამ ამბის თხრობა, მორკნევე-
ლი და მახარაი სდუმდნენ მცირე ხანს, მახარაის ეწადა კიდევ
გამოეკითხა ზოგი რამ ამ ამბების გამო მისთვის, მაგრამ ყადიმ
დაასწრო და თქვა:

96 მკითხველთა ლიგა
„აგრე უძლეველია ჩვენი სულტანი და სელჯუკიანთა ნათესა-
ვი. ალლაჰ, ყოველთა შემწყალე, თავის თანადგომას არ მოგ-
ვაკლებს არასდროს.
ალლაჰ მფარველობს ჩვენს დიდსა და უძლეველ სულტანს
და ამიტომაც მას ვერას დააკლებენ ვერც ძმები და ვეღარც
მტრები“.
მახარაიმ ერთხელ დაახველა.
ყადიმ თვალები დასჭყიტა და განაგრძო:
„დიახ, აგრეა, დიდია და უძლეველი ალლაჰ:
და ამ ხმელეთის პირზე რაც ხეებია, სულ ყველა კალმებად
რომ იქცნენ და რაც ზღვებია ამქვეყნად, ყველა რომ იქცეს მელ-
ნად, ალლაჰის დიდებას მაინც ვერ აღწერდა ვერავინ.
მხოლოდ თქვენ, უშჯულონი, ვეღარ ხედავთ, ალლაჰის ბრძა-
ნებით რომ მოსდევს დღე ღამეს, მზე და მთოვარე მის სამსახურ-
ში რომ არიან ჩამდგარნი. ალლაჰმა ეგეც იცის, რაც ზღვათა უფ-
სკრულში მიჩქმალულია ან რა ბედი აქვთ ორსულ დიაცთა საშო-
ში მთვლემარე ბალღებს, მან იგიც უწყის, ვინ სად უნდა გაიმარ-
ჯვოს. ან სად დამარცხდეს, ან ვის სად უწიოს სიკვდილმა, რად-
გან ალლაჰ ყოველთა შემწყალეა და გულმეცნიერი ხალხთა და
ყოველთა კაცთა.
და იგიც ჩვენს ქითაბშია13 დაწერილი, პირუტყვზე უარესნი
რომ არიან ის ხალხები, რომელთაც ალლაჰის ძალმოსილება
არა სწამთ“.
მახარაიმ შენიშნა, ექსტაზში შესული ყადი უფრო და უფრო
უმატებდა ხმას, ამიტომაც რამდენჯერმე ჩაახველა განზრახ,
ხმის ამოღებას არ აპირებდა, რათა დაეცლია, კიდევ რას იტყო-
და ეს გაავებული ყადი.
ყადი მუსტაფა: „ამიტომაც შეუმუსვრელნი ვართ ჩვენ მორ-
წმუნენი, თურქნი, მე ხომ ერთი კაცი ვარ, ერთადერთი მორწმუ-
ნე თქვენს შორის, თქვენი ტყვე ვარ, მაგრამ არა ვკრთი სიკვდი-
ლის წინაშე, რადგან ჩვენს ყურანში აგრე სწერია: „ურწმუნოთ
აგრე შესძახეთ მუდამ: „ჭეშმარიტად დიდია ალლაჰის სიძულვი-
ლი ურწმუნოთა მიმართ“.

13 ქითაბი – არაბ. წიგნი, იგულისხმება უპირატესად ყურანი.


97 მკითხველთა ლიგა
ალლაჰმ მოგვაკუთვნა ჩვენ მთელი სამყარო, რათა ყველგან
გავშალოთ ჩვენი კარვები. ეს მიწა ალლაჰმ მიანიჭა საიალა-
ღოდ ჩვენს ცხვრებს, ველები საჯირითოდ – ჩვენს ცხენებს, ხო-
ლო ურწმუნოთა ეკლესიები, სინაგოგები და სხვა მისთანანი
ჩვენი ჯორების, აქლემებისა და სახედრების საჯინიბოდ განკუთ-
ვნილია ალლაჰის მიერ, რადგან ალლაჰ არის მთელი სამყაროს
თავისთავადი მეუფე“.
მახარაის ქავილი აუტყდა, იგი ჯერ აღტყინებული იფხანდა
ინით შეღებილი ფრჩხილებით ნიკაპს, მერმე გესლიანი ღიმი-
ლით შენიშნა ყადის:
„ჰო, მაგრამ ახლა ერთი მიბრძანე, ყადი მუსტაფა, ვის
თქვენ?“
ყადი მუსტაფა: „ჩვენ, თურქებს, ალლაჰის მეაბჯრეთა და მეხ-
მლეთ“.
მახარაი: „აჰა, მაშ თქვენ აგრე ფიქრობთ, რომ თქვენ მოგა-
ნიჭათ ალლაჰმ ჩვენი ქვეყანაც, არა?
რათაო ვითომ?“
ყადი მუსტაფა: „რათა და კავკასიაში სამივე ხმელეთის ჰავაა,
ერთი ერთთან შეზავებული, ველთა სიტფო, მთათა სიგრილე,
მწვანილოვანი ტაფობები საიალაღოდ და ჩინებული მთის წყა-
როები ჩვენი ფარებისა და ჯოგებისათვის, ერთი სიტყვით, ყოვე-
ლივე, რაც ჩვენს ცხენებსა და ცხვრებს ესაჭიროება“.
მახარაი: „ოჰო, ეგებ ჩვენც გვესაჭიროებოდეს ეგ ყოველი-
ვე?“
ყადი მუსტაფა: „ჰმ, რა ვუყოთ მერმე, ერთი, რომ თქვენ ურ-
წმუნონი ხართ და მცირედნი, ჩვენ კი მორწმუნენი და ბევრზე
ბევრნი, მე ვიტყოდი, აურაცხელნი.
იმდენი მონასპა, რაც თქვენს დავუდ მეფეს დღესა ჰყავს თა-
ვის ციხეებში, ერთ ომში გაუწყვეტია ჩვენს დიდ სულტანს ბარ-
ქიაროკს, ალლაჰ იყოს მისი თანამდგომი.
იმიტომ, რომ ჩვენ ბევრზე ბევრი ვართ და ალლაჰ ხომ ბევ-
რზე ბევრის ღმერთია და სიმართლეც ბევრის მხარეზეა, გეს-
მით?“
ეს უკანასკნელი სიტყვები თითქმის ყვირილით წარმოსთქვა
ყადიმ.

98 მკითხველთა ლიგა
მახარაი (დიდხანს იკავებდა მღელვარებას, ამის გაგონები-
სას ნიკაპის ფხანა მიატოვა, წამოდგა, თავისი ქორული მზერა
მიაშტერა ამ თმაგაბურძგვნილ, წვერწითელა ბებერს და უყივ-
ლა):
„ყადი მუსტაფა, შენ კარგად იცნობ თქვენს ყურანს?“
ყადი მუსტაფა: „ჰმ, მე თუ ყურანს არ ვიცნობ, მაშ, რაღა
მცოდნია ამქვეყნად?“
მახარაი: „მაშ, ეგ თუ აგრეა, ნახე ოცდამეთერთმეტე სურა
თქვენს ყურანში და მანდვეა ნათქვამი:
„მოზომე შენი ნაბიჯები და ხმა შენი, რამეთუ ყველაზე
უსიამო ხმა სახედარსა აქვს“.
ყადი მუსტაფა გაფითრდა.
მორკნეველმა უბრძანა კარის ზღურბლთან გახევებულ ორ
ჩუხჩს, ისევ საპყრობილეში ჩაეგდოთ ყადი, ხმალი ჩამოერთმი-
ათ მისთვის და ამიერიდან ცხვრის ჰარისას ნაცვლად ღორის
ხორცის კერძი მიერთმიათ მისთვის.

სამთა შეპყრობა
მეფე დიდად გაახარა ჯონდი ერისთავისა და „ათასი იერუსა-
ლემელის“ ჩამოსვლამ. აგრე შეარქვეს მათ, თუმცა ათას ვაჟ-
კაცს გარდა ამდენივე ხეიბარი, სელჯუკიანთა ტყვეობაში დას-
ნეულებული ქართველი ჩამოიყვანა ჯონდიმ.
კირიონ მანგლელი, ნიანია ბაკურიანი, აზნაური მორკნევე-
ლი, ქარიმან სეტიელი და მახარაი წინ შეეგებნენ თეძმის ხევში
ჯონდის.
გულისშემძრავი იყო შამან ერისთავისა და მისი ვაჟის შეხ-
ვედრა. როცა უსინათლო ერისთავი გადაეხვია ჯონდის, ხელებს
უფათურებდა სახეზე, მხრისთავებსა და მკლავებზე, რათა დარ-
წმუნებულიყო, უვნებლად რომ ჩამოვიდა იგი.
სტიროდნენ არა მარტო მანდილოსნები, თვით გიორგი
ჭყონდიდელსა და გულცივ მახარაის აუწყალდათ თვალის თეთ-
რონი.
უსინათლოს დავსილ თვალთაგან დაძრული ცრემლი ათოვ-
და მის ღაწვისთავებსა და თეთრ წვერს.
99 მკითხველთა ლიგა
მოსულიერება ძლივს მოასწრო ხანგრძლივად ნამგზავრმა,
„ძელიცხოველის დიდ დარბაზში“ გამოიყვანეს, ბუხრის პირას
საკარცხული დაუდგეს.
საღამო მიიწურა საუბარში, პურობა აღარავის ახსოვდა. ნა-
სადილევს ისევ დასვეს სათხრობლად ჯონდი, იგი ვერ აუდიოდა
ერისთავთა და მღვდელმთავართა შეკითხვებს „ქრისტეს საფ-
ლავის განთავისუფლების“, ბაგრატოვანთა საომარი ჯვრის
იერუსალემს ჩასვლისა, მანდაური ქართული მონასტრების,
ქართული ხატებისა და იერუსალემელ ქართველთა თავგადასა-
ვალის გამო.

***
ყველანი ამჩნევდნენ, დავაჟკაცებულიყო ჯონდი. თუმცა
სიარულის დროს კოჭლობდა ოდნავ, მაგრამ უმძიმეს განცდებს,
სისხლისმღვრელ ომებში მიღებულთ, ოდნავადაც ვერ შეერყი-
ათ მისი სულიერი მხნეობა.
ერთადერთი გარეგნული ცვლილება თვალში ხვდებოდათ
მანდილოსნებს: წვერი დაეყენებინა ჯონდის, ეს დარბაისლურ
იერს ჰმატებდა მას, განსაკუთრებით როცა სდუმდა, მაგრამ საკ-
მარისი იყო ოდნავი გახუმრება და მისი მიმინოსებურ ცხვირის
ქვეშ ღიმილის გაელვება, კვლავ გაამჟღავნებდა ხოლმე მის-
თვის ჩვეულ, ჭაბუკურ ანგლობას.
როგორც კი ნიანიას, დედისიმედს, გვანცას, ან მახარაის
დაიმარტოხელებდა ჯონდი, ჩიტიმანჭიასავით დაიღმიჭებოდა,
მუშტს ტუჩზე მიიდებდა და ჩაიხითხითებდა, მყისვე აღდგებოდა
ძველი კვიმატი თავისი მეგობრების წინაშე.
განსაკუთრებულის ხალისით უამბობდა იგი ახალგაზრდებს
თავის მეხმლისა და მეაბჯრის – ხახუტაის ოინებს.
ასე რომ, ხახუტაის, აღაპების შემოსავალთა მიტაცებისათვის
დასჯილ ნადიაკვნარის სახელს წარამარა ახსენებდნენ ჯვარო-
სან რაინდების: გოდფრუა და ბუჲონის, ბალდვინის და ტანკრე-
დის გვერდით.
როცა ჯონდი უთხრობდა ახალგაზრდებს პალესტინაში დაყე-
ნებულ სისხლის წვიმების, ხალხების ურთიერთთან ზედშეწყვე-

100 მკითხველთა ლიგა


ტის და ციხეთა შელეწვის ამბებს, დედისიმედი ან გვანცა წარამა-
რა წამოიძახებდნენ ხოლმე:
„ხახუტაი სად იყო ამ დროს?“
„ხახუტაიმ რა ჰქნა?“
„ხახუტაიმ რა სთქვა?“
ორ დღესა და ორ ღამეს თითქმის განუწყვეტლად მოახსენებ-
და ჯონდი მეფეს, ჭყონდიდელსა და ერისთავებს სელჯუკიანთა
და ფრანკთა ომების გამო, მრავალი ათასი უბრალო ადამიანის
უწყალოდ გაჟუჟვის ტრაგიკულ ისტორიას.
ეს არ აკმარეს, ახლა ახალგაზრდები შეუჩნდნენ. თითქმის
იგივე, მაგრამ კომიკურ ასპექტში მოათხრობინეს უკვე, სასაცი-
ლო ამბავთა მონატრულებმა.

***
თავათ ხახუტაი გახარებული იყო ლიპარიტის სასახლეში
სტუმრობით.
„არა უშავს რა, კაი ადგილას მომიყვანეს, – ეუბნება იგი მზა-
რეულთუხუცესს, – თუ ჩემი პატრონის ნება იქნება, სულ აქ დავ-
რჩები, ხომ გაგიგონია, შვენიერისძევ, გიჟი ქორწილში შევიდა,
ჩემს სახლს ეგ სჯობიაო“.
ხითხითებდა ხახუტაი, ქერის ორმოში ჩავარდნილ ვირთხა-
სავით კუსავდა თავის წვრილსა და ფეტვისფერ თვალებს.
ჭოროხზე უფონოდ გადასვლისას თუმცა გაცივებულიყო ოდ-
ნავ, მაინც არ დარდობდა ამ ხიფათს. ლიპარიტის ბრძანებისა-
მებრ, მესტუმრეთუხუცესის სამყოფლოში მოათავსეს ეს „საპა-
ტიო იერუსალემელი“ და ბუხრის წინ გაშლილ ლოგინზე ნებივ-
რობდა დღისით და ღამით.
თავათ მზარეულთუხუცესი მიართმევდა მას ხარის ბეჭს, ირ-
მის შაშხს, დაშაშხულ ბატებს, ცხვრის დუმასა ან ღორის თავ-
ფეხს.
„დედისიმედის ძღვენი“ შეარქვა ნიანიამ ამ ულუფას ხუმრო-
ბით.
თუ ჯონდი ერისთავი მეფისა და დიდებულთა ცნობისწადი-
ლის შეჯერებით იყო გართული, ხახუტაი თავის ლოგინზე წა-
მოიჭოტებოდა და მოუთხრობდა გარს მოჯარულ მსახურთ მის
მიერ განცდილსა და განაგონს.
101 მკითხველთა ლიგა
და როგორც კი თავისუფალ დროს მოახელებდნენ, ხახუტაის
გარშემო მოგროვდებოდნენ მესტუმრეთუხუცესი და მზარეულ-
თუხუცესი, მერემეთუხუცესი და მენადირეთუხუცესი, ციცხვთუ-
ხუცესი, მეძღვნეთუხუცესი, მსახურნი, ბერნი, დიაკვანნი, ერთი
სიტყვით, მთელი სინკლიტი ლიპარიტ ერისთავის დიდი სასახ-
ლისა.
ზოგი ქვემჯდარი, ზოგი ზემდგარი, ზოგი ძირს დაცუცქული
შემოადგებოდა ხახუტაის და აამბობინებდნენ ანტიოქიისა და
იერუსალემის ამბებს, როგორ ხარშავდა ვირთხებს, როგორ
ვაჭრობდა წყლით, თურქთა ტყვეობაში ჩავარდნილი როგორ
აპამპულებდა ამირ ხალიაფს, ან როგორ პარავდა ყორნებს ბერ-
ძენ მეხომალდეებს გზაში.
მზარეულთუხუცესს განსაკუთრებით მოსწონდა უფრო სასა-
ცილო ამბები. განცდილ გაჭირვებათა მოგონება უფრო და უფ-
რო ჰმატებდა ჭამის ძალას ხახუტაის.
„გაძეხი?“ – შეეკითხებოდა მზარეულთუხუცესი.
„არა უშავს რა, წავიხემსე ოდნავ!“ ეტყოდა ხოლმე ხახუტაი
მზარეულთუხუცესს, როცა უკანასკნელ ხარის ბეჭს ფაიფურივით
გამსჭვირვალეს გახდიდა, დასძენდა:
„ეგ შეინახე, შეინახე, ძიაჯან, როგორც კი მოვრჩები, არა-
ბულ წერას გასწავლი ამ ბეჭზე, შენმა მზემ“.
დედისიმედს და გვანცას არ აკმაყოფილებდა ჯონდის მიერ
ნათხრობი. ლელაის და ნონაის ამბავი მოჰქონდათ: დახოცაო
სიცილით ხახუტაიმ თავისი მსმენელნი, მათ, დიახაც, ეწადათ შე-
პარულიყვნენ მესტუმრეთუხუცესის სამყოფლოში, მაგრამ კატა-
ის შიშით ვეღარ ბედავდნენ ამას, ამიტომაც ისევე ჯონდის
ჩააცივდებოდნენ და თხრობისაგან დაოსებულს ახლა სასაცი-
ლო ასპექტში მოაყოლებდნენ ამ დიდ ეპოპეას, ჯერ კიდევ გე-
გუთში ბარე ორგზის მოთხრობილს.
ერთ საღამოს გვანცა ემუდარა ჯონდის: უნდა გვიამბო, რო-
გორ მოიპარაო ხახუტაიმ ყორანი?
აღარ მოეშვა დედისიმედიცა, ბოლოს ჯონდიმ ჩაახველა და
დაიწყო:
„როცა ლავდიკეადან გამოვედით ბერძნული გალლერით,
ხახუტაის დაუნახავს: მეხომალდეს ყორნები ჰყოლია თურმე
გალლერის ქვედა სათავსოში“.
102 მკითხველთა ლიგა
„ყორანი რაღად უნდოდათ გემზე?“ – იკითხა გვანცამ.
„ყორანი აუცილებელია გემზე, – განაგრძო ჯონდიმ. – ბურუ-
სიან დღეებში, როცა მეხომალდე გზას ვეღარ გაიკვლევს ხოლმე
გაშლილ ზღვაზე, გაუშვებს ყორანს და იგი უცილოდ ჩრდი-
ლოეთისაკენ გაფრინდება.
მერმე აიღებს მეხომალდე სვლის გეზს იმ მიმართულებით,
საითკენაც ყორანი გაფრინდა“.
„მერმე, მერმე?“
იკითხა გვანცამ.
„მერმე ჩაპარულა ხახუტაი გემის ქვედა სათავსოში იმავე ღა-
მეს, რაღაც მანქანებით გაუღია გალია. ერთი ყორანი დაუთრე-
ვია კიდევაც.
მე პირველ დღეებშივე ზღვამ მაწყინა. ჩემს საწოლზე ვიჯექი
და ვაგლახად აბუზული ვთვლემდი. ერთბაშად მომესმა ისეთი
წყვეტილი ყრანტალი, როგორიც დასცდება ხოლმე ყორანს, რო-
ცა მას ყელში ხელს წაატანენ. ასეთი ყრანტალი და ბარტყუნი
ფრთებისა შემომესმა.
შევძახე ხახუტაის:
რას აკეთებ-მეთქი, შე ქრისტეს ფეხისმკვნეტელო, მანდ?
არაფერი, ჯონდი ბატონო, საუზმეს ვიმზადებო დილისთვის.
წავეპოტინე ბნელში მოფრთხიალე არსებას, ყორანი შემრჩა
ხელში.
ხახუტაი დავტუქსე და ვუბრძანე: ხელი არ ეხლო ყორნისათ-
ვის.
გათენებისას ვნახე: სანახევროდ გაეპუტა მაგ ეშმაკის კერძს
ყორანი, მეგზურად ვეღარ გამოგვადგებოდა, მაინც ავდექი და
მეხომალდეს მივგვარე იგი.
თანაც ვშიშობდი იდუმალ: ვაითუ გაბრაზდეს-მეთქი გალლე-
რის პატრონი, მაგრამ, ჩვენდა ბედად, ოხუნჯი კაცი აღმოჩნდა
იგიცა.
მან ბევრი იცინა ამ ვაგლახად გაპუტული ფრინველის დანახ-
ვაზე, დამამშვიდა და მითხრა:
„ვარსკვლავებზე ვატყობ: ბურუსი არ დაგვესწრება ამ მთვა-
რეზე ღვთით. გარდა ამისა, საკმარი მყავს ყორნები“.
მერმე გამიღიმა და მითხრა:

103 მკითხველთა ლიგა


„მე მთელი ქვეყანა კიდით კიდემდის შემომივლია, ხვლიკი-
ჭამია ხალხები მინახავს, გველიჭამიები და კალიაჭამიებიცა,
მაგრამ ყორანს რომ კაცი სჭამდა, ჯერაც არ მსმენია.
თქვენს ქვეყანაში ხომ არა სჭამენ, უფალო ჩემო, ამ ფრინ-
ველს?“
„არა, ბატონო, ჩვენი ხალხი მართლმორწმუნე ქრისტიანია,
მხოლოდ ეს ერთადერთი გამოგვერია-მეთქი, ჩემი მეხმლე, აგე-
თი მსუნაგი“.
„აბა, გულწრფელად მოგახსენოთ, მეც მინდოდა გამეგო რა
გემო აქვს მაგ სატიალეს, მაგრამ ჩემ მენიჩბეთა შორის მსურვე-
ლი ვერ ვიპოვე ვერასდროს.
მოდი უბრძანე მაგ შენ მეხმლეს, კარგად გაპუტოს და მო-
ხარშოს ეგ ყორანი, მერმე დავსხდეთ და შევექცეთ ერთი“.
ბოლოს ასე დამთავრდა: დასხდნენ ხახუტაი და მეხომალდე,
შეკაზმეს ყორანი, მადიანად მიირთვეს, ბერძნული წითელი ღვი-
ნოც ზედ მიაყოლეს.
როგორი გემო ჰქონდა-მეთქი მაგ ყორანს? – ვეკითხები ხა-
ხუტაის.
მან თავისი ცხენისებური კბილები გადმოჰყარა და სთქვა:
„ანტიოქიაში ყორნების მეტი რა მიმირთმევია, ჯონდი ბატო-
ნო, შენ გიმალავდი, თორემ ნაკვდრევ ყორანსაც გეახლებოდი
ხოლმე. ჩინებული გემო აქვს ყორანს, ოდნავ მომჟავო, ოდნავ
მწკლარტე, მაგრამ საამურად მწკლარტე“.

***
კვირაცხოვლობას როგორც მეფე, ისე ლიპარიტის სახ-
ლეული გომარეთს გაემგზავრნენ ტაძრეულითა და მცირე ლაშ-
ქრითურთ.
წირვა მოისმინეს და ლიპარიტის უბანს გაბრუნდნენ იმ
დღესვე.
ღამემ მოუსწრო პურობას. ჩინებულ გუნებაზე იყვნენ რო-
გორც მეფე, ისე ლიპარიტიცა.
როცა იერუსალემის ამბავთაგან უმთავრესთა თხრობა
მოათავებინეს ჯონდის, ახლა სელჯუკიანთა ნადირობის წესების
გამოკითხვას დაადგნენ.
104 მკითხველთა ლიგა
„როგორც თავის დროზე მოგახსენებდით, ჩემი მეხმლე, ნა-
დიაკვნარი ხახუტაი თავისი ღორმუცელობის მეოხებით თურ-
ქებს ჩაუვარდა ტყვედ, – დაიწყო ჯონდიმ. – დიდხანს ათრიეს
იგი სხვა ბერძენ მონასპებთან ერთად ანტიოქიიდან მაჰარამდის
და მანდაურ ამირას, ხალიაფს, მიჰყიდეს.
ეს მოხუცებული ამირი ალფ-არსლანს ხლებია, როცა ახალ-
ქალაქს ლაშქრავდა სულტანი. ხალიაფ პირადად იცნობდა
ჩვენს მეფე გიორგის, როცა ეს უკანასკნელი ისპაჰანში ეწვია
სულტან მალიქ-შაჰს.
ხახუტაი, ალბათ თავისი დევკაცური ანაგობის მეოხებით,
თვალში მოვარდნია ამირ ხალიაფს, ამიტომაც მოუხმია, ვი-
ნაობა და სადაურობა გამოუკითხავს მისთვის.
რა გაუგია, გჲურჯიაო, ჩვენებური ნადირობის საქმეთა გამო-
კითხვას შესდგომია ამირა მყისვე. ცხადია, ნადიაკვნარს თავის
დღეში ისარიც არ უსვრია ნადირისათვის, მაგრამ გეგუთის არე-
ებში მას ბევრი რამ ჰქონდა განაგონი გიორგი მეფის ბაზიერთა-
გან და უამბნია ზოგი ტყუილი, ზოგიც მართალი, ქართული ნა-
დირობის გამო.
უწინარეს ყოვლისა, ეს ჰკითხა ხახუტაის ამირამ: შენ თავათ
თუ გინადირნიაო?
ხახუტაის დაუწყია ტრაბახი: გიორგი მეფის ბაზიერთუხუცესი
ვიყავიო მას ჟამსა შინა. მერმე მოჰყოლია და რაც ჩვენს პატ-
რონს ირმები, ტახები, დათვები, შველები და ხოხბები დაუხოც-
ნია, ყველაფერი თავათ მიუთვისებია.
ამირას უთქვამს მაშინ:
მაშ, შენ თუ ასეთი კაი მონადირე ყოფილხარ, ჩემი ბაზიერ-
თუხუცესი მაგ უშჯულო ფრანკებმა მომიკლეს, ამიერიდან ბაზი-
ერთუხუცესი იქნებიო.
მოგეხსენებათ გაჭირვებაა უდიდესი მწვრთნელი, თავი
მოუყარა ბედშავმა ხახუტაიმ გეგუთში ყურმოკვრითა და თვალ-
მოკვრით შენაცნობს და დახელოვნებულა ბოლოს ამ საქმეში
იგი.
ამირა უშვილო ყოფილა და მთელი თავისი გულისყური თა-
ვის ქორ-მიმინოებისაკენ ჰქონია მიქცეული მაგ ბედდამწვარს.
ხალიაფს ასიოდე მიმინო ჰყოლია, ბარე ორასი ქორი და
უამრავი ბიზანტიური ძაღლი, ავაზები და არწივები.
105 მკითხველთა ლიგა
ფრანკთა ლაშქარი მაჰარას უახლოვდებოდა, ამიტომაც
თურქებს ნადირობისათვის არა სცხელოდათ, თურქ ბაზიერთა
შორის ჭაბუკნი ომში წაასხა ამირამ, შინ დარჩენილი მოხუცი ბა-
ზიერები ძლივს დაათრევდნენ ფეხებს, ასე რომ, ხახუტაი წელში
გასწყვიტა თურმე ამ ფრინველების სკორეს წმენდამ, მათთვის
კვერცხის გულისა და თეთრი ხორცის ხარშვამ, ჩაჩების, ქადე-
ბის, ხიზების, ეჟვნების, ხელთათმანების კეთებამ.
მობრუნდებოდა ბრძოლის ველიდან ამირა, ნადირობას შე-
უდგებოდა უმალვე, წინადღეს თავის ქორ-მიმინოს ჩამოუვლიდა
და მცირე ზადის შენიშვნაც იკმარებდა ქრისტიანებზე გულაღრე-
ნილი ამირას რისხვის გამოსაწვევად.
თავი მობეზრდა ხახუტაის და ფრთხილად შეუდგა მარილის
შეპარებას ამ მტაცებელთა საკვებში. წავიდოდა ამირა საომ-
რად, მეორე დღეს განუტევებდა სულს რომელიმე ქორი.
თავდაპირველად ამირა აგრე ფიქრობდა: ალლაჰმ შერისხა
მართლმორწმუნე მუსლიმანი, ომებს რომ ზედიზედ ვაგებთ, ალ-
ბათ ნადირობის საქმეშიაც აგვარიდაო გული, მაგრამ როცა მის-
მა საყვარელმა ფოლადისფერმა ქორმა გაფშიკა ფეხები, გაცეც-
ხლდა თურმე ამირ ხალიაფ, მივარდა ხახუტაის, იწყო ქრის-
ტიანების, გჲურჯების ლანძღვა და მათრახით სცემა ბედშავს.
ასეთი უწყალო ცემა აიტანა ხახუტაიმ, შეუცადა პატრონის
რისხვის გადავლას, დაუწყო პირმოთნეობა და იმდენი უჩიჩინა
ბერიკაცს, ერთ მოხუც ბაზიერს, თურქთაგანს გადააბრალა ყო-
ველივე: ვირის ლეშს აჭმევდნენ ქორ-მიმინოს და ამიტომ დაგ-
ვატყდაო ასეთი უბედურება თავს.
ამირა გამოძიებას შეუდგა, მანდაური ყადი მოაყვანინა და
იმდენი იძია ამ ყადიმ. მართლაც გამოჩხრიკა, რომ ერთ ბებერ
ბაზიერს ეჭმია ვირის ლეში რომელიღაც ქორისათვის.
ამირას კვლავ მიუბრუნდა „უდანაშაულო ხახუტაის“ მიმართ
გული, მაგრამ მათრახით ცემა დაიმახსოვრა თურმე ნადიაკ-
ვნარმა და შურისძიების მახვილს დაუწყო ლესვა.
მაჰარას ამირას ჰყავდა თურმე ერთი ფრიად საყვარელი კა-
პუეტი, რომელიც ამირ ილღაზის უჩუქნია მისთვის ცხენების
მთელი რემის სანაცვლოდ. რაკი თურქ ბაზიერებზე გული აუც-
რუა ხახუტაიმ ამირს, ხალიაფმა პირადად ხახუტაის ჩააბარა ეს
მიმინო.
106 მკითხველთა ლიგა
როცა ამირა შინ არ იყო, ხახუტაი უთევდა მას ღამეებს, გათე-
ნებამდის უჯდა თურმე ამ განებივრებულ მტაცებელს და „ააას“
ჩასძახოდა ყურში, რათა კაცთა სიახლოეს არ გადაჩვეოდა და
არ გატყიურებულიყო იგი.
მერმე მოდგებოდა ამ „დიდი ბატონის“ საუზმის ჟამი, ხახუ-
ტაი ხელებს დაიბანდა და კვერცხის გულს მიართმევდა და სა-
განგებოდ მოხარშულ თეთრ ხორცს,
„ალია“ რქმევია მიმინოს სახელად.
მზე აიწევდა და იძალებდა თუ არა სიცხე, ბაღში გაჰყავდა ხა-
ხუტაის ეს მიმინო, მშვილდებრ გადრეკილ ჯოხზე დასვამდა და
საბანაოდ წყალს დაუდგამდა.
ნადირობის დროს, ამირას უმარჯვესს მიმინოებს და ქორებს
გაექცეოდა თუ არა რომელიმე გოროზი ხოხობი, როჭო, ან იხვი,
ამირა იყვირებდა მყისვე: „ალია!“
ალია ამ დროს ხახუტაის უჯდა თურმე მარცხენა ცერზე წამო-
გებულ ხელთათმანის კიდეზე.
ალბათ მოგეხსენებათ, თურქნი ხის ხელთათმანს ამოიგებენ
ხოლმე ცერზე და არა ტყავისას, როგორც ჩვენ გვჩვევია.
შემოესმოდა თუ არა პატრონის ძახილი, ალია მოსწყდებოდა
ხახუტაის ცერიდან, ამირასას დააფრინდებოდა და მიუტევდა თუ
არა ამირა, უკვე გაპუტული იყო გაქცეული ფრინველი.
„მიტევება რაგვარ იციან თურქებმა?“
იკითხა ლიპარიტ ერისთავმა.
„ისინი ჩვენებური ხელის შეტოკებით როდი უტევენ მიმინოს,
არამედ მარჯვენა ხელით გაისვრიან მასშივე ჩაბღუჯულს იქით-
კენ, საითკენაც გაფრინდება ხოლმე ესა თუ ის ფრინველი.
ალია ისე ყვარებია პატრონს, ამირას სალოცავ ნოხზე ეძინა
ღამღამობით ხოლმე. როცა ფრანკები ორი ფარასანგის მან-
ძილზე მიუახლოვდნენ მაჰარას, ხახუტაიმ ალიასაც აგემა მცი-
რეოდენი მარილი და იგიც მიიღო უფალმა.
აქ უკვე ვაღარ გასჭრა ხახუტაის სიმჭევრემ, გაცოფებულმა
ამირამ მათრახით სცემა ტყვეს და საპყრობილეში უკრა საწყა-
ლობელს თავი.
ბატონკაცური გასვენება მოუწყო თურმე ამირ ხალიაფმა თა-
ვის საყვარელ მიმინოს, რომელიც ათი წლის მანძილზე ბუმბუ-
ლის ცვლას გადარჩენილიყო მშვიდობით, მაჰარას მოედანზე
107 მკითხველთა ლიგა
თავჩაქინდრული მიედინებოდა უამრავი ხალხი. ყურანის მკით-
ხველები ხმამაღლა გალობდნენ სურებს.
თავის ნათესავებითა და და ხელქვეითებით გარს შემორ-
ტყმული თავზე ხელის ცემით მიჰყვებოდა ამირ ხალიაფ ორ მო-
ხუცთაგანს, რომელნიც მოწიწებით მიასვენებდნენ მიმინო ალი-
ას.
ეს ამბავი ამ წიგნის ავტორზე უფრო მჭევრად მოუთხრო ჯონ-
დი ერისთავმა თანადამსწრეებს, ამიტომაც ბევრი იცინეს რო-
გორც მეფემ ისე ლიპარიტმა, ისე გიორგი ჭყონდიდელმაც.
ავაზებით ნადირობა თუ იციან თურქებმა?
იკითხა ახლად შემოსულმა აზნაურმა მორკნეველმა მოკრძა-
ლებულად.
ახლა ავაზებით ნადირობის თხრობას აპირებდა ჯონდი, სწო-
რედ ამ დროს შემოვიდა მახარაი და გრაგნილი გადასცა პატ-
რონს, თანაც უჩურჩულა: მუხათგვერდის ციხისთავის მალემ-
სრბოლმა მოიტანაო ამ წუთში.
მეფემ გრაგნილი თავათ გახსნა, თვალი გადაავლო, ისევ
დაგრაგნა და ხელში დაიჭირა, თანაც შენიშნა: ლიპარიტს თვა-
ლი გაექცა გრაგნილისაკენ. მეფემ არად მიიჩნია ლიპარიტის
სახეზე ამოკითხული ცნობისწადილი, ცალყბად ეკითხება მასვე:
„ავაზებით თუ გინადირნია, ერისთავთ-ერისთავო, ოდესმე?“
„ავაზები მუდამ ჰყავდა სულკურთხეულ პაპაჩემს და მამაჩემ-
საც, ბარე სამი მონადირეებს გაექცათ მშველზე ნადირობისას
შაორში. ორი გიორგი მეფეს უძღვნა თავის დროზე მამამ. ერთმა
მონადირეთუხუცესი დამიკბინა და ე, იმ სარკმლის გასწვრივ
რომ გალავანია, არ ვაჭარბებ, სამი კაცის სიმაღლე, იმ გალა-
ვანს ზედ გადაევლო და ნაძვნარში გაუჩინარდა.
მერმე შეეჩვია ის ტიალი გარეშემო სოფლებს, დაერია ცხენ-
თა რემას და რქოსან საქონელს, დიდი ზარალი მოგვაყენა,
ჩვიდმეტი ბალღი გაიტაცა, სოკოსა და ფიჩხის მოსაპოვებლად
ტყე-ტყე მოარულნი.
ბოლოს განრისხდა მამაჩემი, შვიდ სოფელში ქუდზე კაცი გა-
მოიყვანა, ხულუტის მეციხოვნენიც მივაშველეთ, ოციოდე ფარა-
სანგის მანძილზე შევკარით ხევები და კლისურები, ვეღარსად
ვიპოვნეთ ის ვერანა.

108 მკითხველთა ლიგა


ის ზამთარიც დაილია. გამოზაფხულზე მეღორეებს შეეფეთა
ის ავაზა შოშილეთის ეკლესიასთან. ისინი ღორებს უყიოდნენ,
ავაზა შემკრთალა და ეკვდერის ფანჯრიდან გადამხტარა. ზოგი
კომბლით, ზოგი ხანჯლით წამოსევიან და მოუკლავთ. ჩვენს მი-
ერ შებმული ჯაჭვის ნამუსრევით ვიცანით.
როგორც მერმე გვიამბო შოშილეთის ეკლესიის მნათემ,
თურმე იმ ეკვდერში ნაცხოვრება ის ავაზა: ღამღამობით კატისე-
ბური კნავილი მესმოდაო, მეც გარეული კატა მეგონაო“.

***
როგორც აბრეშუმის ქსოვილიდან გამოარღვევ ერთ თვალს,
გამოსწევ და გაიწელება ძაფი, გამოწეული სხვას გამოსწევს, გა-
მონარღვევს გამორღვეული დაემატება, აგრეა სიტყვაცა.
ტყიურისა და ნადირობის გამო საუბრები წაეწყო იმ საღამოს
ურთიერთს.
„კარგია ავაზებით ნადირობა, – სთქვა მეფემ, – მალე ნაჭარ-
მაგევში გვეწვევით ალბათ, ჯოჯიკი მწერდა ამას წინად ბაღდა-
დიდან, ჩინებულ ავაზებს გაახლებთო. თუ ეს გამართლდა,
მშველზე განადირებთ ავაზებითა“.
მახარაი მოუბრუნდა ლიპარიტს:
„განა მარტო ავაზებითა, მე გაჩვენებთ მიმინოებით, გინდ
ქორებით მშველზე ნადირობას. ორად ორ მწევარს მივუშვებ,
გინდ ერთ ავაზას. ეს იქნება ნამდვილი სეირი“.
„შენ ქორ-მიმინონი დაგიბერდნენ, მახო“.
შენიშნა მეფემ.
„გუშინწინ მომწერა ნაჭარმაგევის ციხისთავმა, შვიდი კა-
პუეტი და ათორმეტი თეთრი ქორი გამოუგზავნია ქავთარ ბარა-
მისძეს ჰერეთიდან. სული სხეულში არ მეტევა, ვიდრე ნაჭარმა-
გევს წავიდოდე და ბავლს გავუგდებდე მაგ მიმინოებს“.
ამბობდა მახარაი.
„ჯერ ხომ ადრეა ბავლის გაგდება, არა?“
იკითხა ლიპარიტმა.
„სწორედ ახლაა ბავლის გაგდების დრო, ერისთავთ-
ერისთავო. არგვეთისა და მარგვეთის საერისთავოებში დიდი
ხანია, რაც დაწყებულია ბავლი.

109 მკითხველთა ლიგა


ერთი კვირის წინად მამცნეს ქვახვრელიდან, ბავლის გაგდე-
ბა ვცადოთო უკვე. მე მანდაც მყავს რამდენიმე ქორ-მიმინო გა-
ბარებული“.
„მთელს სამეფოში რამდენი ქორ-მიმინო გყავს, მახო?“
შეეკითხა ნიანია.
„თუ ჩემმა ძმამ, გიორგიმ, მლაშე კვერცხი არ მიჭმია მიმინო-
ებს, გეგუთში ორმოცზე მეტი მყავს, ამის ნახევარი უფლისციხე-
შია“.
გიორგი ჭყონდიდელმა ღიმილით სთქვა:
„მე სულ დამავიწყდა, მახო, გიორგი მეფის დანაბარები: შენი
მიმინოებიდან ნახევარზე მეტი ქათმის ჭირს უმსხვერპლნია. აგ-
რე ბრძანებდა პატრონი და არაფერი ვიცი მათ გამო“.
მახარაი აილეწა.
„რასა ბრძანებ, მამაო გიორგი, თითო არაბულ ცხენად მი-
ღირდა ყოველი მათგანი. ერთი ჩავიდე გეგუთს, წვერს დავაგ-
ლეჯ ბაზიერთუხუცესს, იამანისძეს“.
„თურქნი მთლად გადაყოლილნი არიან ქორ-მიმინოს, –
სიტყვა ჩაურთო ნიანია ბაკურიანმა, – მალიქ-შაჰს შვიდი ფოლა-
დისფერი ქორი და ცამეტი ყბათეთრი მიმინო მიუძღვნა მისმა
ძმამ, კავურდმა, და, სამაგიეროდ, ამდენივე არაბული ულაყი
მიიღო სულტანისაგან.
ალფ-არსლანმა თავის ბაზიერთუხუცესს, ამირ ტოგტეკინის
მამას, ცალი ულვაში ააგლიჯა ერთი ქორის დაკარგვის გამო.
ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზის ორმოცდაათი მიმინოს და ამდენივე
ქორის მირთმევისათვის იერუსალემის საამირო მიუბოძა ამირ
ტუტუშმა“.
„ასეთი შლეგები რომ არიან თურქნი, ამიტომაც წარიმარ-
თნენ მათნი საქმენი კეთილად“.
ბრძანა გიორგი ჭყონდიდელმა.
„სომეხთა მთავარი, თოროზი, ჩინებული მწვრთნელი იყო
ქორ-მიმინოთა, – განაგრძო ნიანიამ, – იგი მიმინოებს უგზავნი-
და დამასკისა და ადანის ამირებს ძღვნად, სამაგიეროდ, იემენის
წმინდა სისხლიან კვიცებს ღებულობდა.
სომხის მთავრებივე მიართმევდნენ ხოლმე ალექსი კომნენს
კაპუეტებს, ხოლო კეისარი ბიზანტიურ ძაღლებს უსახსოვრებდა
მათ“.
110 მკითხველთა ლიგა
„აბა, თუ იცი, რა ფერისანი არიან ბიზანტიური მეძებრები,
ნიანია?“
შეეკითხა მახარაი.
„კვერცხისგულისფერი გულმკერდი აქვთ, ამავე ფერის თა-
თები, ჩაშავებული თვალის უპენი, ყვითლად დაწინწკლულნი,
ხოლო ზურგზე ყორნისფერი გადასდით“.
მეფეს მობეზრდა ეს საუბარი.
ადგა.
ძილი ნებისა უსურვა მასპინძლებს. მხოლოდ დედისიმედმა
შენიშნა: გრაგნილის მიღების შემდეგ გუნება შეეცვალა პატ-
რონს.
მეორე დღესვე შეუდგნენ ნაჭარმაგევს წასვლის სამზადისს.
გადაწყდა: ლიპარიტ ერისთავი სახლეულითურთ უნდა
წვეოდა ნაჭარმაგევში მეფეს. გეგუთიდან ჩამოსულმა მალემ-
სრბოლებმა და ქუთათელმა ბერებმა თრიალეთში ხმა დაარხიეს
წინასწარ: მარიამ დედოფალთან ერთად მეფე გიორგი და
დიოფალი ელენე მოემგზავრებიანო ნაჭარმაგევს გამოზაფხულ-
ზე.
დიდსა და მცირეს სასიხარულო ამბები ეკერა პირზე.
არა მარტო კატაი, კირიონ მანგლელი და მამაი ბასილიც და-
ჯერებულნი იყვნენ: ქორწილი თუ არა, ნიშნობა მაინც შესდგე-
ბოდა ნაჭარმაგევში.
საამისოდ ხელშემწყობნი ვითარებანი ზედიზედ წაეწყვნენ
ურთიერთს: გეგუთიდან წიგნი მოიწერეს მეფე გიორგიმ და დე-
დოფალმა ელენემ.
გახარებულნი ულოცავდნენ დავითს მონანიებულ ერისთა-
ვის შემორიგებას.
იწერებოდა მეფე გიორგი:
„გულის კარნი გაუხსენი, შვილო, ამქვეყნიურ ლხენას, რამე-
თუ ეს სოფელი ერთ ჰინდურ ხესა ჰგავს უცნაურს, რომელიც ერ-
თხელ აყვავდება საუკუნის მანძილზე.
კიდევ ერთ რამესა ჰგავს ეს სოფელი, შვილო: დროზე მოწე-
ულ რთველს. გონიერი დროზე იცნობს მოწევის ყავლს, მზის-
თვალი რა დაატკბობს მტევანში შაქარს და მოკრეფს სურნელო-
ვან ყურძენს, ხოლო რეგვენი აგრე იტყვის: ხვალ, ხვალეო, ამა-
სობაში ფრინველნი მოიმკიან პატრონის ნაცვლად რთველს.
111 მკითხველთა ლიგა
აგეთია ეს სოფელი, შვილო, გაუღე გულის კარნი ამსოფლი-
ურ ლხენას, თორემ შენს თავზედაც ისევე ჩამოსთოვს, როგორც
მე მომივიდა ეგა და ყველას უკლებლად, ჩვენს მამებსა და წი-
ნაპრებს“...
როცა მახარაიმ ეს ბარათი თავაზიანად უჩვენა კატაის, მან
დედოფალის მიერ მოწერილ სტრიქონებს დაადგა თვალი:
„...გისურვებ ბედნიერებას, შვილო, ჩემს უძილო ღამეში მრა-
ვალგზის ნახულს, ნიადაგ მლოცველი ვარ შენი ბედნიერებისათ-
ვის, შვილო“...
ამ ორგზის განმეორებულმა სიტყვამ: „ბედნიერება“ იმედის
ფრთები შეასხა ერისთავის მეუღლეს.
გარდა ამისა, ერთ სასიხარულო ამბავსაც იუწყებოდა დედო-
ფალი: მარიამ დედოფალი ბიზანტიური გალლერით ჩამოსუ-
ლაო ფოთს.
გიორგი მეფე, შერგილ ლიპარტიანი და ქუთათელნი დიდე-
ბულნი მაიკოს შესახვედრად მიემგზავრებიანო ხვალ, რა დაის-
ვენებს გეგუთში მაიკო, ერთად გეწვევითო ნაჭარმაგევში.
კატაი თვალნათლივ ჰხედავდა, თუ როგორ შეიცვალა ყოვე-
ლივე ერთბაშად. თუ წინად მარად მოღუშული დავით მეფე გა-
ურბოდა ლიპარიტის სახლეულთან ურთიერთობას, ლიპარიტ
დიდისეულ, ძველ სასახლეში ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას,
ახლა იგი მომეტებულის თავაზიანობით ეკიდებოდა დიდსა და
მცირეს.
უცნაურად იცვალა მახარაიმაც ნირი. კატაიმ კარგად იცოდა,
ლიპარიტი რომ არ უყვარდა მას, ახლა ნიადაგ ლიპარიტთან სა-
უბრობდა ქოსა, დაჟინებით ეჩიჩინებოდა საგაზაფხულო ბავლის
გაგდებაში დაედო წილი ნაჭარმაგევში.
თავის მხრივ, ლიპარიტიც თავაზიანად ექცეოდა საჭურისს.
თუ იგი წინად მახარაისადმი მიმართვაში „ბედდამწვარს“
გაურევდა ხოლმე, ახლა ტკბილად ეტყოდა ხოლმე: „ჩემო მა-
ხო“.
შაბათ საღამოს დავით მეფეს დიდძალი ძღვნით ეახლა
იოანე დუკისძე. სტუმრები ჯერაც სუფრიდან არ იყვნენ ამდგარ-
ნი, როცა ძელიცხოვლის დიდ დარბაზში შემოვიდა მეძღვნე.

112 მკითხველთა ლიგა


მან ჯერ გიორგი ჭყონდიდელს დაულოშნა მარჯვენა, კატაის
ლოყაზე აკოცა, მერმე ფერხთით დაუვარდა მეფეს, მუხლისთა-
ვებზე ხელი შემოხვია და ეამბორა.
მეფე წამოდგა ანაზდად, ზეააყენა ბერიკაცი, ახლა მის მარ-
ჯვენას მისწვდა დუკისძე:
„მადლი მომიძღვნია შენთვის, ყოვლად ქრისტიანო, სულ-
გრძელო პატრონო ჩვენო“.
შეჰღაღადა დუკისძემ.
როცა დუკისძემ ნაჭარმაგევში მოსალოდნელი საგაზაფხუ-
ლო ბავლის ამბავი გაიგო მახარაისაგან, ყრმული აღტაცება გა-
მოამჟღავნა.
საჭურისმა პატრონის უკითხავად მიიპატიჟა იგი და სთხოვა,
თან წამოჰყოლოდა ერისთავთ-ერისთავს. მეფეს არ იამა ეგ,
მაგრამ არა უთხრა რა მახარაის, რადგან კარგად იცოდა, ლიპა-
რიტის ამალას რომ ეკუთვნოდა დუკისძე.
ორბელიანთა მემხრე აზნაურნი თითქმის ყველანი რატის-
თან ერთად იყვნენ გარემოცულნი ფარცხისის ციხეში.
ცხადი იყო, მარტოოდენ ეპისკოპოსთა თანხლებით ვერ წა-
მოვიდოდა ნაჭარმაგევს გულგოროზი ერისთავი.

***
ელენე დედოფლის მიერ სიტყვა „ბედნიერების“ ორგზის ხსე-
ნებას ერთი ვითარებაც ზედ დაერთო:
იოანე დუკისძე სადღაც ქორწილში დამთვრალიყო ერთ ღა-
მეს, დილაადრიან ლიპარიტის სასახლის ეზოში შემოაჭენა ცხე-
ნი.
ლიპარიტის შემორიგების შემდეგ ცნობისწადილი ახრჩობდა
მას, უნდოდა როგორმე გაეგო, როდის შესდგებოდა ლიპარიტის
სასახლეში ქორწილი?
სასახლის ეზოში შემოსულმა თავის მეჯინიბეს მიუგდო ცხე-
ნი. გზაზე შემოყრილ ციცხვთუხუცესს ჰკითხა:
სად არისო მახარაი?
სავარდეშიაო.
მახარაი ძუის მახეებს აგებდა სავარდეში.
„ეს მახეები რაღად გვინდა, მახო?“
„ბულბულებს ვუგებ“.
113 მკითხველთა ლიგა
„ბულბულებსო?“
„დიახ, ბულბულებს, შენ როგორც გეტყობა, ქორწილში ყო-
ფილხარ, მანდ არ მოგართვეს ბულბულის ენისაგან გაკეთებუ-
ლი კერძი?“
„შენ მზესა ვფიცავ, მართლაც, დიდკაცთა ქორწილი ჯერ არა-
სოდეს ისე არ შემდგარა, ეს კერძი არ გამოეტანათ სუფრის წი-
ნამდგომისთვის“.

***
ამ გასაუბრებამ იკმარა, კატაის ახარა მალემრწმენმა,
იოანემ, უარესად მალემრწმენს: საქორწინო სამზადისს შეს-
დგომიაო მახარაი.
და მერმე დაარხიეს ხმა ლიპარიტის სასახლის ციცხვთუხუ-
ცესმა და მესაწოლე ბერებმა მთელს თრიალეთში, ბოლოს ჯავა-
ხეთსა და შიდა ქართლს მოედო იგი.

***
მოულოდნელი ამბავი კუხე ნაყოფსა ჰგავს, ხოლო მოსა-
ლოდნელი – გადამწიფებულს. ერთს თუ სარეჯგვავით ძლივს
ჩამოაგდებ, მეორეს სულ მცირეოდენი შერხევა სჭირია ტოტისა
და თავზე დაგეცემა უმალვე.
ამიტომაც მოსეირეთა ენის დაძვრამ იკმარა იოანე დუკისძის
ნაუბარის გასავრცელებლად.
განსაკუთრებით, ავყია ლიპარიტელნი ჩურჩულებდნენ და
ბუზღუნებდნენ: თუ მეფე დედისიმედს ირთავს მართლაც, შამან
ერისთავის ქალი რად ჩამოუყვანესო?
კატაი მეშვიდე ცას ეწია სიხარულისაგან, აღარ იცოდა რო-
გორ შეემოწმებინა ეს ამბავი თავათ მეფესთან.
კვლავ ნატრობდა „ყიფჩაღეთს გადაკარგულ“ გვარამ ბეჭის-
ციხის პატრონს.
გული საგულეს აღარ დაუდგა, ლიპარიტს ახარა ეს ყოველი-
ვე იმ ღამესვე.
ერისთავს ტყვეობაში უცნაურად შეცვლოდა ზნე, ვერც იგი
უბედავდა ამ „მტკივნეული საკითხის“ გამო გამოსაუბრებოდა
მეფეს. სამაგიეროდ, კატაის ლანძღავდა დღედაღამ:

114 მკითხველთა ლიგა


შენ და მარიამ დედოფალმა ამიტეხეთ ეს უბედურება, დიაცი
ხარ და მალემრწმენი, მაგ შლეგი მახარაის ნაბჟუტურევის დაჯე-
რების მაგიერ, მეფეს რომ შეეკითხებოდე ისა სჯობიაო.
მიუხედავად ამისა, კატაი დარწმუნებული იყო, რომ მეფე თუ
თრიალეთში არა, ნაჭარმაგევში მაინც დანიშნავდა ქორწილის
დღეს და ამიტომაც დედისიმედის მზითვის შემზადებას შეუდგა,
ყოველ შემთხვევისათვის.
ეს მოხდა იმ დღეს, როცა დავითი, ჭყონდიდელი, ნიანია, ლი-
პარიტი და შამან ერისთავი ცხენით გაემგზავრნენ მანგლისს.
მახარაის შაკიკმა მოუარა, წამლის სათხოვრად კატაი
მოინახულა. „ძელიცხოვლის დარბაზში“ საწოლის მწიგნობარნი
დაესვა ერისთავის მეუღლეს და მზითვის წიგნს აწერინებდა. მას
გვერდით უჯდა იოანე დუკისძის ცოლი, ციცია.
ლელაის და ნონაის გახსნილ ზანდუკებიდან ამოჰქონდათ
ტყავ-კაბები, მანდილები, შეიდიშები, საბნები, ოქროს და ვერ-
ცხლის ჭურჭელი, ცხენსაკაზმი და ნოხები.
მახარაის დანახვაზე ციცია წამოდგა. ახლა უზარმაზარი ზან-
დუკი გაახსნევინა მესაწოლე ბერს და მახარაის ზედ ცხვირთან
მიუტანა უძვირფასესი ფარსისტანული მანდილები, ადენისა,
ტავვაგის და სანას აბრეშუმებისაგან ნაკეთებნი, ტაბარისტანუ-
ლი მატყლის გორგალები, დამასტის ოქროსნარევი ქსოვილები,
ირანული ოქროს ბროკატი, სავსებით იშვიათი ნახელოვნები.
მახარაიმ ხელი შეახო მასალას, სთქვა:
„ამას „კასაბს“ უწოდებენ სპარსნი“.
ახლა სხვა გადმოიღო ციციამ გრძლივ დაგრაგნილი, თვა-
ლებგაბრწყინვებული უჩვენებს მახარაის:
„ეს როგორ მოგწონთ, უფლისწულო ბატონო?“
„ეგეც ძვირფასია, ამას „მოსაბს“ ეტყვიან“.
ახლა ოქროთი დაწინწკლული აბრეშუმი გადმოიღო ციციამ.
„ასეთი საკაბე ერთი, ჩემს მანდ ყოფნისას, სამას დინარად
ფასობდა მედინაში“.
სთქვა მახარაიმ.
ლელაიმ მოიტანა და წინ დაუდგა საჭურისს დამიეტის ლეჩა-
ქები: ზოგი ღვინისფერი, ზოგი ენდროსფერი, ზოგიც სოსანის-
ფერნი.

115 მკითხველთა ლიგა


ნაირ-ნაირი ჰამადანური შალები. იემენის აბრეშუმი, აგრეთ-
ვე გრძლივ დაგრაგნილი, ამ მასალის ფონზე გამოსახული იყ-
ვნენ თუთიყუშები, სპილოები, ლომები და ფარშავანგები.
ახლა მოსასხამებისათვის განკუთვნილი უხეში ქსოვილები
აჩვენა მახარაის ციციამ, ფორთოხლის, ზოგიც ყაყაჩოს ფერისა-
ნი.
„ეს სომხური „შაზზ“ უნდა იყოს, ამას „დიბაგს“ ეტყვიან არაბ-
ნი“.
სთქვა მახარაიმ და ხელში აიღო ნაჭერი.
ახლა კუფას მანდილები მოიტანა ლელაიმ, ზოგნი ოქროს-
ხურვებულნი, ზოგნი ნაირ-ნაირად შეფერადებულნი, ზოგნი
ჭრელჭრულანი, ზოგნიც ციცარისფერნი, სხვანი ზებრასფერნი.
ნონაიმ გადმოიღო ხუზისტანის, იემენისა და მედინას სახე-
ლოსნოებში ნაკეთები დიდი და მცირე ნოხები, ერთ მათგანს
თვალი დაადგა მახარაიმ: მასზე ლომის მიერ აქლემის გაგლეჯა
იყო გამოხატული. კიდევ ერთი პატარა ნოხი თვალში მოუვარდა
ქოსას.
„ამას „მოსალლას“ ეტყვიან“.
„ეს ვინ ხატია აქ?“
ხელი მიაშვირა კატაიმ ერთი მხარის სიგრძე ნოხზე.
„ეს შერუჯერი მამამისს, ფარვიზსა, ჰკლავს“.
კატაიმ არც შერუჯერის ვინაობა იცოდა და არც ფარვიზისა,
მაგრამ უვიცობის ხელახლა გამომჟღავნებას დუმილი არჩია,
როგორც ეს ზოგიერთ ქალებსა და უმწიფარ მამაკაცებს სჩვევი-
ათ ხოლმე.
„ეს ფარდაგები სადაურია?“
იკითხა ციციამ.
„ამას „ფოროშ ალ ყირმიზს“ უწოდებენ არაბნი“.
ახლა კუფასა და იემენში ნაკეთები ჭილობები აჩვენეს მახა-
რაის, ზოგს ოქრომკედის ნახატები ჰქონდა დატანებული, ზოგ
მათგანზე ზღვა ეხატა, ზოგზე – კატარღა, ზოგზე – თევზები.
ამ თევზების ფორეჯები სირმით იყო შესრულებული.
ახლა ხატ-ჯვარნი გადმოიღეს.
მახარაის თვალში მოხვდა დედისიმედის დიდედის, მზისთვა-
ლას, ნაჩუქარი ქართული მადონა, კლარჯეთელი უცნობი ქარ-
თველი მხატვრის მიერ დიდის ხელოვნებით შესრულებული,
116 მკითხველთა ლიგა
მთავარანგელოზის მცირე ყელსაკიდი ოქროცურვილი ხატი,
რომელზედაც ანგელოზის ფრთების ქერეჭი განსაცვიფრებელი
ოსტატობით გაუკეთებია ოსტატს, ყელის ხატნი და კედლის ხატ-
ნი, ქართული მინანქარული ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუ-
შები.
უბის ფსალმუნები და ლოცვები, ზოგი ოქროს ყდაში, ზოგიც
სპილოს ძვლისაში ჩასმულნი, ფერადოვანი მინიატურებით მო-
ხატულნი, დიდნი და მცირე ჯვრები, ვერცხლზე მოქანდაკეთა მი-
ერ ნაკეთებნი.
ქართული ძელის ქანდაკებისა და ძვლის ამოჭრის ხელოვან-
თა ნამუშევარნი.
იაყიყის, ოქროს და ვერცხლისტარიანი ჩანგლები, დანები
და კოვზები გადმოალაგა ნონაიმ, ბროლის სასმურები, ზეთის
პინაკნი, სახილენი და სამარილენი.
სათამაშოები: სპილოს ძვლისაგან ნაკეთები პაწია ბოკვერი
ლომისა, რომელსაც ლალის თვალები ჰქონდა, ოქროს ფარშა-
ვანგი საპფირონისთვალებიანი, ოქროს პალმა, რომელსაც მარ-
გალიტის ნაყოფნი ზედ ესხა.
კატაი ადგა, პატარა სკივრი გახსნა და გამოიღო ლიპარიტის
შეკვეთით დმანისელ ოქრომჭედლების მიერ შესრულებული
ვერცხლის მუზარადი, ვერცხლის კურტაკი ჯაჭვისა და ასეთივე
ფარი.
ეს ყოველივე დედისიმედისათვის უჩუქნია მამას, როცა იგი
ათი წლის გამხდარა. აჩვენა სტუმარს სპილოს ძვლის უნაგირი,
ცხენსაკაზმი ვერცხლისა.
აბანოს ხელსაწყონი გამოაჩინა კატაიმ, პაწია სურები, ზოგი
ოქროსი, ზოგიც ვერცხლისა, ნელსაცხებელთათვის; ზოგიც ფე-
რადი შუშისა, ვარდის წყლის, კაისუმისა და კუფადან ჩამოტანი-
ლი ნაირ-ნაირი ზეთების, სახის დასაზელი მალამოების ჭურ-
ჭელნი სხვანი და სხვანი.
თვით მრავალნაცადი მახარაი, რომელსაც ბიზანტიის იმპე-
რატორების სასახლეთა საჭურჭლენიც არაერთხელ ჰქონდა ნა-
ხული, გაოგნებული გავიდა ძელიცხოვლის დარბაზიდან.
ლელაიმ გააცილა იგი.
ლელაი შემოჩვეული ჰყავდა მახარაის, ამიტომაც ხელი წა-
ავლო ქალმა საჭურისს და უთხრა:
117 მკითხველთა ლიგა
„აბა, აქ მობრძანდი მცირე ხანს, უფლისწულო ბატონო“.
დიდხანს იარეს ნახევრად ბნელ დერეფანში, დაბალჭერისან
სამყოფლოში შეიყვანა მახარაი.
ოციოდე მხევალი გარს მისხდომოდა უზარმაზარ სამკერვა-
ლო მაგიდას, თავჩაქინდრულნი კერავდნენ და ღიღინებდნენ.
ათიოდე ჯარა, საჩეჩელი, ძაფსართავი და ძაფსაქსოვი დაზ-
გები იდგნენ ირგვლივ.
მკერავებს აბრეშუმის, შალის, ოქროს ბროკატის გორგალე-
ბი და ნაჭრები ედვათ წინ, გამალებულნი ჭრიდნენ, ქსოვდნენ და
ქარგავდნენ.
ყველას უყვარდა მდაბიორთა გამკითხავი მახარაი, განსა-
კუთრებით ქალებსა და ბალღებს, მაინც ხმა გაკმინდეს მის და-
ნახვაზე დიაცებმა.
„იმღერეთ, იმღერეთ, შესძახა მახარაიმ, იმღერეთ, შვილე-
ბო, სანამ გემღერებათ, თორემ იმ სოფელსაც გეყოფათ დუმი-
ლი“.
განაგრძეთო!
შეუძახა ლელაიმ.
ბოლნისელმა გოგონამ მხნეობა მოიკრიფა:

ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთ


ოცდახუთი ნატი.
დროც მოვიდა საქორწილო
და აყვავდა ფშატი.
ამოვქარგეთ გულისპირზე
ნაჩრდილი და ნაშუქარი,
შეეწიოს ჩვენს პატარძალს
დიდედისგან ნაჩუქარი
ღვთისმშობელის ხატი.

მოხუცმა მონა ქალებმა სიმღერა გამოართვეს ახალგაზ-


რდებს:
მშვიდობაში, მშვიდობაში,
ნუ დალიოს მაცხოვარმა
სასძლოს ჩვენის კიდობანში
ოქრო, ვერცხლი, სათი.

118 მკითხველთა ლიგა


ბოლნისელმა ისევ განაგრძო სიმღერა:

დედას სველი რჩება თვალი,


მამას – გული მწყრალი.
ტყავკაბები, ქათიბები,
ასიოდე ცალი,
სადიაცო, ასზე მეტი,
ქირმანული შალის,
საგულენი, პერანგები,
მოოჭვილი ლალით,
ასი მხარი აბრეშუმი,
ასი მხარი დიბი,
სააბანო ხალათები
შემკობილნი შიბით;
შვინდისფერი ყაბაჩები
ნაკერი გვაქვს სითვით,
სამ სეფეწულს გაათხოვებ
ამოდენა მზითვით.

მახარაიც გაახარა ამ ამბავმა.


ერთი რამ გაუკვირდა ოღონდ: მან კარგად იცოდა მეფის გან-
ზრახვანი ამ საქმის გამო. სანამ რატის დასჯის თუ შემორიგების
ამბავი ასე თუ ისე არ გადაწყდებოდა, მეფე შესაძლებლად არ
სთვლიდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.
ახლა, როცა ამ სამზადისს საკუთარი თვალით შეესწრო მა-
ხარაი, მას გული ეტკინა ოდნავ: როგორც სჩანს, მეფემ საჭი-
როდ არა სცნო მისთვის გაემხილა ეს ყოველივე.
მახარაი იჭვნეული იყო, საერთოდ.
მან დავითს არაფერი ჰკითხა ამის გამო.
როგორც გიორგი ჭყონდიდელს, ისე შამან ერისთავს და
ახალგაზრდა სპასალარებსაც ეუცნაურათ ეს ყოველივე, მაგრამ
მათაც აგრე ივარაუდეს: უჩვენოდ გადაუწყვეტიაო ეს ამბავი პატ-
რონს, მაგრამ ნამდვილი ვითარების გამოკითხვა ვერავინ შეჰ-
ბედა მას.

119 მკითხველთა ლიგა


***
კვირა დილას აზნაური მორკნეველი ეახლა მეფეს. დიდხანს
ესაუბრა იგი კარჩაკეტილში დავითს, ჭყონდიდელსა და სპასა-
ლარებს, ბოლოს მახარაიმაც გაიგო ეს ამბავი:
გასულ ხუთშაბათს, ნაშუაღამევს, რატი ორბელიანი თავის
მეხმლის, მაღალ გიორგის, დუკისძის სამივე ვაჟის და ევტიხი
ბერის ამარად, ფარცხისის იდუმალი ხვრელიდან ჯორებითურთ
გაქცეულიყვნენ ალგეთის გზით რუსთავის ციხისაკენ.
ქარიმან სეტიელი და ჩუხჩნი უკან მისდევდნენ, თან შორიახ-
ლოდან უთვალთვალებდნენ გაქცეულთ. მათ ფონი მოუძებნიათ
რუსთავის ციხის გასწვრივ, მტკვარზე, და გაღმა გასულან კიდე-
ვაც.

***
კვირას მეფე ტაძრეულითურთ, ლიპარიტ ერისთავი სახ-
ლეულითურთ წირვას დაესწრნენ. პურობაც არ იყო მოთავებუ-
ლი, ლიპარიტი წამოდგა, შეუძლოდ ვარო, მოიბოდიშა სტუმრე-
ბის წინაშე და საწოლის დარბაზში თან გაჰყვა მთლად გაფითრე-
ბულ კატაის.
მეორე დილას მესტუმრეთუხუცესი ეწვია მახარაის და განუც-
ხადა:
ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს თირკმლების შეტევა ჰქონ-
და ფრიად ბედითი გუშღამ, ამიტომაც ამ მოკლე ხანში ვეღარ
შესძლებსო ნაჭარმაგევს წამოსვლას.
მახარაის გულმა რეჩხი უყო.
„ეხლა კი კვლავ დაბურდა თავისი ბნელი კვანძები ბედისწე-
რამ, – უთხრა მან ნიანია ბაკურიანს. – რომელი ქორწილი? მე
მეშინია, ომი არ მოჰყვეს ამ ამბავს“.
სამი დღეც გავიდა. ერთ საღამოს გვიანამდის დარჩენ საწო-
ლის დარბაზში მეფესთან ჭყონდიდელი და სპასალარები. თვით
მარად ფრთხილმა გიორგი ჭყონდიდელმა განაცხადა ასეთი
რამ:
„მე სააქიმო ხელოვნებაში უმეცარი ვარ, ამიტომაც დაბეჯი-
თებით ვერ მოგახსენებთ, სტკივა თუ არ თირკმლები ლიპარიტს
და, თუ იგი მართლაც ავადაა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ფარ-

120 მკითხველთა ლიგა


ცხისიდან რატის გაქცევა. არც ის ვიცი, საიდან გაიგო მან ასე მა-
ლე ეს ამბავი.
უკეთუ იგი თავს იკატუნებს, უეჭველია იგი ამას ჩადის მხო-
ლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ნაჭარმაგევს წასვლა აიცდი-
ნის ამჯერად თავიდან.
არც ისაა შეუძლებელი, რომ მას ეშინოდეს კიდევაც შიდა
ქართლში წამოსვლისა, იგიც ცნობილია: ტყვეობაში ხანგრძლი-
ვად ნამყოფ კაცს მომეტებული შიშიანობა სჩვევია ხოლმე.
ბრძენს უთქვამს: სხვის სულში უმთვარეო ღამეაო და მე ამის
მეტს ვერას მოგახსენებთ“.
„ვერც მე ვიტყოდი დაბეჯითებით, – სთქვა შამან ერისთავმა,
– მართლაც ავადაა თუ არა ლიპარიტ, ჩვენ ესღა ვიცით, დღედა-
ღამ ლულუფრს რომ უხარშავს მას კატაი, მაგრამ ერთი რამ ნა-
თელია ჩემებრ უსინათლოსათვისაც: ჯერხნობით ლიპარიტის
თრიალეთში დატოვება გაუფრთხილებლობა იქნებოდა უთუოდ.
ცხადია, რატი რუსთავიდანაც არ შესწყვეტს ლიპარიტთან
მიწერ-მოწერას. თუ შვილმა მამის გადაბირება მოახერხა, იგიც
გაიქცევა და რუსთავის ციხეს შეაფარებს მამა-შვილი თავს.
კვირიკესა და აღსართანის ლაშქარს შეიერთებენ ისინი, არც
ისაა გამორიცხული, რომ ავასინის ჯარები და ბანუ-ჯაფარის
ლაშქარიც მოიშველიონ.
თრიალეთში შემოჭრას მოერიდებიან, რადგან აზნაურ მორ-
კნეველს ხელთ უპყრია როგორც თრიალეთის ციხენი, ისე ალ-
გეთის კლისურები და ხევისთავები.
იგიც ცნობილია, თრიალეთის მთიანეთში შემოჭრა მომხდუ-
რისათვის გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე ზედაზენიდან ქარ-
თლის ზეგანში შეჭრა.
როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენიდან დაძრული ლაშქარი
იოლად შეუტევს შიდა ქართლს. უფლისციხესა და ქსნის ციხეს
მხარმარცხნით დასტოვებენ და ნაჭარმაგევიც ზედ არის“.
მეფემ მორიგეობით მოუსმინა ნიანია ბაკურიანს, მახარაის
და ბეშქენ ჯაყელს და შემდგომ ამისა სთქვა:
„რაც თქვენა ბრძანეთ, ამას ყოველთვის ხელ-ფეხი ასხია.
როგორც არაერთგზის გამოვცადეთ, რატი ორბელიანი გულურ-
ჩია და შურისმგებელი.

121 მკითხველთა ლიგა


იგი ვაცბოროტია და შმაგი, მაგრამ განა გამარჯვება ყოველ-
თვის სიბრძნის შედეგია? ხანდახან შმაგურ სიფიცხეს უმალ მიჰ-
ყავს კაცი გამარჯვებამდის, ვიდრე გულმეცნიერთა და ბრძენთა
ყოყმანს.
არაერთხელ მომხდარა იგიცა, ბრძენთა ყოყმანის მეოხებით
დათმობილნი ციხენი თვალის დაფახულებაზე აუღიათ შმაგებს,
რადგან სიშმაგე თავზე ხელაღების შედეგია, ხოლო სიბრძნე –
საკუთარი თავის ან სახელმწიფოს გაფრთხილებისა.
ერთიცა და მეორეც დროს გააჩნია და ვითარებას უთუოდ.
ყველას გეხსომებათ ალბათ, როცა ჩვენ მოციქულებს ვაგ-
ზავნიდით ფარცხისში, როგორ გაფითრდა ლიპარიტი და მე იმ
წუთში ამოვიკითხე მის საწყალობელ თვალებში: მეც წარმგზავ-
ნეთო ფარცხისს.
ძნელია იმის თქმა, თუ რა ეწადა მანდ წასვლით ლიპარიტს:
დიდი ხნის უნახავ შვილთან შეჰყრა თუ ბოროტი რაიმე განზრახ-
ვა?
იგიც შესაძლოა, ხანგრძლივ ტყვეობაში გულდინჯობა და
სიბრძნე მოეხვეჭოს მას, რადგან მარტოობაში მომეტებულ და-
ფიქრებას ეჩვევა კაცი.
არც ისაა შესაძლებელი, მამობრივი გრძნობა ყოფილიყოს
ამ წადილის საფანელი, მოსალოდნელი სისხლის ღვრის აცდენა
უნდოდა ეგების. მაგრამ მე საკმარისი საბუთი არ მქონდა, რომ
არ მეფიქრა: კაი გულითაც მანდ მისულ ლიპარიტს არ გადაიბი-
რებდა გაცეცხლებული რატი.
მაშინ? მაშინ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩებოდა, რამდენიმე
ათასი მონასპა უნდა შეგვეწყვიტა ფარცხისისათვის.
ერთი რამ ცხადია ჩემთვისაც: თუ ლიპარიტი მარტოკა დავ-
ტოვეთ თრიალეთში, უთუოდ გაგვირთულდება საქმე.
თავაწყვეტილ რატის დავანებეთ ციხიდან გაპარვა უჯაროდ,
მაგრამ სანამ მამამისის სიცოცხლე ჩვენს ხელთაა, თუ არა
ვცდები, იგი მოერიდება უნიღბოდ შებრძოლებას მაინცდამაინც.
კლდეკარის აღებისას ლიპარიტი რომ ხელთ არა გვყოლო-
და, ბარე ორ წელს მოვუნდებოდით ამ ციხის აღებას“.
ესა სთქვა მეფემ და ბაღდადიდან ჩამოსული მალემსრბოლი
შემოიყვანა მახარაიმ. იუწყებოდა ჯოჯიკი, სარწმუნო კაცი მეფი-
სა: სულტან ბარქიაროკი განმეორებით მოითხოვსო ხარაჯას.
122 მკითხველთა ლიგა
როგორც ჭყონდიდელმა, ისე სპასალარებმა ერთობლივად
ურჩიეს მეფეს: დაუყოვნებლივ ვაცნობოთო სულტანს, ამიერი-
დან რომ აღარ ვაძლევთო ხარაჯას.
მეფემ არ გაიზიარა ასეთი თათბირი.
„მართალია, სამი წელია, რაც ჩვენ ხარაჯას აღარ ვაძლევთ
სულტანს, მაგრამ ხარაჯა ხომ იგივე ვალია, ხელშეკრულებით ან
ფიცით ნაკისრი. თქვენ ყველამ იცით, ეს ხარაჯა მეფე გიორგიმ
იტვირთა, როცა იგი მალიქ-შაჰ სულტანთან ისპაჰანში სტუმ-
რობდა.
ერთია ვალდებულების ვერ შესრულება, სულ სხვაა მასზე
უარის თქმა, არა?
ვიდრე ჩვენ მამიჩემის მიერ ნაკისრ ხარაჯაზე უარს ვამცნობ-
დეთ სულტანს, მე უნდა შევეთათბირო მეფე გიორგის წინასწარ,
იგი თუმცა მამაა ჩემი, მაგრამ კესაროსია გვირგვინოსანი.
გარდა ამისა, მზად ყოფნაა საჭირო.
ამიტომაც, ვგონებ, აგრე აჯობებდა: ნაჭარმაგევს ჩასვლამ-
დის გადაგვედო სულტანისათვის პასუხის გაცემა“.
***
ამავე თათბირზე მეფემ გულისწუხილი გაუზიარა თავის სპა-
სალარებს გვარამ ბეჭისციხის პატრონის ავად გახდომის გამო.
იგიც სავალალოდ მიაჩნდა პატრონს, სტეფანოზ წილკნელისა-
გან რომ არაფერი ისმოდა.
ყიფჩაღეთიდან როქის სპის შესავსებად მონასპათა მოყვანა
უკვე აღარ ეპრიანებოდა გიორგი ჭყონდიდელს, რადგან ბრმად-
მორწმუნე მთავარეპისკოპოსზე ისეთი შემძრავი შთაბეჭდილება
მოახდინა სტეფანოზ წილკნელის მიერ ნაუწყებმა ყიფჩაღთა
ბარბაროსული შჯულის გამო, ჭყონდიდელიც შიშობდა, ვაითუ
ამდენ უშჯულოთა ქართლში ჩამოყვანამ სარწმუნოება შეურ-
ყიოსო ჩვენს ხალხს.
გვარამ ბეჭისციხის პატრონის ავად გახდომა მეც მაწუხებსო.
ესა სთქვა და ამაზე შეჯერდა იგი.
დასასრულ, წინეებში მიღებული გრაგნილი გადასცა დავით-
მა ჭყონდიდელს და უთხრა: „მუხათგვერდის ციხისთავის მონას-
პებს ბავლი გაუგდიათ გასულ კვირას მიმონოებისათვის.
ერთი მიმინო მტკვარს გადაღმა გადაჰყოლია მტრედს.

123 მკითხველთა ლიგა


სიტყვაი ქორა და ორი ვაჟი გაბრიელ ხორგაისა: გოდერძი
და როსტოი ზედაზენის ციხის შემოგარენში თან გადაჰყოლიან
მიმინოს, სამივენი შეჰყრიან ძაგან ერისთავის ჯარს“.
მეფემ დასძინა:
„ახლა უკვე გვიანია და ამის გამო სხვა დროს მოგვიხდება
მოთათბირება. რადგან ეს მარტოოდენ სამი ყმისა და ერთი მი-
მინოს ამბავი არ უნდა იყოს, მე თუ არ ვცდები“.
იმ ღამეს გადასწყდა ფარცხისის ბედი.
მესამე დღეს, მეფის ბრძანებისამებრ, აზნაურმა მორკნეველ-
მა შტორამ ლოდსატყორცნები და ვერძები მიაყენა ფარცხისის
ციხეს.
შემდგომ ამისა, ისრის წვერზე წამოგებული ბარათი შეგზავ-
ნა ციხეში და ამცნო ციხისთავს:
უსისხლოდ დათმეო ციხე. იგიც აუწყეს მასვე: უკეთუ მეფის
ნაბრძანს არ შეასრულებ, ძელზე გასმა არ აგცდებაო.
ბევრი არ დაუყოვნებია ზაზაი ჯუბიელს: ბეცია ბერის ხელით
გამოგზავნა ციხის კლიტენი და ყელზე საბელშებმული ეახლა
მორკნეველს.

ბავლი
ვითარება მოულოდნელად გართულდა.
ლიპარიტ ერისთავი გამოჯანსაღებას არ აპირებდა. მეფესა
და სპასალარებს ნაჭარმაგევს წასვლა ეჩქარებოდათ.
როგორც გიორგი ჭყონდიდელი, ისე სპასალარებიც აგრე
ფიქრობდნენ: ძაგან ერისთავის მიერ მსტოვრების შეპყრობა
შემთხვევითი ამბავი არ უნდა ყოფილიყო.
მუხათგვერდიდანაც, ისე როგორც საქართველოს სხვა ცი-
ხეებიდან, ყოველ გაზაფხულზე გამოჰყავდათ მეციხოვნეებს მი-
მინოები და ბავლს გაუგდებდნენ ხოლმე. იგიც არაერთხელ
მომხდარა, მტკვარს გადაღმა გადასულ მიმინოს მონასპანიც გა-
დაჰყოლიან, მაგრამ ძაგან ერისთავს არასოდეს დაუტყვევებია
ისინი.
სხვა საქმენიც ეგულებოდა ფრიად საშურონი შიდა ქარ-
თლში მეფეს: უკანასკნელ წლებში მთელი მისი სულიერი
124 მკითხველთა ლიგა
მხნეობა თრიალეთის შემომტკიცებას, სელჯუკიანთა მარბიელე-
ბის ამ მხარიდან განდევნას, საზღვრების დაცვას და ციხეთა
მოვლას მოუნდა.
ფარცხისის აღებით ეს საქმენი მოთავებულად ჩასთვალა
მან. ახლა საშურო იყო უფლისციხის, მუხათგვერდის, არშის ცი-
ხის, წინაკიბის, ქარჩოხის, ქოლოთკვირის, ცხვილოს ციხის შე-
კეთება და გამაგრება. ბოლოს დვალეთში დაწყებული ჰქონდა
მას დავითის ციხის აგება.
ხარაჯაზე უარის შეთვლამდის ეს საქმენი უნდა მოეთავებინა
პატრონს.
გარდა ამისა, მეფე გიორგი, დედოფალი ელენე და მარიამ
დედოფალი უნდა მოსულიყვნენ ნაჭარმაგევს.
როგორც მახარაი, ისე ახალგაზრდა სპასალარები დაბეჯი-
თებით ურჩევდნენ მეფეს, თუ ლიპარიტმა ნაჭარმაგევს წამოს-
ვლა არ ისურვა, მეფე და ტაძრეული გამგზავრებულიყვნენ.
ნიანია ბაკურიანი და ჯონდი ერისთავი თრიალეთში ჩამორჩე-
ბოდნენ და იმ ღამესვე თუნდაც საკაცით წაიყვანდნენ დატყვევე-
ბულ ერისთავს.
გიორგი ჭყონდიდელმა შორს დაიჭირა ასეთი სისასტიკე.
მეფე სდუმდა მცირე ხანს და მერმე ეს უთხრა ჭყონდიდელს:
„ვგონებ აჯობებდა, მამაი გიორგი და შამან ერისთავი ნაჭარ-
მაგევს წაბრძანდნენ ხვალვე“.
მახარაი დარწმუნებული იყო, რატის გაქცევა იყო ამ გართუ-
ლების პირველი მიზეზი. იგი ყურდაცქვეტილი დასუნსულებდა
სასახლეში დღისით და ღამით. ეგებ ვინმეს წასცდესო პირიდან,
თუ როგორ გაიგეს ფარცხისიდან რატის გაქცევის ამბავი ლიპა-
რიტმა და მისმა სახლეულმა.
ვითომდაც დარწმუნებული ლიპარიტის ავად გახდომით, წა-
რამარა შედიოდა საწოლის დარბაზში, თვალყურს ადევნებდა
ლულუფრის ხარშვას, აქიმების მიმოსვლას.
ამაოდ გამოჰკითხავდა ხოლმე მესტუმრეთუხუცესს, მერემე-
თუხუცესსა და მესაწოლე ბერებს, ვერავის ვერაფერი დასტყუა
ქოსამ.
კატაის ღამენათევ, ჩაშავებულ თვალებში დიდი მწუხარების
ამოკითხვა შესძლო მახარაიმ.

125 მკითხველთა ლიგა


თუმცა როგორც მეფის ტაძრეული, ისე ლიპარიტის სახ-
ლეული მოწადინებული იყვნენ, არ გაემჟღავნებინათ ეს ამბავი
განსაზღვრულ ვადამდე საქვეყნოდ, მაგრამ დიდმა და მცირემ
იცოდა რატის გაქცევის და ფარცხისის ციხის უსისხლოდ აღება-
ცა.
თრიალეთელნი აზნაურნი და უაზნონი, ეპისკოპოსნი და
მღვდელნი, გაფაციცებით თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ
განიკვეთებოდა ეს კვლავ დახლართული გორდისეული კვანძი.
როგორც წალკელი, ისე წინწყაროელი და გომარეთელი,
ეპისკოპოსნი და სხვა დანარჩენი ლიპარიტისძეთა მომხრენი აგ-
რე ვარაუდობდნენ: თუ ლიპარიტ ერისთავი ნაჭარმაგევში ეწ-
ვეოდა მეფეს, დამოყვრების საკითხი საბოლოოდ გადაწყდებო-
და.
რაიცა შეეხება რატის, ესენი დარწმუნებულნი იყვნენ, იგი
მცირე ხანს იყურყუტებდა რუსთავის ციხეში და დედ-მამა შეარი-
გებდა მეფესთან მას.
ამ შემთხვევაში თრიალეთელ აზნაურებს წაგებულად მიაჩ-
ნდათ საქმე, რადგან კარგად იცოდნენ: ლიპარიტსა და მის სახ-
ლეულს, დიახაც, შეირიგებდა „გულბოროტი“ დავით მეფე, მაგ-
რამ იმათ, ვინც სამეფოის ლაშქარს პურმარილის ნაცვლად
იარაღი შეაგება, სამაგიეროს მიუზღავდა უცილოდ.
ჭმუნავდნენ იდუმალ როგორც კირიონ მანგლელი და მამაი
ბასილი, ისე „სამღვდელონი მდაბიორთაგანნი“, რადგან ისინი
დარწმუნებულნი იყვნენ, თუ ლიპარიტ ერისთავი მეფის მიერ შე-
მოთავაზებულ სტუმრობას არ მოინდომებდა, დავით მეფე
კვლავ ბორკილს შეასხამდა მას.
...და მერმე?
„მერმე რაც მოხდება, ამას ბრძენიც ვერ განჭვრეტს წინას-
წარ“.
ეუბნებოდა მამაი ბასილი კირიონს...
...
ლიპარიტი და კატაიც ჩინებულად ხედავდნენ, რომ საქმე
არც ისე ბრწყინვალედ წარიმართა, როგორც თავათ მოელოდ-
ნენ...
სიხარულისაგან მიწაზე ფეხს არ აკარებდა დუკისძე, ატრო-
კებული უამბობდა დიდსა და მცირეს ფანტასტიურ ამბებს: სულ-
126 მკითხველთა ლიგა
ტან ბარქიაროკს ხარაჯა მოუთხოვია დავით მეფისათვის, შიში-
საგან შეძრული დავითი თრიალეთიდან აჰყრის თავის ლაშქარს
და ნაჭარმაგევს როდი მიდის, ლიხს გაღმა აპირებსო გახიზვნას,
რადგან ვერც უარს უბედავს სულტანს, არც ხარაჯის გადასახდე-
ლი ბოტინატები გააჩნიაო.
ერთი რამ აწუხებდა დუკისძეს: მეფის ბრძანებისამებრ, აზნა-
ურნი მორკნეველი დაქცევას უპირებსო თრიალეთის ციხეებს.
ევტიხი ბერის მიერ რუსთავიდან მოწერილი ბარათები დაჰ-
ქონდა უბეში და ხითხითებდა: მხოლოდ შორიდან აჩვენებდა
ლიპარიტელებს მათ, თანაც ისეთ რამეებს როშავდა, რაც თვით
ამ ქოსატყუილა ბერსაც არ მოსვლია თავში.
...
საღამო ჟამს კირიონ მანგლელი და მამაი ბასილი ეკვდერის
მტვრით გაბინდულ სარკმელთან ისხდნენ და შესჩიოდნენ ურ-
თიერთს, თუ როგორ გაუმწარა ორივეს ჟამთა სიავემ სიბერე.
„არ იქნა და ვერ ვეღირსეთ ქვეყნის დამშვიდებას, ყოვლად
სახიერო, მოდი, ბერული ჯვალოს ჩოხანი გადავიცვათ, ყავარჯე-
ნი ხელში ავიღოთ და იერუსალემისაკენ მიმავალ გზას გავუდ-
გეთ.
ახლა ის უშჯულო თურქნი გადაშენდნენ მანდედან, გვიჯობს
ეს გამწარებული სიბერე ტკბილი სიკვდილით მაინც დავატ-
კბოთ“.
უთხრა ხმადაბლა მამაი ბასილიმ კირიონს.
„იერუსალემი რად გვინდა, მამაო ბასილი.
თეძმის ხევში ერთი პაწია მონასტერია უშჯულოთაგან აოხ-
რებული, ის შევაკეთოთ და მანდ დავყოთ ჟამის მიღწევამდის,
რადგან ჩვენი მზე დასავალს მიწეულია მაინც და იქიდან ვუმზი-
როთ ყოველ საღამოს ბინდბუნდის დაშვებას.
ჩვენ ეგეც გვეყოფა, მამაო ბასილი“.
...
კიდევ ბევრ რამეს ინატრებდნენ ეს მოხუცებულნი, მაგრამ
ვიღაცამ ომახიანად დააკაკუნა კარზე და ეკვდერის დაბალი კა-
რის ჩარჩოებში გაეხირა ახმახი ლანდი.
ხმაზე შეიცვნეს ლიპარიტის მესტუმრეთუხუცესი.
ერისთავთ-ერისთავი და მისი მეუღლე მობრძანებასა
გთხოვთო ორთავეს.
127 მკითხველთა ლიგა
როცა მღვდელმთავარნი ლიპარიტის საწოლის დარბაზში
შევიდნენ, სრული მყუდროება სუფევდა მანდ.
ოქროს სასანთლენი ლიცლიცებდნენ ოთხივე კუთხეში, ერ-
თიც ლიპარიტის სასთუმალთან იდგა, პაწია; ჩალისფერი ფსალ-
მუნი გაშლილი ეგდო სამფეხა სკამზე.
უზარმაზარ, ჯვრებით მოტვიფრულ ქართულ საწოლზე იწვა
ომახიანი ლიპარიტ ერისთავი. მის ფერხთით იჯდა წელში მოდ-
რეკილი, მდუმარე კატაი.
თავისი უსაშველოდ გრძელი, ბანჯგვლიანი მკლავები საბნი-
დან გამოეღო და მკერდზე დაეწყო ერისთავს, ისე როგორც მიც-
ვალებულს დაადებენ ხოლმე ჯვრის სახის მინაგვარად ზედ.
ხმაგაკმენდილი სთვლემდა მწოლარე.
„სამი ღამეა, არ უძინია ბედშავს“, წაიჩურჩულა კატაიმ და სა-
კარცხულები შესთავაზა მღვდელმთავრებს.
კირიონ მანგლელის მძაფრი მზერა ანაზდად მისწვდა ამ
ძარღვიან და სხვილძვალა, მაგრამ ლამაზ ხელებს, რომელთაც
გრძელი თითების სახსრები ამობურცვილი ჰქონდათ, ხელის
ზურგზე ვენახის ფესვებივით დაღვარჭნილი ძარღვები ეტყობო-
და, ურთიერთში გადახლართულნი.
მოძველებულ პერგამენტისებრი სიყვითლე გადასდიოდა
მათ, ორივენი ისე უდრტვინველად ელაგნენ მძინარის მკერდზე,
როგორც ტყუპი ძმები, რომელნიც ბრძოლის ველზე დაქანცულ-
ნი მიხუტებიან ურთიერთს.
ამ პერგამენტისებრ სიყვითლეში გარეულიყო ისეთი მუქი
ტალები, როგორც არწივის ნაკრტენს ატყვია ხოლმე, ასეთი
პერგამენტისებური სიყვითლე კანისა და არწივისებური ფორე-
ჯები ემჩნეოდა მთვლემარეს როგორც მაღალსა და განიერ შუბ-
ლზე, ისე ღაწვისთავებზე.
ჭაღარით დამშვენებული, მწითური წვერი მოუვლელი სჩან-
და, ხოლო აბურძგვნილი თმებიც მოწმობდნენ მათი პატრონის
უგუნებობას.
როცა მამაი ბასილის მძიმე სხეულის ქვეშ აჭრიალდა ურ-
თხმელის საკარცხული, ლიპარიტს ზემოტუჩი შეუტოკდა, მერმე
აიღო მარჯვენა, თვალზე გადაისვა და გაოგნებულმა ზეახედა
სტუმრებს, რომელთაც მწუხრი მშვიდობისა მიაგებეს და ჯვარი
გადასახეს მას.
128 მკითხველთა ლიგა
„გუშინაც მეწადა თქვენი წვევა, თქვენო მეუფებავ, – სთქვა
ლიპარიტმა და კირიონ მანგლელს გადახედა თავისი დიდრონი,
წაბლისფერი თვალებით, – ალბათ მოგეხსენებათ, ნაჭარმაგევს
მეპატიჟება მეფე, მაგრამ იგი ჩემი სტუმარია და მეც მეჩოთირე-
ბა საქმიან საუბარში გამოვიწვიო იგი.
რადგან რაც უნდა დამარცხებული არ ვიყვეთ ამჟამად მე და
ჩემი ვაჟი რატი, მტკიცე ზავი მაინც არ დაგვიდევს, ვგონებ.
იგიც ცხადია, რითაც არ უნდა დასრულდეს ორთა ბრძოლა,
შერიგებისას განსაზღვრული უნდა იქნას ორივე მხარის უფლე-
ბანი და საწადელნი.
აგრე ჩავთვალოთ, ტყვედა მთვლიდეს დავით მეფეც თუნ-
დაც, ხომ უნდა ვიცოდე, რა შემრჩა და რა დავკარგე ამ უსწორო
ბრძოლაში.
ორივეს გახსოვთ: არაერთგზის შებმულან პაპაჩემი ლიპა-
რიტ და მეფე ბაგრატი, მამაჩემი ივანე და გიორგი მეფეცა.
დამარცხდებოდა თუ არა რომელიმე მხარე, მოციქულნი ივ-
ლიდნენ მათ შორის და ესენი ხელახლა დაადგენდნენ ახალ სამ-
ზღვრებს, ახალ პირობებს.
ერთს დანაკარგსაც აუწყებდნენ და ახლად ბოძებულს საჩი-
ნოდ ჰყოფდნენ, სადღეისო და სამერმისოს განუსაზღვრავდნენ
მეორეს.
ჩამომკიდებია ი სვედავსილი მახარაი: დიდ ბედნიერებას
მპირდება თავის გუნებაში: მიმინოების საგაზაფხულო ბავლს
ვუცქიროთო ნაჭარმაგევში.
ეგ ხომ იგივეა, სკიპტრა და გვირგვინი წაართვა მეფეს და
ისეთი მუყაოს გვირგვინით სცდილობდე მის შეჯერებას, ნავრო-
ზობის დღეს რომ დაადგამენ ხოლმე ისპაჰანში აქლემზე დასკუ-
პულ ცრუყაენს.
ამას წინად ყურმოკვრით გავიგე იმ ბედდამწვარი მახარაის
ნაბჟუტურევი.
დავით მეფეს ფრიად სწყენია ჩემი ვაჟის რატის მიერ შემოთ-
ვლილი: თუ სამშვილდე დავათმობინეთ თურქებს, ეს ციხე ჩვენ
გადმოგვცესო მეფემ.
მადლი უფალს, სამშვილდე რომ ორბელიანთა სამკვიდროა,
ეს ამბავი არც რატის მოუჭორავს, არც მე შემითხზავს, ორბეთის
ციხე ერქვა მას კაცისობას.
129 მკითხველთა ლიგა
ხომ ჭეშმარიტია და უქცეველი?
ბოლოს იგიც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ორთავეს, მეფე გი-
ორგიმ, ყოვლად ქრისტიანმან კესაროსმა და სებასტოსმა, თა-
ვათ მიუბოძა სამშვილდე სულკურთხეულ მამაჩემს, ივანეს, ხო-
ლო მე – ლოწობანი, ნაცვლად რუსთავის ციხისა, რომელიც, გი-
ორგისავე სურვილისამებრ, მევე დავუთმე კახეთ-ჰერეთის მე-
ფესა.
ხომ ჭეშმარიტია და უქცეველი?
დასასრულ, გუშინდელ დღესავით მახსოვს, ეკრანთაში და-
დებულ ფიცს თქვენც დაესწარით, ყოვლად სახიერნო მამანო,
ეკრანთაში დადებულ ფიცით მამაჩემს ივანეს დაუმტკიცა მეფემ
როგორც სამშვილდე, ისე ეკრანთაცა. სანამ კესაროსი, გიორგი
მეფე ცოცხალია, ამ ფიცს ვერ დაარღვევს დავით მეფე.
ხომ ჭეშმარიტია და უქცეველი?“
სამშვილდესა და ეკრანთას ხსენებაზე აილეწა კატაი... ერთი
კარისაკენ გაიხედა ანაზდად.
სსსუო, უჩურჩულა ქმარს.
მესტუმრეთუხუცესი შემოვიდა. სავახშმოდ მიიწვია სტუმრები
და წაბორიალდა კვლავ.
როცა სამშვილდე და ეკრანთა ახსენა ლიპარიტმა, გაოგნე-
ბულ მანგლელს ორივე ხელის თითები ურთიერთზე გადაჭდობი-
ლი ჰქონდა და საკუთარ მუხლისთავს ებღაუჭებოდა, ერთბაშად
დაატკაცუნა სახსრები, როგორც ეგ მას აღელვებისას სჩვეოდა,
მესტუმრეთუხუცესის მიერ გახურულ კარს მიხედა და ეუბნება
გაცეცხლებულ ერისთავს:
„იცით რა მოგახსენოთ, ერისთავთ-ერისთავო, სავსებით
გულწრფელად და შეუფარველად?
ჯერ სამი კვირაც არ გასულა, რაც გიორგი მეფისა და ჩვენის
შუამდგომლობით აგხსნა დავით მეფემ ბორკილი.
ჯერ იგიც არ ვიცით, კლდეკარსა და ბირთვისს, ბერიქალისა
და ხულუტის ციხეს თუ დაგითმობს დავით მეფე და ახლა სამ-
შვილდე და ეკრანთა გინდა დაგიმტკიცოს მეფემ, ისეთი ციხენი,
რომელნიც ჯერ თურქებს უპყრია ხელთ და მათ ასაღებად სის-
ხლი უნდა დაღვაროს მერმისში მანვე.
მართალია, მე და მამაი ბასილი მართლაც დავესწარით ეკ-
რანთაში დადებულ ფიცს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ერისთავთ-
130 მკითხველთა ლიგა
ერისთავო, გიორგი მეფემ სულტან მალიქ-შაჰსაც შეჰფიცა ხა-
რაჯას მიცემა, მაგრამ ეს რამდენი წელია, რაც დავით მეფე აღარ
უხდის ხარაჯას თურქებს“.
ლიპარიტი მიხვდა, რომ მომეტებული სითამამე გამოიჩინა
და ახლა უკუსაქცევ გზებს დაუწყო ძებნა:
„არა, მე იმას მოგახსენებდით, ყოვლადსახიერნო მამანო,
რაც ეკრანთაში თქვენის თანდასწრებით მოხდა, ეს შესაძლოა
არც უწყოდეს ჭაბუკმა მეფემ“.
ახლა მამაი ბასილიმ შეაჭრიალა საკარცხული და სთქვა:
„არც მე გირჩევდით ჯერხნობით ამ ციხეთა გამო დავით მე-
ფესთან სიტყვის დაძვრას. მამაშვილურად გირჩევთ, დაისვენო
და შეუცადო, ჯერ თავის მხრიდან რას გეტყვის მეფე.
დასასრულ, ხელმარჯვე შემთხვევა გეძლევა, ნაჭარმაგევში
უთუოდ შეხვდები გიორგი მეფესა და დიოფალ ელენეს, მარიამ
დედოფალი მანდ იქნება, ალბათ. სჯობს მათ გაესაუბრო ამ საქ-
მეთა გამო.
ნუთუ ამდენ ხანს ვერ აუღე დავით მეფის ხასიათს ალღო? მას
დათმობაც სჩვევია, მაგრამ გახსოვდეს: დათმობის უკანასკნელ
ზღურბლამდის...“
კატაიმ ნიშნობის ამბავის წამოწყება სცადა, მაგრამ გაბორო-
ტებულმა ლიპარიტმა შესძახა, სსსუო, და ენა ჩააწყვეტინა მყის-
ვე.

***
გამოხდა ხანი. ლიპარიტ ერისთავი წამოდგომას არ აპირებ-
და. აქიმი შერაქისძე ყოველდღე დადიოდა, ყოველდღე ხარშავ-
დნენ ლულუფრის ყვავილებს. ლიპარიტ ერისთავი განრისხდა,
არაფერი სცოდნიაო შერაქისძეს, მომიყვანეთო აქიმი ღვინეფა-
ისძე.
ახლა სხვა წამლები დაუნიშნა ახალმა აქიმმა. კიტრის თეს-
ლი და აყიროს თესლი, არდის თესლი და კატკატოს თესლი,
თეთრი ხაშხაში, შავი ხაშხაში, თეთრი შაქარი, ქრთილის წყალი
და ნუშის ზეთი, თეთრი სანდალი, ვარდის წყალი და იის შარაბი.
ეს ყოველივე ურთიერთში შემგბარი უნდა ესვა და ზოგთაგან
მალამოები უნდა გაეკეთებინათ, ხანაც ტლეები.
131 მკითხველთა ლიგა
გასჭირდა წამლების შოვნა.
იოანე დუკისძე და მასაწოლე ბერები დადიოდნენ მთელ
თრიალეთში, ზოგი ჯავახეთს გადავიდა, ზოგი – ქვემო ქართლს,
როგორც იქნა მოუყარეს ამას ყოველივეს თავი.
მახარაი ყოველდღე დადიოდა ლიპარიტის სანახავად, ხე-
დავდა როგორ კაზმავდნენ წამლებს და ასმევდნენ ლიპარიტს.
ამასობაში მეფემ ორგზის იმგზავრა ალგეთის ხეობაში, მიაკით-
ხა ოსტატებს, რომელნიც შტორა მორკნეველის ხელმძღვანე-
ლობით ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა შეკეთებას ეწეოდ-
ნენ.
კირიონ მანგლელი და მამაი ბასილიც ამას ყოველივეს ჰხე-
დავდნენ და გულწრფელად არწმუნებდნენ მეფეს: დასნეულებუ-
ლაო ლიპარიტ ერისთავი.

***
ხუთშაბათ საღამოს კირიონ მანგლელი და მამაი ბასილი ეწ-
ვიენ დავითს და ამცვნეს: ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ გამომ-
ჯობინდა და ნაჭარმაგევს თან ეახლებაო პატრონს.
სამღვდელოთა დარბაზობას დაესწრნენ: ნიანია ბაკურიანი,
ჯონდი ერისთავი და მახარაი.
მეფეს არაერთგზის ჰქონდა ნაჭარმაგევს წასვლის დღე და-
ნიშნული, მაგრამ არ იქნა და ვერ მოხერხდა თრიალეთიდან
გამგზავრება.
ძნელია, როცა ადამიანი გზას დაადგება და გამგზავრება ვერ
მოხერხდება ვერასგზით.
მით უმეტეს, ძნელი იყო ეს ლოდინი, რომ კარვები შეკრული
ელაგა, ჯორ-ცხენნი მზად იყვნენ და თვით მეფის წიგნსაცავი,
რომელიც ჯორთა შვიდეულს დაჰქონდა მუდამ, ჩალაგებული
იყო უკვე.
როგორც იქნა, დაინიშნა გამგზავრების დღე – უახლოესი
სამშაბათი. აზნაურ მორკნეველს უნდა ეკისრა თრიალეთის
საერისთავოს დაცვა და მართვა.
დედისიმედი და გვანცა გახარებულნი უცდიდნენ სამშაბათს.
ისინი წინასწარ მიელტვოდნენ მარიამ დედოფლის ნახვას,
ნაჭარმაგევში მოსალოდნელ ნადირობასა და ნადიმებს.

132 მკითხველთა ლიგა


შაბათ საღამოს მესტუმრეთუხუცესი შემოვიდა და აუწყა მე-
ფეს: იოანე დუკისძე გეახლათო.
დავითს არ ეამა მისი სტუმრობა, უგუნებოდ დაუქნია მესტუმ-
რეთუხუცესს თავი.
დუკისძემ მარჯვენა დაულოშნა მეფეს, მერმე თავმოდრეკი-
ლი წარდგა და მოახსენა:
ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ კვლავ უქეიფოდ გახდა.
ორივე აქიმი, როგორც შერაქისძე, ისე ღვინეფაისძე, მოითხო-
ვენ ერთი კვირის მანძილზე მოერიდოს ცხენით მგზავრობას, თუ
ჩვენს პატრონს ამდენ ხანს შეეძლება თრიალეთში დაყოვნდეს,
ეს დიდი ბედნიერება იქნება.
უკეთუ დუკისძემ წასვლა დააპირა, მეფემ ანიშნა მახარაის:
გააცილეო სტუმარი.
მახარაი წამოდგა და შეასრულა მეფის ნაბრძანი. როცა კი-
ბისთავთან მიაცილა იგი, იოანე დუკისძე მოუბრუნდა და ეუბნე-
ბა:
„მოვდივართ, მოვდივართ, მახო, მე და ერისთავთ-
ერისთავი, ჩემი სიძე, უეჭველად დავიდევთ საგაზაფხულო ბავ-
ლის გაგდებაში წილს.
მე მინადირნია ნაჭარმაგევში ყარყატზე, ოჰ, რა ჩინებული
ადგილია ყარყატზე სანადიროდ, მახო, გინდ ლიახვის პირად
ინადირე, გინდ მტკვრის პირად, ჰე, ჰე“.
მახარაის არ უყვარდა, როცა მეფესა და მახლობელთა გარ-
და სხვა ვინმე ეტყოდა „მახოს“, ბრაზი წაეკიდა, მაგრამ თავა-
ზიანად გააცილა სტუმარი და უკან გამობრუნდა.
კარი გაიხურა მახარაიმ და სწორედ ამ დროს ეს უთხრა მე-
ფემ ნიანია ბაკურიანს, ჯონდი ერისთავს და აზნაურ მორკნე-
ველს:
„რა გეეწყობა, ჩვენ გავემგზავრებით სამშაბათს, ნიანია და
შტორა აქ დარჩებიან და თრიალეთის საქმეებს ისინიც მოუვლი-
ან უჩემოდ“.
„არამც და არამც; – სთქვა მახარაიმ, ნათქვამია, კარამდის
მიჰყევიო მტყუანს. ეგეც რომ არ იყოს, ერთი რამ უნდა მოგახსე-
ნო, მეფევ ბატონო, მე ბევრი მიმგზავრია ზღვა-ზღვა, დავკვირვე-
ბივარ, ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით
არ აწყობს თავის გემს.
133 მკითხველთა ლიგა
არც კეთილი ქარის იმედით დააძინებს თავის მენიჩბეთ, არა-
მედ შორ გზას როცა დაადგება იგი, ანძას, აფრასა და ბაგირებს
იმნაირს მოუწყობს ხომალდს, რომელნიც უდიდეს ქარბორბა-
ლებსა და ზღვაურებს გაუძლებენ.
სტიქიონთა შორის ყველაზე მეტად ზღვას მიემსგავსება ადა-
მიანი, ხანაც კუპრ ღამესა ჰგავს კაცის სული, ზღვაზე ჩამომ-
დგარს.
ყოველი ბრძენიც შეეცდება უთუოდ, როცა მისი ვარაუდი
მეორე ადამიანის ცუდ თვისებათაგან გამომდინარე შედეგებსაც
არ მიიღებს მხედველობაში.
მე ეს არ მესმოდა, სანამ კაცი ვიყავი მართლაც და როცა
დავბერდი, ბედნიერების ნაცვლად ხელში შემრჩა ტიალი სიბ-
რძნე, ხოლო ცხოვრება გავატარე, როგორც რეგვენმა“.
ნიანიამ გაიცინა და სთქვა:
„რატომ ტიალი, მახო?“
„ტიალი, რადგან სიბერესა და სიკვდილთან ახლო ვარ,
თქვენ ახალგაზრდები შორსა ხართ მისგან, და მე მინდა იმ მა-
მალს დავემსგავსო, რომელიც თან დაჰყავს მექარავნეს უდაბ-
ნოში მგზავრობისას.
ყივის მამალი, აღვიძებს ქარავანს და ლომებიც კრთებიან
მამლის ყივილზე. აგრე ჰგონიათ: მათზე უფრო ძლიერებიაო მა-
მალი. რადგან ყველაზე ძლიერი, შესაძლოა, ყველაზე გაუფ-
რთხილებელიც იყოს.
და თქვენ იცით, რომელია ცხოველთა შორის ყველაზე
ფრთხილი? უსუსტესი ცხოველთაგანი: თაგვის ღვლიპი. ხოლო
ლომის ბოკვერი ისეთი შლეგია, შამბნარიდან შარაზე გამოვა
და მონადირეს გაეთამაშება ხოლმე“.
დავითმა მახარაის შეხედა.
„რად ამბობ ამას ყოველივეს, მახო?“
„მე მგონია, კიდევ ერთი კვირაც უნდა დავუცადოთ ლიპარი-
ტის გამომჯობინებას, მეფევ ბატონო“.
„რაო?“
„რაო და მე იჭვმიუტანელი ცნობა მაქვს, ლიპარიტ ერისთავს
თირკმლები არა სტკივა“.
„შენ რა იცი მაინც?“
„მე გამოვსტყუე მის მესაწოლე ბერს, ოლიფანტეს“.
134 მკითხველთა ლიგა
„რა დასტყუე მაინც?“
„რა ფერის შარდი აქვს-მეთქი ლიპარიტს? თავი მოვიკატუნე,
თითქოს ფრიად შეწუხებული ვიყო მისი ავად გახდომით, მეც
მჭირდა-მეთქი თირკმლების ტკივილი. წითელი შარდი მქონდა-
მეთქი, ხანაც ისეთი წყლისფერი, რომელშიც უმ ხორცს რომ
გარეცხავენ-მეთქი.
წამოაყრანტალა იმ რეგვენმა ბერმა: რა ვიცი, ვაი-ვაის კი
იძახისო ერისთავთ-ერისთავი, მაგრამ ჩვეულებრივი შარდი აქ-
ვსო მას.
არ ვერწმუნე ამ ჩურჩუტ ბერს, მერმე ის იყო, აქიმს, შერაქის-
ძეს გამოვკითხე, მანაც დამიმოწმა: მე მგონია, არაფერიც არ
სტკივაო ერისთავს ლიპარიტს.
არც სიცხე აქვსო და არც მაჯისცემა მომატებული, არც შარ-
დზე ეტყობაო თირკმლების დაავადება“.
მეფე დადუმდა და სთქვა:
„მაშ, მოვუცადოთ კიდევ ერთ კვირას. შენ მართალს ამბობ,
მახო, კარამდის უნდა მივყვეთ მტყუანს“.
ნიანიამ სთქვა:
„უხერხულობა იქნება ერთგვარი, მეფემ დააბარა დუკისძეს,
სამშაბათს წავალთ, ერთი კვირის მანძილზე ნაჭარმაგევში გე-
ლითო“.
„არაფერია, – სთქვა მახარაიმ, დუკისძემ წამჭამა თავი, ვი-
თომდაც აღტაცებული მიილტვის ნაჭარმაგევს, რათა მიმი-
ნოებისთვის ბავლის გაგდებაში დაიდოს წილი.
ხვალ დილისთვის ვახმობინებ მას და განვუცხადებ:
თრიალეთში უნდა მოვაწყო-მეთქი ბავლი. ეგებ აქ დარჩეს, ნა-
ჭარმაგევს არ ამოშავდეს“.
მეფეს გაეცინა და სთქვა:
„კეთილი და პატიოსანი, მაგრამ განა მთელ კვირას მოვუნ-
დებით ბავლის სამზადისს? შენ ხომ იცი, მახო, მე მაინცდამაინც
არ მიყვარს ფრინველზე ნადირობა. რამდენ დღეს ვარაუდობ
ბავლისათვის სამზადისს?
გარდა ამისა, ლიპარიტ ერისთავს... არ უნდა მივცეთ საბაბი,
რომ ჩვენ მისდამი უნდობლობას ვიჩენთ და მიტომაც ვყოვნდე-
ბით აქ, შესაძლებლად უნდა გააჭიანურო ქორ-მიმინოთა შემზა-
დება, დასასრულ, ბავლი“.
135 მკითხველთა ლიგა
„ეს გააჩნია ქორ-მიმინოთა ზნეს. თუ ქორები გამოვიყვანეთ,
ორი კვირიაკე დაგვჭირდება საამისოდ, ხოლო ზამთარგამოვ-
ლილ კაპუეტებს ერთი კვირაც შეიძლება ვაკმაროთ“.
მახარაიმ გაიცინა და განაგრძო:
„კიდევ ერთი კვირა და, თუ კვლავ გადასდო ლიპარიტმა ნა-
ჭარმაგევს წამოსვლა, ჩვენ გზას გავუდგეთ, ჯონდი ერისთავი და
ქარიმან სეტიელი აქ დავტოვოთ და ისინი იმავე გზით მოგ-
ვგვრიან მას ნაჭარმაგევს, როგორც პირველად მოიყვანეს იგი“.
მეორე დღეს, დილაადრიან, სავარდეში გამოსულიყვნენ და-
ვითი, ნიანია ბაკურიანი, ჯონდი ერისთავი და შტორა მორკნევე-
ლი. მუხის ნამორებზე ისხდნენ და საუბრობდნენ.
სავარდე სამი მხრით კოპიტებით იყო გარს შემორტყმული,
ხოლო ლიპარიტის სასახლისაკენ დაბალი მესრებით გადატიხ-
რული.
ირანული თეთრი ვარდები გაშლილიყვნენ, ჩინურ გლიცინი-
ებს დაებურდათ დაბალი მესრები.
მახარაი მორის ახლოს დაფუსფუსებდა, მახეებს უგებდა
ბულბულებს.
მახარაის საბაზიეროში შეაგვიანდა. ასე რომ, ნამორებზე
მსხდართა საუბრის ბოლოს მოუსწრო მხოლოდ.
მეფე ეუბნებოდა თავის სპასალარებს:
...„როცა სადმე მიდიხართ, უნდა ეცადოთ, შინ დასტოვოთ
გულის კლიტენი, რადგან გული არც ბაღჩაა, ყოველ კაცს რომ
შეეძლოს შიგ შეიჭვრიტოს, არცთუ ძველი ზანდუკია იგი, ერთ
ვინმეს მიანდო მისი გასაღები; ვთქვათ, ის კაცი რეგვენი აღმოჩ-
ნდა და კლიტე დაჰკარგა, იხმობ ოსტატს, ახალ საკეტს გაუკეთე-
ბენ მაგ ძველ ზანდუკს, მაგრამ ერთხელაც დაკარგული გულის
კლიტენი არავის უპოვნია ხელმეორედ არაჟამს...
...ბრძენსაც მოუვა ხოლმე თავში შეუწონელი აზრიცა, მაგ-
რამ საჭიროა არა მარტო ასეთი აზრის არგამხელა, არამედ სიბ-
რძნის შეფარვაც უცილოა ზოგჯერ.
...უდიდეს გმირსაც შეეშინდება ხანდახან, მაგრამ შიშის მიჩ-
ქმალვაშიაც გმირობაა... სასაცილოა თავისი სიბრძნით მოქადუ-
ლი ბრძენი, მაგრამ არანაკლებ სააუგოა, თავის გმირობით თავი
რომ მოქონდეს გმირს.

136 მკითხველთა ლიგა


მარად ფხიზელსაც მართებს, მტერს უდარდელად მოაჩვენოს
თავი, უნდა ერიდოთ მტრის ამხედრებას ვადაზე ადრე, მით უმე-
ტეს, – მტერთა მომრავლებას.
ობობას ქსელზე უფრო ფაქიზი და სუსტი ქსოვილი ჯერ არც
ერთ დიაცს ხომ არ მოუქსოვია ამქვეყნად, მაგრამ ორიოდე ფა-
რასანგის მანძილზე გარდიგარდმო რომ გააბათ იგი, კამეჩსაც
წააქცევს...“
როცა მეფე დადუმდა, ნიანია ბაკურიანმა ნაჭარმაგევს გამ-
გზავრებისათვის გადაიტანა საუბარი. ლიპარიტის ხსენებაზე მა-
ხარაიმ ყური სცქვიტა, მახეებს თავი მიანება და მოსაუბრეთ
მიეახლა.
მესრებს გადაღმა გამოჩნდნენ იოანე დუკისძე, დედისიმედი,
გვანცა და ლელაი; შემოვიდნენ თუ არა სავარდეში ქალები, ნა-
მორზე მსხდომთ საუბარი შესწყვიტეს, წამოდგნენ და როცა ისი-
ნი გვერდით მიუსხდნენ ვაჟებს, მეფე მიუბრუნდა მახარაის:
„რაღა ნაჭარმაგევს წასვლას ვუცადოთ, ბარემაც აქ გავმარ-
თოთ ბავლი, რამდენიმე მიმინო შენ ხომ აქაც გყავს“.
„გავმართოთ, გავმართოთ!“
ერთხმად შესძახეს ახალგაზრდებმა.
იოანე დუკისძე შეცბუნდა:
„მე თრიალეთში დავბერდი და არც კი ვიცოდი, თუ შესაძლო
იყო ამ თვეში ქორ-მიმინოსათვის ბავლის გაგდება“.
მახარაიმ მიუგო:
„გააჩნია, რაზე ვაპირებთ ნადირობას. თუ ყარყატზე ვინადი-
რებთ, ახლა უკვე დროა. ტაბარისტანში მარტში იწყებენ ბავლის
გაგდებას“.
დუკისძე დადუმდა.
მახარაიმ კეფა მოიფხანა:
„ეს ამბავი არც ისე იოლი საქმეა, როგორც ეს თქვენ გეჩვე-
ნებათ, ჩემო კარგებო“.
„აბა, რა ვქნათ?“
ბალღურად იკითხა გვანცამ.
„რა დიდი სამზადისი გვინდა, ძია მახო?“
წამოიძახა დედისიმედმა.
„ეჰ, ეს ყოველივე დაწვრილებით რომ აგიწეროთ, სამ დღე-
საც ვერ მოვათავებდი თხრობას.
137 მკითხველთა ლიგა
მალიქ-შაჰ სულტანს ერთი ბაზიერთუხუცესი ჰყავდა, მას ოცი
თაბახი აქვს დაწერილი ქორ-მიმინოთა შეპყრობის, მათი მოთ-
ვინიერების, დაგეშვის, მათი ბანაობის, კვების გამო. თორმეტი
სხვადასხვა გვარის საჭმელია დასახელებული, ახლა სანადირო
ჩაჩების, ხელთათმანების, ქორ-მიმინოთა „ქუდების“, მათთვის
ღამეთა თევის და მათთვის ბავლის გაგდების შესახებ. თქვენ
გნებავთ, მე ერთ დღეს კიდეც გიამბოთ და შეგამზადოთ ჩემი
შვიდი მიმინოსათვის ბავლის გასაგდებად?“
„ჩვენც დაგვავალეთ რამე, ძია მახო“.
წამოიძახა დედისიმედმა.
„ოჰო, შენ კი დიდი ბაზიერი მყავხარ, ჰე, ჰე, ჰე, შარშან ში-
ნაური ხოხობი ხელში მოგივარდა და იგიც გაგიფრინდა, ჰე,
ჰე...“
მესტუმრეთუხუცესი შემობორიალდა სავარდეში.
საუზმეზე მიიწვია ნამორზე მსხდომნი.
„არ გვინდა საუზმე, ძია მახო, ახლავე შევუდგეთ სამზადისს“.
წამოიყვირა გვანცამ.
მაშ, თუ აგრეაო და მახარაიმ უბრძანა მესტუმრეთუხუცესს:
აქ მომგვარეთო ამირ ხალიაფის ბაზიერთუხუცესი.
დიდხანს იცადეს სავარდეში, რატომღაც შეაგვიანდა ხახუტა-
ის.
ახალგაზრდები ღელავდნენ, მახარაი ადგა, სავარდედან გა-
ვიდა და მესტუმრეთუხუცესის სამყოფელოსკენ გაემართა.
ხახუტაი ზლაზვნით ჩამოვიდა კიბეზე, ამასობაში მახარაიმ
მოასწრო ეზოს გადავლა.
რად დაგაგვიანდაო?
უყვირა მახარაიმ.
„ჯერ იყო და ვსაუზმობდი, მერმე ხამლის თასმების შეკვრას
მოვუნდი, წრფელად მოგახსენო, არც ვჩქარობდი, უფლისწუ-
ლო, ბატონო“.
რათაო?
„აგრე მეგონა, მიგყავდით აქედან“.
მერმე რაო?
„რადგან ვიცოდი, ამაზე უკეთეს ადგილს ვერ წამიყვანდით“.
სავარდეში ახალგაზრდებს ესმოდათ ეს დიალოგი.

138 მკითხველთა ლიგა


საკმარისია ხუმარის სახელი დაუვარდეს ვინმეს და შემდგომ
ამისა, მის მიერ მიამიტურად თქმულიც სიცილს იწვევს ხოლმე.
ამიტომაც მესრებს გადაღმელებს აუტყდათ სიცილი.
„რატომაო ვითომ?“
შესძახა მახარაიმ.
„ამდენი სასქდომი, რაც ლიპარიტის სასახლეში მომართვეს,
სადღა იქნება ნეტავი?“
„რაო, გეგუთში დაგამშია გიორგი მეფემ?“
„მეფე გიორგიმ სად დამაცალა ჭამა, სულ სანადიროდ და-
მათრევდა, ნადირობამ ტყვეობაში მომაბეზრა თავი, არ გირჩევ
შენი ქორ-მიმინო მე ჩამაბარო, თორემ ისე გავჟუჟავ, როგორც
ალფ-არსლანი მუსრავდა ქურთებს“.
მესერს გადაღმელნი იცინოდნენ.
სავარდეში რა მოიყვანა მახარაიმ ხახუტაი, დაფეთდა მეფის
დანახვაზე ნადიაკვნარი და როგორც კაცმა უიარაღომ, რომელ-
საც შეჭურვილმა ხელების ზეაწევა უბრძანა მოკვდინების შიშით,
ისე აღაპყრო მკლავები ძირს დაჩოქილმა.
ატყდა ისევე სიცილი, მეფესაც გაეღიმა და უთხრა:
„ადექი, ხახუტაი, ახლა ჩვენ მონადირენი ვართ განურჩევ-
ლად ყველანი, მალე მიმინოებს გამოგვიყვანს მახო“.
„ოჰო, კაი ამბავია, მეფევ ბატონო, ჩემს თავს, საწყალობელი
ვირთხაჭერია მონადირედ რომ გამხადეთ, ხოლო ნადიაკვნარი
– მეფეთა სწორად. ეგ რომ ადრე მომსვლოდა, მე ვეკურთხებო-
დი იერუსალემის მეფედ“.
გულიანად გაეცინა მეფესაც.
„თუ მონადირედ არ ვარგოდი, ხახუტაი, როგორღა გახდი
ამირ ხალიაფის ბაზიერთუხუცესი?“
„ჩემზე უკეთ მოგეხსენება, ჩვენო პატრონო, ეგეც ხდება ხან-
დახან: თავხედობა და ყომარბაზობა გაცილებით მეტად ფასობს
ხშირად, ვიდრე ცოდნა და ნიჭი. ამიტომაც თავხედი და უნიჭო
შორს გაასწრებს ხოლმე ნიჭიერსა და მოკრძალებულს“.
„ეგეც სწორია, ჩემო ხახუტაი, ხშირად ტალანტი ისევ უქმია,
როგორც ქარქაშში მთვლემარე ხმალი. განსაკუთრებით, როცა
გამბედაობა მიაკლდება ნიჭს.
გამბედაობა ხომ დროზე მოქნეული კომბალია, რომლითაც
გამბედავი სწრაფად მოქნევაში დაასწრებს ხმლოსანს“.
139 მკითხველთა ლიგა
„ამიტომაც მოგახსენეთ, მე რომ თავხედობა დამკლებოდა,
ვერც ბაზიერთუხუცესი გავხდებოდი ოდესმე“.
„ოჰო, შენ მოგხდომია, ჩემო ხახუტაი, მოგზაურობა, რადგან
იგი მარტოოდენ გემთა გამომცდელი როდია, არამედ კაცთა გო-
ნების მწვრთნელიცა“.
„მე ცოტა გამოშტერებული სახე მაქვს, ჩემო პატრონო, ისე
ხარის ბეჭი ვირთხისას მირჩევნია და გემის ანძას მელიკუდისა-
გან გავარჩევ როგორმე“.
ესა სთქვა და თმები ჩამოიფოცხა სახეზე. მას გრძელი და კო-
პალივით თავი ჰქონდა შუბლიდან კეფამდის გადატვლეპილი,
რომელსაც საფეთქლებიდან ზეაწეული თმებით იფრავდა. ამ
წუთში ისე დაიჯღანა და თვალები დაებრიცა, ნამორზე ძლივს
იკავებდნენ თავს სიცილისაგან ახალგაზრდები.
„ახლა ყბედობას მოეშვი, ხახუტაი, – სიტყვა ჩააგდო მახარა-
იმ, – სასაცილოა, როცა შლეგი შეუდგება ბრძენმეტყველებას“.
„არც ეგაა სასაცილო,
უფრო მეტად სასაცილო,
როცა ოქროს საყურეს
შეასხამენ სახედარს“.

თითქმის სიმღერით წარმოსთქვა ხახუტაიმ.


იოანე დუკისძემ თავისი აღშფოთება გაუზიარა მახარაის:
როგორ ბედავსო ვიღაც ნადიაკვნარი პატრონის წინაშე სახედ-
რის ხსენებას?
„არაფერია, სახედრის ხსენება უფრო უვნებელი რამეა, ვიდ-
რე ზოგიერთის დანახვა...“
შენიშნა მეფემ.
ისაუზმეს თუ არა, მახარაიმ იკისრა ბაზიერთუხუცესობა. მან
გამოაჩხრეკინა ლიპარიტის ბაზიერებს ტყავის ჩაჩი, როგორსაც
ქორ-მიმინოთი მონადირე ჩამოიცვამს ხოლმე თავზე (მუზარადს
მიაგავს იგი წვეტწამახულს), შვიდი თათმანიც ცერზე წამოსაცვა-
მი, აგრეთვე ტყავისა.
დედისიმედი ყოყმანობდა ჩაჩის დახურვას, გვანცამ სიამოვ-
ნებით ჩამოიფხატა იგი. მახარაიმ მეფეს არ შეაძლია ჩაჩი, რკი-
ნის მუზარადზე შეაჯერა, სხვა დანარჩენებმა ტყავის ჩაჩი დაიხუ-
რეს.

140 მკითხველთა ლიგა


გასჭირდა ხახუტაის უზარმაზარი თავის მოსარგები ჩაჩის გა-
მოძებნა. ასე რომ, როგორც მეფეს, ისე ხახუტაის რკინის მუზა-
რადები დაახურა მახარაიმ.
ხახუტაი გაიჯგიმა, ჩაახველა და ეუბნება მახარაის:
„რაკი დავით მეფესთან გამატოლე, ბარე გვირგვინიც თავზე
დამადგი და მოსაცვეთის მპყრობელად მაკურთხე როგორმე“.
მეფემ ღიმილით უთხრა ნადიაკვნარს:
„ეჰ, ჩემო ხახუტაი, სამეფო გვირგვინს მონადირის ჩაჩი გერ-
ჩიოს“.
„არაფერია, ჩვენო პატრონო, სადღაა გვირგვინი, თორემ ჩე-
მი ოხერი თავი ამ უბედურებასაც გაუძლებს როგორმე“.
მახარაიმ დედისიმედსა და გვანცას მკლავები გაუყარა, და-
წინაურდა და საბაზიერო სახლისაკენ გაემართნენ.
ხარიხებზე სთვლემდნენ ბუმბულმოცვლილი ქორები და მი-
მინოები, რომელთაც მთელი თვის მანძილზე მხოლოდ და მხო-
ლოდ ზუთხს აჭმევდნენ ხოლმე ბაზიერები.
პირველი ძარი გააღო მახარაიმ.
შიგ იჯდა თოვლივით თეთრი მიმინო, რომელსაც ფრთებსა
და ბოლოში მოყვითანო ფერები ჰქონდა შესხურებული. როცა
მან მახარაის დაწრუწუნება შეიცნო, ფეტვისფერი თვალები და-
აბრიალა და თავ-კისერი მამაცურად ზეაღმართა.
ხელახლა დაუწრუწუნა მახარაიმ და საქნიერი უჩვენა.
განზე გადექიო!
უბრძანა დედისიმედს, ხორცის ნაჭერი შეაჩეჩა ხელში, ამა-
სობაში მიმინომ დააჟრჟოლა ეჟვნები და მახარაის შეაფრინდა
მისკენ გაწვდილ მარცხენა ცერზე, გაავებული ჩააშტერდა თვა-
ლებში საჭურისს, რაკი საქნიერი არ მისცეს გაწბილებულს.
დედისიმედმა ძლივს მოკუმა მახარაის მიბაძვით ტუჩები და
დაუწრუწუნა მტაცებელს.
მეფემ შენიშნა:
როცა თავხედი და თავაწყვეტილი მტაცებელი ცერზე შეაჯდა
გულნაზსა და თავმოდრეკილს, მჭვრეტლის თვალში ამ ამბავმა
ხაზი გაუსვა მისი სასურველის სათნოებას.
ახლა გვანცა მიიყვანა მეორე ძართან მახარაიმ.

141 მკითხველთა ლიგა


შიგ იჯდა ზამთარგამოვლილი კაპუეტი, რომელსაც მომწვა-
ნო და მოყვითანო რგოლები აჩნდა თვალების ირგვლივ, ხოლო
ნისკარტი კვერცხისგულისფერისა ჰქონდა.
მახარაიმ სთქვა:
„ეს მიმინო სამწლიანია“.
„საიდან იცი, მახო?“
ერთწლიან მიმინოს მოცისფერო ფეხები აქვს, ხოლო ხან-
დაზმულს – ჩალისფერი, ნისკარტი – კვერცხისგულისფერისა“.
უკან დაიხიეო, უბრძანა მახარაიმ გვანცას, მოხარშული
კვერცხი ჩუმად ჩაუდვა ხელში.
მერმე გამოაღო მეორე ძარის კარი, ხორცი მოალანდა მიმი-
ნოს, როცა იგი მას დააფრინდა ცერზე, არ აგემა საქნიერი.
გვანცამ გამოცდილ მონადირესავით დაუწრუწუნა ტყიურს
და საქნიერი შეათამაშა ჰაერში.
რა შეაფრინდა გვანცას ცერს მიმინო, მეფემ თვალი შეას-
წრო: გვანცას შემართულ მარცხენას ვაჟკაცური იერი ჰქონდა
და როცა მოშიებული კაპუეტი თვალებში შეაშტერდა შამან
ერისთავის ქალს, უცნაურად ომახიანი გამოჩნდა გვანცა.
წელში გამართული და მარცხენა ზეაღმართული იდგა იგი,
როგორც ნადირობის ღმერთქალი არტემიდა, რომელსაც ბერ-
ძნულ ვაზებსა და ლეკიფებზე გამოსახავდნენ ხოლმე ძველბერ-
ძენი ოქრომჭედელნი, ეს იყო ოღონდ, გვანცას არტემიდაზე უფ-
რო განიერი ბეჭები ჰქონდა, დამასტის აბრეშუმიდან რელიეფუ-
რად გამოკრთოდნენ მკლავთა და ბარძაყთა ძვალმსხვილობა
და კუნთოვანობა.
როგორც მის სახეზე, ისე მთელს ანაგობაში გამოსჭვიოდა ის
სიმამაცე, რომელიც ახალქალაქის, ფარცხისის და ანტიოქიის
ომებში გამოეჩინათ შამან ერისთავსა და მის ვაჟს.
თითქოს სხვად იქცაო გვანცა, იგი ისე აღტაცებული შესცქე-
როდა მარცხენაზე მჯდარ კაპუეტს, როგორც ვაჟკაცი ვინმე,
ომებსა და ნადირობაში სისხლის ღვრის არ დამრიდე.
ახლა დავითს, ნიანიას, ჯონდის, ხახუტაის, შტორასა და
იოანე დუკისძეს დაურიგა მიმინოები მახარაიმ, ზოგს ცერზე ას-
ხდნენ მიმინოები, ზოგს – მუზარადზე, ზოგს – ტყავის ჩაჩზე.

142 მკითხველთა ლიგა


მიმინოების „ქუდები“ მოატანინა ხახუტაის მახარაიმ. მორი-
გეობით მიდიოდა მიმინოებთან, მოწიწებით ხელს წაავლებდა
ორივე ფრთაზე მტაცებელს და ახურავდა „ქუდს“.
მახარაი რიტუალური რუდუნებით შეუდგა საქმეს.
აფრთხილებდა ყველას:
„გახსოვდეთ: მიმინოს ფრთხილად, ფრთხილად უნდა წაატა-
ნოთ ფრთების გაშლამდის ხელი, თვალისჩინივით უნდა გაუფ-
რთხილდეთ მის ბურტყლს, თორემ ფრთები თუ დაუზიანეთ, მოგ-
ჭამათ ჭირი“.
ხახუტაიმ „ქუდები“ დაახურა მიმინოებს თავზე, მახარაი
ბნელ ოთახში შეუძღვა მონადირეებს. ბარე ორ საათს ისხდნენ
ახალგაზრდები და „აააას“ ჩაჰყვიროდნენ მიმინოებს ყურში.
ბაზიერთუხუცესმა პირველი მამლის ყივილზე მოაგროვა მო-
ნადირენი, ისევ დასვა ბნელ ოთახში ისინი და აყვირა:
„აააააა“...
გათენდა თუ არა, მახარაი და ხახუტაი ხიზის გამართვისათ-
ვის მზადებას შეუდგნენ.
ორ ხეს შორის ხარიხა გასდეს. მიმინო ზედ დასვეს, ფეხებზე
თოკი მოაბეს, ათი მხარის სიგრძე. თოკს დატანებული ჰქონდა
რგოლი, რომელზედაც მიბმული იყო მიმინოს ორივე ფეხზე მი-
მაგრებული ხამლები.
მახარაი გამართავდა თოკის მეორე თავს, დაუწრუწუნებდა
მიმინოს, დაძახილზე წამოფრენილი მტაცებელი თან გამოჰყვე-
ბოდა მოძრავ რგოლს და ბაზიერს შეაფრინდებოდა ხელზე.
ხახუტაი გამოართმევდა მიმინოს მახარაის, ისევ დასვამდა
ხარიხაზე, უხმობდნენ მიმინოს, კვლავ წამოჰყვებოდა ფრინვე-
ლი რგოლს, დაასაჩუქრებდნენ გონიერ „მოწაფეს“ მცირეოდენი
ხორცით, ისევ დასვამდნენ ხარიხაზე.
გაურჩებულ მიმინოს, რომელიც არ ინდომებდა მახარაის ცე-
რამდის მოსვლას, ძალით წამოიყვანდა ხახუტაი, თუკი ცერთან
მიღწევისას ფეთქვას დაიწყებდა, ისევ წაართმევდნენ მას უკან
და იგივე გრძელდებოდა მანამდის, სანამ არ მიაჩვევდნენ ცერზე
შეჯდომას.
როცა ეს ყოველივე მოათავა, ბაზიერთუხუცესმა ბრძანა:
„ახლა მარცხენა ცერზე დაისვით მიმინოები!“

143 მკითხველთა ლიგა


ჩამოუვლიდა ხახუტაი და ცხელ წყალში გარეცხილ ხორცს
დაურიგებდა მონადირეებს.
„ისე აჭამეთ, რომ ჩინჩაყვი ნიგვზის სისხოდ დააჩნდეს მკერ-
დზე, არც მეტი და არც ნაკლები, ნიგვზისოდენად, იცოდეთ“.
დააპურებდნენ მიმინოებს, ჩამოუვლიდა ბაზიერთუხუცესი,
ორი თითით უსინჯავდა ყველას სათითაოდ ჩინჩაყვს.
მოახლოვდა თუ არა შუადღე, ხახუტაიმ მოიტანა წნელები,
ორივე თავი წაუთალა და მიწაში ჩაარჭო მშვილდებრ გადრე-
კილნი. მონადირეებმა დასხეს მიმინოები თულზე ( თული – მი-
მინოს დასასვენებელი, მშვილდებრ მოდრეკილი წნელი.).
ბაზიერებმა წყლით სავსე გეჯები დაუდგეს, მიმინოები მორ-
ჩილად ჩამოდიოდნენ თულებიდან და ბანაობას იწყებდნენ.
მახარაი მზის საათს მისჩერებოდა.
ორი საათი გავიდა თუ არა, ბრძანა: აიყვანეთ მიმინოები და
ხარიხებზე შესვითო.
გავიდა კიდევ ორიცა.
ახლა ცერზე შეისვითო.
ბრძანა მახარაიმ.
ამდენსავე ხანს დაატარებდნენ მონადირეები თავ-თავიანთ
მიმინოებს ჩრდილში, „ააას“ ჩასძახოდნენ მტაცებლებს ყურში.
ნასამხრალზე ისევ თავიდან გაამეორებინა ეს ცერემონიები
მახარაიმ მინადირეებს. ხიზა გაამართვინა ყველას, მიმინოები
დააპურებინა, რადგან დედისიმედისა და გვანცას მიმინოები
ოდნავ ურჩობდნენ.
სამი დღის მანძილზე მეორდებოდა ერთი და იგივე.
მეოთხე დღეს შეუდგნენ ხიდან ჩამოხმობას მიმინოებისას.
და ეს ამბავი ასე დაიწყო:
ნაძვის ქვეშ მოაგროვეს მონადირენი.
„ცერზე დაისვით მიმინოები!“
ბრძანა მახარაიმ.
„ახლა მე მიყურეთ!“
ეს სთქვა და მარჯვენა ხელი ფრთხილად წაავლო ფრთების
გაშლამდის თავის მიმინოს. აიყვანა ისე, რომ პატრონის მკერ-
დისკენ მიქცეული ჰქონდა ფრინველს ბოლო, მოუქნია და ხეზე
აისროლა იგი.

144 მკითხველთა ლიგა


მერმე საქნიერი ამოიღო ჯიბიდან, დაუწრუწუნა მტაცებელს
და, როცა იგი მარცხენაზე დააფრინდა, სისხლგაცლილი ხორცი
ამოიღო ჯიბიდან და დააპურა.
იგივე გაიმეორეს სხვებმა.
„რად უნდა იყოს ეგ ხორცი მაინცდამაინც სისხლგაცლილი,
მახო?“
იკითხა დუკისძემ.
„სისხლის დანახვა მტაცებელს თავის სიველურეს უღვიძებს,
იოანე ბატონო“.
მიუგო მახარაიმ.

***
დილა იყო ისეთი, როგორც კაცს აფიქრებინებს ხოლმე: ეს
ცათა სილურჯე, მდელოთა სიმწვანე, ცად აზვინული ზურმუხტის
მთები, გაშლილი აყვავებული ველები, რომელნიც ზღვებს ჰგვა-
ნან ცარგვალის ქვეშ მთვლემარეს, ეს ყოველივე კაცთა სალხე-
ნად და აქ მოსვლით დასატკბობად გაჩენილანო.
მეჯინიბეებმა ცხენები გამოუყვანეს მონადირეებს. ნასუქალი
ულაყები მოუთმენლად ღეჭავდნენ ლაგამს, ცახცახებდნენ და
აბრიალებდნენ ქლიავისფერ თვალებს.
დედისიმედი და გვანცა სტკბებოდნენ იმ სუნით, რომელიც
ცხენს უდის ხოლმე ხანგრძლივად ნაბამს.
არანაკლებ მოუთმენლობას იჩენდნენ ქალები, თუ რა მოხ-
დებოდა აწი.
ახლა აბრეშუმის „წითელი პერანგები“ დაურიგეს მიმინოებს,
მახარაის და ხახუტაის მიმინოების გარდა ყველას ჩააცვეს, რა-
თა ცხენის ჭენების დროს ფრთები არ შელახოდათ მათ.
...
როცა ცხენოსნები ლიპარიტის უბანს გასცდნენ და ალგეთის
გზას დაადგნენ, მახარაიმ და ხახუტაიმ სახამლავები ახსნეს თა-
ვიანთ მიმინოებს, გააფრინეს და უკან გამოუდგნენ ჭენებით.
ახალგაზრდები სიცილით იგუდებოდნენ, როცა უზარმაზარ
ულაყზე მჯდომი, მოკუტული მახარაი და ზანზალაკებიან ჯორზე
დაყორებული ხახუტაი შეუდგნენ გზას.
ვიდრე ჯორს მოახტებოდა, ხახუტაიმ მუზარადი მეჯინიბეს გა-
დასცა. გაბურძგვნილი თმები რქებივით დაიგრაგნა, დასჭყივლა
145 მკითხველთა ლიგა
თავის ჯორს და გაეჯიბრა კორეიშიტულ ულაყზე ამხედრებულ
მახარაის.
მახარაიმ ისე სწრაფად დასძრა თავისი ცხენი, ხახუტაიმ
უზანგებში ფეხების ჩადგმაც ვერ მოასწრო, ისე გაუჭენდა ჯორი.
ასე რომ, ფეხებით მიხვეტავდა ზედგადამჯდარი მტვერს. ზანზა-
ლაკების ჟღარუნი, მიმინოს მიმართ წრუწუნი და ყიჟინა, ხახუტა-
ის მიერ ატეხილი, უკან მომავალ ცხენოსნების მხიარულებას
აორკეცებდა.
მათი მიმინოები ხან კვალდაკვალ მისდევდნენ ჯოროსანსა
და ცხენოსანს, ხანაც წინ უსწრებდნენ, შეისვენებდნენ ხეებზე,
შემოესმებოდათ წრუწუნი თუ არა, ისევ განაგრძობდნენ გზას.
დედისიმედს ცრემლები ჩამოსდიოდა სიცილისაგან, ცხენ-
დაცხენ გვერდით მისდევდა მეფეს, ისე განაგრძობდნენ გზას,
სიხარულს კიდემდის აევსო ქალწულის სული. უხაროდა,
თრიალეთური ფირუზის ცის ქვეშ რომ მოაჯირითებდა ქუჯაის.
ერთ რამეს შიშობდა მხოლოდ: მათ უკან მომქროლავი
იოანე დუკისძე და გვანცა არ წამოწეოდნენ. აჩქარებდა ცხენს,
ემუდარებოდა პატრონს: როგორმე წამოვეწიოთო მახარაის და
ხახუტაის.
როცა მეფემ გზის ასაქცევთან ცხენს სადავე დაუმოკლა, რა-
თა უკან მიმავალთათვის შეევლო თვალი, ქუჯაიმ თავისი მხედა-
რი გაიტაცა თავდაღმართში, დავითს შეეშინდა: ცხენმა არ
დააშავოსო ამ დამრეცილ ბილიკებზე ქალი, დეზი ჰკრა თავის
სკვითიას და წამოეწია ქუჯაის.
მცირე ხანს გოგვით მიჰყავდათ ორივეს ცხენი, გადასცქე-
როდნენ ყვავილებით მოოჭვილ ტაფობს.
გაღმა მთა იყო, მთაზე – ეკლესია, ხოლო შორეულ ფერდო-
ბებზე შეფენილი ფარები ისე შვენოდნენ ამ მიდამოს, როგორც
ვერცხლის ბუზმენტები მწვანეში ჩასმულნი.
რეკავდა მონაზონი მახლობელ მონასტერში.
აღმა მიმავალ ბილიკებზე გალობით ადიოდნენ შავოსნები.
ცხენოსანი მიჰქროდა მახლობელ ციხისკენ, დაფდაფების
ხმა მოისმოდა მთიდან, ყროყინებდნენ სახედრები მთის ქიმზე
გადმომდგარნი.
კლაკნია მდინარე ელავდა ხევში და ციმციმებდა, როგორც
ვეება ვეშაპის ქერეჭი.
146 მკითხველთა ლიგა
ასე იარეს მდუმარედ ორთა, ჩამოდგნენ ნაძვნარიანი მთები,
როგორც მრისხანე მასტოდონტები თვალუწვდენ სილურჯეში
განრთხმული.
ჩხრიალებდა უფსკრულში მოღიმღამო ხევი, გადმოქუხდა
შელეწილ კლდეებიდან ჩანჩქერი, დაბლა ხევის პირს ფეხშიშვე-
ლა ბიჭი მიერეკებოდა ღორ-ხბოს და მღეროდა:

ალგეთში მეცხვარის ქალი


წისქვილს უვლიდა ღამითა,
რაკუნობს სარეკელაი,
ფხიზლობს გელაზის ჩქამითა...
ბალღიც მამაცობს ალგეთში,
ვაჟკაცობს ქალთაგანია,
რკინის ბეგთარში ჩამსხდარნი,
ცას მიბჯენიან მთანია.

სიმღერა და ხევის ჩხრიალი მისწყდა, ისევ თავდაღმართს


დაადგნენ ცხენები, მათი ფლოქვების ტკაპუნიღა ისმოდა ამ
უკაცრიელ მთების უბეში.
მეფემ ეს უთხრა თავის სასურველს:
„რად გაჩუმებულხარ, სულო?“
„ალბათ არც ერთ ენაზე არ იქნება ისეთი სიტყვები, მეფევ ბა-
ტონო, ჩემს ბედნიერებას რომ გამოხატავდნენ.
სიტყვა რაა...“
ისევ მოისმოდა ფლოქვების ტკაპუნი და ჩხრიალებდა უფ-
სკრულში ხევი. კარაქისფერი ქორი ადგა მთის ქიმიდან გაღმა.
აიწია,
აიწია,
მაღლა ირაო გააკეთა ცას მიწეულ კლდეებს ზემოდ და გან-
მარტოვდა ეთერში.
მეფემ სთქვა:
„მუდამ გეუბნებოდი, სულო, ამიტომაც საჭიროა-მეთქი მამა-
ცურად ატანა გაჭირვებისა, რათა სიხარულის შესაცნობად გული
განამზადოს კაცმა“.
ქვევით, ხევის პირად, საშინელის სისწრაფით დაეშვა კარა-
ქისფერი ქორი და ლამიყლაპია აიტაცა ეთერში.

147 მკითხველთა ლიგა


ორთავემ ცხენები შეაყენეს და ისმენდნენ უმწეო მსხვერ-
პლის წივილს, რომელიც ნელ-ნელა იკარგებოდა ეთერში.
„ასეთი სასტიკია ბუნება, მისთვის უცხოა ყოველივე სამარ-
თალი“.
სთქვა ვაჟმა.
„არც კაცთა აქვთ სამართალი“.
ჩიოდა ქალი.
„სამართალი კაცთა შორის მართალს ესაჭიროება და გულ-
მართალს და არა მიმმძლავრებელსა და მიმტაცებელს“.
სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა საცხენო ბილიკი, მოხშირ-
დნენ ჩანჩქერები, უფსკრულებზე გადმოკიდებულნი. ისეთი
შხუილი იდგა შუაში გაპობილ მთებს შორის, ცხენთა თქარათქუ-
რიც არ ესმოდათ მათ მხედრებს.
ხევში წისქვილი გრუტუნებდა, გადაღმელ გოდოლებიდან მე-
ციხოვნეთა ჟრიამული ისმოდა, მეცხვარეები უყიოდნენ ხევში
ჩასულ ცხვარს, ჯოგის ძაღლები უყეფდნენ ხურჯინიან მოხუცს.
მოათავეს აღმართი, გაივაკეს ოდნავ და შორეულ კონცხზე
ორი ცხენოსანის აჩრდილი გამოისახა. ისრის მისაწვდენზედაც
არ იყვნენ დავითი და დედისიმედი მისულნი, როცა მახარაიმ
თავისი მიმინო მიუტია ქედანს, ერთბაშად ორივენი აიჭრნენ
ეთერში და დაინთქნენ სინათლის მორევში.
ბოლოს აღმოსავლეთისაკენ გაფრინდა ქედანი, მაგრამ
თავს დაუარა მტაცებელმა და როცა იგი უკან გამობრუნდა
კვლავ, თვალუწვდენ სიმაღლიდან ჩამოუქროლა მიმინომ, ლე-
კურივით მოუქნია ფრთა, ძირს დაშვებული შეიპყრო ჰაერში და
ზლაზვნით დაფრინდა ნადავლიანად ხევში.
როცა მახარაიმ შუათანა ჭანგი გაუხსნა მიმინოს, საქნიერი-
დან მოწინწკლული ხორცი აგემა მას, მცირე ხანს მიჰყავდა ჩაჩ-
ზე დამჯდარი, როცა ცხენს აუჩქარა და შეუდგა შეღმართს, ისევ
გააფრინა მიმინო.
ფლოქვებით კვესავდა მახარაის ცხენი, დამრეცილ თავდაღ-
მართში გაჭენებული.
დავითი და დედისიმედი ნელა ჩამოდიოდნენ თავქვე დაკი-
დებულ შარაზე. ქალს შორიდან მოესმა უკან მომავალ ცხენთა
ფრუტუნი და თქარათქური.
ავუჩქაროთო ცხენებს.
148 მკითხველთა ლიგა
ევედრა მეფეს.
რათაო, იკითხა დავითმა.
„მე არ მიყვარს დედიჩემის ძმა იოანე დუკისძე“, სთქვა დედი-
სიმედმა, დეზი ჰკრა ქუჯაის.
უკადრისი ცხენი ისე გაფიცხდა, დავითმა მიზეზის კითხვაც
ვერ მოასწრო, როცა ნახევარი ფარესანგის მანძილზე გასცილ-
დნენ უკან მომავალთ, უკვე გაივაკეს.
საურმე გზა ზედ უფსკრულების კიდეებს მისდევდა, ლოდები-
თა და რიყის ქვებით სავსებით მოხერგილი.
მაგრად დაუჭირეო სადავე ცხენს.
გააფრთხილა დედისიმედი მეფემ, რაკი ამჩნევდა, ცხენები
ძლივს იკვლევდნენ გზას.
დავითმა გულისგარედ იკითხა:
რად არ გიყვარსო დედიშენის ძმაი?
„მე აგრე მგონია, ეგაა ჩვენი ოჯახის ბოროტი დემონი, მეფევ
ბატონო“.
მეფემ თავათ იცოდა დუკისძის გაიძვერობის გამო ბევრი
რამ, არ იკადრა ჩაჰკითხებოდა ქალს.
დედისიმედი თავათ გაოცდა, ეგ რომ დასცდა ბაგიდან. მცი-
რე ხანს სდუმდა და მერმე სთქვა:
„ეს მან შეაგულიანა შენს წინააღმდეგ ჩემი ძმა, რატი, და თუ
არა ვცდები, მამაჩემსაც მან შეაძაგა შენი თავი ოდესღაც, მეფევ
ბატონო“.
მშვიდად და აუმღვრელად მიუგო მეფემ:
„მე ბევრი რამ გაგებული მაქვს მის ოინბაზობის გამო, ნაზო,
მე კარგად ვიცი, მის ოჯახში რომ პოულობდნენ თავშესაფარს
თურქი მოენეები, რატის გაქცევაშიაც მასვე რომ უდევს წილი.
მაგრამ ვითმენ, სანამდის შევძლებ. რაც შეეხება სხვათა შეგუ-
ლიანებას, გულმართალს მაცდენელი ვერასოდეს გადააცდენს
ჭეშმარიტ გზიდან.
განა მარტო დუკისძე, ხომ კარგად ვიცი, თრიალეთელნი დი-
დაზნაურნი და ეპისკოპოსთაგანნიც ზოგ-ზოგნი მოღალატენი
რომ არიან, მხოლოდ ერთ სიტყვას ვეტყოდი ქარიმან სეტიელს
და მოპირულ ხმლებზე ვახტუნებდი მათ.

149 მკითხველთა ლიგა


გიორგი ჭყონდიდელი მეტყვის ხოლმე ხანდახან: გულფიც-
ხელი ხარო ომში. ომში, დიახაც, გულფიცხელი ვარ, მაგრამ შინ
მოთმინებით ვექცევი მოყვასს.
არც იმას დავიქადნი, შურისმგებელი არ ვიყვე თითქოს, შუ-
რისგების საგანს ურმისებრი სიზანტით მივყვები უკან, მაგრამ
ერთხელაც საწყაული თუ აღმევსო მოთმინებისა, შევრდომები-
სათვის ნუღარავინ შემევედრება“.
სკვითია გაოჩნდა ანაზდად, მთის ცხვირთან გზა მარჯვნით
უხვევდა მარყუჟულად, ზანზალაკიანი შავი ყოჩები შეეფეთნენ
ცხენებს, მხარმარცხნით მიმავალმა სკვითიამ ყურები დასცქვი-
ტა და უფსკრულისკენ გაიწია, მაგრამ მეფემ ალაგმა იგი და
გაერია ყოჩებს უკან მომავალ ფარაში.
მეცხვარეებმა ზეახედეს მხედარს და დაუტატანეს ცხვრებს.
ზანზალაკების ჟრიალმა და შოლტის ტლაშუნმა შეაკრთეს
სკვითია, მაგრამ დაიოკა მხედრის მარჯვენამ იგი, ფარა გაარ-
ღვია ცხენმა და მთის ცხვირს გასცილდა მშვიდობით.
ოდნავ გაფიცხდა ქუჯაიც, მაგრამ დაუყვავა მისმა მხედარმა
და მკერდგანიერი ცხოველი გულდინჯად მიაპობდა ფარას, რო-
მელიც მღვრიე ტალღების დარად მოედინებოდა განუწყვეტ-
ლად.
ქუჯაი და მისი მხედარიც გასცილდნენ მთის ცხვირს. მეფე
შორს გაეტაცნა ცხენს, იგი ვეღარ ბრუნდებოდა უკან გარს მოჯა-
რული ცხვრის ფარის მეოხებითა.
ფრთხილად იარეო, შესძახა დედისიმედს და მისმა ცხენმა
განაგრძო ამ „მღვრიე მორევში“ ტოპვა. თვალუწვდენ შორეთში
იკარგებოდა ურმის გზა და ისევ მიდგანგარებდა ეს მდორე დი-
ნება ცხვრისა.
ახლა ბატკნების ფარა შემოეგება დედისიმედს, მოდიოდნენ,
მოპაკუნებდნენ ეს თოვლის ფანტელივით თეთრი ბატკნები,
მოაცანცალებდნენ თავიანთ ქიცინა, თივთიკის ყურებს, მოკიკი-
ნებდნენ მშვენიერნი და უმანკონი, როგორც ხორცშესხმული
სათნოების ულევი ლეგიონი, მათი საამური სუნი და საწყალობე-
ლი კიკინი სიხარულით ავსებდა დედისიმედის გულს.
ნელა მიჰყავდა ქუჯაი ფიქრში წასულ მხედარს. მის თავში
აღიბეჭდა მეფის მიერ ასე მშვიდად ნათქვამი სასტიკი სიტყვები:
„...შევრდომებისათვის ნუღარავინ შემევედრება...“
150 მკითხველთა ლიგა
დედისიმედი ფიქრობდა:
ვინ იცის, ეგებ ყველაფერი კიდევაც გაგებული აქვს მეფეს...
ახლა ყოველივე თვალწინ დაუდგა დედისიმედს, თუ როგორ
მოდიოდა იოანე დუკისძე ნაშუაღამევს ლიპარიტის საწოლის
დარბაზში, თუ როგორ ეჩიჩინებოდა ბუხრის წინ მდუმარედ
მჯდარ ლიპარიტს: რუსთავის ციხეში თან გავყვეთ რატის, ყადი
მუსტაფა თურქთა სპას მოიყვანს, კვირიკე და აღსართან მოგვეშ-
ველებიან და ზედაზენიდან შევუტიოთო მეფეს.
„მაშ არ წავიდეთ ნაჭარმაგევს?“
კითხავდა ლიპარიტ და ორივე ხელს საფეთქლებზე იბჯენდა.
წავიდეთ, მაგრამ არა მიმინოების ბავლისთვის, არცთუ თეძ-
მის ხევიდან, არამედ რუსთავიდან და იქიდან შევუტიოთო შიდა
ქართლს.
ახლა ის საშინელი ღამეც მოაგონდა დედისიმედს, როცა
ფარცხისიდან რატის გაპარვის ამბავი მოიტანა დუკისძემ, გვიან
ღამემდის დაყოვნდა.
დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს ლიპარიტი საწოლიდან წა-
მოდგა, ჯაჭვი ჩაიცვა, მამისეული ხმალი წელზე შეირტყა, მეჯინი-
ბეთუხუცესს უბრძანა, სამი ცხენი შეეკაზმათ, მუზარადი ხელში
აიღო და ეთხოვებოდა ოჯახს.
გაცოფებული ყვიროდა: რაკი ლიპარიტის უბანში არ აპი-
რებს ჩემს ქალზე ჯვარის დაწერას და თრიალეთის ციხეთა დაბ-
რუნებას, რუსთავში წავალთო მე და რატი, შიდა ქართლში შე-
ვიჭრებითო.
კატაიმ ძელიცხოვლის ჯვარი ჩამოიღო კედლიდან, ფერ-
ხთით დაუვარდა ლიპარიტს.
ბარე მომკალი და ისე წადიო.
„მაშ, შენ ამას იტყვი, რატი მარტოკა დავტოვო უსწორო
ბრძოლაში, საერისთავო დავთმო, კლდეკარი, ბირთვისი, სამ-
შვილდე და ეკრანთა... ხომ არ გაგიჟდი, დიაცო, ნაჭარმაგევს
წავყვე მეფეს და შლეგ მახარაისთან ერთად მიმინოების ბავლში
დავიდო წილი?“
ყვიროდა ლიპარიტ.
„სსსუ! მე კი არა, შენ გაგიჟებულხარ, ბედშავო, ნუ დამიქცევ
ოჯახს, გონს მოდი, ლიპარიტ“.
ევედრებოდა კატაი, ლოყებს იხოკდა და სტიროდა.
151 მკითხველთა ლიგა
როცა დედისიმედმა დააპირა დამშვიდება, ლიპარიტი მიუბ-
რუნდა კატაის და იოანეს და ეუბნება: „მომაშორეთ ეს გომბიო,
ეს მოღალატე გვარისა, თორემ მამიჩემის სულს ვფიცავ, ხმლით
ავკუწავ ახლავე“.
ატირებული დედისიმედი ძალით გაიყვანეს საწოლის დარბა-
ზიდან იოანემ და ხორეშანმა. მთელი ღამე პირქვე დამხობილი
ტიროდა დედისიმედი და ესმოდა გაცოფებული ლიპარიტის
ღრიალი, კატაის ტირილი და ხორეშანის მოთქმა...
იგონებდა ამას ყოველივეს დედისიმედი, სადავეებზე ხელ-
შეშვებული, გაოგნებული მიჰყვებოდა ქუჯაის, რომელიც უც-
ნაური გულხმიერებით მიარღვევდა თოხლების ტალღას.
როგორი უცნაური ჭირვეულობაა ბედისწერისა!
მამა, დედა და ძმა, ბიძა და სისხლისმიერნი ნათესავნი – ყვე-
ლანი შეთქმულიყვნენ ხელაღებით მოწადინებულნი, მისი ბედ-
ნიერებისათვის შეეშალათ როგორმე ხელი.
რაც უმთავრესია, მისთვის სათაყვანებელ ადამიანის წინააღ-
მდეგ ლესავდნენ მახვილს.
რა სასტიკი მეწყერების დაძვრას აპირებდა ბედისწერა მისი
ბედნიერების ბჭეთა შესამუსვრელად!
თვალნათლივ ხედავდა დედისიმედი, რომ მხოლოდ „გულ-
მოწყალე ჩარევა განგებისა“ გადაარჩენდა მას ამ ხიფათისაგან.
ეს არაფერი, განსაცდელი მოელოდა მისთვის საყვარელ არ-
სებას და მას არ შეეძლო გაეფრთხილებინა იგი, რადგან სასწო-
რის მეორე მხარეზე იდო დედისა და მამის, მთელი ოჯახის ბედი.
ჩაიარა ცხვრის ფარამ და დედისიმედმა ცხენი შეაყენა, რად-
გან უფსკრულის კიდესთან იდგა ცხენდაცხენ მეფე.
„რამ ჩაგაფიქრა, სულო, ერთი-ორჯერ დაგიძახე და არ გამეც
ხმაი?“
დედისიმედი აილეწა, შეეშინდა, ჩემს სულში ხომ არ ჩაიხე-
დაო იდუმალ? ცხენს აუჩქარა და მიუგო:
„ამ ბატკნების ცქერამ და მათმა საწყალობელმა კიკინმა გა-
მიტაცა“.
იოანე დუკისძე და გვანცა წამოეწიენ.
ნავარდზე გადასულმა ცხენებმა გუგულის კაბით მოჩითულ
ველამდის მოაღწიეს და გზიდანვე დაინახეს მხედრებმა:

152 მკითხველთა ლიგა


რცხილნარის ახოში ისხდნენ მახარაი და ხახუტაი და თავიანთ
მიმინოებს აფეთქვინებდნენ.
მახარაის რამდენიმე ქედანი დაეჭირა გზაში.
წამოდგა, ბრძანა: ქუდები დაახურეთო მიმინოებს თავზე.
მერმე კანაფის ხიზა ამოიღო ხახუტაიმ ჯიბიდან, ხიზის თავსა
და ბოლოს მიმინოსა და ქედანს ფეხზე აბამდა მახარაი, ქუდს ახ-
დიდნენ მიმინოს, გაისროდა ქედანს და მიუტევებდა მიმინოს,
ასე მორიგეობით ისროდნენ ჰაერში ორივეს.
დედისიმედის თეთრ მიმინოს ფრთა მოეცარა, ქედანი ძირს
დაეშვა, და როცა დედისიმედი მიეჭრა ქედანს, მტაცებელი დაფ-
რთხა, კანაფის ხიზა გასწყვიტა და ირაო გააკეთა ეთერში, მახა-
რაი გამოუდგა გაფრენილს, უწრუწუნებდა, უჩვენებდა საქნიერს,
ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოიტყუა მტაცებელი ციდან.
როცა იგი რცხილაზე დაჯდა, ისევ აჩვენა საქნიერი, ცხენზე
დაისვა და აჭამა სისხლგაცლილი ხორცი...
არავის მოსწყენია ბავლი, ისე დაეშვა თრიალეთის ქედები-
დან ღამე, ალგეთის შხუილი ისმოდა შორიდან...
დავითმა ქანცმილეული ქედანი ხელში მისცა დედისიმედს
და უთხრა: „შენ ეგ ფრინველი მიმინოზე უფრო დაგშვენდებოდა,
სულო...“
ახალგაზრდები ისხდნენ გუგულის კაბითა და გვირილით მო-
ფენილ მოლზე და საუბრობდნენ, ვიდრე მთლად არ დაბნელდა
და უჩინარმა ოქრომჭედელმა ოქროს ლურსმნებით არ მოსჭედა
ცარგვალი.

ბნელეთის კიდისკენ მგზავრობა


გვარამ ბეჭისციხის პატრონმა და მისმა ამალამ ძლივს მიაღ-
წიეს ტანაისის ნაპირად ერთ პატარა ნასოფლარამდის, რომელ-
საც „დავითის გორაკი“ ერქვა, სწორედ იმ ადგილს, სადაც ზღვას
ერთვის ტანაის14.

14 ტანაის ეწოდებოდა დონს


153 მკითხველთა ლიგა
ოდესღაც ქვითკირის გოდოლი მდგარა აქ, ზღვის მეკობრე-
თა თავშესაფარი თავის დროზე ხაზარებს დაულეწიათ იგი.
ბოლო ხანს კონსტანტინოპოლელ ბერძენს, მონასტრიდან
გაქცეულ ბერ, ვინმე თეოფანეს, თევზის ფაქტორია15 გაუმარ-
თავს მანდ, შეუკეთებია ეს გოდოლი, ლელით გადაუხურავს იგი
და უკაცრიელ ნანგრევში კაცთა სამყოფლო მოუწყვია.
თეოფანეს შვიდი ხელქვეითი ჰყავდა, მათ შორის, ერთი რუ-
სი მჭედელი, ვინმე ნიკალა, სამი ბულგარელი და სამიც ყმადნა-
ფიცი ქაშაგი16...
აფხაზეთიდან ზღვის გასწვრივ ცხენდაცხენ მიმავალნი „კაც-
ნი სარწმუნონი“ დავით მეფისა მრავალგვარ განსაცდელს გა-
დაეყარნენ გზადაგზა.
ანაკოფიის ციხისთავის მიერ გამოტანებულმა მონასპებმა
ქაშაგების ქვეყნის საზღვრამდის მიაცილეს ისინი, როცა გა-
დაიარეს ჯიქეთის ხეობები, გაივაკეს ცხენოსნებმა და ტრამალე-
ბი მოდგნენ, სამშვიდობოს გავედითო, იფიქრეს, და უკან გააბ-
რუნეს ეს მონასპანი.
ისევ დაიწყო უკაცრიელი ტყეები, გაუვალი ჭაობები და ჩაშა-
ვებული ხეობები.
გორაკებზე წამოჭოტილ ციხეებიდან გამოდიოდნენ ქაშაგთა
ხევისუფალნი, თავს ესხმოდნენ მოგზაურებს.
გვარამ ერისთავს თან ახლდა, ერისთავთა და სამღვდელო-
თაგან შემდგარ ამალის გარდა, ათიოდე ჩუხჩი, ამდენივე მეჯი-
ნიბე და მეკარვე.
მათაც ჯაჭვის კურტაკები ეცვათ, ღარიბულად დაბებკილ ჯუ-
ბებს ქვეშ ატევრებით აღჭურვილთ, ხოლო ნოხებით გადახუ-
რულ ფორნებში სურსათის ქვეშ ხმლები, ჯაჭვის პერანგები და
შუბები ჰქონდათ დამალული.
ასე რომ, წვრილფეხა ავაზაკებისაგან ყოველთვის შეეძლოთ
თავდაცვა.
გართულდებოდა თუ არა მოლაპარაკება ქაშაგთა რომელი-
მე ხევისუფალთან, დიაკონს სევასტის მზად ჰქონდა ჯუბაში ჩაკე-

15 ფაქტორია – ლათ. სახელოსნო, სავაჭრო, საწყობი.


16 ქაშაგი – ჩერქეზი
154 მკითხველთა ლიგა
რებული სოლიდი და დუკატი, ასე რომ, ხეობიდან ხეობაში გა-
დასვლისას ოქროთი ყიდულობდნენ გზას.
ქაშაგნი ოქროს ჩაიჩხრიალებდნენ ჯიბეში, თანაც აყვედრიდ-
ნენ თავაზიანად: რა ვქნათ, ქართველთა პურმარილი გვიგემნია,
თორემ ასე იოლად არ მოგცემდითო გზას.
ასეთი ჯახირით მიაღწიეს გიპანისის17 ფონამდის.
წყალდიდობა დაწყებულიყო უკვე. ვერც ცხენები, ვერც ფორ-
ნები ვეღარ გადიოდნენ გაღმა, ამიტომაც აღმოსავლეთისკენ
მიჰყვნენ გიპანისის ნაპირებს და, როგორც იქნა, მიაღწიეს ბორ-
ნამდის.
ბორანმა გადაიარა მდინარის მთავარი კალაპოტი, მაგრამ
წყალი ისე ადიდებულიყო, მასა და მეორე შტოს შორის მდებარე
კუნძული სავსებით დაეფარა.
გამართეს ფორნები, მოასხდნენ ცხენებსა და ჯორებს, მეორე
შტო ღრმა აღმოჩნდა, ერთი ფორანი გაიტაცა წყალმა, მეჯინიბე-
ნი და ჩუხჩნი მას გამოუდგნენ ცურვით.
ახლა გვარამ ბეჭისციხის პატრონს წაართვა მდინარემ ცხე-
ნი.
ერისთავები: ხურცისძე და ბუკაისძე, გადაეშვნენ წყალში და
გვარამ ბეჭისციხის პატრონი ძლივს გამოსტაცეს გაავებულ გი-
პანისს.
გადალახეს თუ არა მდინარე, კარვები დადგეს, ცეცხლი და-
ანთეს ტყეში, სამოსი გამოუცვალეს გვარამს, არყით დაუზილეს
სხეული, ცეცხლის პირად დააწვინეს კარავში ნაბდით შეფუთ-
ვნილი.
ორი კვირის მანძილზე ოღროჩოღრო გზებზე ცხენით სვლამ
და ჭაობებში ტოპვამ სიკვდილის პირად მიაყენა მოხუცი ერის-
თავი.
უდრტვინველი და ბედისმორჩილი, დასიცხული იწვა თავის
ტკივილისაგან გაოგნებული, დიაკონი სევასტი თავზე ადგა, მო-
რიგეობით ღამეს უთევდნენ ახალგაზრდა ერისთავები, ეპისკო-
პოსები: სერაპიონი და იოანე.

17 გიპანისი – აწინდელი ყუბანი.


155 მკითხველთა ლიგა
გვარამ ერისთავმა თავათ არ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა,
დაღამდებოდა თუ არა, მოესმოდა გულის წამღები მოთქმა ტუ-
რებისა და მგლების ყმუილი, მეთოლიეების, ვარხვების, გა-
რეული იხვების ყაყანი.
როგორც კი გამომჯობინდა გვარამი, ისევ გამართეს ფორნე-
ბი და დაადგნენ გზას.
გადალახავდნენ ტრამალს.
დაიწყებოდა ტყე, მოთავდებოდა იგი, მოდგებოდნენ ჭაობე-
ბი, გადასტოპავდნენ ზედ, მოძვრებოდა ბორბალი რომელიმე
ფორანს.
ატყდებოდა ქარ-წვიმა, თითქოს განგებისად.
იდგნენ სიცივისაგან გაფიჩხულნი ტრიამელ ტრამალზე და
უცდიდნენ ფორნის შეკეთებას.
ივლიდნენ, ივლიდნენ ტყე-ტყე და ველდაველ...
ახლა ღრანტეები დაიწყებოდა და უბოგირო ხრამები, დაქვე-
ითდებოდნენ ჩუხჩნი და მეჯინიბენი, შეეშველებოდნენ ოფლში
გაღვარულ ცხენებს.
ერთ ტყეში ორივე ფორანი დაზიანდა. კოცონები დაანთეს,
კარვების გაშლას შეუდგნენ თუ არა, საკმაოდ მოზრდილი ბრბო
დაესხათ მოგზაურებს თავს.
როცა სევასტიმ ორიოდე დუკატი შეაძლია მათ მეთაურს, იგი
განრისხდა და ალანურად უყვირა დიაკონს: მათხოვრები სხვა-
გან ეძიეთ, ცხენები მოგვეცითო.
სატევრები გამოაჩინეს მეჯინიბეებმა, მაგრამ ხმლები
გააშიშვლეს მომხდურებმა, გააქციეს მეჯინიბენი. ჩუხჩებმა შუბე-
ბი გადმოიღეს და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა ჩამობნე-
ლებულ ტყეში.
რა გაჭირდა საქმე, ერისთავებმა და ეპისკოპოსებმაც ხელი
მიჰყვეს ხმალს, შეუძახეს ომახიანად თავიანთ რაზმეულს და გა-
ფანტეს მძარცველთა ბრბო.
ორი ჩუხჩი დასჭრეს მომხდურთა, თავდამსხმელებმა სამი
მკვდარი დასტოვეს ტყეში და გაუჩინარდნენ.
ასეთის ყოფით მიაღწიეს დათვის გორაკამდის მეხუთე კვი-
რას...
ბერძენმა თეოფანემ რა აუწყა ნიკალა მჭედელსა და ბულგა-
რელ მეთევზეებს: აღმოსავლეთიდან მოსული ქრისტიანები
156 მკითხველთა ლიგა
გვეწვიენო, ბადეების ქსოვა მიატოვეს მათ და გარს შემოერ-
ტყნენ ახლად მოსულთა, ხოლო როცა მამა სერაპიონმა და მამა
იოანემ ჯაჭვის პერანგიდან გამოაჩინეს ჯვრები, პირჯვრის წერა
დაიწყეს მასპინძლებმა, ხელზე ეამბორნენ ეპისკოპოსებს.
ცეცხლი დაუნთეს სტუმრებს. ფეხები დაბანეს ერისთავებსა
და სამღვდელოთა.
გვარამ ბეჭისციხის პატრონს ცხელ წყალში ჩააყრევინეს ფე-
ხები, თეოფანემ თავის საწოლის გვერდით მოასვენა იგი, მერმე
დაფაცურდა მჭედელი ნიკალა, არყის რახი მოუდუღა, თევზის
ცხელ-ცხელი წვნიანი მიართვა სტუმრებს.
დავით მეფის მოციქულნი მოხიბლულნი იყვნენ ერთმორწმუ-
ნე გარდამთიელთა ასეთი თავაზით, მით უმეტეს, რომ ჯიქეთი-
დან ისე იმოგზაურეს მთელი თვე, მთხოვარა ავაზაკებისა და
მგლის ხროვათა გარდა არავის გადაჰყრიან ამ გავერანებულ
ტრამალებზე.
ყოველ პურის ჭამას ლოცვებით იწყებდნენ, ყოველ დაწო-
ლის წინ გალობდნენ ფსალმუნს.
გვარამს სიცხემ უმატა. წელკავისაგან წელში მოდრეკილს,
თავის ტკივილი და ხურვება მისძალებოდა.
ბოდავდა დღედაღამ. ხან დავით მეფეს ახსენებდა, ხანაც თა-
ვის პირმშოს, კახაის, თურქების მიერ ბრძოლაში მოკლულს, ხა-
ნაც თავის ყოფილ ცოლს, ანნას, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა
ერთადერთი შვილის დაკარგვის მეორე დღესვე.
როგორც ერისთავნი და ეპისკოპოსნი, ისე მთელი ამალა
შეძრწუნებულნი იყვნენ ამ სათნო და თავმდაბალ ერისთავის
ავად გახდომისაგან.
დიაკონს სევასტის მცირე რამ ცოდნოდა სახელდახელო
მკურნალობის საქმეში, წამლებიც თან წამოეღო ზოგ-ზოგნი,
მაგრამ ხდება ხოლმე ხანდახან, სამგზავროდ მიმავალი კაცი
სწორედ იმას დასტოვებს, რაც მას დაჭირდება უცილოდ.
ჯერ შელოცვის ძალა სცადა სევასტიმ.
უჯდა სასთუმალთან სიცხისაგან გაოგნებულ სნეულს და ბუტ-
ბუტებდა:
...ქვაი იდვა ქვედანი,
გველი იწვა ქვასა ქვეშე ჯერკვალი.
კოხენები ასპიტი...

157 მკითხველთა ლიგა


ერთი თვალი ეცა წყლისა
და ერთიცა ცეცხლისა,
გასქდა წყლისა
და გარდაესხა ცეცხლისასა
და დაიშრიტა...
აგრემც დაიშრიტოს თვალი მთვალავი,
გველი მზაკვარი
და მავნე...

როცა შელოცვებმა არ იმოქმედეს, ახლა სამკურნალო ბა-


ლახები მოსთხოვა სევასტიმ მასპინძლებს: ავსაისას ფურცელი,
იფნის კაკალი, ბარაშანის თესლი, ველური პიტნა და სტაფილოს
თესლი.
ეგეც არ იკმარა, ჯიხვის ქონი მოიკითხა და წურბლები. ჯიხ-
ვის ქონი აღმოაჩნდა ერთ ქაშაგს, თეოფანემ თავის სამკურნა-
ლო მარაგი გასჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვნა.
ბევრი იხეტიალეს დათვის გორაკის შემოგარენში სევასტიმ
და ნიკალამ. ველური პიტნა გამოსძებნეს და მახლობელ
ჭაობებში რამდენიმე წურბელი მოინადირეს.
დაასხეს თუ არა წურბლები საფეთქლებზე ავადმყოფს, თავის
ტკივილი მოეშვა, მაგრამ ხველასა და წელკავს ვერ უმკურნა-
ლეს.
რამდენიმე დღე გამოხდა, აწრიალდა გვარამი: გვაგვიანდე-
ბაო ყიფჩაღეთს წასვლა.
ერისთავებსა და ეპისკოპოსებს საეჭვოდ მიაჩნდათ ცხენზე
ჯდომა მოეხერხებინა ავადმყოფს, ფორნით წამოსვლა შესთავა-
ზეს.
იუარა გვარამმა. ამ ოღროჩოღრო გზებზე ფორნით ჯან-
ჯღალს მიჯობს, ცხენზე მიწიოსო სიკვდილმა.
თეოფანე და ნიკალა ძლიერ დაუმეგობრდნენ ამ მშვენიერსა
და თვინიერ მოხუცს.
როცა ერისთავებმა გვარამის ყიფჩაღეთს წაყვანაზე ჩამოუგ-
დეს მასპინძლებს სიტყვა, თეოფანე და ნიკალა ყალხზე შეს-
დგნენ:
აქედან შარაღანამდე ბარე ექვსი კვირის სავალია, თანაც
ისეთი მძიმე და სახიფათო, საეჭვოა ცოცხალი ჩაიყვანოთო ყიფ-
ჩაღეთს იგი.
158 მკითხველთა ლიგა
თეოფანე თვეში ერთხელ დაშაშხულ თევზს აგზავნიდა ხან
კონსტანტინოპოლს, ხან ცხუმს, ხან ანაკოფიას, ამიტომაც აგრე
უთხრა სტუმრებს:
„მე თუ მკითხავთ, არც თქვენ გირჩევთ ყიფჩაღეთს წასვლას
ამჟამად, ყიფჩაღები ისეთი ბოროტი ბარბაროსებია, მათგან რი-
გიან მონასპათა მოგროვება სავსებით უნუგეშო საქმეა.
ჩვენი კეისარი ალექსი კომნენი ამაოდ დაშვრა ამ ათი წლის
მანძილზე. შეადგენდა ამ ავაზაკებისაგან ქირის სპას, დააპურებ-
და დამშეულთ, ჩააცმევდა გაძრცვნილთ, ჯაჭვითა და შუბით აღ-
ჭურავდა უიარაღოთ, კონსტანტინოპოლის შემოგარენში დაუდ-
გამდა კარვებს, დაურიგებდა დუკატებს წინასწარ, წამოუსვამ-
დნენ იარაღს ხელს, ცეცხლს მისცემდნენ კარვებს, ბალკანეთის
ტყეებს მიაშურებდნენ.
მერმე შეუდგებოდნენ მახლობელ დაბებისა და სოფლების
ძარცვას, ხანაც კონსტანტინოპოლშივე მოუწყობდნენ ამბოხე-
ბას კეისარს.
ამიტომაც მეეჭვება, თქვენმა მეფემ რომ შესძლოს ამ გარე-
წარების გამოყენება.
თუ თქვენ თავათ არ დაიშლით წასვლას, ეს თქვენი ნებაა,
მაგრამ რად გინდათ დაღუპოთ ეს სნეული მოხუცი?
ორიოდე კაცი აქ დაუტოვეთ ფარეშად და გნებავთ კონსტან-
ტინოპოლს გავგზავნი მათ, გინა ანაკოფიას, ან ცხუმს.
თუნდაც კონსტანტინოპოლამდე ორგზის ნაკლებს იმგზავრე-
ბენ ესენი ზღვადაზღვა, ვიდრე დათვის გორაკიდან შარაღანამ-
დის.
ამინდსაც კაი პირი უჩანს ღვთით, როგორც ჰხედავთ, ზღვას
უდრტვინველად სძინავს, ჩემს სამთვარიოს თუ დავუჯერებთ,
ზურგის ქარიც მოსალოდნელია ამ კვირას, ასე რომ, მოხუცი უფ-
რო მოსვენებულად იმგზავრებს ჩვენი კატარღით“.
ახლა ნიკალამ დაიწყო შეგონებანი:
ამჟამად რუსებსა და ყიფჩაღებს გამუდმებული ბრძოლა
აქვთ. თუ ყიფჩაღებმა ქრისტიანებად შეგვიცვნეს, მოგეხსენე-
ბათ, ცოფიანია და რეგვენი ყიფჩაღთა მოდგმა.
რუსებზე გაავებულთა შესაძლოა დაგხოცონ, ან არადა მონე-
ბად გაგყიდონო სტუმრები.

159 მკითხველთა ლიგა


გვარამ ერისთავის მხლებელნი საგონებელში ჩააგდო მას-
პინძლების ნაუბარმა. ბევრი ითათბირეს და გადასწყდა:
როგორმე დაეყოლებინათ გვარამ ერისთავი და ზღვით გაეგ-
ზავნათ ანაკოფიას იგი.
გვარამმა შორს დაიჭირა ასეთი თათბირი.
„...მართალია, მე მოხუცი ვარ და სნეული, მაგრამ არც მამა
სერაპიონია ჭაბუკი და არც მამა იოანეა დიდად ჯანსაღი, იგი
თირკმლებს იტკივებდა ჯერ კიდევ გეგუთში.
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ: არც სიბერე და არც ავადმყოფო-
ბა სავსებით არ ანთავისუფლებს კაცს მამულის წინაშე ვალისა-
გან.
თქვენა ბრძანეთ, განსაცდელი მოგველისო. სიცოცხლეს
თქვენ ჩემზე უფრო მეტად უნდა აფასებდეთ, შვილნო, ჩემი სი-
ცოცხლე ჯერ კიდევ სიჭაბუკეშიაც არაერთხელ შემიგდია სას-
წორზე და ახლა უნდა ვკრთოდე?
ჰმ!!!
სადაც თქვენ დაიღუპებით, იქ მეც მიწიოს სიკვდილმა.
რა ბედენაა, ჩვენი მეფისა და მამულისათვის რომ დავდო
თავი, უფრო პირნათლად შევეყრები ჩემს კახაის იმ სოფლად.
ვიაროთ ერთად და რაც მოგვივა, განგების ნებას სულერთია
ვერავინ წაუვალთ“.
საბოლოოდ გადასწყდა: კვირას უთენია გასდგომოდნენ
გზას.
ეს დღე მეცამეტე რიცხვს დაემთხვა. არავინ ინდომა იმ დღეს
გამგზავრება. მეორე ორშაბათი იყო, იგი ნავსად მიიჩნიეს სამ-
ღვდელოთა.
მესამე დღეს ზღვა აღელდა, ასტეხა დვრინვა. ქარბორბალა
ამოვარდა ისეთი, რომ გოდოლის ნანგრევებზე მიშენებული
ქოხმახები, სადაც თევზის საწყობი ჰქონდა გამართული თეოფა-
ნეს, დალეწა ქარმა და ზღვაში გადაისროლა.
თეოფანემ მეთევზენი წყალში ჩაგზავნა, კატარღები და ნავე-
ბი ამოაზიდვინა ნაპირზე.
როცა ქარბორბალა ჩადგა, ჯერ ქარ-წვიმა ატყდა, მერმე თო-
ვა დაიწყო.
თეოფანეს უმტყუნა მისმა სამთვარიომ.

160 მკითხველთა ლიგა


იძალა თოვლმა. ღამღამობით ზღვა ღმუოდა, ქარბორბალა
ამოვარდებოდა ტრამალებიდან ქშენით მოვარდნილი, ეკვეთე-
ბოდა ფერდებშელეწილ გოდოლს, მგლის ხროვანი სულ ახლოს
მოდიოდნენ და შემზარავი ყმუილით და ზარით იკლებდნენ მან-
დაურობას.
ასეთი შთაბეჭდილება შეექმნათ ჩვენს მოგზაურებს: ბუნებაც
წინ აღუდგაო მამულისათვის თავდადებულთა ზრახვას.
თეოფანე სდუმდა. ხან აბობოქრებულ ზღვას გასცქეროდა,
ხანაც დათოვლილ ტრამალს.
ახლა ნიკალამ დასძრა სიტყვა და უთხრა ბერძნულად გვა-
რამს:
„როგორც კი ორი-სამი დღის სავალზე გასცდებით ტანაისს,
გაუვალი ჭაობები და ტყეები დაიწყება, მერმე მოდგება ისევ
უკაცრიელი ტრამალი, ისევ ჭაობებსა და ტყეებს გადააწყდებით,
აპრილის თვეში მანდ ისეთი ბურუსი იცის, საეჭვოა გზა გაიკ-
ვლიოთ.
უნდა გახსოვდეთ, ერთი დიდი მდინარე შეგეყრებათ ორტო-
ტიანი, გადახვალთ თუ არა ზედ, მერმე ჩრდილოეთისაკენ გაუხ-
ვიეთ პირდაპირ და სამ დღეს ამგვარად იარეთ.
ამიტომაც კარგი იქნებოდა ყორნები წარგეტანათ თან“.
თეოფანეს გაეცინა და სთქვა:
„ამდენ ყორანს ვინ დაიჭერს, მანდ იმდენი ორბოძალი გზე-
ბია და ტყეში გადაკარგული ბილიკები, კიდევაც რომ შევძლოთ
მათი დაჭერა, ერთი ფორანი ყორნებს მოუნდება.
ყორნების ძებნას მოვეშვათ, მეგზური უნდა ვიშოვნოთ სად-
მე“.
ნიკალამ მოისაზრა მყისვე:
„დათვის გორაკიდან სამი ფარასანგის მანძილზე ბერძენს,
ვინმე მავროპულოსს, თევზის ფაქტორია აქვს გამართული, ერ-
თი ზარმაცი ყიფჩაღი ჰყავს მაგ ბერძენს ყმადნაყიდი.
წყალში მშიშარაა იგი, თევზაობას ვერ ეწყობა, არც ნავების
ბაგირებით თრევა შეუძლია, არც დიდრონი ბადეების ზიდვა და
გაბმა, ჭვავის პურს ამადლის მავროპულოს მაგ ბედშავს, დღე-
ნიადაგ სტირის: დავკარგეო სამი დუკატი მის შესყიდვაში.
ვინ იცის, ეგებ მოგვყიდოს იმ ბერძენმა მაგ ყიფჩაღი, შორ-
ტაი“.
161 მკითხველთა ლიგა
ერისთავებმა და ეპისკოპოსებმა მოითათბირეს და გადას-
წყდა სევასტი და ნიკალა გაეგზავნათ ყიფჩაღის სასყიდლად.
უთენია გაემგზავრნენ ეს ორნი, ღამე დაეშვა ტრამალებზე,
მორიგმა მგლის ხროვამ არ დაიგვიანა, მაგრამ არც სევასტი
სჩანდა სადმე და არცა ნიკალა.
ვაითუ მგლებმა დაგვიჭამესო სტუმრები, იდარდა გვარამ
ერისთავმა და ისევ მიეძალა თავის ტკივილი.
გათენდა მესამე დღე და გახარებული თავზე დაადგა მძინარე
სტუმრებს ბერძენი თეოფანე: მოიყვანესო ყიფჩაღი შორტაი.
გვარამ ერისთავს მოჰგვარეს ნახევრად შიშველი, შავგვრე-
მანი, ჩია კაცი, რომელსაც ძაღლის გამოხუნებული ტყავი ეცვა;
ამ დაბებკილი ქურქის ქუბანი შიშველ ბარძაყებს ძლივს უფა-
რავდა თაგვის ღვლიპივით დაძაბუნებულ მონას.
ცალ ყურში თითფერის საყურე ჰქონდა, ხოლო მეორე ყურის
ბიბილო წაჭმული იყო თუ წაგლეჯილი.
მაღალი და ყვითელი ღაწვისთავებიდან ეწყებოდა მეჩხერი
წვერი, თაგვისებრ ბასრსა და წინ წამოწეულ კბილებს ვეღარ
უფარავდა უზომოდ მოკლე ზემო ტუჩი, ასე რომ გაუცინელადაც
უჩანდა წითელი ღრძილები, დუჟისაგან გათეთრებული.
ნიკაპი თითქმის სულ არ აჩნდა მაგ ბედშავს და ერთი თითის
სიგანე შუბლიდან მოყოლებული კეფამდის გადაპარსულ, აყი-
როსავით წოწოლა თავზე ვაციწვერასავით შეღერებული კოწო-
ლი ადგა, თუ ვინმეს გინახავს ვაციწვერა, ჭაობის ბალახი.
იგი ბერძნულს დიდის ვაივაგლახით ამტვრევდა, დიაცური
წვრილი ხმა ჰქონდა, ხაოდა ლაპარაკის დროს, სახეს მანჭავდა,
ხელებს იშველიებდა, ძლივს ამოჰქონდა სტომაქიდან სიტყვა მა-
შინაც, როცა ყიფჩაღურად ეჯაჯღანებოდა იგი ნიკალას.
ნიკალას და სევასტის იმადაც დაჰგვიანებოდათ, რომ მავ-
როპულოს გაჯანჯლდა, მის აბეზარ ყიფჩაღს მყიდველი რა გამო-
უჩნდა, ხუთ ოქროს არ მოუცვალა ფეხი.
თავათ შორტაის თვალები გაბრწყინვებოდა, როგორც კი მო-
უკრავს ყური, რომ მისი სასტიკი პატრონი გაყიდვას უპირებდა.
შორტაი მოძრავ ცხოვრებას მიჩვეული აღმოჩნდა, შვიდგზის
გაუყიდიათ იგი ორი ათეული წლის მანძილზე.
რომელიღაც მოგზაურ დიდ ვაჭარს, ბერძენს, შარაღანში
შეუძენია შორტაი ოდესღაც, კონსტანტინოპოლში მიუყიდნია
162 მკითხველთა ლიგა
ბულგარელ აზნაურისთვის, მერმე ჰუნგრეთში წაუთრევია ახალ
მეპატრონეს, ბუდდა-პეშტში პოლონელს შეუსყიდნია, ბოლოს
ამ კაცს კიევში მიმავალ რუს აზნაურისათვის გადაუცია, ჩერნი-
გოვში გათხოვილ დისთვის მზითვად გაუტანებია ამ აზნაურს,
ბოლოს ამ ბერძენს, მავროპულოსს შეუძენია სამ დუკატად ჩერ-
ნიგოვში იგი.
გვარამ ბეჭისციხის პატრონი და მისნი მხლებელნი პირვე-
ლად ხედავდნენ საერთოდ ყიფჩაღს. ერთიმეორეს არ უმხელ-
დნენ. მაგრამ ჭმუნავდნენ იდუმალ, თანაც ფიქრობდნენ: ასეთ
უბადრუკ ადამიანთაგან შემდგარ ლაშქარს ყოველდღე რომ უმ-
ზიროს კაცმა, რა გუნებაზე უნდა დადგესო მათი მჭვრეტელი?
მუშტრის თვალით აკვირდებოდნენ თითისტარივით წაწვრი-
ლებულ უსუსურ მაჯებს, ქართულ „ო“-სავით მოდრეკილ წვივებ-
სა და ასეთსავე ფეხებს, რომელთაც ნიადაგ ფეხშიშველა სიარუ-
ლისაგან ადამიანის ფეხის ანაგობა დაჰკარგოდათ ვაგლახად
დაღრეკილთ.
კიდევ ერთხელ შეხედა მუშტრის თვალით გვარამმა ხუთ დუ-
კატად შესყიდულ ყიფჩაღს. შეებრალა ეს გაჭირვებისაგან გას-
რესილი, უბედური კაცი და თავის ამალას გადაულაპარაკა ქარ-
თულად:
„ვაითუ მართლა ამაოდ ჩაგვიაროს ამ მოსაცეთში მგზავრო-
ბამ!“
მერმე ხელახლა შეავლო თვალი მონას და ყიფჩაღურად
აკითხვინა ნიკალას მისთვის:
ცალი ყურის ბიბილოზე რა მოგსვლიაო?
გამოირკვა: ერთი კერძი თევზის მითვისებისათვის განრის-
ხებულა მავროპულოს და საყურიანად აუგლეჯია ეს ბიბილო მო-
ნისათვის თურმე.

***
მჭედელმა ნიკალამ იკისრა ფორნების შეკეთება, სამარქაფო
ფერსოები და რკინის რგოლები დაუმზადა ჩვენს მოგზაურებს,
ჯორ-ცხენები დაჭედა და ახალ-ახალი ნალებიც ჩაუწყო ფორნებ-
ში.
სევასტიმ და ნიკალამ რკინის სალტეები გაუკეთეს ფორნებს.
ამ სალტეებზე ნოხების დასამაგრებელი, ზედ ქეჩის სახურავი გა-
163 მკითხველთა ლიგა
დააფარეს ფორანს, რათა იგი მდიდრულად არ მოსჩვენებოდათ
მძარცველებს, ქეჩა დააგეს ძირს.
განსაკუთრებულის გულისყურით მოკაზმეს ის ფორანი, რო-
მელიც განკუთვნილი იყო გვარამ ერისთავისთვის ღამღამობით
მოსასვენებლად, რადგან კარავში წარამარა ცივდებოდა მოხუ-
ცი.
ფორნის კიდეებზე რკინის შანდლებიც მიაკრეს, მაშხალების
შიგ ჩასარჭობი. რკინის სალტეზე ერთი ხატიც დაჰკიდეს, ასე
რომ, მოძრავ კარავს დაამგვანეს იგი.
სატევრები, ხმლები და შუბისწვერები დაულესა ნიკალამ
ჩუხჩებს.
ყოველივე მზად იყო გასამგზავრებლად და იმ ღამეს ისევ
აბობოქრდა ზღვა, და ნაშუაღამევს თოვა დაიწყო კვლავ.
გვარამ ერისთავს ეჩოთირებოდა ეგზომ შეწუხება მასპინ-
ძლებისა, მაგრამ გამგზავრება რა დააპირეს, თეოფანე წინ
აღუდგა მათ:
„თქვენ ნუ გგონიათ, უფალნო ჩვენნო, საქრისტიანოს მი-
დიოდეთ სადმე, სამ დღეს ივლით დათვის გორაკიდან უკაცრი-
ელ ტრამალებსა და ტყეებში და მხოლოდ შემდგომ ამისა დაიწ-
ყება ყიფჩაღთა ქვეყანა“.
„გარდა ამისა, – სიტყვა ჩაურთო ნიკალამ, – მაგ ტრამალებ-
ზე ისეთი ქარბორბალა ატყდება ხოლმე, გაგიძნელდებათ მგზავ-
რობა უთუოდ, ტრამალზე უნდა ათიოთ ხომ ღამე?
სხვა არა იყოს რა, ცეცხლის დანთებას არ დაგანებებთ ქარი.
ასე რომ, რაც უფრო მოგვიანებით წახვალთ, მით უფრო უკეთე-
სია თქვენთვის“.
ალყა და ქონი თუ მიგაქვთო საკმარი?
გამოირკვა: ჯიქებისა და ქაშაგების მხარეში მთელი მარაგი
ალყისა და ქონისა შემოხარჯვია სევასტის იმ ჩაბნელებულ
ხეობებში ხეტიალისა და ღამის თევის დროს. თეოფანეს თევზის
ქონი ჰქონდა, მაგრამ ალყა თავათაც ჰკლებია.
მაშხალებისათვის საჭირო ნაძვის კვარები ჩაუწყვეო ფორ-
ნებში, უბრძანა თეოფანემ ნიკალას.
დიდძალი დაშაშხული თევზი შეისყიდა ფაქტორიისაგან სე-
ვასტიმ.
გზადაგზა ფაქტორიები თუ შეგვხვდებაო სადმე?
164 მკითხველთა ლიგა
იკითხა ერისთავმა ხურცისძემ.
თეოფანემ მიუგო:
„დათვის გორაკიდან ორი დღის სავალზე ბეწვეულის ფაქტო-
რია აქვს სმირნელ ბერძენს – პოპონდოპულოსს.
მაგ ბედდამწვარნი ყიფჩაღნი ჩინებული მონადირენი არიან,
დიდძალ ბეწვეულს აგროვებენ ნაირ-ნაირს: დათვისა, კვერნისა,
მგლისა, წავისა, ციყვისა და მელისას.
რადგან ზაფხულში ზამთრის მოლოდინი აღარა აქვთ მაგ
ბარბაროსებს, ივლისშივე მიჰყიდიან პოპონდოპულოსს ამ ბეწ-
ვეულს მთლად ჩალის ფასად.
როგორც კი მოაწევს ოქტომბრის სუსხი, მისგანვე ძვირად
შეიძენენ მათგანვე გაყიდულ საქონელს.
თუ ღმერთმა ჰქნა და მაგ ფაქტორიაში მოხვდით, მე წერილს
გაგატანთ პოპონდოპულოსთან, წინასწარ გირჩევთ: რაც შეიძ-
ლება მეტი ბეწვეული იყიდოთ მისგან.
პოპონდოპულოსს ხატაეთიდან მოსდის მაიმუნისა და ვეფ-
ხვის ბეწვეული. ეს ყოველივე გზაში დაგჭირდებათ როგორც
ქრთამებად, ისე სურსათის შესაძენად.
შარაღანს რა ჩახვალთ, ყიფჩაღთა უმთავრესთა და მათ ცო-
ლებსაც ძლიერ უყვართ ბეწვეული, განსაკუთრებით მაიმუნისა,
დაწინწკლული შავი მელისა და წავისანი.
გარდა ამისა, მათი ჯარისკაცებიც მექრთამეებია, უქრთამოდ
არც შეგახედვინებენ შარაღანისძის ან მისი ვაჟის კარვის კარში-
აც.
როგორც ბარბაროსები საერთოდ, ისე ყიფჩაღებიც უდიდესი
მექრთამეებია, მუდამ ხელში შემოგჩერებიან, თუ მათხოვრო-
ბით ვერაფერი დაგტყუეს, ვერც ძალით წარგტაცეს, ქრთამი უნ-
და აძლიო, ისე ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ“.
ესა სთქვა თეოფანემ და ნიკალას გადახედა.
„მოდი ერთი, შენ გამოჰკითხე შორტაის, ეგებ მან იცოდეს
პოპონდოპულოსის ფაქტორია საითკენაა?“
დიდხანს ეძია ნიკალამ შორტაი, ერთი გაიფიქრა: გაქ-
ცეულაო ის სვედავსილი.
გამოირკვა: ბულგარელ მზარეულს გაქონილი ქვაბი მიეცა
ამოსალოკავად მისთვის. მიწაზე დამჯდარს მუხლზე დაედო ქვა-

165 მკითხველთა ლიგა


ბი, და როცა გამურული ყიფჩაღი სტუმრებს წარუდგინა ნიკა-
ლამ, თვით გვარამ ბეჭისციხის პატრონმა ვერ შეიკავა სიცილი.
ბევრს ეჩიჩინა ნიკალა, მაგრამ ვერ გააგებინა, თუ ვინ უნდა
ყოფილიყო პოპონდოპულოსის – ბეწვეულის ფაქტორიის პატ-
რონი.
ბოლოს ნიკალა მიხვდა, თეოფანეს მიმართა:
„ყიფჩაღები ქრისტიანულ გვარებს ვერ იმახსოვრებენ, ამიწე-
რე, უფალო, თუ როგორი ანაგობისაა ის ბერძენი და მერმე მე
ვანიშნებ მას“.
„უთხარი თავმოტვლეპილია-თქო პოპონდოპულოს, ყურები
განზე გამდგარი აქვს-თქო, მაღალია-თქო და ბეჭპრტყელი, დი-
დი ღიპი აქვს-თქო, ხოლო ცხვირი ძერასავით მოდრეკილი“.
„მისმინე“, უთხრა ნიკალამ შორტაის და კოწოლში წაავლო
ხელი. მერმე დაუწყო ხელებით ნიშნება: ასეთიაო და ასეთი ამ
სიმაღლეაო ამ სისხო ღიპი აქვსო, ვირის ნალისოდენა ყური აქ-
ვსო განზე გამდგარი, შორტაიმ თავისი ციყვისებრ კბილები დაკ-
რიჭა, თავი დაუქნია; ვიცი, ვიციო, ასტეხა ხავილი.
მეორე დღეს გვარამ ბეჭისციხის პატრონი და მისი მხლებ-
ლები გამოეთხოვნენ მასპინძლებს და კვლავ განაგრძეს მგზავ-
რობა.

ულუსა
გვარამ ერისთავმა ცხენოსნები შუაში გაჰყო. ათი წინ მიუძ-
ღოდა ფორნებს, ამდენივე უკან მიჰყვებოდა მათ. ორი ჩუხჩი და
შორტაი გზებს ზვერავდნენ წინასწარ.
მიდიოდნენ ამ ულევ სივრცეში.
ჭაობები,
ტყეები,
ტრამალები
და უკაცრიელი ველები.
დათვის ბელები საწყალობელად ბღაოდნენ გზებზე გამო-
სულნი, გაოცებულნი შესცქეროდნენ ცხენოსნებს.
წამოეწეოდათ ღამე, ტყის ახოში დასდგამდნენ კარვებს, ატ-
ყდებოდა ტურების ვიშვიში, დათვები გლეჯდნენ ძეძვიანებს,
166 მკითხველთა ლიგა
სულ ახლოს ისმოდა მათი მძვინვარე ბრდღვინვა და ღრიალი.
ნაშუაღამევს ამ აურზაურს შეცვლიდა ბორცვებიდან გამომდგა-
რი მგლების ყმუილი.
გაივლიდნენ რამდენსამე ფარასანგს, აურაცხელი ყორანი
აიყრებოდა გზიდან, კუპრის ლაქებად შეესხმებოდა ცას და ის-
მოდა უკაცრიელ ტრამალებზე მათი ერთობლივი ყრანტალი.
დახედავდნენ გზის პირზე მათ ნასუფრალს, დაიჯღანებოდა
შორტაი, იტყოდა: ეს დათვს დაუგლეჯიაო გზად მომავალი
დიაცი...
ივლიდნენ,
ივლიდნენ...
და ახლა წყვილ დათვს გადააწყდებოდნენ გზაზე, ცხენისა და
მხედრის ჩონჩხებთან მოჩალიჩეს, უგუნებო ბუზღუნით აიყრე-
ბოდნენ ისინი, აუჩქარებლად მიაშურებდნენ ტყეს.
კიდევ გაივლიდნენ ორიოდე ფარასანგს, შემოეყრებოდა
ჯაგლაგა ცხენებზე უბელოდ მსხდარნი ნახევრად შიშველი, კო-
წოლიანი პაჭანიკები, მაინცდამაინც გვარამ ერისთავს მიეჭრე-
ბოდნენ, მოწყალებას ითხოვდნენ, სევასტის მიერ გალაღებულ
ფლურებს არ სჯერდებოდნენ, გადახტებოდნენ ცხენიდან, ძეძვე-
ბიდან ისრებს დაუშენდნენ მგზავრებს.
ლათერია, ჩუხჩთა ათისთავი, გამოუდგებოდა უკან, მათრახს
უთავაზებდა თავში, ცხენს წაართმევდა ზოგს, ფეხით გააგდებდა
ტრამალზე და, როცა იგი თვალს მიეფარებოდა, ცხენს დასტო-
ვებდა გზაზე.
ორი დღე ასე ატარა გვარამ ერისთავი და მისი ამალა შორ-
ტაიმ, იგი გზის ასაქცევებთან შესდგებოდა ხოლმე, დაფიქრდე-
ბოდა, კეფას მოიფხანდა, და ასეთი ჭოჭმანით მიიწევდა წინ.
მდინარე გადალახეს ისეთი მღვრიე, როგორიც ცა იყო იმ
დღეს, და დაიწყო ულევი, უსასრულო ტრამალი, რომელსაც კო-
ლოსალურ ტყვიის მუზარადივით ზედ დამხობოდა ცარგვალი.
არსად იყო ტყე.
არსად სჩანდა ხე.
არც ბუჩქი ან ძეძვი სადმე.
არც ფრინველის, არც ნადირის ჩქამი ისმოდა ირგვლივ.
ქარი დაგელავდა ტრამალზე.

167 მკითხველთა ლიგა


და აქ ეწვიათ მორიგი უბედობა. ორივე ბორბალი მოძვრა
ერთ ფორანს. შეუდგნენ თუ არა ბორბლების შეკეთებას, ცა
უარესად აიმღვრა, დაიქუხა, გაზაფხულის ქუხილმა გრგვინვით
გადაურბინა ტყვიისფერ სივრცეს, ატყდა ელვათა ტეხა და დაუშ-
ვა თქეში...
გარეკეს ცხენები და შეღამებულზე მიაღწიეს ერთობლივი
ჩირგვნარით მოცულ ველს და აქ თვალსა და ხელს შუა დაეკარ-
გათ გზა.
ბევრი იჭოჭმანა შორტაიმ.
უკვე დაბნელდნენ გზები.
მცირე ხანს ითათბირეს ერისთავებმა და გადასწყვიტეს, ეარ-
ნათ ასე, სანამ ტყეს წააწყდებოდნენ სადმე, და ქარსაფრისთვის
მიეკვლიათ როგორმე.
გასჭირდა ამ ჩირგვნარებში ფორნების წაყვანა, ნიადაგი
ოღრო-ჩოღრო იყო, ორმოებისაგან დასერილი, ოფლში გაღვა-
რული ცხენები საწყალობლად ქლოშინებდნენ.
გვარამ ერისთავის ბრძანებისამებრ, დაქვეითდნენ ახალგაზ-
რდები, მხრით ეშველებოდნენ ცხენებს. ასე იარეს ამ უკუნეთში,
ვიდრე ამღვრეულ ღრუბლების მორევიდან არ გამოანათა მთვა-
რემ.
ძალა მოიცა ქარმა.
წვრილ ვახშმობამდის იარეს ასე და ბოლოს გამოჩნდა შო-
რიდან ტყე.
მიუახლოვდნენ თუ არა ტყის პირს, შემზარავი სანახაობა და-
უხვდათ წინ.
ათიოდე ფორანი მიტოვებული ეგდო მინდვრად, მათ ირ-
გვლივ ეყარა უამრავი ჩონჩხი ადამიანისა და ცხენისა.
ნადირისაგან დაძიძგნილი თავის ქალები, ბარძაყები, მხარ-
მკლავები და თეძოს ძვლები მიმოფანტული იყო ფორნების გარ-
შემო, ფორნებს ქვეშ და მათგან მოშორებითაც, ბუჩქნარებს შო-
რის.
კვარები აანთეს, ნაპარტახალი ფორნები დაათვალიერეს.
ბალღების თავის ქალები და ხელ-ფეხი ეყარა მანდ.
მხოლოდ ყიფჩაღური კერპები – ქეჩის თოჯინები ისხდნენ
ფორნებში ბალღებივით დაცუცქულნი და თავიანთი ცივი, ცვი-
ლის თვალებით მიშტერებოდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას...
168 მკითხველთა ლიგა
ერისთავები და ეპისკოპოსები დადიოდნენ ფორნების გარ-
შემო, მემაშხალენი უშუქებდნენ გზას და ათვალიერებდნენ კაც-
თა და ნადირთა შერკინების ბრძოლის ველს.
ყიფჩაღმა შორტაიმ განუმარტა მათ:
„ყიფჩაღები ოჯახიანად მინავალან სადღაც, მგლის ხროვანი
თავს დასხმიან ალბათ“.
მიმოფანტული ხმლები, შუბები და წერაქვ-ცულები მოაგრო-
ვა შორტაიმ, მაშხალის შუქზე უჩვენა გვარამ ერისთავს ახლად
ზედშემხმარი სისხლი.
ბეჭისციხის პატრონმა ნადირისაგან დაძიძგნილ ბარძაყებსა
და მხარმკლავებს დახედა. გააოცა იგი ამ უჩვეულოდ გრძელმა
კიდურებმა. არც ისე ჩია ყოფილაო ყიფჩაღთა მოდგმა, გაიფიქ-
რა, ხელი მკლავში წაავლო მამა იოანეს: ფორანში შევიდეთო,
ეს უთხრა მხოლოდ.
გვარამ ერისთავი შიშობდა:
„ვაითუ შორტაიმ დაჰკარგა სვლის გეზი და ვეღარც ხვალ დი-
ლით გავაკვლიოთ ამ ბნელეთიდან გზა!“
„მე აგრე მგონია, გვარამ ბატონო, ჩვენ აქ მოსვლამდე დიდი
ხნით ადრე აცდენილი ვიყავით ურმის გზას.
სწორედ იქ, სადაც ძეძვიანი დაიწყო“.
სთქვა ეპისკოპოსმა სერაპიონმა.
„თუ აქ გზა აღარაა, ეგ უბედური ყიფჩაღები როგორღა მოსუ-
ლან აქ?“
იკითხა ერისთავმა ბუკაისძემ.
„ვინ იცის, შესაძლოა, ურმის გზაზე მოდიოდნენ ეს ბედშავნი,
მაგრამ როცა მგლები თავს დაესხნენ, ცხენები დაუფრთხათ ალ-
ბათ და ამ ძეძვიანში გადაჩეხა ისინი“.
მიუგო გვარამმა.
დიაკონი სევასტი ამტკიცებდა: გვიჯობს, გავეცალოთო
აქაურობას.
გვარამმა თქვა:
„წინ ვეღარ წავალთ, რადგან ტყე გვიძევს წინ. უკან დავ-
ბრუნდეთ? გათენებამდის მაინც ვერ მივაღწევთ იმ ადგილს, სა-
დაც ეს ძეძვიანი ველი დაიწყო.
აქ ტყეა ახლოს, ერთგვარი ქარსაფარი, ეგებ კოცონების
დანთება შესძლოთ“, მიმართა დიაკონს.
169 მკითხველთა ლიგა
მიბჯენილიყვნენ ბნელეთის კიდეს, წყვდიადს მოეცვა ყველა
გზა ირგვლივ.
კოცონები დავანთოთო!
წამოიყვირა ვიღაცამ.
სევასტიმ მოუხმო ბიჭებს.
ბევრს ეწვალნენ, მაგრამ ქარმა არ დაანება კოცონის დანთე-
ბა.
ძეძვს წავუკიდოთო!
სთქვა ლათერიამ, ჩუხჩთა ათისთავმა.
დაფაცურდნენ სევასტი და ლათერია, მაგრამ ცეცხლი არ
წაეკიდა წყლით გაჟღენთილ ძეძვს.
ჩუხჩებმა და მეჯინიბეებმა კარვები დაიდგეს.
გვარამ ბეჭისციხის პატრონს, ეპისკოპოსებსა და ახალგაზ-
რდა ერისთავებს ფორანში გაუშალეს ლოგინი.
მემაშხალეებს კვარები და მაშხალები ეჭირათ ხელში და ასე
უტფობდნენ გვარამ ერისთავს ფორანს.
ერისთავებმა და ეპისკოპოსებმა ივახშმეს, ილოცეს და დაწ-
ვნენ.
სევასტიმ ორიოდე თაფლის სანთელი დასტოვა ხატის წინ.
ფეხმორთხმული იჯდა და კითხულობდა მოლეულ შუქზე ფსალ-
მუნს.
გარედან მოისმოდა შემცივნებულ გუშაგების ხელების ტკა-
პუნი, ფეხების ბაკუნი და კანტიკუნტი სტვენა.
დადუმდებოდა ღამე, მხოლოდ კაჭკაჭის ძახილი ისმოდა
ტყიდან. ჩასთვლიმა სევასტის და უცებ მოისმა მარტოხელა
მგლის ყმუილი.
თავი აიღო დიაკონმა, ყური მიუგდო, ისევ დავარდა დუმილი
მიწაზე. ფსალმუნი აიღო ხელში და ისევ აყმუვლდა მგელი...
სევასტი გაიტვრინა. მგელი კვლავ დადუმდა, ახლა ფორნებს
შორის დაბმული ცხენების ფრუტუნი მოესმა დიაკონს, რომელი-
ღაც ულაყმა ომახიანად დაიჭიხვინა.
კვლავ დაიჭიხვინა ულაყმა, ახლა მოისმა ერთობლივი ფრუ-
ტუნი ცხენებისა და ისევ აყმუვლდა მარტოხელა მგელი...
დიაკონი სუნთქვაშეკრული იჯდა და უსმენდა ამ დაჟინებულ
ყმუილს.

170 მკითხველთა ლიგა


დადუმდა მგელი და ფსალმუნის ორიოდე ლექსი ჩაათავა
დიაკონმა. და ისევ ასტეხა ყმუილი ტყიურმა და უარესად აწრი-
ალდა კაჭკაჭი...
სევასტი ადგა, ფორანს ახადა უკანა მხარეს დაკიდებული ქე-
ჩის საფარი, თავი გამოჰყო და ფრთხილად დაიძახა:
„ლათერია!“
სამიოდე შუბოსანი ჩუხჩი მოვარდა სევასტის ძახილზე.
რა მოხდაო, სევასტი ბატონო?
ლათერია სად არისო?
იკითხა სევასტიმ.
კარავში სძინავსო.
მიუგეს.
სევასტიმ ვერ მოასწრო ფსალმუნის კვლავ ხელში აღება,
ისევ აყმუვლდა მგელი და ლათერიამაც თავი შემოჰყო ფორან-
ში.
რა მოხდაო, სევასტი ბატონო?
ლათერიას როხროხა ხმა ჰქონდა, შეეშინდა სევასტის: არ
გამიღვიძოსო გვარამ ერისთავი, ამიტომაც „სსსუო!“ – შესძახა
ლათერიას თითქმის ჩურჩულით.
მერმე ხმადაბლა შეესიტყვა ფორნის ფარდაში შემოყოფილ
თავს:
„იმ მგლის ყმუილი არ მომეწონა“.
„რომელი მგლისა, სევასტი ბატონო?“
„რა ვიცი, შვილო, რომლისა, ახლა რომ ყმუის, იმისა“.
ლათერიას გაეცინა, შეშინებიაო დიაკონს, ესღა გაიფიქრა
და მიუგო:
„დაიძინე, სევასტი ბატონო, მაგ მგელს ჩვენ გავცემთ პა-
სუხს...“
ლათერიამ გუშაგები გამოსცვალა, ტყავკაბაში გაეხვია და
თავის უნაგირზე მიიძინა ტკბილად.
სევასტიმ განაგრძო ფსალმუნის კითხვა და მიაღწია იმ ადგი-
ლამდის, სადაც სწერია:
„უფალო ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო.
დღითი ხმა ვყავ,
და ღამე წინაშე შენსა...“

171 მკითხველთა ლიგა


ეს გაიფიქრა სევასტიმ, ამ ადგილს ბოლომდის ჩავიკითხავ
და დავწვებიო, სწორედ ამ დროს აწრიალდა მარტოხელა კაჭკა-
ჭი და ფორნების მახლობლად აყმუვლდა მგელი, მას მეორე გა-
ეხმაურა შორს, ძლიერ შორს, მეორეს – მესამე.
ფორნების მახლობლად აყმუვლდა რამდენიმე ზედიზედ, ბო-
ლოს მოისმა ერთობლივი ყმუილი ხროვისა, გულის წამღები და
სისხლის გამყინავი...
თავი გამოჰყო სევასტიმ ფორნიდან და დაინახა: ჩრდი-
ლოეთიდან მოაპობდნენ ღამეს ბნელში ელვარე წყვილ-წყვილი
თვალები...
ნახშირით ჩანახაზებივით დაბურულ ძეძვის კლერტოებში
რიალებდნენ, ენთებოდნენ და კვლავ ჰქრებოდნენ ბნელში, ის-
მოდა შემზარავი თქარათქური და ზარი მგლებისა...
„ლათერია, ჰაუ, ლათერია!“
იყვირა ისე ომახიანად დიაკონმა, წამოვარდა ბეჭისციხის
პატრონი, ახალგაზრდა ერისთავებმა ხმლებსა და კვარებს წაავ-
ლეს ხელი.
ატყდა ცხენების ჭიხვინი, ბეჭისციხის პატრონი და ახალგაზ-
რდა ერისთავები ჩამოხტნენ ფორნიდან.
გარს შემოერტყითო ფორნებსა და ცხენებს!
ბრძანა გვარამ ერისთავმა.
ცეცხლოვანი თვალები რიალით გამოკრთნენ ბნელ ძეძვები-
დან, შეშფოთებული ჭიხვინებდნენ ფორნებს შორის მომ-
წყვდეული ცხენები, მეჯინიბენი და ჩუხჩნი ანთებულ კვარებს ატ-
რიალებდნენ ხელში...
მაშხალებით აღჭურვილთ, რამდენსამე შუბოსანს წინ გაუძ-
ღვა ხმალამოღებული გვარამ ერისთავი, და როგორც კი მოაღ-
წია მგელთა ხროვის მოწინავე ტალღამ, ომახიანად შეუძახა
ახალგაზრდებს, მას მხარში ამოუდგნენ ბუკაისძე და ხურცისძე,
შუბები შეაგებეს პირდაღრენილ ნადირებს, მერმე მკლავი გა-
მართა ომებში მრავალნაცადმა გვარამმა, ხმალი შუბივით აძგე-
რა ზედ მის მუხლთან მოვარდნილ მგელს, ერთი დაყეფება მო-
ასწრო ნადირმა და ლანდის უსწრაფესად დაგლიჯეს იგი თვის-
ტომთა...

172 მკითხველთა ლიგა


ლათერია დაწინაურებულიყო, ზოგს შუბზე აგებდა, ზოგს მაშ-
ხალას ჩრიდა პირში, ანთებული კვარებით დატვირთული შორ-
ტაი მორიგეობით აწვდიდა მას ცეცხლმოდებულ კვარებს.
დიაკონს სევასტის არც შუბი ეჭირა ხელში და არც მაშხალა,
უშიშრად მიუძღოდა შუბოსან მეჯინიბეებს, შეუძახებდა ბიჭებს,
ხანაც ორივე ხელის საჩვენებელ თითებს ირჭობდა პირში და უს-
ტვენდა ისე, როგორც მარეკი უხმობს ხოლმე, მოთავებულ ნადი-
რობის შემდეგ, ტყეში დაკარგულ მადევარ ძაღლებს.
როგორც კი მგელთა მოწინავენი წაიქცნენ შუბებისაგან
მკერდგაპობილნი, წამოესიენ მათ უკან მომავალნი და ეცნენ
ბრძოლის ველზე დაცემულთ.
ასე გააფთრებული იბრძოდნენ ადამიანები და მგლები იმ-
დენ ხანს, სანამ საკუთარი სახელისა და გვარის ასჯერ წარმოთ-
ქმას მოასწრებს კაცი, მაგრამ ეს იყო უსასტიკესი ბრძოლა კაც-
თა და მხეცთა შორის, რომლის აღსაწერად ავტორს აღარ შეს-
წევს ძალა.
მეორე დღეს, როცა გაზაფხულის მზემ გაანათა წინაღამინდე-
ლი ბრძოლის ველი, ლათერიამ და სევასტიმ დაითვალეს ოცდა-
ხუთი მგლის ლეში.
გვარამ ერისთავმა ბრძანა და ერთი ტიკი ღვინო გადმოიღო
სევასტიმ.
გვარამ ერისთავი ჩინებულ გუნებაზე იყო, მხოლოდ ერთი
ჯორი დაეგლიჯათ მგლებს, მას აეწყვიტა ტოილო და მისდა
საუბედუროდ გაპაროდა მეჯინიბეებს.
ლათერიამ იხუმრა:
„აბა, რას ფიქრობდნენ მაგ სახეძაღლები, ყიფჩაღები ხომ არ
ვეგონეთ დავით მეფის სპანი“.
გვარამ ერისთავმა ყანწი გადაულოცა სევასტის და უთხრა:
„შენ ეს მითხარი, ჩემო სევასტი, რარიგად მიხვდი, ხროვის-
თავი რომ ყმუოდა წუხელ?“
„მოგეხსენებათ, მე უკვე სიბერეში გადამდგარი მაკურთხეს
დიაკვნად, გვარამ ბატონო. მამაჩემი ძველი მონადირე იყო,
მგელზე მონადირე განსაკუთრებით. სიყრმიდანვე დავყავდი მას
ტყეში.
ჩვენ ყმუილით გამოხმობა ვიცოდით მგლისა.

173 მკითხველთა ლიგა


გავწვებოდით მიწაზე, მგლის ან ძაღლის სიმაღლეზე წამოვ-
წევდით თავს, ავსტეხდით ყმუილს“.
„რატომ მაინცდამაინც მგლის სიმაღლეზე?“
იკითხა არშარუნიმ.
„რასაკვირველია, მგელს უჩვეულო სმენა აქვს. ეს ხმა გან-
საზღვრულ დონეზე თუ არ მოესმა, იგი დაეჭვდება უთუოდ.
ამიტომაც ჩვენ ვცდილობდით, მაღლობიდან არ დაგვეწყო
მგელთა გამოხმობა, არამედ ჭალაში გავწოლილიყავით სადმე
და მერმე თავი წამოგვეწია ორიოდე მკლავის სიგრძეზე“.
გვარამ ერისთავმა თავისი შეუდარებელი ღიმილით განაგ-
რძო დაკითხვა:
„კარგი და პატიოსანი, ჩემო სევასტი, ლათერია მიამბობდა
წუხელვე, რად მიიჩნიე საეჭვოდ იმ მარტოხელა მგლის ყმუილი
მაინცდამაინც?“
„ისევე როგორც კაცთა სიტყვა განსხვავებულია სხვადასხვა
ნიშატის მიხედვით, რასაკვირველია, მაგალითისთვის მოგახსე-
ნებთ: ის ყანწი რომ ხელში მომცეთ, მე თქვენმა მონამ უმორჩი-
ლესმა გამოცლა დავაპირო მისი და ვიყვირო: დავიწვიო, თქვენ
გაგეცინებათ, რასაკვირველია, მაგრამ ღვინით სავსე ყანწის
ნაცვლად ცეცხლმოდებული მაშხალა რომ მომაჩეჩოს ვინმემ და
მე იგივე დავიყვირო, თქვენ არამცთუ არ გაგეცინებათ, შეგებრა-
ლებით და შეიძლება მომეშველოთ კიდევაც, რასაკვირველია.
აგრეთვე მგლის ყმუილსაც სხვადასხვაგვარი იერი აქვს, რა-
საკვირველია.
როგორც მოგეხსენებათ, მე ბარე ათ წელს ვნადირობდი და,
ვგონებ, შემიძლია გავკადნიერდე და განვაცხადო: რომ კაცთა
სიტყვაზე უფრო კარგად მესმის ფრინველთა და ნადირთა ენა.
ლათერიას არ მოუხსენებია, რასაკვირველია, თქვენთვის, მე
ყველაზე ადრე დამაეჭვა არა მგლის ყმუილმა, არამედ კაჭკაჭის
კუთვამ.
ყველამ იცის, ღამით კაჭკაჭს სძინავს, სადმე ხის შტოზე და-
ყუნცულს, რასაკვირველია.
მე აგრე ვივარაუდე: როცა ხროვისთავის ყმუილი გაისმა,
ალბათ მთელს ამ შემოგარენში მოგროვდნენ მგლები, ერთი
მათგანი ალბათ იმ ხის ქვეშ იდგა გატვრინული, რომლის შტო-
ზედაც ის კაჭკაჭი იჯდა, რასაკვირველია.
174 მკითხველთა ლიგა
გარდა ამისა, მგელი სხვადასხვარიგად ყმუის წელიწადის
სხვადასხვა დროში, რასაკვირველია.
თქვენ ყველას გსმენიათ მოშიებული მგლის ყმუილი, ეს ხმა
იწვევს მხოლოდ სიბრალულს მიწიერ არსთა მოყვარულის გულ-
ში.
რასაკვირველია, სულ სხვარიგად ყმუის მგელი, როცა იგი
სარჩოს მოსაპოვებლად გადის ტყეში და თავის პატარებს დას-
ტოვებს ბუნაგში, იგი ნადირობს თავის სამფლობელოს შემოგა-
რენში, ჟამიდან ჟამზე აყმუვლდება და ამცნობს თავის ლეკვებს:
მე აქა ვარ, თქვენს მახლობლად, ნუ გეშინიათო, შვილებო.
მე და მამამ ეგეც ვიცოდით, რასაკვირველია, ამგვარი
ყმუილის მიბაძვაშიც დახელოვნებული ვიყავით, ვინ მოსთვლის
რამდენჯერ გავწოლილვართ მიწაზე, მგლის სიმაღლეზე წამოგ-
ვიწევია თავი და მოგვირთავს აგეთი ყმუილი.
რასაკვირველია, სულ სხვაგვარად ყმუის მგელი, რომელიც
რაიმე საფრთხის წინაშე დამდგარა.
რომელ თქვენგანს არ მოუწყვია ჯერგა18. მე ვხლებივარ
ტაოში, თავის მამულში გიორგი მეფეს.
ერთხელ მან სამი სოფლის ვაჟკაცები აჰყარა, თავათაც ახ-
ლდა სამასზე მეტი მონადირე, მონასპა. გარს შემოვერტყით
ისეთ ტაფობს, რომლის ირგვლივ შემოვლისათვის დღის ნახევა-
რი დასჭირდება კარგ ცხენოსანსაც.
მგელს უცნაური სმენა აქვს, სმენაზე უფრო – მძაფრი ყნოსვა
კაცთა სიახლოვისა. თუ კაცმა სველი ყაბალახი ან ტილო არ შე-
მოიხვია ტუჩ-პირზე, ორიოდე ფარასანგის მანძილზე იგი იგ-
რძნობს მონადირის მოახლოებას და ასტეხს ყმუილს, რასაკვირ-
ველია.
სულ სხვაა ეს ყმუილი, მტერთაგან დაჯაბნული, საფრთხის
მომლოდინე ნადირის ჩივილი. კიდევ ერთგვარი ყმუილი არსე-
ბობს მგლისა:
როცა იგი, კაცურ ენაზე რომ ვთქვათ, ჭაბუკია გამიჯნურებუ-
ლი და ისეთივე უმწიკვლო თავდავიწყებით შეყვარებულია ძუს

18ჯერგა ან ჯელგა – როგორც ძველ საქართველოში, ისე დღესაც ჩვენი ქვეყ-


ნის სხვადასხვა რაიონში ცნობილი კოლექტიური ნადირობა, მარეკების, მა-
ხუნდარების და მადევარი ძაღლების მეშვეობით გამართული.
175 მკითხველთა ლიგა
მიმართ, რომელიც მას ემალება ალბათ უღრანი ტყის ჩაბნელე-
ბულ ღარტაფებში სადმე, ზის მთვარის შუქით განათებულ ბორ-
ცვზე მგელი სადმე, მე თავათ არაერთხელ საკუთარი თვალით
მინახავს ასეთი, რასაკვირველია.
ზის და ყმუის, კი არ ყმუის, ტირის მგელი, ეძახის გულის მიჯ-
ნურს, უხმობს.
მე არასოდეს მგელი არ ვყოფილვარ, არც მგლის მინაგვარი
კაცი, რასაკვირველია, მაგრამ მგლისაგან იმითაც განვსხვავდე-
ბი, რომ ღმერთი მწამს და წარმოდგენის უნარიც მაქვს მცირედი,
რასაკვირველია“.
გვარამ ერისთავმა გადაიხარხარა, მას ეცინებოდა არა მარ-
ტო ბოლოს ნათქვამის გამო, ეს გამუდმებული „რასაკვირველი-
ა“ მუდამ ღიმილს ჰგვრიდა მას.
ეპისკოპოსებმაც ვერ შეიკავეს სიცილი და ამ ამბით გულმო-
ცემულმა დიაკვანმა, რომელსაც უკვე შეწითლებოდა ღვინისა-
გან ღაწვისთავები, განაგრძო მგლის აპოლოგია:
„რასაკვირველია, მგელი არც ისეთი მამაცია, როგორც არა-
მონადირეთ ეგ ეჩვენებათ, მაგრამ არავინაა მუდამ გმირი ამ-
ქვეყნად და არცთუ არვინ ისეთი ძაბუნი, თუნდაც ერთხელ სიმა-
მაცე არ გამოეჩინოს, რასაკვირველია.
რატომღაც ცეცხლის ეშინია მგელს და სტვენისა. ეშინია, ალ-
ბათ აგრე ჰგონია: ძაღლებს უხმობენო სტვენით.
რასაკვირველია, მგლებს რომ ძაღლების ეშინიათ, გასაგე-
ბია, რადგან ძაღლი თვისტომია მგლისა და არც კაცს გაუჩნდება
უფრო დიდი მტერი, როგორიც იქნება მისთვის მტრად მოგებუ-
ლი თვისტომი ვინმე, რასაკვირველია“.
ახლა ეპისკოპოსებსა და ახალგაზრდა ერისთავებს აუტეხა
სიცილი ამ გაუთავებელმა „რასაკვირველიამ“, დიაკონი ამას ვე-
ღარ ამჩნევდა და არხეინად განაგრძობდა თხრობას.
მაგრამ სიტყვა გაუწყდა სევასტის, რადგან გვარამმა კიდევ
ერთი ყანწი მიაწოდა მას, ვიდრე იგი პეშვით მოიწმენდდა წვერ-
ულვაშს, ბუკაისძე შეეკითხა მას:
„კიდევ?“
„კიდევ და, რასაკვირველია, როგორც ყოველი კაცი თავის
ბუნებაში მთვლემარე უკანასკნელ ძალებს გამოიღებს როგორც

176 მკითხველთა ლიგა


მიჯნურობის, ისე სიმშილის დროს, რასაკვირველია, აგრეა მგე-
ლიცა.
ასე რომ, მგელი საშიშია ამძუვნებისა და მოშიების დროს.
დეკემბერსა და იანვარში იგი ამძუნვებულია. მგლები ამ დროს
ხროვებად შეიყრებიან, წყვილ-წყვილად მავალნი საერთოდ.
მერწმუნეთ, გვარამ ბატონო, ორიოდე თვით ადრე რომ თავს
დაგვსხმოდა მგლის ხროვა, მაშხალები და შუბები კი არა, და-
ვით მეფის ლოდსატყორცნებიც ვეღარ გვიშველიდნენ, რასაკ-
ვირველია“.
გვარამ ერისთავმა სიტყვა გაუწყვიტა დიაკონს:
„შენ სათქმელს გადასცდი, ჩემო სევასტი, აკი მგელთა
ყმუილის გამო დაიწყე საუბარი“.
„ჰო, ყოველივე სიკეთე გაგახსენოს მაცხოვარმა, გვარამ ბა-
ტონო. რასაკვირველია, არსებობს კიდევ ერთგვარი ყმუილიც
ხროვის წინამდგომისა. როცა დამშეული ხროვა საზრდოს მოსა-
პოვებლად გასულია ტყეში, ხროვისთავი მორიგ საფრთხეს ან
ცხენების სიახლოეს იყნოსავს თუ არა, სულ სხვაგვარად ყმუის
მაშინ.
ეგ ყმუილი არცთუ საწყალობელია, არამედ უცნაურად გო-
როზი და ამაზრზენი. იგი მბრძანებელი ბუხუნით ესიტყვება თა-
ვის თვისტომთა, როგორც რომელიმე სარდალი თავის სპას.
რასაკვირველია, მე შევიცანი ეს ყმუილი და იმადაც ვიხმე
ლათერია, ჩუხჩთა ათისთავი.
რასაკვირველია, ლათერიას გაეღიმა თავის გუნებაში, მით-
ხრა: შენ მოისვენე და მგლებს ჩვენ გავცემთო პასუხს. წავიდა და
არხეინად წამოწვა კარავში...“
როგორც ყოველი გატაცებული მონადირე ლაპარაკით
გულს იოხებს როცა ვეღარ ნადირობს, დაიწყებს ნადირობის ამ-
ბავთა თხრობას და ვეღარ მოათავებს სათქმელს, ისე მოხდებო-
და იმ დღესაც, ბეჭისციხის პატრონი რომ არ წამომდგარიყო
ანაზდად. გზის დასალოცი ყანწი ჩამოარიგა გვარამ ერისთავმა
და გზად დადგომის მზაობა უბრძანა თავის ამალას.
***
ერთი ფარასანგის მანძილზე უკან გაბრუნდნენ და, როგორც
იქნა, მიაკვლიეს თემშარას, რომელიც მინავალა მათ მიერვე
ძეძვებში გავლილ გზის გასწვრივ.
177 მკითხველთა ლიგა
ქარს გზები გაეშრო, ამით გულმოცემულმა მეჯინიბეებმა უფ-
რო თამამად გარეკეს ცხენები.
უცხვირპირო კაცი აღმოჩნდა ბეწვეულის ფაქტორიის პატ-
რონი, პოპონდოპულოს, ბერძენი. მას არც უკითხავს ახალმო-
სულთათვის, თუ ვინ იყვნენ, ან სად მიდიოდნენ ისინი.
პოპონდოპულოს ისე მოღუშული ესაუბრებოდა, უგუნებოდ
შეკრულ წარბებიდან გამომზირალი, გვარამ ერისთავს, თითქოს
ბეწვეულის მყიდველნი როდი მოსულიყვნენ მასთან, არამედ
აბეზარი მოვალეები. მან არად ჩააგდო თეოფანეს მიერ გამოგ-
ზავნილი წერილი, ერთი დახედა და გამოღებულ უჯრაში ჩააგდო
იგი ანაზდად.
ბევრს ევაჭრნენ მას არტაქშექს არშარუნი და დიაკონი სე-
ვასტი, მაგრამ წინასწარ შეთქმულ ფასებს არც ერთი დუკატი არ
დაუკლო.
როცა ოქრო ჯიბეში ჩაიჩხრიალა, შინაც არ შეიპატიჟა მგზავ-
რები.
მეჯინიბეებმა ისევ გარეკეს ცხენები, რადგან გზაც გამოკეთ-
და და შორტაის აღარ სჭირდებოდა გზაჯვარედინზე ჭოჭმანი.
სევასტიმ ახალი ამბავი გამოარკვია: თურმე ბედშავი შორ-
ტაი ბარე ორ წელს ყმად ჰყოლოდა პოპონდოპულოსს. მე-
ლიების და მგლების გატყავებაში დახელოვნებულა იგი, მაგრამ
ერთი მელის ტყავის უხეიროდ გამოხდისათვის მათრახით უცე-
მია პოპონდოპულოსს თვისი მონა, რის გამოც გაპარვია თავის
პარტონს.
სევასტი ახლა მიხვდა, რად იმალებოდა შორტაი ფორანში,
როცა ბეწვეულს ყიდულობდნენ მგზავრები.
კვლავ გადალახეს ერთი დიდი მდინარე, რომლის სახელიც
თვით მეგზურმაც აღარ იცოდა. ფორნის კოფოზე მჯდარი შორ-
ტაი გადმოხტა, ისევ ჯორს მოაჯდა, მიეჭრა სევასტის და გახარე-
ბულმა ამცნო:
ყიფჩაღეთი იწყებაო უკვე.
„რა უცნაურია კაცის გული, – გადაულაპარაკა სევასტიმ მის
გვერდით ცხენდაცხენ მომავალ ლათერიას, – ამ ათგზის გაყი-
დულ მონას, რომელსაც მხოლოდ მათრახებით ცემა და დაბრიყ-
ვება უგემნია სამშობლოში მრავალგზის, მაინც უყვარს თავისი
ქვეყანა, შეხე, როგორ გამოცოცხლდა, გარდაიქმნა ბედშავი!“
178 მკითხველთა ლიგა
„ეგ აგრეა, ჩემო სევასტი, შამფურზე გაზრდილს შამფურზე
სიკვდილი ენატრებოდაო“.
„რასაკვირველია, მე რომ ოქროს მთები დამიდგან აქ, ჩემი
გეგუთის წითელ ტალახს არ დავთმობ“.
გზები გამოკეთდა, ამწვანებული ველები დაიწყო, მაგრამ
უფრო სახიფათო გახდა მგზავრობა, უბელო ცხენებზე გადამჯდა-
რი, კოწოლიანი პაჭანიკები გზის ასაქცევებზე უხვდებოდნენ
მგზავრებს, ისინი უკვე მოწყალებას როდი თხოულობდნენ, არა-
მედ თავათ მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი გამოგზავნიდნენ
ერთ უიარაღო, ფეხშიშველ მხედარს, მოითხოვდნენ ბეწვეულს,
სამოსელს ან ოქროს.
როცა სევასტის მიერ შეძლეულ კურდღლის ტყავს ან
ორიოდე დუკატს არ დასჯერდებოდნენ, ცხენებს დააწვენდნენ,
იფარებდნენ მათ და ისრებს დაუშენდნენ მგზავრებს.
ერთხელ ამგვარ ბრბოს ისე სწრაფად შეუტიეს ლათერიამ და
მისმა ჩუხჩებმა, მოისარნი გარეკეს ანაზდად და დაწოლილი
ცხენები წაართვეს მათ.
მოსაბეზრებელი გახდა ეს გამუდმებული კინკლაობა ამგვარ
ბრბოებთან, ამიტომაც გვარამ ერისთავმა უბრძანა ჩუხჩებსა და
მეჯინიბეებს, მუზარადები თავზე დაეხურათ, ჯაჭვის პერანგები
გამოეჩინათ ხმლებითა და შუბებით აღჭურვილთ.
ამ ხერხმა გასჭრა.
გზად შემოყრილი პაჭანიკების ბრბოები უკვე რიდით გვერდს
ჩაუვლიდნენ ხოლმე შეჭურვილთ, თუმცა მაინც აჩერებდნენ
მგზავრებს, უკვე მუდარის კილოთი ეღიჭინებოდნენ, ხან ოქროს
ითხოვდნენ, ხან – საზრდოს, ხანაც – მხოლოდ ბურახს.
ოღონდ ეგ იყო: ღამის გათევა გასჭირდა.
დადგამდნენ ტრამალზე კარვებს, შებინდებისას ქარი ამო-
ვარდებოდა, არ ანებებდა კოცონების დანთებას.
დაბანაკდებოდნენ თუ არა ტყეში, როგორც კი კოცონებს და-
ანთებდნენ მგზავრები, ძეძვიანიდან გამოცვივდებოდნენ მძარ-
ცველები, მოეფარებოდნენ ხეებს და დაუშენდნენ ისრებს.
ხანაც გაყუჩდებოდნენ მანამდის, სანამ კარვებში არ დაიძი-
ნებდნენ მგზავრები, მერმე ანაზდად ასტეხდნენ ღრიანცელსა და
სტვენას, თავს დაესხმოდნენ გუშაგებს.

179 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, ლათერია იძულებული გახდა გათენებამდის ზეზე
ჰყოლოდა მეჯინიბენი და ჩუხჩნი.
ბოლოს გადაწყდა: არც ტრამალზე და არც ტყეში არ დაედ-
გათ კარვები, მზე გადაიხრებოდა თუ არა, ლათერია და სევასტი
შეუდგებოდნენ მდინარის ნაპირის, ხევის კბოდეს, ან ჭაობის კი-
დის ძებნას, სადაც თავდასხმის შემთხვევაში ცალ მხარეს მაინც
ექნებოდათ მგზავრებს თავდაცვისათვის უზრუნველყოფილი სა-
ფარი.
ერთ საღამოს რომელიღაც მდინარის კბოდეზე, ვერხვნარის
ახოში დადგეს კარვები.
ნაშუაღამემდის ფხიზლობდა ყველა. ერისთავებიც თორგა-
უხდელად წამოწოლილნი ყურს უგდებდნენ სევასტის ნადირო-
ბათა ამბებს.
ლათერიამ განაწესა: ათმა კაცმა იძინოს, ამასობაში დანარ-
ჩენთა იგუშაგონო. თავათაც გარს უვლიდა კარვებსა და ფორ-
ნებს, ხან სევასტის ნაამბობს მიუგდებდა ყურს, ხან ტყისკენ გა-
დიხედავდა, ხანაც კბოდეზე გადადგებოდა, შეეხმიანებოდა გუ-
შაგებს, და როცა ერისთავების სიცილი შემოესმებოდა, ისევ
გვარამის ფორანთან მივიდოდა და უსმენდა ნადირობის ამბებს.
გათენებისას ყველას ეძინა, როცა ლათერიამ ასტეხა განგა-
ში, წამოჰყარა მძინარე ბიჭები.
თურმე სავსებით ტანშიშველ მოისართა ბრბო მოსდგომოდა
მდინარის კბოდეს, რომლის მახლობლად შარდზე გასულიყო
შორტაი, მან დაინახა თუ არა თავდამსხმელები, ხვანჯრის შეუს-
კვნელად შევარდა კარავში და ყვირილი მორთო...
მოცვივდნენ მოისარნი და ისრები დაუშინეს შიშველ ავაზა-
კებს. სელაპივით ჩაჰყვინთეს მათ წყალში, ხუთიოდე ცხედარი
წაიღო მდინარემ.
მეორე დღეს ბევრი ითათბირეს ერისთავებმა, აღარ იცოდ-
ნენ, რა მოემოქმედნათ.
შეუძლებელი იყო მეჯინიბეებს ცხენ-ჯორთათვისაც მოეარ-
ნათ, ფორნებიც შეეკეთებინათ, კარვები დაედგათ და აეკრიფათ,
ღამით ეგუშაგნათ და დღისით ეარნათ.
ამიტომაც ასეთი რამეც სცადეს: ერთ ფორანში დღისით მა-
ინც სძინებოდათ ჩუხჩებსა და მეჯინიბეებს, მაგრამ, რადგან თავ-

180 მკითხველთა ლიგა


დასხმა დღისითაც განმეორდა მრავალგზის, შეკრთა უშიშარი
გვარამ ერისთავი.
გაბრუნებულიყვნენ უკან?
სად უნდა გამოეყო თავი გიორგი მეფის მრავალნაცად სარ-
დალს, თემშარის ავაზაკების შიშით ვერ ჩააღწიაო ყიფჩაღეთს.
სხვა არა იყოს რა, წამოაყვედრებდნენ ოდესმე მტერ-
მოყვარენი.
შებინდებისას ჩამოუქროლებდა მგზავრებს უბელო ცხენზე
გადამჯდარი ლანდი, მშვიდობიანად მიჰყვებოდა თავის გზას,
გაივლიდნენ მცირე მანძილს, ატყდებოდა ბნელში ფლოქვების
ერთობლივი ტკაპუნი, ყიჟინი და სტვენა, ხმალშემართულნი
უდიერად მოადგებოდნენ ფორნებზე ცხენებს და გაიმართებოდა
ხელჩართული ბრძოლა.
ამნაირ, ერთ-ერთ შეტაკების დროს, დასჭრეს ეპისკოპოსი
იოანე და არტაქშექს არშარუნი.
„როდისღა ჩავალთ შარაღანს?“ – ჰკითხავდნენ შორტაის.
„ახლოა, ახლოა“, ბუტბუტებდა იგი, მაგრამ გზა სიარულმა
ვეღარ დალია, ჩუხჩნი და მეჯინიბენი ზეზეურად ჩამოდნენ, ცხე-
ნები დაიქანცნენ, ფორნები წარამარა შეკეთებას მოითხოვდა,
სურსათი უკვე ილეოდა, დაშაშხული თევზიღა დარჩათ, ყველა
ერიდებოდა მის ჭამას, რადგან შესჭამდნენ თუ არა მცირედს,
მოსწყურდებოდათ მგზავრებს და წყალი აღარსად იყო; მოახე-
ლებდნენ სადმე მღვრიე წყალს, უხალისოდ სვამდნენ ვაგლახად
ამღვრეულს.
ერთ-ორ დღეს კიდევ ივლიდნენ, ისევ შეეკითხებოდა სევას-
ტი შორტაის: ბოლოს და ბოლოს გვამცნე, რამდენი დღის სავა-
ლი დაგვრჩაო შარაღანამდის კიდევ?
იგი პირდაპირ პასუხის მიცემას გაურბოდა, „ახლოა, ახლო-
ას“ იძახოდა კვლავ, ანუგეშებდა დიაკონს, მაგრამ დასასრული
არ უჩანდა არც გზასა და არც ამდენ წამებას.
თავათ გვარამ ერისთავი ძლიერ ცუდად გრძნობდა თავს,
დარდობდა: ვაითუ ისე დავიღუპოთ ამ ბნელეთის კიდეს, დავით
მეფის დავალება ვერ შევასრულოთო.
თანამგზავრთა მხნეობას უფრთხილდებოდა, ღამღამობით
ხან დარდი არ აძინებდა, ხან – თავის ტკივილი, მაგრამ არავის
უმხელდა ამას, გულისგარედ ოხუნჯობდა ვითომც, ხანაც სევას-
181 მკითხველთა ლიგა
ტის აამბობინებდა მის მიერ განცდილ თუ შეთხზულ ნადირობა-
თა ამბებს, ისეთსავე მოსაწყენსა და გაუთავებელს, როგორც
ყიფჩაღეთს მიმავალ გზას.
მისჭირდა მდინარის მომიჯნე ჭაობის პოვნა.
ახლა ტრამალები უკვე უკან დარჩნენ. დაიწყო უღრანი
ტყეები და ტევრები, მათი გავლა უფრო სახიფათო იყო, რადგან
ორივე მხრიდან გზის პირად მომდგარ კატაბარდებში ჩასაფრე-
ბული ავაზაკთა ბრბოები სროლას აუტეხდნენ ხოლმე მგზავ-
რებს, თავათ მიიმალებოდნენ და ამ ძეძვიანებში შეუძლებელი
ხდებოდა მათი დევნა და დასჯა.
ამ დაუსჯელობით გათამამებული ბრბოები კვალდაკვალ
მისდევდნენ მგზავრებს, აცლიდნენ კარვების დადგმას და ხე-
ლახლა დაესხმებოდნენ თავზე, რათა ქანცმილეულნი ბოლოს
და ბოლოს, ხელში ჩაეგდოთ და მათი კარვები და ფორნები ნა-
დავლად დარჩენოდათ.
ბოლოს ეს ბრძანა გვარამ ერისთავმა:
„რაც მოგვივა, ყველამ მორიგეობით ვიგუშაგოთ და ვიძი-
ნოთ.
ხუთ-ხუთმა კაცმა მორიგეობით დაისვენოს დღისით და ღა-
მით. თავს დაგვესხმიან თუ არა, ყველამ ვიბრძოლოთ, ვის რა
ძალიც შესწევს“.
ერთ ღამეს დიდი კოცონები დაანთეს ტყეში, მორიგეობით
იგუშაგეს და იძინეს.
ბევრს ეცადნენ ერისთავები და ეპისკოპოსები, მაგრამ არ
დაიშალა ბეჭისციხის პატრონმა, შუბით აღჭურვილი თავათაც
მორიგეობდა, ისევე როგორც ჩუხჩთაგანი.
ერთხელაც არავის უცდია თავდასხმა, თუმცა სევასტი დიდ-
ხანს ეპუტუნებოდა ისევ და ისევ ნადირობათა თავგადასავალს
ორ ერისთავსა და ორ ეპისკოპოსს, რომელიც თავიანთი საგუ-
შაგო ჟამის მოლოდინში უცდიდნენ ლათერიას სტვენას.

***
მეორე დღეს მზე ამოვიდა და აჩქამდნენ უღრანი ტყის მკვიდ-
რნი. ურმის გზა ნელ-ნელა მიჰყვებოდა ზეგანს. უფრო და უფრო
მაღლა მიიწევდა თემშარა.

182 მკითხველთა ლიგა


ასე იარეს ნაშუადღევამდის, ადამიანი არსად ჭაჭანებდა.
მხოლოდ დათვები ბოყინებდნენ ტყეში, მათი ბელები სათამა-
შოდ გამოსულიყვნენ თემშარაზე.
სევასტიმ თავი გამოჰყო ფორნიდან, შეფრფინვით შეჰხარო-
და ეს გაუსწორებელი ძველი მონადირე ამ მშვენიერ ბუდრუგუნა
მხეცებს.
ერთ ბურუხუნა დათუნიას, პატარასა და თაფლისფერს, წაექ-
ცია წაბლისფერი ბელი, მასავით ბურუხუნა, მოუხეშავი არსება
და ყელში უღიტინებდა, ღიჯნიდა თავისი უვნებელი კბილებით.
სევასტიმ მოიბოდიშა: მომეწყინაო ფორნით მგზავრობა, მე-
ჯინიბენი დასტოვა ფორანში და მასზე მიბმულ ჯორს შეაჯდა, რა-
თა უფრო კარგად დაკვირვებოდა დათვის ბელების ლაღბობას.
ბოლოს ვეღარ მოუთმინა გულმა გულდამწვარ მონადირეს,
როცა ხელახლა წააწყდა ასეთ „გულისწამღებ სანახაობას“ (რო-
გორც თავათ იტყოდა ხოლმე, ეს მონადირეყოფილი დიაკონი),
ქორივით ჩამოეშვა თავის ჯორიდან, თავზე დააცხრა გაუფრთხი-
ლებელ ბელებს, ერთი მათგანი იღლიაში ამოიჩარა და გვარამ
ერისთავს მიჰგვარა.
„კაია, კაი, ჩემო სევასტი, – გაიხუმრა გვარამ ერისთავმა, –
სურსათი ბლომად გვაქვს, ესღა გვაკლდა ჩვენ“.
ბევრი იცინეს ერისთავებმა და ეპისკოპოსებმა. საქმე იმით
დასრულდა, რომ სევასტიმ მეჯინიბეებს მიჰგვარა თავისი ნანა-
დირევი.
ამ მოსაწყენი გზისაგან გაბეზრებულმა მგზავრებმა ახალი
გასართობი იპოვნეს, მუთაქასავით აგორებდნენ ამ ბუდრუგანა
ბელს, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა.
ჩუხჩებმა მონათლეს კიდევაც იგი, „არგელოდი“ შეარქვეს
სახელად.
დათვის ბელის „არგელოდის“ შეძენამ ოდნავ გაამხიარულა
გუშაგობისა, უძილობისა და ცუდი კვებისაგან დაოსებული ჩუხ-
ჩები და მეჯინიბენი.
თუმცა სურსათი მიწურულზე იყო დასული, მაგრამ არავინ
პირში ლუკმას ისე არ ჩაიდებდა, „არგელოდისთვის“ რომ არ
დაედო წილი.

183 მკითხველთა ლიგა


ასე იარეს კიდევ ორ დღეს, ორგზის უვნებლად ათიეს უღრან
ტყეში ღამე და მესამე დღეს ისევ და ისევ ტყეში მიმავალი თემ-
შარა აჰყვა კაჟიან გორაკს.
უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა გზა.
სევასტი, ლათერია, ორი მზვერავი ჩუხჩი და ყიფჩაღი შორ-
ტაი წინ მიუძღოდნენ ქარავანს. ერთბაშად მათ შემოესმათ ერ-
თობლივი და გაჭიანურებული ჭრიალი. მხედრებმა შეაჩერეს
ცხენები სულგანაბულთა, ისევ დაიძრნენ, თუმცა უფრო
ძლიერად და ძლიერად ისმოდა ჭრიალი.
ბოლოს, როგორც იქნა, დაილია ტყე და მოწინავენი გადაად-
გნენ ვრცელსა და თვალშეუდგამ ტრამალს.
შორტაის ბარბაროსულად მახვილმა თვალმა დაინახა პირ-
ველად: შორს, ძლიერ შორს, თვალსაწიერზე თალხი ნაჩრდი-
ლევნი წინ მოიწევდნენ ტრამალზე.
ჩუხჩებმა ცხენები შეაყენეს.
რამდენიმე ცხენოსანი გამოჩნდა, მათ უკან მოდიოდნენ
სხვანი და სხვანი, მერმე გამოიხატნენ გამჭვირვალე ჰაერის
ფონზე ფორნების, საბარგულების და ცხენთა რემების ნაჩრდი-
ლევი.
რაც უფრო აკვირდებოდნენ მათ, მით უფრო საცნაური ხდე-
ბოდა მტვრის ბუღში გახვეული მხედრებისა და მათი ცხენების
ანაგობა, შორიდანაც მკვეთრად განჩრდილულნი.
მცირე ხანს დაყოვნდნენ მზვერავნი და ახლა თვალნათლივ
დაინახეს: აურაცხელი ცხენოსნები მოჰყვებოდნენ თემშარას,
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდათ მაცქერალთ, თითქოს მათი
ცხენების ძუებზე მიბმული ყოფილიყო ბოლის სვეტივით გამო-
დენილი ბუღი გზიდან ამდგარი მტვრისა.
ეს ბუღი აღმოსავლეთისაკენ მიჰქონდა დილის ნიავს, გაიც-
რიცებოდა იგი და ისახებოდა ფორნების ნაჩრდილი, ფორნებს
საბარგულები მოსდევდნენ უკან, საბარგულებს – ცხენთა რემე-
ბი, ამ უკანასკნელთ – ჯოგები, ისევ ცხენოსნები ჩნდებოდნენ
ჯოგების მომდევნო, ისევ ფორნები და მათ უკან მოსდევდნენ:
ცხენოსნები და ცხვრის ფარა.
დიაკონი სევასტი მაინცდამაინც მშიშარა კაცი არ იყო, მაგ-
რამ ძრწოლამ აიტანა იგი, როცა ასეთი აურაცხელი სპის პირის-
პირ წარსდგა.
184 მკითხველთა ლიგა
უკან მიიხედა, არავინ სჩანდა გზაზე, რადგან გვარამ ერისთა-
ვი და მისი ამალა ჯერაც არ გამოსულიყვნენ ტყიდან.
მზვერავი ჩუხჩები უკან აპირებდნენ გაბრუნებას, მაგრამ შეს-
დექითო, უბრძანა სევასტიმ, შემოაბრუნა ცხენი, ტყისკენ გააქა-
ნა იგი.
სევასტიმ აქლოშინებული მიაგდო გვარამ ერისთავთან ცხე-
ნი და ყოველივე მოახსენა, როცა მან საკუთარი თვალით ნახა.
გვარამი შეცბუნდა, მაგრამ არ ამცნო თავისი მღელვარება
დიაკონს, დადუმდა მცირე ხანს.
და ამასობაში ენამრავალმა დიაკონმა თავათ შეჰკადრა
თათბირი მრავალნაცად მხედარს:
„გირჩევთ, ერისთავო ბატონო, ჯერ არ გამოხვიდეთ ტყიდან,
გზა აუქციეთ ამ აურაცხელ სპას, ისინი ჯერაც შორს არიან, ტრა-
მალზე მომავალნი, ამასობაში ჩვენ ტყე-ტყე ვიაროთ და როცა
იგი ჩაივლის, ისევ ამ გზაზე გამოვიდეთ და დავადგეთ შარაღანს
მიმავალ თემშარას კვლავ“.
„ნუ კრთი და ნურც ჩქარობ, წადი და უბრძანე მზვერავებს:
დინჯად განაგრძონ გზა, სანამ მევე არ ვიხმობ უკან“.
სევასტი აიმღვრა, აღარ იცოდა რას მოასწავებდა ერისთავის
ნაბრძანი. დარდობდა გულში: ამ ოციოდე კაცის იმედით აპი-
რებსო ამ აურაცხელი ცხენოსანი ლაშქრის უკუქცევას ბეჭისცი-
ხის პატრონი?
ვიდრე სევასტი მზვერავებამდის მიაღწევდა, ერისთავებმა და
ეპისკოპოსებმა ცხენებს აუჩქარეს და ტყიდან გამოსულნი თავ-
დაღმართს დაადგნენ.
ახლა თავათაც თვალნათლივ ჰხედავდნენ: მოწინავე რაზ-
მეულის უცხო მხედრები მოაჭენებდნენ ტრამალზე ცხენებს.
უკვე მკაფიოდ ისმოდა თავბრუდამსხმელი ჭრიალი გაუსაპ-
ნავ ფორნებისა.
ენაგადმოგდებული მგელძაღლები, ლაშდაღრენილნი,
კვალდაკვალ მოსდევდნენ მათ, ხოლო მხედრებს უკან დინჯად
მოდიოდნენ ფორნები, კვლავ ცხენოსნები მოსდევდნენ მათ
უკან, ამ უკანასკნელთ – ცხენთა რემები, საბარგულები, ისევ
ფორნები, საქონელი, ცხენოსნები და საბარგულები...
გვარამ ერისთავისა და მისი ამალის დანახვისას უკვე შეღ-
მართში ამოსულმა მხედრებმა ჭენებიდან ნავარდზე გადაიყვა-
185 მკითხველთა ლიგა
ნეს თავიანთი ცხენები, ორმა მხედარმა ერთბაშად შეაბრუნა
ცხენები და უკან მომავალ ფორნებისაკენ გაჰქუსლა ჭენებით.
იგიც გარკვევით შენიშნა გვარამმა, ამ ორთა მიახლოებისას
პირველი ფორანი შესდგა. მცირე ხანს დაყოვნდა მანდ ორივე
მხედარი. მერმე განსაცვიფრებელის სისწრაფით ამოაჭენეს ზე-
განზე ცხენები და როცა გვარამსა და ახალგაზრდა ერისთავებს
გაუსწორდნენ, ორიოდე მხარის მანძილზე წყვეტილად შეაყენეს
ცხენები, ქანდაკებასავით გახევდნენ მაღალ უნაგირზე წინ წამო-
წეულნი, ორთა შორის ერთი გვარამ ერისთავს მიაშტერდა და
თითქმის ყვირილით მიუგდო ბეჭისციხის პატრონს მისთვის
გაუგებარი რამდენიმე სიტყვა, წყრომანარევი მუქარით აღსავსე.
ამასობაში სევასტი და შორტაი მოეჭრნენ გვარამს და თარჯიმან-
მა ეს ამცნო მას:
„ყიფჩაღნი გეკითხებიან: ვინა ხართ და რად მოსულხართო
ჩვენს ქვეყანაში?“
როცა ერთ-ერთი ცხენოსანთაგანი ამას ჰკითხავდა ერის-
თავს, მეორე, მის უკან მდგარი, გამალებული უთვალთვალებდა
ტყიდან გამომავალ გზას, რომელზედაც წყვილ-წყვილად
მოაგელვებდნენ ცხენებს მეჯინიბენი და ჩუხჩნი, ზედ ეტყობოდა
ამ კაცს, უნდოდა გაეგო ლაშქარი ხომ არ მოსდევთო მათ უკან.
გვარამ ერისთავი მშვიდად მიუბრუნდა თარჯიმანს:
„შენ გადაუთარგმნე, ჭაბუკო, მაგ ყიფჩაღს და უთხარი: და-
ვით მეფის მოციქულნი ვართ-თქო, შარაღანს მივდივართ-თქო,
ყიფჩაღთა უმთავრესის – ათრახა შარაღანის ძისაგან წვეულნი“.
როცა ეს ყოველივე გადაუთარგმნა შორტაიმ მხედრებს,
ორიოდე სიტყვა გადაულაპარაკეს ამ ორთა ერთმანეთს, მერმე
მბრძანებელი კილოთი რაღაც ჩააყვირეს შორტაის, მოწყვეტი-
ლად შეაბრუნეს ცხენები და გაჰქანდნენ პირველ ფორნისკენ.
გვარამ ერისთავი და მისი მხლებელნი კარგად ჰხედავდნენ,
თუ როგორ შესდგა კვლავ პირველი ფორანი, მცირე ხანს მანდ
დაჰყო ორივე ყიფჩაღმა, ისევე ამოაგელვეს ცხენები თავდაღ-
მართზე, ახლა შორტაის მიეჭრნენ ცხენდაცხენ და გაცილებით
უფრო თავაზიანი კილოთი უთხრეს მას:
„შენ გადაეცი, ბიჭო, იმ თეთრწვერა ბატონს, შემოგითვალა-
თქო ჩვენმა პატრონმა, ულუსამ: თუ მართლაც მოციქულნი
ხართ და სამოყვროდ მოსულხართ, გვამცნე: სპაი თუ გახლავთ-
186 მკითხველთა ლიგა
თქო თან და ძღვენი თუ მოგაქვთ-თქო ყიფჩაღთა უმთავრესის
კარზე?“
გვარამ ერისთავმა უბრძანა შორტაის:
„უწინარეს ყოვლისა, ჰკითხე მაგ ჭაბუკებს: ვინა ბრძანდება-
თქო ეგ თქვენი პატრონი?“
პასუხი ამცნეს:
ულუსა ათასისთავთა წინამდგომიაო და მეკარვეთუხუცესი
ყიფჩაღთა უმთავრესისა.
„მოახსენე ულუსას, – კვლავად შორტაის მიმართა გვარამმა:
– ათასისთავთა წინამდგომსა და მეკარვეთუხუცესს ყიფჩაღთა
უმთავრესისას: მოყვრად ვართ-თქო მოსულნი და არა სამ-
ტროდ: ლაშქარი არ გვახლავს-თქო, ძღვენიც მოგვაქვს-თქო“.
ისევ მიუბრუნდნენ მხედრები შორტაის, ახლა უფრო თავა-
ზიანად ჩააგონეს რაღაც, და გაემართნენ პირველ ფორნისკენ,
რომელიც უკვე შეაყენეს შეღმართს მომდგარი.
ბოლოს, კვლავ გამობრუნდნენ გვარამ ერისთავთან, მის
ცხენის გასწვრივ შესდგნენ და თავის ქნევით ამცნეს: გიწვევთო
ათასისთავთა წინამდგომი, ულუსა.
სამ ერისთავს სერაპიონ ეპისკოპოსი, სამი ჩუხჩი და შორტაი
ეახლნენ. გვარამ ერისთავმა დასძრა ცხენი და ესენიც ჭენებით
გაემართნენ პირველ ფორნისკენ.
ეს ფორანი ისეთი უზარმაზარი იყო, უფრო მოძრავ სახლს
მიაგავდა ექვს ბორბალზე შემდგარს, ვიდრე ფორანს. ქონით გა-
ბიდნულ ქეჩებით გადახურულს ბარე ათი წყვილი ცხენი ჰყავდა
შებმული.
როცა ფარდისებრ დაკიდული ქეჩა აჰხადეს უკანა მხარეს,
გვარამ ერისთავის წინაშე ასეთი სანახაობა წარსდგა:
ნოხებითა და ბალიშებით მოფენილ ფორანში თორმუზარა-
დიან ვაჟკაცებს შორის, წითელ ხავერდის უზარმაზარ ბალიშზე
იჯდა თავმსხვილა, ღაწვმაღალა დევკაცი, რომელსაც შავი,
მრგვალი ქუდი ეხურა წავისა, ამ ქუდის წოწოლა ზეთავი წითე-
ლი შიბებითა და სირაქლემას ფრთებით იყო შემკული.
ეს წავის ქუდი ჩამოფხატული ჰქონდა წავისებრ შავ წარბე-
ბამდის.
ხარისებრი, დიდრონი თვალები უნდობლად მოღუშული მი-
აშტერა ულუსამ გვარამ ერისთავს და, როცა ორიოდე ყიფჩაღუ-
187 მკითხველთა ლიგა
რი სიტყვა მისალმებისა ესროლა სტუმარს, შეტოკდა მის ორმაგ
ნიკაპზე დაკიდული მეჩხერი, მტუტისფერი წვერი.
და უზომოდ გრძელი, შავი წამწამები დააფახულა.
სტუმრები შემოვიდნენ თუ არა ფორანში, ზეწამოიჭრნენ თო-
როსანი, ბრგე ვაჟკაცები, რომელთაც ყურის ბიბილოებზე თით-
ფერის ვეებერთელა საყურენი ეკიდათ.
როცა შორტაიმ თავის ენაზე ამცნო ულუსას: დავით მეფის
მოციქულნი სალამს უძღვნიანო მეკარვეთუხუცესს, ულუსამ
ანაზდად გადაიწია მარჯვენა ხელით თავისი უზარმაზარი ქუდი
კეფისაკენ და ახლა გამოჩნდა მისი გაოფლიანებული, ნაოჭები-
საგან დაღარული შუბლი, რომელიც ჩაჭყლეტილი იყო შიგ
შუაგულში, ხოლო წარბების ზემოდ ნახმლევები აჩნდა.
ქუდის ქუბიდან გამოუჩნდა მსუქანი ყურები, მამლის ბიბი-
ლოსებრ ღაჟღაჟა.
ჯორის ნალისოდენა ოქროს საყურენი უმშვენებდნენ ყვრიმა-
ლებს.
ულუსას მხლებლებმა გაქონილი ქაშანური ჯამები დაურიგეს
სტუმრებს, მერმე ჩამოატარეს ხატაური ფაიფურის სურა, რო-
მელზედაც მაიმუნები და თუთიყუშები ეხატა და მორიგეობით ჩა-
მოარიგეს კუმისი.
გვარამსა და მის მხლებლებს აროდეს ესვათ ცხენის რძე,
მაგრამ თავაზისათვის თითო ყლუპი გასინჯეს, გვარამ ერისთავს
ლამის იყო გული არ აერია, მაგრამ, როგორც იქნა, შეიკავა
უსიამო გრძნობა და ისევ ძირს დასდგა ჯამი.
იგივე მხლებელნი, რომელნიც ცხენის რძეს უსხამდნენ სტუმ-
რებს, ბურახს უმატებდნენ ულუსას და მისივე მოხუცი მხლებლის
ჯამებში.
გვარამს არყის სუნი ეცა, სჩანდა ბურახში არაყი იყო გა-
რეული, ამას მოწმობდნენ მოხუცებულ ყიფჩაღთა შეწითლებუ-
ლი ღაწვისთავებიცა.
ულუსა მიუბრუნდა თარჯიმანს და გვარამ ერისთავისკენ უჩ-
ვენა თითით:
„ჰკითხე ამ უფალს: მზე თუ ყოველდღე ამოდის ხოლმე მათ
ქვეყანაში?“
ყოველდღეო.
მიუგეს.
188 მკითხველთა ლიგა
მთვარე თუ ბნელდებაო ოდესმე?
ბნელდებაო ხანდახან.
მეფე რამდენი ჰყავთო?
ორიო.
ღმერთიო?
ერთიო, სამება და ერთარსებაო.
გვარამმა და მისმა მხლებლებმა შენიშნეს, აქ ოდნავ დაიბნა
შორტაი, ხან ერთს უჩვენებდა თითით, ხანაც – სამს.
ულუსამ გაიცინა, თავისი ჩაშავებული ღოჯები გამოაჩინა და
მიმართა თარჯიმანს კვლავ:
„შენ აგრე უთხარი, ვაჟო, იმ უფალს: მე კარგად ვერ გავიგე-
თქო შენი ნათქვამი, თუ თქვენ სამი ღმერთი გყავთ მართლა, იგი
ერთი როგორღა იქნება-თქო?“
სერაპიონ ეპისკოპოსი განსწავლული იყო ღვთისმეტყველე-
ბის საქმეში, იგი ტაო-კლარჯეთში ხშირად ეპაექრებოდა სომეხ
სამღვდელო პირებს ამგვარ საკითხთა გამო, ასეთი „მკრეხე-
ლობა“ რა შემოესმა, თავი გამოიდო, აღელვებულმა ზეწამოიწია
და ეუბნება შორტაის:
„ჩვენ სამი ღმერთი როდი გვყავს, არამედ ერთი, მაგრამ სამ-
პიროვანი. ხომ გესმის, ვაჟო, კარგად გადაუთარგმნე, იცოდე“.
შორტაი თავისას არ იშლიდა, ხან ერთ თითს უჩვენებდა
ულუსას, ხან – სამს.
ულუსა გესლიანად იღიმებოდა და თავს აქნევდა უკმაყოფი-
ლოდ.
ეპისკოპოსი არა სცხრებოდა, უქადაგებდა შორტაის, თუ რო-
გორ გაეგოთ ყიფჩაღებს ცნება სამებისა და ერთარსებისა, მამი-
სა, ძისა და სულიწმიდის სახით განპიროვნებული.
შორტაის არც ბერძნულის ცოდნა უწყობდა ხელს, არც გონე-
ბის ძალა, მაგრამ ეპისკოპოსი არა სცხრებოდა.
ამ ზედმეტი განმარტებისაგან უაღრესად დაიბნა როგორც
თარჯიმანი, ისე ულუსა.
„აგრე გამოდის, თქვენ ღმერთს შვილი ჰყოლია, ალბათ ცო-
ლიც ეყოლებოდა, არა?“
იკითხა მეკარვეთუხუცესმა.
არ ჰყოლიაო ცოლი.
იუარა სერაპიონმა.
189 მკითხველთა ლიგა
ისევ გაიღიმა ულუსამ და ეს ათქმევინა თარჯიმანს:
„ეს პირველად მესმის, უცოლოდ შვილი რომ ჰყოლოდეს
ვინმეს“.
გვარამ ერისთავი ჰხედავდა, მამა სერაპიონი საღამომდის
იდავებდა ამ ამბების გამო, ამიტომაც თავაზიანად უთხრა ეპის-
კოპოსს:
„ახლა ეს აკმარე, შენო მეუფებავ, მაგ შლეგს, ნუ დაშვრები
ამაოდ, ამას ყოველივეს ყიფჩაღის ჭკუა ვეღარ მისწვდება“.
სერაპიონი ახალ შეტევებს აპირებდა ამის გამო, მაგრამ რო-
ცა გვარამ ერისთავის საკმაოდ მტკიცე წინააღმდეგობას გადააწ-
ყდა ამ ვაგლახად დაბურულ საკითხში, ქადაგების ეშხი შეუნელ-
და, დადუმდა ანაზდად.
მაინც არა სცხრებოდა ულუსა.
ჯერ ერთი თითი უჩვენა ეპისკოპოსს, მერმე – სამი.
„მაშ აგრე გამოდის, თქვენს ქვეყანაში ერთს სამად ითვლი-
ან, არა?“
სერაპიონს ბრაზი წაეკიდა გულზე, ჯერ გვარამს გადაჰხედა.
მერმე ისევ დაუწყო ჩიჩინი შორტაის. თარჯიმანიც, თავის
მხრით, ბევრს ეყაყანა ულუსას, მაგრამ ეს საკითხი გაურკვევე-
ლი დარჩა ორთავესათვის.
ბოლოს ულუსამ ისევ ჩამოიფხატა წავის ქუდი თავის გაბურ-
ძგვნილ, შავ წარბებზე და სთქვა:
„მე მაინც ვერ გამაგებინეთ თქვენი ღმერთის ამბავი. თუ იგი
მართლაც ერთია, სამი როგორღა იქნება?
ხოლო თუ სამია, როგორღა უნდა გახდეს ერთი?
ეს ვერ გამიგია და, ვგონებ, ვერც ვერავინ გაიგებს ამას.
ამის გამო მე ბევრი ვეპაექრე თქვენს მოციქულს, ბერს ტუბუ-
ტაის შარაღანში, ვერც მან გამაგებინა, თუ რად ითვლით თქვენ
სამს ერთად!
ვგონებ, ბერძნები და რუსებიც აგრე ფიქრობენ, რომ ერთი
ცხენი შეიძლება სამად მივიჩნიოთ, ან სამი ოქრო – ერთად?!“
მცირე ხანს სდუმდა ულუსა და ისევ მიუბრუნდა შორტაის:
„...მერე, ეგეც უთხარი, ვაჟო, შენ მაგათ, ჩვენ ბევრზე ბევრი
ღმერთი გვყავს, ბევრზე ბევრი ცხვარი, ამდენივე ცხენები და ცო-
ლები.

190 მკითხველთა ლიგა


თუ ყველაფერი ბევრია კარგი, რატომ უნდა გვყავდეს ერთი
ან, თუ გინდ, სამი ღმერთი?
მხოლოდ გლახაკსა ჰყავს ერთი ცხენი, ერთი ცხვარი და ერ-
თი ცოლი. ყველაფერი ბევრი უნდა ჰყავდეს კაცს“.
თითქმის ყვირილით ამბობდა ბურახისაგან ღაწვისთავებშე-
წითლებული ულუსა.
ბევრი იდავა სერაპიონმა, ამაოდ უმტკიცებდა მას, რომ
ღმერთი სხვაა და ცხენი ან ცხვარი სულ სხვა, მაგრამ ეს ამბები
უარესად დაიბურდა ულუსას წარმოდგენაში.
ბოლოს მან უკმაყოფილოდ ჩააქნია ხელი.
„კარგი, რაც არის, არის...“
და კვლავ განაგრძო თარჯიმანის პირით დაკითხვა:
მკვდარს საითკენ უდებთო დამარხვისას თავს?
ცხენს თუ სჭედავთო ნალით?
მათრახს ხმარობთო თუ დეზს?
ჯაჭვი რკინისა გაქვთო თუ ფოლადის?
ფარს რისგან აკეთებთო: რკინისაგან, ხისაგან თუ ღორის
ტყავისაგან?
დიაცი რა მხარეზე გიზითო ფორანში?
იტაცებთო თუ ყიდულობთო დიაცს?
ბოლოს გვარამ ერისთავს მიუბრუნდა:
რა ძღვენი მოგაქვთო ყიფჩაღთა უმთავრესთან?
როცა შორტაიმ ჩამოუთვალა: ნოხები, დორები, შალისა და
აბრეშუმის გორგალები, ბეწვეული მაიმუნისა, წავის, დაწინ-
წკლული ბეწვეული მელისა, სხვანი და სხვანი, მან ისევ კეფისა-
კენ გადაიწია წავის ქუდი, ოფლი მოიწმინდა და სთქვა:
„კარგია მაიმუნის ბეწვეული, თქვენი ქვეყანა ალბათ ახლო-
საა ხატაეთთან. მეც ძლიერ მიყვარს მაიმუნის ბეწვეული“.
გვარამ ერისთავმა შორტაის პირით შეუთვალა სევასტის:
ძღვენი მიართვიო ულუსას.
როცა სევასტიმ და შორტაიმ შემოიტანეს მაიმუნის, მელის,
კვერნისა და წავის ბეწვეული, ჩაშავებულ თვალებში სინათლე
ჩაუდგა ულუსას.
ბრძანა: ბურახი და ცხვრის აპოხტი მიერთმიათ სტუმრისათ-
ვის.
როცა პურობა მოთავდა, შორტაის მიუბრუნდა ულუსა:
191 მკითხველთა ლიგა
„შენ გესმის, ვაჟო, ამცნე ჩვენს სტუმრებს: მე ორ ცხენოსანს
გავატან შარაღანს მათ, რათა გზაში არავინ გაგვიძარცვოს მე-
ფეთა მოციქულნი, იგიც არ დაგავიწყდეს, უთხარი: მე რუსებს ან-
გარიშებს გავუსწორებ და მალე ჩამოვალ-თქო შარაღანს“.
როცა გვარამი და მისი ამალა შარაღანისკენ მიმავალ გზას
დაადგნენ კვლავ, თუმცა თემშარაზე უსაშველო ბუღი დაეყენები-
ნათ ყიფჩაღ ცხენოსნებს, ცხენთა რემებსა და ჯოგებს, გვარამ
ერისთავი თვალს არ აცილებდა უწესრიგოდ მიმავალ ყიფჩა-
ღებს.
მაღალი, ტანსრული ვაჟკაცები მოაჯირითებდნენ ნასუქალ
ბედაურებს. დამშვიდდა გვარამი, რომ თითქმის არც ერთი არა
ჰგავდა ბედშავ შორტაის. შორტაი სევასტის ჩამოცილებოდა,
ჯორზე დაყუნცული შუაში ჩასდგომოდა ულუსას მიერ გამოყო-
ფილ ორ ყიფჩაღს და მხიარულად ეჯაჯღანებოდა მათ ყიფჩაღუ-
რად გზადაგზა.
ბეჭისციხის პატრონი მიუბრუნდა მის გვერდით მიმავალ
ერისთავებს:
„ხანდახან უხეირო ადამიანიც წაადგება ხოლმე კაცს. ჩვენი
ბედი, ის ბერძენი პოპონდოპულოს სტუმართმოყვარე კაცი რომ
არ აღმოჩნდა, თორემ მე ისე დაქანცული ვიყავი, სიამოვნებით
დავისვენებდი ფაქტორიაში ბარე ორ დღეს, ამასობაში ულუსას
ავცდებოდით და ძლიერ მისჭირდებოდა შარაღანს ჩასვლა“.
დაუცხრომლად მოდიოდნენ ყიფჩაღი ცხენოსნები დასავლე-
თისაკენ, მათ უკან მიჰყვებოდნენ დიაცებით, სურსათით დატ-
ვირთული საბარგულები და ფორნები, ახლა ცხენთა რემანი, ჯო-
გები და ცხვრის ფარები შეატბორებდნენ გზას, ისევ მოდიოდნენ
ცხენოსნები და კარვებით დატვირთული ჯორები, ჭრიალებდნენ
გაუსაპნავი ფორნები და საბარგულები, ასე გაჭედილი იყო გზა,
სანამდისაც თვალი წვდებოდა ტრამალს, თვალსაწიერის კიდემ-
დის გაჭიმულს.

192 მკითხველთა ლიგა


ნაჭარმაგევის ვენახში
მტკვრის ფონზედაც არ იყო გადასული დავით მეფე და მისი
ტაძრეული, უკვე ქოსსა ჰკრეს ნაჭარმაგევის ციხეში.
„სპაი ქართლისაის“ ათასეულს, რომელიც ორ მწკრივად
მიჰყვებოდა სამეფო კორტეჟს, უკან მოსდევდნენ თრიალეთის
ერისთავი, სახლეულითა და ამალითურთ, ხოლო ამ უკანას-
კნელთ – ჩუხჩნი, მეკარვენი და საბარგულნი.
პირველ გოდოლზე აღმართულ სეფედროშის დანახვაზე
უსიამოდ შეიშმუშნა კლდეკარის ერისთავი, მოაგონდა ის ბნელი
ღამე, როცა შავი ჯვალოთი თავპირშებურვილი მოიყვანა იგი ნა-
ჭარმაგევს ჯონდი შამანისძემ.
იოანე დუკისძის ცხენი კისრის სიგრძეზე ჩამორჩენოდა ლი-
პარიტისას. იოანეს გულშიაც რიალებდა უსიამო ძრწოლა.
გზა სერზე გადადიოდა, ამიტომაც მან შორიდან დაინახა, თუ
როგორ გამოვიდა ნაჭარმაგევის ციხიდან თოროსან ცხენებზე
აღმხედრებულ რაინდთა ასეული, დუკისძემ თვალი ვეღარ
გაუმართა მათ მუზარადებზე მდგარ ნასამხრალ მზის ლიცლიცს.
ერთი გადახედა დაღვრემილ ლიპარიტს, უნდოდა შესიტყვე-
ბოდა მას, მაგრამ, ერისთავის უკან ცხენდაცხენ მომავალი მახა-
რაი რა დალანდა, დადუმდა და თავის ცხენს წაუცაცუნა დეზი.
თვალზე ხელი მიიჩრდილა იოანე დუკისძემ, რაინდთა ასე-
ულს გამოეყო ნაჭარმაგევის ციხისთავი, ჩირდილელი გიორგი.
მან ჯერ ჭენებით წამოიყვანა თავისი ცხენი, საპატიო მან-
ძილზე მოსწყვიტა იგი, ხმალი გაიძრო ანაზდად და ასე მიეახლა
პატრონს.
ამასობაში მახარაიმ მათრახი უთავაზა თავის ცხენს, უჟმური-
ვით ჩაუარა როგორც ლიპარიტსა და იოანეს, ისე მათ წინ მიმა-
ვალ კატაის, დედისიმედის, გვანცასა და მანდილოსანთა ამა-
ლის ცხენებს, მეფის ტაძრეულს შეუერთდა ჭენებით.
ჭენებითვე უკან მიჰყვა მას ხუთასიოდე ჩუხჩი, მათი ცხენების
ფლოქვებიდან ამდგარმა მტვრის ბუღმა დაბურა როგორც ლი-
პარიტის, ისე იოანე დუკისძის ლაპლაპა თორ-მუზარადნი.
მეფისთვის თვალის მოკვრის წადილით შეძრულნი მდაბი-
ორნი, ქალნი და კაცნი, ისრისებოდნენ ბრბოში. ყველას წინ წა-
მოწევა ეწადა, ბალღებიანი ქალებიც გააფთრებული იბრძოდ-
193 მკითხველთა ლიგა
ნენ, რათა თვალით დაენახათ მეფე დავითი, რომელიც იშ-
ვიათად თუ ენახა უზარადოდ ვინმეს ამ მხარეში.
მოისწრაფოდა ახალი და ახალი ტალღა მოსეირეთა, ისმოდა
ჩოჩქოლი, დიაცების წრიალი, ბალღების ღნავილი, ცხენების
ჭიხვინი, ომახიანი შეძახილი ჩუხჩთა, რომელნიც ვეღარ აკავებ-
დნენ ხალხს.
მხოლოდ ამის ცდაში იყვნენ მეფისმცველნი, როგორმე პირ-
ველი გოდოლისაკენ მიმავალი გზა არ გადაეკეტათ მოსეირეთ
მეფისა და ტაძრეულისათვის.
მეფე მშვიდად იჯდა მაღალტახტიან უნაგირზე, ხან ალერსიან
მზერას ესროდა მისი ნახვის წადილით აღტყინებულ ხალხს, ხა-
ნაც მომღიმარე ესაუბრებოდა ცხენდაცხენ მის გვერდით მომა-
ვალ ნიანია ბაკურიანს და ჯონდი ერისთავს.
ფეხშიშველა ბიჭებით დახუნძული იყვნენ რკონის მინდორზე
დარჩენილი მუხები და ცაცხვები.
ჩუხჩნი ვეღარ ამაგრებდნენ ყმაწვილებს, რომელნიც ხეებზე
ვეღარ დატეულიყვნენ, დაშლიგინებდნენ მხედრების ცხენებს
შორის.
ფრთხებოდნენ მოისართა და ჩუხჩთა ცხენები წითელპერან-
გა ბალღების ფუსფუსზე.
ვერც ჩუხჩთა მათრახების ტკაცუნი, ვერც მოისართა გამაფ-
რთხილებელი შეძახილი ვეღარ აოკებდა მათ.
გადაურბენდა რომელიმე რაზმეულს მთელი ტალღა წითელ-
პერანგა ბალღებისა, ფეხშიშველა ბიჭები გარბოდნენ... ენას
უყოფდნენ ჩუხჩებს, მერმე წინ წაუსწრებდნენ ტაძრეულს, შეს-
დგებოდნენ ერთს, თვალს მოჰკრავდნენ დავით მეფეს და ისევ
გარბოდნენ, გარბოდნენ...
სწყრებოდნენ, ბუზღუნებდნენ გრძელულვაშიანი, მოღუშულ-
ნი ჩუხჩნი, დაუტატანებდნენ ახალგაზრდებს, ახლა ახალი და
ახალი ტალღა ბალღებისა ამოვიდოდა ყიჟინით ცხენოსნების
მწკრივებს შორის, წინ წაუსწრებდნენ ბიჭები ტაძრეულს, იგინიც
თვალს წაატანდნენ უპოვართა და გლახაკთა მეფეს და მხიარუ-
ლი ჟივილით გარბოდნენ, გარბოდნენ, გარბოდნენ...
იოანე დუკისძემ, რა შენიშნა გაგვეცალაო „ქოსა სატანა“,
ცხენი ანაზდად გაუსწორა ლიპარიტ ერისთავს და ეუბნება ოდ-
ნავ გასაგონად:
194 მკითხველთა ლიგა
„ღმერთმა ქნას, ერისთავთ-ერისთავო, მე და შენ მშვიდობით
გავბრუნდეთ ამ ტიალ ციხიდან როგორმე, ნაჭარმაგევის დი-
ლეგში განა ჩვენისთანების თავები გამხმარა.
ამ ციხეში მოიხმო ბაგრატ მეოთხემ აბაზაისძე ვამეხ, მთელ
კვირას ანადირა ირმებზე. ვამეხს თავის აზნაურთა ამალა ახ-
ლდა, ამიტომაც ნადირობის დროს ვერაფერი მოუხერხა დიდაზ-
ნაურს მეფემ.
ერთ საღამოს, როცა სასახლეში უკან ბრუნდებოდნენ
სტუმარ-მასპინძელი, აბაზაისძის ამალა აიყოლა ბაგრატმა და
ნაჭარმაგევს გაბრუნდა, ხოლო ვამეხი ვარაზ-ბაკურ გამრეკელს
შეატოვა ხელში.
გამრეკელი ჩააცივდა სტუმარს: ვიბანაოთო ლიახვში.
ვამეხი მოქანცული იყო ხანგრძლივი ნადირობისაგან, ამი-
ტომაც გაბრიყვდა ბედშავი.
მერმე ის იყო, ცხრა მუხის ქვემოთ, ლიახვის მორევში აყვინ-
თვინა ბანაობის დროს აბაზაისძეს, სანამდის წყალში არ ამოხა-
და სული.
მერმე მისი ჯაჭვის პერანგი და მუზარადი გაუგზავნა მეფემ
მგელციხეში რუისის ეპისკოპოსის ხელით ვამეხის დედას, სამ-
ძიმარი შეუთვალა და საჩუქრებიც თან გაატანა“.
რადგან ლიპარიტმა ეს ამბავი უფრო დაწვრილებით იცოდა
თავათაც, მდუმარედ მოუსმინა დუკისძეს, მცირე ხანს თვალს
ადევნებდა, თუ როგორის ზეიმით ეგებებოდა რკონის მინდორზე
მოგროვილი ხალხი თავის ჭაბუკ მეფეს, მერმე ოდნავ გად-
მოიწია უნაგირიდან და თითქმის ჩურჩულით გადაულაპარაკა
დუკისძეს:
„შენ რად დაგაგვიანდა გუშინ ლიპარიტის უბანში მოსვლა?“
„არ იქნა და ვერ მოვიცილე ის წყეული მახარაი. რუსთავი-
დან ბერი ბეცია გამოეგზავნა რატის, უთენია მოაღწია მათხოვ-
რის ძონძებში გადაცმულმა ბერმა, მასთან საუბარიც არა მქონ-
და მოთავებული, ის-ის იყო, ვისაუზმეთ თუ არა, მახარაიმ და
ორმა ჩუხჩმა შემოაგელვეს ცხენები ეზოში, მიმინოები მარცხე-
ნაზე ესხათ სამივეს.
წამო, ყარყატზე ვინადიროთ!
საღამოს ერთად წავიდეთო ლიპარიტის უბანში!

195 მკითხველთა ლიგა


ცხადზე უცხადესია, მახარაის ეშინოდა თრიალეთში არ დავ-
რჩენილიყავ, ალბათ მახარაიმ და ქარიმან სეტიელმა იყნოსეს
რაღაცა. ამ ბოლო ხანს მეფეც არ მიყურებდა მაინცდამაინც წყა-
ლობის თვალით.
ხომ ამჩნევდი, ნაჭარმაგევს მოსვლამდის ერთი წუთითაც არ
მოგვცილებია მახარაი, იგი ხანდახან ჩამოგვრჩებოდა, გავიხე-
დავდი, ისევ ჩემი ცხენის ძუის უკან ამოჰყოფდა თავს ის გველის
წიწილი.
მე ისიც მაფიქრებს, ეგებ ნაჭარმაგევშიც არ მოგვეშვეს იგი“.
ლიპარიტმა სთქვა:
„რაო, რას გწერდა რატი?“
იოანე დუკისძემ უკან მოიხედა და თითქმის სხაპასხუპით
მიუგო:
„აგრე იუწყება რატი: ვიდრე ზედაზენის ციხიდან შიდა ქარ-
თლში შემოვიჭრებოდეთ, ბეცია ბერს გამოგიგზავნით და ეცა-
დეთ, როგორმე გამოიპაროთ ნაჭარმაგევიდან ღამით, ან არა-
და, ნადირობა მოიმიზეზეთ, თორემ გაავებული მეფე თავებს და-
გაყრევინებთო უცილოდ“.
„ისპაჰანიდან თუ ისმისო რაიმე?“
„თანადგომას გვპირდებიანო თურქნი“.
„დაიქცა მათი ოჯახი, ეს რამდენი წელია გვპირდებიან ეს
წყეულები შველას, მაგრამ შეპირებულის ასრულება ჯერ აღარ-
სად სჩანს.
მაინც რას ამბობდა მოციქული, რას უცდიანო ეგ უშჯულო-
ნი?“
„რატიც იუწყება და ბეციამაც ეგა სთქვა, არ დაადგა საშველი
ბარქიაროკსა და მის ძმებს შორის ატეხილ ტახტის გამო ცილო-
ბას.
ვარსიმ ვარძელსა და კოზმან ბერს წიგნი მოუწერიათ კვირი-
კე მეფისთვის: აღარ ვიცით, ვის ველაპარაკოთ, ხან ბარქიაროკი
იმარჯვებს, ხანაც – მისი ძმები, მოჰამედი და ამირ სინჯარი.
უკანასკნელად მაისში შეჰკითხებია ვარსიმ ვარძელი სულ-
ტან ბარქიაროკს: როდისღა შეიჭრესო შიდა ქართლში კახეთ-
ჰერეთის მეფე?
იმ დღეს შემთხვევით ფხიზელი ყოფილა სულტანი: დაბეჯი-
თებით უთქვამს თურმე: თუ დავით მეფემ წრეულსაც აღარ მოგ-
196 მკითხველთა ლიგა
ვცა ხარაჯა, ძაგან ერისთავს და ტფილისის ამირას დაუკავშირ-
დეს კახთა მეფე კვირიკე და საერთო ძალით აიღეთო ნაჭარმა-
გევი“.
მცირე ხანს სდუმდა ლიპარიტ ერისთავი და მერმე უგუნებოთ
და ყოყმანით სთქვა:
„თუმცა მე ეს ამბავი მაინცდამაინც არ მიმაჩნია სარწმუნოდ,
მაგრამ, შესაძლოა, სხვარიგად წარიმართოს საქმე.
როგორც ყური მოვკარი, ნაჭარმაგევს ჩამოვლენ გიორგი
მეფე და მარიამ დედოფალი, ისინი, ჩემის ცნობით, მოწადინე-
ბულნი არიან, ამ ზაფხულში მოათავონ მეფის ჩვენთან დამოყ-
ვრების ამბავი.
თუ ეს მართლაც მოგვარდა, შესაძლოა, ჩვენ კიდევაც მოგ-
ვიხდეს რატის გამოხმობა კახეთ-ჰერეთიდან და მეფესთან მისი
შემორიგება.
თუმცა გულმხეცია მეფე დავითი, მაგრამ არა მგონია, რომ
არ შეირიგოს რატი, თუ მეფე მართლაც დაგვიმოყვრდა ჩვენ ამ
ზაფხულში, მაშინ, შესაძლოა, თრიალეთის საერისთავოს საქმე-
ნიც მოგვარდეს კიდევაც უსისხლოდ.
თუ ყოველივე კეთილად წარიმართა და ჩემი ოჯახის თავმოყ-
ვარეობას ფეხი არ დაადგა მეფემ, მე როგორმე განიშნებ წინას-
წარ, შენ მოიმიზეზებ საოჯახო საქმეებს, თრიალეთს გაბრუნდე-
ბი, ხოლო იქიდან რუსთავის ციხეში ჩახვალ, რატისა და ჩვენს
აზნაურებს თან წამოიყვან.
თავათ უნდა წახვიდე უცილოდ, წიგნის წერით არაფერი გა-
მოვა“.
როგორც თრიალეთელნი ციხოვანნი აზნაურნი საერთოდ,
ისე იოანე დუკისძეც, წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ ვერც
დამოყვრება შეარიგებდა ბაგრატოვანთა და ორბელიანთა ოჯა-
ხებს.
მათთვის საზარალოც იყო ეგ შერიგება, რადგან კარგად
იცოდნენ: ციხოვან აზნაურთა თავკერძობას მიჯნას დაუდებდა
„გულბოროტი მეფე დავითი“.
მათ დაბეჯითებით სჯეროდათ:
დავით მეფე არამც და არამც არ გაიყვანდა ლაშქარს
თრიალეთის ციხეებიდან. ხოლო ამის გარეშე რა ბედენა იყო

197 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ ერისთავთ-ერისთავის სახელწოდება შერჩენოდა ლი-
პარიტ ორბელიანს?!
ეს ეჭვი ამჟამად არ გაამჟღავნა იოანე დუკისძემ და ცალყბად
მიუგო თავის პატრონს:
„ღმერთმა ქნას, ყოველივე კეთილად წარიმართოს,
ერისთავთ-ერისთავო ბატონო“.
ლიპარიტმა სთქვა:
„ყოველ შემთხვევაში, დიდი სიფრთხილე გვმართებს, ჩემო
იოანე, სიფრთხილე მელისა და შეუპოვრობა ავაზისა. ამ ზაფ-
ხულში ბევრი რამ უნდა გამოირკვას.
შენ კაი ვაჟკაცი ხარ, ფრიად შეუპოვარი, მაგრამ გამარჯვები-
სათვის ხანდახან სიფრთხილე სჯობს შეუპოვრობას.
შენ მოურიდებელი საუბარი გჩვევია და, თუ არ მოიშალე,
უთუოდ ავნებ საერთო საქმეს“.

***
ნაჭარმაგევის პირველ გოდოლთან გიორგი ჭყონდიდელი
და შვიდი ეპისკოპოსი დაუხვდნენ მეფეს. მამაი გიორგი გადაეხ-
ვია დავითს და ამცნო გიორგი მეფისა და დედოფლების: ელენე-
სი და მარიამის ჩამობრძანება.
მესტუმრეთუხუცესი შეუძღვა ლიპარიტ ერისთავს, მის სახ-
ლეულსა და მისსავე ამალას მწვანე დარბაზში.
ლიპარიტი თუმცა დიდხანს იჯდა ნაჭარმაგევის დილეგში,
მაგრამ თავათ სასახლე აროდეს ენახა.
უწინარეს ყოვლისა, მას თვალში ეცა ამ დარბაზის ბრწყინვა-
ლება, ხოლო დედისიმედის ყურადღება მიიქცია ბაგრატისეულ
ძველ სკარამანგებში გამოწყობილ მანდატურთა ანაგობამ და
მორთულობამ.
წვრილმანებისთვის გამახვილებულმა ქალურმა თვალმა შე-
ნიშნა: ამ სასახლეში შემოსვლის წუთიდან მას თვალს არ აცი-
ლებდა გრძელწვერა საბია, მემაშხალეთუხუცესი.
მანდილოსნები სადიაცოში გაიყვანა საბიამ და, როცა მათ
ხელ-ფეხის დაბანა და გადაცმა მოათავეს, ბროლის დარბაზში
შეუძღვა სტუმრებს მოხუცი მანდატური, რომელიც მომეტებუ-
ლის თავაზით ექცეოდა როგორც დედისიმედს, ისე გვანცას.
198 მკითხველთა ლიგა
ოდნავ გამოჩერჩეტებულმა საბიამ იგიც ჰკითხა ორივეს:
დები ხომ არა ხართო?
არაო, რა მოესმა, კითხვა მოუნაცვლა:
ნათესავები თუ ხართო?
არც ეგაო.
???
გაშტერდა საბია და ალბათ სხვა რამეებსაც გამოჰკითხავდა,
მაგრამ მესტუმრეთუხუცესი მიეახლა კატაის და აუწყა: დიოფა-
ლი ელენე და დედოფალი მარიამი ბროლის დარბაზში გიცდი-
თო.
კატაის თავის სიყმაწვილეში ნანახი ჰქონდა ბროლის დარბა-
ზი. სადღა იყო ნახანძრალი სასახლის გარუჯული კედლები, რო-
მელთაც ლანდებივით ძლივს აჩნდათ ძველ პატრიარქთა, ერის
მთავართა და წმინდანთა გამოხუნებული ფრესკები, სანთლებ-
ჩამოღვარული ოქროს სასანთლენი.
კედლის მხატვრობა განეახლებინათ, ბაგრატ მეოთხე თავის
ქუჯაიზე აღმხედრებული გამოეხატა ოსტატს, სულ სხვა ფერადე-
ბით, ვიდრე გეგუთის სასახლისა, ფაფარაშლილი, ნესტოებდა-
ბერილი ცხენი ისეთის ხელოვნებით იყო შესრულებული, აგრე
ეგონებოდა მაცქერალს, სადაცაა აჭიხვინდებაო საომარი ცხენი.
აქვე იყო ქართველთა განმანათლებელი ნინო, შარავანდით
მოსილი მეფე მირიანი, სანადიროდ მიმავალი.
გაქცეულ ჯეირნებსა და მათ უკან მორბენალ მწევრებს ცოც-
ხალთა სიკისკასე ზედ შერჩენოდათ, ბაგრატ მესამე და გიორგი
პირველი იდგნენ ცალი ხელით ხმალს დაბჯენილნი, ცალშიაც
ტაძრების მოდელები ეპყრათ.
ამ ფრესკებს ისე არ გაუოცებია კატაი, როგორც ბროლის სა-
სანთლეებსა და ოქროს უზარმაზარ ჯვრებს, რომელნიც ამკობ-
დნენ კედლებში გამოჭრილ ნიშებს. ძელქვის კარადების კიდე-
ებზე დადგმულ მინიატიურულ ბრძოლის სპილოებს რუბინის
თვალები ჰქონდათ ჩადგმული.
ამ კარადების გასწვრივ ჩამომწკრივებულ ქართულ ტახტებ-
ზე, რომელზედაც ირანული ორხოვა იყო გადაფენილი, ბალი-
შებსა და მუთაქებზე წამოწოლილნი დაუხვდათ მათ მარიამ დე-
დოფალი, დედოფალი ელენე, სამი ეპისკოპოსი და რამდენიმე
ჭაღარა ერისთავი.
199 მკითხველთა ლიგა
მათ გასწვრივ დარბაზის მეორე კუთხეში დავით მეფე, ჯონდი
ერისთავი და ნიანია ბაკურიანი ოქროჭედილ სელზე მჯდარ გი-
ორგი მეფეს თავზე ადგნენ და მხიარულად ემასლაათებოდნენ.
ხანგრძლივად ჰკოცნიდნენ მეფე და ორივე დედოფალი კა-
ტაის და დედისიმედს.
მარიამმა დედისიმედი გვერდით მოისვა, ეალერსებოდა, წა-
რამარა თავზე ხელს უსვამდა პატარა „ქალაის“.
დედოფალმა საამბოროდ მიანება თავისი მშვენიერი ხელი
ლიპარიტს.
ლიპარიტს გამოჰკითხა ჯანმრთელობის ამბავიც, მერმე ისევ
დედისიმედს დაუწყო ისეთი, თითქმის ენამოჩლექილი საუბარი,
როგორც ჩვენ ყველას გვჩვევია ხოლმე ლამაზი და საყვარელი
ბალღების მიმართ.
ამ ამბის თანადამსწრენი ამჩნევდნენ, თუ როგორის დედობ-
რივი რუდუნებით შეეგება დიაცთა შორის ულამაზესი თავის მო-
მავალ მეტოქეს.
ელენე დედოფლის მახვილმა თვალმა ყველაზე ადრე შენიშ-
ნა მსუბუქი წყენის ჩრდილი, გვანცას სახეზე ანაზდად მიფენილი.
„მოდი, მოდიო!“
შესძახა შეცბუნებულ ქალწულს, შემდგომ ამისა, მარიამ დე-
დოფალს მიუბრუნდა თავაზიანად:
„შენ ვერ იცანი, მაიკო, ჩვენი გვანცა, შამან ერისთავის ასუ-
ლი?“
„უჲმე, დაგიბერდი, დიოფალო ბატონო, თვალში სინათლე
დამკლებია, გეთაყვანე, როგორც სჩანს“.
მწიფე ატმისფერ ლოყაზე აკოცა გვანცას და ახლა იგიც
გვერდს მოისვა მეორე მხრიდან.
დავით მეფე გიორგი ჭყონდიდელს უჯდა გვერდით და ხმა-
დაბლა ესაუბრებოდა.
ჭყონდიდელმა ახარა მას გვარამ ერისთავის შარაღანს მშვი-
დობით ჩასვლის ამბავი.
როგორც კი მისწვდა მარიამის სიტყვები დავითის სმენას,
მან თვალი შეასწრო სამ ლამაზმანს.
უჭვრეტდა სამივეს და ვერ გარკვეულიყო, თუ რომელი იყო
ამ სამთა შორის ულამაზესი?

200 მკითხველთა ლიგა


ნაყოფსავსე ქართლური შემოდგომა ანათებდა თავის იგავ-
მიუწვდენელი მშვენებით თაკვერისა და თრიალეთის გაზაფ-
ხულთა შორის.
გიორგი ჭყონდიდელი დარბაზიდან გავიდა.
გიორგი მეფემ ლიპარიტ ერისთავისთვის დაადგმევინა ოქ-
როჭედილი სელი თავის მახლობლად.
ეუბნება ერისთავს:
„მადლი უფალს, ვეჟო, ყოველივე აგრე მშვიდობიანად რომ
დასრულდა, ხანდახან წაკიდებაც ამკვიდრებს ხოლმე მეგობრო-
ბას, ვეჟო.
არც მე და არც დიოფალს ელენეს დაგვიკლია ცდა.
რა დროს განხეთქილებაა, ვეჟო, ხომ ხედავ მთელი საქრის-
ტიანო გაერთიანდა უშჯულო თურქთა წინააღმდეგ.
წყალს გავაყოლოთ ძველი მტრობა და ძველი შუღლი. უნდა
შემოკრბეთ ერისთავნი და ერისმთავარნი სამეფოის ტახტის
გარშემო. ვინძლო გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი უშჯულოთა მი-
ერ დამონებას.
მე და დიოფალი ელენე გახარებულნი ვართ, ჩვენმა უჯიათმა
დავითმაც რომ იცვალა საგრძნობლად ზნე.
როგორც ვატყობთ, დადინჯების გზას დაადგა იგი“.
ლიპარიტ ერისთავი თავს უქნევდა გიორგი მეფეს.
დიახაც, დადინჯდაო მეფე დავითი.
ამბობდა:
„სულკურთხეულ ბაგრატ მეფესა ჰგავს ამაშიაც იგი. ნეტარ-
ხსენებულ მამიჩემისაგან მაქვს განაგონი: სიჭაბუკეში შმაგი ყო-
ფილა თურმე მეფე ბაგრატიცა, მაგრამ დროს სიჭაბუკე თან მი-
აქვს, სამაგიეროდ, სიბრძნის მომტანიც იგივეა უთუოდ“.
მეფე გიორგიმ სიტყვა ჩამოართვა ერისთავს:
„იგივე დროი, რომელიც ხილთა სიმწიფის და ფოთოლთა
შეყვითლების გამომწვევია, იგია სიბრძნისმიერი სიდინჯის მომ-
გვრელი, ვეჟო“.
იოანე დუკისძე მიეახლა ამ საუბარში გართულთ.
იგი მუხლისთავზე ემთხვია ოქროჭედილ სელზე მჯდარ გი-
ორგი მეფეს და, როცა ამ უკანასკნელმა უბრძანა დამჯდარიყო,
მან სამფეხა სკამი მიაჩოჩა და ციყვივით წელში მოდრეკილი და-
ცუცქდა ზედ.
201 მკითხველთა ლიგა
ყურს მიუგდებდა ორთა საუბარს, აპარპალებდა ბუსუსებიან
წამწამებს.
ლიპარიტმა სთქვა:
„მე არ ვამტყუნებ დავით მეფეს, კესაროსო, ჩვენო პატრონო,
მას ჭაბუკური სისხლი უდუღს ჯერაც, ძალა ერჩის მტრებთან საბ-
რძოლველად, მაგრამ რაკი სელჯუკიანთა სულტანი ბარქიარო-
კი ომებშია გართული, ამიტომაც არ აძლევს იგი დავით მეფეს
შებრძოლების საბაბს.
ჭარბი ძალა წყალსა ჰგავს გამოზაფხულზე მოზღვავებულს,
იგი სადენს ეძებს სათანადოს.
ამ გარემოებით ისარგებლეს ავის მზრახველთა, წამკიდეს
დავით მეფე, ჩვენი პატრონი.
ცხადზე უცხადესია, სულგრძელო კესაროსო, მე შევცოდე ეკ-
ლესიისა და სამეუფო ტახტის წინაშე, მაგ გარეწარის, ცრუწინას-
წარმეტყველის, მაჰმადის შჯულზე რომ შევდექი, მაგრამ განა
მარტო მე ვიყავი ამ საქმეში პირველი?
კახთა მეფეებსაც ჩაუდენიათ ჩემზე ადრე აგრეთვე მკვრეხე-
ლობა. თავათაც გახსოვს, მეფევ ბატონო, აღსართან კახთა მეფე
წავიდა ისპაჰანს მალიქ-შაჰ სულტანის წინაშე, დაუტევა ქრის-
ტიანობა და შეეძინა მუსლიმთა შჯულსა და ამით ღონითა აიღო
სულტნისაგან კახეთი.
და ეს ჩავიდინე მე არამცთუ ანგარების რაიმეს მეოხებითა,
არამედ ჩემი საერისთავოს გადასარჩენად, მხოლოდ და მხო-
ლოდ.
მე სხვა არა მქონდა გზა, მეფევ ბატონო. შენ მოღლილი იყა-
ვი შინაითაშლილობისა და გარეშე მტრებთან ბრძოლისაგან,
ხოლო დავით მეფე მაშინაც ჯერაც ყრმა იყო, კახთა მეფეს თურ-
ქნი მოისარნი ჰყავდა თავის ციხეებში.
ტფილისი ბანუ-ჯაფარს ეპყრა.
დღედაღამ მოდიოდნენ ჩემთან მალიქ-შაჰ სულტანის მიერ
წარმოგზავნილი მოლები და ხოჯები, ჩამჩიჩინებდნენ:
მაჰმადის შჯული იწამე, თორემ სარანგს წარმოგზავნის სულ-
ტანი სპიანად და ქართველთა სისხლით შევღებავთო ალგეთის
წყალსა.
ამით ისარგებლეს მოენეთა და ავის მჩხრეკელთა და, მერმე
ის იყო, აგრე ვაგლახად წამკიდეს მეფეს“.
202 მკითხველთა ლიგა
იოანე დუკისძემ ააჭრიალა სამფეხა სკამი, მელისებრ წაწვე-
ტებული ცხვირ-პირი მიაშვირა მეფე გიორგის და შეჰკადრა:
„თუ ნებას მიბოძებს მეფეთ-მეფე და კესაროსი ამის გამო, მე
საწყალობელსა და ენაბრგვნილს, ერთ იგავს მოგახსენებ-
დით...“
გიორგი მეფეს იგავები უყვარდა და ამიტომაც თავი დაუქნია:
სთქვიო!
„როცა ღმერთმა ციდან გამორეკა ეშმაკები და მტკიცედ და-
ახშო კარნი ცისანი, მოეწადინა რამდენსამე ეშმას, როგორმე
ცას მისწვდენოდნენ კვლავ და ყური მოეკრათ, თუ რას ეჩურჩუ-
ლებოდა ცათა მეუფე თავის ანგელოზებს დღისით და ღამით“.
ერთმა ქოსა ეშმაკმა სთქვა:
მე მომენდევით და ცას მისწვდებითო.
გაოცდნენ თურმე ეშმაკეულნი:
ცაში ვიყავით და იქიდან ძირს გადმოგვყარეს, აწი როგორღა
მივწვდეთო ცას?
„აბა, მოსჯარდით ჩემს გარშემო.
თქვენთაგანი ერთი შემადგეს მხრებზე, მას – მეორე, მეორეს
– მესამე, მესამეს – მეოთხე, მეთორმეტეს – მეცამეტე და აგრე
შემდეგ ასი, ათასი, ბევრჯერ ასი და ბევრჯერ ათასი, ვიდრე უკა-
ნასკნელი ეშმა ცას არ მიაპყრობს ყურს“.
ეს სთქვა ქოსა ეშმაკმა.
შეასხდნენ თურმე ეშმაკები ურთიერთს მხრებზე, მათ შორის
უკანასკნელი ცას წაეპოტინა და, როგორც იქნა, ყური მიუგდო
ღვთის საუბარს ქერუბიმებთან.
მაშინ განრისხდა ამის შემცნობი უფალი, წარმოგზავნა ქვეყ-
ნად ერთი ანგელოზთაგანი და უბრძანა იმ ქოსა ეშმაკისათვის
სარმა გამოეკრა.
როცა იგი წაიქცა, დანარჩენნი ეშმაკეულნი დაცვივდნენ მი-
წაზე და მოიშალა ამრიგად არაწმინდათა მიერ ცაზე მიდგმული
კიბე.
აგრეა, ჩვენო პატრონო, კაცთა ბუნების წესია აგრეთი: რო-
გორც სიკეთეს, ისე სიავეს ამქვეყნად ერთი ჰყავს ხოლმე მოთა-
ვე და იმ ერთის მხრებზე ადიან ხოლმე მერმე და მერმე სხვანი-
ცა“.

203 მკითხველთა ლიგა


ლიპარიტ ერისთავი შეკრთა, მიხვდა, თუ ვის გულისხმობდა
ამ იგავში იოანე დუკისძე, მაგრამ იგიც შენიშნა გიორგი მეფის
უბოროტო თვალებზე, რომ იგი ვერ ჩასწვდა ამ ანალოგიის შე-
ფარვულ შინაარსს.
ამიტომაც დაფიქრებაც არ აცალა მეფეს, ასეთი რამ ჰკითხა
მას: ჯოჯიკიმ თუ გამოგიგზავნაო ისპაჰანიდან ავაზები, მწევრები
და კვიცები?
ამ ცხოველების ხსენებაზე ვარდი მოეფინა სახეზე გიორგის.
მსახურთუხუცესს უბრძანა: აქ მომგვარეთო მახარაი და მონადი-
რეთუხუცესი ახლავე.
მსახურთუხუცესი ჯერაც არ იყო დარბაზიდან გასული, როცა
მარიამ დედოფალი წამოდგა, დედისიმედსა და გვანცას ხელები
გადახვია მხრებზე და იმ კუთხისკენ გამოემართა, სადაც მეფე
გიორგი და ლიპარიტ ერისთავი საუბრობდნენ.
ზეწამოიჭრნენ ლიპარიტი და იოანე დუკისძე. ეს უკანასკნე-
ლი კედელს აეკრა და შორიახლოდან ყურს უგდებდა საუბარს.
დედოფალი მარიამი არ მალავდა თავის სიხარულს ლიპარი-
ტის შემორიგების გამო. თანაც აქებდა მეფეთა სულგრძელობას,
ხანაც მზერას გადაჰკრავდა თავის ძმის დიდრონს, სიკეთით სავ-
სე თვალებს.
ამბობდა:
ალექსი კომნენმაც ნამდვილი ქრისტიანული გულმოწყალე-
ბა გამოიჩინაო შეთქმულთა მიმართ. მას არ უნდოდა არც ერთი
მეამბოხის დასჯა, მაგრამ იმ უჟმურმა კონსტანტინოპოლის
ეპარქმა იმპერატორის უკითხავად თვალები დასთხარაო რამ-
დენსამე კაცს.
„დროა მთელი საქრისტიანოს მეფენი და ერისმთავარნი გა-
ერთიანდნენ ამ უშჯულო სელჯუკიანთა ნათესავის შესამუსრა-
ვად“.
ესა სთქვა მარიამმა, ლიპარიტ ერისთავს ალერსიანად ხელი
დაადო მხარზე და უთხრა:
„მე დაუცხრომლად ვწერდი წიგნს ამ საქმის გამო ჩემს ძმასა
და დიოფალს ელენეს, ახლა ერთი რამ დაგვრჩა მოუგვარებე-
ლი, გეთაყვანე: რატი უნდა შემოვირიგოთ“.
ამის გაგონებაზე გული აუთრთოლდა დედისიმედს. ეწადა
დავით მეფე აქვე მჯდარიყო და ეს სიტყვები თავათ მოესმინა.
204 მკითხველთა ლიგა
მარიამმა განაგრძო:
„მე არაერთგზის ვესაუბრე მეფე გიორგის გეგუთში და ჩემს
ძმისწულსაც მოველაპარაკები, როგორც კი დროს მოვახელებ.
გიორგი ჭყონდიდელი მიამბობდა გუშღამ, ლიპარიტის უბნი-
დან მოციქულნი გაუგზავნიათ თურმე დავით მეფესა და გიორგი
ჭყონდიდელს, წიგნი მიგიწერია თურმე პირადად შენცა, მაგრამ
გაჯიქებულა რატი“.
დიახ, მივწერეო წიგნი, თავის ქნევით დაუდასტურა ლიპა-
რიტმა.
„ეგ არაფერია, გეთაყვანე, – განაგრძო მარიამმა, – მთავარ-
ზე უმთავრესი იყო შენი შემორიგება მაინცდამაინც.
რატის გაჯიუტება ეს ახალგაზრდული თავკერძობის ამბავია,
ჰაი, ჰაი, როგორი ბრმაა ახალგაზრდობა ხშირად!
კაი ვაჟკაცია რატი, მაგრამ ჯიუტია, გეთაყვანე, ჯიუტი!..
ნაცვლად იმისა, რომ იგი ქრისტიან მეფეებს მხარში ამოუდ-
გეს და საერთო ძალით შეუტიონ სელჯუკებს, აღსართან კახთა
უფლისწულს აჰყოლია, ამ ცუნდრუკასა და სვედავსილს. დაიხ-
სომე ჩემი ნათქვვამი, ლიპარიტ ბატონო, ვერას გახდებიან ისი-
ნი თურქებთან ჩურჩულითა.
სელჯუკიანებს შავი დღე ადგიათ მესოპოტამიასა და სი-
რიაში... მე ამას წინად ყურმოკვრით გავიგე კონსტანტინოპოლ-
ში, რომის პაპი ურბანი ჯვაროსანთა ახალსა და ახალ ლაშქარს
აგროვებს თურმე.
ქუდზე კაცი ჰყავთ გამოძახილი მთელი საქრისტიანოს მეფე-
თა და ერისმთავართა. იმპერატორი კომნენი ქირის სპასა კრებს
ბალკანეთში, ბოჰემუნდი ბაღდადს აიღებს მალე.
ეგონოს კვირიკე მეფესა და ბანუ-ჯაფარს, სულტან ბარ-
ქიაროკს ეცალოს ამჟამად მაშველი ჯარის კახეთ-ჰერეთში გა-
მოსაგზავნად, ნურც რატი დაენდობა მათ შეპირებასა, გეთაყვა-
ნე“.
რატის ხსენებაზე დედისიმედს თრთოლვა გაუდგა ძარღვებ-
ში, ლიპარიტი აილეწა და წაილუღლუღა:
„რატი და კახთა მეფე! რატი და თურქები! ჯერ ერთი, არავინ
უწყის, ავგუსტა, თუ სად გადაიკარგა რატი. ქვეყანამ იცის, მე
წიგნი მივსწერე ჩემს ვაჟს, ვემუდარე: შერიგებოდა დავით მეფე-

205 მკითხველთა ლიგა


სა, მან დასთმო ფარცხისი უსისხლოდ და გარდაიხვეწა, ვინ
იცის, ეგებ ცოცხალიც არ იყოს ის სვედავსილი.
არცთუ არსებობს რაიმე ცნობა, კახეთ-ჰერეთს გადასული-
ყოს იგი“.
როცა ამას ამბობდა ლიპარიტ, მან თვალი მოჰკრა გიორგი
მეფის ზურგს უკან მდგართ, მახარაისა და მერემეთუხუცესს.
მახარაიმ არ აცალა პასუხის გაცემა მარიამს, ისე შეესიტყვა
ლიპარიტს:
„შესაძლოა, შენ არ იცოდე, ერისთავთ-ერისთავო, რატის სა-
დაურობა, მაგრამ ჩვენ... ჩვენ კი არა, ქარიმან სეტიელმა კარ-
გად უწყის, რომელ საათს გადალახა მან თრიალეთის საერის-
თავოს საზღვრები, ან მტკვრის ფონზე როდის გადავიდა, რუსთა-
ვის ციხის გასწვრივ“.
ლიპარიტს ბრაზი წაეკიდა, ღაწვისთავები შეუწითლდა, მარი-
ამ დედოფალს მიაშტერდა და სთქვა:
„შვილები დამეხოცოს, ავგუსტა, ცხენი წამქცეოდეს აქედან
შინ გაბრუნებულს მტკვარში და წყალში დამელიოს სული, თუ ან
მე, ან ჩემმა ოჯახმა იცოდეს, თუ სად იმყოფება ამჟამად რატი“.
შემდგომ ამისა, მახარაის გაუმართა განრისხებული მზერა
და განაგრძო:
„შენ და შენი ღმერთი, ჩვენსას სტუმრობდით ხომ იმ დღეებში
თქვენ ყველანი, როცა ფარცხისი დასთმო რატიმ...“
დედისიმედი გამოეცალა ხელიდან მარიამ დედოფალს და
გაემართა იმ საკარცხულისაკენ, სადაც კატაი გვერდით უჯდა
დედოფალ ელენეს.
ხოლო ლიპარიტმა განაგრძო:
„მე ახლად მობრუნებული ვიყავი კლდეკარის ციხიდან, ისე
გაოგნებული და დასნეულებული, რომ ჩემი სასახლის ზღურ-
ბლზე არ გადამიდგამს ფეხი. სანადიროდაც კი არ გავსულვარ
ტყეში“.
მახარაიმ იოანე დუკისძეს გადახედა. იგი გახევებული იდგა
ლიპარიტის ზურგს უკან და ფიქრში წასული დასჩერებოდა აგუ-
რის იატაკს.
„არაფერია, ლიპარიტ ჩემო, – დააშოშმინა იგი მარიამმა, –
მე კარგად ვიცი, რა დიდ პატივს მცემს რატი. მე მას წიგნს მივ-
წერ უთუოდ...“
206 მკითხველთა ლიგა
ლიპარიტი გაამხნევა დედოფლის ეგზომ თავაზიანმა კილომ
და სთქვა:
„შენ თუ არ გცემს ჩემი ვაჟი პატივს, სხვას ვისღა უნდა სცეს
პატივი, ავგუსტა, შენ ხომ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზი
ხარ, ავგუსტა, არა მარტო ჩემი ოჯახისა, სრულიად საქართვე-
ლოსი, ავგუსტა, მთელი საქრისტიანოს სასიქადულო თვალის-
ჩინი“.
კიდევ აპირებდა ხოტბის განგრძობას ლიპარიტი, მაგრამ
მომეტებული ქება ეხამუშა დედოფალს და სთქვა:
„რაკი მახოს სცოდნია რატის ადგილსამყოფელი უკვე... მე
წიგნს მივწერ მას... ჩემდამი პატივისცემა ერთია, ეგეც რომ არ
იყოს, რატი ხომ მართლმორწმუნე ქრისტიანია...“
აქ ლიპარიტმა თავაზიანად ჩაურთო მის საუბარში სიტყვა:
„მე ვიტყოდი, დედოფალო, ჩვენო პატრონო, არამცთუ მარ-
თლმორწმუნე, არამედ ბრმადმორწმუნეცა, დავით მეფის მიერ
შეწყალებული მთელი ციხიონი ფარცხისისა დაამოწმებს, თურმე
თვით ფარცხისის გარემოცვის დროს ქენჯნის ქამარს ირტყამდა
წელზე რატი, დღედაღამ ლოცვითა და მარხვით გართული“.
„ოჰო, კიდევ უკეთესი, გეთაყვანე... ბრმადმორწმუნეობა
სააუგო როდია ქრისტიანთათვის. მით უმეტეს, მით უმეტეს, გე-
თაყვანე“.
გიორგი მეფე წამოდგა, მარიამ დედოფალს მიეახლა, ლიპა-
რიტს მკლავზე მოუცაცუნა ხელი და ეუბნება ორივეს:
„მოვეშვათ აწი ძველ ამბებს, ძველ მტრობასა და შუღლს ერ-
თადერთი წამალი უნდა, ეგ არის – დავიწყება.
ბაღში გავიდეთ, მახო გიჩვენებთ თავის ქორ-მიმინოებსა და
ავაზებსა, ჯერ გიორგი ჭყონდიდელის ვენახი დავათვალიეროთ,
მერმე მონადირეთა საჩიხენი ვნახოთ“.
დიდი და მცირე თან გაჰყვა მეფე გიორგის და მარიამ დედო-
ფალს ბაღში. გიორგი ჭყონდიდელი წინ შემოეგება მათ, იგი მე-
რუებსა, მერწყულებსა და მებოსტნეებს ხელმძღვანელობდა
თურმე. ბირკათი შემოსილიყო მისი ბერული ჩოხა.
„მე სულ თვალში მაკლდა მამაი გიორგი, – უთხრა მარიამმა
გიორგი მეფეს, – თურმე ბაღში მუშაკობს იგი“.
გიორგი ჭყონდიდელმა ბირკა ჩამოიბერტყა ჩოხიდან და
ეუბნება დედოფალს:
207 მკითხველთა ლიგა
„ხეთა და მცენარეთა შორის მე სულიერ მშვიდობას ვიხვეჭ,
ავგუსტა, მე მგონია, ესენი ყველაზე უფრო საყვარელნი, უტყვნი
და უჩინარნი არიან უფლის მიერ შენაქმნ არსთა შორის, მე დიდ
შვებას მგვრის მათი მორწყვა, მათთვის მიწის გაფხვიერება და
ვენახის გასხვლა.
ერთ გაზაფხულს მე და გიორგი მეფე ტაოში დავრჩით, ერთ
ციხეში თურქების მიერ გარემოცულნი, ღამღამობით ნაჭარმაგე-
ვის ვენახი მესიზმრებოდა გოლვისაგან დასიცხული, გაყვითლე-
ბული ფოთლების ცვენა და უკურნებელი ტირილი ვაზისა“.
მარიამ დედოფალს მხარდამხარ მიჰყვებოდნენ გიორგი მე-
ფე და გიორგი ჭყონდიდელი, მათ უკან მისდევდნენ დავით მეფე,
ნიანია ბაკურიანი, დედისიმედი და გვანცა.
მარიამი ალერსიან მზერას ესროდა ვენახს გადაღმა მდგარ
გოლიათურ მუხებს, ვერხვებსა და ნეკერჩხლებს, ბლის ხეებს,
ვაშლებსა და მსხლებს, რომელთა ჩრდილებში ბაგრატ მეოთხე-
სა და გიორგი პირველს ჰქონდათ გატარებული თავ-თავიანთი
სიყრმე და სიჭაბუკე.
ნაკლებად გამოცვლილიყვნენ ნაჭარმაგევის ვაზები, რო-
მელნიც ზღაპრულ ურჩხულებსავით შესეოდნენ ასწლოვან ხე-
ებს. მტევნებს დაედრიკა ხურმისა და ნეკერჩხლის ხეთა შტოები,
ფუღუროებისაგან გადმოღვენთილ თაფლს ფუტკრები და კრაზა-
ნები წასეოდნენ.
ფუტკრების ერთობლივი ზუილი იდგა ვენახში.
„ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, – სთქვა მარიამ დედოფალ-
მა, – ბერძნები მიწაზე აწვენენ ვაზს. ეს არ ვარგა, კუ, ზღარბი და
მაჩვი, ყოველივე ქვეწარმავალნი და მწერნი წამოესევიან ხოლ-
მე მწიფე ყურძენს. კარგია ქართული წესით სარზე და ბაბილოზე
მიშვება ვაზისა“.
დავით მეფე ჯერ დედისიმედსა და გვანცას შორის მიდიოდა,
მაგრამ კურაპალატისსა მელიტა ამჯერად გვანცას სილამაზით
იყო მოხიბლული. ენაჭარტალა დიაცმა დიდსა და მცირეს თავი
წასჭამა გვანცას ქებითა.
გვანცას ბერძნული არ ესმოდა, ხოლო მელიტამ რამდენიმე
სიტყვა იცოდა ქართული: გენაცვალე, მაკოცე, მშვენიერო, ტკბი-
ლო.

208 მკითხველთა ლიგა


მან ცალი ხელი ნიანია ბაკურიანს წაავლო, ცალიც – გვან-
ცას და მოურიდებლად ეუბნება რაინდს:
„მე რომ შენისთანა ლამაზი ვაჟკაცი ვიყვე, ნიანია ბატონო,
გვანცას მოვიტაცებდი ისე, როგორც თქვენ ქართველებს გჩვე-
ვიათ ხოლმე“.
რა თქვა, რა თქვაო?
შეეკითხა გვანცა. ქვეშეცნეულად მიხვდა იგი, რაღაც საჩო-
თირო რამე სთქვაო ამ დიაცმა.
ნიანიამ უსწოროდ გადაუთარგმნა:
ბატონი მელიტა აგრე ამბობსო, ლამაზი ქალიაო გვანცა.
გვანცა მიხვდა, ეგ არ უნდა ყოფილიყო მთლად სწორი თარ-
გმანი და სთქვა:
„აჰ, როცა დიაცი დიაცს აქებს, ეგ ნაკლებ სარწმუნოა, ნიანია
ბატონო, ასეთი რამ ან პირმოთნეობითაა გამოწვეული, ან მომე-
ტებული თავაზიანობითა, გადაჭარბებულ თავაზიანობასა და
პირმოთნეობას შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ნიანია ბატონო,
ხომა?“
დავით მეფე მდუმარედ მიდიოდა დედისიმედის გვერდით,
გრძნობდა, შორიახლოდან მათ უკან მოჰყვებონენ დედოფალი
ელენე და კატაი.
კურაპალატისსა მელიტა ენას არ ასვენებდა:
„აჰ, ერთი კონსტანტინოპოლში წამოიყვანდეს მარიამ დე-
დოფალი გვანცას, ლამაზო, მშვენიერო გვანცა, წამოხვალ ჩვენ-
თან?“.
ეკითხება იგი გვანცას და ლოყაზე უცაცუნებს ხელს.
„ბუკოლეონის სასახლის უბრწყინვალესი კურაპალატები გა-
შორდებიან მეორე დღესვე თავიანთ ცოლებს.
აჰ, რა ლამაზი ქალია გვანცა, ახლა გასაგებია ჩემთვის,
კოლხი ქალი რად მოიტაცა იაზონმა, ხმელეთის პირზე ქარ-
თველ ქალზე ულამაზესი ქალი არაა. მარტო ჩვენი მარიამ დე-
დოფალი რადა ღირს! გარდა ამისა, რა ლამაზი მთებია აქ, რამ-
დენი მზე, რამდენი სინათლე!“
ნიანია ბაკურიანმა მშვიდად მოუსმინა ბერძნის ქალს და
მერმე სთქვა:
„მე არ მიყვარს, როცა ჩემი ხალხის ლამაზ ანაგობას, ან ჩვე-
ნი ქვეყნის სილამაზეს აქებენ უცხონი“.
209 მკითხველთა ლიგა
„რათაო ვითომ?“
იკითხა მელიტამ.
„ჩვენს ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სიმამაცეს
აქებდეს, უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზები გვაქვს, ეს
ჩვენი დამსახურება როდია, კურაპალატისსა ბატონო, არა მგო-
ნია, ჩვენი დიაცების სილამაზეც რომ იყოს ჩვენი დამსახურება.
მე მგონია, ჩვენი ხალხის დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვე-
ყანა რომ შევირჩინეთ.
თქვენ იცით თუ არა, გურგანის ზღვის გადაღმიდან თქვენ-
სკენ დაძრული ურდოები ჯერ ჩვენს ხალხსა და მთებს შეეხეთქე-
ბოდნენ და მერმე მიემართებოდნენ ჩვენთან ბრძოლისგან მოღ-
ლილნი თქვენსკენ“.
არც დედისიმედს ესმოდა ბერძნული კარგად. წარამარა
ეკითხებოდა, რას ამბობსო კურაპალატისსა მელიტა?
ბოლოს, როცა წინ მიმავალთა საუბრის შინაარსი გა-
დაუთარგმნა დავითმა მას, ქალმა სთქვა:
„არ მომწონს ეგ დიაცი, მეფევ ბატონო, მე აგრე ვფიქრობ:
განსაკუთრებით ბალღსა და დიაცს არ შეშვენით ენამრავლობა.
გარდა ამისა, ძლიერ მიკვირს, ჩვენს სათაყვანებელ მარიამ დე-
დოფალს რად დაჰყავს ეგ ენაგალაქსარებული მოახლე თან?!“
„იცი, რა გითხრა, სულო, ბუნების წესია აგეთი: მახინჯი ლა-
მაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგ-
ვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩა-
რი – გმირს.
როგორც ყოველი, თითქმის ყოველი ლამაზი ქალი, მამიდა-
ჩემიც უნებისყოფოა ოდნავ, მას არ გააჩნია ის სიმტკიცე ხა-
სიათისა, რომელიც მახინჯ დიაცებსა და უნიჭო მწერლებს ახა-
სიათებთ ხანდახან.
არსთა განმრიგე მეტად ძუნწია ნიჭთა გაცემაში, ყოველგვარ
ტალანტს ერთსა და იგივეს როდი მიუბოძებს.
ბულბულის ტკბილხმოვანება არწივისათვის რომ მიეცა
ღმერთს, ფრინველთა მეფე ხომ ვერ იქნებოდა ეგზომ მძვინვარე
და შეუპოვარი, რადგან სინაზე და სიძლიერე ერთ ხალთაში ჯერ
აროდეს დატეულან“.
მცირე ხანს დუმილით მიდიოდნენ მწიფე ატმებს ქვეშ.

210 მკითხველთა ლიგა


ერთი ატამი მოსწყვიტა მან ნაყოფით დახუნძლულ შტოდან
უყნოსა და შესთავაზა ქალს.
კვლავ შემოესმათ მელიტას ხმა.
დავითმა სთქვა:
„ნამეტანს აქებს კურაპალატისსა გვანცას“.
„გვანცას ალბათ არც ეპიტნავება მისი ქება“, სთქვა დედისი-
მედმა.
მეფემ მიუგო:
„მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულ-
ქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიადაც არ ესაჭი-
როება ქება, როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოს-
წყურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ
აკლია.
როცა იგი მაქებარს დაუწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქე-
ბით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალ-
ში.
სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარისმეხოტბე-
თა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებსა და სელჯუკიანთა
უზნეო სულტანებს“.
...
მარიამ დედოფალმა ლიპარიტ ერისთავი აიყოლია და ვაზის
თალარს ქვეშ დასტოვა გიორგი ჭყონდიდელთან საუბრით გარ-
თული გიორგი მეფე.
უხმოდ ეალერსებოდა მისი მზერა ნაჭარმაგევის ბაღის ნუ-
შებს, ატმებსა და ლეღვებს, ჩრდილმრავალ კაკლებსა და წელში
გაზნექილ ბროწეულებს ბაღის კიდეებზე.
მელეღვიები დაჰქროდნენ ცაში, მოლაღურები უსტვენდნენ
ჟვერში.
უკვირდა, უხაროდა: რამხელანი გაზრდილანო ეს საყვარე-
ლი ხეები!
აგონდებოდა თავისი უდარდელი ბალღობა. აგრე ეგონა:
მხოლოდ გუშინ იყოო ეს ყოველივე. გუშინ დარბოდაო ამ კაკ-
ლებს, ამ ატმებს, ამ ლეღვებს ქვეშ იგი.
მხოლოდ თვალის ერთი დაფახულება გასულიყო თითქოს
მას შემდეგ, რაც ამ ბაღს, ამ სასახლეს მოსწყვიტეს მარიამი და

211 მკითხველთა ლიგა


თავის ტიკინებთან ერთად ჩაიყვანეს ბუკოლეონის სასახლის
ოქროს დარბაზებში.
ლიპარიტ ერისთავს სხვა ცეცხლი სწვავდა. უცნაურად ღე-
ლავდა იგი. თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, ხელმეორედ დროის
მოხელება ეწადა, როცა იგი დედოფალთან განმარტოებას შეს-
ძლებდა, სიტყვას დასძრავდა თრიალეთის საერისთავოს და თა-
ვის ოჯახის საკმაოდ დაბურდულ საქმეთა გამო.
სტუმრები ბილიკებს მიჰყვებოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ასე რომ,
ლიპარიტსა და მარიამს ხან გიორგი მეფის როხროხა ხარხარი
მოესმოდათ, ხან – კურაპალატისსა მელიტას ტკარცალი, ხან მა-
ხარაი გამოჰყოფდა ჟვერიდან თავს, დაეჯღანებოდა ნიანია ბა-
კურიანსა და ჯონდი ერისთავს, ძლოკვები ეჭირა ხელში, ხანგა-
მოშვებით შეათამაშებდა ჰაერში.
კიოდა მათ დანახვაზე მელიტა, რადგან გველებისაგან ვერ
არჩევდა იგი ძლოკვს, ხანაც მებოსტნეთუხუცესისა და ეზოსმოძ-
ღვრის ცინცილუკის მოტვლეპილ თავებს მოჰკრავდა ერისთავი
თვალს.
ბოლოს მარიამმა და ლიპარიტმა მიყრუებული ბილიკი გან-
ვლეს და კაკლის ხემდის მიაღწიეს. კაკლის ნამორები ეწყო მის
გარშემო წრიულად.
„დავიღალე, ლიპარიტ ბატონო, ერთი დავიმუხლოთ ამ მშვე-
ნიერ კაკლის ქვეშ მცირე ხანს“.
სთქვა მარიამმა და ჩამოჯდა ნამორზე.
„რამდენჯერ მომიკრეფია ამ ადგილას ნიგვზის ლეკვები!19
გარს მოვიწყობდი, ვითომ წიწილები იყვნენ ესენი. ვაგროვებდი,
ვეფერებოდი, ველოლიავებოდი მათ.
ჰა, რა მცირე რამ კმარა ბალღის გასახარებლად ამქვეყნად
და რა უძღებია გონსმოსულის გული, გეთაყვანე!
იმ ბროწეულების ყვავილები ჩემი დედოფალები იყვნენ, მო-
ვის წითელ პერანგებში მორთული დედოფალები.
რა საყვარელნი, რა მშვენიერნი!
საქართველოდან თან წამყვა უცხოეთში ამ კაკლის ლეკვები-
სა და ბროწეულების ყვავილების უკურნებელი დარდი.

19 ნიგვზის ლეკვები ეწოდება ამ ხის ყვავილს.


212 მკითხველთა ლიგა
ღმერთო, ღმერთო, ჭეშმარიტად ბედნიერი ბალღობაშია
ადამიანი!
ადამიანის გული სატაცურსა ჰგავს ერთ რამეში, გაზაფხულზე
იგი ქორფაა და სათუთი, სანუკველი, მაგრამ როგორც კი ძალას
მოიცემს ადამიანის ბუნებაში გონება, იგი ზოგჯერ მოძველებულ
სატაცურსავით გახევდება უთუოდ“.
ლიპარიტმა სთქვა:
„მე არც ბალღობა მქონია, დედოფალო ბატონო, ტკბილი.
შვიდი წლისაც არ ვიქნებოდი, როცა მამაჩემი წაეკიდა სულკურ-
თხეულ ბაგრატ მეფესა.
მეფისა და ერისთავის წაკიდებას მოჰყვა ქვეყნის აღრევა,
ცალკე სელჯუკიანნი შემოესიენ სამეფოს, ცალკე – ბერძენნი.
სულა კალმახელმა შეიპყრო პაპაჩემი, ლიპარიტი და მამაი
– ივანე, თრიალეთში შიშიანობა ჩამოვარდა, ნეტარხსენებულმა
დედაჩემმა ჯერ გრემს წამიყვანა კახთა მეფის სასახლეში, სახა-
დი შემეყარა მანდ, იქიდან ბოჭორმას ჩამიყვანეს, ბოჭორმიდამ
რუსთავის ციხეში, აქ ციებამ და ყბაყურამ დამრიეს ერთბაშად
ხელი, ასე დამათრევდნენ კატის კნუტივით!
ღმერთს ყოველი ჰასაკი ნაკურთხი აქვს, იტყვიან. მხოლოდ
უმწიფარ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს სიბერე ისევე სანუკვე-
ლი არ იყოს, როგორც სიჭაბუკე და სიჭარმაგე: სიბერე გონების
განათებაა, ვნებათა დაცხრომა.
სიბერე რთველია მოწეული ვენახისა, ხოლო სიყმაწვილე –
უნდილი ისრიმი. ადამიანურ ცხოვრებაში სიკვდილს გარდა ყვე-
ლაფერი ტკბილია, ავგუსტა.
ახლა სიბერეც გამიმწარდა, როგორც ჰხედავთ თქვენი ბედ-
ნიერი თვალებითა, ავგუსტა.
ჩემი თვალის სინათლე ვაჟი უგზო-უკვლოდ გადაიხვეწა, ჩე-
მი ერთადერთი ქალი...“
ესა სთქვა ლიპარიტმა და მოსაზრებული ჰქონდა დედოფლი-
სათვის შესაჩივლელი, სწორედ ამ დროს მენადირეთუხუცესმა
გამოჰყო ჟვერიდან თავი და აუწყა დედოფალსა და ერისთავს:
ნადირთა საჩიხესაკენ წამობრძანებას გთხოვთო გიორგი მე-
ფე.
დედოფალი წამოდგა და საჩიხესაკენ მიმავალ ბილიკს მიჰ-
ყვა. ლიპარიტს აგრე ეგონა: ჩამოგვცილდება მენადირეთუხუცე-
213 მკითხველთა ლიგა
სი და გზადაგზა განვაგრძობო საუწყებელს, მაგრამ მენადირე-
თუხუცესი ჯერ შესდგა საპატიო მანძილზე და მერმე უკან გაყვა
დედოფალსა და ერისთავს.
მარიამი არ დაერიდა მენადირეთუხუცესს, ოდნავ წინ გაუს-
წრო ლიპარიტს და ეუბნება მკაფიოდ მასვე:
„ვიდრე შენ სათქმელს მოათავებდე, ერისთავთ-ერისთავო
ბატონო, უკვე ვიცი, რაც უნდა მაუწყო და მითხრა: ღმერთს ვი-
მოწმებ, ამჯერადაც საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო
ჩემი ძმისწულისა და შენი ქალის ურთიერთობათა კანონიერი
მოგვარება.
კარგად გეხსომება ალბათ, რამდენი უსიამოვნება შემხვდა
ქუთაისში ყოფნისას შენი ოჯახის გამო.
ახლაც არ ვმალავ, იმ საცოდავი რუსუდანის შემონაზვნებაში
განსაზღვრული წილი მიმიძღვის მეცა, იგიც ცნობილია თქვენ-
თვის, არც იმ გაჯიუტებული ქუთათელი მთავარეპისკოპოსის
დათრგუნვა მომხდარა უჩემოდ“.
დიახო,
დაუმოწმა თავმოდრეკილად ლიპარიტმა.
„ალბათ გეხსომება, თუ როგორ ებღაუჭებოდა ნომოკანონს
ის გაკერპებული ბებერი. ბოლოს, როცა რუსუდანი მონაზვნად
აღიკვეცა სოხასტერში, და როგორც იქნა, მოვტეხეთ ქუთათელი
მთავარეპისკოპოსი, შეყოყმანდა და გაჭირვეულდა შენი თანა-
მეცხედრე – კატაი.
ხან ამბობდა: რატის გამომჯობინებას მოვუცადოთო, ხან
თრიალეთს გვეპატიჟებოდა, ლიპარიტის უბანში გავმართოთო
ნიშნობა.
რა საჭიროა, ყოველივე დაწვრილებით გავიხსენოთ, ერის-
თავო ბატონო, ერთი რამ ცხადია: როგორც შენ, ისე შენმა მეუღ-
ლემ და შენმა ვაჟმა რატიმ ყოველივე ისე წარმართეთ, თითქოს
წინასწარ შეთქმულნი იყავით, როგორმე სიცოცხლე გაგემწარე-
ბინათ თქვენი ოჯახის იმ უმწიკვლო ანგელოზისათვის.
ვგონებ, გასაგებია, თუ ვის ვგულისხმობ ამ შემთხვევაში,
ერისთავთ-ერისთავო.
არც ის უნდა იყოს შენთვის გაუგებარი, რომ მე, როგორც მა-
მიდას, ყველაფერი შემიძლია დავუშალო ჩემს სათაყვანებელ

214 მკითხველთა ლიგა


ძმისწულს, მაგრამ მერწმუნეთ, სიფხიზლეს ვერასდროს დავუშ-
ლი მას. ხომ აგრეა, გეთაყვანე?!“
დიახო, მიუგო ლიპარიტმა.
ამ სიტყვების გაგონებისას უსიამოდ გააჟრჟოლა ლიპარიტს
და თავჩაქინდრული მიჰყვა ბილიკზე მიმავალ დედოფალს.
მხოლოდ მარიამმა განაგრძო:
„ამ შემთხვევაში დავით მეფეს დაკისრებული ჰქონდა არა
მარტო მოვალეობა მიჯნურისა, არამედ მეფისა და მამულიშვი-
ლისა“.
მენადირეთუხუცესის ნაბიჯთა ჩქამი მკაფიოდ შემოესმა მა-
რიამს და ახლა ოდნავ უფრო ხმადაბლა განაგრძო:
„მე მანდილოსანი გახლავართ და, თუ არ ვცდები, არც ისე
ტლანქი, უსიამო ამბავთა შეხსენებას სასიამოვნოთა მოგონება
რომ არ მერჩიოს.
ეგეც ხომ ეგრეა, ერისთავთ-ერისთავო, არა?“
აგრეაო,
დაუდასტურა ლიპარიტმა.
„არ მსიამოვნებს ეს ყოველივე, მაგრამ უნდა მოვიგონო რა-
ტის უსაქციელობა და მისი უცნაური ახირება გეგუთის სასახლე-
ში სტუმრად ყოფნის დროს: მეფემ და მახარაიმ განზრახ მოაყვა-
ნინესო ყიფჩაღური ცხენი სკვითია, რათა დავეშავებინეო რო-
გორმე ცხენს.
შენ და შენი ღმერთი, შენც ხომ იქვე იყავი, რატი უკითხავად
შეახტა იმ ცხენს.
პოლოს თამაში გამართა სტუმრების პატივსაცემად მეფემ და
გაუფრთხილებელმა რატიმ ჩოგნით დააშავა მასპინძელი, ეგეც
ხომ გახსოვს?
მე არამც და არამც არ მჯეროდა, შენ და რატის თუ რაიმე
მიწერ-მოწერა გქონდათ სელჯუკიანთა სულტანთან, სანამდის
ჩემი თვალით არა ვნახე არაბულად შენთვის მოწერილი ეპის-
ტოლა სულტან ბარქიაროკისა და ვარსიმ ვარძელის წერილი.
ზეპირად მახსოვს ერთი ადგილი ბარქიაროკის მოწერილ ბა-
რათიდან:
„ჩვენ სმენამდის მოაღწია იმ ამბავმა, რომ ამირა ლიპარიტ,
ნაცვლად აღთქმულისა, დავით მეფეს შეჰრიგებია კვლავ და სპა-
სალარობაც უკისრნია მისი.
215 მკითხველთა ლიგა
იგიც დაწერილია ბრძენთაგან: ნურავინ ინდომებს თანადგო-
მას ბოროტისასა, რამეთუ ბატი იმიტომ დაჰკლეს, რომ იგი ყო-
რანს დაუმეგობრდა და მწყერიც იმიტომ მოუკლავთ, რომ იგი
შავოსანთან დასეირნობდაო თურმე“.
ლიპარიტს ღაწვისთავები შეუწითლდა, აენთო და წამოიძახა:
„ბარათიო! სულტანის მიერ გამოგზავნილი ბარათიო?
რომელი ბარათი, ავგუსტა?“
„არაბულად დაწერილი, ვარსიმ ვარძელის მიერ ქუთაისის
ციხეში გამოგზავნილი იდუმალ“.
„ეგ ყოველივე მახარაის მიერ შეთხზული ბარათია, ავგუსტა“.
„რასა ბრძანებ, ერისთავთ-ერისთავო, მახარაიმ არაბული
კითხვა, დიახაც, იცის, მაგრამ არაბულად წერა თვით არაბ მწიგ-
ნობრებს უძნელდებათ, ეგ შენც მოგეხსენება“.
„სად იყო ეს ბარათი, პირველად მესმის, ასეთი ბარათი ვინ
მიიღო, ან თქვენ ვინ გაჩვენათ?“
„ამის გამხელის უფლება ჯერ არავის მოუცია ჩემთვის“.
ლიპარიტმა მხრები აიჩეჩა.
კოზმან ბერის ლანდი აიტუზა მის წარმოდგენაში. ბრაზმორე-
ულმა გაიმეორა:
„პირველად მესმის“.
მარიამმა განაგრძო:
„იმავე ბარათში ეწერა: სულტანმა მალიქ-შაჰმა უსიამოდ შე-
იცნო, რომ ამირა ლიპარიტ დავით მეფეს ჰპირდებაო თავის
ქალს.
იმავე დღეს მაჩვენეს ვარსიმ ვარძელის უსტარი:
„რაიცა შეეხება რატის მიერ უკანასკნელ ბარათში გამოთ-
ქმულ სურვილს ბარქიაროკთან დამოყვრების გამო, ამის საპა-
სუხოდ სულტანის ვაჟმა მიბრძანა მომეხსენებინა შემდეგი: ამ
შემთხვევაშიაც მრავალი რამ ამირა ლიპარიტისა და მისი ასუ-
ლის გამუსლიმებისაგან არისო დამოკიდებული“. ცხადია, შენ
გინდოდა დედისიმედის გამუსლიმანებაც.
ეგეც მახარაიმ მოიგონა?
დასასრულ, ლიპარიტის უბანში ბარქიაროკის მოენეთა
მისვლა-მოსვლა, ეგეცა?
რომელი ერთი მოვიგონო? შენს მიერ შჯულის გამოცვლა?!.
ეგეცა?
216 მკითხველთა ლიგა
სად გაგონილა, გეთაყვანე, ყოველივე, რაც შენ ნებსით თუ
უნებლიეთ ჩაგიდენია, იმ სვედავსილ მახარაის გადააბრალო?
ყოველივე ის, რამაც გამოიწვია შენი დატყვევება... ფუი, ეშ-
მაკს, მე არ მინდოდა ამ უსიამო ამბების წამოტივტივება ჩვენი
მეხსიერების ზედაპირზე.
მართალია, ეს ყველაფერი წარსულს ეკუთვნის, მაგრამ მთა-
ვარი ისაა, მე ვერ ვიტყოდი, დღესაც ვერა ვხედავდე დაბრკოლე-
ბას, ისევ და ისევ შენი ოჯახისა, უკეთ რომა ვთქვათ, შენი ვაჟის
მიერ შექმნილსა.
მე ვგულისხმობ რატის კახეთ-ჰერეთს გაქცევას, ესე იგი, და-
ვით მეფის მტრებთან გაქცევას“.
აქ ლიპარიტმა ვეღარ შეიკავა თავი, შესდგა და წამოიყვირა
(მენადირეთუხუცესის სიახლოეც გადაავიწყდა):
„როგორც სჩანს, ჩემი ფიცი არა გჯერა, ავგუსტა!..“
„როგორ არა მჯერა, მაგრამ...“
„მაგრამ რაო?“
„ვიმეორებ: ასეა თუ ისეა, შენივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი
არსებითად წინ ეღობება იმ ანგელოზის ბედნიერებას. ეგ ხომ
უცილოდ აგრეა?
გულწრფელად მოგახსენო, ლიპარიტ ბატონო, განზრახული
მაქვს, ამ საქმეთა გამო უთუოდ გამოველაპარაკო ჩემს ძმის-
წულს, მაგრამ თავათ წარმოიდგინე, როგორ შემიძლია მე, ვი-
საც თავათ განმიცდია, როგორც მრავალ ჭირნახულ მეფის
ასულს და ორი სვეგამწარებული იმპერატორის ცოლყოფილს,
ვისაც თავათ მიგრძვნია, თუ როგორ განსაცდელს უმზადებს
ქვეყნის მმართველს თუნდაც ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი
პირად ცხოვრებაში დაშვებული, ვურჩიო ჩემს ძმისწულს წინ-
დაუხედავად მოქმედება ამ შემთხვევაში?
წარმოვიდგინოთ, რომ შენ არ იცი, თუ სად იმყოფება შენი
ვაჟი ამჟამად, მაგრამ დავით მეფეს ხომ სრული საბუთი აქვს,
ვინც მასთან არ არის, იგი თავის მტრების ბანაკში ეგულებოდეს,
არა?“
ლიპარიტს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ სიტყვა გაეხირა
ხორხის არეში. ერთი შესდგა გზის პირად, მაგრამ ისევ განაგ-
რძო დედოფლის გვერდით სვლა.

217 მკითხველთა ლიგა


გულხმიერმა ქალმა შენიშნა, ეს ყოველივე ციდან დაშვებულ
მეხივით დაეცა ლიპარიტს თავზე და ამიტომაც შეეცადა მა-
რიამი, ოდნავ შეერბილებინა თავის მიერ თქმულის ზემოქმედე-
ბა,
ამიტომაც სთქვა:
„მე ერთხელ დიდხანს ვუჩიჩინებდი ჩემს ძმისწულს შენსა და
შენი ვაჟის მიმართ სულგრძელობას, მოვუწოდებდი,
შემოირიგე-მეთქი, მაგრამ იცით, რა მიპასუხა?
სულგრძელობა ხან მშიშარობის საფარველიაო, ხანაც ქა-
რაფშუტობის უსუსური გამოვლინება და მე მგონია, ეგ ზედმი-
წევნით მართალია, ლიპარიტ ბატონო“.
მცირე ხანს მდუმარედ მიჰყვებოდა დედოფალი ბილიკს, მზე-
რა შეავლო მის გვერდით მიმავალ გაფითრებულ ლიპარიტს და
უთხრა:
„რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ არც შენ და არც კატაიმ არ
იცით, თუ სად იმყოფება ამჟამად რატი, მაგრამ ვინ დამარწმუ-
ნებს მე: თითქოს დავით მეფემ იმაზე მეტი არ იცოდეს ამ საქმის
გამო, რაც იმ ბედშავ მახარაის წამოსცდა!
ხომ შესაძლოა, დავით მეფემ გაცილებით მეტი უწყოდეს ამ
საქმის გამო, არა?“
შესაძლოაო,
მიუგო ლიპარიტმა.
„თუ ეგ აგრეა, მე რა პირით უნდა ვურჩიო ჩემს ძმისწულს,
მან როგორმე დასთმოს როგორც სიფხიზლე, ისე ზრუნვა საკუ-
თარი სამეფოისთვის?!“
გიორგი მეფე და გიორგი ჭყონდიდელი წინ შეეგებნენ ვენა-
ხიდან გამოსულ დედოფალსა და ერისთავს.
გიორგი მეფემ უსიტყვოდ შეიცნო, უგუნებოდ შექმნილიყო
ლიპარიტი, მიხვდა: ალბათ მარიამ დედოფალი ეტყოდაო რაიმე
საწყენს. შეეცადა მის გამხიარულებას და ამიტომაც თავაზიანად
უთხრა კლდეკარის ერისთავს:
„წამო, ლიპარიტ ჩემო, ისპაჰანური ავაზები და იემენის კვი-
ცები უნდა გიჩვენო ერთი...“

218 მკითხველთა ლიგა


შავი ბაზილიკა
დავითი და დედისიმედი შორიახლოდან უკან მიჰყვებოდნენ
მარიამ დედოფალსა და ლიპარიტ ერისთავს. დავითმა ლიპარი-
ტის ხმა რა გაიგონა, ნაბიჯს აუჩქარა და მიჰყვა ვენახის სიგრძე-
ზე მიშვებულ რუს ნაპირს, წყალი ლიკლიკით მიჰყვებოდა არხს.
საუბრით გაერთვნენ უკან მიმავალნი ისევ და ლიპარიტის
ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდა უკვე.
სულ რამდენიმე ფრაზის ნაწყვეტიდან მიხვდა დედისიმედი,
თუ რის გამო ჰქონდათ საუბარი წინამავალთა.
გუნება გაუფუჭდა ანაზდად ქალს, თავის ტკივილი წამოეძა-
ლა, მთვარეულსავით მილასლასებდა დავითის გვერდით. სა-
ფეთქლებში ოფლმა გამოსტეხა, ჰაერი ეცოტავა მწვანის ამ
ვრცელ საუფლოში.
მიდიოდა, ვენახის ლერწებით დაბარდნილ ბილიკს მიჰყვე-
ბოდა, მოშავო და მოყვითალო ბურთულები რიალებდნენ მის
თვალწინ.
ერთ-ორჯერ შეეშინდა არ წავიქცეო, ღონემიხდილი წაეპო-
ტინა მიჯნურის მკლავს. ახლა დავითი სცდილობდა როგორმე
ჩამორჩენილიყო დედოფალსა და ერისთავს, მაგრამ დედისიმე-
დი წინ მიიწევდა, გონებაგაფანტული ყურს მიუგდებდა მეფის
ნაუბარს.
მარიამ დედოფლისა და ლიპარიტის საუბარი არა ცხრებო-
და. ხან ცალკეული სიტყვები მოაღწევდნენ უკან მიმავალთა სმე-
ნამდის, ხან – მთელი წინადადებანი, ხანაც – ნაფლეთები მათი,
ხან ხმას დაადაბლებდნენ მოსაუბრენი, ხანაც მკაფიოდ მოისმო-
და მათი ნათქვამი.
ბოლოს იძალა დავითმა, მკლავში ხელი წაავლო ქალწულს,
რუს გადაღმა გადაიყვანა, ბილიკს დასცილდნენ და ირიბად გა-
დასჭრეს ვენახი, ვენახიდან რა გამოვიდნენ, ტრიამელი ველი
გადაიშალა მათ თვალწინ. უზარმაზარი მუხები და ნეკერჩხლები
გაფანტულიყვნენ მასზე.
მხარმარცხნით საბაზიერო სახლი იდგა, ხოლო მის გვერ-
დით ნადირთა საჩიხე, მხარმარჯვნივ მომცრო ბაზილიკა იყო
ერთი, შავი ბაზალტის ბაზილიკა, რომლის დარი აროდეს ენახა
დედისიმედს.
219 მკითხველთა ლიგა
ამ სამლოცველოს გასწვრივ ისრის მისაწვდენზე სხვა ბაზი-
ლიკა იყო, მაგრამ არა შავი, არამედ მტუტისფერი. იმავე ფერისა
და იმავე მოცულობის, თანაბრად ურთიერთისაგან დაშორე-
ბულნი მთელი მწკრივი ტანმორჩილი ბაზილიკებისა აღმოსავ-
ლეთის თვალსაწიერამდის გასდევდნენ ველს.
თვალსაწიერის კიდეზე, იქ, სადაც ფირუზისფერი ცა მიწას
ეხებოდა, მოსჩანდა ცადაზვინული ციხე, რომლის ქონგურები
ცადაქნილს შებჯენოდა, როგორც უზარმაზარი ეშვები.
აურაცხელი ხალხი ირეოდა ამ ბაზილიკების გარშემო, დასა-
დავებული ცხენები ნერგებზე მიებათ, კონკილებზე შემდგარი,
ჩარდახიანი ურმები მუხებს ქვეშ მიეტოვებინათ.
ცხენების ჭიხვინი, საკლავის ბღავილი, ფალნიანი სახედრე-
ბის ყროყინი ისმოდა შორიდან.
მლოცველების ბრბონი მოსდებოდნენ თვალუწვდენ ველს.
შავი ბაზილიკიდან დაწყებული ვიდრე ციხემდის.
„რა ეკლესიაა, მეფევ ბატონო, ეგ?!“
შეეკითხა დედისიმედი დავითს, შავ ბაზილიკას მიაშვირა ხე-
ლი.
„ამ სამლოცველოს შავ ღვთისმშობელს უწოდებს ხალხი“.
„რად აუგიათ ასეთი პაწია ეკლესიები?“
„გულწრფელად გითხრა, კარგად არ ვიცი, მაგრამ გიორგი
ჭყონდიდელისაგან მაქვს განაგონი ჩემს ბავშვობაში, ამგვარ სა-
ლოცავებს აგებდაო ჩვენი ხალხი მირიან მეფის დროიდან უკვე.
აგრე მიამბობდა მამაი გიორგი: იმ ხანებში დიდი ტაძრების
ასაშენებლად არც საშუალებანი გააჩნდა ერს, არცთუ ეძალე-
ბოდნენ დიდი ეკლესიების აგებას, რადგან მტერს თვალს მოს-
ჭრიდა დიდშენთა ბრწყინვალება, დალეწავდნენ და გააოხრებ-
დნენ მათ“.
„თუ კიდევ სადმეა ასეთი სამლოცველონი?“
„როგორ არა, ამგვარი ბაზილიკებით მოფენილია როგორც
ტაო-კლარჯეთი, ისე შავშეთი, ზემო, შიდა და ქვემო ქართლი.
არგვეთისა და მარგვეთის საერისთავოშიც მინახავს მრავალი“.
დედისიმედი შეევედრა მეფეს, მცირე ხანს შევიაროთ ეკლე-
სიაში, შავ ღვთისმშობელს თაყვანი ვცეთო.

220 მკითხველთა ლიგა


მეფემ კარგად იცოდა, იქ მისული შორიდანვე რომ დაელან-
და მლოცველებს, ზღვა ხალხი შემოერტყმოდა გარს და ვინ და-
აცლიდა ეკლესიაში შესვლას, ან ლოცვას.
ზარადი არა ჰქონდა მის მუზარადს ამჯერად და ბოლოს უამა-
ლოდ, იგიც ახალგაზრდა მანდილოსნის გვერდით, მისი მანდ
გამოჩენა უხერხული იქნებოდა ფრიად.
ეს ყოველივე არ გაუმხილა ქალს და სულ სხვა რამ მოიმიზე-
ზა:
„შეღამებამდის მოვიცადოთ, ამასობაში მლოცველები დაიშ-
ლებიან ალბათ, მერმე მე და შენ მარტონი ვეწვიოთ შავ ღვთის-
მშობელს. გარდა ამისა, უხერხულია გამოვეთიშოთ სტუმრებს“.
დაწინაურდა წითელ-ყვითელ სკარამანგში მორთული ბაზი-
ერთუხუცესი, რომელსაც წოწოლა, ყვითელი მუყაოს ჩაჩი ეხურა
თავზე, მხრებზე ეჟვნები ჰქონდა დაკერებული, ფეხზე ჟღრიალა
დეზები, ეჟვნებით დამშვენებული შიბის ფესვედები ეკიდა ხმლის
ვადაზე.
ასე რომ, ბაზიერთუხუცესის ყოველი მოძრაობა ერთობლივ
ჟღრიალს იწვევდა.
„ჟღარუნა, შესძახა მახარაიმ ბაზიერთუხუცესს, აბა, გვიჩვენე
საჭურჭლენი შენნი“.
ჟღარუნა დაიჯღანა, ენა გამოუყო მახარაის, ერთი შეარხია
ზემო წელი ისე, როგორც წყალში გაწუმპული ფრინველი
შეაძაგძაგებდა ხოლმე წვიმის ნამცვრევების შემოსაბერტყად,
დეზების რაჩხუნით და ეჟვნების ჟღრიალით შეუძღვა საბაზიერო
სასახლეში სტუმრებს.
მენადირეთუხუცესი და მახარაი უკან მისდევდნენ მას, ხო-
ლო ამ უკანასკნელთ გიორგი მეფე და ლიპარიტ ერისთავი, და-
ვით მეფე და ნიანია ბაკურიანი, ჯონდი ერისთავი, შერგილ ლი-
პარტიანი, ჩირდილელი გიორგი და რაინდები უკან მიჰყვნენ
მათ.
მანდილოსნებმა: მარიამ დედოფალმა, კატაიმ, კურაპალა-
ტისსა მელიტამ ცხვირსახოცები მოიშველიეს, რადგან მათ სახე-
ში ეცათ ფრინველთა სკორეს სუნი.
გაფუყულნი, ნაკრტენაბურძგვნილნი ყვინთავდნენ ხარიხებ-
ზე ფოლადისფერი, ჟრუნი, კლდისფერი, ჯაჭვისფერი, ქვიშისფე-
რი, შავი და თეთრი მიმინოები, ქორები და შავარდნები.
221 მკითხველთა ლიგა
ისმოდა ეჟვნების ჟღრიალი, ხანაც ის საოცარი ხმა, რომლის
შესატყვისი არც ერთ ენაზე არ მოიპოვება, ხმა, რომელსაც
ფრინველთა დამცხიკვება უნდა ვუწოდოთ აქ პირობითად.
ამ მტაცებელთა შორის, კაცთა სიახლოვის შემცნობნი, იღ-
ლიიდან ზანტად გამოიღებდნენ ხოლმე თავს, შეფრთხიალდე-
ბოდნენ, მაღლა ასწევდნენ თავ-კისერს და მერმე მოჰყვებოდნენ
ხორბლისფერ თვალების ბრიალს, ხოლო შორეულ ხარიხებზე
მსხდარნი ამთქნარებდნენ ზანტად, ამცხიკვებდნენ.
აქ იყვნენ სხვადასხვა ჯილაგისა და ანაგობის ქორ-მიმინონი,
ახლად შეპყრობილნი, დაუგეშავნი და ახლად დაგეშილნი,
ძველთაძველი კაპუეტებიცა, რომელთაც არაერთგზის უცვლიათ
ბურტყლი.
დაწინაურდა მახარაი და პათეთიურად მიმართა ბაზიერთუ-
ხუცესს:
„ჟღარუნა, აბა, გააცანი ჩვენს საპატიო სტუმრებს ლურჯი მი-
მინო, „არ მოეშვა“.
აჟღარუნდა ჟღარუნა, გვერდით ჩაუარა რამდენსამე ხარიხას
და შესდგა მაღალ ფეხებზე შემდგარ, ვაჟკაცურად კისერმოღე-
რილ, ყვითელნისკარტიან და ჩალისფერფეხებიან მიმინოს გას-
წვრივ.
თვალების ირგვლივ მას ყავისფერი წრეები აჩნდა, კისერსა
და ზურგს, ფრთათა ზემო მხარეს წაბლისფერი გადაჰკრავდა,
მოშავო ტალებით დაწინწკლულს, მკერდისა და ჩინჩაყვის
არეები ვერცხლით სხურებულს მიუგავდა, ხოლო ფრთების ქვეშ
მთლიანად ჩალისფერი ნაკრტენი ამშვენებდა მას.
როცა ჟღარუნა მიუახლოვდა მიმინოს და დაუწრუწუნა, მტა-
ცებელმა იცნო მისი მოამაგე და ზედ მიშვერილ ტყავისთათმანი-
ან მარცხენას დანდობილად დააფრინდა.
„აჰა, ჩვენი საბაზიეროს სიამაყე ლურჯი მიმინო!“
სთქვა ჟღარუნამ და ოდნავ ჩრდილიან არედან სამზეოზე გა-
მოიყვანა იგი. სტუმართა შორის თანადამსწრეთ აგრე ეგონათ,
მართლაც ლურჯ მიმინოს აჩვენებდნენ მათ.
ახლა მახარაი მიეახლა ჟღარუნას, ცერი გაუშვირა მიმინოს,
მანაც დაუწრუწუნა და, როცა მორჩილი და თავმოდრეკილი მტა-
ცებელი შეაჯდა მარცხენაზე, სულ ახლოს მიჰგვარა მიმინო.

222 მკითხველთა ლიგა


ლიპარიტ ერისთავი პირველი მიუახლოვდა ამ მიმინოს, და-
ინტერესდა: მართლაც თუ ლურჯიაო ეგ მიმინო?
შენიშნა: დიდრონი სმარაგდები ჰქონდა მას ეჟვნებს შორის
ფეხებზე შებმული, მაგრამ, მახარაიზე გაბოროტებულმა, არ ინ-
დომა რაიმე ეკითხა მისთვის.
მახარაიმ უკითხავადაც განუმარტა სტუმრებს:
„ეგ მიმინო ლურჯი გეგონათ ალბათ, მის ფეხებზე შებმულ
სმარაგდების გამო შევარქვით მას ლურჯი მიმინო“.
კურაპალატისსა მელიტა გამოეყო მანდილოსნებს, ხელი გა-
იშვირა მტაცებლის ფეხებზე შებმულ სმარაგდებისკენ, რათა
დარწმუნებულიყო, ნამდვილი პატიოსანი თვლები თუ იყვნენ
ისინი, თავი დადრიკა მიმინომ და დააპირა ცნობისმოყვარე
დიაცის ხელის დაკორტვნა, მახარაიმ უკან დასწია იგი, ხოლო
კურაპალატისსა მელიტა ისე შეკრთა, ნიანია ბაკურიანს მიახა-
ლა თავისი განიერი და სავსე თეძოები.
მარიამ დედოფალი საერთოდ გულგრილად ექცეოდა საბა-
ზიერო საქმეებს, რადგან ორივე მისი ქმარყოფილნი უნიჭო
ლექსების ჯღაბნითა და ლოცვით იყვნენ მუდამ გართულნი:
მას პატიოსანი თვლები უყვარდა განუზომლად და გარდა
ამისა, არც გაეგონა ოდესმე მიმინოსთვის პატიოსანი თვლები
შეება ვინმეს.
ამიტომაც იკითხა:
„მართლაც ნამდვილი სმარაგდებია, მახო?“
„ნამდვილი სმარაგდები, შენმა მზემან, მაიკო“.
განცვიფრდა მარიამ დედოფალი, მიაშტერდა მიმინოს, მიმი-
ნოს კი არა, მის ფეხებზე შებმულ სმარაგდებს.
მახარაიმ კვლავ გაიმეორა:
„ნამდვილი სმარაგდებია, არაბული, თუ არა ვცდები“.
ლიპარიტ ერისთავი გაოგნებული მისჩერებოდა მიმინოს, მი-
მინოს და არა სმარაგდებს, ბოლოს არც აცივა და არც აცხელა,
შეეკითხა მახარაის:
სადაურიაო ეგ მიმინო?
„თუხარისის ციხისთავმა გამომიგზავნა ძღვნად, შავშეთი-
დან. ამ სამი წლის წინად მონადირეებს შეუპყრიათ იგი, რო-
გორც მაცნობეს, ხმა დარხეულა ხალხში: ქილირჯ-არსლანს გაქ-

223 მკითხველთა ლიგა


ცევიაო ნიკეადან ეს მიმინო, სხვა არაფერი ვიცი მისი სადაურო-
ბის გამო“.
ლიპარიტ ერისთავი კვლავ მიაშტერდა მიმინოს და თავი გა-
აქნია რატომღაც. კურაპალატისსა მელიტამ ცნობისწადილი ვერ
შეიკავა და ბერძნულად შეეკითხა მახარაის:
„ჰო, მაგრამ ეს პატიოსანი თვლები რად შეაბეს ფეხებზე მი-
მინოს?“
„არაბთა ხალიფები, სელჯუკიანთა სულტანები და ამირები
რუბინის, ზურმუხტის, გიშრისა, ქარვისა და სმარაგდის სამ-
კაულებს უკეთებდნენ მიმინოებს ფეხებზე.
ეგ ცნობილია, მალიქ-შაჰ სულტანს ერთი მიმინო გაექცა ნა-
დირობის დროს ბაღდადის მახლობლად, სამი ათასი დირჰემის
საფასური პატიოსანი თვლები ჰქონდა თურმე ამ მიმინოს ფეხებ-
ზე შებმული.
ნიზამ ალ-მულკის ვაჟს, მუეიდ ალ-მულკს სამი ქორი მოჰპა-
რეს თურმე ასსასინებმა, ამ ქორებს ბარე ხუთი ათას დირჰემად
ნაყიდი პატიოსანი თვლები თან გაჰყოლია“.
ლიპარიტმა კარგად არ იცოდა ბერძნული, მაგრამ სახელე-
ბისა და დირჰემების ხსენებაზე დაახლოებით მიუხვდა ნათქვამს.
ახლა კვლავ მიმინოს ათვალიერებდა ლიპარიტ ერისთავი
და მის გულში აღსდგა ბრაზნარევი ძრწოლა.
ამ ხუთიოდე წლის წინად აჩუქა მას თბილისის ამირამ ზუს-
ტად ამ ფერი, ამ ანაგობის მიმინო.
ის მიმინო გაუფრინდა ლიპარიტს ყარყატზე ნადირობის
დროს შაორის ხეობაში.
„სად ნიკეა და სად თუხარისი, სად ქილირჯ-არსლანი და სად
თუხარისის ციხისთავი!
ნიკეადან გაქცეული მიმინო თუხარისამდის როგორ მოაღ-
წევდა, ვინ იცის, ეგებ ჯონდი ერისთავმა და მისმა თაკვერელებ-
მა ჩაიგდეს ეგ მიმინო თრიალეთში ყოფნის დროს ხელში და მა-
ხარაის უსახსოვრეს ნაჭარმაგევში.
არა, ქილირჯ-არსლანის ამბავი მახარაის მიერ მოჭორილია
უთუოდ“.
გაოგნებული შესცქეროდა ლიპარიტ ერისთავი ამ მიმინოს
და ფიქრობს:

224 მკითხველთა ლიგა


„სმარაგდებიო? ვინ იცის, ეს სმარაგდები თავათ შეაბა ეგებ
მახარაიმ მიმინოს, რათა გზა-კვალი აუბნიოს მის პატრონს?“
დავით მეფემ ციხენი წაართვა ლიპარიტს, ხოლო ქოსა სატა-
ნამ მისი მიმინო მიითვისა.
ეს ყოველივე ემთხვეოდა ლიპარიტის თვალში წარსულის
ერთ მოგონებას, მისთვის ფრიად და ფრიად სამწუხაროს.
როცა სულა კალმახელმა და მესხებმა შეიპყრეს ლიპარიტ
დიდი და ძე მისი, ივანე, მიჰგვარეს ახალქალაქში ბაგრატ მეფე-
სა, ლიპარიტ საბერძნეთს გადაასახლა მეფემ და მანგლისის სა-
სახლიდან მოუტანეს მას ლიპარიტისეული ხმალი, თორ-აბჯარი
და მიმინო.
ბრაზი წაეკიდა ლიპარიტ ერისთავს გულზე. ბაგრატოვანები-
სადმი მტრობა კვლავ ალაპლაპდა მის გულში.
მანდილოსნები მორიგეობით მიდიოდნენ ლურჯ მიმინოს-
თან, მახარაის ახლოს მიჰყავდა მათთან იგი, ქალები მომეტებუ-
ლის ყურადღებით ათვალიერებდნენ არა მიმინოს, არამედ მის
ფეხებზე შებმულ პატიოსან თვლებს.
ხოლო ლიპარიტ ერისთავი თვალს არ აშორებდა მიმინოს
და მისი გული უფრო და უფრო ივსებოდა ბრაზით.
იგი მზად იყო, ხმლით აეკუწა ეს ქოსა სატანა, სწორედ ამ
წუთში გიორგი მეფემ მას მკლავში წაავლო ხელი და უთხრა
ტკბილად:
„ახლა ნადირთა საჩიხე ვნახოთ, ჩემი ავაზები უნდა გიჩვენო,
ლიპარიტ“.
ლიპარიტ ორბელიანი ფიქრებისაგან გამოერკვა და თავ-
მოდრეკილად თან მიჰყვა საჩიხესკენ მიმავალ მეფეს.

***
ნიანია ბაკურიანი ნაჭარმაგევს ჩამოსვლის წუთიდან ხელ-
მარჯვე დროს ეძებდა, მარიამ დედოფალს გასაუბრებოდა რო-
გორმე, მაგრამ ვერც პურობამდის, ვერც მას შემდეგ ეს ვეღარ
შესძლო.
ხან დედოფალი ელენე და გიორგი მეფე, ხან გიორგი ჭყონ-
დიდელი და ლიპარიტ ერისთავი ესაუბრებოდნენ მას. ნასადი-
ლევს შამან ერისთავი ფეხზე წამოდგა ნაავადმყოფარი, ახლა
მასთან საუბარს შეუდგა იგი.
225 მკითხველთა ლიგა
ნიანია კმაყოფილი იყო, გვანცას რომ შეატოვა ხელში კურა-
პალატისსა მელიტა.
ახლა ჯონდი ერისთავს არა სცილდებოდა ნიანია, ცდილობ-
და, როგორმე ახლოს მისულიყო დედოფალთან, აგრე ფიქრობ-
და: დამინახავს თუ არა, მიხმობსო.
ბოლოს, როცა დედოფალი მარიამი ნადირთა საჩიხესკენ
გაჰყვა გიორგი მეფესა და ლიპარიტ ერისთავს, ნიანიამ აიყო-
ლია ჯონდი და სულ ახლოს მივიდა მარიამთან, რომელიც ისპა-
ჰანურ ავაზებს ათვალიერებდა რკინის გალიაში გამომწყვდე-
ულთ.
ძუს მიწაზე დაედო თავი, გალურსული სთვლემდა, ხოლო
ხვადი ფეხზე მდგარი ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდა სტუმ-
რებს.
მახარაიმ გალიის კარი შეაღო და უშიშრად შევიდა შიგ, თა-
ნაც შიგნიდან გადარაზა იგი.
მანდილოსნები შეძრწუნდნენ, მარიამ დედოფალმა წამოიძა-
ხა:
რას ჩადიხარო, მახო?
ლიპარიტ ერისთავი და იოანე დუკისძე რკინის გალიას
მიეახლენ, გამალებული თვალს ადევნებდნენ ამ სანახაობას.
გიორგი მეფე მიუახლოვდა მარიამს, მკლავში ხელი წაავლო
და ეუბნება:
„ნუ გეშინია, მაიკო, მახარაის შემოჩვეული ჰყავს ისინი“.
მართლაცდა, ავაზები თავაზიანად შეეგებნენ მას.
მახარაი ჯიქურ მივიდა ხვადთან, ორივე ხელებით ყვრიმა-
ლები დაუსრისა ნადირს, მერმე ძუ წამოაყენა, ხელი გადაუსვა
ქედზე, დაუყვავა, მასაც დაუწყო ყვრიმალებში ღიტინი.
ავაზა თვალებს ნაბავდა სიამისაგან და ისე ამოდ ხრუტუნებ-
და, როგორც ეს შინაურ კატებს ჩვევიათ ხოლმე.
როგორც კი გალიიდან გამოვიდა მახარაი, მარიამმა გულ-
დამშვიდებით ამოიოხრა, ლიპარიტ ერისთავი იოანე დუკისძეს-
თან დასტოვა და თავათ ჯონდისა და ნიანიას შორის ჩადგა.
დედოფალმა ალერსიანად მიმართა ჯონდის:
„შენი მგზავრობის ამბები დაწვრილებით მომითხრო გიორგი
ჭყონდიდელმა გეგუთში, ჯონდი. ალექსი კომნენსაც მოახსენეს

226 მკითხველთა ლიგა


ტატიკუსმა და მისმა ასისთავებმა შენი თავგანწირვისა და ვაჟკა-
ცობის შესახებ.
ბარაქალა შენს კაცობას, შამან ერისთავის ვაჟისაგან არც მე
მოველოდი სხვა რაიმეს, გეთაყვანე“.
ჯონდის მამლის ბიბილოსავით გაუწითლდა განზე გამდგარი
ყურები, ეხამუშა შექება, წაიდუდუნა მხოლოდ:
„მე რა, დედოფალო, მე ჩემიანებს ვიცავდი მხოლოდ, გმირე-
ბი სხვანი იყვნენ იმ ომებში, ავგუსტა“.
ნიანია ბაკურიანს გული ეტკინა არა იმის გამო, რომ მარიამ-
მა აქო ჯონდი, არამედ იმიტომ, ორთა შორის პირველად მას
რომ არ გაესაუბრა მარიამი.
საერთოდ, ნაჭარმაგევში მასთან შეხვედრით მაინცდამაინც
კმაყოფილი არ იყო ნიანია. დედოფალმა საკმაოდ გულგრილად
მიანება ვაჟს საამბოროდ გაწვდილი ხელი, არც კი მოუკითხავს,
ისე მიაჩეჩა იგივე ხელი წვერცანცარა იოანე დუკისძეს.
ამჯერად მარიამ დედოფალი გამოცვლილი ეჩვენა ნიანიას.
ფერმკრთალობა გადაჰკრავდა ოდნავ უფრო გამხდარ სახეზე,
ჩვეულებრივ სიკისკასის ნაცვლად, გასხეპილ თავაზიანობას ამ-
ჟღავნებდა იგი როგორც მხცოვან, ისე ახალგაზრდა ერისთავთა
და დიდებულთა მიმართ.
მაყვლისფერი კაშემირის ფონზე შეფარვული მწუხარების
ჩრდილი რიალებდა მის სახეზე.
როცა მახარაიმ მელიების, მგლების, ტყის კატების საჩიხეს-
თან გაატარა სტუმრები, დედოფალი შესძრა გალიებიდან გამო-
სულმა უსიამო სუნმა, ცხვირსახოცი აიფარა ტუჩ-პირზე, ასე მიჰ-
ყვებოდა რაინდებს მცირე ხანს და მერმე შეეკითხა ჯონდის:
თუ ავადმყოფობდაო რუსუდანი გზაში?
არაო.
მიიღო პასუხი.
„ხომ არ კრთოდა განსაცდელთა პირისპირ ბედშავი?“
„პირიქით, ავგუსტა. სავსებით გაუგონარი სულიერი სიმტკი-
ცე გამოიჩინა დედოფალყოფილმა, ეს იყო ოღონდ, მეშინოდა,
სიმშილს არ ემსხვერპლნა იგი.
ხორცეულს ხომ არ სჭამდა მონაზონი რიფსიმე, ხოლო სა-
მარხვოს იშვიათად თუ მოვახელებდით ხოლმე, მცირეოდენ ზე-
თისხილს, მწვანილს, ან ცერცვს; სადილობის ჟამს, როგორც კი
227 მკითხველთა ლიგა
შენიშნავდა, მოხუცებსა და მონაზვნებს არ ეყოფათო საკვები,
მყისვე აღიკვეთავდა ჭამას.
გამუდმებული ლოცვითა და წყლით იკმაყოფილებდა თავს.
თავისი იშვიათი თავმოდრეკილობითა და განსაცვიფრებე-
ლი თმენის უნარით იგი მაგალითს აძლევდა დიდსა და მცირეს.
თვით თურქების თავდასხმებისა, შავი ჟამისა და ერთობლი-
ვი სიკვდილიანობის შემთხვევაში, როცა მრავალი ათასში ადა-
მიანი კალიასავით იჟლიტებოდა ჩვენს თვალწინ, დედოფალყო-
ფილი გულდამშვიდებით ეგებებოდა განსაცდელს.
უკვე იერუსალემში ჩასულს მიამბობდნენ მისი მხლებელნი
მონაზონნი: მხოლოდ ერთი რამ აწუხებდაო რუსუდანს, თავისი
პირმშოს – უფლისწულის, დემეტრეს, დარდი.
ეგ არისო ერთადერთი და უკურნებელი იარა ჩემს გულში ამ
ცხოვრებიდან წამოყოლილი“.
როცა ამას ყოველივეს მოახსენებდა ჯონდი ერისთავი მარი-
ამს, იგი განზე მიიქცევდა ხოლმე პირს, ცრემლები მოწანწკა-
რებდნენ მის ღაწვებზე და ისე ღელავდა, ცხვირსახოცის ამოღე-
ბაც ავიწყდებოდა.
„იერუსალემში ჩასვლის უმალვე დიდძალი ოქრო და პა-
ტიოსანი თვლები შესწირა რუსუდანმა ქართულ მონასტრებს,
რამდენსამე ეკლესიაში პარაკლისები გადაახდევინა უფლისწუ-
ლის, დემეტრეს, მზეგრძელობისათვის“.
დასძინა ჯონდიმ.
დავით მეფე მარიამ დედოფალს მიეახლა, შეეკითხა: დედი-
სიმედი შენთან ხომ არ იყოო წეღან?
ჯონდიმ მყისვე შესწყვიტა რუსუდანის გამო საუბარი.
დავით მეფემ მკლავში ხელი წაავლო მამიდას, ირმების სა-
ჩიხესკენ მიმავალ ბილიკს დაადგნენ ორივენი.
დაწრიალებდა უზარმაზარ გალიაში ხვადი ლომი, მოუსვენ-
რად იბრაგუნებდა ფერდებზე კუდს.
„ეს ირმები ოვსთა მთავარმა მოგვიძღვნა შარშან, შვიდი ხა-
რია, სამიც ფური, ის ერთი წყვილი ანაკოფიის ციხისთავის
მიერაა წარმოგზავნილი. ერთიც, ქვემწოლარე – ნუკრია“.
სთქვა მეფემ.
მახარაიმ მეორე მკლავში ხელი წაავლო დედოფალს და უთ-
ხრა:
228 მკითხველთა ლიგა
„ის ნუკრი ავადმყოფობს თურმე“.
მახარაიმ საჩიხეში შეიპატიჟა სტუმრები. მარიამმა გულგრი-
ლად შეიხედა შიგ, შესვლა არ მოისურვა და განაგრძო გზა.
მცირე ხანს უხმოდ უკან მიჰყვებოდნენ დედოფალს ნიანია
და ჯონდი.
როცა ირმების საჩიხეს გასცდნენ და გარეული თხებისას
მიეახლნენ, დედოფალი ნიანიას მიუბრუნდა და თითით უჩვენა
საჩიხეში ლანდივით მორიალე ნადირზე.
„ეს ჯიხვია თუ არჩვი, შენ რას იტყვი, ნიანია, აა?“
„არც ერთი და არც მეორე, ავგუსტა“, ნიანია ძირს დაიხარა,
დაკვირვებულად შეათვალიერა ნადირი და განაგრძო:
„ეს გახლავთ „აჰუ“, სპარსნი აგრე უწოდებდენ მას.
ჩვენში ასეთი რამ მე არ შემხვედრია არც დვალეთში, არც კა-
ხეთსა და არც აფხაზეთში“.
„აჰუ!“
გაიმეორა დედოფალმა და დააკვირდა ამ უცნაურ ცხოველს.
რამდენიმე ნაბიჯი გადასდგეს და ექვსიოდე ცალი კიდევ დალან-
დეს ამგვარი აჰუ.
დედოფალმა სთქვა:
„როგორი სილამაზით შეუმკვია ეს ნადირნი არსთა განმგე-
ბელს! მათ თავათ არ უწყიან, თუ როგორი საყვარელნი და მშვე-
ნიერნი არიან.
დამაცათ, მოვიგონო... მე მინახავს ხრიზოტრიკლინის სასახ-
ლეში სასანიდების მიერ ბიზანტიელ იმპერატორებისადმი მიძ-
ღვნილი სურათები ამ ნადირთა, რომელთაც შენ აჰუ შეარქვი,
ნიანია, წეღან.
მაგრამ განა ადამიანს ძალუძს, გეთაყვანე, უფლის მიერ შე-
ნაქმნის სილამაზის გადმოცემა კალმითა და ფერადით!
უნდა გითხრათ, ჩემო კარგებო, მე არ მიყვარს ამ ტყვექმნილ
ნადირთა და ფრინველთა წამებით გართობა. ბუკოლეონის სა-
სახლეში უამრავი ლომები, ვეფხვები, ავაზები და ირმები დამახ-
ვედრა იმპერატორმა ბოტანაიტესმა.
ესენი ოდესღაც გამოეგზავნათ არაბთა ხალიფებს, სელჯუკი-
ანთა სულტნებსა და ამირებს კონსტანტინოპოლში, ხან ძღვნად,
ხანაც ძღვენთა სამაგიეროდ.

229 მკითხველთა ლიგა


ამ უბედურ ნადირთა დვრინვისა და ბღავილისაგან ძილი
მქონდა გამკრთალი. შევევედრე ჩემს ქმარს, ბოტანაიტესს,
ამაცდინე-მეთქი ეს სიმძიმილი.
მერმე ის იყო, კეისარყოფილმა უბრძანა ნადირობის ლოგო-
თეტს: ირმები დაჰკლეს, ხოლო ლომები, ვეფხვები და ავაზები
გალლერებში ჩასვეს და უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს.
ბოტანაიტესს არც ნადირობა უყვარდა და არც ნადირის ხორ-
ცი. იგი ერისკაცობისას შინაურ ცხოველთა ხორცის მოტ-
რფიალე იყო, განაგონი გექნებათ ალბათ, ტახტის დაკარგვისა
და შემონაზვნების დროს მის მიერ ნახუმრევი:
იმპერატორის გვირგვინს როდი მივსტირი, ეგღა მაწუხებს,
ძროხის ხორცის ჭამა რომ აღმეკვეთაო.
მუდამ ამას ამბობდა, რა სჯობიაო ბატკნებისა და ციკნების
მწვადებს! ხშირად იგონებდა ჰომეროსის ცნობილ ლექსს, რო-
მელშიაც ქურუმი ხრიზე აყვედრის აპოლონს, ვერცხლის მშვილ-
დოსანს.
...სმიტეუს, მე ხომ გიგებდი დიდშენთა ტაძართ.
ხომ გიბრაწავდი თხის მწვადებს,
შენდამი მირთმეულს მსხვერპლად“.

ილიადას ეს სტროფი ბერძნულად სთქვა მარიამმა და განაგ-


რძო კვლავ:
„გიორგი მეფისაგან ისწავლა მან ქართულად შეწვა სუკები-
სა, ბეჭის მოხარშვა და ჯიგრის შეკაზმვა ნივრითა და რეჰანით.
მე ვიცი, თქვენ ორივენი ნადირობის მოტრფიალენი ხართ და
ამიტომაც გეუცხოებათ, რასაც ახლა გეტყვით, ჭაბუკნო.
ადამიანურ ვნებათა ყოველგვარი გამოვლინება გასაგებია
ჩემთვის, მაგრამ ერთი რამ არ მესმის: ეგაა ნადირობა.
როცა თქვენ მხეცებს ხოცავთ, ეს ბუნებრივია, მაგრამ რას
ერჩით ამ ტანხატულა ხოხბებსა და კაკბებს, დურაჯებსა და ქედ-
ნებს, ირმებს, ჯეირნებს, არჩვებსა და თუნდაც ამ მშვენიერ
აჰუს...“
მარიამ დედოფალი საჩიხეს კართან მომდგარ აჰუს დააკ-
ვირდა კვლავ.

230 მკითხველთა ლიგა


„როგორი კოხტა გიშრის ჩლიქები აქვს ამ ლამაზს, როგორი
პრიალა ბეწვი, მის მშვენიერ თვალებში მე ერთ რამეს ვკითხუ-
ლობ: ეგ არის გაოცება.
გაოცებულიაო თითქოს ეს უმწიკვლო და უზადო პირუტყვი,
კაცთა გულმხეცობისაგან შეძრული.
რას მერჩითო მე უმწეოსა და საწყალობელს, უბოროტოსა
და უვნებელ პირუტყვს?!
რას გიშავებთ, ან რას გიჭამთ მე უბედური, თქვენ რა ჯაფა
დაგდგომიათ იმ ნეკერის დარგვაში, რომელიც ტყეში ამოსულა
ანაზდად?!“
აჰუს საჩიხეს უკვე გაცდენილნი იყვნენ, როცა გვანცა მიუახ-
ლოვდა სამთავეს, მანაც დედისიმედი იკითხა, მერმე ჯონდის
მკლავში წაავლო ხელი:
წამო, დედისიმედი მოვძებნოთო.
ამაოდ ემუდარა ნიანია მარიამ დედოფალს: მახარაისთვის
ფხოვური დათვები ჩამოუყვანიათ და ვნახოთო, მარიამი უარზე
დადგა და ისევ საბაზიერო სახლისაკენ გააბრუნა იგი.
უკვე ღამე ეშვებოდა მახლობელ ველებზე.
ფარშავანგების ძახილი ისმოდა ბაღიდან.
„მე მგონია, – სთქვა მარიამმა, – ფრინველთა და ცხოველთა
შორის, ერთადერთს – ფარშავანგს უნდა ჰქონდეს შეცნობილი
საკუთარ ნაკრტენთა მშვენება“.
ნიანიამ გაიცინა:
„მე აგრე მეოცნებება, ავგუსტა: ასევე ემართება ხოლმე კაც-
საც, როცა იგი თავის სილამაზით, სიბრძნით, გინდა გმირობით
ქადილს დაიწყებს, იგინიც ისევე უსიამოდ მოსასმენია, როგორც
ფარშავანგი“.
დედოფალმა ღიმილით მიუგო:
„შენ ამჯერად ცამდის მართალი ხარ, ნიანია, მაგრამ ეს უნდა
გითხრა გულწრფელად:
თქვენ, მამაკაცები, ერთ რამეში ჰგავხართ ფარშავანგს“.
???
„მაინც რითი, ავგუსტა?“
„თქვენ როგორც კი შენიშნავთ, რომ ვინმეს გული შესტკივა
თქვენთვის, ამას თქვენ საკუთარ ტალანტებს მიაწერთ ხოლმე
და ფარშავანგივით გაიფუყებით“.
231 მკითხველთა ლიგა
„რად ინებებთ იგავების ენაზე ჩემთან საუბარს, ავგუსტა?“
„არა, მე შემიძლია შეუფარველადაც გითხრა, რასაც
ვგრძნობ“.
„მე უიგავოდაც ვგრძნობ, გულნატკენი რომა ხართ ჩემს მი-
მართ“.
„შენ როგორღა იგრძენი ეს? მე მაკვირვებს ეგა“.
„რათაო ვითომ? ნუთუ აგრე უგულოდ წარმოგიდგენივარ, ავ-
გუსტა?“
„თქვენ, მამაკაცები, ასეთნი ხართ საერთოდ. თქვენ მარტო
სხეულზე როდი გაცვიათ აბჯარი, ვგონებ, გულზედაც.
მე არ ვამტყუნებ თქვენს ჯილაგს, მამაკაცი იძულებულია
გულცივი იყოს და გრძნობიერებისათვის შეუვალიც ხანდახან.
საკმარისია, თქვენ ზღვა გადალახოთ, ან მთა გადაიაროთ,
რაც ზღვის გადაღმა, ან მთის გადაღმა დაგრჩებათ, ეგ იქნება
მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება, სხვა არაფერი“.
„არამცთუ ყველა კაცი, არამედ ყველა ხე როდია თანაბარი,
ავგუსტა, მაგალითისათვის შეგახსენებთ, ნეკერჩხალსა და ძელ-
ქვას უფრო მეტი მხურვალება აქვს წვისას, ვიდრე იფანს ან
თხმელას“.
„მე მგონია, კმარა ირიბი ლაპარაკი“.
„არც მე მიყვარს, ავგუსტა, ეგა. კაცი შუბივით პირდაპირი უნ-
და იყოს და არა ღრიანკალივით დაღვარჭნილი, არა?
შენ გულნატკენი ბრძანდები, ავგუსტა, მაგრამ მე არ დამიმ-
სახურებია, ვგონებ“.
„გულნატკენიო?“
აქ შეყოყმანდა დედოფალი და დასძინა:
„გულნატკენი არა და გულნაწყენი რომა ვარ, ამას ვერ დავ-
ფარავ, ნიანია ჩემო.
მე არა მჯერა, შენ არ შეგძლებოდა ორიოდე თვეს კონსტან-
ტინოპოლს დაყოვნებულიყავ, ჩემი გუმანი სწორი აღმოჩნდა. ამ
ხნის მანძილზე არც ომი ატეხილა და არც აღლუმი გაუმართავს
დავით მეფეს, ხომა?“
„ომი მე არ მომიმიზეზებია, ავგუსტა. მე მოგახსენე აღლუმი,
გიორგობას, შაორის ხეობაში უნდა შემდგარიყო იგი“.
„ხომ არ შემდგარა მერმე?“
„უჩვეულო თოვლიანობამ ხელი შეგვიშალა, ავგუსტა“.
232 მკითხველთა ლიგა
ესა სთქვა ნიანიამ და აქლოშინებული მელიტა მიეჭრა დე-
დოფალს.
რა მოხდაო?
ეუბნება მარიამ დედოფალი.
„დედისიმედს დაეძებს ლიპარიტ ერისთავი. ვენახი და ბაღი
შემოვიარეთ მე და გვანცამ, მესტუმრეთუხუცესი სასახლეში
წარვგზავნეთ, ვერც მანდ იპოვეს იგი“.
მარიამ დედოფალი შეკრთა, ნაბიჯს აუჩქარა და სასახლისა-
კენ მიმავალ ბილიკს მიჰყვნენ სამივენი.
როცა დავით მეფე შინ მიბრუნდა, ნაჭარმაგევის სასახლეში
დიდი და მცირე ფეხზე იდგა. კატაის გარს მოსხდომოდნენ დე-
დოფლები: მარიამი და ელენე, ლიპარიტ ერისთავი და გიორგი
მეფე თავათაც შეძრწუნებულნი იყვნენ, მაგრამ უიოლებდნენ
მანდილოსნებს წუხილს:
მესტუმრეთუხუცესმა და მახარაიმ მანდატურნი თან წაიყვა-
ნეს, ბაღსა და ვენახს მოსჩხრეკენო ხელახლა.
ლიპარიტმა სთქვა:
„სიყრმიდანვე განმარტოება სჩვევია მას, დიდი სტუმრობის
დროს არაერთხელ დაგვკარგვია აგრე, ვეძებდით, ვეძებდით,
სადმე ცაცხვის ფუღუროში გვიპოვნია გატვრინული ბალღი“.
როცა მემაშხალეებმა ალყა და ქონი შემოიტანეს, სასან-
თლეთა ანთებას შეუდგნენ და მოხშირდა ლანდების ლასლასი
მწვანე დარბაზში, დავითმა დრო მოახელა და უჩუმრად გავიდა
დარბაზიდან, მიჰყვა ვიწრო დერეფნებს, ციხე-დარბაზის ეზოს-
კენ მიმავალს.
მოუსვენრად დარბოდნენ მანდატურნი და მემაშხალენი,
ეძებდნენ ყოველ კუნჭულში ერისთავის ასულს.
ციხე-დარბაზის ეზოში ჩოჩქოლი იყო, ხელჭაღიანი მსახურ-
თუხუცესი დაქოთქოთობდა, ლანდები დალასლასებდნენ აქაც.
მეფემ გადაიარა ვრცელი ეზო და ვენახისკენ გვირაბში შევი-
და. როცა იგი ვენახში გადადიოდა, კაკლის ქვეშ სამი მანდატუ-
რი წინ შეეფეთა, ვერც ერთმა ვერ შეიცნო იგი, ბოლოს მეფემ
შეაყენა ერთი მათგანი, რომელსაც ჩამქრალი მაშხალა ეჭირა
ხელში.
სად იყავითო?
შეეკითხა მეფე.
233 მკითხველთა ლიგა
იმ გადაკარგულ სტუმარს ვეძებდითო, უფლისწულო ბატო-
ნო.
კაკლის ჩრდილში მდგარ მანდატურის სახეს ვეღარ ხედავდა
მეფე, მაგრამ მიხვდა, საბია უნდა ყოფილიყო ეგ, რადგან მხო-
ლოდ საბია უწოდებდა მას ჯერ კიდევ „უფლისწულს“.
მახარაი ხომ არ გინახავსო?
მშვიდად შეეკითხა დავითი.
მახარაი და ჯონდი ერისთავი ჩვენ წინ მიდიოდნენ, ნუთუ არ
შეგხვედრიაო?
საბიამ მემაშხალენი დაითხოვა და თან გაჰყვა ვენახისაკენ
მიმავალ მეფეს.
„ამაოდ მიბრძანდებით, უფლისწულო, მანდეთკენ, დედის
ცხონებამ, ჩვენ ერთობლივად მოვჩხრიკეთ როგორც ვენახი და
ბაღი, ისე საბაზიერო და საჩიხენი, ახლა კვლავ ციხის ეზოში და-
ვეძებდით.
ეგებ რომელიმე კოშკის ტალანში შეიტყუა მაგ დიაცი ცნო-
ბისწადილმა, თუ მანდაც ვეღარ ვნახეთ, მერმე ლიახვში უნდა
ვეძიოთ, უფლისწულო ბატონო, იგი“.
ამ სიტყვების გაგონებაზე გველცემულივით შეკრთა მეფე, ნა-
ბიჯს აუჩქარა და ვენახისაკენ მიმავალ შარას მიჰყვა.
მემაშხალეთუხუცესმა არ ინდომა მარტო დატოვება მეფისა,
უკან მისდევდა, მაშხალებს მოვატანინებო ახლავე.
ჩემი მაშხალა ჩამიქრა, ახლავე მოვატანინებო სხვათა.
მეფეს არ ეპრიანებოდა მისი წამოსვლა, უკმეხობის გამოჩე-
ნას მოერიდა, ვეღარ შეჰკადრა მოხუცებულს, ჩამომცილდიო.
ესღა უთხრა: ნუ უხმობო მემაშხალეებს.
მოჩაქჩაქებდა მემაშხალეთუხუცესი ბნელში, დუდუნებდა თა-
ვისთვის:
„მე მას დავაკვირდი ამ საღამოს, უფლისწულო ბატონო, რა-
ღაც დაზაფრული მეჩვენა ეგ დიაცი მენა“.
არც ეგ იამა მეფეს, მაგრამ ხმა არ გაიღო და განაგრძო ცაც-
ხვების ჩრდილებს ქვეშ სვლა.
როცა ჩრდილოეთიდან გამოვიდნენ, ხელისგულივით გამოჩ-
ნდა დაბლარი ვენახი. ამაოდ ეძებდა დავითის თვალი ამ შემო-
გარენში ადამიანის ლანდს, არსად ისმოდა უმცირესი ჩქამიცა.

234 მკითხველთა ლიგა


ზღარბი და კუ დაჩალიჩობდნენ აქა-იქ. ცას ვარსკვლავი მოს-
წყდა.
საბია შესდგა და მეფის გასაგონად ჩაილაპარაკა ხმამაღლა.
„წრეულს ისე მოხშირდა ვარსკვლავთა ცვენა, ომი იქნება
უთუოდ. იმ წელსაც აგრე იყო, უფლისწულო ბატონო, როცა შენ
დაიბადე, იმ წელსაც... დროული კაცები ამბობდნენ მაშინა:
მეომარი მეფე შეგვეძინაო“.
მეფემ არა მიუგო რა, შესდგა და ახედა ცას.
„მთვარეს დააკვირდი, უფლისწულო ბატონო, გამოხურვე-
ბულ ოქროსებრ წითელი გარო მოსდგომიაო გარს. დიდი თურ-
ქობის დროსაც აგეთი იყო მთვარე.
ჩემს სამთავროშიაც ვერა სჩანს მაინცდამაინც კაი ამბები,
უფლისწულო ბატონო“.
დავითი სდუმდა ისევ, მან აღარ იცოდა, როგორ მოეცილები-
ნა მოხუცი, სხვა დროს, დიახაც, უყვარდა მას საბიას უნაითო
ბჟუტური, ახლა ნემსივით ჩხვლეტდა მისი სიტყვები გულზე.
მეფე ხედავდა მოსწყურებოდა მასთან საუბარი მოხუცს, მი-
ტომაც გადასდია ახლა ვენახში.
დავითი შესდგა, მიუბრუნდა საბიას:
„ნუ დაშვრები, ჩემო საბია, მე თავი მტკივა, გავივლი მცი-
რეს“.
„არარა მიშავს, შენთან ყოფნა ლხენაა ჩემთვის. დაგვიძვირ-
და შენი ხილვა, მეფევ ბატონო, დედის ცხონებამან“.
აგრე იარეს მცირე ხანს ორივემ, ბოლოს მეფე გამობრუნდა
და ეუბნება მოხუცს:
„შენ დაბრუნდი, ჩემო საბია, ახლა, მახარაი მოსძებნე და უთ-
ხარი, ვენახში გადმოვიდეს, მე აქ ვიქნები ახლომახლო სადმე“.
მეფე შეყოყმანდა. დაენანა, რად შევაწუხეო აქ მოსვლით მო-
ხუცი. ახლა ეს შესძახა საბიას:
შენ წადი და ნურც მახარაის უხმობო ჯერ.
საბია შესდგა, კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა და ციხისაკენ
გაბრუნდა კვლავ.

235 მკითხველთა ლიგა


მეფემ გადაიარა დაბლარი, ახლა მცირე ვენახი დაიწყო, ბა-
ბილოვანნი20, წელში გადრეკილნი იდგნენ კომშის, ატმის, და-
მასხის ხეები. მათ უსუსურ შტოებზე დახუნძლული მტევნები ქვი-
საგან გამოკვეთილივით მოსჩანდნენ ჩრდილის არშიათა ფონ-
ზე.
თავშიშველი მიდიოდა მეფე, რთვილის სიგრილეს გრძნობ-
და მღელვარებისაგან გახურებული შუბლი. აქაც დუმილი იდგა
ირგვლივ, ადამიანის ლანდიც არსად ჭაჭანებდა.
დიდ ვენახში გადავიდა, უზარმაზარ ხურმებზე, მსხლებზე და
კაკლის ხეებზე გასულ ვენახებს ქვეშ ერთობლივი ჩრდილი იყო
გაფენილი მიწაზე, აქ ეგულებოდა მეფეს დედისიმედი, საოცნე-
ბოდ მარტოკა გასული.
ჩამიჩუმი არსად ისმოდა აქაც, მარტოხელა ჭოტი იძახოდა
სადღაც.
ახლა ჩელტის კარი გააღო მეფემ და ველებისკენ მიმავალ
შარას დაადგა გულშემოყრილი.
ყოყმანობდა შავი ღვთისმშობლისკენ წასვლას.
იცოდა: მშიშარა იყო დედისიმედი, მარტოკა როგორ წავი-
დოდა ამ სიშორეს. გვანცა და ლელაი სასახლეში იყვნენ, სხვას
ვის წაიყვანდა თან?
ეგეც არ იყოს, თუ ლოცვა უნდოდა, ნაჭარმაგევის კარის ეკ-
ლესიაში შეიძლებოდა უთუოდ.
ცხენები სძოვდნენ მიმოფანტული ნერგების მახლობლად,
ნერგებს გადაღმა მუხებისა და ცაცხვების ნაჩრდილევნი გო-
ლიათური ნაბდებივით განფენილიყვნენ ტრიამელ ველზე, ხო-
ლო მათ გადაღმა მოსჩანდნენ ბაზილიკების ბნელი სილუეტები,
აღმოსავლეთის თვალსაწიერის კიდემდის ჩამწკრივებულნი.
არსად რიალებდა უმცირესი ლანდიცა, ამ უკაცრიელ ველზე
უკვე აღარ სჩანდნენ ხატიონთა ჩარდახიანი ურმები, აღარც კო-
ცონები ენთო, არცთუ ჩქამი ისმოდა უმცირესიც სადმე.

20ბაბილო ეწოდება იმ ხეს, რომელზედაც ვენახს მიუშვებდნენ ხოლმე ძველ


საქართველოში. ჩვეულებრივად ბაბილოდ მიჩნეული ჰქონდათ ნაყოფიანი
ხეები.
236 მკითხველთა ლიგა
ტურების კივილი ისმოდა. უცნაურად ბედითი ეჩვენა ამ ნა-
დირთა გნიასი, თვალი მოავლო ველს, არსად სჩანდნენ ეს მო-
ზარენი.
როგორც იქნა, მიაღწია შავი ბაზილიკის გასწვრივ მდგარ მუ-
ხასთან. შავი ძაღლი იწვა მიწაზე, ხატიონების მიერ დაყრილ
ძვლებს ღრღნიდა ბეჯითად.
მუხის ჩრდილში შემდგარმა დავითმა დაზვერა ეკლესიის შე-
მოგარენი, ბოქლომები ეკიდა ტაძრებზე მიდგმულ ეკვდერებზე,
ღია დაეტოვებინათ ბაზილიკის კარი.
მის გასწვრივ რამდენიმე ლანდი შენიშნა მეფემ, მიწაზე გან-
რთხმული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ესენი.
როცა ისრის მისაწვდენზე მიეახლა ეკლესიის კარებს, უფრო
თვალნათლივ გამოჩნდნენ მანდ მწოლარე მათხოვრების ლან-
დები.
შეყოყმანდა მეფე, ვაითუ ფეხის ხმაზე წამოცვივდნენ და შე-
მიცნონო, მაგრამ დაქანცული ადამიანები იწვნენ, ზოგი თავქვე,
ზოგიც პირაღმა, მთვარე დანათოდა მძინარეთა სახეებს.
ერთობლივი ხროტინი ისმოდა ირგვლივ. შეეხარბა მღელვა-
რებისაგან შეძრულს ამ უპოვართა სახეზე აღბეჭდილი უდ-
რტვინველობა.
სულ რამდენიმე ნაბიჯი უკლდა ბაზილიკის ღია კარის ზღურ-
ბლამდის, საკმევლის სუნი ეცა, ტანშერწყმული იმ უსიამო სუნ-
თან, რომელიც ხალხით გავსილ ეკლესიებში საცნაური ხდება
ხოლმე.
საკუთარი გულისცემა შეიცნო დავითმა.
სიმწრის ოფლი გამოუვიდა შუბლზე, ეშინოდა ზღურბლზე გა-
დალაჯებისა უკვე.
ერთიც ვნახოთ, აღარც მანდ აღმოჩნდეს...
მაშინ?
მაშინ, ვინ იცის, ეგებ ენამ უყივლა მაგ ოჯახქორ საბიას და
მართლაც ლიახვში საძებარი გახდესო!
ფეხაკრეფით შევიდა ტაძარში.
ბნელოდა ოდნავ.
დალეული თაფლის სანთლები უნიათოდ ბჟუტავდნენ კანკე-
ლის წინ.

237 მკითხველთა ლიგა


მიმოიხეედა, მხოლოდ წმინდანების შარავანდიანი თავები
და ხმალ-კაპარჭით აღჭურვილ ერისმთავართა ფრესკები და-
ლანდა.
აჩრდილებივით ატუზულიყვნენ ისინი კედლებზე.
დავითს თვალში ეცა ღვთისმშობლის პირქუში სახე, უნიჭო
ბიზანტიელ მეხატის მიერ შესრულებული ოდესღაც.
კუთხეებიდან მხრებზე წამოჭოტილი, წოწოლა თავი, უპრო-
პორციო მკლავები, მრისხანედ შეყრილი შავი წარბები, ზღმარ-
ტლისებრ მოყვითალო და მოგრძო თვალები, ლურჯი ტუჩები,
თითქმის სამკუთხოვანი ნიკაპი (ჩამობერტყილ ძუძუმკერდზე
ზედ დაბჯენილი), განზე გაშვერილი, ფიჩხივით გაფშეკილი თი-
თები, ამაზრზენი ეჩვენა ეს ყოველივე დავითს.
საერთოდ პირბნელ მოიარას უფრო მიაგავდა ეს შავი
ღვთისმშობელი, ბედისწერასავით პირგამეხილი.
უცნაურად მოუდუნდა მუხლები დავითს, დაბარბაცდა ტაძ-
რის შუაგულში, რომელიღაც პატრიარქის სარკოფაგს წამოჰკრა
ნახევრად ბნელში ფეხი, ძლივს შეიკავა თავი...
ძირს დაიხედა და აქ შენიშნა შავოსანი დიაცი განრთხმული-
ყო აგურის იატაკზე...
სტიროდა ხელებზე დაყრდნობილი.
წამოიწეოდა.
შუბლს ახლიდა იატაკს.
ქვითინებდა და ლოცულობდა.
იდგა სავსებით გაოგნებული მეფე. ამჩნევდა: შავოსანის
ლანდს მისი მიახლოება არც კი უგრძვნია ექსტაზში შესულს.
მეფე მიეახლა ნიშს, შანდლიდან გადმოიღო ოდნავ მბჟუტავი
სანთელი, შუქი რა მიეფინა მლოცველს, დავითმა შეიცნო იგი,
მხარზე წაუცაცუნა პირქვე დამხობილს ხელი.
როცა შემკრთალი შავოსანი ზეწამოიჭრა, მეფემ ესღა უთხრა
მას:
„რამ მოგიყვანა ამ სიშორეს, სულო?!“
„მარტოობამ, მეფევ ბატონო“.

238 მკითხველთა ლიგა


კუპიდონი და მარსი
ღამღამობით საამურად თქორავდა, ზარნაშო იძახოდა სად-
ღაც შორს, ძლიერ შორს.
ცაზე ქუხილი გადაირბენდა, ელვის მახვილები სხეპდნენ შა-
ბიამნისფერ მთებს და წამიერად მოიჭრებოდა თვალსაწიერის
კიდეზე კავკასიონის მუქლურჯი სილუეტი ბნელში.
დედისიმედს ქუხილის ეშინოდა, ამიტომაც წარამარა ეღვი-
ძებოდა. იწვა უხმოდ გატვრინული და უსმენდა ზარნაშოს ნაღ-
ვლიან ხმას.
ხატისპეპლები და ღამურები შემოდიოდნენ სარკმლიდან.
შიში წამოეძალებოდა წამსვე და შემკრთალი ბალღივით საბანს
გადაიხურავდა თავზე.
მთლად ბედნიერი სიზმრები ჰქონდა ქალწულს, ხოლო დი-
ლით, როგორც კი მზე თვალს დაადგამდა ნაჭარმაგევის სავარ-
დეებსა და ვენახებს, ამო სურნელი შემწიფებული ყურძნისა და
ფუტკრების ზუზუნი დადგებოდა პალატებში.
ციხის ოთხივე გოდოლის სამზერებში ქედნებს დაედოთ ბინა,
მათი დაუცხრომელი გრუტუნი ისმოდა ნაშუადღევს მთელს სა-
სახლეში.
დავით მეფემ და მისმა სპასალარებმა აიყოლიეს სტუმრები,
ერთობოდნენ ჯირითითა და ურა კვიცების ხედვნითა.
„დედის ცხონებამან, ფრიად და ფრიად დაუდგომელია ჩვენი
უფლისწული, არასდროს მოყირჭდება ჯირითი, არც ცხენები
ეცოდება, არცა სპანი, – ეუბნება საბია მარიამსა და დედისი-
მედს, – ცხენები და სპანი რომ არ ეცოდება, ეს არაფერი, თავის
თავი რომ არ ებრალება, იგი მიკვირს, დედის ცხონებამან.
წრეულს, ზამთარს, სულ ორიოდე კვირით ჩამოჰყვა აქ გი-
ორგი ჭყონდიდელს, არც თოვლს მორიდებია, არც ქარ-წვიმას,
უზმოზე წამოჰყრიდა სპათა და გიყვარდეს ლიახვს გაღმა ჯირი-
თი.
ორგზის წაექცა უფსკრულის პირად ცხენი, მე აქედან ვნახე
ჩემივე თვალითა, შიშისაგან გავთავდი, დედის ცხონებამან.
მაცხოვარმა დაგვიფარა, მუხლისთავები დაიშავა ოდნავ.
ნიანია ბაკურიანს ორი ნეკნი ჩაუმტვრია ფხოვურმა ულაყმა.

239 მკითხველთა ლიგა


ერთი თვის შემდეგ ისევ ჩამობრუნდნენ, ახლა უარესი დღე
აყარეს ამ ბედშავ ცხენებს.
დედის ცხონებამან, მე მთელი ჩემი ცხოვრება მეომარ მე-
ფეების კარზე დავაღამე და ვერც ერთმა მათგანმა ვერც ომი შე-
მაყვარა და ვერც ნადირობა“.
„მაშ, შენ არც ნადირობა გყვარებია, არცა ომი, მაშ რა გიყ-
ვარს, ჩემო საბია?“
ეუბნება მარიამ დედოფალი საბიას.
„ნადირობა ჰა და ჰა. მე მუდამ მიყვარდა მხოლოდ ოფოფზე
ნადირობა და სძლისპირების გალობა“.
მარიამს გაეცინა.
„ოფოფზე როგორღა უნდა ინადირო, საბია, ბედშავო?“
„დედის ცხონებამან, ეს ნამდვილი ჩემი საქმეა, ოფოფი სულ
ახლოს მოდის კაცთა სამყოფლოსთან. შორს წასვლა არა მჭირ-
დება, არც ჯაფის გაღება და არც მღელვარება.
შევიმოსები ნოშოთი, თავზე ლეღვის ფოთლების გვირგვინსა
დავიდგამ, ტანზე ჟვერს შემოვიკრავ, ხელში მიჭირავს გრძელ
ჯოხზე წამოგებული გრძელი, გრძელი, კოწოლიანი ჩიტბადე.
ოფოფი ფრიად შლეგი ვინმეა, არხეინად წამოვა ჩემსკენ და
ამასობაში ჰოპ, ჰოპ, თავზე წამოვაცმევ ამ კუნჭულიან ბადეს.
ამაზე უკეთესი ნადირობა ქვეყანაზე არც კი არსებობს, ავ-
გუსტა, არ გეხუმრები, დედის ცხონებამან. არც ცხენზე ჯდომა
მჭირდება, არც კაპარჭის თრევა, ესაა ჩემი საქმე.
არაფერი ისე არ მაღელვებს მე ახლაც, როგორც ოფოფის
ხმაი.
მოვა გაზაფხული და ოფოფის ხმას როგორც კი გავიგონებ,
ჭაბუკსავით ავღელდები ხოლმე, დედის ცხონებამან“.
მარიამ დედოფალსაც უყვარდა ამგვარი ბჟუტური ამ აუმ-
ღვრეველ ბერიკაცისა.

***
ლიპარიტ ერისთავი თითქმის ყოველდღე დაჰყვებოდა და-
ვით მეფესა და მის სპასალარებს შიდა ქართლის ახლად შეკე-
თებულ ციხეთა მოსახილველად.
ერთ საღამოს დვალეთიდან მობრუნებულებს ლიახვში ბა-
ნაობა მოუნდათ, ლიპარიტი აჰყვა ახალგაზრდებს, აიჩემა: მეც
240 მკითხველთა ლიგა
ჩამოგყვებითო წყალში, დავით მეფემ არ ურჩია მოხუც ერის-
თავს: მეშინია არ დაგცადოსო ლიახვმა.
არ დაიშალა ლიპარიტმა, იმავე ღამეს შეეყარა ხურვება.
იოანე დუკისძე ჩუმ-ჩუმად ეღრიტინებოდა კატაის:
ქოსა ეშმაკმა, მახარაიმ, დათარსაო ერისთავთ-ერისთავი.
გიორგი მეფე და შამან ერისთავი, დედოფლები: ელენე და
მარიამი ავადმყოფის მოვლით გაერთვნენ.
დავით მეფემ და მისმა სპასალარებმა შემოიარეს ციხენი კა-
ბერისა, ქარჩხისა, ციხე საქართლისა, ციხე არშისა, ნულის ციხე,
ოქროს ციხე, სხვილოს ციხე და ქანდას ციხე.
გვანცა და კურაპალატისსა მელიტა ვაჟკაცურად შემოასხდე-
ბოდნენ ცხენებს, თან დაჰყვებოდნენ სპასალარებს ამ მიუვალ
ციცაბოებზე აგებულ სიმაგრეთა მოსახილველად.
მარიამ დედოფალი და დედისიმედი ღამეებს უთევდნენ
ავადმყოფს, თანაც ოქრონემსულით ჰკერავდნენ დავით მეფის
ხალათებს.
„ჩემო ანგელოზო, – უთხრა ერთხელ მარიამმა დედისიმედს,
– არაფერი ისე საამური არაა ამქვეყნად, როგორც საყვარელი
ადამიანისათვის შრომა.
ყველა, ვისაც კი რაიმე მშვენიერი შეუქმნია ამქვეყნად, მხო-
ლოდ ამისათვის გარჯილა.
ამიტომაც ხდება ხოლმე, გეთაყვანე, რაც კი სიყვარულის ძა-
ლით შექმნილა, მხოლოდ იგი ყოფილა სახილველად საამური
და ზეაღმტაცი, ხოლო ის, რაც იძულებით გაკეთებულა, იგი ნა-
რივით ეჩხირება ხოლმე კაცის თვალს“.
დედისიმედმა ზედმიწევნით გაიგო ეს იგავი და თავჩაქინ-
დრულმა განაგრძო ქარგვა.
ნასამხრალზე, როცა უფროსები თვალს მილულავდნენ, დე-
დისიმედი მთვარეულსავით დადიოდა ამ დადუმებულ ძველთაძ-
ველ პალატებში.
მას ეუცხოებოდა ამ გამოხუნებულ, ბაგრატისეულ სკარამან-
გებში მორთულნი მანდატურნი, რომელნიც ჩრდილოეთიდან
მოვლენილთ მიაგავდნენ ერთის შეხედვით.
დედისიმედს უკვირდა, არც ერთი ქალი რომ არ ერია მათ
შორის.

241 მკითხველთა ლიგა


დაუცხრომლად წმენდნენ და ხეხავდნენ ეს ჩიფჩიფა ბერიკა-
ცები იატაკებს, კედლებს და ჭერს, მაგრამ ობობას აბლაბუდები
მაინც რჩებოდა კუთხეებში.
შრამელების დარბაზთა მოხატვა ჯერაც არ იყო მოთავებუ-
ლი, ხანძრისაგან გამურულ თაღებს ქვეშ დამკვიდრებულიყო
ბნელი.
როგორც კი სასახლის პალატებში ოქროს სასანთლეებს
მოუკიდებდნენ მემაშხალენი, ღამურები შემოდიოდნენ კვლავ,
მათი ნაჩრდილევნი დარიალებდნენ სასახლეში გათენებამდის.

***
ნათელი, ბედნიერი დღეები დაიწყო დედისიმედისათვის მას
შემდეგ, რაც დავით მეფემ იპოვნა იგი შავ ბაზილიკაში გვიანი
ღამით სალოცავად წასული.
ხომ მთელი სასახლე ააფორიაქა ამ უმნიშვნელო ამბავმა,
სულ მალე დავიწყებას მიეცა იგი, რადგან სავსებით ბუნებრივად
მიიჩნიეს ეგ მანდილოსნებმაც.
აგრე ახსნეს: ქალწულს განმარტოებით ლოცვა მონატრებია,
ამიტომაც სწვევიაო სათაყვანოდ შავ ღვთისმშობელს, რომელიც
ქალწულთა და დედათა ნუგეშის მიმნიჭებლად მიაჩნდათ მათ.
აგრე ფიქრობდნენ ყველანი, მაგრამ ერისთავის ასულის
გულში ეს ამბავი მეტი იყო, ვიდრე შემთხვევითობის უეცარი
ჭირვეულობა.
უკვე დაუვიწყარ ამბავად მინიშნებული ჰქონდა მას, თუ რო-
გორ წამოაყენა იგი ღვთაების ფერხთით მტვერში განრთხმული
გულის მიჯნურის ძლიერმა მკლავმა.
შემდგომ ამისა, ხელიც არ შეუშვია, ისე მოჰყავდა იგი ბაზი-
ლიკებიდან სასახლისაკენ ველდაველ.
ძაღლები იწვნენ მიწაზე, ბელზებელივით ღრინავდნენ. მთვა-
რე დანათოდა უკაცრიელ შემოგარენს, აუჩქარებლად მოდიოდ-
ნენ, წარამარა ისვენებდნენ მუხების ჩრდილებს ქვეშ.
გულმშვიდი მეფე თავაზიანად ესაუბრებოდა, ანუგეშებდა:
შენ მარტო არა ხარო, სულო. მე შენს გვერდით ვიქნებიო მა-
რადჟამს.
აჰ, როგორი ბედნიერი იყო ქალი, რომ მის ღაწვებს, მის
ყვრიმალებს და ხელებს ჰკოცნიდა მისი სათაყვანებელი, არა
242 მკითხველთა ლიგა
მარტო მისი, მთელი საქართველოს სასო, რომლისათვის შორი-
დანაც თვალის მოკვრას ათასები და ათი ათასები ნატრობდნენ
დღენიადაგ.
იგი, ვისაც უზარადოდ არ შეეძლო გზებზე გამოჩენა, ვინც
სიყრმიდანვე მიჩნეული ჰყავდა ერს, როგორც მამულის მტერ-
თათვის მიმცემი რისხვისა.
ჭაბუკი მეფე, რომელსაც ახალგაზრდობა გადავიწყნოდა მი-
წაზე განრთხმული მამულის დარდით, ვისაც სიჭაბუკის ლხენა
წაწყმედოდა, ვინც ჭარმაგი შექმნილიყო ჭაღარის მოსვლამდის.
ხომ ნუგეშის მომგვრელი იყო მისი სიტყვები: „შენ მარტო
როდი ხარ, სულო“.
კრიალოსანივით მარცვლავდა ქალწული ამ სიტყვებს და
ესენი ჰყვაოდნენ დღენიადაგ მის სულში.
მაგრამ იმავე საღამოს, ვიდრე ვენახის ჩელტის კარამდის მი-
აღწევდნენ, ანაზდად წამოსცდა დავითს:
„...მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, სულო“...
უფრო მეტი სთქვა მანვე, როცა ბაბილოვანი ვენახი გა-
დაიარეს:
„...შენ რა გგონია, ხანდახან მეც განვიცდი ხოლმე მარ-
ტოობას. ადამიანი უნდა შეეცადოს მარტოობას შეეგუოს რო-
გორმე, რადგან, ბოლოს და ბოლოს, კაცი რჩება თავის ღმერ-
თის წინაშე, სულო...“
ხოლო დიდ ვენახთან მიღწეულმა ესა სთქვა:
„...მე ვგავარ იმ მექარავნეს, რომელიც უახლოვდება უდაბ-
ნოს მიჯნას, უკვე მოაქვს ქარს უდაბნოს ცხელი სუნთქვა, ნელ-
ნელა უახლოვდება იგი ურწყულსა და თვალშეუდგამ ტრამალს
და გრძნობს, სადაცაა ქარბორბალა ამოვარდება...
მე ვიცი, ჩემი სახელით უნდა აღსდგეს ერთ დღეს ჩემი ხალხი
და სისხლისაგან დაცლილმა კვლავ დაანთხიოს სისხლი. შესაძ-
ლოა, ამ ბრძოლებში მე დავიღუპო, მაგრამ სხვა გზა არ არის,
სულო“.
მცირე ხანს მდუმარედ მიდიოდა ორი ლანდი ვენახის ბნელ
თალარებს ქვეშ და ბოლოს ვაჟმა სთქვა:
„...მე წარამარა მქირდავს მამაი, ამსოფლიურ ლხენას აარი-
დეო გული. განა მე არ ვიცი, კუპიდონის ამბორი რომ უფრო

243 მკითხველთა ლიგა


ტკბილია, ვიდრე პირსისხლიანი მარსის მახვილის ხელში აღე-
ბა.
მაგრამ ჩემს სულში ისეთი უშრეტელი სახმილი დაუნთია არ-
სთაგანმრიგეს, მე აღარ შემიძლია ამსოფლიურ ლხენას მივეცე.
და ამიტომაც მეწყალვი, სულო, განა მარტო შენ, დედაჩემი და
მამაჩემი, უფლისწული დემეტრე, ყველა, ვინც ჩემი ბედის ვარ-
სკვლავთან ოდნავ მაინცაა დაკავშირებული...“

***
დედისიმედი კარგად ამჩნევდა: ორმაგი ცხოვრება რომ მიმ-
დინარეობდა ნაჭარმაგევში.
დილდილობით ისაუზმებდნენ თუ არა, სტუმრები სასახლი-
დან მიდიოდნენ – ზოგი სავარდეში, ზოგი ვენახში, ზოგი საბა-
ზიეროში, ზოგიც პოლოს თამაშობდა.
დედისიმედი იჯდა სარკმელთან და ოქრომკედით ქარგავდა.
მალემსრბოლები იგზავნებოდნენ: გეგუთს, ტაოს, წაღვლის-
თავს, უფლისციხეს. ხანდახან „წვევის წიგნები“ მოდიოდა დავით
მეფის სარწმუნო კაცთაგან, ისპაჰანიდან და ბაღდადიდან გა-
მოგზავნილნი.
ორშაბათობით ჭყონდიდელი „დაჯდებოდა სააჯო კარსა“,
უპოვართა და გლახაკთა ბრბონი აწყდებოდნენ ამ დღეს სასახ-
ლეს.
...
დედისიმედის და გვანცას საძილო ოთახი მდებარეობდა
რკონის კოშკის გასწვრივ, რომელშიაც დავით მეფე მარტოხელა
ცხოვრობდა.
როცა ღამე და ძილი დაეუფლებოდა ნაჭარმაგევის სასახ-
ლეს, დედისიმედი სამზერიდან ხედავდა, თუ როგორ აჰყავდათ
მემაშხალეებს კოშკის კიბეებზე გიორგი ჭყონდიდელი, შამან
ერისთავი და ახალგაზრდა სპასალარები, და მთელი ღამე შუქი
არ ჰქრებოდა რკონის კოშკში.
მოხუცი საბია თითქმის ყოველ დილას მოიკითხავდა ახალ-
გაზრდა მანდილოსნებს ატმებითა და ყურძნით დატვირთული
ხონჩებით ხელში.
ერთ დილას წამოსცდა ენამრავალ მოხუცს:
დიდი ბჭობა მიდისო დავით მეფის სამყოფლოში.
244 მკითხველთა ლიგა
***
ლიპარიტ ერისთავი გამომჯობინდა. მახარაიმ აიჩემა და რო-
გორც ორივე მეფე, ისე, დედოფალი ელენე და კატაი ერისთავე-
ბი და სპასალარები რუისის ეკლესიაში წაიყვანა.
დედისიმედმა და მარიამ დედოფალმა დაღლილობა მოიბო-
დიშეს, სასახლეში დარჩენა მოიწადინეს.
მარიამ დედოფალი დილიდანვე არ გამოსულა თავის საძი-
ლო დარბაზიდან, იგი მთელი დღე სწერდა კონსტანტინოპოლს
გასაგზავნ ბარათებს.
დედისიმედი მოიქანცა ქარგვისაგან, მოხუცი საბია ხილით
გავსილ ხონჩით შემობორიალდა, დაჯდა კართან და თავის
უნიათო ბჟუტურით ართობდა სტუმარს.
„შენ რამდენი წლისა ხარ, ქალაი?“
ეკითხება საბია.
დედისიმედმა გაიღიმა და ამცნო თავის წლოვანება.
„შენ ღვიძლი შვილი ხარ ლიპარიტისა?“
„რად იკითხე, ჩემო საბია, ეგა?“
„არა მართლა?..“
ღვიძლი შვილი ვარო.
„ერისთავთ-ერისთავის მეუღლე კატაიც მკვიდრი დედაა შე-
ნი?“
ისევ გაიღიმა დედისიმედმა.
აგრეაო.
საბია დადუმდა, სათქმელი ბაგეზე მოადგა, ტუჩები ააცმაცუ-
რა და სიტყვა გაეხირა რატომღაც ხორხში.
ცოტას, სულ ცოტას ენას უკიდებდა საბია, თვალების პარპა-
ლი მორთო. ამასობაში ქარგვა მიატოვა დედისიმედმა და ჰკით-
ხა:
„რად მკითხეთ, საბიავ ბატონო, ეგა?“
„ეგ იმად გკითხე, ქალაუ, შენ არ ჰგავხარ არც მამას შენსას
და არც დედას შენსას, შენ საერთოდ არა ჰგავხარ არც ერთ დი-
დაზნაურთა ქალებს, რომელნიც არაერთგზის მინახავს ამ სასახ-
ლეში სტუმრად მოსულნი.
შენ უფრო ღვთისშვილს ჰგავხარ, ქალაუ, ასეთი უწყინარი და
თავმოდრეკილი, თითქოს რომელიმე საწყალობელი მეწისქვი-
245 მკითხველთა ლიგა
ლის ქალი იყვე, შენ ყველა გებრალება, ყველას თვინიერად ექ-
ცევი.
აბა, მე როგორ დამავიწყდება, აქ ნაჭარმაგევს მოსვლის
მეორე დღეს შენ შენიშნე, ჩემს სკარამანგს ოტურაი21 ძვრებო-
და, შენიშნე და მითხარი, მე მიგიკერებო, არ მომეშვი და თვა-
ლის დახამხამებაზე მიმიკერე ოტურაი.
აბა, რომელი ქალი ერისთავთ-ერისთავისა იკადრებდა, ჩე-
მისთანა საწყალობელ ბერიკაცს რომ ოტურაი მიუკეროს.
ასეთი ოტურაი აქ აღარ იშოვება, არც ასეთი სკარამანგები,
ესენი ბაგრატ მეფემ ჩამოატანინა მას ჟამსა შინა კონსტანტინო-
პოლიდან.
ამიტომაც მგონია, ქალაუ, ღვთისშვილი უნდა იყვე შენა.
ღმერთმა და შავმა ღვთისმშობელმა შეგინახოს, ჩემისთანა
უბედური რომ გეცოდება ამიტომაც, ქალაუ...
ჩვენს უფლისწულს არ უყვარს ბიზანტიური სკარამანგები,
მაგრამ ვეცოდებით ბაგრატ მეფის ერთგულნი ყმანი, ამიტომაც
არ გვიშლის მათ ტარებას, მე კი მინდა ამ ძველთაძველი სკარა-
მანგიანად დავიმარხო, ქალაუ...
ვებრალებით ჩვენს უფლისწულს ბაგრატ მეფისეულნი მან-
დატურნი, თორემ ჩვენ ვინღა დაგვაყენებდა ნაჭარმაგევის სა-
სახლეში.
სინები ხელიდან უცვივდებათ მეჯამეთუხუცესსა და ციცხვთუ-
ხუცესს, მე ანთებული მაშხალა ხელიდან გამივარდა ამ ზამთარ-
ში. ხანძარი გაჩნდა და ლამის იყო ხელახლა არ გადაიწვა სასახ-
ლე...
ვინ იცის, ვინ იქნება ახალი დედოფალი.
ეგებ ისეთი მოვიდეს, გარედ გამოგვრეკოს ყველა. კაი იყო
დედოფალყოფილი რუსუდანი, მასაც ვებრალებოდით მოხუცნი
მანდატურნი, მაგრამ გეცოდინება, ჩვენი უფლისწული გაეყარა
ჩვენდა სამწუხაროდ მას“.
საბია დადუმდა, ცხვირსახოცი უბიდან ამოიღო და მოტვლე-
პილ თავიდან მოიხოცა ოფლი, რომელიც ღელესებრ დაღარულ
ნაოჭებზე მოწანწკარებდა.

21ოტურა – მოგრძო ღილი, სკარამანგებისა და სირმით შემკულ სამოსთათ-


ვის სახმარი.
246 მკითხველთა ლიგა
მცირე ხნის დუმილით სული მოითქვა მოხუცმა და კვლავ გა-
ნაგრძო ქშენით საუბარი.
„ეს მითხარი, ჩემო ლამაზო, შენც ბაგრატოვანთა ნათესავი
ხარ, განა?“
დედისიმედი შეეცადა როგორმე შეეკავებინა ღიმი და უთხრა
საბიას:
„როგორ თუ მეცა, სხვას ვის გულისხმობ კიდევ, საბიავ ბა-
ტონო?“
„რა ვიცი, აგრე ამბობენ სასახლეში ამას წინად, ქალაბიჭა
გვანცაი მეხუთე მუხლის ნათესავიაო ჩვენი უფლისწულისა.
შენც ეგებ ნათესავი იყვე, აბა, რა ვიცი მენა. დიაცებს რომა
ჰკითხო, ყველა ყოველთა ნათესავია ამქვეყნად“.
დედისიმედმა თავი ძირს დახარა, გაწითლდა, რადგან უვნე-
ბელი ტყუილის სათქმელად მოემზადა და ოდნავ გასაგონად
სთქვა:
მეც ნათესავი ვარო.
მიხრწნილების გამო, საბიას ოდნავ დაჩლუნგებული ჰქონდა
როგორც გონება, ისე სმენაცა, განზე გამდგარ ყურებზე ორივე
ხელი მიიჩრდილა და ჰკითხა:
„როგორ თქვი, ქალაუ?“
„მეც ნათესავი ვარ, საბიავ ბატონო, მაგრამ არ ვიცი, რომე-
ლი მუხლისა“.
საბიამ თავი გააქნია და წაიდუდუნა:
„ვგლახ, შენ რომ ჩვენი უფლისწულის ნათესავი არ ყოფილი-
ყავ, შენისთანა ღვთისნიერი სასძლო მხარს დაუმშვენებდა
ჩვენს უფლისწულს. ვაგლახ, ვაგლახ...“
...
როგორც კი შეღამდა, საბია მემაშხალეთა დასაძახებლად
წაფრატუნდა.
დედისიმედმა საღამოს ლოცვა მოათავა, დასაწოლად ემზა-
დებოდა და სწორედ ამ დროს შემოვიდა ეზოსმოძღვარი ცინცი-
ლუკ და აუწყა:
იმპერატრისსა მარიამ უხმობსო ერისთავთ-ერისთავის
ასულს.
მარიამ დედოფალი მაგიდას უჯდა, გახევებული საწერელ-
თმპყრობელნი გვერდით უდგნენ.
247 მკითხველთა ლიგა
დედისიმედის დანახვაზე მან ეტრატი განზე გადასდო. საწე-
რელთმპყრობელნი დაითხოვა. შუბლზე აკოცა ქალწულს და
ეუბნება:
„სამახარობლო მეკუთვნის, გეთაყვანე, შენგან“.
დედისიმედი საამურად შეცბუნდა.
რას მიბრძანებსო ავგუსტა?
მარიამი გადასწვდა მაგიდის კიდეზე დებულ გრაგნილს.
ორივე ხელში დაიჭირა და სთქვა:
„აბა, გამოიცან, გეთაყვანე, ვისგან უნდა იყოს ეს ბარათი?“
ცნობის წადილი ყელზე მოებჯინა ქალწულს, ვისგან უნდა ყო-
ფილიყო ისეთი სასიხარულო წერილი, რომლის ხსენებაზე სიხა-
რულის ნაპერწკლები ბზინავდნენ დედოფლის თვალებში?
მთელ საუკუნედ ეჩვენა დედისიმედს ეს ორიოდე დაფახულე-
ბა თვალისა, მაგრამ თავი შეიკავა ბუნებით აუმღვრეველმა და
მარიამმა განაგრძო:
„ამ საღამოს უგუნებობა წამომეძალა, ვენახში გასვლას ვაპი-
რებდი, კიბის უკანასკნელ საფეხურამდის არ ვიყავ მიღწეული,
ახლად მოსული მალემსრბოლი მოჰყავდა მესტუმრეთუხუცესს.
აი ეს გრაგნილი გადმომცა მალემსრბოლმა, შენი ძმის – რა-
ტის მიერ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი“.
რატის სახელის გაგონებაზე დედისიმედი აილეწა, სუნთქვა
დაუმძიმდა და საკარცხულის ზურგს წაეპოტინა.
მარიამი ამჩნევდა ამ უჩვეულო მღელვარებას, მაინც განაგ-
რძო:
„ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო, რატი მწერს:
რაკი დედოფალი მარიამი კისრულობს თავმდებობას, ნაჭარმა-
გევს ვეახლებიო სათაყვანოდ მეფეს.
აქვე იუწყება, ამჟამად ოდნავ შეუძლოდ ვარ, ნაღრძობი ფეხი
ნადირობის დროს კვლავ დამიშავდა, გამოვჯობინდები თუ არა,
მე და ჩემი აზნაურები დავაგდებთო რუსთავის ციხეს“.
დედოფალი მცირე ხანს სდუმდა, მერმე დასძინა:
„მე ამას წინად წიგნი მივსწერე რატის, ეს ამბავი დავით მე-
ფესა და გიორგი ჭყონდიდელის გარდა სხვა არავისათვის გა-
მიმხელია.
ეს ორი კვირა გავიდა, მართალი გითხრა, მე ძლიერ ვღე-
ლავდი, მხოლოდ დღეს მომივიდა პასუხი“.
248 მკითხველთა ლიგა
ამის გაგონებაზე მარიამის ფერხთით ჩაიკეცა დედისიმედმა,
დედოფლის მუხლებს შემოეხვია და მის კალთაში ბალღივით აქ-
ვითინდა.
„მართლაც მფარველი ანგელოზი ხარ ჩვენი ოჯახისა, ავგუს-
ტა, მე დამადნო ამ საქმის გამო დარდმა. ათასგვარი ბნელი ამ-
ბები მოჰქონდათ მოენეებს.
ზოგი ამბობდა: სულტან ბარქიაროკთან გაიქცაო ისპაჰანს
რატი, ზოგიც დაბეჯითებით ამტკიცებდა: კახნი და თურქნი მოჰ-
ყავსო დავით მეფის წინააღმდეგ.
ერთნი იტყოდნენ: განძის ამირას, გოზგოლის, სპასალარობა
უკისრნიაო, სხვანი ამბობდნენ: ტფილისის ამირას, ბანუ-
ჯაფარს, ეახლაო და ტფილისელ თურქთა მეოხებით უნდა
შეუტიოსო ფარცხისს. დავიტანჯე, ავგუსტა, ეს რამდენიმე წე-
ლია, ორ ცეცხლს შორის ვიდაგვი. ისე გამოდიოდა მართლაც,
მთელი ჩემი ოჯახი შეთქმულიყო, რათა ჩემი ბედნიერებისათვის
ჩრდილი მიეყენებინათ როგორმე.
თავათ განსაჯე, გულთამხილავო ავგუსტა, მართლაც რომ
წამოსძღოლოდა რატი თურქთა და კახთა ლაშქარს, რა დღეში
ვიქნებოდი მე?
გულის თრთოლვით მოვდიოდი ნაჭარმაგევს, საშინელისა
და ამაზრზენის მოლოდინში...
ნაჭარმაგევის გამო შემზარავი ამბები მაქვს გაგონილი ჩემი
დედამძუძის, ხორეშანისაგან.
აქ წამოსვლის წინადღეებში ცრემლებით ათენებდა ხორეშა-
ნი ღამეებს:
ამბობდა: ბედითი ციხეაო ნაჭარმაგევი, ვინ მოსთვლის, რამ-
დენი ერისთავი დაუხრჩვიათ ამ ციხეში დავით კურაპალატსა და
ბაგრატ მესამეს, მის ვაჟს – გიორგის და გიორგის ძეს – ბაგ-
რატს, ყელზე საბელშებმულნი სათაყვანოდ აქ ჩამოსულნი.
ანდაზური თქმაც ყოფილა თურმე ასეთი: რათა კრთი, კაცო,
ნაჭარმაგევს ხომ არ უხმიხართო?“
დედოფალმა წამოაყენა ქალწული, კალთაში ჩაისვა, შუბ-
ლზე აკოცა, ცხვირსახოცით თვალები მოუწმინდა, ისევ აკოცა,
ახლა ღაწვისთავზე, და უთხრა:

249 მკითხველთა ლიგა


„ნუ გეშინია, ჩემო ანგელოზო, მე ისეთ ბედნიერ დღეს და-
გადგი თვალი, სანამდის პირში სული მიდგას, არავის დავაჩაგ-
ვრინებ შენს თავს.
მერწმუნე: ამჯერად ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო,
როგორმე გამეხსნა შენი ბედის ვაგლახად დაბურდული კვანძე-
ბი.
მე შეძრული ვარ შენის სათნოებისა, უკეთ რომ ვთქვათ, უმ-
წეობისაგან, გეთაყვანე.
მერწმუნე: მე არაფერს დავშურავ, ოღონდ შენი ბედნიერების
თვალით მხილველი გავხდე. მოხუცი საბია მებჟუტურებოდა
ამას წინად, ადამიანის შვილს არ ჰგავსო ერისთავის ასული.
მართალს ამბობს ბერიკაცი, შენ მართლაც ღვთისშვილი უნ-
და იყვე, გეთაყვანე. ხანდახან ეგეც ხდება ხოლმე, ვისაც ღმერ-
თი უჩვეულო ნიჭს და სილამაზეს მიაკუთვნებს, იგი უჩვეულო
უბედური ხდება.
გარდა ამისა, მე არც ჩემს სათაყვანებელ ძმისწულს ვექცევი
გულგრილად, არც მას არგუნა ზენამ სვებედნიერი ცხოვრება.
ჩვენმა უგუნურმა აზნაურებმა და ღორმუცელა ეპისკოპოსებ-
მა ძალით შერთეს მას ეს სვედავსილი რუსუდანი.
იგი ფრიად ღირსეული ქალია, დიდი ფაქიზი ზნეობის ადა-
მიანი, მაგრამ დავითის ტოლი არ იყო მაინც.
დავითს იგიც ეყოფა, თავისი სიცოცხლე ომში ტლედ დაუდოს
თავის ხალხს, მაგრამ პირადი ცხოვრება მაინც უნდა ექნეს მას
მშვიდობიან წლებში.
მე აგერა ვარ ცოცხალი მაგალითი. ჩვენს აზნაურებს მუდამ
სხვისი იმედი ჰქონდათ. დარწმუნებული იყვნენ, თუ მე ბიზანტი-
ის იმპერატორის ცოლი გავხდებოდი, საქართველოს ვიხსნიდი.
მერმე ის იყო, ავყევი მამიჩემისა და დარბაზისერთა ჩიჩინს,
რა გამოვიდა მერმე? მეც გავუბედურდი და ვეღარც ჩემს ქვეყა-
ნას წავადექი რაიმეს.
მე არ მიყვარს ჩემი ცხოვრების ამბავთა სხვათათვის გამხე-
ლა. მაგრამ შენ ისე უმწიკვლო ანგელოზი ხარ, ვინ არ გაგან-
დობს თვით უაღრეს საიდუმლოსა.
მე იმდენს მხატავდნენ ბერძენი მხატვრები, თავი მომაბეზ-
რეს, მართალი გითხრა. რა გამოვა ადამიანის სახის მარ-
ტოოდენ გამოსახვითა?
250 მკითხველთა ლიგა
განა იმპერატრისსას ლოორს ქვეშ გამოუჩნდება გულის
ჭრილობანი? მეც მიყვარდა ჩემს სიცოცხლეში ერთი მამაკაცი,
მხოლოდ ერთხელ. ამას მხოლოდ ქალი თუ გაიგებს.
მამაკაცებს თავიანთი მოძრავი და დაუდგრომელი ცხოვრე-
ბის მეოხებით ერთისადმი სიყვარული ეუცხოებათ, მე ვიტყოდი,
არც ემარჯვებათ.
მათ არ შეუძლიათ ერთი ქალი უყვარდეთ, რაც უნდა სათაყ-
ვანებელი ცოლი, ან ხასა არ იყვეს იგი.
ხოლო ჩვენ, დიაცნი, ჭეშმარიტად უბედურნი ვართ, რამდე-
ნადაც კაცთა ზნეობამ ჩვენ აგვკიდა მომეტებული ტვირთი დარ-
ცხვენისა! ამიტომაც ჩვენ იძულებულნი ვართ, ჩვენი უფაქიზესი
გრძნობები შეფარვულად ვატაროთ მუდამ.
ჩვენი ქრისტიანი მამაკაცები მანდილოსნებთან საუბარში
ხშირად ჰქირდავენ ხოლმე მუსულმანებს მრავალცოლიანობის
გამო, არსებითად კი არც ერთი მამაკაცი, გარდა მონისა, ერთ
ცოლს, ან ერთ საყვარელს არ დაჯერებულა.
ეს ჩვენა ვართ მანდილოსანნი, რომელთაც ერთადერთისად-
მი სიყვარული გვტანჯავს მარადის.
ალბათ ამიტომაც მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი მიყვარდა
ჩემი ცხოვრების მანძილზე“.
ესა სთქვა დედოფალმა და დადუმდა.
დედისიმედს ცნობისწადილი წამოეძალა, მაგრამ მოერიდა
მის გამჟღავნებას.
ეზოსმოძღვარი ცინცილუკ შემობორიალდა, შეეკითხა მან-
დილოსნებს:
ვახშამს თუ ინებებთო?
არ გვინდაო ვახშამი, მიიღო პასუხი.
როცა ცინცილუკი გავიდა, მარიამმა განაგრძო:
„უეჭველია, შენ გაინტერესებს თუ ვინ იყო იგი?“
დიახაცო, ხმადაბლა მიუგო დედისიმედმა.
„ეგ იყო მესხი აზნაური, ძე ისააკ ტოლობელისა, არტავაზ.
მე საზაფხულოდ ახლად ჩამოსული ვიყავ მამაჩემთან დიდ-
გორის სასახლეში.
მეფეს „მცირე სპაი“ ახლდა თან. იგი მოწყენილი იყო უომ-
რად, ცხენთა წვრთნით ერთობოდა მხოლოდ. სწორედ ამ დროს

251 მკითხველთა ლიგა


გათავხედებული განძის ამირა ფადლონი მოულოდნელად მო-
ადგა ტფილისს, ციხე გასტეხა და ისანში დაბანაკდა.
მეფემ „სპაი ქართლისაი“ იხმო უფლისციხიდან სასწრაფოდ
და ტფილისისაკენ გაემართა ღამით.
მეფე ბაგრატი მოდისო, რა ისმინა ფადლონმა, ისანი დააგ-
დო, შიდა ქართლში შეიჭრა და მუხრანამდის მოაოხრა ქვეყანა.
ბოლოს ის იყო, წილკნის გორაზე შეიბნენ ბაგრატ მეფე და
ამირა.
პირველსავე ხმლის მოკიდებისას გაიქცა ფადლონ.
მეფემ ხერკამდის მისდია მტერს, უწყალოდ ჩეხეს მისნი მო-
ნასპანი. ნარეკვავის ჭაობები გაივსო ცხენთა მძორითა და ცხედ-
რებით, ხოლო თავათ ამირა ათიოდე კაცის ამარა ბრძოლის ვე-
ლიდან გაიქცა.
მე თან ვახლდი ამ ლაშქრობის დროს მამას. ხერკიდან კა-
ხეთს ავედით და ბოჭორმის სასახლეში დავყოვნდით მცირე
ხანს.
მერმე მოხდა მთლად უცნაური ამბავი:
ერთი კახელი გლეხი შეეყარა თურმე თიანეთის გზაზე ფად-
ლონს, ვინაობა ჰკითხა.
ამირ ფადლონის მოციქული ვარ, აღსართან კახთა მეფეს-
თან მივდივარ, რათა ვახარო, ბაგრატ მეფე რომ გავაქციეთო.
სთქვა მგზავრმა.
გლეხი განძას ნამყოფი აღმოჩნდა, იცნო ფადლონი და უთ-
ხრა: არა ხარ შენ მოციქული, თავათ ხარო ამირთა-ამირა ფად-
ლონ.
ახლა ევედრა თურმე ამირა გლეხს:
„მიიღე ჩემგან ოქრო და ვერცხლი დიდძალი და სკარამანგნი
მრავალნი, ნუ დამასმენ, გადმომიყვანე მინდვრად და წამომყევ
თანა“.
მიუგო გლეხმან:
„ვერ ვიქმ მაგ საქმესა, რამეთუ მკვიდრი ვარ ამა ქვეყნისა“.
ბოლოს ის იყო, გლეხმა მოჰგვარა იგი ისააკ ტოლობელსა
და მის ვაჟს არტავაზს.
ამ უკანასკნელთ იარაღი აჰყარეს ამირას და აღსართან კახ-
თა მეფეს მიუყვანეს.

252 მკითხველთა ლიგა


კახთა მეფე აღსართან ახლად გამუსლიმებული იყო, იგი სა-
ქართველოს მტრებს ემყარებოდა ბაგრატ მეფესთან ბრძოლაში
მუდამ. მაგრამ ამჯერად შეეშინდა მამიჩემისა და არტავაზს უბ-
რძანა ბაგრატ მეფისათვის ჩაეყვანა ბოჭორმის სასახლეში დატ-
ყვევებული ამირა ფადლონ.
ალბათ სანამდის სული მედგება, ეს ამბავი არაოდეს დამა-
ვიწყდება. ჯერაც უკაზმავნი ბოჭორმის სასახლის აივანზე ვისხე-
დით მე და განსვენებული მამაი დილას.
მესტუმრეთუხუცესმა სასახლის ეზოში შემოიყვანა ერთი თო-
როსანი ჭაბუკი რაინდი, რომელსაც ახმახი, ჩალმიანი კაცი მოჰ-
ყავდა სახედარზე ბაგირებით დაბმული.
ვიროსანი ფეხებით მოხვეტავდა მტვერს. მე სიცილი ვეღარ
შევიკავე.
რაინდი გვეწვია, გულზე ემთხვია მეფეს, ბოლოს მე მომეახ-
ლა და მუხლი მოიყარა შორიახლოდან.
ეს იყო შესანიშნავი ვაჟკაცი, რომლის დარი არც საბერძნეთ-
სა და არც სამშობლოში არაოდეს მინახავს.
ბეჭპრტყელი, მხარგანიერი და მაღალკისერა. ქორულად გა-
მომზირალს წარბები ჰქონდა მთლად უცნაური, ხშირ წამწამთა
ჩრდილი ადგებოდა მის მუქლურჯს, მშვენიერ თვალებს.
„იცი, ვისა ჰგავდა იგი?“
დედისიმედმა აჰხედა დედოფალს.
„ნიანია ბაკურიანს“.
ხმადაბლა სთქვა მარიამმა.
აქ მარიამი დადუმდა მცირე ხან და მერმე განაგრძო:
„ანნა კომნენამ შემაყვარა პლატონის „ნადიმი“. პლატონი
გვასწავლის სულთა გარდავლენისა და ხელმეორედ აქ მოს-
ვლის ამბავს.
თითქო სიკვდილის შემდეგ სახენაცვალი ჩვენი სული სხვა
ადამიანის, სხვა არსების სახით კვლავ უბრუნდებოდეს ამ პლა-
ნეტას.
თუ ეს მართალია, გეთაყვანე, მაშინ მე მინდა დავიჯერო,
რომ ნიანია ბაკურიანი არტავაზ ტოლობელის ნიღაბია უთუოდ.
ერთ კვირას სტუმრობდა არტავაზი ბოჭორმის სასახლეში
ჩვენთან.

253 მკითხველთა ლიგა


მე ყოველ წუთს მზად ვიყავ ფერხთით დავვარდნოდი მამა-
ჩემს და შევვედრებოდი, იმპერატორ მიხეილ დუკასთან გაყრის
ნება დაერთო ჩემთვის და თუნდაც მხევლად გავყოლოდი არტა-
ვაზ ტოლობელს.
დედაჩემი უკვე ცოცხალი აღარ იყო და მამა, რაც უნდა გულ-
ტფილი იყოს, მაინც უცხოა ქალისათვის.
რამდენჯერ დავაპირე, მაგრამ მღელვარებისაგან ვეღარ
დავსძარი ენა.
არა მარტო გარეგნობითა, ხასიათითაც ნიანიას ჰგავდა არ-
ტავაზი.
ხუმარა, ანგლი, შეუდრეკელი ვაჟკაცი.
იგი მრავალ ომში თან ახლდა ბაგრატ მეფესა, მამაჩემიც დი-
დად აფასებდა მას, სპასალარობის მიბოძებას უპირებდა, მაგ-
რამ აგარასთან ბრძოლაში, როცა ცხენოსანთა ათასეულს
საიერიშოდ წინ მიუძღოდა ხმალამოწვდილი არტავაზ, მას ცხენი
გამოუკლეს ხმლის პირველსავე მოკიდებისას და ის იყო მიწი-
დან არ აყოლია სული“.
მარიამმა ღრმად ამოიოხრა:
„აგრეა, ჩემო, კუპიდონი და მარსი სხვადასხვაგვარ საქმესა
შვრებიან ამქვეყნად...
მთავარზე უმთავრესი იყო რატის შემორიგება. გულწრფე-
ლად გითხრა, მე ძლიერ ვღელავდი, რადგან კარგად ვიცი მისი
სიჯიუტის ამბავი. შენც გახსოვს, რამდენი წყენა მოგვაყენა მან
ქუთათისის ციხეში სტუმრობის ჟამს.
რატის თანხმობა სათაყვანოდ მეფესთან მოსვლისა არც ისე
უბრალო ამბავია, როგორც ჩანს, კვირიკე კახთა მეფეს, მის
ძმისწულს – აღსართანს, ტფილისის ამირას – ბანუ-ჯაფარსა და
ძაგან ერისთავს, ზედაზენის ციხის პატრონს, თურქთა ძალის
იმედი დაუკარგავთ, თორემ როგორღა გამოუშვებდნენ რუსთა-
ვის ციხიდან რატის და მის აზნაურებს.
ახლა ურყევად მჯერა, რომ ომის ღვთაება, მარსი, რომელ-
მაც მე ეგზომ მომიშხამა საწუთროება, ხელს ვეღარ შეუშლის
შენს ბედნიერებას, გეთაყვანე...“

254 მკითხველთა ლიგა


***
უკვე გვიან იყო, როცა ორივე მეფე, ერისთავები და სპასალა-
რები ნაჭარმაგევს ჩამობრუნდნენ, მარიამმა ახარა მათ რუსთა-
ვის ციხიდან შემოთვლილი ამბავი.
პურობამ გვიანობამდის გასტანა. გიორგი მეფე, ლიპარიტ
ერისთავი და ორივე დედოფალი რატის დაბრუნების ირგვლივ
საუბრობდნენ გახარებულნი.
გიორგი მეფე არ მალავდა თავის აღტაცებას.
„ჭეშმარიტი რაინდია რატი, მე სხვას არაფერს მოველოდი
მისგან... ან რა დასაჯერებელი იქნებოდა, ამ ბედნიერ დღეს,
სელჯუკიანთა განკითხვის დღეს, რატი ორბელიანი გადაგვდგო-
მოდა ქრისტიან მეფეებს და გარეწარ თურქებს აჰყოლოდა“.
გიორგი ჭყონდიდელიც აგრე ვარაუდობდა:
თურქთა დახმარების იმედი გაუცრუვდა რატის და დავით მე-
ფესთან შემორიგებას მიტომაც მიელტვისო.
რუსთავიდან შემოთვლილმა ამბებმა სასწაულებრივი ზეგავ-
ლენა მოახდინა ლიპარიტ ერისთავზე.
ყვითელ კაბა-ჯუბაში საზეიმოდ მორთული უჯდა იგი სუფრას,
ენამზეობდა, სიამოვნებით შეექცეოდა მუხრანულ ღვინოს.
მარიამ დედოფალს ისე ეჩვენებოდა, გაჭაბუკდაო კლდეკა-
რის ერისთავი.
როცა მახარაიმ ნადირობის ამბები წამოიწყო, ჩააცივდა ლი-
პარიტი საჭურისს: ან მომყიდე, ან მაჩუქე შენი ლურჯი მიმინო,
ხუთ კვიცს გისახსოვრებო სამაგიეროდ, შიხნის ჯიშის საუკეთე-
სო კვიცებს.
ბოლოს დასძინა:
„ოღონდ ეგაა, ანაგობის მიხედვით არც ისეთი ბრწყინვალეა,
როგორც შენ გეჩვენება, მახო“.
მახარაი თავგამოდებული ამტკიცებდა: „ლურჯი მიმინო“ მე-
ფეაო მიმინოთა შორის. ხუთი კვიცი კი არა, ცხენთა მთელი რემა
რომ მაჩუქო, ვერ დავთმობო ამ მიმინოსა.
ბოლოს მახარაიმ განაგრძო ლურჯი მიმინოს აპოლოგია:
„განა ყოველი კაცი კაცია, არც ყოველი მიმინოა მიმინო,
არც ყოველი ცხენია თანატოლი თავის თვისტომთა.
მე ერთი ტანმორჩილი ცხენი მყავდა, მანციკერტის ომში გა-
მომიკლეს იმ წყეულმა თურქებმა იგი.
255 მკითხველთა ლიგა
მას ადამიანური სიტყვა გაცილებით უკეთ ესმოდა, ვიდრე
ჩვენს ჟღარუნას, ბაზიერთუხუცესს.
ყოველდღე ვეჩიჩინები ჟღარუნას, როცა მიმინოს მარცხენა-
ზე დაისვამ, ნაკრტენზე აღმა აუსვამ-მეთქი ხელს.
ხელზე დაისვამს ლურჯ მიმინოს და უთუოდ აღმა უნდა აუს-
ვას ხელი.
როცა მე სანადიროდ მივდივარ, ჩემს ლურჯ მიმინოს ჩემებრ
უძგერს გული.
მე ერთი მიმინო მყავდა ფოლადისფერი, ქედმაღალი, ტან-
სრული მიმინო, რომელიც თავის ანაგობით ქორს უფრო ჰგავ-
და, ვიდრე მიმინოს.
მიყვარდა იგი თავის ანაგობისა და ნაკრტენთა მშვენიერების
გამო, მაგრამ ეს იყო ფრიად ზარმაცი და უქნარა, მხოლოდ ჭამა
უყვარდა და მთქნარება.
როცა მწყერი ან გნოლი აფრინდებოდა, იგი მე შემომაშტერ-
დებოდა გაოცებული.
ამიტომაც ვამბობ მე ხანდახან ჩემს გულში: ადამიანთა ომა-
ხიანი ანაგობა მატყუარაა ხშირად. ასევეა ხანდახან სიმჭევრეც
სიტყვისა. ხშირად ლამაზად თქმულ სიტყვაში ნაკლებია ჭეშმა-
რიტება, ვიდრე ენაბრგვილის მიერ გაცხადებულში.
საერთოდ, ბრძნულად შენიშნულ კანონებსაც ხშირად იმდე-
ნივე უარმყოფელი გამონაკლისები მოეძებნებათ, რამდენიც
დასტურის მიმცემნი.
ბავშვთა და დიაცთათვის თვალის ასახვევად ჩვენი მხატვრე-
ბი ხშირად ახმახ ანაგობისას გვიხატავენ გმირებს, იგიც ხდება
ხოლმე, რომ ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან
და უჩინარნი.
ტანმორჩილი იყო სულკურთხეული მამაჩემი ბაგრატი, იგი
აბანოში მინახავს არაერთხელ, როცა ამ მუხის კუნძივით დაბ-
სკვნილ ვაჟკაცს სამეფო ლოორი არ ამშვენებდა, ნაკლებად
ომახიანი იყო“.
„გმირობა ისეთივე ნიჭია, როგორიც წერისა და ხატვის უნა-
რი, მაგრამ ყველაზე მეტად გმირს ესაჭიროება დამფასებელი და
მაქებარი. როცა გმირს მისნი თვისტომნი ვერ გაუგებენ, იგი ნებ-
სით თუ უნებლიეთ მარტვილად უნდა იქცეს“.
სიტყვა ჩაურთო შამან ერისთავმა.
256 მკითხველთა ლიგა
***
ნაჭარმაგევის სასახლის ცხოვრებამ საზეიმო ნირი მიიღო
ერთთავად. მეორე დღესვე მარიამ დედოფალმა მწვანე დარბაზ-
ში შეჰყარა გიორგი მეფე, დედოფალი ელენე, ლიპარიტ და შა-
მან ერისთავები, ნიქოზელი და რუისელი ეპისკოპოსები და სა-
უზმის დროს განუცხადა მათ:
უკვე ყოველივე დაბრკოლებანი გადალახულია და საქორწი-
ნო სამზადისს უნდა შევუდგეთო.
კატაი ცრემლმორეული შეეგება განცხადებულს.
„ასეთ საქმეში გადადება არ ვარგა, – განაგრძო მარიამმა, –
დაისაჯნენ ახალგაზრდები, მადლი უფალს. ყოველივე მშვიდო-
ბით წარიმართა, ამიერიდან მტკვარი უკვე ვეღარ გამიჯნავს ში-
და ქართლსა და თრიალეთის საერისთავოს. მადლი უფალს,
ბოლო რომ მოეღო ბაგრატოვანთა და ლიპარიტისძეთა უთავჟა-
მო შუღლს.
მე ბედნიერი ვარ, ამ სასიხარულო ამბის თანადამსწრე და,
არა მარტო თანადამსწრე, თანაზიარიც რომ გავხდი.
თანაზიარიცა, მოგახსენებთ, რადგან ჩემმა სიყვარულმა
ორივე გვარისადმი მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.
დროა გამრთელდეს შინაითაშლილობისაგან შუაგაპობილი
საქართველო“.
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, ავგუსტა“, თითქმის ერთხმად
წაიდუდუნეს მხცოვანთა, ხოლო მარიამმა განაგრძო:
„მე დღე-დღეზე მოველი რატის, იგი რაინდია და მანდილოს-
ნისათვის მიცემულ სიტყვას არ დაარღვევს“.
„რასა ბრძანებ, ავგუსტა!“
სიტყვა ჩაურთო კატაიმ.
ლიპარიტმა სთქვა:
„მე დაუყოვნებლივ წარვგზავნი ლიპარიტის უბანს იოანე დუ-
კისძეს მზითვის წიგნის ჩამოსატანად. იმედია, საყოლშიაც გვექ-
ნება ქორწილი შენის თანდასწრებით, სვებედნიერო ავგუსტა“.
„ცხადია, ერისთავთ-ერისთავო, ჯერ როგორც წესია, ნაჭარ-
მაგევში ვაქორწინოთ, შავი ღვთისმშობლის ტაძარი უყვარს დე-
დისიმედს, როგორც ჩანს, თუნდაც იქ დავწეროთ ჯვარი“.

257 მკითხველთა ლიგა


„რად არ გნებავთ რუისში დავწეროთ ჯვარი, ავგუსტა“, სიტ-
ყვა ჩააკერა პროხორემ, რუისის ეპისკოპოსმა.
„ეგ სულერთია, მამაო პროხორე, მე მაინც მგონია, ნაჭარმა-
გევის ღვთისმშობელი არანაკლებ სათაყვანოა, ვიდრე რუისი-
სა“.
მიუგო მარიამმა.
მახარაიმ ითავა საქორწინო სამზადისი.
ერთადერთი გულისწუხილი მისი ეგ იყო, შემოდგომა ახ-
ლოვდება, სადაცაა ბულბულები გაიკრიფებიან ნაჭარმაგევიდა-
ნაც და ბულბულის ენების კერძს ვეღარ მივართმევთო ახლად
ჯვარდაწერილებს.
ლიპარიტ ერისთავმა მახარაის მორიგ გახუმრებად ჩასთვა-
ლა ეს სიტყვები. მეორე დღეს მახარაი და მესტუმრეთუხუცესი
უკვე შეუდგნენ საქორწინო თადარიგს.
მესტუმრეთუხუცესსა და მერემეთუხუცესს, მეჯოგეთუხუცესსა
და მებოსტნეთუხუცესს, მეღვინეთუხუცესსა და ციცხვთუხუცესს
სათანადო განკარგულებანი მიეცათ.
მახარაი დაქადნებული იყო, ისეთი ქორწილი მოეწყო, რომ-
ლის დარი არც ერთ გვირგვინოსან ბაგრატოვანს აროდეს გადა-
უხდია.
მარიამ დედოფალმა ბრძანა სასახლის პალატების წესრიგში
მოყვანა. წაღვლისთავის სასახლიდან სეფექალები ჩამოიყვა-
ნეს, მესაწოლენი, მრეცხავნი და მკერავნი დიაცნი.
უფლისციხიდან ოსტატები მოაყვანინეს, შრამელთა პალატე-
ბის შეკეთება უნდა მოეთავებინათ სასწრაფოდ.
მეჯოგეთუხუცესმა საკლავნი მოალალვინა იალაღებიდან,
მერემეთუხუცესმა ბრძანა და რჩეული ფაშატები და კვიცები ჩა-
მოაყვანინა მთებიდან.
ეს ამბავი მთელს შიდა ქართლსა და ჯავახეთს მოედო, იწყეს
შემოკრება ეპისკოპოსებმა და მეროჭიკე ბერებმა. მათხოვრების
მთელი ლაშქარი აწყდებოდა ორშაბათობით სააჯო კარზე დამ-
ჯდარ გიორგი ჭყონდიდელს...
გზებზე გამოჩნდნენ მესტვირენი, მედაფენი, სძლისპირის
მგალობელნი, სოინარისა და ჩანგის ოსტატები. ისინი ნელ-
ნელა იკრიბებოდნენ ნაჭარმაგევის მახლობელ სოფლებში, რა-
თა ქორწილის დღეებში მზად ყოფილიყვნენ სალხინოდ.
258 მკითხველთა ლიგა
მოდიოდნენ მეძღვნენი და მომლოცველნი. მესტუმრეთუხუ-
ცესი ვეღარ აუდიოდა მათ მიღებას და გამასპინძლებას.

***
აღარ ანჩხლობდა, უკვე იჭვნეულად აღარ ზვერავდა დედისი-
მედის ყოველ ფეხის ნაბიჯს კატაი, საღამოობით დავითი და დე-
დისიმედი უკვე მარტოკა დასეირნობდნენ.
როგორც კი ჩრდილი გვერდს მიუწვებოდა ნაჭარმაგევის
ციხე-სასახლეს, ისინი ციხის ეზოდან გადიოდნენ და ბაბილოვა-
ნი ვენახების ჩეროში სტკბებოდნენ ურთიერთთან ყოფნითა.
ხანაც ჩელტის კარს გადაივლიდნენ, საბაზიერო სახლს ეწვე-
ოდნენ, მცირე ხანს შესდგებოდნენ, უთვალთვალებდნენ ხარი-
ხებზე მთვლემარე ქორ-მიმინოებს.
ახლა ნადირთა საჩიხეებს მიაკითხავდნენ და იცდიდნენ,
ვიდრე რქაბორჯღალა ირმები, ავზნიანი ავაზები, ბურდღუნა
დათვები და გაავებული მგლები მლოცველებივით არ დაემხო-
ბოდნენ მიწაზე.
და როცა ღამე და ძილი დაეუფლებოდა გალიებში მოწ-
რიალე ნადირებს, გააღებდნენ ჩელტის კარს, ტრამალზე გავ-
ლებულ საურმე შარას გაჰყვებოდნენ, ბაზილიკებისაკენ უხმოდ
მიმავალნი.
უწინარეს ყოვლისა, ეწვეოდნენ შავ ღვთისმშობელს, რომე-
ლიც ქალწულთა და დედათა მფარველად მიჩნეული იყო მაშინ.
იმავე შარებით, იმავე ბილიკებით ბრუნდებოდნენ უკან, კი-
დევ ერთხელ თვალს შეავლებდნენ მიწაზე განრთხმულ ირმებს,
ავაზებსა და მგლებს, რომელნიც თუჯის ქანდაკებებს დამგვანე-
ბოდნენ უკვე.
გვიანობამდის რჩებოდნენ ვენახში და ბაბილოვანი ვაზების
ჩრდილებს ქვეშ დასეირნობდა იმ ღამეებში კუპიდონი, ამბრო-
ზიასა და ნექტარს ურიგებდა გულის მიჯნურებს...

***
დიდი ნადირობისათვის სამზადისს შეუდგნენ მახარაი და მე-
ნადირეთუხუცესი. სამი დღით ადრე საკვები მიაკლეს ავაზებს,
მწევრებს, მადევრებს და ქორ-მიმინოთა.

259 მკითხველთა ლიგა


ხახუტაიმ ლიპარიტის უბნიდან ჩამოიყვანა მიმინოებისა და
მეძებართა მთელი დასტა.
კვირას, უთენია, გამოვიდა საზეიმოდ მორთული ჟღარუნა
ნაჭარმაგევის ციხე-სასახლის ეზოში და ბუკი დასცა სამჯერ.
ეს იყო ნიშანი.
წამოიშალნენ რაინდები, მანდილოსნები, მონადირენი, მა-
რეკნი, მახუნდარნი, ბაზიერნი, მებადურნი და მეხაფანგენი.
დაფდაფების ცემამ, ძაღლების წკავწკავმა და იემენის ულა-
ყების ჭიხვინმა გააღვიძა სასახლე.
ყვითელჩაჩიანი ბაზიერთუხუცესი მიეახლა დავით მეფეს,
დილა მშვიდობისა უსურვა მას და ლურჯი მიმინო დაუსვა გამოწ-
ვდილ მარცხენაზე.
როცა ცხენებს მოასხდნენ, ორივე მეფემ და ლიპარიტ ერის-
თავმა მუზარადების კოწოლზე დაისვეს მიმინოები, ხოლო
ახალგაზრდა ერისთავებს, სპასალარებს და მანდილოსნებს სა-
ნადირო ჩაჩები შესთავაზა ხახუტაიმ.
თავათ დიდკაცებს მიბაძა, თავისი მუზარადი დაიხურა, მესო-
პოტამიიდან თან ჩამოტანილი.
მეფეთა თანატოლად მიჩნეული ვყავარო დავით მეფეს, ამი-
ტომაც არ მეკადრებაო მონადირის ჩაჩი.
ტყავის ჩაჩები დაიხურეს მანდილოსნებმაც თავზე: დედისი-
მედმა, გვანცამ და კურაპალატისსა მელიტამ, ხოლო მარიამ დე-
დოფალმა მიმინოც არ დაისვა ხელზე.
„მე სასეირნოდ წამოგყვებითო მხოლოდ“.
ჯერ მზეც არ იყო ამოსული, როცა ასზე მეტი რაინდი და ოთხი
მანდილოსანი სანადიროდ გაემგზავრნენ.
თხუთმეტი სათადარიგო ქორი, ოცდაცამეტი მიმინო, ოცი მე-
ძებარი, ორიც ხელურემზე დაბმული ავაზა თან წამოიყვანეს ბა-
ზიერებმა.
ოცდაათ ფალნიან სახედარს აჰკიდეს რუმბები და ხორაგი.
მონადირეთა მთელი ეს ლეგიონი დაადგა მუხრანისკენ მიმა-
ვალ გზას.
დავით მეფე და დედისიმედი წინ მიუძღოდნენ მათ. ორივენი
ისე აღვსილნი იყვნენ სიხარულითა, დიდხანს არ აპირებდნენ
დუმილის დარღვევას.

260 მკითხველთა ლიგა


მარიამ დედოფალმა დიდის თავაზით ითაყვანა ხახუტაი, რო-
გორც ჯვაროსანთა ომებში მონაწილე ვაჟკაცი. ხახუტაი ისე გა-
ამხნევა ამ ამბავმა, ანაზდად ჩამოსცილდა ჯონდისა და ნიანიას,
დაუბარა: დედოფალს უნდა ვეახლოო, ცხენი გააჭენა და კიდე-
ვაც წამოეწია მარიამ დედოფალსა და ლიპარიტ ერისთავს.
ლიპარიტი მოიღუშა, ამ „გათავხედებულ მდაბიორის“ მიახ-
ლოება რა შეიცნო, მაგრამ მარიამმა გაუღიმა ხახუტაის და
გაეხუმრა:
„მე და შენ ერთად უნდა ვინადიროთ, ხახუტაი“.
„მე საერთოდ ისე შევეჩვიე მეფეებთან ნადირობას, გეგუთს
რომ დავბრუნდები, აღარც კი ვიცი, მდაბიორებთან როგორღა
შევძლებ ნადირობას, ავგუსტა“.
მარიამს იამა ეს გათამამება, ხოლო ლიპარიტმა თვალი და-
უბრიალა ნადიაკვნარს, თავის ცხენს დეზი დაუცაცუნა და ცხენის
კისრის სიგრძეზე მიჰყვა დედოფლის იაბოს.
როცა შემკრთალი ხახუტაი ჩამოსცილდა მათ, მარიამი ეუბ-
ნება ლიპარიტს:
„როგორც იქნა განვკვეთეთ, ერისთავთ-ერისთავი, გორდი-
სეული კვანძი. წუხელ გვიან ღამემდის ვესაუბრე დავით მეფეს.
ჩემი ძმისა და რძლის თანდასწრებით, რატის შემორიგება რაკი
უკვე გადაწყვეტილი საქმეა, როგორც ორივე მეფე, ისე დიოფა-
ლი ელენე უკვე დროულად სთვლიან, სექტემბრის თხუთმეტი-
სათვის დაინიშნოს ქორწილი!.“
ლიპარიტ ერისთავს ვარდი მოეფინა სახეზე, მან თავის ცხენს
დეზი წაუცაცუნა, შეკრთა იემენის ულაყი, მაგრამ მხედრის ნა-
ცადმა ხელმა ისე მარჯვედ შეაკავა იგი, უკანა ფეხებზე შემართუ-
ლი ქანდაკებასავით გაახევა. როცა ლიპარიტმა თავისი ცხენი
გოგვაზე გადაიყვანა, იგი ეუბნება მარიამს:
„ჭეშმარიტად ჩემი ოჯახის კეთილი გენია ხარ, ავგუსტა! მე
უფსკრულის კიდეზე ვიყავი მისული და, როგორც ჩანს, მთლად
განწირული არა ვყოფილვართ მე და ჩემი ოჯახი.
შენი ჩამოსვლის იმედიღა გვაფრთოვანებდა მე და კატაის,
კლდეკარის საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ არაერთხელ
მიფიქრია, საკუთარი სისხლით შემეღება ჩემი ჭაღარა თავი.
მე მაინცდამაინც ლაჩარი არ უნდა ვიყვე, მაინც ვერ გავბედე
თავის მოკვლა, ავგუსტა“.
261 მკითხველთა ლიგა
„რასა ბრძანებ, ერისთავთ-ერისთავო ბატონო, ღმერთმა გა-
შოროს ასეთი რამე. შენ ხომ მართლმორწმუნე ქრისტიანი ხარ,
სატანას როგორ გაახარებდი...“
„რა არ მოვიგონე, რა არ მოვიფიქრე, – განაგრძო ლიპარიტ-
მა. – ჯერ იყო და დავეღრიჯე შერაქისძეს, ჩემს აქიმს. მინდოდა,
საწამლავი გამომეტყუებინა, ვირთხები შემოგვეჩვივნენ-მეთქი
ძელიცხოვლის დარბაზში.
ტანმა უგრძნო თუ რა იყო, არ ვიცი, მთელ თვეს მატყუა და
მერმე გამომიტყდა: დმანისიდან გამოვითხოვე და არ მომიტანე-
სო.
მერმე ეს გადავწყვიტე: ნადირობას მოვიმიზეზებ-მეთქი წინა
ღამით გამოვეთხოვე მძინარე ცოლ-შვილს. პირჯვარი გადავისა-
ხე, უთენია გავედი უამალოდ შინიდან. ასეთი აზრი მქონდა: ხუ-
ლუტის ციხემდის მევლო აგრე და იმ ციხის ერთი მაღალი კლდე-
ა...
თოვს უმოწყალოდ. ვუახლოვდები იმ კლდეს, ერთი უკან მო-
ვიხედე, მინდა, დავძრა ცხენი და ჭენებით გადავეშვა უფსკრულ-
ში და, ჰოი, საკვირველებავ, მახარაი და ქარიმან სეტიელი
მოაგელვებენ ჩემს უკან ცხენებს.
ეს უკვე ძველი ამბავია და აღარც ეგ მინდა დაგიმალო, ავ-
გუსტა, მათ სულ სხვა რამე ეგონათ, მიტომაც გამომიდგნენ ალ-
ბათ“...
დასძინა ლიპარიტმა ღიმილით.
მარიამ დედოფალიც მიხვდა, მაგრამ გულისგარედ მაინც
იკითხა:
„მაინც რაი?“
„მათ აგრე ეგონათ, რატისთან მიდისო ალბათ“.
ესა სთქვა ლიპარიტმა და ჟღარუნამ მოაგელვა ცხენი, მხარ-
მარცხნით წამობრძანდითო.
წინ წასული დავითი და დედისიმედი უკვე ადიოდნენ მხარ-
მარცხნით მიმავალ საურმე გზაზე.
ჟღარუნამ ცხენი გაჰქუსლა, წამოეწია მახარაის. ორივემ გო-
რაკზე ააჭენეს ცხენი და დაქვეითდნენ.
ჭენებით შეუერთდნენ მათ მედაფენი, გარს შემოერტყნენ
ერთ უკაცრიელ, წოწოლა გოდოლს.

262 მკითხველთა ლიგა


ლიპარიტი და მარიამი, ცნობისწადილით შეძრულნი, თვალს
ადევნებდნენ, თუ რა მოხდებოდა ახლა.
მახარაი გადმოდგა სერზე და უყვირა მონადირეებს, ამოაჭე-
ნეთ ცხენები, გოდოლის ირგვლივ დამწკრივდით, მზად იყო-
ლიეთო მიმინოები.
მედაფენი შევიდნენ გოდოლში და ატყდა დაფდაფების ცემა.
აურაცხელი ქედნები ამოფრინდნენ გოდოლის ზეთავიდან, მათ
თითქმის დააბნელეს გარემო.
მახარაის ბრძანებისამებრ, ლურჯი მიმინო აუშვა დავითმა
პირველად. ერთ მოზრდილ გუნდს გამოუდგა მიმინო, ლეკური-
ვით სჩეხდა ქედნებს, თვალუწვდენელ სივრციდან სცვიოდნენ
ისინი.
ახლა დედისიმედის კლდისფერი მიმინო აუშვეს, ბოლოს ბა-
რე ოცი მიმინო მიუტიეს დასავლეთისაკენ გაფრენილ ქედნებს.
მონადირენი ვეღარ აუდიოდნენ ძირს დაცვენილ ქედნების
კრეფას. ზოგი მათგანი ისე დარეტებული იყო, მიმინოების
ფრთათაგან ნაგვემნი, ინდოურის ჭუკებივით იჭერდნენ მონადი-
რენი მათ.
გარდავლეს კიდევ ერთი მთა და, გაივაკეს თუ არა, ისევ შე-
ჩერდნენ მონადირენი. ცხენები მეჯინიბეებს მიუგდეს, ახლა
მწყერზე ნადირობა ითავა მახარაიმ.
დედისიმედი პირველად ესწრებოდა ლაზურად მწყერზე ნა-
დირობას. როცა მეძებარი მწყერს ააფრენდა, იგი რატომღაც
აყოვნებდა მიმინოს მიშვებას.
ბოლოს გამოუტყდა მახარაის:
მებრალებაო ეს მშვენიერი, უმწეო ფრინველი.
წაისაუზმეს მცირე და ისევ დაადგნენ გზას. ქსნის ხეობაშიც
არ იყვნენ გადასული, როცა სავსებით მოულოდნელად მადევ-
რებმა მშველი გამოაგდეს ლაქაშებიდან. მახარაი არ დაიბნა,
ორი ქორი და სამი მიმინო მიუსია მას.
ბოლოს ავაზებს დორი გადახსნა და საბელი გაუშვა ხელი-
დან ანაზდად.
ვიდრე ავაზები წამოეწეოდნენ ნადირს, ერთი ქორი და ლურ-
ჯი მიმინო უკვე ქედზე ასხდნენ მას.
ბარე ცამეტი მშველი გამოაგდეს მადევრებმა იმ დღეს, მაგ-
რამ ერთი უბედობა დაეკვება ამ საქმეს: ძალზე მოშივებული
263 მკითხველთა ლიგა
ავაზები როგორც კი ჭანგს მოავლებდნენ თავიანთ მსხვერპლს,
მონადირეთა მისვლამდის უკვე გაგლეჯილი ჰყავდათ იგი.
ასე რომ, ხუთიოდე მშველი ძლივს გამოსტაცა მახარაიმ მათ
და საყვედური აკადრა მენადირეთუხუცესს: ნამეტნავად დაგიმ-
შევიაო ავაზები.
ქსნის ციხის შემოგარენში მოაღწია სადილობის ჟამმა. მეს-
ტუმრეთუხუცესმა ტაფობზე დაადგმევინა სამეფო კარვები და
მწვადების შეწვა ითავა მზარეულთუხუცესმა.
პურობა დამთავრებული არ იყო, როცა მახარაის ყანწი
გაუშეშდა ხელში, მონადირის გამოცდილმა თვალმა დალანდა
ქსნის ხეობაზე გარდამავალი თეთრი წერო.
მახარაიმ დაიქადნა, ჰაერიდან ჩამოვაღებინებო მას. ესა
სთქვა და ხიზა ახსნა ლურჯ მიმინოს სასწრაფოდ.
თვით ნადირობის მიმართ გულგრილმა მარიამ დედოფალმა
სადილი მიატოვა, აღელვებული წამოდგა და სეირს დაუწყო ცქე-
რა. განსაცვიფრებელის სისწრაფით ავარდა ლურჯი მიმინო
ეთერში.
მიმინოს სიახლოე რა შეიცნო, წერომ ჯერ სამხრეთისაკენ
გასწია და მერმე გაუჩინარდა ეთერში.
ყველანი წამოდგნენ და მიაშტერდნენ ცას.
ბოლოს გამოჩნდა ორი გაურკვეველი წერტილი აღმოსავ-
ლეთისაკენ წყვილად მიმავალნი, ისევ გაასწრო თეთრმა წერ-
ტილმა მაღლა, მაგრამ იმარჯვა მრუმემ და ზევიდან მოექცა მას.
თეთროსანმა ერთბაშად ჩამოიწია ძირს და ისე ახლოს ჩამო-
ეშვა, მოსეირნენი ჰხედავდნენ უკვე წეროს ბუნდოვან ანაგობას.
იძალა დევნილმა და ჩრდილოეთისაკენ წამოვიდა თვალშე-
უდგამი სისწრაფით, ღონე მოიკრიფა მიმინომ, გადაასწრო გაფ-
რენილს და ის-ის იყო, უნდა წამოსწეოდა, მთლად დაბლა
დაიწია წერომ, მაგრამ მიმინო მოწყდა დანდობილად და ორივე-
ნი ტრიალ-ტრიალით დაეშვნენ ძირს.
მახარაი პირველ შეხვედრილ, დასადავებულ ცხენს მოახტა
და ჭენებით აღმა აჰყვა ქსანს.
მენადირეთუხუცესი და სამი მონადირე უკან გაჰყვნენ მას.
მზარეულთუხუცესმა მწვადები შემოიტანა სუფრაზე. ლიპარიტ
ერისთავმა წამოიწყო ჯეირანზე ნადირობის ამბები.

264 მკითხველთა ლიგა


„მე და სულკურთხეული მამაი ცხენდაცხენ გამოვუდგებო-
დით ველზე გაჭენებულ ჯეირნებს, მწევრებს მივუშვებდით ზედ
და ხმლით ვკეპავდით ნადირს.
მამაჩემს ცხენი ჰყავდა ერთი, ჭენებაში მწევარს უსწრებდა
უმალესს“.
ბოლოს მოაღწია მახარაიმ, კისერგამოღადრული თეთრი,
ბალღის ოცნებასავით თეთრი წერო ეჭირა ხელში.
მანდილოსნები შესძრა ამ მშვენიერი ფრინველის დანახვამ.
მარიამ დედოფალმა სთქვა:
„ამ საწყალობელის ცოდვა არ მოგვასვენებს ამ სოფლად,
მახო“.
„არაფერია, ავგუსტა, მე იმდენი ცოდო თან მიმაქვს, წეროს
ცოდვა ვეღარაფერს დამაკლებს, იცოდე“.
ბინდი დაეშვა ქსნის ხეობაში, ლალის ფერებით აჰყვავდნენ
კავკასიონზე დაჯოგრილი ღრუბლები. მარიამ დედოფალმა
აიღო ოქროს ფიალა, დედისიმედი და დავითი დალოცა, ტუჩი
მიაკარა ოდნავ, ლიპარიტ ერისთავს გადასცა და უთხრა:
„კუპიდონმა გაიმარჯვა, ერისთავთ-ერისთავო ბატონო“.
დედისიმედი თავჩაქინდრული იჯდა და ამ წუთში იგი
გრძნობდა, რომ ეს იყო უბედნიერესი წუთი მის ცხოვრებაში.

უსიამო ამბავთა გალა22


დღე-დღეზე მოელოდნენ რატის და ამიტომაც მარიამ დედო-
ფალი დავით მეფეს არ ანებებდა ნაჭარმაგევიდან წასვლას.
დავითს ეწადა თავად შეემოწმებინა, თუ როგორ შეაკეთეს
თებერვლის მიწისძვრისაგან დაზიანებული უფლისციხის კედ-
ლები.
როგორც ლიპარიტი და მისი სახლეული, ისე მარიამ დედო-
ფალი მზერად იყვნენ ქცეულნი, ყოველი მალემსრბოლის მოს-
ვლისას იკითხავდნენ ხოლმე: რუსთავის ციხიდან ხომ არ მოსუ-
ლანო?

22 გალა – აცმა, სიტყვა ქართლშია ჩაწერილი.


265 მკითხველთა ლიგა
ლიპარიტი მთელ ღამეს ეთათბირა კატაისა და იოანე დუკის-
ძეს, ბოლოს გადასწყდა: იოანე დუკისძე ნაჭარმაგევიდან ხერ-
კის გზით ჩასულიყო რუსთავს და ემცნო რატისათვის დანიშნუ-
ლი ქორწილის ამბავი; თანაც ეთხოვა მისთვის ნაჭარმაგევს საჩ-
ქაროდ წამოსვლა.
როცა ამ საქმის გამო მარიამს შეეთათბირა კატაი, დედო-
ფალმა არ ურჩია ასეთი რამ:
„რუსთავს წარგზავნას თქვენ ვინ დაგიშლით, მაგრამ მე აგრე
მგონია, დავით მეფეს მაინცდამაინც არ ეამება ეგა, რამდენა-
დაც, შესაძლებელია, რატის მოეჩვენოს: მეფის შეგონებით ხდე-
ბაო ეს ყოველივე.
შევიცადოთ რამდენიმე დღეს და, უკეთუ არ ჩამოვიდა რატი,
წარგზავნეთ იოანე და მისი ჯანმრთელობა მოიკითხეთ, თორემ
თქვენ თვითონ განსაჯეთ, გეთაყვანე, ეგ უხერხული იქნება.
ჩვენ ხომ არ გვითხოვია შემორიგება მისთვის, თავათ ინება
და მოიწერა, რაკი შეუძლოდაა, იცი, რამდენიმე დღეს კიდევ და-
ვუცადოთ, თუ არადა, რუსთავი არც ისე შორსაა ნაჭარმაგევი-
დან, არა?“
ლიპარიტი დაეთანხმა მარიამს, ერთგვარი უხერხულობა
მართლაც არსებობსო.
ორიოდე დღეც გავიდა.
მალემსრბოლები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, განსაკუთრე-
ბით ღელავდა დედისიმედი.
ერთ-ერთი სარკმელი მისი ოთახისა ხერკისკენ მიმავალ
გზას გასცქეროდა. დედისიმედი სამზერს არ შორდებოდა, ყო-
ველ ცხენოსანის გამოჩენისას თრთოდა...
დავით მეფემ შესძლო დაერწმუნებინა მარიამ დედოფალი,
დილაადრიან მე და ნიანია უფლისციხეს ჩავალთ და იმავე საღა-
მოს გამოვბრუნდებითო.
იმ საღამოს ამაოდ უცადეს მეფესა და ნიანიას. მარიამ დე-
დოფალი, ლიპარიტ ერისთავი, კატაი და დედისიმედი გვიანამ-
დის ფხიზლობდნენ.
აღარსად სჩანდა მეფე, მხოლოდ შერგილ ლიპარტიანი ჩა-
მოვიდა გეგუთიდან სპიანად.

266 მკითხველთა ლიგა


როცა ახალმოსულთა ჟრიამული, კარების ხათქახუთქი და
გუშაგების სტვენა მისწყდა, სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ და მა-
რიამმა დაძინება სცადა...
უსიამო შეძახილებმა გამოაფხიზლეს მთვლემარე დედოფა-
ლი. წამოდგა და სამზერს მიადგა, ხმამაღლა ლაპარაკი უფრო
და უფრო ძლიერდებოდა...
ციხისთავის სამყოფლოსთან ორი ჯორი იყო მიბმული და
არაფერი სჩანდა სხვა.
მარიამმა ეზოსმოძღვარი ცინცილუკი ჩაგზავნა ციხისთავის
სამყოფლოში და აკითხვინა, რა მომხდარაო?
ცინცილუკი გამობრუნდა და მოახსენა დედოფალს: ორი
თურქულად ჩაცმული ჯოროსანი მოსულან და გიორგი ჭყონდი-
დელის დაუყოვნებლივ გაღვიძებასა და მის პირად ნახვას მოით-
ხოვენო.
ციხისთავი ვერა ბედავს ჭყონდიდელის გაღვიძებას და მას
მოჰყოლიაო ეს ჩოჩქოლი.
მარიამმა გადასწყვიტა, რატის გამოგზავნილნი იქნებიანო ეს
ჯოროსანნი უცილოდ. ახმობინა ციხისთავი და უბრძანა,
დაუყოვნებლივ გააღვიძეთო ვაზირთა უპირველესი.
მარიამი დერეფანში გამოვიდა თუ არა, ლიპარიტი და კატაი
წინ შემოეგებნენ, მათაც გაუგონიათ ეს ხმაური, ოღონდ ვეღარ
ბედავდნენ დედოფალთან შემოსვლას.
ბოლოს გააღვიძეს ჭყონდიდელი...
მარიამ დედოფალი და დედისიმედი ისე შესძრა გვიან ღამის
იდუმალებით მოცულმა სტუმრობამ, ისინი უმაშხალოდ გავიდ-
ნენ ბნელ ტალანში და სამზერიდან გასცქეროდნენ ჭყონდიდე-
ლის სამყოფლოს შესავალს.
მათ თვალი მოჰკრეს, თუ როგორ აიყვანეს მემაშხალეებმა
ჩირდილელი გიორგი და ორი თურქულად მორთული უცნობი.
მანდილოსნები დიდხანს იდგნენ ბნელში და შესცქეროდნენ
ლანდების მისვლა-მოსვლას ჭყონდიდელის საძილო დარბაზში.
თენდებოდა...
ჭყონდიდელის დარბაზში არ აქრობდნენ სასანთლეებს.
მანდილოსნები იდგნენ ბნელ ტალანში და ხედავდნენ ასეთ
სურათს: ჭყონდიდელი საკარცხულზე იჯდა, მის წინაშე ორი კა-

267 მკითხველთა ლიგა


ცის ნაჩრდილი იდგა, ხოლო მესამე მაღალი ლანდი გიორგი
ჩირდილელისა ჭყონდიდელის მხარმარცხნით მოსჩანდა.
ჩრდილისძვრა იწყებოდა, მარიამი ღელავდა, სადაცაა მან-
დატურნი გამოვლენ და დაინახავენო დერეფანში ატუზულ დე-
დოფალს, ღელავდა, მაგრამ წასვლის ღონე აღარ იყო, მას უნ-
დოდა დაწოლამდის მიუცილებლად გაეგო, ვინ მოვიდა გვიანი
ღამით, ან ჭყონდიდელის პირადად ნახვა რად მოისურვა, და ვინ
უნდა ყოფილიყო ეგზომ დიდკაცი, რომ მას მოეთხოვნა ამ
შუაღამეს ვაზირთა უპირველესის ჯერ გაღვიძება, მერმე პირა-
დად ნახვა?
ეგებ რატი ყოფილიყო რომელიმე მათგანი?
ბევრი ითათბირეს.
ერთი ისე დალეული იყო, თეძოსთავამდის ვერ მოსწვდებო-
და რატის, ხოლო მეორე მაინცდამაინც ტანმორჩილი არა სჩან-
და მაშხალის შუქზე; მაგრამ რატის სიმაღლე არ იქნებოდა იგი-
ცა.
ლიპარიტსა და კატაის სული კბილით ეჭირათ, ერისთავი
იმის გამოც სწუხდა, რომ მარიამი ისე გადასძალა ქალურმა
ცნობისწადილმა, ტალანში იდგა და გასცქეროდა ვაზირთა
უპირველესის სამზერს.
თავათაც ეწადა მანდ ჩასვლა, მაგრამ ხედავდა: კლდეკარის
ერისთავისათვის ასეთი რამ ყოველ შემთხვევაში მთლად უხერ-
ხული იქნებოდა.
ბოლთასა სცემდა თავის დარბაზში ლიპარიტ, დაწრიალებ-
და, დადიოდა.
გამოვიდოდა დერეფანში, გადახედავდა ქვემო ტალანში
მდგარ მარიამსა და დედისიმედს, ისევ შემობრუნდებოდა დარ-
ბაზში.
უკვე შეთენებული იყო, როცა ფეხზე დგომისაგან ღონემიხ-
დილნი, მარიამი და დედისიმედი, ლიპარიტის სახლეულის სამ-
ყოფლოში მიბრუნდნენ.
„ვინ ყოფილა?“
იკითხა მთრთოლვარე ხმით კატაიმ.
„ვინ იცის“, სთქვა მარიამმა.

268 მკითხველთა ლიგა


ის სამი კაცი მაშინ ჩამოიყვანეს მემაშხალეებმა ციხის ეზო-
ში, როცა ჭყონდიდელის საძილო დარბაზში უკვე ჩამქრალი იყო
სასანთლენი.
მემაშხალენიც ისე ჩამოვიდნენ ძირს, რომ მათ ანთებული
მაშხალები აღარ ეჭირათ ხელში.
„დაისვენე, – ევედრა ლიპარიტი მარიამს, – დღეს დავით მე-
ფე უთუოდ ჩამობრძანდება უფლისციხიდან და ყოველივეს გვამ-
ცნობს ალბათ“.
„რა დამაძინებს, გეთაყვანე, სანამ არ გავიგებ, ვინ იყო ეს
ორი მალემსრბოლი, რატისაგან იყვნენ ისინი თუ არა, მხოლოდ
ეგ მინდა გავიგო.
ვიხმო ჭყონდიდელი ჩემთან?
ეგ ფრიად უხერხულია. თავათ ვეახლო მას?
რა დროს დარბაზობაა, გეთაყვანე, აგრე უთენია“.
მზე შუბის ტარზე წამოიწია.
როგორც მარიამ დედოფალი, ისე ლიპარიტი სახლეული-
თურთ უკვე ფეხზე იყვნენ.
სტუმართა შორის ამ ოთხს გარდა არავის გაუგია ამ ორი უც-
ნობი პირის ნაჭარმაგევის ციხეში მოსვლა.
მარიამ დედოფალს მოსვენება აღარ ჰქონდა.
ნანობდა: ნიანია ბაკურიანი მაინც აქ ყოფილიყო, მივუგზავ-
ნიდიო ჭყონდიდელს. დედისიმედი საწოლიდან ვეღარ ადგა,
ისეთი საშინელი თავის ტკივილი წამოეძალა.
მარიამმა საუზმობა არ ისურვა, იგი სასთუმალთან უჯდა
ერისთავის ასულს და ვარდის ესენციას აპკურებდა შუბლზე.
მერმე შეაგბობინა ვარდის წყალი და ვარდის შარაბი, ვარ-
დის ზეთი და ნუშის ზეთი, ცხვირის ნესტოებში ჩაუწვეთა საკუთა-
რი ხელით.
ანუგეშებდა ავადმყოფს: ალბათ სავსებით უბრალო ამბავია,
მოენე მოუვიდა გიორგი ჭყონდიდელს, ჩვენ ამჟამად ვღელავთ
რატის მოლოდინში, თორემ ვინ იცის, რამდენი მალემსრბოლი
ან მოენე მოდისო ღამღამობით ნაჭარმაგევის ციხეში.
„სახელმწიფო ეკლესია როდია, გეთაყვანე, მლოცველნი და
მეაღაპენი ხომ არ მოვლენ ვაზირთა უპირველესთან, იგი ხომ
თვალი და ყურია სახელმწიფოსი.

269 მკითხველთა ლიგა


მე ამ ბოლო ჟამს ცუდად მძინავს, ჩემი საძილო დარბაზის
სამზერი ხომ პირდაპირ გასცქერის ნაჭარმაგევის ციხისთავის
კიბეს. ღამე ერთია და ათორმეტი მალემსრბოლი მოდის ხოლმე
ყოველ წუთში მამლის ყივილამდის.
დავით მეფე სადაცაა ჩამოვა, სიტყვას გაძლევ, რაც უნდა დი-
დი საიდუმლო იყოს, იგი მე არ დამიმალავს არასგზის“.
ესა სთქვა მარიამ დედოფალმა, დერეფანში გაიხედა და შემ-
თხვევით გავლილ საბიას უბრძანა, როგორც კი დავით მეფე
მობრუნდეს უფლისციხიდან, დაუყოვნებლივ მამცნეო.
საბია გაოცდა:
„რასა ბრძანებთ, დედოფალო ბატონო, კაი ხანია უფლისწუ-
ლი და ნიანია ბაკურიანი უკვე ჩამობრძანდნენ“.
„სად არიან მერმე?“
„ჩამოსვლის უმალვე გიორგი ჭყონდიდელის სამყოფლოში
შევიდნენ ორივენი. იგიც უნდა მოგახსენო, დედოფალო ბატო-
ნო, მე თავათ ვნახე, ციხის ეზო გადაიარეს სამთა, დედის ცხონე-
ბამან“.
„ვინ სამთა?“
იკითხა მარიამმა მღელვარედ.
„უფლისწულმა, ნიანიამ და შერგილ ლიპარტიანმა“.
„ეს ნამდვილია, საბია, თვალი ხომ არ გატყუებს?“
„ჭეშმარიტია, დედის ცხონებამან. კიბისთავთან შემომეფეთა
უფლისწული, იგი არც კი მომსალმებია ჩემი სალმის საპასუხოდ,
როგორც მას სჩვევია ხოლმე, უგუნებოდა სჩანდა უფლისწული“.
კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა საბიას, მაგრამ მარიამმა ანიშ-
ნა და დადუმდა იგი.
„კარგი, ჩემო საბიავ, ახლა წადი და ნიანია ბაკურიანი აქ
მომგვარე, როგორც კი შეხვდე...“
...
როცა დავით მეფე, ნიანია ბაკურიანი და შერგილ ლიპარ-
ტიანი გიორგი ჭყონდიდელის საძილო დარბაზში შევიდნენ,
ჭყონდიდელი დილის ლოცვით იყო გართული.
მან ლოცვა შესწყვიტა ანაზდად, შუბლზე ეამბორა მეფეს და
საკარცხული შესთავაზა.

270 მკითხველთა ლიგა


„გვიანი ღამით გამაღვიძა წუხელ ციხისთავმა, – სთქვა ჭყონ-
დიდელმა და ლიპარტიანს შეხედა. – ჩირდილელმა მომგვარა
სიტყვაი ქორა და ხორგაი როსტოი.
ისინი თურქი მონასპის სამოსელში გამოპარულან ზედაზე-
ნის ციხიდან გუშღამ, ზედაზენის ციხის პატრონს, ძაგან ერის-
თავს, სამი ათასი თურქი მონასპა მოსვლია გასულ შაბათს, ნა-
შუაღამევზე.
როგორც მსტოვართა და მოენეთა შემწეობით გამოვარკვიე,
ეს სამი ათასეული ტფილისიდან ავჭალით უნდა იყვნენ ბილიკე-
ბით ამოსულნი ზედაზენის ციხეში“.
„შემადგენლობა?“
იკითხა მეფემ.
„ორი ათასი ქვეითი მოისარი, ათასიც მძიმედ შეჭურვილი,
აგრეთვე ქვეითნი.
კახელ მეციხოვნეთა ჩურჩულისათვის ყური მოუკრავთ
მოენეთ: ოთხი ათას ცხენოსანს კიდევ მოელიანო ზედაზენში“.
მეფემ სთქვა:
„რუსთავის ციხის გამო თუ იციან რაიმე ახალი?“
„ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მამცნეს მათ: რუსთავის ცი-
ხიონსაც შეჰმატებიაო თურქნი მოისარნი, რუსთავიდან ზედა-
ზენს ჩამოსულა ბერი ბეციაი.
სიტყვაი ქორა დაძმობილებია მას. ახალი ამბები გამოუკით-
ხავს. რატი და მისნი აზნაურნი რუსთავის ციხიდან ორი კვირით
ადრე წასულან“.
„საითკენო, როგორ სთქვეს, მამაი გიორგი?“
შეეკითხა ნიანია ბაკურიანი.
„ეს არავინ იცის“.
მეფემ სთქვა:
„როგორც ეტყობა, რატის მიერ გამოგზავნილი წიგნი მისი
რუსთავში ყოფნის დროს არ უნდა იყოს დაწერილი!“
„მეც აგრე მგონია, მეფევ ბატონო“.
მეფემ ბრძანა და დაუყოვნებლივ მოიყვანეს სიტყვაი ქორა
და როსტოი ხორგაი.
მეფის დანახვაზე მუხლი მოიყარა ორივემ.
მეფემ დაუყვავა მათ და ანიშნა, ახლოს მოიწიეთო.

271 მკითხველთა ლიგა


„თქვენი დატყვევების ამბავი ჩვენ მოგვხსენდა, ეს მიამბეთ,
რა ყოფაში იყავით ზედაზენის ციხეში?“
ვიდრე ენაბრგვნილი სიტყვაი ქორა ხმას ამოიღებდა, დაწი-
ნაურდა ხორგაი როსტოი და შემდეგი მოახსენა მეფეს:
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მუხათგვერდის გასწვრივ მი-
მინო გაგვიფრინდა, მტკვარს გაღმა გადავყევით, კი არ გადავყე-
ვით, ციხისთავის ბრძანება იყო აგრეთი, ჩვენ ნაბრძანები
გვქონდა, ბავლი გაგვეგდო და მტკვარს გაღმა გადავყოლოდით
მიმინოს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოვპარულიყავით
უკან. იგიც ვიცოდით, ზედაზენის ციხის პატრონი ნადირობდა იმ
დღეს ყარყატზე.
მერმე ის იყო, შეგვიპყრეს, გვცემეს, ჩვენ თავი მოვიკატუ-
ნეთ, ვითომ გახარებულნი ვიყავით ტყვედ ჩავარდნითა, განზრახ
ვაძაგეთ მუხათგვერდის ციხისთავი.
ვარწმუნებდით ძაგან ერისთავს, ნებსით გავყევით-თქო მიმი-
ნოს.
ორ კვირას ბნელში ვყავდით. ერთ დღეს მოვიდა ძაგანის
ათისთავი, კალატოზი თუ არისო თქვენთაგან ვინმე?
სამნივე კალატოზი ვართ-თქო, ვუთხარით, ბორკილი აგ-
ვხსნეს და საკალატოზო საქმე მოგვანდვეს.
მართლაც ვშველოდით ზედაზენის ციხის შეკეთებაში. ამ მუ-
შაობის დროს მართლაც გამოვიჩინეთ თავი, რადგან უგულოდ
მუშაობდნენ კახნი და ბერძენნი.
ბეჯითად ვმუშაობდით. მოგვენდვნენ, რამდენჯერმე ბოჭორ-
მას წარგვგზავნეს ორი მეციხოვნის თანხლებით. ორივენი დაგ-
ვითვრნენ ბოჭორმაში. ერთ კვირას ბოჭორმის სასახლის შეკე-
თებას მოვუნდით.
გაპარვას ვაპირებდით, მაგრამ ვერ გავბედეთ და ისევ მივ-
ბრუნდით ციხეში“.
„როგორღა გამოიპარეთ?“
შეეკითხა ნიანია.
„ჩვენ ჯერაც არ ვაპირებდით გამოპარვას, მთელი თვე ჩურ-
ჩულებდნენ მეციხოვნენი: თურქის მაშველი ჯარი მოდისო და
დავუცადეთ მის მოსვლას.
რაიცა შეეხება ჩვენს გამოპარვას, ღამით თურქ მოისარებს
სამოსი მოვპარეთ, ჩვენი თავთით დავიწყვეთ, მერმე გავეპარეთ
272 მკითხველთა ლიგა
ღამით გუშაგებს. მტკვრისაკენ მიმავალ წყლის თანგირებში ჩავ-
ძვერით, ასე ვიარეთ ცოცვით და ავჭალაში ამოვყავით თავი“.
„მე როგორც მახსოვს, თქვენ სამნი შეგიპყრეს, არა?“
„დიახ, სამნი, მეფევ ბატონო“.
„მესამე ვინ იყო?“
„ძმაი ჩემი, გოდერძი“.
„იგი სადღაა ამჟამად?“
„გოდერძი წინაღამეს გაუჩინარდა. დაგვიბარა: მივდივარო
და დღესაც არ ვიცით, თუ სადაა იგი?“
როცა დაკითხულნი გაიყვანეს, დავით მეფემ ხმადაბლა უთ-
ხრა ჭყონდიდელს: „ეს ამბავი ჩვენ ოთხს გვეცოდინება მხო-
ლოდ. ლიპარიტის აქ ყოფნის დროს უხერხულია დარბაზისერთა
საბჭოდ მისი გამოტანა“.
მერმე სპასალარებს მიუბრუნდა:
„ექვს დღეში საომარი მზაობა უნდა მიპატაკოთ“.
ახლა ჭყონდიდელს გაუმართა მზერა და განაგრძო:
„შერგილ ლიპარტიანი ჭყონდიდს წასვლას მოიმიზეზებს,
წილკანს მიაშუროს და მანდ დაბანაკდეს.
ნიანია ბაკურიანი ვითომც ტაოსკარს გაემგზავრება, ხერკამ-
დის ნუ მივა, სხალტბაში დაბანაკდეს, ხოლო ჯონდი ერისთავი
უფლისციხის ნაცვლად წეროვანს ჩავიდეს სპიანად, მანდ
დაელოდოს მახარაის ჩასვლას.
სანამ ომის აუცილებლობა არ ჩამოდგება, არ ივარგებს ნა-
ჭარმაგევიდან ჩემი წასვლა.
ყოველ შემთხვევაში მზაობა და სიფხიზლე გვმართებს“.
დავითი ფრიად დაქანცული იყო, ამიტომაც რკონის კოშკში
ავიდა.
ნიანიაც დასვენებას აპირებდა, მაგრამ საბია შეეყარა ციხის
ეზოში და მარიამ დედოფალს მიჰგვარა. ეზოსმოძღვარი ცინცი-
ლუკი გაოგნებული მიაშტერდა სტუმარს.
დედოფალი უკაზმავად იყო და მცირე ხანს ლოდინი დასჭირ-
და ნიანიას. ბაკურიანი გაოცებული იყო ეგზომ მოულოდნელი
და ნაადრევი ხმობითა.
როცა ნიანია მარიამის საძილო დარბაზში შევიდა, ვარდის
ესენციის სურნელი ეცა.

273 მკითხველთა ლიგა


მან პირველად ნახა დილის ხალათში მარიამი, მწიფე ატმის-
ფერი, გამსჭვირვალე ეთეროვანი ხორცის სინატიფეს ალაგ-
ალაგ ვერა ფარავდა პირისფერი თხელი აბრეშუმი.
ნიანიამ შენიშნა: წინა ღამის უძინარ დედოფალს თვალის
არეებში გასჩენოდა წვრილი ნაოჭები, ისეთი წვრილი, როგორც
გულწითელას ნაკვალევი ქვიშის ზედაპირზე.
დედოფალმა ჯერ გასხეპილი თავაზიანობით მოიკითხა ბაკუ-
რიანი და ჯიქურად ჰკითხა მას:
„იცოდე, არ დამიმალო, ნიანია, რა მოხდა სასახლეში წუ-
ხელ?“
ნიანიასთვის სავსებით მოულოდნელი იყო ასეთი შეკითხვა,
მაგრამ მაინც მიხვდა, თუ რისი გაგება ეწადა დედოფალს.
მოფიქრებისათვის დროის მოსაგებად იგი მცირე ხანს და-
დუმდა და მერმე სთქვა:
„წუხელ? წუხელ მე უფლისციხეში გახლდით, ავგუსტა“.
„არა, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, ნიანია. შენ არ დაგავიწყდეს,
მე, უწინარეს ყოვლისა, მამიდა ვარ შენი პატრონისა და ბაგრატ
მეფის ერთადერთი ასული“.
წარბები ზეაწკიპა ნიანიამ, ისე მოიკატუნა თავი, თითქოს
კითხულს არაფერი გაეგებოდა შემკითხველისა.
„განა მე არ ვიცი, ავგუსტა, თქვენ რომ ჩემი პატრონის მამის
დაი ბრძანდებით და სულკურთხეული ჩვენი დიდი მეფის, ბაგრა-
ტის ასული?“
„კარგი, დაჯე და მიამბე, რაც მოხდა“.
ესა სთქვა დედოფალმა და საკარცხული შესთავაზა ბაკური-
ანს.
„არა, გულახდილი იყავი ჩემთან, ნიანია, თუ ეს საიდუმლოა,
იცოდე, ჩემს გულში დაიმარხება იგი. რატის მიერ წარმოგზავნი-
ლი მალემსრბოლი ხომ არ მოსულა ციხეში წუხელ?“
ნიანიას გაეხარდა, დედოფალმა სხვარიგად რომ შეაბრუნა
საკითხავი, წელში გაიმართა და მიუგო:
„შენს მზესა ვფიცავ, ავგუსტა, რატის მალემსრბოლი არ ყო-
ფილა იგი“.
„შენ ჩემს მზეს ნუ იფიცავ, ძვირად არ გიღირს იგი, სხვა რამ
დაიფიცე, უფრო ძვირფასი“.

274 მკითხველთა ლიგა


„დედის სულს ვფიცავარ, ავგუსტა, შენ მზეზე უფრო ძვირფა-
სი დასაფიცარი სხვა მზე არ არსებობდეს ჩემთვის“.
მამაკაცების ტყუილის შეცნობაში გამოცდილმა ქალმა იგ-
რძნო, რომ ეს გულწრფელად სთქვა ნიანიამ და კითხვა მოუნაც-
ვლა კვლავ:
„მაშ, ვინღა იყო ის ჯოროსანი, თურქულად ჩაცმული?“
ნიანიას შეეშინდა, კიდევ არ დამაფიცოსო მარიამმა თავისი
მზე, ან მიცვალებული დედის სული, მაგრამ მოემზადა უქცევე-
ლი ცრუფიცისათვის და სთქვა.
„ეგ იყო ტაოდან მოსული მალემსრბოლი“.
„რაო, ტაოსკარში ხომ არაფერი მომხდარა სიავე?“
„მაინცდამაინც არაფერი, თურქნი გულდასმით ზვერავენო
ტაო-კლარჯეთის საზღვრებს“.
მარიამს უნდოდა, კვლავ მოენაცვლებინა კითხვა: რად ეც-
ვაო იმ ორ კაცს თურქულად, მაგრამ კითხვა გადაუვარდა გული-
დან და მხოლოდ ეგა სთქვა:
„მაშ, რატის მალემსრბოლნი არ არიან ისინი?“
„არა, შენს მზეს ვფიცავარ, ავგუსტა. ამ დღეებში ტაოსკარს
მაგზავნის მეფე“.
მარიამს ლახვარივით შეესო ეს ამბავი გულში, ერთ წუთს
წარმოიდგინა, თუ როგორ მოიწყენდა იგი ნაჭარმაგევში ნიანიას
ტაოსკარში ყოფნის დროს.
ამის გამო არაფერი გაუმჟღავნა ვაჟს, ესღა უთხრა:
„როდისღა მობრუნდები ნაჭარმაგევს?“
„როცა ჩემი პატრონი მიბრძანებს, მე ხომ ჩემს თავს არ ვე-
კუთვნი, ავგუსტა“.
მარიამს უნდოდა კიდევ მცირე ხანს დაყოვნებულიყო ნიანია,
მაგრამ მიხვდა: უხერხული იქნებოდა დილაადრიან დედოფლის
საძილო დარბაზში დიდხანს დაყოვნება მამაკაცისა, ხელი საამ-
ბოროდ გაუწოდა ბაკურიანს და უთხრა:
„მადლი უფალს, ყოველივე რომ რიგზეა“.
როცა ნიანია გავიდა, დედოფლის გულში მცირეოდენი იჭვი
მაინც ღიმღამობდა, მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო მის-
თვის ყოველივე ნიანიას მიერ ნათქვამი.

275 მკითხველთა ლიგა


მარიამი ერთ ორგზის შეეცადა ამ ღამეული მალემსრბოლის
გამო შესიტყვებოდა დავითს, მაგრამ უხერხულად მიიჩნია ასე-
თი რამ.
ბოლოს გიორგი მეფე დაიმარტოხელა და გამოკითხვა დაუწ-
ყო. მას სავსებით არაფერი გაუგონია ამ საქმის გამო.
„ეჰ, ჩემო მაიკო, – სთქვა გიორგიმ, – მალემსრბოლნი მიდი-
ან და მოდიან, ეს არაფერი, ჩვენი ცხოვრების დღენი მალემ-
სრბოლებზე უსწრაფესად რომ მიდიან, ეგაა ცეცხლი...“
ამ უდარდელობას საქმითაც ამჟღავნებდა იგი. დილიდანვე
ნაჭარმაგევის მარანში მიჰყავდა მას შამან ერისთავი და ლიპა-
რიტი, ნიქოზელი და რუისელი ეპისკოპოსები.
ციკანს დააკვლევინებდნენ, მერმე მორიგეობით სინჯავდნენ
ახალსა და ახალ ჭურებს.
სტუმრებს თავათ ჩამოურიგებდა მეფე როგორც ღვინით სავ-
სე სამწდეურს, ისე ციკნის მწვადებს, მზარეულთუხუცესის მიერ
ცხელ-ცხელად მორთმეულს.

***
მანდილოსანთა გულში მღელვარება მატულობდა.
ვეღარც ელენე დედოფალი ფარავდა წუხილს იმის გამო,
რომ არც რატი ორბელიანი სჩანდა სადმე და არც მისი მალემ-
სრბოლი.
ერთ საღამოს დავით მეფემ მარიამთან საუბრის დროს მშრა-
ლად ჩაილაპარაკა: ქსნის ციხეში მივდივარ ამაღამ და ხვალვე
გამოვბრუნდებიო.
მარიამს არ იამა ამის გაგონება, მაგრამ ეს სიტყვები ისე
მტკიცედ სთქვა წარბშეყრილმა მეფემ, მაიკომ ვეღარც შეჰბედა:
ნუ მიდიხარო.
მეორე დღეს მარიამი და დედისიმედი საძილო დარბაზში ის-
ხდნენ. დედისიმედი ქარგავდა, მარიამი ხერკის გზას გასქცერო-
და.
მზე გადახრილიც არ იყო, როცა გამოჩნდა შავ ცხენზე მჯდო-
მარე წითელ-ყვითლად მორთული ახმახი ვაჟკაცი.
ორიც თეთროსანი მის უკან მოაჯირითებდა ცხენებს.
მარიამმა უთხრა დედისიმედს:

276 მკითხველთა ლიგა


„იცოდე, გეთაყვანე, ეს შავ ცხენზე მჯდომარე ვაჟკაცი ან რა-
ტი უნდა იყვეს, ან მისი მალემსრბოლი“.
დედისიმედმა ქარგვა მიატოვა, სარკმელს მიეახლა და
თვალზე მიიჩრდილა ხელი. მან გარკვევით გაარჩია უკვე მზისა-
გან გარუჯული ვაჟკაცის სახე და მისი წოწოლა, შავი ქუდი, სი-
რაქლემის ფრთებით დამშვენებული.
დედისიმედმა თქვა:
„ეს ვაჟკაცი თავის მხარგრძელობით, დიახაც, ჰგავს რატის,
მაგრამ სირაქლემას ფრთები მეუცხოება რატომღაც“.
მარიამი წამოდგა და სთქვა:
„წამო, სავარდემდის მივიდეთ და იქ შევუცადოთ მათ მოს-
ვლას“.
ვიდრე მანდილოსნები ძირს ჩამოვიდოდნენ, სამივე მხედა-
რი უკვე მიუახლოვდა ციხისთავის სამყოფლოს.
შავი ტაიჭიდან ჩამოხტა მზვარეში გარუჯული, ახოვანი ვაჟკა-
ცი, რომელიც გაბუშტული, სქელი ტუჩებითა და დიდრონი ვერ-
ცხლის საყურეებით იქცევდა ყურადღებას.
დედისიმედს გააჟრჟოლა ამ კაცის დანახვაზე, საფეთქლებში
უცნაური ტკივილი შეიცნო და მარიამს წაეპოტინა მკლავზე.
მარიამმა შენიშნა ეს ყოველივე, ნეკერჩხლის ქვეშ, ნამორზე
დასვა იგი და გვერდით მიუჯდა თავათაც.
მარიამი სავარდედან ხედავდა, თუ როგორ შევიდა ეს გარუ-
ჯული მხედარი ციხისთავის სამყოფლოში.
სულ რამდენსამე წუთს ისხდნენ სავარდეში მანდილოსნები.
ციხისთავის სამყოფლოდან გამოვიდა მახარაი, უჟმურივით
გაიხურა კარი, მარიამს თავზე წამოადგა და ეუბნება:
„ისპაჰანიდან მალემსრბოლი მოვიდა, წიგნი მოიტანა, სულ-
ტან ბარქიაროკის მიერ გამოგზავნილი“.
მარიამსა და დედისიმედს ფერი ეცვალათ, მაგრამ არც ერთს
არ დაუძრავს კრინტი.
ერთი საათიც არ გასულა, დავით მეფე „მცირე სპით“ დაბ-
რუნდა ქსნიდან.
მარიამ დედოფალი გააოცა დავით მეფის გულცივობამ. იგი
სადილობის დროს ჩინებულ გუნებაზე იყო, არც გიორგი მეფე
იყო მაინცდამაინც დაზაფრული.

277 მკითხველთა ლიგა


იგი წარამარა სთავაზობდა სტუმრებს ციკნის მწვადებს, მი-
ირთვით, მიირთვითო, ემუდარებოდა მათ.
გიორგი მარიამს მიუბრუნდა და უთხრა:
„შენ მიწუნებ ამ მწვადებს, მაიკო!“
„მე ზაფხულობით არ გიახლები თხისა და ცხვრის ჯილაგს,
შენ დაგვიწყებია, გიორგი“.
„ვაგლახ, ვაგლახ, ბევრი რამ დაგიკარგავს, ჩემო მაიკო“.
გიორგი ატყობდა უგუნებობას თავის დას, მისი გამხიარულე-
ბა ეწადა, ამიტომაც არ ეშვებოდა:
„კაი და პატიოსანი, შენ არ მიირთმევ ციკნის ხორცს, მაგრამ
მაინც გეცოდინება, რად ჩვეოდათ ჩვენს ძველებს მაინცდამაინც
ციკნის დაკვლა ვენახში?“
„ეს ამბავი ყურმოკვრით მაქვს განაგონი, გიორგი, არც მე ვი-
ცი კარგად, თრობის ღმერთს, ბახუსს, ხომ თხისფეხებიანს წარ-
მოიდგენდნენ... ალბათ ამიტომ...“
„ოჰ, ეს ჩინებულია, მე და ლიპარიტმა ბარე სამი ციკანი და-
ვაკვლევინეთ ვენახში უკვე.
სახელი და პატივი იმ თხისფეხებიან ბახუსს“.
სთქვა გიორგიმ და ლიპარიტს გადაულოცა სავსე ფიალა.

***
იმავე საღამოს გიორგი ჭყონდიდელმა ორივე მეფისა, ერის-
თავთა და სპასალართა თანდასწრებით გახსნა ისპაჰანიდან გა-
მოგზავნილი გრაგნილი და თავათვე დაიწყო არაბულად ნაწე-
რის სახელდახელოდ თარგმნა.
იგი ტაატით კითხულობდა და ასევე ნელა თარგმნიდა
ტექსტს:
„სახელითა ალლაჰისათა, მოწყალისა მწყალობელისათა.
„სახელითა ალლაჰისათა, სამყაროს უფალსა, კაცთა და ჯინ-
თა შემომქმედსა, ცათა და ქვეყანათა გამჩენსა, ყოვლისა წყვი-
ლისა, მამრისა და მდედრისა განმრიგესა, რომელმან შექმნა კა-
ცი შედედებული სისხლის წვეთისაგან, შემდეგ სული შთაბერა
და მისცა სახე თვისი.
არა არს ღმერთი თვინიერ ალლაჰისა და მუჰამედია მოციქუ-
ლი მისი.

278 მკითხველთა ლიგა


დიდება და გამარჯვება მოციქულთა უფალსა ჩვენსა მუჰა-
მედს, ალლაჰ აკურთხებს მას და გაუმარჯვებს სამარადჟამო
კურთხევითა და გამარჯვებითა, ვიდრე განკითხვის დღემდე...
ალლაჰიმცა მაღალი და იგავმიუწვდენელი ხანგრძლივს
ჰყოფს მისი უდიდებულესობისა, მეფისა და დიდებულისა, რაინ-
დისა და მამაცისა, ლომგულოვანისა და ბრძოლაში შემმართებ-
ლისა, ლომისა, ტახტის მპყრობელისა, და გვირგვინოსნისა და
თავის სარწმუნოებისა მეცნიერისა, სამართლიანისა თვისი სამ-
წყსოს მიმართ.
რჩეულისა გრეკიისა23 მეფეთა შორის, გჲურჯთა სულტანისა,
საგანძურისა ზღვათა და სრუტეთა მეფეებისა, მფარველისა მხე-
დართა ნაკრძალ ადგილებისა, თავის პაპათა ტახტთა და გვირ-
გვინთა მემკვიდრისა, რუმთა24 ქვეყნების მფარველისა, იონელ-
თა შთამომავალისა, სირიის მეფეთა ესენციისა, რჩეულისა ტახ-
ტის მპყრობელთა და გვირგვინოსანთა შორის, ქრისტიანეთა
განმადიდებლისა, ისას25 მიმდევართ განმამტკიცებლისა. მესი-
ელ გმირთა მესსიისა, წმინდა სახლის განმადიდებლისა.
ნათლისმღებელთა საყრდენისა, მეფეთა და სულტანთა უერ-
თგულესი მეგობრისა აბდულმესია ალი-მალიქისა.
გჲურჯისტანის სულტნისა დავუდისა.
დაცულიმცა არს სამეფო მისი სიყვარულითა მის მიმართ და
არა მისი ლაშქრითა, მის მიერ აღთქმის და არა მის სპათაგან და
მისთა ალამთა ფრიალის მეოხებითა, აგრეთვე კეთილყოფილ
ჩვენი თანდაყოლილი თვისებითა დასაბამით, რაც მას მიეწერე-
ბა, ჩვენი გამჭრიახი გონებითა და არა კვესითა, რომელიც აღაგ-
ზნებს ცეცხლსა.
მას ჟამსა შინა მამაი თქვენი, მეფეთ-მეფე გიორგი, კესაროსი
ეახლა ისპაჰანს მამასა ჩვენსა, ირანისა და არაირანის მაღალსა
სულტანსა მალიქ-შაჰს და აღუთქვა ხარაჯა.
მრავალ წელს იხდიდა ხარაჯას მეფეთ-მეფე და კესაროსი გი-
ორგი, ხოლო მას შემდეგ, რაც მეფე დავუდი დაეუფლა ტახტსა
და გვირგვინსა მამეულსა, აღგვიკვეთა ხარაჯის მიცემა.

23 გრეკია – საბერძნეთი.
24 რუმი – რუმს უწოდებდნენ თურქნი ბიზანტიას.
25 ისა – იესო, იგულისხმება ქრისტე.

279 მკითხველთა ლიგა


უკეთუ სულტანი გჲურჯისტანისა დავუდ არ ინებებს გადახდას
დაწესებულის ხარაჯისა და დაუყოვნებლივ არ წარმოგზავნის
მრავალ წლის მანძილზე გადაუხდელ ხარაჯასა, ჩვენს პირველ
ვაზირს ვუბრძანებ, დაგიწყოთ ომი შემუსვრად ქვეყნისა თქვენი-
სა.
ალლაჰიმც მოწმეა და საკმარისი მოწმეა იგი. არა არს ძალი
და ძლიერება, თუ არა ალლაჰისა თანა“.
გიორგი ჭყონდიდელმა სულ ახლოს მიიტანა გრაგნილი თვა-
ლებთან და ბეჭედის რკალში ჩანაწერი წაიკითხა:

„ჰუვა ლი ლაჰუ!“26

გაცილებით უფრო იოლად ამოიკითხა ბეჭდის ქვემოთ ხელ-


ჩართული ასოებით დაწერილი:

„აბუ მუსაფერ რუკნ ალდინ ბარქიაროკ.


სულტანი ირანისა და არაირანისა“.

დავით წამოდგა, ხელიდან გამოართვა ჭყონდიდელს გრაგ-


ნილი, თვალი გადაავლო სულტანის ხელწერას და სთქვა:

„ტუღრის მცველის სახელი27 არა სჩანს“.


„ტუღრის მცველის სახელი ვერ გავარკვიე“.
სთქვა ჭყონდიდელმა.

***
საღამოს ბროლის დარბაზში დაიწყო ბჭობა. შამან ერისთა-
ვი, ნიქოზელი მაქსიმე და რუის-ურბნისის ეპისკოპოსი პროხო-
რე დარბაზში არ აღმოჩნდნენ.
გიორგი მეფემ სთქვა:
„შეკრებულება, რომელსაც უხუცესნი არ ესწრებიან, შეკრე-
ბულება არაა“.

26 იგი არის ალლაჰი!


27 ტუღრის მცველი – ბეჭდის მცველი სულტნისა.
280 მკითხველთა ლიგა
როცა შამან ერისთავი, მაქსიმე ნიქოზელი, ეპისკოპოსი და
რუისის ეპისკოპოსი პროხორე დარბაზში შემოვიდნენ, მცირე
ხანს სრული დუმილი სუფევდა.
ახალგაზრდები უხუცესთაგან მოელოდნენ აზრის გამოთ-
ქმას. მაგრამ არც ერთი მათგანი ხმის ამოღებას არ აპირებდა.
ბოლოს შერგილ ლიპარტიანმა დასძრა სიტყვა, სპასალარ-
თა შორის უხუცესმა:
„დარბაისელნო, მე მოკლედ მოგახსენებთ ჩემს სათქმელს,
რადგან ჩვენ გასაკეთებელი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე სამას-
ლაათო.
სულტანის ეპისტოლა არც ისე მოულოდნელად უნდა გვეჩვე-
ნოს. მართებული იყო დავით მეფის გადაწყვეტილება, წრეულს
გაზაფხულზე ხარაჯაზე უარის მიწერა რომ არ ინდომა.
რა დღეს, რა ხვალ, ეგ აგრე უნდა მომხდარიყო. წიგნი არ
მივწერეთ სამაგიერო, დრო მოვიგეთ შემზადებისა და ეს დრო
უქმადაც არ დაგვიხარჯავს. შიდა ქართლისა და თრიალეთის ცი-
ხენი გავამაგრეთ და შევაკეთეთ.
ყოველი ომი თავისთავად საფრთხეა, საფრთხეს უნდა განე-
რიდოს ბრძენი მეფე, მაგრამ როცა იგი კარზე მოგადგება, უნდა
შეებრძოლო მას, რადგან სხვა გზა არ არის.
მეც აგრე მსმენია დავით მეფისაგან: როცა ვაჟკაცს გაუჭირ-
დება, მას სხვა გზა არ დარჩენია, გარეშე ბრძოლისა“.
სათქმელი მოათავა შერგილ ლიპარტიანმა და ისევ ჩამო-
ვარდა დუმილი.
ახლა ნიანია ბაკურიანი წამოდგა.
„მე აგრე ვფიქრობ, დარბაისელნო, ხარაჯაზე ჩვენ არსები-
თად უარი გვქონდა შეთვლილი, რადგან ეს მეოთხე წელია ჩვენ
ხარაჯა არ მიგვიცია სულტანისათვის.
ახლა ჩვენ ხელახლა რომ ვიკისროთ იგი, ეს იგივეა, ქედზე
უღელი მეორეგზის დავიდგათ თავათ.
სულტანი თავდასხმით გვემუქრება, ეს მართალია, მაგრამ
როცა იგი, ვისაც თავს ესხმიან, სხვა გამოსავალს ვერა ხედავს,
მართებულად მოიქცევა, თუ შეებმება მტერს, თუნდაც წინასწარ
რომ იცოდეს, დაღუპვა მოელის მას.
პირველთქმულს რომ მივუბრუნდეთ, ხარაჯაზე თუ უარს იტ-
ყვით, ხმალმა გაგვასწოროსო, აგრე გვითვლის სულტანი.
281 მკითხველთა ლიგა
თუ ჩვენ ახლა არ გამოვიყენეთ ხმალი, რა საჭიროა ქარქაშ-
ში ვინახოთ იგი“.
„მე მჭევრმეტყველი არ გახლავართ, – დაიწყო მოკრძალე-
ბით ჯონდი ერისთავმა, – მჭევრმეტყველიც რომ ვიყვე, ეგზომ
პატივსადებ დარბაზისერთა წრეში მე უთუოდ მოვერიდებოდი
გრძლად საუბარსა.
ჩვენ უომრადაც საფრთხე მოგველის, ხოლო ომიც საფ-
რთხის მომტანია, ხომა? ამ შემთხვევაში ბრძენი ვაზირი ომს ურ-
ჩევდა მეფეს, ხარაჯა მშვიდობიანი მონობაა, ეს უცილოა.
მონობაში აშენებული ერი ჯერ არავის უნახავს. მაგრამ ომში
ყოველთვისაა გამარჯვება მოსალოდნელი, მაგრამ გააჩნია, ვინ
როგორ აწარმოებს მას“.
როცა ახალგაზრდა სპასალარები დადუმდნენ, გიორგი მე-
ფემ გადახედა გიორგი ჭყონდიდელსა და დავით მეფეს, მერმე
შამან ერისთავს და ლიპარიტ ერისთავს თვალი გაუსწორა და
სთქვა:
„ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა ეს ჩვენი ვალია, უხუ-
ცესთა ვალი; უხუცესნი, რომელნიც სიფრთხილეს არ გამოიჩე-
ნენ, უხუცესნი არ არიან.
მე ნაკისრი მაქვს ხარაჯა თავის დროზე მალიქ-შაჰ სულტანის
წინაშე, რა თქმა უნდა, არც მე ვარ მომხრე სულტანისათვის ხა-
რაჯის მიცემისა და არცთუ მარადჟამული ყმადნაფიცობა მიკის-
რია ოდესმე მისი, მაგრამ მე არა მგონია, ამჟამად ჩვენ შეგვწევ-
დეს ძალა სულტანისათვის უარის შეთვლისა, რადგან ხარაჯაზე
უარის თქმა ეს ომს მოგვიტანს მხოლოდ.
ახალგაზრდა სპასალარები იქადნიან: შიდა ქართლისა და
თრიალეთის ციხენი შევაკეთეთო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ომისათ-
ვის მზაობას არ ნიშნავს.
მთავარზე უმთავრესი ეგაა, ლაშქარი თუ გვყავს საკმარი
სულტანის ძალისათვის წინ დასადგომად, რადგან ჯარი უციხოდ
ყოველთვის იბრძოლებს, მაგრამ უჯაროდ ჯერ არც ერთ ციხეს
არ უომნია.
შემოდგომის ქუხილივით ამაო ქადილს უნდა ერიდოს ვაჟკა-
ცი. უძლიერესთან შებრძოლებას უნდა ერიდო, რადგან ღრუბე-
ლი ქარის პირისპირ ჯერ აროდეს წასულა.

282 მკითხველთა ლიგა


ყოველი კაცი გმირია ომის დაწყებამდის, მაგრამ გმირისა და
ლაჩრის ნამდვილი ვინაობის დამდგენი მხოლოდ და მხოლოდ
ომია.
განა მარტო სულტანია ჩვენი მტერი, ბანუ-ჯაფარი და კვირი-
კე კახთა მეფე, უფლისწული აღსართან და ძაგან ერისთავი, ზე-
დაზენის ციხის პატრონი.
გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებ-
რძოლოს ერთად.
ძლიერი თავდამსხმელი აროდეს ბრუნდება ხელცარიელი,
ასე რომ, ყოველგვარი მშვიდობა ერთ-ერთი სახეობაა ხარაჯი-
სა“.
ლიპარიტ ერისთავი ფეხზე წამოდგა, ორივე მეფესა და გი-
ორგი ჭყონდიდელს შესცქეროდა და ისე საუბრობდა:
„დარბაისელნო, არც მე მიმიჩნიოთ ხარაჯის მიცემის მომ-
ხრედ, მაგრამ ძლიერთან ომი იგივეა, რაც ფეხშიშველა მონათა-
გან საომარ სპილოსთან შებმა.
ძლიერი მტრის წინააღმდეგ მოუმზადებლად შეტაკება პეპე-
ლას მიერ კოცონისკენ ლტოლვასა ჰგავს.
ვინც მეფის საამებლად არასაქნელს შესაძლებლად დასა-
ხავს, იგი კაცი ცუდი მრჩეველია უთუოდ.
სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფ-
სკრულში მისი გადაჩეხვა“.
იოანე დუკისძე კედელზე აკრული ყურს მიუგდებდა ლიპარი-
ტის სიტყვებს.
მხარაქცეულად ეჩვენება მას თავისი პატრონი ამჟამად,
რადგან იოანეს ეწადა ომში გახვეულიყო დავით მეფე.
ბრაზი ეკიდებოდა გულზე, რათა ურჩევსო დავით მეფეს
მტერთან დაზავებას?
დავით მეფემ სთქვა:
„...მე დიდხანს საუბრით თავს არ შეგაწყენთ, დარბაისელნო,
აქ ხშირად ახსენებენ ძლიერ მტერს. თუ კაცი არ შეეცადა თავათ
გაძლიერდეს და მტერი დააუძლუროს, თავათ მუდამ უძლური
დარჩება, ხოლო მტერი მისი – მუდამ ძლიერი, და ასეთი რამ
ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხმლითა.

283 მკითხველთა ლიგა


ომი წრთობაა არა მარტო ხმლისა, არამედ ხალხისაც. ვინც
მართებულ ომს გაურბის, იგი ახალ უმართებულო ომებს თავზე
მოახვევს თავის ხალხს.
ომი საფრთხეა, მაგრამ ამ საფრთხის წამალი მხოლოდ და
მხოლოდ წინააღმდეგობაა, ომი სისხლს მოითხოვს, მაგრამ ჯერ
უსისხლოდ არავის მოუგია ომი.
აქ ბრძანებდნენ, შემოდგომის ქუხილივით ამაო ქადილს უნ-
და ერიდოსო კაცი.
ეს ჭეშმარიტია, მაგრამ ამაო ქადილი იგია, როცა შემოდგო-
მის ქუხილივით იქადნის ვინმე, მაგრამ ისეთ ქუხილს, რომელ-
საც ნოყიერი წვიმები თან მოჰყვება, ქადილი როდი ეთქმის,
არამედ მუქარა.
როცა მტერი გვემუქრება, ჩვენ არ ძალგვიძს მოსაკითხებით
ვუპასუხოთ მას.
მართალია, ომი საფრთხეა, ომი სიკვდილის მთესველია,
მაგრამ რადგანაც ბრძენი უომრადაც ყოველ წუთს უნდა
მოელოდეს სიკვდილს, არა ღირს ვაჟკაცისათვის პირის შერ-
ცხვენა მიუცილებელ ომში...“
გიორგი ჭყონდიდელი წამოდგა და ბრძანა: „მე ორიოდე
სიტყვას მოგახსენებთ მხოლოდ: ომი უნდა გამოვუცხადოთ
ომს“.
შამან ერისთავმა დაადასტურა მისი ნათქვამი.

***
გიორგი ჭყონდიდელმა მთელი ღამე მოანდომა სულტან
ბარქიაროკისადმი საპასუხო წიგნის წერას.
ისეთივე მაღალპათეთიური თავაზიანობითა და სიტყვებით,
როგორც დაწერილი იყო სულტანის მიერ გამოგზავნილი უსტა-
რი, ორივე მეფის სახელით უარი შეუთვალეს ხარაჯის მიცემაზე.
„წყალობითა ღვთისათა აფხაზთა და ქართველთა, რანთა,
კახთა და სომეხთა მეფე დავითი“ ამცნობდა ირანისა და
არაირანის სულტანს, მუსაფერ რუკნ ალდინ ბარქიაროკს:

„ამიერიდან ჩვენ არავის ვეყმობით თვინიერ დამბადებლი-


სა“.
საპასუხო წერილს ხელს აწერდა
284 მკითხველთა ლიგა
დავით მეფე
და ვაზირთა უპირველესი მისი,
გიორგი ჭყონდიდელი.

***
გიორგი ჭყონდიდელსავე დაავალეს: მიეწერა მეფეთა სარ-
წმუნო კაცის, ჯოჯიკისათვის, ცდილიყო იგი, როგორმე პირადად
სულტანისათვის გადაეცა ეს პასუხი და ბარათის მიღება დაედას-
ტურებინა კიდევაც.
იმ საღამოს ლოგინად ჩავარდა დედისიმედი. როცა მის სანა-
ხავად მოსული მარიამი თავის სამყოფლომდის მიაცილა მახა-
რაიმ, დედოფალმა უთხრა თავის ნახევარ ძმას: „ვაჲთუ მარსმა
გადასძლიოს კუპიდონს, მახო!..“

შავი ობობა
„მრავალგზის ცდის მიუხედავად, ჯოჯიკიმ და მე დიდხანს ვერ
შევძელით დავით მეფის პასუხის სულტან ბარქიაროკისათვის
გადაცემა“, სწერდა გიორგი ჭყონდიდელს არამაის არშარუნი
ისპაჰანიდან.
„ბოლოს, როგორც იქნა, შევასრულეთ თქვენი ნაბრძანი,
მაგრამ ამ წერილის გადაცემას ლამის იყო არ ემსხვერპლა ჯო-
ჯიკი თავათ, იგი ჯერაც ფრიად დაუძლურებულია და ამიტომაც
გიპატაკებთ მის მაგივრად.
თქვენს მიერ სულტანის სახელზე გამოგზავნილი ბარათი სა-
მეფო ბეჭდით დაბეჭდილი იყო, ამიტომაც ჩვენ ვერ გავბედეთ
მისი გახსნა, ხოლო დივანხანას წინამდგომმა, ამირ ბენ ანიმამ,
არ ისურვა ისეთი წერილის მირთმევა სულტანისათვის, რომ-
ლის შინაარსი მან თავათ არ იცოდა.
მივიდოდით ისპაჰანის სასახლეში, გამოგვკითხავდა:
საიდანა ხართო, რომელმა ამირამ გამოგაგზავნათ. ძღვენი
თუ მოგაქვთო?
სულტანს ბარათი უნდა მივართვათ-მეთქი დავით მეფისა.
მივუგე.
285 მკითხველთა ლიგა
რა სწერიაო იმ ბარათში?
ბარათი დაბეჭდილია და მისი შინაარსი ჩვენ არ ვიცით-
მეთქი.
თუ თქვენ არ იცით, მაგ ბარათში რა სწერია, მაშინ არც მე ვი-
ცი, როდის მიგიღებთო სულტანი.
გვითხრა და უცხვირპიროდ გამოგვისტუმრა ამირ ბენ ანი-
მამ.
ამასობაში ჩვენ გავიგეთ, რომ დაუცხრომელმა ომებმა ისე
დააღარიბეს სულტანის საჭურჭლენი, იგი უძღვენოდ აღარავის
ღებულობდა, ამიტომაც ჯოჯიკიმ და მე გადავწყვიტეთ, უმნიშვნე-
ლო რაიმე ქრთამი თან მოგვეტანა, რათა საბაბი გვქონოდა,
ძღვენი მოგვაქვსო, გვეთქვა.
მეხუთედ მისულთ ამირ ბენ ანიმა დივანხანაში არ დაგვიხ-
ვდა. მის მაგივრად მიგვიღო სასახლის მესტუმრეთუხუცესმა –
სუფრაჯი-ბაშიმ. ამირ ტეგგამ.
ჯერ წერილის წარმომგზავნელის ვინაობაც არა ჰქონდა გა-
გებული, ისე გვკითხა ამირ ტეგგამ: ძღვენი თუ მოგაქვთო?
როგორც კი ვუთხარი, ძღვენი მოგვაქვს-მეთქი, შუბლი გახ-
სნა მოღუშულმა მესტუმრეთუხუცესმა, გვთხოვა:
დაბრძანდით, დაისვენეთო!
დაგვიყვავა: ჩვენი ჩაცმულობის მიხედვით რა დაასკვნა,
ქრისტიანები ვიყავით, შეგვეკითხა:
რუმის კეისარმა ხომ არ წარმოგგზავნათო, ალექსიონს კომ-
ნენოსმა?
როცა ჩვენი პატრონის, დავით მეფის სახელი გაიგონა,
კვლავ მოიღუშა, ზეაწკიპა თავისი გაბურძგვნილი წარბები და
სთქვა:
„აჰა, ეგ ის დავუდ მეფეა, გჲურჯისტანში თურქებს რომ ებ-
რძვის? კავკასიას თავის სამკვიდროდ რომ აცხადებს, არა?
მე ამას წინად დივანხანაში წერილი ვნახე, ირანისა და
არაირანის დიდი სულტანი წერდა მას ხარაჯის გამო.
კეთილი, კეთილი, რაკი ძღვენი გამოუგზავნია, ხარაჯაც
უკისრნია, როგორც სჩანს!
ახლა ეს მითხარით, მაგ დავუდ მეფემ მართლა მოჰკლა თა-
ვისი მამა?“
ჩვენ მივუგეთ:
286 მკითხველთა ლიგა
„არა, რასა ბრძანებთ, ვინ მოგახსენათ ეგა?“
„აქ ისპაჰანში იმყოფება სარწმუნო კაცი თქვენი მეორე მეფი-
სა, დამავიწყდა მისის სახელი...“
სთქვა, ცერი და უსახელო თითი ურთიერთზე მიატკაცუნა.
„ამირა ლიპარიტ...
ჰო, ამირა ლიპარიტის სარწმუნო კაცია ისპაჰანში, გჲურჯის-
ტანის მწარე ღვინოებს რომ ჰყიდის...
ალლაჰ, გამახსენე... ვარსიმ ვარძელი.... სწორედ იმან
სთქვა...“
„სიცრუეა, უფალო, გიორგი მეფე ღვთით ცოცხალია...“
„კეთილი, მაშ, ხელყოფას გადარჩენია?“...
„არა და არა, უფალო, მივუგეთ, ჩვენ ქრისტიანნი ვართ და
ასეთი რამ კაცისობას არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში“.
„მაშ, იგი ცოცხალია და უტახტოდ შთენილი, არა?“
„არც ეგა, უფალო, იგი თანამეფეა“.
მესტუმრეთუხუცესმა წარბები მოღუშა კვლავ:
„რაო, ორი მბრძანებელი ერთ ტახტზე!?
ჩვენში ასეთი რამ არ იქნება, სულტანი ერთი უნდა იქნას, ისე
როგორც ალლაჰი, ცათა და ხმელთა მპყრობელი...“
მცირე ხანს სდუმდა მესტუმრეთუხუცესი და ჯოჯიკის მიუბ-
რუნდა:
„ხომ სასიამო ამბავი სწერია მაგ ბარათში, მე თქვენ გაფ-
რთხილებთ წინასწარ; ჩვენი სულტანი სამართლიანია და სტუ-
მართმოყვარე, მაგრამ საჭირო შემთხვევაში იგი ისევე სასტი-
კია, როგორც ალლაჰი, ყოველთა შემწყალე და ყოველთა გან-
მკითხველი“.
ჯოჯიკიმ მიუგო:
„ჩვენ ვეღარ გავბედეთ ჩვენი დიდი მეფის მიერ სულტანი-
სადმი მიწერილ გრაგნილის გახსნა, ამიტომაც არ ვიცით, რას
იწერება ჩვენი პატრონი“.
„თქვენ არ იცით, არა? კეთილი, კეთილი.
ცხადია, რაც არ იცით, ის არ გეცოდინებათ, რაც არ წაგიკით-
ხავთ, იგი არ გეხსომებათ.
კეთილი, მე მოვახსენებ დიდ სულტანს, თქვენ რომ ძღვენი
მოგაქვთ და წერილი გჲურჯისტანის მეფის, დავუდისაგან.

287 მკითხველთა ლიგა


კეთილი, კეთილი, თქვენ აქ დაისვენეთ მცირედი, მე დივან-
ხანაში გავივლი და მანდ ვიკითხავ, როდის ჩამობრძანდება დი-
დი სულტანი“.
ესა სთქვა მან, ცხვირში საყურეგაყრილმა ზანგმა შემოიტანა
ატმებით სავსე ოქროს ლანგარი და ოქროს სურაჰი თრიაქის
ღვინითა.
„კეთილი, თქვენ ეს ღვინო გასინჯეთ და მე ახლავე გეახლე-
ბით“, სთქვა და დაგვტოვა ნოხებით მოგებულ დარბაზში, რო-
მელშიაც ერთადერთი ტაბაკი იდგა სადაფით მოოჭვილი, უამრა-
ვი მუთაქები და ბალიშები ეყარა ძირს გაშლილ ორხოვაზე.
ჯოჯიკიც საგონებელში ჩავარდა, ჩვენ, დიახაც, ვიცოდით,
რაც ეწერა დავით მეფის წერილში, გვეთქვა მესტუმრეთუხუცე-
სისათვის:
ხარაჯაზე უარი შემოუთვალაო ჩვენმა პატრონმა სულტანს?
ამას ვერა ვბედავდით, რადგან თქვენ არ გიბოძებიათ ამის
ნება ჩვენთვის.
საყურეებიანი ზანგი თავზე გვადგა და თრიაქის ღვინოს გვა-
ძალებდა, ხოლო დარბაზში ისეთი სიცხე იდგა, ოფლი გვასქდე-
ბოდა თხემზე.
სულო ცოდვილო, შევშინდი ოდნავ, რადგან მე ჯოჯიკზე უფ-
რო ხანგრძლივად მიცხოვრია ისპაჰანში და კარგად ვიცი სულ-
ტანის გულმხეცობის ამბავი.
ამიტომაც ფრიად დამაფიქრა მესტუმრეთუხუცესის – ამირ
ტეგგას ამგვარმა გაფრთხილებამ.
ამირ ტეგგა დივანხანიდან მობრუნდა და გვამცნო:
მხოლოდ დღეს ჩამობრძანდა სულტანი და ხვალისთვის გაწ-
ვიათო, სხვა ელჩებთან ერთად.
ბარე სამი „ხვალე“ გავიდა.
თავათაც კარგად მოგეხსენებათ, ისპაჰანის სასახლის კა-
რისკაცნი განგებ ართულებენ სულტანთან სადარბაზოდ მის-
ვლას, რათა კარგად შეაგნებინონ მის ნახვის მოსურნეს, თუ
რამდენი ჯაფაა გადასატანი, რათა „სარწმუნოების ზედსაყრდე-
ნის“ ხილვას ეღირსოს ზიმია.
ამ აუტანელ პაპანაქებაში შეგვყრიდნენ ელჩებს, მოციქუ-
ლებს, სათაყვანოდ მოსულ ამირებსა და ხოჯებს, მეძღვნეებსა
და შორეული ქვეყნების დიდვაჭრებს და მოენეებს.
288 მკითხველთა ლიგა
გვალოდინებდნენ...
გვალოდინებდნენ ჯერ მზვარეში, მერმე დივანხანას წინამ-
დგომი მოიყვანდა წერაქვცულიან ზანგებს.
გაგვატარებდნენ სასახლის სვეტებიან კარიბჭეებთან, სადაც
ქვის ლომებს შორის ჯაჭვებით დაბმულნი ცოცხალნი წვანან და
დვრინავენ იმ სპილოების მახლობლად, რომელთაც ურწმუნო
ასსასინებს და მწვალებლებს მიუგდებენ ხოლმე გადასათქე-
რად.
მისაღებ დარბაზში მიგვიყვანდნენ. აქ უზარმაზარი ფარჩის
ფარდა ახდილი დაგვიხვდებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, გვაღირსა ამირ ტეგგამ მრავალგზის
აღთქმული „ხვალე“.
დიდის ზეიმით წაგვასხეს მაიდანიდან ისპაჰანის სასახლისა-
კენ.
ჩვენ შორის იყვნენ ხატაეთიდან, თურქმანების ქვეყნიდან და
ჰინდუსტანის მაჰარაჯების სახელით წარმოგზავნილი ელჩნი
საომარ სპილოებზე აღმხედრებულნი, დიდვაჭარნი, ბიზანტიის
კეისრის კაცნი სარწმუნონი.
ჩვენს უკან მოედინებოდნენ აბრეშუმითა და ნაირ-ნაირი
ქსოვილებით დატვირთული სპასალარები, არაბული ცხენები,
ჯორები და სახედრები.
ოთხ მხედარს მოჰქონდა სალმასურის ჯაჭვის საჭურველნი,
მათ მომდევნო სხვა ოთხს – აბრეშუმის კარვები, წვეტმოშხამუ-
ლი, ჰინდური შუბები, ზოგს ქარვის ყავარჯნები მოეტანა, ზოგსაც
– უზარმაზარი ხმლები, ოქროს ზარნიშით მოოჭვილნი.
სამ გოლიათურ ვერცხლის თორს სამი ჯორი მოათრევდა,
ზოგს ქორ-შავარდენნი და მიმინონი მოჰყავდა თან (ამ მტაცებ-
ლებს უამრავი პატიოსანი თვლები ჰქონდათ ფეხზე დაკიდებუ-
ლი), ზოგსაც ბიზანტიური მეძებრები, ორ წყვილად მოდენილ სა-
ხედარზე ქარვის ნავი დაედგათ, ქარვისავე ნიჩბიანი.
ამ ფასდაუდებელ საჩუქრების პირისპირ ჯოჯიკისა და მე
მოგვქონდა ერთი შუბი და ერთიც სპილენძის ფარი, მართალია,
ორიოდე პატიოსანი თვალი ჩავადგმევინეთ იმ ფარში, მაგრამ
მაინც ჩვენს მიერ წამოღებული ძღვენი მხოლოდ ამას ამცნობდა
დაკვირვებულ კაცს:

289 მკითხველთა ლიგა


თუ თავს დაგვესხმებით, შუბითა და ფარით გაგიმასპინ-
ძლდებითო.
ჩვენ ასეთი რამ თქვენგან ნაბრძანები არა გვქონდა, მაგრამ
რაკი უძღვნოდ არ მიგვიღეს სასახლეში, ეს ხერხი მოვისაზრეთ
ჩვენის მოკლე ჭკუითა.
ისპაჰანის სასახლემდის რა მივაღწიეთ, წერაქვცულიანი ზან-
გები და თურქომანი შუბოსნები წინ შემოგვეგებნენ.
მეძღვნენი, დიდვაჭარნი და მსტოვარნი დაამწკრივეს, ხოლო
ელჩნი და კაცნი სარწმუნონი დიდ კარიბჭესთან მიგვიყვანეს.
კარიბჭეთა სვეტის თავებზე პირდაღრენილი ლომის ქანდა-
კებანი იდგნენ, მხარმარჯვნით ჯაჭვით დაბმულნი ლომები დვრი-
ნავდნენ, ხოლო მხარმარცხნით სულტანის საომარი სპილო იდ-
გა.
კარიბჭეში შესულთ წინ შემოგვეგებნენ მესტუმრეთუხუცესი
– ამირ ტეგგა, დივანხანას წინამდგომი – ამირ ბენ ანიმა, სულ-
ტნის მეხმლენი და სუფრაჯნი.
მესტუმრეთუხუცესი და დივანხანას წინამდგომი წინ წაგვიძ-
ღვნენ და მივყევით ვენახით და ხატაური გლიცინიებით დატვირ-
თულ ხეივანს, სულტანის საზაფხულო ფანჩატურებისაკენ მიმა-
ვალს.
ხეივნის გაღმა-გამოღმა ზანგი და თურქომანი მხედრები იდ-
გნენ, მათი წოწოლა ქუდები სირაქლემის ფრთებით იყვნენ დამ-
შვენებულნი.
ბოლოს მივაღწიეთ დივანხანამდის, რომლის გვერდით მო-
თავსებულია ელჩებისა და სარწმუნო კაცთა მოსასვენებელი
ფანჩატური.
დივანხანას მხარმარჯვნით და მხარმარცხნით აფრიკელ მე-
ჯინიბეებს ჩაემწკრივებინათ ორმოცდაათი თეთრი ცხენი, რო-
მელთა ძუა-ფაფარი ინით იყო შეღებილი, ამ ცხენებს ფოცხვე-
რის ტყავებით ჰქონდათ დამშვენებული გავა.
ზედ დივანხანას კარებთან ხუთი თეთრმენდლიანი მეჯინიბე
გვერდს მოსდგომოდა ხუთ არაბულ ულაყს, ამ საომარ ცხენებს
ბაჯაღლო ოქროთი შემკული უნაგირები ზედ ედგათ, ხოლო მა-
თი სამკერდენი და საძუენი დიდრონი ალმასებით შეემკოთ.
უზარმაზარ შადრევანის წინ ოქროს გეჯები იდგნენ, სულტა-
ნის ცხენების დასამწყურვალებლად ხმარებულნი.
290 მკითხველთა ლიგა
დაწინაურდა ამირ ტეგგა და გვამცნო:
„აბუ მუსაფერ რუკნ ალდინ ბარქიაროკი, ირანისა და
არაირანის სულტანი, საზაფხულო სასახლეში მიგიღებთ სტუმ-
რებს“.
საზაფხულო ფანჩატური ხილის ბაღის შუაგულში იყო გამარ-
თული.
დიდი დარბაზის მარმარის სვეტებს შორის გაბმულ ოქროს
შიბებზე ეკიდა ლომებითა და ფარშავანგებით მოხატული დიდი
ფარდა, რომლის ორივე ფრთა ჩვენი მანდ მისვლისას კიდეები-
საკენ მისწი-მოსწიეს.
შიგ შუაგულ დარბაზში ვეებერთელა აუზი იყო წყლისა, რომ-
ლის ზედაპირზე ყვავილები, ატმები, ყურძნის მტევნები და თუ-
რინჯები ცურავდნენ.
აუზის კიდეებზე გამართულ თახჩებზე ოქროს სურები,
ფიალები, აზარფეშები და სამწდეურები ჩაემწკრივებინათ.
შადრევანს გადაღმა ჭერიდან ჩამოშვებულ ნოხზე ოქროს
ტახტი იდგა, სულტან ბარქიაროკი მოღუშული, თავჩაქინდრული
იჯდა ზედ და ქარვის კრიალოსანს ათამაშებდა თავისი გრძელი,
გამხმარი თითებით, რომელთა ნუშისებრ მოგრძო ნუნები
ჭიაფერი ინით იყვნენ შეფერილნი.
ზედ ეცვა თურინჯისფერი, უსახელო „კჲურდი“, ოქრონემსუ-
ლით ნაკერი სრულად, თავზე წყლისფერი მენდილი ეხურა, ბერ-
ძნული თხილისოდენა ალმასი ბრწყინავდა ზედ, ხოლო მისი სა-
ბურავის კოწოლს წეროს ფრთები ჰქონდა დატანებული.
სულტნის გვერდით ოქროსვადიანი ხმალი იდო, ვერცხლის
მშვილდი, ერთადერთი ისარი და სპილოს ძვლის კაპარჭი.
სულტნის მხარმარცხნით იდგნენ ვიწრომხრებიანი, თეძოგა-
ნიერი ყმაწვილები, ბარე ოცდაათი, როგორც გვიან გავიგეთ.
ესენი ყოფილან მცირე სულტნებისა და ამირების ვაჟები, მძევ-
ლად გამოგზავნილნი ისპაჰანის სასახლეში.
ულამაზესი მათ შორის, შერისტანელი ჭაბუკი თავზე ადგა
სულტანს. მას დიდი მარაო ეჭირა ხელში და აგრილებდა ოფლი-
ანს. ეს მარაო კეთდება თურმე ჰინდუსტანის ზღვის ერთგვარი
ცხოველის „მაჰერი კუტას“ ბოლოსაგან.

291 მკითხველთა ლიგა


სულტნის მხარმარჯვნივ ოქროჭედილ სელზე იჯდა მხარ-
გრძელი, თოროსანი ვაჟკაცი, რომელსაც მაღალი, შავი მენდი-
ლი ეხურა თავზე.
ჭროღა თვალები ჰქონდა გრძელკისერა და ღაწვმაღალ
თურქომანს. როგორც გავიგეთ, იგი ყოფილა ბაღდადის მოურა-
ვი, ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი, რომელიც თავის დროზე ანისს თავს
დაესხა. იგი ერთ დროს სულტან ტუტუშს შველოდა ბარქიაროკ-
თან ბრძოლაში, ამჟამად ბარქიაროკის მემხრე ამირთა ამირებს
შორის პირველია.
ილღაზის გვერდით უსხდნენ იზზ აბუ აბდალლაჰ ჰოსეინ,
ლისტიფიასუხუცესი, ტუღრის მცველი, სხვა ამირები და დიდე-
ბულნი.
ელჩები, მოციქულები და სარწმუნო კაცნი რიგრიგად მიჰყავ-
დათ სათაყვანოდ სულტანთან.
მე გაშეშებული ვიდექი და ვუთვალთვალებდი, როცა ამირ
ტეგგამ და ამირ ბენ ანიმამ ორივე ხელი წაავლეს თითო მკლავ-
ზე ჯოჯიკის და ასე ხელებგაკრული მიჰგვარეს იგი სულტანს.
სტუმრისათვის მკლავში ხელების წავლება შემოიღეს სელ-
ჯუკიანთა სულტნებმა მას შემდეგ, რაც სულტან ალფ-არსლანს
ვითომდაც სათაყვანოდ მოსულმა ასსასინმა იატაგანი აძგერა
მუცელში.
როცა ჯოჯიკი სულტანის მუხლებს მიეახლა, კარგად ვხედავ-
დი, თუ როგორ დაიხარა იგი ძირს, ზედ მუხლამდის მიიტანა
ტუჩ-პირი, მაგრამ არ უკოცნია ზედ.
სულტანი თრიაქნასვამი სჩანდა, ისე ჭუტავდა იგი თვალებს,
ვგონებ, არც შეუნიშნავს მას ეს ამბავი, მაგრამ, როცა გავიფიქ-
რე: ვაითუ ამირ ტეგგამ, ან ამირ ბენ ანიმამ ეს შენიშნეს-მეთქი,
თმები ყალხზე დამიდგა შიშისაგან.
მუხლზე მთხვევის შემდეგ ზემოთ ხსენებულ ორივე ამირს
სტუმრები მიჰყავდათ დარბაზის ბოლოს, სადაც დიდ-დიდნი
ამირნი, დიდებულნი და სულტანის ნათესავნი ისხდნენ დაბალ
სელებზე.
სარწმუნო კაცთა მხლებელნი და თარჯიმანნი განზე გაგვიყ-
ვანეს და დაბალ სავარძელზე დაგვსვეს, ჩვენს ქვემოდ ისხდნენ
მუტრიბნი, მუშაითნი, სანჯისა და ცამმარას დამკვრელნი და მო-
ცეკვავენი, რომელთაც „კახბეჰას“ უწოდებენ თურქნი.
292 მკითხველთა ლიგა
ვიდრე ელჩებსა და მოციქულებს სათაყვანოდ მიჰგვრიდნენ
სულტანს, ამირ ტეგგა წინასწარ ურჩევდა მათ: მოკლედ მოეხსე-
ნებინათ საუწყებელი სულტნისათვის, რადგან ბარქიაროკს
გრძელი ლაპარაკი სძულსო, აგრე არწმუნებდა ყველას.
განა მარტო გრძელი საუბრის მოსმენა არ შეუძლია ბარ-
ქიაროკს, დიდტანიანი წიგნებიც სძაგს, აგრე ამბობს თურმე, ყუ-
რანის გარდა ყველანი დასწვითო დიდტანიანი წიგნები.
სულტანი თითქმის ყველას გასხიპული თავაზიანობით ეგებე-
ბოდა. მხოლოდ მაჰარაჯას ელჩს გაუღიმა თავაზიანად, თავს უქ-
ნევდა ამირებისა და მცირე სულტნების მიერ წარმოგზავნილ
მეძღვნეთა, სამაგიეროდ, მოღუშულმა შეხედა როგორც ბიზან-
ტიის კეისრის მოციქულს, ისე ჯოჯიკისა და სომეხთა მთავრების
სარწმუნო კაცებს.
ბოლოს დაწინაურდა ამირ ტეგგა და დიაცური წვრილი ხმით
ამცნო სტუმრებს:
სულტანთა, მეფეთა, ამირთა და მთავართა მიერ წარმოგზავ-
ნილ ეტრატებს დივანხანა ამ დღეებში გაარჩევს და თავის დრო-
ზე პასუხს მიიღებენ ელჩნი, ახლა კი ირანისა და არაირანის
სულტანს მოლხენა ნებავსო.
სტუმრები გაგვიყვანეს სასადილო სეფედარბაზში და კიდი-
დან კიდემდის გრძლივ გაჭიმულ სუფრას მოუსხეს.
ხალასი ოქროს და ვერცხლის ჭურჭელიღა იდგა ირგვლივ,
ფირუზისფერი ქაშანური თეფშები, ბროლის ფიალები და ვერ-
ცხლის სურები.
სულტანის, ამირთა და დიდებულთა წინ იდგა ოქროს სინები,
ლანგარები, ზურმუხტითა და ლალით მოოჭვილნი „სურაჰი“ და
„ფიალი“.
ჩემს გვერდით მჯდარმა ანისელმა სომეხმა ჩამჩურჩულა:
„მთელი ეს ჭურჭელი საქართველოს და სომხეთის მეფეთა
საჭურჭლეებიდან, ზოგიც ბიზანტიელ დიდაზნაურთა სასახ-
ლეებიდან გაზიდული აქვთ სელჯუკიანებს“.
ოქროს ლანგარებით შემოჰქონდათ რამდენსამე სუფრაჯის
ნაირ-ნაირად შეფერილი ბრინჯის კერძები, ქიშმიშითა და შაქ-
რით დამტკბარნი.
სულტანის მახლობლად მსხდარნიც მდუმარედ სჭამდნენ,
მეტწილად ხელით.
293 მკითხველთა ლიგა
როცა ბატკნის ხორცით შემზადებული კერძები მოიტანეს
სუფრაზე, თავათ სულტანი და ამირები ხელით მისწვდნენ ბატ-
კნის ბარკლებს, კბილით ღრღნიდნენ ძვლებს, მერმე ილოკავ-
დნენ თითებს, აბოყინებდნენ, შეისვენებდნენ მცირეს.
ერთ ორ სიტყვას გადაულაპარაკებდნენ ურთიერთს, ისევ
სჭამდნენ და კიდევ აბოყინებდნენ...
თავათ სულტანი თავჩაქინდრული შეექცეოდა თავის ულუ-
ფას, ერთი ორჯერ ლისტიფიასუხუცესი მოიხმო, რაღაც წასჩურ-
ჩულა და ისევ დაითრია მორიგი ბარკალი.
ამირ ილღაზი ნადირივით გლეჯდა ხორცს, ახრამუნებდა
ძვლებს, ხელისგულით იწმენდდა თავის სქელ ლაშებს, ხანაც
იმავე ხელით შუბლზე ჩამოღვარულ ოფლს იხოცავდა და მორ-
თავდა ბოყინს...
ერთბაშად გაისმა სანჯის ხმა, გამოჩნდნენ ყვითელჩაჩიანი
მასხარები, ისინი რაღაცას ოხუნჯობდნენ, მაგრამ ბარქიაროკს
არ ეცინებოდა, მხოლოდ ამირები ხარხარებდნენ.
ამირ ილღაზი განაგრძობდა ბატკნის ბარძაყის ღრღნას, იგი
ძვლის ნამუსრევს მოურიდებლად იყრიდა ფერხთით.
მოდიოდნენ სუფრაჯები, ნაირ-ნაირი კერძებით დატვირთუ-
ლი ოქროს ლანგარები მოჰქონდათ კვლავ.
მე და ჯოჯიკი კრიჭაშეკრული ვისხედით, თავაზიანობისათვის
ვციცქნიდით ოდნავ, რადგან მათი ქიშმიშიანი და დაშაქრული
კერძები გულის ამრევად გვიჩნდა, თანაც ვნატრობდით, რაც შე-
იძლება მალე შემოეტანათ სუფრაზე ღვინო, რათა მეინახეთა
დათრობით გვესარგებლნა და სასახლიდან გაპარვა მოგვეხერ-
ხებინა როგორმე.
ბოლოს მოვიდა სუფრაჯი-ბაში, მის უკან მომავალმა მსახუ-
რებმა მოართვეს სულტანს და მის გვერდით მსხდარ ამირებს
გარეული ვირის მწვადები.
გარეული ვირის ხორცი სულტნის საყვარელ კერძად ითვლე-
ბოდა, ლექსიც ცნობილია ისპაჰანში ამგვარი:

ეგერ ბირჯან კუნედ ბაჰრამ კური,

294 მკითხველთა ლიგა


ნეძუნ პაი მალლაჰ ბაშედ სებური.28
სადილი რა მოთავდა, ოქროს ტაშტი და სურაჰი ჩამოატარეს,
ტფილი წყლით დაგვაბანინეს ხელები.
ამირ ტეგგამ წამოიძახა:
„სუფრე ჰაკინე, სულტანე დოვლათინე“29.
ისევ დაწინაურდა ამირ ტეგგა და ამცნო სტუმრებს:
ახლა ნადირობას იწყებსო ირანისა და არაირანის სულტანი.
თქვენ სასახლის ბაღში შეიცადეთ, ჯერ სულტანი წაბრძანდება
ჰასარჯირიბში. შემდგომ ამისა ცხენებს მოგართმევთ ამირახო-
რი და წამოგიყვანთო.
ჰასარჯირიბი სულტნის ნაკრძალია, ისპაჰანიდან ორიოდე
ფარასანგით დაშორებული.
უღრან ტყეს, რამდენიმე ფარასანგის მანძილზე გაჭიმულს,
გარს არტყია მაღალი გალავანი აგურისა.
ამ ტყეში უამრავი აჰუ ბინადრობს, აურაცხელი გარეული ვი-
რი, მშველი, ირემი, ხოხობი, კურდღელი და სხვა მისთანანი.
ორიოდე საათით ადრე, ვიდრე სულტანი და მისი ჰარამხანა
ჰასარჯირიბში სანადიროდ გაემგზავრება, მაიდანზე გამოვლენ
ბუკით აღჭურვილი მაძახურნი და მედუმბულენი, შემზარავი
ხმით ამცნობენ ხალხს, სულტანი მობრძანდებაო.
ბუკის ხმას, დუმბულის ცემას და მაძახურების ყვირილს რა
შეიცნობენ მდაბიორნი, ელვის უსწრაფესად იცვლება როგორც
მაიდანი, ისე მახლობელი ქუჩები და ქუჩაბანდები, თავზარდაცე-
მული ბრბო სარდაფებს აფარებს თავს, რადგან ვისაც სასეიროდ
გამოსულად შეიცნობენ, თავებს დააყრევინებდნენ სულტანის
მეხმლენი.
ამირები და დიდებულნი უკან მისდევდნენ ცხენდაცხენ სულ-
ტანს, ხოლო ამ უკანასკნელთ ცხენებზე აღმხედრებულნი ბიჭები
და საჭურისები მიჰყვებოდნენ.
სულტან ბარქიაროკს ვირებზე ნადირობა ჰყარებია თურმე.

28 ბაჰრამს შემწვარი ხორცი აქვს ვირისა, დატკბეს იგი ამ სანუკვარი კერძით.


დეე, შენს თვალში უფრო უმნიშვნელო იყვეს, ვიდრე ფეხი ბოცომკალისა.
29 აკურთხე, უფალო, ეგ სუფრა, ამრავლე დოვლათი სულტანისა.

295 მკითხველთა ლიგა


შევედით თუ არა ჰასარჯირიბში, მყისვე საფარველი ახადეს
ავაზებს და სულტანი ცხენდაცხენ გამოუდგა გარეული ვირების
ჯოგს, რომელიც საგანგებოდ გამორეკეს მარეკებმა იმ წუთში.
საშინელის სისწრაფით მოსწყდნენ ავაზები და გამოუდგნენ
დამფრთხალ ჯოგს ვირისას. ზოგს უკანა ფეხებში წაატანდნენ
კბილებს, ზოგს ზურგზე შეახტებოდნენ, გაინაპირებდნენ სადმე
კატაბარდში და მიუწვებოდნენ გაგუდულ მსხვერპლს.
და როგორც სნეულის სხეულზე მიშვებული წურბლები
გაიტიკნებიან სისხლით, მოვა აქიმი და მოძრაობის უნარდაკარ-
გულთ უწყინრად ჩამოხვეტს ძირს, ასე მიდიოდნენ სისხლით გა-
ლეშილ ავაზებთან მონადირენი და მოაცლიდნენ მათ ვირის
ლეშებს.
როცა გამძღარი ავაზები უკვე აღარ ვარგოდნენ სანადიროდ,
სულტანმა და მისმა ამირებმა სხვა ჯოგი ვირებისა წინ გაიგდეს,
ცხენდაცხენ. ჯერ ისრები დაუშინეს, მერმე წამოეწიენ დაოსებულ
ნადირს და ხმლით დაუწყეს ჩეხვა.
ვირებზე ნადირობის დროს მოხდა ასეთი ამბავი:
ჯოგის დევნისას ბარქიაროკს თან ახლდა ორი უწვერული ჭა-
ბუკი, ერთი ჰამადანელი, ხოლო მეორე ხუზისტანელი.
ჯერ ჰამადანელს უბრძანა სულტანმა წამოსწეოდა ჯოგის
უკან მორბენალ ვირს და ისრით მოეკლა იგი. ყმაწვილმა ცხენი
გააჭენა, ესროლა ისარი, მაგრამ დააცდინა გაქცეულს.
ხუზისტანელმა სიცილი დააყარა ხელმოცარულ მონადირეს.
ჰამადანელმა დაწინაურება აცალა სულტანს. მიუბრუნდა ხუზის-
ტანელს და ხმლით წააცალა მარჯვენა ყური.
სულტანი გაცოფდა, მენადირეთუხუცესს უბრძანა, ორივე ყუ-
რი დაეჭრათ ჰამადანელისათვის.
მენადირეთუხუცესს შეებრალა ყმაწვილი, არ შეასრულა
სულტნის ნაბრძანი, დაქვეითდა, სულტნის ცხენის ფეხებს შე-
მოხვია ორი მკლავი და ეაჯა პატრონს: მაპატიეო ეს ურჩობა ამ-
ჯერად.
ადექიო!
უბრძანა სულტანმა.
როცა მენადირეთუხუცესი წამოდგა, ხმალი გადაუქნია სულ-
ტანმა, ორივე ყური დაათალა, ხელში მისცა მათ პატრონს და
დასძინა:
296 მკითხველთა ლიგა
რაკი სულტნის ბრძანება აღარ ესმით ამ ყურებს, აღარ დაგ-
ჭირდებაო ამიერიდან ისინი...
უკვე შეღამებული იყო, როცა ნადირობიდან მობრუნებულნი
სულტნის ბაღში მიგვიყვანეს. ხეებს შორის გაბმულ მოოქრო-
ვილ შიბებზე ფერად-ფერადი ფარნები ეკიდა. ბაღის კიდეს დიდი
აუზი იყო წყლისა, აუზს გადაღმა – ფირუზისფრად მოჭიქული სა-
სახლე.
მაღალთაღიან ფანჩატურებს ქვეშ შადრევნები სჩქეფდნენ,
ამ სასახლეს სარკის იატაკი ჰქონდა, მოჭიქული კედლები და ჭე-
რი, ასე რომ, შიგ შესული მრავალგზის ხედავდა საკუთარ
ლანდს.
ქეიფის თავკაცობა იურვა ნიზამ ალ-მულკის ვაჟმა, იზზ აბუ
აბდალლაჰ ჰოსეინმა, ბაგრატ მეფის დისწულის შვილმა.
ჰოსეინი თავდაპირველად პაწია ფიალებით მიართმევდა
სულტანს ტკბილ ღვინოს. ბუზღუნებდა ბარქიაროკი: დიდ-დიდნი
მოატანინეო!
ისე გამოვიდნენ მუყაოსჩაჩიანი მასხარები, ამაოდ იჯღანე-
ბოდნენ, მაგრამ არავის მოუნდა სიცილი.
წარბები მოღუშა სულტანმა, ამირ ტეგგამ გარეკა მასხარები,
ახლა ჰინდოსტანელი მოცეკვავე დიაცნი შემოვიდნენ, მცირე
ხანს ცეკვავდნენ ისინი; ისევ მოიღუშა სულტანი, ახლა ირანელი
მესანჯენი და ნახევრად შიშველი „კახბეჰა“ მოაყვანინა ამირ
ტეგგამ.
როცა ეს უკანასკნელიც დაითხოვეს, ბიჭებმა დაიწყეს ცეკვა.
საასპარეზოდ გამოვიდა შერისტანელი ჭაბუკი, ვიწრომხრებიანი
და გრძელკისერა.
ტანკენარი ჭაბუკი ცეკვავდა თავდავიწყებით და წაბლისფე-
რი კულულები მის პაწია, ჯიშიან ყურებს ეცაცუნებოდნენ და რო-
ცა იგი სულტანს მიეახლებოდა ცეკვით და მონურად თავს დაუკ-
რავდა, ხშირი კულულები გადმოეღვრებოდა მარმარისებრ
თეთრ შუბლზე.
სულტანმა ღვინის სმას უმატა.
დასცლიდა ფიალას, თვალს შეავლებდა მოცეკვავეს, ისევ
დასცლიდა და კვლავ მოითხოვდა ღვინოს.
როცა შერისტანელმა ჭაბუკმა ცეკვა მოათავა, ფეხზე ეამბო-
რა სულტანს, თავათ გაღვარულმა ოფლში, კვლავ ხელში აიღო
297 მკითხველთა ლიგა
უზარმაზარი მარაო, მაჰერი კუტას30 ბოლოსაგან გაკეთებული,
და სულტანის გაგრილებას შეუდგა.
ბოლოს სულტანი აუყვირდა ჰოსეინს:
„მომიტანეთ გჲურჯისტანის ღვინო, შენ ხომ სანახევროდ
გჲურჯი ხარ, მეც ძლიერ მიყვარს გჲურჯისტანის ღვინო“.
სულტანმა ახმობინა სუფრაჯი.
ვეებერთელა ფიალა წინ დაუდგა.
ხმალი გააძრო, გვერდით დაუდო ფიალას და უბრძანა სუფ-
რაჯის, დალიეო.
მოხუცმა დაუჩოქა თავის პატრონს, ევედრა, მე ვერ ვსვამო
გჲურჯისტანულ მწარე ღვინოს.
დალიეო, კვლავ უყვირა სულტანმა.
ფიალა ხელში აიღო სუფრაჯიმ, მოსვა მცირედი, ვაგლახად
დაიღრიჯა და დაუცლელი ფიალა სუფრაზე დადგა.
მაშინ ხმალი აიღო სულტანმა და ბარძაყში აძგერა მოხუცს.
როცა ამირ ტეგგამ გასისხლიანებული სუფრაჯი გააყვანინა,
სულტანი შერისტანელ ჭაბუკს მიუბრუნდა:

„შენ ხომ ერთგული ხარ სულტანისა“.


„სიკვდილამდე, ჩვენო პატრონო“.
მიუგო შერისტანელმა.
„მაშ, დალიე!“

შერისტანელმა ჭაბუკმა ფიალა გამოსცალა, ბარბაცით წამო-


ვიდა გულარეული, მუხლისთავზე შემოეხვია სულტანს და წა-
მოიძახა:
„ღმერთო, აცოცხლე ჩემთვის დიდი სულტანი მრავალჟამი-
ერ“. ეს ისე მოეწონა ბარქიაროკს, ალმასისვადიანი ოქროს ხმა-
ლი მოატანინა ლისტიფიასუხუცესს და უბოძა ყმაწვილს...
...
ასეთ უთავჟამო ქეიფს ვუმზირეთ ჯოჯიკიმ და მე გათენებამ-
დის, არც მწარე ღვინოს გვაძალებდა ვინმე და არც ტკბილს.
ქეიფის მიწურულში გალეშილი იზზ აბ-აბდალლაჰ ჰოსეინ
მოგვეახლა, თავაზიანად გამოგვეცნაურა, ღვინო შემოგვთავა-

30 მაჰერი კუტა – ჰინდუსტანის ზღვის ცხოველია ერთგვარი.


298 მკითხველთა ლიგა
ზა, ჭკუა დაგვარიგა, ურჩიეთ თქვენს მეფეს დავიდს, უკან
წაიღოს თავისი პასუხი, თორემ დიდძალ ლაშქარს წარმოგზავ-
ნისო სულტანი...
ჯოჯიკი მდუმარედ უსმენდა მთვრალს, არც ჰოს ეტყოდა, არც
არას.
იმ დილით აიჩემა სულტანმა, ახლა წეროზე სანადიროდ წა-
ვიდეთო.
უგონოდ მთვრალები იყვნენ როგორც სულტანი, ისე ამირ
ილღაზი, დანარჩენი ამირები და დიდებულნი.
ბარქიაროკი თავის ცხენს ფაფარზე წაეპოტინა, მაგრამ უზან-
გში ფეხის შედგმა ვეღარ შესძლო, ამირ ტეგგამ ორი მეჯინიბე
მოიშველია, სამმა კაცმა ძლივს აათრია უნაგირზე იგი.
ამირებიც შესხდნენ, მათრახებს ატლაშუნებდნენ, უთავჟა-
მოდ დააჭენებდნენ ცხენებს, მაიდნის ენაზე ილანძღებოდნენ.
ბოლოს გული აერია სულტანს, ისევ ჩამოათრიეს ცხენიდან,
დიდხანს იყო ამონერწყვით გართული, ბოლოს წელში გაიმარ-
თა და ყვიროდა, მთელ ქვეყანას გავყვებიო ხმალში.
წვერ-ულვაში ნარწყევში ჰქონდა ამოზუზული, მაგრამ ვერა-
ვინ უბედავდა ამის თქმას.
ბოლოს, ხმალი ამოიღო, თავათ ბრუნავდა უნაგირზე წამო-
ჭოტილი, ხმალს ატრიალებდა ჰაერში, იგიც მაიდნის ენაზე
ილანძღებოდა, ამირები მის გარშემო ცეკვავდნენ, ყიჟინებდნენ
და ერთსა და იმავე თურქულ სიმღერას ყვიროდნენ.
და ეს სიმღერა აგრე იწყებოდა:

...ჩვენი მხედრები მთელ ქვეყანას გადათქერავენ,


რუმის სამეფო ჩვენ გავთელეთ ცხენების ფლოქვით,
გიაურები ისპაჰანში მოდიან ჩოქვით,
ჩვენს იერიშებს ვეღარ უძლებს უკვე ვერავინ,
ჩვენი ცხენები მთელს ქვეყანას გადათქერავენ...

***
სამი დღე გავიდა და დივანხანას წინამდგომმა ამირ ბენ ანი-
მამ ისპაჰანის სასახლეში გვიხმო ჯოჯიკი და მე.

299 მკითხველთა ლიგა


როცა წერაქვცულიანმა ზანგმა დივანხანაში შეგვიყვანა,
მანდ დაგვხვდნენ ორხოვაზე წამოწოლილი ამირ ბენ ანიმა და
ამირ ტეგგა.
ისინი ნარგილეს შეექცეოდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ.
ჩვენი შემოსვლა რა შეიცნეს, დივანხანას წინამდგომმა ნარგი-
ლეს საპირე გამოიღო ლაშებიდან, განზე გადააპურჭყა და შეგ-
ვეკითხა:
„თქვენ შორის რომელია სარწმუნო კაცი გჲურჯისტანის
სულტნისა?“
ჯოჯიკიმ მიუგო:
მე ვარო.
ამირ ბენ ანიმამ უჟმურად ახედ-დახედა ჯოჯიკის, არაფერი
სთქვა, მერმე მე მომიბრუნდა:
შენ ვინღა ხარო?
მე მისი ნაცვალი გახლავართ და თარჯიმანი-მეთქი.
ამირ ტეგგამ ნარგილეს საპირე მიაშვირა ჯოჯიკისაკენ და
ეუბნება დივანხანას წინამდგომს:
„ეგ ის ზიმიაა, რომელმაც არ ინება სულტანს მთხვეოდა მუხ-
ლზე“.
დივანხანას უფროსი უარესად მოიღუშა, ისევ გადააპურჭყა
განზე და უთხრა ჯოჯიკის:
„შენ იცი თუ არა, უფალო, მრავალი ასეული ათასი მარ-
თლმორწმუნე რომ ნატრობს სულტანის მუხლებზე მთხვევას?“
ჯოჯიკიმ მშვიდად მიუგო ამირ ბენ ანიმას:
„იმის გამოძიება, თუ რამდენი მუსულმანი მიელტვის თქვენი
სულტანის მუხლებზე მთხვევას, ჩემი საქმე არაა, უფალო.
რაიცა შემეხება პირადად მე, ერთადერთი კაცი მეგულება
ამქვეყნად, ვისაც სიამოვნებით ვემთხვევი მუხლებზე, და ეს გახ-
ლავთ ჩემი მეფე და ჩვენი პატრონი“.
ახლა ამირ ტეგგამ გადააფურთხა განზე და ეუბნება ჯოჯიკს:
„იმ ღამეს სტუმარი იყავი ჩვენი, ამიტომაც მე არ ვამცნე ეს
ამბავი სულტანს, ეგ შენი ბედი, თორემ სპილოს გადავათქერი-
ნებდით შენს თავს.
რადგანაც შენ ჯერ ყმაწვილი ხარ და გამოუცდელი, ამიტო-
მაც ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ, სულგრძელად მოგექცეთ.

300 მკითხველთა ლიგა


იმისათვის, რაც იმ დღეს ჩაიდინე, გარდა ამისა, დავუდ მე-
ფის თავხედური წერილის მოტანისათვის, ქაშანს გაგაგზავნით
დღეს-ხვალ...
ხოლო თქვენს პატრონს ხარაჯაზე უარის თქმისათვის საკად-
რისს პასუხს გასცემს დიდი სულტანი სულ მალე.
თანაც გირჩევ, ჭაბუკო, ყურანის ლექსი მიინიშნო ერთი:
„...და დღესა ერთს ურწმუნოებს ცეცხლს შეუგზნებენ და ეტ-
ყვიან: მაშ, იგემეთ სასჯელი ესე სამაგიეროდ ურწმუნოებისა
თქვენისა...“
ჯოჯიკი ქვეშეცნეულად მიხვდა, ქაშანში გაგზავნა სასიამო ამ-
ბავს არ წარმოადგენდა, მაგრამ იმ წამების გამო, რომელიც
მანდ განმზადილი იყო მისთვის, რა თქმა უნდა, მიახლოებული
წარმოდგენაც არა ჰქონდა.
დავით მეფის ბრძანებისამებრ, მე არაერთხელ ვყოფილვარ
ქაშანში, ცხენებისა და თორ-აბჯარის შესასყიდლად, ამიტომაც
წინასწარ ვიცოდი ბევრი რამ.
ქაშანს აგზავნიან ჩვეულებივად ასსასინებს, მწვალებლებსა
და სულტანის ოჯახის წევრთა სიცოცხლეზე ხელმყოფელებს.
მე ერთ წუთსაც არ მოვცილებივარ ჯოჯიკის, მაგრამ განზრახ
არაფერი ვამცნე, რადგან კარგად მესმოდა, განსაცდელზე უფ-
რო სამძიმო მისი მოლოდინი რომ არის.
ქაშანი შემორტყმულია თიხის გალავნით, რომლის წრიული
სიგრძე რამდენსამე ფარასანგს აღემატება.
ეს ქალაქი ცნობილია საჭურველის ოსტატებითა და ქაშანუ-
რი ფაიფურის ხელოვნებითა. აქ დიდძალი აბრეშუმი, ქსოვილე-
ბი და ბეწვეული მოაქვთ ჰინდუს ქვეყნებისა და ხატაეთის დიდ-
ვაჭრებს.
ქაშანში უწყლობაა ზაფხულობით დიდი, რადგან აუტანელი
პაპანებისაგან უფსკრულში გათხრილი ჭები შრებიან და ამის გა-
მო მრავალი ათასი მდაბიორი უწყლოდ იხოცება.
კოკა წყალი ამ დროს ერთი დინარი ღირს, უპოვარნი და
გლახაკნი საკუთარ შვილებს ჰყიდიან ამ ხანებში ქაშანის ბაზარ-
ზე. საერთოდ მონებით ვაჭრობა ნიადაგ ჰყვავის ამ ქალაქში.
ქაშანი ცნობილია თავის მორიელებითაც. ასე რომ, როცა
თურქნი ვინმეს დასწყევლიან, აგრე მიაძახებენ:

301 მკითხველთა ლიგა


„აკრაბ ქაშკან და ბესტ სენეტ“ – ქაშანის მორიელმა დაგგეს-
ლოსო.
თითქმის ყოველ სახლში ათასობით ბუდობს ცერის სიმსხო
შავი, ქაშანური მორიელი.
იქაური მორიელი ძლიერ წააგავს მდინარის კიბოს, ოღონდ
ესაა, მორიელს კიბოსებრ წამახული დინგი როდი აქვს, არამედ
უფრო ბლაგვი და, როცა გარბის, ზეაწეული აქვს ბოლო.
განა მარტო შავი, ცეცხლისფერი მორიელიც ბევრია ქაშან-
ში, ზოგიც მოხარშული კიბოსებრ წითელი.
ზაფხულობით ქაშანის მოსახლეობა მრავალგვარი სა-
შუალებით იგერიებს ამ მორიელების შემოსევას, მდიდარ სახ-
ლებში მაღალ ხარაჩოებს – „ჯარპაის“ გამართავენ ხოლმე, დი-
დი და მცირე ამ ჯარპაიზე გაიტანს თავის ლოგინს.
ხოლო უპოვარნი, რომელნიც ჩვეულებრივად მიწურებში
ცხოვრობენ ან მაიდანზე ათევენ ღამეს, ათასობით იხოცებიან,
ასე რომ, ქაშანის ქუჩებში დილით გავლილი ფეხს გადაალაჯებს
ხოლმე მორიელისაგან დაოსებულთა ცხედრებს.
არსებობს კიდევ სხვა საშუალებაც, ეს არის სპილენძის
„პულ“. ამ ფულს ადებენ მორიელის ნაკბენზე, არც ეგ მოეპოვე-
ბათ ღარიბებს და ამიტომაც მუსრს ავლებს მათ ქაშანური მო-
რიელი.
ხომ ეგზომ საშინელია ქაშანური მორიელი, მაგრამ მასზე
უფრო ამაზრზენია ქაშანური შავი ობობა, რომელსაც „რო-
თეჲლს“ უწოდებენ ქაშანელები.
როთეჲლი ქვითკირის სახლებში ბუდობს, გარდა ამისა, იგი
ეტანება ჯამფაზიას მინაგვარ მცენარეს, რომელსაც „ტრემენს“
უხმობენ სპარსნი.
ეს ტრემენი ღარიბების ქოხმახების გარშემო იზრდება, ხან-
დახან ამ ბალახებში დაბუდებული შავი ობობის ლეგიონები აიყ-
რებიან ღამით და სახლებს შეეხიზნებიან.
ცხოველთა შორის ერთადერთი არსება ახერხებს როთეჲ-
ლის შემუსვრას, ეგ არის ცხვარი. ცხვარი ჭამს კიდევაც რო-
თეჲლს.
ეს შავი ობობა ღამით თავს ესხმის მძინარეს, არც ჭანგით
გესლავს თავის მსხვერპლს და არც ხორთუმით, შიშველ ად-
გილს მოუძებნის და გესლიან სითხეს დააწვეთებს. როთეჲლის
302 მკითხველთა ლიგა
მიერ დაგესლილნი სხვადასხვაგვარად ამჟღავნებენ ავად გახ-
დომას.
ერთნი სირბილს იწყებენ, ხტიან, აქეთ-იქით ეხეთქებიან,
ზოგსაც სიცილი აუვარდება,
კისკისებს,
ხარხარებს,
ცოფდება.
ზოგი ცეკვას მორთავს,
ცეკვავს,
ცეკვავს და მერმე ტირილს დაიწყებს, ხოლო ზოგს ძილი
დაეუფლება.
როგორც კი გესლი მთელს სხეულს დაივლის, გაუძლისი ძი-
ლი დაეუფლება მას და ვერც ნჯღრევით, ვერც ცივი წყლის სხუ-
რებით ვერ აღვიძებენ ავადმყოფს...
სელჯუკიანთა სულტანებს ჯერ კიდევ ირანის დაპყრობის
დროიდან ქაშანში მოწყობილი ჰქონდათ საწამებელი სახლები,
მორიელებითა და როთეჲლით გავსილნი.
როგორც მოგეხსენებათ, სულტან ალფ-არსლანისა, მისი
ძმის – მალიქ- შაჰის და სელჯუკიანთა დიდი ვაზირის – ნიზამ
ალმულკის მოკვლის გამო რამდენიმე ათასი ასსასინი შეიპ-
ყრეს, ზოგი ცხენის ძუას გამოაბეს, ზოგიც ქაშანში წარგზავნეს
და როთეჲლის სახლებში ამოჰხადეს მათ სული.
რადგან ამგვარი სახლი არც ისე ბევრია ქაშანში, სამ-სამ
დღეს ამყოფებენ დამნაშავეებს შიგ, მეოთხე დღეს ჩამოივლიან
შუბოსანი ზანგები, გააღებენ ბნელ სარდაფებს, იატაკზე მიმოყ-
რილ დაგესლილ ადამიანებს ფალნიან აქლემებს აჰკიდებენ და
უახლოეს სასაფლაოსკენ წაათრევენ.

***
ამირ ტეგგას დამუქრებიდან სამი დღე გავიდა.
საგონებელში ჩავვარდით ისპაჰანელი ქართველნი და სო-
მეხნი, აღარ ვიცოდით, როგორ გვეშველა ჯოჯიკისათვის. ბო-
ლოს გადავწყვიტეთ, ისპაჰანიდან გავქცეულიყავით როგორმე,
ცხენები მზად გვყავდა. მაგრამ გამგზავრების წინაღამით უცნო-
ბი შუბოსნები თავს დაესხნენ ჯოჯიკის და ისპაჰანიდან გაიტაცეს.

303 მკითხველთა ლიგა


ჯოჯიკის ბინა ჰქონდა ქართული ღვინით მოვაჭრის მონასე-
ლისძის სახლში. აქ თავი მოიყარეს ისპაჰანში ბინადარმა ქარ-
თველმა და სომეხმა დიდვაჭრებმა, სამღვდელოთა, ოქრომჭედ-
ლებმა, ცხენებით მოვაჭრეებმა და დიდძალი დირჰემი მოაგრო-
ვეს.
გადავწყვიტეთ, მე და მონასელისძე დაუყოვნებლივ წავსუ-
ლიყავით ქაშანს.
ერთი კვირის მანძილზე დაუცხრომლად ძებნისა და გამო-
კითხვის შემდეგ ცნობა მოგვაწოდა ერთმა სომეხმა აქიმმა ტიგ-
რანიანმა:
დავით მეფის სარწმუნო კაცი შვიდ ზანგს ჩაუყვანია ამ წინე-
ებში ქაშანს და ჯამეებს გასწვრივ მდებარე „როთეჲლის სახლში“
უნდა ჰყავდეთ დამწყვდეული თურქებს.
ეგ შენობაც ჩვეულებრივ მდაბიორული ნაგებობაა. ყრუ კედ-
ლებით ქუჩისკენ მიქცეული.
ტრემენითა და ჯამფაზიით დაფარულია მის გარშემო მდება-
რე ეზო, კუთხეებში უსარკმელო, ერთკარიანი გოდოლებია, შუ-
ბოსანი ზანგები ჩასაფრულნი არიან დღისით და ღამით მანდ.
აქიმი ტიგრანიანი დაფაცურდა, ვიღაც ბნელ საქმეთა ოსტატ-
ნი გამოსჩხრიკა და, როგორც იქნა, ათას დირჰემად მოვისყი-
დეთ ამ სახლის მეთვალყურე ცალთვალა თურქი, ვინმე მეხტი
ბენ სოლიმან.
მეხტიმ განგვზრახა იდუმალ, სამ დღეს გვყავდა როთეჲლის
სახლში ის გჲურჯი და, თუ არა ვცდები, მოკვდა და სომხების სა-
გოდებელზე წაიღესო ზანგებმა ღამით.
წავედით სომხების საგოდებელზე, ამაოდ ვძებნეთ მანდ დაყ-
რილ უპატრონო ცხედართა შორის, ვერსად ვნახეთ ჯოჯიკის გვა-
მი.
ისევ ვიხმეთ ცალთვალა მეხტი და ვეაჯეთ, სიმართლე ეთქვა
ჩვენთვის. მეხტიმ თავისი ყვითელი ღოჯები გამოაჩინა, ვაგლა-
ხად დაიჯღანა, კეფაზე მოიფხანა.
„სიმართლე! ჰმ!
განა თქვენ არ იცით, სიმართლე გაცილებით მეტი რომ
ღირს, ვიდრე ტყუილი?
ერთი ათასი დირჰემი კიდევ უნდა სიმართლეს... ოღონდ არ
დამღუპოთ, არ გამთქვათ“.
304 მკითხველთა ლიგა
სთქვა და თავის ერთადერთი თვალით მოგვაშტერა გამსჭვა-
ლავი მზერა...
ამ საზიზღარი კაცის შემოხედვა ჩემს სიცოცხლეში არ დამა-
ვიწყდება, თავათ რუმბივით გაზიზინებული და ახმახი, ზღაპრულ
ციკლოპს ჰგავდა მეხტი.
კიდევ ჩავაცეცხლეთ ერთი ათასი დირჰემი. სიხარულის შუქი
აციმციმდა მარღია კამეჩის თვალისებრ მზერაში და წამოშაქრა
მეხტიმ:
„ის გჲურჯი დიდხანს ებრძოდა მორიელებსა და როთეჲლს,
მხოლოდ წუხელ მოკვდა და ჯერაც არ გაგვიგზავნია საგოდე-
ბელზე...“
ბევრი ვევედრეთ, მოეცა როგორმე ცხედარი, მაგრამ შორს
დაიჭირა ასეთი რამ. ესღა დაგვპირდა:
„ამაღამ სხვა მიცვალებულებთან ერთად ქურთების საგოდე-
ბელზე გავატანინებ მის ცხედარს ზანგებს, მერმე თქვენ იცით,
საგოდებლის მეთვალყურე მოიმადლიერეთ და, სადაც გნებავთ
იქ წაიღეთ თქვენი მკვდარი.
ოღონდ იცოდეთ, გათენებამდის უნდა გაიტანოთ გვამი“.
გულშემოყრილნი წავედით იმ ღამესვე მე და მონასელისძე
ქურთების სასაფლაოზე, მაშხალები თან წავიღეთ და მთელი ღა-
მე ვათიეთ მანდ.
როგორც იქნა, საგოდებლის მეთვალყურეც მოვიქრთამეთ,
ქურთი, ვინმე ტიტარა.
ტიტარამ ასეთი პირობა დაგვითქვა:
„თქვენ აქ ქვის ყორეებში დაიმალეთ, ცხედრები უთენია მო-
აქვთ ხოლმე ზანგებს, თუ მზის ამოსვლამდის შესძლებთ თქვენი
მკვდრის გატანას, ხომ კარგი, თუ არადა, უფრო გვიან ვერ დაგა-
ნებებთ ცხედარს“.
თენდებოდა, როცა ფალნიანმა აქლემებმა მოზიდეს მო-
რიელებისა და როთეჲლის მიერ დაგესლილი ცხედრები და მი-
წაზე დაჰყარეს ისინი. გაუძლისი სუნი ცხედრებისა იდგა მთელ
სასაფლაოზე, დაუმარხავნი ეყარნენ წინა დღეებში მოტანილი
მკვდრებიცა.
ზანგები და აქლემები რა გაბრუნდნენ, ჩვენ ქვის ყორედან
გამოვძვერით. მაშხალები ავანთეთ და შევუდექით ძებნას.

305 მკითხველთა ლიგა


უბედობა ის იყო, რომ როთეჲლის სახლში უსიამოდ შეაგ-
დებდნენ ხოლმე ადამიანებს, შიშველი ცხედრები ხომ ძნელად
გასარჩევია ურთიერთისაგან, გარდა ამისა, ეს ცხედრები ისე
დასივებულნი იყვნენ როთეჲლის და მორიელებისაგან დაგეს-
ლილნი, ბარე ორმოცდაათ ცხედარში ვერავინ ვიპოვნეთ, ვინც
მიახლოებით მაინც მგვანებოდა ჯოჯიკის.
„მოგვატყუა იმ სახეძაღლმა მეხტიმ!“
ამბობდა მონასელისძე. მე ხელახლა ჩამოვუარე ცხედრებს
და განვგრძობდი ძებნას. ქურთი მესაფლავე ტიტარა თავზე
გვადგა და დაგვჩხაოდა:
„თენდება, თენდება, მალე წადით აქედან, თორემ სამივეს
ჩაგვაყუდებენ როთეჲლის სახლში“.
ახლა სათითაოდ ვიღებდით ყოველ მიცვალებულს, ყოველ
მხრიდან ვათვალიერებდით, ტიტარა ბუზღუნიდან ჩხუბზე გადა-
ვიდა.
„გამეცალეთ აქედან, თორემ ყვირილს მოვრთავ ახლავე!“
უკვე შეთენდა, და როგორც კი თვალი დაადგა ამ ამაზრზენ
სანახაობას მზემ, ერთ შიშველ ცხედრის წინ მუხლი მოიყარა
მონასელისძემ და ხმამაღლა გოდება მორთო.
ისევ მოვარდა ტიტარა, აყვირდა: აქ არ გაბედოთო ტირილი.
მონასელისძემ შეიცნო ჯოჯიკი, თუმცა მას სავსებით დასა-
ხიჩრებული ჰქონდა სახე. მონასელისძეს გახსენებია, რომ ჯოჯი-
კის თურქებთან ბრძოლის დროს ლავიწი ჰქონდა ჩალეწილი
ჩუგლუგით.
ადვილად წარმოსადგენია ჩვენი სიხარული, როცა მონასე-
ლისძემ მაჯა გაუსინჯა გონებამიხდილს და მეც დამარწმუნა,
მარცხენა მაჯაზე ოდნავ, სულ ოდნავ რომ ღიმღამობდა ძარღვი.
როცა ხელახლა მოვიდა ტიტარა, ჩვენ განზრახ განვაგრძეთ
წუხილი, რათა მისგან დაგვემალა, მიცვალებულის ნაცვლად
ცოცხალი რომ ვიპოვნეთ.
თან მოტანილ სუდარაში გავხვიეთ ჯოჯიკი და აქიმის ტიგრა-
ნიანის სახლში წავიყვანეთ იგი.
ჯოჯიკის დაავადება უმთავრესად გამოიხატებოდა ძილისად-
მი მიდრეკილებაში. ამაოდ ვაყნოსებდით ძმარსა და ნიორს, ვუ-
ზელდით საფეთქლებს, ვასხურებდით ცივ წყალს.

306 მკითხველთა ლიგა


წამოვაყენებდით სარეცელზე, ისევ წაიქცეოდა ბალიშზე და
მინებდებოდა ძილს.
გვანუგეშებდა აქიმი: როთეჲლისაგან დაგესლილი არაერთი
მომირჩენიაო, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ უახლოეს დღე-
ებში უნდა დაგვეგდო ქაშანი და გავცლოდით აქაურობას.
ტიგრანიანმა აღუკვეთა მონებსა და მსახურებს სასტუმრო
დარბაზში შემოსვლა.
შეღამდა თუ არა, აქიმობას შეუდგა...
ჯოჯიკი მორიელისაგანაც დაგესლილი აღმოჩნდა, ამიტომაც
თრიაქი აჭამა აქიმმა მას, მერე კირჩხიბი შეაწვევინა სპილენძის
ქვაბში და ავადმყოფს საჭმელში აურია.
მეორე დღეს აიღო ძაბრი, პირი გავუხსენით ავადმყოფს და
დიდძალი მაწონი ჩავასხით.
მერმე მოათრია დიდი ყუთი, ბარე სამი მხარის სიგრძე-
სიგანისა, ოთხივე კიდეზე თოკები შეაბა მას, თოკების ბოლო
ჭერზე მიამაგრა.
ჩავაწვინეთ ავადმყოფი შიგ, ზეავწიეთ ყუთი, ვაბრუნეთ მა-
ნამდის, სანამ დაიღვარჭნებოდნენ თოკები და მერმე ხელს ვუშ-
ვებდით. სწრაფად დატრიალდებოდა ყუთი, ისევ დავაბრუნებ-
დით, კვლავ დავღვარჭნიდით თოკებს, ისევ შევუშვებდით ხელს.
ამგვარად აბრუნა და ატრიალა ავადმყოფი აქიმმა, სანამ
თვალი არ გაახილა სნეულმა და პირისღებინება არ დააწყებინა.
მესამე დღეს ენა ამოიდგა ჯოჯიკიმ.
თავდაპირველად ისე გადაუბმელად ტიტინებდა, როგორც
ბალღი, რომელსაც სიტყვების ურთიერთთან დაკავშირების უნა-
რი არა აქვს.
ჩვენ ვერ ვუცადეთ ჯოჯიკის გამომჯობინებას ქაშანში, რო-
გორც კი ოდნავ მოღონიერდა და პირამდის კოვზის მიტანა შეს-
ძლო, გადავიცვით სამივემ თურქი დიდვაჭრების კაბა-ჯუბანი.
ქაშანში ცხენები ვიყიდეთ, ფოცხვერის ტყავებით შევმოსეთ
ქაშანურად ისინი, შევიძინეთ სამჯორიანი ტახტრე-რაჰვანი, ჯო-
ჯიკი შიგ ჩავსვით და დავადექით არდებილისკენ მიმავალ საქა-
რავნე გზას“.

307 მკითხველთა ლიგა


ლურჯი მიმინო
ეფემერიდები

„...ხოლო იგი, ვითარცა ძაღლი, მიექცა ნათხევარსა და


ვითარცა ღორი, ინწუბა საგორელსა მწუირისასა...“
დავითის ქრონიკიდან

იმავე საღამოს, როცა არამაის არშარუნის წერილი მოვიდა


ვაჰარშაპატიდან, ერთი უცნაური ამბავი მოხდა ნაჭარმაგევში.
შავი ბაზილიკიდან სასახლეში მოსულმა ბერმა, მარკოზმა, ამ-
ცნო მახარაის შემდეგი:
ერთი მეროჭიკე ბერი შემოეხიზნა შავი ღვთისმშობლის შრა-
მელებს, საკმაოდ არეულად მოუბარი.
ზოგს აგრე ეტყვის: გეგუთს მივალო, ხუცესს უთხრა: თირის
მონასტრის მოსალოცად ჩამოვედი, ბებერ ძვლებს დავასვენებ
და გზას დავადგებიო, მე მითხრა ამ დილით: იერუსალემს მინდა
წავიდე და ქრისტეს ცრემლებით უნდა მოვირჩინოო თვალის
ტკივილი.
მახარაის არავისთვის გაუმხელია ეს ამბავი, ბერი მარკოზა
და სამი ჩუხჩი აიყოლია და შეღამებულზე შავი ბაზილიკისაკენ
გაემართა.
დაბალ სამრეკლოს ქვეშ მაღალი დიაკონი იდგა და ნაღ-
ვლიანად აწკარუნებდა პაწია ზარებს.
ათიოდე შავი ლანდი მიღოღავდა შავი ღვთისმშობლისაკენ.
ერთადერთი ჯაგლაგი ჯორი სძოვდა ტაძრის მახლობლად.
როცა კარიბჭეს მიეახლა მახარაი, ჩუხჩებს უბრძანა, ეკლე-
სიიდან გარედ არავინ გაეშვათ უცნობი, ხოლო თავათ მარკოზას
მკლავს წაეპოტინა და შიგ შევიდა.
ოციოდე მლოცველი დაჩოქილიყო აგურის იატაკზე, იკონას-
ტასიდან ისეთი მკრთალი შუქი ეფინებოდა გარემოს, აგურის
იატაკზე დაჩოქილთა ნაჩრდილევს თუ გაარჩევდა თვალი.
დიდხანს ეძია მარკოზამ ის მეროჭიკე ბერი და ბოლოს ერთი
ვაგლახად დალეული ჩიაკაცის მოდრეკილ ზურგზე მიაშვირა
თითი.
თანაც უჩურჩულა მახარაის:
308 მკითხველთა ლიგა
ეგ უნდა იყოსო ეგ ბერი, უფლისწულო ბატონო.
დიდხანს არ დაუყოვნებია ქოსას, მან ფრთხილად გაიარა
იატაკზე მუხლმოყრილ მლოცველთა შორის, მაგ ჩიაკაცის გვერ-
დით დაიჩოქა, მთავარ დიაკონის ამბიონის გასწვრივ, და თავა-
თაც შეუდგა ლოცვას.
დიდხანს ლოცულობდა აგრე, ფრთხილად გააპარებდა მის
გვერდით დაჩოქილ ბერისაკენ თვალებს.
ჩიაკაცი აინუნშიაც არ იყო მოსული, იგი არხეინად განაგ-
რძობდა ლოცვას, ფსალმუნის ლექსებს პუტუნებდა აგურის
იატაკზე დაჩოქილი, შუბლს ახლიდა იატაკს, ისევ გაიმართებო-
და წელში, ისევ განერთხებოდა მიწაზე და ერთსა და იმავე
ლექსს იმეორებდა:

უფალო ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო,


დღისით ხმა ვყავ და ღამე წინაშე ჩემსა,
...
დამდევს მე მღვიმესა ქუესკნელსა.

ისე ხანგრძლივად ლოცულობდა ბერი, მუხლისთავები


დაებუჟა მახარაის, გამუდმებით უჭვრეტდა ამ ბერს, მაინც ვეღარ
იცნო იგი.
როცა ახალმოსულმა მლოცველებმა ახალი კელაპტრები
აანთეს კანკელის წინაშე, იმატა სანთლების შუქმა ირგვლივ.
ხანდახან თვალს გადაჰკრავდა თავის მეზობელს მახარაი.
თვალნათლივ მოსჩანდა მისი მოკუზული მხარ-ბეჭის ანაგო-
ბა, მისი წოწოლა თავი და ღოლოს ღერივით წვრილი კისერი,
მაგრამ არ უჩანდა გაბურძგვნილ წარბებს ქვეშ შეხიზნული თვა-
ლები. ასე რომ, ეს კაცი ისე გამოიყურებოდა, თვალის უპეებში
შეხიზვნიაო ღამე.
ბოლოს წამოდგა ჩიაკაცი, ღვთისმშობლის ხატთან მივიდა,
დალოშნა იგი, შემდგომ ამისა, სანთლების მოკიდებას შეუდგა.
თვალი მიაშტერა მახარაიმ ბერს, იგი უსიამოდ მწითური
იყო, სიფრიფანა კეხიან ცხვირიდანაც მწითური ბალანი წამოზ-
რდოდა, თმაგაჩეჩილსა და წვერგაბურძგვნილს გატყიურების
ნირი გადაჰკრავდა.

309 მკითხველთა ლიგა


როცა მახარაისკენ გამოიხედა მან, აგურის იატაკზე დაემხო
ქოსა. საკურთხევლიდან გამობორიალდა ახმახი ხუცესი, ორივე
ხელში ანთებული კანდელაბრები ეჭირა, დიაკონი ამბიონზე
შედგა და დაიქუხა ჩამობნელებულ თაღებს ქვეშ:
„ყურად იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა...“
წინ გამოემართა ახმახი მოხუცი და კანდელაბრებმა შუქი
მიჰფინეს ამბიონის მახლობლად დაჩოქილთ.
მახარაი უკვე ვეღარ იღებდა აგურის იატაკიდან თავს, რად-
გან შეამჩნია, მას თვალი წაატანა მწითურმა ბერმა. და როცა ხუ-
ცესი კანდელაბრებითურთ კვლავ შებრუნდა საკურთხეველში,
ჩიაკაცი გაეცალა იკონასტასს, დაჩოქილთა მწკრივები გაიარა
და დასავლეთის კარისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით.
მახარაი დანდობილად მოეშვა ლოცვასა და კარის ზღურ-
ბლთან წამოეწია უცნობს.
როცა ზღურბლს გადაღმა მდგარმა ჩუხჩმა შეყენება მოუნ-
დომა ბერს, იგი ეკლესიაშივე გამობრუნდა დაფეთებული და ზედ
მკერდზე მიეახლა მახარაის.
„ფეხზე კოჟრები მაქვს, ფრთხილად იარე, ბერო!“
შესძახა მახარაიმ და მისი მასრასავით წვრილი მკლავი შერ-
ჩა ხელში. უბიძგა მახარაიმ უცნობს და ზღურბლის გადაღმა გა-
დააჩოჩა იგი.
„ვინა ხარ და სად ყოფილხარ, ბერო?“
ხმადაბლა შეეკითხა მახარაი.
ბერმა ახედ-დახედა მახარაის გვერდით მდგარ მარკოზას და
მიუგო:
„ხანძთის მონასტრიდან მოვდივარ, ქრისტესმიერ გლახაკი
ბერი გახლავართ, დოროთე“.
„სად აპირებდი წასვლას?“
შეეკითხა მახარაი.
„თირის მონასტრის მოსალოცად, ჩემო ბატონო“.
„გუშღამ გითქვამს იერუსალემს მივალო, რაო, კავკასიონის-
კენ ხომ არ გადაუტანიათ იერუსალემი, თუ იცი?“
ბერი დაიბნა.
„მენა, მენა, ჯერ თირის მონასტერს ვაპირებდი, იქიდან
იერუსალემს გავბრუნდები-მეთქი“.
„რაო, მაინცდამაინც უნდა იცხონო ეგ წაწყმედილი სული?“
310 მკითხველთა ლიგა
„სულის ცხონება არავის აწყენს, უფალო“.
„კეთილი, მაგრამ თუ იერუსალემს მიდიოდი, ნაჭარმაგევს
რად ჩამოეხეტე?“
„ნაჭარმაგევს რა მოვაღწიე, ვიღაც მწითური კაცი შემეყარა
ჩემი ცოდვით სავსე, ჯორი გამითვალა“.
„ჰოი, გამიშავდეს თვალები, ჯორი დაგინავსეს. როგორც
ჩანს, შენზე მეტად ნავსი კიდევ ყოფილა ვიღაც“.
ამასობაში მწუხრის ლოცვა მოთავდა, მლოცველნი გარს შე-
მოერტყნენ ბნელში მოუბართ, მახარაიმ ანიშნა ჩუხჩებს და ნა-
ჭარმაგევის საპყრობილეში წააყვანინა უცნობი.
ნაშუაღამემდის გაგრძელდა ბერის დაკითხვა, მაგრამ მისი
ვინაობა და სადაურობა ვერ დაადგინა მახარაიმ.
არც მათრახების ცემით დამუქრებამ, არც შეგონებამ არავი-
თარი ნაყოფი არ გამოიღეს, ბოლოს მოთმინების ფიალა აევ-
სოთ ჩუხჩებს და მახარაის უკითხავად მაგრად სცემეს გაჯიუტე-
ბულს სატუსაღოში.
ცემამ არ გასჭრა. მერმე მიადგნენ თაკვერელი ჩუხჩები, წა-
მოაქციეს და როცა სამოსი გაჰხადეს, იატაგანი გამოუვარდა
ხვანჯრის თავიდან.
გასჩხრიკეს მისი დაბებკილი ჩოხა და მომცრო გრაგნილი
აღმოჩნდა ნაკერში, უმისამართო და უბეჭდოდ დაწებილი.
მახარაიმ ეტრატზე უწესრიგოდ გაბნეულ ასონიშნებს დაადგა
თვალი. მათი ამოკითხვა ვერ შესძლო.
ასეთი, ურთიერთთან უაზროდ მიჯრილი ასოები გაბნეული-
ყო მწკრივებში, ხელჩართულად ნაწერნი:

311 მკითხველთა ლიგა


312 მკითხველთა ლიგა
მახარაი მიხვდა, რომ ეს იყო კრიპტოგრაფიული31 ნაწერი,
მთელი ღამე უკირკიტებდა, ხან არაბული წესით იკითხა მარ-
ჯვნიდან მარცხნით, ხან – აკროსტიხულად, ხან – ხმოვან ასო-
ნიშნის გამოშვებით, ხან – თანხმოვნის გამოტოვებით, ხან –
ქვედა მარცვლების ზედასთან დაკავშირებით, ხან – ირიბად, ხან
– ჯვარედინად კითხვითა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
ჯერაც რიჟრაჟი არ იყო მოწეული, როცა უეცარმა აზრმა
გაანათა მისი გონება.
ახალი სასანთლენი აანთო და, როგორც იქნა, ამოიკითხა.
გაშრა და გაოცდა.
ბოლოს ხელი დასტაცა გრაგნილს და რკონის კოშკისკენ
გაექანა გამალებული.

***
ბოლომდის რა ჩაიკითხა არამაის არშარუნის წერილი გიორ-
გი ჭყონდიდელმა, დავით მეფე გველცემულივით ზეწამოიჭრა.
იგი მცირე ხანს მდუმარედ დადიოდა დარბაზში, მერმე თავზე
დაადგა საკარცხულზე მჯდომარეს და უთხრა:
„ჯოჯიკის წამებისათვის სამაგიეროს მივუზღავ თურქებს“.
ჭყონდიდელი მოღუშული იჯდა, მცირე ხნის დუმილის შემ-
დეგ მეფემ ჰკითხა:
„ბეშქენ ჯაყელს რა დღისთვის მოელი, მამაო გიორგი?“
„ჩემის ვარაუდით, დღეს-ხვალ უნდა ველოდოთ ბეშქენს“.
თენდებოდა.
მეფე სამზერთან იდგა და გასცქეროდა წვიმის ღრუბლებით
დაგრაგნილ ცას.
„უცნაური თქეში იყო წუხელ, – სთქვა ჭყონდიდელმა, –
ნიანია და ჯონდი გაწუწულნი ამოვიდნენ ჩემთან“.
ჯერ კიდევ ეძინა ნაჭარმაგევის ციხე-სასახლეს. გუშაგები ჩა-
ლიჩობდნენ ეზოში, კიბეებიდან მოისმოდა მანდატურთა ფლოს-

31კრიპტოგრაფია – შუა საუკუნეებშიაც ცნობილი იყო იდუმალი წერა, თანად-


როული „შიფრი“, ზოგი კრიპტოგრაფი იწერებოდა ასე: პირველი ასო-ნიშნის
„ანის“ ნაცვლად უკანასკნელი „ჰოე“ და ასე შემდეგ.
313 მკითხველთა ლიგა
ტების ტკაპუნი, ფარშავანგის ჩხავილი მოდიოდა ნადირთა საჩი-
ხედან.
კვლავ დამყარებული დუმილი დაარღვია დაფდაფების ცემამ
და ბუკის ხმამ.
გიორგი ჭყონდიდელი წამოდგა, სამზერისაკენ გაეშურა და
სთქვა: „ბეშქენი მოსულა, როგორც ჩანს...“
ციხის ეზოში ახმახი თოროსანი შემოვიდა შვიდი მუზარა-
დიანის თანხლებით. ბეშქენის ნაცვლად ქარიმან სეტიელი და
ჩუხჩნი შეიცნო გიორგი ჭყონდიდელმა.
როცა კარის ჩარჩოში გახევებული თოროსანი მიესალმა
დარბაზში მყოფთ, დავითი ჯიქურ მივიდა ქარიმანთან და უთხრა:
„რას გვეტყვი, ქარიმან, ახალს?“
„ესეცაა გეახელი, ჩვენო პატრონო. გასულ კვირას თორმეტი
ჩუხჩი მყავდა ტაშირის დასაზვერად წარგზავნილი. ექვსი მობ-
რუნდა გუშღამ მუხათგვერდის ციხეში.
მთელს ტაშირში შემჩნეულია დიდი მოძრაობა ჩრდილოეთი-
საკენ მომავალ თურქის ჯარებისა.
სამშვილდესკენ მოიწევს ცხენოსანთა ლაშქარი, წინეებში
რუსთავის ფონზე თორმეტი ათასი ქვეითი მონასპა გადასულა
და რუსთავის ციხის შემოგარენში დაუდგამთ კარვები.
ეს ერთი თვეა, რუსთავის სანახებში მოჩალიჩე მეცხვარეებს
შორის სამი ჩუხჩი მყავს მწყემსურად გადაცმული, მათ შეგვატ-
ყობინეს, ზედაზენს მოედინება ღამღამობით თურქების ლაშქა-
რი“.
მეფემ მსახურთუხუცესი ახმობინა ქარიმანს. მსახურთუხუცე-
სი უძილარი სჩანდა, დაფეთებულმა მოისმინა მეფის ნაბრძანი:
დაუყოვნებლივ გააღვიძეთო ნიანია და ჯონდი ერისთავი.
იგი ჯერ გასული არ იყო დარბაზიდან და ბეშქენ ჯაყელი შე-
მოვიდა სამი ჯავახელი აზნაურის თანხლებით.
მეფემ აკოცა ბეშქენს, მიესალმა და ურთიერთის მოკითხვა
მოთავებული არა ჰქონდათ, ნიანია და ჯონდი გამოცხადდნენ
უჯაჭვოდ.
მეფემ მზერა გაუმართა სპასალარებს და სთქვა:
„როგორც ქარიმანის პიტაკიდან ჩანს, ზედაზენს მიდიან
თურქები, ცხადია ძაგან ერისთავს მოიშველიებენ და საერთო
ძალით შემოგვიტევენ.
314 მკითხველთა ლიგა
მე არ გამასვრევინოთ მაგ წუნკალზე ხმალი.
ნიანია წეროვანიდან აიყრება, აფხაზ მოისართა ორ ათასე-
ულს უსარდლებს და აღმოსავლეთიდან შემოეწყობა ზედაზენს.
ჯონდი ერისთავი სხალტბაში დადგება, მე და ბეშქენი ნარეკვავს
ჩავალთ და იქ დავბანაკდებით...“
ამის თქმა მოასწრო მეფემ, მახარაი შემოვარდა აქშინებული
და კრიპტოგრაფი გადასცა გიორგი ჭყონდიდელს...
„აბა, წაიკითხეთ, მამაო გიორგი“.
უთხრა მახარაიმ.
„კრიპტოგრაფია“.
სთქვა ჭყონდიდელმა.
მეფემაც უჭვრიტა დიდხანს, მანაც დაადასტურა იგივე.
„შენ, ისე გატყობ, წაგიკითხავს, მახო“, სთქვა მეფემ.
„დიახაც, წავიკითხე. მაგრამ მთელ ღამეს ვეწვალე“.
„როგორღა?“
ქართული ანბანის თანრიგი უკუღმა შევაბრუნე და აი, რა გა-
მოვიდა:
„სელჯუკიანთა მაშველი ჯარის იმედი დავკარგე, ამიტომაც
ვითხოვე მეფესთან დაზავება. ახლა სულტანმა ლაშქარი წარ-
მოგზავნა.
მე და აღსართან ზედაზენს მივდივართ ლაშქრითურთ. ხუთნი
მოვლენ. სამნი წამოჰყევით. ბაგრატოვანთა გვირგვინს თავზე
დაგადგამ მცხეთაში“.
ვიდრე მახარაი ბერის შეპყრობის ამბავს მოახსენებდა მე-
ფეს, ჭყონდიდელმა შეამოწმა კრიპტოგრაფის ამოკითხვის წესი.
მეფემ სთქვა:
„არც გამგზავნელის ვინაობა სჩანს, არც მისი, ვისაც უგზავ-
ნიან. ცხადია, რატი უგზავნის ლიპარიტს“.
ჭყონდიდელმა იკითხა:
„რაო, ჯერაც ვერ გამოსტეხეთ ბერი?“
„უწყალოდ სცემეს, მაგრამ ხმას არ იღებს“.
ქარიმან სეტიელი ჩრდილის კოშკის საპყრობილეში ჩაგზავ-
ნეს.
მეფემ დასძინა:
„ყოველივე გასაგებია, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს: ხუთნი
მოვლენ, სამნი წამოჰყევით?“
315 მკითხველთა ლიგა
„სამში იგულისხმებიან: კატაი, ლიპარიტი და იოანე დუკისძე.
ალბათ დედისიმედისთვის ამ ამბის გამხელას ვეღარ ბედავს რა-
ტი, თუ ვის გულისხმობს ხუთში, ეგ გაუგებარია ჩემთვისაც“.
სთქვა მახარაიმ.
როცა გიორგი ჭყონდიდელმა ხმამაღლა გადაიკითხა წიგნი,
მეფემ გამოართვა მას გრაგნილი, მახარაის გადასცა და უთხრა:
„კარგია, უბეჭდოდ რომ გამოუგზავნია ეს წერილი რატის.
ისევ დაწებე იგი, მახო, და ლიპარიტს შეუგზავნე როგორმე. ვნა-
ხოთ ერთი, აბა, რას მოიმოქმედებს ეს მელაძუა ბებერი.
ჩვენ დაუყოვნებლივ გავალთ ციხიდან, შენ ავად გახდომა
მოიმიზეზე, თვალი გეჭიროს ოღონდ...“
მახარაი შეყოყმანდა:
„საქმე ისაა, როგორ შევგზავნოთ ეს ბარათი მასთან. სახიფა-
თოა ეჭვი აიღოს, არა? ხომ არ აჯობებდა, ეს წერილი დარბაზის
კარის ზღურბლთან დაეგდო მსახურთუხუცესს?“
„არ ივარგებს ეგრედ, მახო, შენ განა ამისთანა ამბებისათვის
მოგიბამს თავი? გახადეთ იმ მურტალ ბერს ჩოხა, რომელიმე
ტანმორჩილს ჩუხჩს გადააცვით და შეუგზავნე პირდაპირ“.
სთქვა მეფემ და ძლივს შეიკავა ღიმილი.
მახარაი გაჯანჯლდა, აიჩემა: ნიანია ბაკურიანს თან გავყვები,
ქარიმან სეტიელი დარჩესო ნაჭარმაგევში. გიორგი ჭყონდიდე-
ლიც ამჯობინებდა მახარაის დარჩენას ნაჭარმაგევის სასახლეში
ამჯერად.
გათენებისას ქარიმან სეტიელი მობრუნდა. როგორც იქნა,
გამოუტეხია გრაგნილის მომტანი. იგი აღმოჩნდა ბერი ბეცაი,
რუსთავის ციხიდან რატის მიერ ლიპარიტთან წარმოგზავნილი.

***
ვიდრე მზე მოასწრებდა ამოსვლას, ნაჭარმაგევის ციხის მი-
სადგომები გაივსო ლაშქრით, რკონის კოშკიდანაც ნათლად
სჩანდა, მოხისისა და ნაჭარმაგევის თემშარაზე თუ როგორ
მოედინებოდა ჯავახელთა და სამცხელთა ცხენოსანი ჯარი.
ბუკის ხმამ და ცხენების ჭიხვინმა გააღვიძა ლიპარიტ ერის-
თავი.
იგი ცოტა ხანს სამზერიდან უჭვრეტდა ამ სანახაობას, მერმე
ნაუცბათევად გადაიცვა კაბა-ჯუბანი და დერეფანში გამოვიდა.
316 მკითხველთა ლიგა
ჯერ იყო და მახარაის დაუწყო ძებნა, მაგრამ იცოდა, მახარაი
რკონის კოშკში ათევდა ღამეს, არ უნდოდა დავით მეფეს გადაჰ-
ყროდა სადმე.
ახლა მტკიცედ გადასწყვიტა ლიპარიტმა, მარიამ დედოფ-
ლის სამყოფლოსკენ წასულიყო, აგრე ვარაუდობდა: ამ
ალიაქოთზე დედოფალიც გაიღვიძებდაო.
აღელვებული მიეახლა მარიამის დარბაზის ტალანს და
ფრთხილად, ფრთხილად დააკაკუნა.
წვერცანცარა ცინცილუკმა თავი გამოჰყო, მას ეუცნაურა ეგ-
ზომ ნაადრევი დარბაზობა კლდეკარის ერისთავისა.
რა მოხდაო?
იკითხა ჩურჩულით მან.
ლიპარიტმა თავის დამტვრეულ ბერძნულს მოუყარა თავი და
უთხრა:
გააღვიძეთო იმპერატრისსა.
დიდხანს იდგა დაგმანულ კართან ლიპარიტ და, როცა კვლავ
მოესმა დაფდაფების მოხშირებული ცემა, დერეფნის ბოლომდის
მივიდა და მანდ აღმოჩენილ სამზერიდან დაუწყო თვალიერება
დასავლეთიდან მომავალ ცხენოსანთა დენას.
ქარი დაგელავდა ნაჭარმაგევის ველზე, წვიმის ღრუბლები
დაჯორგილიყვნენ მთებზე.
შეეშინდა ლიპარიტს, ვაითუ დედოფალმა მიხმოს და კარისა-
ლაგთან ვერ მიპოვნოსო ეზოსმოძღვარმა, ამიტომაც მოეშვა
სამზერს და მარიამ დედოფლის სამყოფლოსკენ მიჰყვა ნახევ-
რად ბნელ დერეფანს.
ტანმორჩილი კაცის ლანდი მოფათურობდა ჩქარის ნაბიჯით,
ლიპარიტი უკან გამოუდგა მას, აგრე ეგონა: ეზოსმოძღვარი გა-
მოუგზავნიაო მარიამს.
„რა ჰქენი, ცინცილუკ, იმპერატრისსა ხომ არ მხმობილობს?“
„მე არ გახლავართ ცინცილუკ“.
მიუგო ლანდმა.
როცა ლიპარიტი წამოეწია მას, მახარაი შერჩა ხელში.
„რა ამბავია, მახო? ბარქიაროკმა ხომ არ შემოგვიტია თუ
იცი?“
„მშვიდობა ყოველთა და კაცთა შორის სათნოება“.

317 მკითხველთა ლიგა


„თუ მშვიდობაა, ამოდენა ლაშქრის მოდენა რას მოასწავებს,
მახო?“
თითქმის ვედრებით შეეკითხა ლიპარიტ.
„რაო, ჩვენს ლაშქარს ხომ არ დავუშლით ნაჭარმაგევის ცი-
ხეში მოსვლას?“
„არა, მე მოგახსენებ... დაშლით ვინ დაუშლის... მაგრამ...“
„მაგრამ რაო, ბეშქენ ჯაყელი ჩამოვიდა ჯავახელების ლაშ-
ქრითურთ, ეგ არის და ეგ“.
„რაო, აღლუმს ხომ არ აპირებს დავით მეფე?“
მახარაის ეჩქარებოდა რკონის კოშკში, უნდოდა თავიდან
მოეცილებინა ერისთავი, ამიტომაც მიუგო:
„დიახ, აღლუმია, ლიპარიტ ბატონო, აღლუმი“.
გულით ეწადა ლიპარიტს, წამოსწეოდა მახარაის და ხან-
გრძლივი საუბრისთვის გამოეწვია იგი, მაგრამ მახარაიმ მწვანე
დარბაზის კარი შეაღო და გაუჩინარდა.
მარიამ დედოფლის სამყოფლომდის მისული არ იყო ლიპა-
რიტ, ისევ შეეფეთა ვიღაც ტანმორჩილი კაცის ლანდი. აგრე
იფიქრა ერისთავმა: ალბათ მეორე მხრიდან შემოუვლია მახა-
რაის და დედოფალთან აპირებსო შესვლას, გაეხარდა ეს ამბავი
და აუჩქარა ნაბიჯს, მაგრამ მახარაის ნაცვლად ვიღაც შავჩო-
ხიანი ბერი შერჩა ხელში.
ერისთავის დანახვაზე დაიჩოქა შავოსანმა და საამბოროდ
წაეპოტინა მის მარჯვენას.
ლიპარიტ ერისთავმა წამოაყენა ლანდი და ჰკითხავდა:
ვინ ხარ და რაი გნებავსო?
სულგაკმენდილი ჩურჩულით მიუგო შავოსანმა:
„შუამთის მონასტრის ბერი გახლავართ, დოროთე“. მერმე
ხმა დაიდაბლა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თანაც სხაპას-
ხუპით ამბობდა:
„შენი ვაჟის, რატის წერილი მოგართვი, მთელი ღამე ვუტ-
რიალე ნაჭარმაგევის ციხეს, ძლივს მოვიქრთამე ჩრდილის კოშ-
კის გუშაგი.
საამბობი ბევრი მაქვს, მაგრამ სანამ იმ გუშაგს შემცვლელი
მოუვა, უნდა ვუშველო, ერისთავთ-ერისთავო, თავს“.
ესა სთქვა და გრაგნილი შეაჩეჩა ხელში.

318 მკითხველთა ლიგა


ლიპარიტ ერისთავი თავის სამყოფლოში შევარდა, ათრთო-
ლებული ხელებით გახსნა გრაგნილი, დიდხანს იკითხა კრიპ-
ტოგრაფი, მერმე დამდუღრულივით კვლავ გაიჭრა დერეფანში
და უკან გამოუდგა შავოსანს.
თანაც ფიქრობდა: ჩემი ბედი, რომ ამ დერეფანში არავინ შე-
მოგვეფეთაო.
მიდიოდა გამალებული, კი არ მიდიოდა, სირბილით მიჰყვე-
ბოდა გაუთავებელ დერეფანს, და როცა დერეფნის ბოლოს მი-
აღწია, შავოსანის ლანდი უკვე ჩარბოდა კიბეზე, მისი ქალამნე-
ბის ტკაპატკუპიღა ესმოდა ერისთავს.
ისევ შევარდა თავის სამყოფლოში ლიპარიტ და ხელახლად
გადაიკითხა გრაგნილი.
ახლა ცინცილუკის ძებნას მოეშვა ორბელიანი და იოანე დუ-
კისძეს შეუვარდა თავის სამყოფლოში.
პირდაბჩენილი იწვა ტახტზე იოანე დუკისძე და არხეინად
ხვრინავდა. კარგა ხანს აჯანჯღარა ლიპარიტმა მძინარე, ბოლოს
წამოვარდა დუკისძე, ვაგლახად დაფეთებულმა იყვირა:
რა მოხდაო?
„სსუ, იყუჩე, – უთხრა ლიპარიტმა, – ეს წაიკითხე და ხმა არ
გაიღო“.
იოანემ ხელისგულებით თვალები მოიფშვნიტა, იკითხა,
იკითხა და ბოლოს წამოიყვირა: „მოწეულია ჟამი, გიხაროდეს,
ერისთავთ-ერისთავო...“
სსსუო!
ისევ ჩასძახა ლიპარიტმა.
„...კარგი, მაგრამ მე და შენ როგორღა დავაღწიოთ ამ წყეულ
ციხეს თავი?“
„შენ გადასწყვიტე, რაც გადასაწყვეტია, ციხიდან გაქცევა
ჩემზე იყოს. ისე გაგაპარებ, მზეც მაღლა იდგეს“.
იოანემ სთქვა:
„მე მთელი ღამე მესმოდა ლაშქრის მოდენა. არ დამეძინა
გათენებამდის. ბოლოს დამძალა ძილმა და ესეცაა წავწექი თვა-
ლის მოსატყუებლად“.
ერთი რამ აეჭვებდა იოანე დუკისძეს: კატაის როგორღა გავა-
პარებთო ციხიდან? ლიპარიტ ერისთავი სდუმდა, რადგან არც
მან იცოდა ამ კითხვის პასუხი.
319 მკითხველთა ლიგა
***
ერთბაშად დაირღვა აუმღვრეველი იდილია ნაჭარმაგევის
ციხისა. მარიამ დედოფლის გაღვიძება არც კი დასჭირვებია
ეზოსმოძღვარს ცინცილუკს. ბუკის ხმამ ძილი დაუფრთხო დე-
დოფალს, დაფდაფების მოხშირებული ცემა რა შემოესმა, ჩაუც-
მელად ზეწამოიჭრა და სამზერს მივარდა.
გაოცდა, ლიახვის პირად დადგმულ კარვებსა და ველზე მი-
მავალ ცხენოსან ლაშქრის დენას რა წაატანა თვალი. ერთი ღა-
მის მანძილზე სამხედრო ბანაკად ქცეულიყო ნაჭარმაგევი.
დაიგრუხუნა მთებს გადაღმა, ქარბორბალამ გადმორეკა
წვიმის ღრუბლები და უცნაური თქეში თავს დააცხრა ნაჭარმაგე-
ვის ციხეს.
ისმოდა ერთობლივი თქარათქური და ჭიხვინი ცხენებისა.
მოხშირდა დაფდაფების ცემა. მთავარ კარიბჭესთან ცხენები მი-
ართვეს მეჯინიბეებმა ჯონდი ერისთავსა და ნიანია ბაკურიანს,
ისინი მოასხდნენ იემენის ულაყებს და მგლურით მიჰყვნენ მუხ-
რანისაკენ მიმავალ თემშარას. მცირე რაზმეული თქარათქურით
უკან გამოუდგა მათ.
უცნაურად აუფორიაქდა დედოფალს გული:
ამ თავსხმაში სად მიდიანო სპასალარები?
შეძრწუნებული უჭვრეტს მარიამ დედოფალი შავ ულაყზე
მჯდარ ნიანია ბაკურიანს და ასე ჰგონია, უკუქცეულა დრო და
მკვდრეთით აღმდგარი არტავაზ ტოლობელი მიჰქრისო აგარის
ომში...
გადასწყვიტა დაუყოვნებლივ ჩაეცვა და დავით მეფესთან გა-
დასულიყო რკონის კოშკში.
ცინცილუკი შემოფრატუნდა:
ლიპარიტ ერისთავი დარბაზობის ნებას თხოულობსო, ავგუს-
ტა.
„ალბათ რაღაც საშინელი რამ ხდება ნაჭარმაგევის სასახ-
ლეში, თორემ ლიპარიტ ერისთავი ასე ადრე სადარბაზოდ მოს-
ვლას ითხოვდა?.. გაიფიქრა დედოფალმა.
„რა მოხდა? თურქები ხომ არ შემოგვესიენ, თუ იცი?“
ეკითხება იგი ცინცილუკს.
მხრები აიჩეჩა ეზოსმოძღვარმა.

320 მკითხველთა ლიგა


„ციხეში დიდი ალიაქოთია, ავგუსტა, მანდატურებიც ერთი-
მეორეს ეკითხებიან, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდა...“
გაფითრებული დედისიმედი შემოვიდა, ლანდივით უტყვი
მკერდზე შემოეჭდო დედოფალს და აქვითინდა.
„რა მოხდა?“
იკითხა დედოფალმა.
„არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ ყველას ჩამოსტირის სახე.
მეჯინიბეთუხუცესი რკონის კოშკზე ადიოდა წეღან, ალბათ და-
ვით მეფეც წასასვლელად ემზადება“.
„დამშვიდდი, ჩემო გვრიტო“, უთხრა ერისთავის ასულს დე-
დოფალმა და ნამტირალევი თვალები დაუკოცნა.
„წუხელ ქუხილმა გამაღვიძა, წამოვდექი, უცნაური თქეში
იყო, მაგრამ მთელი ღამე ვიღაცეები ადიოდნენ რკონის კოშკის
კიბეზე, საბია მიამბობდა, გიორგი ჭყონდიდელი და დავით მეფე
მთელი ღამე თათბირობდნენო. მართლაცდა, გათენებამდის არ
ჩაუქვრიათ სასანთლენი ჭყონდიდელის სამყოფლოში“.
სთქვა ნაღვლიანად დედისიმედმა.
***
ამაოდ ცდილობდა მარიამ მღელვარება მიეჩქმალა როგორ-
მე, ეშინოდა, დავით მეფეს არ გაესწრო. თავათ მოინდომა ჩაც-
მა, აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ხან ერთ კარადას გააღებდა, ხან –
მეორეს, ერთ კაბას წაატანდა ხელს, ეს ღილებიანია, ვერ ჩავიც-
ვამო იოლად.
ამ კაბას მიაგდებდა, ახლა მეორეს წაეპოტინებოდა, მერმე
აღებდა სკივრებს, ამოიღებდა სხვა რომელიმე სამოსს.
ერთი მომეტებულად საზეიმოდ მოეჩვენებოდა, მეორე – მო-
მეტებულად თალხად, ეზოსმოძღვარმა ცინცილუკმა შემოჰყო
თავი, საერთოდ მშვიდმა მანდილოსანმა უკივლა მოხუცს:
„სადა ხართ, სად დაიკარგეთ? კურაპალატისსა მელიტა და
სეფექალთა წინამდგომი, ევფროსია მომგვარეთ დაუყოვნებ-
ლივ“.
გაოგნებული გავიდა ეზოსმოძღვარი.
სულ რამდენიმე წუთი დააყოვნეს მელიტამ და ევფროსიამ,
მაინც ანჩხლობდა მარიამი:
„სად მიწაში წავიდნენ ეს დიაცები?“
„სძინავთ ალბათ“.
321 მკითხველთა ლიგა
მშვიდად შენიშნა დედისიმედმა.
„რაღა დროს ძილია!“
ცხარობდა მარიამი.
როცა თმაგაჩეჩილი მელიტა და ევფროსია შემოვიდნენ
დარბაზში, ქართულად მიაძახა მარიამმა:
ჩამაცვით, ჩამაცვითო ახლავე!
გაოგნებული მიაშტერდნენ იმპერატრისსას ბერძნის ქალე-
ბი.
რა მოხდაო?
იკითხა მელიტამ და, როცა ბერძნულად გაუმეორეს ბრძანე-
ბა, ურთხელის კარადისაკენ წაფათურდა იგი.
ჩაცმა რა მოათავა მარიამმა, ცინცილუკი ახმობინა ევფრო-
სიას.
„წადი ახლავე რკონის კოშკში და დავით მეფეს მოახსენე დე-
დოფალს ნახვა უნდა-თქო შენი“.
დარბაზის ტალანიდან გამობრუნდა ცინცილუკ და ამცნო:
ლიპარიტ ერისთავი გიცდითო ტალანში.
„უიმე, სულ დამავიწყდა, ლიპარიტი რომ მიცდიდა!“
მაგიდასთან მიფათურდა გამალებული, თანაც მიაძახა ცინ-
ცილუკს:
„სთხოვე ერისთავთ-ერისთავს, ოღონდ გააფრთხილე, სულ
ორიოდე წუთით შემობრძანდეს“.
როცა მარიამმა საამბოროდ ხელი გაუშვირა ერისთავს, იგი
მთლად გაფითრებული ეჩვენა დედოფალს.
„რა ამბავია, თუ იცით? სულტანი ხომ არ გვიპირებს დალაშ-
ქვრას?“
შეაგება სტუმარს.
„არაფერია, ავგუსტა, ბეშქენ ჯაყელი ჩამოსულა ლაშ-
ქრიანად, წეროვანის ველზე უნდა შედგესო აღლუმი“.
აუმღვრევლად სთქვა ლიპარიტმა და საკარცხულზე დაეშვა
მძიმედ.
„მაპატიე, ლიპარიტ ჩემო, ერთ წუთს ნუ მოიწყენთ უჩემოდ,
თქვენ აქ ისაუბრეთ მანდილოსნებთან, მე ახლავე გამოვბრუნ-
დები, ახლავე“.
სთქვა დედოფალმა.
„ამ თავსხმაში სად მიბრძანდები, ავგუსტა?“
322 მკითხველთა ლიგა
იკითხა გაოცებულმა ლიპარიტმა.
„დავით მეფესთან სიტყვა მაქვს, ახლავე გეახლები, ახლავე“.
სწორედ ამ წუთში მოისმა ცხენების ჭიხვინი, მათრახების
ტლაშუნი, დაფდაფების ცემა, სამზერს მიეჭრა მარიამ დედოფა-
ლი.
ქოსსა ჰკრეს ნაჭარმაგევის ციხეში და ამ გაუგონარ თავსხმა-
ში მერეხივით მოსწყდა ნაჭარმაგევის ციხის შემოგარენიდან
მრავალი ათასი ცხენოსანი. მარიამმა და დედისიმედმა გაარჩი-
ეს: ლაშქრის წინ მიაგელვებდნენ ცხენებს დავით მეფე და ბეშ-
ქენ ჯაყელი, ქარიმან სეტიელი უკან მისდევდა ცხენდაცხენ მეფე-
სა და ერისთავს.
ლიპარიტ წამოდგა, დიდხანს უმზერდა იგი დავით მეფის ძე-
რასფერ მუზარადს, სანამ შორეთში არ დაინთქა ლაშქრიანად
მეფე...

***
ვიდრე ნიანია ბაკურიანი და ჯონდი ერისთავი წეროვანიდან
აჰყრიდნენ ლაშქარს, დავითი და ბეშქენ ჯაყელი წამოეწიენ მათ.
მეფემ შესცვალა პირველადი გეგმა შეტევისა.
ჯონდი ერისთავი მოისართა სამ ათასეულს უსარდლა და უბ-
რძანა წეროვანიდან ჩრდილოეთისაკენ ეარნა ფარასანგის სი-
შორეზე, მხარმარჯვნივ დაეტოვებინა ხერკის ციხე (ხერკი –
აწინდელი საგურამო.), ხერკის ხევს აყოლილს ლოჭინის ხევამ-
დის მიეღწია და აქ გზა შეეკრა რუსთავიდან ზედაზენს მიმავალ
თურქ-კახელთა ლაშქრისთვის.
ხოლო ნიანია ბაკურიანი უნდა ცდილიყო, არაგვზე გადმოს-
ვლა არ ეცლია ძაგან ერისთავისა და მისი მხედრობისათვის. თუ
ნიანია შესძლებდა ძაგან ერისთავის უკან გაბრუნებას ზედაზე-
ნის ციხეში, იგი დასავლეთიდან შემოეწყობოდა ზედაზენს.
მეფემ კარგად იცოდა, ხერკის ციხეს მცირერიცხოვანი ცი-
ხიონი ჰყავდა კვირიკე კახთა მეფეს, ბეშქენ ჯაყელი ლოდსატ-
ყორცნელებსა და ტარანებს თან წარიტანდა, ჯერ ხერკის ციხე
უნდა გარემოეცვა.
ამგვარად, მას უნდა გაეთიშა ურთიერთისაგან ხერკისა და
ზედაზენის ციხენი და აღმოსავლეთიდან შემოწყობოდა ზედა-
ზენს.
323 მკითხველთა ლიგა
თავათ მეფე და „სპაი ქართლისაის“ ცხენოსანი ათასეულნი
ნარეკვავის ტყეებში დასცემდნენ ბანაკს.

***
ნიანია ბაკურიანს სხალტბაში შემოეყარნენ ძაგან ერისთა-
ვის მარბიელი ლაშქრის მოწინავენი, მათ თავხედურად შეჰბე-
დეს წაკენწლავება ნიანიას ლაშქრის მზვერავებს. ბოლოს ტყე-
ებში გაიფანტნენ და მიაშურეს არაგვს.

***
ძაგან ერისთავს და აღსართანს, კახეთ-ჰერეთის უფლის-
წულს, გადაწყვეტილი ჰქონდათ წეროვანში დახვედროდნენ სა-
მეფოის ლაშქარს, რათა წეროვანის ველზე უფრო იოლად შეს-
ძლებოდათ ცხენოსანთა და ქვეითთა მხარგაშლილად შეტევა.
მოკავშირეებს ვარაუდი აურია რუსთავის ციხეში განძიდან
ჯარიანად მოსულმა თურქმა ამირამ ჰუსეინ ბენ ისხაკმა.
ჰუსეინმა, რა დაინახა რუსთავის ციხიონი სანახევროდ თურქ
მონასპათაგან იყო ნაკრები, აგდებულად დაუწყო მზერა აღსარ-
თან კახთა უფლისწულსა და რატი ორბელიანს, რომელთაც ხში-
რად ურთიერთ შორისაც არა ჰქონდათ თანხმობა დავით მეფეს-
თან შებრძოლების საქმეში.
იგი წარამარა წამოაძახებდა ორივეს: ირანისა და არაირანის
სულტნისაგან ბოძებული რწმუნების ბარათი მიძევს უბეში და
ამიტომაც მე უნდა დამექვემდებაროთო როგორც უფლისწული,
ისე ერისთავი.
ომებში მრავალნაცადი ამირ ბენ ისხაკ ალმაცერად შესცქე-
როდა ცუნდრუკა აღსართანსა და გაცოფებულ რატის.
აგრე ამბობდა: შემტევს მუდამ მეტი ძალა უნდა შესწევდესო,
ვიდრე დამხვდურს.
ამიტომაც საჭიროდ სთვლიდა, რუსთავში მოეცადათ იმ
თორმეტ ათას მოისართათვის, რომელნიც იმ დღეებში უნდა
დაძრულიყვნენ სამშვილდედან.
ბოლოს აღსართანმა და რატიმ, როგორც იქნა, დაითანხმეს
ამირ ჰუსეინ და სამი ათასი თურქი შუბოსანი და ორი ათასეული
კახეთ-ჰერეთელი მონასპანი წარგზავნეს წინასწარ ზედაზენს.

324 მკითხველთა ლიგა


ძაგან ერისთავს თმენის ძალა ელეოდა, რადგან გამჭრიახმა
ამირამ კარგად იცოდა, ასეთ შემთხვევაში არ ივარგებდა მრა-
ვალრიცხოვანი ლაშქრის ერთბაშად წარგზავნა.
ამიტომაც ათას-ათას კაცს აგზავნიდა ზედაზენს, იგიც ღამღა-
მობით. ძაგან ერისთავს შიშის ქარი უვლიდა მუხლებში. მან
კარგად იცოდა. მცირერიცხოვანი ჯარით არ წამოვიდოდა დავი-
თი, ამიტომაც ეცოტავებოდა ლაშქარი.
ახლად მოსულნი სელჯუკიანთა სპანი ვეღარ დაეტიენ ზედა-
ზენის ციხეში და თურქმენებმა კარვები დადგეს ციხის გალავ-
ნებთან მისულ ტყესა და ციხეს შორის.

***
მეფე ჯერ წეროვანშიაც არ იყო ჩასული, როცა გოდერძი
ხორგაი და სამი ტფილისელი ლტოლვილი გზაში დაუხვდნენ მას
და ამცნეს ამ ჯარის ზედაზენში დაბანაკების ამბავი.

***
ძაგან ერისთავსაც მოუვიდა მსტოვარი და აუწყა, წეროვანი-
დან დაიძრაო სპიანად მეფე.
ძაგან ერისთავი დღე-დღეზე უცდიდა აღსართანს, რატისა და
ამირ ჰუსეინს, ბოლოს აგრე დაასკვნა: არაგვს გამოღმა გადმოს-
ვლა თუ დავაცალე სამეფოის ლაშქარს, მომგუდავენ ზედაზენის
ციხეში და გვიან მოსულნი მოკავშირენიც ვეღარაფერს მიშვე-
ლიანო.
მას არც სათანადო მარაგი ჰქონდა ციხეში, ამიტომაც გადას-
წყვიტა, არ მოეცადა მოკავშირეთათვის.
აგრე ვარაუდობდა: ორ-სამ დღეს ბრძოლით შევიქცევ მეფეს
და ამასობაში წამომეწევაო თურქთა და კახთა შეერთებული
ლაშქარი.
ზედაზენის ციხის პატრონს გაუჭირდა არაგვზე გადასვლა,
რადგან უკანასკნელი წვიმების მეოხებით თავის სადენში ვეღარ
ეტეოდა მდინარე.
დიდხანს იყოყმანა და ბოლოს გადასწყვიტა, ირმის ფონთან
გადაელახა არაგვი.
მუცლამდისაც არ ჰქონდა წყალი მიწეული ძაგანის ცხენს,
როცა მოვარდნენ ნიანიას ლაშქრის მიერ დევნილნი მარბიელ-
325 მკითხველთა ლიგა
ნი, ძაგან ერისთავი ნაპირზე გაბრუნდა კვლავ და მაღალ ქარაფ-
ზე ცხენდაცხენ მდგარმა თვალი მოჰკრა ნიანია ბაკურიანის ჯა-
რის მოწინავეთა შუბებს.
ნიანიამ არ დააყოვნა შეტევა. ასიოდე კაცი შეგზავნა ადიდე-
ბულ არაგვში. ორგზის მეტი რაზმეული გამოუშვა ძაგან ერის-
თავმა. მათ დიდხანს იბრძოლეს მდინარეში, რამდენიმე დაჭრი-
ლი და მოკლული გაიტაცა არაგვის ტალღებმა.
ნიანიამ უკან გაიხმო გადარჩენილნი, საღამომდის ამაოდ ეს-
როდნენ ურთიერთს არაგვის გაღმა-გამოღმელნი ისრებს.
დილა გათენდა, კვლავ ჩაგზავნა არაგვში ნიანიამ სამა-
სიოდე მოისარი, მაგრამ მარჯვენა ნაპირს მიღწეულნი კვლავ
გაიხმო მან თავისი მონასპანი.
ორასიოდე თურქმა ტანზე გაიხადა, მშვილდები და კაპარჭე-
ბი ზურგზე აიკიდა, პირში იატაგანები გაირჭო და მდინარის ცურ-
ვით გადმოლახვა სცადა. მაგრამ ისრები დაუშინეს ნიანიას ცხე-
ნოსნებმა მათ და არაგვმა გაიტაცა მათი ცხედრები.
ბოლოს ძაგან ერისთავი ავიდა სერზე და შებღავლა თავის
ლაშქარს: გადავეშვათო ცხენდაცხენ არაგვში.
როცა ძაგან ერისთავი და ხუთასიოდე მხედარი უკვე გადმო-
სულნი იყვნენ არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ცხენს დეზი ჰკრა
ნიანიამ, ეკენწლავა მათ და ერთბაშად უკუიქცა, მთელმა ლაშ-
ქარმა ნარეკვავისკენ იბრუნა პირი.
ძაგან ერისთავის მხედრები თან გადმოჰყვნენ თავიანთ პატ-
რონს, ნარეკვავამდის მისდიეს მათ და ნიანიას ცხენოსნებს. იმ
ჭაობებთან, სადაც დღესაც ვნადირობთ ხოლმე, ცხენი შეაჩერა
სარდალმა და შესძახა თავის ლაშქარს, შემოაბრუნეთ ცხენები
და გააშიშვლეთო ხმლები.
საშინელის სისწრაფით ეკვეთნენ აფხაზნი მოისარნი კახ-
თურქთა მონასპებს. მოწინავენი დახოცეს და ისევ გარეკეს
არაგვისკენ ისინი.
ძაგან ერისთავი თავაწყვეტილი ვაჟკაცი იყო, არაგვის მარ-
ჯვენა ნაპირზე მიბრუნებულმა ომახიანი ყიჟინა ასტეხა, ძლივს
შეაჩერა თავისი ჯარი ირმის ფონთან და ჩრდილისძვრამდის გა-
აფთრებულად იბრძოდნენ კახნი და თურქნი.

326 მკითხველთა ლიგა


ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელთ ხელს უწყობდა ის გარე-
მოება, რომ მათ უკვე იგემეს არაგვზე გადმოსვლის სიძნელე და
უკან დახევას ამიტომაც ერიდებოდნენ.
მეფეს ყოველ წუთში ამცნობდნენ მზვერავნი ბრძოლის ვი-
თარების ცვლილებას. რა დაინახა, მისჭირდაო ძაგანის ლაშ-
ქრის გაღმა გადარეკვა, ბეშქენ ჯაყელს უბრძანა ჩრდილოეთი-
საკენ ეარნა ორი ფარასანგის მანძილზე, ბოლოს არაგვი გა-
დაელახა და გაღმა გასული მარცხენა ნაპირიდან ჩამომდგარი-
ყო ირმის ფონს გადაღმა.
ბეშქენ ჯაყელი ჯერ ნარეკვავის წყალს აჰყვა ჩრდილოეთისა-
კენ, სამიოდე ფარასანგი გაიარა თუ არა, არაგვი გადალახა და
ხერკს უსწორა.
ხერკის ციხისთავმა, რა დაინახა ახლოვდებაო მტერი, ცი-
ხიონი გამოიყვანა და გაშლილ ველზე შეება ბეშქენს, ორა-
სიოდე კაცი ბრძოლის ველზე დასტოვა, უკუიქცა და, როგორც
იქნა, მოასწრო ციხის კარების დახშვა.
ბეშქენმა ჯარი ჩააბარა აზნაურ მურჯიკნელს, გარემოცულ
ციხის მეთვალყურედ დანიშნა იგი, ლოდსატყორცნები და ვერ-
ძებიც მას დაუტოვა.
ბოლოს აჰყარა ლაშქარი და ჭენებით მიაშურა ირმის ფონს.
ძაგან ერისთავმა ეს შენიშნა და მალემსრბოლი აფრინა ზედაზე-
ნის ციხეში, რათა სამი ათასი თურქი მოისარი მოეხმო იქიდან
საშველად, და მარცხენა ნაპირის გაყოლებით, ვიდრე ჯვრის მო-
ნასტრამდის, შეჰკრა მდინარის ეს ნაპირი ცხენოსნებითა.
მხოლოდ გათენებისას მოაღწია სელჯუკების სამმა ათასე-
ულმა და ბეშქენ ჯაყელის მოისარებს ეკვეთნენ თურქნი შუბო-
სანნი.
სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ირმის ფონის
გაღმა-გამოღმა.

***
მეფე არ აპირებდა ბრძოლაში ჩარევას, მაგრამ, რა დაინახა
მიჭირდა საქმე და ნიანია ბაკურიანმა ვეღარ შესძლო ძაგან
ერისთავის ლაშქრის გადარეკვა არაგვს გადაღმა, დანდობი-

327 მკითხველთა ლიგა


ლად აჰყარა ლაშქარი და მხოლოდ კარვისმცველნი დასტოვა
ნარეკვავის ტყეში.
ირმის ფონს გადაღმელ თურქებს რა ამცნეს, მათ შორის მებ-
რძოლ კახმა მონასპებმა, მეფე მოდისო, სელჯუკები მოეშვნენ
ბეშქენ ჯაყელის მოისარებს და ზედაზენის ციხისკენ გააჭენეს
ცხენები.
ძაგან ერისთავმა მეფის დანახვაზე ომახიანად შესძახა თავის
ლაშქარს, მაგრამ, თურქების იმედი რა დაჰკარგეს კახთა და ნა-
ხევარი ფარასანგის მანძილზე დალანდეს თუ არა მეფე და „სპაი
ქართლისაი“, გაუურჩნდნენ ძაგან ერისთავს და არაგვში გადა-
უშვეს ცხენები, თურქნიც თან გადაჰყვნენ კახთა.
ბეშქენ ჯაყელს დიდ მანძილზე ჰყავდა ლაშქარი არაგვის შე-
ყოლებით გაშლილი, ამიტომ მან ვეღარ შესძლო ძაგან ერისთა-
ვის ჯარის შეკავება. შეძლებისამებრ ხოცა გაქცეულნი და ნიანია
ბაკურიანის გამოღმა გამოსვლამდის უკან მიჰყვა გაქცეულ
მტერს.
როცა ზედაზენის შეღმართამდის მოაღწია ძაგან ერისთავის
ლაშქარმა, აქ გრდემლსა და უროს შორის მოექცა ძაგან ერის-
თავი: მხარმარცხნიდან ბეშქენ ჯაყელი და მისნი ჯავახელნი
უტევდნენ მას, ხოლო მხარმარჯვნიდან – ნიანია ბაკურიანი.
სელჯუკებმა მიასწრეს ძაგან ერისთავს ზედაზენის ციხემდის.
მათ სასწრაფოდ ცეცხლს მისცეს თავიანთი კარვები, საჭურჭლე-
ნი თან გაიყოლეს და თავ-პირის მტვრევით შეცვივდნენ ციხეში.
საშინელი სრესა გაიმართა ციხის კარიბჭეებში, თურქნი და
კახნი დაერივნენ ურთიერთს და ციხეში უმალ შესვლისას ხოცეს
ურთიერთი.
ალმოდებული კარვების ცეცხლი ტყეს გადასწვდა ზედაზენის
გარემომცველს და ციხის მისადგომებთან გაჩაღდა შემზარავი
ხანძარი.
ციხის კარების დაგმანვას შეეცადნენ თურქნი, მაგრამ ჯავა-
ხელნი წამოეწიენ მათ და ციხის ეზოში გაიმართა სისხლის
ღვრა.
დავით მეფე ნიანიას ლაშქარს შეუერთდა. ძაგან ერისთავი
მაინც არ შედრკა, იგი წარამარა შეაყენებდა თავის ათასეულს
და საგორავებს უშენდა მის კვალდაკვალ მომავალ მტერს.

328 მკითხველთა ლიგა


ბოლოს ხელი აიღო ბრძოლაზე და მიაშურა ციხეს, სამჯერ
მიიტანა იერიში კარიბჭესთან დახვედრილ ჯავახელთა წინააღ-
მდეგ და დიდძალი სისხლის საფასით მაინც შესძლო ციხის ეზო-
ში შესვლა.
თუმცა ბეშქენ ჯაყელის ლაშქარს სანახევროდ დაკავებული
ჰქონდა ციხე, ხუთ დღეს გაგრძელდა ზედაზენის დაუფლებისათ-
ვის ბრძოლა.
სასოწარკვეთილნი თურქნი თავგამოდებულნი იბრძოდნენ,
სამეფოს ლაშქარს უკვე ერთის შეტევით შეეძლო ციხის აღება,
მაგრამ ციხის გალავანთან მიმდგარი ტყე და საკმარისი ასპარე-
ზის უქონლობა აძნელებდა ამას.
დავით მეფე ძალით აკავებდა ბეშქენ ჯაყელისა და ნიანია ბა-
კურიანის გულფიცხობას ამ ომში.
მან უარჰყო ბეშქენის განზრახვა, ხერკიდან ლოდსატყორ-
ცნები მიეტანათ და დაეშინათ ციხისთვის.
აშოშმინებდა მეფე:
„შენ რას ფიქრობ, ბეშქენ, თურქებთან ერთად კახნი და ჰე-
რეთელნიც არ მოექცევიან ციხის ნანგრევებში?
გარდა ამისა, ეს ციხე ჩვენც გამოგვადგება თავის დროზე,
არა?“
თავათაც ერიდებოდა ბრძოლაში გარევას პატრონი, ძმათა
სისხლი არ ვასვაო ბაგრატოვანთა ხმალს.
გააფთრებულნი იბრძოდნენ თურქნი.
მეოთხე დღეც მიიწურა და გოდერძი ხორგაი ავარდა ციხის
გალავანზე, სამეფოს ალამი თან აიტანა, გადმოდგა და იყვირა:
კახელებმა და ჰერეთელებმა იარაღი დაჰყარეთ და შეწყნა-
რებას გპირდებათო პატრონი.
გამოეყო ჰერეთელ მხედრებს პანკისის ხევისთავი, უთურ-
გვაი, ხმალი განზე გასტყორცნა და პირველ შეხვედრილ ათის-
თავს ევედრა, მითაყვანოსო მეფემ.
მის მაგალითს მიჰყვნენ პანკისელები და ხერკელები, ჟინვა-
ლელები და ჩელეთლები, უჯარმელები და ბოჭორმელები. მათ
გარდა სამი ხევისთავი და სამი ჰერეთელი აზნაური გადაუდგა
ზედაზენის ციხის პატრონს, რადგან ხმა გავრცელდა უკვე, ძაგან
ერისთავი ციხის ხვრელიდან გაიპარაო ამალიანად.

329 მკითხველთა ლიგა


იმავე საღამოს თურქებმა მოლაჰ გამოუგზავნეს ნიანია ბაკუ-
რიანს და ამანი სთხოვეს მეფეს.

***
როცა ტყვეთა გაყვანა მოთავდა და დავით მეფე შებრძანდა
ციხეში, ქოსსა ჰკრეს უკვე სამეფოის სპათა, ახლად დანიშნულმა
ციხისთავმა, ნიანია ბაკურიანმა, სამეფო დროშა აღამართვინა
ზედაზენის ციხის ზეთავზე.

***
რატი ორბელიანი შეცდომაში შეიყვანეს მისმა მსტოვრებმა:
დავით მეფე დიდძალი ლაშქრით გამოემართაო რუსთავის ცი-
ხისკენ.
იგი მოუთმენლად ღელავდა, რათა რაც შეიძლება მალე
აეყარათ თურქ-კახთა შეერთებული ჯარი და ბაგრატოვანთა
სისხლით დამტკბარიყო როგორმე.
არ იქნა და ვერ გამოეტიენ ციხიდან.
რატი და აღსართან დანიშნავდნენ სალაშქროდ გასვლის
დღეს, გაჯანჯლდებოდა სამშვილდედან ლაშქრიანად მოსული
ამირ ჰუსეინ ბენ ისხაკ, ელოდებოდნენ ხან განძიდან, ხან ტაში-
რიდან მომავალ სელჯუკიანთა ახალსა და ახალ ჯარებს.
მალემსრბოლებს გზავნიდა რუსთავს ძაგან ერისთავი, ზედა-
ზენში გიცდითო ლაშქრითურთ.
კვლავ დანიშნავდნენ ლაშქრის აყრის დღეს, თურქი ამირა
მაინც ყოყმანობდა, ხან სპათა უკმარობას მოიბოდიშებდა, ხანაც
– ცხენთა უკაზმველობას, ხან – ახალ საჭურველთა მოლოდინს.
ერთ დღეს მოუთმენელმა რატიმ მოიხმო თავისი მეხმლე, მა-
ღალ გიორგი, და ამირ ჰუსეინის თანდასწრებით უყვირა მას:
„შენ გადაუთარგმნე მაგ თურქს, რად გეშინია-თქო, შე ღმერ-
თძაღლო, მაგ საცოდავ დავით მეფისა, აგრე რომ აყოვნებ ზედა-
ზენს წამოსვლას, თუ წამოხვალ, წამო-თქო, თუ არადა, ჩვენ თა-
ვათ ვნახავთ-თქო ჩვენს საქმეს“.
ცხადია, მაღალ გიორგიმ შეარბილა თავის პატრონის ნათ-
ქვამი, არც „ღმერთძაღლო“! გადაუთარგმნა მას, არც დავით მე-
ფის წინაშე შეკრთომის ამბები, მაგრამ რატის გამაღიზიანებელი
ტონი უსიტყვოდ შეიცნო ამირამ, რომელმაც არც ერთი ქართუ-
330 მკითხველთა ლიგა
ლი სიტყვა არ იცოდა, კეფა მოიფხანა თავისი ინით შეღებული
ფრჩხილებით და წაიბუტბუტა:
„მაღალო კაცო, შენ გადაუთარგმნე შენს ჭკუამოკლესა და
გრძელფეხება პატრონს, მე დავით მეფის როდი მეშინია, არა-
მედ დამარცხებისა.
შენ გააგებინე მას: არავინ ისე სასცილო არაა-თქო ამქვეყ-
ნად, როგორც დიდის ქადილით ომში მიმავალი, მაგრამ ბოლოს
დამარცხებული-თქო“.
აქაც შეარბილა მაღალ გიორგიმ პასუხი.
ბოლოს სწორედ ის დღე დანიშნეს ზედაზენს გასალაშქრებ-
ლად რუსთავის ციხეში, რა დღესაც ნიანია ბაკურიანი მიადგა წე-
როვანიდან არაგვს.

***
ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში აუტყდათ ცილობა აღსართან
კახთა უფლისწულსა, რატისა და ამირ ბენ ისხაკს. აღსართანს
არ უნდოდა ლაშქრის გულის სარდლობა სელჯუკიანთა ამირა-
სათვის დაეთმო, რადგან კარგად იცოდა: თუ დავით მეფეს
დაამარცხებდნენ, ამირ ჰუსეინი ზედაზენის ციხეს წაეპოტინებო-
და.
თავათ აღსართან ჩინებული მოისარი იყო ნადირობისას,
მაგრამ ომისათვის მიუცილებელ მსხვერპლსა და ჯაფას მაინ-
ცდამაინც არ მიელტვოდა. ამიტომაც აიჩემა: ლაშქრის გულს
უსარდლოსო ორბელიანმა რატიმ.
რატი და მისი აზნაურები ცხვირაბზუებულნი შეჰყურებდნენ
„ვიღაც მდაბიო თურქომანს, ბენ ისხაკს, ყოფილ მეთულუხჩეს“.
ამ ცილობის დროს ერთ-ორჯერ ისე გაფიცხდა ამირ ჰუსეინ,
სამშვილდეს აპირებდა გაბრუნებას.
თავის მხლებელთა წრეში დასცინოდა კიდევაც აღსართანსა
და რატის: მათ არც იმდენი მონასპანი ჰყავთო, რამდენიც ჭრი-
ჭინები თავში. მაგრამ როცა ხორნაბუჯის ციხიდან რუსთავს მო-
ვიდა ხუთი ათასი კახელი მონასპა, ამ გარუჯულ, მკერდგანიერ,
ქოჩორა ბიჭების დანახვაზე დაფიქრდა იგი, ჩათრევას ჩაყოლა
არჩია.
მერმე ის იყო, აღსართანმა და რატიმ დაიჯაბნეს თურქი ამი-
რა და მარცხენა ფრთის სარდლობა მიაჩეჩეს ამრეზილ ჰუსეინს.
331 მკითხველთა ლიგა
***
ჯონდი ერისთავმა, გადალახა თუ არა არაგვი, ასი მოისარი
გამოჰყო თავისი ლაშქრიდან, უბრძანა მათ, ჭენებით ევლოთ
რუსთავის ველამდის, ცხენები ლოჭინის ხევში გადაემალათ და
ცეცხლი წაეკიდებინათ რუსთავის ციხესა და ლოჭინის ხევს შო-
რის განფენილ ტრამალებისათვის იმავე წესით, როგორც ამას
სჩადიან ხოლმე ჩვენი მეცხვარენი ზამთრის პირზე საძოვრების
მოსარუჯავად.
თანაც დაავალა, ხოხვით ეარნათ ველზე, ჩრდილოეთისა და
დასავლეთისაკენ მწკრივად დაენთოთ კოცონები, ლოჭინის ხე-
ვიდან რუსთავის ციხის მისადგომებამდის.

***
რუსთავის ველზე გაშვებულ აურაცხელ ფარებსა და მეცხვა-
რეებს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინათ ფარეხებში, როცა ცეცხლის
ენები მოედვნენ ხშირსა და მაღალ ბალახს. ისინი ჯერ გამოხურ-
ვებულ ცელებსავით ვარვარებდნენ აქა-იქ, მერმე ერთდებოდ-
ნენ, გველებსავით მიიკლაკნებოდნენ აღმოსავლეთისკენ, უერ-
თდებოდნენ ურთიერთს და აქა-იქ ვარვარებდა მთელი ტბორები
ცეცხლისა, რქანაყარი გრანდიოზული ალის ურჩხულები ეპოტი-
ნებოდნენ ცას.
შუაღამე გადასული იყო უკვე. მცხრალი მთვარე ზედ დანა-
თოდა რუსთავის თვალუწვდენ ტრამალს.
თურქ-კახელთა ლაშქრის რუსთავის ციხიდან დასავლეთისა-
კენ დენა უკვე დაწყებული იყო, როცა ველზე გაფანტულ ფარე-
ხებთან აყმუვლდნენ მგელძაღლები, აბღავლდნენ დამფრთხა-
ლი ფარები, წამოცვივდნენ მეცხვარეები, ასტეხეს ყიჟინი და ბუ-
კის ცემა.
თავდაპირველად რატისა და აღსართანს აგრე ეგონათ, თა-
ვათ მეცხვარეებს წაუკიდებიათო ბალახის მოსაწვავად საძოვ-
რებისათვის ცეცხლი.
გაცოფდა აღსართან, როგორ გაჰბედესო ასეთი რამ მეცხვა-
რეებმა, და როცა რამდენიმე შეძრწუნებული მეცხვარე წინ შე-
მოეფეთა მათ ცხენებს, უკვე შეფიქრიანდა და გარეკა ლაშქარი.
ბრაზობდა აღსართან, ცხენები ურჩობდნენ ხანძრისაგან დაფე-
თებულნი, და, გარდა ამისა, დასავლეთიდან აღმოსავლეთისა-
332 მკითხველთა ლიგა
კენ დაძრულ ფარებს ისე მოეცვათ ველი, ტაატით მოიწევდა
ლოჭინის ხევისკენ ჯარი.
ამირ ჰუსეინ მყისვე მიხვდა ამ თურქულ საომარ ხრიკს, მას
თავათ არაერთხელ გადაუბუგავს ტყეები და საძოვრები მტრის
ლაშქრის წინწამოწევის დასაბრკოლებლად.
ამიტომაც ყველაზე ადრე შეიცნო ხიფათის მოახლოება,
გულმა აღარ მოუთმინა და მალემსრბოლი მიუგზავნა ლაშქრის
გულისა და მარჯვენა ფრთის სარდლებს – რატისა და აღსარ-
თანს, რაც კი შესაძლებელია სწრაფად გარეკეთ ლაშქარნი და
ლოჭინამდის ჩავასწროთო მტერს.
ლოჭინის ხევი მთელ სიგრძეზე დაიკავა თუ არა სამეფოს
ლაშქარმა, ჯონდი ერისთავმა სამად გაჰყო თავისი ათასეულები.

***
აზნაურ ფარჯანიანს უბრძანა ჯონდიმ, ცხენებისათვის თოფ-
რები აეკრათ და ლოჭინიდან აღმოსავლეთისაკენ ეარნა ჯიქუ-
რად ჯერ ტყე-ტყე და, როგორც კი მტრის მარჯვენა ფრთას და-
ლანდავდა, დანდობილად შებმოდა მტერს.
მარჯვენა ფრთას უსარდლა ფანასკერტელი გიორგი, მის
ჯარსაც ცხენებისთვის თოფრები უნდა აეკრა, მხედრები დაჰყო-
ლოდნენ რუსთავის ციხისკენ, ქვეითად მტკვრის მარცხენა ნა-
პირს, ვერხვებითა და ნერგებით შემოსილს.
ხოლო თავათ ჯონდი ერისთავი ლაშქრიანად გაინაბა ლოჭი-
ნის ხევში, მანდ ატეხილ ძეძვიანებში.
რუსთავის ციხიდან ნახევარი ფარასანგიც არ ჰქონდა გამოვ-
ლილი თურქ-კახთა ლაშქარს, როცა გიორგი ფანასკერტელმა
თოფრები მოახსნევინა ცხენებისათვის და შესხდომა უბრძანა
თავის მხედრებს, რადგან ამ ადგილას ისეთი დიდი კოცონები
გაჩაღებულიყო უკვე, ტყის კიდეებზე გამავალმა მტრის მზვერა-
ვებმა კარგად შენიშნეს მტკვრის ჭალებში ქვეითად მომავალი
ცხენოსანი ჯარი.
ფანასკერტელმა გააშიშვლა ხმალი და თავს დაესხა მტრის
მარცხენა ფრთას. ამირ ჰუსეინი არ დაიბნა. იგი წამსვე მიხვდა
მოზღვავებული ცხვრის ფარებისაგან შეტბორებულ ველზე არ
ივარგებდა ცხენდაცხენ ბრძოლა.
დაქვეითდითო!
333 მკითხველთა ლიგა
უბრძანა თავის ათასეულს, ცხენიდან ჩამოხტა თავათაც და
შეუტია ფანასკერტელს.
რატი ორბელიანს ეჩქარებოდა ლოჭინის ხევამდის მისწრე-
ბა. ამიტომაც მან ორივე ფრთის სარდალთა დაუკითხავად
გაარეკვინა ცხენები თავის მონასპებს.
აღსართანმა, ბრძოლის ყიჟინა რა გაიგონა, ცხენდაცხენ გა-
არღვია დაფეთებული ფარებისგან დამდგარი მორევი და ყიჟი-
ნით გაემართა ამირ ჰუსეინის მისაშველებლად.
ამასობაში ფანასკერტელი გამოვიდა ტყიდან და ზურგში მო-
ექცა აღსართანსა და ხორნაბუჯელ შუბოსნებს.
ველზე დამდგარ კოცონების შუქზე ლანდებსავით ეხეთქე-
ბოდნენ ურთიერთს ცხენოსანთა ათასეულნი, ისმოდა მეომართა
ყიჟინა, ცხენების ჭიხვინი, ვერძებისა და ყოჩების ბღავილი, დამ-
სხვრეულ შუბისტართა ლიწინ-ლიწინი.
რატი ორბელიანმა და მისმა აზნაურებმა შემოაბრუნეს თავი-
ანთი მონასპანი და გამოვიდნენ ამირ ჰუსეინისა და აღსართან
კახთა უფლისწულის საშველად.
თრიალეთელებმა არ იკადრეს დაქვეითება, ისინი ცხენდაც-
ხენ იბრძოდნენ, მაგრამ ხშირ ბალახებში განაბული თოხლები
ცხენებს უვარდებოდნენ ფეხებს ქვეშ და მხედრები ტყაპატყუპით
ცვიოდნენ ძირს.
რატი ორბელიანი ყოველ თოროსანში ეძებდა დავით მეფეს,
რადგან კარგად იცოდა, მას არ უყვარდა ლაშქარში გამოჩენა,
არც თორ-მუზარადით თავის სპასალარებისაგან გამორჩევა.
თავის გუნებაში ევედრებოდა ღმერთს:
ჩემი ხელიდან არგუნეო დავით მეფეს სიკვდილი.
***
დიდხანს არ დააყოვნა ჯონდი ერისთავმა, ლოჭინის ხევში
დასტოვა ორი ათასი სამარქაფო მონასპა და გამოუდგა აღმო-
სავლეთისაკენ გაბრუნებულ რატისა და მის ათასეულებს.
ამასობაში ამირ ჰუსეინს რუსთავიდან მოეშველნენ თურქო-
მანი შუბოსნები, მან განახლებული ძალით შეუტია ფანასკერ-
ტელს, მტკვრის ჭალისაკენ მისრისა იგი და ფარჯანიანს მოუბ-
რუნდა, რადგან შენიშნა, აღსართან კახთა უფლისწული და მის-
ნი ხორნაბუჯელნი მონასპანი ვეღარ უძლებდნენ ფარჯანიანის
შემოტევას.
334 მკითხველთა ლიგა
მოაღწიეს თუ არა ჯონდი ერისთავის მოწინავეთა, ორასი
მძიმედ შეჭურვილი შუბოსანი დაქვეითდა, გააფთრებულნი ეკ-
ვეთნენ აღსართანის ცხენოსნებს, ცხენები გამოუკლეს მათ და
გაუსწორდნენ თოროსან ჰერეთელ აზნაურებს.
მტრის შესახვედრად თავისი უზარმაზარი ულაყი დასძრა აღ-
სართანმა, მაგრამ ძეძვიანში განაბული ცხვრები ფეხებში გაებ-
ლანდნენ მის ცხენს, ომში უწვრთნელი ულაყი დაფრთხა და მი-
წაზე დაანარცხა აღსართანი.
აღსართანის მეხმლე დაქვეითდა, საკუთარი ცხენი მიართვა
პატრონს.
თურქთა და კახთა ცხენოსნებს ხელს უშლიდნენ არა მარტო
რუსთავის ციხისკენ ბღავილით მიდენილი დამფრთხალი ფარე-
ბი, არამედ საკმაოდ ძლიერი ზენა ქარი, რომელიც ტრამალზე
გაჩენილ ხანძრის ბუღსა და კვამლს აღმოსავლეთისაკენ მიერე-
კებოდა.
ასე რომ, თურქნი და კახნი ვერ ახერხებდნენ მხარგაშლი-
ლად შეტევას, ხანდახან ისე იქნევდნენ შუბსა და ხმალს, მტერსა
და მოყვარეს ვერ არჩევდნენ ურთიერთისაგან.
ამ აურზაურში რომელიღაც ხორნაბუჯელმა შუბოსანმა ცხენი
გამოუკლა აღსართანს, იგი ხელახლა გადავარდა უნაგირიდან
და მარჯვენა მხარი იღრძო. როცა აღსართან კვლავ შესვეს ცხენ-
ზე ჰერეთელმა აზნაურებმა, უკვე მზე ამოდიოდა ღრუბლების
მღვრიე მორევიდან. მან ჯონდი ერისთავსა და მის მხლებელთ
წაატანა თვალი, გულდაგულ მისკენ მომქროლავთ, შეკრთა და
დანდობილად გააბრუნა რუსთავის ციხისკენ ცხენი. ჰერეთელნი
აზნაურნი მას მიჰყვნენ.
შეკრთნენ ხორნაბუჯელნი და აღმოსავლეთისკენ გააჭენეს
ცხენები.
ახლა ამირ ჰუსეინს მიუბრუნდა ფარჯანიანი, მტკვრის ჭა-
ლისკენ მიაგდო იგი, ფანასკერტელს შეატოვა ხელში და ისევ
გამობრუნდა ტრამალზე.
როგორც კი ამცნეს რატის, მარჯვენა ფრთა მოიშალა და გა-
რემოცვაში მოექცაო ამირ ჰუსეინ, დაბეჯითებით ირწმუნა, და-
ვით მეფე ჩარეულაო ბრძოლაში.
მამაცურად შეუძახა ცხენოსან ლაშქარს და წინ გადაეღობა
მტკვრის ჭალებიდან ამომავალ ფარჯანიანს.
335 მკითხველთა ლიგა
აზნაური ფარჯანიანი აღნაგობით ძლიერ მიაგავდა დავით მე-
ფეს. მის დანახვაზე საშინელი ყიჟინა დასცა რატიმ, თრიალე-
თელ აზნაურებს წინ წარუძღვა და ეკვეთა ფარჯანიანის მოწინა-
ვეებს, მსუბუქად დასჭრა ფარჯანიანი, მაგრამ მან არ დასთმო
ბრძოლის ველი.
ფარჯანიანის ცხენოსნები მოქანცულნი იყვნენ თურქებთან
ბრძოლით, მათ ვერ შეიკავეს ეს შემოტევა და მტკვრის ჭალის-
კენ უკუიქცნენ. ბოლოს დარწმუნდა რატი, ფარჯანიანი დავით
მეფე რომ არ აღმოჩნდა, და ახლა სხვა თოროსან რაინდებს და-
უწყო თვალთვალი.
ამასობაში მოაღწიეს ჯონდი ერისთავის შუბოსნებმა და ზურ-
გში მოექცნენ რატის მონასპებს, ცხენები დაუხოცეს მათ და წინ
გადაეღობნენ ჭენებით მომავალ რატისა და თრიალეთელ აზ-
ნაურებს.
ისევ ასტეხა ყიჟინა რატიმ, თავისი გოლიათური მკლავი გა-
მართა მაღალ გიორგიმ, სამი ცხენოსანი შეახეთქა ჩუგლუგით
ურთიერთს.
ბოლოს გამართა შუბი, აიყოლია ასიოდე მძიმედ შეჭურვილი
მხედარი, გაარღვია თაკვერელ მოწინავეთა მწკრივი და ჯონდი
ერისთავის ცხენს აძგერა შუბი.
სწორედ ამ წუთში რატი ორბელიანი ხმალამოწვდილი თავზე
წამოადგა ჯონდის, მაგრამ ცხენიდან გადმომხტარმა შუბი გა-
მართა ლანდის უსწრაფესად და გულის კოვზს ქვეშ აძგერა ჯაჭ-
ვიან რატის.
ორბელიანი გადაეშვა უნაგირიდან, მაგრამ მხედრის ცალი
ფეხი უზანგში შერჩა დამფრთხალ ცხენს, ალმოდებულ ველზე
გაჭენებულს.
უკუიქცა ლაშქრის გული, მაგრამ მოაგელვეს ცხენები მამის-
თვალა მახარობლისძემ, იაი ციხელაისძემ, წითლოსან დუკის-
ძემ და აზნაურ ღარიბაისძემ, სასოწარკვეთილი ყიჟინით მოიტა-
ნეს იერიში ბარე სამგზის.
ჯონდი ერისთავი ახლა სამარქაფო ცხენს შემოახტა და თხის
არვესავით წინ გაიგდო თრიალეთელნი აზნაურნი და მათნი მო-
ნასპანი.
რა მოიშალა რატისეული გული ლაშქრისა, მტკვრის ჭალაში
მებრძოლ თურქებს დაერია ჯონდი ერისთავი, ამირ ჰუსეინი მა-
336 მკითხველთა ლიგა
მაცურად ებრძოდა ჩრდილისძვრამდის მას, ბოლოს თავისი
ლაშქრის ნამუსრევით ფონის განუკითხავად გადაეშვა ამირა
წყალში და მტკვრის გადაღმა გადაიხვეწნენ თურქნი.

***
მიჰქროდნენ ცხენოსნები ალმოდებულ ტრამალზე. ბღაოდ-
ნენ ფარები და მიედინებოდნენ აღმოსავლეთისკენ დგანდგა-
რით, ყიოდნენ აურაცხელი ძერები რუსთავის ველზე, ჰკორ-
ტნიდნენ უპატრონო ცხედრებს.
ხანძარი არა ცხრებოდა, ლოკავდნენ ცეცხლის ენები რუსთა-
ვის ველს, რქაბორჯღალა ცეცხლის ურჩხულები ეპოტინებოდ-
ნენ ცას.
დიდხანს ათრიეს თრიალეთელმა აზნაურებმა სისხლისაგან
დაცლილი რატის უზარმაზარი სხეული ნაბდებისაგან გაკეთებუ-
ლი საკაცით, ბოლოს ჩამოხტა ცხენიდან წითლოსან დუკისძე და
სთქვა, სულთმობრძავი რუსთავის ციხემდის ვერ მიაწევსო.
დაქვეითდნენ აზნაურები, მორიგეობით მიათრევდნენ დაკო-
დილს, ბოლოს უსწორეს ფარეხიდან გამომკრთალ შუქს.
წყალიო!
კვნესოდა რატი.
არავინ გაუწოდა წყალი.
როცა ფუნის სუნით აქოთებულ ფარეხში შევიდნენ, მეცხვა-
რის თექაზე დააწვინეს ცეცხლის პირად რატი.
წყალიო!
კვლავ დაიკვნესა დაჭრილმა და როცა არავინ გაიღო ხმა,
თვალი გაახილა და მშვიდად სთქვა:
„რაკი წყალიც არ გემეტებათ ჩემთვის, უკანასკნელი სათხო-
ვარი მაინც ამისრულეთ“.
თექის სარეცელთან დაჩოქილ ბერს გადახედა, ევტიხის, და
უბრძანა, სახარება მოიტანეო.
მცირე ხანს აფათურა ბერმა თავის დაკონკილ უბაში ხელი,
ჩალისფერ ტყავში დაკანული მომცრო წიგნი გადმოიღო და მი-
წაზე დასდო.
ხმალიო!
უბრძანა თავის მეხმლეს რატიმ.

337 მკითხველთა ლიგა


მაღალ გიორგი წამოდგა, ხმალი გაიძრო და სახარებაზე
დასდო.
ახლა თავის სარეცლის გარშემო დაჩოქილ წითლოსან დუ-
კისძეს, იაი ციხელაისძეს, მამისთვალა მახარობლისძეს და აზ-
ნაურ ღარიბაისძეს შეავლო რატიმ თვალი და ხმამილეულმა
სთქვა:
„შემომფიცეთ, დავით მეფეს სისხლით რომ აზღვევინებთ
ჩემს სიკვდილს“.
ზეწამოიჭრნენ აზნაურები, ხმლები გაიძვრეს, ვფიცავართო,
შებღავლეს მომაკვდავს.
გამოეყო შავოსანი ბერის ლანდი ბნელს და სულთათანა
წარსთქვა.
მგელძაღლები ყმუოდნენ ტრამალზე... ისმოდა ვერძებისა და
ყოჩების გამუდმებული ბღავილი... ხანძარი და ქარი დაგელავ-
და ალმოდებულ რუსთავის ველზე.

***
დავით მეფე ნაჭარმაგევს მიბრუნებას აპირებდა, როცა ზედა-
ზენის ციხეში მივიდა ქარიმან სეტიელი და მოახსენა პატრონს:
„წუხელ შიო მღვიმის მონასტრიდან დაბრუნდა ჩემს მიერ
მანდ წარმოგზავნილი სიტყვაი ქორა და მამცნო, ძაგან ერისთა-
ვი იმალებაო მონასტრის მარანში“.
მეორე დღეს, როცა უთენია გარს შემოერტყნენ შიო მღვიმეს
ქარიმან სეტიელი და ასიოდე ჩუხჩი, უზარმაზარ საწნახელის
გვერდით დაფენილ ნაბდებზე მშვიდად ეძინათ ძაგან ერისთავის
მხლებლებს: სამ ეპისკოპოსს ალავერდელს – ბესარიონს, ხარ-
ჭაშნელს – კლავდიოსს, ნინოწმიდელს – ამბროსის და ჰერე-
თელ ხუთ აზნაურს, მაჭრისაგან გამომთვრალთ.
თავათ ძაგან ერისთავს არ ეძინა, იგი თორგაუხდელად
ფხიზლობდა და სვამდა თურმე მთელი ღამე.
ბერებმა რა ამცნეს, ქარიმან სეტიელი და მისნი ჩუხჩნი გარს
მოსდგომიანო მონასტერს, ერთ ვეებერთელა საწნახელში და-
მალვა სცადა, მაგრამ ქარიმანმა ამოათრევინა იგი, თორი გახა-
დეს ერისთავს და ნაჭარმაგევის ციხის იმავე საპყრობილეში

338 მკითხველთა ლიგა


წარგზავნეს, სადაც ქედზე ბორკილასხმული იმყოფებოდა ლიპა-
რიტ ერისთავი ერთ წელს.

***
ნაჭარმაგევის ციხეში არავის გაუგია ძაგან ერისთავის მანდ
ჩაყვანა.
სასახლეში უღიმღამო ცხოვრება მიმდინარეობდა. გიორგი
ჭყონდიდელმა და მახარაიმ დაწვრილებით იცოდნენ ზედაზენსა
და რუსთავის ველზე მომხდარი ამბები.
მათ გიორგი მეფეს მოახსენეს ყოველივე, თანაც სთხოვეს,
ლიპარიტ ერისთავთან და სხვა მანდილოსნებთან საუბარში ამ
საქმეთა გამო სიტყვის დაძვრისაგან ჯერხნობით შეეკავებინა
თავი.
დილიდანვე ვენახში გადაჰყავდა მეფე გიორგის სტუმრები,
ლიპარიტსა და იოანე დუკისძეს უმასპინძლდებოდა მაჭრით.
როგორც მარიამ დედოფალი და დედოფალი ელენე, ისე დე-
დისიმედი და კატაი დიაცური გულთმისნობით გრძნობდნენ, რა-
ღაც უსიამო ამბები რომ ხდებოდა სადღაც, ხელსაქმითა და წიგ-
ნების კითხვით იყვნენ გართულნი, ციხეში ამ ამბების გამო
ბაიბური არ ისმოდა, ციხის ოთხივე გოდოლში მშვიდად გრუტუ-
ნებდნენ ქედნები, მაჭრისაგან გალაღებული ფუტკრების ზუნი
იდგა ირგვლივ, კანტიკუნტად თუ დაარღვევდა ამ იდილიას და-
ცალებული ლომის დვრინვა და ავაზების ღნავილი.

***
ერთ დღეს საბია ეწვია მარიამ დედოფალს, ხილით სავსე
ხონჩა მიართვა.
მარიამ დედოფალი უგუნებოდ იყო.
გვანცას მოსწყინდა დედისიმედის გამუდმებული ავადმყო-
ფობა, თავის ტკივილები და ფსალმუნების გალობა. ერთ მშვენი-
ერ დღეს გადასახლდა კურაპალატისსა მელიტას ოთახში, მზვა-
რის კოშკის ქვედა სართულში. ორივენი ჩინებულად ერთობოდ-
ნენ მებადურებთან ერთად კალმახის ჭერით, მიმინოთი ნადი-
რობითა და ვაჟურად ცხენზე ჯდომით.
მუდამ კისკისებდნენ, ხითხითებდნენ, და როცა ეს ყოველივე
მობეზრდებოდათ, მოხუც საბიას აჰყვებოდნენ, თხილისა და
339 მკითხველთა ლიგა
ლეღვის ნოშოთი შეიმოსებოდნენ და ოფოფებზე ნადირობას
მიჰყოფდნენ ხელს. და ამ „ამორძალების“ შემხედვარე საბიამ
ასეთი რამ წამოროშა მათთვის გასაგონად ბერძნულად.
„ზოგიერთ დიაცს არც რაიმე უყვარს ხანგრძლივად ამქვეყ-
ნად და არც თუ ვინმე გააჩნია, ვისთვისაც თავის განწირვა შეეძ-
ლოს“.
კურაპალატისსა მელიტას ჭკუაში დაუჯდა ეს „სიბრძნე“, ბევ-
რი იკისკისა და მარიამ დედოფალს გაუზიარა იგი.
მარიამმა მიუგო:
„გააჩნია, ჩემო მელიტა, ქალთა ჯილაგშიაც სხვაობაა უცი-
ლოდ, ზოგი მართლაც თავქარიანია, ზოგიც...“
მელიტა დაინტერესდა:
„ზოგიც რა, ავგუსტა?“
„ზოგიც დაცალებული ქედანი“.
„რაო, რატომ მაინცდამაინც ქედანი?“
„ქედანი ერთის მოტრფიალეა მარადჟამს, თუ უგულო მონა-
დირემ მიჯნური მოუკლა, არასოდეს შეუუღლდება სხვას“.
გვანცა თავათ დაესწრო ამ გასაუბრებას, არაფერი აკადრა
მელიტას და თავის გუნებაში დაასკვნა: მიჰქარავსო ეს ბერძნის
დიაცი.

***
მხოლოდ მახარაის გაუფრთხა იმ ღამეს ძილი, როცა ნა-
შუაღამევს ჩუხჩებმა ჯვალოთი თავშებურვილი ძაგან ერისთავი
მოათრიეს უჩუმრად, ჩრდილის კოშკის საპყრობილეში ჩააგდეს
და ბეცია ბერის გვერდით დააბეს ჯაჭვით.
სწორედ მეორე დღეს მახარაი გააღვიძა მესტუმრეთუხუცეს-
მა და ამცნო:
ხუთი თრიალეთელი აზნაური მოვიდა დიდძალი ძღვენით სა-
სახლეში და დაჟინებით ითხოვენ, დავით მეფემ გვითაყვანოსო.
მახარაის ემცხეთა, უწინარეს ყოვლისა, ხუთი რიცხვის გაგო-
ნება. და როცა ხუთი თოროსანი თრიალეთელი აზნაური წარუდ-
გინა მას მესტუმრეთუხუცესმა და დასძინა:
დედისიმედის ძიძაშვილები გახლავთო, ხორეშანის ვაჟნი,
მისთვის გასაგები გახდა კრიპტოგრაფის ბნელი სტრიქონი:
„ხუთნი მოვლენ, სამნი წამოჰყევითო“.
340 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად ამისა, საგანგებოდ გამოჩინებული თავაზიანო-
ბით მიიღო ისინი, ჩრდილის კოშკის ორი დარბაზი მიუჩინა მათ
და სტუმრების გასაგონად უბრძანა მესტუმრეთუხუცესს, ლიპა-
რიტისა და მისი სახლეულის ადგომამდის საუზმე მიერთმია
„ძვირფასი სტუმრებისათვის“, მეღვინეთუხუცესს ახალი მაჭარი
მოატანინა.
საუზმის დროს თავათაც მიუჯდა სტუმრებს, აძალებდა ხბოს
ბეჭსა და თოხლის ჰარისას, თავათ მიართმევდა მაჭარს, თანაც
ბოდიშობდა: მე შაკიკმა დამრია ხელი, ამიტომაც ვერ აგყვები-
თო სმაში.
აქებდა მათ მიერ მეფისთვის ძღვნად მორთმეულ თექულ
ულაყებსა და ზამთარგამოვლილ კაპუეტებს.
მენადირეთუხუცესი ახმობინა და დაავალა: როცა ჩვენი
ძვირფასი სტუმრები მოიწადინებენ, დილაადრიან მზად გყავ-
დეთ მეძებარნი და ქორმიმინონი და ანადირეთო.
გიორგი მეფესა და მარიამ დედოფალსაც თავის დროზე ამ-
ცნო გიორგი ჭყონდიდელმა რატის კრიპტოგრაფის დაჭერის ამ-
ბავი, მაგრამ როგორც მეფეს, ისე მარიამსაც მცირეოდენი იჭვი
ჰქონდათ, ვაითუ ეს კრიპტოგრაფი მახარაის და ქარიმან სე-
ტიელის მიერ მოჩმახული იყოსო, და ამ დაეჭვებას აძლიერებდა
ის გარემოება, რომ გრაგნილზე არ ეწერა, თუ ვის სახელზე იყო
მოსული ეს იდუმალი წიგნი, ან ვის მიერ გამოგზავნილი.
ხოლო, რაიცა შეეხება ბეცია ბერის ჩვენებას, მათ აგრე სჯე-
როდათ, ქარიმან სეტიელმა მათრახებით აცემინა ბერი და მანაც
ის აჩვენა, რაც ქონდაქართუხუცესმა უბრძანაო.
ამ ხუთი ძიძაშვილის ჩამოსვლამ ეს იჭვები საბოლოოდ გა-
ფანტა.
ბევრი ეჩიჩინა გიორგი მეფეს მახარაი, ლიპარიტი და ეს ხუ-
თივე ახალი სტუმარი დილის ტრაპეზზე მიეწვია როგორმე, მაგ-
რამ მეფემ აშკარად განუცხადა თავის ნახევარ ძმას:
არამცთუ ამ ლაზღანდარებთან, თვით ლიპარიტ ერისთავ-
თან არ გავტეხო ამიერიდან პურს.
მახარაიმ შაკიკი მოიმიზეზა, იგი რკონის კოშკიდან არც გა-
მოდიოდა იმ დღეებში სავსებით.

341 მკითხველთა ლიგა


***
ღამღამობით ცუდად ეძინა დედისიმედს, დღენიადაგ მარიამ
დედოფლის სამყოფლოში იყო, გულმოწყალე მარიამმა უკვე
ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა ნაჭარმაგევის გალავნების
გადაღმა, ჭმუნავდა იდუმალ ამ სათნო და სვეგამწარებული
ქალწულის მომავლისათვის, ცდილობდა გაემხნევებინა იგი,
მაგრამ ნუგეშისმომგვრელ სიტყვებს ვეღარ პოულობდა.
გაიმარჯვაო მარსმა, იტყოდა ხოლმე თავის გუნებაში, მაგ-
რამ სდუმდა...
საღამოობით მოდიოდა საბია, მოჰქონდა ხილით სავსე ხონ-
ჩა, მეორე დილით ახალი მოჰქონდა ყურძნითა და ლეღვით
დატვირთული, არც კი იკითხავდა, რად არ მიირთვითო, ისევ კი-
დემდის სავსე მიჰქონდა წინადღით მორთმეული ხილი.
იბჟუტურებდა, იბჟუტურებდა საბია, ბოლოს წამოროშავდა
ოდესღაც სადღაც განაგონს.
„და როგორც მდინარენი მიდიან და აღარ მოდიან, აგრე
ილევიან დღენი და თან მიაქვთ ნატამალნი ჩვენი სულისა და
ხორცისა“.
მართლაც, დღეები ილეოდნენ ქედნების გრუტუნში და ფუტ-
კრების ზუზუნში და მთელი ღამე ფხიზლობდა ქალწული ავ-
ზნიანი სიზმრების შიშით.
მეორე დილას ისევ მოიტანდა მემაშხალეთუხუცესი საბია
ყურძნითა და ატმით დატვირთულ ხონჩას, წინ დაუდგამდა მარი-
ამ დედოფალსა და დედისიმედს და ბებრული გულმავიწყობის
მეოხებით კვლავ იმეორებდა წინადღით ნათქვამს.

***
შაბათ საღამოს ნაშუაღამემდის უკითხა და უთარგმნა მარი-
ამმა ბერძნულიდან დედისიმედს პლატონი.
მარიამს ხელში ეჭირა ანნა კომნენას მიერ ნაჩუქარი „ნადი-
მი“ და ტაატით უკითხავდა ქალწულს:
„...და მიჯნურთა ვალია ურთიერთათვის ეწიონ სიკვდილს,
არა მარტო მამაკაცთაგანისა, არამედ დიაცთაგანისაც და ამის
მაგალითს გვაძლევს ალკესტეს, პელეასის ასული, რომელიც
მზად იყო თავის მიჯნურისათვის ეპოვნა სიკვდილი...“

342 მკითხველთა ლიგა


ნაშუაღამემდის უკითხა მარიამმა ეს წიგნი დედისიმედს და,
თავის სამყოფლოში რა მიბრუნდა ერისთავის ასული, საბიას
დავიწყებოდა სასანთლენი ანთებული დაეხვედრებინა, ამიტო-
მაც გაბრუნდა და იმ დარბაზში შევიდა, სადაც ლიპარიტსა და კა-
ტაის ეძინათ უკვე.
წინა ღამეებში უძილარს წამოეძალა ძილი, ეძინა ტკბილად
და უდრტვინველად, როცა უთენია გამოაღვიძა ლიპარიტის
როხროხა ხმამ, მცირე ხანს მიუგდო დედისა და მამის უხიაგ
საუბარს ყური, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გაართვა ამ გაპაექ-
რებას:
„...მაშ, არ წამოხვალ, არა? სულ ერთია, ჩვენ წავალთ... მე
ვერ მივატოვებ ჩემს ერთადერთ ვაჟს მარტოხელას ბრძოლებ-
ში“.
„შენ დამიქცევ, ლიპარიტ, ოჯახს და თავათაც დაიღუპები. ნუ
იქმ, ლიპარიტ, ამას, გემუდარები.. ნუ დამიქცევ ოჯახს, გემუდა-
რები“.
„მაგ გომბიოსათვის მე ვერ გავწირავ ჩემს ერთადერთ ვაჟს“.
„გონს მოდი, ვეჟო, რას ჩადიხარ, ბოლოს და ბოლოს, დავით
მეფე სასიძოა შენი“.
„რომელი სასიძო, უკვე დათვლილია დავით მეფის დღენი,
ხომ წაგიკითხე, შლეგო დიაცო, რატის წერილი, ბარქიაროკმა
სპაი წარმოგზავნა, ზედაზენში მოახრჩობენ მას.
მე მირჩევნია ხასად ვუბოძო რომელიმე მეთულუხჩეს ჩემი
ქალი, ვიდრე გულმხეც ბაგრატოვანს გავატანო ცოლად“.
ლიპარიტი ადგა, მუზარადი ჩამოიღო თახჩიდან, თავზე
დაიხურა და კარისკენ გაემართა...
კატაი ზეწამოიჭრა აქვითინებული. ფერხთით დაუვარდა
ქმარს. ლიპარიტმა გადაალაჯა იატაკზე წაქცეულს და კარისკენ
გაემართა. კარს უკან აჩქარებული ნაბიჯი გაისმა, ლიპარიტმა
კარი გააღო. იოანე დუკისძემ თავი შემოყო ღია კარში და ჩურ-
ჩულით შესძახა ლიპარიტს:
„უკვე თენდება, მოეშვი დიაცებს, ლიპარიტ... დიაცს ვინ
ჰკითხავს, სელისმბეჭელს, ომის საქმეებს...“
თვალდახუჭული იწვა გათენებამდის დედისიმედი. მას ესმო-
და კატაის ტირილი, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

343 მკითხველთა ლიგა


დილით ადგა, უხმოდ გავიდა გარედ, რკონის კოშკში ასულს
გადაწყვეტილი ჰქონდა, მახარაისთვის ეამბნა ეს ყოველივე,
მაგრამ საბია შეეფეთა წინ და ამცნო:
მახარაიმ ჩუხჩნი წაიყვანა სადღაც და მას შემდეგ არ მობრუ-
ნებულაო სასახლეში იგი.
ვეღარ დაეტია ეს საშინელი საიდუმლო მის სულში. ნაშუაღა-
მევს დედისიმედი მარიამ დედოფალს ეწვია და ყოველივე დაწ-
ვრილებით უამბო მას. თანაც დასძინა, მე თავათ ვამცნობო ამ
ამბავს მეფეს.

***
მეორე დილას მემაშხალეთუხუცესი საბია ოფოფზე ნადი-
რობდა საბაზიერო სახლის მახლობლად, თხილნარში.
ნოშოთი შემოსილს, თავზე უზარმაზარი, წოწოლა ჩაჩი ეხუ-
რა, ლეღვის ფოთლებისაგან შეკოწიწებული.
ოფოფები ჯერაც არ იყვნენ გამოსულნი საკვების საძებრად,
ამიტომაც გარინდებული იდგა იგი, ხელში ეჭირა გრძელი,
გრძელი წნელი. რომლის წვეტზე მიბმული იყო მარყუჟად დაგ-
რეხილი ძუის მახე.
გულის ფანცქალით ელოდა საბია ოფოფის გამოჩენას
თხილნარის კიდეში. საჩიხეს გადაღმიდან ფარშავანგის ჩხავი-
ლი მოისმოდა.
ბრაზობდა საერთოდ აუმღვრეველი საბია, რატომ მაინცდა-
მაინც ახლა აჩხავლდაო ეს „გარეწარი ფრინველი“.
ორთა ფეხის ხმა მოესმა საბიას საკმაოდ აჩქარებული.
მერემეთუხუცესი და მენადირეთუხუცესი შეხუმრებულნი იყ-
ვნენ საბიასთან, ისინი ახელებდნენ მას დღენიადაგ ამ უცნაური
ნადირობის გამო, ხანდახან მიეპარებოდნენ თხილისა და ლეღ-
ვის ნოშოთი ოსტატურად შებურვილ „ტყის მეფეს“, შემოაძარ-
ცვავდნენ სამოსს, თხილის წნელს გამოსტაცებდნენ ხელიდან,
ან არადა, ქვით დაუფრთხობდნენ მისკენ წამოსულ ოფოფს.
ახლაც ეგ იფიქრა, მოდიანო და მოემზადა კიდევაც, რათა
თხილის წნელი ეთავაზებინა მათთვის.
საბია თხილის ბუჩქებისაკენ გაემართა და შესატევად მოემ-
ზადა ლანდივით გატვრინული.
ახლა ნაბიჯების ჩქამს საუბარი წაემატა.
344 მკითხველთა ლიგა
ფრთხილად, ფრთხილად გამოჭვრიტა საბიამ მკერდამდის
ჩამოფხატულ ნოშოს ჩაჩიდან და დაინახა, მენადირეთუხუცესი-
სა და მერემეთუხუცესის ნაცვლად ორი ჯაჭვისკურტაკიანი რაინ-
დი მოჰყვებოდა საბაზიერო სახლისკენ მომავალ ბილიკს, ხუ-
თიც თხილნარს გადაღმა უცდიდა მათ.
როცა ის ორნი მოახლოვდნენ, საბიამ აშკარად შეიცნო ლი-
პარიტ ერისთავი და იოანე დუკისძე, მაინც გაყუჩდა.
„არ გირჩევ, ლიპარიტ, ლურჯი მიმინო ნუ გინდა, დედის
სულს გაფიცებ. ჩვენთვის სულ ერთია, რომელიმე მიმინო თან
წარვიტანოთ მთავარია, ბერებმა და მწყემსებმა გვნახონ, რომ
მიმინოთი ვნადირობდით, ომში რას ვაქნევთ თუნდაც მაგ ლურჯ
მიმინოს“.
ეუბნებოდა იოანე დუკისძე კლდეკარის ერისთავს.
„არა და არა, დავით მეფეს არ შევარჩენ ჩემს ლურჯ მიმინოს,
არ მინდა ბაგრატოვანმა ინადიროს მაგ მიმინოთი, გესმის?“
„რაღას ინადირებს აწი, ზედაზენში მოაშთობენ დავით მე-
ფეს...“
საბია გახევდა, საკუთარ ყურს არ უჯერებდა მოხუცი, მეფეთა
სტუმრები ასეთ რამეებს რომ როშავდნენ.
ლიპარიტმა და იოანემ სულ ახლოს ჩაუარეს ნოშოთი შემო-
სილ ბერიკაცს, არც კი მიუხედავთ მისკენ და საბაზიერო სახლი-
საკენ მიჰყვნენ ბილიკს.
როცა ისრის გასროლის მანძილზე გაშორდნენ ისინი თხილ-
ნარს, საბიას შეეშინდა, უკანმობრუნებულთ არ მიცნონო, ერ-
თბაშად თხილნარში შევიდა და დაცუცქდა ანაზდად.
მერმე ასეთ რამეს უყურა საბიამ: ლიპარიტმა გამოაღო საბა-
ზიეროს კარი, ორივენი შიგ შევიდნენ და ვიდრე კაცი შვიდჯერ
წარმოსთქვამდეს საკუთარ გვარსა და სახელს, მათ შვიდი მიმი-
ნო გამოიყვანეს მიმინოების ძარიდან, ზოგი მკერდზე მიხუტებუ-
ლი, ზოგი ხელში ჩაბღუჯულნი მიჰგვარეს თხილნარის მოშორე-
ბით მომლოდინე ხუთ რაინდს, ბოლოს ყველამ სათითაოდ თი-
თო მიმინო შეისვა მარცხენაზე და დაადგნენ ბაზილიკებისაკენ
მიმავალ ბილიკს.
როცა „მონადირენი“ თვალს მიეფარნენ, საბიამ ნოშოს სა-
მოსი დააგდო, აქშინებულმა გასწია რკონის კოშკისაკენ და მა-
ხარაი გააღვიძა სასწრაფოდ.
345 მკითხველთა ლიგა
***
მთელი დღის განმავლობაში სდიეს „შვიდ მონადირეს“ მახა-
რაიმ და ათმა ჩუხჩმა. სტუმრებმა მართლაც დაიწყეს ნადირობა
შავ ბაზილიკისაგან ოდნავ მოშორებით.
დედისიმედის ძიძაშვილთა შორის უმცროსი კოჭლი იყო, არ-
ძუკაი.
იგი წინ მიუძღვებოდა მონადირეებს და კომბლით სცემდა
ძურწას, აფრენდა მწყრებს, ხოლო დანარჩენნი მორიგეობით
უტევდნენ მიმინოებს.
გასცილდნენ თუ არა ნაჭარმაგევის ველს, მათ მიმინოებს პე-
რანგები ჩააცვეს, მიჰყვნენ მტკვარს და გაღმა გასულნი დაად-
გნენ ქსნის ციხისკენ განფენილ მინდორს.
მახარაი და ჩუჩხნი ჯორებზე ისხდნენ, შორიახლოდან უკან
მისდევდნენ მათ და ერთ წუთს თვალს არ აშორებდნენ მგზავ-
რებს.
შეღამდა თუ არა, მახარაი თავის მხლებლებითურთ წა-
მოეწია მათ და ერთ ჯოროსან ჩუხჩს უბრძანა, გვერდს ჩაუარე
და ვნახოთ, რას გვეტყვიანო.
მახარაი შორიდანაც ატყობდა: შვიდთა შორის ლიპარიტ
ერისთავსა და კოჭლ არძუკაის ყველაზე მეტად უჭირდათ ფეხით
სიარული, წარამარა ისვენებდნენ ქვეითად მიმავალნი „მონადი-
რენი“.
გაუსწორდა თუ არა უკანჩამორჩენილ ლიპარიტს ჯოროსანი,
ერისთავი შედგა, წელზე დოინჯი შემოიდგა და შეევედრა მას:
მოგვაქირავეო მცხეთამდის ეგ ჯორი, ბერო.
ვიდრე ბერულად გადაცმული ჩუხჩი ევაჭრებოდა ერისთავს,
მახარაი ათიოდე ჩუხჩის თანხლებით წამოეწია მათ და გაიგონა,
შვიდი ბოტინატი რომ მოსთხოვა მას ჯოროსანმა.
მახარაიმ თავისი ჯორი შეაყენა, თავზე წამოადგა ლიპარიტს
და აუმღვრევლად უთხრა:
„მე ხუთ ბოტინატს ვიკმარებ, ძია კაცო“.
უთხრა მახარაიმ და გაიძრო ხმალი.
ეს იყო ნიშანი და ხმალმოღერილნი ჩუხჩნი ეკვეთნენ „მონა-
დირეებს“.

346 მკითხველთა ლიგა


ლიპარიტს ეუცნაურა მახარაის ხმა, მაგრამ ბნელში ვეღარ
გაარჩია ქოსა. ლიპარიტი ამ მოულოდნელი თავდასხმისას ისე
დაიბნა, წინააღმდეგობაც კი არ უცდია.
როცა ჯორებიდან სწრაფად ჩამომხტარმა ჩუხჩებმა შვიდივე
მონადირეს თოკით ხელები გაუკრეს, მახარაიმ უბიდან გა-
მოუღო მიმინო ლიპარიტს და უთხრა:
„აბა, როგორ გეგონა, იქედნეს ნაშობო, შენ ხომ არ შეგარ-
ჩენდი ჩემს ლურჯ მიმინოს?“

დიდ კარავში
„როგორც იქნა, ვეღირსეთ გვარამ ერისთავის შარაღანს ჩა-
მოსვლას. იგი ხანგრძლივ მგზავრობისაგან დაქანცული იყო,
მიუხედავად ამისა, მეორე დღესვე წარგზავნა ყიფჩაღთა უმთავ-
რესის დიდ კარავში ეპისკოპოსი სერაპიონი, არამაის არშარუნი
და მე – მიწა მეუფებისა თქვენისა“, იწერებოდა სტეფანოზ წილ-
კნელი შარაღანიდან.
„დიაკონს სევასტის და ყიფჩაღს შორტაის თან გაატანა დიდ-
ძალი ძღვენი: ოქროსი და ვერცხლის ფიალანი, ნოხ-ფარდაგნი,
ბეწვეულნი: მაიმუნისა, წავისა და მელისანი.
გასხიპული თავაზიანობით მიგვიღო ყიფჩაღთა უმთავრესმა
მცირე კარავში. უწინარეს ყოვლისა, მოიკითხა გიორგი და და-
ვით მეფენი და სათაყვანებელი დიოფალი ჩვენი ელენე, უფლის-
წული დემეტრე და მეფის ნათესავნი, მოკეთენი, მღვდელმთა-
ვარნი, დარბაზისერნი და სპასალარნი.
სალამი და მადლობა მოახსენეთო საჩუქრების წარმოგზავ-
ნისათვის პატრონს.
ბოლოს გვითხრა, როგორც ულუსამ, მეკარვეთუხუცესმა მა-
უწყა, დავით მეფეს თავიანთ მოციქულთა წინამდგომად წარმო-
უგზავნია მხცოვანი სპასალარი, დიდი ციხის პატრონი (მისი სა-
ხელი ვერ მოიგონა ულუსამ), მან რად არ ინებაო ჩემს სასახლე-
ში მოსვლა?
ჩვენ ვუპასუხეთ: „დიდი ციხის პატრონი ავად ბრძანდება,
ღვთით გამომჯობინდება მალე და სადარბაზოდ მოსვლის ნებას
ითხოვს თქვენგან“.
347 მკითხველთა ლიგა
როცა გრაგნილი გადავეცი შენს მიერ წარმოგზავნილი შარა-
ღანისძეს, მან ახმობინა ერთი ქაჩალი ყიფჩაღი, ბერძნული ენის
თარჯიმანი, რომელიც მე პირველად ვნახე იმ დღეს.
წინად, როცა ყიფჩაღთა უმთავრესის სასახლეში რაიმე წერი-
ლი მოვიდოდა ბერძნულად ნაწერი, მე მიხმობდნენ ხოლმე მის
სათარგმნელად ან რუს დიაკონ კუზმას, რომელიც ეს ათი წე-
ლია, რაც ტყვედა ჰყავთ შარაღანში.
დიდხანს უჭვრიტა ამ ქაჩალმა ყიფჩაღმა შენს ნაწერს, მამაო
გიორგი, და დიდი ჯახირით გადაუთარგმნა. მე აქაც მცირეოდენი
ყიფჩაღური ვისწავლე, თვალყურს ვადევნებდი, სწორედ თუ
თარგმნის-მეთქი და, როცა რომელიმე სიტყვას თავს ვეღარ გა-
ართმევდა, წამოვეშველებოდი ხოლმე.
თანაც ვამჩნევდი, ათრახა შარაღანისძე ჩემს მიერ შეტანილ
შესწორებას მანამდის არ ირწმუნებდა, სანამ ქაჩალი ყიფჩაღი
თავს არ დააქიცინებდა და, სწორიაო, არ დაუმოწმებდა.
როცა შენს მიერ წარმოგზავნილი წიგნის ამოკითხვა მოთავ-
და, ყიფჩაღთა უმთავრესმა ზედ წარბებამდის ჩამოიფხატა ოქ-
რომკედული შიბებით შემკული წავის ქუდი და სთქვა:
„ჩვენ ამჟამად რუსებთან ომითა ვართ გართული, მე იმედი
მაქვს, ულუსა აიღებს კიევს და, ცხადია, ამ შემთხვევაში დიდძა-
ლი ჯარი დაგვჭირდება.
თუ ეს შევძელით, ჩვენ ჯერხნობით ვერ გავცემთ ქირის სპას.
ყოველ შემთხვევაში, დიდი ციხის პატრონი ნურსად წავა, მე
დაუყოვნებლივ ვუბრძანებ ჩემს მეკარვეთუხუცესს, საკლავნი,
საგებელნი, ბურახი, თაფლი და არაყი არ მოაკლონ სტუმრებს,
მათთვის მიჩენილი კარვები და ფორნები ტფილად მორთონ,
რათა მათ შეეძლოთ კეთილად მოსვენება და ძილი.
ასე რომ, დავით მეფის მოციქულთა წინამდგომმა დაისვე-
ნოს, სანამ ჩემს სასახლეში ვაწვევდე“.
გვარამ ერისთავს ეწყინა, როცა მას მოვახსენე, რაც შემოთ-
ვალა შარაღანისძემ ქირის სპის გამო, მაგრამ, როცა დავსძინე,
იგი უგუნებოდ იყო-მეთქი, სახე გაუბრწყინდა და სთქვა:
„უგუნებოდ იყო?
ეს ჩვენთვის კარგია, სტეფანოზ, როგორც სჩანს, ყიფჩაღებს
ცუდად მიუდით საქმე. თუ რუსის მთავრებმა ულუსა დაამარცხეს,

348 მკითხველთა ლიგა


მაშინ ჯარი არ დასჭირდებათ და მშვიდობასაც ძვირად იყიდიან
ალბათ.
ეგ არის მხოლოდ, ამ შემთხვევაში დიდ ფულს მოითხოვენ
ქირის სპისათვის ეგ ისმაილის ნაშიერნი“32.
მესამე ღამეს რუსი დიაკონი, კუზმა, მოვიდა ჩვენს კარავში
და იდუმალად გვამცნო, ბეწვეულის ვაჭარი ვინმე ბერძენი ჩა-
მოეხეტა შარაღანში და მან გადმომცა, მდინარე დანაპრისის33
ნაპირად დიდი ბრძოლები მიმდინარეობს, ვგონებ, შეგვეწია
უფალი და რუსნი იმარჯვებენო.
მე და სევასტიმ ბურახი ვასვით კუზმას და სამივემ ვილოცეთ
ქრისტიანთა გამარჯვებისათვის.
თვეზე მეტი უკვე გასულიყო მას შემდეგ, რაც მეკარვეთუხუ-
ცესმა, ულუსამ, ორმოცდაათი ათასი მონასპა წაასხა დანაპრი-
სის ნაპირებისაკენ და არც მათი გამარჯვებისა, არც დამარცხე-
ბის გამო ბაიბური არ ისმოდა.
გვარამ ერისთავი ღელავდა, ყოველდღე გვეკითხებოდა მე
და სევასტის: ხომ არაფერი ისმისო ახალი?
მე და კუზმა დიაკონი დავბორიალობდით შარაღანში, მა-
ლემსრბოლები, დიახაც, მიმოდიოდნენ დღისით და ღამით, მაგ-
რამ ყიფჩაღთა ნათესავს ისეთი მტკიცე ერთობლიობა აქვს, უბ-
რალო ჭორსაც ვერ წავატანეთ ყური.
ერთ ღამეს ლანდივით შემოიპარა ჩვენს კარავში დიაკონი
კუზმა და მიჩურჩულა:
„წუხელ დიდძალი ლაშქარი წაასხა ათრახა შარაღანისძემ
ბრძოლის ველისკენ. მას თან გაჰყვნენ ყიფჩაღთა თავადნი და
ათიათასისთავნი: ურსობუ და ქჩიაი, არსლანაპუ და კიტანოპუ,
კუმანაი და ასუბაი, კურტკაი და ჩენეგრეპუ, სურბაი და ბელდუ-
ზაი“.
გავიდა ხანი.
გვარამ ერისთავი ღელავდა... დაიცალა შარაღანი, ყიფჩაღ-
თა უმთავრესის სასახლეში მხოლოდ მოხუცი მეკარვენი და
მეულუფენი, მეფორნენი და მეჯორენი დარჩნენ.
დიაცებიც თან წაიყვანეს მონასპებმა.

32 ისმაილის ნაშიერებს უწოდებდნენ ყიფჩაღებს იმჟამინდელი ქრისტიანენი.


33 დანაპრის მდ. დნეპრს ეწოდებოდა ძველად.
349 მკითხველთა ლიგა
ვიდრე მათი პატრონი აქ იყო, ყოველ დილას საკლავი მოჰ-
ყავდათ, პური, თაფლი და ბურახი მოჰქონდათ.
ახლა ჩვენი განმკითხავი აღარავინ იყო, ცხვრის ფარები და
ჯოგები თან წაასხეს ომში, მე და სევასტი ბეწვეულს ვყიდდით ჩა-
ლის ფასად. მისჭირდა საზრდოს მოპოვება.
ნამკვდრევ აქლემის ხორცს ძლივსღა ვშოულობდით.
გვარამ ერისთავმა აღარ იცოდა, რა გვექნა.
ავყრილიყავით და წამოვსულიყავით?
რა პირით უნდა ვჩვენებოდით ჩვენს პატრონს?
ამდენი ხნის წამება და ჯაფა ხომ წყალში გადაგვეყრებოდა?
გვიანი ღამით ისევ მოგვაკითხა დიაკონმა კუზმამ და გვამ-
ცნო:
„ორმოცდაათი რუსი თოროსანი აზნაური და ათასიოდე დაჭ-
რილი მონასპა მოასხეს წუხელ ყიფჩაღებმა, აზნაურებს ბორკი-
ლები შეასხეს და ორმოებში ჩაჰყარეს ფარეხებს გადაღმა.
ბევრი ვუტრიალე, მაგრამ ვერ მივბედე თვისტომებთან მის-
ვლა და თუნდაც წყლის მიწოდება“.
დასძინა ნაღვლიანად კუზმამ.
დაგვაღონა ამ ამბავმა.
ეპისკოპოსმა სერაპიონმა თავზე ხელი შემოიკრა:
როგორც სჩანს, გაიმარჯვესო ისმაილის ძეთა.
მეორე დღეს ყიფჩაღთა უმთავრესის სასახლეში მიხმეს. ათა-
სისთავი გამოვიდა, მთლად მიხრწნილი, უკბილო ყიფჩაღი ბა-
რუხაი და მითხრა:
თუმცა შენც ქრისტიანი ხარ, უშჯულო, მაინც გენდობი, ცოტა
რამ მინდა გამოვკითხო რუს ტყვეებს, თან წამომყევიო!
როგორც გვიან გავიგე, ქაჩალი თარჯიმანი თან წაეყვანა
ბრძოლის ველზე შარაღანისძეს.
რუსი მეომრები ხელ-ფეხზე ბორკილასხმულნი უდრტვინვე-
ლად ისხდნენ ორმოებში, მკერდზე მოზრდილი სპილენძის
ჯვრები ეკიდათ და ნაღვლიანად მღეროდნენ.
შევწუხდი, ამ დამშეულ, სამოსშემოხეულ, ბედშავ ქრისტიან-
თა წამებას რა შევესწარ, გვარამ ერისთავმა დრაჰკანები გამა-
ტანა მათთან, მაგრამ გადაცემა ვერ გავბედე, რადგან მოხუცი
ათასისთავი არ მაშორებდა მზერას.
აზნაურთაგანმა ზოგმა კარგად იცოდა ბერძნული.
350 მკითხველთა ლიგა
ბევრს ეცადა მოხუცი ყიფჩაღი ათასისთავი, მაგრამ რაიმე
არსებითი ვერაფერი გაიგო ვერც რუს მთავართა ურთიერთო-
ბის, ვერც მათ მხედართა რაოდენობისა და ვერც ლაშქართა
განლაგების გამო.
ხან ღორის ხორცს დაჰპირდა ტყვეებს, ხან – ცხვრის ჰარი-
სას, ხან – არაყს, ბურახს, ცხენის აპოხტს და თაფლს, მაინც არა-
ვინ ინდომა თვისტომთა ღალატი.
ბოლოს ეს უთხრა ბებერმა ყიფჩაღმა ტყვეებს, თუ სიმარ-
თლეს გვეტყვით, ახლავე აგხსნითო ბორკილებს.
ერთმა მხცოვანმა ვაჟკაცმა თავი ზეასწია და მომმართა ბერ-
ძნულად:
„გადაუთარგმნე მაგ ბებერ ძაღლს, მამაო, თავი დაგვანებოს,
რადგან ამაოა მისნი აღთქმანი.
ჩვენთვის ტკბილია სამშობლოსათვის სატარებელი ბორკი-
ლებიცა!“
ათასისთავმა ყიფჩაღურად ჯაჯღანი ასტეხა. ბევრი ლანძღა
ტყვენი და გაეცალა ორმოებს.
საღამოს, როცა ამას ყოველივეს გულშემოყრილი ვუამბობ-
დი გვარამ ერისთავს, დიაკონმა კუზმამ თავი შემოჰყო კარავში.
იგი დიდხანს იჯდა დაზაფრული ჩემს პირდაპირ და მერმე სთქვა:
„დიდია და თვალშეუდგამი ჩვენი ქვეყანა, მაგრამ დაგვიმო-
ნეს ისმაილისძეთა, რადგან ჩვენ ერისმთავართა გულმხეცობასა
და შფოთს ბოლო არ უჩანს. ჩვენნი მთავარნი ლოთობენ, ძმათა
კვლითა და მდაბიორთა საბადებლის მიტაცებით არიან გარ-
თულნი.
ისმაილისძენი ხელმარჯვედ იყენებენ ჩვენს სივაგლახესა და
დაქსაქსულობას. ხან ერთ მთავარს მისცემენ ქირის ჯარს, ხან –
მეორეს, როგორც კი ისინი შერიგდებიან, მყისვე წაართმევენ
მონასპებს.
ხანაც გადმოლახავენ დანაპრისს, ცეცხლს შეუგზნებენ ჩვენს
სოფლებს, ჩვენს ბეღლებსა და ძნებს, დიდსა და მცირეს გაჟუჟა-
ვენ, ცეცხლს მისცემენ როგორც ეკლესიებს, ისე აზნაურთა სა-
სახლეებსა და უპოვართა ქოხებს.
შემოასხდებიან თავიანთ უბელო ცხენებს და მოჰკურცხლა-
ვენ, მიდექი და სდიე მერმე ქარსა და ქარბორბალას ამ ტრამა-
ლებზე“.
351 მკითხველთა ლიგა
მე თავათ გიმოწმებთ, ყოვლადნეტარო მამაო გიორგი, თუ
რა ვერაგია ყიფჩაღთა მოდგმა. მე მგონია, არავინ იმდენს არა
სტყუის, რამდენსაც ამა თუ იმ ქვეყნებში გზადგამვლელი მოგ-
ზაური. ჩემზე უკეთ მოგეხსენება, ჯერ ერთი, ადამიანის გასაცნო-
ბად ათეული წელია ხშირად საჭირო, რადგან ადამიანის სული
უმთვარო ღამეა.
თავათ წარმოიდგინე, თუ რა ძნელია მთელი ხალხის გაცნო-
ბა.
მე მათ ომებშიაც ვხლებივარ ამ წლების მანძილზე. თავათ
განსაჯე, ნეტარო მამაო, სხვა რა გზა მქონდა ამ მოუსავლეთში
ჩამოვარდნილ უმწეო მოხუცს.
როცა საძარცვავად, მისატაცებლად და ხანძრის გასაჩენად
მიდიოდნენ რუსთა მიწაზე ყიფჩაღთა ბრბოები, ხელს წამატან-
დნენ, ჯაგლაგა, უბელო ცხენზე შემაგდებდნენ, თან წარმიტან-
დნენ როგორც ვითომც აქიმს, ვითომც დოსტაქარს და თარჯი-
მანს (თარჯიმანი ესაჭიროებოდათ მათ, ტყვედ ჩავარდნილ რუს
მზვერავთა გამოსაკითხავად).
დამათრევდნენ ამ გავერანებულ ტრამალებზე და მე – წმინ-
და ეკლესიის მწყემსი, მიწა ქრისტესი და თქვენი მეუფებისა, მე,
ვინც მთელი ჩემი სიცოცხლე ვქადაგებდი: არა კაც ჰკლა, იძუ-
ლებული ვიყავი, უნებლიე მოწმე ვყოფილიყავ კაცთა კვლისა და
მიმძლავრებისა.
მაგრამ სხვა გზა არა მქონდა, მეფისა და მამულის სამსახურ-
ში ძალაუნებურად ვიტანდი ამ სატანჯველსაც.
შარაღანიდან ხუთიოდე დღის ცხენით სავალზე მზის დასავ-
ლისკენ წყალმრავალ დანაპრისის ნაპირად მდებარეობს რუსთა
სატახტო ციხე-ქალაქი კიევი. მე იმ მხარეში სალაშქროდ ვხლე-
ბივარ ყიფჩაღებს.
ამ რამდენიმე წლის წინად ბერძენთ დიდვაჭარნი წარგზავნეს
ყიფჩაღებმა მანდ და მეც თან გამაყოლეს.
მარილი უნდა ეყიდნათ ბერძნებს, მე დამავალეს, თვალი გე-
ჭიროს, ანგარიშში არ მოგატყუონო ბერძენმა ვაჭრებმა. იციან,
მე არავინ გამაჩნია ამქვეყნად ნათესავი და მკვიდრი. და აგრე
ფიქრობდნენ, არც იკადრებსო დრაჰკანების მითვისებასა ალ-
ბათ.

352 მკითხველთა ლიგა


მე აღარაფერს მოგახსენებ, ყოვლადნეტარო მამაო გიორგი,
თუ რა წამება გადამხდა ამჯერად, დანაპრისამდის ვიდრე მივაღ-
წევდი, ჯაგლაგა ყიფჩაღურ ჭაკზე ზედმჯდომი.
მაშინ მოვილოცე ღვთის შემწეობით ბრწყინვალე ტაძარი
წმინდა სოფიასი. ოქროთი და ვერცხლით შემკობილი სრულად,
ისევე დიდშენი და დიდებული, როგორიცაა ჩვენი სვეტიცხოვე-
ლი, გინდა ბოლნისი, ან ქუთათური ტაძარი სულკურთხეულ ბაგ-
რატ მეფისა.
ვინახულე სამას სამოცდახუთი მღვიმე წმინდა სოფიას შემო-
გარენში, ყოველ მღვიმეში წმინდანთა სამარხია.
კიევის მიტროპოლიტმა მითაყვანა.
რარიგ განცვიფრდა ნეტარი იგი მამაი, როცა ყიფჩაღური
ძაღლის ტყავის კაბა შევიხსენი, პატიოსანი ჯვარი ვაჩვენე და
ვამცნე, ეპისკოპოსი ვარ-მეთქი, წილკნის ეკლესიის მწყემსი.
გული მოვიოხე ლოცვითა და დავსტკბი გალობითა და ღაღა-
დისითა. მერმე ტრაპეზზე მიმიწვია კიევის მიტროპოლიტმა და
მანუგეშა: ერთხელაც იქნება მოიხედავს უფალი ჩვენსკენ და ძა-
ლოვანად გამოაშუქებს ქრისტიანობის მზე და უცილოდ ვძლევ-
თო ისმაილისძეთა ბნელს.
სწორედ იმ დღეებში ყიფჩაღთა ურდოებმა გადმოლახეს
მდინარე დანაპრისი, ცეცხლს მისცეს კიევის შემოგარენში მდე-
ბარე სოფელნი, ციხენი და ეკლესიანი.
კიეველებმა ბრძოლა წააგეს ქალაქის მისადგომებთან, უკუ-
იქცნენ და ციხის კარნი დაახშეს.
ცისკრისას ყიფჩაღებმა აიღეს პეჩორის ლავრა. ბერები დი-
ლის ლოცვით იყვნენ გართულნი. ყიფჩაღთა ათასისთავმა კა-
რიბჭესთან დადგა ყიფჩაღური დროშები. ბოლოს შელეწეს კა-
რიბჭენი, ცეცხლი შეუგზნეს მონასტერს, ბევრზე ბევრი დაატყვე-
ვეს, სახატენი დაძარცვეს, შეაგინეს ქრისტიანთა ხატ-ჯვარნი და
წმინდა მამათა ნეშთნი.
ახლა, როგორც ყურმოკვრით მესმის, ამ უკანასკნელ წელთა
მანძილზე, რუს ერისმთავართა შორის გამოჩნდა ჭეშმარიტად
ღვთისმოსავი ქრისტიანი, დიდი მთავარი ვლადიმერ მონომა-
ხოს.
მან თავისი სიჭაბუკე და სიჭარმაგე მამულისათვის ბრძოლას
შეალია, თავის მონასპებთან და აზნაურებთან ერთად ეწეოდა
353 მკითხველთა ლიგა
ომის მძიმე ჭაპანს, დათოვლილ ტრამალებზე, ჭაობებსა და ტყე-
ებში ღამეებს ათევდა. ანუგეშებდა მუდამ თანამებრძოლთა:
„შვილნო, ნუ გეშინიათ ნურცა მტრისა, ნურცა ნადირისა,
როცა საქმეს რაიმეს განიზრახავთ ვაჟკაცურს, რამეთუ უფლის
ნების გარეშე ვეღარავინ ვერაფერს დაგაკლებთ“.
ხოლო უმცროს ძმათა და შვილთა თვისთა აგრე ეტყვის:
„როცა თქვენ მამულში მგზავრობთ, ნურავის დაანებებთ ქვრივ-
ობოლთა მიმძლავრებასა. სადაც კი ხელი მოგიწვდეთ, დააპუ-
რეთ, შეივრდომეთ უპოვარნი. პატივი მიაგეთ სტუმარს, სულ ერ-
თია, მდაბიორი იქნება იგი, თუ ელჩი, რადგან სტუმარს შორს
გააქვს სახელი როგორც ბოროტისა, ისე გულმართალისა“.

***
ბარე სამი კვირა გავიდა, ერთ ღამეს, ვახშმობისას ისევ მოგ-
ვძებნა ჩვენს კარავში დიაკონმა კუზმამ და თვალებგაბრწყინვე-
ბულმა გამიხმო განზე, რადგან სუფრის ბოლოს იჯდა ყიფჩაღი
შორტაი.
ყურმოკრულად გავიგე, ათიოდე ტყვე მონასპა მოიყვანეს
დაჭრილ ყიფჩაღებთან ერთად, ბორკილები შეასხეს და ორმო-
ებში ჩაჰყარესო ფარეხებს გადაღმა.
მე ვერ ვბედავ მივაკითხო თვისტომებს. ვინმე წარგზავნეთ
და მათ ეცოდინებათ ომის ამბები, როგორც მიამბეს, ამ ტყვეთა
შორის ხუცეს-მონაზონი უნდა იყოს, ვინმე ტიხონი. ხუცეს-
მონაზონს არც ბორკილი შეასხეს, არც ორმოში ჩაუგდიათ იგი,
რადგან მღერის წამალი სცოდნიაო.
არც აცივეს და არც აცხელეს, დიდ კარავში წარგზავნეს,
რადგან მეკარვეთუხუცესს დამართნიაო მღერი.
ეს ამბავი სარწმუნოდ მეჩვენა, რადგან ყიფჩაღთა შორის
თითქმის ყოველ მდაბიორს მღერი სჭირს, ამას ყოველივეს ზედ
ერთვის რწყილის სიმრავლე, მათი აურაცხელი ფარებისა და სა-
ქონლის მეოხებით გაჩენილი.
ასე რომ, არა მარტო მდაბიორი ყიფჩაღი, თვით მათი დიდე-
ბულნი მუდამ ქავილით არიან გართულნი, როცა სუფრას უსხე-
დან, ცხენით მგზავრობენ, ან სტუმარს ესაუბრებიან, ცალი ხელი
იღლიაში აქვთ ჩაყოფილი, იქექებიან და თან საუბრობენ, სვამენ
ან ჭამენ.
354 მკითხველთა ლიგა
ომს ყოველგვარი სიავე თან მოსდევს და ამ წელს მღერმა
იძალა, ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ ის ხუცეს-მონაზონი ტი-
ხონი ორმოებში არ ჩაუგდიათ.
ერთ დღეს დიაკონმა კუზმამ შემოირბინა და წამჩურჩულა,
ყიფჩაღი შორტაი სადმე წარგზავნეთ და ამაღამ ხუცეს-მონაზონს
ტიხონს მოგიყვანთო.
თუ მისი მოსვლის მიზეზი გამოჩხრიკეს ყიფჩაღებმა, ასე იტ-
ყვით, მღერი გაგვიჩნდა კარავში და ამიტომაც ვიხმეთ-თქო.
იცოდეთ, სასიხარულო ამბებს გიამბობთ მამა ტიხონი.
გვარამ ერისთავი მოუთმენლად მოელოდა ჯერ შეღამებას,
მერმე ხუცეს-მონაზვნის მოსვლას.
ყიფჩაღი შორტაი დავათვრეთ და დავაძინეთ, ხოლო მღე-
რიანობა ათისთავმა ლათერიამ გადაიბრალა.
აგრე თქვით, თითქოს მე შემყროდესო მღერი.
დიაკონმა სევასტიმ ვახშამი დაუმზადა სტუმრებს, მაგრამ
ისინი აღარსად სჩანდნენ, ბოლოს როგორც იქნა, მოაღწიეს
ხუცეს-მონაზონმა ტიხონმა და დიაკონმა კუზმამ.
ქრისტიანებმა ლოცვები ვთქვით და გადავკოცნეთ ურთიერ-
თი, როგორც მრავალ წელს უნახავმა ძმებმა.
მამა ტიხონი ანაკოფიაში ნამყოფი აღმოჩნდა, იგი კატარღით
ჩასულიყო მანდ, და „ობეზების“ (ობეზებს უწოდებდნენ ქართვე-
ლებს რუსეთში ოდესღაც.) ქვეყნის პურ-ღვინო და თავაზიანი მი-
ღება სრულიადაც არ იუცხოვა.
„უნდა გაგახაროთ, ერთმორწმუნენო ძმანო, – დაიწყო ტი-
ხონმა, – მე ჯვრით ხელში ვუძღოდი ერთ ათასეულს ყიფჩაღებ-
თან ბრძოლაში და ჩვენდა სავალალოდ ჩვენ ისეთ დროს დაგ-
ვატყვევეს იმ დაწყევლილმა ისმაილისძეთა, როცა ჩვენებს უკვე
მოგებული ჰქონდათ ომი.
უფალმა ღმერთმა შთააგონა კეთილი აზრი რუსთა ერისმთა-
ვართ – ვლადიმერსა და სვიატოპოლკს. ისინი შეხვდნენ დო-
ლობსკეში ურთიერთს და ერთ კარავში დასხდნენ სათათბი-
როდ.
სვიატოპოლკს თავისი აზნაურნი თან ახლდნენ და ვლადი-
მირსაც, საკუთარნი.
პირველად სიტყვა დასძრეს სვიატოპოლკის აზნაურებმა:

355 მკითხველთა ლიგა


„არ ივარგებს, გაზაფხულზე რომ ვილაშქროთ ისმაილის ნა-
შიერთა წინააღმდეგ.
ცხენებს დაუხოცავენ ყამირებზე მომუშავე გლეხებს და ვინ-
ღა მოუვლის ჩვენს ნათესებს მერმე?“
მაშინ სიტყვა აიღო დიდმა მთავარმა ვლადიმერმა:
„მაოცებს თქვენი სიტყვა, აზნაურნო, არც კი გაფიქრებთ ის
ამბავი, როგორც კი გლეხები სათესად გამოვლენ მინდვრად,
თავს დაესხმიან ყიფჩაღნი მათ, გუთნისდედებს დახოცავენ და
ცხენებსაც გარეკავენ. მერმე სოფლებს მოედებიან, დიაცებსა და
ბალღებს წაასხამენ და მდაბიორთა ქონებას მიიტაცებენ.
თქვენ ცხენები გეცოდებათ და ადამიანები არ გებრალე-
ბათ?“
ეს შეისმინეს თუ არა, დადუმდნენ სვიატოპოლკის აზნაურნი.
ხოლო სვიატოპოლკი წამოდგა და უთხრა ვლადიმერს:
„მე მზადა ვარ სალაშქროდ, ძმაო“.
ვლადიმერმა მიუგო:
„დიდ სიკეთეს უქადი რუსთა ქვეყანას, სვიატოპოლკ“.
მალემსრბოლნი მიუგზავნეს სხვა მთავრებს – ოლეგსა და
დავითს.
ვილაშქროთ ყიფჩაღების წინააღმდეგ, ან გავიმარჯვოთ, ან
სიკვდილს ვეწიოთო, აგრე შეუთვალეს.
თავადი დავითი დათანხმდა. ოლეგმა მოიბოდიშა, ავადა ვა-
რო.
ხუცეს-მონაზონმა ტიხონმა ბურახი მოსვა და განაგრძო:
„ბოლოს ჯაჭვი გადაიცვეს ვაჟკაცებმა ტანზე, ვლადიმერ მო-
ნომახმა, მსტისლავმა, იგორის შვილიშვილმა, ვიაჩესლავ
იაროპოლკისძემ და იაროპოლკ ვლადიმერისძემ. ჯერ ცხენდაც-
ხენ იარეს, მერმე – ნავებითა და ბორნებით.
აგრე იარეს დანაპრისის ჭორომებამდის და ბანაკი დასცეს
ხორტიცის კუნძულზე. ბოლოს დააგდეს ნავები, ოთხი დღე
იარეს კვლავ ცხენდაცხენ და უწიეს სეტუნს.
რა მოესმათ, დაიძრაო რუსი, შეკრბნენ ყიფჩაღნი აურაცხე-
ლი ჯარითა და ითათბირეს.
მაშინ სთქვა ურსობაიმ, ათიათასისთავმა:
„მშვიდობა ვიყიდოთ მტრისგან, თორემ სისხლით გვაზღვე-
ვინებენ რუსთა მიწისთვის მიყენებულ სიავეს“.
356 მკითხველთა ლიგა
ჭაბუკებმა მიუგეს ურსობაის:
„შენ გეშინია, როგორც ჩანს, რუსისა. ჩვენ არა ვკრთით მათ
წინაშე, ჩვენ მათ შევმუსრავთ და მათ ქალაქებს დავეპატრონე-
ბით“.
ამასობაში ჩვენნი მთავარნი ილოცვიდნენ მიწაზე დაჩოქილ-
ნი.
წამოვიდნენ ყიფჩაღნი.
მათ მოუძღოდა მამაცი მხედართმთავარი ალტუნოპუ. რუსი
მთავრები ეძგერნენ ალტუნოპუს ლაშქარს და გააქციეს იგი.
მაშინ დაიძრა ყიფჩაღთა ლაშქრის გული, როგორც ტევრი
უღრანი და თვალშეუდგამი, და რუსი შეეგება მათ ისრით, შუბი-
თა და მახვილით.
უფალმა ღმერთმა თავზარი დასცა ისმაილისძეთა, მათ ცხე-
ნებს მუხლებში გაუდნათ სისწრაფე. უკუიქცნენ უშჯულონი, ჩვე-
ნებმა მისდიეს და სჩეხეს. ამ ომში მოჰკლეს უსობაი და ქჩიაი
არსლანაპუ და კიტანოპუ, კუმანაი და ასუბაი, ჩანგრებაი და სუს-
ბარაი. ხოლო ერთი მთავართაგანი, ბელდუზაი, ტყვედ ჩაუვარ-
და ჩვენებს.
და როცა დიდ მთავარს ვლადიმერს მიჰგვარეს ტყვე, მან
ჰკითხა ბელდუზაის:
„შენ ხომ იცი, რამდენჯერ დაგვირღვიეთ ფიცი და პირობა.
რად არ უბრძანე შენს თვისტომებს ფიცი დაეცვათ და არ ეღვა-
რათ ქრისტიანთა სისხლი? ახლა მათ ნაცვლად უნდა გაზღვევი-
ნოთ სისხლი“.
უთხრა და უბრძანა თავის მეხმლეს: გაიყვანეთო.
ბელდუზაი გაიყვანეს და აკუწეს.
დიდძალი საქონელი, ცხვრის ფარები, აქლემები, კარვები
და საჭურჭლენი ჩაგვივარდა ხელში“.
გვარამ ერისთავმა ბრძანა, პირი გააღებინეს ხუცეს-
მონაზონს და თაფლი ჩაასხა დიაკონმა სევასტიმ მახარობელს
პირში.

***
ამ ამბავმა გაგვამხნევა, მაგრამ მალე ისევ შეგვეყარა უგუნე-
ბობა, რადგან აღარც ყიფჩაღთა უმთავრესი სჩანდა სადმე, არც

357 მკითხველთა ლიგა


მისნი სპასალარნი და სპანი. გვარამ ერისთავს თმენის ღონე
ელეოდა.
ხუცეს-მონაზვნის ტიხონის ნათხრობი უკვე მიჩნეული გვქონ-
და როგორც გაჭირვებული კაცის მიერ შეთხზული, საამური ზღა-
პარი.
გვარამ ერისთავი ღელავდა... ხან ავადმყოფობა აწუხებდა,
ხანაც – რწყილთა სიმრავლე და ძაღლების ყმუილი.
უკაცრიელი გახდა შარაღანი. მოუვლელი საქონელი და ფა-
რები ბღაოდნენ, ძაღლები გარს მოუსხდებოდნენ ფორნებს და
მთელი ღამე ისმოდა მათი ამაზრზენი ყმუილი.
დიაკონი სევასტი გვარწმუნებდა: ალბათ ცუდად წაუვიდათ
ყიფჩაღებს საქმე, ეს ვერანა ძაღლები ასე გააფთრებული რომ
ყმუიანო.
აღსრულდა სევასტის წინათქმა:
მარიობის კვირაძალში ტრამალებიდან მოისმა ყიფჩაღური
ფორნებისა და საბარგულების ერთობლივი ჭრიალი.
მე ვინ მომცა იმგვარი ნიჭი, უნეტარესო მამაო გიორგი, გაუწ-
ყო, თუ რა საშინელია და ამაზრზენი მრავალი ათასი გაუსაპნავი
ყიფჩაღური ფორანისა და საბარგულის ჭრიალი.
ჭრიალთან ერთად შემოიჭრნენ შარაღანში გაქაფულ ცხე-
ნებზე მსხდარნი, დამარცხებული ყიფჩაღი მეომრები. მათრახე-
ბის ტლაშუნი, ცხენების ჭიხვინი, მგელძაღლების ყმუილი აირია
ურთიერთში და მთვარიან ღამეში ვისხედით ჩვენ, დავით მეფის
მოციქულნი, კარვების წინ და ვხედავდით ათეულ ათასცხენო-
სანთა ლანდების ლასლასს ამ წყვდიადისა და ღამის უბეში.

***
მცირე ხანიც გავიდა და გვეახლა შარაღანისძის მეკარვე ბა-
რუხაი და გვამცნო, ხვალ დილისათვის დავით მეფის მოციქულ-
თა წინამდგომს ამალიანად ხმობილობსო დიდ კარავში ყიფჩაღ-
თა უმთავრესი.
არაერთხელ ვხლებივარ მას, მაგრამ დიდ კარავში არასო-
დეს ვყოფილვარ.
მე ვამჩნევდი, გვარამ ერისთავს მთელი ღამე არ ეძინა, იგი
ღელავდა მოსალოდნელი დარბაზობის მოლოდინში.

358 მკითხველთა ლიგა


როგორც ბიზანტიის კეისრებს, ისე ყიფჩაღთა უმთავრესსაც
ჩვეულებად ჰქონიათ სტუმრებისა და დესპანების უთენია ხმობა.
გვარამ ერისთავმა სალმასურის თორანი ჩაიცვა, მუზარადი
თავზე დაიხურა და გიორგი მეფის მიერ ნაჩუქარი მოოქროვილი
ხმალი შეირტყა.
დიდხანს გვატარა მეკარვემ შარაღანის ვიწრო შუკებში დად-
გმულ მრავალ ათას ფორნებსა და კარვებს შორის.
შუკებში მოფუსფუსე ყიფჩაღებს ზედ ემჩნეოდათ, დამწუხრე-
ბულნი იყვნენ წაგებულ ომის გამო, ისინი უღიმღამოდ დაატა-
რებდნენ უბელო ცხენებს, მჭახე შეძახილზე ემჩნეოდათ ბრაზი.
ბოლოს მივადექით მგლის ორმოებსა და წყლით გავსილ
ბლისკინებს.
ალაგ-ალაგ ბოგირები იყო გადასასვლელი, გადავივლიდით
ერთს, ახლა მეორე უნდა გადაგველახა. ყოველ ნაბიჯზე ჩელ-
ტით დაფარული ორმოები იყო, მათ კიდეში სარეჯგავები და ხა-
ფანგები.
წინდახედულად იარეთო, გვაფრთხილებდა კოჭლი მეკარვე.
როცა სასახლეს მივეახლეთ, ყურგანები გამოჩნდა ხელოვ-
ნურად დაყორებული, ეს ყურგანები ნახევარი ფარასანგის მან-
ძილზე გარს ევლებოდა იმ მაიდანს, რომელზედაც დიდი კარავი
გამოჩნდა ექვს სვეტზე გამართული.
მე განაგონი მაქვს შარაღანში, ასი აქლემიაო საჭირო ამ კა-
რავის გადასაზიდად.
ვუახლოვდებით სასახლეს და ვხედავთ მძიმედ აღჭურვილ
მონასპათა დასტებს, მოისარებსა და ხელშუბიანებს, ჯაჭვის კურ-
ტაკიანებს, ზოგი მათგანი ხანდაკებში იჯდა და ისე უთვალთვა-
ლებდა გამვლელებს.
მივეახლეთ თუ არა დიდ კარავს, წინ შემოგვეგება ულუსა –
მეკარვეთუხუცესი, ხუთი წერაქვცულიანი, ჯაჭვმუზარადიანი
ჭარმაგი ყიფჩაღი უკან მოჰყვებოდა მას.
ნოხებითა და ორხოვებით მოფენილი ვრცელი დარბაზი გა-
ვიარეთ, ყოვლად უგემურად მილაგებული გვეჩვენა ირგვლივ
ყოველივე, ცალ კიდეს ყიფჩაღური თოჯინები იდგნენ ჭრელაჭ-
რულა აბრეშუმით თავგაკრულნი და პირისპირ შესცქეროდნენ
ნაირ-ნაირი აბჯრებით, მუზარადებით, ისრებითა და კაპარჭებით
შემკულ კუთხეს.
359 მკითხველთა ლიგა
წერაქვცულიანი ყიფჩაღების მწკრივები გავიარეთ, ისინიც
ისევე უძრავად იდგნენ, როგორც ის თოჯინები.
ბოლოს მივაღწიეთ ბეწვეულით, ნოხებითა და აბრეშუმით
მორთულ დარბაზებში, იქ მოსჩანდნენ მარმარილოს სვეტები,
რომელთაც ვერცხლისაგან გამოჭრილი ურჩხულები და თუთი-
ყუშები გარს ერტყათ. ოქროსა და ვერცხლის კანდელაბრები
ეკიდა აქა-იქ.
ონიქსის სუფრას მოსჯდომოდა ცალ მხარეს ახოვანი დევკა-
ცი, რომელსაც მწყრისფერი არაბული „ბორდაჰ“34 ჰქონდა წა-
მოსხმული. მკერდზე მოუჩანდა დურაჯისფერი ჯაჭვის პერანგი.
სუფრის მეორე მხარეს უქუდოდ ისხდნენ მოხუცნი დარ-
ბაისელნი ყიფჩაღნი, რომელთაც ხატაური აბრეშუმის კაფტანე-
ბი ეცვათ.
ერთ კუთხეში ოქროს მამალი იდგა, რუბინის ბიბილოებითა,
ხოლო მეორეში – ქარვის აქლემი, ფირუზისთვალებიანი (ეს გა-
ნუყრელი მეგობრები ტრამალებზე მოხეტიალე ხალხებისა).
შარაღან შარაღანისძეს კომშისფერი სახე აქვს, იგი სავსე-
ბით არა ჰგავს ღაწვმაღალ ყიფჩაღებს.
როცა გვარამ ერისთავი მიესალმა მას, იგი მოიხიბლა ამ
მშვენიერი, მხცოვანი ერისთავის ანაგობითა და გაუღიმა სტუ-
მარს.
ამ ღიმილში იმდენი სიკეთე და კაიკაცობა ამოვიკითხე, რამ-
დენიც აროდეს მინახავს წლების მანძილზე ამ ბარბაროსთ სახე-
ზე.
აქვე უნდა მოგახსენო, ჩემის დაკვირვებით ყიფჩაღებს საერ-
თოდ ღიმილი არა სჩვევიათ რატომღაც. ისინი ან ხარხარებენ,
ან მოღუშულნი სდუმან და იჭვნეულად გასცქერიან ყოველ უც-
ხოს თავიანთი ჭრუტა თვალების სიღრმიდან. და ასეთი თვალე-
ბი აქვთ მათ ალბათ, ტრამალებზე ხეტიალისა და შორეთს
თვალთვალის მეოხებითა.
ზეწამოიჭრნენ ყიფჩაღთა უმთავრესის მხცოვანი კარისკაცნი,
ყოველ მათგანს იატაგანი ჰქონდა ფოჩვებიან ქამარში გარჭობი-
ლი.

34 ბორდაჰ – ერთგვარი წამოსასხამია არაბული.


360 მკითხველთა ლიგა
და მას შემდეგაც, როცა სტუმრებს მოგვართვეს ოქროჭედი-
ლი სავარძლები, ზოგსაც პურპურგადაკრული მაღალი ბალიშე-
ბი, გახევებული შესცქეროდნენ ისინი თავიანთი პატრონისა და
გვარამ ერისთავის უსიტყვოდ ურთიერთისადმი მისალმებას.
ქაჩალი თარჯიმანი დადგა მხარმარცხნით, მასპინძელმა კი-
სერი მოიღრიჯა მისკენ და უბრძანა:
„შენ გადაუთარგმნე დიდი ციხის პატრონს, მე დიდად
შემაწუხა-თქო შენმა ავად გახდომამ. ახლა როგორ ბრძანდები-
თქო, ჯერ ეს უთხარი, გესმის?“
გვარამმა მკერდზე ხელი დაიდო. გმადლობთ, უკეთ გახლა-
ვარო, სთქვა ქართულად და მისი ნათქვამი მე გადავთარგმნე.
ათრახა შარაღანისძე მიუბრუნდა კარისკაცებს და ყიფჩაღუ-
რად უჩურჩულა რამდენიმე სიტყვა.
თეთრი დათვის ტყავებით შეფარვული არე გაიხსნა და მო-
ხუცმა მზარეულმა შემოიტანა მთლიანად შემწვარი კოზაკი, მას
უკან მომავალ უწვერულ ყმაწვილს ციკანი მოჰქონდა რძეში მო-
ხარშული.
ასე მოდიოდნენ გაწკაპული მსახურნი, ზოგს როჭო მოჰქონ-
და კოტუმას თესლით შეკაზმული, ხატაური ფაიფურის მათლა-
ფებით მოჰქონდათ თაფლით დამტკბარი ყუმისი და აქლემის
რძე შაქრით დამტკბარი, ვერცხლისა და ონიქსის სურები დად-
გეს, ზოგში ნუშის ღვინო იყო, ზოგში – არაყი, ზოგში – ბურახი,
ზოგშიაც – „დაჰადი“35.
ყიფჩაღთა უმთავრესი თავათ სთლიდა კოზაკისა და ციკნის
ხორცს, ხანაც როჭოს ხელით ააცლიდა ბარკალს და ყველაზე
უწინ გვარამ ერისთავს მიართმევდა, მერმე ყოველ ჩვენთაგანს
და გვანიშნებდა თავის მშვენიერი, თეთრი საჩვენებელი თითით
და ყიფჩაღურად გვეუბნებოდა, თქვენც მიირთვითო.
ონიქსის, ვერცხლისა და ფაიფურის ფიალები დაგვირიგა
ყველას სათითაოდ, თავათ ოქროსი ხელში ეჭირა, დაისხამდა
არაყს, ბურახს ან ნუშის ღვინოს, თვალს დაგვიპაჭუნებდა, გვა-
ნიშნებდა, ხელში აიღეთო.

35დაჰადი – არაბული ტკბილი სასმელია, აღმოსავლეთში ფრიად გავრცელე-


ბული.
361 მკითხველთა ლიგა
თავათ მარჯვენა ხელში ეჭირა ფიალა და მარცხენას ზედ
აფარებდა (ალბათ ეშინოდა, ავი სულები არ ჩაძვრენო შიგ).
ყიფჩაღებს არ სჭირდებათ მიძალება, მათ ისე დახრეს კოზა-
კის და თხის ძვლები. სუფრაზე დაყორებულ უამრავ კერძებს მა-
ინცდამაინც დიდად არ მივძალებივართ სტუმრები, რადგან ჩვენ
გულის ამრევად გვეჩვენებოდა დაშაქრული, რძეში მოხარშული
ხორცი.
განცვიფრდა მასპინძელი, როცა შენიშნა, გვარამ ერისთავი
არც ხორცეულს ეკარებოდა, არც არაყს, არც ნუშის ღვინოსა და
არც „დაჰდის“.
შარაღანისძე მე შემეკითხა: დიდი ციხის პატრონი ბერი ან
ხუცთა წინამდგომი ხომ არ არისო?
მე ამ შეკითხვამ დამარწმუნა, რომ იგი ჩაცმულობითაც ვერ
არჩევდა ბერსა და ერისკაცს ურთიერთისაგან. სერაპიონ ეპის-
კოპოსი ნუშის ღვინოსაც კარგად მიირთმევდა და კოზაკის ხორ-
ცსაც შეუტია ერთ ორგზის.
როცა მე მივუგე მასპინძელს, „დიდი ციხის პატრონი“ ბერი
არ არის-მეთქი, თავის თარჯიმანს მიუბრუნდა და აკითხვინა:
მაშ რად არა სვამსო დავით მეფის სარწმუნო კაცი არაყსა და
ბურახს?
თავათ შარაღანისძე სვამდა. ურთიერთში ურევდა არაყს, ბუ-
რახს და ნუშის ღვინოს. თავის კარისკაცთაც აძალებდა, სვითო.
როცა მე მივუგე მასპინძელს, „დიდი ციხის პატრონი“ თირ-
კმლების ავადმყოფობის გამო არა სვამს-მეთქი ღვინოს, მან
გაიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით და სთქვა:
„აგრე გადაეცი მას, ტუბუტაი, ჩვენ ყველანი უთუოდ
მოვკვდებით-თქო და მეორედ აქ მოსვლისას მაინც მოგვიხდება-
თქო იმის დალევა, რაც დაგვაკლდა“.
ისევ გაივსო ფიალა, მარცხენა ხელი ზედ დააფარა და მკით-
ხა: ცოლები თუ ჰყავსო ჩვენს საპატიო სტუმარს?
მივუგე:
არც ცოლი ჰყავს-მეთქი და არც შვილი.
მერმე ისევ მიუბრუნდა თავის ქაჩალ თარჯიმანს:
„შენ შეეკითხე დიდი ციხის პატრონს, თქვენს მეფეს თუ ჰყავ-
სო ცოლები?“

362 მკითხველთა ლიგა


როცა მივუგე, არც ერთი არა ჰყავს-მეთქი. მხრები აიჩეჩა,
რაღაც ჩაიბუტბუტა ყიფჩაღურად, რასაც სმენა ვერ წავატანე და
დადუმდა.
ხელახლა გაავსო მან თავისი ფიალა, მარცხენა ხელი ზედ
დააფარა, გვარამ ერისთავს თვალი გაუსწორა და უთხრა:
„მე ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში თქვენი პატრონის მიერ მო-
წერილ წერილის გამო, ჩვენს უხუცესობასაც ვეთათბირე... – ესა
სთქვა და მოხუც ყიფჩაღებს გადაჰხედა, – რადგან თქვენი მეფე
მდიდარი და სვიანი ყოფილა, მე გავუგზავნი მას ქირის სპას,
მაგრამ ერთის პირობით და ამ პირობის გამო მე კიდევ დამჭირ-
დება დაფიქრება... თქვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს იქნებით ჩვენი
სტუმარი და როცა დრო იქნება, მე თავათ გიხმობთ და ჩემს პი-
რობებს მაშინ გაუწყებთ...“

***
მთლად კმაყოფილი არ დარჩა გვარამ ერისთავი იმდღეინ-
დელ დარბაზობითა. იგი ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ ყიფ-
ჩაღთა უმთავრესის მიერ ხსენებულ პირობის ქვეშ მარტოოდენ
ფული არ იგულისხმებოდა.
გვარამ ერისთავი სწუხდა, მისაყვედურებდა: „რად გაუმხილე
თავის დროზე მას, ვაჟი რომ ჰყავს დავით მეფესა? მე მეშინია
დემეტრე უფლისწული არ მოგვთხოვოს მძევლად“.
ნაშუაღამემდის ვისხედით ჩვენს ფორანში. იჯდა ბეჭისციხის
პატრონი, ორივე ხელი საფეთქლებზე შემოეჭდო და ათასგვარ
მოსაზრებას მიზიარებდა.
ბოლოს ესა სთქვა:
„რაკი რუსებთან ომი წააგეს ყიფჩაღებმა, ცხადია, დიდძალი
ფულით უნდა იყიდონ მშვიდობა, მაგრამ შენ რას იტყვი, სტეფა-
ნოზ, მარტოოდენ ფულის გამო არ შესდგომია შარაღანისძეს
ჭოჭმანი, ეგ რომ ასე იყოს, იმ დღესვე გვაუწყებდა, არა?“
მეც დავემოწმე, აქ მარტო ფულის საკითხი არ არის-მეთქი.

363 მკითხველთა ლიგა


***
ერთი კვირაც გავიდა, ისევ მოვიდა იგივე კოჭლი მეკარვე,
ბარუხაი, და გვაუწყა, დიდი ციხის პატრონს ხმობილობსო ყიფ-
ჩაღთა უმთავრესი უამალოდ და უთარჯიმანოდ.
ნაშუადღევს წაიყვანეს გვარამ ერისთავი და ნაშუაღამემდის
არ მობრუნებულა. როცა იგი კარავში დაბრუნდა, ყველას ეძინა
ჩემს გარდა. მთლად გაფითრებული შემოვიდა გვარამ ერისთა-
ვი კარავში და მოცელილივით წაიქცა საწოლზე.
როცა მივეახლე და უგუნებობის მიზეზი ვკითხე, მომიგო:
„ათრახა შარაღანისძე დამოყვრებას მოითხოვს, აგრე ამ-
ბობს, უამისოდ ვერ მივცემო დავით მეფეს ქირის სპას.
თავდაპირველად ჩვენ გვინდოდა უფლისწული თქვენი მოგ-
ვეთხოვა მძევლად, მაგრამ, თქვენ, ქრისტიანებს, პირის ქცევა
გჩვევიათ, რუსის მთავრებმა არაერთხელ მოგვცეს თავიანთი
ვაჟები მძევლად, ფიცი გასტეხეს და მძევლები შემოგვატოვესო
ხელში“.
მერმე სთქვა:
„ჩემი ერთადერთი ქალი ერთ რუს მთავარს უნდა გაჰყოლო-
და, მაგრამ როგორც ჰხედავთ, ჩვენს შორის სისხლი ჩამოწვა,
ამიტომაც თქვენ პატრონთან დამოყვრებას ვარჩევთ, თუ ეს არ
შესდგა, აგრე შორს ვერ წარვგზავნით ქირის სპას“.
მე მოვიბოდიშე, შჯულის ამბები არის-მეთქი აქ. მან მომიგო:
„მალიქ-შაჰ სულტანი ხომ მუსულმანი იყო, ყიფჩაღის ქალი
ჰყავდა მას, ტჲურკან ხათუნი.
რუსებიც ხომ თქვენებრ ქრისტიანებია, მათ მთავრებსაც
არაერთხელ შეურთავთ ყიფჩაღის ქალები“.
არც მე და არც გვარამ ერისთავს მთელი ღამე არ გვძინებია
ამ ამბით დაზაფრულთ, გვარამ ერისთავი ლოგინად ჩავარდა.
აგრე ამბობს:
კარგადაც რომ ვიყვე, მე ვერ მივწერო ამ ამბავს გიორგი
ჭყონდიდელს. მეც ფრიად მიმძიმს ამის მოხსენება, მაგრამ მის
ნაბრძანებს ვასრულებ...
მიწა მეუფებისა შენისა, ქრისტესმიერ გლახაკი
სტეფანოზ წილკნელი“.

364 მკითხველთა ლიგა


ზარადიანი სტუმრები
ეფემერიდები:

„...და მიიცვალა კახთა მეფე კვირიკე და დასვეს კახთა


მეფედ ძმისწული კვირიკესი, აღსართან, რომელსაც არა
ჰქონდეს ნიშანნი მეფობისანი...“
დავით მეფის ქრონიკიდან

„...იმავე წელს ზავი შეჰკრეს ურთიერთ შორის


მოჰამედმა და ბარქიაროკმა ბაღდადში, ხუტბა აღავლინეს
სულტან ბარქიაროკის სახელზე.
ბარქიაროკმა თავის შინეედ ხალიფას წინაშე დანიშნა
ამირთა ამირი ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი“.
აბულ ფედას ანალებიდან

კავკასიონი სავსებით გაჭაღარავდა. კაცს ეგონებოდა მიუახ-


ლოვდაო ნაჭარმაგევის ციხეს. ზედ სასახლის ოთხივე გოდო-
ლებთან მომდგარ ტრამალებზე უკვე გადაეჯირითებინათ გვიანი
შემოდგომის ქარებს.
დაცალიერდნენ ბაბილოვანი ვენახის ხეივნები, თეთრი ვარ-
დები უდრტვინველად ჭკნებოდნენ სავარდეებში.
მოჩვენებითი უზრუნველობა სუფევდა ნაჭარმაგევის სასახ-
ლის პალატებში.
თუმცა შენელდა საერისთავოებიდან დიდაზნაურთა, ეპისკო-
პოსთა, მეძღვენეთა და მეროჭიკე ბერთა მიმოსვლა, მაინც
კვლავინდებურად დაფუსფუსებდნენ მესტუმრეთუხუცესი და მზა-
რეულთუხუცესი, მემაშხალეთუხუცესი და ციცხვთუხუცესი.
ბატონკაცურ ბუხრების წინ დაჩოქილი მჭვარტლში ამოთ-
ხვრილი, გრძელი მაშებით აღჭურვილნი, ბიჭები აკოტრიალებ-
დნენ წიფლის ნამორებს.
დაცალიერდა ბაგრატისეული სასადილო დარბაზი, მზარე-
ულთუხუცესი დერეფნებში დაბორიალობდა. სტუმრებსა და მას-
პინძლებს თავთავიანთ პალატებში უგზავნიდა ტახის, ჯეირნის
და მშვლის მწვადებს, შამფურებზე აგებულ დურაჯებსა და კაკ-
ბებს.
365 მკითხველთა ლიგა
ჩამობნელებულ ტალანებში ისმოდა კურდღლის ტყავის ფა-
ჩუჩების ტკაპუნი, ბაგრატისეული მანდატურების ჩიფჩიფი, ში-
მუნვართა თავშეკავებული ხითხითი.
უკანასკნელი ამბების მეოხებით შექმნილი სულიერი სიმძი-
მილის გამო ზედიზედ ლოგინად ჩავარდნენ დედოფალი ელენე,
ლიპარიტის მეუღლე კატაი და ჯანმაგარი გიორგი მეფე, რომე-
ლიც ოჩხის ამოღებისას გაცივდა ლიახვზე.
კატაის ენა ჩაუვარდა დარდისაგან, თუმცა იგიც უნდა ითქვას,
მახარაის სამწუხაროდ არ მიაჩნდა ეს გარემოება, აგრე ამბობ-
და: ალბათ ეშინია, სადაცაა ჩამოვა ქარიმან სეტიელი და ენას
გამომტყუებს, ამადაც გადაყლაპაო ენა.
მარიამ დედოფალი ვეღარ აუდიოდა ავადმყოფების მოვ-
ლას, დაზაფრულთა ნუგეშინის ცემას და აღშფოთებულთა და-
შოშმინებას.
მუდამ მოკისკისე გვანცამაც შეიცვალა ზნე, მან მიატოვა
ცხენზე ჯდომა და ნადირობა, საჩიტე ბადეებისა და მახეების კირ-
კიტი. დღენიადაგ მონაზვნებთან დადიოდა შავი ღვთისმშობლის
ეკვდერში, გაურბოდა როგორც დედისიმედთან, ისე მარიამ დე-
დოფალთან და კურაპალატისსა მელიტასთან ყოფნას.
ენაბრგვილ მექათმე დედაკაცს დაუმეგობრდა, თეონას, რა-
ტომღაც.
ბრაზობდა სეფექალთა წინამდგომი შარვაშისძის ქალი, რად
იმდაბლებსო თავს ერისთავის ასული ვიღაც მექათმესთან მე-
გობრობითა, მაგრამ გვანცა არად აგდებდა მის ჩივილს.
თეონას ერთადერთი ვაჟი მოუკლეს ზედაზენში თურქებმა,
დღენიადაგ დადიოდა შავი ღვთისმშობლის ტაძარში.
მანდილოსანთა შორის მხოლოდ დედისიმედმა გაიმამაცურა
გული, სწორედ მან, ვისაც სულიერი სიმძიმილი ხორციელ ტკი-
ვილს აღუძრავდა ხოლმე.
მარიამ უკვე აღარ ანუგეშებდა მას, რადგან დედოფალს შე-
მოლეული ჰქონდა ნუგეშის მომგვრელი სიტყვები მისთვის.
გულთმისანი ქალი თვალნათლივ ჰხედავდა, თუ როგორ ჩამოდ-
ნა ზეზეულად ქალწული.
ასე რომ, საბია დილდილობით ჰხედავდა სავარდეში მარტო-
კა მოსეირნე ავგუსტას, რომელიც რიტუალური სიზუსტით ასრუ-
ლებდა ბიზანტიაში შეთვისებულ ჩვევას.
366 მკითხველთა ლიგა
იმასაც კარგად ამჩნევდა მარიამი, რომ ორბელიანის ქალი
გაურბოდა არამცთუ გიორგი მეფისა და ელენე დედოფლის პა-
ლატებში გამოჩენას, თვით საკუთარ დედის საძილო დარბაზში
დაყოვნებაც უმძიმდა მას, სწორედ ამიტომაც მარტოობა მოიმი-
ზეზა იმპერატრისსამ და თავის საძილო დარბაზში გადმოაყვანი-
ნა იგი.
გულამღვრეული ქალწული ვეღარც წიგნის კითხვას უდებდა
გულს, ვეღარც ხელსაქმეს, არც ხანგრძლივი საუბრის მოსმენა
შეეძლო გულდასმით; როცა მახარაი და საბია ძველსა და
გრძელ ამბებს წამოიწყებდნენ, აწრიალდებოდა დედისიმედი და
დარბაზიდან გაიპარებოდა მყისვე.
დღენიადაგ უჯდა ის სამზერს, რომელიც პირდაპირ გადას-
ცქეროდა ნაჭარმაგევიდან მცხეთას მიმავალ თემშარას. ყოვე-
ლი მხედრის დანახვაზე დავით მეფის მიერ გამოგზავნილი მა-
ლემსრბოლი ელანდებოდა, ყოველი რაზმეულის მოახლოებაზე
– მისი ტაძრეული.
განა მარტო დედისიმედი, დავით მეფის ჩამოსვლას გულის
თრთოლვით მოელოდა დიდი და მცირე ნაჭარმაგევში.
გიორგი ჭყონდიდელი ძლივს აოკებდა მახარაის, რომელიც
ყოველდღე იქადნიდა, ზედაზენს წავალო პატრონთან. ქარიმან
სეტიელი თან ახლდა მეფეს. ასე რომ, შეუძლებელიც არ იქნე-
ბოდა თრიალეთელ ლიპარიტელებს ნაჭარმაგევის საპყრობი-
ლედან გაეტაცნათ ლიპარიტი და მისი აზნაურნი.
მით უფრო სახიფათო იყო ეს ყოველივე, რამდენადაც დავით
მეფეს, ორასიოდე მეციხოვნის გარდა, მცირე სპაიც არ დაუტო-
ვებია ნაჭარმაგევში, სავსებით დარწმუნებულს, რომ შერგილ
ლიპარტიანი და მისი ეგრისელნი ათასეულნი სადაცაა გადმო-
ვიდოდნენ ლიხზე და შიდა ქართლის ციხეებს დაეპატრონებოდ-
ნენ.
ნიანია ბაკურიანი დღენიადაგ აგზავნიდა მალემსრბოლებს
ზედაზენიდან, მოახსენებდა გიორგი მეფესა და ჭყონდიდელს
რუსთავისა და ზედაზენის ამბებს, მაგრამ არაფერს იუწყებოდა,
თუ რას აპირებდა დავითი ზედაზენის აღების შემდეგ.
ბრძოლის ველებიდან ჩამოყვანილი დაჭრილები ათასგვარ
ხმებს ავრცელებდნენ. ერთნი ამტკიცებდნენ: სადაცაა რუსთავის
ციხეს შემოეწყობაო ჯონდი ერისთავი, სხვანი აგრე ვარაუდობ-
367 მკითხველთა ლიგა
დნენ, დავით მეფე ხერკიდან მამკოდაზე გადაივლის სპიანად და
კახეთ-ჰერეთის ციხეებს დალაშქრავსო.
სწორედ ამ დღეებში ნაჭარმაგევს უწიეს ჯოჯიკიმ და არამაის
არშარუნიმ, ირანის ამბები თან ჩამოიტანეს.
ჯოჯიკის გამოჯანსაღებით გახარებულნი, გიორგი ჭყონდიდე-
ლი და გიორგი მეფე, დასვამდნენ მას მოგიზგიზე ბუხრის პირად
და ათხრობინებდნენ როთეჲლის სახლში განცდილს, რომლის
მკრთალი გამოსახვა ჩვენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია.
მთავარზე უმთავრესი ეს იყო მაინც: ჯოჯიკი და არამაისი და-
ბეჯითებით ამტკიცებდნენ, ვაჰარშაპატში ჩამოდიან ისპაჰანიდან
თურქომანების ახალ-ახალი ათასეულნი, რომელიც გჲურჯისტა-
ნის დასალაშქრავად მზად ჰყავსო სულტანს.
საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მათ ორ კვირას ევ-
ლოთ სომხეთიდან, მექარავნეებად გადაცმულთ, ქარავანი ბარ-
დავს მინავალა, მექარავნეთა წინამდგომს გამოპარვიან, ღამღა-
მობით უვლიათ სახედრით.
დიდის ვაი-ვაგლახით ჩამოსულან დმანისს. თურქებს მათი
შეპყრობა მოუწადინებიათ, ღამით გამოქცეულან დმანისიდან
და მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოუღწევიათ ფარცხისში.
გიორგი ჭყონდიდელმა დაუყოვნებლივ წარგზავნა მალემ-
სრბოლი ზედაზენს და ეს ყოველივე აუწყა მეფეს.
მახარაი არ იყო დარწმუნებული, რომ უკნასკნელი ორი კვი-
რის მანძილზე სელჯუკიანთა ახალნი ათასეულნი ტფილისის
საამიროში არ იყვნენ უკვე მოსულნი.
მათ თამამად შეეძლოთ, ზედაზენის ციხე მხარმარჯვნით
დაეტოვებინათ და მტკვრის მარჯვენა ნაპირს აღმა აყოლილნი
შიდა ქართლში შემოჭრილიყვნენ.
გიორგი ჭყონდიდელიც დააფიქრა ამ გარემოებამ, მაგრამ ეს
შიში შეანელა შერგილ ლიპარტიანისა და ეგრისელ მოისართა
ათასეულების მეორე დღეს ჩამოსვლამ.
უსიამო ამბავთა გალას კიდევ წაემატა ერთიც:
გვარამ ერისთავი ნაჭარმაგევს ჩამოვიდა ამალითურთ (ასე
რომ, ბეჭისციხის პატრონმა უფრო ადრე უწია ნაჭარმაგევს, ვიდ-
რე სტეფანოზ წილკნელის მიერ წარმოგზავნილი წერილი მოაღ-
წევდა).

368 მკითხველთა ლიგა


ტანაისის ფონზე გადმოსვლისას ქაშაგები თავს დასხმოდნენ
გვარამ ერისთავს. ეპისკოპოსი სერაპიონი შუბით გაეგმირათ,
ხოლო ერისთავი ბუკაისძე ისრით დაეკოდნათ.
როცა მოხუცი ერისთავი გადაჰკოცნა გახარებულმა გიორგი
მეფემ და მშვიდობით მობრუნება მიულოცა მას, ნაღვლიანად
ჩაიდუდუნა გვარამმა.
„ნეტავ, მეც მოვეკალით მაგ წყეულს ქაშაგებს“.
რათაო?
შეეკითხა შეცფუნებული მეფე.
„ვერ გახლავართ კარგ ამბავთა მთხრობელი, ჩვენო პატრო-
ნო“.
ბოლოს დაიმარტოხელა გვარამ ერისთავმა ორივე გიორგი
და დაწვრილებით მოუთხრო მათ ყოველივე, რაც უკვე მოეხსე-
ნება ჩემს მკითხველს სტეფანოზ წილკნელის მიერ წარმოგზავ-
ნილ ბარათიდან.
***
მარიამ დედოფალს უცნაური შიში ჰქონდა თურქების წინაშე,
თავათაც ხუმრობდა ხოლმე, ჩემებრ რომ შინებოდა სულკურ-
თხეულ ბაგრატ მეფეს მათი, კავკასიონს გადაღმა გადარეკავ-
დნენო ქართველ ხალხს თურქნი.
იმასაც ამბობდა მარიამი, კონსტანტინოპოლში შემყარესო
ეს შიში. მართლაცდა, ეგ არც ისე გასაოცარი იყო, რამდენადაც
უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე კონსტანტინოპოლს
ნიადაგ ემუქრებოდნენ თურქნი. გარდა ამისა, ჯვაროსნულ ომე-
ბის საშინელებათა გამო, გაცილებით მეტი ჰქონდა განაგონი მა-
რიამ დედოფალს, ვიდრე ეს იმჟამინდელ საქართველოში იყო
ცნობილი.
ჯოჯიკისა და არამაისის ნათხრობით შეძრწუნებულმა მარი-
ამმა ერთი პირობა განიზრახა კიდევაც დედოფალი ელენე, დე-
დისიმედი და გვანცა თან წაეყვანა, გეგუთის სასახლეში გადასუ-
ლიყო, მაგრამ როცა შერგილ ლიპარტიანი და მისნი ეგრისელ-
ნი ათასეულნი ჩამოვიდნენ, მღელვარება შეუნელდა და ბოლოს
შერცხვა კიდევაც საკუთარი სულმოკლეობისა.
ახლა ახალი სიმძიმილიც დააწვა მარიამს: იგი ქვეშეც-
ნეულად გრძნობდა, გვარამ ერისთავს რაღაც უსიამო, ფრიად
უსიამო ამბები უნდა ჰქონოდა შარაღანიდან ჩამოტანილი.
369 მკითხველთა ლიგა
შეეცადა კიდევაც ამის გამო გამოეკითხა თავის ძმისთვის
რაიმე, მაგრამ გვარამ ერისთავს გაფრთხილებული ჰყავდა
ორივე გიორგი, პატრონის ჩამოსვლამდის ნუ გაახმიანებთო
ყიფჩაღთა უმთავრესის შემოთვლილს, ამიტომაც არასწორი პა-
სუხი აკადრა გიორგი მეფემ თავის დას:
„აგრე ამბობს ბეჭისციხის პატრონი, ვეჟო, თავდაპირველად
დავით მეფეს უნდა მოვახსენოო ყიფჩაღთა უმთავრესის პასუხი,
აგრე ამბობს და სხვა არაფერი ვიცი, ჩემო მაიკო. ჭირსაც
წაუღია მაგ ბარბაროსი ყიფჩაღები და მათი უმთავრესიცა“.
ამ გარემოებამაც გაამძაფრა დავით მეფის ნაჭარმაგევს ჩა-
მოსვლის მოლოდინი. მარიამი ნაწყენი დარჩა, მან ეჭვი შეიტანა
გიორგი მეფის გულწრფელობაში. თავის სამყოფელოში იწვა,
პლატონს კითხულობდა, დედისიმედის მეტს არავის იკარებდა.

***
ერთ ღამეს მოვარდა უცნაური ქარბორბალა დასავლეთი-
დან. ძლიერად შებერტყა ნაჭარმაგევის ბაღები და ვენახები,
უკანასკნელი ფოთლები მიაზვინა ციხე-ზღუდეებს.
ოფოფები დიდი ხნის წასულნი იყვნენ უკვე, ასე რომ, მოხუც-
მა საბიამ ახალი გასართობი იპოვნა: როგორც კი თავისუფალ
დროს მოახელებდა, ლიახვს გადაღმა მიჰქონდა თავისი ჩიტ-
ბადენი, მახეები და გალიები, წითელ-ყვითელი ნაჭრებით მორ-
თულნი, მთის ფერდობზე სამალს მოიწყობდა, დაჯდებოდა, კაკ-
ბის დარად ასტეხდა კრიახსა და კაკანს.
მოგროვდებოდნენ კაკბები, წითელი ფერისაგან აღტყინებუ-
ლი შემოასხდებოდნენ მახეებს, ასტეხდნენ კაკანს და მოუხმობ-
დნენ თვისტომებს, ამგვარად დასტობით იჭერდა მათ ბებერი სა-
ბია და მარიამ დედოფალს მიჰგვრიდა.
არაფერი ისე არ უმსუბუქებს ადამიანს დარდს, როგორც
ფრინველთა და ცხოველთა სიახლოვე. დედისიმედი და მარიამი
ბალღებსავით გულს აყოლებდნენ ამ მშვენიერი, ნაკრტენმოხა-
ტული ფრინველების უცნაურ ქცევას.
საძილო დარბაზში თავისი უბადლო, სამგზავრო სარკე ჰქონ-
და გაშლილი მარიამს, სწორედ იგი, რომელიც მაჰარაჯასაგან
შეისყიდა იმპერატორის, მიხეილ დუკას დავალებით ხაჩატურმა
ოდესღაც.
370 მკითხველთა ლიგა
ამ სარკეს კიდეები მოხატული ჰქონდა წითელ-ყვითელი და
ჟრუნი ტალებითა.
დასვამდა საბია სარკის წინ კაკბებს. როგორც ცნობილია,
ქალებივით კეკლუცებია კაკბები; განა მარტო ჭრელაჭრულა ფე-
რები ხიბლავთ მათ, არამედ სარკეში ყურებაც არასოდეს მო-
ყირჭდებათ, ისევე როგორც ქალებს.
მარიამი და დედისიმედი განცვიფრებული უჭვრეტდნენ, თუ
როგორ ისხდნენ ეს ტანხატულა არსებანი მაჰარაჯასეულ სარკის
წინაშე. კეკლუცობდნენ, კაკანებდნენ და კრიახობდნენ საკუთარ
ნაკრტენთა მშვენებით აღტაცებულნი, და სარკის ზედაპირს
გულდაგულ მიმდგარნი, მის სიღრმიდამ უხმობდნენ თვისტომად
მიჩნეულ საკუთარ ლანდებს.
ამ უმნიშვნელო ამბავმა, გულკეთილი საბიას მიერ მოწყო-
ბილმა, ოდნავ, სულ ოდნავ გაუნელა სიმძიმილი ორ ნაღვლიან
მანდილოსანს.
დღისით ისინი ერთობოდნენ ამ კაკბების ცქერითა და მათი
მოვლით, ხოლო ღამღამობით „ნადიმს“ კითხულობდნენ და სმე-
ნაწამახულნი უცდიდნენ დავით მეფისა და ნიანია ბაკურიანის
ნაჭარმაგევის ციხეში მობრუნებას.
საბია გაფრთხილებული ჰყავდა მარიამს, ოდნავ ნაშუაღა-
მევსაც რომ მობრუნდეს მეფე, დაუყოვნებლივ გაგვაღვიძეო.
ერთ საღამოს თეონა შეხვდა წირვაზე დედისიმედს და ასეთი
რამ უამბო: ერთ დაჭრილს ვუვლიდი ზედაზენიდან ჩამოყვანილს
და იმან მიამბო, ნიანია ბაკურიანი მძიმედ დაუჭრიათო ზედაზენ-
თან ბრძოლის დროს თურქებს.
მარიამი შეძრწუნდა ამის გამგონე, მახარაი ახმობინა მყის-
ვე, ბევრი ეძებეს ამ ამბის მთხრობი, იგი თიღვას წასულიყო, ბო-
ლოს შესძლოო მახარაიმ მარიამის დაშოშმინება, მოაყვანინა
მექათმე თეონა და, როგორც იქნა, გადაათქმევინა ნათხრობი.

***
მალემსრბოლი მოვიდა ზედაზენიდან, დავით მეფის წერილი
მოუტანა ჭყონდიდელს. გადაიკითხა თუ არა იგი მწიგნობართუ-
ხუცესმა, მყისვე გაუგზავნა „წვევის წიგნები“ ერისთავებსა და
ეპისკოპოსებს.

371 მკითხველთა ლიგა


სტუმრიანობა განახლდა ისევ, მანგლელი, წალკელი და წინ-
წყაროელი ეპისკოპოსნი ჩამოვიდნენ ნაჭარმაგევს, ერთი კვი-
რაც არ გასულა, გიორგი მეფეს ეახლნენ ქუთათელი, ბედიელი,
ურბნელი, გოლგოთელი და ნიქოზელი.
მარიამ დედოფალი მაინც განაგრძობდა კარჩაკეტილ ცხოვ-
რებას, ცინცილუკს მხოლოდ ეგ ეკერა პირზე: შეუძლოდაა იმპე-
რატრისსა, ამიტომაც ჯერ არავის ღებულობსო.
სამი დღეც გავიდა, პირველი მამლის ყივილზე გამოაღვიძა
მარიამი დედისიმედმა. ლოყაზე აკოცა ნაზად და სიხარულისა-
გან გულამომჯდარმა წასჩურჩულა:
ვგონებ, მობრძანდაო პატრონი.
მთვარეულივით ზეწამოიჭრა მარიამი და წამოიძახა:
„მელიტა, მელიტა!“
მელიტას ნაცვლად კარი შემოაღო ახმახმა დედაკაცმა.
მარიამი შეკრთა მის დანახვაზე.
ვინა ხარო?
შეესიტყვა დაფეთებული.
თეონა ვარო,
მიიღო პასუხი.
„ვინ თეონა, რას ამბობ, ქა?“
მარიამი შეკრთა წოწოლა შავოსანის დანახვისას: მამაკაცუ-
რი ანაგობა ჰქონდა ბეჭპრტყელსა და ღაწვმაღალ ქალს, თანაც
განცვიფრდა და უკითხავად მოსვლის მიზეზი ჰკითხა ოდნავ გან-
რისხებულმა მას.
„ნუ შემრისხავთ, დედოფალო, მაგრამ მმმმე, მმმე მიტომაც
გავბედე გხლებოდით, რადგან შშშ... შამან ეეე... ერისთავის ქა-
ლი... შშშ... შამან ერისთავის ქალი...“
„რა იყო, რა მოხდა, თეონა?“
შეეკითხა დედისიმედი.
შამან ერისთავის ქალი კვდებაო?!.
„მელიტა, მელიტა“, დამდუღრულივით წამოიყვირა მარიამ-
მა.
მელიტა შემოვარდა დაფეთებული.
ჩამაცვითო, უბრძანა მარიამმა.

372 მკითხველთა ლიგა


ვიდრე მელიტა სეფექალებს შემოიყვანდა და ტანისამოსს
შეურჩევდნენ დედოფალს, მან მოასწრო ენაბრგვილ თეონასა-
გან გამოეკითხა, თუ რა მოუვიდა გვანცას.
გამოირკვა: გვანცასაც არა სძინებია იმ ღამეს და, როცა ცი-
ხის კარებთან ატეხილი თქარათქური შემოესმა, გული შეუღონ-
და თურმე.
დედისიმედი სამზერთან იდგა და ისმენდა ცხენების ჭიხვინს,
რკინის ჭიშკრების ჭრიალს, უთვალთვალებდა ცხენოსანთა ნაჩ-
რდილევის ლასლასს, მაშხალებით აღჭურვილ მსახურების რბე-
ნას...
მარიამი და მელიტა შეცვივდნენ გვანცას ოთახში, ვიდრე
ისინი ძმრის ტლეებით მოასულიერებდნენ გულშემოყრილ
ქალს, მოხუცმა საბიამ იბორიალა ბნელ დერეფნებში და გვან-
ცას ოთახში შემოჰყო თავი.
ანთებული მაშხალა მიაშვირა დედოფალს და ეუბნება:
„უფლისწული მობრძანდა, ავგუსტა“.
მღელვარებისაგან გაოგნებულს, აგრე ეგონა მარიამს, მე-
მაშხალეთუხუცესს უკან მოყვებაო მისი სათაყვანებელი ძმისწუ-
ლი და ამიტომაც წამოიძახა აღტყინებულმა:
„სად არის, სადა, საბიავ?“
„უფლისწული რკონის კოშკში ავაცილე, დედის ცხონებამან,
მე თავათ ძოღან“.
„აბა, იჩქარე, საბიავ, მახარაი მომგვარე ახლავე“.
„მახარაიც თან აჰყვა რკონის კოშკში უფლისწულს“.
„რას აკეთებს ის ბედდამწვარი მანდ?“
„უფლისწულის მობრძანების უმალვე რკონის კოშკში აბ-
რძანდა გიორგი ჭყონდიდელი, შვიდი ეპისკოპოსი ეახლა მას,
ბოლოს გიორგი მეფეც წამოდგა ლოგინიდან, ერისთავნი და
სპასალარნი თან მიჰყვნენ მეფეს. კიდევ არიან სხვები, მაგრამ
ვერ გავარჩიე ამ უკუნეთ ღამეში, დედის ცხონებამან, ავგუსტა“.
„ნიანია ბაკურიანი ხომ არ ჩამოსულა საბიავ?“
არ ჩამოსულაო?
ეს შემოესმა თუ არა, გარღვეულივით დაბარბაცდა მარიამი.
მემაშხალეთუხუცესის მხარს წაეპოტინა, ეგებ მართლაც მძიმედ
დაჭრილი იყო ნიანია და მიმალავდესო ამას მახო. მაინც მოიკ-

373 მკითხველთა ლიგა


რიბა მხნეობა, გვანცა მელიტას ჩააბარა, წინ გამიძეხიო, უბრძა-
ნა საბიას.
მოფათურებდა ბნელ დერეფანში, თვალს არიდებდა მაშხა-
ლის მჭახე სინათლეს, ეშინოდა არ წაქცეულიყო, ბოლოს წა-
მოეწია ბერიკაცს და მკლავში წაავლო ხელი.
ენამრავალი საბია განაგრძობდა ჩიფჩიფს:
„მე აგრე მგონია, დედის ცხოვრებამან, ავგუსტა, შამან ერის-
თავის ქალს მიჯნურობის ელდა აქვს ნაკრავი, მიტომაც... აჰა...
იგი დღენიადაგ ამას გვეკითხებოდა მანდატურებს, როდისღა
მობრძანდებაო უფლისწული?
ხანაც მახარაის ემუდარებოდა, თან წამიყვანე ზედაზენს,
თუნდაც მეაბჯრედ ამიყვანეო. მე აგრე მგონია, დედის ცხონება-
მან, ავგუსტა, ურიგო არ იქნება გვანცას შეირთავდეს უფლისწუ-
ლი“.
დერეფანი ახლა გრძლად ეჩვენა მარიამს, მხარდამხარ მიჰ-
ყვებოდა საბიას, მაშხალის მიერ ძირს დაფენილ სხივის რიალზე
ისეთი გრძნობა აღეძვროდა ხანდახან, თითქოს მეწყერისაგან
დაძრულ მიწაზე ადგამდა ფეხს.
აღარ უნდოდა საბიას ბრიტინის მოსმენა, მაგრამ მისთვის
ჩვეული თავაზიანობა არ აძლევდა ნებას, აღეკვეთნა მოხუცი
მანდატურისთვის ამგვარი ლაყბობა. საბია მაინც თავისას არ
იშლიდა.
„მე მართალს მოგახსენებ, დედის ცხონებამან, ავგუსტა, წე-
ღან მექათმე თეონამაც გამიმხილა გვანცას საიდუმლო, აგრე
ამბობსო გვანცა, თუ მხევლად მაინც არ ამიყვანა უფლისწულმა,
ისეთ საქმეს ვიქმ, ჯერ დიაცთაგანს არ მოემოქმედოსო არას-
დროს.
შენ გულთამხილავი ხარ, ავგუსტა, ყოველთა არსთა გამ-
ნკითხავი. უნდა გებრალებოდეს შამან ერისთავის ქალი... მე აგ-
რე მგონია, დედის ცხონებამან, ჩვენს უფლისწულს მხარს დაუმ-
შვენებდა გვანცაი“.
როგორც იქნა, მოაღწია თავის სამყოფლომდის მარიამმა,
საბია აღარ აპირებდა წასვლას, ახლა უკვე გასხიპული თავა-
ზიანობით დაითხოვა იგი დედოფალმა და მოცელილივით წაიქ-
ცა საწოლზე.

374 მკითხველთა ლიგა


ვარდის ესენცია მოარბენინა დედისიმედმა, ვერაფერი უშვე-
ლა ვარდის ესენციამ, რადგან მას ჭინჭრის ციება მოვლილი
ჰქონდა უკვე. საბიამ მახარაის შეატყობინა ეს ამბავი წამსვე. მა-
ხარაიმ ამოიღო უბიდან ნიანია ბაკურიანის წერილი, რომელში-
აც იგი ითხოვდა, ჩემი ოქროსფერი კვიცი გამომიგზავნეთო ზე-
დაზენს.
მარიამმა თავათ გადაავლო თვალი ნიანიას ნაწერს და, რო-
გორც იქნა, დამშვიდდა. და როცა მახარაი წავიდა და ხურვება
გაუნელდა ოდნავ, მარიამმა ესღა უთხრა ორბელიანის ქალს:
„მართალს იტყვიან ჰურიანი, გეთაყვანე, ჩვენს გამო... დაწო-
ლის წინ აგრე ილოცვიან იგინი თურმე: „გმადლობ, შენ უფალო,
დიაცად რომ არ გამაჩინე მე“.
ესა სთქვა, საბანი გადაიფარა სახეზე და ხმამაღალი ფიქრი
გახმიანდა ხურვებისაგან გაოგნებულის თავში:
„ისეთ საქმეს ვიქმ, ჯერ დიაცთაგანს არ მოემოქმედოსო
არასდროს“.
ნეტავ, რა უნდა ჰქნას გვანცამ?
ნეტავ, რა უნდა მოიმოქმედოს ბედშავმა გვანცამ?..
ათგზის გაიელვეს ამ სიტყვებმა მარიამის გულში. მერმე
დაეუფლა მის გონებას ძილი, ძილი კი არა, კოშმარი ჭინჭრის
ციებით დასიცხულისა.
...და მობობღავდა უსინათლო დევკაცის აჩრდილი, მოაფა-
თურებდა მისკენ გამოშვერილ ხელებს, ცრემლები ღაპაღუპით
ჩამოსდიოდა ჩამქრალ თვალებიდან... და ევედრებოდა გულ-
მოწყალე მარიამს ლანდი:
„მაჩუქე მე, უსინათლოს, ჩემი გვანცას სიცოცხლე, ავგუს-
ტა...“

***
თავდაპირველად სელჯუკიანთა დიდი სასულტანოს ამბავთა
გამო მოხსენდა იმ ღამეს დარბაზისერთა საბჭოს.
„...ქაშანიდან ჩვენი გამოქცევის შემდეგ ფრიად საგულისხმო
ამბები მოხდა ისპაჰანსა და ბაღდადში“, სთქვა ჯოჯიკიმ.
„ბარქიაროკსა და მის ძმას – მოჰამედს შორის ატეხილი
ბრძოლები დიდხანს გაგრძელდა, ისპაჰანი და ბაღდადი ორივე
სულტანის მემხრეთ უვარდებოდათ მორიგეობით ხელში. ამ
375 მკითხველთა ლიგა
ომებში დიდი წილი დაიდვეს ამირთ-ამირებმა: აიაზმა, სადაყამ
და ილღაზიმ.
ეს უკანასკნელი, როგორც მოგეხსენებათ, თავათ მიელტვის
სულტნობას, ამიტომაც ხან ერთს მიემხრობოდა, ხან – მეორეს.
ერთ ხანს მოჰამედი ფლობდა როგორც განძას, ისე მთელ
საამიროს არანისას, მას შემდეგ, რაც მალიქ-შაჰ სულტანმა
გააძევა ნათესავნი იმ ამირ ფადლონისა, რომელიც ვირზე შეს-
ვეს კახელებმა და ბაგრატ მეფეს მიჰგვარეს ბოჭორმის სასახ-
ლეში.
განძაში საკმაოდ დიდი ლაშქარი ჰყავდა დატოვებული მოჰა-
მედს ამირ გოზგოლის წინადგომით. ადარბაგანის ზენჯანშიაც
მოჰამედის სახელზე აღავლენდნენ ხოლმე ხუტბას.
მოხდა ისე, რომ მოჰამედმა ხელმარჯვე დრო მოახელა და
ჰამადანში სანადიროდ წასულ ბარქიაროკს დაასწრო ისპაჰანში
შესვლა, თავადი ციხე აიღო და სულტანის ჰარამხანასაც
დაეპატრონა.
ბარქიაროკი გამობრუნდა ჰამადანიდან, გარს შემოეწყო ის-
პაჰანს. ამირ გოზგოლიმ აიყოლია დიდ-დიდნი ამირნი: მანსური
და ერთ-ერთი ვაჟი ნიზამ ალ-მულკისა, რომლის სახელი არ მა-
გონდება, დიდძალი ლაშქრით გაემართა მოჰამედის გამოსახ-
სნელად.
როცა რეის უწიეს ამირებმა, აქ გაიგეს: მოჰამედს თავი და-
ეღწია გარემოცვისათვის და გაქცეულიყო თავის ლაშქრის ნა-
მუსრევითურთ.
ბარქიაროკი კვალდაკვალ მიჰყვა თავის ძმას, ეს ამბავი რა
ამცნეს მოჰამედს, აიყარა იგი სპიანად და ადარბაგანს მიაშურა.
ადარბაგანში ეთაყვანა მას ამირ მავდუდი, რომელსაც მამა მო-
უკლა ბარქიაროკმა ოდესღაც, და შესთავაზა, გიშველიო ბარ-
ქიაროკთან ბრძოლაში.
მოკავშირენი გაემართნენ არდებილისკენ. ბელაქანის სანა-
ხებში ნადირობა მოუნდა მოჰამედს. ლელიანში ვეფხვებს გა-
დაეყარნენ.
ძუ ვეფხმა მავდუდი ბატკანივით გაგლიჯა, ხოლო ხვადი
ცხენზე მჯდარ მოჰამედს შეახტა უნაგირის ტახტზე. იმარჯვა
სულტანმა და იატაგანით განგმირა ნადირი.

376 მკითხველთა ლიგა


ბარქიაროკს რა ესმა, გაერთიანდნენო მოჰამედი და მავდუ-
დი, მათ შესახვედრად დაიძრა ლაშქრითურთ.
მავდუდის ხელქვეითი ამირები არ შეკრთნენ, ყურანზე
ხმლები დაჰყარეს და ერთგულება შეჰფიცეს მოჰამედს“.
„ვინ იყვნენ ეს ამირები?“
შეეკითხა გიორგი ჭყონდიდელი ჯოჯიკის.
„სოკმან ელკოტბი, რომელიც სომხეთში მბრძანებლობს ამ-
ჟამად, ისმაილ ბენ-იაკუტ, ძველთაძველი მტერი ბარქიაროკისა,
იაგი სიანის ძე – ამირ მეჰმედი, და „წითელი ლომის“ ვაჟი – ყი-
ზილ არსლანი.
ომი დაიწყეს კოის ციხის სანახებში.
ბარქიაროკმა არა იცოდა რა მავდუდის სიკვდილის გამო,
ამიტომაც უბრძანა ამირ აიაზს, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, მავ-
დუდის თავი მომიტანეო, სამაგიეროდ, აღუთქვა, საძარცვავად
გადმოგცემო ადარბაგანს, არანს და საქართველოს.
სისხლის წვიმები გაგრძელდა შვიდ დღეს, და ბოლოს ის
იყო, ამირ აიაზმმა მოისაზრა, ახალი ათასეულები შემოიყვანა
ბინდისას ბრძოლაში, ზურგში მოექცა მოჰამედის ლაშქრის
გულს, მოჰამედი შეკრთა და მასთან ერთად უკუიქცნენ სხვა ამი-
რებიცა.
თავათ ბარქიაროკი ამ ბრძოლებს არ დასწრებია იმის გამო,
რომ იგი ქეიფობდა ერთ მწვანილოვან გორაკზე თავრიზის მახ-
ლობლად. გულნაწყენმა იმის გამო, რომ დიდძალ ნადავლთან
ერთად მავდუდის თავი ვერ მიიღო, ლაშქარი აჰყარა სულთანმა
და ზენჯანს გაემართა.
მოჰამედმა სომხეთს მიაშურა და არჯიშში დაბანაკდა. აქაც
შეეშინდა ბარქიაროკის მოახლოებისა, ხლათს ჩავიდა, სადაც
მას უცდიდა არზრუმის ამირა, ალი, აიყოლია ეს უკანასკნელი
და ანისში ეწვია ამ ქალაქის მოურავს – მანუჩარს“.
„ასე რომ, ორივე ვაჟი მალიქ-შაჰ სულტანისა, – განაგრძო
ჯოჯიკიმ, – მცირე ხანს დაყოვნების შემდეგ, საკმარისად დაუახ-
ლოვდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს“.
ისევ შესდგა ჯოჯიკი, ბოლოს მზერა მიაპყრო გიორგი ჭყონ-
დიდელს და დასძინა:
„მთავარზე უმთავრესი ჯერაც არ მომიხსენებია. როგორც
ბარქიაროკის, ისე მოჰამედის მემხრე ამირებისა და ლაშქრის
377 მკითხველთა ლიგა
სარანგთა წრეებში მოიპოვებოდნენ ისეთნი, რომელიც ხანდა-
ხან შეახსენებდნენ ხოლმე ორთავე სულტანს, რომ საქრის-
ტიანოს მეფეთა და მთავართა მომძლავრების პირისპირ საჭი-
რო იქნებოდა მთელი სამუსლიმოს გაერთიანება.
ისპაჰანის წრეებში აქ გულისხმობენ, რა თქმა უნდა, დავით
მეფეს, კილიკიელ სომეხთა მბრძანებლებს, ანტიოქიისა და
იერუსალემის ხელისუფალთ – ფრანკთა თავადებს.
ასეთმა პირებმა შეუჩინეს ორივე სულტანს აბდულ აჰფერ
ჯორჯანი და ყადი აბულ ფარაჯ ჰამადანელი.
დიდხანს იარეს მოციქულებმა ორივე სულტანის კარზე და
ბოლოს მიაღწიეს ჩვენდა სავალალოდ ზავის შეკვრას მოსისხარ
ძმათა შორის“.
როცა ჯოჯიკიმ კვლავ შეისვენა მცირე ხანს, გვარამ ერისთა-
ვი შეეკითხა მას:
ხომ არაფერი იციო საზავო პირობათა გამო?
„ვაჰარშაპატში გვაუწყა ამ ზავის პირობები ერთმა მანდაურ-
მა ვართაპეტმა“, მიუგო ჯოჯიკიმ.
„სულტან ბარქიაროკმა ნება დართო თავის ძმას, მოჰამედს,
სულტანის წოდება ეტარებინა საქვეყნოდ“.
„სასულტანო ხომ არ დაუმიჯნავთ, თუ იცი?“
იკითხა მეფე გიორგიმ.
„სელჯუკიანთა სასულტანო ამგვარად ურთიერთშორის გაიყ-
ვეს ძმებმა: მოჰამედს წილად ხვდა მთელი გამოღმა მხარე ის-
პიდ რუდიდან დარუბანდამდის“.
დარუბანდის ხსენებაზე ხველა აუვარდა გვარამ ბეჭისციხის
პატრონს, მას ამ წუთში მოაგონდა ბაგრატ მესამე, რომელიც
პყრობდა „საქართველოს ჯიქეთიდან დარუბანდამდის გან-
ვრცობილს“.
ჯოჯიკიმ ყური არ ათხოვა მოხუცი ერისთავის უკმაყოფილო
დუდუნს და განაგრძო:
„მოჰამედსავე მიუჩინეს საუფლოდ დიარბექირი, სომხეთი,
ჯეზირეთი, მოსული და სირია, ხოლო ერაყში – მთელი საამირო
სეიფ ელდაულაჰ სადაყასი.
ამ ზავის მიხედვით მოჰამედის ყმადნაფიცებად იცნო ბარ-
ქიაროკმა საქართველოს, სომხეთის, მესოპოტამიის მეფენი,
მთავარნი და ამირნი“.
378 მკითხველთა ლიგა
საქართველოს ხსენებაზე ზეწამოიჭრა აქამდის დარბაზის
კუთხეში გატვრინული მახარაი და ასტეხა ბუზღუნი.
როცა გიორგი ჭყონდიდელმა მისი დაშოშმინება შესძლო,
ჯოჯიკიმ განაგრძო:
„ირანისა და არაირანის ქვეყნების ძმათა შორის გაყოფა ისე
საგულისხმო როდია, როგორც ერთ-ერთი მუხლი ბარქიაროკსა
და მოჰამედს შორის დადებული ზავისა:
სულტან ბარქიაროკი და სულტან მოჰამედი უქცეველი ფი-
ცით შეეკრნენ ურთიერთს: ყურანზე დადებული ხმლის ძალით
აწარმოონ ერთობლივი ომი ამიერიდან ფრანკების, ბერძნების,
ქართველებისა და სომხების, საერთოდ მთელი საქრისტიანოს
წინააღმდეგ“.
როცა ჯოჯიკიმ დარბაზისერთა წინაშე წარმოდგენილი პიტა-
კი მოათავა, სრული მყუდროება ჩამოვარდა დარბაზში.
გიორგი ჭყონდიდელი ორივე ხელით დაეყრდნო საკუთარ
მუხლებს და აგრე მიმართა ერისთავებს, სპასალარებსა და
ეპისკოპოსებს:
„დარბაზისერნო, ამ საქმეთა გამო ჩვენ სათქმელი არაფერი
დაგვრჩენია თითქმის. სულტანმა ნაწილობრივ მიიღო ჩვენგან
პასუხი ზედაზენისა და რუსთავის მისადგომებში.
მთავარი ეგაა: სელჯუკიანთა სასულტანო კვლავ გაერთიან-
და ჩვენდა სამტროდ, როგორც უკვე მოგხსენდათ. ამიერიდანაც
ჩვენი ვალია: არავის ვეყმოთ თვინიერ უფლისა.
იგიც ნათქვამია ბრძენთაგან: მხოლოდ იგია ღირსი სიცოც-
ხლისა და თავისუფლების, ყოველდღე ბრძოლით ვინც შეიძ-
ლებს მათ მოპოვებას.
ახლა გვარამ ერისთავი მოგახსენებთ ყიფჩაღთა უმთავრე-
სის, ათრახა შარაღანისძისაგან, შემოთვლილ პასუხს“.
წამოდგა ახოვანი მხცოვანი სიტყვაძვირი დევკაცი, მამული-
სა და მეფეთა სამსახურში მოხუცებული, ამჯერად ძაბუნი აღმოჩ-
ნდა რიტორობის საქმეში დიდოსტატი ხმლის მოქნევისა.
იგი ტაატით ლაპარაკობდა, ბორძიკობდა, ენას უკიდებდა,
სიტყვებს ეძებდა, და როცა ამ ყოფით მიადგა დამოყვრების სა-
კითხს, მთლად დაებნა ენა, ხან გიორგი მეფისკენ აცეცებდა
თვალს, ხანაც ეპისკოპოსებისაკენ იხედებოდა, დამდუღრული-

379 მკითხველთა ლიგა


ვით ათუხთუხდა, ისეთ შთაბეჭდილებას ჰბადებდა, თითქოს
ჰაერი ეცოტავება და სადაცაა დაირხჩობაო.
დანდობილად მოათავა სათქმელი და მძიმედ დაეშვა საჯ-
დომზე.
აჭრიალდა თუ არა ბეჭისციხის პატრონის საკარცხული,
დრტვინვა და დუდუნი შექმნეს ეპისკოპოსებმა, იჯდა გატვრინუ-
ლი გვარამ და უსმენდა გიორგი მეფის როხროხსა და ჩივილს.
ისევ აბუბუნდნენ ეპისკოპოსები.
თუ ვინმე ინებებსო გვარამ ერისთავის პიტაკის გამო რაიმეს
თქმას?
უხალისოდ იკითხა გიორგი ჭყონდიდელმა.
დუმილი დაეუფლა დარბაზს.
არც მხცოვანთაგანი, არც ჭაბუკთაგანი, არავინ აპირებდა აზ-
რის გამოთქმას. ერთობლივმა ჩოჩქოლმა გადაირბინა ეპისკო-
პოსების ბაგეებზე, და როცა ჭყონდიდელმა კვლავ განიმეორა
კითხვა, ისეთი ბუყბუყი შექმნა დარბაზის კუთხეში მჯდარმა
გოლგოთელმა ეპისკოპოსმა, როგორც მდორე წყალს ჩვევია
ხოლმე კბოდეზე მიმწყვდეულს.
ხარჭაშნელი ეპისკოპოსი მღელვარედ აცმაცუნებდა თავის
გაბუშტულ, წითელ ტუჩებს, გაპუტულ წვერ-ულვაშიდან გამოჩე-
ნილს.
მის გვერდით მჯდარ დოსითეოზ წალკელის დამჭკნარ ყურის
ბიბილოსთან ბუტბუტებდა, ხოლო წინწყაროელი ეპისკოპოსი
აბრიალებდა დაწითლებულ თვალის თეთრონებს, რომელნიც
ისე ამღვრეულნი იყვნენ, როგორც ეს ლოთებს ემართებათ
ხოლმე.
ურბნელი ეპისკოპოსი მანჭავდა თავის მეჭეჭებიან, ნესტო-
დაბერილ ცხვირს, თითქოს ქეძაფი აყნოსვინესო, და თანაც წა-
რამარა ასავსავებდა მძიმე, შავი ბალნით გაბანჯგვნილ, უზარმა-
ზარ ხელებს და რაღაცას ებუბუნებოდა გატვრინულ მანგლელ
ეპისკოპოსს.
წინწყაროელმა მღელვარება ვერ შეიკავა, წამოდგა თავის
საკარცხულიდან, ქუთათელ მთავარეპისკოპოსს მიუჯდა და
დაიბუხუნა:
„წავწყდებით, ყოვლად სამღვდელოვ, წაგვებილწება რო-
გორც ეკლესია, ისე მეფეთა ტახტი“.
380 მკითხველთა ლიგა
ამ სიტყვებმა დარბაზი მოვლეს, გიორგი მეფემ თავის ქნევით
დაამოწმა მისი ნათქვამი, ამან უფრო გაამხნევა წინწყაროელი,
უფრო ხმამაღალი ბუხუნი მორთო, მაგრამ ქუთათელმა მსუქან
მკლავში უბიძგა წინწყაროელს და დუმილისაკენ მოუწოდა მას.
სავსებით გაფითრებული წამოდგა ოქროჭედილ სელიდან
გიორგი ჭყონდიდელი, ისეთი თავშეკავებითა და თავგანწირვით
აღჭურვილი, როგორითაც დოსტაქარი ადგება ხოლმე ალესილი
დანით ხელში და მძიმედ დაკოდილისაკენ დანდობილად გაეშუ-
რება.
აგრე გაკერპებული მიეახლა გამზრდელი თავის სათაყვანე-
ბელ გაზრდილს, ჯვარი გადასახა სამგზის, მერე საპატიო მან-
ძილზე შესდგა, ამოწვდილი მახვილივით გაიმართა წელში მო-
ხუცი და პირუთვნელად შეჰკადრა მის წინაშე მდუმარედ მჯდარ
დავით მეფეს:
„მე ენა არ მერჩის საშინელის თქმად და უცნაურის საუწყებ-
ლად.
ვაი, სასასა ჩემსა, ეგზომ მწარე სიტყვის გამეტება რომ დამ-
ჭირდა შენთვის, ვაი, მხცოვანებასა ჩემსა, შენს მაგივრად რომ
არ ძალმიძს ვიტვირთო ბაგრატისეული მახვილი ჩვენთა თვის-
ტომთა დასაცავად და მამულისა ჩვენისა დასახსნელად.
ვაი, დღეთა ჩვენთა უხანობას და ჟამთასიავეს, რომლის თა-
ნადამსწრენი გაგვხადა ზენამ. ჯერ არავის მოსწრებია, რომ ბაგ-
რატოვანთა უფლისწულებს არაქრისტიანთა ნაშიერნი მოეყვა-
ნოთ ცოლად“.
ამის გაგონებაზე კვლავ ადუდუნდნენ ეპისკოპოსები და ერ-
თობლივი ჩოჩქოლი ატყდა მათ შორის დარბაზში.
გვარამ ერისთავი ზეწამოიჭრა და თავისი შეყრილი წარბები-
დან შეუბღვირა ენაგალაქსარებულ წინწყაროელ ეპისკოპოსს.
ამან იკმარა კვლავ დუმილის დასამკვიდრებლად და გიორგი
ჭყონდიდელმა განაგრძო:
...„მაგრამ რაი ვქნათ, სულიერო შვილო ჩემო, არცთუ ოდეს-
მე მდგარა ეგზომ დიდი საფრთხე მამულის ჩვენის წინაშე.
როგორც ჰხედავ, კვლავ აღსდგა მკვდრეთით გარყვნილი და
ბიწიერი სასულტანო სელჯუკიანთა. მალიქ-შაჰ სულტანის მთე-
ლი სამკვიდრო გაერთიანდა ჩვენდა სამტროდ, ჩვენის შჯულისა
და მამულის დასათრგუნველად.
381 მკითხველთა ლიგა
მართებულია, უწინარეს ყოვლისა, რჩეულთ მიიტანონ საკუ-
თარი სიცოცხლე ზვარაკად მამულის წინაშე, რადგან შენა ხარ
რჩეულთა შორის რჩეული, ამიტომაც შენ გერგო სასუმელი ესე
და პირადი ბედნიერება მამულისათვის უნდა დასთმო ამიერი-
დან, სულიერო შვილო ჩემო და ჩვენო პატრონო“.
ესა სთქვა და შუბლზე აკოცა დავითს.
როცა ჭყონდიდელი კვლავ დაბრძანდა თავის ადგილზე,
სრული სიჩუმე დავარდა დარბაზში. გიორგი მეფეს გაშლილი ხე-
ლით დაემუწა პირი, მუხლისთავზე იდაყვით დაყრდნობილს. გა-
ოგნებული და გატეხილი მოსჩანდა ფარცხისის გმირი.
ისიც კარგად შენიშნეს დარბაზისერთა, თუ როგორ გადა-
ფითრდა დავით მეფე, მცირე ხანს იგიც იცავდა დუმილს თავჩა-
ქინდრული და ბოლოს ესღა სთქვა:
„იყავნ ნება შენი, მამაო გიორგი!“
დარბაზისერთა ამ ბჭობაზე გადასწყდა: გვარამ ერისთავი
გაბრუნებულიყო შარაღანს. ორივე მეფეთა სახელით დამოყ-
ვრების თანხმობა მიეცა ათრახა შარაღანისძისათვის და ქირის
სპაი გამოეთხოვა სასწრაფოდ.
იმავე სხდომაზე მოსმენილი იქნა კლდეკარის ერისთავის
ლიპარიტ ივანეს-ძე ბაღუაშ-ორბელიანის საქმე, შჯულისა, მამუ-
ლისა, სამეფო ტახტის მრავალგზისი ღალატის გამო.
გადაწყდა: მისი გაძევება საქართველოდან და ჩამოერთვა
მოღალატეს როგორც ერისთავთ-ერისთავის წოდება, ისე მამუ-
ლი მისი მანგლისსა, ლიპარიტის უბანსა და არგვეთში.
როცა ეს განაჩენი გამოტანილი იქნა, თვით წინწყაროელ
ეპისკოპოსსაც არ დაუძრავს კრინტი, მხოლოდ გიორგი მეფემ
დაარღვია დუმილი:
„კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მარ-
თლად ვალს“.
გათენებამდის არ ჩამქრალა რკონის კოშკში ოქროს სასან-
თლენი, ჩრდილისძვრამდის ძილფხიზლობდა დედისიმედი.

382 მკითხველთა ლიგა


***
სწორედ მეორე დღეს, ჯერ კიდევ ეძინათ სტუმრებსა და მას-
პინძლებს, როცა ნაჭარმაგევის ციხის პირველ გოდოლს ხუთი
ზარადიანი ცხენოსანი მოადგა. მთიულურ სატალახო ცხენებზე
ისხდნენ ისინი, მეცხვარული თექებიდან მოკლე ჯაჭვის კურტა-
კები მოუჩანდათ. როცა გუშაგთა წინამდგომმა, ლათერიამ სა-
დაურობა და ვინაობა ჰკითხა, არც ერთის გამხელა არ მოისურ-
ვეს მათ.
ახლა ზარადების ახსნა მოსთხოვა ლათერიამ. დაწინაურდა
უხუცესი მათ შორის, რომელსაც მგლისფერი წვერი გადმოღ-
ვროდა ჯაჭვის პერანგზე.
მთიელები ვართო, ვაზირთა უპირველესთან სათხოვრად მო-
სულნი.
უპასუხეს, ორშაბათობით დაჯდებაო ჭყონდიდელი სააჯო
კარსა, ეგეც არ იყოს, ჯერაც ისვენებსო მწიგნობართუხუცესი.
განრისხდა ლათერია, ჩუხჩთა ასისთავი, ან განაცხადეთ ვი-
ნა ხართ, ან იარაღი აიყარეთო.
ციხისთავი აქ მომგვარეთო, განაცხადა მან, რომელსაც
მგლისფერი წვერი გადმოღვროდა ჯაჭვის პერანგზე.
ამ ხმაურობამ ციხისთავი გამოაღვიძა. მან ახედ-დახედა
სტუმრებს, საეჭვოდ ეჩვენა მათი გაჯიუტება და უბრძანა დაუყოვ-
ნებლივ აეხადათ ზარადები.
მაშინ წვეროსანი გადმოიხარა ცხენიდან და თითქმის ჩურჩუ-
ლით უთხრა ციხისთავს, განვმარტოვდეთ და ავიხდიო ზარადს.
ბოლოს ჩამოხტა ცხენიდან ზარადიანი მოხუცი და ერთიც მუ-
ხის კუნძივით ჩაბსკვნილი ვაჟკაცი და ციხისთავის სამყოფლოში
შევიდნენ.
ლათერიას ცნობისწადილი მოეძალა, ახლა მხლებლებს და-
უწყო სათითაოდ გამოკითხვა, მათაც იგივე სთქვეს:
მთიელნი ვართო, ჭყონდიდელთან სათხოვრად მოსულნი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლათერიამ შენიშნა, ციხისთავი
თავაზიანად წამოუძღვა მათ და ხუთივენი სანიადაგო კარიბჭისა-
კენ წაიყვანა.
ლათერია შორიახლოდან თან მიჰყვა მათ.
ახლა ხედავს ლათერია: ღია ჭიშკარში შესულთ, ცხენები ჩა-
მოართვა ციხისთავმა ჩირდილელმა და მეჯინიბეთუხუცესს გა-
383 მკითხველთა ლიგა
დასცა, ხოლო მათი პატრონნი ქარიმან სეტიელის სამყოფლო-
საკენ წაიყვანა.
როცა ქარიმან სეტიელი ჭყონდიდელს ეახლა ამ იდუმალი
სტუმრების გამო მოსახსენებლად, ვაზირთა უპირველესს დი-
ლის ლოცვა არა ჰქონდა მოთავებული.
სტუმრები დაჟინებით სთხოვდნენ ჭყონდიდელს, მათი მოს-
ვლა დაუყოვნებლივ ეუწყებინათ დავით მეფისათვის, თანაც ამ-
ბობდნენ, ამაღამვე უნდა გავბრუნდეთო ხორნაბუჯს.
ამაოდ ეცადა ჭყონდიდელი, როგორმე საუბრით შეექცია
ისინი. ქარიმან სეტიელი რკონის კოშკში წარგზავნა, ხოლო თა-
ვათ სტუმრების საუზმისათვის თადარიგს შეუდგა.
ახალმოსულთ შორის დაიჭირეს ასეთი რამ, რადგან არ უნ-
დოდათ თვით მანდატურებსაც რომ შეეცნოთ მათი ვინაობა.
მაშინ ტალანში ახმობინა ჭყონდიდელმა მესტუმრეთუხუცესი
და უბრძანა, მწიგნობართუხუცესის პალატაში გაეწყო სასწრა-
ფოდ სუფრა, ბოლოს დაითხოვა არა მარტო მსახურნი, თვით
მესტუმრეთუხუცესიცა. თავათ ემსახურებოდა სტუმრებს, სთავა-
ზობდა ნაირ-ნაირ კერძებს.
მახარაი იმ დილითაც ყველაზე ადრე ამდგარიყო. თავის
ქორ-მიმინოთა მოსანახულებლად მიდიოდა, ჩვეულებისამებრ
(აგრე სჯეროდა მას, როგორც კი საწოლიდან წამოდგება ვაჟკა-
ცი, მტაცებელ ფრინველს ან ნადირს უნდა ჩახედოს თვალებში.
ასეთი რამ ძალამოსილებას ჰმატებსო კაცს).
ციხის ეზოში ლაფში ამოსვრილ ცხენებს გადააწყდა მახარაი,
შეეკითხა მეჯინიბეთუხუცესს:
ვისიაო ეგ ნამგზავრი ცხენები?
მეჯინიბეთუხუცესს გამოძიება ვერ მოესწრო, ამიტომაც უჟმუ-
რად მიუგო:
რა ვიცი, ვინ ოხრისაა ეს სამგლე ცხენები, ციხისთავმა მომა-
ჩეჩაო.
მახარაი ციხისთავის სამყოფლოსკენ გაემართა.
არც ციხისთავი იყო კმაყოფილი ხელახლა გაღვიძებისაგან,
ამიტომ მანაც უგუნებოდ მიუგო:
ვიღაც მთიელნი ეწვიენ სათაყვანოდ მოსულნი და ამის მეტი
არც მე ვიციო რაიმე.

384 მკითხველთა ლიგა


ისევე გაბრუნდა მახარაი ციხეში, მან ასეთი იჭვი აიღო: ალ-
ბათ თრიალეთელ აზნაურებისაგან იქნებიან წარმოგზავნილნი,
ლიპარიტისა და მისი აზნაურების შევრდომება უნდა სთხოვონო
ვაზირთა უპირველესს.
ბრაზი წაეკიდა და სულის მოუთქმელად გაემართა ჭყონდი-
დელის სამყოფლოსკენ.
მახარაი განცვიფრდა, როცა მესაწოლე ბერის, ბესას ნაც-
ვლად მას კარი გაუღო თავათ ჭყონდიდელმა. ჭყონდიდელს არ
ეპრიანა მახარაის დანახვა (რადგან ეშინოდა, მახარაი არაფერს
დაუმალავსო მარიამ დედოფალს).
ვიდრე მახარაი სიტყვას დასძრავდა, ჭყონდიდელი ღიჭედ
დარჩენილ კარის რაზას წაეპოტინა და გაიხურა.
მახარაიმ არ დააყოვნა ცნობის წადილის გამომჟღავნება:
ვიღაც მთიელნი გწვევიანო აგრე ადრე, მამაო გიორგი.
ჰო, მთიელი ხევისთანი მეწვიენო, სათაყვანოდ მოსულნი,
ჩაიდუდუნა ჭყონდიდელმა მორცხვად და არ შეიპატიჟა თავის
სამყოფლოში მახარაი.
გულგანაწყენი მახარაი გამობრუნდა გაწბილებული.
ნაშუადღევს მწიგნობართუხუცესის დარბაზში მობრძანდა
დავითი. მხოლოდ სპასალარები და ერისთავები წამოეყვანა
მას...
საღამომდის დაწყევლილივით დაწრიალებდა მთელს სასახ-
ლეში მახარაი, უთვალთვალებდა მწიგნობართუხუცესის პალა-
ტებს, მაგრამ არც შიგ შესული, არც იქიდან გამოსული არავინ
უნახავს.
გიორგი მეფე სად არისო წასული?
„მეც მაგას ვუცდი, ვეჟო, დილას აიყოლია ერისთავები და
სპასალარები, ვგონებ, ცხვილოს ციხეში უნდა იყვნენ წასულ-
ნი...“
მახარაის გულს უღადრავდა ბრაზი, ცნობისწადილი ახრჩობ-
და. ვერ გაეგო, ამდენი სათათბირო რა გაუჩნდათო?
მხოლოდ ნაშუაღამევს შენიშნა მისმა მახვილმა თვალმა, თუ
როგორ გააცილა ციხისთავმა ის ხუთი ცხენოსანი, რომელთაც
თან გაჰყვნენ ქარიმან სეტიელი და შვიდი ჩუხჩი. მათ შორის
ასისთავი ლათერიაც, რომელმაც შარაღანიდან მობრუნების
შემდეგ მიიღო აღზევება, დავითის ბრძანებისამებრ.
385 მკითხველთა ლიგა
მახარაი დიდხანს ემდუროდა ჭყონდიდელს, რად არ დამის-
წროო იდუმალ თათბირზე. რა თქმა უნდა, ღიჭედ დარჩენილ კა-
რიდან მახარაიმ, იცნო როგორც ბარამ არიშიანი და ქავთარ ბა-
რამისძე, ისე ხევისთავნი: თორღვაი, თოთიბაი და ხურანაძე.
იგიც ცხადი იყო, რომ ეს იდუმალი თათბირი უნდა შემდგარი-
ყო კახეთ-ჰერეთის საქმეთა გამო, რადგან იმ ხანებში გარდაიც-
ვალა კახთა მეფე კვირიკე და მის ტახტზე ავიდა აღსართან
მეორე, „ცუნდრუკა რამე, უშჯულო და ყოვლად უმეცრად უსა-
მართლო“.

სიავის დღენი და ღამენი


...სწორედ იმ დღეს, როცა იდუმალი ბჭობა მიმდინარეობდა
მწიგნობართუხუცესის პალატებში, მანდილოსნებიც გამალე-
ბულნი დაეძებდნენ დავით მეფეს. ეზოსმოძღვარს ცინცილუკსა
და საბიას მოსვენება არ ჰქონდათ, აღმა და დაღმა დაჩოჩავდნენ
სასახლის კიბეებზე სავსებით ამაოდ.
მეორე დღეს ადრე ადგა მარიამი, წინაღამით უძინარს, ტკბი-
ლად ეძინა დედისიმედს. მარიამს გადაწყვეტილი ჰქონდა:
თავათ წავალ რკონის კოშკში, თუ დავითი ვერა ვნახე, გი-
ორგი მეფეს მაინც ვინახულებო.
როგორც მარიამი, ისე დანარჩენი მანდილოსნებიც კარგად
გრძნობდნენ, დიდზე დიდი ამბები რომ ხდებოდა სასახლეში. წი-
ნათ რომელიმე მანდატურს ერთი ორი მისახვედრი სიტყვა დას-
ცდებოდა. ახლა თავათ მანდატურნიც სახტად იყვნენ დარჩე-
ნილნი. სწორედ ისინი ცოფდებოდნენ ყველაზე მეტად, რადგა-
ნაც მუდამ ჭუჭრუტანებში მოთვალთვალეთ, ღიჭედ დარჩენილ
კარებში მაცქერალთ, უფრო მეტად უვითარდებათ ცნობისწადი-
ლი.
ბაგრატისეულ მანდატურთა შორის ზოგი ბიზანტიაში დაესა-
ჭურისებინათ, ზოგს ცოლ-შვილი სავსებით არა ჰყოლია და სა-
კუთარ ოჯახს მოკლებულთ, სხვისი ცხოვრება აინტერესებდათ
მუდამ, ამიტომაც მათ ამ რომანის ავტორზე უკეთ იცოდნენ ყო-
ველი, თავათ უმცირესი წვრილმანიც, ნაჭარმაგევის კარის
ცხოვრებისა.
386 მკითხველთა ლიგა
მარიამს მოკაზმვა არა ჰქონდა მოთავებული, როცა ცინცი-
ლუკი შემობორიალდა და დაფეთებულმა მოახსენა:
თავათ მობრძანდებაო ბასილევს გიორგი.
მარიამი ადგა, მეზობელ დარბაზში გავიდა. დედისიმედს და-
ხედა, ჯერ კიდევ ეძინა მას.
ისევ გამობრუნდა მისაღებ დარბაზში, მოუთმენლად ელოდა
ძმის მოსვლას... მარიამს დერეფნიდანვე მოესმა, თუ როგორ
დაჰკრა იატაკს ცინცილუკმა მუხლი, და გზადმომავალ მეფეს
შესძახა: „პოლიხრონიონ“.
ბუნებით მშვიდსა და გულჩვილ მარიამს არა სჩვეოდა ჩივი-
ლი და დრტვინვა.
მას და გიორგის ისეთი ტკბილი დაძმური ურთიერთობა აკავ-
შირებდა, იშვიათად შეჰკადრებდნენ მკვახე სიტყვას ურთი-
ერთს...
გიორგის ბუნებრივი კაიკაცობა მოსდგამდა სიყრმიდანვე,
იგი თვით თავის მანდატურებს და ბაზიერებსაც არ აგრძნობი-
ნებდა მათ წინაშე უპირატესობას რაიმეს.
მეფობას, კესაროსობას და ქვეყნის პატრონობას იგი განიც-
დიდა როგორც „უფლის განჩინებით დაკისრებულ სასჯელს“.
მას აგრე ჰქონდა წარმოდგენილი: უბრალო მონადირედ, მა-
რეკად რომ გავეჩინე არსთაგანმრიგეს, უფრო ბედნიერი ვიქნე-
ბოდიო.
შეუბღალავი ბუნების იყო მისი დაი, მარიამიცა. ბიზანტიის
სასახლეების ინტრიგებმა და ფლიდობამ ვერ შესძლეს ათეული
წლების მანძილზე მისი ბუნების შელახვა და ამღვრევა.
ოღონდ ეს იყო, იგი ეკუთვნოდა იმ დასტას თავის თავზე შეყ-
ვარებულ ადამიანთა, რომელნიც უჩვეულო სილამაზის ან ტა-
ლანტის მეოხებით წინასწარ დაირწმუნებენ ხოლმე თავს, თით-
ქოს ისინი ადამიანთა თაყვანისცემის საგანი იქნებიან მარადის,
ამის გამო განუზომლად უვითარდებათ თავმოყვარეობა მათ და
იოტისოდენა უპატივცემულობას ან უგულებელყოფას ავადმყო-
ფურად განიცდიან ხოლმე.
თავათ შეურყვნელი ბუნების პატრონი, მარიამი, ყოველ ადა-
მიანს გაცილებით მეტ კეთილშობილებას მიაწერდა, ვიდრე ეს
ნამდვილად გააჩნდა მას, ნდობიერი და გულალალი იყო თავა-

387 მკითხველთა ლიგა


თაც. ამიტომაც მოყვასისაგანაც თავანკარა ნდობას მოითხოვდა
ხოლმე.
სწორედ ამიტომაც, საკმაოდ თავშეკავებულად, მაგრამ მა-
ინც საყვედური აკადრა ძმას. გულისტკივილით შესჩივლა, რომ
მას უნდობლად ექცევიან ნაჭარმაგევის სასახლეში ამჯერად.
მერმე ვის? მარიამს, რომელსაც მამისეული ოჯახისა და სამ-
შობლოს დარდით წლების მანძილზე დაულტვია ბუკოლეონისა
და მანგანის სასახლეთა სარეცელნი.
„მე მუდამ მძაგდა ის დიაცნი, რომელნიც მისთხოვდებიან თუ
არა უცხო ტომის ნაშიერს, მყისვე ივიწყებენ საკუთარ ოჯახსა და
სამშობლოს.
ვინ მოიგონა, რომ ჩვენ, მანდილოსნებს, სამშობლო არ გაგ-
ვაჩნდეს?!
მეწყერსაც წაუღია ბიზანტიონი და მისნი სასახლენი, ჩემი ვა-
ჟი რომ მანდ არ მეგულებოდეს, ფეხსაც არ დავადგამდი ბერძენ-
თა მიწას“.
ამბობდა ცრემლმორეული მარიამი.
„რად დაგჭირდა ეს ყოველივე, მაიკო, განა გაიჭაჭანებს
ოდესმე თუნდაც უმცირესი საიდუმლო ჩემი გულის უაღრესს
კუნჭულშიაც, რასაც შენ არ გაგანდობდი, არ გაგიზიარებდი? და
თუ რაიმეს გიმალავთ, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათ-
ვის, რომ შენ დაგზოგოთ, დარდი არ შეგმატოთ პირადი უბედო-
ბისაგან დაზაფრულს.
თუ გიყვარდე, ნუ მაჩვენებ შენს ცრემლებს, მაიკო, შენ ხომ
იცი, მე ვერ ვიტან დიაცის ტირილს, მით უფრო შენსას. დედის
სულს გაფიცებ, ნუ სტირი, მაიკო, მე ამას წინად ვნახე მექათმე
თეონა, თავის ვაჟის სამოსს დასტიროდა, ბალღივით გავიქეცი,
ისე შემაძრწუნა...“
დედის სული რა დააფიცეს, მყისვე მოიხოცა მარიამმა ცრემ-
ლები, ხოლო გიორგიმ განაგრძო:
„ვინ მოიგონა, ვეჟო, თითქოს შენ რაიმეს გიმალავდეთ ან მე,
ან დავით მეფე, ან მონაზონი გიორგი? თუ გიმალავთ რაიმეს,
ჭირს გიმალავთ, ჩვენი ქვეყნის უბედურებას გიმალავთ, შენ ხომ
ხედავ, მე თავს ვიგიჟიანებ, ხან ღვინოს ვსვამ, ხან მებადურებს
ავეკიდები, ხან ნადირობას ვაყოლებ გულს, მეშინია გული არ

388 მკითხველთა ლიგა


გამისქდეს, ვეჟო, ან რაღაა გასახარელი ამ ჩვენს უბედურ ქვეყა-
ნაში?
ამიტომაც ბევრ რამეს გიმალავთ, ვეჟო“.
ბევრ რამეს გიმალავთო?
„მაინც რას, მაინც რას, ახლავე უნდა მითხრა, გიორგი, მე არ
მეპრიანა დარბაზისერთა უკანასკნელი ბჭობის ესოდენ გაჭიანუ-
რება.
დედის სულს გაფიცებ, ნურაფერს დამიმალავ, სხვა არა იყოს
რა, შემიბრალე მე, უსამშობლო, სვეგამწარებული ქალი, გიორ-
გი...“
„დამშვიდდი, მაიკო, ყველაფერს გეტყვი, არაფერს დაგიმა-
ლავ, შენმა მზემ, მაგრამ რა გამოვა მერმე აქედან, გულის დარ-
დი მოგემატება, სხვა რა გამოვა?
ნეტავ, მეც არ ვიცოდე ბევრი რამ, ნაადრევად არ გავიხეთ-
ქდი ამ დასამიწებელ გულს. რა გამოვა გულის გახეთქვისაგან?
ჭიამ თქოო, ქვეყანა უნდა დაიქცესო და თვალი დაითხარაო
თურმე...“
„ბევრი რამ?! მაინც რა მოხდა, გიორგი, ახლავე მითხარი,
იცოდე“.
„სელჯუკიანთა სასულტანო გაერთიანდა... მოჰამედი სომ-
ხეთს ჩასულა, ბარქიაროკი – ადარბაგანს“.
„კიდევ რაი?“
„ათრახა შარაღანისძემ დამოყვრება გვთხოვა, უამისოდ ვერ
განდობთო ქირის სპას“.
„დავით მეფემ რა სთქვა მერმე, ან თქვენ რა გადასწყვიტეთ,
შენ და ჭყონდიდელმა?“
„რა უნდა გვეთქვა, სათქმელი რა გვაქვს, გვარამ ბეჭისციხის
პატრონი შარაღანს გაბრუნდება ხვალ-ზეგ“.
„მერმე?“
„მერმე და ჩვენს თანხმობას აუწყებს ყიფჩაღთა უმთავრესს.
აბა, შენ თავათ გვიბრძანე, სხვა რა გზა გვაქვს, მალიქ-შაჰ სულ-
ტანის სასულტანო მკვდრეთით აღსდგა, შენ ალბათ კარგად გეს-
მის, რას მოასწავებს ეგ. შვიდასი ათასი მონასპა გამოჰყავდა
ბრძოლის ველზე მალიქ-შაჰს, შენ ხომ არ ეხუმრები ამ ამბავს,
ვეჟო“.

389 მკითხველთა ლიგა


ისევე, როგორც ქართველი უბირი დედაკაცი დიდი უბედო-
ბის შეცხადებისას თავგამეტებით იტკეცავს ხოლმე გაშლილ
ხელს ლოყაზე, ასევე შემოიკრა მარიამმა თავისი მშვენიერი,
გრძელი თითები, რომელთაც ხახულის ღვთისმშობლის ხატზე
დღესაც ხედავთ გელათში, და გიორგი მეფემ მზერა წაატანა ხუ-
თივე თითისაგან დამჩნეულ მოთეთრო ზოლებს თავის დის ღაწ-
ვზე.
„ღმერთო დიდებულო, ეს რა მესმის, ეს რა მესმის, ღმერ-
თო!“
სთქვა მარიამმა ლოყიდან ხელის ჩამოუღებლად.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო:
„ჰო, მაგრამ, გიორგი, ნუთუ იმპერატორის ალექსი კომნენის
გამოცდილებისაგან ვერაფერი ისწავლეთ შენ და ჩემმა სათაყ-
ვანებელმა ძმისწულმა ამდენ ხანს?
რამდენჯერ მოათრია კეისარმა ის ავაზაკი ყიფჩაღები კონ-
სტანტინოპოლში. დაუყვავებდა, გააძღებდა, ჩააცვამდა, იარა-
ღით აღჭურავდა, მძევლებს გამოართმევდა.
ერთ ქარიან ღამეს ცეცხლს მისცემდნენ თავიანთ კარვებს,
ეკლესიებსა და ქალაქებს დაძარცვავდნენ, თან გაიტაცებდნენ
საჭურველს, შეიჭრებოდნენ ბალკანეთში და ხანძარს გაუჩენ-
დნენ დაბებსა და ქალაქებს.
ბოლოს უკან გამოუდგებოდა ბედშავი კეისარი და მის მიერ-
ვე აღჭურვილ ბრბოებთან უხდებოდა ომი“.
„რაც არის, ეგაა, ვეჟო, მე პირი დავიმუწე იმ ღამეს, დავიფი-
ცე, აღარ გავერევი-მეთქი სამეფოს საქმეებში ამიერიდან, წა-
ვალ ჩემს გეგუთში და მგლის ლეკვების წვრთნას შევუდგები
კვლავ, რაკი ადამიანები აღარ მიგონებენ, ეგებ მხეცებს შევას-
მინო რაიმე.
სიბერეს მრავალ სიავესთან ერთად ერთი ჭირიც თანა
სდევს, ვეჟო. მას, ვინც ბერდება, აგრე ჰგონია, ჭკუა მემატებაო,
ხოლო მასზე უმცროს თანამედროვეებს ეოცნებებათ: ჩვენ გვე-
მატება ჭკუა და მას აკლდებაო.
მე უკვე აღარ ვიცი, ჩვენ შორის ვის აკლდება, ან ვის ემატება
ჭკუა, შესაძლოა, ორივე ვცდებოდეთ, ვეჟო“.
მარიამს ნელი ფაჩუნი შემოესმა მახლობელი ოთახიდან,
ფიქრმა გაუელვა, ხომ არ გაეღვიძაო დედისიმედს?
390 მკითხველთა ლიგა
ბოდიში მოიხადა ძმის წინაშე და მეზობელ დარბაზში შევი-
და. პირქვე დამხობილი იწვა დედისიმედი. შეეხმიანა, მაგრამ
ხმა არ გაიღო ქალმა...
ეს გაიფიქრა მარიამმა, ვაითუ, ჩვენს საუბარს მოჰკრაო ყუ-
რი. მცირე ხანს გაოგნებული იდგა საძილე ოთახში, მერმე გა-
მობრუნდა, ისევ მიუჯდა გიორგი მეფესა და სთქვა:
„მე გონს ვერ მოვსულვარ, გეთაყვანე, სად ყოვლად ქრის-
ტიანი ბაგრატოვანი მეფე წყალობითა ღვთისითა და სად ათრახა
შარაღანისძე, ან მისი ასული, მოხეტიალე მეჯოგეთა ნაშიერები.
ღმერთო, ეს რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა!“
ჩიოდა მარიამი კვლავ.
გიორგი მცირე ხანს შესცქეროდა დარბაზის კუთხეში დაკი-
დულ ხატებს, მერმე მარიამისაკენ გადაიტანა მზერა და ნაღ-
ვლიანად სთქვა:
„მე მეშინია, იმ ლამიყლაპიას ამბავი არ მოგვივიდეს, ვეჟო,
თევზებს, ღორჯოებსა და ლიფსიტებს ნებიერად რომ მიირთმევ-
და, ერთ დღეს კიბორჩხალას შესანსვლაც მოიწადინა, შეიპყრო
და შესჭამა კიბორჩხალა იგი, მაგრამ მისი ჭანგები ყელში გაეხი-
რა და დაიხრჩო ვაგლახად.
მეორეს მხრით, კარგად რომ დავუფიქრდეთ საქმეს, ჩემს
ვაჟსა და ჭყონდიდელს სხვა გზა არ დარჩენიათ, ჩემი თანამდგო-
მი სომხეთი გადათქერეს, ბერძნები თავის თავსაც ვეღარ შვე-
ლიან.
როგორი იმედი მქონდა მაგ სვედავსილ იოანე მაგისტროსი-
სა, რა ბალღურად შეხანხლეს ყოველივე მან და რომან დიოგე-
ნის ვაჟმა, კიდევ კარგი – შენ და კონსტანტინე მშვიდობით რომ
გადაურჩით ხიფათს, მაიკო...
ასე თუ ისე, ჩვენი უკანასკნელი იმედი დაიმსხვრა.
არც ის მინდა, გული გავუტეხო ახალგაზრდებს, ვამბობ კი-
დევაც ჩემს გულში: ეგებ, მე დავბერდი, მკლავში ღონე გამომე-
ლია, მუხლი აღარ მერჩის კვლავინდებურად, და ამადაც
შემერყა-მეთქი რწმენა. გიორგი ჭყონდიდელს დღენიადაგ ვეჩი-
ჩინები, რას შვრებით-მეთქი, ვეჟო?
ვგრძნობ, ბევრ რამეს მეც არ მიმხელენ, მაგრამ ფრიად დი-
დი ამბებისთვის ემზადებიან, მე არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ
კარგი რამ რომ არ მოხდება, ეს მჯერა, საუბედუროდ ჩემდა.
391 მკითხველთა ლიგა
ზედაზენი წაართვეს კახთა მეფეს, ახლა სხვა ციხეებს უმიზნე-
ბენ, მაგრამ ციხეთა აღება ისე ძნელი როდია, როგორც მათი შე-
მომტკიცება.
არც ჭყონდიდელი, არც ჩემი ვაჟი და არც მისი სპასალარები
აინუნშიაც არ აგდებენ იმ გარემოებას, რომ მარტოოდენ მონას-
პათა გმირობა როდი სწყვეტს ომის ბედს, არამედ საჭურველი
და ომში მონაწილე პირუტყვი.
არაბებმა თავიანთი აქლემებით სძლიეს ბიზანტიელებს,
რადგან აქლემი მონასპების, მათი საჭურველის და საზრდოს გა-
დასაზიდად უფრო ძალოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ცხენი.
სელჯუკიანებმა გურგანის ზღვის გადაღმიდან ჩამორეკეს
მრავალი ათასი აქლემი. ალფ-არსლანს ახალქალაქში რამდე-
ნიმე ათასი მონასპა მოჰყავდა აქლემებზე ამხედრებული.
ახლა, როგორც ჯოჯიკი გვარწმუნებს, აქლემს გარდა საომა-
რი სპილოები გამოუყენებიათ როგორც სულტან ბარქიაროკს,
ისე სულტან მოჰამედსაც.
როცა ეს ვუთხარი ჩემს ვაჟსა და მის სპასალარებს, დავითმა
გაიღიმა და მითხრა:
ჩვენცა გვყავსო ჩვენი საომარი სპილოები, ეგაა ჩვენი მთები,
ჩვენი გორაკები. თურქებს, მათ სპილოებსა და მათ აქლემებს
ბარში ბრძოლა ემარჯვებათ, იქ, სადაც ჩვენი ფეხმარდი,
მთიულური ცხენი იომებს, იქ აქლემი და სპილო ვერას გახდე-
ბიანო.
როგორც ვაკვირდები, ჩვენი მეომარნი კარგად გაწვრთნილ-
ნი არიან, მაგრამ მაინც ბევრი რამ მაფიქრებს, ვეჟო.
თუმცა, სულო ცოდვილო, იმ დღეს კარგად მომიჭრა სიტყვა
ჩემმა ვაჟმა:
შენ არც აქლემები გყოლია და არც საომარი სპილოები ფარ-
ცხისში, მამაჩემო, მაინც სძლიე სელჯუკიანთა სარანგს, არა?..
აქლემი და სპილო როდი იგებენ ომებს, არამედ სული თავ-
დადებული ვაჟკაცისა.
სამსონმა ვირის ღაწვით შემუსრა ფილისტიმელები, ხომა?
ეს კარგად მითხრა შენმა მზემ, მაიკო...
ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას, მაიკო... ვირის ღაწვით
შეემუსროთ სელჯუკიანები დავითსა და ჭყონდიდელს“.

392 მკითხველთა ლიგა


„ლიპარიტის საქმე ხომ არ მოგისმენიათ წუხელის?“ – იკით-
ხა საუბრის დასასრულს მარიამმა.
„ლიპარიტს გადასახლება მიესაჯა, მამულის ჩამორთმევა, მე
მგონია, კატაის დაუტოვებენ გომარეთის მცირე სასახლეს...“
ესა სთქვა გიორგი მეფემ, დიოფალთან მკურნალი შერაქის-
ძე მოვიდოდაო, მოიბოდიშა და კარისაკენ გაემართა...

***
როგორც კი პირველი სიტყვა დასძრა მისაღებ დარბაზში შე-
მოსულმა გიორგიმ, მამაკაცის ხმამ მყისვე გამოაღვიძა დედისი-
მედი.
იგი დიდხანს იწვა თავქვე და გატვრინული უსმენდა და-ძმის
დიალოგს და, როცა ყური მოჰკრა ყიფჩაღთა უმთავრესისათვის
თანხმობის შეთვლის ამბავს, გველცემულივით ზეწამოიჭრა, თა-
ვისი ყელსაკიდი ხატი გადაიკიდა, სანიადაგო კაბა გადაიცვა
სასწრაფოდ.
როცა მარიამის ფეხის ხმა გაიგონა, ხელახლა ჩაწვა ლოგინ-
ში, მერმე წამოდგა კვლავ, საბანი გადააფარა სარეცელს, ისე
ოსტატურად, თითქოს შიგ იწვაო კიდევაც ვინმე, ფეხაკრეფით
ადგა, ღიჭედ დარჩენილ კარს მიეახლა და, რა შემოესმა ლიპა-
რიტის გადასახლების ამბავი, უკანა კარისაკენ გაემართა გულ-
დაგულ.
ნელა, სულ ნელა დააკაკუნა უკანა კარზე ვიღაცამ.
გახევებულივით იდგა კარს უკან მაღალი, შავებიანი დედაკა-
ცი.
„თეონა, შენა?“
უთხრა ჩურჩულით დედისიმედმა, მკლავში ხელი გაუყარა დ
ორივენი სირბილით მიჰყვნენ ციხის ეზოში ჩამავალ ვიწრო კი-
ბეს. ისე გადაიარეს ციხის ეზო, ადამიანის ჭაჭანება არსად იყო,
მხოლოდ ბაბილოვან ვენახში თვალი წაატანეს ბაზიერთუხუ-
ცესს, ჟღარუნას, რომელიც ქორ-მიმინოთა დასაპურებლად მი-
დიოდა იმ დილით.
იფარეს ხეები და ასე ქურდულად გაიარეს დიდი ვენახი და
ბაზილიკებისაკენ მიმავალ თემშარას დაადგნენ...

393 მკითხველთა ლიგა


***
გაისტუმრა თუ არა გიორგი, მარიამი ფეხაკრეფით შევიდა
თავის საძილო დარბაზში. დედისიმედის საწოლს დახედა. დავა-
ცალოო სვეგამწარებულს ძილი, ასე გაიფიქრა და ისევ მისაღებ
პალატაში გაბრუნდა.
ფსალმუნი აიღო ხელში და დილის ლოცვას შეუდგა, რა
მოათავა იგი, ისევ შევიდა საძილო პალატაში, ცრემლები ყელზე
ებჯინებოდა, ფიქრობდა გულდამდუღრული: „ვის მოუბრუნდება
ენა ამცნოს ამ უბედურ ქალს, თუ რაოდენ დიდი უბედობა დაატ-
ყდა თავზე?
არა, მე ენას ვერ დავძრავ, ვისაც ენებოს, იმან უთხრას, ვე-
რაფერს ვეტყვი. მე მოვალ შენთან, მხოლოდ შუბლზე გეამბო-
რები, ჩემო ლამაზო.
დედაო ღვთისა, შენა ხარ დედათა და ქალწულთა მფარვე-
ლი; შენ გებაროს ეს სვეგამწარებული ქალი...“
ნაზად, ნაზად შეეხმიანა მძინარეს, გამოიღვიძეო, ჩემო ანგე-
ლოსო, როცა ხმა არავინ გასცა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა სა-
რეცელს, მოუფათურა ბალიშს ხელი და გადახადა თუ არა საბა-
ნი, ელდა ეცა...
სასთუმალთან გადაშლილი ფსალმუნი იპოვნა, მის გვერ-
დით ჩამოღვენთილი შანდალი, დედისიმედის ყელსაკიდი ხატი
არსად იყო, მისაღებ დარბაზიდან კაკბების კრიახი შემოესმა
ანაზდად.
საკენკი დაუყარა ფრინველებს, კართან მივიდა, ოდნავ გა-
მოაღო და დაიძახა:
„მელიტა“.
არავინ გასცა ხმა.
ისევ დაიძახა:
„მელიტა, მელიტა“.
მელიტას ნაცვლად წვერგაბურძგვნილი, ნამძინარევი ცინცი-
ლუკი შემოფრატუნდა.
უბრძანა:
დედისიმედი მოსძებნე და აქ მომგვარეო ახლავე.
კარგა ხანს იჯდა გაოგნებული მარიამი მაჰარაჯასეულ სარ-
კესთან, იგი ამჩნევდა რამდენი ჭაღარა, რამდენი ნაოჭი შეჰმა-
ტებოდა უკანასკნელი მღელვარე დღეების მანძილზე!
394 მკითხველთა ლიგა
უყრიდა საკენკს, მაგრამ მკერდწითელა ტანმოხატული კაკ-
ბები სარკისკენ მიიწევდნენ, განაგრძობდნენ კაკანსა და კრიახს.
კარი გაიღო და დედისიმედის ნაცვლად გვანცა შემოიყვანა
ცინცილუკმა.
მთლად გამოჩურჩუტდაო ეს ბერიკაცი.
გაიფიქრა მარიამმა, მაგრამ არ გაჰკვირვებია, რადგან ასეთ
რამეში დაცდილი ჰყავდა იგი (ცინცილუკი არაბერძნული ძირის
ქართულ სახელებს ურთიერთში ურევდა ხშირად).
კართან შეაყენა ცინცილუკი და უფრო გარკვეულად უბრძა-
ნა: ლიპარიტ ერისთავის ქალი მომგვარეო.
მარიამს ისე ეამა რატომღაც გვანცას დანახვა ამ დილით,
როგორც არასდროს. მოეალერსა შამან ერისთავის ქალს.
„მადლი უფალს, რომ კარგად ხარ, ქალავ, მე შენს სანახავად
ვაპირებდი გამოვლას“.
მერმე ეს უთხრა:
„სიზმარში გნახე, ჩემო ლამაზო, წუხელი, იისფერი დოლბან-
დი გეხურა, თეთრ ცხენზე იჯექი, გეთაყვანე“.
„უიმე, ავგუსტა, აგეთი სიზმარი ცუდად მაქვს დაცდილი,
თეთრ ცხენზე ჯდომა ცრემლებს მოასწავებსო, აგრე მსმენია
სულკურთხეულ დედიჩემისაგან“.
„რას ამბობ, ჩემო მშვენიერო, ცრემლებს რა ხელი აქვს შენს
ლამაზ თვალებთან!“
ალიბუხარით სავსე ყუთი გამოუტანა, წინ დაუდგა.
ჰკითხავდა:
„დედისიმედი ხომ არ გინახავს, გეთაყვანე“.
არა, არ მინახავსო ამ დილით.
„აბა, წადი, კატაის საძილო ოთახში თუ არის“.
უბრძანა მარიამმა ცინცილუკს.
მარიამმა აღარ იცოდა, როგორ გამოესწორებინა თავისი გა-
მოჩერჩეტებული კარისკაცის შეცდომა.
საბია შემოვიდა, კაკბების საკვები მოიტანა და ერთი ხონჩაც
დამჭკნარი ყურძნით, კომშებითა და ლეღვის ჩირით გავსილი.
დედისიმედი ხომ არ შეგხვედრიაო?
შეეკითხა მარიამი საბიას.
არც საბიას შეხვედროდა იმ დილით იგი.
შესაძლოა, თეონასთან იყოსო.
395 მკითხველთა ლიგა
სთქვა საბიამ.
მარიამი ღიმილით მიუბრუბდა გვანცას:
„რა საქმე გაქვთ შენ და დედისიმედს იმ მექათმე დიაცთან?“
„არაფერი, ავგუსტა, თეონას ერთადერთი ვაჟი მოუკლეს ზე-
დაზენში თურქებმა, ამიტომაც გვებრალება ჩვენ, ამიტომაც ვე-
ლოლიავებით მას“.
გვანცამ არც ალიბუხარს დააკარა პირი, არც ხონჩიდან ნა-
თავაზები ხილის ჭამა ისურვა.
მაგიდაზე გადაშლილ წიგნს დააცქერდა და წამოიძახა:
„ეს რა მშვენიერი წიგნი გქონია, ავგუსტა, რა ჰქვია ნეტავი ამ
წიგნს?“
„ეგაა პლატონის „ნადიმი“, გეთაყვანე“.
„რას ეხება იგი, ავგუსტა?“
„ახლავე გეტყვი, რას“.
ესა თქვა და საეგებიოდ დაადო თითი იმ ადგილს, რომელ-
საც წინაღამით კითხულობდნენ მარიამი და დედისიმედი.
მარიამი მაგიდას მიუჯდა და ტაატით უთარგმნა გვანცას ეს
სტრიქონები:
„...შესაძლებელი რომ იყვეს ისე მოეწყოს სახელმწიფო ან
რომელიმე ლაშქარი, სადაც გამიჯნურებულნი წყვილნი იომებ-
დნენ მხარდამხარ, მაშინ სიყვარულში ურთიერთთან გაჯიბრე-
ბულ მიჯნურთა ლეგიონს ვეღარავინ დაუდგებოდა წინ“.
გვანცას თვალები გაუბრწყინდა, ხოლო მარიამმა წიგნი და-
კეცა და სთქვა:
„ასეთი რამ მართლაც მომხდარა ძველ ბერძენთა ისტო-
რიაში, გეთაყვანე, ურთიერთთან გაჯიბრებულ თებანელ მიჯ-
ნურთა ამგვარ ლაშქარს უსარდლა პელოპიასმა ოდესღაც და
სასტიკად დაამარცხა სპარტელნი თურმე“.
ცინცილუკმა ამბავი მოიტანა:
ვერსად ვნახეო ორბელიანის ქალი. ერთი სანუგეშო ამბავი
დასცდა ცინცილუკს. ბაზიერთუხუცესს, ჟღარუნას, გადაჰყროდა,
მისთვისაც უკითხავს. აგრე უთქვამს თურმე ჟღარუნას, ამ დი-
ლით ერთად ვნახეო ბაზილიკებისკენ მიმავალნი დედისიმედი
და მექათმე თეონა.
კატაის დარბაზში თუ იყავიო?
არც მანდ არისო.
396 მკითხველთა ლიგა
მექათმე თეონა ხომ არ გიპოვნიაო?
ცინცილუკს არც კი სცოდნია თეონას ვინაობა და სამყოფე-
ლი. გვანცამ განუმარტა მარიამის თარჯიმნობით ცინცილუკს:
ნადირთა საჩიხეს მახლობლად საქათმეებია გამწკრივებული,
იმ საქათმეებს რომ გასცდები, ბარე სამი ქოხია, ორში ხაბაზე-
ბია, ხოლო უკანასკნელ მესამეში თეონა ცხოვრობსო.
მარიამი წარამარა კარისაკენ იხედებოდა, ყოველ დაკაკუნე-
ბაზე ცინცილუკის მოსვლას მოელოდა, ბოლოს, როგორც იქნა,
მოაღწია ამ უკანასკნელმა და ამცნო: ის ქოხი კარგამოკეტილი
დამიხვდა, ხაბაზებმა მამცნეს: მცხეთას წასულაო თეონა.
მცხეთას წასულაო?
გვანცას ენიშნა, სწორედ ერთი კვირის წინად ამბობდა დედი-
სიმედი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, სვეტიცხოველი უნდა მოვი-
ლოცოო.
მარიამი ცას ეწია სიხარულისაგან.
„მართლა აგრე სთქვა, გეთაყვანე?“
„მამას გეფიცები, აგრე სთქვა, ავგუსტა“.
ერთი რამ საჭოჭმანოდ მიაჩნდა გვანცას:
ამ სიშორეს როგორ წავიდოდაო სალოცავად ერისთავის
ასული, ისიც უამალოდ?
„რა მოხდა მერმე, ბიზანტიელ დიდებულთა ქალები გაეპარე-
ბიან ხოლმე თავიანთ დედ-მამას და კონსტანტინოპოლიდან
ოცი ფარასანგის მანძილზე მიდიან მონასტერთა მოსალოცავად.
მე თავათ რამდენჯერ წავსულვარ ჟამსა სიყმაწვილისა რო-
მელიმე მონაზვნის ამარა გეგუთიდან სოხასტერს“.
სთქვა მარიამმა და მცირე ხნის შემდეგ დასძინა:
„მოდი ახლა ეს გავიგოთ, რომელი კაბა ჩაუცვამს დედისი-
მედს, წამოდი, გვანცა“.
გახსნეს კედლის კარადა, ზანდუკები, ფარჩისა და შალის კა-
ბები მანდ აღმოჩნდნენ უკლებლივ.
მარიამმა დაადგინა: სანიადაგო თალხი სამოსი გადაუცვამს,
ისე წასულაო.
ნაჭარმაგევს ჩამოსვლის დღიდან მარიამ დედოფალსაც
ენატრებოდა მცხეთას წასვლა, მაგრამ უსიამო ამბები ისე წაეწ-
ყვნენ ურთიერთს, მან ეს წადილი ვერ აისრულა.

397 მკითხველთა ლიგა


იმ დღეს მზე გამოვიდა და დარიც ისეთი მწყაზარი იყო, ხეებს
ფოთლები აკლდა და ველებს სიმწვანე, თორემ, ვარდობის
თვეაო, იტყოდით.
პირდაპირ ქალწულური ხალისით შეაგულიანა მარიამმა
გვანცაც:
„მოდი წავიდეთ, უთუოდ წავიდეთ მცხეთას“.
დედისიმედი თეონასთან ერთად მცხეთას რომ უნდა ყოფი-
ლიყო წასული, ამაში წინასწარ დარწმუნდა მარიამი. გვანცას და
ხაბაზების ჩვენებას დაემყარა უმთავრესად იგი, დედისიმედი
თურმე მცხეთას წასვლისთვის ოცნებობდა, თეონა მცხეთას წა-
სულა, ამ დილით ორივენი ერთად უნახავს ჟღარუნას, მაშასადა-
მე, დედისიმედი და თეონა მცხეთას უნდა ყოფილიყვნენ წასულ-
ნი.
მცხეთას წასვლა ბალღივით აიჩემა მარიამმა ახლა. მან უკვე
იპოვნა მეხთამრიდი დიდზე დიდი მწუხარებისა, რომელიც მოსა-
ლოდნელი იყო მისთვის დედისიმედის შესაძლებელ გადაკარ-
გვის გამო, საამისოდ საჭირო იყო, თუნდაც ორიოდე დღით ნა-
ჭარმაგევიდან წასვლა, რათა ამ უკანასკნელი დღეების მღელვა-
რება მგზავრობასა და ცხენზე ჯდომას გაექარვებინა.
მარიამი არ უტყდებოდა თავის თავს, თორემ ქვეშეცნეულად
გრძნობდა, სხვა რამ, შეფარვული ზრახვაც რომ ედო სარჩულად
მცხეთას გამგზავრების წადილს.
მცხეთიდან ზედაზენამდის სულ ორიოდე ფარასანგია, ხომ
შესაძლო იქნებოდა ნიანია ჩამოსულიყო შემთხვევით მცხეთას
და ეს იქნებოდა ფრიად საამური შემთხვევითი შეხვედრა.
რა თქმა უნდა, დავითის წამოსვლა დაამშვენებდა ამ მგზავ-
რობას, სხვა არა იყოს რა, ან მეფე ეწვეოდა ახლად შემომტკიცე-
ბულ ციხეს, ან მარიამი მოიწადინებდა ზედაზენის ნახვას.
თუ უბირი ადამიანები, რომელთა ცხოვრების პირობებსა და
ოცნებათ შორის გადაუხიდავი მზღვარია დადებული, მეტწილად
აუხდელი სურვილებით სულდგმულობენ და იოლად ურიგდები-
ან მათ არშესრულებას, მეფეებს, დედოფლებს და ტირანებს, გა-
ლაღებული ცხოვრების ძალით, ქვეშეცნეულად უვითარდებათ
წინასწარი რწმენა, რომ ყოველი, თვით უმცირესი მათი წადილი,
უეჭველად უნდა ახდეს და, თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ვერ შეის-
რულეს, ისინი ფრიად უბედურად იგრძნობენ ხოლმე თავს.
398 მკითხველთა ლიგა
მარიამმა მტკიცედ გადასწყვიტა მცხეთას წასვლა, მაგრამ ეს
აღარ იცოდა, იმ შემთხვევაში, თუ დავით მეფე ვეღარ მოიცლიდა
თან წამოსასვლელად, როგორ მოეწყო ეს მგზავრობა ისეთ-
ნაირად, რომ მეფე გიორგის, ელენე დედოფალსა და ეპისკოპო-
სებს თვალში არ სცემოდათ ეს მოულოდნელი მისი გამგზავრე-
ბა.
ეს საკითხი გადაწყვეტილიც არა ჰქონდა, ისე შეუდგა საცხე-
ნო სამოსელის გამოძებნასა და შერჩევას.
სწორედ ამ დროს შემოვიდა ცინცილუკი და მოახსენა დიაკო-
ნი ტიმოთე გეახლათო, ქუთათელის, მანგლელისა და ბედიელის
მიერ წარმოგზავნილი.
რა უნდაო, თუ იცი, მაგ დიაკონს?
მიაძახა მარიამმა ეზოსმოძღვარს.
კარიდან გამოუსვლელად მიუგო ცინცილუკმა: სამივე
მღვდელმთავარი სადარბაზოდ მოსვლის ნებას თხოულობენ, რა
თქმა უნდა, თუ იმპერატრისსა ამას ინებებსო.
ერთი პირობა გულზე შემოეყარა მარიამს, მათ ორგზის უკვე
ჰქონდათ სადარბაზოდ მოსვლის ნება ნათხოვი, შეუძლოდ ყოფ-
ნის მიზეზით მოიგერია ისინი, ახლაც უარი შეეთვალა და მცხე-
თას წასულიყო, ფრიად და ფრიად უხერხული იქნებოდა ეს.
სადარბაზოდ მოეწვია ისინი?
დასხდებოდნენ სტუმრად მოსულნი და ღამემდის ვერ
მოათავებდნენ სათქმელსა და საუწყებელს.
უცებ ახალმა აზრმა გაიელვა მარიამის გულში: ეპისკოპო-
სებს თან ვიახლებ, მაშინ არავის მოუვა თავში, ნიანია ბაკუ-
რიანის მოსანახულებლად გაემგზავრაო იმპერატრისსა მცხე-
თას.
მიუხედავად ყოველივე ამისა, დავით მეფის წამოსვლა მე-
ტად საჭიროდ მიაჩნდა დედოფალს. განა ცოტა შემთხვევა იცო-
და მარიამმა ისეთი, როცა ბიზანტიელ იმპერატორებს წარმოშო-
ბა, მდგომარეობა ან სამღვდელოება არ დაანებებდა ამა თუ იმ
გამიჯნურებული ქალწულის შერთვას, ეს უკანასკნელნი რჩე-
ბოდნენ ხოლმე სასახლეში, როგორც ფავორიტი თუნდაც სეფე-
ქალთა წინამდგომის სახით, ასეთი მიჯნურების მთელი დასტა
ჰყავდა თავის სასახლეში იმპერატორს, კონსტანტინე მეცხრეს.

399 მკითხველთა ლიგა


ბედისწერის ჭირვეულობის მეოხებით ვერ შედგა დავითისა
და დედისიმედის შეუღლების ამბავი.
რა მოხდა მერე, მარიამ დედოფალი იზრუნებდა იმისთვის,
რომ ნომოკანონის დაურღვევლად ეს ბედნიერება ხელიდან არ
გამოსცლოდა მის სათაყვანებელ ძმისწულს.
ამ მხრითაც დავითისა და დედისიმედის შეხვედრა თუნდაც
მცხეთაში, ამ ცნობისწადილით გახელებული მანდატურებისა და
სეფექალების თვალთვალის გარეშე, არამცთუ საჭიროდ, აუცი-
ლებელიც ეჩვენა მარიამს.
ამ იდუმალი ზრახვებით აღძრულმა უბრძანა ცინცილუკს:
რკონის კოშკში წადი და დავით მეფეს მობრძანება სთხოვეო ჩე-
მის სახელით.
ცინცილუკი კარის ზღურბლიდან გამობრუნდა და მოახსენა:
დიაკონი ტიმოთე კარს უკან იცდის და პასუხს მოელისო.
„უთხარი წავიდეს, თავათ შევუთვლი-თქო პასუხს“.
ცინცილუკი შეყოყმანდა და მარიამმა მიაძახა:
„ჩქარა იარე, დავით მეფემ არ გაგასწროს როგორმე, თანაც
მელიტას უთხარი, ამ წუთში მოვიდეს ჩემთან“.
მელიტას ფარჩის კაბის შარიშური გაისმა დარბაზში.
როცა მარიამმა სამი ეპისკოპოსის ხმობა უბრძანა მელიტას,
ქუთათელის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა დიაცს, ციბრუტი-
ვით შეტრიალდა და კარისაკენ გაეშურა.
ვიდრე იგი ზღურბლამდის მიაღწევდა, უკუიხმო მარიამმა მე-
ლიტა და ბეჯითი ტონით უბრძანა:
„იცოდე, წინასწარ მოუხსენებლად არ უნდა შეხვიდე მათთან,
გესმის?“
მესმისო, სთქვა მელიტამ და კარისაკენ გაემართა.
კვლავ უკუიხმო იგი მარიამმა და უთხრა:
„ეგეც დაიხსომე, მელიტა, როცა ეს ამცნო, თავაზიანად დას-
ძინე, იმპერატრისსა მცხეთის ტაძრების მოსალოცად გამგზავ-
რებას აპირებს-თქო“.
მესმის, მესმისო, სთქვა მელიტამ და კარი გაიხურა.
ქუთათელი ნამეტნავად გასუქებული ეჩვენა მარიამს. არ-
ქიეპისკოპოსის ღაჟღაჟა ლოყები არ ეთანაბრებოდა მის ბერულ
ჩაცმულობას. ეს ფაშფაშა, ბრდღვიალა მოხუცი უფრო მეტად

400 მკითხველთა ლიგა


ხორცის აყვავების მაუწყებელი იყო, ვიდრე სხეულის დაშრეტისა
და სულის აღზევებისა.
როცა მარიამი მანგლელ ეპისკოპოსთან საუბრით გაერთო,
ქუთათელი წარამარა ესროდა მზერას გათქვირებულ თეძოებს
მელიტასას, რომელიც ამასობაში მაჰარაჯასეულ სარკის წინ მო-
კურკურე კაკბებს ულოლიავებდა და ეტიკტიკებოდა ტკბილხმო-
ვან ბერძნულ ენაზე.
საბია შემოვიდა, ისევ შემოიტანა ყურძნით, უნაბით და ჩი-
რით გავსილი ხონჩა, მეღვინეთუხუცესი მას თან შემოჰყვა და
სველი ხელადები და ფიალები დაალაგა სუფრაზე.
ქუთათელმა ფიალა გაავსო, მზეგრძელობა უსურვა დედო-
ფალს, ფიალა გადასცა მანგლელს, რომელსაც ღვინისთვის არა
სცხელოდა, რადგან მას წამოწყებული ჰქონდა თრიალეთის
საერისთავოს გაჩანაგებულ ეკლესიათა და მონასტერთა ამბავი.
ქუთათელმა კიდევ მოასწრო ორიოდე ფიალის გამოცლა და
სთქვა:
„როგორც მელიტამ გადმოგვცა, ავგუსტა, მცხეთას წასას-
ვლელად გიხმივართ, თუ წამობრძანებას ინებებთ, უკვე დროა
გზას დავადგეთ, რადგან მზე სამზეოში ასულია უკვე“.
მარიამი გაგულისდა, რა დაბეჯითებით დავაბარე და როგორ
აურევიაო საუწყებელი მაგ სულელ დიაცს, ეს არ გაამხილა და
ასე მიუგო მთავარეპისკოპოსს:
„დიდი ხანია მცხეთას წასვლას ვლამობ, თუ თქვენც წამობ-
რძანდებით, მოხარული ვიქნები, რა თქმა უნდა, მამანო“.
სამივე ეპისკოპოსმა ერთად დაიბუბუნა:
გეახლებითო.
მარიამმა დასძინა:
„თუ მაინცდამაინც შემოგვაღამდა, მუხრანის სასახლეში გა-
ვათიოთ ღამე“.
ბოლოს ცინცილუკი დარბაზში მობრუნდა.
უფლისციხისა და ცხვილოსციხის პატრონნი ხლებიან დავით
მეფეს, ერისთავები და სპასალარებიც მანდ არიან, ამიტომ არ
შემიშვაო მოსახსენებლად მესტუმრეთუხუცესმა რკონის კოშ-
კში.
მეჯინიბეთუხუცესი ეახლა დედოფალს.
მზად გახლავთო ეტლები და ცხენები.
401 მკითხველთა ლიგა
დარბაზის ზღურბლთან მიღწეულმა მარიამმა გაიფიქრა:
დიოფალ ელენესთან შევივლი, ვამცნობო მაინც მცხეთას
რომ მივდივარ, მაგრამ შეეშინდა გიორგი მეფე ჩამომეკიდება:
გაცივდებიო და სხვა მისთანანი...
ბოლოს არც ის მიაჩნდა საჭიროდ, დედისიმედის მცხეთას
გაპარვა გაეხმიანებინა მთელს სასახლეში, ამიტომაც დაადგა
დედოფალი გზას, მხოლოდ სეფექალთა წინამდგომი, შარვაშის-
ძის ქალი, დაიბარა და უბრძანა: ჩემი წასვლა ამცნეო დიოფალს.
შუადღეც არ იქნებოდა გადასული, როცა მარიამ დედოფალ-
მა აიყოლია სამივე ეპისკოპოსი, გვანცა, კურაპალატისსა მელი-
ტა და მცხეთას გაემგზავრა. ორი პროტოდიაკონი, ორი მონაზო-
ნი და ათი ჩუხჩი თან ეახლნენ მათ.

***
მარიამი და მისი ამალა უკვე წასულნი იყვნენ, როცა საბია
გადაეყარა ნახევრად ბნელ დერეფანში მახარაის და დედისიმე-
დის გაუჩინარების ამბავი ამცნო.
მახარაის თვალთ დაუბნელდა მღელვარებისაგან: კედელს
წაეპოტინა, რას მეუბნებიო! შესძახა მემაშხალეთუხუცესს.
სიბნელის მიუხედავად, მისი მღელვარება შეიცნო საბიამ
ანაზდად და უწყებული უბედურების შერბილებას შეეცადა.
დააშოშმინა მახარაი:
„ყველა აგრე ამბობს და მარიამ დედოფალსაც აგრე მოხსენ-
და: მექათმე თეონასთან ერთად მცხეთას უნდა იყოსო წასული,
მეც აგრე მგონია, დედის ცხონებამან“.
„როგორ, ორბელიანის ქალი მექათმე თეონასთან ერთად
წავიდოდა მცხეთას, რას როშავ, ბერიკაცო?“
შეუბღვირა მახარაიმ საბიას.
„არა, მე არ მითქომს ეს, დედის ცხონებამ, – თავი იმართლა
საბიამ, – არც მე მჯერა ეგა, დედის ცხონებამ, ეზოსმოძღვარმა
ცინცილუკმა აგრე მოახსენა და იმპერატრისსაც წაბრძანდა დე-
დისიმედის საძებნად მცხეთას“.
განცვიფრდა მახარაი ამ ამბის გამგონე, საბიასთან არ გა-
ნაცხადა თავისი ნახევარი დის აუგი, ისე გულში კი გაიფიქრა.

402 მკითხველთა ლიგა


„დიაცური მალემრწმენობაა ეგ. როგორ? ორბელიანის ქალი
მასპინძლების უკითხავად, უამალოდ წავიდოდა მცხეთას, იმ
ბედშავი მექათმის ამარად?“
საბია დერეფანში დასტოვა და რკონის კოშკში გაბრუნდა
კვლავ. წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა: დაუყოვნებლივ ემცნო
ეს ყოველივე დავითისათვის.
დარბაზში ჯერაც გრძელდებოდა ბჭობა, ციხისთავნი, ერის-
თავნი და სპასალარნი ისხდნენ, ჭყონდიდელი პირისპირ უჯდა
პატრონს და ესაუბრებოდა.
ვაზირთა უპირველესის სიტყვიდანაც სჩანდა, თათბირს ჯერ
არ უჩანდა ბოლო.
მახარაიმ მზერა შეავლო დავითს, წინაღამით უძილარს უჩ-
ვეულო დაქანცულობა ეტყობოდა სახეზე, თვალის უპენი ჩაშავე-
ბოდა, მის ღაწვისთავებზე გამქრალიყო ის მოწითალო ელვარე-
ბა, რომელიც გადაჰკრავდა მთელ სახეზე მას. იგი ოდნავ მოდ-
რეკილი იჯდა ოქროჭედილ სელზე და გატვრინული უსმენდა თა-
ვის გამზრდელს.
კიდევ და კიდევ შეხედა მახარაიმ ამ დამწუხრებულ, ძვირფას
სახეს, რომელსაც წყენისა და დაღლის დამღა ზედ შეჰფენოდა
და თავის გუნებაში სთქვა:
„ვინ იქნება ისეთი უგულო, რომ მას ეგზომ დიდი უბედურება
ამცნოს?
არა, თუნდაც ამ წუთში შესწყვიტოს გიორგი ჭყონდიდელმა
მასთან საუბარი და თუნდაც ეხლავე დასრულდეს ბჭობა, მე არ
მეყოფა ვაჟკაცობა, ეს სიმძიმილი ვამცნო პირველად“.
მოუთმენლობამ შეიპყრო მახარაი, მას უკვე აღარ შეეძლო
გრძელი საუბრის ბოლომდის მოსმენა, ადგა და სანახევროდ
ბნელ დერეფანში გავიდა. მიდიოდა გაოგნებული, გამგეთუხუცე-
სი წამოეწია და წაიდუდუნა:
„შენც მიბრძანდებიო პატრონთან ერთად ცხვილოს ციხეს?“
ყური არ ათხოვა მის ბუტბუტს მახარაიმ და თავჩაქინდრულ-
მა განაგრძო სვლა. მიდიოდა, თავათაც არ იცოდა, სად წასული-
ყო, ვისთვის ემცნო ეს ამბავი პირველად?
ახლა ეგ აფიქრებდა: ვინ ამცნოო თავდაპირველად დარბა-
ზისერთა გადაწყვეტილება დედისიმედს? წინწყაროელ ეპისკო-
პოსზე მიიტანა ეჭვი.
403 მკითხველთა ლიგა
სიშლეგედ ეჩვენება საბიას ბჟუტური დედისიმედის მცხეთას
გამგზავრების გამო. მისთვის ცხადი იყო, ესოდენ დიდ უბედურე-
ბათა შეცხადების შემდეგ მცხეთას წასვლის გუნება სად ექნებო-
და იმ სვედავსილ ქალწულს.
ლოცვა თუ უნდოდა, რაღა აგრე შორს წავიდოდა, შავი
ღვთისმშობლის ტაძარი აქვე არ არის, თუგინდ სამთავისი, გინდ
სხვა ეკლესია ნაჭარმაგევის შემოგარენში თუნდაც.
ჯერ გიორგი მეფის პალატისკენ იარა, მერმე მოაგონდა: ალ-
ბათ ჯერაც ისვენებენო მეფე და დედოფალი, ციხის ეზოში ჩავი-
და, ვენახები განვლო და ბაზილიკებისკენ მიმავალ ბილიკს მიჰ-
ყვა ანაზდად.
შავი ბაზილიკის ხუცესმონაზონს ეწვია, დედისიმედი თუ ნა-
ხეო დღეს დილით, ან მექათმე თეონა?
ბოლოს ეკვდრებში მცხოვრები მონაზვნები მოაყვანინა.
არავის ენახა ამ უკანასკნელ დღეებში არც დედისიმედი და
არც თეონა შავს ბაზილიკაში.
უგუნებოდ დააგდო შავი ბაზილიკა და მიჰყვა აღმოსავლე-
თისკენ მიმავალ ბილიკის გასწვრივ გაწკაპულ ბაზილიკებს. ზო-
გი მათგანი დაკეტილი დაუხვდა, სადაც კი წააწყდა ხუცესს,
დიაკონს, მონაზონს ან ბერს, ყველას სათითაოდ დაჰკითხავდა,
მაგრამ არავის უთქვამს მისთვის სანუგეშო პასუხი.
მახარაი ისევ გაბრუნდა სასახლეში. კვლავ მიაშურა რკონის
კოშკს, განმგეთუხუცესი იდგა კარებთან ატუზული: ჯერაც არ მო-
თავებულაო ბჭობა. ბოლოს გაბრუნდა და გიორგი მეფის პალა-
ტისკენ წავიდა.

***
როცა მახარაიმ დედისიმედის გადაკარგვის ამბავი აუწყა გი-
ორგის, სასთუმალთან გვარამ ბეჭისციხის პატრონი უჯდა მას,
გველცემულივით ზეწამოიჭრა გვარამ ერისთავი და ცრემლმა
იწვიმა მის ღაწვისთავზე.
შეძრწუნდა გიორგი. ჩამაცვითო, მიაძახა განმგეთუხუცესს
სარდიონს. არა მარტო გიორგი მეფე, თვით სნეულმა ელენე დე-
დოფალმა, მოინდომა წამოდგომა, იგი ხელებგაშლილი მინებე-
ბოდა სეფექალთა წინამდგომს შარვაშისძის ასულს, მალე, მა-

404 მკითხველთა ლიგა


ლეო, იძახდა. თითქოს საკმარისი იყო გასულიყო მისაღებ პა-
ლატებში, მაშინათვე მოძებნილი იქნებოდა ორბელიანთა ქალი.
გიორგი მეფე გაშრა, ერთი წაიდუდუნა: დაგვედოო სხვისი
შვილის ცოდო, მერმე უხეშად მოიშორა მელოტი კარისკაცი,
რომელიც წაღებს აცვამდა მას. ახალგაზრდული სიკასკასით ჩა-
იცვა ჟოლოსფერი, ახალი წაღები და აკლობით გავიდა მისაღებ
დარბაზში.
ამ პალატში უკვე გარს შემოსეოდნენ მახარაის არა მარტო
მანდატურნი, კარებთან მოგროვილიყვნენ მესარეცხე დიაცები,
მეჭურჭლენი, მეურმენი, მეკარვენი, მემაშხალენი, მეჯორენი,
ბაზიერნი, მებადურნი.
დედაკაცები ჩუმ-ჩუმად სტიროდნენ უკვე.
მახარაი თანდათანობით აღძრულ კითხვებს აძლევდა თან-
დამსწრეთ. როცა გიორგი მეფე, დედოფალი ელენე და გვარამ
ერისთავი შემოვიდნენ დარბაზში, ანაზდად შეწყდა ჩოჩქოლი და
დრტვინვა.
პატრონის დანახვაზე წასვლას დაადგნენ მდაბიონი, მაგრამ
მახარაიმ ორივე ხელი ზეასწია და იყვირა:
ნურავინ გავა პალატიდან, სანამ ყოველი კაცი რაიმე ცნობას
არ მოგვაწვდისო.
ყველაზე ადრე ჟღარუნა დაჰკითხა მახარაიმ. ბაზიერთუხუ-
ცესმა გაიმეორა ცინცილუკისათვის მიცემული ჩვენება:
უთენია ვნახე, ბაზილიკებისაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვე-
ბოდნენო ორბელიანის ქალი და მექათმე თეონა, ქორ-
მიმინოთა დასაპურებლად მივიჩქაროდი და ამის მეტი არაფერი
ვიციო.
მახარაიმ კითხვა მოუნაცვლა:
„ხომ არ გახსოვს, რა ფერის სამოსი ეცვა დედისიმედს?“
ჟღარუნამ თავი მოიფხანა, ეგ არ მახსოვსო.
თუ რაიმე ეჭირაო ან ერთს, ან მეორეს ხელში, ხელკალათი
ან ფუთა რაიმე?
არც ეგ მახსოვსო.
გვარამ ერისთავმა შეაჩერა მახარაი, გიორგი მეფესა და
ელენე დედოფალს შეხედა და სთქვა:
„თუ არ ვცდები, აგრე აჯობებდა, მახო, ცალ-ცალკე დაგვე-
კითხა ისინი, ვისაც რაიმე ცნობისათვის ყური მოუკრავს“.
405 მკითხველთა ლიგა
აგრეც მოაწყვეს, სასტუმრო დარბაზის კარი დაჰკეტეს და სა-
თითაოდ გამოხმობა დაიწყეს.
ჟღარუნას შემდეგ ჯერი მოუწია მეურმე სესიას, რომელსაც
იგოეთის გზაზე შეხვედრია ამ დილით ორი შავოსანი დიაცი და
უთხოვიათ, მცხეთას წაგვიყვანეო.
სესია აიმღვრა, მას არასოდეს დაუდგამს მეფეთა პალატებში
ფეხი. არც აროდეს ენახა ასე ახლოს მეფე და დედოფალი, მუხ-
ლი მოიყარა. მაგრამ მახარაი ყოველ მდაბიორთან შეხუმრებუ-
ლი იყო, ამიტომაც ჯერ წამოაყენა, მეგობრულად დაუყვავა სესი-
ას და სთხოვა:
მხოლოდ ისა სთქვი, რაც ნამდვილად გაიგონე ან შენი თვა-
ლით ნახეო.
„შენ სად მიდიოდი ამ დილით, სესიავ?“
„მენა? იგოეთს მივდიოდი მენა“.
„სად შეგხვდა ის ორი დიაცი, რომელნიც გიხსენებია განმგე-
თუხუცესთან დაკითხვაზე?“
„იქ, სადაც გზა უხვევს მხარმარჯვნით, წისქვილისკენ მიმავა-
ლი“.
„ტანზე რა ეცვათ, თუ გახსოვს, იმ ქალებს?“
„ვგონებ, შავოსნები იყვნენ...“
მერმე კეფა მოიფხანა სესიამ, იატაკს დასჩერებოდა მცირე
ხანს და სთქვა:
„კარგად არ მახსოვს, შენი რისხვა არ მომეცეს“.
მახარაი მეფე გიორგის მიუბრუნდა და სთქვა:
„სავალალოა, ჟღარუნასაც რომ არ დახსომებია, თუ რა ეცვა
დედისიმედს ტანზე“.
ისევ სესიას მიმართა:
„მაშ, შენ არ გახსოვს, თუ რა ეცვა რომელიმე მათგანს?“
„არ მახსომს, შენი რისხვა არ მომეცეს“.
„კარგი და პატიოსანი, ახლა ეს მითხარი, სესიავ, რომელი
მათგანი გამოგელაპარაკა, მოხუცი თუ ახალგაზრდა?“
თავი ჩაქინდრა სესიამ და სთქვა:
„არც მაგას ჩავკვირვებივარ, შენი რისხვა არ მომეცეს, მოხუ-
ცი მათ შორის არავინ არ ყოფილა, ვგონებ, ორივენი ჯეელი
დიაცები იყვნენ. მე ენგრე მახსოვს და სხვა უფალს ეცოდინება
უკეთ“.
406 მკითხველთა ლიგა
ახლა მეფე გიორგიმ მისცა კითხვა სესიას:
ფული თუ შეგაძლიესო მცხეთას წაყვანისათვის, სესიავ?
ამ კითხვამ დააფრთხო რატომღაც მეურმე, მან კარგად არ
იცოდა, თუ რად ახმობინა იგი მახარაიმ, ან რა მოსვლოდა იმ
დიაცს, რომლის გადაკარგვის გამო იყო მთელი ეს აურზაური
ატეხილი. ვაითუ მოეკლას იგი ვინმეს და მე დამბრალდესო
რაიმე, ამიტომაც შეკრთა და დაიწყო ლუღლუღი:
„ფულიო, მე არავითარი ფული არ მიმიღია, მეფევ ბატონო,
იმ დიაცთაგან, შენი რისხვა არ მომეცეს... და სხვა არაფერი ვიცი
მენა, მე რა ბრალი მაქვს, არ ვიცი“.
გიორგი მიხვდა, თუ რად შეკრთა კითხული, დაუყვავა მეურ-
მეს და უთხრა:
„შენ ნუ კრთი, სესიავ ჩემო, არავინ არაფერში გდებს ბრალს.
ჩვენ ხომ შენ არ გაბრალებთ, თითქოს ფული მოეცეს იმ დიაცს
შენთვის, ჩვენ მხოლოდ ეგა გვსურს გავიგოთ, ფული თუ შემო-
გაძლიეს მცხეთას წაყვანისათვის, ხომ გასაგებია?“
სესია დამშვიდდა და სთქვა:
„ფული არ შემოუძლევიათ, მე თავიდანვე უარი ვუთხარი
მცხეთას წაყვანაზე, რადგან საღამოსვე ვაპირებდი სასახლეში
გამობრუნებას“.
მახარაიმ ბევრი უჩიჩინა მეურმეს, მაგრამ ამ ფრიად ძუნწი
ცნობების გარდა, სხვა ვერაფერი გამოიტანა მის უთავჟამო
ნაუბარიდან.
ახლა მეჯორე შემოაყვანინა მახარაიმ განმგეთუხუცესს, სწო-
რედ იგი, რომელიც ამტკიცებდა; ურბნისს მივდიოდი ჯორით და
ორი ქალი შემხვდა, ტაშისკარის გზა მკითხეს, გზაზე დავაყენე
და გავეცალეო.
მეჯორე ოსი აღმოჩნდა, იგი ოდნავ ნაღვინევი სჩანდა, წარა-
მარა ურევდა ჩვენებას.
როცა მახარაი ჰკითხავდა: ახალგაზრდას ეცვაო შავი თუ მო-
ხუცს, ხან იტყოდა, ახალგაზრდას ენდროსფერი ეცვაო, ხოლო
მოხუცს – შავი. მახარაი შეიქცევდა მას გულისგარედ მიცემულ
კითხვებით, მერე დანდობილად მოუნაცვლებდა კითხვას:
რომელ მათგანს ეცვაო ენდროსფერი, ახალგაზრდას თუ
მხცოვანს?

407 მკითხველთა ლიგა


მეჯორეს თავათ დაავიწყდებოდა ორიოდე წუთით ადრე მი-
ცემული ჩვენება და წამოტორტლავდა:
„მოხუცს ეცვა, სენი წირიმე“.
მახარაის ბრაზი წაეკიდებოდა უცებ, თვალს დაუბრიალებდა
თუ არა, ისევ იუარებდა მეჯორე:
„არა, ყმაწვილ ქალს ეცვა ენდროსფერი, სენი წირიმე“.
ამ ხანგრძლივი დაკითხვისაგან არაფერი გამოირკვა, ერთის
ნაუბარისაგან ირკვეოდა, რომ ორი ქალი აღმოსავლეთს წასუ-
ლა, ორიც – დასავლეთს, მაგრამ რადგან ჟღარუნამ ვერ აჩვენა,
თუ რა ეცვა იმ დილით დედისიმედს, დაბეჯითებით ვერ დაადგი-
ნეს, თუ საითკენ უნდა ყოფილიყვნენ წასული თეონა და დედისი-
მედი.
ცნობილია, ხანგრძლივად ერთად ცხოვრების გამო ერ-
თნაირი შეხედულებანი და ჩვევანი უვითარდება ხოლმე ცოლ-
ქმარს.
აგრე ტკბილად შებერებულნი იყვნენ ურთიერთთან გიორგი
და ელენე, ელენეს სათნო ბუნება ისე შეეგუა გიორგისას, ამ უკა-
ნასკნელს შავი ფერი რომ ჟრუნად მოჩვენებოდა, ელენეც აგრე
იტყოდა უთუოდ:
ჟრუნიაო.
მხოლოდ იმ დღეს მოუხდათ მათ მცირეოდენი შეპაექრება.
ელენეს გულით ეწადა მცხეთაში აღმოჩენილიყო დედისიმე-
დი, მით უმეტეს, რომ მარიამ დედოფალიც მანდ იყო მის საძებ-
რად წასული, ამ შემთხვევაში ყოველივე კეთილად წარიმართე-
ბოდა და მის სათაყვანებელ ვაჟს ასცდებოდა დიდზე დიდი სიმ-
ძიმილი ამჯერად.
ელენე აგრე ასაბუთებდა თავის შეხედულებას: რაკი ჟღარუ-
ნა დაბეჯითებით ამტკიცებდა, ბაზილიკებისაკენ მიდიოდნენო
დედისიმედი და თეონა, ალბათ მცხეთას წავიდნენო უთუოდ, მე-
ურმის ჩვენებაც ზედმიწევნით ასაბუთებსო ამ აზრს.
გიორგი არ დაეთანხმა:
„აბა, დაუფიქრდი რას ამბობ, ვეჟო, ვთქვათ, ცამდის მართა-
ლია ბაზიერთუხუცესი ჟღარუნა და ბაზილიკებისაკენ, ესე იგი
აღმოსავლეთით წასულან ორბელიანის ქალი და მექათმე
თეონა.

408 მკითხველთა ლიგა


ერთი ეს მიბრძანე ღვთის გულისათვის, რად არ შეიძლება
აღმოსავლეთისაკენ მიმავალ კაცს გუნება შეეცვალოს, ან რაიმე
მოსაზრებით ჯერ აღმოსავლეთისაკენ იაროს და მერმე დასავ-
ლეთისკენ გაუხვიოს, ხომა?
რაიცა შეეხება მეურმის ჩვენებას, ხომ შესაძლებელია, სულ
სხვა დიაცები შეხვდნენ იგოეთში მას?
რაო, განა ცოტა ხალხი დადის აქედან მცხეთას, ზოგი სავაჭ-
როდ, ზოგი სალოცავად, ხომა?“
სეფექალთა წინამდგომმა შარვაშისძის ქალმა აიჩემა, ალ-
ბათ ის ორი, ტაშისკარს მიმავალი ქალი იქნებოდნენო თეონა
და დედისიმედი.
გულზე ბრაზი წაეკიდა გიორგის.
„დიაცური ჭკუამოკლეობის ამბებია ეს ყოველივე, ჩემმა
მზემ, – ეუბნება იგი გვარამ ერისთავს, – ან რა ფასი აქვს უთავ-
ჟამო ბრიტინს იმ მეჯორისას, რომელიც მახარაის შესციცინებდა
თვალებში და ყოველ წუთში სცვლიდა ჩვენებას. ვეღარც ის
გვამცნო, ორ დიაცს შორის რომელს ენდროსფერი ეცვა და რო-
მელს შავი“.
ეს მცირე გაპაექრება მოთავდა თუ არა, მახარაიმ შემოაყვა-
ნინა ორი მეწაღე, რომელიც ხუთ ცხენოსანს გადაჰყროდა ატე-
ნის ხეობაში.
სამ ვაჟკაცს მიჰყავდა ერთი პირლამაზი დიაცი, ქალი ლო-
ყებს იხოკდა, ორი მხედარი მკლავში ეპოტინებოდნენ და აშოშ-
მინებდნენ მას, იგი მაინც გულმწარედ სტიროდა, ერთი შავოსა-
ნი, ჭარმაგი დიაცი უკან მისდევდა ოთხთა. მამაკაცურად ცხენზე
გადამჯდარი, იგიც მდუღარებას აფრქვევდა თვალთაგან, შემ-
ცხადებულივით იხოკავდა ღაწვებს და დაუცხრომლად მიაჯირი-
თებდაო ლაფში ამოსვრილ ცხენს.
ამ ამბავმა შეაშფოთა გვარამ ერისთავი და თავათ გიორგი
მეფეცა.
ცალ-ცალკე დაჰკითხეს მეწაღენი, ორივეს ჩვენებიდან შემ-
დეგი წვრილმანები გამოარკვიეს: ახალგაზრდა ლამაზი ყოფი-
ლა, ხოლო ჭარმაგი ღაწვმაღალი, ბეჭპრტყელი, პირველს თუ
რა ეცვა, ეს ვერ დაადგინეს, უკანასკნელს ჯვალოს სადიაცო
ცმია.

409 მკითხველთა ლიგა


იმ მამაკაცებს, რომელთაც ძალით თუ ნებით მიჰყავდათ ისი-
ნი, მოკლე თექები ემოსათ, მეცხვარული წოწოლა ქუდები ხურე-
ბიათ თურმე თავზე, ჯაჭვი არ უჩანდათ თექიდან, მხოლოდ
გრძელზე გრძელი სატევრებისათვის წაუტანებიათ მეხმლეებს
თვალი.
გრძელი წილამურები ეფინებოდათ წოწოლა ქუდებიდან
გადმოღვრილნი სახეზე, ასე რომ, არც მათი ეროვნების, არც მა-
თი გამომეტყველების გამო ვერაფერი სთქვეს მეწაღეებმა.
მახარაიმ განმგეთუხუცესი მოიხმო და ჰკითხა:
თუ ვინმე გეგულებაო ხელახლად დასაკითხავი?
როცა ასეთი არ აღმოჩნდა, გვარამ ერისთავმა სთქვა:
„ახლა მთავარზე უმთავრესი ეგაა, მახო, როგორმე გამო-
ვარკვიოთ, თუ ვინ არის და რა ზნეობისაა ის მექათმე თეონა?“
სეფექალთა წინამდგომმა შარვაშისძის ქალმა განაცხადა,
ფრიად სათნო, გამრჯელი დიაციაო მექათმე თეონა.
სამი ძმა ფარცხისში მოუკლეს თურქებმა მას, ქმარი ლიახ-
ვზე დაეხრჩო შარშან, ხოლო წრეულს ერთადერთი ვაჟი ზედა-
ზენში იმსხვერპლესო თურქებმა.
მექათმეთა წინამდგომი ახმობინა მახარაიმ.
ბურტყლში ამოთხვრილი, თეთრწვერა მოხუცი დამფრთხა-
ლი აცეცებდა მეფისა და დიდებულის დანახვისას თვალებს, რო-
ცა მახარაიმ ტკბილად მოუფონა და თეონა უხსენა, მან სიამოვ-
ნებით დაადასტურა:
გულმართალი, გამრჯელი და გულისხმიერი დიაცი იყოო
თეონა.
მხოლოდ ამ ბოლოჟამს ოდნავ შეუშვა შრომას ხელი, ამიტო-
მაც ჭირი დაერიაო ქათმებს. ნიადაგ შავი ღვთისმშობლის ტა-
ძარში ლოცულობდა, რაც ებადა, აღაპებს შეალიაო.
აგრე იქადნიდა: დავით მეფეს თუ კიდევ შეამთხვიეს ომი,
ქმრისეულ ჩოხას გადავიცვამ, მის ხმალს წელზე შევირტყამ და
ჩემი ვაჟის სისხლს ვაზღვევინებო თურქებს.
ამ ჩვენებამ შეარყია გვარამ ერისთავის იჭვი, რომელიც მას
აღუძრა მეწაღეთა ნათხრობმა.
ბეჭისციხის პატრონი შესაძლებლად სთვლიდა თურმე ასეთ
რამესაც: ვინ იცის, ეგებ იმ მექათმე დიაცს თურქ მსტოვრები-

410 მკითხველთა ლიგა


სათვის მიეყიდნოს ერისთავის ასული და მათ მიერ გატაცებული
ქალი ენახოთო იმ მეწაღეთა.
დასასრულ, ნადირობიდან ახლად მობრუნებული მენადირე-
თუხუცესი შემოიყვანა განმგეთუხუცესმა.
და სთქვა მენადირეთუხუცესმა შემდეგი:
„კვერნაქის მთის სანახებში შველზე ვნადირობდი დღეს დი-
ლით, დაკოდილი ნადირი ძაღლებს გაექცა, გზის პირად წაიქცა.
ორი ქალი მოდიოდა მცხეთისკენ, ერთს შავი ჯვალო ეცვა,
ტანმაღალსა და ღაწვმაღალს, მეორეს, ყმაწვილ ქალს – თალხი
სამოსი.
გზის პირად წაქცეულ შველს თავზე წამოადგა ქალწული, ჯერ
იტირა და იტირა, მერე დრუნჩზე აკოცა მომაკვდავ ნადირს.
შე კაი კაცო, რას ერჩოდიო ამ მშვენებას ტყისას, ეს საყვედუ-
რი მესროლა და გზას დაადგა“.
ახლა მენადირეთუხუცესის ჩვენებას მოეკიდა დიოფალი
ელენე. გიორგი მეფესთან მივიდა და მახვეწარის კილოთი უთ-
ხრა:
„მერწმუნე, ჩვენო პატრონო, მცხეთაში აღმოჩნდება ორბე-
ლიანის ქალი“.
დიდხანს უმტკიცა გიორგი მეფემ თავის მეუღლეს, ცხოველ-
თა მოყვარული და გულჩვილი დედისიმედის გარდა სხვაც ბევ-
რიაო ამქვეყნად.
„შენ ხომ უგულოდ მიგაჩნივარ, მაგრამ მშვლის სიკვდილი
ისეთი შემზარავი რამეა, მის მშვენიერ თვალთაგან დადენილ
ცრემლებს მეც არაერთგზის ავუტირებივარ ტყეში“.
როცა უკანასკნელი იმედიც ხელიდან გამოაცალეს ელენე
დედოფალს, იგი ბალღივით ატირდა და შესჩივლა ქმარს:
„შენ მართლაც უგულო ხარ, გიორგი, უგულო, მაინცდამაინც
გული უნდა გაუხეთქო ადამიანს“.
მხრები აიჩეჩა მეფე გიორგიმ და განმგეთუხუცესს უბრძანა:
მებადურთუხუცესი აქ მომგვარეთო.
მებადურთუხუცესს დაავალა: დაუყოვნებლივ წაეყვანა მე-
სათხევლენი, ლიახვი და მტკვარი მოეჩხრიკათ ბეჯითად.
ხოლო ვარდოსანისძეს, ქარიმან სეტიელის ნაცვალს, ჩუხჩნი
უნდა წაეყვანა, ატენის ხეობაში წასულიყვნენ სასწრაფოდ და გა-

411 მკითხველთა ლიგა


მოერკვიათ იმ სამი ცხენოსნის სადაურობა და ვინაობა, რომელ-
თაც ორი ატირებული დიაცი თან მიჰყავდათ.
ტანას ხევისთავს აცნობეს: ხელი შეეწყო ამ საქმეში ჩუხ-
ჩთათვის.
როცა მანდატურნი და კარისკაცნი წავიდ-წამოვიდნენ, გვა-
რამ ერისთავი შეეკითხა გიორგი მეფეს:
ხომ არ ვამცნოთო დავით მეფეს ეს ყოველივე?
გიორგი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ არც მახარაიმ და არც
გვარამ ერისთავმა არ იკისრეს ეს ეუწყებინათ მისთვის.
დედოფალი ელენე გადაჭრით უარს ამბობდა: „ისედაც
უქეიფოდ ყოფილა ღამენათევი, ამაღამ მაინც ვაცალოთ დასვე-
ნება როგორმე“.
გიორგი მეფე ორჭოფობდა, ბოლოს ეგ უთხრა გვარამს:
„რა გაეწყობა, ვეჟო, სიავის შეტყობინებას არასოდეს გაუდის
ყავლი, ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. ციხისთა-
ვებთან ბჭობა გვიან მოთავდება, როგორც შენ ამბობ, ხვალამ-
დის დავიცადოთ, გვარამ“.
ელენე დედოფალმა შესტირა ბეჭისციხის პატრონს:
„სიავის დღენი დაგვიდგა, გვარამ ბატონო“.
გვარამ ერისთავს სინანული წაეკიდა გულზე: ნეტავ, მოვ-
მკვდარიყავ და არ გავეგზავნეთო შარაღანს.

***
უკვე შეღამებული იყო, როცა ციხისთავები დაითხოვა დავით
მეფემ, სპასალარები და ერისთავები დასასვენებლად წავიდნენ.
ფრიად უგუნებოდ იყო, თავის ტკივილი მოსძალებოდა.
მისივე სურვილისამებრ, მესტუმრეთუხუცესის მიერ მორ-
თმეული ვახშამი მაგიდაზე დასტოვა.
სარკმელი გააღო, მცირე ხანს იდგა გაოგნებული და გადას-
ცქეროდა ციხის ეზოში მოლასლასე გუშაგთა ლანდებს, მერმე
თავათვე დაჰკეტა იგი, საწოლისაკენ წავიდა.
აგრე განიზრახა, დავისვენებ მცირედს, მერმე გავივლიო მა-
მიდა მარიამის პალატებისაკენ.
ნახევრად ბნელში იწვა პირქვე დამხობილი, უცნაური მოუს-
ვენრობა შესდგომოდა სხეულში.

412 მკითხველთა ლიგა


მის შემეცნებას დაუცხრომლად ღრღნიდა მქენჯნავი ფიქრი:
მარიამ დედოფლის დარბაზში უთუოდ შეეყრებოდა თავის სა-
სურველს, რა ეთქვა, რითი ენუგეშებინა ეს სვეგამწარებული ქა-
ლი, რომელსაც ზედიზედ დაატყდა თავზე ძმის მოკვლა, მამის
დატყვევება და ახლა ახალი და დიდზე დიდი უბედობა სიავის იმ
დღეს განცხადებული...
როგორი საშინელი და უქცეველი ჭირვეულობაა ბედისა!
ნეტავი, თუ გაიგო წუხანდელი ბჭობის ამბები, ან ვინ ეტყო-
და?.. ვის ეყოფოდა გულბოროტება ეს ყოველივე ემცნო მის-
თვის?
და თუ გაიგო, რა სთქვა?
აგრე ეჩვენა დავითს, სული მეხუთებაო. გადასწყვიტა, ისევ
ჩაეცვა ტანზე და მარიამ დედოფლის სამყოფლოსკენ წასულიყო.
მიჰყვებოდა ნახევრად ბნელ დერეფანს, მანდატურნი და მე-
მაშხალენი კედელზე აკრულნი უცდიდნენ პატრონის გავლას,
ყველანი ცახცახებდნენ, არაფერი გვკითხოსო.
განმგეთუხუცესი მოდიოდა დერეფნის მეორე თავიდან, შო-
რიდან დალანდა პატრონი, სუნთქვაშეკრული შევარდა სასადი-
ლო დარბაზში და მანდ გაიტვრინა.
სეფექალთა წინამდგომი შარვაშისძის ასული წინ შემოეყა-
რა, ქალი ათრთოლდა:
ვაითუ მომიხმოს და მკითხოსო რამე.
დავით შესდგა მცირე ხანს, მერმე განაგრძო გზა და მარიამ
დედოფლის პალატებს მიადგა.
კარზე დააკაკუნა, არავინ გაიღო ხმა, სეფექალთა წინამდგო-
მი მოვარდა, აქელებულმა მოახსენა:
მცხეთას წაბრძანდაო იმპერატრისსა.
დავითი გაოცდა: უჩემოდ როგორ წასულანო მცხეთას?
თანაც გაიფიქრა, კიდევაც რომ მოენდომებინა ჩემი ნახვა,
როგორღა მნახავდაო!
გამობრუნდა და გიორგი მეფის დარბაზისკენ გაეშურა.
რკონის კოშკიდან გამოსულ ერისთავებსა და სპასალარებს
დედისიმედის გადაკარგვის ამბავი რა გაეგოთ გიორგი მეფის
სამყოფლოში მოგროვილიყვნენ.
როცა დავითი დიდ დარბაზში შევიდა, მეფე-დედოფლის გარ-
და, ყველა ფეხზე იდგა.
413 მკითხველთა ლიგა
დავითმა კარის ზღურბლზედვე გაიგონა ცხარე საუბარი, მის
შემოსვლაზე ყველამ გაჰკმიდა ხმა...
სდუმდნენ მეფე გიორგი და დედოფალი ელენეცა.
დავითმა მზერა შეავლო მსხდომარეთა და მდგომარეთ, გა-
ოცდა ამ ერთობლივი დუმილის შემცნობი და სთქვა:
რა მომხდარა, რად გეწყინათო ჩემი შემოსვლა?
ყველანი თავჩაქინდრულნი სდუმდნენ დაჟინებით კვლავ.
რა მოხდაო?
ისევ იკითხა პატრონმა.
ისევ და ისევ მამამ, რომელიც ყველაზე გულმამაცი მტვირ-
თველია ჩვენი გულისჭირისა, სავსებით ფერგანმკრთალმა ცივი
ოფლი ჩამოიხოცა შუბლიდან და აუწყა მას, რაც მოხდა იმ დღეს.
დედოფალი ელენე საწოლზე წაიქცა, ისევ დადუმდნენ ყვე-
ლანი, მხოლოდ დედის შეკავებული ქვითინი ისმოდა...
დავითი გახევდა, ლაინისფერმა გადაჰკრა ღაწვისთავებზე,
საკარცხულზე დაჯდა ხმისგაუღებლად.
ელენემ მხნეობა მოიკრიფა, წამოდგა და ისევ დაიწყო მტკი-
ცება: დედისიმედი და თეონა მცხეთას უნდა იყვნენო წასული. ახ-
ლა გიორგი მეფე და გვარამ ერისთავიც განგებისად დაეთან-
ხმნენ ელენეს. მახარაიმ მეურმისა და მენადირეთუხუცესის ჩვე-
ნებანიც გაიმეორა.
როცა მახარაიმ მექათმე თეონა ახსენა, დავითმა მოიგონა
ღაწვმაღალი, ცხვირწამახული, შავებიანი დედაკაცი, რომელიც
ამ ბოლო ხანს გვანცასთან მოარული ენახა ხშირად.
ისევ დადუმდნენ ყველანი, ისევ ატირდა დედა, რადგან დარ-
წმუნდა, რომ არც დავითს ეჩვენა დამაჯერებლად მცხეთას გამ-
გზავრების ამბავი.
დავითმა ვეღარ აიტანა დედის გულისმომწყლულველი ტი-
რილი, ვერც თანადამსწრეთა გაუტეხელი დუმილი, ადგა და უხ-
მოდ გავიდა დარბაზიდან.
მახარაი, გვარამ ერისთავი და განმგეთუხუცესი უკან გამო-
უდგნენ, შესდგა, მიუბრუნდა მათ და თავაზიანად დაითხოვა ისი-
ნი.
ციხის ეზო გადაიარა, ვენახებში გადავიდა და მიჰყვა ჩამობ-
ნელებული ვენახის ხეივნებს, სადაც არაერთგზის უსეირნია ღამ-
ღამობით თავის სასურველთან.
414 მკითხველთა ლიგა
ნადირთა საჩიხეს ჩაუარა. ისევე, როგორც გასულ ზაფხულ-
ში, მიწაზე პირქვე დამხობილნი, თუჯის ქანდაკებებსავით მიწაზე
გართხმულნი იწვნენ ირმები, დათვები და მგლები, მხოლოდ
მარტოხელა აჰუ მოუსვენრად დაწრიალებდა ჯებირებს გადაღმა.
რაღაც უცნაური, საწყალობელი ხმა გაიღო მან, როცა ლან-
დის მოახლოება შეიცნო, რაღაც საშუალო ხბოს ზმუილსა და ზა-
ქის ყოყინს შორის.
გულისმომწყვლელი იყო უმწეო მარტოსულის ეს ძახილი
სიავის იმ ღამეს...
დავითმა კიდევ მიხედა ბნელში მორიალე ლანდს, მელიების
საჩიხესკენ წავიდა, თავის ტკივილი გაუმძაფრა უსიამო სუნმა,
მონადირეთა სახლს ჩაუარა და ბაზილიკებისაკენ მიმავალ გზას
დაადგა.
მიდიოდა, არც კი იცოდა, სად მიდიოდა ან რად?
ოფლმა გამოჟონა მის საფეთქლებში, მუზარადი მოიხადა და
შუბლი შეუშვირა ღამეულ სუსხს.
დავითი გულდაგულ მიდიოდა შავი ღვთისმშობლისკენ, მან
კარგად იცოდა: მანდ არ დაუხვდებოდა თავისი სასურველი, მაგ-
რამ მაინც ეწადა: ერთხელ კიდევ დაეხედნა იმ ადგილისათვის,
სადაც მტვერში გართხმული ტიროდა იგი...
ისე უმწეო და საწყალობელი, როგორც ის ლანდად ქცეული
აჰუ...
შავი ბაზილიკიდან ძაბუნი შუქი მოდიოდა, მიჰყვებოდა ჩა-
მობნელებულ ტრამალს...
ღია დაუხვდა ბაზილიკის კარები, ორი მონაზონი დამხობი-
ლიყო აგურის იატაკზე, გულამომჯდარი სტიროდნენ, უმწეოდ
ფართხალებდნენ მტვერში.
ხუცესმონაზონი კანკელს გადაღმა პუტუნებდა...
დავითის მზერა მისწვდა ღაწვმაღალი ღვთისმშობლის
უსიამოდ შავ სახეს, ეკალივით წამახულ ცხვირს, განიერსა და
კუთხედებიან მხრებს, სიფრიფანა ტუჩებს.
ახლა შეიცნო უცნაური მსგავსება მისი მექათმე თეონასთან.
ნამდვილად, ნამდვილად, თეონა ისე ჰგავდა მას, როგორც ტყუ-
ბი თავის ორეულს.
დიდი მწუხარება ისე ბანგავს გონებას, რომ მის შემცნობს
აფიქრებინებს ხოლმე შესაძლებლის შეუძლებლობას, აუხდენე-
415 მკითხველთა ლიგა
ლის ახდომას, და დაუჯერებლის სარწმუნოდ მიჩნევაც ასეთივე
სიმძიმილის შედეგად ხდება.
ამიტომაც გაიფიქრა დავითმა:
ეგებ ამ ორ მლოცველ შავოსანთა შორის ერთი დედისიმედი
იყოსო (იცოდა: სანიადაგო თალხ კაბას რომ იცვამდა იგი ტა-
ძარში წასვლისას).
ეჭეშმარიტა ეს ფიქრი დავითს.
ჯიქურ მივიდა კანკელთან, თაფლის სანთელი აიღო და აან-
თო, მერმე თან წამოიღო და ფრთხილად მიაშუქა მლოცველებს.
წელში მოდრეკილი დედაბრები აღმოჩნდნენ ეს შავოსნები.
გარედ გასვლის წინ უკანასკნელად გახედა პირბნელ მოირას
მრისხანე სახეს და ისევ მიაშურა ტრამალზე განრთხმულ სიავის
ღამეს...
რკონის კოშკში მიბრუნებულმა ტანთ გაიხადა, ძილი სცადა,
მაგრამ გამუდმებით ესმოდა მარტოხელა აჰუს საწყალობელი
ზმუილი და შავი ღვთისმშობლის ხატება ელანდებოდა.
სათითაოდ ასწონ-დასწონა მეფემ მახარაის მიერ ნაამბობი,
ჩვენებანი მენადირეთუხუცესისა, მეურმისა, მეჯორისა და მეწა-
ღეთა.
მისი ფიქრი ამ უკანასკნელთა ჩვენებაზე შეჩერდა დიდხანს.
სამ მხედარს მიყავდაო ორი დიაცი, ერთი პირლამაზა და ერ-
თიც შავოსანი, ჭარმაგი დიაცი?
რად არ იქნებოდა შესაძლებელი, გზად მიმავალი დედისიმე-
დი და თეონა შეეპყროთ თურქ მსტოვრებს და გაეტაცნათ?
ვინ იცის, ეგებ სულტანის მოგზავნილიც ყოფილიყვნენ?..
აა!..
დიდხანს იფიქრა ამის გამო და დასასრულ დაასკვნა:
ვნახოთ, რას გვეტყვიან ატენის ხეობიდან მობრუნებული
ჩუხჩნი.
წამოდგა, სასანთლენი აანთო და ნომანის წიგნის კითხვას
შეუდგა – სიავის იმ ღამეს...
მოუთმენლად უცდიდა ჩრდილისძვრას და, როცა ციხე-
სასახლეში ისევ განახლდა ცხოვრება, კარისკაცთა რბენა, გუშა-
გების სტვენა და ძახილი, მანდატურთა უხმობლად პირი დაიბა-
ნა, ტანთ ჩაიცვა და მიჰყვა ნახევრად ბნელ დერეფნებს.

416 მკითხველთა ლიგა


მარიამ დედოფლის პალატებამდის მისული არ იყო, როცა
საბია შეეყარა, მემაშხალეთუხუცესი.
დავითი შეეკითხა: ხომ არ მობრუნებულაო მარიამი მცხეთი-
დან?
კატაი სიკვდილის პირად იყო მიმდგარი წუხელ, მე და შარვა-
შისძის ქალი ვუთევდითო ღამეს.
ამიტომაც არა სცოდნოდა საბიას, დაბრუნდა თუ არა დედო-
ფალი მცხეთიდან.
საბია უკან მოსდევდა პატრონს და ბუტბუტებდა თავისთვის:
„ეგებ მოსულიც იყვნენ მცხეთიდან მარიამი და დედისიმედი,
უფლისწულო, ჩვენო პატრონო.
შეუძლებელი არაფერია, უფლისწულო ბატონო, მცხეთას იქ-
ნება დედისიმედი წასული“.
ამ უმწეო ბერიკაცის ჩიჩინმა იოტისოდენა იმედი აღუძრა და-
ვითს გულში.
მხნე ნაბიჯით მიჰყვა გრძელ დერეფანს, თანაც ფიქრობდა:
„ვინ იცის, ეგებ ენამ უყივლოს ამ საცოდავ საბიას, მარიამ
დედოფლის პალატის კარი გაიღოს და დედისიმედი წინ შემომე-
გებოს და ეს იქნება დღე სიკეთისა“.
მოფრატუნებდა უძილარი საბია და ბჟუტურებდა დაუცხრომ-
ლად: „ყველაფერი განგებითაა, უფლისწულო ბატონო, და ფეტ-
ვის მარცვალიც არ ჩავარდება სიცარიელეში, არამცთუ ადა-
მიანის სული, დედის ცხონებამან.
მერმე ისეთი ღვთისშვილის სული...
ყველაფერი განგების ნებაა და ალბათ ეგეცა“.
მიაღწია თუ არა მარიამ დედოფლის პალატებამდის, დავით-
მა მკვეთრად დააკაკუნა კარზე.
თავშეხვეული მონაზონი გამოვიდა, მეფის დანახვაზე დაფე-
თებულმა ზედ კარის ზღურბლთან დაიჩოქა ანაზდად.
ხომ არ ჩამოსულანო?
შეეკითხა დავითი.
ჯერ არ მობრძანებულანო.
იყო პასუხი.
დავითს მუხლები მოეჭრა ამის გამგონეს, საკარცხულზე ჩა-
მოჯდა ანაზდად.

417 მკითხველთა ლიგა


დამშეული კაკბები მისეოდნენ მაჰარაჯასეულ სარკეს, აწ-
რიალებულნი კაკანებდნენ და კრიახობდნენ, სარკის სიღრმი-
დან უხმობდნენ საკუთარ ლანდებს...
თავჩაქინდრული იჯდა დავით მეფე და ამ ტანხატულა ფრინ-
ველთა წრიალს განიცდიდა, როგორც ბედისწერის ნიშნებას
სიავის იმ დღეს...

სირაქლემა და ყვითელი ძროხა


ეფემერიდები

„...მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა, კეთი-


ლად, გულისხმა იყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა
და სარგებელი იქნებოდა, რამეთუ წმინდანი ეკლესიანი, სახლი
ღმრთისანი, ქუაბ-ავაზაკთა ქმნილნი, უღირსთა და უწესოთა მა-
მულობით დაეპყრნეს საეპისკოპოსო, ვითარცა ავაზაკთა, და
მათნივე მზგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, და
თუით სახელითა უფლისათა, და მღვდელთაგან გამოვიდოდა
ყოველი უშჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა
ხედვიდა ყოველთა განრისხებული იყო, ვითარცა ზემო ვთქუ-
ით...
და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღუდელისა და მხედრისა,
არცა ერისა და მღვდელმთავარისა, არცა მწყემსისა და სამ-
წყსოსა...
...ამათ უკვე ესე ვითარცა და დიდთა წყლულებათა კურნებად
შემოკრბა ერი მრავალი; სამეფო თუისასა კათალიკოსნი,
მღვდელმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შე-
მოკრიბნა ყოველნი წინაშე მისსა. ჟამსა და ადგილსა ჯეროვან-
სა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთი-
ლად გამოიძიეს, ყოველთა ცთომა განმართეს, კეთილი და სათ-
ნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინე-
ბულნი განკუეთეს და შეაჩუენეს გარდამოსთხინეს საყდართა-
გან და რამეთუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყუნეს კაცნი მთავარ-
თა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრა საყ-

418 მკითხველთა ლიგა


დრები, და მათ წილ ჭეშმარიტნი და სათნონი ღმრთისანი მწყემ-
სნი დაადგინეს...“
დავითის ქრონიკიდან

***
ქარიმან სეტიელმა მუხრანის სასახლეში გაათევინა ღამე ზა-
რადიან სტუმრებს, მხოლოდ მეორე დღის ნაშუაღამევს უწიეს
ზედაზენის ციხეს.
ნიანია გულდასმით ურჩევდა მათ, სამოსელი გამოეცვალათ,
მონადირეთა კაბა-ჯუბანი ჩაეცვათ, ცხენები ზედაზენში დაეტო-
ვებინათ, მამკოდიდან ფეხით გადასულიყვნენ ბოჭორმას.
მესამე დღესვე აღჭურვა ისინი მონადირის გუდა-ნაბადითა,
მთიულური ბანდულებით, თხილამურებით და წრიაპებითა.
თან გაატანა, მათივე სურვილისამებრ, სიტყვაი ქორა, გო-
დერძი ხორგაი და ზედაზენს შემთხვევით ჩამოხეტებული ნადი-
აკვნარი, ხახუტაი, რომელსაც უკვე მოსწყენოდა „მუცელღმერ-
თობა“ და ამ „ძველ პალესტინელს“ კვლავ მონატრებოდა ომი.
ნაჭარმაგევში დათვი „არ გელოდი“ დაჰკლა ხახუტაიმ, გააძრო
ტყავი და თან წაიღო რატომღაც იგი. ყველამ ასე ახსნა ეს ამბა-
ვი: ხახუტაის მორიგი ანგლობააო ეგ.
ნიანიას არ უნდოდა გული გაეტეხნა კახთა ერისთავებისა და
ხევისთავთათვის, თორემ თავათ არა სჯეროდა, რომ ისინი შეს-
ძლებდნენ რაიმე ხრიკებით აღსართან მეფის ბოჭორმის ციხე-
სასახლიდან გამოტყუებას და ამ გზით მის შეპყრობას, რადგა-
ნაც ჯერ კიდევ არ იყო წარხოცილი ხალხის ხსოვნაში ჯონდი
ერისთავის მიერ რატის გამოტყუება ხულუტის ციხიდან და ნადი-
რობის დროს შეპყრობა ლიპარიტისა.
იგიც კარგად იცოდა ნიანიამ, რომ ამ ბოლო ხანს აღსართან
კახთა მეფე ფრიად უგუნებოდ იყო. მრავალგვარი ვითარებანი
აძლევდა მას ამის საბაბს.
როგორც ყოველ ადამიანს, დაბალი გონებისას, მას უამისო-
დაც წამახული ჰქონდა თავდაცვის ცხოველური ინსტინქტი.
ზედაზენის აღების შემდეგ დავით მეფის დავალებით წარამა-
რა აგზავნიდა ნიანია ბაკურიანი მოენეებს კახეთ-ჰერეთის ციხე-
ებსა და სასახლეებში.

419 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, სიტყვაი ქორა და გოდერძი ხორგაი ხან მჭედლე-
ბის, ხან კალატოზების სახით გადაცმულნი შინაკაცებივით გაჩ-
ვეულნი იყვნენ მანდ.
განსაკუთრებით სიტყვაი ქორას ემარჯვებოდა უჩინმაჩინო-
ბა, ვინ გაიფიქრებდა, დაფეხვილი ქონდრისკაცის გულში ვაჟკა-
ცობის რაიმე ნაპერწკალი თუ გაიელვებდა ოდესმე.
ამგვარად, ორივეს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა გაბმუ-
ლი კახთა მეფის მეხმლეებთან, მესაწოლე ბერებთან და მეჯინი-
ბეებთან.
კვირიკეს სიკვდილის შემდეგ ეს ამბავი გაიოლდა, რამდენა-
დაც მდაბიორნი ქრისტიანენი, დიახაც, დამწუხრებულნი იყვნენ
აღსართანის ტახტზე ასვლისაგან.
გახარებული იყო თავათ აღსართან, მაგრამ არც ისე, რო-
გორც ეს მის მტრებს ეჩვენებოდათ.
აღსართანს ზედიზედ გაუფუჭა გუნება რატის მოკვლამ და
ლიპარიტის შეპყრობამ.
ბოლოს კვირიკე მეფის სიკვდილმა მას გზა გაუხსნა ტახტის-
კენ, მაგრამ არცთუ ისეთი რეგვენი იყო აღსართან, რომ არ შე-
ეგნო, თუ რა ჩრდილიანი მხარეები ახლდა ამ ამბავს თან.
კვირიკე „ფრიად ღვთისმოსავ და ხუცთამოყვარულ“ მბრძა-
ნებლად იყო ცნობილი, ამიტომაც უჭერდნენ მას მხარს კახეთ-
ჰერეთის როგორც შავი, ისე თეთრი სამღვდელოება, განსაკუთ-
რებით ეპისკოპოსნი და „ძმანი თავადთაგანნი“, დიდთა მამულ-
თა და ციხეთა პატრონნი.
იგიც კარგად უწყოდა აღსართანმა, რომ სწორედ ამ გარე-
მოების მეოხებით დასჯერდა დავით მეფე ზედაზენის აღებას.
ჯერხნობით ერიდებოდა კახეთ-ჰერეთის ციხეთა დალაშქვრას,
ქრისტიან მეფის მოკვდინებას, ან ისეთი ხერხით მის დატყვევე-
ბას, როგორც მან ეს მოუწყო კლდეკარის ერისთავს.
დასასრულ, რატის სიკვდილი საზიანო იყო კახთა მეფისთვის
არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ამბავმა ხელიდან გამოაცალა
მას ფრიად მამაცი და თავაწყვეტილი მოკავშირე საერთო მტერ-
თან ბრძოლაში.
იმ წლებში, როცა თრიალეთიდან გაძევებული რატი და მისი
აზნაურები დაწოწიალებდნენ კახთ მეფის სასახლეებში და წარა-
მარა აქეზებდნენ მას, რათა დავით მეფის „მოშთობა“ დაეჩქარე-
420 მკითხველთა ლიგა
ბინა როგორმე, ამ სახიფათო თამაშში ჩასატყუებლად რატი ორ-
ბელიანი იდუმალ პირდებოდა აღსართანს თავისი დის – დედი-
სიმედის ხელს, მაგრამ საამისოდ უცილო პირობას უყენებდა აღ-
სართანს: მის კანონიერ თანამეცხედრეს, ანასტასიას, უნდა გაჰ-
ყროდა წინასწარ.
აღსართანს თრიალეთში ყოფნის დღიდან გულში ჩაჭრილი
ჰქონდა დედისიმედისადმი ტრფიალი, იგიც კარგად ახსოვდა,
თუ რა უკმეხად უპასუხა ამ უკანასკნელმა მის გამიჯნურებას,
მაგრამ აგრე ფიქრობდა: დიაცს ვინა სთხოვსო სამაგიერო სიყ-
ვარულს, დავით მეფეს რა მოვაშთობთ, ეს საკითხი თავათ მოგ-
ვარდებაო.
რატის შესაჯერებლად ერთ-ორჯერ შეეთათბირა კიდევაც
ბოდბელ ეპისკოპოსს, ზაქარიას, იდუმალ: ნომოკანონი თუ დამ-
რთავსო ცოლთან გაყრის ნებას. როცა მისგან თანხმობა მიიღო,
შეყოყმანდა, უცდიდა, რით გათავდებოდა რატის მიერ დაქადნე-
ბული გეგმა შიდა ქართლში შეჭრისა.
სწორედ იმ შემოდგომაზე, როცა რუსთავის მისადგომებთან
დაამარცხა ჯონდი ერისთავმა აღსართანი და რატი, ხატობაზე
გაიცნო აღსართანმა ერისთავის, არიშიანის ერთადერთი ქალი,
ნანა და მისდამი უკურნებელი ვნება მოეჭდო გულზე.
არც ქერაკულულიანი ნანა შეხვედრია გულგრილად ამ ბეჭ-
პრტყელსა და ახოვან ვაჟკაცს, რომელსაც ვნებიანად უბრწყი-
ნავდნენ ალუჩისფერი დიდრონი თვალები.
იმ დღეს აღსართანს ფრიად შვენოდა მოლაღურისფერი არა-
ბული კაფტანი და ვეფხისფერი ფარჩის კაბა.
ნანა იბნიდებოდა ამ პირმშვენიერი ვაჟკაცის ყოველ შემო-
ხედვისას.
აღსართან ამ დღიდან უგზავნიდა მოციქულებს ხორჯის ციხის
პატრონს, არიშიანს, და დამოყვრებას სთხოვდა. მაგრამ იმ უკა-
ნასკნელს არ მოსწონდა თავქარიანი აღსართან, გამოტეხილი
უარი ვერ შეჰბედა უფლისწულს და მიზეზად მოსდო, კანონიერი
მეუღლე გყავს და ამიტომ ვერ გაგატანო ქალს.
იმავე დღეს, როცა ეს პასუხი მიიღო აღსართანმა, იხმო ზაქა-
რია, ბოდბელი ეპისკოპოსი და მოსთხოვა, გამყარეო ცოლთან.
ვიდრე ამ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, მესაწოლე
ბერმა, ულუმპამ, რომელმაც სმენა წაატანა ამ საუბარს, ყოვე-
421 მკითხველთა ლიგა
ლივე დაწვრილებით უამბო ანასტასიას, ეს უკანასკნელი აღ-
შფოთდა, ღამით გაიპარა ხორნაბუჯის სასახლიდან და მამისე-
ულ ოჯახს მიუბრუნდა, მაკაბელის ციხეში.
ახლა კვლავ მიუგზავნა აღსართანმა ბოდბელი ეპისკოპოსი
არიშიანს და განმეორებით სთხოვა მას დამოყვრება. არიშიანს
უკვე ხელჩასაჭიდი მიზეზი აღარ გააჩნდა, მაინც უარი შეუთვალა
კახთა მეფეს, აიყოლია ქავთარ ბარამისძე და სამი ხევისთავი და
ნაჭარმაგევს წავიდა იდუმალ.
ერთი კვირაც არ გასულა ამის შემდეგ, განძელი ყადი ჩამო-
ვიდა ბოჭორმის სასახლეში და ამცნო აღსართანს: განძის ამი-
რა, ათაბაგი გოზგოლი, სულტან მოჰამედს მოელის ლაშქრი-
თურთ და სულტანის პატივსაცემად მოსაწყობ ნადირობაზე გიწ-
ვევსო.
ვიდრე სულტან მოჰამედი განძას ჩავიდოდა, ლხინის დროს
განაზრახა ამირ გოზგოლიმ აღსართან: შიდა ქართლის დასა-
ლაშქრავად ჩამოდისო სულტანი განძას, თანადგომასა და მეგ-
ზურობას სთხოვდა.
ამ კავშირის განსამტკიცებლად ამირ გოზგოლიმ დამოყვრე-
ბა შემოსთავაზა: აღსართანს უნდა შეერთო სამი წლით მასზე
უფროსი, ერთადერთი ქალი ამირასი, აიშე.
ერთ ორ დღეს იყოყმანა აღსართანმა, ამასობაში დიდძალი
ჯარით ჩამოვიდა სულტან მოჰამედი განძას.
ნადირობის დროს დამოყვრების თანხმობა მისცა აღსართან-
მა ამირ გოზგოლის, მოჰამედის თანდასწრებით.
ირანისა და არაირანის სულტანს იამა ეგ. მან მოიგონა ძვე-
ლი ამბავიც, როცა აღსართან პირველი, კახთა მეფე, ისპაჰანში
ეახლა მალიქ-შაჰს და მაჰმადის შჯული მიიღო.
ყოველივე ამის საფასად სულტანმა აღუთქვა აღსართანს
„უქცეველი თანადგომა“ „დავუდ“ მეფესთან ბრძოლაში და
კახეთ-ჰერეთის ამირას წოდების ბოძება.
წინადაცვეთისა და ნიშნობის ცერემონიები დიდის ზეიმით
მოაწყო განძის ამირამ.
სულტანი მოოქროვილ სელზე იჯდა, მისნი მხლებელნი
ამირნი და სარანგნი ფეხზე იდგნენ, ყურანის წარმთქმელნი გამ-
ყივანი ხმით გალობდნენ ყურანის სურას:

422 მკითხველთა ლიგა


აჰა, ეგ არის ძროხა,
არცა ბერწი, არცა უშობელი, ამ ორთა შორის შუალედი.
და მოექეცით მას, როგორც გენებოთ...
და სთქვეს მათ: ევედრეთო ჩვენს ნაცვლად უფალს,
რათა განგვიმარტოს: რა ფერისაა ეგ ძროხა?
და მიუგეს მათ: ეგ არის ყვითელზე უყვითლესი ძროხა,
მჭვრეტელისათვის აღმძრავი ვნებისა.
და სთქვეს მათ: ევედრეთო ჩვენს ნაცვლად უფალს,
რათა განგვიმარტოს: რა ფერისაა ეგ ძროხა?
რადგან ჩვენ გვგვანან ეგ ძროხები ერთობლივ.
და რქვა მან: აჰა საცნაურ ჰყავით ეგ არის ძროხა,
უღლისათვის უხმარი, გუთნისთვის უხმარი,
ჯანსაღი და უზადო ხორცითა.
და შემდგომ ამისა, მსხვერპლად მოიტანეს ძროხა იგი
ყვითელზე უყვითლესი.

აღსართან და მისი მხლებელი ჰერეთელი რაინდები გაოცე-


ბულნი უსმენდნენ ამ გალობას, აღსართანმა ჩინებულად იცოდა
არაბული, მაგრამ ამ სტროფის რიტუალურ მნიშვნელობას ვერ
ჩასწვდა, მისმა ჰერეთელმა აზნაურებმა „ყვითელ ძროხას“
წაატანეს მხოლოდ სმენა.
იმავე დღეს განძაში მიუბოძა აღსართანს სულტან მოჰამედმა
მდელოსფერი მენდილი, ისეთი, როგორიც სელჯუკიანთ ამი-
რებს ეხურათ ხოლმე იმჟამად თავზე. მენდილზე სირაქლემას
ფრთები იყო მიკრული, ჩიტის კვერცხისოდენა ალმასითა.
აღსართან თავათ ისედაც მაღალი იყო, როცა ეს მენდილი
თავზე დაიხურა გრძელკანჭიანმა ვაჟკაცმა, კახეთს მიბრუნე-
ბულს „სირაქლემა“ შეარქვა ხალხმა, ეგ მას აცნობეს კიდევაც
მისმა ნათესავებმა, მაგრამ აღსართან ისე გაწუწკებული იყო
სულტნებისაგან ნაბოძებ საპატიო ნიშნებზე, იგი ცას ეწია სიხა-
რულისაგან, მაინც თავიდან არ იშორებდა მენდილს, ქართული
ანდაზით ინუგეშებდა თავს:
„ვინც რა უნდა თქვასო, ოღონდ წისქვილმა ფქვასო“.
აღსართან წარამარა დაწოწიალობდა ისპაჰანსა და ბაღდად-
ში, ნასუფრალის მოძუძგურე და ნაჩუქარის მონატრული მუდამ
იმის ცდაში იყო, სელჯუკიანთა ამირებისა და სარანგებისათვის
423 მკითხველთა ლიგა
ყოფაშიაც მიებაძნა როგორმე, რათა ამ გზით თავის ხალხისათ-
ვის ზემოდან დახედვის უფლება მოეპოვებინა როგორმე.
არცთუ ისეთი რეგვენი იყო აღსართან, ასეთი უბრალო რამ
რომ არ სცოდნოდა: როცა ქვეყანა განსაცდელშია, ერთადერთი
გზაა ხოლმე დარჩენილი მის მკვიდრთათვის: გზა ბრძოლისა სა-
კუთარ ხალხთან ერთად და მასთან ერთად გამარჯვებისა ან სიკ-
ვდილისა, ხოლო მოღალატეთათვის მეორე – მტრებთან ლხენი-
სა.
მან შეგნებულად ეს უკანასკნელი გზა აირჩია, რადგან იგი
არც მარტვილი იყო და არც მებრძოლი. თავის „ვაჟკაცობის“ და
ბრძოლის უნარის ასპარეზად იგი სთვლიდა ნადირობას და ღვი-
ნის სმას, ჩინებული მოისარი იყო და უბადლო მოქეიფე და ამი-
ტომაც კახეთ-ჰერეთს იგი სთვლიდა საკუთარ ნაკრძალად.
აღსართანის განძას ყოფნის დროს მის ამალაში ერია ერთი
ენამწარე აზნაური, ვინმე დურალისძე, რომელმაც განძიდან ჩა-
მოსვლის უმალვე ხმა დააგდო ხორნაბუჯის ციხე-სასახლეში:
სულ მალე, სულტნის ბრძანებისამებრ, ჩვენს სირაქლემას
ყვითელ ძროხას შერთავენო.
კახეთს მიბრუნებულ აღსართანს ორიოდე დღის შემდეგ ეახ-
ლა მისივე კარისმოძღვარი, ხუცესმონაზონი თევდორე, წარ-
სდგა მეფის წინაშე და ეპისკოპოსთა დაუკითხავად შეაჩვენა იგი
უკმეხად შჯულის გამოცვლისა, წინადაცვეთისა და „ყვითელ
ძროხის“ დანიშვნისათვის.
აღსართანმა არაფერი მიუგო ხუცესს, ადგა და მარტო დას-
ტოვა დარბაზში, შემოცვივდნენ აღსართანის მეხმლენი, ხელი
წამოავლეს ბერიკაცს და ხორნაბუჯის ციხის ქონგურებიდან
გადმოაგდეს.
ამ გაუგონარმა ველურობამ შეაშფოთა კახეთ-ჰერეთის სამ-
ღვდელო მდაბიორნი: ხუცები, ბერები და დიაკვნები.
ეპისკოპოსნი, მღვდელმთავარნი და ძმანი თავადთაგანნი
პირმოქუშულნი სდუმდნენ.
თავს იკავებდნენ გულში დაგუბებული რისხვის გამხელისა-
გან, რადგან მათ კარგად იცოდნენ, სწორედ წინეებში მომხდარ
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე თუ რა დღე აყარა დავით
მეფემ „წარჩინებულთა შვილებს, რომელთაც უწესოდ დაეპ-
ყრათ საყდრები“.
424 მკითხველთა ლიგა
ამგვარად, კახეთ-ჰერეთის ეპისკოპოსნი და ძმანი თავადთა-
განნი სცილასა და ხარიბდას შორის მოექცნენ. დასავლეთიდან
მოიწევდა დავით მეფე, რომელსაც არაბული ქათიბების კით-
ხვისთვის „მწვალებლობაში“ სდებდნენ ბრალს წინწყაროელი
და წალკელი ეპისკოპოსნი. ახლა დავითმა ეკლესიებიდან და
მონასტრებიდან გამორეკა „კაცნი უღირსად გამოჩინებულნი,
მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპ-
ყრა საყდრები“, ხოლო აღსართან კახთა მეფე აპირებდა არა
მარტო სელჯუკიანთა სულტნებისა და ამირების მეგზურობას,
არამედ მუსლიმი ხოჯების, ყადებისა და მოლების ჩამოთესვას
კახეთ-ჰერეთში.
კახეთის სამღვდელოების თავკაცთათვის ცხადი იყო, ეს უკა-
ნასკნელნი ისევე მოინელებდნენ მათ, როგორც ფარაონის
მჭლე ძროხებმა შესჭამეს მსუქნები.
ეგზომ გავარვარებულ გარემოცვაში მოხვედრილი აღსარ-
თან იხტიბარს მაინც არ იტეხდა, თუმცა ძილი გაუკრთა და მოს-
ვენება გაეცალა.
გველცემულივით დაწრიალებდა ხორნაბუჯის, ბოჭორმას,
ვეჯინისა და უჯარმის სასახლეთა შორის, ეძალებოდა „ბატის ჭუ-
კისფერ ღვინოს“, ნადირობას და ნადიმებს, დავით მეფის ძაგე-
ბით იოხებდა გულს.
იქადოდა: განძის ამირას მოვიშველიებ, სულტნის სპათ კახ-
თა ციხეებში ჩავაყენებ, შიდა ქართლში შევიჭრები და „აფხაზთა
მეფეს“ თავისივე მშვილდის საბელით დავახრჩობო.
აღსართანის ნათესავნი არ უმალავდნენ მას ხალხის ერთობ-
ლივ აღშფოთებას, შჯულის გამოცვლის, წინადაცვეთის და უმ-
წეო ბერის ციხიდან გადმოგდების გამო აღძრულს.
და არც იმას, თვით მისნი მომხრენიც რომ იცინოდნენ „ყვი-
თელი ძროხის“ დანიშვნისათვის.
ენამწარე დურალისძეს ის ამბავიც ჩამოეტანა თურმე განძი-
დან, ამირ გოზგოლის ქალი, აიშე, სამი ამირას ჰარამხანებში
ნათრევი რომ აღმოჩნდა. ეს დიაცი უკანასკნელად ყოფილა უფ-
როსი ცოლი ამირ მავდუდისა, რომელიც ვეფხმა დაჰგლიჯა
სულტან მოჰამედის თვალწინ.
ამ ცნობამ მთლად გააცოფა აღსართანის დედა, პელაგეა, და
მისი დები. უხუცესნი ეახლნენ ბარამ არიშიანის მეუღლეს, თეკ-
425 მკითხველთა ლიგა
ლას, და განმეორებით სთხოვეს მას დახმარება დამოყვრების
საქმეში.
არიშიანი შინ არ იყო, ნაჭარმაგევს იდუმალ წასული, ხოლო
თეკლას, დიახაც, ეწადა, კახეთ-ჰერეთის დედოფალი გამხდარი-
ყო ნანა, მაგრამ ვერც ჰო უთხრა და ვერც უარი შეჰბედა პელა-
გეას, აღსართანის დედას.
ამ მითქმა-მოთქმამ მომეტებული იჭვნეულობა შეჰყარა აღ-
სართანს, იგი უკვე აღარ ენდობოდა კახეთ-ჰერეთელებს, ჩამო-
აყვანინა თრიალეთელი აზნაურები, რომელნიც მანამდის უსაქ-
მოდ ეყარნენ რუსთავის ციხეში, თავის მეხმლედ მაღალ გიორგი
აიყვანა, ხორნაბუჯის ციხე-სასახლე ზაზაი ჯუბიელს ჩააბარა,
ფარცხისის ციხისთავს, ბოჭორმისა – მამისთვალა მახარობ-
ლისძეს, უჯარმისა – იაი ციხელაისძეს, ხოლო წითლოსან დუ-
კისძე თავის ამალის წინამდგომად დანიშნა.
მხოლოდ ევტიხი ბერი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული,
სწორედ იგი, რომელსაც ბოდბელი ეპისკოპოსის ტახტს ჰპირდე-
ბოდა აღსართან.
აღსართანის ბრძანებისამებრ, წითლოსანმა თურქოპულები
ჩამოიყვანა ადარბაგანიდან და მათგან შემდგარი ათასეული,
„მცირე სპად“ წოდებული, თან დაჰყავდა აღსართანს და შიშის
ზარს ჰგვრიდა თავის მტრებს კახეთ-ჰერეთში.

***
ტფილისის ჩრდილოეთით, ნახევარი დღის ცხენით სავალზე
მდებარეობს ძველთაძველი ციხე-ქალაქი უჯარმა, რომელიც
ვახტანგ გორგასალის დროიდან მრისხანედ გადასცქერის უღ-
რან ტევრებს კახეთის და კუხეთის მთებისას.
ხევს გაღმა ტყეა უდაბური, ტყის გაღმა ისევე ამომშრალი ხე-
ვი და იქვეა ტყიანი მთა, რომელსაც სარკინეს ვუწოდებთ მონა-
დირენი დღესაც.
იგი შემოსილია ათასწლოვანი მუხებითა და რცხილებით, აქ-
ლემის კუზივით მოდრეკილი ზურგი აქვს სამი მხრიდან ხევით
გარს მოვლებულ, შუა გაკვეთილ მთას.
მიწისძვრისაგან დალეწილი კოლოსალური კვადრატები
ყირა-ყირა წამოსულან ძირს და ტაფობზე ჩახერგილი ლოდები
ქმნიან ვეებერთელა ამფითეატრს.
426 მკითხველთა ლიგა
მთის შელეწილ ცალ კიდეზე დატანებულია უამრავი ბე-
ჩოები, ძეძვით დაბურული და შეუვალი, დათვებისა და ეშვის უზ-
რუნველი სამკვიდრო.
მთის მწვერვალზე ნანგრევია ძველი გოდოლისა, რომელიც
ზედ დაჰყურებს ამ სანახაობას (როგორც სჩანს, ეს გოდოლი ყო-
ფილა ოდესღაც ერთ-ერთი ფარი უჯარმის ციხისა).
სწორედ სარკინეს ტყეში უნდა მოეწყო ჯერგა უჯარმის ციხის-
თავს, იაი ციხელაისძეს აღსართანისათვის, რომელიც სულტნის
წყალობით შემოსილი დაბრუნდა იმ დღეებში ხორნაბუჯს.
ძველად ჯერგას უმართავდნენ ხოლმე ერისთავნი თავიანთ
მეფეებს პატრონისათვის ერთგულებისა და პატივის დასამოწ-
მებლად.
წინასწარ გადაწყვეტილი იყო, შესაძლებლად იდუმალ მოეწ-
ყოთ ამჯერად ჯერგა, მაგრამ რამდენადაც ასეთ ერთობლივ ნა-
დირობის გამართვას, ისიც ზამთრის პირობებში, დიდი სამზადი-
სი სჭირდება, ხორნაბუჯის კარისკაცებმა და მესაწოლე ბერებმა
ქვეყანას მოსდვეს მოსალოდნელი ჯერგას ამბავი.
ასე რომ, ჯერ ნიანია ბაკურიანმა ზედაზენშივე აცნობა ზარა-
დიან სტუმრებს, თუ როდისთვის აპირებდნენ მის გამართვას.
სამი ციხე-ქალაქის რჩეულმა მოისარებმა დაიდეს წილი ამ
ჯერგაში. სამი ეპისკოპოსი, ასიოდე ჰერეთელი რაინდი, სამასზე
მეტი უციხო აზნაური, ამდენივე თურქოპული და მარეკი იღებ-
დნენ მონაწილეობას მასში.
დილიდანვე სთოვდა.
უთენია დაიძრა მონადირეთა ეს ლაშქარი ხორნაბუჯის ციხი-
დან, ხუთასზე მეტი მადევარი თან მიჰყავდათ მეითარებს და მა-
რეკებს, ასზე მეტი ქორ-შავარდენი ბაზიერებს.
თორიანი ცხენოსნები და ქვეითნი მოისარნი ნადირობა-
ნადირობით მიჰყვნენ იმ გაუვალ ტყეებსა და ძეძვებს, რომელ-
ნიც ნაყოფსავსე კახეთის შუაგულში დარჩენილი იყო ჯერ კიდევ
დიდი თურქობის დროიდან.
მოხოცდნენ ირმებს, შვლებს, ხოხბებსა და დურაჯებს. მეჯო-
რენი და მონები ვეღარ აუდიოდნენ ნანადირევის საბარგულებზე
დადებას.
ამ უკანასკნელთ შორიახლოდან მოსდევდნენ ფეხშიშველა
უპოვარნი და გლახაკნი, რომელნიც პატრონების მიერ დაწუნე-
427 მკითხველთა ლიგა
ბულ კურდღლებს და მადევრებისაგან ვაგლახად დაგლეჯილ ნა-
ნადირევს კრეფდნენ გზადაგზა.
ამ დაკონკილ მჩვრებში გახვეულ უპოვარებთან ერთად მო-
დიოდნენ ხორნაბუჯს მოენედ წარგზავნილნი სიტყვაი ქორა და
გოდერძი ხორგაი.

***
„ზარადიანმა სტუმრებმა“ მთელი კვირით ადრე დაისადგუ-
რეს სარკინეს იმ შემუსვრილ გოდოლში, რომელიც თითქოს
განგებისად შენიღბულიყო ირგვლივ დაბურდული ძეძვით.
ყოველდღე მოელოდნენ აღსართანისა და მის თანამონადი-
რეთა მოსვლას, ამიტომ ვერ ბედავდნენ ცეცხლის დანთებას, ხე-
ლების ტყაპუნითა და ფეხების ბაკუნით იგერიებდნენ სიცივეს.
ღამღამობით იწვნენ თექებში გახვეულნი, მაგრამ ყინვასა და
სინესტეს ვერ აკავებდა მეცხვარული ტყაპუჭები და თექები.
გოდოლის ზეთავი ახდილი იყო, ღამღამობით თოვდა, დი-
ლით ხახუტაი იღვიძებდა ყველაზე ადრე, შეუდგებოდა „თოვ-
ლის საბნების გადახდას“, როგორც თავათ იტყოდა ხოლმე.
ასე იტანჯებოდნენ, მაინც ნატრობდნენ, თოვა არ მოეკლო
ზენას.
ქარიმან სეტიელი თავიდანვე იჭვნეულად შესცქეროდა
ერისთავებისა და ხევისთავების მტკიცე გადაწყვეტილებას, სარ-
კინეში გამართულ ჯერგის დროს შეეპყროთ აღსართან.
უკვე სამი დღის ამაო ლოდინის შემდეგ მან გულახდილად
გაუზიარა ერისთავებს თავის დაეჭვება ამ საქმის გამო.
აგრე სთქვა:
„...საქმე ისე რომ იყვეს მოწყობილი, რომ ჩვენც წილი დაგ-
ვედო ჯერგაში, გავინაპირებდით სადმე აღსართანსა და მის ამა-
ლას და გავიტაცებდით.
ვთქვათ, დაიწყეს ჯერგა და ჩვენ ძირს ჩავედით ტაფობში,
უეჭველია, კახთა მეფე ათიოდე მხლებლის ამარად არ მოვა სა-
ნადიროდ, შევებათ და შევრცხვეთ... ამის მეშინია“.
ერისთავები მაინც არ იშლიდნენ თავისას.
არიშიანმა მიუგო:

428 მკითხველთა ლიგა


„ჩვენ თავათ არაერთხელ ვხლებივართ ჯერგაში აღსართანს,
კაცი ნადირობისას უკეთ გამოაჩენს ხოლმე თავის ბუნებას. აღ-
სართან აქაც სულწასულია და დაუდგრომელი.
მეითარების ბუკის ხმას, მარეკების ძახილს და მადევრების
წკავწკავს რა გაიგონებს, აცეტდება, აბორგდება და მენადირე-
თუხუცესის უკითხავად გასდევს ხოლმე განზე გაქცეულ ნადირს.
უეჭველია, ამჯერად ჯერგაში რამდენიმე თემის კაცი იქნება
ალბათ, ორასიოდე თურქოპული, სულ მცირე ხუთასზე მეტი მო-
ნადირე. უზარადოდაც რომ გავერიოთ მათში, ვერავინ გვიც-
ნობს, რადგან ჩვენც მონადირულად გვაცვია.
შეღამებამდის ამ გოდოლიდან ძირს ჩავიდეთ, ლოდებს შო-
რის დავიმალოთ, გინდა ბეჩოში სადმე.
საღამოს ადრე ბნელდება ტყეში, თუ უფალი შეგვეწია და თო-
ვაც დაგვემთხვა, ჩვენს მონადირულ გუდა-ნაბადსა და შუბებს
გამოვაჩენთ და მონადირეთა შორის გავერევით.
დათვებს რა გამორეკავენ ბეჩოებიდან, ბუკის ცემისა და ძაღ-
ლების ყეფისაგან ისეთი აურზაური ატყდება, ძაღლი პატრონს
ვეღარ იცნობს, ჩვენც შორიახლოდან ვუთვალთვალოთ და გავი-
ნაპიროთ სადმე ძეძვიანში აღსართან“.
ხახუტაი უფრო გულმოცემული იყო.
გოდოლში ასვლამდის მან დათვის „არ გელოდის“ ტყავი
ერთ ბეჩოში გადამალა და მასზე ამყარებდა მთელ თავის იმედს.
ხახუტაიმ მუშტი მიიბჯინა თავის გაბუშტულ ტუჩებზე და ხით-
ხითებდა:
„თქვენ არხეინად ბრძანდებოდეთ, ოღონდ თოვა დაგვეს-
წროს იმ დღეს, როგორც კი ოდნავ შებნელდება, მე თავათ გავ-
ხდები დათვი... და გაყურებინებთ აღსართანის სეირს, საშობაო
ღორივით მოვიკიდებ ზურგზე.
თუ მისი მხლებლები თან გაჰყვნენ მას, თქვენც უკან მოჰყე-
ვით ნება-ნება მათ, აგერ მაქვს მისთვის განმზადილი თასმები,
ურა ცხენს შევკრავ ამ თასმებითა“.
ესა სთქვა ხახუტაიმ და მუცელზე დაიკრა თავისი ნიჩაბივით
ფართო ხელი.
ერისთავებმა დახედეს და მართლაც, მონადირული ტყაპუჭი
გაიხსნა თუ არა ხახუტაიმ, თხის ტყავის თასმების მთელი გორ-
გალი ჰქონდა ვერცხლისბალთებიან ქამარში გარჭობილი.
429 მკითხველთა ლიგა
ბარამისძემ გადაიხარხარა:
„ჭეშმარიტად შენ ისე გემართება, ხახუტაი ჩემო, ჯერ ღვინო
არსად იყო და ეშმაკები ტიკებს ბერავდნენო“.
„აგრეა, ერისთავო ბატონო, ომში შეუძლებელი არაფერია,
ვინც შეუძლებლად საჩინოს შესაძლებლად გახდის, მხოლოდ
იგი იმარჯვებს ომში.
მე ერთხელ ტყვედ ყოფნის დროს ფრანკების წინააღმდეგ
ბრძოლაში თან ვახლდი ჩემს პატრონს – ამირ ხალიაფს, რო-
გორც მეჯორე.
ომის დაწყების წინ თურქთა და ფრანკთა ათასეულები ისრის
გასროლის მანძილზე იდგნენ ურთიერთის პირისპირ, მხოლოდ
ბუკის ხმას უცდიდნენ ისინი.
თვალის დაფახულებაზე ასასინელი ვინმე შეიპარა თურქი
ცხენოსნების მწკრივში და იატაგანი გაუყარა ერთ ამირას მუ-
ცელში, ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით, ატყდა აურზაური და ვაი-
უშველებელი, მიწამ პირი უყო, თუ ცამ გადანთქა, ვერ იპოვნეს
მკვლელი.
ზოგი აგრე ამბობდა: ასასინი იყოო, ამირ ხალიაფი ამტკი-
ცებდა: ჯინი იქნებოდაო. ერთი რამ ცხადია: დღესაც გარბის ალ-
ბათ იმ ამირას მკვლელი.
ცხადია: ეგ ასასინი შეიპარა თურქების ათასეულში, მათებუ-
რად ჩაიცვა და თავის საქმე რა მოათავა, მან თავათ დაუწყო ვი-
თომდაც „ძებნა“ ამირას მკვლელს“.
ქარიმან სეტიელს ბევრი რამ ჰქონდა განაგონი ხახუტაის მა-
მაცობისა და ანგლობის გამო, მაგრამ ეს ამბავი არ მიიჩნია სარ-
წმუნოდ, ტრაბახობსო, ეს გაიფიქრა.
ბოლოს შეეშინდა, სიმხდალე არ დამწამონო, თავი ჩაჰქინ-
დრა და წაიდუდუნა:
„მე მაინც აგრე მგონია, გვიჯობს ჯერგის გათავებამდის შევი-
ცადოთ. უჯარმას მიმავალთ გზაში ჩავუსაფრდეთ და ისრით დავ-
ხოცოთ აღსართან და მისი ამალა“.
თავი წამოჰყო ლათერიამ, ჩუხჩთა ასისთავმა:
„რაღა ვუცადოთ ჯერგის გათავებას, თქვენ აქ ბრძანდებო-
დეთ არხეინად, მე ერთი ჩავალ ტაფობში, სადმე ქვის ყორეში ან
ძეძვიანში გავილურსები, ოღონდ ესაა, რომ არ ვიცნობ იმ სახე-

430 მკითხველთა ლიგა


ძაღლ აღსართანს, თორემ ისარს როდი ვაკადრებ, ღორივით გა-
მოვშიგნავ ჩემი სატევრითა“.
მოკვლის საქმე შორს დაიჭირეს ერისთავებმა და ხევისთა-
ვებმა.
არიშიანმა სთქვა:
„აგრე გვიბრძანა პატრონმა, აღსართან შეიპყარით და ცოც-
ხლად მომგვარეთო ნაჭარმაგევს“.
საუბარი მოთავებული არა ჰქონდა ზარადიან სტუმრებს, რო-
ცა მოაღწიეს სიტყვაი ქორამ და გოდერძი ხორგაიმ:
ამაღამ უჯარმაში გაითენებენ მონადირენი და ხვალ დილის-
თვის უნდა ვიქნეთო მზად.
იმ ღამეს უკვე ცეცხლი დაანთეს გათოშილებმა გოდოლში,
ხელ-ფეხი გაიტფეს, და მენადირეთუხუცესის ბუკის ხმამ უთენია
შესძრა სარკინეს მთა.
მეორე დილას ისე მადლიანად ბარდნიდა, გოდოლიდან
მოთვალთვალენი ურთიერთისაგან ვეღარ არჩევდნენ რაინდებ-
სა და მეითარებს.
არიშიანი და ბარამისძე მთელს თავიანთ იმედს თოვლზე ამ-
ყარებდნენ, ხახუტაი ხითხითებდა:
თუ ღმერთმა ინება და საღამომდის თოვა, მე არამცთუ დათ-
ვად, ლომად გავსაღდებიო.
სიტყვაი ქორამაც არ დაიშურა იმედიანი სიტყვა:
„მათ იმდენი ნანადირევი მოჰქონდათ, წუხელ უჯარმაში ინა-
დიმებდნენ, ასე რომ, დღესაც მთვრალები იქნებიან“.
ქარიმან სეტიელი გოდოლის სამზერიდან უთვალთვალებდა
მონადირეთა ლაშქარს, რომელიც გარს შემოერტყა სარკინეს
მთას, ბილიკები და კლისურები თურქოპულებმა შეჰკრეს, მარე-
კები ყიჟინით მოედვნენ ტყეებს, კოცონები აანთეს აქა-იქ.
ძაღლები გაუსიეს სხვადასხვა მხრიდან დათვების ბეჩოებს.
მცირე ხანს მყუდროება სუფევდა ირგვლივ, ზანტად ამოდიოდა
კოცონებიდან კვამლი.
დაფდაფების ცემა მოუხშირეს, ატყდა ძაღლების წკავწკავი.
ქარიმანს აროდეს ენახა დათვზე გამართული ჯერგა, იგი უკ-
ვე მონადირის თვალით უყურებდა ამ სანახაობას.

431 მკითხველთა ლიგა


გაისმა პირველი ბოყინი და ბურდღუნი და ბეჩობიდან გამო-
ვარდა გვიმრისფერი, უზარმაზარი დათვი, მცირე ხანს ისე ირბი-
ნა მან, ვერავინ შეჰბედა ისრის სროლა.
ეკლნარიდან გამოენთო მხეცს სამი ჯაჭვიანი მონადირე და
ზედიზედ დაუშინეს ისრები.
რომელიღაც შუბოსანი მონადირე პირდაპირ შეეჩეხა ნა-
დირს, მონადირე დაიბნა შემკრთალი, დათვმა წამოუსვა მას ტო-
რი და ნიყვივით გადასტყორცნა ხევში.
ახლა ორი მოისარი გაჩნდა კბოდეზე, დათვი გაბრუნდა და
როცა მას უკანიდან აძგერა ჯაჭვიანმა ვაჟკაცმა შუბი, უკანა ფე-
ხებზე აღიმართა ნადირი და ეცა შუბოსანს.
დიდხანს ებრძოდნენ ურთიერთს დათვი და კაცი, ასე რომ,
გოდოლში სულგანაბულნი აშკარად ჰხედავდნენ, თუ როგორ
კოტრიალებდნენ თოვლში მხეცი და მონადირე.
ხან ერთი მოექცეოდა ძირს, ხან – მეორე, მიეჭრა მათ მესამე
მონადირე და ჰაერში გაიელვა მახვილმა.
ბოლოს ბღავილის ეხო გაისმა მთელს ხეობაში.
თითქოს ბეჩოებში გატვრინულმა მხეცებმა იგრძნეს თვის-
ტომის შეჭირვება, ბოყინით და ბურდღუნით გამოცვივდნენ ტა-
ფობზე, დაბდღვნეს ძეძვიანი და აქოჩრილნი ეძგერნენ შუბოს-
ნებს.
წამოესიენ მათ ბუჩქიდან გამოცვენილი შუბიანი და წერაქ-
ვცულიანი თურქოპულები და გაიმართა ერთობლივი ბრძოლა
ვაჟკაცებსა და მხეცებს შორის.
ერთ მუზარადიან ვაჟკაცს დიდხანს ებრძოდა წაბლისფერი
დათვი, და როცა წერაქვცულიანი მონადირენი წამოეშველნენ
მუზარადიანს, ორივენი გადაეშვნენ მაღალ კბოდედან.
მხეცთაგანი ზოგი ისეთის სისწრაფით გამოვარდებოდა თა-
ვის ბუნაგიდან, ვერც ისრისა და ვერც შუბის ცემას ვეღარ უს-
წრებდნენ მონადირენი ტაფობში გამოცვენილთ.
ერთს დაიბოყინებდნენ კბოდეებთან მიღწეულნი და თვით-
მკვლელებივით ცვიოდნენ უფსკრულში...
ახლა სხვა მონადირენი უცდიდნენ მათ ხევში ჩასაფრებულნი
და ყოველ მხრიდან ისმოდა დათვების ბოყინი და ღრიალი.

432 მკითხველთა ლიგა


ნაშუადღევს უკვე დაიწყეს ხევიდან ამოზიდვა შუბით განგმი-
რული, ხმლით დაჩეხილი და მუცელგამოღადრული დათვების
ლეშებისა.
ორ-სამ კაცს ამოჰქონდა სათითაოდ ისინი და მორიგეობით
ჰყრიდნენ მათ შუაგულ ტაფობზე; ხევებიდან ამოდიოდნენ თურ-
ქოპულები და მარეკები, დაუცხრომლად ეზიდებოდნენ დახო-
ცილ დათვებს.
და როცა მოთავდა ნანადირევის მოზიდვა, არიშიანმა და ბა-
რამისძემ შენიშნეს: აღსართან მეფე, მაღალ გიორგი და სამი
ეპისკოპოსი მივიდნენ იმ ადგილას, სადაც მოკლული დათვების
ლეშები ეყარნენ, დოინჯშემოყრილნი იდგნენ და ხორხოცობ-
დნენ გახარებულნი.
არიშიანმა ანიშნა თავისიანებს, ჩურჩულით ამცნო: დავიძრა-
თო.
ხახუტაიმ პირველმა ამოიკეცა ტყავკაბის კალთები, ციგასა-
ვით ზედ დააჯდა და სრიალით დაეშვა ძირს, მას უკან მიჰყვნენ
ქარიმან სეტიელი, არიშიანი, ბარამისძე, ხევისთავნი და ჩუხჩნი.
როცა მთის თხემიდან ძირს ჩაცურდა ხახუტაი, მან ძეძვიანი
იფარა და დაინახა: მენადირეთუხუცესს მოეგროვებინა მონადი-
რენი, ორ-ორ კაცს აძლევდა თითო დათვს და ამგვარად ეზიდე-
ბოდნენ ნანადირევს ხევისკენ.
ხახუტაიმ უკან მოიხედა, ხელის აწევით ანიშნა მის უკან მო-
მავალთ: შეიცადეთო, ხოლო თავათ ფრთხილად შეძვრა უახ-
ლოეს ბეჩოში.
არიშიანი მცირე ხანს უთვალთვალებდა მას და ბოლოს
დაინახა, ხახუტაის ნაცვლად დათვი გამოძვრა იმავე ბეჩოდან.
ერთხანს შეკრთა, მართლაც დათვი ეგონა და, როცა მზერა
დაძაბა, შენიშნა: ჩინებულად ბაძავდა დათვისტყავიანი ხახუტაი
დათვის ბაჯბაჯს.
ახლა თავათაც აეფარა ძეძვს და გაიხედა ტაფობისაკენ, მო-
ნადირენი კვლავ ეზიდებოდნენ დათვის ლეშებს, ხოლო აღსარ-
თან, მაღალ გიორგი და ეპისკოპოსები იქვე იდგნენ და უყურებ-
დნენ ამ სანახაობას.
არიშიანმა ისევ მიხედა დათვისტყავოსანს და ხედავს: იგი
სწრაფად მიშლიგინებს ძეძვიანში, შუბშემართული ქარიმან სე-
ტიელი ბუჩქებს შორის მიაბოტებს მის უკან.
433 მკითხველთა ლიგა
არიშიანმა ისევ გაიხედა დახოცილ დათვებისაკენ, და ხე-
დავს, აღსართან ანაზდად მოსწყდა ადგილიდან, შუბი მოიმარ-
ჯვა და უკან გამოუდგა მას, ვინც დათვებრ მიბაჯბაჯებდა.
როგორც არიშიანმა, ისევ ქარიმანმა ისიც შენიშნეს: კარგ
მანძილზე სდია აღსართანმა ხახუტაის და ისარი ესროლა ერ-
თბაშად, მაგრამ თავათვე შენიშნა, უშედეგო რომ იყო ეს, ამიტო-
მაც ხელახლა მოუნაცვლა და კვლავ მოზიდა მშვილდი.
ვიდრე აღსართან ახლა უკვე შუბს გამართავდა, ხახუტაი
კბოდედან გადაეშვა.
არიშიანმა მცირე მანძილი გაირბინა, ხშირ ძეძვიანში შეს-
დგა და ისევ გაიხედა დათვების ლეშებისკენ, ახლა ეს შენიშნა,
მაღალ გიორგი მოეშვა ეპისკოპოსებთან საუბარს და აღსართა-
ნისკენ გაეშურა.
არიშიანმა კვლავ გაირბინა მცირე მანძილი, ისევ შესდგა და
დაინახა, თუ როგორ გადაეშვა კბოდედან აღსართან. მას ქარი-
მან სეტიელი მიჰყვა უკან, ხოლო ამ უკანასკნელს მაღალ გიორ-
გი. და როცა ხახუტაი და აღსართან უკვე ხევში იყვნენ, ერთბა-
შად გამობრუნდა დათვის ტყავწამოსხმული ხახუტაი, გაიმართა
წელში, დათვის ტყავი გადააგდო განზე და გააშიშვლა ხმალი.
აღსართან შეკრთა, შესდგა მცირე ხანს, დამრჩიო, უყივლა
ხახუტაიმ და საშინელის სისწრაფით ეცა აღსართანს, ხმალი წა-
ართვა, სილა გააწნა სახეში.
ეს უკანასკნელი არ დაიბნა და მიუზღო სამაგიერო.
ქარიმან სეტიელიც კბოდედან გადაეშვა, მაგრამ მას უკან
მომავალ მაღალ გიორგის არ შეუნიშნავს იგი, ის-ის იყო, მაღალ
გიორგის უნდა მიესწრო ხახუტაისთან შებმულ აღსართანის-
თვის, მაღლობიდან ისკუპა ქარიმანმა და მხრებზე დაახტა მა-
ღალ გიორგის.
ხახუტაი და აღსართან მცირე ხანს სცემდნენ უკვე მუშტებით
ერთმანეთს, ბოლოს ხელი აიღეს კრივზე, ხახუტაიმ ქედზე მოს-
დო ხელი აღსართანს და დასცა მიწაზე, მაგრამ თავათაც
დაუცურდა ყინულზე ფეხი და მოპირდაპირეს მოუწვა გვერდით.
არიშიანმა გვერდით ჩაუარა ქარიმანსა და მაღალ გიორგის,
ზარადი ჩამოუშვა მუზარადიდან, გადმოაბრუნა ხახუტაის მკერ-
დზე წამომჯდარი აღსართან, ცხვირ-პირში უთავაზა მუშტი და უკ-
ვე ცნობა წაერთო კახთა მეფეს.
434 მკითხველთა ლიგა
წამოდგა ხახუტაი, ქამრიდან მოიხსნა თასმის გორგალები,
ერთი არიშიანს მისცა ხელში და მეორეთი შეუდგა აღსართანის
შეკოჭვას.
საიდანღაც ხევში გაჩნდნენ თურქოპულები ბარე ხუთი, ორი
დათვი მოჰქონდათ თან, ხევისთავნი და ჩუხჩნი მივარდნენ მათ,
მცირე ხანს ეკენწლავენ მონადირეების ხმლით; როგორც კი
ორი თურქოპული შემოაკვდა ლათერაის, დანარჩენებმა დათ-
ვის ლეშები დააგდეს და თავისიანების სახმობლად გაიქცნენ
ყვირილით.
ქარიმანს და არიშიანს მაღალ გიორგის შეკოჭვა მოთავებუ-
ლი ჰქონდათ, როცა ეპისკოპოსები და მენადირეთუხუცესი მო-
ადგნენ კბოდეს.
ოთხივე ბებერმა ასტეხა ყვირილი.
ხევისთავები და ჩუხჩები მოვარდნენ და ეს უზარმაზარი ვაჟ-
კაცები ისე გაიდვეს მხრებზე, როგორც მონადირეებმა დახოცი-
ლი დათვები წეღან, და მიაშურეს მახლობელ ტყეს.
მოხუცების ყვირილზე კბოდეებიდან დაეშვნენ შუბებით აღ-
ჭურვილი თურქოპულები და ჰერეთელი აზნაურები.
ზარადიანმა სტუმრებმა დიდხანს ათრიეს დატყვევებულნი
ხევდახევ, მაგრამ ხევი ძეძვიანი იყო, ნიადაგი ლოდებით და-
ხერგილი, ორ-ორნი მიათრევდნენ აღსართანს და მაღალ გიორ-
გის. მიარღვევდნენ ეკლიან ბურდებს.
წამოედებოდათ ნახევრად ბნელში გაბმული ნარი და ყირა-
ყირა გადადიოდნენ.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ აღსართანისა და მაღალ გიორ-
გის გამტაცებელნი, მით უფრო ბნელდებოდა ხევი, ძეძვიანი მით
უფრო გაუვალი ხდებოდა.
ყიჟინით მოსდევდნენ თურქოპულები ფეხდაფეხ მათ და ყო-
ველ წუთში მოსალოდნელი იყო თავდამსხმელთა ტყვედ ჩავარ-
დნა.
ბოლოს მოიქანცნენ ეს უკანასკნელნი და იძულებული გახ-
დნენ, ხელი შეეშვათ თავიანთი ნადავლისათვის.
ძირს დააგდეს შეკოჭილები, მიუბრუნდნენ თურქოპულებს,
ისრები დაუშინეს, მცირე ხანს შეიქციეს ისინი ამგვარად და, რო-
ცა კაპარჭები დაუცალიერდათ, მიმართეს ხშირ ძეძვებზე დაშვე-
ბულ ღამეს.
435 მკითხველთა ლიგა
***
ამდენი ტანჯვის შემდეგ აგრე ვაგლახად ხელის მოცარვამ
გააცოფა საერთოდ გულდინჯი ერისთავი არიშიანი. მან უკვე
აღარ იცოდა, რა პირით სჩვენებოდა დავით მეფეს.
ერთი თვეც არ იყო გასული ჯერგას გამართვის შემდეგ და
ერისთავმა არიშიანმა მოიწვია ხორჯის ციხეში ბოდბელი ეპის-
კოპოსი ზაქარია, დაიმარტოხელა და ფრიად საიდუმლოდ გა-
ნაზრახა, თუ აღსართან კახთა მეფე კვლავ მოექცევა ქრისტეს
შჯულად, მე მზადა ვარ ჩემი ქალი, ნანა, მივათხოვოო.
ზაქარია ეპისკოპოსს გული აუჩუყდა, ჯიუტი არიშიანის „ეგ-
ზომ ქრისტესმოყვარულ“ საქციელისაგან. ბოდბელმა კარგად
იცოდა, თუ რა უნუგეშოდ გამიჯნურებული იყო აღსართან ნანა
არიშიანის მიმართ.
ეპისკოპოსს იმდენად არ აშინებდა ეგ, როგორც ის ამბავი,
რომ კახთა მეფე კვლავ „დაუბრუნდებოდა მამაპაპეულ შჯულს“
და კახეთ-ჰერეთი გამუსლიმანებას გადარჩებოდა ამ გზით, რაც
უმთავრესი იყო, იგი თავათ შეინარჩუნებდა ბოდბელის ტახტს.
ეპისკოპოსმა აქო და ადიდა „ასეთი უანგარო მამულიშვი-
ლობისა და ქრისტესმოყვარეობისათვის“ ერისთავი და დაჰპირ-
და, მთელს ჩემს ზეგავლენას მოვახმარო ამ ამბავს.
როცა ბოდბელი ეპისკოპოსი ხორნაბუჯში ეწვია კახთა მე-
ფეს, ეს უკანასკნელი ცას ეწია სიხარულისაგან.
ყოველგვარი ღალატი, მეგობრის მიმართ იქნება იგი თუ მა-
მულისა, გინდა რწმენისა და ზნეობის მიმართ, პირველად ჩადე-
ნისას არის ძნელი, თორემ ერთხელ ვინც შესძლებს უღალატოს
რაიმეს, წმინდათაწმინდად მიჩნეულს, მას იოლად შეუძლია იგი
დღეში სამჯერ გაიმეოროს.
აღსართანმა აღარ დააყოვნა.
ზაქარია ბოდბელი გამოგზავნა ხორჯის ციხეში და ამცნო
არიშიანს, თუ ახლავე შესდგება ნიშნობა, მაჰმადის შჯულს უარ-
ვყოფ, ამირ გოზგოლის ქალთან ნიშნობას გავაუქმებო.
ერისთავი არიშიანი ისევ შეყოყმანდა, ბოლოს ეს უთხრა
ბოდბელს:
კიდევ დავფიქრდები გულდასმით, ჩემს მეუღლეს შევეთათ-
ბირები, ერთი კვირაც დამაცალეთ და თავად გაუწყებო პასუხს.

436 მკითხველთა ლიგა


დაუყოვნებლივ წარგზავნა ხახუტაი ნაჭარმაგევს, დაბეჭდი-
ლი წიგნი გაატანა დავით მეფესთან, თანაც დაავალა; ერთ კვი-
რაში გამობრუნდი როგორმე და მეფის პასუხი მომიტანეო.
ბოლოს მობრუნდა ხახუტაი და გიორგი ჭყონდიდელის წიგნი
მიართვა ერისთავს. არიშიანმა თავისი ქალი პანკისს წარგზავნა
გამზრდელთან, ხოლო სამივე ხევისთავს დაავალა: დაუყოვნებ-
ლივ დაბრუნებოდნენ თავიანთ თემებს და იანვრის ჩვიდმეტს
უთენია მოეყვანათ ათასიოდე მთიელი მოლაშქრე და შემოწყო-
ბოდნენ ხორჯის ციხეს.
როცა უფროს ხევისთავს, ხორანასძეს, ამცნობდნენ ციხიდან:
„ღვინოო“, იგი შემოვიდოდა არიშიანთან ციხეში.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა პრო-
ტოდიაკონის პირით შემოუთვალა არიშიანს: პასუხს ითხოვსო
აღსართან კახთა მეფე.
არიშიანმა თავაზიანად მოიწვია ზაქარია ბოდბელი და ამ-
ცნო:
ჩემი ქალის გამზრდელი ავად შექმნილა, ამიტომაც ნანა პან-
კისს არისო წასული, მხოლოდ ამიტომ მიძნელდებაო ნიშნობის
დღის დანიშვნა, თორემ ჩვენს დამოყვრებას არაფერი უდგიაო
წინ.
ბოდბელი შეყოყმანდა, სანამდის ნიშნობის დღეს არ დამი-
ნიშნავ, შინ ვერ წავალო. მერმე მიიხედ-მოიხედა დარბაზში,
უჩურჩულა არიშიანს:
„კარგად მოგეხსენება, ერისთავო ბატონო, რა თავქარიანი
ვინმეა ჩვენი მეფე. ნიშნობის გაუქმება, რამდენადაც ვიცი, მან
უკვე ამცნო ამირ გოზგოლის, მაგრამ გუშღამ მითხრა, თუ ნიშ-
ნობა შესდგება, ამ ერთ თვეში უნდა შესდგეს, თორემ მე ამ მოკ-
ლე ხანში განძას ვაპირებ, იქიდან ალბათ ირანს მოგვიხდება
წასვლა და, ღმერთმა იცის, როდისღა მოვბრუნდებიო შინ.
სამი დღის წინათ ვაზიარე იგი ქრისტიანული წესით, ვინ
იცის, ეგებ ისევ მოუაროს ხუშტურმა, კვლავ გამუსლიმანდეს და
მართლაც შეირთოს „ყვითელი ძროხა“.
მცირე ხანს სდუმდა არიშიანი და მერმე უთხრა: „ძლიერ მიმ-
ძიმს შენი გაწბილება, მამაო, წაბრძანდი და აცნობე აღსართანს:
იანვრის ჩვიდმეტს შესდგება-თქო ნიშნობა“.

437 მკითხველთა ლიგა


გახარებული წავიდა ზაქარია ბოდბელი ხორნაბუჯს. საქმე
არც ისე მარტივი იყო, როგორც ეს გულუბრყვილო ზაქარიას ეჩ-
ვენებოდა. აღსართანს არ გაუუქმებია ნიშნობა, იგი აგრე ვა-
რაუდობდა: აიშე უფროს მეუღლედ მეყოლება, ნანა – სასიყვა-
რულო ცოლად, რაიცა შეეხება ქრისტეს შჯულად მოქცევას, რა
მნიშვნელობა აქვსო გამოფშუტურებული ბოდბელი ეპისკოპო-
სის პუტუნს.

***
წითლოსან დუკისძემ რა გაიგო, ხორჯის ციხეში აპირებსო
აღსართან ამალითურთ წასვლას, არ ეპრიანა ეს ამბავი, რადგან
მან ჯერ კიდევ თრიალეთში იცოდა, ერისთავ არიშიანს ხშირი
მისვლა-მოსვლა რომ ჰქონდა დავით მეფესთან, მოერიდა სასი-
მამროს აუგად ხსენებას და ესღა უთხრა აღსართანს:
„...მე თუ მკითხავთ, მეფევ ბატონო, ეშმას თვალი არ უჩანს,
მცირე სპით გვიჯობს ხორჯის ციხეს წასვლა“.
„რათაო ვითომ?“
შეეკითხა შეცბუნებული აღსართან.
„ხორჯის ციხეში ხუთასზე მეტი ციხიონი ჰყავს ჩემს სიმამრს,
ხომა?“
„არა, მე სიფრთხილისათვის მოგახსენებთ, მეფევ ბატონო“.
როგორც იქნა, დაიყოლია წითლოსანმა აღსართან და გა-
დაწყდა: მცირე სპით წასულიყო ხორჯის ციხეში აღსართან და
მისი ამალა.
ნიშნობის დღისთვის დიდძალი საკლავი მოარეკია არიშიან-
მა თავის ციხეში. აღსართანისა და ნანას ნიშნობის ამბავი
მთელს კახეთ-ჰერეთს მოედო, გახარებულნი იყვნენ ეპისკო-
პოსნი და მღვდელმთავარნი.
არიშიანის, ამ გავლენიანი ერისთავის, კახთა მეფესთან და-
მოყვრებას ისინი შესცქეროდნენ როგორც კახეთ-ჰერეთის
კვლავ ძლიერ სამეფოდ ქცევის საწინდარს.
აგრე ეგონათ მათ: მჭიდროდ შეკრული ხელისუფლება ამ
კუთხისა ორგვარ განსაცდელს ააცდენდა პირადად მათ, ერთის
მხრით, გამუსლიმების საფრთხეს და მოლების ბატონობას,
მეორეს მხრით, კახეთ-ჰერეთის ეკლესიის მთავარნი არაგვზე

438 მკითხველთა ლიგა


დაახვედრებდნენ ზღუდეს რუის-ურბნისის საეკლესიო ყრილო-
ბის დადგენილებებს.
რა თქმა უნდა, დავით მეფის წინაშე ქედის მოდრეკას ისინი
არჩევდნენ აღსართანის ხუშტურების ატანას, რადგან ეს მეფე
ჯერ კიდევ უფლისწულობის დროსაც გულგრილად ექცეოდა სა-
ეკლესიო საქმეებს.
იანვრის ჩვიდმეტს ხორჯის ციხეს მოადგა აღსართან მცირე
სპით. არიშიანს ეს არ გაჰკვირვებია, რადგან ისედაც იცოდა,
სარკინეს ტყეში განცდილი ცემა-ტყეპის შემდეგ აღსართანს ში-
შის ქარი ჰქონდა შემდგარი მუხლებში.
წითლოსან დუკისძემ არ ისურვა ციხეში შესვლა და მის მი-
სადგომებთან კარვებში დაბანაკებულ რაინდებსა და მონასპებ-
თან ერთად დარჩა.
ხოლო აღსართან სამი ეპისკოპოსის, სამი ჰერეთელი აზ-
ნაურის, თავის დედის, პელაგეას, და მამიდების თანხლებით აჰ-
ყვა ციხისკენ ამავალ ბილიკს.
სტუმრებს წინ შემოეგებნენ თავათ ერისთავი არიშიანი, მე-
უღლე მისი და უხუცესნი ქალ-რძალნი.
როცა აღსართან სასტუმრო დარბაზში შევიდა, იგი გამალე-
ბული ეძებდა ნანას, მაგრამ დარბაზში არც ერთი ახალგაზრდა
ქალი არ სჩანდა. აგრე ივარაუდა: ალბათ საპატარძლო და მის-
ნი დობილნი სადედო დარბაზში იცდიანო ხმობამდის.
როცა პურობა დაიწყეს, აღსართანის დედამ, პელაგეამ,
მოიკითხა თავისი სასძლო.
ნანა მხოლოდ დღეს ძლივს ჩამოვიყვანეთ პანკისიდან, ცოტა
შეუძლოდაა და მოვაო მალე.
მიუგო არიშიანის მეუღლემ.
პელაგეამ ასე ივარაუდა, ალბათ მთელ კვირას გაგრძელდე-
ბა ქეიფი და ახალგაზრდები გულს მოიჯერებენო ერთად ყოფ-
ნით.
თამადობა ერისთავ ბარამისძეს დააკისრა არიშიანმა.
ნანას ნახვას მოწყურებული აღსართან ხარივით დაეწაფა ბა-
ტის ჭუკისფერ ღვინოს, რომელიც საგანგებოდ მოატანინა იმ ღა-
მისთვის არიშიანმა.
თამადამ ოქროს ფიალებიდან დაიწყო და მერმე დაუშინა
ჯიხვის რქები სასიძოს.
439 მკითხველთა ლიგა
აღსართან დიდი მსმელი იყო, საერთოდ, მაგრამ იმ ღამეს
რატომღაც ადრე მოეკიდა ღვინო და, ჩვეულებისამებრ, შეუდგა
დავით მეფის ლანძღვას.
თუ შენისთანა გავლენიანი ერისთავები უკლებლად შემო-
ვიკრიბე, დავით მეფეს ვირთხასავით გამოვიჭერო ნაჭარმაგევის
ციხეში.
ეუბნებოდა აღსართანი არიშიანს.
„განძას ყოფნისას ბევრი რამ გავიგე ახალი, – ჩურჩულით
უთხრა მან თავის სასიმამროს, – სულტან მოჰამედს გადაწყვე-
ტილი აქვს დიდძალი ლაშქრით შეიჭრას ტფილისის საამირო-
დან შიდა ქართლში, ამირ გოზგოლი და ამირ ელკოტბი სომ-
ხეთსა და ადარბაგანში უკვე ჩამოსულ თურქომანთა ათა-
სეულებს აიყოლიებენ, ნუხიდან შემოვლენ საინგილოში, კახე-
თის ციხეებში თურქომანებს ჩავაყენებ და ჯერ ჯონდი ერისთავს
გავაგდებთ ლოჭინის ხევიდან, მერმე ნიანია ბაკურიანს მოვახ-
რჩობთ ზედაზენში.
ბოლოს წეროვანიდან ნაჭარმაგევამდის ორიოდე ფარასან-
გია. ხორნაბუჯის ციხეში კლდეზე მიდუღებულია ერთი ჯაჭვი ამ
კლავის სიმსხო, განაგრძო აღსართანმა და თავისი განიერი მაჯა
უჩვენა არიშიანს, იმ ჯაჭვზე მივაბამ დავით მეფეს და მერმე ვნა-
ხოთ, რამდენ დირჰემს მომცემს მე მისი თავისათვის სულტანი“.
თამადამ ახლა ხის კოთხო მიართვა მოწიწებით მეფეს, მან
„ვაჟკაცურად“ გამოსცალა იგი, თვალები დაუწითლდა და ურ-
ცხვად ჰკითხა არიშიანს:
„ეს ყველაფერი კარგია, ჩემო სიმამრო, როდისღა მოვა ჩემი
გულის ჯავარი?“
ამის თქმა მოასწრო აღსართანმა, არიშიანი სელიდან წა-
მოდგა და სუფრის თავში მდგომ თამადას გასძახა:
ღვინოო!
თამადა წამოდგა, სასადილოს კარი გააღო და მერიქიფეს
გასძახა: ღვინოო.
მცირე ხანს კიდევ ლანძღავდა დავით მეფეს უკვე სავსებით
უშვერი სიტყვებით აღსართან. ამ დროს კარი გაიღო და ხევის-
თავი ხურანასძე შემოვიდა ხმალამოწვდილი, მას უკან მოჰყვე-
ბოდნენ ქარიმან სეტიელი, ხახუტაი, ლათერია, ჩუხჩთა ასისთა-
ვი სიტყვაი ქორა და გოდერძი ხორგაი.
440 მკითხველთა ლიგა
აღსართან საუბრით იყო გართული, მხოლოდ ჰერეთელმა
მისმა მხლებლებმა თავი ასწიეს, მათ ვერ გაეგოთ, რას ნიშნავ-
და ხმლიანი ხევისთავის შემოსვლა. ზოგ მათგანს ჯერაც თამა-
დის მიერ გამოგზავნილი სავსე ჯიხვი ეჭირა ხელში.
ხევისთავი ხორანასძე და ქარიმან სეტიელი მოულოდნელად
თავზე დაადგნენ აღსართანს და მხრები გაუკრეს სასწრაფოდ,
ხახუტაი მიეჭრა და თასმებით გაჰკოჭა მთვრალი მეფე.
წამოცვივდნენ აღსართანის აზნაურნი, მაგრამ გოდერძი
ხორგაი და ლათერია ეძგერნენ მათ, შემოვარდნენ მეციხოვნე-
ნიც და გარედ გაათრიეს სამივენი.
სუფრა აიშალა, გულშემოყრილი პელაგეა და მამიდები სას-
ტუმროში გაატანინა ბარამისძემ, ასე რომ, მათ აღარ უნახავთ,
თუ როგორ გამოათრიეს გაკოჭილი აღსართანი წინა კარიდან
და მტვრიან კიბის საფეხურებს მიხვეტავდა მისი ხშირი და თაფ-
ლისფერი კულულები.
ეპისკოპოსები ჯერ შიშისაგან გაოგნებულნი იყვნენ, მერმე
გარს შემოერტყნენ მასპინძელს.
თავი იმართლა არიშიანმა: რა ვქნა, არ მოეშვა დავით მეფის
ლანძღვას და იმიტომაც გავაკოჭვინეო.
წითლოსან დუკისძე უთენია გააღვიძეს მცირე სპის ბანაკში.
ამცნეს: შუბებით, ხმლებით, ჰოროლებით აღჭურვილი მთიელ-
თა ბრბო დაბანაკდაო ხორჯის ციხის მისადგომებთან.
კარვის კარიდან გამოიხედა ნამძინარევმა დუკისძემ, აგრე
ეგონა, ნიშნობაზე წვეული ხალხი მოსულაო.
ბოლოს რა ნახა, ციხიდან გამოსულმა ხევისთავმა ხორანას-
ძემ ჯერ დააწყო ისინი და მცირე სპის ბანაკისკენ წაუძღვა მათ,
თავათ წითლოსანმაც წამოჰყარა თავისი მონასპანი, უსარდლა
მათ, სავსებით დარწმუნებულმა, იოლად გავრეკავო „მთიელე-
ბის ბრბოს“.
მაგრამ სამივე ხევისთავი წარუძღვა შუბებით, ხმლებით აღ-
ჭურვილ ხალხს, საგორავები დაუშინეს აღსართანის მცირე სპას,
მერმე ჰოროლები გამართეს და უკუაქციეს თურქოპულები. წით-
ლოსან დუკისძეს ცხენი წაექცა მთის ბრეკზე, ძლივს წამოაყენეს
თრიალეთელმა აზნაურებმა და, როგორც იქნა, უშველეს თავს.
ასე რომ, როცა ერისთავმა არიშიანმა თავისი ციხიონი გამო-
იყვანა წითლოსან დუკისძის შესაპყრობად, მხოლოდ ასიოდე
441 მკითხველთა ლიგა
ტყვე და დაკოდილი თურქოპული დაახვედრეს ხევისთავებმა
ხორანასძემ, თორღვაიმ და თოთიბაიმ.
რადგან გაკოჭილი აღსართან უსიამოდ ბღაოდა და მხარგაკ-
რულიც არ იშლიდა „აფხაზთა მეფის“ უშვერად ლანძღვას, ხახუ-
ტაიმ ძაფის მორგვი მოატანინა დიაცებს და პირში ჩასჩარა ყიამ-
ყრალს.
დასასრულ, არიშიანმა და ბარამისძემ მთიულურ ურემზე და-
აკრევინეს იგი ხახუტაის, ნაბდებით შებურვეს ურემი, პანკისის
ხეობაზე გზაგავლით ნაჭარმაგევს წაიყვანეს დატყვევებული აღ-
სართან.
ენამწარე დურალისძეს ოხუნჯობის საბაბი მიეცა ახალი:
სირაქლემამ ყვითელ ძროხას გადააყოლაო თავი.

მდევარი
საღამოვდებოდა, მაგრამ ჩრდილისძვრაც არ იყო დაწყებუ-
ლი, როცა საბიამ, მემაშხალეთუხუცესმა, დაინახა ციხის სამზე-
რიდან შავით მოსილი ურემი უახლოვდებოდა ნაჭარმაგევის სა-
სახლეს. ერთი ცხენოსანი წინ მიუძღოდა, ექვსნი უკან მოსდევ-
დნენ ურემს.
აღმა-დაღმა ირბინა...
ირბინა საბიამ, პირველი გოდოლის ხვეულ კიბეზე ავიდა, ახ-
ლა აქედან დაუწყო თვალთვალი ურემს, მერმე აღარ დააყოვნა
და ციხის ეზოში ჩავიდა.
სეფექალთა წინამდგომი მზისავარ შარვაშისძის ქალი
შეეფეთა აქშინებულ მოხუცს.
რა მოგსვლიაო, ბედშავო საბიავ?
ვიღაც შავი ნაბდებით შებურვილი მიჰყავთო ნაჭარმაგევში
ცხენოსნებს?
!!!
დაცდილი ჰყავდა მზისავარს საბია, უწყინარი ტყუილების გა-
მოგონების მოყვარული, ამიტომაც არ ირწმუნა მოხუცის ნაამ-
ბობი, თავათ ავიდა პირველ გოდოლზე.

442 მკითხველთა ლიგა


დიდხანს უცქირა მზისავარმა ციხისკენ მომავალ ურემს. გა-
უნძრევლად იწვა გრძლივ გაშოთილი იგი, ვინც შავ ნაბდებში
გახვეული მოჰყავდათ ცხენოსნებს.
ნაჭარმაგევის ციხე-სასახლე აფორიაქებული იყო ამ დღეებ-
ში დედისიმედის გაუჩინარების გამო. ხან მეთევზეები მობრუნ-
დებოდნენ ამაო ძებნისაგან გასავათებულნი, ხან – მონადირენი
და ხანაც – მალემსრბოლნი, საერისთავოებში ცნობების მოსაჩ-
ხრეკად წასულნი.
მოელოდნენ მხოლოდღა შვიდიოდე ჩუხჩს, ატენის ხეობაში
წარგზავნილთ, ამიტომაც არ დააყოვნა მზისავარმა და მარიამ
დედოფლის პალატებისაკენ გაეშურა გამალებული.

***
მარიამი გაცივდა მცხეთაში, სწორედ იმავ დღის ნაშუადღევს
ჩამოიყვანეს იგი ეპისკოპოსებმა ნაჭარმაგევს. დასიცხული იწვა
იგი, ქაფურის ტლეებს შუბლზე ადებდა გვანცა, ხოლო დავით მე-
ფე და გვარამ ერისთავი სასთუმალთან უსხდნენ. კუთხეში მკურ-
ნალი შერაქისძე იდგა გახევებული.
დაჟინებით უშლიდა მას აქიმი მღელვარებას და ლაპარაკს,
მაგრამ საერთოდ აუმღვრეველი და მშვიდი მარიამი მოუსვენ-
რად დრტვინავდა დედისიმედის გაუჩინარების გამო.
„გულდამშვიდებით წავედი, გეთაყვანე, მცხეთას, სავსებით
დარწმუნებული, რომ დედისიმედი და თეონა იქ დამხვდებოდ-
ნენ, – ეუბნებოდა იგი დავითს. – არც შენ და არც დიოფალ ელე-
ნეს არაფერი დაგიბარეთ, აგრე ვიფიქრე, რად ავაფორიაქო-
მეთქი ისედაც დაზაფრულნი, და როცა მთელი მცხეთა და სამ-
თავრო მოვაჩხრეკინე და მათი მნახველი ვერავინ იპოვნეს, შევ-
ძრწუნდი და მყისვე ვახმობინე ნიანია ბაკურიანი ზედაზენიდან.
მერმე ის იყო, ნიანიას ბრძანებისამებრ, შეჰკრეს გზები და
ბილიკები ტფილისის საამიროს გარშემო, რადგან ნიანიას მყის-
ვე აღეძრა იჭვი: ვაითუ თურქთა ჯაშუშებმა გაიტაცესო ორბე-
ლიანის ქალი.
მართლაცდა, შეუძლებელი აქ არაფერია, გეთაყვანე. ამ რამ-
დენიმე წლის წინად დღისით-მზისით გაიტაცეს თურქებმა ნიკო-
მედიიდან კურაპალატის, ჰუმბერტოპულოსის უმცროსი ქალი და

443 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ ორი წლის ამაო ძებნის შემდეგ მოენეებმა ამბავი
მოიტანეს იკონიიდან, სულტანის ჰარამხანაში აღმოჩნდაო იგი.
ისევ და ისევ ბერძნის ქალებს გაეტყუებიათ იგი ზღვის პირად
და თურქებისათვის მიუყიდნიათ თურმე“.
გვარამ ერისთავმა სიტყვა ჩაურთო:
„მართალი მოგახსენოთ, თავდაპირველად მეც აგეთი იჭვი
აღმეძრა, ავგუსტა, ვიდრე გავიგებდი, რარიგ სათნო დიაცი ყო-
ფილა მექათმე თეონა. სულო ცოდვილო, აგრე ვიფიქრე, ეგებ
თურქებს მიჰყიდა-მეთქი ამ დიაცმა დედისიმედი“.
დავითმა სთქვა:
„რა თქმა უნდა, შეუძლებელი აქ არაფერია, შესაძლოა, მი-
ყიდვით არავის მიყიდიდა დედისიმედს ის მექათმე თეონა. ვინ
იცის, ეგებ სადმე ტყის პირად შეიპყრეს ორივენი თურქის
მსტოვრებმა და გაიტაცეს მართლაც.
მე ხელახლა დავაბრუნებინე მენადირეთუხუცესი, ბაზიერთუ-
ხუცესი, მეურმე, მეჯორე და მეწაღენი, თავათ დავკითხე ისინი,
მაგრამ მათი ჩვენებებიდან არაფერი ირკვევა ხელმოსაჭიდი“.
გვარამ ერისთავმა შენიშნა:
„ვთქვათ, ის ორი ქალი, რომელნიც სამ მხედარს მიჰყავდათ
ატენის ხეობაში, დედისიმედი და თეონა იყვნენ, ხოლო სამივე
ცხენოსანი თურქნი, ერთი მიბრძანეთ, რად ივლიდნენ ატენის
ხეობით ისინი?
ცხადია, დაღმა დაჰყვებოდნენ მტკვარს და ტფილისის საამი-
როში გადავიდოდნენ, ხომა?“
მეფემ მიუგო:
„ჩვენ არ ვიცით, გვარამ ბატონო, თუ მართლაც თურქნი იყ-
ვნენ ის ცხენოსნები, არც ისა, თუ რა მოსაზრებით გაუხვიეს მათ
სამხრეთისაკენ?
ვთქვათ, თურქნი იყვნენ ეგებ გზად მიმავალ ჩუხჩებს ან მო-
ნასპებს წაატანეს თვალი? ისიც შესაძლოა, ხალხმრავალ გზას
მოერიდნენ, ტფილისის საამიროსაკენ მიმავალს“.
მარიამი შეეკითხა თავის ძმისწულს:
საერისთავოებში თუ წარგზავნეთო კაცნი?
„იმავე ღამეს გიორგი ჭყონდიდელმა მალემსრბოლები წარ-
გზავნა ბეშქენ ჯაყელთან ჯავახეთს, წიგნი მისწერა მორკნეველს
შტორას, ფარცხისის ციხისთავს და თავის ძმისწულს თევდორეს,
444 მკითხველთა ლიგა
რომელიც თრიალეთის საერისთავოს განმგებლად დანიშნული
გვყავს უკვე. იოანეს, ანაკოფიის ციხისთავს, შამადავლე ერის-
თავს ხუფთაში, კლარჯეთის ერისთავსა და თუხარისის ციხის-
თავს, ასე რომ, მთელი სამეფოს მესამზღვრენი, ერისთავნი და
ციხისთავნი გაფრთხილებული გვყავს უკვე“.
მიუგო დავითმა.
გვარამ ერისთავმა დასძინა:
„ცხადია, თუ მართლაც თურქთა ჯაშუშები არიან გამტაცე-
ბელნი, ისინი დღისით სიარულს ვეღარ შესძლებდნენ ხან-
გრძლივად, ცხადზე უცხადესია, ღამღამობით ივლიდნენ ხალ-
ხმრავალ გზებზე...
ასე რომ, დასავლეთისა და სამხრეთის საზღვრებს ვერც ისე
იოლად უწევდნენ. მე ეგ მაფიქრებს, თუ ტფილისის საამიროს
უწიეს, ამ საზღვარზე უფრო ადრე გავიდნენ, ხომა?“
დავითმა თავი ჩაღუნა და არაფერი სთქვა ამის საპასუხოდ,
ხოლო მარიამმა აქიმი შერაქისძე დაითხოვა თავაზიანად, გვან-
ცას ახმობინა ცინცილუკი და უბრძანა ამ უკანასკნელს:
არავინ მიიღოო სტუმრების წასვლამდის, და თითქმის ჩურ-
ჩულით ეუბნება მეფესა და ერისთავს:
„მე სულ სხვა ეჭვი მღრღნის, გეთაყვანეთ, და არ შემიძლია
თქვენც არ გაგიზიაროთ იგი. თქვენ მოსვლამდის მახო იყო ჩემ-
თან, მასაც იგივე ეჭვი სდებია გულში. ხომ გარყვნილია და უშჯუ-
ლო კახთა მეფე აღსართან, ლოთი და დიაცთა მოყვარული ფრი-
ად.
იგიც მიამბო მახომ, თურმე ლიპარიტის განდგომამდის იგი
სტუმრობდა ლიპარიტის უბანში, პურობის დროს ურცხვად
გაუმიჯნურდა დედისიმედს, ბოლოს, როგორც ლიპარიტის და-
კითხვიდან გამოირკვა, მას შემდეგ, რაც რატი ფარცხისიდან გა-
იქცა, იგი დამოყვრებას ჰპირდებოდა კახთა მეფეს.
თავათ აღიარა ლიპარიტმა თურმე: კრიპტოგრაფი გავუგზავ-
ნეო წრეულს ზაფხულში რატის და ჩემი თანხმობაც დავუმოწმეო
ამ მოყვრობის გამო.
ეშმას თვალი არ უჩანს, გეთაყვანე, ვინ იცის, ეგებ აღსართან
კახთა მეფემ მოატაცებინა თავის თავაწყვეტილ თურქოპულებს
ორბელიანთა ქალი? აა!“

445 მკითხველთა ლიგა


სთქვა მარიამმა, მეფესა და ერისთავს მორიგეობით ჩაჰხედა
თვალებში.
დავითმა მხრები აიჩეჩა და არაფერი სთქვა, ხოლო გვარამ
ერისთავმა ჩაიდუდუნა:
„რა მოგახსენო, ავგუსტა. აღსართან ისეთი გარეწარია, ადა-
მიანის გონება ძნელად წარმოიდგენს, თუ რას არ იკადრებს
იგი...“

***
როცა ასეთი საუბარი იყო მარიამის მისაღებ დარბაზში, შარ-
ვაშისძის ქალი, მზისავარ, სიხარულისაგან ფრთაშესხმული აღ-
მა მიჰყვებოდა სასახლის კიბეებს.
მას თავიდანვე სძაგდა დედისიმედი, მაგრამ პატრონის ში-
შით ოსტატურად შეფარვული ჰქონდა ეს სიძულვილი.
როცა დედისიმედის გაუჩინარებამ მთელი სასახლის ცხოვ-
რება ააფორიაქა, შარვაშისძის ქალი ხითხითებდა ჩუმ-ჩუმად:
„ხომ ვამბობდი თავის დროზე, ასკილის ძირი არ გამოისხამს-
მეთქი შროშანს?“
ამ ამბავმა დიდი იმედები აღუძრა შარვაშისძის ქალს და სხვა
სეფექალებს, დასავლეთის დიდაზნაურთა ოჯახებიდან გამო-
სულთ.
საქმე ის იყო, რომ გვანცა დედის მხრიდან ენათესავებოდა
შარვაშისძის ასულს. მზისავარ აგრე ვარაუდობდა:
თუ შამან ერისთავის ქალი შეირთო დავითმა, გვანცა ახალ-
გაზრდაა, დედოფლად გახდომის შემდეგაც იგი ისევე გაერთობა
ნადირობითა და მიმინოების წვრთნით, როგორც დედოფალყო-
ფილი რუსუდანი მუდმივი ლოცვით იყო გატაცებული.
დიოფალი ელენე დასნეულდა, ასე რომ, მე დამრჩებაო სა-
პარპაშოდ გეგუთის, წაღვლისისთავის, დიდგორისა და ნაჭარმა-
გევის სასახლენი.
გვანცას დანარჩენი მომხრენიც ძლიერ გაახარა ორბე-
ლიანის ქალის გადაკარგვამ. მათ აგრე ეგონათ, ეს ამბავი ტახ-
ტისაკენ გზას გაუხსნიდა გვანცას, ასე ვარაუდობდნენ ეს დიაცე-
ბი, რადგან მათ არ იცოდნენ, თუ რა გადაწყდა დარბაზისერთა
უკანასკნელ ბჭობაზე ყიფჩაღთა უმთავრესთან დამოყვრების შე-
სახებ.
446 მკითხველთა ლიგა
როცა შარვაშისძის ქალმა ნაბდებით შებურვილ ურემს თვა-
ლი მოჰკრა, აგრე დაასკვნა, ალბათ ატენის ხეობაში წასულ ჩუხ-
ჩებს მოაქვთო დედისიმედის ცხედარი და სასახლეში მოასვენე-
ბენო.
მზისავარს გულის მანკი სჭირდა, მაინც მიჰყვებოდა აქელე-
ბული სასახლის კიბის საფეხურებს სულ აღმა და აღმა, შესდგე-
ბოდა, მოაჯირს მოეჭიდებოდა, შეისვენებდა, ძალას მოიკრეფდა
და მიიჩქაროდა შეძლებისამებრ.
თითქმის უკანასკნელ საფეხურამდე მიღწეული იყო, როცა
არაქათი გამოელია, დოინჯი შემოიდგა თეძოს თავზე, შესდგა
და დაფიქრდა:
როგორ და რაგვარად მოეხსენებინა ეს ამბავი მარიამის-
თვის? თანაც წინასწარ წარმოიდგინა, თუ რა მოჰყვებოდა ყოვე-
ლივე ამას ნაჭარმაგევის სასახლის ცხოვრებაში.
ადამიანი ყოველივე სიავეს ურიგდება ბოლოს და ბოლოს,
ფიქრობდა მზისავარ, მამაკაცებისათვის სიყვარული ისევე
იოლად მოსახდელია, როგორც სურდო ან ჩუტყვავილა.
ეს დიაცებს უმძიმთ, მაგ ბედდამწვარებს, უიღბლო მიჯნურო-
ბის გადატანა, თორემ ვაჟკაცი მოიწყენს მცირე ხანს, შესაძლოა
იგლოვოს კიდევაც ერთ-ორ წელს, მერმე თავათ ვნება წაიყვანს
მას თავის გზაზე.
მერმე?
მერმე გაივლიან კვირეები და თვეები, მარიამი არ დაივიწ-
ყებს თავის სათაყვანებელ ძმისწულისათვის ზრუნვას, გვანცას
შერთავს მას, ეგეც საგულისხმოა, ფიქრობდა მზისავარ.
აქამდის გვანცას არც კი უშვებდა თავის პალატებში მარიამი,
გაუჩინარდა თუ არა დედისიმედი, მეორე დღესვე ითაყვანა იგი
მარიამმა, მცხეთას თან წაიყვანა, ვითომდაც დედისიმედის სა-
ძებნად, დავითის წაყვანასაც ლამობდა, მაგრამ ვერ მოიცალა
პატრონმა.
მზისავარს სძაგდა მარიამ დედოფალიცა, მასვე სთვლიდა
ყოველივე სიავის სათავედ. მზისავარის აზრით, ეს მარიამმა
გაჰყარა კანონიერი მეუღლე დავით მეფეს, მანვე წაჰკიდა იგი
ლიპარიტისძეთა ოჯახს, ახლა რომელიმე დიდაზნაურს გადაჰკი-
დებს მეფეს, ეგებ ვინმემ ბოლო მოუღოს მას.
რისთვის მიელტვის ამას ყოველივეს იმპერატრისსა?
447 მკითხველთა ლიგა
რათა საქართველოს დედოფალი გახდეს როგორმე. ნიანია
ბაკურიანს პირველ ვაზირობას მიუბოძებს და...
ამ ფიქრებში გართულს კურდღლის ტყავის ფაჩუჩების ტყა-
პუნი შემოესმა შარვაშისძის ქალს.
უკან მიიხედა.
საბია მოჩოჩავდა სვენებ-სვენებით კიბეზე.
შეეშინდა, მემაშხალეთუხუცემა არ შემასწროსო მარიამის
პალატებში, უკანასკნელი ძალა დაძაბა, კიბის საფეხურები
აიარა ძლივს და გამალებული მიჰყვა დერეფანს.
არა, არავის დაანებებს მზისავარ ამ სიამოვნებას, მას ეგ სწა-
დია, თვალებში ჩაჰხედოს იმ წუთებში იმპერატრისსას, როცა
მას შეუცხადებს მზისავარ, ბანდებში შებურვილი ცხედარი მოაქ-
ვთო ჩუხჩებს.
უკვე მისული იყო მარიამის მისაღებ დარბაზთან შარვაშის-
ძის ქალი და ეზოსმოძღვარი ცინცილუკ წინ გადაეღობა.
შარვაშისძის ქალმა შერისხა ცინცილუკ:
სასწრაფოდ მოსახსენებელი ამბავი მომაქვსო, ფრიად და
ფრიად მნიშვნელოვანი.
ცინცილუკი გაჯიქდა:
არ შეიძლებაო შესვლა, პატრონი სტუმრობსო იმპერატრის-
სას პალატებში ამჟამად.
შარვაშისძის ქალმა ვერ გაართვა თავი ცინცილუკის ბერ-
ძნულს, იგი კარის რაზას წაეპოტინა.
ამ ხმაურობაზე გვანცა გამოვიდა კარიდან, როცა საუწყებე-
ლი ამცნო მზისავარმა მას, გვანცა პალატებში შევიდა კვლავ და
მცირე ხნის შემდეგ თავათ შეუძღვა შარვაშისძის ქალს მისაღებ
დარბაზში.
საბიამ რა დაინახა ეს, გაბრუნდა და მახარაის საძებრად
გაემართა.
როცა დარბაზში შესულმა მზისავარმა დავით მეფეს მოჰკრა
თვალი, დაფრთხა და უკუქცევას დაადგა ანაზდად.
შემზარავი ამბის თავათ მოხსენება ვერ გაბედა გვანცამ, ეს-
ღა უთხრა მარიამს: შარვაშისძის ქალს ფრიადი დიდი ამბის შეტ-
ყობინება სწადიაო.
ახლა ეგზომ შემკრთალი შარვაშისძის ქალი რა დაინახა მა-
რიამმა, თავათაც ელდა ეცა:
448 მკითხველთა ლიგა
რა ამბავია, რა მოხდაო, მზისავარ?
შავად შებურვილი ურემი მოჰყავთო ცხენოსნებს?
შეშფოთებული ზეწამოიჭრა მარიამი, ტლეები მოიგლიჯა
შუბლიდან და დაიკვნესა:
„ვინ ცხენოსნებს, რას ამბობ, მზისავარ?“
„არ ვიცი, ვინ არიან, ავგუსტა, წეღან საბიამ ამიყვანა პირ-
ველ გოდოლზე და იქიდან ვნახე“.
„შენი თვალით ნახე, მზისავარ?“
„ღმერთს გეფიცები, ჩემი თვალით, ავგუსტა“.
შეშფოთდა გვარამ ერისთავი და ზეწამოიჭრა, მეფეც შესძრა
ამ ამბავმა, საერთო მღელვარების პირისპირ არ შეიმჩნია ეგა,
მაგრამ უცნაურად მოუდუნდა სხეული და საკარცხულიდან ვერ
დაიძრა იგი.
მარიამი უკაზმავი იყო, მაგრამ თანადამსწრეთ არ მოერიდა
და სამზერს მივარდა. უკვე რიჟრაჟი დაწყებულიყო, მაინც გაარ-
ჩია მისმა თვალებმა: ციხისთავის სამყოფლოს წინ შეეყენები-
ნათ შავი ნაბდებით შებურვილი ურემი, მახარაი იქვე დაფაცუ-
რობდა და აჩქარებდა ურმის გარშემო მოგროვილ მანდატურებ-
სა და ჩუხჩებს.
სულ რამდენიმე წუთიც არ გასულა, ციხისთავი და მახარაი
ამოვარდნენ მარიამის დარბაზში და მოახსენეს დავითს:
კახთა მეფე აღსართან გაკოჭილი მოგგვარესო ერისთავებმა
არიშიანმა და ბარამისძემ.
ეს მოლოდინი საშინელისა ეგზომ უეცარმა სიხარულმა შეს-
ცვალა ერთბაშად.
შეპყრობილი აღსართანის ნაჭარმაგევს ჩამოყვანამ, დიახაც,
გაახარა ორივე მეფე და ორივე დედოფალი, მაგრამ ისინი აგრე
ვარაუდობდნენ:
სისხლის წვიმების კვირაძალი დგებაო.
მახარაიმ და ქარიმან სეტიელმა განზრახ მოაწყვეს ასეთი
რამ, ურემზე დაკრული აღსართან მთელი ღამე ჰყავდათ ფარდუ-
ლის ქვეშ, სახაბაზოს გვერდით.
მას საბურავი მოხსნეს, ურემს ნაბადი გადახადეს. მოდიოდ-
ნენ ხაბაზები, მეთევზენი, მებოსტნენი, მეჯორენი, მემინდენი, მე-
წაღენი და მრეცხავნი. ნაცარს აყრიდნენ მენდილიან მოღალა-
ტეს თავზე, მოცუნცულებდნენ ბალღები, სახეში ადუჟებდნენ მას.
449 მკითხველთა ლიგა
მოდიოდნენ დიაცები, რომელთა შვილები, შვილიშვილები,
ქმრები და ძმები ემსხვერპლნათ თურქებს ფარცხისსა, ავჭალა-
სა და ზედაზენში. ისევ მოჰქონდათ ნაცარი და ზედ აყრიდნენ სი-
რაქლემიან მენდილს.
გიორგი მეფემ შერისხა მახარაი:
„ნუ იქმ ასეთ მკრეხელობას, ვეჟო, რაც უნდა მოღალატე
იყოს, მაინც გვირგვინოსანია ეგ ოჯახქორი“.
ბუზღუნით გავიდა მახარაი დარბაზიდან და მერმე ითავა გა-
კოჭილი აღსართანის ურმიდან ჩამოთრევა, ერთი წუთითაც არ
მოსცილებია ქარიმან სეტიელსა და მის ჩუხჩებს, ვიდრე ბორკი-
ლი არ დაადვეს აღსართანს ქედზე და ლიპარიტ ერისთავის, ძა-
გან ზედაზენის ციხის პატრონისა და მათი ამალის გვერდით ნა-
ჭარმაგევის ბნელ საპყრობილეში არ დააბეს იგი ჯაჭვით.
ერისთავი არიშიანი ხითხითებდა:
„ეგ ჯაჭვი სწორედ მაჯის სიმსხოა, აღსართანის მაჯისა. სწო-
რედ ამოდენა ჯაჭვს უქადდა დავით მეფეს იგი“.
„უკვე ნაყარია წილი! ამბობდა მახარაი. ვაი, ჩემო დავსილო
სიჭაბუკევ, სხვის ომებში დალეულო მუხლთა სიმაგრევ! აგრე
ხდება მუდამ, კაცს სწორედ იქ მიაკლდება ძალა, როცა ყველაზე
მეტად ესაჭიროება იგი“.
„არაფერია, ჩემო მახო, ბებერი ხარის რქანიც ხნავსო, აგრე
იტყვიან ჩვენში“.
ანუგეშა იგი არიშიანმა.
მოუთმენლობას იჩენდნენ ჰერეთელი ერისთავები და ხევის-
თავები, დაუყოვნებლივ შევიჭრათო კახეთ-ჰერეთში. გიორგი
მეფემ საუზმეზე მიიწვია ისინი. აშოშმინებდა მამაშვილურად
მათ:
„როგორმე შეეცადეთ, შვილნო, უსისხლოდ აიღოთ ციხენი
და დაბანი, რა გამოვა, მაგ შლეგ აღსართანს ავყვეთ და ჩვენივე
ხალხი გავწყვიტოთ ამ ცხელ გულზე“.
არც დავით მეფე ჩქარობდა მაინცდამაინც. მას წესად ჰქონ-
და მიჩნეული, არასოდეს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დი-
დი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელისმოცარვას.
სწორედ ამიტომაც გულმშვიდად ადგა მეორე დღეს, ისაუზმა,
რამდენიმე თავაზიანი სიტყვით გაეხუმრა ჰერეთელ ერისთავებ-
სა და ხევისთავებს:
450 მკითხველთა ლიგა
„მე აგრე მაქვს ეგ ამბავი დაცდილი, მტერს ურმით უნდა მიჰ-
ყვე უკან, თუ მუხლი გიჭრის, ბოლოს წამოეწევი მაინც, ოღონდ
ეგაა, ენამ არ წაგისწროს და თმენამ არ გიღალატოს.
ბევრი მინახავს კისრისტეხით ომში მიმავალი, მოსწრებული
კისრისტეხვითვე უკან რომ ბრუნდებოდა“.
გიორგი მეფემ სიტყვა ჩაურთო საუბარში:
„სულკურთხეული მამაი იტყოდა, მეფე ბაგრატი:
ომი გამომცდელიაო არა მარტო ცხენისა, არამედ ვაჟკაცთა
თმენისაც...“
დავითი ადგა და ჭყონდიდელის პალატებისაკენ გაემართა
ჩაფიქრებული. და „დაჯდა მწიგნობართუხუცესი წვევის წიგნთა
საწერად“.
ნიანია ბაკურიანს ებრძანა, დღესვე თან გაჰყოლოდა ჰერე-
თელ ერისთავებსა და ხევისთავებს, ხორნაბუჯის ციხის მისად-
გომები გაეწმინდათ წითლოსან დუკისძის თურქოპულებისაგან
და მანდვე მოეცადათ დავით მეფის მოსვლამდის.
ჯონდი ერისთავს მიუთითეს: ლოჭინის ხევში დაბანაკებული
ათასეულნი დაუყოვნებლივ აეყარა და უჯარმას შემოწყობოდა,
ხოლო უფლისციხეში დაბანაკებული შერგილ ლიპარტიანი
ხორნაბუჯისკენ წასულიყო, ოღონდ მეფის მანდ ჩასვლამდის არ
დაეწყო ციხის გარემოცვა.
ბეშქენ ჯაყელს ჯავახეთიდან ფარცხისში გადასვლა ებრძანა.
აქ შეუერთდებოდა მას მორკნეველი შტორა. ციხისთავობა აზნა-
ურ მურჯიკნელს უნდა ეურვა, თრიალეთიდან აღმოსავლეთით
ასულთ ხორანთას გასწვრივ უნდა გადაელახათ მტკვარი, ხო-
რანთას ციხე მხარმარცხნით დაეტოვებინათ და აჯინოურის ვე-
ლის პირზე დაედგათ კარვები.
მათვე დაევალათ, მტკვრის ფონები შეეკრათ განძიდან მომა-
ვალ გზების პირისპირ. დღისით და ღამით ეთვალთვალათ ხო-
რანთას ციხიონის მისვლა-მოსვლისთვის.
ერისთავებსა და სპასალარებს ებრძანა, კახეთ-ჰერეთის
მკვიდრთა ერთობლივ დაზოგვა, თუ სადმე თურქოპულებს
მოახელებდნენ, ტყვეები უფლისციხეს წარეგზავნათ დაუყოვნებ-
ლივ.

451 მკითხველთა ლიგა


***
მეორე დღეს უთენია ადგა დავითი, დილის ლოცვა რა
მოათავა, გზა დაალოცვინა დედ-მამას, მამიდას და გვარამ
ერისთავს. როცა მარიამ დედოფლის პალატიდან გამოდიოდა,
მეფემ შენიშნა, მის მუხლისთავებთან მოფორთხდა თალხი ლან-
დი, მეფე შეკრთა ოდნავ, დაწინაურდა მის უკან მომავალი მახა-
რაი, აგრე იფიქრა, ვინმე მონაზონი გზის დასალოცად ხლებიაო
მეფეს. ცალი ხელით დასწვდა ლანდს, გაჯიუტდა დიაცი, მეფის
საბარკლულებს წაეპოტინა. როცა დავითმა წამოაყენა იგი,
გვანცა შერჩა ხელში.
„გევედრები, მეაბჯრედ წამიყვანე, მეფევ ბატონო, თან“.
კვნესოდა ქალი.
დავითი განცვიფრდა, შეეცადა აღტყინებული ქალწულის და-
შოშმინებას. მახარაი მამაშვილურად გადაეხვია შამან ერისთა-
ვის ქალს და უთხრა:
„რას ამბობ, ქალავ, გმირი მამის შვილი ხარ, მაგრამ ჯერ
არც ისე გაგვჭირვებია, დიაცნი ვიახლოთ ომში“.
მთელი ღამის უძილარი გიორგი ჭყონდიდელი კარის ალაგ-
თან შეეგება მეფეს, ჯერ დალოცა იგი, მერმე ხელი ქედზე შემო-
აჭდო და ორივე თვალი ამოუკოცნა თავის გაზრდილს.
არც გიორგი ჭყონდიდელს მოსწონდა მახარაის წასვლა ომ-
ში, მაინც გაჯიუტდა ქოსა. დავითი დერეფნიდან გამობრუნდა,
ხელახლა შეახსენა ვაზირთა უპირველესს:
ქარიმან სეტიელს გიტოვებ, ჯერ მოიცადეთ და ნახეთ, რა ამ-
ბავს ჩამოიტანს ატენის ხეობიდან ვარდოსანისძე. თუ აქედან
არაფერი გამოვიდა, თურქებთან მოსაზღვრე საერისთავოებში
კვლავ წარგზავნეთო მდევარნი.
სამგზავრო სამზადისს რა მოათავებს გვარამ ერისთავი, ნუ
დაყოვნდებაო დიდხანს.

***
როგორც გიორგი მეფე, ისე ორივე დედოფალი ლოგინად
ჩავარდნენ. გვანცამ და კურაპალატისსა მელიტამ იკისრეს
ავადმყოფების მოვლა, მკურნალი შერაქისძე საკმაოდ შეშფო-
თებული იყო ელენე დედოფლის ჯანმრთელობის გამო.

452 მკითხველთა ლიგა


ჯინჭრის ციება განუახლდა დედოფალს მარიამს, მაგრამ მას
თვით სიცხით ყოფნისას არ ავიწყდებოდა ვარდოსანისძისა და
მის ჩუხჩთა ლოდინი.
წარამარა ხმობილობდა გვანცასა და მელიტას:
ხომ არ მობრუნებულანო ატენის ხეობიდან ჩუხჩნი?
გვარამ ბეჭისციხის პატრონს, დიახაც, ეწადა ვარდოსანისძის
ჩამოსვლამდე ნაჭარმაგევს დაყოვნებულიყო, მაგრამ დავით მე-
ფის წასვლიდან მესამე დღეს ჭყონდიდელმა თავაზიანად შეახ-
სენა მას, პატრონმა დაგვიბარა, დაუყოვნებლივ უნდა წაბრძან-
დეთო შარაღანს.
კიდევ სამ დღეს იყოყმანა ბეჭისციხის პატრონმა, ამალა უკვე
შეგროვილი იყო და, როგორც იქნა, დაადგა გზას...

***
გაზაფხულის ქარები გახელებული აწყდებოდნენ ნაჭარმაგე-
ვის ციხეთა ქონგურებს, დიაცებსა და მოხუცებს გული ელეოდათ
ცრემლისა და ლოდინისაგან.
წავიდა დავით მეფე ლაშქრითურთ და დაცალიერდნენ გზე-
ბი...
ნაჭარმაგევი მოსწყდაო თითქოს მთელს ქვეყანას.
ღმუოდა ქარბორბალა ციხის ქონგურებში, ნაჭარმაგევის
ველზე უკანასკნელ ორთაბრძოლას იხდიდა ზამთარი და გაზაფ-
ხული.
მარიამ დედოფლის პალატებში ამოდ შეჰქონდა მოხუცებულ
საბიას ნაზამთრალი ხილით დატვირთული ხონჩა დილდილო-
ბით.
როგორც იყო, მოაღწია ვარდოსანისძემ, ქონდაქართუხუცე-
სის ნაცვალმა.
კიდევ ერთი ლახვარი ჩაჰსცა მზისავარ შარვაშისძის ქალმა
მარიამ დედოფალს, ვითომდაც გულნაწყენმა ამცნო მას:
ვარდოსანისძე ჩამოვიდა, მაგრამ ისე მოღუშული მიდიოდა
გიორგი მეფის პალატებისკენ, სასიკეთო ვერაფერი შეუტ-
ყვიაო...
მარიამ დედოფალი ზეწამოიჭრა, ჩამაცვითო, უყვირა მელი-
ტას. აქიმი შერაქისძე ყალხზე შესდგა:

453 მკითხველთა ლიგა


„რასა ბრძანებთ, ავგუსტა, რა დროს ადგომაა, იცით თუ არა,
რა სუსტი მაჯა გქონდათ წუხელ“.
როცა შალებში შეფუთვნილი მარიამის შემოსვლა შეიცნო
დედოფალმა ელენემ, თავი წამოჰყო ბურანში მყოფმა და დაიკ-
ვნესა:
„ეს რა გიქნია, მაიკო?!“
მარიამმა დააშოშმინა რძალი, გვერდით მიუწვა და ორივემ
ყური მიუგდეს გიორგი მეფის წინაშე თავმოდრეკილად მდგარ
ვარდოსანისძეს.
„...ტანას ხევისთავმაც დაამოწმა, რომ სიავის იმ დღეს ტანას
ხევში მართლაც გაუვლიათ სამ ცხენოსანს, რომელთაც ორი
მტირალი დიაცი მიჰყავდათ სამხრეთით“.
ასე დაიწყო თავისი სათხრობი ვარდოსანისძემ, ქარიმან სე-
ტიელის ნაცვალმა.
„გზად შეხვედრილმა მეცხვარეებმა დაადასტურეს, ალერსის
ციხისკენ მიმავალნი ვნახეთო ჩვენცა.
კითხვა-კითხვით ვიარეთ ალერსის ციხემდის.
ციხისთავმა აგრე გვიჩვენა: გასულ კვირას მე თავათ ჩა-
მიარეს მაგ ცხენოსნებმა, შევაყენე კიდევაც, ვკითხე, თუ რად
სტირიან-მეთქი ეგ დიაცები.
ცხენოსანთა შორის უხუცესმა ახალგაზრდა დიაცზე მიაშვირა
მათრახი და აგრე მომიგო: მაგ დიაცს დედა მოუკვდა და სატი-
რალში მიგვყავსო.
სადაური ხართო?
უკითხავს თურმე ამ ციხისთავს მხედრებისთვის.
სარბიელას სოფლისანი ვართო“.
„გვარები ხომ არ უკითხავს მაგ ციხისთავს მხედრებისთვის?“
შეეკითხა გიორგი მეფე.
„არა, არ უკითხავს ჩვენდა სავალალოდ გვარი“.
მიუგო ვარდოსანისძემ.
„მერმე რა ჰქენით, სარბიელამდის არ იარეთ?“
მოუთმენლად იკითხა მარიამ დედოფალმა.
„დიდხანს ვეძიეთ ეს გადაკარგული სოფელი, გზა აგვერია,
სამი დღე ვიხეტიალეთ მათ ჯამჯამას დაბნელებულ ორწოხებში,
ბოლოს ერთ ბრუტიან დიაკონს გადავეყარეთ.

454 მკითხველთა ლიგა


ვაგლახად დავარდნილ ჯორზე იჯდა დიაკონი იგი და მხო-
ლოდ მესამე დღეს მივაკვლიეთ სარბიელას.
სოფელს ყვავილი დარეოდა, დიდი და მცირე კარგამოკე-
ტილ მიწურებში კვნესოდა, დაგვესიენ ძაღლები, ხმლით მოგე-
რიება დაგვჭირდა მათი.
მანდაურ საყდარში ერთი მიხრწნილი ხუცესი ვიპოვეთ, ყრუ
აღმოჩნდა ის ოჯახქორი, როგორც იქნა, შევასმინეთ, თუ რას მი-
ველტოდით.
შინ წაგვიყვანა ხუცესმა და კერასთან დაგვსვა.
დიდხანს აკანტურა ბერიკაცმა თავი და მერმე ეს გვითხრა:
„ამ სოფელში, როგორც მსმენია, ამ თვეში არავინ მომკვდა-
რა მხცოვანი.
მართალია, ყვავილმა დაგვრია ხელი, მარტო ბალღების კუ-
ბო გავიტანეთ ბარე ორმოცი, ხოლო ისეთი დიაცი, რომელსაც
მოწიფული ქალი ჰყოლოდეს ამ სოფელში, არავინ მომკვდარა“.
როცა ამ ბებერ ხუცესს ყურში ჩავყვიროდი, კერის პირად ერ-
თი ვაგლახად მოკუნტული ბერი ეგდო ნაცარში, მან თავი წამოჰ-
ყო, დაწირპლული თვალები მოიფშვნიტა, დაამთქნარა და
ტაატით გვითხრა შემდეგი:
„ერთი კვირის წინ ეშმაკის უბანში ვიყავი საროჭიკოდ, მანდ
ერთი დიაცი მიიცვალა ოთხმოცი წლისა, დიდძალი ხალხი დაეს-
წრო ტირილს, ასზე მეტი ცხენოსანი ჩავიდა მანდ, ქალი და კაცი
სულ რჩეულ ცხენებზე მსხდარნი“.
ეშმაკის უბანი სადღაა-მეთქი, ვკითხე იმ ბერს.
პეტრეს ციხის მახლობლადააო.
ჩვენ არც პეტრეს ციხე ვიცოდით სად იყო, ისევ ავაღირეთ
თავი და კითხვა-კითხვით ვიარეთ დღისით და ღამით. ბოლოს
მივაგენით, როგორც იქნა, იმ ოჯახს, სადაც ოთხმოცი წლის დე-
დაბერი მიეღო გამჩენს.
მხრები აიჩეჩა ამ სახლის უფალმა.
სტუმრები დია მოგვივიდა ამ წინეებში როგორც ცხენოსანნი,
ისე ქვეითნი, მაგრამ ჩვენ ჯავახელნი გახლავართ და შიდა ქარ-
თლიდან არავინ მოგვსვლიაო სატირალში.
ამ ოჯახში ერთი ჯავახელი მეღორე სტუმრობდა და სთქვა იმ
მეღორემ შემდეგი:

455 მკითხველთა ლიგა


„მე და ჩემი დედისძმის შვილნი ღორებს ვაძოვებდით გოლის
ტბასთან. გადაყირავებულ ნავებზე სამი ვაჟკაცი და ორი დიაცი
ისხდნენ.
სამი კაცი პურსა სჭამდა, ორი დიაცი სტიროდა, მე აქეთკენ
მოვიჩქაროდი და არაფერი მიკითხავს არც იმათთვის, ვინცა პუ-
რობდა, არც იმათთვის, ვინცა სტიროდა“.
სთქვა და დადუმდა ვარდოსანისძე.
გიორგი ჭყონდიდელი შეეკითხა მთხრობელს:
თუ შეამოწმეო თავათ იმ მეღორის ჩვენება როგორმე?
ვარდოსანისძემ მიუგო:
„ჩვენ ორი დღე ვიარეთ გოლის ტბის სამხრეთ სანახებში.
მეცხვარენი შემოგვხვდნენ, მეღორენი და ღორ-ხბოთა მწყემსნი,
ვიღაც მეთულუხჩეს გადავეყარეთ, ვალაშკერტიდან მომავალს,
სამი ვაჭარიც გზად შემოგვხვდა, კარის ციხიდან ჯავახეთისკენ
წამოსულნი, ყველანი დავკითხეთ, მაგრამ არავის არაფერი სმე-
ნოდა სამი მხედრისა და ორი მტირალი დიაცის გამო.
ისევ დავადექით გზას, თეთრ ციხემდის ვიარეთ, ტბა პალაკა-
ციოს გარს შემოვუარეთ, მაგრამ სანუგეშო ვერავინ ვერაფერი
გვამცნო“.
ახლა დიოფალ ელენეს უნდოდა ასეთი რამ გაეგო:
დიაცთა ჩაცმულობის გამო თუ ჰკითხეთო რაიმე ტანას ხე-
ვისთავს, ალერსის ციხის პატრონს, ან იმ მეღორეს?
სამივემ ერთი და იგივე მოგვიგო, შავოსნები იყვნენო“.
კითხვა მოუნაცვლა ელენემ:
ხნოვანების გამო თუ ჰკითხეთო რაიმე?
„დიაცთა ხნოვანება ალერსის ციხის პატრონსღა ვკითხეთ და
მან აგრე თქო:
დაღრეჯით იყვნენ მტირალნი, ამიტომაც ვერაფერს გეტყვი-
თო ამის გამო“.
ახლა ეს აიჩემა ელენე დედოფალმა:
გოლის ტბის პირად ნახულნი დედისიმედი და თეონა იქნე-
ბოდნენო უთუოდ.
გიორგი მეფე კვლავ წაეპაექრა მას:
„როგორც ვარდოსანისძის ჩვენებიდან ირკვევა, შესაძლოა,
ის ორი დიაცი, მეწაღეთა მიერ ატენის ხეობაში ნახულნი, იგივე-
ნი იყვნენ, ვინც ალერსის ციხის პატრონს უნახავს.
456 მკითხველთა ლიგა
მართალია, მათ უსწორო პასუხი მისცეს ამ უკანასკნელს,
ალბათ გატაცებულნი ჰყავდათ ის ქალები და ამიტომაც ამცნეს,
ეშმაკის უბანში მივდივართო, და ნაცვლად ეშმაკის უბნისა, გო-
ლის ტბისკენ გაემართნენ.
სავალალოა, იმ მეღორეს მსხდომარენი რომ უნახავთ იგინი,
ამიტომაც ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ საით წაიყვანეს ის დიაცები.
ყოველ შემთხვევაში, რაკი არც მათი ასაკის, არც მათი გა-
რეგნობის გამო არავითარი ნიშანდებანი დადგენილი არაა, არც
ის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც ორი მტირალი
დიაცი ორბელიანის ქალი და თეონა უნდა იყვნენ, ხომა?“
ესა სთქვა გიორგი მეფემ და მარიამ დედოფალს შეხედა.
მარიამ დედოფალი არ დაეთანხმა ძმას და იგიც შეუდგა
მტკიცებას, ის ორი დიაცი უთუოდ დედისიმედი და თეონა იქნე-
ბოდა. ამიტომაც მოითხოვდა უფრო მრავალრიცხოვანი მდევა-
რის წარგზავნას.
გიორგი ჭყონდიდელმა ყველას მოუსმინა და მერმე ბრძანა:
„მეც აგრე მგონია, ჯერხნობით საკმარისი საბუთი არ უნდა
გვქონდეს, მაინცდამაინც ვირწმუნოთ, რომ ატენის ხეობიდან
გოლის ტბისკენ, ესე იგი, სამხრეთით წაყვანილ ორ დიაცში ვი-
გულისხმოთ ორბელიანის ქალი და მექათმე თეონა.
ასეთი დარწმუნება ხელაღებითი უთუოდ დაახშობდა ჩვენს
სიფხიზლეს. ვგონებ, აჯობებდა, კვლავ განვაგრძოთ გაუჩინარე-
ბულთა ძებნა სამეფოს მოსაზღვრე საერისთავოებში, როგორც
ეს დაგვიბარა პატრონმა.
ბოლოს, როცა ამას მოვათავებთ, სამეფოს შიგნით განვაგ-
რძოთ ძებნა, უკეთუ არც ამისაგან გამოვიდა რაიმე, წარვგზავ-
ნოთ სარწმუნო კაცნი სომხეთს, ირანსა და მესოპოტამიას, მო-
სულს, ბაღდადსა და მექას, ვინძლო ამ გზით მივაკვლიოთ და-
კარგულთ“.
მეორე დღესვე გზას დაადგნენ ქარიმან სეტიელი და მისი
ნაცვალი ვარდოსანისძე, ასიოდე ჩუხჩი თან წაიყვანეს მათ.
ქარიმან სეტიელმა რამდენიმე ჯგუფად დაჰყო ჩუხჩნი. ათი
კაცი ვარდოსანისძეს გაატანა. ესენი ისევ გოლის ტბიდან თეთ-
რი ციხისაკენ უნდა წასულიყვნენ.
აქედან აბოცს ჩავიდნენ, აბოცის მთები გადალახეს და
გუმბრს უწიეს. ანისის მისადგომებამდის იარეს ღამღამობით,
457 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ორ-სამჯერ თურქ მესაზღვრეებს გადააწყდნენ და უკან
გამობრუნდნენ ამაო ძებნისაგან დამაშვრალნი.
ათმა ჩუხჩმა ქუმურლუსის ციხეს უწიეს მეხუთე დღეს, ყალ-
ნუს მთა გარდავლეს, ბანას მონასტერში წირვა მოისმინეს.
დაჰკითხეს მანდაური წინამძღვარი, ეპისკოპოსი, ბერნი და
მლოცველნი.
ფანასკერტს ჩავიდნენ, ციხისთავსა და ციხიონებს ჩვენება
ჩამოართვეს. ბოლოს მიაღწიეს ნიალის მინდორს, სწორედ იმ
ადგილს, სადაც ოდესღაც გიორგი პირველმა დაამარცხა ბასი-
ლი ბულგართა მმუსვრელი.
აქედან მიჰყვნენ არსიანის მთას, შემოვლეს მანდაურნი მო-
ნასტერნი, ციხენი და გოდოლნი, ქოლბაქნი და ფუნდუკნი.
კიდევ სხვა ათმა ჩუხჩმა გადალახა ირიჯლუს მთა, ესენი ჭო-
როხზე გავიდნენ. ხვარაზმის ხიდამდის იარეს, მანდაურ სოფლე-
ბისა და დაბების მკვიდრნი დაჰკითხეს.
შვიდმა ჩუხჩმა ფორჩხის ხევამდე მიაღწიეს, მოსჩხრიკეს ჭო-
როხისა და ისპირის არენი. მთა ბაიბურდისა გადაიარეს და ჭა-
ნეთს მიმავალ გზათა დამცველნი ციხენი და გოდოლნი მოჩხრი-
კეს.
ჩუხჩების სხვა დასტამ ანაკერტისა და ფანაკარის შეუვალი
ციხენი მოვლეს, აქაც დაჰკითხეს ციხისთავნი და ციხიონი, ხუცნი
და ბერნი, სოფლელთა და დაბათა მკვიდრნი.
ხუთი ჩუხჩი ოპიზას ჩავიდა, ოპიზის მონასტრის წინამძღვარ-
სა და მანდაურ ბერებს ბერძენი შეხვედრიათ ერთი, რომელსაც
ენახა შვიდ კაცს რომ მოჰყავდათ ერთი გატაცებული დიაცი.
ის ბერძენი გამოსჩხრიკეს, ბოლოს მიაკვლიეს გამტაცებლის
ოჯახს, გამტაცებელს ცოლად შეერთო ის დიაცი კანონიერად.
სამი ჩუხჩი შავშეთს ჩავიდა, მათ მოვლეს ჭილოვანის ხევი,
ტბეთის დიდებული ტაძრები და შეუვალნი ციხენი.
ესენი ტბეთიდან არტანუჯს ჩავიდნენ, თუხარისის ციხისთავსა
და ანაკერტის ეპისკოპოსს ეწვიენ, აქაც ამბავი ჰკითხეს დიდსა
და მცირეს.
მერმე მიჰყვნენ არსიანის მთას და ჭოროხამდე იარეს დღი-
სით და ღამით. გზადაგზა დაჰკითხავდნენ მეჯორეებს და მეცხვა-
რეებს, მექარავნებსა და მეფუნდუკეებს.

458 მკითხველთა ლიგა


ართვინის მისადგომებს უწიეს. გზადაგზა ამაოდ დაჰკითხავ-
დნენ მეწისქვილეებს, მეხამლეებსა და ვაჭრებს.
აქედან ლიგანის ხეობაში გადავიდნენ, იშხნელ ეპისკოპოსსა
და იშხანის ციხისთავს შველა სთხოვეს, ამ უკანასკნელთ ბერნი
და მოენენი წარგზავნეს თორთომსა და ბაიბურდს.
ბოლოს არტანუჯს ჩავიდნენ, მერის, შინდობის და ახიზის მო-
ნასტერნი მოიარეს. ერთი კვირის შემდეგ კალმახის ციხეს უწი-
ეს. აქედან ოლთისსა და ნარიმანს ჩავიდნენ.
ერთი დღე ტაოსკარში დაჰყვეს, ბასიანი გადაიარეს და სომ-
ხეთის მთებამდის მიაღწიეს.
მეცხვარედ გადაცმული ქარიმან სეტიელი ათი ჩუხჩის თან-
ხლებით საქართველოს ყელს ( საქართველოს ყელი – აწინდე-
ლი გჲურჯი ბოღაზი, საქართველოს გზა ახალციხიდან ოსმა-
ლეთს მიმავალი.) დაადგა.
გზადაგზა მას არ დაუტოვებია არც ერთი მონასტერი, ციხე,
გოდოლი, თვით წისქვილიცა ისე, რომ შიგ არ შესულიყო და არ
გამოეკითხა სამი მხედრისა და ორი მტირალი დიაცის ამბავი.
შემდგომ ამისა, ხენძორისა და დევაბოინის მთანი მოვლო,
მეცხვარეებს, მეჯორეებს და მეღორეებს დაჰკითხავდა გზადაგ-
ზა, ყველას ერთსა და იმავეს ეკითხებოდა ამაოდ.
ქარიმანმა ასიოდე ცხვარი იყიდა, წინ გაიგდო და ბაიბურდს
ჩავიდა ღამით, სამი დღე დახეტიალებდა ბაზრებში. სავაჭრო
ქოლბაქებსა და წისქვილებში მორიალე მონებს, გლეხებსა და
მონასპებს, თურქებსა და ლაზებს დაჰკითხავდა.
ქარიმანმა ისევ გამორეკა ბაიბურიდან თავისი ცხვრები,
აჭარა-ეზინგის მთები გადავლო, რკინის პალოს უწია, სწორედ
იმ დაბას, რომელშიაც საქართველოსა და ბიზანტიის მესაზ-
ღვრენი იდგნენ ხოლმე.
ლათერია, ჩუხჩთა ასისთავი, არზრუმს წარგზავნა ქარიმან-
მა, სიტყვაი ქორა და ერთი ჩუხჩიც გაატანა მას. ამ სამმა გამოც-
დილმა ჩუხჩმა ყველი ჩაიტანეს არზრუმში.
ვითომდაც ყველის ვაჭრები იყვნენ, დღისით ყველს ყიდდნენ
ბაზარზე, ღამღამობით მეჩეთებში დადიოდნენ: ეგებ ვინმესაგან
რაიმე გაეგოთ გაუჩინარებულ ორბელიანის ქალის გამო.
სიტყვაი ქორამ ერთი ანისელი სომეხი გაიცნო და ამ სომეხ-
მა ასეთი ამბავი ამცნო ქორას: სამი ფრიად ლამაზი ქართველი
459 მკითხველთა ლიგა
დიაცი ჰარამხანაში ჰყავსო დამწყვდეული არზრუმის ამირას,
ალის.
ლათერიამ იმარჯვა, ამ სომეხს ერთი ბერძნის ქალი გამოაჩ-
ხრეკინა, ეს დიაცი მისწვდა ამირ ალის ჰარამხანის წინამდგომს
– ასინეთ ხათუნს.
ქრთამები მიართვეს მას.
ამ ქალმა დაადასტურა: სამი ქართველი დიაცი, დიახაც,
ჰყავსო ამირას თავის ჰარამხანაში, მაგრამ გამოირკვა, ეს
დიაცები ამ ხუთი წლის წინად გაუტაცნიათ ბასიანიდან თურ-
ქებს...
ბოლოს რკინის პალოში შეხვდნენ ურთიერთს ლათერია და
ქარიმან სეტიელი, აქედან სპერის ზღვისკენ გაემართნენ, სამი
მენავე ლაზი დაიქირავეს ოფაში.
იარეს ზღვა-ზღვა ოფადან მაფავრამდის, მაფავრიდან ათი-
ნას ჩავიდნენ. მოვლეს არტაშენი, ხუფთა და არქაბი.
დაჰკითხავდნენ ბერძენ და ლაზ მენავეებს, მეხომალდეებს
და მეთევზეებს, მაგრამ ვერც ამათგან გაიგეს სანუგეშო რაიმე.
ასე რომ, ნაჭარმაგევს მიბრუნებულ მდევრებს სრულიად
არაფერი წარუმატებიათ იმ ძუნწი ცნობებისთვის, რაც უკვე ცნო-
ბილი იყო მათ გამგზავრებამდის.

460 მკითხველთა ლიგა


წიგნი IV

„როს ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხეს,


თურქნი, სპარსნი და არაბნი სამზღვარსა გარედ გამესხნეს.
თევზი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალში ჩამესხნეს,
აწე ამათსა მომქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს“.
არსენ იყალთოელი

ჭყონდიდელის უძილო ღამე


„ჭყონდიდელი მამაა მეფისა“
კარის გრიგება

ხორნაბუჯის ციხეზე უკვე აღარ ფრიალებდა შავი დროშა,


სელჯუკიანთა სახელმწიფური ემბლემა. კახეთ-ჰერეთში მათი
დამარცხების შემდეგ თურქომანურ ბრბოებისაგან შემდგარი
მარბიელი ჯარი – „აკინჯი“ უკვე ვეღარ ძარცვავდა მოსაზღვრე
ქალაქებსა და სოფლებს.
დავით მეფემ იდროვა ამ შესვენებით, აძლიერებდა წყობად
განმავალ ლაშქარს, შირვანსა და კავკასიონის მთიანეთში იძენ-
და ცხენებს, აგებდა საალყო ლოდსატყორცნებს – კატაპულ-
ტებს, აშენებდა ახალსა და ახალ ციხეებს, აკეთებდა ხიდებს და
გზებს.
თვეში თექვსმეტ დღეს ცხენზე იჯდა შეუსვენებლად, უკაცრი-
ელ გოდოლებსა და გლეხის სახლებში ათევდა ღამეებს...
კახეთ-ჰერეთის ციხეებს ქართულმა ლაშქარმა თავათ მიაყე-
ნა ზიანი სელჯუკიანთა ციხიონების შემუსვრისას, ახლა ამ ბას-
ტიონებისა და გოდოლების შეკეთებას შეუდგა, თავათ ხელ-
მძღვანელობდა ამ საქმეს.
აღმაშენებლის ხელი მისწვდა ნაჭარმაგევის სასახლესაც, ნა-
ჭარმაგევს ოდითგანვე სალხინო, „სათამაშო“ სასახლეს უწო-

461 მკითხველთა ლიგა


დებდნენ როგორც დავითის დიდი პაპა, გიორგი I, ისე პაპა ბაგ-
რატ IV, ეს საკმაოდ შფოთიანი და მამაცი მეომრები.
დავითის მამა-პაპათ არც კი უფიქრიათ, ისეთ საბრძოლო
ბასტიონად ექციათ ნაჭარმაგევი, როგორიც იყო: უფლისციხე,
თმოგვის ციხე, ხერთვისისი, თუხარისისი, ციხე არტანუჯისა,
რომლის გამო კონსტანტინე პორფიროგენეტი თავის „დე ადმი-
ნისტრანდო იმპერიოში“ სწერდა: „არტანუჯის ციხე შეუვალია და
ისეთი ვრცელი გალავნები – „რაპატინ“ ერტყა გარს, როგორც
საოლქო ქალაქს. იგი იყო გასაღები იბერიისა, აბაზგიისა და
მესხეთისა“.
თურქომანების ბრბოებს ჯერ არტანუჯი უნდა გადმოელახათ
და საქართველოს ყელს რა გამოჰყვებოდნენ, მათ ჯერ უნდა და-
ეძლიათ მთელი სისტემა ციხეებისა ტასისკარამდის. ტასისკარი-
დან ვაკე იწყება, მაგრამ აქ ისევ ახალი ციხე-სიმაგრეები დაუხ-
ვდებოდნენ წინ, ხოლო აღმოსავლეთიდან წამოსულ მტერს, თა-
ვათ მცხეთისა და ქსნის ხეობის ციხეები.
მიუხედავად ამისა, დავითმა გადასწყვიტა ეს სალხინო და
„სათამაშო“ სასახლე მიუვალ ბასტიონად ექცია.
ციხე-სასახლის ჩრდილო გალავნები დაანგრევინა და მთე-
ლი უტევანით გააგრძელა. ისრის სასროლზე საბრძოლო გოდო-
ლები ააგო, ამ გოდოლებში დიდ-დიდი ქვაბები ჩადგეს, ისრის
სადუღებლად, მომცრო ლოდსატყორცნები, ამ კატაპულტებს
დრუნჩები ციხის გარედ ჰქონდათ გაშვერილი.
გალავნებში ააგებინა მარნები, ბოსლები, სახაბაზოები, ას-
წლოვან მუხებისა და ცაცხვების ქვეშ ისეთი დიდი ქვევრები ჩას-
დგეს, ათი კაცი ჩადიოდა მის ამოსარეცხად კიბით.
გალავნებს გაღმა, ჩრდილოეთით, სამჭედურები გაამართვი-
ნა, თორაბჯრისა და საჭურველის საკეთებელი სახელოსნოები.
თუმცა ესენი დიდ მანძილზე იყვნენ სასახლიდან დაშორებულნი,
ნიავს მაინც მოჰქონდა ჟამიდან ჟამზე უროებისა და ჩაქუჩების
გაუძლისი კაკუნი და რახუნი. გიორგი მეფე ბრაზს იკლავდა
გულში ამის გამო.
თითქმის ყოველ საღამოს ხედავდნენ სასახლის კარისკაცე-
ბი და ხელშინაურნი, თუ როგორ მიადგებოდნენ იმ სამჭედუ-
რებს ცხენოსნები მწკრივ-მწკრივად, ახლად ნაწრთობ, ჯერაც

462 მკითხველთა ლიგა


მოელვარე ხმლებს ართმევდნენ ხელიდან მჭედლებს, დანდობი-
ლად გააჭენებდნენ ცხენებს და აგრე აწრთობდნენ ჰაერში.
გიორგის „ჭაბუკთა ყმაწვილობად“ მიაჩნდა ამგვარი საქ-
მიანობა. აგრე ეტყოდა ხოლმე ჭყონდიდელს:
„რათა შვრებით ამაოდ, ვეჟო, შენ და დავითი, მაინც რამდე-
ნი ხმალი უნდა გამოაწრთობინოთ თქვენს საწყალობელ სამჭე-
დურებში, ამ ბოცომკალასავით მომრავლებულ სელჯუკიანების
თავ-კისერს რომ ეყოს“.
ბაგრატოვანთა ძველ პალატებს ახალი დარბაზები შეემატა.
ციხის ოთხივე გალავნების გასწვრივ გამართეს იარაღისა და სა-
ჭურველთა სათავსონი – „ზარდახანა“ საჯინიბონი, მეფის პირა-
დი სპისა და ქონდაქართა, მსახურთა სამყოფლონი.
მახარაის დაჟინებული თხოვნისამებრ, განავრცეს და გაამ-
დიდრეს უცხო ნადირთა და ფრინველთა საჩიხენი. მენადირეთუ-
ხუცესის მიერ ირანს წარგზავნილმა სარწმუნო კაცებმა გულის-
ტანიდან ჩამოიყვანეს ოცი წყვილი ავაზა, ამდენივე ჯიქი, ერთიც
ბოკვერი ლომისა, ნაკრტენმშვენიერი თუთიყუშები, ფარშავან-
გები, ქორები და შავარდნები.
მახარაი გახარებული იყო ამ ამბისაგან, მაგრამ ხიფათმა არ
დაიგვიანა, ქათმის ჭირი დაერია ფარშავანგებს, მხოლოდ ერ-
თადერთი მამალი ფარშავანგი გადაურჩა ეპიდემიას.
დარბაზოვნებისა და პალატების მშენებლობა მოთავდა თუ
არა, კარის მხატვარმა, თევდორემ, ქუთაისიდან ჩამოიყვანა ხე-
ზე ამოტვიფრისა, ემალით ხატვისა და მოზაიკის ოსტატნი. მოხა-
ტეს და მოჭიქეს ბაგრატისეული პალატები, ახალნი ახლებურად
შეამკეს ფერწერის ოსტატებმა.
დიდის ხელოვნებით მოხატა კარისმხატვარმა სანადირო
დარბაზის კედლები, თორმეტი თვის ემბლემითა.
მარტს ფოლადისფერი ჯავშანი აცვია ტანზე, თავზე მუზარადი
ახურავს. ცალ ხელში ამოწვდილი ხმალი უჭირავს, ცალშიაც –
ეტრატი ასეთი წარწერით:
„არავის ვანებებ პირველობას, რადგან ეს მე ვარ პირველი
მეომარი ყინულეთის მიმართ, მუდამ გვახსოვდეს, ყოველდღე
უნდა შეუტიოთ მტერს“.

463 მკითხველთა ლიგა


აპრილი მწყემსია, იგი წინ მიუძღვის ცხენების რემას, თხების
არვეს, ცხვრის ფარას, კამეჩების ჯოგს, ხარ-ძროხათა მროწლეს,
ღორების კოლტსა და ამბობს:
„ეს მე ვკვებავ ქვეყანას ხორცით, რძითა და ყველით. მატ-
ყლსაც მე გაძლევთ და რქის მასალას – მშვილდ-ისრისათვის.
არა მარტო ამას, კამეჩის ტყავკაბასაც, ფარების საკეთებელს“.
ვარდობის თვეს, მაისს, ფერად-ფერადი ყვავილებისაგან
გვირგვინი დაუდგამს თავზე, ცალ ხელში ერთადერთი წითელი
ვარდი უჭირავს. აგრე ამბობს მაისი: „შენ თუ მართლა ბრძენი
ხარ, შესდექ ყოველი აყვავებული ხის ძირას, იისა და ყოჩივარ-
დას ყოველ ბუჩქთან და დასტკბი ამ სამყაროს ფერთა სიუხვით“.
თიბათვე მკლავებწაკაპიწებული, მზვარეში გარუჯული ვაჟკა-
ცია. მინდორს მისდგომია, თიბავს და ამბობს: „მე რომ არ მოვ-
სულიყავ, განა მარტო თქვენ, თქვენი ცხენთა რემანი, ძროხათა
მროწლენი, თხათა არვენი და ღორის კოლტნი დაიმშეოდნენ?..“
მკათათვეს პურის თაველებისაგან შეთხზული გვირგვინით
დაუმშვენებია შუბლი. ცალ ხელში ნამგალი უჭირავს, ცალშიაც
– თავთუხის თაველების ძნა. აგრე ამბობს:
„თქვენ რა იქნებოდით უჩემოდ? მე რომ თქვენი ბეღლები არ
ამევსო, თაგვის ღვლიპებივით ამოგხდებოდათ სული“.
მარიამობის თვეც მზედაკრული ვაჟკაცია, მას გოდრების, კა-
ლათების დაწვნისაგან ქანცი გამოლევია. წყაროსთავს მისდგო-
მია, სალამურის ღერიდან მოწანწკარეს და ხარბად სვამს.
ენკენისთვეს მტევნების გვირგვინით დაუმშვენებია თავი.
ყურძნით დახუნძლული გოდრები და გიდელები გადაუკიდნია
მხრებზე... წამომდგარან კროკოდილებივით ხახადაბჩენილი
ქოცოები და ქვევრები, გარს შემოსევიან უფალს ენკენისთვეს
და ევედრებიან, ვიღრჩობითო წყურვილისაგან.
ოქტომბერიც მშვენიერი ჭაბუკია. მას კავკასიური ჯიხვის
ტყავის ქათიბი ჩაუცვამს, ფეხზე მთიულური, ჭრელი ჩითები,
შვილდ-ისარი შეუმართავს და დასდევს ძერასფერ ქარაფების
კიდეებში ხოხბებს, გნოლებსა და კაკბებს.
ნოემბერი მდუმარე და ბრძენი გუთნისდედაა. გუთანს მოჰკი-
დებია წელში მოდრეკილი, შავი ორნატებით სერავს დედამიწას.
თავმდაბლურად, გლეხურად დუდუნებს:

464 მკითხველთა ლიგა


„თუ თქვენ იმის ნაყოფი არ მიიღეთ ჩემგან, რომელსაც მე ვა-
ბარებ დედამიწას, თქვენი ციხე-სასახლეები, ქალაქები, დაბები
და სოფლები უცილოდ დაიმშევიან, ამიტომაც თქვენ ისევე ქედ-
მოდრეკილნი უნდა იდგეთ ჩემს წინაშე, როგორც მე ვემსახურე-
ბი ჩემს გუთანს“.
მხცითმოსილ ქრისტეშობისთვეს საფქვავით გავსილი ტომ-
რები აუკიდნია, წისქვილის კარზე დგას და ჩიფჩიფებს:
„მე თუ არაფერი დაგიფქვით, აბა, რა უნდა სჭამოთ?“
იანვარი მამაცი მონადირეა, ფეხზე მთიულური ბანდულები
აცვია. შვილდ-ისრით გამოსდგომია ჯიხვებს, არჩვებსა და ირ-
მებს.
თებერვალს, ძეწნის ალისფერი შტოებიდან დაუწნავს გვირ-
გვინი, იგი იქადნის:
„ვერც უჩემოდ ივარგებდით თქვენ. ეს მე ვლეწავ ყინვის ბექ-
თარებს კავკასიონის მყინვარების მკერდზე, ვერცხლის ბორკი-
ლებისაგან ვათავისუფლებ ნაკადულებს, წყაროებსა და ბინუ-
ლებს, ეს მე გახლავართ გაზაფხულის პირველი მაცნე“.
დავითი თავათ ადიოდა ხარაჩოებზე, დღენიადაგ ამოწმებდა
მათ ნახელოვნებს ისეთივე დაჟინებული გულმოდგინეობით,
როგორც მხედრულ საქმეებში ეგ სჩვეოდა მას. უკვე გეგუთის,
წაღვლისთავის და ბოჭორმის სასახლეთა განახლება უბრძანა
მან ხუროთმოძღვართუხუცესს.

***
მახარაი მთელი წლის მანძილზე ამჩნევდა, თუ როგორ იტან-
ჯებოდა საერთოდ სიტყვაძვირი დავითი, თუმცა თავათვე იტყო-
და ხოლმე, სატანჯველს ამსუბუქებსო თქმა და ისიც მონიშნებუ-
ლი ჰქონდა, თქმა ქნაზე უფრო ძნელი რომ არის, ხანდახან.
დედისიმედის გაუჩინარების შემდეგ დავითმა უცნაურად იც-
ვალა ზნე: არც პოლოს თამაშს ეტანებოდა, არც ნიანიასა, მახა-
რაისა და ჯონდისთან შექცევას. ღვინის სმას განერიდა, ხორ-
ცეულის ჭამას უკლო, განმარტოებას ეძებდა ნიადაგ, თუმცა
სცდილობდა კიდევაც, მახლობლებს არ შეენიშნათ ეგ.

465 მკითხველთა ლიგა


***

გიორგი მეფე თავათაც მტკივნეულად განიცდიდა თავისი ერ-


თადერთი ვაჟის ეგზომ დამწუხრებას, თუმცა ღამეები არ ეძინა,
მაგრამ ომებში ნაწრთობი ვაჟკაცი სადიაცო საქმედ სთვლიდა
მწუხარების თუნდაც უბრალოდ გამჟღავნებას.
მთლად უცნაური მამაშვილობა ჰქონდათ გიორგისა და და-
ვითს. მამა შეფარვულად ატარებდა შვილისადმი სიყვარულს და
ეს მოდიოდა იმის შიშით, ქალაჩუნა არ გამოვიდესო ვაჟი.
იგიც იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში იგი ვერ შეირჩენდა სი-
სასტიკეს ხასიათისას, რაც ეგზომ ესაჭიროება მეფესა და სარ-
დალს.
ომებიდან, ან ნადირობიდან შინმობრუნებული გიორგი თო-
რის გაუხდელად დაიჩოქებდა ბავშვის სასთაულთან და კოცნი-
და მძინარეს. მეორე დღეს „მრისხანე მამის“ საფარველით
შეინიღბებოდა, ერთ ალერსიან სიტყვასაც არ მიუგდებდა ყმაწ-
ვილს.
სახელმწიფური უღლის ნაადრევად დადგმამ, ადრე დაავაჟ-
კაცა დავითი, ამიტომაც ადრე იჩინა თავი მამა-შვილის ხასიათ-
თა შორის წარმოშობილმა სხვაობამ.
უკვე სამეფო ტახტზე ასული ვაჟი იგავური ენით ამხელდა მუ-
დამ მოლხენილი და სტუმართმოყვარე გიორგის ხასიათისმიერ
ზადს.
მამის გასაგონად ასეთ რამეებს იტყოდა ხოლმე დავითი
ზოგჯერ:
...გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა,
როგორც წრესგადასული სიძუნწე. ვინც სულიერ სიცარიელეს
განიცდის, იგი სტუმრიანობას ნატრობსო ნიადაგ.
...ლხინი მოგებულ ომებს შვენისო და არა მოსალოდნელ
ომიანობას.
...ზოგჯერ ისიც მომხდარა ხოლმე, რომ უმეცარ მეფეებს ოქ-
რო დაერიგებინოთ მოედანზე შეკრებილთათვის, მაგრამ იგივე
ხალხი სხვა დროს ქვებს მოაქუჩებდა და ესროდაო უჭკუო მეფე-
ებს.

466 მკითხველთა ლიგა


...ვაჟკაცი იგი როდია, ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ
თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც... და ამგვარი რამ ესმოდა
თავის ვაჟის პირიდან მამას...
ყოველივე ამან გული გაუგრილეს გიორგის.
დედისიმედის გადაკარგვის შემდეგ მან შენიშნა, რარიგ
უსიტყვოდ იტანჯებოდა დავითი, გიორგი ერთხანს შეეცადა, მოხ-
შირებული ნადიმებით გაემხნევებინა იგი, მაგრამ მის დაღვრე-
მილ სახეზე ასეთი რამ ამოიკითხა: ეს ყოველივე ჟამიანობის
დროს გამართულ ნადიმებსა ჰგავსო.
სწორედ ამიტომაც გიორგი მეფემ შეამცირა სტუმრიანობა
ნაჭარმაგევის სასახლეში. აიყოლიებდა თავის მესათხევლებსა
და მონადირეებს, სვიანი ნადირობის შემდეგ სადმე ტყეში გან-
მარტოვდებოდნენ გამარჯვებული მონადირენი, თავის სიყრმის
მეგობარს, ჟღარუნას, გვერდით მოისვამდა და ბუნების წიაღში
განაგრძობდა თრობის ღმერთის, ბახუსისადმი სამსახურს.
უფრო დიდი ამბების გამოც ჰქონდათ უთანხმოება მამასა და
შვილს: გიორგი მეფე ომის ძველებური საომარი ხერხების მომ-
ხრე იყო. მას მტკიცედ სწამდა, რომ ბრძოლაში გადამწყვეტი
იყო მძიმედშეჭურვილი აზნაურებისაგან შემდგარი რაზმეულე-
ბის შეტევა.
ქვეით ჯარს ქვის მსროლელებად და მთებიდან საგორავების
დასაშენად იყენებდა იგი.
დავითმა მდაბიორების, უბრალო მონასპების ცხენზე შესმა
მოიწადინა, ამ საქმეს კი დიდი რაოდენობის ცხენთა რემანი ესა-
ჭიროებოდა.
როგორც ბიზანტიური, ისე არაბულ-თურქული წყობის მცოდ-
ნე დავითი სხვაგვარად აწყობდა თავის ლაშქარს. მან კარგად
იცოდა, თუ რა დიდი როლი ჰქონდა ცხენს, როცა ლაშქარი ლაშ-
ქარს შეხვდებოდა გაშლილ ველებზე. ამ შემთხვევაში ქვეითი
მოისარები და შუბოსნები ვერ უძლებდნენ ცხენოსანთა შემოტე-
ვას.
თავის დროზე ჯონდი ერისთავმა უპატაკა მას: „ჯვაროსნების
ცალკეულ დამარცხებათა მიზეზი ის იყო, რომ თურქებმა პირ-
ველ ბრძოლებშივე დაუხოცეს მათ ცხენები, ასე რომ, გოტფრიდ
დე ბუჲონს, ბალდვინსა და ბოჰემუნდს სულ ასიოდე ცხენი შერ-
ჩათ ანტიოქიისა და იერუსალემის აღების შემდეგ.
467 მკითხველთა ლიგა
ახლები მათ ვერ შეიძინეს სირიაში, ევროპიდან ცხენების ჩა-
მოყვანა არ იყო ადვილი, ხოლო თვით თურქებს გამოულევლად
მიჰყავდათ ცხენები კასპიის გადაღმეთიდან და ირანიდან“.
გიორგი მეფე აგრე ამტკიცებდა: კარგი მეომარი ქვეითადაც
ისევე მამაცი უნდა იყოსო, როგორც ცხენზე გადამჯდარი, მაგ-
რამ დავითი და ჭყონდიდელი მაინც თავისას არ იშლიდნენ: ცხე-
ნების შესაძენად აგზავნიდნენ დალალებს კავკასიონის
მთიანეთსა და შირვანში...
ცხენები!
ცხენები!
ცხენები!
პირზე ეკერათ დავით მეფესა და მის სპასალარებს.
გიორგი მეფე ამისთვისაც ჰქირდავდა მათ: ჩემი სახელმწი-
ფოს საჭურჭლენი ცხენებს შეაჭამესო.
გარდა ამისა, გიორგი მეფე უსაზმნო ამბად სთვლიდა ხან-
დაზმულ ეპისკოპოსთა და ერისთავთა გადაკიდებას, თავის
დროზე იგი პურმარილის, ნადირობის და დასაჩუქრების მეშ-
ვეობით ახერხებდა თავაწყვეტილი ფეოდალების მომდორვას.
მას შემდეგ, რაც დავით მეფემ ლიპარიტს, რატის და აღსარ-
თან კახთა მეფეს განპატიჟება მოუწყო, უკმაყოფილო ეპისკოპო-
სებმა და ერისთავებმა ხმა ჩაიკმიდეს, მაგრამ ისინი მაინც გა-
ნაგრძობდნენ გესლის ნთხევას...
გიორგი მეფის ყურამდის მიდიოდა მათი დრტვინვა, ამიტო-
მაც შიშობდა იგი, ვაითუ ამ პირებმა დრო მოახელონ და სამა-
გიერო მიუზღონო დავით მეფეს, ისე როგორც ეს მოუწყვეს სო-
მეხთა მეფეს, გაგიკს, პეტრე სომეხთა კათალიკოსმა და ეპისკო-
პოსებმა თავის დროს.

***
როცა სახელმწიფური საქმეები მოზღვავდებოდნენ, დავითი
ვაზირთუპირველესთან ერთად ჩაიკეტებოდა საგამგეოს დარ-
ბაზში და მხოლოდ ნაშუაღამევს მიაცილებდნენ მას მემაშხალე-
თუხუცესი და სამი მემაშხალე თავის საწოლის დარბაზის კარე-
ბამდის...

468 მკითხველთა ლიგა


დილით ადგებოდა თუ არა, ნადირთა და უცხო ფრინველთა
საჩიხეში მიდიოდა, სიამოვნებდა ავაზებისა და ორბების თვა-
ლებში მოგიზგიზე მრისხანების ჭვრეტა.
უსიტყვოდ ისადილებდა, ინახით მწოლარე წინ დაიდებდა სა-
კითხავებს და უსმენდა თავის „მიცვალებულ მრჩევლებს“, რო-
გორც თავათ უწოდებდა ხოლმე წიგნებს.
საღამოობით, როცა მარიამ დედოფალი, ნიანია, ან მახარაი
მოინახულებდნენ, ისე შეკრთებოდა იგი, როგორც კაცი, რო-
მელსაც უცხო სტუმრების წვევა არ იამა.
ბოლო ხანს ნადირობაზედაც აიყარა გული, ხანდახან ხათრს
ვეღარ გაუტეხდა ნიანიასა და მახარაის, ჯერგას დასრულებამ-
დის ერთბაშად გაეპარებოდა ქარიმან სეტიელს, თანაწარიტან-
და თავის ერთგულ მეაბჯრეს, ქუჯი ალანიას, და მეხმლე გიორ-
გის, უჩინრად ადიოდა რკონის კოშკში და კვლავ მიმართავდა
თავის „მიცვალებულ მრჩეველებს“.
ასეთ დროს დერეფნებში ფხიზლობდა საბია, დიდსა და მცი-
რეს ტუჩზე აფარებდა ხელს, ყველას არწმუნებდა, სძინავსო პატ-
რონს...

***
ერთ საღამოს ნაჭარმაგევის ციხე-სასახლის პირველ გო-
დოლს ორი ჯოროსანი მოადგა, დაქვეითდა სომეხი ვართაპეტი,
ჯორი თავის მეჯორეს მიუგდო, ციხისთავს ეახლა, თავაზიანად
შეეკითხა, სად ბრძანდებაო ქარიმან სეტიელი?
უპასუხეს:
უფლისციხეს არისო წასული.
ვართაპეტი წასვლას დაადგა... სწორედ ამ დროს მახარაი და
მისი მესათხევლენი ციხეში მობრუნდნენ ყვითელ კალმახზე ნა-
დირობიდან.
მახარაიმ შორიდანვე გაიგონა, თუ რა უპასუხეს მას. უცხო
სტუმრის ჩაცმულობა თვალში მოხვდა საჭურისს. კაშემირის შა-
ვი, ბერული ჩოხა ეცვა, მსხვილძეწკვიანი ოქროს ჯვარი კისერზე
ეკიდა. თავი ამაყად და დარბაისლურად ეჭირა ახოვანსა და
თეთრწვეროსანს.
მახარაი წამოეწია და შეესიტყვა:
ვინა გნაბავსო, მამაო?
469 მკითხველთა ლიგა
ვართაპეტმა, ჯერ ახედ-დახედა საჭურისს, ვინაობა გამოჰ-
კითხა, ბოლოს მდაბალი სალამი მისცა, განზე გაიხმო და ამცნო
მას ასეთი ამბავი:
იერუსალემიდან ჩამოსული დამასკში ვეწვიე ჩემს ნათლიმა-
მას, ღვინის დიდვაჭარს.
და მამცნო ამ კაცმა ასეთი რამე: გასულ შაბათს მონათა ბა-
ზარზე ვიყავი, მსახურის შესასყიდლად, პირმშვენიერი ქალი
ვნახე ერთი, ტყუბის ცალივით ჰგავდაო ლიპარიტის ქალს.
შევეკითხეო კიდევაც მაგ დიდვაჭარს, შენ საიდან იცნობო ან
ლიპარიტს, ან მის ქალს?
აგრე მომიგო: შვიდ წელს მეღვინეთუხუცესად ვყავდიო ლი-
პარიტ ამირას თავის სასახლეში მანგლისში, ჩემს თვალწინ
გაიზარდაო მისი ქალი, დედისიმედი.
მახარაიმ მესტუმრეთუხუცესს მოჰგვარა ვართაპეტი. უბრძა-
ნა: ფეხი დაბანეთ, ასადილეთო.
ნამგზავრმა სტუმარმა ხელ-პირის დამბანელს მადლი მიუძ-
ღვნა, სადილზე უარი სთქვა: მე და ჩემმა მეჯორემ ვისადილეთო
გზაში.
მახარაიმ ეს ამბავი დაუყოვნებლივ ამცნო გიორგი მეფეს,
ორივე დედოფალსა და ნიანია ბაკურიანს.
როცა მესტუმრეთუხუცესმა ვართაპეტი შემოიყვანა, გიორგი
მეფემ თავათ შეიცნო იგი. ვაჰარშაპატში წარუდგენია იგი სომეხ-
თა კათალიკოსს, იოანეს, მისთვის, სწორედ იმ წელს, როცა
მალიქ-შაჰ სულტანს ისპაჰანში ესტუმრა გიორგი.
სტუმარი ხელზე ამბორით დაემშვიდობა მეფეს, გიორგიმ წა-
მუყო მახარაის, დაასაჩუქრეთო ვართაპეტი. მან თავაზიანი უარი
მოახსენა მოლარეთუხუცესს, ოქროს დუკატები უკან დაუბრუნა,
აგრე სთქვა: მე ჩემი ქრისტიანული მოვალეობა შევასრულეო
მხოლოდ და ამისათვის გეახელითო.
ეს ამბავი სულ მალე მოედო მთელს სასახლეს, მაგრამ ვერა-
ვინ ბედავდა დავით მეფისათვის ემცნო იგი, რადგან ერთი წლის
მანძილზე ბარე სამგზის ხმა დააგდეს ვიღაცეებმა: საკუთარი
თვალით ვნახეთო ლიპარიტის ქალი.
ქარიმან სეტიელი მიაკვლევდა მოამბეს, მოამბე ახლა სხვა
მოამბეს მიაწერდა ნათხრობს, სხვა კიდევ სხვას და უშედეგოდ

470 მკითხველთა ლიგა


თავდებოდა ამდენი ძიება. ბოლოს ეს ყოველივე მათხოვრობისა
და ფულის გამოძალვის საგნად იქცა.
სწორედ ამიტომაც სასახლეში გადაწყვეტილი ჰქონდათ, არც
არაფერი ემცნოთ დავითისათვის ამგვარი, რადგან საჭიროდ
არა სთვლიდნენ მისი, ასე თუ ისე მოშუშებული ჭრილობების
კვლავ განახლებას.
განსაკუთრებით ნიანია ბაკურიანი ადგა ასეთ აზრს. იგი მით
უფრო გონივრულად იყო მიჩნეული, რამდენადაც როგორც თა-
ვათ დავითი, ისე მთელი სასახლე დღე-დღეზე მოელოდნენ სტე-
ფანოზ წილკნელს, რომელმაც გასულ ზამთარს მოიწერა შარა-
ღანიდან, აქ ყოველივე მზად არის, გაზაფხულზე ჩამოვალთო.
სტეფანოზს ერთადერთი საკითხი აწუხებდა: რა გზით ჩამო-
ეყვანათ შარაღან შარაღანიძის ასული და ყიფჩაღთა ერთი ტო-
მი?
ქაშაგებს და ჯიქებს ვეღარ ვენდობით. საეჭვოა, უომრად გა-
მოგვატარონო მათ.
დარიალის ხევით წამოვიდეთ? ყიფჩაღნი და ოვსნი ჯერაც
შუღლობენო.
დავით მეფეს ევედრებოდა წილკნელი სტეფანოზ, ოვსეთს
წარეგზავნა სარწმუნო კაცნი, ოვსებსა და ყიფჩაღებს შორის
მშვიდობის საყოფად.
ვართაპეტის მიერ მოტანილმა ამბავმა ძლიერ დააფიქრა
თვით უდარდელი გიორგი მეფე. მთელი ღამე არ ეძინა.
დიოფალს ელენეს ეთათბირებოდა:
რა ვქნათ, რა ქვა ვიცეთო თავში?
მეორე დღეს მოიხმო გიორგიმ ნიანია, მარიამ დედოფალი
და მახარაი, შესჩივლა მათ: ვინ ამცნობსო ამ ამბავს დავით მე-
ფეს?
სდუმდა ნიანია ბაკურიანი, თვით როყიო მახარაიმაც შორს
დაიჭირა ასეთი რამ. დამასკიდან მოსულ ამბავს დამაჯერებლო-
ბას ჰმატებდა ის გარემოებაც, რომ სომხის ვართაპეტი ასეთი
უანგარო გრძნობისაგან შეძრული აღმოჩნდა. უკან დააბრუნა
მან ოქროს დუკატები და პურმარილის მიღებაც არ ისურვა.
ორი დღეც გავიდა, არავის ეყო გამბედაობა, ეს ყოველივე
დავით მეფისთვის მოეხსენებინა.

471 მკითხველთა ლიგა


მესამე დღეს, დილის ექვს საათზე დავითმა მესტუმრეთუხუ-
ცესის პირით მოიხმო ნიანია და ქარიმან სეტიელი.
ჯერ სამივეს მოავლო თავისი დიდრონი, თაფლისფერი თვა-
ლები და უთხრა:
„ნუთუ არაფერი გაქვთ ჩემთვის საუწყებელი?“
დუმილი ჩამოვარდა დარბაზში. ბოლოს ისევ მახარაიმ მოიკ-
რიფა მხნეობა და წაიდუდუნა:
„საუწყებელი, დიახაც, გვქონდა, მაგრამ გამბედაობამ გვიმ-
ტყუნა, ჩვენო პატრონო“.
„...ეს ყოველივე გასაგებია. ამ შემთხვევაში ძნელია გადაჭ-
რით რაიმეს თქმა. შესაძლოა, უბრალო მზგავსების ამბავიც
იყოს, ვინ იცის... არც ისე იშვიათია ერთი ადამიანი გარეგნუ-
ლად წააგავდეს მეორეს. თქვენ კარგად იცით, მეცა მყავს
ორეული, ჩემს სპასალარს, შტორა მორკნეველს, მამგვანებენ
ხოლმე“.
მახარაის გაეცინა და მეფემ განაგრძო:
„მამიჩემისგან მაქვს განაგონი: სულკურთხეულ პაპაჩემს,
ბაგრატს, დიღმელ ერთ მეწისქვილეს ამსგავსებდნენ თურმე
ზედმიწევნით.
ასე რომ, თავი გააბეზრეს ცალკერძ პაპაჩემს, ცალკერძ მაგ
მეწისქვილეს.
ცნობილია, ბაგრატოვანთა გვარის მეფეებს, ჩვეულება ჰქო-
ნიათ თურმე აგეთი, მდაბიორადად გადაიცვამდნენ და ისე და-
დიოდნენ ხალხში. ამიტომაც დიღომში ჩასულთ ბაგრატ მეფე
ჰგონებიათ ხოლმე ის მეწისქვილე.
ლხინის დროს ეხუმრებოდნენ კიდევაც ბაგრატს თავისი
ერისთავები:
ტახტი და გვირგვინი არ წაგართვასო იმ დიღმელმა მეწის-
ქვილემ.
სწორედ იმ წელს, როცა ბაგრატმა პირველად აიღო ტფილი-
სი და ამირა გააქცია, ისნის სასახლეში იხმო დიღმელი იგი მე-
წისქვილე და ჰკითხა:
გვირგვინში ხომ არ მეცილებიო, ძია კაცო?
მეწისქვილე ენამწარე აღმოჩნდა:
რა ჭირად გვინდაო შენი გვირგვინი, მეფევ ბატონო?
რათაო? უკითხავს ბაგრატს.
472 მკითხველთა ლიგა
„რიჰთვინაო და შესაძლოა, შენ შენს გვირგვინს თავი გა-
დააყოლო, ხოლო მე, ჩემი დამტვრეული ჩაჩი და ეს გაოხრებუ-
ლი თავი სიკვდილამდის შემრჩება...“
ეს იგავი უთხრა სამივეს დავითმა და მერმე ანაზდად მიადგა
საუწყებელს:
„მეორეს მხრით, აქ შეუძლებელიც არაფერია, განა ცოტა მა-
გალითი ვიცით იმისა, თურქ მეკობრეებს დიდაზნაურთა ქალე-
ბიც გაეტაცნოთ? თუნდაც არტანუჯისა და შავშეთის ერისთავთა
ქალ-რძალნი?
ისიც მომხდარა, რომ ოქროთი გამოესყიდნოთ გატაცებულ-
ნი, რადგან ოქრო ხანდახან ხმალზე უკეთა სჭრის.
თქვენ რას იტყოდით, ხომ წარვგზავნოთ მსტოვრები და-
მასკს?
თუ გნებავთ სხვაგანაც, თუ დამასკში ვერ მიაკვლიეს, ჰალე-
ბი, მოსული და ბაღდადი მოიარონ, თუ ჯვაროსნებსა და სელჯუ-
კებს დროებითი ზავი ექნეთ ჩამოგდებული, იერუსალემსაც უწი-
ონ, ყველგან მოჩხრიკონ მონათა ბაზრები.
ეგეც არ იყოს, ჩვენ, დიახაც, გვესაჭიროება გავიგოთ, თუ
რას იქმნენ ჩვენი მტერ-მოყვარენი ჩვენს საზღვრებს გადაღმა.
მერწმუნეთ, ის მეფე უცილოდ შლეგია, ვისაც მართლა ეოც-
ნებება, თითქოს მისი ქვეყნის ბედი მარტოოდენ მისივე სახელ-
მწიფოს სამზღვრებში წყდებოდეს.
ხომ საქებარია მეგობართა ზედმიწევნით შეცნობა. რამდენა-
დაც ზოგჯერ შესაძლოა, ვითომდაც მეგობარში აღმოაჩინო მტე-
რი, მაგრამ მტრის გაცნობა უფრო მეტად საშუროა, არა მარტო
ეგ, მიუცილებელიცა.
რეგვენია განა მარტო იგი, ვინც თავის მტრის ძალების გაც-
ნობას არ მიესწრაფვის, არამედ – იგიცა, ვინც მტრისაგან არ
სწავლობს ნიადაგ.
ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან,
რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს მოვ-
ჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრეფდი, კვლავ ვეკვეთებოდი და
ვებრძოდი მანამდის, სანამ მათ სისუსტეს არ დამანახებდა მათ-
თანვე ბრძოლა“.

473 მკითხველთა ლიგა


სამივენი გაოცდნენ, მათ ჯერაც არ ენახათ აგრე ხანგრძლი-
ვად მოუბარი მეფე. რაკი დავითმა შეატყო, არავინ აპირებდა
რაიმეს თქმას, თავათ განაგრძო.
„უკვე მესამე თვეა, რაც უნეტარესი იოანე კათალიკოსი ქარ-
თლისა და დირბელი ეპისკოპოსი მაქსიმე გვთხოვენ, ნება დავ-
რთო, როგორც დირბის მონასტრის, ისე შიდა ქართლის ზოგი-
ერთ მონასტერთა და მათი მამულების გამოსაღები გადაუგზავ-
ნოთ იერუსალემის ქართულ მონასტერთა წინამდგომებს, ისე
როგორც ეს ხდებოდა მამიჩემის პაპის, გიორგის, და სულკურ-
თხეული პაპიჩემის, ბაგრატის, მეფობის ჟამს.
მე და გიორგი ჭყონდიდელს განსხვავებული აზრი გვაქვს ამ
საქმის გამო.
მოგეხსენებათ, ეს დიდძალი თანხაა მრავალი წლის მანძილ-
ზე დაგროვილი, არ დაგვავიწყდეს, იგი ვერცხლის მონეტების
სახით უნდა გადავგზავნოთ უცილოდ.
გადავგზავნოთ იგი ხუფთიდან კონსტანტინოპოლს, ხოლო
იქიდან – იერუსალემს, ანტიოქიის გზით? შეუძლებელი არაა,
იკონიელი სელჯუკიანების აკინჯი საქარავნო გზებზე არ გაძარ-
ცვავს ჩვენს წარმოგზავნილებს?
გავგზავნოთ კაცნი სარწმუნონი საქართველოს ყელით, არ-
ზრუმზე გავლით? იმ მხარეში, როგორც ვიცით, დიდი აღრევაა.
სომხებს, ლაზებსა და ბერძნებს განუკითხავად ატყვევებენ და
მონათა ბაზრებზე ჰყიდიან.
ჩვენ დაგვრჩენია მესამე გზა, ვაჰარშაპატი, ისპაჰანი, ბაღდა-
დი და იერუსალემი...
ამ გზებზე მისვლა-მოსვლა მუდამაა, მაგრამ ქარავნებს ხში-
რად თავს ესხმიან როგორც აკინჯის, ისე ბედუინთა ბრბოები,
როგორც ამბობენ, სამწუხაროდ, არც ჯვაროსნები თაკილობენ
მეკობრეობას.
მაშასადამე, საჭიროა ამ გზის წინასწარ შესწავლა.
ჯოჯიკისა და არამაის არშარუნის სხვა საქმეც ბევრი აქვთ ის-
პაჰანში.
თუ ჩვენ ისლამურ ენებში გაწვრთნილ, მამაცსა და მოხერხე-
ბულ მსტოვრებს გამოვძებნით, ჩვენ, დიახაც, გვესაჭიროება ვი-
ცოდეთ, თუ რა ხდება განა მარტო ირანში, სირიასა და მესოპო-
ტამიაში, ამ ქვეყნების გადაღმაც.
474 მკითხველთა ლიგა
რომელი ამირი ებრძვის ამჟამად ისპაჰანელ სელჯუკიდებს?
რას აკეთებს თუნდაც ამირთა შორის უმდიდრესი და უძლიერესი
ამირა მარდინისა – ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი?
რას აპირებენ ასსასინები და ჯვაროსნები, მიმძლავრებული
ჩვენი თანამოძმენი – სომხები და ბერძნები? ან დანარჩენი
მტრები სელჯუკიანი სასულტანოსი?
ხომ გასაგებია, რომ ჩვენი მტრების მტრები – ჩვენი მეგობ-
რებია და მათი ვითარების შეცნობაც, დიახაც, საშურია ამჟამად,
რადგან ამჟამინდელი დუმილი და მშვიდობა ჭექა-ქუხილის მო-
ლოდინში გატვრინული ბუნების გაყუჩებასა უფრო გავს, მე აგრე
ვფიქრობ...“
უსიტყვოდ შეატყო მეფემ, სამივე გულხმიერად მოეკიდა ამ
აზრს.
„გარდა ამისა, – დასძინა დავითმა, – ჩვენ უნდა შევისწავ-
ლოთ, თუ რაგვარი ლაშქრის წყობა აქვთ ამჟამად სელჯუკიანებ-
სა და ჯვაროსნებს.
ჯონდი ერისთავის იმ ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემდეგ საკმა-
რისი დრო არის გასული. შესაძლოა, ამ ხნის მანძილზე სიახლე
რამ შეეტანოთ სელჯუკიანთ ციხეთა დაცვის, მათი აღების, ან
ლოდსატყორცნების, ვერძების ან საალყო კოშკების აგების საქ-
მეში.
ახლა მთავარზე უმთავრესია, შესაფერი პირობის გამოძებნა,
არა?“ – სთქვა მეფემ და სამივეს შეავლო მზერა. ნიანია და მახა-
რაი სდუმდნენ, ხოლო ქარიმან სეტიელმა ითხოვა აზრის გა-
მოთქმის ნება.
თურქყოფილი ლულუ ბენ ჰაიდარ დაასახელა ქარიმანმა.
დავითმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად... რაკი ქარიმანი
კვლავ დადუმდა, მეფემ იკითხა, კიდევ ვინ გეგულებათო? და
ისევ შეავლო სამივეს მზერა.
მახარაიმ სთქვა:
„ურიგო არ იქნება, სიტყვაი ქორაც დავასახელო, მან თავი
ისახელა ლიპარიტის დროს ციხეებში შეპარვით, თურქულიც
ხომ ჩინებულად იცის. მისი ერთადერთი ზადი ისაა, რომ იგი კუ-
ზიანია, რა უშავს მერმე, ჩასასიძებლად ხომ არ ვაგზავნით,
არა?“
ნიანიამ გაიღიმა და სთქვა:
475 მკითხველთა ლიგა
„ხახუტაიც რომ გავაყოლოთ, არც ეგ იქნებოდა ურიგო“.
მეფემაც კარგად იცოდა: ხახუტაის დაშხამული ისარი მოხ-
ვდა ხორნაბუჯის ციხის აღებისას. მერმე ის იყო, ფხოველმა
დოსტაქარმა, დუშომ, მუხლს ქვემოდ მოხერხა მას ფეხი და ძე-
ლისა მოარგო.
ეს არ უშლიდა ხახუტაის მოგზაურობას, ცხენზე ჯდომასა და
ხმლის მოქნევას.
ოხუნჯობდა კიდევაც იგი: ააშენოს ღმერთმა თურქები, მარ-
ჯვენა ფეხზე საბარკული არ დამჭირდებაო.
არც ლულუ ბენ ჰაიდარის გამო გამოუთქვამს ვინმეს იჭვი,
თუმცა იგი ცალთვალა იყო, კაცმა რომ სთქვას, ლულუს სახე-
ლის გარდა სხვა არაფერი ჰქონდა თურქული. მისი პაპის პაპის-
პაპა ლულუ ბენ ჰაიდარ, ტყვედ ჩავარდნია ქართულ ლაშქარს
988 წელს, როცა სომხეთში დავით კურაპალატმა და სომეხთა
მეფემ, გაგიკ პირველმა, შემუსრეს ამირა მამლუნი.
რადგან თურქებს გვარი არა აქვთ, ეს ორი სახელი ოთხი
თაობის მანძილზე მეორდებოდა. გიორგი პირველისა და ბაგ-
რატ მეოთხის დროს ლულუს წინაპრები ხან თარჯიმანები იყ-
ვნენ, ხანაც – მეჯინიბენი, ცხენების მცნობნი.
უკანასკნელი – ლულუს მამა, ჰაიდარ ბენ ლულუ, მეჯინიბედ
ჰყავდა ნაჭარმაგევში დავითს, ცხენის ქოთაომ მოჰკლა იგი.
მახარაიმ გამოჩხრიკა საჯინიბოში მისი ერთადერთი ვაჟი
ლულუ, რომელსაც ზეპირად დაესწავლა ყურანი, ჯერაც უწვერუ-
ლი ყმაწვილი, ავჭალის ბრძოლაში დასჭრეს სარკინოზებმა ლუ-
ლუ და ტყვედ წაიყვანეს.
როგორც თურქყოფილი, სასტიკად დასაჯა იგი ტფილისის
ამირამ, მარჯვენა თვალი დაათხრევინა მისთვის, რათა ფარი
ვერ მოეხმარა ბრძოლაში.
გაბოროტებული ყმაწვილი შურის ციხიდან გამოექცა ამი-
რას, დიდროას დროს მტკვარი გადალახა და ზედაზენის ციხის-
თავს გამოეცხადა. ციხისთავს ჯერ ამირას მსტოვარი ეგონა, მაგ-
რამ ლულუმ ისე შეაყვარა თავი ციხისთავს, ამ უკანასკნელმა
დავითს წარუდგინა იგი.
დავითმა დააჯილდოვა ლულუ, თურქულსა და არაბულში მი-
სი განსწავლულობა შეამოწმა, არსენ იყალთოელს გაუგზავნა
გრემში. იყალთოელმა ჯერ მონათლა ლულუ, ბოლოს გამოწ-
476 მკითხველთა ლიგა
ვრთნა ღვთისმეტყველებასა და რიტორობაში და დავით მეფეს
დაუბრუნა ნაჭარმაგევში.
ეს იყო ოღონდ, ჭაბუკი ვერ შეეგუა იყალთოელის მიერ შერ-
ქმეულ ბერძნულ სახელს, ანტეპოდისტეს, ასე რომ, ნაჭარმაგევ-
ში მას ეძახდნენ ისევე ლულუს.
თავდაპირველად დავითს განზრახული ჰქონდა, თავის სარ-
წმუნო კაცად წარეგზავნა ხალიფას კარზე ბაღდადს, მაგრამ ბო-
ლოს გადაიფიქრა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ არსად იმ-
დენ მნიშვნელობას არ მიურწყავენ ხოლმე ადამიანის ანაგობას,
რამდენსაც აღმოსავლეთში.
მეფის დავითის ბრძანებისამებრ, სამნი წარგზავნა ქარიმან
სეტიელმა ისპაჰანს, ოქროს ბოტინატები და დირჰემები თან
გაატანეს, სამი მეჯორე გააყოლეს, ორიც მეკარვე.

***
ერთი კვირის შემდეგ გიორგი ჭყონდიდელს დააკისრა და-
ვითმა დიდ-დიდნი საქმენი საქვეყნონი, ხოლო თავათ და-
რიალის ხეობაში გაემგზავრა მოულოდნელად. თან წაიყვანა კა-
ლატოზნი, მჭედელნი და ხურონი. წინასწარ დიდძალი საშენი მა-
სალა გაატანა ქარიმან სეტიელს და ჩუხჩებს.

***
ჯვარისმტვირთველი წინ მიუძღოდა მეფესა და ტაძრეულს,
მეჯინიბეთუხუცესს და მისრატულთუხუცესს უკან მოყვებოდნენ
მისრატულნი და მეჯინიბენი, მესაწოლეთუხუცესს – მესაწოლე-
ნი, ბარგისუხუცესს – დავით მეფის საკითხავებით დატვირთული
სიკისტრონნი, ხოლო ამ უკანასკნელთ – სამეფო კარვის მზიდ-
ველი ჯორების შვიდეული.

***
ამ დღიდან ლოდინი მძიმედ დააწვა ნაჭარმაგევის სასახლეს,
ელოდნენ დავით მეფეს, ელოდნენ გიორგი ჭყონდიდელს, მო-
უთმენლად მოელოდნენ ლულუ ბენ ჰაიდარის უსტარს დამასკი-
დან.

477 მკითხველთა ლიგა


დავით მეფე ივნისის დამლევს უნდა ჩამოსულიყო ხევიდან,
სადაც დღე-დღეზე უნდა დაემთავრებინათ დავითის ციხე, რომე-
ლიც დღესაც შეუმუსვრელი დგას დარიალის კარებთან, რაღაც
უცნაური გაუგებრობის მეოხებით „თამარის ციხედ“ წოდებული
მოაქჟამამდის.

***
მარიამ დედოფალი დღენიადაგ რკონის კოშკის აივანზე იყო,
მის ფერხთით მუთაქებზე მჯდარი კურაპლატისსა მელიტა უკით-
ხავდა პლატონს, ხანაც მოაჯირზე გადაყრდნობილი გასცქერო-
და დარიალიდან მომავალ გზას.
„რა გახდა ეს დავითის ციხე? ნაბუქოდონოსორის გოდოლს
ხომ არ აგებს დარიალში მეფე?“ – ეუბნებოდა მახარაი მარიამ
დედოფალს.
მტვერში ამოთხვრილი მალემსრბოლები მოაგელვებდნენ
გაქაფულ ცხენებს ისპაჰანიდან, ვაჰარშაპატიდან, ნიკოფსიიდან,
ტაოსკარიდან, უხმოდ აბარებდნენ პირველი გოდოლის მეკარეს
დაბეჭდულ გრაგნილებს, მაგრამ მათი ამომკითხველი არავინა
სჩანდა.
გიორგი ჭყონდიდელი მანგლისს იყო წასული ექსორიაქმნი-
ლი ლიპარიტ ამირას სასახლეთა, საჭურჭლეთა და ზარდახანა-
თა აღსანუსხავად, რადგან იმ დროს ექსორიას – გადასახლებას
„მამულის დამჭირვნაც“ თანა სდევდა კანონის მიხედვით, ჯონდი
ერისთავს თრიალეთის ციხეთა დათვალიერება დააკისრა მე-
ფემ.
შერგილ ლიპარტიანი, ბეშქენ ჯაყელი, ბარამისძე და არი-
შიანი ლაშქართა წვრთნით, ცხენების შესყიდვით და საჭურველ-
თა შეძენით იყვნენ საერისთავოებში გართულნი.
გიორგი მეფე საბოლოოდ ჩამოსცილდა სახელმწიფურ საქ-
მეებს. ხანგამოშვებით წამოუვლიდა ბრაზი, გაჰქირდავდა „მო-
უსვენარ“ დავით მეფესა და გიორგი ჭყონდიდელს, კვლავ ნადი-
რობას და მოლხენას მიჰყოფდა ხელს.
ეხლა უფრო ხშირ-ხშირად იმეორებდა იგი თავის შეგონებას:
„ეს სოფელი ბალღის ნიფხავსა ჰგავს, ვეჟო, მასავით დასვრი-
ლია და მოკლე“.

478 მკითხველთა ლიგა


იმ წელს სვებედნიერად გადაურჩა იხვზე, ბატსა და ტყის ქა-
თამზე ნადირობას, მაგრამ ნაჭარმაგევის ფშანებში ყვითელი
კალმახის ჭერისას გაცივდა და ლამის არ იყო გადასახლდა
მამა-პაპათა მარადჟამულ სამყოფლოში.
ბოლოს მაინც თავისი გაიტანა ომებსა და ნადირობაში ნაწ-
რთობმა ჯანმა, როგორც კი ცივი ტლეები თავიდან მოიცილა, ბუ-
ხართან მიჩოჩდა, მწდე თავზე ადგა და ნებიერად წრუპავდა ანა-
დუღარ წითელ მუხრანულს, ხანაც საბიას, მემაშხალეთუხუცესს,
დაისვამდა ფერხთით, ფეხებს აფხანინებდა, ან არადა ასოთსამ-
ღერალს გადმოაღებინებდა საწიგნედან.
საბია მუხლისთავზე დაიდებდა უზარმაზარ ფოლიანტს. შემ-
დგომ ამისა, ასეთი დიალოგი გაიმართებოდა ხოლმე მეფესა და
მემაშხალეთუხუცესს შორის:
გიორგი: „...თუ ქუთუთოს ზემოდ მარჯვენა წამწამი გემღერო-
დეს? აბა, ნახე, რა სწერია, საბიავ?
საბია: „შეჭირვების შემდეგ გამხიარულდეს, დანიელ წინას-
წარმეტყველს უთქომს“.
გიორგი: „თუ მარცხენა წარბი ქუთუთოიანად?“
საბია: „სტუმრიანობა იცის“.
გიორგი აღელვებული ჩაჰკითხავდა: „აბა, იგიც ნახე, ვის უთ-
ქვამს, ბერიკაცო?“
საბია: „დამავიწყდა მეფევ ბატონო, მე გამოჩერჩეტებულს,
ალექსანდრე მაკედონელს უთქომს“.
გიორგი: „თუ მარცხენა ცხვირის კილო ემღეროდეს?“
საბია: „იმედიანი ამბავი ან სტუმარი მოვიდეს, დანიელს უთ-
ქომს“.
გიორგი: „თუ ნიკაპი გემღეროდეს?“
საბია: „მტერი მოუვიდეს ახალი“.
გიორგი: „ეჰ, ამ უბედურ საქართველოს თუ კიდევ მტერი აკ-
ლია!“
გიორგი სდუმდა ცოტა ხანს და მერმე განაგრძო:
„თუ მარცხენა ნესტო გემღეროდეს?“
საბია: „ცოლს შეირთავს, დანიელს უთქომს“.
გიორგი: „ძალიანაც მიუქარავს მაგის მთქმელს, რა დროს
ჩემი ხარჭებია, საბიავ, ჩემი ახალგაზრდობა ომებსა და ალყაშე-

479 მკითხველთა ლიგა


მორტყმულ ციხეებში ბრძოლას მოვანდომე... აბა, ერთი ნახე:
თუ მარჯვენა საჯდომი გემღეროდეს?“
საბია: „მტერი მოუკვდეს. ალექსანდრე მაკედონელსა უთ-
ქომს“.
გიორგი: „ოჰო, ჰო, ეგ კარგია, ჩემო საბია, როგორც გავიგე,
სულტან ბარქიაროკს ჩვენი ჭირი წაუღია, ვაცხონე მაკედონე-
ლის მამა“.

***
ამჯერად არ გამართლდა ასოთსამღერალიდან ამოკითხული
წინათქმა: ნაჭარმაგევის სასახლეში სტუმრიანობამ იკლო. საბი-
ას გიორგი მეფესავით როდი სწყინდა ეს ამბავი. მას უკვე აღარ
უხაროდა სასანთლეების ანთება და ჩაქრობა, სამეფო დარბა-
ზებსა და პალატებში ბარე სამი ათეული წლის მანძილზე.
ოფოფებზე ნადირობა დაწყებული იყო უკვე. საბიას მზად
ჰქონდა ორკაპიან ჯოხზე – გარაზე მორგებული მარყუჟი ძუისა,
შეინიღბებოდა ხოლმე ნოშოთი.
ოჩოპინტრესავით დაბობღავდა სასახლის ბაღში, გულმოდ-
გინედ დასდევდა ოფოფებს, ხოლო ღამღამობით ხან ასოთსამ-
ღერალს უკითხავდა გიორგი მეფეს, ხანაც გრძელი მაშით აღ-
ჭურვილი პალატებში დაბორიალებდა და ებრძოდა სიბნელეს...
დავით მეფის დარიალის ხეობაში წასვლის შემდეგ ჯერ ორი
თვეც არ იყო გასული, მოწყენამ დაივანა ნაჭარმაგევში. გრძელ
დერეფნებში უხალისოდ დაფრატუნებდნენ ყვითელსკარამან-
გიანი კარისკაცები, გათენებისას უცნაურად ჩხაოდა დაცალებუ-
ლი ფარშავანგი და ნადირთა საჩიხეში გაგულისებული დვრი-
ნავდა გულისტანური ბოკვერი ლომისა...

***
ვართაპეტის მიერ ჩამოტანილი ამბავი მთელ საქართველოს
მოედო. წვევის მიზეზი რაკი მოიძებნა, შაბათობით გიორგი მე-
ფეს ეახლებოდნენ ხოლმე მისი ძველი, ლხინისა და ღვინის-
მიერი მეინახენი, ზოგნიც ომებში თანამებრძოლნი, მეტწილად
თავქეიფა ბებერი ერისთავები, რომელთაც მახარაი „გრძელ
ხმალიანსა და ჭკუამოკლე ერისთავებს“ უწოდებდა ხოლმე. მათ
თან მოყვებოდნენ მათი ფაშფაშა, კისკისა თანამეცხედრენი.
480 მკითხველთა ლიგა
„მუდამ მოღუშული“ და „პურადძვირი“ დავით მეფის ხევში
დაყოვნება რა გაიგეს, მოუხშირეს სასახლეში სიარულს რუის-
ურბნისის შემდეგ პატივდაკლებულმა ეპისკოპოსებმაც, არც ძმა-
ნი თავადთაგანნი ჩამორჩენილან მათ უკან.
ესენი სამწყსოს დაკარგვის შემდეგაც არ აპირებდნენ ხალი-
სიანი ცხოვრების დათმობას.
გიორგი მეფეს არც კი ესმოდა, თუ როგორ გამართა დავით-
მა რუისურბნისის საეკლესიო კრება, ან რად მოუწყო მან პატი-
ვისა დაკლებაჲ და განპატიჟება ქვაბავაზაკებს?
არც ამის შედეგად შემოღებულ საეკლესიო რეფორმას და-
ფიქრებია იგი ოდესმე. პირიქით, გიორგისათვის სავსებით
გაუგებარი იყო, თუ რად წაართვა დავით მეფემ მათ ოდითგანვე
„ღვთით მინიჭებული“ სამწყსონი და მონასტერნი, თუნდაც ქუ-
თათელს ანტონის, გოლგოთელს ფილიმონს, ნეკრესელს გედე-
ონს.
როგორც გიორგი მეფე, ისე მოხუცი ერისთავები, პატივდაკ-
ლებულნი ძმანი თავადთაგანნი, აღშფოთებულნი იყვნენ იმის
გამოც, რომ დავით მეფემ უგვარონი, ხშირად დიაკვანყოფილნი,
მეჯადაგეთა შვილები აღაზევა, მონასტრები და საეპისკოპოსო
ეპარქიები ჩააბარა მათ და ამით თავის მეისტორიეს საბაბი მის-
ცა დაეწერა:
„...რამეთუ წმინდანი ეკლესიანნი, სახლნი ღმრთისანი ქვაბ-
ავაზაკთა ქმნილ იყვნენ და უღირსთა და უწესოთა მამულობით
უფროს ვიდრე ღირსებითა დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსო-
ნი, ვითარცა ავაზაკთა და მათნივე მზგავსნი ხუცესნი და ქორე-
პისკოპოსნი დაედგინეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმერ-
თოთა, უსჯულებასა აწურთიდეს მათ ქვეშეთა ყოველთა და
თვით სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოვე-
ლივე უშჯულობა და ცოდვა...“

***
ფერიცვალების დღეს ნაჭარმაგევს უწია იერუსალემიდან ჩა-
მოსულმა ფეხშიშველა ბერმა, იოანე უხამურმა და ორივე დე-
დოფლის თანდასწრებით გიორგი მეფეს გადასცა ქარიმან სე-
ტიელის სახელზე გამოგზავნილი გრაგნილი. თანაც დასძინა:

481 მკითხველთა ლიგა


ერთი ცალთვალა, ერთი კოჭლი და ერთი კუზიანი შემოეხიზნენ
ქართულ ჯვარის მონასტერს იერუსალემში.
როგორც კი გაიგეს, სამშობლოში ვაპირებდი გაბრუნებას,
ისხდნენ ჩემს სენაკში და სწერდნენ ამ გრაგნილს, ბოლოს ფიცი
ჩამომართვეს და გამომიტყდნენ: დავით მეფის მიერ ვართო
წარმოგზავნილნი ფრიად იდუმალ საქმეთა გამო.
სჩანდა, ცალთვალა უნდა ყოფილიყო მათი წინამდგომი, იგი
უბრწყინვალესად ფლობდა როგორც ბერძნულს, ისე არაბულსა
და თურქულს. სწორედ იმ ცალთვალამ გაახლათ ეს გრაგნილი.
„რა ერქვა თუ იცი ცალთვალას, ბერო?“ – შეეკითხა მეფე გი-
ორგი.
იოანემ ჯერ კეფა მოიფხანა, მერმე წაიდუდუნა:
„უშჯულო სახელი ჰქონდა მაგ ოჯახქორსა, აღარ მაგონდე-
ბა...“
„ლულუ ხომ არა?“
„დიახ, ლულუ, მეფევ ბატონო?“
მეფე გიორგი გასახსნელად წაეტანა გრაგნილს, მაგრამ
დიოფალმა მარჯვენაზე მოუფათურა თავის მეუღლეს ხელი,
ყვრიმალთან ტუჩ-პირი მიუტანა და წასჩურჩულა:
„ნუ იქმ, გიორგი, ამას, ხომ დაწესებული გვაქვს, სამსტოვრო
წიგნები დავით მეფემ უნდა გახსნას, ან გიორგი ჭყონდიდელმა,
არა?“
გიორგი აიმრიზა, მას არ იამა, იოანე უხამურმაც რომ შეიცნო
მისი მეფური უფლებების შეკვეცა, გრაგნილი მუხლისთავზე
დაიდო და გულის გარედ უთხრა იოანეს:
„სხვა რას გვეტყვი ახალს, ბერო? თურქი მეკობრენი ხომ არ
დაგსხმია ანტიოქია-ნიკომედიის საქარავნო გზაზე?“
„ორგზის გაძარცვეს ჩვენი ქარავანი, საცვლებისამარა დას-
ტოვეს იერუსალემიდან რომს მიმავალი ფრანკების ეპისკოპო-
სები. მოგეხსენება, მეფევ ბატონო, ყოველ ჩვენთაგანს მხოლოდ
მოოქროვილ ომფორებში თუ დაგვინახავს ეპისკოპოსები და...
დანარჩენი თავისთავად გასაგებია. ერთ იტალიელ ხუცესს ანა-
ფორაც კი გახადეს. მე რას წამართმევდნენ, რაც არ მებადა?! ეს
გრაგნილი ჩემს ბერძნულ ჩოხაში მქონდა ჩაკერებული, სულ
ამის შიში მქონდა, გამხდიან-მეთქი ამ ჯვალოს ჩოხას.

482 მკითხველთა ლიგა


ერთი შემომხედა მეკობრეთა წინამდგომმა, ბერძნულად
მითხრა:
საით მიათრევო შენს ბებერ ძვლებს ფეხშიშველა ბერო? ისე
გამხდარი მეჩვენები, ალბათ სული იერუსალემში დაგრჩენიაო?
არა, უფალო, ხორცი დავტოვე იქ, ხოლო ძვლები სამშობ-
ლოში დასამარხავად მიმაქვს-მეთქი.
„ზღვა როგორ შეგხვდა, მამაო?“ – შეეკითხა მარიამ დედო-
ფალი.
„ხუფთამდე ერთი ღამის სავალზე ტაროსი იყო და კეთილი
ზურგის ქარი, მაგრამ ანაზდად ისეთი ქარიშხალი ამოვარდა და
ჭექა-ქუხილი ატყდა, აგრე მეგონა, ცაი ფეხით ჩამოვიდა-
მეთქი...“
გიორგიმ თვალი შეავლო დროშის ტარივით აწოწილ ბერს,
შეეკითხა:
„საჭმელი ხომ გქონდათ იერუსალემში, მამაო?“ – ბერმა
გაიღიმა.
„საჭმელი ბევრი გვქონდა, სევასტოს ბატონო, დაშაშხული
ვირთხები, პილპილითა და ძმრით შეკაზმული...“
აქ შეყოყმანდა... ეშმაკური გამოხედვის ციმციმმა გაიელვა
მის თვალის თეთრონებში...
„ნუ გეშინია, სთქვი, ბერო...“
„რა მოგახსენო, სევასტოს ბატონო, პილპილმოყრილი ჩონ-
ჩორი ჯორისა“.
მეფემ მესტუმრეთუხუცესი ახმობინა. უბრძანა ანგიას:
ფეხი დაბანეთ, რიგიანად გამოაძღეთო სტუმარი.
როცა იოანე უხამური გაიყვანეს, გიორგიმ ხელახლა აიღო
გრაგნილი ხელში, დაკვირვებულად შეათვალიერა იგი და ეუბ-
ნება დიოფალს:
„ხედავ, რა მალე ამიხდა სიზმარი, ვეჟო, გუშინწინღამ მეზმა-
ნა: ვითომც მაიკოს სარკის წინ იჯდა დედისიმედი და კაკბებს
აპურებდა. კაკბები გახარებული კრიახობდნენ, კეკლუცობდნენ
სარკეში“.
„მეც მესიზმრა დედისიმედი, ბიზანტიონში მიმყავდა ვითომ-
დაც...“ სთქვა მარიამმა, გიორგის გამოართვა გრაგნილი, სი-
ნათლეს მიუშვირა, თითქოს დაბეჭდული გრაგნილის ამოკით-
ხვას ლამობსო.
483 მკითხველთა ლიგა
სიტყვამ მოიტანა სელჯუკიანების მიერ გატაცებული ქალწუ-
ლების ამბავი და სთქვა გიორგიმ:
„სულკურთხეული მამიჩემის, ბაგრატის დროს, თურქებმა
ოპიზის ტაძრის გალავნებთან თავის ძუძუმტესთან ერთად
დაიმარტოხელეს და გაიტაცეს შავშეთის ერისთავის ერთადერ-
თი ასული.
მერმე ის იყო, ბაგრატ მეფემ ჯერ მსტოვრები წარგზავნა...
მერმე მოციქული გაუგზავნა სელჯუკიანთა ამირას, ბუხტეკინ სე-
ბუხტეკინს, რომელსაც თავისი დიდი კარავი ჰქონდა დადგმული
არზრუმის სანახებში... სამი ათასი ოქროს დუკატად გამოასყიდ-
ვინა ერისთავის ასული“.
„უფრო მეტს გეტყვით, – სთქვა მარიამმა, – როცა ჯვაროსნე-
ბი ანტიოქიის მისადგომებთან იბრძოდნენ, ნეჯჲმ ედ-დინ ილღა-
ზის მონასპანი თავს დაესხნენ სვიმეონის პორტიდან მომავალ
ჯვაროსნებს, მამაკაცები დახოცეს, სამი ჰერცოგის ქალ-რძალნი
გაიტაცეს, ბოლოს ბოჰემუნდმა ძლივს გამოისყიდა ისინი.
რაღა შორს წავიდეთ, ყიფჩაღმა მეკობრეებმა ზედ კონსტან-
ტინოპოლის გალავნებთან შეიპყრეს დრომის ლოგოთეტის ერ-
თადერთი ქალი, პირმშვენიერი ანაიდა, ალექსი კომნენმა სტე-
პებში გაგზავნა მსტოვრები. თავისი წონა ოქრო დაუჯდა ანაიდას
გამოხსნა კეისარს“.
„ეჰ, მაგ ამბები მე მკითხეთ, განა თუ ცოტა მივლია მათ ქვე-
ყანაში. როგორა გგონიათ, ვის ჰყიდიან ისპაჰანის, ბაღდადის
და ქაიროს მონათა ბაზრებზე, ქართველთა, სომეხთა და ბერ-
ძენთა ქალ-რძალთ? რა სათქმელია, ჩვენმა სისხლმა გააკე-
თილშობილა ეს გაოხრებული, ჭრუტა და ღაწვდაბერილი სელ-
ჯუკიანები...“ კვნესოდა გიორგი.
ყვითელ კალმახზე ნადირობიდან გვიან მობრუნებულა იმ
დღეს მახარაი. ლულუს მიერ გამოგზავნილი გრაგნილის ამბავი
ციხისთავს ეთქვა მისთვის. ჭაბუკური სიკასკასით ამოირბინა სა-
სახლის კიბეები, მონადირულ ძველმანებში მორთული მიეჭრა
გიორგის. მახარაის დანახვაზე კვლავ აროხროხდა გიორგი, ხე-
ლახლა წაატანა ხელი გრაგნილს, დაიქადა:
ავხსნიო ბეჭედს.
მარიამმა ხელი გაიშვირა გრაგნილისაკენ, თავაზიანად ეუბ-
ნება ძმას:
484 მკითხველთა ლიგა
„ერთი ორ დღეს დავიცადოთ, გეთაყვანე, ან ჭყონდიდელი
ჩამოვა, ან დავითი და ის იქნება, გავხსნით“.
გიორგიმ შენიშნა: არც მახარაი აპირებდა კვერის დაკვრას,
ამიტომაც უკან დაიხია და დაიბუხუნა:
„მომაშორე, ვეჟო, მაგ უშჯულოს მიერ გამოგზავნილი წიგნი,
თორემ სული ყელში მომებჯინა, ეგ არი...“
„ნუ ღელავთ, – უთხრა მახარაიმ, – წავალ, ვიმისნებ და ახ-
ლავე გეტყვით, თუ რა სწერია მაგ გრაგნილში, რამლის ჩხრე-
კით36 განა ასეთი რამეები მომიკითხავს?!“
მახარაი მთლად დარწმუნებული არ იყო, ხუშტური არ წამო-
უვლიდა მის ნახევარ ძმას და გახსნიდა გრაგნილს, ამიტომაც
ჭყონდიდელის საწოლის მწიგნობარს ჩააბარა იგი, ხოლო თა-
ვათ თავის საძილო პალატაში კურაპალატისსა მელიტა ახმობი-
ნა და რამლის ჩხრეკას შეუდგნენ...
მარიამ დედოფალი წამოდგა. გიორგის საწიგნედან ბიბლია
გადმოიღო, ჩაუთქვამდნენ, ფურცლავდნენ დაბადებას და ამგვა-
რად მისნობდნენ სამნი...
ბოლოს, როცა მესამედ დაემთხვა ბიბლიის სტრიქონი ჩანა-
ფიქრს, წიგნი დაკეცა მარიამმა, თავისი მშვენიერი ხელი ზედ
დაადო და სთქვა:
„აღსრულდეს, გეთაყვანე, განგების ნება, ლულუ ბენ
ჰაიდარ, სულ მოკლე ხანში ჩამოგვიყვანს დედისიმედს“.
ამასობაში მახარაი და კურაპალატისსა მელიტა შემოვიდნენ
თვალებგაბრწყინებულნი...
მახარაი შუა დარბაზში შესდგა. მარჯვენა ხელი ზეასწია პა-
თეთიურად:
„ჩვენთანაა უფალი, მე განზრახ დავისწარი კურაპალატისსა
მელიტა რამლის ჩხრეკაზე, ლულუს მიკვლეული აქვს დედისი-
მედის ორანისათვის37, წყალი არ გაუვა...“
მარიამ დედოფალი აღელვებული წამოდგა და მოუთმენელი
მთრთოლვარე ხმით განაცხადა:

36 ქვიშაზე მისნობა, მარჩიელობა.


37 ორანი – ჭაჭანება, ადგილი, სადაც ესა თუ ის არსება იმყოფება.
485 მკითხველთა ლიგა
„ეჰ, სად არის ახლა დავით მეფე, რაც შეიძლება ჩქარა მის-
წეროს ჯოჯიკის, გამოსასყიდი ოქრო მიაწოდოს ლულუ ბენ
ჰაიდარს“.

***
იმ ღამესვე მთელმა სასახლემ გაიგო იერუსალემიდან გრაგ-
ნილის ჩამოტანის ამბავი. დიდი და მცირე აქებდა ლულუს. ამ
ამბავს იგიც დაემატა, რომ წინათქმის ორმა წყარომ: რამლის
ჩხრეკამ და ბიბლიით მისნობამ, სხვადასხვა პირების მიერ სხვა-
დასხვა დარბაზებში ჩატარებულმა, ერთი და იგივე უჩვენა...
რადგან მალემრწმენობა სურვილის ფრთებზე დაჰქრის, ყვე-
ლა დარწმუნებული იყო, ლულუ ბენ ჰაიდარ სულ მოკლე ხანში
ჩამოიყვანსო ლიპარიტის ქალს ნაჭარმაგევში.
„აბა, რას იზამდა ის ჯადო კაცი, რომელიც შურის ციხიდან
გამოექცა ტფილისის ამირას და დიდროას დროს მტკვარი გად-
მოლახა!“
აგრე ამბობდნენ ისინიც, ვინც პირადად არც კი იცნობდნენ
ლულუ ბენ ჰაიდარს.

***
გიორგი ჭყონდიდელის საწოლის დარბაზში ხელუხლებლად
იდო ლულუს მიერ გამოგზავნილი გრაგნილი, ყველასათვის რა-
ღაც უცნაურ და მიუწვდენელ საიდუმლოს შემცველი.
სასახლეში აგრე ეგონათ რატომღაც: სადაცაა ჭყონდიდელი,
ბეჭდებს ახსნის ამ გრაგნილს და ნაჭარმაგევის სასახლეში და-
იწყება ახალი ერა, ბედნიერებით გაბრწყინდება დავით მეფის
ჭმუნვისაგან დანისლული შუბლი და ამ უკანასკნელი წლების
მწუხარება შეიცვლებაო ახალი უჩვეულო ლხენით.
მარიამ დედოფალმა ძილი დაჰკარგა. იგი ქვეშეცნეულად
გრძნობდა: ამ გრაგნილის გახსნის შემდეგ დიდი გარდატეხა
მოხდებოდა მის ცხოვრებაშიაც.
შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვა მოისმინა შავი ღვთისმშობ-
ლის ბაზილიკაში. დიდხანს ლოცულობდა მუხლმოყრილი, მდა-
ბიორთა დედაკაცების გვერდით დაჩოქილი სტიროდა რელიგი-
ურ ექსტაზში შესული.

486 მკითხველთა ლიგა


შუბლს ახლიდა აგურის ნესტიან იატაკს, ავედრებდა შავ
ღვთისმშობელს ორბელიანის სვეგამწარებულ ქალსა და თავის
სათაყვანებელ ძმისწულს, ბაგრატოვანთა გვარის ერთადერთ
ნაშიერს, რომელსაც არ უგემნია სიყრმისა და სიჭაბუკის ლხენა,
ისე დაადგეს ოჯახისა და სამშობლოს მიერ დაკისრებული მარ-
ჩბივი უღელი ქედზე.
უგულო ეპისკოპოსებმა, უნამუსო ერისთავებმა იძულებით
დააქორწინეს, სიცოცხლე გაუმწარეს იმ სვედავსილ დედოფალ-
ყოფილ რუსუდანსაც. ახლა ეს ახალი სიმძიმილი, კვლავ ხელის-
მოცარვა და მარცხი...
„ეჰა, საწუთროვ პირგამეხებულო, როდისღა იკმარებ ბაგრა-
ტოვანთა სისხლის ხვრეპას?
ვის სმენია, ყოვლად ქრისტიან მეფეთა ტახტზე წარმართი
ტომის ნაშიერი ასულიყოს ქართლში ოდესმე?“
ასე მოსთქვამდა გულში მარიამი, მეტანიობდა, შუბლს ახ-
ლიდა აგურის იატაკს, ევედრებოდა კარის ეკლესიის შავ ღვთის-
მშობელს თავისი მადლმოსილი კალთა გადაეფინა ნაჭარმაგე-
ვის სასახლისათვის ამჯერად.
მზრუნველი ხელის მოფათურება შეიცნო მლოცველმა, ეს მე-
ლიტა ევედრებოდა:
წამოდექიო ავგუსტა!
ნამტირალევი და დამწუხრებული გამოიყვანა კურაპალატის-
სამ იგი, ციხის ეზოში შევიდნენ და სანიადაგო კიბეებს აჰყვნენ,
რკონის კოშკისკენ მიმავალს.
დიდხანს ისხდნენ ჩამობნელებულ აივანზე ორნი...
დაბალი, ღრუბლიანი ცა ზედ დამხობოდა ნაჭარმაგევის სა-
სახლეს, ჟამიდან ჟამზე ელავდა კავკასიონის გადაღმა, გაიელ-
ვებდა, დაიგრუხუნებდა, ისევ და ისევ გაიელვებდა...
„რამდენი იტირე, საყვარელო ავგუსტა, შენს ღვთაებრივ სა-
ხეს ღიმილი უნდა აცისკროვნებდეს, განა თუ ცრემლების დასა-
სეტყვად მოგანიჭა განგებამ ეს ღვთივმშვენიერი, მარმარის ღაწ-
ვები?“
„ეჰ, ჩემო მელიტა, – კვნესოდა მარიამი, – ვერც სილამაზემ,
რომელსაც შენ მომაწერ, ვერც ქრიზოტრიკლინის სასახლის
ბრწყინვალებამ, ვეღარც მოოქროვილმა დალმატიკამ ვერაფე-
რი მიშველა, როგორც მშიერი მეჯადაგის ცოლმა ნაცარი, ვი-
487 მკითხველთა ლიგა
თარცა პური ვჭამე ჩემი სიცოცხლის მანძილზე და სასუმელი ჩე-
მი ტირილითა ჩემითა განვზავი.
ოჯახი დამენგრა და სამშობლოც დამეკარგა, მელიტავ, მე-
ქათმე თეონა უბედური ქალია, მე კი მასზე უფრო სვედავსილი,
იცოდე.
რა ვუთხრა მე ჟამთა სიავეს, ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება
ისევე დაბეჭდულია ტყვიის ბეჭდითა, როგორც ლულუ ბენ
ჰაიდარის გრაგნილი...“
ისევ გაიელვა კავკასიონს გადაღმა. მარიამი გარინდებული
იჯდა თავის საკარცხულზე და სტკბებოდა იისფერი, ზღვისფერი
და მალაქიტისფერი ტონების ოდნავ საჩინო ცვლით ქართლის
კავკასიონის კალთებზე.
როგორც ყოველ ადამიანს, რომელსაც ხანგრძლივად უგემ-
ნია უკურნებელი დარდი თავის დაკარგულ სამშობლოსადმი,
ისე მარიამსაც გაორკეცებული ჰქონდა ამჯერად ფიზიკური სიყ-
ვარული თავის ქვეყნისადმი.
„შენთვის გასაგებია ალბათ, მელიტა, ძლიერ სიყვარულს,
ამგვარსავე სიძულვილს, გადაჭარბებისკენ მიდრეკილება მოს-
დგამს ყოველთვის. ხანდახან აგრე მგონია, ეს მომდის-მეთქი
მეცა.
რა ვიცი, გეთაყვანე, უტურფესი ქვეყნები მომივლია და მინა-
ხავს, მაგრამ აგრე მეოცნებება: ე, ის ადგილი ახლა რომ გამოკ-
ვეთა კავკასიონზე ელვამ, აი, ის ორკუზიანი მყინვარი, უტურფე-
სია მთელს მსოფლიოში.
შორიელი და თვალშეუდგამი, ლოცვად დამდგარი, მდუმარე
მოგვი, რომელიც თავათ ვერც კი გრძნობს თავის დიდებულე-
ბას, ზეცის თავანისთვის შეუშვერია თავი, ციური იდუმალები-
სათვის ყურის მოკვრას დანატრებულს.
გახსოვს, დავითი იტყოდა: მამა ღმერთის ლოინიაო38 ჩვენი
მყინვარი. კარგად დააკვირდი, როცა იელვებს, მართლაც ზედ-
მიწევნით არა ჰგავს იგი საომარ აქლემს!“
მარიამი მცირე ხანს სდუმდა და მერმე ისევ განაგრძო:

38 ლოინი – საომარი აქლემი.


488 მკითხველთა ლიგა
„აი, იმ მარჩბივი მწვერვალის მახლობლად აშენებენ ციხეს
დავითი და ნიანია გოგისა და მაგოგისაგან საქრისტიანოს დასა-
ცავად.
აჰ, ნეტავ, მე და შენც იქ ვიყვეთ ამ წუთში. მე მაინც აგრე
მგონია, გეთაყვანე, კიდევ რამდენიმე კვირა და ამის შემდეგ მე
ვეღარ ვნახავ ალბათ მიმწუხრისას ამ მთებს და, როცა ჩემი აღ-
სასრულის ჟამი დარეკავს, ეს სანახები ისე მოიჭრება ჩემს ცნო-
ბიერებაში, როგორც მყინვარი ელვისაგან განათებული“.
ისევ და ისევ გაიელვებდა, მოიჭრებოდა მრუმე ფონზე კავკა-
სიონი და ერთბაშად ისევ ღამის ქვესკნელში იძირებოდნენ მთე-
ბი...
„რად ნაღვლობ, ავგუსტავ, – ამშვიდებდა მელიტა, – ჩვენ
სულ მალე მშვიდობით გავბრუნდებით კონსტანტინოპოლს.
შენს სასახლეშიაც ყოველივე რიგზეა, ხომ იწერებოდა ამას
წინად ეზოსმოძღვარი ევდოკიმე?“
„რა ვიცი, გეთაყვანე, ხვალისათვის რას გვიმზადებს განგე-
ბა? ან რაი ვუწყით, თუ რას ჩურჩულებენ დემონები ჩვენი სულის
უბნელესს ჯურღმულებში.
ვაი, ჩვენს შემეცნებას თხუნელასებრ ბრმას, ხოლო ცხადია,
რომ ჩვენი გუშინდელი დღე ისევე ბნელია, როგორც ხვალე ჩვე-
ნი აქ ყოფნისა.
ჭეშმარიტად თხუნელები ვართ, გეთაყვანე, მრუმე ჯურღმუ-
ლებში მოფუსფუსენი, ხოლო ჩვენ ისე გვეოცნებება, თითქოს
ეთერში მონავარდე ორბები ვიყვნეთ.
იმ სვედავსილი დედისიმედის გადაკარგვამ მთლად ამირია
ცნობიერება, ხომ გახსოვს მელიტა, შარშან ამ დროს, ამ დღეს,
ამ წუთში დედისიმედი ეგერ იჯდა იმ სავარძელში შენს გვერ-
დით, ე მანდ დავითი, ნიანია და ჯონდი ისხდნენ, იმ საკარცხუ-
ლებში.
რამდენს ვიცინოდით, როგორ ვერთობოდით ერთად ყოფ-
ნით გახარებულნი და რას წარმოვიდგენდით, თუ რა განსაცდე-
ლი მოგველოდა! და როგორც ლანდი ანაზდად გაეცალოს სხვა
ლანდებს, ესე დაგვცილდა იგი, უდრტვინველად წავიდა ჩვენგან,
ვითა სიზმარსა და ჩვენებას გადაყოლილი მთვარეული და უფ-
სკრულში გადაიჩეხა, თვალს მიეფარა, ალმასის თვალი ზღვაში
დანთქმული...
489 მკითხველთა ლიგა
გუშღამ ვარდიამ გამიბედა, შიმუნვართა წინამდგომმა, ხალ-
ხი შენ გაბრალებსო დედისიმედის დაკარგვას, მე არ მჯერაო, რა
თქმა უნდა, მაგრამ აგრე ამბობენო.
არ ვიცი, ეს ვარდიამ მოსჭორა თუ სხვა ვინმემ, მაგრამ ეს
სულ ერთია, თვით უღირსი ცილისწამებისაგან უმცირესი ჩრდი-
ლი მაინც მიადგება ადამიანს!
შენ თავათ განსაჯე, მელიტა, მე რა ბრალი მაქვს ამ საქმეში?
ღმერთი მყავს მოწმედ, ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, რო-
გორმე ჩამექრო ბაგრატოვანთა და ბაღუაშ-ორბელიანთა გა-
მუდმებული შუღლი და ეს ორი სახლი დამემოყვრებინა ერთმა-
ნეთისათვის.
თავათ განსაჯე, მე რა ბრალი მაქვს აქ, გეთაყვანე?
მე სიყვარულის ვარდებს ვრგავდი, მაგრამ ხედავ, რარიგ
იძალა ასკილმა! როგორც სჩანს, სიავე ისევე შეუმუსვრელი ყო-
ფილა ამქვეყნად, როგორც სიცოცხლე თავათ.
წუხელი მთლად უცნაური სიზმარი მქონდა, მელიტა, ვითომ
შავი ღვთისმშობლის ბაზილიკაში პარაკლისი გადავიხადეთ დე-
დისიმედის ჩამოსვლის გამო. დავით მეფეს თავისი საზეიმო თო-
რი ეცვა, ბაგრატეული, სწორედ ის ვადაჯვარიანი მახვილი ზედ
ერტყა, რომელიც კურთხევის დღეს შეაბა ლიპარიტ ერისთავმა.
დედისიმედს შვენოდა შინდისფერი ყაბაჩა და ალმასებიანი
ქოშები, რომელიც მე ჩამოვუტანე, მექათმე თეონა ფერხთით
დავარდნოდა და კოცნიდა მის ქოშებს. ისეთი პირმშვენიერი
იყო, ისეთი საყვარელი, მე ვერ აგიწერ ამას, გეთაყვანე.
კლიროსზე მონაზვნები გალობდნენ:

ღვთისმშობელი მშვენიერი შროშანი,


მას უგალობს ანგელოზი ფრთოსანი...

დედისიმედი სტიროდა სიხარულისაგან, თვალებიდან მარ-


გალიტებს აფრქვევდა. ჩვენ ყველანი ისე ბედნიერი ვიყავით,
მაგრამ იმ ტიალი ფარშავანგის უხეირო ჩხავილმა გამომაღვიძა.
ამიტომაც წავედი ამ საღამოს კარის ეკლესიაში მწუხრზე“.
„შესანიშნავი სიზმარია, ავგუსტა, ღმერთმა კეთილად აგიხ-
დინოს, სთქვა მელიტამ. ნუ დარდობ, ბასილისავ, ორგვარი წამ-
ყოფა გვაქვს განგებისა.
490 მკითხველთა ლიგა
მე დარწმუნებული ვარ, მახარაის მიერ რამლის ჩხრეკით
მოპოვებული წინათქმა აღსრულდება. ეგეც არ იყოს, შენც ხომ
დარწმუნდი... სამგზის დაგვიდასტურა ბიბლიამ... აი, ნახე, ბასი-
ლისსავ, დღეს-ხვალ დავით მეფე გრაგნილს გახსნის და უფალი
სიხარულს მოჰფენს ბაგრატოვანთა სახლს“.
მარიამ დედოფალი სდუმდა, ხოლო მელიტამ ნაღვლიანად
დასძინა:
„საოცარია, როგორ გაუჩნდა ამ ისკარიოტელს, ლიპარიტ
ამირას, და იმ გველისთავს, კატაის, ასეთი ანგელოზი?“
„ჰე, გეთაყვანე, ვინ ჩასწვდება განგების ზრახვებს, ან ვინ
გაიგებს, რად ამოდის ნეხვიან მიწიდან ზამბახი, ან რათი ისხამს
ასეთ მშვენიერ ყვავილს ასკილი, ეშმაკის მათრახი?“
სთქვა მარიამმა და საკარცხულიდან წამოდგა.

***
ერთი მზგეფსიც გავიდა. მახარაი მოუთმენლობამ შეიპყრო.
უკვე ხმამაღლა ქირდავდა იგი „მაგ ჯანჯალას“, ხუროთმოძ-
ღვართუხუცესს – შარვანისძეს, რომელმაც აქამდის ვერ განას-
რულა დავითის ციხე.
მახარაის რამლის ჩხრეკა მინიშნებული ჰქონდა როგორც
წინათქმის მიუმცდარი სათავე, ამიტომაც სავსებით დარწმუნე-
ბული იყო, ლულუს მიერ გამოგზავნილი გრაგნილის წაკითხვა
ძველებურ ხალისს მოჰგვრიდა ეგზომ დაზაფრულ დავითს.
ამასობაში ნაჭარმაგევს ეწვია ბეშქენ ჯაყელის მენადირეთუ-
ხუცესი და თან ჩამოიყვანა ერისთავის მიერ დავითისთვის მიძ-
ღვნილი ათი თეთრი ქორი, ამდენივე თავნაცარა, ხუთიც კლდის-
ფერი და ერთიც თვალწითელა მიმინო, სავსებით იშვიათი ცალი
თავის ჯილაგისა. ბეშქენის მენადირეთუხუცესმა დასძინა, ამ
თვალწითელას ცამეტჯერ გამოცვლილი აქვსო ნაკრტენი.
მახარაი და ბაზიერთუხუცესი, ჟღარუნა, ცას ეწიენ სიხარუ-
ლისაგან.
სხვა სიხარულსაც უმზადებდა მახარაი დარიალიდან მობრუ-
ნებულ ძმისწულს. მხეცების მომდორველმა, გლონისძემ, ირა-
ნული ავაზები და ჯიქები გაუსია სასინჯად მუხრანის ქვემოდ,
ლაქაშებში, მშვლებს და ჩინებული შედეგები მიიღო.

491 მკითხველთა ლიგა


ამდენი საამური ამბები უცდიდა ნაჭარმაგევში მეფეს, მაგრამ
თავათ დავითი არსად სჩანდა, ვნებიანი მონადირე.

***
შაბათ საღამოს პატივდაკლებული ეპისკოპოსები, გოლგო-
თელი და ნეკრესელი, შუაღამემდე სტუმრობდნენ გიორგი მე-
ფესთან. გიორგი ოდნავ შეუძლოდ იყო, ამიტომაც საწოლის
დარბაზში დაადგმევინა ვერცხლის ტაბაკი.
იოანე ბერის მიერ ჩამოტანილი გრაგნილის მიღება ამცნო
მათ გიორგი მეფემ, არც რამლის ჩხრეკისა და ბიბლიით მისნო-
ბის ამბავი დაუმალავს მათთვის.
ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, ყოველივე კეთილად წა-
რიმართებოდა. გოლგოთელი პირადად ნაცნობა სომეხ ვართა-
პეტს, ჰაიკს, მიუხედავად იმისა, რომ გოლგოთელი თავის შეზ-
ღუდულობისა და უგუნურების მეოხებით მუდამ სომხების ქირ-
დვით იყო გართული, ხოლო სომხურ ეკლესიას „მწვალებელთა
სახლს“ უწოდებდა, მოსდგა ვართაპეტის, ჰაიკის, ქებას და, რო-
ცა ღვინოში შევიდა, ასეთი რამეც სთქვა:
ვართაპეტი ჰაიკი ჭეშმარიტი ქრისტიანიაო, ისიც არ დამალა
მან: ვართაპეტმა და მამამისმა, სომეხთა კათალიკოსმა, იოანემ,
თავის დროზე რკინის პერანგი ჩაიცვეს და ხმლით შეებრძოლე-
ნო სელჯუკიანების ამირას ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზის, როცა ეს უკა-
ნასკნელი ანისს თავს დაესხა.
ნეკრესელი არ ნაცნობა ჰაიკს, არც იგი იყო „საძულველი
სომხების“ მოტრფიალე, მაგრამ მისი ღვინისა და შიშხინა მწვა-
დებისაგან დაოსებული უზარმაზარი სხეული ისე ამძიმებდა მას,
საერთოდ გაურბოდა ორ რამეს: სახელდობრ, ფიქრსა და ლაპა-
რაკს, რაც ადამიანს ეგზომ ანსხვავებს პირუტყვისაგან, ამიტო-
მაც სდუმდა და სჭამდა...
როცა გიორგი მეფე და გოლგოთელი საუბრობდნენ, იგი
ენერგიულად მუსრავდა ყვითელ კალმახს და წარამარა უთვალ-
თვალებდა მის უკან დამდგარ მწდეს, ჩქარ-ჩქარა გაევსო მისი
მოოქროვილი ფიალა.
გიორგი მეფე გაოცდა იმის გამო, რომ სწორედ იგივე გოლ-
გოთელი, რომელიც მუდამ ბუზღუნებდა ლიპარიტთან დამოყ-
ვრების გამო, უცნაურად ღელავდა:
492 მკითხველთა ლიგა
ნეტავ, როდის ჩამობრძანდება ჭყონდიდელი და გრაგნილს
გახსნისო.
ბოლოს თვით გიორგი მეფემ შენიშნა, გოლგოთელი არ იყო
მოსურნე „უშჯულო“ ყიფჩაღთა უმთავრესის ასულის დედოფ-
ლად გახდომისა.
ამის საქმის გამო იმდენი ითქვა ვერცხლის ტაბაკის გარშე-
მო, უკვე სავსებით გამომთვრალ ნეკრესელს დასძინებოდა, ასე
რომ, მესტუმრეთუხუცესმა და სამმა მეკრემ ძლივს გაათრიეს
საწოლის დარბაზიდან რუმბივით გაზიზინებული მისი სხეული.

***
ნაშუაღამევს თვით ნასმურევი გიორგი მეფეც გამოაღვიძა
მგელძაღლების ყეფამ, გუშაგების ფრთხილმა სტვენამ, მემაშხა-
ლეთა რბენამ და ქოთქოთმა.
უკაზმავი გამოუვარდა იგი დერეფანში მოჩალიჩე მემაშხა-
ლეთუხუცესს და საკმაოდ მკვახედ უთხრა:
რა ამბავია, რა მოხდაო, საბიავ?
საბიამ არ დააყოვნა პასუხი:
გიორგი ჭყონდიდელი და ჯონდი ერისთავი ჩამობრძანდნე-
ნო.
ისევ გაბრუნდა საწოლის დარბაზში გიორგი, გერმის ბალი-
შებში თავი ჩარგო, თანაც უცდიდა ციხე-სასახლეში ატეხილი
გნიასის დაცხრომას.
თუმცა მუხრანული ღვინისაგან სავსებით დაოსებული იყო,
მაინც ენერგიულად ებრძოდა თვლემას, აგრე ვარაუდობდა იგი:
მონაზონი გიორგი თავის საწოლის დარბაზში შევა, ჯაჭვის პე-
რანგს გაიხდის, ფეხს დაიბანს, მერმე საწოლის მწიგნობარი მო-
ახსენებს ლულუს მიერ დამასკიდან გრაგნილის გამოგზავნას.
დინჯად, აუმღვრევლად, როგორც მას ჩვევია ხოლმე, ხელში
აიღებს გრაგნილს, კარგად შეათვალიერებს და ახსნის ტყვიის
ბეჭდებს.
ახლოს, სულ ახლოს მიიტანს თვალებთან, ერთ-ორჯერ
წაიკითხავს, მერმე ისევ ჩაიცვამს თავის გახუნებულ ბერულ ჩო-
ხას და აუჩქარებლად წამოვაო ჩემსკენ.
მეახლება და მომახსენებსო.

493 მკითხველთა ლიგა


მოუსვენრად ბორგავდა გერმის ბუმბულში გიორგი, არავინ
მოდიოდა. სმენას დაძაბავდა, თვით მემაშხალეთა და მეკარეთა
ფრთხილი სიარული და კურდღლის ტყავის ფაჩუჩების ჩქამიც
არ ისმოდა.
საერთოდ, აუმღვრეველი ბუნებისა იყო გიორგი, ამიტომაც
მოთმინებით იტანდა იგი ამ წუთისოფლის სუსხიან ავდარს, მაგ-
რამ ამჯერად უცნაურად აღელდა. გაგულისებამ ღვინო გამოუნე-
ლა ლოგინში მბორგავს, რატომღაც ამ წუთში გაბრაზდა:
რად დავუჯერეო დიოფალს, ელენეს, და თავათ არ გავხსე-
ნიო ლულუს მიერ გამოგზავნილი წიგნი?
გრაგნილი რომ ახლა ხელთ ჰქონოდა, წამოდგებოდა და სა-
მივე ბეჭედს ააგლეჯდა უცილოდ.
იმის გამოც განაწყენებული იყო გიორგი, რას იფიქრებს
იოანე უხამური, ქარიმან სეტიელის სახელზე გამოგზავნილი
გრაგნილის გახსნაც რომ ვერ გაბედა აფხაზთა და ქართველთა
მეფემ, სევასტოსმა გიორგიმ, ფარცხისის გმირმა, რომელმაც
მთელს საქრისტიანოს უჩვენა უჩვეულო მამაცობა დიდი თურქო-
ბის დროს, როცა ბერძნებს პირველად შეარქვეს თურქებმა
„კურდღლები“.
თავის გუნებაში ჰქირდავდა გიორგი თავის ვაჟს, დავითს, მი-
სი მოუსვენარი ცხოვრების გამო, სწყევლიდა მის „გადარეულ
სპასალარებს“ და, განსაკუთრებით, იმ „ბეხრეკა გიორგი მონა-
ზონს“, რომელიც ყმაწვილივით აჰყვა ამ „უგუნურებს“ და „თავ-
დაყირა დააყენეს საქართველოს სამეფო“.
ლოდინი უკვე მობეზრდა და ახლა ფიქრებმა მოიცეს ძალი.
გოლგოთელის ნაუბარი მოაგონდა.
გიორგი მეფე კარგად ამჩნევდა: არა მარტო გოლგოთელი,
სხვა პატივდაკლებული და განპატიჟებული ეპისკოპოსები და
მოხუცი ერისთავებიც სხვარიგად აზროვნებდნენ ლიპარიტ
ერისთავის კონსტანტინოპოლს გადასახლების შემდეგ.
შიდა ქართლისა და თრიალეთის მღვდელმთავრებმა რა შე-
იცვნეს, ლიპარიტ ამირას ექსორიასა და აღსართან კახთა მეფის
დაპატიმრების შემდეგ გამუსლიმების საფრთხე უკვე თავიდან
იყო აცილებული, ისინი სინანულმა შეიპყრო: რად არ შევუწყვე-
თო ხელი ბაღუაშ-ორბელიანის ქალის დედოფლად გახდომას?

494 მკითხველთა ლიგა


ამ სინანულს სხვა საფანელიც ჰქონდა: როგორც სამღვდე-
ლონი, ისე მოხუცი ერისთავები ეხლა უკვე ყალხზე შემდგარი
ხვდებოდნენ შარაღან შარაღანისძესთან დავითის დამოყვრე-
ბას, რაც უმთავრესია, ყიფჩაღთა „უშჯულო“ ნათესავის ქარ-
თლში ჩამოთესლვას.
სწორედ იმ დღეებში ნაჭარმაგევში დაბრუნდა ოსი მერემე,
ჭახილაისძე, რომელიც შარაღანს იყო წარგზავნილი ყიფჩაღური
ცხენების სასყიდად...
ჭახილაისძეს ქაშაგთა და ჯიქთა ქვეყნებზე გამოუტარებია
შენაძენი რემა ცხენებისა. მიუხედავად იმისა, რომ მას ასზე მეტი
შეფარვულად შეიარაღებული მონასპა თან ახლდა, გზაში თავს
დასხმიან და შესყიდული ცხენების თითქმის ნახევარი წაურთმე-
ვიათ ქაშაგ მეკობრეებს.
ჩამოსვლის უმალვე მომავალ სადედოფლოს გამო დაუწყეს
გამოკითხვა ჭახილაისძეს შიმუნვარებმა, მექათმეებმა და მრეც-
ხავმა დიაცებმა.
როგორიაო შარაღანისძის ასული?
ჭახილაისძე ჯერ სდუმდა, მაგრამ არ მოეშვა მექათმე იონა,
სანამ მერემე ოსმა არ წასჩურჩულა მას:
„ვერაფერი სვილია სენი წირიმე“.
ეს ჩურჩული სულ მალე მისწვდა მერემეებს, მეჯორეებს, ხა-
ბაზებს, მერუეებს, მებოსტნეებსა და მეჯამეებს. ბოლოს ამ ჩურ-
ჩულს ყური წაატანეს მერემეთუხუცესმა, მსახურთუხუცესმა, მე-
ჯამეთუხუცესმა.
ეს ჩურჩული ხვლიკივით აჰყვა ნაჭარმაგევის სასახლის კი-
ბის ხარისხებს, მესაწოლე ბერებმა მესაწოლეთუხუცესებს ამ-
ცნეს, მემაშხალეებმა – მემაშხალეთუხუცესებს, ბოლოს ეს ჩურ-
ჩული აზვავდა ორი დედოფლის გულში...
როგორც წესია, საკუთარი ყურით განაგონს თავათვე შენათ-
ხზი წაუმატეს... ქადაგად დავარდნილი მექათმე იონა მოური-
დებლად გამოდგებოდა სახაბაზოების და თონეების წინ, მუშ-
ტებს იშვერდა სასახლისაკენ, თავისი ვაჟკაცური ხმით ილანძღე-
ბოდა:
„...ანგელოზი გააქციეს და გადაჰკარგეს, ახლა ყიფჩაღის
გონჯი დიაცი უნდა დაგვასვან თავზე?!“

495 მკითხველთა ლიგა


არც ლულუს მიერ გამოგზავნილი წაუკითხავი წიგნისა და
ორმაგი მისნობით მიღწეული ამბავი გამოჰპარვია შავ ეზოში
მოქოთქოთე მდაბიორებს. მათ უკვე ამოკითხულად ჩასთვალეს
დაბეჭდული გრაგნილი, დიდი და მცირე მოითხოვდა, ახლავე
გაგზავნონ ოქროს ბოტინატები და დირჰემები, ახლავე გამოის-
ყიდონო დედისიმედი.
ხალხი ბალღსა ჰგავს ერთ რამეში: მას ყოველთვის ეჩქარე-
ბა ის აუსრულონ, რისი ახდენაც სანუკვარია მისთვის.
მესაწოლე ბერებმა ეპისკოპოსებს და ერისთავებს ამცნეს ეს
ყოველივე და სასახლეში დაირღვა მოსვენებული ცხოვრება.
როგორ?
უშჯულო ყიფჩაღთა მეფის ნაშიერი დედოფლად მოვიყვანოთ
და იგიც გონჯი?
მარიამ დედოფალი ხომ მთლად აღაშფოთა ამ ამბავმა, მას
ჯერაც არ გადაეთქვა თავისი აზრი, მხოლოდ ლამაზ სხეულში
თუ დაივანებსო ლამაზი სული, რომ ამტკიცებდა.
როცა შიმუნვართა წინამდგომმა, მოკრძალებულად შეახსე-
ნა მას, დედოფალყოფილი რუსუდანის იგავმიუწვდენელი სუ-
ლიერი სილამაზე, მარიამმა აგრე მოიბოდიშა:
რუსუდანი სომეხ მეფეთა ძველთაძველი სისხლის გამობ-
რწყინება იყოვო, ნუ გავიწყდებათ, ისინიც ბაგრატიდები იყვნე-
ნო.
ახლა ის ერისთავნი და ეპისკოპოსნიც, რომელნიც თავის
დროზე მოჩმახულ ამბად სთვლიდნენ იმ „შლეგი“ წილკნელი
ეპისკოპოსის მიერ ყიფჩაღეთიდან სადედოფლოს მოყვანას,
აბუბუნდნენ...
ყველა ესენი დარწმუნებულნი იყვნენ, ყიფჩაღთა უმთავრეს-
თან დამოყვრებას თან მოყვებოდა ორას ათასზე მეტი „უშჯულო“
ყიფჩაღთა ნათესავის შიდა ქართლში ჩამოსახლებაც.
როგორც შამბნარში გატვრინული ლომის მოახლოებისას
უმცირესი ჩქამი ფაჩუნად იქცევა, ფაჩუნი – ბაკუნად, ბაკუნი –
ბრაგუნად, ბრაგუნი – დვრინვად და ცეცხლოვანი თვალები სა-
შინელების განცხადებას არ დააყოვნებენ, ისე ბრმადმორწმუნე-
თა შეგნებაში ოსი მერემის ჩურჩული ციყვივით ავარდა ნაჭარ-
მაგევის სასახლეში, იქიდან მთელ საქართველოს მოედო, რო-

496 მკითხველთა ლიგა


გორც სჯულისა და სამშობლოს სამრეკლოზე ბედითი რეკვა, გა-
ნა მარტო რეკვა, ზარების დარისხება.
მხოლოდ გიორგი ჭყონდიდელი, იოანე ქართლის კათალი-
კოსი, არსენ იყალთოელი და კირიონ მანგლელი დაჟინებით
სდუმდნენ ამ საქმის გამო. ცხადია, მათ გულშიაც ბობოქრობდა
სხვა სჯულისადმი სიძულვილის გეენია, მაგრამ ისინი წონასწო-
რობას არა ჰკარგავდნენ, რადგან ბრძნულად განჭვრეტილი
ჰქონდათ, თუ რა ცეცხლი გიზგიზებდა დავით მეფის გულში. მათ
თვალწინ დავითმა შეგნებულად ხელი ჰკრა თავის სასურველს
მკერდზე და უფსკრულში გადასჩეხა იგი...
განა თუ იმიტომ, რომ დედისიმედი შჯულისა და მამულის მო-
ღალატის ნაშიერი იყო, არამედ იმის გამოც, რომ თავათ სამ-
შობლომ არ იკმარა დავით მეფისაგან ბრძოლის ველებზე გა-
წეული თავგამეტება, უმძიმესი მსხვერპლის გაღებაც მოსთხოვა
მას, უსაყვარლესი არსების განწირვაცა...
ისინი ხედავდნენ, დავით მეფე შეჯერებული რომ იყო ამ
მხრით, რადგან იგი თავათ იტყოდა ხოლმე:
მიწა და ღმერთი ზედმიწევნით ჰგვანანო ერთ რამეში ურთი-
ერთს, ისინი გულის სისხლს მოითხოვენო ტფილს, თანაც უკა-
ნასკნელ სიყვარულსა და ამოსუნთქვასაც...
სწორედ ამიტომაც, ნებსით თუ უნებლიეთ ეთანხმებოდნენ
დავით მეფის ნათქვამს: კაცთაგანი ყოველი უშჯულოდ იბადება
და მირონცხებისაგან გავხდითო ჩვენ ყველანი ქრისტეს მხე-
დარნი.
თავდაპირველად განზე იდგა მახარაი, იგი თითქმის გულ-
გრილად ექცეოდა შჯულის საქმეს, მას, დიახაც, მოსწონდა რი-
ტუალური ცერემონიალი ქრისტიანული ეკლესიისა, მოოქროვი-
ლი ომფორებით შემოსილი მღვდელმთავრების ღაღადისი და
კლიროსის გალობა, მაგრამ ოსი მერემის მიერ ჩამოტანილმა
ამბავმა იგიც შეაშფოთა.
მახარაი აგრე სთვლიდა: დიაცისათვის სილამაზე ისევე
მიუცილებელი სიქველეაო, როგორც ვაჟკაცისათვის სიმამაცე.
ამ უკანასკნელ დღეებში იგი მიხვდა, თუ რა ღრმა ფესვები
ჰქონია მის გულში დედისიმედისადმი სიყვარულს.

497 მკითხველთა ლიგა


მოუხშირეს მამლებმა ყივილს, ერთი ორჯერ დაცალებულმა
ფარშავანგმაც მიაწვდინა ბნელში გალურსულ ციხე-სასახლეს
თავისი ამაზრზენი ხმა, მერმე ყოველივე დადუმდა...
მოუსვენრად ტრიალებდა გიორგი მეფე, განგებისად ხუჭავ-
და თვალებს, მაგრამ აღარსად სჩანდა ძილი. უკვე ნატრობდა
გიორგი, ნეტავ, შემოვიდოდესო ვინმე. ერთბაშად ფაჩუნი მოის-
მა კარებს გადაღმიდან.
რომელი ხარო? მიაძახა დაგმანულ კარებს.
ახლად მოსულის ნაბიჯების ჩქამი ეცნაურა. დიოფალისას
არა ჰგავდა იგი.
სასანთლენი აანთებინეო, მახო.
ვიდრე საბია მოვიდოდა, სასთაულთან მჯდარმა ეს უთხრა
მწოლარეს:
„ჭყონდიდელი ხომ არ გეახლა?“
არაო მიუგეს.
„შესაძლოა, ავად გახდა გიორგი მონაზონი გზაში და ამიტო-
მაც საწოლს მიაშურა“.
მცირე ხანს სდუმდა მეფე, ბოლოს სთქვა:
„ჰო, მაგრამ ის ანგალი რად არ მეახლა, ჯონდი?.. ნეტავ,
გრაგნილი თუ გახსნა ჭყონდიდელმა, შენ რას იტყოდი, ვეჟო,
ჰა?“.
უკვე შუაღამე გადასულია, ალბათ ვერ შეგვკადრესო ხლება,
ანუგეშა გაბოროტებული მეფე მახარაიმ. ორივენი განგებისად
აოკებდნენ ბაგეზე მომდგარ სიტყვებს, მაგრამ ორთავეს ფიქრი
დასტრიალებდა ტყვიის ბეჭდებით დაბეჭდილ გრაგნილს.
კარის გადაღმიდან ხელახლა მოისმა ფათური.
გიორგის გაეხარდა. ეგებ ჭყონდიდელი მეახლოსო დაგ-
ვიანების მობოდიშებით. ორივე დედოფალს საღამური ტუნიკები
მოესხათ. ფეხაკრეფით შემოვიდნენ, სასთაულთან მიუსხდნენ
გიორგის.

***
ოთხივენი მოუთმენლად უცდიდნენ განთიადს...
ყოველ ადამიანს მიდრეკილება აქვს, საეგებიოში სასურვე-
ლი არჩიოს. განსაკუთრებით ბრმადმორწმუნეებსა და მალემ-
რწმენებს ემართებათ ეგ, რადგან მათ აგრე ეოცნებებათ:
498 მკითხველთა ლიგა
ღვთაება და განგება ადამიანებისათვის საკეთილდღეოდ მუშა-
ობდნენ თითქოს მაშინაც, როცა მათ ნებიერად სძინავთ.
არც გიორგი მეფე და ორივე დედოფალი უკვე აღარ მალავ-
დნენ აქამდის გაუმჟღავნებელ სიხარულს იმის გამო, რომ არა
მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ
მთელი სამეფო გადარჩა საფრთხეს, სახელდობრ, ყიფჩაღების
ქართლში ჩამოსახლებას.
სამივეს მიამიტურად სჯეროდა, რომ სხვა შჯულის ადამიანს
უშვერი სუნი უდისო. ქრისტიანული ბრმარწმენით შეპყრობილნი
წინასწარ წარმოადგენდნენ უკვე, თუ რა ჯოჯოხეთური სუნი დად-
გებოდა შიდა ქართლის სანახებში, როცა ეს „ვირთხებივით მომ-
რავლებული ყიფჩაღები თავიანთი აქოთებული დედა-
წულებითა და გაუღვერავი ცხვრის ფარებით მოედებოდნენ ნა-
ჭარმაგევს და მუხრანს შორის განფენილ სამოთხისდარ ვე-
ლებს“.
ისინი დარწმუნებულნი იყვნენ: დავით მეფე როგორც კი შეს-
ძლებდა დედისიმედის გამოსყიდვას, დამოყვრებაზე უარს შეუთ-
ვლიდა ათრახა შარაღანისძეს.
თვით მარიამ დედოფალმა, რომელსაც არ უყვარდა არა
მარტო პაექრობა და ქაქანი, ეგზომ გავრცელებული იმჟამინ-
დელ საქრისტიანოში, ენა ამოიდგა, კიდევ ერთხელ ახსენა თა-
ვისი ქმარყოფილები, მიხეილ დუკა და ნიკიფორე ბოტანაიტეს.
განა მარტო მათ გაუმწარეს სიცოცხლე თურქოპულებმა და ყიფ-
ჩაღებისაგან მოგროვილმა როქის სპამ?
„ვინღა ჩამოსთვლის, გეთაყვანე, რამდენი ჭირი შეჰყარეს
ყიფჩაღებმა იმ უბედურ ალექსი კომნენს, როცა იმპერატორის
საჭურჭლენი დაცალიერდნენ, კონსტანტინოპოლის ეკლესიები-
სა და მონასტრების სალაროებიდან გამოტანილი აურაცხელი
ოქრო-ვერცხლი ყიფჩაღთა თავკაცებს შეაჭამა ალექსი კომნენ-
მა.
ის აურაცხელი სიმდიდრე, რაც კეისრებს კონსტანტინე
დიდს, ბასილი ბულგართმმუსვრელს, ისააკ კომნენს, რომანოზ
დიოგენს და ალექსი კომნენს აზიისა და ევროპის ბრძოლის ვე-
ლებზე სისხლით მოეპოვებინათ, ეს ყოველივე უსისხლოდ და
უომრად მიიტაცეს იმ ყაჩაღმა ყიფჩაღებმა.

499 მკითხველთა ლიგა


ცნობილ მონადირეთაგან მაქვს განაგონი: თითქმის ყოველი
ნადირი ძღება თურმე. ლომი რომ ლომია, იგიცა. გაძღება თუ
არა ლომი, თავისი მსხვერპლის კბილებით დაბდღვნის უნარს
ჰკარგავს ხოლმე, მაგრამ ტურები, ტურები არასოდეს ძღებიან.
ისინი წაესევიან მეხის მიერ მოკლული ლომის ლეშს, კიტრი-
ვით გაფცქვნიან ძვლებს, მაგრამ ამის შემდეგ ბეღლებს თუ სად-
მე წააწყდნენ, ვირთხებზე ნადირობასაც არ ითაკილებენ.
ჩემს ახალგაზრდობაშიაც განაგონი მაქვს: ტომრებით გაზი-
დავდნენ ყიფჩაღთ თავკაცები კონსტანტინოპოლიდან ოქრო-
ვერცხლს, გაივლიდა რამდენიმე თვე, ისევ წარმოგზავნიდნენ
მოციქულებს სამეუფო ქალაქში.
ისევ გაატანდა კეისარი კომნენი საჭურჭლეთა ლოგოთეტს
ოქრო-ვერცხლით გაწკიპულ ვაშკარანებს და მცირე ხნით შეის-
ყიდიდა მშვიდობას.
კაცობრიობის უბედურება ეგაა, გეთაყვანე, რომ ბარბაროსე-
ბი მუდამ სჭარბობდნენ ამ მიწაზე, ისინი ყოველთვის უფრო
ძლიერნი იქნებიან, ვიდრე განათლებული და ქრისტიანი ერები.
სინათლე ბნელს მოერევაო, რომ დაწერილა, ეგ ჯერხნობით
კეთილი სურვილების გამჟღავნებაა მხოლოდ. მე აგრე მგონია,
ჩემი ქალური ჭკუითა და სხვა ჩემზე უკეთ უფალს ეცოდინება
ალბათ“.

***
არ თენდებოდა, თუმცა ოთხივეს ეგზომ ენატრებოდა გათენე-
ბა და გრაგნილის გახსნა.
გიორგი მეფემ იდაყვი დააყრდნო ბალიშზე.
ისევ აჩქამდა მძინარე სასახლე. მგელძაღლებმა ასტეხეს ყე-
ფა, გუშაგების ნელი სტვენა გაისმა. დარკინული კარების უხეში
რაჯგუნი, ფლოქვების წყვილ-წყვილი ტკაპუნი, მერმე ერთობ-
ლივი თქარუნი და ფრუტუნი, ბოლოს ულაყების განრისხებულმა
ხვიხვინმა და ჭაკების ისტერიულმა ჭიხვინმა გახვრიტა ციხე-
სასახლის თავანებზე დამხობილი ღამე, უსაშველოდ გრძელი,
როგორც ბედითი ამბის მოლოდინი.
„რა მოუსვენარი ღამეა!“ – ამბობდა გიორგი.
ვინ იცის, ეგებ დავითი და ნიანია მოსულანო, სთქვა მახარა-
იმ და დაგმანულ კარისაკენ გაემართა.
500 მკითხველთა ლიგა
მარიამ დედოფალი ააღელვა ამის გაგონებამ, ნიანიას სახე-
ლის ხსენება სამსჭვალივით ეცა გულზე. უწინარეს ყოვლისა, ის
გაახსენდა, უკაზმავი რომ იყო, შილიფად არ მომისწროსო
ნიანიამ.
ერთი გაიფიქრა, საწოლის დარბაზში წავალ და სასწრაფოდ
გადავიცვამო, მაგრამ მახარაიმ უკვე შემოასწრო კარში და უხა-
ლისოდ წაიდუდუნა:
„შამან ერისთავი, გვანცა და ათი თაკვერელი აზნაური გვეახ-
ლნენ დიდძალის ძღვნითა“.
გვანცას ხსენებაზე უნებლიედ შეკრთა მარიამი, ტუჩ-პირი
ყვრიმალთან მიუტანა ელენეს და წასჩურჩულა:
„როგორ? აკი გათხოვდაო გვანცა?“
ელენემ ღაწვზე მიდებული ხელი ძირს ჩამოიღო, მუხლის-
თავზე დასდო, ამოიოხრა და ნაღვლიანად სთქვა:
„ეჰ, მე უკვე დავიბენი, ავგუსტა, ამ აღრეულმა დრომ დიაცე-
ბიც გადარია, ხომ ნათქვამი აქვს ქართველ გლეხს: დედაკაცმა
თუ ერთი გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ დაამაგრებსო.
ვარდია მიამბობდა, შიმუნვართა წინამდგომი, რა გაიგო შა-
რაღანისძის ასულს ირთავსო დავითი, მონებდა მამამისს, არ-
გვეთის ერისთავის ერთადერთ ვაჟს უნდა გაჰყოლოდა გვანცა.
ნიშნობის დღეს დიდი ნადიმი გადაუხდია არგვეთის ერის-
თავს. შესაღამოვდა თუ არა, შეუძლოდ ვარო უთქვამს, საძილო
დარბაზში გაუყვანიათ თავის მდადეებს, მერმე ის იყო, თვალსა
და ხელს შორის გაპარვია მათ, თოკით გადასულა ქარაფზე
მდგარ ციხიდან...“
ლოყაზე ხელი იტკიცა მარიამმა და ხმის ამოღებაც ვერ შეს-
ძლო.
გიორგის უკვე ერეოდა თვლემა, უძილობისაგან დაოსე-
ბულს. ძილი ნელ-ნელა აბამდა მის ქუთუთოებზე თავის პოტიკს.
საჭურისის ფეხის ხმაზე თვლემას წაართვა თავი.
„რა გაიგე, მახო?“
„რა გავიგე და ბისტი. ჭყონდიდელის საწოლის დარბაზამდის
მისულიც არ ვიყავით, მეკარე ალექსა წინ გადამეღობა, ათუხ-
თუხდა:
სძინავსო მწიგნობართუხუცესს...

501 მკითხველთა ლიგა


საწოლის მწიგნობარი გვერდით მოესვა, თავათაც სწერდა,
ჟამიდან ჟამზე რაღაცას ედუდუნებოდა საწოლის მწიგნობარს.
დიდხანს ვიდექი და ბოლოს ფრთხილად ჩავახველე. თავი
აიღო, თავისი დაფანჩვული წარბები ზეასწკიპა.
რა გაგჭირვებიაო, მახო?
გულის გარედ მკითხა, თორემ უთქმელადაც მიმიხვდა წვე-
ვის მიზეზს. ჭყონდიდელმა თავისი გრძელი თითები ზედ დაადო
გრაგნილს.
დავით მეფის მოსვლამდის ჩემს თავსაც არ ვენდობიო ამ
წიგნის შინაარსს.
მერმე ესა სთქვა:
„განა მარტო საიდუმლოს არ გათქმის ამბავია აქ, თუ ცუდი
რამ სწერია ამ წიგნში, მე არ მინდა უსიამოვნო ამბის მაუწყებე-
ლი ვიყვე, უკეთუ სასიხარულო რამეა, დეე, დავით მეფემ გაიხა-
როს პირველად მისმა წამკითხველმა, არა? შენ რას იტყვი მახო,
ჰა?“
„რა მეთქმოდა, მართალია გიორგი მონაზონი“, დასძინა ქო-
სამ.
გიორგი მეფე ერთი მოიღუშა ვაგლახად, მის გულსაც მის-
წვდა ეს სიმართლე, მერმე კედლისკენ მიბრუნდა და წაიდუდუნა:
„ეჰ, ყველაფერი ჭირსაც წაუღია, როგორც ენებოთ, ისე წარ-
მართონ ეს ქვეყანა, ზეგისათვის მესათხევლენი მზად იყოლიე,
მახო“.

***
მეორე დღეს, ორშაბათს, ჭყონდიდელი დაბრძანდა სააჯო
კარში. საწოლის მწიგნობარი გვერდით მოისვა. ზარდახნის
მწიგნობარი მიმოდიოდა სააჯო კარსა და სასახლის ეზოში მოგ-
როვილ ხალხს შორის.
ეზოში თავი მოეყარათ აფხაზეთიდან, კლარჯეთიდან, ქარ-
თლიდან, კახეთ-ჰერეთიდან, კავკასიონის მთიანეთიდან ჩამო-
სულ ხეიბრებს ომებისას, დიდაზნაურთა, სამღვდელოთა მიერ
მიმძლავრებულთა, ომებში დაღუპულთა ქვრივ-ობლებს, უპოვა-
რებსა და გლახაკებს...
ჭყონდიდელს გულზე შემოეყრებოდა, როცა თვალს შეავ-
ლებდა ჟამთა სიავისაგან გასრესილ, დამახინჯებულ ადა-
502 მკითხველთა ლიგა
მიანებს, დამშეულებსა და დაოსებულებს, წამებისაგან სიგიჟის
ზღურბლამდის მიღწეულებს.
ერთნი ხმამაღლა ყაყანებდნენ, იწყევლიდნენ გაჩენის დღეს,
სხვა ასწლოვან ხეების ჩეროს შეხიზნოდნენ, უსიტყვოდ, უდ-
რტვინველად ისხდნენ, ან ხმადაბლა მასლაათობდნენ.
ყვიროდა ქადაგად დავარდნილი ზოგი, იმუქრებოდა, ილან-
ძღებოდა, გმობდა თავის გაჩენის დღეს...
ასეთი ვინმე ხელში ჩაიგდებდა ხოლმე თავმოდრეკილსა და
უთქმელ ჭყონდიდელს, თითქოს მას შესძლებოდა ერთ მშვენი-
ერ ორშაბათს დღეს განეკურნა ხალხისათვის ყველა წყლულება,
რაც მას მიადგა დიდი თურქობის, მიწისძვრების, გვალვების
მეოხებით.
გახელებულთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომელნიც განგე-
ბისად იგიჟიანებდნენ თავს, რათა ხელისუფლების გულმოწყა-
ლება გამოეწვიათ.
ჭყონდიდელს არ უმძიმდა მათი მოსმენა, რომელნიც უსიტ-
ყვოდ იტანდნენ ამ წუთისოფლის მუხანათობას. ისინი უმწეონი
იყვნენ თავიანთ ტანჯვის გამოხატვაში, ძლივს ბლუკუნებდნენ,
მარწუხით ამოჰქონდათ ხორხიდან სათქმელი...
წამებისაგან წელში გადრეკილი ადამიანები, რომელნიც გა-
ცილებით ნაკლებს სჩივოდნენ, ვიდრე მათი გამომეტყველება
და ჩაცმულობა ამას ამჟღავნებდა.
„მეს“ ნაცვლად „ჩვენს“ ამბობდნენ თავის თავზე, რადგან თა-
ვის თავს მარტოოდენ საკუთარი გვარის, ან ოჯახის განშტოებად
სთვლიდნენ.
ჭყონდიდელი სიამოვნებით უსმენდა მათ, რომელნიც არა-
სოდეს აყვედრებდნენ სახელმწიფოს თავის თავდადებას და მის
შედეგად მიღებულ წყლულებათ. ამას ყოველთვის ხიფათს აბ-
რალებდნენ, ან ბედისწერის მუხანათობას.
ასეთნი აგრე ამბობდნენ: გაჭირვებამ მოგვიყვანაო სააჯო კა-
რამდის. მარჯვენა რომ შემრჩენოდა, საგლახაოდ თავს არ გა-
ვიხდიდითო.
მეკრე ბასილამ შემოიყვანა წელში მოდრეკილი, ორჯოხზე
დაბჯენილი დევკაცი. როცა ვაზირთა უპირველესს ახედა მან,
ჭყონდიდელი შეკრთა.
იგი უცხვირო იყო.
503 მკითხველთა ლიგა
ჭყონდიდელი წამოდგა, რა მოგსვლიაო, შვილო?
ზურგის მალები მაქვსო დამსხვრეული ჩუგლუგის ცემისაგან.
ცხვირზე რა მოგივიდაო?
ეს ხორნაბუჯის ციხესთან შემემთხვაო, როცა ამირა გააქცია
დავით მეფემ.
თურქი მხედარი მოეკლა, ცხენს მოუნდომა დაპატრონება,
როგორც კი მისწვდა აღვირს, ცხვირი წააჭამა თურმე ცხენმა
(ჭყონდიდელს ჯონდი ერისთავისაგან ჰქონდა ეს ამბავი ყურ-
მოკვრით განაგონი).
სახელი ჰკითხა უცხვიროს.
გრძელ მიხოს მეძახიანო, სთქვა წელში მოკაკულმა ვაჟკაც-
მა. მოლარეთუხუცესთან გაგზავნეს გრძელი მიხო.
ახლა მეკრე ალექსამ შემოიყვანა გორგოლაჭზე შემჯდარი
მშვენიერი ვაჟკაცი.
რა გვარისა ხარო? – შეეკითხა ჭყონდიდელი უფეხოს.
„ჩვენა? გაგნისძე, შენი ჭირიმე“.
„სად დაგჭრეს?“
საფურცლესთანო, ნაღვლიანად სთქვა.
ეს კაცი ენაბლუ აღმოჩნდა. ჭყონდიდელს გული გაუწვრილ-
და მისი უმწეო ლუღლუღის მომსმენელს. მეკრე ალექსაც თან
ახლდა თურმე დავით მეფეს, ზედაზენის ბრძოლაში.
და სთქვა მისი გმირობის გამო ასეთი რამ ალექსამ. გაგნის-
ძემ თორიან ცხენოსან სელჯუკს მხარზე გადაუქნია ხმალი და
უნაგირამდის გაჰკვეთა იგი.
დაიმარტოხელეს აქ შვიდთა, ხუთი ჭრილობა მიაყენეს, სამს
კიდევ მისწვდა ხმლითა.
რა დაინახა, ეხლა სხვა ცხენოსნები გამოჰქროლდნენ მის-
კენ, მოეშვა ბრძოლას და ტყეში შეაგდო ცხენი, პერანგი შე-
მოიხია, ჭრილობები შეიხვია. ის-ის იყო, ცხენზე ადიოდა, ტყეში
ჩასაფრებული თურქები გამოსცვივდნენ და ჰაერში გაწვდილი
ცალი ფეხი მუხლთან წააჭრეს ხმლით.
თავზე დაადგნენ ძირს დანარცხებულს და სთქვა თურმე ერ-
თმა მათგანმა.
ნუ მოვკლავთ, მეორე ფეხი წავაცალოთ, თორემ მოიწყენსო
ცალი ფეხი მარტო.

504 მკითხველთა ლიგა


სამ დღეს წოლილა ეს ბედშავი ტყის პირად, თავის ორივე
ფეხს შორის დაგდებული, ვიდრე მამკოდელმა გლეხებმა არ
იპოვნეს.
ჭყონდიდელმა შენიშნა, როცა ალექსა ჰყვებოდა ამ ამბავს,
გაგნისძე ფითრდებოდა, თითქოს ხელახლა განიცდიდა გან-
ვლილ წამებას.
შვიდი ხეიბარი შემოიყვანეს მეკრეებმა. ზოგს ცალი თვალი
ჰქონდა ამომწვარი, ზოგსაც – ორივენი. ზედაზენის ციხეში გაგ-
ზავნილი მსტოვრებისათვის თვალები ამოეთხარათ თურქებს,
როცა დავითმა ეს ციხე აიღო, ერთი კვირის შემდეგ ციხის
ხვრელში ყოფილან ისინი გალურსული, რადგან არ იცოდნენ,
თუ ვინ აიღო ციხე.
დაღამებამდის უსმენდა ჭყონდიდელი ომის სხვა ხეიბართა,
უპოვართა და გლახაკთა ჩივილს, ზარდახნის მწიგნობარს მო-
ლარეთუხუცესთან მიჰყავდა ისინი.
ამდენი უბედურების პირიდან მოსმენილი ვაება ჭყონდიდე-
ლის გულში გადმოინთხა, ამ წუთში აგრე ეგონა მას: საკარ-
ცხულზე დარჩებოდა სულამოხდილი...

***
უკვე ღამდებოდა, როცა საბიამ და ალექსამ საწოლის დარ-
ბაზში წაიყვანეს ვაზირთა უპირველესი. დიდხანს იწვა იგი გაოგ-
ნებული პირაღმა და ფიქრობდა:
რა უშველისო ამდენ სვედავსილთ?..
არც ძილი შეეძლო, არც ლოცვა და არც წიგნის კითხვა, თავი
სტკიოდა, თვალები ეწვოდა.
მესტუმრეთუხუცესი ორგზის მოადგა კარს. სადილობა შეახ-
სენა, მაგრამ ხმა არ გაიღო ჭყონდიდელმა, როცა მესამეჯერ მო-
სულმა უთხრა, შენი ძუძუმტე ბესა და შავი ღვთისმშობლის ხუცე-
სი, ექვთიმე, სასადილო დარბაზში სხედანო, უსიტყვოდ წამოდგა
და თან გაჰყვა მესტუმრეთუხუცესს.
ბესას მცირეოდენი ძღვენი ჩამოეტანა თავის ძუძუმტესათ-
ვის. ლობიანები, კეცზე შემწვარი კალმახები. ეს ყოველივე მუ-
ხის ნოშოში იყო შეფუთვნილი.
ახლა კოლხურად დაშაშხული კვერცხები ამოალაგა ბესამ
თავის აბგიდან, მზვარეში გამხმარი ყველი და ცოტაოდენი წან-
505 მკითხველთა ლიგა
დილი. ეს იყო ყველაფერი, რასაც მთელი თავისი სიცოცხლის
მანძილზე სჭამდა მონაზონი გიორგი.
ბესას დანახვამ გუნება შეუცვალა ჭყონდიდელს. გამოკით-
ხავდა, შვილების, შვილისშვილების ამბავს, თვით ის ფოთრიც
მოიკითხა ჯიხვისა, რომელიც ბესას თავათ დაუჭერია და გამო-
უზრდია.
თვალი გაუბრწყინდა ბესას, ვაზირთა უპირველესმა რომ
მოიკითხა მისი საყვარელი ფოთრი.
„ახლაც რომ ნახო, ბევრს იცინებ, როგორ დაკვინტრიშებს
იგი თავის თანაკბილა ციკნებს შორის, მივა დედათხასთან, თა-
ვათ ციკნებზე უფრო მაღალია, დაუჩოქებს და ეჯაჯგურება თხა-
დედობილის ჯიქანს“.
ჭყონდიდელი იღიმებოდა თავისი შეუდარებელი ღიმილით.
ბესა განაგრძობდა ჯიხვის ფოთრის ქებას. რაღაც უცნაურად
საამური სუნი აქვსო ჯიხვის ფოთრს, სპეტაკი, უზაკველი თვალე-
ბი, თხის თვალებს არა ჰგვანანო ისინი, ციმციმა, ეშმაკურ თვა-
ლებს.
ბავშვებთან ერთად წვება და დგებაო ფოთრი. თვით ჩვენ
ძაღლებს არ ერიდება, არც ძაღლები ერჩიანო მას.
ჭეშმარიტად ჩვენი ოჯახის წევრი გახდაო ეგ ფოთრი, – გა-
ნაგრძო ბესამ, – როცა იგი სადმე გაუჩინარდება, მეც ბავშვებ-
თან ერთად ვღელავო, თავისი თხადედობილი ხომ სულს ურჩევ-
ნია... სულ გადაავიწყდაო თავისი დედიკო-ჯიხვი, სვანეთის
მთებში ლაღობა და მჟავე წყლების გემო.
ეს კალმახები სად დაიჭირეო? – ეკითხება ჭყონდიდელი ბე-
სას.
წაჩხურაშიო, მიუგებს.
ეხლა საჭყონდიდლოს დიდი ჭყონი მოიკითხა ვაზირთა
უპირველესმა, რომლის ჩეროში ბაგრატ მესამეს, ბაგრატ მეოთ-
ხეს და ორივე უკანასკნელ გიორგის პური უჭამიათ.
დიდებულად არისო დიდი ჭყონი, საუკუნეთა გრიგალებსა და
მეხთატეხას გადარჩენილი.
შინაური ხოხბები თუ გყავსო წრეულს?
ამ გაზაფხულზე თოთხმეტი კვერცხი მოიტანესო ბავშვებმა
ტყიდან, ქათამს გამოაჩეკინეს, წიწილებთან ერთად დასდევენო
კრუხს.
506 მკითხველთა ლიგა
ხომ არ ჰკლავთო წამოჩიტულებს?
ბესას გაეცინა:
„ჩვენ ხომ მეფეებსავით მდიდრები არ ვართ, უსაუზმოდ ვარ-
ჩინოთ ხოხბები და გემოც არ გავუსინჯოთ მათ ხორცს?“
თხები თუ გყავსო წრეულს?
ბარე ორმოცი ჰყოლია ბესას.
თხის რძე მარგებელიაო, გულის გარედ სთქვა ჭყონდიდელ-
მა, თანაც მოიგონა ის პატარა, ფერადი ჯამი, საიდანაც თხის
რძეს ასმევდა დედა... რაღაც უცნაური ტკივილი იგრძნო დედის
გახსენებისას მოხუცმა.
ბესამ სთქვა, თხის რძე ძლიერ რგებსო ბავშვებს, თხის რძით
გაზრდილ კაცსა და ცხენს ოფლი არ გამოსდითო.
მცირე ხანს სდუმდა და ქერეჭს აცლიდა კალმახს და ისე
სჭამდა ჭყონდიდელი.
„რასა შვრები, გიორგი?“
„იცი, ბესა, მე ერთხელ სიყმაწვილეში ვნახე, გველს ხახაში
გაერჭო კალმახი. ამის შემდეგ ყოველთვის ვაცლი ქერეჭს“.
„განა გეშინია გველისა?“
ძლიერო. მიუგო კითხულმა ღიმილით.
„თურქების არ გეშინია და გველის გეშინია, შე კაცო?“
„მე არავის მეშინია, ღვთის გარდა“, სთქვა აუმღვრევლად
გიორგიმ.
ჭყონდიდელმა ისევ გაიღიმა და დადუმდა. ხელახლა გააცა-
ლა ერთ კალმახს ქერეჭი და მერმე ეს ჰკითხა ძუძუმტეს:
„მამიჩემის ნამოსახლარზე ერთი ვაშლის ხე იდგა ბებერი,
ჩემსავით ბებერი. კამეჩის ქედის სიმსხო ვაზი ჰქონდა იმ ხეს
გარს შემოგრაგნილი. ნეტავ, თუ კიდევ სდგას თავის ალაგას ის
ხე?“
ბესამ გულდაწყვეტილად მიუგო. ვაშლის ხე დიდი ხანია გახ-
მა, წრეულს მეხმა დაარტყა, ჩვენმა ღარიბმა მეზობლებმა მოს-
ჭრეს, მათმა ბავშვებმა ხელ-ფეხი მოიტფესო.
„ვაზი რა იქნა?“
„ვაზი მოსჭრეს, რადგან სიბერისაგან გაბერწდა იგიცა“.
ნაღვლიანად მიუგო ბესამ.
„ჰო, ის, რაც გაბერწდა, მას ცეცხლი უნდა შეუგზნო“.
სთქვა ვაზირთა უპირველესმა.
507 მკითხველთა ლიგა
ჭყონდიდელს იამა ეს უბრალო საუბარი უმნიშვნელო ამბე-
ბის გამო. იგი მცირე ხანს სდუმდა, ყოველივე ამას მისი დაქან-
ცული გონება მიჰყავდა ყრმობის სანეტარო ელიზიუმში, სადაც
ადამიანის თვალს ჯერაც ბისტი აქვს გადაკრული და ამიტომაც
მან არა იცის რა საშინელებისა, რომლის სახელია: არსებობის-
თვის ომი.
მესტუმრეთუხუცესი გაშეშდა კარებთან, ჭყონდიდელს კიდევ
უნდოდა თავის ძუძუმტესთან საუბრისათვის გადაეყოლებინა
დილანდელი მძიმე განცდანი, მაგრამ მესტუმრეთუხუცესის და-
ნახვაზე მოაგონდა მისივე ნაბრძანი, თუ საერისთავოებიდან ჩა-
მოსული მშენებელნი გვეახლნენ, სადაც არ უნდა ვიყვე შემატ-
ყობინეთო.
კარის ალაგთან შეეკითხა იგი მესტუმრეთუხუცესს:
„ხომ არავინ მოსულა, ანგია?“
ჭროღათვალება ახმახი წელში მოიდრიკა და უპატაკა: განა
თუ ერთი, ბარე ათთორმეტი კაცი გეახლათო, შენო მეუფებავ.
მიდიოდა საგამგეოსკენ, დერეფნებში მის გამოჩენაზე ქუდს
იხდიდნენ, მოსიყვარულე თვალებით აცილებდნენ, უკან მიჰყვე-
ბოდნენ ხმაგაკმენდილნი. კარებთან მერემეთუხუცესი შენიშნა,
აღელვებული სჩანდა, იგი.
„რა გაგჭირვებია, შიო?“
ისედაც ენაბრგვილი იყო შიო, ქუდი თავიდან მოიგლიჯა,
წრფელი და თავდადებული სიყვარულით ეამბორა მოხუცს ხელ-
ზე, საწყალობელად აბლუკუნდა მერემეთუხუცესი.
საცხენისში ჯორების რემა გაუწყვეტიაო იელს, შიოს ხელში
ეჭირა მთელი ბღუჯა იელისა.
„აი, ამ ტიალს, შენო მეუფებავ!“
ჭყონდიდელმა გამოართვა იელის ბღუჯა, თვალებთან ახ-
ლოს მიიტანა იგი, უყნოსა და უკან დაუბრუნა შიოს.
„სად წააწყდაო ჯორების რემა იელს?“
„საცხენისს ქვემოდ ველია ერთი ნაჭაობარი, ლაქაში იცის
მაგ დასაქცევში, ლაქაშში მოუცელავთ გლეხებს გასულ წელს
და ეს იელი ამოსულა. ვეუბნებოდი მერემეს გიგოლას, ნუ
გარეკავთ-მეთქი ლაქაშებისაკენ ჯორებს...“

508 მკითხველთა ლიგა


უკვე საგამგეოში იჯდა ჭყონდიდელი, უცნაურად დაღლილი
სახე ჰქონდა, ოდნავ წელში მოდრეკილსა... მერემეთუხუცესი
არა სცხრებოდა, ახალ უსიამო ამბავთა საუწყებლად მოსული.
„ქოთაოს დაუხოციაო ორასი ფაშატი არსიანის მთებში. რკი-
ნის პალოს39 სანახებში თურქი მეკობრეები შემოჭრილან, სამი
მერემე მოუკლავთ, ერგასი სატალახო ცხენი წაუსხამთ და სამო-
ცი წმინდასისხლიანი ულაყი.
დევაბოინის მთებიდან მოდენილი ცხენის რემა დავათვლე-
ვინე, – ჩივოდა გულდაწყვეტილი მერემე, – მგლის ხროვას გა-
დაყრიან, ასზე მეტი ჭაკი შეუჭამიათ. ბიჭები მაგრად დადგომიან,
თორემ მთელ რემას გააფუჭებდნენ ის ვერანანი“.
ახლა ხუროთმოძღვართუხუცესი და მისი ნაცვალი მიუახ-
ლოვდნენ ვაზირთა უპირველესს. თაყვანი სცეს, ხელზე ეამბორ-
ნენ, საპატიო მანძილზე უკუდგნენ და მოახსენეს:
აპრილის დამლევს მომხდარმა მიწისძვრამ მძიმედ
დააზიანაო წაღვლისთავის სასახლე, ერთი გოდოლი სავსებით
დანგრეულა, კარის ეკლესიის სამრეკლო ჩამოქცეულა, მნათე
უმსხვერპლიაო ამ ხიფათს.
არც ბოჭორმისა და ნაოხარას სასახლეებიაო უკეთეს დღეში,
ბოჭორმის სასახლის სამხრეთის კედელი სამ ადგილას გაუბზა-
რავს, ცალ კიდეზე ბალავარი ძირს დაწეულაო.
ნაოხარში შრამელები სრულიად დაქცეულან. ხვარაზმის ხი-
დისთვის ორი ბურჯი გამოუცლია ჭოროხს.
ციხისთავები შემოიყვანა საწოლის მწიგნობარმა... ისინიც
ითხოვდნენ დაუყოვნებლივ შველას, სამშენებლო მასალებს,
ფულად სახსრებსა და მუშახელს.
ახლავე უნდა შევაკეთოთ ყველის ციხე, კალმახის ციხე, ოქ-
როს ციხე, ციხე საქართლისა, დედაციხე; გულდასმით შეკეთება
სჭირდებაო ლაკვათის, ჯვარის, უჯარმის, ფანასკერტის, ფანაკა-
რის და თორღვას ციხეებს.
ახლა გზათა შეკეთებას ითხოვდნენ სხვანი: ნიაღვრებს გა-
დაერეცხა დიდი გზა საქართველოს ყელისა ახალციხიდან არ-

39რკინის პალო იმყოფებოდა საქართველოს და ბიზანტიის საზღვრებზე XI-


XII საუკ
509 მკითხველთა ლიგა
ზრუმს მიმავალი. ზვავებს და წვიმებს დაუზიანებია ჩრდილის ხე-
ვის, ქიმერეთის ხევის და ჭერეთხევის თემშარები.
საწოლის მწიგნობარი იჯდა და იწერდა ჭყონდიდელის მიერ
გაცემულ განჩინებებსა და განკარგულებებს, რომელნიც დავით
მეფის სახელით იგზავნებოდნენ.
თითქმის ყველას უმეორებდა ვაზირთა უპირველესი: „ამ
წელს მთელი ჩვენი გულისყური და სახსრები კახეთ-ჰერეთის
დაქცეულ ციხეთა შეკეთებას მოუნდა. დავით მეფე თავათ ხელ-
მძღვანელობდა ამ საქმეს.
გაუძლის პირობებში მგზავრობდა იმ მხარეში, სამგზის გა-
ცივდა პატრონი, უფლის შემწეობით ეს ყოველივე კეთილად და-
ვაგვირგვინეთ.
ამ საქმეთა დაყოვნება მე უნდა დამედოს ბრალად, ხევში
წასვლის წინ მე და ჯონდი ერისთავს გვიბრძანა პატრონმა, ამ
საქმეთათვის მოგვეხედნა, მაგრამ მე მანგლისში ავად გავხდი,
ამიტომაც დაგვაგვიანდაო სათანადო ღონისძიებათა მიღება“.
ჭყონდიდელის საწოლის დარბაზში უკვე სასანთლენი ანთე-
ბული ჰქონდა საბიას, საწოლის მწიგნობარმა მოაცილა მოხუ-
ცი...
საღამურ ლოცვის დაწყებას აპირებდა ჭყონდიდელი, უკვე
მიუხაროდა საწოლისკენ დაქანცულს, სწორედ ამ დროს ისევ შე-
მოჰყო თავი მესტუმრეთუხუცესმა, ანგიამ.
იოანე ქართლის კათალიკოსი და დირბელი ეპისკოპოსი
მაქსიმე გეახლნენო, შენო მეუფებავ.
ჭყონდიდელს არ ეამა მათი მოსვლა ამჯერად.
დარიალის ხეობაში გამგზავრების წინადღით დავით მეფემ
ასეთი განკარგულება დასტოვა: არამც და არამც არ მიეცა ჭყონ-
დიდელს თანხმობა, იარუსალემის ქართულ მონასტრებისთვის
გამოსაღებ თანხების გადაგზავნისა.
მისი ნაბრძანიდან ასე გამოდიოდა: არც გადაჭრილი ჰო ეთ-
ქვა და არც უქცეველი უარი.
ჭყონდიდელი უხერხულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი
ამ შემთხვევაში... ამ საკითხებში მისი აზრი უფრო კათოლიკო-
სის მხარეზე იხრებოდა, მაგრამ მეფეს არ უმხელდა ამას.
დავით მეფე ამჯერად არც ჭყონდიდელს ანდობდა თავის შე-
ხედულებას. ბოლოს და ბოლოს, აქ მარტო უგზოობის ამბავი
510 მკითხველთა ლიგა
როდი იყო, ის თანხები, რომელნიც იერუსალემის ქართულ მო-
ნასტრებისთვის იყო განკუთვნილი, იმჟამად ხმარდებოდა ციხე-
თა შეკეთებას და მუდმივი ლაშქრის შექმნის საქმეს უპირატე-
სად.
ერთი მესამედიც სააჯო კარის სალაროში შედიოდა, დავით
მეფის ბრძანებისამებრ, რადგანაც იგი კარგად ჰხედავდა,
ხალხს ჯერაც არა ჰქონდა მოშუშებული სელჯუკიანებთან ომე-
ბის მიერ მიყენებული ჭრილობები და მატერიალური ზიანი.
ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ვითარება ხელს უშლიდა ამ გა-
მოსაღები თანხების იერუსალემს გადაგზავნის საქმეს...

***
ქრისტიანული ერის პირველი ათეულის მომდევნო საუკუნე-
ში არა მარტო საქრისტიანოს, ისლამურ სამყაროსაც შეუჩნდა
რელიგიური დაეჭვების მღილი.
არაბული და ძველბერძნული ფილოსოფოსების ზეგავლე-
ნით რელიგიურმა სკეპტიციზმმა მოიკიდა ორივე სამყაროში ფე-
ხი.
ეს საგრძნობი გახდა არა მარტო იტალიასა და ბიზანტიაში,
კონსტანტინოპოლისა და პალერმოს სასახლეებში, თვით მუ-
სულმანურ სასულტანოებშიაც, ასსასინების – ისმაელიტების
მოძრაობის სახით...
ასსასინები ხოცავდნენ არა მარტო სულტნებსა და ამირებს,
ხოჯებსა და მოლებს უვარდებოდნენ მიზგითებში...
პლატონს, არისტოტელს, ავეროისსა და იბნ-სინას კითხუ-
ლობდნენ ქრისტიან იმპერატორებისა და მეფეების კარზედ.
იდეები, ისე როგორც ეპიდემია, ატმოსფეროს გადააქვს
ხოლმე და ეს ხდებოდა თვით ისეთ ეპოქაში, როცა არც ელმავ-
ლები იყვნენ, არც ავიაცია, ჯანჯალა ქარავნები და ოთხცხენიანი
ეტლები და პალანკინები დადიოდნენ მსოფლიო გზებზე.
დავითი გულმოდგინედ მალავდა თავის ბოლოჟამინდელ
გულგრილობას რელიგიისადმი, რადგან იგი ხედავდა, თუმცა
შინაური მტრები მან დათრგუნა, მაგრამ გარეშენი ჯერაც მომ-
დოვრილნი არ იყვნენ.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შემდეგ განპატიჟებული
ეპისკოპოსები და ძმანი თავადთაგანნი გულმოდგინედ გესლავ-
511 მკითხველთა ლიგა
დნენ მას, ჩუმ-ჩუმად, მაგრამ ერთობლივად და დაჟინებით ქირ-
დავდნენ არა მარტო მეფეს, მის უახლოეს მეგობრებს: მახა-
რაისა და ნიანია ბაკურიანს, მეფის სპასალარებს და თავათ გი-
ორგი ჭყონდიდელსაც.
ახლა ახალი საბაბი ჩაუვარდათ ხელში შავი სამღვდე-
ლოების თავკაცებს, იერუსალემის ქართულ მონასტრებისათვის
განკუთვნილ თანხებს, რომელნიც იერუსალემელი მონასტრის
წინმდგომებს, ბერებსა და მოწესეებს უნდა მოხმარებოდათ,
ცხენებსა და ჯორებს აჭმევსო დავით მეფე.
ეპისკოპოსი დირბელი მაქსიმე, რომელიც რუის-ურბნისის
საეკლესიო კრების შემდეგ დავითის მიერ იყო აღზევებული, სი-
ჭაბუკეში თავათაც კრიჭაში უდგა ქვაბავაზაკებს, მაგრამ საეპის-
კოპოსო კათედრა რა მიიღო, გაზულუქდა, ბრმადმორწმუნე გახ-
და.
ეგ კიდევ ცოტაა: მაქსიმემ ზედმიწევნით გადმოიღო ქვაბავა-
ზაკთა ზნენი და ჩვევანი. იგი თავის სამწყსოს უცქეროდა რო-
გორც „წყალობითი ღვთისაითა“ მინიჭებულ სამკვიდროს.
დიაცებს ხიბლავდა ომახიანი გარეგნობით, მრგვინავი ხმით,
კვირინჩხივით შავი და ხუჭუჭა თმა-წვერით, რაც უმთავრესია,
თავისი ენამზეობით.
ბერძნული ენის შესანიშნავ მცოდნეს ზუსტად შეთვისებული
ჰქონდა ის ყალბი პათოსი ბიზანტიელი რიტორებისა, რომელ-
თაც არ ესმოდათ, პათეთიური მანჭვა მხოლოდ უვიცთა გულის-
ყურს თუ მიიტაცებს, რამდენადაც, პათოსი როგორც კი გადალა-
ხავს ბუნებრივობის სამანს, ზეგავლენის, მონუსხვის უნარს დაჰ-
კარგავს უცილოდ.
თავის ეპარქიაში მოგზაურობის დროს ეპისკოპოსი მაქსიმე
ურცხვად ელაციცებოდა მოხუცებული ერისთავების ახალგაზ-
რდა ცოლებს, მათ ოჯახებში სტუმრად მისული.
ავი ენები იმასაც ამბობდნენ: მცხეთის დედათა მონასტრის
იღუმენიას, დიდაზნაურის ქვაბულისძის ცოლყოფილს – ანასტა-
სიას, გულის მიჯნურიაო დირბელი მაქსიმე.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ცნობილი იყო: მცხეთაში
ჩასვლისას, რატომღაც ხურვებას მოიმიზეზებდა, რამდენიმე ღა-
მეს გაათევდა დედათა მონასტერში.

512 მკითხველთა ლიგა


პირმშვენიერი ანასტასია პირადად ემსახურებოდა „ლოგი-
ნად ჩავარდნილს“, ტლეებს ადებდა, ღამეებს უთევდა, საკუთარი
ხელით მოხრაკულ ორაგულს მიართმევდა დიაცებისა და თევ-
ზეულის უზომოდ მოყვარულს.
ამიტომაც „ახურვებული ეპისკოპოსი“ შეარქვა ერისხმამ
მაქსიმეს.
სწორედ ეს „ახურვებული მაქსიმე“ დიაცივით ჭორაობდა თა-
ვის მინდობილთა წრეში: დავით მეფემ კლდეკარის ერისთავი
საბერძნეთს გადაასახლა, მისი ქალი ქარიმან სეტიელს გააქრო-
ბინა, როგორც კი ხორციელი ჟინი მოიოხაო.
ახლა შამან ერისთავის ასულს, გვანცას, უმიჯნურდებაო მე-
ფე.
ქარიმან სეტიელს ზუსტად ჰქონდა მინიშნებული მაქსიმეს
ოინები, ყოველ წუთს აპირებდა მის მომდოვრვას, მაგრამ და-
ვით მეფემ არ დაანება, მხოლოდ ესა სთქვა:
„ქვაი ნატყორცნი გულმართალისა და მდუმარის მიმართ,
მის გამტყორცნელს მიუბრუნდება უკან“.
მაქსიმე თავათ ვერა ბედავდა მკლავმაგარ დავით მეფესთან
შებმას, ამიტომაც შეუჩნდა იოანე კათოლიკოსს და მოსვენებას
არ აძლევდა მას: როგორმე გამოვძალოთო იერუსალემელთათ-
ვის გამოსაღები თანხა დავით მეფეს.
როცა ჭყონდიდელი და კათალიკოსი დინჯად და აუმღვრევ-
ლად საუბრობდნენ, მაქსიმე მოუსვენრად ცქმუტავდა საკარ-
ცხულზე.
მას ჩვევა ჰქონდა ასეთი: როცა არ ლაპარაკობდა, სათითა-
ოდ ხელს ავლებდა საკუთარ ულვაშს და ღერ-ღერად კვნეტდა,
ღეჭავდა, მერმე ფრთხილად ამოაცოცებდა ცხვირსახოცს და
უჩუმრად იხოცავდა ბეწვიან ნერწყვს.
დიდხანს გაგრძელდა პაექრობა ჭყონდიდელსა და კათოლი-
კოსს შორის. ჭყონდიდელი დაბეჯითებით არწმუნებდა კათოლი-
კოსს: სახიფათოაო არა მარტო ვაჰარშაპატსა და ისპაჰანს შო-
რის გზა, ჯერაც შესწავლილი არა გვაქვსო სხვა დანარჩენებიცა.
ხუფთიდან კონსტანტინოპოლზე გავლით გადავგზავნოთ
თანხები, მე წარვგზავნიო სამ ბერს, რომელთაც სამგზის მოვ-
ლილი აქვთო სირია და პალესტინა, მოკრძალებულად ჩაურთო
სიტყვა მაქსიმემ.
513 მკითხველთა ლიგა
ჭყონდიდელმა შეხედა მის მარღია თვალებს, ბრაზისაგან
არეულს და მშვიდად მიუგო:
„ამ დღეებში გიორგი მეფეს ეახლა ბერი იოანე უხამური და
ჰკითხეთ, რა დღე აყარეს თურქმა მეკობრეებმა მას იერუსალე-
მიდან ნიკომედიაში ჩამოსვლამდის, საქარავნო გზაზე. უკანას-
კნელი ბერული ჩოხა ლამის იყო არ გახადეს ბედშავს“.
მაქსიმესაც სწვევოდა ბერი იოანე წინადღეს, ეს არ გაამხი-
ლა, ხმა ჩაიკმიდა და კიდევ ერთი ბეწვი მოკვნიტა თავის მაყ-
ვლისფერ ულვაშს...

***
დაწოლის წინ ხანგრძლივად ილოცა ჭყონდიდელმა იმ ღა-
მეს. თავათაც ბრმადმორწმუნე იყო ჭყონდიდელი, იოანე ქარ-
თლის კათოლიკოსისა და მაქსიმე დირბელის გაწბილება ძვი-
რად დაუჯდა მას.
დიდხანს იჯდა თავის მაგიდასთან, ორივე ხელით ძლივს
იმაგრებდა მთელი დღის ჯაფისაგან დაოსებულ თავს.
სადღაც, სულის მისის ქვესკნელში ღიმღამობდა ასეთი იჭვი:
ვაითუ პატივდაკლებული ეპისკოპოსები და მაქსიმე დირბელი
მართალნი იყვნენ, დავით მეფეს მართლაც შეეპარაო გულგრი-
ლობა უფლის ეკლესიის მიმართ, ამიტომაც არა სურსო იერუსა-
ლემის ქართულ მონასტერთათვის განკუთვნილი გამოსაღების
გაგზავნა?!
ახლა ნიანია ბაკურიანსა და მახარაის მისწვდა მისი ფიქრი...
ისინი აწვდიდნენო მეფეს არაბულ საკითხავებს, მარიამ დედო-
ფალსაც მიუძღოდა აქ მცირედი ბრალი, ეს მან ჩამოიტანაო ნა-
ჭარმაგევში იმ წარმართი პლატონისა და არისტოტელეს წიგნე-
ბი.
როგორც იქნა, წაართვა ჭყონდიდელმა ეგზომ ბნელ ფიქ-
რებს თავი, ახლა გაიხსენა, ჩვეულებისამებრ, მოეკითხა საწო-
ლის მწიგნობრისათვის, შეადგინა თუ არა მან ნავარაუდევი გან-
კარგულებანი და განჩინებანი მეორე დღეს საერისთავოებში გა-
საგზავნი?
ამაოდ უძახა მეკრეს:
„ალექს, ჰაუ ალექს“.
ჩქამი არ ისმოდა...
514 მკითხველთა ლიგა
ახლა ეს გაიფიქრა, კარს გამოვაღებ და დერეფანში გავძახე-
ბო მეკრეს. ძლივს მიხოხდა კართან და ძაბუნი ხმით დაიძახა:
„ალექსს“.
ნამძინარევი ალექსა შეშფოთებული მოვარდა, მყისვე შე-
ნიშნა, შეუძლოდ რომ იყო მოხუცი. ბესას დამიძახეო, უბრძანა
ჭყონდიდელმა და ორივე ხელით მოეჭიდა რაზას კარისას.
ბესა შილიფად შემოვარდა ზარდაცემული. ბალღივით აიტა-
ტა თავისი ძუძუმტე, მარხვისა და შრომისაგან დაოსებული, სა-
წოლთან მიიტანა გაოცებულმა: ეს ხორცგალეული ჩონჩხი რო-
გორ ზიდავსო რკინის პერანგს, ან ნიადაგ ჯორზე ჯდომას რო-
გორ უძლებსო?
სხვა რამეც აოცებდა ბესას: რა თავგამეტებით იბრძვისო ეს
კაცი, რომლის სახელზე ერთი ხეც არ სდგასო მთელს საქართვე-
ლოში?!
მეკრე ექიმთან გაქცეულიყო, სულ მალე მოვარდნენ ექიმი
ქაჩიბაისძე და საბია... ცხელი წყლით სავსე ტაშტი მოატანინა
ექიმმა, ჭყონდიდელი წამოაყენეს, ბესა და საბია მისწვდნენ მის
ფეხებს, მაგრამ იუარა ჭყონდიდელმა, არ დაანება მათ ფეხის ბა-
ნა, აგრე სთქვა:
ქრისტე თავის მოწაფეებს, დიახაც, ჰბანდა ფეხს, მაგრამ ფე-
ხის ბანას მათ არ ანებებდაო.
ანაზდად გამომჯობინდა სულთმობრძავი, კედლისკენ მიბ-
რუნდა და, როგორც ღვაწლით დამაშვრალთ სჩვევიათ ეგ, ბალ-
ღურმა ძილმა შეიპყრო იგი.
და ეზმანა:
დიდი ჭყონის ქვეშ, მამისეულ სახლში, წაჩხურას პირად
დარბოდა ფეხშიშველი ბავშვი. დედა, მამა და ძმები... ყველანი
შინ იყვნენ...
მოლაღურები კაკლის ხეებზე გალობდნენ, თეთრ ციკნებსა
და კოლხურ ხოხბების ლაპებს დასდევდა გახარებული ბალღი...
ფარშავანგის უხეირო ჩხავილმა გამოაღვიძა.
ჭყონდიდელი იწვა პირაღმა და ისე ოცნებობდა, თითქოს
თვალნათლივ ხედავდა შრომითა და ბრძოლით გავლილ გზას,
რომლის ერთ კიდეზე ფეხშიშველა ბალღი იდგა, ხოლო მეორე-
ზე – ხორცდაშრეტილი, მაგრამ სულით ძლიერი, აბჯროსანი მო-
ხუცი.
515 მკითხველთა ლიგა
ძილი წაეპოტინა ჭყონდიდელის ქუთუთოებს, შენიშნა,
აღელვებულ საბიას სასანთლეების ჩაქრობა დავიწყნოდა.
ალექსას ხმობა დააპირა, მაგრამ შეეცოდა მოხუცებული მეკრე,
ეს გაიფიქრა, წამოვდგები როგორმე და თავათ ჩავაქრობო სა-
სანთლეებს.
სწორედ ამ დროს ფრთხილი დახველება შემოესმა კარებს
გადაღმა და საბიამ თავი შემოჰყო კიდევაც, რაღაც გრაგნილი
ეჭირა ხელში.
„მე ისე შემაძრწუნა შენმა ავად გახდომამ, უნეტარესო, სა-
სანთლეთა დაქრობაც კი დამავიწყდა მე სვედავსილს“.
მერმე გრაგნილი წინ დაუდო ლოგინში მწოლს საბიამ და
წაიდუდუნა:
„ესეცაა ციხისთავმა გადმომცა, ისპაჰანიდან მოუტანია ნა-
შუაღამებს მალემსრბოლს“.
ამ ამბავმა ავადმყოფობა გადაავიწყა ჭყონდიდელს, საბიას
უბრძანა, ორი მოზრდილი შანდალი მის თავთით დაედგა, ბალი-
შები ზურგს უკან შემოიწყო ლოგინში წამომჯდარმა.
თავათ ახსნა ბეჭდები გრაგნილს, ზედ თვალებთან მიჰქონდა
იგი და კითხულობდა.
ხელახლა გადაიკითხა, მერმე ისევე დაგრაგნა ჯოჯიკის მიერ
გამოგზავნილი წიგნი, სასთაულს ქვეშ ამოიდო. საბიას უბრძანა,
სასანთლენი ჩააქრეო.
პალატაში ბნელოდა, ხოლო საწოლის ღვთისმშობლის წინ
ბჟუტავდა უქრობელი კანდელი...
თვალი აარიდა მოლიცლიცე შუქს, რომელიც ამაოდ ებრძო-
და პალატაში შეხიზნულ ღამეს, კედლისკენ მობრუნდა მწოლა-
რე და ფიქრების ქარავანს მიჰყვა მისი დაუცხრომელი გონება...
პირაღმა იწვა ბნელში გატვრინული ვაზირთა უპირველესი,
კელასავით ირეოდნენ მის გონებაში ფიქრები...
...სელჯუკიანთა სასულტანოში ისევ ბობოქრობდა აღრევა...
იუწყებოდა ჯოჯიკი, თუმცა ბარქიაროკმა დახოცა თავისი ორი
ძმა და ბიძა, ამირა ტუტუში, მაგრამ ჯვაროსნების მიერ ან-
ტიოქიისა და იერუსალემის აღებამ შეასუსტა მათი სწრაფვა აფ-
რიკისაკენ. ამ აღრევაში დიდი წილი დაიდეს ასსასინებმა – ის-
მაილიტებმა, რომელნიც ხშირად შველოდნენ თურქების წინა-
აღმდეგ აჯანყებულ სომხებსა, ბერძნებსა და ჯვაროსნებს.
516 მკითხველთა ლიგა
სხვა მტერიც ჰყავდათ ისპაჰანურ შტოს სელჯუკიდებისას, სა-
ხელდობრ, რუმის ეგრეთ წოდებული ბიზანტიის მიტაცებულ
პროვინციებში გაბატონებული სელჯუკიდები, რომელთაც თავის
სატახტოდ გაიხადეს ქალაქი იკონია.
ჯერ კიდევ სულტან ალფ-არსლანის სიცოცხლეში კუტულმიშ-
მა, დიდი სელჯუკის ნაშიერმა, აქცია იგი თავის სატახტოდ, კუ-
ტულმიშს მანამდის ებრძოდა მალიქ-შაჰ სულტანი, სანამ კუ-
ტულმიში ერთ შეტაკებისას ცხენიდან არ ჩამოვარდა და დაიღუ-
პა.
კუტულმიშის სისხლის აღება იკისრა მისმა ძმამ, მანსურმა.
მალიქ-შაჰმა თავისი სარანგი წარგზავნა იკონიას და მოაკვლე-
ვინა იგი.
ბოლოს მალიქ-შაჰ სავსებით ამოწყვეტას უპირებდა ამ დი-
ნასტიას, მაგრამ დიდმა ვაზირმა ნიზამ ალ-მულკმა არ დაანება,
იკონიის სულტანს მიანიჭა მალიქ-შაჰს სარანგის წოდება.
მერმე ის იყო, ისპაჰანში ითაყვანა მალიქ-შაჰმა სულეიმანის
ვაჟები ქილირჯ-არსლანი და დავითი.
სულტან სულეიმანმა ბიზანტიას წარსტაცა მართლმადიდებე-
ლი ქრისტიანობის მაშინდელი ცენტრი – ნიკეა, ალექსი კომნენი
იძულებული გახდა ნებით დაეთმო მისთვის ბიზანტიური პრო-
ვინციები მდინარე დრაკონამდე40.
ნიკეას აღებით რუმის სელჯუკიდებს ეწადათ კონსტანტინო-
პოლიდან მცირე აზიაში მიმავალი დიდი სავაჭრო გზა გადაეკე-
ტათ.
ჯვაროსნების თავკაცებმა გოტფრიდ დე ბუჲონმა, ბოჰემუნ-
დმა და ტანკრედმა არ გაამართლეს ალექსი კეისრის იმედები,
მათ არამცთუ არ დაუბრუნეს კეისარს სელჯუკიდებისთვის წარ-
თმეული ბიზანტიური ქალაქები და პროვინციები, განმათავი-
სუფლებლები დამპყრობლებად იქცნენ, ბერძნებსა და სომხებს
შევიწროება დაუწყეს.
ჯვაროსნულ მოძრაობის თავკაცებს სულ მალე გაუქრათ
ქრისტეს საფლავის გათავისუფლების იდეა, ახლა ისინი ქრის-

40 მდ. დრაკონი – აწინდელი ვილაიეტი კოჯელი იზმიდ.


517 მკითხველთა ლიგა
ტიანების მიწების მიტაცებისა და დაპყრობილი ხალხების მონა-
გარის ძარცვას შეუდგნენ.
რიგითი ჯვაროსნები უქონებო ბარონები („ლე ბარონ სან სა-
ვუარ“) იყვნენ, მათ ევროპაში დაჰკარგეს მამეული და სამშობ-
ლო, ახლა ძარცვით გამდიდრებას შეუდგნენ.
ჯერ კიდევ 1098 წელს ჯვაროსნებმა შექმნეს ედესსის სამ-
თავრო. მათ ეწადათ აღმოსავლეთიდან მომავალი თურქმანული
ბრბოებისათვის გადაეკეტათ გზა.
ედესსის მთავარმა, ბალდვინმა, საშველად ხელი გაუწოდა
თავის ძმას, გოტფრიდ დე ბუჲონს, რომელიც „ქრისტეს საფლა-
ვის ქომაგად და იერუსალემის მეფედ“ ითვლებოდა.
თანდათან გაღრმავდა განხეთქილება ალექსი კომნენსა და
ჯვაროსნებს შორის. გოტფრიდ დე ბუჲონ და ბალდვინი ახლა
მიზნად ისახავდნენ ახალ-ახალი ქალაქები და მიწები მიეტაცე-
ბინათ მცირე აზიაში.
სელჯუკიდები ისე დაიჯაბნეს ჯვაროსნებმა, უკვე გულგრი-
ლად შესცქეროდნენ სელჯუკიანთა სულტნებისა და ამირების
ურთიერთთან და მეამბოხე ასსასინებთან ბრძოლას.
ახლა ახალი საფრთხე აღიმართა ჯვაროსნების წინაშე: სირი-
ის დაპყრობას წაეპოტინენ მცირე აზიაში დაარსებული წვრილი
სასულტანოები და საამიროები.
ჯვაროსნებს უკვე შევიწროება დაუწყეს ფატიმიდური დინას-
ტიის ეგვიპტელმა ხალიფებმა.
მცირე აზიაშივე აღორძინდა თურქული დინასტია დანიშმედ-
თა, რომელიც მეთაურობდა ხორასნიდან მოსულ „ღაზის“ ტო-
მებს. ბოლოს დანიშმედები დაეძგერნენ რუმის სელჯუკებს და
არაერთგზის დაამარცხეს ისინი.
1106 წელს ბერძნულ-თურქულ სახელმწიფოს აარსებს ღა-
ზის ტომების ბელადი მელიქ-ღაზი...
ანტიოქიის მბრძანებელი ბოჰემუნდი თავს ესხმის მელიქ-
ღაზის, მაგრამ ამ უკანასკნელს მიეშველნენ სელჯუკი სულტანი
ქილირჯ-არსლანი, ამირ რიდუანი, ცხენის ძუაზე შეჰფიცეს მათ
ერთგულება ერთმანეთს და გაუსიეს თურქმანების ბრბოები ბო-
ჰემუნდსა და მის ჯვაროსნებს, უსასტიკესად შემუსრეს ისინი...
მელიქ-ღაზი თავდაპირველად ალექსი კომნენის ყმადნაფი-
ცი იყო, მაგრამ ამ გამარჯვებამ იგი ისე გაათამამა, საგანგებოდ
518 მკითხველთა ლიგა
მოაჭრევინა მონეტა: რომელზედაც ასეთი ლეგენდა ეწერა:
„სრულიადის რომანეისა და ანატოლის მბრძანებელი – მელიქ-
ღაზი“.
ბოჰემუნდი დანიშმედებსა და სელჯუკებს მოეშვა, ახლა
ახალმა ავანტიურამ გაიტაცა იგი. მისი ოცნება იყო „შუბი ჩაერ-
ჭო კონსტანტინოპოლის გალავნებისთვის“.
ამაოდ ეცადა ბოჰემუნდი მელიქ-ღაზი და ალექსი კომნენი
გადაჰკიდებოდნენ ურთიერთს.
ამასობაში მელიქ-ღაზი მუხანათურად გადაუდგა ძველ მო-
კავშირეს – რუმის სელჯუკიდებს, მან მოულოდნელად ალყა შე-
მოარტყა იკონიასა და საკმაოდ ხანგრძლივი სისხლის წვიმების
შემდეგ აიღო იგი.
იმავე წელს, როგორც ხალიფამ, ისე სელჯუკიანთა სულტან-
მა, მოჰამედმა, ბაღდადიდან და ისპაჰანიდან მელიქ-ღაზის გა-
უგზავნეს შავი დროშა, ოქროს კვერთხი და დაფდაფი, თურქული
სახელმწიფური ინსიგნიები41.

***
როცა საქრისტიანოს გამგებელნი ასეთი უსაზმნო ხვანჯებით
იყვნენ გართულნი, უმეთაუროდ დარჩენილი ქრისტიანი ხალხე-
ბი: ქართველები, სომხები, ბერძნები და სირიელები აჯანყებებს
უწყობდნენ სელჯუკიანთა სულტნებსა და ამირებს.
ავარდებოდა თუ არა აჯანყების ალი რომელიმე ქალაქში,
მყისვე აღიმართებოდა სახრჩობელების მთელი ტყე...
ტფილისიდან ანისამდე, ანისიდან – ისპაჰანამდის, ისპაჰანი-
დან შაიზარამდის და იქიდან იკონიამდის გამწკრივებულ სახ-
რჩობელების გალაზე თავდაღმა ჰკიდებდნენ მეამბოხეებს. აგრე
ეკიდნენ ეს ცხედრები მანამდის, სანამ ჩონჩხებად არ იქცეოდ-
ნენ ისინი.
ბაღდადურ „თავების ხაზინაში“ ქრისტიანების და ასსასინე-
ბის თავები იყვნენ გამოდებულნი, ხოლო ისპაჰანსა და დამასკში
სპილოებს მიუგდებდნენ გადასათქერად მათ, ან არადა მძიმე

41 ინსიგნიები – სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი ნიშნები


519 მკითხველთა ლიგა
ჯაჭვებით დაბმულ ლომებს კვებავდნენ ქრისტიანებისა და ასსა-
სინების ხორცით.
ამ ამბების შემცნობი მოუსვენრად ბორგავდა გიორგი ჭყონ-
დიდელი თავის სარეცელზე და თვალებდახუჭული ყურს უგდებ-
და გულისტანური ლომის ბოკვერის დვრინვას...

პატივდაკლებულთა სერობა
„ღმერთო ჩემო, ჰყვენ მტერნი ჩვენნი,
ვითარცა ურმის თვალი
და ვითარცა ლერწამი
წინაშე პირისა ქარისასა
და ვითარცა ცეცხლმან
რა მოწუნეს მაღნარნი,
და ვითარცა ალმან,
რომელმან შეწვნის მთანი,
ეგრე სდევნე იგინი,
აღავსე პირი მათი გინებითა,
ჰრცხვენოდეთ და შეძრწუნდეთ
უკუნითი უკუნისამდედ“.

ფსალმუნის ამ ლექსებმა გული მოუფონეს გიორგი ჭყონდი-


დელს. ლოცვა რა მოათავა, საწოლის მწიგნობრის მიერ გადაწე-
რილი განკარგულებანი ხელში აიღო. ფურცლავდა, ასწორებდა,
ყოველ წვრილმანს უკირკიტებდა.
ჯონდი ერისთავი მოუხსენებლად ეახლა, ხელზე ეამბორა,
მოიკითხა და მოახსენა:
„ცხენები მზადა ჰყავს, შენო მეუფებავ, მეჯინიბეთუხუცესს“.
„ეჰ, ეს კარგია, ჯონდი ბატონო, ცხენები რომ მზად ჰყოლია
გიგოლას, მაგრამ მთავარია ცხენოსნებიც მზად იყვნენ. რა ხა-
ნია საწოლის მწიგნობარი დავიბარე, ავად ხომ არ გახდა ბედშა-
ვი! დამიბერდა ჩემი ფიდოი, რა ვქნა, შევეჩვიე და ვერ შევლევი-
ვარ...

520 მკითხველთა ლიგა


ჯავრი ნუ გაქვს, ჯონდი ბატონო, მიმწუხრამდის პეტრეს ცი-
ხემდის42 მაინც მივაღწევთ ღვთით, ღამე იქ გავითიოთ“.
ჭყონდიდელი პინაქსთან43 მივიდა, ფერადი შუშები და
ფიალები გადმოიღო.
ჯონდი გულდასმით უთვალთვალებდა მის საქმიანობას.
ეგ რა წამლებიაო, უნეტარესო?
„გულის ტკივილისა, ჯონდი ბატონო“, მერმე სათითაოდ აჩ-
ვენებდა ერისთავს:
ეს იის თავთავიაო, ეს ბიის თესლის შარაბი, ეს პიტნისა, მუშ-
კისა და ამბრისაგან გაკეთებული შარაბი.
„ეჰ, ჯონდი ბატონო, თავს ვიქცევ, ამაოდ თორემ, როგორც
კი არსთაგანმრიგეს მოეწადინება ჩემი ხმობა, ეს წამლები ვე-
რას მიშველიან. ყოველ შემთხვევისთვის მქონდეს სამგზავრო
აბგაში“.
საბია შემოვიდა, ჯერ თაყვანი სცა ჭყონდიდელს, მერმე სა-
სანთლეებს ჩამოუარა, გრძელი, გარუჯული მაშით აქრობდა. სა-
ძილო პალატაში სანთლის სუნი დადგა საამური.
მესტუმრეთუხუცესი კარის ალაგთან აიტუზა.
„ახალს რას გვეტყვი, ანგიავ?“
„ბიზანტიელი სტუმრები გეახლნენ, უნეტარესო. გიორგი მე-
ფე მობრძანებასა გთხოვთ შენ და ერისთავს, ჯონდის“.
ჭყონდიდელი უსიამოდ შეიშმუშნა.
„მაინც ვინ არიან, თუ იცი, ანგიავ?“
„სტრატიგი ნოტარ, ევხაიტის ეპისკოპოსი თეოფილაქტე, ნი-
კომედიელი ილარიონი, ეპიფანე არამსმელი, ერთი ტურმარხი44
და ერთიც პროტოსიკრიტი. ათორმეტი მეკარვე, მეჯორე და მე-
საწოლე თან ახლავთ მათ“.
ეპიფანეს ხსენებაზე ღიმი მოერია ჯონდის, წამოიძახა:
„ეპიფანე არამსმელი კიდევ ცოცხალი ყოფილა?..“
„ეჰ, ჯონდი ბატონი, მოგეხსენება, ასკილი ვარდზე უფრო
დიდხანსა სძლებს“, დუდუნებდა საბია.
ჯონდიმ სთქვა:

42 პეტრეს ციხე – იგულისხმება ამავე სახელის ციხე აწინდელ ბორჯომში.


43 პინაქსი – კარადა.
44 ტურმარხი – ხუთიაათასისთავი, სტრატიგის ნაცვალი.

521 მკითხველთა ლიგა


„საოცარია, ეს სამივე ეპისკოპოსი უეპარქიოდ არიან დარჩე-
ნილნი...“
ჭყონდიდელმა თავისი წამლების ჩალაგება რა მოათავა,
მზერა გაუმართა ერისთავს.
„ნეტავ, რად გარჯილან ეს პატივცემულნი?“
„გიორგი მეფის პურმარილი მონატრებიათ, უნეტარესო, ან
შესაძლოა, მარიამ დედოფალს ეწვიენ. როგორც კურაპალატის-
სა მელიტა ამბობს: ესენი თითქმის ყველანი პატივდაკლებულნი
არიან. მოგეხსენება, დიდკაცებს ძველი მეგობრები მოაგონდე-
ბათ ხოლმე ასეთ დროს“.
„ეს მიბრძანე, ჯონდი ბატონო, ზოგი რამ მეც გამიგონია მაგ
ნოტარის გამო, კონსტანტინოპოლში თუ იცნობდი მას?“
„როგორ არა, მთელი ბიზანტიონი იცნობს ნოტარს, იგი სამი
იმპერატორის მსახური იყო. ნიკიფორე ბოტანაიტესის, მიხეილ
დუკას და ალექსი კომნენის დროსაც მუდამ დიდი თანამდებობა-
ნი ეჭირა, ხან დომესტიკისა, ხან დრომის ლოგოთეტისა, ხანაც
დესპანისა.
უნიჭიერესი და უმამაცესი სტრატეგი იყო, ულამაზესი აზ-
ნაური, ენამოშაქრული კარისკაცი. მარიამ დედოფლის სასახ-
ლის მუდმივი სტუმარი.
მის დანახვაზე გინიკეას შიმუნვარებსა და კურაპალატის თა-
ნამეცხედრეებს ელეთმელეთი მოსდიოდათ.
როცა ბოჰემუნდი პირველად ეწვია ბუკოლეონის სასახლეს,
ლოგოთეტები, პრეპოზიტები და მათი ცოლები დღენიადაგ იმის
გამო ჭორაობდნენ: თუ რომელი იყო უფრო ომახიანი და ლამა-
ზი ვაჟკაცი: ბოჰემუნდი თუ ნოტარი?
არა მარტო იგი, მისი პაპის პაპანი დომესტიკები, ლოგოთე-
ტები ყოფილან ბიზანტიის იმპერატორების კარზე და ამიტომაც
მას მემკვიდრეობით მოსდგამდა კარისკაცური მლიქვნელობისა
და სარდლური სიმამაცის ხელოვნებანი. კონსტანტინოპოლის
ლამაზმანები „აბჯროსან აპოლონს“ უწოდებდნენ ნოტარს.
რაკი საწოლის მწიგნობარი იგვიანებს, თავს თუ არ შეგაწ-
ყენ, უცნაურ ამბავს მოგახსენებდი ერთს:
აღდგომა დღეს, იპოდრომისკენ მიაგელვებდა თავის არა-
ბულ ულაყს, მოოქროვილ თორით მორთული ნოტარი, ერთი
აცინგანი დიაცი დაუვარდა ფერხთით მის ცხენს.
522 მკითხველთა ლიგა
შეევედრა:
უნდა გიმარჩიელოვო.
როგორც ყოველი ბიზანტიელი, ნოტარიც უზომოდ ცრუმორ-
წმუნე იყო, დაქვეითდა, ცხენი მეაბჯრეს მიუგდო და მარცხენა
ხელი – მკითხავს.
და უთხრა იმ აცინგანმა დიაცმა ნოტარს: უბედნიერესი რაინ-
დი ხარ, ომებში მარადის გამარჯვებული, მაგრამ სამი მტერი
გყავსო ამქვეყნად:
დიაცი, ღვინო და საკუთარი ენა.
ნოტარს გაეცინა, ოქროს ბოტინატი მიაჩეჩა და გაეცალა
მარჩიელს.
ამასობაში სერვიაში იფეთქა ამბოხებამ.
კეისარმა ალექსიმ დასავლეთის ჯარების დომესტიკად და-
ნიშნა იგი და აჯანყების ჩასაქრობად წარგზავნა დიდძალი სპი-
თა.
დომესტიკს, ნოტარს, ერთი ნაცვალი ჰყავდა სალონიკელი
დიდაზნაური, ვინმე კურკუასი, რომელსაც თავათ ეწადა დომეს-
ტიკობა.
ეს კურკუასი შეუჩნდა ნოტარს, სერვიაში ჩასვლის ღამეს და-
ათრო, მეორე დილით მეამბოხენი თავს დაესხნენ დომესტიკისა
და მისი ამალის კარვებს, საცვლებისამარა ძლივს გამოასწრეს
ბერძნებმა.
კეისარი დიდად აფასებდა ნოტარს, როგორც შესანიშნავ
სტრატეგს. ამ მარცხის მიუხედავად, იგი თავისი პირადი დაცვის
– ვიგლის დრუნგარად დანიშნა...
ნოტარი დაერია კურაპალატებისა და ლოგოთეტების ცო-
ლებსა და დებს, ბოლოს ამ დიაცებმა იმდენი იჭორავეს, ალექსი
კომნენს მისწვდა ჩურჩული:
კეისრის მეუღლეს, ირინას, უმიჯნურდებაო თავაწყვეტილი
აბჯროსანი აპოლონი.
კეისარმა ალექსიმ ავი ენების დასაოკებლად ბაღდადს წარ-
გზავნა იგი დესპანად, ხალიფას კარზე.
ნოტარმა მოისყიდა ხალიფას ჰარემის საჭურისთუხუცესი.
ხალიფას ცოლებს მრეცხავი დიაცების სამოსელს გადააცმევდა
თურმე საჭურისთუხუცესი და ისე უგზავნიდა ნოტარს.

523 მკითხველთა ლიგა


ეს ამბავი ბოლოს გამომზეურდა, საჭურისთუხუცესს თავი წა-
აჭრეს და ნოტარმა ძლივს გამოასწრო ბაღდადიდან...
ახლა ხალკიდონის ოლქის სტრატიგად წარგზავნა თურმე იმ-
პერატორმა ნოტარი, იგი მთლად აღტაცებული არ დარჩა ამ თა-
ნამდებობით, ენა არ მოასვენა, კეისრის ძაგება დაიწყო.
ალექსი კომნენმა გადააყენა ნოტარი და მხოლოდ ეს უთხრა:
რაინდს ხმალი შვენისო გრძელი და არა ენა... აგრე აუსრულდა
თურმე ნოტარს აცინგანი დიაცის მკითხაობა.
ჭყონდიდელს ღიმი მოჰგვარა ამ ამბავმა.
„დაილოცოს, უფალო, სახსენებელი შენი. ამ ბოლო ხანს
ჩვენი ბიზანტიელები მუდამ სტუმრად დადიან, ან სტუმრების მი-
ღებით არიან გართულნი. მარიამ დედოფალი გვიამბობდა ამას
წინად. ბუკოლეონის სასახლე სასტუმროდ გადაექცა თურმე იმ
ბედშავ ალექსი კომნენს, პირის დაბანას არ აცლიან, იმპერია
ლამისაა თავზე დაემხოს. ასეთ დროს დღენიადაგ სტუმრები ახ-
ვევია თავზე.
სტუმრები მოდიან სიცილიიდან, რომიდან, ანტიოქიიდან,
იერუსალემიდან. მოგეხსენება, უნეტარესო, როცა სახელმწიფო
სასტუმროდ და დუქნად იქცევა, იგი უთუოდ აირევა.
კონსტანტინოპოლში ხუმრობენ კიდევაც: როცა რომელიმე
ქვეყანაში სტუმრები მასპინძლებზე მეტი აღმოჩნდებიან, სტუმ-
რები მასპინძლებად იქცევიანო.
ცხადია, განა მარტო ომით ხდება დაპყრობა, მოხშირებული
სტუმრიანობითაც“, სთქვა ჯონდიმ.
ჭყონდიდელი მესტუმრეთუხუცესს მიუბრუნდა:
„მოახსენე, ანგიავ, პატრონს: დავით მეფის ბრძანებისამებრ,
მე და ჯონდი ერისთავი კლარჯეთს მივდივართ, ამიტომაც ვერ
გეახლები-თქო“.
„აგრე მოახსენე, ანგიავ, საჯინიბოსაკენ მიმავალთ შევხვდი-
თქო“. მიაძახა ჯონდი ერისთავმა.
ჭყონდიდელმა ხელი გადაუწვდინა ლანგარს ვერცხლისას,
სარქველი ახადა და ეუბნება ერისთავს:
„მე ჯერაც არ მისაუზმნია, ჯონდი ბატონო, როგორ შემოგთა-
ვაზო და... წანდილზე დამეწვიე, კარგია თაფლით განზავებული
წანდილი“.

524 მკითხველთა ლიგა


ერისთავს გაეღიმა, კლარჯეთს მიმავალი ჭყონდიდელი წან-
დილით რომ აპირებდა გულის შეჯერებას.
„უკვე ჯეირნის მწვადები გეახელი, მამაო გიორგი, ინებე,
უნეტარესო და მე საუბრით გაგართობ“.
ჯერაც საუზმე არა ჰქონდა მოთავებული ჭყონდიდელს, ფი-
დოი შემოვიდა, საწოლის მწიგნობარი მისი. ჭყონდიდელმა სა-
თითაოდ ჩააბარა განკარგულებანი ფიდოის, მერმე უბრძანა, მე-
საწოლე ბერი ეხმო. მესაწოლე ბერმა უთქმელად გადმოიღო
ჭყონდიდელის სანიადაგო პერანგი ჯაჭვისა, რომელსაც კვერნის
ტყავის სარჩული ჰქონდა.
გადააცვა მოხუცს, დეზების გაკეთებაში უშველა, მერმე მახ-
ვილი ჩამოხსნა კაჩხიდან, წელზე შეაბა, ახლა ზარდახანაში წა-
ვიდა მსუბუქი მუზარადის მოსატანად, რადგან ასეთი ისურვა მო-
ნაზონმა გიორგიმ.
ჭყონდიდელი მაგიდას მიუჯდა, მზერა ესროლა იქვე მოჩა-
ლიჩე მემაშხალეთუხუცესს.
„შენ როგორა გგონია, საბიავ, რისთვის გარჯილან ჩვენი
სტუმრები, ჰა?“
„ეჰ, რაი ვიცი, ვაზირთა უპირველესო ბატონო, თუ რისთვის
დაღოღავენ ეგ მწერელთტყვენი? თუ არ დამძრახავთ, ერთ რას-
მეს მოგახსენებდით ჩემის მოკლე ჭკუითა: ყოველი კაცი თავის
სახლში და ყოველი ნათესავი თავის ქვეყანაში რომ დაეტეოდეს,
ერქვანსა და გუთანს მოეკიდებოდეს, ზოგი მეჯორედ, ზოგი მე-
ხამლედ დადგებოდეს, ზოგიც სამჭედლურში მუშაობას იკმარებ-
დეს, ყოველი კაცი რომ ვარდსა ჰრგავდეს და ვაზსა სხლავდეს,
ჩემებრ ნოშოთი შებურვილი თუნდაც ოფოფებზე ნადირობას
ხელს მიჰყოფდეს, მაშინ არც ამდენი ალიაქოთი იქნებოდა და
არც ამდენი სტუმრიანობა და მოქანცულობა დასჭირდებოდათ,
დედის ცხონებამან“.
ჭყონდიდელს გულიანად გაეცინა, რადგან კარგად იცოდა,
თუ როგორ არ უყვარდა საბიას სტუმრიანობა.
„ჰო, მაგრამ საბიავ, ვისაც არც ვარდის დარგვა სურს და არ-
ცა ვაზის გასხვლა, ვისაც ნიადაგ ხმალი, მშვილდი და ტაჯგანა-
ლი უჭირავს ხელში, მას რაღა ვუყოთ, საბიავ, ჰა?“
„თუ ჩემის ლაყბობით თავს არ შეგაწყენდი, უნეტარესო, ერთ
ამბავსაც მოგახსენებდი. ჯერაც უწვერული ყრმა თან ვახლდი
525 მკითხველთა ლიგა
იერუსალემს გამგზავრებისას ბაგრატ მეფის დედას, სულკურ-
თხეულ მარიამს, მესანთლედ.
როცა იქიდან უკან ვბრუნდებოდი, აიჩემა დედოფლის დე-
დისძმამ, სომეხმა დიდებულმა სუმბატმა, მექქას ჩავიდეთო
სეირისათვის.
ჯერ იუარა დედოფალმა, მერმე ნებას დაჰყვა. მე სად შემიძ-
ლია ის აგიწერო, რაც ჩვენ მანდ ვნახეთ. ერთი რამ ჩამრჩა წა-
რუხოცელად ხსოვნაში:
მექქაში ერთი სვეტია ქვისა. ყოველ წელს, ახლა აღარ მახ-
სოვს, რა დღეა იგი დღე, მთელი არაბეთი იქ მიდის და ქვას ეს-
ვრიან იმ შავ სვეტს. აგრე აქვთ დათქმული: სატანას ვესვრითო.
მე აგრე მეოცნებება, დედის ცხონებამან, ჩემის მოკლე
ჭკუითა: ვინც თავის სახლში და თავის ქვეყანაში ვერ დატეულა,
ვისაც არც ვარდის დარგვა სურს და არც ვაზის გასხვლა, ვინც
მუდამ სხვათა მონაგარის მიტაცებითაა გართული, მას ქვა უნდა
ესროლოს ყოველმა კაცმა... მაგრამ ეგაა, უნეტარესო: ვინ ეს-
ვრის ქვას ამდენ ეშმაკს, ან ამდენი ქვა სადღა მოვხიკოთ?“
„ეჰ, ნუ დარდობ, საბიავ, უკვე გამოჩნდა ჩვენი მეშურდულე
და მეფსალმუნე დავით მეფე, ხოლო ქვები... ქვები არასდროს
გამოელევა ჩვენს მამაც ხალხს მათთვის, ვინც ვარდის დარგვა-
სა და ვაზის გასხვლას სხვათა მონაგარის მიტაცებას არჩევს.
ნუ დამიღონდები, ბერიკაცო, ჩვენთანაა სიმართლის ღმერ-
თი“.
სთქვა ჭყონდიდელმა, კარის ზღურბლთან პირჯვარი გა-
დაიწერა და თან გაჰყვა საჯინიბოსაკენ მიმავალ ჯონდი ერის-
თავს.

***
სიღამე იმზირებოდა დიდ დარბაზში. საბია და სამი მემაშხა-
ლე უკვე ანთებდნენ ოქროს სასანთლეებს. პურობის დაწყებას
არ აპირებდნენ, რადგან დედოფლები აღარსად სჩანდნენ.
მოწყენისაგან გაოგნებული გიორგი მეფე გაახარა ბიზან-
ტიელი სტუმრების ეგზომ მოულოდნელად წვევამ, თუმცა მათი
ჩამოსვლის მიზეზი ჯერაც არ იცოდა. ამ ბოლო ხანს გიორგი ხში-
რად იმეორებდა ხოლმე თავის მორიგ შეგონებას:

526 მკითხველთა ლიგა


თუ გსურს, ჭირი შეამოკლო, ლხინი უნდა გააგრძელოო და
ჰა, გაგრძელებული ლხინის საბაბიც კარზე მოადგა ნაჭარმაგე-
ვის სასახლეს...
გიორგი იმასაც გრძნობდა წინასწარ, ამ წელს ეს იქნებაო
ალბათ უკანასკნელი ნადიმი, რადგან მუდამ მოღუშული დავით
მეფე მობრუნდებოდა თუ არა ხევიდან, ჩაიკეტებოდა თავის კოშ-
კში ჭყონდიდელთან და სპასალარებთან ერთად, ან არადა, ისევ
დაიწყებოდა მონასპათა გაუთავებელი წვრთნა...
ხელახლა გადახნავდნენ გუთნეულები ნაირმალის სერს, ნა-
ჭარმაგევის სასახლის გასწვრივ. ატყდებოდა ამ ხნულებში ცხე-
ნების ჯირითი, უწვერული ჭაბუკების ტყაპატყუპით გადავარდნა
უნაგირებიდან, გაუხედნელი ულაყებისა და ჭაკების ხვიხვინი და
ჭიხვინი, ხმლების წკრიალი და აბჯრების ჟღრიალი...
ლოდსატყორცნების, ვერძებისა და საალყო კოშკების თრე-
ვა, გამუდმებული რაჯგუნი, რაკუნი და ეს ყოველივე მთელი თა-
ვისი ცხოვრების მანძილზე მობეზრებული ჰქონდა გიორგის...
ცნობილია, მოჩხუბარნი და მომლხენნი უმცირეს საბაბს
მოეჭიდებიან ხოლმე, გიორგი მეფემაც არ დააყოვნა ამჯერად...
მანდილოსნების მოლოდინში მახარაიმ გული იჯერა მსოფ-
ლიომოვლილ ნოტართან საუბრით. ნოტარი გაოცდა, როცა მა-
ხარაისაგან გაიგო, იგი მანციკერტთან ბრძოლის მონაწილე
რომ ყოფილა. სტრატიგი დაინტერესდა მახარაის მიერ გამოჩ-
ხრეკილი არაბული რუკით, გააშლევინა იგი და ამ ნაომარი დო-
მესტიკყოფილის თითი ეძებდა იმ ქალაქებს, მთებსა და მდინა-
რეებს, სადაც მას შეტაკებები ჰქონია სელჯუკიანთა ლაშქართან,
ან დესპანად იყო წარგზავნილი იმპერატორების მიერ.
მისი გრძელი თითი დაცოცავდა სელჯუკიანთა სასულტანოს
უზარმაზარ სივრცეებზე ხორასნიდან ისპაჰანამდის, ისპაჰანი-
დან ქაირომდის.
აქედან მან გადაიარა დარდანელი, ჰუნგრეთს, კროაციას,
სერვიას, ბულგარიას და კომანების ქვეყნებს გადასწვდა.
ბოლოს ისევ კონსტანტინოპოლს დაებჯინა.
ნოტარმა სთქვა.
„მე შემოვლილი მაქვს როგორც დომესტიკსა და დესპანს
მთელი სამყარო ჩინეთის კედლებიდან ჰერკულესის ბჭეებამ-

527 მკითხველთა ლიგა


დის45 და ჩვენი იმპერიის სატახტოს, – კონსტანტინოპოლის და-
რი ჯერ არსად არაფერი მინახავს.
განა მარტო ულამაზესი, იგი უძლიერესი ციხე-ქალაქია
მთელს მსოფლიოში. ოთხივე კიდიდან შეუვალი გალავნები არ-
ტყია, ხოლო ამ გალავნებს სამი მხრიდან – ზღვა. ეს რომ არა,
ჩვენი იმპერია ვერ გაუძლებდა სელჯუკიანების, ყიფჩაღებისა და
პაჭანიკების და სხვა ბარბაროსთა უწყვეტელ შემოსევას.
ბოლოს და ბოლოს, ზღვაა ჩვენი შეუვალი ბასტიონი, ამიტო-
მაც გააროზგვინა დარდანელი სპარსთა მეფემ, ქსერქსესმა.
რომი ველზე მდებარე ქალაქია, ის შვიდი ბორცვი, ბალღებს
თუ გამოადგებათ საციგაოდ. ამიტომაც ვეღარ გაუძლო მან სამ-
ნიტების, გალების, ვესტგოტებისა, გერმანებისა და სხვა ბარბა-
როსთა შემოტევას“.
როცა გიორგი მეფე მივიდა არაბულ რუკასთან, ნოტარმა
მზერა შეავლო მასპინძელს და უთხრა:
„ჭეშმარიტად ბედნიერი ქვეყნის შვილები ხართ თქვენ, ეს
თქვენი კავკასიონი, მე მგონია, უბრწყინვალესია ყველა უღელ-
ტეხილებს შორის, რაც ოდესმე მინახავს ჩინეთის კედლებიდან
ბრიტანეთამდის.
ცხადია, ძველბერძნულმა მითმა, პრომეთეოსის გამო შეთ-
ხზულმა, იგი მსოფლიოს ყურადღების საგნად აქცია.
როცა კოლხიდის სანახებს მივუახლოვდით, თვალი ვერა
სძღებოდა კოლხეთის კავკასიონის სილამაზის ჭვრეტითა... ხომ
დიდებულია და თვალისმომჭრელი ზღვათა სილამაზე, მაგრამ
მთათა მშვენება მე მუდამ უფრო მეტად მხიბლავდა.
თოვლის რილო-ჭრელო ჯერაც ზედ შერჩენილი ჰქონდათ
კავკასიონისა და მესხეთის მთებს, და ისეთი შთაბეჭდილება
დამრჩა, თითქოს სალმასურის ჯაჭვის პერანგები აცვიათო ამ
გოლიათებს.
ისიც უნდა მოგახსენო, სევასტოს ბატონო, ხომ დიდი ბედ-
ნიერებაა ასეთი ქვეყნის შვილობა, მაგრამ ამას ყოველივეს ერ-
თგვარი წყევლაც თანა სდევს უცილოდ.

45 იგულისხმება თანამედროვე გიბრალტარი.


528 მკითხველთა ლიგა
თქვენი წინაპრებისათვის ამ მიწა-წყლის მოპოვება არც ისე
ადვილი იყო ალბათ, მაგრამ ამაზე უფრო ძნელია მისი შენარჩუ-
ნება. საამისოდ საჭიროა არა მარტო დიდი სიმამაცე, უფრო მეტი
ჭკუაცა.
სილამაზე ხშირად თავმოთნეობას ჰმატებს ადამიანებს, მაგ-
რამ ლამაზებსა და თავმოთნეებს ერთ რამეს აკლებს არსთაგან-
მრიგე: სახელდობრ, ჭკუას.
ამის გამო ხდება იგიცა, რომ ლამაზი ხალხები მახინჯების
მონები ხდებიან ხოლმე, რადგან თავმოთნენი ძნიად ემორჩი-
ლებიან თავიანთ ერისმთავრებს, ხოლო თავშიჩაკრული მახინ-
ჯები ჩინებული მასალაა მონასპათა წყობის შესავსებად.
ჰოდა, ქვეყანა როცა ლამაზია, ეს თავისთავად ჰბადებს უდი-
დეს საცთურს მეზობელ ხალხთა გულში და მისატაცებლად
წაეტანებიან ხოლმე ასეთ ქვეყანას. ამიტომაც გმართებთ არა
მარტო დიდი სიმამაცისა, ასეთივე სიფრთხილის გამოჩენაცა“.
გიორგი მეფეს გაეცინა, ხოლო ნოტარმა დასძინა:
„მრავალგვარი უბედურება არსებობს ამქვეყნად, მათ შო-
რის, ერთიც ამგვარი:
ლამაზებსა და მამაცებს ერთ რამეს აკლებს ღმერთი – სიფ-
რთხილეს.
ცნობილია, ლომები და ვეფხვები უფრო მეტად გაუფრთხი-
ლებელნი არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.
მე აფრიკაში მინადირნია ლომებსა და ვეფხვებზე და ხშირად
მიფიქრნია, ალბათ სულ მალე ამოწყდებიან-მეთქი ლომები და
ვეფხვები, რადგან თავათ ბუნება როგორც წარმომშვები კეთილ-
შობილ ჯიშთა, ისე მათივე დაუძინებელი მტერიცაა.
ასე რომ, საბოლოოდ ვირთხებსა და თრითინებს დარჩება
ალბათ ჩვენი პლანეტა“.
გიორგიმ სთქვა:
„როცა მალიქ-შაჰ სულტანთან ვსტუმრობდი ბაღდადში, სა-
ნადიროდ მიმიწვია, ჩვენს გულისტკივილით ვხოცავდით ამ
მშვენიერ მხეცებს“.
ნოტარმა რუკას დახედა.
სად ვიმყოფებითო ახლა?

529 მკითხველთა ლიგა


მახარაიმ ჯერ ტფილისს დაადო თითი, მერმე დასავლეთისა-
კენ წამოიღო იგი და მოახლოებით ანიშნა ნაჭარმაგევი, რადგან
იგი იმ რუკაზე აღნიშნული არ იყო.
აქედან ტფილისამდის რამდენი ფარასანგიაო?
როცა უპასუხეს, ნოტარი შეკრთა.
რა ახლოს ყოფილანო ეგ უსჯულონი!
ნოტარი მცირე ხანს ფიქრობდა და ბოლოს ესა სთქვა:
„თუ არ გამიწყრები, სევასტოს ბატონო, ერთ რამეს მოგახსე-
ნებდი. რომის არ იყოს, არც თქვენი ტფილისია მთლად გონივ-
რულად შერჩეული სატახტო. თუმცა მე მანდ არა ვყოფილვარ,
მაგრამ არაბი გეოგრაფების ნაწერებიდან ვიცი, ტფილისს დიდი
გავაკებანი ახლავს აღმოსავლეთიდან, თუ არ ვცდები, ჩრდი-
ლოეთიდანაცა, არა?“
დიახო, მიუგეს.
„ჰოდა, ეს ველი გაგრძელებაა ტრანსოქსიიდან გადმოხვეწი-
ლი ტრამალებისა, ამიტომაც ტფილისის აღება ადვილია, მაგ-
რამ მისი შენარჩუნებაა ძნელი.
იმპერატრისსა მარიამი მიამბობდა: სულკურთხეულ მამათ-
ქვენს, პანკრატს46, ორგზის აუღია იგი, მაგრამ ორგზისვე დაუთ-
მია არა?“
დიახო, მიუგეს.
ახლა გიორგის მიუბრუნდა ნოტარი:
„როგორც მსმენია, პანიპერსევასტოსს, დავითს, განზრახუ-
ლი აქვს მისი აღება, არა? ინებოს უფალმან და, შესაძლოა,
აიღოს, მაგრამ, საეჭვოა, შეინარჩუნოს იგი...
ახლა მიჩვენეთ ის ახალი მიწები დავით მეფის მიერ შარშან-
წინ აღებული.“
კახეთ-ჰერეთი უჩვენეს.
„ჰაი, ჰაი, ასეთი რამ სტრატეგიული თვალსაზრისით დაუშვე-
ბელია, სევასტოს ბატონო. თვით ეს ნაჭარმაგევის ციხეც საფ-
რთხეშია, იცოდეთ. ხომ ხედავთ, მუსულმანები სოლივით შემოჭ-
რილან მეტროპოლიაში.

46 ბიზანტიელები აგრე უწოდებდნენ ბაგრატ მეფეს.


530 მკითხველთა ლიგა
ზუსტად წვერწამახული სამკუთხედია სიმრგვლეზე მიბჯენი-
ლი. არა? ეს დაუშვებელია!
მათ ყოველ წამს შეუძლიათ ეს სიმრგვალე გაჰკვეთონ და
კავკასიონს უწიონ, მაშინ ის ახლად აღებული კახეთის პროვინ-
ცია გაღმა დაგრჩებათ, ხომა?“
„ეგ არც ისე უცილოა, სტრატიგო, – მიუგო მახარაიმ. – განა
სიმრგვლეში შემოჭრილ სამკუთხედს არ მოელის საფრთხე? თუ
ჩვენ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მაგრად დაკვრა შევ-
ძელით, იმ წამახულ წვეტს უცილოდ წავაცლით მაგ სამკუთ-
ხედს“.
ნოტარი მიხვდა, სიტყვა რომ მოუგეს.
გიორგი მეფეს შეხედა და წაიდუდუნა:
„არა, ყოველ შემთხვევისათვის ეგ იცოდეთ, თუ ამ მოკლე
ხანში მართლაც განზრახული გაქვთ ტფილისის აღება, მე ვუ-
სარდლებდი თქვენს კოჰორტებს.
როგორც მსმენია, დავით მეფე ჯერაც ახალგაზრდაა, მოგეხ-
სენებათ, სიბრძნე ჭაღარას მოჰყვება უკან და არაფერს ისე არ
ესაჭიროება სიბრძნე, როგორც ომს.
ბერძნული ტეხნე – ხელოვნებაა, განა მარტო ხატვა და ტრა-
გედიების წერა იგულისხმება მასში, ომის ხელოვნებაცაა, ხერ-
ხიანი დახელოვნება ომში. ბოლოს და ბოლოს, ომი ხერხია და
მოტყუება, სხვა არაფერი“.
გიორგის არ იამა დავით მეფის ამგვარად ხსენება, მაგრამ ეს
არ გაამხილა, ოდნავ განაწყენებულმა მწარედ გაიღიმა და
სთქვა:
„არა, შენ სცდები, სტრატიგო, მარტოოდენ მოტყუებით შორს
ვეღარ წავა მეომარი. ომში შეტევისა და დაკვრის ძალაა მაინ-
ცდამაინც მთავარი.
დიდი თურქობის დროს ფარცხისთან ბევრს ეცადა მალიქ-
შაჰის ლაშქრის ამირა, ნუსრედდინ აბას, მახლობელი ტყის ახო-
ში შევეტყუებინეთ. გლეხის სადილობამდის ვიბრძოდით ცხენ-
დაცხენ ველზე...
მერმე თურქები უკუიქცნენ ტყისაკენ.
ლაშქრის გულს მე ვსარდლობდი, მარცხენა ფრთას –
თრიალეთის ერისთავი, ავადსახსენებელი ამირა ლიპარიტ,
მარჯვნისას – ბაკურ ერისთავი.
531 მკითხველთა ლიგა
და შემომითვალა ბაკურმა, თურქები ახოში გვიპირებენო
შეტყუებას“.
შევყვეთ-მეთქი, შევუთვალე. ეს ვრცელი ახო ისევ თურქების
მიერ იყო ახლად გაჩეხილი. უზარმაზარი ძელები ჯერაც ეყარნენ
ირგვლივ.
ეს რა შევნიშნე, დაქვეითება ვუბრძანე ჩემს ცხენოსნებს...
შუბოსნები მივუშვი მათ პირველ მწკრივებზე. მერმე ის იყო, მაგ-
რად დავკარით, თურქებმა ცხენიდან ჩამოსვლა ვერ გაბედეს.
მათი ცხენები ძელებსა და ნაძირალებზე იკრავდნენ ფეხს, მხედ-
რები აყიროსავით ეხეთქებოდნენ მიწაზე. ბოლოს მზის გადახ-
რამდის ჩვენ დაგვილოცა გამარჯვება უფალმან“.
ნოტარმა შენიშნა, მასპინძელს არ იამა დავითისა და ტფი-
ლისის გამო მის მიერ თქმული, ისევ დასცქერდა რუკას და
სთქვა:
„არა, უთუოდ დიდი სტრატეგი ყოფილა ის მეფე, ვინც თქვენი
მცხეთა თავის სატახტოდ აქცია. ამ ქალაქს მთები არტყია გარს.
მთა ხომ ომის დროს ციხეა. მტერს არც კატაპულტები გამოადგე-
ბა აქ, არც აქლემი და სპილო...
მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ სარკინოზებმა შემოუშვეს ომში ეს
ორი საშინელი ცხოველი, მათ დაიჯაბნეს ბერძნული ცხენი, ვე-
ლებზე ძლიერ საშიშია აქლემი და სპილო...
მახარაიმ სთქვა:
„ვიდრე ისინი ველებს უწევდნენ, ჩვენ მათ კლისურებში და-
ვუხვდებით ისრით, ხმლითა და ქვით“.
ნოტარი დაინტერესდა:
თურქები რომ ნაჭარმაგევს დაემუქრონ მოულოდნელად, ახ-
ლომახლო ციხესიმაგრე თუ გაქვთო? უპასუხეს:
ციხეების მთელი წყება იცავსო ნაჭარმაგევს ყოველმხრიდან.
გიორგიმ სთქვა:
„არა მგონია, ჩვენთვის სცხელოდეთ ამჟამად მათ. სულტან
ბარქიაროკი ალლაჰს მიბარდა, სირიაში ჯვაროსნები უტევენ
სელჯუკიანებს ჯერაც“.
ნოტარი არც კი აპირებდა აქლემისა და სპილოს გამო საუბ-
რის მოთავებას, დედოფლები რომ არ გამოჩენილიყვნენ სას-
ტუმრო დარბაზში. სტრატიგი დანდობილად მოეშვა არაბულ რუ-
კას და მხედრული ნაბიჯით გაეშურა მათკენ.
532 მკითხველთა ლიგა
ამოწვდილ ხმალსავით გამართული შეეგება იგი ელენეს, ქე-
დი მოიხარა და ხელზე ეამბორა, ახლა უკვე წელში მოდრეკილი
ეახლა საკარცხულზე მჯდომარე მარიამს, ორგზის ეამბორა
ხელზე, მერმე შეკავებული ღიმილი მიუგდო კურაპალატისსა მე-
ლიტას და გვანცას, ეუბნება იმპერატრისსას:
„ოჰ, ულამაზესო და უსათნოესო ბასილისსავ, როგორ მომი-
ხაროდა შენ სანახავად! ჩემს გუნებაში ვაჩქარებდი პონტოს
ზღვაზე მომქროლავ დრომედარს47 შენი მზიური სილამაზის სა-
ხილველად. შენ არც კი იცი, ბედნიერო ბასილისსავ, თუ როგორ
აკლიხარ ჩვენს კონსტანტინოპოლს, ყველა ჩვენთაგანს თვალ-
ში.
განა მარტო სასახლეები და მოედნები ამშვენებენ ქალაქს,
ლამაზი ადამიანები უპირატესად. მთელი ჩვენი სატახტო მონატ-
რებულია სპილოს ძვლის შენი ფაეტონის ნახვას, ო, ბასილის-
სავ“.
მარიამი მიჩვეული იყო ბიზანტიელების მიდრეკილებას
ლიქნისა და რიტორობისადმი.
ნოტარის მომართვის ეგზომ პათეთიური ტონის მიუხედავად,
იგი გრძნობდა სიწრფელის დვრიტას ამ ტირადაში და ეს თაყვა-
ნისცემის ხარისხზე ატანილი მისი გულითადობა საქმითაც არა-
ერთგზის დაუმოწმებია მისთვის სტრატიგს.
ნოტარმა ფრთხილი მზერა მოავლო დარბაზში მყოფთ და ახ-
ლა ოდნავ ხმადაწეულად უთხრა მარიამს:
„შენ მუდამ გულთმისანი იყავი, ო, ბასილისსავ, და მოგეხსე-
ნება, ჩემისთანა გულარძნილ რაინდებს ყოველთვის იდუმალად
უყვართ ხოლმე ერთი და იგივე მანდილოსანი და იცი, ვინა?“
მარიამი შეცფუნდა. გაეღიმა კიდევაც გუნებაში:
სიყვარულს ხომ არ მიხსნისო ეს მხცითმოსილი სტრატიგი
ჩემი ძმის სასახლეში? ოდნავ აიმღვრა და გაწითლდა.
„ვინ, მანდილოსანი? რასა ბრძანებ, სტრატიგო ბატონო?“
„სწორედ ის მანდილოსანი, რომლისგანაც სამაგიერო
ტრფიალს ვერ ეღირსება რაინდი. მე ჯერაც ათასისთავი ვიყავი
ბიზანტიური ლაშქრისა, როცა დედოფალებიანად მოგიყვანეს

47 დრომედარი – ბერძნ. სწრაფმავალი გემი.


533 მკითხველთა ლიგა
ბუკოლეონის სასახლეში სამმა ქართველმა ეპისკოპოსმა და
ბაგრატ კურაპალატის გამგეთუხუცესმა.
როგორც გუშინდელი დღე, ისე მახსოვს ის დღე, როცა კონ-
სტანტინოპოლის პატრიარქმა ოქროს გვირგვინი დაგადგა თავ-
ზე იმპერატორის ბოტანაიტესის გვერდით მდგომარეს აია სო-
ფიაში.
იმ ღამეს ვტიროდი ბალღივით, სულკურთხეულმა დედაჩემმა
მომისწრო, შემრცხვა და კბილის ტკივილი მოვიმიზეზე.
მე არ მინდა, ლიქნად ჩამომართვა ეს ყოველივე, ო, ბასი-
ლისსავ.
მართალია, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, ხმლის მოქნევის
მიუმცდარობა და სხვა ტალანტები ოხრად დარჩება კაცს, თუ
მლიქვნელობა არ მოიშველია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უანგა-
როდ მოგახსენებ...
ალბათ ჩვენი ადამიანური სიბეცის ბრალია იგიცა, რომ ჩვენ
იგი როდი გვიყვარს, ვინც სიყვარულს სიყვარულითვე უპასუ-
ხებს, არამედ სწორედ იგი, ვისგანაც სამაგიეროს ვერასდროს
ვეღირსებით.
მას შემდეგ, ვინ იცის, რამდენჯერ მომიქნევია ხმალი შენდა-
მი უანგარო სიყვარულით შეძრულს, ანატოლიისა და ბალკანე-
თის ბრძოლის ველზე. ახლაც მახსოვს, სწორედ იმ დღეს, როცა
დომესტიკმა, ნიკიფორე მავროკატაკლონმა შემუსრა ყიფჩაღე-
ბი, მე მარჯვენა ფეხში დაჭრილი ვეგდე ჭაობში.
მგლის ყმუილი და ცხენების შორიელი ჭიხვინი მოჰქონდა
ქარს, დაბალი, ღრუბლიანი ცა მუზარადივით ზედ ეხურა ველს.
მე შენი შეუდარებელი ცისფერი თვალების ელვა მელანდებოდა
და მზად ვიყავი, ისევ ამეღო ჩემი ხმალი და ცალ ფეხზე შემდგა-
რი შევბრძოლებოდი ყიფჩაღებსა და მგლებს...
უკვე ორი წელია, რაც დამაკლდა ბედნიერება შენი პირის-
პირ ხილვისა, როგორ მიხარის, რომ ყოვლის შემმუსვრელმა
დრომ ვერაფერი დააკლო შენს ღვთაებრივ მშვენებას, ო, ბასი-
ლისსავ“.
ისევ წამოწითლდა მარიამი, ღიმილით უთხრა ნოტარს:
„ეს მთლად ურიგო არაა, სტრატიგო ბატონო, როგორც
სჩანს, მე მცირეოდენი წილი დამიდევს გმირობით აღსავსე შენს
ცხოვრებაში“.
534 მკითხველთა ლიგა
„ჭეშმარიტად, ჭეშმაროტად, ო, ბასილისსავ, შესაძლოა, მე
დაღუპულად ვთვლიდე ჩემს თავს, მაგრამ მე დამღუპეს იმ
დიაცებმა, ვინც ხორციელი სიყვარული მაღირსეს, ხოლო შენ,
რომელსაც მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე უნუგეშოდ გეტ-
რფოდი, შენ იყავი ის ვარსკვლავი, რომელიც უსიერ ტევრებში
გზას უნათებს ხოლმე მეომრებსა და მონადირეებს“.
„დაღუპულიაო! რასა ბრძანებს სტრატიგი! რა ვუყოთ, რომ
დღეს შენ აღარ განაგებ რომელიმე ოლქს, იმპერატორი ალექსი
გულმოწყალე მბრძანებელია, ხვალ-ზეგ შესაძლოა ისევე მო-
გიხმოს სამშობლოს დასაცავად, არა?“
„მართალსა ბრძანებს ბასილისსა. დაღუპული-მეთქი... ეს
სიტყვა უნებლიედ წამომცდა, თორემ დაღუპული იგია, ვისაც
არავის ისე არ ჰყვარებია, ვისთვისაც სიცოცხლის დათმობას
შესძლებდა.
მართალია, დღეს მე პატივდაკლებული ვარ და სიბერეც კარ-
ზე მომდგომია, მაგრამ ჩემი გული ყოველ წუთს განმზადილია
სიყვარულისა და ომებისათვის. და თუ საჭირო გახდა, კიდევ მო-
ვიქნევ ჩემს ხმალს, შენის სახელით, ქრისტიანობის სახელით...
და იცი, ყველაზე დიდი გვირგვინი დიდებისა ვის მოელის ამ-
ქვეყნად? მას, ვისაც სიყრმისა და ვაჟკაცობის მანძილზე გულში
ნატარები სიყვარულისათვის ძალა ეყოფა, სიბერეშიაც მოიქნი-
ოს ხმალი“.
მარიამს ოდნავ ეჩოთირებოდა ეგზომ ხანგრძლივი განმარ-
ტოება უცხო სტუმართან, სტრატიგი ნოტარი დადუმებას არ აპი-
რებდა, მაგრამ მესტუმრეთუხუცესი ეახლა და ამცნო:
პურობა იწყებაო უკვე.
სამი ტაბაკი დაედგათ სასადილო დარბაზში:
ოქროს ტაბაკს გიორგი მეფე, ორივე დედოფალი და გვანცა
უსხდნენ, მათ გასწვრივ – სტრატიგი ნოტარი და სამი ეპისკოპო-
სი ბერძენთაგანნი.
ვერცხლის ტაბაკს – გოლგოთელი, ნეკრესელი და მაქსიმე
დირბელი, ძელისას – ბიზანტიელი ტურმარხი, პროტოსიკრიტი
და ნაჭარმაგევის ციხისთავი, ჩირდილელი.
პურობის დაწყებამდის ექვსმა ეპისკოპოსმა იგალობეს ქარ-
თულად და ბერძნულად.

535 მკითხველთა ლიგა


მახარაი ამრეზილი შეხვდა მაქსიმე დირბელის სასახლეში
მოსვლას, შეგვიანებით მოსულმა ვერცხლის ტაბაკს მიაშურა და
გვერდით მიუჯდა ეპისკოპოსს, მაქსიმეს. მესტუმრეთუხუცესი,
მზარეულთუხუცესი და მეჯამეთუხუცესი თავს დასტრიალებდნენ
მასპინძლებსა და სტუმრებს.
ციხის გალავნებზე მოჯარულ ვენახებში უკვე მართავდნენ
თავიანთ კონცერტებს ჭრიჭინები.
ჭაშნაგირი სუფრას უგზავნიდა წითელ მუხრანულს, ბატისჭუ-
კისფერ ატენურსა და ჩინურს, ოჯალეშსა და ალადასტურს.
როგორც კი პურობა მოთავდა და ნადიმი დაიწყო, ჭაშნაგირ-
მა ქართულად მოახსენა დირბელ ეპისკოპოსს მაქსიმეს, იგიც
წამოდგა და ბერძნულად ამცნო სტუმრებს:
წითელი და თეთრი ღვინოები ურთიერთში არ გაურიოთ,
თორემ გაწყენთო.
ევხაიტის ეპისკოპოსს გადაწყვეტილი ჰქონდა, არც ერთი არ
ესვა, რადგან ბუნდოვანი იმედი კიდევ ჰქონდა კონსტანტინოპო-
ლის პატრიარქი ეპარქიას მიანიჭებდა იმ შემოდგომაზე.
ეპიფანე არამსმელმა არაერთხელ იგემა პატივის დაკლებაი
ლოთობისა და სიძვის მეოხებით, საკმარისად ჰქონდა ჯერ კი-
დევ ახალგაზრდობაში მოხვეჭილი ოქროს ბოტინატები, ამიტო-
მაც არც ოცნებობდა აღზევებისათვის.
იგი პლატონის დიალოგებს ჩუმ-ჩუმად კითხულობდა, მაგ-
რამ ყოფის საქმეებში მომეტებულ პატივსა სცემდა ეპიკურს. ეპი-
ფანე წარამარა უწვდიდა დაცლილ ფიალას მის ზურგს უკან
მდგარ მწდეს და ევხაიტის ეპისკოპოსსაც აგრე ურჩევდა: წითე-
ლიცა და თეთრიც ღვთის გაჩენილიაო.
გიორგი მეფემ ამცნო სტუმრებს, მუხრანული წითელი ას-
წლოვანიაო, ბაგრატ კურაპალატის მარნიდან შემორჩენილი.
ახლა ისინიც, ვინც ნება-ნება მიირთმევდნენ ატენურ თეთრს,
მუხრანულს მიეძალნენ, რადგან იმ დროსაც კარგად იცოდნენ,
ხანდაზმულობა ღვინისა და სიტყვის გამომცდელი რომ არის.
არც ჯეირნის მწვადებს, არც შამფურზე შემწვარ ხბოს ისეთი
მოწონება არა რგებია ბიზანტიელი სტუმრების თვალში, რო-
გორც ხარის ბეჭს, რომელსაც უწყვეტელ წილამურებად სთლი-
და მზარეულთუხუცესი და ჩქიფმორგებული, გრძელი დანით მი-
ართმევდა მეინახეებს.
536 მკითხველთა ლიგა
ეპიფანე არამსმელს არაერთგზის ჰქონდა ნაგემები ბაგრა-
ტოვანთა პურმარილი გეგუთისა და ქუთაისის სასახლეებში,
მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ ენახა.
ამიტომაც ღიმილით უთხრა ევხაიტის ეპისკოპოსს:
„იცით იმპერტიმ48, ეს წილამურები აქედან პონტოს ზღვამდი
მისწვდება“.
ნოტარი თავს იკავებდა სმისაგან, იგი წარამარა შესციცინებ-
და ბასილისსას და უფრო დაჟინებით უჭვრეტდა მის გვერდით
მჯდარ გვანცას. შეხედავდა, ისევ შეხედავდა შეფარვით და ფიქ-
რობდა: ჩემს მწითურ ფაშატს ჰგავსო ეს მკერდგათქვირული და
თეძოსრული კოლხი ქალი.
მუხრანულმა წითელმა, ლამაზმანების ჭვრეტამ რიტორობის
ჟინი გაუორკეცა მას და ამიტომაც მოურიდებლად არღვევდა
ოდითგანვე არსებულ ქართულ ტრადიციას ჩუმად ჭამისას.
როცა ხარის ბეჭის ჭამით გული მოიოხა, პოლიტიკის ამბები
წამოიწყო, წარამარა ახსენებდა ალექსი კომნენს, ბოჰემუნდს,
ბალდვინსა და ტანკრედს. ქირდავდა ჯვაროსნებს.
„ამდენი ხანია, რაც ბიზანტიისაგან მიტაცებულ მიწაზე ცხოვ-
რობენ ეს ბეცი თხუნელები და აქამდის ვერ მიმხვდარან, რომ
კონსტანტინე დიდის დღეებიდან მოაქჟამამდე ბიზანტიის იმპე-
რია იყო, არის და იქნება საქრისტიანოს ერთადერთი მედროშე.
ვერც უხეშობა მოიშალეს აქამდის. როცა ბოჰემუნდი ბუკო-
ლეონის სასახლეში სტუმრობდა, ბარბაროსივით დათვრა, კეის-
რის ტახტზე დასკუპდა ხუმრობით...
სად გაგონილა კეთილად ზრდილი რაინდი, ისიც წმინდა სის-
ხლის დიდაზნაური, მეფე-დედოფალთა და მანდილოსანთა წინა-
შე დათვრეს“.
სთქვა და მანდილოსნებს გადახედა. როცა ამის გამო არავინ
არაფერი სთქვა, განაგრძო:
„მოგეხსენებათ, კულტურა სულისა ვნებათა დაოკებაა, უწი-
ნარეს ყოვლისა, თუ ეს არ გაგვაჩნია, მაშინ ჩვენ, აზნაურები,
რითი განვსხვავდებით გლეხებისა და მონებისაგან, რომელნიც

48იმპერტიმ – ბერძნ. საპატიო მიმართვა მღვდელმთავრებისადმი, შენო


მეუფებაო და სხვ.
537 მკითხველთა ლიგა
ძღომასა და თრობას ისე მინებდებიან ხოლმე, როგორც ქურდო-
ბისა და მიტაცების ბნელ ვნებებს“.
„ახლა ხომ იგემეს ჯვაროსნებმა, თუ რა ძნელი ყოფილა ის-
ლამურ ვეშაპის წინააღმდეგ ბრძოლა...“ თქვა ნიკომედიელმა
ილარიონმა, რომელიც ბოსტანში შეპარულ ზღარბივით მის-
დგომოდა ხარის ბეჭის წილამურებს.
„ქსერიგორდონთან მე და ჩემს კოჰორტებს რომ არ მიგვეს-
წრო, თხის არვესავით გაიგდებდნენ მათ სულტან სოლიმანის
მონასპანი“, დასძინა ნოტარმა.
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, – კვერი დაჰკრა ევხაიტის ეპის-
კოპოსმა, – ჩვენ რომ წინ არ გადავღობებოდით, მალიქ-შაჰ და
ალფ-არსლანი რომსა და პარიზს უწევდნენ და კათოლიკური
ქვეყნები მაშინ ნახავდნენ თავიანთ სეირს, რომის პაპი კრუხი-
ვით ჩამჯდარა თავის ვატიკანში და ანგელოზის ხიდზე49 არ გასუ-
ლა მას შემდეგ, რაც ჯვაროსნული ომი დაიწყო.
ჩვენი მღვდელმთავრები ჯაჭვის პერანგს ვიცვამდით და ისე
ვებრძოდით უშჯულო სელჯუკებს...
ნაცვლად იმისა, რომ სულტან მოჰამედს, ამირ ილღაზისა და
მელიქ-ღაზის ებრძოლონ, ბოჰემუნდი და ბალდვინი, იმპერა-
ტორს, ალექსი კომნენს, უწყობენ ხვანჯებს“.
მზარეულთუხუცესმა ყვითელი კალმახი მოატანინა სუფრაზე.
ეპისკოპოსები პოლიტიკას მოეშვნენ და ყვითელი კალმახის ქე-
ბა დაიწყეს. სტრატიგი ნოტარი განსაკუთრებით ადიდებდა ამ
კალმახს.
„ასეთი კალმახი ჯერ არსად მინახავს. იშვიათობა ამშვენებს
არა მარტო დიაცის სილამაზეს, ყოველ საგანს, ყოველ არსებას.
ოქრო არსებითად ვერცხლზე უფრო ლამაზი როდია,. მაგრამ მი-
სი იშვიათობაა ამ მეტალის უპირველესი სამკაული“.
როცა მახარაიმ ამცნო სტუმრებს, დავით მეფემ ყვითელი
კალმახი კოლხეთის წყლებშიაც მოაშენებინაო, ეპიფანე არამ-
სმელი აღტაცებაში მოვიდა, სთქვა:
სევასტოს გიორგი თუ ხელს შეგვიწყობს, ბიზანტიონში წავიყ-
ვანოთო მოსაშენებლად ყვითელი კალმახი.

49 ანგელოზის ხიდი – იგულისხმება ცნობილი ხიდი რომში, მდ. ტიბროსზე.


538 მკითხველთა ლიგა
ნიკომედიელ ეპისკოპოსს მაინცდამაინც არ უყვარდა თევზი,
რადგან ერთხელ მოიწამლა კიდევაც კალმახისაგან, ამიტომაც
შეეცადა ფილოსოფიური განხრა მიეცა საუბრისათვის.
ახლა მან ახსენა ის საშიშროება, რომელიც მოელოდა მარ-
თლმადიდებელ ეკლესიას „იმ წარმართი“ პლატონის მოძღვრე-
ბისაგან. თანაც მოიგონა კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და
ფილოსოფოს – მიხეილ პსელოსს შორის ამ საქმის გამო ჩამო-
ვარდნილი განხეთქილება.
„როცა ქსიფილინი საპატრიარხო ტახტზე დაბრძანდა, მისდა-
მი მიმართულ მეგობრულ წერილში შეაქო პლატონი პსელოსმა,
ამის საპასუხოდ მისმა უწმინდესობამ შეუთვალა პსელოსს: ისი-
ნი, ვინც პლატონისეული მოძღვრებისადმი ცთუნებით არიან აღ-
ვსილნი, ეკლესიიდან უნდა განიკვეთონო, ვითარცა მწვალე-
ბელნი“.
დირბელმა მაქსიმემ ყვრიმალთან ტუჩ-პირი მიუტანა მახა-
რაის და წასჩურჩულა:
„არ იქნებოდა ურიგო, მახარაი ბატონო, ამ ამბავს აუწყებდე
დავით მეფესა და ნიანია ბაკურიანსაც“.
მახარაი აილეწა ამის გამგონე და მკვახედ მიახალა ეპისკო-
პოსს:
„არც ის იქნებოდა ურიგო, ბერო, შენს ხარჭებს მიხედავდე
როგორმე“.
დირბელი ეპისკოპოსიც ჩუმ-ჩუმად ეძალებოდა წითელ მუხ-
რანულს, მაგრამ მაინც მიხვდა, თავხედობა რომ გამოუვიდა, ახ-
ლა უკუქცევას დაადგა და მოკრძალებულად მიუგო საჭურისს:
„რომელი ხარჭები? რასა ბრძანებ, უფლისწულო ბატონო?“
მახარაის დაცდილი ჰქონდა: სასახლეში მხოლოდ მლიქვნე-
ლები უწოდებდნენ მას „უფლისწულს“ და აგრე მიუგო:
„თუნდაც მცხეთელ იღუმენიას, შენს თეძოსქელ ანასტასიას.
ჰი, ჰი... ალბათ შჯულის კანონში წაკითხული გექნება: ბერმან,
რომელმან ისიძვოს, შვიდ წელს უზიარებელ იყოს“.
მაქსიმე დირბელი ჯერ გაწითლდა, მერმე გადაფითრდა.
მარიამ დედოფალმა შეატყო, თუ რა ძალა გამოიჩინა მუხრა-
ნულმა წითელმა, მამაკაცებმა უმატეს ხმამაღლა ლაპარაკს და
სიცილს.

539 მკითხველთა ლიგა


ბასილისამ კარგად იცოდა, როგორც კი ღვინოში შევიდოდ-
ნენ ბერძნები, მყისვე დაიწყებდნენ უშვერ ოხუნჯობას, ამიტომაც
უგუნებობა მოიბოდიშა, დიოფალი და გვანცა აიყოლია და დას-
ტოვა დარბაზი.
ამ ამბავმა გაახარა კურაპალატისსა მელიტა, მასაც უკვე საკ-
მაოდ შეფაკლული ჰქონდა ღაწვები, მის აღტყინებულ კისკისს
ხალისი შეჰქონდა ძველ ეპიკურიელთა ღრეობად ქცეულ სერო-
ბაში.
გიორგი მეფემ სმენა წაატანა მახარაისა და დირბელ ეპისკო-
პოსს შორის ჩამოვარდნილ კენწლაობას. ჯერ უსიამოდ აწკიპა
წარბები, მერმე მესტუმრეთუხუცესს წამუყო და უჩურჩულა:
„შეახსენე მახარაის: სტუმარი ღვთისაა-თქო“.
ამ შეგონებას თითქმის ხმამაღლა უპასუხა მახარაიმ:
ზოგი ღვთისააო და ზოგიც სატანისა.
ეპიფანე არამსმელი გამოესარჩლა პლატონს.
„რასა ბრძანებ, იმპერტიმ, კლიმენტი ალექსანდრიელი „ატი-
კელ მოსეს“ უწოდებდა პლატონს. ცნობილია, მან ერთი ციტატი
მოიტანა პლატონის კრიტონიდან და მის ავტორს შეარქვა ზეშ-
თაგონებული მიჯნური ჭეშმარიტებისა“.
ახლა ევხაიტის ეპისკოპოსი ჩაება პაექრობაში:
„მაქსიმე აღმსარებელი რად დაგავიწყდა, იმპერტიმ? მაქსიმე
თავის „კეფალაია თეოლოგიკაში“ სამღვთო წერილის ციტატებ-
თან ერთად იშველიებს არისტოტელისა და პლატონის აზრებს“.
გიორგი მეფეს მოსწყინდა ფილისოფიური პაექრობა, ამიტო-
მაც უთხრა ნოტარს:
„მთელი ქვეყანა მოვლილი გაქვს, სტრატიგო, ბარე ეს გვით-
ხარი, ყველა ხალხი ეტანება ღვინოს, არა?“ ნოტარს შექება იამა
და სთქვა: „სვამენო? და მერმე როგორ, სევასტოს ბატონო!“ გი-
ორგიმ მხოლოდ ახლა შენიშნა, თუ როგორ უხტოდა საუბრის
დროს ადამისეული ვაშლი აღმა და დაღმა ყელზე გრძელკისე-
რა, თავაწეულ ნოტარს.
„მთელი სამყარო სვამს, როგორც ქრისტიანული, ისე ისლა-
მური, მაგრამ ეგაა: ღვინო, ხელოვნება და მიჯნურობა მხოლოდ
რჩეულთა ხვედრია. ბაზარზე გატანილი არც ერთი მათგანი არ
ვარგა. მეჯადაგეებსა და მეხამლეებს ეს ტრიადა არც ესაჭი-
როება, არა?“
540 მკითხველთა ლიგა
***
„ფილოსოფია?“ – ცალყბად იკითხა ევხაიტის ეპისკოპოსმა.
„არც ეგ ესაჭიროება მეხამლეებსა და მეჯადაგეებს“, სიტყვა
ჩაურთო მაქსიმე დირბელმა.
„ჰო, მაგრამ რად დაგავიწყდა, ბერო, შენ თავათ მეჯადაგის
შვილი რომა ხარ?“ – წასჩურჩულა მახარაიმ დირბელს. მაქსი-
მეს შუბივით ეძგერა ეს სიტყვები გულზე, მაგრამ დაჩუმება არ-
ჩია, ხოლო ნოტარმა განაგრძო:
„ბაღდადელ ხალიფების სასახლეში თავდაპირველად სვამ-
დნენ ვარდისწყლისა და შაქრის ყინულისაგან შეზავებულ შერ-
ბეთს – როზატონს, არა მარტო ხალიფები, მათი ცოლებიცა.
ფარსი მეფეებისადმი მიბაძვით არაბი ხალიფები და სელჯუ-
კიანთა სულტანები სამ დღეში ერთხელ ითვრებოდნენ.
ხალიფა იაზიდმა მომეტებული სითამამე გამოიჩინა, იგი ყო-
ველდღე ლოთობდა. დაწოლის წინ სასაქმებელს ღებულობდა.
ამ ხალიფას ერთი მაიმუნი ჰყავდა, რომელსაც საალერსოდ შე-
არქვა „აბუ კასი“, როცა იგი თავის მეინახეებთან სვამდა, აბუ კა-
სი მხარზე უჯდა, ღვინოსაც ასხამდა ხახაში. აბუ კასი ბებერი რა-
ბინიაო, თავისი ცოდვების გამო მაიმუნად აქციაო ღმერთმა, ამ-
ტკიცებდა ხალიფა.
ერთხელ უდაბნოს ვირზე შესვა და დოღში მიაღებინა მონა-
წილეობა მაიმუნს, ვირი წაიქცა, აბუ კასიმ კისერი მოიტეხა. ბა-
ტონკაცური გასვენება მოუწყო ხალიფამ აბუ კასის. მოლები და
მუყრები წინ მიუძღოდნენ „სამგლოვიარო პროცესიას“, ყურანის
ლექსებს გალობდნენ...
სელჯუკიანთა სულტნები ბლონდით გადაატიხრინებდნენ
ხოლმე სასადილო დარბაზს, ბნელ კუთხეში წამოწვებოდნენ და
გამსჭვირვალე ფარდიდან უჭვრეტდნენ, თუ როგორ ცეკვავდნენ
ფარდის გადაღმა მათი ბიჭები ან სიძვის დიაცები.
ბოლოს, ეს მოცეკვავენი და სანჯის დამკვრელნი შემოეხვე-
ოდნენ თავიანთ პატრონს, ხელში აიტატებდნენ და საწოლის
დარბაზში წაიყვანდნენ აგრე.
ყურანი მდაბიორებს უკრძალავდა სმას, მუსულმანურ ქალა-
ქებში უსასტიკესი სასჯელია ლოთობისათვის დაწესებული. ხა-
ლიფა ომარი ამაოდ ურჩევდა მართლმორწმუნე მუსულმანებს,
მხოლოდ თაფლიანი წყალი, სარმაკი და ნუშის ღვინო სვითო.
541 მკითხველთა ლიგა
ეგვიპტელები მიზრს მიირთმევდნენ, ქერისაგან მოდუღე-
ბულს, არაბები – მეთს, ჰინდონი – მადჰუდს, ხანაც ფოკკას,
პილპილისა, თრიაქისა და ნარდისაგან შეზავებულს.
ბაღდადის ბაზრებშიაც მინახავს ამ ფოკკათი გამომთვრალი
ხალხი“.
გიორგი მეფე გულდასმით უსმენდა ნოტარის ნათხრობს.
ეპიფანე არამსმელიც კარგად ერკვეოდა ღვინის საქმეებში, ამი-
ტომაც კმაყოფილი არ იყო, ასეთი ცოდნა რომ გამოამჟღავნა
სტრატიგმა.
იდაყვი მოუცაცუნა კურაპალატისსა მელიტას და წასჩურჩუ-
ლა:
„ჩვენმა სტრატიგმა ბევრი რამ კიდევ არ იცის. ერთ არაბ პო-
ეტს ლექსიცა აქვს ასეთი:

ვარდებით მოფინე სარეცელი შენი,


ვაზების ფოთლების დასწანი გვირგვინი,
დათვერი ალერსით, დათვერი ღვინით,
ნამაზსაც გერჩიოს ლხინი...
ნატიფ ქალწულებსაც ღვინის სმა ჰშვენის,
მთვრალს ვერას დაგაკლებს ჯინი,
ლოთობას ვერ აღკვეთს მოლების ჩიჩინი,
ნამაზსაც გერჩიოს ლხინი.

ეპიფანე არამსმელი შეეცადა დაემტკიცებინა, მარტოოდენ


მაჰმადი კრძალავსო ღვინის სმას.
ევხაიტის ეპისკოპოსი ენერგიულად შეეკამათა:
„რასა ბრძანებ, იმპერტიმ, განა მარტო მაჰმადი, ქრისტიანუ-
ლი შჯულის კანონიც აგრე გვასწავლის: ჭეშმარიტ ქრისტიანად
იგი არ ჩაითვლება, ვინც ღვინოსა სვამს, კამათლებს ამღერებს
და ფლეიტის დამკვრელ დიაცებს დაუწყებს ლაციცს“.
„იმპერტიმ, – ამრეზილად უთხრა ეპიფანემ ევხაიტის ეპის-
კოპოსს, რა შენიშნა ეს იგავი მის გამო რომ იყო ნათქვამი, – გა-
ნა მაცხოვარმა ჩვენმა, იესომ, წყალი არ აქცია ღვინოდ და
ხალხს არ ასვა იგი?“

542 მკითხველთა ლიგა


ევხაიტის ეპისკოპოსი შეცფუნდა, კრინტი ვერ დასძრა და
ისევ ყვითელი კალმახის ჭამას მიადგა, ხოლო მისი დადუმებით
გამხნევებულმა ეპიფანე არამსმელმა განაგრძო:
„ღვინოს მიირთმევდნენ თვით ჩვენი იმპერატორები და პატ-
რიარქები. რა ბრძანებაა, იმპერტიმ! თუ რაინდმა ღვინო არ და-
ლია, იგი ვერც ხმალს მოიქნევს. შაქარლამით გაზრდილი ვაჟკა-
ცები ლხინს ისევე გაურბიან, როგორც ბრძოლის ველს...“
სტრატიგი ნოტარიც გააოცა თეოფილაქტეს ნათქვამმა. მან
იქედნურად გაიღიმა და უთხრა ეპიფანე არამსმელს:
„ერთი შეეკითხე, იმპერტიმ, ევხაიტის ეპისკოპოსს; ჩვენს ფი-
ლოსოფოსს პსელოსს თუ სთვლის იგი ჭეშმარიტ ქრისტიანად?“
თეოფილაქტე მოეშვა კალმახის ჭამას, თავი ასწია და წაიდუ-
დუნა, როგორ არა ვთვლიო პსელოსს ნამდვილ ქრისტიანად?
„მაშ, გევედრები, იმპერტიმ, – ეუბნება ნოტარი ეპიფანე
არამსმელს, – წართქვი შენებურად მიხეილ პსელოსის „აპო-
ლოგია რწყილისა“.
ეპიფანეს უკვე შეფაკლოდა ბახუსისაგან ნაკოცნი ღაწვები,
ამიტომაც პათეთიური ტონით დაიწყო:
„...ჩვენ მარონული ღვინოც ისევე გვსიამოვნებს, როგორც
ხიოსისა და ლესბოსისა. ამისათვის ვინმე დაგვძრახავს განა“.
აქ შესდგა იგი, მზერა ესროლა მომღიმარე გიორგი მეფეს,
უფრო გამხნევდა და განაგრძო:
„ზოგს წარყვნილიც უყვარს ღვინო, მაგრამ ღვინის მოტ-
რფიალეთა შორის ყველაზე უფრო დიდი მეჭაშნიკეა რწყილი.
იგი გემოს ატანს მხოლოდ სურნელოვანსა და კეთილად დაყენე-
ბულ ღვინოს, თხლენარევსა და დაძმარებულს უკადრისობს კი-
დევაც.
უკეთუ მთვრალის მაჯის ძარღვს დაეწაფა რწყილი, კეთილ-
შობილი ღვინისაგან აბორცვილს, ხარბად დაეწაფება სისხლსა
და ღვინოს...
დარბაისელნო, იცოდეთ: რწყილია უდიდესი ჭაშნაგირი. ამ
მხრით ატილასა ჰგავს იგი, ღვინისა და სისხლის მოყვარულს.
მე ძლიერ მიყვარს ისინი, ვინც დიდ გემოვნებას იჩენენ სამ-
წდეურების შერჩევაშიაც. საგანგებოდ შეიძენენ ხოლმე
ფიალებსა და ფსკიტირებს თირიკლიის შუშისაგან ნაკეთებთ, წე-

543 მკითხველთა ლიგა


როსყელიან ჭინჭილებს, რომელთა პირიდან გადმოდენილი
ღვინო ლიკლიკით ისხმება ღვინის მოყვარულთა პირში.
ჩვენ შორის განა ყველანი თანაბრად განიცდიან ამ სილამა-
ზეს? რაიცა შეეხება რწყილების ნათესავს, იგი კეთილშობილია
და გულამაყი. რწყილი მხოლოდ თავანკარა ღვინოს ეტანება.
სისხლიც ასეთი უყვარს რწყილს და ამ შემთხვევაში იგი მეფეებს
როდი ჰგავს უჯიშოთა სისხლის მოყვარულთ, არამედ მეამბოხე
ბრბოს, რომელსაც ვერ გააძღებ კეთილშობილთა სისხლით“.
კურაპალატისსა მელიტა აღფრთოვანდა არა მარტო წარ-
თქმისაგან, იგი დანატრებული იყო ბერძნული ენის ბრწყინვა-
ლების გაელვებას ამ უცხო გარემოში, ხოლო გიორგი მეფე ისე
ერთობოდა ამ გროტესქული გალიმათიით50, როგორც საბიას
ასოთა სამღერელითა (თუმცა ჯინები და რწყილები საოცრად
სძაგდა მას).
ღვინო, რომელიც ზოგჯერ მუზური ტალანტების გამოჩინებას
ხელს უწყობს, ადამიანის ზადის გამომვლინებელიცაა ხანდახან.
სტრატიგი ნოტარი ისე აღიტაცა მუხრანულმა წითელმა, იგი
ტრაბახს მოჰყვა.
ლოყებშეფაკლული უამბობდა გიორგი მეფესა და მის მეინა-
ხეებს, თუ რა სწრაფად გადასხა მან დრომადერებით ბერძნული
ჯარი ბითინიაში სწორედ იმ დღეებში, როცა თურქებმა ცხვრის
ფარასავით წინ გაიგდეს გერმანელები და ფრანკები ქსერიგორ-
დონის ციხესთან.
შეფარვულად, მაგრამ ყველასათვის გასაგებად, იგიც სთქვა:
ალექსი კომნენს რომ ჩემთვის დაეჯერებინა, ჯვაროსნებზე ადრე
ჩვენ ავიღებდითო ანტიოქიასა და იერუსალემს...
როგორც ფორუმზე გამოსული რომაელი მონები ურცხვად
გაიშიშვლებდნენ მკერდს და უჩვენებდნენ მოსეირე ბრბოს ნაის-
რალსა და ნახმლევებს საკუთარ მკერდზე, ისე ენამზეობდა
სტრატიგი ნოტარი და სათითაოდ ანახვებდა მეინახეებს ღაწვებ-
ზე, ყვრიმალებსა და კეფაზე მიღებულ ჭრილობებს.

50 გალიმათია – ბერძნ. სისულელე


544 მკითხველთა ლიგა
ეპისკოპოსი მაქსიმე, რომელიც ბიზანტიელების მიმართ მო-
ნური სიყვარულის დაფარვას ვერ ახერხებდა, აღტაცებაში მოიყ-
ვანა ნოტარის კვეხნამ და ამიტომაც წაიდუდუნა:
საქრისტიანოს ყოველ ერს რომ ასეთი გულმამაცი რაინდი
ჰყავდეს მეფედ, თურქები ვერაფერს დაგვაკლებდნენო.
ამ სიტყვების გამგონე მახარაის ბრაზი შემოენთო გულზე,
ერთი გაიფიქრა, ხელუკუღმა გავასილაქებო ამ ტუტუც ბერს,
მაგრამ გიორგი მეფისა და სტუმრების წინაშე რიდისაგან თავი
შეიკავა, ანაზდად გადავარდა საკარცხულიდან, შუბლი დაჰკრა
აგურის იატაკს.
როცა გიორგი მეფე და სტუმრები წამოცვივდნენ, დუჟმო-
რეული მახარაი შფოთავდა, უმწეოდ აფხარკალებდა ხელ-ფეხს.
ბიზანტიელი სტუმრები გახევდნენ, მათ არც კი იცოდნენ,
გულყრა რომ სჭირდა მახარაის. გიორგი მეფე პირველი მიეჭრა
თავის ნახევარძმას, მარჯვენაში ხელი წაავლო და წამოაყენა.
იგი თან წაჰყვა საკაცეს და ცნობიერების მობრუნებამდის არ
მოსცილებია მახარაის.
ევხაიტის ეპისკოპოსმა რა გაიგო, გულყრა სჭირვებიაო სა-
ჭურისს, არ დამალა თავისი ნიშანდება და სთქვა:
„ბნედა ეშმაკეულის გამოვლინებაა და სხვა არაფერი...“
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად“, კვერი დაუკრა მაქსიმე დირ-
ბელმა. ნიკომედიელი ილარიონიც იზიარებდა ამ აზრს. იგი უკვე
დაბეჯითებით ამტკიცებდა:
ამ ბოლო დროს მოხშირდაო ბნედის სახით ეშმაკეულის გა-
მოვლინება არა მარტო ბიზანტიაში, ანტიოქიასა და ედესაშიაც
ხდებაო ასეთი რამე.
„არაბებისაგან მაქვს გაგონილი, გულყრა ჯინების მიერ შეპ-
ყრობილებს ემართებათ მეტწილად“, დასძინა ნიკომედიელმა.
ეპიფანე არამსმელი ღვინის სმას მოეშვა და სთქვა:
„მე უფრო მეტი ვიცი ამ საქმის გამო. საერთოდ, ჯინები მუს-
ლიმანურ ქვეყნებიდან შემოდიან საქრისტიანოში. ყურანში ხომ
ნახსენებია ორი ანგელოზი, თაგუტ და მაგუტ, რომელნიც სიძვის
დიაცებთან გამიჯნურებისათვის თავდაღმა დაჰკიდა ღმერთმა
ბაბილონის ერთ ჯურღმულში და იქ განაგრძობენ თურმე ისინი
თავიანთ ჯადოსნურ საქმიანობას დღემდის.

545 მკითხველთა ლიგა


სწორედ ეს ანგელოზები აგზავნიან მთელს მსოფლიოში ჯი-
ნებს. მე თუ მკითხავთ, პორფირის კოლონას მეხი რომ დაეცა
ამას წინად კონსტანტინოპოლში, ეგეც ჯინების ბრალია51.
სტრატიგი ნოტარიც დაინტერესდა ამ საქმით და მორთო
როხროხი:
„ჯინების მამამთავარი ერთი შავი გველის სახით სწვევია
ქააბას. ამ გველს უკან მიჰყვებოდა ჯინების მთელი ლეგიონი,
მათ წინ მიუძღოდა თურმე, იცით ვინ? უშველებელი ზღარბი“.
ზღარბიო?!
ერთხმად აჩოჩქოლდნენ ეპისკოპოსები:
„მერმე, მერმე?“ – იკითხა ამ ამბისაგან აღტაცებულმა გიორ-
გი მეფემ.
„მერმე და არაბები შემკრთალან თურმე. ხმლები უშიშვლი-
ათ და შებმიან ჯინებს. ურიცხვნი მოისრნენ ჯინები ამ ომში. ბო-
ლოს უკუიქცნენ თურმე ჯინები, ახლა თეთრ გველებად იქცნენ
ისინი და ეთერში აიჭრნენ.
ეს კიდევ არაფერი, ისინი ეახლნენ მამაღმერთს, რათა ყური
მოეკრათ, თუ რას ეჩურჩულებოდა იგი თავის ანგელოზებს. მერ-
მე, ის იყო, განრისხდა ცათამპყრობელი, ანგელოზებმა ცეც-
ხლოვანი ხმლები დაუშინეს იმ გათავხედებულ ჯინებს და ლეღ-
ვის ყვავილივით ჩამოჰყარეს მიწაზე.
იმ წელს დიდი მიწისძვრები მომხდარა და ვარსკვლავები
სწყდებოდნენ ცას...“
ჯინების ამბავი რა მოათავეს, ისევ მიეძალნენ სტუმრები მუხ-
რანულ წითელს. სასადილო დარბაზში იმატა ნასმურევთა ყაყან-
მა და სიცილმა. გიორგი მეფემ უკვე აღარ იცოდა, რა ექნა, მას
არაერთხელ ჰქონდა დაცდილი: ბიზანტიელები ღვინოში რომ
შევიდოდნენ, წონასწორობას ჰკარგავდნენ მყისვე.
ნეკრესელი, გოლგოთელი და დირბელი ამაოდ ცდილობ-
დნენ სტუმრების დაშოშმინებას. როცა სასადილო დარბაზში
საკმაოდ უშვერი სიტყვები გაისმა, გიორგიმ მესტუმრეთუხუცესი
მოიხმო და წასჩურჩულა:

51რომანში ნაგულისხმევ წელს, კონსტანტინოპოლში მეხი დაეცა პორფირის


კოლონას, რომელზედაც კონსტანტინე დიდის ქანდაკება იდგა. კოლონა წა-
იქცა და ქანდაკებაც დაიმსხვრა.
546 მკითხველთა ლიგა
მოუარეთო სტუმრებს.
ბოლოს წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაიარა ვრცელი დარბა-
ზი.
მესტუმრეთუხუცესმა სამი მეკრე და ორი მესაწოლე მოიყვა-
ნა და კარის ზღურბლთან დააყენა.
ნოტარს ხელები საფეთქლებზე შემოეჭდო და ისეთ სიტყვებს
ამოიძახებდა ხოლმე, როგორც სჩვევოდათ კონსტანტინოპო-
ლელ მეხამლეებსა და მეჯადაგეებს, ღვინის სარდაფებში გამომ-
თვრალთ.
სივრცეში აშტერდებოდა თითქოს ვიღაცას და ისტერიული
ხმით ყვიროდა:
„კურკუას, სადა ხარ, შე სალონიკელო ღორო, შენი...“
რაკი სალონიკელი ღორი არსად გამოჩნდა, მკლავები სუფ-
რაზე დაჰყარა და თავი დაჰკრა მაგიდას.
მესტუმრეთუხუცესმა მოკრძალებულად ხელი წაუცაცუნა
მხარზე და ბერძნულად უთხრა:
საწოლის დარბაზში წამობრძანდით, სტრატიგო ბატონო.
ნოტარი სოლდატურად ზეჭამოიჭრა და გაიჯგიმა, თანაც იყ-
ვირა:
„ჩქარა მომგვარეთ ჩემი მეჯინიბენი და მეკარვენი, ახლავე
შეკაზმონ ცხენები...“
მესტუმრეთუხუცესმა ხრიკი მოიშველია: ორი მეჯინიბე მოაყ-
ვანინა და მათ უპატაკეს სტრატიგს:
მზადა გვყავსო ცხენები.
მეჯინიბეთა დანახვაზე წამოვარდა ნოტარი და მხედრული
ნაბიჯით თან გაჰყვა საწოლის დარბაზისაკენ მათ.
ევხაიტის ეპისკოპოსი ხან სტიროდა, ხანაც ლოცულობდა,
აგინებდა ეპიფანე არამსმელს:
ამ თხაწვერა ხუცესმა შემაცდინა, ახლა კონსტანტინოპოლის
პატრიარქი ამას გაიგებს და ეპისკოპოსის კათედრას აღარ მა-
ღირსებენო არასდროს.
ეპიფანე არამსმელი კბილებს აკაწკაწებდა, საკოცნელად
მიიწევდა კურაპალატისსა მელიტას წამოწითლებულ პუტკუნა
ლოყებისაკენ, მელიტა თავათაც მთვრალი იყო, ვერ გაეგო კოც-
ნას უპირებდნენ თუ კბენას, მაინც ევედრებოდა:
დამშვიდდითო, მამაო!
547 მკითხველთა ლიგა
ეპიფანე ტანმორჩილი იყო, მეკრე ალექსამ სააღდგომო ბატ-
კანივით წამოიკიდა და წაიყვანა იგი.
ძლიერ გასჭირდა ნიკომედიელი ეპისკოპოსის მოთრგუნვა.
იგი თავისი მაჯაგანიერი, ბანჯგვლიანი ხელებით მოეჭიდა სუფ-
რის ძგიდეს, ლათინურად აყვირდა რატომღაც:
„ინ ვინო ვერიტას!“
სამმა ჩაკურატებულმა მესაწოლე ბერმა ძლივს გაიყვანა იგი
დარბაზიდან ცხოველივით დაოთხებული.
გიორგი მეფე უცნაურად ააღელვა ამ ამბავმა. იგი საკმაოდ
ნასმურევი იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაჰკარგვია ცნო-
ბიერება. მას თავისებური შეხედულება ჰქონდა არა მარტო სამ-
ხედრო საქმეების, არამედ ღვინის სმის გამოც.
ვინც ომში ვაჟკაცია, იგი არც სმაში იქნება ჯაბანი. საერთოდ,
სმაში გაჯიბრება ხმალში გაჯიბრებას უდრიდა მის თვალში, ამი-
ტომაც მან არც კი იკადრა ამ „საბრინჯე ბებრებთან“ ღვინის სმა-
ში შებმა.
გიორგის სიყრმიდანვე უყვარდა ბერძნები. ამჯერად მათი
სმაში დამარცხება მან უსიამოდ განიცადა. გიორგი ბრმადმორ-
წმუნე ქრისტიანი არასოდეს ყოფილა. მთელი თავისი ვაჟკაცო-
ბის მანძილზე ხმლით ებრძოდა იგი თურქებს, მაგრამ მათდამი
სიძულვილიც უცხო იყო მისთვის.
ისპაჰანსა და ბაღდადში მალიქ-შაჰ სულტანთან სტუმრობი-
სას იგი გაეცნო არაერთ კაი კაცს თურქთაგანს. მას ხიბლავდა
კიდევაც ის მომნუსხველი ხასიათისმიერი სილბო, რომელიც
თურქული მოდგმის ხალხებთან ურთიერთობაში საგრძნობი
ხდება ხოლმე, უფრო მეტი, მას აჯადოებდა განსაცვიფრებელი
კეთილხმოვანება არაბულისა, თურქულისა და ირანულისა.
ისპაჰანსა და ბაღდადში არაერთხელ დასწრებია გიორგი მე-
ფე სულტნების დიდ დარბაზობას, თავათ უნახავს ხელოვნების
სამსახურში ჩამდგარი ბრწყინვალება ოქროისა, ვერცხლისა და
მარმარილოსი, მიუხედავად ამისა, გიორგის გულწრფელი სიყ-
ვარული ბიზანტიისაკენ იხრებოდა...
იმდღევანდელმა პურობამ ბიზანტიელ სტუმრებთან, უგუნე-
ბობა შეჰყარა მას, არა მარტო ეგ, უიმედობაცა...
ცხადია, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება იყო გადამ-
წყვეტი. გიორგი აგრე ფიქრობდა: ისლამურ ვეშაპებთან ბრძო-
548 მკითხველთა ლიგა
ლაში სომხებსა და ბიზანტიელებს გარდა, საქართველოს სამე-
ფოს სხვა არავინა ჰყავდა მშველელი.
დავით მეფისა და მისი სპასალარების ქადილი: სელჯუ-
კიანებს ტფილისს, სამშვილდეს და ანისს წავგლეჯთ და კავკა-
სიიდან გავრეკავთო, ბალღურ ომობანად მიაჩნდა გიორგის.
იგი თავდაპირველად აღტაცებული შეეგება ჯვაროსნებისა
და ალექსი კომნენის გამარჯვებებს მცირე აზიასა და სირიაში,
მაგრამ როცა კვლავ მოიღრუბლა საქრისტიანოს თვალსაწიერი,
გიორგიმ ღვინის სმას უმატა...
სულ ოციოდე წლის მანძილზე მორიგეობით გამოეცალათ
გიორგისა და სიძეების დახმარებისათვის მეოცნებე ქართველ
დიდებულებს, ჯერ ნიკიფორე ბოტანაიტესის, მერმე მიხეილ VII
დუკას, ალექსი კომნენისა და კონსტანტინე პორფიროგენეტის
იმედი...
ახლა თავათ ბიზანტიელები დაჩიავდნენ გიორგის თვალში.
აბა, რასა ჰგავდნენ ამ უკანასკნელი სერობის მეინახენი! რა
გახუნებული სკარამანგები და ომფორები ეცვათ, ან როგორ
ეჭირათ თავი თავმომწონე და კეთილად აღზრდილ დიდებუ-
ლებს!
გიორგის ურყევად სჯეროდა: ღვინო ბროლის სარკესავით
გამოაჩენსო ადამიანის შინაგან ბუნებას. დათვრნენ თუ არა, ეს
დიდებულები მყისვე დაემსგავსნენ ღვინის სარდაფებში გამო-
ლეშილ უპოვარებს.
ამ უსასოო ფიქრების გადამკიდე მეფე გიორგი პირაღმა იწ-
ვა, თავის საწოლის დარბაზში...
ოდესღაც მის სიჭაბუკეში ბიზანტია იყო მის თვალში შეუმუს-
ვრელი მითიური ლომი, რომელიც ხმალამოწვდილი უტევდა
გოგსა და მაგოგს.
წარუხოცელი დარჩა გიორგის ხსოვნაში აღდგომის ის დღე,
კონსტანტინოპოლში, მარიამის გათხოვების პირველ წელს, რო-
ცა ნიკიფორე ბოტანაიტეს და მარიამი შემოსეს დაფნის სასახ-
ლის ოქტაგონში.
„ხრისტოს ანესტის“ (ბერძნ. ქრისტე აღდგა.), შესძახა ბოტა-
ნაიტესმა სინკლიტის წევრებს, ხოლო მათ მეუღლეებს – მარიამ
დედოფალმა.

549 მკითხველთა ლიგა


დაფნის პალატას რა მიაღწიეს, თავისი მოოქროვილი სკარა-
მანგი გაიხადა ბოტანაიტესმა და დალმატიკა ჩაიცვა, შემოსილ
იმპერატორის ფერხთით დაემხო პრეპოზიტი და მოახსენა:
დიდებულნი მზად არიანო.
ახლა დალმატიკა გახადეს კეისარს და ციცაკი ჩააცვეს. ცალ
ხელში ჯვარი მისცეს, მეორეში – მიწით გავსილი, პატარა ტოპ-
რაკა აბრეშუმისა, რომელიც იგულისხმებოდა როგორც სიმბო-
ლო მეფეთა მიწიერი მეუფებისა.
ბოლოს იმპერატორი ბოტანაიტეს და იმპერატრისსა მა-
რიამი შევიდნენ იმ კარვებში, რომელიც ჰყოფდა დაფნის სასახ-
ლეს ცხრამეტი აკკუვიტის სასახლისაგან.
„პოლიხრონიონ“ შესძახეს კეისარსა და მის მეუღლეს ეთე-
რიოტებმა, ოქროჭედილ სელებზე დასვეს მბრძანებელნი, რექ-
ტორი ეახლა, ჯერ მუხლზე ეამბორა კეისარს, მერმე ხელზე, ბო-
ლოს ტუჩ-პირზე, ასევე მოიქცნენ დანარჩენი დიდებულები.
გახევებული იდგა ოსტიარი და უცდიდა პრეპოზიტის ნიშნე-
ბას.
პრეპოზიტმა ქლამიდაში გახვეული ხელი ანიშნა ოსტიარს
და ამ უკანასკნელმა მარჯვენათი გადასწია ფარდა.
ფარდის გადაღმიდან გამოცხადდნენ სილენციარები, ეახ-
ლნენ კეისარსა და მის მეუღლეს, მუხლი მოიდრიკეს და შესძა-
ხეს:
„ხრისტოს ანესტის!“
ამასობაში ფარდის გადაღმა კუვიკულიარებს მოუწყვიათ პა-
ტარა თალარი მირტის შტოებიდან.
როგორც კი შესწყდა „ქრისტე აღსდგას“ გალობა, იმპერატო-
რი და იმპერატრისსა დასხდნენ ამ ტალარის ქვეშ. მათ მხარ-
მარცხნითა და მარჯვნითა ჩამწკრივდნენ კუვიკულიარები...
ახლა იმპერატორმა ანიშნა პრეპოზიტს, იგი თალარის ქვეშ
დადგა იმპერატორსა და იმპერატრისსას პირისპირ და თაყვანი
სცა თავიანთ მბრძანებლებს.
პრეპოზიტი გავიდა და შემოიყვანა სინკლიტის წევრები და
უცხოელი ელჩები, ისინიც მიესალმნენ კეისარსა და მის მეუღ-
ლეს.
ბოლოს იმპერატორმა და იმპერატრისსამ ციცაკი გაიხადეს
და ლოორი ჩაიცვეს ფარდის გადაღმა.
550 მკითხველთა ლიგა
ისევ მიეჭრა პრეპოზიტი და შეღაღადა კეისარს:
„მიბრძანე!“
კეისარს ეახლნენ ვესტიტორები52 და საჭურისები, პრეპო-
ზიტმა შემოიტანა ოქროს გვირგვინები და თავზე დაადგა მბრძა-
ნებლებს, მიართვა აკაკიები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი
ოქროს ჯვრები.
დასასრულ, გამოცხადდნენ მოოქროვილი აბჯრით მოსილ-
ნი, ხმალამოწვდილი დომესტიკები, კატეპანები, სპათარიები და
შესძახეს კეისარს და მის მეუღლეს:
„ნიკიფოროს ან ხრისტო, ტო თეო პისტოს ბასილეუს, კაი
აუტოკრატოს რომაიონ ო, ბოტანიატეს, მარია ან ხრისტო ტო
თეო პისტე ბასილისა კაი ავტოკრატისა რომაიეონ...“

შეგონებანი ბაბილონის მეფისა


მახარაის თმენის ღონე გამოელია. ივნისი მიიწურა, დავით
მეფე აღარსად სჩანდა. ბიზანტიელი სტუმრები შინ წასვლას არ
აპირებდნენ, თვით ეგზომ პურადი გიორგი მეფე უკვე იმეორებ-
და ქართულ ანდაზას: დილას ოქრო ხარ, სტუმარო, საღამოს
ვერცხლად იქცევი...
მათი ცნობისწადილის შეჯერებას ვეღარ ადიოდა მახარაი,
ხან დავით მეფის საჯინიბოს დათვალიერებას მიესწრაფვოდნენ,
ხან საჭურჭლეთა და ზარდახანასთვის თვალის გადაკვრას, ხან
კავკასიონის მთიანეთისკენ ცხენებით გასეირნებას.
მარიამ დედოფალს მობეზრდა ნოტარისაგან ზეპათეთიური
ხოტბის სმენა ყოველდღე. სტრატიგმა ერთ-ორჯერ მოკრძალე-
ბულად შესთავაზა იმპერატრისსას ცხენებით გასეირნება, ბო-
ლოს მარიამმა შაკიკი მოიმიზეზა, კურაპალატისსა მელიტა და
ეზოსმოძღვარი ცინცილუკი მიაჩეჩა მას და თავათ პლატონის
კითხვა განაგრძო დავითისა და ნიანიას დაგვიანებისაგან გულ-
შეღონებულმა.

52ვესტიტორები, პრეპოზიტები, ეთერიოტები, უსტიარები, კუვიკულიარები,


სელენციარები ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებს ეწოდებოდათ.
551 მკითხველთა ლიგა
სპილენძად გადაქცევამდის აღარ დაუცადა მახარაიმ სტუმ-
რებს. კვირა საღამოს მან დაბეჯითებით განუცხადა გიორგის:
ხვალ დილით მივემგზავრებიო დარიალს.
გიორგი გაოცდა:
„რამ გადაგრია, ვეჟო! ორშაბათი ეშმაკის დღეა. ჭკუათამყო-
ფელი კაცი როგორ დაადგება ამ დღეს გზას“.
„ეჰ, ეშმაკები რას დამაკლებენ, ვადაჯვარიანი ხმალი წელზე
არა მაქვს?!“
„გარდა ამისა, ხომ შესაძლოა გზაში ასცდეთ ერთმანეთს?“
„არაფერია, მოკლეებით გადავალ ქსნის ხეობაზე“.
„მე შენ გეუბნები, არ ჰქნა ასეთი სიშლეგე, მახო, მერემეთუ-
ხუცესი მომახსენებდა წინეებზე: მეწყერებსა და ზვავებს
დაუხორგავთო ეს გზა. მაინცდამაინც თუ არ დაიშლი, გიჯობს,
ჯორებით იმგზავრო“.
მახარაის არ უყვარდა ჯორი. სამღვდელოთათვის განკუთ-
ვნილად სთვლიდა მას. ხუმრობდა კიდევაც:
ჩემსავით ჯიუტიაო ეს ცხოველი.
ამჯერადაც გაჯიქდა მახარაი: მისრატულს, გინგილას, ოთხი
სატალახო ცხენი და ამდენივე ჯორი შეარჩევინა. ერთს სანიადა-
გო კარავი აჰკიდეს, მეორეს – სანოვაგე და ღვინით სავსე ტიკე-
ბი.
ღვინის სმაში ფრიად აზიზი იყო მახარაი, შემთხვევით მიწო-
დებულის სმას ერიდებოდა, საერთოდ, პურის ჭამაც არ შეეძლო
უღვინოდ.
განა მარტო ცხენით გამგზავრების ამბავი აწუხებდა გიორ-
გის. მან კარგად იცოდა: ბნედიანს არ არგებდა ხანგრძლივი
მგზავრობა სიცხიან დღეებში. ევედრა, მუზარადს თან თუ
წაიღებ, მზვარეში გაცხელდებაო ზუჩი.
მახარაიმ ქვა ისროლა და თავი შეუშვირა:
რაო? დიაკვანი ხომ არა ვარ, რკინის პერანგი ზედ მეცვას და
თავზე ჩაჩი დავიხუროვო?
მახარაიმ შენიშნა, თუ როგორ შეწუხდა დადუმებული გიორ-
გი.
ჩემი დარდი ნუ გაქვსო, ანუგეშა. საბია იხმო, ნოშოთი შენიღ-
ბვის ოსტატი. გოგრის ფოთლები შემოაგრაგნეს მუზარადს
გარს.
552 მკითხველთა ლიგა
გიორგის სიცილი აუტყდა.
„იცი, ვისა ჰგავხარ, მახო?“
ვისაო?
„ბაღდადში ერთი ქანდაკება ვნახე ბაბილონის მეფისა. ზედ-
მიწევნით მას მაგონებ, ჩემმა მზემ“.
„ეჰ, ჩვენო პატრონო, საქმე ის კი არაა, ვისა ჰგავხარ, არა-
მედ ვინა ხარ, ჰი, ჰი. პატრონიც მოკვდომია, მიმამგვანონ ბაბი-
ლონის მეფეს“.
მახარაი დარიალს მიემგზავრებაო?
ეს ამბავი მთელს ქსნის ხეობას მოსდვეს ხევისთავებმა და
გზებზე მოხეტიალე ბერებმა.
პატივდაკლებული სამღვდელონი და ციხოვანი აზნაურები
პურმარილს ახვედრებდნენ გზადაგზა.
ურცხვად ლიქნიდნენ მას დავით მეფის გუშინდელი მტერნი,
თავიანთ ციხე-კოშკებში ეპატიჟებოდნენ მგზავრს, თანაც ჩუმ-
ჩუმად დასცინოდნენ ნოშოთი შენიღბულ რაინდს.
ერისთავთ-ერისთავმა ლარგველმა თავისი დედის ძმა და კა-
რისმოძღვარი დაახვედრა დავით მეფის ბიძას ლარგვისის ციხის
მისადგომებთან. სახელდახელო პურმარილი მიართმევინა, თა-
ვის ციხე-სასახლეში აწვია იგი, თანაც ბოდიში შემოუთვალა:
შეუძლოდ ვარ, ამიტომაც ვერ ჩამოგეგებეო ციხიდან.
მახარაიმ ლარგველის პურმარილი არ მიიღო, სასწრაფო
საქმეები წინ მიდევს, ამიტომაც ვერ გეწვევიო, შეუთვალა ერის-
თავს.
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო აუტანელი ხდებო-
და გზა. ზვავებსა და მეწყერებს მართლაც ჩაელეწათ ბოგირები
და ხიდები, ალაგალაგ გზა სავსებით დახორგილი იყო ქარაფე-
ბიდან გადმოცვენილ ლოდებისაგან, ასე რომ, მგზავრები იძუ-
ლებულნი ხდებოდნენ ნაღვარევებისა და ხევების სადენს აჰყო-
ლოდნენ ზევით.
როცა უკანასკნელად უღელტეხილს მიადგნენ, უკვე ამ ხერ-
ხმაც ვეღარ უშველა მათ. არა მარტო ცხენები, ჯორებიც ხელით
სათრევნი გახდნენ.
ბოლოს, მიადგნენ სავსებით დაქცეულ გზას. არც ნაღვარევი
იყო სადმე, არც ხევის სადენი. მახარაიმ ცხენი შეაყენა, შეხედა

553 მკითხველთა ლიგა


ზედახორად ერთმანეთზე შემდგარ ძერასფერ ლოდებს და, რო-
გორც იქნა, აღიარა:
„მართალი უთქვამსო გიორგი მეფეს“.
ახლა უკვე დაღმა დაჰყვნენ იმავე ქსნის ხეობას. ცნობილია,
გზა უცნაურად აახლოებს ადამიანებს. მახარაის ებრალებოდა
გაოჩნებული ჯორების თრევით დაოსებული მისრატული და მეხ-
მლე, ეხუმრებოდა მათ, ღვინოს აძალებდა.
უმთვარო ღამეები შეხვდათ, ხეობებში მგლების ყმუილი და
ფოცხვერების ერთობლივი ხორხოცი მოისმოდა, მიუხედავად
ამისა, მახარაიმ აღარ ინდომა კვლავ სწვევოდა იმავე აზნაურებ-
სა და ეპისკოპოსებს, ვისთანაც ღამეს ათევდნენ ქსნის ხეობაზე
აღმა მიმავალნი, ამიტომაც განუცხადა მეხმლეს და მისრატულს:
სადაც ღამე წამოგვეწევა, იქვე დავდგათო კარავი.
ღამღამობით კარავის კარზე მეხმლე, მაიმახა, ტალად დგე-
ბოდა შუბით აღჭურვილი და ყურს უგდებდა დათვების ბოყინსა
და მგლების ყმუილს უმთვარო ღამეში...
მცხეთის გზას რა მიაღწიეს, მახარაიმ გადასწყვიტა ერთი ღა-
მე შიომღვიმის მონასტერში გაეთიათ. ეს მონასტერი თავის
დროზე ძაგან ზედაზენის ერისთავის მემხრეთა სამალი იყო, მა-
ხარაის ისიც არ გამოპარვია, რუის-ურბნისის კრების შემდეგ
განპატიჟებულ ქვაბ-ავაზაკებს შიომღვიმეში რომ დარჩათ გულ-
შემატკივარნი, მათ შორის ხუცესმონაზონი სერაპიონი, მონას-
ტრის იკონომოსი, რომელიც თავის თავს ნებას აძლევდა, ჩუმ-
ჩუმად ენთხია გესლი დავით მეფის წინააღმდეგ.
ბერებს მაინცდამაინც არ უყვარდათ მახარაი, მიუხედავად
ამისა, მოჩვენებითი აღტაცებით შეეგებნენ საპატიო სტუმარს.
ხელ-ფეხი დაბანეს, თონის პური, კეცებზე შემწვარი კალმა-
ხები და წანდილი მიართვეს.
„იცი, მამაო, – ეუბნება მახარაი ხუცესმონაზონს, სერაპიონს,
– ეს წანდილი დირბელ ეპისკოპოსს შეუნახეთ. მოგეხსენება, ნა-
მეტნავად სათნო კაცია მაქსიმე, წანდილის გარდა სხვა საჭმელს
არ დააკარებს პირს.
შენ თავშენახული კაცი ხარ, მამაო, სანთლის არაყი და ძვე-
ლებური ღვინო გექნება შემორჩენილი სადმე...

554 მკითხველთა ლიგა


მე აგრე ნუ მიყურებ, დღეს-ხვალ შესაძლოა, მეც ვეღირსო
ეპისკოპოსის ტახტს, ალბათ განაგონი გექნება იგავი ინდიგოში
ჩავარდნილი მელის გამო, რომელიც მეფედ აირჩიეს მხეცებმა“.
ხუცესმონაზონს გაეღიმა, თვით მისმა დაფანჩვულმა ულვა-
შებმაც ვერ დამალეს ეს ღიმილი.
„აბა, ერთ რამეს გეტყვი, ხუცესო, – ეუბნება მახარაი სერაპი-
ონს, – შენ მთლად მართალი კაცი არა ხარ...“
„რატომ ბრძანებ ამას, უფლისწულო ბატონო?“
„იცი მამაო, მეც მოხრილი ვარ წელში, მაგრამ ეს ნახმლევე-
ბის ბრალია. შენ ასეთი ახოვანი ვაჟკაცი ხარ და წელში მოდრე-
კილი დადიხარ, ეგ იცოდე მე მიყვარს არა ძაღლის კუდივით
გადრეკილნი, არამედ შუბისტარივით გამართულნი.
შენ იმიტომაც ხარ ასეთი, რომ მუდამ ეპისკოპოსებსა და კა-
თოლიკოსებს ლიქნიდი. მე ისიც ვიცი, მაქსიმე დირბელი ნიადაგ
სტუმრობს შენთან, შენ თავათ ფეხსა ბან მას და ჩემს საყვედურს
ექილიკები...“
„ვინ მოგახსენაო ასეთი რამ?“
„ჩიტმა მომიტანა ენა“.
სერაპიონი ახლა უფრო მეტად მოიხარა წელში.
„შესაძლოა, კაცი კაცს მტრობდეს, მტერი ყოველ ვაჟკაცს უნ-
და ჰყავდეს, ალბათ გსმენია: არ ვარგა კაცი უმტეროდ, მაგრამ
არც მტერმორეული. მე ჩემს მტრებს ზოგჯერ ვუმადლი კიდევაც,
რადგან ისინი ბრძოლის ხალისს მმატებენ.
მტერთა შორის განსაკუთრებით არ მიყვარს ქვეშქვეშანი. კა-
ცი იგია, ვინც შუბივით შემართული ეძგერება თავის მოპირდაპი-
რეს.
შენ გულმართალი კაცი რომ არა ხარ, ეს შეგნიშნე სულ უბ-
რალო რამეშიაც“.
მაინც რაშიო, უფლისწულო ბატონო?
„როცა შენ თვალი მოჰკარი ჩემს მუზარადს, ნოშოთი შებურ-
ვილს, ჩემთან გულწრფელი რომ ყოფილიყავი, ამის მიზეზს
მკითხავდი და მეც ალბათ გეტყოდი, გულყრა მჭირს-მეთქი“.
სერაპიონმა თავი ჩაჰქინდრა.
„შარშან ნაჭარმაგევის ციხეში მამცნეს, შენ აგრე გიბრძანე-
ბია თურმე, მახარაი ბაგრატ მეფის ბუშია, ამიტომაც უციხოდ და

555 მკითხველთა ლიგა


უმამულოდ დარჩა. ახლა დავით მეფეს ლიქნის, რათა ამ სიბე-
რის ჟამს ციხე და მამული უბოძოსო პატრონმა.
შენ ბერი ხარ, ხომა? შენ ისეთი ჩაკურატებული ვაჟკაცი ხარ,
ხვალ რომ მონაზვნური ჩოხა გაიხადო, ცოლს შეირთავ, სიძვის
დიაცებს გაიჩენ და ჩემზე უკეთ მოეწყობი ამ წუთისოფელში.
სხვა არა იყოს რა, მე იგიც ვიცი, შენ დიდაზნაურთა ნაშიერი
ხარ, მამისეულ ციხე-კოშკს დაეპატრონები, არა?
მე საჭურისი ვარ, რაღათ მინდა მეფეთა წყალობა, ციხე ან
მამული? განა მთელი საქართველო ჩემი მამული არაა?
მეფეთა მლიქვნელობა მე არც ერთ ამინდში აღარ დამჭირ-
დება, საქართველოს ასზე მეტი მეფე ჰყოლია მოაქჟამამდის.
ზოგი მათგანი ლოთი იყო, ზოგი მშიშარა, ზოგი ღორმუცელა,
ზოგიც ბიზანტიელებისა და ირანელების მლიქვნელი.
ბაგრატ რეგვენიც მეფედ იხსენიება, არა? მე მათთვის არამც
თუ სიცოცხლეს, ნივრის ნაფცქვენსაც არ გავიმეტებდი.
გიორგი მეფე ჩემი ძმაა სისხლისმიერი, მაგრამ მისადმი დი-
დი სიყვარულის მიუხედავად, მეც მას პირში მივახლი ხოლმე
ლამაზ-ლამაზებს.
ეჰ, რა გელაპარაკო, ჩემო სერაპიონ, მე დავბერდი და მხო-
ლოდ ახლა გავიგე: ბოროტი კაცისთვის სიკეთის მიგება, შლეგე-
ბისათვის თათბირის მიწოდება და გონება ჩლუნგთათვის გან-
კუთვნილი ქადაგება, ეს ყოველივე როდინში წყლის ნაყვაა და
სხვა არაფერი.
თუ შენ ჩემი შეგონებანი ჭკუაში დაგიჯდეს, ყველას უამბე, აგ-
რე იტყოდა-თქო ბაბილონის მეფე“.
სერაპიონი გახევდა, მან ვერც კი გაიგო, თუ რად უწოდა მა-
ხარაიმ თავის თავს „ბაბილონის მეფე“.
გაოგნებულის შემხედვარეს სიცილი აუტყდა მახარაის. ბო-
ლოს ეს უთხრა მონასტრის იკონომს:
„აბა, დატრიალდი, ბერო, ჩვენ გვეჩქარება, პურმარილი გა-
შალე ახლავე“.
ვაცხონე მამაშენი, გულში ფიქრობდა მოშიებული გინგილა,
ეშმაკურად აპარპალებდა თავის ჭროღა თვალებს.
ბერები გაოცდნენ, როცა დავით მეფის ბიძამ დაბებკილ
ძველმანებში გახვეული მდაბიორები გვერდით მოისვა სუფრა-
ზე, უფრო მეტად გაკვირდნენ, რა დაინახეს ამჯერად მახარაი
556 მკითხველთა ლიგა
თავათ უსხამდა თავის მისრატულსა და მეხმლეს სანთლის
არაყს.
მახარაი თავზე წამოადგა მისრატულს, რომელიც თავისი
ყვითელი ღოჯებით ნადირივით ღრღნიდა თოხლის ბარკალს.
მახარაიმ მხოლოდ ახლა შენიშნა, გინგილას უცნაური სენი
რომ სჭირდა უძღომელობისა, რომელსაც არაბები ყათიჯილბიას
უწოდებენ. იმავე დილას მან ნახევარი თოხლი შესჭამა, ახლაც
სერაპიონისაგან მორთმეული ბატკანიც თითქმის მან მოათავა
მარტოკა.
„კიდევ ხომ არ დაგისხა არაყი, გინგილავ, შე ძველო...
ოღონდ ეგაა, მეშინია, ჭკუამ არ გიღალატოს, ბედშავო“.
„ფიქრი არაა, უფლისწულო ბატონო, მე რაც უფრო მეტსა
ვსვამ, უფრო მემატება ჭკუა“.
„არა, გინგილავ ჩემო, მაინცდამაინც ნუ მიეძალები ჭკუის შე-
მატებას. ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით, უჭ-
კუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში. ეს ორი
რამ ხელს უშლის კაცთაგანს ყოველს, ჰი, ჰი“.
„თუ აგრეა, დამისხი, უფლისწულო ბატონო, მე მინდა უკეთ
მოვეწყო, ეგებ ამ სიბერეში მაინც ვეღირსო დიაკვნის გინგი-
ლას“.
მიუგო წამოჭარხლებულმა მისრატულმა და კიდევ მიუშვირა
ცალიერი ყანწი მახარაის.
მაიმახა ჩუმ-ჩუმად იღიმებოდა ულოსავით დაგრეხილ ულვა-
შებს ქვეშ, მორიდებულად სჭამდა, არცთუ არყის სმას ეძალებო-
და.
„რა დაღვრემილი სჭამ, დალიე, მაიმახ, შენ როგორც გატ-
ყობ, ხმლის მოქნევის გარდა სხვა არაფერი გისწავლია ამქვეყ-
ნად!“
„რა ვქნა, უფლისწულო ბატონო, მამაჩემი მჭედელი იყო,
ხმლის გამოკვერვა და მოქნევაღა მასწავლა, სულ ანგრე მიჩი-
ჩინებდა მამაი, სმას ერიდე, როცა ხმალი წელზე გერტყას, ცხენ-
ზე შეჯდე, ან გზას რა დაადგებიო“.
„ცოცხალი თუ არის მამაშენი, მაიმახ?“
„მომიკლეს მამაი“.
„სად მოჰკლეს, მაიმახ?“

557 მკითხველთა ლიგა


„ხორნაბუჯის ციხის აღებისას, თან ახლდა დავით მეფეს, მე-
ფის ცხენს რომ სჭედდა, ისე მიუსწრეს, ორს თავი გაუტეხა რვა-
ლის უროთი, ბოლოს სააღდგომო თოხლივით აკეპეს ხმლით“.
„აბა, გინგილა, ახლა მაიმახას მამის შესანდობარი დალიე.
კეთილად მოაწყოს იგი უფალმა გრძელ ქვეყანაში“.
მახარაიმ კიდევაც ერთი ყანწი შეუვსო მისრატულსა და მეხ-
მლეს, დალევა მიაძალა და ეუბნება:
„ახლა ერთ რამესაც გეტყვით, ვოჟებო, მე ვიცი, ამ წუთში თუ
რას ფიქრობთ თქვენ...“
საიდანო? – გაკვირვებულად იკითხა გინგილამ.
„როგორ თუ საიდან? მე გულთმისანი რომ ვარ, იმიტომაც
ამირჩიეს ბაბილონის მეფედ. როცა მე სერაპიონ ბერს შეგონე-
ბანი მოვასმენინე, გინგილავ, შენ და, ვგონებ, მაიმახაც, არ იღი-
მებოდით, მაგრამ გულში ფიქრობდით: ან გიჟია ეს მახარაი, ან
თავს იგიჟიანებსო.
იცით, ვოჟებო, ამ ჩვენს ქვეყანაში ბევრი უნამუსო კაცი და-
დის, ეგ კიდევ ცოტაა, პურსა სჭამს, ქართველი ხალხის მონა-
გარს, ამას ყველა ხედავს, მაგრამ სდუმს, ზოგი აგრე ფიქრობს:
მე ვიყვე კარგად და ეს ქვეყანა ჭირსაც წაუღიაო, ზოგს ეში-
ნია, მტრები არ გავიჩინოვო, სხვა ერიდება სიმართლის თქმასა,
სხვანი და სხვანი აგრე ამბობენ, მხოლოდ გიჟებსა და ბალღებს
სჩვევიათო სიმართლის ანაზდად წამოტორტვლა.
ამისდა მიუხედავად, ვამბობ, ამ საქართველოში ვინმემ უნდა
მოიგიჟიანოს თავი, რომ ზოგიერთ ჩვენს თავქეიფა ერისთავებ-
სა და ღორმუცელა ეპისკოპოსებს წელიწადში ერთხელ მაინც
პირში მივახალოთ სიმართლე“.
ბერებმა კარგად იცოდნენ, გამწე სმა რომ უყვარდა მახარა-
ის, მიტომაც გაოცდნენ, როცა იგი სავსებით ფხიზელი წამოდგა
და მადლი მიაგო მასპინძლებს.
სერაპიონ ბერს სძაგდა მახარაი, დავით მეფის „ბოროტ
დაიმონს“ უწოდებდა მას, იამა წასვლას რომ დაადგა ეს უსიამო
სტუმარი. მაინც გულის გარედ ევედრა, ხვალ დილამდის დაყოვ-
ნდიო. როცა საჭურისმა თავისი არ დაიშალა, ახლა ღვინისა და
პურმარილის საგზლად თან გატანება შესთავაზა. არც ეგ ინდო-
მა მახარაიმ და ჭაბუკური სიკისკასით მოაჯდა თავის სატალახო
ცხენს.
558 მკითხველთა ლიგა
ნასამხრალზე შეუდგნენ უღელტეხილებს, უკაცრიელ ფიჭვნა-
რებს გადაღმა უკვე გამოჩნდნენ ცარცისფერ ღრუბლების თა-
ვანს მიბჯენილი მყინვარები...
მელიები და კურდღლები გადარბოდნენ გზებზე, კაკბები
საამურად კრიახობდნენ სერებზე...
თეთრი ეკლესიები და ციხეები გაიელვებდნენ, ქარაფებზე
გადმომდგარნი.
ივლიდნენ, ივლიდნენ, მერმე ისევ დავარდებოდა უკაც-
რიელი ტევრების დუმილი, ეს ციხეები და ტაძრები ახლა უფ-
სკრულებში დაკიდულნი გამოჩნდებოდნენ.
მახარაის სატალახო ცხენი სავსებით დაოსდა, მან ორჯერ შე-
იცვალა ცხენი, ჯორებს მაინც ვეღარ ეწეოდა, ბოლოს დაქვეით-
დნენ მისრატული და მეხმლე, მაიმახა აღვირით მოათრევდა მა-
ხარაის ცხენს, ხოლო გინგილა ტაჯგანალით ამხნევებდა ქუშშემ-
დგარ ცხოველს.
ცხენებმა და ჯორებმა უმატეს ფრუტუნსა და ხვიხვინს, რად-
გან მათ უკვე ესმოდათ დამფრთხალი ნადირის შლიგინი კატა-
ბარდებში, ხევებში გაისმოდა გულისმომწყულველი ყმუილი.
მახარაის ვარაუდი არ გამართლდა, ბარე სამი დღის სავალი
გზა კიდევ წინ ედოთ. თან წამოღებული სანოვაგე ნელ-ნელა შე-
მოადნა გაუმაძღარ გინგილას ხელში.
ამას ყოველივეს ხიფათიც წაემატა: ერთ ხევში დაფეხვილი
ბოგირი დაუხვდათ, ცხენები უყოყმანოდ გადავიდნენ მასზე, მაგ-
რამ ღვინის ტიკებით დატვირთული ჯორი ზედ შესდგა და გაოჩ-
ნდა, ტაჯგანალები დაუშინეს გინგილამ და მაიმახამ მას, გახე-
ლებული ცხოველი ხევში გადავარდა, ტიკები დასქდნენ. გინგი-
ლამ ჯერ თავში დაიშინა ხელი, მერმე მიადგა და პეშვებით ხვრი-
პა ღვინო.
ეს ამბავი ხუცესმონაზონ სერაპიონს დააბრალა მახარაიმ,
დაგვანამუსაო მაგ წვერწითელა ბერმა. მახარაის ცხენებს უკვე
სავსებით გამოელია ჭირთათმენის უნარი. უკვე აღარც ცემა ამ-
ხნევებდა მათ, ასე რომ, გულამაყი იბერიელი სპარაზენი იძულე-
ბული გახდა ჯორზე გადამჯდარიყო.
მოხშირდა ცხვრის ფარები, ისინი მღვრიე ტალღასავით მოს-
დევდნენ საურმე გზებს. მახარაი კარგად ამჩნევდა, თუ როგორ
ღელავდა მისრატული გინგილა ცხვრების დასუქებული დუმების
559 მკითხველთა ლიგა
შემყურე. გინგილამ ოთხი დღის მანძილზე გადასანსლა ნაჭარ-
მაგევიდან წამოღებული მთელი სამგზავრო მარაგი სურსათისა,
შაშხი, აპოხტი და ხევსურული წესით დამზადებული ყაღი. გინგი-
ლა უკვე აღარ მალავდა უღვინობისაგან და შიმშილისაგან მოგ-
ვრილ სიმძიმილს. წამოტორტლა კიდევაც ხუმრობით, ორიოდე
თოხლს რომ იყიდიდე, უფლისწულო ბატონო, ხელად გავაჩა-
ღებდითო ცეცხლს.
მახარაის გაეღიმა.
„დიდ დროს წაგვართმევსო ეგ საქმე“.
ბოლოს ასეთი აღთქმით ანუგეშა სასოწარკვეთილი მისრა-
ტული, თუ ძლიერ მისჭირდა საქმე, ბაკურის ციხეში გავათიოთო
ეს ღამე.
„დაითმინე, დაითმინე, ჩემო გინგილავ, ხომ გაგიგონია,
მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი“, – სთქვა მახარაიმ.
„ერთი ეგ მიბრძანე, უფლისწულო ბატონო, ცხონებულები
სამოთხეში რასა სჭამენ, ნეტავი?“
„რას ამბობ, ვეჟო, სამოთხეში ჭამა?“
„არა, მაინც, რას აკეთებენ, ნეტავ, უფლისწულო ბატონო, სა-
მოთხის მკვიდრნი?“
„რასა და სხედან და გალობენ“.
„აბა, მე პირდაპირ უნდა ვაღვიარო, უფლისწულო ბატონო.
სამოთხეში უქმად ჯდომას, ჯოჯოხეთში ჭამა მირჩევნია“.
ჯერ კიდევ მლეთამდის არ იყვნენ მისულნი, მხარმარცხნით,
ნაძვნართან მთაზე, ვეფხისფერ ქარაფებს შორის გამოჩნდა ორი
ციხე და ერთი ეკლესია და თეთრი სამრეკლო.
მახარაიმ ჯორი შეაყენა. მცირე ხანს უჭვრეტდა მათ, ბოლოს
ეს უთხრა მისრატულსა და მეხმლეს:
„აჰა, ეგ არის ბაკურისა და ვარაზის ციხეები. მოდი, ბაკურ
ერისთავს ვეწვიოთ, ბიჭებო, ღამე გავათიოთ, კარგ სატალახო
ცხენებს მოგვცემს...“ საჭურისი მცირე ხანს სდუმდა და ბოლოს
დასძინა:
„ეგაა, ნამეტნავად პურადი კაცია ბაკური, ღვინის სმით დაგ-
ვაოსებს, მე მეშინია, ამასობაში დავით მეფეს გზაში არ ავცდეთ“.
მაიმახამ კეფაზე მოიფხანა.
„რა მოგახსენო, უფლისწულო ბატონო, როგორც მიბრძანებ,
ისე მოვიქცევი“.
560 მკითხველთა ლიგა
ახლა გინგილას გაუმართა მახარაიმ მზერა.
გინგილა დიაკვნის ოლარსა ჰქვია ქართულად. ეს იყო ზედ-
მეტი სახელი მნათეყოფილის ღარისბაისძისა, რომელიც მთელი
თავისი სიცოცხლის მანძილზე დიაკვნის ოლარისათვის ოცნე-
ბობდა, მაგრამ იმდენი ილოთა, მნათეობაზედაც ააღებინეს ხე-
ლი. ამიტომაც გინგილა შეარქვს ხუმრობით.
ბაკურ ერისთავის პურადობის ამბავი გინგილასაც ჰქონდა
ყურმოკვრით განაგონი, ამიტომაც სიხარულის ჟრჟოლა მოჰ-
გვარა მას მახარაის ნათქვამმა. აგრე ივარაუდა: თუ ღმერთმა
ინება და მართლაც შევუხვიეთ ბაკურის ციხეში, ერთ სამ დღეს
მაინც ჩავლბებიო ღვინოში.
ეს ყოველივე არ გაუმხილა საჭურისს, ოღონდ ეგ იყო, საწყა-
ლობელი წუწუნი მორთო:
„ნება შენია, უფლისწულო ბატონო, შენ რომ მიბრძანო, აი,
იმ ქარაფიდან გადავიჩეხები, მაგრამ თავათ ხედავ შენის სვე-
ბედნიერი თვალებითა, ცხენები სავსებით დავარდნენ და არც
ჯორები გვყავს უკეთეს დღეში“.
ერთი კი გაიფიქრა მახარაიმ, გზას განვაგრძობო, მაგრამ კი-
დევ ერთხელ შეხედა ქარაფებს შორის აღმართულ ციხე-
სასახლეებს და ახლა უკვე წამოეძალა მას თავისი ძველი თანა-
მოლაშქრის, ბაკურ ერისთავის, ნახვის წადილი.
„რაც არის, ეგ არის, ოღონდ ახლავე გაფრთხილებთ, მაინ-
ცდამაინც ნუ მიეძალებით ღვინოს, ჩვენ მხოლოდ ერთი ღამე უნ-
და გავათიოთ მანდ.
ბაკურ ერისთავი უსინათლოა, მაგრამ ამ სიბერეშიაც ისეთი-
ვე მოლხენა იცის, როგორც ხმლის მოქნევა სჩვევოდა სიჭაბუკე-
ში“.
მოლხენის გაგონებაზე ცნობისწადილმა წასძლია გინგილას.
„იმ მთებში ღვინოს რა უნდა, უფლისწულო ბატონო?“
„ყურძენი კახეთიდან მოაქვთ. ციხის ეზოში ათთორმეტი ისე-
თი ქვევრი აქვს ბაკურს, ყოველ მათგანში ჯორიანად თამამად
ჩახვალ შიგ“.
ახლა ეგ უნდა გაეგო გინგილას:
რამ დააბრმავა ბაკურ ერისთავი?
მახარაიმ სთქვა:

561 მკითხველთა ლიგა


„ბაკურ ერისთავი, მისი ვაჟი და ძმისწული ვარაზი დიდი
თურქობის დროს ებრძოდნენ მალიქ-შაჰის ლაშქარს. ბაკური
ფარცხისის ციხისთავად ჰყავდა ერთხანს გიორგი მეფეს. ბაკუ-
რის ვაჟი და ვარაზი სამშვილდესთან თავს დაესხნენ ამირას.
როცა მალიქ-შაჰმ გარემოიცვა ფარცხისი, შეუთვალა ბაკურ
ერისთავს: ციხის კლიტენი ჩამაბარე, თორემ ციხეს ავიღებ და
თვალებს დაგთხრიო.
სამ თვეს გაუძლო გარემოცვას ბაკურმა, მერმე ის იყო, თვა-
ლები დასთხარეს ციხისთავს.
იმავე დღეს სამშვილდესთან მოჰკლეს ბაკურის ერთადერთი
ვაჟი, ტყვედ ჩავარდა მძიმედ დაჭრილი ვარაზი და უამბოდ
დაიკარგა. ბაკურის გამოსყიდვა სამი ათასი ოქროს დირჰემი
დაუჯდა გიორგი მეფეს.
სწორედ იმ წელს, როცა გიორგი ეწვია მალიქ-შაჰს ბაღდად-
ში, ვარაზი გამოაჩხრეკინა გიორგიმ ჯოჯიკის და თან ჩამოიყვანა
იგი სავსებით ნირშეცვლილი, ორივე ლავიწი ჩუგლუგის ცემისა-
გან ჰქონდა მას ჩალეწილი.
ბაღდადიდან არაბული ქითაბები ჩამოიტანა ვარაზმა, კარჩა-
კეტილ ცხოვრებას დაადგა, დღედაღამ იჯდა მამისეულ ციხეში,
კითხულობდა და სდუმდა.
ალბათ განაგონი გექნებათ, იმ წელს, როცა დავით მეფე ტახ-
ტზე ავიდა, უამრავი ციხეები და ეკლესიები დაილეწნენ მიწის-
ძვრისაგან. თმოგვის ნანგრევებს ქვეშ დაიღუპა ძე ნიანია ორბე-
ლიანისა, კახაბერი, იმ წელსვე დაიქცა ვარაზის ციხეცა“.

562 მკითხველთა ლიგა


საიდუმლო ვარაზის ციხისა
„უწყის ყოველნი,
ჟამნი და წელნი,
შეყინვა ნივთთა
ცით მომრგვლებულთა“.

„ამ ამბავმა საოცრად შეაკრთო ომებში უშიშო ვარაზი. წარა-


მარა მიწისძვრა ელანდებოდა“.
ესა სთქვა მახარაიმ და თელიანში ატყდა დათვების უსაშვე-
ლო ბორგვა და ბოყინი. საჭურისმა ჯორი შეაჩერა და ყური მიუგ-
დო ტყეში ამტყდარ გნიასს. როცა დუმილი კვლავ ჩამოვარდა,
განაგრძო.
„თუმცა ოცდაათიოდე წლისაც არ იყო ვარაზი, მაინც დააპი-
რა შემონაზვნება, ბოლოს კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, ამცნო
კიდევაც ეს განზრახვა ბიძამისს.
რას მიჰქარავო? – აყვირდა ბაკური. მე ორივე თვალი ამომ-
წვეს, ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, მაინც არა ვკარგავ ამქვეყ-
ნად იმედს. თურქებმა ჩვენი გვარი გაჟუჟეს, ხომ ხედავ, დღეს
ხვალ ჩემი ორივე ქალი შემონაზვნებას აპირებს.
ახლა შენც უძეოდ რომ გადაეგო, რას ემგვანებაო ეგე?“
კავკასიონის მთებიდან ქუხილი მოისმა, მახარაიმ თხრობა
შეწყვიტა და ცას ახედა. მზეს გადაფოფრებოდნენ შავლეგო
ღრუბლები. ღორღიანი, დაცერებული გზა სულ მაღლა და მაღ-
ლა მიიწევდა.
ისევ აჩქამდა უკაცრიელი ტყე, უცნაური დგაფუნი გაისმა, ეს
არ ჰგავდა ცხენთა ფლოქვების თქარუნს.
გზაზე გადაიჯირითა ირმების ჯოგმა. მათმა ბელადმა თავისი
ძალოვანი რქებით შელეწა კატაბარდები, შემდგომ ამისა, დიდ-
ხანს ისმოდა თელიანიდან ლიწინ-ლიწინი, სტვენა და დგაფუნი.
მახარაიმ სთქვა:
„...ბოლოს, შეისმინა ვარაზმა ბაკურისა და მისი მეუღლის
სიდონიას აჯა, ოღონდ ეს განაცხადა, ცოლს იმ პირობით შევირ-
თავ, თუ მიწისძვრისაგან უმუსვრელი ციხის აგებას შევძლებო.

563 მკითხველთა ლიგა


დიდ ხუთშაბათს, მიმწუხრისას, ბაკურის ციხეს ეწვია ერთი
ჯოროსანი, თმახუჭუჭა რაინდი, რომელსაც შავქარქაშიანი, გვე-
ლისპირული ხმალი ეკიდა ირანულად წელზე და ვარაზი იკითხა.
სტუმარმა ვარაზთან განმარტოება ისურვა და განუცხადა
მას:
არტანუჯელი ხუროთმოძღვარი ვარო. არტანუჯში შენი მამი-
სეული ციხის დანგრევის ამბავი ჩამოიტანეს მეროჭიკე ბერებმა.
თუ გნებავთ, მე აგიგებო მიწისძვრისაგან შეუმუსვრელ ციხეს.
მთელი ღამე ეჩურჩულებოდა თურმე სტუმარი საწოლის
დარბაზში ვარაზს. დღემდის არავინ იცის, რა დასთქვეს და რა
მოითათბირეს.
სამ წელსაც არ გაუვლია, დანაპირები შეასრულა კლარჯე-
თელმა ხუროთმოძღვარმა, ვარაზის მამისეულ ციხის ნანგრე-
ვებზე ააგო მიწისძვრისაგან შეუმუსვრელი ციხე-სასახლე“.
ამასობაში კიდევ ერთი დაცერებული აღმართი აიარეს
მგზავრებმა, ახლა უფრო გარკვევით გამოჩნდა ორი ციხე საპი-
რისპირო ქარაფებზე მდგარნი. მახარაიმ აღმოსავლეთისაკენ
გაიშვირა მათრახი.
„აი ეგ, მხარმარცხნით, თეთრი სამრეკლოს გვერდით ვარა-
ზისეული ციხეა, მის გასწვრივ, ოთხგოდოლიანი – ბაკურ ერის-
თავისა...“
სამრეკლოს ზეთავზე იდგა შავჩოხიანი მნათე და რეკდა... ზა-
რების წკრიალა, ჩხრიალა ხმები დადუმებულ ხეობაში იფანტე-
ბოდა, ქარაფებიდან არწივები დგებოდნენ და ძალოვანი ფრთე-
ბის რხევით მიაპობდნენ ეთერს.
ახლა მარყუჟივით დაგრაგნილ გზას დაადგნენ, ორივე ციხე
მიჩქმალეს ასწლოვანმა ნაძვებმა.
„მერმე ის იყო, – განაგრძო მახარაიმ, – იმ კლარჯეთელმა
ხუროთმოძღვარმა მოხატა და მოჭიქა ციხე-სასახლის დარბა-
ზონნი, ერთ პალატაში, სადაც თავათ სცხოვრობდა სამ წელს,
საკუთარი ხატება გამოისახა კედელზე.
ციხე-სასახლის მოხატვა და მოჭიქვა მოათავა სწორედ აღ-
დგომის კვირაძალში.
ეჰე, იმ სამრეკლოზე ადიოდა თურმე გარიჟრაჟზე ცისკრის
დასარეკად მნათე შიოლა და დაინახა, ზარების ქვეშ იდგა უქუ-
დოდ, თმახუჭუჭა კლარჯეთელი ხუროთმოძღვარი.
564 მკითხველთა ლიგა
მნათეს ფეხის ხმა და კიბეების ჭრაჭუნი რა შემოესმა, ფრთე-
ბი შეისხა და აფრინდა ცაში“.
„რასა ბრძანებ?“ – წამოიძახა გინგილამ.
„მე აგრე მაქვს ეს ამბავი განაგონი და ჩემზე უკეთ უფალს
ეცოდინება“, დასძინა მახარაიმ.
„ვარაზმა ყური არ ათხოვა მნათე შიოლას ნათხრობს. მიწის-
ძვრისაგან შეუმუსვრელი ციხის აგებით გულმოცემულმა ლარ-
გვისის ერისთავის დისწული შეირთო ცოლად და სამი ვაჟი ეყო-
ლა. მაგრამ ნუ იტყვი, უბედურებამ არ დაიგვიანა...
ერთ ღამეს ვიღაც ხმალამოწვდილი რაინდი შეუვარდა მძი-
ნარე ვარაზს საწოლის დარბაზში. ვარაზი ზეწამოიჭრა და ორ-
თაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჯერაც უწვერული ვა-
ჟები წამოეშველნენ მამას.
გათენებამდის ისმოდა ხმლების წკრიალი და საშინელი ყი-
ჟინა კარებდაგმანულ დარბაზიდან...
მეორე დღეს ხელშინაურთა შელეწეს კარები და იპოვნეს
მკერდგანგმირული მამა – ხმლით აკეპილ ვაჟებს შორის მწო-
ლარე.
ბაკურმა იჭვით შეიპყრო ვარაზ ერისთავის სახლთუხუცესი
და სამი მესაწოლე ბერი, ბორკილები შეასხა მათ, ბევრი აწამეს,
ხატზედაც დააფიცეს ისინი.
ღამის დარაჯებმა ერთბაშად დაადასტურეს: იმ ღამეს ციხის
ჭიშკრებიდან არავინ შესულა სასახლეში, ასე რომ, დამნაშავეს
ვერ მიაკვლიეს.
მხოლოდ ეს იყო: ერთ-ერთი სარკმელი ღია დაუხვდაო ჭირი-
სუფლებს.
ვარაზის ცოლი საყოლში გაბრუნდა, ლარგვისის ციხეში, იმ
დღიდან კარგამოკეტილია ვარაზისეული სასახლე, მხოლოდ
მოხუცი მნათე შიოლა ცხოვრობს მანდ“, დასძინა მახარაიმ.
გრძელკანჭიანი ფეხშიშველა ბიჭები ჯღავილითა და ყიჟინით
უკან მისდევდნენ ბაკურის ციხისაკენ გალალულ ძროხასა და
ფარებს. მგელძაღლები ყეფდნენ და ღრინავდნენ...
ციხეების მახლობლად, ბექობებზე გადმომდგარ ვირების
ომახიანი ყროყინი ხმიანდებოდა მთელს ხეობაში.
ჯიქანდაბერილი ძროხები ბღავილით გარბოდნენ საცალფე-
ხო გზებზე.
565 მკითხველთა ლიგა
ხევს გადაღმა ცხენების რემა მიჰყავდათ ტანშიშველ ბიჭებს,
ახლად ნაბანავები ცხენები ლაკწასმულივით ვარვარებდნენ
მზვარეში. მარყუჟივით მოდრეკილი გზა ირგვლივ უვლიდა პი-
რამიდისებრ მთას, უკვე გარკვევით ხედავდნენ ვარაზისა და ბა-
კურის ციხეთა ეზოებსა და შემოგარენს.
კიდევ ერთი ცერაღმართული ზეგანი მოათავეს და შემოეს-
მათ ბაკურის ციხის ეზოში მოქოთქოთე ხელშინაურთა გნიასი,
დასაკლავად განმზადილ ღორების ჭყვიტინი, ცხვრების ბღავი-
ლი და თავქვე დაკიდებულ თხების საცოდავი პეტელი.
მახარაიმ სთქვა:
„რაღაც დიდი მზადებაა ბაკურის ციხეში. შესაძლოა, დავით
მეფეს მოელოდეს ერისთავთ-ერისთავი“.
უკაცრიელ მთებში სვლით დაოსებულ გინგილას უკვე ნერ-
წყვი მოსდიოდა ხეებზე თავქვე დაკიდებულ საკლავის მჭვრე-
ტელს.
ვარაზის და ბაკურის ციხეთა ფარს53 რა მიეახლნენ ჯოროს-
ნები, სამი მეციხოვნე გამოვიდა მცირე მღვიმიდან და ვინაობა
ჰკითხეს ახლად მოსულთ.
დავით მეფის ბიძა მობრძანდაო, რა შეიცვნეს, ერთი მათგანი
ცხენს მოახტა, ჭენებით აიარა დედაციხისაკენ მიმავალი გზა.
ციხიდან მახარაის ჩამოეგებნენ ბაკურ ერისთავის მესტუმ-
რეთუხუცესი და სამი თავშიშველა მესტუმრე.
მესტუმრეთუხუცესმა ქუდი მოიხადა, მახარაის ჯორს აღვირ-
ში ხელი წაავლო, ხოლო მესტუმრენი სირბილით წინ მიუძღოდ-
ნენ საპატიო სტუმარს. დედაციხის კარიბჭესთან დაქვეითდა მა-
ხარაი, სახლთუხუცესი და მესტუმრენი ეზოში შეუძღვნენ მას.
ახოვანი, თეთრფაფარიანი მოხუცი იჯდა ათასწლოვან ცაც-
ხვის ქვეშ ლოდისაგან გამოკვეთილ საკარცხულზე, უზარმაზარი
სუფრა ფიქალისა წინ ედგა.
როცა სტუმრის მოახლოება შეიცნო, ზეწამოიჭრა უსინათლო
მოხუცი და თავისი გრძელი მკლავები მხრისთავებზე მოჰხვია
საჭურისს.

53ფარი – ციხისა, მცირე სიმაგრე, ფორტი, რომელიც დედაციხეს იცავდა


ხოლმე.
566 მკითხველთა ლიგა
დიდხანს ჰკოცნიდნენ ცრემლმორეული თანამოლაშქრენი
ერთმანეთს.
„მე არ მეგონა, კიდევ ერთხელ თუ ვეღირსებოდი შენი ხმის
მოსმენას, მახო, გუშინწინ გამოვაგზავნინე წვევის წიგნები ნა-
ჭარმაგევის სასახლეში. დღეის სწორს ქორწილი გვექნება, მა-
ხო“, ბუხუნებდა წვერდაფანჩვული მოხუცი. როცა ურთიერთი-
სადმი მისალმება და მოკითხვა მოათავეს, ბაკურმა სთქვა:
„მე ანანურიდან მამცნეს, ხევში წაბრძანება დავით მეფისა,
ჩემი შვილიშვილი, ვალანგი, მესტუმრეთუხუცესი და კარის მოძ-
ღვარი დავახვედრე, აგრე შემომითვალა პატრონმა, ამჟამად
ძლიერ მეჩქარება, აქეთობას აუცილებლად გამოგივლიო“.
მახარაის ხის კიბეთა ჭრაჭუნი შემოესმა, ნაბიჯების ჩქამი რა
შეიცნო, ანაზდად აყვირდა ბაკური:
„ვალანგ, ვალანგ, იცი, ვინ მობრძანდა?“
ძახილზე მოვარდა მწითური, თვალმშვენიერი ჭაბუკი, ხორ-
ბლისფერი კულულები შუბლზე ჩამოღვროდა. მახარაიმ ალერ-
სიანი მზერა ესროლა ლურჯთვალებას, რომელსაც უცხო სტუმ-
რის შემოხედვისაგან ქალწულივით შეუფაკლდა ლოყები.
„ეგ არის, მახო, ჩემი ერთადერთი იმედი ამ წუთისოფლად,
ჩემი შვილიშვილი – ვალანგი“, სთქვა უსინათლომ და ხელები
მოუფათურა ახლად მოსულს.
„გაიქე, შვილიკო, დიდედაშენი აქ მომგვარე ახლავე“.
როცა ვალანგის ნაბიჯების ჩქამი მისწყდა, ბაკურმა განაგ-
რძო:
„შენ გულმეცნიერი კაცი ბრძანდები, მახო, და უსიტყვოდაც
გაიგებ, რა ბედნიერი ვარ დღეს. ჩემი ძმისწულის, ვარაზის, ოჯა-
ხი, როგორც იცი, ამოსწყდა.
სამშობლოს შევსწირე სამი რამ, რაც უძვირფასესია ყოველი
ადამიანისათვის, ჩემი ერთადერთი ვაჟი და ორივე თვალი.
ეს ჩემი ვალანგიღა დამრჩა ჩემი სიბერის ნუგეშად და იგი
უნდა დავაქორწინო დღეის სწორს.
ვალანგია ამოწყვეტის ზღურბლამდის მისული ჩვენი გვარის
ერთადერთი მარჭვალი.
ვაი, რომ ბნელსა ვზი და თვალით ვეღარა ვჭვრეტ მას.
მომიტევოს უფალმა ეგ ჩივილი, მაინც ბედნიერი ვარ, ვენაც-
ვალე მის მადლს.
567 მკითხველთა ლიგა
როცა ჩემი ვალანგის ხმასა და მისი ნაბიჯების ჩქამს შევის-
მენ, აგრე მეოცნებება, ხორცშესხმული უკვდავება მეძახის-
მეთქი.
დიდედაჩემი ცნობილი მეზღაპრე იყო და მისგან მაქვს განა-
გონი, ბედნიერებას ერთადერთი ზადი აქვსო აგეთი: ბედნიერე-
ბას ვერასოდეს იხილავო საკუთარის თვალითა, თუ მზერა
წაატანე, თვალსა და ხელს შორის გაგიქრებაო იგი.
ჩემი გამწარებული სიბერე დაამშვენა ჩემმა ვალანგმა. ბალ-
ღობიდან გვერდით მეწვა, მის ძილსა და ღვიძილს ვდარაჯობდი
ნიადაგ, მისი საამო ფშვინვა მახარებდა მუდამ.
როგორ მოგწონს ჩემი ვალანგი, ჰა, რას იტყვი, მახო?“
„რა სათქმელია, ლომის ბოკვერია ნამდვილი“.
საპატიო სტუმარს ეახლნენ ბაკურ ერისთავის მეუღლე, სი-
დონია, მესტუმრეთუხუცესი და კარის მოძღვარი – მამაი მაკარი.
ბაკურმა მესტუმრეთუხუცესს უბრძანა, სახელდახელო სუფ-
რა გაეშალათ ცაცხვის ქვეშ. დანარჩენი სტუმრები სასადილო
დარბაზში შეიყვანეთ და იქ მოუარეთო მათ.
უფლისწული დაქანცულია და ჩვენ ორნი მყუდროდ მოვილ-
ხენთ ცაცხვის ქვეშ. ჩემს მიერ დაყენებული ღვინოები უნდა გა-
ვასინჯოვო მახარაის.
უკვე შესაღამოვდა, ამიტომაც ფიჭვის კვარები მოიტანეს,
სუფრის თავსა და ბოლოში დაანთეს. ვარსკვლავები ოქროს
ჭორფლივით შეასხდნენ ცას.
მესტუმრეთუხუცესმა და ჭაშნაგირმა მოართვეს დავით მეფის
ბიძას ნაირ-ნაირი დაძველებული ღვინოები, რძეში მოხარშული
ძუძუთა ხბო, კეცებზე შემწვარი კალმახი და ვერცხლის სინებზე
დაჩოქილი, მთლიანად შემწვარი ჯიხვები, რომელთაც რქები
ზედ ჰქონდათ განგებისად შერჩენილი.
მახარაის იამა მათი დანახვა. მას უკვე აღარ ჰქონდა თავისი
მოლხობილი კბილების იმედი, ასე რომ, ამ შემწვარმა ჯიხვებმა
მხოლოდ მოგონებანი წარმოქმნეს სიჭაბუკის ჟამისა მის წარ-
მოდგენაში, როცა მახარაი თავათ ნადირობდა მათზე და უჭ-
ვრეტდა, თუ როგორ იჩოქებდნენ ისინი ქარაფების პირად და
თვითმკვლელებივით სცვიოდნენ უფსკრულში.
მოშიებული იყო მახარაი და მადიანად შეექცა ხბოს ხორცს.
ბაკურმა სთქვა:
568 მკითხველთა ლიგა
„წრეულსაც საუკეთესო ღვინოები დავაყენე, მახო. საგანგე-
ბოდ შერჩეული ყურძენი გამომიგზავნა კახეთიდან ჩემმა დედის
ძმამ. მოგეხსენება ღვინოს ბევრი რეგვენიც სვამს ამქვეყნად,
მაგრამ ყოველ კაცს როდი ესმის მისი ყადრი. განა მარტო ყურ-
ძენშია საქმე?
ღვინის დაყენებასაც ერთგვარი დახელოვნება ესაჭიროება.
რაც მთავარია, გემოვნება, გემოვნება, რომელიც არც ისწავლე-
ბა და არც სადმე იყიდება, არა?“
ჭეშმარიტადო, მიუგო სტუმარმა.
„მე შენსავით მსოფლიო მოვლილი კაცი ვერა ვარ, მახო,
მაგრამ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მეც ბევრ რამეს
დავაკვირდი ამქვეყნად, ეს ღვინო, ეს პურმარილი, ეს ყოველივე
წვრილმანია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, წვრილმანებისგანაა
შეკოწიწებული ჩვენი წარმავალი ცხოვრება. ის ბაგირები, რომ-
ლითაც გაცოფებულ სპილოებს აბამენ, წვრილი თოკებისგანაა
დაგრეხილი...
ამიტომაც მე უდიდესი გულისყურით ვექცევი ყოველ წვრილ-
მანს, თუმცა მოგეხსენება, რა უბადრუკია ჩვენი მოკვდავი თვა-
ლი მზეებრ ბრწყინვალე უფლის თვალის პირისპირ.
აბა, გაიხედე მხარმარცხნით. მრგვალ ფიქალებს დააკვირ-
დი, ესაა ჩემი ცისქვეშა მარანი, ესენი ქვევრის თავებია.
მე თავათ კახეთში ვარ აღზრდილი, იქ, როგორც მოგეხსენე-
ბა, ასეთი წესია: ოჯახის ყოველი წევრის დაბადებისას ცალკე
ქვევრს გაავსებენ ხოლმე და მას მოხდიან მხოლოდ სახელდე-
ბულის ქორწილის დღეს.
ის ქვევრიც ვალანგის ქორწინების დღეს უნდა მოვახდევინო.
იმ წელს გავსილნი წრეულს მოვახდევინე ბარე სამი, ღვინის
უნახავს გაგხდის, იცოდე“.
ბაკურმა ჭაშნაგირი და მესტუმრენი დაითხოვა, მემაშხალე-
ებს ახალი კვარები დაანთებინა სუფრის თავსა და ბოლოში...
ისხდნენ ომებგადახდილი თანამებრძოლნი ცაცხვის ქვეშ და
იგონებდნენ სისხლის წვიმების ბნელ დროებს.
მთვარე ამოვიდა მთებს გადაღმიდან, მარმარისფერი კრავე-
ლებით შეიმოსა ვარსკვლავებით მოოჭვილი ცა.

569 მკითხველთა ლიგა


ნება-ნება წრუპავდნენ მოხუცები ღვინოს, ჩეროში შეყუჟულ-
ნი. ფოცხვერების ღნავილი და ჩანჩქერების საამო ჩხრიალი მო-
ისმოდა ყბაჩაშავებულ ხეობებიდან.
ვარაზისეული ციხის ეზოდან მოსჩანდა ირმების საჩიხე, წა-
რამარა ისმოდა მათი ფრუტუნი და ფლოქვების ტკაპუნი.
„ეს ირმები ვარაზისეულია?“ – იკითხა მახარაიმ.
„ვარაზისეულიაო“, მიუგო ნაღვლიანად ბაკურმა.
ოცზე მეტი ნუკროსანი ირემი მყავსო, დასძინა.
როცა დავით მეფის სადღეგრძელო დალიეს, ბაკურ ერის-
თავმა სთქვა:
„საქართველოს ბედი ჰქონია, ლიპარიტ ამირამ, აღსართან
კახთა მეფემ და ზოგიერთმა თავქეიფა ერისთავებმა და უძღო-
მელმა ეპისკოპოსებმა იგივე რომ ვერ მოუწყვეს ჩვენს პატრონს,
რაც გაგიკ სომეხთა მბრძანებელს კათოლიკოსმა პეტრემ და
მისმა მემხრე ეპისკოპოსებმა.
რამდენადაც ვიცი, გაგიკს არ უნდოდა სწვეოდა იმპერა-
ტორს, კონსტანტინე მონომახს, ბოლოს ამ პირებმა იმდენი უჩი-
ჩინეს, გააბრიყვეს თურმე მეფე, შენ უკეთ მოგეხსენება, მონო-
მახმა დაატყვევა გაგიკ და სომხეთი მიიტაცა ანისიანად“.
„აბა, როგორ გგონია, – სთქვა მახარაიმ, – ლიპარიტს, რა-
ტის და აღსართანსაც ასეთი რამ ეწადათ, ლიპარიტის უბანში
ქორწილის გამართვას უქადდნენ, ამ ვითომდაც ქორწილში უნ-
და შეეპყრათ დავით მეფე, მათ სხვა ერისთავებიც უჭერდნენ
ჩუმ-ჩუმად მხარს. მე იმიტომაც ჯერაც უმზრახად ვარ თქვენ ნა-
თესავთან, ლარგვისის ერისთავთან.
ლიპარიტ ამირას ნაჭარმაგევის დილეგში დაკითხვისას წა-
მოცდა, ორი ათას მძიმედ შეჭურვილ მხედარს მპირდებოდაო
ლარგველი.
ახლა ლარგველი უკვე მიხრწნილებაშია გადამდგარი. ამი-
ტომაც დავით მეფემ არ ისურვა მისი განპატიჟება, ორიოდე წე-
ლიც ვიცადოთ და თავათ სიკვდილი მიუზღავსო მას სამა-
გიეროს“.
„რასა ბრძანებ! – წამოიძახა ბაკურ ერისთავმა და შუბლზე
იტკეცა ხელი, – ეს რომ დროზე მცოდნოდა, მაგ ბებერ ძაღლს
არც მოვიწვევდი ქორწილში“.

570 მკითხველთა ლიგა


ციხის ეზოდან მოსჩანდა ერისთავთა საგვარეულო საძუალე,
ერთნეფიანი მცირე ბაზილიკა და აურაცხელი საფლავების ლო-
დები. გარინდებულნი იდგნენ მთვარის შუქისაგან განათებული
ქვის ანგელოსები, ეს ფრთოსანი ფიგურები ისეთ შთაბეჭდილე-
ბას ჰქმნიდნენ, თითქოს თავჩაქინდრულნი ცოცხალნი თავზე წა-
მოსდგომიანო მიცვალებულებს.
მახარაიმ დიდხანს უმზირა ამ სანახაობას და სთქვა:
„იცი, ბაკურ, მე მგონია, გიორგი მეფემ კარგად ჰქმნა, გეგუ-
თის სასახლის ეზოში უკვე აღარ ამარხვინებს ახალ მიცვალებუ-
ლებს. აგრე ამბობს, სადაც სიცოცხლე ჯერაც სჩქეფს, იქ სიკვდი-
ლის ორანიც არ უნდა იყოსო“.
„ეჰ, ჩემო მახო, ვინ გაჰყრის ჩრდილსა და სინათლეს, სიკ-
ვდილსა და სიცოცხლეს ვინ დააშორებს ერთმანეთს? ჩვენ წი-
ნაპრებს კარგად უქნიათ ეს, ციხე-სასახლის შემოგარენში რომ
გაუმართავთ საძუალე.
მე აგრე მგონია, ყველა იქ დამარხული ჩემი სულის
მოზიარეა-მეთქი. მარტო ვაჟკაცი ასზე მეტია მანდ, ზოგი მძიმე
ჭრილობებს გადაყოლილი, ზოგიც ბრძოლის ველებიდან აკრე-
ფილი. ერთი გადაიხედე ქვევით, ნახე, თუ როგორ უნავარდნია
სიკვდილს...
მაგ წყეულმა სელჯუკიანებმა ამოგვწყვიტეს, მახო, ბედმა
არც ეს გვაკმარა, არაწმინდამ დაივანა ვარაზისეულ ციხეში...
ხვალისთვის ეპისკოპოსები ვაწვიე, ვარაზისეული ციხე-სასახლე
უნდა ვაკურთხვინო. სხვა არა იყოს რა, დავით მეფეს მოველი
ტაძრეულითურთ, ასზე მეტ სტუმარს კახეთ-ჰერეთიდან“.
ესა სთქვა ბაკურმა და მგელძაღლები აყეფდნენ ციხის ეზო-
ში, საჯინიბოებიდან ცხენების ჭიხვინი მოისმა. მერმე ატყდა
ფლოქვების კაჟიან ნიადაგზე თქარუნი, რკინის ჭიშკართა საკე-
ტების რახუნი და რაზრაზი...
მესტუმრეთუხუცესმა მოირბინა: ლარგვისის ერისთავი და
ოთხი ეპისკოპოსნი ჩამობრძანდნენო თავ-თავიანთი ასაბიები-
თა.
ბაკურმა ხმადაბლა უბრძანა მესტუმრეთუხუცესს:
სიდონიას მიჰგვარე, სტუმრები ავახშმონ და მოასვენონო.
მესაწოლე ბერმა მოაკითხა მასპინძელს და სტუმარს.
მახარაიმ სთქვა:
571 მკითხველთა ლიგა
„იცი, ბაკურ ჩემო, ამდენი სტუმრები გეწვია, ეგეც არ იყოს,
მე არ მინდა, ლარგვისის ერისთავთან ერთ ჭერქვეშ ვიყვე. ამი-
ტომაც სჯობს, ვარაზისეულ სასახლეში გავათიო ღამე, ჩემს მის-
რატულსა და მეხმლესაც იქ გაუშალონ ლოგინი“.
ბაკური შეშფოთდა:
„რასა ბრძანებ, მახო, ეს შვიდი წელია ვარაზისეულ სასახ-
ლეში მნათე შიოლას გარდა ძეხორციელს არ გაუთევია ღამე,
ლარგველს შენ თვალითაც ვერა ნახავ, ჩემს საძილო დარბაზში
მოგასვენებ ამაღამ. ხვალ ვარაზისეულ სასახლეს გამოულო-
ცავთ, ეპისკოპოსები შეგრძნებული სახლის ლოცვებს წარმოს-
თქვამენ და მერე ნება შენია, თუ გნებავს, იქ დაისვენე და დავით
მეფის მობრძანებამდის მანდ იყავი“.
მახარაი ნებას დაჰყვა, მაგრამ წამოდგომას ჯერ არ აპირებ-
და.
ღვინო მოატანინე, სავსე ფიალით შევეგებოთო განთიადს.
როცა კვლავ შეუდგნენ სმას, მახარაის მოეწადინა, უფრო
წვრილად გამოეკითხა ბაკურისათვის კლარჯეთელი ხუროთ-
მოძღვრის ეგზომ უცნაური გაუჩინარების ამბავი, ბაკურმა თავი
ჩაჰქინდრა.
„იცი, მახო, ჯერაც გათენებამდის შორსაა, მოდი, მოვერი-
დოთ ბნელ ამბავთა თხრობას“.
ესა სთქვა უსინათლომ და მესტუმრეთუხუცესი ახმობინა მე-
საწოლე ბერს.

***
მეორე დღეს უთენია მოვიდა ციხეში ქარიმან სეტიელის მი-
ერ გამოგზავნილი მალემსრბოლი და ამცნო ბაკურ ერისთავს:
ერთი მზგეფსის შემდეგ ჩამობრძანდება დავით მეფე და
ქორწილს დაესწრებაო.
ახალი და ახალი სტუმრები აწყდებოდნენ ბაკურის ციხეს.
დასადავებული ცხენები ვეღარ ეტეოდნენ ორივე ციხის საჯინი-
ბოებსა და შემოგარენში. ყურთა სმენა არ იყო მათი ერთობლი-
ვი ჭიხვინისა და ხვიხვინისაგან.
ნაშუადღევს მოვიდნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, ფად-
ლა, ხუთი ეპისკოპოსის თანხლებით, პანკისის ერისთავი თავ-
თავიანთი ასაბიებითურთ.
572 მკითხველთა ლიგა
***
ნასამხრალზე შეიმოსნენ ეპისკოპოსები და ბაკურის კარის-
მოძღვარი, მაკარი, ხორვუგებითა და ხატებით აღჭურვილი წა-
რუძღვა მათ.
გალობითა და ღიღინით გაემართნენ ისინი ვარაზ ერისთავი-
სეულ ციხე-სასახლისაკენ. მათ უკან მიყვებოდნენ ბაკურ ერის-
თავი სახლეულითურთ, ერისთავები, ხევისთავები, ხევისბერები,
ბაკურის სასახლის ხელშინაურნი გლეხები, ფეხშიშველა მონები
და მათხოვრები.
მთავარ კარიბჭესთან დაჩოქილი დაუხვდა მათ მნათე
შიოლა, ერთადერთი ბინადარი ვარაზ ერისთავის სასახლისა.
ფადლა, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მიადგა სადარბაზო
შესავლის კარებს, რომელნიც ოთხი კუბოს მიჯახუნებით გააღეს
ვარაზისა და მისი ვაჟების გასვენების დღეს და სამჯერ ჯვრით
დააკაკუნა ზედ.
კარი შეაღეს თუ არა, პროცესია შევიდა ციხე-სასახლეში და
ეპისკოპოსები გალობდნენ და აკმევდნენ ალოეს...
კავკასიონის მთიანეთიდან ჩამოსული სტუმრები გაოცებულ-
ნი შესცქეროდნენ დიდის ხელოვნებით მოხატულსა და მოჭი-
ქულ დარბაზებს. მთელი ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი ხელუხლებლად
იყო დატოვებული ამ ოჯახის ამოწყვეტის დღიდან.
თვით მახარაიც, რომელსაც მრავალი უბრწყინვალესი ციხე-
სასახლენი ჰქონდა ნახული როგორც ბიზანტიისა, ისე მუსლი-
მურ ქვეყნებში, გაოცებული ათვალიერებდა იგავმიუწვდენელის
ხელოვნებით შესრულებულ ფრესკებს, ბროლით მოჭიქულ ჭე-
რებს...
ესქატოლოგიურ სურათებში ყურადღებას იპყრობდა შვიდი
აპოკალიპსური მხედარი, ნესტოებგაბუშტული, ყალხზე შემდგა-
რი ცხენები ისეთის ხელოვნებით იყვნენ გამოსახულნი, სადაცაა
შექმნიანო ჭიხვინს.
იქვე იყო სასწაულთმოქმედი იესო, რომელმაც ქარაფებიდან
გადაცვენილ ღორის კოლტში „შთაასხა“ ეშმაკეული, პატმოსის
ჭალაკი და ცხენი მწვანე, ანგელოზი უფსკრულისა – აბადონ,
რომელსაც ფარი და ხმალი ეჭირა ხელში.
მახარაიმ თვალი ვერ მოაშორა ბაბილონის ჯურღმულში
თავქვე დაკიდულ ორ ანგელოზს, თაგუტსა და მაგუტს, რომელ-
573 მკითხველთა ლიგა
ნიც ჯადოსნურად ასავსავებდნენ გრძელსა და ლამაზ თითებს და
გრძნეულებას განაცხადებდნენ.
ქვესკნელისაკენ გაშვერილი თითების გარშემო რიალებ-
დნენ ფრთაფარფატა სულები, პეპლებზე უმცირესნი, ბრო-
წეულის ყვავილის, ვასაკას და სინგურის ფერებისაგან ჰქმნიდ-
ნენ ისინი ფერთა საოცნებო კალეიდოსკოპს, ხალისიანი, ვასვა-
სა ფერებით შესრულებულს.
მოპირდაპირე კედელზე იდგნენ მოოქროვილ თორში ჩაჭე-
დილი, შავწვერა ერისთავები, ვარაზ ერისთავის წინაპარნი, გა-
ნიერ მაჯებამდის ბალნით მოსილი, ძარღვიანი ხელები ვადაჯვა-
რიან ხმლებზე ჰქონდათ წავლებულნი ზოგთა, ზოგნიც ხმალშე-
მართულნი იდგნენ, სხვანი ქარაფების პირად მოგოგმანე
ტაიჭებზე ისხდნენ, მათ მწკრივებს ასრულებდა თეთრ მერანზე
აღმხედრებული დრაკონის მმუსვრელი წმინდა გიორგი.
სწორედ მათ პირისპირ ერთადერთი ფრესკა იყო არტანუჯე-
ლი ხუროთმოძღვრისა. თმახუჭუჭა, შავგვრემან ვაჟკაცს ღამესა-
ვით შავი წვერი მოსავდა, კვერცხის ყვითელისფერი ღაწვისთა-
ვები ჰქონდა, გველისპირული ხმალი წელზე ერტყა, ირანულის
წესით.
ამ დარბაზში შესვლის უმალ დიდი და მცირე მიაჩერდა ამ
ფრესკას.
ბოლოს დაწინაურდა და კრებულის წინაშე წარსდგა ბოდბე-
ლი მთავარეპისკოპოსი, ფადლა, და თავისი ომახიანი ხმით წარ-
სთქვა ლოცვა სახლისა შეგრძნებულისა.
„უფალო ღმერთო, ცხოვრებისა ჩვენისაო, ძეო ღვთისაო,
ცხოველისაო, რომელი მჯდომარე ხარ ქერუბიმთა და სერაფიმ-
თა ზედა.
რომელი უმაღლეს ხარ და უზესთაეს ყოველთა ხელმწიფება-
თა, უფლებათა და ძალთა.
რომელმან არქუ მზესა და არა აღმოჰხდის, ხოლო ვარ-
სკვლავთა ზედა დაბეჭდვა.
რომელმან შერისხენ ზღვასა და დაყუდნა. რომლისა გულის-
წყრომა დაადნობს მთათა, და შენ მიერ კლდენი შეიმუსრნენ და
ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეიფქვნენ.
და ძლიერ შეჰკარ, და ნატყვენავი მისი განუყავ, რომელმან
მძლავრი იგი ჯვარითა შენითა და აკვეთე და ვეშაპი სამჭედური-
574 მკითხველთა ლიგა
თა მით განკაცებისა შენისათა მოინადირე, და საკვირველითა
მით წყუდიადისათა ტარტაროზსა მას შინა შეკარ.
შენ აწცა, უფალო, სიმტკიცეო მოსავთა შენთაო, და ზღუდეო
ძლიერო მორწმუნეთა შენთაო, განაშორე განიოტე და წარ-
ჰსდევნე ყოველი საქმე საეშმაკოი. ყოველი ზედა აღდგომაი სა-
ტანასი.
ყოველივე შემოსვლა ბელიარისი, ყოველივე ძვირის ზრახ-
ვაი და ზაკვაი წინა – აღდგომთა ძალთა სართულისა ამისაგან,
და რომელნი ამას შინა მკვიდრ არიან და სასწაულითა საშინე-
ლისა მის და ეშმაკთა მიმართ ძლიერისა ჯვარისა შენისათა შე-
მუსრე.
ჰე, უფალო, რომელმან ლეგეონი ეშმაკთა განიოტე. ყრუ და
უტყვი ეშმაკი, და არაწმინდა სული განსდევნე, რათა არღარა
მოიქცეს.
და ყოველნი საცთურნი უხილავთა მტერთა ჩვენთანი განა-
ქარვენ. და მორწმუნეთა და მეცნიერთა შენთა მიეც უფლება, ვი-
თარცა მიეც მოწაფეთა შენთა დათრგუნვად გველთა და ღრიან-
კალთა და ყოველსა ზედა ძალასა მტერისასა.
შენ, უფალო, ყოვლისავე ვნებისა და უმაღლეს გამოაჩინენ
სახლისა ამის მკვიდრნი, დაიცვენ და იხსნენ იგინი შიშისაგან
ღამისა და ისრისაგან, რომელნი ფრენენ დღისით, ღვაწლისა-
გან, რომელნი ვლან ბნელსა შინა, შემთხვევისაგან ეშმაკისა შუ-
ადღისა.
რამეთუ შენ მხოლოსა არს მეუფება, ძალი და დიდება, მამი-
სა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუ-
ნისამდე, ამინ“.
„ამინ!“ დაიბუხუნეს ეპისკოპოსებმა და გარს მოჯარულმა
სტუმრებმა და ხელშინაურებმა.
ახალგაზრდა ერისთავმა, ვალანგმა, და მახარაიმ ორივე
მკლავში ხელი წაავლეს ბაკურ ერისთავს, უსინათლომ მუხლი
მოიყარა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის წინაშე, ხელზე ემთხვია
და მოხუცის დავსილ თვალებიდან იწვიმეს თავისი ძმისწულისა
და მისი ამოწყვეტილი ოჯახის სიბრალულით აღძრულმა ცრემ-
ლებმა...
„განვედინ, სატანა!“ დაიბუბუნა ბოდბელმა მთავარეპისკო-
პოსმა, ფადლამ. „განვედინ, ბელიარ“, „განვედინ, სატანა!“ და-
575 მკითხველთა ლიგა
იგრიალა ხალხმა და ამ ომახიანი, ერთობლივი შეძახილის ეხო
გახმიანდა ვარაზ ერისთავის ნაოხარ დარბაზებსა და პალატებ-
ში. კარის ზღურბლთან დაჩოქილი, შავჩოხიანი მნათე შიოლა
ტიროდა. უჩუმრად ლუღლუღებდა: „განვედინ, სატანა“...

***
მახარაი დარიალისკენ არ იყო ნამგზავრი. თუმცა ბაკურ
ერისთავმა ბარე ექვსი სატალახო ცხენი, ამდენივე ჯორი და მე-
რემე გაატანა, მაინც ძლიერ მისჭირდა საქმე. ეს იყო დრო, რო-
ცა ცხვრის ფარები კავკასიონის მთიანეთიდან საზაფხულო სა-
ძოვრებზე მოჰყავთ ხოლმე ჩვენს მწყემსებს.
აურაცხელ ფარებს შეეტბორებინათ გზები და ბილიკები,
მთის ფერდობებზედაც ცხვარი იყო შეფენილი.
ხანგრძლივად ფეხით სვლისაგან დაოსებულ მწყემსებს ეზა-
რებოდათ გზის მიცემა მგზავრებისათვის, ამიტომაც გინგილა და
მაიმახა იძულებულნი იყვნენ მახარაის ცხენის წინ ერბინათ და
შოლტით დაეფრთხოთ ეს უწყინარი ცხოველი, რომელსაც, რო-
გორც უგუნურებს სჩვევიათ, გზის დათმობა არ უყვარს საერ-
თოდ.
უღელტეხილებს უკვე შესდგომოდა რილო-ჭრელო. ლეღმა
ახლად დაწყებული იყო, ნაკადულები მოწანწკარებდნენ ფერ-
დობებიდან. ქვემოდ ისინი ურთიერთს უერთდებოდნენ უკვე
რუებად ქცეულნი. რუები ღელეებს მიერთვოდნენ და აზვავე-
ბულნი გარბოდნენ ხევების სადენისაკენ.
სწორედ მწვერვალებიდან დაძრულ რუებსა და ღელეებს გა-
მოეწვიათ გზისპირა ქარაფების რღვევა, ასე რომ, დაშლილ
კლდეთა ნამუსრევებს გზები და ბილიკები დაეხორგათ ზოგან.
გინგილა და მაიმახა წარამარა ჩამოდიოდნენ ჯორიდან და
ქვესკნელისაკენ აგორებდნენ უზარმაზარ ლოდებს.
სდუმდნენ უსიერი ტევრები, გოლიათური ფიჭვების მწვერვა-
ლები მთებზე დაწოლილი ღრუბლების თავანს ებჯინებოდნენ.
ჯვარის უღელტეხილზე იელი ჰყვავოდა, პეპლები თავს და-
ფოფინებდნენ ოქროსფრად მობიბინე ბოლოკას, ხოლო ისრის
მისაწვდენზე სთოვდა.
ხეობების ყბებში ნაზამთრალი თოვლი ეყარა ჯერაც, ზოგან
ცხენებს სამკერდემდის უწევდა ნაზვავარი შვავი.
576 მკითხველთა ლიგა
უფრო დიდ დაბრკოლებებს ჰქმნიდნენ დასავლეთიდან მო-
მავალი ხევები და ნაღვარევები, ალაგ-ალაგ ისინი ცურვით უნ-
და გადაელახათ ჯორ-ცხენებს.
განსაკუთრებით მძვინვარებდა ნაჯიხვარი, გადაღმელმა
მწყემსებმა უამბეს მახარაის, წინეებში ისე ადიდებულიყო იგი,
მის მიერ გატაცებულ ცხვრებს მეცხვარენი გამოსდგომოდნენ
ცურვით, მათ შორის სამნი წაუღიაო წყალს.
ეს ნაჯიხვარი უშველებელი კალაპოტია რომელიღაც ამომ-
შრალი მდინარისა, რომელსაც არაგვზე უფრო განიერი სადენი
აქვს დღესაც, იგი ლეღმის დროს ვეშაპად იქცევა და მუსრს ავ-
ლებს ხოლმე მითამამებულ მგზავრებს.
მახარაიმ საბელი გამოაღებინა გინგილას, მისრატულსა და
მეხმლეს მისცა თითოეული წვერი საბელისა, თავათ შუაში ჩას-
ჭიდა ხელი იბერიელმა სპარაზენმა და ასე გაჯახირებულად
ძლივს გადავიდნენ გაღმა.
ხეობების ყელებთან აგებულ ციხეებიდან ლანდებივით ჩამო-
დიოდნენ მოყურადენი. წინ გადაუდგებოდნენ მახარაის და მის
მხლებლებს, რა შეიცნობდნენ, დავით მეფის ბიძა მობრძანდე-
ბაო, პატივითა ხილვას უწყობდნენ, ციხეებში წვევასა სთხოვ-
დნენ საჭურისს.
მახარაი ხედავდა, რომ უკანასკნელი ხიფათის მეოხებით
ისევ შიმშილი მოადგათ კარზე. მაგრამ შიშობდა, ვაითუ გზაში
ავცდეთო დავით მეფეს, ამიტომაც ნაჯიხვარის ხევი რა გადალა-
ხეს, თავის მისრატულსა და მეხმლეს უბრძანა, დაუზოგავად
გაერეკათ ჯორ-ცხენნი.
ადამიანის ორანი აღარსად იყო ამ უკაცრიელ ქარაფებზე
მიმცოცავ ბილიკებზე, იკლო ტყიურის ჩქამმაც, მხოლოდ არწი-
ვების ლეგიონები მდუმარედ გარს უსხდნენ ნამხეცარი პირუტ-
ყვების ლეშებს, ფლოქვების ტკაპუნზე შექმნიდნენ ერთობლივ
ყივილს, ხოლო მათ გარშემო წრიულად დამსხდარი ყორნები
მგზავრების მიახლოებას რა შეიცნობდნენ, ყრანტალით წამოიშ-
ლებოდნენ და კუპრის ლაქებივით შეესხმოდნენ ცას.
მხოლოდ მესამე დღეს უწია მახარაიმ იმ ადგილს არაგვის
პირად, სადაც თვალშეუდგამ ქარაფებს შორის მიიპარება ოვ-
სეთსა და ძუკეთს მიმავალი გზა.
დარიალის ციხემდის რამდენი ფარასანგი დაგვრჩაო?
577 მკითხველთა ლიგა
შეეკითხა მახარაი გზადშემოყრილ ტყაპუჭიან მოხუცს, კით-
ხულმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, ორი მოისარი ლანდი-
ვით გამოძვრა მახლობელ გვირაბიდან, ვინაობა და სადაურობა
ჰკითხეს საჭურისს.
ისინი აღმოჩნდნენ მოყურადენი დავითის ციხისა და სწორედ
მათ მოჰგვარეს მახარაი და მისი მხლებლები შტორა მორკნე-
ველს, ახლად დანიშნულ ციხისთავს.
მახარაის არ იამა, მეფე და ტაძრეული ნასახლევში გადასუ-
ლანო, რა გაიგო, აგრე ეგონა, კიდევ დიდხანს მოგვიხდებაო
ცხენით სვლა.
მორკნეველმა სამი მეციხოვნე აიყოლია და დაღმა დაჰყვნენ
არაგვს.
„განა მარტო დავითის ციხე ავაგეთ ამ მოკლე ხანში, ნასა-
სახლევი განვაახლეთ საორბიოს ზეგანზე. ეს სასახლე, როგორც
მოგეხსენება, ალბათ ვახტანგ გორგასალზე ადრე ყოფილა აგე-
ბული. აქ დაბანაკდებოდნენ ჩვენი მეფეები, როცა ხაზარეთისა
და ყიფჩაღეთის დალაშქვრას განიზრახავდნენ ხოლმე“.
სთქვა მორკნეველმა.
ჯორ-ცხენების ფლოქვთა რიტმული ტკაპუნი ისმოდა უკაცრი-
ელ ფლატეებს შორის, მახარაი უზომოდ დაქანცული იყო, მაინც
წვრილად გამოჰკითხავდა მორკნეველს ახალსა და ახალ ამ-
ბებს.
ოვსეთში ხომ არ ჩასულაო პატრონი?
უპასუხეს: საამისოდ ვერ მოიცალაო მეფემ.
სტეფანოზ წილკნელს ხომ არაფერი მოუწერიაო ახალი?
არაო, მიუგეს.
ახლა ეს იკითხა მახარაიმ:
რა მოიწერაო, თუ იცი, ლულუ ბენ ჰაიდარმა?
სამი დღის წინად მიიღოვო ლულუს უსტარი ნაჭარმაგევიდან
მეფემ, მას შემდეგ გაღიმებული არავის უნახავსო იგი.
„ნუთუ ვეღარც შენ გაიგე, შტორა, თუ რა მოიწერა ლულუმ?“
„მე კი არა, ნიანია ბაკურიანსა და არსენ იყალთოელსაც არ
წააკითხა ეს უსტარი მეფემ. ლულუს წიგნი რა გადაიკითხა, გა-
დაფითრდა, ისევ დაგრაგნა და თავის საწიგნეში შეინახა თურ-
მე“.

578 მკითხველთა ლიგა


„ერთი მითხარი, შტორა, როდის აპირებს შინ გაბრუნებას
პატრონი?“
„მეფეს გადაწყვეტილი აქვს, ხვალ უთენია აჰყაროს ბანაკი,
ბაკურ ერისთავისთვის სიტყვა მიუცია, უცილოდ გეწვევით შვი-
ლიშვილის ქორწილში. ეგეც არ იყოს, ქარიმან სეტიელს არცთუ
მთლად კეთილი ამბები მოსდის შირვანიდან...
განძაში სელჯუკიანთა ლაშქრის ამირა შიხ ალდინ ახმეტ ჩა-
მოსულა დიდძალი სპითა.
ჩვენმა მსტოვრებმა ჯერაც ვერ დაადგინეს, თრიალეთს უპი-
რებენ დალაშქვრას, თუ კახეთ-ჰერეთში შემოჭრას?
ზეგანი მოათავეს და სამი მხრიდან ხევებით შემორაგვულ
ტაფობს რა გადაადგნენ, ცხენების ერთობლივი ჭიხვინი შემოეს-
მათ.
სახელდახელო საჯინიბოდან დავით მეფის საომარ ცხენებს
გამოეყოთ თავი.
თავათ ძველთაძველ სასახლეს, რომელიც თავის დროზე
ნეოლიტის ჟამინდელ ლოდებიდან იყო ნაკეთები, განახლების
იერი დასტყობოდა. წინა ფასადებისათვის მტრედისფერი მარმა-
რილოს პერანგი ჩაეცვათ, დანარჩენებს ჯერაც შერჩენოდათ
მრავალჟამინდელი ხავსი, ამ კედლებზე ჯერაც ხარაჩოები იყო
მიდგმული.
მახარაიმ თვალი წაატანა ახლად გამართულ ნადირთა საჩი-
ხეში მოწრიალე დათვის ბელებს, მგლის ლეკვებს, ჯიხვის ფოთ-
რებს, მათგან შორიახლოს, გორაზე სთვლემდნენ თავმოტვლე-
პილი კრავიჭამიები.
გორგასალისეული სასახლის დაბალჭერიან დარბაზში, ფი-
ქალის გრძელ მაგიდას გარს უსხდნენ დავით მეფე, არსენ იყალ-
თოელი, ნიანია ბაკურიანი, შერგილ ლიპარტიანი, სამი ეპისკო-
პოსი და ერთი ქაჩალი ხუცესმონაზონი, რომელსაც ქამრამდის
სწვდებოდა გვიმრისფერი წვერი.
ჯერაც აულაგებელ სუფრას ზედ ეტყობოდა, პურობა უკვე
მოეთავებინათ, შავწვერა ჭაშნაგირი დაღონებული ზედ დასცქე-
როდა გამოუცლელ ფიალებს.
ისხდნენ და ხმადაბლა მასლაათობდნენ.
მახარაის ეუცნაურა დავითის დანახვა, იგი ოდნავ წელში
მოდრეკილი იდაყვებზე დაყრდნობილი იჯდა. თმა-წვერი უზო-
579 მკითხველთა ლიგა
მოდ წამოზრდოდა, ნიკაპის გარშემო რამდენიმე თეთრი თმა გა-
მორეოდა, ქარცემულ ღაწვისთავებს მზვარებში გარუჯვა დას-
ტყობოდა...
დავითი გაოცდა, თვალები გაუბრწყინდა გაუმჟღავნებელი
სიხარულისაგან. ზედწამოიწია, ეამბორა ახლად მოსულს. ნა-
ჭარმაგევის ამბავთა გამოკითხვა რა მოათავა, გვერდზე მოისვა
საჭურისი, კვლავ მიუბრუნდა თავის მეინახეებს და წამოწყებუ-
ლი საუბარი განაგრძო:
„...დიდი ჯაფა შევალიეთ ამ ციხის აგებას, მაგრამ არა ვნა-
ნობ. დარიალის ციხე ჯერ კიდევ მეფე მირვანს აუგია ხაზართა
წინააღმდეგ სალაშქროდ.
ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით საშუროა დარიალის
ხეობის ამ ყელის გამაგრება.
დღეს-ხვალ ყიფჩაღთა ორასათასიანი ტომი უნდა შემოვიყვა-
ნოთ შიდა ქართლში:
ათრახა შარაღანისძეს ჩვენ ამ მოკლე ხანში დავუმოყვრდე-
ბით ალბათ, მაგრამ ეს არაა მთავარზე უმთავრესი მაინც.
დღესდღეობით ყიფჩაღეთს შარაღანი და ვაჟი მისი განაგე-
ბენ. მაგრამ, როგორც ცნობილია, ფრიად მოუსვენარია ყიფჩაღ-
თა ნათესავი.
ხვალ ან ზეგ რა მოხდება, ეს მხოლოდ უფალმა უწყის...
ეგეც არ იყოს, ამ წუთისოფელში არაფერია გარდაუვალი,
მით უფრო მეგობრობა...
მეგობრობა ხშირად მტრობაზე მეტად ბედითი ხდება, იგიც
ცნობილია, მეგობრობა და მტრობა უფაქიზესს სასწორზე ქა-
ნაობენ ნიადაგ. საკმარისია, მდოგვის მარცვალი დაეცეს ამ სას-
წორის ფიალას, შესაძლოა, მეგობარი მტრად მოგეკიდოს და
მტერი დაგიმოყვრდეს... იგიც ცხადია, მტრად ქცეული მოყვარე
უფრო სახიფათოა, ვიდრე ოდითგანვე მოძალებული მოსისხა-
რი“.
ახლა საჭურისს მიუბრუნდა დავითი.
„როგორ მოგეწონა ჩვენი ახალი ციხე, მახო?“
„კიდევ ათი ათასი ასეთი სიმაგრე აგეგოს, ჩვენო პატრონო,
სწორედ მოგახსენო, უპირველესად ყოვლისა, გამაოცა ამ მხა-
რეში ციხეთა სიმრავლემ. ყოველ ხეობის ყელს ციხე იცავს, ყო-

580 მკითხველთა ლიგა


ველ ზეგანს ციხე სდარაჯობს. ნეტავი, მთელი საქართველო აგ-
რე გვქონდეს გამაგრებული...“
ესა სთქვა მახარაიმ და მოჰყვა იმ ადგილების ჩამოთვლას,
სადაც მას ახალ ციხეთა აგება საჭიროდ მიაჩნდა.
„ეჰ, ჩემო მახო, ახალ-ახალი სიმაგრეების აგება, დიახაც, სა-
შუროა ჩვენთვის, მაგრამ მარტოოდენ ციხეთა სიმრავლე რო-
დია გადამწყვეტი.
აუღებელი ციხე, მხოლოდ ჯერჯერობით ცნობილი, ალმუთი-
საა ირანში და ბირთვისის ბასტიონი – საქართველოში. მე აგრე
მეოცნებება, ჩვენს ხალხს ერთი და უმთავრესი ციხე უნდა ჰქონ-
დეს მტკიცედ დაცული, ეგ არის საკუთარი ძალისადმი რწმენა.
ეს სიმაგრე შემუსრეს მტრებმა, სხვა ციხეები თავისთავად მო-
ნებდებიან მათ“.
მახარაი შეკრთა, რადგან ელვის შუქი შემოიჭრა სასახლის
სარკმლებიდან, მერმე ანაზდად გაისმა გრგვინვა. მცირე ხანს
სდუმდნენ გარს მოჯარული მწვერვალები და ერთბაშად აგრუ-
ხუნდნენ ხევები.
მეფე წამოდგა და აივანზე გავიდა, მთელი ტაძრეული მას
მიჰყვა. მზე პირს იბანდა, მყინვარს თავზე წამოსდგომოდა უფ-
ლის მკლავივით წაგრძელებული ღრუბელი. მის გადაღმა სთოვ-
და, ახლად ამოღებული აბრეშუმივით ხასხასა სხივები გარს ევ-
ლებოდნენ მყინვარს.
ამ ღრუბლის ჩრდილის ქვეშ მოსჩანდა სამების ეკლესია და
გერგეთი. ახლა ეს წაგრძელებული ღრუბელი გაუჩინარდა ანაზ-
დად, წამოვიდნენ ბალღის ოცნებასავით თეთრი ფრთილები და
გარს შემოევლენ მყინვარს.
მზე გადაიხარა დასავლეთისაკენ და ნარინჯისფრად აენთო
ტერაკოტისფერი კალთა ზეცისა. იმატა სიღამემ, მთების წამახუ-
ლი მუზარადები შეამკო წითელ-ყვითელი ფერების ვასვასმა.
როგორც მახარაი, ისე მთელი ტაძრეული შეაკრთო ზეციერი
დეკორაციის ამ უცაბედმა ცვალებადობამ, ახლა მგლისფერი გა-
დაეკრა ღრუბლებს, ისევ იელვა ყინულიან მწვერვალებს გადაღ-
მა, ატყდა ქუხილი მთებს გადაღმა და ელვის მახვილებმა
გაიელვეს თვალსაწიერზე.
ერთბაშად კალა გადაეკრა ცას, ხევების ჩაბნელებულ ხახაში
გახმიანდა გაბმული დვრინვა. მცირე ხანს გაოგნებულნი იდგნენ
581 მკითხველთა ლიგა
ღამენასვამი მწვერვალები, შაბიამნისფერს ნელ-ნელა მოერია
სიღამე. ერთბაშად ზეცის კალთა ძირს ჩამოიწიაო თითქოს,
ერთ-ორჯერ გაიელვა და წამოვიდა მერეხი...
მეფე და ტაძრეული დარბაზში შებრუნდნენ. ყველანი
გრძნობდნენ, მეფის მტკიცე გადაწყვეტილება მეორე დღეს გამ-
გზავრების გამო, ბაკურ ერისთავის შვილისშვილის ქორწილზე
დასწრების ამბავი რომ არ იყო.
იგიც იცოდნენ, დავითს არ უყვარდა შიშის გამომჟღავნება,
არსებითად განძიდან მოსულმა ამბებმა დააფიქრეს იგი.
მიუხედავად ამისა, მხცითმოსილნი საშიშრად სთვლიდნენ
მეორე დილით გამგზავრებას, ამიტომაც შეუჩნდნენ არსენ
იყალთოელს, ქარიმან სეტიელი და ჩუხჩნი გაეგზავნათ წინას-
წარ, გზები დაეზვერათ და მერმე დავადგეთო გზას.
მეფემ მოუსმინა თავის მოძღვარს და მშვიდად მიუგო.
„მე ეს მხარე ნადირობითა მაქვს შემოვლილი, მამაო არსენ.
მართალია, ამ ხევებს უეცარი ამბოხება სჩვევიათ, მაგრამ საქმე
ისეა, დაყოვნება არ შეიძლება.
ქარიმან სეტიელის დასაზვერად წინ წარგზავნას აზრი არა
აქვს, რადგან ვიდრე ამბავს მოგვიტანდეს, ერთი-ორ დღეს დავ-
კარგავთ.
მოგეხსენებათ, მე ამჟამად არც გუნება და არც მოცალება გა-
მაჩნია სალხინოდ, მაგრამ ბაკურ ერისთავს ისეთი დიდი
მსხვერპლი აქვს გაღებული მამულისათვის, მე არ შემიძლია, პა-
ტივი არ დავდო უსინათლო მოხუცს.
რაც უმთავრესია, მე არ მომწონს ლაშქრის ამირას სპიანად
ჩამოსვლა განძაში.
ხშირად ერთი დღის დაგვიანებული საქმე მთელი საუკუნის
სატირალი გახდება ხოლმე, მე მეშინია, მღვდელმთავრებმა ვერ
აიტანონ ეს სახიფათო გზები. მე და ჩემი სპასალარები ომებსა
და ნადირობაში ვართ ნაწრთობი, თუ საჭირო იქნება, ცურვით
გადავლახავთ ადიდებულ ნაღვარევებს, მწყემსების ბინებში გა-
ვათევთ ღამეს“.
იყალთოელი დადუმდა და დავითმა განაგრძო:
„მე მგონია, ტაძრეულის წამოსვლა საშურო არაა, თქვენ და
ეპისკოპოსები დაყოვნდით რამდენსამე დღეს. დიდი კარავი

582 მკითხველთა ლიგა


ჩვენ გამოგვყვება, მეკარვეთუხუცესი და მებარგეთუხუცესი
თქვენთან ერთად წამოვლენ“.
როგორც არსენ იყალთოელი, ისე მოხუცი ეპისკოპოსები ერ-
თბაშად შეევედრნენ მეფეს, რაკი აგრე საშუროა გამგზავრება,
ჩვენც დავადგებითო გზას.
მეფემ ნიანია ბაკურიანს უბრძანა, შტორა მორკნეველის ნაც-
ვალი, მურჯიკნელი, დაენიშნა ახლად აგებული ციხისთავად.
ნიანია ძლიერ დააფიქრა ამ ამბავმა... არ გვიმხელს პატრო-
ნი, თორემ დიდ ამბებს მოელისო ალბათ.
უთენია მთელი ტაძრეული ფეხზე დადგა.
მეფემ თვალი შეავლო მყინვარწვერს, ერთადერთი ღრუბე-
ლი თავზე დასდგომოდა მას ბრწყინვალე, როგორც მოოქროვი-
ლი გავალაკი.
დავითს ყორნისფერი ულაყი მიჰგვარეს, ღამესავით შავი
ძუაფარიანი; დავითს ეამა მასზე შეჯდომა, ცხენის კისრის სიგ-
რძეზე მის უკან ცხენდაცხენ მომავალ ნიანია ბაკურიანსა და მა-
ხარაის უთხრა:
„ამ ულაყზე ჯერაც არა ვმჯდარვართ, ყოველი მათგანის გა-
მოცვლისას მომინდება, ასეთი რამ ვუთხრა ხოლმე ჩემს ცხენს:
ვნახოთ, ჩვენთაგანი რომელი უფრო დიდხანს გაუძლებს
მტრებს. ომში შეძრული ვარ ცხენების სიბრალულისაგან. რო-
გორი მშვენიერი, თავდადებული პირუტყვებია ეს საბრალონი!..
ჩვენ, ადამიანები, ვებრძვით და ვხოცავთ ურთიერთს, ისინი
უნებლიედ გვეწირებიან მსხვერპლად.
მე განმიცდია ბრძოლის დროს ერთობლივი გაგიჟება, რომე-
ლიც ყოველ ჩვენთაგანს შეიპყრობს ხოლმე, უნებლიედ მათაც
დაეუფლება და ისინიც ხელდებიან“.
„განა მარტო ცხენები, – სიტყვა ჩაურთო მახარაიმ, – მე დავ-
კვირვებივარ აქლემებისა და სპილოების გაცოფებას ომის
დროს.
ხომ ასეთი უწყინარნი არიან თითქოს ისინი, ცხენებზე უფრო
დიდი მძვინვარება შეიპყრობს ხოლმე მათ“.
მეფეს ისევ საომარი ცხენების გამო სურდა განეგრძო საუბა-
რი, მაგრამ საცხენე გზა ისე მიეახლა არაგვს, ყურთასმენა აღარ
იყო ირგვლივ. გაცოფებული ბაბრივით ბრდღვინავდა არაგვი,
დუჟმორეული ლოშნიდა კლდეებს.
583 მკითხველთა ლიგა
ორბები ზანტად დგებოდნენ ქარაფებიდან. მახარაი წარამა-
რა უთვალთვალებდა ვიწრო ზოლს ცისას, რომელიც ქარაფების
ზეთავზე მოსჩანდა. მახარაი დავითს წამოეწია, უზანგები ერთმა-
ნეთს უსწორდებოდნენ, ისე უთხრა მეფეს:
„ის მგლისფერი ღრუბელი არ მომწონს. მე მეშინია, არ გაავ-
დარდეს, ჩვენო პატრონო“.
„ეჰ, რაც მოსასვლელია, მოვიდეს, განგების ნებას ვერავინ
დაუდგება წინ, მეც ვატყობ, ის ღრუბლები უხეიროდ დაწანწალე-
ბენ ცაზე“.
სტეფანწმინდას უკვე გამოსცდნენ, როცა გაისმა ძალოვანი
გრგვინვა ქუხილისა შორიდან, ცამ წარბები შეიკრა ანაზდად,
ხელახლა დაიგრუხუნა და უხეირო ქარმა ააფორიაქა ცხენების
ძუა და ფაფარი.
დავითმა სთქვა:
„უკვე მომწყინდა ამ ორ თვეში მდორე და უძრავი ცხოვრება.
მე ისე არაფერი არ მახალისებს ამქვეყნად, როგორც მეხთატე-
ხის განცდა კავკასიონის მთიანეთში, ჩემი სიჭაბუკე მაგონდება
უნებლიედ, მაშინ ამდენი დარდიც არა მქონდა და ჯიხვებს დავ-
დევდი დვალეთის მთებში.
მე არც მინდა ვიცოცხლო მაშინ, როცა ბუნების ეგზომ დიდი
აღტყინება არ აღმაფრთოვანებს“.
ჯერ კიდევ მოსჩანდა მყინვარი, როცა წამოვიდა მთელი ლე-
გეონი მგლისფერი ღრუბლებისა და გარემოიცვეს ორკუზიანი
მწვერვალი, ისევ დაიგრუხუნა მთებში, ხეობებში გაისმა ძალო-
ვანი გრიალი. მერმე რიტმული ბაგუნი, მინაგვარი იმ ხმებისა,
რომელთაც გამოსცემს ხოლმე ხის ბოგირზე ცხენის ფლოქვების
ცემა.
ირგვლივ მოტვლეპილი ქარაფები მოსჩანდნენ და გაქაჩლე-
ბული კორდები, ხანაც ურთიერთზე ზედახორად შემდგარი ლო-
დები.
ორი ამღვრეული ხევი მშვიდობით გადაიარეს ცხენდაცხენ.
ნისლი დგებოდა ჯერაც სანახევროდ დათოვლილ მთებიდან,
მხოლოდ მახარაის სატალახო ცხენს შეემთხვა ხიფათი, იგი
წყალქვეშა ლოდს წაეფორხილა და წინა მუხლებით ჩაიჩოქა,
მაგრამ შტორა მორკნეველმა და ნიანია ბაკურიანმა მიაგელვეს
მასთან ცხენები, გუდურასავით აიყვანეს მოხუცი ხელში და გა-
584 მკითხველთა ლიგა
დასვეს სამარქაფო ცხენზე, რომელიც მის უკან მისრატულს,
გინგილას, მოჰყავდა კვალდაკვალ.
ამ გაავებული ხევის მეორე კიდემდის მისულნიც არ იყვნენ,
მერეხი წამოვიდა მთებიდან, თვალის დაფახულებაზე ადგა ქარ-
ბორბალა და თოვლის ნამქერები დასძრა მწვერვალებიდან,
ახალი მოლით ამწვანებულ ველებზე ხელახლა დააფრქვია
თოვლი.
მახარაი ენერგიულად უჩიჩინებდა მეფეს, კუმილის ციხეს შე-
ვაფაროთ თავი, თორემ ჩვენ მალე მივადგებითო ნაჯიხვარის
ხევს, დიდროამ თუ მოგვისწრო, ცხენებიანად წაგვიღებსო უთუ-
ოდ.
მეფე მიხვდა, რომელ ხევს გულისხმობდა საჭურისი, მან
კარგად იცოდა, თუ მართლაც დიდროას არ გადაასწრებდნენ, იმ
ხევს გადაღმა სამ დღესაც ვეღარ გავიდოდნენ, ამიტომ მოიხმო
ათასისთავი ლათერია და უბრძანა მცირე სპა წამოეყვანა თან.
მაშინ შეაყენეს ცხენები, მაგრად მოუჭირეს მოსართავები და
შეუდგნენ ცერაღმართულ გზებს. ნახევარი ფარასანგი უკლდათ
ნაჯიხვარამდის, ქარიმან სეტიელი და ჩუხჩთა ასეული წინ შე-
მოეყარათ.
ქარიმანმა უპატაკა ნიანია ბაკურიანს: ნაჯიხვარის ხევი ძლი-
ერ ადიდებულა, სამგზის ვცადეთ გადალახვა და ცხენები ლამის
იყო, არ წაგვართვაო.
მეფემ არ ინდომა უკან გაბრუნება. გორის წვერზე ცხენი
შეაყენა და გადახედა ადიდებულ ხევს, დასავლეთიდან მომავა-
ლი ნიაღვარი აღარ ეტეოდა სადენში...
როცა აზვავებული ხევის სადენს მიადგნენ, ნიანია და შერგი-
ლი დაქვეითდნენ და ემუდარნენ მეფეს, სამეფო კარავს მოვუცა-
დოთ, აქ გავათიოთო ღამე.
ნაჯიხვარი საშინელის გრიალით მოექანებოდა გავაკების-
კენ, თან მიჰქონდა ფესვიანად მოგლეჯილი ნაძვები და ჯახვე-
ლის ხეები, დამხრჩვალი საქონელი და ხევის წისქვილების ნა-
მუსრევები.
მახარაიც დიდხანს ევედრა მეფეს, მოვუცადოთო სამეფო კა-
რავს, დავითმა გაუღიმა და უთხრა:
„თუ ნაჯიხვარიც ვერ გადავიარე, მაშინ არეზი როგორღა გა-
დავლახო, თავათ განსაჯე, მახო“.
585 მკითხველთა ლიგა
მახარაიმ დაიმარტოხელა მეფე და წყენისაგან გაბზარული
ხმით უთხრა:
„მთელს სამეფოში მხოლოდ მე მაქვს შენთვის სიმართლის
შეუფარველად თქმის უფლება, ჩვენო პატრონო.
მამად გერგები, ამიტომაც გიბედავ: მამიჩემისეული სიჯიუტე
შენც მოგდგამს, აგეთი იყო სულკურთხეული მამაი, ხმლით რომ
აგეკეპა, გულში ამოჭრილს ვერ გადაათქმევინებდი. არ ვარგა
ამგვარი სიჯიუტე, ჩვენო პატრონო“.
„იცი, ჩემო მახო, არაჯიუტებს ჯერ არც ერთი ომი არ მოუგი-
ათ ამქვეყნად. მე რომ ჩემდამი გულშემატკივართა ვედრებისათ-
ვის ყური მიმეგდო, გეგუთის ბუხართან დავრჩებოდი მოლხენი-
ლი.
სიჯიუტე აგებს ციხეებს და მათი ამღებიც სიჯიუტეა, ლოკოკი-
ნებს ჯერ არც ერთი ომი არ გაუმართავთ, არა?“
ესა სთქვა დავითმა და მცირე სპის წინამდგომი, ლათერია,
ახმობინა და ხმადაბლა უთხრა მას:
„მე მეშინია, მახარაი და მღვდელმთავრები არ წაგვართვას
წყალმა. ამიტომაც, ვიდრე ნაღვარევში შევაგდებდეთ ცხენებს,
საბელები მიეცით ხელში მხედრებს, კაცად კაცადმა უთვალთვა-
ლოს მოხუცებს... ისე მოახერხეთ, ათასეულმა შეჰკრას აღმო-
სავლეთისაკენ მდინარე წინასწარ“.
ქარიმან სეტიელს დიდი გამოცდილება არა ჰქონდა წყლის
სტიქიასთან ბრძოლისა, იგი დარცხვენილი იყო ამჯერად, მაინც
პირველმა დააპირა ცხენის შეგდება წყალში. შერგილ ლიპარ-
ტიანმა შეაჩერა იგი, ხუთმეტი ეგრისელი ცხენოსანი აიყოლია
და აზვავებულ მდინარეში შეაგელვეს ცხენები.
დავითი და ნიანია მიჰყვნენ მათ, გადაღმა ნაპირი არა სჩან-
და, ყოველ წუთში დიდდებოდა ხევი, ბოლოს იგი ისე აზვავდა, იმ
ადგილებში, სადაც ეს ხევი არაგვს მიერთვის, უკვე ზღვად იყო
დამდგარი.
დავითის ულაყი მედგრად მიაპობდა წყალს, მხედარმა სადა-
ვე დაუმოკლა თავის ცხენს, რათა დაენახა, თუ რა ხდებოდა მის
გარშემო. მცირე სპის ცხენოსნებით გაწკიპულნი მისცურავდნენ
აღმოსავლეთით.
დავითს ეშინოდა, ვაითუ მახარაი გაიტაცოსო წყალმა, ერ-
თბაშად თვალი მოჰკრა, რომელიღაც ცხენოსანს ეცა ზათქით წა-
586 მკითხველთა ლიგა
მოსული მდინარება, ცოტა ხანს აბურთავა მხედრიანად იგი,
მერმე აღმოსავლეთისკენ წაიღო ცხენიცა და მხედარიც.
დავითს მახარაი ეგონა, მხარმარცხნით მოუღრიჯა თავის
ულაყს კისერი, თანაც განიზრახა, წამოვეწევიო წყალწაღებულს,
მახარაი მიეჭრა მეფეს და იყვირა:
ქარიმან სეტიელი გაიტაცაო წყალმა.
დასავლეთისაკენ ატყდა ყიჟინა, ათასისთავმა ლათერიამ
უყივლა თავის ცხენოსნებს, ათი ვაჟკაცი გადაეშვა ცხენებიდან
და ქარიმან სეტიელი ცურვით გაიტანეს სამშვიდობოზე. ჩუხჩნი
მისეოდნენ, ხელ-ფეხში ხელები წაევლოთ და აქანავებდნენ.
როცა იგი მოსულიერდა, მეფე თავზე წამოადგა ჩუხჩარხს,
ღიმილით უთხრა:
„მე უფრო მეტ ვაჟკაცობას მოველოდი, ქარიმან, შენგან“.
„რა ვქნა, მეფევ ბატონო, ჩვენ, სვანები, ხმელეთზე ურიგოდ
არ ვხმარობთ ხმალს. ხოლო წყალში ხელების გაქნევასაც ვე-
ღარ ვახერხებთ“.

***
მწყემსების ბინებამდის საკმაოდ დიდი მანძილი იყო დარჩე-
ნილი.
მთებში ჯერაც ცივოდა, ამიტომაც ბრძანა მეფემ, ოთხახმით
წაეყვანათ ფარეხებამდის ცხენები. აქ უკვე გაძნელდა ცხენების
ჭენება, რადგან მთელი ხეობა დაეკავებინათ ცხვრის ფარებს.
ნიანია ბაკურიანმა და შტორა მორკნეველმა მიასწრეს ფარე-
ხებამდის პატრონს.
მწყემსებს არაერთხელ ენახათ დავით მეფე შორიდან, მიუხე-
დავად ამისა, შტორა მორკნეველი მეფე ეგონათ. თაყვანისცემა
დაუპირეს, მაგრამ მომღიმარე მორკნეველმა დაასწრო:
ჯერ კიდევ გზაშიაო პატრონი.
როცა დავითი მწყემსების ბინებში შევიდა, ახლად მოსულები
ხან მას შესცქეროდნენ, ხანაც აზნაურ მორკნეველს, კარგად ვერ
გარკვეულიყვნენ ამ ორთაგან რომელი იყო მეფე? მოხუცებულ-
მა შეიცნო პატრონი, რადგან მას ზედაზენის ბრძოლაში დაედო
წილი.
ბატკნები დაკლეს და კოცონები გააჩაღეს.

587 მკითხველთა ლიგა


სარქალს, ლევანს, ერთი მოშინაურებული ფოთრი ჯიხვისა
ჰყოლოდა ფარაში, ხელი წამოუსვა, უნდა დავკლაო მეფისათ-
ვის. დავითმა არ დაანება.
მე პირველად ვნახე ცხვარში გარეული ჯიხვი, ნუღარ მოუს-
წრაფავთო სიცოცხლეს ამ ლამაზს.
მახარაიმ მკლავები წაიკარწახა, მწვადების აგებაში შველო-
და, ხუმრობდა:
ახლა მე ვარო მზარეულთუხუცესი.
დავითი და სპასალარები ცეცხლს ეფიცხებოდნენ. ზეზეურად
იშრობდნენ დასველებულ სამოსელს.
დავითმა ლევანას უთხრა:
„მე ხშირად ვწვევივარ ღამის გასათევად მწყემსებს, მაგრამ
დოლის დროს ვერასოდეს მოვხვდი, ეს მითხარი, ჩემო ლევანა,
რამდენი მწყემსი უვლის დოლის ჟამს ცხვარს?“
„დოლის დროს ას ცხვარზე ერთი კაცია მიჩენილი, მეფევ ბა-
ტონო, ერთიცა დამხმარე. დამხმარე მთელი ღამე ძილფხიზ-
ლობს. თუ რომელიმეს ასტკივა მუცელი, დაულოდინებს, ჭაღს
მიანათებს და წაეშველება. ახლად მოგებული ბატკანი ცალკე
გადაჰყავს.
ცხვარი რა მაჲგებს, გაჲლოკამს ბატკანს, მემრე მააწუებს, თუ
არ მააწუა მწყემსი მააწუებინებს.
ღამე რა მაჲგებს ცხვარი, თავათ გამწვავებულია და დაიძი-
ნებს. ბატკანი ადგება და სიარულს დაიწყებს და გაითხუნება ფუ-
ნითა.
დედა დაჲძულებს გათხვრილ ბატკანსა, თავისი სული რა
აღარ აჲდის. ამას დაძულება გვიქვიან.
თუ ბევრი მაჲგროვდა ახლად მოგებული ბატკანი, მე გამაჲ-
ღვიძებენ. ას ცხვარსა და ას ბატკანში მე უნდა გავაჲრჩიო, რომე-
ლი რომლისაა. ზოგი თუ ძულობს, ზოგი იყურობს“.
მეფემ გაიხუმრა: „ზოგი კაცი მე და შტორა მორკნეველს ვერ
გვარჩევს ურთიერთისაგან, შენ ამდენ ცხვარსა და ციკანს რო-
გორ არჩევ ერთმანეთისაგან, ჩემო ლევანა?“
„უფალი მშველის, მეფევ ბატონო, აქაც“.
„რამდენი წელია, რაც ცხვარს ემსახურები, ლევანა, ჰა?“
„სრული სამოცდაათი, დედის მზემან“.
დავითს იამა, დედის მზეს რომ იფიცავდა მოხუცი მწყემსი.
588 მკითხველთა ლიგა
***
უთენია ძელსა ჰკრეს ბაკურის ციხეში. ციხე-სასახლეთა ბი-
ნადარნი გამოაღვიძა ცხენების ჭიხვინმა და მგელძაღლების ყე-
ფამ.
მოხუცები და ქალები ბალღებივით ქვითინებდნენ დავით მე-
ფისა და ბაკურ ერისთავის შეხვედრის მაცქერალნი.
დიდი ცაცხვის ქვეშ, ფერხთით დაუვარდა უსინათლო ერის-
თავი პატრონს და მუხლისთავებზე დაუპირა ამბორის ყოფა, მაგ-
რამ მეფემ არ დაანება, წამოაყენა და შუბლზე ემთხვია მოხუცს.
„მადლი უფალს, შენი ამბორის ღირსი რომ გამხადა, მეფევ
ბატონო, მე ყველაფერი შევსწირე ჩვენს სათაყვანებელ სამშობ-
ლოს, მთელი ჩვენი გვარი ამოწყდა საქართველოს მტრებთან
ბრძოლაში, მაგრამ ერთადერთი შვილიშვილი კიდევ შემრჩა და
ისევე, როგორც აბრამმა ჰქნა, მასაც მსხვერპლად შევწირავ მე-
ფესა და მამულს, თუ საჭირო გახდა“.
„მართებულად ბრძანებ, ერისთავთ-ერისთავო, დღეს-
დღეობით ჩვენს ქვეყანას ისე უჭირს, დედისერთებმაც უნდა გას-
წირონ თავი.
მეც დედისერთა გახლავარ, მაგრამ ერთის ნაცვლად სამი
სიცოცხლე რომ მომიზღოს არსთაგანმრიგემ, სამივეს შევწირავ-
დი მამულს, რადგან თავგანწირვის გარეშე ჯერ არავის გაუმარ-
ჯვნია.
მიწა და ღმერთი უსასტიკესად განმკითხავი არიან, ისინი
სისხლს მოითხოვენ ჩვენგან, არა მარტო სისხლს, უკანასკნელ
ამოსუნთქვასაც“.

***
ვიწროსარკმლებიან ვარაზისეულ სასახლეში ჯერაც ბნელო-
და, ამიტომაც მემაშხალეთუხუცესი და სამი მემაშხალე შეუძ-
ღვენ მეფესა და ტაძრეულს დარბაზონში.
დავითი ფრიად დაქანცული იყო, მაინც გულდასმით ათვა-
ლიერებდა კლარჯეთელი ხუროთმოძღვრის მიერ აგებულ სა-
სახლეს, რომლის გამო მრავალი საკვირველებანი ჰქონდა გა-
ნაგონი.
სასტუმრო დარბაზის კედლებზე ხმალშემართულნი მოსჩან-
დნენ მოოქროვილ თორში ჩამსხდარი, გაჯგიმული ერისთავები,
589 მკითხველთა ლიგა
ჟანგისფერი მუზარადები და დაფანჩვული, შავი თმა-წვერი ომა-
ხიან გამომეტყველებას მატებდა ნახევრად ბნელში მათ.
მეფემ თვალი დაადგა კლარჯეთელი ხუროთმოძღვრის
ფრესკას, მახარაის მკლავში ხელი წაავლო, ყვრიმალთან
მიუტანა ტუჩ-პირი და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
„კარგად დააკვირდი, მახო, ამ ხუროთმოძღვრის ხუჭუჭა
თმას, დახე, ორი, ოდნავ, სულ ოდნავ შესამჩნევი რქაჲ მოჩანს
კუპრისფერ კულულებს შორის, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვილ
ფოთრს ჯიხვისას ამოსდის ხოლმე“.
მახარაიმ მემაშხალეს უბრძანა, კედლისთვის მიენათებინა
ჭაღი, მცირე ხანს გაოგნებული შესცქეროდა ფრესკას და მერმე
წაიდუდუნა:
„მართალსა ბრძანებ, ჩვენო პატრონო, ორი, ოდნავ შესამ-
ჩნევი რქაჲ მოუჩანს ხუჭუჭა თმებიდან...“

***
მწუხრის ლოცვა მოათავა თუ არა იყალთოელმა, მეფემ და-
ითხოვა მესაწოლე ბერი, იოაკიმი, და ეუბნება თავის მოძღვარს:
„თუმცა მრავალი რამ განაგონი მაქვს ვარაზის ციხეში მომ-
ხდარი უბედური ამბების გამო, მაგრამ დღემდის არ ვიცი, რა
მოხდა? თავის დროზე მთელი სამეფო შესძრა ამ საშინელებამ.
საქმე ისაა, რომ დღესაც არავინ არაფერი იცის არც კლარჯე-
თელი ხუროთმოძღვრის გაუჩინარებისა და არც ვარაზ ერისთა-
ვისა და მისი ვაჟების მუხანათურად დახოცვის გამო. თავის
დროზე ერთნი აგრე ამბობდნენ: ვარაზ ერისთავს ნახევარი ძმა
ჰყავდა, ვაჩე, ბიზანტიონში გახიზნული, სწორედ ის ვაჩე ედავე-
ბოდა ვარაზს მამისეულ ციხეს, იგიცა სთქვეს, ვაჩე ჩამობრუნე-
ბულაო სამშობლოში იდუმალ და ხმლით აუკეპიაო ვარაზი და
მისი შვილები. სხვანი სხვას ამტკიცებდნენ, სავსებით უცნა-
ურს...“
„ამ ამბების გამო, მეც მსმენია ზოგი რამ, მეფევ ბატონო, მაგ-
რამ ამსოფლიურ იდუმალებათ ვინ გაართმევს თავს. საიდუმლო
იმდენია ამქვეყნად, რამდენიც ხის ფოთოლი ან მნათობნი ვარ-
სკვლავეთისა“.

590 მკითხველთა ლიგა


„ეს მიბრძანე, მამაო არსენ, შენ როგორა ფიქრობ, თუ დად-
გება ოდესმე ჟამი, როცა ამ სამყაროს იდუმალებათ შეიცნობს
კაცი?“
„ეჰ, ბუნება წიგნსა ჰგავს მძიმედ ამოსაკითხავს, ჩვენო პატ-
რონო, ისე როგორც ნება-ნება გახსნას კაცმა ვინმემ საკითხავი
თვისი, სტრიქონ-სტრიქონ ამოიკითხოს, თანდათანობით შეიც-
ნოს იგი, აგრეთვე ხდება იდუმალებათა ამოცნობა ამქვეყნად.
იდუმალებას რომ ერთბაშად საფარველი აეხადოს, ადამის
ძე შეკრთება, და შესაძლოა გაოცებისაგან გული გაუსქდეს კი-
დევაც. მოგეხსენება, მთვარეული ადგება ხოლმე თავის საწო-
ლიდან ცნობამიხდილი და სახლის სახურავზე გავა, იდუმალ
ალღოს აყოლილი.
აგრე ამბობენ, იმ წუთებში მთვარეული რომ გამოაღვიძოს
ვინმემ, წონასწორობას დაჰკარგავს და გადაიჩეხებაო უფ-
სკრულში.
მე აგრე მგონია, მეფევ ბატონო: ადამის მოდგმა საბოლოოდ
თუ გამოფხიზლდა, შემკრთალ მთვარეულსავით დაიღუპება
უცილოდ“.
დავითმა სთქვა:
„სამყარო ბუნებისა თვალშეუდგამი ბნელის საუფლოა, ხო-
ლო სამყარო ღმრთისა – მარადჟამული სინათლის ხელმწიფე-
ბა. საბრძანისი ღმერთისა – ცათა უფსკრულია და მისი მეუფება
გარდაუვალი დარჩება განკითხვის დღემდის, სავანე ბელიარისი
– ქვესკნელთა სიმრუმეა, ეშმა მდუმარე უდაბნოთა და ციცაბო
ქარაფთა ბინადარია, ღამეული გრიგალია მისი მუდმივი ეტლი,
ბელიარს ხელთუპყრია გულარძნილობისა და სიძვის სადავენი,
მის ნატერფალს თან მოსდევს ცეცხლი და სიკვდილი...
ეს სამყარო მარჩბივ კავშირთა შეწყვილებისაგანაა შექმნი-
ლი.
ღმერთი და სატანა...
მიწა და ეთერი...
ჩრდილი და შუქი...
ცეცხლი და წყალი...
სიმაღლე და სიმდაბლე...
ბოროტი და კეთილი...

591 მკითხველთა ლიგა


მამრი და მდედრი – ესენი მუდმივ ბრძოლას ეწევიან ურთი-
ერთის მიმართ. ათთორმეტ კავშირთა შორის ექვსი ცისიერია,
ექვსიც უკუნეთისა. ათთორმეტ მნათობთა შორის ექვსი მიწის-
მიერია, ექვსიც ცეცხლისმიერი...“
„უკვე მამლები ჰყივიან, მეფევ ბატონო, და მოკლედ მოგახ-
სენებ: ამქვეყნიურ საიდუმლოთა უფალია, ანგელოზი უფსკრუ-
ლისა – აბადონ“, დასძინა არსენმა.
ამ საუბრის შემდეგ დიდხანს არ ეძინა მეფეს. საერთოდ, იგი
მთელი დღე უგუნებოდ იყო, ბაგიდან არ შორდებოდა ის უსიამო
გემო, რომელსაც ცხვრის ხორცი სტოვებს ხოლმე, განსაკუთრე-
ბით ზაფხულობით, ცხვრის სუნი ჰქონდა აკვიატებული და გული
ერეოდა ოდნავ.
მესაწოლე ბერს, იოაკიმეს, უბრძანა, ჩემს სახელდახელო
საწიგნედან იბნ-სინას ფოლიანტი ამოიღეო.
როცა „სააქიმოჲ სულისა“ მოუტანეს, მან თავათ მოსძებნა და
ამოიკითხა.
„აჰალლუჯი-ალოე – ჰინდური მცენარე. პირში გამოივლე,
კეთილსურნელებასა და საამურ გემოს შეგიქმნის“.
მახარაიმ ექიმი ქაჩიბაისძე ახმობინა მესაწოლე ბერს, აქიმ-
მა მიართვა მეფეს, აჰალლუჯი-ალოე.
გულისრევა შეუნელა ამ წამალმა დავითს, მაგრამ მაინც გა-
თენებამდის ფურცლავდა და კითხულობდა იბნ-სინას...
...
უსინათლო ბაკურ ერისთავიც გრძნობდა, დავითი უგუნებოდ
რომ უჯდა საქორწილო სუფრას. ამაოდ მიართმევდნენ მას ირ-
მის მწვადებს, ორაგულსა და თართს, არცთუ რქიანად შემწვარი
ჯიხვებისთვის უხლია ხელი.
ბაკური წარამარა გამოჰკითხავდა მესტვირეთუხუცესს, თუ
რაიმეს მიირთმევსო მეფე?
„მცირეოდენი ორაგული ინება, ეგ არის და ეგ“.
ღვინოს თუ სვამსო?
საუკეთესო ღვინოები მივართვით, პირიც არ დააკარაო თა-
ვის ფიალას.
მახარაიმ ანუგეშა შეშფოთებული მასპინძელი. გუშინ ძლიერ
დაქანცულნი და დამშეულნი ვეწვიეთ მწყემსებს, ცხიმოვან მწვა-
დებს დავხარბდით და ორივეს გვაწყინაო ცხვრის ხორცმა. წუ-
592 მკითხველთა ლიგა
ხელ აჰალლუჯი-ალოე ვასვით მე და ექიმმა ქაჩიბაისძემ, გამომ-
ჯობინდაო ოდნავ.
ახლა ეს უბრძანა ბაკურმა მესტუმრეთუხუცესს, ვალანგის სა-
ხელობის ქვევრიდან ამოღებული ღვინო გაასინჯეთო პატრონს.
თავათ ბაკური მიეძალა მეფეს. უქებდა თვრამეტწლიან ღვი-
ნოს, უამბობდა, ვალანგის დაბადების დღეს ჩავასხმევინეთო ეს
ღვინო.
დავითმა თავაზიანად მიუგო:
„მე თეთრი ღვინოები გავსინჯე ცოტ-ცოტა, წითელს ზაფხუ-
ლობით არა ვსვამ, ერისთავთ-ერისთავო“.
ამის თქმა მოასწრო მეფემ და უცნაური ჩოჩქოლი მოისმა
სუფრის მეორე თავიდან, სადაც ნეფე-დედოფალი და მაყრები
ისხდნენ. დავითმა შენიშნა, თუ როგორ შეჰქანდა უზარმაზარი
დევკაცი, ჭაშნაგირი.
ვიდრე ჭაშნაგირს საკაცით გაიტანდნენ, სიდონია ქვითინით
მიეჭრა მეფესა და იყალთოელს და შესტირა:
ნეფე-დედოფალიც ავად გახდნენო.
მღელვარება და ჩოჩქოლი მთელ სუფრას მოედო, ახლა მაყ-
რები გადავარდნენ საკარცხულებიდან. ბაკურ ერისთავმა წა-
მოდგომა სცადა, მაგრამ წელი ვეღარ აიტანა.
მეფე და ტაძრეული თავზე წაადგნენ ცნობამიხდილებს. კა-
რის ექიმი ქაჩიბაისძე სასოწარკვეთილი თავს დასტრიალებდა
ავადმყოფებს.
დავითმა იოაკიმე ახმობინა, მესაწოლე ბერი, და უბრძანა:
„სააქიმოჲ სულისა“ მომიტანეო ახლავე.
მეფე ჯერ თავათ ფურცლავდა ფოლიანტს, მერმე მახარაის
მიუბრუნდა:
შხამებთან ნახეო.
მახარაიმ დიდხანს ეძია და ბოლოს გადათარგმნა:
„თრიაქი-ბაძახარ, ჰკლავს ქვეწარმავალს, ჰკურნავს გველის
გესლით მოშხამულთა, გველცემულთა და მორიელისაგან დაკ-
ბნილთა, გაცოფებული კაცისაგან, ცოფიანი ძაღლისაგან და
მძვინვარე ბაბრისაგან დაკბილულთ, ზღვის დრაკონისაგან და-
შავებულთ, სომხური ისრისაგან დაშხამულთა“.
მთელი ღამე თრიაქ-ბაძახრს ასმევდნენ ავადმყოფებს.

593 მკითხველთა ლიგა


***
იმ ღამეს მეფე და ტაძრეული გვიან წავიდნენ ვარაზისეულ
სასახლეში დასასვენებლად. დავითმა დიდხანს იკითხა „სააქი-
მოჲ სულისა“, ბოლოს მესაწოლე ბერს, იოაკიმეს, უბრძანა, ერ-
თადერთი სასანთლე დაეტოვებინა კედლის ნიშში და წიგნი და-
ხურა.
ფოცხვერები ღნაოდნენ სადღაც, ისევ დადუმდებოდა ბუნება,
ვარაზისეული ირმების ფრუტუნი ისმოდა, ბოლოს ამას ყოველი-
ვეს სცვლიდა აბობოქრებული ხორხოცი რომელიღაც ტყიურისა,
როგორც ცაში აჭრილი მუდარა აღტყინებული სულიერისა. მეფე
საწოლიდან წამოდგა, ერთადერთი სანთელიც ჩაქრა. პირქვე
დაწვა, ძილი უკვე აბამდა მის ქუთუთოებზე თავის პოტიკს, ერ-
თბაშად უეცარმა ჟღრიალმა შეაკრთო მთვლემარე. აგრე იფიქ-
რა, ციხის ეზოში ფარი გაუვარდაო ღამეულ გუშაგს ხელიდან.
ისევ მილულა დავითმა თვალი და კვლავ მოისმა ჟღრიალი,
იდაყვებზე წამოიწია და ხედავს ბერძნული ცეცხლის მინაგვარმა
ელვარებამ გაანათა ის კედელი, რომელზედაც კლარჯეთელი
ხუროთმოძღვრის ხატება ეგულებოდა...
დავითმა თვალები მოიფშვნიტა, ახლა უკვე თვალნათლივ
ხედავს: თმახუჭუჭა რაინდი გადმოვიდა კედლიდან, გველისპი-
რული ხმალი იშიშვლა და მწოლარე მეფისაკენ გამოეშურა...
დავითი ზეწამოიჭრა და სასთაულთან დადებულ ვადაჯვრიან
ხმალს მისწვდა.

***
მეორე დღეს გაიმართა ნადიმი. მეფეც ჩინებულ გუნებაზე
იყო, თავაზიანად ემასლაათებოდა გახარებულ ბაკურ ერის-
თავს, ჰპირდებოდა, კიდევ ერთ დღეს დავყოფო შენსას.
მესტუმრეთუხუცესი ეახლა ერისთავთ-ერისთავს და მოახსე-
ნა, ვალანგის სახელობის ქვევრი დავცალეთ, ფსკერზე ვიპოვნე-
თო მაისის გველის გახრწნილი ჩონჩხი.
ცხადი გახდა, როცა თვრამეტი წლის წინად ტკბილი ჩაუს-
ხამთ, ქვეწარმავალი ჩაპარულიყო შიგ. როგორც ნეფე-
დედოფალი, ისე მაყრები უვნებლად გადარჩნენ, ერთადერთი
გინგილა დაიღუპა, მახარაის მისრატული, რომელსაც უზომოდ
უსვამს მოშხამული ღვინო.
594 მკითხველთა ლიგა
მეფე მეორე დღემდის აპირებდა ბაკურ ერისთავთან დარჩე-
ნას, მაგრამ ნაჭარმაგევიდან მალემსრბოლი მოვარდა. გიორგი
ჭყონდიდელი სასწრაფოდ მობრძანებასა სთხოვდა პატრონს.
მეფე და ტაძრეული დაუყოვნებლივ აიყარნენ. მცხეთამდის
ოთხახმით მიჰყავდათ ცხენები.
თითქმის მთელი გზა სდუმდა დავითი. მხოლოდ, როცა ბებ-
რის ციხეს გასცდნენ და სვეტიცხოველის სილუეტი გამოჩნდა
თვალსაწიერზე, დავითი ეუბნება მის გვერდით ცხენდაცხენ მო-
მავალთ: არსენ იყალთოელსა და ნიანია ბაკურიანს:
„ჰოი, რაი უწყი, თუ რა არს კონცხსა მას შინა, ან რასა თაყ-
ვანსა ვცემთ?“

ავტორისეული მინაწერი:
თითქმის რვა ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, წრეულს
ვიმგზავრე კავკასიონზე. სამ დღეს დავხეტიალებდი უკაცრიელ
მთებში, ძლივს მივაკვლიე იმ ადგილას, სადაც ვარაზისა და ბა-
კურის ციხეები მეგულებოდა.
ვარაზისეული დღესაც შეუმუსვრელი სდგას ვეფხისფერ ქა-
რაფებს შორის, ბაკურისეული ჟამთა სიავესა და მიწისძვრებს
დაუქცევიათ.
მათ ქვემოდ ერთი პატარა, მთიულური სოფელია კლდეებს
შორის შეყუჟული, იმ სოფლის ნახუცარმა, ასი წლის მოხუცმა
მიამბო ასეთი ლეგენდა:
დავით მეფემ უაქიმა მექორწინეებს, რომელთაც ქვევრში
გახრწნილი გველის გესლისაგან სიკვდილი მოელოდათ, მაშინ
განრისხდა ეშმა, ვარაზის ციხის ამგები.
საკუთარი ხატებისაგან გადმოიჭრა და ხმლით შეებრძოლა
დავით მეფეს, მაგრამ სირცხვილეული გაიქცა ციხის სარკმლი-
დან.
ვარაზის ციხეს, ეშმაკის ციხეს უწოდებსო ამჟამად ხალხი,
დასძინა მოხუცმა.

595 მკითხველთა ლიგა


ბროწეულის ქვეშ გამართული დიალოგები
გიორგი მეფე აგრე ვარაუდობდა, ვალანგ ერისთავის ქორ-
წილი რამდენსამე დღეს გასტანდა, ასე რომ, დავითი მხოლოდ
ერთი მზგეფსის შემდეგ თუ უწევსო ნაჭარმაგევს.
ჭყონდიდელი ღელავდა, წარამარა აგზავნიდა მსტოვრებს
განძაში... მას საეჭვოდ მიაჩნდა უკანასკნელად მიღებული ცნო-
ბა: სელჯუკიანთა ლაშქრის ამირა, შიხ-ალდინ ახმეტ, განძის
ათაბაგის – ამირ გოზგოლის მეშვიდე ქორწილზე დასასწრებ-
ლად უნდა იყოსო ჩამოსული ისპაჰანიდან.
გიორგის სასაცილოდ არა ჰყოფნიდა ჭყონდიდელის ასეთი
იჭვი:
„შენ რა გგონია, ვეჟო, განა სელჯუკიანთა სულტნები და ამი-
რები არ ქეიფობენ? ქეიფობენ და მერმე როგორ? ეგეც არ იყოს,
მათ ამჟამად ჩვენთან შებრძოლების თავი სადღა აქვთ?“
სტრატიგმა ნოტარმაც კვერი დაუკრა მეფეს:
„ამას წინად კონსტანტინოპოლიდან მაცნობეს, ბოჰემუნდსა
და ბალდვინს კიდევ ერთხელ დაუმარცხებიათო სელჯუკიდები
შაიზართან, ასე რომ, ჯერხნობით მთელი გულისყური სირიისა
და პალესტინისკენაა მიქცეული. ეგეც იცოდეთ, ვინძლო, მათ
კახეთ-ჰერეთში შემოჭრა გაბედეს, აქ არა ვარ? თუ მომენდო-
ბით, მე ვუსარდლებ ქართული ლაშქრის გულს და თავბედს ვაწ-
ყევლინებ შიხ-ალდინ ახმეტს“.
სთქვა სტრატიგმა და გიორგი მეფეს გაუმართა მზერა. მრა-
ვალნაცადი ბიზანტიელი დიპლომატის თვალმაც ვერ ამოიკითხა
გიორგის სახეზე, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ სიტყვებმა
მასზე.
ყველაზე უფრო მეტად მარიამ დედოფალი შეაძრწუნა განძი-
დან მოსულმა ამბავმა. დავითი და მისი სპასალარები აღარსად
სჩანდნენ. ეს ორი მოხუცი, გიორგი მეფე და გიორგი ჭყონდიდე-
ლი, როგორღა გაუმკლავდებიანო მტერს?
ნოტარის ნათქვამი ხელზედ დაიხვია მარიამმა და დაბეჯითე-
ბით ურჩევდა გიორგი მეფესა და ჭყონდიდელს, დავითის ჩამოს-
ვლამდის ნუ გაუშვებთო ნოტარსა და ბიზანტიელ სტუმრებს.
ჭყონდიდელმა დუმილით მოუსმინა მარიამს, ხოლო გიორგი
მეფემ გაიღიმა:
596 მკითხველთა ლიგა
„მე როგორც ვატყობ, ეს ბებერი სტრატიგი ისე გაგიმიჯნურე-
ბია, ვგონებ, გაისს ამ დროსაც აქ იქნება, მაიკო“.
კონსტანტინოპოლელი მანდილოსნების მიერ უზომოდ განე-
ბივრებულ აბჯროსან აპოლონს ჩინებულად ჰქონდა შეთვისებუ-
ლი არა მარტო საომარი, არამედ სადიაცო სტრატეგიაცა. ნოტა-
რი აგრე იქადოდა:
ჯერ არც ერთი ციხე აგებულა, არც ქალი დაბადებულა ისე-
თი, ჩემს იერიშებს რომ გაუძლოსო.
ეგეც მართალია, მას ლანჩები ჰქონდა გაცვეთილი მარიამ
დედოფლის სასახლეში ამაოდ სიარულისაგან, მაგრამ მარიამი
თავის უკარებლობითაც იყო ცნობილი კონსტანტინოპოლის
პატრიციულ წრეებში, შეუფარველად ეუბნებოდნენ კიდევაც ნო-
ტარს:
მარიამი ქართველი ქალია და მიტომაც არისო ასეთი რიგო-
რისტი.
აბჯროსანი აპოლონი სულ სხვარიგად მსჯელობდა ამ შემ-
თხვევაში:
ეჰ, ქალი ქალია, ქართველი იქნება იგი თუ ბერძენი, ქალთა-
განს ყველას განა მარტო ჭკუა, მუხლიც სუსტი აქვსო. ბოლოს
მან ამით ინუგეშა თავი: მარიამი ბაგრატოვანთა ქალია და ბუ-
ნებრივად გაურბისო არამეფური სისხლის რაინდთა მიჯნურო-
ბას.
ამურულ საქმეებში მარადის გამარჯვებულს არ უნდოდა ნა-
ჭარმაგევიდან ხელმოცარულად წასვლა. ამჯერად რა დარწმუნ-
და, იმპერატრისსას „შაკიკს“ დასასრული არ უჩანდა, მტკიცედ
გადასწყვიტა, შამან ერისთავის ასულს გამიჯნურებოდა...
დილაობით ნოტარი სასახლის ბაღში ხვდებოდა ჩქარი ნაბი-
ჯით მიმავალ გვანცას, თავაზიანად მიესალმებოდა, შეაყენებდა,
ნიკაპზე მოუცაცუნებდა ისე, როგორც უმანკო ბალღს მოეფერე-
ბიან ხოლმე, ხან თმებზე ხელს გადაუსვამდა.
ერისთავის ასულს თავდაპირველად მამობრივი გრძნობის
გამოვლინება ეგონა ეს ყოველივე.
ერთხელ ნასამხრალზე ნადირთა საჩიხეს მახლობლად შე-
მოხვდა გვანცა სტრატიგს. ნოტარი მოეშვა დავით მეფის ქორ-
მიმინოთა ჭვრეტას, გულდაგულ მიეახლა ქალწულს და ლოყაზე
უჩქმიტა ნაზად.
597 მკითხველთა ლიგა
გვანცა გაწითლდა და არა მიუგო რა.
სტრატიგმა ეს დუმილი სხვაგვარად ახსნა, ახლა მკლავი გა-
დახვია მხრისთავზე და მკერდზე მიხუტება მოუნდომა, გვანცა
მკლავის ქვეშ გაუძვრა მას და ბალღივით გაიქცა.
ამ უმნიშვნელო შემთხვევის შემდეგ გვანცა საგანგებოდ
ერიდებოდა მასთან შეხვედრას, ეშინოდა, რაიმე წყენა არ მივა-
ყენოვო თავაშვებულ სტუმარს.
ბოლოს, ქალს ისე მობეზრდა ეს დაჟინებული აშიკობა, შეუძ-
ლოდ ყოფნას მოიმიზეზებდა და სასადილო დარბაზშიაც არ მო-
დიოდა ხოლმე.
მარიამის მახვილმა თვალმა ეს შენიშნა. დაჰკითხა კიდევაც
გვანცა, ხომ არ გაწუხებსო ეს თავაშვებული სტრატიგი. გვანცა
გაწითლდა, მაინც გულდასმით იუარა.
ახლა გვანცას არცთუ ისე ხანგრძლივი ცხოვრების ისტორი-
ის გამო დაუწყო გამოკითხვა კურაპალატისსა მელიტას სტრა-
ტიგმა.
მელიტამ რომანტიულად გაუშუქა მას ის ამბავი, თუ როგორ
გამოექცა გვანცა თავის საქმროყოფილს, არგვეთის ერისთავის
ვაჟს და ქარაფზე აღმართულ ციხიდამ როგორც გადმოეშვა თო-
კის კიბითა.
ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ ნოტარმა შერაცხა გვანცა
ისეთ დიდგვაროვან ქალწულად, რომლის მინაგვარი ენახა მას
ბიზანტიის იმპერატორების და სხვა ქრისტიან მბრძანებელთა
სასახლეებში. მეფეთა და კარისკაცთა სალაღობოდ და სათრე-
ველად, ყმადნაფიც ფეოდალების ოჯახიდან ჩამოყვანილნი.
ეპიფანე არამსმელი დაკვირვებული კაცი იყო, ამიტომაც მან
შეამჩნია დღითი დღე თუ როგორ ჰკარგავდა წონასწორობას
მხცითმოსილი სტრატიგი. ერთხელ ნასმურევზე ამგვარი გახუმ-
რებაც შეჰბედა მას:
„როგორც გატყობ, შემოდგომას გაეცალე და გაზაფხულისა-
კენ გადაიხარე, სტრატიგო ბატონო!“
ნოტარი მიხვდა ამ იგავის შინაარსს, ომახიანად ჩაახველა
და დაიბუხუნა:
„ეჰ, რა გაეწყობა, იმპერტიმ, ეს ორი უმშვენიერესი დრო მიყ-
ვარს ჟამთა ამ უწყალო სრბოლაში. ეგ თეძოსრული კოლხი გო-
გონა მე ძლიერ მაგონებს ჩემს მწითურ ფაშატს რატომღაც.
598 მკითხველთა ლიგა
აბა, რითი გაერთოს ჩემებრ სვეგამწარებული კაცი ამ წუთი-
სოფელში? სულკურთხეულმა მამაჩემმა ამაოდ ამიგო მონასტე-
რი ჩემს სასახლეში, ჯერ გული არ მიწევს ბერულ ჩოხისკენ.
რწმენა დავკარგე ხვალინდელი დღისა, ჩემი სამშობლო უფ-
სკრულის კიდეზეა მისული, ახლა თუნდაც ოცი წლის ჭაბუკი
რომ ვიყვე, ვეღარას ვუშველი მას.
მე წინასწარ ვგრძნობ: როცა შლეგები გამარჯვების ზეიმს იწ-
ყებენ, იქ უცილოდ კიდევ ერთი ნაბიჯი აქვთ გადადგმული უფ-
სკრულისაკენ.
ამიტომაც განზე გავუდექი ამ წუთისოფელს, რათა ჩემივე
სამშობლოს დაღუპვაში წილი არ დამიდოს მომავლის მემა-
ტიანემ. მოგეხსენება, იმპერტიმ, ამ ქვეყნის ძლიერთა წესია აგე-
თი: ისინი არავის აპატიებენ ჭკუას, რადგან კარგად იციან, მისი
პატრონი მლიქვნელად არ გამოადგებათ. ეგეც ცნობილია, ყო-
ველ მეფეს, ყოველ ხელისუფალს უთუოდ ესაჭიროება მლიქვნე-
ლი, რათა მან ქებით გაიმხნეოს თავი.
ამქვეყნად ორი რამ არის საფრთხილოდ მოსახმარი, იმპერ-
ტიმ: ჭკუა და ოქრო, რადგან ამ ორი საგნის პატრონებს მოელით
უდიდესი საფრთხე. მე ორივენი მომცა უფალმან, მაგრამ ჯეროვ-
ნად ვერ მოვიხმარე როგორც სჩანს.
ჭკუა ოქროზედ ძნელად მოსახმარია, იცოდე, ადამიანი სწო-
რედ მაშინაა უდიდესი განსაცდელის წინაშე, როცა იგი თავის
თავს დაირწმუნებს: ყველაზე მეტად ჭკვიანი მე ვარო.
ასეთ დროს მას თავბრუ ესხმის, წონასწორობას ჰკარგავს და
მთელ ქვეყანას მოუნდომებს გადათქერვას, რადგან ქვეყანა ყო-
ველ კაცზე უფრო ძლიერია, ბოლოს მას უთუოდ მოაშთობენ.
ასეთი თავბრუდახვევის დროს მიხრიკა ჩემმა ნაცვალმა კურ-
კუასმა.
ახლა ამას ყოველივეს მძიმედ განვიცდი, იმპერტიმ. იმიტო-
მაც ვცდილობ გავერთო.
ეგეც არის, ვაი მას, ვისაც გართობის უნარი წაერთმევა, ასეთ
კაცს მოწყენის დემონი მოაშთობს უცილოდ.
ახლა გართობის მეტი რაღა დამრჩენია. კარგად ვხედავ, გა-
ნა მარტო ჩემი სამშობლო, მთელი საქრისტიანო ბნელეთის ხა-
ხაშია მოქცეული.

599 მკითხველთა ლიგა


მე ათასი დემონი მიღადრავს გულს, ამიტომაც თავს ვიქცევ
ღვინის სმითა და დიაცებთან ლაციცობითა“.
ეპიფანემ გაიღიმა და წაილუღლუღა:
„როგორც ვატყობ, ამჯერათაც არა გღალატობს გემოვნება,
სტრატიგო ბატონო.
ოჰ, რა ჯიშიანი დიაცია! ასეთი ძუძუები მე ჯერ ქალის მკერ-
დზე არ დამინახავს. რა თვალები აქვს, რა თეძოები!!
მაგრამ, თუ რაიმე განზრახვა გიძევს გულში, დავით მეფის
ჩამოსვლამდის უნდა სცადო ბედი...
იმასაც ამბობენ ავი ენები, მისი სიძვის დიაციაო ეს კოლხი
ქალი. ფრთხილად, სტრატიგო ბატონო, მედეა მოიგონე, კოლ-
ხთა მეფის აეტესის ასული, კოლხი ქალები შურისმგებელნი
არიან, იცოდე“.
„ეჰ, მაგ ბედშავ დავით მეფეს დიაცებისათვის არა სცხელა,
ამჟამად იგი იმავე სენითაა შეპყრობილი, რაც ალექსი კომნენს
სჭირდა სიჭაბუკეში, დავითსაც მიამიტურად სჯერა: სელჯუკი-
დებს გავაგდებო კავკასიიდან, ნეტარ არიან მალემრწმენნი.
რაიცა შეეხება კოლხის ქალის შურისგებას, მე ჯერ სელჯუკი-
ანთა საომარი აქლემებისა და სპილოებისაც აროდეს შემშინე-
ბია“.

***
ნოტარი მიხვდა, ამ ბოლო ხანს გვანცა რომ გაურბოდა მას-
თან შეხვედრას. ამან უარესად გაახელა იგი.
ნოტარი ისე განებივრებული იყო ბიზანტიელი ლამაზმანები-
საგან, მას ვერც კი წარმოედგინა ხელისმოცარვა.
ამ შემთხვევაში უპირატესად ერთი რამ იყო საგულისხმო,
ერთხელ მოპოვებული სახელის ინერცია ძლიერ შორს უწევს
ხოლმე, ამიტომაც მრავალგზის გამარჯვებულთ ურყევად სჯე-
რათ, ყველგან და ყოველთვის გავიმარჯვებთო.
ეპიფანე არამსმელის თათბირი ჭკუაში დაუჯდა ნოტარს, წა-
რამარა ეკითხებოდა კურაპალატისსა მელიტას:
როდისთვის მოელიანო დავით მეფეს?

600 მკითხველთა ლიგა


***
თვით საკმაოდ შეჟღალებული სტრატიგის გამო აგრე იტ-
ყოდნენ ხოლმე კონსტანტინოპოლში, აბჯროსანი აპოლონის შუ-
ბი ყოველი მანდილოსნის გულს განგმირავსო.
ამჯერად უცნაურად გახელდა სტრატიგი ნოტარი.
როგორ? ეს ცეროდენა კოლხი გოგონა მიბედავსო ცხვირის
აბზუებას?
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მეფე, ეპიფანე არამსმელი
და ნოტარი ნაშუაღამევამდის გააგრძელებდნენ ხოლმე სერო-
ბას, ეს უკანასკნელი უთენია დგებოდა, საჯინიბოების მახლობ-
ლად სეირნობდა, რათა თვალი მოეკრა, თუ როგორ მოახტებო-
და ხოლმე საჯირითოდ მიმავალ ვაჟკაცებთან ერთად ნასუქალ
ულაყს ეს „უშიშო ამორძალი“.
როგორც არაერთი იმჟამინდელი ბიზანტიელი დიდებული,
არც სტრატიგი ნოტარი იყო ბრმადმორწმუნე ქრისტიანი, მუს-
ლიმურ სამყაროსთან ხანგრძლივი ურთიერთობის მეოხებით,
მას შენელებული ჰქონდა რელიგიური გრძნობა.
მიუხედავად ამისა, მოუხშირა ნოტარმა ნაჭარმაგევის კარის
ეკლესიაში მწუხრზე სიარულს, რათა თვალი მოეკრა შავი
ღვთისმშობლის წინაშე დაჩოქილ გვანცასათვის.
ხანაც სასახლის ბაღში დაბორიალებდა იმ იმედით, ეგებ
სადმე გადავეყაროვო ერისთავის ასულს, რომელიც ამ ბოლო
ხანს ნოშოთი შენიღბული, საბიასთან ერთად ოფოფებზე ნადი-
რობდა ხოლმე.
გარეგნული გალანტობის მიუხედავად, ნოტარს არ აკლდა ის
თავხედობა, რომელიც თანა სდევს ხოლმე დიდმპყრობელურ
სახელმწიფოთა სატახტო ქალაქებში აღზრდილთ (როცა ისინი
არცთუ ეგზომ ძლიერი სახელმწიფოს რეზიდენციაში მოხვდები-
ან), ამიტომაც ისე აამჩატა ეროსმა ეს მხცითმოსილი სტრატიგი,
სასახლის სადედოში გადადიოდა და განგებისად სეირნობდა იმ
დერეფანში, რომლის ბოლოს ეგულებოდა გვანცას საძილო
ოთახი.
გამიჯნურებული მოხუცი ხარობდა, როცა შილიფად ჩაცმული
ქალწულის მოშიშვლებულ ძუძუებს შემთხვევით თვალს წაატან-
და ხოლმე.

601 მკითხველთა ლიგა


ერთხელ სამი დღის მანძილზე ზედიზედ ეძება ნოტარმა გვან-
ცა. დილაობით საჯინიბოების სიახლოეს ჩალიჩობდა, მწუხრზე
მიდიოდა, გვიანობამდის ყოვნდებოდა კარის ეკლესიაში, სასახ-
ლეში გვიან მიბრუნებულს საბია შემოეყარა კიბეზე.
ნოტარს განაგონი ჰქონდა დედისიმედის გადაკარგვის ამბა-
ვი, ამიტომაც გულუბრყვილოდ შეეკითხა მემაშხალეთუხუცესს:
შამან ერისთავის ასულიც ხომ არ მოიტაცესო თურქებმა?
საბიამ თავისი ჟღალი წარბები ზეაწკიპა, როყიოდ წამოაყ-
რანტალა:
„რომელი თურქები? გვანცა აბანოში წაყვაო მარიამ დედო-
ფალს“.
ნოტარი დიდხანს დასეირნობდა იმ ბაღჩის გადაღმა, სადაც
სასახლის აბანო ეგულებოდა. ახლა მოაგონდა თავისი სიჭაბუ-
კე, როცა იგი საგანგებოდ გაისეირნებდა ხოლმე კონსტანტინო-
პოლის აბანოებისკენ, რათა ნაბანავებ დიაცებისათვის თვალი
წაეტანა.
ბოლოს მოსწყინდა და სასახლეში შებრუნდა. შეღამდა თუ
არა, მოუსვენრობა წამოეძალა, ადგა და აჩქარებული ნაბიჯით
გაემართა სადედოს უკანასკნელ დერეფნისაკენ.
აქ დიდხანს სცემდა ნოტარი ბოლთას, ბოლოს უკან გაბრუნე-
ბას აპირებდა, ისე მოესმა აჩქარებული ნაბიჯების ჩქამი.
ნოტარი პირისპირ შეეჩეხა საბინაო სჲუზანში შეფუთვნილ,
ლოყებშეფაკლულ ქალწულს.
ქალმა მუნჯური მისალმება აკმარა სტუმარს და თავის ოთა-
ხისაკენ დააპირა წასვლა, მაგრამ საკმაოდ ვიწრო დერეფანში
წინ გადაეღობა ომახიანი დევკაცი მას.
გვანცა შესდგა და საკმაოდ ამრეზილი ტონით, ქართულად
ჰკითხა:
რაი ნებავსო სტრატიგს?
ნოტარი სულ ახლოს მიეჭრა მას.
„შენი სიყვარული ულამაზესო“, ეს უთხრა და ცალი ხელი
მოუცაცუნა ლოყაზე, ქალი გაწითლდა და უკუდგა, ახლა ნოტარ-
მა ქედზე წაავლო გვანცას ხელი, და ცალითაც მაგრად ჩაბღუჯა
მისი მარჯვენა ძუძუ...
ხელი გამიშვიო, ხმადაბლა დაიგმინა გვანცამ, ნოტარმა სა-
კოცნელად მიიწია მისკენ. მაშინ ქალმა ისეთი ხელუკუღმა სილა
602 მკითხველთა ლიგა
გააწნა სტრატიგს, იგი შეჰქანდა და კედელმა ძლივს დაიკავა
გვემული.
ნოტარმა თავის საძილო დარბაზს მიაშურა დამდუღრულსა-
ვით, ამის შემდეგ გვანცასთან გამიჯნურების ხალისი წაერთვა...
ახლა სტრატიგი შეეცადა ყვითელ კალმახზე ნადირობით
მოეოხებინა გული.

***
გიორგი მეფეს არა სწყინდა სახელგანთქმული სტრატიგის
დამოწაფება თევზაობის საქმეში. დიდი საქმეების მიმართ გუ-
ლაყრილთ ასეთ შემთხვევაში წვრილმანებში გადააქვთ ხოლმე
თავიანთი შემონახული ენერგია.
უთენია დგებოდნენ მეფე და სტრატიგი, ძველმანებს გადაიც-
ვამდნენ, თავათაც გულმოდგინედ შველოდნენ მეთევზეებს ბა-
დეების შეკეთებასა და მათ მოხმარაში.
უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მესათხევლეთუხუცესს, შიშმა-
ტას, რომელიც მუდამ რიტუალური სიზუსტით მისდევდა ხოლმე
ოდითგანვე შეთვისებულ საქმიანობას და თვით გიორგი მეფის
ჭირვეულობასაც არ უწევდა ანგარიშს სათხევლების დაგებისა
და ამოღებისას.
ფშანებში ნადირობით გულს რა მოიოხებდნენ, აღმა აყვე-
ბოდნენ ლიახვს...
ომებში სისხლის ღვრის არდამრიდე გიორგი, მუდამ გაურ-
ბოდა ნადირთა და თევზთა უწყალო შემუსვრას, ამიტომაც მორ-
ჩილივით ემუდარებოდა შიშმატას:
დღეს ვაკმაროთო მაგ ბედშავ კალმახებს.
საღამო ჟამს კარავს დადგამდნენ რომელიმე ჩქერალის მახ-
ლობლად, კოცონებს გააჩაღებინებდნენ, სახელდახელოდ მო-
ხარშულ კალმახს შეექცეოდნენ და აუმღვრევლად განაგრძობ-
დნენ ბახუსის სამსახურს.
ნავახშმევს კარვის კართან წამოწვებოდნენ მდელოზე და
გულმოდგინედ უსმენდნენ ლიახვის ხეობის ბულბულების სტვე-
ნას.
საოცარი ის იყო, რომ ჯერ მდინარის გადაღმელი ბულბულე-
ბი დაიწყებდნენ გალობას, უშორესს ჩირგვებიდან გაეხმიანე-
ბოდნენ ურთიერთს, ბოლოს თითქოს წინასწარ ჰქონდათ დათ-
603 მკითხველთა ლიგა
ქმული, გადაღმელები დადუმდებოდნენ, ახლა ლიახვს გამოღ-
მელები იწყებდნენ სტვენას.
შიშველ მიწაზე განრთხმული სტრატიგი ორივე იდაყვზე დაყ-
რდნობილი უსმენდა ხოლმე ამ ღვთაებრივ სირთა საოცნებო გა-
პაექრებას.
შიშმატა ძლივს იკავებდა სიცილს, ჩვევისამებრ მოოქრო-
ვილ თორში გამოჯგიმულ სტრატიგს მონადირული ძველმანე-
ბით მორთულს როცა უჭვრეტდა. წასჩურჩულა კიდევაც ერთხელ
ბაზიერთუხუცესს, ჟღარუნას:
ოჩოპინტრეს, ნადირთა უფალს დაემზგავსაო ეგ ოჯახქორი.
ერთხელ, საღამო ხანს, დიდის ნადავლით მიბრუნდნენ ნა-
ჭარმაგევის სასახლეში მეფე და სტრატიგი, მეორე დილას გა-
დასწყვიტეს, მანდილოსნებისათვის მიერთმიათ ნანადირევი.
დილაადრიან სუფრა გააწყობინეს ბროწეულის ქვეშ. ეს იყო
ულამაზესი ხეთაგანი ნაჭარმაგევის ბაღისა. იგი ზაფხულობით
თავისი საოცნებო ყვავილით ხიბლავდა მჭვრეტელს, ხოლო შე-
მოდგომაზე – უტკბილესი ნაყოფითა.
ძელქვის უზარმაზარი მორი იდგა ამ ბროწეულის ქვეშ, თორ-
მეტი მასზე მომცრონი გარს ედგნენ. ამჯერად მთლად საოცნებო
სანახაობა იხილა სტრატიგმა.
ფოთლებს შორის რიალებდა აურაცხელი რუბინის თავქვე-
დაკიდული პაწია ზარები, სისხლზე უწითლესი ფარფლებით მო-
სილნი.
გიორგისა და მარიამს საგანგებოდ უყვარდათ ეგ ხე, რადგან
ბაგრატ მეფეს სჩვეოდა ამ ბროწეულის ქვეშ საუზმობა და ჯდო-
მა. ნოტარი დაბეჯითებით ამტკიცებდა:
ეგზომ ლამაზი ხის მნახველი არა ვარო.
ამის გამო გაეხუმრა კიდევაც გიორგი თავის დას:
„მე მგონია, მაიკო, სტრატიგს ეგრე ეჩვენება, რადგან შენ ზი-
ხარ ამ ბროწეულის ქვეშ ამჟამად“.
ნოტარი დაინტერესდა ქართულად ნათქვამით, ყმაწვილი-
ვით ჩამოეკიდა მეფეს:
რა თქვი, რა თქვიო?
როცა გიორგიმ იგივე უთარგმნა ბერძნულად, ნოტარი ახორ-
ხოცდა:

604 მკითხველთა ლიგა


„მართალსა ბრძანებ, მეფევ ბატონო, განა მარტო ბრო-
წეულის ხეს, კონსტანტინოპოლსაც ამშვენებს ბასილისსა“.
სტრატიგმა ზეახედა ბროწეულს.
„ამ ხეს პუნიცას უწოდებენ რომაელები. ოდესღაც ფინი-
კიელებსა და სირიელებს ღვათებრივ ხედ ჰქონდათ იგი შერაც-
ხილი. თქვენ ალბათ გახსოვთ, ჰომეროსის ოდისევსში ბრო-
წეულის ხე იდგა ფეაკების სამეფო ბაღში.
იმასაც ამბობენ: ქალღმერთს, აფროდიტეს, საკუთარი ხე-
ლით დაურგავს თურმე ბროწეული კვიპროსის კუნძულზე. ბრო-
წეულის ნაყოფით მისნობდნენ ძველბერძენი იდუმალის მიმ-
თხრობნი“.
„ბროწეული, ეს ხომ კეთილშობილი ნაყოფით ორსულ
ღვთისმშობლის სიმბოლოდ გვაქვს მიჩნეული ჩვენ, ქრის-
ტიანებს. ხომ აგრეა, იმპერტიმ“, ეუბნება ევხაიტის ეპისკოპოსი
ეპიფანე არამსმელს.
ეპიფანემ კვერი დაუკრა ამის მთქმელს.
სტრატიგს უკვე ღაწვები ჰქონდა შეფაკლული წითელი მუხ-
რანულისაგან, ამიტომაც უმატა ენამზეობას.
„მე მრავალ მბრძანებელთა შინაურ ცხოვრებას დავკვირვე-
ბივარ, მაგრამ შენისთანა სვებედნიერი და მოლხენილი მეფე
ჯერ არ მინახავს, სევასტოს ბატონო“.
მან ზეახედა ბროწეულის ხეს და მის ზეთავზე განრთხმულ
ატლასის ცას და სთქვა:
„ან როგორ იქნება სხვარიგად. ამ ედემის უფალი სვიანი უნ-
და იყოს, არა? ასეთ ქვეყანაში მეფე კი არა, მათხოვარიც ბედ-
ნიერია ალბათ“.
მე გამოვდგებოდი ბიზანტიის სამი იმპერატორის ცხოვრება-
თა მემატიანედ. სერვეთისა და უნგრეთის მეფეთა ტრაპეზზე პუ-
რი გამიტეხია, დიდი სულტნებისა და ამირების სასახლეთა სტუ-
მარიც ვყოფილვარ, მაგრამ შენებრ მორჭმული მბრძანებელი
ჯერ არ მინახავს.
განა თუ საბრძანისთა სივრცეა საქმე, ყველა უფრო გან-
ვრცობილ სახელმწიფოთა მპყრობელნი ყველაზე მეტად უბე-
დურნი არიან.

605 მკითხველთა ლიგა


აბა, თავათ განსაჯე, სევასტოს ბატონო, რაღა დარჩა ალექ-
სანდრე მაკედონელისა და კონსტანტინე დიდის, ალფ-
არსლანისა და ბასილი ბულგართმმუსვრელის დიდებისაგან?
მტვერი და ოტა.
ტროა დაიქცა, დაემხო რომი, არც კართაგოსა და ბაბილონს
დასდგომია უკეთესი დღე.
თვით ისეთ იმპერატორებსა და სულტნებს, რომელნიც შვი-
დი კლიმატის იმპერიებში ვეღარ ეტეოდნენ, შვიდი ლაჯი მიწა და
შვიდი წყრთა სუდარა მიუზომა არსთაგანმრიგემ.
ან მათგან რაღა დარჩა?
მტვერი და ოტა...
მე აგრე მგონია, სევასტოს ბატონო, ბრძენთა შორის უბრძნე-
სი ეს იყო ეპიკური. მან იქადაგა ევდემონია თავდაპირველად“.
„ეგ მიბრძანე, სტრატიგო ბატონო, როგორ უნდა გავიგოთ
ევდემონია?“ – შეეკითხა ეპიფანე არამსმელი მოუბარს.
„მე აგრე მგონია, იმპერტიმ, ევდაიმონოს, ან ევდემონია ეს
გახლავთ სვიანობა, კეთილი ტკბობა“.
მიუგო ნოტარმა და გიორგი მეფისაკენ გადაიხარა:
„განა კაცთაგანს ყოველს მოსდგამს ევდემონიის ნიჭი? ევდე-
მონიას მიაღწევს მხოლოდ და მხოლოდ შენებრ აუმღვრეველი
ბუნების პატრონი, სევასტოს ბატონო.
მე იგიც კარგად მესმის, თუ რად დაბრძანდები ხოლმე ყო-
ველ დილას ბროწეულის ხის ქვეშ. განა მარტოოდენ ძველ ფინი-
კიელებსა და კართაგენელებს, მუსულმანებსაც მინიშნებული
აქვთ ბროწეულის ხე სიკეთის მაცნედ, ევდემონიის მიმნიჭებ-
ლად.
ხალიფები და სულტნები, ამირები და ხოჯები განგებისად
წვებოდნენ ხოლმე ამ ხის ქვეშ, წინასწარ დარწმუნებულნი, რომ
ბროწეულის ჩერო დემონებისაგან, ავი სულებისაგან დაიფარავ-
და მათ.
ეგეც ცნობილია, გული მისი, ვინც ევდემონიას დაეუფლება,
ისე აღვსილია ათასგვარი სიხარულითა, როგორც ბროწეულის
ნაყოფი აურაცხელი, რუბინისფერი მარცვლებითა“.
ნოტარმა ზეასწია თავისი გრძელი მკლავი, ერთი ყვავილი
მოსწყვიტა, ზედ მის თავზე დაშვებულ შტოდან, მარიამ დედო-
ფალს გაუწოდა და სწორედ ამ დროს ძელსა ჰკრეს ნაჭარმაგე-
606 მკითხველთა ლიგა
ვის ციხეში, რკინის ჭიშკართა ზარების რაზრაზი, ნასუქალი
ულაყების ჭიხვინი და ფლოქვების თქარუნი მოისმა...
ნოტარი წამოდგა, მარიამ დედოფალსა და გიორგის თან
გაჰყვა დავით მეფისა და ტაძრეულის შესაგებებლად.
როცა ახლად მოსულნი უკვე მოახლოვდნენ, ნოტარი განგე-
ბისად ჩამორჩა, ბოლოს იგი შესდგა და მომნუსხველი მზერით
უჭვრეტდა ძერასფერმუზარადიან, მზვარეში გარუჯულ ვაჟკაცს,
რომელმაც პირველად მიუგდო თავისი შავი ულაყის სადავე მე-
ჯინიბეთუხუცესს და ამოწვდილი ხმალივით წელში გამართული
გამოემართა მარიამ დედოფლის საამბოროდ.
როცა დარბაზონში წარუდგინეს მას ბიზანტიელი სტუმრები
პირველად, ჯერაც ორიოდე სიტყვაც არა ჰქონდა მოსმენილი
დავით მეფის პირიდან სტრატიგს, ისე უჩურჩულა ეპიფანე არამ-
სმელს:
„ამ პირქუშ მეფეს არამც და არამც არ უნდა გააჩნდეს ევდე-
მონიის აღქმის ნიჭი, იმპერტიმ“.

რეჰმანის ლექსი
„ბრძენს უთქვამს თურმე: ეს ცხოვრება ქარია, ქარი,
საქაროვნეში მონავარდე ქარიფანტია,
ჩემს სულში ჯერაც მოგიზგიზე ცეცხლი ანთია,
ვერ დაიჭირავს გაყრის ისარს ჯაჭვი და ფარი.
ბრალი ჩემია, მევე დავრჩი გასაკიცხარი.
...
შენ, ცისიერო, ვარსკვლავეთში კარგად მოსჩანდი,
გამცილდი ისე, ვით მარტოხეს განშორდეს ჩრდილი,
სამარადჟამოდ დარჩი ჩემთვის დახშული მტილი,
იძალა ეშმამ და დამიგო ეშმური ფანდი.
ვარ უმაქნისი და უსაგნო ვით ლანდის ლანდი.
...
გძებნეს ყოველგან, ვერსად ჰპოვეს შენი ორანი,
ღამემ მოგიხმო, ან ქვესკნელმა თუ გიყო პირი,
ეგების ლეტეს დაგანახეს შორი ნაპირი,
ეგებ წინ გედოს საიქიოს გზანი შორანი
607 მკითხველთა ლიგა
და გატარებდეს ან ხარონის შავი ბორანი.
...
ღამეს ჩემს ირგვლივ წამოუდგამს ნაბდის კარავი,
რა დამაძინებს, თუ თეთრონებს შეერჭო ნარი,
წახვედი ჩემგან პირი-ვარდი და ტანკენარი,
ღამე აღმოჩნდა საუნჯეთა ჩემთა მპარავი,
ღამე წყნარია და ჩემს გულში შფოთავს არავი...“
რეჰმანის მონოლოგებიდან

სიტყვის დაძვრამდის შეატყვეს დედოფლებმა უგუნებობა და-


ვითს.
თვით თავაზიანმა ღიმილმაც ვერ მიჩქმალა მის დიდრონ
თვალებში დავანებული დარდი.
მარიამს აგრე მოეჩვენა: სულ სხვა ადამიანი დაგვიბრუნდაო
დარიალიდან. ელენე დედოფალი მომნუსხველი მზერით შეს-
ცქეროდა იმ ორად ორ ჭაღარას, რომელიც ქვემო ტუჩიდან ნი-
კაპამდის გრძლივ აჩნდა მის წვერს.
დავითი სცდილობდა, უმნიშვნელო ამბების თხრობით შეექ-
ცია დედა და მამიდა. ნაჯიხვარზე გადასვლის ამბებს უთხრობდა
იგი დედოფლებს, როცა მახარაი შემოვიდა.
მახარაიმ ბევრი აცინა მანდილოსნები იმის გამო, თუ რო-
გორ აბურთავა ნაღვარევმა ქარიმან სეტიელი, მერმე როგორ
აჯანჯღარეს ჩუხჩებმა მისი რუმბივით გაბერილი, გოლიათური
სხეული. ერთ წისქვილს დააბრუნებდაო ქარიმანის სტომაქიდან
გამოდენილი წყალი, დასძინა საჭურისმა.
ელენე, საერთოდ, სიტყვაძვირი იყო ჭირსა და ლხინში, მაგ-
რამ ამჯერად იგი წვრილად გამოჰკითხავდა თავის სათაყვანე-
ბელ ვაჟს, როგორ იმგზავრეო იმ დაქცეულ გზებზე? რასა სჭამ-
დი, ან სად გეძინაო იმ ველურ პირობებში?
დავითმა გაიღიმა:
ხან ახალ ციხეში ვცხოვრობდი, ან ნასასახლევში, ჯიხვისა და
ფსიტის ტყავები მქონდაო საფენ-საგებად, ჯიხვის ხორცს ვჭამ-
დიო, ხინკალს, ჩობნის ყაურმასა და ყაღს54.

54ყაღი – ჭერხოში გამომშრალი ხორცია სამგზავროდ განმზადილი, კავკა-


სიონის მთიანეთში აკეთებენ ყაღს.
608 მკითხველთა ლიგა
მარიამი ახლა ვალანგ ერისთავის ქორწილის ამბებს გადას-
წვდა, მერმე ეს უთხრა დავითს:
„მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვოცნებობდი დარიალის
ნახვას. გეთაყვანე, რა იქნება მე და მელიტა თან წაგვიყვანო,
ერთი?“
„თუ მშვიდობა იქნა, მარიამობას ოვსეთს ვაპირებთ მე და გი-
ორგი ჭყონდიდელი, უთუოდ წაგიყვანთ შენ და მელიტას“.
ეს „თუ მშვიდობა იქნა“, სამჭვალივით შეერჭო დედისა და მა-
მიდის გულებს.
ახლა მხნეობა მოიკრიფა მარიამმა, ლულუ ბენ ჰაიდარის უს-
ტარის გამო აპირებდა გამოსაუბრებას დავითთან და სწორედ ამ
დროს შემოვიდა განმგეთუხუცესი და მოახსენა მეფეს:
კახეთ-ჰერეთიდან გეახლნენ ერისთავები არიშიანი და ბარა-
მისძე, სასწრაფოდ მიბრძანებასა გთხოვსო გიორგი ჭყონდიდე-
ლი.
დავითი უხმოდ გაემართა კარისკენ. ელენე და მარიამი ურ-
თიერთს შეაჩერდნენ ამ ამბისაგან გაოგნებულნი.
მარიამმა ეს უთხრა მახარაის:
„როგორ დაგიჯერო, მახო, ნუთუ აღარც შენ გაგანდო მეფემ,
თუ რა სწერია ლულუ ბენ ჰაიდარის ეპისტოლეში?“
„ნება შენია, მერწმუნები თუ არა, მაიკო, მთელი გზის მან-
ძილზე მე არ დამცალდა განმარტოება მასთან. ნასასახლევში
ჩასვლამდის გამაფრთხილა კიდევაც შტორა მორკნეველმა, ლუ-
ლუს უსტარის გამო ნურას ჰკითხავო მეფეს.
ნიანია ბაკურიანს ასეთი იჭვი დაებადა: დედისიმედის სიკ-
ვდილი ხომ არ ამცნოვო ლულუმ? ყოველ შემთხვევაში ეგზომ
დაზაფრული ჯერ არ მინახავს იგი“.

***
დარბაზისერთა საბჭომ დიდხანს გასტანა. კახეთ-ჰერეთის
ერისთავები, არიშიანი და ბარამისძე, შეშფოთებულნი იყვნენ
სელჯუკიანთა ლაშქრის ამირას განძაში სპიანად ჩამოსვლის გა-
მო.
არც ის დაუფარავთ მათ, რომ ლიპარიტელები, წითლოსან
დუკისძე და ზაზაი ჯუბიელი, ფარცხისის ციხისთავყოფილი,
კახეთ-ჰერეთში დაძრწიან და ამბოხებენო ხალხს.
609 მკითხველთა ლიგა
იმავე დღეს გადაწყდა, ჯონდი ერისთავს კლარჯეთელ
მოისართა ორი ათასეული თან წაეყვანა ხორნაბუჯს, ხოლო
შერგილ ლიპარტიანი ლიხს გადაღმა მიევლინათ ეგრესელ და
აფხაზთა ათასეულების სასწრაფოდ ჩამოსაყვანად. წვევის წიგნი
გაუგზავნეს ბეშქენ ჯაყელს, ახალქალაქიდან პირდაპირ წასუ-
ლიყო სპიანად ხორნაბუჯს.
იმ დღეს მეფემ არ ისურვა ბიზანტიელ სტუმრებთან პურობა,
ნასადილევს დავითმა, ჭყონდიდელმა და იოანე ქართლის კა-
თოლიკოსმა განიხილეს გელათის აგების გეგმა, გულდასმით
მოუსმინეს კარის ხუროთმოძღვარს, ჯამლეთ არჯევანისძესა, და
კარის მხატვარს, თევდორეს, რომელთაც უკვე მოეთავებინათ
იფარისა და კვირიკეს ეკლესიების მოხატვა სვანეთში.
კათოლიკოსმა დაბეჯითებით ითხოვა ატენის, წრომისა და
ზარზმის კედლის მხატვრობის განახლება.
როცა ეს თათბირიც მოთავდა, დავითი ფრიად დაქანცული
იყო, ჭყონდიდელი და კათოლიკოსი დასტოვა მდუმარედ
მსხდარნი და საგამგეოს დარბაზიდან გავიდა.
კათოლიკოსს აგრე ეგონა, თავის საძილო დარბაზში მიდისო
მეფე, ამიტომაც თან გაჰყვა მას, მაგრამ დავითმა დერეფანი
გაიარა და ხილნარში მიმავალ კიბისაკენ გადაუხვია.
როცა კიბის ხარისხები მოათავა მეფემ, მხოლოდ მაშინ შე-
მოესმა მას კათოლიკოსის ნაბიჯების ჩქამი, გაუკვირდა, მაგრამ
ეს არ შეიმჩნია და ორივენი პირდაპირ მიადგნენ ალუჩის ქვეშ
დადგმულ მორებს მუხისას.
დიდხანს ილაპარაკა იოვანემ იგავური ენით და, როგორც
იქნა, მიადგა იერუსალემის ქართული მონასტრებისათვის გან-
კუთვნილი თანხების გადაგზავნის საკითხს.
დავითს არ მოეწონა ჭყონდიდელის დაუსწრებლად რომ
შეეხო ამჯერად კათოლიკოსი ამ საქმეს, მაინც მოთმინებით მო-
უსმინა პატრიარქს. ბოლოს საკმაოდ მშრალად მიუგო მას:
„თუ არა ვცდები, ამის გამო შენ კი უკვე მოსმენილი გაქვს,
უნეტარსო, ჩემი და ჭყონდიდელის აზრი. ისიც ცნობილია, რომ
იერუსალემს მიმავალი გზები კარგა ხანია დაპყრობილი აქვთ
სელჯუკიანებს. ცხადია, ამიტომაც ჩვენ მაინცდამაინც დიდი ხა-
ლისი არა გვაქვს ეს ფულადი სახსრები ხელში ჩავუგდოთ ჩვენს
მტრებს“.
610 მკითხველთა ლიგა
კათოლიკოსი აქამდის თავჩაქინდრული ისმენდა ამას ყოვე-
ლივეს, ახლა მან თავი ზეასწია, მზერა გაუმართა მეფეს:
„ალბათ მოგეხსენება, მეფევ ბატონო, ნაჭარმაგევში სტუმ-
რობს ამჟამად ფრიად და ფრიად წარჩინებული და მსოფლიო
მოვლილი ბიზანტიელი სტრატიგი ნოტარი.
მან გვამცნო, ბოჰემუნდსა და ბალდვინს შაიზართან შეუმუს-
რავთ სელჯუკიანები. გარდა ამისა, შენი აქ არყოფნის დროს
იერუსალემიდან ჩამოვიდა იოანე უხამური, რომელიც დაბეჯი-
თებით გვარწმუნებს, მომეცით სამი მეჯორე და ორი მეკარვე,
იერუსალემს გადასაგზავნ თანხას ძველმანებში ჩავკერავ და ისე
ჩავიტანო იარუსალემს.
იგიც მოგვახსენა იოანე ბერმა, ქართული მონასტრების წი-
ნამდგომნი და ეკლესიათა მამანი ისეთ დღეში არიან, მათი
ცოდვისაგან ქვანიც კი ადუღდებიანო“.
„მე არ ვიცი, შენო უწმინდესობავ, თუ რას ამბობენ ბიზან-
ტიელი სტრატიგი და იოანე უხამური, მაგრამ ჩვენ მოგვეპოვება
იჭვმიუტანელი ცნობები ამ საქმის გამო, ასე რომ, მათი ნაუბარი
უმაქნისთა ნაოცნებარს უფრო წააგავს...
როგორც სჩანს, იმ ბიზანტიელ სტრატიგს კარგად არა სცოდ-
ნია, რომ შაიზართან თუნდაც ერთხელ გამარჯვება ჯვაროსნები-
სა, როდი მოასწავებს იმას, თითქოს ყველა გზა ნაჭარმაგევიდან
იერუსალემამდის თავისუფალი იყოს.
როცა დრო მოახელოთ, მობრძანდით ჩემთან და მე გაჩვე-
ნებთ ჩვენს მიერ წარგზავნილ სარწმუნო კაცის, ლულუ ბენ
ჰაიდარის პიტაკს, იერუსალემიდან მონაწერს და თავათ დარ-
წმუნდები, თუ როგორი გაუგონარი ამბები ტრიალებს ამ გზებ-
ზე“.
კათოლიკოსი შეაკრთო მეფის საკმაოდ ჯიქურმა პასუხმა, ახ-
ლა იგი უკუქცევას დაადგა, მღელვარების გამო ენას უკიდებდა:
„მერწმუნე, მეფევ ბატონო, ამ საქმეში მე უპირატესად ერთი
გარემოება მაწუხებს: დიდი ხანია, ამის გამო მეწადა პირუთვნე-
ლად მომეხსენებინა შენთვის, ჩვენო პატრონო, მაგრამ დღემ-
დის საშუალება არ მომეცა შენთან პირისპირ შეხვედრისა...“
დავითი მცირე ხანს უსმენდა ენაარეულ მის მეტყველებას და
ბოლოს ჰკითხა:
„მაინც რა უნდა მოგეხსენებინა, უნეტარესო?“
611 მკითხველთა ლიგა
„იერუსალემის ქართულ მონასტერთათვის განკუთვნილ სახ-
სრების გამო მრავალგვარი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა, ალბათ
ტახტისა შენისა მიმართ ქვეგამხედვართა მეშვეობით, მეფევ ბა-
ტონო.
ისინი ათასგვარ ჭორებს ავრცელებენ მართლმორწმუნე
ქრისტიანეთა შორის, ზოგნი იმასაც ამბობენ: ესაო და დავით მე-
ფეს ამ ბოლო ხანს გულგრილობა დასჩემდაო უფლისა ჩვენის,
იესო მაცხოვრის ეკლესიის მიმართ, ამიტომაც არ იმეტებსო
ოდითგანვე იერუსალემელ ქართველ მამათათვის განკუთვნილ
თანხებს“.
დავითს უკვე ბრაზი წაეკიდა გულზე, მაგრამ მაინც შეიკავა
თავი და მშვიდად მიუგო პატრიარქს.
„ალბათ მოგეხსენება, უნეტარესო, არამც თუ მეფემ, თვით
უბირმა ვინმე მეჯადაგემ ყოველთვის არ უნდა ათხოვოს სმენა
ყოველივეს, თუ ვინ რას იტყვის. მე პირადად ერთი ანდაზა მაქვს
მინიშნებული: ვისაც თავისი ცხენის ძუის დაგრძელება, ან და-
მოკლება განუზრახავს, მან მოედანზე არ გამოიყვანოს იგი, თო-
რემ ერთნი აგრე ურჩევენ: დაუმოკლეო, ხოლო სხვანი ეტყვიან:
დაუგრძელეო, ამასობაში პატრონი დაიბნევა და შესაძლოა,
დაამახინჯოს კიდევაც იგი.
ასე და ამგვარად, როცა მე ჩემი ქვეყნისათვის საჭირო საქმე-
ებს ვაკეთებ, ყოველთვის როდი ვუწევ იმას ანგარიშს, თუ ვინ
როგორ შეაფასებს ჩემს ნამოქმედარს“.
კათოლიკოსი შეცფუნდა, იგი მცირე ხანს დადუმებული იჯდა.
ბოლოს ადგა და პირჯვარი გადასახა მეფეს...
დავითი მიჰყვა ბაბილოვან ვენახისკენ მიმავალ ბილიკს.
შესდგა, შეყოყმანდა: ვერ გადაეწყვიტა შავი ღვთისმშობლისკენ
წასულიყო თუ ნადირთა საჩიხესაკენ. ბოლოს, მხარმარჯვნით
გაუხვია, ჩელტის კარი გააღო და ველებისაკენ მიმავალ შარას
დაადგა, ამ მიდამოში ყოველივე უცვლელი იყო, ისევე როგორც
იმ საღამოს, როცა დედისიმედის საძებრად გაემართა იგი კარის
ეკლესიაში.
ნერგების მახლობლად ცხენები სძოვდნენ, ტურების კივილი
მოისმოდა შორიდან. ბაზილიკას რა მიეახლა, ეკვდერის ტალან-
ში დაჩოქილი შავოსანი დიაცები და დაბებკილ ძველმანებში
მორთული მათხოვრები შენიშნა.
612 მკითხველთა ლიგა
განერიდა მათ და ჩრდილოს კარიდან შევიდა ნახევრად
ბნელ საყდარში, კანკელის წინ ხმადაბლა პუტუნებდა ხუცესმო-
ნაზონი, ხანაც ძირს დამხობილ მლოცველთა ოხვრა და ქვითინი
მოისმოდა.
დავითმა თვალი შეავლო შავი ღვთისმშობლის მოღუშულ,
უსიამო სახეს, კუთხედებთან მხრისთავებს შორის წამოჭოტილ
წოწოლა თავს, ზღმარტლისებრ მოგრძო თვალებს, ნარივით წა-
მახულ ცხვირს.
უგემოვნო ეჩვენა ბიზანტიელი მეხატის მიერ შესრულებული
სიფრიფანა, მოლურჯო ტუჩები, განზე გაშვერილი, ფიჩხივით
გაფშეკილი თითები...
დავითმა თვალი აარიდა ამ ხატს. ახლა უკან დაიხია და
ჩრდილოვან კუთხეს თავი შეაფარა, რათა კანკელის წინ დაჩო-
ქილ მლოცველებს არ ეცნო იგი. დახედა იმ ადგილს, სადაც დე-
დისიმედი დაჩოქილი სტიროდა.
საშინელი სიცარიელე შეიცნო, ახლა იქ ვიღაც სახედამჭკნა-
რი ბერიქალი დაფორთხავდა, აგურის იატაკს ახლიდა შუბლს,
უსიამოდ სლოკინებდა ცრემლად დანთხეული.
დავითს უკვე აღარ შეეძლო ამ შავი ღვთისმშობლის ვაგლა-
ხად დაღრეჯილი სახის მზერა. არც ამ დაზაფრულ მლოცველთა
ქვითინის ატანა, ისევ ჩრდილოს კარს მიაშურა და ჩქარი ნაბი-
ჯით გაეცალა შავი ბაზილიკის მიდამოს.
სამეფო ხილნარში შემავალი ჩელტის კარი ვიღაცას გა-
დაეკეტა, დავითს არ უნდოდა ვინმესთვის დაეძახნა, ეწვალა,
ძლივსძლივობით გააღო რაზა. ხეებს ჩრდილები დაგრძელებო-
და უკვე, ეს ჩრდილები იფარა, მიდიოდა ყურძნით დატვირთულ
ვაზებს შორის.
ბაბილოვან ვენახში სრული მყუდროება სუფევდა, მხოლოდ
ზღარბი ფაჩუნობდა მხმარ ფოთლებში სადღაც, ჭრიჭინების ერ-
თობლივი ჭრიახი ისმოდა.
დიდხანს მიდიოდა თავჩაქინდრული დავითი, სიამოვნებდა
მარტოობა და გარს დავანებული დუმილი.
არ იძვროდნენ ვაზის ფოთლები, მტევნები ქვისაგან გამოკ-
ვეთილსა ჰგვანდნენ.
გზაჯვარედინამდის მიაღწია, ერთი სასახლისაკენ მიდიოდა,
მეორე – ნადირთა და ფრინველთა საჩიხესაკენ.
613 მკითხველთა ლიგა
სწორედ იქითკენ გაუხვია დავითმა. ფეხის ხმა მოესმა... ბა-
ბილოვან ვენახს გადაღმა ჟღარუნა მიჩინდრიკობდა, ჭრელაჭ-
რულა ჩაჩი ეხურა თავზე.
დავითი შესდგა, რადგან კარგად იცოდა, ჟღარუნა მყისვე
მოეჭრებოდა და წვრილად მოახსენებდა, რომელ ქორს, რომელ
შავარდენს, ან მიმინოს გაუკეთეს ამ დილით რევანდის ოყნა.
ბოლოს, რა დარწმუნდა სასახლისაკენ მიდისო ჟღარუნა, თა-
მამად გავიდა ნადირთა საჩიხესაკენ მიმავალ ბილიკზე.
სავსებით უცნაურ დამოკიდებულებას იჩენდნენ დავით მეფის
მიმართ ნაჭარმაგევის სასახლის მხცოვანნი კარისკაცნი და
ხელშინაურნი. დავითს ეს ბუნებრივად მიაჩნდა, მათ თვალწინ
გაიარა დავითის ყრმობამ და სიჭაბუკემ, ზოგ მათგანს, ასე თუ
ისე, წილი დაედო მის აღზრდაში, ამიტომაც მითამამებულნი იყ-
ვნენ მასთან.
ზოგი მათგანი ჯერ კიდევ „უფლისწულს“ უწოდებდა მას. ამ
გარემოებას სხვა მიზეზებიცა ჰქონდა. ბაგრატ მეფე იშვიათად
ცხოვრობდა ნაჭარმაგევში. უფრო ხშირად ყოვნდებოდა აქ გი-
ორგი მეფე, მაგრამ იგი, როგორც ყოველი მოლხენილი და
უდარდელი ადამიანი, ზომაზე მეტად თავაზიანად ექცეოდა თა-
ვის კარისკაცებს.
გიორგი არც მაშინ იჩენდა სისასტიკეს, როცა სასახლის
ცხოვრებაში მიუცილებელი წესრიგი ირღვეოდა. განსაკუთრე-
ბულ თავნებანი იყვნენ ბაგრატ მეფისეული, მიხრწნილებაში გა-
დამდგარი კარისკაცები, რომელთაც ვერც გახუნებული სკარა-
მანგები გახადა ახალმა დრომ და ვერც თუ ახალ წესრიგს გაარ-
თვეს მათ თავი.
სწორედ ესენი იყვნენ ზომაზე მეტად მითამამებულნი დავით-
თან. მეფეს მაინცდამაინც არ მოსწონდა ეს ყოველივე, მაგრამ
მამამისის სიცოცხლეში ერიდებოდა სასახლის ცხოვრების გან-
რიგის დანდობილად შეცვლას. ეგეც არ იყოს, იგი მუდამ ლმო-
ბიერად ექცეოდა ხოლმე ღრმად მოხუცებულებს.
სულ ოციოდე ნაბიჯიც არა ჰქონდა წარდგმული ნადირთა სა-
ჩიხესაკენ მიმავალ ბილიკზე, დავითმა შეამჩნია, ნოშოსაგან შე-
კოკლებული უცნაური ჩვენება გამოვიდა ხშირ შინდნარიდან და
მისკენ წამოვიდა გულდაგულ.

614 მკითხველთა ლიგა


დავითს აროდეს ენახა ოფოფზე მონადირე, ნოშოთი შენიღ-
ბული საბია, ამიტომაც გაოცდა.
როცა ეს გოგრის ფოთლებითა და გველის ხის შტოებით შე-
ფუთვნილი არსება ახლოს მოვიდა, საბიამ გადააგდო ძუამორ-
გებული გრძელი ჯოხი, გოგრის ფოთლებისაგან შეკონილი ჩაჩი
მოიხადა, დავითს გაეცინა კიდევაც ამ ოჩოპინტრეს დანახვაზე,
ნაბიჯს მოუჩქარა თანაც.
მოხუცი სულ ახლოს მიეჭრა მეფეს, მარჯვენა გამოსტაცა და
სამგზის ეამბორა ზედ, ბოლოს საპატიო მანძილზე უკუდგა,
გვერდით მისდევდა, გამოჰკითხავდა გუნებისა და ჯანმრთელო-
ბის გამო.
რამდენიმე თავაზიანი პასუხი მისცა დავითმა და ისევ აუჩქა-
რა ნაბიჯს, იმ იმედით, ეგებ ჩამომეცალოსო მოხუცი.
ახლა ახალი ციხის აგების ამბები იკითხა საბიამ და იგიცა
სთქვა, პაპამისი სტეფანწმინდელი რომ ყოფილა. ბაგრატ მეფის
მეხმლე იყოვო პაპაჩემი, დასძინა.
მცირე ხანს მდუმარედ აცილებდა იგი მეფეს და მერმე
წაილუღლუღა:
„სასახლეში ხმა დაირხა, მეფევ ბატონო, კაი ამბები მოუწე-
რიაო ლულუ ბენ ჰაიდარს. მე ისეთი კეთილი სიზმრები მქონდა,
დედის ცხონებამან, არც შეიძლებოდა სხვარიგად რომ მომხდა-
რიყო.
ეგეც არ იყოს, ლულუ ქრისტეს ფეხისმკვნეტელია, მეფემ თუ
უბრძანა, მთვარეს ჩამოიღებს ზეცის თავიდან...“
დავითი დაინტერესდა:
მაინც რა თქვესო, საბიავ?
„აგრე თქვეს, დედის ცხონებამან, ლულუსა და იმ სომეხ
დიდვაჭარს დამასკის მონათა ბაზარში უპოვნიათო დედისიმედი.
დავით მეფეს ოქროს დირჰები გადაუგზავნია და გამოუსყი-
დიათო კიდევაც ერისთავის ასული.
იმასაც ამბობენ, დედის ცხონებამან, ამ მოკლე ხანში ჯოჯიკი
ჩამოიყვანსო დედისიმედს ნაჭარმაგევში. აბა, ღმერთი როგორ
გასწირავდა მაგ ღვთისშვილს“.
დავითს უსიამოვნოდ ეძგერა გულზე მოსმენილი, ხელახლა
აუჩქარა ნაბიჯს და არა მიუგო რა, ხოლო საბიამ განაგრძო:

615 მკითხველთა ლიგა


„მადლი უფალს, ჩვენო პატრონო, ჩვენ ყველას გულზე
გვქონდა შემოგზნებული შენი გულის წუხილი, იმდენი შეგემა-
ტოს მზეგრძელობა შენ და ჩემს საწყალ შვილიშვილს, მზისა-
ვარს, რამდენიც ცრემლი მე ვღვარე ღამღამობით ამ ამბის გა-
მო.
აბა, როგორ გასწირავდა მაგ ღვთისშვილს უფალი, იგი ქა-
რაფიდანაც რომ გადავარდნილიყო, ანგელოსები ფიანდაზას
დაახვედრებდნენ მიწაზე.
ჩვენ, ბებრები, ჩუმ-ჩუმად ვსტიროდით, დედის ცხონებამან,
ამის თქმას ვერ გიბედავდით, თორემ, აბა, რაღად გინდოდა,
ჩვენო პატრონო, ცხენიჭამია ყიფჩაღთა უმთავრესის ქალი, ბაგ-
რატოვანებს მუდამ ქრისტიან მბრძანებლთა ასულნი მოჰყავთ
სადედოფლოდ, დიდდედა შენი, სულკურთხეული ელენე, ბერ-
ძენთა მეფის ასული იყო, ბაგრატის დედა, მარიამი, სომეხთა მე-
ფისა...
შენს სასახლეებსა და შენს სვიანობას მხოლოდ დედისიმე-
დის დარი დედოფალიღა აკლდა. ელენე დედოფალი დაგვიბერ-
და, შიმუნვართა წინამდგომმა, ვარდიამ, გააოხრა სასახლე, თა-
ვი წაგვჭამა ყველას.
მე ადრეც ვიცოდი, დედის ცხონებამან, ეს ყოველივე სვიანად
რომ აღსრულდებოდა... ლულუ მარტის ოცს გაემგზავრა და-
მასკს.
მე ჩემს სამთვარიოში ჩავიხედე იმ დღეს.
უკვე იწყებოდა ზოდიაქო ვერძისა. ეგაა უბედნიერესი წუთი,
როცა ვერძის თანავარსკვლავედი გაანათებს ცის თავანს.
ამ დღეს, როგორც იდუმალის მიმთხრობნი ამბობენ, ყოვე-
ლი კეთილი ჩანაფიქრი უსრულდება ადამიანს, ყოველივეს, უკ-
ვალოდ დაკარგულსა და გადაგდებულს, უცილოდ მიაკვლევენ.
იმ დღეს გამოდის მარგალიტი ზღვიდან... სომხეთის უდიდე-
სი მთის – არარატის მწვერვალზე გამოჩნდება ხოლმე თეთრი,
თოვლივით თეთრი ვერძი და აბღავლდება, მისი ბღავილი მიწის
ნაყოფიერების მომტანია თურმე.
ეგეც ჩემს სამთვარიოში მიწერია, დედის ცხონებამან“.
დავითი მცირე ხანს თავჩაქინდრული მისდევდა ნადირთა სა-
ჩიხესაკენ მიმავალ ბილიკს, ყურს მიუგდებდა საბიას ბჟუტურს,
ბოლოს შესდგა და უთხრა მოხუცს:
616 მკითხველთა ლიგა
„იცი, საბიავ, ახლა შენ წადი და მემაშხალეებს უბრძანე, სა-
სანთლენი კარგად დაასუფთაონ, ალყა და ქონი მოიმარაგონ,
ამაღამ მე ბევრი საკითხავი მაქვს, საბიავ“.
საბიამ თაყვანი სცა პატრონს და უხალისოდ გაემართა სა-
სახლისაკენ.

***
ნადირთა საჩიხეშიაც მყუდროება სუფევდა ოვსთა მეფის მი-
ერ ნაძღვენი ირმების ხვნეშა მოისმოდა, მიწაზე პირქვე დამხო-
ბილიყვნენ ფხოვური დათვები.
დავითი აჰუს გალიასთან შესდგა, ხუთი მათგანი მიწაზე და-
ჩოქილნი სთვლემდა, მხოლოდ ერთი ზეზე იყო.
გალიას მიეახლა. „თფუჩი, თფუჩიო“, უთხრა ლანდივით მო-
რიალე აჰუს. სულ ახლოს მოვიდა გალიის კართან აჰუ და თავი-
სი მშვენიერი, გაოცებული თვალებით შემოხედა მეფეს.
უცნაური თვინიერება, ბედისადმი თავმოდრეკილება
ამოიკითხა მჭვრეტელმა ამ საოცნებო პირუტყვის გამოხედვაში.
ავაზებისა და ბაბრების გალიებს ჩაუარა, მათ გასწვრივ, დიდ
გალიაში სთვლემდა გულისტანური ბოკვერი ლომისა, ნაბიჯის
ჩქამზე იგი მარდად ზეწამოიჭრა, მძვინვარე თვალები დაუბ-
რიალა გალიის კარებთან მომდგარ ლანდს, მერმე დაიწყო მო-
უსვენრად აქეთ-იქით წრიალი. თეძოსთავზე იბრაგუნებდა თავის
ფოჩვიან კუდს.
არც ფრინველთ საჩიხის მახლობლად მოსჩანდა ვინმე. ქო-
რები, მიმინოები და შავარდნები გაფუყულნი ისხდნენ თავ-
თავიანთ გარებზე. ზოგს იღლიის ქვეშ შეერგო თავი, ზოგიც ცალ
ფეხზე დაყუნცული იდგა, სხვანი ისეთ ხმებს გაიღებდნენ ხოლმე,
როგორც თხიპაშეყრილ ქათმებს სჩვევიათ ხოლმე ძილის
დროს.
ყოველი მათგანი ახალსა და ახალ მოგონებებს იწვევდა და-
ვითის ცნობიერებაში.
ზოგი ტაოსკარს მოაგონებდა, ზოგი – ყველის ციხის სანა-
ხებს, კოლხეთის, არაგვეთისა და აფხაზეთის ჭალებსა და
ჭაობებს და მის თვალწინ დგებოდა მისი უდარდელი სიყრმე და
წაშხამებული სიჭაბუკე...

617 მკითხველთა ლიგა


დამდურებულსავით ჩაუარა მან თავის საყვარელ ქორებს,
შავარდნებსა და მიმინოებს და საჯინიბოსაკენ მიმავალ ბილიკს
დაადგა.
საჯინიბოს კარის ალაგთან გრძელსა და დაბალ ტაბაკს მოს-
ხდომოდნენ მეჯინიბენი. ვახშმობდნენ, თანაც ხმამაღლა მას-
ლაათობდნენ. თეთრწვეროსანი შოშიტაი სუფრის თავში იჯდა
პატრიარქივით, ხელში ჯამი ეჭირა და ენამზეობდა.
ახალგაზრდები გატვრინულნი ყურს მიუგდებდნენ, ჟამიდან
ჟამზე მათი ხორხოცი მოესმოდა შინდის ბუჩქნარში მიმავალ მე-
ფეს. ეს ჰომერისეული ხარხარი გულში ჩასწვდა დაღონებულს
და მან უმატა ნაბიჯს.
მიდიოდა, თანაც ფიქრობდა:
როგორი შეუმუსვრელი სიყვარული აქვს უბრალო ხალხს სი-
ცოცხლისადმი. უამისოდ იგი ვერც გაუძლებდა ამდენ ომებსა და
სიდუხჭირეს!
ახლა რომელიღაც ჭაკის ჭიხვინი შემოესმა მეფეს, ამას მოჰ-
ყვა ისეთი ბრაზიანი ხვიხვინი, როგორც ულაყს სჩვევია ხოლმე
მდედრის ხმის გამგონეს.
„თქვი, თქვი, პაპა შოშიტაი“, აყვირდნენ ახალგაზრდები,
ისევ გაიხუმრა რაღაც მოხუცმა, ისევ ატყდა ხარხარი.
დავითი ჯერაც გამოსული არ იყო შინდნარიდან, ჩოჩქოლი
შემოესმა:
მეფე მოდისო.
მეჯინიბენი წამოცვივდნენ.
„დასხედით, ბიჭებო. მეფეს აქ რა უნდა ამ დროს?“
აშოშმინებდა შოშიტაი მეინახეებს.
როცა ახლად მოსული მიუახლოვდა საჯინიბოს, მეჯინიბენი
გაიპარნენ.
სახეღაჟღაჟა მოხუცი ტაბაკს დაებჯინა ბანჯგვლიანი ხელით,
წამოიწია და სთქვა:
„მე ერთადერთი კაცი ვარ შენს სამეფოში, ჩვენო პატრონო,
რომელსაც მეფეთა მობრძანებისას ჯდომის უფლება მოუპოვე-
ბია“.
დავითი კარგად იცნობდა ხუმარა შოშიტაის, იგიც იცოდა,
მას თეძოს ძვალი დამსხვრეული რომ ჰქონდა, რომელიღაც მო-
უსვენარ ულაყისაგან.
618 მკითხველთა ლიგა
„იჯექი, შოშიტაი, იჯექი...“
უთხრა დავითმა, კოჭლი მოხუცი მაინც წამოდგა, მეფესთან
მივიდა სულ ახლოს და მუხლზე სამთხვევად წაეპოტინა. დავით-
მა არ დაანება მუხლზე მთხვევა მოხუცს, წამოაყენა და მხარზე
წაუცაცუნა ხელი.
შოშიტაი ისევ ტაბაკთან მიფათურდა, ერთადერთ ჯამს წამო-
უსვა ხელი და მეფეს ეუბნება ჯიქურად:
„მობრძანდი, ჩვენო პატრონო, სუფრა დაგვილოცე“, თანაც
ბოდიშობდა, ეს ერთადერთი ჯამიღა გვაქვს და ეგ ტრიალებსო
ტარაბუასავით სუფრის გარშემო.
„რად გაიქცნენ მეჯინიბენი, მე ძლიერ მიყვარს ნაჯაფართა
პურის ჭამის ცქერა“.
შოშიტაი სულ ახლოს მივიდა დავითთან და სთქვა:
„ვგონებ, მე მეპატიება ასეთი მოთამამება, მეფევ ბატონო,
ვინ იცის, რამდენჯერ გამიყვანიხარ ქედზე შემჯდარი ლიახვს გა-
დაღმა, ალბათ გეხსომება, ცხენზე მე შეგსვი პირველად.
დიდება უფალს, რა მალე გარბის დრო! გამოექცეოდი ხოლ-
მე ჭყონდიდელს, ან მზრდელს და მევედრებოდი ცხენზე შემ-
სვიო.
ჯერ ჭყონდიდელის ჯორზე აგიყვანდი ხელით, ერთხელ გი-
ორგი მეფის იაბოზე შეგსვი, ჭყონდიდელმა გაიგო და შემრისხა.
არ გაბედოო ცხენზე შესმა ყრმისა.
ისევ ჯორზე დაგიპირე შესმა.
ხუცესი ხომ არა ვარო, იწყინე“.
„რამდენი პერანგი გაგიცვეთია სამეფო საჯინიბოში შოშიტა-
ი?“ – შეეკითხა დავითი.
„ოთხმოცი პერანგი გავცვითე სამი მეფის სამსახურში, მეფევ
ბატონო, სავსებით უწვერული ყრმა ბასიანის ომში ვახლდი გი-
ორგი მეფეს. ბაგრატ მეფეს თან ვახლდი ახალქალაქში, როცა
სულკურთხეული პაპაშენი ებრძოდა იმ ღვთისგან წყეულ ალფ-
არსლანასა, სამშვილდეში – გიორგი მეფესა და ჭყონდიდელს“.
„ეს მითხარი, შოშიტაი, თითო პერანგის გაცვეთას რამდენ
ხანს მოუნდი?“
„თითო წელს, მეფის მზემან. რა გაგკვირვებია, მეფევ ბატო-
ნო, ბედშავ მამაჩემს ოთხმოც წელს ერთხელაც არ გამოუც-
ვლია, ვგონებ, პერანგი.
619 მკითხველთა ლიგა
იმავე პერანგით დამარხეს, რაც ქორწილში ეცვა. მთელი ჩე-
მი სიცოცხლე ვემსახურე მეფეებსა და ცხენებს“.
მეფემ ირგვლივ მიმოიხედა. შოშიტაის უბრძანა დამჯდარი-
ყო, თავათ ჯირკვზე დაიმუხლა და სთქვა:
„გულახდილად მითხარი, შოშიტაი, მეფეები გირჩევნია თუ
ცხენები?“
შოშიტაიმ საჯინიბოს ღია კარებისკენ გაიხედა და სთქვა:
„ეჰ, რა გითხრა, ჩვენო ბატონო, შენს საჯინიბოში არც ერთი
შეკაზმული ცხენი არაა ამჟამად, თორემ სიმართლეს გეტყოდი
პირუთვნელად“.
მეფემ გაუღიმა:
„არა, მაინც რად ახსენე ერთად მეფეები და ცხენები, შოში-
ტაი?“
„ისინი ერთ რამეში ჰგვანან ერთმანეთს, ჩვენო პატრონო,
თუ გააჯავრე, წიხლებს გითავაზებენ ლამაზ-ლამაზებს“, დავითს
გაეცინა, ხოლო შოშიტაიმ განაგრძო:
„შენი ულაყები ისეთი ავებია, უფალმა დაგიცვას, თუ ცოტა
გააჯავრე, მორჩა.
ცხენმა დახსომება იცის. ეს თეძოს ძვალი შენმა ქუჯაიმ ჩამი-
ლეწა მე შარშანწინ. მეფეთა ცხენებისაგან მთელ ტანში დაბეგ-
ვილი ვარ, იმ შენმა ფეხკავშა ალერსამ ერთხელ ისეთი წიხლი
მკრა, ლამის იყო სვეტზე არ ამაკრა ლავაშივით.
მე მაინც ძლიერ მიყვარს ცხენი, მეფევ ბატონო, ჭყონდიდე-
ლის ნაცვლად რომ დამნიშნო, საჯინიბოდან არსად წავალ. ცხე-
ნის ჩონჩორის სუნი მირჩევნია ვარდისას. ამ საჯინიბოდან პირ-
დაპირ უნდა წამიღონ სასაფლაოზე.
როცა ადამიანმა ზღვიდან ამოიყვანა პირველად ცხენი,
შეეკითხა თურმე.
რა გირჩევნიაო ყველაფერს?
მოყვარული პატრონიო, მიუგო ცხენმა.
წინებზე გიორგი მეფე მობრძანდებოდა აქ, სამი ოქრო მიბო-
ძა, მითხრა, ახლა გეყოფაო, შოშიტაი, შინ წადი შვილიშვილებს
მოეფერეო, მე არ დავაყოვნე და მივუგე, ამ ცხენებს ვინღა
მოეფერება-მეთქი? ესენი ჩემი ხელით დაზრდილებია. მოგეხსე-
ნება, სიყვარულის საფანელი ამაგია, ჩვენო პატრონო“.

620 მკითხველთა ლიგა


დავითმა ჯერ თავისი ულაყების ნახვა მოისურვა. სათითაოდ
მიდიოდა მათთან, ხან თხემის რქაზე, ხან გავაზე ხელს უსვამდა,
თვალის უპეებზე ეფერებოდა.
ხარობდა დიდრონი, ქლიავისფერი თვალების შემოხედვისა-
გან. ალერსაჲ კეკლუცად თავს უქნევდა, თითქოს საყვედურობ-
და, სადა ხარ, რად მიმატოვეო, ჩემო პატრონო?
„რამდენი წლისაა ახლა ალერსაჲ?“
ეკითხება დავითი შოშიტას.
„შვიდისა, მეფევ ბატონო“.
„აჰა, ეს კარგი ასაკია ცხენისათვის, ამიტომაც იტყვიან არაბ-
ნი: შვიდი წელი ჩემი ძმისათვის, შვიდი – ჩემი ცხენისათვის, შვი-
დი – ჩემთვის, და შვიდი – ჩემი მტრებისათვის“.
დავითმა ლაშები გაუხსნა ალერსას, კბილებში ჩახედა...
„შენ ხომ იცი, შოშიტაი, ეს პირწმინდა არაბულია, კოხლანი-
სას ეტყვიან ამ ჯიშს“.
„არ ვიცი კარგად, მეფევ ბატონო, გიორგი ჭყონდიდელი
ბრძანებდა, ქეილანის ჯილაგისააო“.
„არა, კოხლანი და ქეილანი, ორივე ბედუინური ცხენის ერთი
და იმავე ჯიშის სახელია“.
სთქვა მეფემ, საოლავზე ხელი წაუსვა თავის საყვარელ
ულაყს.
ახლა ქუჯაისთან მივიდა დავითი.
„იცი, შოშიტაი, არაბები ეგრე ამბობენ, ჯიშიანი ცხენი რო-
გორც სისწრაფით, ისე აღნაგობით მწევარს, მტრედსა და აქ-
ლემს უნდა ჰგავდესო.
უნდა გითხრა, ისინი მართებულად ამაყობენ თავიანთი ცხე-
ნებითა.
არაბნი აგრე იტყვიან: ის ხუთი ჯილაგის ცხენის „ყამსად“ წო-
დებული, სოლომონ მეფის ხუთი ჭაკიდან არიანო წარმოშობილ-
ნი“.
დავითმა გავაზე ხელი გადაუსვა ქუჯაის და ეუბნება მეჯინი-
ბეს:
„აი დახედე, შოშიტა, ქუჯაი პირწმინდა ქეილანურია, ნახე,
როგორი ვიწრო გავა აქვს, ფაფარი – მოკლე, ძუა – გრძელი და
ფოფინა“.

621 მკითხველთა ლიგა


შოშიტაიმ ახლა „ჰარუნასთან“ მიიყვანა დავითი. ოქროსფე-
რი აჯილღა მრისხანედ აბრიალებდა თვალებს.
„ორი წლის არ იყო ჰარუნაჲ, როცა უნაგირი დავადგი.
მე ვიცი, მეფევ ბატონო, შენ ყორნისფერი ულაყები უფრო
გიყვარს, სულკურთხეული ბაგრატ მეფეც შავ ცხენს ირჩევდა მუ-
დამ. მაგრამ ჰარუნაჲ ძალუმად ლამაზია, ჩემმა მზემ“, სთქვა შო-
შიტაიმ და მეოთხე ულაყს „მუცას“ დაადგა თვალი.
„მუცაი, რამდენად ვიცი, არაბული როდია, შიხნის ჯილაგი-
საა, არა?“ – სთქვა შოშიტაიმ.
მეფე დაკვირვებით უჭვრეტდა მუცას, თავი დაუქნია მეჯინი-
ბეს, დაუდასტურა:
შიხნისააო.
„ხომ ხედავ, როგორ ვუყვარვარ ამ პირუტყვებს, მეფევ ბატო-
ნო, მათთვის მხოლოდ ენა არ მიუცია უფალს, მაგრამ ბევრ ადა-
მიანს სჯობიან.
ზოგ კაცს ის ოხერი ენა სულ რომ არა ჰქონდეს, აჯობებდა
როგორც მისთვის, ისე სხვისთვისაც. რადგან ზოგს ენა როდი
აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის
მეოხებითა.
ეს ცხენი რამდენ ენაგალაქსარებულ დიაკონს არა სჯობია?“
„განა მარტო დიაკონს?“
„თუ გნებავთ, ჩვენს მეჯინიბეთუხუცესსაც. ეს კაცი ცარიელი
ენაა, ცხენის მცნობად მოაქვს თავი და არც არაფერი ესმის ცხე-
ნისა, შენს აქ არ ყოფნაში ერთმა ოვსმა ასი ცხენი მოჰგვარა გი-
ორგი ჭყონდიდელს შესასყიდად.
ავხედ-დავხედე ამ ცხენებს. შენი აჯილღებისათვის თვალგაჩ-
ვეულს ვირთხების ხროვა მეგონა. ეს იყვნენ მეტწილად ყიფჩა-
ღური ჯიგიტაის ჯილაგისანი, მუცელგაბერილნი, მუხლდაბალნი,
ვირთხასავით წვრილთვალებიანი.
ფეხზე ბანჯგვლები ჰქონდათ გამოსული“.
მეფემ სთქვა:
„არაბულს მუცელი არ უნდა აჩნდეს. მსხვილთვალება უნდა
იყოს და მუხლმაღალი, საოლავი შიშველი უნდა ჰქონდეს“.
„იმ ცხენებს ფაფარიც ბანჯგვლიანი ჰქონდათ, თავი ხორ-
ცჭარბი“.

622 მკითხველთა ლიგა


„არაბულს ფაფარი მოკლე აქვს, თავ-კისერი – ხორცნაკლე-
ბი“.
„დრუნჩი ღორის დინგივით სწორი და წამახული ჰქონდათ,
ვირისებრ ყურები“.
„არაბულს ოდნავ, სულ ოდნავ მოდრეკილი ცხვირი უნდა
ჰქონდეს, ყურები თელის ფოთლებივით წაწვეტებულნი, აი, ასე-
თი, როგორიც ჩემს მუცასა აქვს“, სთქვა მეფემ და ყურებზე
მოუალერსა მუცაის.
„მერმე ის იყო, – განაგრძო შოშიტაიმ, – ჭყონდიდელმა და-
ითხოვა მეჯინიბეთუხუცესი და მითხრა:
მე ცხენის საქმეში უცები ვარ, შენ რას იტყვი, შოშიტაი, შე-
ვისყიდოთ ეს ცხენები? ქვა ვისროლე და თავი შევუშვირე, მაგ
ცხენებიანად გაგვყრისმეთქი ამ საჯინიბოდან დავით მეფე...“
დავითმა გაუღიმა შოშიტას.
„შენ ყოველივე შეუფარველად უნდა მითხრა, შოშიტაი. ყო-
ველ კაცს უჭირს ამქვეყნად, ჩემო შოშიტაი. ნურავის ჰგონია,
ზოგიერთი მეფე რომელიმე მეჯინიბეზე უფრო სვებედნიერი
იყოს.
წეღან შემშურდა თქვენი სიცილი. მე ალბათ ასე გულიანად
ვეღარასოდეს გავიცინებ“.
შოშიტაი უკუდგა და გაოგნებული მიაშტერდა მეფეს.
მას ვერც კი წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა, უბედური
რომ ყოფილიყო რომელიმე მეფე, ისიც დავითი, რომელიც ეგ-
ზომ განებივრებული იყო თავისი ხალხის სიყვარულისაგან, მაგ-
რამ გონიერი მოხუცი მაინც მიხვდა ქვეშეცნეულად, რაღაც უჩი-
ნარი დარდი აწუხებსო მეფეს.
შოშიტაიმ თავის გარშემო მიმოიხედა ფრთხილად და სთქვა:
„ერთს რამეს კიდევ მოგახსენებდი, მეფევ ბატონო, ჩემის
გლეხური ჭკუითა. ყოველი კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ყოვე-
ლი კაცი, ვინც სულ აღზევებას მიესწრაფვის, უთუოდ საეჭვოა.
რადგან იგი, ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება
არ ესაჭიროება. სულმდაბალნი და სულით გლახაკნი მიესწრაფ-
ვიან აღზევებას მუდამ.
შენ უბადლო მონადირე ბრძანდები, მეფევ ბატონო, ალბათ
თავათ დაჰკვირვებიხარ ჭაობის ერთ ფრინველს, ქარს რომ მო-
ახტება ქედზე და... მაპატიე და...“ (შოშიტაიმ შესცინა მეფეს, რო-
623 მკითხველთა ლიგა
ცა იგი დარწმუნდა, რომ დავითი თავათაც მიუხვდა, თუ რომელ
ფრინველს გულისხმობდა შოშიტაი).
„რას უძახით თქვენ იმ ფრინველს?“ – შეეკითხა მეფე. ისევ
შეყოყმანდა და ღიმილით მიუგო:
„ცრუქაქუნას ვეტყვით ჩვენ მონადირენი ამ ფრინველს. ეს
ყოვლად უმაქნისი ფრთოსანი, რომელსაც არც ხმა და არც ხორ-
ცი გააჩნია საამური, ხოხბებს, დურაჯებს, გნოლებს აასწრებს ჰა-
ერში, ქარს მოაჯდება ქედზე და აშიკობას დაუწყებს...
განა მარტო ჩვენი მეჯინიბეთუხუცესი, გიგოი, ზოგ-ზოგი სხვა
უხუცესიც ნაჭარმაგევის სასახლისა იმ ფრინველს ჰგვანან, თუ
არ მიწყენ, მეფევ ბატონო.
გვიანი ღამით, როცა გუთანი უკვე გამქრალია ცაზე, მე გა-
მივლია რკონის კოშკთან და შუქი მომწვდენია იქიდან. ყველამ
იცის, შენ ასეთ დროსაც ჩვენი სივაგლახის დარდით აღარ გძი-
ნავს, ჩვენო პატრონო.
ყველა რომ თავის საქმეს რიგიანად უძღოდეს, არც ამდენი
თავისტეხა დაგჭირდებოდა. ცრუქაქუნა უხუცესები რომ არა
გყამდეს, დროზე დაძინებას შესძლებდი როგორმე“.
როცა საჯინიბოდან გადიოდა დავითი, მან ხუთი ოქრო აჩუქა
მოხუცს. ეს ამბავი გახუმრებისათვის გამოიყენა შოშიტაიმ:
„რას მოვესწარი, მეფევ ბატონო, აქამდის მართლის თქმი-
სათვის მხოლოდ პანღურებს არიგებდნენ მეფეები...“

***
მახარაი ნასადილევს გამალებული დაეძებდა დავითს. ვერც
პალატებში იპოვნა იგი, ხილნარსა, ნადირთა საჩიხეშიაც
შეიარა ერთ-ორჯერ. რკონის კოშკის კიბეზე საბია შეეყარა და
უთხრა საბიამ ასეთი რამ:
მეფემ სასანთლეები ჩამაქრობინა და მარტო დარჩენა
მოისურვაო.
„კარის ალაგთან მისული არ ვიყავი, მახარაი მომგვარეო,
მიბრძანა“.
მახარაი ფეხაკრეფით შევიდა საძილო დარბაზში. ერთადერ-
თი უქრობელი სანთელი ბჟუტავდა მაცხოვრის ხატის წინ.
დავითი პირქვედამხობილი იწვა, მახარაის ფეხის ჩქამზე
გადმობრუნდა და უთხრა:
624 მკითხველთა ლიგა
„მიდი საწიგნესთან, მახო, რეჰმანის ლექსი მომიძებნე და წა-
მიკითხე, წეღან ამაოდ ვეძიე და ვეღარ ვიპოვნე“.
მახარაიმ დიდხანს ეძია სქელ ფოლიანტებს შორის, ერთი
გახუნებული, ჩალისფერი არაბული ხელნაწერი გამოიტანა, სა-
სანთლენი აანთო, სასთაულთან მიუჯდა მწოლარეს და ტაატით
ამოიკითხა:
ყარყუმის ბეწვი გქონდა საგებად,
ახლა მიწაზე გართხმულხარ, რეჰმან,
რა იქნა შენნი ქორ-მიმინონი,
შიხნის ჯილაგის ცხენების რემა?
ღამეს უფრთხილდი, იცოდე, რეჰმან,
იდუმალებით ორსულსა ღამეს,
ნურვის შესჩივლებ, როგორ გიმუხთლეს,
საწუთროება ვით მოგიშხამეს.
ნურვის შესჩივლებ, შენი საუნჯე
რა უმოწყალოდ გაანიავეს,
ნუ დარდობ, რეჰმან, ფრთამალი ანკა55
თან წარიტაცებს ჟამთა სიავეს.
ცრემლს განერიდე, იცოდე, რეჰმან,
ცრემლი დიაცთა ლოდსატყორცნია,
არვის შეჰყრია ჯერ მწუხარება,
რომელიც დროს არ წარუხოცნია.
ყარყუმის ბეწვი გქონდა საგებად,
ახლა მიწაზე განრთხმულხარ, რეჰმან,
აღსდექინ, ჰეი, ლომგულოვანო,
სულით ნათელო, სახითა გვრემან...
...
კიდევ დიდხანს უკითხავდა მახარაი რეჰმანის სტრიქონებს
მწოლარეს. ბოლოს, დავითი ცალ იდაყვზე დაეყრდნო და უთხრა
საჭურისს:
„იმავე საწიგნეში ლულუ ბენ ჰაიდარის უსტარია, მახო. გასა-
გები მიზეზის გამო, მე აქამდის ვყოყმანობდი, თქვენთვის მეჩვე-
ნებინა იგი“.

55 ანკა – პუშტუს ენაზე მითიურ ფრინველსა ჰქვია.


625 მკითხველთა ლიგა
აღარსად სჩანდა ძილი...
უსიამო ქარი შემოდიოდა საძილო ოთახში, აზანზარებდა
სარკმელს. ჯერ გუშაგების სტვენა ისმოდა, ქარი არაჯგუნებდა
რომელიღაც ჭიშკარს, ხან ცხენების ჭიხვინი მოისმოდა საჯინი-
ბოდან, ხანაც ტურების შორეული ჩხავილი, როცა ყოველივე
მიწყნარდა, დავითი კვლავ შეეცადა დაძინებას, ბალიშებში თავი
ჩარგო და ასე გაოგნებული ყურს მიუგდებდა გულისტანური
ლომის ბოკვერის დვრინვას...
...
მეორე დილით ადრე ადგა მაინც, გიორგი ჭყონდიდელის
მოხსენება მოისმინა საგამგეოში, მერმე ისევ თავის კოშკში
ჩაიკეტა.
საბიას უბრძანა, ჟღარუნა ეხმო, ბაზიერთუხუცესი.
ჟღარუნა გახარებული ამოჩინდრიკდა კოშკის კიბეებზე, აგ-
რე ეგონა, ტყის ქათმებზე სანადიროდ მივყავარო მეფეს. დავით-
მა უბრძანა, მისი ქორები, მიმინოები და შავარდნები გამოეყვა-
ნა, სახამლავები აეხსნა მათთვის.
როცა განთავისუფლებული ფრინველები ცაში აიჭრნენ და
ირაო შექმნეს ნაჭარმაგევის სასახლის ზეთავზე, წვერს იგლეჯდა
ბრაზმორეული ჟღარუნა. მახარაის კრინტი არ დაუძრავს, რად-
გან იგი უსიტყვოდ მიხვდა: დავით მეფე, იმ დღეს სამუდამოდ
რომ გამოეთხოვა სიამის დღეებს.
...
მესამე დღეს ორშაბათი იყო, უთენია მალემსრბოლი მოვარ-
და ხორნაბუჯის ციხიდან და ამცნო გიორგი ჭყონდიდელს:
თურქომანთა აკინჯის ბრბოებმა სამ ადგილას გადმოლახეს
კახეთჰერეთის სამზღვარი და ალაზნისკენ მოისწრაფვიანო.
ისიც აუწყეს ჭყონდიდელს, რომ აკინჯის ბრბოებს უკან მოჰყვე-
ბოდნენ სელჯუკიანთა ლაშქრის ამირა შიხ ალდინ ახმეტი და
ათაბაგი განძისა, ამირ გოზგოლი სპიანად.
დავითი გააღვიძეს.
იგი აუჩქარებლივ წამოდგა. მაცხოვრის ხატის წინ ილოცა.
მერმე ნება-ნება ისაუზმა. აუჩქარებლად ჩაიცვა თავისი სანიადა-
გო პერანგი ჯაჭვისა, ბაგრატეული ხმალი წელზე შეირტყა, ძე-
რასფერი მუზარადი დაიხურა.

626 მკითხველთა ლიგა


როცა იგი თავისი კოშკის კიბეებზე ჩამოდიოდა, მას უკვე მო-
ესმოდა ცხენების ჭიხვინი, აბჯრის ჟღარუნი და დაფდაფების ცე-
მა.

***
სტრატიგი ნოტარიც გამოაღვიძა ცხენების ჭიხვინმა. ეზოს-
მოძღვრის ცინცილუკისაგან რა გაიგო, ლაშქრის ამირა შიხ ალ-
დინ ახმეტ და განძის ათაბაგი სპიანად შემოჭრილანო კახეთში,
სასწრაფოდ ახმობინა მეკარვეთა და მეჯორეთუხუცესნი და უბ-
რძანა, დაუყოვნებლივ უნდა გავბრუნდეთო ბიზანტიონს.
გიორგი მეფე ძლივს იკავებდა ღიმილს, როცა ომებში მრა-
ვალნაცადი სტრატიგი ათუხთუხებული მოვარდა გამოსათხოვ-
რად მასთან.
ბოლოს, გიორგიმ გაიღიმა და უთხრა სტუმარს:
„ნუ ღელავთ, სტრატიგო ბატონო, ვიდრე თურქები აქ მოაღ-
წევდნენ, ჩვენ კიდევ მოვასწრებთ ყვითელ კალმახზე სანადი-
როდ წასვლას“.
„არა, არა სევასტოს ბატონო, მე ცუდი სიზმრები დამჩემდა
ბოლო ხანს. ეგეც არ იყოს, თავი მოგაბეზრეთ ეგზომ ხანგრძლი-
ვი სტუმრობითა. ერთადერთი ეგღა მაწუხებს: დღეს ორშაბათია
და როგორღა დავადგეთ გზას?“
მარიამ დედოფლის ნახვა მაინც მოიწადინა წასვლის წინ
სტუმარმა. მაგრამ მარიამის ეზოსმოძღვარმა, ცინცილუკმა, ცი-
ვად მიუგო:
შეუძლოდ არისო ბასილისსა.
მთელი კვირის მანძილზე ელენე დედოფალი ავად იყო, სარ-
კმელთან მაინც მიხოხდა, ეგ უნდოდა: როგორმე თვალი მოეკრა
ომში მიმავალ თვალის სინათლისათვის, მაგრამ გულშემოყრი-
ლი იატაკზე დაეცა. „მაცხოვარი მწედ გყავდეს, შვილო“, ჩურჩუ-
ლით სთქვა დედამ.
მარიამი ვარდის შარაბს აპკურებდა მას, ბოლოს თავათაც
შეუწუხდა გული და გვერდით მიუწვა ავადმყოფ რძალს.
გვანცა ხან ერთთან მიირბენდა, ხან – მეორესთან, ხანაც
აივანზე გადმოდიოდა და გასცქეროდა მცხეთის გზას.

627 მკითხველთა ლიგა


გვანცამ მხოლოდ ერთხელ წაატანა თვალი დავითს, რომე-
ლიც თავის ყორნისფერ ულაყს მიაგელვებდა მტვრიან თემშარა-
ზე.
მერმე ამოვარდა უხიაგი ქარი.
გზებზე დამდგარმა ბუღმა შთანთქა შუბისტარების ტყე, მძი-
მედ შეჭურვილთა მუზარადებზე დანთებული ლაპლაპი შუქისა,
მტვრის ფარდა დაეშვა უხიაგად მოღუშულ თვალსაწიერზე.
ქარბორბალა დაგელავდა ნაირმალის ველზე, მედგრად
უტევდა ნაჭარმაგევის ძველთაძველი სასახლის ქონგურებს,
არაჯგუნებდა მეკრეთა მიერ ღიად დატოვებულ კარებს.
„კარი მოხურე, გვანცა“, კვნესოდა მარიამ დედოფალი.

აბდულმესია
„...ამირან დარეჯანისძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულმესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა...“

ამირ შიხ ალდინ ახმეტ თავათ განძელი იყო, გარდა ამისა,


ათაბაგი განძისა, ამირ გოზგოლი, ცოლის ძმად ერგებოდა მას,
ამიტომაც არცთუ განაწყენებული დარჩენილა, როცა ისპაჰანის
სასახლის ეჯიბთა უპირველესმა, ამირ მანსურმა, სულტან მოჰა-
მედის სახელით უბრძანა მას: დაუყოვნებლივ წასულიყო
სპიანად განძას, განძის ათაბაგი აეყოლებინა და გჲურჯისტანი
დაელაშქრა დაზამთრებამდის.
დავით მეფის მსტოვართათვის თვალის ასახვევად ამირ ახ-
მეტის სპიანად განძას ჩასვლის შეფარვულ მიზნად წინასწარ და-
სახული იყო:
დაუყოვნებლივ შეპყრობა დიარბექირის ამირის, ომარ ბენ
იაკუტისა, რომელიც სულტან ბარქიაროკის სიკვდილის შემდეგ
განუდგა მის ვაჟს, სულტან მოჰამედს, და სომხეთის მთიანეთს
შეაფარა თავი.
გარდა ამისა, კიდევ ერთ მიზეზს ასახელებდნენ: განძის ათა-
ბაგი მეშვიდე ცოლს ირთავდა და ამ ქორწილს უნდა დასწრებო-
და ამირ ახმეტი.

628 მკითხველთა ლიგა


ეს ამბავი არ გამოპარვია დავით მეფის სარწმუნო კაცს ისპა-
ჰანში, ჯოჯიკის, მან თავის დროზე აცნობა იგი კიდევაც ჭყონდი-
დელს, ხოლო მეორე სარწმუნო კაცი მეფისა, გარეგინ მამიკო-
ნიანი, იუწყებოდა, განძაში დიდის ამბით მოელიანო ლაშქრის
ამირას ჩამოსვლას.

***
ამირ შიხ ალდინ ახმეტ ფრიად განსწავლულ და მამაც ვაჟკა-
ცად ითვლებოდა სელჯუკიანთა ისპაჰანურ სასახლეში. იგი იყო
შეგირდი დიდი ვაზირის, ნიზამ ალ-მულკისა, რომელიც მომა-
ვალ სარდლებს გულმოდგინედ სწვრთნიდა არა მარტო სახელ-
მწიფური მართველობისა და სტრატეგიის საქმეებში, არამედ
მუსლიმური ღვთისმეტყველების საკითხშიაც.
ამირ ახმეტის მამა, ამირ ყადირ, ალფ-არსლანსა და მალიქ-
შაჰ სულტანის სარდალი იყო ოდითგანვე. მან თავის დროზე
სისხლის წვიმები დააყენა დიარბექირსა და ანისში, სამშვილდე-
სა და ახალქალაქის ბრძოლებშიაც იგი თან ახლდა ორივე სულ-
ტანს.
თავისი იშვიათი მამაცობით ამირ ყადირის ვაჟმა, ამირ ახ-
მეტმა, სიჭაბუკეშივე დიდ წარმატებებს მიაღწია, ხორასანსა და
სომხეთში აჯანყებების ჩაქრობისას და ჯვაროსნებთან ომებში.
ამირ ახმეტ დიდხანს ებრძოდა ბარქიაროკის დედინაცვალს,
ტჲურკან ხათუნს, სულტანის ნახევარ ძმას, სინჯარსა, და სულტა-
ნისავე ბიძას, ამირ ტუტუშს.
ამირ ახმეტი ალლაჰის რისხვად მოევლინებოდა აჯანყებულ
სომხებს, ბერძნებსა და სირიელებს. სახრჩობელების მთელ
ტყეს აღმართავდა ხოლმე ანისიდან იერუსალემამდის.
შიხ ალდინ ახმეტმა ჯერ კიდევ ბარქიაროკის დროს მოიპოვა
თითქმის ყველა უმაღლესი ტიტული სელჯუკიანთა სასულტანო-
სი:
„ჰუსამ ალ-დინ“ – ხმალი სარწმუნოებისა, „სეიფ ად-
დაულეჰ“ – მახვილი სახელმწიფოისა, „ამინ ად-დაულეჰ“ – სარ-
წმუნო კაცი სულტანისა.
მისი აღზევება აქ როდი შემდგარა, სულტან ბარქიაროკის
სიკვდილის შემდეგ, სელჯუკიანთა მიერ დაპყრობილ ხალხთა
შორის ამბოხმა იმატა, საქმე რა მისჭირდა, ბარქიაროკის ძემ,
629 მკითხველთა ლიგა
სულტან მოჰამედმა, კვლავ მოიხმო შიხ ალდინ ახმეტ და ამირ
ხარასის თანამდებობა შესთავაზა.
ამირ ხარასი ისპაჰანელ სელჯუკიდების კარზე, ეს იყო უკუქ-
ცეველად აღმასრულებელი განრისხებული სულტანის ბრძანე-
ბისა.
განდგომილების თავის დაჭრა, გაცოფებული სპილოსთვის
გადასათქერად ადამიანის მიგდება, ან ასეთი კაცის ლომების
გალიაში ჩასმა, ეს ყოველივე შედიოდა ამირ ხარასის მოვა-
ლეობათა ციკლში.
ამირ ხარასის განკარგულებაში იმყოფებოდა ოცი მეხმლე,
ამდენივე ჯალათი ვერცხლისა და ოქროს ჩუგლუგებით აღჭურ-
ვილნი. სულტანის წარბების ზეაწკიპვა საკმარისი იყო, დამნაშა-
ვედ შეცნობილთ თავის ქალას ან ხერხემლის მალებს ჩაულე-
წავდნენ მყისვე.
ამირ ახმეტი, სოლომონ ჰურიათა მეფის დარად, მთელი სი-
ცოცხლის მანძილზე ნატრობდა, თავის მრავალრიცხოვან ცოლ-
თაგან ათასი ასული გასჩენოდა, იგი აგრე ვარაუდობდა, ყოვე-
ლი მათგანი ყოველ წელს თითო მეომარს შეჰმატებსო სამშობ-
ლოს.
ნაცვლად ათასი ასულისა, მისმა უკვე შეჟღალებულმა უფ-
როსმა ცოლმა დაჰბადა ცალთვალა და ცალხელა ვაჟი.
ეს ყმაწვილი რა წამოიზარდა, ასსასინებს – იზმაელიტებს
დაუმეგობრდა რატომღაც.
დასასრულ, მთლად გაუგონარი ამბავი მოხდა: ისპაჰანის უმ-
თავრესს ჯამეში ასსასინებმა ლოცვის დროს იატაგანით მოჰ-
კლეს სულტან მოჰამედის უერთგულესი ამირა აბდალლაჰ ბენ
ჰარსუმ.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ამირას მკვლელი, ვინმე კოჭლი
ჰასანი შეიპყრეს ამირ შიხ ალდინ ახმეტის ცალთვალა და ცალ-
ხელა ვაჟის სასახლეში. მკვლელს არც კი მოჰგონებოდა სის-
ხლიანი იატაგანის გაწმენდა.
ამ უცნაური ამბის გამომზეურების შემდეგ სულტან მოჰამედ-
მა უხერხულად ჩასთვალა, შიხ ალდინ ახმეტი დაეტოვებინა
ამირ ხარასის მაღალ თანამდებობაზე, ბოლოს მის განპატიჟე-
ბას მაინც მოერიდა ამ ამირას დიდი დამსახურების მიხედვით.

630 მკითხველთა ლიგა


სულტანი თავათ აპირებდა გჲურჯისტანის დალაშქვრას და
ხარაჯის არ გადამხდელი დავით მეფის „წურთვნას“, მაგრამ გა-
რეული ვირის ხორცის უზომოდ მირთმევამ მუცლის სალმობა
შეჰყარა მას, ამიტომაც ეჯიბთა უპირველესს ახმობინა შინ ალ-
დინ ახმეტ და გჲურჯისტანის დალაშქვრა დააკისრა, თანაც
მიანიჭა მას ლაშქრის ამირას მაღალი სახელწოდება.

***
საქართველოში გამომგზავრების კვირაძალში, ლაშქრის
ამირამ დაათვალიერა თანწასაყვანი სპანი, მისმა მრავალნა-
ცადმა თვალმა მყისვე შენიშნა ქვეით მოისართა და შუბოსანთა
შორის ცხენოსნების სიმცირე.
ლაშქრის ამირას მთელი თავისი ვაჟკაცობისა და ჭარმაგო-
ბის მანძილზე ტრამალებზე უხდებოდა ცხენდაცხენ ბრძოლა ბი-
ზანტიელების, ბერძნების და ჯვაროსნების წინააღმდეგ,
მთიანეთში მას იშვიათად თუ შეხვედროდა ომი.
ამირ ახმეტმა კარგად იცოდა, რომ გაშლილ ველებზე იშ-
ვიათად თუ დაუდგება ქვეითი ჯარი ყიჟინით ხმალამოწვდილად
მომქროლავ ცხენოსანთა შემოტევას, ამიტომაც შეეთათბირა
ეჯიბთა უპირველესს, ამირ მანსურს, ეგებ ცხენოსანთა რაოდე-
ნობის გადიდება ვთხოვოთო სულტანს?
ორივესთვის ცნობილი იყო, რომ ჯვაროსნებთან ომების
დროს დიდძალი ცხენები დაუხოცეს სელჯუკებს. ამიტომაც ინით
შეღებილი ფრჩხილებით თავი მოიფხანა ამირ მანსურმა, ეჯიბთა
უპირველესსმა, და სთქვა:
„მე მგონია, ამის მოხსენება არ ივარგებს არამც და არამც.
სულტანი ისედაც განაწყენებულია შენს მიმართ, აგრე იფიქ-
რებს, ჩემი ნაბრძანის შესრულებას გაურბისო, გარდა ამისა,
გჲურჯისტანი მთაგორიანია, ამიტომაც იქ ნაკლებად გამოსადე-
გია ცხენი, აქლემი და სპილო.
ეგეც არ იყოს, ამ შუაგულ ზაფხულში მთები და ველები გადა-
რუჯული იქნება მზისაგან, ასე რომ, ძლიერ მისჭირდება ცხენე-
ბის გზადაგზა კვება.
ამირ მანსური ძველი თანამებრძოლი იყო ამირ ახმეტისა და
ამიტომაც გვერდით მოისვა იგი და დიდხანს ესაუბრა „იმ შაითან
მეფის, დავუდის, ოინების“ გამო.
631 მკითხველთა ლიგა
ცხენების გამო მიღებულმა პასუხმა ვერ შეაჯერა ლაშქრის
ამირა, მაგრამ მაინც დადუმება არჩია. მერმე ის იყო, თავისი უფ-
როსი ცოლი, ცალთვალა და ცალხელა ვაჟი და ბიჭების ჰარემი
თან ჩამოიყვანა შიხ ალდინ ახმეტმა განძაში.

***
ამირ ახმეტი თუმცა სამოც წელს იყო მიღწეული, მაგრამ
ინით წვერშეღებილს ხანდაზმულობა არ აჩნდა, სიძვისა და ღვი-
ნის მოყვარული დაუცხრომლად განაგრძობდა ქეიფს.
მას ძლიერ შვენოდა თეთრი ჩალმა, შვინდისფერი კაბა, რო-
ცა იგი ვერცხლისფერ არაბულ იაბოს დააჯირითებდა განძის ქუ-
ჩებში, ულამაზესი ჩადროსნები ნიავს წააშველებდნენ ხოლმე
ხელს, რათა ამ სახელოვან ამირასთვის შორიდან მაინც მოეკ-
რათ თვალი.
განძაში ამ დროს ბროწეულები ჰყვაოდნენ უკვე, ამირ ამ-
ხეტს თავისი სიჭაბუკე მოაგონდა, დღე და ღამე ნადიმებით იყო
გართული. ქორწილს ჯეირნებზე ნადირობა და დაუცხრომელი
ჯირითი თან მოჰყვა.
სელჯუკიანთა ლაშქრის კარვები აღარ ეტეოდნენ განძის შე-
მოგარენში. მთელი ქალაქი სამხედრო ბანაკად იქცა, ცხენების
ჭიხვინი და დაფდაფების ცემა მოსვენებას არ აძლევდა მოსახ-
ლეობას.
იმჟამად ეს ქალაქი ისეთივე იყო, როგორც ჰანდულაჰ ბენ
ყაზვინი აგვიწერს მას:
„განძა მიეკუთვნება მეხუთე კლიმატს. მისი სიგრძე ბედნიერ
კუნძულებიდან უდრის 88,0 ხოლო ეკვატორიდან 40,30 ეჯს. ეს
ქალაქი დაარსებულია იუსკანდერ რუჰიმის მიერ, ხოლო კობად
ბენ ფირუზმა განაახლა იგი.
განძა დიდი ქალაქია, უამრავი მცხოვრებია მასში და მრავა-
ლი მაღალი სახლი. ხილი აურაცხელია: ბროწეული, ყურძენი და
ნიგოზი. წყალს მდინარე ბერბერიდან ღებულობს განძა“.
ამირ ახმეტს სანჯზე დაკვრა უყვარდა, წარამარა ზედ ამღე-
რებდა ცნობილ ირანულ ლექსს:

არანის ქალაქთა მეფეა განძა


კეთილმშენი, უბადლო წყლითა და ჰავით.
632 მკითხველთა ლიგა
განძა მირჩევნია მევრსა და ხორასანს,
ტუსა და აქსერას მე ვარჩევ განძას,
მუსკუსის სურნელი იფრქვევა ყოველგან,
ცა შაფრანის ფერის და ცეკვავს მიწა...

განძის ათაბაგის ქორწილი მოთავდა თუ არა, ამირებმა და


უხუცესებმა გამართეს ბჭობა. სამ დღეს თათბირობდა სამი ამი-
რა: ლაშქრის ამირა – ახმეტ, ათაბაგი განძისა – ამირ გოზგოლი
და მესაზღვრე ჯარის, აკინჯის სარდალი – ამირ ჰუსეინ.
ლაშქრის ამირა დაკვირვებით ზომავდა და უჭვრეტდა არა-
ბულ რუკებს. ბოლოს საქართველოს დაპყრობის ასეთი გეგმა
წარმოადგინა მან:
თავდაპირველად აკინჯის ჯარის სარდალს, ამირ ჰუსეინს,
გერკესა და ნერკეს56 წესით ნადირობა უნდა მოემზადებინა და
იორის ხეობაში შეჭრილიყო. ციხეებს, შეძლებისამებრ, განრი-
დებოდა, ეკლესიები, სოფლები და საბძლები გადაებუგა.
თავისთავად ცხადი იყო, დავით მეფის სპასალარები შეებ-
რძოლებოდნენ გზადაგზა მას, ამასობაში ლაშქრის ამირა და
განძის ათაბაგი ჩაებმებოდნენ ბრძოლაში.
ლაშქრის ამირა სელჯუკიანთა ჯარითურთ რუსთავთან
მტკვარს გადალახავდა და თრიალეთს გავიდოდა, იქაური ციხე-
თა გატეხის შემდეგ თეძმის ხევით უწევდა შიდა ქართლის ზე-
განს.
განძის ათაბაგი მამკოდაზე გზაგავლით ხერკისა და ზედაზე-
ნის ციხეებს სამხრეთით დასტოვებდა და წეროვანის მინდვრებ-
ზე გავიდოდა.
ამასობაში ამირ ჰუსეინ ლოჭინის ხევიდან ტფილისს უწევდა.
ბანუ-ჯაფარსა და მის სპას აიყოლიებდა და მცხეთის გზით გამო-
ვიდოდა შიდა ქართლის ველებზე.
ბოლოს, ოთხივე ამირა შეერთებული ძალებით შეებმოდნენ
დავით მეფეს უფლისციხის ქვემოდ, სადმე გაშლილ ზეგანზე.

56 გერკე და ნერკე – თურქ. კოლექტიური ნადირობა, რომელსაც ეწეოდა


მთელი ტომი, ირანულ-ქართული ჯელგა, ანუ ჯერგა. მარეკები ტყეს შეესევი-
ან, ნადირს დააფრთხობენ, ხოლო სახუნდარში მსხდომნი – მეხუნდარნი ხო-
ცავენ მას.
633 მკითხველთა ლიგა
ლაშქრის ამირა, თავის მსტოვარების ცნობათა მიხედვით, აგრე
ვარაუდობდა: დავით მეფეს ცხენოსანი სპაი არა ჰყავს და გაშ-
ლილ ველებზე უფრო ხელსაყრელიაო მასთან შებმა.
განძის ათაბაგი დავით მეფის სპასალარებთან უკვე ნაბრძო-
ლი იყო, მან კარგად იცოდა ის სტრატეგიული სიძნელენი, რო-
მელნიც თან ახლდა ჯერ ტყემრავალ კახეთ-ჰერეთის დალაშ-
ქვრას და მერმე შიდა ქართლში სპიანად შეჭრას.
ეს პაექრობა ალბათ დიდხანს გასტანდა, წითლოსან დუკის-
ძეს, იაი ცახელაისძეს, მამისთვალა მახარობლისძეს და ზაზაი
ჯუბიელს რომ არ ჩამოესწროთ.
წითლოსან დუკისძე ზედმიწევნით კარგად იცნობდა ამ გზებს,
ამიტომაც მან ხელაღებით დაუწუნა თავისი გეგმები ლაშქრის
ამირას. რუსთავიდან თეძმის ხევამდის იმდენი ბასტიონი, ციხე-
თა ფარი და კლდეებში გამოკვეთილი სახაზინო სამალები აქვს
დავით მეფეს, ერთ წელსაც ვერ გავივლითო ბრძოლით.
მამკოდას ხეობით შიდა ქართლს გადასვლას ხერკისა და ზე-
დაზენის ციხიონები არ დაგვანებებენო. გარდა ამისა, ამ გზაზე
ისეთი უსიერი ტევრებია, ტყეებს ციხეებად იყენებსო დავით მე-
ფე.
წითლოსან დუკისძის თურქული ძლიერ დაშორებული იყო
დალაგებული მეტყველებისაგან. იგი ფრიად ბნელი და განსწავ-
ლას მოკლებული კაცი იყო, ამიტომაც უგერგილოდ ზოზღნიდა
საუწყებელს.
მიუხედავად ამისა, ლაშქრის ამირა მიახლოებით ჩასწვდა
მის მიერ თქმულს. თურქული კარგად იცოდა ზაზაი ჯუბიელმა და
მან წვრილად აღნუსხა ამ სამივე გზაზე ლაშქრის გადაყვანასთან
დაკავშირებული სიძნელენი.
ჯუბიელმა სთქვა:
„ტფილისს დასავლეთით მთები ახლავს. ამირ ჰუსეინმა და
ტფილისის ამირამ, ბანუ-ჯაფარმა კიდევაც რომ შესძლონ ამ მი-
მართულებით ტფილისიდან გადასვლა, მცხეთაში გამოსულნი
ნამდვილ ხაფანგში აღმოჩნდებიან, რადგან ამ ქალაქს თითქმის
ყოველი მხრიდან მთები და ციხეები არტყია გარს“.
ლაშქრის ამირა გულმოდგინედ უსმენდა ნათხრობს. მან
კარგად იცოდა, ეს გჲურჯები შინათგამცემელნი რომ იყვნენ,
ამიტომაც აგრე ვარაუდობდა, ვინც ერთხელ მაინც გაჰყიდის თა-
634 მკითხველთა ლიგა
ვის სამშობლოს შესაძლოა მან ყოველ წამს უღალატოსო ყვე-
ლას. გულში ფიქრობდა, ვინ იცის ეგებ დავით მეფის მსტოვარე-
ბი იყვნენო ესენი.
მიუხედავად ამისა, ამირ ახმეტი გააოცა ზაზაი ჯუბიელის თა-
ვანკარა თურქულმა და მისმა დინჯმა საუბარმა. ამირ ახმეტის
გულში ასეთი აზრი ღიმღამობდა, შესაძლოა, ეს მაინც პატიოსა-
ნი კაცი იყოსო.
საერთოდ, ამირ ახმეტი აგრე ფიქრობდა, უცხო ნათესავის
კაცმა თუ კარგად იცის თურქული, შეუძლებელია თურქების მტე-
რი იყოსო იგი. ვისაც ამა თუ იმ ხალხისადმი სიყვარული გულში
არ უძევს, იგი ვერც ისწავლისო იმ ხალხის ენას ეგზომ ზედმიწევ-
ნით.
ამგვარი აზრები ნიზამ ალ-მულკისაგან ჰქონდა შეთვისებუ-
ლი ამირ ახმეტს. ცნობილია, იმჟამინდელი თურქული განათლე-
ბა ნიზამ ალ-მულკის მოძღვრებაში პოულობდეს სათავეს.
მის მიერ იყო დაარსებული სელჯუკიანთა იმპერიის აურაც-
ხელი მედრესეები, სადაც არაბულზე უფრო გულმოდგინედ
თურქულს ასწავლიდნენ.
რომელიმე ქვეყანაში მოსპობდნენ თუ არა ეროვნულ სა-
ხელმწიფოს, თურქულის სწავლებას შეუდგებოდნენ მყისვე.
ნიზამ ალ-მულკი აგრე ამტკიცებდა: თუ შევძელით ისლამუ-
რი რელიგიისა და თურქული ენის ყველგან გაბატონება, მთელს
მსოფლიოს დავიპყრობთო უცილოდ.
თურქული ენა ალლაჰის ენაა, ვინც თურქულს ისწავლის, იგი
საკუთარს თავისთავად დაივიწყებსო.
ამ მოსაზრებებით მოეწონა ლაშქრის ამირას ჯუბიელის თურ-
ქული, ამიტომაც საგანგებო გულისყურით უსმენდა მას.
ბოლოს, ამირ ჰუსეინმა, აკინჯის ჯარის სარდალმა, დაარ-
ღვია დუმილი, მზერა გაუმართა ამირ ახმეტს და სთქვა:
„რაც ამ გჲურჯებმა აქ მოგვახსენეს, ყოველივე უცილოდ
სწორია. შენ დიდი სარდალი ბრძანდები ალლაჰის წყალობითა
და საკუთარი ხმლის მეოხებითა, ამირავ ბატონო, მაგრამ უნდა
მოგახსენო: გჲურჯისტანი სირიისა და ანტიოქიის დარად ტრამა-
ლების ქვეყანა როდია, აქ ყოველი ხეობა თუ ტყე ერთგვარი ცი-
ხეა, ამიტომაც თუნდაც ლაშქრიანად ზედ გასეირნებით მას ვერ
დავიმორჩილებთ“.
635 მკითხველთა ლიგა
ახლა ზეზე წამოდგა ამირ ჰუსეინი, კახეთ-ჰერეთის არაბულ
რუკას თითი მოუფათურა და სთქვა:
„კახეთ-ჰერეთში იმდენი ციხეებია, ტყეები და ქარაფებში გა-
მოკვეთილი სახაზინონი, ჩვენ დაგვრჩენია ერთადერთი მდინა-
რე, რომლის ხეობიდან შიდა ქართლში გადასვლას შევძლებთ,
ეგ არის იორი.
ჩვენდა ბედად მის ნაპირებზე არც იმდენი ციხეა. მართალია,
მთელი ხეობა ტყიანია და ჭაობიანი, მაგრამ ერთიცა და მეორეც
ჩვენდა სასარგებლოდ გამოვიყენოთ... ამიტომაც ჩვენ აგრე
დავთქვათ წინასწარ: მე და ჩემი თურქომანები ჯერ გერკეს და
ნერკეს წესზე ნადირობით შევყვებით ივრის ხეობას, მაგრამ,
როგორც კი მონაპირე სოფლებს საძარცველად მიადგებიან ჩე-
მი თურქომანები, ცხადია, დავით მეფე არ დააყოვნებს და შე-
მოგვებმის.
მთელს ამ მანძილზე დამპალამდის ციხე არაა, ასე რომ, ჩვენ
უნდა შევეცადოთ, დამპალამდის შევხვდეთ ველზე სადმე დავით
მეფესა და მის ლაშქარს.
რაც მთავარზე უმთავრესია, ჩემი მსტოვარების ცნობათა მი-
ხედვით, დავით მეფის ცხენოსანი ჯარი მცირერიცხოვანია, ამი-
ტომაც სამივეს ჩვენს ლაშქარს უნდა ვუბრძანოთ, ყოველი კაცი
ეცადოს ცხენები გამოუკლან მტერს... დავით მეფის ჯარში, რო-
გორც ვიცით, მარტო აზნაურნი სხედან ცხენებზე“.
წითლოსან დუკისძე არ დაეთანხმა ამირ ჰუსეინს. დავითის
მამის, გიორგი მეფის, დროს იყოვო აგრე, მხოლოდ აზნაურები
ისხდნენ ცხენებზე, უკანასკნელ წლებში დავითმა და მისმა ვა-
ზირთა უპირველესმა, გიორგი ჭყონდიდელმა, იმდენი ცხენები
შეისყიდეს კავკასიონის მთიანეთში, ნაჭარმაგევის თავლებში
ვეღარ დასტიეს და საერისთავოებში დაგზავნესო ცხენთა რემე-
ბი.
ლაშქრის ამირამ დუმილით მოისმინა წითლოსან დუკისძის
ჩვენება და კიდევ ერთხელ ინანა:
პირადად რად არ ვთხოვეო სულტანს შესაძლებლად ბევრი
ცხენების მოცემა.

636 მკითხველთა ლიგა


***
სამხედრო თათბირი რა მოთავდა, სამივე ამირა თავ-
თავიანთ ამალებითურთ გაემართნენ განძას უმთავრესს ჯამეს-
კენ, რომელიც ჯერ კიდევ ალფ-არსლანმა ააგებინა. ყურანის
მკითხველნი, მუყრნი, გალობითა და ღიღინით წინ მიუძღოდნენ
მათ.
მუფტი ავიდა კათედრაზე და წარსთქვა ყურანის ლექსები:
„მორწმუნენო, უწყოდეთ უსჯულონი პირუტყვზე უარესნი
რომ არიან.
პირუტყვზე უარესნი არიან იგინი, ვისაც ალლაჰ არა სწამთ,
ამიტომაც, ტყვედ რა ჩაგივარდებათ, ისე დასაჯეთ, მემხრენი
დაუფეთოთ მათ.
მაშ, აღიჭურვენით, როგორც კი მოიკრიფოთ ძალა, ხმლითა,
შუბითა და ისრით, უმარდეს ცხენებზე აღმხედრდით, რათა შიშის
ზარი დასცეთ მათ, ვისაც ალლაჰ არა სწამთ, არა მარტო მათ,
არამედ იმათაც, ვისაც თქვენ არც კი იცნობთ, არამედ მათაც, ვი-
საც ალლაჰ უთქვენოდაც იცნობს. ყოველთა საგანთა და არსთა
შემცნობი ალლაჰ.
იგიც უწყოდეთ, მორწმუნენო, ყოველივეს, რასაც კი დასთე-
სავთ ალლაჰის გზებზე, ისევ უკან დაგიბრუნებთ ალლაჰ.
ჰოი, წინასწარმეტყველო, განამხნევე ერი შენი და აღაგზნე
ომებისათვის და უკეთუ მარტოოდენ ათთორმეტნი პირმტკიცენი
აღმოჩნდნენ შენს მემხრეთა შორის. იგინი შესძლებენ ათთორ-
მეტ ათასთან შებრძოლებას, რადგან ურწმუნოთ გონება წარ-
თმეული აქვთ ღვთით, ეგეც უწყოდეთ, მორწმუნენო, ალლაჰ
პირმტკიცეთა უფალია და ყოველთა საგანთა და არსთა მცნობია
ალლაჰ“.

***
ამის შემდეგ სამი დღეც არ გასულა, აკინჯის ლაშქრის თურ-
ქომანთა ბრბოებმა სამ ადგილას გადმოლახეს განძის საათაბა-
გოს და კახეთ-ჰერეთის საზღვარი.
ამირ ჰუსეინის მარბიელი ჯარი თავს დაესხა ქართველ მე-
საზღვრეებს, უბელო ცხენებზე აღმხედრებული თეთრფაფახიანი
ბრბოები ჩრდილოეთისაკენ აღმა აყვნენ იორის ხეობას. წით-

637 მკითხველთა ლიგა


ლოსან დუკისძე და სხვა თრიალეთელი აზნაურები წინ მიუძ-
ღოდნენ, გზებს უჩვენებდნენ მტერს.
თურქომანებმა ისე მოიკატუნეს თვი, თითქოს გერკესა და
ნერკეს წესით მონადირენი ყოფილიყვნენ. ისინი შეესიენ იორს
გაღმა-გამოღმა ატეხილ ტყეებსა და ჭაობებს, უმოწყალოდ ხო-
ცავდნენ ჯეირნებს, ხოხბის ლაპებსა და მშვლის ნუკრებს.
ივრისპირელ მწყემსებს, მეკამეჩეებს თურქომანები თავდა-
პირველად მართლაც მონადირენი ეგონათ.
მოჭირნახულე ხალხი პურეულის მოსავლის აღებით იყო
გართული. როცა თავდამსხმელებს ნანადირევი შემოელიათ, კა-
ლოებს მიაშურეს, კევრში გაბმულ საქონელს იტაცებდნენ, გუთ-
ნისდედების თვალწინ კლავდნენ ხარებს.
გაბოროტებულმა გლეხებმა ფიწლებს წამოავლეს ხელი,
თურქომანები ხმლითა და ტაჯგანალებით დაერიენ დიდსა და
მცირეს, ძნებსა და ჭელეულებს ცეცხლი შეუგზნეს.
მახლობელ სოფლებში მნათეებმა ზარები დაარისხეს, ციხე-
თა ზეთავებზე სანიშნო კოცონები აანთეს, ხანძარი და ყიჟინი
მოედო სოფლებს.
უიარაღო ხალხს წამოეშველნენ კახეთ-ჰერეთის ერისთავე-
ბი, არიშიანი და ბარამისძე, ცხენოსანი სპითა. წიფლებითა და
ორთითებით აღჭურვილი მოსახლეობა მოირთვეს, ცხენები
დაუხოცეს ამირ ჰუსეინის ბრბოების მეწინავეებს და ივრის ჭა-
ლებისაკენ მისრისეს ისინი.
წითლოსან დუკისძემ და თრიალეთელმა აზნაურებმა აიყო-
ლიეს დავით მეფის მიერ განპატიჟებული ეპისკოპოსები და ცი-
ხოვანი აზნაურები, ისინი ხალხს ამბოხებდნენ, ეუბნებოდნენ,
ხომ ხედავთ დავით მეფემ განუკითხავად დაგაგდოთ, თურქები
ჩვენდა საშველად არიან მოსულნი, ჩვენც მხარი მივსცეთ მათ
და კახეთ-ჰერეთიდან გავაძევოთო დავით მეფის მემხრე ერის-
თავები და ეპისკოპოსები.
ერისთავების მიერ შევიწროებულ ამირ ჰუსეინს პირველ
დღეებშივე ძლიერ გაუჭირდა თავის მონასპათა და მათი ცხენე-
ბის კვება.
დავით მეფის ბრძანებისამებრ, იორის სანახებიდან პანკისი-
სა და ილტოს ხეობებში გადალალეს მთელი საქონელი, მოსახ-

638 მკითხველთა ლიგა


ლეობა ციხეებში გახიზნეს, სოფლებში მარტო ძაღლები დარ-
ჩნენ.
ამირ ჰუსეინს ვარაუდი შეეშალა, წითლოსან დუკისძე და
თრიალეთელები მას არწმუნებდნენ, კახეთ-ჰერეთის ხალხი ისე
მოგელით, როგორც დავით მეფის ტაჯგანალებისაგან განმათა-
ვისუფლებლებს, კახელები ხელისგულზე გატარებენო.
გარდა ამისა, ამირ ჰუსეინ პირობისამებრ მოელოდა ლაშ-
ქრის ამირა და განძის ათაბაგი კვალდაკვალ მომყვებიანო, რო-
ცა ეს ორივე პირობა გამტყუნდა, იგი ძლიერ გაბოროტდა, წარა-
მარა აგზავნიდა მალემსრბოლებს, უთვლიდა ორივე ამირას,
დაუყოვნებლივ მომეშველეთო.
წითლოსან დუკისძეს და მის მემხრეებს პირში ლანძღავდა:
აკი, გვარწმუნებდით, როგორც კი კახეთ-ჰერეთში შემოვალთ
სპიანად, ხალხი ხელისგულზე დაგისვამთო?
ახლა სადღა არისო ის ხალხი!

***
დავით მეფე ტაძრეულისა და მცირე სპის ამარა მამკოდის
გზით კახეთში გადმოვიდა ღამით და ბოჭორმის სასახლეში და-
ბინავდა უჩინრად. აქ უცდიდა იგი გიორგი ჭყონდიდელსა და
სპასალარებს სპიანად.
ქარიმან სეტიელი ყოველდღე მოახსენებდა მას იმ ბრძოლე-
ბის გამო, რომელთაც ეწეოდნენ ერისთავები, არიშიანი და ბა-
რამისძე, აკინჯის ჯარების წინააღმდეგ.
ქარიმანს მოყურადენი ჰყავდა მიჩენილი წითლოსან დუკის-
ძისა და კახეთ-ჰერეთის განდგომილ აზნაურთათვის.
მეორე დღეს მოაღწია ნიანია ბაკურიანმა სპიანად, მახარაი
ღელავდა, დავითი მაინც რომ არ აპირებდა შეტევას. მეფე ამ-
ჩნევდა კიდევაც ამას, ერთხელ ყრუდ სთქვა, ერისთავები, არი-
შიანი და ბარამისძე, მოუვლიანო თურქომანებსა და თრიალე-
თელ მოღალატეებს.

***
მახარაის თავისი სიყრმე მოაგონა ბოჭორმის სასახლემ. იგი
გულისტკივილით შესცქეროდა ბაგრატისეულ უზარმაზარ ბუ-
ხარს, რომელსაც ხშირად უჯდა ხოლმე გვიანი ღამით დაუცხრო-
639 მკითხველთა ლიგა
მელი ომებისა და ჟამთა სიავისაგან გულგასენილი მამაი, მის
საკარცხულებს, მის საწოლს, მის მშვილდებსა და ხმლებს კედ-
ლებზე გაწკაპულთ. ბაგრატისეული ფსალმუნი იქვე იდო, სასთუ-
მალთან, სადაც მას უკანასკნელად გადაუფურცლავს. საწოლის
ღვთისმშობლის წინ უქრობელი სანთელი ბჟუტავდა. ცალიერ
საწოლზე თალათინები და ნატები ელაგნენ.
ტალანების კედლებიდან ბაგრატის მიერ მოკლული რქა-
ბორჯღალა ირმის თავების ჩამქრალი თვალები უხიაგ დარდს
აღძრავდა მათ მჭვრეტელში.
გახუნებულ სკარამანგებით მორთული ბებერი კარისკაცები
კიბეებზე ძლივს დაჩოჩავდნენ.
ისინი არ მოელოდნენ მეფის და ტაძრეულის ჩამოსვლას,
ამიტომაც გამალებული დაფამფალებდნენ, ფერთხავდნენ,
ფხეკდნენ, რეცხავდნენ საწოლებს, საკარცხულებს, ტაბაკებს,
ნიშებს, კედლებსა და იატაკებს.
მწერებისაგან დასკორილ ხატებსა და სასანთლეებს აპ-
რიალებდნენ, უქრობელ სანთლებს ანთებდნენ კანკელებისა და
ხატების წინ.
რაღაც იდუმალი დარდი გულზე შემოეგზნო მახარაის, როცა
იგი ბაგრატისეულ ზარდახანაში შევიდა.
ბრაზი წაეკიდა, რა დაინახა, თუ როგორ მოუვლელი ეყარა
ირგვლივ ბაგრატისეული საჭურველი. შერისხა ბოჭორმის სა-
სახლის გამგეთუხუცესი, ქაჩალი მარკოზა:
„დავით მეფე აპირებს ზარდახანაში ჩამოსვლას, ახლავე და-
აკრიალეთ ყველაფერი, თორემ იგივე მოგივა, მარკოზავ, რაც
კოზმან ბერს ვუყავი ერთხელ“.
მარკოზა ხუმარა იყო და ამიტომაც ღიმილით შეჰბედა მახა-
რაის:
„მაინც რაი უქენ ეგეთი იმ გაოხრებულ კოზმანს, უფლისწუ-
ლო ბატონო?“
„რადა, ის ორი ღერი ბეწვი რომ ამოგსვლია ბატის ნისკარ-
ტივით გაყვითლებულ ცხვირის ჭვინტზე, იმათ აგაცლი“.
„ეგ არც დიდი სასჯელი იქნება. უფლისწულო ბატონო, იმ
ბეწვებს მე თავათ ვიპუტავ ყოველ კვირას, მაინც ამოდის მაგ
ტიალი“.
მახარაიმ თითი დაუქნია ქაჩალს.
640 მკითხველთა ლიგა
„აბა, ტანაჯორივით დატრიალდი, მარკოზავ, ყოველივე და-
აკრიალეთ და მომახსენე ახლავე“.
როცა მახარაი სასტუმრო დარბაზის აივანზე გავიდა, ასეთი
რამ ნახა:
დავით მეფეს შუბლზე მიეჩრდილებინა მარჯვენა და ცას გას-
ცქეროდა, ბოლოს მის უკან მდგარ ნიანიას მიუბრუნდა:
„ხომ ხედავ, ნიანია, რა მოდის ჩვენსკენ?“
ნიანიამაც ხელი მიიჩრდილა შუბლზე და სთქვა:
„მე ვერაფერს ვხედავ, მეფევ ბატონო“.
„ეჰე, მწვერვალზე რომ გოდოლი სდგას, იმის ზევით აიხედე,
თეთრი ქორი ქარს ელაღობება.
ნახე, რა სილამაზეა! ღმერთო, რა ბედნიერნი არიან ფრინ-
ველნი ცისანი! ჩვენ ამ გაუხარებელ მიწაზე ძლივს დავბობღავთ,
ხოლო ისინი ცას ეთამაშებიან ლაღად!“
მართლაც უცნაური სანახაობა იყო, პორცელანივით ვასვასა
თეთრი ქორი ირაოს აკეთებდა უსახელო ციხის ზეთავზე მაღლა,
სულ მაღლა.
ხან ღრუბლებში გაუჩინარდებოდა, ხან ისევ ძირს ჩა-
მოიწეოდა, ფრთების დინჯი რხევით ელაციცებოდა ქარს.
როცა მახარაის მოახლოება შეიცნო, ახლა მას უთხრა და-
ვითმა:
„აბა, თუ გახსოვს, მახო, რამდენი თეთრი ქორი მყავდა მე?“
„ორმოცი, ჩვენო პატრონო“.
დავითმა ნაღვლიანად სთქვა:
„ხომ ხედავთ, რა უცნაური დამთხვევაა, ზუსტად იმდენი, რამ-
დენი წელიც ამქვეყნად დავყავი. მას შემდეგ რაც ჩემი ქორები,
შავარდნები და მიმინოები ცაში ააფრინა ჟღარუნამ, მე დავ-
რწმუნდი, ჩემი ახალგაზრდობის სიამის დღენი მათ აჰყვა ეთერ-
ში“.
მახარაიმ ღიმილით მიუგო:
„მე გახარებული ვარ, კარგი გუნება რომ შემოგრჩენია, ჩვე-
ნო პატრონო“.
„ეჰ, ჩემო მახო, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანას იმდენი მტერი
გარს ეხვევა დღენიადაგ, თუ მეც ავღელდი, მათ ვინღა მოიგერი-
ებს.

641 მკითხველთა ლიგა


მე მუდამ მინიშნებული მაქვს ჩემი მზრდელის, ჭყონდიდე-
ლის, შეგონება: განა უგრილესი წყარონი ქარაფებიდან წვეთ-
წვეთად ჩამოდენილნი არ ხვრეტენო უმტკიცესს კლდეთა? აგრე
მეტყოდა ხშირად მამაი გიორგი“.
კარგა ხანს საუბრობდნენ სამნი, ბოლოს ქაჩალი მარკოზა
შემობორიალდა, მახარაის მოახსენა:
„ზარდახანაში ყოველივე რიგზეა, უფლისწულო ბატონო“.
ნიანია ბაკურიანი ბოჭორმის სასახლეში არ იყო ნამყოფი,
ამიტომაც იგი გულდასმით ათვალიერებდა კედლებზე გაწკაპულ
ბაგრატისეულ მუზარადებს, ჯაჭვის პერანგებს, ქეიბურებს,
ხმლებს, ჩუგლუგებსა და შუბებს.
მახარაიმ მთლად დაცხრილულ რკინის პერანგთან მიიყვანა
ნიანია და უთხრა:
„ეს ჯაჭვი ეცვა სულკურთხეულ მამაჩემს, როცა ახალქალაქ-
ში ებრძოდა იმ წყეულ სულტანს, ალფ-არსლანს“.
ახლა მეორესთან შესდგა საჭურისი:
„ეს რკინის პერანგი ეცვა მას, როცა მამაჩემმა და ჩემმა ძმამ,
გიორგიმ, მოაოხრეს განძა და ურიცხვი ტყვე და ნატყვევარი გა-
მოგზავნეს შინ“.
დავითმა მხარზე ხელი დაადო ბაკურიანს და უთხრა:
„იცი, ნიანია, ჩვენ ჟამიდან ჟამზე ჩვენი მიცვალებული წინაპ-
რების ტყვენი ვართ, ისინი ხშირად ცოცხლებს გადააჭარბებენ
ხოლმე.
მე აგრე მგონია, პაპაჩემმა ბაგრატმა, რომელიც მე თვალი-
თაც არ მინახავს, ჩემზე გაცილებით მეტი ზეგავლენა მოახდინა,
ვიდრე მამაჩემმა.
მამაი მუდამ ცდილობდა ნადირობის, მოლხენის ჟინი აღეძ-
რა ჩემში, როგორც ჰხედავ, მიცვალებულმა პაპაჩემმა გადას-
ძლია ცოცხალს.
ჩემს სიჭაბუკეში ხშირად ჩამოვსულვარ ამ ზარდახანაში.
დღენიადაგ ვათვალიერებდი პაპაჩემის იარაღსა და საჭურ-
ველს, მის ჯაჭვის პერანგებსა და ცხენთსაკაზმს... მე აგრე მგო-
ნია, ნიანია, უჰასაკო საგანთა მეშვეობითაც გადმოდის ჩვენს
არსებაში სული“.

642 მკითხველთა ლიგა


სათითაოდ აჩვენებდა მახარაი ნიანიას უკვე დაჟანგულ ნახ-
მლევებისა და ნაისრალებისაგან დაჩითულ ჯაჭვის პერანგებს,
დაუცხრომლად ეჩიჩინებოდა:
„ეს პერანგი ეცვა პაპაჩემს, გიორგი პირველს, როცა მან ბა-
სიანში პირველად დაამარცხა ბასილი ბულგართმმუსვრელი,
ბედიელი ოსტატების ნაკეთებია.
ეს ჯაჭვი ბაგრატ კურაპალატისეულია, უფლისციხელი ხე-
ლოსნების ნაოსტატარი.
ეს არ ვიცი, ვისია, აგრე გამიგონია, ვახტანგ გორგასალს ეც-
ვაო, როცა მან კავკასიონი დალაშქრა. მე აგრე მსმენია, ჩემზე
უკეთ უფალს ეცოდინება.
იცი, ეგ ჯაჭვი ვისია? ამირ ფადლონს გახადეს იგი, როცა
დატყვევებული ბაგრატ მეფეს მოჰგვარა იგი კახელმა გლეხმა
ბოჭორმის სასახლეში“.
ახლა ვადაჯვარიან ქართულ ხმლებს მიადგა მახარაი.
ეს ხმლები დმანისელების გამოკვერილია, ისინი – ბედიელი
ოსტატებისა, იქითა კუთხეში დაკიდულნი ტაოსკარელისა და არ-
ტანუჯელ ოსტატებს უკეთებიათო.
მახარაი სათითაოდ იღებდა ხელში ზოგთა, ქართულ წარწე-
რას უჩვენებდა, ზოგზე ოსტატის დამღა იყო მგლისთავიანი,
მშვილდისრიანი, ჯვრიანი.
„ეგეც ირანული ხმლებია, საუკეთესო ფოლადისაგან ნაკე-
თებნი, სპარსნი „პულადს“ ეტყვიან.
ეს ფერგანაა, ეს ბასორა.
ესეც დამასკისა, ან როგორც სპარსნი იტყვიან „დიმისკისა“.
ეს მუზარადები ქართულია, უფლისციხეში ნაკეთები, ისინი
ირანული, რქამაღალნი...“
დავითმა სთქვა:
„როცა ტფილისს ავიღებ, დიდ სახელოსნოებს მოვაწყობ ფო-
ლადის საწრთობთ და ხმლისა და ჯაჭვის საოსტატოებს. ვისაც
თავისუფლება სურს, მას საკუთარი საჭურველი და ზარდახანაც
უნდა გააჩნდეს“.
„ეს როდის იქნება, მეფევ ბატონო?“ – შეეკითხა მახარაი.
„როცა უფალი ინებებს, მახო“.
„ინებოს უფალმა“, სთქვა მახარაიმ.
„ცხადია, მარტო ლოცვა არა კმარა.
643 მკითხველთა ლიგა
უფლის ნებას ხმლით უნდა წავეშველოთ, მახო“.
დასხდნენ, ისაუზმეს და კვლავ ისაუბრეს. დასასრულ, მახა-
რაის დასამშვიდებლად სთქვა მეფემ:
„შენ ამაოდ ღელავ, მახო, მე ჩემებური გეგმა მაქვს დასახუ-
ლი ამ შემთხვევაში. საჭიროდ რომ ვცნობდე, ამ წუთში წარ-
ვგზავნიდი ნიანია ბაკურიანს სპიანად და ამირ ჰუსეინსა და აკინ-
ჯის ბრბოებს კახეთ-ჰერეთის საზღვარს გარედ გავსვამდი, მაგ-
რამ ჩემი ცნობების მიხედვით სელჯუკიანთა ლაშქრის ამირა და
ათაბაგი განძისა ჯერაც გზაში არიან, ამირ ჰუსეინი ივრის ხეობი-
დან რომ გავაძეო, სამივე ამირა შეერთდება და ჩვენ გაგვიძ-
ნელდება გაშლილ ზეგანზე მათთან შებმა, ამიტომაც, გვიჯობს,
ცალ-ცალკე მოვქანცოთ მტრები.
აქ ერთი რამეა მთავარზე უმთავრესი, უდიდესი მნიშვნელო-
ბა აქვს ბრძოლის ველის შერჩევას. მე შინა ვარ და თურქ ამი-
რებს ამას არ დავანებებ, მე თავათ შევარჩევ ბრძოლის ველს“.

***
ლაშქრის ამირა და განძის ათაბაგი ორი დღის შეგვიანებით
გავიდნენ განძიდან. როცა ამირ ჰუსეინ და თრიალეთელი აზ-
ნაურები გზას გაუდგნენ, შიხ ალდინ ახმეტს აზრი შეეცვალა...
ანტიოქიაში მიღებული გამოცდილების მიხედვით იგი აგრე
მსჯელობდა: შეუძლებელია საომრად მიმავალმა ლაშქარმა რო-
მელიმე დიდი ციხე უკან ჩამოიტოვოს და ისე განაგრძოს წინ-
სვლა.
ორიოდე ფარასანგი უკლდათ საქართველოს საზღვრამდის,
როცა ამირ ჰუსეინის მიერ წარმოგზავნილი მალემსრბოლი წინ
შემოეგებათ.
ორი ერისთავი და ამბოხებული ხალხი კვალდაკვალ მომ-
სდევენ, რამდენჯერმე შევეცადე, ივრის ჭაობებიდან ამოვსული-
ყავ და ზეგანზე შევბმოდი მათ, მაგრამ საგორავებს მიშენენ,
ჭაობებსა და ტყეებში ჩასაფრებულებმა უამრავი ცხენი დაგვიხო-
ცეს.
საზრდო შემოგვაკლდა, ათასზე მეტი მონასპა უკვე გამექცა,
რაც შეიძლება, მალე მომეშველეთო შეჭირვებაში მყოფს.

644 მკითხველთა ლიგა


იმასაც იუწყებოდა ამირ ჰუსეინი: როგორც ჩვენმა მსტოვარ-
მა ზაზაი ჯუბიელმა მამცნო, დავით მეფე და სამი მისი სპასალა-
რი ხორნაბუჯის ციხისკენ უნდა იყვნენო წამოსულნი სპიანად.
ამ ცნობამ მთლად აურია გონება ლაშქრის ამირას. ნიშნის
მოგებით ეუბნება იგი თავის ცოლის ძმას:
„ხომ გეუბნებოდი, ხორნაბუჯისებრ დიდი ციხის აუღებლად
განზე დატოვება არ შეიძლება-მეთქი? ეგეც არ იყოს, მე ისედაც
მცირერიცხოვანი ცხენოსანი მახლავს, რა გამოვა, ამირ ჰუსეინს
უკან მივყვეთ, იმ ჭაობებსა და ტყეებში დავახოცვინოთ ცხენები.
ცხენები თუ გამოგვიკლეს, ჩემი სამი ათასი მძიმედ შეჭურვი-
ლი მონასპანი ჩირად არ ეღირებიან, ქვეითად რომ გავუყენოთ
ამ უკაცრიელ ჭაობებსა და ტყეებს.
ჩვენ, სელჯუკები, ტრამალების მეომრები ვართ, ოდითგანვე
აგრე გვქონია წესად: ჯერ ტყეს მოვსრავდით, მერმე – მტერს,
რადგან ტყეში გატვრინული მტერი იგივეა, რაც ციხეში ჩასაფრე-
ბული. ამიტომაც ხორასანსა და სირიაში ჩვენ, უწინარეს ყოვლი-
სა, ტყეებს გადავწვავდით, მერმე ვიწყებდით შეტევას“.
ორივე ამირა მოღუშული იჯდა უნაგირებზე. ნაბიჯით მიყავ-
დათ ცხენები უსიერ ტევრში გავლებულ საურმე გზაზე. ტურების
ღნავილი მოისმოდა შორიდან.
ამირ ახმეტმა ბოგირთან შეაყენა ცხენი და ეუბნება თავის სი-
ძეს:
„ჯერ კიდევ ისპაჰანში მაფრთხილებდა ეჯიბთა უპირველესი,
ამირ მანსური: ის დავუდ მეფე ნამდვილი ეშმაკის კერძია, იცო-
დე ფრთხილად იყავი, სადმე ორწოხებში არ შეგიტყუოსო, მაგ-
რამ არც მე ვარ მასზე ნაკლები შაითანი.
ამიტომაც გეუბნები, რაღა უსაზმნოდ ვტოპოთ იორის
ჭაობებში. მე ნაბრძანები მაქვს სულტანისაგან, დაზამთრებამ-
დის დავლაშქროთ გჲურჯები, მეფესა და მის სპასალარებს სად-
მე გაშლილ ზეგანზე უნდა შევხვდეთ, მაგრამ ეგეცაა, ხომ შესაძ-
ლოა, მან არ მოისურვოს ასე ადრე ჩვენთან შებმა? არა?
ამიტომაც, გვიჯობს, ხორნაბუჯი გარემოვიცვათ, მეფე არ
ისურვებს ციხის დაკარგვას და ციხიონის გამოსახსნელად გა-
მოეშურება.

645 მკითხველთა ლიგა


როგორც შენ ამბობ, იმ ციხეს აღმოსავლეთიდან დიდი ველი
აკრავს, ამირ ჰუსეინი უკუვიხმოთ და აქ გავუმართოთ მთავარი
ბრძოლა მტერს“.
ათაბაგმა კიდევ დიდხანს უსმინა ლაშქრის ამირას საუბარს
და მერმე სთქვა:
„მე შენოდენი გამოცდილება არა მაქვს ომებში, მაგრამ რამ-
დენადაც მე ამ ქვეყანას შენზე უკეთ ვიცნობ, მაინც ჩემი უნდა
გითხრა. გვიჯობს, ამირ ჰუსეინს მივეშველოთ დროზე, თორემ
დავით მეფე ჯერ აკინჯის ლაშქარს წაახდენს, მერმე ჩვენ ორს
გაგვიძნელდება დაზამთრებამდის შინ გაბრუნება სვიანად“.

***
ციხისთავმა, შავერდი ბურსელმა, ხორნაბუჯის ციხის სამზე-
რებიდან რა დაინახა ტრამალ-ტრამალ მომავალი თურქი მზვე-
რავები, ხუთასი ცხენკეთილი მხედარი გამოიყვანა ციხიდან, მე-
წინავენი დაუხოცა ველზე მომავალ ამირების ლაშქარს, შეღამე-
ბამდის ეკენწლავა, ბოლოს სიღამით ისარგებლა, ციხეს მიაშუ-
რა, დაახშევინა დარკინული კარები.
უკვე ღამე იყო, როცა ლაშქრის ამირას და განძის ათაბაგის
ჯარებმა უწიეს ხორნაბუჯს... სელჯუკები და განძელები აუჩქა-
რებლად დაბანაკდნენ ველზე და გარემოიცვეს ციხე.
მეორე დღეს ხორნაბუჯის ციხისთავი, ბურსელი, ციხის სამზე-
რებიდან ხედავდა, თურქების კარვებისაგან ისე გადათეთრებუ-
ლიყო გადატრუსული შამბიანი ველი, თითქოს თოვლი მოსუ-
ლაო ამ შუა ზაფხულში.
უთენია ატყდა დაფდაფების ცემა, ამირ ახმეტმა გამოჰყო
მრავალნაცადი მოიერიშენი, რომელთაც მრავალგზის უსინჯავთ
ბედი ანტიოქიის ბასტიონის აღებისას.
მათ არაერთხელ სცადეს თოკის კიბეებით აცოცება ციხეზე,
მაგრამ მეციხოვნენი საგორავებს, ისრებს უშენდნენ და ადუღე-
ბულ ფისს ასხამდნენ მოიერიშეთ...
ლაშქრის ამირას არც ჩვეულებრივი დამუქრება დავიწყნია,
ისრის წვეტზე წამოგებული ბარათი გაუგზავნა ციხისთავს ბურ-
სელს:

646 მკითხველთა ლიგა


სამ დღეში თუ დასთმობ ციხეს, შენცა და ციხიონს სიცოც-
ხლეს შეგინარჩუნებთ, თუ არადა, ციხეს გავტეხ და თვალებს
დაგთხრითო.
ისრითვე გადმონატყორცნი ბარათით უპასუხა გარემომ-
ცველს შავერდი ბურსელმა:
სამ წელსაც რომ იყურყუტო მაგ ტრამალებზე, ვერას გახდე-
ბი. თუ მოგახელე, ციხის დილეგში მაჯის სისხო ბორკილებია
კლდეზე მიდუღებული, იმ ჯაჭვებზე მიგაბამო ღორივით.
მაშინ განრისხდა ამირ ახმეტი და ბრძანა, ლოდსატყორცნე-
ბი დაუშინეთო მთავარ ჭიშკარს, მაგრამ ხორნაბუჯის ციხე მა-
ღალ კვარცხლბეკზე სდგას, ასე რომ, დარკინულ კარებისკენ ზე-
ასროლილი ლოდები რიხინ-რიხინით უბრუნდებოდნენ გამ-
ტყორცნელებს უკან.
ვერც მოძრავი საიერიშო კოშკები მისწვდნენ მას აღმოსავ-
ლეთის კიდიდან, ხოლო სხვა მხარეთაგან მას ქარაფები გარს
ერტყა.

***
ბეშქენ ჯაყელმა და ჯონდი ერისთავმა მხოლოდ მესამე დღეს
უწიეს ხორნაბუჯს სპიანად. აღმოსავლეთიდან წამოსული თვა-
ლუწვდენი ტრამალი ცხრება ზუსტად იმ მთის ჭვინტთან, რო-
მელზედაც ხორნაბუჯის ციხე დგას დღესაც.
ამ არცთუ ეგზომ მაღალი მთის დასავლეთით, სადაც ამჟამად
მდებარეობს რაიონული ცენტრი წითელი წყარო, წყალმრავალი
ტყე იყო. დასავლეთისაკენ მაღალი ქარაფი ახლდა ამ ტყეს, ხო-
ლო ორი მხრიდან – გაუვალი ჭაობი.
სწორედ ამ ტყეში დაბანაკდა ორივე ერისთავი სპიანად. ჯონ-
დი ერისთავმა ზუსტად შეასრულა იმჟამინდელი წესები ბანაკე-
ბის მოწყობისა.
კარვები ტყის სიღრმეში დაადგმევინა, მეოთხე მხარეს ტყეს-
თან მისადგომ ნიადაგზე ღრმა ორმოები გაავლებინა. ათი
წყრთის სიგანე არე დაუმარხავი დასტოვა და ორმოებზე მიაშვე-
ბინა ჭაობებიდან დაძრული წყალი.
ლაშქრის ამირა გაოცდა, როცა მზვერავებმა ამბავი მოუტა-
ნეს, საფუძვლიანად მოეწყვნენო ერისთავები ამ ტყეში. მოპირ-
დაპირეთა ბანაკები ისე ახლოს იყვნენ ურთიერთისაგან, თურქე-
647 მკითხველთა ლიგა
ბის მზვერავებს ესმოდათ არა მარტო ცხენების ჭიხვინი, არამედ
ხეების კაფვა და ხუროთა ცულების რაკუნი.
ლაშქრის ამირას მწარედ გაეღიმა, საზამთრო შეშას ხომ არ
იმარაგებენო ის წყეული გჲურჯები? უზარმაზარ ნაძვებს სჭრიდ-
ნენ და ორმოებს გადმოღმა სათადარიგო ჯებირებს აკეთებდნენ,
ცხენოსანი ჯარის იერიშების მოსაგერიებლად.
ლაშქრის ამირა გაოცებული იყო. არც ციხისთავი, შავერდი
ბურსელი, არც ორივე ერისთავი არ აპირებდნენ ბრძოლის თა-
ოსნობის აღებას.
დღეები დღეებს მისდევდნენ, თურქებმა პირველ დღესვე და-
იწყეს წყაროს ძებნა, დიდხანს უტრიალეს ციხეს, მაგრამ არც ცი-
ხეში შემავალი, არც იქიდან გამომავალი წყაროსთვალი ვერ-
სად იპოვნეს.
შეღამებისას ცხენოსნებს ტიკებით მოჰქონდათ შორი სოფ-
ლებიდან წყალი, მაგრამ ეს მარაგი მხედრებს ძლივს ყოფნიდათ
პირის გასასველებლად. იმ, სიცხისაგან გადატრუსულ ველზე,
სადაც თურქების კარვები იდგა, გამხმარი შამბისა და ქამენიას
გარდა არაფერი ჰქონდათ მოსაძოვი ცხენებს.
უარესად მისჭირდა ლაშქრის კვება, პირველ დღეებში ივრის
პირებზე შემთხვევით დარჩენილ საქონელს მორეკავდნენ. ხა-
ნაც სოფლებს თავს ესხმოდნენ, ბატებსა და ქათმებს იტაცებ-
დნენ, ახლა როგორც მზვერავებმა დაადგინეს, მთელს არემარე-
ში ქართველებს გაეხიზნათ როგორც მოსახლენი, ისე საქონე-
ლი.
ერთ-ორჯერ შორს გაგზავნეს ცხენოსნები საკვებისა და საზ-
რდოს მოსატაცებლად, ერისთავების მხედრები დაუხვდნენ მათ
და ცხენები წაართვეს. ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, დახოცეს.
თავდაპირველად აგრე ვარაუდობდა ლაშქრის ამირა, ალ-
ბათ მეფის სპიანად მოსვლას უცდიანო ეს ერისთავები.
დღეები დღეებს მისდევდნენ. აღარსად სჩანდა არც დავით
მეფე და არც მისი სპაი.
ცნობილია, ყოველი დროის სარდლებს ნამეტნავად გამახვი-
ლებული ჰქონდათ თავმოთნეობის გრძნობა.
ამირ ახმეტი ბოჰემუნდთან, ბალდვინთან და ტანკრედთან
იყო ნაბრძოლი. მას უხერხულადაც მიაჩნდა ვიღაც უსახელო
ქართველ ერისთავებთან შებმა. როგორც დაკვირვებულმა სარ-
648 მკითხველთა ლიგა
დალმა, ამირ ახმეტმა კარგად იცოდა, ყოველ ბრძოლაში და-
მარცხებაც მოსალოდნელია ხანდახან, გააჩნია ადგილსა და ვი-
თარებას.
ამ ერისთავებთან რომ დამარცხებულიყო სელჯუკიდების იმ-
პერიის სახელგანთქმული ამირა, სად უნდა გამოეყო თავი? ეგეც
არ იყოს, სულტან მოჰამედის მიერ ახლად დანიშნული ამირ ხა-
რასი ხერხემლის მალებს ჩაულეწდა ოქროს ჩუგლუგითა.
განძის ათაბაგი მთლად ჭკუადამჯდარი სარდალი არ იყო,
საკმაოდ მამაც ცხენოსანს და იშვიათად მოჯირითეს დიდი ომე-
ბის, ციხეთა გარემოცვის სტრატეგია არ ესმოდა.
ამირ ახმეტს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, დიახაც,
მოყირჭებული ჰქონდა ის გაუძლისი ლოდინი, რომელიც მუდამ
ესაჭიროებოდა ციხეთა გარემომცველ სარდლებს, მიუხედავად
ამისა, ლაშქრის ამირა აგრე ამტკიცებდა:
მოთმინება მართებთო არა მარტო ციხეთა ამგებლებს, ციხე-
თა ამღებთაც.
ნამეტნავად ღელავდა განძის ათაბაგი... ახლა ეს აიჩემა მან,
მსტოვარი შევგზავნოთ ციხეში და გავიგოთ რამდენი მეციხოვნე
და რამდენი საზრდო აქვსო ციხიონისთვის ბურსელს.
განძის ათაბაგს ერთი ტფილისელი კოჭლი მჭედელი ჰყავდა,
ქართულის ჩინებული მცოდნე, გარემოცულ ციხეებში შეპარვის
ოსტატი. მას უამრავი ქლიბები, სატეხები და ჭანგები ჰქონდა,
ვერავითარი მოქლონი და კედელი მას ვერ დაუდგებოდა წინ.
და სთქვა ამ მჭედელმა ასეთი რამ:
მათხოვრის კონკები ჩამაცვით, ერთი სალამური და ერთი
იატაგანი მიშოვნეთ, შევიპარები ციხეში და მერმე რაც მოხდება,
თავათ ნახავთო.
ძველმანები ჩააცვეს იმ მჭედელს, სალამური და იატაგანიც
მისცეს. ქლიბები შეაძლიეს.
არ დამჭირდებაო ქლიბები.
ბნელი ღამე იფარა იმ მჭედელმა, ზემო ციხეში ავიდა, გათე-
ნებისას ალაყაფის კარებთან დაჯდა და სალამურის დაკვრა და-
იწყო, ჟამიდან ჟამზე დაკვრას შესწყვეტდა და ციხიონებს მოწყა-
ლებას სთხოვდა.
შავერდი ბურსელი მიხვდა ამ თურქულ ხრიკს.
ბრძანა:
649 მკითხველთა ლიგა
აქ მომგვარეთო ის მესალამურე.
ჯერ დააპურა, მერმე ციხის მარანში წააყვანინა და მის
თვალწინ მოახსნევინა ვეშაპივით ხახადაბჩენილი ქვევრები, ცი-
ხის ბეღლები და საბძლები მოატარებინა.
მერმე სარდაფებში ჩააყვანინა, ირმის, ველური ტახების და
ძროხის აპოხტი და შაშხი აჩვენეს, მიაყვანინა წყაროსთვალთან,
რომელიც უფსკრულში ინთქებოდა ჩუხჩუხით. ბოლოს ორიოდე
ფლური აჩუქა და ბრძანა, ციხიდან გადაეგდოთ მესალამურე.
როცა ამირებმა წვრილად დაჰკითხეს ეგზომ პატივდადებუ-
ლი მათხოვარი თუ მსტოვარი, ლაშქრის ამირას კიდევ ერთხელ
მოაგონდა სულტან მოჰამედის ნაბრძანი, გჲურჯისტანის დაზამ-
თრებამდის დალაშქვრის გამო.
ათაბაგს არაფერი გაუმხილა, გუნებაში კი გაიფიქრა: ეგზომ
მომარაგებულ ციხეს ერთ წელსაც ვეღარ ავიღებთო.
ლაშქრის ამირას, როგორც თავის ეპოქის უგანათლებულესს
მეომარს, არაბთა, ბიზანტიელთა და სელჯუკიანთა სტრატეგების
მიერ ჩანაწერი საომარი ხრიკები ჰქონდა ამოკითხული, მაგრამ
იგი ძლიერ გააოცა ციხისთავის, ბურსელის, ეშმაკობამ.
ამირ ახმეტი თავის სიძეს არ უმხელდა, მაგრამ იგი ხანდახან
ნანობდა კიდევაც, რად არ მივყევითო სპიანად იორის ხეობას,
ნადირობით მაინც გამოვკვებავდი ლაშქარს, ცხენების საზრდო
და წყალი მაინც თავზე საყრელი მექნებოდაო.
თუმცა ათაბაგმა დაანამუსა კოჭლი მჭედელი, მონასპებს ნუ-
რას უამბობო ციხეში შეპარვის გამო, მაგრამ მჭედელმა საიდუმ-
ლო ვერ შეინახა. სელჯუკიანთა ლაშქრის ასისთავებმა და ათა-
სისთავებმა კარგად იცოდნენ იგიცა, სულტან მოჰამედი ავად გა-
ნაწყენებული რომ იყო ლაშქრის ამირას მიმართ.
ამას ყოველივეს იგიც ზედ დაერთო, რომ ისპაჰანიდან ლაშ-
ქრის წამოსვლის კვირაძალში სულტანი ლოგინად იყო ჩავარ-
დნილი, ასე რომ, ვერც ეჯიბთა უპირველესმა, ამირ მანსურმა,
ვერც ლაშქრის ამირამ ვერ დააძალეს მეჭურჭლეთუხუცესს, ქი-
რა გაეღო საომრად მიმავალ მონასპათათვის.
ქირის დროზე მიუღებლობას არაერთხელ ბედითი შედეგები
გამოუღია ჯერ კიდევ სულტან ბარქიაროკისა და მისი დედინაც-
ვლის, ტჲურკან ხათუნს, შორის გამართულ ომებში.

650 მკითხველთა ლიგა


ათასისთავები ლაშქრის ამირას ვერაფერს ეუბნებოდნენ იმ
ბუზღუნის გამო, რომელმაც თავი იჩინა. უკმაყოფილონი უკვე
ხმამაღლა ყაყანებდნენ:
რას ვუცდით ეგზომ სვიანად მომარაგებული ციხის კარებ-
თან, ბარე წინ წავიდეთ და ძარცვით მაინც ვიშოვნოთო საზრდო.
ზოგნი აგრე ამბობდნენ, თუ მეფე აღარ მოდის ჩვენთან საბ-
რძოლველად, ჩვენ თავათ მოვძებნოთ მისი სამყოფლო და თავს
დავესხათო.
განძის ათაბაგმა სამგზის წარგზავნა მსტოვარები და მზვერა-
ვები. ისინი აღმა აჰყვნენ იორს. ერთი კვირის შემდეგ მხოლოდ
ერთი მათგანი მობრუნდა და ამცნო ორივე ამირას, ამხანაგები
გზაში დამიხოცეს, დამპალასთან მივეწიეთო ამირ ჰუსეინს.
ორი ერისთავი და უამრავი ხალხი მისდგომია აკინჯის ლაშ-
ქარს, არც შესვენებას აცლიან და არც საზრდოს მოპოვებას.
უკან გამობრუნებას ლამობს ამირ ჰუსეინი, მაგრამ არც ამას
ანებებენო. გევედრებათ აკინჯის სარდალი, მალე მომეშველე-
თო როგორმე.
განძის ათაბაგი დარწმუნებული იყო, მსტოვარის მიერ ნათ-
ხრობის გამგონე აზრს შეიცვლიდა ლაშქრის ამირა, ციხეს ალ-
ყას შემოხსნიდა და ამირ ჰუსეინის გამოსახსნელად წავიდოდნენ
ორივენი.
როგორც ყოველი გულმამაცი მეომარი, ჯიუტი იყო ამირ ახ-
მეტიცა. იგი აგრე ვარაუდობდა, თუ ამდენი სურსათი ხელში ჩა-
ვიგდეთ, მონასპათა ბუზღუნს ბოლოს მოვუღებთ და უფრო ხან-
გრძლივად შევძლებთო დავით მეფის მოლოდინებას.

***
ბოლოს, მოაღწიეს გიორგი ჭყონდიდელმა, შერგილ ლიპარ-
ტიანმა და შტორა მორკნეველმა ბოჭორმის სასახლეში სპიანად.
დავით მეფემ ტაძრეული სასახლეში დასტოვა, ჩრდი-
ლოეთისკენ ერთი ფარასანგის მანძილზე მოსძებნა ხელმარჯვე
ზეგანი, სამი მხრიდან ხეობებითა და ქარაფებით შემოგარსული.
რამდენიმე დღე ისე გავიდა, თვით გიორგი ჭყონდიდელმაც
არ იცოდა, რას აპირებდა მეფე.

651 მკითხველთა ლიგა


ქარიმან სეტიელი სამი ჩუხჩის თანხლებით ძველმანებში გა-
დაცმული მიმოდიოდა ხორნაბუჯსა და ბოჭორმას შორის, სამივე
ამირას ჯარების მოძრაობას თვალს ადევნებდა.
მახარაი შფოთავდა, წარამარა შეახსენებდა მეფეს, დავაჩქა-
როთ შეტევა, თორემ, შესაძლოა, სამივე ამირა გაერთიანდეს და
გამკლავება გაგვიჭირდესო. ასეთი აზრი ჰქონდათ სპასალა-
რებს: ეგებ დამპალას ციხის შემოგარენში შევებათო მტერს.

***
მეფე და სპასალარები დიდ კარავში ისხდნენ, გარედან შე-
მოდიოდა ჩანჩქერების დაუცხრომელი ქშუილი, ამიტომაც და-
ვითმა ხმამაღლა სთქვა:
„ომში აჩქარება მშვიდობის დაგვიანებას მოასწავებს ხანდა-
ხან. ვაჟკაცობა იგი როდია, რაც შეიძლება ჩქარა მიახალო
კლდეს შუბლი, ამაზე უფრო დიდი გმირობაა: ამ კლდეზე მტერს
მიანთხევინო ტვინი.
ომი მარტოოდენ სიმამაცის ამბავი როდია, არამედ ხერხისა
და მოხერხებისა. ომი რომ მხოლოდ გამბედაობის საქმე ყოფი-
ლიყო, მაშინ ლომებსა და ვეფხებს აირჩევდნენ მეფეებად და
სარდლებად.
მათ გამბედაობა თავზე საყრელი აქვთ, მაგრამ ჭკუა და მო-
ხერხება აკლიათ, ამიტომაც იოლად ებმებიან მენადირეთა მიერ
დაგებულ ხაფანგებში.
გამბედაობას მაშინა აქვს ფასი, როცა იგი ჭკუასა და ხერ-
ხიანობასთანაა შეწყვილებული.
მე არ მეჩქარება მაინცდამაინც. ქარიმან სეტიელმა ჩინებუ-
ლი ამბები მომახსენა დღეს დილით. ჯერხნობით ჩვენთვის მუშა-
ობს დრო.
ამ სამწუხარო ამბავს ერთი ნათელი კიდე თან ახლავს.
ლიპარიტ ერისთავის ნაბარტყევებმა და განდგომილმა
კახეთ-ჰერეთელმა აზნაურებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ქარ-
თველ ხალხს თავისი ბნელი საქმეები.
როგორც სჩანს, წითლოსან დუკისძის მემხრეთა შორის დი-
დი განხეთქილება უნდა იყოს. ქარიმანს იმედი აქვს, მათ ბანაკ-
ში მსტოვარს გავიჩენთ ამ მოკლე ხანში“.
დავითმა ვაზირთა უპირველესს შეხედა და დასძინა:
652 მკითხველთა ლიგა
„ჩვენ ჯერაც ვერ დავაყენეთ რიგიანად სამსტოვრო საქმეები,
მამაო გიორგი. ნიზამ ალ-მულკს გამოცდილი მოყურიადენი
რომ არა ჰყოლოდა როგორც საკუთარ ლაშქარში, ისე მტრების
ბანაკში, აქამდის უცილოდ დაინგრეოდა სელჯუკიანთა სასულ-
ტანო.
მას ყველგან ჰყავდა საჰიბ-ბარიდები.
ეგრეც უნდა იყოს, სახელმწიფოს ხელმძღვანელის თვალი
და ყური არა მარტო მტრის ციხეებში, მტრის გულშიაც უნდა იჭ-
ვრიტებოდეს.
ქარიმანს ფარცხისის ციხისთავყოფილთან, ზაზაი ჯუბიელ-
თან, ჰქონია ამას წინათ მოლაპარაკება. ამის გამო თავათ მოგ-
ვახსენა ჩუხჩარხმა“.
ქარიმანი მიეახლა მეფესა და ჭყონდიდელს და შემდეგი მო-
ახსენა:
„ძლიერ გამიჭირდა ზაზაი ჯუბიელთან შეხვედრა, რადგან
თრიალეთელები ისე დაფრთხნენ, ერთი მეორეს აღარ ენდობი-
ან. ბოლოს, მივაკვლიეთ ჯუბიელის ნათლიმამას, ვინმე მეწის-
ქვილეს, დამპალას ციხის სანახებში. ერთ ღამეს თავის წის-
ქვილში მომგვარა ზაზაი იმ მეწისქვილემ უხმლოდ და უჯაჭვოდ.
და მითხრა ჯუბიელმა ასეთი რამ:
„განძაში ყოფნის დროს მეც, სხვა თრიალეთელ აზნაურების
დარად, ძლიერ ვაჩქარებდი სელჯუკიანთა და განძელთა ჯარე-
ბის კახეთ-ჰერეთში შემოჭრას.
აგრე გვეოცნებებოდა: როგორც კი თურქებს შემოვიყვანთ
კახეთ-ჰერეთში, ხალხი ჩვენ მოგვეხმარებოდა, დავით მეფის
ერთგულ ერისთავებს, ეპისკოპოსებსა და ციხისთავებს გააძე-
ვებდნენ.
ლაშქრის ამირა და განძის ათაბაგი გვარწმუნებდნენ, კახეთ-
ჰერეთს გავათავისუფლებთ და ხელისუფლებას თქვენ ჩაგაბა-
რებთო.
სწორედ მოვტყუვდით აქაც. სულკურთხეული დედიჩემისა-
გან მაქვს განაგონი, ატირებულს დამემუქრებოდა ხოლმე დე-
დაი, გაჩუმდი, თორემ თურქს დავუძახებო.

653 მკითხველთა ლიგა


იმ წყეულებმა: ლიპარიტმა, რატიმ და წითლოსან დუკისძემ
გზა ამირიეს. მართლმორწმუნე ქრისტიანი თურქების ბადრა-
გად57 და მსტოვრად მაქციეს.
ბოლოს, თვალი ამეხილა და თავათ ვნახე რა საშინელი საქ-
მე ჩავიდინეთ, ქართველი ხალხის სისხლით შევაღებინეთ
მტერს ივრის ჭალები. მე ვიცი, თქვენ ყველას გეზიზღებით რო-
გორც მოღალატე, მაგრამ, თუ დავით მეფე მომიტევებს ჩემს მძი-
მე დანაშაულს, მე შევძლებ როგორმე საკუთარი სისხლით ჩა-
მოვირეცხო ეს ჭუჭყი.
თუ არადა, აქა ვარ, უხმლოდ და უჯაჭვოდ მოსული, შენ სამი
ჩუხჩი თან გახლავს, თავი დამაჭერით და ამ წისქვილის წყალს
გაატანეთ, თუ გნებავთ“.
ესა სთქვა და ბალღივით აზლუქუნდა ეს ვეება დევკაცი“.
დავითი მცირე ხანს სდუმდა და მერმე ხმადაბლა სთქვა:
„დავხედოთ, გამოვიყენოთ, ვნახოთ...“ ბოლოს, ჭყონდი-
დელს შეხედა და დასძინა:
„მე მგონია, მამაო გიორგი, არც ერთ ავაზაკს, არც ერთ მო-
ღალატეს არ უხარია, რომ ის აგეთია. ცხოვრება და გარემოება
ისევე წარმოქმნიან ხოლმე მათ, როგორც ჭაობის წყალი თავკო-
პალებს, წურბლებსა და ბაყაყებს.
ყველა ბავშვი ანგელოზს ჰგავს აკვანში, ყველა მხატვარი
ბავშვის სახეს იყენებს ანგელოზების გამოსახატავად.
ხვალ დილით ნიანია ბაკურიანი, შტორა მორკნეველი და ქა-
რიმან სეტიელი სპიანად წავლენ ხორნაბუჯს. რათაც არ უნდა
დაგვიჯდეს, ციხე არ უნდა დავთმოთ, მამაო გიორგი“.
„არამც და არამც“, სთქვა მშვიდად გიორგი ჭყონდიდელმა.
მერმე მაგიდიდან გრაგნილი აიღო მეფემ, ნიანიას გადასცა
და უთხრა:
„მე აქ ზოგ რჩევას ვაძლევ ბეშქენსა და ჯონდის. თქვენც
გაეცანით და იმოქმედეთ მხარეშეწყობილად. იცოდეთ, ქარიან
ღამეს დაიწყეთ შეტევა“.
იმ დღეს ითაყვანა მეფემ პანკისის ერისთავი და პანკისელი
სამი ხევისთავი: ხორანასძე, თაგაური და მატანელი.

57ბადრაგა – მოგზაურთა, დიდვაჭართა მძღოლი, მსტოვარი, მეგზური, თანა-


მედროვე „გიდი“.
654 მკითხველთა ლიგა
***
ბეშქენ ჯაყელი და ჯონდი ერისთავი დიდ შეჭირვებაში ჩავარ-
დნენ. ლაშქრის ამირა და განძის ათაბაგი უკვე შეტევაზე იყვნენ
გადმოსულნი. ორივე ამირას ხუთგზის მეტი ქვეითი მონასპანი
და ცხენოსნები ჰყავდათ, ვიდრე ორივე ერისთავს.
ქვეითნი თავს ესხმოდნენ ტყეში გამართულ ბანაკს, ერისთა-
ვების მონასპანი უმოწყალოდ ხოცავდნენ თურქებს, მაგრამ
ცოცხლები ცხედრებზე აცოცდებოდნენ და ისე უტევდნენ მოწი-
ნააღმდეგეს.
ახალ-ახალი მწკრივები წვებოდნენ დახოცილთა გვამებზე.
სავსებით გაუძლისი სუნი დადგა გახრწნილ გვამებისაგან
ირგვლივ, ღამით ტურების, მგლების და ფოცხვერების ლე-
გიონები მოდიოდნენ, ყმუილით, ღნავილით და იკლებდნენ
ტყეს.
სურსათი ქართულ ჯარსაც ელეოდა ნელ-ნელა, რადგანაც
ამირ ჰუსეინის თურქომანები თავს ესხმოდნენ სურსათის მომ-
ზიდველთ.
თურქებმა მტრისაგან ისწავლეს ხერხი, სურსათის ან წყლის
მოსატანად გაგზავნიდნენ თუ არა ერისთავები ცხენოსნებს, გზა-
ში დაუხვდებოდნენ მათ და ცხენებს ართმევდნენ.
ბოლოს მოაღწიეს ნიანია ბაკურიანმა და შტორა მორკნე-
ველმა სპიანად. მეფის მიერ შედგენილი გეგმა შეტევისა ამცნეს
ორივე ერისთავს.
შეტევა ქარიან ღამეს უნდა დაეწყოთ, ამიტომ მთელ კვირას
უცადეს ქარის ამოსვლას.
ოთხივე ერისთავი სპიანად აიყარნენ თავიანთ ბანაკებიდან,
მხოლოდ გუშაგები დასტოვეს. ცხენებს თოფრები გაუკეთეს, სა-
მი მხრით შორს შემოუარეს თურქების ბანაკს...
ჯონდი ერისთავმა ერთი ათასეული აიყოლია და როცა თურ-
ქების კარვებს მიუახლოვდნენ, თურქი მზვერავები და გუშაგები
დახოცეს, თავზარდამცემი ყიჟინა ასტეხეს და ანთებული ჩირაღ-
დნებით შეიჭრნენ მძინარე ბანაკში. განუკითხავად დაერიენ
კარვებიდან გამოცვენილ თურქებს.
ამასობაში სამმა ერისთავმა სამი მხრიდან ცეცხლი გაუჩინა
ტრამალს.
655 მკითხველთა ლიგა
თურქებმა ჩაცმაც ვერ მოასწრეს, ისე გასწიეს სახელდახე-
ლო თავლებისკენ, ხანძარი თავლებისა და კარვებისკენ მიაგდო
ქარმა.
სახელდახელო თავლები კარვებიდან მოშორებით იყვნენ,
აქ უკვე გაცოფებული ჭიხვინებდნენ ცეცხლშემოგზნებული ცხე-
ნები, ზოგს ძუაზე, ზოგს ფაფარზე წაჰკიდებოდა ალი.
მთლად ამაზრზენი იყო ცხენების ჭიხვინი.
საცვლებისამარა წამოცვივდნენ ორივე ამირა და მათი ამა-
ლა, ძლივს მოასწრეს უბელო ცხენებზე შეხტომა.
მეორე დღეს ძალი მოიკრიფეს სელჯუკებმა და განძელებმა
და შეუტიეს ოთხივე ერისთავს, მაგრამ ლაშქრის ამირას და გან-
ძის ათაბაგს ცხენოსან ჯარს გარდა ქვეითნი თან ახლდნენ, ეს
უკანასკნელნი რომ მიეტოვებინათ, ლაშქარი ორად გაიყოფოდა
და, რაკი დავით მეფეს დღე-დღეზე მოელოდნენ, ეს ვეღარ გაბე-
დეს თურქებმა, ამიტომაც აიყარნენ ლაშქრის ამირა და განძის
ათაბაგი, იორს აღმა აჰყვნენ ამირ ჰუსეინის შესახვედრად, დამ-
პალასაკენ გაემართნენ სპიანად.

***
ამირ ახმეტი გაოცებული იყო: სელჯუკიანთა და განძელთა
გაერთიანებულმა ლაშქარმა ისე მიაღწია დამპალას ციხემდის,
არც მეფე სჩანდა სადმე და არც მისი სპასალარები. მსტოვარები
კი იუწყებოდნენ, დავით მეფე დიდძალი სპით დაბანაკებულაო
ამ ციხის მისადგომებში.
ალაგ-ალაგ ვიწროებში შეეჩეხებოდნენ მათ ტანმორჩილ
მთიულურ ცხენებზე აღმხედრებული მეომრები, რომელნიც პან-
კისის ხეობაში მოგროვილი ჰყავდა ხევისთავს ხორანასძეს. ისი-
ნი წარამარა თავს ესხმოდნენ მეწინავეებს, ხან ლაშქრის უკან
მიმავალ მეკარვეებს, მერემეებს, დიდ ზიანს აყენებდნენ თურ-
ქებს... მათ თავზე ეხურათ ქეჩის შავი ქუდები, რომელთაც მუზა-
რადებს ქვეშ ატარებდნენ ხოლმე რაინდები.
ამ შავქუდიანების წურთვნა დაავალა ლაშქრის ამირამ ამირ
ჰუსეინს, აკინჯის ჯარი გაცოფებული ებრძოდა მათ, მაგრამ შავ-
ქუდიანებს ისეთი ფეხმარდი ფხოვური ცხენები ჰყავდათ, მეტწი-
ლად თექურ და არაბულ ცხენებზე აღმხედრებული თურქებისანი
ვერ ეწეოდნენ მათ.
656 მკითხველთა ლიგა
დაბანაკება ვერ მოასწრო ლაშქრის ამირამ, მეკარვეებს
თავს დაესხნენ შავქუდიანები კვლავ, და როცა ამირ ჰუსეინმა
მცირე სპით გასდია მომხვდურებს, იგი უკვე გადააწყდა კახეთ-
ჰერეთის ერისთავების, არიშიანისა და ბარამისძის, მონასპებს...
ლაშქრის ამირას ბრძანებისამებრ, თრიალეთელი და კახეთ-
ჰერეთელი განდგომილებისაგან შემდგარი ცხენოსანი ათა-
სეული წარგზავნეს, მას ხელმძღვანელობდნენ წითლოსანი დუ-
კისძე და ჰერეთელი დიდაზნაური, ვახან ვახანისძე.
ამ ბრძოლაში მსუბუქად დასჭრეს წითლოსან დუკისძე. ამირ
ახმეტი განძის ათაბაგის სპიანად წარგზავნას აპირებდა, მაგრამ
ორივე ერისთავმა სიღამით ისარგებლეს და უსიერ ტევრებში
გაუჩინარდნენ.
ქართველი რენეგატები კარგ გუნებაზე დააყენა ამ ამბავმა.
დუკისძეს ომახიანობა შემატა ჭრილობამ.
აგრე ვარაუდობდა იგი: დამიფასებენო ამ თავდადებას თურ-
ქები. დუკისძე ახლა უკვე სავსებით დარწმუნებული იყო, დავით
მეფე შეკრთა, კახეთ-ჰერეთი დასთმო, სამივე ამირა ოტებულ
მეფეს ქართლში გადაჰყვებიან და კახეთ-ჰერეთი განდგომი-
ლებს დარჩებოდათ საუფლოდ. ამის გამო სიტყვა ჩამოუგდო კი-
დევაც წითლოსანმა სამივე სარდალს გზაში.
განძის ათაბაგი და ამირ ჰუსეინი გულის გარედ კვერს უკ-
რავდნენ დუკისძეს, ხოლო ომის ხვანჯებში გამოწრთობილი
ამირ ახმეტი მდუმარედ უსმენდა მის ნაუბარს.

***
ნასამხრალზე მზვერავები წარგზავნა ჩრდილოეთისკენ ლაშ-
ქრის ამირამ, საფუძვლიანად მოაჩხრეკინა ასწლოვანი მუხნა-
რებით შემორაგვული ახო და მისი შემოგარენი, მერმე თავათ
შეჯდა თავის ვერცხლისფერ არაბულ ულაყზე, მცირე სპაი აიყო-
ლია და ერთ მოშიშვლებულ კონცხზე, რომელიც ივრის ხეობას
გადასცქეროდა, დაადგმევინა თავისი დიდი კარავი.
ლაშქრის მზვერავებს და მოყურიადეთ სამი ფარასანგის მან-
ძილზე წრიულად მოწყობილი ჰქონდათ საგუშაგონი, სარეჯგვა-
ვები და ხაფანგები, ხოლო ზოგგან მგლის ორმოები, რათა და-
ვით მეფის სპათა ღამეულ თავდასხმისაგან დაეცვათ ლაშქარი.

657 მკითხველთა ლიგა


მეორე დღეს დაიწყო დარბაზობა დიდ კარავში, ლაშქრის
ამირას ეახლნენ ძღვნიანად კახეთ-ჰერეთელი განპატიჟებული
აზნაურები და მიართვეს მას ნასუქალი ულაყები, ქართველი ოს-
ტატების მიერ ნაკეთები თორნი და ცხენსაკაზმნი, ცოცხალი ჯე-
ირნები, მშველები, ხოხბები და საგანგებოდ დატკბილული კახუ-
რი ღვინოები.
სირაქლემას ფრთებით ზუჩდამშვენებული, ხმალამოწვდილი
გულიამები გახევებულნი იდგნენ დიდი კარვის შესასვლელში.
მუხლმოყრილ ზანგებს ნაძვის კვარები ეჭირათ ხელში. სპილენ-
ძის საყურეებიან მონებს მოჰქონდათ ნაირ-ნაირი საჭმლით სავ-
სე ვერცხლის ლანგარები.
ლაშქრის ამირა ნატებზე58 იჯდა ფეხმორთხმული, მის უკან
იდგნენ ათასისთავები, მხარმარცხნით თრიალეთელი და კახეთ-
ჰერეთელი აზნაურებიც ნატებზე ისხდნენ. ნაძვის მორზე გადამ-
ჯდარიყო ჭაშნაგირი, დატკბილულ კახურ ლიკინოებს მიართმევ-
და მეინახეებს. ლაშქრის ამირა გამალებული უთვალთვალებდა
ჭაშნაგირს, თუმცა იგი განძელი იყო, მაინც ეშინოდა, არ მომ-
წამლონო ამ წყეულმა გჲურჯებმა.
პურობის დაწყებისას ამირ ახმეტი უგუნებოდ იყო, იგი მდუ-
მარედ მიირთმევდა ქიშმიშით დატკბილულ ფლავს, თავის
გრძელ თითებს ილოკავდა, ხანაც აბოყინებდა, მაგრამ, როცა
ზედიზედ გამოსცალა რამდენიმე ფიალა, ღაწვისთავები შეუფაკ-
ლდა და საუბარს უმატა.
ქორივით უბრიალებდა თავის ფირუზისფერ თვალებს
თრიალეთელ და კახეთ-ჰერეთელ რენეგატებს. ისინი ბორძიკით
ზოზღნიდნენ თურქულად და, როცა მათ ნათქვამს თავს ვერ გა-
ართმევდა, წარამარა ხელს მოუცაცუნებდა ზაზაი ჯუბიელს და
შეეკითხებოდა, რა თქვა, რა თქვაო?..
ამირ ახმეტი თვალს არ აშორებდა თრიალეთელებსა და კა-
ხელებს შორის ფეხმორთხმულ შავწვერა ვაჟკაცს, დიდაზნაურს
ვახან ვახანისძეს, რომელიც გატვრინული იჯდა თავის თვისტომ-
თა შორის და ზაზაი ჯუბიელს ათარგმნინებდა ლაშქრის ამირას
ყოველ სიტყვას.

58 ნატი – ტყავის ბალიში.


658 მკითხველთა ლიგა
ამირ ახმეტი წარამარა გადახედავდა ამ დევკაცს, რომელსაც
კამეჩის მოზვერივით ქედი ჰქონდა, ყორნისფერი თმა ბეჭზე
სცემდა, ჟღალი საკურტაკე ჯაჭვი ეცვა მოლაღურისფერ კაფტან-
ზე.
თავის დროისათვის ფრიად განათლებული ამირა ერთბაშად
გაერკვა იმ არეულ ვითარებაში, რომელიც დამყარდა სელჯუკი-
ანთა და განძელთა კახეთში შემოჭრის გამო ამ მხარეში.
ამირა მიხვდა, რომ სწორედ ამ ვახან ვახანისძეს, კვირიკე და
აღსართან კახთა მეფეების დედის ძმისწულს, თვალი ეჭირა
კახეთ-ჰერეთის ტახტზე, ხოლო წითლოსან დუკისძე, რომელსაც
აღსართან კახთა მეფის დაი ჰყავდა ცოლად, თრიალეთის
საერისთავოს არა სჯერდებოდა, წარამარა ლიქნიდა ლაშქრის
ამირას, თანაც აღუთქვამდა, დავით მეფეს მოგაშთობინებ, სამა-
გიეროდ, კახეთ-ჰერეთი და თრიალეთიც მე უნდა მომცესო დიდ-
მა სულტანმა საუფლოდ.
ლაშქრის ამირას მობეზრებული ჰქონდა ერთი და იგივეს
მოსმენა. ამჯერადაც თავი ვერ გაართვა წითლოსან დუკისძის
ბჟუტურს, ზაზაი ჯუბიელს მოუცაცუნა მხარზე თავისი გრძელი ხე-
ლი და უთხრა, გადამითარგმნეო.
როცა ჯუბიელმა დალაგებულად უთარგმნა მას წითლოსან
დუკისძის გაჯახირებული ნაუბარი, ამირ ახმეტმა ჯერ ზეაწკიპა
თავისი დაფანჩვული, ხშირი წარბები, მერმე ისევ მოიღუშა და
თარჯიმანს მიუბრუნდა კვლავ:
„შენ აუხსენი იმ აზნაურს, კარგად დაიხსომოს, რასაც ვეტყვი,
მთავარზე უმთავრესია: ჯერ დათვი მოვკლათ და ტყავის გაყო-
ფის გამო მერმე ვიფიქროთ-თქო“.
ამასობაში ფეხშიშველა მონებმა შემოიტანეს შამფურზე შემ-
წვარი კვიცი.
ლაშქრის ამირამ წაიკარწახა თავისი კაბის სახელურები, გა-
ვარვარებული დანა აიღო ხელში, შემწვარ კვიცს მისწვდა. ჯერ
თავის სინზე დაიდო მოზრდილი ულუფა, მერმე თავათვე სთლი-
და და მიართმევდა ამირ გოზგოლის, ამირ ჰუსეინს, შემდეგი და
შემდეგი ჩამონათალი გაუწოდა წითლოსან დუკისძესა და ვახან
ვახანისძეს. ბოლოს პრიალა დანა ხელში მიაჩეჩა გრძელულვა-
შებიან ათასისთავს, მის გასწვრივ მდგომარეს და უბრძანა, და-
ნარჩენთათვის ეწილადებინა.
659 მკითხველთა ლიგა
ქართველი რენეგატები უსიამოდ შეიშმუშნენ ცხენის ხორცის
მიწოდებისას, მადლობა მიაგეს გულუხვ მასპინძელს, მაგრამ
ტუჩ-პირამდის მიუტანელად ფრთხილად დასდვეს მათ წინაშე
დადგმულ ვერცხლის სინებზე, ამირ ახმეტმა ეს შენიშნა, მაგრამ
კრინტიც არ დაუძრავს.
როცა ქართველები თავიანთ კარვებში წავიდნენ, ამირ ახ-
მეტმა მზერა გაუმართა განძის ამირას და სთქვა:
„გჲურჯებმა არ ინებეს ცხენის ხორცის ჭამა. მე აგრე მგონია,
ყველა, ვინც ჩვენს საჭმელს არა სჭამს და ჩვენს ენაზე კარგად
ვერ მეტყველებს, ჩვენი მოძულეა უცილოდ. იცოდეთ, ჩვენ ფრი-
ად მუხანათ მტრებთან გვაქვს საქმე.
ამ ხალხს ხელს უწყობს ეს გამოუცეცხლავი, უსიერი ტევრები
და გაუვალი ჭაობები.
ჩვენ, სელჯუკიანებს, მეტწილად შიშველ ტრამალებზე მობი-
ნადრე ხალხებთან გვქონდა საქმე, ტრამალებზე აღმართული
ციხეების აღება უფრო იოლია, წყაროები მოსწყვიტე და ლოდ-
სატყორცნები მიაყენე. ჩვენს მიერ დამარცხებული ტომები ცხე-
ნოსნები იყვნენ უპირატესად, მათი ცხენები წინ ვერ დაუდგნენ
ჩვენს საომარ ლოინებსა და სპილოებს.
გჲურჯისტანში აქლემი და სპილო ვერ გამოგვადგება, ამ
გჲურჯების ციხეები ისეთ მთებზეა აგებული, ვერც აქლემი მიუდ-
გება მათ, ვერც სპილო და ვერც ლოდსატყორცნი.
როგორც ჩვენი მსტოვარები იუწყებიან, გჲურჯისტანის ტო-
მებს დიდი განხეთქილება აქვთ ურთიერთ შორის, ჩვენ ეს ამბა-
ვი ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ.
„ისინი, – სთქვა ამირ ახმეტმა და თრიალეთელებსა და
კახეთ-ჰერეთელების ცარიელ ნატებზე გაიშვირა თითი, – ჩვენ
უთუოდ გამოგვადგებიან დავით მეფესთან ბრძოლაში“.
ახლა ამირ გოზგოლისა და ამირ ჰუსეინს გადახედა მორი-
გეობით და უთხრა:
„თქვენ ჩვენზე უკეთ იცნობთ მათ. როგორც ყოველი ხალხი,
რომელსაც საკუთარი თავის იმედი არა აქვს, იგინიც თავისი თა-
ვის მოღალატენი არიან.
ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ განხეთქილებითა. ალბათ განა-
გონი გექნებათ ცნობილი იგავი: ძაღლებთან მებრძოლმა დერ-

660 მკითხველთა ლიგა


ვიშმა ქვები რა ვერ მოახელა, გზაზე მიმცოცავ გველს მისწვდა
და გველი ესროლა გამძვინვარებულ ძაღლებს“.
ორივე ამირამ თავი დაუქნია, ლაშქრის ამირამ ისევ დახედა
ქართველი რენეგატების ნაჯდომ ნატებს და დასძინა:
„ეს გველებიც უნდა გამოვიყენოთ იმ ძაღლების წინააღ-
მდეგ“.
ამირ ახმეტმა კვლავ გადასანსლა კვიცის ბეჭის მოზრდილი
ნაჭერი და სთქვა:
„ერთი ხელის მოსმით ვერც ერთ ხალხს ვერ გასტეხს თვით
უდიდესი მტერიცა. თუ გსურს, რომელიმე უცხო ნათესავი დაიპ-
ყრო და ალლაჰის მოძღვრებას აზიარო, მას ერთობლივად არ
უნდა შეუტიო. ერთ ნაწილს უნდა მოეფერო და დაქრთამო, ხო-
ლო დანარჩენი ამოსწყვიტო, რადგან ყოველი ხალხი ქვიშასა
ჰგავს, ხელს წაატან თუ არა, თითებს შორის გაგიძვრება.
კლდეებს უმალ შემუსრავ ერთის დაკვრითა, ვიდრე ქვიშას.
ბერძნებს, სომხებსა და სირიელებს ჩვენ აგრე მოვერიეთ: რა
შევნიშნავდით ორი ტომი ებრძოდა ურთიერთს, ერთ მათგანს
დავუყვავებდით, ან მოვისყიდიდით, ურთიერთს მივუსევდით,
როცა ისინი ყელში სწვდებოდნენ ერთმანეთს, ორივეს მოვუთა-
ვებდით ხელს. უარეს შემთხვევაში ჩვენ განზე გავდგებოდით და
წაკიდებულთა სისხლის ღვრას შევცქეროდით გულგრილად.
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ალლაჰის მორწმუ-
ნეთა სისხლია ოქროზე უძვირფასესი. გიაურების სისხლი რა ბე-
დენაა, ამიტომაც, მუდამ უნდა ვეცადოთ, ურთიერთს შევაბრძო-
ლოთ მოჰამედის კანონის მტერნი და საკუთარ სისხლში ამოვახ-
რჩოთ ალლაჰის ურჩნი.
არ უნდა დაგვავიწყდეს ყურანში ნათხრობი იგავი ძაღლების
გამო. ძაღლების ხროვას ერთობლივად როდი უნდა შევუტიოთ,
ზოგს დავუყვავოთ, ზოგსაც ქვა ვესროლოთ, რადგან წინასწარ-
მეტყველი აგრე გვასწავლის: „როგორც კი შეუტევ ძაღლთაგანს,
იგი უთუოდ გამოაგდებს ენას“.
მე ძველი მენადირე ვარ და დათვის გონიერებას დავკვირვე-
ბივარ. როცა დათვი ბუძგით შემოსილ წაბლს მოახელებს, ერ-
თბაშად როდი მოუნდომებს გადასანსვლას, არამედ ჯერ კბენია
ქაცვებს შემოაცლის, გლუ ნაყოფს გახლეჩს, დააქუცმაცებს,
მერმე ნაწილ-ნაწილად შეექცევა ნადავლს.
661 მკითხველთა ლიგა
ალლაჰის ნება ყოველ არსებაში ცხადდება ხოლმე ჟამიდან
ჟამზე და ჩვენი ვალია, ყურადვიღოთ ეს ნიშნები უზესთაესისა“.

***
სელჯუკიანთა და განძელთა ლაშქარს დღითი დღე აკლდე-
ბოდა სურსათი. ამირ ჰუსეინის თურქომანები ამაოდ დაძრწოდ-
ნენ დაცარიელებულ სოფლებში, მოსახლეობამ აქაც უკვე მოას-
წრო პანკისისა და ილტოს ხეობებში ხვასტაგისა და ფარების გა-
ლალვა. თურქომანები ათასში ერთხელ თუ წააწყდებოდნენ
ხოლმე უმნიშვნელო ნოტოს ცხვრისას, ან დაბერებულ კამეჩებს,
ძეძვებში მოარულთ, ხან ქათმებს და ბატებს მოიტანდნენ ბანაკ-
ში.
დრო მიდიოდა, ხევისთავი ხორანასძე თავისი შავქუდიანე-
ბით მოსვენებას არ აძლევდა ბანაკების გარშემო გალურსულ
მზვერავებსა და მსტოვარებს, ღამღამობით თავს ესხმოდა მათ,
ხანაც თავათ სპათა კარვებს წაეპოტინებოდნენ და ხოცავდნენ
სელჯუკიანებსა და განძელებს.
ერისთავები, არიშიანი და ბარამისძე, ორ-სამჯერ დღისით
შეებრძოლნენ განძელებს და დიდი ზიანი მიაყენეს.
ამირ ახმეტი ბრაზობდა, ვერც მისმა მსტოვარებმა, ვერც
ქართველმა რენეგატებმა ვერ დაადგინეს, რას აპირებდა დავით
მეფე. ლაშქრის ამირას სწყუროდა, გადამწყვეტი ბრძოლა მიეცა
მეფისათვის, დრტვინავდნენ სპანიცა, თუ ომია, ომი იყოს, ამ
ჭაობიან ტყეებში სანამდის ვეყაროთო.
ციებამ ხელი დარია სელჯუკიანებს, წყაროების წყალი ლაშ-
ქარს არა ყოფნიდა, ივრის წყლისაგან მუცლის სალმობა შეეყა-
რა მათ, ასიოდე მხედარი იმსხვერპლა ამ სენმა.
მოხშირდა ღამეული თავდასხმები, სამივე ამირას ბანაკები
მოუსვენრობამ შეიპყრო. ცხენების მოვლაც გაჭირდა, თურქები
დადგამდნენ თუ არა თივის ზვინებს, შავქუდიანები ცეცხლს შე-
უგზნებდნენ, საძოვრად გალალავდნენ ცხენთა რემებს, თავს ეს-
ხმოდნენ მერემეებს, უწყალოდ ხოცავდნენ მათ, ხოლო ცხენებს
იტაცებდნენ.
ლაშქრის ამირა უკვე შიშობდა, ვაითუ დაზამთრებამდის ვერ
შევძლოთო დავით მეფესთან პირისპირ შეხვედრა.

662 მკითხველთა ლიგა


ამირ ახმეტს ძლიერ ეშინოდა ლაშქრის უკმაყოფილებისა,
მას გაფრთხილებული ჰყავდა მოლარეთუხუცესები, ქირის სპი-
სათვის დროზე მიეცათ ხელფასი, მაგრამ ისპაჰანიდან ახლად
მიღებული დირჰემები უხმარი გახდნენ, რადგან სასყიდელი
არაფერი ჰქონდათ.
ათასიოდე ცხვარი და ამდენივე სული ხვასტაგი საგანგებოდ
ჰყავდათ შემონახული ამირების, მათი ამალის და ლაშქრის ამი-
რას წითელკაფტანიანი მცირე სპისათვის, რომელიც ისპაჰანი-
დან გამოატანეს ამირ ახმეტს, როგორც მცველნი და უმამაცესი
მოიერიშენი.
ლაშქრის ამირამ უბრძანა აკინჯის ჯარის წინამდგომს, ამირ
ჰუსეინს, მარბიელი გაეშვა ივრის გაღმა-გამოღმა.
ამირ ჰუსეინმა იორს გამოღმა გაგზავნა თავისი ნაცვალი,
სულტანის ეჯიბყოფილი – ისხაკ ბენ ჰუსამა, რომელიც ათეული
წლის მანძილზე ძარცვავდა სირიასა და კილიკიაში სომხებსა და
სირიელებს, ხოლო თავათ ამირ ჰუსეინმა გაღმა გაიყვანა მომე-
ტებული ნაწილი სპისა.
მერმე ის იყო, თურქომანები შეესიენ სოფლებსა და დაბებს,
საბძლებსა და გომურებს ცეცხლი შეუგზნეს, ვენახებსა და ხი-
ლის ბაღებს უმოწყალოდ სჩეხდნენ, ძარცვავდნენ მგზავრებს,
ხანძარს უჩენდნენ ტყეებს.

***
ძნელბედობის მიუხედავად, ღვთისმშობლობას, წმინდა დო-
დოს მონასტერში დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. ხატიონები გა-
ლავნებში ვერ დატეულიყვნენ, მოჩარდახებულ ურმების
ჩრდილში ისხდნენ და პურობდნენ.
აკინჯის ჯარის მეწინავენი რა შენიშნეს, მოხუცები, ქალები
და ბალღები მონასტრის გალავანში გადაიყვანეს, თავათ კი მო-
ნასტრის მისადგომებთან შეებრძოლნენ თეთრფაფახიან ცხე-
ნოსნებს.
როცა ახალი და ახალი რაზმეულები მიერთვნენ თურქომა-
ნებს, ხატიონებმა გალავანს შეაფარეს თავი და რკინის ჭიშკარი
დახშეს.
ამირ ჰუსეინი მახლობელ კორდზე იდგა. ერთბაშად საიდან-
ღაც გაჩნდნენ მთიულურ მომცრო ცხენებზე მსხდარი შავქუ-
663 მკითხველთა ლიგა
დიანი მხედრები, მონასტერს გარს შემოერტყნენ, რკინის ჭიშკა-
რი გაიღო ანაზდად, შუბებითა და ხმლებით აღჭურვილი ხა-
ტიონები გამოცვივდნენ, შავქუდიანებს მიერთვნენ და საერთო
ძალით უკუაქციეს თურქმენთა მეწინავენი.
ამირ ჰუსეინი საკუთარ თვალს არ უჯერებდა, რა შენიშნა
თეთრფაფახიანი თურქომანები მოეშვნენ ბრძოლას და გამო-
ჭენდნენ იმ კორდისაკენ, რომელზედაც იდგნენ აკინჯის წინამ-
დგომი და მისი ამალა.
ამირამ ცხენს დეზი ჰკრა, იყვირა: „ალლაჰ აკბარ!“. ჭენებით
წინ შეეგება ოტებულთ, მჭახედ დასჭყივლა და ჰაერში მოლაპ-
ლაპე ხმლით ანიშნა, უკან მომყევითო.
მცირე მანძილი უკლდათ მონასტრის მისადგომებთან, ამირ
ჰუსეინი ცხენიდან ჩამოხტა, ანაზდად დაქვეითდა მისი ამალა და
მთელი ათასეული.
ხატიონებმა ისევ გახსნეს რკინის ჭიშკარი, ხევისთავმა, ხო-
რანასძემ, რა შენიშნა მონასტრის მისადგომებთან ამაო იქნებო-
და ბრძოლა, ცხენები დაათმობინა თავის რაზმეულს და გალავ-
ნებს გადაღმა გამაგრება არჩია.
ახლა გალავნებიდან დაუშინეს ქვა და ისარი თურქომანებს.
ამირას წინ გაუძღვა ორი მეაბჯრე, რომელთაც უზარმაზარი ფა-
რი მიჰქონდათ, თორმეტი მეხმლე და მეაბჯრე გვერდით მისდევ-
დნენ მას.
სეტყვასავით წამოვიდა გალავნებიდან ქვა და ისარი, ამირ
ჰუსეინი გალავნების კარიბჭისაკენ გაემართა ხმალამოწვდილი,
ერთბაშად უზარმაზარი ლოდი გადმოისროლეს მაღლიდან, ფა-
რის მზიდველთაგანს მოხვდა და გააცხებინა სული. ხელახლა
იყვირა ამირ ჰუსეინმა: „ალლაჰ აკბარ!“, უფაროდ გაემართა
წინ.
თურქომანები გამხნევდნენ, ისინი უკვე თავიანთ დახოცილ
თვისტომთა ცხედრებზე დგებოდნენ და რკინის ჭიშკრისაკენ
მიიწევდნენ.
ამაოდ ეჯაჯგურნენ ჭიშკარს, მაგრამ ამასობაში წვერწითელა
ასისთავმა გალავნის კედელში გარღვეული არე იპოვნა, თავის
შუბოსნებს წინ წარუძღვა და ქვების მერეხის მიუხედავად, გალა-
ვანს გადაღმა მოექცა.

664 მკითხველთა ლიგა


ხევისთავმა, ხორანასძემ, მოისაზრა, მონასტრის ეზოში
მდგარ ციხეს, უკეთ რომ ვთქვათ, ნაციხარს მიაშურა. ხმლებით,
სატევრებით და ხელტუკებით აღჭურვილი ხატიონებიც თან წა-
რიტანა.
ვინც ნაციხარში ვეღარ დაეტია, წინ შემოეგებნენ ამირ ჰუ-
სეინის თურქომანებს და ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩიეს.
ამასობაში ხორანასძემ მორებით დაახერგვინა ნაციხარის კა-
რიბჭე, ციხის ბანზე სასიგნალო კოცონი აანთებინა, ქვა და ისა-
რი დაუშინა მოიერიშე თურქომანებს.
ბერებმა დროზე მოისაზრეს, ეკლესიის დარკინული კარები
გააღეს და შიგ შეუშვეს ხალხი.
თურქომანებს იერიში მიჰქონდათ ეკლესიის ბჭეებზე, ხოლო
საყდარში მოზიმზიმე ხალხი სასოწარკვეთილი იძახოდა:
„გვიშველე, იესო, გვიშველე, ღვთისმშობელო, დაგვიფარე,
წმინდაო გიორგი“.
ორმოცდაათი ბერი საკურთხევლის წინ პირქვე დამხობილი
ლოცულობდა, ღვთისმშობელ მარიამს და წმინდა გიორგის
ავედრებდა მიმძლავრებულ ქრისტიანებს.
თურქომანებმა დიდხანს ურაჯგუნეს დარკინულ კარებს, ბო-
ლოს წვერწითელა ასისთავმა საიდანღაც გამოაჩხრეკინა ბავ-
შვის საფლავიდან აღებული, წაგრძელებული ლოდი, ორ თურ-
ქომანს ეჭირა იგი ხელში და დაუცხრომლად სცემდნენ კარიბ-
ჭეს.
ამ გაუძლისი რახუნის გამგონე ზეწამოიჭრა იკონასტასის წინ
პირქვე დამხობილი ბერი კუტალაი, შავწვერა, მხარბეჭიანი დევ-
კაცი, მიეჭრა იქვე უსაგნოდ მოჩალიჩე წინამდგომს მონასტრი-
სას, მამაი ექვთიმეს, ხელიდან გამოსტაცა ორკაპიანი კვერთხი
რკინისა და კარებთან დადგა.
როცა კარები შემოლეწეს, კუტალაიმ იფარა ცალი ფრთა კა-
რისა და ტაძარში შემოცვენილ თურქომანებს ეცა, იგი ოსტატუ-
რად აგებებდა ამ ორკაპიან რკინის ჯოხს მოქნეულ ხმლებს, ყინ-
ვის ლოლუებივით ილეწებოდნენ ზოგნი. თურქომანები ტაჯგანა-
ლებს უშენდნენ მოხუცებსა და ქალებს. უყვიროდნენ:
„გიშველოთ ახლა თქვენმა ღვთისმშობელმა, სადღაა თქვენი
მეფე?“

665 მკითხველთა ლიგა


საყდარში ბნელოდა, კუტალაი სცემდა რკინის ყავარჯნით
თურქომანებს, მერმე ეკვდერს შეაფარებდა თავს, ისევ მოიკ-
რეფდა მხნეობას და კვლავ გამოენთებოდა გაავებულ მომხვდუ-
რებს.
მძარცველები საკურთხეველში შეცვივდნენ, საყდრის იარა-
ღი დაიტაცეს. როცა წვერწითელა ასისთავმა უბეებში ჩაიტენა
ოქროს კოვზები, ბარძიმ-ფეშხუმისა და ზიარების ფიალები, იგი
მისწვდა აღსავლის კართან დაკიდულ ოქროთი ნაქანდაკევ
წმინდა გიორგის ხატს, იღლიაში ამოიჩარა და სამხრეთის კარი-
საკენ გაემართა, კუტალაი მწარედ ნაგვემი სოხანეზე იწვა.
წმინდა გიორგი გაიტაცესო, დაიზრიალა ხალხმა, კუტალაი
ზეწამოიჭრა და წვერწითელა თურქომანს გამოუდგა უკან.
ასისთავი მხარმარჯვნით აპირებდა გახვევას, მაგრამ სის-
ხლში ამოთხვრილი კუტალაი წამოეწია მას და მკლავზე სტაცა
ხელი, წვერწითელამ სახეში გაარტყა ბერს, მაგრამ ეს უკანას-
კნელი ეცა მძარცველს, მარჯვენა ხელი გადახვია მას ქედზე და
ხატიანად გადაითრია ქარაფიდან უფსკრულში.
ეკლესიის ძარცვა რა მოათავეს, თურქომანები ნაციხარის-
კენ გაემართნენ ანაზდად.

***
შტორა მორკნეველი და ჯონდი ერისთავი იორს გადმოღმა
ებრძოდნენ ეჯიბ ჰუსამას მიერ გასარდლულ თურქომანთა ორ
ათასეულს. ეჯიბმა ვეღარ გაუძლო ორივე ერისთავთან ბრძო-
ლას, ხუთასიოდე ცხედარი დასტოვა ბრძოლის ველზე და ამირ
ახმეტის ბანაკს მიაშურა.
სულ ორიოდე ფარასანგი უკლდათ ერისთავებსა და მათ ცხე-
ნოსან სპას წმინდა დოდოს მონასტრამდის, როცა ამირ ჰუსეინს
უკვე მოახსენეს მსტოვარებმა ეს ამბავი.
ნაციხარის გარემომცველ თურქომანებს თავიანთი ცხენები
ველზე ჰყავდათ მიტოვებული, გარდა ამისა, ხატიონებთან და
ხევისთავის მთიელებთან ბრძოლის დროს მონასტრის გალავა-
ნი დარღვეული იყო. იქ გამაგრება უსაზმნო იქნებოდა, ამიტო-
მაც მან სასწრაფოდ შემოხსნა ალყა ნაციხარს, შესხედითო, უბ-
რძანა თავის ცხენოსნებს.

666 მკითხველთა ლიგა


მონასტრისკენ მიმავალ ერისთავების შესახვედრად გაემარ-
თა სპიანად და ორ ტყვეს შორის მდებარე ველზე გაამწკრივა
თავისი მხედრები.
ამირ ჰუსეინი მხოლოდ სახელდახელოდ თავდასხმების ოს-
ტატი იყო, მაგრამ იმჟამინდელი კავალერიის შეტევის ზოგიერთ
ხერხს იგი არ იცნობდა.
ამირ ჰუსეინს განაგონი ჰქონდა, ხელსაყრელიაო ორ ტყეს
შორის გაშლილ ველზე მტრის ცხენოსნებთან შეტაკება, რათა
ფლანგებიდან შემოტევა არ შესძლებოდა მოწინააღმდეგეს, მაგ-
რამ ამჯერად ეს ორი ტყე, ისე შორს იყო ურთიერთისაგან, რომ
აკინჯის ჯარის ასისთავები იძულებულნი გახდნენ ძლიერ მეჩხე-
რად გაემწკრივებინათ მხედრები.
ჯონდი ერისთავმა მყისვე შენიშნა მტრის მიერ დაშვებული
შეცდომა, ლანდის უსწრაფესად დაიძრა ორივე ერისთავის სპაი,
მეჩხერად განლაგებულმა თურქომანებმა ზოგ ადგილს ვერ
შეაკავეს ქართველი ცხენოსნები, ასე რომ, ეს უკანასკნელნი
უკან მოექცნენ მტრის კავალერიას.
ამირ ჰუსეინი გააფთრებული იბრძოდა, მისნი მეხმლენი და
მეაბჯრენი მხარდამხარ უდგნენ მას.
როცა ამირას ცხენი გამოუკლეს, წამოდგომა არ დასცალდა,
ისე მოხვდა მუხლისთავზე ისარი, ორმა მისრატულმა სამარქა-
ფო ცხენზე შეაგდეს ჰუსეინი, მან მაინც განაგრძო ბრძოლა.
მუხლისთავიდან სისხლი სდიოდა, მამაცურად იქნევდა
ხმალს.
ამ ბრძოლაში ქართველმა ერისთავებმაც დაუშვეს ერთი
შეცდომა. ამირ ჰუსეინმა შენიშნა, მისი მხედრები შეკრთნენ, ერ-
თმა რაზმეულმა ბრძოლას აარიდა თავი და დასავლეთისკენ
მდებარე ტყისკენ გააჭენა ცხენი.
ამ გაქცევას ერთობლივი ხასიათი რომ არ მიეღო, ამირ ჰუ-
სეინი იმდენ ხანს ებრძოლა ორივე ერისთავს, აღმოსავლეთით
მდებარე ჭაობებისაკენ უკუიქცა სპიანად, რათა მხდალებს უკან
დასახევი გზა არ დარჩენოდათ.
ლაშქრის ამირამ რა გაიგო, აკინჯის ჯარი ორი ერისთავის
სპათა ჭანგებში მოექცნენო, თავდაპირველად თავათ აპირებდა
სპიანად გამგზავრებას, მაგრამ გადაიფიქრა. განძის ამირას,
წითლოსან დუკისძესა და ვახან ვახანისძეს უბრძანა, მიშველე-
667 მკითხველთა ლიგა
ბოდნენ ამირ ჰუსეინს. თავათ განზრახული ჰქონდა, მანამდის
არ ჩაბმულიყო ომში, სანამ დავით მეფე და მისი სპა არ მოეშვე-
ლებოდნენ ორივე ერისთავს.
ამიტომაც დაავალა დუკისძეს და ვახანისძეს, თუ დავით მეფე
გამოჩნდა ბრძოლის ველზე, დაუყოვნებლივ მამცნეთო.
ახალი ძალის შემატებამ გაამხნევა თურქომანები. ერისთა-
ვებმა ორ გზის დასთმეს თავისი პოზიციები და აღმოსავლეთისა-
კენ აპირებდნენ უკან დახევას, მაგრამ ამასობაში ხევისთავმა,
ხორანასძემ, მოაღწია თავისი ცხენოსანი სპითა და ისევ ჭაობე-
ბისაკენ მისრისეს თურქომანები. ნაშუადღევს მოვარდნენ
კახეთ-ჰერეთის ერისთავები, არიშიანი და ბარამისძე, სპიანად.

***
წმინდა დოდოს მისადგომებში ჯერაც არ იყო მოთავებული
ბრძოლა, ნაშუაღამევს მონასტრის წინამდგომმა, მამაი ექვთი-
მემ, გაიგონა შეჭირვებული კაცის ძახილი. საბელებითა და კვა-
რებით აღჭურვილი სამი ბერი წარგზავნა. ისინი საბელით გადა-
ეშვნენ ქარაფიდან და თვალშეუდგამ უფსკრულში იპოვნეს მძი-
მედ ნაგვემი ბერი კუტალაი, რომელიც პირაღმა იწვა, მკერდზე
წმინდა გიორგის ხატი დაესვენებინა.
გამოირკვა, წვერწითელა ასისთავი, კუტალაის მოეშთო ხან-
გრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ. ეს ამბავი შერაცხა მამაი ექ-
ვთიმემ, როგორც მორიგი სასწაული წმინდა გიორგისა.
ბერი კუტალაი წარუდგა მამაი ექვთიმეს და მტკიცედ განუც-
ხადა: ბერული ჩოხა უნდა გავიხადო დროებით და გიორგი ჭყონ-
დიდელს ვემსახუროვო როგორც მეაბჯრე, გინდა მეხმლე.
მამაი ექვთიმემ წმინდა გიორგის ხატი გაატანა კუტალაის
ჯონდი ერისთავთან, თანაც სთხოვა, ჭყონდიდელისათვის მიერ-
თმიათ იგი.

***
ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამჟღავნებაა, სხვა
არაფერი. ისე როგორც ცხოვრებაში, ომშიაც უდიდესი მნიშვნე-
ლობა აქვს ბრმა შემთხვევითობას.
ეს მომენტი ყოველთვის თვალსაჩინოა, მაგრამ საჭიროა ოს-
ტატურად გამოყენება მისი.
668 მკითხველთა ლიგა
წითლოსან დუკისძეს მხოლოდ სიჭაბუკეში ჰყავდა დავით მე-
ფე ნახული. ერთ-ერთ შეტაკებისას მან ისრის მისაწვდენ მან-
ძილზე დალანდა შტორა მორკნეველი და მტკიცედ დარწმუნდა,
დავით მეფე თავათ წილს იდებსო ომში.
დუკისძემ ზაზაი ჯუბიელს უამბო ეს, მაგრამ არც გაუმხელია,
ლაშქრის ამირამ დამავალაო... ჯუბიელს ორივენი ჰყავდა ნახუ-
ლი. თავდაპირველად მასაც დავით მეფე ეგონა მორკნეველი,
მიუხედავად ამისა, დაუდასტურა დუკისძეს, დავით მეფე უჩინმა-
ჩინად წილს იდებსო ამ ბრძოლებში.
წითლოსან არცთუ მთლად მინდობილ კაცად სთვლიდა ჯუბი-
ელს, რადგან ამ უკანასკნელს სიმთვრალეში წამოსცდა ერ-
თხელ, ცუდ საქმეებში ვშველითო თრიალეთელნი თურქებს.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ჯუბიელმა და დუკისძემ ცალ-ცალკე
ამცნეს ლაშქრის ამირას, დავით მეფე თავათ ხელმძღვანელობ-
სო ქართულ ცხენოსან ჯარებს.
ამ ცნობამ ააღელვა ლაშქრის ამირა. იმავე დღეს ორივე ამი-
რამ აუწყა მას, დავით მეფე და მისი ერისთავები ჩრდილოეთისა-
კენ უკან იხევენ, ჩვენი ნაწილები დაზიანდნენ ბრძოლებში, სა-
მარქაფო სპაი მოგვაშველეთო.
მეორე დღეს ამირ ახმეტმა ნამაზი მოათავა თუ არა, დინჯად
ისაუზმა, მაძახურები იხმო და უბრძანა, მზაობა ეუწყებინათ
ლაშქრისათვის. თავათ ნატებზე წამოჯდა, გჲურჯისტანის არაბუ-
ლი რუკა მოატანინა, ათასისთავები ირგვლივ მოისხა.
აფათურებდა საჩვენებელ თითს ამ რუკაზე, თვალს ადევნებ-
და ჩრდილოეთისაკენ მიმავალ გზებს, რომელნიც სინგურისფერ
ხაზებად გავლებულნი იყვნენ რუკაზე.
როცა მეკარვეთა, მეჭურჭლეთა, მეჯინიბეთა, მეაბჯრეთა
უხუცესები ეახლნენ ამირ ახმეტს და მოახსენეს, სალაშქროდ
განმზადილიაო სპაი, დინჯად წამოდგა ნატებიდან, მეხმლეთუ-
ხუცესმა მხარზე გადაჰკიდა ლაშქრის ამირას მოოქროვილი და-
მასკური მახვილი, სულტან მოჰამედის მიერ პირადად ნაჩუქარი.
სამმა მეჯინიბემ მოჰგვარა მას ოქროსფერი ულაყი, რომელ-
საც ორმაგი საყბეურები ჰქონდა, ხუთმეტი მარქაფა ცხენი, თექ-
ვსმეტი მეხმლე, მეაბჯრე და მისრატული უკან გამოუდგნენ ლაშ-
ქრის წინ მიმავალ ამირ ახმეტს.

669 მკითხველთა ლიგა


***
დავით მეფემ უთენია აჰყარა ბანაკი, როცა ნიანია ბაკურიან-
მა მას უპატაკა საომარი მზაობა ლაშქრისა, გიორგი ჭყონდი-
დელმა ბოჭორმის სასახლის ეკლესიიდან გამოიტანა ოქრო-
ცურვილი ხატი ღვთისმშობლისა, ლოცვა წარსთქვა ლაშქრის
წინ დაჩოქილმა.
მეხმლეთუხუცესს გამოაღებინა ზარდახანიდან ვადაჯვრიანი
ბაგრატეული ხმალი, მამაი გიორგი მიეახლა თოროსანს, უხ-
მლოდ მდგარ მეფეს, შუბლზე აკოცა თავის გაზრდილს მზრდელ-
მა და თავად შეაბა იგი წელზე.
ბოლოს ჭყონდიდელმა დალოცა მუხლმოყრილი სპაი, სე-
ფედროშა აღმართეს. მეფეს, ტაძრეულს და მძიმედ შეჭურვილ-
თა ათასეულს წინ წარუმძღვარეს ბაგრატისეული საომარი ჯვა-
რი.
იმავე დღეს ჭყონდიდელს მიართვა ბერყოფილმა კუტალაიმ
წმინდა გიორგის ხატი და შესთხოვა, მეაბჯრედ აეყვანა იგი.
შემოდგომის მზიანი დღე იყო. კავკასიონის ცარცისფერ
ფონზე ვასვასებდნენ ოქრონაპკური ტყეები. წიფლები და თრიმ-
ლი ხასხასებდნენ ზოგან, აქა-იქ ჯახველი ელავდა სისხლზე
უწითლესი.
მზვარეში ლაპლაპებდნენ რაინდების მუზარადები, მეომარ-
თა და მათი ცხენების აბჯარი.
ფლოქვების ერთობლივ თქარუნზე ფრთხებოდნენ ირმის ჯო-
გები. გალურსულ მუხნარებიდან მოისმოდა მათი ფრუტუნი და
ჩლიქების დგაფუნი.
ამ საოცნებო დილას ისეთი ღვთაებრივი ელვარება იდგა ძო-
წისა და ოქროსი, ძნიად წარმოსადგენი იყო ამგვარ დღეს ომისა
და კაცისკვლისათვის ფიქრიცა.
არწივები სტოვებდნენ ქარაფებს, ლაპისლაზურისფერ ცის
ქვეშ დინჯად აკეთებდნენ ირაოს. როჭო იძახოდა სადღაც ხევში,
კაკბები კრიახობდნენ ქარაფების პირად.
მეფის ტაძრეულს და მძიმედ შეჭურვილთა ათასეულს უკან
მოჰყვებოდნენ ბეშქენ ჯაყელი, მისი ჯავახელი ქვეითი და ცხენო-
სანი მოისარები და შუბოსნები, ამის შემდეგ მოდიოდნენ მეკარ-
ვენი, მეაბჯრენი, მერემენი სამარქაფო ცხენთა რემებითურთ.

670 მკითხველთა ლიგა


ორიოდე ფარასანგის მანძილზე განგებისად ჩამორჩნენ
შერგილ ლიპარტიანის, ჯონდი ერისთავის, ბარამისძისა და არი-
შიანის ათასეულები, ისინი ბილიკ-ბილიკ ხეობის გაღმა-
გამოღმა მიდიოდნენ, ქარიმან სეტიელი და ჩუხჩნი, ხორანასძის
შავქუდიანები ზვერავდნენ მახლობელ მთებს.
ტაფობს მიაღწიეს თუ არა, შესვენება ებრძანათ სპათა, მეფემ
და სარდლებმა ცხენდაცხენ გამართეს თათბირი.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ ჩრდილოეთისკენ, მით უფრო
უარესდებოდნენ გზები.
ბეშქენ ჯაყელის, შერგილ ლიპარტიანის ათასეულებს და ხო-
რანასძეს ებრძანათ, დაყოვნებულიყვნენ გზაში, ხევებსა და ტყე-
ებში ჩასაფრებოდნენ სელჯუკებისა და განძელების ლაშქარს,
ხიდები ჩაეშალათ, კლისურებში თავს დასხმოდნენ ჟამიდან ჟამ-
ზე მტრის ლაშქარს, საგორავები დაეშინათ მათი მერემეებისა
და ცხენებისათვის.

***
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა თურქების გაერთიანებული
ლაშქარი დაადგა ერწუხის ხეობისკენ მიმავალ საურმე გზას.
სირაქლემის ფრთებით ზუჩდამშვენებული, მძიმედ შეჭურ-
ვილ ცხენოსანთა ჯარს წინ მიუძღოდა ოქროსთორიანი ლაშ-
ქრის ამირა, ცხენის კისრის სიგრძეზე მას უკან მისდევდნენ გან-
ძის ათაბაგი, ამირ გოზგოლი, და აკინჯის ჯარის სარდალი, ამირ
ჰუსეინ.
სირაქლემას შავი ფრთები ამშვენებდა სელჯუკურ შავ დრო-
შებს და შუბოსან ათასეულის წინამდგომთა შუბის ტარებს. სინ-
გურისფერი კაფტანები ეცვათ წითლად წვერშეღებილ ათასის-
თავებს, თეთრი ჩალმებით და სალმასურის ჯაჭვის პერანგებით
გამოირჩეოდნენ ისინი მძიმედ შეჭურვილ ცხენოსან სელჯუკები-
საგან.
ხეობის მარცხნით და მარჯვნით მთის ბილიკებზე ფეხდაფეხ
მორბოდნენ იატაგანებით აღჭურვილი მზვერავები, მოყურიადე-
ნი და მალემსრბოლები, რათა ფლანგებიდან შემოტევისაგან
დაეცვათ ლაშქარი.
ამირ ახმეტი თავს ინებივრებდა, მისი დიდი კარავი შვიდ აქ-
ლემს მოჰქონდა, ხოლო თეთრ ჯორებს – მისივე პალანკინები.
671 მკითხველთა ლიგა
მერმე მოდიოდნენ მერემეები, სამარქაფო ცხენები და ცხვრის
ფარები მოჰყავდათ. ამათ მოსდევდნენ მეჭურჭლეთუხუცესი და
მეჭურჭლენი, მეჯამენი და მზარეულები.
ლაშქრის არიერგარდს იცავდნენ ისევ მძიმედ შეჭურვილი
ცხენოსნების ათასეულები, ქვეითი მოისარები და ცხენოსანი შუ-
ბოსნები.
მედროშეებსა და მეალმეებს თან ახლდნენ ყურანის მკით-
ხველნი, მუყრნი, მედაფენი, მესაყვირენი და მედოლენი, მოხში-
რებული ცემა დაფდაფებისა არღვევდა მდუმარე ტყეების საშე-
მოდგომო იდილიას.
უკვე მამალი ხოხბები ყივოდნენ ხევებში, როცა ერწუხს უწია
მეფემ და მძიმედ შეჭურვილ ცხენოსანთა ათასეულმა.
იგავმიუწვდენელი სილამაზით ბრწყინავდა კავკასიონი, ბუ-
რუსში სთვლემდნენ ნამრუდისფერი მწვერვალები, ნისლის მერ-
დინები თეთრად ვასვასებდნენ ნაძვნარების დაკბილულ ზეთა-
ვებზე.
მეფემ აიყოლია გიორგი ჭყონდიდელი, ნიანია ბაკურიანი და
მახარაი და ველკეთილის ზეგანს დაადგა თვალი.
„მე აქ ნამყოფი ვარ სიჭაბუკეში, ირემზე მინადირნია იმ ტყე-
ებში, – სთქვა და მათრახი მიუშვირა ზეგანის ირგვლივ მოზღვა-
ვებულ მუხნარზე, – ბარე სამი ფარასანგი სიგრძე აქვს ამ ზე-
განს. უკეთეს ბრძოლის ველს ამ მთიანეთში ვერ ვიპოვით.
ამ გორაკს მთავარანგელოზი ჰქვია, – განაგრძო მეფემ და
ველის კიდეს აღმართულს შეხედა, – რაც მთავარია, ამ გორაკსა
და ველს შორის წყალმრავალი ხევია, წყალს უდიდესი მნიშვნე-
ლობა აქვს ბრძოლაში, იმ ხევს გარდა თითქმის ყველა დამშრა-
ლია ამ დროს.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, ეს ხევი არ დავანებოთ მტერს“.
როცა გორაკზე ააგელვეს ცხენები, მეფე მოიხიბლა ამ გარე-
მოს სილამაზისაგან. საყდრის ეზოში სამი მუხა იდგა, მათ ჩერო-
ში სთვლემდა პატარა, დახავსებული ბაზილიკა, მთავარანგე-
ლოზის სახელობისა.
ერთიც მაღალი, თეთრი სამრეკლო იყო ქარაფის კიდეს და
მის გვერდით ასეთივე თეთრი სვეტი, მესვეტე ბერთათვის.
უცნაურად გაფრიალებულ ეზოში ათიოდე სკა შენიშნა და-
ვითმა ვრცელ სავარდეში, ვარდებს ყვავილობა მოეთავებინათ,
672 მკითხველთა ლიგა
აქა-იქ ასკილი სჩანდა აურაცხელი, რუბინისფერი ნაყოფით დამ-
შვენებული.
ფუტკრები სევდიანად პუტუნებდნენ, თითქოს საშემოდგომო
რეკვიემს გალობდნენ. მეფეს იამა ეს მიტოვებული, მთელი ქვეყ-
ნისაგან მოწყვეტილი საყდრისა და მისი შემოგარენის ხილვა.
„როცა მე და შენ ომებს მოვათავებთ და დავბერდებით, ური-
გო არ იქნებოდა ამგვარ ეკლესიის ეზოში დაგვმარხავდნენ,
ნიანია“, სთქვა მეფემ.
ნიანიამ გაიღიმა და მიუგო:
„მე არა მგონია, მეფევ ბატონო, სიკვდილის შემდეგაც რომ
გეღირსოს დასვენება“.
„შენ მართალს ამბობ, ნიანია...
მე ალბათ ვერც კი ვეღირსები ისეთ სიკვდილს, როგორსაც
მშვიდობიანი ადამიანები უნატრელად მიხვდებიან ხოლმე... მე
აგრე მგონია, ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეწიოს იმგვარ
სიბრძნეს, რომელიც თუნდაც ამ ფუტკრებს მოსდგამს.
უდიდესი სიბრძნე ეგაა: მათსავით უდრტვინველად შეეგებო
სიკვდილს. მე ყოველი არსი მეცოდება ამქვეყნად, თვით ბაყაყ-
საც არასოდეს მოვკლავდი სიყრმეში.
მწერთა შორის ფუტკარი მიყვარს... დიდი ვაჟკაცია ფუტკარი,
თუ უმართებულოდ მოექეცი, თავის შაშარს მოიმარჯვებს და შე-
აკვდება მტერს. სიკვდილი მეშვიდე ბეჭედია ჩვენი ცხოვრების
იდუმალ ეტრატზე აღბეჭდილი. სიკვდილი უკანასკნელი წრთო-
ბაა ჩვენი სულისა“.
როცა მეფე და ტაძრეული ეკლესიის ეზოში შემოვიდნენ,
თეთრწვერიანი, ჯუჯა მნათე სამრეკლოზე ადიოდა. იგი გამობ-
რუნდა, ჯიქურ მიეჭრა მეფეს, ფერხთით დაუვარდა და უთხრა:
„ყველაზე უმდაბლესი გესალმება ყველაზე უმაღლესს“.
„ვინ უვლის ამ ფუტკრებსა და ამ სავარდეს აგრე კარგად, ძია
კაცო?“
„მე და სერაპიონი, მეფევ ბატონო“.
„სერაპიონი ვინღაა?“
მნათემ სვეტისაკენ გაიშვირა ხელი და თმაგაბურძგვნილი
ბერი დაანახა.
„ოცდაათი წელია დუმილს იცავს მამაი სერაპიონი“.

673 მკითხველთა ლიგა


დავითი დაკვირვებულად უჭვრეტდა სვეტის თავზე მდგარ
თეთრწვერა შავოსანს, რომელიც გაოგნებული გადასცქეროდა
ძირს გადაშლილ ველკეთილის ზეგანს.
„აჰა, მაშ ეგ არის მამაი სერაპიონი? გამიგონია მისი სახე-
ლი“. დასძინა ჭყონდიდელმა.
დაყუდებული მესვეტე ხედავდა მეფესა და ვაზირთა უპირვე-
ლესს, მაინც საჭიროდ არ ჩასთვალა ძირს ჩამოსულიყო და მი-
სალმებოდა მათ.
დავითი ქარაფის კიდემდის მივიდა, ხელახლა მოავლო ველ-
კეთილს თვალი, ტყეების პირად უკვე კარვებს სდგამდნენ მე-
კარვენი, ალაგ-ალად კოცონები აენთოთ, ვახშამს იმზადებდნენ
სპანი.
„ის ხევი საკმაოდ შორს უწევს აქედან, ნიანია, ჩვენ უნდა შე-
ვეცადოთ, მთლიანად შევკრათ იგი, რათა წყალი არ დავანებოთ
სელჯუკებს. მთელი ეს მიდამო რიგიანად მოჩხრიკეს ჩვენმა
მზვერავებმა. ამ შემოგარენში ორიოდე ბინულია. ეს რას ეყოფა
მტრის ლაშქარს“.
ნიანიამ თვალზე მიიჩრდილა ხელი, ხევის წყალი ვერცხლის
ქამარივით გავლებულიყო ტყის კიდეებზე.

***
მეორე დღეს ადრე მოათავა მეფემ სპათა განლაგება. თურ-
ქების გაერთიანებულ ლაშქარს მთელი კვირა დააგვიანდა. ამას
სხვადასხვაგვარი მიზეზი ჰქონდა. ამირ ახმეტის მეკარვენი, მე-
რემენი, მებარგენი, ზანტი აქლემების მთელი ქარავანი ტაატით
მოდიოდნენ. როგორც ხორანასძე და მისი შავქუდიანები, ისე
ერისთავების სპანი, წარამარა ეკენწლავებოდნენ კლისურებში
მათ, მწვერვალებიდან საგორავებს უშენდნენ, ბოგირებსა და ხი-
დებს ანგრევდნენ გზადაგზა.
ამ ომში პირველად შემოიღო დავითმა საგორავებისა და
ქვისმსროლელთა ქვეითი ნაწილი. ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ
ხეობაში შემოსულ მტრის ჯარს, ამ ქვასროლია რაზმეულებს
სრულიადაც არა სჭიროდათ ერწუხის ხეობასა და მის შემოგა-
რენში ქვების მოგროვება და აბგებით მათი თრევა, როგორც
ამას ჩადიოდნენ ხოლმე ბიზანტიელი და რომაელი ქვასრო-
ლიები.
674 მკითხველთა ლიგა
ამირ ახმეტმა მეგზურად არავინ გაიკარა ზაზაი ჯუბიელის
გარდა, რადგან ქართველ რენეგატთა შორის ყველაზე მეტად
მას ენდობოდა.
ვერც წითლოსან დუკისძემ და ვერც განძის ამირამ ვერ შე-
ნიშნეს, რომ ჯუბიელი მსტოვრად ჰყავდა ამ ბოლო ხანს ქარიმან
სეტიელს, ასე რომ, ჯუბიელის ნათლიმამის მეშვეობით ქარიმან
ზუსტად გებულობდა ლაშქრის ამირას საომარ ზრახვებს.
ამჯერადაც ჯუბიელი ცდილობდა ისეთ ღრანტეებში ეტარები-
ნა სელჯუკიდებისა და განძელების ლაშქარი, მომეტებული დრო
დარჩენოდა დავით მეფეს ველკეთილის ზეგანზე საბრძოლო
განლაგების მოწყობისათვის.
ერწუხის ხეობაში თურქების გაერთიანებული ლაშქრის შე-
მოსვლის უმალვე საფალანგო ბრძოლები აუტეხეს როგორც
ერისთავების, ისე შავქუდიანების ცხენოსნებმა.
მეფეს არ უნდოდა ხმლის პირველი მოკიდების უფლება
მტრისათვის დაეთმო, ამიტომაც ნიანია ბაკურიანი და მისი მსუ-
ბუქად შეჭურვილი სპაი დაახვედრა მას ველკეთილის მისადგო-
მებთან.
ამირ ახმეტი წინ წარუძღვა მძიმედ შეჭურვილ ცხენოსნებს.
იერიში მიიტანა ქართული ცხენოსანი ლაშქრის პირველ რიგებ-
ზე.
ნიანია ბაკურიანმა ორად გაჰყო თავისი სპაი. სელჯუკები შე-
მოუშვა ხეობაში, ერთ ნაწილს შტორა მორკნეველი უსარდლა,
მეორეს თავათ წარუძღვა წინ. ორივე ნაწილი ქართული ჯარისა
მტრისათვის მოულოდნელად დაქვეითდა, ცალ მუხლზე დაჩო-
ქილებმა შუბები დაახვედრეს სელჯუკიანთა წითელკაფტანიანი
მეომრების ცხენებს.
უპირატესად ცხენები დაუხოცეთო მტერს, ნაბრძანები ჰქონ-
და მეფეს, რადგან მან კარგად იცოდა, მძიმედ შეჭურვილი სპაი
უცხენოდ უმწეო რჩებოდა.
თითქმის ნასამხრალამდის შეიქციეს ნიანია ბაკურიანმა და
შტორა მორკნეველმა ლაშქრის ამირა და მისი მეწინავე ათა-
სეულები.
გიორგი მეფემ სამგზის უჩურჩულა დავით მეფეს კახეთ-
ჰერეთში წამოსვლის წინ: ეცადე, ბრძოლის დაწყებისას ჯერ მძი-
მედ შეჭურვილი რაინდები შეაგებოთო მტერს.
675 მკითხველთა ლიგა
გიორგის ურყევად სჯეროდა, ასი მძიმედ შეჭურვილი მხედა-
რი, ათას ქვეითს უდრისო.
ხოლო დავით აგრე ფიქრობდა, კარგი ვაჟკაცი ცხენიანადაც
კარგად იბრძოლებს და ქვეითაცო.
ამიტომაც, როცა ნიანია ბაკურიანსა და შტორა მორკნევე-
ლის ცხენოსან ჯარს თავისი საუკეთესო მძიმედ შეჭურვილნი
მიუსია ლაშქრის ამირამ, მეფის ბრძანებისამებრ, ჯონდი ერის-
თავმა წამოიყვანა შერეული, ცხენოსნებისა და ქვეითებისაგან
შემდგარი შუბოსნები, ისინი მთელი ბრძოლის ველის სიგანეზე
გაიფანტნენ. თითო-თითო მძიმედ შეჭურვილი სამ-სამი ქვეითი
შუბოსანი და მოისარი მოყვებოდა უკან, ხოლო საფალანგო
დარტყმებისაგან სპათა დასაცავად მძიმედ შეჭურვილნი მისდევ-
დნენ მათ მხარმარცხნითა და მხარმარჯვნით.
როგორც მძიმედ შეჭურვილი რაინდები, ისე ქვეითა შუბოსა-
ნი და მოისარი მონასპანი თურქების ცხენებს უშენდნენ შუბსა და
ისარს.
დავით მეფემ ბრძოლის დაწყებამდის ლაშქრის ცხენების ნა-
ხევარზე მეტი მთავარანგელოზის გორაკს გადაღმა გაახიზვინა,
ტყეში.
სელჯუკები, განძელები და თურქომანები შეცდომაში შეიყვა-
ნა ზაზაი ჯუბიელმა, მან ამცნო ამირ ახმეტს, დავით მეფეს ცხენე-
ბი არა ჰყავსო საკმარისი. თავისი მხრით, ამირამ უბრძანა თა-
ვის სპასა და მოკავშირეებს, უპირატესად ცხენები დაეხოცნათ
ბრძოლის დროს. ამიტომაც გულისწამღები ჭიხვინი დაკოდილ
ცხენებისა ჩქმალავდა თურქების ღრიალს „ალლაჰ“.
პირველ ორ დღეს მარტოოდენ ამირ ახმეტი და განძის ათა-
ბაგი იბრძოდნენ, მხოლოდ მესამე დღეს, დაფდაფების ცემით
შემოვიდნენ ბრძოლის ველზე აკინჯის ჯარის სარდალი, ამირ ჰუ-
სეინ, და მისი თეთრფაფახიანი ცხენოსნები.
მათ იმდენი ცხენი დახოცოდათ ერწუხამდის, რომ თითო
ცხენზე ორ-ორი კაცი იჯდა, ან არადა, ერთ ცხენოსანს სამი შუ-
ბოსანი, ან მოისარი მოსდევდა ქვეითად უკან.
ლაშქრის ამირაც აგრე ფიქრობდა, ქვეითი სპაი რა ბედენაა,
მთავარიაო მძიმედ ან მსუბუქად შეჭურვილი სპაი, ამიტომაც
უპირატესად მძიმედ შეჭურვილნი გაუშვა წინ, მათ მოყვებოდნენ
მსუბუქად შეჭურვილნი, ხოლო მათ უკან – ქვეითნი.
676 მკითხველთა ლიგა
თურქების სარდალთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. გან-
ძის ათაბაგი ერთ ღამეს პირადად ეახლა დიდ კარავში ამირ ახ-
მეტს და მოახსენა:
„მე იჭვმიუტანელი ცნობები მაქვს, დავით მეფემ ამ მთიანეთ-
ში სადღაც გადამალა თავის ცხენები, ჩემს ათასეულებს უკვე
ხელში შემოადნათ ისინი, ჩვენც გავიყვანოთ ცხენები ბრძოლის
ველიდან. თორემ უკუქცევა რომ დაგვჭირდეს, ცოცხალი თავით
ვერ გავასწრებთ აქედან“.
ამირ ახმეტმა თავი მოიფხანა ინით შეღებილი ფრჩხილებით
და მიუგო:
„ვინც გაქცევაზე ფიქრობს ბრძოლის ველზე, მას შეუძლია
ქვეითად გაიქცეს, რადგან ალლაჰ მაინც დაინახავს მას. ალ-
ლაჰს უყვარს მხოლოდ ისინი, ვინც ისეთი წესრიგით იბრძვიან
მისთვის, თითქოს ურთიერთზე იყვნენ გადაჯაჭვულნი“.
ამირ ახმეტს თავდაპირველად არა სჯეროდა წითლოსან დუ-
კისძის და განძის ათაბაგის მტკიცება, ცხენები გადამალული
ჰყავსო მეფეს, მაგრამ ქვეშეცნეულად გრძნობდა, ზოგ რამეში
არა სტყუოდა განძის ათაბაგი.
იმასაც ხედავდა ომებში მრავალნაცადი ამირა: აწ უკვე შეუძ-
ლებელი იქნებოდა ცხენების თუნდაც ერთი ნაწილის ბრძოლის
ველიდან გაყვანა...
ახლა მას უკვე აღეძრა იჭვი ჯუბიელის მიმართ, ალბათ გან-
გებისად დამაგვიანაო გზაში.
მეხუთე დღეს ამირ ახმეტმა სამივე ლაშქრიდან შეადგინა პი-
რამიდასებრი, წვერწამახული მასსა ლაშქრისა, რომელსაც წინ
მიუძღოდნენ მძიმედ და მსუბუქად შეჭურვილნი, აქლემებზე აღ-
მხედრებული თოროსნები. ამ უზარმაზარი კოლონის წვეტი მი-
ებჯინა ლაშქრის გულს, რომელსაც დავით მეფე თავათ სარ-
დლობდა. მარცხენა ფრთაზე გიორგი ჭყონდიდელი იდგა, ხო-
ლო მარჯვენაზე – ნიანია ბაკურიანი.
უწყლობამ ძლიერ დარია ხელი თურქებს, წყაროებიდან ტი-
კებით მოტანილი წყალი ამოდენა ლაშქარს არა ყოფნიდა.
სელჯუკები და თურქები გაშმაგებული მიიწევდნენ ხევისკენ,
ეგ ეწადათ, მეფე და მისი სპაი ხევისაკენ მიესრისათ როგორმე
და წყალს დაპატრონებოდნენ.

677 მკითხველთა ლიგა


მეფემ უკან დაახევინა ლაშქრის გულს და ღრმად შემოუშვა
ამირ ახმეტი და მისი მძიმედ შეჭურვილნი ბრძოლის ველის ცენ-
ტრში. განძის ამირამ და ამირ ჰუსეინმა ვეღარ გაუძლეს ჭყონ-
დიდელისა და ბაკურიანის შერეული კოლონების იერიშებს და
უკუიქცნენ. მაშინ მარცხენა და მარჯვენა ფრთის სარდლებმა
მაგრად დაჰკრეს ამირ ახმეტის ათასეულებს.
სიღამემ უშველა ლაშქრის ამირას, თორემ სპიანად ჩავარ-
დებოდა იგი ტყვედ. საღამოს სელჯუკებს, განძელებსა და თურ-
ქომანებს გაუნახევრდათ ცხენები.

***
ამის შემდეგ ამირ ახმეტმა ხელი აიღო კოლონების პირამი-
დისებრ დაწყობაზე, ისევ და ისევ ჯვაროსნებთან ომებში მრა-
ვალნაცადი ხერხი მოიშველია. სამად გაჰყო მთელი ლაშქარი.
ლაშქრის გულს თავათ სარდლობდა, მარჯვენას – განძის ამირა,
ხოლო მარცხენას – ამირ ჰუსეინ.
ერთ საღამოს დავით მეფის დიდ კარავში გამოცხადდა ყელ-
ზე სინანულის საბელშებმული ზაზაი ჯუბიელი, მუხლის თავზე
ეამბორა მეფეს და წვრილად მოუთხრო სამივე ამირას შორის
ჩამოვარდნილი ცილობისა და მათი განზრახვების გამო.
„ამ სამ ამირას შორის, – სთქვა მეფემ, – მხოლოდ ამირ ახ-
მეტია ჭკვიანი მეომარი, ამირ ჰუსეინი ავაზაკების სარდალია,
ხოლო განძის ათაბაგი ცუნდრუკა“.
დავითმა სთქვა:
„აგრე მგონია, მე და ამირ ახმეტი, თანაბრად უნდა ვუფ-
რთხოდეთ განძის ათაბაგს.
მე ყოველთვის ვიცი, ჭკვიანი სარდალი საიდან დამესხმის
თავს, ხოლო შლეგი რას მოიმოქმედებს, ამას უფალი თუ მიაწ-
ვდენს გონებას“.
დავითის ნიშანდება მეორე დღეს უქცეველად აღსრულდა.
განძის ათაბაგის მერყეობა რა შენიშნა ლაშქრის ამირამ, აქ-
ლემებზე აღმხედრებული ათასეული მიაშველა მას ბრძოლის
დაწყების უმალვე. დამშეული და მოწყურებული აქლემები გა-
ცოფებული ხროტინებდნენ. მეფემ ცხენოსნებისა და ქვეითა შუ-
ბოსნების რაზმეულები მიაშველა გიორგი ჭყონდიდელს.

678 მკითხველთა ლიგა


განძის ათაბაგმა რა დაინახა, აქლემებსაც იგივე დღე აყარეს
გჲურჯებმა, როგორც ცხენებს, ერთ-ერთ ათასეულს უბრძანა:
ქვეითად ებრძოლათ შუბითა და ისრით, ხოლო ცხენები ბრძო-
ლის ველიდან გადაეყვანათ და ახოში გადაემალათ როგორმე.
მხოლოდ თავის პირად მცველთა რაზმეულებს შეარჩინა ცხენე-
ბი.
ზაზაი ჯუბიელმა უსარდლა ხუთას ცხენოსან ჰერეთელს, ახო-
ში გადავიდა და დახოცა განძელთა ცხენები.
უცხენოდ დარჩენილი განძელი მონასპანი ვეღარ უძლებ-
დნენ ჭყონდიდელის ცხენოსნებსა და ქვეით შუბოსნებს, განძის
ამირამ გააშიშვლა სელჯუკებისა და განძელების მარცხენა
ფრთა და ჯუბიელსა და მის ჰერეთელებს ეძგერა.
გიორგი ჭყონდიდელი წინ წარუძღვა მსუბუქად შეჭურვილ
თავის მონასპათ და ახოში შეჰყვა ათაბაგს. განძის ათაბაგი მო-
ეშვა ჯუბიელთან ბრძოლას და გულდაგულ მიაგდო თავისი
უზარმაზარი აჯილღა ჯორზე მჯდარ ჭყონდიდელზე, რომელიც
გააფთრებული იქნევდა თავის მახვილს, მამაცურად იგერიებდა
განძელებს.
სწორედ ამ დროს ბერყოფილმა კუტალაიმ მოიმარჯვა თავი-
სი ხელშუბი და მთელის ძალით აძგერა ათაბაგის ცხენს.
ათაბაგი ცხენიანად დაეცა მიწაზე, მაგრამ ზედწამოიჭრა და
ისევ მოუქნია ჭყონდიდელს ხმალი.
საიდგანღაც გაჩნდა ზაზაი ჯუბიელი, მახვილი შეაგება ათა-
ბაგს და გამოუკლა ცხენი. მისივე მისრატულნი და მეხმლენი ეც-
ნენ ათაბაგს და მარქაფა ცხენზე შეაგდეს მანდიკურად და ბრძო-
ლის ველიდან გაიყვანეს.
ჯუბიელი თავის ცხენს შემოახტა კვლავ, მკერდულით დაატა-
კა თავისი ულაყი, რომელიღაც განძელ ცხენოსანს, მაგრამ
ცხვირში საყურეგაყრილმა მონამ მხრისთავზე აძგერა მას შუბი,
ჯუბიელი ცხენიდან ჩამოვარდა. მონამ აბჯარი გახადა მკვდარს,
რადგან მოეჩვენა სუნთქავსო და მარცხენა ძუძუს ქვეშ ისე მაგ-
რად დაჰკრა იატაგანი, შუაში გაუპო მას ისედაც გაორებული გუ-
ლი.
განძის ამირას და მის სპათა დამარცხებამ სავსებით მოშალა
მარცხენა ფრთა თურქების გაერთიანებული ლაშქრისა.

679 მკითხველთა ლიგა


გიორგი ჭყონდიდელმა მარჯვნიდან მოუარა სელჯუკების
ლაშქრის გულს, რომელსაც კვლავ ამირ ახმეტი ხელმძღვანე-
ლობდა. მოკავშირე რა გამოაკლდათ, გააფთრებული იბრძოდა
ორივე ამირა.
ახლა ლაშქრის ამირამ შემოუშვა ბრძოლაში მისი უმამაცესი
ათასეული, რომელსაც მრავალგზის ულაშქრნიათ ჯვაროსნები-
სა და ბერძნების წინააღმდეგ. ამ ათასეულის მძიმედ შეჭურვილ
ცხენოსნებს სისხლისფერი კაფტანები ეცვათ, სალმასურის ჯაჭ-
ვის ქვეშ. მაღალი, მაღალი ფაფახები ეხურათ თავზე სირაქლე-
მას შავი ფრთებით შემკული.
მაშინ დავით მეფემ ახმობინა მთავარანგელოზის გორაკს გა-
დაღმა გადამალული ცხენოსანი სპაი, ამირ ახმეტმა და ამირ ჰუ-
სეინმა კიდევ ერთხელ დასჭყივლეს თავიანთ ლაშქარს „ალ-
ლაჰ“, ხელახლა მიიტანეს იერიში იმ კოლონისკენ, სადაც და-
ვით მეფე და ტაძრეული ეგულებოდათ. დავით მეფე და ცამეტი
მისი მეხმლე აბჯროსან მხედრებსა და ცხენებს კვეთდნენ მოქ-
ნეული ხმლითა, მოცელილივით ენარცხებოდნენ ცხენიანად მი-
წაზე ამირ ახმეტის წითელკაფტანიანი მხედრები.
დარცხვენილმა ათაბაგმა აიყოლია ორასი მძიმედ შეჭურვი-
ლი განძელი მხედარი, საშინელი ყიჟინით გაარღვია მარჯვენა
ფრთის კოლონები, გზა გაიკაფა და ლაშქრის გულში შეიჭრა,
როცა მათ გაცოფებული იერიში მიიტანეს იმ კოლონასთან, რო-
მელშიაც დავითი იბრძოდა, სამი მეხმლე მეფისა გადათქერა
ათაბაგმა ცხენით. ხმალი გადაუქნია დავითს. მეფის მუზარადი-
დან ასხლეტილმა ხმალმა მეაბჯრე გიორგის ღაწვის თავი გაუგ-
მირა ანაზდად, მაშინ მეფე მიუბრუნდა ათაბაგს და ისე ძლიერად
დაჰკრა ხმალი, უნაგირამდის გაჰკვეთა მისი უზარმაზარი
სხეული.
მიმწუხრისას გაისმა დაფდაფების ცემა, სელჯუკები და თურ-
ქომანები უკვე უკუქცევას დაადგნენ...
მეორე დღეს ხორანასძის შავქუდიანები ხეობებში დაძრწოდ-
ნენ, ჭუკებივით იჭერდნენ უცხენოდ დარჩენილ მძიმედ შეჭურ-
ვილ სელჯუკებსა და განძელებს; მხოლოდ ამირ ახმეტმა და
ამირ ჰუსეინმა გაასწრეს მცირე სპის ამარა იორს გადაღმა.

680 მკითხველთა ლიგა


ავტორს სურს, ამ ადგილს შესწყვიტოს თხრობა, რადგან ამ
ბრძოლების პირადად მონაწილეს, დავითის მემატიანეს,
ბრწყინვალედ აღწერილი აქვს ერწუხის ომის ფინალი.
„...და ერწუხს ქმნნა [მეფემან] წყობანი დიდნი და ხმაგასმე-
ნილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და გან-
წირულთა ერითა დახოცნა სულტანისა იგი ურიცხვნი სპანი,
ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქვეყნისა ერი, მტერ-
თავე თან განდგომილი ჩუენდა...
...ხოლო თვით მეფე, არა თუ ვითარცა სხვა ვინმე, ზურგით
უდგა ოდენ სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერ-
თი თავადთაგანი ვინმე, არამედ, უპირატეს ყოველთასა, თვით
წინა უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა, და
ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა;
და თვით გოლიათებს მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა
დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინადმთხვეულთა
ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა
ძუელსა დავითს ელიაზარის ხელი ხმლისა ვადასა ოდენ დაეწე-
ბა, არამედ ხმლითა მისით უკუმიმდინარითა სისხლისთა წელნი
აღსავსე ექნეს, რომელი შემდგომად ომისა გარდახდისა და
სარტყლისა გახსნისა საცნაურ იქმნა, ქვეყანად რა დაითხია
ესოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირ-
ველ განხილვისა თვით მისგან ვგონებდით გამოსრულად. და
მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა
მჯდომმან სრულჰყო მის დღისა ომი და ესე მრავალისაგან მცი-
რედი და კნინი წარმოვთქვით“.
როცა ომის დასრულების მეორე დღეს გიორგი ჭყონდიდელ-
მა სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა წმინდა ზაქარიას ეკლე-
სიაში ტაძრეულისა და სპათა თანდასწრებით, დაყუდებული ბე-
რი, სერაპიონი, სვეტიდან ჩამოვიდა, ფერხთით დაუვარდა ძლე-
ვამოსილ მეფეს და ოცდაათი წლის დუმილის შემდეგ შეღაღადა
მას:
„ჭეშმარიტად შენა ხარ აბდულმესსია, მეფევ ბატონო“.
დავით მეფემ კვლავ შემოიმტკიცა კახეთ-ჰერეთი და ამ მხა-
რის ციხეებში თავისი მისანდობელნი ციხისთავნი ჩააყენა...

681 მკითხველთა ლიგა


EIMI SKIA TU THEOU
ერწუხის ომმა იმდენი მღელვარება წარმოშვა ნაჭარმაგევის
სასახლეში, ბუნებრივად განელდა ცნობისწადილი ლულუ ბენ
ჰაიდარის უსტარისადმი.
ორივე დედოფალი ლოგინად ჩავარდა. თვით მარად მოლ-
ხენილი გიორგი მეფე, რომელსაც მუდამ პირზე ეკერა ქართული
ხალხური სიბრძნე: რკინას ჟანგი სჭამს, კაცის გულს – დარდი,
დააოსა სწორედ დარდმა.
გიორგი გაავებული ქირდავდა თავის სიბერეს, ხმლით რომ
ვეღარ წაეხმარა თავის სახელოვან ვაჟს. როგორც ეს ჭარმაგსა
და ჯანმაგარ მოხუცებს სჩვევიათ, გიორგი დანდობილად მოტ-
ყდა, ერთბაშად ხელი აიღო მოლხენასა და ნადირობაზე, დღე-
ნიადაგ მარხულობდა, გვიან ღამემდის ფსალმუნს კითხულობ-
და, ბოლოს მანაც მოუხშირა შავი ღვთისმშობლის ბაზილიკაში
სიარულს.
კირიონ მანგლელსა დ მცხეთის მთავარეპისკოპოს, ანაქსი-
მანდრეს, წარამარა ხმობილობდა.
უმძრახივით გვერდს უქცევდა ბაზიერთუხუცესს, ჟღარუნას,
მეითარს ყველაისძეს. მოიწყინა საბაზიერო სახლმა, მთქნარე-
ბას ვეღარ აუდიოდნენ მესათხევლენი.
მარიამ დედოფალმა გვერდზე გადასდო პლატონის სიმფი-
ზონი, ლიხთამერელი და ლიხთიმერელი ეპისკოპოსები გარს
ეხვიენ მას, დედოფლების დარბაზებში საკმეველის სუნი იდგა,
კარის ეკლესიაში ზედიზედ იხდიდნენ პარაკლისებს.
როცა გამარჯვების მაცნე მახარობლებმა შემოაგელვეს ნა-
ჭარმაგევის სასახლის ეზოში ცხენები, გიორგიმ აღარ მოუცადა
ციხისთავის მოხსენებას, ყმაწვილივით ჩაირბინა ხარისხები თა-
ვისი სასახლის კიბისა, ცრემლმორეული მიეჭრა მტვერში ამო-
განგლულ მალემსრბოლებს...

***
ერწუხში გამარჯვებამ კვლავ გაამხნევა გიორგი. დანდობი-
ლად აღსდგა მის ბუნებაში კვლავინდებური შეუმუსვრელი სიყ-
ვარული ცხოვრებისა და მოლხენისადმი.

682 მკითხველთა ლიგა


ახლა იგი ქენჯნიდა თავის თავს იმის გამო, დავით მეფესა და
მის სპასალარებს რომ დასცინოდა კიდევაც: თქვენი ქადილი
თურქებთან გამკლავებისა ბალღების ომობანააო.
ახლა?
ახლა უკვე სავსებით დარწმუნებული იყო გიორგი, გამარჯვე-
ბასთან მოყოლილი სიხარული სამარადჟამოდ დაიდგამდა თა-
ვის კარავს ნაჭარმაგევის სასახლეში, მარად მჭმუნვარე დავით
მეფე ლხენას გაუხსნიდა კარებს გულისას და ეს ოდითგანვე სა-
ნადიროდ და სანადიმოდ განკუთვნილი სასახლე, სადაც ბაგრატ
მესამე, გიორგი პირველი და თავათ ომებში მოხუცებული ბაგ-
რატ მეოთხე, დროს შესაქცევად მოდიოდნენ ხოლმე, კვლავ იქ-
ცეოდა სალხინოდ.
გიორგი იმასაც ნანობდა, ერწუხის ომის კვირაძალში რად
გავუშვიო კონსტანტინოპოლს სტრატიგი ნოტარი და თავქეიფა
ეპიფანე არამსმელი.
უჩრდილო სიხარული ამქვეყნად მხოლოდ ბალღების ოცნე-
ბაა, სასიხარულო ამბებს წყენაც ზედ დაერთო არაერთი.
ერწუხის ომის უკანასკნელსა და გადამწყვეტ დღეს, უკეთ
რომა ვთქვათ, იმავე დღის მიმწუხრისას, როცა სელჯუკებს, გან-
ძელებსა და თურქომანებს გაავებული იერიშები მოჰქონდათ
ქართული ლაშქრის გულზე, სადაც დავით მეფე, მისი ტაძრეული
და მათი მეხმლენი თავგამეტებულად იბრძოდნენ, მარცხენა ბე-
ჭის ფრთაში შუბით დასჭრეს ნიანია ბაკურიანი, შერგილ ლიპარ-
ტიანს ცხენი გამოუკლეს, მხრისთავზე შუბი აძგერეს, ბეშქენ ჯა-
ყელს მუზარადი გადაძვრა ფიცხელი ბრძოლის დროს, იგი უმუ-
ზურადოდ იბრძოდა, სანამ თურქომანების ათასისთავმა ყვრი-
მალში არ აძგერა შუბი. როცა დავით მეფეს მესამეჯერ გამოუკ-
ლეს ცხენი, ავაზასავით ისკუპა უნაგირიდან ვალანგ ერისთავმა,
მეოთხე ცხენი მიაწოდა მეფეს, მაგრამ სწორედ ამ დროს ამირ
ახმეტის წითელკაფტანიანმა ათასისთავმა მარჯვენა ძუძუს ქვეშ
ჩასცა მახვილი.
მოჰკლეს ნეკრესელი ეპისკოპოსი მამაი ამბროსი. თოროსა-
ნი ცხენი გამოუკლეს მას თურქომანებმა და, როცა მიწაზე პირ-
ქვე დაემხო მოხუცი, შუბით განგმირეს.

683 მკითხველთა ლიგა


იმავე საღამოს მოჰკლეს არტანუჯის ერისთავის ვაჟი, თა-
ლაგვა, რუსთავის ერისთავი – ვარაზ ვაჩე, მოჰკლეს პანკისის
ერისთავი – უთურგვა, მოჰკლეს გიშის ერისთავი – შავლეგ.
და როცა ოტებულ სელჯუკებს მდევარი გააკიდა მეფემ, ერთ
ტყეში გაიტყუეს ჯონდი ერისთავი, მასაც გამოუკლეს ცხენი, მაგ-
რამ უნაგირის ტახტედან გადახტომა მოასწრო, ორი ჭრილობა
დაითმინა, მეხმლენი დაუხოცეს სისხლში მოსვრილს სწორედ
ისეთ დროს, როცა განძელები წამოესიენ, არტანუჯის ერისთავ-
მა და მისმა მეხმლეებმა სულზე მოუსწრეს უკვე მეშვიდეჯერ და-
კოდილს.
როცა დაჭრილი ერისთავები და ერისთავთა ვაჟები ჯალამბე-
რებით შემოიყვანეს ნაჭარმაგევის სასახლის ეზოში, გიორგი მე-
ფე მიმოდიოდა და შუბლზე ჰკოცნიდა ყოველ მათგანს.
დედოფალმა მარიამმა თავისი დარბაზები დაუთმო დაჭრი-
ლებს, თავათ გვანცასთვის მიჩენილ დარბაზში გადასახლდა.
დარბაზისერთა დიდ და მცირე დარბაზიონშიაც მოთავსეს
ისინი.
ორივე დედოფალი, მათი შიმუნვარები, ერისთავთა და დი-
დაზნაურთა ქალ-რძალნი, გვანცა, სასახლის დოსტაქარნი და
ექიმნი ღამეებს უთევდნენ მათ.
ამ ამბებისაგან მოგვრილი ერთობლივი მწუხარება ასე თუ
ისე შეამსუბუქა უფლისწულის, დემეტრეს, ნაჭარმაგევის სასახ-
ლეში მოსვლამ.
უფლისწულის თან ახლდნენ მამამძუძე მისი, ოვსთა დიდაზ-
ნაური გაც, ძუძუმტენი: ალისტონ, მიშტალა, თოხთა, თოთირ,
ძაგო, ალოსტე, ხუგა, ნართის, ზურდელ, სადულა, ყარამან და
ცამელ, დედამძუძე ძერასსა, და ძუძუმტენი ქალთაგანნი: აზაუ,
ჩიზნალ, სურათა და აცირუხსი.
საოცარი სანახაობა იყო, როცა ციხე-სასახლის ეზოში დასა-
დავებული ცხენით შემოუძღვა უფლისწულ დემეტრეს და ოსებს
მამამძუძე გაც, მშვენიერი, ბეჭპრტყელი ვაჟკაცი, რომელსაც სა-
ტევრის ვადამდის სცემდა ოდნავ შეჟღალებული წვერი.
გიორგი მეფე სასახლის ბაღში სეირნობდა, მესტუმრეთუხუ-
ცესმა ვერც კი მოასწრო ამ ამბის მოხსენება გიორგისათვის, ისე
გაემართა იგი ძვირფასი სტუმრების შესახვედრად. მეფის მოახ-

684 მკითხველთა ლიგა


ლოებაზე მამამძუძემ და მისმა თორმეტმა ვაჟმა გაიძვრეს სა-
ტევრები, მთიულური მჭახე ხმით იყვირეს ოსურად:
მზეგრძელი იყოს გიორგი მეფე!
გიორგიმ ჯერ თავისი შვილიშვილი გადაკოცნა, მერმე გაცის-
კენ გაემართა, გაცმა სატევარი სწრაფად ჩააგდო ქარქაშში,
ორივე ხელი მხრების გარშემო შემოაჭდო გიორგის და უთხრა
ქართულად:
„შენ მარტოოდენ მეფე როდი ხარ ჩვენი, არამედ ჩვენი საყ-
ვარელი მამაცა“.
ახალგაზრდებს ალერსიანად მიესალმა გიორგი მეფე, ბო-
ლოს დედამძუძეს, ძერასას, მიუახლოვდა. მეფის დანახვაზე
დიაცი შეკრთა, მუხლების მოყრა მოასწრო, მაგრამ გიორგიმ
მხრებზე ხელები მოხვია მოკრძალებულად და მარჯვენა მხარზე
სასოებით ეამბორა მას. არა მარტო დედოფლებს, გიორგი მეფე-
საც წკანწკარით წამოუვიდა ცრემლები ღვინისფერ ღაწვებზე,
როცა დავით მეფე გადაეხვია თავის ვაჟს და ორივე თვალი
ამოუკოცნა. დემეტრე ორჯერ ზეახტა და ყელზე შემოაჭდო მკლა-
ვები თავის ახოვან მამას.
მთელი მსგეფსის მანძილზე მორიგეობით ანებივრებდნენ
დედოფლები უფლისწულს, დემეტრეს. ღამღამობით დიდდედას-
თან იწვა უკვე შეღერებული ყმაწვილი.
პაპა გიორგი მთლად გაჭაბუკდა.
მთელი დღე დემეტრეს გარშემო ქოთქოთობდა. დილას ნა-
დირთა საჩიხეში მიყავდათ იგი გიორგის და მახარაის. შეღამდე-
ბოდა თუ არა, მესათხევლენი ლამპრებს, ბადეებსა და ჩანგლებს
წაიღებდნენ და ლიახვზე თევზაობას შეუდგებოდნენ.
ღამით პაპა იჩოქებდა მძინარე ყრმის საწოლთან და უჩუმ-
რად კოცნიდა მის მშვენიერ, მუქლურჯ თვალებს.
კვირა დღეს საგანგებო ჯირითი მოაწყვეს.
გუთნისდედებმა კვლავ გადახვნეს საირმეს მინდვრები.
ორივე მეფე და ტაძრეული ესწრებოდნენ ამ სანახაობას. ღე-
ლავდნენ მამამძუძე გაც და ძუძუმტენი, როცა დემეტრე მამის მი-
ერ ნაჩუქარ ულაყს მიაჭენებდა ხნულებში, ისინი შორიახლოდან
მისდევდნენ ცხენდაცხენ, ოსურად მისძახოდნენ: „აბათერუ“.
იყავ მამაცი, იყავ მამაცი!

685 მკითხველთა ლიგა


მეჯინიბეთუხუცესი, მერემეთუხუცესი, მისრატულთუხუცესი
თან მისდევდნენ უფლისწულს, ამოწმებდნენ, წინ გადაგდებულ
მათრახს თუ როგორ იღებდა ცალი ხელით მიწიდან. ახლა ფი-
ტულები დაუდგეს ხნულებში, მუზარადიანი, თორიანი კაცისმატ-
ყუარანი, მათ ნახშირით მოხატული წვერ-ულვაში ჰქონდათ,
ხმალი ეჭირათ ხელში.
დემეტრეს ევალებოდა, ხან მახვილით გაეგდებინებინა მათ-
თვის ხელიდან ხმალი, ხან მუზარადზე დაეკრა, ხან შუბი ეძგერე-
ბინა გაჭენებული ცხენიდან, ხანაც თორიანად უნდა გაეკვეთა
დანდობილად გადაქნეული ხმლითა.
ახლა ეს კაცისმატყუარანი ხის ცხენებზე შესვეს, ცხენის გა-
მოკვლას ასწავლიდნენ ჭაბუკს.
გიორგი მეფე მთლად აღტაცებული არ იყო ამ ამბისაგან.
ნავახშმევს ეუბნება დავითს:
„ხომ მოიოხე გული, ვეჟო, თურქებთან ბრძოლისაგან, ჩვენ-
მა მტრებმა ისეთი შიში სჭამეს, კაცისობას ვერ შეგვბედავენ
ომს. რად გვინდა, კაცისკვლას რომ ვასწავლით უფლისწულს.
ომებში დალიეს ჩვენმა წინაპრებმა სული, ახლა მოლხენისათის
ვიფიქროთ მცირედი. იერუსალემსა და ანტიოქიაში ქრისტიანი
მეფენი სხედან სამეუფო ტახტზე. ალექსი კომნენი სვიანად განა-
გებს ბერძნულ საქრისტიანოს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა
დამყარდეს კაცთა შორის სათნოება და ქვეყანასა ზედა მშვიდო-
ბა.
სწორედ იმ წელს, როცა სულკურთხეულ მამაჩემს ვახლდი
განძელებთან ომში, ერთი ყადი თურქომანთაგანი ტყვედ ჩაგვი-
ვარდა ხელში. მოშაირე აღმოჩნდა იგი და სანჯასაც ჩინებულად
უკრავდა.
როცა სულკურთხეულმა მამაჩემმა გაიგო მოშაირე და მესან-
ჯეაო, ვახშმად აწვევინა ერთხელ, თურქული შაირები ათქმევინა
და მუსიკობაც მოისმინა მისი. დაუყვავა, ხუთი პერპერა აჩუქა
ოქროსი. გული აუჩვილდა იმ მოშაირე ყადს და სთქვა მან ასეთი
რამ:
ჩვენს ხალიფებს, სულტანებსა და ამირებს ალლაჰ რომ
მიიღებდეს, ჩვენ, თურქებიც, კარგი გუთნისდედები და მებაღენი
ვიქნებოდით და ტაჯგანალების ნაცვლად სანჯასა და სალამურ-
საც კარგად მოვიმარჯვებდითო.
686 მკითხველთა ლიგა
მოდი დავასვენოთ უფლისწული ახლა, კაცის კვლა ჩვენს წი-
ნაპრებსაც მობეზრებული ჰქონდათ, მაგ ბედშავებს, ახლა
დროა, მოლხენისათვისაც ვიფიქროთ მცირედი.
ერთი კვირის შემდეგ დავითმა შეისმინა მამამისის აჯა, დიდი
დარბაზობა მოაწყო სასახლეში. დარბაზობას დაესწრნენ: ანისე-
ლი და ვაჰარშაპატელი სომეხი დიდებულნი და ეპისკოპოსნი;
შირვანის მფლობელის ვაჟი; ოსთა მთავარი, თურღალელი;
ლიხთგადაღმელი და ლიხთგადმოღმელი ერისთავები, ეპისკო-
პოსები და ხევისთავები.
იმ წელს ზამთარი გვიან შევიდა ძალაში, მაგრამ ისეთი მშვე-
ნიერი და თოვლიანი იყო, როგორც ქართლის ზეგანს სჩვევია
ხოლმე. გარედ ტფილოდა, საამურად ბარდნიდა, ციხე-სასახლე,
მისი ოთხივე გოდოლი, ხილნარი, ვენახი და მათ გადაღმა ჩამ-
წკრივებული ათასწლოვანი კაკლები და მუხები თეთრად შეიმო-
სა.
ქართული ზღაპრების ბრძოლის კოშკს დაემგვანა ნაჭარმა-
გევი. ეს ლამპიონებით გაბრწყინვებული სარკმლების ლაბირინ-
ტი, ციხის ეზოში მოფუსფუსე ხელშინაურთა ჩირაღდნების კიან-
თი ფერიული მშვენებით ამკობდა ბაგრატიონთა უძველეს სა-
სახლეს, ასე რომ, იგი კვლავ მიემსგავსა „სანადიროსა და სათა-
მაშოს“, როგორც ყოფილა იგი გიორგი პირველისა და ბაგრატ
მეოთხის მეფობის ჟამს.
შესაღამოვდა, მაგრამ გიორგი მეფემ არა ბრძანა „მოღება
პურისა“, რადგან კიდევ მოელოდნენ ორ უძვირფასეს სტუმარს,
შამან ერისთავს თაკვერიდან და ბაკურ ერისთავს გუდამაყრი-
დან.
უჩვეულოდ ღელავდა გიორგი მეფე, წარამარა დგებოდა,
სარკმელთან მიდიოდა, უთვალთვალებდა, ხომ არ მატულობსო
თოვა, შესჩივოდა თავის ვაჟს, ვაითუ გზაში დაიღუპნენო მოხუ-
ცებულნი.
ბოლოს, თმენის ღონე გამოელია გიორგის, პური მოიღეთო,
ბრძანა.
პურობა მოთავდა და ნადიმი ჯერაც დაწყებული არ იყო, რო-
ცა ნაჭარმაგევის ციხისთავი, ჩირდილელი, შემოუძღვა შამან
ერისთავსა და შვიდ აბჯროსან თაკვერელ აზნაურს.

687 მკითხველთა ლიგა


უსინათლოს მხარში უდგა გვანცა, რომელიც ზამთრის პირს
საგანგებოდ გაემგზავრა მამის ჩამოსაყვანად.
გიორგი მეფე და გიორგი ჭყონდიდელი წინ შეეგებნენ უსი-
ნათლოს, გადაკოცნეს იგი, ბოლოს გვანცამ დავითს მიგვარა
სტუმარი. მოხუცმა მეფის ორანი რა შეიცნო, დაჩოქება დააპირა
და წაილუღლუღა:
„რა უბედური ვარ, მეფევ ბატონო, თვალით რომ ვეღარა გხე-
დავ გამარჯვების შარავანდედით მოსილს“.
დავითმა მუხლის მოყრა არ დააცალა მოხუცს, ოქროჭედილ
სელიდან წამოდგა და გადაეხვია.
შამან ერისთავის მზეგრძელობისათვის გავსილ ჯიხვის ყანწს
ჯერაც შემოვლილი არა ჰქონდა სუფრა, როცა ხელახლა ატყდა
ცხენების ჭიხვინი და მგელძაღლების ყეფა ციხის ეზოში, რამდე-
ნიმე წუთსაც არ გაუვლია, წანარელ აზნაურთა ამალამ ბაკურ
ერისთავი შემოიყვანა დიდ დარბაზში.
შამანს რა შემოესმა ბაკურის ბუხუნა ხმა, დანდობილად წა-
მოდგა და გვანცას უკითხავად გაემართა სუფრის მეორე მხრისა-
კენ.
თანდამსწრენი გატვრინულნი უმზერდნენ ამ საოცარ შეხ-
ვედრას.
„შამან, შენა ხარ?“
„ბაკურ!..“
ეს სიტყვები გახმიანდნენ დიდ დარბაზში და, როცა ეს ორი
უსინათლო გოლიათი შეიყარა, სახეზე, წვერზე, მხრისთავებზე
ხელებს უცაცუნებდნენ ერთიმეორეს და ბოლოს გადაეხვიენ ერ-
თმანეთს, ორივე დედოფალი ატირდა, გიორგი მეფე გახევებუ-
ლი იჯდა თავის სავარძელში, ძლიერ ეცადა მღელვარება
დაეოკებინა, ბოლოს მის ღაწვებზედაც დანდობილად ჩამოცოც-
და ცრემლი.
თვით გულით უძრავი დავით მეფე შესძრა ამ სანახაობამ, მან
თავი დახარა და ხმადაბლა უთხრა მის გვერდით მჯდარ გიორგი
ჭყონდიდელს:
„აგრე ყოფილა ოდითგანვე, მამაო გიორგი, სამშობლო
უსასტიკესი მოლოხია, ამ ორმა რაინდმა თვალის სინათლე შეს-
წირა თავიანთ მამულს პირქვე დამხობილს და, როცა იგი კვლავ
აღსდგა, უკვე ვეღარ სჭვრეტენ მის აღზევებას.
688 მკითხველთა ლიგა
ოდესღაც სადღაც ამომიკითხავს, როცა ტიტუს, რომის
კეისარმა, იერუსალემი დაანგრია და ისრაელთა ერი გადაასახ-
ლა, ერთმა რაბინმა საკუთარი ხელით ამოიშანთა ორივე თვა-
ლი. მე აღარ ძალმიძსო იავარქმნილი მამულის მზერა“.
გიორგი მეფის გუმანი არ გამართლდა. საერისთავოებიდან
ჩამოსული სტუმრები წავიდნენ თუ არა, კვლავ მოიწყინა დავით
მეფემ, იგი ყოველ დილას მოინახულებდა დაჭრილებს. შემ-
დგომ ამისა თავის კოშკში აწვევდა იოანე კათოლიკოსს ქარ-
თლისას, არსენ იყალთოელს, მხატვართუხუცესს, თევდორეს,
გეგუთელ და კლარჯეთელ ხუროთმოძღვრებს, მთელი დღე
ეთათბირებოდა მათ გელათის გეგმების გამო. ღამღამობით
ჩაიკეტებოდა რკონის კოშკში და ისევ ჩამოიღებდა პინაქსიდან
წიგნებს, თავის „მიცვალებულ მრჩეველებს“.
მახარაი გაოცებული იყო, გამარჯვებული მეფე სიხარულის
ნიშანწყალსაც არ ამჟღავნებდა, იგი მომეტებულად სიტყვაძვი-
რი გახდა, მარტოხელად დადიოდა ნადირთა საჩიხეში, ხანაც
დასეირნობდა დათოვლილ ხილნარში, ხოლო საღამო ჟამს
მწუხრზე მიაშურებდა შავი ღვთისმშობლის ბაზილიკას.
მარიამ დედოფალი სასოწარკვეთილი შესჩიოდა ბუხრის პი-
რად მსხდარ გიორგი მეფესა და დედოფალ ელენეს, თუ დავით
მეფემ ზნე არ იცვალა, ამ შუაგულ ზამთარში ხუფთას წავალ და
კონსტანტინოპოლს გავბრუნდებიო.
„ჩვენც აღარ ვიცით, რა ვქნათ, რა მოვიმოქმედოთ, მაიკო, –
კვნესოდა გიორგი მეფე, – როცა კაცი შეგესიტყვება, შესაძლოა,
მას შეედავო, თანაც შეეცადო სიმცდარე და სიმტყუნე შეაგნები-
ნო, არა? აბა, რა უნდა უყო მდუმარეს, რომელიც არც არაფერს
სჩივის, არც არაფერს გიმხელს, აბა, სად გაგონილა მდუმარეს-
თან გაპაექრება“.
„მთავარი ეგაა, მაიკო, – სიტყვა ჩაურთო საუბარში საერ-
თოდ სიტყვაძვირმა ელენე დედოფალმა, – ჩვენ ისიც არ ვიცით
დაბეჯითებით, თუ რა მოიწერა ლულუ ბენ ჰაიდარმა, ის მზედავ-
სილი დედისიმედი იპოვნეს თუ არა? გიორგი ჭყონდიდელს შე-
ვესიტყვე ამას წინად, შენ თუ იცი-მეთქი რაიმე, ნაღვლიანი თვა-
ლები შემომაშტერა, არც ჰო მითხრა, არც არა, ამოიოხრა, ადგა
და დარბაზიდან გავიდა.

689 მკითხველთა ლიგა


მახარაი დავიმარტოხელე გუშღამ, პირუქცევად გამომიტყდა
მახარაი, მეც აღარ მიხსნისო გულისკარს დავით მეფე. მე ვერი-
დებიო კითხვას, რადგან მკითხავი კითხულისაგან უნდა უცდი-
დესო წამყოფას და მეც დუმილს ვარჩევო ამ საქმის გამო“.
„მე ყველაზე მეტად შენი იმედი მქონდა, მაიკო“, სთქვა გი-
ორგი მეფემ და ბუხრის კიდემდის მოსული ნუგუზალი შიგ შეს-
წია საჩხრეკით.
„მე რა უნდა ვქნა, გეთაყვანე, დიდი ტალანტები არაფერში
უბოძებია არსთაგანმრიგეს ჩემთვის, მაგრამ ყველაზე მეტად
დამაკლო გამბედავობის ნიჭი.
რამდენჯერ შევეცადე, მოიარებით შევსიტყვებოდი. ცისა და
ბარის ამბებს მივედ-მოვედე, მაგრამ, როცა სათქმელს მივადე-
ქი, აქ უკვე მიმტყუნა გამბედაობამ და გელათის აგების საქმის-
კენ წარვმართე საუბარი.
მეფე მოერიდა მზერის გამართვას, თავაუღებლად მომიგო:
გელათი უნდა ავაგოვო სალხენად სულისა ჩემისა და სა-
ძუალედ ჩემთვის, ჩემთა შვილთა და შვილთაშვილებისათვის“.
„გაოცებული ვარ, ვეჟო, – განაგრძო გიორგი მეფემ, ორივე
დედოფალს მოავლო მზერა, – რა დროს საძუალესთვის ზრუნ-
ვაა მისთვის, საძუალე რა ბედენაა, საგოდებელი და საძუალე
განა ცოტა გვაქვს უფლისციხის, ბოჭორმის, გეგუთის, მუხრანის,
არტანუჯის და დიდგორის სასახლეებში, ბოლოს რა გახდა, ვე-
ჟო, ეს საძუალე.
საძუალე, ჰმ, საძუალე!
სალხინო ადგილების მოპოვებაა ამქვეყნად ძნელი, თორემ
საძუალე? მთელი ჩვენი დედამიწა საძუალეა ბოლოს და ბო-
ლოს.
მე მაინც მგონია, მაიკო, ისევ და ისევ შენ თუ შესძლებ, გა-
მოესაუბრო ლულუს უსტარის გამო დავითს“.
სთქვა გიორგიმ.
„რა ვქნა გეთაყვანე, განა მე არ მინდა? დღეს დილით გადავ-
წყვიტე კიდევაც, როგორც კი დავიმარტოხელებ, სიტყვას
ჩამოვუგდებ-მეთქი, გადავწყვიტე, ვკითხავ კიდევაც, რა
მოიწერა-მეთქი ლულუმ“.
ამის თქმა მოასწრო მარიამ დედოფალმა, კარი გაიღო და
დავითი შემოვიდა საწოლის დარბაზში.
690 მკითხველთა ლიგა
როცა გიორგი მეფე და ელენე დედოფალი სათითაოდ გა-
ვიდნენ დარბაზიდან, მარიამმა დრო მოიხელა და შორიდან,
ძლიერ შორიდან დაიწყო საუბარი. ჯერ ნიანია ბაკურიანის ჯან-
მრთელობას შეეხო, აქო თურმანისძე, ჩინებული მკურნალი,
რომელიც ნიანიას უვლიდა იმჟამად. მერმე ისევ ერწუხის ომის
ამბები ახსენა. აქო და ადიდა დავითი, უშიშარი აბდულმესსია...
დავითი ჯერ მდუმარედ უსმენდა მარიამს და მერმე ნაღ-
ვლიანად სთქვა:
„ეჰ, მე რაღა ვარ, მამიდაჩემო, ღმერთის მკლავი ჩემ ხმალზე
უფრო გრძელია. ეიმი სკია ტუ ტჰეოუ – მე მხოლოდ და მხოლოდ
ჩრდილი ვარ უფლისა ამ ცოდვილ მიწაზე“.
ამასობაში შამან ერისთავი შემოიყვანა გვანცამ და მარიამმა
დადუმება არჩია ლულუ ბენ ჰაიდარის უსტარის გამო.

***
მახარაი მთელი დღე ცდილობდა, როგორმე დაემარტოვები-
ნა დავითი. იგი დილიდანვე დიდ დარბაზში იყო. ისევ გიორგი
ჭყონდიდელის, არსენ იყალთოელის, ქართლის კათოლიკოსის
იოანეს თანდასწრებით იხილავდა გელათის გეგმებს, მხატვარ-
თუხუცესი თევდორე, კირითხუროთუხუცესი ზედგენისძე მოახსე-
ნებდნენ საამშენებლო მასალების გამო. მხოლოდ მიმწუხრისას
დავითმა გადაიარა ხილნარი და ვენახი, ჩელტის კარი გააღო და
შავი ღვთისმშობლის ბაზილიკისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
მახარაი მეორე ბილიკს მიყვა, ხევისკენ მიმავალს, რომელ-
ზედაც ღორ-ხბოს დაატარებდნენ ხოლმე მწყემსები. მაღალი,
დათოვლილი შამბი იფარა, სულ ახლოს მიყვებოდა შავი ღვთის-
მშობლის ბაზილიკისაკენ მიმავალს.
ჯერ აგრე ეგონა მახარაის, ვიღაც მიჰყვებაო მას მხარდამ-
ხარ, თავი ამოჰყო შამბნარიდან, დავით მარტოკა მიდიოდა,
სიტყვათა ნაწყვეტებიღა აღწევდნენ მახარაის სმენამდის.
როცა ბაზილიკას მიეახლა, ვიღაც ახმახი მამაკაცები გამო-
ვიდნენ ეკვდერიდან. დავითი დადუმდა, მან დასთმო ის ბილიკი,
რომელსაც მიჰყვებოდა და დასავლის კარიდან მიაშურა ტა-
ძარს.
მახარაი ბაზილიკაში შეიპარა სადიაცოს კარიდან.

691 მკითხველთა ლიგა


იჩოქებდნენ, ქვითინებდნენ შავოსანი დედაკაცები, ხუცესმო-
ნაზონი იკონასტასის კარებთან ჩალიჩობდა, აღავლენდა ლოც-
ვებს ერწუხში დაღუპულ გმირების სულთა სალხენად, მოკლულ
მეომართა სახელისა და გვარის ხსენებაზე ისმოდა ქორალური
ვიშვიში შავოსანი დედებისა და დებისა.
ბნელ კუთხეში მუხლმოყრილი დავითი შენიშნა მახარაიმ,
მას საკურტაკო ჯაჭვი ეცვა, სანიადაგო. ხუცესმონაზონი სულ ახ-
ლოს მიდიოდა მასთან და აკმევდა ალოეს.
როცა მწუხრი მოთავდა და შავოსანი დიაცები გაიკრიფნენ,
მახარაიმ იფარა ჩრდილოვანი კუთხე და აცალა დავითს ტაძრი-
დან გამოსვლა, მოყურიადესავით მიყვებოდა ისრის მისაწვდენ-
ზე, სასახლის ვენახისკენ მიმავალ მეფეს, რომელიც სწორედ მა-
ღალ შამბნარში გავლებულ ბილიკს დაადგა რატომღაც.
წინ მიმავალმა რა მოათავა აღმართი, შესდგა, კავკასიონს
გახედა, რძისფერ ნისლებში გაწოლილ გოლიათს, მერმე რამ-
დენიმე სიტყვა გახმიანდა უკაცრიელ შამბნარში და ნელი ნაბი-
ჯით მიჰყვა თავქვე მიმავალ შარას, ღორ-ხბოს ჭლიკებისაკენ
დაკბილულს.
მახარაი სულმოუთქმელად უკან მისდევდა პატრონს, ეგებ
რაიმეს წავატანოვო სმენა.
ვენახში მიმავალი ჩელტის კარი შეაღო დავითმა, მახარაი
წინასწარ მიხვდა, კარის გამოკეტვისას უკან გამოიხედავდა ვე-
ნახში მიმავალი. ამიტომაც ჩაცუცქდა შამბნარში და, როცა და-
ვითი ვენახში შემავალ ბილიკს დაადგა, წამოდგა მახარაი, ახლა
ნადირთა საჩიხესაკენ გაჰყვა გასწრებულს.
მენადირეთუხუცესს მშველი გამოქცეოდა საჩიხედან, მოკუნ-
ტრუშებდა ხარმშველი თოვლში.
ვერ წამიხვალო, მისძახოდა მოხუცი, გაავებული მოსდევდა
ნადირს.
„რა მოხდა, აფრიდონ?“
შეესიტყვა დავითი მორბენალს.
„თავაწყვეტილი ვინმეა ეს ხარმშველი, ჩვენო პატრონო“.
„რას ერჩი მაგ ბედშავს, აფრიდონ, გაიხაროს ზამთრის
სიამითა“.
მერე თავის კოშკისკენ გაემართა დავითი, მახარაი ახლა უფ-
რო ახლოს მისდევდა მას, როცა დერეფნებში გამოჩნდა მეფე,
692 მკითხველთა ლიგა
დაფაცურდნენ მეშანდლენი, მემაშხალენი. მედავითნე და მესა-
წოლე ბერები გახევდნენ, კედელზე აწურულნი, საბია საძილო
დარბაზში დაუხვდა მეფეს, კარი გაუღო და გაჩირაღდნებულ
დარბაზში შეუძღვა.
მახარაი ლანდივით მიეტმასნა კარებს და მან გაიგონა საბი-
ას სიტყვები:
„როცა შენ ერწუხში იბრძოდი, მეფევ ბატონო, მე შენს საძი-
ლო დარბაზში ერთი არაბული ეტრატი ვნახე გადაშლილი, ამო-
ვიკითხე და ზეპირად დავიხსომე ეს ლექსი:

რა თქმა უნდა, მე იმედს არა ვკარგავ,


რომ ხანგრძლივად ვიცხოვრებ ამქვეყნად,
მაგრამ იგიც ვიცი, რომ
ჩემი სიკვდილის დღე დაემთხვევა ან ავვალს59, ან ახვანს, ან
ჯუბარს,
ჯუბარს თუ არა, მის მეორე დღეს, დუბარს,
ხოლო იმ დღეს თუ გადავრჩი,
მუნისს, ან ასუბუს, ან არადა შიარს ვეღარ გადავურჩები ალ-
ბათ“.
„ჰო, ერწუხის ომის კვირაძალში გადავიკითხე მე ეგ ლექსი,
ეს ყოველივე კარგია, საბიავ, მაგრამ ახლა წადი და მახარაი იხ-
მე, მანამდის სასანთლენი ჩააქრე, ბუხარს შეუმატე შეშა“.
ვიდრე საბია ნაბრძანებს შეასრულებდა, მახარაი სადედოს-
კენ მიმავალ დერეფანში გაუჩინარდა.
დიდხანს იბორიალა დერეფანში საბიამ და, როცა მახარაი
საძილო დარბაზში შევიდა, გაოცდა, სასანთლენი ჩაექრო და-
ვითს, დაბალ საკარცხულზე მჯდარს ორივე ხელი მუხლისთავზე
შემოეჭდო და ცეცხლს მისჩერებოდა. მის გვერდით პაწია, სამ-
ფეხა ტაბაკზე გრაგნილი იდო.
მახარაიმ მყისვე იცნო გრაგნილი.
ამასობაში საბია შემოვიდა, ოქროს დიდ სასანთლეს მიადგა,
ანთება დააპირა.

59 ავვალ – არაბ. კვირა, ახვან – ორშაბათი და ა. შ.


693 მკითხველთა ლიგა
„არ გინდა მათი ანთება, საბია, მე მირჩევნია აგრე ვიყო ბუხ-
რის შუქის ამარა“.
საჭურისის შემოსვლა რა შეიცნო, ხელები გაუშვა მუხლის-
თავს და უთხრა ახლად მოსულს:
„ხვალ დილით გელათს მივემგზავრებით მე და გიორგი
ჭყონდიდელი, შენ თურმე წამოსვლა გისურვებია, ხომ არ აჯო-
ბებდა, შინ დარჩენილიყავ, აქ დაჭრილებს ყურისგდება უნდა.
მით უმეტეს, მთებში უკვე თოვს“.
როცა საბია დაითხოვა პატრონმა, მახარაიმ გაუბედავად
წაილუღლუღა:
„გელათს არ წამოვალ თუ შენი ნება არაა, მაგრამ, მე მგო-
ნია, სხვა რაიმეს გამო მიხმობდი, მეფევ ბატონო“.
მახარაიმ ხელახლა დახედა გრაგნილს, ხოლო მეფემ სთქვა:
„მაშ, რა გეგონა?“
„მე იმედი მქონდა, ეგებ ახლა მაინც მეტყოდი, თუ რას იწე-
რება ლულუ?“
მეფემ ისევ ცეცხლს მიაშვირა მზერა:
„შენ აქამდის არ წაგიკითხავს ლულუ ბენ ჰაიდარის უსტა-
რი?“
„ამ ომმა სხვა მხრით წარმართა ყველა ჩვენთაგანის გულის-
ყური და მეც მოვერიდე მეკითხა რაიმე“.
„ეს მესამეჯერ გადავიკითხე ლულუს ბარათი, აიღე, ნახე, რა
მუხთალია ბედისწერა. ეჰ, ჩემო მახო, ბედნიერების პოვნაა ძნე-
ლი, თორემ მისი დაკარგვა თვალის დაფახულებაზე ხდება...
როგორცა სჩანს ჩვენ ყველანი ლანდნი ვართ უფლისა, არავინ
უწყის, როდის გაგვაქრობს იგი“.
მეფეს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ საბია მესტუმრე-
თუხუცესი შემოვიდა.
დედოფალი ელენე შეუძლოდ გაგვიხდა, შენს ნახვას ნატ-
რობსო, მეფევ ბატონო.
როცა მეფე და მესტუმრეთუხუცესი გავიდნენ, მახარაი წა-
მოდგა, ოქროს სასანთლენი აანთო თავათ და გრაგნილის კით-
ხვას შეუდგა ტაატით...

694 მკითხველთა ლიგა


ბარათები იერუსალემიდან
ლულუ ბენ ჰაიდარის მიერ ჩუხჩარიხის, ქარიმან სეტიელი-
სადმი. ქორონიკონსა სამასოცდაათს გამოგზავნილნი.
„გამიგონია: მაჰმადს აგრე უთქვამს თურმე, არცა წერა ვი-
ცოდი და არცა თვლა. არც მე გახლავართ დიდი მწიგნობარი, წე-
რად დავჯექი მაინც, ეგებ ჩემი უცები კალმით ოდნავ მაინც მოვ-
ჩმახო მცირე რამე იმ საკვირველებათა გამო, რაც თვალით ვი-
ხილეთ, გავიგონეთ და განვიცადეთ ამ ხნის მანძილზე, თუ საჭი-
როდ სცანით, მოახსენეთ ეს ყოველივე დავით მეფეს.
როცა ამ ბარათს ვწერდი, ხახუტაი თავზე მადგა, ხელში ან-
თებული კვარი ეჭირა და მაჰმადის სიტყვების გამო გულიანად
იცინოდა. „მაშ მარტოოდენ კაცისკვლა და ლაპარაკი სცოდნია
მაგ ჩემი ცოდვით სავსესა? ლაპარაკი რა ბედენაა, ჭამის არ
იყოს, პირის გაღების გარდა, სხვა რაღა უნდა ლაპარაკს?“ ხით-
ხითებდა ხახუტაი.
თეძმის ხევიდან თრიალეთში გადასულებმა მხოლოდ მეორე
დღეს ვუწიეთ სამშვილდეს. მე და ხახუტაი ჯორზე ვისხედით,
სიტყვაი ქორა ჩვენგან მოშორებით მოჩაქჩაქებდა და ხუთიოდე
სამარქაფო ფალნიან ვირს მოერეკებოდა ტაატით.
წინასწარ გვქონდა დათქმული, ქორა არ შეგვესიტყვებოდა
გზადაგზა. ეს საჭირო იყო, რადგან ქორას სახედრების თოქალ-
თოების ქვეშ გვქონდა ჩაკერებული მთელი ჩვენი ავლა-დიდება,
დავით მეფის ბრძანებისამებრ, გამოტანებული ოქროს დირჰე-
მები, ბოტინატები, ბერძნული სოლიდები და პერპერები.
არც ჩვენ გვეცვა მაინცდამაინც აზნაურულად, მაგრამ ქორას
მთლად დაბებკილი ძველმანები ემოსა და ეს განზრახ მოვაწ-
ყვეთ, რათა მეკობრეებს მკოდოვნად ან მათხოვრად ჩაეთვა-
ლათ იგი.
მეციხოვნეებს საბანაოდ მიჰყავდათ ცხენები, მათმა მეთაურ-
მა ერთი გადმოგვხედა მე და ხახუტაის, არად ჩაგვაგდო ღარი-
ბულ კაბა-ჯუბაში მორთული ჯოროსნები.
ჩვენ სადავე დავუმოკლეთ ჯორებს, დაღმართისაკენ გადავი-
ხედეთ, აღარა სჩანდნენ ქორა და მისი სახედრები, ხახუტაი მცი-
რე მანძილზე გაბრუნდა, წამომეწია, მანუგეშა, თავდაღმართში
მობობღავსო ქორა.
695 მკითხველთა ლიგა
სამშვილდეს ციხეს მშვიდობით ჩავუარეთ, თვალი გადავკა-
რით სელჯუკიანთა შავ დროშას ციხის ზეთავზე აღმართულს.
სამშვილდედან ორი ფარასანგი არა გვქონდა გავლილი,
როცა მახლობელ ბექობზე ხუთიოდე ცხენოსანი გამოჩნდა დამ-
რეცილ საცხენე შარით ძირს ჩამომავალნი.
გულმა რეჩხი მიყო მათ დანახვაზე, რატომღაც, მაგრამ ისინი
მახლობელ ტყეში შევიდნენ და ჩვენც გული მოგვეცა, ალბათ
სხვა გზას დაადგნენო, აგრე გავიფიქრეთ.
ორივეს ძლიერ მოგვშივდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, წყა-
როს პირად შეგვესვენებინა და წაგვესაუზმა. ქორას მოსვლამ-
დის ჯორები საბალახოზე მივუშვით, არხეინად წამოვწექით მდე-
ლოზე ინახით.
ჩვენ ხან ქორას ვუთვალთვალებდით ჩვენსკენ ცერაღმარ-
თული ბილიკებით მომავალს, ხანაც იმ ტყისკენ ვიმზირებოდით,
სადაც ის ხუთი ცხენოსანი გაუჩინარდა.
როგორც კი ქორა თვალსაწიერზე დავლანდეთ, წასვლას და-
ვადექით.
ჯორებზე შესხდომაც ვერ მოვასწარით, ისე მოგვესმა ცხენთა
ფლოქვების თქარათქური და იმ ხუთი ცხენოსნის მეთაურმა,
თეთრჩალმიანმა თურქმა, ცხენი მოაგდო და გვიყვირა:
ნუღარ შესხდებითო ჯორებზე.
მე თურქულადვე შევრისხე, ჯორები ჩვენია და თქვენ ვინა
გკითხავთ-მეთქი მათზე შესხდომას.
თეთრჩალმიანმა თავისი თეთრად მოქათქათე კბილები გა-
მოაჩინა და გვითხრა:
„არა უფალო, ამიერიდან ჯორებიც ჩვენია და მეჯორეებიცა“.
ახლა ჩვენ უკვე მივხვდით, თურქ მეკობრეებს რომ გადავეყა-
რეთ.
მეკობრეთა წინამდგომი ცხენიდან ჩამოხტა, დაკეცილი ტაჯ-
განალი დაგვიქნია და გვიბრძანა, დაუყოვნებლივ გაიხადეთო
კაბა-ჯუბანი.
ხახუტაი ქართულად აბუზღუნდა, ჩემი ერთადერთი სატევ-
რით შევებმებიო ამ სახეძაღლებს.
ბოლოს, სულ ახლოს მოვიდა თეთრჩალმიანი ჩემთან და
მითხრა, რას ბლუყუნებსო ეს კოჭლი?
თავისი ახალი კაბა ენანება-მეთქი.
696 მკითხველთა ლიგა
ისევ გაიღიმა წვერწითელა თურქმა.
„მაგ მაიმახას კაბა მე არ დამჭირდება, ალბათ მკბენარები
ეყოლება ბლომად. ჩვენ ესღა გვწადია, თქვენი კაბა-ჯუბანი გავ-
ჩხრიკოთ, ოქროს დირჰემები გექნებათ ალბათ ჩაკერებული
სადმე“.
როცა ხახუტაის ჯუბის ჩხრეკა მოათავეს, წვერწითელა თურ-
ქმა მკითხა:
ეს ცალთვალა და კოჭლი რამ შეგყარათო?
გაჭირვებამ-მეთქი.
რა გაგჭირვებიათო?
ჩვენ ბიძაშვილები ვართ, პაპა მოგვიკვდა ანისში, სატირალ-
ში მივდივართ-მეთქი. ამის თქმა მოვასწარი და, ჰაი, საშინელე-
ბავ, სიტყვაი ქორამ და მისმა სახედრებმა ამოათავეს აღმართი
და გაუსწორდნენ იმ ბექობს, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებო-
დით.
ქორა უსიტყვოდაც მიხვდა, თუ რა ყოფაში ვიყავით ჩავარ-
დნილნი, არც კი გამოიხედა ჩვენსკენ, მჭახედ შესძახა თავის სა-
ხედრებს „აცე“, და ახლა უკვე ცერაღმართულ ბილიკებს შეუდ-
გა.
წვერწითელამ დაქვეითება უბრძანა თავის მხლებლებს, ისი-
ნი ცხენებიდან ჩამოხტნენ, ჯერ ხახუტაის კაბა-ჯუბა გაჩხრიკეს
და იატაგანით გამოღადრეს და როცა ჩემსას მოადგნენ, მე შევე-
ვედრე, ამ უკანასკნელ ჯუბას ნუ დამიხევთ და წინასწარ მოგახ-
სენებთ, ასი დირჰემი მაქვს-მეთქი იღლიის ქვეშ ჩაკერილი.
როცა დირჰემები გამოჩხრიკეს, მე ვაგლახად დავეჯღანე
წვერწითელა თურქს, ნუ წამართმევთ-მეთქი პაპაჩემის დასა-
მარხავ დირჰემებს.
წვერწითელამ ხელისგულზე დაიყარა ოქროს დირჰემები და
კმაყოფილებით აღვსილმა სთქვა, არც ისეთი შეჭირვებულნი
ყოფილხართო. თანაც გვანუგეშა, არაფერია, კეთილი მეზობლე-
ბი როგორმე დამარხავენო პაპათქვენს.
როცა დირჰემი ჩაიჩხრიალა ჯიბეში, მითხრა:
რატომ მეტი არ წამოიღეთო პაპათქვენის ქელეხისათვის?
ამის გარდა სხვა არაფერი გვებადა-მეთქი.

697 მკითხველთა ლიგა


მე შევნიშნე, წვერწითელა თურქი კარგ გუნებაზე დააყენა
ოქროს დირჰემების ჯიბეში ჩაჩხრიალებამ და თავაზიანად შევა-
პარე:
რაც გვებადა, ყველაფერი წარგვტაცე, ახლა მაინც გაგვიშვი,
გვაგვიანდება-მეთქი.
„დაიცადეთ მცირედი, – მომიგო მეკობრეთა წინამდგომმა, –
შესაძლოა თქვენ მარტოხელანი არ იყვეთ, თქვენს უკან იერუსა-
ლემს მიმავალი გჲურჯი აზნაურები, ან ეპისკოპოსები, მოდიოდ-
ნენ“.
ჩვენ სომხები ვართ, გჲურჯებთან რა საქმე გვაქვს-მეთქი.
წვერწითელა ვაგლახად დაიჯღანა:
„ეჰ გჲურჯები და სომხები, ყველანი ძაღლები ხართ, მე თქვე-
ნი ქვეყნების დალაშქვრისას ვხლებივარ სულტანს და გჲურჯის-
ტანში გამიგონია, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. თქვენ
ყველანი ძაღლები ხართ და ძაღლებზე უარესიცა“.
მე დავდუმდი შიშისაგან გაოგნებული. მან ნიკაპი მოიფხანა
ინით შეღებილი ფრჩხილებით და სთქვა: „ეჰ, რა გიყოთ, ერთი
თქვენთაგანი ცალთვალაა და მეორე კოჭლი, თორემ გაგყიდი-
დით სადმე“.
წვერწითელამ უბრძანა თავის მხლებლებს, პურმარილი
გაეშალათ უზარმაზარ წიფლის ქვეშ.
უნაგირებზე მიკრული ჭრელაჭრულა ხურჯინები ძირს ჩა-
მოიღეს, მდელოზე დააწყვეს თურქული ლავაშები და ცხვრის
ბარკლები, სწორედ ამ დროს ატყდა ცხენების ჭიხვინი, ულაყებ-
მა ავშარებიდან დაიძვრინეს თავი და ჭენებით მიყვნენ სამშვილ-
დესკენ მიმავალ თემშარას.
წვერწითელას მხლებლებმა ყიჟინი ასტეხეს, ორი მათგანი
გამოუდგა ოტებულ ცხენებს.
თურქი მშვიდად განაგრძობდა ჭამას, თავისი ძალოვანი ღო-
ჯებით დიდხანს ღრღნიდა თოხლის ბარკალს, ბოლოს სანახევ-
როდ გაძიძგნილი გადმომცა და მითხრა, მიეციო იმ კოჭლს.
როცა ხახუტაიმ უარი სთქვა შეძლეულ ბარკალზე, წვერწი-
თელამ წარბები ზეაწკიპა, რას მემდურისო ის მაიმახა, სული
რომ შევარჩინეთ, რატომ არ გვიმადლისო?
ბოლოს მეც მომიგდო ხორცის ნაჭერი და მითხრა:
„აბა, გამოტყდი ცალთვალავ, თურქი ხარ თუ გჲურჯი?
698 მკითხველთა ლიგა
არც ერთი ვარ-მეთქი და არც მეორე.
მაშ, რაღა ხარო? კაცი ვარ-მეთქი.
მან გაიღიმა:
თურქი თუ არა ხარ, კაცი როგორღა უნდა იყოვო, ან ასეთი
თავანკარა თურქული ვინ გასწავლაო?
ტფილისის ამირას მეჯინიბეყოფილი ვარ-მეთქი. ბანუ-
ჯაფარის ხსენებაზე ოდნავ მოლბა.
ორიოდე ტფილი სიტყვა გაიმეტა ჩემთვის. მეც ვიდროვე და
ლიქნა დავუწყე:
თურქყოფილი ვარ, წინადაცვეთა მაკლია-მეთქი.
წინადაცვეთას ყოველი მოლაჰ გაგიკეთებსო. ბოლოს და-
დუმდა და ახლა მესამე ბარკალის ჭამას შეუდგა. როცა სტომაქი
ამოიყორა, ერთი დააბოყინა და მკითხა:
ალლაჰ თუ გრწამსო?
არა მრწამს-მეთქი ალლაჰ.
ახლა მე შევუნაცვლე კითხვა.
ოდესღაც მრწამდაო, მაგრამ...
მე გაოცებული გამომეტყველება მივიღე.
ახლა რა-მეთქი?
ახლა არა მრწამსო.
ისევ განაგრძო ჭამა და, როცა ბარკლის ძვალი შორს გადა-
ისროლა, წაიბუტბუტა:
„აბა თუ მიხვდები, თუ როგორ გავხდი მე მეკობრე?“
არ ვიცი-მეთქი, ჩემო უფალო.
როცა მეოთხე ბარკალი დაითრია, ასეთი რამ სთქვა წვერწი-
თელამ:
„ოდესღაც ისპაჰანში ერთ ასსასინს გადავეყარე და მკითხა
იმ ასსასინმა ასეთი რამ: აბა თუ იცი, წვერწითელავ, რითი ფას-
დებაო კაცი?
მე მივუგე: კაცი ფასდება იმ ორი უფაქიზესი ასოს მიხედვით,
რომელნიც კბილებს შორის და ფეხებს შორის გადამალული
აქვს-მეთქი მას.
არაო, მომიგო ასსასინმა.
მაშ, რითი ფასდება-მეთქი კაცი?
კაცი ფასდებაო დირჰემების მეოხებითა.

699 მკითხველთა ლიგა


ვისაც მხოლოდ ერთადერთი დირჰემი გააჩნია, მას არამცთუ
მეზობლები, საკუთარი ხასაც არ შეიყვარებს, ხოლო ვისაც არც
ერთი არ აბადია, მას მეზობლის კატები დააშარდავენო თავზე.
იმ დღეს მე დავეთანხმე ყოველივე ამაში იმ ასსასინს და შემ-
დგომ ამისა გავხდი მეკობრე. ახლა წადით და ყველას უამბეთ
ჩემი ნათხრობი პაპათქვენის ქელეხზე“.
ამ შეგონების თავმოდრეკილად მოსმენის შემდეგ ჩვენ მო-
ვასხედით ჩვენს ჯორებს და სიტყვაი ქორას წამოვეწიეთ
ორიოდე ფარასანგის ოთხახმით გავლის შემდეგ.

***
არეზის პირად, ერთ ტყეში, ერთი ამაზრზენი შემთხვევის თა-
ნადამსწრენი გავხდით, ოდნავ მეტი, ვიდრე მოწმენი. მუხნარის
ახოში ტურები ძიძგნიდნენ ადამიანებისა და აქლემების ძვლებს.
ამ ჩონჩხების ირგვლივ უპატრონო ჯაჭვის პერანგები, იატა-
განები და ხელშუბები ეყარნენ. ხახუტაიმ ანტიოქიის ამბები
მოიგონა, ნამკვდრევი იარაღის შეგროვებას შეუდგა. სწორედ ამ
დროს შემოგვესმა ადამიანის ყიჟინი და საოცარი ღნავილი, ხვა-
დი კატების ღნავილის მინაგვარი.
ჯორებს დეზი ვკარით და ისრის მისაწვდენზე ვნახეთ, შავ-
ჩალმიანი მხედარი ხმალს უღერებდა ავაზას, რომელიც მკერ-
დზე ახტებოდა ყალხზე შემდგარ ცხენს.
დავქვეითდით, ხელშუბები გავმართეთ, ჩალმიანი ჩვენს და-
ნახვაზე გამხნევდა, მაგრამ ცხენიდან ჩამოხტომა ვეღარ შეს-
ძლო.
ქორა, ხახუტაი და მე დავწინაურდით და შევუტიეთ გაავებულ
მხეცს.
სიტყვაი ქორამ საშინელის ძალით ჩასცა ხელშუბი მისკენ ჯი-
ქურად წამოსულ ავაზას, მან უკანასკნელი ნახტომის გაკეთება
სცადა, მაგრამ მუცლიდან გადმოცვენილი ნაწლავების ზიდვა
ვეღარ შესძლო და მიწას დააკვდა.
სისხლში ამოსვრილი შავჩალმიანი უნაგირიდან ძირს ჩამო-
ვათრიეთ, ხახუტაიმ პერანგი შემოიხია და მუხლისთავი შევუხვი-
ეთ დაკოდილს.
იგი დიდხანს ეგდო პირქვე დამხობილი მიწაზე, ბოლოს, რო-
ცა წამოვაყენეთ, ღვინო ვასვით და მოვასულიერეთ, ჩალმა
700 მკითხველთა ლიგა
მოიხადა სავსებით მოტვლეპილ თავიდან, ჭირისოფლი კაფტა-
ნის სახელურით მოიწმინდა და წაილუღლუღა:
„ალლაჰ იყოს თქვენი შემწე, ძმებო, რომელმა ანგელოზმა
წარმოგგზავნათ ჩემდა საშველად?“
ბოლოს შეგვეკითხა, ვინა ხართ და სად მიბრძანდებითო?
ჩვენ მას ისეთივე სიცრუვე ვუთხარით, როგორიც მივასაღეთ
მეკობრეთა წინამდგომს სამშვილდეში, ბიძათაშვილები ვართ,
ანისს მივდივართო, პაპის ქელეხზე.
დაკოდილმა ისევ დაიხურა ჩალმა, ირგვლივ მიმოიხედა და
თითით გვაჩვენა ორი კაცის გასისხლიანებული ცხედარი და
ორი აქლემის ვაგლახად დაგლეჯილი ლეში, შორიახლო ახოში
მიმოფანტული.
ის ორი ჩემი მხლებლები იყვნენო, – წაილუღლუღა ჩალმი-
ანმა, – ძუ ავაზა დაგვესხა თავს და ვაგლახად მოგვაქციაო სამი
შეჭურვილი ვაჟკაცი. ალბათ ბოკვერები ჰყავსო მაგ გაოხრე-
ბულს აქვე, კატაბარდებში სადმე.
ჩალმიანი ჯორზედაც ვეღარ იკავებდა თავს, ხახუტაი და მე
გვერდით მივსდევდით, მკლავში ხელს ვკიდებდით და ასეთის
ყოფით მივათრიეთ იგი არეზის პირად, ერთი სომეხი ვაჭრის
ფუნდუკამდის.
მეფუნდუკემ ხიფათის ამბავი რა ისმინა, თავი მოიფხანა და
სთქვა, ასეთი რამ ბარე სამგზის მოხდაო ამ წელს. ათიოდე
მგზავრი უმსხვერპლია თურმე ავაზას.
ფუნდუკი ისე აქოთებული იყო აქლემებისა და სახედრების
ჩონჩორით, თანაც იმდენი რწყილი გვეხვეოდა, ჩვენ ძილი არ
მოგვეკიდა, დაკოდილ ჩალმიანს გარს მოვუსხედით, მისი ვი-
ნაობისა და სადაურობის გამოკითხვა დავიწყეთ. დაკოდილს
ბორას ნისკარტივით მოდრეკილი ცხვირი ჰქონდა, მარჯვენა
ღაწვისთავზე ფლურისოდენა ტყირპი აჩნდა.
„ეჰ, რად გინდათ, ძმებო, ჩემი სახელი, ქაჩალ ჰასანად მიხ-
მობენ. ისე აბუ ჰასანი მქვია. ჩემი სადაურობა და ვინაობა არ ვი-
ცი, რადგან არ ვიცი, თუ რა ერქვა მამაჩემს, ცხადია, რაკი ეს არ
ვიცი, არც პაპაჩემის ვინაობა მეცოდინება. ის კი გამიგონია საწ-
ყალობელი დედაჩემისაგან, რომ ჩემს მამინაცვალს მონების ბა-
ზარზე ვუყიდივარ ტფილისში. მამინაცვალს შაიზარს ჩამოვუყვა-
ნივარ სამი თვის შემდეგ, სადაც იგი მოუკლავთ ფრანკებს, სწო-
701 მკითხველთა ლიგა
რედ იმ ღამეს, როცა ისინი თავს დაესხნენ შაიზარს. დედაჩემი
ისევ ტყვედ გაუტაცნიათ, არ ვიცი, ჯვაროსნებს თუ თურქებს.
ახლა ქაჩალ ჰასანას მეძახიან, მაგრამ მანამდის სხვა სახე-
ლი მერქვა: ზუმრუდ60, რადგან შესყიდულ მონებს პატიოსანი
თვლების სახელს არქმევდნენ ხოლმე.
რაკი ამაღამ ეს ოხერი რწყილები და აქლემების სკორეს სუ-
ნი აღარ დაგვაძინებს, მცირე რამ უნდა მოგითხროთ ჩემი გაწა-
მებული ცხოვრების გამო.
ეჰ, ვინ იცის, რა და რა სახელი და წოდება არ მიტარებია.
იერუსალემელი, პალესტინელი, მისრელი, სუფია, ასეკეტი,
დერვიში, ჰაფიზ, ესე იგი ზეპირად წარმომთქმელი ყურანისა,
მერჯულე, იმამი, მუეძინი, ერაყელი, ბაღდადელი, სირიელი,
ადაბის მცოდნე – ეს სახელები შემარქვეს სხვადასხვა კლიმატის
ქალაქებში, რომელნიც მომივლია აქლემით, ცხენით და სახედ-
რით.
ამ ხნის მანძილზე არ დამკლებია სიმდიდრე და სახელი, არც
სიდუხჭირე და მათხოვრობა, არც ცოდვათა მოხვეჭისათვის
ამიცდენია ხელი, რადგან ცხოვრება ჯერ არავის გაუვლია
უცოდველად, რაკი თავათ ცხოვრებაა უსასტიკესი ცოდვა, ხო-
ლო სიბერე და სიკვდილი ცოდვათა ჩვენთათვის განკითხვა.
ეგ მუდამჟამს აგრე ყოფილა, ჩემო კარგებო, მხოლოდ სუ-
ლელები მოსდგებიან და თავის მართლებას დაიწყებენ. და ეგეც
იცოდეთ, ვინც წარამარა თავს იმართლებს, სწორედ იგია უდი-
დესი ცოდვილი.
მე ზეპირადაც ვიცი ყურანი, ოთხივე სახარება და წინასწარ-
მთქმელთა წიგნები გადამიკითხავს, მრავალ წელს ვსწავლობდი
მუსლიმთა შჯულსა და ადაბს, თავათაც ვასწავლიდი შჯულსა და
ადაბს.
მუფტის ამბიონზე არაერთხელ ავსულვარ, მინარეთებიდან
მიუწყებია მართლმორწმუნეთათვის აზანი.
მეჩეთებში იმამად ვყოფილვარ, მართლმორწმუნე მუსლიმ-
თა საზეიმო შეკრებაზე ყურანის სურები წარმითქვამს, მლიქვნე-

60 ზუმრუდ – არაბ. ზურმუხტი.


702 მკითხველთა ლიგა
ლური სიტყვებით მიმიმართავს პირსისხლიანი სულტნებისა და
ამირებისათვის.
სუფიების მიერ გამართულ პურობაზე ხორბლისა და ხორცის
ნახარში მიხვრეპია, მეუდაბნოებთან ერთად ფაფა მიჭამია, მეზ-
ღვაურებთან – თაფლითა და კარაქით შედღვებილი ქუმელი.
რაბინებისაგან მოწოდებული მაცა მიმირთმევია, მეჩეთებიდან
და სინაგოგებიდან გამოვუგდივარ ხოლმე ისეთ ავდრიან ღამეს,
როგორშიაც ავ ძაღლს არ გამოაგდებს კეთილი პატრონი.
მეკობრეებთან და მონადირეებთან ერთად უდაბნოში მიხე-
ტიალნია ღამღამობით, ლომებსა და ავაზებს შევბმივარ ხელშუ-
ბით, სომხებსა და ბერძნებს ვაგლახად ვუცემივართ თავიანთ
ფუნდუკებში, ხარჯის ვერგადამხდელი და უგონოდ მთვრალი.
ხან მართლმორწმუნე მუსლიმსავით გულმოდგინედ ვასრუ-
ლებდი ადაბის წესებს, ხან ქრისტიანსავით შევექცეოდი ღორის
ხორცს.
ლიბანელ განდეგილების საკანში მისტუმრია, ბედუინ მეკობ-
რეებთან ერთად გამიძარცვავს საქარავნო გზაზე მექქას მიმავა-
ლი მუსლიმი ხოჯები და იერუსალემის მისადგომებთან მიღ-
წეული ქრისტიანი ეპისკოპოსები.
თაფლი, წყალი და პური გამიყიდია ბაღდადისა და დამასკის
ბაზრებზე, განა მარტო ეგა – თვალმშვენიერი ბერძენი, სომეხი
და ქართველი დიაცები.
სულტნებისა და ამირების ფარეშთუხუცესად მიმსახურია, ხა-
ნაც ასსასინებს წავხმარებივარ სულტნებისა და ამირებისათვის
მოწყობილ თავდასხმაში.
ამირების სასახლეებში მიცხოვრია, მედრესეებში ყადებს
შევცილებივარ ყურანისა და ადაბის ცოდნაში, ხანაც შლეგებს
შევკამათებივარ ფეიქრების უბანში.
მექქაში მუქთი პური მიჭამია ხალიფას ხარჯზე, იერუსალემში
ოსპის გაბოლვილი მონასტერთა წინამდგომების ხელით გამოწ-
ვდილი. ხშირად განმიცდია ოქროთი გავსილი ქისების ჯიბიდან
ამომცლელთა ხელოვნება და ყალბის მქნელთა ოინები. თავა-
თაც არაერთხელ გამისაღებია ყალბი დირჰემები ბაღდადისა და
დამასკის ბაზრებზე, რადგან ჩერჩეტები ჯერაც ვერ მიმხვდარან,
რაც ყვითელია, ყველაფერი ოქრო ხომ არ არის? განა ოქროს-

703 მკითხველთა ლიგა


ფერი არ არის ის საგანი, რომელიც ჭამის შემდეგ ყოველ კაცს
აწუხებს?
ფრანკ რაინდებს არაერთხელ შევუპყრივართ, როგორც
სელჯუკიანთა მსტოვარი, ხანაც თურქომანებს – ბიზანტიის კეის-
რის მოყურიადე.
ტაბარეთულ გოგირდის აბანოში მიბანავნია, ნავროზობას
დავსწრებივრ ისპაჰანში, ხოლო კონსტანტინოპოლში წმინდა
სერგის დღესასწაულზე ჩემსიგრძე სასანთლენი მიტარებია მა-
მაო ჩვენოს ღიღინით.
ფრანკ რაინდებსა და არაბ ფარისებს61 ხმლით შევბმივარ და
ერთმა გაძვალტყავებულმა ძაღლმა ისე მომაქცია ერთ ღამეს
საქარავნო გზაზე, ღობეზე გადასაკიდი გამხადა. იერუსალემს
მიმავალმა რომელიღაც მლოცველმა სამარიტელისებრი შევ-
რდომება აღმომიჩინა.
ორიოდე თვის შემდეგ ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზის თან ვახლდი,
როცა მან მიუდგომელი ციხე, მარდინი, აიღო სამი თვის ათასი
მძიმედ შეჭურვილი მონასპის ამარა. მარდინის ციხეში მე შევ-
ვარდი პირველი და ხელშუბი ვაძგერე ციხისთავს ბარძაყში.
რადგან სამშობლო ბალღობიდანვე დამიკარგეს, აქლემის, ჯო-
რის და სახედრის ზურგი იყო ჩემი სამშობლო და ჩემი შინა,
უსამშობლოდ ვიწანწალე დღემდის დაკარგული დედისა და სამ-
შობლოს მაძიებელი, და ჭაღარამ დამათოვა ამ ქაჩალ თავზე.
ბრძენთა მიერ დაწერილი ქითაბები გულმოდგინედ მიკით-
ხავს, ბოლოს მაინც დავრჩი უსახლკარო შლეგი.
ისპაჰანსა და ბაღდადში მე ვითვლებოდი არაბული რუკების
უებარ მცნობად, სუვაკ ალ აყალიმს62 ჩინებულად ვიცნობ, ისევე
როგორც აბკალ ალ ბილადს63, ტაყვიმ ალ ბულდან64 პირველმა
მე ჩავიტანე ისპაჰანში და სულტან მოჰამედს მივართვი.
ჰოროსკოპებისათვის თვალი მიდევნებია, ცთომილთა მი-
მოქცევანი მიჭვრეტია სიღამით. აქლემით, ცხენით, პალანკინით
გადამილახავს ისლამური სახელმწიფონი ფერგანიდან ხორასა-

61 ფარისი – არაბ. რაინდი.


62 კლიმატის რუკები.
63 ქვეყანათა კიდენი.
64 ქალაქთა განრიგებანი.

704 მკითხველთა ლიგა


ნამდის, ხორასანიდან ჯიბალზე გზაგავლით ერაყამდის, იქიდან
ხუთ თვეს აქლემით ან ჯორით მივლია არაბეთის იემენამდის.
აფრიანი გემით მიმგზავრია ბნელეთის ზღვამდის65. იქიდან გაბ-
რუნებულს ვერძების კუნძულებამდის მიმიღწევია.
ბერძნული ტრირემებით არაერთხელ გადამილახავს პონ-
ტოს ზღვა ლაზიკიდან სამეუფეო კონსტანტინოპოლამდის, ხო-
რასნის მხარე მომივლია და ჯურჯანის ზღვა66, რომელსაც ალ ბა-
ბას ტბაც ეწოდება, დერბენტის კარებს გადაღმა გავსულვარ, იქ,
სადღაც მახლობლად, ორი კუნძულია, ამ კუნძულზე რომელი-
ღაც ხალხს უცხოვრია, მაგრამ ვიღაც მოსულებს ამოუწყვეტია
ისინი, მოკლედ ალლაჰმა უკეთ იცის, მართლაც ცხოვრობდა თუ
არა ის ხალხი მანდ და ნამდვილად თუ გაჟუჟეს.
ისპაჰანის სასახლის საწიგნეში მინახავს ერთი უსათაურო და
უპატრონო ქითაბი, რომელშიაც ასეთი რამ ამოვიკითხე: ეს ჩვე-
ნი მზე, ჩვენი შვიდივე ცა და ერთადერთი დედამიწა, რომელი-
ღაც მტაცებელ ფრინველს რომ მიაგავს რუკაზე, გასძლებენ
თურმე მხოლოდ და მხოლოდ ოთხ მილიონ ოთხას ოთხ წელს
და მერმე ფერფლად იქცევიან.
კიდევ კარგი, რომ ჩვენ, ოთხივენი ამ ფუნდუკში მსხდომნი,
მანამდის საიქიოში ვიქნებით ქოთნების საკეთებლად წარგზავ-
ნილნი, ასე რომ, ამ ცოდვილი მიწის დაფშვნას ვეღარ ვიხილავთ
თვალით.
სიყრმეში ზეპირად ვიცოდი აბუაბას-ახმეტ-იბნ-ალ-კას ატ ტა-
ბარი ალ-ამულის ქითაბი „დალაილ ყიბლა“, ესე იგი, სწავლანი
მზისა, მთოვარისა და სხვა ცდომილების სიგრძე-სიმაღლის
მერყეობის ამბები, აზანის შესრულების ვადები და მრავალი
იდუმალი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ალლაჰმა ჩვენზე
უკეთ უწყის თურმე“.

***
იმ ფუნდუკში ჩვენ კარგა ხანს დავრჩით. მეორე დღე ორშაბა-
თი იყო და ბაღდადს მიმავალ მექარავნეთა უხუცესმა არ ინდომა
გზაზე დადგომა. მესამე დღეს აბუ ჰასანი ძლიერ შეუძლოდ გახ-

65 შუა საუკუნეებში ბნელეთის ზღვას უწოდებდნენ ატლანტიის ოკეანეს.


66 ჯურჯანი – ზღვა კასპიისა.
705 მკითხველთა ლიგა
და და ჩვენ ვერ შევძელით ამ უბედური, დაკოდილი კაცის უპატ-
რონოდ დატოვება.
ვინმე უნდა ჰყოლოდა ჭრილობების შემხვევი, მეფუნდუკე
აბუზღუნდა, მას ეშინოდა კიდევაც, ეს უპატრონო ფუნდუკში არ
მოკვდეს და ჩემი დასამარხი არ გახდესო.
აბუ ჰასანს გული აუჩვილა ასეთმა თანაგრძნობამ და სთქვა:
„თქვენ, როგორც გატყობთ, მუსულმანები არ უნდა იყვეთ.
მიკვირს, ეგზომ გულხმიერად რომ მომექეცით უბედურ თურქს.
ყოველთა მოწყალე ალლაჰმა შემაძლებინოს სამაგიეროს მიზ-
ღვა.
მე აგრე მივუგე: „ჩვენ თურქები როდი გვძულს, არამედ მათი
სულტნები და ამირები“.
არც მე ვარო მაინცდამაინც მათი მოყვარე.
სთქვა ქაჩალმა ჰასანმა.
ამ ამბავმა ჩვენ ისე დაგვაძმობილა აბუ ჰასანთან, გავუმხი-
ლეთ კიდევაც მას ჩვენი ნამდვილი ვინაობა და მოგზაურობის
მიზნები.
იგი კარგა ხანს იჯდა, მდუმარედ დასჩერებოდა სოხანეს,
მერმე თავი აიღო და გვითხრა:
„მე მწედ მიგულეთ ამ საქმეში. ის ერისთავის ასული თუ სად-
მეა ამ ქვეყნებში, მე მას უცილოდ მივაკვლევ.
გატაცებული დიაცების პოვნა არც ისე იოლია, თქვენ ამ-
ბობთ, იგი დამასკში უნახავთო? ეს თავისთავათ არაფერს ნიშ-
ნავს.
ტყვეებით მოვაჭრე ხან დამასკას ჩაიყვანს მხევალს, თუ იქ
ჯეროვანი საფასი ვერ მიიღო, ისპაჰანს ან ბაღდადს მიაშურებს.
მე აგრე მგონია, მაინცდამაინც ბაღდადში უნდა ვეძიოთ
ერისთავის ასული. ბაღდადშია უდიდესი ბაზარი მონებისა, ხა-
ლიფას სასახლე და ჰარემიც იქვეა.
გარდა ამისა, უმდიდრესი თურქი ამირები ბაღდადში ჩადიან
ულამაზესი საცოლეებისა და ხასების შესასყიდად.
არ იქნებოდა ურიგო, ანისში შეგვევლო გზად, მას შემდეგ,
რაც სელჯუკიანები დამკვიდრდნენ ანისში, გჲურჯისტანიდან,
სომხეთიდან გატაცებული დიაცები ანისში მიჰყავთ, თუ იქ ვერ
გაჰყიდეს, ბაღდადს მიაშურებენ ან დამასკოს.

706 მკითხველთა ლიგა


მონებით ვაჭრობის ამბავი ჩემზე უკეთ თვითონ ალლაჰს თუ
ეცოდინება. ბარე ათ წელს დავეძებდი დედაჩემს. როგორც გამი-
გონია, ანტიოქიასა და თერუსაღმშიაც ქრისტიანი ფრანკები ვაჭ-
რობენ ჩუმ-ჩუმად. შაიზარში ან ბაღდადში შეისყიდიან ლამაზმა-
ნებს, ზოგს თავათ იტოვებენ ხასად, ზოგსაც დიდ ფულად მიჰყი-
დიან ხოლმე მისრელ დიდვაჭრებს.
მე საქმე ბევრი არაფერი მაქვს, დვინელმა ამირამ ცხენების
შესასყიდლად გამაგზავნა ბაღდადს, მაგრამ დვინს გავცილდით
თუ არა, მეკობრეებმა გაგვძარცვეს, მერმე ის იყო, მხლებლები
დამიხოცეს ავაზებმა.
პატრონიც მოკვდომია მაგ ამირას. ახლა უცადოს ჩემს მიერ
ნასყიდი ცხენების ჭიხვინს. თან გამოგყვებით, ეგებ მაგ ბედშავ
დედაჩემსაც მივაკვლიო სადმე.
ჩვენ ჭკუაში დაგვიჯდა აბუ ჰასანის თათბირი, გიორგი ჭყონ-
დიდელის ბრძანებაც ასეთი იყო, თუ მოახერხოთ ანისშიაც
შეიარეთ და ვართაპეტ ჰაიკი ნახეთო.

***
ანისის მისადგომებს გათენებისას ვუწიეთ, მუეძინმა მოუხმო
მართლმორწმუნე მუსლიმებს და მთელს ქალაქში ატყდა მუყრე-
ბის ყივილი.
ანისში მთელს კვირას დავყავით, რადგან ვართაპეტ ჰაიკი
დვინს წასული აღმოჩნდა.
ამაოდ ვიარეთ მონების ბაზარში, საქართველოდან გამოტა-
ცებული უწვერული ყრმანი ჰყავდა ირანელ დიდვაჭარს, დიაც-
თაგანი არც ერთი.
მცირე ყოყმანის შემდეგ სთქვა მონებით მოვაჭრემ: ერთი
თვის წინად ჩამომიყვანესო დვინიდან იბერიელი და კოლხი
დიაცები, გარდა ერთისა, ყველანი უსახურნი იყვნენო, აქ ვეღარ
ავიღე ჯეროვანი ფასი, ერთ-ორ კვირას მყავდა, ბოლოს ბაღ-
დადს წაასხაო ისინი ჩემმა უფროსმა ვაჟმა. ის ერთი ძლიერ ლა-
მაზი იყოვო, წაიდუდუნა მონებით მოვაჭრემ.
ეს კაცი ფრიად უცხვირპირო და სიტყვაძვირი აღმოჩნდა.
გამოვკითხე, რა გვარისა იყო ის ერთი, ან რა ერქვა-მეთქი
სახელად?
ვერც ერთი მოიგონა და ვერც მეორე.
707 მკითხველთა ლიგა
ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა ვართაპეტ ჰაიკი. ვართა-
პეტმა სანდო კაცნი მიუგზავნა მონებით მოვაჭრეს, მაგრამ იგივე
შემოთვალა მან, რაც ჩვენ გვაუწყა.

***
ვართაპეტ ჰაიკმა შემოგვატარა ანისის დაქცეული გალავნე-
ბი, გოდოლები, ეკლესიები და მონასტრები. ქრისტიანული ტაძ-
რების ზეთავზე ჯვრის ნაცვლად, ნალი აღუმართავთ, ესე იგი, ნა-
ხევარი მთვარე.
დარღვეული დაგვიხვდა ზღუდე ქალაქისა. ნალი აღუმარ-
თავთ გაგიკ სომეხთა მეფის სახელობის ტაძარზე. იგივე ბედი
სწვევია სომეხთა დედოფლის, კატრენიკეს, ეკლესიას.
ვართაპეტმა გვიამბო, ეს ეკლესიები გაუძარცვავთ ანისში შე-
მოსვლის უმალვე სელჯუკებს.
ზოგი მეჩეთად უქცევიათ, ზოგი ფუნდუკად, ზოგიც აქლემე-
ბის თავლად.

***
დიდხანს ვუცადეთ ანისიდან ბაღდადს მიმავალ ქარავანს.
ვართაპეტ ჰაიკმა ჰაქიმი მოგვარა აბუ ჰასანს. მეფუნდუკეს, ხა-
ჩიკს, ჩააბარა ჩვენი თავი.

***
ჰაქიმის მიერ მოტანილმა მალამოებმა სასწაულთმოქმედი
ზეგავლენა მოახდინა აბუ ჰასანის ჭრილობებზე.
ერთ საღამოს ვართაპეტი გვეწვია ფუნდუკში, ქიშმიში და
დატკბილული ღვინოები მოგვიტანა. საუბრით ართობდა დაკო-
დილს. აბუ ჰასანი უცნაურად გამხნევდა, უკვე ხუმრობდა და იცი-
ნოდა, საერთოდ მარადმოღუშული. სავალალო ამბავიც ბევრი
მოგვითხრო მან.
„ანისის აღებისას ათიოდე წლის ბიჭუნა მეაქლემედ ვახლდი
სულტან მალიქ-შაჰს“.
ვართაპეტ ჰაიკმა უფრო სამწუხარო ამბავი მოგვითხრო:
„მას შემდეგ, რაც ბიზანტიის კეისარმა, კონსტანტინე მონო-
მახმა, სომეხთა ეპისკოპოსების მუხანათური ღალატის მეოხე-

708 მკითხველთა ლიგა


ბით დაატყვევა გაგიკ სომეხთა მეფე, სელჯუკიანთა ლაშქრის
სადგომად იქცა სამეფო ქალაქი ანი.
ჩვენი ცხენოსანი ლაშქარი დაიშალა, ზოგი რუმს წავიდა,
ზოგმა საქართველოს მიაშურა.
ანისი იყო დედულეთი საქართველოს მეფის, ბაგრატის დე-
დის, მარიამისა, სენაქერიმ სომეხთა მეფის ასულისა. ამის გამო
ბაგრატ მეფეს წილად ერგო დაობლებული ანისი.
მერმე ის იყო, ჰიჯრით 454 წელს სულტან ალფ-არსლანმა
განიზრახა რუმის დალაშქვრა, ხოლო სომხეთის წურთვნა
დააკისრა მან იმჟამად უკვე ტახტის მემკვიდრეს, მალიქ-შაჰს.
მას თან გაატანა ნიზამ ალ-მულკი, „სწორუპოვარი ხოჯა და ვა-
ზირთუპირველესი“, როგორც თურქები მას უწოდებდნენ ხოლ-
მე.
ქალაქის მისადგომებთან მსტოვრებმა ამცნეს მალიქ-შაჰს,
რომ ანის-ქალაქის ზღუდეზე ცხენოსანი ვერ გაივლის, ხოლო
ქვეითი მეომარი გოდოლებს ვეღარ მიუდგებაო. იგიც ამცნეს
სულტანისძეს, ქალაქის ზღუდეს წყლით გავსილი ბლისკინები
არტყიაო გარს.
მალიქ-შაჰ შედრკა, მას აღარ უნდოდა რუმის დასალაშქრა-
ვად მიმავალ მამისათვის მაშველი სპაი ეთხოვა, ხოლო უომრად
შინ დაბრუნებისაც რცხვენოდა.
ბოლოს ითათბირა თავის სპასალარებთან და გადასწყვიტეს,
ციხის გარემოცვა დაეწყოთ. ნავები და ნავტიკები გამართეს,
ბლისკინებს გადაღმა გადაასხეს მონასპანი.
ანისელი მეციხოვნენი არ შედრკნენ, ციხის სამზერებიდან
ქვები და ისრები დაუშინეს სელჯუკებს.
ნიზამ ალ-მულკი შეაკრთო სომეხ მეომართა გააფთრებულ-
მა წინააღმდეგობამ, ურჩია სულტანის ძეს, მშვიდობით მივბრუნ-
დეთო ისპაჰანს.
მალიქ-შაჰ გაუურჩდა პირველ ვაზირს და დედაციხეს მიადგა
სპიანად. სომხებმა ქამანდების სროლა დაიწყეს ციხის სამზერე-
ბიდან, ადუღებულ ფისს ასხამდნენ მოიერიშეებს თავზე და დიდი
ზიანი მიაყენეს მალიქ-შაჰს სპას.
ნიზამ ალ-მულკმა და მალიქ-შაჰმა უკვე აღარ იცოდნენ, რა
მოემოქმედნათ. ისპაჰანს გაბრუნებას აპირებდნენ უკვე, მაგრამ
მოიწია ღვთის რისხვამ ჩვენს თავზე.
709 მკითხველთა ლიგა
მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარბორბალა, მერეხი და-
უშვა განრისხებულმა ცამ, მზე ლაყე კვერცხს დაემგვანა რძეში
გათქვეფილს.
წყვდიადმა მოიცვა სამეუფეო ქალაქი ანისი, მიწა იძრა, დან-
დობილად დაირღვნენ გალავნები და წყლით გავსილ ბლისკი-
ნებში ჩაიხერგნენ.
მალიქ-შაჰის ქვეითნი მოისარნი ქალაქში შემოიჭრნენ, მძი-
მედ შეჭურვილ მხედრებს გაუხსნეს დარკინული კარიბჭენი, სა-
სახლეებს, ეკლესიებს და სავაჭრო ქოლბაქებს შეესიენ, ქალა-
ქის ძარცვას შეუდგნენ, დედაციხის მეციხოვნენი გაჟუჟეს.
ქალებმა, მოხუცებმა და ბავშვებმა ნერკიბერდის ციხეს
მიაშურეს, ზოგმაც გაგიკ მეფის სასახლეს შეაფარა თავი. მხო-
ლოდ ნერკიბერდის ციხიონი მედგრად ებრძოდა მტერს.
ბაგრატ მეფე ვეღარ მიეშველა ანისს, რადგან რუმს მიმავა-
ლი ალფ-არსლანი ახალქალაქში შეიჭრა და იქ შეიბნენ მეფე და
სულტანი.
ანისში წარგზავნა მეფემ ერისთავი თორელი გიორგი, ქარ-
თველებისა და სომხებისაგან შემდგარი ცხენოსანი სპითა.
ერისთავი თორელი ბრძოლით შეიჭრა ქალაქში და ნერკი-
ბერდის ციხის მისადგომებთან შეება მალიქ-შაჰს მძიმედ შეჭურ-
ვილ ცხენოსნებს. მთელ კვირას იბრძოლა თორელმა და ორშა-
ბათს, პირველსავე ხმლის მოკიდებისას სელჯუკებმა მოჰკლეს
ერისთავი.
ვიდრე ქართველი ლაშქარი უკუქცევას დაადგებოდა, ოთ-
ხმოცი წლის მოხუცი ბახტაგეკი, ნერკიბერდის ციხისთავი, გამო-
ვიდა ციხიდან, უსარდლა ბაგრატ მეფის სპას და მუსრი გაავლო
სელჯუკიანთა ცხენოსან ლაშქარს.
მაშინ მაშველი სპაი წარმოგზავნეს მალიქ-შაჰმა და ნიზამ
ალ-მულკმა, ქართველები და სომხები დამარცხდნენ აურაცხელ
თურქომან მოისართა პირისპირ. მოხუც ბახტაგეკს თავი მოჰ-
კვეთეს და ციხის ზეთავზე გადმოკიდეს.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ არხევდა ნოემბრის
ქარი ბახტაგეკის თეთრსა და დაფანჩვულ წვერს.
ბოლოს, როცა ნერკიბერდის ციხე დააქციეს, გაავებული
სელჯუკები მიესიენ დიაცებს, ხუცებს, ეპისკოპოსებს და ბერებს.

710 მკითხველთა ლიგა


დედებს ხელიდან გლეჯდნენ ძუძუმწოვარა ბალღებს და ეკლე-
სიების კედლებზე ანარცხებდნენ.
ადამიანის სისხლით შეიღება მდინარე ახურიანი, ქუჩები და
მოედნები გაივსო მკვდრებითა და დაჭრილებით, ცოცხლები
ზედ დადიოდნენ ცხედრებზე, რადგან გასავლელი გზა არსად
დარჩა.
ღამღამობით მგლები და ფოცხვერები შემოიჭრებოდნენ
ხოლმე ქალაქში და სძიძგნიდნენ დაუტირებელ, უპატრონო
მკვდრებს.
როგორც კი მამაკაცები მოსრეს, ქალაქის ძარცვა განაგ-
რძეს, ჯორ-აქლემებს აკიდებული უამრავი ოქრო და ვერცხლი
გაიტანეს სასახლეებიდან და ტაძრებიდან.
მარტოოდენ ორმა ამირამ, კუტულმიშმა და იბრაჰიმმა, ქო-
რეპისკოპოსის, დავთიკის, სასახლიდან გაიტაცეს ორმოც აქ-
ლემს აკიდებული ოქრო-ვერცხლი, პატიოსანი თვლები და სტავ-
რა.
ოქროს ფურცლებით დახურულ ეკლესიებს სახურავები გა-
დააძვრეს და ისინიც ისპაჰანს გააგზავნეს“.
ვართაპეტ ჰაიკი დადუმდა, მას საფეთქლებზე ჰქონდა მიბჯე-
ნილი მუხლისთავებზე იდაყვებით დაყრდნობილი ხელები, გა-
რედან აქლემების ხვნეშა ისმოდა, ხანაც გუშაგების ყივილი
ბნელში...
„აგრე დაგვიქციეს სამშობლო და თვალებიღა დაგვიტოვეს
სატირლად“, დასძინა ვართაპეტმა.
„ახლა ვის ხელშია ანისი?“ – შეეკითხა აბუ ჰასანი მდუმარეს.
„ანისი ალფ-არსლანისაგან შეისყიდა ქურთმა, ამირ აბულ-
სუვარმა, აურაცხელი ოქროჭედილი ხატებისა და საყდრის იარა-
ღის საფასად, ბოლოს აბულ-სუვარმა საუფლოდ გადასცა ქალა-
ქი თავის ვაჟს, მანუჩეს“.

***
ერწუხში დავით მეფის გამარჯვების ამბავი ჩვენ გვამცნო
ვართაპეტ ჰაიკმა. ისიც დასძინა, ანისის შვიდ ეკლესიაში პარაკ-
ლისი გადავიხადეთო ამ გამარჯვების გამო.

711 მკითხველთა ლიგა


***
ჩემს კალამს არ ძალუძს აღწეროს ის საშინელებანი, რომე-
ლიც ჩვენ ვნახეთ ანისიდან ბაღდადს მიმავალ გზაზე. მრავალი
ათასი ადამიანის ცხედარი ეკიდა გზისპირა ხეებზე თავქვე. ბო-
რები, ორბები, ყორნები კორტნიდნენ მათ. გაუძლისი სიცხე იყო
და აუტანელი ნამკვდრევის სუნი იდგა ირგვლივ.
ფოცხვერების და მგლების ხროვანი დაძრწოდნენ, ყმუოდ-
ნენ, ავობდნენ, რაკი მათი საკბილო ხელმისაწვდენი არ იყო
მათთვის.

***
ალ-ჯისრის ციხის სანახებში ჩვენ წავაწყდით უცნაურს ამ-
ბავს: ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, ამირ ნეჯჲმ ედ-დინ ილღა-
ზი, მარდინის ციხის პატრონი, განუდგა სელჯუკიანთა სულთანს,
ყიას ედ-დინ მოჰამედს.
სულტანის ლაშქარს სარდლობდა ათაბაგი ტოგტეკინი, იგი
დანდობილად მოადგა ზედ მდინარის პირად აღმართულ
მიუვალ ციხეს, ალ-ჯისრს. მდინარის მეორე მხრიდან წამოვიდ-
ნენ ფრანკები და ილღაზის სპანი (იგიც ცნობილია, ილღაზი
დაუძინებელი მტერია ფრანკებისა) და ერთობლივად შეუტიეს
სელჯუკიანებს მუსლიმანებმა და ქრისტიანებმა.
საქარავნო გზაზე გაუძლისი ბუღი იდგა, თურქომანთა
ბრბოები მოაჭენებდნენ ცხენებს ილღაზის მისაშველებლად.
ხახუტაიმ აიჩემა, საქარავნო გზიდან გადავუხვიოთ, თორემ
თურქომანთა ბრბოები გაგვძარცვავენო.
ჩვენ დავუჯერეთ ხახუტაის, საქარავნო გზა დავაგდეთ და
მივყევით საურმე შარას, რომელიც ცხენოსანის სიმაღლე შამ-
ბნარში იყო გავლებული.
ასეთივე სიფრთხილე გამოუჩენია ჩვენს წინ მიმავალ ქარა-
ვანს, რომელსაც წინ მიუძღოდა თეთრწვერა, მხნე მოხუცი, არა-
ბულ თეთრ ცხენზე მჯდარი.
აბუ ჰასანი მაინცდამაინც არ იყო ამით კმაყოფილი. იგი აგრე
ამბობდა, ქარავანს ძლიერ ნუ დავცილდებით, რადგან გაჭირვე-
ბის ჟამს სწორედ მექარავნენი წამოგვეშველებიანო. ბოლოს, ის
იყო, დავწინაურდით და მცირე მანძილზე დავშორდით ქარა-
ვანს.
712 მკითხველთა ლიგა
ამ საშიშროების მოლოდინში გადავწყვიტეთ, როგორც ყვე-
ლაზე მეტად მამაცსა და მკლავმაგარს ჩვენს შორის, ხახუტაის
ჩვენს უკან ეარნა, ხოლო სიტყვაი ქორა და მისი სახედრები წინ
წასულიყვნენ. ერთბაშად შემოგვესმა ომახიანი ყიჟინა. ჩვენ აგ-
რე ვივარაუდეთ, მეკობრენი თავს დაესხნენო მექარავნეთა.
თვალის ერთი დაფახულებაც და ხახუტაის ყვირილი გავიგო-
ნეთ.
დანდობილად შემოვაბრუნეთ მე და აბუ ჰასანმა ჯორები, და
უფალო, შეგვეწიე, რა სურათი ვნახეთ: უზარმაზარი ლომი უნა-
გირის ტახტზე შეახტა ხახუტაის.
სატევარმა გაიელვა ჰაერში.
ლომიც ძირს დაეცა, მაგრამ ისევ ახტა და ფეხზე ეცა ხახუტა-
ის (ღმერთი შეგვეწია, რომ მხეცმა დაკბინა იგი სწორედ იმ მხა-
რეს, სადაც ძელის ფეხი ჰქონდა ხახუტაის).
ლომი მძიმედ დაჭრილი სჩანდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა
დვრინვას, ხახუტაი ახლა ხელშუბით ებრძოდა მიწაზე დაცუც-
ქულ მხეცს.
ისევ ატყდა მამაცური ყიჟინი და ცხენების თქარათქური.
ამასობაში ჩვენც წამოვადექით თავზე დაკოდილ მხეცს, იგი
გაავებული ბრდღვინავდა, თუმცა ხახუტაის სატევარი მკერდში
ჰქონდა გარჭობილი. თეთრწვერა მექარავნე მიეჭრა ლომს და
ხელშუბი ჩასცა ზურგში.
მერმე მომიბრუნდა და მითხრა არაბულად:
„თქვენს თანამგზავრს სატევარი რომ არ ეძგერებინა მაგ
მხეცისათვის, მისი მოკვლა ძლიერ გასჭირდებოდა“.
როცა მოხუცის ნათქვამი გადავუთარგმნე ხახუტაის, მან
გაიღიმა:
„მაგ წვერძაღლი ბებერი რომ არ ჩაჩხერილიყო ამ საქმეში,
ერთხელ მაინც დავიტრაბახებდი, ლომი მოვკალი-მეთქი“.

***
ბაღდადის ციხის მისადგომებთან შემზარავ ამბავს შევესწა-
რით. „ისლამური სარწმუნოების ზედსაყრდენს“, ბაღდადის ხა-
ლიფას, მუსტადირ იბნ მუკტადის, მოხსენდა: მექარავნენი, მეაქ-
ლემენი და მეჯორენი გროვდებოდნენ თურმე სასახლეების, ცი-
ხეების, მეჩეთების და ბაზრების ბჭეებთან, გარს შემოერტყმოდ-
713 მკითხველთა ლიგა
ნენ შინ მიმავალ ამირას, ხოჯას ან ყადის და ეუბნებოდნენ, თუ
თქვენ გესაჭიროებათ ოქრო დირჰემები თქვენი ჰარემებისა და
ხასების შესანახად, ჩვენც არ გვაწყენსო ისინი პურის, ღვინისა
და შერბეთის სასყიდლად.
მოიტათ ფული, მოიტათ ოქროს დირჰემები, თორემ ჩვენ
გულზე ხელს დავიკრებთ და ფეხით ძუნძული დაგჭირდებათო.
მექარავნეებს, მეაქლემეებსა და მეჯორეებს აყვნენ სხვა ღა-
ტაკებიცა, ისინი აეკიდებოდნენ თურმე ბაღდადის ქუჩებში ამი-
რებს, დიდვაჭრებსა და მათ დიაცებს, ზოგნიც სანოვაგეს ხელი-
დან სტაცებდნენ ხოლმე ბაზრიდან გამოსულ ხათუნებს.
ვაზირები ვეღარ ბედავდნენ ამ ამბების მიტანას ხალიფას ყუ-
რამდის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მექარავნეებმა, მეაქლე-
მეეებმა და მეჯორეებმა მიატოვეს თავიანთი აქლემები, ცხენები,
ჯორები და ვირები.
დამშეული პირუტყვი ერთობლივად აბღავლდა. მთელს ბაღ-
დადში ისმოდა ცხენების გაუძლისი ჭიხვინი, აქლემების ფრუტუ-
ნი, ჯორებისა და ვირების ყროყინი. ეს შემაძრწუნებელი გნიასი
ხალიფას სასახლემდის მისწვდა.
ერთ-ორ დღეს ითმინა თურმე ეს ამბავი „სარწმუნოების ზედ-
საყრდენმა“, ბაღდადის ხალიფამ, და ბოლოს ბრძანა, მოეგრო-
ვებინათ ნამეტნავად აბეზარი მექარავნენი, მეჯორენი და მევი-
რენი ქალაქს გარედ გაეყვანათ ფეხებში ბორკილგაყრილნი.
სწორედ ის იყო, როცა მიწაზე განრთხმულ, დაბორკილ მამა-
კაცებს თავზე წამოადგენენ შავკაფტანიანი მხედრები, ცხენები-
დან ჩამოხტნენ და დაერიენ ამ ბედშავებს თუჯის ჩუგლუგებითა.
აბუ ჰასანმა განგვიმარტა, ეს შავკაფტანიანი მონასპანი ხა-
ლიფას მცველებია, მის სასახლეში თვით მზარეულსაც შავი აც-
ვიაო.
საშინელი ყვირილი ასტეხეს უბედურებმა, ამაოდ ახვედრებ-
დნენ მოქნეულ ჩუგლუგებს ხელებს. შავკაფტანიანები ზურგზე
სცემდნენ მათ.
გაკოჭილები ყვიროდნენ:
ხერხემლის მალები თუ დაგვიმსხვრიეთ, ჩვენი ცოლ-შვილი
ვინღა არჩინოსო?

714 მკითხველთა ლიგა


შავკაფტანიანები არად აგდებდნენ მათ ვედრებას. დაუზოგა-
ვად უმსხვრევდნენ მიწაზე განრთხმულთ ხერხემლის მალებს.
მდელო შეიღება ადამიანის სისხლითა.
მალებჩალეწილნი ყვიროდნენ:
თქვე უღმერთონო, ბარე დაგვხოცეთ და ისე წადითო, მაგ-
რამ არავინ იყო ამ მუდარის გამგონე. როცა ყველანი უკვე უძ-
რავად წაწვნენ მიწაზე, გაისმა დაფდაფების ნელი ბრაგუნი, შავ-
კაფტანიანები თავიანთ ცხენებს მოასხდნენ და ბაღდადის ციხი-
საკენ გაემართნენ ჭენებით.
„სად მიდიხართ, ბარე დაგვხოცეთ, თქვე უღმერთონო“, ქვი-
თინებდნენ მექარავნენი, მეაქლემენი და მეჯორენი...
ჩვენ ვეღარ გავუძელით ამ უბედური ადამიანების გოდებას
და შავკაფტანიან ცხენოსნებს მივყევით კვალდაკვალ.

***
ბაღდადის ბაზარზე უფრო უცნაური სანახაობა ძნელი საპოვ-
ნელია. აურაცხელი ბრბოები დაზიმზიმებენ მოედნებზე. წითელ-
ყვითელ კაბა-ჯუბაში მორთული რაინდები, გლეხები, მონები და
ფეხშიშველა დერვიშები, რომელთაც ჭრელაჭრული „კუფიჯე“
ახურავთ თავზე.
ცხვირში საყურეგაყრილი ზანგებიც არ აკლდა იქაურობას,
არც შავჩადრიანი დიაცები და შავად წვერშეღებილი მოლები (ე-
გეც საგულისხმოა, წვერის შავად შეღებვის უფლება აქვს მხო-
ლოდ ამირას, ხოჯას, ან მოლაჰს).
გაუძლისად ყივიან წყლისა და თაფლის გამყიდველნი. მეპუ-
რეს თავზე პურით სავსე ხონჩა დაუდგამს და ყვირის:
„აგიფ ჯა შიბაბ!“ – ჰოი, ჭაბუკნო, ჩემგან იყიდეთ ცხელი პუ-
რი!
ბუდუინებს გრძელი შუბი აუკრავთ უზანგზე, მოუსვენრად
დააჯირითებენ თავიანთ ცხენებს. მათი შუბების წვეტებს სირაქ-
ლემას შავი ფრთები ამშვენებთ.
რა და რა ჯურის ხალხს არ ნახავთ აქ, მუშაითებს, მკითხა-
ვებს, აცინგანების დიაცებს, რომელთაც ცხვირში ლითონის მი-
ლები აქვთ გაყრილი.

715 მკითხველთა ლიგა


ტანშიშველა ინდიელი ფაკირები მოპირულ ხმლებზე დადი-
ან, ზოგი ცეცხლის ალსა ნთქავს, ზოგიც გავარვარებულ მახ-
ვილს ირჭობს ხახაში.
„ხაბილ ასტან!“ – ყვირის შერბეთის გამყიდველი, მემწვანი-
ლეს უშველებელი ასოებით წაუწერია თავისი სავაჭროს დარა-
ბაზე: „ედდაიმ ალლაჰ“ – მარადჟამული ღმერთი.
დაჟანგული რკინის გალიებში გამომწყვდეულ დიაცებსა და
ყმაწვილებს უთვალთვალებენ მონებით მოვაჭრენი.
ისინი თავათვე უქებენ გასაყიდად „საქონელს“ რკინის გა-
ლიების გარშემო მოჯარულ ცხენოსნებს.
მონებით მოვაჭრენი გარს შემოერტყნენ აბუ ჰასანს, თავა-
ზიანად ეკითხებოდნენ:
ქალების შესყიდვა გნებავთო თუ ბიჭების?
იმ დღესვე ვნახეთ ათთორმეტი ჩერქეზი, ბერძენი, სომეხი
დიაცი, ერთიც ჭაღარა ქართველი ქალი, აბუ ჰასანი ახლოს მი-
ვიდა იმ ქართველ დიაცთან, გამოჰკითხა კიდევაც სადაურობა.
საცოდავი დედაჩემი მეგონაო, სთქვა ნაღვლიანად აბუ ჰა-
სანმა.
დმანისელი აღმოჩნდა იგი. ამ უბედურ მოხუცს მთელ წელი-
წადს დაათრევდნენ თურმე ისპაჰანსა და ბაღდადს შორის, მაგ-
რამ რაკი იგი მოხუცი იყო და ჩოფურა, მყიდველი არავინ აღ-
მოჩნდა. ეს ქართველი დიაცი იმ ლამაზმანებისათვის მიეჩინათ
მოახლედ.
ჩიოდა კიდევაც ის უბედური, მთელი წლის მანძილზე დაგ-
ვათრევსო ჩვენი პატრონი ისპაჰანის, ჰამადანის, ანისის და კუ-
ფას ბაზრებზე.
ამ ლამაზებს ძვირად აფასებს პატრონი და ამიტომაც ვეღარ
გადავურჩითო ქალაქიდან ქალაქად წანწალს.
ახლა მე მიუახლოვდი იმ უხანო დიაცს, შევეკითხე:
ვინმე ლამაზი ქართველი ქალი ხომ არ გინახავს-მეთქი მო-
ნების ბაზარზე?
და სთქვა ამ დიაცმა ასეთი რამ:
სწორედ სამი თვის წინად, ბაღდადში ერთი ულამაზესი ქარ-
თველი მანდილოსანი იყიდებოდა. თუ არა ვცდები, ხალიფას სა-
სახლიდან მოვიდნენ ვიღაც ცხენოსნები, ბევრი ივაჭრეს და იდა-
ვეს, ბოლოს ეს დიაცი შეისყიდესო.
716 მკითხველთა ლიგა
აბუ ჰასანმა ხელზე დაიხვია ეს ამბავი. ვითათბირეთ და გა-
დავწყვიტეთ, როგორმე გვეპოვნა ვინმე ხალიფას ჰარამხანის
ავანჩავანის მცოდნე.
ის დღე უკვე დაკარგული იყო ჩვენთვის. აბუ ჰასანი დასუნსუ-
ლობდა ბაზარში, ვიღაცას ეძებდა, მაგრამ ჩვენ არ გვიმხელდა,
თუ ვის ეძებდა.
ამასობაში ქაჩალმა ჰასანმა გამოსჩხრიკა ერთი კვიპროსე-
ლი, რომელსაც ჰინდური წიწილა ჰყავდა ერთი. ამ წიწილას
ორი ნისკარტი და სამი თვალი ჰქონდა ზედ კეფაზე.
ჩვენ ბევრი ვიცინეთ ამ უცნაური არსების დანახვაზე.
„ეგ არაფერია, – გვითხრა კვიპროსელმა, – ახლა უფრო
საოცარი ამბები უნდა გიჩვენოთ“. მან ერთი სომეხი გაგვაცნო.
ამ სომეხს თიკანი ჰყავდა ერთი, ამ თიკანს კაცივით მომრგვა-
ლო სახე ჰქონდა და ერთადერთი თვალი.
ამ საუბარს ყურს უგდებდა ერთი ბედუინი. მანაც ბევრი იცინა
და გვითხრა:
ჯერ სად ხართ, უფრო უცნაურს ამბავს ნახავთო.
მერმე იმ ბედუინმა გვიჩვენა ერთი ძროხა, რომელსაც ქედი-
დან ერთი ფეხი ჰქონდა ამოჩრილი და სამი ფეხით ძლივს და-
ფოხრიკობდა.
„ამაზე უფრო საოცარ ამბავს გეტყვით, – სთქვა კვიპროსელ-
მა, – ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზიმ შარშან ხალიფას გამოუგზავნა ორი
მონა, რომელნიც ერთ სირიელ დიაცს ჰყოლია კუფაში.
ორივენი მუცლის აპკით იყვნენ ურთიერთზე გადასკვნილი,
და ეს აპკი გრძელი და შვეული ყოფილა, როცა ერთი წამოდგე-
ბოდა, მეორეს ჯდომა შეეძლო, ისინი ერთსა და იმავე ცხენზე
სხდებოდნენ, ორთავეს მამაკაცური სარცხვენელი ჰქონდათ, ეს
იყო ოღონდ, ერთი მათგანი დიაცებს ეტანებოდა, მეორე – ბი-
ჭებს“.
აბუ ჰასანმა განზე გამიხმო და წამჩურჩულა:
ეს კვიპროსელი თავზეხელაღებული ვინმე სჩანს, უთუოდ უნ-
და გამოვიყენოთო.
ბატკნის ჰარსაზე დავპატიჟეთ და შერბეთი ვასვით.
ბაღდადს ჩვენი ჩამოსვლის მიზანი რა შეიცნო, გვითხრა
კვიპროსელმა:

717 მკითხველთა ლიგა


მეც ამ დღეში ვარ, იკონიიდან შინ მიმავალი ჩემი დაი გაიტა-
ცეს თურქმა მეკობრეებმა. ეს მესამე წელია, რაც დავეძებ.
ხორასანის მხარე მოვიარე, ირანი და დიარბექირი, ტრაპი-
ზონისა და არზრუმის მონათა ბაზრები არ გამომრჩენია. რაც მე-
ბადა, ყოველივე ამ საქმეს გადავალიე, მაგრამ ამოდ დავშვე-
რიო.
ხმა დაირხა, ხალიფას ჰარამხანაში უნდა იყოსო ბაღდადში
ჩემი დაი, ამადაც ჩამოვედიო ბაღდადს.
ხალიფას სასახლეში ერთი ჩემი ნათესავი დიაცია, სამრეცხა-
ოს გამგებელი და იმის იმედი მაქვსო.
მებაღეობა თუ გემარჯვებათ, ან ცხენების მცნობნი თუ ხართ
ჩემსავით, ეგებ როგორმე თავი შევრგოთო მაგ წყეული ხალი-
ფას სასახლეში.
კვიპროსელს ერთი ნალბანდის მიწურში ჰქონდა ბინა, ჩვენც
მანდ შეგვიკედლა.
როგორც იქნა, გამოვძებნეთ ის ბერძენი დიაცი და შემდეგი
გვითხრა მან, მე ვიცნობ ხალიფას მეჯინიბეთუხუცესს, მოვახსე-
ნებ და შევევედრები, თუ თქვენ მეჯინიბეებად, ან ცხენების მცნო-
ბად მიგიღოთ მან (ხალიფას ცოლები და ხასები ხშირად გამო-
დიან უჩადროდაც), შესაძლოა, თვითონვე იპოვნოთო ის დიაცე-
ბი, რომელთაც ეძებთ.
მე და სიტყვაი ქორა ცხენების მცნობად ვითვლებოდით, მაგ-
რამ აბუ ჰასანი ამ საქმის დიდოსტატი აღმოჩნდა. მან ისეთი რა-
მეები გვიამბო ცხენთა ჯილაგებისა და მათი მოვლის გამო, ჩვენ
გაოცებისაგან პირი დავაბჩინეთ.
სამი დღეც არ გასულა, ბერძენი დიაცი მოვიდა. სახეგაბ-
რწყინებულმა მოგვახარა:
„უფალი შეეწია თქვენს საქმეს. ჯერ უარზე იდგა მეჯინიბეთუ-
ხუცესი, მაგრამ, თქვენდა ბედად, ხალიფას საჯინიბოში ქოთაო
ატყდა, მეჯინიბეთუხუცესი წვერს იგლეჯს, ჩქარა მომგვარეო ის
მცნობები“.
მე, კვიპროსელი და აბუ ჰასანი მეორე დღეს გავემგზავრეთ
ხალიფას სასახლისაკენ.

718 მკითხველთა ლიგა


***
ბაღდადი უცნაური ქალაქია, ყოველი უბანი ციხეა, ცალკე გა-
ლავნითა და საგანგებო კარიბჭით დაცული.
ყოველ კარიბჭესთან ხმლიანი მეკრე ზის.
დააკაკუნებ რკინის რიკით.
მეკრე შეგეკითხება:
„მინ?“
ვინა ხარო?
შენ უნდა მიუგო:
„იფტაჰ ია ჰარის“, ჩვენებურად რომა ვთქვათ: ჰოი, მეკრევ,
გამიღე კარი.
ბარე შვიდი ჭიშკარი გავიარეთ ასეთი ყოფით, მივადექით ხა-
ლიფას სასახლის მაღალ კარიბჭეს, ლურჯი ქვისაგან ნაშენს.
ხმლიანმა მეკრემ შეგვიშვა ლურჯი სასახლის ვრცელ ეზოში.
სასახლე მთლიანად ნაგებია მუქლურჯი ქვისაგან. ამ დიდი სა-
სახლის გარშემო უამრავი მცირე სასახლეებია, ზოგი თეთრი,
ზოგი შავი, ზოგიც მოყვითანო ქვისაგან ნაგებნი.
ბაღებში ასწლოვანი ხეებია ნუშისა, ლეღვისა და ვაშლისა,
უცხო და უცხო ფრინველები დაფუსფუსებენ მწვანეში. ალ-
აივნებზე დადიოდნენ და ისხდნენ თვალისმომჭრელი სილამა-
ზის დიაცები.
ჩვენ ხალიფას ცხენების დარდი არა გვქონდა, ცალი თვა-
ლით იმ დიაცებს ვუჭვრეტდით. ცხვირში საყურეგაყრილი მონე-
ბი, საჭურისები და ზანგის ბიჭები გარს ეხვიენ ამ დიაცებს. ზოგ-
საც მიჩენილი ჰყავდათ სქელ-სქელი ხათუნები, რომელნიც ქო-
რული მზერით მწყემსავდნენ ხალიფას ჰარამხანის ლამაზმა-
ნებს.
ბაღის შუაგულში უზარმაზარი აუზი იყო მწვანე ქვით ნაგები,
ამ აუზს პირდაღრენილი ვეშაპები და ქალთევზები გარს უს-
ხდნენ, პირიდან არწყევდნენ წყალს.
მეჯინიბეთუხუცესი მოღუშული დაგვიხვდა. მას გრძელტა-
რიანი ყალიონი გაერჭო პირში და თრიაქსა სწევდა.
გულდასმით მოგვკითხა ყოველივე, რაც კი რამ ვიცოდით
ჩვენ ცხენის მოვლისა და მისი აქიმობის გამო. როცა დარწმუნ-
და, რომ ჩვენ მართლაც ვყოფილვართ ამ საქმის მცნობნი, შუბ-

719 მკითხველთა ლიგა


ლი გახსნა, თურქული ყავა დაგვალევინა თითო ჭიქა, მერმე
შეგვეკითხა:
თრიაქს თუ სწევთო?
მე და კვიპროსელმა უარი მოვახსენეთ, აბუ ჰასანი, დიახაც,
მიეძალა თრიაქს. მერმე საჯინიბოში წაგვიყვანა და ერთი თავ-
ლა ჩაგვაბარა. როგორც შევატყვეთ, ვიღაც ცალთვალა თურქი
მიგვიჩინა მსტოვარად.
საშინელი სანახაობის თანადამსწრენი გავხდით. დიდის წა-
მებით იღუპებოდნენ ხალიფას უმშვენიერესი ულაყები და ფაშა-
ტები, მათი გულისმომკვლელი ჭიხვინი და ხვიხვინი, არასდროს
წარიშლება ჩემი ხსოვნისაგან.
აბუ ჰასანი დატრიალდა, რაღაც უცნაური ბალახები მოატა-
ნინა და ჯადოსნური წამლები დაამზადა...
კვიპროსელი მთლად აღტაცებული არ იყო ამ ამბითა, თუ ხა-
ლიფას საჯინიბოს განმგეთუხუცესს ჩვენი მუშაობა თვალში
მოუვიდა, შესაძლოა, არც გაგვიშვასო სასახლის საჯინიბოდან.

***
ერთ საღამოს კვიპროსელის ნათესავი დიაცი გახარებული
მოგვეჭრა მე და აბუ ჰასანს:
„მომავალ პარასკევს ხალიფას უფროსი ვაჟის ქორწილია
და, თუ თქვენ მარჯვედ იქნებით, საკუთარის თვალით ნახავთ ხა-
ლიფას ცოლებსა და ხასებს“.
პარასკევი მესამე დღეს იყო და ჩვენ ვნახეთ უცნაური სანა-
ხაობა. დილით ადრე, უამრავი ხოჯების, მუეძინების და ყადების
თანხლებით სასახლის მთავარ მიზგითასკენ გაემართა შავებში
მოსილი ხალიფა.
თავზე მუზარადისებრ წვერწამახული შავი ჩაჩი ეხურა, შავი
დამასტის კაფტანი ეცვა მას. მჭიდროდ შეკრულ საკინძეზე ეკიდა
მსხვილი, მსხვილი ჯაჭვი ოქროსი, პატიოსანი თვლებით მოოჭ-
ვილი.
შავი დამასტისავე განიერი, ფართხუნა შარვალი ეცვა, მიწა-
ზე მიფორთხავდა შარვლის ტოტები და ისეთ შთაბეჭდილებას
ქმნიდა, თითქოს ყორნები ფართხალობენო მის ფერხთით.
შავქარქაშოსანი ხმალი ირანული წესით მხარზე ჰქონდა
შებმული. ნელი ნაბიჯით მიმავალ ხალიფას მხარმარჯვნითა და
720 მკითხველთა ლიგა
მხარმარცხნით მაღალტარიანი შავი დროშები მოჰქონდათ,
საამურად ჟღრიალებდნენ ამ დროშათა ბუნზე შებმული ეჟვნები.
ყველაზე წინ მიდიოდა ხალიფას დროშის მტვირთველი,
ტიმურ-ხანი.
თავჩაღუნულ ხალიფას უკან მიყვებოდა სალმასურისთო-
რიანი, გრძელკისერა და გრძელხმლიანი დევკაცი.
აბუ ჰასანმა მკლავზე მიბიძგა:
ეგ არისო ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი.
მას ალუჩისფერი ჩალმა ჰქონდა შემოგრაგნილი თავზე. ილ-
ღაზის უკან მისდევდნენ ვაჟი მისი – ჰუსამ აალ-დინ ტიმურ-ტაშ,
სელჯუკიანთა სულტანის სარწმუნო კაცნი.
ლანდებივით უხმოდ მოლასლასებდა ხალიფას ცოლებისა
და სიძვის დიაცების მთელი დასტა.
ჩვენ ჭადრების ჩრდილი ვიფარეთ და გამალებული ვუთვალ-
თვალებდით მათ. კვიპროსელის ნათესავი ქალი გვეჩურჩულე-
ბოდა:
„ის, წინ მიმავალი, ახოვანი დიაცი, შავი ქაშემირის კაბით
მოსილი, უფროსი ცოლია, ხალიფასი, სალამეა. მისი ზედმეტი
სახელია „ცისფერთვალება“, მის უკან მიდის სადა რობია, ამ
დიაცისთვის ასი ათასი ოქრო დირჰემი გადაუხადა ხალიფამ
ერთ ბერძენს, მონებით მოვაჭრეს.
მესამეს ზარკას ეტყვიან, იგი ეგვიპტიდან მოჰგვარა ხალი-
ფას. ერთმა მისრელმა არაბმა, როგორც მსმენია, ორმოცდაათი
ათასი ოქროს დირჰემი გადაუხდია მისთვის ხალიფას.
ის, მეხუთე, დურაჯისფერ კაბაში მორთული, არის აიშე მომ-
ღერალი და მოცეკვავე დიაცი ხალიფასი, ოცი ათას დირჰემად
მიყიდა მას ერთმა ისპაჰანელმა სომეხმა შარშან.
მის უკან მიმავალი, თუ არა ვცდები, ყველაზე უმცროსი ცო-
ლი, ფატიმა უნდა იყოს, იგი არზრუმის ამირამ აახლა ხალიფას
ძღვნად, მისი ვაჟის ქორწილის გამო.
შემდეგნი და შემდეგნი უფრო უსახურნი არიან, რადგან მათ
უკვე მოასწრეს ხალიფას ჰარემში დაჭკნობა. ზოგი სომხეთშია
ნაყიდი, ზოგი – დარბექირში, ზოგი – ნიშაბურში.
ის ჭრელ-ჭრელი აბრეშუმით მოსილი დიაცები იმ ხანდაზ-
მულთა უკან მიმავალნი, ზოგი ბერძენია, ზოგი – ქართველი, ზო-

721 მკითხველთა ლიგა


გი – სომეხი, არც ერთი მათგანი თვალსაჩინო სილამაზისა არ
არის.
ისინი კავკასიიდან გამოუტაცნიათ თავის დროზე იქაურ ამი-
რებსა და ხოჯებს, ზოგნიც დვინისა და ანისის მონათა ბაზრებშია
იაფად ნაყიდი. ეს დიაცები საკმაოდ ხანდაზმულები არიან, ინით
რომ არ იღებავდნენ თმებს“.
მეჩეთში შესვლის უმალვე ამბიონზე ავიდა ხალიფა. შავქარ-
ქაშოსანი ხმალი შეიხსნა და იატაკზე დაანარცხა. თავი მაღლა
აიღო, მეჩეთის გუმბათს ზეახედა და წარსთქვა ყურანის სურა:
„და აჰა, ანგელოზნი ეახლნენ მათ და რთქვეს: ეგ არის დღე
იგი, ალლაჰს მიერ განკუთვნილი“.
მცირე ხანს ჩუმად ბუტბუტებდა ხალიფა და მერმე ხმამაღლა
წარმოსთქვა:
„დიდება ალლაჰს, რომელმაც ხმელეთად აქცია მიწა, ვინც
მასზე აღმართა უძრავნი მთანი, რომელნიც აიძულებენ მას, იდ-
გეს მტკიცედ და ურყევად და შეუძლოდ ჰქნა შერყევა და დამ-
სხვრევა მისი.
დიდება მას, ვინც მიწა დაასერინა ნაკადულებსა და მდინა-
რეებს.
ალლაჰმა მოაწყო ამ ხმელეთზე: უდაბნონი და ზღვანი, და
დაანათლა მათ უცნაური სიბრძნე, რომელიც გვანცვიფრებს თა-
ვის აღმოცენებით. და კიდეებზე მან დაადგინა მზეები და მთვა-
რე. ეს მიწა მან დაიოკა და განავრცო იგი თვალუწვდენელ სივ-
რცეში, და მიანიჭა მხცითმოსილთა და ჭაბუკთა სალხენად.
და ქარბორბალებს და მერეხებს უბრძანა, ხშირად ევლოთ
ზედ, და კაცთა მოდგმას აღუძრა მასზედ მგზავრობის წადილი,
რომელიც ჩვენ შეგვრჩება ალბათ მუდამ ამ მიწაზე პირველად
მოსვლის აღსასრულამდის.
დეე, შეისმინოს ეს შეგონებანი ყველამ, ვისაც აბადია სმენა,
ხედვა და გული.
ვადიდოთ ალლაჰ მისი ულევი წყალობისათვის, უკუნითი
უკუნისამდე...
აკურთხოს მან წინასწარმეტყველი თვისი კეთილშობილი,
რომლის წინაშე განფენილია ეს ხმელეთი, ვითარცა სამკვიდრო
მისი მარადჟამული“.

722 მკითხველთა ლიგა


ლოცვის შემდეგ ხალიფა პირველი გამოვიდა მიზგითიდან
და თავის სასახლისაკენ გაემართა, შავი დროშების ჩრდილს
ქვეშ თავმოდრეკილი. სასახლის კარიბჭესთან მას მიეგებნენ
დესპანები და მიართვეს არაბული და თექური ცხენები, ალექ-
სანდრიიდან მოტანილი სტავრა, ბერძენმა მოღალატეებმა მოჰ-
გვარეს საკუთარი ხალხის ნაშიერები: მცირეწლოვანი ასულნი
და ყრმანი.
ყოველ მონას თან მიჰქონდა ოქროს დირჰემებით გავსილი
სურები და ვერცხლის სინები, ხოლო დანარჩენ თვრამეტს –
ვერცხლისა და ოქროს თასები, პატიოსანი თვლებით მოოჭვილ-
ნი სრულად. და ამგვარად სიცხადეში მოჰყავდათ ყურანში ნათ-
ქვამი...
„და ვიდოდნენ ნეტართა მათ გარშემო ყრმანი.
სურებითა, თასებითა და ტასტებითურთ“.
ყრმების უკან მომავალი გრძელწვერა ხოჯები და მუეძინები
წამოეწიენ ტასტებიან და თასებიან ყრმებს და ხალიფას მომა-
ვალ რძალს ოქროს დირჰემები გადააყარეს თავზე.
როგორც ბერძენმა დიაცმა მოგვითხრო, საქორწინო ნადიმ-
ზე ხალიფას მიართვეს ოქროს სპილო, რომელსაც რუბინის თვა-
ლები ჰქონდა, ოქროს ფარშავანგი ზურმუხტის თვლებიანი, ოქ-
როს მამალი ლალის ბიბილოსანი, ერთიც ჯეირანი, რომელსაც
მუცლის არე მარგალიტებით ჰქონდა მოოჭვილი.
პატარძალს მიართვეს სამარაგდის ჩარჩოში ჩასმული სარ-
კე, ერთიც სასაუზმო ტაბაკი მთლიანად ოქროსი, ხოლო ფეხები
ონიქსისა ჰქონდა იმ ტაბაკს.
მოკლედ, ამ ქორწილზე შეასრულეს წესისამებრ ყურანის
შემდეგი სურა:
„სვითა და ჭამეთ მანამდის, სანამ თეთრ ძაფს შავისაგან გა-
არჩევდეთ“.
აბუ ჰასანმა ეს ამბები რა მოისმინა, ლექსი სთქვა ერთი არა-
ბულად:

...ეს ქალები, საუფლონი უნაპირონი.


ალლაჰს სახელით მოხვეჭილი, მიტაცებული,
ეს არაბული ტაიჭები, ეგზომ ქებული,
აურაცხელი ოქრო-ვერცხლი და საფირონი,
723 მკითხველთა ლიგა
კიდევ არ ჰყოფნით შენს ცოლებს და ჰარემის ხასებს.
ხარკს გაძლევს ანი, ისპაჰანი და იკონია.
ტფილისი, მევრი, ხორასანი და ნიშაბური,
თუ გონება გაქვს შერჩენილი, როგორ გგონია,
ასეთ უმადურ მმართველობას ვინ დააფასებს,
შენ მონასპათა საოცნებო რომ გახდა პური.

ქორწილი სამ დღეს გაგრძელდა. მე, აბუ ჰასანი და კვიპრო-


სელი ხელშინაურთა და მონებთან ერთად ვქოთქოთობდით სამ-
ზარეულოში, ხანაც მონებისა და მსახურთა სამყოფლოში.
გაუძლისი სიცხე იყო, ხალიფას ცოლები და ხასები წარამარა
უჩადროდ გამოდიოდნენ ალ-აივნებზე, ასე რომ, ჩვენ შემთხვევა
მოგვეცა, ყოველი მათგანი თვალმოკრულად მაინც დაგველან-
და. დედისიმედის მინაგვარი მე არავინ მინახავს მათ შორის,
ასევე გულდაწყვეტილი დარჩა კვიპროსელიცა, ვეღარც მან
იპოვნა თავის დაი ხალიფას ცოლებსა და სიძვის დიაცებს შო-
რის...

***
ამ ქორწილის შემდეგ ჩვენ აღარ გვინდოდა ხალიფას სასახ-
ლეში დაყოვნება. კვიპროსელი შიშობდა, ჩვენ სამივენი ისე მო-
ვეწონეთ მეჯინიბეთუხუცესს, ალბათ აქედან ვეღარ დავიხსნითო
თავს.
აბუ ჰასანიც საგონებელში იყო ჩავარდნილი. ერთ ღამეს ასე-
თი რამ წამჩურჩულა: „კვიპროსელს ნუღარ გავუმხელთ და მე იმ
გუნებაზე ვარ, შესაძლოა, ისეთი საწამლავი გამოვიგონო, ქო-
თაო კვლავ შევყარო ხალიფას ცხენებს“.
მე შორს დავიჭირე ასეთი რამ. ეს ყოველივე რომ გამოაშკა-
რავდეს, სამივეს ძელზე გაგვსვამენ-მეთქი.
ვგონებ, განგება ჩაერია ჩვენს შეჭირვებაში. აბუ ჰასანს ავა-
ზასაგან დაკბენილი მარჯვენა მუხლი და ბაყვები კიდევ სტკივო-
და, მაგრამ ამ ბოლო ხანს, რატომღაც მოუხშირა ხალიფას ცხე-
ნების საბანაოდ ტარებას.
ერთ საღამოს, აბუ ჰასანმა საბანაოდ წაიყვანა ხალიფას ოქ-
როსფერი ფაშატი, რომელსაც ფატიმა ერქვა (ხალიფას ულამა-
ზესი უმცროსი ცოლის სახელი). როცა იგი საჯინიბოში უკან
724 მკითხველთა ლიგა
ბრუნდებოდა, მეჯინიბეთუხუცესის პატარა გოგონამ წითელი
ცხვირსახოცი აუფრიალა ცხენს.
ფაშატი დანდობილად დაფრთხა, აბუ ჰასანს ბაყვები ჯერაც
სტკიოდა, მან ვეღარ დააოკა ცხენი, და იგი განზე წავიდა გოგ-
ვით, მუხლები მიარტყა ქვის მოაჯირს აუზისას და ორივე წინა
ფეხი ყინვის ლოლუასავით დაემსხვრა.
ფატიმამ ფეხი მოიტეხაო!
მთელი სასახლე შესძრა ამ ამბავმა. მეჯინიბეთუხუცესმა
თავში წაიშინა ხელი და უცნაურად აბღავლდა. მერმე ყალიონის
ტარით გვცემა სამივეს. გამგეთუხუცესები მოვარდნენ, შეგვკო-
ჭეს და ბნელ დილეგში შეგვაგდეს, რადგან მეჯინიბეთუხუცესი
აგრე ამტკიცებდა: ჯინებისაგან მოგზავნილი არიანო.
მთელი ღამე არ გვიძინია შიშისაგან, რადგან კვიპროსელი
დაბეჯითებით გვარწმუნებდა, ძელზე გაგვსვამენო სამივეს.
მეორე დღეს მოვიდნენ ხმლიანი მეკრენი და გვიყივლეს,
ადექით, „სარწმუნოების ზედასაყრდენი“ გიხმობთო.
ჩვენ გავოჩნდით, მაგრამ მკლავებში ხელი წაგვავლეს და მე-
ჯინიბეთუხუცესის სამყოფამდის მიგვათრიეს.
მოვარაყებულ მაგიდას უსხდნენ თავათ ხალიფა და ამირ
ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი. მეჯინიბეთუხუცესი ფეხზე იდგა მთლად
გაფითრებული.
მეჯინიბეთუხუცესმა თითით უჩვენა აბუ ჰასანი ხალიფას და
უთხრა, აი, ამ ქაჩალმა მოსტეხაო სწორუპოვარ ფატიმას წვივე-
ბი.
ხალიფამ განრისხებული მზერა ესროლა აბუ ჰასანს და
ეკითხება:
ვინა ხარ და საიდან მოთრეულხარო?
მუსულმანი ვარო, ხმელეთის მომვლელი.
„აბა, რა იცი, ამ ხმელეთისა?“ – შეეკითხა ხალიფა.
„ყველაფერი, რისი ცოდნაც ნებავს მაჰმადის მოსაყდრეს“.
„აბა, ინდოეთის გამო რას იტყვი?“
„ინდოეთში ზღვა მარგალიტებითაა სავსე, მთები – ზურმუხ-
ტითა, ხოლო ხეები – ნელსურნელებითა“.
„აბა, მუკრანის გამო რა იცი, ქაჩალო?“
„წყალი მანდ მყრალია, ლეღვი დამპალი, ხალხს აცივებს, ყა-
ჩაღები ყოჩაღად არიან.
725 მკითხველთა ლიგა
ლაშქარი შიმშილისაგან ეხოცებათ, მოლებს ნიფხავი არ აც-
ვიათ, მაგრამ რამლის ჩხრეკას მაინც არ იშლიან“.
„ხორასანში რა ამბავია?“
„მათი ძლიერება უსაზღვროა, ბოროტება ხელისგულზე
აქვთ, სიკეთე – ცხრა მთას გადაღმა“.
„იემენში?“
„იემენი არაბთა ქვეყანაა და ოქროს ბეღელი“.
„ომანში?“
„ომანში გაუძლისი სიცხეა, სანადირო ბევრია, გლეხები ფეხ-
შიშველა დადიან“.
„ბახრეინში?“
„ბახრეინი ორ ქალაქს შორის გამართული სანაგვეა და ორ
ზღვას შორის გადაშლილი სამოთხე“.
„მექქაში?“
„მექქაში ხალხი გაუთლელია და ბრიყვი, მაგრამ ხალიფას
მორჩილი“.
„კუფაში?“
„კუფაში ასსასინები ებრძვიან ამირებსა და ხოჯებს და მანდ
ისეთივე სამოთხეა, როგორსაც რძალ-მულნი მართავენ ხოლ-
მე“.
ხალიფამ გაიცინა, რაღაც წასჩურჩულა ამირ ილღაზის.
ხალიფამ მზერა აგვარიდა. ორიოდე არაბული სიტყვა მიუგ-
დო მეჯინიბეთუხუცესს. ათ-ათი ტაჯგანალი აკმართეთ სამივეს
და სასახლიდან გააგდეთო.
ჩვენ ცას ვეწიეთ სიხარულისაგან, რადგან ძელზე გასმას ან
თვალების ამოწვას მოველოდით.
იმ დღესვე შესრულდა ხალიფას ნაბრძანი: ქვედა საცვალი
ჩაგვხადეს, ათ-ათჯერ დაგვარტყეს ტაჯგანალი და სასახლის კა-
რიბჭიდან გაგვაგდეს.
...
***
აბუ ჰასანმა აიჩემა, ახლა კუფას წავიდეთო. კუფაში ნატყვე-
ვარ დიაცებით მოვაჭრეთ მთელი სასახლეები ჰქონიათ თურმე,
ედემის დარი ბაღნარებით გარს შემორტყმულნი.
ამ სასახლეებში სტუმრად მოდიან მთელი ქვეყნის სულტნე-
ბის, ამირების თავქეიფა ვაჟები, საცოლეების ან ხასების მა-
726 მკითხველთა ლიგა
ძიებელნი. ამ სავაჭრო სახლებში კვირაობით ცხოვრობენ, მას-
პინძლები დატკბილული ღვინოებით უმასპინძლდებიან მათ.
ქეიფობენ, მრუშობენ, მერმე აირჩევენ სასურველს.
კუფაში გამოჩხრიკა აბუ ჰასანმა მონების გამყიდველი დიდ-
ვაჭარი, ვინმე ბენ ისმაილ, რომელმაც სათითაოდ მოგვითხრო,
რომელ სასახლეში რა და რა ტომის დიაცები ჰყავდათ გასასყი-
დად, მაგრამ ქართველი ქალი იქ არ აღმოჩნდა. ბოლოს, ეს
გვირჩია: დამასკს წადით, იქ უფრო გაცხოველებული ვაჭრო-
ბააო ამჟამად.

***
დამასკის დედაციხის მთავარ ბჭესთან შეაყენა აბუ ჰასანმა
ჯორი და ბერძნული წარწერა ამოიკითხა:
„ო, ქრისტევ, მეუფება შენი მარადჟამულია და
თაობიდან თაობამდის არ ექნება მას დასასრული“.
ამის შემდეგ ჩვენ ჩავუარეთ ცამეტ ბერძნულ ტაძარს, რო-
მელნიც ამჟამად მიზგითებად არიან ქცეულნი. ვნახეთ შესანიშ-
ნავი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
აბუ ჰასანმა გვიამბო: „როცა სარკინოზები პირველად შეიჭ-
რნენ დამასკში, ნახევარი ქალაქი ბრძოლით წაართვეს ბიზან-
ტიელებს და ეს ეკლესიაც შუაში გაუყვეს. ასე რომ, დიდი ხნის
განმავლობაში ერთ ნახევარში ბერძნულად წირავდნენ, მეორე-
ში – ყურანის სურებს კითხულობდნენ მუეძინები“.
მთელი თვე ამაოდ ვიხეტიალეთ დამასკის ბაზრებში. ბოლოს
აბუ ჰასანმა გამოსძებნა ერთი ფრანკი ვაჭარი, მუსლიმანურად
გადაცმული, მას უცნაური გვარი ჰქონდა: ალიმანდ.
ეს კაცი მრავალი წლის მანძილზე ვაჭრობდა თურმე საჭურ-
ველითა და ცხენებით, სირიელების, ბერძნებისა და სომხების
დახმარებით ამას ყოველივეს უგზავნიდა ჯვაროსნებს ან-
ტიოქიასა და იერუსალემში, სწორედ იმ წლებში, როცა ჯვაროს-
ნებს ხშირი ომები ჰქონდათ ისპაჰანის სულტანებთან, იაგი სიან-
თან და ამირ ილღაზისთან.
„იარაღით ვაჭრობა სახიფათო საქმეა, მე უკვე დავბერდი და
დიაცებით ვაჭრობას მივყავი ხელი. ერთი თვის წინად იერუსა-
ლემს გადავგზავნე ხუთმეტი თვალმშვენიერი ქართველი, ჩერ-
ქეზი და სომეხი დიაცი, ჩემს უმცროს ძმას, უმცროს ალიმანდს,
727 მკითხველთა ლიგა
საკუთარი სასახლე აქვს იერუსალემში მოწყობილი, ბარათს მი-
გიწერთ და ეწვიეთ კიდევაც“.
იმავე დღეს გადაწყდა, იერუსალემს წავსულიყავით დაუყოვ-
ნებლივ.

***
როგორც იყო ვუწიეთ იერუსალემს. თუ აქამდის მხოლოდ
მუყრების ყივილი მოგვესმოდა მინარეთებიდან დღისით და ღა-
მით ახლა ზარების ერთობლივი ჟღარუნით შემოგვეგება განთა-
ვისუფლებული იერუსალემი. შორიდან, ძლიერ შორიდან მო-
დიოდა ხმაშეწყობილი გუგუნი, ღუღუნი, წკარუნი და ჟღარუნი.
ციხე-ქალაქის მისადგომებამდის მიღწეული არ ვიყავით, ისე
წამოვეწიეთ ცხენოსან ფრანკ რაინდებს, ეპისკოპოსებს და სამ-
ღვდელოთა. მათ უკან მიყვებოდნენ შავკუნკულიანი, ფეხშიშვე-
ლა ბერები, თეთრად თავშესუდრული მონაზვნები, ბარგით დატ-
ვირთული აქლემები და ჯორების საკისტრონები.
ცხენების ჭიხვინისა და ფალნიანი სახედრების ყროყინისა-
გან ყურთასმენა არ იყო.
აბუ ჰასანი დიდხანს უმზერდა მონაზვნებს, რომელნიც ფეხ-
შიშველა მოსტოპავდნენ ქვიშიან თემშარაზე და არხეინად გა-
ლობდნენ.
ჩემსკენ გადმოიხარა და მითხრა:
„ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ბედნიერად ცხოვრობენ ხალიფას
აურაცხელი ცოლები და ხასები, ახლა უყურე, რა დღეში არიან
ეგ საწყალობელი სასძლონი ქრისტესმიერნი“.
„განათდი, განათდი,
ახალო იერუსალემ“.
ისმოდა დიაცების წრიპინა ხმა.
ჟღარუნებდნენ აქლემების ყელზე შებმული ზანზალაკები,
ჟღრიალებდნენ გრძელტარიანი ხორუგვების ეჟვნები.
ბეჭგანიერი, ახოვანი ბერები მიალაჯებდნენ მედგრად, და
მათი ერთობლივი ღიღინი ვერძების ბღავილს უფრო ჰგავდა,
ვიდრე გალობას.
დასავლეთისაკენ მიდრეკილი მზის შუქი ვასვასებდა ფრანკი
ჯვაროსნების მუზარადებზე. მათი ვაგლახად დამშეული თორო-

728 მკითხველთა ლიგა


სანი ცხენები ძლივს მიათრევდნენ მძიმედ შეჭურვილ რაინდებ-
სა და ღიპიან ეპისკოპოსებს.
მათ წინ მიუძღოდა ოქროცურვილი აბჯრით მოსილი დევკა-
ცი, რომელსაც მხარმარჯვნითა და მხარმარცხნით ორი ქორე-
პისკოპოსი მისდევდა ცხენდაცხენ.
ჩვენ ცნობისწადილმა წაგვძლია და კვიპროსელი დავატ-
რიალეთ. გამოირკვა: ანტიოქიის მთავარი, ბალდვინი მიემგზავ-
რებოდა სასტუმროდ იერუსალემის გამგებელთან, გოტფრიდ დე
ბუჲონთან, რათა მოახლოებული დღესასწაული ერთად გა-
დაეხადათ ძმებს.
ჯორს დეზი ვკარი და დავწინაურდი, მაგრამ ისეთი ბუღი
ააყენეს ახლად შემომატებული რაინდების ცხენებმა, მხოლოდ
შეჟღალებულ წვერს ბალდვინისას ძლივს წავატანე თვალი.
როცა იერუსალემის ციხის ქონგურები სულ ახლოს გამოჩ-
ნდნენ, დიაკონყოფილმა ხახუტაიმ ჩაიღიღინა:
„მოადექით ერნი სიონსა და მოიცევით იგი,
მიეცით დიდება მას შინა,
აღდგომილსა მკვდრეთით“.
ახლა უკვე ხახუტაი გვიწევდა მეგზურობას. იგი წარამარა
იგონებდა იაგი სიანსა და ჯვაროსნებს შორის გამართულ ბრძო-
ლებს. ჯონდი ერისთავის უცნაურ თავგადასავალს, ანტიოქიაში
ვირთხების ფარულად ჭამას და სხვა ამგვარ ოინებს.
კვიპროსელმა სთქვა:
„არაბები ალ-ყუდს ეტყვიან ამ ქალაქს. უხსოვარ დროიდან
მას ურუშალამ რქმევია, ესე იგი, ქალაქი მშვიდობისა.
მაგრამ სადღაა მშვიდობა? – დასძინა მან მწარე ღიმილით, –
კეისარმა ტიტუსმა გადაბუგა თავის დროზე იერუსალემი, რომი-
სავე კეისარმა ჰადრიანემ სახელი გამოუცვალა მას, „ელია კაპი-
ტოლინა“ დაარქვა. დღესაც გამუდმებული ბრძოლებია ამ ქალა-
ქის გამო“.
აბუ ჰასანი დაჟინებით გვირჩევდა, ჯერ მოგვეძებნა ფრანკი
ვაჭარი, ალომანდ უმცროსი.
თემშარაზე საშინელი ბუღი იდგა მტვრისა, გაუძლისი სიცხე
და წყურვილი გვაშთობდა. სამხრული უდაბნოს ნიავი ჰქროდა
ცხელი, ცხელი, როგორც ამონასუნთქი გამოხურვებული თონი-
სა.
729 მკითხველთა ლიგა
აბუ ჰასანი შიშობდა: ეს ამდენი ხალხი წამოსულა ან-
ტიოქიიდან. ჩვენ სადღა ვიშოვნითო ღამის გასათევს?
უკვე აქსა-მეჩეთთან ვიყავით მიღწეული, როცა კვიპროსელს
ვიღაც უხამური ბერი შემოეყარა ძველი ნაცნობი, ბერძენთაგა-
ნი...
სწორედ იმ ბერმა მიგვიყვანა ერთ ბერძნულ ქსენოდოხიუმ-
ში, ჩვენებურად რომა ვსთქვათ, სამწიროში. დიდხანს ვუცადეთ
სამწიროს პატრონს. ბოლოს, იგი მოგვევლინა და უნდობლად
აგვხედ-დაგვხედა.
სჩანდა, მას არ მოსწონდა აბუ ჰასანის არაბული ჩაცმულო-
ბა, არც ახოვან ხახუტაის უმზერდა იგი კეთილი თვალით. ალ-
ბათ მეკობრენი ვეგონეთ ყველანი.
მე წელში გავიმართე, დავწინაურდი და ომახიანად განვუც-
ხადე:
ესენი ჩემი მხლებლებია-მეთქი.
ოდნავ საჩინო ღიმმა გადაირბინა მის დაჯღანულ ტუჩ-პირზე
და მკითხა:
„ჰო, მაგრამ შენ ვინღა ბრძანდები?“
საქართველოს მეფის დავითის ყმანი ვართ-მეთქი, მის მიერ-
ვე იერუსალემს წარმოგზავნილნი.
მან ხელახლა ამხედ-დამხედა, სჩანდა, ჩემი მწირული კაბა-
ჯუბანი არ მოეწონა და წაილუღლუღა:
მეფის მიერ წარმოგზავნილთ არც ერთი თქვენთაგანი არა
ჰგავხართო. ბერძენმა ბერმა ჩემი ნათქვამი რა ისმინა, ესა
სთქვა:
„იერუსალემში მრავალი მონასტერია ქართული, ზოგ მათ-
განს ზედვე აკრავს ქსენოდოხიუმი... მამათა მონასტერი ჯვარი-
სა, ვგონებ, შორსაა აქედან, მაგრამ ასიოდე ნაბიჯზე ხელმარ-
ცხნით დედათა მონასტერია, კაპათთა, და როგორც მსმენია, ამ
მონასტრის იღუმენია ამჟამად, სწორედ თქვენი მეფის ცოლყო-
ფილია, მონაზონი რიფსიმე“.
უკვე ღამე იყო და მე შეუძლოთ მივიჩნიე ასეთ დროს მისვლა
დედათა მონასტერში. ისევ დავეღრიჯე ქსენოდოხიუმის პატ-
რონს:
ერთი ღამე მაინც გაგვათევინეთ-მეთქი ამ სამწიროში.
ესა ვთქვი და ჯიბისაკენ წავიღე ხელი.
730 მკითხველთა ლიგა
სამწიროს პატრონმა შუბლი გახსნა და წაიდუდუნა:
ერთი სოლიდი ეღირებაო ღამის გათევა.
თუმცა ხანგრძლივად ნამგზავრი ვიყავით, მაგრამ ძილი მა-
ინც არ მომეკიდა, ისეთი სიძაბუნე და აურზაური სუფევდა ამ სამ-
წიროში. მხოლოდ ხახუტაი და აბუ ჰასანი პირქვე დაემხვნენ
შიშველ ნარებზე და გოლიათური ხვრინვა მორთეს.
ასზე მეტი მწირი, მათხოვარი და ხეიბარი ბორგავდა ნარებ-
ზე. ზოგი ლოცულობდა, ზოგი ოხრავდა, ზოგი ბოდავდა, ზოგიც
ხვრინავდა. სხვანი და სხვანი დგებოდნენ, ბოლთასა სცემდნენ,
ხმამაღლა გალობდნენ, ხოლო ისინი, ვინც მკბენარების შემო-
ტევას ვეღარ უძლებდნენ, პერანგს იხდიდნენ, თაფლის სანთლე-
ბის შუქზე ებრძოდნენ მღილებს.
უთენია წამოვიშალენით და კაპათთას დედათა მონასტრისა-
კენ გავსწიეთ.
ცისკრის ლოცვა უკვე მოთავებული იყო და მონაზვნები სა-
ოსტიგნოში იკრიბებოდნენ.
მხცითმოსილმა მონაზონმა დარკინული კარი გაგვიღო. ჩვე-
ნი მისალმების საპასუხოდ დილამშვიდობისა გვისურვა ქართუ-
ლად, თანაც შეგვეკითხა:
ვინა ბრძანდებით და რაი გნებავთო?
დავით მეფის ყრმანი ვართ, მონასტრის იღუმენიის ნახვა
გვსურს-მეთქი, ჩავიდუდუნე.
მონაზონს დიდად იამა მშობლიური ენის გაგონება, ოღონდ
ეს იყო, საკმაოდ გაოცებულმა მზერა შეავლო არაბულად ჩაც-
მულ აბუ ჰასანს, რომელსაც მონასტრის ტალანში შესვლისთა-
ნავე მოეხადა ჩალმა.
მაღალმა, გრძელკისერა და გრძელცხვირა მონაზონმა, რო-
მელსაც თეთრი თავსაფარი მხრისთავებამდის ჰქონდა ჩამოშ-
ლილი, შეგვიყვანა ხატებითა და ჯვრებით მორთულ დარბაზონ-
ში.
მცირე ხანს მდუმარედ ვიდექით ფეხზე. ერთბაშად გაიღო კა-
რი და შემოვიდა ახოვანი მანდილოსანი, რომელსაც მაყვლის-
ფერი მონაზვნური ჩოხა ემოსა, ერთადერთი ჯვარი ეკიდა მკერ-
დზე ოქროსი, მთლად მტუტისფერი თმები, თეთრი მონაზვნური
კუნკულიდან მხრისთავებზე ჩამოღვროდნენ.

731 მკითხველთა ლიგა


მან, უპირველეს ყოვლისა, ხახუტაი შეიცნო, საამბოროდ
მიანება მას თავისი გრძელი, ჯიშიანი ხელი, დედოფალყოფილ-
მა შუბლზე აკოცა მის წინაშე ქედმოდრეკილს და თავაზიანად
მოიკითხა.
ბოლოს სულ ახლოს მოვიდა ჩემთან და მკითხა:
„ლულუ, შენა ხარ?“
მე არ დამიმალავს გაოცება:
„როგორ შემიცანი-მეთქი, იღუმენიავ ბატონო?“
„რატომაც არა, მე მეხსიერება ჯერაც კარგი მაქვს ღვთის
მეოხებით, ვინ იცის, რამდენჯერ ცხენით მხლებიხარ ნაჭარმა-
გევსა და გეგუთს შორის“.
ჩვენ არ გაგვიმხელია დედოფალყოფილისათვის ჩვენი მი-
მოსვლის ნამდვილი მიზანი, თუმცა უნდა ითქვას, არც მას გა-
მოუჩენია ამ საქმის მიმართ ცნობისწადილი.
საოსტიგნოში წაგვიყვანა. მაღალი, მხცოვანი დიაცი, იკონო-
მოსი, დაი იუსტინა, მოიხმო და უბრძანა, წანდილი, ქუმელი და
თაფლი მოერთმიათ საუზმედ ჩვენთვის.
როცა იუსტინა საუზმის მოსატანად წავიდა, ხახუტაიმ მის-
თვის ჩვეული ღრეჭა დაიწყო:
„აბა, ნახე, რა დღეში ვარ, ლულუ, თაფლი და ქუმელი მე რო-
გორ ამომიყორავს სტომაქს, ერთ ბატკანს დავხრავდი ახლავე.
თუ ამიერიდან მე ასე მაჭამეთ, ძმებო, ლომებს კი არა, ვირთხებ-
საც ვეღარ შევებრძოლები“.
როცა საუზმე მოგვართვეს, მონასტრის იღუმენია გვერდით
მოგვიჯდა, საჭმელს გვაძალებდა თავაზიანად. ნაჭარმაგევის სა-
სახლის პატრონნი და მკვიდრნი არც მოუკითხავს, ერთხელაც
არ უხსენებია ვინმე, მხოლოდ ესღა გვითხრა:
იერუსალემში ხმა დაყარეს, მარიამ დედოფალი აპირებსო
იერუსალემს ჩამობრძანებას.
მე მივუგე თავმოდრეკილად:
ამ ამბის მინაგვარი არაფერი მსმენია-მეთქი.
დედოფალყოფილმა ისევ მოიხმო იკონომოსი, დაი იუსტინა,
და უბრძანა:
კიდევ მოერთმიათ ჩვენთვის პური, თაფლი და წანდილი.
როცა ეს ყოველივე მოგვართვეს, მონასტრის იღუმენიამ მით-
ხრა:
732 მკითხველთა ლიგა
„შენ განსწავლული კაცი ხარ, ლულუ, და ალბათ გეცოდინე-
ბა, ეს მონასტერი აღაშენა ბიზანტიის კეისარმა იუსტინიანემ და
ათას ათ წელს დაანგრია იგი ღვთის მიერ წყეულმა ხალიფამ
ალ-ჰაქიმმა, ბოლოს მონასტერი გაანახლეს ბაგრატ მეოთხის
მეორე ცოლმა, ბორენამ და მარიამ დედოფალმა“.
მე დავდუმდი, რადგან ვერ დავუმოწმე ამ ამბავთა თავის
დროზე შეცნობა.
ახალგაზრდა მონაზონი ეახლა იღუმენიას და რაღაც წასჩურ-
ჩულა, მან ბოდიში მოიხადა და იკონომოსს უბრძანა კვლავ,
სტუმრები არ დამიმშიოთო.
იკონომოსი მარგვეთის ერისთავის ასული აღმოჩნდა, რომე-
ლიც მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომია მხოლოდ იმის გამო,
რომ მის ქმარს, ცხუმის ერისთავის ვაჟს, საკუთარ მოახლესთან
ვაჟი გასჩენოდა.
როცა იუსტინამ ამ ამბის თხრობით გული შეიჯერა, სულ ახ-
ლოს მოვიდა ჩემთან და წამჩურჩულა:
„იერუსალემში ხმა გავრცელდა, დავით მეფე თურქებმა მოკ-
ლესო ერწუხში, დედოფალყოფილმაც გაიგო ეს ამბავი, სამი ღა-
მე უჩუმრად სტიროდა, მაგრამ არავის გვიმხელს, იგი, დიახაც,
რომ ჭმუნავს ამის გამო.
არა მარტო იერუსალემის ქართულ მონასტერთა ბერ-
მონაზონი, სომეხნი, სირიელნი და ფრანკნიც ფრიად დაამწუხრა
ამ ცნობამ“.
თვალის დაფახულებაზე მთელი მონასტერი შემოიარა ჩვენს
მიერ უწყებულმა სასიხარულო ამბავმა.
იკონომოსმა იუსტინამ სამი მონაზონი წარგზავნა იერუსალე-
მის ქართულ მონასტრებში, სამშვიდობო პარაკლისი გადაიხა-
დეს იმ დღესვე.
როცა მონასტრის იღუმენიამ პარაკლისი მოათავა, ჩვენ ხე-
ლახლა გვიხმეს მასთან, სასტუმრო დარბაზში.
დედოფალყოფილი ჯვრებით მოოჭვილ საკარცხულზე იჯდა
უთავშალოდ.
შვენოდა კიდევაც მას მთლად მტუტისფერი თმები, რაღაც
უცნაური, სიწმინდის იერი გადასდიოდა მის ოდნავ დანაოჭე-
ბულ, მარხულობისაგან დაშრეტილ სახეს.

733 მკითხველთა ლიგა


მარგალიტებით მოოჭვილი, შავი ხის ზანდუკი ედო მას მუხ-
ლებზე. ამ ზანდუკში რამდენიმე მომცრო ზანდუკი ჩადიოდა.
ისეთი სიხალისით, როგორითაც ოდნავ წამოჩიტული გოგო-
ნა უჩვენებს ხოლმე თავის ტოლებს ახალსა და ახალს სათამა-
შოებს, ისე იღებდა თვალებგაბრწყინვებული იღუმენია რიფსი-
მე, დიდ ზანდუკიდან ამოკრეფილ შემდეგსა და შემდეგ მომცრო
ზანდუკებს და გვიჩვენებდა.
პირველივე ზანდუკი გახსნა მან ძელქვისა, დამასტის ნაჭერ-
ში შეფუთვნილი პაწია ხატი ამოიღო, სულ ახლოს მომიტანა სა-
ხესთან და მკითხა:
„აბა, თუ იცი, ვინ უნდა იყოს ეგ?“
მივუგე:
ვერ ვიცანი-მეთქი, იღუმენიავ ბატონო.
ეგ არისო ადამი, კაცთა მოდგმის პაპათა პაპა.
ადამის ხატება ისევ შეხვია აბრეშუმის ნაჭერში, ახლა შემდე-
გი ზანდუკი ამოიღო ურთხელისა, პირველზე უფრო მომცრო,
ყველას გვიჩვენა სათითაოდ და შეგვეკითხა:
ნუთუ ეგეც ვერ იცანითო?
ხახუტაიმ, ქორამ და მე ერთობლივ მივუგეთ:
ეგ არისო მაცხოვარი, ჩვენი იესო ქრისტე.
იამა იღუმენიას, ჩვენ რომ ვიცანით იესო, ახლა შემდეგი ზან-
დუკი გახსნა, ვერცხლისა, ლურჯი აბრეშუმის ნაჭერში გახვეული
ხატი ამოიღო.
მუზარადიანი, ხელშუბიანი ვაჟკაცის ხატება გვიჩვენა.
ეს ვინღა არისო?
ჩვენ მივუგეთ:
ვერ ვიცანითო.
გაოცდა.
„ეგ ქვეითი წმინდა გიორგია, იერუსალემელი ქართველი
ოქრომჭედლების ნახელოვნები“.
ახლა სხვა ზანდუკი გახსნა დედოფალყოფილმა მარტორქის
ძვლისა. ბროწეულის ყვავილისფერი აბრეშუმიდან ამოიღო
მთლად პატარა ხატი.
ეგ ვინ არისო?
გრძელი წვერის მეოხებით შევიცანით, ვინც იყო და მივუგეთ:
მოსე წინასწარმეტყველია-თქო.
734 მკითხველთა ლიგა
ეს ხატი დმანისელმა მინანქრის ოსტატებმა გამომიგზავნესო
შარშანწინ. ახლა შემდეგი, მომცრო ზანდუკი გახსნა სპილოს
ძვლისა. ლალებით შემკული ხატი ამოიღო. ნაწნავებიანი ქალი
დაყრდნობოდა ვაზის ჯვარს.
ვიცანით ქართველთა განმანათლებელი ნინო.
შემდეგი ზანდუკიდან ამოიღო შავ ტაფტაში გახვეული მინან-
ქრის ხატი. არაფერი გვითხრა, ისე აგვიხსნა და თითით გვიჩვე-
ნა:
„ეს წმინდა ელიაა, ქარზე აღმხედრებული, ეს კიდევ ქარი“.
ბოლოს, ყველაზე მომცრო ზანდუკი გახსნა ოქროსი, დურა-
ჯისფერ აბრეშუმში გახვეული ხატება ამოიღო, აგრეთვე მინან-
ქარზე შესრულებული.
ხშირკულულიანი, ლურჯთვალება, წითელჩექმიანი ვაჟი იჯ-
და თეთრ ცხენზე, ორაგულის ქერეჭისფერი აბჯარი ემოსა ტანზე.
ხახუტაიმ, ქორამ და მე მყისვე ვიცანით, ვინც იყო და ერ-
თხმად მივუგეთ:
„ეგ უფლისწულია ჩვენი, დემეტრე“.
დედოფალყოფილს რუსუდანს თვალები აუწყალდა, მაგრამ
მღელვარების დროზე დაოკება მაინც შესძლო, თავისი ვაჟის ხა-
ტება მკერდზე მიიხუტა და გაბზარული ხმით სთქვა:
„დიახ, ეგ არის, თვალთა ჩემთა სინათლე“.
ბოლოს, მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:
„ტაო-კლარჯეთელმა ოსტატებმა მომართვეს წრეულს“.
დამშვიდობებისას დედოფალყოფილმა გვთხოვა, იერუსა-
ლემიდან წასვლა რა დააპიროთ, გამომიარეთ, ნაჭარმაგევს უნ-
და გაგატანოთო მცირე უსტარი.
ბინა თუ გაქვთო სადმე? ეგეც გვკითხა და როცა გაიგო, იწ-
როებას ფრიადს რომ განვიცდიდით ამ მხრით, წერილი მიგვიწე-
რა ჯვარის მონასტრის იკონომოსთან, ექვთიმე მოკლესთან.
ჯვარის მონასტერში სიხარულით მიგვიღო ექვთიმე მოკლემ
და მთელმა კრებულმა, რადგან ჩვენ მახარობელნი გახლდით
დავით მეფის გამარჯვებისა. მამაკაცთა ქსენოდოხიუმში მოგვა-
თავსეს. ამ სამწიროს თავს აფარებდნენ უკვე მიხრწნილებაში
გადასული ბერები, ან არადა ბაგრატ მეფის დროს სამწიროდ წა-
მოსული ერისკაცნი, რომელნიც მეკობრეთა შიშით, ზოგიც ხელ-

735 მკითხველთა ლიგა


მოკლეობის გამო უკან ვეღარ მიბრუნებულიყვნენ საქართვე-
ლოში.
ჯვარის მონასტრის ბერების გულმოდგინებამ ფრიად გაგ-
ვაოცა. ორასზე მეტი ბერი ქედმოდრეკილი იჯდა საწიგნეებში ამ
გაუძლისს სიცხეში და წმინდა წიგნების გადაწერით იყვნენ გარ-
თულნი.
ხახუტაიმ თავისებური ქილიკი აქაც არ მოიშალა, მონას-
ტრის ტალანში გასულს წამჩურჩულა:
„ეს მხცოვანი გადამწერნი, დიახაც, კარგ საქმეს აკეთებენ,
მაგრამ ამ ქინჩგასუქებულ ვაჟკაცებს უფრო დაშვენდებოდა
თორ-აბჯარი და ხმლის მოქნევა. ქარიმან სეტიელი უფრო კარ-
გად გამოიყენებდა მათ...“
როცა იგი გავკიცხე ამის გამო, მან დასძინა:
„არა, არც გადაწერაა იოლი საქმე ამ პაპანებაში, მე ჩემს სა-
ხელსა და გვარს რომ დავჩხაპნი ბატიფეხურად, ქლოშინი ამო-
მივარდება, მშვიდობა მისცეთ უფალმა“.

***
უფრო საოცარი ამბებიც ვნახეთ ჯვარის მონასტერში, მესვე-
ტენი და მდუმარენი, შიშველ აღმართულნი ნეტარნი. შორიდან
გვაჩვენეს ვინმე ქსენოფონტე ბერი, რომელმაც ორმოც დღეს
პური არა ჭამა და ღვინო არა სვა და არცა ნახა პირი კაცისა.
იმ ქსენოდოხიუმის გასწვრივ, სადაც ჩვენ თავშესაფარი მოგ-
ვცეს, ჩვენ წავაწყდით ქართველ ქალთათვის განკუთვნილ სამ-
წიროს... აქაც თავს აფარებდნენ ხეიბარი დიაცები, ან არადა
თურქების ტყვეობიდან გამოქცეული ქართველი ქალები.
ამ ქსენოდოხიუმის წინამდგომი აღმოჩნდა არშის ციხისთა-
ვის ცოლყოფილი, დაი თეოგონა. მან ჩვენი ჩამოსვლის ამბავი
რა გაიგო, საუზმეზე გვაწვია კვირა დღეს, რათა საკუთარი ყუ-
რით მოესმინა დავით მეფის გამარჯვების ამბავი.
საუზმის დროს ეს ხანდაზმული დიაცი თავზე გვადგა, თავათ
გვთავაზობდა თევზსა და ზეთისხილს. ერთბაშად თეოგონას
თვალი გაექცა აბუ ჰასანისკენ.
დანდობილად მიეახლა სუფრის მეორე კიდესთან მჯდომს და
მომნუსხველი მზერა მიაშტერა მის მარჯვენა ღაწვისთავზე შემ-
ჩნეულ ფლურისოდენა ტყირპს.
736 მკითხველთა ლიგა
ბოლოს ერთი დაიგმინა საწყალობლად: „არტავაზ!“ და იქვე
ჩაიკეცა. ჩვენ ყველანი გავოგნდით ამ ამბის მოწმენი.
მე სად შემწევს იმის უნარი, მათი მწუხარება და გახარება
წვრილად მოგითხროთ.
თეოგონა დიდხანს გვიამბობდა თავისი გამწარებული
ტყვეობის ამბავს, მე შემიძლია მოკლედ მოგახსენოთ.
1055 წელს არშის ციხისთავის ცოლყოფილს, თეოგონას,
სვეტიცხოვლის ხატობაზე მიჰყავდა თურმე თავისი სამწლიანი
ვაჟი. საფურცლესთან სარკინოზ მეკობრეებს შეუპყრიათ ისინი
და მონების ტფილისურ ბაზარზე გაუყიდიათ.
სხვა დანარჩენი არტავაზ არშელის ცხოვრების გამო უკვე
მოგახსენეთ, ბოლოს ის იყო, შაიზარის აღების დღეს, ფრანკებმა
ტყვედ წაიყვანეს თურმე თეოგონა შაიზარის ბაზრიდან, ხოლო
მცირეწლოვანი არტავაზი უპატრონოდ დარჩა და მინებდა ამ
ცხოვრების ზღვაურს.
მეორე დღეს ჯვარის მონასტრის წინამძღვარმა, მამაი და-
მიანემ, და ჯვარის მონასტრის სრულმა კრებულმა დიდის
ზეიმით აზიარეს არშის ციხისთავის ვაჟი არტავაზი. ამ ამბავს და-
ესწრო დედოფალყოფილი რუსუდანი, ქართულ მონასტერთა
წარჩინებული მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი.
ცხადია, დედა-შვილის მიერ ეგზომ სასწაულებრივი პოვნა
ურთიერთისა, მიჩნეულ იქნა, როგორც განცხადება ყოველთა
მოწყალე უფლისა ნებისა.

***
აბუ ჰასანი, აწ უკვე არტავაზ არშელი, დღენიადაგ გვეჩიჩინე-
ბოდა, როგორმე მოგვეძებნა ალიმანდ უმცროსი. ბოლოს კვიპ-
როსელმა, როგორც იქნა, მიაგნო მის სასახლეს ჰარამ არეას
სანახებში.
ალიმანდ უმცროსს აღუდგენია რომელიღაც რომაელი პატ-
რიციუსის დანგრეული სასახლე.
დიდხანს ვიარეთ ვრცელ ეზოში უზარმაზარი პალმების
ჩრდილს ქვეშ და მივადექით ძველ რომაულ ჭიშკარს, რკინის
ურდულებით დაგმანულს.
რკინის რიკით დავაკაკუნეთ და ხმლიანმა მეკრემ გაგვიღო
ჭიშკარი. ალიმანდ უფროსის უსტარი რა გადავეცით, მეკრემ
737 მკითხველთა ლიგა
დაცდა გვიბრძანა და თავათ გაუჩინარდა. ბოლოს, თავაზიანად
გაგვიღო კარი და წინ გაგვიძღვა. ნოხებით მორთულ უშველე-
ბელ დარბაზში ბალიშების გროვაზე ირანულად ფეხმორთხმუ-
ლი იჯდა მონებით მოვაჭრე და ნარგილეს სწევდა.
სჩანდა, თავისი ძმის უსტარის მიღებისაგან ფრიად გახარე-
ბული იყო მასპინძელი. სპილენძის თეფშები შემოჰკრა ურთი-
ერთს და ორი სანახევროდ შიშველი ზანგი შემოვარდა დაფეთე-
ბული.
დაუყოვნებლივ მოგვართვეს შერბეთი, ზეთისხილი და ფინი-
კის ღვინო.
ალიმანდ უმცროსმა მშვიდად მომისმინა და სთქვა:
„იერუსალემელი ფრანკი ბარონები უკვე ვეღარ ბედავენ ლა-
მაზი დიაცების შესყიდვას, ეპისკოპოსები ჩაერიენ ამ საქმეში,
რომის პაპისგანაც განრისხებული უსტარი მიიღეს წრეულს. ცხა-
დია, წმინდა პეტრეს მოსაყდრეს არ აკლია ლამაზი ხასები, მაგ-
რამ ქრისტეს საფლავის სიახლოეს ეს ამბები მაინც ეუხერხულე-
ბათ.
ასე რომ, თქვენს საქმეში, სამწუხაროდ, ვერას გიშველით,
გიჯობთ, ისევ და ისევ დედათა მონასტრებში მოიკითხოთ ის
გაუჩინარებული ასული ერისთავისა.
მონებით ვაჭრობის საქმე წახდა ამ ბოლო ჟამს. მე ახლა
წმინდანთა ნეშთებით ვაჭრობას მივყავი ხელი. ჩემს რწმუნებუ-
ლებს მიაქვთ ისინი რომში, ნეაპოლში, პარიზში“.
იგი რატომღაც არტავაზ არშელს მიაშტერდა და ჰკითხა:
„ეს მითხარი, რომში თუ ხარ ნამყოფი?“
გზავნილით ნამყოფი ვარ, მიუგო არტავაზმა.
„აბა, მე გეტყვი, მცირე ხანს დაყოვნებულიყავი ამ წმინდა ქა-
ლაქში და რამდენიმე მონასტერი რომ შემოგეარა, ყოველ მო-
ნასტრის ქვედა სართულში შეშასავით დაწყობილია წმინდანად
შერაცხილი ადამიანების თავის ქალები, ხელები და ბარძაყები.
ჩვენც დიდძალ ნეშთებს ვაგზავნით აქედან. ჩვენი მიზანია,
მთელი მსოფლიო მოიფინოს წმინდანების ნეშთებით, რადგან
ცოცხალი ადამიანები ზეზეურად აყროლდნენ.
ჩემთვის წერის ნიჭი რომ ებოძებინა უფალს, სამზეოზე გამო-
ვიტანდი კაცთა მოდგმის სისაძაგლესა და უწესობას.

738 მკითხველთა ლიგა


მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ჭაბუკი ჩამოვყევი ჯვაროს-
ნებს იერუსალემში. ქსერიგორდონის ციხის მისადგომებთან
ორჯერ დამჭრეს თურქებმა, სამი საკმაოდ მძიმე ჭრილობა მივი-
ღე იერუსალემის აღებისას.
ბოლოს, როცა იერუსალემი აიღეს ჯვაროსნებმა და ქრის-
ტიანი გრაფები და ბარონები პირველნი შეცვივდნენ ეკლესიებ-
სა და მონასტრებში და ოქროჭედილი ხატები დაიტაცეს, მეც გუ-
ლი ამიცრუვდა შჯულზე.
ჯერ ცხენებს ვყიდიდი ბაზრებზე, მერმე მონებით ვაჭრობას
მივყავი ხელი.
ახლა კი, უფრო უვნებელ საქმეს მივაგენი, წმინდანების ნეშ-
თებით ვვაჭრობ, რადგან დავრწმუნდი, რომ ეს ცხოვრება გული-
სამრევი ვაჭრობაა და სხვა არაფერი“.
ალიმანდ ღვინის სმას მიეძალა. სახე წამოეჭარხლა, ჩვენაც
გვაძალებდა:
დალიეთო.
ისევ ააჟღრიალა სპილენძის თეფშები, ახლა მთლად შიშვე-
ლი ზანგი შემოვარდა, მას ლითონის მილები ჰქონდა ნესტოებში
გარჭობილი.
ალიმანდმა რაღაც უბრძანა მას ფალაშურად.
დარბაზის კარი გაიღო, სამი ნახევრად შიშველი დიაცი გრი-
გალივით შემოიჭრა ცეკვით და სიმღერით. მათ ცალ ხელში სან-
ჯი ეჭირათ, ცეკვავდნენ, თანაც მღეროდნენ ფალაშურ ლექსებს.
ალიმანდს ნიკაპი დაებჯინა ხელისგულზე, სამთა შორის ყვე-
ლაზე მეტად ლამაზსა და ახალგაზრდას უცქეროდა შეფრფვინ-
ვით. თავათაც ფალაშურ სიტყვებს შესძახებდა ხოლმე ალერ-
სიანად. როცა ამ დიაცებმა ცეკვა მოათავეს, პატრონის ფერ-
ხთით დაცუცქდნენ, ხოლო ალიმანდი მე მომიბრუნდა და მით-
ხრა თურქულად:
„ეს ლურჯთვალება დიდ ფულად მაქვს ისპაჰანში ნაყიდი, ის
ქერათმიანი იკონიელმა ბერძენმა მომგვარა ერთმა. სამი ცხენი
მივეცი სამაგიეროდ, ერთი თექური, ერთი არაბული და ერთიც
შიხნის ჯიშისა. ჩემი გული თან გაჰყვა იმ ცხენებს.
ეს მესამე, ათი ათას დირჰემად ვიყიდე ლუქსორში შარშან.
როგორც ხედავთ, იგი ყველაზე უფრო ახალგაზრდაა და ლამა-

739 მკითხველთა ლიგა


ზი, მაგრამ ყველაზე მეტად გარყვნილი, სხვა სიკეთესთან ერ-
თად ქურდიცაა.
რა ვიცი, ჩვენი ეპისკოპოსები აგრე გვასწავლიან: სილამაზე
ცოდვააო თავათ. და მეც იძულებული ვარ, ეს სამი ცოდვა ვაპა-
ტიო ამ ეშმაკის კერძს“, სთქვა და უკანალზე ხელი გადაუსვა იმ
უმცროს დიაცს და მუხლისთავზე მიიხალა მისი ლამაზი თავი.

***
იმავე საღამოს ჩვენ სამწიროში მიბრუნებულთ კოზმან ბერი
წამოგვადგა თავზე. იგი ვაგლახად მოდრეკილა წელში და საკ-
მაოდ შებერებული გვეჩვენა.
კოზმანი ანტიოქიელ პილიგრიმებს ჩამოჰყოლოდა და თან
ჩამოუტანია წმინდა აკვინდილის, წმინდა ნატალიას, წმინდა
არეთას ძვლები, ფრჩხილები და თმები. იქადნიდა, ხვალ დილას
უნდა ვეწვიოვო ფრანკ დიდვაჭარს, ალიმანდ უმცროსს. დედისი-
მედის გაუჩინარების ამბავი მას ანტიოქიაშივე სცოდნია. კოზმან
ბერიც ამას გვირჩევდა, ისევ ქართულ დედათა მონასტერში
მოგვეძებნა იგი. კოზმანი აგრე ამტკიცებდა, ისიც ხდება ხანდა-
ხან, შესყიდულ მხევალს ქმარი მოუკვდება და მერმე იგი მონას-
ტერს შეაფარებსო თავს.

***
მეორე დღესვე მოვიარეთ დერფუთას მონასტერი, აქ მხო-
ლოდ ხანდაზმული დანი აღმოჩნდნენ, ბოლოს დელტავის მო-
ნასტერს ვეწვიეთ, დელტაველი დანიც საკმაოდ ხნიერნი არიან.
ისინიც ქედმოდრეკილნი ისხდნენ, ზოგი საღმთო წიგნთა გა-
დაწერით იყო გართული, ზოგიც – ხელსაქმით.
ოქრომკედულით და სითვით ქარგავდნენ საყდრის იარაღი-
სათვის ფარჩის საფენებს.
ისევ ჯვარის მონასტერში მივბრუნდით, აქ ვნახეთ პირველი
იერუსალემელი მოგზაურის მიერ მონასტრის კედელზე დახატუ-
ლი საქართველოს მეფის, მირიანის სახე. იქვე არიან გამოსახუ-
ლი მეფენი ჩვენი – ვახტანგ გორგასალი და ბაგრატ კურაპალა-
ტი.

740 მკითხველთა ლიგა


***
რაკი ჩვენი სახსრები ფრიად შემცირდნენ, იერუსალემიდან
წასვლა განვიზრახეთ. მოვილოცეთ ბეთლემი და ბეთსაიდა, ვი-
ხილეთ ქვაბი იგი კლდისა, სადაც იყო ბაგა პირუტყვთა და ვეამ-
ბორეთ ადგილსა მას.
მოვიხილეთ მტილი ზეთისხილისა, სადაც ილოცვიდა ნაზა-
რეველი, ის ადგილიც ვნახეთ, სადაც ჯვარზე ეკიდა უფალი. არ-
ტავაზი, ხახუტაი და მე ვეამბორეთ იმ ადგილას მიწას.
ის მიდამოც მოვინახულეთ, სადაც ჰურიასა ვისმეს ჰქონდა
საყანე ადგილი, და შიგ ეთესა მუხუდო, და მისულა თურმე სათ-
ხოვრად ღვთისმშობელი მარიამ და არ მისცა თურმე მუხუდო მე-
ყანემ, მეორე დღეს მოსულა მეყანე იგი და უნახავს ქვად
ქცეულიყო მუხუდო.
ბოლოს, ვეწვიეთ წმინდა ეკატერინეს მონასტერს, სინას მთა-
ზე, უწვავი მაყვლოვანის ეკლესიაში ვილოცეთ, ფეხით ავიარეთ
სამი ათასი ხარისხი კლდეზე დაკბილულ კიბისა.
აქაც ქართველი ბერები სამღვთო წიგნების გადაწერით იყ-
ვნენ გართულნი.
იერუსალემიდან წასვლის წინადღეს, პირობისამებრ, ვინა-
ხულეთ დედოფალყოფილი რუსუდან და მან გადმოგვცა ნაჭარ-
მაგევს გამოსაგზავნად ეს ეპისტოლე ლათინთა ენაზე დაწერი-
ლი, უკეთ რომა ვთქვათ, პირი იმ უსტარისა, რომელიც ბაგრა-
ტოვანთა საომარ ჯვართან ერთად პარიზს გაუგზავნა ანსელუსს,
ქრისტეს საფლავის მგალობელს.

De Jerusalam
Galoni, Dei gartia Parisiorum episcopo, et Stephano
archidiacono, ... omnique conventui Sanctae Mariae
Parisiensis, Ansellus gloriosissimi Sepulcri cantor et presbiter
licet indignus, subjectionem, reverenciam, amorem et sic in hoc
seculo vivere ut per oraciones vestras in futuro vobiscum
merear sine fine gaudere...

741 მკითხველთა ლიგა


Hac ergodilectione pro vobis sollicitus, dominum W
Libelinumpatriarcham et canonicos nostros rogavi ut
oracionibus et beneficiis nostrae congregationis fratres et
participes jungeremini cui petitioni concedentes, itidem a vobis
rogant et requirunt.
Preterea de donis quae mih dedit Deus ad honorem et
gloriam et sublimationem ecclesiae vestrae ei vestri vestraeque
civitatis donum maximum et incomparabile. vide licet crucem
unam de ligno Sanctae Crucis per Anselmum fidelem vestrum
vobis devotus transmisi, a quo et litteras, vestras nobis missas
accepi.
Sicut a Grecorum et Syrianorum scripturis didicimus,
patibulum crucis Christi de quatuor lignis fuit: unum in quo
Pilatus titulum scripsit, aliud in quo brachia ejus externa et
palmae affixae fuerunt, tercium in quo corpus ejus appensum
est, quartum in quo crux affixa fuit; quod etiam aspersione.ს

იერუსალემიდან
„გალონ ეპისკოპოსს, სტეფანე მთავარდიაკონს და პარიზის
ღვთისმშობლის სრულიად კრებულს პატივისცემასა და სიყვა-
რულს უმოწმებს ანსელუსი, იესო ქრისტეს საფლავის კანტორი,
მგალობელი და ხუცესი.
იმ ნიჭთა კიდეგან, რომელნიც ღვთის მიერ მაქვს ბოძებული,
თქვენი ეკლესიისა და თქვენი ქალაქის დასამშვენებლად, სადი-
დებლად და ასამაღლებლად, ერთი უდიდესი და უბადლო საჩუ-
ქარი, იგულისხმე ერთი ჯვარი, წმინდა ჯვრის ძელისაგან შექმნი-
ლი, გამოვატანე თქვენს ერთგულს ანსელმს, რომლისგანაც მი-
ვიღე კიდევაც თქვენს მიერ ჩემთვის წარმოგზავნილი ეპისტო-
ლე.
როგორც ბერძენთა და სირიელთა ნაწერები გვაუწყებენ,
ქრისტეს ჯვარის ხე ოთხი ძელისაგან იყო ნაკეთები. ერთი იყო
იგი, რომელზედაც პილატემ ზედწარწერა გააკეთა, მეორე იგი,
რომელზედაც მკლავნი მისნი იყვნენ გართხმულნი, მესამე ის,

742 მკითხველთა ლიგა


რაზედაც სხეული მისი იყო გადმოკიდული, ხოლო მეოთხე იგი,
რომელზედაც თავათ ჯვარი იყო მიმაგრებული.
ეს მეოთხე, ფერდთა და ფეხთაგან ნადენი სისხლით განბანი-
ლია და წმინდაქმნილი, და ეგ ჯვარი, რომელიც თქვენ გაახე-
ლით, ორი ძელისაგან შესდგება, ჯვარი ჯვარშია ჩადებული. შიგ
ჩადგმული გაკეთებულია იმ ძელისაგან, რომელზედაც მაცხოვა-
რი ეკიდა, სადაც ჩართულია, იმ ძელისაგან, უფლის ფეხქვეშ
რომ იყო და ჯვარს ამაგრებდა. ორივე პატიოსანია და წმინდა.
ამ ჯვარს ქართველთა მეფე დავითი ფრიად დიდ სიყვარულსა
და პატივისცემას უძღვნიდა. ის დავითი, რომლითაც წინაპართა
თვისთა კვალობაზე სდარაჯობდა კასპიის კარებს, რომელთა გა-
დაღმა ჩაკეტილნი არიან გოგი და მაგოგი.
ამ მეფის ქვეყანა არის ერთგვარი მტკიცე გალავანი მიდიელ-
თა და სპარსელთა წინააღმდეგ.
Sanguinis lateris et pedum intinctum et sanctificatum est; et
crux ista quam vobis misi, de duobus, est lignis, quai ctux
inserta est cruci, inserta est de eo in quo pependit, in qua
inseritur de subpedaneo in quo crux affixa fuit, utrumque
dignum, utrumque sanctum.
Porro David, rex Georgianorum, qui cum suis
predecessoribus Portas Caspias tenuit et custodivit, ubisunt
inclusi Gog et Magog, cujus terra et regnum contra Medos et
Persas est nobis quasi antemurale, hanc vero crucem quamdiu
vixit in summa veneratione et dilectione habuit, uxor ejus
venerabilis plus sanctutate quam generis nobilitate, caput
totondit habitumque religiones suscepit, et assumpta cruce ista
et multo auro, Jherusalem cum pausis, non reditura sed ut ibi in
quieto selentio et oratione vitam finiret, advenit, et de auro quod
attulerat congregationibus sanctae civitatis partes distrit buvt
pauperibus que et peregrinis elemosinas.
მისმა ცოლყოფილმა, რომელიც სათაყვანებელია არა მარ-
ტო დიდგვაროვნების მეოხებით, არამედ სიწმინდის გამო, თავი
გაიკრიჭა და სარწმუნოების სამოსელი ჩაიცვა. თან წამოიღო ეს
ჯვარი და დიდძალი ოქრო, მცირე ამალის ამარა იერუსალემს
ჩამოვიდა, არა ხელახლა სამშობლოში მისაბრუნებლად, არა-
მედ იმისათვის, რათა აქ დაესრულებინა სიცოცხლე თვისი,
743 მკითხველთა ლიგა
მშვიდობის სავანეში ლოცვებით გართულს. დედოფალყოფილ-
მა მთელი თავისი ოქრო და საუნჯენი სრულნი დაუნაწილა წმინ-
და ქალაქის საკრებულოებს, დიდძალი წყალობა მიაგო მკოდო-
ვანთა, გლახაკთა და მწირთა.
Erogavit. Postea sub manu domni Gibellini patriarchae
congregationem sanctimonialium. Georgianorum, quae est in
Jherusalem, intravit. Nec multo post rogatu sororum et
patriarchaer egimen congregationis suscepit. Denique
distributis et erogatis et in necessitatibus commisse
congregationis omnibus quae attulerat expensis, cum inedia
reigionem nostram oppressisset,ipsia cum subditis coepit
egere. Cumque jam multa dono, multa mutuo recepisset, quod
nullo modo pro necessitate sui corporis aceret, pro
necessitatibus congregationis sibi commisse pio affectu facere
compulsa est.
Itaque istid lignum, nulli precio comparandum, hac ratione
precio est comparatum. Fcce illud vobis misi, precor, Habetote
illud honorifice, sicut debetis. Verumtamen ut memoriale sit
posteris et successoribus vestris unde e quomodo illud
habuistis, scribite in libris vestris: „Ansellus clericus noster hanc
crucem de ligno Sanctae Grucis ecclesiae nostrae et nobis de
Jherusalem transmisit“.
Postuio, igitur a vobis ut me diligentem vos diligatis et post
mortem maem in orationibus.
შემდგომ ამისა, უფალი პატრიარქის, გიბელინის, ხელქვეით
ქართულ დედათა მონასტერში შევიდა, იერუსალემში.
ბოლოს, როცა სრულნი საუნჯენი თვისნი გასცა და დაანაწი-
ლა, სხვა დანარჩენი მონასტრის საჭიროებისათვის დახარჯა,
ჩვენს ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა, იგიცა და ხელქვეითნი
მისნი ფრიად შეაწუხა სიდუხჭირემ და შიმშილმა.
თუმცა იგი ბევრ საჩუქარს ღებულობდა, სესხულობდა კიდე-
ვაც. მაგრამ ყოველივე ამას საკუთარ ხორციელ საჭიროებად
როდი ახმარდა, არამედ მისი კეთილშობილი აღტყინების საგა-
ნი იყო მონასტრის შენახვა.
ამრიგად, გიგზავნით ამ ფასდაუდებელ ძელს. გთხოვთ,
მიაგოთ მას მართებული პატივი, რათა სამახსოვროდ დარჩეს
744 მკითხველთა ლიგა
მომავალ თაობათათვის და მემკვიდრეთა თქვენთა საგულის-
ხმოდ აღნუსხოთ, თუ რა გზით გაქვთ ეს ძელი მიღებული და ჩა-
წერეთ თქვენს წიგნებში:
„ხუცესმა ჩვენმა, ანსელუსმა, გადმოუგზავნა იერუსალემი-
დან ეს ჯვარი ჩვენს ეკლესიას, წმინდა ჯვრის ძელისაგან ნაკეთე-
ბი“.
შემდგომ ამისა, ღვაწლის ჩემის ჯეროვნად დასაფასებლად.
ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვენს ლოცვებში მომიხსენიეთ ისე,
როგორც ამოდენა განძის მომრთმევს ეკუთვნის.
ისიც მომწერეთ, უვნებლად თუ მოაღწია ამ ჯვარმა თქვენამ-
დის.
Vestris mei memoraim habeatis, quid vero tanti thesauri
latori contigerit, utrumne ad vos pnospere pervenerit, per litteras
vestras mihi notum faciatis.
...
Quesistis qua ratione, qua necessitaty portio ista de
dominica Cruce assumpta fuerit, ego quod inde ex litteris et
relatione seniorum Surianorum audivi et didici vobis
manifestabo Legitur in evangelio multa quidem et alia signa
fecisse Ihesum in conspectu iscipulorum snorum, quae non sunt
sctipta in libro hoc, et vos multa legistis, sed non omnia.
Multa enim habent Greci quae non habent Latini. Legistis
tamen quod sancta Helena Grucem dominicam per medium
secari fecit, et crucem Constantinopolim ad filium detulit,
crucemque Iherosimilis reliquit; relictam Cosdroe, vastata
Iherusalem, rapuit et.
თქვენ მეკითხებოდით, რა და რა მიზეზისა და აუცილებლო-
ბის მეოხებით წამოიღეს ეგ ნაწილი უფლის ჯვარისა? ამის საპა-
სუხოდ გაუწყებთ იმას, რაც მე ამომიკითხავს სხვადასხვა წიგნე-
ბიდან და მოხუც სურიანელთა უწყებიდან. მოგეხსენებათ, სახა-
რებაში იკითხება: „მრავალნი სხვანი სასწაულნი ქმნა იესომ მო-
წაფეთა თვისთა წინაშე, რომელნი არა დაწერილნი არიან წიგ-
ნსა ამასა შინა“.
და თქვენც მრავალი რამ წაგიკითხავთ, მაგრამ არცთუ ყვე-
ლაფერი, რაც ბერძნებსა აქვთ დაწერილი; ყოველივე, რაც ლა-
თინელებს არ დაუწერიათ.
745 მკითხველთა ლიგა
In Persidem detulit, quam interfecto Cosdroe, Eraclius
Iherusolimam retulit et in Calvarae loco, ut a populo christiano
veneraretur, repo suit; post mortem vero Eraclii, populus
infidelium adeo christianos oppresit ut nomen Chisti conarentur
extinguere et memoriam Crucis et Sepulcri delere.
Itaque congerie lignorum superposita, partem Sepulcri
combusserunt et Crucem similiter comburere voluerunt, sed
christiani eam absconderunt, quo circa multos ex eis occiderunt.
Denique christiani, habito consilio, secatum in multas
portiones diviserunt, et per ecclesias fideliun distribuerunt,
quatenus siuna eis pars ad comburendum auferrtur, tali modo
aliae partes reservarentur. Itaque in Constantinopolitana urbe
preter imperatoris crucem, sunt inde III cruser, in Cypro due, in
Creta una, Antiochia III, in Edessa una, in Alexandria una, in
Aschalone una, in Damascho una, in Iherusalem IV, Suriani
habent unam. Greci de Sancto Sabba unam, monachi de valle
Josaphat unam; nos Latini ad Sanctum Sepulcrum habemus
unam, quae habet palmum et dimidium longitudines et pollicom
unum latitudinis et grossitudinis in quadro; patriarcha quoque
Georgianorum habet unam; rex etiam Georg anorum habuit
unam, quam modo Deo gratias vos habetis. Nurcvero ad
supplendum gaudium vestrum et ad gloriam et honorem
ecclesiae A regiae dignitatis.
მიუხედავად ამისა, მაინც ამოკითხული გექნებათ, წმინდა
ელენემ უფლის ჯვარი შუაში გააკვეთინა.
და ეს ჯვარი კონსტანტინოპოლს წამოიღო თავის ვაჟთან,
ხოლო მეორე იერუსალემში დასტოვა, მანდ დარჩენილი ჯვარი
მიიტაცა ხოსრომ, რომელმაც იერუსალემი იავარჰყო, და სპარ-
სეთს წაიღო ჯვარი იგი, ხოსროს მოკვდინების შემდეგ, კეისარმა
ერეკლემ ჩამოიტანა იერუსალემს და მოათავსა თხემის ადგილს
– გოლგოთაზე, რათა მას მოემკო თაყვანისცემა ქრისტიან ხალ-
ხთაგან.
ხოლო ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ უშჯულოებმა ისე
შეავიწროვეს ქრისტიანნი, ლამობდნენ კიდევაც სამარადჟამოდ
წაეშალათ ქრისტეს სახელი და აღმოეფხვრათ ხსოვნა ჯვარისა

746 მკითხველთა ლიგა


და წმინდა საფლავისა. მაგრამ ქრისტიანებმა ჯვარი გადამალეს,
რის გამო ბევრი მათგანი მოაკვდინეს კიდევაც.
ბოლოს, ქრისტიანებმა ბჭობა გამართეს, დასჭრეს და მრა-
ვალჯერ დააქუცმაცეს ჯვარი იგი და სხვადახვა ეკლესიებს
გაუნაწილეს. ასე რომ, თუ ერთ წილს ამ ჯვარისას უშჯულონი
დასწვავდნენ, სხვა რომელიმე გადარჩებოდა.
მაშასადამე, ამჟამად ქალაქ კონსტანტინოპოლში, გარდა კე-
ისრის ჯვარისა, კიდევ არსებობს სამი ჯვარი, კვიპროსში – ორი,
კრეტაში – ერთი, თითო-ოროლა აქვთ ანტიოქიას, ედესსას,
ალექსანდრიას, და ასკალონს, დამასკოსს და იერუსალემს ოთ-
ხი აქვს.
ერთიც ასურებსა აქვთ, საბა წმინდას ბერძნებს – ერთი,
იოსაფატის ხეობის ბერებს – ერთი, ჩვენ, ლათინელებს, წმინდა
საფლავთან გვაქვს ერთი მტკაველ-ნახევარი სიგრძისა, სიგა-
ნით ცერისოდენა, ქართველთა პატრიარქსა აქვს ერთი და ქარ-
თველთა მეფესაც ჰქონდა ერთი, რომელიც ღვთის მადლით უკ-
ვე თქვენა გაქვთ, აწ უკვე შესაშნობად თქვენი სიხარულისა და
სადიდებლად პატივისმიგებად თქვენი ეკლესიისა და მეფური
ღირსებისადმი“.

***
მახარაიმ ძლივს გაარჩია ამ ბარათის კიდეში ბატიფეხურად
მიწერილი ისევ ლულუს მიერ.
„ჩვენ არ ვიცით, გზაში რა მოგველის, ამიტომაც ამ უკანას-
კნელ უსტარს თან ვატანთ ხუცესმონაზონს, სოსიპატრეს, რომე-
ლიც ფრანკ რაინდებთან ერთად მიემგზავრება კონსტანტინო-
პოლს, იგი ხუფთიდან ნაჭარმაგევს გეახლებათ ღვთით“.

ორ ცეცხლს შორის
გაზაფხული კვლავ ეწვია ნაჭარმაგევს.
სასახლის გარშემო აყვავდნენ ნუშები, ხოლო ჩრდილოეთი-
დან გარს მომდგარ ველებზე ტყემლები ისე გადათეთრდნენ, აგ-
რე ეგონებოდა მაცქერალს, ქარს ჩამოუხვეტია კავკასიონიდან

747 მკითხველთა ლიგა


თეთრად ნაპენტი ქულები თოვლისა და მათთვის გადაუფრქვე-
ვიაო თავზე.
დაჭრილი ერისთავები და სპასალარები გამომჯობინდნენ,
ზოგი მათგანი უკვე ახერხებდა ყავარჯნით სიარულს. ზამთრი-
დან ჩამორჩენილი სტუმრები საერისთავოებში წავიდნენ. ჯერაც
საგრძნობნი იყვნენ წყლულებანი ომისა.
ვაზირთა უპირველესი ორშაბათობით ჯდებოდა სააჯო კარზე,
ვეღარ აუდიოდა ქვრივ-ობოლთა, დაკოდილთა და ხეიბართა მი-
ღებას.
განა მარტო ნაჭარმაგევში, იმ წელს სააჯო კარზე ჯდებოდა
ჭყონდიდელი ბოჭორმის, მუხრანის და გეგუთის სასახლეებში-
აც.
ერთ-ორჯერ ტაო-კლარჯეთშიაც იმგზავრა ომში დაღუპულთა
და მძიმედ დაკოდილთა ოჯახების მისახედავად. მოლარეთუხუ-
ცესნი და განმგეთუხუცესნი თან ახლდნენ მას.
დავითის ბრძანებისამებრ, ეს სახსრები ნაალაფარიდან უნდა
გაეცა ვაზირთა უპირველესს.
ერწუხში დიდძალი ნადავლი ერგო ქართულ ლაშქარს. გან-
ძის ამირას მოკვლამ და აკინჯის ჯარის სარდლის, ამირ ჰუ-
სეინის, ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცევამ ისეთი
თავზარი დასცა ამირ შიხ-ალდინ-ახმეტს, თვით ეგზომ მრავალ-
ნაცადმა სარდალმა ვეღარ უხელა დამარცხებულ სპათა უკანდა-
ხევას და ვერ გამოიყენა ხელოვნება უკუქცევისა, რომელიც იმ-
ჟამინდელ სარდლებსაც ჩინებულად ემარჯვებოდათ.
ოდითგანვე აგრე იყო ცნობილი, დამარცხებული სარდალი
აიყოლიებდა ჯერაც გაულახავ ნაწილს ლაშქრისას, ესაფრებო-
და უწესრიგოდ უკუქცეულთა, დაუცხრომლად ეკენწლავებოდა
მტერს, სანამ ოტებულნი სამშვიდობოს არ გაასწრებდნენ.
ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა
მებარგულთა ქარავანს, რომელსაც ლაშქრის საჭურჭლენი, სა-
ჭურველნი, სათადარიგო აბჯარი და მარქაფა ცხენების რემა
მოჰყავდა ხოლმე.
ადამიანებს აგრე სჩვევიათ, საკუთარი ხელისმოცარვის მი-
ზეზს თავის გარეშე ეძებენ ზოგჯერ. ამირ ახმეტი ამ დამარცხებას
აბრალებდა განძის ამირას, რომელმაც დავით მეფის წაბაძვით
მოისარი სპაი ჩამოსვა ცხენებიდან და ახოში გადააყვანინა ცხე-
748 მკითხველთა ლიგა
ნები. სწყევლიდა მშიშარა ამირ ჰუსეინს და მოღალატე ზაზაი ჯუ-
ბიელს, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოისყიდა თავის სამ-
შობლოს მიმართ ღალატი.
ერწუხში არაერთი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამირ ახ-
მეტმა, მისი უპირველესი შეცდომა ეგ იყო, რომ მან დაანება და-
ვით მეფეს თავათ არჩევა ბრძოლის ველისა და ისეთ მიდამოში
შეჰყვა მას, რომლის გამო ლაშქრის ამირას საკმაოდ ბუნდოვა-
ნი წარმოდგენა ჰქონდა. შიხ-ალდინ-ახმეტ ბრმად მიენდო ზაზაი
ჯუბიელის თათბირს, თავისი ლაშქარი გაატარა დამრეცილ
გზებსა და ბილიკებზე. აქლემებზე აღმხედრებულმა ლაშქრის
ნაწილებმა დაიგვიანეს და როცა ლაშქრის ამირას და მის მო-
კავშირეებს მაშველი სპაი სჭირდებოდა, დავით მეფემ უკვე მო-
ასწრო მათი ლაშქრის გულის გატეხა.
სამი კვირის გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად, სელჯუ-
კებმა ვერ მიაღწიეს იმ ერთადერთ ღელემდის, საიდანაც დავი-
თის მეომრები წყალს იღებდნენ დღენიადაგ.
სელჯუკი ცხენოსნები ისე გააცოფა წყურვილმა, ისინი საკუ-
თარ ცხენებს დაერიენ და მათ სისხლს სვამდნენ გააფთრებულ-
ნი. ლაშქრის ამირას შეცდომა იყო იგიცა, რომ მან მთიანეთის
საბრძოლო პირობებში ფეხმარდ ჯორებსა და ცხენებს როდი აჰ-
კიდა საჭურჭლენი, საჭურველნი და მონასპათა საზრდო, არამედ
აქლემების ქარავანს.
როცა მთელი ლაშქარი უკუიქცა, აქლემებმა ვერ შეძლეს ცე-
რაღმართულ ბილიკებზე ცხენებთან ერთად ჭენება.
ერისთავებმა, არიშიანმა და ბარამისძემ, ხევისთავმა ხორა-
ნასძემ და მისმა შავქუდიანებმა ომის დასრულებამდის ააყრევი-
ნეს უკანასკნელი ხიდები და ბოგირები. ცხენოსნებმა ასე თუ ისე
შესძლეს ჭოჭიან ღელეებისა და ხევების გადალახვა, მაგრამ აქ-
ლემები გაოჩნდნენ, ქარავნის მცველნი მონასპანი უბრძოლვე-
ლად მინებდნენ მდევარს.
ასე რომ, ქართულ ლაშქარს ხელში ჩაუვარდა შვიდ აქლემს
აკიდებული ძვირფასი კარვები ლაშქრის ამირასი, საჭურჭლენი,
საჭურველნი, აურაცხელი თორნი ბაღდადსა და დამასკოში ნა-
კეთებნი.
დავითის ბრძანებისამებრ, სწორედ ამ ნადავლის ნახევარი
გასცა ჭყონდიდელმა სააჯო კარზე.
749 მკითხველთა ლიგა
***
ნაჭარმაგევის სასახლეში მშვიდობამ დაიდგა თავისი კარა-
ვი...
შეწყდა დაუცხრომელი ზრუნვა საჭურველის, ცხენთა რემე-
ბის შეძენისათვის. შეისვენეს რვალითხუროებმა, მემშვილდეებ-
მა, ხმლის მწვრთნელებმა, მჭედლებმა, ნალბანდებმა და მეუნა-
გირეთა.
ახლა დღენიადაგ მხატვრობის, ხატების, ოქროქანდაკების,
მინანქრული და ხეზე კვეთის ხელოვნებათა გამო იყო საუბარი.
სასახლის ჩრდილოეთით მდებარე მუხიანში, სადაც საჯინი-
ბოები, სამჭდეურები, ნაირ-ნაირი სახელოსნონი იყვნენ გამარ-
თულნი, საოცარის სისწრაფით ააშენეს ახალი სახელოსნოები,
ოქროჭედვის, ხეზე კვეთის და ფერწერის ოსტატთათვის განკუთ-
ვნილნი. ტაო-კლარჯეთიდან და სამცხიდან ჩამოყვანილი ხე-
ლოსნები და ოსტატები დაასახლეს. დავით მეფე და არსენ
იყალთოელი, მხატვართუხუცესი თევდორე, ხუროთმოძღვარ-
თუხუცესი ლუკიანე დღენიადაგ თვალს ადევნებდნენ მათ მუ-
შაობას.

***
მღელვარე ამბებმაც არ დააყოვნეს. ხუცესმონაზონის – სო-
სიპატრეს მიერ ჩამოტანილმა ბარათებმა რა მოაღწია, ადრე გა-
მოგზავნილნიც ამეტყველდნენო თითქოს, სწორედ ისინი, რო-
მელნიც თავის პინაქსში ჰქონდა ჩაკეტილი დავითს.
როგორც ჭყონდიდელი, ისე არსენ იყალთოელი და იოანე
კათოლიკოსი გაეცვნენ მათ, მაგრამ გულმოდგინედ სდუმდნენ...
გიორგი მეფეს მაინცდამაინც არ უყვარდა ვრცლად მოთ-
ხრობილი ამბებით თავის შეწუხება. იგი საერთოდ ერიდებოდა
კითხვას, აგრე იტყოდა ხოლმე: მოაქჟამამდე რაც რამ დაწერი-
ლა უკვე აღნუსხულია სახარებაში, სხვა დანარჩენს თავის დრო-
ზე გვამცნობსო ანგელოზი უფლისა.
ქრისტეს სხვათა მიერ შენათხზი აროდეს წაუკითხავს და არც
თავათ დაუწერია რამე, მაგრამ ღმერთობას მაინც ვერ ასცდაო.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ლულუს ბარათები გულდას-
მით გადაიკითხა. მხოლოდ უკანასკნელმა უსტარმა გაახარა გი-
ორგი.
750 მკითხველთა ლიგა
სახელდობრ, ბაგრატოვანთა ჯვარის „სასწაულებრივმა“ გამ-
გზავრებამ პარიზს. არა მარტო გიორგი მეფე, არსენ იყალ-
თოელი, იოანე ქართლის კათოლიკოსი და დარბაზისერნიც აღ-
ფრთოვანებულნი იყვნენ.
ძელიცხოველის საომარმა ჯვარმა, რომელიც აურაცხელ
ომებში წინ უძღოდა ბაგრატოვანთა ლაშქარს, ჯერ იყო და, ჯვა-
როსნული ომებისაგან დამდგარ სისხლის წვიმების მიუხედავად,
იერუსალემს მშვიდობით ჩაიყვანა უსპოდ გამგზავრებული დე-
დოფალყოფილი რუსუდანი.
ახლა იგი იერუსალემ-ანტიოქია-ბითინიის გზით კონსტანტი-
ნოპოლს გაბრუნებულა, იქიდან პარიზს ჩასულა და ამჟამად ას-
ვენიაო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, დასავლეთის საქრის-
ტიანოს განსაცვიფრებლად.
„ოჰო!!!“ გახარებული ბუხუნებდა გიორგი.
ნაჭარმაგევის მესაწოლე ბერებმა, მიმსვლელ-მომსვლელმა
ხუცებმა მთელს საქართველოს მოჰფინეს ეს ამბავი.
სამღვდელოთა და ერისკაცთა შორის განსაკუთრებით
ბრმადმორწმუნეებმა იგავმიუწვდომელი ამბები აჰკიდეს ამ
საომარ ჯვარს. გოტფრიდ დე ბუჲნის, ბალდვინისა და ტანკრე-
დის გამარჯვებაშიაც წილი დაუდვეს მას.
გიორგი ჭყონდიდელიც აღფრთოვანებული იყო საომარი
ჯვარის ეგზომ სახელოვანი მიმოსვლითა, მაგრამ ამჯერად მისი
გულისყური სხვა საქმეებისადმი იყო მიქცეული.
ახლა მისთვის სავსებით ნათელი გახდა, თუ რად ერიდებო-
და დავით მეფე ლულუს ბარათების შინაარსის გახმიანებას.
გოლგოთელი ეპისკოპოსი და მისნი მემხრენი, ყიფჩაღთა
უმთავრესის ასულის გადედოფლების წინააღმდგომნი ისევ აყა-
ყანდებოდნენ და განპატიჟებული ეპისკოპოსებისა და პატივდაკ-
ლებულ დიდაზნაურთა გნიასი არცთუ ხელსაყრელი იქნებოდა
ომში ჩაბმული სახელმწიფოს ერთნებობისათვის.
ჭყონდიდელი უსიტყვოდაც გრძნობდა, თუ რა ცეცხლი გიზგი-
ზებდა მისი გაზრდილის გულში. იგი მთლად დარწმუნებული არ
იყო, ლულუ ბენ ჰაიდარ დედისიმედს თუ იპოვნიდა, დავით მეფე
ხელს არ აიღებდა ყიფჩაღთა უმთავრესის ასულის ცოლად შერ-
თვაზე.

751 მკითხველთა ლიგა


ხომ ეგზომ მამაშვილური ურთიერთობა სუფევდა ჭყონდი-
დელსა და დავითს შორის, გულმეცნიერი მოხუცი ყოველთვის
ერიდებოდა უხეშად შეჭრას თავის გაზრდილის გრძნობათა სა-
უფლოში, ამიტომაც გაურბოდა ცნობისწადილის გამოჩენას ამ-
ჯერადაც.
ვაზირთა უპირველესი გაოცებული იყო, რომ დავით მეფე
არც კი აპირებდა მასთან გასაუბრებას ყიფჩაღთა უმთავრესის
ასულის ჩამოყვანის გამო.
ერთხელ ნიანია ბაკურიანი დაიმარტოხელა ჭყონდიდელმა
და სიტყვა ჩამოუგდო ამ საქმის გამო.
მცირე ხანს სდუმდა თავჩაქინდრული ნიანია, მერმე მზერა
გაუმართა მოხუცს და მშვიდად მოახსენა:
„იცით, უნეტარესო მამაო გიორგი, მართალია, რუის-
ურბნისის საეკლესიო კრებაზე ჩვენ სასტიკად დავამარცხეთ
ქვაბ-ავაზაკნი, მაგრამ პატივდაკლებულნი ძმანი თავადთაგანნი
ჯერაც თავიანთ მამულებში სხედან.
საბოლოოდ დამარცხებულად მხოლოდ იგი ჩაითვლება,
ვინც საბოლოოდ გასრესილია. მართალია, მათგან ნამუსრევები
და ნაფოტებიღა დარჩნენ, მაგრამ ხშირად უმნიშვნელო ნაფო-
ტისაგან წარმოსდგება უდიდესი ხანძარი“.

***
ვაზირთა უპირველესს მაინცდამაინც არ მოსწონდა შამან
ერისთავის ასულის, გვანცას, ეგზომ ხანგრძლივი სტუმრობა ნა-
ჭარმაგევში. გამოზაფხულზე, როცა თაკვერელ აზნაურებს სა-
სახლიდან მიჰყავდათ უსინათლო შამან ერისთავი, გვანცამ წას-
ვლა დააპირა, მაგრამ ორივე დედოფალი წინ გადაუდგნენ: შე-
მოდგომის პირამდის ჩვენთან დარჩესო გვანცა.
„მაშა, მაშა, – აროხროხდა გიორგი მეფე, – რასა ბრძანებთ,
ვეჟო, თქვენ ღვარცოფები უნდა გადალახოთ გზაში, ვაჟკაცებს
რა გიშავთ, გაუძლებთ როგორმე, ადიდებულ ხევებზე სად შეუძ-
ლია ქალწულს თქვენოდენას ატანა“.
დავით მეფე იქვე იჯდა, მან ხმა არ გაიღო.
ჭყონდიდელი ამჩნევდა, თუ როგორი ფაქიზი სიყვარულით
ექცეოდნენ გვანცას არა მარტო დედოფლები, გიორგი მეფეცა,
რომელიც მის უმცირესს ჭირვეულობასაც ყმაწვილივით აჰყვე-
752 მკითხველთა ლიგა
ბოდა ხოლმე, სულ ერთია, თევზაობა იქნებოდა ეს თუ ნადირო-
ბა.
თავათ გვანცა განსაცვიფრებელ რუდუნებას იჩენდა მოხუცი
მეფის მიმართ. საუზმეს გვანცა მიართმევდა ბროწეულის ქვეშ
მეფეს. ყოველ საღამოს, ლოცვის შემდეგ გვანცას შემოჰყავდა
გიორგი საძილო დარბაზში ტასტებითა და სურებით აღჭურვილი
შიმუნვარებით, თავათ ჰბანდა მოხუცებულს ფეხს.
ხუმრობდა კიდევაც გიორგი:
„მთელი ქვეყნის მეფენი ვაჟების მონატრულნი ყოფილან მუ-
დამ. მხოლოდ ერთადერთ ასულს ვნატრობდი, მაგრამ არ მის-
მინა უფალმა. ახლა გვანცა უნდა წავართვა შამან ერისთავს“.
ელენე დედოფალი ხშირად ავადმყოფობდა ბოლო ჟამს.
გვანცა ღამეებს უთევდა სნეულს, ძილისპირების გალობითა და
ქალური ტიტინით შეიქცევდა ხოლმე.
წურბლებს გვანცა ასხამდა. წამლებსაც იგი აძლევდა. „ჩემს
მესნეულეს“ უწოდებდა მას ელენე ხუმრობით.
ჭყონდიდელი შიშობდა, ვაითუ დედოფლები ჩაერიონ ამ
გართულებულ ვითარებაში და ეს დალაგებული საქმენი კვლავ
ამირიონო. ამიტომაც შეწუხდა, როცა გვანცა თან არ გაატანეს
შამან ერისთავს.
ცხადია, იგი თაყვანსა სცემდა ღვთისმშობელს მარიამს, ქარ-
თველთა განმანათლებელს, ნინოს, დიდად სათნო ქალად
სთვლიდა დავით მეფის დედას, ელენეს, დანარჩენთა მიმართ
იგი ან გულგრილობას ამჟღავნებდა, ან შეფარვულ სიძულვილს
ატარებდა გულში.
არცთუ დიდ პატივს მიაგებდა ხოლმე დედოფალ მარიამს,
რადგან მეორეჯერ გათხოვება აქამდის ვერ ეპატივებინა მის-
თვის.
საოცრად მოიღუშებოდა ხოლმე მამაი გიორგი, როცა მა-
რიამი სახელმწიფური საქმეების გამო სიტყვას დასძრავდა და-
ვით მეფესთან საუბარში.
ხშირად იტყოდა მონაზონი გიორგი:
დიაცთა საქმე ოდითგანვე კარგად განუწესებია უფალს:
ყრმათა შობა და მათი აღზრდა, ფსალმუნის დღენიადაგ კითხვა
და, თუ დრო მორჩათ, ბეჭვა სელისა.

753 მკითხველთა ლიგა


ქარიმან სეტიელის მსტოვრების მეოხებით, ჭყონდიდელმა
კარგად იცოდა, რომ თურქების ერწუხში დამარცხების შემდეგ
მთელს სამეფოში გაძლიერდა მითქმა-მოთქმა და ჩურჩული
წარმართი სადედოფლოს ჩამოყვანის წინააღმდეგ.
როგორც მღვდელმთავარნი, ისე დიდაზნაურნი, მდაბიორნი
და ბერნი, გაუგონარ მკრეხელობად სთვლიდნენ „უშჯულო“
ყიფჩაღების ქართლში ჩამოთესვლას. ჭყონდიდელი თავათაც
ბრმადმორწმუნე იყო, მიუხედავად ამისა, სიშლეგედ მიაჩნდა
გოლგოთელისა და მის მემხრეთა დაჟინებული მტკიცება: თურ-
ქები საბოლოოდ დაამარცხა დავით მეფემ, კონსტანტინოპოლს,
ანტიოქიასა და იერუსალემს სვიანად განაგებდა ქრისტიანნი
ბრძანებელნი, მაშ, ბარბაროსებთან დამოყვრება რისთვის გვინ-
დაო?

***
ჯოჯიკისა და არამაის არშარუნის პიტაკების მეოხებით ჭყონ-
დიდელი გულმოდგინედ თვალს ადევნებდა სელჯუკიანთა სა-
სულტნოს ვითარებათ შინაურს და საგარეოს.
1104 წელს მოკვდა (თუ მოწამლეს) სულტან ბარქიაროკი და
ისპაჰანის ტახტზე ავიდა მისი ნახევარი ძმა – მოჰამედ ბენ
მალიქ-შაჰ, რომელიც გარდა თავისი თურქული სახელწოდები-
სა „თაფარ“, ფირმანების ქვეშ აწერდა არც თუ მოკლე სახელს:
აბუ შულჯაყ ღიას ედ-დუნჲა ვად-დინ კასიმ ამირ ალ მუმინინ.
მოჰამედი შესძენია მალიქ-შაჰს ნაყიდი მხევლისაგან, ამი-
ტომაც გაუძნელდა მას სულტანის ტახტისაკენ გზის გაკაფვა.
ჩემს მკითხველს ალბათ ეხსომება, მალიქ-შაჰ მოწამლეს თუ
არა, სულტნის ტახტის გამო შეიბნენ მალიქ-შაჰის უფროსი ცო-
ლი, ტჲურკან ხათუნ, და უფროსი ვაჟი მალიქშაჰის – ბარქიარო-
კი.
ტჲურკან ხათუნმა შეივრდომა ჯერაც ჭაბუკი მოჰამედი და
თავისი მცირეწლოვანი ვაჟის, მაჰმუდის, ტახტისმტედ აღვიარა
იგი. ბოლოს, დედინაცვალს სძლია ბარქიაროკმა და მოჰამედი
თავის ნახევარ ძმას მიეკედლა.
ტჲურკან ხათუნის სიკვდილს მოჰყვა დიდი აღრევა ისპაჰან-
ში, ტახტის გამო ცილობა აუტყდათ ძმებს. ეს ომები დასრულდა
„უქცეველი ზავით“, რომლის მიხედვით ისპაჰანი და დასავლური
754 მკითხველთა ლიგა
პროვინციები ბარქიაროკს ერგო, ხოლო განჯა, არანი და კავკა-
სიის სამხრეთი – მოჰამედს. დადგენილ იქნა: არანის მეჩეთებში
სულტან ბარქიაროკის სახელზე აღევლინათ ხუტბა.
ჯვაროსნულმა ომებმა, საერთოდ, ქრისტიანული სამყაროს
გაძლიერებამ შეაკავშირა ძმები.
ბოლოს იმდენი უჩიჩინა სულტან მოჰამედს მისმა ვაზირმა,
მუეიდ ალ-მულკმა, დიდი ვაზირის ნიზამ ალ-მულკის ვაჟმა, მო-
ჰამედმა ბრძანება გასცა: არანის მეჩეთებში ხუტბა არ აღევლი-
ნათ ბარქიაროკის სახელზე.
ამ მიზეზმა იკმარა და ისევ შეიბნენ ძმები. მოკვდა ბარ-
ქიაროკი, მაგრამ ამ უკანასკნელის მემხრე ამირები და ვაზირები
ყალხზე შესდგნენ და შეებრძოლნენ მოჰამედს.
ყოველივე ამას, ისიც ზედ დაერთო, რომ ასსასინებმა ამბოხი
ასტეხეს და რამდენიმე ციხე ირანის მთიანეთისა აიღეს, ხელში
ჩაიგდეს მიუდგომელი ციხე ალამუთისა.
მოჰამედი ბაღდადს გაემგზავრა და ეახლა ხალიფას, მუსტარ
იბნ მოქთადის. ხალიფამ ნება დართო მოჰამედს ირანისა და
არაირანის ქვეყნებში სულტანის სახელზე აღევლინათ ხუტბა,
ოღონდ ეს იყო, პირობა დაუთქვა მოჰამედს: ასსასინებსა და
ქრისტიანებს შებრძოლებოდა.
გამხნევებული მოჰამედი ისპაჰანს ჩავიდა და სისხლის წვი-
მები დააყენა. ასსასინების თავკაცს, იბნ ატაშს, საჩუქრები გაუგ-
ზავნა. ციხიდან გამოიტყუა, თავი მოსჭრა, თავები დააყრევინა
მეციხოვნეებს, ხოლო ციხე შადიზი მიწასთან გაასწორა.
ბოლოს, სულტანი ისე შეიპყრო ასსასინების წინაშე შიშმა.
თავის უერთგულეს ვაზირებსა და ამირებს მათთან თანამზრახ-
ველობა შესწამა და განუკითხავად დახოცა ისინი. დიდხანს ებ-
რძოდა განდგომილ დიდ ამირას, შავალ საყავუს, რომელიც
ფარსის პროვინციაში განუკითხავად დათარეშობდა, ბოლოს შე-
იპყრო იგი და თვალები დასთხარა.
ასსასინები მაინც არ ისვენებდნენ. სულტანმა უბრძანა თავის
ვაზირს მუეიდ ალ-მულკს, დაუყოვნებლივ აეღო ალამუთის ცი-
ხე, მრავალი ათასი მონასპა შეაწყვიტა მუეიდმა ამ ციხის აღე-
ბას, მაგრამ ვერ შესძლო, განრისხებულმა მოჰამედმა გადააყე-
ნა იგი.

755 მკითხველთა ლიგა


სულტან მოჰამედ ცალკერძ ჯვაროსნებს ებრძოდა, ცალკერძ
ასსასინებს, სწორედ იმ დროს დაამარცხა დავითმა ლაშქრის
ამირა, შიხ-ალდინ-ახმეტი და განძის ამირა ერწუხში.
გაბოროტებული სულტანის ბრძანებისამებრ ისპაჰანში მიბ-
რუნების უმალვე შიხ-ალდინ-ახმეტს ოქროს ჩუგლუგით დაუმ-
სხვრია ამირ ხარასიმ ხერხემლის მალები.
ჭყონდიდელი ამ ვითარებათ ანგარიშს უწევდა, ამიტომაც სა-
შუროდ მიაჩნდა მას ყიფჩაღთა უმთავრესთან დავით მეფის და-
მოყვრება, ყიფჩაღების ჩამოყვანა და როქის სპის გაძლიერება.

***
ვაზირთა უპირველესი სხვა რამეებსაც ამჩნევდა. დავით მე-
ფის დანარჩენი სპასალარებიც ოდნავ ჭოჭმანობდნენ. განსა-
კუთრებით ჯონდი ერისთავი განიცდიდა ზეგავლენას იმ მითქმა-
მოთქმისა, რომელიც შექმნეს გოლგოთელმა ეპისკოპოსმა
ხრისტიდულემ, დირბელმა მაქსიმემ და განპატიჟებულმა ეპის-
კოპოსებმა მთელ სამეფოში. ირყეოდნენ შერგილ ლიპარტიანი
და ბეშქენ ჯაყელიცა.
ზოგი მათგანი რელიგიურ მოსაზრებას იმდენ ანგარიშს არ
უწევდა, რამდენსაც მარიამ დედოფალის შეგონებებს. ისინი
შიშს გამოსთქვამდნენ: ვაითუ მოუსვენარმა ყიფჩაღებმა სამეფო
აგვირიონ და ნებით შემოყვანილი უცხო ნათესავი გასაჟუჟი გაგ-
ვიხდესო ჩვენვე.
ბაგრატ მეფემაც შემოიყვანა ლიპარიტთან საბრძოლოდ ვა-
რანგნი, მაგრამ ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენო.
თავათ ჭყონდიდელსაც ძილი ჰქონდა გამკრთალი ამ შესაძ-
ლებელი საფრთხის მიერ დაფიქრებულს, მაგრამ ამჯერად მის-
თვის მთავარზე უმთავრესი იყო მეფეთა მიერ წერილობით გაცე-
მული პირობის უქცეველობა და, როგორც ფხიზელი მცველი
ბაგრატოვანთა სახლისა და სახელის უმწიკვლობისა, იგი შეუძ-
ლებლად სთვლიდა ერთხელ მიცემული პირობის გადათქმას.

***
სტეფანოზ წილკნელმა ბარე ორგზის გამოგზავნა ყიფჩაღე-
თიდან უსტარი. იგი არა მალავდა: შარაღან შარაღანისძე

756 მკითხველთა ლიგა


გაოცებული იყო, აწ უკვე განაწყენებულიაო დავით მეფის დუმი-
ლისაგან.
ამ ბარათების გამო, ერთ-ორჯერ სიტყვა ჩამოუგდო ჭყონდი-
დელმა დავითს: რა პასუხი გავცეო სტეფანოზ წილკნელს?
მეფე მცირე ხანს სდუმდა, მერმე დარდიანი თვალებით მზე-
რა გაუმართა მზრდელს და უთხრა:
მომავალ შაბათამდის დავიცადოთო.
იმავე მზგეფსის პარასკევს მალემსრბოლი ჩამოვიდა ყიფჩა-
ღეთიდან და უკვე მესამე უსტარი ჩამოიტანა სტეფანოზ წილკნე-
ლისაგან.
მეორე დღეს მიმწუხრისას, რკონის კოშკში ეწვია დავითს ვა-
ზირთა უპირველესი. მეფე გელათის საქმეთა გამო ესაუბრებო-
და იყალთოელს, იოანე ქართლის კათოლიკოსს, ხუროთმოძ-
ღვართუხუცესსა და მხატვართუხუცესს თევდორეს.
როცა საუბარი მოთავდა, ჭყონდიდელმა სტეფანოზ წილკნე-
ლის ბარათები ამოიღო და წინ დაუდო მეფეს.
დავითი გულდასმით გაეცნო მათ და იყალთოელს გადასცა.
როცა იოანე კათოლიკოსმაც გადაიკითხა, უხერხული დუმილი
ჩამოვარდა დარბაზში.
ჭყონდიდელმა მზერა გაუმართა მეფეს და მტკიცე ხმით
სთქვა:
„ჩვენთვის სავსებით გასაგებია შარაღან შარაღანისძის გა-
ნაწყენება, ჩვენო პატრონო. შენგანვე მსმენია არაერთგზის:
სიტყვა მეფისა კანონი უნდა იქნეს უქცეველი. შარშან, ორივე მე-
ფის სახელით, მე ვაუწყე სტეფანოზ წილკნელს: შემოდგომის მი-
წურულამდის სადედოფლოს ჩამოვიყვანთო.
მერმე როგორც მოგეხსენება, ერწუხის ომმა და ბოლოს და-
ზამთრებამ ხელი შეგვიშალა. ახლა უკვე დროა, სარწმუნო კაცნი
წარვგზავნოთ ყიფჩაღეთს.
კიდევ კარგი, ჯერაც ჩვენთან სტუმრობენ უფლისწულის დე-
მეტრეს მამამძუძე, გაც, და ძენი მისნი. გაც მრავალგზის ნამყო-
ფია ყიფჩაღეთში, დარიალის კარიდან გადაიყვანს ჩვენს წარ-
გზავნილებს შარაღანს“.
გადაწყდა, სარწმუნო კაცთა წინამძღვრობა დაკისროდა გვა-
რამ ბეჭისციხის პატრონს. ორი ეპისკოპოსი, კუმურდოელი და
იშხნელი, თან უნდა წაყოლოდა მას, აგრეთვე ხუთი ციხოვანი
757 მკითხველთა ლიგა
აზნაური: ელაშერ ელაშერისძე, გიორგი შაბურისძე, ვამეხ ურ-
დოელი და ყიფჩაღეთს ადრე ნამყოფნი აზნაურნი – ხურცისძე
და ბუკაისძე. ჩუხჩების მცირე ამალას, მეკარვეებს, მეჯორეებს
უხელებდა ათასისთავი ლათერია.
იმავე დღეს გადაწყდა, მოღალატე რატი ორბელიანის მამუ-
ლი არგვეთის საერისთავოში გელათისათვის გადაეცათ, ორმო-
ცი ახალგაზრდა განსწავლისათვის წარეგზავნათ კონსტანტინო-
პოლს.
ერთი მზგეფსიც გავიდა, სარწმუნო კაცთა წარგზავნა დაყოვ-
ნდა. ჭყონდიდელი მალემსრბოლებს აგზავნიდა. მაგრამ ერის-
თავის მეუღლე იუწყებოდა: გვარამ ერისთავი შეუძლოდ არის,
როგორც კი გამოჯანსაღდება, გეახლებათო.
იმავე დღეს დასთქვეს, სარწმუნო კაცთა ყიფჩაღეთს წარ-
გზავნა ფრიად საიდუმლოდ უნდა მომხდარიყო, რადგან არავინ
იცოდა, ნამდვილად შესძლებდა თუ არა მამამძუძე გაც, ოვსეთზე
გზაგავლით ყიფჩაღეთს მათ ჩაყვანას, ისიც ცხადი იყო ყველა-
სათვის, უშედეგოდ უკან გამობრუნება მათი, უხეირო მითქმა-
მოთქმის საბაბი გახდებოდა უთუოდ.

***
ხუცესმონაზონის, სოსიპატრეს, ჩამოსვლამდის, დავით მე-
ფეს მკრთალი იმედი ჰქონდა, ეგების შემდეგსა და შემდეგ უს-
ტარში რაიმე სანუგეშო მოეწერა ლულუ ბენ ჰაიდარს.
დედოფლებს ღამღამობით არ ეძინათ... მათ უცნაურ ამბად
ეჩვენებოდათ ეგზომ უკვალოდ გაუჩინარება ერისთავის ასული-
სა. ქარიმან სეტიელმა ხომ მთელი საქართველოს სამეფო და
მის გარეშეც არზრუმისა და ტრაპიზონის საამიროები მოსჩხრი-
კა. არც ჯოჯიკისა და არამაის არშარუნის დაუკლიათ ცდა, დიდ-
ძალი ოქრო დახარჯეს ქალაქებსა, სასახლეებსა და ციხეებში
მსტოვარების წარსაგზავნად.
ახლა ლულუ ბენ ჰაიდარმა ანისიდან იერუსალემამდის
იარა, მაშ, სად უნდა ყოფილიყო ეს სვედავსილი დედისიმედი?
აგრე მოსთქვამდნენ დედოფლები. ბუნებით რბილი და სათნო
ელენე დედოფალი მხოლოდ ლოცულობდა და სტიროდა. დედის
მიუმცდარი გული ჩინებულად გრძნობდა, რა უდრტვინველად
იტანჯებოდა მისი ვაჟი... მარიამი შესძრა თავისი ღვთისმოსავი
758 მკითხველთა ლიგა
რძლის ეგზომ უკურნებელმა მწუხარებამ, მასაც უძილობა დას-
ჩემდა, წარამარა ხმობილობდა მკურნალებსა და მესნეულეებს,
შაკიკის წამალს სვამდა დღენიადაგ.

***
ერთ ღამეს ძილი გაუტყდა მარიამს, უთენია ადგა და ელენეს
საძილო დარბაზში შეიჭვრიტა. დასიცხული დედოფალი პირაღ-
მა იწვა, შიმუნვართა წინამდგომი შარვაშისძის ასული, მზისა-
ვარ, ტლეებს ადებდა შუბლზე.
„ეს მითხარი, გეთაყვანე, – ეკითხება მარიამი თავის რძალს,
– გვანცას მართლაც თუ მოსდგამს ბაგრატოვანთა სისხლი?“
ელენემ მარჯვენა ხელით მოიცილა შუბლიდან ტლე და
მიუგო:
„დიახაც, მოსდგამს მეფური სისხლი გვანცას. აკი დიდდედა
მისი არტანუჯელი ბაგრატოვანის ასული იყო. ნუთუ პირველად
გესმის, გენაცვალე, თუ არა ვცდები, სხვა დროს მითქვამს კიდე-
ვაც შენთვის: შამან ერისთავის მამას, ედიშერს, ბაგრატოვანთა
ქალი ჰყავდა ცოლად“.
მარიამი სდუმდა მცირე ხანს, მერმე ფიქრებს თავი გაართვა
და ასეთი რამ ჰკითხა თავის რძალს:
„ჰო, მაგრამ მერამდენე მუხლის ნათესაობა უწევს, გეთაყვა-
ნე, თუ იცი?“
„მერვე მუხლისა“.
„ეჰ, ეგზომ შორეული ნათესაობა ნომოკანონითაც დასაშვე-
ბია. ბიზანტიელი იმპერატორები თავიანთ გარეთა ბიძაშვილე-
ბის ნაშიერებსაც ცოლად ირთავდნენ, გეთაყვანე, რა უშავს... რა
უშავს...“

***
დედოფლების ღამეული ჩურჩული მეორე დღესვე მთელს სა-
სახლეს მოსდო შარვაშისძის ასულმა, მზისავარმა. ყველას სა-
თითაოდ ანამუსებდა, ოთხივე სახარების მადლს აფიცებდა ყვე-
ლას. მემაშხალეებმა და მესაწოლე ბერებმა ასევე „საიდუმ-
ლოდ“ და „ფიცის ქვეშ“ გაანდეს იგი ნაჭარმაგევში სტუმრად ჩა-
მოსულ დიდაზნაურებს, ეპისკოპოსებს, ხუცესმონაზვნებსა და
ბერებს.
759 მკითხველთა ლიგა
ბოლოს მთელ საქართველოში დაირხა ხმა:
დავით მეფემ ყიფჩაღთა უმთავრესთან დამოყვრებაზე ხელი
აიღო და შამან ერისთავის ასულს, გვანცას ირთავსო ცოლად.
ყველაზე უწინ გოლგოთელ ეპისკოპოსს მისწვდა ეს ხმა, იგი
ახლა უკვე საქვეყნოდ ღაღადებდა:
მეფური სისხლის ქალი, მამულისათვის ომებში მრავალნა-
ცადი ერისთავის ასული სასახლეში გვყავს და რა ჭკუაა, ვიღაც
მეჯოგე ყიფჩაღთა უმთავრესის ნაშიერი ტახტზე ავიყვანოთო?
მთელს სამეფოში აყაყანდნენ პატივდაკლებული ეპისკოპო-
სები და აზნაურები, თრიალეთის საერისთავოში ჩამორჩენილი
ლიპარიტელებიც ამოძრავდნენ, დავით მეფის მტერ-მოყვარენი
და ქვეგამხედვარნი გზაჯვარედინებზე გაჰკიოდნენ:
„აღარ გვინდა ყიფჩაღთა უმთავრესის ქალის ბაგრატოვანთა
ტახტზე აყვანა“.
მაქსიმე დირბელი და სხვა ქვეგამხედვარნი, რომელნიც დე-
დისიმედის გადაკარგვას დავით მეფის წინააღმდეგ საბასრებ-
ლად იყენებდნენ, უფრო მძიმე ბრალდებებს თხზავდნენ: დავით
მეფემ ქარიმან სეტიელს მოაშთობინა ლიპარიტის ასული, უკმა-
ყოფილოთათვის თვალის ასახვევად ლულუ ბენ ჰაიდარი წარ-
გზავნაო პალესტინას.
იგი სარწმუნოებისადმი გულაყრილი რომ არ იყოს, რაღათ
ესაჭიროებოდა ან ყიფჩაღთა უმთავრესის ასულის ცოლად შერ-
თვა, ან უშჯულო ყიფჩაღების ქართლში ჩამოთესლვა? გოლგო-
თელი და მისნი მემხრენი ძველ ამბებსაც გადასწვდნენ: ყიფჩა-
ღის ქალი იყო ტჲურკან ხათუნი, მალიქ-შაჰ სულტნის უფროსი
ცოლი, რომელმაც ჯერ სულტანი მოაწამვლინა, ბოლოს მისმა
მემხრეებმა მოწამლეს სულტანი ბარქიაროკი. შემდგომ ამისა,
მთელი სასულტნო ღორის ჯაგარივით აირიაო.
დავით მეფეს ამას ყოველივეს მოახსენებდა ხოლმე ქარიმან
სეტიელი, მაგრამ იგი დუმილით ისმენდა ამ ამბებს.

***
მზისავარ შარვაშისძის ასულს არც მამულიშვილური გრძნო-
ბები აწუხებდა, არც დავით მეფის პიროვნული განცდანი.
იგი ბაგრატოვანთა სასახლეში ჩამჭკნარი შინაბერა იყო. თა-
ვის დროზე ულამაზესმა ქალმა ბარე სამიოდე დიდაზნაურს უარი
760 მკითხველთა ლიგა
უთხრა ცოლობაზე, რადგან ცხუმის ერისთავის ოჯახიდან გამო-
სულს აკვიატებული ჰქონდა: მხოლოდ ერისთავს გავყვებიო თა-
ნამეცხედრედ, მაგრამ რაკი მის მიერ დაწუნებულმა დიდაზ-
ნაურებმა თავათ მოიწყვეს პირადი ცხოვრება, მზისავარ გაუთ-
ხოვარი დარჩა...
ნაჭარმაგევის სასახლეში როგორც კი განახლდა ჩურჩული
ყიფჩაღთა უმთავრესის ასულის ჩამოყვანის გამო, მზისავარ უც-
ნაურად ატროკდა. იგი ასე ვარაუდობდა:
ვინ იცის, რა ზნეს გამოიჩენს ყიფჩაღთა უმთავრესის ასული,
ბარბაროსული ტომის ნაშიერი, იგიც წარმართი?
შესაძლოა, თვალში მოუვიდე და მიმტროსო. ეს შიში უკვე
მთელს სასახლეში იყო მოდებული, განა მარტო ნაჭარმაგევში,
ბოჭორმის, მუხრანის, გეგუთისა და წაღვლისთავის სასახლეებ-
ში ცახცახებდნენ მოხუცებული შიმუნვარები, გამგეთუხუცესები:
ვაითუ უშჯულო დედოფალი მოგვევლინოს და პატივის დაკლება
მოგვიწყოსო განუკითხავად.
მზისავარ წინასწარ იყო დარწმუნებული ახალი თანამეცხედ-
რე მეფისა, არამც და არამც არ ემგვანებოდა ღვთისმოსავსა და
სათნო ელენე დედოფალს, რომელსაც, დიახაც, არ მოსწონდა
უქნარა და ხვანჯების მოყვარულ შინაბერა მზისავარის განუკით-
ხავი პარპაში როგორც გეგუთის, ისე ნაჭარმაგევის სასახლეში,
მაგრამ ყოველივეს ითმენდა ქრისტიანულ გულმოწყალეობას
აყოლილი.

***
ერთ დღეს უთენია ადგა მზისავარ, სასახლის ბაღში დაკრიფა
უამრავი ვარდები და გვანცას საძილო დარბაზისაკენ გაემართა.
გვანცა წინადღეს სათევზაოდ ჰყავდათ წაყვანილი გიორგი
მეფესა და მახარაის, ხურვება შეჰყროდა ღამით. ახლა დასიცხუ-
ლი იწვა ლოყებშეფაკლული. მზისავარმა ფრთხილად შეაღო კა-
რი და თავი შერგო:
„ხომ არა გძინავს, შემოგევლე?“
არა მძინავსო, უგუნებოდ მიუგო ოდნავ განაწყენებულმა
ქალმა. მზისავარ ახლად ჩამოსული იყო აფხაზეთიდან, დიდი
ხნის წინათ ჰყავდა იგი ნახული გვანცას. არ იამა ამ ახმახი, თვა-
ლებჩაცვენილი, ჩონჩხად ქცეული დიაცის დანახვა.
761 მკითხველთა ლიგა
მზისავარ მიხვდა, ერისთავის ასულს რომ არ ესიამოვნა ეგ-
ზომ უკითხავი და ნაადრევი წვევა. ვარდები მიართვა, ზოგი
ხელში შეაჩეჩა, ზოგიც ბალიშებსა და საწოლზე მიმოაბნია. სას-
თუმალთან მიუჯდა ავადმყოფს, შუბლზე აკოცა და აბრეშუმი-
სებრ ვასვასა თმებზე მოუცაცუნა.
„იცი თუ არა, შემოგევლე, შენისთანა ბედნიერი ქალი მთელს
ჩვენს სამეფოში რომ არ არის ამჟამად?“
გვანცა შეცფუნდა:
„რასა ბრძანებ, დეიდა მზისავარ?“
„მერწმუნე, ჭეშმარიტად უბედნიერესი ქალი ხარ, შემოგევ-
ლე, არა მარტო ეგა, ულამაზესიცა. ყოველივე ისე წარიმართა,
ბედნიერება უნდა მიენიჭებინა შენთვის უფალს ყოველივე, რაც
მოაქჟამამდე მოხდა და რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი აგრე
უნდა მომხდარიყო, რადგან განგების მიერ აგრეა დათქმული.
უფალი სულგრძელია და შორსმჭვრეტელი, როცა ჩვენა
გვგონია ბედისამარა მიგდებული ვართ, იგი ჩვენთვის ზრუნავს
ნიადაგ. უფალი ყოველთა მცნობია, მუდამ ჩვენს შორისაა და
ჩვენს გულში, რადგან იგი ყოველივე იდუმალების თვალნათ-
ლივ მხილველია“.
ესა სთქვა მზისავარმა და ოქროჭედილ ხატს მაცხოვრისას
შეხედა, მოპირდაპირე კედელზე დაკიდულს.
გვანცა ვერ მიხვდა, თუ რისი თქმა ეწადა მზისავარს, ან რას
მოასწავებდა მისი ბნელმეტყველება. ბალიშებზე ჩამოიწია, ცალ
იდაყვზე დაეყრდნო, თანაც ხალათი წამოისხა გაშიშვლებულ ზე-
მოტანზე.
„აბა, სიმართლეს გეტყვი, დეიდა მზისავარ, ჩემისთანა უბე-
დო ქალი არა მარტო საქართველოში, მთელს საქრისტიანოში-
აც არ იქნება ალბათ“.
შარვაშისძის ასულმა ზეასწკიპა თავისი მომშვილდური წარ-
ბები.
„რას ამბობ, შემოგევლე?“
„განა შენ თავათ არ იცი, დეიდა მზისავარ, რა მუხანათურად
წამკიდებია ბედი? დედა ადრე დამეკარგა, უსინათლო მამას რა
შეეძლო. ჩემს გულს აროდეს უგრძვნია ის სალბუნი, რომელიც
სიკვდილამდის მიყვება ადამიანს, ამიტომაც ახსენებს მომაკ-

762 მკითხველთა ლიგა


ვდავი დედას. ჩემი გული გათოშილია სიყვარულის სიტფოს
მოკლებული“.
„ღმერთს ნუ გმობ, ერისთავის ასულო. მცირე რამ მეცა მსმე-
ნია შენს გამო. უმამაცესი ვაჟკაცები ჩვენი სამეფოსი გეტრფიან,
მე თავათ ვიცნობ რამდენიმე ერისთავს, რომელიც უხმოდ იტან-
ჯებიან შენდამი ტრფიალისაგან გათანგულნი“.
„ეჰ, დეიდა მზისავარ, ალბათ შენც გყვარებია თავის დროზე
ვინმე, როგორც მსმენია ძლიერ ლამაზი ყოფილხარ. ალბათ
შენც არაერთი აზნაური გეტრფოდა, მერმე რა? ბედნიერება მარ-
ტოდენ იგი როდია, როცა შენ გეტრფიან, არამედ როცა შენ თა-
ვათ გიყვარს და მუქაფას მიგიზღავს მიჯნურის გული.
როგორცა სჩანს, მე მისჯილი მაქვს განგებისაგან, იგი მიყ-
ვარდეს, ვინც თავის თავს აღარ ეკუთვნის.
უფალმა მომიტევოს ასეთი მკრეხელობა, მაგრამ ეს აგრეა,
დეიდა მზისავარ“.
მზისავარმა კარებისაკენ გაიხედა, მწოლარესკენ გადაიხარა
და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
„აბა, ერთს იდუმალ ამბავს გამცნობ, შემოგევლე, ოღონდ არ
გამთქვა, იცოდე, თორემ სასახლიდან დამითხოვს დედოფალი
ელენე“.
გვანცა შეცფუნდა:
რა საიდუმლო უნდა იყოსო ასეთი?
„წუხელი, გვიანი ღამით, – ჩურჩულითვე განაგრძო მზისა-
ვარმა, – ტლეებს ვადებდი დიოფალს, ელენეს. მას სასთუმალ-
თან უჯდა მარიამ დედოფალი და მთელი ღამე შენს გამო ჰქონ-
დათ საუბარი“.
„ჰო, მაგრამ რა საუბარი უნდა ჰქონოდათ ჩემს გამო დედოფ-
ლებს? რასა ბრძანებ, დეიდა მზისავარ?“
„რასა და ორივენი იმ აზრისა არიან: შენ უნდა გახდე დედო-
ფალი საქართველოსი. შენ იცი და შენმა ქალობამ, შემოგევლე,
როგორ შეიშნობ ამას ყოველივეს, იმედია, არც ჩვენ დაგვივიწ-
ყებ, ჩვენ, ვინც სიყრმე და ჯანი შემოვალიეთ ბაგრატოვანთა
კარს“.
გვანცას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მთელი სხეული
დაერღვაო, ბალიშებში ჩარგო თავი და ატირდა ბალღივით.

763 მკითხველთა ლიგა


მან აღარ იცოდა, რას მოასწავებდა ეს ყოველივე, ან რა ეთ-
ქვა განაგონის საპასუხოდ?
მცირე ხანს აგრე იწვა პირქვე დამხობილი, მერმე ისევ დაეყ-
რდნო იდაყვებზე და სთქვა:
„რასა ბრძანებ, დეიდა მზისავარ, მე ვინ მაღირსებს ასეთ პა-
ტივს!“
„დიდი ხანია, ამ საქმეს მივესწრაფი, მე ვინა მკითხავს მეფე-
თა საქმეში ჩარევას, მაგრამ ამქვეყნად ყოველივეს თავისებური
მნიშვნელობა აქვს, ყოველ სიტყვას სადმე საუბარში ჩართულს,
ყოველ ამბის დანიშნულებისამებრ დროზე მიტანას.
ჯერ კიდევ იმ წელს, როცა ლიპარიტი და მისი ოჯახი გეგუთის
სასახლეში სტუმრობდნენ, მე მუდამ ამას ვუჩიჩინებდი ორივე
დედოფალს, დედისიმედი, დიახაც, ულამაზესია და უსათნოესი
ქალწულთა შორის, მაინც არ გარგებთ-მეთქი მოღალატე ლიპა-
რიტის ოჯახთან დამოყვრება. ასკილს ჯერ არაოდეს მოუსხამს-
მეთქი ვარდი.
ჩემი თათბირისთვის ყური რომ დაეგდოთ, ახლა სულ სხვა
გზით წარიმართებოდა დავით მეფის ცხოვრება, შესაძლებელია,
ის სვედავსილი დედისიმედიც ცოცხალი ყოფილიყო, ბოლოს და
ბოლოს, რომელიმე ერისთავს გაჰყვებოდა ცოლად და ესოდენ
მწუხარებას არ მოჰგვრიდა მისი დაღუპვა დავით მეფეს“.
გვანცას ლოყები შეუფაკლდა ამ სიტყვების გამგონეს.
„ცოცხალი იქნებოდაო? რა იცი, დეიდა მზისავარ, დედისიმე-
დი ცოცხალი რომ არაა?“
მზისავარ შეცბუნდა:
„მე რა ვიცი, შემოგევლე, მაგრამ სხვანი სხვას ამბობენ.
დირბელი მაქსიმე აგრე ამტკიცებს: ქარიმან სეტიელის სულ-
ზეაო მისი ცოდვა, და მე ის გითხარი, რაც გამიგონია.
ცოცხალი, ჰმ, აკი ამბობენ... რაღა მკვდარი და რა შინ მოუს-
ვლელიო“.
მცირე ხანს სდუმდა მზისავარ, კარებისკენ მიიხედა და დას-
ძინა:
„ოღონდ შენ იყუჩე, შემოგევლე, და მე დანამდვილებით გა-
მანდო მისრატულთუხუცესმა ერთმა: ცხენებს ამზადებენ სამეფო
საჯინიბოში. სარწმუნო კაცნი უნდა წარგზავნონ, რათა დამოყ-
ვრებაზე უარი შეუთვალონო ყიფჩაღთა უმთავრესს“.
764 მკითხველთა ლიგა
დერეფნებიდან ნაბიჯების ჩქამი მოისმა. მზისავარ დაფეთე-
ბული ზეწამოიჭრა, უკუსვლით წავიდა კარებისკენ, ბოლოს ისევ
გამობრუნდა, თავზე წამოადგა მწოლარეს, საჩვენებელი თითი
ტუჩ-პირთან მიიტანა:
„ოღონდ იცოდე, ტსსსუ... დაიხსომე, შემოგევლე: ვადაზე ად-
რე გათქმულ საიდუმლოს ბედითი შედეგები მოჰყვება ხანდა-
ხან“.

***
უკანასკნელ წლებში გიორგი მეფეს სახელმწიფური მნიშვნე-
ლობის საიდუმლოს არც უმხელდა ჭყონდიდელი, მოხუც მეფეს
ისე გაბეზრებული ჰქონდა ამ ამბებისაგან თავი, არც ნაღვლობ-
და მაინცდამაინც...
ყიფჩაღეთს სარწმუნო კაცთა წარგზავნის დადგენა მას არც
გაუგია; ერთი რამე მტკიცედ მიინიშნა გიორგიმ: როცა თავათ
იგი და ორივე დედოფალი წინ აღუდგნენ თაკვერს გაბრუნებას
ერისთავის ასულისას, დავით მეფე ესწრებოდა ამ ამბავს, იგიც
მიენიშნებინა გიორგის, რომ გვანცას წასვლის ან არწასვლის
გამო დავითს არც ჰო უთქვამს და არც უარი, და როცა ერისთა-
ვის ასულის ნაჭარმაგევში დარჩენა გადაწყდა, იდუმალი სიხა-
რულის სხივი აკიანთდა მეფის თვალებში.
ამ ამბის გამო უჩვეულოდ გამხიარულდა გიორგი მეფე. იგი
დღენიადაგ ამის მონატრული იყო, ბოლოს და ბოლოს, სიხარუ-
ლი მოეხვეჭა ამქვეყნად მის ერთადერთ ვაჟს.

***
ერთხელ ძილი გაუტყდა გიორგის, დილაადრიან მარიამ დე-
დოფალს ეწვია. დაჯდომა ვერ მოასწრო, ისე სთქვა:
„აბა, მე შენ გეტყვი, მაიკო, ეს ოხერი ჩემი გული თაკვერელი
მესტვირის გუდასავით გამძლე ყოფილა, მაგრამ იცოდე, ერთხე-
ლაც იქნება, გასქდება ეს ტიალი ამდენი ტანჯვისაგან“.
მარიამმა მზერა გაუმართა ძმას:
„ვეღარც მე ვარ კარგად, შენმა მზემ გიორგი, გულიც გამე-
თანგა და გონებაცა, ერთი მითხარი, ვინ დასწყევლა ჩვენი ოჯა-
ხი, გიორგი? სადაცაა გავიქცე აქედან, გეთაყვანე!

765 მკითხველთა ლიგა


ამას წინად მაჯის შემტყობნი მოვაყვანინე. მღელვარებას
მოერიდეო, მირჩევდნენ. ახლა შენ მიბრძანე, როგორღა მოვე-
რიდო მღელვარებას, გეთაყვანე.
ხომ ხედავ, ჩემი რძალი ელენე ლოგინად ჩავარდა დარდი-
საგან. იგი აგრე ამბობს, ღმერთმა ნუ შემასწროს იმ დღეს, ჩემი
ერთადერთი ვაჟის თანამეცხედრედ წარმართი დიაცი დაჯდესო
ბაგრატოვანთა ტახტზე... თუ ეგ მოხდა, ალბათ იმავე დღეს
ამომხდებაო სული.
მართლაც, რა გასჭირდა ასეთი გეთაყვანე, არ გვინდა, არ
გვინდა უშჯულონი. აგერ არა გვყავს გნოლის მართვესავით
სათნო ქალი? ზოგს აუჩემებია: მეფური სისხლი, ეს მიბრძანე,
გეთაყვანე, რა მეფეები უნდა ჰყოლოდათ ცხენიჭამია ყიფჩა-
ღებს. წუხელ ელენემაც დაიმოწმა: არტანუჯელ ბაგრატოვანთა
სისხლი აქვსო გვანცას“.
„განა შენ აქამდის არ იცოდი, ვეჟო, ბაგრატოვანთა ქალი
რომა ჰყავდა ედიშერ ერისთავს, შამანის მამას, არტანუჯელი
ბაგრატოვანისა? ახლა ეგ აუჩემებია ჭყონდიდელს: მეფეთათვის
უხერხულიაო პირის გატეხა. ჰა, ჰა, ჰა, სიბერეშიაც რომ ვერ
მოიშალა გიორგი მონაზონმა მიამიტობა.
რაც ამქვეყნად პირობა გაგვიცია მეფეებსა და სულტნებს, ეს
ყოველივე სისრულეში რომ მოგვეყვანა, ახლა თხა და მგელი
ერთად დაიწყებდნენ ძოვას. რა ვუყოთ მერმე. სიტყვა ხან ოქრო-
სებრ მძიმედ გასატეხია, ხან ნივრის ნაქურცვენივით ფშუტე.
როცა მალიქ-შაჰ სულტანთან ვსტუმრობდი ბაღდადში, ერთ
საღამოს დავითვერით, ნადირობიდან სასახლეში მიბრუნებულ-
ნი. სწორედ რომა ვთქვა, მალიქ-შაჰ ჩემზე ადრე დათვრა, რად-
გან მუსლიმანები თრიაქს, დიახაც, კარგად უძლებენ, მაგრამ
ღვინისგან მალე ითვრებიან ხოლმე.
ღაწვისთავზე ზედიზედ მაკოცა მალიქ-შაჰმა და მითხრა:
„შენ ისე მომეწონე ჯეირანზე ნადირობისას, მამობრივ
მზრუნველობას არ მოგაკლებ ალლაჰის მადლმა, ეგეც იცოდე,
არც არასდროს მოგთხოვ ხარაჯას“.
საქმე არა გაქვს? მას შემდეგ ბარე ათ წელს ვუხდიდი ხარა-
ჯას ისპაჰანს, სანამ დავით მეფემ უარი არ შეუთვალა მაგ სულ-
კატიან სულტანს, ბარქიაროკს“.

766 მკითხველთა ლიგა


დერეფნიდან მოისმა ერთობლივი ჟღარუნი ეჟვნებისა. გი-
ორგიმ ხმა გაკმინდა და კარებისკენ გაიხედა.
მახარაი შემოუძღვა უფლისწულს, დემეტრეს, რომელსაც
ფოლადისფერი ქორი ესვა მარცხენაზე, ხოლო თავათ მახარაის
გრაგნილი ეჭირა ხელში.
გიორგიმ თვალი ჰკიდა, ღიჭედ დარჩენილ კარის ზღურბლს
გადაღმა წითელ-ყვითელ კაბა-ჯუბით მორთული ჟღარუნა იდგა,
მასაც ქორი ესვა მარცხენაზე.
უფლისწულს წითელი ყაბაჩა ეცვა, ოქრომკედით მკერდმო-
ხატული, წითელი ჩექმები ამშვენებდა მის მაღალწვივიან ფე-
ხებს. ოქროსფერი კულულები გადმოღვროდნენ შუბლზე. გიორ-
გი წამოდგა და გადაკოცნა დემეტრე.
სახე გაუბრწყინდა მოხუცს ცალკერძ შვილიშვილისა და
ცალკერძ ფოლადისფერი ქორის ხილვისაგან, გრაგნილს თვა-
ლი გადაჰკრა და უთხრა მახარაის:
„ეს ქორები სადაურია, ვეჟო?“
„ერისთავმა არიშიანმა მოუძღვნა უფლისწულს, დემეტრეს“.
„როგორ? ეს ორი ქორი?“
„ორიო? ბარე ჩვიდმეტი ქორი და თორმეტი მიმინო, მათ შო-
რის, შვიდი შავარდენი ნაკრტენგამოცვლილი“.
ახლა გრაგნილი გახსნა გიორგიმ, მცირე ხანს მდუმარედ
კითხულობდა, ბოლოს გახარებული ეუბნება მარიამს:
„საამური ამბებია, მაიკო, სტრატიგი ნოტარი და ეპიფანე
არამსმელი იუწყებიან კონსტანტინოპოლიდან: მაისის დამლევს
უნდა გეწვიოთ, ერწუხში გამარჯვება უნდა მივულოცოთო დავით
მეფეს.
პატრიკი მოდისტოს თან გვახლავს და სამი ეპისკოპოსი,
სმირნელი ეპისკოპოსი თერაპონტე ჩვენთან აპირებდა წამოს-
ვლას. თერაპონტე ავად გაგვიხდა, ალბათ მალე გამომჯობინდე-
ბაო ღვთით“.
მეორე მხარეს გადააბრუნა გიორგიმ ეპისტოლე და გახარე-
ბულმა წამოიძახა:
„დახე, რა მომხდარა, მაიკო, კეისარს ალექსი კომნენს გული
მოუბრუნებია ნოტარის მიმართ, ისპაჰანს აგზავნის თურმე დეს-
პანად.

767 მკითხველთა ლიგა


ეგ არაფერი, მახო, აქ კიდევ სწერია საამური ამბები. შვიდი
ბიზანტიური მეძებარი წინასწარ გამოუგზავნია მოდისტოსს ჩემ-
თვის: დიაკონს ლუკას და მონაყოფილს მავრას წამოუყვანიათ
თურმე ისინი უკვე, სულ მალე ხუფთაში ჩავლენ, მეითარები და-
ახვედრეთ, თორემ თქვენი ქვეყნის გზები არცთუ კარგად
იციანო დიაკონმა ლუკამ და მონაყოფილმა მავრამ“.
მახარაისაც თვალები გაუბრწყინდა ბიზანტიური მეძებრების
ხსენებაზე.
„ძველისძველი მეგობარია ჩემი პატრიკი მოდისტოს, – გა-
ნაგრძო გიორგიმ, – როცა კარის ციხესთან ვებრძოდი თურქებს,
იგი ერთ წუთსაც არ მომცილებია, ლომურად იბრძოდა. შენ რომ
იცოდე, მაიკო, რა ვაჟკაცია პატრიკი მოდისტოს“.
მარიამს გაეღიმა:
„მეც კარგად ვიცნობ, გეთაყვანე, მოდისტოსს. ყოველ ახალ
წელს პირველი მეფეხური იყო იგი ჩემს სასახლეში. როცა ჩემს
კონსტანტინეს ცილი დასწამეს მეშურნეებმა, დღენიადაგ ჩვენ-
სას იყო პატრიკი მოდისტოს. იგი ჭეშმარიტი ქრისტიანია და ასე-
თივე რაინდი“.
მარიამ დედოფალი წერილს ელოდა თავის ვაჟის კონსტან-
ტინესაგან, გაიხარა ამ ამბის გამგონემ, ისინი მაინც ჩამომიტა-
ნენო ბარათს. დავით მეფე შემოვიდა. ყვრიმალზე აკოცა თავის
ვაჟს, ქორს შეუშვირა მარცხენა და ზედ დაისვა.
გულმკერდზე სული შეუბერა, მერმე წკიპურტი ჰკრა ბოლო-
ებში. ქორი ომახიანად გაიმართა წელში და ფეტვისფერი თვა-
ლები დაუბრიალა მეფეს.
დავითმა სთქვა:
„ეს, რამდენი წელია, ქორი არ დამისვამს ხელზე“.
„აბა, მე გეტყვი, ჩვენო პატრონო, ქორისთვის მზერის გამარ-
თვა ყოველ დილით მართებს ვაჟკაცს“.
წაიდუდუნა მახარაიმ.
დავითმა ისევ დემეტრეს გადასცა ქორი, დედოფალ ელენეს
მიუჯდა სასთაულთან.
„მაჯის შემტყობნი თუ იყვნენ ამ დილით?“ შეეკითხა დავითი
მზისავარ შარვაშისძის ასულს.
ესეცაა წავიდნენო. მიუგო შიმუნვართა წინამდგომმა.
რა სთქვესო? იკითხა მეფემ.
768 მკითხველთა ლიგა
გამომჯობინდაო, დღეს-ხვალ ბაღში გავიყვანთო დიოფალს.
მარიამ დედოფალიც გაახალისა კონსტანტინოპოლიდან
გრაგნილის მიღებამ.
„იცი გიორგი, – ეუბნება იგი თავის ძმას, – უცნაურად გამ-
გვანებენ შენ პატრიკს მოდისტოსს. იგიც შენსავით ჯანმაგარია
და გულგაუტეხელი. თუმცა თვით წარბებშიაც აღარ შერჩა არც
ერთი შავი თმა. მაგრამ ნადირობას მაინც არ იშლის. უფრო
მეტს გეტყოდი... – მარიამი შეყოყმანდა, თანადამსწრეთ მზერა
მოავლო და ღიმილით განაგრძო, – წარმოიდგინე, არც მიჯნუ-
რობას იშლის პატრიკი მოდისტოს“.
„რაო, ცოლი არ შეურთავს ჯერაც?“
იკითხა გიორგიმ.
„უცოლოდ დაბერდა მოდისტოს, მაგრამ დიდად მომხიბვლე-
ლი მოხუცია, საუცხოვოდ უკრავს მაკედონურ არფაზე და ბერ-
ძნულ რაფსოდიებს ზედ ამღერებს.
ჩემი წამოსვლის კვირაძალში ბუკოლეონის სასახლის ში-
მუნვარებს სხვა გასართობი არა ჰქონდათ, მოდისტოსის გამიჯ-
ნურების გამო ჭორავდნენ დღენიადაგ, მოდისტოსს შეუყვარდა
სასახლის შიმუნვართა წინამდგომი, სტეფანოზ კურაპალატის
ქვრივი“.
„აჰა, ხომ გესმის, დიოფალო, ამიერიდან მიფრთხილდი იცო-
დე, პატრიკი მოდისტოს ჩემი თანაკბილაა, ჰა, ჰა, ჰა!“ გულარ-
ხეინად ხორხოცობდა გიორგი.
„შენ ამბობდი, გულგატეხილიაო, ერთი მითხარი, აბა რა
ჰყრია გულის გატეხაში. მე დავკვირვებივარ, მშიშრები მამაცებ-
ზე ადრე კვდებიან ომებში. ღმერთს აგრე უნებებია, მაიკო, ჩვენ
მხოლოდ ერთხელა გვაქვს უფლის მიერ მინიჭებული ხორ-
ციელად ამქვეყნად მოსვლა. ამიტომაც უნდა გავიხაროთ, სანამ
ცეცხლის მახვილიანი მთავარანგელოზი თავზე წამოგვადგება
და სულს არ მოგვთხოვს.
ამ დილით გამახარა ჩემი შვილიშვილის მარცხენაზე ქორის
დანახვამ, ჩემი გარდაცვლილი წინაპრები მომაგონა, ცალ ხელ-
ში ქორითა და ცალშიაც ხმლითა.
ჩემი შვილიშვილის შვილებიც აგრე ივლიან ალბათ ქორითა
და ხმლით ხელდამშვენებულნი უკუნითი უკუნისამდე, მაიკო“.

769 მკითხველთა ლიგა


„შენ რამდენი წლის იქნებოდი, გეთაყვანე, როცა ქორი შეის-
ვი პირველად ხელზე?“
შეეკითხა მარიამი დავითს.
მეფემ ღიმილით მიუგო:
„მე ათისაც არ ვიყავი, როცა ქორი შემაჩეჩა მახარაიმ ხელ-
ში“.

***
კურაპალატისსა მელიტა შემოვიდა გახარებული.
ეს რა მშვენიერი ფრინველები მოჰგვარესო უფლისწულს!
დემეტრე ყელზე შემოეჭდო მამამისს:
წამოდი ქორები ვნახოთო.
გიორგი აუხირდა თავის დას:
შენც წამოდიო, მაიკო. მარიამი სიცილს ვერ იკავებდა:
მე რომელი მენადირე მნახეთო! მაინც თან გაჰყვა გიორგის.
მახარაის ნიანია ბაკურიანი და ჯონდი ერისთავიც გამოეტყუები-
ნა, ისინი თავიანთ ყავარჯნებს დაყრდნობილნი მიკელანობდნენ
საბაზიერო სახლისკენ.
თანაც იცინოდნენ: ამ ყავარჯნებით ბევრს გამოვადგებითო
ნადირობაში მახარაის. დავითმა ორივენი გადაკოცნა.
„ამ ქორებს მერჩია, ჩემი ნამდვილი ქორები უყავარჯნოდ მე-
ნახეთ ამ დილით“.
„ეგეც სულ მალე იქნება, ჩვენო პატრონო, ჩემი დასტაქარი
დაპირებულია, მომავალ შაბათს გადაგაყრევინებთო ყავარ-
ჯნებს“. მიუგო ნიანიამ.
„ოღონდ შენ გნახო მომღიმარი, ჩვენო პატრონო, ამ ჯოხებს
თუნდაც ახლავე გადავყრი“, სთქვა ჯონდიმ.
„არა, ამ საქმეში მეფეზე მეტად დასტაქარს უნდა დაუჯერო,
ჯონდი“.
ჟღარუნა ცას ეწეოდა სიხარულისაგან. იგი ამჩნევდა, დავით
მეფემ გული აიყარა ნადირობაზე. გიორგი მეფე ალბათ სადაცაა
წინაპრებთან წავა, და ვაითუ დავითმა საბაზიერო სავსებით
გააუქმოს, სამადლო პურის ჭამა მომიხდესო ამ სიბერის ჟამს.
ერისთავს არიშიანს მოხუცი ბაზიერი ბატატაიც გამოეგზავნა.
იგი საქმიანად დაჩალიჩობდა რკინის გალიებში, ხიზებს ასხამდა

770 მკითხველთა ლიგა


ქორებს. უწრუწუნებდა, აშოშმინებდა უხიაგად აფხორილ მტა-
ცებლებს.
მახარაიც შევიდა გალიაში, მაცქერალთ ესმოდათ, თუ რო-
გორ ეჩურჩულებოდა იგი ქორებსა და მიმინოებს, ბოლოს ერ-
ბოსფერი ქორი გამოიყვანა ერთი, მთელი წყრთის სიგრძისა, სა-
ბაზიეროს წინ მოგროვილთ მიჰგვარა და გახარებულმა სთქვა:
„იცით, რა ქორია ეგა?“
„აბა, ჩვენ რა ვიცით, ქორის კარაბადინში ჯერ არ ჩაგვიხე-
დავს“. მიუგო მომღიმარე დავითმა.
„ეგ ქორი ეგვიპტური წარმავლობისაა, სწორედ ესაა მგალო-
ბელი ქორი“. გიორგი მეფე ჩახედული იყო ბაზთა საქმეში, მანაც
გაიოცა:
„მგალობელიო? რასა ბრძანებ, ვეჟო?“
„ეგვიპტეში ცხოვრობენ ასეთი ქორები, ბედუინებს ჩამოჰ-
ყავთ ისინი ბაღდადისა და ისპაჰანის ბაზთა ბაზრებზე“, გიორგიმ
გადაიხარხარა:
„რას ამბობ, ვეჟო, ქორი და გალობა? შენ რაღაც გეშლება,
მახო“.
ბაზიერი ბატატაი წინ წამოდგა, დაუდასტურა მახარაის, ეგ
ქორი ჭეშმარიტად მგალობელიაო, მე ვუთვალთვალებდი, ამ
დილითაც გალობდაო იგი.
გიორგიმ სთქვა:
„ეჰ, ადამიანები ხშირად ცხოველებისა და ფრინველებისგა-
ნაც უნდა სწავლობდნენ ჭკუას, მე და ჩემმა ღმერთმა. თუ ამ
დატყვევებულს, საწყალობელ ფრინველს გალობის თავი აქვს,
თქვენ რა მოგდით, ახალგაზრდებო, ცხვირ-პირი რომ ჩამოგტი-
რით ხანდახან.
ვინძლო ქორის წაბაძვას თაკილობთ, მე მომბაძეთ, ვაჟებო,
სულ ხუმრობითა და შექცევით ვუახლოვდები სიკვდილს. გაიხა-
რეთ, გაიხარეთ, სანამ ჩემებრ არ დაგათოვთ თავზე“.
ახლა ჯაჭვისფერი ქორი გამოიყვანა მახარაიმ და გიორგი
მეფეს შეასვა ცერზე.
„უფალი მწედ გეყოლოს, მახო, ქორი ძალის მომნიჭებელია,
ჩემს სიჭაბუკეში როგორც კი პირს დავიბანდი, სულკურთხეულ
მამიჩემის საბაზიეროში მივდიოდი, საუკეთესო ქორს ავირჩევ-
დი, ცერზე შევისვამდი და ვუჭვრეტდი მას. ამიტომაც მიბოძა
771 მკითხველთა ლიგა
უფალმა სითამამე ქორისა და მოთმინება კამეჩისა, თორემ ჩემს
გაძაღლებულ ცხოვრებას როგორღა ავიტანდი“.
დავითს ენიშნა მამის სიტყვები. მართლაცდა, ყოველ წამს
უნდა გამოსძალო კაცმა სიხარული, უამისოდ რაღაა ცხოვრება?
თვალი შეავლო ხარიხებზე გამწკრივებულ ბაზთა და
მოაგონდა გეგუთში, ქუთაისსა და ლიპარიტის უბანში გატარე-
ბული სვებედნიერი დღეები, ყველანი აქ იყვნენ: ნიანია, ჯონდი,
გვანცა და მახარაი, ერთადერთი დედისიმედი აღარ იყო მათ შო-
რის.
მახარაიმ ქვიშისფერი მიმინო გამოიყვანა ერთი, გვანცას შე-
ასვა ცერზე და უთხრა:
„ეგ თვალწითელა მიმინო ბედნიერების მომტანია, გვანცა“.
„ეჰ, ბედნიერებას მე ვინ მაღირსებს, უფლისწულო ბატონო“.
მიუგო ერისთავის ასულმა.
„იმედი არასოდეს არ უნდა დაჰკარგო, გვანცა“. სიტყვა ჩა-
ურთო დავითმა და თვალწითელა მიმინოს ჩახედა გაკაპასებულ
თვალებში.
„რაც არასოდეს მქონია, მას როგორღა დავკარგავდი, მეფევ
ბატონო“.
ახლა ჟრუნი მიმინო გამოიყვანა მახარაიმ, ნიანია ბაკურიანს
შეაჩეჩა იგი.
„ასეთნი გურგანის ზღვის გაღმა ჰყავთ თურქომანებს, იგი შე-
იძლება წეროს მიუტიოს კაცმა, თუ საქმე მისჭირდა, კურდღელ-
საც“.
ამის თქმა მოასწრო მახარაიმ და მესტუმრეთუხუცესი მოვი-
და, გიორგი მეფეს მოახსენა:
ვამეხ თორელი და აზნაურნი მისნი გეახლნენო.
ვამეხ თორელი სპასალარად ჰყავდა გიორგი მეფეს იმ
წლებში, როცა გიორგიმ „წარუხუნა ბერძენთა ანაკოფია თავადი
ციხეთა აფხაზეთისა და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშე-
თისა, ჯავახეთისა და არტაანისა და შემდგომად ამისა აღიღო ქა-
ლაქი კარისა, ციხე ქვეყანა და სიმაგრენი ვანანდისა და კარნი-
ფორისანი და აოტნა თურქნი მის ქვეყნისანი“.
გიორგიმ მახარაის შეაჩეჩა ქორი ხელში და ჭაბუკური ნაბი-
ჯით გაემართა ჩელტის კარისაკენ, რომლის გადაღმა უკვე მოს-
ჩანდნენ ახოვანი ვამეხ თორელი და სამი თოროსანი რაინდი.
772 მკითხველთა ლიგა
კუტიკარის ზღურბლთანვე გადაეხვია ურთიერთს ორი
მხცითმოსილი გოლიათი.
ვამეხ თორელს მხოლოდ ერთხელ ენახა ჯერაც ჭაბუკი დავი-
თი, თამამად მიეახლა მეფეს და ღაწვისთავზე ეამბორა.
უკუდგა და სთქვა:
„ბედნიერი ვარ შენის ხილვითა, მეფევ ბატონო, რა ვუთხრა
ჩემს სიბერეს, ხმლით რომ ვერ წაგეხმარე ერწუხში, მუხლები
დამიძაბუნა სიბერემ, ცხენზე ვერ ვჯდები მისრატულთა დაუხმა-
რებლად, მაინც წამოვედი, შენი ნაალაფარი ვიხილო თვალით“.
ვამეხ თორელიც ბაზთა მოყვარული აღმოჩნდა. იგი ჭაბუკუ-
რის გატაცებით უსმენდა მახარაის:
„აი, ეს ბოლოშავა ქორი არწივებრ ძალმოსილია. არც ისაა
ურიგო, მოყვითალო ფრთენი რომ ამშვენებს და გულ-მუცელზე
სითეთრე გადაჰკრავს, ასეთი ორია, ალბათ ერთი ბუდიდან არი-
ან აფრენილნი. ის მთლად მტუტისფერი, წითელ-ყვითლად და-
წინწკლული ნაკრტენითა, მთლად იშვიათია, მაგრამ ძნიად და-
საგეშია“.
მახარაიმ ვამეხს მკლავზე წაავლო ხელი:
„იმ ორს ხომ ამჩნევ, ერისთავო ბატონო, ხარიხის ბოლოს
მსხდართ. მოშავო თავები აქვთ და ყვითელი ფრთენი, ესენი
წყვილნი თუ მიუსიე, მშველს შეიპყრობენ.
ერთი მათგანი ალბათ დედალია, საერთოდ, ქორთაგან დე-
დალს უფრო ღია ფერის ნაკრტენი აქვს.
ამ ჯიშის ქორებს მოხეტიალეს ეტყვიან, რადგან ისინი მთელ
ქვეყანაზე დახეტიალებენ, უფრო მჭახე ხმა აქვთ, უფრო მძვინვა-
რე თვალები, ამ ჯილაგისანი მხოლოდ ფრინველებს ეტანებიან,
გარეულ ბატებზე სანადიროდ კარგია ასეთი ქორი.
ჰაერში შეიპყრობს თუ არა ბატს ან წეროს, მყისვე მოაშ-
თობს. გარეულ იხვებზედაც გამოსადეგია ასეთი ქორი, მაგრამ
ხანდახან იხვი გაუსხლტება და მდინარეში ჩაყვინთავს, ქორი
თავგამეტებით დააცხრება წყალს და იხრჩობა...“ გიორგი მეფეს
მოსწყინდა მახარაის ქაქანი.
„აკმარე ახლა შენი ქორების ამბავი ერისთავს, მახო, ვამეხს
ნაალაფარი ცხენები, აქლემები და თორ-საჭურველი ვაჩვენოთ,
ისა სჯობია. წამო, საჯინიბოსკენ გავატაროთ სტუმრები“.

773 მკითხველთა ლიგა


***
მეფეთა და ერისთავთა მოსვლას არც მოელოდნენ საჯინი-
ბოში. მეჯინიბეთუხუცესი ავად გამხდარიყო და მისი ნაცვალი,
შოშიტაი, წინ შეეგება სტუმრებს და მოახსენა, იერუსალემიდან
გეახლნენო სარწმუნო კაცნი.
„როგორ ხარ, შოშიტაი, ხომ არ დაგვიბერდი, სქელო?“ –
ეკითხება გიორგი შოშიტაის.
„სიბერე დავთრგუნე, მეფევ ბატონო, მე არც ვახსენებ მას,
სანამ ხმლიანი მთავარანგელოზი თავზე არ წამომადგება...“
„ეგრე უნდა, ჩემო შოშიტაი, სიბერე და სიკვდილი არაოდეს
ვახსენოთ“.
მეჯინიბეთუხუცესის სამყოფელში ზედიზედ დაემხვნენ სოხა-
ნეზე არტავაზ არშელი, ხახუტაი, ლულუ ბენ ჰაიდარ და სიტყვაი
ქორა.
გიორგი მეფემ წამოაყენა არტავაზ არშელი და ეუბნება:
რა ერქვაო მამაშენს?
ვაჩეო, მიუგო არტავაზმა.
არშის ციხის პატრონი ვაჩე უერთგულესი ყმა იყო სულკურ-
თხეულ მამაჩემისა... იგი გააფთრებული ებრძოდა ფადლონ ამი-
რას წეროვანში, და მარცხენა ფრთას ლაშქრისას სარდლობდა,
როცა ბაგრატ მეფემ მეორეჯერ აიღო ტფილისი.
დავითმა მზერა გაუმართა ნახმლევებით ღაწვებდაღარულ
ქაჩალ ვაჟკაცს, გაეღიმა, მისი ოინები ხალიფას ჯარზე რა
მოაგონდა, და არაბულად შეეკითხა მას:
„აბა, ეს მითხარი, არტავაზ, რა სახისაა ეგ ჩვენი დედამიწა?“
არტავაზმა თავათაც გაიღიმა და მიუგო:
„ეს დედამიწა ხუთი ნაწილისაგან შედგება, მეფევ ბატონო,
წარმოიდგინეთ თავი ფრინველისა, ორი ფრთა, გულმკერდი და
ბოლო“.
„ახლა ეგა თქვი, არტავაზ, სად იწყება დედამიწა?“
„დედამიწის თავია ხატაეთი, მეფევ ბატონო“.
„ხატაეთს გადაღმა რა ქვეყანაა?“
„ხატაეთს გადაღმა ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვახ-ვახს
ეტყვიან“.
„ვახ-ვახების ქვეყნის გადაღმა ვინა ცხოვრობს?“

774 მკითხველთა ლიგა


„ვახ-ვახების ქვეყნის გადაღმა იმდენი ხალხია, რომლის
სათვალავი უფალს თუ ეცოდინება“.
„მარჯვენა ფრთაზე ვინ ბინადრობს?“
„მარჯვენა ფრთაზე ჰინდუს ქვეყანაა, მეფევ ბატონო“.
„მარცხენაზე?“
„მარცხენაზე ორი ხალხი გვეგულება – მანშაქ და მაშაქ“.
„მანშაქ და მაშაქს იქით ვინა ცხოვრობს, თუ იცი?“
„მანშაქისა და მაშაქის იქით ბინადრობენ იაჯუჯ და მაჯუჯ“.
„გული ქვეყნისა ვის უპყრია?“
„მუსლიმნი აგრე ვარაუდობენ, გული ქვეყნისა უნდა იყოს:
მექქა, ჰიჯაზ, სირია და მისრი“.
„მაშ, რამდენი ხმელეთი ეგულებოდა მაჰმადს?“
„შვიდი“.
„ზეცა?“
„ზეცაც შვიდი. შეეკითხა თურმე მაჰმადს ერთი უცები ვინმე:
ჩვენ რომელ ხმელეთზე ვიმყოფებითო? და მიუგო მან: პირველ-
ზეო. მეორეზე ვინ ბინადრობსო? იკითხა ისევ იმ უბირმა კაცმა
და მიუგო მაჰმადმა: მორჩილნი ქმნილებანი ბინადრობენო
მეორე ხმელეთზე, მესამეზე უცხო და უცნობი არსებანი, ხოლო
მეოთხეზე შიშველი კლდეებია, მეხუთეზე მეჩხერი წყალი –
„დახდახ მინ ალ-მაჰ“, მეექვსეზე თიხაა, და იმ თიხაზე აღმართუ-
ლია ტახტი იბლისისა, მეშვიდეზე ხარია“.
ახლა ეს ჰკითხა არტავაზს დავითმა:
„რას ეყრდნობა, თუ იცი, მიწა?“
„იმ ხარის რქას“.
„ხარი?“
„თევზს“.
„თევზი?“
„წყალს“.
„წყალი?“
„ჰაერს“.
„ჰაერი?“
„სინესტეს, არაბულად რომ ვთქვათ, ას-სარაჰს“.
„ას-სარაჰ?“ – იკითხა მომღიმარე დავითმა.
„ას-სარაჰზე წყდება ცნობიერება კაცთა“.

775 მკითხველთა ლიგა


***
არტავაზ არშელმა მიართვა დავითს ძვირფასი არაბული რუ-
კები: მაჰმუდ ვაშგარისა და ერთიც ალ საფაკისისა.
ვიდრე დავით მეფე არტავაზ არშელს ესაუბრებოდა, შოშიტა-
იმ მოარეკინა მეჯინიბეებს ნაალაფარი ცხენების რემანი. ერის-
თავი თორელი გახარებული შესცქეროდა არაბულ ულაყებს,
თექურ ჭაკებსა და იაბოებს.
როცა დავით მეფის საჯინიბოში შევიდნენ სტუმრები, არტა-
ვაზ არშელმა თვალი დაადგა ოქროსფერ ულაყს და ეუბნება და-
ვითს:
„ეს წმინდა სისხლის ქეილანურია, მეფევ ბატონო. ამგვარი
ცხენების გამო ერთ არაბულ ლექსს მოგახსენებდი, თუ მიბრძა-
ნებ“.
სთქვიო, ღიმილით მიუგო დავითმა.

ნუ იტყვი, თითქოს ეს ცხოველი


ცხენი იყოს ჩემი,
მითხარი, შვილია-თქო შენი.
გრიგალზე უსწრაფესია,
თვალზე უმალესია,
როცა თვალი ველზე გაისვრის მზერას,
ოქროსებრ წმინდაა,
თვალი მისი უნათლესია,
ბეწვსაც დალანდავს მრუმე ღამითაც.
გაჭენებული გაასწრებს ჯეირანს,
გაფრენილ არწივს შესძახებს:
ვერ გამასწრებო.
ისართა ზუზუნი და ხმალთა წკრიალი
რა შემესმება, მაშინ აზვავდება
გული მისი.
როცა იგი ნაბიჯით მიდის,
სავსე ფიალა დაადგით გავაზე.
ის ისევე გონიერია,
როგორც ბრძენი კაცთა შორის.
ოღონდ ეგაა,
პირუტყვად შეუქმნია იგი ალლაჰს.
776 მკითხველთა ლიგა
შოშიტაი არ მოელოდა მეფეთა დილაადრიან წვევას, დავით
მეფის საჯინიბო ჯერაც მილაგებული არ იყო, ცხენის ჩონჩორის
სუნი იდგა ირგვლივ.
დავითმა მკლავში ხელი წაავლო ერისთავს თორელს. ახლა
ზერდაგ საომარ ულაყთან მიიყვანა იგი და უთხრა:
„განაგონი გექნება, ვამეხ ბატონო, მე ოთხი საომარი ცხენი
გამომიკლეს ერწუხში. წეღან რომ გაჩვენე, მაგას ალერსაი და-
ვარქვი.
ეს ულაყი, ეგეც ჩინებულია, მუცცოი შევარქვი მას, ჩემი საყ-
ვარელი ცხენის სახელი. ნახე, რა მოკლე ყურები აქვს, წვრილ-
ძვალოსანია, დრუნჩ-პირი უხორცო აქვს, ხოლო ნესტოები –
„ლომის ხახასებრ ფართო“, როგორც არაბნი იტყვიან ხოლმე.
ფეხები სირაქლემისებრ გრძელი, ხოლო იოგები – აქლემი-
სებრი...“
უცხოთა მიახლოებისაგან შემკრთალი ულაყი ცახცახებდა.
დავითი სულ ახლოს მივიდა, თელისებრ წვეტწამახულ ყურებზე
მოეფერა, აკოცა თვალზე და ერისთავს მიუბრუნდა ისევ:
„ჯიშიან ცხენს შუბლი უნდა ჰქონდეს ფართო, მკერდი – გა-
ნიერი, კისერი – გრძელი, ხოლო ყურები – უცილოდ მოკლე, აგ-
რეთვე – ძუა-ფაფარიცა.
ამგვარად, თუ მიემსგავსება იგი მწევარს, მტრედსა და აქ-
ლემს...“
ახლა ოქროსფერ საომარ ულაყთან მიიყვანა დავითმა მოხუ-
ცი ერისთავი.
„ეგეც ჩემი საყვარელი ცხენის – ქუჯაის ნაცვალია. ამ პირუტ-
ყვისთვის მხოლოდ მეტყველების ნიჭი წაურთმევია უფალს,
ფიცხია და დაუდგრომელი, მაგრამ გონებითა – სრული“.
ლომისფერ იაბოსთან მიიყვანა დავითმა ერისთავი თორე-
ლი.
„ეგ იაბო პირწმინდა თექურია. დახე, რა მაღალ ფეხებზე
დგას, როგორი გრძელი კისერი აქვს და განიერი ნესტოები“.
საჯინიბოში შემოვიდნენ გიორგი მეფე, ნიანია და ჯონდი,
მათ უკან მოყვებოდა არტავაზ არშელი.
ახლა სამარქაფო ცხენები უჩვენა დავითმა ერისთავს კვერ-
ნისფერისანი, ვერცხლისფერნი, მოლიბრო ფორეჯებით დაწინ-
777 მკითხველთა ლიგა
წკლულნი, ზოგნი ქვიშისფერს გადაიკრავდა, ზოგიც ძერასფერ-
ნი იყვნენ სრულიად.
დავითს არ მოეწონა, რომ ზოგ მათგანს მოვლა დაკლებოდა,
შოშიტაი მოიხმო.
„სამურველი ხომ არ დაკარგეს შენმა მეჯინიბეებმა, შოშიტაი,
ჰა?“ – შოშიტაი გადაფითრდა.
„რა უნდა ვქნა, მეფევ ბატონო, წელში მყავს გაწყვეტილი მე-
ჯინიბენი. ვეღარ ავუდივარ ამოდენა ცხენების მოვლას. მეჯინი-
ბეთუხუცესს ხურვება შეეყარა, მერემეთუხუცესი მპირდებოდა,
გეგუთს წავასხამო ცხენებს, ნიკრისის ქარები დაემართა მაგ ჩე-
მი ცოდვით სავსესა და ლამისაა, თავი არ წაგვჭამონ ცხენებმა.
ახლა ისინიც მოსავლელია, ველად რომა გვყავს ღვთის ანაბა-
რად მიტოვებულნი, მერემენი ვეღარ აუდიან მათ დამწყურვალე-
ბას“.
საჯინიბოში მყოფთ მოესმოდათ გაუძლისი ჭიხვინი და ხვიხ-
ვინი. როცა მესამე თავლიდან გამოსვლას აპირებდა დავითი,
გიორგი მეფე წინ გადაუდგა, მწკრივად დაბმულ ულაყებისაკენ
მიახედა და ეუბნება:
„ეს შვიდი ულაყი ვამეხსა და მის აზნაურებს ვუსახსოვროთ,
ერთიც არტავაზს“.
არტავაზს უსიტყვოდ ენიშნა ნათქვამი და, როცა არაბულად
უთხრა იგივე დავითმა, მეფეთა წინაშე მუხლი მოიყარა არშის
ციხის აწინდელმა პატრონმა.
ერისთავი თორელი გახარებული შესცქეროდა საჯინიბოების
წინ მოგროვილ ცხენებს. ისინი ნაზამთრალ ბირკაში იყვნენ ამო-
განგლულნი და ფაფარაბურძგვნილნი, ძუადაბურდულნი რომე-
ლიღაც ზღაპრულ ცხოველებს მიემსგავსებოდნენ. დავითმა გა-
დახედა აურაცხელ ცხენების რემას და უთხრა ერისთავს:
„ერწუხის ომამდის მე სარწმუნო კაცთა წარგზავნას ვაპირებ-
დი კავკასიონში ცხენების შესაძენად. ვინ იცის, რამდენი ოქრო
უნდა გაეცა მოლარეთუხუცესს ამ საქმისათვის, მაგრამ არსთა-
განმრიგეს ეწადა აგრე, ამირ შიხ-ალდინ-ახმეტმა და მისმა ლაშ-
ქარმა მომგვარეს ისინი“.

778 მკითხველთა ლიგა


***
გიორგი მეფემ აიჩემა: ახლა ზარდახანა ვაჩვენოთო ვამეხს.
ზარდახანა მოთავსებული იყო საჯინიბოს გადაღმა, ბაგრატისე-
ულ ძველთაძველი ციხის ნანგრევში, რომელიც სახელდახე-
ლოდ მოეფიცრა და გადაეხურა ზარდახანისუხუცესს.
დავით მეფემ თვალი შეავლო ველად დახორგილ აქლემებსა
და ეუბნება ერისთავს:
„ეს პირუტყვებია ქრისტიანობის უდიდესი მტრები. აქლემებ-
ზე ამხედრებულმა სარკინოზებმა და სელჯუკებმა წაართვეს ბერ-
ძნებს, სირიელებსა და სომხებს ოდითგანვე მოპოვებული სამ-
შობლო.
აი, იმ არყის ხის ქვეშ მდგარი ორკუზიანი აქლემები – მახ-
რის67 აქლემებია, უსწრაფესნი და შეუპოვარნი ბრძოლაში, ველ-
ზე მწოლარენი დრომადერებია“68.
მეფეები და ერისთავები სულ ახლოს მივიდნენ აქლემებთან.
გიორგი მეფე ეუბნება ერისთავს:
„იცი, ვამეხ, რარიგად ჰყარს ეგ საშინელი ცხოველი... ხომ
ეგზომ საამურია ცხენის სუნი, მე თავათ ცხენის ჩონჩორის სუნიც
მიყვარს, თავათ განსაჯე, მთელი ჩვენი სიჭაბუკისა და ვაჟკაცო-
ბის მანძილზე ცხენთან ერთად გვიბრძოლია. ხომ გახსოვს, ერთ
ღამეს ჩვენ საომარ ცხენებთან ერთად რომ გვეძინა კარნიფო-
რის ახლოს, ერთ გავერანებულ თავლაში. ხოლო აქლემი?
მტრისკარს, აქლემი მძორივით ჰყარს“.
დავითი სულ ახლოს მივიდა ორკუზიან ახმახთან და სთქვა:
„შეხედეთ, როგორი უჭკუო გამომეტყველება აქვს ამ საწყა-
ლობელს, როგორი გაოგნებული თვალები, აქლემი, ვგონებ,
ერთადერთი ცხოველია, რომელიც თვალახელილი იბადება“.
„მაინც რა ეჩქარება ამ გაოხრებულს ამ ჩვენი წაწყმედილი
წუთისოფლის ნახვა, შენ რას იტყვი, ვამეხ, ჰა?“
აროხროხდა გიორგი მეფე.

67 მახრი – ერთ-ერთი რაიონია აფრიკისა, სწრაფმავალი აქლემებით ცნობი-


ლი.
68 დრომადერი – ბერძნ. სწრაფმავალ აქლემს ეწოდება. აგრეთვე ბიზანტიურ

ხომალდს, აგრეთვე სწრაფმავალს.


779 მკითხველთა ლიგა
ვამეხ სულ ახლოს მივიდა ამ ახმახ ცხოველთან, რომელსაც
ნაზამთრალი ბეწვი ზოგი გაცლოდა, და ზოგიც აჩეჩოდა ტალა-
ხისა და სკორესაგან ვაგლახად მოთხვრილი.
უზარმაზარი, ორკუზიანი, შავი აქლემი იწვა, უცხოთა ორანის
შემცნობი წამოდგა, გამოაჩინა თავისი მჭლე ფერდები, ნახმლე-
ვებისაგან დაჩირქებული.
იგი უხიაგად აკანტურებდა თავს და იფურთხებოდა...
ამასობაში ერთობლივი ყვირილი მორთეს მახლობელ კორ-
დზე დაჯორგილმა გვიმრისფერმა აქლემებმა.
მათ სანახავად მოსულებმა თითებით დაიგმანეს ყურები, ეს
იყო ამაზრზენი ღრიანცელი, რომელსაც ყროყინი, ბოყინი, ყოყი-
ნი ურთიერთს ერთვოდა.
დავით მეფემ კიდევ შეხედა აქლემებს და სთქვა:
„ლაშქრის ამირას კარგად არ სცოდნია ამ ცხოველის სი-
ჯიუტის და სიცოფის ამბავი. იგი აქაც შესცდა, როცა მთელი თა-
ვისი კარვები, საჭურჭლენი და საჭურველნი ამ სულელ პირუტ-
ყვებს აჰკიდა. რამდენადაც მამაცად იბრძვიან აქლემები ველზე,
მთის ბერეკებზე ხშირად ოჩნდებიან ხოლმე.
ხოლო მდინარეთა და გუბეთა გადალახვისას უკვე ცოფთე-
ბიან სრულიად. წყალს რა მოახელებენ, ჯერ აკვინტრიშდებიან,
ატროკდებიან, მერმე მიადგებიან და სვამენ განუზომლად.
სწორედ ხევებში ჭუკებივით იჭერდნენ აქლემებსა და მათ
მხედრებს ხევისთავი ხორანასძე და მისი შავქუდიანები“.
სავსებით მელოტი, გრძელწვერა ზარდახანისუხუცესი წინ
შემოეგება მეფეებსა და ერისთავებს.
ნაციხვარის კარიბჭეს ჯერაც შერჩენოდა ბაგრატ კურაპალა-
ტის ჟამინდელი ფრთიანი ლომები.
ზარდახანის მოხელენი გაშეშდნენ კედლებზე აწურულნი. გი-
ორგი მეფემ და მისმა სტუმარმა უხმოდ ჩაუარეს კაჩხებზე დაკი-
დულ ქართულ თორებს, გეგუთის, უფლისციხის და დმანისის
ოსტატთა მიერ ნაკეთებ მუზარადებს, კურტაკებს, რკინის პერან-
გებს, ჩუგლუგებს, წათებს, ხმლებს, წერაქვ-ცულებს, ხელშუ-
ბებს, მშვილდ-ისრებსა და საომარ შუბებს, მახვილებს, ხანჯლებ-
სა და მაღალტარიან შუბებს, რომელთაც უზანგებზე იმაგრებ-
დნენ ხოლმე იმჟამინდელი მხედრები.

780 მკითხველთა ლიგა


ეს ყოველივე აპოხტით გაზინთული, რიგიანად მოვლილი
ეკიდა ირგვლივ, მაგრამ როცა იმ სათავსოებში შევიდნენ, სადაც
ნაალაფარი იარაღი ეკიდა, თვით მარად აუმღვრეველი გიორგი
მეფე აღშფოთდა. ტალახი და სისხლი ზედ შეხმობოდა მათ,
უწესრიგოდ ეყარნენ და ეკიდნენ ისინი.
ირანული, არაბული და თურქული ცხენსაკაზმი აჩვენეს ვა-
მეხს – ოქროს ბროკატით დამშვენებული დორები, ვერცხლის
თორები ცხენთათვის, სამკერდენი და საძუენი ცხენისა, საკარვე
დორები ოქრომკედით ნაქსოვი, ფარსისტანისა და ხუზისტანის
ოსტატთა ნახელოვნები.
ლაშქრის ამირას დიდი კარვის დორები და საფენები, ოქრო-
ნემსურნი და ოქროს ბროკატით ნაკეთებნი.
მოვერცხლილი მუზარადები და სალმასურის პერანგები,
ვერცხლის ცხენსაკაზმი, ოქროსვადიანი ხმლები, მშვილდები და
ისრები დამასკსა და ისპაჰანში ნაკეთებნი.
გველისპირული იატაგანები, რომელთაც გველის პერანგი
ჰქონდათ ვადაზე გადაკრული, ლითამიანი ზუჩები, ფაქიზად ნა-
კეთები ვერცხლის ლითამიანნი. ოქროცურვილი სარკინოზული
ქამრები, ლაგამები, სამკერდეები, მოვერცხლილტარიანი
წერაქვ-ცულები, რომელთაც კიდეწამახული ნახევარი მთვარე
ჰქონდათ ზეთავზე.
ბერძნული ცეცხლის გასატყორცნი ხელსაწყონი, საგანგებო
პოლოტიკნი, სამკერდენი და რკინის თათმანნი, ბერძნული ცეც-
ხლის მტყორცნელთათვის განკუთვნილნი.
ორკაპიანი მახვილები ვადამოოჭვილნი, დამასკის, ბაღდა-
დისა და ისპაჰანის ოსტატების მიერ ნაწრთობი ხმლები, დავით-
მა შეაყენა მოხუცი ერისთავი. ვადაჯვარიანი ხმლები უჩვენა პა-
ლერმოში, ფერარასა და პარიზში ნაწრთობნი.
„ეს ჯვაროსნებისათვის წართმეული ხმლებია“, ეუბნება
ერისთავს. ფრანკული, იტალიური და ბრიტანული ჯაჭვის პერან-
გები ეკიდნენ კედელზე მსხვილფარეშოსანნი, წვრილფარეშო-
სანნიც ზოგნი.
ულითამო ნორმანული მუზარადები, რომელთაც ციკნის
რქისოდენა კერტები ჰქონდათ ზედ დასმულნი.
ყუასწორნი, ვადაჯვარიანი ბავარიული მახვილები, ბურგუნ-
დული თორები, ცხენსაკაზმები და პოლოტიკნი.
781 მკითხველთა ლიგა
ფრანკული ჩუგლუგები და წერაქვ-ცულები, ვარანგული მუ-
ზარადები, რომელთაც პირდაბჩენილი მგელი ზედ ეხატათ.
ისევ თურქომანული, სელჯუკური და ირანული ჯაჭვის პერან-
გები აჩვენა გიორგი მეფემ სტუმარს, ყორნის ბოლოსებრ ვასვა-
სი ჯერაც შერჩენოდა მათ...
მოხუცი ერისთავი არა სცხრებოდა, ახლა სხვა სათავსოებში
აპირებდა გადასვლას, სადაც ჯაჭვის პერანგები, ხმლები,
წერაქვ-ცულები და შუბები ჭერეხივით იყვნენ ჩაყრილნი.
გიორგი მეფემ იდაყვზე წაუცაცუნა ხელი თავის სპასალარ-
ყოფილს.
„გვეყოფა, ვეჟო, წამო, ლიახვის ორაგულებს შევექცეთ“.
ტაოსკარიდან მალემსრბოლი მოსულიყო ამასობაში, დავით
მეფე გიორგი ჭყონდიდელმა წაიყვანა თავის სამყოფლოში, ხო-
ლო გიორგი მეფე და ვამეხ ერისთავი ბროწეულის ქვეშ გამარ-
თულ სუფრას მიუსხდნენ.
„ეს ორაგული საოცნებო რამეა, ვეჟო, – ეუბნება გიორგი თა-
ვის სტუმარს, – აპრილში იგი ქვირითის დასადებად მიდის ლი-
ახვის სათავეებისაკენ, ხოლო შემოდგომაზე კაცის თვალი უკე-
თესს ვერაფერს იხილავს, რა დაინახავ, აურაცხელი ორაგული
თავის ნაშიერებით როგორ უბრუნდება ისევე მტკვარს.
გვეყოფა ცხენების, აქლემებისა და საჭურველთა გამო ლაპა-
რაკი. ეს ღვინოც გასინჯე ატენური.
მადლი უფალს, უგუნებობა გადაეყარა ჩემს ვაჟს, ხვალ გე-
გუთს მიემგზავრება სანადიროდ და სალხინოდ. მცირე ხანს მა-
ინც დაისვენოს, ვეჟო, რკინას შეჩვეულმა მისმა სხეულმა“. ეს
სიტყვები თითქმის ტირილით წარმოსთქვა გიორგიმ, რადგან
მას უკვე სჭირდა ის სენი, რომელსაც სკლეროზს უწოდებენ
ჩვენს დროში.

გეგუთს გამგზავრება
გეგუთს გამგზავრების სამზადისი ჯერაც მოთავებული არა
ჰქონდათ მეჯინიბეთუხუცესს, მენადირეთუხუცესსა და ბაზიერ-
თუხუცესს, როცა აზნაურმა მორკნეველმა შემოაჯირითა თავისი
ფეხკავშა იაბო ნაჭარმაგევის სასახლის ეზოში.
782 მკითხველთა ლიგა
მას ბარე ათორმეტი ლაზურად გაწვრთნილი მიმინო თან ჩა-
მოეყვანა სპერიდან.
სასახლეში ერთობლივი სიხარული გამოიწვია არამც თუ მი-
მინოების რაოდენობამ, არამედ ამ მტაცებელთა სანაქებო
წვრთნამ.
როცა აზნაური მორკნეველი და სამი უაზნო მხლებელნი მის-
ნი ნაჭარმაგევისაკენ მოაჯირითებდნენ ცხენებს, მიმინოები
კვალდაკვალ უკან მისდევდნენ მათ ფრენით.
გიორგი მეფე და დიოფალი ელენე წინ აღუდგნენ მარიამ დე-
დოფლისა და გვანცას გეგუთს გამგზავრებას.
საგაზაფხულო დიდროაი ჯერაც მოთავებული არ არის, მან-
დილოსნები როგორ აიტანენო მდინარეებისა და ხევების ცხენ-
დაცხენ გადალახვას.
მარიამი გაჯიქდა, აღდგომის წირვა ბაგრატის ტაძარში უნდა
მოვისმინოვო უთუოდ.
უარესად გაჭირვეულდა გვანცა, მეც თან უნდა წავყვეო დე-
დოფალს.
მხცოვანთა მრავალგზისი შეგონებანი ამაო აღმოჩნდნენ. მა-
რიამ დედოფალი, კურაპალატისსა მელიტა და შიმუნვართა წი-
ნამდგომი შარვაშისძის ასული, მზისავარ, სპილოსძვლის კო-
ფოვან ეტლში მოთავსდნენ. სამი ეპისკოპოსი და ხუთი დიაკონი
ცხენდაცხენ ეახლნენ მათ.
გვანცამ ცხენით მგზავრობა მოიწადინა. ჯონდიმ და ნიანიამ
საკმაოდ თვინიერი იაბო შეურჩიეს მას, ელენე დედოფლის თავ-
ლაში.
დავითს თავისი საყვარელი ულაყი, ალერსაი, მიართვა მეჯი-
ნიბეთუხუცესმა, ოცდაათი ცხენი სამარქაფოდ მიჰყავდათ მის-
რატულებსა და მეჯინიბეებს.
მეფეს სანიადაგო ჩაჩებითა და ჯუბებით მორთულნი ბაზიერ-
თუხუცესი და მენადირეთუხუცესი წინ წარუძღვნენ ბაზიერებისა
და მეითარების მთელს ლეგიონს. მახარაიმ და არტავაზ არშელ-
მა იკისრეს სანადირო საქმეთა გამგებლობა.
ბაზთა ეჟვნების ჟღარუნმა და ძაღლების ერთობლივმა ყეფამ
გული აუჩვილა მეფე გიორგის. მას მოაგონდა ის „სვებედნიერი
დღე“, როცა სიძეყოფილი მისი – იმპერატორი ნიკიფორე ბოტა-
ნაიტეს თავისი ლოგოთეტებისა და დრუნგარებისაგან შემდგარი
783 მკითხველთა ლიგა
ამალით სანადიროდ და სალხინოდ ეწვია ბაგრატ კურაპალატს
ნაჭარმაგევში, იმჯერადაც საზეიმო ვითარება სუფევდა სასახ-
ლეში.
ცნობილია, იმპერატორს ბოტანაიტესს ძროხის ხორცი და
უნიჭო ლექსების წერა ყოველივეს ერჩია ამქვეყნად. მიუხედა-
ვად ამისა, ბაგრატმა და გიორგიმ იგავმიუწვდენელი ნადირობა
გაუმართეს მას, ასზე მეტი ირემი, ორჯერ მეტი მშველი და ამდე-
ნივე ტახი მოინადირეს შიდა ქართლის ტყეებში.
***
წინასწარ დასთქვეს: არსენ იყალთოელი, მხატვართუხუცესი
თევდორე და ხუროთმოძღვართუხუცესი ერთი მზგეფსის მან-
ძილზე მოუცდიდნენ ტაო-კლარჯეთიდან და სამცხიდან მოსას-
ვლელ კირითხუროთა და მათთან ერთად გაემგზავრებოდნენ
გელათს.
გიორგი ჭყონდიდელს, დიახაც, ეწადა გელათის მშენებლო-
ბისათვის თვალი გადაეკრა, მაგრამ მას უნდა მოეცადა, სანამ
გვარამ ბეჭისციხის პატრონი არ გამომჯობინდებოდა და ყიფჩა-
ღეთს წარსაგზავნ სარწმუნო კაცთ არ წარუძღვებოდა.

***
გიორგი მეფე ცას ეწეოდა სიხარულისაგან. ჯერ კიდევ ბრო-
წეულის ქვეშ გამართულ მცირე საუზმეზე ფრიად მოილხინა და-
ვითმა. ატენური ღვინის სმასაც არ მოერიდა ამჯერად (თუმცა
მას წესად ჰქონდა დათქმული: არა მარტო ომში მიმავალი,
თვით სანადიროდ გამგზავრების წინ არ ეტანებოდა ღვინოს).
თავის ვაჟის ასეთი გახუმრებაც ფრიად იამა გიორგის: და-
ვითმა ახმობინა აზნაური მორკნეველი და ღიმილით უთხრა:
„შენ და ქარიმან სეტიელი დედოფლის ეტლს წარუძეხით,
შტორა, გეგუთს ჩასვლამდის, დეე შენ ეგონოთ მეფე, ხოლო მე
– ერთი უბირი მენადირე ვინმე“.

***
გვანცა თაფლისფერ იაბოზე იჯდა. დაუოკებელმა მხედარმა
გაახელა ეს თვინიერი ცხენი, გვანცა ხან შერგილ ლიპარტიანს
ეჯიბრებოდა, ხან თავის ძმას, ჯონდის. დავითისა და ნიანიას ცხე-

784 მკითხველთა ლიგა


ნები ტაატით ადიოდნენ აღმართზე. ჟამიდან ჟამზე ისინი შესდგე-
ბოდნენ და თვალს მოავლებდნენ შემოგარენს.
ნიანია ამჩნევდა: როცა მათ უკან მომავალ ორ რაინდსა და
ერთ მანდილოსანს თვალს მოჰკრავდა მეფე, უჩვეულოდ ღე-
ლავდა. გვანცას ბროწეულის ყვავილისფერი ყაბაჩა ეცვა იმ
დღეს. ორივენი შორიდან ამჩნევდნენ, თუ როგორ დაუზოგავად
ახტუნებდა ქალი თავის იაბოს დახრამულ ხევებზე.
მეფეს არ უნდოდა, ეს მღელვარება მისი შეემჩნია ნიანიას და
ამიტომაც სთქვა:
„ვშიშობ, შერგილსა და ჯონდის ნაიარევი არ დაეხსნათ და-
უცხრომელი ჯირითისაგან“.
კიდევ ერთი აღმართი მოათავეს ცხენებმა და მხედრების
თვალწინ გადაიშალა ალუჩისა და ატმის ყვავილთა გირლიან-
დებით შემკული ვრცელი კაპანი.
ხევს გადაღმა გუთნეულები სერავდნენ შავლეგო ორნატე-
ბით ზეგანს, მთების ფერდობებზე თხათა არვენი შეფენოდნენ
მაყვლოვანს.

***
როცა დავითი და ნიანია ისევ შეუდგნენ ცერაღმართულ საც-
ხენე ბილიკებს, ისინი უკვე თვალნათლივ ხედავდნენ ხევს გა-
დაღმა, თუ როგორ ესალმებოდა ციხეთა და ეკლესიათა შემოგა-
რენში მოგროვილი ხალხი მარიამ დედოფალსა და აზნაურ
მორკნეველს. ზარების ერთობლივი ჟღარუნი ხევდახევ დაჰქონ-
და ნიავს.
ნიანიამ თვალებზე ხელი მიიჩრდილა და სთქვა:
„ჭეშმარიტად, აზნაური მორკნეველი შენა ჰგონიხართ, მეფე
ბატონო“.
გვანცა იცინოდა და ხეობაში მიმავალთ გასცქეროდა.
დავითმა ღიმილით უთხრა ქალს:
„მე მუდამ დიდ სამსახურს მიწევდა შტორა. თურქებისათვის
თვალის ასახვევად არაერთხელ წარმიგზავნია იგი ლიხს გადაღ-
მა, ხოლო მე თავათ უფლისციხეში ან ნაჭარმაგევში ვემზადებო-
დი საომრად“.
როცა უკან მომავალი მხედრები წამოეწიენ, დავითმა ყვე-
ლას გასაგონად სთქვა:
785 მკითხველთა ლიგა
„მოდი, ჩვენ მხარმარჯვნივ მივყვეთ ხევს, იმ ნაციხართან
მოკლე გზაა ერთი, ჩხერის ციხისკენ მიმავალი, ასე რომ, დედო-
ფალსა და მის ამალას ჩვენ ჩავუსწრებთ ჩხერის ციხეში“.
ცხენებმა უფონოდ გადალახეს ზათქით მიმავალი ხევისწყა-
ლი, ახლა ვენახიანი კაპანი დაიწყო. აყვავებული ატმებით დამ-
შვენებულ ბაღებში გამოსული ხალხი საგაზაფხულო სხვლით
იყო გართული.
გუგულის ხმა მოდიოდა მხარმარჯვნით მდებარე ველებიდან.
კამეჩები ტლაპოში ნებივრობდნენ, მგელძაღლები უყეფდნენ
ორღობეებში ტაატით მიმავალ ცხენოსნებს.
ლაფში ამოთხვრილ კამეჩზე აღმხედრებული ფეხშიშველა
ბიჭუნა არხეინად მიიმღეროდა:

სიკვდილმა ჩამაიარა,
ბერკაცი დახვდა შინაო.
შაუჭახუნა ბერკაცმა,
სიკვდილი შააშინაო.

ცხენთა ფლოქვების ჩქამზე ტოროლები დგებოდნენ ჩირგვე-


ბიდან, ლაქაშებში გატვრინული მშვლები ფრთხებოდნენ ანაზ-
დად და ზეგანზე ელავდნენ მათი თეთრად მოხატული უკანალე-
ბი.
მამალი ხოხბები ხორხოცით სტოვებდნენ კატაბარდებს და
ცეცხლისფერი ფრთები ვასვასებდნენ ეთერში.
დავითი სტკბებოდა ბუნების თვალისმომჭრელ ფერთა სიუხ-
ვით, ნებიერად იჯდა ჯიქის ტყავით შემკულ მაღალ უნაგირზე,
ხეობას გასცქეროდა ფიქრში წასული და, როცა მის უკან მომა-
ვალნი ცხენის კისრის სიგრძეზე წამოეწიენ ისევ, აგრე სთქვა:
„მე ისე ნაადრევად წარმტაცა სიჭაბუკის ლხენა განგებამ თუ
ბედმა, როცა ასე უსაზმნოდ დროს ვხარჯავ, ვქირდავ ხოლმე
ჩემსავე თავს, აგრე მგონია, დანაშაულს ჩავდივარ-მეთქი. ჭეშ-
მარიტად ბედნიერია იგი, ვისაც სიჭარმაგეში არ გადაჰყვება ხე-
ლიდან გამოცლილი სიჭაბუკის დარდი.
მე ისეთი ძალოვანი ცეცხლი შემომაგზნო არსთაგანმრიგემ,
სიბერის ზღურბლამდის თუ მივაღწიე როგორმე, ალბათ ვერც კი

786 მკითხველთა ლიგა


მოვიგონებ, თუ როდის ვიყავი ჭაბუკი, ან როდის შევიმოსე
მხცით.
მახარაიმ მიამბო ერთხელ, ჯერაც სავსებით ყრმას, ერთი
ზღაპარი იმ ჯადოკაცის გამო, რომელიც უცნაურ ცხენზე მჯდარა
თურმე და ცხენი იგი შვიდ კავშირს შეიცავდაო: ოქროისას, ვერ-
ცხლისას, იაგუნდისას, თითბერისას, რკინისას, ბროლისა და წი-
თელი სპილენძისას, და ირისეს დარად ანათებდა ის ცხენი თურ-
მე ქვეყნის ოთხივე კიდეს.
ამ ცხენს ერქვაო რწმენა, აგრე ამბობდა მახარაი.
მართლაცდა, თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია
უცილოდ.
ბრძენკაცის ნათქვამია ეგაცა: უკეთუ რწმენა გაქვს ურყევი,
შესძახე თუნდაც მთას, აღსდექ და შთავარდი ზღვაში, ეგ აგრეც
მოხდება კიდევაც.
მე აგრე მგონია, რწმენა იგივე სიყვარულია და სიყვარული
სიკვდილზე უძლიერესია უთუოდ“.
გვანცამ დეზი მოუცაცუნა თავის ცხენს, წამოეწია დავითს და
სთქვა:
„მე კი აგრე მეოცნებება ჩემის დიაცური ჭკუითა, ჩვენო პატ-
რონო, სიყვარულზე უძლიერესია სიკვდილი, ვინაიდან სიყვარუ-
ლის დათრგუნვა ჩვენ, დიახაც, ძალგვიძს, მაგრამ ყოველთა
დამთრგუნველია სიკვდილი“.
ცხენოსნები უახლოვდებოდნენ უზარმაზარი ტაძრის ნანგრე-
ვებს, ჩაქცეული გუმბათებისა და წაქცეული კოლონების ნამუს-
რევები ეყარნენ ირგვლივ. მოხატული მშვილდურები და მოჩუ-
ქურთმებული თავკიდურები საოცარის ძალით დანარცხებულიყ-
ვნენ მიწაზე.
მეფემ ზედ ნანგრევთან შეაყენა ცხენი და სთქვა:
„ვგონებ, შენ სცდები, გვანცა. ხომ ხედავ ამ ნასაყდრალის
გარშემო რამდენი კლერტოა მხმარი ავშანისა. ისინი ყინვას და-
უხრავს, მაგრამ მათ ძირში უამრავი მორჩი იზრდება ახალი“.
„ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანი დახოცილა ამ ტაძრის
დაცვისას, მეფევ ბატონო, სადღა არიან ახლა ისინი?“
„მათ ნაცვლად, ჩვენ წარმოგვგზავნა არსთაგანმრიგემ, გვან-
ცა, ჩვენც აგრეთვე წავალთ და სხვანი შეგვცვლიან. ისე რო-
გორც ავშანის არც ერთი მარცვალი არ დაუკარგავს დედამიწას,
787 მკითხველთა ლიგა
ისე შემოინახავს ჟამი მომავალი ჩვენს სიყვარულსა და ჩვენს
საქმეს.
ეგეც ნათქვამი აქვს ბრძენს: ჯერ მდოგვის მარცვალი არ ჩა-
ვარდნილა სიცარიელეში და, მით უმეტეს, სიტყვა კაცისა.
ხოლო მაცხოვარი ჩვენი, იესო, უკეთ იტყოდა: ამინ, გეტყვი
თქვენ, არა მარცვალი იფქლისა დავარდეს ქვეყანასა ზედა და
არა მოკვდეს, იგი მარტო ხოლო ეგოს, ხოლო უკეთუ მოკვდეს,
მრავალი ნაყოფი გამოიღოს.
თუნდაც ეს საყდარი... მამაჩემისაგან მაქვს განაგონი, მურ-
ვან ყრუს დაუქცევია იგი, უფალმა ინება და სამიოდე საუკუნის
შემდეგ მე წარმაგზავნა გელათის ასაგებად“.
დავითმა სადავე დაუმოკლა ცხენს. ჯერ იალბუზს შეავლო
მზერა, მოწმენდილ ცას მიბჯენოდა მწვერვალი, მხოლოდ ბრუტ-
საბძელის ზეთავზე იდგა ურჩხულისებრ წაგრძელებული შავლე-
გო ღრუბელი.
ნიანია არწმუნებდა: იმ ღრუბელს შეწითლებული აქვს კიდე-
ნი, ქარი ამოვაო ალბათ.
ერთი უტევანიც არა ჰქონდათ გავლილი, კავკასიონს გადაღ-
მა გაითამაშა ელვამ.
დასავლეთიდან უკვე მიიჩქაროდნენ კრაველივით ხუჭუჭა
ფრთილები ღრუბლისა.
დავითმა ღიმილით სთქვა:
„იცოდე, ნიანია, მე როგორც მონადირე, ერთგვარი მენცარი
ვარ ბუნების ყოველგვარი ჭირვეულობისა“.
უკვე აღარა სჩანდა ბრუტსაბძელი. კავკასიონს ერთობლი-
ვად გადაეკრა შაბიამნისფერი. ლიხის მთა ზღვისფერი გახდა.
ნისლებმა კალთა დაიხიეს ხერხისებრ დაკბილულ ნაძვნარების
წვეროკინეზე.
აფხორილი ღრუბლები მოიჩქაროდნენ დასავლეთიდან,
მხედრები უკვე გრძნობდნენ წვეთ-წვეთად წამოსულ შხეფებს,
თუმცა მზე ჯერაც სამზეოში იყო, რძისფერი ღრუბლებით გარს
შემორტყმული.
მზე პირს იბანსო, სთქვა გვანცამ.
დავითს გაეღიმა, რადგან იგი ხედავდა, პირის ბანაზე მეტი
რამ მზადდებოდა ცაზე.

788 მკითხველთა ლიგა


მას გზიდან უკან გაბრუნება არა სჩვეოდა, მაგრამ ამჯერად
ყოყმანობდა, რადგან გვანცა ებრალებოდა. შეეკითხა კიდევაც
ქალს:
ხომ არ გავბრუნდეთო? ეგებ გვიჯობდეს წაღვლისთავის სა-
სახლეში გავათიოთო ღამე?
„ჭირის დღესავით მძაგს, მეფევ ბატონო, გზიდან გაბრუნება.
ვიაროთ, თუ ჩხერის ციხემდის ვერ მივაღწიოთ, ვახანის ციხეში
გავათიოთ ღამე“.
უკვე ატყდა მეხთატეხა მთებში. ბოლოს მოისმა ისეთი
ხშუილი, როგორც მერეხის მოსვლას წინ უძღვის ხოლმე.
გვანცამ ახალგაზრდული ხალისით დასძრა თავისი იაბო.
ცხენები ჯერ ოთხახმით მიდიოდნენ, როცა ანაზდად აბღავ-
ლდნენ ხევები. ქეილანური ულაყი და თექური იაბო ეჯიბრებოდ-
ნენ ურთიერთს, ხოლო ორივენი ღამეს – ვახანის ციხემდის მიღ-
წევაში.
დავითი შიშობდა, გაჯიბრებისაგან გახელებულმა ცხენმა არ
იმსხვერპლოსო გვანცა, ამიტომაც განგებისად ჩამორჩა უკან.
ახლა მომეტებულის სისწრაფით გაჭენდა იაბო. დავითმა უკ-
ვე კარგად არ იცოდა, მართლაც თუ ეუფლებოდა თავის იაბოს
გვანცა, თუ მხედარს თავი წაართვა პირგამზიდარმა ცხენმა.
საფრთხე ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი. მდინარის გას-
წვრივ მიმავალი საურმე გზა ალაგ-ალაგ დახორგილი იყო ლო-
დებით. გვანცას ცხენი წარამარა ზედ გადაევლებოდა ხოლმე
მათ, არც დახრამულ ღელეებსა და ჩალეწილ ბოგირებს ერიდე-
ბოდა მხედარი.
იმატა მერეხმა და დაბნელდნენ გარშემო მთები.
გაიელვებდა ანაზდად, მოიჭრებოდა ნამრუდისფერი სი-
ლუეტი იალბუზისა და კვლავ წყვდიადი მოიცავდა მთებსა და
გზებს.
შერგილი და ჯონდი წამოეწიენ ჭენებით დავითს. მალემ-
სრბოლი გამოეგზავნათ, მარიამ დედოფალი და ეპისკოპოსები
ვეღარ გადავიყვანეთო ადიდებულ მდინარის გადმოღმა.
დავითმა უბრძანა სამივე სპასალარს: დაუყოვნებლივ გაბ-
რუნდით, წაღვლისთავში გაათიეთ ღამე, ხვალ თუ გადაიკარა,
ჩხერის ციხეში მოგელოდებითო.
გვანცას ცხენი ამასობაში დაუცხრომლად მიგელავდა.
789 მკითხველთა ლიგა
წყლის პირად მომდგარ კბოდეებიდან უკვე გადმოიჭრნენ
ღვარცოფები და საურმე გზა თავათ მიემსგავსა მდინარეს.
ამ ვიწროებში უფრო გაორკეცდა საფრთხე: მდინარეში ფეხი
არ გადასცდენოდა გვანცას ცხენს.
მთლად საოცარმა მღელვარებამ შეიპყრო დავითი, იგი გა-
მოუტყდა თავის თავს: მისთვის ძვირფასი არსება განსაცდელის
წინაშე იდგა. წინ გაიხედა, ქაჯი ხომ არ ჩასვლიაო გვამში ამ
თაფლისფერ იაბოს. მაშინ ცხენოსნობის დიდოსტატმა საშინე-
ლის სისწრაფით დასძრა თავისი ულაყი...
როცა მხედრებმა უზანგები უსწორეს ერთმანეთს, დავითი გა-
დაიხარა და აღვირში წასწვდა გვანცას იაბოს.
უკვე სავსებით დაბნელდნენ მთები...
ღვარცოფები დგანდგარით ეშვებოდნენ გზაზე, მიწისძვრები-
საგან დაძრული ლოდები კბოდეებიდან გადმოსცქეროდნენ
გზას, როგორც ყალხზე შემდგარი მასტოდონტები.
გადაიკარა უეცრად, დასავლეთისკენ გამოჩნდა გამოხურვე-
ბულ ოქროსებრ ვასვასა კალთა ზეცისა.
ღვარცოფების ღრიალი მაინც არა ცხრებოდა. სადღაც ფოც-
ხვერები ჩხაოდნენ.
დავითი ამჩნევდა, სტიქიონების გაცოფებას აღტაცებაში
მოჰყავდა ქალი.
განგებისად ჰკითხავდა:
ხომ არ შეგეშინდაო?
„მე არა და, შენ ჩემს მაგივრად რომ გეშინოდა, ეს მაწუხებდა
მხოლოდ. მე შენს გვერდით ჯოჯოხეთიც ვეღარ შემაკრთობს, მე-
ფევ ბატონო“.
„ხომ არ ნანობ, რომ არ დავბრუნდით?“
„პირიქით, მე ეგზომ ბედნიერად აროდეს მიგრძვნია თავი“.
„არც სათაფლიაში?“
„არსად“.
დავითმა არა მიუგო რა. ახლა კი დარწმუნდა, არტანუჯელ
ბაგრატოვანთა დაუოკებელი სისხლი რომ უდუღდა ამ ქალს
ძარღვებში.
გვანცამ სთქვა:

790 მკითხველთა ლიგა


„მე მძაგს ის დიაცები, რომელთაც ჰგონიათ, თითქოს ცხოვ-
რებას მარგალიტების მანიაკები და ოქროს ბეჭდები ამშვენებ-
დნენ მხოლოდ“.
„მაშ, რა ამშვენებს ცხოვრებას, გვანცა?“
„ვგონებ, არაფერი ისე არ ამშვენებს ცხოვრებას, როგორც
სიკვდილთან თამაში“.
დავითს გაეღიმა, ჩემი გულის ზრახვები ხომ არ მოუპარავსო
ამ დიაცს.
გვანცამ მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვლავ განაგრძო:
„ჩვენს ოჯახში გადმოცემაა შემორჩენილი, ჩემი შორეული
დიდდედა თავის დროის ულამაზესი მანდილოსანი ყოფილა.
როცა სარკინოზების ამირამ, ჯიბრაილმა, არტანუჯის ციხე
აიღო, ქმარი და სამი ვაჟი დაუხოცა დიდდედას. გამარჯვებული
ამირა ციხის კლიტეთა მისაღებად რა შემოვიდა დარბაზონში,
დიდდედამ თმები გაიშალა, ფერხთით დაუვარდა ამირას, როცა
იგი ასაყენებლად წაეპოტინა, ერთი ციდა სატევარი აძგერა
მტერს“.
დავითმა გაუღიმა ამის მთქმელს:
„აკი გეუბნებოდი, სიყვარული სიკვდილზე ძლიერია-მეთქი,
გვანცა“.
„როგორც სჩანს“, წაიდუდუნა ქალმა.
ორი ჯოროსანი ბერი შემოეყარათ ცხენოსნებს. დავითმა ვა-
ხანის ციხე იკითხა.
კიდევ ერთ უტევანს გაივლით, ხიდის ყურეში სამლოცვე-
ლოა. იმ სამლოცველოს გასცდებით და გოდოლია ერთი, ფარი
ვახანის ციხისა, მზირებს შეეყრებით და ისინი თავათ გიჩვენებე-
ნო გზას.
დავითი ყოყმანით გაემართა ვახანის ციხისკენ. უთხრა კიდე-
ვაც გვანცას: „მაგ ერისთავს, ვახანს, ერთი ძმა ჰყავს ყოვლად
ბილწი ვინმე, ქვაბ-ავაზაკთაგანი ერთი.
მე მას განპატიჟება მოუწყვე თავის დროზე, შესაძლოა მანდ
დაგვიხვდეს იგი. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ვინაობას ნუ გავუმ-
ხელთ მასპინძელს. აზნაურის მორკნეველის დაი ვარ-თქო“.
სამლოცველოს გარშემო კოცონი ენთო, ფეხშიშველა ბავ-
შვები გალობდნენ, ქადაგად დავარდნილნი აღტყინებულნი რო-
კავდნენ, უაზრო ლექსებს როშავდნენ თანაც...
791 მკითხველთა ლიგა
წმინდა გიორგის კარზედა
ალვისხე ამოსულიყო,
წვერზე დაესხა ყურძენი,
საჭმელად შამოსულიყო...
თეთროსან დიაცებს წითელი ზორტებითა და ატმის ყვავილე-
ბით შემკული პაწია აკვნები ეჭირათ ხელში, გალობით გარს უვ-
ლიდნენ სამლოცველოს.
გვანცამ ხმადაბლა სთქვა:
„მართლაც, დღეს გიორგობაა“.
პირველ გოდოლამდის მისულნი არ იყვნენ, ორი მზირი წინ
გადაეღობათ.
დავითმა მამა და შვილი ერისთავები მოიკითხა.
ახალგაზრდა ვახანი და თანამეცხედრე მისი დავით მეფისა
და მარიამ დედოფლის მისაგებებლად არიანო წასული, ხოლო
პაპა ვახანი და ძმაი მისი, შინ ბრძანდებიანო სტუმრების მომ-
ლოდინენი.
ციხის ეზოში ჩირაღდნიანი ხელშინაურნი დარბოდნენ, კო-
ცონებზე ტრუსავდნენ საკლავს. წიფლის ხეებზე დაკლული
ცხვრები ეკიდნენ თავქვე. როცა სახლთუხუცესმა მოახსენა ვა-
ხან ერისთავს, აზნაური მორკნეველი და დაი მისი გეახლნენო,
უსიამოდ შეიშმუშნა. მობრძანდნენო, სიტყვა მიუგდო სახლთუ-
ხუცესს.
სასტუმროში შესვლამდის გვანცას ალერსიანად მიესალმა
შიმუნვარი და სადედოში თან წაიყვანა, ხოლო დავითს დაბალ-
ჭერიან დარბაზში შეუძღვა სახლთუხუცესი.
დარბაზის კუთხეებში სპილენძის სასანთლენი უნიათოდ
ხრჩოლავდნენ, უამრავ ხატების ქვეშ უქრობელი ლამპრები ბჟუ-
ტავდნენ.
ბუხრის წინ წვერგაბურძგვნილი თავმსხვილა, ბეჭგანიერი,
კისერმოკლე მოხუცი იჯდა, გაბუშტულ ნესტოებიდან და განზე
გამდგარ მსუქან ყურებიდან შავი ბეწვები ჰქონდა გამოჩრილი.
მის წინაშე მდგარ ურთხელის ტაბაკს შავწვერა ბერი მის-
ჯდომოდა, კამეჩის ბუღასებრ ბრდღიალა თვალებს ბისტი ჰქონ-
და გადაკრული. შავოსანის ფერხთით თავმოტვლეპილი,
წვრილკისერა დიაკონი დაცუცქულიყო.

792 მკითხველთა ლიგა


უცხოს შემოსვლისას, დიაკონი ზეწამოიჭრა, გრძელწვერა
ერისთავი თავისი ძალოვანი მკლავებით საკარცხულს დაებჯინა
და წამოიწია, ხოლო შავოსანმა უხიაგად დაუბრიალა მარღია კა-
მეჩის თვალისებრ მოთეთრო თვალები ახლად მოსულს და არც
უცდია წამოდგომა.
მაყვალივით შავი ანაფორა ეცვა მას. ოქროს ჯვარი მკერდს
უმშვენებდა.
როცა დავითი ბუხარს მიეახლა, ბერიკაცმა ყავარჯენი მოიზი-
და, ისევ წამოიწია და სთქვა:
„მე მუხლები წართმეული მაქვს, შვილო, ხოლო ძმაი ჩემი
ეპისკოპოსია და მას მხოლოდ მეფეთა და კათოლიკოსთა წინა-
შე მართებს წამოდგომა“.
მერმე შავოსანს მიმართა ბერიკაცმა:
„ხრისტოდულე, გამოიწიე პაშტაი ჩემსკენ, ალბათ შემცივნე-
ბული იქნება სტუმარი“.
ხრისტოდულემ ბერიკაცისკენ გააჩოჩა თავისი საკარცხული.
ბუხრის კიდეში მიმჯდარი დავითი მართლაც შემცივნებული იყო,
იგი მოელოდა, ჯერ, წესისამებრ, ხელ-ფეხს დააბანინებდნენ,
მაგრამ სადედოდან, საითკენაც გვანცა წაიყვანეს ხელშინაურ-
თა, ნაბიჯების ტკაპუნი და ჯამ-ჭურჭელის უხიაგი ჩხრიალიღა
მოისმოდა.
„ხრისტოდულე, – სთქვა ისევ მოხუცმა ერისთავმა, – ი, ღვი-
ნოი დაუსხი სტუმარს და ერკემლის ბარკალი მიაწოდე“.
მან, ვისაც ხრისტოდულე უწოდეს, დიდხანს აფათურა სუფრა-
ზე ხელი, ღვინო ჩაუსხა სტუმარს ჯამში და ნამადლევ პურივით
მიუგდო ერკემლის ბარკალი (დავითმა შენიშნა, შავოსანს მხედ-
ველობა აკლდა).
ბოლოს ისევ მოუფათურა ხელი სუფრას, ყელში წასწვდა ხე-
ლადას და დიაკონს უბრძანა:
ღვინო მოიტაო.
როცა დიაკონმა ნაბრძანი შეასრულა, ხრისტოდულემ ჯერ
საკუთარ ჯამში ჩაისხა ღვინო, რა მოსინჯა, უცნაურად დაემანჭა
სახე.
ძელგი ღვინო რად მოგიტანიაო.
დაუბღვირა დიაკონს, მერმე გადაუქნია მის გვერდით მდგარ
მოცოროზ დიაკონს თავისი დევკაცური მარჯვენა და ისეთი ტკე-
793 მკითხველთა ლიგა
ცა მოტვლეპილ თავზე, ტარაბუასავით დატრიალდა გვემული,
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო დიაკონმა: ბნელოდაო მარანში.
როცა ხელახლა შემოაცუნცულა დიაკონმა ხელადა, ხელახ-
ლა გასინჯა ხრისტოდულემ ღვინო და უხმოდ დაუსხა სტუმარს.
ხანგრძლივად ცხენით ნამგზავრი მხედარი, დიახაც, მო-
შიებული იყო, ამ დაბღვერილი მასპინძლების მიერ ეგზომ უთა-
ვაზოდ მოგებებამ და იმ ბედშავი დიაკონის გვემამ გული აუმ-
ღვრია მას.
დავითი ყოველ წუთს მზად იყო, გვანცა გამოეხმო სადედო-
დან, სახლთუხუცესისათვის ცხენები მოეთხოვა და დაუყოვნებ-
ლივ გასცლოდა ამ უცხვირპირო ერისთავის ციხე-კოშკს, ბო-
ლოს მოთმინება არჩია მაინც, ჯამს ხელი წამოავლო, მზეგრძე-
ლობა უსურვა მასპინძლებს და უგერგილოდ შეექცა ერკემლის
ბარკალს.
ახლა ესღა აწუხებდა დავითს: ვინ იცის, ეგებ შემცივნებული
და თავსხმაში ნამგზავრი გვანცა უარეს დღეში ჰყავთო ერისთა-
ვის შიმუნვარებს სადედო დარბაზონში.
დავითმა თავიდანვე შენიშნა, ღაწვისთავები შეფაკლული
ჰქონდა ერისთავსა და ბერს, მაინც ეძალებოდნენ ღვინოს.
ვახან ერისთავი სტუმარს მიუბრუნდა:
„შენ და შენი დაი როგორღა ასცდით მეფისა და დედოფლის
ამალას?“
„ჩვენ დილაადრიან გამოვასწარით ღვარცოფს, შესაძლოა,
ისინი წაღვლისთავის სასახლეში გაბრუნდნენ ამაღამ“.
ვახან ერისთავი შეცფუნდა:
„მაშ, ჩვენ ამაოდ მოველით ამაღამ მათ?“ – ესა სთქვა და
ხრისტოდულეს მზერა ესროლა, როცა მან არა მიუგო რა, განაგ-
რძო:
„ხომ ხედავ, ხრისტოდულე, ეს მესამეჯერ მომიწყო ასეთი
რამ ჩემმა ვაჟმა, როგორც კი გაიგებს, დავით მეფე ლიხს გადაღ-
მა მიდისო, საკლავს დაახოცვინებს, წინ შეეგებება, ბოლოს და-
ვით მეფე ჩხერის ციხეს ეწვევა და ჩვენ ამაო ლოდინი შეგვრჩე-
ბა“.
ერისთავი ცეცხლს მისჩერებოდა მცირე ხანს და მერმე
წაიდუდუნა:

794 მკითხველთა ლიგა


„ხომ ვეუბნებოდი ჩემს ვაჟს, ისინი წყლებზე ვერ გადმოვლენ
და წაღვლისთავში გაათევენ-მეთქი ღამეს.
არ ვიცი, რითი მონუსხა ეს ახალგაზრდობა ამ დავით მეფემ,
როცა ჩემი ვაჟი, ვახანი, მის სახელს გაიგონებს, საბელით ვერ
დააოკებ.
ეს ღვარცოფები მდინარეებსაც გადარევდნენ ალბათ, ვინ
იცის, რა შეემთხვათ ამაღამ“.
ხრისტოდულემ კვლავ დუმილით მოისმინა ნათქვამი, ჯამი
გაივსო, სტუმარსაც უწილადა, მაგრამ სავსე ჯამს გადააცდინა
და სუფრაზე დაღვარა ღვინო.
როცა ვახან ერისთავს უფრო მეტად მოეკიდა ღვინო, გაბო-
როტებულმა სთქვა:
„არც ბაგრატ მეფე და არც გიორგი მეფე ისე არ გადავიდოდ-
ნენ ლიხს გაღმა, ჩემს ციხე-კოშკში ღამე არ გაეთიათ.
მეასდამერვე წელს მივაბჯინე უკვე და მართლის თქმას ვერა-
ვინ დამიშლის. არც ერთი მამალი ისე გულით არ უხმობს განთი-
ადს, როგორც მე სიკვდილს. აბა, რათ მინდა ასეთი სიცოცხლე,
ოთხი ფარეში მომათრევს ხოლმე ამ ბუხრამდის“.
ხრისტოდულემ წაიდუდუნა:
„მართლის თქმა განა მარტოოდენ ბერიკაცთათვის, ყრმა-
თათვისაც არ უნდა იყოს დაშლილი, მაგრამ დავით მეფემ პირში
ბურთი ჩაგვჩარა დიდსა და მცირეს, მოყურიადენი ბევრი ჰყავს
მთელს სამეფოში, თავათ ყველას თავაზიანად ეგებება, ხოლო
ტაჯგანალები და ბორკილები ქარიმან სეტიელს გადააპირა“.
ვახან ერისთავს უკვე მაგრად მოეკიდა ღვინო. მან უზომოდ
აქო და ადიდა ყოვლად ქრისტიანი მეფე, კურაპალატი ბაგრატი.
ჯავახეთში და კლარჯეთში ვხლებივარო მას დაუცხრომელ ომებ-
ში.
„როცა ალფ-არსლანი შემოიჭრა კახეთ-ჰერეთში, წინაი და-
იცვითა კახთა მეფემ აღსართანმა და მისცა სულტანს ციხენი კა-
ხეთისანი, ხალისიანად ეახლა სპიანად სულტანს ტფილისის
ამირა, ბოლოს ძალით მოირთო სულტანმა გაგიკ სომეხთა მე-
ფე.
ბაგრატ მეფე წეროვანთან შეება სულტანს, მე მარცხენა
ფრთას ვსარდლობდი, სისხლის მწვიმელი ღრუბელი მოეფინა
ქართლს, ეს იყო თვე დეკემბრისა და იმ გაუძლისს ქარბუქში
795 მკითხველთა ლიგა
ვებრძოლეთ თურქებს, სანამ ხორასანს არ გაბრუნდა სულტა-
ნი“.
როცა ბაგრატ მეფის შესანდობარი დალია ვახანმა, ახლა გი-
ორგი მეფეს უსურვა მზეგრძელობა და ადიდა იგი, ვითარცა „უ-
უხვესი მეფე და პურად უკეთესი ყოველთა კაცთა“. და სთქვა:
„მისთვისაც ათასგზის დამიმშვენებია მხარი ტაოსკარსა და
კარნიფორში, ფარცხისსა და სამშვილდეში, ცხენს გამოუკლავ-
დნენ თუ არა, მყისვე საკუთარს მივართმევდი, მისთვის მოქ-
ნეული ხმლისათვის ათასგზის შემიშვერია მკერდი.
ფარცხისის ომის უკანასკნელ საღამოს უსასტიკესი იერიში
მოიტანეს ხორასნელებმა ლაშქრის გულზე, მეფე და ტაძრეული
შიდა ქართლის სპიდან მოსწყვიტეს. არგვეთელი შუბოსნები ეძ-
გერნენ თურქებს.
გიორგი მეფის ტაძრეულიდან სამი კაციღა გადარჩა ცოცხა-
ლი, იგი და ჭყონდიდელი ხმალს იქნევდნენ გააფთრებულნი. ამ
დროს არგვეთელ მეწინავეთა წყობა გაარღვია უზარმაზარ
აჯილღაზე მჯდარმა ხორასნელმა ამირამ და მეფისაკენ გა-
მოემართა.
მაშინ გადავხტი ცხენიდან, მუხლებზე ხოხვით გავძვერი ყალ-
ხზე შემდგარ ცხენთა მუცლის ქვეშ, ხელშუბი ვაძგერე ამირას
ულაყს და, მწვანეჩალმიანი ახმახი მიწაზე დახორდა, წამოვაჯე-
ქი და სატევარით ისე გამოვღადრე ყელი, როგორც ქართლელი
გლეხი საშობაო ღორს დაჰკლავს ხოლმე.
მაშინ დავით მეფე დაბადებულიც არ იყო, და იმ დღეს რომ
არ მემარჯვნა, იგი ვეღარც მოვიდოდა ამქვეყნად“.
ერისთავი მცირე ხანს ცეცხლს მისჩერებოდა, მერმე სთქვა:
„მე დასამალი არაფერი მაქვს, დღეს-ხვალ პაპათა ჩემთა ზე-
ციერ სამყოფლოს უნდა მივაკითხო. თუნდაც დავით მეფე რომ
უჯდეს ამ ტაბაკს, მასაც პირნათლად ვეტყოდი სიმართლეს.
ორივე ფეხი მეფეთა და მამულისათვის გარდახდილ ომებში
მაქვს დაკარგული.
განა მარტო ეგ, სულკურთხეულ მამაჩემს ცამეტი ვაჟი ჰყავ-
და. ხუთნი ბრძოლის ველებზე დარჩნენ, ექვსი მძიმედ დაჭრილ-
ნი შინ მოვიყვანეთ, ორი წლის მანძილზე ექვსი ვაჟკაცი გავიტა-
ნეთ ამ ციხიდან.

796 მკითხველთა ლიგა


ეს ერთადერთი ძმაი დამრჩა, ხრისტოდულე, დავით მეფემ
არად ჩააგდო ჩვენი ოჯახის ამაგი, განპატიჟება მოუწყო ხრის-
ტოდულეს.
სამწყსო წაართვეს, ლოგინად ჩავარდა ბედშავი, ბოლოს
თვალებზე ბისტი გადაეკრა დაზაფრულს.
ესაო და, ხარჭები ჰყავდაო ეპისკოპოსს, ხარჭები ვის არა
ჰყოლია? განა ერთი ან ორი ჰყავდათ სულკურთხეულ ბაგრატ
მეფესა და მამას მისას – გიორგის, ახლა ბიზანტიის კეისრებს
რამდენი?..
დიაცი მისთვისაც გააჩინა უფალმა, რომ მამაკაცი დასტკბეს
მისდამი სიყვარულით, აბა, რისი მაქნისია დიაცი?“
ახლა ხრისტოდულემ აღლესა მახვილი მხილებისა. თავისი
მარღია თვალები მიაშტერა გაოგნებულ სტუმარს და ჰკითხა:
იოანეს სახარება თუ წაგიკითხავსო?
თვალი გადამიკრავსო ერთხელ, თავმოდრეკილად მიუგო
კითხულმა.
აბა, ერთხელ მეტად თუ არ წაგიკითხავს, შინ მისულმა მოს-
ძებნე მუხლი მეათე და მუნ სწერია:
„ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოუყვანეს მას
დედაკაცი, რომელიც ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებსა და
დაადგინეს იგი შორის და ჰრქუეს მას: მოძღვარ ესე ცხადად
მრუშებასა დაეპყრა. ხოლო იესო თითითა ქვეყანასა ზედა სწერ-
და და არას ეტყოდა და კვლავ ჰკითხვიდეს მას. აღემართა ზე და
ჰრქუა: ვინ უცოდველ არს თქვენგანი, პირველად დაუტევენ ქვაი
მაგას ზედა“.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მრავალ წარჩინებულ
ქორ-ეპისკოპოსს და ეპისკოპოსს მოუწყო დავითმა განპატიჟე-
ბა, პატივითა დაკლებაი ზოგთა, მამული წარუხვნა სხვათა, ვი-
თომდაც ხარჭის ყოლისა და მრუშობისათვის.
ახლა ვიკითხოთ, ჰქონდა თუ არა დავით მეფეს ამის უფლე-
ბა, ქვაი ესროლა ყოვლად ქრისტიან მღვდელმთავართათვის?
ძმანი თავადთაგანნი ეკლესიებიდან და მონასტრებიდან გა-
ნაძო, ნაბიჭვართა და უგვაროთა აღზევებას შეუდგა.
ხოლო თვითონ განა მარტო მრუშობაში უდევს წილი? ქრის-
ტიან მეფისა და ერის მთავართა სისხლითა აქვს ხელები მოთ-
ხვრილი.
797 მკითხველთა ლიგა
აღსართან კახთა მეფე მან მოაშთობინა, მისმა სპასალარებ-
მა ომში მოკლეს ლიპარიტისძე, რატი, დილეგში მოაშთვეს ზე-
დაზენის ციხის პატრონი – ძაგან ერისთავი, ექსორია მოუწყო
კლდეკარის ერისთავს, ლიპარიტს, მეუღლეს მისას მიუჩინა ნა-
ხევრად დანგრეული მონასტერი ერთი, მხოლოდშობილი ასუ-
ლი მათი ხარჭად დაისვა, მერმე რა მოყირჭდა, ლიახვში დაახ-
რჩობინა ქარიმან სეტიელს.
ახლა როგორც გვაუწყეს, მართლმორწმუნე ქრისტიანთათ-
ვის თვალის ასახვევად სარწმუნო კაცნი წარგზავნა სირიასა და
პალესტინას, ამაოდ აძებნინა ის ბედშავი დიაცი.
ლიპარიტისეული ციხენი და საჭურველნი თავათ მიითვისა.
რატისეული მამული არგვეთის საერისთავოში გელათისათვის
შეუწირავს ამას წინად.
ყოველივე ამას როდი დასჯერდა. თაკვერის ერისთავის ასუ-
ლი ხარჭად ჰყავს. შამან ერისთავი უსინათლოა და ამას ვერ ამ-
ჩნევს, მაგრამ გარეული მართლმორწმუნენი თვალნათლივ ხე-
დავენ ამას ყოველივეს.
რაც მთავარია, შამან ერისთავის ასული არტანუჯელი ბაგრა-
ტოვანთა ნაშიერია, სისხლისმიერი ნათესავი მისი, ახლა ეს თა-
ვათ განსაჯე, რამდენად შეეფერება ეს ყოველივე ქრისტიან მე-
ფეს?“
ხრისტოდულემ ღვინო მოსვა და შეეკითხა სტუმარს:
„რისთვის მიემგზავრება, თუ იცი, ლიხს გადაღმა დავით მეფე
ამჯერად?“
„გელათს ტაძრის ასაგებად, ვგონებ“.
„განა თუ ერთი ტაძარი, სამას სამოცდახუთი ეკლესია რომ
ააგოს მან, განკითხვას მაინც ვეღარ ასცდება იგი“.
დავითს ლავასავით გადაენთხა სახეზე ამ ცილისწამებათა
ღვარცოფი, მაინც მტკიცედ იცავდა დუმილს, ხოლო ხრისტოდუ-
ლემ განაგრძო:
„გუშინწინ მეროჭიკე ბერებმა ამბავი ჩამოგვიტანეს ნაჭარმა-
გევიდან, ახლა ყიფჩაღეთს აგზავნის თურმე მეფე თავის სარწმუ-
ნო კაცთა, რათა ყოვლად ქრისტიან ბაგრატოვანთა ტახტზე უშ-
ჯულო ყიფჩაღთა ნაშიერი დაგვისვან დედოფლად“.
გამომთვრალმა ბერმა ზეასწია თავისი შავად გაჯაგრული
მარჯვენა და სთქვა:
798 მკითხველთა ლიგა
„მე ერთი ვეყოფი მას მაწყევრად და უფლის წინაშე შემსმენე-
ლად. დავით მეფეს არამც და არამც არ ასცდება ქვესკნელის
გეენია და ჯოჯოხეთის ცეცხლი უშრეტელი“.
...
მოუხშირეს ციხის მამლებმა ყივილს. შუაღამე უკვე გადასუ-
ლი იყო, როცა სახლთუხუცესმა სასტუმრო დარბაზონში გერმის
ბუმბულები დაუგო სტუმარს, მაგრამ ძილი მაინც არ მოეკიდა
დავითს.
მახლობელ ოთახში თავმოტვლეპილი დიაკონი ღაღადებდა:
„უფალო, რა გამრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი და მრავალ-
ნი აღსდგეს ჩემზედა, მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა.
ხოლო, შენ უფალო, მზე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასა-
მაღლებელ თავსა ჩემსა.
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე
მეყო მე, არა შემეშინის მე ბევრეულისაგან ერისა.
აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ
დასდენ ყოველნი, რომელნი მემტრნენ მე ამაოდ.
კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ. უფლისა არს ცხოვრე-
ბაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაჲ შენი და დიდება“.

შეგონებანი კირიონ ბერისა


დავითი ცხენების ჭიხვინმა გამოაღვიძა. სარკმელიდან
გაიხედა: ალერსაის და თაფლისფერ იაბოს დაატარებდნენ მეჯი-
ნიბენი. გვანცა კოშკის უკანა აივანზე იდგა, დავითმა მხარზე
დაადო ხელი და მიესალმა.
„როგორ ხარ, ულამაზესო?“
„ღვთის წყალობით კარგად, მეფევ ბატონო“.
სახლთუხუცესი მოკრძალებით ეახლა სტუმრებს. ბოდიშობ-
და: „ეე, რა ვქნათ, უფალო, ვახან ერისთავსა და ეპისკოპოსს
ხრისტოდულეს ისე მაგრად სძინავთ, ვერასგზით ვერ გავაღვი-
ძეთ“.
დავითს იამა განაგონი და მიუგო ბერიკაცს:

799 მკითხველთა ლიგა


„გევედრებით, უფალო, არამც და არამც არ შეაწუხოთ ბერი-
კაცი. ჩვენ დიდი გზა გვიდევს წინ, დაუყოვნებლივ უნდა გავემ-
გზავროთ“.
„რასა ბრძანებთ, უფალო, ჯიგრის ყაურმა მზადაა. ცხენებს
უკვე ვაჭამეთ ქერი“.
***
მზე ჯერ არა სჩანდა ორაგულის ქერეჭისფერ ცაზე, როცა
ცხენოსნები ვახანის ციხიდან გავიდნენ.
დავითი წამოეწია ცხენის სიგრძეზე წინ მიმავალ გვანცას და
უთხრა:
„როგორ შევცდი, გვანცა, მაგ შლუ ერისთავის პურმარილი
რომ მივიღეთ, ერთი უტევანის მანძილზე ამ ხეობაში წისქვილი
უნდა იყოს სადღაც, გვიჯობდა იქ გაგვეთია ღამე.
რიგიანად გამომლანძღა მაგ განპატიჟებულმა ეპისკოპოს-
მა“.
„რაო, რას როშავდა ბერი?“
„რას იზამ, მაგ ყიამყრალის ნათქვამი განმეორებად არა
ღირს. არა უშავს რა. მეფეები ხშირად რომ ივლიდნენ თავიანთ
საუფლოში უჩინმაჩინად, იოლად გაარჩევდნენ მტერსა და მოყ-
ვარეს ურთიერთისაგან.
მაგ ვახან ერისთავის განპატიჟებული ძმა, ხრისტოდულე, გა-
სულ კვირას მოციქულებს მიგზავნიდა: სასჯელი მომხსნასო მე-
ფემ და რომელიმე სამწყსო მიმიჩინოსო არგვეთის საერისთა-
ვოში.
ისე გამოდიოდა, თითქოს არც კი სმენოდეს ბერს, რომ სწო-
რედ რუის-ურბნისში დავადგენინეთ მემთვრალე და მრუშ ეპის-
კოპოსთა განპატიჟება.
მე არ დავაყოვნე და აგრე შევუთვალე, გიორგი ჭყონდი-
დელს მიმართე-მეთქი. კარგად ვიცოდი, იგი ვერც შებედავს
რაიმე სთხოვოს მამაი გიორგის“.
ცხენებმა უფონოდ გადალახეს ზათქით მიმავალი მდინარე.
დავითი ღელავდა, თუმცა გვანცა მარჯვედ უჭერდა თავს თავის
ცხენს, რომელმაც ბარე ორჯერ წაიფორხილა.
მზე შუბის ტარზე წამოწეულიყო, როცა ცხენოსნები ერთ უხი-
აგ ხევისწყალს მიადგნენ ისევ, დავითი დაწინაურდა, ჯერ თავათ
გადალახა იგი.
800 მკითხველთა ლიგა
გვანცას იაბო გაჭირვეულდა, ქეშაოდ სვლა დაიწყო, დავით-
მა გვანცა გადასვა ალერსაზე, თავათ თაფლისფერ იაბოზე შეჯ-
და, დეზი უთავაზა ზედიზედ ცხენს და სამშვიდობოს გაიყვანა თა-
ვისი მანდილოსანი.
როცა ნაპირზე მშვიდობით გადავიდნენ, დავითმა სთქვა:
„ჩემს სიჭაბუკეში ფაცერები გვქონდა დადგმული ამ მდინა-
რეში. მახარაი, ნიანია და მე კალმახს ვიჭერდით“.
ხშირად ხდება ხოლმე აგრე, მეგობარს ახსენებ და თვალწინ
დაგიდგება. ამჯერადაც, ნიანიას ხსენებაზე ცხენების თქარათქუ-
რი გაისმა. ნიანია ბაკურიანი და ჯონდი ერისთავი მოაჯირითებ-
დნენ ცხენებს.
დავითი გაოცდა.
„რა გვექნა, – სთქვა ნიანიამ, – დედოფალი მარიამი ფრიად
შეწუხდა. მე და ჯონდის გვიბრძანა მდევრად წამოსვლა. ვაითუ
ხიფათი შეემთხვათო.
მერმე ის იყო, სარაპანის ციხიდან წამოვედით, ერთ ყოვლად
უხიაგ ფონზე გადავედით ცურვით, ვახან ერისთავის ციხეს ვეწ-
ვიეთ. და, როგორც იქნა, წამოგეწიეთ.
ვახან ერისთავი აღშფოთდა.
როგორ? ის ჟანგისფერჩაბალახიანი დავით მეფე იყოო?
დავუმოწმეთ, მეფე იყო-თქო.
ვაი ჩემს სიბერეს, ვაი ჩემს დაუოკებელ ენასო.
ამბობდა და შუბლზე იცემდა ხელს“.
„ოჰო, ეს კარგი გიქნიათ, მაგ ყიამყრალი ეპისკოპოსი, ხრის-
ტოდულეც, ისმენდა ყოველივე ამას?“
„ხრისტოდულეს ცვილისფერი დაედო. განპატიჟებას არ მაკ-
მარებსო მეფე“.
„ეჰ, შენ კარგად იცი, ნიანია, გლახაკების მიმართ არაოდეს
მიძიებია შური“.
კიდევ ერთი ხევისწყალი გადალახეს ოთხთა. ახლა ვენა-
ხიანი კაპანი დაიწყო, აყვავებული ატმებით დამშვენებული.
ბაღებში კოცონები ენთო, დროული კაცები ვენახს სხლავ-
დნენ, დიაცებსა და ბავშვებს წალამი გაქონდათ.
გზებზე მხიარული ყიჟინა ისმოდა. დავითი მიხვდა, ბერიკები
მოსულიყვნენ სოფლად. ორი ბერიკა ზედ ცხენის ფლოქვებთან

801 მკითხველთა ლიგა


დაუვარდა წინ მომავალ დავითს. გვანცას ამდენი ბერიკები ჯერ
არ ენახა ერთად.
შარაგზაზე ოთხით მიფორთხავდნენ დათვისთავიანი, ძაღ-
ლისთავიანი, თხისთავიანი, ცხვრისთავიანი, ვირისთავიანი ბე-
რიკები. ღორისდინგიანი ახმახი ბერიკა წინ მიუძღოდა მათ. მათ
უკან მოხუცი მოდიოდა დაფეხვილი ჯორით, ქათმებით, ინ-
დოურებით, გოჭებით დატვირთული ხურჯინი ეკიდა მხარზე,
ხელში მწვადებიანი შამფურები ეჭირა.
„საეშმაკო სიმღერებს“ მოიმღეროდნენ.
ნიანიამ განუმარტა გვანცას: „ეს ახალგაზრდებია, გაზაფ-
ხულს ზეიმობენ, ნაბდის ნიღბებით პირშებურვილნი.
ისინი ასე დაყიალობენ სოფელ-ქალაქად და ურცხვი სიმღე-
რებით აყრუებენ გარემოს. მათ ალბათ ჩამოითხოვეს ჯორზე
აკიდებული ხორაგი.
ასეთი სიმღერანი საეშმაკონი დავით მეფემ ააკრძალვინა
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას“, დასძინა ნიანიამ.
დავითს გაეღიმა:
„ეჰ, რას იზამ, მრავალი საუკუნის წინ დანერგილ ჩვეულებას
იოლად ვერ მოაშლევინებ ხალხს“.
„წმინდა გიორგის მადლმა, ეს მეწინავე დავით მეფეა“,
დაიძახა დათვისთავიანმა.
„რასა როშავ, სქელო, დავით მეფე ვინა ნახა ასეთი მდა-
ბიორული ჩაბალახითა“.
ხეობა ჯერ გავლილი არა ჰქონდათ, შორიდან მოისმა წის-
ქვილის ამო გრუტუნი. მთებზე ჩამოქცეული ციხე-კოშკები და
დაქცეული ნასაყდრალები გამოჩნდნენ, მათ ქვემოთ გავაკებაზე
ხის სენაკების მთელი მწკრივი იყო.
ახოვანი, მელოტი, გრძელწვერა ბერი საჩიხეში იდგა და
მშველებს ეალერსებოდა და აპურებდა.
მხედრების დანახვაზე მან ჩელტის კარი გამოიხურა, წინ გა-
დაუდგა ახლად მოსულებს.
„თუ თვალი არ მღალატობს, მეფეთაგან წარმოგზავნილნი
უნდა იყვნეთ, ჰ?“
ნიანიამ თავი დაუქნია.
„წარმოგზავნილნი რა მოგახსენოთ და მეფეთა ყმანი კი გახ-
ლავართ“, მიუგო დავითმა.
802 მკითხველთა ლიგა
ბერი გვანცას ცხენს მისწვდა აღვირზე.
როცა დაქვეითდნენ და მორებზე ჩამოსხდნენ, დავითმა
ჰკითხა ბერიკაცს:
„ნუთუ, სულ მარტო ხარ, მამაო, ამ უკაცრიელ ნანგრევებს
შორის?“
„დიახაც, უფალო, ეს ყოველივე სულკურთხეული მამაჩემის
სასახლე იყო და აწ ციხეთა ნანგრევებია. ეგერ, კლდეზე დარჩე-
ნილი ერთადერთი გოდოლიღა გადაურჩა მიწისძვრას, ყავრით
გადავხურე იგი, როცა ნამეტნავად ავი ზამთარი დადგება, იმ გო-
დოლს შევეხიზნები ხოლმე.
ეს სენაკები მოგზაურ და მეროჭიკე ბერთათვისაა განკუთ-
ვნილი“.
გვანცა წისქვილის კართან მოციგლიგე მშველებს ესროდა
ალერსიან მზერას. ბოლოს, დუმილი დაარღვია და შეეკითხა
მასპინძელს:
„ეს მშველები ვისია, მამაო?“
„უფლისა, შვილო ჩემო, მე საკუთრება არა გამაჩნია რა, გა-
უძლისს ზამთარში მათი მშობლები შემოეხიზნებოდნენ ხოლმე
ამ წისქვილს, გაზაფხულზე ნამატს სტოვებდნენ და ბრუნდებოდ-
ნენ მთაში.
მე ლოცვისა და მათი მოვლის კიდეგან სხვა საქმე არა მაქვს,
შვილებო.
ხომ ხედავთ, თქვენი მობრძანებისას როგორ დაფრთხნენ,
ისინი შვილებივითა მყავს დაზრდილი. ყოველ მათგანისათვის
ცალ-ცალკე სახელები მაქვს შერქმეული.
ერთი ნუკრი ავად გამიხდა გუშინწინ, ჩემს ლოგინში წევს,
ბალღივით კვნესის ბედშავი“.
გვანცამ იკითხა:
„ზამთრობით რითი კვებავთ მამაო, მათ?“
„შემოდგომაზე თივას ვიმარაგებ წინასწარ, გარდა ამისა, ამ
წისქვილში დიდძალი ქატო რჩება, შვილო“.
„ვისია ეგ წისქვილი?“ – იკითხა დავითმა.
ბერმა თავისი გრძელი ხელი გაიშვირა სამხრეთისაკენ და
მიუგო მკითხავს:
„იმ მთის გადაღმა წმინდა თებრონეს დედათა მონასტერია.
ეს წისქვილი მონასტრის სამინდოა. მონასტრის იღუმენია, და-
803 მკითხველთა ლიგა
რია, ფრიად სათნო ადამიანია, მას ეცოდება ჩემს მიერ შევრდო-
მებული ნადირი და ნებას მაძლევს კიდევაც, მათ ვუწილადო
პაშტა ქატოჲ“.
„შენი სახელი გვიბოძე, მამაო“, ალერსიანად უთხრა დავით-
მა ბერს.
„კირიონი მქვია, უფალო, ერისკაცობაში კახაი“.
„იმ მთებში კარგი სანადირო სანახებია ალბათ?“ – იკითხა
ჯონდი ერისთავმა.
„მშველი, ჯიხვი და კაკაბი მწყერჩიტაზე უმრავლესია, რო-
გორც მენადირენი იტყვიან, ამდენი ნადირი მთელს საქართვე-
ლოში არ მოიპოვება თურმე. ე, ხეობას გასცდებით და მზიანე-
თის ველი იწყება“, დასძინა ბერმა.
„მზიანეთის ველიო, – ეუბნება დავითი ნიანიას, – მე და შენ
აქ რამდენჯერ გვინადირია და ასეთი რამ არა გვსმენია“.
წისქვილის კარზე მოგიზგიზე თონე ენთო. პურის საამო სუნ-
მა შიმშილი გაუორკეცა სტუმრებს. ბერმა ტაბლაზე დაალაგა
შოთები, მოხარშული კალმახები ირგვლივ დააწყო ტაბაკის კი-
დეებზე. ბოდიშობდა მოხუცი:
„მეფეთა მსახურებს ასეთი პურმარილი არ ეკადრებათ“.
„რასა ბრძანებთ, რასა ბრძანებთ“, ერთობლივად მიაძახეს
სტუმრებმა.
დავითი ხან გვანცას სთავაზობდა კალმახს, ხანაც თავათ
სჭამდა მადიანად.
ბერმა ჯერ გვანცას მიართვა კალმახი და უთხრა დავითს:
„ეს მანდილოსანი ისე გგავს, უფალო, შენა, დაი უნდა იყოს
ხორციელი შენი, თუ არ მაცთუნებს თვალი?“
ნიანიამ პასუხი დაასწრო მეფეს და მიუგო ბერს:
„დიახ, და-ძმანია, მამაო“.
გვანცას ლოყები შეუფაკლდა, თავი დახარა და კალმახს მის-
წვდა.
დავითმა მზერა გაუმართა ბერს და ეუბნება:
„ეგ მიბრძანე, მამაო, როგორ მოხდა შენი აღკვეთა ბერად.
ერისკაცობაში რა გვარისა იყავი?“
„მე გახლავართ დიდაზნაურის – სუმბატ მინდორელის ვაჟი.
ჯერ უწვერული ჭაბუკი ვიყავი, აიჩემა სულკურთხეულმა მა-
მაჩემმა: ცოლი უნდა შეგრთოვო, დედაჩემი ადრე იხმო უფალმა.
804 მკითხველთა ლიგა
ოჯახს უდიასახლისობა ფრიად უმძიმდა, ჯერ უფროსს ძმას ემუ-
დარა მამაი, ცოლი შეირთეო, ჩემი ძმა დაჟინებით ამბობდა, ბე-
რად უნდა შევდგეო. იერუსალემის ჯვრის მონასტერში წასას-
ვლელად ემზადებოდა კიდეც.
ბოლოს, შეისმინა მან ჩვენი დაჟინებული მუდარა და მოიყვა-
ნა მთას გადაღმელი დიდაზნაურის პირმშვენიერი ასული ერთი.
ქორწილი სამ დღეს გაგრძელდა, როცა სიძე და მაყრიონი
ღვინის სმით გაერთვნენ, ეგ ეშმა განეზრახა საკუთარ ძმასა და
მეჯინიბეს და ნაშუაღამევს თოკის კიბით გაიპარნენ ციხიდან“.
გვანცას ეტოშა ამის გაგონება, დავითმა და ნიანიამაც შენიშ-
ნეს, თუ როგორ შეუფაკლდა მას ლოყები.
„ახლა უფრო დაჟინებით მოითხოვდა ჩემი ძმა: იერუსალემს
წავალო.
მამაჩემი დიდად შეაწუხა ამ ამბავმა, ამ მხარის მინდორელ-
თა გვარის ნაშიერნი მარტო ამ ციხეში ვიყავით შემორჩენილნი.
ახლა ჩემი ჯერი დადგა. არც მე მიმიწევდა ადრე დაოჯახებაზე
გული, მაგრამ ბოლოს დამითანხმა მამამ. იმავე წელს მომგვა-
რეს დიდაზნაურის ქალი ერთი, რომლის სახელისა და გვარის
ხსენებაც მეტოშება.
ჩანგს უკრავდა და მღეროდა ის ეშმაკის კერძი ისე, ანგელო-
ზებს ჩამოიხმობდა ციდან.
თაფლისთვეც არ იყო გასული და ის დიაცი შევისწარი ამ წის-
ქვილში ჩემს ძმასთან. ორივენი უნდა დამეხოცა, მაგრამ ძმა
ფერხთით დამივარდა და შემევედრა:
ამ დიაცს ნუ ერჩი და მე მომკალიო. ძმას ხმალი ავართვი,
ჯაჭვი გავხადე და ციხიდან გავაძევე.
დღესაც არ ვიცი, რა ბედი ეწია მას, ერთნი ამბობდნენ: იერუ-
სალემის ჯვარის მონასტერში შესდგაო იგი ბერად. სხვანი სხვას
იტყოდნენ: დავით მეფეს ახლდა იგი ერწუხის ომში და იქ მოჰ-
კლესო თურქებმა“.
„რა ერქვა ძმას შენსას, მამაო?“ – შეეკითხა ჯონდი.
„ნოშრევან“.
დავითს ემცხეთა ეს ამბავი, ნიანიას იდაყვი მიუცაცუნა იდაყ-
ვზე და ხმა არ გაიღო. თუმცა კარგად უწყოდა, ერწუხში დიდი მა-
მაცობა გამოიჩინა ნოშრევან მინდორელმა, იგი უმოწყალოდ

805 მკითხველთა ლიგა


ხოცავდა თურქებს, ბოლოს გაინაპირეს და შვიდმა თურქმა რა-
ინდმა აკუწაო იგი ცხენდაცხენ.
„მამაჩემმა მეორე დღესვე სატევრით მოიკლა თავი, – განაგ-
რძო ბერმა, ხოლო დიაცს ვუბრძანე თავისი ჭინჭები და მარგა-
ლიტები მოებოჭა და გამცლოდა.
შენს დაიკოს ოქროს საყურენი ესხას, შვილო ჩემო. ყველა
ქალი როდია ძაგების ღირსი, მაგრამ ჩემი ცოლყოფილი იყო
ჭეშმარიტად მიმზგავსებული მხეცისა ბოროტისა.
ჰეი, ცთუნებაო ეშმაკისაო, რამეთუ მეოხებითა დიაცისათა
სამოთხიდან გამოვარდა ადამ. ბრძენკაცი იყო სოლომონ, მაგ-
რამ შეცთა და დაეცა.
დიაცის გამო დილეგში შეაგდეს პირმშვენიერი იოსებ.
შენ კარგად უწყი, შვილო ჩემო, ალბათ ასპიტნი ნელითა
სიტყვითა დაიმწყესებიან და ვეფხვნიცა ფუფუნებითა დამშვიდ-
დიან, აგრეთვე ლომნიცა და ვიგრნიცა, ხოლო დედაკაცსა ბო-
როტსა აგონებდე, აღბორგდეს, ვითარცა ჰეროდიადემ ჰეროდეს
უყო.
მითხარითღა, რომელმან მხეცმან ესევითარი ზრახვაი იზრა-
ხოს, ანუ რომელსა ვეშაპსა დედალისა ქმრისა წარწყმენდა უნ-
და, ანუ რომელმან ძუმან ვეფხვმან თავისი მამალი კვალად მის-
ცა.
ალბათ იწყინა უფალმან ღმერთმა ესოდენი კაცთა სიავე. თე-
ბერვალში დიდი მიწისძვრა დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე
წამოიქცნენ მამისეული დედაციხე, პალატები და კარის ეკლე-
სია. იმ დღეს დამეხოცა ყველა კაი ჩემი ოჯახისა, დეიდები, მამი-
დები და შვილნი მათნი“.
ბერი მცირე ხანს უგერგილოდ ღეჭავდა პურს, ბოლოს თავი
აიღო, მეინახეებს შეავლო მზერა და სთქვა:
„აწ გევედრებით, შვილნო ჩემნო, როგორც მსმენია, მეფე
ჩვენი, დავითი, მტერთაგან უძლეველია, აუწყეთ მას ჩემებრ უბი-
რი ბერის ნაუბარი: თუ ოდესმე ვინმემ დაამარცხა იგი, ეგ იქნება
მხოლოდ და მხოლოდ დიაცი.
ნუ ინების ეგ, უფალმა. უშჯულო ყიფჩაღთა ნაშიერი ბაგრა-
ტოვანთა ღვთითკურთხეულ ტახტზე?
ამას წინათ, მთავარდიაკონმა ჩამოიარა ნაჭარმაგევიდან
ერთმა და საიდუმლოდ მამცნო:
806 მკითხველთა ლიგა
მარიამ დედოფალსა, დიოფალს ელენეს და თავათ დავით
მეფეს სხვა უნდათ, შამან ერისთავის პირმშვენიერი ქალი –
გვანცა. მხოლოდ გიორგი ჭყონდიდელს უმძიმსო ერთხელ დათ-
ქმული პირობის უკუთქმა“.
გვანცა უსიამოდ შეიშმუშნა.
„მოახსენეთ ჩემებრ უცები ბერისაგან უძლეველ მეფეს, ეგ
გაახარებს-თქო მთელს სამეფოს.
ღვთისმოსავიაო თურმე ის დიაცი, ელენე დედოფლის ხელში
გაზრდილი. აბა, თავათ ბრძანე, რა იქნება სათნო დედოფლის –
ელენეს მიერ აღზრდილი ასული უსაჩინოესის ერისთავისა“.
ნიანიამ ისევ მშველებისა და მათზე ნადირობის გამო ჩამო-
აგდო სიტყვა, ასე რომ, მასპინძელი მოეშვა სასახლის ამბებს და
მშველებისა და მათი მოვლის შესახებ დაიწყო ბაასი.
სტუმრებმა წასვლა დააპირეს. დავითმა მოწითალო ღრუბ-
ლებით დაფარულ ცას ახედა და სთქვა:
„შესაძლოა, გაავდარდეს. მაინც რა გვეჩქარება. ჩემთვის
საამურია მაგ ბერის ბჟუტური, ეს მშვენიერი მშველები და ეს
უკაცრიელი გარემო.
გოჩა ქვაბულისძეს დიდი ხანია, რაც მარიამ დედოფლის წვე-
ვა ენატრება, ალბათ ორ-სამ დღესაც არ გაუშვებს სტუმრებს.
რაიცა შეეხება ბიზანტიელ სტუმრებს, მათ გვიცადონ, რამ-
დენ ხანსაც ენებოსთ. ნოტარი და მისი ამალა ალბათ სალხინოდ
არიან ჩამოსულნი“.
მასპინძელმა საკნებში წაიყვანა სტუმრები.
დავითის საკანი საკმაოდ დიდი იყო. კედლებზე ხატები ეკი-
და, იატაკზე დათვის ტყავები ეგო, ხოლო სტუმრისათვის გან-
კუთვნილ საწოლზე მშვლის ტყავები.
ბერმა წვრილფარეშოსანი ჯაჭვი გამოართვა დავითს, საბარ-
კლულები და წაღები გახადა. ბოლოს მის ფერხთით დაცუცქდა
და სთქვა:
„ამ საკანში ღამე უთევიათ გიორგი მეფესა და გიორგი ჭყონ-
დიდელს, კათოლიკოსებსა და ეპისკოპოსებს. სულკურთხეული
ბაგრატ კურაპალატი, როცა პირველად დაამარცხა ლიპარიტმა,
მამიჩემის ციხეს შემოეხიზნა და ეს კლისურები ჰქონდა მას გა-
მაგრებული, რათა არგვეთის საერისთავოც არ დაეპყრა ლიპა-
რიტს“.
807 მკითხველთა ლიგა
ახლა წყლით სავსე გეჯა შემოიტანა მასპინძელმა და ფეხები
დაბანა დავითს.
„ვაგლახ, მონაზონთაგან არავინაა აქა, თორემ შენ დასაც
დაბანდნენ ფეხს. ეს რა ლამაზი დაი გყოლია, შვილო, ეცადე
კარგ ვაჟკაცს მიათხოვო“.
ბოლოს, თავისი გაჩხირული ხელები მაგრად მოსჭიდა სტუ-
მარს და თითქმის ჩურჩულით უთხრა:
„გევედრები, უფალო, დავით მეფეს ნუღარ გაუმხელ ჩემს სა-
ხელს, არც ის უთხრა, რაც მე ვთქვი, მაგ წყეულ ყიფჩაღებთან
დამოყვრების გამო. გამიგონია, მეფეს არ უყვარს თურმე, როცა
სხვები ეჩრებიან მის საქმეებში“.
დავითს გაეღიმა და უთხრა:
„არა, არაფერს ვეტყვი, მამაო, მეფეს, შენ დამშვიდდი
ოღონდ“.
„მშვიდობა მოგცეს გამჩენმა“, სთქვა მასპინძელმა და კარი
გაიხურა. დავითმა კედლის ნიშებში ანთებული შანდლები ჩააქ-
რო, მხოლოდ სასთაულთან დასტოვა ერთი. ფსალმუნი გადაშა-
ლა, მაგრამ შანდლის მკრთალ შუქზე ვეღარ შესძლო წვრილად
ნაწერის წაკითხვა.
ბოლოს, ზეპირად წარსთქვა:
„სიტყვანი ჩემნი ყურად იღე, უფალო, გულისხმა ჰყავ ღაღა-
დებაი ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისა, მეუფეო ჩემო და
ღმერთო ჩემო“.
დავითი მოუსვენრად ტრიალებდა საწოლში. ხეობიდან მდი-
ნარის ჩხრიალი და ტურების გნიასი ისმოდა, მას გაცილებით
უარეს პირობებში უთევია ღამე ნადირობისა და ომების დროს,
ხშირად მეწისქვილეთა დაფხრეწილ ტყაპუჭებზე წოლილა, მაგ-
რამ მუდამ ტკბილად სძინებია. ისევ ფსალმუნის ლექსი მოადგა
ბაგეზე:

ღმერთო, სასჯელი შენი მეფესა მიეც,


და სამართალი შენი ძესა მეფისასა,
განსჯად ერისა შენისა სიმართლით
და გლახაკთა შენთა განკითხვად.

808 მკითხველთა ლიგა


ისევ პირაღმა დაწვა, ახლა გვანცას მშვენიერი სახე
ტრიალებდა მის თვალთა წინაშე. როგორ შეუფაკლდა გვანცას
ლოყები, როცა მისი სახელი არაერთგზის ახსენა ბერმა.
დავითს ეუცნაურა, სასახლის ამბები ასე წვრილად რომ
სცოდნია ამ უკაცრიელ გარემოში ბინადარ ბერსაც. ამ ბერის
ნაუბარიდანაც ჩანდა, მდაბიორ სამღვდელოთა შორის უფრო
მეტად ისმოდა დრტვინვა.
დიდი და მცირე მოითხოვდა, შარაღანისძისათვის დამოყ-
ვრების გამო უარი შეეთვალათ და შამან ერისთავის ასული შე-
ერთო მეფეს.
კვლავ გვანცას მისწვდა მისი ფიქრი. დედისიმედთან ერთად
სათაფლიას გამგზავრება მოაგონდა, მერმე გვანცასთან გეგუ-
თის ბუხრის პირად გატარებული საღამოები.
ამოიოხრა და გვერდი იცვალა. ახლა მას ისევ განუახლდა ის
მღელვარება, რომელსაც განიცდიდა იმ წუთებში, როცა გვანცა
ლოდებით დახერგილ ბილიკებზე მიაგელვებდა თავის გაცეც-
ხლებულ იაბოს.
საოცარია, აგრე ძლიერ რომ აღელდა გულით უძრავი დავით
მეფე.
ადგა, ტანთ ჩაიცვა, დერეფანი გამოიარა, ნიანიას და ჯონდის
სენაკებში ბნელოდა, მხოლოდ გვანცას სენაკში ციალებდა ნიშა-
ში ჩადგმული შანდლის შუქი.
მძინარის თავთით ეკიდა ღვთისმშობლის იგავმიუწვდენელი
მშვენების ხატი. შუბლი, ხორბლისფერი თმები და ტუჩ-პირი უც-
ნაურად მიაგავდა გვანცასას.
დავითი მიეახლა მძინარეს, საბნის მაგიერ ტყავის საფენები
გადახდოდა. მარწყვისფერი ძუძუს კერტები უჩანდა გაღეღილ
პერანგიდან.
გამიჯნურებულმა მეფემ დაიჩოქა, ტუჩებში ეამბორა მძინა-
რეს და ძუძუს კერტები დაუკოცნა.
გვანცამ ერთი დაიკვნესა და კედლისაკენ მიბრუნდა. დავით-
მა მშვლის ტყავები გადაახურა, შანდალი ჩააქრო და ფეხაკრე-
ფით გავიდა საკნიდან.
დერეფანში ვიღაც დაბორიალებდა. ათიოდე ნაბიჯიც არ
ჰქონდა გადადგმული, პერანგისამარა ბერი შეეხეჩა.

809 მკითხველთა ლიგა


„წყალი ხომ არა გნებავს, უფალო? ცივ წყალს მოგართმევ
ახლავე, ვაგლახ, ღვინო არა მაქვს, თორემ მცირეოდენი ღვი-
ნოი იოლად მოგგვრიდა ძილს“.
„კარგი იქნება, მამაო, ცივი წყალი თუ მოგეპოვება“.
ბერი ფაცხაფუცხით ჩავიდა ჭრაჭუნა კიბეზე... დავითმა ხარ-
ბად მოსვა სპილენძის თუნგიდან წყალი, მადლი მიაგო ბერი-
კაცს და ისევ თავის საწოლისაკენ გაეშურა.
„ეგებ კიდევ მოგართვა მშვლის ტყავები, უფალო?“ – ამბობ-
და ბერი.
„ნუ შესწუხდები, მამაო“.
მისი ერთადერთი სურვილი იყო, როგორმე მალე გასცლო-
და მასპინძელს. დავითი კვლავ წამოწვა და ბერი დაცუცქდა მის
სასთაულს გასწვრივ.
„გევედრები, უფალო, ვინძლო დავით მეფეს მოახსენო ჩემი
ნაუბარი, იგიც დასძინე: ქვეგამხედვარი როდია-თქო ის ბედდამ-
წვარი ბერი. მინდორელების მთელი გვარი მეფეთა ერთგულნი
იყვნენ. მამულისა და მეფისათვის ატეხილ ომებში ამოწყდნენ-
თქო მინდორელები“.
„დამშვიდდი, დამშვიდდი, მამაო, ყოველივეს წვრილად მო-
ვახსენებ დავით მეფეს, ვახშმობისას რაც გვითხარი და რასაც
ახლა უბნობ. ნუ კრთი, მამაო, იგი არც ისე გულბოროტია, რო-
გორც ამბობენ“.
ბერმა ჯვარი გადასახა დავითს და გამოიხურა ჭრაჭუნა კარი.
სამღვდელოთა დრტვინვა ყიფჩაღთა უმთავრესის ასულის
გამო, წარჩინებულ კარისკაცებისაგან და მღვდელმთავართაგან
მრავალგზის სმენოდა მეფეს, მაგრამ ამ საცოდავი ბერის დაჟი-
ნებული ჩიჩინი უფრო მეტად ჩასწვდა ამჯერად მას გულში.
ისევ შემოენთო გულზე დავითს ორმაგი ცეცხლი.
მართალს ამბობდა ბერიკაცი, სად უშჯულო ყიფჩაღთა ნა-
შიერი შარაღანისძის ასული და სად ღვთითმშვენიერი გვანცა,
უსაჩინოესი ერისთავის ნაშიერი:

ღვთისმშობელი მშვენიერი შროშანი,


მას უგალობს ანგელოსი ფრთოსანი.

810 მკითხველთა ლიგა


ეს ლექსი გახმიანდა მთვლემარის გულში. ამ წუთში ნანობ-
და მეფე, სარწმუნო კაცთა ყიფჩაღეთს წარგზავნას რომ დასთან-
ხმდა გიორგი ჭყონდიდელს.
ერთადერთი იმედი ეს იყო: გვარამ ბეჭისციხის პატრონი,
რომელსაც წარგზავნილთათვის უნდა ეხელმძღვანელა, ავად
იყო.
„ნეტავ არ წარგზავნიდეს მათ ჭყონდიდელი, ვიდრე მე არ
გავბრუნდები გეგუთიდან“.
მეფემ გვერდი იცვალა. ისევ ამ ყოყმანს უნდა მოეღოს ბო-
ლო. გეგუთს ჩასვლისას დავითი გადასწყვეტს საბოლოოდ ამ
საქმეს.
ჯოჯიკისა და არამაის არშარუნის ბარათები ისპაჰანიდან
კარგ ამბებს იუწყებოდნენ. ბარქიაროკის სიკვდილის შემდეგ
მთლად აირია სელჯუკიანთა სასულტანო, ძე მისი, მალიქ-შაჰიც,
მიუღია უფალს.
დავით მეფე საკუთარი ძალებით გაუმკლავდება მტრებს. ბო-
ლოს ქრისტიანულ სამყაროსაც უნდა გაეწიოს ანგარიში. არაქ-
რისტიანი დედოფლის ცოლად მოყვანას აუგად ჩამოართმევენ
ქრისტიან მეფეს, რომელსაც გოგისა და მაგოგის წინააღმდეგ
მებრძოლს უწოდებენ მთელი ქვეყნის ქრისტიანენი.
დედისიმედის პოვნას არავითარი საიმედო პირი არ უჩანდა.
გვანცაზე უფრო მშვენიერი და სათნო ასული მთელ სამეფოში
არ ეგულებოდა დავითს.
გეგუთს ჩასვლის უმალ, იგი ამცნობს ჭყონდიდელს, სარწმუ-
ნო კაცნი არ წარგზავნოს შარაღანს.
როგორ გაიხარებენ ელენე დედოფალი და დედოფალი მა-
რიამი, როცა გვანცასთან შეუღლების სურვილს გაუმხელს მათ
მეფე.

***
სტუმრები უთენია მოუსხდნენ ბერის მიერ გაწყობილ სუფ-
რას. კაცთა სიახლოვეს დახარბებული ბერი კვლავ მშველების,
ტურების, გაუძლისს ზამთარში მგლების ყმუილის გამო მოუთ-
ხრობდა სტუმრებს.
„ეს კალმახები შენ თავათ მოინადირე, მამაო?“ – შეეკითხა
მასპინძელს ჯონდი ერისთავი.
811 მკითხველთა ლიგა
„რასა ბრძანებ, შვილო, ბერს ხომ არ ძალუძს ცხოველთა და
ნადირთა შეპყრობა“.
ამ სოფლის მკვიდრთ ოჩხები69 და ფაცერები აქვთ ამ მდინა-
რეზე, დაიჭერენ, მცირეოდენს მე მიწილადებენ“.
დავითი წამოდგა, მადლობა მოახსენა მასპინძელს.
როცა ოთხახმით გეგუთს მიმავალი მხედრები აჯამეთის ტყის
სანახებს მიადგნენ, მამალ ხოხბებს უკვე მოთავებული ჰქონდათ
საგამთენიო ყივილი, მხედრების ორანის შემცნობნი, ისინი ერ-
თობლივი ხშუილით დგებოდნენ ჩირგვნარებიდან და გოროზი
ხორხოცით მიჰქროდნენ ტყისაკენ.
ერთადერთი მამალი ხოხობი მოჰკლა გვანცამ.

ჯოჯოხეთო, აღახვენ პირნი შენნი...


„ჭეშმარიტად, ქცევადი და ცვალებადი ცხოველია კაცი, ნამ-
დვილად წინააღმდეგობისაგან წინააღმდგომად შეცვალებადი“.

გეგუთი ზარების ჟღარუნით დაუხვდა დავითსა და მის მხლებ-


ლებს. შავჩოხიანი მნათე სამრეკლოზე იდგა, ნელ-ნელა
წკრიალებდნენ ზარები. მეზარის ჩოხის კალთებს აფრიალებდა
ქარი.
დავითმა სთქვა: „სიყრმეშიაც ფრიად მიყვარდა ზარების ხმა.
ვნატრობდი კიდევაც იდუმალ, ნეტავ, მნათედ დამაყენებდნენ-
მეთქი. სულო ცოდვილო, ხანდახან ახლაც მენატრება ხოლმე
მეზარის, მეჯოგისა და მეწისქვილის ბედი“.
ჯონდი ერისთავმა სთქვა:
„სამაგიეროდ, სულ სხვა ბედი გარგუნა არსთაგანმრიგემ“.
„ეჰ, ჩემო ჯონდი, არც ისე სანატრელია ეგა. მამაცი და მამუ-
ლის მოყვარული მეფეები იშვიათად თუ მომკვდარან საკუთარ
სარეცელზე.

69ოჩხი – მდინარეში, მისი მდინარეების საპირისპიროდ გააკეთებენ ღო-


ბურს, შიგ ჩალასა და რიყის ქვებს ჩაყრიან, თევზები ბინადრობენ ამ ოჩხში.
812 მკითხველთა ლიგა
ვახტანგ გორგასალი ისრით მოჰკლა ვიღაც მუხანათმა ქარ-
თველმა, გიორგი პირველი და პაპაჩემი, ბაგრატიც, ბოღმამ მო-
აშთო, გაუთავებელმა ომებმა შეიწირეს იგინი“.
ბოლოს, გამოჩნდა გეგუთის ციხე-სასახლე აყვავებული ატ-
მებისა და ალუჩის ზღვაში ჩაფლული. მახარაის უკვე მზად ჰქონ-
და თავისი ჩიტ-ბადენი და სათხეველები. გარაბადებსა და
მშვილდებზე ქორ-მიმინონი ისხდნენ და ყვინთავდნენ. ბა-
ზიერებს ტასტებით მიჰქონდათ მათთვის წყალი.
„სტრატიგის ნოტარის გარდა, კიდევ ვინ ჩამოსულა, მახო?“
– შეეკითხა თავის ბიძას დავითი.
„დღეს გეახლნენ კიდევ ბოსფორის ფლოტის დრუნგარყოფი-
ლი, კონსტანტინე პორფიროგენეტის ნათლია, ეპიფანე არამ-
სმელმა და ევხაიტის ეპისკოპოსმა უამრავი ხატები და ჯვრები
ჩამოგვიტანეს“.
„ბიზანტიური?“ – იკითხა მეფემ.
„არა, მხოლოდ და მხოლოდ ქართული. შენ უკეთ უწყი, ნიკი-
ფორე ბიზანტიატისა და მიხეილ დუკას დროის დიდძალი საყ-
დრის იარაღი წაუღო მაიკოს სულკურთხეულმა მამაჩემმა, ბაგ-
რატმა, კონსტანტინოპოლს, სწორედ ისინი გამოითხოვა
მაიკომ. ცხადია, გელათს შესწირავს ყველას“.
სადილის მოლოდინში სტუმრები ნარდით ირთობდნენ თავს.
დავითის შემოსვლისას სტრატიგი ნოტარი ზეწამოიჭრა, მხედ-
რული ნაბიჯით მიეახლა დავითს და მარცხენა მკერდზე ეამბო-
რა.
პურობის დროს იგი მოწიწებით მიუჯდა მეფეს. ერწუხში გა-
მარჯვება მიულოცა.
„ნეტავ, შენისთანა სარდალი მიენიჭებინა უფალს ჯვაროსნე-
ბისათვის, არც ისე დაიბნეოდნენ, ეგ ცოდვიშვილები“.
დავითმა გამოჰკითხა სტრატიგს, როგორ მიდისო ქრისტეს
მხედრობის საქმე?
„ალბათ შენც კარგად უწყი, მეფევ ბატონო, სულტან მუჰამე-
დი შეურიგდა იმ ღვთისაგან შეჩვენებულს ამირას, ნეჯჲმ ედ-დინ
ილღაზის. ახლა საერთო ძალით ებრძვიან ფრანკებს. ოღონდ
ეგაა, არც ჯვაროსნები დაურჩნენ ჯაბანად.

813 მკითხველთა ლიგა


სავალალოა, რომ კეისარი ჩვენი, ალექსი კომნენი, ჯერხნო-
ბით განზე დგას, რომის პაპმა კვლავ მოუწოდა ქრისტიანულ
სამყაროს, მთელს ევროპაში გროვდებიან მოხალისენი“.
„თუ საქრისტიანომ ერთობლივ ბრძოლას მიჰყო ხელი, მუს-
ლიმანები ვერას დაგვაკლებენ“, სთქვა დავითმა.
„მართალსა ბრძანებ, მეფევ ბატონო, მე სულ ამას ვეჩიჩინე-
ბი იმპერატორს, ალექსის. სამწუხაროა, ფრანკებს აღარ ესმით
ეს. ნიკომედიაში ჩვენ რომ არ დავხმარებოდით, ფრანკებსა და
გერმანელებს ზღვაში გადაჰყრიდნენ თურქები“.
ნიანია ბაკურიანი შემოვიდა.
„გელათს წასასვლელად მზადა გვყავსო ცხენები“.
დავითმა ბოდიში მოიხადა მარიამ დედოფალთან, ჯონდი
ერისთავი და ნიანია ბაკურიანი თან გაჰყვნენ პატრონს.
ნასადილევს სტუმრებმა ნარდის თამაში განაგრძეს. ფლო-
ტის დრუნგარი ლასკარის ზედიზედ იგებდა. ნოტარმა ერთ-
ორჯერ სცადა ბედი, ბოლოს მოყირჭდა თამაში.
ახლა იგი მარიამ დედოფალსა და სხვა მანდილოსნებს
მიეკედლა. სტრატიგი ნოტარი სასტუმრო დარბაზში შევიდა,
ბრწყინვალე შავი მაჰაგონის კოლოფი გამოიტანა, მარიამ დე-
დოფლისა და მანდილოსნების თვალწინ გახსნა.
ამოიღო ნაირ-ნაირი გემმები და ბეჭდები, ეგვიპტური, ძველ-
ბერძნული, არაბული და ჰინდური.
თავდაპირველად ზღვისფერი გემმა აიღო ხელში, მოწიწებით
გამოართვა მარჯვენა ხელი მარიამ დედოფალს, საჩვენებელ
თითზე გაუკეთა იგი და სთქვა:
„ეს გახლავთ ძველჰინდური, ავგუსტა“.
მარიამმა გაიძრო ბეჭედი, ყურადღებით შეათვალიერა, მა-
ღალკისრიან მამაკაცს გიშრის კულულებში დატანებული ჰქონ-
და წვრილ-წვრილი იასპი. რუბინის თვლები ბზინავდნენ და კაშ-
კაშებდნენ.
„ეს ძღვნად მომირთმევიან შენთვის, ულამაზესო. სომეხმა
დიდვაჭარმა, ოვანესმა, ჩამომიტანა იგი ბომბეიდან“.
მარიამმა ყურადღებით შეათვალიერა გემმა. მადლობა უთ-
ხრა ნოტარს და უთხრა:
„მე მაინცდამაინც არ გახლავართ გემმების მოყვარული,
ჩემს სასახლეში მაქვს ბარე ათი უძველესი ბოტანიატის კოლექ-
814 მკითხველთა ლიგა
ციიდან, გულწრფელად მოგახსენო, მე იდუმალი შიში მაქვს კი-
დევაც მათ წინაშე“.
კურაპალატისსა მელიტა და გვანცა წაეპოტინენ გემმას. აღ-
ტაცებულნი უჭვრეტდნენ მას.
„რასა ბრძანებ, დედოფალო, მე ათ წელზე მეტი ომებში ვატა-
რებდი მათ. ზოგნიც საიდუმლო სკივრებში მაქვს ჩემს სასახლე-
ში ჩაკეტილი. ჩემი უკანასკნელი გატაცება ეგაა“.
ახლა სხვა გემმა უჩვენა ნოტარმა მანდილოსნებს.
„ეს გემმა ეგვიპტურია, როგორც ამბობენ, უკანასკნელი ფა-
რაონის მეუღლის საუნჯიდან მოუპარავთ არაბ მეკობრეებს, რო-
ბერტ გვისკარისათვის მიუყიდნიათ, ჰერცოგს ბერძენ საყვარ-
ლისათვის უსახსოვრებია, ხოლო ამ დიაცმა მე მომყიდა შარ-
შან“.
ახლა სხვა გემმები ამოიღო ნოტარმა.
„ეს გემმა, რომელზედაც ორი ხარია გამოხატული, კოლხური
უნდა იყოს. როგორც ამბობენ, როცა იაზონმა კოლხთა მეფის,
აეტესის, სასახლე გაძარცვა და ასული მისი, მედეა, მოიტაცა, ეს
გემმა თან წაუღია, ეს მეორე – ქალისა და ვაჟის ხატებისა, ეგეც
კოლხურია, მიხეილ პსელოსი ამტკიცებს, რომ ეს ქალ-ვაჟი
იაზონი და მედეა უნდა იყვნენო.
იგივე პსელოსი ბრძანებდა, ეს გემმა არზრუმის ამირას საუნ-
ჯეთაგან მეფისათვის მიუსყიდნიათ, ჰუნგრეთის მეფეს ალექსი
კომნენისათვის გამოუგზავნია, სააღდგომო ძღვნად.
ბოლოს, ღვთითკურთხეულმა კეისარმა ჩვენმა, ალექსიმ, მე
მისახსოვრა იმ წელსა, როცა პაჭანიკები და ყიფჩაღები გავრეკე
კონსტანტინოპოლის მისადგომებიდან“.
კიდევ ერთი გემმა ამოიღო მაჰაგონის კოლოფიდან ნოტარ-
მა, ბავრილიონის თვალები ჰქონდა ჩასმული ქალს.
„ეგეც კოლხურია, ნახეთ ზედ წარწერა“.
მარიამმა გამოართვა და ამოიკითხა – „კოლხის“.
ახლა აქატის გემმა ამოიღო ნოტარმა.
„ეს გემმა იტალიურია, რობერტ გვისკარს წაუგია იგი ნარ-
დში, ბოლოს გრიგოლ ბაკურიანს შეუძენია, დომესტიკს ბაკური-
ანს ერთ სომეხ დიდვაჭრისათვის უჩუქნია, ორი არაბული ცხენის
სამაგიეროდ.

815 მკითხველთა ლიგა


ეს ჩინებული გემმა ამარტოსი, არაბთა რომელიღაც ხალი-
ფისაგან შეუძენია ედესელ სომეხთა მთავარს, რუპენს, და იერუ-
სალემის მეფის – გოდფრუა დე ბუჲონისათვის მიურთმევია. ხომ
მშვენიერია რუპენისეული გემმა, ავგუსტა, ჰა?“
„მშვენიერია, მშვენიერი“, – დაუმოწმა მარიამმა. დაათვა-
ლიერა ეს გემმაც და დაუბრუნა სტრატიგს.
„ეს ლალის, გიშრის, სმარაგდისა და ბივრილიონის გემმები
ძველბერძნულია. აჰა, ყველა გემმათა შორის აღმატებული ბე-
ჭედი. ხომ ხედავთ პალას ათინას მუზარადიან თავს, ამ მუზა-
რადზე ოქროს გველია, პირდაბჩენილი.
ამ გემმას ვერავის ვაჩუქებ, რადგან მე მას ვუწოდებ ჩემი
ცხოვრების უკანასკნელ წუთს.
საკმარისია, ამ ოქროს გველის ენა მოსწოვოს ვინმემ, დიდ-
ხანს არ დააყოვნებს სიკვდილი“.
გვანცა და მელიტა წაეპოტინენ მას, მაგრამ დედოფალმა
წარბები ზეაწკიპა და მათაც მყისვე დაუბრუნეს ბეჭედი მის პატ-
რონს.
„როცა ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წუთი დარეკავს და
აღარ მომინდება ამ წუთისოფელში არც ომები, არცა ლხინი,
არც ლამაზმანებთან სიყვარული, ამ ენას მივწვდები, და ამ გვე-
ლის ტოროზში იმდენი შხამია შემონახული, სპილოს მოაკვდი-
ნებს უთუოდ“.
მარიამმა გამოართვა გემმა, ყურადღებით დაათვალიერა და
სთქვა:
„დაგიფაროს უფალმა ასეთი სიკვდილისაგან, რა დროს სიკ-
ვდილისათვის ფიქრია, სტრატიგო, საქრისტიანოს თქვენისთანა
მრავალნაცადი რაინდები ესაჭიროება დღეს.
ხომ ხედავთ, როგორ გათავხედდნენ თურქები, უკვე არზუმის
ციხეზე ფრიალებს სელჯუკიანთა შავი დროშა“.
გვანცა თვალს არ აშორებდა პალას ათინას.
აღტყინებული ნოტარი ხელში ატრიალებდა პალას ათინასა
და პათეტიურად ღაღადებდა.
„ეს გემმა მისახსოვრა ყოვლადმოწყალე კეისარმა ჩვენმა,
ალექსი კომნენმა, როცა ქსერიგორდონის ციხესთან ფრანკებსა
და გერმანელებს ალყა შემოარტყეს თურქებმა, ჩემი კოჰორტი
ავიყოლიე და თხის არვესავით გავრეკე უშჯულონი“.
816 მკითხველთა ლიგა
ახლა სტრატიგი ნოტარი მოჰყვა, თუ როგორ იბრძოლა მან
ანტიოქიის აღებისას, როგორ შველოდა ბალდვინსა და ედეს-
სელ სომხებს სელჯუკიანებისა და თურქომანების წინააღმდეგ
ბრძოლაში.

***
მარიამ დედოფალს მოსწყინდა სტრატიგი ნოტარის უსაშვე-
ლო ტრაბახი თავის მხედრულ სიქველეთა გამო, სტუმარი გვან-
ცასა და კურაპალატისსა მელიტას დაუტოვა, თავათ მრგვალი
მაგიდის გარშემო დამსხდარ ეპისკოპოსებს მიუჯდა.
„...სული? ეს ხომ იგივეა, რაც სუნთქვა ეპსიხე, იგი სიკვდი-
ლის წუთებში გაეყრება ხოლმე სხეულს, მაგრამ მაინც თავისთა-
ვადი არსებობის საშუალებას არა ჰკარგავს, მას ხომ ადამიანის
სიცოცხლეში სჩვევია ნებისმიერად დროებით დატოვება
სხეულისა, სიკვდილის შემდეგ იგი მიცვალებულის ირგვლივ
დაფარფატებს, რათა კვლავ დაუბრუნდეს პირველად სხეულს.
პლატონი გვასწავლის: სხეული დილეგია სულისა, სული უს-
ხეულოა, იგი ამოძრავებს თავის თავს და სხეულს თვისას“.
იოანე პეტრიწი ჩაერია საუბარში.
„აკი ბრძანებს პროკლე დიადოხოსი, ყოველი სული ან სამ-
ღვთო არს, ან ქცევადი გონებისაგან უგონებობამდის.
მოგეხსენებათ, მამანო, ადონაიტ ეგ გახლავთ თვით მოძრა-
ვობა და მარადიული წარმოშობა. ამიტომაც ადამისძემ ყოველ-
მა უნდა უწყოდეს, რომ იგი ქრთილის მარცვალზე უმცირესია და
მისგან წარმოიქმნება ხე ცხოვრებისა“.
„...ღმერთი? – ჰკითხა დრუნგარმა ლასკარის, რომელსაც
საკმაოდ შეფაკლული ჰქონდა ლოყები საუზმეზე მირთმეულ
ღვინისაგან, – ღმერთი ეგ არის დასაწყისი და დასასრული ყოვ-
ლისა მყარისა, – სთქვა ეპიფანე არამსმელმა, რომელსაც ნასა-
უზმევს ისე მორეოდა გეგუთური ღვინო, ძლივს აფახულებდა
თავის გრძელ წამწამებს, – ამიტომაც იტყოდა ღმერთი: მე ვარ
პირველი და უკანასკნელი, ანი და ჰოე.
ამგვარად, როგორც ღმერთი, ისე ქრისტე, წმინდა განცხადე-
ბაში გვევლინებიან, ვითარცა ყოველივე არსის ანი და ჰოე. სა-
უფლო ბუნებისა თავისთავად მარადიული წყვდიადია, ხოლო
სასუფეველი უფლისა – უშრეტი სინათლის ირისე.
817 მკითხველთა ლიგა
ხომ გვასწავლიდა იოანეს: სინათლე ბნელში ანათებს და
ბნელმა ვერ დასძლია იგი, ხოლო წყვდიადის თავადია სატანა,
რომელმაც ვერ აცთუნა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე“.
მარიამ დედოფალს აქაც მოსწყინდა, წინადღით ცხენით ნამ-
გზავრს შაკიკი წამოეძალა, დასასვენებლად წასვლას აპირებდა,
მაგრამ შეეცოდა გვანცა და მელიტა, წამო, ხოხბის ლაპები ვინა-
ხულოთო, უთხრა მათ და გარეულ ფრინველთა საჩიხეში გაიყ-
ვანა ისინი.
***
დიდ ხუთშაბათს მეფეს ეწვია გეგუთში ბაკურ ერისთავის ვა-
ჟი, ვალანგი, დიდძალი ძღვენითა. მეფემ შუბლზე აკოცა ჭაბუკს,
შობორკანული თორი აჩუქა და ერთიც მოოქროვილი ხმალი.
ტანკენარსა და ბეჭპრტყელ ვაჟკაცს ხორბლისფერი კულულები
გადმოღვროდა მაღალ შუბლზე.
მარიამ დედოფალი აღტაცებული იყო, ვალანგი ჩემს ვაჟს
კონსტანტინეს ჰგავსო ზედმიწევნით. ალკიბიადეს შეარქვა მას.
კურაპალატისა მელიტამაც დაამოწმა ეგ, მელიტა აღტყინე-
ბული იყო, თვალებში შესციცინებდა ამ მშვენიერ ვაჟკაცს. ვა-
ლანგ ერისთავის თანდასწრებით ეუბნება იგი დედოფალს:
„ეგ ერთადერთი მამაკაცია ამქვეყნად, რომლის სიყვარუ-
ლით შემეძლება დაუყოვნებლივ მოვიკლა თავი“.
გვანცას კარგად არ ესმოდა ბერძნული და მარიამს შეეკით-
ხა: რას ამბობსო ავგუსტა, მელიტა?
„არაფერი, გეთაყვანე, იგი მიჯნურობის ტყვე გახდა. თავს
მოვიკლავო ვალანგისათვის ანაზდად“.
გვანცამ გაიღიმა:
„რა სისულელეა, ავგუსტა, მამაკაცი თუნდაც ღვთის შვილი
იყოს, მე თავს არ მოვიკლავდი მამაკაცისათვის არასდროს“.
„ნუ იტყვი, გეთაყვანე, მიჯნურობა ისეთი ბედითი ამბავია, ვინ
იცის, ვინ როდის გახელდება...
მე უკვე ახალგაზრდა აღარა ვარ, ულამაზესი მამაკაცები ფე-
ხებს ქვეშ მეფინებოდნენ, მაგრამ ახლა დადგა ისეთი ჟამი ჩემს
ცხოვრებაში, ერთი მამაკაცი მეც მიყვარს და მე მისთვის თავს
გავწირავდი ყოველ წუთს“.
„ვინ არის ეგ სვებედნიერი, ავგუსტა?“ მოკრძალებულად
იკითხა გვანცამ.
818 მკითხველთა ლიგა
„ეჰ, გეთაყვანე, იგიც ჩემსავით უბედურია“.
„იცი, რა გითხრა, ჩემო გვანცა, სიყვარული სხვა არაფერია,
თუ არა – ვერშეწვდომა. მეჯადაგეებს მოეწონებათ ხოლმე თე-
ძოგანიერი დიაცი, ცოლად შეირთავენ და ბალღებს გააჩენენ. ეგ
არის და ეგ“.
ვალანგმა ჩინებულად იცოდა ბერძნული, მან მელიტას ნათ-
ქვამი ზედმიწევნით გაიგო, მაგრამ დადუმდა.

***
აღდგომის წირვაზე, ბაგრატის ტაძარში, ხუთნი იდგნენ პირ-
ველნი იკონოსტასის გასწვრივ: დავითი, მარიამი, გვანცა, ვა-
ლანგ ერისთავი და კურაპლატისსა მელიტა.
მლოცველთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა დაბადა ამ ამბავ-
მა, დიდი და მცირე დაარწმუნა, რომ სადაცაა დავით მეფე ცო-
ლად შეირთავსო შამან ერისთავის ასულს, ხოლო მელიტას ვა-
ლანგ ერისთავი ირთავს და შემდგომ ამისა, ჯვაროსნულ ომში
მიდისო ბაკურ ერისთავის ვაჟი.
ამ ამბავს ხელს უწყობდა თავათ მელიტას მიერ გავრცელე-
ბული ჭორი. მეორე დღეს გეგუთის ველზე ჯირითი გამართა მე-
ფემ. არგვეთის საერისთავოს, ქუთაისის სამოქალაქოს, საეგ-
როს და აფხაზეთის საუკეთესო ცხენოსნები შეეჯიბრნენ ურთი-
ერთს. ამ ჯირითში განსაკუთრებით თავი ისახელეს გვანცამ და
ვალანგ ერისთავმა.
დავითი ყოველდღე დადიოდა გელათში, თვალს ადევნებდა
მშენებლობას. მცხეთელი, სამცხელი, ლაზი და ბერძენი ოსტა-
ტები ჯერაც ლოდების მოპირკეთებით იყვნენ გართული. სატაძ-
რე ადგილის გარშემო მიწის დამბებს აკეთებდნენ.
წმინდა გიორგის ეკლესიის კარზე დასვამდა ხუროთმოძ-
ღვრებს და ეთათბირებოდა მათ.
უთვალთვალებდა კირითხუროთა, ხუროთა და მოქანდაკეთა
მუშაობას.
ნიანიასა და ჯონდის ეუბნებოდა ხმადაბლა:
„მე თუ მკითხავთ, ესენია მარილნი მიწისა, იგინი ქმნიან თა-
ვის შრომით უკვდავ ძეგლებს, მაგრამ რა საწყენია, რომ ათასში
ერთის სახელი არ დარჩება მომავალ თაობათა ხსოვნაში.

819 მკითხველთა ლიგა


რამდენ უგუნურ მეფეს ასხამდნენ ხოტბას ჩვენი მემატიანე-
ნი, ისეთებსაც, რომელთაც უაზროდ ხმლის ქნევისა და ქვეყნის
აკლების მეტი არაფერი გაუკეთებიათ.
აბა, რა ვიცით ჩვენ, თუ ვინ შექმნა დიდებული ბაგრატის ტა-
ძარი, ბედია, წრომი, ყინცვისი, წუღრუღაშენი, გინდა ბოლნისი“.
ოთხი კალატოზი მოათრევდა უზარმაზარ ლოდს, უკვე გათ-
ლილს, გელათის ქვაკუთხედთაგანს ერთს. დავითი გაეცალა
თავის მხლებლებს, გამოართვა კალატოზებს ლოდი და საჭირო
ადგილზე ჩადგა.
ნიანია და ჯონდი სახტად დარჩნენ, მეფემ დაამშვიდა ისინი
და ოფლი მოიწმინდა შუბლიდან70.
„არაფერია, ჩემო კარგებო, ეს მათ გაამხნევებს მხოლოდ.
კარგი იქნება, მანდილოსნებს თუ არ გაუმხელთ ამას, თორემ ეს
ამბავი დედაჩემს მისწვდება და მას ისედაც გულის მანკის ნიშნე-
ბი აქვს უკვე“.
მანდილოსნები ერთ-ორჯერ ეწვიენ მშენებლობას, მარიამსა
და გვანცას ნამეტნავად მოსწყინდათ ბიზანტიელი სტუმრების
გართობა.
მზარეულთუხუცესი ხუმრობდა:
„რა მალე ინელებენ ეს ოჯახქორები ხბოს ბეჭებსა და
მშვლის მწვადებს. მშიერი ხომ არ ჰყოლიათ მათ პატრონებს ეს
სტუმრები დაბმული?“
მარიამი და გვანცა მოუთმენლად მოელოდნენ შაბათს, და-
ვითს დათქმული ჰქონდა, დილიდანვე სათაფლიას წაეყვანა ისი-
ნი.
დავითს რატომღაც უმძიმდა სათაფლიას წასვლა, ამიტომაც
ფეხს ითრევდა. ბოლოს მეორე შაბათი დადგა და მეჯინიბეთუხუ-
ცესს მზად ჰყავდა მარიამ დედოფლისათვის ეტლი, ხოლო დავი-
თის, გვანცას, კურაპალატისსა მელიტას, ჯონდისა და
ნიანიასათვის – ცხენები.
ბიზანტიელი სტუმრებიც თან გაჰყვნენ მათ.
მახარაი და ბაზიერთუხუცესი, ჟღარუნა, მიმინოების საგა-
ზაფხულო ბავლით იყვნენ გართულნი. სტრატიგი ნოტარი და

70
ავტორისეული რემარკა: ეს ლოდი დღესაც მინიშნებული აქვთ გელათე-
ლებს და მეც მინახავს იგი მრავალგზის.
820 მკითხველთა ლიგა
დრუნგარი ლასკარის მათ მიეკედლნენ. ბიზანტიელები პირვე-
ლად ხედავდნენ ბავლის გაგდებას.
მახარაის თავი ჰქონდა გაბეზრებული მათი შეკითხვებისა-
გან. ბოლოს ტანმორჩილ ჯორზე აღმხედრებულმა ისეთ ღარტა-
ფებისკენ გადაუხვია, ბიზანტიელების სატალახო ულაყები, რო-
მელნიც ისედაც უოჩნდებოდნენ თავიანთ მხედრებს, ვეღარ მიჰ-
ყვნენ მახარაის და მის მონადირეებს.
ჯონდიმ შორიდან დალანდა ისინი, ჭენებით წამოეწია და-
ვითსა და გვანცას, გააფრთხილა:
თუ ცხენები არ ავაჩქარეთ, ჩვენი სტუმრები წამოგვეწევიან
და თავს წაგვჭამენო კითხვა-გამოკითხვითა.
დავითი დაჟინებით ცდილობდა, უგუნებობა დაემალა გვან-
ცასათვის. ყოველი სამლოცველო გზის პირად, ყოველი მარტო
ხე, აყვავებული ბროწეულების მწკრივები დედისიმედს აგონებ-
და მას.
გვანცა და ნიანია შეუჩნდნენ ჯონდის, ბიზანტიელი სტუმრე-
ბის გამოჯავრება დაეწყო. ჯონდი ჯერ სტრატიგ ნოტარსავით წა-
იგრძელებდა კისერს და ტრაბახობდა, თუ როგორ შემუსრა მან
ქსერიგირდნთან თურქები, მერმე ცერიდან წაიძრო ბეჭედი და
ათამაშებდა, ნაირ-ნაირ სახელებს არქმევდა ერთსა და იმავე
ნივთს.
ახლა გომბეშოსავით გაიბერა, ლოყები დაბუშტა, თვალები
დაკუსა. ეპიფანე არამსმელივით ჩამოიფხატა თავზე ქუდი და
დაიწყო ღაღადი:
„ღმერთი არს არსი არსობათა თვით უძრავი, მაგრამ მამოძ-
რავებელი ყოველთა არსთა.
სატანა ბნელეთის თავადია, მაგრამ ხილულეთში განცხადე-
ბული, იგი თრთის მაცხოვრის ჩვენის წინაშე შიშით, ვითა ფო-
თოლი ვერხვისა.
უფლის უფსკრულებში არც დასაწყისია და არც დასასრული.
ამიტომაც უთქვამს ბრძენს:
უფალი პირველთაგან პირველია და უკანასკნელთა შორის
უკანასკნელი, ღმერთი არს ანი და ჰოე ამ სამყაროისა“.
ჯონდის მანჭვა-გრეხამ დავითი და გვანცაც გაამხიარულა.
ნიანიამ ბორცვზე შეაყენა ცხენი და ეუბნება დავითს:

821 მკითხველთა ლიგა


„მოდი, სიჭაბუკე მოვიგონოთ და ცხენები გავაჭენოთ, თო-
რემ სტრატიგი და მისი ამალა წამოგვეწევიან სულ მალე“.
დავითმა პირველმა მოუცაცუნა თავის ალერსას დეზი. გვან-
ცას იაბო გაგულისდა და უკან გამოუდგა ულაყს. ნიანია და ჯონ-
დი შესდგებოდნენ, უკან იხედებოდნენ და ისევ აჭენებდნენ ცხე-
ნებს.
დავითმა ცხენი შეანელა და გვანცასაც წამუყო, ახლა ორივე-
ნი თანაბრად მიდიოდნენ, ოთხახმით სვლაზე გადასულნი.
როცა ცხენებმა სვლა შეანელეს, დავითმა სთქვა:
„რა უცნაურია, გვანცა, ბუნებაში რომ არაფერი იცვლება,
ათი წელი მის ცხოვრებაში არაფერია. ეგერ საყვარელი ხომლის
მთა, აჰა, სათაფლიას მიმდგომი კორდები“.
გვანცამ შენიშნა:
„ეს ჩვენა ვართ, ბედშავნი, ცვალებადობის ჭირვეულობის
მსხვერპლნი. დედოფალმა მარიამმა სამი ჭაღარა იპოვნა ჩემს
თავზე“.
„ახლა შენ ეგა სთქვი თავათ, როგორ შეიმოსა მხცით მისი
მშვენიერი თავი, განა ცოტა რამ გადახდა ამ წლებში! ჭაღარა
არაფერია, ხალიფების ცოლები უკვე თექვსმეტი წლისა იღება-
ვენ თმებს, რათა მათმა ქმრებმა აროდეს ნახონ მათ თავზე ჭაღა-
რა“.
„საოცარი ეგაა, მარიამის მარმარისებრ თეთრ სახეზე არც
ერთი ნაოჭის ნასახიც რომ არა ჩანს.
წუხელ ჩემს გვერდით იჯდა კარის ეკლესიის წინ. მკლავი
მომხვია და სთქვა: სამი რამ მინდა ვინატრო, გვანცა: კონსტან-
ტინე პორფიროგენეტის დღეგრძელობა, დავითის დაქორწინება
და ისეთი სიკვდილი, რომელიც სახის ვაგლახად დამანჭვას წინ
წაუსწრებს“.
მზე სამზეოსკენ მიისწრაფვოდა, ჩრდილები ზოლებად ლაგ-
დებოდნენ კოლხეთის მშვენიერ კორდებზე. გზა დაფნის ტყეზე
გადადიოდა, უცნაურად საამო სუნი სცემდათ მხედრებს, როცა
მათი ცხენები ტლაშატლუშით მიიკვლევდნენ გზას.
გვანცამ შეაყენა თავისი ცხენი, ხომლის მთას მიხედა და
სთქვა:
„მხოლოდ მთებსა და მამაკაცებს შვენით, მეფევ ბატონო, ჭა-
ღარა.
822 მკითხველთა ლიგა
რა ლამაზად არიან შევერცხლილნი გიორგი მეფე, გიორგი
ჭყონდიდელი და გვარამ ბეჭისციხის პატრონი... რამდენი ჩა-
მოვთვალო მხცოვან ერისთავთაგან, ან ჩვენი კათოლიკოსების
ჭაღარა! ის ბერი კირიონიცა, საცოდავ კირიონს, თოვლივით
თეთრი წვერი ჰქონდა, კუპრივით შავი წარბები“.
„ეჰ, ჩემო კარგო, – სთქვა მეფემ, – ჭაღარა არაფერია, მთა-
ვარზე უმთავრესია, სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა“.
„არა, მეფევ ბატონო, მე კი ვისურვებდი, მეოთხე ჭაღარას გა-
ჩენამდის მომისწრებდეს სიკვდილი“.
„არ გეწყინოს და ეს კი ნამდვილი სულმოკლეობაა, გვანცა,
უფლის ნებას ვინ შეცვლის, საქმე ისაა, ჩვენ არ გვეკითხება
თუნდაც ერთი ბეწვის გაჩენა ჩვენს თავზე“.
„მშვლები! მშვლები!“ – წამოიძახა გვანცამ. მეფე უძრავად
იჯდა უნაგირზე... ალერსიანი მზერა ესროლა წყვილად მიმქრო-
ლავ შუნსა და ხარს.
გვანცა ევედრა მეფეს, გამოვუდგეთ და მოვკლათო.
„იცი, გვანცა, ახლა შუნები მაკეთ არიან, ხომ, ხედავ, იმ ორ-
ში ერთი რომ უკან რჩება, სწორედ იგია მაკე შუნი... ამ დროს
ცოდვაა მათი დახოცვა, თორემ შენი იაბო და ჩემი ალერსაჲ
ჩრდილის უსწრაფესად წამოეწეოდნენ მათ.
თუ თურქები კვლავ არ გათავხედდნენ, ამ შემოდგომის მიწუ-
რულში, მე და შენ ავიყოლიოთ ჯონდი და ნიანია. კირიონ ბერი
მოვინახულოთ, მზიანეთის ველზე ვინადიროთ მშვლებზე.
მე კოლხეთშიაც ბევრჯერ მინადირია, მაგრამ იმ ველებს, სა-
დაც მშვლები ბინადრობენ, გავაკებული მისადგომები აქვს, ყვე-
ლა ნადირობს. ამიტომაც მომეტებულად ფრთხალებია აქაური
მშვლები.
ამ მხარეში ბალღებსაც ემარჯვებათ მოისარობა.
მზიანეთში, როგორც ჩანს, ცხენდაცხენ ვერ ავალთ, ისეთი
დახორგილი ბილიკებია გადასალახი“.
„ნეტამც, ვიცოდე, – სთქვა გვანცამ, – რას მოინადირებთ
გზადაგზა?“
„ამ მხარეში ჩამორჩენილი მწყერია ბევრი, რადგან კოლხუ-
რი ზამთარი ვერას ვნებს მათ. ახლა ალბათ ტყის ქათმებზე მიუშ-
ვებდნენ ქორ-მიმინოთა, შესაძლოა, მშვლებიც დახოცეს. მახა-
რაი ამ საქმეში მეურჩება“.
823 მკითხველთა ლიგა
ცხენოსნები ბექობზე შესდგნენ, ველის პირეთიდან მარიამ
დედოფალი და მისი ამალა გამოდიოდნენ.
გვანცას რომელიღაც ფრთოსნის ჭიკჭიკი შემოესმა.
„ეს ბულბული ხომ არ არის, ნეტავი?“
„ბულბული აგვისტომდის არა მღერის, ალბათ მზეწვიაა“.
„ჰო, მაგრამ აგვისტომდის სადღაა ბულბული?“
„გამოცდილ მონადირეთაგან მსმენია და მახარაიც მიმოწ-
მებდა ამას წინათ, ბულბული კოლხეთიდან არსად მიდის თურ-
მე. იგი სექტემბრის მიწურულში ნაკრტენს იცვლის ხოლმე,
მხცოვანი მონადირენიც აგრე იტყვიან, ბულბული ბეღურის
ერთ-ერთი სახეობაა, შემოდგომაზე ბეღურისფერი ბუმბულით
შეიმოსება და დადუმდება.
მე, როგორც მონადირეს, სარწმუნოდ მიმაჩნია ეგ ამბავი,
გიორგი ჭყონდიდელს იანვრის პირველს მიგვარეს ძიძაშვილის
შვილებმა ბულბულები.
გაეცინა თურმე მამაი გიორგის. რათ შეაწუხეთ, შვილებო, ეს
სამღვთო ფრინველები, მე ხომ ხალიფა არა ვარ, ბულბულის
ენებისაგან გაკეთებულ კერძს რომ შესანსლავდა ხოლმე.
სთქვა, ერთ მათგანს ეამბორა თავზე და გადააფრინა ყველანი“.
„ჰო, მაგრამ ამ მშვენიერი გაზაფხულის პირზე რად არ გა-
ლობს ბულბული?“ – იკითხა გვანცამ.
„გაზაფხულზე ბულბულებს ბარტყები ჰყავთ დაჩეკილი, ვიდ-
რე პატარები არ წამოჩიტდებიან, მამალი ბულბული ეხმარება
თავის მეუღლეს ბუდის აგებაში, შვილების გამოკვებაში, მა-
რიამობის თვეში გააფრენენ წამოჩიტებულებს და მამალი ბულ-
ბული იწყებს გალობას“.
„რა უცნაური რამეა!“
„ეჰ, ჩემო გვანცა, ამქვეყნად იმდენივე საიდუმლოა, რამდე-
ნიც ვარსკვლავი ცაზე და შვრიის მარცვალი მიწაზე, როგორც
სჩანს, ეს ქვეყანა ჩვენ დაგვითმო სატანჯველად ღმერთმა, ხო-
ლო იდუმალებათა კლიტენი თავათ შემოინახა“.
გვანცამ უკან მიიხედა. ბიზანტიელები, მათნი მეაბჯრენი და
მეჯინიბენი ოთხახმით მოაგელვებდნენ ცხენებს. კისერგაფშეკი-
ლი სტრატიგი და ნოტარი წინ მიუძღოდა მათ.
დავითი და გვანცა დიდხანს დაყოვნდნენ გზაში, ბოლოს მან-
დილოსანმა და რაინდმა საუბარს თავი დაანებეს და დეზი
824 მკითხველთა ლიგა
მოუცაცუნეს თავიანთ ცხენებს. ჭენებას მონატრულნი მიჰქროდ-
ნენ სათაფლიასკენ.
ამ ალვის ხეებმა, ამ დაფნის ბუჩქებმა მოაგონეს დავითს ის
ბედნიერი საღამო და ეს იყო მისთვის დედისიმედთან ერთად გა-
ტარებული ნეტარი წუთები ელიზიუმის საოცნებო ბაღნარში.
მხედრებმა შორიდან შენიშნეს კოცონები უზარმაზარი გვი-
რაბის წინ.
კოცონებს გადმოღმა მუხის მორები ელაგა, როგორც სახელ-
დახელოდ მოწყობილი ძველი ბერძნული თეატრონი...
დედოფალი მარიამი, კურაპალატისსა მელიტა ერთ მორს
გარს უსხდნენ განმარტოებით. შორიახლო ბიზანტიელი სტუმ-
რები ისხდნენ.
მახარაიმ და მესტუმრეთუხუცესმა კარგად იცოდნენ, ბიზან-
ტიელი სტუმრები ვერ ეგუებოდნენ პურობის წინ დიდხანს ლო-
დინს, ამიტომაც ადრე მიუსვეს ისინი ხორაგით გავსილ ტაბა-
კებს. ჩქიფების წამოღება დავიწყებოდა მზარეულთუხუცესს,
მიუხედავად ამისა, ყოველ ბერძენს თითო ბარკალი მშვლისა
გარჭობილი ჰქონდა პირში.
მზარეულები ატრიალებდნენ შამფურებზე ჩამოგებულ
მშვლებსა და ხოხბებს.
სტრატიგი ნოტარი ოდნავ ნასმურევი ეახლა მეფესა და მარი-
ამს და შესჩივლა:
„მე და დრუნგარი ლასკარის ჭეშმარიტად საწყალობელნი
ვართ, ავგუსტა, ხელში შეგვიკლეს ამ ბერებმა ღმერთისა და სა-
ტანის გამო საუბრით.
ჯვაროსნების საქმე ვერ მიდის რიგზე, არავინ იცის, რა მოხ-
დება, – განაგრძო ნოტარმა, – იმპერატორი ჩვენი ანტიოქიის
გამო ედავება მათ, ბოჰემუნდი ხან იერუსალემის პატრიარქს
ექიშპება, ხანაც – ალექსი კეისარს.
ალბათ გეცოდინება, ბოჰემუნდი ტყვედ ჩაუვარდა თურქომან
ამირას, გუმუშტეკინ იბნ-დანიშმედს, კაპადოკიაში. ამაოდ ეცად-
ნენ ჯვაროსნები ძალით მის გამოტაცებას, ბოლოს სომეხმა დიდ-
ვაჭარმა, გაბრიელმა, გამოისყიდა იგი.
საერთოდ, საკმაოდ უგუნურად იქცევიან ფრანკთა ბელადე-
ბი.

825 მკითხველთა ლიგა


იერუსალემის მეფეს, გოდფრუა დე ბუჲონს სტუმრად ეწვია
ერთი ამირა, გამარჯვება მიულოცა, დიდძალი ძღვენი მიართვა
და ერთიც ვაშლი კედრისა. გოდფრუამ შესჭამა ვაშლი და იმ ღა-
მესვე გარდაიცვალა.
მოიწამლნენ გოდფრუას კარისკაცები და მოსახლეობა იმ
უბნისა, სადაც იერუსალემის სასახლეა დღესაც. ბოლოს იერუ-
სალემის მეფედ აირჩიეს ედესის მთავარი ბალდვინი.
ბოჰემუნდი ხედავდა, დღითი დღე უძლურდებოდნენ ჯვაროს-
ნები. მამაკაცები ომებში იხოცებოდნენ, მოსახლეობის ახალი
ნამატი არსად ჩანდა.
ბოლოს გულაღრენილი გაემგზავრა ევროპას.
მოგეხსენება, ბოჰემუნდი იმპერატორის, კომნენის, მოსისხა-
რის – რობერტ გვისკარის ვაჟია. თავათაც უდიდესი მტერი ბი-
ზანტიისა. ახლა მოგახსენოთ, რა ხრიკი იხმარა ამ თავაწყვე-
ტილმა რაინდმა. კარგად იცოდა, კეისარი მას კონსტანტინო-
პოლშივე დაატყვევებდა, ამიტომაც თავი მოიმკვდარუნა, კუბო-
ში ჩაწოლილი აიყვანეს იგი მხლებლებმა გემზე და აგრე იმგზავ-
რა კორფუს კუნძულამდის.
ბოლოს ფრანკების მეფეს, ფილიპ ანჟუს, ეახლა პარიზში და
მისი ქალი შეირთო“.
ახლა ხმადაბლა უჩურჩულა დავითს:
„თუმცა მასზე უფრო ლამაზი საყვარელი ჰყავდა, იტალიელი
პრინცესსა ერთი, მაგრამ მოგეხსენება, მეფეთა და მთავართა
საერთო ბედია აგეთი, მათ გულის მიჯნურის ცოლად შერთვა აღ-
კვეთილი აქვთ... ჰი, ჰი...
ახლა დაეხეტება მთელს ევროპაში ბოჰემუნდი, ოქროსა და
ჯვაროსნებს აგროვებს“.
მოუბარმა შენიშნა, ყურადღებით უსმენდა დავითი, ამიტომაც
ახლოს მიიწია მისკენ.
„ავის მომთხრობთაგან მაქვს განაგონი, მეფევ ბატონო, მა-
ინცდამაინც არ უყვარხარო დავით მეფესა...“
„რას ბრძანებთ, სტრატიგო, მე მუდამ გაფასებდი, როგორც
დიდ მეომარსა და რაინდს...“ – უთხრა დავითმა, ნოტარი გამ-
ხნევდა და ახლა უფრო ომახიანად განაგრძო საუბარი.
„თუმცა მე მუდამ ვიცოდი, არა არს მართებულ ბრძენის მიერ
თავისი სიბრძნის ქადილი, არცთუ რაინდს შვენის თავის საგმი-
826 მკითხველთა ლიგა
რო საქმეთა თავათ თხრობა, მაგრამ მიმეტებული ტანჯვა თუ გა-
დახდა ვაჟკაცს, ეს ყოველივე მას აკარგვინებს უკეთილშობი-
ლესს გრძნობას, რომელსაც თავმდაბლობა გვიქვია“.
„ეგ აგრე არის უთუოდ“, შენიშნა მეფემ.
„აბა, ერთ რამესაც მოგახსენებ, მეფევ ბატონო, მე შენს სამე-
ფოში ჩამოვდივარ სტუმრად, არა მარტო შენი ღვთივმშვენიერი
მამიდის სანახავად, რომელსაც მე თაყვანს ვცემ, როგორც
ღვთაებას, სწორედ ასეთია იგი, კონსტანტინოპოლში მრავალ-
გზის დახატეს მისი სახე ეკლესიაში და მე დარწმუნებული ვარ,
გელათშიაც ვიხილავთ ჩვენ მის ღმერთშემოსილ სახეს.
ერწუხის ომში თურმე ოციოდე ბერძენი რაინდი გხლებია, მე-
ფევ ბატონო, და მათ გვაუწყეს შენი იგავმიუწვდომელი გმირო-
ბის ამბავი.
ღმერთი მყავს მოწმედ, პირმოთნეობით არ მოგახსენებ, ვინ
ბოჰემუნდი, ვინ ტანკრედი, ვინ გოდფრუა დე ბუჲონი, შენ რომ
არ იცავდე კავკასიის სამხრეთს, როგორც მტერი ბიბლიური გო-
გისა და მაგოგისა, უთუოდ უწინამძღვრებდი ჯვაროსნებს და
შავს დღეს გაუთენებდი სელჯუკებს.
ჩვენ ყველანი აღტაცებულნი ვართ, თუ როგორ დააოკე ში-
ნაური მტრები, როგორ დათრგუნე თავგასული ქართველი
ერისთავები და გულარძნილი ეპისკოპოსები.
ნეტავი, ჩვენს ალექსი კეისარს მისცემოდა ასეთი მტერთათ-
ვის რისხვის მიმცემი ძალი, საუბედუროდ, იგი დაგვიბერდა,
დასნეულდა და გაცილებით მეტ დროს ახმარს ლოცვას, ვიდრე
სახელმწიფურ საქმეებს, თუმცა იგიც დიდი გმირი იყო სიჭაბუკე-
ში.
პირველთქმულს რომ მივუბრუნდეთ, ყოველივე გმირობა,
თუნდაც მეფეთა და უდიდესს სარდალთა, სავსებით ამაოა, თუ
მათ ღირსეული მემატიანე და მეხოტბე არ აღმოაჩნდა.
ალბათ აღარც ოდისე, იტაკის მეფე, და არც აქილევი ჩვენ-
თვის ცნობილი არ იქნებოდნენ, ჰომეროსი რომ არ აღმოჩენო-
და მათ მეხოტბედ.
შენ რა გიშავს, მეფევ ბატონო, შენს ქვეყანაში ფრიად ტა-
ლანტიანი მწერლები არიან თურმე. დრო გავა და დიდ-დიდნი
მესიტყვენი აღწერენ შენს გმირობას.

827 მკითხველთა ლიგა


მწერლები ჩვენცა გვყავს, არცთუ უნიჭონი, მაგრამ სულით
მდაბალნი, ისინი ყოველი ახალ კეისრის მეხოტბედ მოგვევლი-
ნებიან ხოლმე, მოკვდება თუ არა ესა თუ ის იმპერატორი, მათი
ნაჯღაბნები ისევე მიეცემა დავიწყებას, როგორც კეისრისეული
ხასები, რომელნიც კურტუმის ქნევით ართობენ ხოლმე ცეკვის
დროს იმპერატორებს.
როგორც ამბობენ, ალექსი კომნენი ანტიოქიას მიპირებს სა-
ლაშქროდ წარგზავნას და, თუ იქიდან ცოცხალი მოვბრუნდი, მე
კიდევ გეახლები, შენის ნებართვით, და თუნდაც მრჩევლად
ამიყვანე, გინდ კოჰორტი ჩამაბარე ერთი და, ღმერთმა ინებოს,
ტფილისის აღებისას კიდევ ერთხელ ვუჩვენო საქრისტიანოს პა-
პიჩემისეული ხმლის ელვარება. განა მარტო სახელისათვის, მე-
ფევ ბატონო?“
„სახელი მარტო რა ბედენაა, სახელი სიკვდილსა ჰგავს, რო-
ცა საჭიროა, იგი თავათ მოგაკითხავს“.
სთქვა დავითმა.
„ოჰო, რა კარგად ბრძანე ბრძენკაცო...“ – ნოტარი დაეთხო-
ვა მეფეს და ბიზანტიელი თავის მეინახეებს მიეკედლა. ეპიფანე
არამსმელი გამალებული ცლიდა მოზვრის ყანწებს და ყვიროდა:
In vino veritas.
დავითმა მორიგი კერძი მიართვა თავის მამიდას და უთხრა:
„ეგ ნოტარი არცთუ ისეთი შლეგია, როგორიც მეგონა“.
„შლეგი როდია, ნამეტნავად ბევრს ლაპარაკობს და ტრაბა-
ხობს მაგ ოჯახქორი, ის კი არ იცის, ეს ყოველივე ჩრდილს რომ
აყენებს მასვე“.
დავითს აღარ უნდოდა ისევ ნოტარის გამო საუბარი და ეუბ-
ნება მარიამს:
„ეს სათაფლია განა მარტოოდენ მეფეთა და ერისთავთა
სალხინო ალაგი იყო, არამედ საჭურჭლეთა და იარაღთა სამა-
ლი.
შარშანწინ მახარაიმ და ნიანია ბაკურიანმა შეინახეს მანდ
დიდძალი ოქრო-ვერცხლი, საყდრის იარაღი ოქროსა და ვერ-
ცხლისა, თორნი ვერცხლისანი, შობორკანული და ბაღდადური,
დმანისური და ბიზანტიური.
ამ მორებზე მსხდარან პაპაჩემი ბაგრატი და მამაჩემი გიორ-
გი...“
828 მკითხველთა ლიგა
მცირე ხნის დუმილის შემდეგ მარიამმა სთქვა:
„ინებოს უფალმა, შენთვისაც სალხინოდ იქნეს სათაფლია,
გეთაყვანე. ჩინებულ გუნებაზე დამაყენა კონსტანტინე პორფი-
როგენეტის წიგნმა, ერთ-ერთი კურაპალატის, ლიკიარდეპუ-
ლოს, ქალს ირთავს შემოდგომაზე...“
„უკვე დროა“, სთქვა დავითმა.
„შენთვისაც დროა, გეთაყვანე, ჩემი ვაჟი რაღაც ათიოდე
წლით უმცროსია შენზე. გეყოფა მარტოობა. გეყოფა სულ ომე-
ბისთვის ზრუნვა... გეყოფა მარტოობა“.
მეფემ ახლოს მიუტანა ტუჩ-პირი თავის მამიდას და უთხრა:
„მეც გადავწყვიტე, ავგუსტა...“
„როგორ? ისევ ყიფჩაღთა უმთავრესის ასული?“
„არა, მე მინდა გვანცა შევირთო...“
მარიამს ლოყები შეუფაკლდა სიხარულისაგან.
„სვებედნიერი ამბავი მითხარი, გეთაყვანე, უკეთესს სას-
ძლოს ვერც საქართველოში, ვერც საქრისტიანოს სხვა მხარეში
ვერ ვიპოვნიდით. მე ხომ პირადად ვიცნობ კონსტანტინოპო-
ლის, მთელი ბიზანტიის ლამაზმანებს...
სწორედ გვანცასებრი ცოლი დაგამშვენებს შენ. ცოლქმრო-
ბის საქმეში განა მარტოოდენ სილამაზეა მთავარი, შენ ისეთი
ბობოქარი ცხოვრება გაქვს, ასეთი მამაცი დიაცი უნდა გედგას
გვერდით“.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დავითმა სთქვა:
„მართალია, მიცემული სიტყვა გამიცუდდება, მაგრამ რო-
გორც სტეფანოზ წილკნელი იუწყება, ოვსები არ აძლევენ თურმე
მშვიდობის გზას ყიფჩაღებს“.
„სიტყვა გამიტყდებაო? რასა ბრძანებ, გეთაყვანე, ბიზანტი-
ელ კეისრებს რამდენგზის საქვეყნოდ დაუნიშნავთ სასძლო და
მერმე სხვა შეურთავთ. მოგეხსენება, მეფეთა მიერ ცოლის შერ-
თვა მეჯადაგეთა დაქორწინება როდია, ხამს აქაც ისე მოიქცევი,
როგორც შენი გული და საქვეყნო საქმენი მოითხოვენ“.
„გულწრფელად მოგახსენო, მეც მომწყინდა ლოდინი. დედი-
სიმედის პოვნის იმედები მიიწურა. გარდა ამისა, დედაჩემი მებ-
რალება, ამას წინად თვალცრემლიანმა მითხრა: სიკვდილამდის
მაღირსეო შენი დაქორწინება.

829 მკითხველთა ლიგა


გეგუთს ჩამოსვლის მეორე დღესვე აზნაური მორკნეველი
წარვგზავნე ნაჭარმაგევს და შევუთვალე გიორგი ჭყონდიდელს,
სტეფანოზ წილკნელი უკუიხმოს და შარაღანისძეს უარი შეუთვა-
ლოს დამოყვრების გამო“.
ეგეც ფრიად ეამა მარიამ დედოფალს.
დავითმა დანდობილად შესცვალა საუბრის შინაარსი.
„ნუთუ არ მოგშივდა, მამიდავ ბატონო?“
„ცხენით სვლამ უცნაურად მომაშივა, გეთაყვანე“.
დავითმა მშვლის მწვადები მიართვა მარიამს, და თავათაც
აპირებდა შექცევას და ამ დროს გაისმა ცხენების თქარათქური.
შტორა მორკნეველი და გეგუთის ციხისთავი, შარვაშისძე,
ეახლნენ მეფეს:
„რა მოხდა, შტორა? რაიმე სიავის მაცნენი ხომ არა ხართ?“
„არავითარი სიავისა, მეფევ ბატონი, ესეცაა გიორგი ჭყონ-
დიდელი გეახლა გეგუთში და დაუყოვნებლივ ჩამობრძანებას
გთხოვს“.
მარიამს ლუკმა გაუცივდა პირში, ხოლო დავითი გველცემუ-
ლივით ზეწამოიჭრა. დავითს უსიამო ჟრჟოლა მოჰგვარა მორ-
კნეველის ნაუწყებმა.
მარიამი გადაფითრდა, სტრატიგი ნოტარი მოიხმო და აუწყა:
დაუყოვნებლივ უნდა გავბრუნდეთო გეგუთს.
სტრატიგი ნოტარი შეკრთა: თურქები ხომ არ დაგვესხენო
თავს?
„არა, დავით მეფე შეუძლოდ გახდაო, – მიუგო მარიამმა. –
გარდა ამისა, უკვე შეაგვიანდა და ამ გზებზე ცხენით მგზავრობა
მიმძიმსო ფრიად“.
სტრატიგი ნოტარი და დანარჩენი სტუმრები უხალისოდ
გაეყარნენ მშვლის მწვადებსა და ალადასტურის ღვინოს. მახა-
რაი ანუგეშებდა მათ, თუ გნებავთ, გეგუთში განვაგრძოთო პუ-
რობა.
ცხენოსნებს წინ მიუძღოდა თორმეტი თოროსანი რაინდი,
მათ უკან მიყვებოდნენ დავით მეფე, მარიამ დედოფალი, გვანცა
და მელიტა.
გზის პირად გლეხები ვაზის წალამს სწვავდნენ, თითქმის
მთელ გზისპირეთზე კოცონები ენთო, ასე რომ, ცხენოსნების
ლანდები ამხედრებულ მდევებს მიაგავდნენ.
830 მკითხველთა ლიგა
გვანცა და მელიტა დაწინაურდნენ.
დავითი დიდხანს სდუმდა, ბოლოს ეს უთხრა მარიამს:
ამ რამდენიმე წლის წინად მახარაიმ ერთი აცინგანი დიაცი
მოგვგვარა მე და ნიანიას, მკითხავი. იმ დიაცმა დიდხანს უჭვრი-
ტა ჩემს მარცხენა ხელისგულს და ასეთი რამ მითხრა ბერძნუ-
ლად:
„შენ სვებედნიერი იქნები ყოველ ომში, ჭაბუკო, მაგრამ სიყ-
ვარულის ღმერთი რატომღაც არ გწყალობს.
ყოველი ქალი, რომელსაც შენ გაეკარები, მწუხარებით
აღივსება უთუოდ“.
მოგეხსენება, ორგზის ამიხდა ეს და ახლა, როგორც ვხედავ,
მესამეჯერაც...
გიორგი ჭყონდიდელის ჩამოსვლა დიდ რაიმეს მოასწავებს
უთუოდ“.
მარიამს სამსჭვალივით მოხვდა გულში ეს სიტყვები, მაგრამ
განგებისად გულგრილად მიიღო ისინი, ესღა სთქვა მხოლოდ:
„ეჰ, გეთაყვანე, მკითხავებს ბევრი რამ არ დაეჯერება, მეც
არაერთხელ გამიწვდია მათთვის ჩემი მარცხენა, ვინ იცის, რა
სიავენი არ უთქვამთ წინასწარ, კონსტანტინეს გამო, ბოლო ხანს
ეგეც მიჩურჩულა ერთმა მკითხავმა:
ალექსი კომნენი მოწამვლას გიპირებსო...
როგორც ჰხედავ, ყოველივე კეთილად წარიმართა ღვთით,
ჩემი ვაჟი ცოლს ირთავს უახლოეს შემოდგომაზე, ხოლო, კეისა-
რი კომნენი, პირიქით, უფრო მეტად დამიმეგობრდა, შემომით-
ვალა კიდევაც სტრატიგი ნოტარის პირით: უშენოდ დიდი მოწყე-
ნააო სამეუფო ქალაქში“.
სამი ცხენოსანის ლანდი მდუმარედ შევიდა გეგუთის ციხის
პირველ გოდოლში. დავითი თორის გაუხდელად გაემართა
ჭყონდიდელის საძილო დარბაზისაკენ, მეფის შემოსვლა არც კი
შეუმჩნევია, ხმადაბლა ღიღინებდა მონაზონი გიორგი:

ავუარდები უფალსა, რამეთუ კეთილ,


რამეთუ უკუნისამდე არის წყალობა მისი.
ავუარდები ღმერთსა ღმერთთასა,
რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

831 მკითხველთა ლიგა


როცა ხატებით მორთულ კედლიდან გამობრუნდა ჭყონდი-
დელი, იგი გადაეხვია დავითს ისე, როგორც ხანგრძლივად მას-
თან გაყრის შემდეგ სჩვეოდა ხოლმე. სავარძელზე დაჯდომა
აცალა მეფეს და ეუბნება ხმამილეული:
„ლხენა მოგიშალე, შვილო, მაგრამ განა ეს წუთისოფელი
სალხენად მოუნიჭებია ჩვენთვის არსთაგანმრიგეს? განსაკუთ-
რებით, შენთვის და ჩემთვის...“
დავითს სუნთქვა შეეკრა, რაღაც უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ
დუმილი არჩია.
„მე ავადმყოფი წამოვედი შენს სანახავად, გზაში გავცივდი
კიდევაც, მაგრამ ეგ არაფერია. წინა კვირას წიგნი მოიწერა სტე-
ფანოზ წილკნელმა. შარაღან შარაღანისძე და ასული მისი, მცი-
რე სპით უკვე ჩამოსულან კავკასიონის მისადგომებთან, მაგრამ
ოვსთა მეფენი და მთავარნი გზას მშვიდობისას არ აძლევენ.
დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავროთ შენ და მე დვალეთს,
ოვსთა მეფეებს მე კარგად ვიცნობ, ისინი სამეფოის ჩვენის
ყმადნაფიცნი არიან, მოგეხსენება, მხოლოდ სიკეთე მიუძღვით
ოვსთა წინაშე, უძველეს დროში ჩვენი მეფეები ხაზარებთან
ბრძოლაში შველოდნენ მათ“.
დავითი სდუმდა მცირე ხანს და მერმე ეს უთხრა:
„მე აქ გელათის მშენებლობის ამბები მქონდა დაულაგებე-
ლი, მაგრამ რაკი აგრეა, იყავნ ნება შენი, მამაო გიორგი, ხვალ-
ვე დავადგეთ გზას“.
„გელათის საქმეები არც ისე საშუროა, ნიანია ბაკურიანი
დავტოვოთ აქ...“
დავითი ამჩნევდა: უჩვეულოდ ღელავდა მამაი გიორგი. სა-
უბრის დროს მას ქვედა ყბა უცახცახებდა...
„მე ყველაფერი მესმის, შვილო ჩემო, დიახ, შვილო ჩემო,
რადგან მე სულიერი მამა ვარ შენი, როგორც ჩანს, ზვარაკად
აგირჩია ჩემის პირით უფალმა. ვაი ჩემს სიბერეს, ასეთი მძიმე
ტვირთი რომ დამაკისრა არსთაგანმრიგემ.
რა გაეწყობა აწ არჩევანი უკვე მომხდარია უფლის მიერ.
განა მე არა ვყოფილვარ ჭაბუკი, განა არა მქონია კაცური
ვნებანი, მაგრამ ზვარაკი ზვარაკია, შვილო. ღმერთი რჩეულთა-
გან რჩეულს მოითხოვს ერის ჭირთა მეურვედ.

832 მკითხველთა ლიგა


ჭყონდიდში ერთადერთი მუხა იდგა ჩემს მამა-პაპათა ნასახ-
ლარზე. იმ მუხას ათასი წლის მანძილზე თაყვანსა სცემდნენ
მამა-პაპანი ჩემნი.
თაყვანსა სცემდნენ და თაფლის სანთლებს მიადნობდნენ
ხოლმე მის გოლიათურ ტანს.
ამას წინად მაცნობეს, იმ მუხას მეხი დასცემია და შეუმუს-
რავს.
ეგ იყო ერთადერთი ხე, რომელიც ატარებდა ჩემს სახელს
საქართველოში.
ახლა შენ განსაჯე, შვილო, რამდენი სასახლენი და რამდენი
ხეებია დარგული შენს სახელზე და ისინი დღესაც ჰყვავიან“.
დავითი წამოდგა.
„ყოველივე მესმის, მამაო გიორგი, რაც შენა ბრძანე, მე ხვა-
ლინდელი დღის სამზადისს შევუდგები, ცხენები და ეტლები დი-
ლაადრიან მზად ეყოლება მეჯინიბეთუხუცესს...“
მარიამ დედოფალი უკაზმავი დაუხვდა საძილო ოთახში თა-
ვის ძმისწულს.
მეფეს ისეთი ნაღვლიანი სახე ჰქონდა, გვანცა და მელიტა
ადგნენ და გაეცალნენ იქაურობას.
„ეგებ ძილს ეპირებოდი, მამიდავ, მაპატიე ეგზომ გვიან რომ
გეახელი, მაგრამ გულში არ დამეტია ბოღმა, ყველაზე უფრო
მახლობელისთვის უნდა გამეზიარებინა ეს დარდი...“
„მე უსიტყვოდ ვიცი, გეთაყვანე, თუ რად ჩამობრძანდა მამაი
გიორგი...“
როცა ყოველივე წვრილად მოუთხრო დავითმა თავის მამი-
დას, მარიამი გადაფითრდა და სავარძლის ზურგს მიეყრდნო.
დავითი ადგა. ურთხელის მრგვალ მაგიდიდან ვარდის სუნა-
მო გადმოიღო და ასუნთქვინა გულშეღონებულს.
„რას იზამ, გეთაყვანე, მართალი უთქვამს მამაი გიორგის,
შენ შენი ქვეყნის ზვარაკად აგირჩია არსთაგანმრიგემ, ეგ არის
და ეგ...“
„მთავარზე უმთავრესი, რის გამოც გეახელი, მამიდავ, ეს
არის გვანცას ბედი. შენ იგი თაყვანსა გცემს და დაგიჯერებს
უთუოდ.
ამცნე ჩემი უბედობის ამბავი, თანაც ურიგო არ იქნება, შენე-
ბურად ფრთხილად, რუდუნებით ურჩევდე შენის სახელით, ვა-
833 მკითხველთა ლიგა
ლანგ ერისთავს ცოლად გაჰყვეს, უსაჩინოესს ერისთავის, ბაკუ-
რის ნაშიერს, თავათაც ულამაზესს მამაკაცთა შორის...“
მარიამი მცირე ხანს სდუმდა, ხელახლა უყნოსა ვარდის შარ-
ბათს, მძიმედ ამოიოხრა და სთქვა:
„ვალანგ ერისთავს? არა მგონია, შენდამი ტრფობა ეგრე
იოლად გადაიტანოს გვანცამ, მაგრამ, მეორეს მხრით, მე აგრე
ვფიქრობ, გვანცა ჭკვიანი ქალია, განა არ იცის მეფეთა ნაშიერე-
ბის ბედი. ჩემს მაგალითსაც ვუამბობ, როცა მე ნიკიფორე ბოტა-
ნაიტესს და მიხეილ დუკას მიმათხოვეს, მკითხა ვინმემ? ეგ შევ-
რაცხე უქცეველ ბედისწერად და დავემორჩილე კიდევაც მას“.
როცა მესტუმრეთუხუცესმა გვანცა მიჰგვარა დედოფალს, მა-
რიამს შეცვლილი ეჩვენა იგი, თითქოს ყოველივე წინასწარ
ჰქონდა გაგებული და შესმენილი.
გვანცა სასიკვდილო განაჩენსავით ისმენდა დედოფლის შე-
გონებებს, ბოლოს, როცა ვარდის სუნამოს მისწვდა მარიამი,
მრისხანედ მომზირალმა და პირგამეხებულმა სთქვა:
„ეჰა, უმშვენიერესო და უსათნოესო დედოფალო, ჩინებული
რაინდია ვალანგ ერისთავი, შესაძლოა მე მისი ცოლობის ღირ-
სიც არ ვიყვე, მაგრამ რაკი ბედი არა მქონია, მე უმალ სიკ-
ვდილს გავყვები ცოლად, ვიდრე რომელიმე მამაკაცს“.
როცა მარიამი მარტო დარჩა, იგი ადგა, ხატების წინაშე
დაიჩოქა, ლოცულობდა, მერმე დააქრობინა შანდლები მეშან-
დლეთუხუცესს. დიდხანს მისტიროდა ბნელში თავისი საყვარე-
ლი ძმისწულის ტრაგიულ ბედს.
დავითმა მხოლოდ ერთადერთი შანდალი დაადგმევინა სას-
თაულთან. ნელი, ნელი ხმით ღიღინებდა:

უფალო, ნუ გულისწყრომით შენითა მამრიდე მე,


ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე,
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ,
განმკურნე მე, უფალო,
რამეთუ შემიძრწუნდეს ძვალნი ჩემნი.

პირველი მამლები უკვე ჰყიოდნენ გეგუთის ციხის გარეუბან-


ში. დავითი უკაზმავად დადიოდა ეზოში, მოღუშულ ცაზე სულ
ორიოდე ვარსკვლავი ბჟუტავდა.
834 მკითხველთა ლიგა
აფხორილი ღრუბლები დაღოღავდნენ ცაზე. უსიამო ქარი
ქროდა. დავითმა ორგზის ჩაუარა ქალთათვის განკუთვნილ
დარბაზებს, ჩქამი არსაიდან ისმოდა...
თენდებოდა, მაგრამ ციხის დერეფნებსა და საძილო დარბა-
ზებში ჯერაც ბნელოდა.
გვანცას დიდხანს ევედრა მელიტა: ტანთ გაიხადე და ისე
დაიძინეო. ბოლოს ყური ათხოვა მუდარას, მაგრამ როგორც კი
დარწმუნდა სძინავსო ოდნავ ნასმურევ მელიტას, ადგა და ფე-
ხაკრეფით გაემართა იმ დარბაზისაკენ, სადაც მთვრალი სტრა-
ტიგი, ნოტარი და ეპისკოპოსები ისვენებდნენ.
ნოტარი პირაღმა იწვა და ისე ხვრინავდა, თითქოს ათასი ეშ-
მა ჩასვლიაო გვამში.
ხატების წინ შანდლები ბჟუტავდნენ, გვანცა შიგ შევიდა, ხე-
ლის ფათურით მოსძებნა შავი მაჰაგონის კოლოფი, ღვთისმშობ-
ლის ხატთან მიიტანა, ილოცა მცირე ხანს, მერმე ამოიღო ბეჭე-
დი პალას ათინა.
ბედითი ბრწყინვალება გადასდიოდა ღმერთქალს. სწრაფად
და ზედიზედ მოსწოვა ოქროს გველის ენა. გემმა ისევ თავის
ალაგს დააბინავა და თითქმის სირბილით მივიდა დერეფნის ბო-
ლომდის და საძილო დარბაზში შევარდა. თავის საწოლზე ცალი
მუხლი დააბჯინა, ხელები ზეაღაპყრო და შეჰკივლა.
კურაპალატისსა მელიტა დაფეთებული წამოხტა, თავათაც
კივილი მორთო. გვანცა საწოლზე წაიქცა, მელიტა კოცნიდა,
ევედრებოდა:
რა მოგივიდაო, სიზმარი ხომ არა გქონიაო უხიაგი რაიმე?
გვანცას კრუნჩხვა წამოეძალა.
ქალების კივილზე გამგეთუხუცესი, მეშანდლეთუხუცესი და
ბოლოს მარიამ დედოფალი მოვარდნენ.
არავინ იცოდა, რა მოხდა, ან რა მოემოქმედნათ.
მეფე იხმეთო, ბრძანა მარიამმა, გამგეთუხუცესი გამობრუნ-
და.
ჭყონდიდელის დარბაზში არიანო ჩაკეტილნი მეფე და ორივე
სპასალარი.
მარიამი სტიროდა, გულგახეთქილი დადიოდა, ბოლოს თა-
ვათ გაემართა ჭყონდიდელის საძილო დარბაზისაკენ დავითის
მოსაყვანად.
835 მკითხველთა ლიგა
მეფემ თურმანიძე ახმობინა.
გვანცას გულისრევა აუტყდა, უკვე მოწამვლის იჭვი დაიბადა,
ცხელი რძე მიაძალეს, არ გაიკარა რძე. ღვინოში დაგბოლვილი
პილპილი ვსინჯოთო, ეუბნება დავითი თურმანიძეს.
გვანცამ წამალი პირში დაიგუბა და ამონერწყვა.
მეფის ბრძანებისამებრ, გამგეთუხუცესმა შეჰყარა მეშან-
დლენი, მესტუმრენი, მზარეულთუხუცესი.
გამოირკვა: იმ საღამოს არაფერი უჭამია გვანცას.
ყველანი სდუმდნენ, მხოლოდ მეშანდლე ლაჩიამ უჩვენა:
„წინა ღამის უძილო, დერეფანში ვთვლემდი, ფეხის ხმა მო-
მესმა, ერისთავის ასულმა დერეფნის ბოლოდან გამოირბინა და
სტრატიგი ნოტარის საძილოში შევარდა. მე არ ვიცი, მანდ რა
მოიმოქმედა, ეს იყო ოღონდ, ე ლანდზე გამოვიდა და ისევ სირ-
ბილით მიაშურა თავის საძილოს. მე შემიძლია ეგ მოგახსენოთ,
დანარჩენი უფალს ეცოდინება უკეთ“.
მეფემ პირადად დაჰკითხა გვანცა; ქალმა ხელაღებით უარ-
ჰყო მეშანდლე ლაჩიას ჩვენება.
თურმანიძე თავის საძილოში ჩავიდა, ბოლოს ნაირ-ნაირი,
ქართული და არაბული წამლები ამოიტანა. გვანცამ ორივე ხე-
ლით დაიმუწა პირი, დავით მეფეს შესცქეროდა ბალღივით ატი-
რებული და ამბობდა:
„გევედრები, მეფევ ბატონო, უბრძანე ყველას: სიკვდილი და-
მაცალონ, ამასაც გთხოვდი, უზიარებლად ნუ მომკლავთ მე
ცოდვილს“.
მხოლოდ კარის ეკლესიის მღვდელს, საჩინოს გაანდო გვან-
ცამ თავისი დაღუპვის ნამდვილი მიზეზი. გათენებისას მან უკა-
ნასკნელად წაიტირა დამხობილმა და ერთი დაიკვნესა საწყა-
ლობელად:
„მოვდივარ, დედიკო“.
დავითმა და მარიამმა მუხლი მოიყარეს მიცვალებულის წი-
ნაშე, მეფემ აკოცა შუბლზე გვანცას, იგი სიკვდილის ანგელოზ-
სავით გადაფითრებული იწვა თავის სარეცელზე.
როცა მღვდელი საჩინო ცხედრის გაპატიოსნებას შეუდგა,
მარიამმა დერეფანში გაიყვანა დავითი და ჩურჩულით უთხრა:
„დაგვაქცია ამ ოჯახქორმა ნოტარმა, გეთაყვანე, გუშინ გვიჩ-
ვენებდა თავის სატიალე გემმებს, ერთი ბეჭედი იყო მანდა – „პა-
836 მკითხველთა ლიგა
ლას ათინა“, გველის თავი აქვს ამ ბეჭედს გარსშემოგრაგნილი,
აგრე ამბობდა: როცა სიკვდილი მომენატრება, ამ პაწია ხრახ-
ნილს მოვხსნი და იმდენ შხამს მოვსწოვ, სამ სპილოს წააქცევ-
სო.
მეშანდლე ლაჩია მართალს ამბობს, გვანცამ ერთი წუთით
შეირბინა ნოტარის საძილოში და მოსწოვა გველის გესლი ალ-
ბათ“.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ცრემლი შეიწმინდა დედო-
ფალმა და უთხრა დავითს:
„მართალი უთქვამს იმ ტიალ აცინგანს, მკითხავს“.
როცა გვანცას ოთახიდან ჯონდი ერისთავის ტირილი მოის-
მა, მეფე აჩქარებული ნაბიჯით ჩავიდა ციხის ეზოში.
დიდხანს დადიოდა თავშიშველი ქარში, ბოლოს გამგეთუხუ-
ცესის ვედრებას ყური ათხოვა, თავის საძილო დარბაზში შევი-
და, შანდლები ჩააქრობინა და თავქვე მწოლარეს აღმოხდა:
„ჯოჯოხეთო, აღახვენ პირნი შენნი და ცოცხლად ჩამიტანე
მე...“

„სამშვილდეს მოპარვა“
„ქორონიკონს სამასოცდაათს სიმარჯვით მოიპარეს სამ-
შვილდე...“
დავით მეფის ქრონიკიდან

თურქების ჟრიამული არ ისმოდა. ყველას ლოდად აწვა გულ-


ზე, რომ ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი და აგარანი თურ-
ქებს ეპყრათ.
თრიალეთის საერისთავოს მართავდა მწიგნობართუხუცესის
– გიორგი ჭყონდიდელის დისწული, თევდორე. სამ დღეს ითათ-
ბირეს გიორგი ჭყონდიდელმა, იოანე ორბელმა, თევდორემ და
შერგილ ლიპარტიანმა. სამშვილდე უგრძნეულოდ უნდა აეღოთ.
მსტოვარი მოვიდა სამშვილდედან, ციხისთავი დღედაღამ ლო-
თობს და ნადირობსო.
ამ ციხეს ისეთი მტკიცე გალავანი არტყია სამხრეთით, ხო-
ლო ჩრდილო- დასავლეთით – დახრამული მდინარენი, ათი
837 მკითხველთა ლიგა
ათასი კაცი ლოდსატყორცნებით, ვერძებითა და ტაროებით აღ-
ჭურვილნი ვერას დააკლებდნენ მას.
შემოწყობისათვის ან წყალის მოწყვეტისთვის ფიქრი სავსე-
ბით ამაოდ სჩანდა, სამშვილდეს ციხის ბეღლებში მთელი წლის
პურის მარაგი ჰქონდა ციხიონს, ხოლო მდინარენი ისევე მიუდ-
გომელნი იყვნენ მოიერიშეთათვის, როგორც თავათ ციხე.
ციხის გარემოცვას ერთი წელიც არ ეყოფოდა, ისიც იმ შემ-
თხვევაში, თუ სარდლობა სომხეთის საზღვრებს გააშიშვლებდა.
ჭყონდიდელმა კარგად იცოდა უგრძნეულოდ აღებული ცი-
ხეების ისტორია, სელჯუკიანები იყვნენ ოსტატები ამგვარი ხრი-
კებით ციხეთა აღებისა. ბოლოს, თავათ სარდლობამ მთლად უც-
ნაური გეგმა დასახა. სარდლობამ კარგად იცოდა, თუ როგორ
სულმოსწრაფებული მონადირე იყო სამშვილდეს ციხისთავი –
ჰასან ბენ ბასურგ.
როცა ეს გეგმა წარმოადგინა შერგილ ლიპარტიანმა, ჭყონ-
დიდელი ღიმმორეული ამბობდა:
„ეჰა, მახარაის ქორ-მიმინონი გახდნენ ჩვენი ვერძები და
ლოდსატყორცნები? ვაგლახ, ვაგლახ“.
ნავროზის კვირაძალში დერვიშის სამოსში გადაცმული წარ-
გზავნეს სამშვილდეს ლულუ ბენ ჰაიდარ, სიტყვაი ქორას თან
წაყვანა არ ინდომა ლულუმ, ერთი მახინჯიც ვეყოფიო ამ საქმეს.
სამშვილდეს ციხის ჭიშკართან მზვარეში იჯდა და ზეპირად
წარსთქვამდა ყურანის ლექსებს.
გამოიარა მოლაჰმ, ვინაობა გამოჰკითხა:
„სადაური ხარო, შვილო?“ – ლულუმ თავი მოიკატუნა:
„ტფილისიდან მოვდიოდი, ხრამის პირას თავს დამესხნენ
გჲურჯი ავაზაკები და უკანასკნელი დირჰემები წამართვეს“.
„სად მიდიოდი, შვილო?“ – შეეკითხა გულმოწყალე მოლაჰ.
„მექქას ვაპირებდიო გამგზავრებას“.
სამგზის შეაჩვენა მოლაჰმ „წყეული გჲურჯები“.
ახლა მთლად აუჩვილდა გული მოლაჰს, ციხეში შეიყვანა და
ბაირამის სუფრაზე მიიწვია. სამი დირჰემი აჩუქა.
მოლაჰს ცხენს ქუში სჭირვებოდა, რა გაიგო ლულუ ამ საქმის
ოსტატიაო, მეჯინიბეებთან ჩაგზავნა იგი.
მეჯინიბეებს გულში ჩაუვარდათ ეს ხუმარა გლახაკი, რომე-
ლიც ცხენის ავადმყოფობათა საქმეს ეგზომ კარგად იცნობდა.
838 მკითხველთა ლიგა
ლულუ მოხერხებულად გამოკითხავდა მოხუც მეჯინიბეთ, რა
კაციაო ეს ციხისთავი?
მოხუცმა აძაგა ციხისთავი:
„აქ ყველანი ქირის სპად ვითვლებით, ისპაჰანიდან, დიახაც,
მოსდის ჩვენი გასამრჯელო ამირას, მაგრამ თავათ ითვისებს.
აბა, რა ამოყორავს მაგის სქელთეძოებიან კახპებს. დღედა-
ღამ ლოთობს, ხანაც ნადირობს, მაგრამ რა უნდა მოინადიროს
ღვინისა და თრიაქისაგან გამოლეშილმა.
სამშვილდეში დარჩენილია რომელიღაც გჲურჯი ერისთავის
ქვევრები, რომელნიც ათას კოკას იტევენ. იმ დღეს ჩვენ ვიდრო-
ვეთ და შევესიეთ ერთ ქვევრს და გიხაროდეს, ისე გამოვილე-
შეთ, რომ ერთიმეორეს ვეღარ ვცნობდით“.
„თუ მუდამ მთვრალია, სანადიროდ როდისღა მიდის ციხის-
თავი?“
„ათი დღის შემდეგ ბაირამობის დღესასწაულია, აიყვანს თა-
ვის ჩასკინტლულ ქორებს და ხეობებში დაიწყებს ხეტიალს“.
მეორე დღეს ლულუ მეჯინიბეებს თან გაჰყვა ცხენების დასამ-
წყურვალებლად. საღამო ჟამს მუცელზე ხელი იტაცა: მუცლის-
გვრემა მაქვსო, წაილუღლუღა და ტყეში შევარდა, მთელი ღამე
იარა, ვიღაც მეწისქვილესაგან ვირი შეისყიდა და მხოლოდ მე-
სამე დღეს უწია ნაჭარმაგევს.
გიორგი ჭყონდიდელი თრიალეთიდან გადავიდა სპიანად
სამშვილდეს. სამი უტევანის მანძილზე ცხენებს თოფრები გაუკე-
თეს მხედრებმა და ტყეში კარვები დადგეს.
ჭყონდიდელი თავის კარავში იწვა და მოღუშულ ცას უთვალ-
თვალებდა.
ვაითუ გაწვიმდეს და სანადიროდ არ გამოვიდესო ამირა.
სამშვილდეს დასავლეთით საოცნებო სანადიროა როჭოზე.
ლულუ ბენ ჰაიდარმა ციხესთან მისასვლელები კარგად იცო-
და. სამთავეს რიგიანი ჯორები ჰყავდათ აბჯროსანი, რომლის
თოქალთოს ქვეშ იატაგანები ჰქონდათ დამალული. იატაგანები
ეკიდათ, აგრეთვე, წელზე, ტყაპუჭების ქვეშ მიჩქმალული.
გზაში მეჯინიბე შემოეყარათ ერთი. შეეკითხა თავაზიანად:
ციხისთავი სად ბრძანდებაო?
„ჭირში და მოსაცვეთში, როჭოზე სანადიროდ დილიდან, ალ-
ბათ ხევს გადაღმა იქნება, დეკიანში“.
839 მკითხველთა ლიგა
მახარაის, არტავაზ არშელსა და ლულუ ბენ ჰაიდარს საოც-
ნებო ქორ-მიმინონი ჰყავდათ, ისე თამამად უწრუწუნებდნენ და
უსტვენდნენ, თითქოს ნაჭარმაგევში ყოფილიყვნენ.
თავის ხნოვანების მიუხედავად, მახარაის სატანისებრ მახვი-
ლი თვალი ჰქონდა, მან შორიდან, ძლიერ შორიდან შენიშნა,
ქორიანი ცხენოსანი აღმართებს შესდგომოდა, ორი მხედარი
მის უკან მოჩაქჩაქებდნენ.
მახარაი გზის პირად ჩამოჯდა ქვაზე. ცხენოსანი ამირა გაუს-
წორდა თუ არა მახარაის, თურქულად შეეკითხა:
„ვისიაო ეს ლამაზი ქორ-მიმინონი?“
მახარაიმ დაბალი სალამი მისცა ციხისთავს და მოახსენა:
„ჰოი, უფალო, ჩვენ სამნი წარმოგვგზავნა ამირამ ნეჯჲმ ედ-
დინ ილღაზიმ მარდინის ციხიდან, ალლაჰ, სწყალობდეს მას,
რათა ეს ქორ-მიმინონი მივართვათ სამშვილდეს ციხისთავს,
ალლაჰ, სწყალობდეს მასაც“.
ამირას სახე გაუბრწყინდა. სამშვილდეს ციხისთავი მე ვარო,
სთქვა ამირამ.
ჰასან ბენ ბასურგს სანადირო ავაზა ჰყავდა თრიალეთიდან
ამირა ილღაზისათვის გაგზავნილი. აგრე იფიქრა, ალბათ მუქა-
ფა მომიზღაო ამირათა ამირამ.
„ჰო მაგრამ, თუ ვარგა რამეთ ეს მიმინოები, შარშანაც ბარე
ხუთი მომართვა ერთმა გჲურჯმა, მაგრამ ისეთივე მატყუარანნი
აღმოჩნდნენ, როგორც თავათ არიან გჲურჯები“.
„წავიდეთ, ვსინჯოთ, დიდო ამირა“, უთხრა არტავაზ არშელ-
მა.
„ეს ჩემები საუკეთესონი არიან, შარშანდელი კაპუეტები, –
დასძინა ლულუ ბენ ჰაიდარმა, – ესენი სულტან მუჰამედმა მიუძ-
ღვნა ამირ ილღაზის და მუქაფად სამი არაბული ულაყი მიართვა
სულტანს“.
„მე კიდევ უკეთესნი მყავს, დიდო ამირავ“, მიაძახა ხახუტაიმ.
ჰასან ბასურგ მცირე ხანს ცხენდაცხენ მიჰყვებოდა ცხენოს-
ნებს, რომელნიც მას თურქები ეგონა, ხოლო თურქობა მას ყო-
ველგვარი სიქველის სიმბოლოდ მიაჩნდა.
ამირამ სამი ოქრო ამოიღო ჯიბიდან და სათითაოდ ჩა-
მოურიგა მონადირეთა.

840 მკითხველთა ლიგა


„რას ბრძანებ, უფალო, – უთხრა არაბულად მახარაიმ, – მე
გახლავართ ამირ ილღაზის დედის ძმა, გარდა ამისა, არც თავათ
გახლავართ უპოვარი“.
ესა სთქვა მახარაიმ და ოქროს დირჰემებით სავსე ქისაკები
ამოიღო უბიდან. ამგვარმა უანგარობამ აღტაცებაში მოიყვანა
ამირა, მოდი, ციხეში გავბრუნდეთ და ვიპურმარილოთო.
„ჩვენ, დიახაც, გვშია, ამირავ ბატონო, მაგრამ იმ ბექობს ქვე-
მოდ დეკაში როჭოებია, ალბათ, ჰა, ჩემი ქორი ინებეთ ფოლა-
დისფერი, ცოტა წავინადიროთ და მერმე ღირსი გავხდე შენთან
ერთად ნადიმობისა“.
დეკაში კარგა ხანს ინადირეს და ათიოდე როჭო აჰკიდა ამი-
რამ თავის ბაზიერსა და მეაბჯრეს. ახლა ამირ ილღაზის ახალ
საომარ წარმატებათა გამო ესაუბრებოდა ჰასან ბენ ბასურგ მა-
ხარაის, და სწორედ ამ დროს ათიოდე ქორიანი მონადირე გა-
მოვიდა ტყიდან.
ამირას ემცხეთა ეს ამბავი. ამ მონადირეებს ქართული მუზა-
რადები ეხურათ თავზე და ვადაჯვარიანი ქართული ხმლები ეკი-
დათ წელზე.
ამირამ ხმადაბლა ჰკითხა მახარაის, ვინ არიანო ეს გიაურე-
ბი?
„მე მათ არ ვიცნობ, ამირავ ბატონო“. მიუგო მახარაიმ, როცა
სულ ახლოს მოსდგნენ ცხენოსნები.
„თქვენ რა გინდათ ჩემს ციხეში“, უყივლა ამირამ მონადირე-
ებს.
ჭაღარა მონადირე წინ წამოდგა და თავაზიანად უთხრა:
„ჩვენ შენს ციხეში როდი მოვსულვართ, თურქო, არამედ
ქართველთა მეფის დავითის ციხეში“.
„თქვენ მეფეს ვინ მისცა ეს ციხე, ბრიყვო, რომელიც, სულტა-
ნისა და ალლაჰის ნებით, მე მაბარია?“
ამის თქმა და ხელშუბიანი მონადირენი გარს შემოადგნენ
სამ ცხენოსანს და უყივლეს:
ხმალი და ჯაჭვი აიხადეო.
ახლა კი მიხვდა ამირა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. იგი მახა-
რაის მიუბრუნდა ტკბილად:
„ამირ ილღაზის დედის ძმავ, საღალატოდ მოსულხარ ჩემს
ციხეში?“ – მახარაიმ სიცილი ვერ შეიკავა და უთხრა:
841 მკითხველთა ლიგა
ხელი უშვი მშვილდს, თორემ ლანდის უსწრაფესად გაგაქ-
რობთო.
„ჩამოდი ცხენიდან“, უყივლა ამირას არტავაზ არშელმა,
თურქი ამირა ხედავდა, ბრძოლა უკვე ამაო იყო, ცხენიდან ჩამო-
ვიდა.
ცხენოსანებმა თოკით გაკოჭეს ამირა და მისი მხლებლები,
რომელთაც არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ტყვეები
წისქვილში წაასხეს და ხმელი პურის ამარა ამყოფეს საღამომ-
დის სვეტებზე მიბმულნი.
ბინდისას დაიწყო სამშვილდეს იერიში, ათასმა მეომარმა შე-
ლეწა რკინის ჭიშკარი ციხისა. რაკი ამირა შინ არ იყო, ნამთვრა-
ლევი მეციხოვნენი დაიბნენ.
გათენებისას უკვე ციხეს დაეუფლა ქართული ჯარი.
თურქული შავი ალამი ჩამოიღეს და ქართული სამეფო დრო-
შა აღამართვინა ციხის ზეთავზე გიორგი ჭყონდიდელმა.

ბედითი ამბების გალა


საკმაოდ ბედითი ამბების გალა ურთიერთს მიჰყვა. შამან
ერისთავმა ბარაკონის ციხეში რა შეიცნო გვანცას სიკვდილი,
თავისი საყვარელი იაბო მიაყვანინა, თემშარაზე გასულიც არ
იყვნენ ერისთავი და მისი ამალა, მოხუცს რიონის შხუილი რა
შემოესმა, ლანდის უსწრაფესად ხელიდან გაუსხლტა თავის მე-
აბჯრეს, ცხენს დეზი ჰკრა და აზვავებულ მდინარეში გადაიხვეწა.
გიორგი მეფემ გაიგო თუ არა გვანცას სიკვდილი, ერთი მოზ-
ვრის ყანწით ღვინო დალია, „ქრისტე აღსდგა“ იგალობა, თავ-
ქვეშ ხელი დაიდო, დიოფალი დაანუგეშა: ვიძინებო, მაგრამ არც
გამოუღვიძნია.
ორთავეს ცხენები ძაძით მოსილნი თავზე დააყენეს მიცვალე-
ბულებს. დავით მეფე სამ დღეს ბნელში იჯდა უსმელ-უჭმელი.
შავებით შეიმოსა მთელი სასახლე. სამი დღე შავით მოსილი
ცხენოსნები სამგლოვიარო ზარის ღიღინით შემოდიოდნენ ცი-
ხის ეზოში. ვნების კვირის სწორს დავითი და ჭყონდიდელი დიდ-
ძალი ამალით გაემგზავრნენ ოვსეთს. ქარიმან სეტიელი წინ მი-

842 მკითხველთა ლიგა


უძღოდა მეფის კორტეჟს, მცირე სპაი კვალდაკვალ მისდევდა
მას.
ანანურის ციხეში ძელსა ჰკრეს, ციხისთავი და მეციხოვნენი
ერთი უტევანის მანძილზე წინ შემოეგებნენ მეფესა და ტაძრე-
ულს.
უგუნებობას მეფისას და მის ამალისას, ბუნებამ წაუმატა: ჯერ
საშინელი გრიგალი ამოვარდა, ღვარცოფები წამოვიდნენ მთე-
ბიდან.
მეფემ ყური არ ათხოვა გიორგი ჭყონდიდელისა და ციხისთა-
ვის ვედრებას, ნასაუზმევს დაადგნენ გზას. ჯვარის გადასავალზე
უკვე სთოვდა და ერთბაშად ხოშკაკალამ დაფარა გზა, მეფე
ძლიერ ფრთხილობდა, მამაი გიორგის არ წაქცეოდა რომელიმე
ღვარცოფის გადალახვისას ცხენი.
ქედების მწვერვალებზე მიჰქროდნენ ღრუბლები, გაავებული
ყივილით მათ უკან მიყვებოდნენ აფხორილი არწივები და ქორე-
ბი. ჯიხვები ფრთხებოდნენ კლდეებზე, ჩრდილოეთისაკენ გარ-
ბოდნენ.
შემოაღამდათ ჯვარს გადაღმა, ერისთავების ციხეები მაღალ
ქედებზე იდგნენ, დავითს ეშინოდა, რომ ჭყონდიდელის გული
და მისი ცხენი მანდ ასვლას ვერ გაუძლებდა. ექიმი თურმანისძე
ნაირ-ნაირ წამლებს ასმევდა მხედარს.
ბოლოს, მეფე და მთელი ამალა შეეხიზნა მეცხვარე წიკ-
ლაურების ფარეხს.
ას ოცზე მეტი ცხვარი დაჰკლეს მასპინძლებმა, ოციოდე ნანა-
დირევი ჯიხვიც ააგეს შამფურებზე.
მეფე და ჭყონდიდელი ხორცს არ გაჰკარებიან. მეცხვარეთა
ბინები ტაფობზე იყო, დავითს უსიამოდ ეძინა, მთელი ღამე ქარი
ღმუოდა, მგლის ხროვების უსაშველო ყმუილი გაისმოდა. გათე-
ნებისას მამაი გიორგიმ ცისკრის ლოცვა შეასრულა, ტაძრეული
და მწყემსები დაჩოქილნი ისმენდნენ ლოცვას.
ქარიმან სეტიელმა მზვერავები წარგზავნა, წინასწარ მოახ-
სენებდნენ პირველ ვაზირს, თუ რა გზებით ეარნათ დარიალისა-
კენ.
მხედრები მარქაფებზე გადასხდნენ.
გრიალებდა ქარი.
მიჰქროდნენ ჩრდილოეთისაკენ არწივები და ღრუბლები...
843 მკითხველთა ლიგა
სამეფო კორტეჟს უკან მისდევდა მგლების ხროვა, ცხენები
ჭიხვინებდნენ მათი ორანის შემცნობნი.
შემდეგ ღამეს, სნოს ციხეს უწიეს. ისევ ცხვრები დაკლეს და
ჯიხვები გაატყავეს. ყველა გაოცებული იყო, დავით მეფე და
ჭყონდიდელი აგრე დაღონებულნი რომ დასდგომოდნენ ეგზომ
შორ გზას.
ციხისთავს უკვე დილიდან უჩურჩულა კარის ეკლესიის მოწე-
სემ, დავით მეფე ოვსეთის დასალაშქრავად მიდისო.
შემდეგი ღამე დავითის ციხეში გაათენეს და მეორე დღესვე
უწიეს ალაგირის ციხის მისადგომებს.
როცა ალაგირის ციხის ქონგურები გამოჩნდა, მამაი გიორგი
ეუბნება მეფეს:
„პაპაშენმა, ბაგრატმა, კეთილად გამოიყენა ოვსთა მეფეების
ყმადნაფიცობა, სულკურთხეულ მამაშენსაც არა სჩვევოდა მე-
ზობელ ხალხებთან კინკლაობა. აიშლებოდნენ შირვანელები ან
ოვსები, თავათ ჩავიდოდა მცირე სპით, მამაშვილურად დაარი-
გებდა:
რათ გვინდა, შვილებო, მუდამ ბრძოლა და მოსისხარობა,
ასეთი რამ ორ უგუნურ ვერძს სჩვევია, მიადგებიან ერთიმეორეს
და იმდენხანს უჯახუნებენ რქებით ერთმანეთს, სანამ რომელიმე
მათგანი არ წაიქცევა.
თუ თურქები აქედან დავსძარით, ყველას გვეყოფა, შვილე-
ბო, ეს მიწა, ნუ გავიწყდებათ, ჩვენ თავათ მიწა რომა ვართ და
მიწად ვიქცევით.
შემდგომ ამისა, გაიმართებოდა ნადირობა, ლხინი, დიდი და
მცირე კოცნიდა მეფე გიორგის, მერმე ხუთასი ცხენოსანი რაინ-
დი მოაცილებდა მას ჩვენ საზღვრამდის.
აწინდელი მეფის მამაი, ურდურე დორღალელი დიდძალი
სპით მიეშველა ბაგრატს ამირა ფადლონთან ბრძოლაში. ოვ-
სებს იშველიებდა მეფე ლიპარიტის დასათრგუნავად. დორღა-
ლელის ვაჟმა, ურეკმა, ქართველი ერისთავის ქალი შეირთო.
ჩვენი ბერების ნათხრობიდან ვიცი, მისი სასახლე ხატებითა
და ჯვრებითაა შემკული“.
ბარე სამი უტევანი უკლდათ ოვსთა მეფის ციხემდის, ოვსთა
მეფე, ურეკ, წინ შემოეგება მეფესა და ტაძრეულს ათასი ცხენკე-
თილი მხედრის თანხლებით.
844 მკითხველთა ლიგა
ურეკ დორღალელს თან ახლდნენ დედის ძმა მისი, ოთხმოცი
წლის მოხუცი, ხვახვაი, და უფლისწული ხუდანი.
ხვახვაის თეთრი, თეთრი წვერი მოსავდა, ისეთივე მშვე-
ნიერი, როგორც მეფე გიორგის, ღაწვისთავები და ტუჩ-პირი ჭა-
ბუკურად წითელი ჰქონდა ბერიკაცს. პირველ გოდოლს რა
მიეახლნენ, ციხის ეკლესიაში ატყდა ზარების ჟღრიალი.
თავშიშველი ხალხი ირეოდა ციხის ეზოში, ხოლო დედაციხი-
სა და გოდოლების ზეთავზე აღმართეს ჯვრები. ციხიონები ყვი-
როდნენ:
„მზეგრძელი იყოს მეფე დავითი“.
დარბაზობას დაესწრნენ მარტოოდენ დავითი, ჭყონდიდელი,
ნიანია ბაკურიანი, მახარაი, შტორა მორკნეველი, ხოლო ოვ-
სთაგან – მეფე დორღალელი ურეკ, დედის ძმა მისი – ხვახვაი
და მეფის ძმა – ხუდანი. საპატიო სტუმრები დიდ დარბაზონში შე-
იყვანეს, გამოვიდა ციხისთავი ოქროს ტასტით ხელში, ხვახვაი
ცალი ხელით იღებდა ხორბალს და სახეზე აყრიდა დავით მე-
ფეს. თანაც ოვსურ ლოცვებს დუდუნებდა, ტკბილად გასაგო-
ნარს.
ჭყონდიდელმა კარგად უწყოდა, ოვსთა მეფენი და მთავარნი
ქართულად კარგად მეტყველებდნენ, მაინც თან წამოიყვანა სა-
მი მთავარდიაკვანი ოვსეთში მოწესედ ნამყოფნი, ოვსურის კარ-
გად მცოდნენი.
ოვსთა მეფემ დედის ძმას აცალა ლაპარაკი და სთქვა ხვახვა-
იმ ასეთი რამ:
„მოგეხსენებათ, უძლეველოო დავით მეფევ, და შენც, დიდო
ვაზირო, გიორგი, ჩვენ უკვე რამდენიმე საუკუნეა მოსისხარნი
ვართ ყიფჩაღთა მთავრისა და მათი ხალხისა.
ნურავინ იტყვის, უფალნო, ასეთ შემთხვევაში რა შუაშიაო
ხალხი, ჩვენ არცთუ უწიგნურნი ვართ და თხუნელასებრ ბნელში
მსხდომარენი, ჩვენ ვამბობთ, და ვამტკიცებთ:
ყოველი ხალხი ღირსია იმ ხელისუფლებისა, რომელიც მასა
ჰყავს. თუ ჩვენ ვცდებით, ღვთის გულისათვის ეგ მიბრძანეთ: რა-
ტომ შუბსა და ისარს არ აიღებს ხელში ხალხი და სისხლის-
მსმელ მეფეებს არ დახოცავს? ოჰო, მერმე მოგეხსენებათ თუ
არა, რა უღმერთო სასჯელი აქვთ ყიფჩაღებს ერთი თოქალთოს
ან ერთი ბატკნის ქურდის საწურთვნელად!
845 მკითხველთა ლიგა
ჰოდა, ცხენის ძუაზე გამოკიდებენ ღვედით და ისე ათრევენ,
ბოლოს მოაგროვებენ ცხედრებს, ტანზე გახდიან და ყორნებს
მიუგდებენ საძიძგნად.
ოჰო, ჩემი თვალებით მინახავს, როგორი ზეიმი ჰქონდა
ყორნების ხროვას იმ უბედური ქურდების ცხედრებზე. არწივები
და ყორნები გაავებული იტაცებდნენ ხორცის ნამუსრევებს.
ამაზე უფრო საძაგელი სანახაობა ჩემს თვალს არ უხილავს
არასდროს. თავათ ქურდნი და მამათმავალნი შვიდი წლის ბი-
ჭებს ასწავლიან ქურდობას და მამათმავლობას, ეს არაკაცნი და
ქრისტეს მიერ შეჩვენებულნი“.
დავითი და ჭყონდიდელი შეზარა ამ ამბის მოსმენამ. ხოლო
ხვახვაიმ განაგრძო:
„ურუსების ქვეყნიდან კავკასიონისკენ როცა მიბრძანდებით
ცხენით, შორიდან ხედავთ ხეებზე დაკიდულ ვაჟებსა და მოხუ-
ცებს, ზოგს ვითომდაც გარყვნილებისათვის სჯიან, ზოგსაც –
ავაზაკობისათვის, თავათ ტერფიდან თხემამდის გარყვნილნი და
გარეწარნი.
აკი აგრე უბნობს ჩვენი ხალხი:
ყიფჩაღნი კაენის ნაშიერნი არიანო. ეგ უთუოდ სწორია,
ოჰო...
მე კარგად ვიცნობ ამ ავაზაკებს. სამ წელს დაჟანგული ბორ-
კილები მქონდა ფეხებში გაყრილი და ორმოში ვეგდე, როცა მო-
ვაგონდებოდი, წყალსა და აქოთებულ ხორცს ჩამომიგდებდნენ.
ბოლოს, როგორც ჩანს, აღარა ჰქონდათ საკვები. ერთ დღეს
მომელანდა, თევზები ჩამომიგდეს-მეთქი. ჰაერში ვტაცე ხელი
და ოჰოჰო, უზარმაზარი ჭრელი გველი...
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, იმ ორმოში ვიღაც უბედურის
ბარძაყის ძვალი ეგდო. წამოვავლებდი ხელს იმ ძვალსა და თა-
ვებს ვუჭეჭყავდი მაგ საზიზღარ მცურავებს.
მოგეხსენებათ ალბათ, გველს ეშინია ცხვრისა და მის
მატყლს არ ეკარება, მე თავზე ფაფახი მეხურა, ტანზე ცხვრის
ტყაპუჭი მეცვა და მატყლისავე მთიულური ჩითები, ნაწილობრივ
ამანაც მიშველა.
ერთ ბედნიერ დღეს ურუსებმა შეუტიეს ყიფჩაღებს, ნაშუაღა-
მევი იყო, ამომათრიეს, ბორკილები შემხსნეს და ცხენზე შემო-
მისვა ერთმა ყიფჩაღმა.
846 მკითხველთა ლიგა
ალიაქოთის დროს ვიმარჯვე, ყიფჩაღი გადავაგდე ცხენიდან
და თავს ვუშველე.
თითქმის ყოველი ყიფჩაღი მშიშარაა, მაგრამ თუ ერთად
მოიყარეს თავი, გამბედაობას მოიცემენ და აზვავდებიან, ვი-
თარცა მშიერი ხროვა მგლებისა“.
დავით მეფე აიმღვრა მოსმენილის შემცნობით, ბოლოს გი-
ორგი ჭყონდიდელმა დაარღვია დუმილი, ურეკ დორღალელსა
და დედის ძმას მისას შეხედა და სთქვა:
„მე და შენ თითქმის თანაკბილანი ვართ, ხვახვაი ბატონო“.
„თავათ ბატონო“, შესძახა ხვახვაიმ.
„აწ ასგზის გვსმენია სახარების წმინდა სიტყვები, – განაგ-
რძო გიორგიმ, – ავაზაკს როდი უნდა უმტრო ისე, როგორც ეგა
ქნეს ურიათა გოლგოთაზე მათ, არამედ ღვთისმოყვარეობა უნ-
და შევასმინოთ, თორემ ამ მიწაზე არავის დაედგომება“.
ხვახვაიმ დაისვა თავისი გრძელი ხელი ასევე გრძელ წვერზე
და მიუგო ჭყონდიდელს.
„თავათ ბატონო და ვაზირთა უპირველესო. ჩვენა ეგეც ვცა-
დეთ, მაგ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებს სხვარიგად მივდგომო-
დით. ერთხელ თორმეტი ბიჭუკელა ტყვედ ჩაგვივარდა ყიფჩა-
ღებთან ბრძოლის დროს, მამანი მათნი ამოვხოცეთ და ი ბიჭუკე-
ლები ციხეში მოვიყვანეთ. ჯერ მღვდლები და დიაკვნები მივუჩი-
ნეთ და უფლის სიტყვანი და განცხადებანი ვასმენინეთ, მერმე
გვეაჯნენ თავათაც:
მოგვნათლეთო.
მოვნათლეთ.
ერთ კვირასაც არ გაუვლია, ციხის ეკლესიიდან ოქროს ხატე-
ბი მოიპარეს, ბაგრატ მეფისა და ბიზანტიის კეისრის მიერ შემო-
წირულნი. უბელო ცხენები დაიჭირეს ჭალებში და გაიქცნენ. ბო-
ლოს, მდევარმა შეიპყრო ის უსჯულონი. მაშინ მე ვბრძანე, მეფი-
სა და ჩემის სახელით, და მარგილებზე გავსვით ის ავაზაკნი“.
დავითი და ჭყონდიდელი შეზარა ამ ამბის მოსმენამ.
„ჩვენს ციხეში ვართ გამოკეტილნი ამ უსჯულოთა გადამკი-
დენი. მოგეხსენებათ, ჩვენ, თურქებისა და ყიფჩაღების დარად,
მოხეტიალე ყაჩაღები როდი ვართ, არამედ მხვნელ-მთესველნი,
მაგრამ არც მინდვრის დათესვას გვაცლიან, არც მოსავლის აღე-
ბას.
847 მკითხველთა ლიგა
ღამღამობით სთესვენ და მკიან საწყალობელი ოვსნი მოხუც-
ნი, ვაჟკაცებს მზაობაში უნდა ჰყავდეთ ცხენები.
ერთხელ აღსდექით ქრისტიანნი და აუწყეთ საქრისტიანოს,
რომ მათზეა მეფეთა და მთავართა სისხლი, მათზეა ჩვენი ძმები-
სა და შვილების სისხლი.
ამცნეთ მაგ ბერძნებსა და ფრანკებს, რას გადაკიდებიან მაგ
უშჯულო სელჯუკიანებს პალესტინაში, ჩვენც მოგვხედონ, იარა-
ღი და საჭურველი მოგვაწოდონ, თორემ სულ მალე დავიღუპე-
ბით ჩვენცა და ჩვენი ცხენიცა, ოჰო...
მე ღმერთი მრწამს, რა თქმა უნდა, მეფევ ბატონო და დიდო
ვეზირო ჭყონდიდელო, მაგრამ ხანდახან აგრე მგონია, ამქვეყ-
ნად არც ღმერთია, არც საქრისტიანოა, არც სამართალი.
ერთხელ უნდა მოგასმენინოთ ჩვენი ოვსთა დიაცების ტირი-
ლი, გაშლილ ჩოხებსა და ქამარ-ხანჯლებს გარს მოუსხდებიან,
ქვებიც ადუღდებიან მათი საცოდავობისაგან, ზოგი ძმებს მისტი-
რის, ზოგი – შვილებს, ზოგიც – ქმარს.
ოჰო, მე უკვე აღარ ვიცი, მამაო გიორგი, თუ მართლაც სადმე
არსებობს ღმერთი და მისი სამართალი?..“
დავით მეფემ სთქვა:
„არა მგონია, ხვახვაი ბატონო, მართლაც სწორი იყოს ეგ,
რასაც შენა ბრძანებ.
მე არაერთგზის მითქვამს ჩემი სპასალარებისათვის, ღვთის
იმედი კარგია, მაგრამ ხმლითაც უნდა წავეშველოთ-მეთქი მას.
ის ქრისტიანი ფრანკები ერთობლივად ვერ ომობენ, მაგრამ ისი-
ნი რომ არ დასძგერებოდნენ სელჯუკიანებს, სელჯუკიანები
თქვენც გეწვეოდნენ თუნდაც ჩრდილოეთიდან.
მე ჩემი სარწმუნო კაცებისა და მზვერავების პირიდან კარ-
გად ვიცი, თუ ვინ არიან და რანი არიან ის ველური ყიფჩაღები,
მაგრამ მეფე თქვენი, ურეკ, იმედია, სამშვიდობო გზას მისცემს
მათ, მე მათ გავხედნი ისე, როგორც ჭალაში მონავარდე ულა-
ყებს“.
ახლა ურეკმა სთქვა:
„ყოველივეს მართალსა ბრძანებს დავით მეფე, მერწმუნე,
ბიძაჩემო ხვახვაი, ეგ ისე მოხდება, როგორც დავით მეფემ ბრძა-
ნა.

848 მკითხველთა ლიგა


განა ჩვენ ცოტა გვყავს საჩიხეში დაგეშილი ავაზები და დათ-
ვები, რომელნიც ხელს გვილოკავენ? მერწმუნე, ბიძაჩემო, და-
ვით მეფე დაგეშავს მათ და იმ სამხრეთელ სელჯუკიანებთან
ომებში გამოიყენებს“.
„ოჰო, – სთქვა ხვახვაიმ, – მაშინ ათზე მეტი ავაზა, ამდენივე
დაგეშილი ორბი უნდა მივართვათ, შენი ნებართვითა, ჩემო
ძმისწულო, დავით მეფესა. ოჰო“.
ალაგირის ციხეში, როგორც იქნა, გადაწყდა ყიფჩაღთა უმ-
თავრესისა და მისი სპისათვის მშვიდობის გზის დათმობა. ამჯე-
რად სამ დღეს ეძებდნენ ოვსეთის ველებზე ყიფჩაღთა კარვებს.
შარაღან შარაღანისძე ჯერ უნდობლად შეხვდა ამ საქმეს,
მაგრამ, როცა შტორა მორკნეველმა ამცნო, დავით მეფე და ვა-
ზირთა უპირველესი, ჭყონდიდელი, ციხეში ბრძანდებიანო,
ბრძანა კარვების აყრა.
სტეფანოზ წილკნელი ცას ეწია სიხარულისაგან, მისი ღვაწ-
ლი ამ წლების მანძილზე გაწეული, ამაოდ რომ არ დაიკარგა.
იგი ისე დაბერებული იყო, ძლივს იცვნეს მახარაიმ და შტორამ.
შვიდ აქლემს მიჰქონდა ყიფჩაღთა უმთავრესის ასულისა,
მის მხლებელთა, ათასისთავთა კარვები.
მოაღწია თუ არა ყიფჩაღთა უმთავრესმა და მისმა ამალამ,
ძელსა ჰკრეს ალაგირის ციხეში.
ყიფჩაღი სტუმრები უხმლოდ აწვიეს დიდ დარბაზში. მხო-
ლოდ შარაღანისძესა და მის სპასალარს, საბბაგ ბენ ჰასანს
წელზე ერტყა იმ სიგრძე ხმალი, რომლის ჭვინტი მიწაზე მიჩო-
ჩავდა.
შარაღანისძის ასული სამდედოში წაიყვანეს მანდილოსნებ-
მა. დავითს საამურად ეჩვენა შარაღანისძე. მას ფრიად სანდო-
მიანი სახე ჰქონდა. ხოლო სპასალარი, საბბაგ, გოლიათი იყო,
ცივი და მდუმარე, გახლეჩილ ზემო ტუჩიდან მოუჩანდა მხეცი-
სებრ თეთრი და ვარვარა ღოჯები.
მახარაი გვერდით უჯდა დავითს.
„ფიქრი არაა, მეფევ ბატონო, თუმცა სტეფანოზს არაფერი
მოუწერია ამის გამო, მაგრამ მე დაახლოებით აგრე მყავდა წარ-
მოდგენილი შარაღანისძე“.
შენიშნა მახარაიმ.

849 მკითხველთა ლიგა


„ეგ არცთუ ისე გასაკვირველია. შესაძლოა, შარაღანისძის
წინაპარი არაბი ყოფილიყო ან ირანელი.
უცნაურად სათნო სახე აქვს ბერიკაცს“.
მიუგო დავითმა.
სუფრასთან დაჯდომის წინ შარაღანისძემ ხმალი მოიხსნა,
წამუყო სპასალარს, საბბაგს, ამ უკანასკნელმა ოვსთა მეფის მე-
აბჯრეს ჩააბარა ხმლები.
სუფრა აკურთხა გიორგი ჭყონდიდელმა, ოვსთა მეფემ თასი
აიღო და მიმართა საპატიო სტუმარს:
„მოგესალმებით, ყიფჩაღთა ბატონო, ჩემს ციხეში, მე და ჩე-
მი დედის ძმა, ხვახვაი, ჩემი ვაზირები და სპაი.
დიდება ისედაც დიდებულ დავით მეფეს სამეგობრო გზაზე
რომ დაგვაყენა. აბა, თავათ ბრძანეთ, რა გამოვა მტრობისაგან?
უსასრულო სისხლის წვიმები მხოლოდ...“
აქ შესდგა მეფე ურეკ, აცალა სტეფანოზ წილკნელს ნათქვა-
მის თარგმნა, თავისი მძაფრი, ჭრელი და მჭრელი თვალები შე-
ავლო შარაღანისძეს.
მოაგონდა, ამ სამი წლის წინად მას ცხენდაცხენ მოუხდა შე-
ტაკება ამ ყიფჩაღთან. ძლივს გაასწრეს შარაღანისძემ და მისმა
სპასალარმა. ახლა სპასალარს, საბბაგს, შეხედა და უსიამოდ
შეიშმუშნა, ადამიანის სხეულზე ასეთი საზარელი და მახინჯი თა-
ვი ჯერ არ ენახა მას.
„ყოველი უგუნური მუდამ იმის ცდაშია, – განაგრძო ოვსთა
მეფემ, – რაც შეიძლება მეტი მტერი გადაიკიდოს, ხოლო ბრძენ-
კაცი მუდამ მზადაა მტრობა მეგობრობად შეცვალოს.
მოგეხსენებათ, ამ ტყეში უამრავი ავაზაა, მგელი და დათვი.
დრო მოვა და ისინი დასჭამენ ურთიერთს, და ტყე და მინდორი
დარჩება ციყვებს, თრითინებს, ვირთხებსა და თაგვებს, რომელ-
ნიც ისე გონიერნი არიან, აროდეს მტრობენ თვისტომთა“.
დავითს, ჭყონდიდელს, შარაღანისძეს და ხვახვაის გაეღი-
მათ.
„ახლა რა ვქნათ? ვიომოთ თუ ვიძმოთ? – განაგრძო ურეკმა,
– ჩვენ დავით მეფის ყმადნაფიცნი ვართ და მისნი ერთგულნი,
თუ ეს აგრეა, ამიერიდან ჩვენც უნდა ვიმეგობროთ, თუ მეგობ-
რობა ჯერ არ მოხერხდეს, კეთილი მეზობლობა გვქონდეს.

850 მკითხველთა ლიგა


ჩვენი ციხეები და თქვენი კარვები დღენიადაგ ერთმანეთს
შესცქერიან. მაშ, ამიერიდან ვიმეგობროთ და ვიმეზობლოთ,
რადგან მხოლოდ შლეგებსა სძულთ თავიანთი მეგობარი და მე-
ზობელი“.
ესა სთქვა ოვსთა მეფემ და ხვახვაიმ ჩამოატარა ლუდის ყან-
წებით ფიცვერცხლი. ერის თავკაცები მხრებზე ეამბორნენ ურ-
თიერთს და კვლავ სელებზე დასხდნენ.
გიორგი ჭყონდიდელი წამოდგა სელიდან, ოვსთა მეფე ურეკ
და ხვახვაი მას მიჰყვნენ, მახვილები გაიძვრეს, სტეფანოზ წილ-
კნელმა ყიფჩაღურ ენაზე გადათარგმნა ჭყონდიდელის ნათქვა-
მი.
თორმეტმა ვაჟკაცმა ხელში აიღეს თავ-თავიანთი ხმლები და
გადააჯვარედინეს.
როცა ყიფჩაღები შეთვრნენ, ისეთი ღრიალი მორთეს, სიმღე-
რის მაგივრად, მგელთა ხროვის ყმუილი ეგონათ თანდამსწრე
არაყიფჩაღთა.
ღრეობა სამ დღეს გაგრძელდა, მეოთხე დღეს აიყარნენ და-
ვით მეფე და მისი ამალა, ოვსთა მეფე და ხვახვაი, შარაღან შა-
რაღანისძე. უკვე ძლიერი ქარი ჰქროდა. აქ მოხდა საზარელი ამ-
ბავი: გიორგი ჭყონდიდელს ცხენი მიართვა ორმა მეჯინიბემ. მან
ვერ მოასწრო უზანგში ფეხის ჩადგმა, გალურჯდა, და იქვე განუ-
ტევა სული.
დავით მეფე, მახარაი, ოვსთა მეფე და ხვახვაი მისცვივდნენ
მიცვალებულს, დიდ დარბაზში დაასვენეს.
ათი ათასმა მეომარმა ატარა დიდი მამულიშვილის კუბო ოვ-
სთა მეფის ციხე-სასახლიდან ნაჭარმაგევამდის. დავით მეფეს
ორი სიმძიმილი მიჰყავდა შინ: ჯერ უხილავი სასძლო და თავისი
უსაყვარლესი მზრდელი, პირველი ვაზირი და მწიგნობართუხუ-
ცესი.
ისევ ბნელში ჩაჯდა მგლოვიარე მეფე, რომელსაც მწუხარე-
ბის გამოსათქმელი სიტყვებიც ვერ მოეძებნა.
მთელ თვეს მოდიოდნენ ნაჭარმაგევს გიორგის ძიძაშვილე-
ბი, მათი შვილთაშვილები, ქვრივ-ობლები, მთელი საქართვე-
ლოს საერისთავოებიდან, მარიამ დედოფალმა მხოლოდ გიორ-
გი ჭყონდიდელის დამარხვის დღეს შეამჩნია ჭაღარა დავით მე-
ფის დამწუხრებულ სახეზე.
851 მკითხველთა ლიგა
როცა მის კუბოს შავი ღვთისმშობლის ტაძარში ასაფლავებ-
დნენ, მხოლოდ ჭყონდიდელის დისწულს, თრიალეთის გამგე-
ბელს, თევდორეს, ეყო მხნეობა, ორიოდე სიტყვა ეთქვა:
„ვაგლახ, რა დიდი ხარ და რა მცირე კუბომ იკმარა შენთვის,
საქართველოს დიდო მამულიშვილო, მამაო გიორგი.
ინებოს უფალმა, საქართველოს ხალხმა შენ მოგბაძოს უკუ-
ნითი უკუნისამდე მტერთან ბრძოლაში. მშვიდობით, ჩვენო ხალ-
ხის დაუოკებელო და უკვდავო სულო.
შენი ხმალი და შენი ჯვარი მარადის წინ გაუძღვება ჩვენს
ერს. შენს სხეულს ვერასოდეს იხილავენ მომავალი თაობანი,
მაგრამ შენს სულს, დიახაც, უმღერებენ მომავლის მემატიანენი
და მწერალნი.
ვგონებ, გეყო მახვილის ქნევა, სამოცდახუთმეტი ჭრილობა
თან მიგაქვს მტერთან ომებში მიღებული.
ვაი ჩვენ, ვაი ჩვენ უშენოდ, თორემ შენ რა გიშავს, სულმნა-
თო და ვალმოხდილო რაინდო ჩვენო...“
დავით მეფე მუხლმოყრილი ისმენდა ამ სიტყვებს, ლითამი
ჩამოეშვა და ბალღივით სტიროდა...

დედოფალი გურანდუხტ
გურანდუხტისა და მისი ამალის ნაჭარმაგევში ჩამოსვლას
უსიამო ბუზღუნით შეხვდნენ სასახლის შიმუნვარები, მეშანდლე-
ნი, მესტუმრენი და დიაკონნი. მექათმე ნონაი გესლს ანთხევდა:
„ღვთისმშვენიერი დედისიმედი მოაშთობინა მარიამ დედო-
ფალმა მეფეს, მერმე იმ უბედური გვანცას ჯერი მოდგა, ახლა
დედოფლად მოგვგვარეს უშჯულო და გონჯი დედოფალი, ფუი,
ფუი“.
მელოტი მეთონე ყვიროდა:
„ხალხო, გაგვაგებინეთ, უშჯულონი ვართ თუ ქრისტიანენი?“
ქარიმან სეტიელი დადიოდა ციხის ეზოში, აშოშმინებდა მდა-
ბიორებს:
„ჩემიც მოისმინევით, ხალხო, ლამაზი დედოფალი მოგიყვა-
ნეთ და სანაქებო როქის სპაი, ხომ ხედავთ, მთელი საქრის-

852 მკითხველთა ლიგა


ტიანო ებრძვის მაგ შჯულდაქცეულ თურქებს და სადაცაა მცხე-
თაც წაგვართვან.
ღმერთი მყავს მოწმედ, არც დავით მეფესა და არც მე არავინ
მოგვიშთვია, რაც მოხდა, ყველაფერი განგებისმიერი ამბები
იყო.
დაწყნარდით, დაწყნარდით, აცალეთ დავით მეფეს ქვეყნის
მართვა და ქვეყნის დაცვა“.
ეპისკოპოსყოფილი ხრისტოდულე სისინებდა:
„აკი ვამბობდი მკვლელია-მეთქი დავით მეფე, ჯერ ლიპარი-
ტის ასული მოაკვლევინა, ახლა – შამან ერისთავის ერთადერ-
თი ქალი.
უსინათლო შამანი ქარაფიდან რიონში გარდახვეწილა ცხენ-
დაცხენ“.
მარიამ დედოფალი და შიმუნვართა წინამდგომი, ვარდია
შარვაშისძე, გაოცებული დარჩნენ სადედოფლოს ნახვით. მათ
აგრე ეგონათ, ვინმე გონჯი დიაცი იქნებოდა ყიფჩაღთა უმთავ-
რესის ქალი.
იგი ფრიად ზრდილი და თავაზიანი აღმოჩნდა, ცოტაოდენი
ბერძნული იცოდა, უკეთ – არაბული და თურქული. მის მზითევს
ამკობდნენ აურაცხელი მარგალიტები, ჰინდური ალმასები.
უზარმაზარი პერგამენტის – მზითვის წიგნის მიხედვით, მე-
ჭურჭლეთუხუცესი ითვლიდა პატიოსან თვლებს; ქირმანულ, ხო-
რასნულ და დამასკურ შალისა და აბრეშუმის კაბებს, ქათიბებს;
წავის, ყარყუმისა და ჭრელი მელიის ქურქებს; ფერად ჭურჭლებ-
ში შენახულ ალოეს, ამბრასა და მოსხუსს.
საღამოს, როცა გურანდუხტი აბანავეს, სუნამოები აფრქვიეს
შიმუნვარებმა, ვარდია გახარებული მიეჭრა საწოლის დარბაზში
მარიამს:
„ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, საყვარელო ავგუსტა, თითქოს
ძველი სპილოს ძვლისაგან გამოუკვეთიათო სხეული მისი. ვინ
გაიგონა ყიფჩაღის ქალი და ეგზომ ლამაზი“.
„ეჰ, ვინ მისწვდება განგების ნებას, გეთაყვანე, შესაძლოა
გურანდუხტს ირანული ან არაბული სისხლი ედგას ძარღვებში“.
მარიამს ეცოდებოდა მარტოხელა ქალი, რადგან მის ამალა-
ში არც ერთი დიაცი არ ერია, ცხადია, ჯვრისწერამდის მეფე არ
შედიოდა მის საძილოში.
853 მკითხველთა ლიგა
ბოლოს მარიამმა ინახულა იგი, ეამბორა ძველი სპილოს-
ძვლისფერ ლოყაზე. გურანდუხტს გული აუჩვილდა, ბერძნულად
შესჩივლა:
„რა ვქნა ბასილისსა, არ მიყვარს მარტოობა“.
ესა სთქვა და მდუღარებამ იწვიმა მის მშვენიერს, იაგუნდის
თვალთაგან.
„არაფერია, ბასილისსა, ცოტა უნდა მოითმინო.
გაივლის სავალდებულო ვადა გლოვისა და აღარ იქნები
მარტო.
ირანული საიდან იცი, გეთაყვანე?“
„ჩემი დიდდედა ირანელი დიდაზნაურის ასული იყო. დედაჩე-
მი ადრე მიიცვალა, ასე რომ, შვიდ წელს ვიზრდებოდი ისპაჰანში
დედის ძმის სასახლეში. ბერძნულიც იქ მასწავლა ერთმა საჭუ-
რისმა, რომელიც ირანულსა და არაბულს მასწავლიდა“.
მარიამ დედოფალმა მკერდზე დაჰკიდა სასძლოს რუბინის
მანიაკი, შიგადაშიგ ალმასები ბზინავდნენ მასში.
ბოლოს, გადმოიღო ოქროს ბეჭდები ლალებითა და ალმასე-
ბით მოოჭვილნი და უსახსოვრა სადედოფლოს. გურანდუხტს
ცრემლი მოერია.
ბავშვივით გახარებული უჭვრეტდა ამ ნივთებს.

***
მახარაი, ნიანია ბაკურიანი და გამგეთუხუცესი ვერ აუდიოდ-
ნენ ყიფჩაღთათვის კარვების მოწყობას, მათ ულუსში მხოლოდ
ასისთავებსა და ათასისთავებს ჰქონდათ კარვები, ისიც ვაგლა-
ხად დასვრილნი და დაფხრეწილნი. ყიფჩაღთა სპის ნაწილი და
სარდალი, ჰასან საბბაგ, და ათიათასისთავი მუხრანში მოათავ-
სეს.
გაჭირდა საქმე, წყობის ქირის სპისათვის კარვების დადგმა,
რადგან ყოველ მათგანს სამზე მეტი ცოლი თან ახლდა.
მახარაიმ მოყურადენი მიუჩინა მათ.
მახარაის მრავალი შემზარავი ამბავი ენახა ანატოლიასა და
ბალკანეთში ომების დროს, მაგრამ ასეთი რამ ვერც წარმოედ-
გინა.
განუსაზღვრელად სჭამდნენ ისინი სნოს ციხეში, ანანურის
ციხეში, მაგრამ მაინც ბალღებივით მშია-მშიას გაიძახოდნენ.
854 მკითხველთა ლიგა
გზადაგზა ხოცავდნენ კირკიცებს, ჩხიკვებს, კურდღლებს, სა-
ხელდახელოდ აძრობდნენ ტყავს და სჭამდნენ.
იხოცებოდნენ ცხენები, მარქაფებზე ამოკიდებდნენ და
მოათავებდნენ ამ მძორს მუხრანამდის. გაზაფხული ილეოდა და
ქართველ მონასპებს არ გაევლებოდათ ამ აყროლებული ლეშე-
ბის გვერდით.
მახარაიმ მოაყვანინა ნოტო, ყასბებს არ აცალეს ყიფჩაღებმა
ცხვრის დაკვლა, ამაოდ მოაწყობინა სამწვადე კოცონები, ყიფ-
ჩაღები ნადირივით დაერიენ ცხვრებს, თავებს აცლიდნენ, ტყავს
აძრობდნენ და უმ ხორცს გლეჯდნენ, როგორც გააფთრებული
ნადირი.
მხოლოდ ჰასან საბბაგსა და ათასისთავებს აღმოაჩნდათ პი-
რის გემო, მათ მიწაში დააფლობინეს ტყავგაუხდელი ცხვრები,
ზედ კოცონები დაანთებინეს, მაგრამ დიდხანს არ აცალეს, მზა-
რეულებს უბრძანეს: დაუყოვნებლივ მოგვართვითო.
როცა გულარეულმა მახარაიმ თვალი შეავლო, თუ როგორ
გლეჯდა თავისი ღოჯებით ნახევრად შემწვარ ვერძს ჰასან ბენ
საბბაგ, შეზარა ამ სურათმა და ზურგი შეაქცია მხეცკაცს.
ეზოში გასულმა უარესი რამ ნახა.
ხელსისხლიანი და პირსისხლიანი ყიფჩაღები დაუცხრომ-
ლად გლეჯდნენ, ღრღნიდნენ, ხრავდნენ და სიამოვნებისაგან
აღტყინებულნი გაუგონარ სიტყვებს ღმუოდნენ.
ამ მრავალგზის გამომთვრალ ყიფჩაღებისაგან მახარაისა და
ნიანიას, რომელთაც კარგად იცოდნენ ეს თაფლივით ტკბილი
თურქული, მოესმოდათ მხოლოდ:
„ღავ, ღავვ,
ხოვ, ხოვე,
ვიხ, ვიხ, ოჰოხო, ოჰოხო“.
„ვაი ჩვენს მოსწრებას, – ეუბნება მახარაი ნიანია ბაკურიანს,
– ეს რა მხეცები მოგიყვანია, ნიანია ბატონო, სელჯუკები ამათ-
თან შედარებით ანგელოზებია“.
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, – მიუგო ნიანიამ, – აბა, რა
ვქნათ, მახარაი ბატონო, მეფემ აგრე ინება: მხეცების მეშ-
ვეობით მოვიგერიოთო მხეცები“.

855 მკითხველთა ლიგა


მახარაიმ და ნიანიამ ბრძანეს და ათასისთავები: უკერ, ხურ-
ხუზაი, არსადან, ოკკიმ და ბუმბა ნაჭარმაგევის სანახებში ჩააყე-
ნეს სპიანად სახელდახელოდ გამართულ კარვებში.
მეფე და მისი სპასალარები დღედაღამ ყიფჩაღთა როქის
სპის წურთვნით იყვნენ გართულნი, ისინი ჩინებული მოჯირითე-
ნი იყვნენ, მათ, დიახაც, ეხერხებოდათ წყობით მომავალ ლაშ-
ქრის შეტევა, მაგრამ წყობაში ხმლის მოხმარა არ ემარჯვებო-
დათ.
სახელდახელოდ გამართულ აღლუმში მეფე განუმარტავდა
ყიფჩაღთა სპასალარებსა და ათასისთავებს, შეტევის, უკუქცევი-
სა და ხმლის მოქნევის წესებს.
ახლოვდებოდა კონსტანტინე პორფიროგენეტის ქორწილი,
მაგრამ უმძიმდა მარიამ დედოფალს დამწუხრებული მეფის და-
ტოვება, ბოლოს თავათ გამოუტყდა თავის თავს, უმძიმდა ნიანია
ბაკურიანის დათმობაცა.
„რა უკუღმართად მოუწყვია ჩემი ბედი არსთაგანმრიგეს, ერ-
თი რომ ნიანია ათიოდე წლით უმცროსია ჩემზე...“
ნიანია ამის გამო აგრე იტყოდა:
„ოღონდ ერთ წელს მაცხოვრე შენთან, ავგუსტა, შენ აჭარ-
ბებ, ავგუსტა, მე ორი წლითა ვარ შენზე უმცროსი“.
ახლა ახალი საქმეები გამოუჩნდა მარიამს, ნაჭარმაგევში
ეახლა მას მხატვართუხუცესი, თევდორე, და სთხოვა ნება მიეცა
დაეხატა მისი სურათი გელათის ღვთისმშობლის ფრესკისთვის.
მარიამს კონსტანტინოპოლშიაც თავს აბეზრებდნენ მხატ-
ვრები, მაგრამ იცოდა, გელათი დავით მეფეს თავის საძუალედ
ჰქონდა განკუთვნილი და ამიტომაც უარი ვერ უთხრა მხატვარ-
თხუცესს ( ავტორისეული რემარკა: ხსენებული პორტრეტი გე-
ლათის ღვთისმშობლისა, მოზაიკის სახით გაკეთებული, რომე-
ლიც ზუსტად ჰგავს ვატიკანში შემონახულ სურათს მარიამისას,
დღესაც ამკობს გელათის ტაძარს.).

***
ერთი თვეც არ გასულა, სელჯუკიანებმა გადმოლახეს საქარ-
თველოს საზღვარი ტაო-კლარჯეთში, მეფემ ნიანია ბაკურიანი
და ჰასან საბბაგ წარგზავნა, თურქები უბრძოლველად უკუიქ-
ცნენ.
856 მკითხველთა ლიგა
ბრძოლის ველზე დასტოვეს ათასისთავი – აბდალლაჰ ბენ
ისხაკ.
ნიანიამ ვერც კი მოასწრო მიხედვა, ისე წამოაჯდა წაქცეულ
ცხენოსანს გამხეცებული საბბაგ და თავი მოსჭრა. როცა ეს ნა-
დავლი დავით მეფეს მიართვა მან, პატრონი ვაგლახად მოიღუშა
და უთხრა თურქულად:
„ამიერიდან ეს არა ქნას ჰასანმა, რადგან ჩვენ ქრისტიანები
ვართ და მტრის მოკვლა კი შეგვიძლია, მაგრამ თავის მოკვეთა
წესად არა გვაქვს“.

***
დედოფალი გურანდუხტ დიდის ამალით წაიყვანეს მცხეთაში
და სვეტიცხოველში მონათლა იგი იოანემ ქართლის კათალი-
კოსმა.
მარიამ დედოფალმა იკისრა ნათლობა. ცერემონიები რა მო-
თავდა, მარგალიტებისა და ალმასების მანიაკი დაჰკიდა ყელზე,
ერთიც ძვირფასი ჯვარი მაცხოვრისა, იაგუნდებითა, ალმასებით
და ლალებით შემკული...
ბოლოს შარაღანისძის სპასალარები, ათასისთავები და რო-
ქის სპა რუის-ურბნისთან ჩაუშვეს მტკვარში, არსენ იყალ-
თოელი, ხუთი ეპისკოპოსი და ათიოდე მღვდელი ნათლავდნენ
მათ.
ყიფჩაღებს ისე იამათ ეს ამბავი, სანამდის არ მოშივდათ,
წყლიდან არ ამოსულან.
ველზე იდგა თოროსან ცხენოსნების ფიტულები, მხედრებს
ასწავლიდნენ მტრისათვის მკლავის წაცლას, თორიანად გაკვე-
თას.
ყიფჩაღურ სწორ ხმლებს მომრგვალებული ჭვინტები ჰქონ-
დათ.
დავითმა ამოიღო თავისი წვეტში წამახული ხმალი და უჩვენა
ათასისთავებსა და უთხრა:
„ამიერიდან ასეთი ხმლები გექნებათ. ეს ჭვინტწამახული
ხმალი ადვილად გაატანს ჯაჭვის პერანგში“.
ახლა მეფე უჩვენებდა, ცოცხლად როგორ უნდა შეიპყრო
მტერი, ამისათვის საჭიროა ცხენის გამოკვლა.

857 მკითხველთა ლიგა


ყიფჩაღ მეომართა შორის მხოლოდ ათასისთავებსა და ასის-
თავებს ეხურათ რკინის მუზარადები, ისიც ვაგლახად დაჟეჟილი
მტრის ხმალთა ცემისაგან, საჭირო გახდა მათთვის რკინის მუზა-
რადების შეკვეთა. ასზე მეტი მჭედელი დღედაღამ აწრთობდა
რკინის მუზარადებს. ყიფჩაღები ბალღებივით გახარებულნი იყ-
ვნენ ასეთი საჩუქრების მიღებით.
უნაგირები კარგი ჰქონდათ უმრავლესობას, დანარჩენები
უბელო ცხენებზე ისხდნენ, ზოგიც – მარტოოდენ თოქალთოზე.
მახარაიმ გამოარკვია, თურმე ყიფჩაღები წყლის მოშიშარნი
ყოფილან და ამიტომაც დადიოდნენ ოფლით აქოთებულ კაბა-
ჯუბითა.
***
სამი თვეც გავიდა.
მარიამი საგონებელში ჩავარდა. მას ძლიერ ეცოდებოდა
ახალგაზრდა დედოფალი, რადგან დავით მეფე მუდამ მოღუშუ-
ლი იყო, დღედაღამ ყიფჩაღ მეომართა წვრთნით და აღლუმებით
იყო გართული.
მეფე ამჩნევდა: ისინი მძიმედ ითვისებდნენ ქართული კავა-
ლერიის ბრძოლის წესებს.
ყიფჩაღები ბალღებივით ხარხარებდნენ, როცა მათ საალყო
ხის კოშკები და ვერძები აჩვენეს.
ეს ბალღებისთვის ხომ არ მოგიწყვიათო.
ყიფჩაღ ცხენოსნებს გაუჭირდათ ხანდაკებზე ცხენდაცხენ
ხტომა, მერმე გაჭენებული ცხენიდან ჩამოხტომა და კვლავ ზედ
მოქცევა.
მათი ცხენები ნამეტნავად ნასუქალნი აღმოჩნდნენ, პირგამ-
ზიდარნი და ფეთიანნი.
ახლა მათი ხმლები თავათ გასინჯეს მეფემ და მისმა სპასა-
ლარებმა, ისინი უფოლადონი აღმოჩნდნენ.
უკვე დრო იყო, მათი ცხენებისა და ახალი ხმლებისათვის ეზ-
რუნათ.
უცნაური ქარწვიმა იყო, მიუხედავად ამისა, დავითი თავათ
ხელმძღვანელობდა კარვების აღებას. სამჭედურებში უკვე სჭე-
დავდნენ ქართულ ჯავარდენებს, რომელთაც დავითფერული შე-
არქვა ჩვენმა ხალხმა.

858 მკითხველთა ლიგა


***
მეფე უგუნებოდ არისო, რა ისმინეს, სული გაკმიდეს სამეფო-
ის მტერთა და ქვეგამხედვართა როგორც შიდა ქართლში, ისე
თრიალეთის საერისთავოსა და კახეთში.
დავითი ხანგრძლივად მგზავრობდა ამ მხარეებში, ციხეების
გაკეთებითა და გზათა გაყვანით იყო გართული, ალაგ-ალაგ ხა-
ნაგანი ააგებინა, ზოგან – ქოლბაქნიცა, რათა უპოვართა და
მათხოვრებს ღამის გათევა შესძლებოდათ.
ბოლოს, ბოჭორმის ციხე-სასახლეს ეწვია, ციხისთავი, ცი-
ხიონი და კარის ეკლესიის მღვდელი პურმარილით წინ შე-
მოეგებნენ. სამ დღეს დაჰყო ციხეში და ისევ ნაჭარმაგევს მიუბ-
რუნდა.
დამწუხრებულ სასახლეში დიდი სიხარული გამოიწვია დავი-
თის ქალების, თამარის და კატაის, არტანუჯიდან ჩამოსვლამ.
მათ დიდის რუდუნებით ზრდიდნენ არტანუჯში ბაგრატოვან-
თა კარის მონასტერში შემორჩენილი ნათესავები მეფისა.
სასახლეში მისვლისას, დავითმა დარბაზის კარი შეაღო და
მოისმინა, თუ რა ბეჯითად იმეორებდა დედოფალი გურანდუხტი
ფსალმუნის ლექსებს ქართულად. ბერძნულად ჰკითხა დავითმა
მეუღლეს:
„ხომ არ გეძნელება ქართული, ჰა?“
„არა, მეფევ ბატონო, რასაც სიყვარულით მოეკიდები, არა-
ფერია ამქვეყნად ძნელი“.
მთელი დღე ეალერსა და ეთამაშა თავის ასულებს, თამარსა
და კატაის.
რიგიანად დასვენება ვერ მოასწრო ამოდენა გზის გადამ-
ლახველმა, გელათიდან მალემსრბოლი გამოგზავნა მხატვარ-
თუხუცესმა თევდორემ. თხოვდა, დაუყოვნებლივ ჩამობრძანდე-
სო პატრონი.
საოცარის სისწრაფით ემუშავნათ კირითხუროებსა და მხატ-
ვრებს, უკვე საჭირო გახდა სახურავისთვის ზრუნვა. გელათში
მეფეს დაუხვდნენ არსენ იყალთოელი და კირიონ მანგლელი.
„ჩვენ ამბავი მოგვწვდა, მეფევ ბატონო, სინას მთაზე აპირებ-
სო მონასტრის აგებას“.
სთქვა კირიონ მანგლელმა.

859 მკითხველთა ლიგა


„დიახაც, დიახაც, კირიონ, თუ გზაში არ გაგვიძარცვეს იმ ავა-
ზაკმა თურქებმა ჩვენი წარგზავნილი კაცები“.
არსენ იყალთოელმა სთქვა:
„ვგონებ, ურიგო არ იქნებოდა, მეფევ ბატონო, კვლავ წარ-
გზავნიდეთ ლულუ ბენ ჰაიდარსა და ხახუტაის“.
„მე მინდა მათ გავატანო იოანე უხამური, ბერძნულისა და
თურქულის კარგი მცოდნე.
სათუოა, ვგონებ, ჩვენი საქმე, მაგრამ არაფერია, უფალი
მოწყალეა, ყოველთვის როდი გაუმარჯვნიათ ქურდთა და მტაცე-
ბელთა. ერთხელაც იქნება, უფალი ხელებს დაუმოკლებს მათ“.
მხატვართუხუცესს, თევდორეს, მზადა ჰქონდა მეფის ხატები.
თავზე ბიზანტიური ოქროს გვირგვინი როდი ადგას მეფეს, არა-
მედ ქართული მუზარადი.
მუზარადის წინ კიდეს ამშვენებს ორი რუბინი, ზურმუხტი და
ალმასები.
მუზარადიდან ძირს მოიმართება ორი მსხვილი, მარგალიტე-
ბით დამშვენებული შიბა. შიბას ბოლოებში პატიოსანი თვლები
და ორი ალმასითვე მოოჭვილი ჯვარი...

აღმოსავლეთი და დასავლეთი
პირველი ჯვაროსნული ომი ჯერაც არ იყო მოთავებული,
სელჯუკიანთა სასულტანო გააფთრებული განაგრძობდა ქრის-
ტიანი ერების: ბერძნების, სომხების, ქართველებისა და ასი-
რიელების დაუცხრომელ დალაშქვრას.
დიდი სელჯუკიდების: თოღრულბეგის, ალფ-არსლანისა და
მალიქ-შაჰ სულტნების იმპერიის მთლიანობა ოდნავ შეირყა, ის-
პაჰანელი სულტნების ძალა ოდნავ შეასუსტა განდგომილ ამი-
რების, ქრისტიან ერების, თავკერძა ამირებისა და ასსასინების
წინააღმდეგ ბრძოლამ, მაგრამ მუსულმანთა სამყარო ჯერაც
მტკიცედ იგერიებდა მტრებს.
ნიკეაში კვლავ ბატონობდა სულტან ქილირჯ-არსლან. ვერც
ალექსი კეისარმა და ვერც ჯვაროსანმა თავადებმა ვერ ალაგმეს
იგი.

860 მკითხველთა ლიგა


ახლა მუსულმან აგრესორებს სათავეში ჩაუდგა ამირთა ამი-
რა ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი ბენ ორთოკ. ილღაზი არაბულად ნიშ-
ნავს „ხალხისთვის მებრძოლს“.
ამ ამირამ სიყრმიდანვე დაიმკვიდა სახელი ქრისტიან ხალ-
ხების მმუსვრელისა. თავდაპირველად იგი ამირ ტუტუშის მემ-
ხრეთა თავკაცი იყო.
ცნობილია, ამირ ტუტუში ისპაჰანელი სულტნების ტახტის მი-
ტაცებისთვის ოცნებობდა, მაგრამ იგი დაიღუპა სულტან ბარ-
ქიაროკის წინააღმდეგ ატეხილ ომში.
ილღაზის ცოლად ჰყავდა ამირ ტუტუშის დაი, გოჰარ ხათუნ,
ამიტომაც მიიღო მან საფეოდოდ იერუსალემი და მისნი მიმდგო-
მი სანახები. ამ საქმეში შველოდა ძმა მისი, ამირ სუკმან.
როგორც ვიცით, 1096 წელს ეგვიპტის ფატიმიდ ხალიფას ეჭ-
ვი შეეპარა, რომ ეს ორი ამირა გაუძლებდა ბიზანტიელთა და
ჯვაროსანთა მოსალოდნელ შემოტევას, ამიტომაც წარგზავნა
იერუსალემს თავისი სარწმუნო ალ-აფდალ სპიანად და ილღა-
ზისა და სუკმანს იერუსალემი წაართვა.
მაგრამ 1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალემი აიღეს და ეგ-
ვიპტელთა ლაშქარი უკუაქციეს.
ბრძოლა დასრულდა 1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსა-
ლემის აღებით.
სელჯუკიანთა სასულტანოში სულტან ბარქიაროკის სიკვდი-
ლის შემდეგ (1104 წ.) ტახტზე ავიდა ბარქიაროკის ძმა, სულტან
მოჰამედ ბენ მალიქ-შაჰ.
ამირ ილღაზი მოჰამედს მიემხრო. სასტიკი ბრძოლების შემ-
დეგ ილღაზიმ აიღო უმტკიცესი ციხე მარდინი. სულტან მოჰამედ-
მა ახლა ბაღდადის მმართველად დანიშნა იგი.
ამ დღიდან ამირ ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი ითვლება როგორც
ამირათა ამირა და იგი მეთაურობს მუსულმანურ სამყაროს ჯვა-
როსან ფრანკების წინააღმდეგ დაუცხრომელ ბრძოლებში.
ამგვარად მოხდა მუსლიმ აგრესორთა კონსოლიდირება.
როგორც ომაიადი ხალიფები, ისე ეგვიპტელი ფატიმიდები
თავის დროზე ეპოტინებოდნენ ჰეგემონიას მთელს მუსლიმანურ
სამყაროში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა იერუსალემი
და პალესტინა წაართვეს ეგვიპტელ ხალიფას დიდ ვაზირს – ალ
აფდალს, ხალიფას ავტორიტეტი დაეცა.
861 მკითხველთა ლიგა
რომის პაპების მსგავსად, როგორც ომაიადი, ისე ფატიმიდე-
ბის დინასტიის ხალიფები ამაოდ ეპოტინებოდნენ ჰეგემონიას
მუსულმანურ სამყაროში.
ანარქია დამყარდა ფატიმიდი ხალიფების სატახტო ქალაქ
ქაიროში. ასე რომ, ეს ნაოცნებარი ჰეგემონია სავსებით უშედე-
გო დარჩა.
ჯვაროსანთა წინააღმდეგ ატეხილი ომების თავკაცები დარ-
ჩნენ ისევ და ისევ სულტნები და ამირები. ერთადერთი ძალა,
რომელიც მუსლიმთა მთლიანობას ხელს უშლიდა, ეს იყო ასსა-
სინების მოძრაობა.
ჰიჯრით 502 წელს, სულტანმა მოსულს წარგზავნა ლაშქარი
და ციხე-ქალაქი აიღო. ამავე წელს ქრისტიანებს აღდგომის
დღესასწაული ჰქონდათ დიდი ზეიმით გამართული.
შაიზარის მბრძანებელი, ამირ მონკელი, და რამდენიმე სხვა
ამირა ამ დღესასწაულის სამზერად წავიდნენ. ასსასინებმა ისარ-
გებლეს, შაიზარის ციხეს თავს დაესხნენ და აიღეს. ამირები გა-
ერთიანდნენ, შაიზარის ციხე გარემოიცვეს და ასსასინები გაჟუ-
ჟეს.
გაცილებით ნაკლები მთლიანობა სუფევდა მუსლიმური
კოალიციის წინააღმდეგ მებრძოლ ქრისტიან მეფეთა და მთა-
ვართა შორის.
ჩემს მკითხველს ალბათ ეხსომება, თუ როგორი ერთობლივი
ენთუზიაზმი მოჰყვა მთელს ევროპაში რომის პაპის – გრეგორ
VII მიერ ნაქადაგებ ჯვაროსნულ ომს.
თვით ორტოდოქსი მართლმადიდებელი იმპერატორი,
ალექსი კომნენი, იძულებული გახდა რომის კურიისათვის აღეთ-
ქვა დასავლეთელ ქრისტიანთა გაერთიანებაში შესვლა. იერუ-
სალემის პატრიარქი და მცირე სომხეთის სამღვდელონიც მზად
იყვნენ კათოლიკურ უნიას მიკედლებოდნენ, ოღონდ სელჯუკი-
ანთა აგრესიისათვის დაეღწიათ თავი.
მოკვდა გრეგორ VII და ჯვაროსნული ომების სულისჩამ-
დგმელი გახდა პაპი ურბან II.
ალექსი კომნენს მალე გაუცრუვდა იმედები. თავდაპირვე-
ლად იგი გულუბრყვილოდ დარწმუნებული იყო, დასავლეთელი
ჯვაროსანი თავადები ქრისტეს საფლავის განთავისუფლებას იკ-
მარებდნენ და ბოლოს ბიზანტიას დაუბრუნდებოდნენ როგორც
862 მკითხველთა ლიგა
მცირე აზიაში, ისე სირია-პალესტინაში მათ მიერ აღებულ ქალა-
ქებსა და პროვინციებს.
ცნობილია, ჯვაროსანმა რაინდებმა თავიანთი საუკეთესო ძა-
ლები შესწირეს იერუსალემისა და ანტიოქიის აღებას და შენარ-
ჩუნებას.
მათი ლაშქარი, რომელიც მეთორმეტე საუკუნის მიწურულში
ნახევარ მილიონ მეომარს აღემატებოდა, დაიშრიტა მუსულმან
სულტნებისა და ამირების წინააღმდეგ ბრძოლებში.
ათეული წლების მანძილზე დაკვირვებებმა იმპერატორი
ალექსი კომნენი დაარწმუნეს, როგორც იერუსალემის მეფე
გოდფრუა დე ბუჲონი, ისე ძმა მისი, ბალდვინ I, ნორმანი თავა-
დის ვაჟი ბოჰემუნდ ტარენტის თავადი, ტანკრედი, როჯერიო და
სხვა თავკაცები ჯვაროსნული მოძრაობისა არც კი ფიქრობდნენ
საქმით შეესრულებინათ ეს პირობა, რომელიც საზეიმოდ დას-
დვეს მათ ჯერ კიდევ 1098 წელს კონსტანტინოპოლში, იმპერა-
ტორის ალექსის სასახლეში – ბუკოლეონში, იმპერატორის მი-
მართ ყმადნაფიცობის გამო.
ახლა, როცა ჯვაროსანთა ბელადებმა უკვე დაიმკვიდრეს
სელჯუკიანთა ხელიდან გამოცლილი ქალაქები და დაბები,
ალექსი კომნენს უკვე სასო წარეკვეთა.
ჯვაროსანთა თავკაცებს შორის ყველაზე მეტად თავაწყვეტი-
ლი იყო ტარენტის თავადი, ბოჰემუნდი, რომელიც თავის ჰე-
როლდიკას რატომღაც უკავშირებდა კარლოს დიდს.
პირველი ჯვაროსნული ომის უკუღმართად წარმართვაში
უდიდესი როლი შეასრულეს ნორმანებმა.
ნორმანები, ანუ „ნორდმანნები“ ერქვა სკანდინავიის გერმა-
ნელ მოსახლეობას. ეს ტომი აიყარა ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში
სკანდინავიის მიწაწყლიდან, უფრო ნაყოფიერ სამშობლოს მო-
საპოვებლად.
ისინი თავიდანვე ენერგიულად ჩაერიენ როგორც ინგლისის,
საფრანგეთისა, ისე იტალიისა და ბიზანტიის პოლიტიკურ ცხოვ-
რებაში.
გულმამაცი მეომრები და თავაწყვეტილი მეკობრენი თავიან-
თი აფრიანი გემებით დაძრწოდნენ ზღვებზე, ძარცვავდნენ რო-
გორც ინგლისის, ისე საფრანგეთის, იტალიის, მთელი ხმელთა-

863 მკითხველთა ლიგა


შუა ზღვის სანაპიროებს, შიშის ზარს სცემდნენ ქრისტიან ხალ-
ხებს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვებზე.
თავის დროზე ნორმანებმა ინგლისის ტახტზე დასვეს ედ-
ვარდ ზე კონფესორ.
მათ ძალადობას ვერ გადაურჩა თვით რომის პაპის კურია,
ნორმანებმა ქრისტეს მოსაყდრის ტახტზე დასვეს პაპი ლეო IX.
ბოჰემუნდის მამამ, რობერტ გვისკარმა, თავის დროზე დაიპ-
ყრო სამხრეთი იტალია, ხოლო ძმამ მისმა, როჯერიომ, სიცილია
წაართვა სარკინოზებს და ჰერცოგის წოდება მიიტაცა.
გასაოცარი მამაცობა გამოიჩინა რობერტ გვისკარის ვაჟმა
ბოჰემუნდმა. იგი დაეპატრონა ქალაქ ანტიოქიას, რომელიც თა-
ვის საუფლოდ ჰქონდა მიჩნეული იმპერატორს, ალექსი კომ-
ნენს.
როგორც ტანკრედის, ისე იერუსალემის მეფის, გოდფრუა დე
ბუჲონის ლაშქარი გააჩანაგა იკონიის სულტნის, ქილირჯ-
არსლანის და მარდანის ციხის პატრონის, ნეჯჲმ ედ-დინ ილღა-
ზის, წინააღმდეგ ატეხილმა პერმანენტურმა ომებმა.
ასე რომ, იერუსალემის მეფეს, გოდფრუა დე ბუჲონს, თავის
მრავალრიცხოვანი ლაშქრიდან შერჩა ორასიოდე მძიმედ შე-
ჭურვილი რაინდი და რამდენიმე ათასი მონასპა.
ამგვარად, ნელ-ნელა მკვიდრდებოდა მუსულმანთა კოალი-
ცია და სუსტდებოდა ქრისტიან თავადების ერთობლიობა.
დაუცხრომელი ქიშპობა ატყდა ჯვაროსანთა ლაშქარში.
ნორმანები და პროვანსალები, სამხრეთ საფრანგეთის მკვიდ-
რნი, დღენიადაგ კინკლაობდნენ და არც ესმოდათ, მუსულმანი
სულტნები და ამირები ამ უთანხმოებაზე ხელს რომ იტფობდნენ.
იკონიის სულტანი ქილირჯ-არსლანი დააუძლურეს ჯვარო-
სანთა წინააღმდეგ გაწეულმა დაუცხრომელმა ომებმა.
ახლა მუსულმან ამირთა თავკაცობა იკისრა სივასის ამირამ,
დანიშმედ მელიქ-ღაზიმ. ჯვაროსნულ ომებში მცირე სომხეთის
მთავარნი დიდ აქტივობას იჩენდნენ მუსულმანთა კოალიციის
წინააღმდეგ ბრძოლებში. ისინი არა ზოგავდნენ არც ფულსა და
არც მონასპებს, რათა ჯვაროსანთა თავკაცებს მიშველებოდნენ
მუსულმან აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლებში.
სომეხთა თავადის, გაბრიელის, შთაგონებით მოუსვენარმა
ბოჰემუნდმა ომი გამოუცხადა დანიშმედ მელიქ-ღაზის.
864 მკითხველთა ლიგა
დანიშმედი სავსებით იშვიათი მოვლენა იყო მუსულმან
მბრძანებელთა შორის.
იგი თავისი ჰუმანურობით განირჩეოდა სელჯუკიან ამირები-
საგან. განსაკუთრებულ მომთმენიანობას იჩენდა იგი როგორც
ბერძნების, ისე სომხებისა და სირიელების მიმართ.
დანიშმედი ამაყად ატარებდა თავათვე მიკუთვნებულ ტი-
ტულს – „მეფე რომანიისა და ანატოლიისა“. მის მიერ მოჭრილი
ფულის ცალ მხარეზე იესუ ქრისტეს სახე იყო ამოტვიფრული.
დანიშმედ მელიქ-ღაზის წინააღმდეგ ომში, პირველსავე
ხმლის მოკიდებისას, დამარცხდა ანტიოქიის მთავარი, ბოჰემუნ-
დი, და ტყვედ ჩაუვარდა მტერს.
არც ისე ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ დანიშმედი გათავი-
სუფლებას დაჰპირდა ბოჰემუნდს, უკეთუ მის გამოსყიდვას შეს-
ძლებდა რომელიმე ქრისტიანი მეფე ან მთავარი...
იმჟამინდელი პაპი რომისა, კალიქს II, გერმანიის იმპერატო-
რის ჰაინრიხ IV-ის წინააღმდეგ ბრძოლით იყო გართული, პაპს
უკვე დავიწყებული ჰქონდა ის ფანატიური ქადაგება, რომელსაც
თავის დროზე ეწეოდნენ ჯვაროსნული მოძრაობის ასატეხად
გრეგორ VII და ურბან II.
ალექსი კომნენმა გაიხარა, ბოჰემუნდის დატყვევება რა
გაიგო, მყისვე წარგზავნა მელიქ-ღაზის კარზე თავისი სარწმუნო
კაცი, გრიგოლ ტარონიტ, და დიდძალ ოქროს დაჰპირდა ამი-
რას.
იმპერატორს ეწადა თავათ გამოესყიდა ბოჰემუნდი და ბო-
ლოს ტყვედ ჩაეგდო ხელში თავისი დაუძინებელი მტერი. ბოჰე-
მუნდი შეევედრა მელიქ-ღაზის, უარი ეთქვა ტარონიტისათვის.
ბოლოს ისევ და ისევ კილიკიელმა სომხებმა იკისრეს ბოჰე-
მუნდის გამოსყიდვა. დიდძალი ოქრო მიართვეს დანიშმედს.
მერმე ის იყო, დანიშმედმა გაანთავისუფლა ბოჰემუნდი და
ტარსს გაგზავნა იგი.
არცთუ დაუჯერებელია ის გადმოცემა, რომელიც მოთხრობი-
ლი აქვს ალექსი კომნენის ასულს, ანნას, ცნობილ ეფემერიდებ-
ში „ალექსიადა“. ბოჰემუნდმა თავი მოიმკვდარუნა, კუბოში ჩა-
წოლილმა იმგზავრა კუნძულ კორფუმდის და იქიდან იტალიაში
ამოჰყო თავი.

865 მკითხველთა ლიგა


ამაოდ ეგონა ზოგიერთს, ბოჰემუნდი ევროპაში ჩასვლის
უმალ მეორე ჯვაროსნული ომის ორგანიზებას შეუდგებოდა.
პაპი პასხალის II, რომელიც თავდაპირველად ეგზომ გულ-
გრილად შეხვდა ბოჰემუნდის დატყვევებასა და მის გამოსყიდ-
ვის საქმეს, დაფაცურდა. პაპის შუამავლობის მეოხებით შეირთო
ბოჰემუნდმა საფრანგეთის მეფის, შარლ ანჟუს, ქალი – კონ-
სტანცა, ხოლო მეორე ასული თავისი ანჟუმ მიათხოვა ტან-
კრედს.
მოსალოდნელი იყო, რომ პაპი რომისა კალიქს II ბოჰემუნდს
წააქეზებდა მეორე ჯვაროსნული ომისათვის მზადებისაკენ. ნაც-
ვლად ამისა, პაპმა ურჩია ბოჰემუნდს, თავგამოდებით ემოქმედ-
ნა „სხიზმის ჩამომგდებ“ ბიზანტიელ მართლმადიდებელთა წი-
ნააღმდეგ. თავგზააბნეული პაპი რომისა, კალიქს II, მხურვალე
მოწოდებით მიმართავდა გერმანიისა და საფრანგეთის კათო-
ლიკეებს, ბოჰემუნდისათვის მხარი დაეჭირათ ბიზანტიის კეის-
რის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქრისტიან მთავართა დაბნეულობა იქამდის მივიდა, რომ
იტალიის ქალაქებმა გენუამ, ვენეციამ და პიზამ თავ-თავიანთი
ფლოტი დაუთმეს ბოჰემუნდს, რათა მას დროზე დაემხო ბიზან-
ტიის საკეისრო.
ნორმანელმა ავანტიურისტმა, ბოჰემუნდმა, დიდძალ გემებსა
და მონასპათ მოუყარა თავი და ბოლოს ის იყო, ბიზანტიის ქა-
ლაქს, დირახიუმს, დაესხა თავს.
ალექსი კომნენი გულმამაცი მეომარი იყო, ახლა მან მტკი-
ცედ გადასწყვიტა ბიზანტიის დასავლეთური ქალაქები და პრო-
ვინციები დაეცვა ბოჰემუნდის მიერ ამ მხარეების დალაშქვრისა-
გან.
დირახიუმში ბიზანტიელებმა დაამარცხეს როგორც ბოჰემუნ-
დი, ისე მისი იტალიელი მოკავშირენი: გენუას, ვენეციისა და პი-
ზას გაერთიანებული ფლოტი. ბიზანტიურმა ფლოტმა მოახერხა
ბოჰემუნდის ხელში გადასულ გემებისათვის გზების მოჭრა, ასე
რომ, იტალიელი მეომრები უსურსათობამ ფრიად შეავიწროვა.
დირახიუმი ფრიად მტკიცე ციხე-ქალაქი იყო, ბოჰემუნდსა და
მის ლაშქარს არ აღმოაჩნდა არც საკმარისი ლოდსატყორცნი
მანქანები და არც მაღალი კიბეები, რომელნიც საჭირო იყო ცი-
ხის გალავნების ასაღებად და შესამუსვრელად.
866 მკითხველთა ლიგა
ბოჰემუნდი დარწმუნდა, რომ მის მიერ წამოწყებული ავან-
ტიურა უნაყოფოდ დამთავრდებოდა და მან მოციქულები წარ-
გზავნა ალექსი კომნენთან და ზავი ითხოვა.
ეს ზავი სამარცხვინო გახდა თავაწყვეტილ ბოჰემუნდისათ-
ვის. მან უკან წაიღო თავისი პრეტენზიები ანტიოქიის მიმართ,
ხელი აიღო სომხეთის კილიკიაზე.
ბოჰემუნდი აქვე დაჰპირდა იმპერატორ ალექსის, ანტიოქია
დაეთმო ბიზანტიისათვის, უკეთუ იმპერატორის სიკვდილის შემ-
დეგ კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდოდა რომელიმე ვაჟი კე-
ისრისა.
დირახიუმში დამარცხებამ სამუდამოდ დასცა ბოჰემუნდის
ავტორიტეტი. რამდენიმე წლის უქმად ცხოვრებას ბოლო მოუღო
მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა.
ბოჰემუნდის დაღუპვით ალექსი კომნენს ჩამოეცალა უმძვინ-
ვარესი მტერი, რომელმაც მხოლოდ არევ-დარევა შეიტანა ჯვა-
როსნულ მოძრაობაში.
ამ საქმეებში დიდად შორსგამჭვრეტი აღმოჩნდა დანიშმედ
მელიქ-ღაზი, იგი დროზე მიხვდა, რომ ბოჰემუნდის განთავისუფ-
ლების მეოხებით, მან ურთიერთს დაატაკა მუსულმანურ სამყა-
როს მტრები, დასავლეთელთა პოლიტიკის თავკაცნი. მიმძლავ-
რებულ ქრისტიან ხალხების ერთადერთი ქომაგი დარჩა ალექსი
კომნენი.
იმპერატორი ხედავდა, თუ როგორ იღუპებოდნენ მცირე აზი-
ის ქრისტიანი ერები.
სელჯუკიანთა დაუცხრომელი დალაშქვრის გამო გაღატაკდა
როგორც ქალაქების, ისე სოფლების მოსახლეობა. გლეხები და
ხელოსნები აიყარნენ და მათხოვრობასა და ძარცვას მიჰყვეს
ხელი.
მეკობრენი აჩანაგებდნენ ზღვისპირა ქალაქებს.
უკაცრიელი გახდნენ ოდესღაც აყვავებული პროვინციები
სმირნიდან ატალამდის.
კაბადოკიაში ამირ ჰასანი ავიწროებდა ქრისტიან მოსახ-
ლეობას. ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი დანიშმედ მელიქ-ღაზის დარად
კაცთმოყვარე როდი იყო, მან სახრჩობელების მთელი ტყე აღ-
მართა სირიასა და მესოპოტამიაში.

867 მკითხველთა ლიგა


ქილირჯ-არსლანმა გაჟუჟა ბერძნული მოსახლეობა ფილა-
დელფიაში.
თუმცა ალექსი კომნენი უკვე დასნეულებული იყო, მაგრამ
იგი ენერგიულად განაგრძობდა ქილირჯ-არსლანის საამიროს
წინააღმდეგ ბრძოლას.
ალექსი კომნენის მიერ განცდილ ავადმყოფობას და ლაშ-
ქართა სიმძიმეს მიემატა ის დაუცხრომელი ხვინჯები, რომელთა
ასპარეზი გახდა ბუკოლეონის სასახლე კონსტანტინოპოლში.
ალექსი კომნენს სამი ვაჟი ჰყავდა: იოან (კალო იოანედ წო-
დებული), ანდრონიკ და ისააკ; ოთხიც ქალი: ანნა, მარია, ევდო-
კია და ფედორა.
ანნა კომნენე ბიზანტიელი ისტორიკოსი იყო, ცნობილი ქრო-
ნიკის „ალექსიადის“ ავტორი. ამ ქალმა სავსებით ფატალური
როლი შეასრულა საკუთარი მამის დასნეულების საქმეში.
იმპერატორის სასახლე ორ ბანაკად გაიყო. ალექსის მეუღ-
ლე, ირინა და მისნი მემხრენი წინ აღუდგნენ დასნეულებული
ალექსის შემდეგ ტახტისმტედ ჩაეთვალათ უფროსი ვაჟი კეისრი-
სა – კალო იოანე.
დედოფალი ირინა და მისნი მემხრენი დაუცხრომლად იბ-
რძოდნენ ტახტისმტედ შეერაცხათ უფროსი ქალი კეისრისა ანნა
და მეუღლე მისი ნიკიფორე ბრიენი, რომელიც მიხეილ დუკას
დროს ტახტისმტედ ითვლებოდა.
კალო იოანეს გამეფებისათვის თავგამოდებული იყო ალექ-
სის დედა – ანნა დალასინა, რომელიც, თუმცა თავის დროზე შე-
მონაზვნდა, დიდ გავლენას ახდენდა ბუკოლეონის სასახლის
პოლიტიკაზე.
ალექსი კომნენი ვულკანურ ნიადაგზე დარჩენილად
გრძნობდა თავის თავს, საომრად მიმავალს თან დაჰყავდა თავი-
სი მეუღლე ირინა, რათა შინ დარჩენილ დედოფალს ტახტი არ
გამოეცალა მისთვის.
კეისრის თანამედროვეთა შორის საგანგებოდ გულუბრყვი-
ლონი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კეისარი ალექსი განსაკუთ-
რებულ სიყვარულს აყოლილი სჩადიოდა ამას.
უკვე ხანდაზმული და ავადმყოფი იმპერატორი ალექსი,
დიახაც, ნანობდა, რომ თავის დროზე მან არ შეირთო დავით მე-
ფის მამიდა – მარიამი.
868 მკითხველთა ლიგა
1118 წელს მიიცვალა ალექსი კომნენი და კეისრის ტახტხე
ავიდა უფროსი ვაჟი კეისრისა – კალო იოან.
1118 წელს მოკვდა ისპაჰანელი სულტანი მოჰამედი და სელ-
ჯუკების ტახტზე ავიდა სულტან მაჰმუდი, მას დარჩა დიდძალი
ქონება, თავისი ბიძის, სინჯარის, მიერ ინდოეთში მიტაცებული:
ხუთი გვირგვინი ბაჯაღლო ოქროსი, ყოველი მათგანი თითო მი-
ლიონი ოქროს დუკატის ღირებული, ჩვიდმეტი ტახტი ვერცხლი-
სა და ოქროსანი, ათას სამასი თორი და ცხენსაკაზმი.

***
დასავლეთის სახელმწიფოთა მეფეებისა და მთავრების
უთავჟამო პოლიტიკის მეოხებით დაკნინდა ჯვაროსნული მოძ-
რაობა.
გოდფრუა დე ბუჲონის სიკვდილის შემდეგ იერუსალემის მე-
ფედ აღვიარეს ბალდვინ I.
„ქრისტეს საფლავის მცველმა“ საკმაო უნარი გამოიჩინა მუ-
სულმანთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლებში. ბალდვინმა
აიღო ასუფი, ცეზარეა, ააკონ, ბეირუტ, და ერთგვარი წესრიგი
დაამყარა ჯვაროსანთა მიერ აღებულ ქალაქებში.
ბოლოს ეგვიპტის წინააღმდეგ გაილაშქრა ბალდვინმა, მაგ-
რამ ეგვიპტეში სიკვდილმა უწია იერუსალემის მეფეს.
იმავე წელს იერუსალემის პატრიარქმა, არნულფმა, იერუსა-
ლემის მეფედ აკურთხა ედესსის მთავარი, ბალდვინ II.
მუსულმანებთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა ედესსის მთავა-
რი – გრაფ ჟოსცელინ, ბალდვინი თავს დაესხა სელჯუკიანებს,
მაგრამ თურქებმა თავათ დაატყვევეს იგი, ბოლოს დიდძალი ოქ-
როს საფასით გამოისყიდეს ჯვაროსნებმა იერუსალემის მეფე.
507 წ. ჰიჯრით მუსულმანი ამირები გაერთიანდნენ. ამ
კოალიციაში შედიოდნენ: მოსულის ამირა – მოვდუდ, სინჯარის
ამირა – ტემირკ, ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზის ვაჟი – აიზ, და დამასკის
ამირა – ტოგტეკინი, მათ საერთო ძალით დაამარცხეს ბალდვი-
ნი.
ჰიჯრით 513 წელს ილღაზი შეებრძოლა ფრანკებს. ეს ომი
ფრანკების დამარცხებით დასრულდა.
ჰიჯრით 516 წელს მოკვდა სულტან მოჰამედ და ხუტბა აღავ-
ლინეს მცირეწლოვან მაჰმუდის სახელზე.
869 მკითხველთა ლიგა
დალაშქვრანი და ლაშქრობანი
ჭყონდიდელის მიერ სამშვილდეს ციხის აღებას უდიდესი
სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სამშვილდე მდებარეობს
ტფილისიდან სამხრეთისაკენ, ერთი დღის სავალზე სომხეთისა
და ირანის გზაზე.
„ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი
სომხეთისანი დაუტევნეს და მეოტ იქმნეს“.
სელჯუკები გრძნობდნენ, ამ ციხეების დაკარგვას, შესაძლო
იყო მოჰყოლოდა დავით მეფის მიერ ტფილისის საამიროს მიტა-
ცება.
მერმე ის იყო, მოვიდა ძალი სულტნისა (იგულისხმება სულ-
ტან მოჰამედი), „ყოველი თურქობა კაცი ვითარ ასი ათასი“.
მტერი „უგრძნეულად“ აპირებდა შემოჭრას, მაგრამ დავითმა
დროზე გაიგო ამ დალაშქვრის მეთაურთა ხრიკები, მეფეს მიმ-
წუხრისას მოხსენდა ეს ამბავი, იგი სასწრაფოდ აიყარა სპიანად,
ცისკრისას თავს დაესხა სელჯუკიანთა ბანაკებს და დაამარცხა
და უკუაქცია მტერი.
რაკი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსული ლაშქარი სელ-
ჯუკიანთა ამ ომში დამარცხდა, ახლა ტაოდან, ე. ი. დასავლეთი-
დან შეუტიეს თურქებმა სამეფოს.
დავითის ქრონიკა გვაუწყებს: „ტაოს ჩამოდგნენ დიდნი თურ-
ქნი“.
თურქებისათვის თვალის ასახვევად დავით მეფე ქუთაისს ჩა-
ვიდა. სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა, მესხებსა და ქარ-
თლელებს შეუთვალა საიდუმლოდ, დანიშნულ ვადისთვის
კლარჯეთში დახვედროდნენ...
სელჯუკიანები დამარცხდნენ. დიდძალი საქონელი და ტყვე
დარჩა ქართულ ლაშქარს.
ჯერ კიდევ ალექსი კეისრის სიცოცხლეში დავით მეფემ იზრუ-
ნა ბიზანტიის იმპერატორთან დამოყვრებისათვის, რადგან იმ
ეპოქაში ნათესავური კავშირი ერთგვარი ზედსაყრდენი იყო სა-
ხელმწიფურ პოლიტიკაში.
დავითმა თავისი ასული, კატაი, მიათხოვა ანნა კომნენისა და
ნიკიფორე ბრიენის ვაჟს. ხოლო მეფის უფროსი ქალი, თამარი,
შეირთო შირვანის მბრძანებელმა, აღსართანმა.
870 მკითხველთა ლიგა
დემეტრე უკვე ლაშქრობდა მამასთან ერთად.
1117 წელს უფლისწულმა დემეტრემ აიღო ციხე გიში და
ტყვედ წამოიყვანა გრიგოლის ძენი – შოთა და ასათ.
დემეტრემ იმავე წელს აიღო ციხე ქალაძორი.
მეორე წელს, ბზობას, მეფე ღანუკიდან წავიდა რახსის პი-
რად. აქ მას შემზარავი ამბავი ამცნეს: თურქებს მოეკლათ ბეშ-
ქენ ჯაყელი.
თავისი ერთგული ყმის გლოვაც ვერ მოასწრო დავითმა.
ამ დიდი სიმძიმილის გადამტანმა მხნეობა მოიკრიბა, თავს
დაესხა რახსის პირად დაბანაკებულ სელჯუკთა ლაშქარს და
აოტნა მტერი.
იმავე წელს აიღო სომხეთის ციხეები – ლორე და გარნი.
ცხადია, ამ ომებს სპათა შემცირება მოჰყვებოდა, საჭირო
იყო ამის გამო ეზრუნა მეფეს.
იმ ეპოქაში როგორც ბიზანტიის კეისარი ალექსი, ისე კილი-
კიის სომეხთა მთავარნი ქირის სპას, სოლდნერებს, ემყარებოდ-
ნენ უპირატესად. სოლდნერები ჰყავდათ სულტნებსა და ამირებ-
საც.
ყიფჩაღთა დედაწულიანი ჩამოყვანა ამიტომ გადასწყვიტა
დავითმა: თუ ყიფჩაღი სოლდნერები ხშირად ამბოხებას უწყობ-
დნენ ალექსი კეისარს, ეგ იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ელი ტომები
არ დაუსახლებია კომნენს ბიზანტიის მიწაზე. მარჯვე შემთხვევას
შეარჩევდნენ, გაძარცვავდნენ ბიზანტიის პროვინციებს და ისევ
მიაშურებდნენ თავიანთ ტრამალებს.
ათრახა შარაღანისძის ასულის, გურანდუხტის, ცოლად მოყ-
ვანით, დავით მეფემ მყარი ნიადაგი შექმნა იმ ქირის სპათათვის,
რომელიც ყიფჩაღთაგან შეადგინა მან. მთავარი ის იყო, შორ-
სმჭვრეტელმა მეფემ შიდა ქართლში დაასახლა ყიფჩაღები.
ასე რომ, 40 000 „წყობად განმავალი“ რჩეული მეომარი საგ-
რძნობი ძალა იყო. ამას ემატებოდა ხუთი ათასი მონასპა „ყო-
ველნი ქრისტიანე ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმ-
ხნითა“ და აფხაზთა, ქართლელთა, მესხთა და არგვეთელთა
ათასეულები. იმჟამადაც არც იერუსალემის მეფეებს, არც ან-
ტიოქიის მთავრებს, ამოდენა ლაშქარი არა ჰყოლიათ.

871 მკითხველთა ლიგა


***
სელჯუკიანთა დალაშქვრის მოგერიება არ იკმარა მეფემ.
იგი უკვე შეტევაზე გადავიდა: ქორონიკონსა 340 დავითმა აიღო
ყაბალა, ქართულ ლაშქარს დარჩა დიდძალი ნადავლი და ტყვე
ურიცხვი.
ყაბალადან მობრუნებული მეფე ჩავიდა შარვანს და აიღო ეს
მხარე „ლიჟათით ქურდოვანამდე და ხიშტალანთამდე“.
დავით მეფეს ჩვეულება ჰქონდა: განზრახ გადავიდოდა აფ-
ხაზეთს, ამგვარად ჩამოიტყუებდა თურქმანებს „საზამთროთა
ადგილთა მტკვრის პირისათა, რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზე-
დადგიან და ეძებდიან გზათა მისთა. გადავიდა მეფე გეგუთს და
მიერ ხუფთას და ამით გულპყრობილ ქმნა ისინი“.
„ქორონიკონი იყო სამას ორმოცი. ხოლო თურქმანთა სცნეს
რა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორიას, დიდნი ფრიად და
დაიზამთრეს და არა პოულობდა მეფესა, არამედ გადმოიფრინ-
ვა თებერვალსა ათთოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა, და
ძნელად ვინმე შეესწრა ცხენსა და გარდაიხვეწა. აღიღეს ტყვე და
ალაფი ურიცხვი და მოვიდა ღანუკს.
და მასვე შვიდეულსა პირმარხვასა დღეს აღიღო შარვანს ქა-
ლაქი ყაბალა, და აღავსო სამეფო თავისი ოქროითა და ვერ-
ცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა. წარმოვიდა ქართლს და
მსწრაფლ შეკრიბა სპაი, და ჩავიდა შარვანს მაისსა შვიდსა, არ-
ბია ლიჟათად ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე, და
სავსენი ალაფითა მოვიდა ქართლს, მათვე დღეთა შეიბნეს შარ-
ვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ და მოსწყვიტეს
შარვანელნი.
თვესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურ-
ქმანთა, მოსრნა და იავარყვნა და წარმოიღო ნატყვევარნი მათი
ურიცხვი. გზად დაესხა სეგელმენჯს თურქმანთავე და არ დაუტე-
ვა მოტირალი კარავთა მათთა.
იმავე ზამთარს ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინთამდე და განაგო
საქმენი მანდაურნი, ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცო-
დენი დაიპყრნა და წვართნა.
რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო
ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულდებით ჩა-

872 მკითხველთა ლიგა


მოდგეს პირსა მტკვრისა, გარნა ლომსა მოხელოვნებულსა არა
სცოდნოდა, არც ჰრულობდა ომისათვის.
წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა,
გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გადანაკვეთსა თოვლისასა
აქუნდა სიმაღლე მხარი სამი და დახუდა მზადა სპაჲ მისი პირ-
ველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს. და აღავსო
ლაშქარმან მთით მტკვარამდე და გაგთათ ბერდუჯამდე, და მოს-
რეს პირითა მახვილისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბა-
ვისა.
ქორონიკონი იყო სამასორმოცდაერთი ათვე მარტი“.
„...ამათ ესე ვითარითა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი
კვალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულ-
ტანსა წინაშე და ყოველსა სპარსეთსა.
შეიღებეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელე-
ბი, და რომელნიმე სრულიად და ესრეთ მოუთხრეს ყოველნი ჭი-
რი, მოწეული მათ ზედა, რომლითა აღძრეს წყალობად თვისა,
და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათთა“.71
ცხადია, დავით მეფის მიერ ასეთი ბრძოლების გაჩაღება გა-
ნარისხებდა მუსულმანთა კოალიციის თავკაცებს, ისეთ პერი-
ოდში, როცა ამ კოალიციას ეგზომ შევიწროებული ჰყავდა ჯვა-
როსანთა თავკაცები. სულტან მაჰმუდმა შეაგულიანა არაბეთის
მეფე, დურბეზ სადაყის ძე, და გაატანა მას თვისი, მელიქი, და
მიუჩინა მათ სპასალარად ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზიაბენ ორთოკ.
ახლა მოვუსმინოთ ფრანგ ისტორიკოს გოტიე კანცლერს.72
„...ალაბით წამოსულმან ილღაზიმ თურქმენთა და აგრეთვე
არაბთა ურიცხვი ჯარი შეჰკრიფა და ამ შეკრებულთა სიმრავლე
რა იხილა, უაღრესის სიამაყით გულმოცემულმან გადასწყვიტა
დავით მეფის წინააღმდეგ ივერიაში გალაშქრება.
კვლავ მოირთო ხორასნელ სულტანთაგანი ერთ-ერთი, რა-
თა მტრის დაძლევის შემდეგ თავისთავად შესდგომოდა იერუსა-
ლემისა და ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანთა მოს-

71დავითის ქრონიკიდან.
72 ავტორისეული რემარკა: Galteri Cancelari. Bella Antiochia, galteris
eqsuleptis თარგმანი ეკუთვნის პროფ. ზ. ავალიშვილს. სტილი მისი შეასწო-
რა ავტორმა.
873 მკითხველთა ლიგა
ვრას. არ კი იცოდა, რომ ეგზომ სიამაყით მოლაშქრეს რა რიგი
ღვთის რისხვა მოელოდა.
იმავე დღეს, როცა სულტანი და თვით ილღაზი ექვსასი ათასი
მეომრით მეფის ქვეყანაში შესულან, ესე მეფე დავით, წმინდა
ჯვრის ნიშნით აღჭურვილი ოთხმოცი ათასი მიდიელი და ქრის-
ტიანე, აწყობს რაზმებს და ერთ ხეობაში დადგა, ორ მთათა შო-
რის, ერთ ტყეში, საიდანაც ხმები მოდიოდა აქედან შემოუტევსო
მტერი“.
მეფე ლაშქრის წინაშე წარსდგა და სთქვა:
„ეჰა, მეომარნო ქრისტესმიერნო, თუ ღვთის შჯულის დასაცა-
ვად რიგიანად ვიომებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა,
არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ.
და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისათვის კარ-
გი იქნება. ჩვენ ყველამ ცისკენ აღვაპყროთ ხელი, აღთქმა მივ-
ცეთ ძლიერ ღმერთს, რომ მისდამი სიყვარულით უმალ მოვ-
კვდეთ ამ ბრძოლის ველზე, ვიდრე გაქცევით თავს ვუშველი-
დეთ. და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდევაც რომ მოვიწადი-
ნოთ, ამ ხეობის შესავალი, საიდანაც შემოვსულვართ, ხეთა შო-
რის ჯებირებით შევკრათ და გულმამაცად შევუტიოთ მტერს, რო-
ცა მოგვიახლოვდებიან...“
...არც დაუგვიანდა. მეფემ თითოეული რაზმი დაარიგა და
ორასი ფრანკი მეომარი, რომელიც თანა ჰყავდა, მტერზე მიუშვა
პირველ დაკვრათა მოსახდენად.
მყისვე შეიქმნა ხეობის მეორე მხარეს მეომართა ძალოვანი
ყიჟინა. ცხენთა ფრუტუნითა და აბჯრის ჟღრიალით წამოვიდა
მტერი.
გამოჩნდნენ შიშის მომგვრელი დროშები, საკრავთა ხმაურს
ხეობა აძლევდა ბანს.
მეფემ ეს ყოველივე მოთმინებით განიცადა და თავისი ლაშ-
ქარი გაამხნევა, აგრე უმტკიცებდა: უშჯულოთ ესოდენი სიმრავ-
ლე შეწევნითა წმიდისა ჯვრისა დაითრგუნებაო.
რა იხილეს ურიცხვი ბრბო, ქრისტეს მსახურთ ძალოვანი ყი-
ჟინით თავს დაესხნენ მტერს. და როგორც გავიგეთ, ამ შიშის
მნახველთაგან პირველსავე შეტაკებისას უკუიქცნენ და ოთხი
ათასი მოისრა მეფის მახვილითა.

874 მკითხველთა ლიგა


თვით ილღაზი თავში დაიჭრა. მცირეოდენი ამალით ილტვო-
და იარაღაყრილი და დამშეული, არაბთა მეფის წინამძღოლო-
ბით შინ მიბრუნდა, ნახევრად მკვდარი73.

GALTERIII CANSELARII BELLA


ANTIOCHENA
II. BELLUM ART. XVI.
p. 130-131 ed. de Riant. A. 1121-1122
III. Quid singula? Profectus, tam Turcomanorum quam et
Arabum gentem praemaximam congregat et his congregatis
visatanta miltitudine, elatione immensae superbiae correptus,
statiut cum uno soldanorum Chorocensium super regem David
in Mediam equitare, ut, eo peremto vel exhaeredato, libere et
absolute volret Jerusalem et Antiochiam, peremptis christianis,
suo donminio subdere. Ipsi vero cum superbia equitanti ira
Deitobstitit, eo namque die, quo soldanus et ipse Algazi cum
sexcentis millibus terram regis bellaturi intraverunt, ipse idem rx
David, signo sanctae Crucis praemunitus, habens intra Medos
et christianos quater viginti millia pugnatorum, factis agmenibus
inter duos montes densissimis nemoribus insitos, in valle restitit,
qua, ut fame relulit, super eum hostes ingredi praesumebant;
restitit, et sic locutus est. „Eia, Christi milites! Si prologe Des;
tuenda legitime certaverimus, non solum innumerabiles
satellitum daemones, verum etiam ipsos daemones ex facili
superabimus. Est antem consilium quod intueor, si laudatis,
nostro honori nostraeque utilitati profuturum, hoc videlicet, ut,
erectie ad caelum manibus, cuncti potenti Deo promittamus, pro
amorse ipsius in hoc belli campo ante mori quam fugure et,
utfugurt nequamus, etiam si volimus, patentes hujus vallis
aditus, qui bus intravimus, densissmis lignorum struibus

73ავტორისეული რემარკა: ჰიჯრით 517 წ. (1122-23 წწ.), ალბათ დიდგორში


მიღებული ჭრილობების მეოხებით მოკვდა ნეჯჲმ ედ-დინ ილღაზი.
875 მკითხველთა ლიგა
constipemus, et constanti animo hostes e proximoin nos
certareprae sumentes acerrime percutiamus“. Quid singula?
Tanti regis, veri et perfectisaimi christiani, laudata et probata et
perfecta stat sententia.
IV Nec mora: disrositis aciebus singulis, rex ducentos milites
Francigenas, quo habebat, ad primos ictus inferendos ante
posuit: statimque in altera parte vel fronte wallis, cum ingenti
hominum clamore, equorum et armorum strepitu constipato,
sceleratorum vexilla prodeunt ferocissima, et, his eccedentibus
diversorum intsrumentorum sonitu intonant undique monwtes
cimvalibus. Rex autem David tentorum ferocitatem humillimi
praestolatur, suosque incitat virili animo et consolatur, asserens
alatum infidelium multitudinem, cooperante virtute sanctae
Grucis, parva manu et brevi posse conteri. Nec multo post, visis
christicolis, infinita multitudo, spiritus superbiae exagitata, cum
immensis clamoribus in eos irruit, virtute vero Domini in primis
ictibus excaecati, Francorum manibus corrunt in dispersionem
effugati, ut quid singular. Perfedi nutu Dei christicolis et Medis
una praebentus caedis materia, et, ut proserio existentium in
conflectu didicimus, in fuga spatio trium dierum habita,
corruerunt regali gladio quatuor centum millia. Idemque Algazi,
in capite vulneratus, peremptis paene omnibus suis,
permissione Dominicum paucis effugatus, inermis et famelicus
conductu regis Araborum repatriavit semimortuus.
დიდგორის ომის თანადამსწრე არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-
აზრაკ მოგვითხრობს, რომ დავით მეფე მთიდან ჩამოსული
უტევდაო მტერს, ხოლო უფლისწული დემეტრე ზეგანზე იბრძო-
დაო.
როცა მუსულმანთა კოალიციის ლაშქარი მანგლისის გზით
უწესრიგოდ უკან იხევდა, საომარ აქლემებზე, დრომედერებსა
და ცხენებზე აღმხედრებული მათი ლაშქარი გზაზე აწყდებოდა
დავით მეფის ბრძანებისამებრ გაკეთებულ ჯებირებსა და ხანდა-
კებს.
დიდძალი ტყვე ჩაუვარდა ქართულ ლაშქარს. საოცარის სის-
წრაფით მისდევდა იგი მტერს. მზვარეში ელავდნენ მუზარადები
და ჯაჭვის პერანგები, მეწინავე ცხენოსანთა ათასეულებს ხელ-
876 მკითხველთა ლიგა
შუბებითა და მშვილდებით აღჭურვილნი ქვეითა სპაი მისდევდა
უკან.
სელჯუკები პალანკინებით მიათრევდნენ დაკოდილ ათასის-
თავებს, ცხენოსნების ორანნზე დაჭრილთა პალანკინებს სტო-
ვებდნენ თურქმენები და კლდე-ღრეში იჩეხებოდნენ. 10 ფარა-
სანგის მანძილზე უკან სდია ქართულმა ჯარმა მტერს.
ურიცხვი ნატყვევარი საჭურჭლე, კარვები და დროშები ჩაიგ-
დო ქართულმა ლაშქარმა ხელში.
„ყოველი სამეფო აღივსო ოქროთი და ვერცხლით, არაბუ-
ლითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, და სარა-ფარდებითა
და სხივთა ურიცხვთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თითო სახე-
თათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთა საბნელთა და სამზა-
რეულოთა“.
ეს მოხდა 1120 წლის აგვისტოს 15-ს.
ერთი წლის შემდეგ გულით უძრავმან დავით მეფემ ტფილი-
სის აღება განიზრახა. ტფილისელ ამირა ბანუ-ჯაფარს შიშის ზა-
რი დასცა თურქ-სელჯუკებისა და არაბთა დამარცხებამ.
თავისი დიდი პაპის ბაგრატ კურაპალატის დარად დავითმა
ორი მხრიდან შეუტია ქალაქს. ერთი ლაშქარი მცხეთის ხიდზე
გადავიდა და, ისანში რა მიაღწია, გარემოიცვა ციხის გალავან-
თა ერთი ნაწილი, მეორე დიღმიდან გულდაგულ გაემართა ტფი-
ლისისაკენ. გარემოცვა გაგრძელდა ჰიჯრით 515 წლამდის.
ერთი წლის შემდეგ ტფილისის ასაღებად გაილაშქრა დავით
მეფემ. ამირა ბანუ-ჯაფარმა და მისმა ამალამ ნავტიკებით უშვე-
ლეს თავს. როგორც ციხიონი, ისე მთელი მუსლიმური მოსახ-
ლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ორივე ლაშქარს, მდუ-
ღარე ფისს ასხამდნენ გალავნებიდან და გოდოლებიდან. ბო-
ლოს მეფემ უბრძანა ნიანია ბაკურიანს და ლოდსატყორცნები
დაუშინეს გალავნებს. ისანში დაბანაკებულმა ჯონდი ერისთავ-
მა, შერგილ ლიპარტიანმა და ვალანგ ერისთავმა ტარანები
მიაყენეს და შელეწეს ხუთივე კარი ქალაქისა: მოედნის კარი,
საგოდებლის კარი, კარის კარი, პატარა კარი. თავათ დავით მე-
ფე და ტაძრეული აბატის კარიდან შევიდნენ ქალაქში. ძელსა
ჰკრეს მონასტრებსა და ეკლესიებში. ქართველი და სომეხი მო-
სახლენი მოედნებზე დიდის ზეიმით შეეგებნენ „აფხაზთა, ქარ-
თველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეს“.
877 მკითხველთა ლიგა
მუსულმანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დავით მეფე გა-
ჟუჟავდა არაქრისტიან მოსახლეობას, ამიტომაც სარდაფებს
მიაშურეს. მეფემ ამანი გამოუცხადა მუსულმანებს და ხალხი
დამშვიდდა.
ასე და ამგვარად, დავით აღმაშენებელმა ხელიდან გამოჰ-
გლიჯა მტერს „ოთხას წელს ქონებული დედაქალაქი საქართვე-
ლოისა და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახ-
ლად თვისთა“.

***
წელსა შემდგომს დავით მეფეს უნებლიეთ მოუხდა შარვანს
გალაშქრება, რადგან მუნ ჩავიდა სულტანი, შეიპყრო შარვან
შაჰ, აიღო შემახია და მოციქული წარმოუგზავნა მეფეს:
„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერასოდეს გამოხვალ ველთა, მე
ესე რა შარვან შაჰ შევიპყარ და ხარაჯასა ჩემსა ვითხოვ, შენ თუ
გენებოს, ძღვენი წარმოგზავნე და სამალითგან გამოსულმან
მნახე“.
დავითმა სასწრაფოდ მოუხმო სპას და „წარმოემართა სულ-
ტანსა ზედა“. სულტანს, რა ეუწყა ქართული ლაშქრის „ზედ მის-
ვლა“, „შეილტვოდა ქალაქად და გარემოიზღუდა“. დაშინებულ-
მან სულტანმან არცა ძღვენი ითხოვა და არცა ხარაჯა, არამედ
გზაჲ ითხოვა სალტოლველი, შიმშილისაგან შეიწროებულმან.
„ნიზამ ალ-მულკის ვაჟმა, შემსალ მულკმა ურჩია სულტანს, ქა-
ლაქის ზღუდეში გამაგრებულიყო და ესე ეომნა. შემახიის
მცხოვრებნი ეაჯნენ სულტანს, ნუ დაგვტოვებ, თორემ დავიღუპე-
ბითო“.
სულტანი მცირე ხანს დაყოვნდა შემახიაში, ბოლოს აიყარა
სპიანად. დავითმა იმავე წელს დმანისის ციხე აიღო და შემოიმ-
ტკიცა იგი.
1123 წელს შირვანსა და რანში ილაშქრა „გულით უძრავმან
და უშიშმა“ მეფემ. მაისის თვეში „აღიხვნა“ სომხითისა ციხენი:
გაგი, ტურუნაკი, ქავაზანი, ნორაბერდი, გინასგომნი და ტალინ-
ჯაკარი; ივნისს გაემართა სპიანად, განვლო ჯავახეთი კოლა-
კარნიფორი, ბასიანიდან სპერს ჩავიდა, მოსრნა და დაატყვევა
თურქნი, აიღო ბუიათაყური და ოლთისი დასწვა“. გამარჯვებუ-
ლი დაბრუნდა თრიალეთს.
878 მკითხველთა ლიგა
ახლად დათხოვნილი ლაშქარი ვიდრე დაისვენებდა, 1123
წლის აგვისტოს 20-ს მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი
მოახსენეს „მოცემა ქალაქისა და ციხეთა“.
მეფემ მზაობა უბრძანა სპას. გათენებისას თავს დაესხა ანი-
სელ მეციხოვნეებს. „სამეოც ათასი წინაშე უდგა. წარემართა მე-
სამესა დღესა, აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად.
წამოიყვანა აბულასავარ რვათა ძეთა მისთა თანა... და ჩაგზავნა
აფხაზეთს და ანისის მცველებად დაუტევნა აზნაურნი მესხნი“.
ანისის ამირა, მანუჩე, უკვე მკვდარი იყო, ანისს ფლობდა ძე
მისი – აბულასავარ, მხდალი და ლაჩარი ვინმე. ამ მბრძანე-
ბელს ეწადა კარის ამირასათვის მიეყიდნა ანისი სამოცი ათას
დინარად, აგრეთვე ხლათიდან ერთი ძვირფასი ნალი (მთვარის
სახე) მოატანინა, კათოლიკე ეკლესიიდან ჩამოაღებინა წინა-
პართა მიერ აღმართული ჯვარი და გუმბათზე გააკეთებინა. ამით
გაგულისებულმა ქრისტიანებმა დავით მეფე მიიწვიეს და ქალა-
ქი ანისი მისცეს. მეფემ ანისში აბულეთი და შვილი მისი, ივანე,
დაუტევა.
ამგვარად, ქორონიკონსა სამას ორმოცდასამს (1123) წარუ-
ღო ქალაქი დავითმა ალფარსლანიანთა და მოსწყვიტნა იგინი,
რომელთა დიდი საყდარი ანისისა მიზგითად მოეკაზმად და
ქრისტიანთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყათ.
იმუქაფა ღმრთისმოყვარემან დავით აღმაშენებელმან მო-
ლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავე მან მორწყო საყდარი
იგი, ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულს, დე-
დოფალს კატრონიტეს, და იგი ესაფლავა.
მოვიდეს მეფე და კათალიკოსი, ეპისკოპოსნი და ერთობლი-
ვი ლაშქარნი დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და
თვითონ მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახნა:
„გიხაროდენ შენ, დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყ-
დარი შენი უშჯულოთა ხელთაგან“.

879 მკითხველთა ლიგა


უკანასკნელი ომი
„...ჟამი რა წულილთა ამოფშვინვათაი წარმოდგეს და
დიდებაი დაშრტდეს, შენობანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაი
დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგნენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო“.
„გალობანი სინანულისანი“

დავით მეფემ მოათავა ლაშქრობანი, ქვეყანა დამშვიდდა,


რადგან დამლაშქვრენი აღარსად სჩანდნენ.
დადუმდნენ „მაბრალობელნი“ მეფისანი, რომელთაც პირზე
ეკერათ ნიადაგ: „არცა მშვილდი თავს იდებს მარადის გადაცმუ-
ლობასა, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხიპულობასა, რა-
მეთუ ჟამსა ხმარებისა მათისასა თითოეული მათი უხმარ იპო-
ვოს“.
დავითმა შემოიმტკიცა სელჯუკიანთა ხელიდან წაგლეჯილი
ციხენი, ქალაქნი და დაბანი. მან თავის დიდი პაპის – ბაგრატ III-
ის დარად გააერთიანა საქართველო „ნიკოფსიდან დარუბან-
დამდის“.
მშვიდობა დამკვიდრდა გულგულიდან ანისამდის, სელჯუ-
კიანებმა ხელი აიღეს სომხითისა და სომხეთის დალაშქვრაზე.
უმტკიცესი ციხენი უკვე შეკეთებულ იქმნენ, არც საალყო
კოშკების აგებას და გალავანთა შესამუსრავ ტარანების კეთებას
მიჰქონდა სახსრები და დრო.
ახლა უკვე მომეტებულის ძალით შეუდგა მეფე გზათა, ქსე-
ნონთა და ხანაგათა აგებას, მრავალი ხიდი გასდვეს „მდინარე-
თა სასტიკთა ზედა“ და „გზანი საწყინოდ სავალნი ქვაფენილ ყუ-
ნა და მათ პირად ქარვასლანი ააგო“.
გაწბილდნენ ხრისტოდულე და სხვა განპატიჟებული ეპისკო-
პოსნი და მღვდელმთავარნი, რომელნიც ჩიოდნენ, დავით მეფემ
სამეფოს საჭურჭლენი ყიფჩაღებსა და ცხენებს შეალიაო.
ახლა ეკლესიებისა და მონასტრების აშენება და შეკეთება
დაიწყეს. დავითმა ააგებინა მონასტერი სინას მთაზე, „სადაც
ღმერთი იხილეს მოსემ და ელიამ და წარსცა ოქრო მრავალ
ათასეულნი დამოსაკიდებელი ოქსინონი და წიგნნი საეკლე-
სიონი სრულებით და სამსახურებული ოქროსა რჩეულისა“.
880 მკითხველთა ლიგა
გელათის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,
მეფე მოწადინებული იყო, რომ გელათი გამხდარიყო „აღმატე-
ბული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა“, სახელგანთქმული
„სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა... ყოველისა
აღმოსავლეთისა მეორე იერუსალემად, სასწაულად ყოველსა
კეთილისა, მოძღვრად სწავლულებისა და სხვად ათინად, ფრი-
ად უაღრესს მისსა“.
გელათს შესწირა დავითმა ლიპარიტეთი, რადგან ლიპარი-
ტის სასახლენი და მამულნი უმემკვიდროდ დარჩნენ.
გელათშივე ააგებინა მეფემ აკადემია, სადაც ქართველი და
ბიზანტიელი სწავლულნი და მოძღვართ-მოძღვარნი ახალ
თაობას ზრდიდნენ.
დავითი განსაკუთრებულ მომთმენიანობას იჩენდა სხვა რე-
ლიგიათა მიმართ. პარასკეობით შვილებითურთ შედიოდა ხოლ-
მე ჯამეში, ყურანის სურებს ისმენდა. ტფილისის სამეფო სასახ-
ლეში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად პოეტები, სუფიები, დერვი-
შები და ასსასინები.
იბნ ალ-აზრაკ ალ ფარიკი, რომელიც თავათ დასწრებია მუ-
სულმანური კოალიციის დიდგორზე დამარცხებასა და ტფილი-
სის აღებას, სწერს:
„დავით მეფემ უაღრესად კეთილი დამოკიდებულება გა-
მოიჩინა მუსულმანთა სარწმუნოებისა და მეცნიერთა მიმართ,
ისეთსავე პატივსა სცემდა სუფიებს, რომლის დარი ჰქონდათ
მათ მუსლიმთა სახელმწიფოში და მე ვნახე ყველა ეს პირობა,
რომელიც შენარჩუნებულია დღემდის და როცა მე ვეწვიე ტფი-
ლისს ჰიჯრით 548 წელს“.
როცა საქართველოს და სომხეთის სამღვდელონი ურთი-
ერთს წაეკიდნენ დოგმატიურ წვრილმანების გამო, უშვერად
აძაგებდნენ ერთმანეთს და გართულნი იყვნენ „სიტყვაგებით
ცისკრითგან, ვიდრე ცხრა ჟამამდე და ვერას უძლეს დაბო-
ლოებად“, ამ უთავჟამო პაექრობისგან გაბეზრებულმა მეფემ
დაცინვით უთხრა მათ:
„თქვენ, მამანო, სიღრმეთა სადამე შესულხართ და უცნაურ-
თა ხედვითა, ვითარცა ფილოსოფოსნი და ჩვენ ვერას ვუძლებთ
ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი და ესე

881 მკითხველთა ლიგა


საცნაურ არს თქვენდა, რამეთუ მე შორსა ვარ სწავლულებასა,
ვითარცა მხედრობასა შინა აღზრდილი“.
გელათში დღესაც დაცულია ცალი ფრთა დარუბანდის რკი-
ნის კარისა, რომელიც ჩამოიტანა დავითმა, როცა მან „მოირთო
შარვანი, 1124 წლის აპრილს თავს დაესხა შაბურანს დარუბან-
დელსა და მოსწყვიტნენ ქურდნი, ლეკნი და ყიფჩაღნი დარუბან-
დელსა და აღიხვნეს ციხენი ლასსანი და ხოზაონდა74 და მიმ-
დგომი მათი ქვეყანა და მერე წარემართა შარვანს და აღიღო ქა-
ლაქი შამახია და ციხე ბიკრიტი, სრულიად ყოველი შარვანი და
დაუტევა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი“.
დარუბანდის კარის ცალ ფრთაზე, რომელიც დღესაც ინახება
გელათში, ასეთი არაბული წარწერაა: „სახელითა უფლისათა,
ყოველთა შემწყალისა, ყოვლად კეთილისა, ამ ჭიშკრის გაკეთე-
ბა მიბრძანა ჩვენმა ბატონმა, ამირამ საიდმა, დიდებით მოსილ-
მან – შავირ ბენ ფასციმ, ხელისუფლება მისი გაახანგრძლივე,
ღმერთო, და მარადის მწედ ეყოლე მას.
ჭიშკარი ესე გააკეთა იბრაჰიმ ბენ ოსმან ფერეჯიმ, მჭედელ-
მან წელსა ჰიჯრით ოთხას ორმოც და ხუთმეტს“ (1065).75
***
დავით მეფეს უკვე შეეძლო ტფილისურ სასახლეში ხან-
გრძლივად დარჩენა, მაგრამ დღენიადაგ ლაშქრობასა და ცხე-
ნით მგზავრობას მიჩვეულს უმძიმდა მშვიდობიანი ცხოვრების
ატანა. ნიანია ბაკურიანი ხედავდა, თუ როგორ ჭმუნავდა მეფე.

74 ავტორისეული რემარკა: „ამ ორი ციხის დანახვით გაკვირვებულნი იყვნენ


მონღოლთა სარდლები სება და ჯება და მათ აღვიარეს, შეუძლებელი არისო
მათი აღება. აშენებული არიან ეს ციხენი ოთხას ფეხის ზომით, ურთიერთისა-
გან დაშორებულნი ორნი დიდი ზღუდენი, რომელნი დაფუძნებულ არიან მთა-
თა ზედა და იმგვარად ძნელად შემოხშულნი, რომ ძნელ არს განვლა რკინის
კართა, რომელნი არიან მუნ ზღუდეებში. მუნ არს ნავთსაყუდელიცა, სად მა-
რად დღე მოვიდოდნენ ნავნი და არს დახშული ჯაჭვითა, რომელი გაიბმის
ორთა ციხეთაგან, რომელნი დაუშლიან, რათა არ შევიდეს ვინმე თვინიერ
ბრძანებისა“ (დელლა კროჩე)
75 იხ. ფრაენ. „არაშიშე ინშრიფტ დეს ტეურფლიუგელს ფონ გელათ“. „მემუარ

დე ლაკადემი დე სიანს“, ტ. III.


882 მკითხველთა ლიგა
დავითი დილაადრიან მოივლიდა ნადირთა და მხეცთა საჩი-
ხეებს, ბაზთა სამყოფელს, ხანგრძლივად ისმენდა ლომების
ღრიალს, ავაზების ღრენასა და კნავილს.
მერმე ისევ ქორებთან მიბრუნდებოდა და მათ თვალებში აღ-
გზნებულ ცეცხლის ჭვრეტით თავს ირთობდა.
უკვე სამ თვეზე მეტი იყო, რაც მას მუხრანში ნადირობისას
დაკოდილი ირმის დევნის დროს წაექცა ცხენი და სამ დღეს არ-
წყევდა სისხლს, ამჯერადაც თურმანისძემ გადაარჩინა იგი უეჭ-
ველ სიკვდილს.
კარგა ხანს ძებნის შემდეგ თურმანისძემ აღმოაჩინა შიდა
ქართლში აზნაურ შიოშ, რომელსაც ჰყავდა ათთორმეტი ფური-
რემი. ირმები მოსწველეს და რძეში აბანავეს ავადმყოფი და გან-
კურნეს.
კვირა დილას ნიანია ბაკურიანთან ერთად ათვალიერებდა
დავით ნადირთა საჩიხეს. ერთბაშად ირანულ ერთ ავაზას თვა-
ლი დაადგა მეფემა და უთხრა ნიანიას:
„რა ხანია, არ გვინადირნია მე და შენ, ნიანია. შემოდგომა
კარზეა მომდგარი, რას იტყვი, ეს ავაზა თან წავიყვანოთ, კირი-
ონ ბერს ვეწვიოთ უჩინმაჩინად და მზიანეთის ველზე გამოვცა-
დოთ ეს ავაზა“.
„იყავნ ნება შენი, ჩვენო პატრონო, – მიუგო ნიანიამ, – მაგ-
რამ ჯერ თურმანისძეს შევეთათბიროთ. თუ აქიმი ნებას დაგ-
ვრთავს, განა ერთი ეგ, სხვა ავაზანიც თან წავასხათ, თუმცა,
მზიანეთში იმდენი მშველებია, ვეჭვ ავაზები დაგვჭირდეს“.
„შენ მართალს ამბობ ნიანია, ავაზებით ნადირობას ჯერგის
მოწყობა და დიდძალ მენადირეთა თან წარტანება დასჭირდება,
მოდი, მე და შენ ავიყოლიოთ ორიოდე მეხმლე და ორიც მეჯინი-
ბე, სასახლიდან წავიდეთ იდუმალ და წავინადიროთ. სხვა არა
იყოს რა, ლიხზე გადასვლა ამ შემოდგომაზე ლხენის მომგვრე-
ლი იქნება“.
ლიხზე გადასვლის საბაბიც მალე მოიძებნა. მარიამ დედო-
ფალი, რომელიც მესამეჯერ ჩამოვიდა დავითისა და გურანდუხ-
ტის სანახავად, კონსტანტინოპოლს აპირებდა იმ დღეებში წას-
ვლას.
მისი ვაჟის, კონსტანტინე პორფიროგენეტის, სიკვდილის
შემდეგ მარიამს ისეთი დიდი სიმძიმილი შემოაწვა გულზე, შე-
883 მკითხველთა ლიგა
მონაზვნდა კიდევაც თავის შინაურ მონასტერში, ქრისტოპოლის
მამულში.
მიუხედავად ამისა, უკვე მხცითმოსილი დედოფალყოფილი
მარტოობას გაეცლებოდა და ყოველ ზაფხულს მოდიოდა ტფი-
ლისურ სასახლეში, რათა დავითის, გურანდუხტის და ნიანია ბა-
კურიანის სიახლოვით მოეოხებინა გული.
მარიამ ნაჭარმაგევში უკეთ გრძნობდა ყოველთვის თავს.
ტფილისური სასახლე მეფისა ერთგვარ გასხიპულობას მოით-
ხოვდა. ეს უამრავი სტუმრები მალე ბეზრდებოდა მარიამს.
შუაღამემდის ისხდნენ სამივენი დავითის დარბაზონში, სა-
დაც თავისი საწიგნე ჰქონდა მეფეს და რამლს ჩხრეკდნენ, რა-
მაც საბაბი მისცა თავის დროზე შავთელს „აბდულმესსიაში“ გა-
მოეთქვა:

იკითხვენ, სწერენ,
თაყუმსა სჩხრეკენ,
რამლს ჰკვრენ, არჩევენ
ბედთა მათთაგან.

რამლს, დიახაც, ჰკრავდნენ, თუმცა სამივეს ბედი უკვე გა-


მორკვეული იყო, ომებისა და შრომისაგან დაოსებული მეფე, უკ-
ვე მხცითმოსილი დედოფალყოფილი და ნიანია ბაკურიანი, რო-
მელსაც მეფისა და მამულის სამსახურში უხვად ჩამოათოვა თავ-
ზე.
ნიანიამ მამისეული ოჯახი უპატრონოდ დასტოვა კონსტანტი-
ნოპოლში, ვეღარც პირადი ცხოვრება მოაწყო მარიამ დედოფ-
ლისადმი უნუგეშო მიჯნურობას აყოლილმა.
დავით მეფის ერთგულს სამეფო კარზე შემოაღამდა, ომები
რა მოთავდნენ და მშვიდობა დამყარდა მთელს სამეფოში, მას
თითქოს ხელიდან გამოეცალა ცხოვრების წადილი.
ერთხელ შეჰკადრა კიდევაც პატრონს:
„მე უკვე აღარ ვიცი, რად ვცხოვრობ ამქვეყნად, მეფევ ბატო-
ნო... ჩემი თანაკბილა სპასალარები ჩემზე გონიერნი აღმოჩ-
ნდნენ. ბეშქენ ჯაყელს, შტორა მორკნეველსა და შერგილ ლი-
პარტიანს ცოლიც ჰყავდათ და შვილებიცა, მე ისე დავრჩი, რო-
გორც მარტოხე მოტვლეპილ ტრამალზე. გულახდილად მოგახ-
884 მკითხველთა ლიგა
სენო, თუ მშვიდობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა, მე სანატრელი
გამიხდება სიკვდილი.
როცა სასახლის კარს მალემსრბოლი მოადგება, აგრე მგო-
ნია, მტერთა დალაშქვრის ამბავს მოიტანს-მეთქი. მე მრცხვენია
კიდევაც ამის უწყებისა, მაგრამ არ შემიძლია გულახდილი არ
ვიყვე შენს წინაშე, მეფევ ბატონო...“
დავითმა მხარზე ხელი წაუცაცუნა ნიანიას და ეგ უთხრა:
„ნუ ჭმუნავ, ნიანია, ეგეც იცოდე, უფრო დიდი ომები მოგვე-
ლის, ჯავარდენები კვლავ დაგვჭირდება, რაც უმთავრესია, ბო-
ლოს ყოველ ჩვენთაგანს მოელის უკანასკნელი ომი, სადაც, რო-
გორც მეფე, ისე მისი ყმა იძულებული გახდებიან მარტოხელად
იომონ...“
დედოფალმა მარიამმა სთქვა:
„იცი, ნიანია, როგორც მე დავკვირვებულვარ და ჩემი დიაცუ-
რი ჭკუით განმისჯია, ამქვეყნად არავინაა ბედნიერი. აბა, შენ
მიბრძანე, ვინ გინახავს ამქვეყნად ოჯახის მიერ განებივრებუ-
ლი?
ხშირად შემომჩიოდა ხოლმე ალექსი კომნენი:
„მე დღენიადაგ ვნანობ, რად არ მომკლეს მიხეილ დუკას
ყმებმა, როცა მას ტახტი და სკიპტრა წარვტაცე... მაშინ უთუოდ
ამცილდებოდა ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ოჯახს უწოდებენ რო-
გორც მეფენი, ისე მეჯადაგენი“.
ამქვეყნად მე ერთადერთი კაცი მინახავს ბედნიერი, ეს იყო
ჩემი ძმა, გიორგი, რომელმაც ბედნიერად იცხოვრა და სიზმარში
განიცადა სიკვდილი... მეორე სიკვდილი, რომელმაც მე გა-
მაოცა, ეგ იყო გვანცას დაღუპვა. მე არაერთხელ ვცდილვარ სა-
კუთარი თავის მოკვდინებას, უკანასკნელად, როცა ჩემი ერ-
თდერთი ვაჟი წამართვა არსთაგანმრიგემ, მაგრამ ვერ შევძე-
ლი. გვანცას სიკვდილი ახლაც მაოცებს, გეთაყვანე...
თქვენ, მამაკაცები, სვებედნიერი ხართ ჩვენთან, დიაცებთან,
შედარებით... თქვენ ზოგჯერ ისეთ უბედურებას, რომელსაც ომს
უწოდებენ, ბედნიერებას გამოსძალავთ ხოლმე... შენ ამას წინად
მეც შემომჩივოდი კიდევაც, მომეწყინაო უომრად, ავგუსტა. თუმ-
ცა მე დიაცი გახლავართ, მაინც კარგად მესმის ეს ყოველივე“.
დავითმა გაიღიმა და სთქვა:

885 მკითხველთა ლიგა


„ყოველ ვაჟკაცს მუდამ თან ახლავს ერთი მოუცილებელი მე-
აბჯრე, რომელიც მარადჟამს ლანდივით თანა სდევს მას.
ეგ მოუცილებელი მეაბჯრე გახლავთ სიკვდილი. სიკვდილი
ხან ინდოელ ფაკირსავით ცეკვავს მოპირულ ხმლებზე, ხანაც ჯი-
ქურ მომქროლავ ისრების წვეტებზე მოფრინდება, არავინ იცის,
თუ მისი წამახული შუბი როდის შეანგრევს უმამაცესი რაინდის
ბექთარს და როდის უწევს გულამდის...“
„ჩინებულად ბრძანე, – სთქვა ნიანია ბაკურიანმა, – მარ-
თლაც და მოუცილებელი ჩვენი მეაბჯრეა სიკვდილი. მთავარზე
უმთავრესია, არ შეკრთე მის ლოდინში“.
დარბაზში გურანდუხტი შემოვიდა. მარიამმა სამივეს გასა-
გონად ბერძნულად სთქვა:
„მე მაინც მინდოდა გამეგო, როდის გამამგზავრებთ კონ-
სტანტინოპოლს?“
დავითმა მიუგო:
„ხვალ ახალი წელია, ენკენისთვის პირველი. კიდევ სამი
დღე დარჩა, მამიდავ ბატონო, მერმე მე და ნიანია და ტაძრეული
ხუფთამდის გაგაცილებთ, ავგუსტა!“ ესა სთქვა, გურანდუხტს გა-
დახედა და ქართულად დასძინა:
„დედოფალიც აპირებდა თან წამოსვლას, მაგრამ ამ ბოლო
ჟამს მას შაკიკი წამოეძალა და მეშინია, გზაში არ გაგვიხდეს
ავად. მით უმეტესს, რომ დიდი ხანია, რაც მას ცხენით არ უმგზავ-
რია. ხოლო ეტლით მგზავრობა კარგად მყოფისათვის რა ძნე-
ლია, ეგ მრავალგზის განგიცდია ლიხზე გადასვლისას თავათაც,
ავგუსტა“.
როცა დედოფლები წაბრძანდნენ, დავითი მცირე ხანს სდუმ-
და, ბოლოს წამოდგა, მხარზე ხელი წაუცაცუნა თავის სპასა-
ლარს და უთხრა:
„როცა ხუფთიდან გამოვბრუნდებით, გეგუთიდან ტაძრეული
და მცირე სპა ტფილისს წარვგზავნოთ, აქეთობას განვმარტოვ-
დეთ, კირიონ ბერი მოვინახულოთ, თუ ცოცხალია და მზიანეთში
წავინადიროთ მშველებზე. ორი მეაბჯრე და მეჯინიბე თან წარვი-
ტანოთ“.

886 მკითხველთა ლიგა


***
ხუფთაში გულის შემძვრელი გამოთხოვება მოხდა. მარიამ
დედოფალი აქვითინდა და გადაეხვია თავის სათაყვანებელ
ძმისწულს. არც „გულით უძრავ დავით მეფისთვის“ იყო იოლი
მარიამის ჯერაც მშვენიერ, ნაღვლიან თვალებზე ცრემლების
დანახვა.
როცა ნიანია ხელზე ეამბორა დედოფალს, მარიამს ისევ მო-
ადგა თვალებზე ცრემლები და მახვეწარი ხმით უთხრა მას:
„აბა, შენ იცი, ნიანია, დანაპირებს თუ შეასრულებ და კონ-
სტანტინოპოლში მომინახულებ, გიორგობას მოგელი უცი-
ლოდ... მამაშენისეული მოურავი, ნიკიფორე, რახანია მოგვე-
ლის“.
ნიანიამ პატიოსანი სიტყვა მისცა დედოფალყოფილს, გიორ-
გობას გეწვევიო უცილოდ.

***
გეგუთში მიბრუნებულმა მეფემ ბრძანა, ტაძრეული და მცირე
სპაი ტფილისს წასულიყვნენ, ორიოდე დღე დაჰყვეს დავითმა და
ნიანიამ გეგუთში.
დავითი მოუსვენრად დადიოდა სასახლის ეზოში, აქ ყველა-
ფერი დედისიმედსა და გვანცას აგონებდა... მათი საძილო ოთა-
ხები კარგამოკეტილი დაუხვდა.
ეზოში, ბაღში ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი ყვავილნარისა აგო-
ნებდა მათ. ნიანია ხედავდა ამას, მაინც სდუმდა.
გელათი მოინახულეს, მხატვართუხუცესს, თევდორეს, დაეს-
რულებინა მარიამ დედოფლის სახე გუმბათზე. მეორე დღეს სა-
თაფლიას დააპირა წასვლა, მეჯინიბეთუხუცესს ცხენები მზად
ჰყავდა, მაგრამ უკანასკნელ წუთში მეფემ გადაიფიქრა და ბაგ-
რატის ტაძარში თან წაიყვანა ნიანია.
დავითმა გაიხარა თავისი სიყრმის ადგილთა კვლავ მონახუ-
ლებით. მახარაი თუმცა უკვე ხელჯოხს დაყრდნობილი ძლივს
დახოხავდა, ევედრებოდა მეფეს, ამ შემოდგომაზე კვლავ ჩამო-
სულიყო გეგუთს.
დავითისათვის ამჯერად აუტანელი გახდა გეგუთის დავრდო-
მილ კარისკაცთა ჩიფჩიფი, საბია მახარაის თან ჰყავდა გეგუთ-

887 მკითხველთა ლიგა


ში. უკვე საკმაოდ ხანდაზმული საბია მაინცდამაინც არ გამოც-
ვლილიყო.
დავითსა და ნიანიას სასახლის ეზოში დაუხვდა საბია, ნოშო-
თი მოსილი, ოფოფებზე ნადირობიდან ახლად მობრუნებული
იყო. სამი ოფოფი მიართვა სტუმრებს. მემრე ჯიბეებში ხელი
ჩაიყო და მწყრები ამოიყვანა. იგი ოჩოკოჩს დამსგავსებოდა. მე-
ფის დანახვაზე გამხიარულდა მიხრწნილებაში გადამდგარი ბე-
რიკაცი.
დავითმა თავაზიანად მოიკითხთა მეშანდლეთუხუცესი.
„როგორა მყავს შენი თავი, საბიავ ჩემო?“
„ყველაზე უკეთ, მეფევ ბატონო. ტფილისურ სასახლის განახ-
ლების შემდეგ ყველამ მიივიწყეთ გეგუთი. მე უკვე აღარ ვარ მე-
შანდლეთუხუცესი. სტუმრიანობამ იკლო, ათასში ერთხელ ხუფ-
თას მიმავალი ეპისკოპოსები თუ ჩამოივლიან, სხვა დროს მზის
ჩასვლის უმალ უკვე ვწვებით ამ სასახლის ხელშინაურნი.
როგორც მდინარენი მიდიან და აღარ მოდიან, ისე ილევიან
დღენი და თან მიაქვთ სიხარული ჩვენი გულისა. დღეები მიდიან
და რა მოაქვთ? სიკვდილი. აგრე ამბობენ, სიკვდილი ყველგან
არისო, ეს უეჭველია, მეფევ ბატონო. ყოველდღე ველი სიკ-
ვდილს, მაგრამ დღენიადაგ ნოშოთი შებურვილს მხედავს და
ალბათ ვეღარ მცნობს ის პირშავი. ჰე, ჰე, ჰე“.
საბიამ აღმართა მარყუჟგამობმული თხილის წკნელი, თავი-
სი ერთადერთი სანადირო იარაღი და ღიმილით განაგრძო:
„ერთი გეგუთის ველზე შემხვდებოდეს სადმე სიკვდილი, ამ
ძუის მარყუჟს გადავაცვამ თავზე და მოვგუდავ უცილოდ“.
დავითმა გაიღიმა და სამი ოქრო ჩაუდო საბიას დამჭკნარ
მარჯვენაში.
საბია ღიმილით ეუბნება მეფეს:
„ვგონებ, მე ერთადერთი კაცი ვარ ამქვეყნად, მეფევ ბატო-
ნო, რომელსაც უკვე აღარა სჭირდება ოქრო“.

***
მეოთხე დღეს უთენია გავიდნენ გეგუთის ციხიდან დავითი,
ნიანია, ორი მეაბჯრე და ორიც მეჯინიბე, რომელთაც მარქაფა
ცხენები მოჰყავდათ პატრონისაგან მოშორებით.
888 მკითხველთა ლიგა
დავითმა გაიხარა საღორიის ტყის მშვენებით: მუხის ფოთ-
ლები ნელ-ნელა სცვივოდნენ საურმე გზებზე მოფენილ ფარჩა-
ზე, ჯახველი წითლად ღაჟღაჟებდა ხევებში. ტაატით მიდიოდნენ
ცხენები. დავითმა ცხენი შეაჩერა და სთქვა:
„ეჰ, ამ მიდამოების ნახვა იდუმალ ნაღველს იწვევს ჩემს
გულში. რა მალე გავიდნენ წლები, ნიანია, უკვე ჭაღარამ ჩამოს-
თოვა ჩვენს თავზე. რამდენი გვინადირნია ამ მიდამოებში მე და
შენ!
მართალი სთქვა საბიამ:
როგორც მდინარენი მიდიან და აღარ მოდიან, ისე ილევიან
დღენი და თან მიაქვთ სიხარული ჩვენი გულისა“.
მცირე ხანს მდუმარედ მიდიოდნენ ტყეში დავითი და ნიანია;
მეფემ კვლავ შეაყენა ცხენი, დახრამულ ფერდობს გადახედა და
სთქვა:
„ხომ გახსოვს, ნიანია, ამ ფერდობზე შემეფეთა მე ერთხელ
უზარმაზარი ტახი. ხელშუბის გამართვა ძლივს მოვასწარი, მაგ-
რამ შენ რომ არ მომშველებოდი, გამიჭირდებოდა მასთან მარ-
ტოხელა შებმა.
ეჰ, მაშინ უწვერულნი ვიყავით მე და შენ. ამ საქმის დიდოს-
ტატი იყო სულკურთხეული მამაჩემი. მას მარჯვენა მუხლისთავ-
ზე აჩნდა კიდევაც ტახის ნაეშვარი, მახარაი და მენადირეთუხუ-
ცესი, ნიკიფორე ციმორისძე, მიეშველნენ, თორემ გაუჭირდებო-
და იმ უზარმაზარ ტახთან ორთაბრძოლა“.
უკვე გამოჩნდნენ სოფლები, მეფე უთვალთვალებდა ვენა-
ხებში მომუშავეთ.
მიჭრიალებდნენ ყურძნით დატვირთული ჩელტიანი, ჩო-
ჩიალა ურმები. მხიარული სიმღერა და ჟრიამული ისმოდა ვენა-
ხებიდან. დავითმა სთქვა:
„უკვე კარგა ხანია ამ კლდეებში შეფენილ სოფლებში მამ-
ლის ყივილი მოხშირდა...
თუ გახსოვს, ამ ათიოდე წლის წინად ეს მიდამო თითქმის
უკაცრიელი იყო. თურქების შიშით გვირაბებში გახიზნული ხალ-
ხი ამ ლიხმა გადაარჩინა.
მე აღარ ვიცი, ნიანია, თუ ოდესმე მოისპობა ომის გასაგისი.
შენ კიდევ ამბობ, უომრად მომეწყინაო, კაცისკვლაც ჩვეულებად

889 მკითხველთა ლიგა


ექცევა კაცთაგანს. განა მარტო შენ, მართალი გითხრა, ხანდა-
ხან მეც იგივე მომდის.
ზოგჯერ ლომების დვრინვა, ან ავაზების ღნავილი გამომაღ-
ვიძებს ღამით და არა მჯერა, რომ ხვალ-ზეგ ისევ ომში არ მოგ-
ვიწევს წასვლა.
რამდენი სისხლი და ჯაფა წაიღეს ამ წლებმა, რამდენი შესა-
ნიშნავი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა ომის ღვთაებას ტარიგად“.
„იცით, მეფევ ბატონო, ძნელია უმტეროდ ცხოვრება, – სთქვა
ნიანიამ. – მართალი უთქვამს ბრძენ კაცს: არ ვარგა კაცი უმტე-
როდ...“
„ჰო, მაგრამ, მასვე უთქვამს, მაგრამ არც მტერმორეული“.
უკვე ჩხერიმელის ხეობას მიაღწიეს.
დავითმა ახედა ირგვლივ მოჯარულ ქედებს და სთქვა:
„ეგეც ჩვენი ლიხი... ეს ტყიანი კლდეეთი იყო ჩვენი ციხესი-
მაგრე. ჩემმა წინაპრებმა ალბათ ამ კლდეების იმედით ააგეს გე-
გუთის ციხე გავაკებაზე.
ჰე, იმ მთების წვერიდან საგორავებს რომ დაუშენდა ჩვენი
ხალხი, რომელი მტერი შემობედავდა ამ კლდეეთში“.
ნიანიამ სთქვა:
„მეც ხშირად მინატრია, მეფევ ბატონო, ლიხის დარი ქედები
საქართველოს აღმოსავლეთით. მართლაცდა საოცარია, რო-
გორ უძლებდნენ ჩვენები შირვანიდან გადმოხვეწილ ტრამა-
ლებზე მომქროლავ მტრის ცხენოსან ლაშქრებს“.
მეფემ ცხენი შეაყენა, დავისვენოთო მცირედი.
მდინარის შხუილი აყრუებდა გარემოს...
„ტყე და მთაა ქვეყნის საფარი, – სთქვა მეფემ, – ტრამალი
ცხენთა და აქლემთათვის ფიანდაზაა. ამირ ილღაზის და სელჯუ-
კიანთა სხვა სარდლებს დიდი შეცდომა მოუვიდათ დიდგორში.
რა ბედითად ქლოშინობდნენ და იფურთხებოდნენ მათი აქლე-
მები ხანდაკებითა და ჯებირებით მოფენილ გზებზე.
სელჯუკიანთა სარდლებს წინდახედულება რომ აღმოჩენო-
დათ, ისინი ტაო-კლარჯეთიდან როდი უნდა შემოსულიყვნენ,
არამედ განძის მხრიდან.
აგრე ყოფილა მუდამ, უპირველესი პირობა გამარჯვებისა
ომის გონივრულად დაწყებაა ნიანია, უცილოდ.

890 მკითხველთა ლიგა


ტრამალებზე ჩვენ, დიახაც, გაგვიჭირდებოდა მათ ცხენოსან
და აქლემებზე ამხედრებულ მოლაშქრეებთან ბრძოლა.
აქლემი მაინც ჩინებული საომარი პირუტყვია, მაგრამ
მთიანეთში სავსებით უვარგისი. თავის დროზე აქლემებით
სძლიეს სარაციანებმა და სელჯუკებმა როგორც ბიზანტიელებს,
ისე ჯვაროსნებს.
აქლემებისა და ჯორების მეოხებით აიღეს სარკინოზებმა სი-
რია და ეგვიპტე. აქლემი ჩინებულია საჭურველთა და სურსათის
საზიდად. შეიძლება ითქვას, სელჯუკიანებმა და თურქომანებმაც
რიგიანად გამოიყენეს აქლემი მცირე აზიაში, განსაკუთრებით
ანატოლიის ბარზე.
აქლემს სამოცამდე სახელი აქვს არაბულ ენაზე. ბერძნები
დრომედარს უწოდებდნენ ორკუზიან, სწრაფმავალ აქლემს.
თუ გახსოვს, ერთ დროს მეც ვაპირებდი აქლემების მოშენე-
ბას და ერთ-ერთი ცხენოსანი ათასეულის აქლემებზე დასმას,
მაგრამ გადავიფიქრე, რადგან აქლემი მთიანეთში უვარგისია.
ცნობილია, აქლემი ძლიერ ჰყარს. ამიტომ სძულდა იგი მახარა-
ის. იგი დღენიადაგ ჩივოდა: მოვაშოროთო ეს აქოთებული აქ-
ლემები“.
„ოჰ, რარიგ გაცოფდება ხოლმე ბრძოლის ველზე აქლემი, –
შენიშნა ნიანიამ, – ალბათ გეხსომება, როცა დიდგორიდან დავ-
სძარით მტერი, სამიოდე ეჯიც არა გვქონდა გავლილი, მე, შერ-
გილ ლიპარტიანს და ვალანგ ერისთავს შემოგვეყარა სელჯუკი-
ანთ ერთი ათასეული, ჩვენ შევდექით, მე მხარმარცხნივ მდება-
რე მთებში წარვგზავნე ვალანგ ერისთავი ქვეითი ათასეული-
თურთ.
მერმე ის იყო, ვალანგმა დაუშინა საგორავები მტრის აქლე-
მებს, გაცოფებული ცხოველები ხრამში სცვივოდნენ მხედრე-
ბიანად... შავი დღე ვაყარეთ მაგ შჯულძაღლებს“.

***
დავითმა მთის ქიმზე შეაყენა ცხენი, ცას ახედა და სთქვა:
„ეჰ, არ მომწონს ეს ამბავი, ნიანია, ის დაცრეცილი შავი
ღრუბელი, აღმოსავლეთისაკენ რომ განრთხმულა ურჩხულის
დარად, სიკეთეს არ გვიქადის, იცოდე“.
891 მკითხველთა ლიგა
„არაფერია, მეფევ ბატონო, არც ისე დიდი მანძილია კირიონ
ბერის წისქვილამდის“.
ამჯერადაც მშვლების საჩიხეში დაუხვდა კირიონ ბერი სტუმ-
რებს. მან თვალებზე ხელი მიიჩრდილა, საჩიხე გამოიარა და ჯი-
ქურ მიეახლა დავითს.
კირიონმა რა გაიგო, მზიანეთის ველზე აპირებენ სტუმრები
ნადირობას, თვალებზე ხელი მიიჩრდილა, ახედა ენდროსფერ
ღრუბლებით მოოჭვილ ცას და სთქვა:
„აბა, მე თქვენ გეტყვით, უფალნო, ხვალ უთუოდ ტაროსი და-
გესწრებათ ღვთით... ცუდ ამინდში მანდ ასვლა საძნელო იქნება.
ამაღამ აქ მოგასვენებთ“, სთქვა და დაფაცურდა კირიონ.
„ესეცაა კალმახი დამიტოვეს მესათხევლეებმა... რუისის
ეპისკოპოსი უნდა მობრძანებულიყო ამალითურთ...“
კირიონმა კაკლის ქვეშ ტაბაკი დადგა. ნიგვზის ფოთლები
დააფინა. ხმიადებსა და კალმახებს ალაგებდა ზედ.
იმ ღამეს დიდხანს ისაუბრეს მეფემ და სპასალარმა.
„კიდევ კარგი, – სთქვა დავითმა, – რუისის ეპისკოპოსი რომ
არ ჩამოვიდა, თორემ იგი უთუოდ გაუმხელდა ჩემს ვინაობას მა-
მა კირიონს“.
ბოლოს დავითი ადგა, ნიანია მარტო დასტოვა, თავის საკა-
ნისკენ მიმავალმა იმ საკანში შეიხედა, რომელშიაც გვანცამ
გაათია ღამე. ღვთისმშობლის ხატება იმავე ადგილზე ეკიდა, ნი-
შებში თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.

ღვთისმშობელი მშვენიერი სოსანი,


მას უგალობს ანგელოსი ფრთოსანი.

ეს სიტყვები გახმიანდნენ დავითის გულში.


დავითი მისთვის განკუთვნილ საკანში აპირებდა შესვლას,
კირიონ ბერი თან შემოჰყვა, დაფაცურდა, საწოლის გასწვრივ
თაფლის სანთლები აანთო ნიშებში, რუდუნებით შველოდა თო-
რის გახდაში დავითს. მერმე საბარკლულებს მისწვდა მუხლმოყ-
რილი.
ფეხზე გახადა. ტფილი წყალი შემოუტანა ტასტით და ფეხის
ბანას შეუდგა.

892 მკითხველთა ლიგა


„რა მოხარული ვარ, რომ მშვიდობით გადაურჩა დავით მეფე
იმ პირძაღლ ილღაზის დიდგორზე. აქ ერთმა ბერმა ამბავი მომი-
ტანა, აზნაური მორკნეველი ვაჟკაცურად იბრძოდაო დიდგორ-
ზე“.
დავითმა არა მიუგო რა.
კირიონ ბერი გულმოდგინედ ხელს უსვამდა წვივებზე სტუ-
მარს და დუდუნებდა:
„მე ისე მადლობელი ვარ, უფალო შენი, იმჯერათ დავით მე-
ფისთვის რომ არ გადაგვიცია ყოველივე, რაც მაშინ მოვროშე,
გავიგე, ყიფჩაღთა უმთავრესის ასული ცოლად მოუყვანია თურ-
მე მეფეს.
როგორც გზადგამოვლილმა ბერებმა მაუწყეს: იოანე ქარ-
თლის კათოლიკოსს მოუნათლავს თურმე დედოფალი გურან-
დუხტი. ახლა რომ ვუკვირდები, მართებულად მოქცეულა ჩვენი
პატრონი. სხვა შჯულის დიაცი გვერდით მოისვა ყოვლად ქრის-
ტიან ბაგრატოვანთა ტახტზე.
რა ვუყოთ მერმე, დავით მეფის დიდდედა, მარიამი, ხომ სომ-
ხის ქალი იყო, მწვალებელთა ნაშიერი, მაგრამ იგიც ჩვენებურ
შჯულად მოაქციეს ბოლოს და გახდა იგიც სპეტაკი შჯულთა, სამ-
ღვდელოთა ქომაგი, ეკლესიათა და მონასტერთა დიდი მშენებ-
ლი, ქვრივ-ოხერთა შემწყალე“.
„როგორ? განა სომეხნი ქრისტიანენი არ არიან, მამაო კირი-
ონ, ვინა სთქვა ეგ?“
„განა შენ უკეთ არა უწყი, სომეხნი მწვალებელნი რომ არი-
ან?“
„არა მგონია, მამაო კირიონ, სომეხნი მწვალებელნი იყვნენ,
სულ უმნიშვნელო და მცირედი სხვაობაა ქართველ და სომეხ
ქრისტიანთა შორის...“
მიუგო დავითმა.
გაოცებულმა ბერმა პირი დააბჩინა და სთქვა:
„მე რა ვიცი, შვილო, აგრე მსმენია ჩვენ მოძღვართ-
მოძღვართაგან, სხვა დანარჩენი ღმერთს უკეთ ეცოდინება“.
დავითი ახლა ნანობდა, ნეტავ, უარი მეთქვაო ფეხის ბანაზე
და ეს უთხრა მასპინძელს:

893 მკითხველთა ლიგა


„ახლა უკვე ძილის ჟამია, მამაო კირიონ, ჩვენ უთენია უნდა
გავუდგეთ გზას, შენც დაიღალე ამდენი ჯაფისაგან. წაბრძანდი
და დაისვენე, მამაო“.
ბერმა ფეხები შეუმშრალა სტუმარს, მერმე წყლიან ტასტს ხე-
ლი წამოავლო, გარედ გაიტანა და ისევ შემოფათურდა. დავითს
უკვე ეგონა, ისევ განაგრძობსო ბერი სომეხთა „მწვალებლო-
ბის“ გამო ბჟუტურს და საწოლისკენ გაიხედა.
ბერი საწოლთან მიფაცურდა, ბალიშები დაბერტყა, მშვლის
ტყავები მიალაგა, პირჯვარი გადასახა სტუმარს და ღამე ნებისა
უსურვა.
დილაადრიან სტუმრები გამოაღვიძა კირიონ ბერმა. თაფლი,
რძე და კალმახი მიართვა საუზმეზე, როცა მეჯინიბეებმა ცხენები
მოართვეს დავითს და ნიანიას, კირიონ ბერი მიეჭრა სტუმრებს
და ეუბნება...
„იმ აღმართს რა მოათავებთ, შვილნო ჩემნო, მესამედი ეჯის
მანძილზე მარჯვნით გაიხედავ და იქ ნახავთ შვიდგოდოლიან
ციხეს, აწ უკვე დარღვეულს, ეგ იქნება მინდორელთა დედაციხე.
მხარმარცხნით სოფელია, მცირე ეკლესიის მახლობლად, იმ
სოფელში შეხვალთ და იკითხავთ მეითარყოფილს, თეოფანეს.
უეჭველია, თქვენ ძაღლები დაგჭირდებათ სანადიროდ. მაგ
თეოფანეს ჩინებული ძაღლები ჰყავს ყურყვითელანი, ჰოდა, ეგ
ყურყვითელა ძაღლები ნაშიერნი არიან იმ ძაღლებისა, რომელ-
ნიც მაგ თეოფანეს აჩუქა თავის დროზე მეფეთ-მეფემ გიორგიმ,
დავით მეფის მამამ.
თურმე ეგ ძაღლები ბიზანტიის კეისარს გამოუგზავნია საჩუქ-
რად მეფეთ-მეფის გიორგისათვის ოდესღაც. თეოფანე უკვე დავ-
რდომილია, მაგრამ მისი შვილთაშვილები წამოგყვებიან და
თან წამოასხამენ მაგ ყურყვითელა ძაღლებს“.

***
ცხენოსნებს ძლიერ გაუჭირდათ მზიანეთის აღმართის დაძ-
ლევა, ბოლოს დავითი და ნიანია დაქვეითდნენ, მეჯინიბეებმა და
მეხმლეებმა წამოასხეს ცხენები.
დავითი ცას უთვალთვალებდა ნიადაგ. გზის ასაქცევზე შეს-
დგა და უკან მომავალ ნიანიას შეესიტყვა:
„მე მგონია, ჩვენ წვიმა მოგვისწრებს, ნიანია...“
894 მკითხველთა ლიგა
ნიანია შესდგა, მანაც შეათვალიერა ენდროსფერი ღრუბელი
დასავლეთის თვალსაწიერზე და სთქვა:
„მე არა მგონია, საღამომდის გაავდარდეს. თუ ბედმა გვიმ-
ტყუნა, თავშესაფარს მოვძებნით სადმე“.
გავაკებას რა უწიეს, კვლავ შესხდნენ ცხენებზე დავითი და
ნიანია...
შვიდგოდოლიანი ბასტიონიც გამოჩნდა სავსებით უკაც-
რიელი. დედაციხე უცნაურად დაელეწა მიწისძვრას, გოდოლები
უვნებლად იდგნენ.
გასცილდნენ თუ არა ციხეს, მცირე ეკლესიაც გამოჩნდა და
პატარა სოფელი.
დავითმა სთქვა:
„დაგვჭირდება ვითომ ძაღლები, ნიანია?.. ჩვენ თითო მშვე-
ლიც რომ მოვკლათ, ეგეც იკმარებს, გარდა ამისა, ის მეითარ-
ყოფილი თეოფანე ალბათ შემიცნობს, რაკი მამაჩემთან უმსა-
ხურნია“.
„გვიცნოს მერმე, რა უშავს, მეფევ ბატონო, მაგ თეოფანე
ჩვენს სიყმაწვილეში არა ყოფილა გიორგი მეფის სასახლეში.
ვეჭვ, მართლაც შეგიცნოს... თუ ეგ მოხდა, რა უშავს, დავრდომი-
ლი ბერიკაცი კირიონ ბერს ვიდრე ნახავდეს, ჩვენ უკვე ტფილის-
ში ვიქნებით“, ღიმილით სთქვა ნიანიამ.
თეოფანეს ეზოში უამრავი ძაღლები ირეოდნენ, მზვარეში
დაბმულნი გაავებულნი ყეფდნენ. მათი გნიასისაგან ყურთა სმე-
ნა არ იყო.
დავითი შევიდა თეოფანეს დედაბოძიან სახლში, მუზარადი
მოიხადა და სთქვა:
„აქა მშვიდობა“.
უზარმაზარ ბალიშზე მწოლარე, დალეულმა მოხუცმა თვალ-
ზე ხელი მიიჩრდილა, ახედა ახლად მოსულებს და ვინაობა
ჰკითხა:
„ჩვენ დავით მეფის ყმანი ვართ, უფალო, აქ გამოვიარეთ გე-
გუთიდან, გვინდა, წავინადიროთ, თუ ორიოდე ყურყვითელა
ძაღლს გაგვატან“, უთხრა ნიანიამ.
მოხუცი საკუთარ მკლავზე დაეყრდნო, ზეწამოიწია... გაიხა-
რა, ნათქვამი რა შეისმინა.

895 მკითხველთა ლიგა


„ვაი ჩემს სიბერეს, – კვნესოდა თეოფანე, – ეგ ძაღლები
მეფეთ-მეფის გიორგის ნაჩუქარ ძაღლთა ნაშიერებია. როგორ
თუ ორს, ყველას ერთად გაგატანთ, შვილებო, – ესა სთქვა და
დამდუღრულივით წამოიყვირა მოხუცმა, – ჯამლეთ, შიოშ, შავ-
ლეგ, აბა მოემზადეთ, საუკეთესო ძაღლები გაატანეთ“.
სამი ქერა ყმაწვილი შემოვარდა გამალებული. ქედმოდრე-
კილნი მიეახლნენ სტუმრებს.
დავითმა და ნიანიამ ქოხიდან გასვლაც ვერ მოასწრეს, მო-
ხუცის ყვირილი შემოესმათ:
„შავლეგ, ჯერ პურმარილი მიართვით დავით მეფის ყმებს,
მანდ მსხლის ქვეშ რომ დიდი ჭურია, ის მოხადეთ... ასვით ღვი-
ნოი, შოთი პურები მოატანინეთ ახლავე“.
ნიანია წინ გადაუდგა სამთა.
„ჩვენ ნასაუზმევნი ვართ და არა გვშია, ვაჟებო. თითო ორში-
მო ღვინოს თუ შეგვასმევთ, არ იქნება ურიგო“.
სამი ბარიანი ვაჟკაცი მიადგა მსხლის ქვეშ დამარხულ
ქვევრს. ლალისფერი ღვინო აკიაფდა ქვევრის პირიდან.
„რა თვალისმომჭრელი ლაპლაპი გაუდის!“ – სთქვა მომღი-
მარე დავითმა.
მასპინძლებმა თითო ორშიმო ჩამოურიგეს ორთა.
ნიანიამ შენიშნა, დავითს ღაწვისთავები შეუფაკლდა, როცა
პირველი ორშიმო გამოსცალა.
„დავიმუხლოთ“, სთქვა სამთაგან უფროსმა შავლეგმა და
მსხლის ქვეშ გამართულ ფიქალის სუფრასთან მოაგროვა ძელ-
ქვის ჯირკვები.
სამი ქალი მორბოდა ცისქვეშა მარნისკენ, შოთი პურები და
ყველი მიართვეს სტუმრებს. ნიანიამ წამუყო მეჯინიბეებსა და
მეხმლეებს: თითო ორშიმო დაელია თითოეულს.
ამასობაში დასადავებული ცხენები ატროკდნენ, სადავენი
დასწყვიტეს. უცნაური ჭიხვინი მორთეს. მეჯინიბენი და მეაბჯრე-
ნი ცხენების დასაოკებლად გაიქცნენ.
დავითმა და ნიანიამ თითო-თითო ორშიმო კიდევ გამოარ-
თვეს მოძალებულ მასპინძლებს და წამოდგნენ.
შავლეგ წინ გადაუდგა მათ.

896 მკითხველთა ლიგა


„თუ დაგვიცდით მცირედს, დეკეულს დავკლავთ და მწვადები
შევწვათ დანდობილად. მეფეთა ყმებს როგორ უნდა გაკადროთ
ხმელი პური, ჰა?“
დავითი უარზე დადგა:
ჩვენ ახლავე უნდა წავიდეთ, გაავდრების გვეშინიაო.
შავლეგმა ძმებს გადასძახა:
„აბა, ბიჭებო, თორმეტი ძაღლი თან უნდა წავიყვანოთ!“
ნიანიამ დავითს შეხედა. სამიც იკმარებსო.
დავითმა დაუმოწმა: „სამი კმარა, ჩვენ თითო მშველიც გვე-
ყოფა“.
შავლეგმა გაიღიმა.
„თითო მშველი ორთა? ჰო, თითო მშველი ვახშმად მოგვინ-
დება“.
მონადირეებმა მეჩხერი ტყე გადალახეს, დაქვეითდნენ, შავ-
ლეგმა, ჯამლეთმა და შიოშმა საბელები შეხსნეს ძაღლებსა და
ლაქაშიან ველზე გაუშვეს.
სულ მცირე ხანი გავიდა და ლაქაშებში ატყდა ის საამური ყე-
ფა და წკავწკავი, რომელიც ეგზომ აღელვებს ხოლმე მონადირე-
თა გულს.
შავლეგმა ლაქაშებში მიმავალ ბილიკებზე შეაყენა დავითი
და ნიანია, დაუბარა:
„თქვენ აქ მოიცადეთ და მე გამოვრეკავ მშვლებს. როცა
სტვენა შემოგესმებათ, ეს ნიშანი იქნება და მშვილდები შეწკი-
პეთ. მშველი ამ სქელ ლაქაშებში გაქცევას მოერიდება, იგი უეჭ-
ველად მოტვლეპილ შურებს გამოჰყვება“.
ლაქაშების ველი ბილიკებით დაღარული იყო. სულ მცირე
ხანს მიდიოდა შავლეგ ლაქაშებში, ბოლოს მაცქერალნი ხედავ-
დნენ ლაქაშების ზღვაში ნელ-ნელა მიმცოცავ ქუდს ყმაწვილი-
სას.
დავითი დასავლეთისკენ იმზირებოდა. უცნაური სანახაობა
სუფევდა ცაზე. კრაველივით დახუჭუჭებულ ენდროსფერ ღრუ-
ბელთა ზღვის გადაღმა ვარვარებდა გამოხურვებული ოქროსა-
ვით ვასვასა ბორბალი მზისა, ხოლო სამხრეთისკენ მოსჩანდა
ღრუბლის შავი ზოლი, როგორც ანაზდად გაშვერილი მკლავი
უფლისა.

897 მკითხველთა ლიგა


„ეჰ, ჩემო ნიანია, რომელი მხატვარი გაიმეორებს ამ ზე-
ციური სასწაულის ეპიფანიას. მარტო ამ განცხადების სახილვე-
ლად ღირდა აქ მოსვლა“, სთქვა დავითმა.
„და იმ უზარმაზარი ჭურის თავისა...“ ღიმილით სთქვა ნიანი-
ამ.
„დევის ბეჭედს არა ჰგავდა ის ლალისფრად მოკიაფე პირი
ქვევრისა“.
„რამდენჯერ გვინადირნია კახეთსა და შარვანში ავაზებითა
და მწევრებით, მაგრამ მშველზე?.. ამგვარი წესი მშველებზე ნა-
დირობისა არ მახსოვს“, სთქვა ნიანიამ.
ამასობაში ყურყვითელა ძაღლების მოხშირებული ყეფა მო-
ახლოვდა. სულგანაბულნი იდგნენ ორნი და შემართული ისრები
მზად ჰქონდათ.
სჩანდა, მშვლები ვეღარ უძლებდნენ ძაღლების ერთობლივ
შემოტევას, ისინი მალაყებს გადადიოდნენ და ისე მოროკავ-
დნენ ლაქაშების აბიბინებულ ზღვაზე.
პირველი მშველი მოუახლოვდა ბილიკის თავს, რომელსაც
დავითი სდარაჯობდა, მონადირეს ეგონა, რომ მშველი მალაყს
გააკეთებდა, მაგრამ მადევარი ძაღლებისაგან დამფრთხალი,
იგი ჯიქურ წამოვიდა მშვილდოსანისკენ და როცა ისარი ყელში
გაერჭო, დანდობილად დაეცა მიწაზე.
დავითი ნადირისაკენ გაემართა, ნიანიასაკენ მოქროლავდა
ხარმშველი.
ჯამლეთი და ყურყვითელა ძაღლები ახლა სხვა ბილიკებს
მისდევდნენ.
„ეს ორი კმარა, – სთქვა დავითმა, მაგრამ ნიანიას გულმა არ
მოუთმინა, ახლა მესამე ბილიკის თავზე დაუხვდა სტვენით მომ-
ქროლავ მშველს, ესროლა ისარი ყელმოღერებულს.
დიდხანს არ დასცალდათ ნადირობა მენადირეებს. ცა წარიგ-
რაგნა შავლეგო ღრუბლებით, ერთბაშად იელვა და მაცქერალთ
ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ანაზდად გაიხსნენ სა-
ქანელნი ცისანი და წამოვიდა უცნაური მერეხი.
ამ თვალუწვდენელ ლაქაშის ველზე ცადაქნილის კიდემდის
არც ერთი ხე არ იდგა. შორიდან მოისმა ზარების რეკვა.
ძაღლების პატრონებმა ასტეხეს სტვენა და ძაღლები მოიხ-
მეს. შავლეგმა სთქვა:
898 მკითხველთა ლიგა
„იმ კაპანს გადაღმა დედათა მონასტერია ერთი, სწორედ იქ
რეკავენ მწუხრისას“.
სამი ძმა მარქაფა ცხენებზე შესვეს მეჯინიბეებმა, მოკლული
მშვლები უნაგირის ტახტზე გარდი-გარდმო გადაჰკიდეს. შავ-
ლეგ წინ წარუძღვა სტუმრებს. მერეხი არა სცხრებოდა, ოთხახ-
მით მიმავალი ცხენები გამალებული მიარღვევდნენ ლაქაშის
ზღვას. როცა მონასტრის ზღუდემდის მიაღწიეს, შავლეგმა
ძლივს მიაგნო ჭიშკარს. ზედ დაკიდული ზარი ჩამორეკა. რეკავ-
და, მაგრამ არავინ აპირებდა გამოხედვას.
ქარი ჰქროდა, ცხენოსნებს უმოწყალოდ აწვიმდა. ბოლოს
ვიღაც მოფათურდა ჭიშკართან და მილეული ხმით იკითხა:
რომელი ხარო?
როცა შავლეგმა თეოფანე ახსენა, მოხუცებულმა მონაზონმა
ჭიშკარში დატანებული კუტიკარი გააღო და ვინაობა და სა-
დაურობა იკითხა ხელახლა.
შავლეგმა მახვეწარი ხმით მიუგო: მონადირენი ვართ, ამ მე-
რეხისაგან ვაგლახად მოქცეულნი, დროებით თავშესაფარს ვით-
ხოვთო.
მოხუცი მონაზონი წინ წარუძღვა სტუმრებს და საოსტიგნოში
შეიყვანა. გალუმპული მხედრები გაჩაღებულ შუაცეცხლს
მიეფიცხნენ.
დავითმა ხმადაბლა უთხრა ნიანიას:
იღუმენიასთან მიდი, გადაკარებამდის აქ დაყოვნების ნება
ითხოვეო.
მხცითმოსილი მონაზონი მონასტრისაკენ წარუძღვა ნიანიას
და, როცა იღუმენიის სამყოფელომდის მიაღწიეს, აქ მოიცადეო
მცირედი, უთხრა და თავათ ჩაბნელებულ დერეფანს მიჰყვა.
უკან მობრუნებულმა ნიანიას იდაყვზე ხელი წაუცაცუნა და
სთხოვა, თან გაჰყოლოდა. ვრცელი დარბაზის შუაგულში შავი,
მრგვალი მაგიდა იდგა და მაღალზურგიან სელზე შავად მოსილი
იღუმენია იჯდა. კედლებზე ხატები იყო გამწკრივებული. საკმევე-
ლისა და თაფლის სანთლის სუნი იდგა.
ნიანია კარის ზღურბლთან შეჩერდა.
მონაზონი მოკრძალებული მიეახლა სელზე მჯდომარეს და
ხმადაბლა უთხრა, მენადირენი შემოგევედრნენ, ვიდრე გა-
დაიკარებდეს, საოსტიგნოში დარჩენის ნება მოგვეცითო.
899 მკითხველთა ლიგა
„რამდენი კაცია?“ – იკითხა შავოსანმა.
„ცხრა კაცია მანდ. საწყალობელად გალუმპულან ამ თავ-
სხმაში ბედშავნი“.
მონაზონი მიფათურდა ნიანიასთან და უთხრა:
იღუმენია, დაი დარია, მობრძანებას გთხოვსო.
როცა ნიანია თეთრთავსაფრიან იღუმენიას მიუახლოვდა,
ორივენი უცნაურად შეკრთნენ.
იღუმენია წამოდგა, პირჯვარი გადასახა ახლად მოსულს და
სკამზე დაბრძანება სთხოვა, მერმე მონაზონს მიუბრუნდა:
„დაო სეფორა, სტუმრები საოსტიგნოში დასვი ცეცხლთან და
გაუმასპინძლდი“.
ნიანია საკუთარ თვალებს არ უჯეროდა. ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს ბისტი გადაეკრაო თვალებზე.
იღუმენია წამოდგა ანაზდად და სთქვა:
„ღმერთო, ვის ვხედავ, სიზმარია თუ სიცხადე?“ ბოლოს ორი-
ვე ხელი ღაწვისთავებზე მიიყრდნო და ხმადაბლა წაიდუდუნა:
„თუ არ ვცდები ნიანია ბაკურიანი?.. ჰა...“
ამ სიტყვებმა მხნეობა შეჰმატა თავათაც გაოცებულ სტუმარს
და სთქვა:
„დედისიმედი!..“
„შენთან ვინ არიან, ნიანია“.
კითხული არ დაიბნა.
„ჩემნი მეაბჯრენი და მეხმლენი...“
მონაზონი სეფორა შემოფრატუნდა.
„სტუმრები ჯერ ცეცხლს ეფიცხებიან, თაფლი, ქუმელი და დე-
დასპურები უნდა მივართვა“.
იღუმენიამ უბრძანა მონაზონს:
„აბა, შენ იცი, დაო სეფორა, არ დაამშიო სტუმრები“.
როცა სეფორა გავიდა, დედისიმედმა გახურულ კარს გახედა
და ხმადაბლა უთხრა ნიანიას:
„ნიანია ბატონო, მე და შენ მეგობრები ვიყავით ოდესღაც...“
ამჟამადაცო, დაუმოწმა ნიანიამ.
„ღვთისმშობელს გაფიცებ, ამ მონასტრის მფარველს, ამ შეხ-
ვედრის გამო სიტყვა არავისთან დაგცდეს...“
ნიანიამ ფიცი დასდო, ეს ხვაშიადი ჩემთან დარჩებაო.

900 მკითხველთა ლიგა


ნიანია გაოგნებული შესცქეროდა სავსებით გაჭაღარებულს
ერისთავის ასულს. ღაწვისთავებსა და თვალის უპეებს გარშემო
მწყრის ნაფეხურებივით წვრილი, წვრილი ნაოჭები დასეოდნენ
მას, ნაოჭები გასჩენოდა გამხდარსა და მაღალ კისერსაც. მხო-
ლოდ მისი ჩაფერფლილი თვალების კრთომაში საჩინო იყო აწ
გარდასული მშვენების ათინათი სავსებით გაყვითლებოდა სახე.
დედისიმედი საუბარში ჩქარობდა, ალბათ სეფორას შემობ-
რუნების მომლოდინე.
„მე თითქმის ყველაფერი ვიცი, რაც მოხდა ჩემს შემდეგ მე-
ფის სასახლეში, მოგეხსენება, მონაზვნები ხშირად ჩამოდიან
ტფილისიდან და ნაჭარმაგევიდან“.
ახლა თავის ბედის გამოც დასძრა დედისიმედმა ორიოდე
სიტყვა.
„როცა ნაჭარმაგევის სასახლიდან გავიპარე და გავუჩინარ-
დი, ბარე ორი თვე მატარა მექათმე თეონამ ფეხით, ბოლოს აქ
მომიყვანა ღმერთმა თუ თეონამ, უფლისა ნებით. აღარ მოგით-
ხრობ, თუ რამდენი ტანჯვა გადამხდა გზაში.
ამ მონასტერში მონაზვნად აღმკვეცა უკვე მიხრწნილებაში
გადამდგარმა იღუმენიამ, არგვეთის ერისთავის ცოლყოფილმა,
ნეოფიტემ.
ბოლოს იგი მოიხმო უფალმან. სიკვდილის წინ იღუმენიად
შემრაცხა მანვე. დღიდან ამ დღემდის ვიღწვი, შეძლებისამებრ
ვუვლი ამ მონასტერს. ამ ბოლო ხანს დავსნეულდი კიდევაც,
სიყვითლე დამემართა“.
ნიანიამ ახლა შენიშნა, სავსებით გაყვითლებული ჰქონდა
მას არა მარტო სახე, თვალის თეთრონებიცა.
„არ ვიცი, როდის მიხმობს უფალი“, დასძინა დედისიმედმა.
ახლა ნიანიამ უამბო მას, თუ როგორ გულმოდგინებით აძებ-
ნინა იგი დავითმა არზრუმსა, ბაღდადსა და პალესტინაში.
როცა დედისიმედმა თავსაფარი გაისწორა, ნიანიამ შენიშნა,
სავსებით გათეთრებოდა თმები.
დედისიმედმა ერთი გაიხედა კარისკენ, ადგა, კედლის განჯი-
ნა გამოაღო, ოქროს ჯვარი უსახსოვრა ნიანიას, მეორე ხელით
გაუწოდა პატარა ყელსაკიდი ხატი მთავარანგელოზისა, აგრეთ-
ვე ოქროსი და დაბეჯითებით სთხოვა, არ კი გაემხილა მეფისათ-
ვის, თუ ვისგან იყო ნაძღვენი.
901 მკითხველთა ლიგა
საოსტიგნოში მიბრუნდა თუ არა ნიანია, დავითმა უგუნებობა
შეამჩნია მას, ხედავდა, თუ როგორ უგერგილოდ შეექცეოდა იგი
საჭმელს.
გადაიკარა ცამ. მენადირენი გზას დაადგნენ. ისევ აყვავდნენ
ენდროსფერი ღრუბლები დასავლეთისაკენ.
ის ღამე მეითარის, თეოფანეს, ოჯახში გაატარეს დავითმა და
მისმა მხლებლებმა, მხოლოდ მესამე დღეს უწიეს მუხრანულ სა-
სახლეს...

***
იმ ადგილას, სადაც მარიამ დედოფლისეული მამული მდება-
რეობდა ქრისტეპოლის სანახებში, კონსტანტინოპოლში ყოფნის
დროს მეც მინახავს ორ მინარეთს შორის, სანახევროდ შემუს-
ვრილი პატარა ტაძარი, რომელიც თავის დროზე მიხეილ დუკა-
სეული კარის მონასტერი იყო, ისეთივე როგორიც ჰქონდათ
ხოლმე ბიზანტიელ კეისრებსა და დიდაზნაურებს.
მარიამ დედოფლის დროს ამ მონასტერში სულ ათიოდე ხან-
დაზმული მონაზონი ცხოვრობდა, მათი იღუმენია იყო მარიამ,
მართაყოფილი.
აქ შემონაზვნდა იგი თავის ერთადერთი ვაჟის კონსტანტინე
პორფიროგენეტის, სიკვდილის შემდეგ. საქართველოდან უკა-
ნასკნელად ჩამოსული, მონასტერში მოსვლის მეორე დღესვე
ლოგინად ჩავარდა.
სამშობლოდან მობრუნებული, ზღვით მოგზაურობისაგან და-
ქანცული ძლივს იცნეს მონაზვნებმა. იხმეს აქიმნი და მაჯისშემ-
ტყობნი, გულის მანკი აღმოაჩნდა დედოფალყოფილს.
მარიამ დედოფალი უკვე აღარ ბრწყინავდა მისთვის ჩვეული
სილამაზითა. უამრავი ნაოჭი დასეოდა სახეზე. ავადმყოფური
სიწითლე მოსძალებოდა ღაწვებზე, იგი უკვე აღარა ჰგავდა გე-
ლათის ტაძარში გამოსახულ ღვთისმშობელს, არც იმ პორ-
ტრეტს, რომელიც ვატიკანშია ამჟამადაც შემონახული. ამ სუ-
რათს ქვედა კიდეზე ასეთი წარწერა აქვს: Maria Bagration,
Princessa de Georgia. Emperatrice de Bizantio, imperie
Romanae de Oriente – მარიამ ბაგრატიონი, საქართველოს
პრინცესსა, იმპერატრისსა აღმოსავლეთ რომისა“. გიორგობის
წინადღეს მან სამგზის ამაოდ წარგზავნა ეზოსმოძღვარყოფილი
902 მკითხველთა ლიგა
ცინცილუკ ბოღოზში, რათა ნიანია ბაკურიანს დახვედროდა იგი
ხუფთიდან მომავალს.
გიორგობის ღამეს უცნაურად შემოუტია სატკივარმა მარი-
ამს. როგორც იღუმენიის ნაცვალი, თეოდორა, ისე ათივე მონა-
ზონი თავგამოდებით უვლიდნენ, მაგრამ თანაც ჰხედავდნენ, თუ
რა ავად მოაქცია იგი სენმა.
ნაშუაღამევს სუნთქვა შეეკრა, ბალიშებზე წამოიწია,
თეოდორამ მკერდზე მიიკრო მისი სავსებით გაჭაღარავებული
თავი, სულის ამოხდომის წუთებში მხოლოდ ორი ადამიანი ახსე-
ნა სულთმობრძავმა: კონსტანტინე პორფიროგენეტი და ნიანია
ბაკურიანი, და როცა გაიგო ნიანია არ ჩამოსულაო, ცრემლები
მოერია, პირზე დაეცა და უდრტვინველად მინებდა სიკვდილს...

***
ნოემბერი იყო, მშვენიერი დღეები იდგა. მუხრანულ სასახ-
ლეში არავითარი ცვლილება არ დახვედრია დავითს. კარისკა-
ცებმა გაიხარეს პატრონის მობრძანებისაგან. ნიანია ისევ ნადი-
რობისა და თევზაობისაკენ მიიწევდა. დაფაცურდნენ მონადირე-
ნი და მესათხევლენი.
ქარიმან სეტიელი და ჩუხჩნი ფხიზლობდნენ, რადგან იმჟა-
მად ყიფჩაღნი დრტვინავდნენ უომრობის გამო, მტრის ნაალაფა-
რის მიტაცებას ჩვეულნი. ქონდაქართუხუცესს იდუმალი ცნობაც
მოუვიდა წინეებზე, ყიფჩაღთა ათასისთავს, ბენ საბბაგს, საეჭვო
მისვლა-მოსვლა ჰქონდა თრიალეთში შემორჩენილ ლიპარიტე-
ლებთან, მაგრამ ქარიმან სეტიელი ხელმარჯვე შემთხვევას უც-
დიდა.
ერთ დღეს დიდი ნადირობიდან მობრუნებული დავითი სა-
სახლის აივანზე ისვენებდა პერანგისამარა. ანაზდად გაიშხუილა
ისარმა და მკერდზე ეძგერა მეფეს, მაგრამ იგი მთავარანგელო-
ზის ხატს მოხვდა და აგურის იატაკზე მოადინა ჟღრიალი.
სამ დღესაც არ გაუვლია, ქარიმან სეტიელმა მიაგნო შეთ-
ქმულებს და მათ მეთაურს, ბენ საბბაგს.
ქარიმანმა შეიპყრო ბენ საბბაგი და მისნი თანამზრახველნი.
ბორკილები შეასხა გამოტეხილ ავისმზრახველებს და უფლის-
ციხის დილეგში წარგზავნა. სამნი ლიპარიტელნიც დაატუსაღეს
ერთი თვის შემდეგ.
903 მკითხველთა ლიგა
***
ტფილისურ სასახლეში სრული მშვიდობა სუფევდა... უგუნე-
ბობა წამოეძალა დავითს. გვიან ღამემდის იჯდა და სწორედ იმ
თვეს დაიწერა მისნი „გალობანი სინანულისანი“. შიომღვიმის
მონასტერში უკვე საჯაროდ წარმოსთქვამდნენ:
„უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმი-
სა და ცთომილებანი“.
ზამთარი ჩამოდგა.
მეფე კვლავ ჭმუნავდა... ბუხრის პირად იჯდა და კითხულობ-
და. ისევ ნადირობას წაეპოტინა ნიანია. შეახსენა კიდევაც პატ-
რონს:
„გასულ შაბათს მპირდებოდი, მეფევ ბატონო, ავაზებით ვი-
ნადიროთო მშველზე“.
„იცი, ნიანია, ის მშველი, რომელიც მზიანეთში შემომაკვდა,
ისეთი საწყალობელი იყო, დავიფიცე, აროდეს ვინადირო
მშველზე. ახლაც თვალწინ მიდგას მაგ მშვენიერის აცრემლებუ-
ლი თვალები...“
ზამთრის უფერული დღეები წეროებივით მიჰყვებოდნენ ერ-
თმანეთს, მალემსრბოლები მოდიოდნენ ტაოსკარიდან, ნიკოფ-
სიიდან, ანისიდან და დარუბანდიდან.
დავითი ამჩნევდა, უსიამო ამბავთა გამო არაფერს მოახსე-
ნებდნენ მას. თუმცა მტრების ჭაჭანება არსაიდან ისმოდა, მეფე
რატომღაც დარწმუნებული იყო, ამჯერად ტაო-კლარჯეთიდან
შემოუტევდნენ სამეფოს თურქნი.
მოაღწევდა თუ არა ამ მხრიდან ჩამოსული მალემსრბოლი,
ციხისთავს არდაშელს იხმობდა, დაჰკითხავდა, ტაოსკარში ხომ
არ ჩამოსულანო თურქნი?
ტფილისურ სასახლეში უარესად წამოეძალა უგუნებობა მე-
ფეს. დედოფალი ელენე და ნიანია ბაკურიანი თეთრად ათენებ-
დნენ ღამეებს. ხუფთიდან მალემსრბოლი მოვიდა. მარიამის
ეზოსმოძღვარი ცინცილუკი და იღუმენია თეოდორე იუწყებოდ-
ნენ: გიორგობა ღამეს ღვთით მიიცვალაო იმპერატრისსა მარი-
ამ.
სრულიად საქართველოს ეკლესიებში სამგლოვიარო პანაშ-
ვიდები გადაიხადეს. კათოლიკოსი და ეპისკოპოსები მარიამ
მართაყოფილის სულს ავედრებდნენ უფალს.
904 მკითხველთა ლიგა
ერთი კვირაც არ იყო გასული, ახალი სიმძიმილი თავს დაატ-
ყდა მეფეს. ელენე დედოფალი ღამეების თევისას გაცივდა და
უეცრად გარდაიცვალა. სამ კვირას ბნელს იჯდა დამწუხრებული
მეფე. იგლოვდა დედისა და მამიდის დაკარგვას. ფლასით შე-
ბურვეს დარბაზონის სარკმლები.
შობა დილას ეახლნენ მეფეს კირიონ მანგლელი, ნიანია ბა-
კურიანი და შერგილ ლიპარტიანი, ეაჯნენ, ავხადოთო დარბაზო-
ნის სარკმლებს ფლასი.
დავითი დღისით ბოლთასა სცემდა დარბაზონში, ხანაც სარ-
კმლებიდან იმზირებოდა, გაოგნებული ყურს მიუგდებდა უმცი-
რესს ჩქამს.
მიმწუხრისას ბუხრის პირად ჯდებოდა, გასცქეროდა მოგიზ-
გიზე ცეცხლს, ხანაც ნიანიას ესაუბრებოდა, იგონებდა ერწუხის,
დიდგორის, შარვანის, ტფილისისა და ანისის სისხლიან ომებს,
ცრემლმორეული ახსენებდა ბეშქენ ჯაყელსა და ომებში დაღუ-
პულ ვაჟკაცებს.
ხანაც განმარტოვდებოდა და წიგნს კითხულობდა გათენე-
ბამდის. ზოგჯერ შეისვენებდა, მუხლისთავებზე დაიდებდა ეტ-
რატს, დანიშნავდა საკითხავს, მერმე ამაოდ ეძებდა დანიშნულ
ადგილს, ფურცლავდა წიგნს, ჩიოდა, ვერ მივაგენიო ხაზგას-
მულს.
ნიანია ბაკურიანიც ფრიად დაამწუხრა მარიამ დედოფლის
დაღუპვამ, გიორგობამდის აპირებდა მის სანახავად კონსტანტი-
ნოპოლს ჩასვლას, მაგრამ ავადმყოფის მოვლას შერჩა.
კვირა დილას დავითმა უბრძანა მესტუმრეთუხუცესს, აწვიეო
იოანე კათოლიკოსი ქართლისა, დარბაზისერნი და სპასალარ-
ნი. როცა ეახლნენ მას დარბაზონში ყველანი, იხმო უფლისწული
დემეტრე, ადგა, წარუდგინა თანადამსწრეთ, დალოცა ტახტის-
მტე.
კათოლიკოსმა იოანემ თავზე დაადგა დემეტრეს სამეფო
„გვირგვინი ქვათაგან პატიოსანთა“, ხოლო მეფემ „შეარტყა
წელთა ზედა მახვილი ძლიერნი და შემოსა პორფირი მკლავსა
ლომებრსა და ტანსა ახოვანსა“.
მეორე დღეს მარტოობა ისურვა მეფემ. ბუხარსა და სარ-
კმელს შორის მიმოდიოდა. ნიანია დერეფანში ბოლთასა სცემ-

905 მკითხველთა ლიგა


და, გამალებული ყურს მიუგდებდა უმცირესს ჩქამს, დარბაზონ-
ში გახმიანებულს.
გარედ დაუცხრომლად სთოვდა და ბარდნიდა. ნადირთა სა-
ჩიხეში ღნაოდნენ ავაზნი, გათენებისას დვრინავდა ოვსთა მეფის
მიერ მორთმეული ბოკვერი ლომისა.
შაბათს, მიმწუხრისას, ზარების რეკვამ გამოაფხიზლა ბუხ-
რისპირად მთვლემარე მეფე. მცირე ხნის შემდეგ შემოესმა ფე-
ხისხმა.
მზიანეთიდან ჩამოსული იღუმენია გეახლაო ერთი.
კარებთან გალუსრულმა ნიანიამ სმენა წაატანა ნათქვამს.
მყისვე მიხვდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო იგი. ნიანია თავათ გავი-
და დერეფანში და შავოსანი იღუმენია შემოიყვანა. მეფემ იცნო
ლიპარიტ ერისთავის ასული. წამოდგომა დააპირა, ბოლოს,
გარღვეულივით დაბარბაცდა და სელს მიაშურა. თავისი გრძე-
ლი მარჯვენა თავზე დაადო მის წინაშე მუხლმოყრილს და წარ-
ბმორჭმულმა უთხრა:
„მაპატიე, დაო, შენი და ჩემი სიცოცხლე საქართველოს რომ
შევწირე ტარიგად“.
როცა დედისიმედი დარბაზიდან გაჰყავდა მესტუმრეთუხუ-
ცესს, დავითმა შენიშნა: მხრისთავები უკანკალებდა შავოსანს.
ამის შემდეგ ორი დღე საწოლიდან არ წამომდგარა დავითი,
აქიმი თურმანისძე და მაჯისშემტყობნი ეახლნენ, ავადგახდომის
მიზეზს ვერ მიაკვლიეს. მესამე დღეს დილაადრიან ცხენის
ფლოქვთა თქარუნი შემოესმა, ადგა და სარკმელთან მივიდა.
ციხე-სასახლის პირველ გოდოლთან ციხისთავი არდაშელი იდ-
გა და ახლად მოსულ მალემსრბოლს ესაუბრებოდა.
დავითმა შენიშნა, შავ ცხენზე იჯდა მალემსრბოლი, შავი ჯაჭ-
ვი ეცვა, შავ მუზარადიდან შავი ლითამი ჰქონდა ჩამოშვებული
სახეზე.
მეფეს გაუკვირდა, როგორ ბედავსო მალემსრბოლი ციხის-
თავის წინაშე ცხენზე მჯდომარედ საუბარს.
დავითმა სარკმელი გააღო და მალემსრბოლი მოიხმო. დე-
ზების ჩხრიალით შემოვიდა დარბაზონში შავლითამიანი,
ხმლიანი მხედარი.
ლითამი აიხადეო, შერისხა მალემსრბოლი მეფემ. მიეახლა
შავლითამიანი მხედარი დავითს, ანაზდად აიხადა ლითამი.
906 მკითხველთა ლიგა
წვერწითელსა და ცხვირწამახულს ვირთხას კბილისებრ წაწვე-
ტებული, მეჩხერი ღოჯები ჰქონდა:
მოშაინური ხითხითით სთქვა:
ტაოსკარს მოადგნენო თურქნი. შემკრთალმა მეფემ თვალი
ვერ გაუსწორა ხახადაფჩენილ სახეს სატანისას.
მიმოიხედა: დარბაზონში აღარავინ იყო.
ტაოსკარს მოადგნენო თურქნი?
კედლის კარადა გამოაღო ანაზდად, თორი გამოიღო, ვეღარ
ჩაიცვა იგი, რკინისპერანგს მისწვდა, ვერც იგი ზიდა რკინას შეჩ-
ვეულმა გოლიათურმა სხეულმა, სამკლავენი და საბარკლულნი
აღარ მოადგა, ახლა წაეპოტინა ომებში ნაცადს ხმალს ბაგრატე-
ულს, ხმალი გაუვარდა ხელიდან, იატაკზე დაეცა და ბედითი
ჟღრიალი მორთო.
„ჰარაი!“ დაიძახა დავითმა და ნიანია კარის ზღურბლთან
გაჩნდა.
„შავლითამიანი მალემსრბოლი არ შეგხვედრია?“ – ჰკით-
ხავდა გაოცებულ ბაკურიანს დავითი.
„დერეფნიდან არავინ შემოსულა, არც დარბაზონიდან გასუ-
ლა ვინმე, მეფევ ბატონო“.
„მოუცილებელი მეაბჯრე იყო ალბათ“.
ნიანიამ დარბაზონში მიმოიხედა, კუთხეებშიაც არავინ სჩან-
და. გაფითრებული მეფე საწოლამდის მიიყვანა ბაკურიანმა,
თურმანისძე და მაჯისშემტყობნი მოვარდნენ, ისინი უკვე ამჩნევ-
დნენ: სარეცელზე მწოლარეს დიდი სიცხე ჰქონდა.
სულთმობრძავი ბორგავდა, დედისიმედსა და გვანცას ახსე-
ნებდა. ნაშუაღამემდის ბორგავდა, გააფთრებული იბრძოდა სი-
ცოცხლისა და სიკვდილის უკანასკნელ სამანზე...
ნადირთა საჩიხეში დვრინავდა ბოკვერი ლომისა.
დემეტრე მეფე დარბაზონში შემოვიდა, პირჯვარი გადაიწე-
რა, სარეცელის წინ დაიჩოქა და მარჯვენაზე ემთხვია თავის სა-
თაყვანებელ მამას.
ასე დაამარცხა ომებში უძლეველი დავით მეფე ყოველთა
შემმუსვრელმა სიკვდილმა.
და ეს იყო უკანასკნელი ომი...
1962. 25. V.
ტფილისი.
907 მკითხველთა ლიგა
მესამე წიგნის ბოლოსიტყვა
ბარე ხუთმეტი წლის მუშაობა მოვანდომე ჩემი ეპოპეის „და-
ვით აღმაშენებლის“ სამ წიგნს. ამ ხნის მანძილზე იმდენი ისტო-
რიული მასალა დამიგროვდა, რაკი ამ ეპოქას უკვე აღარ მივუბ-
რუნდები ალბათ, გადავწყვიტე ეს ტრილოგია ტეტრალოგიად
მექცია, ე. ი. ეპოპეის ფინალი მეოთხე წიგნში გადამეტანა.
დიდი მოცულობის ნაწარმოებთა მხატვრული არქიტექტონი-
კის აგებას, ნაირ-ნაირი ხასიათების მოცემას, ტიპაჟის მთელი
გალერეის შექმნის სიძნელეებს რომ თავი დავანებოთ, ავტორი-
სათვის ადვილი როდი იყო წმინდა ფაქტოლოგიური ხასიათის
ცნობათა მოპოვებაც.
ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე უჩიოდა ქართული ისტორიული
ქრონიკების სიღარიბეს. რა თქმა უნდა, ეს „სიღარიბე“ პირობი-
თი ცნებაა.
ის მცირეოდენიც, რაც საქართველოში მკაცრი საუკუნეების
განმავლობაში მომხდარ კატაკლიზმებს გადარჩენია, უთუოდ
ნამუსრევთა ნამუსრევია ყოველივე იმისა, რაც გაგვაჩნდა. თვით
დავითის მემატიანის შრომა ფრაგმენტების სახით მოღწეულია
ჩვენამდის.
ჩვენდა სავალალოდ, ქართულ ქრონიკებში უმთავრესი ად-
გილი უჭირავს მეფეთა პანეგირიკას, დინასტიურ ამბებსა და
არისტოკრატიული, მმართველი წრეების ყოფის აღწერას.
მემატიანენი ფრიად ძუნწად გვაწვდიან ცნობებს ხალხის
ცხოვრების ვითარებათა შესახებ. მათ ჩანაწერებში იშვიათად
ვხვდებით მასალას თვით შრომის და ომის, ლაშქართა წყობისა
და ციხეთა გარემოცვის გამშუქებელს; ამ ქრონიკებში არ
მოიპოვება სწორედ ის დეტალები, რომელნიც ეგზომ ესაჭი-
როება ისტორიულ მასალაზე მომუშავე მწერალს ერის სო-
ციალური წყობილების, წოდებათა ურთიერთობის გამოსავლე-
ნად და გამოსახატავად.
ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსი ამტკიცებს: XI-XII საუკუნის
საქართველოში ბატონყმობის ნაცვლად პატრონყმობა არსე-
ბობდაო. საქმე ისაა, რომ ამ ინსტიტუტის რაობა თავათაც ბუნ-
დოვანად აქვთ წარმოდგენილი მათ.

908 მკითხველთა ლიგა


ქართული სახელმწიფოს იურიდიული ნორმების შესახებ
ძვირფასი შრომები დაგვიტოვა განსვენებულმა აკადემიკოსმა
ივანე ჯავახიშვილმა, მაგრამ ისინიც მრავალ ხარვეზს შეიცავენ.
ეს ნორმები არისტოკრატიას და კლერიკალურ წრეებს შეეხება
უპირატესად.
ჩემს მუშაობას დიდ სიძნელეებს უქმნიდა ის გარემოებაც,
რომ ჩვენს ისტორიკოსებს ჯერაც საფუძვლიანად შესწავლილი
და ანალიზებული არა ჰქონიათ ძველი საქართველოს გარე სამ-
ყარო, ე. ი. ჩვენი უშუალო მეზობლები და ჩვენი მტრები, იმჟა-
მინდელი მათი ცხოვრება, სახელმწიფური სტრუქტურა და ჩვენს
ხალხთან ურთიერთობა.
ამ გარემოებათა მეოხებით, მე იძულებული გავხდი რამდე-
ნიმე წლის გულმოდგინე შრომა შემეწირა სომხეთის, ბიზანტიის,
რუსეთის, სელჯუკიანთა სასულტანოს, ყიფჩაღეთის ქრონიკები-
სა და ისტორიების შესწავლისათვის.

***
„დავით აღმაშენებლის“ პირველმა და მეორე წიგნმა საკმა-
ოდ ხანგრძლივი პოლემიკა გამოიწვია. მრავალმა პასუხისმგე-
ბელმა ჩვენმა მეცნიერმა და მწერალმა მამცნო თავისი აზრი ჩე-
მი მუშაობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების
შესახებ პირველი წიგნის გამო გამართულ დისკუსიებზე.
ცხადია, მწერალი უცილოდ ვალდებულია კრიტიკის სიგნა-
ლებს ანგარიში გაუწიოს. მე არ ვეკუთვნი, ვგონებ, კატეგორიას
იმ ადამიანებისას, რომელთაც ერცხვინებათ თავისი შეცდომე-
ბის საჯაროდ აღიარება.
მრავალმა კომპეტენტურმა და კვალიფიციურმა მკითხველმა
ხმა მომაწვდინა და მანიშნა „დავით აღმაშენებლის“ ენა რო-
გორმე გამემარტივებინა როგორც სინტაქსის, ისე ლექსიკის
მხრით.
ამ სიგნალებისთვის სათანადო ანგარიშის გაწევა, დიახაც,
საჭიროდ ვცანი, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ლიტერატური-
სადმი უდიდესი ინტერესი აღუძრა ხალხის მასებს, ამ ინტერე-
სებმა მანამდის არნახულ მასშტაბებს მიაღწია ჩვენი თაობების
თვალწინ.

909 მკითხველთა ლიგა


„დავით აღმაშენებლის“ მეორე წიგნის გამოსვლის გამო
1946 წ. გამართულ დისკუსიაზე, მწერალთა კავშირში გამოსულ-
მა ამხანაგებმა აღნიშნეს კიდევაც, რომ ჩემი რომანის ამ ნაკ-
ვეთში მე შევძელი ენის მნიშვნელოვნად გამარტივება და დახვე-
წა.
მომეტებულის გულმოდგინებით გადავამუშავე წინამდებარე,
მესამე წიგნის ის ვარიანტი, რომელიც ჟურნალ „მნათობში“
დაიბეჭდა.
ცხადია, თანამედროვე ქართულში ბადალის უქონლობის გა-
მო შეუძლებლად ვცანი ქართული სახელმწიფო აპარატის ფუნ-
ქციონერთა წოდების მოდერნიზება. ავტორისეული რემარკე-
ბის, ე. ი. ავტორის თხრობის ენა გავუთანაბრე ჩემსავე ენას, რო-
მელსაც მკითხველი იცნობს ჩემი რომანების: „დიდოსტატის
მარჯვენის“, „მთვარის მოტაცების“, „გოეტეს ცხოვრების რომა-
ნის“, ჩემი პოლიტიკური და კრიტიკული წერილების პასაჟები-
დან.
ოდნავ არქაული ტონი შევურჩიე მაღალი რანგის სამღვდე-
ლო პირების, ჭყონდიდელის და ეპისკოპოსების მეტყველებას,
ხოლო რაიცა შეეხება ამავე წოდების დემოკრატიულ ფენებს,
გლეხებს, მეომრებს და სხვათ, აქ ვხმარობდი ხალხურთან მისა-
დაგებულ იდიომებს, ქართული ენის სხვადასხვა დიალექტიკი-
დან გამომდინარე ნიუანსების გათვალისწინებით.
***
ჩემი ეპოპეის პირველი წიგნის გამოსვლის უმალვე მისაყვე-
დურა ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ რუს-ქართველთა ურთიერ-
თობის იგნორირება.
მაგრამ აქ უცილოდ უნდა აღვნიშნო შემდეგი გარემოება:
ვინ არ იცის რუს-ქართველთა მეგობრობისა, პოლიტიკური-
სა და კულტურული სოლიდარობის ფესვები უშორეს წარსულში
რომ არის გადგმული.
ჩემი ეპოპეის წერისას იმდენი მასალა დამიგროვდა ამ შემ-
თხვევაშიაც, არამც და არამც არ ვაპირებდი ამ მომენტის მხედ-
ველობიდან გაშვებას. მაგრამ დავით აღმაშენებლის პირველი
წიგნი გამოხატავდა 1080-1092 წლების მოვლენებს. მეორე წიგ-
ნი მოუნდა უპირატესად ჯვაროსნული ომების პირველ პერიოდს,
ხოლო ვლადიმირ მონომახისა და კიევის რუსეთის პოლიტიკუ-
910 მკითხველთა ლიგა
რი თავკაცების გააქტივება ყიფჩაღების – „პოლოვცების“ წინა-
აღმდეგ ბრძოლებში იწყება XII საუკუნის პირველი ათეული
წლიდან, ე. ი. 1106-1116 წწ. და სწორედ ამ ეპოქას ვუძღვენი მე-
სამე წიგნი.
საგანგებოდ შევისწავლე რუსული ქრონიკები და შეძლები-
სამებრ ავსახე კიდევაც ჩემს რომანში რუს-ქართველთა პირვე-
ლი მეგობრობა, ვლადიმირ მონომახის ბრძოლა ყიფჩაღების, ამ
მოხეტიალე ნომადების წინააღმდეგ.
ეს მომენტი ორგანულად დავუკავშირე რომანის ქარგას.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ მონომახმა დაამარცხა ყიფჩაღე-
ბი და რუსებმა დონს გადმოღმა გადმორეკეს ეს ნომადები, და-
ვით აღმაშენებელმა ისარგებლა რუსების ამ გამარჯვებით, ქი-
რის სპად აიყვანა მთელი ტომი ყიფჩაღებისა და სამხრეთის
თურქთა – სელჯუკიანთა წინააღმდეგ გაწეულ ბრძოლებში გა-
მოიყენა ისინი.
ცნობილია, შუა საუკუნეებში ესა თუ ის რელიგია, აკავშირებ-
და მრავალ ერს, მრავალ ტომს.
თუ ქართველები, სომხები და ბერძნები მოგერიებითი ხა-
სიათის ბრძოლებს აწარმოებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის
თურქების, სელჯუკიანების წინააღმდეგ, მეორე ჯგუფი თურქები-
სა – ყიფჩაღები და პაჭანიკები კიევის პერიოდის რუსეთს უტევ-
დნენ. ეს ნომადები სოლივით შეჭრილნი იყვნენ უზარმაზარ ტე-
რიტორიაზე, კასპიიდან აზოვის ზღვამდის და ჩვენს ერთმორწმუ-
ნე რუსის ხალხს ხელს უშლიდნენ ბერძნებთან, სომხებთან და
ქართველებთან კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის
დამყარებაში.
დავით მეფის გენიოსური გამჭრიახობა სწორედ ის არის,
რომ მან ოსტატურად გამოიყენა ერთმორწმუნე რუსი ხალხის
ისტორიული გამარჯვება საერთო მტრის – ისლამური რეაქციის
წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ გზით გადაარჩინა გამუსლიმების
საფრთხეს როგორც იმჟამინდელი საქართველო, ისე მთელი
კავკასია.

911 მკითხველთა ლიგა


***
კრიტიკის სიგნალები შეეხებოდნენ პირველ და მეორე წიგ-
ნში ხალხის წრიდან გამოსული გმირების სიმცირეს. ჩემი ეპოპე-
ის ზემოხსენებული ნაკვეთები მიძღვნილი იყო ფეოდალური
პარტიკულარიზმის წინააღმდეგ დავით მეფის ბრძოლისა და სა-
გარეო ვითარებათა გამოსახვისადმი უპირატესად.
მესამე წიგნში საგანგებო ანგარიში გაეწია ამ გარემოებას.
ავტორი შეეცადა ეჩვენებინა ხალხი. იგულისხმება გუთნისდე-
დის – გაბრიელ ხორგაის შვილები, ნადიაკვნარი ხახუტაი, ასის-
თავი ლათერია, დიაკონი სევასტი, სიტყვაი ქორა, მექათმე
თეონა, რუსი მჭედელი ნიკალა, ყიფჩაღი შორტაი, მეთონეები,
ბერები და სხვანი.
რელიაგიასა და მის წარმომადგენლებს გამსრესელი ზეგავ-
ლენა ჰქონდათ როგორც შუა საუკუნეთა პოლიტიკის, ისე ყოფის
სფეროებში. ავტორი შეეცადა გამოევლინებინა როგორც ჯვა-
როსნული მოძრაობის თავკაცების, ისე ქართული სამღვდე-
ლოების არისტოკრატიული წრეების ობსკურანტიზმი, დავითის
ქრონიკაში „ქვაბ-ავაზაკთა“ მოთხრობილი გარყვნილებისა და
გონების დაჩლუნგების ამბები.
1953. X.
ტფილისი.

912 მკითხველთა ლიგა


ტეტრალოგიის ბოლოსიტყვა
უკვე 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ტეტრალოგიის
„დავით აღმაშენებლის“ წერას შევუდექი. მე არ ვანგარიშობ იმ
წინასწარ მუშაობას, რომელიც წინ უძღოდა ამ საქმეს.
„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენის“ ბოლოსიტყვაობაში
დათქმული მქონდა „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებს, გვერ-
დით ამოვუყენებ-მეთქი შესაფერსა და საკადრის ექვივალენტს.
ეს ორი შრომა ასზე მეტ სასტამბო ფორმას შეიცავს. ჩემმა
მკითხველმა თავათ განსაჯოს, თუ რამდენად შევძელი ამ დანა-
ქადების სისრულეში მოყვანა.
უნდა ვაღიარო, მე თავათ წარსულს ჩემი ერისას როდი გან-
ვიცდი როგორც „წარსულს“, გადავლენილს. მთელი ჩემი გუ-
ლისყური იქითკენ იყო მიმართული, რომ იგი აწმყოში გადმომე-
ნერგა და უკვე ლანდადქცეული გმირები წარსულისა გამეცოც-
ხლებინა.
თავისთავად ცხადია, ჟამის უსრულო დენაში ხუთმეტი, გინ-
დაც ოცი საუკუნე, ეს ერთი დაფახულებაა თვალისა.
მე ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, როგორც ხელოვანი და მა-
მულიშვილი ჩემი ქვეყნისა, რომ მე და ჩემს ხალხს შეგვიძლია
უკან მოვიხედოთ და თვალით დავინახოთ, თუ როგორ უბრძო-
ლია ქართველ ხალხს თავისი კულტურისა და თავისი ენის თა-
ვისთავადობისათვის.
ამ ხნის მანძილზე მრავალი ერი, მრავალი ტომი შეეწირა არ-
სებობისათვის უსწორო ბრძოლას. მართალია, ჩვენს ხალხს აბ-
ჯარი შემოაცვდა პერმანენტულ ომებში, მაგრამ მისი შეუდრეკე-
ლი სული თავგამეტებით იბრძოდა და იბრძვის დღესაც.
თავდაპირველად, აგრე მეგონა, თითქოს მე ვწერდი მარ-
ტოოდენ ქართულ ენაზე მეტყველთათვის, მაგრამ მრავალმა
გულტფილმა წერილმა, რომელნიც მომდიოდა და მომდის
დღემდის, ოთხი ოკეანის ნაპირებზე მდებარე ხალხთა შვილები-
საგან, გამახარეს და დამარწმუნეს, რომ ჩემმა შრომებმა თანაგ-
რძნობა გამოიწვიეს არა მარტო საბჭოეთის, არამედ ევროპისა
და აზიის სხვადასხვა ერების გულში.

913 მკითხველთა ლიგა


თავის დროზე ეს აღინიშნა ქართულსა და ფრანგულ პრესა-
ში. ამ კორესპონდენციების დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია და
ჩემს არქივში ინახება...
იგიც სასიხარულო იყო ჩემთვის, ჩემი რომანები ჩემგან და-
უხმარებლად რომ ითარგმნა და ითარგმნება მრავალ ენაზე.
ბუნებრივია, რომ ამან ყოველივემ მხნეობა შემმატა... ამ წე-
რილებს მწერდნენ მწერლები, მუშები, სამხედრო პირნი, სტუ-
დენტები და მოსწავლენი.
ამას წინათ, კალუგიდან მომწერა მოხუცებულმა მასწავლე-
ბელმა ქალმა. იგი მეკითხებოდა: ბოლოს და ბოლოს, როდის
შეირთავს დავით მეფე დედისიმედს? სად არის მეოთხე წიგნი?
თქვენ როგორა ხართ? გევედრებით მიპასუხოთ.
ამ ერთი თვის წინად, კიროვიდან მომივიდა რუს მწერალთა
კოლექტიური წერილი, რომელშიაც მთხოვდნენ კიროვში ჩას-
ვლას, მათთან გაცნობას და საღამოს გამართვას.
ჩვენი ქვეყნის უდიდესი მტრებიც ვერ წაართმევენ საბჭოურ
ხელისუფლებას ამ სიმართლეს: კომუნისტურმა პარტიამ და
ჩვენმა პრესსამ გაუგონარი ინტერესი აღძრეს მილიონების
გულში მწერლობისადმი.
გამოტეხილად რომ მოგახსენოთ, ჩემთვის ჩვეული სტილისა
და წერის მანერის მეოხებით, მე თავათ არა ვთვლიდი ჩემს თავს
მაინცდამაინც პოპულარულ მწერლად. არცთუ ოდესმე ენერგია
და დრო დამიხარჯავს „სახელის ორგანიზებისათვის“, რადგან
მუდამ ვიცოდი: სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი
თავათ მოგაკითხავს.
სამწუხაროდ, ხან მოუცლელობის, ხან ავადგახდომის მეოხე-
ბით მე ვეღარ ვაძლევდი სათანადო პასუხს ყველას.
რად დაიგვიანა ტეტრალოგიის მეოთხე წიგნმა?
ჩემს მკითხველს ალბათ მოეხსენება, რომ „ჩემი დიდოსტა-
ტი“ და „დავით აღმაშენებელი“ მარტოოდენ ქართულ ისტორი-
ულ ქრონიკებს როდი ემყარებიან, ამ რომანების გმირები მოძ-
რაობდნენ საკმაოდ ვრცელ სამყაროში, რომელიც განფენილია
ჩინეთის გალავნებიდან – ეგვიპტემდის, გულგულადან – ანი-
სამდის, ანისიდან – დიდი ბრიტანეთის კუნძულებამდის.

914 მკითხველთა ლიგა


ეს ამბები ხდებოდა საქართველოში, სომხეთში, კიევის რუ-
სეთში, სირია-პალესტინაში და მთელს ევროპაში, მეათე-
მეთორმეტე საუკუნეთა მანძილზე.
უნდა ვაღვიარო: მე უპირატესად ევროპელი ხალხების ისტო-
რიაში მიმუშავნია განსწავლისა და მოგზაურობის წლებში
(1912-1923 წლამდის). მართალია, თავის დროზე დიდი ენერგია
დავხარჯე ინდოეთის ისტორიისა და კულტურის შესაცნობად,
მაგრამ წინა აზიის მუსულმანური სამყარო ჩემთვის ერთგვარი
„ტერრა ინკოგნიტა“ – უცნობი მიწა იყო.
საბედნიეროდ, ისინი ხელმისაწვდომია ფრანგულ, ინგლი-
სურ და გერმანულ ენებზე, რამაც ეს საქმე გამიადვილა.
აქვე მინდა მადლობის გრძნობით აღვნიშნო, ჩვენმა სახელ-
განთქმულმა სემიტოლოგმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელ-
მა საგანგებოდ მითარგმნა იბნ აზრაკ ალ-ფარიკის რომანში მო-
ტანილი ციტატები.
ეგეც უნდა აღინიშნოს, როგორც რუს მწერლებს, ისე დასავ-
ლეთელ რომანისტებს სრულიადაც არ დასჭირვებიათ პირველ-
წყაროთა უშუალოდ შესწავლა, როცა ისინი თავიანთი ერის ის-
ტორიის პოეტიზირებას ახდენდნენ თავიანთ რომანებში.
ფლობერი, რომელიც დიდად დავალებული იყო ფრანგ ის-
ტორიკოსებისაგან თავის „სალამბოს“ წერის დროს, დასცინოდა
კიდევაც მათ, ერთხელ ასეთი უხეში ფრაზაც წამოსცდა: ვაფურ-
თხებო თქვენს არქეოლოგიას.
ლევ ტოლსტოისა და ალექსეი ტოლსტოის ხელთა ჰქონდათ
უცხოელი ელჩების მოგზაურობისა და მემუარისტების შრომები.
ასე რომ, ჩამოთვლილ რომანისტებს სჭირდებათ მხოლოდ
და მხოლოდ რომანული ქარგის მოხაზვა და ხასიათების გამო-
ძერწვა.
ცნობილია, თუ როგორ დაბურდულია XI-XII საუკუნეების ის-
ტორია. ეს იყო ეპოქა ხალხთა გადასახლებისა.
ერთი ევროპელი დიდი ისტორიკოსი თავის დროზე სჩივოდა
კიდევაც: XI საუკუნე ხალხთა გადასახლებისა წინა აზიაში, დაწ-
ყევლილი ეპოქააო.
ასეთი იყო არა მარტო სელჯუკიანების შუა აზიიდან აყრა,
ირანში, სომხეთში, საქართველოსა და ბიზანტიაში შეჭრა, არა-
მედ თვით ჯვაროსნული ომებიცა. ევროპიდან აიყარა ნახევარ
915 მკითხველთა ლიგა
მილიონზე მეტი სამხედრო, სამღვდელო პირი, მათი მონასპანი.
დალაშქრეს სირია, პალესტინა, მესოპოტამია.
ეს იყო, რა თქმა უნდა, რელიგიურ საფარველს ამოფარებუ-
ლი დასავლეთელთა იმპერიალისტური ექსპანსია აღმოსავ-
ლეთში.
როგორც ვიცით, პირველი ჯვაროსნული ომი კატასტროფით
დასრულდა, ბავარიის ჰერცოგს ველფ ფონ ბაიერნს მცირე
აზიაში ჩამოჰყვა ორას სამოცი ათასი მონასპა და მთელი ეს
უზარმაზარი არმია ჯვაროსნებისა, სელჯუკიანთა ხმლის მსხვერ-
პლი გახდა.
ჯვაროსნული ომების აღწერა დავით აღმაშენებლის მეორე
წიგნში იმადაც დამჭირდა, რომ ჩემი მკითხველებისათვის მეჩვე-
ნებინა, სელჯუკების სახით თუ რა ვერაგ მტრებთან ჰქონდა
ბრძოლა „უშიშარსა და გულით უძრავ“ დავით მეფეს. ბოლოს და
ბოლოს, დავითის ბუნებრივი მოკავშირენი იყვნენ მხოლოდ და
მხოლოდ მცირე სომხეთის მბრძანებელნი და ბიზანტიის კეისა-
რი ალექსი კომნენი.
1118 წელს, როგორც ვიცით, ალექსი კომნენი მოკვდა, კი-
ლიკიის სომხეთი გადათქერეს თურქმანებმა, ასე რომ, დავითი
მარტოხელა დარჩა სელჯუკიანთა იმპერიის უშველებელ ვეშაპ-
თან ბრძოლაში.
მე არ ვეთანხმები ჩემს მასწავლებელყოფილს, აკადემიკოსს
ჰანს დელბრიუკს, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს არც ანტიურ
პერიოდში, არც შუა საუკუნეებში მეფეებსა და სარდლებს არა
ჰქონდეთ საშუალება დიდი არმიების შენახვისა და გადაყვან-
გადმოყვანისა.
უნდა გავიხსენოთ არა მარტო ჯვაროსანთა თავკაცების მაგა-
ლითები, თვით სელჯუკთა და მონღოლთა უზარმაზარი არმიების
მოძრაობა კავკასიასა და წინა აზიაში.
საქმე ისაა, რომ ეს ნომადი ხალხები თავიანთი სამშობლო-
დან დედაწულიანად აყრილნი, ასეულ ათას მონასპისაგან შემ-
დგარ არმიებს დასძრავდნენ ხოლმე. ამ არმიებს დედაწუ-
ლიანად აყრილს, თან ახლდა მრავალი ასეული ათასი ცხვრის
ფარები და საქონლის ჯოგი, გარდა ამისა, ისინი გზადაგზა ძარ-
ცვავდნენ დალაშქრულ ერებს.

916 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, მათე ედესსელისა, გოტიე კანცლერის და იბნ აზრაკ
ალ ფარიკის მიერ მოტანილი ციფრები, მუსულმანთა კოალიცი-
ის მიერ საქართველოში მოყვანილი ლაშქრის გამო, მე არ მეჩ-
ვენება ჰიპერბოლად.
რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლის გენიოსურ სტრატეგიას
ხელს უწყობდა ჩვენი მთიანეთისა და ჩვენი ტყეების მიერ შექ-
მნილი დაბრკოლებანი, რაც დიდი არმიების ჯეროვნად გაშლის
საშუალებას არ აძლევდა მტრებს.
ნაწილობრივ, ამით უნდა ავხსნათ ფარცხისში გამარჯვება
გიორგი მეორისა, სადაც მან გაიმარჯვა მალიქ-შაჰ სულტანის
აურაცხელ ლაშქართან ბრძოლაში, და უმაგალითო გამარჯვება
დავით მეფისა დიდგორში 1120 წელს.
საერთოდ ცნობილია: აღმოსავლეთის ხალხთა ანალები და
ისტორია ფრიად და ფრიად აღრეულია. მნიშვნელოვანი თარი-
ღების დადგენაც კი უძნელდებათ თანამედროვე ისტორიკოსებს.
ცხადია, ეს ყოველივე მიეწერება ნაწილობრივ უცხოთა ინვაზი-
ებს, ხანაც ჩვეულებრივ დაუდევრობას.
ჩვენს განსვენებულ დიდ მეცნიერს, აკადემიკოსს ე. თაყაიშ-
ვილს, თავის დროზე მოთხრობილი აქვს: თვით ისეთი ძვირფასი
ძეგლი, როგორიც არის „ხელმწიფის კარის გარიგება“, ამ მეც-
ნიერის თვალწინ, ნაგავთან ერთად გამოეხვეტა ერთი დიდაზ-
ნაურის მსახურს.
თვით ქართული ისტორიის უდიდესი პიროვნებების, დავითი-
სა და თამარის, ცხოვრების ზოგიერთი თარიღი ჯერაც დაუდგე-
ნელია და საკამათო.
პირველთქმულს რომ მივუბრუნდეთ, „დავით აღმაშენებ-
ლის“ მეოთხე წიგნის გამოცემას ხელს უშლიდა შემდეგი გარე-
მოებაც: როცა მწერალი რომანსა სწერს, შემოქმედების პრო-
ცესში გმირები იზრდებიან, ვაჟკაცდებიან, მრავლდებიან, სი-
ტუაციები რთულდებიან, ავტორი დაუცხრომლად ეძებს ახალსა
და ახალ მასალებს.
ყოველივე ზემოხსენებულის მიზეზით, დავით აღმაშენებლი-
სადმი მიძღვნილმა ჩემმა ეპოპეამ, რომელიც ჩემის წინასწარი
ვარაუდით ათ წელიწადში უნდა დამესრულებინა, ოცდახუთ
წელზე მეტი დრო მოინდომა, ე. ი. ჩემი შეგნებული ცხოვრების
თითქმის ერთი ნახევარი.
917 მკითხველთა ლიგა
ხანდახან ვშიშობდი კიდევაც, ვაჲთუ სიკვდილმა მიწიოს-
მეთქი. როცა ჯერ კიდევ პირველ წიგნს ვწერდი და კალამს ვი-
ალმასებდი შემდეგი წიგნების დასაწერად, მე უკვე ვიცოდი, რომ
ჩემი ეპოპეის უკანასკნელ თავს უნდა რქმეოდა „უკანასკნელი
ომი“.
და აჰა, ეს უკანასკნელი ომიც გადავიხადე.
უკვე საკმაოდ დაქანცულს აგრე მეგონა: ჩემი ფანტაზია და-
იშრიტა და აწი ვერაფერს დავწერ-მეთქი, მაგრამ ამ ოცდახუთი
წლის განმავლობაში სხვადასხვა ერთა ისტორიული ქრონიკე-
ბის ჩხრეკისას იმდენი მასალა დამიგროვდა, არსთაგანმრიგემ
თუ დამაცალა, შევეცდები, მივსწვდე იმ ეპოქასაც, რომელიც
მონღოლთა შემოსევით იწყება.
გარდა ამისა, განზრახული მაქვს ჩვენი ისტორიის ანტიურ
პერიოდსაც შევეხო. რა თქმა უნდა, არც თანამედროვე საქარ-
თველოს დავივიწყებ, რადგან ყველაფერი რაც მე შემიქმნია
ჩვენი ერის სახელოვანი წარსულის სადიდებლად, განკუთვნი-
ლია ჩემი ხალხის დღევანდელი დღისა და მისი მომავლისათვის,
რომლის მედაფედ და მეაბჯრედ მომაქვს კიდევაც თავი.
ყოველივე ის, რაც ჩვენი ქვეყნის აწმყოს არ ეკორესპონდი-
რება, სავსებით ამაო ხარჯვაა ენერგიისა და ქაღალდისა.
ზოგიერთ კრიტიკოსს ეგონა, თითქოს მე ბაგრატიონების პა-
ნეგირიკა მაინტერესებდა. ჩვენს ისტორიაში 200-ზე მეტი მეფის
სახელია ცნობილი, მაგრამ მრავალ მათგანისათვის ერთ წვეთ
მელანს არ დავხარჯავდი. მე თუ ძეგლი ავუგე გიორგი I-ს და
ბაგრატ IV-ს, გიორგი II-ს, დავით აღმაშენებელს, ეგ იმიტომ,
რომ ისინი ქართველი ხალხის საარსებო ბრძოლების თავკაცე-
ბი და დიდი მამულიშვილები იყვნენ.
როგორც ჩემი მკითხველი თავათ დარწმუნდება, თუმცა მე-
ოთხე წიგნი დიდი ინტერვალის შემდეგ დაიწერა, ამ ხნის მან-
ძილზე მე ჩემი მართლწერა და ლექსიკა არსებითად არ შემიც-
ვლია, ამიტომაც ამ ტომს არ დავურთე ზოგიერთ სიტყვათა გან-
მარტებანი.
1962. 28. V. ტფილისი.

918 მკითხველთა ლიგა

You might also like