You are on page 1of 2

ანტიკური ფილოსოფია

ყველაზე მნიშვნელოვან როლს ამ ჰეტეროგენულ (არაქრისტიანულ) ელემენტებს შორის


ანტიკური ფილოსოფია ასრულებს. რუსთველისდროინდელი და მისი წინამორბედი
ქართული კულტურა კარგად იცნობდა ამ ფილოსოფიურ წყაროებს, რომელთა
თარგმნაკომენტირების ნიმუშები იმ ხანის ქართულ მწერლობაში ბევრი მოიპოვება.
„ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება არისტოტელეს, პლატონის, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს,
პროკლეს აზრების დამოწმება ან ციტაცია. მაგრამ სისტემატურად გამოყენებულია მხოლოდ
პლატონური და ნეოპლატონური ფილოსოფია, რომელსაც პოეტი, იმ შემთხვევაში, როცა იგი
პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ წარმოდგენებთან, თავისებურ
ქრისტიანულ გარდატეხას აძლევს. უკანასკნელი (ნეოპლატონიზმი) რუსთაველის
თხზულებაში შემოდის, ძირითადად, ქრისტიანი ნეოპლატონიკოსის – ფსევდო-დიონისეს
კონცეფციის მეშვეობით, რომელსაც პოეტი სახელით იმოწმებს, მაგრამ პოემაში არის იმის
ნიშნებიც, რომ ავტორი უშუალოდ წარმართულ ნეოპლატონიზმსაც იცნობს. რუსთაველი
კარგად იცნობს ნეოპლატონიზმის გაქრისტიანების იმ თავისებურ ცდასაც, რომელიც XII
საუკუნის ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე პეტრიწმა განახორციელა პროკლეს „თეოლოგიის
ელემენტების („კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი“) თარგმნისა და ვრცელი კომენტირების
გზით. გვ. 74 ნეოპლატონიზმის ქრისტიანული გარდატეხა კი, რასაც რუსთაველი ხშირად
მიმართავს ხოლმე, იმაში მდგომარეობას, რომ ნეოპლატონურ ცნებებში მას ქრისტიანობის
პერსონალური ღრმთის წარმოდგენა შეაქვს. პოემის ფილოსოფიურ კონცეფციას, რომელიც
მოქმედების მსვლელობის ერთგვარი თეორიული წანამძღვარია, წარმოადგენს ბოროტთა
უარსობის ანუ ბოროტების არასუბსტანციონალობის ნეოპლატონური კონცეფცია, რომლის
ციტაციას რუსთაველი ფსევდო-დიონისეს მიხედვით ახდენს: თუკი ქვეყანა თავის
საფუძველში კეთილია (დიონისეს მიხედვით იგი შექმნილია ღვთის მიერ, რომელიც თვით
არის „ზესთა კეთილობაი“, ნეოპლატონიზმის წარმართული ვარიანტით, იგი
გამომდინარეობს „ერთიდან“, რომელიც თვით არის სიკეთე), თუკი ბოროტება მხოლოდ
კეთილის „მოკლებაა“ და მას საკუთარი სუბსტანცია არ გააჩნია, როგორც ამას
ნეოპლატონიზმი გვასწავლის, მაშინ ქვეყნად ბოროტების გამარჯვებასაც ხანგრძლივობა არ
ჰქონია. კეთილი ბოროტს სძლევს. რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი არსება
ბოროტისაზე გრძელი ყოფილა.ამ ფილოსოფიურად ოპტიმისტურ კონცეფციას ცენტრალური
ადგილი უჭირავს რუსთაველის პოემის საფუძვლად მდებარე მსოფლმხედველობის მწყობრ
შენობაში, რომლის მიზანია, თეორიულად დაასაბუთოს პოემის ძირითადი ეთოსი – ჭირში
გამაგრების, ბედის დარტყმების წინაშე „არგადრეკის“, სასოწარკვეთილებაში არჩავარდნის
ნორმატული მცნება. გარდა ამ ძირითადი კონცეფციისა, პოემაში უხვადაა გამოყენებული სხვა
ნეოპლატონური იდეებიც, როგორც წესი,ონტოლოგიური ხასიათისა, რომლებიც მთლიან,
ქრისტიანობისაგან განსხვავებულ მსოფლმხედველობად არ ერთიანდებიან, მაგრამ მაინც
ახასიათებენ ავტორის აზროვნების ზოგად ორიენტაციას ფილოსოფიაზე (და არა რელიგიაზე)
როგორც შინაარსის, ისე გამოხატვის ფორმის მხრივ: რუსთაველი იცნობს ღვთიურ ცნობას
(ნეოპლატონური ѵoσς ანუ მეტაფიზიკური „გონება“A407) და პროკლესეულ „სულთა სირას“
(oειρα 884). გვ. 75 მას გამოყენებული აქვს ნეოპლატონური „ერთისა“ და მრავლის მეტაფიზიკა
(792), სამყაროს შექმნა მისთვის არის არა საგანთა შექმნა არაფრისაგან, როგორც ძველი
აღთქმის ავტორთათვის, არამედ საგანთა „სახის“ ანუ ფორმის, მათი იდეალური პროტოტიპის
შექმნა (2).ზოგჯერ ეს პროცესი დროის გარეშეც კი არის წარმოდგენილი (792). ქვეყნად გაჩენა

You might also like