You are on page 1of 1

ვერა ბერია

86 წლის ასაკში აღესრულა სათნო, ღვთისნიერი ქალბატონი აფხაზეთის მკვიდრი ვერა


ბერია, ქალბატონი, რომელიც ბუნებით გახლდათ თავმდაბალი, სპეტაკი, ქალური
ღირსებით შემკობილი. ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი მანდილოსანი ყველგან და
ყოველთვის სიკეთეს თესდა და სწორედ ამ რწმენით ზრდიდად შვილებს და
შვილიშვილებს. მისი ქველმოქმედების ამბავი საქვეყნოდ იყო ცნობილი. ის გახლდათ
თბილი, ტკბილად მოსაუბრე, ადამიანი რომლის მკერდშიც მოყვასის სიყვარულით
აღსავსე გული ძგერდა. ქალბატონი ვერა ქვეყნიერებას სწორედ რომ სიკეთის
კეთებისათვის მოევლინა. სულ იმის ცდაში იყო გაჭირვებული ადამიანისათვის ხელი
მოემართა, დახმარებოდა სულიერად, ეკონომიურად, ფიზიკურად. სწორედ, რომ
უბრალოებაში, თავმდაბლობაში, კაცთმოყვარეობაში იყო მისი ადამიანური ხიბლი. ის
იცავდა ქართულ ტრადიცებს, ქრისტეს მცნებას. სიხარულს ანიჭებდა და იმედით
აღავსებდა ადამიანებს, აფხაზეთში დაბადებულს და გაზრდილს სამეგრელოში მოუწია
ცხოვრება, აქაც ყველამ შეიყვარა ეს დიდებული ქალბატონი. ის გახლდათ საუკეთესო
მეუღლე, დედა, ბებია. წავიდა ჩვენგან ეს საოცრად მზრუნველი, ყველასათვის
საყვარელი ქალბატონი. ქალბატონო ვერა მადლობა ამაგისათვის განისვენეთ
მშვიდად, ოჯახის, ნათესავების, მეზობლების ხალხის წინაშე ვალმოხდილო. ნათელი
დაადგეს შენ საფლავს, უფალს ებარებოდე.

შვილები: ვეფხვია, ნონა, მზია, მადონა.


შვილიშვილები: ირაკლი, თემური, ინგა, თამთა, ვიკა, ნუგზარი, ვოვა, თემური.
შვილთაშვილები: ანასტასია, ნატალი, მიხეილი, ტონი, მიშელი, ვერიკო, თემური, კატო,
კონსტანტინე, ნიკა, დანიელ. იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მზრუნველი, ამაგდარი,
საყვარელი, საფიცარი, სამაგალითო, დედა, ბებია, ვერა ბერია - შონია. ჩვენო
ძვირფასო დაუვიწყარო მადლობა ამაგისათვის ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი

You might also like