You are on page 1of 6

მკითხველთა ლიგა

დინო ბუძატი
და მფრინავი თეფშიც დაეშვა .

მოსაღამოვდა, სოფელში თითქმის ყველას ეძინა. პატარა ხეებიდან მსუბუქი ნისლი


მოცურავდა; სადღაც შორს ბაყაყი ტოლს უხმობდა. ის ჟამი იდგა გულქვასაც რომ გულს
მოულბობს - მოწმენდილი ცა, იდუმალებით სავსე სიმყუდროვე, ბოლის სუნი,
ღამურების ფრთხიალი, მოჩვენებების ფაჩუნი ძველისძველ სახლებში ... და აი,
სწორედ ამ დროს კორტოხზე აღმართულ სამრევლოს ეკლესიის სახურავზე რაღაცა
დისკო დაეშვა.

ყველას გულმშვიდად ეძინა თავ-თავიანთ სახლებში და თვალი არავის მოუკრავს


უგრეხელის მარცვლის მსგავსი უშველებელი, ბრჭყვიალა, კომპაქტური
მანქანისათვის, რომელიც ციდან შვეულად დაეშვა, ცოტა ხანს ჰაერში შედგა,
აზუზუნდა და მერე სულ უხმაუროდ, მტრედივით მსუბუქად დაენდო სახურავის
კიდეს. პირველად საქშენიდან ორთქლი ამოვარდა, მაგრამ მალე ეს უცნაური დისკო
მთლიანად ჩაჩუმდა და გაჩერდა.

ქვემოთ, თავის ოთახში, რომლის ფანჯრები ეკლესიის სახურავს გადაჰყურებდა,


მღვდელი დონ პიეტრო ტოსკანურ ჩიბუხს აბოლებდა და გატაცებით კითხულობდა.
უჩვეულო ხმაური რომ შემოესმა, თავი ასწია, მერე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
მაშინ დაინახა კიდეც ათიოდე მეტრის დიამეტრის მანქანა.

დონ პიეტროს სულ არ შეშინებია, კრინტი არ დაუძრავს და, წარმოიდგინეთ,


ოდნავადაც არ გაჰკვირვებია. ნეტავი თუ რამე გააკვირვებდა საერთოდ ამ ქოთქოთა და
უშიშარ კაცს. დადგა ფანჯარასთან და მშვიდად დაუწყო თვალთვალი, აბა რა
მოხდებაო. როგორც კი შეამჩნია მანქანის ერთი პატარა სარქველი გაიღო, არც აცივა არც
აცხელა, მაშინვე იქვე კედელზე ჩამოკიდებული ორლულიანი თოფი ჩამოხსნა.

ახლა კიდეც ჭირს იმ ორი უცნაური არსების ზედმიწევნით აღწერა, მანქანიდან რომ
‘გადმოვიდა; ანდა დონ პიეტროსგან რიგიანად კი გაიგებ რაიმეს? ხან ამას იტყოდა, ხან
იმას, ბალახის ღეროსავით წვრილები, პაწაწინები ყოფილან, ერთი მეტრის სიმაღლისა,
თუ ოდნავ მეტი, დონ პიეტრო ამტკიცებდა, გეგონებოდათ, რაღაცნაირი დრეკადი
მასალისგან იყვნენ შექმნილნიო. მაინც როგორი შესახედები იყვნენ? ამის გაგება კი
ცოტა უფრო გაძნელდა.

- შადრევნიდან რომ წყალი ჩქეფს, ხომ გინახავთ, ქვემოთ წვრილი, ზემოთ უფრო
მსხვილი აი, იმ ჭავლსა ჰგვანდნენ,- ჰყვებოდა დონ პიეტრო, - ხან

1
მკითხველთა ლიგა

ქონდრისკაცებად მეჩვენებოდა, ხან უცნაურ მწერებად, მერე უცბად ცოცხებს


დაემსგავსებოდნენ, ბოლოს კი ასანთის უზარმაზარ ღეროებს.
- თვალები როგორიღა ჰქონდათ? ადამიანისნაირი?
- რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში, ერთ მათგანს მაინც სულ ჩვენნაირი
ჰქონდა, მაგრამ ძალიან პატარა.
- პირი, ხელები, ფეხები! ...

დონ პიეტრო კი ჭოჭმანობდა.

- ამ წუთს მომეჩვენებოდა, რომ ფეხები ჰქონდათ, ოღონდ ერთი ციდა, მეორე წუთს
თითქოს გაუქრებოდათ ... ბოლოს და ბოლოს, რას ჩამაცივდით, აბა, მე რა ვიცი?

... მღვდელმა ცოტა აცალა, სანამ ის უცხო სტუმრები თავიანთ აპარატთან


ფუსფუსებდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ; მათი საუბარი სულ ჩიტების
ჟღურტულს აგონებდა; მერე ოდნავ დაქანებულ სახურავზე გადაძვრნენ, მთავარ
ფასადზე აღმართულ ჯვართან მიცოცდნენ და ახალა იმას დაუწყეს თვალიერება, ხან
ხელით შეეხებოდნენ, ხანაც თითქოს ზომავდნენ. არც ახლა შეუშალა ხელი დონ
პიეტრომ, თუმცა თავისი ორლულიანი თოფი ისევ ისე ჰქონდა ჩაბღუჯული; მაგრამ
თანდათან მოთმინება ელეოდა.

- ეი! - გასძახა თავისი ომახიანი ხმით, - ეი, თქვენ გეუბნებით! ვინა ხართ!

უცხო სტუმრები მოტრიალდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, მის შეძახილზე დიდად არ


გაკვირვებულან, სწრაფად დაეშვნენ ქვემოთ და პირდაპირ ფანჯარას მოადგნენ;
ერთმა, უფრო მაღალმა რაღაცა ჩაიბუტბუტა.

დონ პიეტრო მოგვიანებით გამოტყდა, ნამდვილად გაოგნებული ვიყავიო. მარსიდან


ჩამოსული (მათი დანახვა და იმის გაფიქრება, მარსელები იქნებიანო, ერთი იყო, დონ
პიეტროს ამაში ეჭვიც კი არ შეჰპარვია და არც არავისი დასტური დაჭირვებია) უცხო
ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ რომელზე, ვერ გამოიცნო. სიმართლე რომ ითქვას, ის
უცნობი ბგერები გაბმულად კი არ ჟღერდა, მაგრამ ყურს მაინცდამაინც არ ჭრიდა.
გასაოცარი მხოლოდ ის იყო, რომ იმ გადამთიელთა საუბარი მღვდელს ისე კარგად
ესმოდა, გეგონებოდათ, მის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენო. მაინც რა იყო ეს, ნუთუ
ტელეპათია? ანდა, ვინ იცის, იქნება რომელიღაც უნივერსალურ ენაზე
მეტყველებდნენ?

- ნუ გეშინია, - უთხრა უცხომ, - სულ მალე უკანვე გავემგზავრებით, აქ პირველად


როდი ვართ, კარგა ხანია თვალს გადევნებთ, თქვენს რადოსაც ვუსმენთ; თითქმის
ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ, ყველაფერში გავერკვიეთ, თუნდაც შენი
ლაპარაკი, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ერთი რამ კი ვერა და ვერ გამოვიცანით
და ამჯერად სწორედ ამისთვის ჩამოვფრინდით. ეგებ აგვიხსნათ, ეს რა ანტენებია?

2
მკითხველთა ლიგა

- და მან ჯვარზე ანიშნა, - დავაკვირდით და დავადგინეთ, რომ ეს ანტენები


უმეტესწილად აღმართულია კოშკებზე და ბორცვებზე, თანაც მწყობრად, ხოლო
გარშემო კედლები აქვს აშენებული, გეგონება ცოცხლები არიანო. თუ შეიძლება
გაგვაგებინე, მიწის ბინადარო, მაინც რისთვის იყენებთ?
- ესხომ ჯვრებია! - წამოიძახა დონ პიეტრომ და ახლაღა შეამჩნია, რომ იმ უცხოებს
თავზე ოციოდე სანტიმეტრის სიმაღლის, ცოცხის მსგავსი, რაღაცნარი ქოჩორი
უბიბინებდათ. არა, თმას სულაც არ ჰგავდა, უფრო ბალახის წვრილ ღეროებს
გაგახსენებდათ, ნიავზე რომ ლივლივებსხოლმე. ანდა, ვინ იცის, ეგებ
ელექტრული გამოსხივებისაგან წარმოქმნილი გვირგვინიც იყო?
- ჯვრები? - დამარცვლით გაიმეორა უცხომ, - მერედა რისთვის გინდათ? დონ
პიეტრომ თოფის კონდახი იატაკს დააბჯინა, რომ მომარჯვებული ჰქონოდა, მერე
კი გაიჭიმა და საზეიმოდ განაცხადა:
- ჩვენი სულის გადასარჩენად! ჯვარი ხომ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს
სიმბოლოა, ღმერთის ძისა, ჩვენი გულისთვის რომ მოკვდა ჯვარცმული.

მარსელთა თავებზე უეცრად ალივლივდა ქოჩრები; ნეტავი ეს რაღას ნიშნავდა,


დაინტერესებას თუ აღელვებას? ან იქნებ იცინოდნენ კიდეც?

- მერე და სად მოხდა ეს ამბავი? - კვლავ იკითხა მაღალმა წვრილი, ჭრიჭინა ხმით.
ამჯერად კი ნამდვილად ირონია გაისმა მის ხმაში.
- აქ, მიწაზე, პალესტინაში.
- მაშასადამე, ღმერთი აქ, თქვენთან ყოფილა!

უცხოელის უნდობლობამ დონ პიეტრო, ცოტა არ იყოს, აღაშფოთა.

- გრძელი ამბავია, მით უმეტეს, თქვენისთანა ჭკუის კოლოფებისათვის; ალბათ


ძალიან გრძელი მოგეჩვენებებათ. - აბუზღუნდა იგი.

მარსელის თავზე მსუბუქი გვირგვინი ისე შეირხა, თითქოს ნიავმა წამოუბერაო.

- ეტყობა, ძალზე საინტერესოა, - თითქოს გული მოულბა მას, - ძალიან კი მინდა ამ


ამბის მოსმენა, ადამიანო!

ვინ იცის, ეგებ დონ პიეტრომ გულში გაივლო კიდეც ამ სხვა პლანეტის ბინადრებს
გავაქრისტინაებ და ამით საუკუნო სახელს დავიმკვიდრებო.

- თუ მართლა ასე გაინტერესებთ მაშინ ცოტა ახლოს მოდით - ჩაიბუტბუტა მან;


იქნებ ოთახშიც შემობრძანდეთ!

ახლა წარმოიდგინეთ, რა სანახაობა გაიმართებოდა მამა - მოძღვრის ოთახში - ძველი


ლამპის შუქით განათებულ საწერ მაგიდასთან ზის დონ პიეტრო, ხელში ბიბლია
უპყრია, ის ორი მარსელი კი დგას ... დგას მის საწოლზე. მღვდელმა სკამი შესთავაზა,

3
მკითხველთა ლიგა

დასხედით, მოხერხებულად მოეწყვეთო, მაგრამ იმათ ვერაფერი ვერ მოახერხეს,


ეტყობა ჯდომა არც იცოდნენ; თანაც მასპინძლის განაწყენება უნდოდათ და ბევრიც
იწვალეს, მაგრამ ამაოდ; ბოლოს საწოლზე აცოცდნენ, მთელი თავისი ერთი ციცქნა
სიმაღლით გაიჭიმნენ და სმენად იქცნენ. ეტყობოდათ, ძალზე აღგზნებულები იყვნენ,
რადგან ქოჩორი კიდევ უფრო მეტად აუთრთოლდათ.

- მაშ ასე, ყური მომაპყარით, კოსმოსიდან მოვლენილნო, - სვენებ-სვენებით


წარმოთქვა მღვდელმა, წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო: „და მიიყვანა
უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას
საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და
ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხისა მისგან ცნიბადისა
კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ
მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ... და თქვა ღმერთმან...“

დონ პიეტრომ ბიბლიას წამით თვალი მოსწყვიტა და სტუმრების ქოჩრებს რომ


შეხედა, მაშინვე მიხვდა, ძალზე აღგზნებულები იყვნენ.

- რა მოხდა? - ჰკითხა მან.

მარსელმა თქვა:

- მერე, თქვენ შეჭამეთ ის ნაყოფი, არა? ცდუნებას ვერ გაუძელით, განა?


- ჰო, შევჭამეთ ის ნაყოფი, - მიუგო უკმაყოფილო მღვდელმა, - ერთი გამაგებინა,
თქვენ რაღას იზამდით ჩვენს ადგილზე? იქნება თქვენს პლანეტაზეც იყო ხე
ცნობადისა!...
- რასაკვირველია, იყო მილიონი და მილიონი წლის წინათ იყო და ახლაც არის,
მარად მწვანეა...
- მერე თქვენ... ხელიც არ გაგიწვდიათ ნაყოფისკენ, არა?
- არასდროს! - მტკიცედ განაცხადა მარსელმა. - აკი ეს კანონით აკრძალულია!

დონ პიეტრომ ღრმად ამოისუნთქა. ფუნება წაუხდა. მაშასადამე, ეს გადამთიელები


წმინდა, ციური ანგელოზების მსგავსი არსებები არიან! მათთვის უცნობია ცოდვა,
ბოროტება, სიძულვილი, სიცრუე! მერე მიიხედ-მოიხედა, საკუთარ სამყოფელში
თითქოს რაღაცას ეძებს დასამოწმებლადო და მართლაც უეცრად თვალში მოხვდა
საწოლის თავთან ჩამოკიდებული ჩამუქებული ჯვარცმა.

იგი გამოცოცხლდა.

- დიახ, ეს ნაყოფი გახდა მთელი ჩვენი ბედუკუღმართობის მიზეზი. მაგრამ ძე


ღმერთისა.. - ლამის ყვირილით განაგრძო მან. - ... ძე ღმერთისა, ადამიანად იქცა
და აქ , ჩვენთან ჩამოვიდა!

4
მკითხველთა ლიგა

დონ პიეტროს სული ეხუთებოდა, მისი თანამოსაუბრე კი გულგრილად იდგა და


მარტო ის თავისი ქოჩორი უთრთოდა ცეცხლის ალივით.

- მაშ ის აქ, თქვენთან, მიწაზე იყო? მერე თქვენ რა ქენით? მეფედ გამოაცხადეთ? ჰო,
მგონი თქვი, ჯვარზე მოკვდაო. ესე იგი, თქვენ იგი მოკალით!

დონ პიეტრო არ უთმობდა.

- აკი მას შემდეგ თითქმის ორი ათასი წელი გავიდა! ის ხომ ჩვენი გულისთვის
მოკვდა, ჩვენს საკუთარ სიცოცხლეს შეეწირა!

იგი დადუმდა, ამაზე მეტი დამაჯერებელი საბუთი ვერ მოიფიქრა. ჩაბნელებულ


ოთახში კი ისევ ისე იდგნენ გადამთიელები და ისევ ისეცეცხლივით წითლად
უგიზგიზებდათ ქოჩრები. სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ჭრიჭნების გაბმული ჭრიჭინი
ისმოდა.

- მერე ამან რაიმე სიკეთე მაინც მოგიტანათ? - სკოლის მასწავლებლის მოთმინებით


იკითხა მარსელმა.

დონ პიეტრომ აღარაფერი უპასუხა და გულდაწყვეტილმა ხელიღა ჩაიქნია, თითქოს


ამით უნდოდა ეთქვა: რა გაეწყობა, ასეთები ვართ ჩვენ, ცოდვილები, ბეჩავნი, ბიწიერი
მატლები, ღვთის ანაბარა დარჩენილები. იგი მუხლებზე დაეცა და სახეზე ხელები
აიფარა.

ნეტავ რამდენი ხანი გავიდა, ერთი საათი, ორი თუ მხოლოდ რამდენიმე წუთი! დონ
პიეტრო ისევ სტუმრების ხმამ მოაბრუნა სინამდვილისკენ. თავი რომ ასწია, დაინახა
ისინი უკვე ფანჯრის რაფაზე აცოცებულიყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ.
ჩამუქებული ცის ფონზე მათი ბიბინა ქოჩრები საოცრად მომხიბლავი ეჩვენა.

- ადამიანო, რას აკეთებ? -ჰკითხა მარსელმა.


- ვლოცულობ! განა თქვენ კი არა ლოცულობთ ხოლმე?
- ვლოცულობთ?!... რისთვის?!
- ნუთუ ღმერთს არაფერს შესთხოვთ?
- რასაკვირველია, არა! - უპასუხა გადამთიელმა და უეცრად მის თავზე ცოცხალი
გვირგვინი გაჩერდა, გაჩერდა და უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა.
- საცოდავებო, - ძლივს გასაგონად აჩურჩულდა დონ პიეტრო ერთბაშად გამხნევდა
კიდეც და წამოდგა. თუ ათიოდე წუთის წინ საკუთარი თავი უსუსურად
წარმოედგინა, ახლა ბედნიერების შეგრძნება დაეუფლა. - აბა რა იქნება, -
წაიბუტბუტა მან, - თქვენ ხომ არც პირველცოდვისა გესმით რამე და არც სხვა
ათასგვარი უბედურებისა, რაც კი კაცობრიობას თავს დასტყდომია. სუფთები,
ჭკვიანები, უბიწო ბალღები! არც ეშმას შესჭიდებიხართ ოდესმე! ერთი გამაგებინა,

5
მკითხველთა ლიგა

საღამოობით რასა გრძნობთ ხოლმე? მარტოსულებო, ალბათ მოწყენილობისაგან


გულები გელევათ!

(ამასობაში ის გადამთიელები თავიანთ ხომალდში შეძვრნენ და სარქველი დაკეტეს.


ყრუდ აგუგუნდა ძრავა, თანაბარი ზუზუნი გაისმა, დისკო შეუმჩნევლად მოსცილდა
სახურავს და საჰაერო ბურთივით გაფრინდა. თავისი ღერძის გარშემო რომ ბრუნავდა,
სასწაულებრივი სიჩქარე განავითარა და მარჩბივი ვარსკლავეთისკენ აიღო გეზი).

- არა, განაგრძობდა ჩურჩულს მღვდელი, - ცხადია, ღმერთს ჩვენ უფრო ვეამებით,


ჩვენისთანა ცხოველები ურჩევნია, ხარბებიც, საძაგლებიც, ცრუპენტელებიც,
ვიდრე ის კოპწიები, ხსენებითაც რომ არ ახსენებენ მის სახელს, აბა ამისთანა
ქმნილებებისგან რა სიკეთეს უნდა ელოდეს. ან იმისთანა ცხოვრებისა რა ვთქვი,
სინდისი რომ არ შეგაწუხებს, ცრემლს რომ არ გაფრქვევინებს!

და დონ პიეტრომ ისეთი სიხარულის მოზღვავება იგრძნო, რომ მაშინვე თოფს


წამოავლო ხელი, დაუმიზნა და იმ მფრინავ ლამბაქს, ცის დასალიერზე უკვე გაცრეცილ
წერტილადღა რომ მოჩანდა, ერთი კარგი ტყვი მიაყოლა; სადღაც შორს, მთებში,
თითქოს თოფის ხმას აჰყვნენო ძაღლები აყმუვლდნენ.

You might also like