You are on page 1of 13

რკინაბეტონის კონსტრუქციების

გაანგარიშების საფუძვლები

ლია ბალანჩივაძე
ლექცია N4
balanchivadzelia@mail.ru
განსახილველი საკითხები

• რკინაბეტონის წინაღობა;
• მასალათა ნორმატიული და
საანგარიშო წინაღობები;
• დაძაბულ - დეფორმირებული
სტადიები;
რკინაბეტონის ნორმატიული და საანგარიშო
წინაღობები
ბეტონის ნორმატიული წინაღობა - კუბური სიმტკიცის
უდაბლეს საკონსტროლო სიდიდეს, რომელსაც
შეესაბამება B კლასი ე.ი.B = Rn=Ř(1-æυ);
სადაც υ= Ř ; υ=0.135; æ=1,64;
B = Rn = 0,778 Ř; Rbn=B(0,77-0,00125B); Rbn ≥0,72 Rn;
• არმატურის ნორმატიული წინაღობა არის დენადობის
უდაბლესი საკონტროლო მნიშვნელობა, რომელიც ისევე როგორც ბეტონის
ნორმატიული მნიშვნელობა მოცემულია სამშენებლო ნორმებში.
კონსტრუქციაში მასალის შესაძლო დაქვეითებას ნორმატიულთან შედარებით
ითვალიწინებენ საიმედოობის γ კოეფიციენტით.
• ნორმატიული წინაღობის ფარდობას საიმედოობის კოეფიციენტთან მასალის
მიხედვით საანგარიშო წინაღობა ეწოდება და აღინიშნება R-ით: R= Rn/ γ;
• საანგარიშო წინაღობა ბეტონისათვის ღერძულ კუმშვაზე: Rb= Rbn/ γbc;
• ღერძულ გაჭიმვაზე: Rbt= Rbtn/ γbt;
• საანგარიშო წინაღობა არმატურისათვის : Rs= Rsn/ γs ;
რკინაბეტონის დაძაბულ - დეფორმირებული
მდგომარეობა - I სტადია
• I სტადია - დასაწყისში, როცა
დატვირთვა მცირეა, დეფორმაცია
მცირეა, ძაბვებსა და დეფორმაციებს
შორის დამოკიდებულება დრეკადია,
ხოლო ნორმალური ძაბვების ეპიურას
როგორც შეკუმშულ, ისე გაჭიმულ
ზონაში სამკუთხა ფორმა აქვს:

σbt=Rbt
რკინაბეტონის დაძაბულ - დეფორმირებული
  ბეტონსა და არმატურას შორის არსებული შეჭიდულობის
ძალების წყალობით დეფორმაციები პირველ ეტაპზე
ერთნაირია: ჰუკის კანონის თანახმად: σ =εЕ, ე.ი. εs=εbt; მაშინ
; ე.ი.
α და მას დაყვანის კოეფიციენტი ეწოდება;
ზოგადად: σ = სადაც N ელემენტზე მოქმედი ძალაა, A კვეთის ფართობი, ე.ი.
N = ; - ბეტონის დრეკადი დეფორმაციის კოეფიციენტია და ტოლია: = 0,5
და ბზარის წარმოქმნის დროს ბეტონის ფარდობითი დეფორმაცია
გამოითვლება ფორმულით: ; და
რკინაბეტონის დაძაბულ - დეფორმირებული
მდგომარეობა - II სტადია
  კოჭზე დატვირთვის გაზრდით კვეთის გაჭიმულ ზონაში გაჩენილი
ბზარები თანდათან იხსნებიან და უახლოვდებიან ნეიტრალურ ღერძს,
გაჭიმულ ზონაში გაჩენილი ბზარები თანდატან იხსნებიან და უახლოვდება
ნეიტრალურ ღერძს, რაც მიუთითებს იმაზე , რომ ბეტონი გამოეთიშა
მუშაობიდან და მთელი გამჭიმი ძალა გადაეცა არმატურას; ძაბვები და
დეფორმაციები ბზარიან კვეთში ტოლია: = ; ;
დაძაბული მდგომარეობის II სტადია სრულდება გაჭიმულ
არმატურაში მნიშვნელოვანი არადრეკადი დეფორმაციების განვითარების
გამო. კვეთის შეკუმშული ზონის ბეტონში იმატებს ძაბვები და მრუდდება
კუმშვის ეპიურაც. გაჭიმულ არმატურაში ძაბვების მნიშვნელობა ჯერ კიდევ
არ არის ზღვრული, აქ სრულდება მეორე სტადია: σb < Rb,ser; σs<Rs,ser

დაძაბული მდგომარეობის III - რღვევის სტადია


რკინაბეტონის კოჭის რღვევა შესაძლებელია მოხდეს
ორგვარად:
1. რღვევა იწყება იწყება გაჭიმული არმატურაში ზღვრული წინაღობის
ტოლი ძაბვების მიღწევის შედეგად;
2. რღვევა იწყება შეკუმშული ზონის ბეტონში ზღვრული წინაღობის
ტოლი ძაბვების
 1. რღვევის I სქემა: მიღწევის
გაჭიმული შედეგად.
ზონის გრძივი მუშა არმატურაში ძაბვები
უტოლდება ზღვრულ სიდიდეს, , დატვირთვების შემდგომი მატება რბილ
ფოლადში იწყება დენადობა, ირღვევა შეჭიდულობა ბეტონსა და არმატურას
შორის, ბზარი კიდევ უფრო იხსნება და მიიწევს შეკუმშული ზონისაკენ,
მკუმშავი ძაბვები იზრდება და როდესაც მათი სიდიდე მიაღწევს ზღრული
წინაღობის მნიშვნელობას კუმშვაზე ბეტონი ირღვევ, რაც ნიშნავს რომ კოჭიც
ირღვევა.
 
რ ღ ვ ე ვ ი ს II სქემა - ჭარბარმატურიანი კვეთი:
რკინაბეტონის ელემენტის რღვევა იწყება შეკუმშული
ზონის
ბეტონის მსხვრევით ისე, რომ გაჭიმული ზონის გრძივ
არმატურაში ძაბვები ვერ აღწევენ ზღვრულ მნიშვნელობას.
ტერმინები და განმარტებები
1 არმატურა A240,A240C (B500B);
A400,A500, A400C,A500C (B400A, B500A)
  - გარკვეულიკანონზომიერებით ბეტონის კვეთში განლაგებული
ლითონის ღეროები, რომლებიც იდება უწინარეს ყოვლისა გაჭიმული
ძალების მისაღებად და ასევე შეკუმშული ზონის ბეტონის
გასაძლიერებლად.

2 ბეტონი B3,5…B60
  - ხელოვნური ქვა , რომელსაც გააჩნია განსაზღვრული სიმტკიცე.
3 ბეტონის შეკუმშული ზონა ბეტონის ზონა, რომელშიც
აღიძვრება მკუმშავი ძაბვები
4 ბეტონის გაჭიმული ზონა - ზონა, რომელშიც აღიძვრება გამჭიმი ძაბვები
5 ელემენტის განივი კვეთი
  ელემენტის გრძივი ღერძის მართობული კვეთი
მასალის წინაღობა R - უნარი გაუძლოს დატვირთვებს ისე, რომ არ
დაიშალოს
  ბეტონის არმატურის - ;
ბიბლიოგრაფია და წასაკითხი
მასალა
• ა.სოხაძე, ლ.კახიანი, ლ. ბალანჩივაძე,
მ.ჭანტურია, გ. გურეშიძე რკინაბეტონის
კონსტრუქციები – I ნაწილი. თბილისი: სტუ, 2011
წ.
• საქართველოს სამშენებლო ნორმები და წესები
–„ ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები“
პნ.03.01–09. თბილისი 2009 წ.
• გ. ჯაფარიძე, ო. ჩაკვეტაძე, სამშენებლო
კონსტრუქციები, თბილისი, გამომცემლობა
„საჩინო“, 2017. – 433 გვ.
• ნ.ნინუა რკინაბეტონის კონსტრუქციები,
თბილისი, განათლება, 1988.-580გვ.
გმადლობ
ყურადღებისთვის!

You might also like