You are on page 1of 1

პატიოსან ი ტყის მჭრელი

(პატიოსნება)

იყო და არა იყო რა, ერთი პატიოსანი და ღარიბ-ღატაკი ტყის მჭრელი. იგი ტყის პირას პატარა ქოხში ცხოვრობდა. უთენია ადგებოდა, ცულს აიღებდა და ხის საჭრელად მიდიოდა.მთელი დღე მუშაობდა და ცოლ-შვილს არჩენდა. ერთხელ შუადღისას ტყისმჭრელი ნნაკადულის პირას ჩამოჯდა. მოულოდნელად ცული წყალში ჩაუვარდა, ტყისმჭრელი შეწუხდა. ეს ცული იყო ჩვენი მარჩენალი, უიმისოდ ხომ შიმშილით დაიხოცებიან. თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. უცებ ტკბილი ხმა შემოესმა: “ასწიე თავი! რა გატირებს?! _ და წყლის ფერია გამოეცხადა. - ცული ჩამივარდა წყალში! _ მწუხარებით უთხრა ტყისმჭრელმა. ფერია გაქრა და ერთი წამის შემდეგ კვლავ გამოჩნდა წყლის ზედაპირზე, ხელში ოქროს ცული ეჭირა. - შენი ცულია? - ჩემი ცული მასეთი როდი იყო _ გაიკვირვა ტყისმჭრელმა.ფერია კვლავ გაუჩინარდა და ახლა ვერცხლის ცული ამოიტანა. - ეს არის შენი ცული? -ნეტავ მართლა მასეთი ცული მქონოდა! _ ინატრა ტყისმჭრელმა. -არც ეგ არის ჩემი! ფერიამ კვლავ ჩაყვინთა და ახლა ტყისმჭრელის ცული გამოჩნდა. - ეგ არის ჩემი ცული! _ შესძახა გახარებულმა ტყისმჭრელმა. - მართალი ხარ, ნამდვილად ეს არის შენი ცული. იმის გამო, რომ შენ არ იცრუე, ოქრო-ვერცხლის ცულებიც შენ გეკუთვნის, _ უთხრა ფერიამ და ცულები გაუწოდა. ტყისმჭრელმა ფერიას მადლობა გადაუხადა და შინისაკენ გასწია.
ქ.გორის №3 საჯ სკოლის VI 1 კლასის თეონა სა მხარაძე ( ხა ლხური ზღაპარი)

You might also like