You are on page 1of 3

ამ ქალაქს ჩვენ ერთად ვაშენებთ და მალე მსოფლიოს პირველობას ვაჩვენებთ აქ განსხვავებული სულ სხვა დონეა ინტელექტის და გთხოვ, აქ საუკეთესოა

წელიწადის ყველა დრო უხდება ზაფხულში მზე, შემოდგომის გრილი დღე ზამთარში თოვლი უხდება თბილისს თეთრი ფონით გაზაფხულზე იღვიძებს გარემო ამ სილამაზეზე ფიქრს თავი არ დაანებო თუ არ გაბოდებს ეს მთაწმინდა და ნარიყალა იცოდე რომ ჩვენი გზები სწორედ აქ გაიყარა ორად ყოფს თბილისს მდინარე მტკვარი მეტეხიდან ძველ ქალაქს გადაავლე თვალი ყველაზე ლამაზი და თბილი - თბილისია ისეთია ვისაც უყვარს, ის ყველა იმისია იგრძენით ყველამ ეს, ის ძველი თბილისია იცოდეთ ვისაც უყვარს, ის ყველა იმისია მის: შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო საქართველოს გული ხარ სიყვარულზე როგორ გელაპარაკო თვითონ სიყვარული ხარ მოდი და შეაფასე სილამაზე მე მიყვარს თბილისი - გადავთარგმნოთ ყველა ენაზე მინდა, ყველამ იგრძნოს თბილისის სინაზე და რომ მომავალი დღე უკეთესია წინაზე

აქ ნახავ ბევრს, შეხვდები თითქმის ყველა ერს მსგავსს ვერ ნახავ ვერსად ვერასდროს ვერაფერს მოდი და მე თვითონ გაჩვენებ ყველა შენ ამ ყველა ხედს ხმამაღლა თქვით: თბილისი მირჩევნია ყველაფერს გახსოვდეს, უდიდესი წოდებაა თბილისელი უძველესი ძეგლები, ისტორია უფრო ძველი თბილისის სიყვარულს მე გულით ვატარებ და დამიჯერე მე ამ გრძნობას ვერაფერს ვერ შევადარებ თბილისი ჩემსავით ერთია თბილისელი ვარ, ვამაყობ ეს ყველაზე მეტია ეს ქალაქი იმედს მაძლევს, იმედი მაგრად შველის ეს სიტყვებიც ყველამ იცის და ყველა ერთად მღერის მის: შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო საქართველოს გული ხარ სიყვარულზე როგორ გელაპარაკო თვითონ სიყვარული ხარ მეც ხომ შენი სილამაზის მონა ვარ აბა როგორ არ გაქო საქართველოს სიამაყევ, მშვენებავ ჩემო თბილის ქალაქო

You might also like