Professional Documents
Culture Documents
მიგელ დე უნამუნო - დეიდა ტულა
მიგელ დე უნამუნო - დეიდა ტულა
საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE
მიგელ დე უნამუნო
დეიდა ტულა
წინასიტყვაობა
უნამუნო
***
მიგელ დე უნამუნო დაიბადა 1864 წელს ქალაქ ბილბაოში, ბასკების ქვეყანაში; მიიღო
ტრადიციული განათლება, სწავლა განაგრძო მადრიდში ფილოლოგიისა და
ფილოსოფიის განხრით. უკვე 1884 წელს დაიცვა დისერტაცია „ბასკების წარმოშობისა
და წინაისტორიისთვის“, მოიპოვა დოქტორის ხარისხი, დაბრუნდა ბილბაოში და
ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იმავე დროს ადგილობრივ
ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს. 1891 წელს იქორწინა
თავის სიყმაწვილის დროინდელ შეყვარებულზე, კარმენ ლისარაგაზე, ჰყავდა რვა
შვილი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ერთგული მეუღლე და ოჯახის მოყვარული
მამა. 1891 წელს სალამანკის უნივერსიტეტში მიიღო ბერძნული ენისა და
ლიტერატურის კათედრა, შემდეგ კი გახდა ამ უძველესი უნივერსიტეტის რექტორი
და სიკვდილამდე ცხოვრობდა ამ ქალაქში, სადაც ჩამოყალიბდა მისი
მსოფლმხედველობა და შემოქმედებითი სტილი. ამ პერიოდშივე შექმნა ესეები:
„ოდინდელობისთვის“, „ადამიანის ღირსებისთვის“, „პატრიოტიზმის კრიზისი“,
„ესპანური თეატრის აღორძინებისთვის“ და სხვა, რომლებიც აღიარეს
განახლებისთვის მოძრაობის დასაბამად.
მერი ტიტვინიძე
დეიდა ტულა
პროლოგი
ერთი ძმა მყავდა, თითქმის ჩემი კბილა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, თუმცა
დანარჩენ და-ძმასაც დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მე და ჩემი
გამორჩეული ძმა ერთად ვკითხულობდით ხოლმე წმინდანთა ცხოვრებას; ეს წიგნები
კი დიდ საგონებელში გვაგდებდა, რადგან მანამდე არაფერი გვსმენოდა იმის
თაობაზე, რომ თურმე ტანჯვა და ბედნიერება მარადიული იყო. სულ ამაზე
ვფიქრობდით, ვმსჯელობდით და მალიმალ ვიმეორებდით: „მარადიული,
მარადიული, მარადიული“, და ასე გვეგონა, რაც უფრო ხშირად გავიმეორებდით ამ
სიტყვას, მით უფრო ვაამებდით უფალს. ბავშვობის იმ წლებში ეს ჭეშმარიტებისკენ
მიმავალ გზადაც გვესახებოდა. მაგრამ მერე, როცა მივხვდით, რომ უფლისა და
რწმენისთვის თავის გაწირვას ვერ შევძლებდით, ვიფიქრეთ, განდეგილი ცხოვრება
მაინც გაგვიადვილდებოდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი სახლის წინ, პატარა ბაღში,
სენაკი აგვეშენებინა, ქვებიც მოვაგროვეთ, შენებაც დავიწყეთ, მაგრამ მალევე
დაგვენგრა. მერე უკვე იმედიც გადაგვეწურა, რომ ჩვენს ამ ჩანაფიქრს ახდენა ეწერა...
თუმცა დღემდე შემომრჩა მოწიწების ის გრძნობა და დღემდე აღავსებს ჩემს სულს
იმის განცდა, რომ უფალმა ძალიან ადრე მიმანიშნა გზა, რომელსაც ჩემივე მიზეზით
მალევე გადავცდი.
კიხოტე ქალო,
ეგებ ვინმემ ისიც კი იფიქროს, თითქოს წმინდა ტერესასა და დონ კიხოტეს შორის
განსხვავება ისაა, რომ მეორე - რაინდი და ამავე დროს ბიძა მის მიერ უკვდავყოფილი
დისწულისა - სასეირო გახდა, ყველამ: დედებმა თუ მამებმა, რეგვნებმა, უბირებმა თუ
მეფეებმა, - აბუჩად აიგდო, თავშესაქცევად და სამასხარაოდ გაიხადა; მაგრამ განა
წმინდა ტერესა კი გადაურჩა ამ ხვედრს? განა მასზე არ ქილიკობდნენ და იცინოდნენ?
ანდა ჩვენს დროში კი არ არის სალაღობოდ გამხდარი დონკიხოტობა, განა დღესაც არ
იცინიან მის თავგადასავლებსა თუ ფათერაკებზე, ამ მოხეტიალე რაინდის
ცხოვრებასა და მართლაც საგმირო საქმეებზე?
ჩვენ არც ის მოგვსვლია აზრად, რაც ერთმა მეგობარმა, თანაც ფრანგმა, შენიშნა:
თითქოს ჩვენი რიმანი „ბურუსის“ - Nivola Niebla-ს - სათავეც - მოგვიტევეთ! -
კალდერონის პიესა „ცხოვრება სიზმარია“ - „La vida es sueno“ - ყოფილიყოს, მის
ფესვებზე ყოფილიყოს აღმოცენებული. მაგრამ ახლა, როცა ეს რომანი დასრულდა,
უკვე თქვენ წინაშე დევს და წაკითხვასაც აპირებთ, ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ
მართლაც ვხედავთ ტერესასეულ და კიხოტესეულ ფესვებს; ოღონდ ამით იმის თქმა
კი არ მინდა, - და ეს ცხადია! - რომ ის, რაც მასშია ნათქვამი და მოთხრობილი, არ
შეიძლება მომხდარიყო სადმე სხვაგანაც, ესპანეთის მიღმა.
ამ დაკვირვების აზრი კი, აი, რაში მდგომარეობს: ჩვენ ხომ გვაქვს სიტყვები paternal -
მამობრივი და paternidad - მამობა, რომლებიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან
pater - მამა; გვაქვს სიტყვები maternal - დედობრივი და maternidad - დედობა,
რომლებიც ასევე წარმოდგება ლათინური სიტყვიდან mater - დედა; მაგრამ სიტყვების
- paternal და maternal - აზრი სულაც არ არის ის, რაც paternidad და maternidad, და
პირიქით, კიდეც უნდა გაიმიჯნოს, რაკი ისეთი სიტყვების გვერდით, როგორიცაა
fraternal - ძმური და fraternidad - ძმობა, ლათინური სიტყვიდან frater - ძმა, ესპანურ
ენაში არ გვაქვს სიტყვები sororal და sororidad, წარმოებული ლათინური სიტყვიდან
soror, და ეს მაშინ, როცა ლათინურ ენაში არის ზედსართავი სახელი sororius - დური
და ზმნა sororiare - დურად, ერთად, თანაბრად გაზრდა.
გვეტყვიან, რომ სიტყვა sororidad შეესატყვისება სიტყვას fraternidad; მაგრამ ჩვენ ასე არ
მიგვაჩნია. ლათინური სიტყვა filia - ქალიშვილი და filius - ვაჟიშვილი სხვადასხვა
ფუძიდან რომ ყოფილიყო წარმოქმნილი, მაშინ ჩვენ უნდა განგვესხვავებინა
ყველაფერი, რაც კი ამა თუ იმ სქესის ბავშვებს ეხება; მაგრამ აკი sororidad, ანუ დური
გრძნობა ამოძრავებდა კიდეც კეთილშობილ ანტიგონეს, ამ წმინდა წარმართ
ელინელს, ოიდიპოსის ასულს, ვინც თავისი ძმის, პოლინიკეს სიყვარულისთვის
გაწირა თავი, როცა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ადამიანთა სინდისის
კანონები, რომლებიც ბატონობს მიცვალებულთა მარადიულ სამყაროში, უკვდავების
სამყაროში, იგივე არ არის, რაც ამქვეყნიური, მიწიერი დესპოტებისა და ტირანების
კანონებია და რაც თავად კრეონტი გახლავთო.
განა იმად მიაკვლია ანტიგონემ ამ მარადიულ კანონს, რომ ამ გზით თებეს მკვიდრთა
და თავისი ბიძის, კრეონტის თვალში ანარქისტად გამოჩენილიყო, რომ ჰადესის
სასტიკი კანონის ძალით ყოფილიყო საკუთარი, ხორცისმიერი მამის, ოიდიპოსის და;
აკი მასაც მიაგო იგივე, დური - sororidad - პატივი.
ანტიგონეს სწორედ დური - sororio - ქმედება იყო, რომ მიწას მიაბარა ძმის გვამი და
ამით იხსნა ბიძის, კრეონტის რისხვისგან, - ბიძისა, ვისაც მისი ეს სითამამე
ანარქისტის უტიფრობად მოეჩვენა. „არა არის რა უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე
ანარქია!“ - განაცხადებს ტირანი (ანტიგონე, ლექსი 672). ანარქია? ცივილიზაცია?
ანტიგონე, ანარქისტი, ბიძის, ტირანი კრეონტის რწმენით, განსახიერებაა სიმამაცისა,
ოღონდ არა ადამიანურობისა; ანტიგონე, თავისი მამის, ოიდიპოსის და და იმავე
დროს თავისი ძმის, პოლინიკეს დეიდა, განსხეულებაა ნათესაური კავშირისა,
ოჯახური კერის სიწმინდისა, რელიგიური შინაობისა, შინაობის რელიგიურობისა,
კერისა პოლიტიკური და ტირანული ცივილიზაციის საპირისპიროდ,
სახელმწიფოებრივი ტირანიისა და ოჯახური ნათესაობისა ცივილიზაციის
საპირისპიროდ. ანდა, ვთქვათ, განა შეიძლება გერქვას ცივილიზებული, თუკი
მანამდე არ გახდი ადამიანი შინაურობაში? განა შეიძლება არსებობდეს ცივილურობა
და ცივილიზაცია, თუ ოჯახურობა და ნათესაობა და ნათესაურობა არ არის ერთიანი
და შედუღაბებული?
ეს არის და ეს, მეტი არაფერი, აღარ მინდა, კიდევ ერთი რომანი შევქმნა ამ რომანზე.
- მაგრამ ხომ შეიძლება, არ იცნობდე და მაინც გამოთქვა აზრი, როგორი ჩანს ეს კაცი
შენს თვალში?
- მე ასე არ შემიძლია.
- ასეთი ჩანს.
- თანაც სანდომიანი.
- რატომ?
- ჩემთვის არ მოუწერიათ.
- როგორ თუ დეიდა?
- შენი შვილების დეიდა, როსა.
- უთხარი, ჰო-თქო!
- და თუ...
- ეს რა ხუმრობაა?!
- მშვენივრად იცი, რომ არ ვხუმრობ. კარგია თუ ცუდი, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს -
ან გათხოვება, ან მონასტერი, შენ კი მონაზვნად აღკვეცის არც სურვილი გაქვს და არც
მოწოდება. უფალმა შენ საამქვეყნიოდ შეგქმნა, შენი ადგილი თბილი ოჯახური
კერაა... ოჯახისა და დედობისთვის ხარ გაჩენილი... შინაბერად ვერ დარჩები. მაშ,
დათანხმდი, უთხარი, თანახმა ვარ-თქო.
- მერე შენ?..
- რა მე?
- შენ რას იზამ?
დები სულ პატარები იყვნენ, როცა დაობლდნენ. მას მერე ბიძასთან, დედის ძმასთან
იზრდებოდნენ. ბიძა მღვდელი იყო. მათი მოვლა-პატრონობა არ გასჭირვებია, რადგან
ბავშვებს მშობლებისგან მცირე მემკვიდრეობა დარჩათ და შეეძლოთ, ცოტა
ხელმომჭირნედ, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ეცხოვათ, თან ბიძისთვისაც მიეცათ
ცოტა შეღავათი. ბიძას, დონ პრიმიტივოს, მხოლოდ სადილ-ვახშამზე ხვდებოდნენ,
მაგრამ ის მაინც, იხელთებდა თუ არა დროს, ბავშვებს კეთილ დარიგებებს აძლევდა, -
თუკი რამ ამოეკითხა იმ წიგნებიდან, თავისი ღრმააზროვანი ქადაგებებისთვის რომ
ჰქონდა საგანგებოდ შემონახული, ხოლო სხვა ყველაფერში მათი კეთილგონიერების
იმედი ჰქონდა და კიდეც ენდობოდა.
- ბუნებრივია!
- ამას რა აზრი აქვს, როცა აქ არავის ვიცნობ? შენ ის მითხარი, თავად როგორ მოგწონს.
- არც მე ვიცნობ.
- მეც ამას ვამბობ, ძია, ასეც იქნება, რადგან სიტყვის კაცი ჩანს, რაც დაიწყო, იმას
ბოლომდე მიიყვანს, შეუყვარდება კიდეც და პირობასაც შეასრულებს.
- მერე ის?
- ქალებისგან - არა?
- მაგრამ რა?
- ახლა შენ სულ დამაბნიე... კარგი და კეთილი, დროზე დავაქორწინოთ, რომ მერე არ
გადაიფიქროს ან ერთმა, ან მეორემ...
II
ნეტავ რა ხდებოდა რამიროს თავს მაშინ, როცა მასა და როსას შორის ურთიერთობა
უკვე გარკვეული და გაცხადებული იყო, მათთან ოჯახშიც დადიოდა და როსას
საქმროდ აღიარებულიც? რატომ აყოვნებდა, რას მოასწავებდა მისი ასეთი
გულგრილობა?
- ეს იმიტომ, რომ შენ ისე ელაპარაკები, თითქოს შენთვის სულერთი იყოს, არადა
უნდა დაარწმუნო, რომ შენ ეს გინდა...
- მართალია, მაგრამ არც ის მინდა იფიქროს, რომ ერთი სული მაქვს, სანამ
გავთხოვდები!
- გიყვარს?
- ეს რა საკითხავია...
- თქვი, გიყვარს?
- მაშ მომისმინე...
- კი მაგრამ, ბიძა?
- იქნებ ამიტომაც ესმის ასე ცოტა, თანაც ყველაფერი ავიწყდება. და ასეც უნდა იყოს.
მარტონი ვართ-მეთქი, გეუბნები. და ახლა შენ უნდა თქვა აღსარება - აღსარება
საკუთარი თავის წინაშე. გიმეორებ: გიყვარს?
- შენ რა იცი?
- მაშ რატომ არის ასე დაბნეული? რატომ არიდებს თავს ქორწინებაზე საუბარს?
- შენ?
- მაგრამ...
- მე შენსავით არ მოვერიდები და არ შემეშინდება.
- არა, ამას ვერ იტყვის! ის კი შეიძლება იფიქროს, რომ შენი გათხოვება მე უფრო
მეჩქარება, რადგან მერე უფრო გამიადვილდება ქმრის პოვნა, ან როგორც
მომესურვება, ისე წავიყვან ჩემს ცხოვრებას. მაგრამ შენც ხომ იცი, ეს რა სისულელეა!
დაე, რაც უნდა, ის იფიქროს, მე თავად მოვაგვარებ ყველაფერს.
და მეორე დღეს, როცა რამირო საცოლეს ესტუმრა, შინ მის ნაცვლად მისი და დახვდა.
კაცს ფერი ეცვალა, თავგზააბნეულმა აღარ იცოდა, რა ექნა. ქალის ნათელ, მაგრამ
ნაღვლიან თვალებს რომ შეეფეთა, გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა.
- დიახ, მე!
- იმიტომ, რომ ჩემს დას ხვდები, ქორწინებაზე ლაპარაკს კი თავს არიდებ. აბა,
მიპასუხე, რატომ?
- ტულა!
- არავითარი „ტულა“! შენ ხომ მასთან ურთიერთობა იმ მიზნით გააბი, რომ ის შენი
ცოლი და შენი შვილების დედა გამხდარიყო...
- შენ მაინც რატომ შეგეპარა ეჭვი? - და ეს რომ თქვა, მთელი ტანით აცახცახდა.
- მით უკეთესი!
- და თუ მერე...
- მაგრამ, ტულა...
- ცხადია, მიყვარს!
- და მაინც, ტულა!
III
ასე იყო თუ ისე, ხერტრუდისი იშვიათად, მაგრამ მაინც დადიოდა დასთან სტუმრად,
ზოგჯერ ერთად სადილობდნენ ან ვახშმობდნენ ხოლმე. როსა ყოველნაირად
ცდილობდა, დისთვის ეჩვენებინა, რომ ქმარზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ
უყვარდა, ხოლო რამირო ცოლისდასთან რაღაც დარცხვენილივით გრძნობდა თავს.
- ეს რაღაა?
- აქ საიდან გაჩნდა?
- ვინმეს ვაჩუქო? კი მაგრამ, რატომ? გესმის, ტიტი, - და მან გულში ჩაიკრა ძაღლი, -
რას მეუბნებიან? თავიდან მოიშორეო! უჩემოდ რა გეშველება, ჩემო საბრალოვ?
როდესაც რამირო შინ დაბრუნდა და დების კამათს შეესწრო, არც ერთს მიემხრო და
არც მეორეს, მარტო ისა თქვა, ეს ამბავი საკამათოდაც არ ღირსო.
- მაშინ არც არაფერი ყოფილა საკამათო, - თქვა ხერტრუდისმა, - არადა, მაინც არის
რაღაც. ეს ნამდვილი ბავშვობაა და უფრო მეტიც. ეგებ ის თოჯინაც მოიტანო, როსა,
პატარაობისას რომ გვაჩუქეს, ერთი შენ და ერთიც მე; შეგიძლია, აქ, სადმე, სკამზეც კი
დააბრძანო...
- იქნებ შენც სადმე გაქვს გადამალული შენი თოჯინა, - შესძახა როსამ, რომ როგორმე
შეეწყვიტა ეს უსიამოვნო პაექრობა, - ან იქნებ ვინმეს მიეცი, თუ გაგიტყდა კიდეც?
- თუ საბაბს ეძებს?..
- რაო? გგონია, განგებ მტოვებს? ეგებ რაიმე იცი? მითხარი, ტულა, თუკი რამ
ძვირფასი გაგაჩნია, ჩვენი დედის სახელს გაფიცებ, მითხარი!
- ასე ნუ მელაპარაკები.
- ვინ გითხრა?
- იცი რა, იქნებ ცოტა სულელი კი გგონივარ, მაგრამ ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება
ერთად ვიყავით და...
IV
როსას მშობიარობის დრო რომ დადგა, მით უმეტეს - როცა საკმაოდ გაუმწვავდა
მდგომარეობა, ხერტრუდისს ყველაზე მშვიდად და ყოჩაღად ეჭირა თავი. ასე
გეგონებოდათ, დიდად გამოცდილი ბებიაქალიაო. ერთი პირობა იმის საშიშროებაც
კი დადგა, რომ ან დედა უნდა გადაერჩინათ, ან შვილი, ანდა ბავშვი სულაც მკვდარი
დაბადებულიყო.
ხერტრუდისს უეცრად გაუელვა, სხვა დედები ხომ დარჩებიანო, მაგრამ მაშინვე ენაზე
იკბინა და გადაჭრით უთხრა:
საბრალო მშობიარეს არაფერი ესმოდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს... დიდი
ბრძოლის შემდეგ ბავშვი დღის სინათლეს მოევლინა.
ხერტრუდისმა რაღაც უცნაური თავგამეტებით აიტაცა ახალშობილი და ისე მარჯვედ
გაბანა და გაახვია თოთო, გეგონებოდათ, ცხოვრებაში ამის მეტი არაფერი უკეთებიაო.
მამამ თავი ასწია, - მიხვდა, საშიშროება ჩავლილი იყო და გულზე მოეშვა, - მაგრამ
ვერაფერი დაინახა, გარდა ცოლისდის დიდი თვალებისა, რომლებიც რაღაც უცხო
შუქით გაბრწყინებული ეჩვენა, უფრო შავი, მაგრამ უფრო მეტად გაბრწყინებული,
ვიდრე ოდესმე ენახა. და როცა დაიხარა, რომ პირმშოსთვის ეკოცნა, ლოყით შეეხო
ხერტრუდისის გახურებულ ლოყას.
- ახლა მიდი შენს ცოლთან, - უთხრა მან მშვიდად, - და მადლობა გადაუხადე, პატიება
სთხოვე და გაამხნევე.
- პატიება?..
- რა მაპატიოს?
- აქა ვარ, როსა, შენთან დავრჩები. ახლა დაისვენე. მერე ბავშვს ძუძუ მოაწოვე, რომ
ისიც დაწყნარდეს. ყველაფერს მე მივხედავ, ნურაფერზე ინაღვლებ.
- შენ უკვე მეორეზეც ფიქრობ, - შესძახა დონ პრიმიტივომ, - როცა შენი საბრალო და
ცოტა ხნის წინ სიკვდილს ებრძოდა?!
- აბა, რა უნდა ქნას? - შეეპასუხა ხერტრუდისი, - მაშ რისთვის გათხოვდა? ასე არ არის,
რამირო? - და თვალებში შეხედა.
- ახლა კი, რამირო, - უთხრა ცოლისდამ, - შეგიძლია თქვა, რომ ცოლი გყავს.
- რას ამბობ! რისთვის?! „ყველა მამაკაცი ამას ამბობსო!“ - ტულა ალბათ ასე იტყოდა.
მაგრამ ახლა ყველაფერი უკან დარჩა და მეც ბევრ რამეს მივხვდი.
- განა ეს შენთვის კარგი გაკვეთილი არ იყო, როსა?
- აბა, ეს რა ბავშვობაა! ახლა შენ ქალი ხარ და დედა. მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია
დაგეხმარო და საზრუნავი შეგიმსუბუქო.
- ტულა... ტულა...
გოგონას დაბადების შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ გარდაიცვალა სათნო დონ
პრიმიტივო. ხერტრუდისმა თვითონ განბანა და გააპატიოსნა მიცვალებული -
უნდოდა, სუფთა და სპეტაკი ჩაესვენებინა კუბოში - და ამას ისეთივე მოწადინებით
იქმოდა, როგორც ახვევდა და აცმევდა თავის დისშვილებს, სულ ცოტა ხნის წინ რომ
მოევლინნენ ქვეყნიერებას. და მერე, მარტო რომ დარჩებოდა სახლში, კეთილი
მოხუცის ცხედართან, გულამოსკვნილი ტიროდა, ისე ტიროდა, როგორც არასდროს
უტირია და თავადაც არ სჯეროდა, რომ ეს შეეძლო. „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ
ასე ძალიან მიყვარდა, - ამბობდა იგი, - ის მართლა წმინდანი იყო. ისიც კი შეძლო,
ჩემთვის ჩაეგონებინა, რომ ჩემში იყო კეთილგონიერების წყარო. მერე როგორი
მართალი კაცი იყო!“
- ცხადია, ასეა, - თქვა როსამ, თვალები მასაც ცრემლებით ჰქონდა სავსე, - მასავით
ალალ-მართალი კაცი არასოდეს მინახავს.
- მეც?
- ჰო, შენც, ჰო, შენც! შენ თუ არა, აბა ვინ არის ჩემი შვილების ნამდვილი დედა?!
- ახლა კი, - ყურში ჩასჩურჩულა ხერტრუდისმა დას, - კიდევ უფრო ძლიერ უნდა
შეიყვარო შენი ქმარი, გააბედნიერო და... ბევრი ბავშვი გვაჩუქოთ!..
- ასეა, ასე, დაო, მაპატიე, რომ მართლაც დაუფიქრებლად გითხარი, მაპატიე, ხომ
მაპატიებ? - და თითქოს ისევ მიცვალებულის გვერდით დაჩოქება დააპირა.
- რაო, არ გადმოხვალ? მაშ მიატოვებ შენს დისშვილებს, უფრო სწორად, თითქმის შენს
შვილებს?..
- მაშ, გადმოდიხარ?
- არა, არა, შესაძლოა, შენ ასე არ გეგონოს, მაგრამ თავისუფლად მაინც ვერ იგრძნობთ
თავს. ასე არ არის, რამირო?
- ჰო, როსა, ასეა; შენს ქმარს, თუმცა კი ამას ხმამაღლა არ ამბობს, მშვენივრად ესმის,
რომ ცოლქმარს, მით უფრო - თქვენსავით ახლახან შეუღლებულს, ერთმანეთზე ასე
შეყვარებულს, ურჩევნია, თავისთვის, ცალკე იცხოვროს. მე მაინც დეიდა ვარ,
განსაზღვრულ საათებში მოვალ ხოლმე და ვიზრუნებ მათზე, ვასწავლი, რაც მე
შემიძლია, თუ რამ თქვენგან დააკლდებათ.
VI
როსას მესამე ფეხმძიმობა ისე მძიმედ მიმდინარეობდა, რომ წინა ორი ფეხმძიმობისა
და მშობიარობის დროს განცდილი ტანჯვა სულ დაავიწყდა; ლამის ბავშვებიც აღარ
ახსოვდა, მათზე ზრუნვა დეიდას მიანდო და მასაც მეტი რა უნდოდა, დიდად
გაიხარა. დროდადრო ბავშვები ერთი-ორი დღით თავისთან მიჰყავდა ხოლმე, დონ
პრიმიტივოს თითქმის უკვე დაცარიელებულ სახლში, სადაც ბიძის მოხუც
მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობდა და ცდილობდა, კერა არ გაეცივებინა. როსას
შვილები ძალიან შეეთვისნენ დეიდას, ამ მუდამ ჩაფიქრებულ სიტყვაძუნწ და კუშტ
ქალს.
რამირო ადრეც ძალიან ღელავდა ხოლმე, როცა ცოლის მშობიარობის დრო დგებოდა;
ხერტრუდისიც უზომოდ წუხდა, მას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა; ამჯერად
კი მით უფრო დაუმძიმდა გული, რადგან რამირომ, ჩანდა, სულ დაკარგა მოსვენება.
- ეს რა მძიმე, რა გაუსაძლისი გარემოებაა! - თქვა მან ერთხელაც.
რამირო უცბად შეკრთა, ცოლისდის სიტყვებმა „ჩემო კარგო“ დააბნია, რადგან იგი მას
თითქმის არასდროს მიმართავდა სახელით და, მით უმეტეს, ასე, მაშინ, როცა
თვითონ სიამოვნებას ჰგვრიდა, თუ უბრალოდ, შინაურულად, ტულას დაუძახებდა.
- სწორედ ასეა.
- ჰო, მაგრამ მე არც დავიწყებ ძებნას, - კაცი ხომ არა ვარ; ქალმა თავის ბედს უნდა
უცადოს, ის უნდა აირჩიონ. თუმცა მე, მართალი გითხრა, მირჩევნია, თავად ავირჩიო,
ვიდრე ამირჩიონ.
- რაზე საუბრობთ? - იკითხა როსამ, რომელიც ის-ის იყო ოთახში შევიდა და მაშინვე
უღონოდ ჩაესვენა სავარძელში.
- შენ მაინც რა გაქვს სათქმელი, რამირო! თქვენ, მამაკაცებს, ამისა ხომ ბევრი არაფერი
გაგეგებათ. ჩვენ ვიკითხოთ, ქალებმა, ჩვენზე გადადის ცხოვრების მთელი სიმძიმე...
ქმარი მივიდა მასთან, მხრებში ორივე ხელი ჩაავლო და დიდი გაჭირვებით წამოაყენა.
როსა ცალი ხელით მხარზე დაეყრდნო, მეორით - მკლავზე, თავი დახარა და კვნესა-
კვნესით, ნელი ნაბიჯით გაჰყვა ქმარს. ხერტრუდისს კი ამ დროს მისი შვილები, გოგო
და ბიჭი, კალთაში ესხდნენ და როცა თვალი გააყოლა თავის დას, ძლივძლივობით
რომ მიაბიჯებდა, უსურვაზივით შემოხვეული და ერთიანად მინდობილი ქმარს,
დიდრონი, ფიქრიანი და სევდიანი, მშვიდი თვალები ცრემლებით აევსო, ორივე
პატარა მაგრად მიიხუტა მკერდზე და მათ სათუთ ლოყებს ლოყით მიეკრა. პაწაწინა
რამირინმა რომ დაინახა, მისი დეიდა, დეიდიკო ტულა ტიროდა, თვითონაც ატირდა.
- მალე გამოჯანსაღდები.
ასეც იყო. ორიოდე დღეში სამი ძიძა გამოიცვალეს. მამა აღშფოთებული გაიძახოდა,
ამისთანებს გაწკეპვლის მეტი არაფერი უშველისო, დედა კი უფრო და უფრო
უძლურდებოდა.
- ეს შენი მოვალეობაა, ჩემო კარგო, შენი... შენა ხარ მისი ქმარი. თუ შენ ვერ შეძელი,
მასში სიცოცხლის სურვილი გაგეღვიძებინა, სხვას ვის ძალუძს მისი დარწმუნება?
უბედურება ის კი არ არის, რომ ამდენი სისხლი დაკარგა და ასე დასუსტდა, არამედ
ის, რომ სულ სიკვდილზე ფიქრობს. ვეღარც ბავშვებს უძლებს, ძალიან მალე იღლება,
საბრალო ჩვილის ამბავსაც კი აღარ გეკითხება.
ასეც იყო, საწყალი როსა თითქოს ძილბურანში ცხოვრობდა, სულ თავბრუ ეხვეოდა,
თვალებში ნისლი ჩაუდგა და მზერა ერთიანად დაებინდა. ერთ საღამოს თავის დას
უხმო, მასთან ცალკე უნდოდა საუბარი, და მარტო რომ დარჩნენ, ხელი მოჰკიდა და
ლამის კვნესით, ძლივს გასაგონად უთხრა:
- მოვალეობა... მოვალეობა...
- ჰო, ვიცი, რომ ისინი უნდა მიყვარდეს; სანამ ცოცხალი ვარ, შენი შვილები
უდედობას ვერ იგრძნობენ.
- შენ გინდოდა გეთქვა, რომ ჩემს შვილებს, ჩემებს, ჩემს სისხლსა და ხორცს,
დედინაცვალი არ ეყოლებათ, არა?
- არა, არ ვიცნობ.
- სამაგიეროდ, მე ვიცნობ!
- ვინ იცის...
მაშინვე მის ქმარს დაუძახეს. როდესაც ის ოთახიდან გამოვიდა, მკვდრის ფერი ედო,
ადამიანს აღარ ჰგავდა.
სიკვდილმა არ დაინდო როსასა და რამიროს კერა, თითქოს მათი კერის ქვაზე გალესა
თავისი ცელიო; და იმ წუთებში, როცა ახალგაზრდა დედის სიცოცხლე წვეთ-წვეთად
იღვენთებოდა, ისევ ძიძას ეძებდნენ, რომ ახალშობილი შიმშილისგან არ
მომკვდარიყო. და ხერტრუდისს, მაშინაც კი, როცა ხედავდა, რომ მისი და სიკვდილ-
სიცოცხლის გასაყარზე იყო, იმაზე უნდა ეფიქრა, როგორ გადაერჩინა შიმშილისგან
დასუსტებული ჩვილი, როგორ ეპოვა ძიძა. ბავშვის დასაწყნარებლად მხოლოდ
საწოვარა ჰქონდა, სხვა ვეღარაფერი მოეფიქრებინა.
- მაგრამ, ტულა...
ამ დროს ფეხის ხმა მოესმა. ვიღაც ცდილობდა კარის გაღებას. სწრაფად შეიკრა
საკინძე, შეიმშრალა ცრემლები, წამოდგა და კარი გააღო. რამირო იყო. ესღა თქვა:
- ყველაფერი დამთავრდა!
- უფალმა მიიღო მისი სული. ახლა კი, რამირო, ამათ უნდა მივხედოთ!
- კარგი-მეთქი. ახლა მათზე უნდა ვიფიქროთ, მათ აღზრდაზე უნდა ვიზრუნოთ, ამას
მე გეუბნები.
VII
არა, როსა, მისი როსა, არ მომკვდარა. არც შეიძლებოდა მომკვდარიყო. ის, მისი ცოლი,
აქ იყო, ისეთივე ცოცხალი, სიცოცხლის მაცოცხლებელი, ირგვლივ ყველაფრის
სულისჩამდგმელი; მისი ცოლი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო.
მას მერე, რაც როსას მესამე ბავშვი შეეძინა და ლოგინად ჩავარდა, ხერტრუდისი მის
სახლში გადავიდა და უკანასკნელ დღემდე არ მოშორებია თავის დას, მისი
გარდაცვალების შემდეგ კი ერთ დღესაც თავის სიძეს უთხრა:
- მერე რა მოხდა?
- ჩემთვის მოხდა.
- მომისმინე, ხერტრუდის...
- არა, მარტო ეს არ კმარა, არა. მოსვენება სულ დავკარგე, მარტოობას ვეღარ ვუძლებ,
მით უმეტეს - ღამით; მთელ ღამეებს თეთრად ვათენებ.
- მუდამ ასე ხდება. მე უარეს დღეში ვიყავი, ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, მერე კიდევ -
ჩემი დაც, შენი როსა... შენსავით ვერც მე ვხვდებოდი, რა ძვირფასი იყო ჩემთვის, სანამ
ცოცხალს ვუყურებდი; ახლაღა მივხვდი, როცა მის შვილებს ვუვლი, თქვენს შვილებს.
თუ ცოცხლები გვიყვარს, მაშინ გარდაცვლილებიც გვიყვარს.
- მე ბიჭი ვარ, შენ კი გოგო და მეტი არაფერი! - ერთხელაც ყური მოჰკრა, რამირინმა
რომ უთხრა თავის დას ნამდვილი კაცივით.
- რა საიდუმლომ?
- ესეც მართალია.
„ჩემო კარგო რიკარდო! შენ არ იცი, რა მძიმე დღეები გამოვიარე მას შემდეგ, რაც
საბრალო როსა გარდაიცვალა. უკანასკნელი დღეები მაინც განსაკუთრებით მძიმე
იყო, განუწყვეტლივ ვლოცულობდი და უწმინდეს ქალწულსა და მის ძეს
ვევედრებოდი, მოეცათ ჩემთვის ძალა, ნათლად დამენახა ჩემი მომავალი. ვერც კი
წარმოიდგენ, რა ტკივილს მაყენებს ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა: ჩვენი
ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ვერ ვიქორწინებთ. ჩემი და იმქვეყნიდან
მთხოვს, არ მივატოვო მისი შვილები, დედობა გავუწიო, და სანამ ეს ბავშვები არ
წამოიზრდებიან, არც უნდა გავთხოვდე. მაპატიე, რიკარდო, მაპატიე, თუ ღმერთი
გწამს და გაიგე, რატომ ვიქცევი ასე. ძალიან ვწუხვარ იმის გამოც, რომ ვიცი, შეიძლება
შემყვარებოდი და კიდევ უფრო - იმიტომ, რომ შენ გიყვარვარ და ჩემი გულისთვის
იტანჯები. გულის სიღრმეში იმასაც ვგრძნობ, რა ტკივილი მოგაყენე, მაგრამ შენ
ისეთი კეთილი ხარ, კარგად გაიგებ ჩემს მოვალეობას და ჩემი გადაწყვეტილების
მიზეზს. იმედი მაქვს, შეხვდები ქალს, რომელსაც ჩემებრ წმინდა მოვალეობა არ
ამძიმებს და ის უფრო მეტ ბედნიერებას მოგანიჭებს. მშვიდობით, რიკარდო, იყავი
ბედნიერი და სხვებიც გააბედნიერე. დამიჯერე, არასოდეს, არასოდეს დაგივიწყებ.
ხერტრუდისი“.
- განა მე ვემალები?
- არა, მაგრამ...
- უთხარი, რომ შეუძლია, როცა უნდა, მაშინ მოვიდეს აქ, ამ სახლში, ჩვენს სახლში.
- როგორ თუ მე?!
- ეს არასოდეს მოხდება-მეთქი! საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ ჩემმა შვილებმა, ანუ
მათ, რომლებიც შეიძლება გამიჩნდეს, ჩემი გულიდან ამოძირკვონ ამ ბავშვებისადმი
ჩემი სიყვარული. მერე კიდევ სხვა ბავშვებიცო? ეს არ მოხდება. ესენიც მეყოფა, რომ
კარგად აღვზარდო.
- მე არც ვცდილობ, ვინმე დავარწმუნო. რაც შეგეხება შენ, ისიც საკმარისია, რაც
გითხარი.
- ნუ დაიჟინებ, მე უკვე გითხარი, რომ არც შენ გამოგყვები ცოლად და არც, მით
უმეტეს, სხვას.
- მაგრამ, ტულა...
- მე უკვე გითხარი, - ეს რომ თქვა, მივიდა მასთან ისე, რომ ბავშვისთვის ხელი არ
გაუშვია და ყურში ჩასჩურჩულა, - ტულას ნუ მეძახი-მეთქი, მით უმეტეს - ბავშვების
თვალწინ. მათ დამიძახონ, შენ კი არა. ამასთან, იცოდე ბავშვების პატივისცემაც.
IX
- და მერე რა?
- განა ბავშვები ამაზე უკეთ სადმე იგრძნობდნენ თავს? მითხარი, თუ ღმერთი გწამს,
ამაზე უკეთესი ოჯახური გარემო ექნებოდათ? მათ ხომ აქ ნამდვილი თბილი
ოჯახური კერა აქვთ, ჰყავთ მამაც და დედაც, ჰყავთ წმინდა, სუფთა სახლეული, აქვთ
სახლკარი, ყოველი კუთხე-კუნჭული მათია, შეუძლიათ, სადაც უნდათ და როცა
უნდათ, შევიდნენ და გამოვიდნენ, მათთვის არც ერთი კარი არ იკეტება, არაფერია
დამალული თუ დაგმანული, მეტი რა გინდა?
- მაგრამ ეს ხომ...
- გეუბნები, არ მინდა, რომ შენმა მზერამ წაბილწოს ეს წმინდა სახლი, სადაც შენი
შვილები უნდა აღიზარდონ, და გახსოვდეს როსა.
- შენ რა გგონია, მაინც რისგან ვართ ჩვენ, მამაკაცები, შექმნილი?
- ხერტრუდის, თუმცა შენ ამ ბავშვების დედა არა ხარ, სინამდვილეში მაინც ხარ, და
იმის უფლებაც გაქვს, ასე მაწამო, ასე დამტანჯო შენი სიახლოვით, ასე რომ აავსე
სახლი მთელი შენი არსებით, შენი თვალების ცეცხლით, შენი ხმით, შენი სულით
სავსე სხეულით, თუ ხორცით სავსე სულით...
- კარგი, მოიცადე ერთი წელი... ეს ერთი წელი მაინც. მომეცი ერთი წლის ვადა, რომ
საკუთარ თავში დავრწმუნდე და შენც შენს გულში ჩაიხედო, შენც დარწმუნდე, რომ...
- ბევრი გეჩვენება?
- მერე ვნახოთ.
- ვნახოთ... ვნახოთ...
- და თუ ამ ერთ წელიწადში...
- ეს არ მოხდება!..
- რა მარდად მიპასუხე...
- არა... ეს არ მოხდება!
- ვისი ბრალი?
- ჰო, ბრალი!
- რას?
- იმას, რომ შენ ის არ გყვარებია. როსა ისე არ გყვარებია, როგორც მას უყვარდი და
ეყვარებოდი, შენ რომ მასზე ადრე მომკვდარიყავი...
ერთ დღეს რამირინს ერთი ისეთი სიტყვა წამოსცდა, ქუჩაში რომ მოეკრა ყური,
მამამისმა კი დატუქსა. ხერტრუდისი ჩაერია მათ საუბარში და სიძეს ჩუმად უთხრა:
„კი არ უნდა გაუჯავრდე, ისე დაიჭირე თავი, ვითომ არც გაგიგონია; რამდენი რამ
ხდება ისეთი, რაც სალაპარაკო არ უნდა გახდეს, თუნდაც გინდოდეს განსაჯო და
იყოს კიდეც განსასჯელი“.
- არა.
ერთ დღეს გოგონამ ტირილით მიირბინა და თითი აჩვენა, ფუტკარს ეკბინა. დეიდას
მაშინვე გაახსენდა, რომ შხამი უნდა ამოეწოვა, რადგან წაეკითხა, გველის ნაკბენსაც
ასე ამოსწოვენო. ბავშვებმა განაცხადეს, არც ერთ ფუტკარს ცოცხალს არ დავტოვებთო
და მამამაც მხარი აუბა, ბაღში ფუტკარს არ გავაჭაჭანებთო.
- ცხადია!
- სადამდე, არჩევნებამდე?
- არა, არ ვტირი...
- არა, ტირი...
- ჰო, მამაშენის!
- მაშინ მამა რატომ გვეუბნება ხოლმე, რომ სანამ ჩვენი დედა არ გახდები, დეიდა
უნდა დაგიძახოთ, დეიდა ტულა? შენ კი გვეუბნები, დედა დამიძახეთ და არა
დეიდაო, დეიდა ტულა?..
- ჰო, გვითხრა, რომ შენ ჯერ არა ხარ ჩვენი დედა, მაგრამ იქნები... ჰო, რამდენიმე თვე
რომ გაივლის, ჩვენი დედა გახდები...
და მერე, როცა რამირო დაბრუნდა, მამა, განზე გაიხმო იგი და მკაცრად უთხრა:
- არ გაბედო და ბავშვს ამაზე აღარ დაელაპარაკო. აღარ უთხრა, რომ მე ახლა დეიდა
ვარ, დეიდა ტულა, და მერე გავხდები დედა. ამით შენ ცუდ გავლენას ახდენ ბავშვზე,
ცდილობ, ისეთ რამეზე აუხილო თვალი, რაც მან არ უნდა იცოდეს. და თუ გინდა,
ჩემზე ამით მოახდინო გავლენა...
- კარგი, მაგრამ თუ ამას ეუბნებოდი, იმაზე რატომ აღარ იფიქრე, რა როლი დააკისრე
ბავშვს? როლი, რომელიც...
- კმარა, გაჩუმდი!
XI
- არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, მთვარეც დედამიწას ჰგავს, პლანეტაა მასავით... ჩვენ ხომ
მასზე მარტო ის ვიცით, რომ იქამდე ვერასოდეს მივაღწევთ... მიუწვდომელია... მზე
კი სულ სხვაა... ის კიდევ უფრო შორსაა ჩვენგან და ახლოსაც არ მიგვიშვებს,
დაგვბუგავს - საშიშია, თუმცა კი გვსიამოვნებს, რომ გვათბობს და გვინათებს. მარტო
ის ვიცით, რომ დაუსახლებელია, მაშინ, როცა მთვარეზე ალბათ უშფოთველად
შეიძლება ცხოვრება მარადიულ ბინდბუნდში. მიწიერი ტანჯვისა იქ არაფერი
გვეცოდინებოდა. თან ის ხომ უცვლელია. თუმცა კი ვიცით, რომ იქამდე ვერასოდეს
მივაღწევთ, მიუწვდომელია...
- მაგრამ ის ხომ მუდამ ცალი მხრიდან გვეჩვენება... მერედა როგორი მშვიდი და თან
ნაღვლიანი სახე აქვს, თუმცა ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე და წყვდიადში
იმალება; ზოგჯერ ნამგალსაც რომ ემსგავსება...
- ვისთვის?
- როგორ თუ ვისთვის?
- ცისთვის, მორჩა და გათავდა. განა უფალმა იმისთვის შექმნა მთვარე, რომ ჩვენ,
დედამიწის ბინადრებს, ღამით გვინათებდეს? მაგრამ მაინც რისთვის წამოვიწყეთ ეს
უაზრო საუბარი?
- როსიტა!
XII
- მე ახლა მარტო იმის თქმა მინდოდა, შვილო, რომ სავსებით ბუნებრივია, შენი სიძე,
ქვრივი და თან ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ჯან-ღონით სავსე, მეორედ
დაქორწინებაზე ფიქრობდეს. მის პატიოსნებაზე ისიც მეტყველებს, რომ თავისი
შვილებისთვის დედას ეძებს, მეორე დედას...
- ეს ცოდვა იქნებოდა. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ სხვა რამ უნდა იყოს
მთავარი...
- ეს არ მოხდება-მეთქი!
- მაგრამ ადრე რომ ეთხოვა შენთვის ხელი, - მანამდე, სანამ აწ განსვენებულ შენს დას
სთხოვდა...
- მამაო!
- დედინაცვალი?
- დიახ, დედინაცვალი. მისი ცოლი თუ გავხდი, - ჩემი შვილების მამის ცოლი, - მათი
დედინაცვალიც გავხდები, ამაზე უარესი კი ის იქნება, მეც თუ გამიჩნდა მასთან
შვილები, ჩემი სისხლი და ხორცი... ეს კი ნამდვილად... არა, ეს არ მოხდება,
არასოდეს!..
- როგორ თუ ვიფიქრო?..
- მე კი ქალი ვარ!
- ის სუსტია...
- მე კი ძლიერი, არა?
- უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა ვიყო? მე, ქალი, უფრო ძლიერი უნდა ვიყო?
- მესმის, მაგრამ არ მინდა გავიგო. ის მარტო არ არის. თუ ვინმეა ჩვენ შორის მარტო, ეს
მე ვარ! მარტო... მარტო... მუდამ მარტო...
- მე სულაც არ ვიწვი.
- ვაითუ ის იწვის?
- შესანიშნავად გაგიგეთ...
- ჩემი?
- ცხადია!
- აკი შენ თვითონ მითხარი, რომ გეშინია, თუ შენს სიძეს ცოლად გაჰყვები, მასთან
შენც არ გაგიჩნდეს შვილები. ასე არ არის?
- დიახ, ასეა. ჩვენ რომ შვილები გაგვიჩნდეს, მე, სურვილისდა მიუხედავად, გავხდები
დედინაცვალი იმ ბავშვებისა, რომლებიც ჩემმა დამ მე მანდო, მე დამიტოვა.
- არცთუ კარგად.
- არა, მამაო, არა და არა! მე ვერ ვიქნები რაიმეს საშუალება, მე თავს საშუალებად ვერ
მივიჩნევ... საშუალება... საწინააღმდეგო!.. არა, მე ჩემს თავს უფრო მეტ პატივს ვცემ...
- მაგრამ თუ ეს...
- არა, ამას აღარაფერი ეშველება... შესაძლოა კიდეც გავყოლოდი ცოლად, ჩემს დას
მასთან შვილები რომ არ ჰყოლოდა, რათა საკუთარი გაგვეჩინა... მე რომ გამჩენოდა
მისგან... მაგრამ საშუალება რომ ვყოფილიყავი?!. თანაც ასეთი?! მე და საშუალება?!
არა და არა!
- და მას შენთვის მანამდე რომ ეთხოვა ხელი, სანამ შენს დას სთხოვდა?..
XIII
ერთ დღესაც სახტად დარჩა, როცა დაინახა, საცოდავი გოგო რამიროს ოთახიდან,
სენიორიტოს ოთახიდან გამოდიოდა - ასე მიმართავდა ხოლმე, სენიორიტოო - და
ერთიანად სახეალეწილი, მძიმედ სუნთქავდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და
მოსამსახურემ მყისვე თავი დახარა, თვალი მოარიდა. მეორედ იყო და, ბიჭი,
რამირინი, დეიდასთან მივიდა და ჰკითხა:
- უნდა ვილაპარაკოთ.
- კეთილი, მაგრამ რვა თვე კიდევ წინა გვაქვს...
- რვა თვე?
- ჯერ მხოლოდ ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვადა დამინიშნე.
- უფრო საგულისხმო?
- ცხადია, შენ!
- მაშ კარგი, რამირო, ერთი წლის ვადას აღარ დაველოდებით; არანაირი ვადა! ახლა მე
აქედან წავალ და კანონმა რაც უნდა, ისა თქვას - ბავშვებსაც ჩემთან წავიყვან, უფრო
სწორად, თვითონვე წამომყვებიან.
- არ შემიძლია, ვერ გავაგდებ, ხერტრუდის, ვერ გავაგდებ. სად უნდა წავიდეს? ისევ
ობოლთა თავშესაფარში დაბრუნდეს?
- ვერა, ხერტრუდის, ვერ გავაგდებ, ამას ვერ ვიზამ, - და კაცს თვალები ცრემლით
აევსო.
- მე ვერ გავუშვებ...
- მართალია, მართალია...
- არა, ასე არ იქნება, ეს არ მოხდება; მე ხომ აქა ვარ, მათი დედა ისევ მე ვიქნები,
დედობას ისევ მე გავუწევ. შენ იქნები იმ ბავშვის მამა, რომელიც დაიბადება, ის კი -
დედა. ამ ობოლსაც აქვს დედობის უფლება და ამასთან - მოვალეობაც; აქვს უფლება
საკუთარ შვილზე და იმაზეც, რომ მის შვილს ჰყავდეს მამა.
- მაგრამ, ხერტრუდის...
- გეუბნები, შეირთე იგი ცოლად; ამას გეუბნება როსაც; ასეა, - და მისი მუდამ მშვიდი
ხმა ზარის რეკვასავით გაისმა, - როსა, შენი ცოლი, გელაპარაკება ჩემი პირით და
გეუბნება, რომ უნდა შეირთო ეს ობოლი, მანუელა!
- სენიორა! - კვნესასავით გაისმა საბრალო გოგოს ხმა, სამზარეულოს კუთხეში რომ
მიყუჟულიყო და ყველაფერი ესმოდა. ერთი კი გამოეხმაურა, მაგრამ არც განძრეულა,
არც წამომდგარა, სანამ მან მეორედ არ დაუძახა. მაშინ კი ისევ - „სენიორაო!“ -
დაიკვნესა და წამოდგა.
- შემოგვხედე, აქ არის შენი სენიორი, რამირო, უნდა გთხოვოს პატიება იმისთვის, რაც
ჩაიდინა.
- ნუ ტირი და ნურც თავს იმართლებ; მე ვიცი, რომ შენ დამნაშავე არა ხარ...
- მანუელამ კარგად იცის, რომ მე, - თქვა რამირომ, - არც ვაპირებდი მის მიტოვებას...
უსათუოდ რამეს ვიღონებდი...
- დიახ, სენიორა.
- შენი შვილი კი იქ არ გაიზრდება. მას უფლება აქვს, ჰყავდეს მამა, თავისი მამა, და
კიდეც ეყოლება. ახლა კი წადი... წადი შენს ოთახში, ჩვენ დაგვტოვე...
- სიგიჟეზე უარესი იქნებოდა ის, რაც შენ ჩაიფიქრე. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი
გამოვიდოდა.
- მერე, განა მან არ გთხოვა, რომ მის შვილებს დედინაცვალი არა ჰყოლოდათ?
- შენს შვილებსაც!
- არც ეყოლებათ. მათ, ჩვენს შვილებს, მე თავად გავუწევ დედობას, ოღონდ არა მის
შვილს...
- რა? რაკი მან არ იცოდა დედის სითბო, ვერც მისმა შვილმა უნდა გაიგოს მამის
მზრუნველობა?!
- ეს სიგიჟეა... სიგიჟე...
- სიგიჟე ის იყო, რაც აქამდე ჩაიდინე. ახლა კი იცოდე, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც
გმართებს, ისეთ ხმაურს ავტეხ, მთელი ქვეყანა გაიგებს.
- ხერტრუდის!
XIV
მას შემდეგ, რაც რამირომ თავისი მოსამსახურე შეირთო, მათ სახლში მძიმე სევდა
ჩამოწვა. ახლა უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მანუელა ისევ იმ მოსამსახურედ დარჩა,
ხოლო ხერტრუდისი კვლავაც ოჯახის ნამდვილი დიასახლისი და გამრიგე იყო. იგი
უკვე ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვები ახალდაქორწინებულებისგან რაც
შეიძლება შორს ყოფილიყვნენ და ნაკლები გაეგოთ მათი ერთად ცხოვრების შესახებ,
მაგრამ ვერც იმის ახსნა ასცდებოდა, რატომ უნდა მოეყვანათ ახალი მოსამსახურე და
რატომ შეიქნა ასეთი ვითარება მათ ოჯახში.
მაგრამ ის როგორღა უნდა აეხსნათ, რატომ იყო, რომ ყოფილი მოსამსახურე მათთან
ერთად სადილობდა თუ ვახშმობდა? ხერტრუდისი კი ამას დაჟინებით მოითხოვდა.
- ჰო, მართლა ასეა, ახლა უკვე კარგად მესმის შენი, - ეტყოდა ხოლმე, - სხვა გზა
ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ...
- დაქორწინება - არა, მაგრამ ის, რომ ჩემი თავი იქამდე მივიყვანე, რომ მეორედ
მექორწინა - ჰო.
- ახლა ფიქრისა და სინანულის დრო აღარ არის. უნდა გაუძლო, გამაგრდე, უნდა
იცხოვრო.
- არ ვიცი.
- ესეც შენი შვილია, კიდევ ერთი ბიჭი... ჩვენს ოჯახს ერთი ბიჭიც შეემატა.
- ჰო, ჩემიც. მე იმასაც შევძლებ, რომ არც მისთვის ვიყო დედინაცვალი, ისევე როგორც
სხვებისთვის.
- ამას ნუ ამბობ. მე ვარ ცოდვილი, ვინც ცდილობს, სხვები აქციოს წმინდანებად - შენი
შვილები, შენც და შენი ცოლიც.
- ჩემი ცოლი!..
- დიახ, შენი ცოლი, შენი შვილის დედა. რატომ ექცევი ასე გულგრილად, თითქოს ის
შენთვის ტვირთი იყოს?
- ვინ?! ის?!
- ვიცი, ჰო, უკვე ვიცი, რომ სიყვარული თქვენ შორის არც ყოფილა, მაგრამ განა ის
საბრალო არ იმსახურებს შენს სიყვარულს?..
- მაგრამ როგორი ცოლი უნდა იყოს ჩემთვის იგი, ეს ხომ სიცარიელეა ჩემს
ცხოვრებაში...
- არა, ჩემო კარგო, არა; ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. შენ მას
სულ არ იცნობ.
- თუნდაც ასე იყოს, შენ მაინც ყველაფერი უნდა იღონო, რომ თავისუფლად იგრძნოს
თავი... საბრალო, მერე როგორი დაშინებულია, მიტოვებული, დაბადებიდანვე
მივიწყებული. შენ კი ამით ისარგებლე...
- ასეთები ხართ თქვენ, ყველა, მამაკაცები. არ იცით, რას აკეთებთ, არ ფიქრობთ იმაზე,
რასაც აკეთებთ. არასოდეს არაფერზე ფიქრობთ...
- მაგრამ ამაზე უარესიც ხომ ხდება, როცა ადამიანები ფიქრობენ, მაგრამ არ აკეთებენ...
- ეტყობა, შენ გგონია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ.
XV
- რაც უნდა იყოს, განა შენ თვითონ არ გინდოდა ეს? - უთხრა სიძეს ხერტრუდისმა.
მერე კი, როცა რამიროსთან მარტო დარჩა, ცოლის მიმართ უგულისყურობა მაინც
უსაყვედურა. მაგრამ მანუელას მეორე ფეხმძიმობა პირველზე გაცილებით მძიმედ
მიმდინარეობდა.
- კეთილი, როგორც ინებებთ. ბუნება, ქალწული, ვფიქრობ, იმის ძალას მისცემს, რომ
იქამდე მიაღწიოს, სანამ ახალი სიცოცხლე მოევლინება დღის სინათლეს; სწორედ ის
საბრალო იცავს თავის მშობელსაც და გააძლებინებს კიდეც, სანამ არ იხილავს მზის
შუქს. სწორედ ისაა, ფარივით რომ იცავს.
- მერე რა მოხდება?
- მერე? ალბათ ისევ თქვენ, მარტოს მოგიწევთ მასზე ზრუნვა, ძიძას მოუყვანთ, ისევ
თქვენ გაზრდით კიდევ ერთს; ოთხი ხომ უკვე გყავთ, ახლა მეხუთეც შეგემატებათ...
- ვჩუმდები.
მან ხელი მოჰკიდა ხერტრუდისის ხელს, რამდენიმე წამი ასე ეჭირა, მერე მეორე ხელი
დაადო ხელზე, ერთი კი ამოიოხრა და უთხრა:
- არა, ახლა არა. ახლა შენი მარტო ბავშვია, რომელიც უნდა გაჩნდეს.
- ეს მე ნაკლებად მაწუხებს, დონ ხუან, მარტო ამას კი არა, უფრო მეტსაც გავუძლებ. ეს
რა უბედურებაა, რა უბედურება!
ექიმი წავიდა, თავისთვის კი ამას ფიქრობდა: „ცხადია, ცოლისდა ელოდა, რომ მისი
სიძე კვლავ თავისუფალი იქნებოდა. ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ -
რამდენიმე სამყაროც კი. მაგრამ ეს მაინც რა ქალია! მართლაც მთელი არსებით ქალია!
ან რა ძალა აქვს, ან რა ალღო! მერე როგორი თვალები! რა სხეული! სულ ცეცხლივით
გიზგიზებს!“
ერთ საღამოსაც რამირომ, სიცხემ ცოტა რომ დაუწია და ცოტა უკეთესად იგრძნო
თავი, ხერტრუდისს უხმო, სთხოვა საწოლი ოთახის კარი დაკეტეო და უთხრა:
- მას შემდეგ, რაც პირველად გნახეთ, ერთხანს მარტო როსას ვუყურებდი, მას
ვამჩნევდი შორიდან, მაგრამ როცა ორივე უფრო ახლოს გაგიცანით, როცა უკვე
თქვენს სახლშიც დავიწყე სიარული, მხოლოდ შენ გხედავდი. ახლოს რომ გნახე,
თვალები მერე ამეხილა; შორიდან თითქოს ის გჩრდილავდა, მაგრამ ახლოდან - შენ
ჩრდილავდი მას.
- მე?
- შენ, შენ უნდა მაპატიო. აკი ერთხელ მითხარი, არიან ისეთი წმინდანები, რომლებიც
სხვებს უბიძგებენ ცოდვისაკენო. სინამდვილეში ეგებ სწორედ ის სიკეთე თუ
სათნოება იყო არაადამიანური... თავდაპირველად, როცა ჩემმა დამ მიიპყრო შენი
თვალი და გული, მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ მერე, -
ახლა გამოგიტყდები, - საერთოდ მამაკაცი და შენც, რამირო, ჩემში მხოლოდ შიშის
გრძნობას თუ აღძრავდა; ვაღიარებ, ყოველ მათგანში მხეცს ვხედავდი. ბავშვები კი
არა, კაცები...
მეორე დღეს ბავშვები მამასთან მიიყვანა. ის უკვე აზიარეს და ახლა ბავშვებს უნდა
დამშვიდობებოდა. ხერტრუდისს სათითაოდ მიჰყავდა ისინი მასთან, რომ ეკოცნათ
და გამოთხოვებოდნენ; მერე მანუელაც შეიყვანა მასთან, - საბრალო ხერტრუდისის
მკლავს ეყრდნობოდა, მაგრამ მომაკვდავის დანახვაზე ისე ცუდად გახდა, რომ
მაშინვე გაიყვანა თავის ოთახში და ლოგინში ჩააწვინა.
სულ ცოტა ხანში რამირომ, ისევ ხერტრუდისის ხელი რომ ეჭირა, ძლივს გასაგონად
უთხრა: „მშვიდობით, ტულა!“ - და მაშინვე სული განუტევა. და მაშინ დეიდა ტულამ
გული თავის ნებაზე მიუშვა და ქვითინით დაემხო თავისი შვილების მამის უსულო
გვამს, თავის საბრალო რამიროს.
XVI
და ახლა, ასე იყო თუ ისე, დარჩა ხერტრუდისი ხუთი ბავშვით ხელში, თანაც ყველაზე
პატარისთვის გამუდმებით უნდა ეძებნა ძიძა.
XVII
- ძალიან კარგი, რაკი საქმე აქამდე მივიდა, ნება მიბოძეთ, მეც პირდაპირ გითხრათ
ჩემი სათქმელი.
- როგორც ინებებთ, დონ ხუან, ოღონდ ისიც იცოდეთ, რომ ეს იქნება თქვენი
უკანასკნელი სიტყვები ამ სახლში.
- ვინ იცის!
- მაშინ თქვით!
- ასეც ვაპირებ.
- ექიმი ვარ, იცით, ჩემს ცოლთან შვილები არა მყოლია, ის ქვრივი იყო და პირველი
ქორწინებიდან ვაჟიშვილი ჰყავდა, მაგრამ საბრალო მალე გარდაიცვალა; მე კი შვილი
არ მყავდა და დანამდვილებით ვიცი, არც მეყოლება, თუმც იმასაც გეტყვით, რომ ამის
გამო სულაც არ ვგრძნობ თავს სხვა მამაკაცებზე ნაკლებ მამაკაცად. ხომ გესმით ჩემი,
ხერტრუდის?
- ეს არის და ეს?
- იმას, რომ თქვენი ეს მონაჩმახი, ვითომ ძალიან გინდათ გყავდეთ ბავშვები, ვითომ
არ შეგიძლიათ გყავდეთ საკუთარი შვილები... სწორად გაგიგეთ, დონ ხუან?
- რატომ, ხერტრუდის?
მას შემდეგ, რაც ექიმი ასე დაუნდობლად გაისტუმრა სახლიდან, ხერტრუდისი რაღაც
სიბრალულისა თუ ზიზღის გრძნობამ შეიპყრო. ვაითუ მეტისმეტად მკაცრად
მოვექეციო, - ფიქრობდა: „მართალია, ამ კაცმა მოთმინება დამაკარგვინა, მისმა
აზრებმა თუ შეხედულებებმა უფრო მეტი ტკივილი მომაყენა, ვიდრე მისმა
სიტყვებმა, მაგრამ მაინც მმართებდა, ცოტა უფრო მეტი ლმობიერება გამომეჩინა იმ
საცოდავის მიმართ; ეტყობა, მას სხვა რამ სჭირდებოდა - დახმარება თუ რაღაც
საშუალება, რაღაც მისთვის აუცილებელი და გადამწყვეტი საშუალება“.
მოგვიანებით, რომ გაიგო, დონ ხუანმა უკვე მიაგნო იმ საშუალებას და ცხოვრება,
როგორც უნდოდა, ისე მოიწყოო, იფიქრა, ეტყობა, მისთვის ოჯახური კერა, სითბო
იყო მთავარიო, მაგრამ მერე კიდევ ერთი ეჭვი გაუჩნდა და ამან უფრო აღაშფოთა: „აჰა,
მას დიასახლისი სჭირდებოდა, ოჯახზე მზრუნველი, ვინც ლოგინს დაუგებდა,
სადილ-ვახშამს დაახვედრებდა... მაგრამ ეს ხომ უარესია, გაცილებით უარესი!..
უარესია, როცა ქალი რაღაცის საშუალებად მიიჩნევა, - მაშინ ხომ ის შინაურ ცხოველს
ემსგავსება, ერთსა და იმავე დროს და თანაბრად ერთიც არის და მეორეც! ოჰ, ეს
კაცები... რა საზიზღრობაა, რა უსინდისობა! და კიდევ იტყვიან, ქრისტიანობამ
ქალების ყოფა-ცხოვრება გააუმჯობესაო!“ - და ამაზე ფიქრმა თავისი კეთილი ბიძა
გაახსენა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „არა, ამაზე მეტს აღარ ვიფიქრებ!“
- გეუბნებოდით, მაგრამ ახლა თქვენი დედა მე ვარ, იცოდეთ, და ამაზე ლაპარაკი აღარ
გამაგონოთ!
მაგრამ მაინც ვერ მოახერხა, ბავშვებისთვის დაემალა სიმართლე და, მით უფრო,
თავისი გრძნობები - მას ხომ ყველაზე მეტად უფროსი, რამირინი უყვარდა, რამეთუ
იგი მაშინ ჩაისახა, როცა რამიროს, მამამისს, ჯერ კიდევ ტანჯავდა საკუთარ თავთან
ბრძოლის კვალი, იმ ბრძოლისა, რომ ვერა და ვერ გააკეთა არჩევანი ორ დას შორის,
სანამ თავად ხერტრუდისი არ დაეხმარა და როსა არ შეართვევინა, ხერტრუდისმა არ
გააკეთა არჩევანი მის მაგივრად. რამირინის გარდა მისი რჩეული იყო მანოლიტაც,
ყველაზე უმცროსი, პატარა მანოლიტა, სუსტი, ფერმკრთალი ვარდის კოკორი,
რომელიც შეიძლება თრთვილსაც კი დაეზრო და გაეყინა, ანდა სულაც ნაადრევ
სიცხეს დაეჭკნო.
- მე უნდა ამეხსნა? აბა, გაიხსენე ერთი ტლანქი კაცი, პასკუალონი, შენი მახადალა-
პრიეტას სააგარაკო სახლის დარაჯი რომ იყო.
- ჰო, ის...
- ის ამბავი ისე ღრმად ჩამრჩა გულში, ისე გამაოგნა, რომ ვიფიქრე, რაც უნდა იყოს,
მაინც გამოვიკვლევ და ამ ბოროტების სათავეს და მიზანს მაინც მივაკვლევ-მეთქი...
- ჩემი ბიძაც სულ ამას მეუბნებოდა, საბრალო, - შენც ევასავით ცნობისწადილით ხარ
შეპყრობილი, რომ იგემო ნაყოფი ხისაგან კეთილისა და ბოროტის შეცნობისაო...
- მერედა რა შეიცანი?..
- იმას, რომ ბავშვი თურმე იმ კაცს ხელს უშლიდა, თავისი ცოლის, ბავშვის დედის,
სრული ბატონ-პატრონი, უცილობელი მფლობელი რომ ყოფილიყო...
- რა ბარბაროსობაა!
მერე კი მაინც ისე მოხდა, რომ ისევ ხერტრუდისი გახდა იძულებული, ბავშვზე
ეზრუნა, ძიძა მოეძებნა, ისეთი ქალი ეპოვა, ვინც თავის რძეს გაყიდიდა. ამან სხვა
თავსატეხიც გაუჩინა: თუ ქალი გათხოვილი არ იქნებოდა, ანუ თუ ქმარი არ
ეყოლებოდა, შეიძლება ავადმყოფიც ყოფილიყო და ბავშვიც დაესნებოვნებინა რძით,
ხოლო მარტოხელა ქალისთვის თვალი არ უნდა მოგეშორებინა - ან საყვარელთან არ
დაბრუნებულიყო, ან სხვას ვისმე არ გადაჰყროდა. არც ქმრიანი ქალი იქნებოდა
დიდად სანდო, ეგებ უარესიც კი ყოფილიყო, რადგან საკუთარი შვილი უნდა
მიეტოვებინა და სხვა გამოეკვება; ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო, საკუთარ რძეს
რომ ყიდის ქალი და საკუთარი შვილი აღარ ახსოვს, რომელიც, ადვილი
მოსალოდნელია, შიმშილითაც კი მოკვდეს! ამაზე ფიქრი საშინელ ტკივილს აყენებდა
ხერტრუდისის დედობრივ გულს. ამიტომ იყო, რომ პირველივე დღიდან უნდობლად
ეკიდებოდა ძიძებს და სამ-ოთხ დღეში კიდეც დაითხოვდა ხოლმე და ახლა სხვას
ეძებდა. ამდენი უსიამოვნებების გადამკიდე იმასაც ფიქრობდა: „ნეტავ შემეძლოს მე
თვითონ ვკვებოო!“ - და ბოლოს მაინც იძულებული გახდა, ბავშვი ხელოვნურ
კვებაზე გადაეყვანა.
მაგრამ ბავშვის ხელოვნური კვება მის ხელში ხელოვნებად გადაიქცა, მერე - ლამის
პოეზიად, ბოლოს კი ბრმა ინსტინქტის ბუნებრივ გამოვლინებად; ეს გახდა ერთგვარი
კულტმსახურება, მსხვერპლშეწირვისა თუ საიდუმლო ზიარების ნამდვილი
რიტუალი, წეს-ჩვეულება; ჩვეულებრივი საწოვარაც კი, აფთიაქებში რომ იყიდება,
რაღაც სიმბოლურ ნივთად გადაიქცა, რელიგიური რიტუალის აუცილებელ ნივთად;
საგულდაგულოდ რეცხავდა ბოთლებს, გამოხარშავდა საწოვარას, ყოველ ჯერზე
ასტერილებდა; რძეც სტერილური უნდა ყოფილიყო, - ისე არ დაალევინებდა ბავშვს.
ამ ყველაფერს ისეთი მორჩილებითა თუ მოწიწებით იქმოდა, ასე გეგონებოდათ,
თავადვე იყო ქურუმი და თავისებურ მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდა.
მაგრამ როცა ბავშვს საწოვარას აძლევდა, ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს
მკერდი ეძაბებოდა, ევსებოდა, უცხელდებოდა, მით უმეტეს - თუ ბავშვი მის ხელს
წაეპოტინებოდა, იმ ხელს, რომელშიც ბოთლი ეჭირა. ხერტრუდისი ბავშვს თავის
ლოგინში ჩაიწვენდა ხოლმე, გვერდით ჰყავდა, თავისი სხეულის სითბო რომ გადაეცა,
საწოვარასაც გვერდით მოიდებდა, ვაითუ ღამით გაეღვიძოს ან მოშივდესო. იმასაც
ფიქრობდა, რომ მისი სხეულის სითბო, მისი ქალწულებრივი სითბოთი გამთბარი
დედობრიობა, ანუ დედობრივი ქალწულებრიობა ხელოვნურ რძეს ნამდვილი ქალის
რძის თვისებას სძენდა და რაღაც გამოუცნობი ძალის წყალობით ივსებოდა იმ
ოცნებებით, მისი მარტოობის სარეცელს გამუდმებით რომ დასტრიალებდა. და როცა
ამ ნაჯერს ასმევდა გვერდით მწოლიარე ბავშვს, ღამის სიბნელეში მარტო რომ
რჩებოდა, ცდილობდა ისე დაწოლილიყო, ბავშვი თავისი პაწაწინა ხელებით მის
მკერდს შეხებოდა, მის სისხლით და არა რძით სავსე მკერდს. ერთი სურვილი ჰქონდა
- როგორმე გაეთბო დაობლებული ბავშვის გული პირველი, თუნდაც გაურკვეველ-
გაუაზრებელი სიხარულით. ნეტავი მაინც რა იყო ეს? განა თავად კი იცოდა?..
XIX
- ეს არ შეიძლება, მამაო!
- არა, არა, ის არ უხმობს, ეს მე თქვენზე უკეთ ვიცი, ხოლო მასთან შედარებით - კიდევ
უფრო უკეთესად. ეს... ეს მხოლოდ იმ მგრძნობელობის ბრალია, მასში ახლა რომ
იღვიძებს...
- მაგრამ, სენიორა...
- არა, მამაო, არა! თქვენ ხომ მაინც მიცნობთ! მე ხომ სულის სიღრმეში სულ სხვა ვარ!..
- მაგრამ ის სხვა უნდა დამალოთ...
- ჰო, უნდა დავმალო, ჰო, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გრძნობა შემიპყრობს ხოლმე, რომ
მსურს, ჩემი შვილები მოვიხმო, ერთად შევყარო, მისი შვილები... ჩემი შვილები...
- დიახ, იმას გეუბნებოდით, მინდა ყველას ერთად მოვუყარო თავი და ვუთხრა, რომ
მთელი ჩემი ცხოვრება იყო სიცრუე, შეცდომა, მარცხი...
- საკუთარ თავს ცილს სწამებთ, სენიორა. თქვენ სულაც არა ხართ ასეთი, თქვენ ხომ
სულ სხვანაირი ხართ... ისეთი, როგორსაც ჩვენ ყველა გიცნობთ... დეიდა ტულა...
- დაეცა?
XX
- ასე მეჩვენება, თითქოს კარიტაზე გიჭირავს თვალი, - უთხრა ერთ დღესაც რამირინს.
- როგორც იტყვი.
- ჰო, ასეა, ასე... როგორ არ ვეცადე, ცოტა მაინც გამეთამამებინა, - ვერაფერი გავაწყვე.
გეგონება, კალთაზე მყავდეს მოკერებული; როგორც კი მომწყდება, საბრალო, სულ
ერთიანად იბნევა. გასაგებიცაა - ის ხომ ხელოვნური რძითაა გაზრდილი.
- ასეა, იშვიათად თუ გაიცინებს, ისიც მაშინ, როცა ჩემთანაა და მარტონი ვართ. მაშინ
სულ სხვანაირია, სულ სხვა მანოლიტაა... ისე გამოცოცხლდება ხოლმე, რომ ვერ
იცნობ. ხოლო თუ ვეცადე, ცოტა გავამხიარულო, დავამშვიდო, მეტყვის ხოლმე: „ნუ
მიწყენ, დედიკო, ასე რომ ვარ... ნუთუ ასეთი ნაღვლიანი ვჩანვარ?“..
- ჰო, ასეთი ჩანს... მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, დამიჯერე. აი, თუნდაც მე, -
როგორი გეჩვენები, კარიდად, ნაღვლიანი თუ მხიარული?
- თქვენ, დეიდა...
- კარგი, შენ, დედა, შენ... მართლა არ ვიცი, როგორი ხარ, სევდიანი თუ მხიარული,
მაგრამ მე მაინც ხალისიანი, მხიარული მეჩვენები...
- ან არა...
- როგორ თუ არა?
- ჩვენ ხომ ისე არაფერი გვახარებს, როგორც მზე, ყველაზე უფრო - მაშინ, როცა
ამწვანებულ არემარეს დაჰყურებს, თუმცა მზის სხივი თავად შეიძლება არც იყოს
მხიარული ან სევდიანი, ანდა ვინ იცის... ეგებ საკუთარი ცეცხლით თვითონვე
იწვოდეს... მაგრამ მზის სხივი მაინც მხიარულია, რამეთუ ის წმინდაა, სუფთაა, ხოლო
ყველაფერი სუფთა და წმინდა მხიარულიცაა... და ეს საბრალო მანოლიტაც
სიხარულს უნდა გგვრიდეს, რამეთუ იგი სუფთაა და წმინდა...
XXI
- ხანდახან...
- ხმას არ გაწვდის? ნუთუ არ ჩქარობს მზის სინათლეზე გამოსვლას? იქ, შიგნით ხომ
სიბნელეა... თუმცა კი იქ თბილად და მშვიდად არის... ვერ გრძნობ, როგორ
ტრიალებს, როგორ გიბიძგებს? თუ ძალიან დაიგვიანა, მე ვეღარ მოვესწრები მის
ნახვას... ვეღარ ვნახავ... ის მინდოდა მეთქვა, თუ მე ვერ დაველოდები-მეთქი, თუ
დაიგვიანებს-მეთქი...
- ნუ ამბობო, შვილო? მაგრამ მე ხომ მაინც ვგრძნობ, როგორ ვდნები... უკვე აღარაფრის
თავი აღარ მაქვს... თითქოს თვალებზე ბინდი გადამეკრა, თითქოს ბურანში ვარ. რომ
არ ვიცოდე, იმასაც ვერ ვიტყოდი, რა ფერის თმა გაქვს - ქერა თუ შავი...
და მან მოფერებით გადაუსვა თავზე ხელი, თითქოს თითებით იგრძნო მისი ფაფუკი
თმის ფერი, უთხრა: „ოქროსფერი, ქერა, მზესავით ოქროსფერი“...
- თუ ბიჭი იქნება, უკვე იცი, რამირო უნდა დაარქვა, ხოლო თუ გოგო - როსა...
- ჰო, ყველაზე უკეთესი იქნებოდა, ტყუპი ყოფილიყო... ბიჭი და გოგო, ალბათ როგორ
ეხუტებიან ერთმანეთს, სანამ ამ ქვეყანას იხილავენ, სანამ გაიგებენ, რომ არსებობენ,
ერთმანეთს რომ ათბობენ დედის მუცელში... ალბათ მსგავსი რამ იქნება იქაც,
ზეცაში...
და ასეთ დროს, როცა იგი მიეცემოდა ასეთ ფიქრებს და გზას აძლევდა ოცნებასა და
წარმოსახვას, შეენახა გულში უკანასკნელი ოცნება და თან წაეღო, ვითარცა ზიარება
და მასთან ერთად დაემარხა დედა-მიწაში, სწორედ ამ დროს საბრალო მანოლიტა
გახდა ავად და საკმაოდ მძიმედაც. „ააჰ, ეს ჩემი ბრალია, - გაიფიქრა ხერტრუდისმა, -
ისე გამიტაცა ჩემმა ოცნებებმა, რომ სულ დამავიწყდა ეს საბრალო ჩიორა!.. უთუოდ
გაცივდა, ჩემი სითბო მოაკლდა, როცა ჩემი მზრუნველობა სჭირდებოდა, მაშინ
დამავიწყდა!.. - და ხერტრუდისმა უმალ იგრძნო, რომ ძალა უბრუნდებოდა,
სასწაულებრივი ძალა. გონება გაუნათდა და დაუყოვნებლივ შეუდგა ავადმყოფის
მოვლას.
- არა, შენ ამას ვერ შეძლებ და არც უნდა იტვირთო მისი მოვლა... შენ იმაზე უნდა
იფიქრო, ვისაც მუცლით ატარებ ახლა, - ეს ნუ დაგავიწყდება. ხოლო რაც შეეხება
როსას და ელვირას, მართალია, მისი დები კი არიან და უყვართ კიდეც თავიანთი და,
მაგრამ ავადმყოფის მოვლისა არაფერი გაეგებათ. ესეც არ იყოს, საბრალოს ბევრის
გაძლების უნარიც აქვს, მაგრამ უჩემოდ მაინც არ შეუძლია სიცოცხლე... ერთი ჭიქა
წყალიც რომ მივაწოდო, ეს უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, ვიდრე ის, რაც თქვენ
შეგიძლიათ გაუკეთოთ. მარტო მე ვიცი, როგორ დავუდო ბალიში, რომ თავი არ
ეტკინოს და შვებით ისუნთქოს...
- მერეც... მერეც...
- მერე?.. არა... რისთვის?...
- ჰო, ყველაზე...
- ვიცი... ვიცი, იმიტომ, რომ ვიცი! და მაინც, ეს ასეა მართლა!.. იმიტომ რომ მართლა
არაფრის უნარი არ გამაჩნია და შენ თუ მოკვდი, მე აქ აღარაფერი დამრჩენია. თუ შენ
მოკვდი, მე სიცივისგან მოვკვდები...
- კმარა, კმარა, კარგად დაიფარე საბანი და ასეთი რამ აღარ გამაგონო! ახლა წავალ და
წამალს მოგიმზადებ...
და აუხდა ნატვრა.
- სხვებზე მეტად?
- ისიც და მეც?
- ჰო, ისიც და შენც! და იმიტომ რომ თქვენ ჩემი სისხლისა არა ხართ. მას აქვს რამიროს
სისხლი და ეს არ არის ჩემი სისხლი, მაგრამ ეს ბავშვი მე გავზარდე, ის ჩემი
ქმნილებაა! ხოლო შენ მე დაგაქორწინე ჩემს შვილზე...
- ეს მეც ვიცი...
- ვიცი... ვიცი...
- მაგრამ ყველაფერი მაინც არ იცი...
- არც მე ვიცი ყველაფერი... ანდა შეიძლება არც მინდა ვიცოდე. ამქვეყნიდან ისე
მინდა წავიდე, ბევრი რამ არ გავიგო, რამეთუ იმდენი უწმინდურებაა ამ ცხოვრებაში,
ჯობია არ ვიცოდე... სწორედ ესაა პირველცოდვაც, მაგრამ უწმინდესი ქალწული
მარიამის დაბადებას პირველცოდვა არ გაკარებია...
XXII
დეიდა ტულამ იგრძნო, რომ სხეული აღარ ემორჩილებოდა. სული ისე ბორგავდა
სხეულში, ვითარცა ჩიტი გალიაში, რომელსაც გალიას უმტვრევენ, ის კი თან
შეშინებულია, რომ ბუდეს უნგრევდენ, თან უხარია, რომ ცაში გაინავარდებს. ახლა
უკვე ვეღარ ეღირსება შვილიშვილის ნახვას, სწყინდა კი ეს? „იქ, ზევით, მათთან რომ
ვიქნები, - ოცნებობდა იგი, - იქ შევიტყობ, ბიჭი იქნება თუ გოგო... ან ტყუპი... იქ
უფრო კარგად გავიგებ, ვიდრე აქ, რამეთუ იქიდან ყველაფერი უკეთესად ჩანს და
უფრო სუფთა გეჩვენება, ვიდრე აქ, ქვემოთ“.
ბოლო შეტევის დროს სიცხიანი იწვა. თავის დისწულებსაც ვეღარ არჩევდა, მარტო
ფეხის ხმაზე თუ სცნობდა, მაგრამ კარიდადისა და მანოლიტას ნაბიჯებს ყველაზე
კარგად იცნობდა. კარიდადი უფრო მძიმედ დადიოდა, გეგონებოდათ რაღაც მძიმე
ტვირთი, მწიფე ხილით სავსე კალათი მოაქვსო. მანოლიტა კი ჩიტივით მსუბუქად
აბიჯებდა, თითქოს მიწას ფეხს არ აკარებს, ან გაფრენას აპირებსო. კარიდადს კი
მწიფე ხილის სუნი შემოჰყვებოდა ხოლმე. „როცა ის შემოდის, - იტყოდა ხოლმე
დეიდა მანოლიტაზე, - თითქოს ფრთების შრიალი მესმის, თითქოს საცაა
გაფრინდება“.
- რაო, ჩემო უცოდველო მტრედო, ისევ ხომ არ გინდა სიკვდილი?.. აბა მითხარი
მართალი!
- მე მიხსნიდი, არა? ეეჰ, არა, შენ არ უნდა იფიქრო სიკვდილზე... შენ ხომ გყავს ძმა,
გყავს და-ძმები... შენი სიცოცხლე აკი ლამის ბეწვზე ეკიდა და სწორედ ამ განსაცდელს
უნდა განეკურნე ასეთი ფიქრებისგან... ასე არ არის? მითხარი ყველაფერი ისე,
თითქოს აღსარებას ამბობდე, რომ მერე იქ, ჩვენებს ვუამბო...
- მერე, რა გახსოვს?
- ის მახსოვს, რომ ჩვენს ბაღში, ორმოში ჩავვარდი, ელვირამ კი მაშინ სულელი ხარო,
მისაყვედურა, რადგან ძალიან ვტიროდი და მითხრა, ტირილით ვერაფერს
უშველიო...
- მან თქვა, რომ ის გოგონა, ამდენი ცრემლი რომ დაღვარა, ისე გამოშრა, რომ მერე
მოკვდაო...
- მე რაღა ვუპასუხე ამაზე?
- კარგი, ნუ იტყვი, ოღონდ ასე ნუ ტირი, ჩემო პატარა მტრედო, ასე ნუ ტირი... ხომ
იცი, რამდენიც უნდა იტირო, შენი ცრემლი იმ ჭას მაინც ვერ ამოავსებს, რომელშიც მე
უნდა ჩავვარდე და ვერც ამოვტივტივდები.
- რომ შეიძლებოდეს...
- ჰო, არ დამავიწყდება...
- ვიცნობდი!
- კმარა, ახლა კი მომიტანე ის თოჯინა, რომელიც გთხოვე, მისი ნახვა მინდა. ეეჰ! აი,
იქ არის, კუთხეში, ჩემი სკივრი რომ დგას, შენ იცი... გასაღები აქ არის... ჰო, ეს, ეს!..
მარტო მე ვიცი, რაც იქ არის, ჩემს მეტს ხელი არავის უხლია, შეიძლება, შენც... იმ
სურათების გვერდით დევს, ხომ იცი? იქ სხვა, მეორე თოჯინაც დევს... ჩემი... ჩემი
პატარაობის დროინდელი... ჩემი პირველი სიყვარული... პირველი?.. კარგი, ასე იყოს!
მომიტანე ისიც... მაგრამ იცოდე, ეს არავინ უნდა გაიგოს, არ უნდა თქვან, რომ ჩვენ,
ორივე, სულელები ვართ... მომიტანე ორივე თოჯინა, რომ დავემშვიდობო, მერე კი
დავჭკვიანდებით, რომ სხვებსაც გამოვეთხოვოთ... მერედა რა საშინელი აზრი
მომივიდა ახლა თავში! - და მან პირჯვარი გადაიწერა.
XXIII
- ამას ნუ ამბობ...
- შენც აქა ხარ, რამირო? კაცი! ექიმმა თქვაო? მერე ექიმმა რა იცის? იმას რას უგდებთ
ყურს? არ გვირჩევნია, ერთი საათი ვილაპარაკოთ, ვიდრე ორი საათი დუმილში
გავატაროთ? ახლა სწორედ ლაპარაკის დროა. ესეც არ იყოს, ცოტა კიდეც გავერთობი
და სხვა აღარაფერზე ვიფიქრებ...
- ისიც ხომ გახსოვს, მამა ალვარესმა რომ გითხრა, ახლა შენ სხვა რამეზე უნდა
იფიქრო...
- ააჰ! შენც აქა ხარ ელვირა, ჩვენო ჭკუის კოლოფო? მაინც რა თქვა მამა ალვარესმა?
ეეჰ... რაღაც საშუალებებიო... მამა ალვარესმა რა იცის... ისიც მეორე ექიმია!.. ისიც
კაცია! მეც რა მაქვს ისეთი, რაზეც უნდა ვიფიქრო... მაინც რაზე უნდა ვიფიქრო, ასეთი
რა საქმეები მაქვს... ჩემი საქმე თქვენი საქმეცაა... თქვენიც და მათიც... მათი, ვინც მე
მიხმობს... ახლა არც ცოცხალი ვარ და არც მკვდარი... და არც არასდროს ვყოფილვარ
სხვა დღეში, ყოველთვის ასე ვიყავი, არც ცოცხალი და არც მკვდარი... რაო? შენ რას
ამბობ მანდ, ენრიკე? ბოდავსო, არა?..
- არა, ეს არ მითქვამს...
- ჰო, თქვი, კარგად გავიგონე... როსიტას არ უჩურჩულე?... შენ არ იცი, რომ მე ახლა
ყველაფერი კარგად მესმის? მანოლიტას ფრთების შრიალიც კი მესმის ჰაერში... მაშ,
კიდევ ვბოდავ... რაო?
- უნდა დაისვენო...
- მაგრამ რომ ვიწვი... შენ ხომ მაინც იცი, კარიდად, ტულა, ჩემსავით, ტულა... და
კიდევ ის, მეორე, რამირო... ასეა, ორნი არიან, ბიჭი და გოგო, ახლა ალბათ
ჩახუტებულები იქნებიან სითბოში...
მან გრძნობა დაკარგა. მერე, როცა ცნობა დაუბრუნდა, აზრი უკვე აღარ
ემორჩილებოდა. დაიწყო აგონია, ჩუმი და უშფოთველი, და იგი გაქრა, ვითარცა
გვიანი შემოდგომის საღამო, როცა ჩამავალი მზის სხივები სისხლისფერ ღრუბლებში
გამოაღწევს, მდინარის მდორე ტალღებში ჩაეშვება, იქ, სადაც ირეკლება ისეთივე,
სისხლისფრად შეღებილი მდინარის ნაპირზე გუშაგებივით ჩარიგებული ალვის
ხეები.
XXIV
გარდაიცვალა კი დეიდა ტულა? არა, სწორედ მერე დაიწყო ცხოვრება თავის ოჯახში,
ახალი, კიდევ უფრო ღრმა და ცხოველმყოფელი ცხოვრება, ვითარცა ოჯახური კერის
ჩაუქრობელი, მარადიული სახე, მისი ნათელმოსილების განსახიერება. ახლა იგი
თავისი შვილებისთვის, თავისი დისწულებისთვის იყო დეიდა, მხოლოდ დეიდა,
არცა დედა, არცა დედიკო, არც დეიდა ტულა - მარტო დეიდა, ასეც ახსენებდნენ და ეს
იყო ერთგვარი რელიგიური მოხსენიება, ოჯახური კერის სიწმინდის აღიარება; მის
სახელს მოწიწებით წარმოთქვამდნენ, ლამის ლოცვასავით იმეორებდნენ. თვით
მანოლიტაც კი, ვინც იყო მისი თითქმის ნამდვილი შვილი და ვინც მისგან თითქოს
მემკვიდრეობად მიიღო გულის სიტყვა, ოჯახური გულისწადილი, ოჯახური
ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ისიც კი მხოლოდ დეიდად
იხსენიებდა.
და ასე შეიქმნა ამ ოჯახში ორი დაჯგუფება: ერთ მხარეს - როსიტა, როსას უფროსი
ქალიშვილი, და კარიდადი, მისი ძმისცოლი, და არა მისი ძმა რამირო; მეორე მხარეს -
ელვირა, როსას მეორე ქალიშვილი და ენრიკე, მისი ნახევარძმა, ობოლი
მოსამსახურის ვაჟიშვილი; რამირო და მანოლიტა კი განზე დარჩნენ. რამირო
ცხოვრობდა, უფრო სწორად, მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, ფიქრობდა მხოლოდ
თავის მომავალ შვილებზე და სამსახურის საქმეებზე, ხოლო მანოლიტამ თავი
გადადო დეიდას ხსოვნისა და ოჯახის ტრადიციების დასაცავად, ოღონდ კი არ
გაციებულიყო კერა.
- მაინც რა?
- ბავშვობას არა; ბავშვობა კი არა, ახლა უკვე ჩვილებივით ვიქცევით. ასე არ არის?
- ასეა.
- კმარა, ამაზე მეტი აღარ ვილაპარაკოთ, რა საჭიროა? ხომ არსებობს ისეთი რამ, რაზეც
რაც უფრო მეტს ილაპარაკებ, მით უფრო გაუგებარი ხდება...
- კარგი, ჰო, კარგი, დეიდიკო, - შესძახა ელვირამ, მოეხვია მას და აკოცა, - ასეც ნუ
გამიბრაზდები... მართლა არ მიწყრები, დეიდიკო?..
- ეს აზრადაც არ მომსვლია...
- ვიცი, მაგრამ ეს უარესია, რადგან აზრს მერე შეიძენს ხოლმე...
ენრიკე მანოლიტას, თავის ნამდვილ დას, მოეხვია, მერე თავის ნახევარდას გამოსდო
ხელი და მასთან ერთად გაერიდა.
და მანოლიტამ მათ რომ გააყოლა თვალი, გულში თქვა: „ბავშვობა? ჰო, ბავშვობაა,
მართლაც ბავშვობა! მაგრამ მე კი კარგად მოვიქეცი, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ
ვუთხარი? მართალი ვიყავი, დეიდა? - გონებით მიმართა დეიდას, - აზრი, განზრახვა
მერე მოდის. ნუთუ მე თვითონ ვუკარნახე ის აზრი, რაც მათ თავშიც კი არ მოსვლიათ,
ამდენი საყვედურითა და ბრალდებით? მაგრამ არა, არა! ასე მაინც არ უნდა
ითამაშონ! ეს ხომ მაინც თამაშია!.. ღმერთმა ინებოს და დროზე შეხვდეს ერთი
საცოლეს და მეორე - თავის საქმროს!“
XXV
- ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება რამიროს კიდეც ჰქონდეს რაიმე ნაკლი,
როგორც ყველა მამაკაცს...
- ჩემი რაღაა?
- იმიტომ, რომ მერე სულ სხვანაირად იფიქრებს, მე ხომ მას კარგად ვიცნობ. დიახ,
კარგად ვიცნობ.
ერთ დღესაც სამივე ერთად შეიყარა - კარიდადი, მანუელა და როსა. დავა ისევ როსამ
წამოიწყო:
მ. - ასე, არა?
რ. - მორჩი! მორჩი!
მ. - შენ სულ დეიდა ტულასავით ლაპარაკობ, ასე მგონია, ახლა აქ შენ გახდი დეიდა
ტულა...
მ. - აქ ყველამ ვიცით, ვინ რას ამბობს და მეც ვიცი ის, რაც უნდა ვთქვა და რაც
სათქმელია. გესმის, როსა?
მ. - დაე, ასე იყოს. მე კი ერთ რამეს მაინც გეტყვი; შენ შეიძლება ცოლად გაჰყვე
საკმაოდ უღირს კაცს, მარტო იმიტომ, რომ ის შენში ეჭვებს გააღვიძებს, მაგრამ შენ მას
ვერ აეჭვიანებ...
მ. - კარგი, მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ის კი არ ვიცი, გულში რას ფიქრობ. ამბობ,
არავითარი საქმრო არ მჭირდება და არც გათხოვებას ვაპირებო. ეგებ მონაზვნად
აღკვეცას აპირებ...
რ. - კარგი, მაგრამ თუნდაც მონაზვნად აღკვეცაზე ვფიქრობდე, მერე რა? რას ხედავთ
ამაში ცუდს? რა არის იმაში ცუდი, თუ მინდა, უფალს ვემსახურო?..
რ. - იმას, რომ მას თავისი აზრი აქვს, მე კი ჩემი... ვინ ამბობს, დაო, რომ მონასტერში არ
შეიძლება ადამიანებს ემსახუროო?!
მ. - მაგრამ თავად განა იმისთვის არა ხარ აქ, რომ აცდუნო კარიდადი, შენი და? ეგებ
გგონია, რომ ეს ცდუნება არ არის! აქ იმისთვის არ მოხვედი, რომ „შეიყვანო ის
განსაცდელსა?“..
კ. - არა, მანუელა, ამისთვის არ მოსულა, მან ხომ იცის, რომ მე ეჭვიანი არა ვარ, არც
მის სიტყვაზე ვიეჭვიანებ და უბრალოდ არც შემიძლია ეჭვიანობა...
რ. - და კბენაზეც...
მ. - კბენაც...
მანუელამ როსას მხრებზე ხელი მოხვია და უთხრა, - და მისი ხმა თითქოს სხვა
სამყაროდან მოისმა, ოჯახის მარადიულობის, ოჯახის უკვდავების სამყაროდან:
როსა მკლავებში ჩაუვარდა დას, თავი მის მკერდში ჩამალა და სლუკუნით უთხრა:
- შენ მაპატიე, დაო! შენ უნდა მაპატიო, შენ!.. რადგან, დაო... არა, დედა... არა, დედა კი
არა... დეიდა! დეიდა!
- ჰო, დეიდა ტულა, სწორედ დეიდა ტულამ უნდა გვაპატიოს, მან უნდა მოგვიტევოს
ჩვენ ყველას, გაგვაერთიანოს და გზა გვაჩვენოს! - დაასრულა მანუელამ.
პროლოგი
ამას წინათ უცნობი მკითხველისგან ბარათი მივიღე. მცირე ხანს არ გაუვლია და ახლა
თავისი მეგობრის წერილების ასლებიც (ნაწყვეტები) გამომიგზავნა. მეგობარი
წვრილად მოუთხრობდა, როგორ გაიცნო ვინმე დონ სანდალიო, მოჭადრაკე, და ასევე
წვრილად უხასიათებდა მას.
31 აგვისტო, 1910
ძვირფასო ფელიპე, უკვე აქ ვარ, სანაპიროს ამ მყუდრო კუთხეში, მთის ძირას, ზღვას
რომ გაჰყურებს, აქ ვარ და, მადლი ღმერთს, არც არავის ვიცნობ და არც არავინ
მიცნობს.
II
5 სექტემბერი
ყველაზე მეტად ერთ ბებერ მუხას დავუმეგობრდი. ნეტავ კი გაჩვენა, ფელიპე, ნეტავ
კი გაჩვენა, რა გოლიათია! ეტყობა, უკვე ძალიან ბებერია, სანახევროდ მკვდარიც კი,
კარგად გამიგე, სანახევროდ-მეთქი, მთლიანად კი არა! ტანზე ღრმა ჭრილობა აქვს და
მთელი გულ-გვამი მოუჩანს; მაგრამ ჩახედავ და სიცარიელის მეტს ვერას დაინახავ. ეს
უნდა იყოს მისი გული, თუმცა, ბოტანიკის ჩვენი ზერელე ცოდნის მიხედვით, მისი
ნამდვილი გული აქ სულაც არ არის, წვენი კი მერქნის ცილასა და ქერქს შორის
მიედინება. ნეტავ იცოდე, რარიგად მაფორიაქებს მისი უკვე ნაწიბურებგადაქნილი
ღრმა ჭრილობა. ფუღუროში ქარი დათარეშობს და ანიავებს. აქ შეიძლება ვინმე
ყარიბმა ავდარში თავიც კი შეაფაროს, ანდა ვინმე განდეგილმა, ტყის დიოგენემ, ნახოს
საყუდარი. და მაინც, წვენი მიედინება ქერქსა და მერქანს შორის; სასიცოცხლო ძალას
აძლევს მზეზე მწვანედ მოხასხასე ფოთლებს. მწვანედ მოხასხასეს, სანამ
გაყვითლდება და დაჭკნება, მიწას დაეფინება და ამ გოლიათის ძირშივე დალპება, მის
დახლართულ ფესვებს ჩაეხვევა, ნეშომპალად გადაიქცევა და გაზაფხულზე ხელახლა
ამოყრილი ფოთლების საზრდო გახდება. ნეტავ გაჩვენა, როგორაა გადაჭდობილ-
გადახლართული ერთმანეთში მისი ფესვები, როგორაა მიწაში განტოტვილი და
ღრმად გადგმული და თან ისევე ებღაუჭება მიწას, როგორც მისი გვირგვინი
ეპოტინება ცას.
არ ვიცი, ჩემო კარგო ფილიპე, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ბებერმა მუხამ ლამის
შემარიგა ადამიანებთან, თანაც, გამოგიტყდები, კარგა ხანია არც სისულელე რაიმე
გამიგონია! მაგრამ შენ წარმოიდგინე, თურმე უამისოდ ცხოვრებაც არ ყოფილა იოლი.
უკვე მეშინია, არ დავმარცხდე.
III
10 სექტემბერი
IV
14 სექტემბერი
კაზინოდან რომ მიდის, მეც უკან მივყვები, ლამის სახლამდე ვაცილებ და თან
გაფაციცებით ვადევნებ თვალს, აბა, ჭადრაკის ცხენის სვლას თუ გააკეთებს, როცა
ჭადრაკის დაფასავით კვადრატულად მოკირწყლულ მთავარ მოედანს გადაჭრის-
მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თავისა შემრცხვება ხოლმე და ჩემი გზით მივდივარ.
17 სექტემბერი
ვცდილობ, როგორმე დავაღწიო თავი კაზინოს ჯადოს, მაგრამ ძალიან მიჭირს; დონ
სანდალიოს სახება ყველგან თან დამყვება. ტყეში ჩემი ხეები რომ მიზიდავენ, ჩემი
გოლიათი მუხა, გაადამიანურებული, ჩუმი და მწვანე, ეს კაციც სწორედ ისე
მიზიდავს; ისიც ისე თამაშობს ჭადრაკს, ხეები რომ ისხამენ ფოთლებს.
ორი დღე ვუვლიდი გარს კაზინოს და როგორც შემეძლო, ვუძალიანდებოდი
ცდუნებას, არ შევსულიყავი; მივიდოდი კართან და მაშინვე უკან გამოვბრუნდებოდი.
გუშინ მთაზე ავედი. გზას რომ დავადექი, - ეს გზა ხომ მონებისა და დაქირავებულ
მუშათა ხელითაა მოასფალტებული, ხოლო ბილიკები - თავისუფალი
(თავისუფალი?!) ადამიანების ფეხით გატკეპნილი, - ავჩქარდი, მინდოდა სასწრაფოდ
შემეფარებინა ტყისთვის თავი, მალე გავცლოდი რეკლამის პლაკატებით
დამახინჯებულ ბუნებრივ სიმწვანეს.
შევყევი მთას, ღრმად შევედი ტყეში და ძველი შენობის ნანგრევებს მივადექი. მარტო
კედლებიღა იდგა და, ჩემი ბებერი მუხის მსგავსად, მასაც სურო მოსდებოდა. ერთი
ჩამონგრეული კედლის მიღმა ნასახლარი ჩანდა, ჩამოქცეული ბუხარი, ოჯახური
კერიის ნაკვალევი. ალბათ საღამოობით მთელი ოჯახი მოგიზგიზე ცეცხლს
შემოუსხდებოდა ხოლმე. იმ ცეცხლის ჭვარტლი აქამდე შემორჩენილიყო. ახლა კი ამ
გაჭვარტლულ ბუხარზე სუროს მწვანე ფოთლები ხასხასებდა და თავს ჩიტები
დასტრიალებდნენ, - ეტყობა, შიგ ბუდეები გაეკეთებინათ.
VI
20 სექტემბერი
- გმადლობთ.
მომიგო და მომიგო არა იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად თამაშობს, არამედ იმიტომ,
რომ მთლიანად თამაშშია ჩაფლული, მე კი მის ცქერაში სრულიად მეფანტება
გულისყური. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ეს კაცი შეიძლება დიდი
ჭკვიანი იყოს, მაგრამ რაც რამ ჭკუა გააჩნია, ანდა, უკეთ, სული, მთლად თამაშში
დებს.
რამდენიმე პარტიის შემდეგ შევთავაზე, ეგებ თამაში დავამთავროთ-მეთქი, რადგან
მას დაღლას საერთოდ ვერ შეატყობ.
VII
25 სექტემბერი
VIII
30 სექტემბერი
მეც მგონია, მისთვის შინ დარჩენა მართლა უარესი იქნებოდა. შინ? მერედა, როგორია
მისი სახლი? რა აქვს შინ, ვინ ჰყავს?
ჩემი დონ სანდალიო სულაც არ არის ის, ვინც კაზინოში მარტო ჭადრაკის სათამაშოდ
დადის; იგი სულ სხვაა, ჩემი სულის ფსკერზე სადღაც სიღრმეშია მიმალული, ჩემია,
ყველგან რომ თან დამყვება, მეზმანება, ლამის ავადმყოფობად მექცეს.
IX
8 ოქტომბერი
იმ დღის შემდეგ, შეუძლოდ რომ იყო, დონ სანდალიო კაზინოში აღარ გამოჩენილა. ეს
ისე უჩვეულო იყო, რომ ავფორიაქდი. სამი დღე გავიდა, ის კი არა და არ ჩანდა. უცხო
გრძნობამ შემიპყრო, ჯერ ვიფიქრე, დაფაზე ფიგურებს დავაწყობ და დაველოდები-
მეთქი მას... ანდა სხვას... მერე ვთქვი, იმდენს ვფიქრობ ჩემს დონ სანდალიოზე,
ვაითუ ჩემი ორეული გახდა და მეც გაორებულ პიროვნებად გადავიქეცი-მეთქი.
შემაჟრჟოლა - განა ერთი არ ვკმაროდი?
სამი დღის შემდეგ კაზინოს ერთმა ხშირმა სტუმარმა მარტო რომ დამინახა და
ეტყობა, წარმოიდგინა, მოწყენილობისგან ვიტანჯებოდი, მომიახლოვდა და მითხრა:
შენ ხომ მაინც იცი, ფელიპე, ჩემთვის არავითარი ამბავი რომ არ არსებობს, ჩემი
ნოველების გარდა, ახლა კი მით უმეტეს, არ მინდა, რომ დონ სანდალიოს, ჩემი
მოჭადრაკის, ნოველაში კაზინოს მოთამაშეები ჩავრიო.
10 ოქტომბერი
და თამაში დაიწყო. ასე გეგონებოდათ, მის ოჯახში, მის მეორე ცხოვრებაში სულ
არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ჰქონდა კი სხვა ცხოვრება?
XI
12 ოქტომბერი
არ ვიცი, ჩემო ძვირფასო ფელიპე, რა ეშმა შემიჯდა ისეთი, რომ ვიფიქრე, მოდი, დონ
სანდალიოს ერთ საჭადრაკო ამოცანას შევთავაზებ-მეთქი.
- ამოცანა? - თქვა მან, - ამოცანები რომ სულ არ მაინტერესებს? განა საკმარისი არ არის
ის ამოცანები, რასაც თვით თამაში გვთავაზობს? ჩვენ რიღასთვის უნდა
გამოვიგონოთ?
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემი დონ სანდალიოსგან ამდენი სიტყვა ერთად
მოვისმინე; და მერე რა სიტყვა! კაზინოს ვერც ერთი სტუმარი ჩემსავით ვერ გაიგებდა
ამ სიტყვების აზრს. მაგრამ მე მაინც სანაპიროსკენ გავწიე იმ ამოცანების საძებნელად,
რასაც ზღვის ტალღები შემომთავაზებდა.
XII
14 ოქტომბერი
აი, ასე დავიწყე, მაგრამ რა დავიწყე: კუს ფრანგები fou-ს ეძახიან, რაც „სულელს“
ნიშნავს, ინგლისელები კი bishop-ს, ესე იგი, ეპისკოპოსს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კუ
ვინმე სულელი ეპისკოპოსის სახელს უკავშირდება, რომელიც ალბათ კუსავით
გვერდულად დადიოდა თეთრსა და შავ უჯრებზე და მის საკუთარ ფერს სულაც არა
აქვს მნიშვნელობა-მეთქი; ასე და ამგვარად ვილაპარაკე თეთრი კუს პოზიციაზე,
მხოლოდ თეთრსა და შავ უჯრებზე რომ დადის, მერე შავ კუზე, ასევე თეთრსა და შავ
უჯრებზე რომ დადის! ერთი სიტყვით, რა არ მოვჩმახე! ის კი, ჩემი დონ სანდალიო,
შიშით შემომცქეროდა. ალბათ დამთხვეულ ეპისკოპოსს თუ შეაცქერდებოდა ასე და
მეც ისევე გამექცეოდა, როგორც იმ კუს. ამას ვლაპარაკობდი შუალედებში, როცა
ფიგურებს ვცვლიდით, თეთრებსა და შავებს, და, შესაბამისად, პირველი სვლის
უფლებასაც. ისე მიყურებდა დონ სანდალიო, ბოლოს კიდეც შემრცხვა.
XIII
23 ოქტომბერი
ჩემო ძვირფასო ფელიპე, მთელი რვა დღეა, შენთვის არაფერი მომიწერია, რადგან
თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. თუმც უფრო მეჩვენებოდა, ვითომ ავად ვიყავი. ესეც არ
იყოს, ძალზე გამიტკბა საწოლში ნებივრობა საბანში თბილად ჩაფუთნულს. საწოლი
ფანჯარასთან მიდგას, პირდაპირ გავცქერი უახლოეს მთას და კარგად მესმის პატარა
ჩანჩქერის ხმაურიც. გვერდით, მაგიდაზე, ჭოგრიტი მიდევს და საათობით ვუყურებ
ხოლმე წყლის ვარდნას. მერედა, როგორ იცვლება მთაში მზის სინათლეზე შუქ-
ჩრდილები!
ერთხელ შემზარავი რამ მეზმანა: დონ სანდალიო საშინელი შავი ცხენის სახით
გამომეცხადა, - რასაკვირველია, ჭადრაკის ცხენის სახით; საიდანღაც ზევიდან
გადმოეშვა და ვითომ ჩემი შენთქმა უნდოდა; მე კი ამ დროს საცოდავი თეთრი კუ ვარ,
საწყალი დამთხვეული ეპისკოპოსი, თეთრი მეფე უნდა დავიცვა და არ
მოვაკვლევინო. როცა გამოვფხიზლდი, უკვე ერიჟრაჟა. უსიამოვნო სიმძიმე ვიგრძენი
მკერდში და ღრმად დავიწყე სუნთქვა, თან მკერდს ვიზელდი გულის
გასავარჯიშებლად, რაკი ექიმ კასანუევას მიაჩნია, რომ გადაღლილი მაქვს. მერე ავიღე
ჭოგრიტი და ჩემ პირდაპირ მთას დავუწყე ცქერა, საიდანაც ჩანჩქერი ვარდება და მის
შხეფებში ამომავალი მზის სხივები ირეკლება.
XIV
25 ოქტომბერი
XV
26 ოქტომბერი
(წავიკითხე თუ არა წერილი, ვიფიქრე, ამის ავტორს ეს დღეს, 1930 წელს რომ დაეწერა,
დონ სანდალიოს თამაშს ალბათ მუნჯ კინემატოგრაფს შეადარებდა-მეთქი,
გრაფიკულსა და სანახაობითს, ხოლო ახალი პარტნიორის თამაშს - ხმოვან
კინემატოგრაფს; და ასე მივიღებდით ხმოვან ანდა ხმაურიან პარტიებსაც!).
- არა, რას?
ზოგჯერ ვიფიქრებ, მოდი ვიკითხავ, თუ ცალკე საკანში ზის და მისი ნახვა შეიძლება,
მივალ ციხეში, ნებას ვითხოვ, ყოველდღიურად თითო ხელი გვათამაშონ,
რასაკვირველია, იმ პირობით, რომ არ დავიწყებ გამოძიებას, როგორ და რა მიზეზით
აღმოჩნდა იგი ციხეში, საერთოდ კრინტსაც არ დავძრავ-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, ეგებ
რომელიმე პატიმართან უკვე თამაშობს კიდეც ჭადრაკის იმ თავის ყოველდღიურ
პარტიებს?
XVI
28 ოქტომბერი
აჰ, არ მთავაზობს, არა!.. ხომ იცი, ჩემო ფელიპე, რამდენი წელია, მეც მომეშალა
ოჯახური კერა; ჩემი კერაც დაინგრა, დაინგრა კი არა, მისი ჭვარტლიც კი გაქრა, ქარმა
წაიღო; ისიც კარგად მოგეხსენება, ჩემი კერის დანგრევა გახდა მიზეზი, სამუდამო
სიძულვილი ჩამსახოდა ადამიანური სისულელეებისა. მარტოსული იყო რობინზონ
კრუზო, მარტოსული იყო გუსტავ ფლობერი, მათსავით მარტოსულად მესახება დონ
სანდალიოც, მათსავით მარტოსული ვარ მეც. და განა ყველა მარტოსული, ფელიპე,
ჩემო ფელიპე, პატიმარი არ არის, თავისი მარტოობის საკანში არ არის
გამომწყვდეული, თუმცა კი თავისუფალი ჰქვია?
ნეტავ რას იზამს დონ სანდალიო, განა ახლა უფრო მეტად არ განიცდის მარტოობას
ციხის საკანში გამომწყვდეული? დაემორჩილება თავის ხვედრს, მოითხოვს ჭადრაკის
დაფასა და ამოცანების წიგნს და დაიწყებს მათ ამოხსნას თუ თავადვე გამოიგონებს
ამოცანებსა და თავსატეხებს? მაგრამ თითქმის არ მეეჭვება, რომ სულაც არ აიტკივებს
თავს იმ ამოცანების ამოსახსნელად, რასაც გამომძიებელი დაუსვამს, - წინააღმდეგ
შემთხვევაში, სულ ვერ მიცნია იგი, მე კი მგონია, არ ვცდები და კარგად მესმის ჩემი
დონ სანდალიოსი.
აბა, მე რაღა დამრჩენია ამ ქალაქში, როცა დონ სანდალიო ციხეში ზის; აკი აქ იმ
იმედით მოვდიოდი, რომ განვიკურნებოდი ამ მოუშორებელი სენისგან -
ანთროპოფობიისგან! რაღა ვაკეთო ამ სანაპიროზე, მთაში, თუკი დონ სანდალიო
აღარა მყავს; ის ხომ ერთადერთი სულიერი იყო, ვინც ადამიანებთან მაკავშირებდა,
ადამიანებთან, ასერიგად რომ მიზიდავენ და თან სიძულვილს მიღვიძებენ? ვთქვათ,
დონ სანდალიო კიდეც გამოვიდა ციხიდან, დაბრუნდა კაზინოში, დაუბრუნდა თავის
ჭადრაკს, - ანდა სხვა რა უნდა ქნას?! - მე როგორ ვეთამაშო ან როგორ შევხედო
თვალებში, როცა ვიცი, ციხეში იჯდა და ღმერთმა უწყის, რისთვის? არა, არა, დონ
სანდალიოს, ჩემს დონ სანდალიოს ნამდვილად დაღუპავს ციხე! გული მიგრძნობს, ის
იქიდან ვეღარ გამოვა, კიდეც რომ გამოვიდეს, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება
ხომ ამოცანად უნდა იქცეს! თანაც უკვე ამოხსნილ ამოცანად! ეს შეუძლებელია!
XVII
30 ოქტომბერი
- მაგრამ დონ სანდალიოს, - თუკი მის სიძეს დაეჯერება, ვინც თქვენი დაკითხვა
გვირჩია, - ერთხელ შინ თქვენზე ულაპარაკია, - მითხრა მოსამართლემ.
- მაგრამ გარწმუნებთ, ბატონო მოსამართლევ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოგახსენეთ, დონ
სანდალიოზე არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე.
XVIII
4 ნოემბერი
ახლა კიდევ უფრო განსაცვიფრებელი და თავზარდამცემი ამბავი უნდა გითხრა: დონ
სანდალიო ციხეში გარდაიცვალა! კარგად არ ვიცი, როგორ შევიტყვე ეს ამბავი, ალბათ
ისევ კაზინოში თუ მოვკარი ყური, - იქ ხომ დიდი მითქმა-მოთქმა ჰქონდათ ამის გამო.
მათი შენიშვნებისა და ვარაუდების მოსმენა არ შემეძლო და დაუყოვნებლივ
გავეცალე იქაურობას, მაშინვე მთას მივაშურე.
XIX
6 ნოემბერი
ამიტომ ნურც ის შეგაცბუნებს, ჩემო ფელიპე, თუ ახლა მეც ქალაქის რომელიმე კაფეს
მივაშურებ, ოღონდ კი დონ სანდალიოს სიკვდილით გამოწვეული ნაღველი
გავიქარწყლო. მხოლოდ ერთხელ შევედი აქაურ კაფეში გამაგრილებელი სასმლის
დასალევად და ისიც იმ დროს, როცა იქ კაცი არ ჭაჭანებდა. კაფეს კედლებზე
ერთმანეთის პირდაპირ ოდნავ დაბინდული სარკეები გამოკრთოდა და მათში
ვხედავდი მრავალჯერ არეკლილ საკუთარ თავს, ცოტა მოშორებით - კიდევ უფრო
ბუნდოვნად და ასე სევდიან ლანდად ვიკარგებოდი ამ სარკეთა შორეთში; და ყველა
ეს სახე, ერთი ორიგინალის ყველა ეს ასლი, მარტოსულთა მონასტრის ბინადართ
მაგონებდა. უკვე შიში მერეოდა, რომ კაფეში კიდევ ერთი ჩემივე მსგავსი შემოვიდა
და როცა დავინახე, როგორ გადაკვეთა მისმა გამრავლებულმა და გამეორებული
ლანდივით სახებამ სარკეთა ცარიელი სივრცე, მაშინვე გარეთ გავვარდი.
XX
10 ნოემბერი
- ჩემი? თანაც თქვენი სიმამრისგან? თქვენი სიმამრი ხომ რიგიანად არც კი მიცნობდა...
დიახ, მგონი, დონ სანდალიომ ჩემი სახელიც არ იცოდა...
- ცდებით...
- დაე, ვცდებოდე, ეს მირჩევნია. მაგრამ მე მაინც არა მჯერა, რომ დონ სანდალიოს
ჩემზე რაიმე ეთქვა, - ის ხომ არასდროს არავისა და არაფერზე ლაპარაკობდა...
- მე კი, ჩემო ბატონო, - თქვა მან მცირე დუმილის შემდეგ, - რატომღაც ველოდი, რომ
თანაგრძნობას მაინც გამოიჩენდით, მეტ კეთილგანწყობას დავინახავდი დონ
სანდალიოს მიმართ...
- დიახ, მტკიცე უარით, არაფრის მოსმენა არ მინდა, სულერთია, რაც უნდა გქონდეთ
სათქმელი, - ჩემთვის სავსებით საკმარისია ის, რასაც მე თვითონ ვთხზავ.
დონ სანდალიოს სიძემ ისე შემომხედა, როგორც მისი სიმამრი მიყურებდა მაშინ,
როცა დამთხვეულ ეპისკოპოსზე, დიაგონალურად მოსიარულე კუზე ვლაპარაკობდი,
მერე მხრები აიჩეჩა, გამომემშვიდობა და წავიდა. მარტო რომ დავრჩი, ვიფიქრე, ეგებ
დონ სანდალიომ შინ თავის ქალიშვილსა და სიძეს სწორედ ის ამბავი, კუსა და
გადარეული ეპისკოპოსის შესახებ ჩემი ნათქვამი უამბო-მეთქი. ვინ იცის...
15 ნოემბერი
მაგრამ როცა მას შევხვდი, ანდა მგონია, ვითომ შევხვდი, იმ დაბინდული სარკიდან
გადმოსულ ადამიანის ლანდს, დღეს რომ ესოდენ იდუმალი მეჩვენება, წარსულის
შორეთში, - ნეტავი მეძინა თუ მეღვიძა? ანდა ის, რაც ახლა წარსულის მოგონებად
წარმომიდგება, - ალბათ გაგონილი გექნება პარადოქსი, არსებობს მოგონებები
მომავლისა და იმედები წარსულისაო, - ნუთუ ეს მარტოოდენ მონატრებაა იმისა, რაც
ვითომ მოხდა? რამეთუ, უნდა გამოგიტყდე, ჩემო ფელიპე, რომ ყოველდღე ვიგონებ
ახალ-ახალ მოგონებებს, ვთხზავ იმას, რაც ვითომ შემემთხვა, ანდა ჩემ თვალწინ
მოხდა. და გეფიცები, არ მჯერა, ვინმემ დარწმუნებით თქვას, რა შეემთხვა
სინამდვილეში და რა შეთხზა მისმა წარმოსახვამ. და ახლა ვშიშობ, რომ სწორედ დონ
სანდალიოს სიკვდილმა მიბიძგა, შემექმნა სხვა დონ სანდალიო. მაგრამ რატომ
ამიტანა შიშმა? რისმა შიშმა? რატომ?
ეს ლანდი, ახლა რომ წარმომიდგა, მიღმაა, დროის მიღმა, ის, გზაზე რომ შემომხვდა
და განზრახ დახარა თავი, - მან დახარა თუ მე? - განა დონ სანდალიოს ლანდი იყო,
ვინც მარტო იმისთვის მომევლინა, რომ ჩასწვდომოდა ერთ იმ ამოცანას, ასე
ვერაგულად რომ გვთავაზობს ცხოვრების თამაში? ანდა იმ ამოცანას, რამაც იგი
ციხემდე მიიყვანა, იმ ციხეში კი სიკვდილამდე?
XXII
20 ნოემბერი
ნუ, ნუ იტანჯები, ფელიპე; სულ ტყუილუბრალოდ აიკვიატე ეს აზრი. სულაც არ
ვაპირებ დონ სანდალიოს ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას, არც მისი სიძის ძებნას, რომ
გამოვკითხო, რანაირად მოხდა, რომ მისმა სიმამრმა ციხეში ამოყო თავი, ანდა როგორ
მოკვდა იქ. მისი ამბები არ მაინტერესებს, არ მივყვები არც მისი პირადი და არც
ოჯახური საქმეების კვლევას. ჩემთვის მისი ნოველაც საკმარისია. დანარჩენი
მხოლოდ წარმოსახვას შეიძლება მივანდო.
რაც შეეხება შენს რჩევას, გავიგო და გამოვიძიო, ვინ იყო ან არის დონ სანდალიოს
ქალიშვილი ან სიძე, - თუ უკვე ან ერთი არ დაქვრივებულა, ან მეორე, - ანდა როგორ
იქორწინა თუ გათხოვდა, - ამის იმედი ნუ გექნება; ვხედავ, საითაც უმიზნებ, ფელიპე,
ვხედავ; ჩემს წერილებში შენ ხომ სულ ქალი გაკლდა თვალში და ახლა, როგორც კი
გამოჩნდა, წარმოიდგინე, რომ ნოველა, რომელსაც ვეძებდი და რომელიც შენთვის
უნდა მომეძღვნა, უკვე აფუვდა. ქალი! ქალი ძველი ზღაპრებიდან! დიახ, მომეხსენება
ეგ თქვენი „ეძიე ქალი!“ მაგრამ მაინც არ ვაპირებ არც დონ სანდალიოს ქალიშვილის
ძებნას და არც სხვა ქალისას, ვისთანაც მას რაიმე დამოკიდებულება შეიძლება
ჰქონოდა. ჩემი აზრით, დონ სანდალიოსთვის ჭადრაკის დედოფლის გარდა ქალი არ
არსებობდა, დედოფლისა, რომელიც ეტლივით პირდაპირ დადის თეთრსა და შავ
უჯრებზე და შავსა და თეთრ უჯრებზე და დამთხვეული ეპისკოპოსივით თუ
კუსავით - ირიბად, თეთრსა და შავზე და შავსა და თეთრზე. დედოფალი კი
მბრძანებლობს დაფაზე, მაგრამ მის უდიდებულესობას შეიძლება წამოეწიოს
უბრალო პაიკი, თუ წინ გაიჭრა.
XXIII
28 ნოემბერი
ვერა, ვერ მოგაწონე! ახლა მთხოვ, ნამდვილი ნოველა დაწერეო, ნამდვილი ნოველა
დონ სანდალიოზე, მოჭადრაკეზე. ჯობდა კი, შენ თვითონ დაგეწერა, - უკვე ამდენი
რამ იცი, ჩემს გამოგზავნილ წერილებში უთქმელი, მგონი, არაფერი დამრჩენია,
მაგრამ თუ გულს მაინც გეთანაღრება, მაშინ თავადვე გამოიგონე რაიმე, ჩვენი პეპე
გალისიელისა არ იყოს. ნუთუ არ კმარა, რაც გიამბე? ლამის უკვე მზამზარეული
ნოველაა და თუ ვინმე ამასაც არ დასჯერდება, კეთილ ინებოს და საკუთარი
წარმოსახვით შეავსოს და გაასრულოს. ჩემს გამოგზავნილ წერილებში მოჭადრაკის
ლამის მთელი ნოველაა, ჩემი მოჭადრაკის მთელი ნოველა, მე სხვა არ ვიცი.
ჩემგან მეტს ნუღარაფერს მოელი. თუ არადა, შენ თვითონ მოძებნე შენს ქალაქში თუ
შენს მამულში ერთი ასეთივე განმარტოებული კაფე, სადაც დაბინდული სარკეები
იქნება ერთმანეთის პირდაპირ, მიუჯექი შუა დარბაზში მაგიდას, დაიწყე ოცნება,
ესაუბრე საკუთარ თავს და ეჭვი არ მეპარება, ერთ მშვენიერ დღეს შენც აღმოაჩენ შენს
დონ სანდალიოს. ის ხომ შენი აღარ იქნებაო? მერე რა მოხდა? მოჭადრაკე არ იქნება?
მაშინ ბილიარდის მოთამაშე იყოს ან ფეხბურთელი, ანდა ვინც შენ გინდა, თუნდაც
ნოველისტი! და სანამ ასე იქნები ოცნებაში წასული თუ მასთან საუბარში გართული,
კიდეც გახდები ნოველისტი. მაშ ასე, ჩემო ფელიპე, შენ თვითონ გახდები ნოველისტი
და მერე აღარც სხვისი ნოველების კითხვა მოგინდება. ნოველისტი სხვის ნოველებს
აღარ კითხულობს, თუმცა ბლასკო იბანიესი გვარწმუნებს, ნოველების მეტი არაფერი
წამიკითხავსო.
ეპილოგი
ანდა ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ დონ სანდალიო, ჩემი დონ სანდალიო, ამ მიწერ-
მოწერის გმირი, თავადვე იყოს „ჩემი ძვირფასი ფელიპე“, ეს წერილებიც იმავე
ფელიპეს, ვითომ ამ წერილების ადრესატის რომანიზებული ბიოგრაფია გახლდეთ,
მე კი უცნობ მკითხველად მაცნობდეს თავს? წერილების ავტორი! ფელიპე! დონ
სანდალიო, მოჭადრაკე! გალერეის დაბინდულ სარკეთა შორეთში გაცრეცილი
სახეები!
თავის მხრივ, ყოველი ავტობიოგრაფია სხვა არა არის რა, თუ არა ნოველა, ნოველაა
ყოველი აღსარება, წმინდა ავგუსტინედან მოყოლებული, მათ შორის - ჟან ჟაკ რუსოს
ნოველაცა და გოეთეს „პოეზია და სინამდვილეც“, თუმცა უკვე სათაურშივე,
რომელიც მან თავის მემუარებს უწოდა, ოლიმპიური ნათელმხილველობით
განჭვრიტა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სინამდვილე, ვიდრე პოეტური და
არ არსებობს იმაზე უფრო ნამდვილი ისტორია, ვიდრე გამონაგონი.
ყოველი პოეტი, ყოველი შემოქმედი თუ მთხზველი, - თხზვა კი იგივე ქმნაა, -
როდესაც ქმნის თავის გმირებს, მათთან ერთად ქმნის საკუთარ თავსაც და თუ ისინი
მკვდრადშობილები არიან, მაშინ თავადაც მკვდარი ყოფილა. ყოველი პოეტი,
გეუბნებით, ყოველი შემოქმედი, თვით უზენაესი პოეტიც კი. მარადიული პოეტი,
თვით უფალი როდესაც ქმნიდა თავის უმაღლეს ქმნილებას - ამ სამყაროს, და ქმნიდა
მას მარად, ვითარცა უსასრულო პოემას, მასთან ერთად ქმნიდა საკუთარ თავსაც ამ
თავის პოემაში, ამ თავის ღვთაებრივ ნოველაში.
ad tactum cieus“.
***
ამ, ასე ვთქვათ, ოჯახური კერის სული და გული გახლდათ როსიტა, დონია ტომასას
ერთადერთი ქალიშვილი; ის ეხმარებოდა დედას პანსიონატის საქმეების
მოგვარებაშიც და მდგმურებს საუზმისა თუ სადილ-ვახშმის დროს სუფრაზეც
ემსახურებოდა მათდა საამებლად, მით უმეტეს, რომ როსიტა ქორფა,
მადისაღმძვრელი და, ცოტა არ იყოს, გამომწვევიც კი იყო; არც იმას იუკადრისებდა,
თუ ვინმე ხელს მოუთათუნებდა, პირიქით, კიდეც გაიცინებდა, რადგან ეს პატარა
სიამოვნება იმ უგემურად მომზადებული დაბეგვილი ხორცის საზღაური იყო, რითაც
როსიტა არცთუ იშვიათად უმასპინძლდებოდა ხოლმე მდგმურებს. არც უწმაწურ
ხუმრობას ითაკილებდა, ის კი არა, პასუხსაც უმალ მიაგებებდა და კიდეც წააქეზებდა.
- სხვათა შორის, ეს გოგო კარგა გამოქექილი ვინმე ბრძანდება, მარტო მაგის ტაქტიკა
ნახე... - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, სელედონიოს.
- არც ასეა, სელედონიო, მისი ტაქტიკა სწორედ რომ კონტაქტის ტაქტიკაა. ნეტავი კი
დაგანახვა, როგორ მეტმასნება, სულ საბაბს ეძებს, რომ შემეხოს, ვითომც უნებურად,
სულ იმის ცდაშია, როგორმე მაცდუნოს... მე კი ისიც ვერ გამიგია, მარტო მე?
- ნეტავი კი გაჩვენა, რა ოინებს მიწყობს ხოლმე. ერთხელ, ის-ის იყო, „ახალი ამბები“
ავიღე და ფელეტონის კითხვას შევუდექი, რომ კარი შემოაღო, ლამის ოთახში
შემომეჭრა. მერე როგორი გაწითლებული იყო, ვითომ შერცხვა, - ვაიმე, მაპატიეთ,
დონ ემეტერიო, კარი შემეშალაო! - მოიბოდიშა.
- რაც უნდა იყოს, შენ მაინც დონია ტომასას სახლში ცხოვრობ და ვშიშობ, ისე არ
მოხდეს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი - „დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი,
ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაში“...
- გამოდის, უნდა გავიქცე, სელედონიო, სხვა გზა არა მაქვს, ეს გოგო მე ცოლად არ
გამომადგება...
- კარგი, მაგრამ აკი უფალი ღმერთი იმასაც ამბობს, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო! შენ
კი, როგორც გატყობ, გამრავლებას არც აპირებ.
- რატომაც არა, აიყვანე საკუთარი თავი კუბში, იზრუნე შენივე თავის ხარისხში
აყვანაზე!..
***
საბრალო ემეტერიო! აკი მარტო როსიტა ზრუნავდა მასზე, ღილი რომ ასწყდებოდა,
სხვა ვინ უკერებდა. კიდეც უხაროდა, თუ ასწყდებოდა. ჰალსტუხსაც როსიტა
უსწორებდა. „აბა, დამენახვეთ, დონ ემეტერიო, - ეტყოდა ხოლმე, - მაინც რა
დაუდევარი ხართ, ნამდვილი ადამი!.. მოდით აქ, გაგისწოროთ!“ შაბათობით მისი
თეთრეულიც როსიტას მიჰქონდა მრეცხავთან, პირადი ნივთების გარდა, რადგან
თვითონვე გადამალავდა და მის უჩუმრად აბარებდა სამრეცხაოში, ან თუ
გაცივდებოდა და ლოგინში ჩაწვებოდა, განა ისევ როსიტა არ უვლიდა? ცხელ-ცხელ
პუნშს პირდაპირ ლოგინში მიართმევდა, სამაგიეროდ, ემეტერიო შაბათობით
თეატრში ეპატიჟებოდა რომელიმე მხიარულ სპექტაკლზე.
- მაინც ვინ უნდა ჰყავდეს, დედა? ქალი? ამას ხომ უმალ ვიყნოსავდი...
- მაშ რა ხდება?
***
მაგრამ განა ასე უბრალოდ ჩაიარა ამდენმა ვაი-ვაგლახმა? როსიტაზე ფიქრმა მთლად
დაუფრთხო ძილი და მოსვენება. ახლაღა მიხვდა, რა ღრმად ჩავარდნოდა გულში,
ახლა, როცა ღამის სიბნელეში იწვა მართლაცდა მარტოსული და როსიტას
ცეცხლივით მწველი თვალებით მონუსხული ამაოდ ცდილობდა მის დავიწყებას;
დაიძინებდა და ძილშიც თან მიჰყვებოდა მისი ელვარე თვალები, თან საშიში და თან
ნეტარების მომგვრელი. „მაინც რატომ მახსენებს პერუს ლამას? ნეტავი ასეთი რა
ავბედითი დავინახე როსიტას არსებაში, რამ დამაფრთხო ასე ძალიან? მარტოხელა
ხარი... ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მარტოხელა ხარივით
ცხოვრება, საკუთარ თავს რომ ელოლიავება“...
***
ემეტერიო ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დადიოდა კაფეში, ისევ ისე იცინოდა სხვათა
ხუმრობებზე, შაბათობითაც ჩვეულებისამებრ დადიოდა თეატრში, ყოველი თვის
ბოლოს დანაზოგიც შეჰქონდა ბანკში თავის ანგარიშზე, - თანხა თანხას ემატებოდა,
პროცენტები ერიცხებოდა, - კვლავინდებურად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე,
უფრთხილდებოდა მარტოხელა კაცის ჯანის სიმრთელეს, ეული ხარივით ისიც
ელოლიავებოდა საკუთარ თავს, მაგრამ რაოდენ ცარიელი იყო მისი ცხოვრება... ეს კი
მთელი სიცხადით მაშინ იგრძნო, როცა იმ წრის ერთი წევრი, ჟურნალისტი, ყველაზე
ენამოსწრებული და ოხუნჯი, ერთ მშვენიერ დღეს ბანკში გამოეცხადა იმ იმედით,
რომ ფულს დასცინცლავდა, ხოლო როცა უარი მიიღო, საშინლად იწყინა. „თქვენ მე
იმედი გამიცრუეთ!“ - უთხრა მან. „მე?“ - „დიახ, თქვენ და აი, რატომ - ჩვენს წრეში
ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება გვაქვს. მე, მაგალითად, ყველას გაცინებთ
და გამხიარულებთ, თქვენ კი ხმასაც არ იღებთ, ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ;
შეძლებული კაცი ბრძანდებით და თქვენი დანიშნულებაც ეს არის; თუ რამეში
ვარგიხართ, მარტო ამაში, სხვა არაფერში გამოდგებით; და თუ ახლა მე თქვენ
გეახელით, მარტო ამიტომ გამახსენდით, თქვენ კი უარით გინდათ გამისტუმროთ;
მაშასადამე, თქვენ მე მომატყუეთ, გამაცურეთ!“ - „კარგი, მაგრამ მე ხომ იქ იმიტომ არ
დავდივარ, ჩემო ბატონო, რომ მდიდარი ვარ, მე უბრალოდ, ჩვეულებრივი
მომხმარებელი გახლავართ!“ - „მომხმარებელი? რისი მომხმარებელი?“ „რისი და
მახვილსიტყვაობის! მე თქვენს მოსწრებულ ხუმრობებზე ვიცინი, ეს არის და ეს!“
„მომხმარებელი, მომხმარებელი!... საკუთარი თავის მომხმარებელი ბრძანდებით და
მეტი არც არაფერი!“.. - და ეს სრული სიმართლე იყო.
- მართლაც პანსიონატი!..
- არც პანსიონერებთან?
***
- არა, მარტინესი ახლდა, აკი ახლა მისი ქმარია, თუმცა არც უიმისოდ იქნებოდა
მარტო...
- რა ცვლილებით?
- დარწმუნებული ვარ, მათ რომ დაშორდი, იფიქრე, რატომ მე არა ვარ მის ადგილზე,
როგორ ვერ დავასწარი ამ მარტინესს, რა ეშმა შემიჩნდა ისეთიო; გამოტყდი, რომ
ნანობ, ასეა თუ არა?
- მარტინესმა რაღაო?
- დონია ტომასა? ჰო, მართლა, აკი მომკვდარა, ეტყობა, როსიტაც ამიტომ უფრო
აჩქარდა, სასწრაფოდ გათხოვდა, იმ სახლის ღირსება რომ შეენარჩუნებინა...
- მაინც რამდენი? სამი-ოთხი საათი კათედრაზე ყურყუტი, მეტი რა? მე ჩემი ვიკითხო,
რომ ვერა და ვერ ვეღირსე ოჯახურ კერას, მარტოხელა ხარივით უნდა ველოლიავო
საკუთარ თავს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, სელედონიო! რა ცხოვრებაა?!
- კათედრაზე ვაკანსია...
***
- ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვიყო, სენიორ ალფონსო, ამას
ნამდვილად ვერ ვიტყვი, პირიქით, სამაგალითო მუშაკადაც კი მიმაჩნიხართ, კარგად
მომეხსენება თქვენი მუყაითობის, წინდახედულების, შრომისმოყვარეობისა თუ
სიფრთხილის ამბავიც. ესეც არ იყოს, ჩვენი ბანკის მეანაბრეც ხართ, მთელი თქვენი
დანაზოგი ჩვენთან შემოგაქვთ და, ცხადია, ანგარიშზე საკმაო თანხაც გერიცხებათ...
მაგრამ, სენიორ ალფონსო, ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა მაინც დაგისვათ, ოღონდ
არა როგორც უფროსმა ხელქვეითს, არამედ როგორც მოკეთემ, მამის მაგიერმა...
***
- თუ პანსიონერს...
- რა თქმა უნდა, ემეტერიო, სათაკილო არც უნდა იყოს! აბა, გაიხსენე, რას ამბობდა
ამის თაობაზე ჩვენი დონ კიხოტე! ის ხომ მაინც იყო ჭეშმარიტი რაინდი, უანგარობის
უბადლო მაგალითი და გვირგვინი: „ჩვენში მაჭანკლობის, შუამავლობის საქმე ისე არ
არის მოგვარებული, როგორც საჭიროა. ეს საქმიანობა დიდ წინდახედულებასა და
გამჭრიახობას მოითხოვს და ყოველ კეთილმოწყობილ ქვეყანაში საჭირო და
აუცილებელია, ოღონდ ამ საქმეს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანები უნდა
უძღვებოდნენ, ამასთან, მეთვალყურეობა და ზედამხედველობაც უნდა დაწესდეს“.
კიდევ სხვაც თქვა ამის თაობაზე, მაგრამ აღარ მახსოვს...
- აკი შენც ერთობი, ფული და მდაბალი ვნებები ხომ არც შენ გაცდუნებს, როცა
ყმაწვილებს აედევნები ხოლმე.
- შეიძლება...
- დაე ასე იყოს! ერთი სიტყვით, აიღებ დამტვრეულ ქოთანს და ისე ააწყობ
ნატეხებისგან, რომ სულ ახალი გეგონება...
- შეიძლება...
- რისთვის?
- მახსოვს, პირველად რომ მივედი აღსარების სათქმელად, სულ პატარა ბიჭი ვიყავი;
მღვდელმა ერთი-ორჯერ ბურნუთი შეიყნოსა და მერე მკითხა: „იცოდე, არ იცრუო!
რამდენჯერ, რამდენჯერო?“ მე კი ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა,
ან მე რა უნდა მეპასუხა.
- მუდამ როსიტა!...
***
- ადრე კი იცოდი?
- მე? ვმდიდრდები?
- ჰო, კარგი, როსიტასი რა იცი? იმ მარტინესმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც არავინ
მოელოდა მისგან...
- ჰო, მოკვდა, დააქვრივა როსიტა და ასე დატოვა, ბავშვით ხელში. შენი ჯერიც
დადგება, ემეტერიო, ერთ დღეს შენც დატოვებ ვაკანტურ ადგილს იმ შენს ბანკში.
- რასაკვირველია, როსიტა!
- როგორ მიხვდი?
- არა, ქვეცნობიერი-მეთქი...
- ჰო, კარგი, მოკლედ, ეს ქვეცნობა იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მერე, კიდევ
რომ ვნახე, უკვე ვიღაც ყმაწვილი ახლდა, ეგებ საქმროც კი... და ისევ ეჭვმა შემიპყრო...
- კმარა, ახლა ისევ ჩემი საპენსიო ასაკი არ გამახსენო, ახლა მაინც, როცა ჩემი გული
ზეიმობს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავუწყე შეგონება: „ფრთხილად, ემეტერიო,
ნუთუ ახლა, როცა ორმოცდაათ წელს გადააბიჯე, შეგიყვარდება გოგონა, რომელიც
შვილად შეგეფერება? გონს მოეგე-მეთქი“...
- რა თქმა უნდა!
- მე კი არა, იმას!..
- ის მოხდა, რომ შენი საქმე წასულია, ემეტერიო, აღარფერი გეშველება, უკვე გაგაბეს
მახეში და ეგაა...
- მერე რა?
- კლოტილდეზეა დამოკიდებული.
- არა, როსიტაზე!
***
- გასაგებია. როგორც ვიცი, ჩემი ხნისა რომ იყავი, შენ ვერ მოახერხე მისი გამოჭერა და
ახლა გინდა, მე შემომაჩეჩო, არა? მე და ეგ ჩაჩანაკი? სასაცილოა. ერთი ისიც მითხარი,
შენ როგორ გაუშვი ხელიდან თავის დროზე?
- არა მგონია, იმიტომ, რომ მერე სხვა საზრუნავი გაუჩნდება და შენც სწორედ ამით
უნდა ისარგებლო...
- ეს რაღა ოინია?
- ის რაღას იზამს?
- ჰო, მე რომ ვარ, მაგრამ მე არაფერი მაბადია, ჩემი დასამარხი ფულიც კი არ გამაჩნია,
შენ კი, თუ ემეტერიოს გაჰყვები ცოლად, ქვრივის პირობაზე სულ სხვა მდგომარეობა
გექნება...
- მეტი რა გინდა. მდიდარი ქვრივი იქნები, თანაც ლამაზი, აკი მე მგავხარ, რაც წლები
მოგემატება, მით უფრო დამშვენდები... ქვრივი და თანაც ლამაზი ქვრივი. მაგ შენს
პაკიტოსაც მეტი რა უნდა, სანატრელი არაფერი ექნება...
- მომისმინე, შვილო, იმ საწყალმა მთლად დაკარგა ჭკუა, ისეა გაგიჟებული, რომ შენი
გულისთვის რას არ ჩაიდენს... იცოდე...
- რა და, ისევ შენი სცადე, შენებურად, ძველებურად, იქნებ ახლა მაინც გააბა მახეში.
***
და, რაღა თქმა უნდა, არც დონ ემეტერიომ დააყოვნა და როსიტას ესტუმრა.
- დონ ემეტერიო, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ
ჩემს შვილთან ვერაფერი გავაწყვე, არც კი მომისმინა...
- არ მოგისმინა?
- არა, როსიტა, არც უთხრა, არ დააძალო... არა, არაფრის გულისთვის... მე კი... ასე
მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა... ახლა სულ სხვანაირი მეჩვენება საკუთარი
თავი... ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მზად ვარ კიდეც...
- გაამზითვო, არა?
- ჰო, მე...
- მაგრამ...
- ნამდვილი ძეხვივით...
- ეეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი... იმ დროს, როცა ერთმანეთი
გავიცანით...
- ახლა კი...
- ახლა რა?
- სწორია, მაგრამ ტენორიოსავით არ გამოვიდა, არც პოეზია, არც წყლის პირას, არც
მთვარის შუქზე და არც...
ამ საუბრის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ცბიერმა ქალმა ისევ თავისი ტაქტიკა
გაიხსენა და უთხრა:
- იცი, ჩემო საუნჯევ, ახლა უნდა გამოგიტყდე: კლოტილდეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი,
გეფიცები, სულ შენზე ვფიქრობდი... რატომღაც შენზე ფიქრი დამჩემდა...
- არა, ეს საჭმელი როდია... არა... ჰო, მართლა, საჭმლის ფული საკმარისზე მეტიც
გვექნება, ის კი არა, მოგვრჩება კიდეც...
- ოთხივეს გვეყოფა?
- და პაკიტოც...
***
- ნურც ასეთი უმადური იქნები, ემეტერიო, ახლა საამისო მიზეზი არა გაქვს.
- ჰო, მართლა, იმ შარადებს შეეშვი? რომ იცოდე, როგორ მაღიზიანებდა ხოლმე შენი
ბუტბუტი: ეს - პირველი მარცვალი, ესეც - მეორე, ესეც - მესამეო...
- აღტაცებულიო? ჩემზე?
- მეც გაჩვენებ ჩემს კალენდარს, ჩემს ოთახში კედელზე რომ ეკიდა. გაქცევა რომ
გადავწყვიტე, იმ დღის ფურცელი არ მომიხევია და აქამდე ასე ვინახავ.
- ეს ვინ გითხრა?
***
- ვინ? ჩემი სიძე? საწყალმა ბიჭმა ხომ იმიტომ იქორწინა, რომ თავისუფლად
ენავარდა!
- მართლაც, მეტაფიზიკა სულ მამამისისა აქვს, მარტინესისა. ჰო, კარგი, ერთი ისიც
მითხარი, თქვენ, ორ წყვილს, უთანხმოება არასდროს მოგდით?
***
- არა, არა, მე ყველაფერში სიზუსტე მიყვარს, მით უმეტეს - ენაში. ჩემი გერის შვილი
ჩემთვის იქნება გერისწული.
- მართალი ხარ, როსიტა! მერე იტყვიან, ჩვენი ესპანური ენა მდიდარიაო... მდიდარი
ენა... უმდიდრესი... ვერაფერს იტყვი!
- შენ - არა?
ამ დროს პაკიტო შემოვიდა და ემეტერიო ჩაფიქრდა: „ეს ჩემი ცოლის სიძე მე რად
მეკუთვნის? გერ სიძედ? გერის ქმრად? მაინც რა აბდაუბდაა!“
***
- ჰო, მეც ხშირად მიფიქრია, ნამდვილი მამა მე რომ ვყოფილიყავი, ნეტავი როგორი
იქნებოდა-მეთქი კლოტილდე.
- როსიტაც სულ ამას ჩამჩიჩინებს, ვითომ მე ახლა სწორედ ისეთი გავხდი, როგორიც
მას წარმოვედგინე... მაგრამ ჩემს შვილიშვილს ხომ მის წარმოდგენასთან არაფერი
აქვს საერთო?
- როგორ არ მახსოვს!
- შენც სწორედ მაგ შენმა მოწოდებამ წაგაქეზა, რომ კლოტილდე და პაკიტო შეაუღლე,
მერე კი საკუთარ თავსაც უმაჭანკლე! ჭეშმარიტად რომ ამოუცნობია გზანი
უფლისანი!
- მაგრამ ეს ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც უკვე ვიგრძენი, როგორ დამღალა ამ
ცხოვრებამ?
- განა შენვე არ შეუწყვე ხელი როსიტას, რომ მარტინესი გამოეჭირა? შენ რომ არ
ყოფილიყავი, ეგებ არც ის გაბმულიყო მის მახეში, ხოლო მარტინესმა, თავის მხრივ,
კლოტილდე მოგივლინა, რომ შენ გამოეჭირე როსიტასთვის...
- ვაითუ მარტინესი არ მომკვდარიყო...
- რომელი?
- სევდა, სევდა შენი სიძუნწის წყალობით, სევდა შენი მარტოობის გამო; მარტოსული
კი იმის შიშით იყავი, რომ არავის მოეტყუებინე, არ გაეცურებინე!
- აბა, რას გეუბნებოდი, ემეტერიო, რას გეუბნებოდი? შენც ხომ კარგად ხედავ, რომ
გატყუებს ხოლმე, ასე არ არის? რომ იცოდე, არც არასდროს მოგაგებინებს!
- ხანდახან კი...
- მაგრამ მის ეშმაკობებს მაინც ხედავ და კიდეც მოგწონს; როცა წააგებ, ისე ხითხითებ,
თითქოს გიღიტინებდნენ; შენ თვითონ გსიამოვნებს, რომ გატყუებს და თან ეხმარები,
რომ გაგაცუცურაკოს! აი, სწორედ ეს არის ცხოვრების კომიკური გრძნობის მთელი
ფილოსოფია. როცა კომედიაში რქიან ქმრებზე იცინიან, ყველაზე მეტს თვითონ
რქიანი იცინის, თუკი, რა თქმა უნდა, ფილოსოფიურადაა განწყობილი, ანუ
გმირულად. განა ასეთი სასიამოვნოა სასაცილო მდგომარეობაში ყოფნა? არა,
სიამოვნებას ის განიჭებს, როცა იცინი მათზე, ვინც შენზე იცინის...
- ჰო, აკი იტყვიან ხოლმე, დაე ნუ მომატყუებს ჩემი ცოლი, მაგრამ თუ მაინც
მომატყუებს, ნუ გავიგებ მაინც, ოღონდ, თუ მაინც გავიგებ, გულს მაინც ნუ მატკენსო.
- თუმცა ერთი საფეხურით შეიძლება კიდევ ახვიდე მაღლა, როცა საკუთარ თავს
თვითონვე იგდებ მასხრად სხვის გასამხიარულებლად.
- მაგრამ მე ხომ...
***
სქოლიო
[1] „ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული“
(„ქებათა ქება სოლომონისა“, V:4)