You are on page 1of 20

ფინალური

1. ა-მ დაიყოლია ბ გ-ს მოსაკლავად.სამივენი იყვნენ სუფრაზე,ბ-ს შემთხვევით


გაუვარდა და მოხვდა ტყვია გ-ს,მაგრამ ბ-მ ვერ შეიცნო რომ გარდაიცვალა და კიდევ
ესროლა.ა და ბ კმაყოფილები დარჩნენ ამ შედეგით.დაკვალიციფირეთ ა-ს და ბ-ს
ქმედებები.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე,ა თავდაპირველად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა


სსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წამქეზებლად,ვინაიდან მან
დაიყოლია ბ განზრახი დანაშაულის ჩასადენად.წამქეზებელი წააქეზებს
ამსრულებელს,აღუძრავს მას დანაშაულის ჩადენის განზრხვას,უქმნის რა მას
დანაშაულის ჩადენის ძიერ მოტივს,რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიძგს
გადაწყვეტილების მიღებისათვის,მაგრამ,რადგანაც ბ-ს თავდაპირველად
შემთხვევით გაუვარდა იარაღიდა შედეგი,ანუ გ-ს სიკვდილი გამოიწვია ამ
გასროლამ,მიუხედავად პირდაპირი განზრახვის არსებობისა,მისი ქმედება უნდა
დავაკვალიფიციროთ,როგორც სსკ-ის მე-10 მუხლით გათვალისწინებული
გაუფრთხილებლობა,კერძოდ,დაუდევრობა.ხოლო გაუფრთხილებლობით
დანაშაულში თანამონაწილეობა კი არ არის შესაძლებელი.შესაბამისად, ა ვერ იქნება
წამქეზებელი,რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგნეს თანამონაწილის ერთ-ერთ
სახეს.ა არის განზრახი,დამთავრებული დანაშაულის შუალობითი ამსრულებელი,რაც
წარმოადგენს ამსრულებლობის ერთ-ერთ სახეს და ითვალისწინებს სსკ-ის 22-ე
მუხლი.მაშასადამე,ა დაისჯება,როგორც განზრახი,დამთავრებული მკვლელობის
შუალობითი ამსრულებელი,ხოლო ბ კი დაისჯება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობისათვის.

2. ა-ს და ბ-ს ორივეს სურდა თავისი ნათესავი მსახიობის მოკვლა. ორივემ


ერთმანეთსგან დამოუკიდებლად ისე რომ არ იცოდნენ ერთმანეთს განზრახვის
შესახებ ჩაუყარა საწამლავი , შედეგი დადგა მსახიობი გ მოკვდა. ექსპერტიზამ
დაადგინა რომ ა-ს მიერ ჩაყრილი საწამლავი არ იყო შესაბამისი თვისებების
მატარებელი , და რომ გ-ს სიკვდილი მხოლოდ ბ-ს მიერ ჩაყრილმა საწამლავმა
გამოიწვია. კონკრეტული ხასიათის შეკითხვა : დაისჯება თუ არა ა დამთავრებული
განზრახ მკვლელობისთვის?

ჰიპოთეზა: შესაძლებელია ა-ს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი
მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

სუბიექტი - ა

ობიექტი - გ-ს სიცოცხლე

მოქმედება - ა-ს მიერ გ-ს ჭიქაში საწამლავის ჩაყრა

შედეგი - გ-ს დაღუპვა


მიზეზობრივი კავშირი - სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და პირობათა
თეორიის მიხედვით სახეზე არ გვაქვს მიზეზობრივი კავშირი,რადგან,როგორც
კაზუსის ფაბულიდან ირკვევა,შედეგი,ანუ გ-ს სიკვდილი,არ გამოუწვევია ა-ს
ქმედებას

დასკვნა:ა არ დაისჯება სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი


მკვლელობისთვის.

თუ კაზუსში გვთხოვენ ა-ს მოქმედების დაკვალიფიცირებას,კაზუსი უნდა


გავაგრძელოთ შემდეგნაირად:

პირველი შუალედური ჰიპოთეზა:შესაძლებელია,ა-მ ჩაიდინა სსკ-ის მე-19 108-


ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობის მცდელობა.

შესავალი:დანაშაული დამთავრებულია,როდესაც პირს თავისი


ქმედებით,რომელიც ობიექტურად უშუალოდ მიმართული იყო ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგისკენ,სუბიექტურად სურდა
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების
შემადგენლობის განხორცილება(ან გულგრილად ეკიდებოდა მის
განხორციელებას) და ობიექტურად სრულად განახორციელა მის მიერ
სუბიექტურად განზრახულ ქმედების შემადგენლობა.
ამ შემთხვევაში სახეზეა მკვლელობის სურვილი,თუმცა ა-მ სრულიად
არ განახორციელა ობიექტურად ქმედების შემადგენლობა,ანუ არ დადგა
მის მიერ განზრახული შედეგი-სიკვდილი. აქედან გამომდინარე,სახეზეა
მკვლელობის მცდელობა.
ქმედების შემადგენლობა
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:გასარკვევია,მოქმედებდა თუ არა ა
განზრახ.ქმედება განზრახ არის ჩადენილი,თუ პირს ჰქონდა ქმედების
ობიექტური შემადგენლობის განხორციელების შეგნება და ნება.ა
საწამლავის ჩაყრისას,დარწმუნებული იყო,რომ ეს გამოიწვევდა გ-ს
სიკვდილს და ამასთანავე ჰქონდა გ-ს მოკვლის
სურვილი.შესაბამისად,სახეზეა,ცოდნა და ნებელობა.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა

კაზუსიდან გამომდინარე,არ არის პრობლემატური,რომ ა-ს ქმედება უშუალოდ


იყო მიმართული 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის
სრულად განხორციელებისკენ..

მართლწინააღმდეგობა - სახეზე არ გვაქვს,მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოება,შესაბამისად,ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა.

ბრალი - არ გვაქვს ბრალის გამომრიცხველი რომელიმე


გარემოება.შესაბამისად,ქმედება ბრალეულია.

დასკვნა:ა დაისჯება სსკ-ის მე-19 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ


მკვლელობის მცდელობისთვის.

3. დედა ჩვილ ბავშვს საკვებს არ აძლევდა დიდი ხნის მანძილზე იმ განზრახვით,რომ


ბავშვი მომკვდარიყო,უეცრად დედას ტყვია გაუვარდა და ბავშვი დაიღუპა.რისთვის
დაისჯება დედა?

ჰიპოთეზა:შესაძლებელია,ბავშვის დედა დაისაჯოს განზრახი,შერეული


უმოქმედობის დანაშაულისთვის.

ქმედების შემადგენლობა:

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ა)სუბიექტი - ბავშვის დედა

ბ)ობიექტი - ბავშვის სიცოცხლე

გ)ობიექტურად შესაძლებელი მოქმედების განუხორციელებლობა - შეეძლო


ბავშვისთვის მიეცა საკვები,რაც არ გაუკეთებია

დ)შედეგი - შედეგი,ანუ ბავშვის სიკვდილი,არ გამოუწვევია დედის ამ მოქმედებას

პირველი შუალედური დასკვნა: დედა არ დაისჯება განზრახი,შერეული


უმოქმედობის დანაშაულისთვის.

მეორე ჰიპოთეზა:შესაძლებელია,დედა დაისაჯოს უმოქმედობით ჩადენილი


დანაშაულის მცდელობისთვის სსკ-ის მე-19 109-ე მუხლების საფუძველზე.

ა)სუბიექტი - დედა,რომელიც წარმოადგენს სამართლებრივ გარანტს

ბ)ობიექტი - ბავშვის სიცოცხლე

გ)ობიექტურად შესაძლებელი მოქმედების განუხორციელებლობა - სახეზე


გვაქვს.უნდა მიეცა ბავშვისთვის საკვები,რასაც არ აკეთებდა.

დანაშაულის დაუმთავრებლობა - მოცემული დანაშაული ჩაითვლებოდა


დამთავრებულად იმ შემთხვევაში,თუ აღნიშნული ქმედება გამოიწვევდა შედეგს.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:

განზრახვა,ცოდნა და ნებელობა სახეზეა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

დედის უმოქმედობა უშალოდ მიმართული იყო ქმედების შემადგენლობის


სრულად განსახორციელებლად.

მართლწინააღმდეგობა - არ გვაქვს სახეზე მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოება,შესაბამისად,უმოქმედობა
მართლსაწინააღმდეგოა.

ბრალი - არ გვაქვს სახეზე ბრალის გამომრიცხველი რომელიმე


გარემოება,შესაბამისად,უმოქმედობა ბრალეულია.

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება - არ გვაქვს სახეზე.

დასკვნა:დედა დაისჯება მე-19 108-ე მუხლის საფუძველზე უმოქმედობით


ჩადენილი დანაშაულის მცდელობისთვის.

მესამე ჰიპოთეზა - შესაძლებელია,დედა დაისაჯოს


მოქმედებით,გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის სსკ-ის 116-ე
მუხლის საფუძველზე.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ა)სუბიექტი - დედა

ბ)ობიექტი - ბავშვის სიცოცხლე

გ)ქმედება,რაც გამოიხატა წინდახედულობის ნორმის დარღვევაში - მოხდა


იარაღიდან გასროლა

დ)ქმედების შემადგენლობაში აღწერილი შედეგის დადგომა - ბავშვის სიკვდილი

ე)ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა - სსკ-ის მე-8


მუხლის მე-2 ნაწილისა და პირობათა თეორიის თანახმად,მიზეზობრივი კავშირი
სახეზეა.

ვ)ობიექტური გაუფრთხილებლობა:

შესაძლებელი იყო,როგორც შედეგის დადგომის გათვალისწინების,ასევე


შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობა.

ზ)შედეგის ობიექტური შერაცხვა - არ არის პრობლემატური.

მართლწინააღმდეგობა - არ არსებობს მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი რომელიმე გარემოება,შესაბამისად,ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა.

ბრალი - პირი შერცხადია,აქვს მართლწინააღმდეგობის


შეგნება,ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა,რაც გამოიხატება
წინდახედულობის ნორმის დარღვევის პერსონალურ აცილებადობაში
სახეზეა,წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობაც და
შედეგის დადგომის გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა სახეზეა.
დასკვნა:დედა დაისჯება სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული
გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის.

4. ა-ს სურდა ყოფილი მეუღლის მოკვლა.მეუღლე მის დაში აერია და დას


ესროლა,მაგრამ ტყვია მაინც მეუღლეს მოხვდა და დაიღუპა.რისთვის დაისჯება ა?

მოცემულ შემთხვევაში,ერთი მხრივ,გვაქვს შეცდომა პიროვნებაში,რადგან ა-ს


თავისი მეუღლე აერია მის დაში,ხოლო მეორე მხრივ,საქმე გვაქვს მიზნის
აცდენასთან,რადგან ტყვია აცდა იმას,ვისზედაც იყო დამიზნებული.პრობლემა
შესაძლოა წარმოიშვას იმის გამო,რომ თავდაპირველ მიზანს,ანუ მეუღლის
მოკვლას,შემთხვევით მაინც მიაღწია.სწორედამის გამო,თითქოს შეიძლება
ჩაითვალოს,რომ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ე.წ. თანაბარღირებულების
თეორიით და ეს შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც დამთავრებული
განზრახ მკვლელობა.მაგრამ ეს პოზიცია არ უნდა იყოს სწორი.პირის დასჯა უნდა
მოხდეს,ე.წ. კონკრეტიზაციის თეორიით,როგორც ნორმალური aberatio ictus-ის
შემთხვევებში,მაშასადამე,როგორც დამთავრებული განზრახი მკვლელობის
შემთხვევა,სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასთან
კომბინაციაში.შესაბამისად,ა დაისჯება მეუღლის გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის მოსპობისა და მეუღლის დის დამთავრებული განზრახი მკვლელობის
მცდელობისთვის.

5. მონადირეებმა ა-მ და ბ-მ მთაში ისე რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ
ერთდროულად ესროლეს გ-ს მოკვლის მიზნთ.გ-ს ერთი ტყვია თავში მოხვდა,მეორე-
გულში.თუმცა ცალკე აღებული თითოეული გასროლა სიკვდილის გამომწვევი
იყო.გამოძიებით ვერ დადგინდა,თუ ვისი ტყვია მოხვდა პირველი გ-ს.გაირკვა,რომ
ორივე მონადირეს სურდა გ-ს ძვირადღირებული საათის დაუფლება,მაგრამ საათის
მოხსნა ვერ შეძლეს,რადგან მეტყევეს საათი არ ეკეთა.შეაფასეთ ა-ს ქმედება.

1-li hipoTeza

SesaZlebelia, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina mkvleloba,


romelic gaTvaliswinebulia ssk-is 108-e muxliT.

I. qmedebis Semadgenloba

1. qmedebis obieqturi Semadgenloba

a) moqmedeba _ a-s moqmedeba sisxlissamarTlebrivi mniSvneloba


uproblemoa;

b) Sedegi _ metyeve gardaicvala. ssk-is 108-e muxlSi mocemuli qmedebis


SemadgenlobiT gaTvaliswinebuli Sedegi saxezea.

g) mizezobrivi kavSiri _ gasarkvevia, a-s moqmedeba iyo Tu ara mizezobriv


kavSirSi metyevis sikvdilTan.ssk-is me-8 muxlis me-2 nawilis Tanaxmad,
mizezobrivi kavSiri arsebobs maSin, rodesac qmedeba warmoadgenda sisxlis
samarTlis kodeqsis Sesabamisi muxliT gaTvaliswinebuli Sedegis an konkretuli
safrTxis aucilebel pirobas, uromlisodac amjerad es Sedegi ar
ganxorcieldeboda an ar Seiqmneboda konkretuli safrTxe.

mocemul SemTxvevaSi mizezobriobis pirobaTa tolfasovnebis anu


ekvivalentobis Teoriis farglebSi Camoyalibebuli conditio sine qua non formulis
gamoyeneba problematuria, radgan gamoZiebiT ver dgindeba, romeli
monadiris gasrolili tyvia moxvda metyeves pirvelad. swored amis gamoin
dubio pro reo principi unda gamoviyenoT. aRniSnuli principis mixedviT,
gansasjelTan dakavSirebuli garemoebebis saeWvoobisas, konkretuli
danaSaulis Cadenis gamo, braldebulis gansja mxolod im SemTxvevaSia
SesaZlebeli, rodesac sasamarTlosTvis sarwmunod dadgindeba, rom
amsrulebelma es danaSauli Caidina. Tu mosamarTlis eWvebi ar gaifanteba,
maSin igi valdebulia braldebulisTvis sasargeblo SesaZleblobiT
ixelmZRvanelos iq, sadac eWvi mTlianad bralis gamo gakicxvas exeba,
gansasjeli in dubio pro reo principis mixedviT unda gamarTldes. aRniSnulis
mizans imis uzrunvelyofa warmoadgens, rom, erTis mxriv, mxolod braleuli
piri daisajos (braleulobis principi), meores mxriv, sasamarTlo procesi
saproceso samarTlis normaTa mixedviT warimarTos (samarTlebrivi
saxelmwifos principi). amas isic emateba, romTanaamsrulebloba saxeze ar
gvaqvs, amitom, princip in dubio pro reo-s mixedviT, orive monadiris
sasargeblod SegviZlia vivaraudoT, rom metyeves erTi da meore monadiris
nasroli tyvia maSin moxvda, rodesac is ukve mkvdari iyo.

amrigad, mizezobrivi kavSiris dadgenis SeuZleblobis gamo, a-s ar


ganuxorcielebia 108-e muxliT gaTvaliswinebuli qmedebis obieqturi
Semadgenloba. Sesabamisad, arc mis kvalificiur Semadgenlobis arsebobaze
SeiZleba saubari.

Sualeduri daskvna
maSasadame, a-s metyevesTvis tyviis sroliT ar Caudenia mkvleloba,
romelic gaTvaliswinebulia ssk-is 108-e muxliT.

me-2 hipoTeza

SesaZlebelia, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina mkvlelobis


mcdeloba, romelic gaTvaliswinebulia ssk-is me-19 da 108-e muxlebiT.

Sesavali

aq mxolod is unda aRiniSnos, rom mocemul kazusSi ssk-is 108-e muxliT


gaTvaliswinebuli danaSauli dasrulebulad ver gamocxadda mizezobrivi
kavSiris dadgenis SeuZleblobis gamo.

I. qmedebisSemadgenloba

1. qmedebis subieqturi Semadgenloba

gasarkvevia, a. ganzrax moqmedebda da Tu ara. ssk-is 108-e muxli


iTvaliswinebs mkvlelobis ganzrax Cadenas. qmedeba ganzraxaa Cadenili Tu
pirs qmedebis obieqturi Semadgenlobis ganxorcielebis Segneba da neba
hqonda. a. gasrolisas darwmunebuli iyo, e.i. gacnoebierebeli hqonda, rom
tyviis moxvedras sikvdilis gamowveva SeeZlo da misi mokvlis nebac hqonda,
rac iqidan Cans, rom man gasrola ZviradRirebuli saaTis daflebis surviliT
ganaxorciela. aqedan gamomdinare, a. moqmedebda metyevis mokvlis
ganzraxviT, e.i. a-m qmedeba ganzrax ganaxorciela.

2. qmedebis obieqturi Semadgenloba


kazusidan gamomdinare, araa problematuriis, rom tyviis gasrola uSualod
mimarTuli iyo ssk-is 108-e muxliT gaTvaliswinebuli qmedebis Semadgenlobis
srulad gansaxorcieleblad.

II. marTlwinaaRmdegoba

mocemul SemTxvevaSi saxeze araa marTlwinaaRmdegobis gamomricxveli


romelime garemoeba. Sesabamisad, qmedeba marTlsawinaaRmdegoa.

III. brali

mocemul SemTxvevaSi saxeze araa bralis gamomricxveli romelime


garemoeba. Sesabamisad, qmedeba braleulia.

IV. danaSaulze nebayoflobiT xelis aReba

araa problematuri.

Sualeduri daskvna

amrigad, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina mkvlelobis


mcdeloba, romelic gaTvaliswinebulia ssk-is me-19 da 109-e muxlebiT.

me-3 hipoTeza
SesaZlebelia, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina angarebiT
mkvlelobis mcdeloba, romelic gaTvaliswinebulia ssk-is me-19
muxliTa da 109-e muxlis me-3 nawilis `g~ qvepunqtiT.

I. qmedebis Semadgenloba

1. qmedebis subieqturi Semadgenloba

aq mxolod is unda gairkves, ra igulisxmeba ssk-is 109-e me-3 nawilis `g~


qvepunqtis subieqtur SemadgenlobaSi, kerZod, ra moiazreba angarebaSi.
vinaidan sisxlis samarTlis kodeqsi aRiarebs bralis specialur niSnebs, rac
kargad Cans ssk-is 25-e muxlis me-5 nawilidan, amitom am etapze unda
gairkves: SeiZleba Tu ara materialuri moTxovnileba warmoSvas ZviradRirebuli
saaTma, xolo bralis etapze unda gavarkvioT, ra igulisxmeba angarebaSi
(bralis specialuri niSani), romelic mkvlelobis damamZimebel garemoebad
gvevlineba.

is, rom ZviradRirebuli saaTis dauflebam materialuri daintereseba aRZras araa


problematuri. swored, materialuri moTxovnilebis dakmayofilebis surviliT
ganxorcielda monadire a-s mier tyviis gasrola metyevis mimarTulebiT.

2. qmedebis obieqturi Semadgenloba

angarebiT mkvlelobis mcdelobis obieqturi Semadgenloba emTxveva


mkvlelobis mcdelobis ZiriTadi Semadgenlobis obieqtur Semadgenlobas.

II. marTlwinaaRmdegoba

qmedebis marTlwinaaRmdegoba dadgenilia.


III. brali

sakiTxavia, xom ar Seeracxeba a-s angareba. sisxlissamarTlebriv normebSi,


calkeuli saxiT, umarTlobis niSnebis gverdiT, bralis`specialuri~niSnebic
moipoveba, romelTa arsebobac samarTlisadmi konkretuli pirovnebis
damokidebulebas metad an naklebad gasakicxad warmoaCens. maTi
gansakuTrebuloba imaSi mdgomareobs, rom isini qmedebis braleul Sinaarss
mxolod umarTlobis anareklis saxiT ki ar gansazRvraven, aramed maTi mizani
qmedebaSi gamoaSkaravebuli mrwamsis uRirsobis `uSualo da
gansakuTrebuli~ daxasiaTebaa. aqedan gamomdinare, isini sistemurad
`bralis~ sferos unda mivakuTvnoT.

mocemul SemTxvevaSi angarebis arseboba, bralis namdvili niSani iqneba,


radgan igi umarTlebis xarisxze ar zemoqmedebs da damoukideblad da ara
umarTlobis anareklis saxiT, aRgviwers amsruleblis gasakicx, umdables
safexurze mdgom ganwyobas, qvena grZnobas.

angarebiTia motivi, Tuki materialuri moTxovnilebis (rogorc mocemuli


motivis ganmsazRvreli motivaciis umTavresi faqtoris) da, Sesabamisad,
motivis dakmayofileba sazogadoebaSi damkvidrebuli jansaRi cxovrebis
wesebis sawinaaRmdego xerxebisa da saSualebebis gamoyenebiTaa
miRweuli. a-s metyevis ZviradRirebuli saaTi ar ekuTnoda da misi daufleba
marTlsawinaaRmdego xerxiT (mkvlelobis) gziT surda. imis miuxedavad, rom
a-m sikvdilis Semdeg ver SeZlo saaTis daufleba, es ar imoqmedebs qmedebis
angarebiT mkvlelobad Sefasebaze, radgan qcevis angarebiTi motivis
safuZvelze ganxorcielebisTvis aranairi mniSvneloba ara aqvs miznis
miRwevas da motivis dakmayofilebas. aq gadamwyvetia is, rom angarebiTi
motivi safuZvlad daedo a-s ganzraxvis realizacias.

IV. danaSaulze nebayoflobiT xelis aReba

araa problematuri.

daskvna

amrigad, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina angarebiT


mkvlelobis mcdeloba, romelic gaTvaliswinebulia ssk-is me-19
muxliTa da 109-e muxlis me-3 nawilis `g~ qvepunqtiT.
saboloo daskvna

amrigad, a-m metyevesTvis tyviis sroliT Caidina angarebiT


mkvlelobis mcdeloba, romelic gaTvaliswinebulia ssk-is me-19
muxliTa da 109-e muxlis me-3 nawilis `g~ qvepunqtiT.

6. ცურვის მასწავლებელმა ბავშვები შეიყვანა ზღვაში.ამოვარდა ქარიშხალი და


მასწავლებელმა მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლო,მეორე კი
დაიღუპა.დაისჯება თუ არა მასწავლებელი?

ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი


ზეკანონური გარემოებებიდან,რომელბსაც ითვალისწინებს სსკ-ის 32-ე მუხლი
ერთ-ერთი - მოვალეობათა კოლიზია.არ აქვს მნიშვნელობა,თუ რომელ ბავშვზე
შეაჩერა ყურადღება მასწავლებელმა,როდესაც იგი აღმოჩნდა მოვალეობათა
კოლიზიის მდგომარებაში.მისი ქმედება მხოლოდ მაშინ იქნებოდა
მართლსაწინააღმდეგო,თუ იგი შეგნებულად დახმარებას აღმოუჩენდა რომელიმე
მათგანს,რომლის მდგომარეობაც არ იყო ისეთი საგანგაშო.ამ
შემთხვევაში,ორივე ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და შესაბამისად,არ
აქვს მნიშვნელობა იმას,თუ რომლის გადარჩენა გადაწყვიტა
მასწავლებელმა.მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო
და,ამიტომ,მასწავლებელი არ დაისჯება.

7. ჯემალიმ ესროლა გელას მკვლელბის მიზნით, გელა მძიმედ დაიჭრა, თუმცა იმ


დროს როდესაც ჟემალის მეორე ტყვია უნდა ესროლა, გელამ დიდი ოდენობით ფული
შესთავაზა და ჯემალიმაც აღარ მოკლა.. გელამ მიიღო ჯამართელობის მძიმე
დაზიანება.. დაკვალიფიცირეთ შემთხვევა.

ჰიპოთეზა: შესაძლებელია,რომ ჯემალის სროლის მეშვეობით


სსკ-ის მე19,108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ
მკვლელობის მცდელობა განეხორციელებინა.
(ვიყენებთ ერთი პირის მიერ მოქმედებით ჩადენილ დანაშაულის
მცდელობის სქემას)

Sesavali:
დანაშაული დამთავრებულია,როდესაც პირს თავისი
ქმედებით,რომელიც ობიექტურად უშუალოდ მიმართული იყო ქმედების
შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგისკენ,სუბიექტურად სურდა
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების
შემადგენლობის განხორცილება(ან გულგრილად ეკიდებოდა მის
განხორციელებას) და ობიექტურად სრულად განახორციელა მის მიერ
სუბიექტურად განზრახულ ქმედების შემადგენლობა.
ამ შემთხვევაში სახეზეა მკვლელობის სურვილი,თუმცა ჯემალმა
სრულიად არ განახორციელა ობიექტურად ქმედების შემადგენლობა,ანუ
არ დადგა მის მიერ განზრახული შედეგი-სიკვდილი. აქედან
გამომდინარე,სახეზეა მკვლელობის მცდელობა.

I. qmedebis Seმაdgenloba
1. qmedebis subieqturi Semadgenloba
ჯემალი მოქმედებდა სსკ მე-9 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული
პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვით ,რადგან იკვეთება
განსაკუთრებულად ინტენსიური ვოლუნტატიური ელემენტი-ანუ ნებელობა,
ჯემალის სურდა გელას მოკვლა.რაც შეეხება კოგნიტურ ელემენტს-
ცოდნას,ჯემალს გაცნობიერებული ჰქონდა,რომ გელასთვის ტყვიის
სროლას მისი სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.ამ შემთხვევაში სახეზეა
ნებელობა,როგორც შედეგის დადგომის სურვილი.

.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა

გასარკვევია,უშუალოდ იყო თუ არა მიმართული ჯემალის ქმედება სსკ-ის


108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის სრულიად
განხორციელებისკენ.ჯემალის ქმედება,რომელიც გამოიხატებოდა აქტიურ
მოქმედებაში,სისხლისამართლებრივად მნიშვნელოვანია,რადგან
ადამიანის ნების ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული.ჯემალმა ესროლა
გელას,ესე იგი შექმნა სამართლებრივად დასაძრახი რისკი და შეუქმნა მის
სიცოცხლეს საფრთხე.
აქედან გამომდინარე,ჯემალის ქმედება იყო უშუალოდ მიმართული
ქმედების შემადგენლობის სრულიად განსახორციელებლად.
II. marTlwinaaRmdegoba
არაა პრობლემატური,რადგან არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი არც ერთი გარემოება
III. brali
არააა პრობლემატური

IV. danaSaulze nebayoflobiT xelis aReba


გასარკვევია,ჯემალმა ნებაყოფლობით ხომ არ აიღო ხელი სსკ-ის 108-ე
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
სსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა,თუ მან დანაშაულის
დამთვრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.გარდა ამისა.
არ უნდა დადგეს იმ დანაშაულის ქმედებით გათვალისწინებული
შედეგი,რომელიც განხორციელების შეგნება და ნება ჰქონდა პირს.ამ
შემთხვევაში არ დადგა გელას სიკვდილი,ანუ ის შედეგი,რომელიც
ჯემალის სურდა თავდაპირველად.

გასარკვევია,რა იგულისხმებადანაშაულძ ნებაყოფლობით ხელის


აღებაში.დანაშაულზე ხელის აღება მაშინაა ნებაყოფლობით,როდესაც
პირი ფიქრობს ,რომ მას დანაშაულებრივი შედეგის განხორციელება
შეუძლია.აქ მნიშვნელოვანია, სუბიექტური კრიტერიუმი.თუ პირის
წარმოდგენაში არსებობს გარემოებანი,რომლებიც დანაშაულის ბოლომდე
მიყვანას ხელს უშლიან მაშინ აღარ გვაქვს დანაშაულზე ნებაყოფლობით
ხელის აღება.ჯემალის გელას მოკვლა შეეძლო,მას არანაირი ობიექტური
გარემოება არ უშლიდა ხელს,მაგრამ რადგან გელამ ფული
მისცა,გადაწყვიტა ხელი აეღო დანაშაულზე.ის ნებაყოფლობით
მოქმედებდა
რაც შეეხება, დანაშაულის დამთვარებაზე საბოლოოდ ხელის
აღებას.საბოლოოდ ხელის აღება არ გავქვს მაშინ,როდესაც პირი
დროებით გადადებს ქმედების განხორციელებას,რომ შემდგომ უფრო
მეტი ძალებით შეუდგე მიზნის მიღწევას.ამ შემთხვევაში ჯემალიმ
საბოლოოდ აიღო ხელი დანაშაულის დამთავებაზე,რადგან კაზუსიდან
საპირისპირო არ ირკვევა.სახეზეა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის
აღება
დასკვნა:აქედან გამომდინარე,ჯემალის არ დაეკისრება
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის მე-19,108 მუხლებით
გათვალისწინებული მკვლელობის მცდელობისთვის
მე-2 ჰიპოთეზა: შესაძლებელია,ჯემალის დაეკისროს
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობდა სსკ-ს 117-ე მუხლით
გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის
სსკ-ის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს,პირს,რომელმაც ნებაყოფლობით
აიღო ხელი
დანაშაულის დამთავრებაზე,სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
არ დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მის მიერ ფაქტობრიავდ
ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.კაზუსში პირდაპირ
წერია,რომ პირმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დასკვნა:ჯემალის დაეკსირება პასუხისმგებლობა 117-ე მუხლით
გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის.

საბოლოო დასკვნა: ჯემალის არ დაეკისრება სისხლის


სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის მე-19,108 მუხლებით
გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის

ჯემალის დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა


სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებისთვის.

8. ბონდო სრული წესების დაცვით მიდიოდა ქუჩაში მანაქანით, შემთხვევით დაეჯახა


მურთაზს. ბონდომ რო ნახა მურთაზი, გაახსენდა რო მურთაზისადმი ამოძრავებდა
სიძულვილი თუ რაღაც ეგეთი და არ დაეხმარა მიუხედავად იმისა რო შეეძლო..
შმედგომში მურთაზი აღესრულა, ექსპერტიზამ დაადგინა რო მურთაზი დამხამარების
მიუხედავად მაინც მოკვდებოდა.. დაკვალიფიცირეთ ბონდოს ქმედება?

. რაგდან სახეზეა უმოქმედობა უნდა განვიხილოთ უმოქმედობის


მიზეზობრიობაზე,რომელიც სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით
განისაზღვრება.უმოქმედობა იმ შემთხვევაშ იჩაითვლება ამ კოდექსის
შეასბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის
განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ
პირობად.როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური
სამართლებრივი მოვალეობა,ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა
და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან
იქნებოდა აცილებული.ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ სამივე
პორობა.1) პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი
მოვალეობა-მოცემეულ კაზუსში მიუხედავად იმისა,რომ სრული წესბის
დაცვით მოძრაობდა მაინც წარმოეშვა სამართლებრივი გარანტის ფუნქცია
ბონდოს წინარე მოქმედებიდან 9დაჯახება)ანუ ჰქონდა სპეციალური
სამართლებრივი მოვალეობა მოქმედების . 2) ჰქონდა ასეთი მოქმედების
შესაძლებლობა-ჰქონდა შესაძლებლობა,რადგან არანაირი ფაქტორი არ
უშლიდა ხელს ბონდოს რომ მურთაზს დახმარებოდა.3) სავალდებულო და
შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.-ეს
პირობა სახეზე არ არის,რადგან კაზუსიდან ირკვევა,რომ მიუხედავად მისი
ძალისხმევისა, შედეგს მაინც ვერ აიცილებდა თავიდან ანუ უმოქმედობა
არ იყო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აუცილებელი
პირობა.სწორედ ამიტომ, გამოირიცხება უმოქმედობით ჩადენილი
განზრახი მკვლელობა,რომლის აუცილებელი პირობაა მიზეზობრიობის
დადგენა, რაც სახეზე არ აღინიშნება და პირი დაისჯება უმოქმედობით
ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

9. ექიმი გამოიძახეს სოფელში ორ ავადმყოფთან,ორივე მძიმე ავადმყოფი იყო და


ერთთან წავიდა,მეორე დაიღუპა და დააკვალიფიცირეთ

ჰიპოთეზა:შესაძლოა,ექიმი დაისაჯოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრაკ მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ა)სუბიექტი - ექიმი (არ ჰქონდა სამართლებრივი გარანტის ფუნქცია)

ბ)ობიექტი- - პაციენტის სიცოცხლე

გ)ობიექტურად შესაძლებელი მოქმედების განუხორციელებლობა - არ აღმოუჩინა


პაციენტს დახმარება

დ)შედეგი - პაციენტის დაღუპვა

ე)მიზეზობრივი კავშირი - სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და პრიობათა


თეორიის თანახმად,მიზეზობრივი კავშირი სახეზეა

ვ)ობიექტური შერაცხვა - არ არის პრობლემატური

ზ)ქმედების შემადგენლობის სხვა ობიექტური ნიშნები - არ გვაქვს სახეზე

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:

სახეზეა განზრახვა (არაბოროტი),სახეზეა ცოდნა და ნებელობაც.

მართლწინააღმდეგობა:

სახეზეა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოება


(მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებებს
ითვალისწინებს სსკ-ის 32-ე მუხლი) - მოვალეობათა
კოლიზია.შესაბამისად,გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა

დასკვნა:ექიმის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო,შესაბამისად,იგი არ


დაისჯება 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრა მკვლელობისთვის.
10. . ნავზე იმყოფება ორი პირი : ა და ბ, ნავი კი უძლებს მხოლოდ ერთი
ადამიანის სიმძიმეს სხვა შემთხვევაში დაიძირება. თავის გადარჩენის მიზნით ა მ
გადააგდო ბ ნავიდან . ა ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ჰიპოთეზა:შესაძლებელია ა-ს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე.

I. ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა

ა)სუბიექტი - ა

ბ)ობიექტი - ბ-ს სიცოცხლე

გ)მოქმედება - ა-ს მიერ ბ-თვის ხელის კვრა

ქმედების შედეგი - ბ-ს დახრჩობა

მიზეზობრივი კავშირი - მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახეზეა


მიზეზობრივი კავშირი ა-ს ქმედებასა და შედეგს შორის,რადგან რომ არა ა-ს
ქმედება,არ დაიღუპებოდა ბ.

ობიექტური შერაცხვა - არ არის პრობლემატური

• ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

ა ს ასეთი შედეგი არ სურდა მაგრამ მან ზუსტად იცოდა რომ მისი


მოქმედებით ეს შედეგი დადგებოდა, შესაბამისად სახეზე გვაქვს მეორე
ხარისხის პირდაპირი განზრახვა

• მართლწინააღმდეგომის გამომრიცხველი გარემოებები

სახეზე არ გვაქვს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა რადგან ბ ს ა–ზე


თავდასხმა არ განუხორციელებია.

აგრეთვე არ გვაქვს უკიდურესი აუცილებლობა რადგან დაზიანებული და


გადარჩენილი სამართლებრივი სიკეთეები ერთმანეთის ტოლფასია

რადგან სახეზე არ გვაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი არც სხვა


გარემოებები ა ს მოქმედება ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ.

• ბრალი

შესაძლებელია , რომ ა ბრალის გამომრიცხველი უკიდურესი აუცილებლობის


მდგომარეობაში მოქმედებდა.

სსკ ის 38ე მუხლში მოცემულია ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური ნორმა,


რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია განსაკუთრებით ექსტრემალურ
სიტუაციაში ჩადენილი ქმედება შეაფასოს მართლსაწინააღმდეგოდ მაგრამ
არაბრალეულად. საკითხავია რამდენად არის ბრალის გამომრიცხველი
ექსტრემალურ სიტუაციაში საკუთარი თავის გადასარჩენად სხვისი სიცოცხლის
ხელყოფა. სწორედ ასეთ შემთხვევას ეწოდება სისხლის სამართალში
ტრაგიკული კოლიზია ,რომლიც ითვლება ბრალის გამომრიცხველ
გარემოებად რადგან პირი სამართლებრივად დასაძრახ ქმედებას ჩადის
სამართლებრივი სიკეთის ნაწილის გადასარჩენად მაშინ როდესაც ეს სიკეთე
მთლიანად დაღუპვისთვის იყო განწირული.შესაბამისად ტრაგიკული კოლიზია
ითვლება ბრალის გამომრიცხველ ერთ ერთ გარემოებად

პასუხი : ა არ მოქმედებდა ბრალეულად და იგი არ დაისჯება სსკ –ის 108


მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობისათვის.

11. ა ბ და დ ... ა -ს უნდა ბ ს მოკვლა , ამის შესახებ იიცის დ-მ . ბ ჩაიმალება


ბუჩქებში , დ დაუძახებს ა -ს რო ბუჩექბიში დათვია, და ა-ც ისვრის და მოკლავს ბ-
ს , რის შედეგადაც კმაყოფილი დარჩა .. ექსპერტიზა დაადგენს რომ ოდნავი
ყურადღება რომ გამოეჩია ა - მიხვდობოდა რომ იქ დათვი არ იყოო... კითხვა რა
იყო არ მახსოვს , მგონი დააკვალიფიცირეთ

ჰიპოთეზა - შესაძლებელია ა-ს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ
მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ა)სუბიექტი - ფიზიკური პირი ა

ბ)ობიექტი - ბ-ს სიცოცხლე

გ) მოქმედება - ა-ს მიერ იარაღის გასროლა

ქმედების შედეგი - ბ-ს დაღუპვა

მიზეზობრივი კავშირი - სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და პირობათა


თეორიის მიხედვით,მიზეზობრივი კავშირი სახეზეა

ობიექტური შერაცხვა - ობიექტური შერაცხვა არ არის პრობლემატური,რადგან არ


არსებობს ობიექტური შერაცხვის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:

გასარკვევია,მოქმედებდა თუ არა ა განზრახ.სსკ-ის 108-ე მუხლი ითვალისწინებს


მკვლელობის განზრახ ჩადენას.ქმედება განზრახ არის ჩადენილი თუ პირს
ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების შეგნება დანება
ჰქონდა.მიუხედავად იმისა,რომ ა-ს ჰქონდა ბ-ს მოკვლის სურვილი,მან
გასროლისას არ იცოდა,რომ ეს ტყვია მოხვდებოდა ბ-ს.შებამისად,არ გვაქვს
სახეზე განზრახვის ინტელექტუალური ელემენტი - ცოდნა,ამიტომ,განზრახვა
გამოირიცხება.

პირველი შუალედური დასკვნა: ა არ დაისჯება სსკ-ის 108ე მუხლით


გათვალისწინებული განზრახ მკვლელობისთვის.

მე-2 ჰიპოთეზა:შესაძლებელია,ა-მ იარაღიდან გასროლით ჩაიდინა დ-ს


სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა,რაც გათვალისწინებულია სსკ-ის
116-ე მუხლით.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ქმედება,რაც გამოიხატა წინდახედულების ნორმის დარღვევაში - საზოგადოდ


ცნობილია,რომ ცეცხლსასროლი იარაღი მომეტებული საფრთხის
წყაროა,რომელსაც სამართლით დაცული მრავალი სამართლებრივი სიკეთის
დაზიანება შეუძლია.ამის გამო,არსებობს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების
მრავალი ნორმა.ა-მ ტყეში,სადაც ნებისმირ დროს შეიძლება იყოს
ადამიანი,განახორციელა გასროლა ბ-ს მიმართ და ამით დაარღვია
წინდახედულობის ნორმა.
ქმედების შემადგენლობაში აღწერილი შედეგის დადგომა - ბ
გარდაიცვალა.
ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა - არ არის
პრობლემატური.
ობიექტური გაუფრთხილებლობა:
შედეგის დადგომის გათვალისწინების ობიექტური შესაძლებლობა -
ნებისმიერ დილეტანტ ადამიანს შეუძლია გაითვალისწინოს,რომ
გასროლას შეიძლება სამართლებრივი სიკეთის დაზიანება მოჰყვეს.
შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შემადგენლობა - კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე,ნებისმიერი დილეტანტი ადამიანის მიერ
სიკვდილის თავიდან აცილება არ არის პრობლემატური.
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - დაუდევრობას არ გააჩნია
სუბიექტური შემადგენლობა.
მართლწინააღმდეგობა - არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის
გამომრიცხველი რომელიმე გარემოება,შესაბამისად,ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა.
ბრალი - არ იკვეთება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები,რომლებიც
სადავოს გახდიდა ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის
დასაბუთებას.ლოგიკურად,ა-ც მინიმუმ საშუალო,ჩვეულებრივი
შესაძლებლობების მქონე ადამიანია,რის გამოც წინდახედულობის ნორმის
დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა და შედეგის დადგომის
გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა მოცემულად უნდა
ჩაითვალოს.
დასკვნა: ა-მ იარაღიდან გასროლით ჩაიდინა ბ-ს სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით(დაუდევრობით)მოსპობა,რაც
გათვალისწინებულიასსკ-ის 116-ე მუხლით.

12. მდინარის საპირისპირო მხარეებზე იდგნენ ა და ბ.ა-მ იარაღიდან ესროლა ბ-


ს,ბ-მაც დაიწყო სროლა.ა-ს ტყვიები გაუთავდა,ბ-ს ეგონა,რომ ა იარაღის
დასატენად დაიხარ და ამ დროს ესროლა,რამაც გამოიწვია ა-ს
სიკვდილი.დააკვალიფიციერთ ბ-ს ქმედება.

ჰიპოთეზა - შესაძლებელია ბ-ს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე განზრახ მკვლელობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ა)სუბიექტი - ფიზიკური პირი ბ

ბ)ობიექტი - ა-ს სიცოცხლე

გ)მოქმედება - ბ-ს მიერ იარაღიდან გასროლა

ქმედების შედეგი - ა-ს დაღუპვა

მიზეზობრივი კავშირი - სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და პირობათა


თეორიის თანახმად,მიზეზობრივი კავშირი სახეზეა

ობიექტური შერაცხვა - არ არის პრობლემატური,რადგან არ არსებობს


ობიექტური შერაცხვის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - განზრახვა (არაბოროტი),განზრახვის


ვოლუნატიური ელემენტი - ნებელობა და განზრახვის ინტელექტუალური
ელემენტი -ცოდნა სახეზეა.

მართლწინააღმდეგობა:

პირველი შუალედური ჰიპოთეზა- შესაძლებელია ბ მოქმედებდა აუცილებელი


მოგერიების მდგომარეობაში.

სახეზე არ გვაქვს ხელყოფის მართლწინააღმდეგობა,შესაბამისად,აუცილებელი


მოგერიება გამოირიცხება.

პირველი შუალედური დასკვნა - გამოირიცხა აუცილებელი მოგერიების


ნიშნები.

ბრალი

შერაცხაობა ფართო გაგებით - სუბიექტი შერაცხადია,არ არსებობს ბრალის


გამომრიცხველი სხვა გარემოებებიც.

მართლწინააღმდეგობის შეგნება ვიწრო გაგებით - არ არსებობს


სამართლებრივი შეცდომის საკითხი

მართლწინააღმდეგობის შეგნება ფართო გაგებით -გამოირიცხება,რადგან არ


გვაქვს სახეზე ბოროტი განზრავა.

დასკვნა - ბ არ დაისჯება სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


დამთავრებული განზრახი დანაშაულისთვის.

მეორე ჰიპოთეზა: შესაძლებელია ბ დაისაჯოს სსკ-ის 116-ე მუხლით


გათვალისწინებული სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის.

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

ქმედება,რაც გამოიხატა წინდახედულობის ნორმის დარღვევაში - ბ-ს მიერ


იარაღიდან გასროლა

ქმედების შემადგენლობაში აღწერილი შედეგის დადგომა - ა-ს სიკვდილი

ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა - არ არის


პრობლემატური

ობიექტური გაუფრთხილებლობა:

შედეგის დადგომის გათვალისწინების ობიექტური შესაძლებლობა - ბ-ს არ


შეეძლო იმის გათვალისწინება,რომ ა-ს ტყვიები გაუთავდა და ნებისმიერი
საშუალოა ადამიანი მის ადგილას ამგვარად მოიქცეოდა.

დასკვნა:ბ არ დაისჯება სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სოცოცხლის


გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის.

You might also like