You are on page 1of 20

.

ღია კითხვები
_____________

1 - რა მიზეზებმა განაპირობა რეფორმაცია ევროპაში?

რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის
უდიდეს ნაწილში. აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას
ფლობდა. კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ
განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით, ინკვიზიციური
სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ
კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ადამიანებს ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით
შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ სჭირდებოდათ. ინდულგენციებით
ეკლესია დიდ ფულს შოულობდა. გარდა ამისა, ღვთისმსახურება ლათინურ
ენაზე მიმდინარეობდა და ხალხს წირვის მოსმენა თავისთვის გასაგებ ენაზე
სურდა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ
რეფორმაციამდე მივიდა. რეფორმის იდეა ევროპის სხვადასხვა კუთხეში
თითქმის ერთდროულად წარმოიშვა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში
მარტინ ლუთერი, შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი
VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად 1517 წელი ითვლება, როცა მარტინ
ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა.
რეფორმისტები თვლიდნენ, რომ რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა და
ადამიანს შორის და ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა. მათი აზრით, არც
ეკლესიაში სიარული, წირვა, აღსარება არ იყო საჭირო. ისინი მხოლოდ
ზიარებასა და ნათლობას აღიარებდნენ. მათ კათოლიკური ეკლესია და
კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს და
ეკლესიისადმი მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი განაცხადა.
აქედან მომდინარეობს მათი მეორე სახელი, პროტესტანტიზმი. მათ შორის
ბრძოლა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის
მიხედვითაც „ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც მისია.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ
მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ სარწმუნოება, ან კათოლიკობა, ან
პროტესტანტიზმი, რაც იმას ნიშნავდა რომ პროტესტანტებმა გაიმარჯვეს.
2 - როგორ მოხდა ნაპოლეონ ბონოპარტის აღზევება?

საფრანგეთში იაკობინელების მმართველობა აჯანყებით დასრულდა,


რომელშიც თავი გენერალმა ნაპოლეონ ბონაპარტემ გამოიჩინა. მან
ავსტრიელები დაამარცხა, დაიკავა იტალიის დიდი ნაწილი, ბელგია,
ჰოლანდია, პრუსია და ავსტრიაშიც კი შეიჭრა. საფრანგეთი ძალიან
გაძლიერდა და ტერიტორიულადაც გაფართოვდა. ნაპოლეონი კი ჯერ
საფრანგეთის მუდმივი კონსული, შემდეგ კი იმპერატორი გახდა. საფრანგეთის
წინააღმდეგ ევროპის უძლიერესმა სახელმწიფოებმა რამდენჯერმე შექმნეს
კოალიცია. ნაპოლეონმა მათ წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა
გადაიხადა. ევროპაში საფრანგეთის კონკურენტი ინგლისი იყო, ამიტომც
ნაპოლეონმა მისი დაპყრობა განიზრახა. მან ინგლისი კონტინენტურ
ბლოკადაში მოაქცია, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, რადგან ნაპოლეონი
ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში 1805 წელს ინგლისის ადმირალ
ნელსონთან დამარცხდა. საფრანგეთის ფლოტი სასტიკად განადგურდა, ხოლო
ინგლისელებმა ევროპის სანაპიროები დაბლოკეს. ამის შემდეგ ნაპოლეონმა
რუსეთის გავლით ინდოეთში ლაშქრობა გადაწყვიტა, რათა ინგლისელები აქ
დაემარცხებინა. გარდა ამისა, რუსეთი 1807 წლის ტილზიტის ზავით
ვალდებული იყო კონტინენტურ ბლოკადაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს
პირობა არ შეასრულა. ყოველივე ამის გამო ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა 1812
წელს. ამავე წელს მოსკოვთან ახლოს ბოროდინოს ბრძოლაში მან რუსები
დაამარცხა და მოსკოვი აიღო. თუმცა, რუსებმა პარტიზანული ომი
გამოუცხადეს ფრანგებს. ნაპოლეონი იძულებული გახდა ჯარი დაეტოვებინა
და პარიზში დაბრუნებულიყო. 1814 წელს ლაიფციგთან ევროპელთა
გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი დაამარცხა და საფრანგეთშიც შეიჭრნენ.
ნაპოლეონი გადააყენეს და კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. 1815 წელს
ნაპოლეონი კუნძულიდან გამოიქცა და პარიზში დაბრუნდა. მაგრამ ამავე წელს
ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი კვლავ დამარცხდა კოალიციურ
ლაშქართან და ამჯერად სამუდამოდ გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე.

3 - რა მიზნით შეიქმნა„საღვთო კავშირი“?

ვენის კონგრესი 1814-15 წლებში მუშაობდა. მისი პრინციპი იყო ნაპოლეონის


ომებამდე არსებული მონარქიების აღდგენა და ტერიტორიების გადანაწილება.
იტალიაში აღდგა ძველი დინასტიები, რომის პაპიც დააუბრუნეს თავის ოლქში.
შვეიცარია გამოცხადდა მუდმივ ნეიტრალურ სახელმწიფოდ, ხოლო ჰოლანდიას
ბელგია მიუერთეს. ინგლისმა დაიმტკიცა ომის მსვლელობაში საფრანგეთისთვის და
ესპანეთისთვის წართმეული ტერიტორიები. ვენის კონგრესზევე ევროპის ქვეყნებმა
შექმნეს „საღვთო კავშირი“, რომელიც ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა
რომელიმე ქვეყანაში რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში. საფრანგეთის
რევოლუციამ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია რევოლუციები მონარქების
წინააღმდეგ და საღვთო კავშირმა მათ ჩახშობაში დიდი წვლილი შეიტანა.

4 - რას ითვალისწინებდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი?

გერმანიის აგრესიისგან თავდასაცავად საბჭოთა კავშირმა მოლაპარაკება


დაიწყო ინგლისთან და საფრანგეთთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა შედეგი არ
გამოიღო. ამიტომაც საბჭოთა კავშირმა უკვე გერმანიასთან დადო
ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტი, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის
პაქტის სახელით არის ცნობილი. ამ ხელშეკრულებას გერმანიის საგარეო
საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა და სსრკ_ს საგარეო საქმეთა მინისტრმა
მოლოტოვმა მოაწერეს ხელი. ეს პაქტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა,
რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების
განაწილებას გულისხმობდა გერმანიასა და სსრკ_ს შორის. მათ ეს
განაწილებული ტერიტორიები II მსოფლიო ომში დაიპყრეს.

5 - როგორი იყო რეფორმაციის შედეგები ევროპაში?

რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის
უდიდეს ნაწილში. აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას
ფლობდა. კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ
განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით, ინკვიზიციური
სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ
კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ადამიანებს ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით
შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ სჭირდებოდათ. ინდულგენციებით
ეკლესია დიდ ფულს შოულობდა. გარდა ამისა, ღვთისმსახურება ლათინურ
ენაზე მიმდინარეობდა და ხალხს წირვის მოსმენა თავისთვის გასაგებ ენაზე
სურდა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ
რეფორმაციამდე მივიდა. რეფორმის იდეა ევროპის სხვადასხვა კუთხეში
თითქმის ერთდროულად წარმოიშვა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში
მარტინ ლუთერი, შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი
VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად 1517 წელი ითვლება, როცა მარტინ
ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა.
რეფორმისტები თვლიდნენ, რომ რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა და
ადამიანს შორის და ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა. მათი აზრით, არც
ეკლესიაში სიარული, წირვა, აღსარება არ იყო საჭირო. ისინი მხოლოდ
ზიარებასა და ნათლობას აღიარებდნენ. მათ კათოლიკური ეკლესია და
კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს და
ეკლესიისადმი მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი განაცხადა.
აქედან მომდინარეობს მათი მეორე სახელი, პროტესტანტიზმი. მათ შორის
ბრძოლა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის
მიხედვითაც „ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც მისია.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ
მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ სარწმუნოება, ან კათოლიკობა, ან
პროტესტანტიზმი, რაც იმას ნიშნავდა რომ პროტესტანტებმა გაიმარჯვეს.

6 - რა იყო სამრეწველო რევოლუციის არსი?

XVIII საუკუნიდან მსოფლიოში ინდუსტრიული ეპოქა დაიწყო. ამ


პერიოდში შეიქმნა პირველი ორთქლის მანქანები, რამაც ხელით შრომა
გამოდევნა და სამანქანო წარმოებაზე დამყარებული ფაბრიკები წარმოიქმნა. ამ
პროცესს ინდუსტრიულ რევოლუციასაც უწოდებდნენ. ინდუსტრიალიზაციის
ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ქვანახშირის საწვავად გამოყენების
დანერგვა და ორთქლის ძრავის გამოგონება იყო. ორთქლის ძრავის გამოგონება
შოტლანდიელი ინჟინერ-გამომგონებლისა და მათემატიკოსის, ჯეიმს უატის
სახელს უკავშირდება. შუა საუკუნეებში ადამიანები მიხვდნენ, რომ ბუნების
ძალთა საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენება შეეძლო. მეცნიერებმა
წარმატებას მიაღწიეს ქიმიაში, გამოიგონეს ელექტრობა. მაგრამ თავიდან ისინი
მეცნიერებას ძირითადად ყოფითი მიზნებისთვის იყენებდნენ. განვითარდა
სოფლის მეურნეობაც და ფერმერულ მეურნეობად გადაიქცა. ადამიანებმა
გამოიყვანეს მარცვლეულის ახალი ჯიშები, ისწავლეს მიწის „დასვენება“.
ყოველივე ამან დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. ასევე
მნიშვნელოვანი იყო ფრანგი მეცნიერის, ანტუან ლავუზიეს მიღწევები
ქიმიიაში. განსაკუთრებით გაფართოვდა საპნის, ქაღალდის, შუშის წარმოება.
ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე ევროპაში ინგლისი, საფრანგეთი,
ჰოლანდია, ესპანეთი, ავსტრია დაწინაურდნენ, რომელთაც მოგვიანებით
რუსეთი და პრუსიაც შეუერთდნენ.

7 - რა მოთხოვნებს აყენებდნენ „ახალიოსმანები“?

XIX საუკუნეში ოსმალეთი ძალიან დასუსტდა, რაც რუსეთთან წაგებულ ორ


ომში გამოიხატა. გარდა ამისა, ოსმალეთის ბანკებსა და სხვადასხვა
დაწესებულებას ევროპელები აკონტროლებდნენ. ბოლოს კი სულთანმა იმპერიის
ნაწილობრივი გაკოტრება გამოაცხადა. საზოგადოების ნაწილი ძირეულ
ცვლილებებს ითხოვდა. ისინი ახალი ოსმანების სახელით არიან ცნობილი. ისინი
ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ.
ოსმალეთის გაკოტრების შემდეგ კი მათ უკვე სულთნის შეცვლა მოითხოვეს და
ამას მიაღწიეს კიდეც. შემდეგ კი სულთანს კონსტიტუციის მიღება აიძულეს,
რომლის მიხედვითაც ოსმალეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა,
სახელმწიფო ენად - თურქული, ხოლო რელიგიად - ისლამი. კონსტიტუციის
თანახმადვე მოიწვიეს პარლამენტი - მეჯლისი.

8 - რა იყო I მსოფლიო ომის მიზეზები?

XIX-XX საუკუნეებში იმპერიალისტური მისწრაფებების გაძლიერების


კვალდაკვალ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ხელახალი განაწილების
სურვილი გაუჩნდათ. მათ თავიანთი ტერიტორიების გაფართოება,
განსაკუთრებით კი კოლონიების დაპყრობა სურდათ. ინგლისს დიდი
ბრიტანეთის შექმნა სურდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა. მსგავსი
გეგმები ჰქონდა გერმანიასაც, რომელსაც ცენტრალური ევროპისა და აფრიკის
კოლონიების დაპყრობა სურდა. საფრანგეთს, რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს,
იტალიასა და ოსმალეთსაც მეზობელი ტერიტორიების შემოერთება სურდა.
გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ სამთა კავშირი შექმნეს, ხოლო
ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა კი - ანტანტა. ეს ორი სამხედრო ბლოკი
ერთმანეთს დაუპირისპირდა და ომი გარდაუვალი იყო. მათ მხოლოდ საბაბი
სჭირდებოდათ. ამიტომაც საბაბად გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-
უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა. ეს
საბოლოოდ, I მსოფლიო ომში გადაიზარდა. ამ ომში ანტანტის ქვეყნებმა
გაიმარჯვეს და დიდი ტერიტორიები დაისაკუთრეს. ომის შემდეგ დაიშალა
ავსტრია-უნგრეთი და წარმოიშვა ახალი სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი,
პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, სერბეთ-ხორვატია-სლოვენია. დაიშალა ასევე
რუსეთის სამეფო და ოსმალეთის იმპერია და მათ ადგილას რუსეთისა და
თურქეთის რესპუბლიკები წარმოიშვა. თურქეთმა დაკარგა სირია, ლიბანი,
პალესტინა, ერაყი. თურქეთის მთელი ევროპული ნაწილი საბერძნეთს
გადაეცა, გერმანიამ კი თავისი ტერიტორიის 1/8 და ყველა კოლონია დაკარგა.

9 - როგორ და როდის დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები?

ბიზანტიის იმპერატორის თხოვნამ დასავლეთ ევროპა დიდი ენთუზიაზმით


განაწყო. თან სელჩუკებმა იერუსალიმის აღება მოახერხეს, რამაც ეს ლაშქრობები
უფრო დააჩქარა. 1095 წლის 26 ნოემბერს პაპმა ურბან II_მ ქალაქ კლერმონში ყველას
მოუწოდა სელჩუკებზე გალაშქრებისკენ. ამ ლაშქრობაში ყველა ჩაერთო:
გლეხებიდან დაწყებული მეფეებით დამთავრებული. მართალია, მათი მიზანი
ძირითადად ქონების დაგროვება იყო, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც
მართლა იერუსალიმის გამოხსნა სურდა. ჯვაროსნებმა ჯერ რუმის სასულთნოზე
გაილაშქრეს, შემდეგ კი ანტიოქიის აღებაც შეძლეს. საბოლოოდ, მათ იერუსალიმი
1099 წელს აიღეს. ისინი იერუსალიმში შეიჭრნენ და მოსახლეობა სასტიკად
ამოწყვიტეს. მათ მუსლიმები სოლომონის ტაძარშიც კი გაწყვიტეს და შემდეგ
მუცლებსაც უფატრავდნენ ოქროს პოვნის იმედით. ჯვაროსნებმა ედესის, ტრიპოლის
საგრაფოები და ანტიოქიის სამთავრო შექმნეს. იმის გამო, რომ იერუსალიმი სულ
მტრებით იყო გარშემოტყმული, ფრანგებმა ჰოსპიტალიერებისა და ტამპლიერების,
ხოლო გერმანელებმა კი - ტევტონთა ორდენები შექმნეს. მიუხედავად ამისა,
ჯვაროსნებმა იერუსალიმის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 1187 წელს ეგვიპტის
სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ქალაქი აიღო. ამის შემდეგ, ჯვაროსნებმა კიდევ
რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, რომელთაგან მნიშვნელოვანი IV ლაშქრობა იყო.
ვენეციის დოჟმა ენრიკე დანდალომ ჯვაროსნებს იერუსალიმის აღებამდე
კონსტანტინოპოლში ლაშქრობა ურჩია, რათა იქ ისააკ ანგელოსი დაებრუნაბინათ
ტახტზე. ჯვაროსნები ისააკს დაეხმარნენ და სანაცვლოდ გასამრჯელო მოითხოვეს,
მაგრამ ვერ მიიღეს, რის გამოც მათ კონსტანტინოპოლი ააოხრეს და გაძარცვეს. ამის
შემდეგ, ჯვაროსნებს ლაშქრობები უკვე აღარ იზიდავდათ და მუსლიმებმა თანდათან
ყველა თავისი ტერიტორია დაიბრუნეს.

10 - რა შედეგით დასრულდა ასწლიანი ომი?

ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის 1337-1453 წლებში


მიმდინარეობდა. ამ ომს ასწლიანი პირობითად ეწოდება, რადგან ის საუკუნეზე მეტ
ხანს გაგრძელდა. საფრანგეთში ფილიპე IV_ის შვილები უმემკვიდრეოდ
გარდაიცვალნენ, ამიტომაც კაპეტინგების დინასტია საფრანგეთში ვალუებით
შეიცვალა. მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ III დედით ფილიპე IV_ის შვილიშვილი
იყო და საფრანგეთის ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას. ამიტომაც მან 1337 წელს
საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ომის რამდენიმე მიზეზი იყო. მათ შორის მთავარი კი
ფლანდრიის საკითხი იყო. ინგლისი ფლანდრიას დიდი რაოდენობით მატყლს
აწვდიდა, შემდეგ კი ფლანდრია მაუდს აწარმოებდა. თუ მას საფრანგეთი
დაიმორჩილებდა, ინგლისი მატყლის გასაღების ბაზარს დაკარგავდა. ედუარდ III_მ
თავისი ჯარი საფრანგეთში გადასხა და ფრანგები სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ
20 წლის განმავლობაში ბრძოლები ინგლისელების წარმატებით სრულდებოდა.
გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ პუატიესთან მოხდა, რომელშიც ინგლისელებმა
გაიმარჯვეს და დროებითი ზავი დადეს ფრანგებთან 1360 წელს. ინგლისელებმა
საფრანგეთის დიდი ნაწილი მოიპოვეს. 1369 წელს კი ასწლიანი ომის მეორე ეტაპი
დაიწყო, რომელშიც ფრანგებმა დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი
დაიბრუნეს. XV საუკუნეში დაიწყო ომის მესამე ეტაპი, რომელიც ინგლისელთა
გამარჯვებებით დაიწყო. მათ პარიზი აიღეს და ფრანგთა მეორე დიდ ქალაქს
ორლეანს ალყა შემოარტყეს. ინგლისელთა წინააღმდეგ საფრანგეთში
განმათავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო, რომელსაც ჟანა დ’არკი ჩაუდგა სათავეში.
მან ორლეანი და რამდენიმე დიდი ქალაქი გაათავისუფლა, მაგრამ იგი საბოლოოდ
შეიპყრეს და ცეცხლზე დაწვეს. ჟანა დ’არკის გმირობის შემდეგ ასწლიან ომში
გარდატეხა მოხდა. ფრანგებმა სრულად დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები.
ინგლისელებმა ფლანდრიის დაპყრობა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ ფლანდრიიდან
ხელოსნები მოიწვიეს და მაუდის დამზადება ინგლისშივე დაიწყეს. ამით ინგლისი
მაუდის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი გახდა.

11 - რა მნიშვნელობა ჰქონდა ბასტილიის აღებას საფრანგეთში?

12 - როგორ მოვიდა ბენიტო მუსოლინი ხელისუფლების სათავეში იტალიაში?

ფაშიზმი თავდაპირველად იტალიაში გაჩნდა. ეს სახელი სამხედრო


დაჯგუფების სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ბენიტო მუსოლინმა შექმნა.
მას ფაში დი კომბატიმენტო ეწოდებოდა. მან იტალიაში ფაშისტური დიქტატურა
დაამყარა. II მსოფლიო ომში იტალიას მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების
შემოერთება სურდა, რათა რომის იმპერია აღედგინა. იგი ომში გერმანიის მხარეს
ჩაება. მაგრამ ომმა იტალიის ეკონომიკა ძალიან შეასუსტა და თან ყველა
ბრძოლაშიც დამარცხდნენ. ამიტომაც იტალიურმა პოლიტიკურმა ელიტამ
მუსოლინი გადააყენა და მონარქია აღადგინა. მუსოლინი კი ციხეში ჩასვეს. ამის
შემდეგ გერმანელებმა მისი გათავისუფლება მოახერხეს და ჩრდილოეთ იტალიის
მმართველად დანიშნეს, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულებამდე გაგრძელდა.
13 - რა შედეგით დასრულდა ვარდების ომი ინგლისში?

ასწლიანი ომში მარცხმა ინგლისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.


ხალხის აღშფოთებას გადასახადების ზრდაც იწვევდა. ინგლისში მმართველი
დინასტიის შეცვლის იდეა მომწიფდა. იმჟამად ინგლისს ლანკასტერთა დინასტია
მართავდა. ოპოზიციას კი იორკის ჰერცოგი რიჩარდი ედგა სათავეში. 1453 წელს
ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ, ფეოდალური არისტოკრატიის ომში ჩაბმულ
ნაწილს სახელმწიფომ ფულადი გასამრჯელოს გადახდა შეუწყვიტა, რამაც მათი
უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ფეოდალები ხელისუფლების წინააღმდეგ ომში
ჩაებნენ. ამ ომს ვარდების ომი ეწოდა, რადგან ლანკასტერების სიმბოლო წითელი
ვარდი იყო, ხოლო იორკებისა კი - თეთრი ვარდი. ვარდების ომი 30 წელიწადს
გაგრძელდა. ლანკასტერების მხარეს ჩრდილოეთის ფეოდალები იბრძოდნენ,
რომლებსაც სუსტი ხელისუფლება და მეტი თავისუფლება აწყობდათ, ხოლო
იორკების მხარეს კი სამხრეთის ფეოდალები იბრძოდნენ, რომლებსაც ძლიერი
სამეფო ხელისუფლება სურდათ. მაგრამ ისინი ძირითადად ძარცვისა და
პოლიტიკური დამოუიდებლობის განტკიცებისთვის იბრძოდნენ. ომის პირველ
ეტაპზე იორკებმა გაიმარჯვეს. იორკის ჰერცოგის შვილმა ედუარდმა ლონდონი
აიღო და ედუარდ IV_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. ედუარდი
ლანკასტერების მომხრე ფეოდალებს სასტიკად გაუსწორდა, მაგრამ არც იორკ
ფეოდალებს სწყალობდა. ის არც პარლამენტს ენდობოდა. ამიტომაც მან მთელი
მმართველობა და კანონმდებლობა ხელთ იგდო. მის მეფობაში აბსოლუტიზმის
საფუძველი მომზადდა. 1483 წელს ედუარდ IV გარდაიცვალა და ტახტზე მისი 12
წლის შვილი ედუარდ V ავიდა. მის რეგენტად ბიძამისი - რიჩარდი დაინიშნა. მან
მცირეწლოვანი ედუარდი და მისი ძმა ჯერ ციხეში გამოამწყვდია, შემდეგ კი
მოაკვლევინა. თავად კი რიჩარდ III_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი.
ლორდებმა სასახის გადატრიალებით ისარგებლეს და ტახტზე ლანკასტერთა სახლის
უმცროსი შტოს წარმომადგენელი ჰენრი ტიუდორი დასვეს. ჰენრისა და რიჩარდს
შორის პირველობა ბრძოლის ველზე გადაწყდა. რიჩარდი დამარცხდა და ბრძოლაში
დაიღუპა. ჰენრი ტიუდორმა ჰენრი VII_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. მან
ედუარდ IV_ის შვილი შეირთო ცოლად, რომელიც იორკთა საგვარეულოს
ეკუთვნოდა. მან თავის გერბზე წითელი და თეთრი ვარდები მოათავსა, რაც ორივე
დინასტიის გაერთიანებას გულისხმობდა.

14 - როგორ მოხდა აბსოლუტიზმის აღკვეთა საფრანგეთში?

აბსოლუტიზმის აყვავება საფრანგეთში ლუი XIV_ისა და მისი მინისტრის


კოლბერის დროს ხდება. მეფეს მისი თანამედროვეები მეფე-მზეს ეძახდნენ.
ბავშვობაში ლუის წინააღმდეგ პარიზელები აჯანყდნენ, ამიტომაც მან
პარიზთან ახლოს ააგო ვერსალის უდიდესი სასახლე და რეზიდენციაც
გადაიტანა. მან მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ. მეფემ უზენაესი
სასამართლო დაარბია და მიმართა მოსამართლეებს: „ბატონებო, თქვენ
გგონიათ, რომ თქვენა ხართ საფრანგეთი, ცდებით, საფრანგეთი მე ვარ.“ გარდა
ამისა, მან ყველა მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენელი ვერსალის
სასახლეში დაასახლა და აქ ფუფუნებაში აცხოვრებდა. მაგრამ სახელმწიფო
გადაწყვეტილებებს მეფე ერთპიროვნულად იღებდა. ლუი XIV_ს ცოლად
ჰყავდა ესპანეთის მეფის კარლოს II_ის და. ამიტომაც ესპანეთის მეფის
გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუი XIV_მ დაიკავა. რის გამოც, საფრანგეთს
საღვთო რომის იმპერია დაუპირისპირდა, რომელსაც შემდეგ ყველა
ევროპული ქვეყანა შეუერთდა. საფრანგეთმა ომი წააგო და ლუი XIV_ის
გარდაცვალების შემდეგ მისი სიძლიერე შესუსტდა.

15 -რას ითვალისწნებდა მარშალის გეგმა?

1947 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ, გერმანიის


გამოკლებით, წარმოების ომამდელ დონეს მიაღწია. მაგრამ ეს მაინც არ იყო
საკმარისი, რადგან ბუნებრივმა კატასტროფებმა მოსავალი მთლიანად
გაანადგურა. ამას ფულად-საკრედიტო შეჭირვებაც დაერთო. დასავლეთის
ევროპულ ქვეყნებში კომუნისტური პარტიის გაძლიერებამ და ცივი ომის
დაწყების პირველმა ნიშნებმა აშშ აიძულა ამ ქვეყნებისთვის მასშტაბური
დახმარება გაეწია. გენერალმა ჯორჯ მარშალმა, რომელიც აშშ_ს სახელმწიფო
მდივანი იყო განაცხადა, რომ ამერიკა ევროპის ქვეყნებს დაეხმარებოდა
ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, თუ ისინი ამას ითხოვდნენ. ასე დაედო
საფუძველი „მარშალის გეგმას“. ამ გეგმის თანახმად, აშშ დასავლეთ ევროპის
ქვეყნებს 12 მილიარდი დოლარით დაეხმარა, მათ კი სანაცვლოდ კომუნისტური
პარტია ამოკვეთეს თავიანთი ქვეყნებიდან. ამ გეგმის დახმარებით დასავლეთ
ევროპის ქვეყნებმა შეძლეს ეკონომიკურად მოძლიერება, აშშ_მ კი გასაღების
ბაზარი შეიძინა.

16 - რა შეიცვალა მსოფლიოში დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ?

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ევროპელთათვის ცნობილი


დედამიწის ფართობი 6_ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ვაჭრობაში
არსებული საქონელი მნიშვნელოვნად გამრავალფეროვნდა. ევროპელები
გაეცნენ ისეთ ახალ პროდუქტებს, როგორიცაა: პომიდორი, ლობიო, გოგრა,
წიწაკა, სიმინდი, კარტოფილი. გამყარდა ეკონომიკური კავშირები დედამიწის
განსხვავებულ მხარეებს შორის. ასევე პორტუგალიამ უდიდესი საზღვაო
იმპერია შექმნა აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტერიტორიებზე. მან
სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლია მოიპოვა. ესპანეთი ამას შეეგუა და მათ
შეცვალეს განზრახვა ინდოეთში გასასვლელი მოეძებნათ და ახალ
კონტინენტზე ოქრო-ვერცხლის ძიება დაიწყეს. ესპანელმა ერნანდო კორტესმა
მექსიკაში აცტეკების იმპერია გაანადგურა და გამდიდრებული დაბრუნდა
ესპანეთში. ასე რომ, ევროპელთა სიხარბეს უძველესი ცივილიზაციები
ემსხვერპლა. მაგრამ სიმდიდრის დაგროვებამ უარყოფითი მხარეებიც
გამოავლინა. ესპანეთში ოქრო უსასრულოდ შედიოდა, ის კი ამ ოქროს
საზღვარგარეთ გატანას ცდილობდა. ამან საბოლოოდ ფასების რევოლუციამდე
მიიყვანა ევროპა. ფასებმა სამჯერ თუ ოთხჯერ აიწია. მან საგრძნობლად
გაუსწრო შემოსავლებს და დისბალანსი გამოიწვია. ამან ერთი მხრივ გლეხების
გაღარიბება გამოიწვია, მეორე მხრივ კი კაპიტალიზმის განვითარებას შეუწყო
ხელი.

. პირთა სახელები
_______________

1 - კლემენტ ფონ მეტერნიხი

1848 წლის დასაწყისში ავსტრიაში რევოლუცია დაიწყო. ქვემო ავსტრიის


პარლამენტის გახსნის დღეს ვენაში დემონსტრატები შეიკრიბნენ. ისინი
მეტერნიხის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც თითქმის 30 წელი, როგორც
კანცლერი, სათავეში ედგა ავსტრიის მთავრობას. იმპერატორმა ის გადააყენა.
მეტერნიხი გადაცმული საზღვარგარეთ გაიქცა. ახალმა მთავრობამ კონსტიტუცია
გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება კვლავ იმპერატორს რჩებოდა.
ამას დიდი მღელვარება მოჰყვა ხალხში. მათ რევოლუციური მოძრაობა წამოიწყეს.
იმპერატორი თავდაპირველად ვერ უმკლავდებოდა აჯანყებულებს, თუმცა
შემდეგ რუსეთის დახმარებით მაინც შეძლო აჯანყების ჩახშობა.

2 - ვაცლავ ჰაველი

სსრკ_ს დასუსტების შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაიშალა და ყოფილი


სოციალისტური ქვეყნების ხელისუფლება შეცვალა ოპოზიციურმა მთავრობამ,
რომელმაც კავშირი გაწყვიტა სოციალიზმთან. მსგავსად წარიმართა სიტუაცია
ჩეხოსლოვაკიაში და ის ორ ქვეყნად - ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა. ამ
პროცესის თავისებურება ის იყო, რომ ეს დაშლა მშვიდობიანად მოხდა, რაშიც
დიდი წვლილი ჩეხოსლოვაკიის იმდროინდელ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს
მიუძღვის.

3 - კარდინალი რიშელიე

საფრანგეთის მეფე ანრი IV_ის დროს საფრანგეთში აბსოლუტიზმს ჩაეყარა


საფუძველი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა მისი შვილის ლუი XIII_სა და მისი
ცნობილი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს მმართველობის პერიოდში. რიშელიე
საფრანგეთის ბურჟუაზიას უწყობდა ხელს კოლონიალური ვაჭრობის
წარმართვაში და ეხმარებოდა მათ ჰოლანდიური ტიპის სავაჭრო კომპანიების
ორგანიზებაში. რიშელიემ ასევე „კომპანია 100 წევრს“ განსაკუთრებული
პრივილეგიები მიანიჭა, რადგან მან კანადაში ყოველწლიურად 200-300
სხვადასხვა პროფესიის მუშის ჩაყვანა ივალდებულა. კარდინალი საფრანგეთის
ბურჟუაზიის პროტექციონისტულ პოლიტიკას მისდევდა და ეკონომიკური
მერკანტილიზმის წარმომადგენელიც იყო.

4 - ლეხ ვალენსა

1980 წელს პოლონეთში შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაცია სოლიდარობა,


რომელმაც ანტიკომუნისტური სახე მიიღო. ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა,
რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს ისახავდა მიზნად. ამ მოძრაობას
ლეხ ვალენსა ხელმძღვანელობდა. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. საბჭოთა
კავშირის მესვეურებს შეეშინდათ, რომ პოლონეთი კომუნისტური ბლოკიდან
გამოვიდოდა და ამიტომაც პოლონეთში შეჭრის მუქარით ადგილობრივი
ხელისუფლება აიძულა ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა შემოეღო.

5- ოლივერ კრომველი

ჩარლზ I_ის მიერ ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევის შემდეგ, პარლამენტი


მეფეს დაუპირისპირდა და საქმე ომამდე მივიდა. ამ ომში თავიდან მეფე
იმარჯვებდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა პარლამენტის არმიამ -
მრგვალთავიანებმა მოიპოვეს, რომელთაც ოლივერ კრომველი ედგა სათავეში.
მეფე შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, სახელმწიფო კი რესპუბლიკად
გამოაცხადეს. მაგრამ ოლივერ კრომველმა პარლამენტი დაითხოვა და
ერთპიროვნული მმათველი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა
ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა და ინგლისი დატოვა.

6 - ფრანკლინ დელანო რუზველტი

I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა.


საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით ეკონომიკური
კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო კონფერენციის მოწვევა გახლდათ,
რომელშიც გადამწყვეტი როლი აშშ_ს ენიჭებოდა. ამ დროს ამერიკის ახალი
პრეზიდენტი რუზველტი იყო, რომელმაც ასეთი კრიზისის დროს ჩაიბარა ქვეყანა.
მანაც უარი თქვა ოქროს სტანდარტზე და კონფერენციის კომიტეტსაც წერილი
გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი მთავარი მიზანი თავისი ქვეყნის შველა
იყო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ამიტომ
კონფერენციამ აზრი დაკარგა. ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე რუზველტმა
სრულიად ამერიკას „ახალი კურსის“ პოლიტიკა შესთავაზა, რომელიც
ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რეგულირებისათვის სახელმწიფოს უფრო
გაძლიერებულ კონტროლსა და ჩარევას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა,
რუზველტმა ხელი მოაწერა კანონს შრომითი ურთიერთობების შესახებ,
რომლითაც მუშებს პროფკავშირების შექმნის უფლება ეძლეოდათ. ასევე მიიღეს
სოციალური დაზღვევის კანონი, რომელიც უმუშევართა დახმარებას და
მოხუცებულთა პენსიების გაცემას ითვალისწინებდა.

7 - გარიბალდი

იტალიის გაერთიანებისთვის რესპუბლიკელი ჯუზეპე მაძინი იბრძოდა,


რომელმაც ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობა „ახალგაზრდა იტალია“ დააარსა.
მაძინის გვერდით ჯუზეპე გარიბალდი იდგა, რომელიც უშიშარი მებრძოლი და
პატრიოტი იყო და იტალიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ისინი ქვეყნის
გაერთიანებისთვის დიპლომატიას იყენებდნენ - ნაპოლეონ III_ის
კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ყირიმის ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ კი ავსტრიის წინააღმდეგაც ჩაერთო ომში. ავსტრიასთან ომის შემდეგ
ნეაპოლის სამეფოში აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყებას გარიბალდი თავისი ჯარით
შეუერთდა. აჯანყება მთელ სამხრეთ იტალიას მოედო. გარიბალდიმ რომის
აღებაც განიზრახა, ამისათვის კი საფრანგეთის ჯარებზე ილაშქრა. მაგრამ იგი
დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ომში ავსტრიამ გაიმარჯვა.
8 - ჩერჩილი

ბრიტანეთი ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე,


ომმა კი მას დააკარგვინა საერთაშორისო ბაზრები. I მსოფლიო ომამდე ლონდონი
ლიდერი და მსოფლიო საფინანსო ბაზრის ცენტრი იყო, მაგრამ ომის შემდეგ
ხარჯების დასაფარად ოქროს სტანდარტზე უარი თქვა. კრიზისის შემდეგ
ბრიტანეთს კვლავ სურდა მოწინავე პოზიციების დაკავება, ამისათვის კი ოქროს
სტანდარტის აღდგენა იყო საჭირო. მაგრამ ეს უცილობლად დააზარალებდა მას
და ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდიდა. 1925 წელს, იმდროინდელმა
ფინანსთა მინისტრმა და მომავალში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ
ჩერჩილმა, რომელიც ლიბერალებიდან კონსერვატიული პარტიის რიგებში
გადავიდა, გადაწყვიტა ომამდელი პირობებით დაებრუნებინა ბრიტანეთი ოქროს
სტანდარტზე. ეს კი, ბრიტანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანნობის
შესანარჩუნებლად ხელფასების შეკვეცას მოითხოვდა.

. განმარტებები
_______________

1 - მანუფაქტურა

XVI-XVII საუკუნეებში მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ფეოდალიზმის


დაშლისა და კაპიტალისტური წარმოების აღმოცენების პერიოდი. ამ ეპოქაში
მნიშვნელოვნად განვითარდა მრეწველობის მრავალი დარგი, შრომის იარაღები,
წარმოების ტექნოლოგია. თანდათან ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობა,
სადაც წამყვანი ადგილი ვაჭრებს ეკავათ. გაიზარდა შრომის ნაყოფიერება,
სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა. შუა საუკუნეების მთავარმა მწარმოებელმა,
გლეხმა და ხელოსანმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ხელოსანს ახალი
იარაღების შეძენა სჭირდებოდა, რისთვისაც ფული არ ჰქონდა, ამიტომაც ის
ვაჭარზე გახდა დამოკიდებული. ხელოსანი გადაიქცა დაქირავებულ მუშად,
რომელიც ხელობის შესაბამისად გასამრჯელოს იღებდა. კაპიტალისტური
ურთიერთობის ეს ფორმა ფართოდ გავრცელდა სოფლებში. აქ მუშაობა ხდებოდა
გლეხის სახლში. გლეხები ვაჭრების დავალებებს ასრულებდნენ. ამ დროს
წარმოებაში რამდენიმე სოფელი ერთად იყო ჩართული. ასეთ წარმოებას
გაფანტულ მანუფაქტურასაც უწოდებენ. ხოლო ცენტრალიზებული
მანუფაქტურებში ხელოსნები ერთ შენობაში მუშაობდნენ. აქაც არსებობდა შრომის
დანაწილება, რაც განასხვავებდა მას ადრეული ხელოსნის შრომისგან, როცა ის
მთლიან პროდუქტს მარტო ქმნიდა. ეს ახალი წარმოება ზრდიდა შრომის
ნაყოფიერებას და ასევე ტექნოლოგიისა და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ
შესაძლებლობას იძლეოდა.

2 - ბართლომეს ღამე

კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების განწყობილება XVI საუკუნის


საფრანგეთსაც მოედო. ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები ეწოდებოდათ. აქ
რეფორმაცია კალვინიზმის ფორმით გავრცელდა. საფრანგეთი ორ ბანაკად
გაიყო: კათოლიკურ ბანაკს სათავეში გიზების საგვარეულო ედგა, ხოლო
კალვინისტებს - ბურბუნების საგვარეულო - ნავარის მეფე ანტუანი და მისი
შვილი ანრი, რომელიც მომავალი საფრანგეთის მეფე ანრი IV გახლდათ. 1559-
1572 წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა საფრანგეთში. ეს დაპირისპირება
1572 წლის 24 აგვისტოს ბართლომეს ღამით დასრულდა, როდესაც
კათოლიკეებმა ჰუგენოტები ამოწყვიტეს და ამიტომაც ბართლომეს ღამე
მასიური სისხლიანი ანგარიშწორების სინონიმად იქცა. ამან საფრანგეთის ორ
ნაწილად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. სამხრეთში
ჰუგენოტები დამკვიდრდნენ, ხოლო ჩრდილოეთში - კათოლიკეები.
სამოქალაქო ომის მსვლელობაში კათოლიკე ფანატიკოსმა მეფე ანრი III ვალუა
მოკლა, ხოლო ტახტი ვალუათა მონათესავე ბურბონთა დინასტიის
წარმომადგენელმა ანრი IV_მ დაიკავა, რომელიც ჰუგენოტი იყო.
კათოლიკეებმა ის მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს, როცა მეფემ კათოლიკობა
აღიარა. ამის შემდეგ ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის ხელშეკრულება
გაფორმდა, რომლის თანახმადაც ჰუგენოტებს თავისუფალი აღმსარებლობის
უფლება მიეცათ პარიზისა და რამდენიმე სხვა ქალაქის გარდა.

3 - ნეპი

რუსეთს სამოქალაქო ომმა დიდი ზარალი მოუტანა. მრეწველობა, სოფლის


მეურნეობა, მეტალურგიური წარმოება შემცირდა. გლეხობა მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდა. კომუნისტები მიხვდნენ, რომ სამხედრო კომუნიზმმა თავისი
შესაძლებლობები ამოწურა და საჭირო იყო მისი შეცვლა. რუსეთი ნეპზე - ახალ
პოლიტიკურ ეკონომიკაზე გადავიდა. ბოლშევიკებმა გლეხებს ნამატი
პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მისცა სასურსათო გადასახადის გადახდის
შემთხვევაში. ასევე, წვრილი საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები და მაღაროები კერძო
მფლობელებს გადაეცათ მათი ამუშავების მიზნით. ყოველივე ამან სოფლის
მეურნეობისა და მრეწველობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა.

4 - ანგლიკანური ეკლესია

XVI საუკუნე ინგლისში აბსოლუტიზმის ხანაა. აბსოლუტიზმისკენ კიდევ


ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტიუდორთა დინასტიის მეორე წარმომადგენელმა,
ჰენრი VIII_მ გადადგა. ეს იყო საეკლესიო რეფორმა, რომელიც რომის პაპის
მმართველობისგან ინგლისის ეკლესიის გამოყვანას გულისხმობდა. ამ რეფორმის
საბაბად რომის პაპის მიერ ჰენრი VIII_სვის განქორწინებაზე უარის თქმა გახდა.
ამიტომაც, ინგლისის პარლამენტმა 1534 წელს ინგლისის ეკლესიის რომის
პაპისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ადგილობრივ პაპად კი ინგლისის მეფე
ჰენრი VIII გამოცხადდა. კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი
დოგმები და ღვთისმსახურების წესები ძალაში დარჩა. რომის პაპთან ბრძოლის
ძირითადი მიზეზი ეკონომიკური იყო, რადგან იგი ინგლისში დიდ მიწებს
ფლობდა. ჰენრი VIII_მ ეკლესიას მიწები ჩამოართვა და მონასტრები დაკეტა.
ეკლესიის რეფორმა ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა, მოსახლეობა იძულებული
იყო დამორჩილებოდა ახალ ეკლესიას, რადგან წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ
სიკვდილით სჯიდნენ. უკვე ელისაბედ I_ის მეფობის ხანაში 1571 წელს
ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესიის რწმენის სიმბოლო - რწმენის 39 მუხლი,
რომელიც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა. ასე შეიქმნა ინგლისის ეკლესია,
რომელმაც შუალედური ადგილი დაიკავა კათოლიკურ და პროტესტანტულ
ეკლესიებს შორის.

5 - აბოლიციონიზმი

XIX საუკუნეში ამერიკაში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები ერთმანეთისგან


დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ. ჩრდილოეთ შტატები ბურჟუაზიული
იყო და კაპიტალიზმი იყო განვითარებული, განსხვავებით სამხრეთ
შტატებისგან, სადაც პლანტატორები მიწას შავკანიან მონებს
ამუშავებინებდნენ. მათ აქ დიდი პლანტაციები ჰქონდათ. მაგრამ
პლანტატორები მოსახლეობის 3%_ს შეადგენდნენ, ხოლო მონები კი თითქმის
1/3. ქვეყნის ინტერესები შეუსაბამობაში მოდიოდა პლანტატორების
ინტერესებთან, რომლებსაც ინგლისელები ეხმარებოდნენ. საზოგადოება
მონობის გაუქმებისთვის იბრძოდა. ეს მოძრაობა აბოლიციონისტური
მოძრაობის სახელით არის ცნობილი. დაპირისპირება სამოქალაქო ომში
გადაიზარდა, რომლის მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ
ლინკოლნმა მონობის გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია გამოსცა,
მოგვიანებით კი მათ არმიაში სამსახურის უფლებაც მისცა. ჩრდილოეთის
ჯარებმა გაიმარჯვეს და ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

6 - ერთა ლიგა

- I მსოფლიო ომის შემდეგ ომში მონაწილე ქვეყნებმა პარიზის სამშვიდობო


კონფერენცია დაიწყეს, რომელშიც საკითხებს მხოლოდ საფრანგეთი, ინგლისი და
აშშ წყვეტდა. უამრავ სხვა საკითხთან ერთად, ამ კონფერენციაზე ერთა ლიგის
შექმნაც გადაწყდა, რომელსაც მომავალი შესაძლო ომები უნდა აეცილებინა
თავიდან. ეს პროექტი ამერიკის პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის შეთავაზებული
იყო, თუმცა თვითონ ამ ლიგაში აღარ გაწევრიანებულა. სამთა კავშირის წევრი
ქვეყნებიც ვერ გაწევრიანდნენ მასში. ერთა ლიგის წესდება აგრესორი ქვეყნის
წინააღმდეგ ერთა ლიგის ქვეყნების ერთიან ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო
მოქმედებებსაც ითვალისწინებდა. ეს წესდება პარიზის კონფერენციის მიერ
შემუშავებულ ყველა სამშვიდობო ხელშეკრულებაში შევიდა. ერთ-ერთი ასეთი
ხელშეკრულება დაიდო გერმანიასთან 1919 წელს. ამ ვერსალის
ხელშეკრულების თანახმად გერმანიამ მიწების 1/8 დაკარგა, ხოლო მისი
კოლონიები კი გამარჯვებულ სახელმწიფოებს გადაეცა. გარდა ამისა, მას
დაეკისრა რეპარაცია, ანუ მოწინააღმდეგე ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის
ასანაზღაურებელი თანხა, 132 მილიარდი ოქროს მარკა.

7- დიდი არმადა

ინგლისსა და ესპანეთს შორის დაპირისპირება ძირითადად ზღვებზე


პირველობისთვის მძვინვარებდა. ინგლისის დედოფალი ელისაბედი
მეკობრეებს მფარველობდა და ესპანური გემების ძარცვისკენ მოუწოდებდა.
მაგრამ, სიტუაცია მერი სტუარტისა და ელისაბედის საკითხმა უფრო გაამწვავა.
მერი სტუარტი საფრანგეთის მომავალ მეფეს გაჰყვა ცოლად. მერი ამავე დროს
შოტლანდიის სამეფოსაც ფლობდა და ინგლისის ტახტზეც აცხადებდა
პრეტენზიას. ინგლისის დედოფალ ელისაბედს კი შოტლანდიის
დამორჩილება სურდა. ინგლისს შოტლანდიის მოსახლეობა უჭერდა მხარს,
ხოლო შოტლანდიას - საფრანგეთი და ესპანეთი. საბოლოდ, ელისაბედმა მერი
სტუარტი შეიპყრო და შემდეგ თავი მოკვეთა. ეს საბაბი გამოიყენა ესპანეთმა
ინგლისზე თავდასასხმელად და ინგლისში უზარმაზარი ფლოტი - „დიდი
არმადა“ გაგზავნა 200 ათასი მეომრით. მაგრამ ესპანეთი დამარცხდა და დიდი
არმადა განადგურდა. ინგლისმა უპირატესობა მოიპოვა ზღვებზე
ჰოლანდიასთან ერთად.

8 - ჩარტიზმი

მუშათა პირველი გამოსვლები, რომლებიც პოლიტიკური უფლებების


მოპოვებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იყო
მიმართული,, ინგლისში დაიწყო. რადგან ინგლისი ყველას უსწრებდა მსხვილი
საწარმოების რაოდენობით, სადაც ასეულობით მუშა მუშაობდა. მუშათა
თვითშეგნების ზრდას ინგლისში მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის
წარმოშობა მოჰყვა, რომელიც ისტორიაში ჩარტიზმის სახელით არის ცნობილი.
1836 წელს მოწინავე მუშათა და ხელოსანთა ჯგუფმა შექმნა ლონდონის მუშათა
ასოციაცია, რომელსაც მუშათა მოძრაობისთვის პროგრამა უნდა შეემუშავებინა. ამ
პროგრამას „სახალხო ქარტია“ ეწოდებოდა. ქარტია ინგლისურად ჩარტერად
გამოითქმის და ამიტომაც ეწოდება ამ მოძრაობას ჩარტისტული მოძრაობა. ქარტია
შემდეგ მოთხოვნებს აყენებდა: არჩევნების ქონებრივი ცენზის გაუქმება,
პარლამენტის ყოველწლიური არჩევნები, ფარული ხმის მიცემა,
დეპუტატებისთვის ხელფასების დაწესება. მთელ ქვეყანაში დაიწყო სახალხო
გამოსვლები, რასაც ხელისუფლებამ რეპრესიებით უპასუხა. თუმცა, საბოლოოდ,
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა: 13 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე
ქალების სამუშაო საათების შემცირება, მათთვის მიწისქვეშა სახლებში მუშაობის
აკრძალვა.

9 - 95 თეზისი

რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის
უდიდეს ნაწილში. აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას
ფლობდა. კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. იგი თავისი
საქციელებით ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა, რაც საბოლოოდ რეფორმაციამდე
მივიდა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი, შვეიცარიაში
ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად
1517 წელი ითვლება, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95
თეზისი“ მიაჭედა. ამ თეზისებში გადმოცემულია ლუთერანული მოძღვრების
ძირითადი დებულებანი.

10 -ბოსტონის ჩაის სმა

XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისმა ამერიკის კონტინენტზე რამდენიმე


კოლონია დააარსა, ხოლო მოგვიანებით, ბურჟუაზიული რევოლუციის დროს
კოლონიათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 13_ს მიაღწია. მაგრამ ინგლისელები
კოლონიებს მხოლოდ ნედლეულის წყაროდ და გასაღების ბაზრად მიიჩნევდნენ.
ამის გამო, კოლონიებში მრეწველობა აკრძალული იყო და ასევე დიდი ბაჟი იყო
დაწესებული ინგლისში საქონლის შეტანისთვის. ეს ყოველივე უკმაყოფილებას
იწვევდა კოლონისტებში. ისინი საგანგებო კონგრესზე შეიკრიბნენ და ინგლისურ
საქონელს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამან ინგლისი დააზარალა და დათმობებზე
წასვლა მოუწია. ინგლისის პარლამენტმა ჩაის გარდა ყველა სხვა პროდუქტზე ბაჟი
გააუქმა. მაგრამ ამერიკელებს ინგლისისგან სრული დამოუკიდებლობა სურდათ
და ბოსტონში საქალაქო მიტინგზე გადაწყვიტეს ზღვაში გადაეყარათ ჩაის დიდი
პარტია. ეს ფაქტი ბოსტონის ჩაის სმის სახელით არის ცნობილი.

11 -ვერსალის ხელშეკრულება

ბოსტონის ჩაის სმას ინგლისის რეპრესიები მოჰყვა, რის პასუხადაც


ფილადელფიაში კოლონიების I კონგრესი შეიკრიბა და ინგლისიგან
გადასახადების დაწესების უფლების გადაცემას მოითხოვდნენ. ხოლო უკვე II
კონგრესზე 1775 წელს კოლონიებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა
გამოაცხადეს, რასაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. ეს ბრძოლა 7 წელზე
მეტ ხანს გაგრძელდა. ბრძოლის პერიოდში, 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა
თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია
მიიღო და ახალი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა
გამოაცხადა. თუმცა, ინგლისთან ომი 1783 წელს ვერსალის საზავო
ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის თანახმადაც ინგლისმა აშშ_ს
დამოუკიდებლობა აღიარა.

. თემა
______________

1 - აშშ-ში სამოქალაქო ომის მიზეზები და შედეგები.(მე-9 თავი)


XIX საუკუნეში ამერიკაში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ. ჩრდილოეთ შტატები
ბურჟუაზიული იყო და კაპიტალიზმი იყო განვითარებული, განსხვავებით
სამხრეთ შტატებისგან, სადაც პლანტატორები მიწას შავკანიან მონებს
ამუშავებინებდნენ. მათ აქ დიდი პლანტაციები ჰქონდათ. ქვეყნის ინტერესები
შეუსაბამობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან, რომლებსაც
ინგლისელები ეხმარებოდნენ. საზოგადოება მონობის გაუქმებისთვის
იბრძოდა. დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომლის
მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მონობის
გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია გამოსცა, მოგვიანებით კი მათ არმიაში
სამსახურის უფლებაც მისცა. ჩრდილოეთის ჯარებს გენერალი გრანტი
ხელმძღვანელობდა, ხოლო სამხრეთისას კი - ლი. სამხრეთელებმა
კონფედერაცია შექმნეს დედაქალაქით რიჩმონდი და პრეზიდენტად
ჯეფერსონ დევისი გამოაცხადეს. საბოლოოდ, ჩრდილოეთის ჯარებმა
გაიმარჯვეს და ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

2 - იმპერიისა და რესპუბლიკისმონაცვლეობა საფრანგეთშიXIXსაუკუნეში.

3- I მსოფლიო ომის მიზეზები და პოლიტიკური რუკის ცვლილება Iმსოფლიო ომის


შემდეგ.(მე11 თავი)

XIX-XX საუკუნეებში იმპერიალისტური მისწრაფებების გაძლიერების


კვალდაკვალ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ხელახალი განაწილების
სურვილი გაუჩნდათ. მათ თავიანთი ტერიტორიების გაფართოება,
განსაკუთრებით კი კოლონიების დაპყრობა სურდათ. ინგლისს დიდი
ბრიტანეთის შექმნა სურდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა. მსგავსი
გეგმები ჰქონდა გერმანიასაც, რომელსაც ცენტრალური ევროპისა და აფრიკის
კოლონიების დაპყრობა სურდა. საფრანგეთს, რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს,
იტალიასა და ოსმალეთსაც მეზობელი ტერიტორიების შემოერთება სურდა.
გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ სამთა კავშირი შექმნეს, ხოლო
ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა კი - ანტანტა. ეს ორი სამხედრო ბლოკი
ერთმანეთს დაუპირისპირდა და ომი გარდაუვალი იყო. მათ მხოლოდ საბაბი
სჭირდებოდათ. ამიტომაც საბაბად გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-
უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა. ეს
საბოლოოდ, I მსოფლიო ომში გადაიზარდა. ამ ომში ანტანტის ქვეყნებმა
გაიმარჯვეს და დიდი ტერიტორიები დაისაკუთრეს. ომის შემდეგ დაიშალა
ავსტრია-უნგრეთი და წარმოიშვა ახალი სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი,
პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, სერბეთ-ხორვატია-სლოვენია. დაიშალა ასევე
რუსეთის სამეფო და ოსმალეთის იმპერია და მათ ადგილას რუსეთისა და
თურქეთის რესპუბლიკები წარმოიშვა. თურქეთმა დაკარგა სირია, ლიბანი,
პალესტინა, ერაყი. თურქეთის მთელი ევროპული ნაწილი საბერძნეთს
გადაეცა, გერმანიამ კი თავისი ტერიტორიის 1/8 და ყველა კოლონია დაკარგა

You might also like