You are on page 1of 6

კიტსი ჯონ

პირადი წერილები

ჩარლზ ქაუდენ კლარკს.

ოთხშაბათი, 9 ოქტომბერი (1815)

ძვირფასო სერ,

საქმეებისგან განვთავისუფლდი და ახლა, როცა კი მეტყვით, შემიძლია მისტერ


ჰანტის ხილვით გავიხარო – ეს იქნება ახალი ერა ჩემი არსებობისა – ისიც ძალიან
მინდა, ,,მზის სონეტის ავტორი ვიხილო, რადგან არცთუ მცირე სიამოვნებაა, გაეცნო
ადამიანედს, ვინც ისე არიან მოხიბლულნი პოეზიით, რომ სექსპირისა და დარვინს
ერთმანეთს არ შეადრიან – რამდენიმე გვერდზე გადავწერე ლექსები, რომლებიც ამ
ცოტა ცოტა ხნის წინ შევთხზე, და იმდენი ნაკლი შევნიშნე, რომ უდიდეს ნაწილს
ცეცხლს მივცემ – ვგულისხმობ ჯ. მეთიუსადმი მიძღვნილ ლექსებს. ვერ გავბედავ
თვალებში შევხედო მისტერ ჰანტს, ვინც ვერაფრით ეგუება, მუზას გაუთავებლად
რომ ახსენებენ. მე ვცოდავდი ზეცის წინაშე, თუნდაც იმით, მგონი ჰორაციუსი რომ
ამბობს: ღმერთს ისეთ ნუ დახატავ, მას რომ არ შეეფერებაო. იმ რამდენიმე სიტყვამ,
უკანასკნელი შეხვედრისას რომ მითხარით, მაფიქრებინა, რომ ისეთი რაღაც გედო
ჩანთაში, რისი ნახვის უფლება მეც მქონდა – მინდა ეს გაგახსენოთ. თუმცა ბაროუ
საძაგელი ადგილია, ჭუჭყიანი და მიხვეულ-მოხვეული, დინ სტრიტსი № 8 ძნელი
მოსაძებნი მაინც არ არის; თუ ლონდოლის ხიდზე გადმოხვალთ, მარცხნივ შეუხვევთ
პირველივე შესახვევში, შემდეგ ისევ პირველივეში – მარჯვნივ, და მერე ჩემს კარზე
დააკაკუნებთ, ზედ სამლოცველოს წინ რომაა, ერთ-ერთ იმ ქველმოქმედებას
ჩაიდენთ, რაც როგორც წმინდა პავლე ამბობს, მამაა ყოველ სიქველეთა, რაც არ უნდა
მოხდეს, მალე შემეხმაურეთ – რაც არ უნდა მოხდეს-მეთქი, რომ ვამბობ, ნიკრასის
ქარის შემოტევას არ ვგულისხმობ.

გულწრფელად თქვენი.

ჯონ კიტსი

ჯორჯ და ტომას კისტებს

15 აპრილი 1817 სამშაბათი დილა


ძვირფასო ძმებო,

მშვიდობით ჩავაღწიეთ საუტჰეპტონში – მას მერე, რაც სამ სადგურს ცხენით


გამოვცდი და ბოლოს ძალინ შემცივდა. არც ერთი იმ ქალაქის სახელი არ ვიცი,
რომელიც გამოვიარე. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხან მტვრიან ღობეებს
ვხედავდი, ხან გუბურებს – მერე არაფერს – მერე პატარა ტყეს, სადაც ხეები ლონსის
დას ჰგავდნენ შროშანივით თეთრს ჩხირივით პაწიას შემდეგ სახლებს ორიოდე
მიმოფანტულ საბძელს შორის რომ ჩაკარგულიყვნენ მერე ისევ ცოცხალ ღობედ
ჩამწკრივებულიყვნენ ისეთივე ხეებს როცა სინათლის შუქი მოეფინა რაღაც
რაღაცეები გავარჩიე ბარდითა და ბუჩქნარივით დაფარული მიწა აქა იქნახევარ
მილზე შემოწმებული ტყრუშულები პარკების ზღუდეები ფანჯარებში რომ
ირეკლებოდნენ ყურადღება მიაქციეთ ქვის ნინფა-შადრევანი-გადაკრეჭილი ხეები –
მცოხნავი ძროხა-მცოხნავი ვირი – ფრთხილად მიმავალი კაცი და ქალი უილიამი
მინდვრის შესახებაც ახლა არაფერს ვიტყვი – ამ დილით საუზმისას გადმოდი თავს
მარტო სულათ ვგრძნობდი ამიტომაც ავდექი და შექსპირის ტომი გადავშალე-ეს
მიმშვიდებს გულს ნასაუზმევს მაშინვე გარეთ გავედი ნავის ამბავი დავიკ-
გამოვიკითხე აუტის კუნძულისკენ ხომ არ მიდის მეთქი ამ ადგილის მონახულება
მსურს სანამ საქმეს შევუდგებოდე – ნავი სამ საათზე გავა ასე რომ დაბეგვილი
ხორცის ჭამას მოვასწრებ – ამ ადგილის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ
გრდელია-საკმაოდ ფართო – აქვს უბრალოთ პატარა ქუჩები – ორი თუ სამი ეკლესია
– ფრიად ღირსშესანიშნავი ძველებური კარიპჭე ორი ლომი რომ იცავს კაცები და
ქალები დიდად არ განსხვახდებიან იმათგან ვისაც აქამდე ვიცნობდი-დამავიწყდა
მეთქვა რომ გარიჟრაჟიდან შვიდის ნახევრამდე ვისეირნე ძალზე წარმტაც ადგილას-
გაშლილ დაელობზე რომლის უმეტესი ნაწილი ტყითაა დაფარული ყველიზე ძლიერ
გამაკვირვა აყვავებული კურდღლისცოცხას სიმრავლემ გზის ორივე მხარეს
ჭეშმარიტად სოფლურ სურათს ჰქმნიდა და საუღჰემპტონის ყურის ნახვამუკეთესი
შტაბეჭდილება რომარ შემიქმნა ვიდრე დამდგარმა წყალმა და იმედი გამიცრუა-იქნებ
სამ საათზე იცვალოს ზნენავსადგურიდან ორივე მხარეს ნაპირები მოჩანს უაიტის
კუნჩულისკენ რომ გაწოლილან თქვენ ჰეიდონი რეინლდსი და სხვები ჩემს
წარმსახვაში რიგრიგობით ენაცვლებოდით ერთი მეორეს ზეპირად ვიხსენებდი
ჰეიდონის სურათზე აღბეჭდილ სახეს – გააფრთხილეთ არ შეშინდნენ თუ ჩემი სული
ოთტხშაბათს ეწვია ჰეიდონს გადაეცით რომ ბეტის ჩემგან საჰაერო კოცნა
გაუგზავნოგარდა ამისა თვალ ყური ეჭირის ჩემს მაგივრად იმედი მაქვს რ ტრიოს
უჩემობას არ დაატყობ მხოლოდ ოდნავ უფრო უნდა დაძაბოთ ხმები სიმღრერის
ნაცვლად ნუ ილაპარაკებთ-თუ ყალბი ბგერა აიღეთ-ნუღარ გაიმეორებთ თორემ
მეორე აიტაცებს და მერე რაც მოხდება ღმერთმა გვაშოროს წიწკანის სტვენას თუ
აჯობა მადლობელი იყავით – მართლა წიწკანზე გამახსენდა შემატყობინეთ
ყველაფერი ჩემი მეგობრების შესახებ – სიყვარულით მომიკითხე მისს რეინოლდისი
და ფანიც ვისაც იმედი მაქ მალე ინახულებთ – მალე მომწერეთ ყველაფერი მათ
შესახებ – თქვენ კი ჯორჯ განსაკუთრებით მაინტერესებს როგორი წარმატებით
უძღვებით უილკინსონის საქმეს – პლედი რომ არ წამომეღო რა მეშველები და
ვფიქრობ მეტის მოწერა ახლა არ ღირს თავი რაღაც გამიბრუვდა – ამ აცაბაცა ნაწერით
უნდა დავკმაყოფილდეთ დეიდა დაინას გადასაფარებლის ნაქარგობას რომ წააგავს.
მარად თქვენი მოსიყვარულე ძმა.

ჯონ კიტსი.

რენოლდსს მალე შევეხმიანები.

ლი ჰანტს.

შაბათი, მარგეიტი, 10 მაისი, 1817 წელი.

ძვირფასი ჰანტ

პატარა ჯელტმენმა რომელიც თავშესაქცევი კამათისას გასუსება ხოლმე და ძალზე


ემსგავსება შემწვარ კიბორჩხალას პირდაპირ მაიძულა რომ აქამდე არ მეპასუხა
თქვენთვის – რაც არ უნდა იყოს ნუ იფიქრებთ რომ თქვენმა წერილმა ქალაქში
ჩამომისწრო არაის კუნძულ ტუაიტზე დამეწია როცა მარგეიტში გასამგზავრებლად
ვემზადებოდი მალე შეიტყობ თუ იქ რამ წამიყვანა ამ მოტიტვლებულ მინდორს რომ
დავუბრუნდი ჩემს ძმა ჯორჯს მივწერე ჩარლზ ქაუდენ კლარკისათვის
შეესრულებინა თქვენთვის ცნობილი საქმე რიმინისთთან დაკავშირებით და ჯორჯი
მწერს სიამოვნებით შევასრულეო ასე რომ იმედი მაქვს ერთმანეთს გავუგებთ კლარკი
კარგათ იცნობს ბენ სილს ახლა კი რატომ არ გამომიგზავნეთ გასაღები თქვენი
კარადისა რომელიც როგორც ვიცი, ქაღალდებით გაქვთ გამოტენილი? ეს ქაღალდები
მაგრად უნდა.

ჩაგვეკეტა იმასთან ერთად, რისი განადგურებაც მიბრძანეთ, რაც მე ნამდვილად არ


შემისრულებია; შემეშინდა, ვექსილები არ გავანადგურომეთქი. ამქვეყნად არ.

არსებობს იმაზე უფრო უსიამოვნო რამ (ათასობით სხვა უსიამოვნებასთან ერთად),


ვიდრე ვექსილების ორჯერ განღდებაა.ფრთხილად, იყავით–ბებერო
მელავ,სიხარბეში ჩაფლულო–და ახლა საშინელ სათქმელს მივადექი–რა საზარელი
იყავით წინა კვირას და როგორ მარჯვედ მოაგვარეთ ყველაფერი ,,იგზემინერის”
ბოლო ნომერი გამანადგურებელი დარტყმაა ქრისტიანობისათვის –
მკითხველობისათვის – ტერტულიანესათვის – ერაზმისათვის – სერ ფილიპ
სინდეისათვის. და მერე საზარელი პეტცელიანებისათვის და მათი სისხლით
გამოსყიდისათვის – და ხომ აკანკალებთ ქრისტიანებს გაზეთში იგივე, რასაც, ძალზე
გამაღიზიანებლად, თავიანთ ღმერთს მიაწერე? რა მოჰყვება ამას? უნდა ვახსენო
ჰეზლიტის საუთი, არაფრად რომ ჩააგდო მისი ჭაღარა! ან სხვადასხვა გაზეთში მაინც
დაბეჭდილიყვნენ და ასეთი მეხისტეხა არ გამოეწვიათ–ფრაზა, რომელიც მთელი
ცხოვრების გრძნობებს ერთ გვერდზე დასტევს, მეჩვენება ვეშაპის ზურგად პრზის
ზღვაში. ორიუდე სიტყვა მინდა ვთვა შექსპირის ქრისტიანობაზე – ორი რამ არის
ისეთი, რაც თქვენთნთან ერთად არ განმიხილავს: ერთიში მომხრე ქრისტიანობისა და
მეორეში – მოწინააღმდეგე. მომზრე არის პიესაში ,,საწყალი საწყაულისა წილ მეორე
მოქმედების მეორე სურათი, იზაბელას სიტყვები:

ვაი და ვაჰმე! რატომ უნდა დასჯილიყვნენ ერთ დროს ყველა სულები, და მას, ვინც
ყველას აღემატებოდა, ეპოვნა წამალი განკურნებისას.

მოწინააღმდეგე კი ,,მეთორმეტე ღამეშია, მოქმედება მესამე, სურათი მეორე. მარია –


რადგან არ არსებობს ქრისტიანი, რომელსაც სურდეს ხსნა და მოპოვება ამისა,
ჭეშმარიტი რწმენით – ვერასდროს ირწმუნებს ამ აუტანელ გროვას სიტლანქისა! სანამ
ნიმფებს მივეახლებოდე, ყველა უსიამოვნება უნდა მოვიცილო. კუნძულ უაიტზე
გახლდით. ისე ძალუმად ვფიქრობდი პოეზიაზე და ისე დიდხანს, რომ მთელი არ
მძინებია და უფრო მეტიც, არ ვიცი როგორ მომივიდა, მაგრამ პირში ხემსი არ
ჩამსვლია, – ამიტომაც ერთი კვირაც და მეტიც იქნება, რაღა ზემო სართულში მთლად
კარგად ვერა ვერ და, რაც მომხვდა, დავადე თავი და მარგეიტში წავედი, თითქოს ასე
ორმოცდაათ მილზე – რადგან მართლა მომეჩვენა, რომ ჩემი აქაური საცხოვრებელი
მომენატრა და ვიფიქრე, უხეებიდაც გავძლებმეთქი. გარდა ამისა, მეტისმეტად,
გამუდმებულ ფიქრში ვიწოდი, როგორც ერთადერთი ნუგეში. ასე თუ ისე, ტომი ახლა
ჩემთანაა და თავს მშვენივრად ვგრძნობდით. თუმცა ხეების მონახულებისა.

ფანი კიტსს.

ოქსფორდი, 10 სექტემბერი, 1817

ჩემო ძვორფასო ფანი,

მოდი უბრალო კითხვა-პასუხით დავოწყოთ-გავუზიაროთ ერთმანეთს, რას


ვემხრობით და რას ვეწინააღმდებით; ეს იქნება სასიამოვნო მეთოდი, რაც საშვალებას
მომცემს, ჩავწვდე შენს ყველაზე უფრო სანუკრავ სურვილებს, იმას რაც სიამოვნებას
განიჭებს, რათა ისე გავეცნო მათ, როგორც ძმას შეეფერება.

ჩვენ ისე ცოტახანს ვიყავით ერთად მას შემდეგ, რაც საგნების გარჩევა ისწავლე, რომ
აღარც კი ვიცი, მეფე პიპინის ამბავი გირჩევნია თუ ბენიანის “პილოგრიმის
მოგზაურობა” – კონკია და მისი ბროლის ქოში თუ მურის “არმენეკი”. რაც არ უნდა
იყოს, იმედი მაქვს მოვახერხებ, რომ რამდენიმე წერილის მერე უფრო ახლოს გაგეცნო
და ჩემი ნაჯღაბნი შენს გემოვნებას შევუხამო. უნდა მომიყვე ყველაფერი, რასაც
კითხულობ, თუნდაც კვირაში ექვსი გვარდი წაიკითხო-ამას რომ მომწეწ, მე
მალიმალ, საკმაოდ ხშირად გამოგიგზავნი სავსე გვარდებს – ვფიქრობ, ეს
აუცილებალია: რადგან ჩვენ ძალიან ახლოს უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, რათა
შემეძლოს, რომ არა მარტო მიყვარდე, როგორც ერთადერთო და, არამედ გენდობოდე,
როგორც უძვირფასეს.
მეგობარს. უკანასკნელად რომ გნახე, გითხარი, ოქსფორდში წასვლას ვაპირებ-მეთქი.
უკვე ერთი კვირაა, რაც მისი უშოლტოსნობის კარეტი ჩამოვხტი. ვცხოვრობ
მაგდანელ ჰოლში. ერთი ახალგაზრდა კაცის სტუმარი ვარ, ვისაც არც ისე დიდი ხანია
ვიცნობ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს-ძალზე დატვირთული ცხოვრებით
ვცხოვრობთ, იგი მეცადინეობს, მე კი საკმაოდ წინ წავიწიე ჩემი პოემა, რასაც,
ვიმედოვნებ, გაისად წლის დასაწყისში იხილავ. ალბათგინდა გაიგო, რაზე ვწერ.
ამასაც გიამბობ.

დიდი ხნის წინათ კოხტა ყმაწვილი მწყემსი ფარას ერთი მთის ფერდობზე აძოვებდა
მთას ლეტმუსი ერქვა მწყემსი ფიქრებში ჩაძირული ადამიანი იყო მარტოდმარტო
ცხოვრობდა ხეებსა და მდელოებს შორის და ფიქრობდა-ისეთი მომხიბლავი არსება
იყო რომ მთვარეს გაგიჟებით შეუყვარდა – რაღაცნაირად ასე მოხდა; და როცა მას
ბალახებში ეძინა, მთვარე ჩამოდიოდა ზეციდან და დიდხანს ტკბებოდა მისი
მზერით; ბოლოს და ბოლოს მთვარემ თავი ვეღარ შეიკავა, ხელში აიტაცა ვაჟი და,
ვიდრე მწყემსი სიზმრებში იყო გახვეული,

ლეტმუსის მთის წვერზე აიყვანა-მაგრამ ეს და სხვა მშვენიერი ზღაპრებიუხსოვარი


დროიდან რომ გადმოგვცემია იმ მშვენიერი საბერძნეთიდან,

თუ არ წაგიკითხავს, შემატყობინე და უფრო ვრცლად მოგიყვები, სხვებსაც გიამბობ,


ასევე მშვენიერ ზღაპრებს.

ჩარლზ ბრაუნს,

რომი, ხუთშაბათი 30 ნოემბერი 1820 წ.

ძვირფასო ბრაუნ,

ახლა ყველაზე უფრო წერილის წერა მიჭირს. კუჭი საშინელ დღეში მაქვს, ისე, რომ
წიგნის გადაშლაც კი მიძნელდება – და მაინც გაცილებით უკეთესად ვარ, ვიდრე
კარანტინის დროს ვიყავი. ამას გარდა,არ მინდა ინგლისზე სხვებისაგან შევიტყო
ყველაფერი, რაც მაინტერესებს. ისეთი გრძნობა ამეკვიატა, თითქოს ამ ქვეყნიური
ცხოვრება დამესრულებიმოს და სიკვდილის შემდეგ ვარსებობდე. ღმერთმა უწყის
როგორ ხდება ეს – მაგრამ ასე მგონია – რაც არ უნდა იყოს, ამაზე არ უნდა
ვილაპარაკო. მე ალბათ ბედჰემტონში ვიყავი, როცა ჩიჩესტერიდან ვწერდით – რა
სამწუხაროა – ეს იყო ჩემი ბედის ვარსკვლავი! და მდინარეზე გადავიდოდი!
ვერაფერს გიპასუხებთ იმ წერილზე, ნეაპოლიდან რომში რომ დამეწია. რადგან მისი
ხელახლა წაკითხვა მეშინია. გონება ისე მაქვს არეული, არ შემიძლია მეგობრის
ნაწერის ნახვა, რომელიც ისე მიყვარს, როგორც თქვენ მიყვარხართ. თუმცა ცოტ–
ცოტას ცხენზეც ვჯდები და კარანტინის დროსაც კი, როცა ყველაზე უარესად ვიყავი,
რაღაც განწირულებით ერთ კვირაში მეტი კალამბური შევთხზე, ვიდრე სხვა დროს
ერთ წელიწადში მოვახერხებდი. ჩემთვის ერთი გაფიქრებაც კი მომაკვდინებელია;
კარგად ვიყავი, ჯანმრთელად, საღად და ასე შემდეგ, ვსეირნობდი მასთან ერთად და
ახლა – ცოდნა იმისა, თუ რა განსხვავებაა სინათლესა და ჩრდილს შორის,
ლექსისათვის აუცილებელი მთელი ეს ინფორმაცია (პრიმიტიული გაგებით) კუჭის
გამოჯანმრთელების დიდი მტერია. თავს გაბეზრებთ; მაგრამ მთელი თქვენი
ფილოსოფია უნდა მოიკრიბოთ და აიტანოთ, ისევე, როგორც მე ვიქცევი, მართლაც,
სხვაგვარად როგორ ვიცოცხლებდი? ექიმი კლარკი ჩემდამი ძალზე ყურადღებიანია;
მეუბნება, ფილტვებს არ უშავს, მაგრამ კუჭი მძიმე დღეშიაო. ჯორჯისაგან კარგ
ამბებს აღარ მოველი, ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ჩვენ ყველა ახალგაზრდები
დავიხოცებით. რეინოლდსისათვის ჯერ არ მიმიწერია, რასაც ალბათ დიდ
უყურადღებობაში ჩამომართმევს; როგორ მინდოდა მისთვის კარგი ამბავი
შემეტყობინებინა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ და წერილის დაწერა ამიტომაც
გადავდე კვირიდან კვირამდე. თუ გამოვჯანმრთელდი, ყველაფერს ვიღონებ, რომ
ავადმყოფობის დროს ჩადენილი შეცდომები გამოვასწორო; თუ ვერა და, ყველა
დანაშაული მეპატიება. სევერნი კარგადაა, თუმცა ჩემთან მოწყენილია. ყველა
მეგობარი მომიკითხეთ, ჰესლამს გადაეცით, ლონდონიდან ისე რა წამომიყვანდა,
თქვნ რომ არ დაგმშვიდობებოდით მთელი სულითა და გულითო. როგორც კი ამ
წერილს მიიღებთ, იქნებ ჯორჯს მისწეროთ და ჩემი ამბავი გააგებინოთ. ჩემს დასაც
მისწერეთ – იგი ჩემს წარმოსახვაში ლანდივით დაბორიალობს – ის ხომ ძალზე ჰგავს
ტომს. კინაღამ ნახვამდის გითხარით. ყოველთვის საშინელი დამშვიდობება ვიცოდი.

გფარავდეთ ღმერთი.

ჯონ კიტსი

You might also like