You are on page 1of 6

ხელოვნება და არაცნობიერი ფანტაზია

მოდის დიზაინი(ტყავი) IIკურსი

ოფელია ნასიბოვა
ფროიდი ამბობდა, რომ ფანტაზია არის დაცვა მოგონებებისაგან და იგი
წარმოადგენს ფსიქიკურ ფასადს, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ
გადაკეტოს მიმავალი გზა მოგონებებისკენ. ფანტაზია შედგება
არაცნობიერისურვილისგან და წარმოადგენს ლოგიკური ფიქრის
მუშაობის შედეგს, რომელშიც შენიღბულია გამოხატულება და
წარმოსახვაში დაკმაყოფილებულია ინსტიქტური სურვილები. ფანტაზია
წარმოადგენს მეორადი პროცესების ფორმირების შედეგს. სწორედ ეს
არის ნორმალური რაციონალური ლოგიკური აზროვნება რომელიც
უკავშირდება ქვეცნობიერ და ცნობიერ სისტემებს. ფანტაზია
მოგვიანებით წარმოქმნილი ფემომენია, რომელშიც რეალობის
პრინციპები და ლოგიკური ფიქრის უნარი მყარად არის
წარმოდგენილი.ცნობიერი ფანტაზიის შემთხვევაში ფანტაზია, დღის-
ოცნება ნაცნობია რომ არ ახდება. როდესაც წარმოდგენილი
დაკმაყოფილებული ფანტაზია მიუღებელია ცნობიერებისთვის,
განიცდის რეპრესიას და გადაიქცევა არაცნობიერ ფანტაზიად.

ფროიდისთვის რთული იყო ზუსტად განესაზღვრა ურთიერთქმედება


ინსტიქტსა და ფანტაზიას შორის. ერთი მხრივ ფანტაზია, რომელიც
დაქვემდებარებულია სიამოვნების პრინციპზე, დაირთავს იმ
სურვილებს, რომელიჩ ინსტიქტიდან მოდის. მეორე მხრივ კი რაღაცა
ტიპის ინსტიქტები უშუალოდ დაკავშირებულია ფანტაზიასთან.

ფროიდი ამბობდა, რომ არაცნობიერი ფანტაზია დაკავშირებულია


პათოლოგიასთან, მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ეს არაცნობიერი
ფანტაზია წარმოადგენს ნაბიჯს სიმფტომის ჩამოყალიბებასა და
მხატვრული შემოქმედებას შორის.ფროიდის ნაშრომებში ჩანს მისი
დამოკიდებულება არაცნობიერ ფანტაზიის მიმართ, რომელესაც
განიხილავს, როგორც კუნძულს ზღვაში.

ყველა ფანტაზიური აქტივოდა ეკუთვნის ეგოს და განსხვავებული


ფანტაზირებული აზრი ძირითადად ეკიდება ადრეული ეგოს
განსხვავებულ აზრს.სიცოცხლის დასაწყისში ეგო განიცდის
მღელვარებას, ქმნის ობიექტთან ურთიერთობებს რეალობასა და
ფანტაზიაში და იყენებს პრიმიტიულ დაცვებს.
ფანტაზია რა თქმა უნდა დაკავშირებულია დაცვის ფუნქციასთან.
შეცვლილი ფაქტი ფანტაზიაში არის დაცვა მტკივნეულად აღქმული
რეალობისგან. ფროიდის ადრეულ თეორიაში ფამტაზია იყო დაცვა
მოგონენისგან, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ ფანტაზია ასევე შეიძლება
გამოყენებული იყოს როგორც დაცვა მტკივნეული რეალობისგან.

სიმბოლიზმი.

ფანტაზია და სიმბოლოზმი არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და


ერთმანეთზე ურთიერთქმედებანი. ფროიდმა გვიჩვენა, რომ ისტერიულ
სიმპტომს აქვს მნიშვნელობა და იგი გამოიხატება იმასი, რომ მათ აქვთ
სიმბოლური გამოხატულება, რომლის საფუძველშიც რეპრესირებული
ფანტაზია დევს.ფროიდმა თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა
სიმბოლოების გაგებას, რომელიც გაზდევს მის შემოქმედებას, რომელშიც
ჩანს არაცნობიერი სიმბოლოების როლი ისტერიული სიმპტომების
ჩამოყალიბებაში და ასევე სიზმრებთან მუშაობის დროს, სადაც ხდება
სიმბოლოების ფორმირება.ფროიდის თეორიაზე დაყრდნობით, ჯონსმა
ნაშრომში „სიმბოლიზმის თეორია’’: მოგვცა დიფერენციაცი არაცნობიერ
და ცნობიერ სიმბოლიზმებს შორის:
1: სიმბოლოები ახდენენ იმის რეპრეზენტაციას, რაც არის
რეპრესირებული ცნობიერიდან და სიმბოლიზაციის მთელი პროცესი
გადასულია არაცნობიერში.
2: ყველა სიმბოლოები ახდენენ რეპრეზენტაციას მე-სი და სისხლით
ნათესაური კავშირის და ასევე გამოხატავენ დაბადების, სიკვდილისა და
სიცოცხლის ფენომენებს.
3: სიმბოლოებს აქვთ მუდმივი მნიშვნელობა. ზოგი სიმბოლო შეიძლება
იქნეს გამოყენებული რომელიმე რეპრესირებული იდეის გამოსახატავად,
მაგრამ სიმბოლოებს აქვთ როგორც ვთქვით მუდმივი მნიშვნელობა და
არის უნივერსალურნი.
4: სიმბოლოები წარმოიქმნება როგორც ინტრაფსიქიკური კონფლიქტის
შედეგად რეპრესირებული ტენდენციებისა და რეპრესიას შორის: ის რაც
რეპრესირებულია არის სომბოლიზირებული და ის რაც
რეპრესირებულია საჭიროებს სიმბოლიზაციას.

ფროიდი იყენებდა არაცნობიერ სიმბოლიზმს იმისთვის, რომ აეხსნა


მხატვრობის მუშაობა. აქედან გამომდინარე გვაქვს ფუნდამენტალური
დიფერენციაცია, რომ სიმბოლიზმი მოცემულია სიმპტომებში და
გამოხატულია მხატვრობის მუშაობაში.იგი აღნიშნავდა, რომ
არაცნობიერი ფანტაზია საფუძველში დევს ორივე შემთხვევაში, მაგრამ
იგი სვამდა კითხვას: მათი გამოხატვა ხდება მარტო სიმბოლური გზით?
სიმბოლიზმზე ახალი შეხედულებები მოგვცა კლაინმა ბავშვებთან
მუშაობის შედეგად. მან ხაზი გაუსვა, რომ ბავშვების თამაშში არის
სიმბოლური გამოხატულება რომლის საფუძველშიც დევს არაცნობიერი
კონფლიკტები, სურვილები და ფანტაზიები. მან ასევე განიხილა
ბავშვებში ინტელექტუალური აკრძალვერბი და სიმბოლოებს მიანიჭა
მნიშვნელობა ინტელექტუალური განვითარების პროცესში. კლაინი
ინტელექტუალურ აკრძალვებს უთანაბრებდა სიმბოლური ფუნქციის
აკრძალვას. ასევე მან ყურადღება გაამახვილა აგრესიაზე და შედეგზე
მღელვარებასა და დანაშაულის სახით. მან დაინახა მღელვარება და
დანაშაული სიმბოლური ფორმირების მთავარ ძალას რომ წარმოადგენს.
ბავშვებში ინსტიქტები და აგრესია ზრდის სურვილს და ფანტაზიას
გამოიკვლიოს დედის სხეული. მღელვარება და დანაშაული ეკუთვნის
აგრესიულ კომპონენტებს, რომელიც კვებავს სიმბოლური
მნიშვნელობების სამყაროს. თუ ეს მღელვარება დიდია, მაშინ მთელი
პროცესი იქნება აკრძალული.

კომუნიკაციისთვის სიმბოლოების გამოყენება არის ბაზა ვერბალური


ფიქრისა, რომელშიც კომუნიკაცია ხდება სიტყვების გამოყენებით. არა
მხოლოდ ინტერნალური კომუნიკაცია არის ვერბალური ფიქრი, არამედ
ყველანაირი ვერბალური ფიქრი არის ინტერნალური კომუნიკაცია
სიმბოლოების საშუალებიოთ. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ
დეპრესიული პოზიცია თავისუფალი იყოს კონკრეტულუ
ელემენტებისგან. მხატვრობაში გამოხატულია კონკრეტული
სიმბოლური ელემენტები. და დეპრესიული პოზიციის მიღწევა იმაში
მდგომარეობს, რომ მას აქვს ინტეგრაციის უნარი, რომელშიც ჩართულია
პრიმიტიული ასპექტები და შესაბამისად პრიმიტიული სიმბოლოები.

დეპრესიული პოზიცია.

როდესაც მხატვრის სურვილია შექმნას რაღაც,რაშიც გამოხატული


იქნება ის ღრმა განცდები, რომლებიც მისში სამყაროს ქმნიან, იწვევს
დეპრესიული პოზიციის ღრმა განცდებს და რაც მის შინაგან სამყაროს
არღვევს. ეს არის მხატვრისთვის მთავარი- ახალი სამყაროს შექმნა.როცა
ვკითხულობთ რაიმე ამაღელვებელ ნოველას, ან ვუცქერთ რომელიმე
მხატვრის ნამუშევარს, ან ვუსმენთ მუსიკას - ჩვენ ვეფლობით სრულიად
ახალ სამყაროში.ფროიდი აღნიშნავდა, რომ ობიექტის თავიდან
მოშორება არ მოხდება მისი ინტერნალიზაციის გარეშე.ეს
ინტერნალიზაცია იღებს ობიექტს, როგორც ფსიქიკური რეალობის
ნაწილს და ეს ის რეალობაა, რომელშიც მხატვარი ქმნის თავის
წარმოდგენებს. თუ ეს მენტალური კომბინაცია საშუალებას მოგვცემს
მოვახდინოთ მასთან იდენტიფიცირება და ასე ვთქვათ დავუბრუნდეთ
ცხოვრებას, მაშინ ეს პროცესი შეძლებს რომ ახსნას კმაყოფილების
განცდა და აწიოს ესთეთიკური გამოცდილების დონე. ეს კი საშუალებას
მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ შექმნის პროცესში.მანამ სანამ ფროიდი
აღმოაჩენდა შთაგონებისა და ფანტაზიის სივრცეებს, განსაკუთრებით
ოიდიპური მითის შესახებ, იგი წააწყდა ორ მთავარ პრობლემას:
შემოქმედებითი იმპულსის ბუნებას და იმას, რომ მხატვარი შეპყრობილი
და დაკავებულია პუბლიკით. აქ საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ეს ორივე
ერთმანერთთან არის დაკავშირებული.რა თქმა უნდა, ყოველ მხატვარს
აქვს ინდივიდუალური ტექნიკა და საკუთარი განსაზღვრული
პრობლემები და ემოციები. და სხვადასხვა დროს, მუშაობის სხვადასხვა
პროცესში იგი გამოხატავს სხვადასხვაგარ წახნაგოვან გამოცდილებებს .
ფროიდის იდეა, რომ მხატვარის მიზანია გამოიწვიოს მისი შემოქმედების
დამთვალიერებელში იგივე არაცნობიერი განცდების კომბინაციები,
რომელშიც მოტივირებულია მისი შემოთავაზებები, სადაც ემოციებს
უნდა ჰქონდეთ ყველასთვის საერთო რაღაც, რასაც ჩვენ ესთეთიურ
გამოცდილებას ვეძახით- უეჭველია. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, მაშინ
ეს სპეციფიკური კომბინაცია ეკუთვნის იმ სიღრმეებს, რომელშიც
ოიდიპური კონფლიქტების რეზოლუცია ხდება. იგი ასევე დაირთავს
ადრეულ ოიდიპურ კომბინაციებს. აგვარად ეს პროცესი შეიცავს ამ
ორივე კონფლიქტს და ამ რეზოლუციის შემდგომ რეპარაციის
მცდელობაც. თუ შევეხებით ესთეტიკურ კატეგორიებს, როგორიცაა
მშვენიერება და უშნოობა, იგი მოგვეხმარება განვსაზღვროთ ისინი.
მშვენიერებაში მოისაზრება ჰარმონია, რიტმულობა, მთლიანობა.
ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა რიკმანმა და შარპემ განმარტეს
მშვენიერებისა და უშნოობის განსაზღვრელი პრობლემები.რიკმანი
ლაპარაკობდა უშნოობის ბუნებაზე და შემოქმედების იმპულსებზე,
ხოლო შარპემ ყურადღება გაამახვილა სუბლიმაციასა და ილუზიის
პროცესებზე.შარპესთვის უშნო ნიშნავს დანგრეულს, არარიტმულს და
დაკავშირებულია მტკივნეულ განცდებთრან. ხოლო მშვენიერება
უკავშირდება რიტმს სადაც არის კარგი გამოცდილება რიტმული წოვის
დროს, დამაკმაყოფილებელი ნაკლოვანება და სექსუალური
ურთიერთობა.
რაც არ უნდა იყოს ეს ავტორები ამბობენ, რომ მშვენიერება ეს არის
ესთეტიკური დაკმაყოფილება, თუმცა ეს ესე არ უნდა იყოს, რადგან
ესთეტიკური გამოცდილება წარმოადგენს განსაზღვრულ კომბინაციას,
რომელშიც არის რაღაც უშნო და რაღაც მშვენიერი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ უშნო-ში მოისაზრება ბევრი რაღაც. როდენი


უშნო-ს უწოდებდა ასევე ემოციურ უშნოებას, როგორიცაა მედიდურობა,
ღალატი, მამის მკვლელობა, დედის მკვლელობა. და ასევე ინდივიდუალ
განადგურებას და მონაწილეთა სიკვდილს. აქ არის მყარი
დესტრუქციული ძალების გამოვლინება, თუმცა აქ არის მშვენიერებაც,
რომელშიც გამოხატულია შინაგანი თანამიმდევრობა და
ფსიქოლოგიური რწმენა ამ კონფლიქტში დესტრუქციული ძალების
გამოსახატავად და გარდაუვალი დასასრული. აქ არის ასევე
კონტრბალანსი ძალადობისა და მისი საპირისპირო ფორმებს შორის. ეს
ფორმები კი შეიცავს იმ განცდებს, რომლებიც არიან
დაუოკებელნი.სწორწდ ეს არის ის მაგიური ჯოხი, რომელსაც როდენის
თქმით შემოქმედი იყენებს უშნოს ტრანსფორმირებისთვის
მშვენიერებაში.

You might also like