You are on page 1of 1

ალჟირი

1
ალჟირი (არაბ. ‫اﻟﺟزاﺋر‬, ბერბ. ⴷⵣⴰⵢⴻⵔ), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული
რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის
კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა. ალჟირი არის არაბული
ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.
მოსახლეობა - 34 895 000 (2009), მათ შორის ალჟირელი არაბი 80 %, ბერბერი 20 %.
ბერბერები ალჟირის ძირძველი მოსახლეობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს თავისი ენა და
კულტურა ძირითადად უდაბნოსა და ძნელად მისადგომ რეგიონებში.
სახელმწიფო ენა: არაბული. სხვა ენები - ფრანგული და ბერბერული.
რელიგია: ისლამი (სუნიზმი).

2
ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია,
დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი,
სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი
დაახლოებით 2 400 000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქი – ალჟირი.
ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ
აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2 381 740 კვ. კმ. ტერიტორიის
80 % უდაბნოს უჭირავს
3

ქალაქები (ათ.): ორანი (752), კონსტანტინი (530), ბატნა (278), ანაბა (246).

• ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;


• ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, XI ს.).
• სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
• სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz
BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი
(Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
• საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).

5
1950-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლის ექპორტით
ზღვით ხდება საფრანგეთსა და იტალიაში.

• რესურსები: ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, ურანი, ტყვია, თუთია.
• ექსპორტი : ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ზეთისხილი, ღვინო.
• ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1720 $.
• ვალუტა: ალჟირული დინარი (DZD).

You might also like