You are on page 1of 2

ეთიოპია (ეთიოპ.

ኢትዮጵያ, ორომოს ენა — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც


აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993
წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური
სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა (ამჰ. የኢትዮጵያ
ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ, ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 109
მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით 2018 წლის მონაცემებით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ
აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე.
დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერიტრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და
სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია
სამხრეთიდან.
ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი
სახელმწიფოა მსოფლიოში.
ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა
ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი.
ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და
წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. მისი დედაქალაქი
ადისა აბაბა ემსახურება აფრიკის კავშირის, პან – აფრიკული სავაჭრო და სამრეწველო
პალატის, გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის, აფრიკის სარეზერვო ძალებისა და
გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ ოფისებს. 1970-80-იან წლებში
ეთიოპიამ განიცადა სამოქალაქო კონფლიქტები და კომუნისტური წმენდა, რამაც შეაფერხა
მისი ეკონომიკა. მას შემდეგ ქვეყანამ შეძლო ძალების აღდგენა და 2010 წლის
მდგომარეობით ყველაზე დიდი ეკონომიკა (მშპ-ს მიხედვით) აქვს აღმოსავლეთ აფრიკაში ,
ასევე რეგიონში ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს. [3][4][5] მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, იგი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სიღარიბის გარდა , ეთიოპია ემუქრება
შიმშილი, კორუფცია, სუსტი ინფრასტრუქტურა და ადამიანის უფლებებისადმი
უპატივცემულობა და ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობით
(გაუნათლებლობის მაჩვენებელი 51%), [6]რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით.
ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა
რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელწოდება მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან, რომელიც გეეზიდან ʾĪtyōṗṗyā
(ეთიოპიური) წარმოიშვა (ძვ. ბერძნ. Αἰθιοπία ან ძვ. ბერძნ. Αἰθίοψ „ეთიოპი“), რაც ნიშნავს
„ადამიანს დამწვარი/გარუჯული (მზეზე) სახით“.[7] IV საუკუნის ზოგიერთ აქსუმურ წარწერებზე
უკვე გამოიყენება ტერმინი — ეთიოპია.
ევროპულ კულტურაში, ეთიოპია დიდი ხნის განმავლობაში უპირატესად ცნობილი იყო ,
როგორც აბისინია, ძველქართულად „აბაშეთი“[8]. ეს სემიტური წარმოშობის სახელწოდება,
სათავეს იღებს არამიული ეპიგრაფიული ḤBŚT-სგან (ჰაბაშატი) და ნიშნავდა აქსუმის მეფის
არააქსუმელ ქვეშევრდომებს, შემდგომში ასე (მათ შორის არაბულად ) უპირატესად
უწოდებდნენ ეთიოპიის სემიტურ მოსახლეობას (ამჰარები, ტიგრები, ტიგრაი), რომლებსაც
ისტორიულად ეკავათ წამყვანი პოზიციები ქვეყნის ელიტაში. არაბულად „ჰაბაშ “ ნიშნავს
„შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს. ჩვენ დროში
სახელწოდება, რომელიც სიტყვა აბისინიას ენათესავება, გამოიყენება თურქულ (თურქ.
Habeşistan) და არაბულ ენებში (ალ-ჰაბაშ). სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი სახელწოდება ჰაბაში
გამოიყენებოდა ივრითში. ევროპულ კულტურაში ტერმინი აბისინია 1945 წლის შემდეგ
გამოვიდა ხმარებიდან.

You might also like