Professional Documents
Culture Documents
Asl
Asl
ფართობით აფრიკა მეორე კონტინენტიამსოფლიოში კონტინენტს
აღმოსავლეთიდან ინდოეთის ხოლო დასავლეთიდან ატლანტის ოკეანეები
საზღვრავს. ევროპისგან მას ჰყოფს
14 კილომეტრის სიგრძის გიბრალტარის სრუტე ხმელთაშუა
ზღვა, აზიასა და აფრიკას შორის კი საზღვარი გადის სუეცის არხზე, წითელ
ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე. აფრიკის ფართობია 30 221 532 კმ²,
კონტინენტის 3 უდიდესი ქვეყანაა: სუდანი — 2,5 მლნ. კვ. კმ, ალჟირი — 2,3
მლნ. კვ. კმ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (კდრ) — 2,3 მლნ. კვ. კმ.
აფრიკა მოსახლეობის რაოდენობით (1 000 010 000 ადამიანი) ჩამორჩება
მხოლოდ აზიას. სხვა კონტინენტებთან შედარებით სიმჭიდროვე დაბალია — 26
კაცი 1 კვ კმ-ზე.
2
რელიგია
ე. წ. „მსოფლიოს რელიგიებს” (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი) დასაბამი
აზიაში მიეცათ. დღეს აზიაში ძირითადად გავრცელებულია:
•ბუდიზმი დღეს უმთავრესად გავრცელებულია ინდოჩინეთის ქვეყნებსა და
შრი-ლანკაზე, ჩინეთში ის არსებობს კონფუციანელობასა და დაოსიზმთან
ერთად, კორეაში — კონფუციანელობასთან ერთად, იაპონიაში -
შინტოიზმთან ერთად. ლამაიზმის ფორმით ბუდიზმს აღიარებენ მონღოლეთსა
და ტიბეტში.
•ინდუიზმი ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე, ნეპალში,
პაკისტანში და კუნძულ ბალიზე ინდონეზიაში.
•ისლამის გავრცელების არეალია არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, შუა
აზია, თურქეთი, ერაყი, სირია, პაკისტანი, ინდონეზია, მალაიზია. აღიარებენ
სხვა ქვეყნებშიც. •შინტოიზმი ძირითადად მხოლოდ იაპონიაშია
გავრცელებული.
•ჯაინიზმი უმთავრესად ინდოეთშია გავრცელებული.
•დაოსიზმი გავრცელებულია ჩინეთში.
•სიქიზმი უმთავრესად გავრცელებულია ინდოეთის პენჯაბის შტატში.
•ზოროასტრიზმს ჰყავს მცირერიცხოვანი მიმდევრები ირანსა და სამხრეთ
აზიაში.
•ქრისტიანობა ძირითადად გავრცელებულია საქართველოში, სომხეთში,
კვიპროსზე, ლიბანში, რუსეთის აზიურ ნაწილსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
•იუდაიზმი მიეკუთვნება ეროვნულ რელიგიათა ჯგუფს და იგი გავრცელებულია
ისრაელში.
3
ფაუნა
აზიის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. მისი უდიდესი ნაწილი შედის
პალეარქტიკის ოლქში, ტროპიკული აზია — ინდომალაის ოლქში. არაბეთის
უკიდურესი სამხრეთი ნაწილი განეკუთვნება ეთიოპიის ოლქს, ხოლო მცირე
ზონდის კუნძულები — ავსტრალიის ოლქს. მრავალ სახეობას უზარმაზარი
არეალი უკავია. ზოგიერთი (მგელი, მელა და სხვა) თითქმის მთელ მთელ
კონტინენტზე ან მის უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, ენდემური ოჯახების
რაოდენობა კი მეტად
უმნიშვნელოა. ენდემურია: ძუძუმწოვრებიდან — ფრთამატყლიანისებრნი,
ბამბუკის
დათვისებრნი, გრძელტერფასებრნი, გიბონისებრნი; ფრინველებიდან —
რქანისკარტასებრნი, ულვაშა წიწკანასებრნი, ფოთლის ფრინველისებრნი;
ქვეწარმავლებიდან - კუდფარიანი გველისებრნი, დიდთავა კუსებრნი;
ამფიბიებიდან
4
5