You are on page 1of 3

აბულაძე

სამხრეთ ამერიკა კონტინენტი რომელიც განთავსებულია დედამიწის


დასავლეთ ნახევარსფეროსა და ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში.

 სამხრეთ ამერიკას სახელი ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად დაერქვა.

კონტინენტს  სამხრეთით და დასავლეთით წყნარი, ხოლო


ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანეები ესაზღვრება.
მის აღმოსავლეთით განთავსებულია აფრიკა და ავსტრალია,
ჩრდილოეთით-ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილო აღმოსავლეთით -
ევრაზია, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით - ანტარქტიდა.

სამხრეთ ამერიკის ფართობია 17 840 000 კმ², მისი მოსახლეობა 2005


წლისთვის შეადგენდა 371 000 000 ადამიანს. ეს კონტინენტი
ფართობით მეოთხეა აზიის, აფრიკისა და ჩრდ. ამერიკის შემდეგ და
მოსახლეობით მეხუთე (აზიის, აფრიკის, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის
შემდეგ).

ამ კონტინენტზე განთავსებულია შემდეგი სახელმწიფოები: ვენესუელა,


კოლუმბია, ეკვადორი, გაიანა სურინამი, პერუ, ბრაზილია, ბოლივია,
პარაგვაი, არგენტინა, ჩილე და ურუგვაი.

რელიეფის ხასიათის მიხედვით სამხრეთ ამერიკას ორ ნაწილად ყოფენ:


მთიან დასავლეთად , სადაც მსოფლიოში უგრძესი ანდების ახალგაზრდა
ნაოჭა მთების მერიდიანული სარტყელია გადაჭიმული და ვაკე
აღმოსავლეთად .

აფციაური
კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე,
გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-
აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა
და მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი
მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-
დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის სანაპიროზე
გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება
უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმე ქედისაგან.
ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები)
დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების
მონაცვლეობა.

ეკვადორში მთათაშუა
ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა
ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის
ძველ ნატბეურ პლატოებს.

 სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის და პატაგონიის ანდები.


ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია,
ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად
— არქიპელაგად გადაიქცევა.

გიორხელიძე
კონტინენტის უმთავრესად დაბალ განედებში მდებარეობა
განაპირობებს მზის სითბოს დიდი რაოდენობით მიღებას.

სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ჰაერის


საშუალო თვიური ტემპერატურა 20-28 °C შორის მერყეობს
პატაგონიაში ზაფხულში10 °C-მდე ეცემა, პამპაში ზამთარში 6-10 °C-
მდე, ხოლო უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი 1 °C-მდე.

მაღალმთიან ზეგნებსა და სამხრეთ ნაწილში


მინიმალური ტემპერატურა −30 °C-მდეა. ჰაერის მასების ეკვატორული
პასატურ-მუსონური ცირკულაცია იწვევს ოკეანიდან კონტინენტის
სიღრმეში თბილი და ნოტიო ჰაერის შეჭრას, რაც ანდების აღმოსავლეთ
კალთებამდე ვრცელდება და განაპირობებს ნალექების სიუხვეს.

ეკვატორული სარტყელი მოიცავს ამაზონის დაბლობის დიდ ნაწილს,


სადაც მუდმივად ნოტიო და ცხელი ჰავაა. დასავლეთ
ნაწილში — ანდებში — მთის ეკვატორული ჰავაა. სუბეკვატორულ
სარტყელში ზაფხული ცხელი და ნოტიო იცის, ზამთარი — თბილი და
მშრალი.

You might also like