You are on page 1of 1

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა

ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. ნაპოლეონის სამხედრო კარიერა


1785 წელს დაიწყო. არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. .1793 წელს
ნაპოლეონმა პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა, როდესაც საფრანგეთის
რევოლუციურმა არმიამ, კაპიტან ბონაპარტის მეთაურობით იერიშით
აიღო ინგლისელებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ დაკავებული ტულონი.
1796 წლის 11 მარტს  ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა
საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა,
რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის
სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა. 1796 წლის
12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის 10 მაისს ლოდისთან მან
დაამრცხა ავსტრიის ძალები, განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა
პაპის მცირე ტერიტორიებიც. კრიზისი პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს,
როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა.
კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების
მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა გაანადგურეს ნაპოლეონის
მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი
საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ. საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ
უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.
ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი
მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი სასწაულებრივად
დაუსხლტა ხმელთაშა ზღვაში ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.
საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა
ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად
საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა
როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა.
მოკავშირეებმა ომი განაახლეს 1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან
ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. დატყვევებული
იმპერატორი ინგლისელებმა წმინდა ელენას კუნძულზე (ატლანტის ოკეანე) გადაასახლეს
და მიუვლინეს ზედამხედველი. შვიდი წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და
პატარა ბაღი. 1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი
ვერსიით, იმპერატორი, მამამისის მსგავსად, კუჭის კიბომ შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით
ბრიტანელებმა მოწამლეს ვერცხლისწყლით.

You might also like