You are on page 1of 3

ტფილისის გუბერნიის გლეხკაცობა,  ჩვენდა სასიხარულოდ და სხვათა სამაგალითოდ, ამ

შეერთების გზას დასდგომია. მას განუზრახავს და ბევრგან განზრახვაც განუხორციელებია,


რომ პურის ერთმანეთში გაწერით საზოგადო ქონება გაიჩინონ და ეს ქონება თავის დროზედ
მოახმარონ მიწების შესყიდვას, ადგილ-მამულების შეძენას,  მიწათმოქმედების განკარგებას,
სარწყავ წყლების გამოყვანას, სკოლების დაარსებას, კაი ჯიშის საქონლის მოშენებას და
გამრავლებას, სამეურნეო მანქანების შეძენას და სხვა ყოველგვარ ღონისძიებას, რომელიც
შორიდამ თუ ახლოდამ ხელს უწყობს სოფლური მეურნეობის წარმატებას. ამ წელიწად-
ნახევარში ამ გზით აქაურმა გლეხკაცობამ ნახევარ მილიონზე მეტი შეძლება მოიგროვა ისე
უტკივარად და შეუწუხებლად, რომ არც-კი არავის შეუმჩნევია ეს ასეთი
დიდმნიშვნელობიანი  მოძრაობა  გლეხკაცობისა.

ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ფული ფულთან მიდისო. ჩვენ, ქართველები, უფულონი


ვართ და თუ აგრეა, რამღა უნდა გვიშველოს? სადღაა და რაშიღაა ხსნა?
    ჩვენი დღევანდელი თავში საცემი საკითხი სწორედ ეს არის და სხვა არა-რა. ამას უნდა
შევალიოთ ყოველი ჩვენი სულიერი და ხორციელი ღონე და გზა ხსნისა როგორმე
გავიგონოთ, გავითვალისწინოთ.

ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვანი მამაკაცნი და დედაკაცნი `ვეფხის-ტყაოსანისა“,


ყველაზედ უწინარეს ადამიანები არიან და, მაშასადამე, ზოგად ადამიანის ბუნების
მიხედვით შექმნილნი და აგებულნი... აი თუნდა ავიღო ლექსის ავტორის მიერ თითქმის
`ვეფხის-ტყაოსნის” პერსონაჟებში ზოგადკაცობრიული თვისებების დანახვას რომ
ასწავლიდნენ, პირველ გაკვეთილებს რომ უტარებდნენ `ვეფხის-ტყაოსნის~ ზოგად-
კაცობრიული მნიშვნელობის შესახებ ილია ჭავჭავაძეს საკუთარი დედა და მამიდა, უნდა
ვივარაუდოთ, რომ ისინი თვით პოემაში ჩადებული ღრმა აზრების შეცნობისკენ თანდათან
მისვლის მეთოდიკას, გზებსა და საშუალებებსაც ასწავლიდნენ. ვვარაუდობ, ყოველივე ეს
ილია ჭავჭავაძემ აღწერა `გლახის ნაამბობში~, სადაც გაკვეთილს უტარებენ არა დედა და
მამიდა, არამედ მღვდელი, `ვეფხის-ტყაოსნის~ შესახებ გაკვეთილზე მოსწავლის
(მსმენელის) სახით არა პატარა ილია ჭავჭავაძე, არამედ ქალაქში მოჯამაგირედ მდგომი
გაბრიელი”
გაბრო, რომელიც სოფლის მღვდელთან სწავლობდა წერა-კითხვას, სულ მოკლე ხანში კარგს
წარმატებას მიაღწია, წიგნი კარგად დაისწავლა და ერთს დღესაც მღვდელი ეუბნება:
`შენა, ჩემო გაბრიელ, ერთი კაი წიგნი მინდა გაჩუქო”.
ადგა, გამოაღო პატარა თახჩის კარი და გადმოიღო ერთი დაბეჭდილი წიგნი.

ტყუილმა ისე არსად არ იჩინა თავი, როგორც ჩვენებურ ღვინის კეთების საქმეში.
აქ არამც თუ უცხო ქვეყნელები გზა-კვალს გვირევენ, თითონ ჩვენებიც კი, მათი სახელით და
სიტყვით ბრმად გატაცებულნი და ფეხის ხმის ამყოლნი, იმათზედ უარესად გვხვევენ
მჩვარში. ჩვენნი შინაურნი ოსტატები ბრძანებენ, რომ ჩვენებური ღვინის კეთება გროშად არა
ჰღირსო; ჩვენ არ ვიცით ვერც ერთნაირის და გამძლე ღვინის კეთება, ვერც შამპანურისა,
ვერც კონიაკისა და სხვა ამგვარ დიდფასიან სასმელებისაო. საზღვარგარეთ კი, მეცნიერების
შემწეობით, ერთნაირს გამძლეს ღვინოს აკეთებენ, შამპანურს, კონიაკს და სხვა ამისთანა
სასმელებს ხომ რაღა თქმა უნდაო.

  აქედამ, ამ აზრებიდამ წამოსულნი ჩვენი შინაური ოსტატები ჰცდილობენ როგორმე


მოგვარჯულონ, ღვინის კეთება შეგვაცვლევინონ ევროპიელთა მიხედვითა და ამ ცდას
მორჯულებისას დიდ სამსახურად გვითვლიან. რასაკვირველია, ეს ჩვენი თავისიანები
თავისით არ-რას ამბობენ. ესენი შეგირდები არიან უცხო ქვეყნელ ოსტატებისა, და რაც
მათგან გაუგიათ, განუსჯელად გაუზეპირებიათ, და ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ მათი
ოსტატები შესაძლოა სტყუოდნენ, შესაძლოა მათმა ოსტატებმა ბევრი არა იცოდნენ რა.
ტფილისის გუბერნიის გლეხკაცობა,  ჩვენდა სასიხარულოდ და სხვათა სამაგალითოდ, ამ
შეერთების გზას დასდგომია. მას განუზრახავს და ბევრგან განზრახვაც განუხორციელებია,
რომ პურის ერთმანეთში გაწერით საზოგადო ქონება გაიჩინონ და ეს ქონება თავის დროზედ
მოახმარონ მიწების შესყიდვას, ადგილ-მამულების შეძენას,  მიწათმოქმედების განკარგებას,
სარწყავ წყლების გამოყვანას, სკოლების დაარსებას, კაი ჯიშის საქონლის მოშენებას და
გამრავლებას, სამეურნეო მანქანების შეძენას და სხვა ყოველგვარ ღონისძიებას, რომელიც
შორიდამ თუ ახლოდამ ხელს უწყობს სოფლური მეურნეობის წარმატებას. ამ წელიწად-
ნახევარში ამ გზით აქაურმა გლეხკაცობამ ნახევარ მილიონზე მეტი შეძლება მოიგროვა ისე
უტკივარად და შეუწუხებლად, რომ არც-კი არავის შეუმჩნევია ეს ასეთი
დიდმნიშვნელობიანი მოძრაობა  გლეხკაცობისა.
ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ფული ფულთან მიდისო. ჩვენ, ქართველები, უფულონი
ვართ და თუ აგრეა, რამღა უნდა გვიშველოს? სადღაა და რაშიღაა ხსნა?
  
 ჩვენი დღევანდელი თავში საცემი საკითხი სწორედ ეს არის და სხვა არა-რა. ამას უნდა
შევალიოთ ყოველი ჩვენი სულიერი და ხორციელი ღონე და გზა ხსნისა როგორმე
გავიგონოთ, გავითვალისწინოთ.
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და
გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება,
ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად ნუ გაიხდი.
იცოდე დღეს მძლეთამძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა,
გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ~. ტყუილად გაბღინძული
ამაო თავმოყვარეობა ვერაფერი თამასუქია, ვერაფერი საწყაოა თითონ იმის ღირსებისათვის,
ვინც იბღინძება.

ტყე ტყედ ფუჭდება, გლეხობას ერთი-ათად უჯდება ტყის ბაჟი, ხაზინას ამით არამცთუ
ემატება რამ, არამედ ბევრიც აკლდება, და მეტყევენი-კი ნავარდობენ და გლეხის ცრემლით და
ოფლით ანგარების წყურვილს იკლავენ.

ტყუილად ჰნუგეშობენ, ტყუილად ჰცდილობენ ოპოზიციის მოპირდაპირენი, რომ


ოპოზიციას სახელი და აბრუ გაუტეხონ, ვითომ საბჭოში ავყიაობის მეტს არას აკეთებდეს.

ტყის გამგეობა ტყის ხელისუფალთა გამდიდრებისათვის შეიქმნა და გლეხის


განადგურებისათვის.

You might also like