You are on page 1of 12

8 მარტი, 2020

ფემიციდის
გაშუქების ქცევის
კოდექსი
02
დოკუმენტი ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის სახელმძღვანელო პრინციპებს და
საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ფემიციდი ძირითადად გაგებულია, როგორც ქალთა


განზრახი მკვლელობა ჩადენილი იმის გამო, რომ
ისინი არიან ქალები. თუმცა, უფრო ფართო
განსაზღვრებები მოიცავს ქალთა და გოგონათა
ნებისმიერ მკვლელობას. ფემიციდს ძირითადად
კაცები სჩადიან, თუმცა ხანდახან შესაძლოა ჩართული
იყონ ოჯახის ქალი წევრებიც. ფემიციდი განსხვავდება
კაცების მკვლელობისაგან. მაგალითად, ფემიციდის
დანაშაულები ძირითადად ჩადენილია პარტნიორების
ან ყოფილი პარტნიორების მიერ და მოიცავს
ძალადობრივ მოპყრობას სახლში, მუქარას ან
დამცირებას, სექსუალურ ძალადობას ან სიტუაციებს,
სადაც ქალებს აქვთ ნაკლები ძალაუფლება ან უფრო
ცოტა რესურსები, ვიდრე მათ პარტნიორს[1].

1] დეფინიციის წყარო:
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/77421/WHO_RHR_12.38_eng.pdf?
sequence=1&fbclid=IwAR3kGLIgg3Jhe3dF4nAYOu4n49Z7FVZbm_kTmcE9tXkTb_Lt9wi
4AyIHxA8
B
03
ქალთა მიმართ ძალადობა რედაქციის ერთ-ერთი
პრიორიტეტული თემაა. ჩვენთვის თანასწორობა
მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ხელს ვუწყობთ
ქალების უფლებების დაცვას და ძალადობის
თემაზე დისკუსიების გახსნას. ეთიკური
გაშუქებით ვცდილობთ, სულ უფრო მეტმა
ადამიანმა შეძლოს ამ პრობლემაზე საუბარი.
ვაცნობიერებთ იმ შედეგებს, რაც ჩვენს
გაშუქებას შესაძლოა მოჰყვეს, ამიტომაც ამ
საკითხს ვაშუქებთ განსაკუთრებული
ყურადღებით და პასუხისმგებლობით.

მასალის ფოკუსი
● ყურადღებით ვარჩევთ გაშუქების ფოკუსს და
აქცენტს ვაკეთებთ ძალადობაზე, როგორც
პრობლემაზე და არა პერსონალურ ისტორიაზე.
● ვცდილობთ, გავარკვიოთ რა სისტემურ
პრობლემებს აწყდება მსხვერპლი, რა
სისტემურმა ხარვეზებმა შეიძლება მიიყვანოს
შემთხვევა ფემიციდამდე.
● ფემიციდის გაშუქებისას არ ვცდილობთ იმის
გარკვევას თუ რა "დააშავა" ქალმა და რა გახდა
მკვლელობის საბაბი. მნიშვნელოვანია არა
კონკრეტული შემთხვევა, რამაც მკვლელობას
ბიძგი მისცა, არამედ თავად ფაქტი. არ არსებობს
მიზეზი, რაც მკვლელობას გაამართლებს.
04

● ჩვენი გაშუქებით ხელს არ ვუწყობთ მსხვერპლის ისე


წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და
უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ.
ამიტომაც:

დანაშაულის მიზეზად არ ვასახელებთ „ეჭვიანობის


ნიადაგს“, რადგან ამით მივანიშნებთ, რომ
მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა,
პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა
დანაშაულის ჩადენის საფუძველი. გარდა იმისა, რომ
არ არსებობს რამე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს
მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა
დანაშაულის მოტივად არ ცნობს “ეჭვიანობის
ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული
დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც
შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს,
მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
არ ვყვებით ისეთ დეტალებს, რაც გაამართლებს
ძალადობას, მაგალითად „სხვას სწერდა მესიჯებს“,
„საღამოს გასართობად დადიოდა“ , „სხვასთან
შეუსწრო“, „სხვა გზა არ ჰქონდა“ , „საბაბს მამაკაცს
მეუღლე აძლევდა“, „ქალი პროვოცირებას
ცდილობდა“ და აშ.
არ ვცდილობთ ქალი წარმოვაჩინოთ როგორც ცუდი
დედა და არ ვუწყობთ ხელს ძალადობის
გამართლებას.
05
● არ ვსვამთ შემდეგ კითხვებს პირადი ცხობრების
დეტალების გასარკვევად:

Ø “ყავდა თუ არა მსხვერპლს სხვა პარტნიორი”


Ø “მოტივი ხომ არ უკავშირდება ეჭვიანობას?”
Ø “რამდენად კარგი დედა იყო?"

კითხვები უნდა დაისვას მხოლოდ იმის გასარკვევად,


სისტემის რომელმა რგოლმა ვერ იმუშავა.

● ვისმენთ ახლობლების, მეზობლების, ადვოკატების


მოსაზრებებს, თუმცა ყურადღებით ვარჩევთ იმ
რესპონდენტებს, რომლებსაც ეთერს ვუთმობთ. არ
ვაძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ გაამართლონ
მოძალადე, დამნაშავედ წარმოაჩინონ მსხვერპლი,
შეიჭრან ადამიანის პირად ცხოვრებაში და ხელი
შეუწყონ სტერეოტიპების გაღვივებას.

● ყურადღებას ვაქცევთ და ვაშუქებთ ფემიციდის


გამოძიების და სასამართლო პროცესის საბოლოო
შედეგებს. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს,
როგორ ისჯება დამნაშავე და რამდენად ეფექტიანად
მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით.
06
დაზარალებულები/ მსხვერპლები
● დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური
შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის
მსხვერპლის იდენტფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის
წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება
გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესით.
● ვიჩენთ თანაგრძნობას მსხვერპლთა,
დაზარალებულთა და მათი ახლობლების მიმართ და არ
ვწერთ ინტერვიუს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.
● მსხვერპლის, დაზარალებულის, მათი ახლობლების
თანხმობის მიუხედავად, თავად ვწყვეტთ და ვიღებთ
პასუხისმგებლობას თითოეულ კომენტარზე. ემოციურ
მდგომარეობაში ყოფნისას შესაძლოა რესპონდენტები
ვერ აცნობიერებდნენ ზიანს, რაც მათ ნათქვამს
შეიძლება მოჰყვეს.
● არ ვწერთ ფარულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
ჩანაწერი ამხელს მნიშვნელოვან დანაშაულს და სხვა
გზებით ვერ შევძელით ამ ინფორმაციის მოპოვება.
ასეთ დროსაც კარგად ვაცნობიერებთ იმ შედეგებს, რაც
ჩანაწერის გამოქვეყნებას შესაძლოა მოჰყვეს.
● განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით შვილებს
და ვიცავთ მათ საუკეთესო ინტერესს. არ ვახდენთ მათ
პირდაპირ იდენტიფიცირებას. T
07

ბრალდებული
● პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი
დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი
განაჩენით.
● არ ვიხსენიებთ პირს დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც
კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი
არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
● დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური,
რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება
დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის
პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.
● ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ
შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში
როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ.
შესაბამისად, ვაცნობიერებთ იმ რისკს, რასაც
ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
გამოიწვევს. ამიტომაც კონკრეტული შემთხვევიდან
გამომდინარე ვწყვეტთ როდის ღირს მისი ვინაობის
გამხელა.
08

იდენტიფიცირება
● მსხვერპლთა, დაზარალებულთა
იდენტიფიცირების გადაწყვეტილების მიღებამდე
ვსვამთ კითხვას - მისი იდენტიფიცირებით
მიადგება თუ არა ზიანი მას ან მის რომელიმე
ახლობელს? გარდაცვლილთან დაკავშირებით ეს
ნაკლებ რელევანტურია, თუმცა
დაზარალებულების შემთხვევაში ვფიქრობთ იმ
საფრთხეზე, რაც გარემოებებიდან გამომდინარე
შესაძლოა მას დაემუქროს. რესპონდენტის
თანხმობის მიუხედავად, ვაცნობიერებთ, რომ
საბოლოო პასუხისმგებლობა ჩვენ გვაკისრია.
● ხშირად მსხვერპლთა მხოლოდ სახის დაფარვა
საკმარისი არ არის მისი
არაიდენტიფიცირებისთვის. ისტორიის
მოყოლითაც კი შესაძლებელია ადვილად
ამოსაცნობი გახდეს მოძალადისთვის. ამიტომაც
კარგად ვაანალიზებთ, დაცული იქნება თუ არა
მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის
ისტორიას მოვყვებით. რესპონდენტის
ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია
არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა,
არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც.
09
ვიზუალური მასალა
● თავს ვარიდებთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში
მყოფი ადამიანების გადაღებას და არ ვიჭრებით პირად
სივრცეში.
● არ ვაჩვენებთ დაზარალებულის, გვამისა ან
დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავს
სცენებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კადრი
იძლევა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და
სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა მისი
მაყურებლამდე მიტანა. მათი გადაღება უნდა მოხდეს
მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი
იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
● ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო
მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას
ვცდილობთ შევამციროთ ზიანი, რომელიც შესაძლოა ამ
მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის
ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ
რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ
პროგრამებს. ამისათვის ვცდილობთ, წინასწარ
ვაცნობოთ მათ დაგეგმილი გაშუქების შესახებ.
● მიუღებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი
აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი
შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხევებისა
როცა ამბის მოყოლის სხვა გზა არ არსებობს.
● მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის
რეკონსტრუქციის გადაცემისას, ტიტრის მეშვეობით
მკაფიოდ ვუთითებთ სად იწყება და მთავრდება
რეკონსტრუქცია.
● სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პირადი
ცხოვრების ამსახველი მასალის გამოყენებისას
ნებართვას ვიღებთ მისი განმათავსებლისგან, როცა ეს
შესაძლებელია.
10

● ფოტოს გამოყენებისას ვფიქრობთ კონტექსტზე,


იმაზე, თუ როგორ აღიქმება ასეთი ფოტო მასალის
შინაარსთან ერთობლიობაში.

პირადი ცხოვრება
● არ ვასაჯაროვებთ დაზარალებულის, ბრალდებულის
და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა
ცხოვრებიდან ისეთი დეტალებს, რომლებიც საქმესთან
კავშირში არ არის.

● ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაველოდებით


დაზარალებულის, ბრალდებულის სახლის სიახლოვეს,
საზოგადოებრივ ადგილას, მაგალითად გზაზე, და არა
სახლის კართან. მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო
ფიგურაა თუ არა, ეს არის მისი პირადი სივრცე.

ტერმინები
● არასტერეოტიპულად გაშუქებისთვის მნიშვნელოვანია
ის ტერმინები, რასაც ვიყენებთ. ვირჩევთ გენდერულად
ნეიტრალურ სიტყვებს “ქალი” და “კაცი”, რომელიც
აღნიშნავს სქესს და დაცლილია ამა თუ იმ
კონოტაციისგან.
● სიტყვებს „ქალბატონი“, „ბატონი“ მხოლოდ
მიმართვისას ვიყენებთ.
● არ ვიყენებთ სიტყვებს „ქალური“, „კაცური“.
ამის ნაცვლად უმჯობესია ჩამოვთვალოთ ის თვისებები ან
მახასიათებლები, რასაც ამ სიტყვების ქვეშ
ვგულისხმობთ. არ არის სწორი აღმატებული სიტყვების
გამოყენებაც.
11

ნაცვლად ამისა უმჯობესია

სამართალდამცავებმა სამართალდამცავებმა
დააკავეს 32 წლის ქალბატონი დააკავეს 32 წლის ქალი
------------------------------------------ ------------------------------------
გათხოვების შემდეგ ქვეყანა ქორწინების შემდეგ ქვეყანა
დატოვა დატოვა
----------------------------------------- -------------------------------------
მიწერა, როგორც სუსტი მიწერა, როგორც ქალს
სქესის წარმომადგენელს
---------------------------------------- ------------------------------------
ძლიერი სქესისთვის კაცისთვის
დამახასიათებელია დამახასიათებელია
----------------------------------------- -------------------------------------
მშვენიერი სქესი ამ ქალები ამ პრობლემას
პრობლემას სხვდასხვა გზით სხვდასხვა გზით ებრძვიან
ებრძვის
---------------------------------------- ------------------------------------
მანდილოსანთა უმეტესობა ქალების უმეტესობა ასე
ასე იცვამს იცვამს
----------------------------------------- ------------------------------------
ქალური ბედნიერება ბედნიერება ყველა
ყველასათვის სხვადასხვაა ქალისთვის სხვადასხვა
----------------------------------------- რამეს მოაქვს
გაბედნიერება მიულოცეს. ------------------------------------
------------------------------------------ დაქორწინება მიულოცეს.
- --------------------------------------
12
თემები, რომლებიც მუდმივად
ჩვენი ყურადღების ცენტრშია:

● ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით


არსებული სიტუაცია, სახელმწიფო პოლიტიკა,
საკანონმდებლო ცვლილებები, ადვოკატირების
კამპანიები
● გენდერული დისკრიმინაცია
● ქალთა მიმართ ძალადობა. კონკრეტულ
შემთხვევებზე საუბრისას ფოკუსს ვაკეთებთ
სისტემურ პრობლემებზე და ვაჩვენებთ, რას აკეთებს
სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად
ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო
მოხელეები
● ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ სხვა
საჯარო პირთა მხრიდან გენდერული
სტერეოტიპების გამოვლენის, არასწორი
ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები
● სამსახურში სექსუალური შევიწროვების
შემთხვევები
● დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, ქალთა
დაბალი ანაზღაურება, მათ სიმცირე
ხელმძღვანელობის ზედა რგოლში.

You might also like