You are on page 1of 2

ამოცანა 1.

მასკარადზე

გურამი, ქეთინო და გურამის ბიძაშვილი ნიღბებით წავიდნენ საახალწლო მასკარადზე.


საჩუქრების დარიგებისას მათ მოსთხოვეს, ეთქვათ ბიჭია თუ გოგო.

პასუხად ორჯერ გაისმა: „მე ბიჭი ვარ“, და ერთხელ - „მე გოგო ვარ“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ სამი ნათქვამიდან ორი ჭეშმარიტი იყო, ერთი კი - მცდარი.

გურამის ბიძაშვილი ბიჭია თუ გოგო?

ამოცანა 2. ნულები და ერთები

ყველა ნატურალური რიცხვი 1-დან 100-მდე ერთ მწკრივშია ჩაწერილი. რამდენჯერ


მეორდება ამ მწკრივში ციფრი 0? ციფრი 1?

ამოცანა 3. დაყავი სამ ჯგუფად

რიცხვები 1,2,3,4,5,6,7,8,9 დაყავი სამ ჯგუფად ისე, რომ თითოეული ჯგუფის რიცხვების
ნამრავლი არ აღემატებოდეს 72-ს.

ამოცანა 4: ამაზონის ჯუნგლებში

ორი ინგლისელი მოგზაურობს ამაზონის ჯუნგლებში. მათ თან ახლავთ ორი ადგილობრივი
გამცილებელი. მათ უნდა გადაცურონ მდინარე გასაბერი ნავით, რომელშიც მხოლოდ ორი
ადამიანი ეტევა. ინგლისელებს ეჭვი აქვთ, რომ გამცილებელები კაციჭამიათა ტომიდან არიან
და თავს დაცულად მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა ერთად არიან.
როგორ უნდა გადაცურონ მდინარე უსაფრთხოდ?

ამოცანა 5. მეზობლები

აჩიკო და მისი ახალი მეზობელი მიშიკო დგანან სადარბაზოში პირველ სართულზე,


ლიფტთან. მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ლიფტი არ მუშაობს, მათ შორის ასეთი საუბარი
გაიმართა:

- ფეხბურთის თამაშით ძალიან ვარ დაღლილი, გამიჭირდება კიბეებზე ასვლა – თქვა აჩიკომ.

- რომელ სართულზე ცხოვრობ? - ჰკითხა მიშიკომ.

- მესამეზე – მიუგო აჩიკომ.

- შენ რა გიჭირს, მე შენზე ოთხჯერ უფრო მეტი კიბის ავლა მომიწევს – თქვა მიშიკომ.

რომელ სართულზე ცხოვრობს მიშიკო?


ME-2 TURI

ამოცანა #1. სამი ძმა

სამი ძმა სხვადასხვა პროფესიისაა. ერთი მათგანი არქიტექტორია, მეორე - ფერმერი, მესამე კი
მძღოლი. ქვემომოცემული სამი წინადადებიდან მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი:
- ალექსი არქიტექტორია;
- ბიძინა არქიტექტორი არ არის;
- შალვა მძღოლი არ არის.
რომელი ძმა რა პროფესიისაა?

ამოცანა #2. კონკია და ბოროტი დედინაცვალი

ბოროტმა დედინაცვალმა კონკია გაგზავნა წყაროზე და უთხრა: „აჰა შენ 2 ვედრო. ერთი
მათგანი 9 ლიტრიანია, ხოლო მეორე - 5 ლიტრიანი. შენ კი სახლში ზუსტად 3 ლიტრი წყაროს
წყალი უნდა მოიტანო“
როგორ უნდა იმოქმედოს კონკიამ, რომ დავალება შეასრულოს?

ამოცანა #3. ბილეთების რიგში

ბილეთების რიგში დგანან ვანო, მიშა, ლევანი, ლექსო და ონისე. ცნობილია, რომ:
1. ვანო ბილეთს იყიდის მიშაზე ადრე, მაგრამ ონისეზე გვიან;
2. ლევანი და ონისე გვერდიგვერდ არ დგანან;
3. ლექსო არ დგას არც ონისეს, არც ვანოს და არც ლევანის გვერდზე.
ვინ ვის შემდეგ დგას? 

ამოცანა #4. მარი და ანა

მარი ანას სტუმრად ეწვია. მას მიართვეს ფინჯნით ყავა. მარიმ დალია ნახევარი. ანამ შეუვსო
რძით. მარიმ კიდევ დალია მესამედი. ანამ ისევ შეუვსო რძით. ამის შემდეგ მარიმ ფინჯანი
დასცალა. რომელი დალია მარიმ მეტი – ყავა თუ რძე?

ამოცანა #5. ეშმაკი ბანკირი

ერთხელ ბანკირმა უსაქმურს გამდიდრება შესთავაზა: „მაჩვენე რა თანხა გაქვს“ _ შემდეგ


რაღაც დაიანგარიშა და უთხრა: „ამ ხიდზე რამდენჯერაც გადახვალ, ფულს გაგიორმაგებ,
ოღონდ ყოველი გადასვლის შემდეგ 24 თეთრი უნდა მომცე“. უსაქმური სიხარულით
დათანხმდა, მაგრამ უკვე მესამე გადასვლის შემდეგ მას აღარაფერი დარჩა. რა თანხა ჰქონდა
უსაქმურს თავდაპირველად?

You might also like