You are on page 1of 7

VII კლ-ს მათემატიკის წლიური შეფასება

მათემატიკის წლიური შეფასების გამოყვანა მოხდება პირველი სემესტრის, მეორე


სემესტრში უკვე მიღებული შეფასებებისა და ონლაინ სწავლების პერიოდში
შესწავლილი საკითხების გამოკითხვის ერთი შეფასების საშუალო არითმეტიკულით.

ონლაინ სწავლების პერიოდში შესწავლილი საკითხები შეფასდება კომპლექსური


დავალებით: პროექტითა და ზეპირი გამოკითხვით;

საპროექტო თემები უკვე გადმოვაგზავნე, მაგრამ აქაც ჩავამატებ:

------------------------------------------------

1. მართკუთხედი.

(მართკუთხედის პერიმეტრისა და ფართობის გაზომვა. მართკუთხედის პერიმეტრსა და ფართობს


შორის კავშირის, კვლევითი უნარების გამომუშავება)

წარმოიდინე, რომ აპირებ კარტოფილის დათესვას. გაქვს 750 მეტრის სიგრძის ღობე,
რომლითაც უნდა შემოსაზღვრო მართკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთი. ვიცით, რომ

ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 2 კილოგრამი კარტოფილი ითესება და მოსავალი


საშუალოდ 20 კილოგრამია. დასათესი კარტოფილის ფასი 2 ლარია, ხოლო გასაყიდის -1,5
ლარი. გააკეთე მიწის ნაკვეთის ორი ან სამი ნახაზი და დაადგინე, როგორი სიგრძე-სიგანე
უნდა ჰქონდეს შენს ნაკვეთს, რომ კარტოფილის მოსავალი და ფინანსური მოგება
მაქსიმალური იყოს.

თქვენს მიერ შექმნილ „პრეზენტაციაში“ ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

ა) მიწის ნაკვეთის ნახაზები, მისი სიგრძისა და სიგანის მითითებით;

ბ) საწყისი თანხის და სავარაუდო მოგების ოდენობა.

1
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
უპასუხეთ შეკითხვებს:

1. ერთნაირი პერიმეტრის ფიგურებს აუცილებლად ტოლი ფართობები აქვთ?


მოიყვანეთ მაგალითები.
2. რა შეგიძლია თქვა ფართობის ცვლილებასთან
დაკავშირებით? რას ამჩნევ?
3. კიდევ რაში შეიძლება გამოგადგეთ
მიღებული გამოცდილება მომავალში?

2. პროპორცია

2
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
3. ცვლადიანი გამოსახულება

3
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
4
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
პროექტის საბოლოო ვერსია გადმომიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: (მიუთითეთ: სახელი,
გვარი, პრეზენტაცია)
m.gogilashvili@buckswood.ge

--------------------------------------------------------------

პროექტი შეფასდება მაქსიმუმ 4ქულით

დანარჩენი 6ქულა მოსწავლემ უნდა მიიღოს ინდივიდუალური ჩართვით 15 წთ-იან


ზეპირ გამოკითხვაში ;

ზეპირი გამოკითხვისათვის გასამეორებლად გიგზავნით ამოწერილ გვერდებსა და


სავარჯიშოებს:

წიგნის I ნაწილიდან:

მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა: გვ. 124-126-131-თეორიული ნაწილი: უნდა


იცოდეთ/შეგეძლოთ განმარტოთ: მონაცემი, სიხშირე, ფარდობითი სიხშირე,
ფარდობითი სიხშირის %-ში გადაყვანა, მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო
არითმეტიკული, მონაცემთა შეგროვებისა და დახარისხების მეთოდები,
სვეტოვანი(ჰისტოგრამა), წერტილოვანი, ხაზოვანი, წრიული დიაგრამები, სიხშირეთა
და ფარდობით სიხშირეთა ცხრილების შევსება. გვ. 128, N1,2; გვ. 129, N 3; გვ. 131, N
3,4,5; გვ. 133, N 1,2; გვ. 134, N 2;

გვ. 153-154-158-159, წესები-ხარისხის თვისებები; გვ. 155, N 1-12; გვ. 159, N 1-18;

გვ. 172, შემოკლებული გამრავლების ფორმულები; გვ. 174-175, N 1-10,12; გვ. 176-177,
N 1-10, გვ. 178, N 19; გვ 180, N 6,7; გვ. 181, N 16,18,20. (უნდა იცოდეთ ფრჩხილების
გახსნის წესი, ერთწევრის ორწევრზე გამრავლება, ორწევრის ორწევრზე გამრავლება)

წიგნის II ნაწილიდან:

5
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
გვ. 7, თეორია; გვ.8-9, N1-14, 16; გვ. 10-11, N 1-14, 18; გვ. 12, თეორია; გვ.13-14-15, N 1-
21; გვ. 17, N 1-18; გვ. 19-20, თეორია; გვ. 21-22, N 1-20, გვ. 23-24, N 1-15; გვ. 30-31,
თეორია. გვ. 32, N 1-15; გვ.33, N 1-14; გვ. 36-38, თეორია; გვ. 38, N1-7; გვ 40, N 1-9;

გვ. 42-43, თეორია; გვ. 44, N1-13; გვ. 45, N 1-11; გვ. 46-47, თეორია; გვ.48, N1-20. გვ. 50,
N 1-19; გვ. 74-75, თეორია; გვ.76, N1-13; გვ. 78, N 1-14; გვ. 80-81, თეორია; გვ. 82, N 1-
11;გვ. 84, N 1-10.

ამჟამად ამ ყველა ნომრის შესრულება არ არის აუცილებელი, მთავარია გაიმეოროთ


წესები და თქვენთვის შედარებით გაუგებარი საკითხები მომდევნო კვირის (7-12)
დღეებში გავარჩიოთ საგაკვეთილო და დამატებითი ჩართვების გამოყენებით .

ჩამოთვლილი თემებიდან ინდივიდუალურ ჩართვაზე მოსწავლეს შეხვდება 12


საკითხი (მარტივი და საშუალო სირთულის კითხვები), თითოეული შეკითხვა
შეფასდება ნახევარი ქულით . თუ მოსწავლეს გაუჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა,
მაქსიმალურად შევეცდები გამარტივებული კითხვებით ჩავუშალო თავდაპირველი
შეკითხვა, რათა 0-დან 0,5 მდე თუნდაც სხვა რომელიმე ქულის აღება შეძლოს ;

აქვე გიგზავნით ა) ზეპირი გამოკითხვის შეფასების რუბრიკა

კითხვის N კითხვის კითხვის პრობლემის ლოგიკური საბოლოო


(ამოცანის) განმარტე გადაჭრისაკენ ამონახსნი ჭეშმარიტი
შესაბამისი ბა მიზნობრივად (რიცხვითი პასუხი
ჩანაწერი გამოთქმული 1 პასუხის
ლოგიკური დაანგარიშების
ფრაზა გარეშე )
1 0,1 ქულა 0,1 0,1 0,1 0,1
2 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
3 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
4 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
5 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
6 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
7 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
8 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
9 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
10 0,1 0,1 0,1 0,1 0,1
11 0,1 0,1 0,1 0,1 0,1

6
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი
12 0,1 0,1 0,1 0,1 0,1

ბ) პროექტის შეფასების რუბრიკა

პროექტის გადმოგზავნის საბოლოო თარიღია 15.06


ზუკას ზეპირი გამოკითხვის დღეა 17.06 დრო : 13:20 სთ.
გისურვებთ წარმატებას!

7
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი, მათემატიკის დეპარტამენტი

You might also like