You are on page 1of 1

1.

მოიყვანეთ არგუმენტი მიგაჩნიათ სწორად თუ არა სააკაძის მიერ შვილის


გაწირვა.
თუ მის გადაწყვეტილებას განვიხილავთ პატრიოტული კუთხით, მაშინ მისაღებია.
სააკაძე ფიქრობდა, რომ სამშობლოს მომავალი უფრო მნიშვნელოვანი იყო
ვიდრე თავისი შვილის სიცოცხლე. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მისთვის
რთული მისაღები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ბოლოს სამშობლოს
სიყვარულმა გაიმარჯვა.

2. დაასაბუთეთ იყო თუ არა სწორი სააკძის მიმართებაში ლუარსაბ მეფე.


ჩემი აზრით, არ იყო მართებული ლუარსაბ მეფის საქციელი. მან სააკაძის
მოწინააღმდეგე დიდებულებს დაუჯერა და ამით მისი ერთგული მეომარი და
სარდალი იძულებული გახადა ირანში წასულიყო, სარწმუნოება გამოეცვალა და
საქართველოს, თავისი სამშობლოს, წინააღმდეგ ემოქმედა.

3. როგორ გაამართლებდით შაჰ-აბასის მიერ ჩადენილ სისასტიკეს პაატას


მიმართებაში.
შაჰს თავისი გეგმები ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით და რადგან ეს
გეგმები ჩაეშალა და ამის მიზეზი სწორედ სააკაძე იყო, ამიტომ მან სამაგიეროს
გადახდის მიზნით, გაბრაზებულ გულზე თავი მოჰკვეთა გიორგი სააკაძის უმცროს
ვაჟს, პაატას.

4. თქვენი აზრის ქონდა თუ არა სხვა გზა ქეთევან დედოფალს და რამდენად


მისაღებია თქვენთვსი მისი თავგანწირვა.
რა თქმა უნდა, ქეთევან დედოფალს სხვა გზა ჰქონდა, მაგრამ რადგან ეს გზა
მისთვის საერთოდ არ იყო მისაღები, სწორედ ამიტომ მან სიკვდილი არჩია
სარწმუნოების თუნდაც ფიქტიურად ღალატს. მას შეეძლო მიეღო მაჰმადიანობა
და გადარჩებოდა, მაგრამ მას ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე მის ერს, მის ხალხს
მისთვის მიებაძა და უდიდესი ისტორიის მქონე ქრისტიანული ქვეყანა
გაემაჰმადიანებინა. ჩემთვის მისი თავგანწირვა მისაღებია და ის ჩემთვის
ნამდვილი გმირია, რადგან მან თავისი თავის წინ სამშობლო დააყენა და უდიდესი
ერთგულება და პატრიოტიზმი გამოიჩინა, როგორც სამშობლოს, ისე რელიგიის
მიმართ.

5. თქვენ რომ ქეთევან დედოფლის ადგილას ყოფილიყავით როგორ


მოიქცეოდით არსებულ სიტუაციაში?
ჩემი აზრით, მეც იგივეს გავაკეთებდი, რადგან ამით ჩემი სამშობლო
გამაჰმადიანებას გადაურჩებოდა. ქართველებისთვის ყოველთვის დიდ
პრიორიტეტს წარმოადგენდა ის, რომ დაეცვათ თავიანთი ქვეყანა უამრავი სხვა
რელიგიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც გამუდმებით ერთი და იგივეს
ცდილობდნენ: მოესპოთ ქრისტიანობა და ჩაენერგათ თავიანთი რელიგია.

You might also like