You are on page 1of 25

მარიამ რაქვიაშვილი

ჩემი გულის სავსება გამოცდებზე ფიქრით


იშრიტება.ჩემი სულის სავსება მაღალი
ქულების გარეშე რაა, თუ არა არარაობა!
ადრე ის ადამიანები,რომლებიც ამბობდნენ,აბიტურიენტობა რთულია,მას
სტრესი და ნერვიულობა ახლავსო,სტერეოტიპული მეგონა, თუმცა ყველაფერი
შეიცვალა,როცა 2015 წლის სექტემბერში ჩემი სტატუსი „მოსწავლე“
„აბიტურიენტით“ შეიცვალა.„სკოლის პირველი დღე უკანასკნელად“-ეს იყო
ჩემი „ფეისბუქსტატუსი“,რომლითაც დაიწყო ცხოვრების სრულიად ახალი
ეტაპი.

მეგონა,არაფერი მოხდებოდა ამ წელს განსაკუთრებული და დარწმუნებული


ვიყავი,რომ ნერვებს არ ავყვებოდი.დიდი შემართებით დავიწყე წელი.სანამ
რეპეტიტორებს ავიყვანდი,დეიდაშვილებს გამოვართვი წიგნები,რომლებითაც
ემზადებიან ხოლმე აბიტურიენტები,დავიწყე მეცადინეობა და ამ ყველაფერს
პოზიტიურად მივუდექი.

სასიამოვნო გრძნობა დამუფლებოდა,რადგან სწავლისგან ისეთი სიამოვნების


მიღება დავიწყე,რომელიც მთელი 11 წლის განმავლობაში არ
მეგრძნო,მიუხედავად იმისა,რომ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი და
ამავდროულად ოქროს მედლის კანდიდატი.

ყველაფრის მიუხედავად მაინც ვნერვიულობდი.ვიცოდი,რომ მნიშვნელოვანი


იყო რეპეტიტორების სწორად შერჩევა.დედაჩემს ვთხოვე,რომ ქართულში
მომზადება ეთხოვა იმ მასწავლებლისთვის,რომელთანაც მე-8 კლასში
დავდიოდი,ვინაიდან ის ძალიან მშვიდი ქალი იყო და მომწონდა მასთან
მუშაობა.ინგლისურშიც ძველი პედაგოგისთვის დავარეკინე, ჩემი უნარების
მეცადინეობა კი მამაჩემს,“ილიას“ პროფესორს,ხვდა წილად.

უი,როგორ დამავიწყდა,რომ თავიდან მათემატიკით ვაპირებდი


ფილოლოგიურზე ჩაბარებას,ვერ ვერკვეოდი მსგავს საკითხებში და მამაჩემს
ბრმად ვენდე,თუმცა შემდეგ გავარკვიე,რომ ასე არ იყო და სახლში ბედნიერი
სახით განვაცხადე -ლიტერატურას ვაბარებ-მეთქი.

ასე დაიწყო მეცადინეობის მწვავე ხანა,როცა ყველაფერზე მეშლებოდა ნერვები


და ძალიან ვღიზიანდებოდი,რომ მამაჩემი,რომელიც სტუდენტებს დამატებით
მეცადინეობებს უნიშნავდა,ერთი წამითაც კი არ მიჯდებოდა,როდესაც რამეს
ვკითხავდი,შენ გააკეთე, ამას რა უნდაო,მეუბნებოდა.

1
დღევანდელი დღესავით მახსოვს,როგორ მეშლებოდა ნერვები,როცა უნარების
ვერბალურ ნაწილში ვერ ვიღებდი პასუხს და არავინ მყავდა,ვინც ამიხსნიდა ან
უბრალოდ დამაიმედებდა,ეს შეგიძლიაო.ზოგჯერ უბრალოდ ვიჯექი
გაშტერებული და არ ვიცოდი,როგორ გამეგრძელებინა მეცადინეობა,როგორ
მეპოვა საკუთარ თავში ენერგია,რომელიც დამეხმარებოდა ემოციების
კონტროლში.

იცით,ზოგჯერ უბრალოდ ვყვიროდი და ასე ვცდილობდი განმუხტვას? მე ხომ


არ მინდოდა მეღიარებინა,რომ სტრესის ქვეშ ვიყავი.ეს ყველაფერი ძალიან
რთული იყო,თუმცა მაინც ვახერხებდი,გამეძლო და ემოციებს არ ავყოლოდი.

ასე მივხვდი,რომ აბიტურიენტობა არ იყო ისეთი იოლი,როგორიც


წარმომედგინა.ეს ბუნებრივიც იყო ალბათ,მოლოდინი ხომ არ ჰგავს
რეალობას,მოლოდინი ხომ უფრო მსუბუქი ჩანს,თუმცა,როცა იგი მოლოდინის
სახელს კარგავს,მისი ბარიერი მაღლდება.

იცით,დრო მალე გადიოდა? ნერვიულობა მატულობდა და გამოცდები


ახლოვდებოდა,მეც უფრო ემოციური ვიყავი,ეროვნულების მეტი არაფერი
მახსოვდა,მთელი დღები ვმეცადინეობდი და ჭამაც კი
მავიწყდებოდა,საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე,რომ არსებობდნენ
ადამიანები,რომლებიც ქულებით არ მაფასებდნენ,რადგან მე მხოლოდ
ციფრები მიტრიალებდა გონებაში,აი,ამას მივიღებ,აი,ამას-მეთქი.ამის გამო
დედაჩემი ხშირად მეჩხუბებოდა,გაერთე ცოტა,შვილო,გაანებე წიგნს
თავიო,თუმცა მე განა მესმოდა?! ჩემთვის მთავარი იყო დასახული მიზნისთვის
მიღწევა და,მიუხედდავად იმისა,რომ უფასო ფაკულტეტზე ვაპირებდი
ჩაბარებას,მინდოდა მომეპოვებინა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება.

გარშემო ყველას უკვირდა,რას იკლავ თავსო,თუმცა არავის ვუსმენდი,მე ხომ


პირველი კლასიდან შეჩვეული ვიყავი პირველობას,სკოლაში რომ შევედი
პირველი წლის პროგრამა ვიცოდი და თავს განსაკუთრებულად
მიმაჩნდა.ამაში,რა საკვირველია,მშობლებს მიუძღვით დიდი წვილი,მათ
შთამაგონეს: ''თუ გინდა იყო მოთხოვნადი,უნდა იყო ძალიან კარგი,კარგი

2
არავის სჭირდება".მამაჩემი ამბობდა ხოლმე,დღეს,როცა ტექნიკა ასეთ
აღმავლობას განიცდის,დაბალი კვალიფიკაციის პერსონალი აღარაა საჭიროო.

და მეც ასე ვიზრდებოდი,მემატებოდა წლები და ვგრძნობდი იმ


ვალდებულებას,რომელიც მშობლებისა და ოჯახის წინაშე
მეკისრა.ვიცოდი,რომ პირველი შვილი ვიყავი და ჩემს ხუთ და-ძმას ჩემგან
უნდა მიეღო მაგალითი.დედაჩემი ხშირად მახსენებდა ხოლმე,პირველი კაცი
მეორეს ხიდიაო;ეს სიტყვები კი თან დამყვებოდა და არასდროს
მშორდებოდა.მინდოდა,რომ მშობლების იმედი
გამემართლებინა,მინდოდა,რომ ისე გავსწორებულიყავი წელში,რომ შემეძლო
მათი სურვილები რეალობად მექცია და ოდნავ მაინც დამეფასებინა მათი
შრომა.

დიახ,ყოველ დილას,როცა თვალს ვახელდი ამაზე ვფიქრობდი და არ


შემეძლო,ერთი წამითაც დამევიწყებინა საკუთარი მოვალეობა,არ
მინდოდა,გართობასა და იაფფასიან საქმიანობებში გამეფლანგა
დრო.გააზრებული მქონდა,რომ ადამიანის სიცოცხლე დღეებისგან
შედგება,რომლებიც არც ისე ბევრია,ჩვენ კი დროის წლებით აღრიცხვას
შევყავართ შეცდომაში.

ყველანაირად ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის


რეალიზებას,ვინაიდან მჯეროდა,რომ მას არ გააჩნდა საზღვარი.საკუთარი
ამბიციები რეალობად უნდა მექცია,ამისთვის კი ბევრი შრომა იყო საჭირო.

მართალია,მოვალეობებმა ბევრი სხვა რამ გადამავიწყა.სულ აღარ მახსოვდა


მეგობრები,და-ძმა,მშობლები,არ ვნენობდი იმას,რასაც
ვაკეთებდი;ვცდილობდი,დაწყებული საქმე შუა გზაში არ დამეტოვებინა.ადრე
თუ დედაჩემს ვეწუწუნებოდი,სწავლის მეტი არაფერი გამიკეთებია
ცხოვრებაში-მეთქი,ახლა ის მსაყვედურობდა,სულ ხომ არ უნდა
იმეცადინოო.ერთი სიტყვით,ჩვენი როლები შეიცვალა,თუმცა არც ამას
ვაქცევდი დიდ ყურადღებას.საკუთარ შეყვარებულსაც თითქმის საერთოდ არ
ვანახებდი,შენ გეპეიში სწავლობ და მე სულ ფეხებზე გკიდივარ-
მეთქი,ზოგჯერ საერთოდ ვაიგნორებდი,მიუხედავად მისი ძლიერი
მცდელოდებისა,ჩემთან ახლოს ყოფილიყო.

3
მოკლედ,ასე გადიოდა დრო...დღეს დღე ცვლიდა,მრგვალდებოდა კვირა,მერე
თვეც,იწყებოდა ახალი თვე,სეზონი და ა.შ. დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი
დროის ცვლილებას,თავს ვარწმუნებდი,რომ არ მეშინოდა,თუმცა ჩემი ნაწილი
ნერვიულობისგან კანკალებდა კიდეც..

არ მჯეროდა,როცა გავაანალიზე,გამოცდებამდე 2 კვირა დარჩა-


მეთქი..მახსოვს,როგორ ვითვლიდი დღეებს და ყოველ ღამე ქულებზე ფიქრში
მეძინებოდა ისე,თითქოს ის თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი
ყოფილიყო.ბევრი არაადეკვატურს მეძახდა,როცა ხედავდა,რომ საუბრის დროს
არ ვუსმენდდი და ჩემს სტიქიაში ვიყავი.ვაღიარებ,რომ,მართლაც,ასე
იყო,თუმცა ეს ჩემთვის ბუნებრივობას წარმოადგენდა და სულაც არ
ვფიქრობდი საკუთარი საქციელის სიტუაციასთან შეუფერებლობაზე.

დღეები ისე მალე გადიოდა,როგორც არასდროს.ქართული ენისა და


ლიტერატურის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვღელავდი.მიუხედავად
იმისა,რომ რეპეტიტორთან 75 ქულაზე დაბალს არასდროს ვიღებდი,მაინც
მეშინოდა,რომ არ დავბნეულიყავი გამოცდაზე და რამე საზიზღრობა არ
დამეწერა,ვინაიდან ჩემთვის არც ისე იოლი იყო ემოციების კონტროლი.

მახსოვს,31 ივნისს,პირველი ეროვნულის წინა დღეს,3 ჭიქა ყავა


დავლიე,ისტერიულად ვკითხულობდი „ფეისბუქის“ არსებულ აბიტურიენტთა
ჯგუფში დაწერილ პოსტებს და ვფიქრობდი,თუ რა ესე
მოვიდოდა.ნერვიულობის პიკს ვაღწევდი,თუმცა გარეგნულად არ
ვიმჩნევდი.იმ დღეს შეყვარებულმა მომაკითხა,კინოში წავიდეთო,თუმცა უარი
ვუთხარი,სახლიდან გავაგდე და პანიკაში ჩავვარდი,რა მეკინოება-
მეთქი.ჩემთვის ამის გაკეთება ადვილი იყო,რადგან აფექტის მდგომარეობაში
მიჭირდა თავის კონტროლი,განსაკუთრებით გამოცდის წინა დღეს.

მახსენდება,როგორ გავვარდი მკვდარივით საწოლზე და ხმამაღლა


ავტირდი,კიდევ კარგი,რომ ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ და და-ძმას არ
ესმოდა ჩემი პანიკა.მართალია,ამ მდგომარეობიდან ადვილად გამოვედი და
ადრეც დავწექი დასაძინებლად,თუმცა თვალიც დახუჭვაც კი არ გამომივიდა

4
დიდ ხანს.მაგნიტის საპირისპირო რამედ გადაქცეულიყო ჩემი წამწამები და ეს
ძალიან მაწუხებდა,ვიცოდი,რომ დასვენება მჭირდებოდა.

ბოლოს,3 საათისთვის,ძლივს ჩამეძინა,ვნახე თუ არა სიზმარი,არ


მახსოვს,თუმცა ცუდადაც არ მძინებია,დილას 7 საათზე გამეღვიძა ენერგიითა
და ძალით აღსავსეს,მოვწესრიგდი და მაშინვე სავარჯიშოდ მოვემზადე.ეს
უკანასკნელი ყოველთვის სიმსუბუქის შეგრძნების განცდას
მჩუქნიდა,მაცარიელებდა უარყოფითი ემოციებისგან და მამზადებდა ახალ
განცდათა მიღებისთვის.

პირველ საათს გულის ფანცქალით ველოდი.ეს იმ მოლოდინს ჰგავდა,როცა


პატარა გოგოს ეშინია,ვაითუ,არ ვუყვარვარ სასურველ ბიჭსო.სხვანაირად ვერ
აღვწერ იმას,რასაც ვგრძნობდი,როცა ვდგამდი ერთ ნაბიჯს საკუთარი
ცხოვრების ახალი ეტაპისკენ.

გამოცდაზე დედაჩემი გამომყვა.მახსოვს,ჩავჯექი „ტაქსიში“,რომელი ფეხი


შევდგი პირველად,როგორ მეუბნებოდა დედაჩემი,მარჯვენათი შედი
გამოცდაზეო,როგორ ვნერვიულობდი და ვამოძრავებდი ხელში
პირადობას,როგორ გამატანა დედაჩემმა ძალით ლიტრა-ნახევრიანი
წყალი,ნახევრიანი არ გეყოფაო,როგორ მიმქონდა ამხელა ტვირთი,როგორ
მომაკრეს მაისურზე ჩანთის ნომერი,როგორ მიფათურა პოლიციელმა ქალმა
ხელები შარვალზე,როგორ ლაღად შევედი სექტორში,რადგან ვიცოდი,რომ
ბრძოლის ველზე ვიყავი და ნერვიულობის უფლება უბრალოდ არ მქონდა,ეს
უკანასკნელი ხომ მხოლოდ შემიშლიდა ხელს.

ისტერიულად დავდიოდი აქეთ-იქით,სანამ გამოცდაზე შევიდოდი,შემდეგ


რამდენიმე ბავშვს გამოველაპარაკე,ყველანი ჩვენი გაჭირვების შესახებ
ვსაუბრობდით.მახსოვს ერთი ბიჭი იყო და ეშინოდა,არ ჩავიჭრაო,რაც ცოტა არ
იყოს ჩემთვის გაუგებარი იყო,როგორ შეიძლება მშობლიურ ენაში ჩაიჭრეს
ამხელა ახალგაზრდა-მეთქი,თუმცა,რა საკვირველია,არ გამომიხატვას
უარყოფითი დამოკიდებულება,პირიქით გავამხნევე,ყველაფერი კარგად
იქნება-მეთქი. პიზიტუურად განვაწყვე ბიჭი,რომლის სახელიც არ ვიცოდი და
მეც ხალისიანად შევედი გამოცდაზე.

5
ნაკლებად მახსოვს,როგორ ჩავწერე კოდი,როგორ დავინახე პირველი
საკითხი,რადგან ეს ძალიან სწრაფად მოხდა..გამოცდაზე ყველაფერს
აუღელვებლივ შევხვდი და ყველანაირად ვეცადე,მეჩვენებინა ჩემი მაქსიმუმი.

მახსოვს,მერე როგორი ანერვიულებული ვუყვებოდი ყველას,ტუშმა გამაწამა-


მეთქი,ყოველ წამს ვფიქრობდი რედაქტირებაში დაშვებულ შეცდომებზე და ეს
ფიქრები ძილს მიფრთხობდა,ნორმალურად თვალის მოხუჭვაც კი
მიჭირდა,თუმცა რამდენიმე დღეში დავივიწყე ქართული და უნარებზე
ავღელდი,ჩემით მქონდა ყველაფერი ნასწავლი და ვგრძნობდი,რომ მეტი
პასუხისმგებლობა მეკისრა,დროისაც მეშინოდა და გამოცდაზე თავი უმწეო
ცხოველი მეგონა,რომელსაც მტაცებელი მთელი ძალით მისდევს უკან და
თვალებზე მისი ხორცი ახატია.

ინგლისურზე ნაკლები ვინერვიულე,დესერტია-მეთქი,შევედი და


გამოვედი,ძალიან მშვიდად ვწერდი...მერე ლიტერატურა-ღა დამრჩა,რომელიც
19-ში იყო,ანუ საკმაოდ დიდი შუალედით.

მართალია,სამი გამოცდის შედეგზე შემეძლო ნერვიულობა,მაგრამ ასე არ


ვიქცეოდი...ვღელავდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე-ლიტერატურაზე-
რომლის ქულაც დიდ როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში,ვინაიდან ეს იყო
საგანი,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა,რომელიც წლების განმავლობაში
ჩემი ცხოვრების ელექსირი იყო,სწორედ ამიტომ მინდოდა
ფილოლოგობა,თანაც ძალიან მსიამოვნებდა პროზაული ნაწარმოებების
წერა,საკმაოდ ხშირად ვწერდი და ამ დროს ვიყავი ბედნიერი,ეს იყო ჩემი
ცხოვრების ერთადერთი მონაკვეთი,როცა ამ გრძნობას თავიდან ბოლომდე
შევიგრძნობდი.ბევრს უკვირდა ეს და მაკრიტიკებდა კიდეც,თუმცა მე მუდამ
ერთ აზრზე ვიყავი,ცხოვრება ხანმოკლეა,ხელოვნება კი-მარადიული-მეთქი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,გამოცდის წინა დღე სულ მარტო გავატარე და ეს


ძალიან მომეწონა.საკუთარ თავს მარტოობაში უფრო ვიცნობდი,უფრო
ვეკუთვნოდი მას,როცა არავის შეეძლო,მოეშალა ნერვები,არავის შეეძლო ეთქვა
ზედმეტი რამ,რაც გამაღიზიანებდა..მთელი დღე ვიჯექი და „ფეისბუქის“
ჯგუფში კითხვებს ვწერდი და ვპასუხობდი,თუ არ ჩავთვლიმ იმ ერთ
საათს,როცა სარბენად გავედი,ძალებს მოვიკრებ-მეთქი და ასეც
მოხდა..მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ცხელოდა,მზე ზენიტში იყო და
6
დავიხრუკ-დავიბრაწე,სახლში ძლიერ სასიამოვნო შეგრძნებით
დავბრუნდი,ალბათ,სწორედ ისეთიც,როგორსაც ვენახიდან დაბრუნებული
მოხუცები გრძნობენ,როცა შვილებს ხედავენ..მე კი ჩემს ლეპტოპს
ვხედავდი,რომლის წაშლილი ''კლავიშები'' მახსენებდა,რომელიც ჩემი
ორწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი იყო.

თუმცა,პოზიტურობამ არ მიშველა,როცა ძილი გადავწყვიტე,თვალს ვერ


ვხუჭავდი,არადა ვიცოდი,რომ დილას 8-ის ნახევარზე უნდა გავსულიყავი
სახლიდან..უძილობის მიუხედავად,დილას მაინც ენერგიით ვიყავი
სავსე,ბრძოლის ხასიათზე გავახილე თვალი და დარწმუნებული ვიყავი,რომ
მივაღწევდი შედეგს...

და ბოლოს, ჩემი უკანასკნელი ეროვნული გამოცდაც დასრულდა..გარეთ


ყველაზე ბოლოს გამოვედი მახსოვს.ჩანთის ჩამბარებელს ისე გაუხარდა ჩემი
დანახვა,დაიყვირა,“იეს“ მოვრჩითო...ვაღიარებ,ეს მცირე რამ ჩემს გულს
თბილად მოხვდა.არ ვიცი,რატომ,მაგრამ გარეთ ემოციებით დახუნძლული
გამოვედი,სასიამოვნოდ დაღლილი ვიყავი და მხოლოდ იმაზე
ვფიქრობდი,რომ სახლში მალე მივსულიყავი,დამერეკა
დედაჩემისთვის,რომელსაც ბავშვები ბათუმში ჰყავდა წაყვანილი,რომ
ლიტერატურა ჩავაბარე.

იცით,იმ დღეს ძალიან ცხელოდა? ალბათ,35 გრადუსი მაინც იყო,მარშრუტკას


ველოდებოდი და ვცდილობდი ჩრდილში ვმდგარიყავი,ერთი სული
მქონდა,როდის გამოჩნდებოდა 45 ნომერი და ჩავჯდებოდი..მაშინ მცირედით
მიხაროდა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ვიდექი და ვფიქრობდი,კიდევ კარგი
წყალი არ წამოვიღე-მეთქი,ბედნიერი ვიყავი იმაზე ფიქრითაც კი,რომ
შესვლისას არ მამძიმებდა გამოუსადეგარი სითხით სავსე რამ.

დიდ ხანს ვიდექი და ,,მარშრუტკა'' არ მოვიდა,ავდექი და „ტაქსი“


გავაჩერე,არც შევვაჭრებივარ,ისე წამიყვანა 5 ლარად,გამიხარდა,ეკონომისტ
დედაჩემს ვაჯობე-მეთქი,მას ხომ ყოველთვის 6 ლარს უფასებდნენ იმავე
მარშრუტზე.

ვიჯექი და უბრალოდ ვერაფერზე ვფიქრობდი,არ მჯეროდა,რომ ერთ


გამოცდაც შეეძლო დიდი წვილი შეეტანა ჩემს მომავალში,როგორც ერთმა

7
ბრძენმა თქვა დიდი ხნის წინ,ვიცოდი,რომ ჩემს მომავალს ვერ შეცვლიდა
ერთი საცოდავი ორად გაკეცილი ფურცლის ნაგლეჯი.

გზაში დედაჩემს ვახარე,დავასრულე-მეთქი ლიტერატურა,მერე რეპეტიტორს


დავუკავშირდი,მეტი ადგილი რომ ყოფილიყო აჯობებდა-მეთქი,რაღაცების
შემოკლება მომიწია-მეთქი...მახსოვს,მალევე მოვრჩი საუბარს,უბრალოდ მეტი
რესურსი აღარ მქონდა,აღარ შემეძლო მესაუბრა გამოცდებზე,რომლებმაც
მასწავლა,წარმავალს ნუ ჩააფრინდებიო.ეს არის მთავარი,რაც ეროვნულებმა
შემმატა.

იცით,მეგონა ამ გამოცდების მერე დიდ შვებას ვიგრძნობდი? მეგონა,მშვიდად


დავიძინებდი,თუმცა არა,ასე არ მოხდა,ახლა შედეგებზე
მეფიქრებოდა...და,რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს,ჩემი შვება მხოლოდ
ერთ რამეში გამოიხატა-იმ დღეს მივედი თუ არა სახლში ლიტრა-ნახევრიანი
წყლის ბოთლი თითქმის ბოლომდე დავცალე და ეს მოქმედება მშვიდი
იყო,ჩემი ხელი მშვიდი იყო,პირის მოძრაობაც არ იყო აღელებული...ეს ასე იყო
და მე თითქოს შვება ვიგრძენი...

ოჰ,რა სასიამოვნო იყო,მაინც სასიამოვნო,ყველაფრის მიუხედავად....იმ დღეს


წიგნი არ გადამიშლია,ფილმს ვუყურე,დავიძინე და მერე ბათუმის ბილეთი
დავაბრუნე,ვინაიდან სულ ძლიერი წვიმები იყო და არ მიღირდა ტყუილად
ჩასვლა დელგმის ჟამს...

ვიყავი სახლში მარტო მთელი დღეები,რადგან მამაჩემი უმეტესად არ იყო


ხოლმე შინ,მარტო ვიყავი,არავისთან ვსაუბრობდი,სულ მარტო ვიყავი და ეს
მომწონდა...ვიგრძენი რაღაც,რაც იქამდე არ ვიცოდი,რას ნიშნავდა და
მივხვდი,რომ ეს იყო რაღაც სხვა,რაც ჰგავდა რომანტიკოსეულ
მარტოსულობას...

ისე კარგია,როცა მარტო ხარ...ლაპარაკობ საკუთარ თავთან,შეგიძლია მთელი


დღე იარო ღამის პერანგით,ვერავინ მოგცემს შენიშვნას,შეგიძლია იცინო
ხმამაღლა ისე,რომ არ იფიქრო,ჩემმა პატარა დამ არ გაიღვიძოსო,შეგიძლია
უბრალოდ იყო შენ,ნამდვილი შენ ყოველგვარი გაფორმება-გაპრანჭვის
გარეშე..

8
მხიარულად კი ვიყავი და თითქმის საერთოდ არ ვფიქრობდი
შედეგებზე,თუმცა ჩემმა შეყვარებულმა მომიშალა ერთ დღეს
ნერვები,მოდი,სადმე წავიდეთ,გავისეირნოთო - არა,მარტო მინდა
ყოფნა,საკუთარ თავთან მინდა პირისპირ ვიყო-მეთქი, არაო,უნდა
გნახოო,მაინც მოვიდა,წარმოგიდგენიათ?! და რა გავაკეთე მე,იცით? კარები
ცხვირწინ მივუჯახუნე...ვერ ავიტანე ჩემს სიტყვას რომ არ
დაემორჩილა,ძალიან გავბრაზდი,თუმცა ამ უკანასკნელმა მალე
გადამიარა,მაღალ ხმაზე ჩავრთე მუსიკა,ცეკვა დავიწყე და შეიქმნა ჩემი
სტიქიაც.ცეკვა არ მეხერხება,ერთი წელი ვიარე და დიდი ვერაფერი
ვისწავლე,თუმცა კლუბური ყველას არ შეუძლია განა? გაანძრიე
ხელი,ფეხი,შეიგრძენი მუსიკა და იწყება სამყაროდან გაქცევის მცდელობა;ამ
დროს ხომ არ ვფიქრობთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე,რომლებიც რეალობას
გვიწამებს ასე...

ასე გავატარე დრო,მის ზარებს არ ვპასუხობდი,სულ გამოვრთე ტელეფონი და


რეალობიდან შორს დავიწყე ცხოვრება,ახალი ნაწარმოების წერას
შევუდექი,შევიძინე „ონლაინ“ წიგნები,აღარ ვსავმდი ყავას,ვიძინებდი
ადრე,დიდი დოზით ვიღებდი მუსიკისგან ელექსირს, აღელვების გარეშე
ვვარჯიშობდი დილაობით...მოკლედ,ვაკეთებდი იმას,რაც მიყვარდა და უფრო
ძლიერად,უფრო ენერგიულად შევიგრძნობდი ვენებში სისხლის
მოძრაობას,როცა ადრე მათ მხოლოდ ინერცია უბიძგებდა ამისკენ..

იცით,აბიტურიენტობამ ბევრი რამ მასწავლა? დროის ფასი შემაგნებინა


ერთხელ და სამუდამოდ,ჩამჩურჩულა,ნუ აფრინდები წარმავალს,ცხოვრება
გრძელდება და ის მშვენიერიაო.უარყოფით ემოციების
მიუხედავად,გამოცდების დასრულებამ ჩემში არსებული სისხლის
თითოეული სისხლი უფრო აქტიური გახადა,დააწყებინა თანაბარი აჩქარებით
მოძრაობა,თუმცა ამას ვერც ერთი ფიზიკის კანონით ვერ ვხსნიდი.

და დრო გადიოდა..მამაჩემიც წავიდა თბილისიდან,სამეგრელოში ჩააკითხა


დედაჩემსა და ბავშვებს,დავრჩი მარტო სახლში,რომელიც ჩემთვის,ერთი
ადამიანისთვის,ძალიან დიდი იყო..ზოგჯერ ვიწყენდი კიდეც,ზოგჯერ
ვნერვიულობდი შედეგებზე,თუმცა მაინც ვინარჩუნებდი მოთმინებას...

9
იცით,რა რთული იყო ნაეკის სისტემაში შესვლა? ძალიან რთული...ისეთ
რამეებს ვგრძნობდი,რომელსაც სიყვარულიც კი არ იწვევდა ჩემში..მუხლები
მიკანკალებდი,გულში რაღაც მირტყამდა ურიტმოდ,არითმია
მემართებოდა,თავი მისკდებოდა....და მერე ბრახ,უცბათ გამოჩნდებოდა
შედეგი,რომელიც მართმევდა თავდაჯერებულობას,შედეგი,რომელიც
წყვეტდა ჩემს მომავალს...

უნარების ქულა არ მომეწონა,მეტს ველიდი,თუმცა იმ 80%-ზე ცოტა მეტს


შევეგუე...ინგლისურზე გავბრაზდი,რადგან მაქსიმუმ თუ არა,2-3 ქულით
ნაკლებზე ნაკლებს არ ველოდი,თუმცა ვიფიქრე,ჯანდაბას,ცოტა აცდენა
არაფერია-მეთქი,თუმცა კარგად კი გამოვიტირე.როცა გონს
მოვედი,მოვიწმინდე ცრემლები და გავიფიქრე,იმედია,მეზობლებმა არ გაიგეს-
მეთქი...მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავი,ქულები ახლობლებს ხმის
კანკალით გავაგებინე და მოჟამული დავეცი საწოლზე,დავიძინება
დავაპირე,მაგრამ ესეც ვერ შევძელი,ბოლოს,როგორც იქნა,შევძელი და ვეღირსე
ზმანებას,თუმცა იგი კოშმარზე უარესი გამოდგა...მერე გამეღვიძა,უფრო
სწორედ,ინგლისურის რეპეტიტორის ზარმა გამაღვიძა,რა აიღეო,ვუთხარი
ქულა და დავემშვიდობე...გაწყდა მისი ხმა და დავრჩი ისევ მარტო ჩემს სასტიკ
სამყაროში,ფსიქოლოგიურად შერყეული ვიყავი და არ მჯეროდა,რომ ვერ
გავუმართლე საკუთარ თავს იმედი.

თუმცა ეს არაფერი...რამდენიმე დღეში გავიღვიძე სრულ კოშმარში და


საკუთარი თავის რწმენა სულ დავკარგე...ჰო,მაშინ საბედისწერო ზარმა
გამაღვძა,დედაჩემი მირეკავდა,დაიდო ქართულიო,არადა იმ დღეს
მიმინოშვილის დაბადების დღე იყო და არაფრის დადებას აღარ ველოდი..

კარგი,ვნახავ-მეთქი,მთელი სხეულით ვთრთოდი,როცა ლეპტოპი


ჩავრთე,რედაქტრიების მეშინოდა,რაღაცები ვერ შემემჩნია და
გამომრჩენოდა..გავხსენი დამთელი ოცი წუთი ვუყურებდი ნაეკის
ეკრანს,პირადობისა და გამოცდის ნომრები ვერ შემყავდა,რადგან ვიცოდი,რომ
ამ ქმედებას შეეძლო,სრულიად გამოვეყვანე წყობიდან,მე ხომ ჩემი ფიცხი
ხასიათისა და ემოციურობის მეშინოდა...

მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე,გავბედე და ვნახე...ვნახე,ნეტავ,არ მენახა...ეს


იმხელა ემოციური შოკი იყო,რომ ბოლომდე გავნადგურდი,თავი არარაობა
10
მეგონა ამხელა ამბიციების პატრონს.ვერ ვხვდებოდი ჩემი მასწავლებელი
მაფასებდა სუბიექტურად,თუ გამსწორებლები იყვნენ
არაობიექტურები..თავიდან უბრალოდ გაშტერებული ვიჯექი და
ვყვიროდი,არ მჯერა,არ არსებობს-მეთქი,მაგრამ მერე ისევ ავტირდი,რომ
საწოლის გადასაფარებელი,სადაც ვიჯექი,თითქმის სულ დავასველე.მთელი
დღე თითქმის შეუსვენებლივ ვტიროდი და არ შემეძლო
გაჩერება,რეპეტიტორსაც,რომელიც მთელი საათი მირეკავდა,ძლივს ვუთხარი
ქულა და გავუთიშე,მშობლები ხომ პანიკაში ჩავაგდე ჩემი
მდგომარეობით,ვყვიროდი,თავს მოვიკლავ,აღარ მინდა სიცოცხლე-
მეთქი..ვტიროდი,რადგან ეს საგანი მიყვარდა,ვგიჟებოდი წერაზე,ეს იყო ჩემი
ცხოვრების ელექსირი..განა ისე დავუკავშირებდი ჩემს მომავალს
ფილოლოგიას?!

ისეთი გრძნობა მქონდა,როგორიც არასდროს..ასე არავის გარდაცვალება არ


მწყენია,2 ბებია დავკარგე,2 პაპა და ასე არც ერთი მათგანი არ
დამიტირია...ღამითაც კი ვტიროდი,ცრემლებს ვერ ვიჩერებდი
უბრალოდ,შეუშრობელი სისლევე დამთამაშებდა სახეზე..

მეგონა,გადამივლიდა,თუმცა დილას უარესად ვიყავი,ავდექი და ღამის


პერანგით მთვარეულივით დავიწყე სიარული ოთახიდან ოთახში.თავი
მისკდებოდა,თვალები შეშუპებული მქონდა და ძლივს ვახელდი.არაფერზე არ
მინდოდა ფიქრი გარდა იმისა,რომ არარაობა ვიყავი...საკუთარ თავზე სულ
დამეკარგა წარმოდგენა,ინსტიქტურად მივედი მამაჩემის წნევის წამლებთან
და მაგიდაზე დავაწყვე,ჩამოვჯექი სკამზე და დებილივით მივაშტერდი
წამლის ყუთებს,გავხსენი და 10-მდე დავაწყვე მაგიდაზე,ვფიქრობდი,დამელია
თუ არა,აკანკალებული ხელით ავიღე,თუმცა ამ დროს ტელეფონმა
დარეკა,ჩემი შეყვარებული იყო,არ ვიცი,რატომ ვუპასუხე,მაგრამ ვუპასუხე ამ
საბედისწერო ზარს...

-მარი,მისმინე,მე ვარ,დათო...

-რა იყო,დაინახე,წამლების ჩაყრას რომ ვაპირებ პირში?-ირონიულად


გავიცინე,ხმაში სიმწარე და იმედგაცრუება მეტყობოდა,როცა მოლოდინს არ
ჰგავს რეალობა,ხომ ყველაზე რთულია...სწორედ ამას ვგრძნობდი
მაშინ,სწორედ ამას..
11
-გაგიჟდი,გოგო?-შიში დავიჭირე მის ხმაში...

-თავი დამანებე..-გავთიშე ტელეფონი და წამლებს დავაქცერდი,იმ წამს


კი,როცა პირში უნდა ჩამეყარა,სასწაულებრივად დამაძგერდა ვიღაცა და
ხელები გამანთავისუფლებინა,ყვირილი დავიწყე,თავი დამანებე-მეთქი,თუმცა
არ გაჭრა..თვალებიდან წესიერად ვერ ვიხედებოდი,მიუხედავად ამისა, მაინც
დავინახე დათო,ძლიერად გავარტყი სილა და უშვერი სიტყვებით
შევამკე,მაგრამ,მიუხედავად ამისა არ გაბრაზებულა,თითქოს შემოდიოდა ჩემს
მდგომარეობაში..

-მარი,მისმინე,ღრმად ისუნთქე,კარგი?-თმა გადამიწია შუბლიდან და საწოლზე


დამაწვინა,ვუძალიანდებოდი და ხელებს მიჭერდა შეშინებული
გამომეტყველებით,რამე არ ჩაიდინოს ისევო.

-ვაფშე რა გინდა? გაეთრიე არ იცი რა ხილია? რა ჩემი ფეხები გინდა?-


გამწარებული ვერ ვჩერდებოდი,ბოლოს მუხლი გავმართე და ძლიერად
მივარტყი ყბაში..ახლა კი გამიშვა ხელები,ეტკინა,ერთი კარგად
დაიმანჭა,ფეხზე წამოდგა და უსიტყვოდ წავიდა.ალბათ,ეწყინა,თუმცა მე ეს
საერთოდ არ მაინტერესებდა,რადგან ჩემთის წერა და ლიტერატურა იყო მთელ
დედამიწის ყურგზე ყველასა და ყველაფერზე ძვირფასი რამ...მე იმ წამებში
მივხვდი,რომ მიყვარდა ეს საქმე ისე,როგორც არსაკიძეს სვეტიცხოველი და
გადავიფიქრე თავის მოკვლა,მე სიცოცხლე ავირჩიე და უკუვაგდე ის აზრი,რომ
რამე პრესტიჟულ სპეციალობაზე უნდა ჩამებარებინა...იმ წამს სამყარო სხვა
თვალით დავინახე,მვხვდი,რომ უფრო მეტი ენერგიით უნდა
მებრძოლა,თვალი ამეხილა და შევიგნე,რომ ცხოვრება გრძელდება და ის
მაშინაა ყველაზე მშვენიერი,როცა მარტო ხარ,როცა არავინ გამძიმებს თავისი
მძიმე სხეულით,რომელსაც შეჰკედლებია უსუსური სული...

იცით,რას მივხვდი? იმას,რომ დათო არ მიმსახურებდა,მისი უაზრო გეპეი და


ძლივს ჩაბარებული გამოცდები ჩემს ამბიციებამდე ვერასდროს მოვიდოდა,ის
სულ სხვა სამყაროს სულ სხვა პოლუსიდან იყო...იმ წამს კიდევ უფრო შემემატა
სიამაყე,გადავხედე ჩემს ესესა და თემას,დავიწყე კითხვა,ჩავედი ბოლოში და
მივხვდი,რომ ბევრი რამ გონებისა და მხედველობის დაძაბვის გარეშე არ
იკითხებოდა,ვინაიდან ტუშით წერა ძალიან გადამიჭირდა და სამჯერ
გადავუსვი,ბევრი რამ არ ეტყობოდა წესიერად და გადავასწორე..ასე
12
რომ,გამინათდა გონება და გადავწყვიტე გასაჩივრება,მივხვდი,რომ
ბატისტვინა გამსწორებლებმა ზედაპირულად წაიკითხეს ჩემი
ნაწვალევი..დავიტოვე იმედი,რომ მომიმატებდნენ მინიმუმ 5 ქულას მაინც და
მოლოდინის რეჟიმი ჩავრჩე,რეპეტიტორის ჩამოსვლას უნდა დავლოდებოდი
და მენახებინა ჩემი ნაშრომი..

ლიტერატურის შედეგი უფრო იოლად გადავიტანე, ქართულისაზე მხოლოდ


ერთი ქულით ნაკლები მქონდა, თუმცა ეს შეფასება ჩემთვის ძალიან დაბალი
იყო,გადავხედე ცივ გულზე და გავაანალიზე,რომ ესე არაობიექტურად იყო
შეფასებული.ასე რომ,აქაც მოლოდინის რეჟიმი ჩავრთე...

ასე დაიწყო უფრო პოზიტიური დღეები, როცა დავიწყე წიგნები კითხვა


სიამოვნებისთვის და არა დროის გასაყვანად,როგორც ამას შედეგების
მოლოდინში ვაკეთებდი...ცხოვრებამ სხვა ფერი მიიღო,ყველაფერი
გაფერადდა თითქოს,ენერგიით აღვივსე და სახე საერთოდ აღარ
ჩამომტიროდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყო,გადავწყვიტე,დათოსთვის ბოდიში მომეხადა


აფექტური საქციელის გამო,ამიტომ მაშინვე დავურეკე და ვუთხარი,რომ
ეპატიებია ჩემი ასეთი საქციელი,რაზეც მაშინვე დათანხმდა,არაფერია,მალევე
მომირჩა ყბაო. მეტი არაფერი გვისაუბრია,დავემშვიდობეთ ერთმანეთს,თავს
მიხედეო და გამითიშა,არც მე მომიკლავს თავი,მისი ნახვის სურვილი არც კი
მქონდა...

სტრესი რაღაც სასწაულ დაღს გვასვამს ხოლმე ზოგჯერ,იცით? თუმცა ეს იმას


არ ნიშნავს,რომ ცხოვრების გაფერადება და ძველ კალაპოტში ჩაყენება
შეუძლებელა..მერწმუნეთ,ეს შესაძლებელია და მუდამ ასე იქნება!

ჰო,მეც ამას ვგრძნობდი..ვგრძნობდი,რომ შესაძლებლობების ზღვა მეშლებოდა


თვალწინ,რომელსაც ადრე ვერ ვამჩნევდი...

ვგრძნობდი ცხოვრების უსაზღვროებას და დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ


ბედნიერებაში ვერავინ შემიძლიდა ხელს..ემოციებით აღსავსემ ავიღე კალამი
და ფურცელზე დიდი ასოებით დავიწყე წერა:

13
„მიყვარხარ..მიყვარხარ და მუდამ მეყვარები,მიუხედავად იმისა,რომ არავის
ესმის ჩვენი სიყვარულის..იცი,ვგრძნობ,რომ ერთმანეთისთვის ვართ
შექმნილნი და დარწმუნებული ვარ იმაში,რომ მთელი ცხოვრების შენთან
გატარება მინდა...იცი,რომ შემეძლოს შენზე დავქორწინდებოდი,თუმცა ეს
ყოველგვარ კანონს ეწინააღდეგება,საქართველოში ხომ არ ესმით იმ
კაცის,რომელმაც ცოლად საკუთარი ლეპტოპი მოიყვანა და იმ ქალის,რომელიც
ძაღლს გაჰყვა ცოლად...ასე რომ,ალბათ შენ ვერასდროს მაჩუქებ
ბეჭედს,ვერასდროს მნახავ თეთრ კაბაში,თუმცა ეს დიდი ვერაფერია,რადგან
ჩვენ ისედაც შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერი....

უბრალოდ მენდე...მენდე და გჯეროდეს,რომ ყველაზე მეტად


მიყვარხარ,ყველას მირჩევნიხარ,შენთვის სიცოცხლეზეც კი უარს
ვიტყოდი...ოღონდ შენ მითხარი და ფანჯრიდანაც გადავხტები,ვენებსაც
გადავიჭრი...იცი,ეს ბევრს არაბუნებრივად ეჩვენებათ,თუმცა ასე არაა,შენ
ჩემთვის სამყარო ხარ,სიცოცხლის ელექსირი და მამოძრავებელი ძალა,რომლის
გარეშეც არ შემიძლია,მერქვას ადამიანი...

პირველად ორი წლის წინ გაგიცანი,ძალიან უცნაურად გაგიცანი...იცი,როცა


გაგიცანი,როცა პირველად შეგხვდი,თავის მოკვლა მინდოდა,თუმცა მერე
გადავიფიქრე,რადგან შენ ცხოვრება გამინათე,ნათება შემოიტანე მასში...შენ
ხომ ჯოჯოხეთი სამოთხედ მიქცია,ყოველი ახალი დღე ახალი ბედნიერების
საწყისად...ამიტომ მიყვარხარ,მიყვარხარ და გთხოვ,რომ მაპატიო..მაპატიე,რომ
საკმარისად ვერ გადაფასე,შენც ხომ იცი,რომ ყველაფერი ვსცადე,ბოდიში,რომ
საკადრისი პატივი არ მოგაგე,თუმცა გპირდები,რომ,სანამ ცოცხალი
ვარ,ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის,ყველაფერს,გესმის?
არასდროს მიგატოვებ,მუდამ შენთან ვიქნებ,მუდამ იმაზე ვიფიქრებ,რომ
გაღიმებული გნახო...გესმის? იმედია,გესმის და ახლა სადმე ახლოს ტრიალებ...

სანამ მელნის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ შენთვის,შენთვის,ჩემი


სიცოცხლევ....მე ხომ შენს გარეშე სუნთქვაც არ შემიძლი..მიყვარხარ,მიყვარხარ
და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ ამ ფრაზას...შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ,შენს
გარეშე არაფერი არ მინდა....“

14
ემოციები კლავს-მეთქი,ტყუილად არ ვამბობდი..უნდა შევჩერდე,უნდა
გავაჩერო საკუთარი მრავლის აღქმელი ბუნება.სჯობს,უბრალოდ
ჯობია,დაველოდო,როდის მოვა ჩემი საყვარელი მასწავლებელი და
დამიდასტურებს,გააპროტესტეო...

ამ გამოცდებმა მომიღო ბოლო.ოჯახის წევრებიც მტერივით მიყურებენ ,ყველა


იმ ას ლარს,რომელსაც გასაჩივრებაში ვხარჯავ, უყურებს
მელაკუდასავით,რომელიც კრუხის დანახვაზე ენით ილოკავს პირის გარშემო
ყველაფერს და ერთი სული აქვს,როდის წავა მამალი დასაძინებლად.

ყველა იმაზე ფიქრობს.რაში დახარჯოს ჩემი ფული.დედაჩემმა,ფეხსაცმელს


ვიყიდო,ჩემმა დამ,ბოტასი არ მაქვსო,მამაჩემმა,ლეპტოპის ჩანთა გამეხაო,ჩემმა
ძმამ,აუზზე უნდა ვიაროო...გაგიჟდება კაცი...ყველას საკუთარი თავი როგორ
ადარდებს? ნუთუ ადამიანებმა არ იციან,რას ნიშნავს თანაგრძნობა?

ყოველთვის ვამბობდი,სიყალბეა ეს ცხოვრება-მეთქი და ასეც


ყოფილა..ადამიანთა ურთიერთობები თუ მიცემა-მიღებაზეა
დამყარებული,მაშინ სადღაც ვეძებოთ ჭეშმარიტება? ეს ის კითხვაა,რომელიც
დიდი ხანია მაწუხებს და,რომელზეც ფიქრით ვიწყებ დილას და ვასრულებ
დღეს...

საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ბოლო დროა..ჩემი არავის ესმის და მე აღარავინ


მაინტერესებს.ისეთი გულგრილი ვარ,რომ უკვე აღარ მახსოვს რას ნიშნავს ის
გრძნობები,რომლებსაც ადამიანები ასე აფასებდნენ,ხალხს ქულების მიხედვით
ვცნობ და მშურს ყველასი,ვისაც ჩემზე მეტი ქულა აქვს,მიუხედავად იმისა,
სხვაობა ერთია თუ ხუთი...

დღეები ძალიან იწელება..ხუთში ჩამოვალ ან ექსვშიო,თუმცა არ რეკავს..არადა


მისი საყვარელი რძიანი ყავა უკვე ვიყიდე...ჩემი ერთ-ერთი 200 გვერდიანი
რომანიც კი ამოვაპრინტერე,მხატვრულ ლიტერატურას გავუმზადე-
მეთქი,თუმცა არ ჩანს...

15
ისევ ლოდინი..ლოდინი კლავსო,მართალი ყოფილა.. ყოველ ღამე
მესიზმრება,რომ ვასაჩივრებ გამოცდებს,ოფლი მასხამს და შეშინებულს
მეღვიძება..ვერ ვხვდები,რატომ..

დღეები უაზროდ გადის,სახლში მარტო ვარ...ან ვკითხულობ,ან ვჯღაბნი რამეს


ან მძინავს,ან ფილმს ვუყურებ ან ყავას ვსვამ ან ისევ მძინავს..ძილი
ავტონომიას ამყარებს და მეც ვყვები,სხვა რა საქმე მაქვს...

8 აგვისტოს ჩემი ოჯახი ჩამოდის.დიდი აღტაცებით არ ვხვდები ან როდის იყო


ასე? გრძნობები ჩავკალი თუ მათ ჩამკლეს მე,არ ვიცი..

-როგორ ხარ,მარიამ?-მეკითხება დედაჩემი,მე კი მხოლოდ თავს ვაქნევ


ახლადგაღვიძებული ბავშვივით.

-თმა რას გიგავს?-მეკითხება მამაჩემი,მე კი მეცინება,რამდენიმე დღეა არ


გავსულვარ სახლიდან,შესაბამისად თმისთვის არ მიხლია ხელი,სად მაქვს
ამხელა თმის ვარცხნის თავი?!

დაბინავებ-გადმობარგებას მალე ამთავრებენ,არც ველოდები მათ


მოქმედებას,ჩემს ოთახში შევდივარ და ვუბრუნდები სამყაროს,რომელშიც ჯერ
ღრმად არავინ შემომიშვია.

ამ დღესაც უცნაურად ვატარებ,ხან ხალისი მაქვს,ხან-არა.არც მიკვირს,ეს


ჩემთვის ძლიერ ახლობელია.წაკითხულ წიგნებს გვერდზე ვდებ.გოეთეს
„შერჩევით ნათესაობას“ ვიწყებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში,რომ
გენიოსი იყო..აქ კი ჩნდება კითხვა:“ვინ ვარ მე?“

თორმეტი საათზე წიგნს ვხურავ,ვიცვლი და ვწვები,მუსიკას,“everything you


see”,ვრთავ და თვალებს ვხუჭავ.მინდა,თავისუფლება
შევიგრძნო,უდარდელობისკენ ვისწრაფი.მინდა,ვიყო ლაღი,ცხოვრებაზე
შეყვარებული გოგო,რომელსაც გარე სამყარო ყველაფერზე ნაკლებად
აინტერესებს.

პირველის ნახევარი იქნება,როცა ტელეფონი ვიბრაციას გადმოსცემს,ვუყურებ


ეკრანს და მეცინება,ეს დათოა,რა ჯანდაბა უნდა,როდის უნდა შეიგნოს,რომ მე

16
სხვა ვარ და ის სხვა,ის სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს,უდარდელია და
„სიცოცხლე მშვენიერია“ სტერეოტიპით ცხოვრობს,მან არაფერი იცის
რეალობის სირთულეების შესახებ.მან არც ჩემი ცხოვრების შესახებ იცის ბევრი
რამ და არა მარტო მან,თითქმის არავინ იცის,რას ვგრძნობ და რას
ვგრძნობდი..არავინ იცის,რა გადავიტანე..მე ხომ ბავშვობა საერთოდ არ
მქონია,მე ხომ ახლა ფსიქოლოგიურად ორჯერ უფრო დიდი ვარ,ვიდრე
ბიოლოგიურად.

„აქ ხარ?“-მეცინება მის მოწერილზე,მაგრამ მაინც ვპასუხობ:“კი“. „იძინებ?“-ისევ


ის მწერს,ლაკონურად და მოკლედ-მეთქი,ვფიქრობ და ორმაგად მეცინება.
„ჯერ არა“-ვუგზავნი შეტყობინებას,ის კი მპასუხობს:“კაი“.

მეტი ვერაფერი მოიფიქრა-მეთქი,მეციინება.სულელი


ბიჭია,მართლაც,რამდენი ხანია დამსდევს,მე კი ძალიან არასდროს
მაინტერესებდა,უბრალოდ მომწონდა ლაქიას როლში რომ მყავდა.

ერთ წელზე მეტ ხანს ვიცნობდი და ამ ხნის განმავლობაში ვინ იცის


რამდენჯერ დავურეკე,ცივი წყალი მომიტანე,საყინულე არ მიმუშავებს-
მეთქი,რამდენჯერ ვუყვიროდი ტელეფონში,სალფეთქი არ მჭირდება,ხელები
უნდა გავიწმინდო-მეთქი,ხან რვეულზე ვგზავნიდი და ხან წიგნზე..დათოს მე
და აბიტურიენტობა ერთად ვაწამებდით,თუმცა ის არ ჩანდა
ტანჯული,მარტვილის როლში გინდა ვიყოო,მეკითხებოდა და
ეცინებოდა.ალბათ, ამიტომ მომწონდა მასთან ყოფნა.როგორც გოეთე
იტყოდა,სუსტი ადამიანიც კი იქვემდებარებს უფრო სუსტს.ალბათ ეს
ცხოვრებისეული ჯაჭვია,აი,სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვს
მას,როგორიც კვებით ქსელს.

ვწევარ და დათოსთან გატარებული დრო მახსენდება.ერთ დღეს


მკითხა:“კაცია-აბიტურიენტიო?!“ და სიცილისგან კინაღამ მოვკვდი...

ცხრა აგვისტოს გვიან მეღვიძება და ასე დაგვიანებულად ვაგრძელებ


ცხოვრებას..ქართულის რეპეტიტორს ვწერ,ხვალაა გაპროტესტების ბოლო

17
ვადა-მეთქი,მერე წიგნის კითხვას ვაგრძელებ უაზროდ და უსიამოვნოდ,აღარ
არსებობს...

ეს დღეც გადის,როგორც დაგიბარებიან ან არ დაგიბარებია...დებილურად ვარ


და ადრე მეძინება,მგონი,ძილის გარდა ყველაფერი მეზარება..

-მარიამ,დღეს მოდის დალი მასწავლებელი,ჰო?-მეკითხება დედაჩემი დილას.

-ჰო,დღეს 11-ისთვის მოვალო,მითხრა..-სწრაფად ვპასუხობ და წიგნს უაზროდ


ვშლი.

ეს არის ბოლო დიალოგი,როცა საკუთარი თავის რწმენა მაქვს..შემდეგ მოდის


რეპეტიტორი...ბევრს აღარ გავაგრძელებ...მეუბნება,ხან კარგად წერდი და ხან
ცუდად,გამოცდაზე კი ცუდად გამოგივიდაო..

-არ ღირს მხოლოდ ერთი კითხვის გამო გაპროტესტება..-ვამბობ ჩუმად.

-ნამდვილად-მეთანხმება მასწავლებელი.

-იცით,რას მივხვდი?-ვეკითხები გამწარეულ-გაკვირვებული.

-აბა რას?

-იმას,რომ შტერი ვარ და იმას,რომ ვერც ერთ გამოცდაზე ვერ დავდე


სასურველი შედეგი...

ამის შემდეგ დედაჩემი შემოდის და მისი ორმაგი დამრიგებლური


საუბარი..მძულს ასეთი რამეები და სულ არ ვუსმენ..

ისევ,ისევ ძველი ფიქრები მიტრიალებს თავში...საკუთარი თავი მძულს...ჩემს


რომანს აღარ ვატან დალი მასწავლებელს,არ მაქვს არაფრის ხალისი.ისიც არ
არის მხიარულად,ფეხი სტკივა.გამისივდაო,მუხლს ანახებს დედაჩემს,ყავასა
და ნაყინს ამთავრებს,ფეხზე დგება,არაფერი მინდა მეტიო.დედაჩემის თხოვნის
მიუხედავად,კარისკენ მიდის..ვაცილებ,კიბეებზე ვყვები,ვკოცნი და
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ....

18
სახლში კარგ ხასიათზე შემოვდივარ.ეს შოკია,ჩემთვის ნაცნობი
შოკი,გამწარებული ხარ და რომ გეცინება...

დედაჩემს საყიდლებზე მივყვები,ვეხმარები რაღაცების


წამოღებაში...ვცდილობ,აღარ ვიფიქრო გამოცდებზე და გაპროტესტების ფული
სხვა რამეში დავხარჯო,ღია აუზზე წავალ-მეთქი,ვფიქრობ..თუმცა,როცა ქუჩას
ვუახლოვდები,ვხედავ,როგორი სისწრაფით მოდის მანქანა,ისარივით მოიწევს
წინ...ვჩერდები,თუმცა არ მინდა,ვფიქრობ,რომ უნდა ჩავუვარდე
ქვეშ...საოცარია,მინდა,მაგრამ არ ვაკეთებ..დედაჩემი მხარეს იცვლის,ალბათ
ეშინია,რამე არ მოვიმოქმედო.მშვიდად ვჭრით ქუჩას და სახლისკენ ვუხვევთ.

ჩემს ოთახში რომ შევდივარ,საშინელ ხასიათზე ვარ...ცრემლებს


თავისუფლებას ვაძლევ და საწოლზე ვეხეთქები...

-რისთვის? ან რაში მინდა ეგ ოქროს მედალი? ეგ რკინა რაში მინდა? რაში?-


ვეკითხები საკუთარ თავს-დამპალი ქვეყაანნააა...რა მინდა აქ? ან ცხოვრება
რად მინდა? რისთვის? იმისთვის,რომ მათხოვრობაში ამომხდეს სული...

ღამეს ტირილში ვატარებ,თავს დამცირებულ არარაობად ვგრძნობ...ორმაგად


არ მინდა ცხოვრება..დავიღალე ბრძოლით,აღარ შემიძლია..

არავის დანახვა არ მინდა.ყველას დავშორდი..ოჯახში ყველასთან


ზედაპირული ურთიერთობა მაქვს,მეგობრები აღარ მყავს,ყველას
ჩამოვშორდი,ყველასთვის უცხო ვარ,მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით
თუ მიკითხავენ,დათოც აღარ მჭირდება...არავინ აღარ მჭირდება,არავინ!

სულ მარტო ვარ...სიცარიელეს ვგრძნობ გულში...

რაღაცების წერაში გამყავს მთელი დღე და სულ მავიწყდება,რომ 11


აგვისტოა,ანუ ჩემი ძმის დაბადების დღე..ვიგებ,რომ სტუმრები მოდიან,ასევე
მამიდაჩემი,რომელიც ამერიკიდან ჩამოსულა ცოტა ხნის წინ...
ვბრაზდები,არავის ნახვა არ მინდა,კარს ვაღებ და სახლიდან გავდივარ,არ
ვიცი,სად,მაგრამ მივდივარ,უბრალოდ მივიწევ წინ..ჩემი ნაბიჯები ცხოვრებას
ჰგავს,რომელიც მისნაირად უაზრო და უშინაარსოა.

19
ფიქრებში მივდივარ..მახსენდება ჩემი კლასელი,რომელსაც სკოლის ბოლო
დღის მერე წყნეთში ვესაუბრებოდი ცხოვრების ამაოებაზე და გულში რაღაც
მწყდება..ის იყო ერთადერთი ადამიანი,რომელიც ამაში მეთანხმდებოდა და
მეტიც-მას საკუთარი თეორიები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით..

მასზე მეფიქრება,რას შვრება-მეთქი ახლა,თუმცა მას არც ტელეფონი აქვს და


არც ერთი სოციალური ქსელით არ სარგებლობს..საოცარია,ის სულ
სხვანაირია,თუმცა ამას აზრი აქ აქვს,მას ჩემზე უკეთესი თეორიები აქვს,ჩემზე
უკეთესი...მე არც ის მჭირდება,არავისთან ყოფნა არ მინდა,მარტოობა
მწყურია...

მახსენდება დალის სიტყვები,როცა სტუდენტი გახდები,შევხვდეთ და ახალ


რამეები გამაცანიო..მეცინება,რა სისულელეა...

მახსენდება,დალიმ რა მითხრა იმ დღეს,სამი ბინა დავკარგე,არ იდარდო,ეგ


არაფერიაო..შენი ცუდი თვისებაა ისაა,რომ სულ მაღალი მწვერვალების
დაპყრობა გინდაო..ისევ მეცინება,თუმცა ეს არაა სიხარულის სიცილი,ეს
სიმწარისაა...

ქუჩას მივუყვები..გიჟივით ვარ.,ასევე გამოვიყურები კიდეც..თმა გაჩეჩილი


მაქვს,მაღლა მაქვს აწეული პლუს მძინარე-ნამტირალევის კოსა და ესაა
უბედური ადამიანის გარეგნობა..

ჩემი ოცნებები,ჩემი სიზმრები,რომლებიც მიყვარდა..აწი როგორ ჩავხედო


თვალებში მუზას,მის გარეშე კი ჩემთვის აზრი არაფერს აქვს,მე ხომ წერაზე
მეტად არაფერი და არავინ მიყვარს..ახლა როგორ უნდა წავიკითხო მეათეჯერ
მიჩელი,როცა არარაობა ვარ ან როგორ ვუთხრა ჯეკ ლონდონს,შენი ნაჩუქარი
შთაგონება გამექცა-მეთქი..გოეთე მახსენდება,ისიც ჩემნაირად იყო
მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ...შემდეგ ბორის აკუნინის, იგივე გრიგოლ
ჩხარტიშვილის, „მწერალი და თვითმკვლელობა“ მახსენდება,ეს ჩემს თვალში
მისი სავიზიტო ნაწარმოებია..ვიაზრებ,რომ ისიც დაინტერესებული იყო
თვითმკვლელობის ფენომენით,თუმცა საკუთარ თავზე არ გამოუცდია..ის ისევ
ცოცხალია-მეთქი,ვააანალიზებ და ცრემლები მომდის...

20
„რისთვის? რისთვის მოვედი და რისთვის მივდივარ?“-ვეკითხები საკუთარ
თავს გულში და გულს გარეთ მექაჩება რაღაც,ვინ ან რა ვერ
ვხვდები..მახსენდება,დიდი ხნის წინ ამ სათაურით დავწერე
ლექსი...სასაცილოა! ეს ცხოვრება ბედის ირონია,სიტყვებისა და აზრების
თამაშია..

„ამის დედაც“-ვფიქრობ და გული მისკდება...-„რისთვის? ვერ ვხვდები?“

შოკში ვვარდები და ძირს ვეხეთქები,არ ვიცი,სად ვარ,თუმცა შუა ქუჩაში არ


ვარ გაშოტილი,ამაში დარწმუნებული ვარ...ვერ ვდგები,თავი
მისკდება,ლამისაა გულის შეტევა დამემართოს.ქართული ენისა და
ლიტერატურის ქულა ვერ მომინელებია,მე ხომ წერა და ლიტერატურა
ყველაფერსა და ყველაზე მეტად მიყვარს...ამის გააზრება არ შემიძლია,მარცხს
ვერ ვაღიარებ..არ შემიძლია!!!

„მთელი ცხოვრება ..სულ ასე იქნება...“-ოპტიმისტი მე მკვდარია...გონება


მებინდება...

არ ვიცი,რამდენ ხანს ვარ ასე,ბოლოს ვგრძნობ ვიღაცის ხელებს,მაყენებს


ფეხზე..ვირევი,გაეთრიე-მეთქი.

ვიყინები,როცა დათოს სახეს ვხედავ,რა უნდა ჩემსგან,არ მესმის..

-მარიამ..-ხელებს მკლავებზე მიჭერს და ფეხზე მაყენებს,მაკვირდება,მყარად


შემიძლია თუ არა დგომა.

-შენი საქმე არაა.შენ უკვე ამოიშალე ჩემი ქრონიკიდან..

-კარგად ხარ?

-ხელი გამიშვი,თორემ ...

-რა თორემ?-ბრაზდება.

-არ მჭირდები..-მთელი ემოციით ვეუბნები,თუმცა ის ხელს არ მიშვებს,სახლში


უნდა მიგიყვანოო.არც კი ვუხსნი,რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ
დავბრუნდები,არც კი ვეუბნები,რომ ჩემი ძმის დაბადების დღეა.

21
-მარიამ,მჭირდები..

-შენ სულ გჭირდებოდი ისევე,როგორც მაისური,რომელიც გაცვია და


გჭირდება..-ოსტერიული სიცილი მიტყდება.

-მარიამ..

-ნუთუ ვერ ხვდები,რომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ და არაც არასდროს


წარმოადგენდი?

-დამშვიდდი,კარგი?-ცდილობს,თავი აიყვანოს ხელში.

-ჩემი ლაქია იყავი და არა ბიჭი,რომელიც...-აღარ ვაგრძელებ,სიცილი თავისას


მიშვრება..

-არ გინდა ასე..

-არ მინდა?-ვეჯიკავები,თავს ვითავისუფლებ,ხელს ვკრავ..ამ დროს მანქანა


მოდის და პირდაპირ მას ეჯახება..

ვერაფერს ვგრძნობ,არაფერს ვნანობ..ეს ისე სწრაფად ხდება,რომ ვერაფერს


ვაცნობიერებ..ხალხი ესევა დათოს,რომელსაც მომაკვდავით ფერი აქვს..განზე
ვიწევი,არ ვინძრევი..

ნახევარი საათი ასე ვარ.სანამ სასწრაფოს მანქანა არ მიდის,ასე ვარ...ვიმეორებ


ექიმის სიტყვებს,გარდაცვალების თარიღიო და სუდარის გადაფარება მიდგამს
თვალწინ...

მე უბრალო ვარ..მე გადავრჩი,ეს უბედურ შემთხვევად ჩათვალეს,ჩემთვის


არაფერი უკითხავთ,ეტყობა,არაფერი დაუნახავთ,გარშემო კამერები არ იყო,ასე
რომ,მე სუფთა ვარ...

ისტერიულად მეცინება..დათო აღარ არის..ვინ იქნება შემდეგი? ვინ?

ასფალტზე ვჯები და ცას ვუყურებ,უკვე ღამეა,სახლში მიკითხეს ალბათ,თუმცა


რა..თვალები მეხუჭება,თუმცა მალევე მოვდივარ გონს,ფეხზე ვდგები და
გავრბივარ,მთელი ძალით მივრბივარ...

22
კვირები გადის..ჩარიცხვები იდება,100%-იანი გრანტი გაქვსო,მირეკავს
დედაჩემი მე,რომელიც მიტოვებულ სახლში ვცხოვრობ და ჩემს შესახებ ოჯახს
მხოლოდ ის ვუთხარი,რომ მარტო ყოფნა მინდოდა..საინტერესოა,რომ
წინააღმდეგობა არ გაუწევიათ,არც კი უკითხავთ,სად ვიყავი და რას
ვაპირებდი..ალბათ დაისვენეს ჩემს გარეშე...

ისტერიული სიცილი მივარდება,რა ჯანდაბაში მინდა ეს გრანტი,როცა


განადგურებული ვარ ან რაში მინდა ეს თსუ...

დათო აღარ არის...ეს აზრი კიდევ უფრო მთრგუნავს..მიკვირს,რომ დედაჩემი


მასზე სიტყვასაც არ ძრავს.ალბათ,ფიქრობს,რომ არაფერი გამიგია და არ უნდა
გული მატკინოს,არადა მე რომ არა ის ცოცხალი იქნებოდა,ისევ ითამაშებდა
რაგბს,ისევ ივლიდა გეპეიში და ისევ ჩააბარებდა გამოცდებს
მოუმზადებლად,იქნებ მიეღწია მიზნისთვის და მსოფლიოში ცნობილი
მორაგბე გამხდარიყო, ვინ იცის..ის აღარაა და ამაში საკუთარი თავის
დადანაშაულება არ მინდა,თუმცა ყოველ დილას შინაგანი ხმა მახსენებს,რომ
მე რომ არა....

-ცხოვრება გრძელდება...ნუ ხარ სულელი..-პირველ სექტემბრის დილას,როცა


მეღვიძება,მაღლა ვხტები და ვიღიმი...იმედი იღვიძებს ჩემში.ალბათ იმ
სიზმრის დამსახურებაა,რომელიც ვნახე...სიზმარი აღარ მახსოვს,თუმცა ჩემი
განწყობა...

ბრძოლის უნარი მიბრუნდება...ვიღიმი! ვიღიმი! ისევ! ისევ! არ მჯერა,რომ


ცხოვრება გრძელდება....

„ადამიანები არაფერს ვეგუებით,უბრალოდ ახალსა და უფრო მნიშვნელოვან


მიზნებს ვისახავთ“-მაწანწალას იერით გავდივარ გარეთ,სუფთა ჰაერს
ვისუნთქავ და სულ სხვა თვალით ვუყურებ ცას,რომელიც წმინდა მეჩვენება..

სახლში ვბრუნდები,მიმაქვს ჩემი ნივთები და ერთოთახიან ბინაში


ვეწყობი,რომელსაც მშობლების ფულით ვქირაობ..

23
ნაცნობებს ვივიწყებ,მეგობრები აღარ მყავს, აღარ, არავინ...

ბავშვების მომზადებას ვიწყებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.ორ ჯგუფს


ვქმნი.მეორე სემესტრიდან უკვე გამომდის საკუთარი თავის რჩენა,ოჯახს
იშვიათად ვეხმიანები...არავისთან ყოფნა არ მინდა,უნივერსიტეტში უცნაურს
მეძახიან,სულ მარტო ვზივარ კაფეტერიაში..

არავის ნათქვამი არ მადარდებს..

საუკეთესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ვდგები,როგორც ჩანს,თუმცა


არავის ვიკარებ...არ ვიცი,რატომ,თუმცა არ შემიძლია..

სიცარიელის შევსებას ვცდილობ,რომანის წერას ვიწყებ...არ ვიცი,რა


გამომივა,თუმცა დიდი შემართებით ვმუშაობ...ეს იმედის ნიშანია,იმედი კი
ისაა,რაც ცხოვრებას ანათებს და გვიკვალავს სავალს...

ვიცი,რომ ბედნიერი ვერასდროს ვიქნები,მეტიც-ახლოსაც ვერ გავიკარებ ამ


გრძნობას,თუმცა მსგავს რამე ვგრძნობ,რომ ვწერ და ეს მახარებს...

ჩემი რომანი დაიწერება ოდესღაც...ოდესღაც შეიძლება გვერდით დავუდგე


რომელიმე მსოფლიო დონის მწერალს და ეს გაზვიადებული ამბიცია
მაიმედებს....

მთელი ცხოვრება იმედით ვიცხოვრე და ასე გავაგრძელებ..ვცხოვრობ იმის


იმედით,რომ ოდესმე შევქმნი რაიმე ღირებულს,რომელიც ჩემს სახელს
უკვდავყოფს.. ხშირად მინდება თავის მოკვლა,თუმცა მახსენდება,რომ ჯერ
არაფერი ღირებული არ დამიწერია და სუიციდის აზრს უკუვაგდებ...

ვშლი გოეთეს რომანს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებები“ და ვკითხულობ


ფრაზას,რომელიც ძალას მაძლევს და მახსენებს,რომ არ უნდა
დავნებდე:“უეჭველია, თვითმკვლელობა უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების
მძიმე ჭაპანის თრევა“

© 2008-2016 4Love.Ge 24

You might also like