You are on page 1of 2

ქეისი 2

ბრიტანული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია „დე ჰავილანდი“ დიდხანს იყო


პატივსაცემი თავისი ინოვაციური და მაღალი ხარისხის დიზაინის გამო. მეორე მსოფლიო
ომის დროს კომპანიის ხელმძღვანელობას სჯეროდა, რომ კომერციული თვითმფრინავების
წარმატებული მწარმოებელი გახდებოდა. მალევე კომპანიამ განაცხადა ახალი რეაქტიული
თვითმფრინავის წარმოების შესახებ, რომელსაც კომეტა უწოდა და იმ დროისთვის უახლეს
ტექნოლოგიებს მიმართა.

კომეტას რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა პროპელერიან წინამორბედთან შედარებით და


ყველაზე თვალსაჩინო იყო მისი სიჩქარე, რაც 450 მილამდე აღწევდა საათში. ეს
საგრძლობლად შეამცირებდა გრძელ ფრენებს და ბიზნესმენის და ტურისტის დაინტერესებას
იწვევდა. ასევე ნაკლებად ხმაურიანი გარემო მეტად კონფორტული უნდა ყოფილიყო
მგზავრებისთვის.

კომპანიამ გადაწვყიტა ასეთი 50 ადგილიანი თვითმფრინავის დამზადება. მალე დიზაინიც


შეიქმნა და საკმაოდ გამორჩეული იყო, 4 რეაქტიული ძრავი ფრთებზე დაუმაგრეს, რის
შედეგადაც თვითმფრინავი მეტად სტაბილური გახდა ფრენაში და ამავდროულად ძალიან
სწრაფი. ასევე განსხვავებული და ინოვაციური იყო ჰერმეტული კაბინა, რაც 30 000 ფუტ
სიმაღლეზე უზრუნველყოფდა მგზავრების კომფორტულ მგზავრობას. დიზაინის დახვეწის
მიზნით საბოლოოდ მრგვალი ფანჯრების ნაცვლად თვითმფრინავს გაუკეთეს ოთხკუთხედი
ფანჯრები.

იცოდა რა რომ „ბოინგი“ აპირებდა რეაქტიული თვითმფინავის გამოშვებას, „დე


ჰავილანდის“ მიზანი იყო რაც შეიძლება მალე შეეთავაზებინა კომეტა მომხარებლისთვის და
დაედგინა ერთგვარი სტანდარტი ამ ინდუსტრიაში. თავდაპირველად ჩანდა, რომ კომპანია
წარმატებით მიიწევდა წინ. ბრიტანეთის ავიახაზებმა შეუკვეთა რამდენიმე კომეტა, ასევე ეარ
ფრანცმა და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმაც მოითხოვეს ეს თვითმფინავი, გარდა ამისა
დაინტერესდნენ ამერიკული კომპანიებიც.

კომპანია „დე ჰავილანდის“ სტრატეგია თითქოს მუშაობდა: იყო პირველი, ვინც ბაზარზე
რადიკალურად ახალი დიზაინის და ტექნოლოგიის მქონე მოდელი გამოუშვა. ბრიტანეთის
ავიახაზების პირველმა ცხრა კომეტამ ფრენა დაიწყო 1952 წლის 2 მაისს. ყველაფერი კარგად
მიდიოდა. პრობლემები 1953 წლის მაისში დაიწყო. ინდოეთიდან აფრენილი კომეტა 6
წუთში აფეთქდა და ჩამოვარდა, 43 მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა. ამ შემთხვევას არანაირი
წინაპირობა არ ჰქონია. გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი მფრინავის შეცდომა
და ამინდი იყო.

1954 წელს იგივე მოდელი აფრინდა რომიდან და ცოტა ხანში ჩამოვარდა. მხოლოდ 15
ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბრიტანეთის ავიახაზებმა შეაჩერა ამ მოდელით ფრენები
სრულყოფილი გამოძიების ჩატარებამდე. ექსპერტებმა ვერანაირი პრობლემა ვერ
აღმოუჩინეს კომეტას და ხელახალი სერტიფიცირების შემდეგ, თვითმფრინავებმა კვლავ
დაიწყეს ფრენა.
სულ რაღაც 16 დღეში კომეტა რომიდან კაიროს მიმართულებით აფრინდა, კარგ ამინდში
მალევე მიაღწია საფრენ სიმაღლეს და სიჩქარეს 500 მილს საათში, თუმცა უეცრად კავშირი
დაიკარგა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ნამსხვრევები ერთ-ერთ კუნძულზე აღმოაჩინეს,
თვითმფრინავის დიდი ნაწილი კი ოკეანეში ჩავარდა, სიღრმის გამო და იმის გამო, რომ
კატასტროფის ადგილამდე მისვლას დიდი დრო დასჭირდა, მხოლოდ 5 ცხედარი იპოვეს.

მესამე შემთხვევის შემდეგ გამომძიებლები დაუბრუნდნენ წინა კატასტროფების


ნამსხვრევებს. წყალქვეშ აღმოაჩინეს დამატებითი ფრაგმენტები და კორპუსის 70 %
აღადგინეს. შედეგად ექსპერტებმა დაასკვენს, რომ უბედური შემთხვევები ძრავის მიზეზით
არ მომხდარა, დაზიანებული იყო ფრთები და კორპუსის მეტალი, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა
სამივე კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ანუ პრობლემა იყო კორპუსის დიზაინში და არა
რომელიმე ნაწილის გაუმართაობაში.

ხუთი თვის განმავლობაში ჩატარდა 100-ზე მეტი ტესტი, რამაც აჩვენა დიზაინის და
კორპუსის ხარვეზები. თვითმფრინავის ინჟინრები დარწმუნებული იყვნენ, რომ კორპუსი 10
000 ფრენის საათს გაუძლებდა ყოველგვარი ტექნიკური ჩარევის გარეშე, თუმცა
სიმულაციებმა აჩვენა, რომ მეტალი მხოლოდ 1000 საათს იფრენდა უსაფრთხოდ, რაც ძალიან
ცოტა იყო კომერციული თვითმფრინავისთის.

დე ჰავილანდმა ნამდვილად მოიგო რბოლა ყოფილიყო პირველი ბაზარზე კომერციული


რეაქტიული თვითმფირნავით - თუმცა აჯობებდა ამ რბოლაში საერთოდ არ ჩართულიყო.

კითხვები:

1. როგორ დაეხმარებოდა კომპანიას რისკების მართვის გამოყენება ახალი


თვითმფრინავის შექმნის პროექტში?
2. როგორ ფიქრობთ, რა იყო „დე ჰავილანდის“ მნიშვნელოვანი შეცდომა კომეტის
შექმნის პროცესში ?
3. განიხილეთ კომეტასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რისკები (კომერციული,
ფინანსური, ტექნიკური და სხვა). გააკეთეთ ამ რისკების ხარისხობრივი ანალიზი
მათი ალბათობის და გავლენის მიხედვით.
4. მოამზადეთ რისკებზე რეაგირების სტრატეგია.

You might also like