You are on page 1of 2

1) ყოველი ამოცანის შესრულების დროს, შესაძლებელია მოხდეს გაუთვალისწინებელი

შემთხვევები, გამოვლინდეს ახალი გარემოებები, რომლებმაც შესაძლებელია


შეაფერხონ (ან სულაც შეუძლებელი გახადონ) ამოცანის მიზნების მიღწევა ან შექმნას
ახალი შესაძლებლობები ორგანიზაციის განვითარებისთვის. მიზნების მიღწევის
შესაბამისი ამოცანების დაგეგმვის დროს, საფრთხეების და შესაძლებლობების
გამოვლენის კვალდაკვალ, ორგანიზაციული სტაბილურობის გაზრდისთვის და
განვითარების ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, უნდა შემუშავდეს
საფრთხეების / შესაძლებლობების გამოვლენის და მათზე რეაგირების ეფექტური
მექანიზმები. რისკების მართვის გამოყენება „დე ჰავილანდს“ ძალიან დაეხმარებოდა,
მითუმეტეს რომ კომპანიას საქმე ჰქონდა მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან.
კომპანია, რომ გამოეყენებინა რისკების მართვის მექანიზმი პირველივე
შემთხვევამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ამ შემთხვევის შემდეგ ( და არა მესამე
შემთხვევის შემდეგ) აუცილებლად შეეცდებოდა იმ ხარვეზის აღმოჩენას, რამაც
შემთხვევა გამოიწვია. უფრო დიდი დროის განმავლობაში დაიტესტებოდა მოდელი
და ხარვეზიც გამოვლინდებოდა და არ იქნებოდა ამდენი მსხვერპლი.
2) ვფიქრობ, რომ კომეტის შექმნის პროცესში ყველაზე დიდი შეცდომა იყო სიჩქარე.
კომპანია „დე ჰავილანდმა“ ძალიან მალე გამოუშვა ახალი მოდელი და სიჩქარეში
საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა და მნიშვნელოვანი დეტალები გამოეპარათ. მათ
ზედმეტად ოპტიმალური მიზნობრივი თარიღი აირჩიეს და „უხარისხო“ კონკურენცია
აწარმოეს ბოინგთან. სიჩქარის ფონზე მათ აწარმოეს „გაუმჯობესებული“ დიზაინი,
რამაც კომპანია დაღუპა. ამ ყველაფრის შემდეგ „დე ჰავილანდი“ კიდევ დიდი ხნის
განმავლობაში ვერ მოიპოვებს მომხმარებელთა ნდობას.
3) კომეტასთან დაკავშირებით სხვადასხვა რისკს შეიძლება ჰქონოდა ადგილი.
დავიწყოთ იმით, რომ ტექნიკური მხარე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი შექმნის
პროცესში. თუ ის არ იქნებოდა ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო ყველანაირი
შრომა და გაწეული ხარჯი ფუჭი აღმოჩნდებოდა და ასეც მოხდა. კომერციული რისკი
წარმოიშვება უშუალოდ პროდუქციის რეალიზაციის პროცესში და რისკი იყო ის რომ
კომეტა იქნებოდა გაუმართავი, კარგი იქნენოდა „დე ჰავილანდს“ საწყის ეტაპზე
რამოდენიმე ერთეული გამოეშვა და დაკვირვებოდა მათ ფუნქციონირებას.
კომერციული და ტექნიკური რისკების გაუთვალისწინებლობამ მიგვიყვანა მთავარ,
ფინანსურ რისკებთან. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი “წყალში ჩაიყარა“. მათ
დაკარგეს მომხმარებელთა ნდობაც და ახლა ახალი ძალისხმევა და დამატებითი
ხარჯების გაწევა იყო საჭირო მათი ნდობის უკან დასაბრუნებლად.
4) რისკებზე რეაგირების სტრატეგია- პირველი ნაბიჯი ალბათ ფირმის მიზნებისა და
ამოცანების განხილვაა. შემდეგ იმ გარემოს განხილვა, რომელშიც კომპანიას
საქმიანობს (მნიშვნელოვანია ის, რომ მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ჰყავს
ბოინგის სახით). მომდევნო ნაბიჯი რისკების ანალიზი და შეფასებაა, განსაზღვრა
მაღალი და დაბალი რისკების. მომდევნო ეტაპია რისკების მართვა- სავარაუდოდ
განსაზღვრული (შეფასებული) რისკების მართვა. რისკებზე რეაგირების სტრატეგიის
მნიშვნელოვანია ნაწილია კომუნიკაცია და კონსულტაციები.საჭიროა გვქონდეს
კომუნიკაცია და კონსულტაციები ფირმის ყველა რგოლთან, ისევე როგორც გარე
მხარეებთან, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველა მხარე სათანადოდ არის
ინფორმირებული. და ბოლო ეტაპი მონიტორინგი და კონტროლია. რისკის მართვის
სტრატეგიების მონიტორინგი მუდმივად. ეტაპობრივად, რომ გავყვეთ კომპანია „დე
ჰავილანდისთვის“ რისკებზე რეაგირების სტრატეგიას, პირველი- მან უნდა დაისახოს
კონკრეტული მიზანი და შეაფასოს მისი რეალურობა. მომდევნო ბანიჯია ბაზრის
შესწავლა, ვინ არიან მისი კონკურენტები, ვისთან შედარებით არის ძლიერი, სუსტი,
რა მიღწევები აქვთ მის კონკურენტებს და თავად რა განსხვავებული პროდუქტისა თუ
მომსახურების შეთავაზება შეუძლია კომპანიას. შემდეგ უნდა შევაფასოთ ამ სიახლის
განხორციელების შესაძლებლობები. განვსაზღვროთ რისკები, მაგალითად ის რაც დე
ჰავილანდის შემთხვევაში მოხდა, თვითმფრინავის კორპუსი მისი დიზაინის გამო ვერ
დაფრინავდა საჭირო დროის განმავლობაში, დადავნერგოთ აღმოფხვრის გზები, ანუ
შევცვალოთ კორპუსის დიზაინი, გავხადოთ იგი უსაფრთხო, რაც მთავარია და
კომფორტული.

You might also like