You are on page 1of 4

ხელოვნების ფილოსოფია: ბაძვის ცნება პლატონთან და არისტოტელესთან

მარიამ ცობეხია

შუალედური I

კურსის ხელმძღვანელი: მირიან ებანოიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი 2020
დასაწყისისათვის აუცილებელია პლატონისა და არისტოტელეს მეტაფიზიკა
შევადაროთ. როგორც სერგი დანელია წერს არისტოტელეს მეტაფიზიკა პლატონის
მეტაფიზიკის უარყოფას წარმოადგენს. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ჯერ პლატონის
ბაძვის ცნება უნდა განვავრცოთ. მოკლედ რომ დავახასიათოთ პლატონისათვის
ხელოვნება ბაძვას წარმოადგენს. კონკრეტული საგნების სხვაგვარი ან ხელოვნური
აღწერა. ვინაიდან ვიცით რომ პლატონისათვის არსებობს ორგვარი სამყარო: ნამდვილი
და მოჩვენებითი, უკანასკნელ ტერმინში იგულისხმება ნამდვილის ანარეკლი სამყარო,
ამ წარმავალ, მერყევ სამყაროში ხელოვნება ბაძავს კერძო საგნებს, ამ სამყაროში
არსებული ლანდები ანუ საგნები თუ მოჩვენებითია, ამ ყოველივეს მხატვრული სახით
გადმოცემა გაორმაგებულ შედეგს გვაძლევს. ანუ მიბაძვის მიბაძვაა1. პლატონის
ნააზრევიდან ვეგულობთ რომ მისთვის ხელოვნებასა და ფილოსოფიას შორის არსებობს
ანტაგონისტური დამოკიდებულება, სხვაგვარად ფიქრობს არისტოტელე, მისთვის
შესაძლობა ფილოსოფია და ხელოვნება გაიგივებული არ იყოს ერთმანეთთან, თუმცა
უშვებს შემთხვევას რომ ამ ორ საგანს შორის არსებობს ნათესაური კავშირი.
არისტოტელესთვის ხელოვნება ზნეობას არ რყვნის და სულაც არ აბნელებს ცნებებს,
განსხვავებით პლატონის ნააზრევისაგან. უფრო მეტიც, პლატონი ხელოვნებას ბავშვთა
გასართობად აღიქვამს. მართალია არისტოტელეს ზოგადი ცნებით ხელოვნება ბაძვას
ეფუძნება, თუმცა იგი უფრო ფართოდ განიხილავს ხელოვნებას, როგორც ესთეტიკური
ბაძვის აუცილებლობას. მისი აზრით, ადამიანს ბავშვობიდან აქვს თვისება რასმე
მიბაძოს, სხვაგვარად შეუძლებელია სიამოვნებით ასრულებდეს რაიმეს შეცნობას. ანუ
რომ არა ბაძვა ზოგადად სწავლა სასოამოვნო შეგრძნებას არ დაგვიტოვებდა.
არისტოტელესთვის სწორედ ბაძვა შეაქმნევინებს ადამიანს, თუნდაც მხატვრულ სახეს.
სწორედ აქ ვლინდება ფილოსოფიისა და ხელოვნების გადაკვეთა. ფილოსოფიას და
ხელოვნებას აქვს ერთი ხასიათი რომელიც მდგომარებს ცოდნისაკენ მისწაფებაში.
არისტოტელე პლატონის ხელოვანისა და ხელოსანის დებულებსაც უპირისპირდება.
პლატონისათვის ხელოსანი ქმნის ისეთ პროდუტს რომელიც კეთილია ანუ

1
პოეტიკა, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი
1944წ.
1
სასარგებლოა. ესე იგი, ადამიანს უმსუბუქებს ყოფიერებას ხელოსანის მიერ შექმნილი
ნივთი. ვინაიდან ხელოვანი პლატონისათვის ყალბის გაყალბებას ემახურება, მას
ხელოსანზე დაბალ საფეხურად მიიჩნევს. განსხვავებით ფიქრობს არისტოტელე, სწორია
რომ ხელოსანი ეწევა სასარგებლო საქმიანობას, რადგან მის მიერ შექმნილი საგანი
ადამიანის ფიზიკურად არსებობისათვისაა საჭირო. ადამიანს აქვს გარკვეული
მოთხოვნილებები, რომლის დაკმაყოფილებას ემსახურება როგორც ხელოვნება ისე
ხელოსნობა. თუმცა ხელოსნობა წარმოადგენს ადამინის ყოველდღიურ აუცილებლობას,
ანუ როგორც არისტოტელე უწოდებს, საზოგადოებრივი ცხოველისათვის აუცილებელია
მსგავსი დარგი. ასევე იგი ითვალისწინებს რომ ადამიანს არ შეიძლება მხოლოს ერთი
კონკრეტული მოთხოვნილება ჰქონდეს, ამიტომაც ზრდის ხელოვნების მნიშვნელობას.
რომ არა ხელოვნება ადამიანი დაემსგავსებოდა პირუტყვს, რომლისთვისაც მხოლოდ
სასიცოცხლო მონაპოვარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იგულისხმება საკვები და
მისთანა. ხელოვნების არსი ალამაზებს ყოფიერებას, ამიტომ არის იგი მშვენიერი.
შედარებისათვის XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ფილოსოფოსის წარმოდგენები
შევადაროთ ესთეტიკისა და ხელოვნებაზე მსჯელობას. იმანუელ კანტისათვის
ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ესთეტიკური გააზრების
გათვალისწინებით. თუმცა ხელოვნებასა და მეცნიერებას იგი მიჯნავს ერთმანეთისაგან.
მისთვის შესაძლოა კონკრეტული საგანი მშვენიერი იყოს, თუმცა მშვენიერების
შემეცნება მსჯელობის გარეშე უნდა განხორციელდეს. მსგავსი ცნება ესთეტიკურ
მსჯელობას არ ახასიათებს, არამედ ის პირდაპირპროპორციულია სასიამოვნო
გრძნობასთან. ანუ მშვენიერების აღქმისას გამოწვეული სასიამოვნო გრძნობასთან.
იქიდან გამომდინარე რომ კანტი პირდაპირ ესთეტიკას უკავშირებს ხელოვნებას
მიიჩნევს რომ შესაძლოა მან არაფერი ასწავლოს ადამიანს. ამიტომაც თავიდანვე უნდა
იცოდეს ადამიანმა რომ მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური განზრახვა უნდა ჰქონდეს
ხელოვნების შემეცნებისას.
არისტოტელეს მსაგვსად კანტი ითვალისწინებს ადამიანის ესთეტიკური ბუნების
საჭიროებას და თვლის რომ ამგვარი ტკბობა მხოლოდ ადამიანს ძალუძს და არა
ცხოველს ან რაიმე სახის წმინდა არსებას. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად კანტი

2
ესთეტიკას აღიქვამდა როგორც მოძღვრებას გრძნობადი საგნების შესახებ, თუმცა
შემდეგ მან შეცვალა და განავითარა ესთეტიკის სხვაგვარი გაგება, რომელიც განავრცო
გემოვნების თეორიაში. გემოვნება კი თავისთავად მოიცავს ხელოვნებას და
მშვენიერებას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს მშვენიერების იდეა რომ
აღიქვას იგი. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ კანტისათვის მშვენიერების მნიშვნელობა
საყოველთაო ხასიათს მივანიჭებთ, ანუ ის მიიჩნევს რომ მშვენიერება არის საყოველთაო,
თუ ერთი ადამიანისთვის რაღაც მშვენიერია, მეორე ადამიანიც ამავე აზრს უნდა
იზიარებდეს.
დასკვნაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნების იდეა არის სიღრმისეული. ვინაიდან
მის მნიშვნელობა ადამინისთვის ესთეტიკურ ხასიათს ატარებს. ჯერ კიდევ ანტიკური
დროიდან ხვდება ადამიანი მისი არსებობის საჭიროებას, სხვაგვარად ხომ სამყარო
მონოტონური და მოსაწყენი იქნებოდა?!

გამოყენებული ლიტერატურა:
პოეტიკა, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
თბილისი 1944წ.

You might also like